შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული (ნაწილი 5)


12-02-2021, 00:10
ავტორი მერიემ
ნანახია 829

თითქმის უსულო სხეული მალევე მოათავსეს გადაუდებელი დახმარების მანქანაში...
-მანქანით გავყვეთ- ლექსომ ძლივს მოიყვანა გონს ვახტანგი და ქეთევანი.
მარიამი გაუნძრევლად იდგა, მხოლოდ გზას უყურებდა...მას ეს უკვე გამოცდილი ჰქონდა...მან ეს ტკივილი გადაიტანა... ვეღარ შეძლებდა... თორნიკეს ვერ დაკარგავდა...
-მარიამ, რა ხდება ამიხსენი- გიორგიმ გაოგნებისგან აღარ იცოდა რა ექნა
-მანქანას გავყვეთ,გიო-მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა
მიდიოდნენ გიგანები მანქანებით, მიჰყვებოდა მათი კოლონა სასწრაფოს მანქანას... მიჰყვებოდა მათი იმედის მანქანას...ყველას საერთო საფიქრალი ჰქონდა... თორნიკე გადარჩენილიყო...მეტ მსხვერპლს ვერ გაუძლებდნენ... მეტს ვეღარ გადაიტანდნენ... ეს ხო თორნიკე იყო... მათი მზურნველი თორნიკე...
ეყოლებოდა ამ ომს კიდე ერთი უდანაშაულო მსხვერპლი? ნუთუ აღარასდროს დასრულდებოდა...
ბიჭი უკვე საოპერაციოში ჰყავდათ შეყვანილი.ჰოლში უამრავი ადამიანი შეკრებილიყო...ყველა ნაცნობი თუ ნათესავი...დუმდნენ, მხოლოდ ქალების ტირილი არღვევდა სიჩუმეს...განაჩენივით ელოდნენ ექიმის გამოსვლას...
-ვინ ესროლა?-მოულოდნელად ფეხზე წამოდგა მარიამი
-მოვაგვარებთ,ბიძი-ყველას გაუკვირდა გოგონას შეკითხვა
-მოსაგვარებელი აქამდე მოგვარდებოდა,მითხარით ვინ ესროლა ჩემს ძმას-მკაცრი იყო გოგოს ტონი
-ტვილდიანებმა-თავი დახარა ვახტანგმა
-ასე უმოქედოდ ვისხდებით და დაველოდებით რომელი ვიქნებით შემდეგი?-ცინიკურმა ხმამ გადაფარა მარიამის სევდა
-ბიჭები უკვე წავიდნენ, მოაგვარებენ
-ყველა დაისაჯოს,იცოდეთ ჩვენი ოჯახის წევრების დაღვილი ყველა წვეთი სისხლის გამო აგონ პასუხი,თორემ მეც ავიღებ იარაღს. გეფიცებით,მეც ავიღებ და გვიანი იქნება-მარიამს აღარაფერი აინტერესებდა
-მარიამ, გთხოვ დაწყნარდე-გიორგი გვერდით ამოუდგა გოგონას
-მითხარით სად არიან ტვილლდიანები, თორემ თვითონ ვიპოვი
-უკვე წასულები არიან,ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ექიმს დაველოდოთ
-ჯანდაბას თქვენი სიტყვები-გაცოფებული იყო გოგო
4 საათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმის სანატრელი სიტყვები გაისმა...თორნიკე ძლიერი აღმოჩნდა, იბრძოლა მისმა სხეულმა და მოერია ამ ბოროტების მიზანს... თორნიკე მოერია ამ ტყვიას...არავინ იცოდა გონს როდის მოვიდოდა, მარტივი ოპერაცია არ იყო და ახლა გადარჩენა პირველი გამარჯვება იყო...თორნიკე გადარჩა...
ზეიმი იყო ჰოლში, ალბათ ამ გვარს ასეთი საერთო ბედნიერება დიდიხანია არ წვევია...ვახტანგს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავიდან დაებადა ბიჭი...მარიამი ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებდა...გიორგის ეხუტებოდა ძლიერად,სანამ არ დაინახა კუთხეში ოთხად მოკეცილი კესანე...
-ჰერცოგინია, კარგადააო, გადარჩაო. აღარ იტირო რა- ეფერებოდა მარიამი დაქალს
-რომ ვერ გადარჩენილიყო. ისე უნდა მომკვდარიყო რომ არ მეთქვა სიმართლე?-უფრო ატირდა გოგონა
-ეტყვი, ყველაფერს აუცილებლად ეტყვი, კესო. მასაც და მეც. რას მალავ ასეთს რომ გტანჯავს და ვერ ამბობ. ნუთუ შენამდეც მოვიდნენ-გულში ძლიერად იკრავდა გოგოს.
საღამოს ექიმმა ყველა სახლში გაუშვა, ლექსოს თქმით სჯობდა ყველა ერთად ყოფილიყვნენ და საცხოვრებლად მათ საკუთრებაშივე მყოფ უშგულის სახლში წასვლა შესთავაზა
-მე არსად არ მოვდივარ. აქამდე ჩემს სიტყვას არავინ უსმენდით. მე არ მოვდივარ. ჩემს სახლში ვრჩები- შეუდრეკელი იყო მარიამი
- საშიშია ბიძი, ცალცალკე თუ ვიქნებით მოგვერევიან
-ისედაც მოგვერევიან. მარტივია იმ ადამიანების დამარცხება რომელთაც შიგნით აქვთ პრობლემები, არა, მამა?
- რას გულისხმობ?- გაუკვირდა ვახტანგს
-მაიძულებთ ისე ჩავერთო ბრძოლაში რომ სიმართლე არ ვიცოდე. ამიტომ კატეგორიული ვიქნები. ჩემს სახლში ვრჩები, გიორგიც ჩვენთან წამოვა
-იქნებ სჯობდეს სასტუმროში დავრჩე?
-შენც ნუ დაიწყებ ჩემს წინააღმდეგ წასვლას,ძალიან გთხოვ
-როგორც გინდა, არმინდა დისკომფორტი შეგექმნას
-ისედაც მექმნება და მირჩევნია ამ დროს ჩემთან იყო
-კარგი, ჩვენც მარიამთან ერთად წავიდეთ ვახტანგ
-კარგი-დაეთანხმა კაციც
შესასვლელთან მისულს კადრივით წარმოუდგა გასროლა და თორნიკეს დაცემა...
ერთხელ განცდილი ტკივილი არასდროს დაგავიწყდება,არასდროს მოგცემს საშუალებას გადავიწყდეს... მოშუშებულ იარას გავს, რომელიც დროთა განმავლობაში გახსენებს თავს...ყველაზე ცუდი ამ დროს იცით როგორი შეგრძნებაა?! აი ისეთი ეს ყველაფერი შენთვის არახალი რომაა და დეჯავიუს გრძნობასავით რომ გეტაკება. ამ დროს რა კითხვა დაგებადებოდათ? ალბათ... რ ო დ ე მ დ ე?!
მარიამი საოცარად დაიმუხტა, მიხვდა რომ ახლა ყველა იმ ძალის გამოყენების დრო იყო რასაც ამდენ ხანს ინახავდა... მიხვდა რომ ახლა მამიდის ყველა რჩევას ჰქონდა ახსნა...ძლიერი უნდა ყოფილიყო, თავი საწყალი და დაჩაგრული არ უნდა ჰგონებდა... გინდა თუ არა... გკითხეს თუ არა, შენ ამ ბრძოლაში ხარ...ამიტომ თავი უნდა ასწიო, მყარად დადგე და იბრძოლო. იბრძოლო თორნიკესთვის, დედისთვის, მამისთვის, კესანესთვის, გიორგისთვის და შენთვის, საკუთარი თავისთვის...
* * *
იმავე საღამოს ტვილდიანებში ქაოსი ატყდა...ალექსანდრეს და მიხეილს მოსვენება დაკარგული ჰქონდათ...
-მარიამს უნდა დაველაპარაკოთ, მან არაფერი იცის. თუ გაიგებს რომ ამ ყველაფრის გაჩერების ერთადერთი გზა მისი გათხოვებაა იქნებ დაგვთანხმდეს- ბოლო იმედს ებღაუჭებოდა მიხეილი
-მის ოჯახს ალბათ უღირს მსხვერპლი რადგან არ ეუბნებიან- შეუვალი იყო ალექსანდრე
-რატო ჯიუტობ, აქამდე ასე არ ფიქრობდი. რა დაგემართა?
-უბრალოდ ვიბრძოლოთ მამა, სადამდეც შევძლებთ
-მე ასე არ გამიზრდიხარ. შენ იცოდი რომ ეს დრო დადგებოდა.შენი ოჯახის გამო ვალდებული ხარ, სანდრო
-როგორ მომბეზრდა ეს თქვენი ვალდებულებები-დაიყვირა ბიჭმა და ოთახი დატოვა...
იმავე საღამოს ოჯახს ამცნეს რომ გიგანებმა მიხოს ძმა მალხაზი მოკლეს...
იმავე საღამოს შეიმოსა გვარი შავად...ალბათ იქვე სადღაც იდგა ვიღაც ვინც წერდა... +1 გარდაცვლილი...დოგმებს, საუკუნოვან ადათებს შეწირული კიდევ ერთი ადამიანი...გაშავდა გვარი, მათაც ეწვია ტკივილი...
ტიროდა მიხეილი, მისტიროდა ძმას...გელა კი ნერვიულად სცემდა ბოლთას, არ ელოდა ამ დარტყმას... ნეტა რა ეგონა მარტო თვითონ გაიარჯვებდა?!
-რამდენჯერ გითხარი ომს გამარჯვებული არ ჰყავსთქო-თითქოს ჩურჩულით უთხრა მიხეილმა ძმას
-ახლა რა ვქნათ, მიხო- ცრემლი მოიწმინდა კაცმა
-გითხარი, გეუბნებოდი გაჩერდითქო
რამდენიმე დღეში დაასაფლავეს მალხაზი... ყველა წესის დაცვით...
ალექსანდრე ხმას არ იღებდა მაგრამ გრძნობდა მარიამთან გასაუბრების დრო იყო...დრო იყო შეხვედრის...

* * *
მალხაზის გარდაცვალების ამბავს ლექსო ზეიმივით შეხვდა...მარიამიცც მიხვდა, რომ დაისაჯა ტვილდიანი...
-ეს რომელი ტვილდიანია მამა?-გოგონამ უმალვე ჰკითხა
-რას ნიშნავს რომელი?-გაუკვირდა კაცს
-ვისი მამა იყო?
-მას შვილები არ ჰყავდა,შვილო. რატო მეკითხები?-ვერ ხვდებოდა კაცი
-უბრალოდ
ალბათ მარიამი ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ვინმეს სიკვდილი არანაირ გრძნობას არ გაუჩენდა... არც სიბრალულს, არც თანაზიარობას...ნუთუ ისიც მათნაირი შეიძლებოდა გამხდარიყო...
თორნიკე ჯერ გონს ვერ მოდიოდა, დღეები გადიოდა, მაგრამ ბიჭი არ იღვიძებდა. ყოველდღე სტუმრობდა ოჯახი და კესანე, რომელიც ზოგჯერ ღამეც კი იპარებოდა და იქვე სავარძელში იძინებდა...
მარიამი და გიორგი კი ხშირად საუბრობდნენ იმაზე თუ როგორ ეპოვათ გამოსავალი.
-ვიცი, ამ ყველაფრით დაიღალე-სევდანარევი ხმით მიუგო გოგომ ბიჭს
-შენს გამმო ყველაფერს გავუძლებ, მარიამ
-ამიტომაც მიყვარხარ-გოგონამ ჯერ გარემო შეამოწმა და შემდეგ აკოცა ბიჭს
-ჩემო ონავარა-გაეცინა ბიჭს და კოცნაში აყვა, სანამ იქვე დაცემის ხმა არ გაიგეს.
მარიამმა ქამრიდან იარაღი ამოიღო და იქეთ წავიდა სადაც ხმაური იყო
-ახლავე გამოდი ვინც ხარ- იარაღი მოიმარჯვა
-მარიამ, იარაღი საიდან გაქვს
-გამოდითქო-იყვირა გოგომ
-ქალბატონო, მე ვარ. უკაცრავად მინდოდა შეუმჩნევლად წავსულიყავი მაგრამ დავეცი-ხელებაწეული გამოვიდა ოჯახის დამხარე გოგო
-ნინი, როგორ შემაშინე-გაეღიმა მარიამს
-არ მჯერა რომ იარაღით დადიხარ- აღარც იცოდა ეცინა თუ გაბრაზებულიყო
-კარგი რა- გაეღიმა მარიამს
-ნინი, ადექი საყვარელო, არ გესვრი- სიცილს ვერ იკავებდა ბალახებში გადავარდნილი გოგოს დანახვის წამიდანვე
-ბოდიში, არ მინდოდა თ ქვენი შეწუხება-მორცხვად წამოდგა და სახლისკენ წავიდა გოგონა
-იარაღის გამოყენება იცი, მარიამ?- სერიოზულად დაინტერესდა ბიჭი
- ვიცი
-საიდან?
-ნაცნობმა მასწავლა
- ვინ ნაცნობმა?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს
-საფრანგეთშიც იცოდი, ახლა გამახსენდა, იქ პარკში ყველა სამიზნე რომ ჩამოაგდე
-ჰო
-ვიმსახურებ სიმართლე ვიცოდე
-როგორ გითხრა სიმართლე როცა თვითონ არ ვიცი ბევრი რამ
-იმ ბიჭმა გასწავლა?-გაღიზიანება შეეტყო ბიჭს
-ვინ ბიჭმა- არ შეიმჩნია გოგონამ
-აი იმან, ოჯახის მეგობარიაო
-ჰო
-და ამაზე ახსნა არ გაქვს?
-გთხოვ, ახლა ამაზე არ გვინდა-მარიამს არ უნდოდა გახსენება. ასე უფრო ბევრი კითხვა უჩნდებოდა, მაგრამ ხომ არის სიტუაციები, რომელთაც ვერ გაექცევი...სწრაფად აირბინა კიბეები და ოთახში შეიკეტა. გიორგის სიტყვებმა წარსულში დააბრუნა

* * *
4 წლის წინ
მარიამები აუზთან ისხდნენ,მზეს ეფიცხებოდნენ და პატარა მარიამის გაკეთებულ წყალწყალა ყავას სვამდნენ
-მარიამ, როდის უნდა ისწავლო ყავის გაკეთება-შეაპარა ღიმილით მამიდამ
-ისევ არ მოგწონს?-ეღიმებოდა მასაც
-ოდნავ მეტი ყავა რომ უქნა მგონი გამოსწორდება ხოლმე პრობლემა
-კარგი შემდეგში ვცდი
-მერამდენე შემდეგია, მარო-ეცინებოდა ქალს
-შენს გულს ვუფრთხილდები,ჩემო ტკბილო ბისკვიტო
-ისემც შენ რა გითხარი
-კარტოფილის შეწვა ხო მასწავლე, ამ კვირაში არ გვეყოფა?-იცოდა მარიამს გააგიჟებდა
-ქალმა ყველაფრის გაკეთება უნდა იცოდეს, ვაიდა ხვალ გათხოვდე-დაიწყო მარიამმა ჩვეული დამრიგებლური ნოტაცია
-მამი, 16 წლისას მათხოვებ? თან ხვალვე?-სერიოზულობას ვერ ინარჩუნებდა
-ქალბატონო მარიამ, სტუმარი გყავთ-დამხმარე გოგონა აუზთან გავიდა ქალბატონების დასაძახებლად
-ალბათ ალექსანდრე მოვიდა-მალევე წამოხტა ქალი
-მამიდა,რატო არ მითხარი სტუმარი თუ გვეყოლებოდა?-ოდნავ ეწყინა კიდეც გოგონას გაუფრთხილებელი ვიზიტი
-უცებ გადამავიწყდა, მიდი, ჩაიცვი და გამოდი
უფროსი მარიამი ჩაცმული იყო და პირდაპირ ბიჭისკენ წავიდა
-ალექსანდრე, როგორ გამახარე,ჩემო კარგო-ქალი მოეხვია ბიჭს
-მარიამ, მადლობა რომ დამპატიჟეთ-გაუღიმა სანდრომაც
-დიდიხანია რაც ჩამოხვედი?
-ახლახანს ჩამოვედი, მიყვარს პარიზი. ნოსტალგიური ქალაქია
-მიხეილი და ნანუკა როგორ არიან
-არაუშავთ, ძალიან ნერვიულობენ. რაც დრო გადის უფრო ეშინიათ
-იციან მარიამი რო გაიცანი?
-არ იციან. არც ის იციან რას ვაპირებ... მაგათ რა ეცოდინებათ მეც არ ვიცი ჯერ-სევდა მოერია ბიჭს
-ყველაფერი კარგად იქნება, თქვენ ამას შეძლებთ-მზურველი ხმა ჰქონდა ქალს
-ვინ ჩვენ?
-შენ და მარიამი
-მაგაში ეჭვი მეპარება, მარიამ
-აუცილებლად მოერევით მათ, შენ და მარიამი აუცილებლად გაიმარჯვებთ
-უკვე აღარაფერი აღარ ვიცი
კარებთან მიყურადებული გოგო კიდევ კარგა ხანს არ შეუმჩნევიათ. მერე ისევ თვითონ გადაწყვიტა შესვლა
-გამარჯობა-თბილად გაუღიმა ბიჭს
-გამარაჯობა, როგორ ხარ?-ხელი გაუწოდა სანდრომ,
-მადლობა,კარგად, შენ?-სანდროს ხელს თავისი მიაგება
-მეც კარგად.უნებლიედ მომესმა და რას მოვერევით მე და შენ?-გოგონამ პირდაპირ ჰკითხა გაგონილი
-სამშობლოს მონატრებას-სწაფადვე უპასუხა ბიჭმა, ისე რომ უფროსმა მარიამმა გააზრებაც ვერ მოასწრო
-ცოტა რთული მოსარევია- ისევ დაუსევდიანდა ხმა გოგონას სამშობლოს ხსენებაზე
-მეგობარმა მითხრა რომ ახლა საქართველო ღვინის ფესტივალზეა წარდგენილი, თუ სურვილი გექნება წავიდეთ-გულწრფელად შესთავაზა ბიჭმა
-მართლა?-გაუკვირდა მოულოდნელი წინადადება
-ჰო, ვნახავთ რას წარადგენს ჩვენი ქვეყანა-ეღიმებოდა მარიამის გაოცებულ სახეზე
-კი,მაგრამ მამიდა, შენ გამიშვებ?-თვალების ფახუნით ახედა ქალს
-არ გჭირდება ეგ გამიშვის მზერა, წადი-გაეღიმა ძმისშვილის ქცევაზე
-მიშვებ? რა გჭირს, რამე ხოარ გაწუხებს- ეცინებოდა მარიამს და გაკვირვებას ვერ მალავდა, მამიდასთან სადმე გაშვების თემა ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო
-კი გაგიშვებ, მაგრამ თუ ჭკვიანად მოიქცევი-გამხიარულდა ქალი გოგოს რეაქციაზე
-ჩავიცვამ, კარგი?ახლავე ჩამოვალ. დამელოდე-ბედნიერი წამოხტა და კიბეებზე აირბინა
-როგორ გაბედნიერდა-გაუკვირდა ბიჭს გოგოს ასეთი რეაქცია
-ხო, უცხოებთან თავიდან მორცხვადაა, მის სურვილს ასრულებ. აბა რა გეგონა-მხარზე ხელი დაადო ქალმა
-იმედია ეს ნაპერწკლები არასდროს ჩაუქრება-ისევ დასევდიანდა ბიჭი
-ალექსანდრე, შენს თავს ნურაფერს აბრალებ.ეს ბედისწერაა... რაც ან ვინც არ უნდა გადაწყვიტოს, დედამიწაზე არაფერი ხდება უმიზეზოდ...ყველაფერს თავისი ახსნა აქვს, ამ ყველაფერსაც-ამ სიტყვებმა ღრმად დაიდო ბინა ალექსანდრეს გულში.
მარიამის მალე მომზადება ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა. კიბეებზე სირბილით ჩამოვიდა მზად ვარო დაიძახა და მოსაცმელის მორგება დაიწყო
-სანდრო, გაბარებ- მეტი არაფერი უთქვამს ქალს. ანდაც მეტი რისი თქმა იყო საჭირო. ყველაზე მეტად ენდობოდა ბიჭს...
-აი ეს შენ დაიმაგრე-მარიამმა საქართველოს დროშის "ბრელოკი"დაუმაგრა მაისურზე სანდროს,თვითონაც იგივე ეკეთა და ხელში პატარა დროშები ეკავა.
-მარიამ, ჭკვიანად მოიქეცი არ გააგიჟო ბიჭი-ისევ ეცინებოდა აჟიტირებული გოგოს ყურებისას
-კარგი, მამიდა. გპირდები
-წავიდეთ?-ალექსანდრე ცდილობდა არ შეემჩნია, როგორ აბედნიერებდა გოგოს ასეთი ემოციების ყურება.
წყვილმა დატოვა სახლი. ალექსანდრემ წინა კარი გაუღო გოგოს, თვითონ კი საჭესთან მოთავსდა.
-მამიდამ დაცვა არ გამოგვაყოლა?-უამრავჯერ გახედვის შემდეგ ჰკითხა ბიჭს.
-არა, არ გამოგვაყოლა-ჩვეული სიმშვიდით უპასუხა სანდრომ
-პირველად მივდივარ სადღაც დაცვის გარეშე,იცი?-აღტაცებას ვერ მალავდა გოგონა
-მიხარია, რომ ამ განცდის მომსწრე ვარ-წრფელი ღიმილი დასთამაშებდა ბიჭს
-რატო გენდობა მამიდა ასე?-არ წყვეტდა შეკითხვების დასმას
-დიდიხანია მიცნობს
-მხოლოდ მაგ მიზეზის გამო?
-სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
-არ ვიცი-ეწყინა მარიამს ბიჭის მოკლე პასუხები
-მართლა მენდობა, ისიც იცის თუ საჭირო გახდა ბოლო წამამდეც შენ დაგიცავ-გულწრფელი იყო ალექანდრე
-მე?რატო?-გაუკირდა ძალიან
-ამაზე მართლა მოკლე პასუხი მექნება, იმიტომ-გაეღიმა
ხმა აღარ ამოუღია მარიამს.მიხვდა, ისიც არაფერს ეტყოდა... ალექსანდრე მშვიდი მძღოლი გამოდგა. მარიამი ხშირად აპარებდა მისკენ მზერას, ბიჭი კი, მხოლოდ გზისკენ იყო კონცენტრირებული. მარიამს მზერა ბიჭის ნაკვთებიდან მის თლილ თითებზე გადაჰქონდა...რომ მიხვდა დაკვირვება დიდხანს გაუგრძელდა,სწრაფადვე მოაშორა მზერა.
ალექსანდრემ მანქანა პარკთან გააჩერა.
-მოვედით?-მოავლო ინტერესით მზერა გოგონამაც
-ჰო,ფესტივალი ღია სივრცეშია, გადმოდი და დროშები არ დაგრჩეს-გაეღიმა ბიჭს.
-რა ლამაზია-აღმოხდა მარიამს, როცა ღვინის ფესტივალზე საქართველოს კუთხეს მიადგენენ
-საქართველო ღვინის ქვეყანაა, ვინც არ უნდა აურჰყოს ასეა-მხრებში გაიმართა ბიჭი
-რა თქმა უნდა
-დააგემოვნებ?
-კი,ოღონდ მამიდას არ უთხრა
-კარგი,არ ვეტყვი-გაეღიმა ისევ
-რომელი გავსინჯო?
-ჩემი საყვარელი ქისი რომ გაგასინჯო?
-გავსინჯოთ,თან მომიყევი რა არის ქისი
-ეს ქისი არგოხშია მოყვანილი,იცი სად არის არგოხი?!კახეთში,ახმეტის რაიონია.ნახე შეფერილობით ჩალისფერია, მაისის თაფლის ელფერებით. სასიამოვნო, მოტკბო სურნელი აქვს, სადაც თეთრი ატამი, მწიფე მსხალი და მდიდარი ყვავილოვანი სურნელები ჩნდება. მაღალმჟავიანი, გემრიელი ღვინოა, საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი დაბოლოებით. ქისი, ჩემთვის საუკეთესო ღვინოა.გასინჯე-საოცრად აღტაცებული საუბრობდა ალექსანდრე,მარიამი მოინუსხა ბიჭის თხრობით.ჯერ ბოკალი აიღო, ფრთხილად გაამოძრავა,სურნელი შეიგრძნო, შემდეგ კი მოსვა.ზუსტად ის იგრძნო რაც ალექსანდრემ აუღწერა.
-მოგეწონა?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო გოგონას
-საინტერესოა, გემოზე და სურნელზე არაფერს ვამბობ. საინტერესო ღვინოა-აღტაცებული იყო ისიც
-მიხარია რომ მოგეწონა,სხვასაც გასინჯავ?
-მირჩევნია ქისის გემო არაფერმა შეცვალოს
ბევრი იარეს და ათვალიერეს თავიანთი მხარის სუვენირები და წარმოდგენილი პროდუქტები.უცებ მარიამმა ტირი დაინახა,სადაც ბავშვები რიგში იდგნენ და მონაცვლეობით ესვროდნენ სამიზნეებს რომ სათამაშო მოეგოთ.
-გინდა ვითამაშოთ?-ბიჭს უყურადღებოდ არ დარჩენია გოგონას მზერის ობიექტი
-მე სროლა არ ვიცი, არ გამომდის
-გასწავლი
-შენ იცი?
-ვიცი
-რატო იცი?
-უბრალოდ, მამამ მასწავლა დიდი ხნის წინ.თავის დაცვა ყველა სიტუაციაში უნდა შეგეძლოს
-მამიდასავით მელაპარაკები ახლა-გაეღიმა მარიამს სანდროს სერიოზულ ტონზე
-ანუ მამიდა სულ სიმართლეს გეუბნება-გაეღიმა ბიჭსაც
-ოჰო
-წამოდი, გასწავლი
მარიამი გაკვირვებული მიყვებოდა ბიჭს. თოფი აიღო სანდრომ, დამაკვირდიო უთხრა და ერთმანეთის მიყოლებით დალაგებული ბოთლები მონაცვლეობით წააქცია.ყველა გაოგნებული უყურებდა. წამყვანმა დიდი სათამაშოს გადმოღება რომ დაიწყო სანდრომ უთხრა რომ დრო მიეცა და გამარჯვებულად მხოლოდ მაშინ ჩაეთვალა, როცა მარიამი წააქცევდა ყველას.
-მე ვერ შევძლებ, მართლა არ გამომივა
-გამოგივა, კონცერტრირდი
გოგონამ იარაღი მოიმარჯვა ქილა მიზანში ამოიღო და დიდხანს შეყოვნდა
-მარიამ, მოეშვი, მხრები ძალიან დაძაბული გაქვს. მიზანს დააკვირდი, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და ესროლე
-ვცდილობ,მაგრამ ხელი მიკანკალებს
-იმიტომ რომ დაძაბული ხარ, უბრალოდ დამშვიდი. ღმერთო, რა ემოციური გოგო ხარ-ეცინებოდა მარიამის გამომეტყველებაზე
-კარგი, ვცდი. არ დამცინო თუ არ გამომივიდა
-გამოგივა.მოდი-უკნიდან ამოუდგა, იარაღის მყარად დაჭერაში დაეხმარა. მარიამმა ჩაისუნთა ამოისუნთქა და ისროლა... როგორც ალექსანდრემ უთხრა გამოუვიდა...
-ვაიმეე, წაიქცაა. დაინახეეე ალექსანდრე წაიქცაა-ხტუნაობდა და ყვიროდა
-დავინახე, პირველივე სროლაზე გამოგივიდა.ყოჩაღ-ეღიმებოდა ბედნიერი მარიამის დანახვისას
-დანარჩენებიც უნდა წავაქციოთ,ალექსანდრე. დამაკვირდი-მოეზადა ისევ და ყველა ქილა ერთიმეორის მიყოლებით წააქცია.
ალბათ წარმოიდგენთ, როგორ გაგიჟდებოდა ბედნიერებისგან მარიამი... მარიამის ბედნიერებისგან კი სანდრო... მოიგეს დიდი სათამაშო ჟირაფი, რომელიც მარიამისხელა იყო და ძლივს დაჰქონდათ... მარიამმა ტირის მერე უამრავი კარუსელა მოიარა. ალექსანდრეს ეგონა ბავშვი ჰყავდა სასეირნოდ გამოყვანილი ისეთი საქანელები მოსწონდა მარიამს. არ შეეძლო ყველა გოგონას ქმედებაზე არ გაეცინა... ის ისეთი ლაღი იყო, ჰარმონიული, თავისუფლებას მოწყურებული... წასვლის წინ ვერ მოითმინა და ისევ წააქცია ქილების ორი ზოლი და მეორე მოგებული სათამაშო გვერდით წაგებულ ბავშვს აჩუქა...
უკვე ბინდდებოდა და სახლში წასვლის დრო იყო, ვერ გეტყვით მარიამი დაიღალათქო,მაგრამ სანდრო აშკარად მიქანცული იყო
-ალბათ დაგღალე,ხო?-შეამჩნია რომ წინ მიმავალს სანდრო გვერდით აღარ მიყვებოდა
-უბრალოდ ვერ ვხვდები ამხელა ენერგია საედან გაქ-გაეღიმა ისევ
-იცი რამდენიხანია ასეთი თავისუფალი არ ვყოფილვარ?! გასართობ ცენტრებში, საქანელებზეც კიარ ვმჯდარვარ დაცვის გარეშე... ეს დღე არასდროს დამავიწყდება. მადლობა, ალექსანდრე-თბილად გაუღიმა ბიჭსდა ნელი სიარულით სვლა განაგრძო...
იმ საღამოს მარიამი ყველაზე ბედნიერი იყო. იმ საღამოს მარიამმა იგრძნო რა წყურია ყოველთვის... თავისუფლება...ესაა გრძნობა,რომელიც ფრთებს გასხამს...გაძლიერებს...არ გამძიმებს,პირიქით...



№1  offline წევრი Megioki

არანაირი ქიმია არ იგრძნობა მარიამსა და გიორგის შორის. რაღაც აკლია რა გიორგის.
სანდრო უფრო სხვანაირია, მებრძოლი. ეს გიორგი კიდევ მორცხვი ბიჭივით არის. :დდდ მარიამი ძლიერი ჩანს და გიორგი მის ფონზე სუსტი პიროვნება გამოდის.

რაც შეეხება ამ თავს, მე ძალიან მომეწონა ❤️ აი, ერთი სული მაქვს ალექსანდრეს და მარიამის შეხვედრის სცენა წავიკითხო :დდდ ვაიმე ეს გიორგი მოაშორე. :დდ არა განა რა დამიშავა? არც არაფერი. უბრალოდ, სანდრო და მარიამის წვილი უფრო მომწონს. თუმცა შენი საქმის შენ უკეთ იცი ❤️❤️

აა ჰო, გამომრჩა ჩემი კესანე და თორნიკე. ოო, ამათ შორისაც საინტერესო ამბებს ველი :P მომწონს ეს ორი ერთად ❤️❤️

 


№2  offline წევრი მერიემ

Megioki
არანაირი ქიმია არ იგრძნობა მარიამსა და გიორგის შორის. რაღაც აკლია რა გიორგის.
სანდრო უფრო სხვანაირია, მებრძოლი. ეს გიორგი კიდევ მორცხვი ბიჭივით არის. :დდდ მარიამი ძლიერი ჩანს და გიორგი მის ფონზე სუსტი პიროვნება გამოდის.

რაც შეეხება ამ თავს, მე ძალიან მომეწონა ❤️ აი, ერთი სული მაქვს ალექსანდრეს და მარიამის შეხვედრის სცენა წავიკითხო :დდდ ვაიმე ეს გიორგი მოაშორე. :დდ არა განა რა დამიშავა? არც არაფერი. უბრალოდ, სანდრო და მარიამის წვილი უფრო მომწონს. თუმცა შენი საქმის შენ უკეთ იცი ❤️❤️

აა ჰო, გამომრჩა ჩემი კესანე და თორნიკე. ოო, ამათ შორისაც საინტერესო ამბებს ველი :P მომწონს ეს ორი ერთად ❤️❤️

მართლა მარტო შენი შეფასების გამო ღირს გამოქვეყნება. უღრმესი მადლობა. ძალიან მამხნევებს შენი კომენტარები და ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავებში...

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

გიორგიი მურმანის ეკალივითააა, საერთოდ ვერ აღვიქვამ მარიამს და გიორგის წყვილად, რატომ გიყვართ ავტორებს მესამე პირის ჩართვაა რა საჭირო იყო გიორგის და მარიამის ვითომდა სიყვარულიი რადგან არცერთისგან არ იგრძნობა რაიმე სიყვარულის მსგავსიი, ახლა ბანალურად ალექსანდრეზე იყრის ჯავრს მარიამი რადგან მასთან დაქორწინება მოუწევს და ანუ ცხოვრების დამანგრეველად წარმოიდგენს, სიმართლე გითხრა მარიამმაც ვერ მომხიბლაა რადგან საერთოდ არ ცდილობს სიმართლის გარკვევას არადა რომ მოინდომოს შეძლებს, ჯერჯერობით ყველაზე მეტად ალექსანდრე მომწონს, ჩანს რომ მარიამი უყვარს მაგრამ მარიამის ბედნიერებისთვის ამდენი ხანი შორიდან უყურებდააა.

 


№4  offline წევრი Nobodyelse

გიორგის პერსონაჟი მეზედმეტება smile არანაირ ემოციას არ იწვევს. ჯერ-ჯერობით სტაბილურად მიდის ისტორია, მომწონს, მაგრამ ცოტა ცეცხლი აკლია ჩემი აზრით, რაღაც გარდამტეხი სჭირდება.

 


№5  offline წევრი მერიემ

სტუმარი დარინა
გიორგიი მურმანის ეკალივითააა, საერთოდ ვერ აღვიქვამ მარიამს და გიორგის წყვილად, რატომ გიყვართ ავტორებს მესამე პირის ჩართვაა რა საჭირო იყო გიორგის და მარიამის ვითომდა სიყვარულიი რადგან არცერთისგან არ იგრძნობა რაიმე სიყვარულის მსგავსიი, ახლა ბანალურად ალექსანდრეზე იყრის ჯავრს მარიამი რადგან მასთან დაქორწინება მოუწევს და ანუ ცხოვრების დამანგრეველად წარმოიდგენს, სიმართლე გითხრა მარიამმაც ვერ მომხიბლაა რადგან საერთოდ არ ცდილობს სიმართლის გარკვევას არადა რომ მოინდომოს შეძლებს, ჯერჯერობით ყველაზე მეტად ალექსანდრე მომწონს, ჩანს რომ მარიამი უყვარს მაგრამ მარიამის ბედნიერებისთვის ამდენი ხანი შორიდან უყურებდააა.

გიორგი ამ ისტორიაში არავინაა, ზუსტად ეს არანაირი როლი დაეხმარება მარიამს რაღაცებს მარტივად შეხედოს

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

მიყვარს! გელი!❤❤

 


№7  offline წევრი მერიემ

სტუმარი თიკო
მიყვარს! გელი!❤❤

მადლობა!მადლობაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent