შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული (ნაწილი 4)


7-02-2021, 22:23
ავტორი მერიემ
ნანახია 668

ალექსანდრე ტვილდიანს იცნობდა! იმ გვარის წარმომადგენელს იცნობდა, რომელთაც მამიდა მოუკლეს. თვითონ მარიამმა გააცნო... რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს. ქაოსს ვერ იშორებდა. მალე ალბათ თავი გაუსკდებოდა.
-დამშვიდდი, მარიამ. ეს უბრალოდ დამთხვევაა, არ შეიძლება ეს ის იყოს-ელაპარაკებოდა გოგონა თავის თავს და ოთახში ბოლთას სცემდა.უცებ ტელეფონი განათდა და კესოს მომღიმარი ფოტო გამოჩნდა ეკრანზე.
-ჩემო ფერია-აცრემლებული თვალებით შესციცინებდა გოგონა მარიამს
-ჩემო ჰერცოგინია-სევდანარევი ღიმილით მიმართა მარიამმა ბავშვობაში შერქმეული სახელით მეგობარს
-ვაშლის ხესთან გელოდები-ღიმილით გათიშა ზარი კესომ და მარიამიც წამსვე მოეგო გონს.კესო ჩამოვიდა.
სწრაფად მოიცვა მოსაცმელი, სწრაფად ჩაირბინა კიბეები, სწრაფადვე გავიდა სახლის უკანა მხარეს და ჩუმად, ისე როგორც ბავშვობაში,გადაძვრა გალავანზე.კი არ მიდიოდა მირბოდა,თითქოს ქაოსისგან ხსნას იპოვიდა ამით. კესო, თავის საყვარელ ვაშლის ხესთან ელოდა.
-კესანე- დაუძახა უკვე მიახლოვებულს ხმამაღლა
-მარო-დაუბრუნა პასუხი გოგონამაც და მაგრად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
რამდენიმე წელი იყო გასული რაც გოგონებს ერთმანეთი არ უნახავთ. კესანეც წასული იყო სასწავლებლად საზღვარგარეთ. ყველანაირად ეცადა მალე ჩამოსულიყო და მარიამს გვერდით დადგომოდა. კესანემ, ისე როგორც ყველა სხვამ კარგად იცოდა ისტორიის გაგრძელება, ამიტომ უნდოდა მეგობარი მარტო არ დაეტოვებინა.
ვიცი, ელოდებით როდის დავიწყებ იმ ნაწილის მოყოლას, იცოდა თუ არა კესომ ყველაფერი და როგორ შეძლო ამ ყველაფრის საუკეთესო დაქალისგან დამალვა. მარტივი არაა ის თქვა, რასაც ყველა ასე პირნათლად წლებია მალავს. მარტივი არც კესოსთვის ყოფილა ამდენი წელი ჩუმად ყოფნა და რეალობას მოწყვეტა. ვიცი, თქვენც იცით, ყველამ ვიცით, მარიამი არავის აპატიემდა ამ დუმილს... მაგრამ კესო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ამ უსამართლო გარემოების.
დიდხანს იკრავდა კესარია გულში მონატრებულ, ამდენ ტკივილ გადატანილ მეგობარს. უსიტყვოდ ანუგეშებდა.უსიტყვოდ ექცა საყრდენად,რომელიც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.უსიტყვოდ ებოდიშებოდა...
-ვიცი რომ იცოდი-ასწია თავი მარიამმა გოგონას მხრებიდან
-ვწუხვარ, ვერ დაგიცავი. ვწუხვარ რომ დაგიმალე.ბოდიში, რომ ახლა მეც ყველასნაირი გგონივარ-ტირილისგან გულს ვერ იჯერებდა
-არ ვიცი რა ვთქვა, მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ. ისეთ ტკივილს, ოდნავადაც რომ არ ყუჩდება...ყოველდღე ახალ საიდუმლოს ვიგებ. დავიღალე...მამიდა წესიერად ვერ გამოვიგლოვე,როცა საიდუმლომ მისი სიცრუეში დადანაშაულება მაიძულა. დავიკარგე...
-ვიზიარებ, მესმისთქო რომ გითხრა ალბათ არ დამიჯერებ. ეს ჯოჯოხეთი ყველას შეგვეხო.ყველას გვატკინა. ყველას დიდ ტრავმებს გვიტოვებს, მაგრამ მარიამ, შენ ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდი.-ლოყაზე ჩამოგერობული ცრელები მოუწმინდა და ისე ძლიერად მოეხვია მეგობარს, თითქოს მის ტკივილს გაიყოფდა.
-ვიცოდი, აქ იქნებოდით-ნელ-ნელა უახლოვდებოდათ ჯიბეებში ხელჩაწყობილი თორნიკე
-სხვაგან სად ვიქნებოდით-ცრელები ისევ შეიმშრალა მარიამმა და ფეხზე წამოდგა.კესანე გაყინული იჯდა.გაქვავებული უყურებდა ბიჭს
-გვიკადრე და ჩამობრძანდი ჰერცოგინია კესარია?-ნაღვლიანი თვალები მიანათა ბიჭმა სასწაულად მონატრებულ გოგოს
-ჩამოვედი...- მოკლე იყო მისი პასუხი,რომელიც ძლივს წარმოთქვა
-ერთმანეთს ასე რატო უყურებთ?რატო არ ეხვევით-გაოცდა მარიამი
-ჰერცოგინია არამგონია მკადრულობდეს-მწარე იყო ბიჭის პასუხი
-მეც მომენატრე,თორნიკე-ცრელებს გასაქანს არ აძლევდა, თავს ძალას ძივს ატანდა არ ეტირა, არ მოხვეოდა და არ ეთქვა როგორ უჭირდა მის გარეშე ყოფნა...
-ჰო, მჯერა-ცინიკურად გაეცინა ბიჭს
-ახლა შენი ცინიზმის დრო ნამდვილად არაა-გაბრაზდა კესოც
-ბევრი რამის დრო არ იყო და არც არის, მაგრამ...
-რა ხდება? რამე გამომრჩა? რა გჭირთ? როდის გაუცხოვდით და როდიდან ელაპარაკებით ერთმანეთს ასე-მარიამი ვერ ხვდებოდა რას უნდა გამოეწვია მათი ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.
-თუ მეტყვით რომ ეს წყეული ომია მიზეზი, გეფიცებით გავგიჟდები-ბრაზს ვერ იტევდა მარიამი...
რა ეპასუხა კესანეს? რა იყო ამ გაუცხოების მიზეზი? ღირდა კი ამაზე საუბარი??? ღირდა ჭრილობების განახლება?
-აქ ძალიან ცივა, სახლში წავიდეთ- თემას გვერდი აუარა თორნიკემ
-კესანე, წამოდი რა. მარტო არ დამტოვო-არც მარიამმა შეაწუხა ზედმეტი კითხვებით. აუცილებლად მოუყვებდონენ, როცა მზად იქნებოდნენ. კესოს ნუკრის თვალებით გახედა და მანაც წინააღმდეგობა არ გაუწია...
სახლში შესულებს მისაღებში ხალხმრავლობა დახვდათ. ბიძები და მთელი სანათესაო იყო შეკრებილი.
-მამა, რა ხდება?-თორნიკე წინ წავიდა
-მოულოდნელი სტუმარი გვყავს-ცოტა დაბნეულმა თვალით ანიშნა მისაღებში მჯდარ ბიჭზე
-გიორგი-მოულოდნელად, ნანახით გაოცებულმა წამოიძახა მარიამმა
-მარიამ-უპასუხა ბიჭმაც და სწრაფადვე წავიდა გოგონასკენ
-ღმერთო, შენ აქ ხარ-ასევე სწრაფად წავიდა გოგონაც და მოეხვივნენ ერთმანეთს.
-ღმერთო, გადაგვარჩინე-ჩაიჩურჩულა ქეთევანმა და შიშისგან ჟრუანტელმა დაუარა
- აქ რა ჯანდაბა ხდება- გაოგნებულ ოჯახის წევრებს დაასწრო რეაგირება ლექსომ.
მარიამს ალბათ ბიძამისის სიტყვები არ გაუგია. მარიამს ალბათ დაავიწყდა კიდეც სად იყო. მარიამი თავის მონატრებულ სიყვარულს ეხუტებდა და აღარც კი ახსოვდა თუ დედამიწაზე მის გარშემო რაიმე პრობლემა არსებობდა. მონატრებულ გოგოს გულში იკრავდა გიორგიც, რომელსაც სვანეთში ჩამოსვლისთანავე როგორც კი თქვა ვისთან მიდიოდა, ამალა აეკიდა და იარაღ მოუშორებელად მიიყვანეს გიგანების სახლამდე. ორი მონატრეული სხეული ეკვროდა ერთმანეთს, ორი მონატრებული სული.
შეძლებდა კი ვინმე მათ დაშორებას? შეძლებდა კი ვინმე მათ განცალკევებას? მათი გრძნობების განელებას? გაუძლებდა კი ეს გრძნობა იმას რაც წინ ელოდათ?
ნანახით გაოცებისგან ხმას ვერავინ იღებდა, არ იცოდნენ რა ეთქვათ. ისევ მარიამი გამოერკვა და სიტუაციის გარკვევა დაიწყო
-ძვირფასო ოჯახო, გაიცანით ჩემი შეყვარებული, გიორგი- წარმოთქვა ღიმილით გოგონამ.
-შეუძლებელია-აღმოხდა ბიცოლას
-არ ვიცი რა რეაქციას ველი თქვენგან. ვფიქრობ, არ გაქვთ უფლება ვინმე წინააღმდეგი იყოთ, რომ მიყვარდეს და ვუყვარდე. არც ის მესმის ასეთი გაოცებული სახეები რატო გაქვთ. მინდა გიორგი კარგად გაიცნოთ, მიიღოთ როგორც ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანი
-შეყვარებული თუ გყავდა რატო არ გვითხარი, მარიამ- ლექსო მოსვენებას კარგავდა
-ბიძია, როდის მეთქვა?! მამიდა რომ ჩამოვასვენე მაშინ? იქნებ დასაფლავების დღეს?! ან იქნებ მაშინ რაღაც უაზრო ომზე რო გავიგე?!-ვერ ხვდებოდა მარიამი ამ გაურკვეველი რეაქციების მიზეზს.
-მარიამ, დაწყნარდი. მე და შენები ვისაუბრებთ. არამგონია საერთო ენა ვერ გამოვნახოთ-თბილად გაუღიმა გიორგიმ გოგოს
-საერთო ენის გამონახვა აშკარად დაგვჭირდება, თუ ერთმანეთი გიყვართ ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით-თორნიკეს სიტყვებმა ამოსუნთქვის საშუალება მისცა მარიამს
-მიხარია, მარიამისთვის ძალიან ძვირფასები ხართ და ჩემთვისაც მნიშვნელოვანია თქვენთან კარგი ურთიერთობის წარმართვა. უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მე გიორგი ტიკარაძე ვარ-ისევ წრფელად იღიმოდა ბიჭი
ვახტანგი ამდენი ხნის განმავლობაში ჩუმად იდგა, ხმა არ ამოუღია. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ხედავდა ბედნიერ მარიამს. სიტყვაც კი არ დაუძრავსს, ან კი რა უნდა ეთქვა?!
-მამა, დედა, იქნებ მითხრათ რაიმე
-ჩვენთვის მხოლოდ შენი ბედნიერებაა მთავარი,დედი-ქეთევანმა ძლივს დამალა ხელების კანკალი.
-თქვენი სიტყვები რას ნიშნავს, ქეთევან?-წამოენთო ბიცოლა
-რას ნიშნავს მთავარია ბედნიერი იყოს?! და ჩვენ? მარიამს თუ ეს ბიჭი ეყვარება სად იქნება ამდროს ჩვენი უსაფრთხოების გარანტია?ვინმემ რამე გვკითხეთ ისე შექმენით ბედნიერი, წარმოსახვითი გარემო?-აგრძელებდა ლია.
-რა თქვი, ბიცოლა?რა გარანტია?-მარიამი ისევ გაურკვევლობაში იყო
- ლია, გთხოვ მაგაზე მერე ვისაუბროთ-წამოდგა ქეთევანი
-მერე? მერე როდის?! ჩემს შვილს რომ მოკლავენ თუ შენსას?! იქნებ მაშინ ჩვენი ქმრები სახლებში რომ აღარ დაბრუნდებიან-არ ცხრებოდა ქალი
-ლია, ქეთევანმა რაც გითხრა ისე მოიქეცი- დუმილი დაარღვია ვახტანგმა
-სალაპარაკო გვაქვს ,ვახტანგ,თან სასწრაფოდ-ხმის ტონს აუწია ლექსომ
-რას გულისხმობს ბიცოლა,მამა?
-იქნებ საბოლოოდ წერტილი დაუსვათ ამ გაურკვევლობას და გოგოს სიმართლე უთხრათ- დიდხნიანი დუმილი დაარღვია კესარიამ
-ეს შენი საქმე არაა, კესო-შეუტია თორნიკემ
-აბა ვისი საქმეა? შენი?არ მოგბეზრდათ ამდენი ტყუილი? მარიამი იმსახურებს სიმართლის ცოდნას
-გაჩუმდითქო-წამოხტა თორნიკე
-ახლავე ორივე თქვენს ადგილს დაუბრუნდით და ნუ ყვირით. უკვე მომბეზრდა ყველას გამოხტომები, ეს გაუთავებელი საიდუმლოებები. თქვენ რაღა გაჩხუბებთ-ხმა აუკანკალდა მარიამს
-მარიამ, არ ინერვიულო, მოდი ჰაერზე გავისეირნოთ-მომხდარით გაკვირვებულმა გიორგიმ სცადა სიტუაციის განმუხტვა
-ისევ რაღაცას მიმალავთ, ისევ დუმთ და ეს ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ამოიღეთ ხმა ერთხელ და სამუდამოდ-იყვირა გოგომ
-მარიამ- ხმას ჩაუწყდა ქეთევანს
-წავიდეთ გიორგი, საუბარს აზრი არ აქვს. იძულებულს მხდით მარტო დაგტოვოთ თქვენს ინტრიგებთან და ამოუთქმელ საიდუმლოებებთან-გოგონამ ხელი ჩაკიდა ბიჭს და კარისკენ წავიდა. იმდენად დაღლილი იყო ამ ყველაფრით პირველი რისი გაკეთებაც მოუნდა გაქცევა იყო
-მარიამ, დამელოდე- დაუძახა ძმამ
წყვილი უკვე ეზოს ტოვებდა, თორნიკე მათ მისდევდა.მარიამმა უარავი დაძახების მერეც კი არ მოიხედა ძმისკენ. უკვე მანქანაში სხდებოდნენ,როცა გასროლის ხმამ გადაკვეთა არემარე...გასროლის ხმამ გააჩერა წამი, წუთი, საათი... ამ საშინელმა ხმამ გააშეშა მარიამი,რომელმაც უკან მალევე მოიხედა...თორნიკე უკვე მუხლებზე ეცემოდა... იარაღს უპოვია თავის სამიზნე... იარაღს უპოვია მსხვერპლი..მერამდენე?! მერადენე მსხვერპლი?!
მარიამი ცდილობდა თავი ხხელში აეყვანა, როგორც კი გაიაზრა რომ თორნიკე დაიჭრა ეგრევე მისკენ გაიქცა.
-ეს რა ხმა იყო იყო, ლექსო?-ფეხზე წამოხტა ვახტანგი
-ისროლეს- ლექსომ იარაღი აიღო და ყველა გარეთ გავარდა
-ისუნთქე. გთხოვ, ისუნთქე- ყვიროდა მარიამი, რომელსაც თავზე ნანახით გაოცებული გიორგი ედგა
-თორნიკეე-ჩურჩულს უფრო გავდა ვახტანგის ხმა
-თორნიკეე, ისუნთქე. არ მიგვატოვო.ხმა გამეცი-აი ეს კი კესოს ყვირილი იყო,რომელიც იხუტებდა ბიჭის სხეულს
თითქმის უსულო სხეული მალევე მოათავსეს გადაუდებელი დახმარების მანქანაში...
-მანქანით გავყვეთ- ლექსომ ძლივს მოიყვანა გონს ვახტანგი და ქეთევანი.
მარიამი გაუნძრევლად იდგა, მხოლოდ გზას უყურებდა...მას ეს უკვე გამოცდილი ჰქონდა...მან ეს ტკივილი გადაიტანა... ვეღარ შეძლებდა... თორნიკეს ვერ დაკარგავდა...
-მარიამ, რა ხდება ამიხსენი- გიორგიმ გაოგნებისგან აღარ იცოდა რა ექნა
-მანქანას გავყვეთ,გიო-მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა
მიდიოდნენ გიგანები მანქანებით, მიჰყვებოდა მათი კოლონა სასწრაფოს მანქანას... მიჰყვებოდა მათი იმედის მანქანას...ყველას საერთო საფიქრალი ჰქონდა... თორნიკე გადარჩენილიყო...მეტ მსხვერპლს ვერ გაუძლებდნენ... მეტს ვეღარ გადაიტანდნენ... ეს ხო თორნიკე იყო... მათი მზურნველი თორნიკე...
ეყოლებოდა ამ ომს კიდე ერთი უდანაშაულო მსხვერპლი? ნუთუ აღარასდროს დასრულდებოდა...
ბიჭი უკვე საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი.ჰოლში უამრავი ადამიანი შეკრებილიყო...ყველა ნაცნობი თუ ნათესავი...დუმდნენ, მხოლოდ ქალების ტირილი არღვევდა სიჩუმეს...განაჩენივით ელოდნენ ექიმის გამოსვლას...



№1  offline წევრი Nobodyelse

სამ წამში წასაკითხი თავი იყო,მაგრამ მომწონს...ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№2  offline წევრი Ανάξιος

მინდა მოკლედ ვთქვა მოთხრობასთან დაკავშირებით ჩემი აზრი. ვფიქრობ, რომ სვანეთი სულ სხვა სამყაროა , ყველა დანარჩენი კუთხისგან ბევრად განსხვავდება. ჩემი აზრით, ბევრი ვერ ხვდება, მთის ხალხის მძიმე, მკაცრ, მებრძოლ ხასიათს და მესმის კიდეც რაღაც მხრივ, ხევსური ვარ და სულ აკეთებენ იმაზე აქცენტს , რომ მართლა ხევსურის მძიმე ხასიათი მაქვს, ნუ რა მეთქმის შეიძლება ასეცაა სწორედ ამიტომ ხშირად მაკრიტიკებენ რთული ხასიათის გამო, შესაბამისად, მესმის და ვხვდები ,თუ რატომ უმალავენ სიმართლეს მარიამს. მეორე მხრივ კი, ვერ ვხვდები სადამდე აპირებენ მალონ სიმართლე , რადგან თითქოს აშკარაა , რომ ამ ამბავსაც მხოლოდ რაღაც საშინელების შემდეგ გაიგებს მარიამი და კიდევ ერთ დიდ დარტყმას მიიღებს, იმედი მაქვს ეს საშინელი ამბავი თორნიკეს სიკვდილი არ იქნება... მომწონს ეს "რაღაცნაირი" მოთხრობა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავსს <33

 


№3  offline წევრი მერიემ

Nobodyelse
სამ წამში წასაკითხი თავი იყო,მაგრამ მომწონს...ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ვცდილობ მეტი დავწერო და შემდეგი მაინც დავდო დიდი.მადლობა რომ კითხულობთ

მერიემ
Nobodyelse
სამ წამში წასაკითხი თავი იყო,მაგრამ მომწონს...ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ვცდილობ მეტი დავწერო და შემდეგი მაინც დავდო დიდი.მადლობა რომ კითხულობთ

Ανάξιος
მინდა მოკლედ ვთქვა მოთხრობასთან დაკავშირებით ჩემი აზრი. ვფიქრობ, რომ სვანეთი სულ სხვა სამყაროა , ყველა დანარჩენი კუთხისგან ბევრად განსხვავდება. ჩემი აზრით, ბევრი ვერ ხვდება, მთის ხალხის მძიმე, მკაცრ, მებრძოლ ხასიათს და მესმის კიდეც რაღაც მხრივ, ხევსური ვარ და სულ აკეთებენ იმაზე აქცენტს , რომ მართლა ხევსურის მძიმე ხასიათი მაქვს, ნუ რა მეთქმის შეიძლება ასეცაა სწორედ ამიტომ ხშირად მაკრიტიკებენ რთული ხასიათის გამო, შესაბამისად, მესმის და ვხვდები ,თუ რატომ უმალავენ სიმართლეს მარიამს. მეორე მხრივ კი, ვერ ვხვდები სადამდე აპირებენ მალონ სიმართლე , რადგან თითქოს აშკარაა , რომ ამ ამბავსაც მხოლოდ რაღაც საშინელების შემდეგ გაიგებს მარიამი და კიდევ ერთ დიდ დარტყმას მიიღებს, იმედი მაქვს ეს საშინელი ამბავი თორნიკეს სიკვდილი არ იქნება... მომწონს ეს "რაღაცნაირი" მოთხრობა და მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავსს <33

მადლობა რრომ კითხულობ. მადლობა რომ გამიზიარე შენი შეხედულებები.იმედია გაგრძელებაც მოგეწონება. ვეცდები დავდო ახლო მომავალში.

 


№4  offline წევრი Megioki

ვაიმე რანაირი თავი იყო ((( ემოციური (( კესარია მართალია, რაღას ელოდებიან? სანამ სხვისგან არ გაიგებს და უფრო მტკივნეული არ იქნება?

უიმე რა ვქნა ეს გიორგი არ მომწონ, თავიდანვე , რომ ამოვიჩემე ვსიო. ვერ გადამაფიქრებინებთ. რაღაც აკლია ამ ბიჭს რა. :დდ აი რა დროს ამის თქმა იყო : "მარიამ, რა ხდება ამიხსენი- გიორგიმ გაოგნებისგან აღარ იცოდა რა ექნა" . კარგი რა გიორგი, კარგი რააა.

უჰ, ველოდები შემდეგ თავს. ნუ დატოვებ კესარიას თორნიკეს გარეშე. ამ ორს შორის რაღაც ხდება აშკარად ❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი მაიკო

წარმატებები ძალიან მომწონს და არ მიატოვო გთხოვ საინტერესოა ძალიან თან სვანური ისტორიები ძალიან მომწონს ????

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

აუუ ეს გიორგი მაღიზიანებს. არ მინდა რომ ეს ბიჭი ის იყოს, ვინც მარიამს ეყვარება. აი ალექსანდრე კიდევ სულ სხვაა! წარმატებები.❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent