შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული (ნაწილი 6)


13-02-2021, 23:13
ავტორი მერიემ
ნანახია 1 423

* * *
წარსულის ფიქრებიდან კარებზე კაკუნმა გამოიყვანა...
-შეიძლება?-ისევ გიორგი იყო
-შემოდი
-თუ მარტო ყოფნა გინდა...-აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ბიჭს
-არა,შემოდი.
-მარიამ-დაიწყო საუბარი დიდხნიანი დუმილის შემდეგ
-გიორგი, კარგად ვარ. არ მინდა ჩემს გამო ინერვიულო. ბოდიში, მარტო დაგტოვე.
-რაღაც კითხვა მიტრიალებს თავში და მოსვენებას არ მაძლევს
-გისმენ
-იქ, ეზოში...ის გოგო რომ არ ყოფილიყო... გაისროდი?ესროდი?-ძლივს ამოთქვა ბიჭმა
-რატო მიაქციე ამას ამხელა ყურადღება-მარიამი ცდილობდა სიტუაცია მარტივად დაეხატა
-ესროდი,მარიამ?
-არ ვიცი
-არ იცი?
-ხო, არ ვიცი
-მარიამ
-გიორგი,გთხოვ დაივიწყე ეს თემა-შეაწყვეტინა საუბარი ბიჭს და ფანჯარასთან მივიდა.
-ყველაფერზე მეუბნები რო დავივიწყო. რომ ამაზე პასუხი არ გაქვს. შენს დასახმარებლად ვარ აქ, შენ კი თითქოს თავს მარიდებ-ამოთქვა რაც აწუხებდა და მანაც ჰორიზონტს გაუსწორა თვალი.
-იმ სიტყვების წარმოთქმაც კი მებანალურება,რომ გამიგო...რომ მენდო, რომ უბრალოდ დრო მომცე ეს ქაოსი დავალაგო ჩემს თავში...ვერაფერს ვხვდები, ვერაფერს ვუძებნი ახსნას...ყველაფერი ტყუილი იყო, ყველაფერი ყალბი...იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს,ლამის თავი გამისკდეს...ვესროდი თუ არა?! კი, ვესროდი...ჩვენს გადასარჩენად ვესროდი...მაშინ რომ შემძლებოდა, სახლში რო ვყოფილიყავი მამიდას გადასარჩენადაც ვესროდი...განა მარტო ერთს, ყველას ვინც იქნებოდა... მე რომ მაშინ შენთან არ ვყოფილიყავი იქნებ ეს არც მომხდარიყო, არასდროს მტოვებდა მარტო, მე კი დავტოვე. რამდენიმე საათი და ახლა ყველა იმ წუთს ვნანობ...მაშინ თორნიკეს რომ ესროლეს... მაშინ რომ შემძლებოდა მაშინაც ვისროდი...ნეტა შემძლებოდა...ესროლე თორემ გესვრიანო ერთხელ მითხრეს და მგონი ახლა ეგ ინსტიქტი მაქვს-გულიდან წამოსული გრძნობებისგან დაცლას გავდა მისი საუბარი, ოღონდ იმ დაცლას თან ყველაფერს რომ ამბობ თან ბევრ რამეს ვერა...
-ასე შენს თავს დაკარგავ,ასე მათნაირი გახდები-თავი დახარა ბიჭმა
-იქნებ მათნაირი ვარ და სწორედ ამას მარიდებენ.იქნებ მეც რიგითი სისხლის ამღები ვარ-ცრემლები აწვებოდა გოგონას და ჟრუანტელი უვლიდა ამ სიტყვების წარმოთქმისას
-შენ მათნაირი არ ხარ,ეს აღარ თქვა-აწყნარებდა გიორგი უკვე ატირებულ მარიამს...ახლა უკვე მის თავშიც ქაოსი იყო...
* * *
-ანუ აკოცა?-გაბრაზება ერეოდა ხმაში
-კი და ყურების დროს ფეხი ამისრიალდა და იქვე დავეცი.მარიამი იარაღით დამადგა,ძლივს გადავურჩი-ეღიმებოდა წრფელად გოგონას
-იარაღით?-გაბრაზება გაკვირვებამ წამსვე შეუცვალა
-ჰო,როგორც ჩანს თან დააქვს
-კარგი,თუ რამე ახალს შეამჩნევ დამირეკე-ისევ მალევე გაწყდა დიალოდგი.
* * *
უკვე საღამოვდებოდა,როცა მარიამი დაცვის თანხლებით საავადმყოფოში, თორნიკეს პალატის კარებთან იდგა.ღრმად ამოისუნთა-ჩაისუნთქა და შევიდა
-ისევ გძინავს,ისევ ისე მშვიდად გძინავს-დაიწყო საუბარი გოგომ-მენატრება შენთან საუბარი...მენატრები...მჭირდები... ახლა უგონოდ ყოფნის დრო არ არის.გთხოვ,მალე დამიბრუნდი.გაიღვიძე,თორნიკე.დამპირდი ყველაფერს ახლო მომავალში გეტყვიო, მე კიდე შენს გარდა აღარავის ვენდობი.გაიღვიძე,თორემ გპირდები არცერთი ამის ჩამდენი ცოცხალი არ დარჩება...ალბათ ეს სიტყვები გეუცხოვება ჩემგან. მეც კი მიკვირს როგორ გამეფდა ზიზღი და ბრაზი ასე ჩემში...ალბათ მამიდა როცა თმენის და კულტურის გაკვეთილებს მიტარებდა ამისთვის მამზადებდა, რომ გამეძლო.უამრავი შეკითხვა მაქვს თორნიკე, გაიღვიძე,დამეხმარე,თორემ ვეღარ ვუძლებ ამ ქაოსს...უკიდეგანოდ მჭირდები...მეც და კესარიასაც...განა არ ვიცი ყოველ ღამე აქ რომ ზის...განა ვერ ვხვდები რომ გაუცხოვდით?იმედია ესეც ჩემს გამო არ ხდება...გაიღვიძე,რომ იბრძოლო კესოსთვის...გელოდებით-ტიროდა მარიამი, გულამოსკვნილი ტიროდა ძმის საწოლთან მდჯომი. მოეფერა ბიჭს ხელზე, მოეფერა და აკოცა...ცოტახანს იჯდა ძმასთან და გვიან დატოვა პალატა...
იმედი და რწმენა ყველაზე დიდი იარაღია,რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს.იმედი ნათელ ფიქრებს გიძლიერებს,სიმყარეს გმატებს.რწმენა,კი საშუალებას გაძლებს იფიქრო,რომ თუ მოინდომე მთასაც კი გადაადგილებ...
საავადმყოფოდან მარიამი მამიდის საფლავზე წავიდა,იმის შემდეგ არ ყოფილა იქ რაც გაიგო ვინ იყო მარიამის მკვლელი...დაცვას კატეგორიულად მოთხოვა გალავანთან დარჩენილიყვნენ და შიგნით მარტო შესულიყო,სხვა გზა არც დაუტოვა მათ.
-ალბათ ბოდიშით უნდა დავიწყო,მაგრამ ვერ ვხვდები რა ვქნა.ამ ომზე რა თქმა უნდა,იცოდი მამიდა. მკვლელი სახლში რატო შემოუშვი, ასე ახლოს რატო მოუშვი?! რაზე ფიქრობდი მამიდა?!-ტირილისგან და ტკივილისგან ერთიანად მოიკეცა გოგონა საფლავის ქვასთან-როგორი გაუსაძლისია ეს მონატრება, ეს კითხვები და ეს ბრალდებები ერთად შერწყმული. სული მტკივა...თორნიკე იბრძვის...ექიმმა გადარჩებაო, ძლიერი ბიჭია და არ დაგტოვებთო. გვაიმედებს და მჯერა, აუცილებლად დადგება მალე ფეხზე.გიორგი ჩამოვიდა, რამდენიმე დღეა აქაა და ასე მგონია ეს ომი მასაც დამაკარგინებს. ამ შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებ.მიხარია რომ ჩემს გვერდითაა,მაგრამ მეორე მე მეუბნება რომ სიყვარულის დრო არ არის. თანაც რამდენს გაუძლებს, რაც არ უნდა ვუყვარდე, როდემდე დაელოდება ამ სიგიჟის ჩაწყნარებას და როდემდე დამელოდება.მჭირდები, ისე ძალიან მჭირდები. წამი არ გადის შენზე არ ვიფიქრო.ისეთი განცდა მაქვს რომ ქეთევანი ახლა მსწავლობს და ჯერაც არ იცის როგორ მომექცეს.შენ ყველანაირს მიცნობდი.ყველა სიტუაციაში იცოდი რა და როგორ გეთქვა.ვერ ვხვდები, როგორ ენდე მკვლელს...მტკივხარ...არ ვიცი სადამდე გავუძლებ... პასუხები მჭირდება
-მე მაქვს პასუხები-ნაცნობმა ხმამ შეაკრთო მარიამი.საფლავის ქვას ჩახუტებულმა ნელა ასწია თავი და ფეხის ხმის მოახლოვებისას უფრო დაეძაბა სხეული...
-გთხოვ, მომისმინო-უკვე ახლოდან ისმოდა ბიჭის ხმა. ის ხმა,რომელიც თვეების და წლების განმავლობაში არ ავიწყდებოდა გონებას...ის ადამიანი ედგა უკან,რომელიც დაუსვამდა ყველა შეკითხვას წერტილს... ისევ ნელა წამოდგა და შებრუნდა ბიჭისკენ.
-შენ?!-ამოთქვა გაკვირვებულმა და იქვე ბიჭის ხელებში ჩაიკეცა.ალბათ ვეღარ გაუძლო ამდენ სტრესს, ალბათ ვეღარ გაუძლო ამდენ ემოციას...
ალექსანდრე თითქოს ელოდაო მარიამის ასეთ რეაქციას,იმდენად სწრაფი რეაგირება ჰქონდა. მალევე აიყვანა ხელში და სწრაფად დატოვა ტერიტორია.
-დამადანაშაულებ,არ მაპატიებ,მიყვირებ, მეჩხუბები,მაგრამ იმედია ოდესმე გამიგებ. ახლა გამოფხიზლდი გთხოვ. გონს მოდი მარიამ-ეჩურჩულებოდა მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსებულ გოგონას,თან ფრთხილად ეხებოდა სახეზე.როგორ მონატრებია, ეს უბრალო შეხებაც კი ტკივილამდე მონატრებია...უყურებდა და თვალს ვერ წყვეტდა, უყურებდა და იაზრებდა,რომ არ არსებობდა დაპრკოლება რომელსაც მარიამის გამო ვერ გადალახავდა...
რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა მარიამი გონს. როგორც კი ალექსანდრე დაინახა გაახსენდა რატომაც წაუვიდა გული და უმალვე მანქანის კარების გაღებას ეცადა.
-ჩაკეტილია, ვერ გააღებ-თითქოს ჩურჩულით უთხრაო ბიჭმა
-გამიშვი-ცდილობდა მისთვის არც შეეხედა
-მარიამ, სალაპარაკო გვაქვს.გთხოვ,რამდენიმე წუთი მომისმინე
-გამიშვი, ახლავე გამიშვი,თორემ ხო თვითონაც იცი კარგი დღე არ დაგადგება-უკვე კანკალს ვეღარ მალავდა გოგოც. განა იმიტომ რომ ეშინოდა, მზად არ იყო. ჯერ კიდევ არ იყო მზად მასთან შესახვედრად
-ვერ გავექცევით იმას რომ სალაპარაკო გვაქვს
-როგორ გაბედე მარიამის საფლავზე მოსვლა და ჩემთან მოახლოვებაც კი. ვინ ხარ?!საერთოდ ვინ ხარ და რა ადამიანი ხარ,როგორ ბედავ?!-უკვე ხმას უწევდა მარიამი
-სჯობს სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ, სალაპარაკო ბევრი გვაქვს და შენ ძალიან კარგად იცი ვინც ვარ.-სიმშვიდეს ინარჩუნებდა სანდრო
-ჩემივე კითხვაზე პასუხი მაქვს. მატყუარა, მკვლელი ხარ-სანდრო თითქოს გაიყინაო გოგონას სიტყვების მოსმენისას.თვალებში ბრაზი ჩაუდგა და მოთმინების ფიალა ევსებოდა
-არ გინდა.სიმართლის ცოდნის გარეშე ასეთი ბრალდებები არასწორია. მერე ინანებ,მარიამ. ამიტომ მომისმინე.
-კიდე მე ვინანებ? კიდე დარჩა რაიმე საქციელი რაც მე უნდა ვინანო?! რა მაქვს მე სანანებელი და თან შენ რომ მეუბნები ისეთი. ისე მართალი ხარ, ვნანობ რომ გენდე. ვნანობ რომ შენს გამო დრო დავკარგე და ახლაც ვკარგავ. სამართალი თურმე აქ არ არსებობს.-იარაღის გადატენის ხმამ აიძულა ალექსანდრე უკან გაეხედა.
-ახლავე გააღე მანქანის კარი და გადადი-უცხო იყო მარიამის ტონი და შეუვალი
-რას აკეთებ?
-"სვანურ სამართალს ვასრულებ"
-მარიამ-ჩაეღიმა ბიჭს
-გადადითქო-უმეორებდა მარიამი ისტერიულად და უკვე ხმაც უკანკალებდა.
ალექსანდრემ გააღო კარები და გადავიდა. მიჰყვა მარიამიც.
-მესვრი?თუ მოგეშვება და ხსნას ამით იპოვი, მესროლე- ხელები გაშალა და ისევ გაეღიმა სანდროს
-რატომ?!გენდობოდა,პატივს გცემდა,უყვარდი და გაფასებდა. რატომ? თავიდანვე ეს იყო შენი გეგმა? მისი მოკვლა თავიდანვე გადაწყვიტე?-ცრემლებს გასაქანს არ აძლევდა,მაგრამ მოერიენ.გზა გაიკვლიეს გოგონას ღაწვებზე
-მე არ მომიკლავს.იმდენად გულს მტკენს ამის ახსნაც კი რომ მგონია განვრცობას აზრი არ აქვს-ხმა დაუსევდიანდა ბიჭს
-ხმა ამოიღე და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი,თორემ ახლავე ისე გესვრი თვალს არ დავახამხამებ-თითქოს ნერვიულობა გადალახაო და ზიზღი შეერია ხმაში.
-ვიცი, გრძნობ რომ მე არ გამიკეთებია. ვიცი, გრძნობ რომ რაღაც ისე ვერაა
-ახლა მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ,მორჩი ამ შესავლებს
-ვიცი,რომ მამაშენმა ომზე ყველაფერი გიამბო.ისიც ვიცი,რომ ბოლომდე არ გითრა, თუ რა შეაჩერებდა ამ საუკუნოვან დაპირისპირებას.არც მე გეტყოდი, მითუმეტეს მაშინ რაც გავიგე რომ შეყვარებული გყავდა, ბედნიერი იყავი და სრულიად სხვა ცხოვრებას ხატავდი შენს ოცნებებში.ვერ გაგწირე ამ მსხვერპლისთვის. ვერ გაგწირე ამ ომისთვის.მათზე ბევრად მაღლა იდექი და ვერ გაგსვარე-ხელები დაუშვა,სევდა მოერია ბიჭს
-რას გულისხმობ? რა გაურკვევლად საუბრობ
-18 წლის როცა გახდებოდი ცოლად უნდა გამომყოლოდი, აი რა გააჩერებდა ომს. ჩვენი დანათესავება.-ამდენი წლის საიდუმლო ძლივს ამოთქვა მისმა ბაგეებმა. იმდენად უჭირდა...
მარიამი ცოტახანს დუმდა, უყურებდა ბიჭს და თითქოს ნათქვამს ვერ იაზრებდაო ისეთი ცარიელი გაუხდა თვალები
-სხვა ვერაფერი მოიგონე?-გაეცინა
-რა?
-სხვა ტყუილი ვერ მოიგონე?
-შენ სიმართლე გინდოდა, ესაა ჩვენი სიმართლე და ჩვენი რეალობა.მარიამმა ეს იცოდა,შვილივით ვუყვარდი და მენდობოდა...მე ის არ მომიკლავს. ვერასდროს შევძლებდი ამას.ვერასდროს გატკენდით რომელიმეს გულს.
-შეწყვიტე
-მინდა დამიჯერო.ახლა ჩვენი დანათესავება გადაარჩენს ჩვენს ოჯახის წევრებს.
-მამიდა ამას არ დამიმალავდა-ისევ ქაოსი დაატყდა მის გონებას. დანათესავება მკვლელებთან,ცუდად იყო. ალბათ ისევ გული წაუვიდოდა, მაგრამ როგორღაც მოთოკა თავი
-ჩვენ შენ გენდეთ-იმეორებდა ისევ, თითქოს ინფორმაციის რაღაც ნაწილი ვერ აღიქვაო გონებამ.
-მარიამ, ახლაც მინდა მენდო
-ჰოო?!გენდო?!- ცინიკური გაუხდა ტონი
-წყეულიმც იყოს ეს გრძნობა რაც ახლა ჩემშია და წყეულიმც იყავი შენ შენი ტყუილებით, შენი ბოროტებით და შენი ცივსისხლიანობით. წყეულიმც იყოს ის დღე როცა მარიამმა სახლის კარი გაგიღო.წყეულიმც იყავი შენ და შენი გვარიც. დასრულდეს ეს ქაოსი.დასრულდეს-დაიყვირა მარიამმა და გაისროლა.ჰაერში არა.ზუსტად ამოღებულ სამიზნეში. ალექსანდრეს ესროლა. თვალები დახუჭა და ესროლა, არც მაშინ გაუხელია,როცა იარაღი ხელიდან გაუვარდა. ისიც იარაღს მიჰყვა. ისევ ვერ გაუძლო მისმა ფსიქიკამ ამ ემოციებს და გული წაუვიდა გოგონას.
თქვენ რა გრძნობა დაგეუფლებოდათ თქვენთვის რომ ეთქვათ დაყარე ყველაფერი და მითხოვდი ?"მკვლელს", დაივიწყე ვინც გიყვარს და დაივიწყე რომ ამ სიმმართლეს წლებია გიმალავენო?! რას იზამდით ცხოვრება თავზე რომ ჩამონგგრეოდათ წამებში? წარმოგიდგენიათ ეს რა ქაოსია?! მარიამის თვეების განმავლობაში ჩამონგრეულმა ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო ამდენს... თქვენ გაუძლებდით ამდენ ტყუილს, ინტრიგას, ბოროტებას,ამდენ დაღვრილ სისხლს,საყვარელი ადამიანის დაკარგვას და ახლად გამოჩნილ-ძველად მიკარგულ საქმროს,რომლის შესახებაც არაფერი იცოდით?! მარაზმია არა?! თან როგორი მარაზმი...
მარიამის გაუჩინარება დაცვის ბიჭებმა მალევე შეამჩნიეს, ყველგან ეძებეს და ვერსად რომ ვერ ნახეს ვახტანგთან დარეკვის დროც დადგა... სახლში წარმოუდგენელი ქაოსი ატყდა.
-ვახგტანგ,რა ხდება?-შენიშნა ქეთევანმა სახლში უეცრად ამტყდარი აურზაური.
-არაფერი სანერვიულო ქეთევან-დამალვა სცადა კაცმაც.
-მე მარიამი და თორნიკე არ ვარ, ახლავე მითხარი რა ხდება
-მარიამის კვალი დავკარგეთ-მძიმედ დაეცა დივანზე კაცი
-რას ნიშნავს კვალი დაკარგეთ-ანერვიულება ეტყობოდა მასაც
-ვერ შევძელი ქეთო, ჩვენი გოგონას დაცვა ვერ შევძელი
-სადაა მარიამი, ვახტანგ-თითქოს მშვიდადო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე დიდი ტკივილით ამოთქვა ქალმა.
-არ ვიცით, გაქრა. მარიამის საფლავზე იყო და იქედან მისი კვალი გაქრა
-ვახტანგ-ამოიგმინა ქალმა- მითხარი, გთხოვ მითხარი, რომ მალე იპოვი. მითხარი რომ ცოცხალს და საღსალამათს იპოვი-უკვე ყვიროდა ქეთევანი
-ვერ დავიცავი, მე რანაირი მამა ვარ. ვერ დავიცავი-თავი ხელებში ჩარგო და ატირდა ვახტანგიც
-ახლა გმინვა გვიანია, წამოდექი. ვახტანგ, გესმის?! წამოდექი და ერთხელ სწორი მიმართულებით გაისრულე.დავიღალე სახლში ჯდომით და თქვენი გვამების ლოდინით. შვილი მიპოვე და მომიყვანე. არ მაინტერესებს როგორ და როდის იქნება. შვილი მომიყვანე, ვახტანგ.-მკაცრი იყო ქეთევანი. ცრემლი მოიწმინდა, კაცს ზურგი შეაქცია და ოთახში შეიკეტა.
იქნებ კატეგორიული ტონიც კი გვიანი იყო?! იქნებ ქეთევანს თავის დროზე რომ ამოეღო ხმა, ასე არ დატანჯულიყვნენ. ნელნელა აშორებდნენ ყველას და ახლა ჰქონდა კი აზრი ხმის ამოღებას, როცა დუმილი ამდენ წელს ითვლიდა?! მაგრამ ეს ყველაფერიც თეორიაა, ესყველაფერიც მოიცავს სიტყვას -იქნებ.
ყველგან ეძებეს გოგონა, ყველგან!! მაგრამ კვალიც კი არსად ჩანდა!! იმავე ღამეს ალბათ იგრძნო თორნიკემ, რომ დას სჭირდებოდა... ალბათ იგრძნო რომ უმოქმედობის დრო აღარ იყო... გაიღვიძა და თვალის გახელისთანავე მის საწოლთან მდგომ სავარძელში ჩაძინებული კესანე დაინახა.
-კესო?!-თითქოს გაუკვირდაო მისი იქ დანახვა.
-ჰერცოგინია,ჩემო გიჟო ჰერცოგინია-ჩურჩულით წარმოთქვა გოგონას სახელი



№1  offline წევრი დარინა

აი მარიამი ერთი განებივრებულიი ბავშვის შთაბეჭდილებას მიყოვებს უკვე ვერანაირად ვერ მოვიწონეეე, გამოდის ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანის ისე მოკვლა სიმართლეც რომ არ გაიგოს, აი არანაირად არ მემეტება ალექსანდრესთვის, მარიამი არ იმსახურებს ალექსანდრეს, ტიპმა ადგა და ესროლა ჩვეულებრივად, გიორგისთანაც ფორმალურად ყოფილა უკვე ისე მიდის საქმეე, აი როგორ უნდა შემობრინდეს მარიამი რომ ჩემი გული მოიგოს, ალექსანდრეს კი თავიდანვე ქონია გრძნობებიი თავისი თავი უკან დაუწევიაა რომ საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყოო. ყველაზე მეტად ამ ისტოროაში ჯერჯერობით მარიამი არ მომწონს.

 


№2  offline წევრი მერიემ

დარინა
აი მარიამი ერთი განებივრებულიი ბავშვის შთაბეჭდილებას მიყოვებს უკვე ვერანაირად ვერ მოვიწონეეე, გამოდის ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანის ისე მოკვლა სიმართლეც რომ არ გაიგოს, აი არანაირად არ მემეტება ალექსანდრესთვის, მარიამი არ იმსახურებს ალექსანდრეს, ტიპმა ადგა და ესროლა ჩვეულებრივად, გიორგისთანაც ფორმალურად ყოფილა უკვე ისე მიდის საქმეე, აი როგორ უნდა შემობრინდეს მარიამი რომ ჩემი გული მოიგოს, ალექსანდრეს კი თავიდანვე ქონია გრძნობებიი თავისი თავი უკან დაუწევიაა რომ საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყოო. ყველაზე მეტად ამ ისტოროაში ჯერჯერობით მარიამი არ მომწონს.

იმედია შეძლებს მარიამი დაიმსახუროს ალექსანდრე, მაგრამ მაინც ვერ გამოდის ყველას დადანაშაულების პოზიციიდან. არეულია, დაულაგებელი. მამიდა ზედმეტად ბევრს ნიშნავდა მისთვის, ვერ გაუგია ვის ეცეს და ვის აგებინოს ამ ტკივილისთვის პასუხი. გიორგი კი ალბათ თავშესაფრად ექცა ერთ დროს...მადლობა რომ კითხულობ, მადლობა რომ მიწერ შენს შთაბეჭდილებას, უდიდესი სტიმულია ჩემთვის

 


№3  offline წევრი Megioki

ვაჰ, მეტად საინტერესო თავი იყო.

მარიამი არეულია. ყველაფერი ერთ დროულად დაატყდა თავს და ახლა სრული ქაოსია მის გონებაში. ვერ გაურკვევია ვის ენდოს, ვინ მართალს ეუბნება, ვინ ტყუილს.

ყველა დამნაშავეა მარიამის წინაშე. კი იმართლებენ თავს, რომ იცავდნენ ამ ყველაფრისგან მაგრამ ფაქტი სახეზეა. ვერ დაიცვეს ბოლომდე და ნდობაც დაკარგეს.

ოო, ეს გასროლა რა იყო? დავიჯერო დაიჭრა ალექსანდრე? ვაიმეე, როგორ მაინტერესებს, რა მოხდება შემდეგ თავში?

არ მახსოვს, წინა თავების კომენტარებში დავწერე თუ არა მაგრამ ახლაც დავწერ. მგონია, რომ მარიამს მაშინ მოეწონა ალექსანდრე პირველად, რომ ნახა და გაიცნო. უბრალოდ მერე გიორგი განჩნდა თუ უკვე არსებობდა, არ მახსოვს ეგ ზუსტად.

მოკლედ, მოუთმენლად ველი ახალ თავს. უზომოდ მაინტერესებს რა მოხდება? ❤️ წარმატებები ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი მერიემ

Megioki
ვაჰ, მეტად საინტერესო თავი იყო.

მარიამი არეულია. ყველაფერი ერთ დროულად დაატყდა თავს და ახლა სრული ქაოსია მის გონებაში. ვერ გაურკვევია ვის ენდოს, ვინ მართალს ეუბნება, ვინ ტყუილს.

ყველა დამნაშავეა მარიამის წინაშე. კი იმართლებენ თავს, რომ იცავდნენ ამ ყველაფრისგან მაგრამ ფაქტი სახეზეა. ვერ დაიცვეს ბოლომდე და ნდობაც დაკარგეს.

ოო, ეს გასროლა რა იყო? დავიჯერო დაიჭრა ალექსანდრე? ვაიმეე, როგორ მაინტერესებს, რა მოხდება შემდეგ თავში?

არ მახსოვს, წინა თავების კომენტარებში დავწერე თუ არა მაგრამ ახლაც დავწერ. მგონია, რომ მარიამს მაშინ მოეწონა ალექსანდრე პირველად, რომ ნახა და გაიცნო. უბრალოდ მერე გიორგი განჩნდა თუ უკვე არსებობდა, არ მახსოვს ეგ ზუსტად.

მოკლედ, მოუთმენლად ველი ახალ თავს. უზომოდ მაინტერესებს რა მოხდება? ❤️ წარმატებები ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ამ საოცარი სიტყვებისთვის. მიხარია რომ ზუსტად გაიგე მარიამის მდგომარეობა. ყველანაირად ვეცდები რომ შემდეგი თავი მალე იყოს

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

ახლა მარიამი და ალექსანდრე დაქორწინებულები თუ დაადგათ ამათ თავზე, იქნება შოკი! მაგარი!❤❤

 


№6 წევრი bobga

როდის დადებთ შემდეგს?

 


№7  offline წევრი natikoo

ახალ თავს როდის ველოდოთ? დიდი ხანია ისტორია ესეთი ინტერესით არ წამიკითხავს❤❤❤

 


№8  offline წევრი მერიემ

bobga
როდის დადებთ შემდეგს?

ვეცდები ძალიან მალე დავდო

natikoo
ახალ თავს როდის ველოდოთ? დიდი ხანია ისტორია ესეთი ინტერესით არ წამიკითხავს❤❤❤

მინდა რომ უკვე სრულად დავდო, ვწერ და იმედია მალე იქნება. მადლობა რომ კითხულობ

 


№9 წევრი bobga

მერიემ
bobga
როდის დადებთ შემდეგს?

ვეცდები ძალიან მალე დავდო

natikoo
ახალ თავს როდის ველოდოთ? დიდი ხანია ისტორია ესეთი ინტერესით არ წამიკითხავს❤❤❤

მინდა რომ უკვე სრულად დავდო, ვწერ და იმედია მალე იქნება. მადლობა რომ კითხულობ

❤❤❤ იმედიაა მალე დადეებ

 


№10  offline წევრი natikoo

აუ ვეღარ ვითმენ სავარაუდო დრო მაინც გვითხარი როდის ველოდოთ?????

 


№11  offline წევრი natikoo

კიდევ დიდხანს მოგვიწევს მოცდა?

 


№12  offline წევრი მერიემ

natikoo
კიდევ დიდხანს მოგვიწევს მოცდა?

ლეპტოპს აქვს პრობლემა და ველოდები როდის მოგვარდება. ვწუხვარ რომ ლოდინი გიწევთ. იმედია მალე მოგვარდება

 


№13  offline წევრი natikoo

თვეზე მეტი გავიდა ბოლო თავის დადებიდან ესე არ შეიძლება რა.

 


№14  offline წევრი Nobodyelse

არ მიყვარს მსგავსი კომენტარების დაწერა და ყოველთვის შევდივარ ავტორის მდგომარეობაში, მაგრამ ასეთი დაგვიანებაც არ შეიძლება.

 


№15  offline წევრი natikoo

ბოდიში მაგრამ ეს უკვე ყველა ზღვარს გასცდა. როცა მკითხველი ასე გელოდება არუნდა დააღალატო! თუ აღარ აგრძელებ უნდა თქვა მაინც რომ ტყვილად არ გელოდოთ!!

 


№16 სტუმარი სტუმარი მაია

როდის დადებთ ახალ თავს?ღამის 2 თვე გავიდა.

 


№17  offline წევრი Nobodyelse

თუ აპირებ გაგრძელებას გამოგვეხმაურე, რა უპასუხისმგებლობაა://

 


№18  offline წევრი მერიემ

ვაპირებ გაგრძელებას, ვწუხვარ რომ ლოდინი გიწევთ. პირადი პრობლემების გამო ვერ ვახერხებ გაგრძელებას და მიფუჩეჩებულს მირჩევნია დადება დავაგვიანო. ბოდიში, მეგობრებო. ყველანაირად ვეცდები მალე დავდო

 


№19 სტუმარი nnn

გამარჯობათ, მალე დადებთ?

 


№20 სტუმარი salo

ასეთი უპასუხისმგებლობა ჯერ არცერთი მწერალისგან არ დამინხავს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent