შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Au revoir"

9-02-2021, 22:44
ავტორი ტერიკო74
ნანახია 1 271

-ნოე! - დამიძახა მაჭარამ და ჩემსკენ ცოცვით წამოვიდა.
-ფრთხილად!- დავუძახე მოგუდული ხმით და მეც მიწაზე ჩავჯექი.
-მორჩა?-ჩემს ავტომატს დახედა.
-ესღა დაგვრჩა,-ხელყუმბარა მოვიმარჯვე.
-სადამდე უნდა გვიყარაულონ?- კბილებში გამოსცრა და გვერდით მომიჯდა.
- რა ვიცი,ამათ დედაც..!- ვთქვი გაბრაზებულმა და სანგარს თვალი მოვატარე.
-ჩვენებიც არსად ჩანან,- უიმედოდ გაიღიმა და ავტომატის ცარიელ მჭიდს ხელმეორედ დახედა.
-მოვლენ!- უფრო მაჭარას გასამხნევებლად ვთქვი,თორემ მეც უიმედოდ ვიყავი.
-ნოე, განა პატარა ვარ?!- გვერდულად დაიჯღანა.
მკერდზე სიმძიმე ვიგრძენი.
პატარა იყო მაჭარა.
პატარა..
თვრამეტი წელი სამი დღეში შეუსრულდებოდა..
ომი,რომ დაიწყო,აიტეხა,მეც თქვენთან ერთად უნდა წამოვიდე,თქვენზე ნაკლებად კი არ ვიცი სროლაო.ხელით თოფის იმიტაციას აკეთებდა და შენელებული კადრივით იწყებდა დამიზნებას..
ბახ..ბახ..ბახ..
ვერსად გავეპარეთ.მცხეთასთან დაგვეწია და ამაყად გაიჯგიმა ჩვენს წინ.
-მოვდივარ! -გვითხრა გადაჭრით და პასუხს არ დალოდებია,ისე ჩაჯდა მანქანაში.
ვერაფრით გადავაფიქრებინეთ.

***
ვისხედით მე და მაჭარა სანგარში ღმერთის იმედად. არ ვიცოდით, რამდენი მოწინააღმდეგე იყო მინდორს გაღმა,ან როდის მოგვაკითხავდნენ.
ტყვია-წამალი რომ გვქონოდა,სადღაც ოც მეტრში, ტყეში კი მოვასწრებდით თავის შეფარებას. ერთი ხელყუმბარა ვერაფერი ხსნა იყო.
-ნოე!
-ჰო..
-სიკვდილის არ მეშინია..- სევდიანად გაიღიმა.
-მაგაზე ნუ ფიქრობ,-მხარზე მივიხუტე.
-გახსოვს მარიკასთან, რომ მივედით მთვრალები? - თვალებმოჭუტული დამაკვირდა.
-ჰო..შენი პირველი სიმთვრალე,- მოგონება ამტკივდა.
-ცხოვრებაში პირველად ვიმღერე მაშინ,- დანანებით დაიქნია თავი.
-გიყვარდა,-თმა მოვუჩეჩე.
-ეხლაც მიყვარს..-თქვა და გაჩუმდა.მივხვდი,ცრემლის დასამალად.

***

მაჭარა მაშინ თხუთმეტი წლის იქნებოდა, ჩემთან,სახლში რომ ამოვიდა და ჩაფიქრებული დადგა კართან. საუბრის დაწყება უჭირდა,ხან რას მიედო,ხან რას.
-რაო,მაჭარ?-გამეცინა მის დაბნეულობაზე.
-ჩამოდი ეზოში,საქმე მაქვს,-მითხრა და კიბეზე სირბილით დაეშვა.
გამიკვირდა.ვიფიქრე ვინმესთან ჩხუბი აქვს -მეთქი.სასწრაფოდ ჩავიცვი.
სტადიონთან იჯდა ჩაცუცქული და პირში მოქცეულ სიგარეტს უაზროდ აწვალებდა.
-შენ რა ეწევი,ბიჭო?!- ქეჩოში დავავლე ხელი და ჰაერში ავწიე.
-ჯერ არა,მაგრამ მოვწევ! -წამოიყინჩა.
-შენ,ხომ არ გაუბერე?-სახე ახლოს მივუტანე.
-ნოე! დღეს უნდა დავლიოთ! - მითხრა და ნაღეჭი ღერი ბალახებში გაისროლა.
უცნაურად მეჩვენა მისი ქცევა.
- რა ხდება?- ცოტა უკან დავიხიე.
-დალევა მინდა,შენთან და შაკოსთან ერთად,მოვა ისიც,-ხსენება და შაკოს გამოჩენაც ერთი იყო.
-რა ხდება?- გაკვირვებული მოგვიახლოვდა.
- სალოთაოდ დაგვიძახა,-გამეცინა.
-რა დროს შენი დალევაა,ბიჭო?- კეფაზე მსუბუქად წაუთაქა.
- წამოხვალთ,თუ არა? ფული მაქვს!- შემოგვიღრინა და შარვლის ჯიბიდან მსხვილ კუპიურას ამოაწევინა თავი.
-საიდან გაქვს ამდენი ფული?-ახლა მე ვეცი.
- წამოხვალთ,თუ მარტო წავიდე?! - შევატყვე არ ეხუმრებოდა.
-ჩემთან ავიდეთ,-ვუთხარი ორივეს.
-სახლში არ მინდა,- თავი გააქნია.
-მაჭარ,რა ხდება ,ძმა?-შაკომ ხელი გადახვია და მე ღიმილით ჩამიკრა თვალი.
- მარიკა მიყვარს,-თქვა და გაწითლდა.
-ვინ მარიკა?- მისი ტოლი მარიკა ვერავინ გავიხსენე.
-აი,მერვეზე,- ხმადახშულმა ამოთქვა.
-ვინ მერვეზე მარიკა, ფრანგულის მასწავლებელი?!
მე და შაკომ ერთმანეთს შევხედეთ და სიცილი ძლივს მოვგუდეთ.
-ჰო..- უარესად გაწითლდა.
-ო, მაშინ უნდა დავლიოთ,-შაკო მრავალმნიშვნელოვნად მოჰყვა თავის ქნევას.
-სერიოზული მიზეზია,-ავყევი მეც.
-მეკაიფებით?- დაბღვერილმა გადაგვავლო თვალი.
-წავედით!- ხელის მოძრაობით ვანიშნე.
-მართლა?- დაუჯერებლად მოეჩვენა.
-მართლა,მართლა..წავედით!- ხელი გადავხვიე.
ნელ-ნელა გაუნათდა სახე მაჭარას.

***
ჭიქას-ჭიქაზე ცლიდა,მოწყურებულივით. ჩვენც გვაძალებდა. ხათრით,თუ უხათროდ,ჩვენც მასთან ერთად ვცლიდით სასმელს ბოლომდე.
-მარიკასთან უნდა ავიდე!-გამოგვიცხადა თითის აწევით.
დამცხა.მთვრალი კი ვიყავი,მაგრამ არა იმდენად,რომ მაჭარას ამ ბავშვურ სიგიჟეს ავყოლოდი.
-ხვალ ნახე,სჯობია,არაა ლამაზი დღეს,ასეთ ფორმაში,-ვეცადე გადაეფიქრებინა.
-დღეს!- თქვა და წამოდგომისას წაბორძიკდა.
-რას ეტყვი?-შაკოს სიცილი აუტყდა.
-იმას,რომ მიყვარს! - მხედარივით გაიჭიმა მხრებში.
ხუმრობის არაფერი ეტყობოდა.უცებ გამოვფხიზლდი.
ხან აქედან მივუდექით,ხან იქიდან,დაყვავებით,მოფერებით,ჩხუბით.ვერაფერი შევასმინეთ. მარიკას სახლისკენ იწევდა.მისი მარტო გაშვება,არაფრით გამოდიოდა.
ლიფტში გაბრაზებით შევტენეთ მე და შაკომ და რვიანის ღილაკს ლამის მუშტი ვურტყი.
მარიკას კართან მაჭარა წინ დავაყენეთ,ჩვენ უკან ამოვუდექით. ვინიცობაა მოხვედროდა რამე,დაჭერა,რომ მოგვესწრო.
ცხოვრებაში არ დამავიწყდა მარიკას გაოგნებისგან გადიდებული თვალები. მაჭარამ ერთი დიდი ნერწყვი გადაყლაპა და დღემდე არ ვიცი,ის ფრანგული სიმღერა,საიდან მოიტანა. ჯერ ბლუყუნით დაიწყო,მერე ცოტა აზარტში შევიდა და მისამღერი მთელი გრძნობით დასცხო და დასცხო.
მე და შაკოს მომზადებული სიცილი პირზე შეგვახმა.
გაოგნება ღიმილმა შეუცვალა მარიკას. ღაწვებიც შეეფარკლა. აშკარად ,ჩვენი შერცხვა.
მაჭარამ სიმღერის ბოლოს,ფრანგულად უთხრა, მიყვარხარო. შემდეგ სწრაფად შეტრიალდა და ლიფტში დურთა თავი,ჩვენ კი გაღიმებულები შეგვატოვა მარიკას.
-ბოდიში,რა..ცოტა მეტი მოუვიდა..- უთხრა შაკომ შუბლშეჭმუხნულმა..
-ეგ არაფერი,-გაეცინა მარიკას.-შემოხვალთ?
-სხვა დროს იყოს,ბოდიში,-მეც ვეღარ გავუსწორე თვალი.
იმ საღამოს მაჭარა აღარ გამოჩენილა.ალბათ,მარტო ყოფნა ერჩივნა.მის გარეშე გავამაგრეთ ბირჟა.
მეორე დღეს ისევ მომაკითხა. ქელეხის თამადასავით დაჯდა მაგიდასთან და ნიშნების დღიური ჩემსკენ გამოასრიალა.
ხან მაჭარას ვუყურებდი, ხან დღიურს.
-გადაშალე,- მითხრა დაზაფრულმა.
ბოლოდან დავიწყე გადაფურცვლა.
უცებ მომჭრა თვალი წითელი კალმით დაწერილმა მოზრდილმა ორიანმა. გრაფას გავაყოლე თვალი.
ფრანგული ენა!
სიცილი ამიტყდა.
-ცოტა ქვემოთაც წაიკითხე,-ხელი აიქნია.
" ყურძენი მიირთვი,წყალი არ დააყოლო"
ისეთი ხარხარი ამიტყდა,ცრემლები წამომცვივდა.
-მორჩა!-თქვა და წამოდგა.
-არ დანებდე მაჭარ,- სახე დავასერიოზულე.
- დამცინა,ხვდები?- ნაწყენმა შემომხედა.
-გაგეხუმრა,თორემ გუშინვე გეტყოდა რამეს.
-ვითომ?
-კი,მასეა დამიჯერე.
ცალყბად ჩაიცინა და კარამდე თავის ქნევით მივიდა.
-"Au revoir"-მომაძახა და გავიდა.

იმ დღის შემდეგ, ხან სადარბაზოში დახვდებოდა,ხან სახლის კართან აესვეტებოდა და ძლივს დაზეპირებული ფრანგული სიტყვებით ცდილობდა თავი მოეწონებინა მარიკასთვის. მოწონება არ ვიცი და მაჭარას დღიურს ცეცხლი,რომ წაეკიდა წითელი ორიანებით,მაშინ კი შევფიქრიანდი.
-საშემოდგომოს გამომაყოლებს,მაგრამ ეგ არაფერია,- მითხრა გაზაფხულის დასასრულს,
-გინდა,მე დაველაპარაკო?
-იცი რა ხდება,ნოე? ვხვდები,რომ მოსწონს ჩემი ყურადღება, დამინახავს,თუ არა,იბნევა.ამ ორიანებით მიწვევს და მაგიჟებს, და ეს იცის.აი,ხუთიანი რომ დამიწეროს, დედას გეფიცები,შევეშვები! მაგრამ არ დამიწერს!- ეშმაკურად ჩაიცინა.
-ოხ,შენ რა ხარ?!- სიცილით გავიქნიე თავი.
-"Le cerveau"-თავზე მიიკაკუნა თითი.
მაჭარას საშემოდგომო არ გამოჰყოლია.წითელ-წითელი ორიანები მხოლოდ დღიურში ბუდობდნენ.
ყველაფერი გასაგები იყო.
***
სანგარში სიჩუმე ჩამოვარდა. მეც და მაჭარაც ,ორივე ახლო წარსულში ვმოგზაურობდით.
-წამოსვლისას ვნახე,- ჩუმად თქვა და თავზე შემოიჭდო ხელები.
-მერე?-გული ამიჩქარდა.
-ვუთხარი,რომ ომში მივდიოდი,-ღიმილი გაუკრთა სახეზე მაჭარას.
- აწყლიანებული თვალებით მიყურა,მერე მომიახლოვდა, ტუჩებზე მისი ბაგე და ჩურჩული ერთად ვიგრძენი, -ხმა აუკანკალდა და გაჩუმდა.

სიმწრით დავაჭირე ქუთუთოები ერთმანეთს.

მაჭარას სიკვდილი არაფრით შეიძლებოდა.ჩემს თავზე არ ვფიქრობდი,ოღონდაც მას გაეღწია მშვიდობით. შაკო,რომ მოსულიყო,კიდევ შეიცვლებოდა ვითარება.მაგრამ,როცა წამოვედით ბანაკიდან,შაკოს ეძინა.არაფერი გვითქვამს.ჩვენც არ ველოდით იმ პერიმეტრზე ჩასაფრებას. წესით სროლის ხმა უნდა გაეგოთ,მაგრამ უკვე ორი საათი იყო გასული,არავინ ჩანდა.

ფეხის ხმა მოგვესმა. უცებ დავძაბეთ ყურთასმენა.

ახლოს იყვნენ..

-ნოე, მორჩა!- მაჭარა შუბლით შუბლზე მომეყრდნო და თვალებში ჩამხედა.
-არა!- დახშული ხმა ამოვუშვი და ხელყუმბარას რგოლს თითი გამოვკარი.
-ტყისკენ!- დავუყვირე და ხელყუმბარა სანგრიდან ვისროლე.
აფეთქების ხმას,საპასუხოდ ავტომატის ჯერი აჰყვა.
-ნოე,დროზე! -დამიყვირა მაჭარამ. ტყის მიმართულებით გავიქეცით.მთელი სისწრაფით გავრბოდით,ოღონდაც მოგვესწრო და რომელიმე ხეს ამოვფარებოდით.
ვერ მოასწრო.
მოცეკვავე არწივივით აიქნია მკლავები და მუხლებზე დაეცა.

-"Au revoir"- დაიძახა და მიწაზე მკერდით დაემხო.

***
პატარა იყო მაჭარა..
პატარა..
სამ დღეში თვრამეტი წელი შეუსრულდებოდა..

დასასრული

№1 სტუმარი Qeti qimucadze

მოვკვდი ტირილით. ეს რაიყო ნინაა. ნახვამდისსს. გამახსენდა ფრანგული ენაა. პატარა იყო მაჭარა. სამ დღეში თვრამეტი წელი შეუსრულდებოდა. ღმერთო ჩემო. ისე ღრმად ჩამრჩა გულში. იმდენი ასოციაცია გამოიწვია. ღიმილის ბიჭებმა გამიელვეს თვალწინ. რამდენი მაჭარა შეეწირა ერთეულების მეგალომანიას. მახსოვს. აგვისტოს ომისას საღორიაზე ჩავლილი ჯარისკაცების სახეები. სევდიანი ღიმილი და ომახიანი სიმღერაა. ხშირად უნდა გაგვახსენდეს ეს ფაქტები. რომ გამოვფხიზლდეთ. საქართველოვ! შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!?

№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ტერო ცრემლებით დავასრულე კითხვა.კარგი რა როგორ შეგიძლია ასე გადაგვრიოო და აგვატირო..ოოხ ტეროო..არ ვიცი რა ვთქვა ძალიან განვიცადე..მაჭარა ბევრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას,ძალიან ბევრი.სიკვდილს ღიმილით შეხვდა და გმირულად დახვდა.ვსიო ტერო ვსიოო ახლა გელოდებით სხვა ამბებით და ჰეფი ენდით..სე პარაკალო ფილე მუ

№3  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
მოვკვდი ტირილით. ეს რაიყო ნინაა. ნახვამდისსს. გამახსენდა ფრანგული ენაა. პატარა იყო მაჭარა. სამ დღეში თვრამეტი წელი შეუსრულდებოდა. ღმერთო ჩემო. ისე ღრმად ჩამრჩა გულში. იმდენი ასოციაცია გამოიწვია. ღიმილის ბიჭებმა გამიელვეს თვალწინ. რამდენი მაჭარა შეეწირა ერთეულების მეგალომანიას. მახსოვს. აგვისტოს ომისას საღორიაზე ჩავლილი ჯარისკაცების სახეები. სევდიანი ღიმილი და ომახიანი სიმღერაა. ხშირად უნდა გაგვახსენდეს ეს ფაქტები. რომ გამოვფხიზლდეთ. საქართველოვ! შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი!?

ყველასთვის მტკივნეული და დაუვიწყარი.. ბევრი მაჭარა შეიწირა პოლიტიკურმა თამაშებმა, სამწუხაროდ.
მადლობა ქეთი, ჩემო ერთგულო <3

სტუმარი ნინო
ტერო ცრემლებით დავასრულე კითხვა.კარგი რა როგორ შეგიძლია ასე გადაგვრიოო და აგვატირო..ოოხ ტეროო..არ ვიცი რა ვთქვა ძალიან განვიცადე..მაჭარა ბევრი სჭირდება ჩვენს ქვეყანას,ძალიან ბევრი.სიკვდილს ღიმილით შეხვდა და გმირულად დახვდა.ვსიო ტერო ვსიოო ახლა გელოდებით სხვა ამბებით და ჰეფი ენდით..სე პარაკალო ფილე მუ

ამ ბოლო დროს, სულ ასეთ ნასტრაენიაზე ვარ, მეც არ ვიცი, რატომ.
იმედია, სხვა ტალღაზე გადავერთვები
მადლობა ჩემო ლამაზო, საღაპო ❤️

№4  offline ახალბედა მწერალი ქეთი იმერლიშვილი

არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო...
მომეწონა და დამაფიქრა...
არ მიყვარს ეს ოხერი ომი, საზარელია!..
--------------------
When nothing goes right, go left!

№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ქეთი იმერლიშვილი
არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო...
მომეწონა და დამაფიქრა...
არ მიყვარს ეს ოხერი ომი, საზარელია!..

ქეთ, ჩემო საყვარელო, მადლობა <3

№6 სტუმარი სტუმარი nancho

ხოო,სევდიანი იყო.მართლაც რამდენი მაჭარა შეიწირა ომმა.

№7  offline წევრი თ. ა.

ამ ბოლო ხანებში რაღაცნაირად დასევდიანდი და დაეტყო კიდეც შენს ნაწერებს. სხვანაირად აი თითქოს უფრო გულის ყველაზე მიმალული კუნჭულიდან სათუთად შეხვეული სათქმელი გამოხსნა და გამოამზეურაო ნაწილ ნაწილ. ვკითხულობდი და მეგონა, რომ მაჭარა მაინც გადარჩებოდა მაგრამ თავიდანვე ხომ ასე იყო ჩაფიქრებული. დიდი გული ჰქონია მაჭარას, წავიდა და თან წაიღო მასწავლებლის, მეგობრების და სამშობლოს სიყვარული.

№8  offline წევრი ნანა73

ნინ, რა ვთქვა ამაზე?
საშინელებაა... აუნაზღაურებელი. რამდენი დანაკარგი...
რამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე მიაქვს ომს, მტრობას, შუღლს...
ყოველთვის მტკიოდა...
ყოელთვის მეტკინება.
მიყვარხარ!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

№9  offline წევრი utsnobi

გამანადგურებელი მოთხრობაა პირდაპირი გაგებით, მოცელავს კაცს და ვერც ეშვება, მეტკინა მაჭარა

№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი nancho
ხოო,სევდიანი იყო.მართლაც რამდენი მაჭარა შეიწირა ომმა.

ნანჩო, მადლობა ჩემო კარგო <3

თ. ა.
ამ ბოლო ხანებში რაღაცნაირად დასევდიანდი და დაეტყო კიდეც შენს ნაწერებს. სხვანაირად აი თითქოს უფრო გულის ყველაზე მიმალული კუნჭულიდან სათუთად შეხვეული სათქმელი გამოხსნა და გამოამზეურაო ნაწილ ნაწილ. ვკითხულობდი და მეგონა, რომ მაჭარა მაინც გადარჩებოდა მაგრამ თავიდანვე ხომ ასე იყო ჩაფიქრებული. დიდი გული ჰქონია მაჭარას, წავიდა და თან წაიღო მასწავლებლის, მეგობრების და სამშობლოს სიყვარული.

ჰო, თამილა, რაღაც სევდიან ტალღაზე ვარ, გადაივლის. იქამდე პატარა ტაიმ-აუტს ავიღებ, სჯობს <3
მადლობა ჩემო გულიანო გოგო <3

ნანა73
ნინ, რა ვთქვა ამაზე?
საშინელებაა... აუნაზღაურებელი. რამდენი დანაკარგი...
რამდენი შეწყვეტილი სიცოცხლე მიაქვს ომს, მტრობას, შუღლს...
ყოველთვის მტკიოდა...
ყოელთვის მეტკინება.
მიყვარხარ!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ნანიკო <3
მიყვარხარ ჩემო ტკბილო <3

utsnobi
გამანადგურებელი მოთხრობაა პირდაპირი გაგებით, მოცელავს კაცს და ვერც ეშვება, მეტკინა მაჭარა

მადლობა მეგობარო <3

№11  offline წევრი თ. ა.

ტერიკო74

მთავარია ყველაფერი კარგად იყოს და დაგელოდებით მკითხველები. წარმატებები ნინა.
მიყვარხარ.

№12 სტუმარი სტუმარი კრავაი

უფფფ, ცრემლების შეკავება შეუძლებელია. "მსხვერპლად მიიღე, სისხლი რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა"!.. პ.ს. ყოჩაღ ტერიკო, ყოჩაღ!!!

№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი კრავაი
უფფფ, ცრემლების შეკავება შეუძლებელია. "მსხვერპლად მიიღე, სისხლი რომელ ამ ხალხს უღვრია, ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა"!.. პ.ს. ყოჩაღ ტერიკო, ყოჩაღ!!!

კრავაი,ყოველთვის მახარებს შენი გამოჩენა,მადლობა ჩემო კარგო <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent