შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XV


6-02-2021, 18:41
ავტორი ტესსა
ნანახია 301

ნიკა



კატო საავადმყოფოდან გამოწერეს.
თუმცა, არა იმიტომ რომ გამოჯანმრთელდა. პანდემიის გამო(კორონა ვირუსი), რომელიც 2020 წლის მთავარ მოვლენად დასახელდა და წელი უარესად გაგვიმწარა, თითქოს ყველაფერი მის გარეშეც მშვენივრად იყოვო, ყველა კომერციული შენობები დაიკეტა, მათ შორის ის ფსიქიატრიული საავადმყოფოც რომელშიც კატო იწვა, ხოდა მეც გადავწყვიტე ის სახლში მომენახულებინა. თაზოს დავპირდი დავურეკავდი და კატოს სანახავად ერთად წავიდოდით, მაგრამ ეგ ტიპი არასანდოდ მეჩვენებოდა. მეგიზეც ისე უბრალოდ დაიწყო საუბარი, თითქოს ის მართლაც რიგითი გოგონა ყოფილიყო და მეტი არაფერი, თუმცა მაინც იყო რაღაც საეჭვო მის სიტყვებში ''შენი კარგად მესმის, ვიცი არ გსურს მეგის რამე დაუშავონო...''. რას ნიშნავს ჩემი კარგად ესმის? ეს მას საიდან უნდა ესმოდეს, თუ რა თქმა უნდა...მასაც ვინმეთი არ ემუქრებიან! ნაბიჭვ.რები!
დავფიქრდი...თაზოს საუბრიდან კიდევ რაიმე მნიშვნელოვნის გახსენება ვცადე, მაგრამ მხოლოდ ის გამახსენდა, რომ მან მითხრა რომ მხატვარი იყო და უმთავრესი, რომ ახლა ეტაპებიც რაუნდებათ იყოფა...და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წამოსვლის შემდეგ? ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ ისინი ამ საქმის გაწელვას ცდილობდნენ, მანამდე კი ეგონათ დავბრუნდებოდი. მაგრამ მე? მე ხომ არ ვიყავი ამ ყველაფრის მთავარი ფიგურა და რატომ იყვნენ ჩემზე ასე ძალიან ჩაციკლულები? უნდა გამეგო თითო ეტაპში რამდენი რაუნდი იყო. ასე საბოლოო დღის დადგენას შევძლებდი. და ასევე როგორღაც უნდა გამერკვია ამ თაზოს გამოჩენა ჩვენს ცხოვრებაში ავის მომასწავებელი იყო თუ კარგის.
კატოს კორპუსს რომ მივუახლოვდი, თავი უცნაურად ვიგრძენი. მისი სახლი გლდანში, კერძოდ მუხიანის IVბ მიკრო რაიონში მდებარეობდა. თუ სწორად მოვედი, მაშინ მესამე სართულის პირველივე კარზე უნდა დამეზარუნებინა. თავი დავიზღვიე და ქალბატონ ნატას დავურეკე კართან ვდგავარ-მეთქი. გზად მეგის საყვარელი ყვავილები - გვირილები ვიყიდე. თავს საშნლად ვგრძნობდი იმის გამო რომ მეგის ზურგს უკან ვმოქმედებდი, მაგრამ ძლივს უწინდებურად ბედნიერი იყო. ამ ბედნიერებას ხელმეორედ ნამდვილად ვეღარ წავართმევდი. გადავწყვიტე ყველაფერი მარტოს გამომეძიებინა და თუ საჭირო გახდებოდა საყვარელი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლის ღვრაზეც წავსულიყავი. ეს ასე უბრალოდ არ შერჩებოდათ...
ნატამ კარები გამიღო, თაიგული ღიმილით გამომართვა და სახლში შემიპატიჟა.
-მოგესალმებით, - რაც შემეძლო მოკრძალებით მივუგე. მართლა ვნერვიულობდი.
-შემოდი, შემოდი ჩემო ბიჭო, აი აქ დაჯექი.
დივანზე მოვკალათდი. კატოს თვალებით ძებნა დავუწყე.
-აქ არის? - ვუჩურჩულე.
თავი დამიქნია და ისევ გამიღიმა, თუმცა საზეზე აშკარა შიში ესახებოდა ამ ღიმილის უკან. ეს ბუნებრივი იყო. სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს ოთახში დაცემის ხმა გაისმა. შევხტი. ნატას რეაქცია არ ჰქონია, ისე თითქოს ასეთებს შეჩვეული იყო. მერე ოთახის კარი ნელა გაიღო და იქიდან კატო გამოვიდა. თეთრი გრძელი პერანგი ეცვა, თავზეც თეთრი თავშალი ეკრა. პირსინგი მოუხსნია. თვალთან მიხატული ის საშინელი ვარსკვლავიც წაუშლია. ცალ წარბზე ბინტი გადაეკრო. ტუჩები გამომშრალი ჰქონდა, სახეც პერანგის ფერი გახდომოდა. ახლა ეს უფრო შემზარავ სანახაობად მეჩვენა, ვიდრე ბნელ ოთახში მაკრატლით ხელში იმ დღეს. შევძრწი. თავიდან ვიფიქრე ხომ დამდვილად კატოა მეთქი, თუმცა როგორც კი ჩემი სახელი შეჰყვირა და ჩემსკენ ჩასახუტებლად გამოემართა უცებ მოვედი გონზე და გული გამითბა. ოდნავი მორიდების გრძნობაც კი არ გასჩენია, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში პირველად მხედავდა. წარმოიდგინეთ, ჩემში ეჭვი არც ერთხელ შეჰპარვია, არც კი შეშინებია, უბრალოდ თითქოს იქ მის სახლში ჩემი დანახვა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა.
-კატო გამარჯობა, მიხარია რომ კარგად ხარ, - სიტყვა ''კარგად'' ზედმეტად ძალდატანებით ვთქვი.
-გამარჯობა ნიკა, - თვალებში მომაშტერდა კატო. ნატამ ცრემლები მოიწმინდა და სასმელი შემომთავაზა.
-არა, გმადლობთ.
ვუთხარი.
-როგორ თუ არა, - შეჰყვირა კატომ - მაცივარში ლუდი ხომ გვაქვს დედა? ნიკას ლუდი უყვარს.
-რაგინდა, საღ ჭკვაზე ყოფილხარ კატიუშ, - მხარზე ხელი წავკარი. უხერხულად შეიშმუშნა და პერანგის საყელო გაისწორა. ახლა მივხვდი რაც გავაკეთე და ბოდიში მოვუხადე. გაატარა.
-ახლაც კი ხუმრობის ხასიათზე ხარ?
-რატომაც არა, სხვა რა შემრჩება...რაო, მართლა გაგაგიჟეს იმ გიჟებმა, არა?
-ეგ განდეგილები, ნუ მკითხავ...ისე რადროს ესაა, შენ ის მითხარი როგორ გადარჩი? უკვე მორჩენილი არუნდა იყოს ყველაფერი?
-ნწ.
-როგორ თუ ნწ, მიპასუხე.
-არა, არ უნდა იყოს მაგრამ მნიშვნელობა აღარ აქვს, მე წამოვედი.
-რას ქვია წამოხვედი ნიკა?!
-აი ასე, ავდექი და წამოვედი, მაგრამ ერთი გოგოა...
-აი თურმე რა...
ახლო მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა: -გახსოვს რომ ჩემთან ერთად უნდა დაგეძინა და აღარასოდეს გაგეღვიძა? ტრაგიკული სიყვარულის ისტორია! შენ კი გაიგე რომ კატო გაგიჟდა და უეცრად გამცვალე სხვაში!
ოპაა! ყველაფერი ცუდად წავიდა. არა მაგაზე უფრო ცუდად! ამ ყველაფერში ტრაგიკულის გარდა მე სხვა ვერაფერს ვხედავდი.
-კატიუშ, კარგი რა, ახლაც კი ისევ მაგაზე ლაპარაკობ? თანაც მე შენ ყოველთვის მეგობრად გთვლიდი და არც არასდროს მომიტყუებიხარ. მაგას მართლა ვაპირებდი, დამიჯერე.
-მაგრამ, მთავარი სიტყვაა აპირებდი.
ნატამ ლუდი მოიტანა.
-დედა შეგიძლია მარტო დაგვტოვო?
-არა კატიუშ, იყოს...გვჭირდება.
-ნიკა, ის მე ტელეფონს არ მაძლევს რამე უთხარი.
-კატო იცი რომ თავს იქამდე არ გამანებებენ სადამ თამაშში არ დავბრუნდები?
თითქოს სიტუაციის განსამუხტად ვთქვი, სინამდვილეში ყველაფერი ავურიე.
-მერე მაგას რა სჯობს? - ტაში შემოჰკრა, მერე დედამისს შეუბღვირა, - დამიბრუნე ტელეფონი და ერთად დავბრუნდეთ.
-თუ ღმერთი გწამს შვილო!
ნატამ თავი ვეღარ შეიკავა. შეუმჩნევლად ვანიშნე გაჩმებულიყო და ისიც უხმოდ დაუბრუნდა თავის ადგილს. როგორც ჩანს მენდობოდა.
-კატო, ეხლა კარგად მომისმინე. თამაში საჭირო არ არის. გიცნობ. და იცოდე, მე თუ ვერა ამ სატანისტებს თავს შენ მაინც დააღწევ, გასაგებია?
მერე ტუჩები ყურთან ახლოს მივუტანე და ვუთხარი: -მან იცის...
ნატა ვიგულისხმე. კატოს ტუჩები მთლიანად აუთრთოლდა და ლუდის ბოთლს გადასწვდა. სახე სულ შეეცვალა.
-როგორ?
იკითხა ხმის კანკალით. ესეც ასე, როგორც ჩანს მისი გატეხვა მთლიანად შევძელი.
-ვიტყვით რომ მოკვდი. აი ასე. ისედაც ყველას მკვდარი გონიხარ თაზოს გარდა.
-რა? თუ ასეა ისიც გააფრთხილე. ან კიდევ არ გააფრთხილო უთხარი რომ მე მოვკვდი, რომ წინა კვირას დამკრძალეთ და თუ საჭიროა ჩემი ყალბი საფლავიც კი დადგით, ოღნდ გადამარჩინეთ. შენ იცნობ თაზოს?
-ცოტა ხნის წინ ჩემთან იყო მოსული.
-ნიკა მათ გამოგზავნეს.
-ვიციი, ვიცი, ნუ გეშინია ისიც წამოვა. წამოვა და ჩვენს მხარეს იქნება, აი ნახავ.
-რომ არ იყოს? ყველას რომ უთხრას რომ გადავრჩი?
-ასე სერიოზულადაა საქმე? გული გამიხდა ცუდად...
იკითხა ნატამ.
-თანაც როგორ სერიოსულად დედა. ბევრი მათ სატანისტურ ზეწოლებს ვერ უძლებს. ორი ნაადრევად მოკვდა. სამიც ჩემი ჩათვლით გაგიჟდა.
-შენ გიჟი არ ხარ კატო, - ვუთხარი.
-იმ ორიდან ერთი ძილში გულის შეტევით გარდაიცვალა. ერთიც უკვალოდ გაუჩინარდა და ორ დღეში ძველ სახლში მისი ჩამომხრჩვალი და უკვე დამპალი გვამი იპოვნეს.
-ღმერთმა დაგვიფაროს, ეს რეებს ამბობ! რატო ხელები არ გამიხმება შენ ტელეფონი რო გიყიდე.
ნატამ ხეზე სამჯერ დააკაკუნა.
-განაგრძე, მომიყევი რაც იცი უმნიშვნელო დეტალიც კი დაგვეხმარება.
-გადამარჩენ? - შემომევედრა.
-აუცილებლად.
-კმარა, ახლავე პოლიციაში ვრეკავ.
სადაც იყო ტელეფონს უნდა მივარდნოდა ნატა რომ მე და კატომ ერთდროულად დავიყვირეთ:
-არ შეიძლება!
-დედა, წამებში აგვაორთქლებენ! გაიგე? ეს უბრალოდ ონლაინ თამაში არაა, შეიგნე. ნაცნობობა პოლიციაშიც კი ჰყავთ.
-კატო თუ შეიძლება განაგრძე, - ლუდის ქილა გავხსენი და მოვსვი. კატოს ყური გულმოდგინედ დავუგდე.
-თუ კი ორი მოკვდა, ორიც გაგიჟდა, მე კი თეორიულად უკვე დავიკრძალე, შენ წამოხვედი, თაზოს ბედი კი ისევ სასწორზე დევს...მოდი ჩავთვალოთ რომ ეგეც წამოვიდა. მაშინ რა გამოდის?
-რა? - ვერ მივხვდი საით უმიზნებდა.
-გამოდის რომ ექვსი მოთამაშეღა დარჩა. იქნებ საბრძოლველად სულაც არ არის გვიანი?
კატო რომელიც სამი წუთის წინ დედამისს ტელეფონის დაბრუნებას სექტაში შესასვლელად სთხოვდა, ახლა მათი დამარცხების გეგმებს ადგენდა. კიდევ ერთხელ დავასკვენი რომ თავდაპირველად მსახიობობდა.
-მათ გადმობირებასაც რომ შევძლებდეთ, დემონი ამ შემთხვევაში სრულიად უძლური გახდებოდა, - აგრძელებდა ის, - თუ აქამდე ვერ დააკვირდი ის ხომ სწორედ ამ ბავშვების მეშვეობით მოქმედებს...აქ უკვე თაზო გვჭირდება. საჭიროა ერთი კაცი თვითონ სექტაში ჯაშუშად გვყავდეს. უნდა ვიცოდეთ რა ხდება იქ, რომ მაგის მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ კი ჯერ-ჯერობით პოლიციასაც კი ვერ ჩავრევთ საქმეში, მაშინ საჭიროა იმდენი ვქნათ, რომ სიმართლე ხალხს ადვილად დავუმტკიცოთ.
-ერთი შეხედე...ნამდვილი გენიოსი ყოფილხარ! - გულწრფელად შევაქე კატო. მისი გეგმა შექებას ნამდვილად იმსახურებდა.
-მაგრამ ამას მე ვიზავ.
-რას?
-მე დავბრუნდები, - ვუთხარი.
-თუ შენ დაბრუნდები, შეიძლება ხელმეორედ თავი ვეღარც დააღწიო ნიკა, თაზო უფრო არ გამოდგება? ის ხომ ჯერ არ წამოსულა.
-ვერ ვენდობი მე მაგ თაზოს.
-და რატომ?
-ისე უბრალოდ. - ვერ ვუთხარი ნამდვილი მიზეზი.
-მოკლედ ეგ ჯაშუში მე ვიქნები, შენ კი ეცადე თვალებში არავის გაეჩხირო.
-სახლიდან არ გავა ნიკა, - შემპირდა ნატა.
-ხო, და კიდევ, ტელეფონს არცერთი გაეკაროთ, შესაძლოა ისმინებოდეს. მე ახლა წავალ, მოგვიანებით ისევ მოვალ რომ სიახლეები გაცნობოთ, თავს გაუფრთხილდით.



***

სახლში დაბრუნებული საწოლზე მივეგდე. მერე კი კომპიუტერი ჩავრთე და ავკრიფე:

http://killthehead9.com/

თურმე ასეა. ერთხელ თუ გარისკავ, თუ საერთოდ არ შეგეცოდება შენი თავი, თუ ჩათვლი რომ არარაობა ხარ და ერთხელ მაინც თუ შეხვალ ამ საიტზე, ვეღარასოდეს დაეღწევი. ზოგი თავიდან ბოლომდე სიამოვნებას იღებს ამით და ალბათ მეგი რომ არა, მე ერთხელაც არ შემეპარებოდა ეჭვი, არ დავფიქრდებოდი თუ რა სისულელეს ჩავდიოდი და ბოლოს როცა ზუსტად ის გადამწყვეტი მომენტი დადგებოდა...ის დღე და ბოლო წამები და მე გავიაზრებდი რომ ეს დასასრულია, სინანულის გრძნობა მანამ მომიღებდა ბოლოს, სანამ საბოლოოდ შევწყვეტდი სუნთქვას და ჩემი გულის გაგიჟებული ფეთქვაც ერთხელ და სამუდამოდ მიწყნარდებოდა.
ყველანაირ ნარკოტიკზე გამაბრუებელი და ყველანაირ საწამლავზე მომწამვლელი იყო ის თითოეული ასობგერა რაც მე ავკრიფე, თითქოს ყოველი მისი აკრეფვისას მთელ სხეულს მისერავდნენ. თითო ასობგერა კი თითოეულ გასროლილ ტყვიას ჰგავდა ჩემი გულის მიმართულებით, მაგრამ სხვა გზა არ იყო. უნდა გამეგო რა ხდებოდა იქ. და გამოვიდა რომ მართლაც ის ჯაშუში უნდა ვყოფილიყავი კატოს გეგმიდან და საერთოდ ბევრი რამე ჩემს თავზე უნდა ამეღო! მინდოდა ეს განა? ეს იყო საერთოდ ჩემი მიზანი? იქნებ ინტერესის გრძნობა მჭამდა და მაინტერესებდა როგორ წარიმართა ყველაფერი, მაინტერესებდა ახლა რა მოხდებოდა, რა იქნებოდა ჩემი ''გაქცევის'' სასჯელი, თუ საერთოდ დამსჯიდნენ...''თუ დემონი გაბრაზდა ის სიკვდილზე უარესს დაგმართებს!''რას ნიშნავს ეს სიტყვები? სექტიდან გამოქცევა საგიჟეთიდან გაქცევას ჰგავს! სექტა ხომ შეპყრობილი ადამიანების დაჯგუფებაა, ისევე როგორც საგიჟეთი. და იქნებ მართლაც ჩვენ ყველანი გიჟები ვიყავით? წარმოიდგინე, გსურს ამ ყველაფრისგან დაღწევა, თუმცა რაც უფრო ინდომებ , შენ მით უფრო ღრმად შედიხარ ამაში, რაც უფრო მეტად გსურს სუნთქვა, მით უფრო მეტად იგუდები და რამდენჯერაც გარბიხარ, იმდენივე ჯერზე უკან ბრუნდები, რადგან გასაქცევი არსად გაქვს. ერთხელ თუ ამოყავი თავი ამ ყველაფერი, მერე როგორც არუნდა ეცადო, ვეღარ დაეღწევი, ისე თითქოს ობობას ქსელში ხარ გახვეული, ის კი ნელ-ნელა გიახლოვდება, იმისათვის რომ შეგჭამოს. შენ უბრალოდ ელოდები, ელოდები შენს სიკვდილს და სხვა არაფერი შეგიძლია. იცი რომ ეს ყველაფერი აუცილებლად ცუდად დასრულდება და ყოველივე დანარჩენი უბრალოდ საცოდავი მცდელობებია და სხვა არაფერი... დრო თითქოს გაჩერებულია, მაგრამ წამების ათვლის ხმა მაინც გესმის. შენს ქვეცნობიერს თითქოს მთლიანად ემართება რაღაც, თითქოს დანებებას არაფრით გაიძულებს, მაგრამ ერთადერთი რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია იმ წამების ათვლა, რომელიც მაგ მომენტში ყველაზე ხმამაღალი გეჩვენება და მონანიებაა. რა საშინელებაა იმის გააზრება რომ კვდები, ფიქრობ ''ღმერთო არა, იქნებ გადამარჩინო? იქნებ ერთი შანსი კვლავ მომცე? სულელი ვარ...ეს არუნდა მექნა, ყველაფერი ჩემი ბრალია...არ მინდა სიკვდილი!'' და შესაძლოა ეს ზუსტად შენი ბოლო სიტყვები აღმოჩნდეს!



***

მთელი აპრილის მაისისა და ივნისის განმავლობაში საიტიდან კატოს სახლამდე ინფორმაციებს დავარბენინებდი.ჩვენ მცირე დეტალსაც კი ყურადღებას ვაქცევდით და ყველაფერს ვიწერდით. რატომღაც ჩემს დაბრუნებას დიდი აჟიოტაჟი საერთოდ არ გამოუწვევია რამაც ჩემი გაკვირვება ნამდვილად მოახერხა. მე და კატო ნამდვილად კარგი გუნდი გავხდით. მე კი საბოლოოდ შევძელი და ვუთხარი რომ მეგი მიყვარდა. მეგი...მისი მოტყუება დღითიდღე უფრო მეტად მიჭირდა. რომ დავენახე მიხვდებოდა, თვალებში ერთხელ მაინც რომ შემოეხედა მიხვდებოდა რომ ვატყუებდი როგორც იმ ღამეს. მან ჩემი დანახვის პირველივე წამიდან შეძლო იმის დანახვა რომ რაღაც მიჭირდა. ამიტომ კარანტინს ვიმიზეზებდი და მხოლოდ ონლაინ ურთიერთობაღა გვქონდა. ჯერ-ჯერობით ასე ვთლიდი საჭიროთ. როცა დრო იყო და ყველაფრის მოყოლა მინდოდა, რატომღაც ეს საუბარი არ შედგა მერე კი სხვა პრობლემები გაჩნდა და ეს ამბავი ყველაზე მნიშვნელოვნად რატომღაც აღარ ჩავთვალე. მე ველოდი თაზოსგან ზარს, და შეხვედრის დაგეგმვას, რომ საბოლოოდ თავისი პასუხი ეთქვა ჩემთვის წამოვიდოდა თუ დარჩებოდა სექტიდან, მაგრამ ახლა ჩემი დაბრუნების შემდეგ ალბათ ჩათვალა რომ ეს საჭირო აღარ იყო და საერთოდ გაუჩინარდა. ამის შემდეგ მე იძულებული გავხდი დავალებების შესრულება ისევ დამეწყო, რადგან საიტიდან ესემესი მომივიდა. მისამართი იყო. მეგის სახლის მისამართი. ერთ საღამოს, როდესაც ისევ შევედი საიტზე, პირად შეტყობინებებში ხმოვანი ესემესი დამხვდა. ის იყო. დემონი. ყველაფერი იმ ეშმაკის ბრალი იყო.
-იცოდი რომ მეგის კითხვა უყვარს?
მეუბნებოდა ხმა!
''ჩაძაღლდი! ჩაძაღლდი! ჩაძაღლდი!'' კინაღამ პირში მივახალე, მაგრამ არაფრის დიდებით არუნდა დამვიწყნოდა ჩემი ჯაშუშის მოვალეობა და ყველაფერი უარესად არ უნდა გამერთულებინა.
-რა თქმა უნდა ვიცი.
-თუ ასეა მისი საყვარელი წიგნის სახელი დამიწერე და გამომიგზავნე.
ეს რაღა იყო? წიგნი? რაში აინტერესებდა? დავფიქრდი და გამახსენდა რომ ბოლოს მეგიმ ''რომეო და ჯულიეტა'' წაიკითხა. ვერ ვხვდებოდი რა საჭირო იყო ყოველივე ეს. ხელის კანკალით სწრაფადვე ავკრიფე და გავუგზავნე. ტელეფონი სადღაც ოთახის კუთხეში მოვისროლე და მსხვრევის ხმა გავიგონე. მთლიანი სხეულით ვკანკალებდი. ძველი კამოდის უჯრებს მივვარდი და მასში ქექვა დავიწყე...არ არსებობს, რამე უნდა მქონდეს, რამე კიდევ უნდა მქონდეს დარჩენილი. ყველაფერი მტკიოდა, თავი მეწვოდა. ვითომ მარი? მაგრამ ბოლოს რომ დამინახა, არც კი მომესალმა. იმ ყველაფრის შემდეგ რაც გავუკეთე მისი ეს საქციელი მიკვირდა? ამის დედაც, მისი ბიძაშვილი ჩემს გამო მოკვდა მე კი მასთან არც მილაპარაკია, ჩემი ჩადენილი დანაშაულებისათვის ბოდიშიც კი არ მომიხდია და ახლა როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდა ძველი მეგობრისგან დახმარება, მისგან საპასუხოდ რაიმე კეთილ საქციელს ველოდი? მაინც უნდა მეცადა. გიჟივით ისევ დამტვრეულ ტელეფონს დავუწყე ძებნა. მარი, მარი, მარი...კონტაქტებში მისი სახელი ავკრიფე, არაფერი მიჩვენა. ეს როგორ? მერე ნომრებს ჩამოვუყევი და დავინახე: ''პატარა ძუკ.ნა'' თვალი მივუშტერე. ეს მე ვიყავი? ასეთი იდიოტი ვიყავი? დავრეკე. სუნთქვას ვერ ვინაწილებდი, ბუნდოვნად ვხედავდი ცოტაც და ღრიალს დავიწყებდი.

-გისმენ...
-მარი.
-ვინ არის?
-მარი მე...მაპატიე გთხოვ.
-ნიკა რა გინდა?
-მე...მარი, - ცრემლები ჩამომცვივდა.
-ასე უბრალოდ არ დამირეკავდი, ვიცი.
-ცოტა აღარ გაქვს? მე ძალიან ცუდად ვარ, დამეხმარე გთხოვ, სულ ცოტა...
-ნამდვილი ლაჩარი ხარ, თავი დამანებე.
-მარი...
-შემეშვი შე მკვლელო!
შე მკვლელო! მკვლელო...შემეშვი შე მკვლელო! - ეს სიტყვები ჩემმა გონებამ უაზროდ ჩაიხვია, მერე მარიმ ტელეფონი გათიშა და ეკრანზე ჩემი და სერგის სურათი დავინახე. კუთხეში ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე ტირილი დავიწყე რომ საიტიდან ისევ მოვიდა შეტყობინება:

''სისხლით''
რაღაც საზარელი ხმა აღმომხდა. უჯრაში ჩაგდებულ ჩემს დანას ვწვდი და ერთი პატარა შეკვრა დავინახე. სასწრაფოდ გავხსენი თან ხელის გული გადავიჭერი. ეს იმ ტკივილთან შედარებით, რომელსაც შიგნიდან ვგრძნობდი არაფერი არ იყო...საერთოდ არაფერი. ძველი მავნე ჩვევები ძველ მავნე ჩვევებად რჩებოდა, თამაში უბრალოდ ამის დანახვას მაიძულებდა. რაც არუნდა კარგი ვყოფილიყავი სინამდვილეში, ადრე ჩადენილი არასწორი საქციელები დღეს სწორად ცხოვრების მცირე იმედებს და შესაძლებლობებსაც კი არ მიტოვებდა. შუაზე გადაჭრილი კანიდან სისხლი დინებით წამსკდა. კედელზე ძალის ძალით დავწერე ინგლისური ასოებით და ფოტო გადავუღე. ნაწერიდან სისხლის წვეთები გაუჩერებლად ჩამოდიოდა და სანახაობას უფრო საშინელს ხდიდა. იმ საღამოს საერთოდ არავის თავი მქონდა. ვიჯექი ოთახის კუთხეში და უბრალოდ შევყურებდი ჩემი და სერგის სურათს. ყველაფერი ისევ აირია. ახლიდან!
მეორე დილას როდესაც გავიღვიძე და გამახსენდა რა დებილობებიც ჩავიდინე, პირველად საღებავების მაღაზიაში წავედი. საღებავი ვიყიდე და კედელი იმ ადგილას შავად გადავღებე. მერე მივხვდი რაც მჭირდა და ასე რატომ ვიქცეოდი, ძველი ჩვევები რატომ ბრუნდებოდა...მეგის გარეშე მე ისევ ისეთი ნაგავი ვხდებოდი, როროგიც თავდაპირველად. ტელეფონი ავიღე და დავურეკე. შეხვედრა ვთხოვე, მე ის ჰაერივით მჭირდებოდა. მერე კი მოსაწესრიგებლად აბაზანაში შევედი. არაფერი არუნდა შეეტყო ჩემთვის. ამ დროის განმავლობაში თამაშს ჩვენი ურთიერთობა მთლიანად შესწავლილი ჰქონდათ, რადგან ის მხოლოდ ტელეფონითღა ხერხდებოდა. სიმ-ბარათი რომ გამომეცვალა ეჭვს გამოვიწვევდი, ასე რომ თავის გასულელება გადავწყვიტე. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, თუ რატომ ვუმალავდი მეგის ყველაფერს. თუ მეგი გაიგებდა, მაშინ თამაშიც გაიგებდა რომ მის წინააღმდეგ რაღაცას ვგეგმავდი. მერჩივნა მეგის სამუდამოდ შევზიზღებოდი, ვიდრე მას რამე დამართნოდა და არამარტო მას. სასწორზე ჩემი, მეგისა და კატოს სიცოცხლეები იდო...


***

იქვე მახლობელ მე და მეგი კაფეში პიცას შევექცეოდით და ვსაუბრობდით.ვუყურებდი მის ლამაზ სახეს, ვუსმენდი მის წკრიალა ხმას და ვგრძნობდი ჩემს შიგნით დაცლილი სითბო ხელახლა ნელ-ნელა ისევ როგორ ივსებოდა. ხელი რომ ჩამკიდა, ჩემი ჭრილობა იგრძნო, მივხვდი რომ დავიწვი. ჭრილობა ჯერ ისევ ახლად გამოიყურებოდა. არადა სპეციალურად არ შევიხვიე რომ არ შეემჩნია. რა შემჩნევაზე იყო საუბარი პირველი მაგას მკითხავდა. მაინც ვერ ავცდი ამას, ჯანდაბა! კიდევ ახალი ტყუილი მოვიფიქრე, ძალიან სულელური ახალი ტყუილი. ერთ ტყუილს მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე, მერე მეცხრე და ასე დაუსრულებლად...სასწრაფოდ რამე უნდა მეღონა. ჩვენთვის ყველასთვის განაჩენი სწორედ მე უნდა გამომეტანა. ამ ყველაფრის დასრულების დრო იყო!



№1 სტუმარი ატბ

სისულელე ეს დამალვები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent