შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკივრში ჩაკეტილი სიმართლე (თავი-2)


9-02-2021, 18:16
ავტორი აირ ისი
ნანახია 870

8 8 8 8
საღამო ხანი იდგა. სამსახურიდან ერთი საათის წინ დაბრუნებული დეა, თავის საყვარელ, იისფერ სპორტულებში იყო გამოწყობილი, რბილ, კრემისფერ დივანზე მედიტაციის პოზაში მჯდომს, წინ ბოსტნეულის სალათით სავსე თეფში ედგა და ტელევიზორის წინ მოკალათებული, Actualized.org-ის ფსიქოლოგიურ გადაცემას უყურებდა სახელწოდებით - "როგორ ვმართოთ ჩვენი ბრაზი."
გოგონასთვის სახლში მარყო ყოფნა და საკუთარი პირადი სივრცე, ერთ-ერთი საუკეთესო რამ იყო ამ ქვეყნად. როგორც კი სრულწლოვანი გახდა და სასწავლებელშიც ჩიარიცხა, მაშინვე მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა და უფროსი ძმისგან განცალკევებით, იმ სახლში გადმოსულიყო, რომელიც ბებიამ დაუტოვა, პირადად მას.
იმ პერიოდში, საკმაოდ წამოზრდილ და დაქალების ასაკში შესულ დეას, უკვე სერიოზული მოთხოვნილება ჰქონდა მარტო ცხოვრების. მოსწონდა ის მომენტი, რომ ოთახებში, მხოლოდ საცვლების ამარა შეეძლო სიარული და თუკი მოესურვებოდა, სრულიად გახდილსაც კი. პირადი საკუთრების შეგრძნებით მოწოდების სიმაღლეზე მყოფს, ძალიან სიამოვნებდა, რომ აბაზანაშიც, მისაღებშიც და მთელს სახლშიც მხოლოდ თავის ნივთებს ხედავდა და სხვისას, არავისას. ამბობდა, ამიერიდან ერთადერთი მამაკაცი, ვისთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებასაც ავიტან, ეს ჩემი ქმარი იქნებაო. სხვა მხრივ, არავის შემოჭრა არ სურდა პირად სივრცეში, მათ შორის, არც ანტონის, ვინც, მართლაც რომ სიგიჟემდე უყვარდა დეას.
გოგონამ, სალათის დიდი თეფში ბოლომდე მოასუფთავა და ახლა უკვე რამე დასალევიც მოუნდა. ახსოვდა, მაცივარში წინა დღით ნაყიდი მანგოს წვენი ჰქონდა დატოვებული, რომელიც ჯერ არც კი გაეხსნა. მართალია, ფეხზე ადგომას ახლა ყველაფერი ერჩივნა, თუმცა იმდენად უნდოდა ყელის რამით გასველება, გადაცემა ერთ ადგილას დააპაუზა, ფეხზე მაინც წამოდგა და ის-ის იყო სამზარეულოსკენ უნდა აეღო გეზი, რომ განზრახვაზე ხელი, კარზე უეცრად დარეკილი ზარის ხმამ ააღებინა.
აშკარად უკმაყოფილო დარჩა ამ ხმის გაგონებით დეა. სამსახურიდან დაბრუნებულს, ნამდვილად არ უყვარდა მოულოდნელი სტუმრების მიღება. ამას მუდამ მარტო ყოფნასა და დასვენევას ამჯობინებდა ხოლმე, რაც, მისმა ახლობელმა ადამიანებმაც მშვენივრად იცოდნენ. სწორედ ამის გამო, კრისტისა და ანტონის ვიზიტი თავიდანვე გამორიცხა, აბაზანის თაროდან ელექტრო ჯაგრისი აიღო, რათა კბილებიდან საჭმლის ნარჩენები მოეშორებინა, თუკი ისინი სადმე ჰქონდა და დაუპატიჟებელი სტუმრის ვინაობის დასადგენად, პირდაპირ შემოსასვლელისკენ გასწია, ზლაზვნით.
სათვალთვალოში გახედვისას, მომსვლელი ნამდვილად არ ეცნო. ზღურბლის მეორე მხარეს, დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი იდგა, თუმცა დეას, წარმოდგენაც არ ჰქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უკანასკნელი. მიუხედავად ამისა, საკეტი მაინც გადაატრიალა და როგორც კი კარები გამოაღო, სადარბაზოში მდგომი ახალგაზრდა, თავიდან ფეხებამდე აათვალიერა.
-გისმენთ? -ისეთი ტონით თქვა გოგონამ, ამ ერთ სიტყვაში, აშკარად მრავალ კითხვას აერთიანებდა, მაგალითად ისეთებს, როგორიც იყო -"ვინ ხართ?", "რა გნებავთ?", "ვიცნობთ ერთმანეთს, თუ არა?" და ასე შემდეგ.
სტუმარს არაფერი უთქვამს. ამის მაგივრად, დეას, ხელში დაჭერილი ჯაგრისი ააცალა, გვერდზე სწრაფად გასწია და ზღურბლს ისე უკითხავად გადმოაბიჯა, თითქოს მრავალი წლის შემდეგ, საკუთარ სახლში დაბრუნდა, სადაც უცხო, ძალით შემოჭრილი მდგმური დახვდაო.
-ეი, სად მიდიხარ?! -მისი საქციელისგან აღშფოთებულ გოგოგნას, ბრაზის ნაპერწკლები ლამის თვალებიდან გადმოეყარა -შენ აქ საბავშვო ბაღი ხომ არ გგონია? ახლავე დაბრუნდი! -თან ხმამაღლა საუბრობდა, თან უკან მისდევდა მისაღებისკენ წასულ ბიჭს, ვინც, უკეთ შეთვალიერების შემდეგ, სახეზეც ძალიან ეცნობოდა, თუმცა ვერაფრით იხსენებდა კონკრეტულად საიდან
-ახლავე გაჩერდი, თორემ პოლიციაში დავკრეკავ! -ბოლო სიტყვები, წინანდელთან შედარებით უფრო ხმამაღლა დაიყვირა და ამით, როგორც იქნა, უცნობი ბიჭის ყურადღებაც მიიპყრო. ეს უკანასკნელი წამით შედგა, მერე ოდნავი ღიმილით მოტრიალდა დეასკენ და გულზე ხელები გამომწვევად დაიკრიფა.
-წარსულში დარჩენილ ადამიანებს, ყოველთვის ასე მარტივად ივიწყებ ხოლმე, დეა? -ჰკითხა მხიარულად, თუმცა მის ხმაში მაინც იგრძნობოდა ოდნავ სევდიანი ნოტები
გოგონას დაეფიცებოდა, რომ იმ წამს, პირდაპირი გაგებით თავბრუ დაეხვა. ეს ხმა, ეს გამოხედვა, ეს თვალები. ნუთუ არ ესიზმრებოდა? ნუთუ მის წინ, ნამდვილად ის იდგა, ვისზეც იმ წამს გაიფიქრა?
-ახლა ან მეტყვი ვინ ხარ, ან მაგ რაღაცას წაგართმევ და გადაგაყლაპებ! -მარცხენა ხელში დაჭერილ ელექტრო-ჯაგრისზე ანიშნა ამის თქმისას გოგონამ. მართალია, შინაგანად ხვდებოდა კიდეც მომსვლელის ვინაობას, თუმცა მაინც სურდა საკუთარ ვარაუდებში ბოლომდე დარწმუნებულიყო, იმ ადამიანის წყალობით, ვინც ახლა წინ ედგა და გამჭოლ მზერას არ აშორებდა
ბიჭს გულიანად გაეცინა. აშკარად გაამხიარულა გოგონას რეაქციამ, თუმცა მზერა მალევე დაასერიოზულა და კუთვნილი ჯაგრისი კვლავ დეას გაუწოდა.
-ის ვარ, ვისი ნახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად გინდოდა და ვისაც მთელი შვიდი წელი აიგნორებდი
აი, ახლა კი უკვე აღარაფერში შეიძლებოდა ეჭვის შეტანა და დეასაც უზომო ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რათა ფეხზე მყარად დგომა შესძლებოდა. ორჯერ უფრო მეტი ძალისხმევა კი, სიტყვების ერთმანეთზე გადაბმას შეალია, თანაც ისე, რომ ხმაზე კანკალი არ დასტყობოდა.
-აჰა, ესე იგი მართლაც დაბრუნებიხარ მშობლიურ კერას -დამცინავად ახედა პირისპირ მდგომ მამაკაცს, გოგონამ -საინტერესოა რამდენი ხნით, ერთი დღით? ორით?
-არა, სამუდამოდ დავბრუნდი
-მშვენიერია . . . და ჩემს სახლში რას აკეთებ?
ბიჭის შავ თვალებში, ამჯერად უკვე ღიად გამოისახა წყენა.
-სერიოზულად დეა? -გატეხილი ხმით იკითხა მან და მეგობარს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა -ამდენი ხნის მერე, მას შემდეგ, რაც მთელი ეს დრო ჩემზე უარს ამბობდი, მაინც გადავლახე თავმოყვარეობა, შენს სანახავად საკუთარი ფეხით მოვედი და ასე ცივად მხვდები?
გამშრალ ყელში, ნერწყვი ძლივსძლივობით გადაუშვა გოგონამ. როგორც ჩანდა, ჯერჯერობით კარგად ახერხებდა სახით უდარდელობის ნიღბის ტარებას, თუმცა არ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი, რადგან ეს ნიღაბი საშინლად ემძიმებოდა და კისერში მოწოლილ ცრემლებს, ლამის სასუნთქი გზები დაეხშოთ მისთვის.
-მაინც როგორ დახვედრას ელოდი რობი? -ჰკითხა მან შესაშურად მშვიდად -გეგონა ხელებს გავშლიდი, გამოვიქცეოდი და ჩაგეხუტებოდი? ამის იმედად გადმოაბიჯე ჩემი სახლის ზღურბლს?
-არა, ამის იმედი არ მქონია, მაგრამ გთხოვ, ასე მშვიდადაც ნუ ხარ, რა -დაუფარავი მუდარა გაკრთა ბიჭის ხმაში -მეჩხუბე, მიყვირე, თუ გინდა გამარტყი კიდეც, მაგრამ ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ჩემმა დანახვამ ვერანაირი ემოცია ვერ გამოიწვია შენში. ამით მანადგურებ დეა
-აჰა, ესე იგი გინდა, რომ გეჩხუბო, არა? -ტკივილნარევი სიცილი ამოაყოლა ამ სიტყვებს გოგონამ. ახლა, მართლაც დაუოკებელი სურვილი ჰქონდა რობისთვის რამე ფიზიკური ზიანი მიეყენებინა იმის გამო, რომ მისი ხვერწნა-მუდარის მიუხედავად, ამერიკაში მაინც გაფრინდა, რომ ჩამოსვლის შემდეგ, პირველად ანტონი მოინახულა და არა თავად ის, რომ ბოდიშსაც კი არ უხდიდა იმ თვეების სირთულისთვის, რომელთან გამკლავებაც მისი გამგზავრების შემდეგ მოუწია. მრისხანება, თითქოს ერთიანად დაეპატრონა გოგონას სხეულს იმ წამს. თუკი აქამდე ხმის აწევისგანაც იკავებდა თავს, ახლა უკვე ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა, მისაღების დივანზე დაყრილი ბალიშებიდან ერთ-ერთს დაავლო ხელი და რობის პირდაპირ თავში გაუქანა ეს უკანასკნელი. "ტყვია" სამიზნეს პირდაპირ ათიანში მოხვდა და საკუთარი თავით კმაყოფილმა დეამაც, მონდომებით განაგრძო ბალიშების რობისთვის დაშენა.
-ჩემგან ჩხუბს ელოდი არა?! ესეც შენ ჩხუბი, ხომ მიიღე?!
-დეა გეყოფა, სულ გააფრინე?!
-ჰო, გავაფრინე, რამე პრობლემა გაქვს ამასთან დაკავშირებით? -თან ელაპარაკებოდა, თან ბალიშების სროლას არ წყვეტდა გოგონა, რომელთა ნაწილის აცილებასაც ბიჭი ასწრებდა, ნაწილისას კი ვერა. პარადოქსი იყო ეს ყველაფერი. არადა, ცოტა ხნის წინ, დივანზე მოკალათებული დეა, სიბრაზის მართვაზე უსმენდა გადაცემას, ახლა კი, ისე იქცეოდა, თითქოს იქედან ერთი სიტყვაც კი ვერ გაეგონა.
-დეა შეწყვიტე, სერიოზულად გეუბნები!
-რა შევწყვიტო, რა?! მას შემდეგ, რაც ვიღაც უნამუსო გოგოს ღალატს ყველაფერი შესწირე, საყვარელი ადამიანები მიატოვე და ამდენი წლით გადაიკარგე, ფიქრობ ჩემგან რამის ღირსი ხარ?! გგონია ოდესმე დამავიწყდება შენი ყინულივით ცივი მზერა, როცა თვალცრემლიანი გთხოვდი არ წასულიყავი და გეუბნებოდი, რომ შენგან შორს ყოფნა გამანადგურებდა? გახსოვს რა სიტყვები მითხარი მაშინ? გახსოვს?! მითხარი, იმდენად მნიშვნელოვანიც ნუ გგონია საკუთარი თავი, რომ ვინმემ შენს გამო ამერიკაზე თქვას უარიო. გაგახსენდა?! მითხარი, ხომ გაგახსენდა?
ამის თქმისას, თითქოს ერთიანად მოეშვა გოგონა, ხელში დარჩენილი უკანასკნელი ბალიში იატაკზე უღონოდ დააგდო, სრულიად ძალაგამოცლილი, მასზე მოწყვეტით ჩამოჯდა, მუხლებს მკლავები პატარა ბავშვივით შემოხვია და ამდენი ხნის შეკავებულ ცრემლებს, უკვე თავისუფლად მისცა გასაქანი, რადგან მათი თავის შიგნით შეკავება, უკვე სასუნთქ გზებს უკეტავდა.
-დეა . . .
-არა, მანდ იდექი, არ მომეკარო! -მართალია დაბალი ხმით თქვა, თუმცა ბრძანებითი ტონი მაინც ადვილად შეიმჩნეოდა მის სიტყვებში -საკუთარი თავი მძულს იმის გამო, რომ ახლა სიგიჟემდე მინდა მოგეხვიო, ამიტომ, ჩემთან ახლოს მოსვლას გიკრძალავ!
რობის ოდნავ გაეღიმა. მართალია გოგონასთან ახლოს მისვლა, მისი გულში ჩახუტება და მის გრძელ თმაზე უწინდელივით მოფერება ახლაც მთელი გულით სურდა, მაგრამ გადაწყვიტა სიტუაცია მეტად აღარ გაემწვავებინა და ამის მაგივრად, იატაკზე თავადაც ჩამოჯდა, დეასგან საგრძნობლად მოშორებით, თუმცა მაინც ამ უკანასკნელის პირისპირ.
-დღეს დაბადების დღე გაქვს, არა? -ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებოდა გოგონა და თვალს წამითაც არ აშორებდა ამ უკანასკნელს
-მიხარია, რომ გახსოვს
-გილოცავ -მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა. პირველი შემთხვევა იყო, რომ ასე მშრალად ულოცავდა იუბილეს, საუკეთესო მეგობარს და მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფაქტი ძალზედ ეუცნაურებოდა
-ადრე მუდამ სიმღერით მილოცავდი ხოლმე
-ადრე არც შენ იყავი იდიოტი, ახლა კი ხარ!
-მიხარია ბრაზი რომ ამოანთხიე, იმედია ბოლომდე გათავისუფლდი
რამდენიმე წამით, პაუზა ჩამოვარდა. რობი მიხვდა, რომ დეა ხმის ამოღებას არ აპირებდა და კვლავ თავად ალაპარაკდა.
-ისე, როგორ ვერ მიცანი? დავიჯერო ასე მალე დაგავიწყდი?
-ნუ ამბობ სისულელეებს, მე არავინ მავიწყდება! -გაუწყრა გოგონა -უბრალოდ ძალიან შეიცვალე, არც სოციალურ ქსელებში აქვეყნებდი ფოტოებს, რათა იქ მაინც მენახე და ვიდეო-ზარებით რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ გვქონია, ეს თავადაც მშვენივრად იცი
-მე გამუდმებით გწერდი დეა -გოგონას ზურმუხტისფერ თვალებს აკვირდებოდა რობი და ახლა უფრო ცხადად გრძნობდა, თუ რამდენად მონატრებოდა მათში ყურება -უამრავი წერილი მოგწერე მეილზე, თუმცა შენ არც ერთ მათგანზე არ გაგიცია პასუხი
-ძველი მეილი გავაუქმე. ვიცოდი, რომ მომწერდი -გულწრფელი აღიარება გააკეთა გოგონამ. იმ წამს, კიდევ ერთი მდუღარე, ბრილიანტისფერი ცრემლი გადმოუვარდა მარჯვენა თვალიდან
-გასაგებია . . .
კვლავ შემაწუხებელი დუმილი ჩამოწვა, რომლის დარღვევის ინიციატორობაც, ამჯერადაც რობიმ აიღო საკუთარ თავზე:
-და ახლა როგორ ვიქნებით ჩვენ ორნი დეა? მე მაგალითად ძალიან მინდა დაგიბრუნო. აქედან შორს ყოფნისას, მხოლოდ შენ და კოტე მაკლდით სრულყოფილებისთვის. თქვენ, ორივენი ჩემი ოჯახი ხართ და აღარ მინდა რომელიმე მათგანისგან შორს ვიყო
-თუ ასეა, რატომ არ დაბრუნდი სწავლის დამთავრების თანავე? კიდევ ორი წლით რატომ შემორჩი?
-იმიტომ, რომ კოტეს, ბიზნესში ჩავარდნა ჰქონდა და სერიოზული ბანკის ვალი დაედო -არც კი დაფიქრებულა ისე აღიარა. დეასთან დასამალი არასდროს არაფერი ჰქონდა ხოლმე და ამას, მრავალი წლის გასვლაც კი ვერ ცვლიდა -კარგი სამსახურის ვარიანტი ჩამივარდა, ამიტომ, საკუთარი თავი ვალდებულად ჩავთვალე ბაბუაჩემს დავხმარებოდი. დროთა განმავლობაში, ვითარებაც დასტაბილურდა და ჩამოსვლაც მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვიტე
დეამ ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ღრმად ამოისუნთქა. მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო, მთელ ხმაზე უკიოდა, მეგობრისთვის ახლა და ამ წამსვე ეპატიებინა, თუმცა გონებას არ შეეძლო იმ ყველაფრის მარტივად დავიწყება, რამაც ერთ დროს უზომოდ ატკინა.
-რობი . . .
-გისმენ, დეა . . .
-ერთხელ, მხოლოდ ერთხელ, რაც შეგიძლია მაგრად მომეხვიე და მერე მოშორდი აქედან! გარკვეული დროით შენი ნახვა აღარ მინდა!
რამდენიმე წამის განმავლობაში, ბიჭი კვლავ იატაკზე იჯდა, ისე, თითქოს ღრმა ფიქრებში წასულს ირგვლივ ყველაფრის არსებობა დავიწყებიაო. მერე, როცა მთელი სიცხადით ჩასწვდა დეას სიტყვების არსს, ოდნავ ჩაეცინა, ცალ ხელზე დაყრდნობით წამოიმართა ფეხზე, ჯერ კიდევ ბალიშზე მჯდომ მეგობარს მიუახლოვდა და როგორც კი ეს უკანასკნელიც რობის მსგავსაც წამოდგა, ბიჭმა თხოვნა წამებში აუსრულა -გოგონას წვრილ წელს მკლავები მარწუხებივით შემოხვია, ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა, ოდნავ ჰაერშიც წამოსწია და პირდაპირ მის ყურთან ამოიჩურჩულა : -მართლა საოცრად გალამაზებულხარ, თოჯინა . . .





8 8 8 8
კოტემ, კარკადეს ცხელი ჩაით სავსე ფინჯნები, სამზარეულოს მაგიდაზე დადგა და მისაღებში, ტელევიზორის ყურებით გართულ რობის, ხმამაღლა გასძახა:
-გამოგიღამდება შვილო თვალები, გამოგიღამდება! მიდი, გათიშე ცოტა ხნით მაგ ტელევიზორი და გამოდი აქეთ, ჩაი დავლიოთ!
საგრძნობლად ჩამოღამებულიყო. საათის ისრები, ათს უჩვენებდნენ. ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხი საათი გასულიყო მას შემდეგ, რაც ბიჭი, დეას სახლიდან დაბრუნდა, შინ. კოტესთვის ისევ არაფერი ეთქვა იმ საუბრის შესახებ. ანდაც რა უნდა მოეყოლა? ძველ მეგობართან მივედი და სტუმართმოყვარეობის გამოსახატად თავში ბალიშები დამიშინაო? ეს ყველაფერი, არც სასიამოვნო სათქმელი გახლდათ და არც, სასიამოვნო მოსასმენი, ამიტომ, აღნიშნული თემის წამოჭრას, ისევ გაჩუმება ამჯობინა.
ტელევიზორში "ქალის სურნელი" გადიოდა და ფილმი უკვე იმ მომენტზე იყო მისული, როცა ტანგოს ცეკვის სცენა, თავის ბოლო წამებს ითვლიდა.
-აუ კოტე, მეზარება. მერე მოვალ და დავლევ
-ოჯახის უფროსი მე ვარ თუ შენ? -კვლავ გამოსძახა სამზარეულოდან -რომ გელაპარაკები, მობრძანდი აქ და დამიჯექი გვერდით, მაინც შვიდი წელია ტელეფონის ეკრანის გარდა არსად მინახიხარ! -პატარა ბავშვივით დატუქსა კაცმა, შვილისშვილი, რამაც, ამ უკანასკნელის სახეს ღიმილი მოჰგვარა და უკვე ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ჩააბნელა პლაზმური ეკრანი
კოტეს, მაგიდაზე ორი თეთრი ჭიქა დაედგა, ერთი თავისთვის, მეორე კი რობისთვის. ფინჯნებიდან, ცხელ ოხშივართან ერთად, ჩაის საამო სურნელი ამოდიოდა და მთელ სამზარეულოში ვრცელდებოდა.
-მოკლედ, ამ ოჯახში ქალიც შენ ხარ და კაციც, კოტე -სიცილნარევი ტონით უთხრა რობიმ, როგორც კი მაგიდას მიუახლოვდა, სადაც, ცხელი სითხით სავსე ფინჯნებთან ერთად, კარაქიანი ორცხობილებიც იდო, მოზრდილი თეფშით
-რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ბიჭო მე შენ, ნუ მელაზღანდარები-თქო? -მართალია გაბრაზებული სახის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ შინაგანად თავადაც ეცინებოდა კაცს
-არა რა, იუმორის გრძნობა მაქვს შენში ჩასანერგი და სხვა მხრივ კაცი ვერ გაჯობებს -მაგიდას მხიარულად მიუჯდა რობი, თავის ჭიქას მარჯვენა ხელით დასწვდა და იქედან ოდნავ მოსვა ორთქლადენილი, ცხელი სითხე. კიდევ რამდენიმე წამიც და კოტეც მის პირდაპირ იჯდა. კაცს აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც მეტად მნიშვნელოვან თემაზე სურდა საუბრის დაწყება, თუმცა ან არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს, ან შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობდა. როგორც ჩანდა, "ჩაის საღამოც" სწორედ იმიტომ დაეგეგმა, რომ აღნიშნული თემის ირგვლივ საუბარი გაადვილებოდა.
-შვილო, რობი -დაიწყო ბოლოს ოდნავ დაბალი, შეპარვითი ტონით, თან თითები ერთმანეთში გადახლართა -სანამ ჩამოხვიდოდი, სამსახურის ვარიანტზე გავიკითხე შენთვის და ერთი ძალიან კარგი. . .
ბიჭი მაშინვე მიხვდა საითკენაც მიდიოდა ეს დიალოგი და გადაწყვიტა, დაწყებული მანამ შეეწყვეტინებინა, სანამ ბოლომდე თქმას მოასწრებდა:
-კოტე, ხომ გითხარი ამ საკითხს თავად მივხედავ-მეთქი? -ჩაის ჭიქა, კვლავ მაგიდის ზედაპირზე დადგა მან -ერთი კვირაც კი არაა, რაც დავბრუნდი, ცოტა ამოვისუნთქავ და მერე დავიწყებ სამსახურზე ზრუნვას, ოღონდ ჩემით. თავადაც კარგად იცი, როგორი დამოკიდებულება მაქვს ნეპოტიზმთან და არც ერთ შემოთავაზებას არ დავთანხმდები, რომელიც ნათესავების, ახლობლებისა და ნაცნობების მიერ იქნება მიღებული
-ზუსტად ვიცოდი ასეთ პასუხს რომ მოვისმენდი
რობის გაეღიმა.
-პრინციპულობა შენგან მერგო, მემკვიდრეობით და ნუ ცდილობ ჩემში ეს თვისება მოკლა
-არ ვციდლობ, შვილო, მაგრამ ხანდახან არ მოაქვს მაგ შენ პრინციპულობას ისეთი შედეგები, როგორიც საჭიროა. ასაკში შესვლამ მიმახვედრა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე კარგად ნაცნობობა ჭრის და არა პრინციპები
-ჰოდა გპირდები, შენს ასაკს რომ მივუკაკუნებ, მეც მაგ შეხედულებებს მივემხრობი, ოღონდ ჯერ ამ ტალღაზე დამაცადეთ ყოფნა -იუმორით სცადა ბიჭმა სერიოზული საუბრის გადაფარვა და კვლავ თავის ფინჯანს მიუბრუნდა, სადაც უწინდებურად ელოდა ცხელი, სურნელოვანი სითხე. კოტეც თითქოს მაშინვე დანებდა და კარაქიანი ორცხობილების მოზრდილი თეფშიდან ერთ-ერთი მათგანის აღების წინ, ღრმადაც ამოიხვნეშა
-შენი საქმისა შენ იცი -დაემორჩილა შვილისშვილს ღიმილშეპარული ტონით. ერთადერთი, ვისაც საკუთარი ხუთი თითივით იცნობდა, ეს სწორედ რობი იყო, ამიტომაც, ახლანდელი გადმოსახედიდან, უაზრობად ჩათვალა მისთვის იმ შეთავაზების გაკეთება, თავიდანვე უარისთვის რომ გახლდათ განწირული.
ბაბუა-შვილიშვილმა კიდევ ცოტა ხნით ისაუბრეს, ზოგად თემებზე, ამ ლაპარაკში ჩაის სმაც დაამთავრეს და ვინაიდან უკვე თერთმეტის ნახევარი შესრულებულიყო, კოტემაც გადაწყვიტა თავის საძინებელ ოთახში გადაენაცვლა. აი რობის რაც შეეხება, ძილი ჯერ კიდევ არ ეკარებოდა, ამიტომ, მარტო დარჩენილს, სანამ საწოლს მიაშურებდა, კვლავ შუა გზაზე გაწყვეტილი ფილმის გაგრძელება მოუნდა. წამოდგა კიდეც ფეხზე, რათა მისაღებში გასულიყო, მაგრამ, ზუსტად იმ მომენტში, უდროოდ და ძლივსგასაგონად გაისმა კარზე მეტად ხმადაბალი კაკუნის ხმა.
უნდა ითქვას, ძალზედ გაუკვირდა. წესით, ახლა უკვე ის დრო იყო, როცა სტუმრების მოსვლა, არც თუ ისე ზრდილობიან საქციელად ჩაითვლებოდა, მაგრამ, კარის გასაღებად მაინც გაემართა და ზღურბლთან მიახლოებულმა, სათვალთვალოში გახედვის გარეშე გადაატრიალა კლიტეში გარჭობილი ოქროსფერი გასაღები.
რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო, სადარბაზოში სულიერის ნიშან-კვალიც არ შეინიშნებოდა. მხოლოდ დიდი, შავი ყუთი დაედო ვიღაცას ფეხის საწმენდ Welcome-ზე და გარშემო არავინ ჩანდა ისეთი, ვისაც აღნიშნული ნივთის დატოვება შეეძლო იმ ადგილას.
რობიმ კიდევ ერთხელ მოათვალიერა იქაურობა დაკვირვებით, ხმებსაც მიაყურადა სადარბაზოში, თუმცა როცა საეჭვო ვერაფერი შენიშნა, დაიხარა, ძირს დადებულ "ნობათს" ხელი მოჰკიდა და შინ, იმ დიდი იმედით აღსავსემ შეიტანა, რომ მასში მოწიკწიკე ბომბი არ დახვდებოდა.
ბიჭმა ყუთს თავი ოდნავ მოხადა, თან მისაღების დივნის სახელურზე ჩამოჯდა. პირველი, რაც მზერის ფოკუსში მოხვდა, ეს ალისფერ ნაჭერზე მოთავსებული პატარა ბარათი იყო, სადაც, ლამაზი კალიგრაფიით ეწერა შემდეგი სიტყვები:
"ჩემი ძველი მეილი აღვადგინე და შენი წერილების კითხვაც დავიწყე. ამ ყუთში კი ჩემი წერილებია. კიდევ ერთხელ გილოცავ ოცდაოთხი წლის იუბილეს, რობინზონ!
პ.ს არც იფიქრო, რომ ეს საბოლოო პატიებას ნიშნავს!"
იმის გააზრებამ, რომ ამ საჩუქრის კართან დამტოვებელი სწორედ ის ადამიანი იყო, ვისზეც აღნიშნულ წამს გაიფიქრა, რობის სახეს ღიმილი მოჰგვარა. ერთი ფიქრი ისიც იფიქრა, დავეწევი და სანამ წასვლას მოასწრებს ვნახავო, თუმცა მერე უკვე იმ აზრს მიემხრო, რომ პირადად შეხვედრის სურვილის შემთხვევაში, კართან მხოლოდ საჩუქარს არ დატოვებდა, ამიტომ უწინდელი აზრი მაშინვე უკუაგდო, ყუთში ჩადებული ალისფერი ნაჭერი ამოიღო და მის ქვემოთ მოთავსებულ, ხელით დაწერილ უამრავ ბარათს ზემოდან დახედა. იმ წამსა და იმ მომენტში, აღარც ერთ კონკრეტულ ეპიზოდზე შეწყვეტილი "ქალის სურნელის" გაგრძელების სურვილი ჰქონდა და აღარც სხვა რამის. ერთადერთი, რაც მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ეს წერილები იყო, ამიტომ, შავი ყუთი უწინდებურად აიღო ხელში, მისაღებში, სინათლის გამომრთველს თითი ჩამოჰკრა და თავისი საძინებელი ოთახის კარი ჭრიალით შეაღო, რათა პირად სივრცეში განმარტოებულს გადაეხედა ყველაფერ იმისთვის, რაც დაბადების დღის საჩუქრად მიიღო, თავისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანისგან . . .



-წერილები-


"2013 წელი. 10 ნოემბერი . . .

ახლა გავიაზრე, რომ პირველი დაბადების დღეა შენს გარეშე და მომინდა რაღაც დამეწერა. ისე, თითქოს შენ გესაუბრები და ამ ბარათსაც აუცილებლად წაიკითხავ ოდესმე.
მაგრამ არა . . .
ვერ წაიკითხავ . . .
ვერ წაიკითხავ, რადგან შენთან კონტაქტი არ შემიძლია. იცი? ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი დამეწყო, მას მერე, რაც წახვედი. წარმოიდგინე, სკოლაში სიარულიც აღარ მინდოდა, რადგან ვიცოდი, ეზოში შენ აღარ დამხვდებოდი და მძიმე ჩანთას არ გამომართმევდი, რათა საკლასო ოთახამდე თავად მიგეტანა. აღარც ჩემს გვერდით იჯდებოდი, მთელი გაკვეთილების განმავლობაში და აღარც ინგლისურის მასწავლებელზე ავტეხავდით სიცილს, მალულად, მაშინ როდესაც კბილებზე გადასულ ვარდისფერ ტუჩსაცხს დავუნახავდით.
სერიოზულად ავირიე, რობი. დედაჩემი იმ ზომამდეც კი მივიდა, რომ ხელი დამავლო, ოთახიდან ძალით გამომათრია და პირდაპირ ფსიქოთერაპევტთან გამაქანა, თავისი მანქანით. თავდაპირველად, რაღაც კუთხით მეც მომეწონა ეს აზრი. ვფიქრობდი ცუდი არ უნდა ყოფილიყო ვინმესთან იმაზე გულახდილად საუბარი, რაც შინაგანად მაწუხებდა, მაგრამ მოვუყევი თუ არა ჩვენი ამბავი, მაშინვე გამომიცხადა, შენ, ამ ადამიანს, როგორც მეგობარს კი არა, როგორც მამაკაცს ისე უყურებო. ეს იყო და ეს!
შემდეგ სეანსზე მისვლის სურვილი საბოლოოდ დავკარგე. ვხვდებოდი, ვერასდროს ვერავინ გამიგებდა. ვერავინ შეძლებდა ჩემი შენდამი დამოკიდულების სიღრმეებს ჩასწვდენოდაა და იმას მიმხვდარიყო, რასაც შინაგანად განვიცდიდი. ალბათ, რაღაც მხრივ მართლა უცნაურია მეგობარზე იმდენად იყო მიჯაჭვული, რომ მის გარეშე ის ჟანგბადიც კი გეცოტავებოდეს, რომელსაც სუნთქავ. ჩვენ კი სწორედ მსგავს შემთხვევას მივეკუთვნებოდით. სიამის ტყუპებივით ვიყავით, რომელთაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ. ნეტავ თვითონ თუ გიჭირს უჩემობა? როგორ მინდა, ერთხელ მაინც დავიკიდო ფეხებზე საკუთარი პრინციპები, სიამაყეც ზედ მივაყოლო და იმ წერილებზე გაგცე პასუხი, რომელთაც ჩემთან აგზავნი, მაგრამ არ შემიძლია. ეს მაიძულებს გაპატიო, მე კი არ მინდა ოდესმე დამავიწყდეს ის მზერა, რომლითაც მაშინ მიყურებდი, ატირებული რომ გთხოვდი აქ დარჩი-მეთქი. მაშინ, მე ჩემი რობი არ მიყურებდა. ის ბიჭი ვიღაც სხვა იყო და ეს სხვა ვიღაც მაშინებს.
მორჩა, წერას ვწყვეტ! თვალებზე მიწოლილი ცრემლებისგან, უკვე ხედვაც კი მიძნელდება და ეს ფურცელიც ლამის დალპა! მეზიზღები რობი! მეზიზღები, რადგან სიგიჟემდე მიყვარხარ!"




2013 წელი -9 დეკემბერი . . .

წლის ამ დღეს, პირველად მოთოვა თბილისში. იმდენად ლამაზი, ფაფუკი თოვლი დევს, გულმა არ მომითმინა და მიუხედავად იმისა, რომ ოცდაცხრამეტი გრადუსი სიცხით აკვნესებული ვეგდე ლოგინში, დედაჩემს მაინც გამოვეპარე და გარეთ გამოვვარდი. სტადიონზე ჩვენი ახალი კლასელი ვნახე, ილია. რაც შენ გაემგზავრე, მას შემდეგ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში და ვამჩნევ, რომ ჩემს მიმართ ოდნავ უფრო მეტად თბილ დამოკიდებულებას ავლენს, ვიდრე დანარჩენებისადმი. მართლა კარგი ტიპია და მგონი, ცოტათი მომწონს კიდეც. ნეტავ შენ რამდენად შესაფერისად მიიჩნევდი ჩემთვის აქ რომ იყო? ხომ იცი, ანტონს ვერასდროს ვესაუბრებოდი ბიჭებზე? მერე, მთელს მის გენეოლოგიურ ხეს გამოიძიებს, ჩემგან მალულად და არც მე მომასვენებს უაზრო კითხვებით. აი, შენთან მსგავსი თემების განხილვა კი სულ სხვაა. თავისუფლებას ვგრძნობ ამ დროს. ვიცი, რომ კარგი რჩევის გარდა არაფერს მომცემ და იმაშიც დამეხმარები, რომ სასურველი ბიჭი ისე გავაბა მახეში, ამას თავადაც კი ვერ მიხვდეს. მენატრები იცი? ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ადამიანი, ვინც იმდენად საზიზღარს, ეგოისტსა და უარყოფითს ამიტანს, როგორიც სინამდვილეში ვარ. მეგობრები ნამდვილად მყავს და შენი აქ ყოფნის დროსაც არ მაკლდა, თუმცა ძალიან დიდი განსხვავებაა უბრალოდ მეგობარსა და იმას შორის, ვისთანაც შენს გრძნობებს ბოლომდე აშიშვლებ. მენატრები! ისე მენატრები, რომ ლამისაა თავადაც ბილეთები ვიყიდო და ამერიკაში ჩამოგაკითხო. ჯანდაბა! მგონი დროა წერა შევწყვიტო. ისევ ვურევ და მიხარია, რომ ამ ბარათებს ვერასოდეს წაიკითხავ.
და საერთოდ რატომ ვწერ მაშინ ამ ყველაფერს?
შეიძლება უბრალოდ ვიცლები ფურცლებისთვის იმის გაზიარებით, რაც მინდოდა შენთვის, პირადად მეთქვა.
ჰო, ალბათ ასეა . . .



2013 წელი 10 თებერვალი . . .

უკვე თითქმის ორი თვეა არაფერი დამიწერია. ბოლო დღეს, საკუთარ თავს დავპირდი, რომ ამ სისულელეს შევეშვებოდი, თუმცა რახან ახლა ჩემი ოთახის საწერ მაგიდასთან ვზივარ და კვლავ შენი ნაჩუქარი ბურთულიანი კალამი მიჭირავს ხელში, იმას მოასწავებს, რომ ჩემს გადაწყვეტილებას სათანადო პატივი ვერ ვეცი.
ცუდად ვარ რობი. დედა და მამა, რუსეთში წავიდნენ, ორი დღის წინ, რათა ბაბუას დანატოვარ რესტორნის ბიზნესს გაუძღვნენ. აი, რაც შემეხება მე, ზუსტად ახლა მაქვს გარდატეხის პერიოდი და ორივე საშინლად მჭირდება. ანტონი სულ ჩემს გვერდითაა, ცდილობს დედ-მამის დანაკლისი ოდნავადაც არ მაგრძობინოს, ჩემი პირადი ცხოვრების კონტროლსაც ბოლომდე შეეშვა და გემრიელ საჭმელებსაც მიმზადებს დილაობით, თუმცა მაინც ორი წლის ბავშვივით მინდება ხოლმე დედიკოსთან ჩახუტებულს ძილი, მამაჩემის წვერზე მოფერება, მისთვის ხელის შეშლა არქიტექტურული ნახაზების დასრულებაში და დილა, რომელიც სამზარეულოში, მთელი ჩემი ოჯახის ერთად დანახვით იწყებოდა.
თქმით არაფერს ვამბობ. არ მსურს ჩემზე იდარდონ იმის მაგივრად, რომ საკუთარ საქმეებს მიხედონ, იქ, სადაც ახლა არიან. ხომ იცი, ყველაზე მეტად ტვირთად დაწოლა არ მიყვარს, თუნდაც ეს ჩემი მშობლები იყვნენ.
შენ რომ აქ იყო, ალბათ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. უბრალოდ, მუხლებში თავს ჩაგიდებდი, ხელს მოგკიდებდი და ესეც მეყოფოდა სიმშვიდისთვის. შენ ხომ მუდამ ის წყარო იყავი, რომლითაც ჩემს თავს სიმშვიდით ვავსებდი ხოლმე?
სად ხარ? რატომ არ ხარ აქ, როცა ასე ძალიან მჭირდები? თუმცა რას გერჩი? ყველაფერი ჩემი ბრალია. ხაზი თავად გადაგისვი და იმდენად ცუდი ვარ, იმის ძალასაც ვერ ვპოულობ საკუთარ თავში, რომ გაპატიო.
მძულს ჩემი თავი!


2013 წელი 22 თებერვალი . . .

რობინზონ!
როგორ მომენატრა შენთვის ამ სახელის დაძახება. ასე მომართვის უფლებას ხომ მხოლოდ მე მაძლევდი და მუდამ ვამაყობდი ხოლმე საკუთარი საავტორო უფლებებით, სხვების წინაშე.
ჰო მართლა, მე და ილია უკვე ოფიციალურად ერთად ვართ. უნდა ვაღიარო, საკმაოდ ორიგინალურად გამომიტყდა გრძნობებში. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მითხრა საბაგიროთი გავისეირნოთო, ეს უკანასკნელი, სპეციალური შეკვეთით გააჩერებინა შუა გზაზე და ჰაერში გამოკიდებულმა გამიმჟღავნა რას გრძნობდა ჩემს მიმართ, თან ხუმრობით ისიც დაამატა, თუკი უარს მეტყვი, აქედან გადავეშვები და შენს სინდისზე იქნებაო.
კარგი ადამიანია ილია. იმდენად პოზიტიური, ქარიზმატული და საინტერესოა, მასთან ადამიანი ვერ მოიწყენს. საკმაოდ ჭკვიანიცაა. მათემატიკაში, ურთულესი ამოცანისთვის მხოლოდ ერთხელ სჭირდება შეხედვა, რათა მისი პასუხი უკვე ზუსტად იცოდეს და მასწავლებელიც, გაკვირვებისგან იმხელაზე აღებს ხოლმე პირს, გვეშინია იქ ბუზებმა არ დაიდონ ბინა.
სხვა მხრივ, სიახლეები არ მაქვს. მშობლების წასვლას ისევ ვერ ვეგუები, თუმცა ილიას არსებობა მეხმარება ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ჰო მართლა, ახლა სწორედ ის აპირებს მოსვლას, რათა ფიზიკაში მამეცადინოს და ჩემი გაყინული ტვინი ცოტა აამუშავოს, თორემ საშემოდგომო არ ამცდება ამ საგანში!
დროებით, რობინზონ. ალბათ, ეს ფურცლები ერთადერთია, სადაც შენზე გაბრაზებული არ ვარ. აქ იმ დეად ვიქცევი ხოლმე, ვისაც რეალურად ვისურვებდი ვიყო, მაგრამ არ შემიძლია. როგორც ჩანს, ჩემი თავმოყვარეობა იმაზე მეტს იწონის, ვიდრე ჩვენი ხატვის მასწავლებელი მზია იწონიდა, მეორე კლასში.






2013 წელი -26 თებერვალი. 02:22 . . . .


დამესიმზრე.
დამესიზმრე და მაშინვე ავდექი, რათა ამის შესახებ დამეწერა, რადგან მეშინია დილით უკვე დავიწყებული არ მქონდეს.
ჩემს სიზმარში, კვლავ თბილისში დაბრუნდი და ერთ დილით, ისევ დაიძახე ჩემი ფანჯრის ქვემოთ, დეა ცოტა დაუჩქარე, თორემ სკოლაში აღარ შეგვიშვებენო. აღელვებული, კისრისტეხით დავეშვი კიბეებზე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად შენ იყავი. მერე, დაგინახე კიდეც და სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე შენკენ გამოვიქეცი და ჩაგეხუტე. ბედნიერებისგან, ტირილს წამითაც არ ვწყვეტდი, თან ყოველ წამს უფრო ძლიერად გხვევდი მკლავებს. როცა გამომეღვიძა, ბალიში სულ სველი დამხვდა.
ჯანდაბა, რატომ იყო სიზმარი ეს ყველაფერი? რატომ არ შემიძლია მართლა ჩაგეხუტო? რობი, რობი . . .
ალბათ ფიქრობ დაგივიწყე და წარმოდგენაც კი არ გაქვს იმის შესახებ, როგორ მიჭირს უშენოდ. სკოლაში, ჩემს მაგიდასთან, შენი დანატოვარი ცარიელი ადგილი ილიამ შეავსო, მაგრამ ბევრად მირჩევნია იქ კვლავ შენ გხედავდე და უწინდებურად, ბოლო გაკვეთილიდან გაპარვის გეგმებს ვსახავდეთ, რათა კვლავ ჩვენი საყვარელი ვაფლის ნამცხვარი ვჭამოთ, ჩვენს საყვარელ ღია კაფეში.
რა ცუდი შეგრძნებაა, როცა ის გესიზმრება, რაც ყველაზე მეტად გინდა მოხდეს და გამოფხიზლებულზე აღმოაჩენ, რომ მხოლოდ რამდენიმე წამიანი ილუზიის ტყვეობაში იყავი.
წავალ, წავალ, დავწვები. თუმცა არა მგონია ძილი გამეკაროს. სავარაუდოდ, მთელი დარჩენილი ღამის თეთრად გათენება მომიწევს.
პ.ს - ჯანდაბა, ნეტავ ახლა რას აკეთებ?! როგორ მინდა ორი წამით მაინც შემახედა შენთვის, რობინზონ. ვერც კი წარმოიდგენ როგორ მინდა!




2013 წელი. 1 მარტი . . .

დღეს ჩვენი კლასელი, ნია მესაუბრა. თურმე მონიშვნები უნახავს შენს ფეისბუქ-გვერრზე, ვიღაც ჯესიკასგან, თურმე შენი შეყვარებული რომაა. მითხრა, ძალიან ბედნიერი ჩანს რობი, გოგოც საკმაოდ ლამაზია და ერთმანეთსაც საშინლად უხდებიანო.
მე რაც შემეხება, სპეციალურად არ შემოვდივარ შენს სოც-გვერდზე. ყველანაირად ვარიდებ თავს, სადმე შენი ერთი ახალი ფოტო მაინც ვნახო.
თურმე ბედნიერი ყოფილხარ . . . აბა, მე რა მჭირს? რატომ ვგრძნობ ყოველ წამს, რომ სიცარიელეში დავცურავ, რატომ? ნეტავ საერთოდ არ გამეცანი, არც ბაღის ასაკი გამოგვევლო ერთად, არც ეზოში გამოგვეცხო ქვიშის ნამცხვრები და არც პირველ კლასში წავსულიყავით ერთად სკოლაში, თეთრ სამოსში გამოწყობილები. ნეტავ არაფერი მქონდეს შენთან საერთო, მაშინ ხომ ასეთი მტკივნეული აღარ იქნებოდა? მაშინ ხომ მეც ნორმალურად ვიცხოვრებდი და აღარც იმის შეგრძნება დამტანჯავდა, რომ სხეულის ნაწილი მაკლია შენი სახით.


წერილები კიდევ უამრავი იყო. თითოეულ მათგანში, დეა თავისი ცხოვრების იმ კონკრეტულ დეტალებზე ყვებოდა, რომელთაც რობი აკლდებოდა, მთელი ამერიკაში ყოფნის მანძილზე. ზოგიერთს შორის ინტერვალი დღეები იყო, ზოგიერთს შორის თვეებიც კი გახლდათ, მაგრამ ყოველი მათგანიდან იმოდენა გრძნობა იღვრებოდა, რობის ისიც კი უდგებოდა თვალწინ, როგორი გამომეტყველებით იჯდა და წერდა დეა ამ ყველაფერს.
კითხვაში მთელი ღამე თეთრად გაათენა ბიჭმა. თუკი აქამდე ეგონა, რომ მეგობარს, მთელი ეს წლები ფეხებზე ეკიდა და არც კი ახსენდებოდა, ამ ბარათებს, მისი მოსაზრებები სრულიად სხვა რელსებზე გადაჰყავდა. ბოლო წერილის ჩაკითხვის შემდეგ, რომელიც დანარჩენებს შორის ყველაზე გრძელი იყო და ორიათას თვრამეტი წლით თარიღდებოდა, რობიმ, გადაღლილი თვალები ორივე ხელით მოისრისა და საწოლზე მიწოლილმა ღრმად ამოისუნთქა. ამ უკანასკნელი ბარათით, გოგონა მას საბოლოოდ ემშვიდობებოდა და საკუთარ თავთან მკაცრ პირობას დებდა, რომ აღარასდროს არაფერს დაწერდა, რადგან ეს ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელებაში უშლიდა ხელს.
კითხვისგან თვალებაწითლებულმა ბიჭმა, წაკითხული წერილები კვლავ ერთად მოაგროვა, ისინი თასმით შეკრა, ფეხზე წამოდგა და მათ, თავის უჯრაში, საიმედო ადგილას მიუჩინა ადგილი. უკიდეგანო ცას უკვე საგრძნობლად დატყობოდა მტრედისფერ-ლურჯი სვეტები, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სულ მალე კაშკაშა ბურთიც ამოცურდებოდა წყვდიადიდან და თავის კუთვნილ ადგილსაც დაიკავებდა, დროებით რომ მიეტოვებინა, სრულიად ეულად.
მიუხედავად მთელი ღამის უძილობისა, მოთენთილობას ოდნავადაც კი ვერ გრძნობდა რობი. წაკითხულ წერილებს, თითქოს კოფეინისგან მოგვრილი ენერგიით აევსოთ ბიჭის ორგანიზმი და არც თვალები ეხუჭებოდა, ყოველ ორ წამში ერთხელ, ისე, როგორც ეს უძილობის დროს სჩვევიათ ხოლმე. ერთადერთი, რაზეც მოცემულ მომენტში ეფიქრებოდა, იმ წერილების ავტორი გახლდათ, ცოტა ხნის წინ რომ სევდით გატენილი ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან. ფიქრებში გართული და საწოლზე გულაღმა გაწოლილი, იმასაც გრძნობდა, რომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ, უამრავი რაღაც ჰქონდა მოსაგვარებელი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი აქედან, ძველ მეგობართან ურთიერთობის საბოლოოდ მოგვარება იყო და ამ საქმეს აუცილებლად მიხედავდა, თანაც დაუყოვნებლივ!
-აუცილებლად დაგიბრუბებ დეა! გპირდები, ძალიან, ძალიან მალე დაგიბრუნებ . . .

8 8 8 8
დილით, სამსახურში ორი წუთით ადრე შესულ დეას, კართან პირდაპირ ყურებამდე გაკრეჭილი ნუკი შეეფეთა და ზომაზე მეტად აღტყინებული სახით ჩამოეკიდა კისერზე.
-დეა, დეა, დეაკო! იცი მაინც დღეს რა მაგარი ახალი ამბავი გავიგეთ?! -ხმამაღლა გაჰყვიროდა გოგონა და მაღალქუსლიანებზე ისე ხტუნავდა, თითქოს სპორტული კედები ეცვა
ოფისში მხოლოდ ანდრო, ნუკი, ალექსი, თავის კაბინეტში, განცალკევებით მჯდომი სესილია და ახლა უკვე დეაც იყვნენ, ვინც, გაფართოებული თვალებით უმზერდა თანამშრომელს და სიტყვის ჩაკვეხებაც მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა ამ უკანასკნელს პირზე ააფარა ხელი, გასაჩუმებლად:
-ნუკი, მოდი ჯერ დამშვიდდი, კარგი? -შეკავებული სიცილით ჩახედა მას თვალებში გოგონამ -ახლა პირიდან ხელს აგიშვებ და ნორმალურად ამიხსენი, ასეთი რა ამბავი გაიგე, შენი ხმა ქვედა სართულებამდეც რომ აღწევს
-რა გაიგო და კოლექტიური გასვლა გვაქვს ამ უქმეებზე, სიღნაღში, თანაც კომპანიის სრული დაფინანსებით -მის მაგივრად, მაგიდაზე ფეხებშემოწყობილმა, ტაბლეტში ჩამძვრალმა ანდრომ გასცა პასუხი, ისე, რომ თავიც არ ამოუყვია იქედან
-ანუ? -ბოლომდე ვერ მოახერხა ჩაწვდენოდა დეამ. იმ მომენტში, თავის მაგიდასთან მჯდომი ალექსიც შენიშნა და მხიარულად მიესალმა ამ უკანასკნელს -გამოკეთდით, დიდო ალექნსადრე? ძალიან დაგვაკლდი ეს დღეები
-გამოვკეთდი დეა, გმადლობ -ისეთი მოკრძალებითა და თავაზიანობით მიუგო ბიჭმა, როგორც მისი ხასიათსთვის გახლდათ შესაფერისი. ზოგადად, ასეთი იყო- მუდამ დინჯსა და სერიოზულს, ზედმეტი ლაპარაკი არასდროს უყვარდა და სითამამეც მხოლოდ მაშინ შემოუტევდა, თუკი გადაჭარბებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
-მოკლედ, დეაკო -კვლავ დროებით მიჩუმებული ნუკი ალაპარაკდა -ორი დღით ძალიან მაგრად გავაჯაზებთ! სასტუმროს ხარჯებს რაც შეეხება, მთლიანად კომპანია დაფარავს. ვინც აქ ვართ, უკვე ყველანი ჩავეწერეთ სიაში და გვაინტერესებს, შენ რას იზამ?
გოგონამ ღრმად ამოიოხრა, თავის სავარძელზე მოხერხებულად მოთავსდა და საპასუხოდაც მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღო ხმა:
-აუ ნუკი, არ ვიცი . . . ეს ჩალაგებები, ქალაქგარეთ გასვლა და მთელი ამბები, სიმართლე გითხრა მაგრად მეზარება -აღიარა გულწრფელად, მერე კი დაამატა -ჰო მართლა, ბაბი და ესმა სად არიან? ჯერ არ მოსულან?
ამის თქმა იყო და გოგონებმაც, თითქოს წამყვანის მხრიდან გამოცხადებას ელოდნენო, ერთდროულად შემოღეს ოფისში შემოსასვლელი მინის კარი. ატყდა ერთი ამბავი და ალიაქოთი. ენაგადმოგდებული ნუკი, ყველას ენთუზიაზმითა და შემართებით უყვებოდა იმ სასტუმროზე, სადაც სიღნაღში წასვლის შემთხვევაში მოუწევდათ გაჩერება და საბოლოოდ, იმდენიც მოახერხა თავისი ქოთქოთით, რომ დეას ჩათვლით, ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქალაქგარეთ გასვლისა, ყველანი დაითანხმა უქმეების კოლექტიურ გარემოში გატარებაზე.
წასვლის გეგმების დაწყობას, პირად ფოტოგრაფთან შეთანხმებასა და გასართობი პროგრამის შედგენაზე საუბარს რომ ბოლოს და ბოლოს მორჩნენ, ყველანი ერთობლივი ძალებით გადავიდნენ საქმის კეთებაზე. ანდრომაც, როგორც იქნა იკადრა მაგიდიდან ფეხების ჩამოღება და კომპიუტერის მონიტორიც აანთო. ოფისში საქმიანი ფუსფუსი შეინიშნებოდა. დეაც უკვე მთლიანად საქმეზე კონცენტრირებულიყო და გრძნობდა, რომ წინა დღეებისგან განსხვავებით, ესკიზებიც საკმაოდ კარგი გამოსდიოდა. ამდენი დღის შემდეგ, პირველად იყო შემთხვევა, როდესაც გოგონა, თავის მაგიდასთან მდგომ ნაგვის ურნას არ ავსებდა დაკუჭული, გადაგდებული ნახატებით და ყოველი ფეხსაცმლის ესკიზი, მართლაც იდეალური გამოსდიოდა. ოთხი მათგანის დახატვის შემდეგ, თავის ნამუშევრებს კიდევ ერთხელ შეავლო კმაყოფილებით აღსავსე მზერა და მაგიდაზე დადებულ, ანანასის წვენის ბოთლსაც მოხსნა თავი, რათა მცირეხნიანი შესვენების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.
მაჯაზე შემოხვეულ საათს რომ დახედა, შეამჩნია, რომ უკვე პირველი დაწყებულიყო. ნუკის, მის მსგავსად გამოეცხადებინა შესვენება და გამობერილი ტუჩებით, კვლავ ინსტაგრამისთვის იღებდა მორიგ "სთორის". უნდა ითქვას, ამ გოგოსთვის, გამომწერების რიცხვი და ლაიქების რაოდენობა ფოტოებზე, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული საზრუნავი და ყველაზე დიდი განხილვის საგანიც იყო. მსგავსი ტიპის ადამიანები, როგორც წესი, ყოველთვის აღიზიანებდა ხოლმე დეას, თუმცა ნუკი, იმ გამონაკლისთა შორის იყო, ვისდამიც, მსგავს შეგრძნებებს არ განიცდიდა და პირიქით, ხალისობდა კიდეც.
გოგონამ, წვენის ბოთლს თავი დაახურა, ერთმანეთში გადაჭდობილი თითები გაატკაცუნა და ის-ის იყო, კვლავ მორიგი სუფთა ფურცელი ამოიღო საქაღალდიდან, რომ მაგიდაზე დადებულ ხაზის ტელეფონზე, მწვანე ღილაკი აინთო. ეს ღილაკი იმას მოასწავებდა, რომ ოფისში, დაცვის ოთახიდან რეკავდნენ და დეამაც, ზედმეტი დაფიქრების გარეშე გადასწია ხელი ყურმილის ასაღებად.
-გისმენთ!
-ქალბატონო დეა, თქვენთან სტუმრად ვიღაც ბიჭია მოსული. გვაინტერესებს, ვინმეს ელოდებოდით თუ უკან გავუშვათ?
გოგონას მაშინვე გაახსენდა, ანტონის ნათქვამი სიტყვები -შეიძლება ამ დღეებში სამსახურშიც გესტუმროო, ამიტომ, უეცარი სტუმარი, მაშინვე თავის ძმად ჩათვალა და მაშინვე მიუგო:
-კი, ველოდებოდი, შეგიძლიათ ამოუშვათ
-კარგით, გადავცემ
-რა მოხდა სტუმარი გვყავს? -ყურმილის გადადება და ანდროს მხრიდან შეკითხვის დასმა ერთი იყო
-ჰო, ჩემი ძმა მოვიდა, მოსანახულებლად. ალბათ ცოტა ხნით გამოიარა, ამ დროს წესით სამსაურშია ხოლმე -თავადაც უკვირდა ასეთ დროს ანტონის სტუმრობა, თუმცა იმაში, რომ მის სანახავად ნამდვილად უფროსი ძმა იყო მოსული, ეჭვი მანამ არ შეუტანია, სანამ ოფისის მინის კარები, ანტონის მაგივრად, სრულიად სხვა ადამიანმა არ შემოაღო და თავაზიანი ღიმილით არ მიესალმა თითოეულ ოფისში მჯდომს.
-შეენ? -გაკვირვებისგან თვალებგაფართოებულ დეას, ლამის ენაც კი ჩავარდნოდა. ყველას დანახვას ელოდა თავის სამსახურში -მოჩვენებას, ფრანკეშტეინს, თქვენ წარმოიდგინეთ, თემოსაც კი, მაგრამ რობი ჯაფარიძე თუ იქნებოდა ის მნახველი, ვის შესახებაც დაცვის თანამშრომელი ესაუბრა ცოტა ხნის წინ, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა
-დილა მშვიდობის, დეა
-აქ რას აკეთებ?
-ჩუპა-ჩუპსები მოგიტანე
-სერიოზულად გელაპარაკები!
-მაშინ, მეც სერიოზულად გეტყვი, სალაპარაკო მაქვს შენთან -საკმაოდ ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვები, რითაც მიანიშნა, საუბარს ვერ გადაურჩები და აქედანაც მანამ არ წავალ, სანამ არ ვილაპარაკებთო
-მაინც რაზე უნდა ვილაპარაკოთ?
თანამშრომელთაგან ყველა, ალექსისა და ბაბის გარდა, მათ საუბარს უსმენდა და ვინაიდან, იქ შეკრებილთაგან ყველა, საკმაოდ კარგად იცნობდა ანტონს, უკვე ხვდებოდნენ, რომ ახლადმოსული, სრულიად სხვა ადამიანი იყო.
-ჩვენზე -არც კი დაფიქრებულა ისე მიუგო რობიმ, თან კიდევ ერთხელ მოუბოდიშა მზერით დანარჩენებს -თქვენთან უკაცრავად, მაგრამ ამ ადამიანს ცალკე უნდა ვესაუბრო.
-რა სისულელეა, რისი ბოდიში -თითქმის ერთდროულად მიუგეს ნუკიმ და ესმამ, ვინებიც დაუფარავი ღიმილით მიშტერებოდნენ რობის და თითქოს თავიდან ფეხებამდე სწავლობდნენ მას
-რობი, მე აქ ვმუშაობ!
-თუკი არ გინდა შენს სამუშაო დროს კიდევ ბევრი წუთი მოაკლდეს, მაშინ იძულებული ხარ დრო დამითმო -მერე ირგვლივ მიმოიხედა და იკითხა -ისე, აქ ჩემთვისაც ხომ არ აქვთ ვაკანსია? რაღაც არქიტექტორულ შესწორებებს ნამდვილად შევიტანდი ამ ოფისში. მაგალითად, შენი მაგიდის უკან რომ ლოტუსის ფორმის სანათია იმას მოვაშორებდი.
გოგონამ თავი ძლივს მოთოკა, რათა თავისი და რობის აზრების დამთხვევაზე ხმამაღლა არ გასცინებოდა და ამის მაგივრად, ცალი წარბი აზიდა. ვერ იტანდა ისეთ მომენტებს, როდესაც ბევრი ადამიანის თანდასწრებით ვარდებოდა ხოლმე უხერხულ სიტუაციებში. აღნიშნულ მომენტში გრძნობდა, რომ რამდენიმე წყვილი თვალი, გაფაციცებით აკვირდებოდა თუ რა მოხდებოდა შემდეგ, ამიტომ, დანარჩენების თანდასწრებით კამათის გაგრძელებას, ისევ განმარტოებით საუბარი ამჯობინა, რობის მკლავში ხელი ჩაავლო და პირდაპირ ვერანდისკენ წაიყვანა, სადაც მათ გარდა, ნამდვილად არავინ იქნებოდა და არც ხელს შეუშლიდათ ვინმე.
-ახლა სამსახურშიც ასე უნდა მომივარდე-ხოლმე?!
-ვაა, მაგარი ვერანდაა -ვითომც არაფერიო ისე აღნიშნა რობიმ, როგორც კი გარემო მოათვალიერა -მაგრამ, მგონი ყვავილებს მორწყვა აკლიათ
-სერიოზულად გელაპარაკები!
-მეც სერიოზულად გეუბნები, მოსარწყავია
-ამას ვის გადავეყარე! -შუბლზე ხელმიდებულმა დეამ, თვალები რამდენიმე წამით დახუჭა და მერე, სიმტკიცეც მოიკრიბა საუბრის გასაგრძელებლად -თქვი, რისთვის მოხვედი?
-ნამსხვრევების შესაწებებლად -კვლავაც დაუფიქრებლად დაუბრუნა პასუხი -როგორც ჩანს, ერთ დროს შენი გული გავტეხე ჩემი სიტყვებით და ახლა ეს ნამსხვრევები უნდა შევაწებო
გოგონას საშინლად მოუნდა გაღიმება, თუმცა არაფრით მისცა თავს საშუალება ასე მოქცეულიყო.
-როგორც ვხედავ, ბოლომდე წაგიკითხავს ჩემი წერილები
-საიდან მიხვდი?
-იქედან, რომ მთელი ღამის უძილობა გაწერია თვალებზე -აწითლებულ უპეებზე, ნაზად გადაუსვა თითები დეამ და მერე, ოდნავ წვერწამოზრდილ ლოყაზეც მიეფერა -როგორი სხვა ხარ ახლა. როგორი გაზრდილი და გადასხვაფერებული. მხოლოდ შენი შავი თვალები არ შეცვლილა.
-თავადაც ძალიან შეიცვალე -მის თითებს, ამჯერად თვითონ დასწვდა რობი, ხელის გულზე აკოცა და გოგონასთან უფრო ახლოს მივიდა -მაგრამ ისევ ჩემი დეა ხარ
-არა, აღარ ვარ!
-ეს, ახლა გგონია ეგრე -უზომო თავდაჯერება იკითხებოდა რობის მზერასა თუ ტონში -ვერ შეძლებ ჩემგან შორს ყოფნას მაშინ, როდესაც ასე ახლოს ვარ. ეს, თითქოს ბუნების კანონს ეწინააღმდეგება
-სან-ფრანცისკოში მხატვრულად ლაპარაკიც გისწავლია
-ჰო, არ იცოდი, სპეციალურ კურსებზე რომ დავდიოდი?
-აჰაა, იუმორიც თავის ადგილზე ყოფილა -თქვა და ესიამოვნა კიდეც ეს ფაქტი გოგონას, რადგან ბავშვობიდან გიჟდებოდა რობის იუმორის გრძნობაზე
-დეა, არ მინდოდა წასვლის წინ შენთვის იმ სიტყვების თქმა -ამ ჯერზე, უწინდელისგან სრულიად განსხვავებული, სერიოზული თემა წამოჭრა ბიჭმა -უბრალოდ ვიცოდი, რომ თუ გრძნობებს არ გავთიშავდი და ცივი არ გავხდებოდი, სხვანაირად მართლა ვერ შევძლებდი ყველაფრის დატოვებას. მე კი, ჰაერივით მჭირდებოდა იმ მომენტში გარემოს გამოცვლა
-რობი, არ მინდა იმ დღეზე საუბარი
-არც მე, თუმცა უნდა იცოდე, რომ არც თვითონ ვყოფილვარ დალხენილ სიტუაციაში. ორივემ საკმარისად ვაწყენინეთ ერთმანეთს, მაგრამ მე შევძელი ყველაფრის დავიწყება და მინდა ეს შენც შეძლო
-ის წერილები, რომლებიც დაგიტოვე . . .
-წამითაც არ შგრცხვეს მათ გამო, გესმის? -მსწრაფლ გააწყვეტინა რობიმ, რადგან მიხვდა თავს რომ უხერხულად გრძნობდა -იმ წერილებში, იმდენად გულახდილი, საოცარი იყავი, ცოტათი მეუცხოვე კიდეც -მერე გოგონას სახე ხელებში მოიქცია, მის თმაში თითები გაასრიალა და ოდნავ ჩაეღიმა -იმ წლებისთვის ხაზის გადასმა, რომლებიც ერთად გვაქვს გატარებული, ილუზიაა და მეტი არაფერი. მაგას ვერ მოვახერხებთ დეა, ვერც მე და ვერც, შენ
-გეყოფა . . .
-ჰო, მეყოფა, მაგრამ მხოლოდ დღეისთვის -კვლავ იდუმალი ღიმილით უღიმოდა ბიჭი -რაც ჩემთვის ძვირფასია არასდროს ვთმობ და არც შენ დაგთმობ, ეს კარგად დაიმახსოვრე!
დეა აღარაფერს ამბობდა. მხოლოდ თვალმოუშორებლად უყურებდა თავის წინ მდგომ ადამიანს და მასში სრულებითაც ვეღარ ხედავდა თექვსმეტი წლის ცელქ ბავშვს, ვისთან ერთადაც, მეზობლების კარებებზე აკაკუნებდა და მაშინვე გარბოდა ხოლმე. ამ წამს, მის პირისპირ ზრდასრული, ჩამოყალიბებული, სიმპათიური და თავდაჯერებული მამაკაცი იდგა, ვინც უკან არაფერზე დაიხევდა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
-სამუშაოს უნდა დავუბრუნდე -მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო დაბნეულმა გოგონამ, არც თუ ისე ცოტახნიანი დუმილის შემდეგ. მართალია, ამის გამო საკუთარ ხასიათს ვერ იტანდა, თუმცა რაც თავი ახსოვდა, მუდამ ის პრობლემა ჰქონდა, რომ წყენას მარტივად ვერასდროს ივიწყებდა ხოლმე. ახლაც არ შეეძლო უბრალოდ ეთქვა, მომხდარი ფეხებზე დავ’იკიდოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო. ასი პროცენტით გახლდათ დარწმუნებული, დადგებოდა დღე, როდესაც მისი ბაგეებიდან მსგავსი შინაარსის სიტყვებიც ამოვიდოდა, თუმცა დღეს, მათი წარმოთქმა ნამდვილად არ შეეძლო. დრო სჭირდებოდა. დრო, რომელიც ყველაზე კარგი მკურნალი იყო მისთვისაც და მისი ჭრილობებისთვისაც
-ჰო, მესმის . . . თან მგონი ყველა ჩვენ გვიყურებს -მინის კარის მიღმა დარჩენილ, დეას თანამშრომლებს გადაავლო მზერა ბიჭმა, სანამ აღნიშნულ დასკვნას გააკეთებდა
-არც მიკვირს, ვისაც აქ ხედავ, ყველა ძალიან ცნობისმოყვარეა, ორის გარდა -ბაბი და ალექსი იგულისხმა გოგონამ იმ წამს, რომელთაც, სრულებითაც არ აინტერესებდათ სხვისი დრამები, თუკი თავის სამუშაოში იყვნენ ჩაფლულები
-ისე, ილიას რატომ დაშორდი? ამის შესახებ, წერილებში აღარ ეწერა -თან ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ დაიძრა რობი, თან ის შეკითხვაც დასვა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. დეას, არც უფიქრია რამე დაემალა.
-როგორც კი სკოლა დავამთავრეთ, მაშინვე ცოლობა მთხოვა -სახეზე ღიმილით გაახსენდა გოგონას ეს ყველაფერი -მაშინ, ოჯახისთვის მზად ნამდვილად არ ვიყავი, პირდაღებულიც კი ვუყურებდი მის ხელში მოქცეულ ბეჭდის ყუთს. მერე, ჩემი უარის გამო, ნელ-ნელა ურთერთობაც გაგვიფუჭდა და საბოლოოდ, დაშორების გადაწყვეტილებაც მივიღეთ
-ძალიან ცუდი. არადა შენი მონაყოლიდან თუ ვიმსჯელებდით, კარგი ტიპი უნდა ყოფილიყო
-იყო კიდეც, მაგრამ ეს უკვე წარსულია -რობის მიერ გაღებულ კარში, პირველი შევიდა დეა და კვლავ თანამშრომლების მზერას შეეფეთა, ჭორიკანა მეზობლებივით რომ უთვალთვალებდნენ მალულად და აშკარად იმის ინტერესი კლავდათ, თუ ვინ იყო მის გვერდით მდგომი მამაკაცი. ამის გამო, დეამაც გადაწყვიტა დიდხანს აღარ ეწვალებინა მათი ტვინის ნაოჭები და სანამ ვინმე ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან გასკდებოდა, კომენტარი მანამ გააკეთა :
-ხალხო, გაიცანით, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარია, რობი ჯაფარიძე! -ხელითაც შეეხო ბიჭის მკლავს ამის თქმისას -ბოდიშით, აქამდე არ მომაფიქრდა თქვენთვის წარმედგინა. რაღაც მნიშვნელოვან თემაზე გვქონდა სასაუბრო და . . .
-ძალიან სასიამოვნოა, მე ნუკი ვარ
-მე, ესმა -წითურმაც წამოყო თავი საკუთარი მაგიდიდან და ღიმილიც არ დაუშურებია რობის მისამართით
ბაბი, დანარჩენებთან შედარებით, ბევრად უფრო მოკრძალებულად გაეცნო ბიჭს, ხოლო ალექსსა და ანდროს რაც შეეხება, მათ უბრალოდ ხელი ჩამოართვეს და კვლავ თავიანთ ადგილებს დაუბრუნდნენ. გაცნობის ფორმალური მხარე შედგა. ვინაიდან და რადგანაც დეასთან საუბარსაც მორჩა და მისი თანამშრომლების სახელებიც სათითაოდ გაიგო, წასასვლელად უკვე სრულიად მზად გახლდათ. სახლში მისვლამდე, ქალაქში აპირებდა ხეტიალს, რათა მხარზე გადაკიდებული ფოტო-აპარატით ის ადგილები დაეფიქსირებინა, რომელთა იერსახეც, მისი ბავშვობის მერე, ოდნავადაც არ შეეცვალათ.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, მაგრამ ახლა ჩემი წასვლის დროა -ღიმილით გადახედა რობიმ თითოეულ იქ მყოფს, მერე კი კვლავ დეას მიუბრუნდა და დაბალი ხმით უთხრა -სხვა დროს აუცილებლად გავაგრძელებთ ლაპარაკს, მე და შენ
-ძმაო, ერთი წამით მოიცა რა -მოულოდნელად წამოხტა ანდრო თავისი სკამიდან, მაგიდას მოუარა და რობის მხარზე გადაკიდებულ ჩანთას დახედა -შენ რა, ფოტოგრაფი ხარ?
-არა, ასეც არ ვიტყოდი, უბრალოდ ფოტოხელოვნების ექვსთვიანი კურსები მაქვს გავლილი -დაბნეულმა მიუგო რობიმ, რადგან ნამდვილად ვერ მიხვდა, რატომ უსვამდნენ ასეთ შეკითხვას. დეაც საკმაოდ გაკვირვებული იდგა და სანამ ანდრომ არ დააზუსტა, ჩვენმა პირადმა ფოტოგრაფმა ცოტა ხნის წინ დარეკა იმის სათქმელად, რომ სიღნაღში ვეღარ გაგვყვებაო, მანამ ვერ ჩაწვდა სიტუაციის არსს
-მოიცა, მოიცა, ანუ გინდა რობიმ ითავოს ჩვენთვის სურათების გადაღება მთელი ორი დღის მანძილზე, რაც დასასვენებლად ვიქნებით? -წარბაწეულმა გადახედა ბიჭს, დეამ, თუმცა აქ უკვე ნუკი და ესმა წამოხტნენ თავიანტი მაგიდებიდან
-კარგი რა დეაკო, ხომ იცი ახლა ნორმალური ფოტოგრაფის შოვნა როგორ ჭირს, წამოვიდეს რა ჩვენთან ერთად და ძებნაც აღარ მოგვიწევდა
-ნუკი გაჩუმდი, ფოტოებს ანდროც გადაგიღებს, მისი პროფესიაც ხომ ესაა?
-მოიცა და მე ვინ უნდა გადამიღოს? თქვენნაირ არაპროფესიონალებს ნამდვილად ვერ ვანდობ ჩემნაირი უნიკალური ქმნილების ფირზე აღბეჭდვას -თქვა ამაყად, თავი კვლავ რობისკენ მიაბრუნა და მხარზე ხელი დაადო -ძმაო, ამ უქმეებზე თუ საქმე არაფერი გაქვს, კაცურად, გაგვიკეთე რა ეს საქმე. შენთვისაც კარგი იქნება, მაგარ გაჩითულ სასტუმროში გვიფინანსდება ნომრები. დასვენება და პატივისცემაც ჩვენზე იყოს, მოსულა?
რობის ოდნავ ჩაეცინა და მაშინვე დეას გადახედა, ისე, თითქოს ამ უკანასკნელისგან ელის თანხმობასო. მართალია, ძველ ადგილებსა და ქუჩებს, ხშირად აღბეჭდავდა ხოლმე თავის კამერაზე, მაგრამ ადამიანების გადაღება მისი სტილი ნამდვილად არ გახლდათ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ შემოთავაზებაზე დათანხმება სურდა, ახლა მის გვერდით იდგა და ეს მიზეზი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა ბიჭს თავი დაექნია მიღებულ წინადადებაზე.
-აუ, ახლა გაგიცანი, მაგრამ მაინც ჯიგარი ხარ რაა! -გახარებულმა დაუტყაპუნა მხარზე ხელი, ანდრომ. ნუკისაც და ესამასაც ღიმილმა გაუნათათ სახეები, რადგან ახალი „სათამაშო“ იშოვეს ამ უქმეებზე. მხოლოდ დეა იდგა გაურკვეველი გამომეტყველებით და ისიც კი ვერ გაეგო, გახარებოდა თუ სწყენოდა. ფაქტია, რობიმ ეს ყველაფერი მისგან დაუკითხავად გადაწყვიტა და ეს ცოტათი აბრაზებდა კიდეც, თუმცა მეგობარზე შურისძიება ნამდვილად არ მოუწევდა. მის მაგივრად, ამას ნუკი და ესმა გააკეთებდნენ, ვინებიც, მოსვენებასაც არ მისცემდმემ ბიჭს მთელი იმ დღეების განმავლობაში. აღნიშნულში, ასი პროცენტით იყო დარწმუნებული დეა და სწორედ ეს გვრიდა უზომო შინაგან კმაყოფილებას.
-მოკლედ, ზეგ დილით ძალიან ადრე გვაქვს გასვლა და თუ არ გადაიფიქრებ, შვიდ საათზე, უკვე მოედანზე იყავი, იქედან უნდა გავყვეთ სპეციალურად დაქირავებულ მინივენს -ამჯერად, ალექსიც ჩაერთო საერთო დიალოგში -თუ მანქანა არ გყავს, დილით ჯერ ბაბის გავუვლი და მერე შენ გამოგივლი
-მე, ჩემი ძმა მომიყვანს ალექს, ნუ შეწუხდები -მშვიდად განაცხადა ბაბიმ, თან ტელეფონში განაგრძო ქექვა. ალექსს, აშკარად შეეტყო სახეზე, რომ დიდად არ ესიამოვნა ეს სიტყვები, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს.
-არც მე დამჭირდება, მანქანით მოვალ -რობიმაც უარით უპასუხა საბრალო ბიჭის შემოთავაზებას -მოკლედ, ახლა დაგემშვიდობებით, ძალიან მეჩქარება. დეტალებზე ალბათ დეა მომიყვება, მოგვიანებით, თუკი სოციალურ ქსელში ჩემთვის მოწერას იკადერებს -ორაზროვნად წარმოთქვა ეს სიტყვები ბიჭმა, კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ყველას და ოფისიდან გასასვლელ კარშიც გააბიჯა, ისე, რომ ბოლო წამს, დეას რეაქციასაც აღარ დაკვირვებია.
გოგონამ, დაბღვერილი მზერა გააყოლა ოფისიდან გასულ მეგობარს. შინაგანად, ძალიანაც უხაროდა ის, რომ რობი, მთელს უიკენდის დღეებს მასთან ერთად გაატარებდა, თუმცა მეორეს მხრივ, ნერვები ეშლებოდა, რომ გადაწვეტილება ასე თვითნებურად მიიღო. რაც არ უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ბოლომდე დალაგებული ურთიერთობა და ეს ყველაფერი, სასიამოვნოსთან ერთად, ოდნავ უცნაურადაც ეჩვენებოდა.
-დეაკო, ვინ იყო ეს ბიჭი? -ფიქრების სამყაროდან ნუკის ხმამ გამოარკვია გოგონა და პირველი, რასაც შეეჩეხა, მისი ცნობისმოყვარეობით გატენილი თვალები იყო
-მეგობარი იყო ნუკი, წეღანაც ხომ გითხარი? -მაქსიმალურად ეცადა რბილად გამოსვლოდა. არ სურდა მოთმინება დაეკარგა, რადგან, კარგად იცოდა, როგორი აზრებიც ტრიალებდა ახლა გოგონას თავში
-ნამდვილად მეგობარია?
-კი, ნამდვილად მეგობარია -კვლავ თავის დროებით მიტოვებულ მაგიდას მიუჯდა დეა
-მგონი, ჩვენი ნუკიკო მოიხიბლა -რა თქმა უნდა, არც ანდროს ენას გაჩერებულა კომენტარის გაკეთების გარეშე -რაო, ინსტაგრამის პრინცესა, ამ უქმეებზე ახალი საკბილო იშოვე?
-აბა რა ვქენი -გაეცინა ნუკისაც -ისეთი ვინმეა, რომ ვუყურებ, მთელი სხეული თავისდაუნებურად მიცხელდება
-მე, ნერწყვების ყლაპვა მახრჩობს -მხოლოდ იმიტომ თქვა ბაბიმ, რომ ამ დროს, ალექსის რეაქცია დაეჭირა და მიიღო კიდეც სასურველი შედეგი. ბიჭს, აშკარად უკმაყოფილოდ შეეკრა წარბები და კალამის მაგიდაზე კაკუნს მოჰყვა

-აი, მე კი მინდება ჩემი საძინებლის საწოლზე მივაბა და აღარასდროს ავუშვა -არც ესმა ჩამორჩა გოგონებს და რობის ჯაფარიძის მიერ მოხიბლულთა ტრიუმვირატიც ოფიციალურად შეკიკრა.
თანამშრომელთა საქციელის შემყურე დეამ, დიდხანს ითმინა, მერე კი ვეღარ გაუძლო- ერთი ღრმად ამოიხვნეშა, თავი ხელებში ჩარგო და ძლივსგასაგონად ამოთქვა :
-ახლა გული ამერევა . . .



არის თუ არა ეს პირობის ასრულება? :დდ



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ვაიმე მიყვარს უკვე ეს " რობიზონი " ,ვატყობ წინ ძალიან მაგარი შაბათ -კვირა ელოდება დეას და რობის ,ძალიან მომწონს და ველოდები მორიგ სამშაბათს.. : )) პ.ს მოიცა სავარჯიშო დარბაზი და ტრენაჟორები არ გველოდა ამ თავში ? თუ იყო და მე გამომრჩა ??

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

vaimeee. sataurit tu vimsjelebt. albat ertmanetisadmi maluli grznoba chaketes skivrshi tu raxdeba airis. zalian momcons da velodebi gagrzwlebas. au robinzoni da deaa. yvela xo kargi personajebi gyav magram andrea da bea nomer pirvelwbi arian. zalian mainteresebs rogoor gaagrzeldebaa. momcons sheni stili. didi tavebi. tevadi da logikurii. aaraaagacelili nikofsiidan da iqamdeee

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,საინტერესო ისტორიაა

 


№4  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი gvantsa
ვაიმე მიყვარს უკვე ეს " რობიზონი " ,ვატყობ წინ ძალიან მაგარი შაბათ -კვირა ელოდება დეას და რობის ,ძალიან მომწონს და ველოდები მორიგ სამშაბათს.. : )) პ.ს მოიცა სავარჯიშო დარბაზი და ტრენაჟორები არ გველოდა ამ თავში ? თუ იყო და მე გამომრჩა ??


ეგ ეპიზოდი წინასწარ დავდე და ჯერ არ იქნება ❤️

Qeti qimucadze
vaimeee. sataurit tu vimsjelebt. albat ertmanetisadmi maluli grznoba chaketes skivrshi tu raxdeba airis. zalian momcons da velodebi gagrzwlebas. au robinzoni da deaa. yvela xo kargi personajebi gyav magram andrea da bea nomer pirvelwbi arian. zalian mainteresebs rogoor gaagrzeldebaa. momcons sheni stili. didi tavebi. tevadi da logikurii. aaraaagacelili nikofsiidan da iqamdeee

სტუმარი nancho
მომწონს ძალიან,საინტერესო ისტორიაა

❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Nobodyelse

კარგია. წინა ისტორიებიც ძალიან მომეწონა და ესეც საინტერესოდ ვითარდება.

 


№6  offline მოდერი აირ ისი

Nobodyelse
კარგია. წინა ისტორიებიც ძალიან მომეწონა და ესეც საინტერესოდ ვითარდება.


მიხარია წინა ისტორიებსაც თუ გაეცანი ❤️ იმედია არც ეს დაგტოვებს უკმაყოფილოს ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent