შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XVI


7-02-2021, 22:43
ავტორი ტესსა
ნანახია 258

მეგი

ჩვენი სურვილების სია დღითიდღე მცირდებოდა...
ნეტავ ოდესმე ერთმანეთი მოგვბეზრდება? ერთად დროის გატარების სურვილი ჩაქრება? ჩვენი სიყვარული გაქრება?

-ნიკა...
ჩავილაპარაკე მისი სახელი ტელეფონის ეკრანს ამოფარებულმა.
სულ რაღაც რამოდენიმე კვირა გავიდა რაც ნინი იტალიაში გავაცილეთ. დროზე გაასწრო, რადგან ქვეყანაში (და არამარტო ჩვენს ქვეყანაში) შემოსული პანდემიის გამო ფრენები ჩაიკეტა. შესაბამისად ვერც ნიკამ მოახერხა ჩემს სკოლაში გადმოსვლა. ეს საშინელება იყო. სახლში ჯდომა და უბრალოდ ქსოვა ყელში მქონდა ამოსული, მე და ნიკაც ონლაინ ვეხმიანებოდით ერთმანეთს. რაღაც მოღუშული მეჩვენა იმ დღეს.
-გისმენ...
მიპასუხა და რაღაცას ძებნა დაუწყო. ბოლო დროს სულ ასეთი გახდა. ჩაკეტილი და მოწყენილი. ვეკითხებოდი რა სჭირდა ის კი ჩემს მონატრებას იმიზეზებდა.
-თუ კი აღარ ვიარსებებ, მაინც გეყვარები?
ვკითხე.
წუთიერი დუმილი ჩამოვარდა. უცნაურად დამიწყო ეკრანიდან ყურება. უეცრად ძალიან მომინდა მის წამწამებს ტუჩებით შევხებოდი...
-ამას რატომ მეკითხები?
თითქმის წაიჩურჩულა. ხმა ჩაუწყდა.
-გთხოვ, უბრალოდ მიპასუხე...
-სიყვარული არ ქრება მეგი, შენ კი თავად სიყვარული ხარ...ჩვენ შეიძლება აღარ ვიარსებოთ, მაგრამ ჩვენი ისტორია არასდროს გაქრება!
და ის მართალი იყო! ჩვენი ისტორია არასოდეს გაქრებოდა. უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო. აუცილებლად უნდა მომხდარიყო, ჯერ მარტო იმისთვის რომ ამ დღემდე მოვსულიყავით. ერთად...
-ბედნიერი ვარ რომ არსებობ. უბრალოდ ისიც მაბედნიერებს რომ სუნთქავ. რა გამიკეთე შე ტირანო?
გაეცინა. ეს ისევ მოვახერხე.
-კიდე მე გაგიკეთე რამე? ოხ მეგი...მაინც რანაირი ადამიანი ხარ?
-რანაირი? ცუდი?
-უჩვეულო, უცნაური! შენნაირს მეორეს არ შევხვედრილვარ.
-ეს კარგია თუ ცუდი?
-ხანდახან მაოცებ.
-რატომ?
-რატომ? როცა გინდა ისეთ ბრძნულ აზრებს მესვრი რომ წუთები მჭირდება ხოლმე გასაანალიზებლად, ან კიდევ საერთოდ ვერ ვიგებ, ხან კიდევ ბავშივით უსუსური და მიამიტი ხდები. მაინც ვერ ამოგიცანი.
-ეგ იმიტომ რომ ჯერ ბოლოში არ გავსულვართ.
-აი ეს ისევ გააკეთე.
-რა გავაკეთე?
-ისევ ვერ მივხვდი რა იგულისხმე.
-არაუშავს, ერთ დღეს როდესაც ბოლომდე ამომიცნობ, მაშინ მიხვდები...

ლადომ დამიძახა. ნიკას დავემშვიდობე და გავუთიშე. იმის გამო რომ ბევრი ხალხის ერთად შეკრება აკრძალული იყო, ლადომ და მერიმ ქორწილის გადახდა ვერ შეძლეს, მაგრამ ახლა ერთად ვცხოვრობდით. მე და ლიზას შეგუება საერთოდ არ გაგვჭირვებია, ერთად ძალიან ბედნიერები ვიყავით. თურმე გვაკლდა ეს...ერთიანობა! მართალია გზად ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა, მაგრამ მთავარი ხომ ოჯახის ერთობაა...მამაც როგორც იქნა ბედნიერი იყო, მის სახეზე ამოუცნობ ნათელ ღიმილს შევცქეროდი მე კი ეს უზომოდ მახარებდა. ჩავფიქრდი...ისევ დედა გამახსენდა. ანდაც როგორ შეიძლებოდა ოჯახის ერთობაზე ფიქრის დროს ის არ გამხსენებოდა? მაინტერესებდა ის რომ ცოცხალი ყოფილიყო როგორ წავიდოდა ყველაფერი. ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო...რა თქმა უნდა მომწონდა მერი და ლადოს წყვილი ერთად, მაგრამ ზოგჯერ მერის ადგილას დედას წარმოვიდგენდი ხოლმე. წარმოვიდგენდი როგორ ამზადებდნენ სადილს ერთად, მერე დედას სრულიად შემთხვევით როგორ ეყრებოდა ფქვილი და მთელი სახე ესვრებოდა, ლადო კი როგორც სჩვეოდა გიჟივით სიცილს იწყებდა. ამის გამო დედა ებუტებოდა, მე კი ამ სასაცილო სანახაობას კამერით ვაფიქსირებდი...თუმცა არც ეს ვარიანტი იყო ცუდი. მე მიყვარდა მერი დეიდა, ანდაც როგორ შეიძლებოდა არ მყვარებოდა, მან ხომ შეძლო და ჩვენი ყოველთვის წყნარი, მშვიდი სახლი გაახალისა...
დრო გადიოდა...კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იმატებდა, თუმცა აქ საქართველოში თითქოს ზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველაფერი მიწყნარდა...ანდაც შეიძლება არც აღიქვამდნენ ამ ყველაფერს სერიოზულად. უბრალოდ ეს ხომ საქართველოა! აქ ადამიანების კეთილდღეობაზე არც არავინ ზრუნავს, მხოლოდ საკუთარი ტყავი ადარდებთ! ყოველ დღე ვკითხულობდი ნიუსებს, ვიძიებდი დაინფიცირებულთა რიცხვებს სხვადასხვა ქვეყნებში და ვადარებდი საქართველოს მდგომარეობას. მთელი გაზაფხული კვლევაში გავატარე და გადავწყვიტე ამ თემასთან დაკავშირებით სტატია გამომექვეყნებინა. საკმაოდ ბევრი მკითხველი მომიქუჩდა, ხალხი სისტემატიურად ტოვებდა კომენტარებს, სადაც საუბრობდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ, ეკოლოგიურ თუ პოლიტიკურ პრობლემებზე...მე კი უფრო და უფრო მეტი იდეები მებადებოდა. ხალხმაც ჩვენდა საბედნიეროდ თუ საუბედუროდ დღევანდელ მწარე რეალობაზე ფიქრი დაიწყო. ვვამაყობდი. მე ნამდვილად ვვამაყობდი, რადგან ვხვდებოდი რომ ვიზრდებოდი და ნელ-ნელა ამ საზოგადოების წევრი ვხდებოდი. ეს ფაქტი იმდენად წამახალისებელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ერთ ჩვეულებრივ დილას გავიღიძე და მივხვდი რომ ისე მსიამოვნებდა ხალხისთვის სიახლეების მიწოდება, რომ უდავოდ ჟურნალისტი უნდა გავმხდარიყავი.საერთოდაც იმდენი გეგმები გამაჩნდა ამ ცხოვრებაშ, რომ ისეთი განცდა მქონდა რომ ყველაფრის შესრულებას ვერც კი მოვასწრებდი. ხოდა, მეც აღარ დავაყოვნე, ახალი სტატიის გამოსაქვეყნებლად საწერ მაგიდას მივუჯექი და ფიქრი დავიწყე. გადავწყვიტე ამჯერად რაიმე ისეთ სასიამოვნო თემას შევხებოდი, როგორიც იყო ეს დილა. კომპიუტერი როგორც კი ჩავრთე ოთახში ლიზა შემომივარდა.(როგორც სჩვეოდა)
-შენ უკვე გაიღვიძე?
-ლიზ, რა იყო ამ დილაადრიან?
საათს შევხედე, ცხრის ნახევარს აჩვენებდა.
-წავიდე?
თითქოს ეწყინა. რაღა თითქოს...ეგრევე ცხვირი აიბზუა და უკვე ბრუნდებოდა რომ მივახალე:
-გაგიჟდი? ეგ რამ გაფიქრებინა, რა მოხდა?
-ნინიმ დამირეკა.
-და?
-უნდა რომ ერთად დაგველაპარაკოს.
-მიდი დაურეკე.
ნინის დანახვამ ძველებური სევდა მომგვარა. ზედმეტად შეცვლილი მეჩვენა. მაგრამ დრო ხომ ადამიანებს არ ცვლის, ის უბრალოდ თავისი თავის სრულყოფილ ვერსიას ხდის. სასურველ მიზნამდე გარკვეული ეტაპები არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიარო, ზოგი მარტომ, ზოგიც შენს ადამიანთან, მონათესავე სულთან ერთად...მეც კი დიდი ხნის განმავობაში სანამ ნიკას შევხვდებოდი უბრალოდ უდარდელი ვიყავი, მერე კი...მერე სევდა ვისწავლე, თუმცა ეს ხომ ის ერთადერთი საფასურია, რასაც სიყვარულში ვიხდით. და მაინც, რომ არა ეს ღვთაებრივი გრძნობა ყველა გრძნობათა შორის, რამდენად უაზრო იქნებოდა ეს ყველაფერი...ნინის ცრემლები მოადგა, თუმცა არ უტირია.
-ის როგორაა?
მკითხა მან. მივხვდი რომ ნიკა იგულისხმა. როდესაც შენი საყვარელი ადამიანი კვდება, გამიგია რომ მის მიმართ მიმართული გრძნობები მერე მის ყველაზე ახლობელ ადამიანებზე გადაგაქ. მომეჩვენა რომ ნინისაც ასე ემართებოდა თითქოს, თუმცა ამას რა აზრი ჰქონდა, ახლა ის თითქმის დედამიწის მეორე ბოლოში იყო გადახვეწილი და ალბათ აღარც არასდროს დაბრუნდებოდა.
-კარგადაა...
ჩავილაპარაკე.
-კი, იმდენად კარგად რომ მის გამო უკვე ოთახიდანაც კი მაგდებს, ნინი წარმოგიდგენია? ოცდაოთხი საათი ან ნიკას ელაპარაკება ან გამუდმებით რაღაცას წერს. ისე მეგი მართლა რა დაგემართა ამ ბოლო დროს?
-ლიზ, რაც თავი მახსოვს ეგეთი ვიყავი, კარგი რა ისევ ნუ დაიწყებ...
გავუნაწყენდი.
-მოიცა რას წერ?
მკითხა ნინიმ.
-ყველაფერს. ბლოგერი გავხდი.
-ვაუ, მაგარი ამბავია. ყოჩაღ. იცი მეც დავიწყე ამ ბოლო დროს წერა.
-მართლა? და რაზე წერ?
-მე...
ნინიმ თავი ჩაქინდრა. ცოტახანს უხმოდ იყო, ფიქრობდა თითქოს არ იცოდა რა ეთქვა, ანდაც იცოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა საიდან დაეწყო.
-მე წიგნს ვწერ, მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ...
გავჩუმდით. ლიზაც კი მიხვდა რომ უნდა გაჩუმებულიყო. მართალია ნინი წავიდა, თუმცა იმ ყველაფრიდან თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო. ალბათ ეს ბუნებრივიც იყო. მას ხომ სერგი თავის თავზე მეტად უყვარდა. ისევ საშინლად ვიგრძენი თავი. ოთახიდან გავედი, რადგან ნინისთან ამ უხერხულობისა და დანაშაულის განცდას ვერასდროს ვუვლიდი გვერდს. ყველაზე და ყველაფერზე მეტად მეცოდებოდა ის. ეგ დღე უხმოდ და უხასიათოდ გავატარე, საღამო კი გადავწყვიტე კითხვისთვის დამეთმო. სტეფანი მეიერის ''ახალი მთვარე'' ხელში ავიღე თუ არა, ეგრევე ჩემი ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ნიკა მთხოვდა თავის კაფესთან ახლოს მდებარე რესტორანში შევხვედროდით. მისი ძველი კაფეც დაიკეტა და ახლა ახალ ადგილას მუშაობდა ლალის ციხიდან გამოსაყვანად, რადგან ეს ჩვენს სიაში ბოლოდან მეორე იყო. ვაპირებდი რომ ჩემი დაბადებისდღისთვის შეგროვილი დანაზოგიც დამემატებინა მის თანხას თუ რა თქმა უნდა დამთანხმდებოდა. ჩემსავით ჯიუტი იყო ნიკა და ჩვენი კამათებიც ხშირად ცუდად სრულდებოდა, ან საერთოდ არ სრულდებოდა მაგრამ უკვე ეს ყველაფერი ისე გვქონდა გათავისებული რომ ყურადღებასაც აღარ ვაქცევდით. მომზადება რომ დავიწყე ლიზამ მეც გამოგყვები, გზად ბიბლიოთეკაში შევივლიო. უბრალო შორტი და მაისური გადავიცვი, თმები ავიკეცე და ჩემი საყვარელი სუნამო დავისხი. ერთი შეხედვით ყველაფერი ჩვეულ რითმში იყო. ნიკა აღარ ლაპარაკობდა შემზარავ თემებზე და პარალელურად დღითიდღე უფრო ახლობელი ხდებოდა ჩემთვის. ღელავდა რადგან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო მას შემდეგ რაც დედამისს ციხიდან დაიხსნიდა, მაგრამ ეს ღელვა ცუდ შეგრძნებას საერთოდ არ გვგვრიდა. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი ჩემს სტატიებზე. ყველა ბედნიერი იყო და თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა. ნეტავ ადამიანი თავის ცხოვრებაში ოდესმე სრულ წესრიგს ამყარებს? არ ვიცი, მაგრამ რამდენიც ჩემს ახლობლებს გადავხედე, თავი იმდენჯერ ბედნიერად ვიგრძენი. ეს რაღაც კი ნამდვილად უდავოდ სრულყოფილების განცდას ჰგავდა და მე კვლავინდებურად დავიბრუნე ცხოვრების ხალისი. მიხაროდა რომ ცხელი ზაფხულის მზის სხივებით ტკბობა და საყვარელ ადამიანებთან ბედნიერი წამების გატარება შემეძლო. დავფრინავდი თითქოს და ამ ბედნიერებას რაც უფრო მეტად ვაანალიზებდი, მით უფრო მეტად ვეშვებოდი სიყვარულის მორევში. მახსოვს ადრე როცა ნიკამ მკითხა თუ რა იყო სიყვარული, მე ვუთხარი რომ იგი ჰაერშიც იყო. მან მიპასუხა, რომ სინამდვილეში რასაც ვსუნთქავთ ეს ის ჰაერია რომელიც გვკლავს. პატარა რომ ვიყავი მეგონა ოდესმე სიკვდილის ანტიდოტს გამოვიგონებდი და ასე აღარ მოგვიწევდა საყვარელ ადამიანებთან გამოთხოვება სამუდამოდ. რა სულელი ვიყავი...ალბათ ეს იმიტომ რომ გამომშვიდობებები ბავშობიდან მძულდა. ნეტავ საერთოდ რატომ შორდებიან შეყვარებულები ერთმანეთს? რატომ თმობენ ყველაზე სათუთს რაც კი გააჩნიათ, რატომ აყენებენ პირველ ადგილზე სიამაყეს, რატომ არ სურთ ბრძოლა, რატომ ნებდებიან...ალბათ არც არაფერს ნიშნავს მათთვის ეს ყოველივე. ბოლო-ბოლო ეს ხომ ოცდამეერთე საუკუნეა, დრო სადაც სიყვარულს ბოდვაში გითვლიან, სადაც ერთი პატარა შეცდომა და მზად არიან ზედ გადაგიარონ, ქვებითა და ტალახით ჩაგქოლონ, შენი სულის სილამაზე დაასამარონ და წაგართვან ის ერთადერთი სანუკვარი ოცნება, რომლითაც ცოცხლობ. მაინც როგორი მტკიცე და მაგარია ადამიანი...ქვაც კი გასკდებოდა იგივეს გადატანა რომ უწევდეს რასაც ადამიანი იტანს მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ზოგს კი დღეს თითქოს გულის მაგივრად კარტოფილი უდევს. დღემდე ვერ ვიჯერებ რომ მაინც ჯიუტად მწამდა ნიკას კარტოფილის ქერქით შემოხვეულ მშიშარა გულში არსებული კეთილი სხივის, სხივის რომელიც მის შგნით არსებულ ბნელეთს ძალისძალით ანათებდა. ეს იყო არ ვიცი, ალბათ წლის მიღწევა...მე ამ სხივისგან, რომელიც სადაც იყო სამუდამოდ ჩაქრებოდა, იმედის ცეცხლი გავაღვივე. ეს ცეცხლი მთლიანად მოედო მის სხეულს და ალი მეც კი გადმომწვდა. იმედი? ეს იმდენად უხილავი გრძნობაა, შეუძლია ძალიან ნელა მოგეპაროს, მაგრამ იმდენად სწრაფად დაგტოვოს, რომ არც კი გეგონოს თუ ის ოდესმე შენთან ყოფილა და შენს გულში უცხოვრია...



***

დანიშნულ დროზე დანიშნულ ადგილას მივედი. ნიკამ რომ დამინახა ფეხზე წამოდგა და ისე გამიცინა, თითქმის ყველა კბილი გამოუჩნდა.
-ახტაჯანავ მოხვედი?
როგორც ჩანს ხასიათი გამოკეთებია. გადამეხვია.
-ღმერთო ჩემო, ასე ხალხში ნუ მომმართავ თუ შეიძლება.
ბრაზით ავხედე და დავიმორცხვე.
-ოჰოო, ჩენს მადმუაზელს შერცხვა!
-აქლემო!
-თავქარიანო!
-აქ საჩხუბრად დამიბარე? - გავბრაზდი - თუ ასეა დუელში გიწვევ ვაჟბატონო.
-კარგი კარგი, ეგრევე ნუ იწევ ხოლმე, ეგ მერე იყოს ჯერ პეპერონს დაველოდოთ. უკვე მოაქვთ.
დავფიქრდი. მაცდურათ გამომხედა. მაინც გამაცინა. მერე სკამი გამომიწია და მეც დავჯექი. ჩემს პირდაპირ მოკალათდა და ისევ გაიკრიჭა.
-აბა როგორ ხარ?
მკითხა.
-გადასარევად! - თვალი თვალში გავუყარე. დიდხანს უხმოდ მიმზირა. წარბი არ შეუხრია, არც კი შემდრკალა. უბრალოდ ჩემს წინ იჯდა და მიმზედა. მომნატრებია მისი ლამაზი სახე. ახლა ასე პირდაპირ ვუყურებდი და არა ეკრანიდან და მისი ყოველი სახის ნაკვთის დაკოცვნა მსურდა. ყოველ ინჩზე მინდოდა შევხებოდი და მისი სურნელი შემეგრძნო. ვიმედოვნებდი რომ ეს ძალიან აშკარაც არ იყო. ასე კიდევ დიდხანს თუ გააგრძელებდა ყურებას გონს დავკარგავდი. თავი ვეღარ შევიკავე და ვუსაყვედურე.
-ასე ნუ მიყურებ გთხოვ...
-როგორ?
-აი ასე, თითქოს თვალებით მჭამ!
ჩაიცინა.
-რას ვაკეთებ?
-მჭ...აანუუუ, გადატანითი მნიშნელობით ხომ ხვდები? აი...
დავიბენი. აქლემი! წყალი მოვსვი და მოუსვენრობა დამემართა.
-ესეიგი გჭამ, არა? - არ ჩერდებოდა.
-ჩემი წვალება გსიამოვნებს არა?
-თანაც როგორ...
-ნაძირალავ!
-მეგი იცი რა გამახსენდა?
-რა? მითხარი, ნუ იცინი...
-სულაც არა, მე და შენ პაემანზე? აჰაჰაჰ, ეგ არასდროს მოხდება, ისეთ ბიჭს როგორიც შენ ხარ ჩემნაირი გოგო პაემანზე არასდროს გაყვება, აჰაჰაჰაჰ...სულ რამოდენიმე თვის წინ ამ სიტყვებს ერთი ჯიუტი თხა მეუბნებოდა, ახლა კი რა ხდება? ჩემს წინ ზის ჩემი პასუხების მოლოდინში. მართალი მითქვამს მაშინ, შენ ნამდვილად არ ხარ ამ პლანეტიდან.
-თუ გინდა ახლავე წავალ!
-სუფთა მარგო ხარ ''ქაღალდის ქალაქებიდან''.
-არ ვნანობ რომ დაგარტყი!
-დამშვიდდი პატარავ, დუელი წინაა.
-იცოდე გაგანადგურებ, - ''დავემუქრე''.
-ჩემო ტკბილო, მეც მიყვარხარ...
მომიგო და საყვარელი თვალებით გამომხედა.
-ეგ ხო პირფერობაა? პროვოკაცია, ნამდვილი პროვოკაციაა!
-სულაც არა...
გაგვეცინა. ამასობაში პიცაც მოიტანეს. თითო ნაჭრები სწრაფადვე მივირთვით. მერე ისევ საუბარი წამოიწყო.
-ისე, უცნაურად არ გეჩვენება რომ ჩვენი დადებული პირობის შემდეგ არადა აღარ გაწვიმდა? ცაც როგორ შენსავით გაჯიუტდა ჰა?
-როგორარა, გაწვიმდა, - არ დავიბენი. ვხვდებოდი საუბარი საითკენაც მიჰყავდა.
-ეგ არ ითვლება პრინცესავ, მაშინ ერთად არ ვყოფილვართ. ა რ ც ე რ თ ხ ე ლ!
თითქმის დამარცვლით ჩამახარა.
-და რომ ვყოფილიყავით რა?
-ხომ იცი რაც?
-ნიკა! - დამორცხვილმა შევძახე.
-რაიყო ახტაჯანავ?
-იცოდე ხმას აღარ გაგცემ.
-კარგია, ცოტახანს დავისვენებ.
ეგრევე მოვიღუშე. ეგ პასუხი არ მესიამოვნა. სადღაც ორ წუთს სახე დაყენებული ჰქონდა, მერე მხრები და წარბები ერთდროულად აუთრთოლდა და ფხუკუნი წასკდა.
-რაიყო გოგო, ვხუმრობ. ხოო, შემახსენე აბა ჩვენს სიაში შესასრულებელი რა დაგვრჩა?
-გაიძვერავ!
-ხოოო, დიახ შენ მართალი ხარ, წვიმაში კოცნა დაგვრჩა. ეს უნამუსო წვიმა...ხოდა ამაღამაც თუ არ იწვიმა, რაც ჩვენს ჯიბრზე სავარაუდოდ არ მოხდება, შეგვიძლია ხელოვნური წვიმა მოვიყვანოთ.
-მაიმუნობას აღარ მოეშვები ხო?
არაფრით დამაცადა მთავარ თემაზე გადავსულიყავი.
-წვენს დალევ? - მკითხა.
-ნიკა...
-გისმენ...
-ცხრამეტ ივლისს ჩემი დაბადებისდღეა.
-ეგ ვიცი.
-მე...ჩემი დაბადებისდღისთვის მცირე დანაზოგი მაქვს.
-გინდა ჩემს კაფეში გადავიხადოთ? -ვერ მიხვდა რას ვგულისხმობდი, - ისე მე აქაურობა უფრო მომეწონა, აქ ხომ არ გადმოვსულიყავი?
-არა, მე...ვიფიქრე, თუ მაგ დანაზოგს შენს ფულს დავამატებდით, მაშინ ლალი დეიდას გამოყვანას შევძლებდით.
წამში სახე გაუმკაცრდა, არაფრით ელოდა თემას თუ ასე შემოვაბრუნებდი. შერცხვა კიდეც ოდნავ.
-მეგი არც იფიქრო, ეს შენი ფულია, თანაც...
-მერე რა მოხდა? ვცდილობ დაგეხმარო, მერე დამიბრუნებ.
-მეგიი, მომხედე მესმის რომ დახმარებას ცდილობ, მაგრამ, შენ უკვე ისედაც ბევრი გააკეთე პატარავ... - ხელი ხელზე დამადო -სხვა შენს ადგილას...
რაღაც უხეში მომხვდა. ნელა ამოვუტრიალე ხელი, უცებ დაიძაბა და წამში გამომტაცა, თუმცა არ დავანებე.
-მანდ რა გაქვს?
-აჰ, არაფერი...
-მანახე...
ხელი ნელა ამოატრიალა. ხელის გულზე საშინელი ჭრილობა დავინახე. ავკანკალდი. დაიბნა და თვალები გაუფართოვდა. სულ ერთი წამით არარსებული რამ დავუში ჩემს ცნობიერში. თუმცა არა...ეს შეუძლებელი იყო, ნიკა მე არ მომატყუებდა. პასუხის მომთხოვნი გამჭოლი მზერით მაინც დავუწყე ყურება. სანამ ხმას ამოიღებდა გულში ვევედრებოდი ის არ ყოფილიყო, რაც მეგონა. ღრმად ამოისუნთქა.
-უბედური შემთვევაა მეგ.
-უბედური შემთხვევა?
-ხო, - ნერვულად ჩაიცინა, - ხახვს ვჭრიდი და...წარმოგიდგენია? ჰაჰ, როგორი სასაცილოა...
-შენ ჭრიდი ხახვს?
-ხო, რაიყო სალათასთან ერთად არ გიყვარს?
-რავიცი, ალბათ მიყვარს.
-მეგი, ნუთუ შენ იფიქრე...ოხ, რა სულელი მყავხარ. ჭამე, აღარ გშია?
პასუხი აღარ დამიბრუნებია, ჭამა უხმოდ გავაგრძელე, მაგრამ მადა დაკარგული მქონდა. ნიკა ხომ ვერ იტანდა ხახვს, მითუმეტეს სალათასთან ერთად, თანაც ჩემი მოტყუება არასდროს გამოდსიოდა. აქ რაღაც რიგზე ვერ იყო. გუნება წამიხდა, თუმცა აღარ ჩავძიებულვარ. ნაძალადევად გავუღიმე, მერე ისევ ჩავფიქრდი. გული ცუდს მიგრძნობდა. თუ ჩემი ეჭვები გამართლდებოდა და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოვაჩენდი რომ ის მე მატყუებდა და ისევ შავბნელ საქმეებში იყო გახვეული, ალბათ ვეღარასდროს ვაპატიებდი ამას...
დაბნელდა. ეზოში გავედით. ირგვლივ გაზონები ირწყვებოდა. სავსე მთვარე იყო, ცაზე კი რატომღაც არცერთი ვარსკვლავი. ჰაერი ჩახუთულიყო. ნიკა ცეკვა-ცეკვით სარწყავ მილთან მივიდა და სიტყვის უთქმელად მთლიანად ამოსწია.
-რას აკეთებ გაგიჟდი?
-ესეც ჩვენი წვიმა!
მაშნვე ორივენი გავიწუწეთ, სარწყავი მილიდან წყალი ფანტანივით იფრქვეოდა და ირგვლივ ყველაფერს წუწავდა, მათ შორის ჩვენც. ნიკა ბედნიერი სახით მომიახლოვდა. და მე ვიცოდი ახლა ის წუთები უნდა დამდგარიყო რაზეც ამდენი ხანი მიფიქრია და მიოცნებია, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი ყველაფერი ასე თუ მოხდებოდა, თუმცა ხომ ყოველთვის ის ხდება რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით და ვერასდროს შესწვდებოდა ჩვენი ქვეცნობიერი...უკვე სადაცაა ჩვენი სუნთქვა გადაიკვეთებოდა. ადგილზე გავშეშდი. სულ რაღაც მილიმეტრები გვაშორებდა ერთმანეთს. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მელამუნებოდა და მოძრაობის უნარს მთლიანად მიქვეითებდა. წამში შევხტი და ეს ყველაფერი თითქოს გაქრა, რადგან რესტორნიდან მეპატრონის ყვირილი და ლანძღვა გავიგონეთ.
-ეს რას ჩადით თქვე უსირცხვილოებო, გადმოდით ჩემი გაზონიდან, მოწყდით აქედან!
ყვიროდა ის. და მალევე ჩვენც ორი დაცვა დაგვედევნა. გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი, ჯერ ისევ იმ წუთებში ვიყავი ჩარჩენილი და ველოდი როდესაც არცერთი მილიმეტრი აღარ იქნებოდა ჩვენს შორის ჩამდგარი, ახლა კი...არა, ჩვენ თავს ხომ ჩვეულებრივად და ნორმალურად არასდროს არაფერი მოხდებოდა რა!
-ნიკა, მალე გაიქეცი, გაიქეცი!
ერთი შევკივლე და მიწას ეგრევე მოვწყდით ხელიხელჩაკიდებულები და მთლად სველები. სულს ძლივსღა ვითქვამდი, სიცილისგან მუხლები მეკვეთებოდა. როცა როგორციქნა დავრწმუნდით რომ უკვე უსაფრთხოდ ვიყავით ჯერ დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიცინეთ. მერე კი უცებ ორივე დავსერიოზულდით და დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, ჰაერი წამის მეასედში იმუხტებოდა და იმუხტებოდა. სადღაც წარწერებიან ძველ კედელთან ამოვყავით თავი. მის სახეს ვერ ვხედავდი, მე კი ლამპიონების შუქი მანათებდა. საშნლად ავღელდი, ჩემმა გულმა ისე სწრაფად დაიწყო ცემა როგორც არასდროს. პირი გამიშრა. ვერაფერს ვახერხებდი, არ ვიცოდი რა მექნა, არ ვიცოდი ხელები სად წამეღო, ანდაც რამე მეთქვა თუ არა...არ მინდოდა ისევ რაიმე ''ბრძნული სისულელე'' დამეხეთქებინა და მომენტი გამეფუჭებინა. საშინლად აღელვებული ვიყავი. შეიძლება ერთი ადამიანი სიკვდილამდე გაფორიაქებდეს, თუმცა შენ საშნლად მოგწონდეს ეს ემოცია? მე ვგრძნობდი მისი სხეულის სიმხურვალეს, რომელიც ძალიან ნელა უფროდა უფრო ახლოვდებოდა, თუმცა მიუხედავად ოცდაცამეტი გრადუსი სიცხისა მაინც თავიდან ბოლომდე ერთიანად ვცახცახებდი. მის ყოველ გადმოდგმულ ნაბიჯზე უკან იქამდე ვიხევდი სანამ იმ კედელს არ შევეჯახე. და მერე...სადღაც ერთ წამში მისი ბაგეები ჩემსას შეხვდა...განგებ, უმოწყალოდ, ღმერთმანი სადაც იყო სულს დავლევდი, მაგრამ მალევე ჩენ ორნი სადღაც უსასრულო მორევში გადავეშით ერთად...



***

მამამ დარეკა, სახლში ვაგვიანებდი. ნიკას დავემშვიდობე და ტაქსიში ჩავჯექი. ვერაფრით ვიჯერებდი წუთების წინ მომხდარს. მთელი გზა სახიდან ბედნიერი ღიმილი არ მომცილებია. ჩემს თმებზე მის სურნელს ვგრძნობდი. მერე დავინახე სარკიდან მოხუცი ბაბუ ღიმილით როგორ შემომცქეროდა. მეც გავუღმე. მერე რადიო ჩართო. ჯეიმს არტურის ''Impossible'' ჩაირთო. ეს სიმღერა მთლიანად ჩვენს ისტორიას მახსენებდა რატომღაც. ჩვენი გაცნობის ღამიდან დღემდე...ჩემს სახლამდე მთელი გზის განმავლობაში ბედნიერების ზღვაში ვცურავდი ახლა უკვე ჩემი საყვარელი სიმღერის ჰანგების ფონზე. სახლში გაბრუნებული დავბრუნდი. ლადომ სუფრასთან მიმიწვია. ლიზა თავის ოთახში იყო, მერი კი ტელევიზორს უყურებდა.
-მადლობა მამა, მეგობართან ერთად უკვე ვჭამე.
სწრაფად ვუპასუხე და კიბეებისკენ გავემართე. ერთი სული მქონდა ლიზას ყველაფერს როდის მოვუყვებოდი.
-მეგ, არ გაგვაცნობ მაგ შენს მეგობარს?
გამომძახა მერიკომ.
-ხო, არ გაგვაცნობ უკვე შვილო?
-რა თქმა უნდა, ჩემს დაბადებისდღეზე ხომ იქნება არა?
-უი ხო, რაც შეეხება მაგას, ჩვენ ვიფიქრეთ და...მთელი ოჯახი დასასვენებლად ბათუმში ხომ არ წავსულიყავით და შენი დაბადებისდღეც იქ ხომ არ გადაგვეხადა? ბოლო-ბოლო ადამიანი თავის სიცოცხლეში ერთხელ ხდება თვრამეტი წლის...
-მაგრამ მამა, მე რომ არ...
-აუ მეგ, დათანხმდი რა, - კიბეებიდან მომაძახა ლიზამ, - ბათუმი ჩემი ოცნების ქალაქია!
-კარგი ხო...
გადავიფიქრე იმის თქმა რომ თბილისში დარჩენა და დაბადებისდღის ნიკასთან ერთად გადახდა მერჩივნა. თანაც მამამ ხომ არ იცოდა, რომ მისი მანქანის ქურდი შემიყვარდა და რომ ის იყო სწორედ ის ''მეგობარი'' ვისაც მე ვხვდებოდი. საერთოდაც წარმოდგენა არ მქონდა ამას როდის ან როგორ ვეტყოდი.
-რა მაგარია!
ერთი შეჰკივლა ლიზამ და მერე ისევ თავის ოთახში ავარდა.

-აუ ლადიიი, არ გინდა ხინკალი მომიხვიო უცებ? - სთხოვა მერიკომ მამას.
-რაო? - მე და მამას ერთდროულად აგვიტყდა სიცილი.
-მეგ, გაიგე რა თქვა? ამ შუაღამეს ხინკალიო.
-სულ არ გიყვარვარ, არა?
გაიბუტა მერი. წავიფხუკუნე.
-ღმერთო ჩემო, ჭირვეულიც გამხდარა...აბა რას ამბობ ჩემო ძვირფასო, შენნაირი მშვენება როგორ არ უნდა მიყვარდეს?
-კარგით მე ლიზასთან ავალ.
ვუთხარი მათ და ბარტყები მარტო დავროვე თავიანთ სასიყვარულო ბუდეში. ლიზასთან ასულმა მას სასწრაფოდ ყველაფერი მოვუყევი. სახლი შეძრა იმხელა ხმაზე იკივლა.
-გოგოო, რას შვრები გინდა მშობლებს გული გაუხეთქო?
-ოო, ეხლა მაგათ სად სცალიათ ჩენთვის...ხედავ შენ? აი ეს მესმის! ნამდვილ სასიყვარულო რომანს ჰგავს...
-ჰო , ასეა - ამოვიოხრე.
-რა იყო?
-აუ, რა ვიცი ლიზ...რაღაც რიგზე ვერ მეჩვენა.
-რა თქმა უნდა! მართლა რომ გაწვიმებულიყო, ყველაფერი უფრო რეალური იქნებოდა და მერე აღარ გეჩვენებოდა მასე.
-არა, მაგას არ ვგულისხმობ სულელო...მაგრამ მართალი ხარ, ამას ვერც წარმოვიდგენდი. ნამდვილი გიჟია ეგ ბიჭი.
-აჰ, არც შენ აკლებ. აბა რას გულისხმობდი სხვას?
ლიზამ ერთი ნახტომი გააკეთა, ლოგინზე წამოფარფატდა და ოცნებებში გადაეშვა. გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა და ნიკას გაჭრილ ხელზე არაფერი მითქვამს. გამეცინა მის შემხედვარეს.
-ასე მეც მინდა...
ამოიოხრა ცოტახანში.
-როგორ ასე?
-აი ასე, შენსავით ზღაპრული რომანის გმირი მეც მინდა ვიყო...ან ნაჰჰ, არა...მარწყვის ტორტი უფრო მინდა.
-შენ ხომ მარწყვზე ალერგია გაქვს?
-ხოდა მერე რა? შენ რა, არ გაგიგონია რომ ადამიანს ყველაფერი აკრძალული იზიდავს? აკრძალული ხილი ხომ ყველაზე გემრიელია, არა?
-აკრძალულზე გამახსენდა, - გვერდით მივუწექი ლიზას, - მეშინია ლიზ...
-რისი გეშინია?
-მამასი...როცა გაიგებს რომ მისი მანქანის ქურდს ვხვდები...
-ვაიმე, ეგ სულ დამავიწყდა! ასეა რა, ასეა ჩემო მეგობარო, ყოველთვის ყველაფერი რიგზე ვერ იქნება. როცა გგონია რომ ყველაფერი კარგად გაქვს და ეს ნამდვილად ჰეფი ენდია, უცებ ჰოპ და ისეთი რაღაც გამოხტება, რაც არც კი დაგესიზმრება! არადა რაის ქურდი, რო შეხედავ მშენიერი ბიჭია...
-ნეტავ რა მოხდება...
-ბათუმი გვიჩვენებს! მეგი იცი რა მოვიფიქრე? ადექი, მიდი ხო...
ლიზამ ოთახის კუთხეში ჩამოკიდებულ პატარა ვარდისფერ ჩარჩოიან სარკეში ჩამახედა და თვითონაც გვერდით მომიდგა.
-გახსოვს თმის შეჭრა რომ მინდოდა?
-მერე?
-მერე, დებს უფრო მეტად რომ ვგავდეთ, ორივემ შევიჭრათ და მე წითურად შევიღებავ. გაწყობს?
-ვითომ ჩენგან რამე გამოვა?
გავიცინეთ.
-აბა რა ვიცი...

ჩემს ოთახში დაბრუნებულმა ტელეფონი ავიღე და ნიკას შეტყობინება გავუგზავნე.

''იცი რომ დასასვენებლად მივდივარ? და ჩემს დაბადებისდღეზეც იქ ვიქნები სავარაუდოდ:))''


მალევე დამიბრუნა პასუხი:

''მართლა? სად?''

გაგზავნის ღილაკს ვაჭერდი უკვე რომ ისევ მომწერა:

''ან არა, ნუ მეტყვი, არ მითრა''

გავბრაზდი.

''ვითომ რატომ არ უნდა გითხრა?''
''რავიცი ძვირფასო, როცა გნახავ მაშინ მითხარი პირადად...''
''ნიკა რა გემართება?''
''მეგი, ნუ აზვიადებ, წავედი მეძინება, შენც დაიძინე მიდი <3''
''კარგი'' - მივწერე ნაწყენმა.
''ჩემზე ხომ იფიქრებ?''- მაინც გამაღიმა.
''შენ სიზმარში ხომ მნახავ?''
''კი :))''
''მაშინ, მეც კი...''
*SEEN*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent