შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Green


18-02-2021, 20:58
ავტორი ელ პინი
ნანახია 524

იმ წელს დედამიწა და მარსი ერთმანეთის პირისპირ იდგა:
- ჩვენ დავიწყეთ.

***
"ძვირფასო! როგორი ამაღელვებელია ჩემი ასეთი მომართვა, არა?! გიკვირს კიდეც, დარწმუნებული ვარ. ისიც მინდა გითხრა, რომ, რაც წახვედი, ნელა ვსუნთქავ. შეიძლება - არც კი. სუნთქვა - ალბათ, ღმერთმა იცოდა, რომ ჩემი პირველი შეგრძნება, რაც იყო, მხოლოდ - შენი ჟანგბადისა. მზის სითბო - ნუთუ, არ იცი, რომ თვალებით ციმციმებ. წამწამები კი - სხივებია. ბაგეებთან შრამი გიხდება, იცოდე.
ძვირფასო! მაინც ამაღელვებელია, არა?! კიდევ დავამატებ, რომ - ჩემო! შენი ნეკნები - ჩემი ხიდებია. ყელზე ლავიწები - ძაფი პლანეტებში. მონატრება ჰორიზონტს ჰგავს. საიდან იწყება და სად სრულდება?! გგონია, ახლოსაა, ხელით შეეხები, ისიც გგონია, რომ სრულდება. თურმე, ისევ გატყუებს ვიღაც. თვალებს გიხელ - მონატრება არ სრულდება და წეღანდელ ძაფზე ჰკიდია. ეს ძაფი შენი კაბის ღილებს ამაგრებს ნატიფზე და ღილებში წამებია.
ძვირფასო! ნუთუ, უკვე აღელდი?! ვფიქრობ, ზღვაში იმალები. სხეულში დაგიგუბებია თვალთაგან გადმონაღვრელი ცრემლები და დავცურავ. ყველა კუთხეში ტკივილია. თბილ ტკივილებზე გსმენია?! თბილი იმიტომაა, რომ შენია. უცნაურია, ძვირფასო! დამშვიდდი!
ჩემო, სარკე ხარ. ვდგავარ შენ წინ და არაფერი მაცვია. სულგაშიშვლებულს ჩამყურებ და მიფათურებ.
ახლახან მე ავღელდი და დამიძახე:
- ძვირფასო!"

***
კაფე - "GREEN DREAMS".
23:55.
ყველაფერი სიმბოლურია.
მაგიდა - 4.
ორიგინალურია.
სავარძელი - 2.
უხილავია.
სამფეხა - 1.
- ხუთ წუთში კაფეს ვხურავთ, გოგონა.
- ჩაი, წერა და მწვანე. ხუთ წუთში გავდივარ, არ იდარდოთ.
ვანილი.
ლიმონი.
ჩაი.
ის ისაა "CLOSE", მალევე - "OPEN".
დახურვის დროს გახსნა პირველად იყო.
კიდევ ერთი.
- გავდივარ. იგივე ჩაი მიუტანეთ. უთხარით, რომ ვანილიანმა ლიმონმა დაუტოვა. მიპოვოს.
არქიტექტორმა ქვაფენილები მოარგო:
"არომატით მეძებე!" - პირველი.
და მარჯვნივ - "თუ ვერ გრძნობ, წამით ფილტვები შეივსე!" - მეორე.
ახლა მარცხნივ - "მიპოვე! უკან მოიხედე."
სიცარიელე.
შენ გგონია დგას იქ, უკან, მაგრამ არ არის, რადგან თამაში უყვარს.
"რაკი ვერ მხედავ, წარმომიდგინე!" - მეხუთე.
უნიჭო ხატვას იწყებს მაჯაზე, გულზე და გონებაში.
"მწვანე სხეული ვანილიანი ლიმონის არომატით!" - მეექვსე.
უცებ პოულობ სუნს, რომელიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება.
- შენ!
- ჯანდაბა, რატომ გგრძნობ?!
- დავაგვიანებ.
01:55.
ფრენა.
- ხელი მომეცი.
დგახართ ხიდზე, რომელსაც არცერთის ფერი აქვს.
თავზე კი - თვითმფრინავი.
- გაატანე.
- მხოლოდ ერთი?!
- რა თქმა უნდა, მე.
წერილი დაეწია თვითმფრინავს.
ოცნება - "GREEN".
- გაჩერების უფლება არ გვაქვს.
ძველი ფოსტა.
ის ისაა დანგრეულ სახლს უკანასკნელი ფანჯარა ჩამოემსხვრა,
მაგრამ იქიდან მოდის ფურცლების სუნი სწორედ იმიტომ, რომ საფოსტო ყუთი კვლავ ადგილზეა.
- დაწერე.
"მოხუცო, დაწერე მწვანეზე, ვანილიანი ლიმონით."
- გგონია, არ ვიცი?!
- ფარდა არასდროს მქონია.
- დახუჭე, თუ გინდა. ისედაც გგრძნობ.
- არ ვაგვიანებთ?!
ხელები.
- შეჩერდით, ჩვენია!
კედელი წინასწარ იქმნება ორისთვის.
- ვნახოთ, ორივეს რა გამოგვივა.
"YOU ARE MY LEMON!"
"WiTH VANILLA!"
ძაფი ერთიდან მეორესთან.
დღე-ღამე ერთად.
მზიდან მთვარემდე მწვანე სივრცე.
- ნატვრის ხეს ერთი აკლია, რა ფერის?
- მწვანე.
- არსებობს!
უკანასკნელი მწვანე ნაჭერი ხეზე, რომელსაც ნატვრის ასრულება შეუძლია.
გარდა ამისა, ინახავს წამებს და ყველას მიმიკებს.
ჩაიწერა.
- მალე გათენდება. ისევ ვაგვიანებთ.
გაზაფხულიდან - მწვანე ქუჩამდე ექვსი ნაბიჯია.
."მოდი".
."ისუნთქე".
."დასაწყისია".
"მარცხნივ შენ, მარჯვნივ - მე".
."იდუმალება".
."მწვანევ".
პიანისტი ქუჩის კუთხიდან გაფუჭებულ პიანინოზე უკრავს,
თუმცა ჩაცვენილ კლავიშებს ღრმა სუნთქვები ავსებს.
თითები წელზე და მხარზე.
- ამყევი.
სხეულებს იმუხტავს მწვანე ქუჩა.
- მოვასწარით!

***
10:55.
- ერთი საათი და ხუთი წუთი გაქვს.
- ჩვენ ვფიქრობთ, ადამიანები ერთმანეთისთვის იბადებიან.
- წარმოუდგენელია.
- SOULMATE!
- უკეთესი არც კი არსებობს.
- და მწვანე პეპელა?!
აღფრთოვანების დუმილი.
სხეულში პეპლებს უერთდება სხეულის მწვანე პეპელა.
კოცნა არ არის ის, რაც ყველას ჰგონია.
კოცნაა თვითონ ის მწვანე პეპელა, რომელიც გულზე ადგილს იკავებს.
- ამოაბრუნე.
23:55.
- ხუმრობ?!
- ზუსტად მახსოვს პირველი.
- გიჟი ხარ!
ჩახუტება კი ისაა, რაც გაძლევს არსებობის საშუალებას და გაგრძნობინებს, რომ შენი თითებით ცოცხლობს მხოლოდ ვიღაც.
- გახსენი.
ფოტო მოგონებებიდან.
- ძალიან გააფრინე, არა?!
- როდიდან?!
- ზღვაში ცურვიდან.
- კოცნას დაგიტოვებ.

***
ქუჩებს ვანილიანი ლიმონის სუნი ასდის. ყველაფერს ისრუტავს და გადაფარავს ეს სუნი. ქვაფენილებშიც ებჟნება და კედლებშიც. ცხვირს წვავს და მოგონებებს აღვიძებს. ჯანდაბა!

***
- მითხარი, რომ მწვანე ვაშლის მურაბა გიყვარს.
- ვგიჟდები!
დრამაა, არა?!
ზუსტად ის სუნი ასდის ოთახებს, რომელსაც შენში აცხოვრებ კარგა ხანია.
- უცნაური ხარ!
ოთახი სავსეა მწვანე ვაშლებით.
- ეს როგორ?!
- აბა, ქალაქს ჩვენ ხომ ვამწვანებთ?!
- მაშინ, კედელზე შეხედე, მწვანე მზე ხატია.
- ღრუბლებიც.
- და კუთხეში წაიკითხე, მარჯვნივ, ზემოთ.
- "მიყვარხარ!"
- მართლა!
- ასე რატომ აფრენ, ან როგორ?!
- საიდუმლოა.
კოცნა.

***
GREEN!

***
VANILLA!

***
LEMON!

***
მწვანეს არასდროს სძინავს.



№1 სტუმარი

რარიგ რთული წასაკითხი ხარ ელპინ.

 


№2  offline ადმინი ელ პინი

რარიგ რთული წასაკითხი ხარ ელპინ.

გიცანი. მადლობა.

 


№3  offline მოდერი Nuki-rocks

"ზუსტად ის სუნი ასდის ოთახებს, რომელსაც შენში აცხოვრებ კარგა ხანია."
ალბათ,ესეა.. რომ დაინახავ, უნდა იცოდე მთელი გააზრებით, რომ ესეთი შენთვის დასაწყისი და დასასრულია.
მურაბა? მწვანე? ჰმმმ, საინტერესოᲓ ჟღერს..

გელოდები, ელ! ვიცო რომ სიგიჟეებს ჩაიდენ!
წარმატებები და ბევრი ბევრი მუზა შენ❤.

 


№4  offline ადმინი ელ პინი

Nuki-rocks
"ზუსტად ის სუნი ასდის ოთახებს, რომელსაც შენში აცხოვრებ კარგა ხანია."
ალბათ,ესეა.. რომ დაინახავ, უნდა იცოდე მთელი გააზრებით, რომ ესეთი შენთვის დასაწყისი და დასასრულია.
მურაბა? მწვანე? ჰმმმ, საინტერესოᲓ ჟღერს..

გელოდები, ელ! ვიცო რომ სიგიჟეებს ჩაიდენ!
წარმატებები და ბევრი ბევრი მუზა შენ❤.

აი, ასე ფრაზებს რომ ამოიწერ-თ ხოლმე, მაშინ ვხვდები რომ განცალკევებულად ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე სრულად წაკითხვისას და აი, ძალიან მიხარია, რომ იმ სრულშიც შეგიძლია რაღაც იპოვო და დაიჭირო.

მადლობა, ნუკი, გულწრფელად! ♥️

 


№5  offline მოდერი Mary Drey

გრძნობათა ფოივერკი ხარ!
ნეტავ, იცოდე რამდენი რამ ვიგრძენი.
მთლიანად სიმბოლოებით აგებული.
ეს მიყვარს.
უცხო,
ნაზი,
სწრაფი,
თამამი.
შენი ფიქრებისნაირი. შთაგონებისნაირი.

რა გითხრა?
ყველაფერი, ყველა ფერზე ჩემი დამოკიდებულება ასე მგონია, რომ უკვე იცი.
ასე მგონია, რომ მიცნობ.
ყველანაირი მე იცი.
ვიცი იცი.
რადგან ასეა.
არ დავკონკრეტდები.

მიხარია ხოლმე შენი რაღაცების კითხვა.
ნავსაყუდელს ვპოულობ.
თბილსა და მონატრებულს.
სულთან ძალიან, ძალიან ახლო მყოფს! heart_eyes

 


№6  offline ადმინი ელ პინი

Mary Drey
გრძნობათა ფოივერკი ხარ!
ნეტავ, იცოდე რამდენი რამ ვიგრძენი.
მთლიანად სიმბოლოებით აგებული.
ეს მიყვარს.
უცხო,
ნაზი,
სწრაფი,
თამამი.
შენი ფიქრებისნაირი. შთაგონებისნაირი.

რა გითხრა?
ყველაფერი, ყველა ფერზე ჩემი დამოკიდებულება ასე მგონია, რომ უკვე იცი.
ასე მგონია, რომ მიცნობ.
ყველანაირი მე იცი.
ვიცი იცი.
რადგან ასეა.
არ დავკონკრეტდები.

მიხარია ხოლმე შენი რაღაცების კითხვა.
ნავსაყუდელს ვპოულობ.
თბილსა და მონატრებულს.
სულთან ძალიან, ძალიან ახლო მყოფს! heart_eyes

მარიამ, მახსოვს, რომ ამას წინ წაგიკითხე და მაგის გარეშეც - სულ მახსოვხარ.
როგორც წერ, ჩემთან ახლოა, ამიტომ ფიქრობ იმას, რაც აქ მითხარი და მიხარია ამის გამო. სული ისეთი რამეა, თუ ვინმე შეგეხო, ესე იგი, რაღაცად ღირს. სიმბოლოების გარეშე არ შემიძლია, ვერ გავიშლები და არც მინდა, თან ასე უფრო ბევრად ლამაზია.

მადლობა! ♥️

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

rtulia erti cakitxvit chacvde shen sigrmeebs. ici zalian damafiqrebeli xarr. gkitxulob da gaocebuli varr. shen gavs xalasi nichim gamorcheuli xar gulcrfelad geubnebii. briliantivit brcyinav. sul gkitxulob. mere mefiqreba da var gabodialebulii. vaniliani hai limnit. saocariaaa

ვqგიჟდები!
დრამაა, არა?!
ზუსტად ის სუნი ასდის ოთახებს, რომელსაც შენში აცხოვრებ კარგა ხანია.
- უცნაური ხარ!
ოთახი სავსეა მწვანე ვაშლებით.
- ეს როგორ?!
- აბა, ქალაქს ჩვენ ხომ ვამწვანებთ?!
- მაშინ, კედელზე შეხედე, მწვანე მზე ხატია.
- ღრუბლებიც.
- და კუთხეში წაიკითხე, მარჯვნივ, ზემოთ.
- "მიყვარხარ!"
- მართლა!
- ასე რატომ აფრენ, ან როგორ?!
- საიდუმლოა.
კოცნა.

martones monakveti rad girs elpin. arasodes gamisinjavs macvane vashlis muraba. aucileblad gavaketwbbb

 


№8 სტუმარი ტაისა

ჩემი საყვარელი ფერი რომ არის მწვანე იცი???

♡♡♡♡♡♡ ბევრი, ბევრი გული ჩემგან შენ

 


№9  offline წევრი Artificiality

სული ამიფორიაქდა, შინაგანად დიდი ხნის განუცდელი გრძნობები განახლდა... იმდენად საინტერესო ხარ, იმდენად რთულია ამ ყველაფერში სათქმელის ამოცნობა, მაგრამ თითქოს სიტყვებით ვერა, მაგრამ გრძნობებით გრძნობ ადამიანი სათქმელს. არ ვიცი სწორად როგორ აგიხსნა ეს საოცარი მომენტი, რომელსაც მხოლოდ შენი ნაწერები მაგრძნობინებს. მხოლოდ შენთან ვპოულობ ამ შეგრძნებას და ვხვდები, რომ სადაც არ უნდა შემხვდეს შენი ნაწერი, ყველგან ამოგიცნობ... მხოლოდ შენ ხარ ასეთი განსაკუთრებული და ამით უნდა იამაყო...
--------------------
Nothing happens for no reason! Just try to see something good...

 


№10  offline ადმინი ელ პინი

Qeti qimucadze
rtulia erti cakitxvit chacvde shen sigrmeebs. ici zalian damafiqrebeli xarr. gkitxulob da gaocebuli varr. shen gavs xalasi nichim gamorcheuli xar gulcrfelad geubnebii. briliantivit brcyinav. sul gkitxulob. mere mefiqreba da var gabodialebulii. vaniliani hai limnit. saocariaaa

ვqგიჟდები!
დრამაა, არა?!
ზუსტად ის სუნი ასდის ოთახებს, რომელსაც შენში აცხოვრებ კარგა ხანია.
- უცნაური ხარ!
ოთახი სავსეა მწვანე ვაშლებით.
- ეს როგორ?!
- აბა, ქალაქს ჩვენ ხომ ვამწვანებთ?!
- მაშინ, კედელზე შეხედე, მწვანე მზე ხატია.
- ღრუბლებიც.
- და კუთხეში წაიკითხე, მარჯვნივ, ზემოთ.
- "მიყვარხარ!"
- მართლა!
- ასე რატომ აფრენ, ან როგორ?!
- საიდუმლოა.
კოცნა.

martones monakveti rad girs elpin. arasodes gamisinjavs macvane vashlis muraba. aucileblad gavaketwbbb

აუ, ქეთი, ძალიან მიყვარხარ, იცი? საუკეთესო ხარ ძალიან ბევრი რამის გამო! აი, გული სითბოთი ამივსე ახლა და ჯერ კიდევ რა დროიდან ხარ ჩემთან. რა დამავიწყებს შენს თავდაპირველ კომენტარებს, ძალიან ერთგული ხარ.

ყველა მურაბა გემრიელია, თუ გიყვარს. გამიხარდი, ტკბილო! ♥️

ტაისა
ჩემი საყვარელი ფერი რომ არის მწვანე იცი???

♡♡♡♡♡♡ ბევრი, ბევრი გული ჩემგან შენ

ძალიან, ძალიან გამათბე, ტაისა! აი, ამ მოკლე და მრავლისმთქმელი კომენტარებითვის ხარ - საუკეთესო!

Artificiality
სული ამიფორიაქდა, შინაგანად დიდი ხნის განუცდელი გრძნობები განახლდა... იმდენად საინტერესო ხარ, იმდენად რთულია ამ ყველაფერში სათქმელის ამოცნობა, მაგრამ თითქოს სიტყვებით ვერა, მაგრამ გრძნობებით გრძნობ ადამიანი სათქმელს. არ ვიცი სწორად როგორ აგიხსნა ეს საოცარი მომენტი, რომელსაც მხოლოდ შენი ნაწერები მაგრძნობინებს. მხოლოდ შენთან ვპოულობ ამ შეგრძნებას და ვხვდები, რომ სადაც არ უნდა შემხვდეს შენი ნაწერი, ყველგან ამოგიცნობ... მხოლოდ შენ ხარ ასეთი განსაკუთრებული და ამით უნდა იამაყო...

ლამაზი სახელი გაქვს, მიყვარს მხატვრული სახელები, რაღაც სხვანაირად იკითხება. არც კი ვიცი, რა უნდა გიპასუხო, ისე ამავსე. ასეთი დადებითი ემოციების კითხვა არის სასწაული! ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ მართლა ასეთი განსაკუთრებული ვარ. სადღაც დავფრინავ ხოლმე და გიზიარებთ იმ ფრენებს. მომწონს, რომ მოგწონთ. ყველაფრად მიღირს ეს სივრცე თქვენ გამო, სულ ყველას გამო! ჩემი თავით იმდენად არა, როგორც თქვენ მიერ ნათქვამი თითოეული თბილი და კეთილი სიტყვებისთვის ვამაყობ. მადლობა, მადლობა!

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინო

"კოცნა არ არის ის, რაც ყველას ჰგონია.
კოცნაა თვითონ ის მწვანე პეპელა, რომელიც გულზე ადგილს იკავებს." ჯერ მწვანე პეპელა როგორი იშვიათი რაღაც არის..არ ვიცი რა თქვა ..ძალიან მომეწონა ელ ეს წინადადება..

 


№12  offline ადმინი ელ პინი

სტუმარი ნინო
"კოცნა არ არის ის, რაც ყველას ჰგონია.
კოცნაა თვითონ ის მწვანე პეპელა, რომელიც გულზე ადგილს იკავებს." ჯერ მწვანე პეპელა როგორი იშვიათი რაღაც არის..არ ვიცი რა თქვა ..ძალიან მომეწონა ელ ეს წინადადება..

ნინო, ჩემო ტკბილო მეგრელო, მადლობა რომ წამიკითხე! ჰო, მწვანე პეპელა იშვიათიცაა და ძალიან ლამაზიც. მიხარია, რომ მოგეწონა ♥️

 


№13  offline წევრი სიბილა

უეეეს,დიახაც,მწვანეს არასდროს სძინავს ეეეეელ

 


№14  offline ადმინი ელ პინი

სიბილა
უეეეს,დიახაც,მწვანეს არასდროს სძინავს ეეეეელ

კი, კი, ეგრეა. ცოტაც დარჩა გაზაფხულამდე და მწვანე. . . მადლობა, რუს! ❤

 


№15 წევრი ნივთი (

წაემატებას გისურვებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent