შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატერინას წიწილები 4 (სრულად)


10-02-2021, 21:33
ავტორი ჰებე
ნანახია 1 816

კატერინას წიწილები 4

    ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ისე თავდავიწყებით შემიყვარდებოდა, ჩემი ყველა პრინციპი ჯანდაბაში დაიკარგებოდა და  დიადი გრძობის მორევში თავით გადავეშვებოდი. თუმცა ჩემდა საბედნიეროდ ასე მოხდა, რადგან საყვარელი ადამიანის გულის შენს გულთან ფეთქვა ერთ ერთი ლამაზი რამაა, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს.
ჰო და ასე!
თუმცა ის კი არ ხდებოდა რომ მე და თორნიკე ერთმანეთზე გადაფსკვანჯილები ვიყავით. არამც და არამც! ჩემი ცხოვრება ჩემი მეგობრების გარეშე წარმოუდგენელი იყო და თორნიკემ ძლივს დამითანხმა, მომავალში, როდესაც დავქორწინდებოდით, თაფლობის თვეში მხოლოდ წყვილი უნდა წავსულიყავით. მის ამ განცხადებაზე ჯერ მხოლოდ თვალები ავატრიალე თუმცა თორნიკე თვალების ბრიალში ჩვენ ორ შორის ყოველთვის ის იმარჯვებდა. მინდოდა ამომეჩიჩქნა, მაგრამ იმდენად შევისისხლხორცე მისი ეს და ყველა დანარჩენი თვისება, განზრახვაზე ხელს ვიღებდი.
მოკლედ. სად ვიყავი?
საბაჰის დაბადების დღე გარდამტეხი აღმოჩნდა.
რატომ?
წამოთ, მოგიყვეთ...

   თბილისში კარგა ხანს ჩასვლას არ ვგეგმავდი. მინდოდა თორნიკესთან ერთად დავმტკბარიყავი ცხოვრებით თუმცა ვინ გაცლის?
ერთ მშვენიერ დღეს ბებია კატერინა მირეკავს-შვილო, ჩემი დაქალის ქმარი გარდაიცვალა, ჩამოდი, უკანასკნელ გზაზე გააცილე და თან პოტენციური სასიძო გამაცანიო.
მეთქი ბებიაჩემო, რა დროს ეს იყო?
ან რა ბებიის დაქალის ქმარი ხალხნო?
მაგრამ უფროსი კატერინა არადა არ შემეშვა...
სხვა რა გზა მქონდა.  ბებიაჩემი ღმერთი ხომ არ იყო ცხონებული  გაეცოცხლებინა და საშუალება მოეცა ჩემთვის ჩემს ახალგამომცხვარ შეყვარებულთან და საქმროსთან ერთად ულიმიტო დროით ბედნიერებას ვზიარებოდი?
სწორედ ამიტომ გახლდით მე და ჩემი მოხევე სატრფო თბილისში, თებერვლის ბოლოს.

თორნიკე ჩემს პაწა ბინაში მივიწვიე. დაღლილები, დაქანცულები ავდიოდით კიბეზე.
-გახსოვს ნაყინით რომ მომთხვარე?-ჩაეცინა კართან მისულს.
-მაგას რა დამავიწყებს, თვალები გადმოცვენას გქონდა- ავკისკისდი. სიცილით გადავატრიალე გასაღები და ბინაში შევედი. ჩაბნელებულ მისაღებში დავაყრევინე თორნიკეს ჩემოდნები და მთელი გზა მონატრებულს ტუჩებში ვეცი. არც თავად დამრჩა ვალში, წელზე შემისვა და მწველი ამბორითურთ შეეცადა მისაღებისკენ გაეკვლია გზა, თუმცა ჯერ კამოდს მიეჯახა და ლამის ფეხში დამჭრა, კივილი პირშივე ჩამიხშო, მე კიდევ ვეჭვობდი მის მხარზე ჩარჭობილი ფრჩხილები მომტყდებოდა, მერე კედელს მიეჯახა და ამოიყვირა.
-ქაჯო! მეტკინა!
-ხალხნო, პორნოები ნანახი გვაქვს, თან ლაივში და მოდით მეტს ნუღა დაგვიმატებთ რა!- მოგვესმა ნაცნობი ხმა ჩაბნელებული მისაღებიდან.
-სალომე?!- ჯერ კიდევ თორნიკეზე ვიყავი სუროსავით შემოხვეული.
-წერეთელი! აანთე ეს შუქი რა!
ოთახი განათდა. სავარძელში ნებიერად მჯდარი სალომე, აფხუკუნებული მარიამო და ჩამრთველთან სერიოზული სახით მდგარი ხელებგადაჯვარედინებული  წერეთელი უკანასკნელები იყვნენ, რომელთა დანახვაც იმ წუთას მინდოდა.
-ნორმალურები ხართ?- ამოვიხავლე.
თორნიკედან ჩამოვხტი და ბიჭს გადახსნილი პერანგით გულ- მკერდი დავუფარე. თორნიკეს ჩაეცინა.
-რა გაცინებს?!- დავუბრიალე თვალები.
-ბატონო სიძევ, შეგიძლიათ ხუთიოდე წუთი დაგვტოვოთ? ჩვენს დაქალთან სალაპარაკო გვაქვს!- გაუღიმა მარიამომ.
-პატარავ?- მომეხვის თორნიკე.
-ოჰ, აუთვისებია ბიჭს მოფერებითი სახელები, მეგონა  ცოცხიკედელას ანდა მზევინარას დაუძახებდი.-იგესლებოდა სალომე.
-სალომე!
-მე დაგტოვებთ, მანქანას მივხედავ-ჩაეცინა თორნიკეს და ბინიდან გავიდა.
-ეს შემოვარდნები რა წესია?
-კატერინა, სიმართლე გითხრა შენი ბიჭი ფრო მოხერხებული მეგონა, დალეწა ლამის აქაურობა-მიმანიშნა ხმადადაბლებულმა წერეთელმა კარისკენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ თორნიკე გავიდა.
-ხმა! აქ რამ მოგიყვანათ ამოთქვით თუ არადა აცხა აქედან!
-კაი, კაი კაწ დაწყნარდი, შეხედე, სექსში ხელი შევუშალეთ და რა დასაბმელი ძაღლივით იღრინება!- ვითომ გადაუჩურჩულა მუდამ ღადავის ხასიათზე მყოფმა სალომემ გოგონებს.
-შემომაკვდები იცოდე!- გავიწიე მისკენ. წერო გადამიდგა.
-კაი, კაი დაწყნარდი, მოდი აქ დაჯექი.-წერეთელმა დივანზე ჩამომსვა.
-კაწ, მოკლედ რა გვინდა ეხლა აქ...-დაიწყო მაგიდას მიყუდებულმა მარიამომ-დანარჩენებს არ სცალიათ, თორემ აქ არ მოვიდოდით...
-ამოთქვი!-მელეოდა მოთმინება.
- გასაჭირში ვარ!
-რა ხდება?-დავსერიოზულდი.
-დედაჩემის დაქალი მიტრაკებს!
-უკაცრავად?
-დედაჩემის დაქალთან, თამილასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გააჩნია ჩემს ოჯახს, ხო და ეს ქალი მიტრაკებს ირაკლი არ გამაგონო სხვა ბიჭს გაგაცნობო!- ამიხსნა მარიამომ.
წარბები მაღლა ავზიდე.
-უკაცრავად, რომელი საუკუნეა?
-ჩვენთან ოცდაერთი, იმასთან ოცი!
-უფლებას არ მივცემ ვიღაც თამილას ჩემი ბიძაშვილის ურთიერთობაში ჩაერიოს! ირაკლიმ იცის?
-არა, არ ეუბნევა, გადაირევაო.-ამოიხრა წერეთელმა.
-და რა ვუყოთ იმ თამილას?
-ტვინი შეჭამა, არა და არ ეშვება, ხოდა შენ უნდა გაყვე იმ ბიჭის გასაცნობად და ისე უნდა მოაწყოთ, ვითომ სასიძო დააფრთხოთ- გამიღიმა სალომ.
-მოიცა, მოიცა, მე რატომ? თქვენ რას მიკეთებთ?
-შეხვედრა ხვალაა, მე და ანდრონიკეს არ გვცალია-ააფახულა გოგომ თვალები.
-მე გაბრიელს ვნებიან საღამოს ვუწყობ ხვალ- ტუჩი მოიკვნიტა წერეთელმა.
-ოხ, ოხ, ესენი ნახე რაა!- გაეცინა სალომეს.
-აუუ კაწ, მიშველე-დაიღვარა ვედრებად მარიამო.
-დილით ბებიაჩემის დაქალთან მივდივართ მე და თორნიკე, ამიტომ სამისთვის მეცლება, და დავაფრთხოთ ჩემი რძლის თაყვანისმცემელი-თვალი ჩავუკარი მარიამოს. გოგონა დივნიდან წამოფრინდა და მეცა. ისე ჩამეხუტა ნეკნები ამტკივდა.
-მადლობაა!
-გამოდი ნუ დაახრჩე-გაწია წერეთელმა-რაო კაწ, ბებომ სასიძო უნდა გაიცნოს?
-ნაწილობრივ, მაგრამ მთავარი მიზეზი ისაა, თავისი დაქალის გარდაცვლილი ქმარი უნდა გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე-ავატრიალე თვალები.
-სიძე ჯერ სიძედ დასმული არაა, სამძიმარზე მიჰყავთ უკვე-ახარხარდა სალომე.
-რა მაგარია!- აჰყვა წერეთელი.
-წერო, რას ამბობდი? ხვალ საღამოს ვნებიან საღამოს ვუწყობ სატრფოსო?-გადავიტანე თემა.
-კიი...
-ხვალ სამძიმარზე გამომყევი და მაგარ რაღაცას გაგაჩალიჩებინებ.-ჩავუკარი თვალი გოგოს.
-რას?-ინტერესი ჩაუდგა თვალებში.
-წამოდი და ნახავ!
-აუუ, მითხარი.
-რას ეჯიკავები გაჰყევი და გაჩვენებს!-აფეთქდა სალო.
შემოსასვლელიდან კარის გაღების ხმა გაისმა.
-კატერინა, ეს მწნილები სად წავიღო?- შემოვიდა თორნიკე ბანკებით ხელში.
-სამზარეულოში- გამეცინა მე.
-კაი აბა კაწ, ჩვენი წასვლის დროა, ხვალამდე-წამოხტა ფეხზე მარიამო, გადამკოცნა და გასასვლელისკენ გავარდა.
გოგონები კართან მივაცილე.
-კარგი, ხვალ სამძიმარზე გამოგყვები!- ჩამეხუტა წერეთელი და ლიფტში შევიდა.
-არ გადამაგდო! სალო, აბა ჰე, კარგ დასვენებას გისურვებ!
-მადლობა კაწ-გადამკოცნა სალომ- მეზობლები არ დააფრთხოთ-ჩაიცინა და სანამ ჩემი მწარე ხელი მოხვდებოდა, ლიფტში შემასწრო.
- რაო გოგონებმა?- მკითხა თორნიკემ მისაღებში შესვლისას.
- ჩემს რძალს მეორე სასიძო უნდა დავუფრთხო!- ვუპასუხე და მის ბაგეებს დავეკონე.

*  *   *

     დილაადრიან ბებიაჩემის დაქალის სახლში ვენოკით ხელში მყოფმა მომლოდინე წერეთელი  და აიხნიე რომ ვიხილე, გულიდან ლოდი მომეხსნა. გოგონები გადავკოცნე და შავით მოსილებს შევერიეთ.
-ბებიაშენი სად არის?- გადმომიჩურჩულა თორნიკემ როცა ჭირისუფლებით სავსე ოთახში შევედით.
-სადმე აქვე იქნება.
კუბოში ჩასვენებულ მიცვალებულთან ვენოკი დავდგი, კუბოს კრუგი დავარტყით, ბებიაჩემის დაქალს მივუსამძიმრეთ და უკან დაბრუნებულმა მერეღა შევამჩნიე წერეთელი რომ არ აგვყოლოდა რიტუალში.
-ეხლა მიცვალებული რო წამოდგეს სად გავრბივართ?-ჩაიფხუკუნა წერეთელმა მუჯლუგუნი ვკარი.
-ჩვენ გავალთ გაღმა-უპასუხა აიხნიემ. გოგონას თვალები დავუბრიალე. თავი ამ ხალხის დედა მეგონა საზოგადოებაში ნორმალურად მოქცევისკენ რომ უბიძგებდა.
-წერეთელი, რატომ არ მიუსამძიმრე?- შევეკითხე აწურულს. გოგონას სახე ასწითლებოდა. თვალმოუშორებლად უყურებდა მიცვალებულს და სამწუხაროდ პირზე ხელის აფარება  ვერ მოვასწარი, სიცილი რომ წასკდა. კინაღამ ჩაკეცილი და მთელი ხმით მოხარხარე აიხნიემ დაიჭირა. შავებით შემოსილი, ნამტირალევი ქალები გაოცებით აღსავსე თვალებით იყურებოდნენ ჩვენსკენ.
წერეთელი გიჟივით ხარხარებდა. მე კი არ ვიცოდი რა მეღონა.
-დეედა! სულ გაგიჟდაა!- ამოიქვითინა ერთმა ქალმა და მუხლებზე ხელები დაირტყა. მოთქმაში დანარჩენებიც აჰყვნენ.
-ხო მშვიდობაა?!- შემოყო თავი ოთახში კაცმა.
-კი, კი, ასე ტირის ხოლმე-წერეთელს ხელი ჩავავლე და სხვა ოთახში გავიყვანე.
-გოგო! გეყოფა!- ახალი ტალღა რომ წამოიღო და სკამზე ჩამოჯდა სახეში ხელი ვტკიცე.
-წერეთელი!
-რა ხდება?- შემოვიდა ოთახში შავებში გამოწყობილი ბებიაჩემი.
-ცუდადაა წერეთელი, მიცვალებული დაინახა და რაღაცამ წამოუარა.-სიცილნარევი აღშფოთებით გამოთქვა აიხნიემ.
წერეთელმა სახე ხელებში ჩარგო და ჩუმად განაგრძო სიცილი. ფეთიანივით უცახცახებდა მხრები.
-ღმერთო შენ მიშველე!
-აბა ეხლა სუსი არ გავიგო შენი!- ბებიაჩემი წერეთელს თითის ქნევით მიუახლოვდა. ქალს იმდენად მკაცრი და სერიოზული სახე ჰქონდა აიხნიე გაფითრდა, წერეთელმა სიცილი შეწყვიტა და აცრემლებული თვალები ბებიაჩემს მიაპყრო. მთელი სახე გადასწითლებოდა.
-უყურე ამას! შენ აქ ცირკი ხომ არ გგონია, კაცია მკვდარი და ისე იცინი, თითქოს ჯამბაზს ხედავდე!- ბებიაჩემი არ თმობდა პოზიციებს.
წერეთელმა ერთხანს უყურა ასაკოვან, მაგრამ საკმაოდ აქტიურ ქალს, შემდეგ კი ვერშეკავებული სიცილის გამო ხელახლა ჩარგო ხელებში სახე.
-ბებო, რამენაირად აქედან გაგვიყვანე და ამათ შენს ახლოს არ გავაჭაჭანებ.
-ოხ, შენ სულ ფათერაკებიანებს რატომ უნდა ემეგობრებოდე ა?
-ჩემგან რა გნებავთ?- წარბები შეკრა აიხნიემ.
-არც შენ იქნები ნაკლები!
-ბებო გეყოფა!
-ესაა სასიძო?- მოულოდნელად მიმითითა აწურული თორნიკესკენ.
-კი!- მტკიცე იყო პასუხი.
-აბა ჯერ თვალებში შემომხედე!- ახედა ორი თავით მაღალს.
ბიჭს შავ თვალებში ერთხანს უყურა, არ ვიცი იქ რა ამოიკითხა, რომ ჩაეღიმა მაგრამ ფაქტია მოეწონა.
-აბა ერთი დატრიალდი.
თორნკემ გაოცებულმა შემომხედა.
-მიდი!- ვანიშნე ტუჩებით.
ბიჭმა ამოიხვნიშა და ერთხელ დატრიალდა.
-კარგია! ძალიან კარგია! შვილო!- მომიტრიალდა მე-კარგი შავტუხები გეყოლებათ!
წერეთელმა ჩაიფხუკუნა. თორნიკე გაიბადრა. თუმცა მალევე მოიღუშა ბებიაჩემის მომდევნო სიტყვებზე:
- ახლა დაგვტოვე, ქალებს საქმე გვაქვს!
სხვა რა გზა ჰქონდა, ჭირისუფლებთან გავიდა.
-აჰა ეს შენ გამომართვი, რაც გინდოდა რომ მთხოვე!- ქალმა ჩანთიდან ლურჯი პარკი ამოიღო და მომცა- ამ კარიდან გადით, პირდაპირ ეზოში გახვალთ და ცოტა ხანი თვალითარ დამენახოთ! შენ ცხონებულების წამოყენებას თავი დაანებე-მიმართა თვალების ბრიალით წერეთელს-შენ კიდე შენს საქმროს მოუფრთხილდი! შვილთაშვილები მინდა მე! როდის იკა გააკეთებს!- მომმართა ბოლოს და საიდანაც შემოვიდა, იქიდან გავიდა მოხდენილი ნაბიჯებითა და ქუსლების კაკუნით.
-ეგ რა არის?-შემეკითხა აიხნიე ლურჯ პარკზე.
პარკი გავშალე, იქიდან კი ძველებური, ქალის მუხლამდე  ცისფერი საცვალი ამოვიღე. გოგონებს სიცილი წასკდათ.
-წერო, ეს გამოგადგება რომ გაბრიელი გააგიჟო-თვალი ჩავუკარი ეშმაკურად მომღიმარს.
-აუ კატერინა! მიყვარს ბებიაშენი!
-ჩხუბისდამიუხედავად?
-დიახ!- მტკიცე იყო პასუხი.

გოგონების სახლში დარიგების შემდეგ, იმ კაფეში მივედი, სადაც მარიამო მელოდებოდა. როგორც ზემოთ ავღნიშნე, დედამისის დაქალის მიერ ძალით არჩეული საქმროს მოშორებაში უნდა დავხმარებოდი.
-ღმერთმანი, რას ვიფიქრებდი ჩემი პოტენციური რძლისთვის თუ ბიჭების მოშორება დამჭირდებოდა!- აღშფოთებულმა დავდე სათვალე მაგიდაზე და ქურთუკი სკამზე გადავკიდე. მომღიმარ მარიამოს გვერდით ჩამოვუჯექი.
-აბა საქმის ვითარება გამაცანი გოგონი!
-ეხლა ველოდები იმ ბიჭს, განა მოსვლა მინდოდა კატერინა, უბრალოდ იმ ქალმა ისე მიღუნა ტვინი, ოქრომჭედლებს შეშურდებოდათ!
-კაი დაწყნარდი! მე ვიცი და ჩემმა ქალობამ.
ზუსტად ათი წუთი ველოდეთ, ან სადამდე გაგვიძლო მოთმინების მოთმენამ, მოკლედ კაფის კარი შემოაღეს და ჩვენსკენ ასაკოვანი, ჭაღარაშერეული მაგრამ სწრაფად მომავალი კაცი გამოემართა.
-ეხლა არ მითხრა რომ ესაა ის "ბიჭი" რომელიც უნდა გაიცნო თორემ გაგინაყავ სიფათს!- აღმომხდა მუქარა.
-არ ვიცი გეფიცები, სურათიც არ მაქვს ნანახი!
-მოგესალმებით ქალბატონებო!- თავზე დაგვადგა სანდომიანად მომღიმარი ჭაღარა "ბიჭი"-  მარიამო თქვენ ბრძანდებით ხომ?- ხელი გაუწოდა მარიამოს.
-დიახ, -გაინაზა გოგონა. რომ არ ვიცოდე რომ უცხოებთან გაპრანჭვა გოგოების ინსტიქტია, იქვე გავაფრთხობინდბდი ჩემს სარძლოს სულს.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-გაიღიმა კაცმა და გაკრეჭილმა თავისი პროთეზის ბრწყინვალება გვიჩვენა, მერე მარიამოს თავი დაუკრა და ხელზე ეამბორა. კაცი ჩვენს წინ ჩამოჯდა.
-მე გოჩა ვარ, ბეჩავიძე. თქვენზე ქალბატონმა თამილამ ცოტაოდენი მიამბო.- თავაზიანობით დაიღვარა კაცი.
-დედაშენის დაქალს ჩემი ბიძაშვილის მაგივრად, ეს მართლა ბეჩავიძე თუ მოსწონს, საფლავში ჩავწვები!- გადავუჩურჩულე მარიამოს. გოგო გაფითრდა.
-რამეს შეუკვეთავთ?-დაგვადგა მიმტანი.
-გთხოვთ წყალი მომიტანოთ,-გაუღიმა კაცმა.
-ასევე-ამოვთქვი. და ბერიკაცს მივუბრუნდი.
-უკაცრავად, თქვენ გინდოდათ ჩემი გაცნობა?-ეჭიდებოდა მარიამო უკანასკნელ ხავსს. იცოდა, თუ ეს კაცი იქნებოდა, თავისი ხელის მსურველი, სამეგობროში საუკუნო საღადაო თემა მარადჟამს წამოჭრილი იქნებოდა.
-დიახ, ქალბატონოო- კვერი დაუკრა კაცმა,- მიამბეს რომ კარგად აღზრდილი, განათლებული ქალიშვილი ბრძანდებით და სიმართლე გითხრათ, მე დიდად მეამა.-თვალები უბრწყინავდა ჭაღარას. მარიამო უარესად გაფითრდა.
-თან ქალიშვილი სდომებიხარ, თან გახარებია კაცს!- გამოვცერი მარიამოს ყურთან.
-უკაცრავად?- ვერ გაიგო ნათქვამი ბერიკაცმა.
-მაინტერესებს ბატონო...
-გოჩა...
-ბატონო გოჩა, მაინტერესებდათ რა უფრო გაგიხარდათ, მარიამოს განათლებულობა და კარგად აღზრდილობა თუ მისი ქალიშვილობის ფაქტი?-ნეტა ვინ საიდან რა იცოდა?
-ჰმ, სიმართლე გითხრათ...-პირველკლასელივით გაიბღინძა კაცი და ლოყები შეეფაკლა,- ბოლო უფრო სასიამოვნოა...- დაიმორცხვა. სიცილის შესაკავებლად კბილები ტუჩს ჩავასე.
-ინებეთ თქვენი წყალი-დაგვილაგა მიმტანმა ჭიქები.
მოწყურებული დავეწაფე ცივ სითხეს.
კაცმაც მოიყუდა, მაგრამ ღმერთმა უწყის როგორ მოახერხა, დავლევის დროს პროთეზი წყლით სავსე ჭიქაში ჩაყვარდა და სითხე დაეღვარა. კინაღამ დავიხრჩე, მაშინვე ფეხზე წამოვხტი, სადღა მახსოვდა მარიამო, საპირფარეშოში შევვარდი და კარების მიხურვა და ჩემი აკაკანება ერთი იყო.
-ღმერთო, რა ხდება?- სარკეში იქამდე ვიყურებოდი, სანამ არ დავმშვიდდი, მერე სახეზე წყალი შევისხი, მოვწესრიგდი და საპირფარეშო დავტოვე. მაგიდასთან მიმავალმა კი შემდეგი სცენა ვიხილე. მარიამოს გვერდით დამჯდარ გოჩას უხერხულად აწურული გოგონას ხელი ხელში მოექცია და ებაასებოდა. მარიამო გულწრფელად შემეცოდა. დრო იყო "სარძლოს საქმროს გაქცევის" ოპერაცია დამეწყო.
- მარიამო-ჩამოვუჯექი მათ წინ, მგონი დროა რომ წავიდეთ?
არ მინდოდა დაახლოებით სამოცდა ათი წლის ბაბუსთან ცუდად გამომსვლოდა აღნიშნული ოპერაცია.
-სად გეჩქარებათ ქალბატონებო-გაგვეკრიჭა კაცი და ისე გადმოიხარა ჩემსკენ თითქოს რაღაც საიდუმლო უნდა გაემხილა-მარიამოსთან ერთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება მაქვს!
-რა შემოთავაზება?- სიმწრით იღიმოდა მარიამო.
-გიყურებთ და ვხედავ ძალიან ლამაზი ბრძანდებით, იქნებ, ერთად ვვზიარებოდით სხეულის სიამოვნებას?-გაუღიმა მარიამოს.
-რა თქვით?- აღმოხდა გოგოს. პირზე ხელი ავიფარე ფხუკუნის დასამალად.
-ქალიშვილობა ჩემთან დაკარგე შვილო, ახალგაზრდობიდან გამოცდლი ვარ, არ გატკენ!-გადავიდა შენობითზე კაცი. შეკავებული სიცილისგან ვერ ვსუნთქავდი.
მარიამოს თვალები შველას მევედრებოდნენ.
-თქვენც ქალბატონო, არ მინდა ნაწყენი დარჩეთ, იქნებ შემოგვიერდეთ?- გადმომხედა კაცმა. ღიმილი სახეზე შემახმა.
ეხლა მოიცაა! მომეჩვენა თუ ორგია შემოგვთავაზა? სახე მომექუფრა. არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა. სახეგაფითრებული მარიამო ადგილზე გაშეშებულიყო.
-უკაცრავად, რა?- არ დავუჯერე გაგონილს.
-ჩემს სასტუმროში გეპატიჟებით, იქნებ გამახაროთ?
-თქვენ რა, ხუმრობთ?- აღმოხდა მარიამოს და წყალი მოსვა.
-როგორ გეკადრებათ!- გაოცდა კაცი. ჯერ კიდევ მქონდა უფროსის პატივისცემა შემორჩენილი თუმცა საკუთარ თავს ძლივს ვაკავებდი ამ გარყვნილი ბაბუსთვის ჭიქა რომ არ დამელეწა თავზე.
-მარიამო, ადექი! მივდივართ!
-მოიცადეთ! მოიცადეთ!- წამოხტა კაცი და მარიამოს ხელი დაიჭირა-გთხოვთ, მთელი გუულითა და სუულით გევედრებით, ნება მიბოძეთ ქალიშვილო, დავტკბე თქვენი მშვენიერებით!- დაეკონა კაცი მარიამოს ხელს.
-გამიშვით თორემ გაგინებთ!-გამოსცრა გოგომ და მთელი ძალით გამოგლიჯა  კაცს თავისი ხელი.-კატერინა წავიდეთ!- მაგიდას შემოუარა და მკლავზე მომეჭიდა აშკარად შეშინებული.
-ასე როგორ მიმეტებთ!- შეწუხდა გოჩა.
-თქვენ შეშინებული ხომ არ ხართ?- დავუბრიალე თვალები-სულ წახვედით უფროსი თაობა ხელიდან!- სათვალე და ჩანთა ავიღე და მარიამოსთან ერთად გასასვლელისკენ წავედი.
-მარიამო, ასე ნუ დამტოვებთ ქალბატონებო!- ყვიროდა ჩვენს უკან კაცი.
მანქანაში ჩაჯდომა და ჩემი ხარხარი ერთი იყო.
-ამას თუ აუდგა ჩვენს გარდა ვერავინ ნახა?- ვერ ვსულიერდებოდი. ფანჯარა ჩავწიე, რომ ამომესუნთქა.
-კატერინა გეყოფა რა.
-ტიპმა არ გატკენო, უარი როგორ უთხარი ქალო!- სიცილისგან მუცელი მტკიოდა.
-კატერინა გაჩერდი.
-დედაშენის დაქალმა უკეთესი ვერავინ ნახა?
-კატერინა მოკეტე!- ამოიყვირა გამწარებულმა. გავჩერდი. მარიამოს თვალები ამღვრეოდა.
-გოგო, რა გატირებს, არ შემშალო!
-თავზე უნდა დამელეწა რამე რა!- ამოიტირა და სახე ხელებში ჩარგო.
-შენ შ*გ ხომ არ გაქვს? -მოვეჭიდე მხრებზე-ქალო, ნორმალური ხარ?
-აუ შემეშვი რა!
-ბაბუაჩემის ტოლა კაცმა სექსი შემომთავაზა, შენსავით კი არ მიხარია!
ხელახლა ავხარხარდი.
-თუ გინდა შევბრუნდეთ, დავეთანხმოთ- ჩავუკარი დაწყნარებულს თვალი.
-კატერინა-მომჩქმიტა მხარზე.-იცოდე ეს რომ ვინმეს უთხრა, ვერ გადამირჩები!
-თორნიკეს კარგი დასამალი ადგილები აქვს!- გამოვუყავი ენა და უჩვეულოდ გამხიარულებულმა დავძარი მანქანა.

*  *  *

-მოიცა, მოიცა! ანუ თქვენ ვიღაც მოხუცმა გოჩამ სექსი შემოგთავაზათ?
-მოყვა გაუგებრად რამე?!-იღრიალა მარიამომ ჩემი მისამართით.
-ირაკლი, ფრთხილად გოგო არ აგახიონ ბიჯო!- დასცხო ხელი ჩემს დაღვრემილ ბიძაშვილს მიამ.
-თქვენ ორნი საერთოდ ნორმალურები ხართ?-გამოსცრა კბილებში გამწარებულმა-რა ბიჭის დაფრთხობა, გამაგებინეთ ნორმალურები ხართ?
-ნუ ღრიალებ გენაცვალე რა!- შევწუხდი-აბა რამე უნდა გვეთქვა შენთვის? მივარდებოდი და დანაყავდი იქვე.
-დანიშნულ გოგოს რომ ეკურკურებიან ნორმალურია კატერინა?
-იკაა- ამოიწუწნა მარიამომ.
-შენ მერე მოგხედავ!
-ნუ გაუშვი გრუზინულები ბრატ!- მოურია ყავას აიხნიემ.-უნდა იამაყო, შენი გოგო ყველა თაობის წარმომადგენელს მოსწონს.
-შემეშვით რა-აღშფოთდა ირაკლი ჩვენს სიცილზე.-ეხლა ორთავემ მომისმინეთ!- გადახედა ჯერ მარიამოს, მერე მე თითის ქნევით-კიდე ერთი ესეთი შემთხვევა და წასულია თქვენი საქმე.
-ზედმეტები ხომ არ მოგდის?- წამოვიწიე.
-კატერინა!
-ესეთი შემთხვევა აღარასოდეს მოხდება, დარწმუნებული იყავი! ისეთი გაკვეთილი იგემეს-ხარხარისგან ძალაგამოცლილი აიხნიე მიას ეყრდნობოდა.
-თორნიკე გააფრენს იმ კაცზე რომ გაიგოს, კატერინა, როგორ გითხრა?
-თქვენც შემომიერთდითო-ამოვიბუზღუნე.
გაბრაზებული იკა თვალების ტრიალით გავიდა მისაღებიდან.

*   *  *
ვინაიდან ლიზა და გიორგი ვაჟბატონის დედულეთში ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ. ვინაიდან საბაჰო და ვახო ერთმანეთით ტკბობას ამჯობინებდნენ, და ვინაიდან მარიამო, იკას ირიგებდა, მეორე დღეს წერეთელი, მარიამი, აიხნიე, სალო  და მია იყვნენ ჩემთან გამოსულები. ჩვენ ყავას გეახლებოდით.
თორნიკე შხაპს.
-აუ წერო, საანამ ეს გამოსულა, მიდი მოყევი გაბრიელმა რაო?
-რაზე?
-ტანგას მაგივრად ბებიაჩემის ხნის საცვალი რომ დახვდა!- ჩამეცინა.
-გოგო,-დაიწყო ჩუმად-ხომ მოვიდა, გამიხსნა ხალათი და თვალები დარჩა ღია. ეს შორტიკა-საცვალი ცოტა დიდი მქონდა და ხელით ვიჭერდი. მიყურებს გაოცებული და არ იცის რა ქნას-ყვება სიცილით.-მერე თვალები დახუჭა, გაახილა, დახუჭა, გაახილა და რეალობას რომ ვერაფერი მოუხერხა, მეკითხება, წერეთელი რა გაცვია ესო.-ჩაბჟირდა გოგონა-თან წარმოიდგინე, გარშემო სულ ვარდის ფურცლები ყრია და სანთლები ანათებს, რას ელოდები და რა გხვდება!- გადაწვა სავარძელზე სიცილისგან ძალაგამოცლილი. გოგონებს მხიარულება ტელეფონის ხმამ შეგვაწყვეტინა. მარიამს დაურეკეს, გოგო აივანზე გავიდა. ის ის იყო საუბარი გავაგრძელეთ მესიჯის ხმა მოვიდა. თვალები ავატრიალე, სამზარეულოს ბარზე დადებულ თორნიკეს ტელეფონს მივუახლოვდი, განვბლოკე და მესიჯის წაკითხვისთანავე სახიდან ღიმილი ჩამომერეცხა.
-კატერინა, ეხლა არ თქვა საყვარელი წერს, თორემ შევუვარდები და იქვე ავკუწავ-აიფოფრა მია.
-ხალხნო- ხმა მქონდა ჩამწყდარი. დივანზე მოწყვეტით დავჯექი.
-ამოთქვი!
კამერა გოგონებისკენ მივატრიალე.
-"ბიჯო, იმან თავის გოგოს ხელი როდის უნდა სთხოვოს?"-წაიკითხა ხმამაღლა სალომ.
-ოოპაა!-გადაწვა დივანზე აიხნიე.
-მართლა ოპაა!- გაოცებული იყო წერეთელი.
-ვინ მისწერა?
-კონსტანტინემ მოსწერა.
-ჩემმა კონსტანტინემ?- გაოცდა აიხნიე.
-კიი, ეგაა, გადავამოწმე ნომერი.
-რა ხდება?-შემოვიდა მარიამი.
-გოგო, თორნიკეს წერს აიხნიეს სატრფო, დარწმუნებული ვარ ერთ ერთ ჩვენგანის შეყვარებულზე ეკითხებოდა თავის გოგოს ხელი როდის უნდა სთხოვოსო!- განმარტა წერეთელმა.
-რაო?-ვერაფერი გაიგო გოგომ.
-წერეთელი დაჯექი, ათიანი!- ავატრიალე თვალები. მესიჯი მარიამსაც წავაკითხე და ზუსტად ისე მოვათავსე ბარზე, როგორადაც იყო და იმ წუთასვე თორნიკე შემოვიდა მისაღებში.
-რა ჩუმად ხართ?- ჩაიცინა ბიჭმა და გასუსულებს თვალი მოგვავლო. გული საგულეს არ მეჯდა, იმხელაზე ძგერდა, ვეჭვობ თავისუფლად ისმოდა ოთახში.
გოგონებმა მზერა გავაყოლეთ მიმავალს. ბიჭმა ბარს შემოუარა, ტელეფონი აიღო და შუბლშეკრულმა დახედა ეკრანს. ყველანი გაფაციცებით ვაკვირდებოდით მის გამომეტყველებას. თორნიკეს მიმიკა არ შეუცვლია.
მერე კი ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიდო, გაზქურისკენ შებრუნდა და ყავის მოდუღება დაიწყო.
-გოგოებო, მომავალში კაი ქორწილი გველის-გვიჩურჩულა და თვალი ჩაგვიკრა წერომ.
-პატარავ, ბებიაშენმა რაო, თქვა ჩემზე კიდევ რამე?
-ივარჯიშოსო-ვუპასუხე თორნიკეს.
-ისედაც ვვარჯიშობ- ჩამიკრა თვალი ეშმაკურად მომზირალმა და საძინებლისკენ წავიდა. ავხურდი.
სალო უკან გაჰყვა და როგორც კი დაინახა, როგორ მიხურა ბიჭმა კარი, ჩვენთან მოვიდა:
-უნდა გავარკვიოთ ვინ ვის უნდა სთხოვოს ხელი!
-რა სულსწრაფები ხართ, დაიცადეთ რომელიმეს თქვენი ბიჭი ხელს გთხოვთ და ვსო რა!-შევკარი შუბლი.
-რა ვსო რა გოგო! არ გადამრიო, აიხნიეს კონსტანტინე გამოირიცხა. საბაჰს ქმარი ჰყავს! ლიზაც და გიორგიც დანიშნულები არიან, შენი თორნიკეც გამოირიცხა და დავრჩით მე, წერეთელი, მარიამი, მარიამო და მია.-ქაქანებდა სალომე.
-ვეთანხმები ამას, უნდა გავარკვიოთ ვინ ვის უნდა სთხოვოს ხელი!
-წერეთელი შენც?
-დიახ!
-აუ ავჟიტირდი!- ტაში შემოჰკრა მიამ.
ამოვიხვნეშე.
-და როგორ აპირებთ ამის გარკვევას?
-კატერინა! ნუ დაგვავიწყდება რომ გოგოები ვართ!-თვალი ჩამიკრა მარიამმა და ღიმილი გაეპარა.

*  * *
სამეგობრო რესტორანში ვიყავით.  
გასათხოვრები და დასანიშნი გოგონები გულისფანცქალით ელოდებოდნენ მომენტს, როდესაც რომელიღაცა ბიჭი რომელიღაც გოგოს სთხოვდა ხელს. რესტორანში ჩვენთვის გაშლილი მაგიდა შეხედვითაც დაგანაყრებდა.
-ვერც ერთი ბიჭის თვალებში ვერ ვხედავ აჟიტირებას!- გადმომიჩურჩულა საბაჰმა.
-ისეთი ეშმაკები არიან, რას დაინახავ!- ჩავიცინე ცალყბად. მიშომ მიას თეფშთან ჭიქა დადო და მოულოდნელად რომ დაიხარა, გოგონებს გაოცების შეძახილი აღმოხდა. ვიფიქრე, აი თურმე ვინ ვის უნდა სთხოვოს მეთქი ხელი, თუმცა რომ არ ამოწია ბიჭმა თავი, და მიამაც აატრიალა თვალები, ვინებე მათკენ გადამეხედა. ბიჭი ფეხსაცმლის თასმას იკრავდა. ავხარხარდი. ყველამ მე გადმომხედა.
-მშვიდობაა?- იკითხა გუგუამ.
-კი გენაცვა!
ისევ ძველებყურად განვაგრძეთ მუსაიფი. ბიჭები ცალკე მაგიდასთან ისხდნენ, ჩვენ, გოგონები ცალკე.
-ეს ცხონებული პაპაჩემის ტოლა კაცი ძაან ცუდად გიპაჭუნებს თვალებს-უცებ მარიამოს მიმართა საბაჰმა.
-გოგონამ საჭმელების განხილვას თავი ანება და რესტორნის შესასვლეში არსებულ მაგიდას გახედა. მზერას თვალი გავაყოლე და ლუკმა კინაღამ სასულეში გადამცდა.
-მარიამო, ეს ის გოჩა არ არის?
-ვინ გოჩა?- დაინტერესდა ლიზა.
-მარიამოს სექსი რომ შესთავაზა-ჩაიფხუკუნა მიამ.
-და რატომ უპაჭუნებს თვალებს?!- აღშფოთდა აიხნიე.
-ეხლა მგონი მარიამოს კი არა, ყველას გვიპაჭუნებს-ახარხარდა სალომე.
-ღმერთო მიშველე!- თავი ხელებში ჩავრგე, როგორც კი კაცის გაბრწყინებული თვალები ვიხილე ამოდენა გოგონების დანახვაზე.
-ეს რომელი ფსიქიატრიულიდან გამოექცათ?- თავი ჩახარა წერომ ფხუკუნი რომ დაემალა.
თავი ავწიე, კაცი კოცნებს გვიგზავნიდა.
-ამას ავუწევ ეხლა!- წამოხტა ფეხზე მარიამო, ბიჭების გაოცებული სახეები დააიგნორა და კაცს დაადგა თავზე. არ გვესმოდა, რას ლაპარაკობდნენ, თუმცა მარიამოს სახე მიგვანიშნებდა რომ კარგს არაფერს. მალევე წამოდგა ფერგადასული მოხუცი და კარში გავიდა უკან მარიამო მიჰყვა. თვალს მიეფარნენ.
-მშვიდობაა?- გადმოგვძახა წარბშეკრულმა იკამ. ახლა მას რომ სცოდნოდა ვის ელაპარაკებოდა მისი საცოლე, რესტორანს გადაწვავდა.
- რაა მშვიდობა, გოჩაა ის კაცი!- წამოაყრანტალა სალომემ.
სწორედ ამ დროს მარიამოს განწირული კივილის ხმა მოისმა. ჩემი ბიძაშვილი მაშინვე ფეხზე წამოხტა და არნახული სიჩქარით გავარდა გარეთ. რესტორნიდან გამოცვენილებმა ვიხილეთ, როგორ მიარბენინებდა ვიღაც ახმახი ნაბადში გახვეულ მარიამოს და უკან თვალებპაჭუნა გოჩა მიჰყვებოდა ძუნძულით.
-მარიამოო!- რა იღრიალა ირაკლიმ, შეშინებული მოხუცის შედგომა ერთი იყო. მანქანის უკანა სალონში შეწვენილმა მარიამომაც ძალა მოიკრიბა და ახმახს ფეხი მიჰკრა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი მიწაზე დაეცა.
ჩვენი ბიჭები მისცვივდნენ. ზოგმა მოხუცი გოჩა დაიჭირა, ზოგმა ის ახმახი. იკამ ატირებულ მარიამოს ნაბადი გადააძრო და გულში ჩაიკრა.
-მორჩა! მორჩა!

გასაკვირი არაა, იქ რომ პოლიცია მოვიდა.
არც ისაა გასაკვირი რაც გარყვნილ გოჩას მიეზღო.
არც ის რესტორნის თავი რომ არ გვქონდა და ყველანი ჩემს პაწა ბინაში ავეყარენით.
გასაკვირი იცით რა იყო?
ხელებაცახცახებულ მარიამს რომ გუგუამ დაუჩოქა და შავი პატარა ყუთი გაუწოდა. ყუთში სადა ბეჭედი ლამაზად ბრწყინავდა.
-გამომყვები მარიამ ცოლად?

*   *   *
    და ვინაიდან ჩვენს სამეგობროში წყვილთა ერთუთის მიმართ ტრფობა ლავად მოედინების...
დადგა ჟამი ქორწილისა...

    დილა გათენდა. მოვწესრიგდი, ხალათი მოვიხვიე და სააბაზანოდან გამოსულმა ახლადგაღვიძებულ აიხნიეს და ლიზას მივესალმე, მერე საათს შევხედე, ათი სრულდებოდა. სასწრაფოდ უნდა გამეღვიძებინა პატარძალი.
    ის იყო ნომრიდან უნდა გავსულიყავი გარედან მანქანის ტვინისწღები სიგნალის ხმა მოისმა. რომ არადა არ გაჩერდა მე, აიხნიე და ლიზა აივანზე გავედით. გვერდითა, მარცხენა აივნიდან სალო, წერეთელი და მია გამოვარდნენ. ექვსივე გაფაციცებულნი და გაოცებულნი ვიყურებოდით ქვემოთ.
-მააარიააამ!- აივნის ქვეშ მთვრალი გუგუა ბარბაცებდა. გოგონებს სიცილი წასკდათ.
-რა ხდება?- მარჯვენა მხარეს მყოფი აივნიდან მარიამო და საბაჰი გამოვიდნენ.
-მაარიააამ!- ქვემოდან განწირული ღრიალებდა სასიძო.-ძააან მაბედნიერებ ჩემო სიხარულოო!
-არიქა, გააღვიძეთ პატარძალი, სიძე მოვიდა! -გადმოგვყვირა სალომემ.
-შედი ქალო!- დაუცაცხანა საბაჰმა მარიამოს.
- აქ რაღაცა მაგარი მოხდება ეხლა-ლიზა ოთახში შევარდა და ტელეფონი გამოიტანა.
-რას აკეთებ?- იკითხა აიხნიემ.
-სამახსოვრო ვიდეო უნდა გადავუღო!
-ღმერთო ესენი ქორწილს ჩაშლიან!- ამოვიძახე და თავში ხელები წავიშინე. ვინანე წინა საღამოს თორნიკეს ჩვენს განცალკევებაზე რომ დავთანხმდი.
- მააარიააამ! - ხელები გაეშალა ქვემოდან მოღრიალე გუგუას. მთვრალს ლოყები აღაჟღაჟებოდა და ფეხზე ძლივს იდგა.
- რა ხდება?- თვალების ფშვნეტით გამოჰყვა უკან მარიამოს.
-საქმრო გიხმობს- გადასძახა და თვალი ჩაუკრა წერეთელმა.
გუგუა მარიამის დანახვაზე მანქანასთან მიბარბაცდა და მუსიკა ჩართო. ნაცნობი მუსიკის გაგონებაზე ცუდად დამაჟრიალა.
-აუუ, არ არსებობს!- გადაიხარხარა მიამ.
-მარიაამ! ჩემო ძვირფაასოო მარიამ! ამ სიმღერას შენ გიძღვნი ჩემო დედოფალო!- ხმამაღალ მუსიკას ააყოლა ტექსტი და ხელებგაშლილმა გუგუამ მთელი ხმით მორთო სიმღერა, ხმაურის გამო კი სასტუმრო ოთახების აივნებზე ხალხი გამოიფინა.
-"თუუ წამომყვები გრძნობის საზღვართააან,
სურვილეები უუნდა ავიღოო ხელში,
ამდენი მოთმინება დამთავრდააა
უნდა შემოვიდე ამაღამ შეენშიიი"
ჩემო მარიააამ!
ლიზას გუგუასკენ მიმართული ტელეფონი გაუშეშდა და გაწითლდა. წერეთელმა ვერშეკავებული სიცილის გამო ხელი პირზე აიფარა და ოთახში შევარდა, სიცილისგან ჩაბჟირებული მია და სალომე აივანზე ჩაიკეცნენ.
საბაჰმა თავში შემოირტყა ხელი, მარიამო ფერშეცვლილი მარიამის უკან ფხუკუნებდა.
-აი თურმე რა უხარია ამ საწყალს-გადმომიჩურჩულა აიხნიემ სიცილნარევი ხმით. მე გაშეშებული ვიყავი და მუდმივად ერთიდაიგივე ტექსტის მომღერალი გუგუასათვის მინდოდა რამე ჩამერტყა, თუმცა მოვარდნილ სიცილის ტალღას ვერ ვაჩერებდი. მერე მარიამის გაოცებულ სახეს გავხედე, რომელიც გაშტერებული და გაყინული უყურებდა გაკრეჭილ საქმროს და ჩემი დაღებული პირი და აივანზე გამოფენილი ხალხის ხარხარი ერთი იყო.
-ღმეერთოო მიშველე გეხვეწებიი- ჩაბჟირდა მია.
-ვინმემ წყალი მოიტანეთ დამეხრჩო დაქალიი-სალოს ფერები გადასვლოდა სიცილისგან.
-რას გაშეშებულხარ ქალო ძეგლივით!- გადასძახა ლიზამ მარიამს და კამერა მისკენ მიაბრუნა.
მე ფეხზე ვერ ვიდექი. ჩავიკეცე და აივნის მოაჯირს ხელები ძლიერად მოვუჭირე. სადღა გვახსოვდა მარტის დილის სიცივე. ტალღამ რომ გადაიარა, მუსიკაც დამთავრდა და გუგუას ღრიალიც და ლიზამაც კამერა გამორთო, მაშინ ვინებეთ ყველამ სააქაოსკენ შემობრუნება. ყველა წყვილი თვალი, მათ შორის აივანზე გამოფენილი უცნობი ხალხისა პატარძლისკენ იყო მიპყრობილი. პროფილში იდგა, მაგრამ მაინც შევამჩნიე მარიამის ამღვრეული თვალები და იმ წამს მივხვდი რა სისულელე მოახდინა გუგუამ. ნაწყენი პატარძლის ქორწილში ხილვა უკანასკნელი რამ იყო რაც გვინდოდა.
-მარიამ-გადავუჩურჩულე აივნიდან. ცხადად ვხედავდი როგორ თრთოდა. სატირლად აკანკალებულ ნიკაპს ძლივს იკავებდა და მალევე ქვემოდან დებილივით გაკრეჭილ გუგუას სიბრაზით აღსავსე მზერა მიაპყრო.
-შენ ნორმალური ხარ ადამიანო?!- იკივლა მისი მისამართით აბღავლებულმა. ოთახში შევარდნილს მარიამო და საბაჰიც თან მიჰყვნენ.
-მეე რა დავაშავე ბიჯო!- ამოგვყვირა გუგუამ ქვემოდან და საწყალი თვალები მოგვაპყრო გოგოებს.
- დილაა რა დროს დალევაა!- გადავყვირე-ამოეთრიე რამე შარს არ გადაეყარო!- სიცილის სურვილი გამიქრა და ნერვებმოშლილი შევვარდი ნომერში. ოთახის კარი გავგლიჯე და მარიამის ნომერში შევედი. საბაჰი და მარიამო საპირფარეშოს კარის გაღებას ცდილობდნენ.
- რა ხდება?- სახიდან ფერები გადამივიდა.
-ჩაიკეტა!- იღრიალა საბაჰმა.
-მიმიშვით!-გოგონები ხელით გავწიე და კარს მივაყურადე. საპირფარეშოდან დაბალი ქვითინის ხმა გამოდიოდა.
-მარიაამ- დამირბილდა ხმა- გესმის ჩემი? კარი გააღე.
-გამანებეთ ყველამ თავი! -გამოგყვირა ოთახიდან-საერთოდ შემეშვით ყველაა! აღარც ეს ქორწილი მინდა და აღარ ეს კაბა რაარი ვააა!- ქვითინი და ყვირილი ერთმანეთში ირეოდა. წამით სიჩუმე ჩამოწვა, მერე ცხვირი იმხელა ხმაზე მოიხოცა მარიამომ თვალები ჭყიტა.
-ამოიღო ხორხი!
-შედი, შედი შეეთრიე!- ნომერში სალოს მობარბაცე გუგუა შემოეყვანა. მათ ყურებამდე გაკრეჭილი ლიზა შემოჰყვათ.
-შენ ჭკუაზე ხარ ბიჭო?- მიეჭრა საბაჰი-რა სიმღერები აგიტყდა, ხო იცოდი რო ეწყინებოდა!
-მეე...-აბლუყუნდა გუგუა-როგორც იქნა, მოვიდა ეს დღე დაა... რამით... ხო უნდა .... აღმენიშნა!- წარმოთქვა პოეტურად თითის აწევით.
მე ხელის გული ამექავა.
-მთელი ქვეყნისთვის უნდა გაგეგებინებინა მერე?-კარს მიეყრდნო მარიამო.
- ვნერვიულობ!- ჩაქინდრული თავი აწია, გაიჯგიმა და შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.
-რა განერვიულებს?!- სიმწრისგან ჩაეცინა სალომეს- შენ ხო არ ხარ პატარძალი? შენ უნდა შეხვიდე მასში, ის შენში კი არა! შენ ხარ ბიჭი! შენ!
-სალომეე!- იყვირა საპირფარეშოდან მარიამმა და ქვითინის ახალი ტალღა წამოიღო.
-გადამრევთ მე თქვენ!-წავიშინე თავში ხელები-ეხლა დადექი და ირიგე შენი საცოლე.
-ჩემი საცოლე! ჩემი მარიამი! ამდენი მოთმინეება დამთავრდააა....- სანამ სიმღერას გააგრძელებდა აბღავლებული, მობარბაცეს საბაჰი მივარდა და ტუჩებზე ხელები ააფარა, მოწოლილი სიტყვებისა და ჰაერის პირში ჩაგუბვისგან ბიჭს თვალები გადმოეკარკლა.
-ჰეე ნუ გაგუდე-უჯიკა ლიზამ.
- ჩეემოო მარიაამმ!- განაგრძო გუგუამ თავისი საცოლის სახელის სიმღერა, როგორც კი ჰაერი ჩაისუნთქა.
-წამოდი შენ, დაწექი აქ!- ლიზამ გუგუა საწოლთან მიათრია და გულაღმა დააგდო. ბიჭი დაწვა თუ არა, მაშინვე თვალები მიელულა.
-ვიღაცამ ყინულები მოიტანეთ რა, დაეწვა ლოყები!- გასცა ბრძანება დოინჯშემორტყმულმა სალომ.
მარიამომ ნომერში არსებული პატარა მაცივრიდან ყინულის ორი პატარა შეკვრა გამოიღო.
ერთი გოგონას გაუწოდა მეორე თვითონ დიჭირა და ერთმა ერთ აწითლებულ ლოყაზე დაადო ბიჭს ყინული, მეორემ მეორეზე.
-ცოცხალი ვულკანი გვყავს რა-ამოიკისკისა ლიზამ.
-ხმა!
-გაათრიეთ ეს აქედაან!- ტირილით გამოხსნა მარიამმა კარი-არ მივყვები ცოლად მაგას!- იყვირა და კარები იმდენად ძლიერად მიაჯახუნა, ლამის ჩამოიღო.
-მარიააამ, შენ ჩემი მზე ხარ ამომავალიიი!- მღეროდა თვალებდახუჭული, საწოლზე მწოლი გუგუა.
-ჩაკვდი!- იყო საცოლესგან პასუხი.
-ხალხნო!- შემოვარდა ოთახში აიხნიე- წერეთელია ჩაკეტილი აბაზანაში, ვერ გამოგვყავს, ცუდადაა.
-მაგას რაღა ეტაკა?!- სიმწრისგან გაეღიმა საბაჰს.
-სიცილისგან ვერ სუნთქავს! წამოდით მალე!
-ეს აქ ღნავის, იქ ის იჭაჭება! რა გეტაკათ!-გაოცებისგან წამოიყვირა სალომ.
-თქვენ ორნი აქ დარჩით და მარიამი დააკავეთ თუ რამე მოხდა!- ვუთხარი მარიამოს და სალომეს. შემდეგ კი დანარჩენებთან ერთად ჩემს ნომერში შევედი.
-წერეთელი!-ვეცი საპირფარეშოს კარს.-ახლა თუ არ გაგვიღებ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე!- ზედმეტად განრისხებული ვიყავი დილის ფაქტებისგან და  მარტის დილა რომ ჩემს ნერვებზე ჯაზს უკრავდა ზედმეტად ხმაურიანად კიდევ უფრო მაღიზიანებდა.
-ვერ ვდგებიი!- ჩაბჟირდა კარის უკან წერეთელი. კარგად ისმოდა მისი ღრმა სუნთქვა და სერიოზულად შემეშინდა.
-სათადარიგო გასაღები არ  არის?!- გამახსენდა უცებ მე.
-დაბლააა, სანამ იქ ჩავალთ გაიგუდება!- ამოიყვირა ლიზამ.
- რა ხდება?- ოთახში შემოვარდა იკა.
-შეანგრიე!- დაუყვირა მიამ- წერეთელია ცუდად.
-მეკაიფებით?- გადმოსცვივდა თვალები-ყოველ ჯერზე მე რატო უნდა შევანგრიო წინაზეც ცუდად გამიხდა მხარი...
-შეანგრიე- დავჭექე მე. რადგან სხვა გამოსავალი არ იყო, ახმახმა იკამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა შორიდან(რის უფლებასაც კედელსა და საპირფარეშოს კარს შორის მანძილი აძლევდა) გამოქანდა და მთელი ძალით შელეწილი კარის გამო პატარა სააბაზანოს  კედელს მხრით მიასკდა. თუმცა იკასთვის ვის გვეცალა, უნიტაზზე მჯდომ, სიცილისგან მოხრილ წერეთელს ახალმა ტალღამ წამოუარა და რაც იმ წამს მოვიაზრე ერთიანად გადაწითლებულ გოგოს ნიჟარის გვერდით მდგარი ცივი წყლით სავსე ტოლჩა დავაცალე თავზე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. როცა დავრწმუნდი რომ შეტევა არ განუმეორდებოდა გოგოებს დაღლილმა მივმართე:
-უნდა ვინმეს კიდევ ისტერიკები?!- გამყინავი იყო ჩემი ხმა.
ვეჭვობ მარიამისა და გუგუას ქორლილის დღეს ბეწვის ხიდზე "ჩა ჩა ჩას" ცეკვა მოეწადინებინა.

თერთმეტი საათი ხდებოდა და უკვე დაღლილი ველაპარაკებოდი საპირფარეშოში ჩაკეტილ მარიამს იმის თაობაზე, რომ დღეს მისი ქორწილი იყო და გუგუას წამოფრენების გამო მისი ჩაშლა არ ღირდა. მაგრამ გინდ მას ელაპარაკე, გინდა კატას.
-გოგო, მისმინე, ასე არ შეიძლება, სტუმრებს რა ვუთხრათ?- აღშფოთებული ველაპარაკებოდი კარს.
-თან რა გააკეთა ისეთი- განაგრძო ჩემს გვერდით მდგარმა, კედელს მიყრდნობილმა პატარძლის მეჯვარემ- ისედაც ხო ყველამ იცოდა ღამით რა გელოდა და...-აიხნიეს მკლავზე ძლიერად ვუჩქმიტე თვალებდაჭყეტილმა.
-თან აქამდე რომ მოათმენინე ამოუვიდა ყელში- დასკვნა დადო მარცხენა მხარეს მდგარმა მიამ.
-გეყოფათ!- წამოვიყვირე.-იმის მაგივრად რომ დაამშვიდოთ, კიდევ უფრო უმატებთ?
-სიმართლეს თვალებში უნდა ჩახედოს!- გადმოგვძახა საწოლზე მჯდარმა მარიამომ, რომელიც იკას მხარს უმუშავებდა. მათ გვერდით გუგუას ეძინა.
-შენ და შენი სიმართლე რაა!- ამოიოხრა მხრის ტკივილის გამო ჩემმა ბიძაშვილმა.
-მარიამ, გამოდი, დაგველაპარაკე რაა- ცოტაც და მალე ფეხების ბაკუნს დავიწყებდი ბავშვივით.
-მაგას უთხარით საწოლზე რო გდია ამ ქორწილის ღამეს არ ვაღირსეებ! საერთოდ ქორწილს არ ვაღირსებ!-ამოიტირა გოგომ, მიკვირდა ამდენი ცრემლი ან ძალა საიდან ჰქონდა მთელი ერთი საათი რომ გაუჩერებლად მოთქვამდა.
-ღმერთო მოთმინება მომეცი!- ამოვიოხრე.
-არ დაგიწყიათ მომზადება? სტილისტები მოვიდნენ უკვე-ოთახში შემოვიდა კონსტანტინე.
- არა, გაბრიელი წერეთელს აწყნარებს, ჩვენ კიდევ პატარძალი ვერ გამოგვყავს!-უპასუხა მისი დანახვით თვალებაჟუჟუნებულმა აიხნიემ.
-იმას რა ფერი ადევს?- გაიხედა გუგუასკენ.
-დაულევია-ჩაიცინა იკამ და როცა წამლის წასმით გართული მარიამო მკლავზე ძლიერად მიაწვა სახე შეჭმუხნა.
-ანდა  ყურადღებას რატომ არ აქცევდით?-წამომიქროლა სიბრაზის ტალღამ. აღარ ვიცოდი ვისზე რა მენთხია.
-რავიცი დილით გვეძინა და სულ ხომ არ უნდა ვდიოთ-აიჩეჩა მხრები ბიჭმა.
-თუ კი საჭირო გახდა კი!
-მაარიამმ!- ამოიოხრა საწოლზე მწოლიარე გუგუამ
ფხიზლდებოდა. ყველა სულგანაბული ველოდით როდის გაიღვიძებდა.
-მარიაამ!- ამოიზმუვლა კიდევ ერთხელ. სააბაზანოს კარს უკან მოთქმა შეწყდა.
გუგუამ ცოტა ხნით უყურა ჭერს, მერე დაბლიდან მოგვატარა მის შემყურეებს მზერა და წამით გაშეშდა. შემდეგ ალბათ ყველაფერი გაახსენდა, თავში რომ წაიშინა ხელი.
-დედა!- ამოიოხრა ბიჭმა.
- ახლა თუ არ აეფხიკები მანდედან დედა კი არა ღმერთიც ვერ გიშველის! წამოეგდე და შეირიგე ეხლა ის გოგო! თორემ თუ ქორწილი ჩაიშალა გეფიცები შთამომავლობის გარეშე დაგტოვებ!- მივუახლოვდი საწოლზე წამომჯდარს თითის ქნევით და რომ არა იკა, რომელმაც შემაჩერა, ვგონებ სასიძოს თვალს ლურჯად შევუფერადებდი.
-მთვრალი ვიყავი კატერინა!- გაშალა ხელები.
-მასე მთვრალი მეც ვარ მარა კი არ მპატიობენ-კედელს მიეყუდა კონსტანტინე.
- აუ რა! სადაა ჩემი საცოლე?!- იკითხა აზრზე მოსულმა და დასერიოზულებულმა გუგუამ.
- დახე, ეგეც კი არ იცის!- გამოგყვირა საპირფარეშოდან მარიამმა. მოულოდნელად გუგუა ფეხზე წამოხტა და ხელები აიქნია.
- წადით მე მივხედავ!
-იცოდე...
-წადით კატერინა! საცოლე ჩემია და მე მივხედავ!
-კატერინა გასვლა არ გაბედოთ!- სააბაზანოდან გვიყვიროდა მარიამი.
ბიჭმა ყველა სათითაოდ გამოგვყარა ნომრიდან და კარი შიგნიდან დაკეტა.
-ვითომ ამხელა ამბავი უნდა აწეულიყო?- ჩაფიქრდა აიხნიე.
- ჩვენი ქორწილის დილას ყველას გასაგონად შენთვის რომ მემღერა ამაღამ შენში უნდა შემოვიდე-მეთქი, რას იზამდი?- შეეკითხა კოსტა და გოგოს მკლავი გადახვია.
-მოგკლავდი!- უყოყმანოდ მიუგო გოგომ.
- რა გეშველებათ!-ავღშფოთდი და ჩემი ოთახის კარი შევაღე.

არავინ იცის რა მოხდა, როგორ დააშოშმინა გუგუამ მარიამი, მაგრამ ლიზას ტელეფონიდან რომ ვიდეო ჩანაწერი გაქრა და თორმეტ საათზე უკვე გამოწყობილი პატარძალი ბრწყინავდა, ცხადი იყო.
მარიამის ნომერში შეკრებილ, ლამაზ კაბებში გამოწყობილ გოგოებს ცრემლი მოგვდგომოდა.
-რას ვიფიქრებდით თუ პირველი შენ გათხოვდებოდი?- ცოტაც და სალო იტირებდა.
-შენ რა გატირებს- ჩამეცინა მე- ქორწილია ხალხნო, არ გამიფუჭოთ მაკიაჟი!-სარკეში ჩავიხედე და თვალის კუთხეში გამომკრთალი ცრემლი ამოვიშრე.
-არ მოდიხართ?- კარზე დააკაკუნა თორნკემ, შემდეგ კი ოთახში შემოვიდა.
-ხო, გამოვდივართ, მოვრჩით-მივუგე გაშეშებულს.
-ოე, თორნიკე! რაო კატერინას სილამაზით დავტყვევდითო?- გამოაფხიზლა გაშეშებული ლიზამ.
-მეჯვარე სადაა?-ახლახანს შეამჩნია მიამ აიხნიეს აქ არყოფნა.
-მეორე ნომერშია, საპირფარეშოში შევიდა.
-ბიჭები აქ არიან?- იკითხა პატარძალმა და ფატა გაისწორა.
-ჰო, კონსტანტინე აიხნიეს ელოდება, დანარჩენები ქვემოთ გველოდებიან, ჯერ ჯვრისწერა იქნება, როგორც დავგეგმეთ, მერე იუსტიციაში წავალთ და...
-მიშველეეეთ!- გოგონას განწირულმა კივილის ხმამ მთელი სასტუმრო მოიცვა.
-აიხნიე?- ყველა ერთიანად გავცვივდით კარში და ჩემი ნომერის ღია კარში შევვარდით. კონსტანტინე აიხნიეს კაბას მოდებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდა.
-არიქა წყალი!- იყვირა საბაჰმა.
-მარიამი გაიყვანეთ!-ლიზამ, წერეთელმა და მარიამომ პატარძალი მოვლენების ეპიცენტრს მოარიდეს.
-ვიწვი! ვიწვი!
-დაგვაცადე ჩაგაქროთ!
ოთახში შემოვარდნილმა საბაჰმა მცივი წყლით სავსე სათლი მაშინვე აიხნიეს შეასხა. ცეცხლი ჩაქრა. კონსტანტინე მაკიაჟჩამოთხვეპნილ, ატიერებულ აიხნიეს ჩაეხუტა.
-დეედა! ბიჭის ალერსის მაგივრად ნაღდ ცეცხლში დაწვა რა უბედურებაა!
-სალომე!- დავუბრიალე თვალები.
-ცეცხლი როგორ წაგეკიდა ქალო!- იკითხა მიამ.
- სანთელი ყოფილა ანთებული და კაბაზე დამივარდა.
ყველა დანანებით ვუმზერდით აიხნიეს გრძელსა და დამწვარ კაბას.
-ეხლა რა იქნება?- იკითხა საბაჰმა.
-სანამ ქალაში გაისეირნებთ და ეკლესიაში მიხვალთ, აიხნიე გამოცვლასაც მოასწრებს და მაკიაჟის გაკეთებასაც-სიტუაციას მალევე მოვერგე და დავამშვიდე გოგონები.
-ვსო, ძვირფასო, ყველაფერი მორჩა-კონსტანტინემ გოგოს სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა.
-დანარჩენები წადით, მე დავრჩები აქ- მივმართე ხალხს.
-მეც აქ დავრჩები!- იყო თორნიკე.
-სიძე-პატარძალს ვინ წაიყვანს მერე?- დავუბრიალე თვალები.
-ყველამ იცის მანქანის ტარება!
-მოკლედ წადით დანარჩენები, ჩვენ მერეშემოგიერთდებით. მარიამი გააფრთხილეთ ყველაფერი კარგადაათქო.
ნომერი დაცარიელდა. ოთახში მე, აიხნიე თორნიკე და კონსტანტინე დავრჩით.
-წამოდი, გამოიცვალე- მოფუზულ აიხნიეს ხელები მოვხვიე და სააბაზანოში გავიყვანე.
მთელი საათ ნახევარი მოვუნდი აიხიეს მაკიაჟი, თმა და ჩაცმულობა რომ მომეწესრიგებინა. გოგონამ ჩემი საბედნიეროდ გადანახული კლასიკური, გამოსასვლელი შარვალი და პერანგი ჩაიცვა.
როცა ყველაფერი დავასრულეთ, ჩვენს მეწყვილეებთან ერთად დანიშნულების ადგილისკენ გავწიეთ. ეკლესიაში მისულებს ჯვრისწერა უკვე დაწყებული დაგვხვდა.

      იუსტიციიდან გამოსულებს, უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარს ჯერ ბუშტები გავაშვებინეთ ცაში, შემდეგ კი ფოტოსესია მოვუწყვეთ. გაგრიალებული მანქანითაც და ფეხების ატკივებამდე სიარულითაც მთელმა მაყარმა რომ გული იჯერა,  მხოლოდ მაშინ მივედით რესტორანში. გემოვნებიანად გაფორმებულმა დარბაზმა სიმშვიდე მომგვარა. სტუმრებმაც ადგილი დაიკავეს და სულმოუთქმელად ველოდით სიძე პატარძლის დარბაზში შემოსვლას.
    მთელ ღრიანცელში წარიმართა ქორწილი. სამეგობროს გოგონებმა არც აციეს არც აცხელეს, მთელი დარბაზი დაიმხეს. სტუმრები გაოცებულნი გვიყურებდნენ.
არაფერს ვიტყვი იმაზე, მიამ რომ თამადას სიტყვა ჩამოართვა და ნეფე პატარძლის ჩემი ლექსით დღეგრძელობა ყანწით მოიწადინა:
-ყურადღება, ყურადღება!-ჩანგალი ჭიქაზე იმდენად ძლიერად მიაკაკუნა, მეგონა შემოატყდებოდა.-დღეს ჩემი დაქალის, ჩემი მარიამის ქორწილია! შესაბამისად დაუშვებალია ჩემი პატარა გვრიტები რომ არ დავლოცო! აი, მე წაგიკითხავთ ჩვენი კატერინას მიერ დაწერილ ლექსს!- და ჩაახველა.
-რას ბოდავს?- გამოვცერუ კბილებში და სუფრას გავხედე. გოგონებმა მხრები აიჩეჩეს.
-ჩემო ლამაზო მარიამ,
გახდი ქორწილის ღირსიო!
ერთმანეთს ისე აბერდით
არა გასწყვიტოთ ჯიშიო!
ჩემო ვაჟკაცო გუგუა,
არ დაიღამო დილაო!
არ მიაკარო მარიამს
ნიავი ცუდი მთისაო!-დაამთავრა მიამ პოეტურად. დარბაზში ტაშმა იქუხა. მე სახე ხელებში ჩავრგე.
-მთის გავლენა იგრძნობა-ჩამიკრა საბაჰმა თვალი. ჩემს გვერდით მჯდარმა თორნიკემ ჩაიფხუკუნა და წელზე ხელი შემიცურა.
-რას ერჩი-ჩამჩურჩულა სიცილით ყურში-მართალია საბაჰი, და ნეტავ რატომ?
-გეყოს!- გამეპარა ღიმილი.
თუმცა ყანწის დაცლით დაკავებულ მიას შებლშეკრულმა გავხედე.

თაიგულის სროლის ცენა იყო კატასტროფა, რატომ?
მოდით გითხრათ...

ჯერ კარგად შეზარხოშებულმა თამადამ რომ მიკროფონში ჩასტვინა და ნახევარი დარბაზი დაყრუვდა, ამაზე არაფერს ვამბობ. ჩვენმა მთვრალმა ბიჭებმა სამზარეულოდან მაგიდა გამოატანინეს მომსახურე პერსონალს, პატარძალი იმ მაგიდაზე შეაყენეს, მაგიდა გუგუას დააკავებინეს, თუ ვინიცობა იქნებოდა, პატარძალი არ გადმოვარდნილიყო და გოგოებზე წინ ჩამწკრივდნენ.
არ გამკვირვებია სადაქალოს მაგიდიდან არცერთი ჩვენიანი რომ არ წამოდგა თაიგულის დასაჭერად. საბაჰი მიდიოდა, გავერთობიო, მაგრამ ვახომ დააკავა, ვაიდა დაიჭირო, სად უნდა წავიდეო?
არც ის გამკვირვებია მაგიდაზე ასული მარიამი რომ თვალებს გვიბრიალებდა მოდით დაიჭირეთ თაიგული, შინაბერები არ დამრჩეთო და ლამის ტირილამდე მისულიყო, მაგრამ სტუმრებს ხომ არ ალოდინებდა?
ერთხელ მოატყუა მომლოდინენი, ორჯერ მოატყუა, სამჯერ მაგრამ მეოთხედ რომ ჰაერში ავარდა პატარძლის თაიგული, რა შენელებულ კადრზეა ლაპარაკი, ეს ჩემი ბიძაშვილი იკა, მიას მიშო და აიხნიეს კონსტანტინე  ჰაერშივე ეცნენ თეთრ ყვავილებს, და ძირს დაბრუნებულებს ბებიაჩემის საცოდავი ქათამივით გაპუტული თაიგული შერჩათ ხელში.
-მხეცები, ღმერთო!- აღშფოთდა ჩემს გვერდით გაწოლილი სალომე.
აიხნიე, მარიამო და მია გაოცებულნი უყურებდნენ მათკენ მომავალ მეწყვილეებს, რომელთაც ხელში თაიგულის მესამედი ყავილები ეჭირათ და რომელთაც ხალხის ოვაციები მოაცილებდათ.

პიკი?
პიკი ბებიაჩემის ტანგო იყო. ვინაიდან სადაქალო დიდ კატერინასთან ახლო ურთიერთობას იჭერდა, მარიამმა რა თქმა უნდა ისიც დაპატიჟა ქორწილში. ყურადღება არ მიმიქცევია, როდესაც დარბაზში ტანგოს მელოდია გაჟღერდა. თავი საჭმლიდან მაშინ ამოვყავი როდესაც თორნიკემ სცენისკენ მანიშნა. წარბები ავწიე იქ გასული ლიზას გიორგის გამო და მაგიდასთან მჯომ ჩემს დაქალს გაოცებულმა გავხედე. თუ ის აქ საჭმელს მიირთმევდა, მაშ ვისთან უნდა ეცეკვა მის სატრფოს? პირი ღია დამრჩა როდესაც თავაწეულმა ბებიაჩემმა ღიმილით ჩაჰკიდა ხელი ჩვენსკენ  ეშმაკურად მომზირალ გიორგის.
-ლიზა, რა გეგონა ზაფხულში გატეხილ ანტიკვარ ვაზას შეგარჩენდა დიდი კატერინა?- გადაიხარხარა საბაჰმა.
-ღმერთო მიშველე!- სიცილით ამოთქვა ლიზამ და დარბაზში მოსრიალე თავის შეყვარებულს და ბებიას შეხედა. ჩვენს მაგიდასთან ყველა ვხარხარებდით. სიძე-პატარძალიც არანაკლებ გაოცებულნი იყურებოდნენ ცეცხლოვანი ტანგოს შემსრულებლებისკენ.
-ანუ კატერინა, ბებიაშენი გამეჯიბრა?- აწია წარბი, როდესაც ცეკვის მერე ოვაციები ჩაცხრა.
-არა, სამაგიეროს გადახდის თავისებური ხერხია- ავატრიალე მობეზრებულმა თვალები.
-ყოჩაღ გიორგა!- ტაშით შევხვდით მაგიდასთან მოსულს, რომელმაც ლიზას ძლიერად აკოცა ლოყაზე.
-შენთან ვალსით დავტკბები-გაუწოდა ლოყეფშეფაკლულს ხელი და ფეხზე ღიმილით ამდგარს, წელზე ხელი შეუცურა.
-შევუერთდეთ?- მიჩურჩულა თორნიკემ.
შოკის შემდეგ დაწყნარება ნამდვილად არ მაწყენდა.

ქორწილში თავდაპირველი წესრიგი აღარ იყო. ვინ ვის მაგიდასთან რა სადღეგრძელოს ამბობდა, კაციშვილმა არ იცოდა.
პატარძალი თავზე გვადგა და ჩვენს ხუმრობებს გმირულად იტანდა, მოულოდნელად გუგუა რომ გავიდა სცენაზე.
-მინდა ჩემს მეუღლეს სიმღერა მივუძღვნა.
-მარიამმ, მგონი ისევ დილანდელს გიმღერის.
-მოკეტე სანამ შენი ცხედარი გაუტანიათ აქედან!-კბილებში გამოსცრა ანერვიულებულმა პატარძალმა, მაგრამ ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ როდესაც დარბაზში სხვა მელოდია გაჟღერდა. ხალხი ოვაციებმა მოიცვა.
თუმცა ეს ამოსუნთქვა დაქალებს ძვირად დაგვიჯდა. სცენაზე მობარბაცე მთვრალი გუგუა "მე შენ მიყვარხარ"-ს დასაწყისს თავისი მელოდიური ხმით სასიამოვნოდ აჟღერებდა.
მარიამის გაბრწყინებულ სახეს შევხედე.
-ამან რა ოდიშვილის ეს სიმღერა არ იცის?
-რომ იცოდეს ესე გაიღიმებოდა?
-არა, აშკარად არ იცის!
- არ მოკეტავთ?!- მივუბრუნდი ზურგს უკან მოჩურჩულე გოგონებს- რას ერჩით საერთოდ ამ სიმღერას?
-ჩვენ არაფერს-მხრები აიჩეჩა ლიზამ- მაგრამ მარიამმა წესით უნდა გააფრინოს-გასწორდა სკამზე.
-წესით?- დავუქაჩე თვალები.
-საწყალი გუგუა, ამ ღამეს მოუთმენლად ელოდა, მაგრამ თავისი სიმღერებით თავი გაინადგურა.-თავი გააქნია მთვრალმა სალომემ. მაგრამ გაოცებისგან პირი დააღო, როდესაც მისამღერზე სცენიდან გადმოსულ, მოცეკვავე გუგუას მარიამი თავისი თეთრი კაბით, ყურებამდე გაღმებული შეუერთდა.
-"მე შენ მიყვარხარ! უფრო და უფრო!
შენ ჩემო სიყვარულო! ტკბილო და რთულო!"
-ამას ჰქვია სიძე-პატარძალი!- წამოიკივლა აიხნიემ, თუმცა სიმღერის ხმამ მისი ხმა გადაფარა. გოგონამ წამოხტა, გვერდითა მაგდიდიდან სადღეგრძელოს თქმით დაკავებულ  კონსტანტინეს ღვინით სავსე ჭიქა ჩამოართვა, სულმოუთქმელად დალია, იქვე მჯდომების გაოცებულ მზერა უარყო, შემდეგ გაოცებულ ბიჭს ხელკავი გამოსდო და საცეკვაოდ გააპროწიალა.
-წამოდით გოგონებო, დროა აქაურობა დავიპყროთ! -ხელი ხელს შემოჰკრა სალომემ ფეხზე როგორღაც ადგა და დერეფნიდან დარბაზში ახლახანს შემოსულ ანდრონიკეს ხელი ჩაავლო.
-"მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ პატარა ცაამდე!
მინდა რომ მუდამ სულ გვერდით მყავდე..."-საცეკვაოდ გასული სტუმრები ერთმანეთში ირეოდნენ. ნახევრად ჩაებნელებინათ დარბაზი. ნეფე-დედოფალი კი სცენაზე ასულიყვნენ და იქ ცეკვავდნენ გუგუას სიმღერის ფონზე.
-სანამ არ სცალიათ დავისვენებ!- სკამი გამოვწიე და ჩემს ადგილას დავჯექი. მაღალქუსლიანები გავიხადე, მომეშვა.
-ამას აქ რა უნდა?!- ფერი გადაუვიდა ლიზას.
მის მზერას თვალი გავაყოლე და მაგიდებს შორის მოძრავი, ჩვენს მაგიდასთან მომავალი სილუეტის გარჩევისთანავე აღებული ჭიქა ხელში გამიშეშდა.
-წერეთელი! შენს ბიძაშვილს აქ რა უნდა?- ლუკმა ძლივს გადაყლაპა საბაჰმა.
-რაა?- შებრუნდა წერეთელი უკან-ლექსო? ამას აქ რა უნდა?
-სალომ არ დაინახოს თორემ ქორწილი ჩხუბის გარეშე არ ჩაივლის.- მიას ყველა დავეთანხმეთ. როცა მოცეკვავე სალოს და ანდრონიკეს გავხედე დავმშვიდდი.
-გაგიჟება შეიძლება-აღმოხდა ლიზას.
-ამისი აქ მოსვლა იყო ახლა?- ამოიოხრა წერომ და სახე დამანჭა.
-აქედან უნდა გავიყვანოთ!- წამოხტა ფეხზე მია, თუმცა იმწამსვე ადგილზე დაბრუნდა.
- რა ხდება გოგონებო?- თავზე დაგვდგომოდა ანდრონიკე მოულოდნელად.
-სალო სადაა?- წამოვიძახე მე.
- საპირფარეშოში გავიდა.-სკამზე ჩამოჯდა ანდრონიკე და მზერით დარბაზის მეორე კარისკენ მიმავალ მთვრალი სალოსკენ გვანიშნა.
-ამ ბიჭს აქ რა უნდა ხომ არ იცი?-ლიზამ ერთ კაცთან ღიმილით მოლაპარაკე ლექსოსკენ ანიშნა. დავაკვირდი, ლექსო მიმავალ სალოს უყურებდა. შევკრთი.
- აა, ეს ალექსანდრეა, გუგუას მამიდის დედამთილის ძმისშვილია.
-რა უბედურებაა!-აღმოხდა ჭამაში გართულ საბაჰს.
დავინახე როგორ დაიძრა ლექსო დარბაზის მარჯვენა მხარისკენ, კარისკენ, საიდანაც ცოტა ხნის წინ სალო გაუჩინდარდა.
- რა მოხდა? რატო გაფითრდით?- ღვინო მოიყუდა ანდრონიკემ.
-ალექსანდრე ჩემი ბიძაშვილია!- უპასუხა წერეთელმა.
-და სალოს ყოფილიც-დავუმატე მაშინვე, როგორც კი მივხვდი რომ კარგი არაფერი უნდა მოხმდარიყო ლექსოს ამ ქმედებით.
ანდრონიკემ ამის გაგონებისთანავე პირში ჩაგუბებული ღვინო შადრევანივით გადმოაფურთხა და მთელ სუფრას ვინ ჩიოდა, მის წინ მჯდომი, ჭამაში გართული საბაჰი მთლიანად გაწუწა. თუმცა მომხდარის გაანალიზება საკუთარ თავს არ დააცადა, ფეხზე წამოიჭრა და საპირფარეშოებისკენ გაემართა. რომელშიც წამის წინ ლექსო შევიდა. ჩვენ კი ხელში სველი და მომხდარისაგან შეურაწყოფილი, გაშეშებული საბაჰი შეგვრჩა.
- მოვკლავ!- გამოსცრა კბილებში გოგონამ. ჩვენი მაგიდიდან ავიშალეთ. ლიზა საბაჰთან დარჩა. მე ჯერ ფეხსაცმელები ჩავიცვი, მერე წერეთელსა და მიას კაკუნით ავედევნე საპირფარეშოებისკენ გავიქეცით. გუმანით ვხვდებოდი კარგი შეხლა შემოხლა არ გამოიტოვებოდა და მართალიც აღმოვჩნდი.
მოკლედ, როგორც ვთქვი და ავღნიშნე, მარიამის და გუგუას ქორწილის მთელი დღე ბეწვის ხიდზე "ჩა ჩა ჩას" ცეკვავდა.

კარს მიახლოებულები არ ვიყავით სალოს განწირული კივილის ხმა მოისმა, პატარა დერეფანში ამოვყავით თავი და მაშინვე ქალების საპირფარეშოებისკენ გავიქეცით. დიდ, ფართო ოთახში შევარდნილებმა კედელს აყუდებული ლექსო და მის ყელზე შემოხვეული ანდრონიკეს ხელები ვიხილეთ. გამძვინვარებული სვანი ცოფებს ყრიდა.
-ბიჭებს დაუძახეთ! -იკივლა წერეთელმა.
მია ადგილიდან მოსწყდა. მე და წერეთელი გაცოფებულ ანდრონიკეს მივვარდით და შევეცადეთ უკვე აწითლებული ლექსო მისი ხელებიდან გამოგვეგლიჯა, თორემ ცოტაც და გაგუდავდა. სვანს მხრებზე ვეჯაჯგურებოდით, მაგრამ შენც არ მომიკვდე.
-როგორ გაბედე! როგორ გაბედე მეთქი!
-ანდრონიკე ხელი გაუშვი!
-ჩემი ბიძაშვილია არ მოკლა!
-ანდრონიკეეე! თავი არ დაიღუპო და არ დამღუპო იცოდეე!-ცალკე ტუალეტის კაბინიდან კიოდა სალომე.
- რა ხდება??-ტუალეტში შემოვარდნენ მიშო და მია.
-გააშველე!
მიშომ ანდრონიკეს ხელები ძლივს გაუკავა, ტიპი არენაზე გამოსულ ხარს გავდა. ქშინავდა. მეგონა ცოტაც და ცხვირიდან კვამლს გამოუშვებდა. ძალაგამოცლილი ლექსო იატაკზე ხველებით ჩაცურდა.
-კარგად ხარ?- ეცა წერეთელი. ორივე ლექსოს მოსულიერებას ვცდილობდით.
-ხელი გამიშვი მიშო!
-დაწყნარდი კაცო!
-მოვკლავ!
-მერე მე რა მეშველება? -გამოვარდა კარებგატეხილი კაბინიდან სალომე.
-კარგად ხარ?- სალოს მივარდა ანდრონიკე, გოგონა გულში ისე ჩაიკრა, მგონი ცაკლე ამას გაგუდავდა.
-ხოო, კარგად ვარ.
-აქ რა ჯანდაბა გინდა?- უყვირა წერეთელმა ფერმოსულ ლექსოს.
- სალომეს ნახვა მინდოდა!- დააბრიალა ბიჭმა თვალები და ფეხზე წამოხტა.
-სულ გაუტიე?!- შემომკრა ნერვებზე ბიჭის ამდაგვარმა საქციელმა.
-ჩვენ ხო დავშორდით იდიოტო!
-სალ... ხო დამირეკე არ გახსოვს?
-სალომეს სახელი აღარ ახსენო!- ჩაერია ანდრონიკე.-რას ბოდავს ეს ჩემისა, გოგო!- მიუბრუნდა გაფითრებულ სალომეს.
-ლექსო, წამო გარეთ გავიდეთ- ანიშნა მიშომ.
-სალომესთან ლაპარაკი მინდა მეთქი!- ტიპი აშკარად მთვრალი იყო.
-ხომ გითხარი მისი სახელი აღარ ახსენო მეთქი!- წაიწია ანდრონიკე ლექსოსკენ, მაგრამ სალომე გულ მკერდზე მთელი ძალით აეკრო და კისერზე ჩამოეკონწიალა ლექსოსკენ რომ არ მიეშვა.
-ლექსო წამო გარეთ გავიდეთ-უბიძგა ლექსოს კარისკენ ბიძაშვილმა.
-ჩვენ ეს საქმე არ დაგვისრულებია!- თვალები დაუბრიალა ანდრონიკემ ბიჭს, თუმცა ლექსო არ შემკრთალა. პირიქით თავი დაუქნია, აწითლებულ ყელზე სიმწრით მოისვა ხელი და წერეთლის წინ გავიდა.
-დაველაპარაკები კარგი?-სალომ ანდრონიკეს სახე ხელებში მოიქცია.
-არ გახვალ!- მკაცრი იყო ბიჭის ხმა.
-გავალ!-გაბრაზდა სალომე. -ყველანი აქ დარჩებით! ანდრონიკე, არ გაბედო ფეხი გამოადგა თორემ ხმას არ გაგცემ!
-მე წამოვალ რა- სთხოვა ანერვიულებულმა მიამ.
-აქ დარჩი!
სალომე გარეთ გავიდა.
-არასდროს არ მიჯერებს!- გამოსცრა კბილებში ნიჟარას იდაყვებდაყრდნობილმა ანდრონიკემ.
-აააააააააააააა!- საპირფარეშოში შემოსულმა ორმა უცხო გოგონამ ბიჭების დანახვისთანავე იწივლეს.
-აქ რა ჯანდაბა გინდათ! გოგოების ტუალეტია!
-ვიცით!-იღრიალა ყველაფრისგან ნერვებმოშლილმა ანდრონიკემ.
-ბოდიშით გოგოებო, აგვერია- ჯელტმენურად მოუბოდიშა მათ მიშომ და ანდრონიკეს გარეთ გასვლისკენ ანიშნა. მეც და მიაც მათ გავყევი.
-მე წავალ იმათ გავხედავ- ვუთხარი ბიჭებს.
მიშომ თავი დამიქნია და დერეფანში ნერვიულად მოსიარულე ანდრონიკეს გააყოლა თვალი, მერე მიას ბეჭებზე ხელები მოხვია.
ფოიე გადავკვეთე და დიდ ორფრთიან, მინის კარს მივუახლოვდი. ვხედავდი გაცხარებით მოლაპარაკე ლექსოს, რომელსაც შორიახლო ხელებგადაჯვარედინებული სალომე მოთმინებით უცდიდა. იქვე მდგომი წერეთელი ბიძაშვილის ლაპარაკს ანერვიულებული უსმენდა  კარს მივუახლოვდი. ის-ის იყო კარი გავაღე, დავინახე როგორ მივარდა ლექსო სალომეს და გოგოს ტუჩებისკენ საკოცნელად როგორ გაიწია, თუმცა მცდელობა ძვირად დაუჯდა. სალომემ ბიჭს თავი სწრაფად  აარიდა და ისეთი ლაზათიანი სილა გააწნა სახეში, დიდი ეჭვი მქონდა გოგონას ხელი თითებიანად წითელ ლაქად დაემჩნა ლექსოს ლოყას. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო...
-გოგო!- იღრიალა ლექსომ მთელი ხმით.
-ვინაა შენი გოგო ბიჯო?!- არც აცია, არც აცხელა სალომ გამოქანებული მარჯვენა, მოხრილი მუხლი პირდაპირ ფეხებშუა უთავაზა საწყალს. ბიჭმა იმხელა ხმაზე იღრიალა წერეთელი ამ მოულოდნელობებისკან აკივლდა ხოლო ზურგს უკან კი მორბენალი ანდრონიკეს ნაბიჯების ხმა ექოდ გაისმა.
ლექსოს ხმა ჩაუწყდა. მოიხარა, სახეზე მკვდრისფერი დაედო ფეხებშუა დაფარულმა ხელმა ტკივილი ვერ ჩაუხშო, მუხლები მოეკვეთა და ძირს დაეცა. გულწრფელად შემეცოდა.
გარეთ გავვარდი, თან მიშო და ანდრონიკე გამომყვნენ.
-ნორმალური ხაარ?!- უღრიალა წერეთელმა სალოს.
-ლამის მაკოცა!
-სალომე!- გამოვარდა ანდრონიკე თუმცა გაწამებულსახიანი ლექსოს დანახვისას გაშეშდა და ყველასდა მოულოდნელად ხარხარი დაიწყო.
-რა უქენი გოგო?- ჩაბჟირდა ბიჭი.
-ჭირი!
მიშო ლექსოს მივარდა.
სწორედ ამ დროს რესტრონიდან სამიოდე ბიჭი გამოვიდა. ალბათ სტუმრები იყვნენ.
-ლექსო ბიჭო!- შეჰყვირა რომელიღაცამ. შესაძლოა ფერწასული ლექსო და მის თავზე დასახმარებლად დამდგარი მიშო არასწორად აღიქვეს მოვარდნენ და იქ ამბავი ატყდაა....
-შეენ ბიჯო!- იყვირა ვიღაცამ და ანდრონიკეს მივარდა. სალომე და წერეთელი საჩქაროდ წავიყვანე შენობისკენ. ვერც ვიაზრებდი ბიჭები ისე გამწარებულნი ურტყავდნენ ერთმანეთს.
-ჩემს შეყვარებულს ხელი! ოე!- იღრიალა სალომემ მოულოდნელად, თავისი ხელი გამომგლიჯა და მაშინვე ჩხუბის ეპიცენტრისკენ წავიდა. ბიჭს, რომელმაც ანდრონიკეს მუშტი გვარიანად გაარტყა, სალომესგან იქვე ძირს მდგარი შუშის ბოთლის თავზე ჩამომსხვრევა ხვდა წილად.
-დახოცავენ ესენი!- ტიროდა წერეთელი.
-ნუ ჩხუბოობთ!- კიოდა მოვარდნილი მია.
სად იყო და სად არა პოლიციის ხმა გაისმა. ახლადმოსულებს კი ხელში ხორცივით დამუშავებული ანდრონიკე, ფერადი მიშო, ჯერაც ოთხად მოკეცილი ლექსო, თმა აბურდული სალომე, მომტირალი წერეთელი, სამი უცნობი მოჩხუბარი ბიჭები და გაფითრებული, გაშეშებული მე დავხვდით.
-მია, წადი ფხიზელი ვინც იქნება იმას გააგებინე მომხდარი და იზრუნე სიძე-პატარძალმა არაფერი გაიგონ და ქორწილი არ ჩაშაიშალოს!-გადავუჩურჩულე ზურგს უკან მიას. გოგონას წასვლა ეთაკილებოდა, თუმცა ხელზე მწარედ ჩქმეტის შემდეგ ჩემს ნებას დაჰყვა.
-რა ხდება?
- საჩივარი მინდა შევიტანო!- გაიჯგიმა სალომე. კბილები დავაღრჭიალე. მომინდა გოგო თმით მეთრია იმის გამო, რომ ცოტა ხანში ცხრავეს პოლიციის განყოფილებაში გვმასპინძლობდნენ.
შუა ქორწილიდან თავი თეთრ, პოლიციელებით სავსე, გაჩახჩახებულ ოთახში რომ ამოვყავით, თან გამოსასვლელი სამოსით, მინდოდა მეკივლა. თუმცა ხმას ვინახავდი, მთელი ნერვული აშლილობა ერთიანად რომ ამომეფრქვია.
სიმწრისგან მომემუშტა ხელები და აცრემლებული ვიყურებოდი კარებისკენ, იქნებ თორნიკე რამენაირად მოსულიყო.
-თუ შეიძლება დაწვრილებით მოყევით ყველაფერი!- ამოიოხრა ღიპიანმა პოლიციელმა და სავარძლის საზურგეს მიეყუდა. დიდი მაგიდის გვერდით ნებიერად მჯდარმა, ფეხებგადაჯვარედინებულმა სალომემ ღრმად ჩაისუნთქა და ხელახლა დაიწყო.
-მოკლედ პატივცემულო, საპირფარეშოში გახლდით, ჩემს ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებდი... იყოს ესეთი დაწვრილება?-ჩაეკითხა თვალებმოჭუტული სალომე პოლიციელს. ჩემს გვერდით მჯდარი, თვალზე ყინულმიდებული ანდრონიკე დაიძაბა.
-იყოს- ამოიოხრა მოთმინება ამოწურულმა კაცმა.
-ჰოდა, ბუნებრივ მოთხოვნილებებს ვიკმაყოფილებდი, უცებ კარი შემომინგრიეს. წარმოიდგინეთ ქალი ხართ პატივცემულო პოლიციელო, საცვალჩახდილი უნიტაზზე ბრძანდებით და თქვენი გადაკარგული ყოფილი ტუალეტის კარებს გინგრევთ, რას გააკეთებდით?
სალომეს ზედმეტი ტლიკინით დაღლილმა კაცმა თვალები აატრიალა. მიშომ ჩაიცინა, თუმცა ყბის ტკივილისგან სახე მოეღრიცა.
-სალომე!- გაფრთხილებასავით ჟღერდა ანდრონიკეს ხმა.
-შენ ჩუ, ძვირფასო! ხოოდა პატივცემულო პოლიციელო დავიწყე კივილი, ხელში მოყოლილი ტუალეტის ქაღალდი ვესროლე, ქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხში ჩავარტყი
სხვათაშორის პატივცემულო, ეს ფეხსაცმელი საკმაოდ ძვირი ღირდა, სპეციალურად ჩემი დაქალის ქორწილისთვის ვიყიდე და ამ მომტყდარი ქუსლის გამო შიშველი ფეხებით დავრბოდი...
-საკმარისია ქალბატონო გავიგე ყველაფერი!- თვალები დაუბრიალა კაცმა.- ამის შემდეგ დაესხა ბატონი ანდრონიკე ბატონ ლექსოს თავს?
-დიახ პატივცემულო, ლექსო ჩემი ყოფილია და ვფიქრობ მის მიერ ჩემი ბუნებრივი  მოთხოვნილევების დაკმაყოფილების შეწყვეტა მეტად შეურაწმყოფელია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი ახლანდელი შეყვარებულის საქციელი და ჩემი იმჟამინდელი ქმედება სრულიად ადეკვატური რეაქცია იყო, ვინაიდან...
-ქალბატონო ძალიან გთხოვთ!
-დიახ. - თვალები ააფახუნა სალომემ.
- ღმერთო შენ გვიშველე-ამოვიოხრე და სახე ხელებში ჩავრგე დაღლილმა.
- აპატიეთ, ბევრი დალია- მიმართა პოლიციეს აქამდე ჩუმად მჯდომმა მიშომ.
-ქალბატონო, თქვენი ვინაა ლექსო?-შებრუნდა ხელებში თავჩარგული წერეთლისკენ.
-ბიძაშვილი... სამწუხაროდ-დაამატა ცოტა ხნის შემდეგ გასწორებულმა.
- გასაგებია...
-პატივცემულო, ციხე აგვცდება?
კაცმა შეურაწყოფილი სახით გამოხდდა სალომეს. მერე თავი გააქნია, არაფერი გეშველებას ჟესტით და წერა განაგრძო.
მე სიხარულისგან კინაღამ კივილი დავიწყე თორნიკე და გაბრიელი რომ დავინახე. მაშინვე ფეხზე წამოვხტი და ჩემსკენ მომავალს ზედ შევახტი, გაბრიელს კი წერეთელი მივარდა.
ჩვენების შემდეგ ასე თუ ისე უკან მალევე გამოგვიშვეს. თუმცა სალომე რის სალომეა ბოლომდე არ ჩაყოს თავი ნიანგის ხახაში?
-პატივცემულო- ფოიეში ვიყავით გამოსულნი, ჯერ კიდევ მთვრალი გოგონა ანდრონიკეზე იყო ჩამოკონწიალებული.- აქ პატიმრები არიან სადმე? ქურდები და რამე.-თვალები მოჭუტა გოგომ. ანდრონიკემ მზერა მაღლა აღმართა. მიშომ შენობიდან გაგვასწრო.
- კი, არიან-გულგრილად მიუგო პოლიციელმა.
-მოკითხვა გადაეცით რა!- ვედრებად დაიღვარა გოგონა.
-ლექსოს როდის გამოუშვებთ?-იკითხა წერეთელმა.
-წესით ქალბატონი სალომე უნდა დაგვეკავებინა, ბატონ ლექსოს შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნას...
-"ასეთია ქურდი კაცის ბედიიი
ფათერაქი უკან დასდევს მუუდაამ
და ცხოვრების ნახევარზე მეეტიიი
ციხე-ციხე გაატაროს უუუნდააა"-ამღერდა მოულოდნელად თვალებმინაბული სალომე, რომელსაც ანდრონიკე იჭერდა. მის მაღალ ხმაზე ფოიეში განთავსებული სამუშაო მაგიდებთან მოკალათებულმა ფორმიანებმა გაოცებული თვალები  ჩვენსკენ მომართეს.
-თორნიკე, გეფიცები ამას მოვკლავ!- ლამის იყო ტირილი დამეწყო.
-კარგი პატარავ, ყველაფერი კარგადაა! -ბიჭმა ხელი მომხვია და გარეთ გამიყვანა. მანქანაში ჩამსვა. აღარაფრის თავი მქონდა. იმ წუთას მინდოდა მხოლოდ ჩემი ფუმფულა საბანი და ძილი. როცა დანარჩენებიც მანქანაში მოთავსდნენ და მანქანა დაიძრა, ვიკითხე:
-წერეთელი და გაბრიელი სად არიან?
-ლექსოსთან დარჩნენ, წაიყვანენ სახლში, ცოდოა. -მიპასუხა მგზავრის სავარძელში მჯდარმა თორნიკემ.
- არა რაა!- დაიწყო ჩემს გვერდით მჯდომმა სალომ- გაიგეთ ხალხნო? ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნებაო, დაილოცოს ჩემი მარჯვენა! არ ავუთქვიფე უცებ თოხლოსავით ის გასიებული ეკალი ა?- თავის თავს აქებდა გოგონა. ის იყო ნერვებმოშლილ ანდრონიკეს მისთვის რაღაც უნდა ეთქვა, ბოლომდე რომ ამომასხა და მთელი ჩემი ძალით ვიკივლე.
-გეყოფააააა! - მოულოდნელობისგან შემხტარმა მიშომ მანქანა შუა გზაზე გააჩერა. ვკიოდი მანამდე სანამ ხმა არ ჩამეხშო და ყურები არ მეტკინა. მერე როცა ოთხი წყვილი გაფართოებული თვალი ჩემსკენ დავაფიქსირე, როცა სუნთქვა დავიწყნარე ამოვთქვი.
-სახლში მინდა!
და იყო სახლი.
ოღონდ ჯერ სალომე და ანდრონიკე მივიყვანეთ რესტორანში.
მერე იყო სახლი, თორნიკეს თბილ მკლავებში.

*  *  *

დილა ხმაურით დაიწყო. კარზე კაკუნის გამო გამომეღვიძა და გულში ის ადამიანი მივაწყევლე, ვინაც მაიძულა თორნიკეს თბილი მკლავებიდან გავთავისუფლებულიყავი. კარი გავაღე და ხელში მომტირალი, ხალათში გამოწყობილი სალომე მომხვდა. ვამბობ, ეს გოგო ჩემი ჭირია რა!
-სალომე?!
-ააგდე ეგ შენი თორნიკე და ანდრონიკე მომიძებნეთ,  წუხელის რომ მოვედით მეჩხუბა, ლექსოს რატომ დაურეკეო, არადა საბაჰის დაბადების დღის წინ გაგდებულმა მთვრალმა დავურეკე და ხო ვიცი რომ წყევლის გარდა არაფერს არ ვეტყოდი და რა უნდა რატომ მეჩხუბება?!- ამოიჯუჯღუნა ბავშვივით.
-გოგო შენ რა გჭირს?- მოვხვიე მკლავები-ძაან გაემოციურდი ხომ იცი შენ...
-აბებს ვსვამ!
-კარგი, დაწყნარდი... მოვა ანდრონიკე სად დაიკარგება? გადაუვლის წყენა.
-მე უნდა შემოვირიგო!- დამეხსნა მოულოდნელად.
-როგორ?
-ვიზამ რამეს!
-გუგუა და მარიამი სად არიან?
-არ ვიცი, ალბათ მთელი ამ დროის უსექსობას ინაზღაურებს ბიჭი!- გოგოს მკლავზე ვუჩმიტე.
ენა გამომიყო და თავის ნომერში დაბრუნდა.
-ვინ იყო?-ამოიბუზღუნა თორნიკემ და მის გვერდით დაწოლილს მკერდზე დამადო თავი.
-სალომე. წიწილას წიწილა გაექცა.
თორნიკე ჩამეხუტა და ის ის იყო ჩავთვლიმე, კარზე კვლავ აკაკუნებენ.
ოხვრით წამოვდექი.
-აიხნიე?-გოგო ადგილზე ცქმუტავდა.
-ჯერ კიდევ გძინავთ? ორი ხდება, გამოდით!
-რა იყო?
-შენი ბიძაშვილი და მარიამო წუხელის გაპარულან! წერილი დაგვიტოვეს!- ააფრიალა ფურცელი ჰაერში. ხელიდან გამოვგლიჯე.
-თქვენ თუ რამეს ღადაობთ, ვერ გადამირჩებით!
" ჩემო ძვირფასო სადაქალო, დილით გაბრაზებულებს იმედია მოცემული წერილი დაგაოკებთ. მოგეხსენებათ იკაზე გაგიჟებით ვარ შეყვარებული და ამ ქორწილის გამოც ოცნებები მომაწვა. იკამაც შემომთავაზა შემოსათავაზებელი და ახლა ალბათ ან ქორწინების მოწმობას ვკოცნი, ან საწოლში ვნებივრობ.
"სორით" ჩემი ქორწილი რომ ვერ გაღირსეთ, განსაკუთრებით დიდი "სორი" კატერინას- ბიძაშვილის ასე უნამუსოდ ახევისთვის.
          სიყვარულით პატარძალი მარიამო"

წერილის წაკითხვისთანავე ემოციები ყელში მომაწვა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
-კატერინა, მშვიდობაა?-მეძახდა ზურგს უკნიდან თორნიკე.
-ჩემი ბიძაშვილი და მარიამო ქორწილიდან დამტყდარან!- ავღშფოთდი.
- და?
-რა და?
-მე გეკითხები რა და?
- ბიჭო მე შენ გეკითხები რა და და?
თორნიკემ ამოიოხრა.
- რო გაიპარნენ მერე რა იყო?
-რა რა იყო?!
-კატერინა რა გჭირს?
-რა მჭირს?
- გოგო შარზე ხარ?- გაეცინა თორნიკეს.
- რა გაცინებს?
-კატერინა მე წავალ ხო? - ზურგს უკან გადადგა ნაბიჯები აიხნიემ.
-წადი! წადი- მივუხურე კარები. ვერც გავიგე ისე ამაცალა ხელიდან ფურცელი.
-მოდი აქ- გაშალა თორნიკემ ხელები.
-რომ მოვიდე რა?
-კატერინა მაბრაზებ!- აშკარად აღარ იყო გართობის ხასიათზე.
-მერე რა ჩემი ბრალია?!- ამემღვრა თვალები.
-გოგო ნორმალური ხარ?!- გაეცინა ცალყბად. წელზემოთ შიშველი მომიახლოვდა.
-მე როგორ უნდა ვიყო ნორმალური ა?- მივეყუდე კედელს და ტუჩი გადმოვაბრუნე.
-კატერინა!- მომიახლოვდა და მზერით გამაშეშა. მის შავ თვალებში ცეცხლის ალები ელვარებდნენ.
-რა გინდა!-არ ჩამოვრჩი.
-ეხლა აზროვნებ როგორ ბავშვურად იქცევი ხო?!- სუსხიანი იყო მისი ბარიტონი.
-თორნიკე...
-რო გეკითხები ხომ შეგიძლია ნორმალურად მიპასუხო და არაფრისგან პანიკები არ აწიო?!- შეეკრა წარბები. კედელზე ხელები დაელაგებინა და მათ შორის მოქცეული ( არ ვიცი რის გამო) ვთრთოდი.
- შენ რა გინდა ახლა?!- მიკანკალებდა ხმა.
-კატერინა, შენ რა გინდა? უაზრობებზე იწყებ წუწუნს.- მიბრაზდებოდა.
და იმის მაგივრად რომ შევკამათებოდი, ერთი ამბავი ამეწია და ბოდიში მომეხდევინებინა, სახე ხელებში ჩავრგე და ავღრიალდი.
იმ წამსვე ხარხარი მომესმა.
სახე ხელებიდან ამოვყავი. თორნკე იცინოდა.
- საბაჰმა მართალი თქვა, ჩემთან წრუწუნას ემსგავსები.
მე კი ნაწყენმა და აღშფოთებულმა თვალები გავაფართოვე. შევეცადე დავწყნარებულიყავი. მოხარხარეს უხეშად გავკარი მხარი, საწოლის წინ კარადას მივვარდი და იქ დადებული ლარნაკი დაუფიქრებლად გავაქანე პირდაპირი რეისით თორნიკესკენ.  ბიჭმა ჩაკეცვა ძლივს მოასწრო. ლარნაკი კედელს შეასკდა და ამოვისუნთქე.
-გოგო ნორმალური ხარ?!-იღრიალა გაცოფებულმა.
-ნორმალურები შენსკენ მოიკითხე იდიოტო!- მივაძახე და ამჯერად მეორე ლარნაკს დავწვდი. ისიც ასცდა მიზანს.
- გეყოფა შე ალღეშო!(გიჟი)
-შენ კარგად ერთობოდი ჩემს რეაქციებზე არა შე გაკრულო? შე გონჯო, შე ჩიხა!(სულელი, ცუდი, მახინჯი)
- კატერინა რამეს მომარტყავ!
ხილის ხის დაწნული ჯამი გავუქანე ბიჭს. მიზანს ამჯერად მოხვდა. თუმცა ღირდა კი?
-ღმერთო მიშველე!-დამანჭული სახით იზელდა მარჯვენა მკლავს.
-თორნიკე!-მივვარდი მაშინვე. სადღა მახსოვდა წუთისწინანდელი გაბრაზება.
-ეხლა გაგახსენდი?!- გამოსცრა კბილებში.
-გეყოფა! ძალიან გტკივა?
-მაკოცე და გამივლის- ჩაიფხუკუნა, თუმცა ჩემი ჩქმეტის გამო მალევე დამანჭა სახე.
-რა  მწარე ხელი გაქვს!
-თუ არ მოეშვები ამ შენს უაზრო თამაშებს, სიმწარე მერე უნდა ნახო! გაკრულო!(დებილი)- დავუბრიალე თვალები.
-კარგი, მაპატიე-წელზე მოულოდნელად მომხვია ხელი, გულ-მკერდზე ამიკრა და ვნებიანად მაკოცა.

*   *   *

-ლიზა, რას უყურებ?- ჩამოუჯდა გვერდით საბაჰი.
-გუგუა მარიამს რომ უმღერის ქორწილის დილას- გადაიკისკისა გოგონამ და ტელეფონს ხმა აუწია.
"ამდენი მოთმინება დამთავრდააა
ამაღამ უნდაა შემოვიდეე შენშიიი
ჩემო მაარიაამ!"
-ეგ არ წაგაშლევინა?- შემოვიდა სიცილით თორნიკე და ხელი გადამხვია.
-აიხნიეს ჰქონია შენახული-ჩავიკისკისე.
-ხო, თან მაგათმა შვილებმა ხო უნდა იცოდნენ მამამისი მათ ჩასახვას როგორ გეგმავდა?-ჩაიღიმა საბაჰმა.
-არ გაგიგოთ ფრთხილად- თმაზე მაკოცა თორნიკემ.-ჩვენ როდის უნდა ვიფიქროთ პატარა წიწილებზე?- ჩამჩურჩულა ყურში ეშმაკურად მომზირალმა და ხელი წელიდან ქვემოთ ჩაასრიალა.
- როგორი აფერისტია, ღმერთმანი!- ავღშფოთდი და საყვარელი კაცის ღიმილმორეულ ბაგეებს ტუჩები უყოყმანოდ შევაგებე.
-საწოლში ქენით ეგ!-იყვირა საბაჰმა.
-სხვაგანაც შეიძლება- შემოვიდა ოთახში სალო.  გვერდით შემოყოლილ ანდრონიკეს ეშმაკურად გახედა. როგორც ჩანდა შერიგებულიყვნენ.
- მაგალითად სად?- აწია წარბები ლიზამ.
- კატერინა გეტყვის- ჩამიკრა თვალი გოგომ.
მაშინვე ჩემი საწყალი თუთის ხე გამახსენდა. სხეულში დავლილმა ბრაზმა ერთიანად მომიცვა.
-სალომე!- ვიყვირე და მისკენ გაწეულს უეცრად წელზე შემიცურეს ხელი.
-კარგი პატარავ!- გადაიხარხარა თორნიკემ. -რა მოხდა?
-ჩემი ბავშვობის თუთის ხე მომაჭრევინა ამ დამპალმა- აცრემლებული თვალებით გავხედე ღიმილმორეულ სალოს რომელიც საწრუპიდან ყავას ხმაურით მიირთმევდა. ანდრონიკეს სიცილის დასამალად თავი ჩაექინდრა.
-მერე არ გინდა ჩვენც ვცადოთ და მოვაჭრევინოთ?- ისე, რომ სხვებს არ გაეგო მიჩურჩულა. სახე მაშინვე გამინათდა ეშმაკური ღიმილისგან.
-სალო, შენთან ქუთაისში როდის ჩავიდეთ?- გავძახე თორნიკეს მხრიდან.
-კატერინა, ვიცი რაც გაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ვერ ეღირსები!- ჰაეროვანი კოცნა გამოგვიგზავნა და როგორც კი მისკენ გავიწიე მაშინვე სამზარეულოდან გაშპა.
- ბოდიში რა კატერინა-დამწუხრდა ანდრონიკე.
- იმ ხეზე უნდა მიმებით ორივენი და დამეწვით.-ამოვიბუზღუნე და თორნიკეს მხარზე თავი ჩამოვადე.
-უი ისე-მომაგონდა უცებ-წერომ და გაბრიელმა რამდენი ხნით დავრჩებით სვანეთშიო? ან ბიძაშვილი რა უყო?
-ეგენი სვანეთიდან ჩამომსვლელები არ არიან, მალე მეც და ანდრონიკეც ვეწვევით და აქეთ არც გამოვიხედააავთ!- შემომყვირა მეორე ოთახიდან სალომემ.
-ლექსოს მე დაველაპარაკე-დასერიოზულდა ანდრონიკე.
ლიზა და საბაჰი ღმერთმა უწყის მერამდენედ ატრიალებდნენ ვიდეოს. ფანჯრიდან გავიხედე. გუგუას მანქანა მოადგა კორპუსს. მანქანიდან გადმოსული მარიამის დანახვაზე ელდა მეცა, თუმცა ამჯერად ბოროტად დარჩენა ვამჯობინე. კიდევ კარგი შემოსასვლელი კარი ღია იყო.
"თუუ წამომყვები გრძნობის საზღვართააან,
სურვილეები უუნდა ავიღოო ხელში,
ამდენი მოთმინება დამთავ..."
-ლიიზაააა!-  იკივლა ახლადმოსულმა მარიამმა.
-ჩემი ბრალი არაფერიაააა აიხნიემ შეინახა!-აქედან უკიოდა ფეხზე წამომხტარი გოგონა.
-ვერ გადამირჩებით!

დასასრული



№1 სტუმარი Qeti qimucadze

shen gaixareee
rac me amat kitxvisas pozitivi damigrovdaa. axla samyarosac unda gavunaciloo. bevri aseti siyvarulikoebi gvinda. aseti megobrwbi. gijebi. mxiarulebi. bednierebi. ertgulebi da tamamebi. madloba avtors siamovnebis cutebiatvia. radgan katerinas eshvelaa. yvelas eshvelwbaaa

 


№2  offline მოდერი sabah alkhyr

ღმეეერთო :დდდ მუცლის კუნთები მტკივა :დდდდ

 


№3  offline მოდერი ჰებე

Qeti qimucadze
shen gaixareee
rac me amat kitxvisas pozitivi damigrovdaa. axla samyarosac unda gavunaciloo. bevri aseti siyvarulikoebi gvinda. aseti megobrwbi. gijebi. mxiarulebi. bednierebi. ertgulebi da tamamebi. madloba avtors siamovnebis cutebiatvia. radgan katerinas eshvelaa. yvelas eshvelwbaaa

დიდი მადლობა, მიხარია რომ ასე გაგამხიარულე
<33

sabah alkhyr
ღმეეერთო :დდდ მუცლის კუნთები მტკივა :დდდდ

მასეა საჭირო! მასე!
:დდდ

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ერთი სიამოვნებააა ამ ისტორიის წაკითხვა, ყველა ნაწილი იმდენად დადებითი მუხტით არის სავსე, იუმორით გაჯერებული, ემოციური და არ შეიძლება განწყობა რომ არ შეგიცვალოსს, ძალიან ძალიან კარგია

 


№5  offline წევრი Megioki

აი, მე ვიხალისეე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კომენტარს ეხლა კი ვწერ მაგრამ გუშინ გამათენებინა და რა ვქნა :დდ რაღაც მომენტებზე სიცილისგან კუნტები ამტკივდა. სხვათაშორის ოჯახის წევრები შევაწუხე :დდ რას კითხულობ ამისთანას რომ აგვიკელიო ასე გამომიცხადეს. ჰოდა ახლა "ვძალადობ" მათზე, რომ ოთხივე ნაწილი წაიკითხონ და მიხვდნენ რა მაცინებდა გიჟივით. :დდ

უჰ, კარგად კი ვისიამოვნე და ვიხალისე ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი რია როსი

მოვკვდი მე,ვავა ნენა(უსაშველოდ ბევრი გადაბჟირებული სმაილი იგულისხმე)

აუაუაუაუაუუუუუუ მეხუთე არ იქნებააა????(ჩემით მივდივარრ :დდდდდდდ ოკ პკ :დდდდდდდდ)

 


№7 წევრი Life is beautiful

აუ ხო მეხუთეც❤️
გადასარევი იყო ჩავბჟირდი და გადავბჟირდი. ღამე ვკითხულობდი და კინაღამ მეზობლები შემომიცვივდენ იმხელა ხმაზე ვახაოდი სიცილისგან და შეკავებული სუნთქვის გამო... :D
აუ ამათი მართლა წიწილები რა მაგარი იქნებაა... ♥️ პატარები... აუ. მინდა მინდა..
მეხუთეც რაა გთხოოვვვ... ♥️
ვქიმე ახლაც ცუდად ვარ... ^_^
ერი სიტყვით.. ფერფექტო^_^(მპა) გაკოცე♥️^_^

 


№8  offline მოდერი ჰებე

Daldoni Daldoni
ერთი სიამოვნებააა ამ ისტორიის წაკითხვა, ყველა ნაწილი იმდენად დადებითი მუხტით არის სავსე, იუმორით გაჯერებული, ემოციური და არ შეიძლება განწყობა რომ არ შეგიცვალოსს, ძალიან ძალიან კარგია

მადლობააა
მიხარია რომ მოგეწონა

Megioki
აი, მე ვიხალისეე, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კომენტარს ეხლა კი ვწერ მაგრამ გუშინ გამათენებინა და რა ვქნა :დდ რაღაც მომენტებზე სიცილისგან კუნტები ამტკივდა. სხვათაშორის ოჯახის წევრები შევაწუხე :დდ რას კითხულობ ამისთანას რომ აგვიკელიო ასე გამომიცხადეს. ჰოდა ახლა "ვძალადობ" მათზე, რომ ოთხივე ნაწილი წაიკითხონ და მიხვდნენ რა მაცინებდა გიჟივით. :დდ

უჰ, კარგად კი ვისიამოვნე და ვიხალისე ❤️❤️❤️

მიხარია რომ გაგახალისა
<33333 მადლობა

რია როსი
მოვკვდი მე,ვავა ნენა(უსაშველოდ ბევრი გადაბჟირებული სმაილი იგულისხმე)

აუაუაუაუაუუუუუუ მეხუთე არ იქნებააა????(ჩემით მივდივარრ :დდდდდდდ ოკ პკ :დდდდდდდდ)

არა მოდი, დარჩი,
:დდდ
მეხუთეც იქნება
(საუკუნის ბოლოს)
:დდდ

Life is beautiful
აუ ხო მეხუთეც❤️
გადასარევი იყო ჩავბჟირდი და გადავბჟირდი. ღამე ვკითხულობდი და კინაღამ მეზობლები შემომიცვივდენ იმხელა ხმაზე ვახაოდი სიცილისგან და შეკავებული სუნთქვის გამო... :D
აუ ამათი მართლა წიწილები რა მაგარი იქნებაა... ♥️ პატარები... აუ. მინდა მინდა..
მეხუთეც რაა გთხოოვვვ... ♥️
ვქიმე ახლაც ცუდად ვარ... ^_^
ერი სიტყვით.. ფერფექტო^_^(მპა) გაკოცე♥️^_^

მადლობა, პატარა წიწილებზე პირადად ვიზრუნებ
:დდდ

 


№9  offline წევრი Yavisfertvala

აუ მესამე თავს ვერ ვპოულობბ

 


№10  offline მოდერი sabah alkhyr

Yavisfertvala
აუ მესამე თავს ვერ ვპოულობბ

კატერინას წიწილები ჩაწერეთ საძიებოში და ამოგიგდებთ მესამესაც❤️❤️

 


№11  offline წევრი kavai

აუუუუ კაწიიიიი, ვიშოკები ვბჟირდები და ვფორთხავ, ერთი ეგ ბებიაშენის "ნიფხავი" არ მოგიცია მერე განახებ სანახავს, სალიოო მიმიქარავს არც მე ვაკლებ, ( რათ მინდა და ქორწილის ღამეს უნდა ჩავიცვა) ხოდა ხალხნო მიხვდებიდით ამ ისტორიით რომ როცა ვწერ ვიხევი, ვფორთხავ, ვიგუდები, მართლააა ვიგუდებიიიი, ისტერიული სიცილი ჩემი სავიზიტო ბარათია.
პს. ეს ლექსო ასეთი გიჟი არაა ამათ გამიგიჟეს,
და ხო,
პსს.მართალია სალიო, მე თუ სვანეთში წავედი იქედან უკან დამბრუნებელი აღარავაარ.
დიიდიი სიყვარულიით, წერეთლის ასული ❤❤❤

 


№12  offline წევრი ირო

ვაიმე რომელი სათია.დავაღვიძე სახლში ყველა ჩემი ხარხარით.შენ გაიხარე,ასეთი საოცარი ისტორიისთვის და ღმერთს მადლობა რომ ტრანსპორტში არ წავიკითხე,დამბურძგლა წარმოდგენისას გიჟად რამდენი შემრაცხავდა.

 


№13  offline მოდერი ჰებე

ირო
ვაიმე რომელი სათია.დავაღვიძე სახლში ყველა ჩემი ხარხარით.შენ გაიხარე,ასეთი საოცარი ისტორიისთვის და ღმერთს მადლობა რომ ტრანსპორტში არ წავიკითხე,დამბურძგლა წარმოდგენისას გიჟად რამდენი შემრაცხავდა.

მადლობა მადლობა მადლობა
:დდდ
სხვათაშორის ეღირებოდა
:დდ

kavai
აუუუუ კაწიიიიი, ვიშოკები ვბჟირდები და ვფორთხავ, ერთი ეგ ბებიაშენის "ნიფხავი" არ მოგიცია მერე განახებ სანახავს, სალიოო მიმიქარავს არც მე ვაკლებ, ( რათ მინდა და ქორწილის ღამეს უნდა ჩავიცვა) ხოდა ხალხნო მიხვდებიდით ამ ისტორიით რომ როცა ვწერ ვიხევი, ვფორთხავ, ვიგუდები, მართლააა ვიგუდებიიიი, ისტერიული სიცილი ჩემი სავიზიტო ბარათია.
პს. ეს ლექსო ასეთი გიჟი არაა ამათ გამიგიჟეს,
და ხო,
პსს.მართალია სალიო, მე თუ სვანეთში წავედი იქედან უკან დამბრუნებელი აღარავაარ.
დიიდიი სიყვარულიით, წერეთლის ასული ❤❤❤

ღმერთმანი როგორ გეამა
:დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent