შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი რაც შენშია თავი XVII


9-02-2021, 21:26
ავტორი ტესსა
ნანახია 169

ნიკა


როგორც უკვე ვთქვი, ერთ საფუძვლიან თუ უსაფუძვლო ტყუილს(როცა იტყუები ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს) მეორე მოჰყვება, მეორეს კი მესამე...შემდეგ მეათე და ა. შ... მე ისევ მომიწია ტყუილი მეთქვა მეგისთვის. აბა როგორ ვეტყოდი რომ სექტის წევრები იკრიბებოდნენ უკვე ძალზედ მოახლოებული უკანასკნელი ეტაპის აღსანიშნავად და რომ მე დაძინებას კი არა სწორედ იქ წასვლას ვაპირებდი. ისინი ღამით იმ სასაფლაოზე იკრიბებოდნენ, სადაც სერგი უკანასკნელად ვნახე. ვიაზრებდი რომ სიკვდილთან ჩემი ფეხით მივდიოდი, უბრალოდ ვიმედოვნებდი რომ ის ავსულიც იქ დამხვდებოდა. დ ე მ ო ნ ი. ეს რაღაც უფრო ჩემსა და მას შორის ომს ემგვანებოდა. დემონი და ლიდერი! ერთმანეთზე თითქმის ისე ვნადირობდით, რომ ამის შესახებ არცერთმა ვიცოდით. ვერ ვხვდებოდი ასე ძალიან მე რატომ ამომიჩემა, თუმცა ერთი რამ ცალსახა იყო, ამ დაუსრულებელ ომში აუცილებლად მე გავიმარჯვებდი!
სიბნელეში სასაფლაოებს შორის მივაბიჯებდი. სხეული გაყინული მქონდა. საფრთხის სუნს აშკარად ვგრძნობდი, ყველაფერი ავისმომასწავებლად გამოიყურებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სერგის სული სადღაც იქვე ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა და მოახლოვებულის საფრთხის შესახებ მიქადდა. იქვე შორიახლოს ანთებულ კოცონს მოვკარი თვალი. მის ნათებას მივყევი და ყველანაირად ვეცადე მეგიზე არ მეფიქრა. ირგვლივ მდუმარება სუფევდა. როგორღაც უნდა დავწყნარებულიყავი და უკვე გეგმის შემუშავება დამეწყო. მათ მხოლოდ ის უნდა სცოდნოდათ რაც მე მსურდა. რომ დავნებდი და ვაგრძელებ თამაშს და რომ კატო მკვდარია და მასზე კითხვების დასმას აზრი აღარ აქვს. ამ ყველაფერში მე დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი და ჩემს სიტყვებში ეჭვი მეთვითონვე არ უნდა შემეტანა.
როგორც წესი "ის" საბრძოლო არენაზე არასდროს გამოდიოდა ხოლმე, მაგრამ თუ თითოეულ მოთამაშეს დაწვრილებით შევისწავლიდი, მის კვალზე გასვლასაც შევძლებდი. აი მაშინ კი აუცილებლად გავანადგურებდი. ჯერ-ჯერობით რაც აზრად მომდიოდა ეს იყო მხოლოდ სხვა არაფერი. ვფიქრობდი; ეს სწორედ ის ღამეა, უნდა გამოვიყენო...უნდა გამოვიყვანო სააშკარაოზე! თუ მოსვლა გაბედა და აქ მყოფთაგან ერთ-ერთი მათგანია, მაშინ ისე ვიზავ რომ თავისი ვინაობა თავადვე აღიაროს. ამის შემდეგ მე გადმოვიბირებ ყველას, რადგან მე და კატო საკმარისი ნამდვილად არ ვართ და რატომღაც თაზოც ზუსტად ისე გაქრა, როგორც გამოჩნდა.
როგორც იქნა ნათებასაც მივუახლოვდი. ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც მაღალ რეიტინგიან საშინელებათა ფილმებში. კოცონის გარშემო უცებ გადავთვალე შვიდი ბნელი სილუეტი. მეშვიდე სავარაუდოდ ჩვენი დაკარგული ბიჭი უნდა ყოფილიყო, ძალიან კარგი. ისინი ისხდნენ და თავის განვლილ ''უბედურ ცხოვრებას'' იხსენიებდნენ, რომელიც მათი აზრით ძალიან მალე დასრულდებოდა, ჩემი აზრით კი ეს გაკვეთილ კატებზე და დასისხლიანებულ ხელებზე უარესი იყო. სიტყვის უთქმელად დავიკავე ჩემთვის განკუთვნილი მერვე ადგილი. იმდენად გაკვირვებულები შემომცქეროდნენ, თავი საშინლად უხერხულად ვიგრძენი. არც ერთისთვის მზერის გასწორება არ მსურდა, ყველა ერთმანეთზე საშინლად გამოიყურებოდა. სასმელი, რამოდენიმე სახის ნარკოტიკი და ბასრი საგნები ერთად მოექუჩებინათ. ეგრევე თვალი ავარიდე, გამახსენდა ცოტა ხნის წინ მარის ამის გამო დახმარებას როგორ ვთხოვდი, ჩემი სიმწრით მოკრუნჩხული სხეულიც გამახსენდა და ის სახეც, სარკიდან მომზირალი, რომელიც ჩემსას საერთოდ აღარ ჰგავდა. არაფრის დიდებით არუნდა მიმეღო არაფერი, მაგრამ ამის გამო არც თვალში არ უნდა მოვსვლოდი ვინმეს. ერთი წლის წინ მსგავსი შეკრებები ჩემთვის ალბათ ჩვეულებრივი ერთი ღამის გართობის ტოლფასი იქნებოდა, რომელზეც ისე დავთვრებოდი რომ მეორე დღეს სახლში როგორ დავბრუნდი ისიც აღარ მეხსომებოდა. ან დავბრუნდებოდი რო? ახლა კი, ამ უბედური სახეების ყურება იმდენად მაღიზიანებდა, კინაღამ აქ მოსვლის მიზეზი არ დამავიწყდა. მე ხომ დიდი მისია მეკისრა. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ეს არსებული უცილავი ხიდი ხომ სწორედ მე უნდა გადამეწვა! და იქნებ მართლაც ეს იყო ჩემი დანიშნულება ამ ცხოვრებაში...გამოვტყდები მე მეშინოდა, ძალიან მეშინოდა. ყველაფერში მმართებდა სიფრთხილე. ყოველი გადადგმული ნაბიჯისას ჯერ კარგად უნდა დავფიქრებულიყავი და ამეწონ-დამეწონა ჩემი საქციელი, რადგან ამაზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იყო დამოკიდებული. დაბადებიდან მეგის ჩემს ცხოვრებაში გამოჩენამდე თუ ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო და საერთოდ არაფერს ნიშნავდა, ახლა მათ ერთნაირად ვინაზღაურებდი. თურმე ემოციებია სწორედ ის ერთადერთი რამ, რაც თავს ცოცხლად გაგრძნობინებს, გახსენებს რომ შენ არსებობ, რომ შენ რამეს ნიშნავ და არ აქვს მნიშვნელობა ეს ემოცია დადებითადაა დამუხტული თუ უარყოფითად,ზედმეტი სიხარული ზუსტად იგივე ადრენალინს იწვევს, რამდენიც ორი გრამი უბედურება. იგი თუ ელდასავით გეცემა და წამის მეათასედში შენი სხეულისა თუ სულის თითოეულ კუთხე-კუნჭულს დაივლის, თითქოს ფეხქვეშ მიწა გეცლება, თითქოს სულში აპოკალიფსი გაქვს და სხეულში არსებული შენობებიც თითო აგურის მიყოლებით გენგრევიან. ეს განცდა ზუსტად ერთი წამით ან ზოგჯერ უფრო ნაკლები დროითაც კი გვსტუმრობს, მაგრამ ზუსტად ეგ ნახევარი წამი წყვეტს უზომოდ გაგვახაროს თუ უზომოდ დაგვამწუხროს. და არ აქვს მნიშვნელობა შედეგი როგორია, ჩვენ მაინც გვიცრემლიანდება თვალები...ჩვენი არსებობის ირონიაც ხომ ზუსტად ამაში მდგომარეობს, რეალურად ყოველი განცდა თუ ემოცია, თითოეული გრძნობა ფერადი მძივის თვლებივით, ერთმანეთის მიყოლებითაა ასხმული. აქამდე ამაზე არ გიფიქრიათ ხომ? არ გიფიქრიათ რომ ვტირით და მუხლები გვეკვეთება მაშინაც როდესაც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები და ამავდროულად ყველაზე უბედურები ვართ(ან შესაძლოა ეს ჩვენ გვგონია ასე). და სადღაც ამ ორი ემოციის გასაყარს აუცილებლად უნდა ეარსება, რადგანაც მე სწორედ მანდ ვიყავი იმ მომენტში. თითქოს სრულიად სხვა გალაქტიკაში ვიმყოფებოდი სადაც ყველა ვარსკვლავი მეგის თავს მახსენებდა, მათი სიკაშკაშე კი მისი სულის სათნოებას.



***

-და შენ?
მკითხა ერთმა გოგონამ რომლის სახელსაც ვერაფრით ვიხსენებდი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა...
ვერ მივხვდი.
-რა მე?
-შენ რაღატო გადაწყვიტე საიტზე დარეგისტრირება? უეჭველი რამე გადაგხდებოდა თავს როგორც სხვა დანარჩენებს. აქ ხომ ისედაც ამისთვის ვართ, შენ კი რაც მოხვედი არაფერი გითქვამს.
-ხოო, თან ისედაც დაიგვიანა, - ჩაერია მეშვიდე ''ნაომარი გმირი'' - თაზო.
-შენ საერთოდ ხმა ამოგეღება? - გავმწარდი, მაგრამ მალევე დავიოკე ნერვები, - მნიშვნელოვანი არაფერი, უბრალოდ ჩემი არსებობის მიზეზს ვერ ვხვდებოდი...ვერაფრით ვხვდებოდი.
-და ახლა ხვდები?
მომესმა ხმა ზუსტად ჩემს პირდაპირ. ამ ხმას გაყოლილი ცეცხლის მწველ ალს შევეჯახე. მის შუქზე აქ მყოფთაგან ასაკით უფროს ტიპს თვალი მივუშტერე, თუმცა გარკვევით ვერ ვხვედავდი. მთელი ინტუვიცია მისკენ მივმართე, რადგანაც მის ხმაში თითქოს იყო რაღაც ნაცნობი, თუმცა ვერაფრით ვიხსენებდი. თვალი ვერ მოვწყვიტე, თითქოს ჩემი ქვეცნობიერი ყველაფერს ჩემამდე მიხვედრილიყო და სწორედ ამის გამო საბოლოო მიზეზის გამხელა მომინდა ყველასთვის და უფრო მეტად იმ ამოუცნობი ტიპისთვის და ისე რომ ჯერაც ვერ მივმხვდარიყავი რატომ ჩავდიოდი ამას, ჩავილაპარაკე:
-სინამდვილეში დედაჩემს ერთ ნაბი.ჭვართან შევუსწარი და ეს იყო რამაც საბოლოოდ თქვენთან მომიყვანა, - ცეცხლის ალის მიღმა ვიღაცამ ირონიულად და ბოროტად ჩაიცინა, არა გადაიხარხარა და უკვე ნათლად დავინახე მისი ოქროს კბილები და მელოტი თავი. დალახვროს ეშმაკმა! ის იყო! ლალის ყოფილი საყვარელი, ის ტიპი იყო! ახლაღა ვინანე რატომ არ ვესროლე და ჩავაძაღლე იმ დღესვე, საიდანაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო. ამას მეტი ფიქრი აღარ სჭირდებოდა...ეს თამაში, სექტა, დავალებები...ის იყო, ის დემონი იყო...ეს ყველაფერი მისი იყო. უეცრად თვალთ დამიბნელდა, თავში თითქოს ყველაფერი ერთდროულად მომაწვა, მაგრამ მერე მათმა სიცილის ხმამ გამომარკვია. მანიაკებივით იცინოდნენ, თუმცა ვერაფრით გამეგო რაზე. ნუთუ ჩემი ტრაგედია ასე სასაცილოდ ჟღერდა ყველასთვის? თუ საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა? ვისკის ბოთლს დავწვდი და საჩქაროდ მოვსვი რამოდენიმე დიდი ყლუპი. სხეულში ცეცხლი მომეკიდა. მე უძლური ვიყავი, არ უნდა შემემჩნია რომ მე ის ვიცანი, საერთოდ არაფერი არ უნდა შემემჩნია! ვეცადე მათ როგორღაც სიცილში ავყოლოდი თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა. ერთი სული მქონდა ამ მოულოდნელ სიახლეს კატოს როდის ვეტყოდი. მე ხომ საქმე თითქმის გავხსენი. თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ამჯერადაც გადააჭარბა!
გამთენიისას დავიშალეთ. იმ დროს როცა უფრო ნათლად და გარკვევით ვხედავდი "დემონის" სილუეტს. ყველა მის გარემოცვაში გატარებული წამი ჩემთვის ჩემს შიგნით დაუცხრომელი ომს ნიშნავდა. წყურვილი რომ ნებისმიერ მომენტში მივვარდნოდი და ადგილზევე მიმეხრჩო არაფრით ქრებოდა. და ეს რომ საბოლოოდ დავაპირე სასაფლაოსთან შავი ლიმუზინი გაჩერდა, იქიდან კი ოთხი ჭარბწონიანი, მაღალი, შავ ტანსაცმლიანი ტიპი გადმოვიდა და ჩვენსკენ აიღო გეზი. ოჰოოო, მაფია! აი ეს მესმის...სასწრაფოდ დავტყდი იქიდან და კატოსკენ გავემართე(კიარადა გავიქეცი) ისეთი დაბნეული ვიყავი, იმდენ კითხვაზე არ მქონდა პასუხი...ნეტავ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო? არადა დამთხვევების არასდროს მჯეროდა. და მაინც რაღა ის ნაძირალა? რატომ? ესეიგი ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არ ყოფილა, ეჭვები რომ თითქოს თავიდანვე ყველაფერი მხოლოდ ჩემს გამო ხდებოდა, რომ მას შემდეგ რაც გავიქეცი ეტაპებს თითქოს ძალით წელავდნენ, დროს აჭიანურებდნენ...მაგრამ არა! ეს ვერ იქნებოდა სიმართლე...ეს უბრალოდ, უბრალოდ ჩემთვის დაგებული მახე იყო, სადაც ძალიან ადვილად წამოვეგე. აქ ნამდვილად სხვა ამბავი ტრიალებდა. მე ამას ვგრძნობდი...


***

-ნიკა, მოიცაა...ერთი წუთით! ამ ყველაფერში შენ უცნაურს ვერაფერს ხედავ?
შემეკითხა კატო როცა ყველაფრის მოყოლა დავასრულე.
-გოგო მეღადავები? მთელი ეს ისტორია თავიდან ბოლომდე უცნაურობა არაა? რა ჯანდაბამ და ჩემმა ფეხებმა ჩამაწერინა ის სიტყვები გუგლში, აი საერთოდ მაგ საიტს როგორ მივაგენი?
-კიი. ეგრეა, მარა მაგას არ ვგულისხმობ მე.
-აბა?
-მისმინე, აბა ცოტა ტვინი გაატოკე, მართლა ის რომ იყოს ვისაც ჩვენ ამდენი ხანია ვეძებთ, თავს ასე უბრალოდ დაიწვავდა? ანუ რატომ დანიშნა შეხვედრა და ასე უბრალოდ, სრულიად არაფრის გამო თავისი ვინაობა რატომ გაგიმხილა?
სული შემეხუთა მისი ოქროს კბილები და საზიზღარი ღიმილი რომ გამახსენდა. ეგ კაცი ჩემი პირადი ეშმაკი იყო თუ ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში მის გამო რატომ ხდებოდა? ეგ არ ვიცოდი, მაგრამ ზედმეტსახელს აშკარად რომ ამართლებდა ეგ ნამდვილად ცხადი იყო. კატო კი ისევ მართალი...
-გეფიცები რა, ეს ყველაფერი დღითიდღე უფრო იხლართება! ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჰაერგამოტუმბულ ოთახში ვიმყოფები, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯარა და მეც არაფრის გაკეთება არ შემიძლია! მაშინ ისე გავმწარდი კატო, ისე გავბრაზდი, რომ მეგონა სისხლძარღვები ერთმანეთზე მიყოლებით დამისკდებოდა! მაგაზე საერთოდ არ მიფიქრია...
-აქ უკვე დედაშენი გვჭირდება.
-რა დედაჩემი?
-რა და ყველაფერი უნდა ვკითხოთ რაც მაგ კაცზე იცის ნიკა.
-და შენ ისევ მართალი ხარ...და იქნებ...ვაიმე კატო!
-ახლა რაღა მოხდა?
-რა თქმა უნდა, დემონი და მისი თამაშები პირდაპირი და გადატანითი მნიშნელობით.
-რამეს მიაკვლიე?
-იქნებ იმიტომ გამიმხილა ვინაობა რომ ეჭვი მასზე არ მიმეტანა და უბრალოდ რიგითი მოთამაშე მგონებოდა?
-რა ზუსტად გაარტყი! კიიი, ეგრეა, ნამდვილად მაგაშია საქმე და მოიცა...ჩემზე რამე თუ გკითხა?
ჯანდაბა! მე და კატომ ერთმანეთს შეშინებულებმა გადავხედეთ და დავინახე ერთიანად როგორ ათრთოლდა. მისი ხელი ხელში დავიჭირე. გაყინული იყო.
-ნიკა, - წამოიკნავლა - ძალიან არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ უნდა მეთქვა.
-მან იცის...



***

თავში არცერთი გეგმა არ მომდიოდა, არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, ლალის ციხიდან გამოყვანა კიდევ უნდა გადამედო. კატოსაც უკვე ამოსწურვოდა შესაძლებლობები და ახლა ისიც ნატასავით ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო პოლიციისთვის მიგვემართა, სულ თუ არაფერი იმ არამზადას ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით მაინც დაიჭერდნენ. ნეტავ ლალის საქმეში მისი ხელიც ერია? ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე, მე ისევ უთქმელად და უმოქმედოთ ვიჯექი და საიტიდან მოსულ დავალებებს ერთმანეთზე მიყოლებით ვასრულებდი.

-ნიკა, მოგწონს ეს სიტუაცია, არა?
მკითხა მეორე კვირას კატომ, როცა ჩვეულებისამებრ მასთან მივედი, ეს ხომ უკვე ტრადიციად გვექცა. თუმცა ამჯერად არა საქმეზე, მე უბრალოდ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, ეს იყო და ეს. ნატას ახალი სამსახური ეშოვა და იქ იყო.
-რაზე ამბობ? - კითხვითვე ვუპასუხე კატოს.
-თამაშზე!
ოჰ! ახლაღა მოვედი აზრზე! ჩავფიქრდი, თუმცა არა, არ დავუშებდი ის ამჯერადაც მართალი ყოფილიყო. ახლა არა, ახლა ხომ მიზეზი მაინც გამაჩნდა ბრძოლისთვის...
-რა თქმა უნდა არა, - სწრაფადვე მივუგე რომ ჩემი ყოყმანი არ შეემჩნია.
-აბა რა გაკავებს?
-შენ ამას ვერ გაიგენ კატო, - ვუთხარი და ღერ სიგარეტს მოვუკიდე.
-შენ მითხარი და მე გავიგებ თუ ვერა, ეგ უკვე ჩემზე იყოს.
მიღიმის და ღერ სიგარეტს თითებიდან მტაცებს.
-ახლა აღარ მომეშვები ხო?
-შენ როგორ გგონია?
წარბებს მაღლა სწევს და მოუთქმენლად ელოდება ჩემს პასუხს, რომელსაც ასე ძალიან ვუგვიანებ.
-კატო, ის ტიპი დედაჩემთან იყო, გასაგებია? კი, დედაჩემმა ბევრი დააშავა, ეს მართალია და ამ დრომდე ესეც მორიგი ნაძირალა იყო ჩემთვის, რომელიც უბრალოდ სიკვდილამდე მძულდა, რადგან დედა მის გამო აღარ მოდიოდა სახლში ღამ-ღამობით, არ იყო ჩემთან მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭორდებოდა, არ იყო მაშინაც კი როდესაც საუკეთესო მეგობარი დავკარგე...ამის დედაც, ამ ფაქტს უკვე შეჩვეული ვიყავი და უფრო მეტიც...მზად ვიყავი საკუთარი თავი დამედანაშაულებინა და დამესაჯა, ხო მე მზად ვიყავი სიკვდილისთვის და ბოლოს რა ხდება? ვიგებ რომ ვის გამოც ეს მსურდა, თურმე სწორედ ის ადამიანი ყოფილა, რომელიც ამ მიზანთან მაახლოვებდა!
სიჩუმე ჩამოვარდა.
-და მისთვის ციხე სამოთხედ გეჩვენება!
ჩუმი, ცივი ხმით ჩაილაპარაკა თავის სიტყვებში დარწმუნებულმა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კატომ მიზანში გაარტყა. მკრთალად გამეღიმა და თავი ჩავქინდრე. დავინახე სიგარეტი ფრთხილად როგორ ჩააქრო. ხმას არ ვიღებდი, ანდაც ვერ. ისიც კარგახანს იყო ჩუმად. თავს არ ვწევდი მანამ, სანამ კისერზე მისი ხელის შეხება არ ვიგრძენი, რომელიც გამუდმებით ცივი იყო, ან მე მეჩვენებოდა ხოლმე ასე. გახურებულ კანზე, მისი ყინულივით ცივი შეხება ელვასავით მომასკდა. ავთრთოლდი და თავი ნელა ავწიე. პირდაპირ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. მან ორივე ხელი მთლიან სახეზე შემომაჭდო და ჩემსკენ მთლიანი სხეულით გადმოიხარა...
-ნიკა, - ჩაილაპარაკა მძიმედ და დანანებით...
-კატო, გთხოვ, - ამოვიოხრე მის ტუჩებთან ძალიან ახლოს და უკან დავიხიე. მერე მისი ხელები ფრთხილად მოვიშორე სახიდან და იმის მოლოდინში დავუწყე თვალთვალი, სანამ გავიგებდი ეწყინა თუ არა, მაგრამ როცა გოგო წამში თავის ადგილს დაუბრუნდა და გამიღიმა გულზე მომეშვა. მართალია ნაძალადევად, მაგრამ მაინც.
-მეგი, არა?
ერთი ჩავახველე და მეც გავუღიმე, იმისგან განსხვავებით რომ ჩემი ღიმილი გულწრფელი იყო. აბა როგორ შემეძლო მეგის სახელი გამეგონა და არ გამღიმებოდა...
-ხანდახან ვერ ვიტან იცი? - თვალები გადაატრიალა კატომ.
-არაუშავრს, გაიცნობ და აუცილებლად შეგიყვარდება.
-იმედი მაქვს...



***

ერთი კვირა ვაიგნორებდი მეგის ესემესებს. გული მეწურებოდა რომ წარმოვიდგენდი როგორ ნერვიულობდა, თუმცა ასე იყო საჭირო. ეს რომ არ მექნა მეტს ნამდვილად ვეღარ გავუძლებდი, უბრალოდ ხაზს ვეღარ გადავუსვამდი ძველებურად იმ ფაქტს რომ მე გოგოს ვატყუებდი. გულის ტკენისთვის არ მემეტებოდა, ისედაც უკვე რაღაცას ხვდებოდა და ამ საქმის კვალს რომ თავად გაჰყოლოდა და რამე მაინც აღმოეჩინა, აღარასდროს მაპატიებდა. ამიტომ ვერიდებოდი მასთან შეხვედრასაც, უკვე ვეღარ გამეგო ჩემს თავს რა იდიოტობა ხდებოდა. მაშინ როდესაც მეგონა რომ ყველაფერი დავალაგე, მოულოდნელად ისევ ახლიდან აირია. ვარჩიე სანამ ეს ყველაფერი არ ჩაივლიდა მეგისგან თავი შორს დამეჭირა, მაგრამ მის მონატრებას ჩემში ვეღარ ვიტევდი, ყველა გრძნობაზე მეტად ჭარბობდა. შესაძლოა სწორედ ამიტომ იყო რომ გასამარჯვებელი გეგმა ჯერაც არ მქონდა. უბრალოდ ვდუმდი და ყველა დავალებას მორჩილად ვასრულებდი...ეს დანებებას ნიშნავდა? არა! ამას არ დავუშებდი. ამის დასამტკიცებლად მოვწესრიგდი, ცოტა ადამიანს დავემგვანე და სამსახურში წავედი. იქაურობის დანახვაზე გამახსენდა რომ მეგის დაბადებისდღე ხვალ იყო. ჩვენ ხომ აქ გადახდას ვაპირებდით...ვეღარ გავუძელი კონტაქტებში შევედი და მის ნომერს ძებნა დავუწყე მაგრამ მალევე გავჩერდი, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის ამდენი ხნის შემდეგ. ტელეფონი შევინახე და საქმეს შევუდექი. ის ან კვლავ უნდა მომეტყუებინა, (ამდენი ტყუილების თქმით კიდევ უკვე ტყუილების ყუთად გადავიქეცი) ან კიდევ სიმართლე მეთქვა, მე კი არცერთი მსურდა...
იქნებ კატო მართალი იყო და უკვე დრო იყო პოლიციაში წავსულიყავი? ეს საქმე უკვე ძალიან გაიწელა...თუ მივყოლოდი წინა გეგმას და ისინი ჩემსკენ ერთმანეთის მიყოლებით გადმომებირებინა? ამას როგორ შევძლებდი? ან შევძლებდი განა? სანამ შეკვეთა გამზადდებოდა გონება დავძაბე და სექტის შეკრების ღამე გავიხსენე. მაშინ რამოდენიმეს თითქოს ყოყმანიც კი შევატყე. მართალია მსურდა ისინი ბოლომდე შემესწავლა, თუმცა მაინც ვერ ვახერხებდი მათთვის ბოლომდე დაკვირვებას მანამ, სანამ სასმელმა არ გახსნა. მე ისე ვიყავი გამწარებული რომ გამარჯვების სურვილი გამისამმაგდა და მოქმედებაზე გადავედი. ყველას ''სევდიან ისტორიებს'' სათითაოდ ვუსმინე და იქიდან სამი გავიხსენე, სამი ისეთი ისტორიის ავტორი, რომელსაც შეიძლებოდა ამ ყველაფრის დასრულება სურდა. შეიძლებოდა არც იყო ასე და უბრალოდ მე მსურდა რომ ყოფილიყო, უბრალოდ მე მეჩვენებოდა და ვიცოდი რომ ვრისკავდი, ძალიან დიდი ალბათობა იყო რომ მათ დავებიზღებინე თუმცა გასარისკად მაინც ღირდა. მათი სახელები გავიხსენე, მერე საიტზე შევედი და სამივეს სათითაოდ მივწერე, მერე კი სასწრაფოდ გავასუფთავე ტელეფონი. ამ სამი მოზარდის სახელები იყო ლევანი ტატო და ლიკა. ვთხოვდი რომ ხვალ იგივე ადგილას შევხვედროდით და არც გამკვირვებია რომ მათი პასუხი დადებითი იყო. შესაძლოა ამ ყველაფრის მიზეზს გულისიღრმეში ხვდებოდნენ კიდეც, მაგრამ აბა რა ათქმევინებდათ...
სახლში მისული მთელი ღამე ვფიქრობდი მათთვის რა მეთქვა. გვიან ასე დილის ხუთისკენ ჩამძინებია. ათი საათისაკენ გამომეღვიძა. პირველ რიგში მეგის მივულოცე დაბადებისდღე. ვიცოდი რომ ეს საქციელი ჩვენს ურთიერთობაში არსებულ ბზარებს არ გააქრობდა, თუმცა დაბადებისდღე ხომ მაინც უნდა მიმელოცა. მერე სწრაფადვე ჩავიცვი და სასაფლაოსკენ გავემართე. სანამ დანარჩენებიც მოვიდოდნენ სერგის გავუარე. ერთი-ორი ცრემლიც ჩამოვაგდე. ძალიან მაკლდა მისი სასაცილო ისტორიები, მისი ინტრიგები და თავგადასავლები და მისი თანადგომა. უეცრად ყველა ის ტკივილი თითქოს განმიახლდა, თითქოს ისევ იმ საზარელ დღეში დავბრუნდი. ასე დღეში მილიონჯერ მემართებოდა, უიმისობას ვერაფრით ვეგუებოდი, თითქოსდა მისი გარდაცვალების ამბავს ახლიდან ვიგებდი ყოველ დღე გაუთავებლად, ამავდროულად ყურში ისევ მისი სიცილი ჩამესმოდა ისე ცოცხლად და ახლად და ეს რაღაც ზუსტად ისე მტკიოდა როგორც მაშინ, თავდაპირველად. მოგონებები განმიახლდა, ისევ ჩამესმა მისი სიტყვები, ისე თითქოს ისევ ის დღე ყოფილიყო, ისევ ჩემს წინ მდგარიყო და ეთქვა: "ისე ნიკა...მაგრად რომ მიყვარხარ, იცი? ...არა, არა ჩემი ძმა ხარ! მართლა მაგრად მევასები!"
მოგონებებიდან იქამდე ვერ გამოვერკვიე სანამ ჩემდაუნებურად ტატოს და ლიკას არ მოვკარი თვალი. მეც აღარ დავაყოვნე და მათ შესახვედრად გავწიე. ცრემლები შევიმშრალე. როცა ლევანიც მოვიდა და მეც მიზეზის გამხელა დავიწყე თუ რატოც შევკრიბე ზუსტად ისინი ამ ადგილას, ვხედავდი რომ ისინიც ყურადღებით ისმენდნენ ჩემს თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას. ეს ამბავი რომ სრულად მომეყოლა საჭირო იყო კატოც ჩამერთო. როდესაც საბოლოოდ უკვე გაარკვიეს რაც ხდებოდა, კატოს გადარჩენის ამბავმა მათში საბოლოო იმედი გააღვიძა. მართალია რაღაცეები დავმალე, მაგალითად ის რომ დემონმა ეს იცოდა და არ მგონია ეს ამბავი ასე უბრალოდ მიჩქმალულიყო, მაგრამ მაინც...
-და ასე უბრალოდ დაიძვრინა თავი? ერთი ყალბი საფლავის ქვით?
გაუცებულმა იკითხა ლიკამ.
-ბიჭოო, არა შანსი არაა, იმ ჩემისას ეგეც ეცოდინება, - გამოთქვა აზრი ლევანიმ.
-რა მნიშვნელობა აქ იცის თუ არა? - ჩაერია ტატოც - მთავარია არაფერს აკეთებს.
-ეგ ჩვენ გვგონია მასე, - ვერ ისვენებდა ლევანი. ხოდა მეც სიტუაციის განსამუხტად მივუგე მათ:
-ყოველშემთხვევაში ბავშვებო კატო ცოცხალია! ცოცხალია და შესანიშნავად არის!
ლევანის ნიშნისმოგებით შევხედე.
-ლევან, ნიკას ხომ არ ჩაუშვებ არა?
თითქოს ლიკა ჩემს შიშს მიხვდა რომელიც ასე აშკარა იყო, ან იქნებ შუბლზე მეწერა...
-თქვენ იცით ბავშებო, თქვენი სიცოცხლე თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ერთს გეტყვით ის არავის და არაფრის გამო დათმოთ! არავის ციცხალი მარიონეტები არ იყოთ! როცა ცუდად ხართ და თქვენი ჭრილობები ჯერ კიდევ ცხელია, მაშინ გეჩვენებათ რომ სულ ასე იქნება და ეს სამყაროს დასასრულია, მაგრამ მერწმუნეთ ეს ასე არ არის...
ლიკას ცრემლები მოეძალა, მე კი საუბარი გავაგრძელე, რადგან მივხვდი სასურველ მიზანთან უკვე ძალიან ახლოს ვიმყოფებოდი.
-მე თვითონაც ეს იმიტომ გადავწყვიტე რომ დედას მაგ არაკაცთან შევუსწარი.
-მოიცა ანუ...ის არის ვისზეც ყვებოდი? - ჩამეძა ტატო.
-მაგაზე მეტიც, იცით ვინ არის დემონი?
-ძნელი მისახვედრი არ ყოფილა...მაინც არ მესმის ვინაობა რატომ გაგვიმხილა, - თქვა ლევანიმ.
-სამაგიეროდ მე მესმის... - ჩავილაპარაკე, - ყოველ შემთხვევაში მაქამდეც არ მქონდა იდეალური ცხოვრება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორედ მაგ შემთხვევამ მიმაღებინა და ჩემში ფესვები ღრმად გაიდგა, თუმცა რაც არუნდა ღრმა იყოს, ამოუკვეთი ფესვი არ არსებობს, რაც არუნდა მწარე იყოს ჭრილობა მოსაშუშებელი არაფერია...მერე მე მეგის შევხვდი! გოგონას რომელმაც ჩემი სამყარო ამოატრიალა, რომელმაც ცხოვრება შემაყვარა, ჩემი სიცოცხლის აზრი გახდა...
-ვაიმე მეგი...
თითქოს ახლაღა გაახსენდა რაღაც ლიკას. ტატო და ლევანიმაც დაეჭვებით გადახედეს ერთმანეთს.
-კი, ვიცი რომ ჩემს თავზე ძალიან ბევრს ვიღებ, - განვაგრძობდი მე, - მაგრამ, კატოს გადარჩენის შემდეგ, ჩემს თავში არსებული ძალა დავინახე და ჩემი თავისა და თქვენი გადარჩენაც მომინდა. ისედაც ბევრი შეიწირა უკვე ამ თამაშმა. და განა დანარჩენები არ მადარდებენ? როგორ არა, უბრალოდ როცა ჩვენ შევხვდით, მე თქვენში სადღაც მიმალული იმედი დავინახე. იმედი გადარჩენისა...ვიცოდი ვრისკავდი ამ ყველაფრის გამხელით და გარანტირებული არც ახლა ვარ, მაგრამ ისევ თქვენს გამო, ჩვენი სიცოცხლეების გამო ვრისკავ. ახლა არჩევანი თქვენს წინაშეა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. შეგიძლიათ ის აირჩიოთ და მეც დამღუპოთ და საკუთარი თავებიც, ან შეგიძლიათ ჩემს მხარეს გადმოხვიდეთ და ყველანი ერთად გადავრჩეთ!
ამოვისუნთქე. საკმაოდ მიმზიდველად ჟღერდა ასე შორიდან ჩემი წინადადება.
-და ამას როგორ შევძლებთ? - მკითხა ლევანიმ.
-როგორ და ერთობლივ გეგმას შევიმუშავებთ! ეგ კი არა დანარჩენ ახალგაზრდებსაც გავაგებინოთ რომ ფრთხილად იყვნენ, ურიგო არ იქნება, თანაც...თანაც თაზოც ჩვენს მხარესაა...
ბოლო სიტყვები შესამჩნევი თაკილით წარმოვთქვი.
-ეგ თავად გითხრა? -აკანკალებული ხმით შემეკითხა ლიკა.
-არა, მაგრამ თქვენამდე მასაც ველაპარაკე.
-იდიოტო, ეს რა ჩაიდინე!
-რატომ?
შეცდომა სად დავუშვი? გავშეშდი უეცრად.
-ნიკა, სინამდვილეში არის რაღაც რაც უნდა იცოდე...
მეუბნება ტატო.
-რა? რა არის?
-თაზოსთვის არაფერი არ უნდა გეთქვა. ჩვენ არ ჩაგიშვებთ, მაგისი იმედი გქონდეს, ჩვენ გადმოვალთ შენს მხარეს და ყველაფერს შევძლებთ ერთად მაგრამ მანამდე...
-მანამდე რა?
ხმას არავინ მცემს.
-რაა მანამდე?
-მანამდე მეგი უნდა გადაარჩინო!
-რა? ჩემი მეგი?
თითქოს სიხლი მიდუღდება. ეგრევე მეგის ნომერს ვკრეფ და აღარც ვფიქრდები ისე ვურეკავ. აღარ მადარდებს ჩვენს საუბარს ვინმე მოისმენს თუ არა, რადგან ახლა ამის დრო საერთოდ არაა. მე საერთოდ აღარაფერი მადარდებს.
ზარი გავიდა.
-რა? რა სჭირს მეგის? - ამის კითხვაღა მოვასწარი.
-თაზოს ბოლო დავალება მეგის გატაცებაა!
...

-გისმენ ნიკა.
მეგის ხმა თითქოს მაღვიძებს ამ კოშმარიდან. ვცდილობ არ დავმალო ჩემი აღელვება, მაგრამ არ გამომდის.
-მეგი, სად ხარ?
ვკითხე.
და
მერე
სიჩუმე
ჩამოვარდა
...

-მეგი რომელი ხართ? - ვიგებ მეგის პასუხის სანაცვლოდ თაზოს ხმას.
-არაფერი თქვა, უკვე გზაში ვარ, არაფერი თქვა, გასაგებია?
ვაფრთხილებ მეგის და წასასვლელად უკვე ვემზადები რომ ტატო მანიშნებს ჩემი მანქანით წადიო და მას შემდეგ რაც ჩემკენ ნასროლ გასაღებს ჰაერშივე ვწვდები და ვიმარჯვებ მას მადლობას ვუხდი და ტელეფონიდან მეგის გაბრაზებული ხმა მესმის. ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს მომისმენია მისგან.
-ნიკა აქ რა ჯანდაბა ხდება?
-ყველაფერს აგიხსნი, - ვეუბნები, მერე ვიგებ ლიზა როგორ ეძახის და ვწყნარდები. მანქანაში ვთავსდები და ვაფრთხილებ, - სახლიდან არ გახვიდე გთხოვ, - და ვუთიშავ.

...

თბილისს რომ გავცდი ისევ დავურეკე რომ მისამართი გამეგო, მაგრამ მის მაგივრად ლიზამ მიპასუხა. წამით გავშრი და ეგრევე ცუდზე დავიწყე ფიქრი.
-ლიზ, მეგი?
-კარგად არის პალატაშია.
-პალატაში?
-ხო წნევა დაუვარდა, საშიში არაფერია.
-მოვდივარ, მარტო არსად წახვიდე.
-და რა ხდება?
-ყველაფერს აგიხსნით, შენ საავადმყოფოს მისამართი მომწერე. ან არა, სადმე მახლობელ კაფეში შევხვდეთ ჯერ...ჯანდაბა რა გავაკეთო...კარგი პირდაპირ მისამართი მომწერე.
-კარგი მაგრამ ნიკა, იცოდე მეგი თუ მოატყუე...ის არასოდეს გაპატიებს!
და მითიშავს. ვიყინები, სიჩქარეს ვუმატებ და მთელი გზა ეს სიტყვები მიტრიალებს თავში "ის არასოდეს გაპატიებს!"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent