უბადრუკი (სრულად)
-შეიძლება მეც რომ დავხატო?- ვეკითხები ბიჭს, რომელიც კედლებს ხატავს. უცებ შემობრუნდა და გაკვირვებული მომაცქერდა. -შენ? კი, მაგრამ შეძლებ? - ყველა ამაზე რატომ ამახვილებს ყურადღებას? - რატომაც არა? რომელ მხარეცაც შევძლებ და მივუდგები იმას შევღებავ. რატომ მომინდა დახატვა? არვიცი... ამ ბოლოს აღმოვაჩინე, ხატვა შემძლებია... ალბათ, ღრმად არსებობდა ეს ჩემში. -კარგი.-ცოტა არ იყოს გაკვირვებულია, რაცას მეუბნება იმაში კი თავადაც არაა დარწმუნებული.-ხატვა იცი?- თავს ვუქნევ იმის მანიშნებლად, რომ შეძლებისდა გვარად ვიცი. - კარგი, მაშინ საღებავებს მოვიტან და შენ იმ მხარეს დახატე და მერე შეღებე, კარგი? - თემა? - რამე ისეთი, რაც ჩემს ნახატთან შესაბამისი იქნება, მოკლედ იგივე თემის. თუ დახმარება დაგჭირდება აქ ვარ. თუ ბოლომდე ვერ დაასრულებ დამიძახე კარგი? - მეც თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. ბიჭი კი გაშტერებული იყო, ალბათ კიდევ გაკვირვებული იყო. რა? ნუთუ მე და ჩემნაირებს არ შეგვიძლია ეს ყველაფერი? თუ, ადამიანები არ ვართ ჩვენ? რატომ მიიჩნევს ამას ყველა ნაკლად? კი მაგრამ, რატომ არიან ასეთი უგულოები? ბიჭმა მიმიყვანა კედლის იმ ნაწილთან რომელიც უნდა მომეხატა. საღებავები და ფუნჯები ძირს იდო. უკვე ვიცი, რომ რამე მცირე ზომის უნდა დავხატო. ჯერ ფანქრით ჩანახატი უნდა გამეკეთებინა. რას ვხატავ? -არ ვიცი. ბიჭის სიტყვები აღარ მახსოვს. უბრალოდ, გულს და ხელს მივყვები, მეც არ ვიცი რა გამოვა. ჩანახატს ვუყურებ, უემოციოდ შევცქერი და ვერ ვხდები, ვერ ვხედავ ნორმალურად რა არის, იმდენად ბუნდოვანია ყველაფერი. საღებავს მექანიკურად ვიღებ ფუნჯით და ვღებავ. ლოყებზე ცხელ სიყხეს ვგრძნობ. ვტირი. რატომ? - არ ვიცი. ალბათ, ამ ნახატით, ემოციების გადმოცემა მინდოდა. არა. არა. არა და არა! რატომ გადავწყვიტე აქ დამეხატა? რატომ? ამას ხომ მაშინ ვაკეთებ, როცა ემოციები სააშკარაოზე გამომაქვს. არ უნდა გამეკეთებინა, არა! ვხვდები, რომ ჭკუიდან ვიშლები. ცოტაც და მთელ ხმაზე ავღრიალდები. ეს არ უნდა ვქნა! მაგრამ სუსტი ვარ არ შემიძლია ეს ყველაფერი. ხელებში ძალა მერთმევა, ფუნჯი მივარდება, ვხვდები. ყელიდან სასწაული ხმა ამომდის, საშინლად ჩახრინწული, მაგრამ ხმამაღალი. ხელები ოდნავ მიძლიერდება, ამით ვსარგებლობ და ადგომას ვცდილობ. არ გამომდის. არ ვიცი, უკვე მერამდენე ცდაა, მაგრამ ისევ იმედგაცრუებული ვარ. ხელებს უფრო მეტ ძალას ვატან და ვხვდები რომ ადგომის ნაცვლად ძირს ვვარდები. უცხო ხელების შეხებას ვგრძნობ ბეჭებზე. ვიღაცას ხელში ავყავარ. დიდი ალბათობით იმ ბიჭს, რომელიც კედელზე ხატავდა. თვალები დანისნული მაქვს, ვერაფერს ვერ აღვიქვავ ჩემს გარშემო. თმები სველ ლოყებზე მაქვს მიკრული, რაც საშინელი შესაგრძნობია. ვყვირი, ვღრიალებ, მინდა ყველა ტკივილი, რომელიც აქამდე გადამიტანია ახლა გამოვიგლოვო. ღმერთო, რისთვის დამსაჯე ასე? რა დავაშავე ეს ყველაფერი, რომ გადამატანინე? უცებ მაგარ, მაგრამ ოდნავ რბილის შეხებას ვგრძნობ. ფიქრის უნარი მქონია კიდევ... თვალები მეხუჭება და ბურუსში გადავდივარ. ** თვალებს ვახელ. ოთახში ვიხედები და ვხვდები შეიძლება ექთნის ოთახი იყოს. კი მაგრამ, რა მოხდა? აქ არავინ არაა. უცებ კარი იღება და ექთანი შემოდის. -თავს რატომ იტანჯავ? ყველაფერი დაივიწყე და ცხოვრება გააგრძელე! -არ შემიძლია! - ჩემს ხმას ვერ ვცნობ. ეს მე არ ვარ. -დედაშენს ველაპარაკე. მოვა და წაგიყვანს.-დროებით სიჩუმე ვარდება ოთახში. - რა დახატე? ვიბნევი. -არ ვიცი.- იმედგაცრუებული ვჩურჩულებ. -ხვალ ვიღაც მოვა შენთან კარგი? არ ვიცი რამდენად კარგია ეს, მაგრამ უნდა ვცადოთ. ვინ? კი მაგრამ, ვინ უნდა მოვიდეს? კითხვა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ. ჩუმად ვართ. კარი იღება და დედაჩემი შემოდის. დერეფანში გასვლის დროს დედას ვთხოვ ჩემი დახატული ნახატი მაჩვენოს. იქითკენ მივყავარ. ჩემს ნახატს ვუყურბ და გაკვირვებული ვარ. საშინლად შავია. ვერც კი წარმომედგინა, ამხელა ფანტაზია თუ მქონდა, რადგან ეს ნახატი შევქმენი. ვუყურებ და ჩემში ცუდი გრძნობა იღვიძებს თავს. ნახატმა ის ხელახლა მომანდომა, რაც ხუთი თვეა არც კი გამივლია თავში და რაც რამდენჯერ ვცადე უკვე აღარ ვიცი. ** სახლში ერთად შევდივართ. ვვახშმობთ ორივე ერთად, ჩუმად. ღამეა უკვე, როცა მაწვენს. ვიძინებ... ** თვალებს ვახელ, თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს ღრმა ბავშვობაში. მაგრამ... ყოველთვის ეს “მაგრამ”. რატომ არსებობს ეს სიტყვა, ხომ შეიძლება ყველაფრის ამის გარეშე მოგვარება?- სამწუხაროდ არა. იმედგაცრუების ტალღა მივლის, როცა ვცდილობ და ვერ ვდგები. მწარე რეალობას ვეჯახები. უკვე აღარ ვიცი რამდენი ხანია, რაც ესე ვარ. თვლაც კი შევწყვიტე. ჩემს თავსაც ვაუბედურებ და დედაჩემსაც. ფიქრებში გადავეშვი ცოტა ხანში ყველაფერი ხელახლა შავმა ბურუსმა მოიცვა. დედა შემოდის და გასვლაში მეხმარება. მისაღებში შევდივარ და ჩემთვის უცხო ქალს ვხედავ. არ ვიცი, რატომ მაგრამ თვალში კარგად არ მხვდება. ცუდი ემოციები მოდის თითქოს მისგან. ვგრძნობ, რომ მისი აქ ყოფნა კარგს ვერაფერს მომიტანს. -დე, მე გავდივარ და დროებით ეს ქალი დარჩება შენთან კარგი?-არ მომწონს ეს ამბავი, მაგრამ თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. დედა გავიდა და კარი მიიკეტა. მე და ის მარტო დავრჩით. ვინაა და რა უნდა კი მაგრამ? ჯობს წავიდეს. ვგრძნობ, რაღაც ცუდი მოხდება, ვიცი. უკვე დარწმუნებული ვარ ამაში როგორც კი ხმას იღებს. -აბა რა გვჭირსო? ვერ ვხვდები რას მეკითხება, ან რაში აინტერესებს. თითქოს ხმა დამცინავიც აქვს. ვინ გამოგზავნა? ჯობია ახლავე წავიდეს, დარწმუნებული ვარ აქ კარგი არ მოხდება არაფერი მალე. -ვერ ვხვდები, რასმეკითხები, ან ვინ ხარ? -არ იცი? კარგი... შენი ფსიქოლოგი ვარ. ფსიქოლოგი... გონებაში სიტყვას ვსინჯავ. -არა, არ მჭირდები, წადი! -ვყვირი მთელ ხმაზე. არ ვიცი, რატომ ვუყვირი, მაგრამ მინდა წავიდეს. -კი, მაგრამ მე უნდა დაგეხმარო, ამაში კი შენი ხელშეწყობა მჭირდება. ა, და ესაა ფსიქოლოგი? ასე დამცინავად და ამრეზად ვინ ელაპარაკება ადამიანს. ბოდიში, მე ხომ ადამიანი არ ვარ. -შენი ნახატი ნახეს, ასევე შენი მდგომარეობა, როგორიც დახატვის შემდეგ გქონდა. რა დახატე? - არ ვიცი, არ ვიცი, არ ვიცი. - ნახატს ვიხსენებ, გონებაში ვიყურები, ნახატს ვუყურებ, ვერაფერს ვგრძნობ გარდა შიშისა. იმ ნახატის მეშინია, ის ასეთ გრძნობას იწვევს ჩემში. უცებ არ ვიცი რა მომდის. რაც ხელში მხვდება კედელს ვუქნევ. ვამტვრევ ყველაფერს. ქალი გაოცებულია. -რატომ ხარ აქ? რატომ ვითომ მეხმარები? მე არ ვარ ის ვისაც დახმარება სჭირდება. რატომ მოხვდეი ჩემთან, როცა სხვებს მარტივად შეგიძლიათ დაეხმაროთ? მე ვეღარაფერს მიშველით, ვეღარაფერს! - ვღრიალებ მთელ ხმაზე. ის ამას არ მოელოდა, სახეზე ეტყობა გაცოფებულია. და კიდევ, ეს უნდა იყოს ფსიქოლოგი? ჩემს გასაგიჟებლად მოიყვანეს. -რატომ? რატომ ვარ აქ, გაინტერესებს? რატომ და ყველას, ვისაც დახმარება გჭირდებათ გიჟები ხართ! შეშლილები! შენ გიჟი ხარ და ეს უნდა იცოდე! გიჟი ხარ! არავის არაფერში სჭირდები! შენ დედაშენს აუბედურებ. აუბედურებ და აწვალებ ყველას, ვინც შენს გარშემოა. ამის გაგება გსურდა? მითხარი! თვალებს ვახელ. ოფლში ვცურავ. ეს სიზმარი იყო. ეს სიზმარი იყო უნდა დავმშვიდდე. მაგრამ, იმას ვერაფერი შეცვლის, რომ ყველას და ყველაფერს ვაუბედურებ. დედა შემოდის ჩაცმაში მეხმარება და მისაღებში გავყავარ. იქ არავინაა, ამოვისუნთქე. უცებ დედა შემობრუნდა და მითხრა ის, რამაც შემაცბუნა. -დღეს საღამოს ჩვენთან ვიღაც მოვა. ახლა გავალ, პროდუქტებს ვიყიდი და ერთ საათში მოვალ, კარგი? მე თავს ვუქნევ, მაგრამ დარწმუნებული არაფერში ვარ. კარის ხმა მესმის და ვხვდები სახლში მარტო ვარ. გუშინდელი მახსენდება. ნახატი...ჩემი სცენები...დედაჩემის გასაცოდავებული თვალები და გაუბედურებული სახე... სიზმარი... მე ყველას ვაუბედურებ, ჩემი არსებობით ყველს ხელს ვუშლი. დედა, ისიც კი უბედურია. ახლა აღმოვაჩინე, ის იმაზე ბევრად უარეს დღეშია ვიდრე მგონია. სიზმარი... ის ქალი მართალი იყო. მე მართლა ზედმეტი ტვირთი ვარ. არა მხოლოდ დედასთვის. მთელ დედამიწაზე, ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვიკავებ. მე აქ არაფერი მესაქმება. ძალიან უბადრუკი ვარ. სრული ქაოსია ჩემს თავში. გონება მეთიშება. ვერ ვხვდები რას ვაკეთებ, ყველაფერი მექანიკურია. ვერაფერს ვხედავ. ტვინი გათიშული მაქვს. აზრზე ხელების წვას მოვყავარ. ზედ ვიხედები. სულ წითელი მაქვს. სისხლი მდის. ვხვდები თვალები მეხუჭება. ბოლო რასაც ვხედავ ჩემი ხელებია. თვალებზე ბურუსი მეკვრება და სრული სიბნელე ისადგურებს. დასასრული. მოგელასმებით ყველას. ეს ჩემი პირველი და დასრულებული ჩანახატია. როგორც კი გავიღვიძე, მივხვდი, რომ ეს უნდა დამეწერა, ეს მჭირდებოდა. წერის პროცესში ბევრი ცრემლი დავღვარე. არ ვიცი, ეს თქვენში რა ემოციას გამოიწვევს, მაგრამ არ მინდა ცუდად რომ მიიღოთ. ჯანსაღ კრიტიკას ველოდები, რომ ნაწერები უფრო და უფრო გავაუმჯობესო. ძალიან სპონტანური იყო დაწერის და ატვირთვის გადაწყვეტილების მიღება. ალბათ სრულ ჭკუაზე, რომ მოვალ მერე მივხვდები რაც გავაკეთე, შეიძლება ვინანო კიდეც. ახლაც კი, ხელები მიკანკალებს. არ ვიცი ასე უცებ რა დამემართა, არ ვარ ხოლმე ასეთი. ყველანაირად ვეცადე შეცდომები არ მქონოდა. არც კი ვიცი სათაური ისტორიის შესაბამისი თუ არის. ჯერ ვერც მე ვხვდები რას ვაკეთებ. ძალიან გთხოვთ, შემიფასეთ ნაწერი, რადგან გავიგო რას ფიქრობთ ისტორიაზე და დავიხვეწო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.