შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე (მერვე თავი)


18-02-2021, 21:31
ავტორი Blume
ნანახია 1 124

ივლისის ხვატისგან დამზრალ მიწას გრძელი , მაგრამ ძლივსშესამჩნევი ხაზი მიუყვებოდა . პირველი შეხედვისას გეგონებოდათ რომ ძალზე ვიწრო , ძველისძველ ორთვალას ფაქიზად გაევლო უთანასწორო ხნული , რომელსაც მომცრო, მეწამული წვეთები დამჩნეოდა . თითქოს ფერმწერს ჯერ წითელ საღებავში ამოევლო , მერე კი დაუდევრად მოექნია ფუნჯი და მწყურვალ მიწას ხარბად შეესვა ყალამს მოწყვეტილი თითოეული წვეთი. მაგრამ ამ ერთიანად დადუმებულ , პირმოკრულ არეში არც ორთვალა მოიძებნებოდა სადმე და არც ფერმწერი .

სისხლისა და მტვრის ერთმანეთში აზელილ , კლაკნილ კვალს მოკანკალე ,სიფრიფანა სხეულზე მოკიდებული გოგონას შიშველი ტერფები ტოვებდა . სიცოცხლის ნატამალი არ ემჩნეოდა მის სახეს , მხოლოდ დროდადრო შეხრიდა ხოლმე წარბს, როცა წინ მიმავალი ბიჭუნა , თავადაც შიშველი ფეხით მორიგი ქვის,ხის ტოტის ან ეკალბარდის მოშორებას ვერ შეძლებდა ან უბრალოდ მოწოლილი ცრემლისა და ოფლის გამო დაბინდული მზერით ზედ გადაუვლიდა ეკალბარდს და ტკივილის,წყრუვილისა და დაღლილობისგან აკანკალებული ზურგზე მოკიდებულ გოგონასაც ანჯღრევდა . მიუხედავად ამისა,მთელი ძალით ჩასჭიდებოდა მის ყელზე შემოხვეულ ხელებს , გონწასულიცა და ისიც ერთი სიმაღლისა და თითქმის ერთი აგებულების იყვნენ,რის გამოც ძალაგამოცლილს ვერაფრით მოეხერხებინა უკეთ დაჭერა ან ხელში აყვანა . რამდენჯერმე როცა აცახცახებულმა მუხლებმა და ცხელ მიწაზე სიარულისაგან დამსკდარმა ფეხებმა უმტყუნეს და პირში რკინის,მარილისა და მტვრის გემომ გულისრევა მოჰგვარა ორადმოხრილს , უბრალოდ ხმამაღლა ტირილი და საკუთარი ნერწყვისა და სისხლის გროვაში გაუნძრევლად წოლა მოუნდა , მაგრამ იქვე , ამ კეჭნიან , უდაბურ მიწაზე მიწოლილი გოგონას ბოდვამ წამოდგომა აიძულა . ერთიანად დაკაწრულმა ხმამაღლა ამოიტირა , შარდისა და გულზიდვისას გამოყოლილი მჟავე სურნელსგან მოწოლილი გულისრევის ახალი ტალღა შეიკავა და მარილიანი სითხისგან სახედამწვარი , პირნაღებით მოთხვრილი სლუკუნით შეუდგა გზას .
მიდიოდა ხვლიკისფერ ბურუსში გამოხვეული და არც კი იცოდა,რომ გონწასული გოგონასა და ივლისის მზის გარდა , ბავშვური მხრებით დაკარგულ ბავშვობას მიეზიდებოდა .


***


ზურმუხტისფრად მოლივლივე ფიჭვნარიდან მობერილი სიო სახეს უგრილებდა გვანცას , ცხენი მორჩილად მიჰყვებოდა ქვეითად მოარულ ვაჟს . ხანდახან შედგებოდა , ქორფა ბალახს მოსწიწკნიდა და გოგონას საშუალება ეძლეოდა, მომცრო ყვავილებით დაწინწკლული მდელო კარგად შეთვალიერებინა. მინდორი სავსე იყო ყვითელი ღიღილოებით , ადონსიებითა და დენდელონებით . გვანცამ,რომელსაც არაფერი გაგებოდა ამ ყვავილებისა, არ იცოდა ცოტა ხნის წინ სწორედ დენდელონის უკანასკნელმა , მზისფერმა ფოთოლმა რომ უწინასწარმეტყველა არასწორად . მიუხედავად ამისა, ამ ციცქნა , თხევადი ოქროსავით ციმციმა ყვავილების მიმართ უცნაურ სიყვარულს გრძნობდა , რადგან მათი დანახვისას თომას ღიმილიანი სახე და ის გამომეტყველება ახსენდებოდა,რომლითაც მისთვის არასდროს არავის შემოუხედავს , მაგრამ ახლა ბიჭი დუმდა და რაც ცხენის უკან დასაბრუნებლად წამოვიდნენ ,ფაქტობრივად, არც კი ამოეხედა მისკენ .

ხეების ტალღიდან უკან გაწოლილი გზაზე გადაიტანა მზერა გვანცამ . მდუმარე ქვიშის მდინარესავით გაწოლილიყო ვეებერთელა შარა და გული ჩასწყდა გოგონას . მალევე მივიდოდნენ ალისთან ,მერე კი, უკან ამოსასვლელ გზაზე ნანა და ზურაბი თავად ჩამოაკითხავდნენ მანქანით მდინარეზე წასასვლელად.გეგელაურთან მარტო დარჩენაზე ვეღარც კი იოცნებებდა დღეს , არადა ბიჭი უცნაურად გარინდულიყო , სიტყვაც კი არ ეთქვა მისთვის მაშინ , როცა სულმოუთქმელად ელოდა საუბარს . ათასი კთხვა უტრიალებდა თავში , ნეტავ ასეთი რა მოუყვა ალის,ნეტავ როდის მიხვდა რომ უყვარდა . ამ ფიქრზე იგრძნო როგრო მოედო ალმური სახეზე , მიუხედავად იმისა,რომ ბევრი არც არაფერი ეთქვა ვაჟს, მიუხედავად იმისა ,რომ ფიქრებში გართულს არც კი ამოუხედავს მისკენ , მაგრამ ბიჭის აღვირზე მოვლებული ხელებიდან ,მანქანის ამოვლისას ოდნავ დამფრთხალ ცხენს რომ ჩაეჭიდებოდა ან უზანგს შეუსწორებდა ,უსიტყვო ზრუნვა იღვრებოდა და გვანცას არც სჭირდებოდა სიტყვებში გამომემწყვიდათ ასე ძვირფასი , ასე უთქმელი სილბო ორად ყოფნიდან ერთად გახდომას რომ ახლდა თან .
უნაგირზე აწრიალდა ,არ მოსწონდა ვაჟი რომ არ უყურებდა, უფრო მეტიც,წამოსვლისას მხოლოდ მსუბუქად წაეტანა წელზე , ცხენზე დაჯდომაში რომ მოშველებოდა . აღარც ტყეს უყურებდა და აღარც გზას , თომას მისჩერებოდა და ამ უკანასკნელმაც რომ სწრაფად შეანათა თაფლისფერი მზერა , სწარფად გააბრუნა თავი. მიხვდა ჩრდილად ჩამოწოლილი სევდა დროულად ვერ აეყარა სახიდან , თომა კი დაჟინებით ამოჰყურებდა ქვემოდან და იცოდა,არაფერი გამორჩენოდა მას .

ცხენი შეაყენა ვაჟმა , წამით თავადაც მოპირდაპირე მხარეს აღმართული ხეთა რიგებისკენ გაიხედა . აღვირს ჩაფრენილი გვანცა გაოცებით ჩამოჰყურებდა ზემოდან და შესცინა თომამ,მერე კი მსუბუქად სწვდა ფეხში ,ფრთხილად გაათავისუფლა ფეხთშესაყარი და წამებში გადაევლო დამატებითი დაწოლისგან ათამაშებულ ცხოველს , ზურგიდან აეკრო უნაგრიზე გაშეშებულ ,ოდნავ შეშინებულ და სახეალანძულ გოგონას და მისი თბილი ხელისგულები მოჰხვია საბელს მოჭიდებულ , მოკანკალე თითებზე გვანცას .
გაოცებულმა გადახედა მის ზურგზე აკრულს . მზერა დაწმენდოდა გეგელაურს და ახლა თვალებში მზეებჩამდგარი , ფართოდ უღიმოდა გაოგნებულს .
მერე კი , წითურმა ძლიერად შემოკრა ცხენს და ველური ყიჟინით, უნაგირზე წამომართული გაუძღვა ტევრისკენ . ხმამაღალი სიცილი ამოუშვა ,მასზე მიშტერებულმა,აღფრთოვანებულმა მზერამ კიდევ უფრო გაათამამა თითქოს.
მძიმე ფიქრები გადაჰყროდა, თავისუფლება ჩაფრენოდა მხრებზე , მორიგი ყიჟინა დასცა გეგელაურმა და გაკვირვებისგან ლამის შეჰყვირა გვანცას ჯერ მორცხვი,თავშეკავებული ხმა მისას რომ აჰყვა , მერე კისკისითა და ხმამაღალი შეძახილით ვაჟსაც კი აჯობა და თავადაც წამოიწია და ვინ იცის,რა მოხდებოდა თომას რომ უკვე მერამდენედ , წელზე რომ არ შემოევლო მისთვის ხელი .
არც უგრძვნია გვანცას მისი ქცევის საშიშროება და რაკი თომას ხელები საყრდენად დაიგულა , კიდევ უფრო წამოიწია უნაგირზე , ამსუბუქებული მკლავები უმისამართოდ ამართა ზემოთ და მთელი ძალით დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს . ვეღარაფერს გრნობდა , თვალებში ჩამდგარ სიბნელეში ფორთოხლისფრად ათამაშებული მზისა და სრულყოფილებამდე მისული მთლიანობის გარდა .
მერე კი აღმართულ ხელებზე მოწოლილი ჰაერის ნაკადი რომ შენელდა და ფორთოხლისფერი სინათლე დრეზდენის მწვანე ბრილიანტივით მოციმცე ჩრდილებმა შეცვალეს , მიხვდა , თაფლიანი მინდვრის ჰაერის ნაცვლად, ნორჩ წიწვებსა და ჯერ კიდევ რბილ,წვნიან გირჩებს შორის მოშრიალე ნიავი ევლებოდა კანზე . ტყის გრილმა შეხებამ გონზე მოიყვანა , ჰაერში აზიდულ მკლავებსა და უნაგირზე შემართულ სხეულში ტკივილი იგრძნო , შერცხვა კიდეც მისი წამისწინდელი ყიჟინისა და სიცილის და სასწრაფაოდ დასწია ატკივებული ხელები , არადა რა სასიამოვნო იყო ხელისგულებზე გადმოხრილი ფიჭვების ტოტების შეხება . პატარ-პატარა,მაგრამ უხვად შებნეულ გირჩებს ჯერ კიდევ უმწიფარი ვაშლივით მკრთალი სიმწვანე გადაჰკრავდათ .სწორედ მათი სინორჩით სავსე სიუხვე სძლევდა კავკასიური სოჭის ძლიერ,მრვალისმნახველ ტოტოებს , თავსა და მხრებზე რომ ეხლებოდა მიმავალთ .
გვანცას წამით თითქოს შერცხვა თავისი საქციელის,მაგრამ ახლა საკმარისად ბედნიერი იყო რამეზე ფიქრისთვის . გაირინდა და უკან მჯდომის სუნთქვას დაუგდო ყური. თომას ღიღილოებით ამონათებული მინდვრისთვის შეეტოვებინა ველური თავდავიწყება და ახლა მშვიდად ჩასჭიდებოდა აღვირს, დროდადრო , როცა რწევით მოარული ცხოველი ჩვეულებრივზე მეტად შეირხეოდა ან იქვე ამოწვერილ , სიმწიფე შეპარულ მოცვის ბუჩქებს გადასწვდებოდა, მკლავებით ოდნავ ეხებოდა გოგონას სხეულს . გვანცა მხოლოდ მის დაძაგრულ,მომუშტულ მტევნებსა და ირგვლივ აღმართულ ,მოლურჯო კენკერის გროვას ხედავდა . უკვე ყელში ამოსვლოდა ეს უსიტყვო დისტანცია , ახსოვდა რამდენიმე წუთის წინ უნაგირზე შემდგრი როგორ ახლოს იყო ვაჟთან , მინდვრიდან გადმოყოლილი აღტაცების ნამცეცებს ისევ გრძნობდა სხეულში და ჯერ კიდევ ცოტათი გაბრუბული,მთელი გამბედაობის მოკრებით გადაიწია უკან და თომას მხარზე ჩამოადო თავი. ოდნავ ჩაცურდა უნაგირზე , გადაწეულ თავში მოწოლილი სისხლისა და კისერში გაჩენილი დისკომფორტის შეგრძნება დააიგნორა და გახევებული ვაჟის მაღალ კისერს შეავლო მზერა . ამ უკანასკნელმა ოდნავ მოაბრუნა თავი და მის მკლავებში მისვენებულ გოგონას დააცქერდა.მის მარჯვენა მხარზე ჩამოედო თავი გვანცას, თავი აღემართა და როცა ვაჟი ოდნავ დაიხარა , პირდაპირ გაუსწორდა მის სახეს. მაშინვე თომას მზერას ჩვეული,თბილი საბურველი შემოეხვია , გვანცას ბაგეებზე დახედვისას კი სითბო მწველ ცეცხლად იქცა და აილანძა გოგონა. სასწრაფად მიჩქმალა ის აზრი,რომ ოდნავ წამოწეულიყო და ლამის მთელი ძალით აჰკვორდა მკერდზე საქმის გასაადვილებლად .
სუნთქვაარეულმა გადმოხედა ვაჟმა და ის იყო ოდნავ კიდევ გადაიხარა მისკენ,როცა გვანცას ყელზე მობარბაცე, მომრგვალებული ჭიამია მოხვდა თვალში . ვინ იცის,რომელ ყვავილს მოსწყვეტოდა ეს ცუცქნა , დაკოპლილი მწერი გაჭირვებით რომ დაცოცავდა ახლა. თავისუფალი ხელით კიდევ ერთხელ მოქაჩა აღვირს,ცხენი შეაყენა. მერე კი , საჩვენებელი თითი დაახვედრა დაბნეულ მწერს .

- შეხედე, ვინ გვესტუმრა. - თითზე მოქცეული ჭიამაია დაანახა უკვე შემართულ გვანცას და როცა მწერმა სასაცილოდ გამართა ცალი ფრთა , სიყვარულით გაუღიმა. - რა უმწეოა .

- სულაც არა . - ჭიამაია მეორე ფრთის გაშლას ცდილობდა ამჯერად - იცი, რომ ეგ უმწერო არსება სხვა მწერებით იკვებება ? მტაცებელია .

- ბუგრებით იკვებება,გვანცა. - უკვე გაფრენილს თვალი გააყოლა ვაჟმა. - რაც მოსავლის გადარჩენას ნიშნავს ფერმერისთვის .

- თუმცა უმწეო სულაც არ არის არა ? - ჯიუტად განაგრძო გოგონამ , ამჯერად თავად წვდა აღვირს და ცხენი ააჩქარა. - მოჩვენებითია ეგ უმწეო და უწყინარი ბუნება.

- სამაგიეროდ , საჭირო. - საჭირო? მირჩევნია საშიში შესახედაობის იყოს , მაფრთხილებდეს. ბუნების სამართალს ეწინააღმდეგება მისი სიყალბე.

- ჩვეული გვანცა ! - გაეცინა თომას . ტყეში ჩამოწოლილ სიჩუმეში გოგონას არ გამოჰპარვია მის ხმაში გარეული სიმწარე. - პატარა და დიდი სიმართლე...

-ვიცი. - შეაწყვეტინა გაღიზიანებულმა. - ათასჯერ გითქვამს და ათასჯერ მიპასუხია,რომ პატარა და დიდი სიმართლე არ არსებობს.

- მართალი ხარ,ათასჯერ მითქვამს,მაგრამ ერთხელ მაინც თუ მოგისმენია ჩემთვის ? - საბელი ჩამოართვა თომამ. - ზოგჯერ სიყალბე პატარა სიმართლის დამალვაა დიდი სიმართლისთვის . ეს პატარა მწერიც თავის საქმეს აკეთებს. განა მტაცებლობა სიბორიტეა? მაშინ ასეთმა კაშკაშამ თავი როგორ უნდა დაიცვას ?

- სწორედ სიკაშკაშის გამო არ ეკარება ბევრი. - ცალ ფეხს დაეყრდნო გვანცა და მეორე კი უხეიროდ გადაატარა უნაგირს , უკან მყოფი ვაჟს რომ არ შეხებოდა და ჩამოქვეითებულმა უხეშად გადასწია მოცვის ბუჩქები .
შერხევისას მცენარეს ლილისფერ წვეთებად მოსწყდა ალაგ-ალაგ დამწიფებული,წვნიანი მოცვის მარცვლები . მისი ტანაყრილი,გაფოთლილი ვარჯიდან ამოხეთქილმა ცუცუქნა მწერების გროვამ კი სუნთქვა შეუკრა შეშინებულს.უმწეოდ მოჰყვა ხელების ქნევას ,რომ როგორმე თავიდან აეცილებინა მის ტანსაცმელს მოდებული ათასფრად მოციმცე გუნდის შემოტევა . მათი მოგერიებით გართულს ვაჟის არხეინი სტვენა რომ მოესმა საშინლად გაღიზიანდა , მაგრამ გაღიზიანება გაოცებამ გადაფარა ,როცა ჯერ კიდევ ორადმოხრილმა ყური მიუგდო ხმას და მიხვდა,რომ შორიდან ესმოდა იგი . სწრაფად გასწორდა და დაფეთებულმა შეამჩნია,რომ აღარც თომა და აღარც ალის მსუნაგი ცხენი მის გვერდით აღარ იყვნენ . გვარიანად ჩამოეტოვებინა ვაჟს და ახლა თმაგაწეწეილი , გაოცებული გოგონა შორს ხის ტოტებში , ამ ჯიშიანი ცხოველის გავასღა არჩევდა . როცა წარბზე უცნაური შეხება იგრძნო , ჯერ იფიქრა,რომ უბრალოდ დაძაბულობისა და აღელვებისგან ეჩვენებოდა , მაგრამ როცა შეგრძნება გაუგრძელდა და თვალათამაშებულმა ჯერ ერთი წვრილი და გრძელი , ჯოხისებრი საცეცი შეამჩნია ,რომელსაც კიდევ ხუთი ზუსტად ასეთივე ფეხი , პლუს ორი საკმაოდ ლამაზი და გამჭირვალე ფრთა და ბოლოს ამ ყველაფრის უბატონო მფლობელის , კალიის სრული სურათი მოჰყვა , მისი დაბინდული გონება შეეცადა გამოეცნო,რატომ იყო ეს მწერი მის სახეზე . თავად კალია , როგორც ჩანს ,თვალის ცახცახს ძალზედ შეეწუხებინა და უკამყოფილოდ აცმაცუნებდა საცეცებს და როცა მისი წინა ორი, შედარებით ფუმფულა წანაზარდი კიდევ ერთხელ,აშკარა შეშფოთებით გაეხახუნა ერთმანეთს , გვანცამ ისეთი ყვირილი მორთო ,რომ შეურაცხყოფილ მწერს ხელის აქნევაც არ დასჭირვებია ,ისე მოქნია გამჭირვალე , სალათისფერი ფრთა და აღშფოთებული გასცილდა იქაურობას . ყვირილსა და ხელების ქნევას უამატა გვანცამ და შეამჩნია როგორ მოაბრუნა თომამ ცხენი და სიცილით,განგებ ზანტად წამოიყვანა მისკენ . გამწარებულმა მიმოხედა გოგონამ და ძირს მიმოფანტულ , მობერებულ გირჩებს რომ ჰკიდა თვალი,კმაყოფილების შეძახილი ძლის შეიკავა. სანახევროდ დამპალ,ზამთარგამოვლილებს შორის უშველებელსა და ყველაზე მობერებულს დასწვდა , ზურგს უკან შემალა . მერე კი, როცა გამხიარულებული ვაჟი აცეკვებული ცხენით მუახლოვდა , ორივე ხელი მოსდო გირჩის უხეშ ზედაპირს და პიტჩერივით ( ბეისბოლში ბურთის მტყორცნელი) მოისროლა იგი . ბიჭის წამოყვირება მალამოდ მოედო გულზე, სირბილით დაფარა მათ შორის დარჩენილი მცირე მანძილი , ოდნავ შეცბა ჩვეული ხარხარის გაგონებისას,მაგრამ რომ შეამჩნია რა გამალებით იზელდა აწითლებულ შუბლს თომა , ცოტათი შეეცოდა კიდეც .

-რა გაცინებს ?! - დაცინვით მიუგო,როცა შუბლიდან ხელი ჩამოიღო და მის თვალებში აციმციმებულ ცრემლს მოკრა თვალი გვანცამ . თაფლისფერი გუგები აუპრიალდა თომას , დაუკითხავად ჩამოდენილი ცრემლი დრამატულად მოიწმინდა და კიდევ ერთხელ შესცინა გოგონას. - მგონი ისე ძლიერად გესროლე ტვინიც... - დამთავრება აღარ დასცალდა გვანცას,რადგან გადმოხიარა თომა და წელზე დასწვდა . სუნთქვა შეეკრა,როცა მისი ხელი მარწუხივით შემოეჭდო და ზემოთ ასწია , მაგრამ ძალა ბოლომდე არ ეყო ვაჟს და გაოცებულ გვანცა, სანამ უნაგირზე გადაეკიდებოდა , ცხენის რკინის აღკაზმულობას მიეხალა წამით . ცხენზე რომ აღმოჩნდა ,კიდევ ერთხელ დასწვდა თომა,თოჯინასავით შემოატრიალა და გვერდულად დასვა , მერე კი ,გაოგნებულ გვანცას ლამის კივილი აღმოხდა,როცა ვაჟმა ძლიერად შემოჰკრა ცხენს და ხეთა დამძიმებული,ძირს დახრილი ტოტების ხეივანში ქარის სისწრაფით გაქროლდა.

- თავი დახარე ! - სიცილით შეუყვირა და აღაც დალოდებია , სანახევროდ უნაგირზე გადაწოლილმა იგივე აიძულა გოგონასაც .

გარინდული ტყე ერთიანად გამოცოცხლდა, ფუღუროებში შემალულმა ციყვებმა თავი წამოსწიეს , აშრიალებული ხეებიდან აფრენილმა ნიბლიების გუნდმა ტოტებს შორის გამოღწეული მზის სხივებიც კი დაფარა წამით . მტკივნეულად ეხლებოდათ ჯერ კიდევ ნორჩი წიწვებით შემკული რტოები ზურგზე , ჰაერში ფლოქვებიდან აყრილი მიწისა და გათელილი ბალახის სურნელი ტრიალებდა . ჯადონსურ,ამქყევნად ყველაზე ხმაურიან ფერხულში ჩაბმულიყო ირგვლივ ყველაფერი , ჩიტების გუნდით გადაბნელებულ ტყეში ,მოცეკვავე ჩრდილებსა და მწვანედ აქაფებულ ტალღებში მიკვლევდნენ გზას თითქოს . შემდეგ ხეები შემოიძარცვა ირგვლივ და კვლავ მზით განათებულ,ფართო მინდორზე შედგა გაღვითქული ცხოველი.ეს მინდორი შემაღლებული გორაკის თავს წარმოადგენდა.გორაკის კიდევ უფრო უდაბურ ტყეში რომ ეშვებოდა შემდეგ .

გაწეწილი,ცუცქნა გირჩებითა და ტოტებით სავსე თავი გაჭირვებით აღმართა გვანცამ , ფორთოხლისფრად მობრდღვიალე მზემ თვალი მოსჭრა , იგრძნო როგორ მსუბუქად დაეშვა მიწაზე თომა და მაჯაზე შეეხო ქვემოდან.გაცეცხლებულმა გადახედა გოგონამ,მაგრამ სანახაობამ სიცილი მოჰგვარა . ბიჭის შუბლზე ბროწეულივით წამოსკუპებულიყო კოპი , ტოტებს სახეც ჩამოეკაწრათ მისთვის,თმა კი ჰაერში გაშეშებოდა და ფოთლებით გადავსებოდა . გაწოდებული ხელი კიდევ ერთხელ შეარხია წითურმა,მაგრამ როცა გვანცას დაჟინებული მზერა იგრძნო,ნატიფად მოხაზული ფალანგები გაფხორილ თმაში შეიცურა და თავის ქნევას მოჰყვა. სქელ,მეწამულ ხვეულებს მოწყვეტილი რამდენიმე ტოტის ნატეხი ფეხზეც კი მოხვდა გოგონას.თავის ქნევას რომ მორჩა,ხელმეორედ გაუწოდა ხელი და აკისკისებული დაჰყვა გვანცაც .

- ალი გაგიჟდება. - მასზე უცნაურად დაჩერებულ ვაჟს თვალი აარიდა და აქელებულ პირუტყვს ახედა . თომამ რომ ხელი მიარტყა ამ უკანასკნელს,გაკვრივებით გადახედა - იქნებ დავკარგოთ კიდეც.

-არა,იაროს ცოტა ხანს. - წამით კიდევ შეავლო უცნაური მზერა და მერე მინდვირს დაჩრდილული ნაწილისკენ ანიშნა. - ძახილზე მოვა. - ყვითელი ბოლოკების გროვაში დაუდევრად ჩაეშვა და ატკივებული ხელ-ფეხის ზელვას მოჰყვა შეწუხებული.

- ჩემი ტყეში მიტოვება რამ გაფიქრებინა ? - გაბუსხული ,მაგრამ თავადაც შეწუხებული მიუჯდა გვანცა და ბოლოკას მზისფერი გვირგვინი ინტერესით დაატრიალა .

- ჰო , ზუსტად შენს მიტოვებას ვფიქრობდი. - გამოაჯავრა თომამ . უკან გადაიხარა და ორივე ხელს დაყრდნობილმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა წინ მჯდომის ჩამოხეული მასიური,თავად რომ ვერც კი მიმხვდარიყო ჯერ . მოშიშვლებულ მხარზე გადმოწეულ,ბიუსჰალტერის წვრილ ზონარზე შეეყინა მზერა .

- ჰო ? - ტუჩაბზუებული შეუბრუნდა გვანცა და მუჭში დაგროვილი , დაქუცმაცებული ბოლოკას ნარჩენები შეაყარა გარინდულს , მაგრამ საპასუხო რეაქციამ რომ დააგვიანა ,თავადაც მიაჩერდა ამჯერად . ბიჭის აპრიალებულ თვალებს რომ დააკვირდა , უნებურად საკუთარ მხარს დახედა . მაისურის ცალი მხარე წელამდე ჩაჰხეოდა, ბიუსჰალტერის ზონარი მხარზე ჩამოცურებოდა . შემოხეული ნაჭერი,ახლა მიწაზე რომ სთრევდა,ვერც უკანა ნაწილს და ალბათ,ვერც ზურგს უფარავდა . უარესი კი ის იყო,რომ სახით შებრუნებულიყო თომასკენ და არც წინა ,ასევე დაუფარავი ნაწილი იქნებოდა შეუმჩნეველი ვაჟის ნაპერწკლებმოდებული მზერისათვის. გაშეშებულმა იმის ნაცვლად,რომ ყვითელი ყვავილების გროვაში ჩამალული ნაჭერი შეკოწიწებინა , კვლავ თომას ახედა . ცხენის კუდში ( ჩანჩქერი აშშ-ში ,რომლის წყალიც მზის სხივების დაცემის გამო, წითელ შეფერილობას იღებს და ლავის ეფექტს ქმნის ) არეკლილ წვრილ,ცეცხლისფერ ხაზს ჩამოჰგავდა ვაჟის თვალებში მოპრიალე შუქი . გაბრუებული ინტერესით დააკვირდა თომას,რომელიც ნელა გასწორდა, ხელიც ნელა გაიწმინდა შარვალზე და მერე ისეთი სიფრთხილით გადატარაა თბილი ხელისგული მხარზე,რომ გვანაცას უნებურად გახსენდა იქ,მათი სახლის დერეფანში როგორ ძლიერად წაავლო მკლავში ხელი და რა უხეშად აართვა პირველი კოცნა თომამ . ნუთუ ერთი და იგივე ადამიანს ეკუთვნოდა ეს თლილი,თავხედი თითები ,ახლა ბიუსჰალტერის ზონარში რომ შეცურდნენ . სანახევროდ მოშიშვლებულ მკერდზე დაცქერდა ვაჟი, საჩვენებელი თითი გამოსდო ჩამოგდებულ სალტეში და ფრთხილადვე ასწია მხარზე .მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენად ახლოს იყო,რომ მისი თბილი სუნთქვას გრძნობდა გვანცა კანზე,მაგრამ ზონარი გაასწორა თუ არა,უკან დაიხია და თვალებში არეკლილი სიცივე ვერაფრით დამალა გვანცამ.რა თქმა უნდა, ხვდებოდა რაც იგულისხმა ვაჟმა ალისა და ნინოს ამბით, მაგრამ რატომღაც მეტი უნდოდა, მეტისმეტად სასიამოვნო იყო რეალობა იმისათვის,რომ ასე მარტივად ერწმუნა მისი . გამოფხიზლდა , გახეული ნაჭერი ძლივს ამოსწია მკერდამდე და გაჭირვებით მოახერხა გულმკერდის დაფარვა . მერე , ვითომც არაფერიო , თმებში გახვეული ტოტების დაცლას მოჰყვა.რამდენიმე ისე გახლართოდა , ალბათ შეუძლებელიც იქნებოდა მათი უმტკივნეულოდ მოშორება. ცრემლები მოერია და იცოდა ატკიებული თავის კანი არ იყო მიზეზი .

- ასე თმებს დაიგლეჯ . - არაფერიცო აპირებდა ეპასუხა,მაგრამ ვაჟმა ფრთხილად უკან უბიძგა და აიძულა ბალახის რბილ საბანაზე გადაწოლილიყო.ისეთი სასიამოვნო იყო ზურგზე მიწის გრილი შეხების შეგრძნება , აღარ შეეწინააღმდეგა და უკმაყოფილოდ ახედა ფეხმორთმხმით მჯდომს,ზემოდან რომ დაჰყურებდა ახლა.

-აბა , ასე როგორ მოვახერხებ , გენიოსო ? - დაცინვით ჩაილაპარაკა და წამოდგომა დააპირა,თომამ ნაზად რომ დაჰკრა ხელი და უკან დააბრუნა.

- დაგეხმარები. - კეფაში შეუცურა ორივე ხელი და თმა მიაწაზე გადაუშალა , მერე კი ისეთი სილბოთი ჩამოვარცხნა თითებით,რომ გვანცას ოდნავი ტკივილის გარდა არაფერი უგრძვნია. მიხვდა ,ბიჭმა მალევე რომ გააცალა შერჩენილი ფოთლებისა და წიწვების ნამცეცები , მაგრამ ისეთივე სინაზით დაუსვა თითები გადაშლილ,უკვე დამყოლ თმას . ბოლოს ესეც შეწყვიტა და გვანცამ უსიამოვნოდ გაიფიქრა ,რომ ალბათ ახლა ისევ ადგებოდა და ცივად გაშორდებოდა,მაგრამ მასზე სანახევროდ გადმოწოლილი ვაჟი ოდნავ წამოიწა,ცოტათი ქვემოთ ჩაჩოჩდა და იდაყვებს დაეყრდნო,ისე რომ მისი სახის გარდიგარდმო შემოლაგებული ხელებით შუაში მოიქცია გოგონა . თავი დასწია თომამ , ცხვირით ოდნავ შეეხო ყელზე,კანზე გადასული ფიჭვის სურნელი სასიამოვნოდ მოელამუნა .

- ზუსტად ვერ მიხვდი,არა ? - მის ყელში თავჩაგრულმა ამოილაპარაკა ,თვალდახუჭული ჩაუყვა თითოეულ ნაკვთს და მხარზე შეჩერებულმა შანთივით მწველი კოცნა მიაკრო ათრთოლებულს. მერე კი , გოგონას რბილი,სურნელოვანი კანისთვის ტუჩების მოუშორებლად დასწვდა მისვე გასწორებულ ზონარს პირით , ცალი ხელით კი ბიუსჰალტერში ჩატანებული მაისური მოაშორა . მხოლოდ ამ უკანასკნელის ამარა დარჩენილ,სახეაწითლებულ გვანცას ზემოდან დახედა და გაუგებარ ჩურჩულს მოჰყვა.
უკაცრიელ მინდორში ,ხეთა ჩრდილის ქვეშ იწვნენ.სანახევორდ შიშველს გულში იკრავდა ვაჟი და ათასგან ამოკითხული , მილიონთა ბაგეს დაცდენილი ჯადოსნური სიტყვების წრეზე ტრიალებდა ორივე . ლოცვას ჰგავდა მისი სიტყვები , ათასჯერ მოსმენილ და მაინც სუნთქვისშმეკვრელ ლოცვას . მის მკერდში თავჩარგული , ურაგანით ( ძალზე ძლიერი ქარიშხალი ) ათრთოლებულ რტოთა მსგავსად მოცახცახე ბიჭის თქმული სიტყვები ბუნდოვანი იყო , თითქოს დრუიდთა შელოცვას ისმენდა გვანცა , მავანთა მიერ გათელილი გზის პირას იდგა თითქოს, მაინც ახალივით რომ ბიბინებდა მისთვის . უცნაური გზა იყო,ყველაზე ვიწრო და ყველაზე ფართო,გათელილი და მაინც ახალი , გზა,რომელზეც რომანებში კითხულობდა , რომელზეც სიმღერებს წერდნენ და პოემებს უძღვნიდნენ , ახლა მის წინ გადაშლილიყო . გზა ორიდან ერთამდე , ერთისთვის.
ამ გაუგებარ როკვაში , თომას სიტყვებს არჩევდა დროდადრო:

მიყვარხარ და მეყვარები .

ასე იქნება დღეს,

ასე იქნება ხვალ,

ასე იქნება სამუდამოდ.

გაუბედავად შეუცურა თითები აბურდულ, ბროწეულისფერ თმაში ვაჟს,ისიც,თითქოს ამას ელოდაო,წამოიწია , მთელი ძალით მოეხვია თვალებაბრჭყვიალებულ გოგონას და გადაბრუნებულმა,ამჯერად გულმკერდზე მოიქცია იგი. თბილი ღიმილით დააცქერდა გვანცა,შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და საკუთარის გადაწევასაც,რომ შეეცადა,არ დაანება თომამ ქერა კულულები ჩაბღუჯა და ღრმად შეისუნთქა ნაცნობი სურნელი. გეყოფაო შესცინა გვანცამ და ქერა ხვეულები აიკრიფა . იგრძნო,ხელებაღმართულს როგორ მოატარა მზერა მზენაიკდებ ლავიწებსა და სალტეებგადაწეულ ბიუსჰალტერიდან მაცდურად წამოჩიტულ სიმრგვალეებზე . აქამდე უნახავი , სურვილით სავსე სხივი გაუკრთა თვალებში . თითქოს ყველა სადავე მიეშვა ახლა,აღარც მათ შორის აღმართული საიდუმლო არსებობდა,არც საკუთარი დანაშაული . ყველაფერი დაბურული ტყისთვის შეეტოვებინა თავბრუდამხვევი სისწრაფით სრბოლისას და ახლა ,ამ უსასრულო თავშეკავებით დაღლილი მის წინაშე აღმართულ სილამაზეს ვეღარ უმკლავდებოდა. არაფერი ზედმეტი არ სურდა ამ წამს,არც კი ფიქრობდა ამაზე,მხოლოდ გოგონას თეთრ კანზე ჩამოშლილი თავთუხისფერი კულულებისა და მისი ჩამოქნილი სხეულის ხილვაც კმაროდა მისთვის .

მოკანკალე ფალანგები ყელიდან მხარზე ,მხარიდან კი ნაჭერზე დატანებულ ყორნისფერ მაქმანზე გადაატარა. იგრძნო როგორ აჰყვა გოგონას სხეული მისი თითების ამ პატარა მოძრაობასაც კი , ბიუსჰალტერის შუაში მოთავსებულ დუგმას (შესაკრავი) გადაუსვა თითი თომამ და გაოცებულმა აჰხედა , როცა გვანცა ჩაეჭიდა და ოდნავ დააწვა ხელის ზურგზე . მერე კი,სწრაფად დაიხარა გოგონა და უკვე მეორედ , აცახცახებული წაეტანა ბაგეზე . გაირინდა თომა ,მის დამფრთხალ მოძრაობას მიენდო და როცა ეს უკანასკნელი,ოდნავი სითამამით კბილებით დასწვდა ქვედა ტუჩს , თავი ვეღარ შეიკავა ვაჟმა , მოუთმენლად შეუხსნა შესაკრავი და ერთი ხელის მოსმით მოაშორა თხელი მაქმანი. მის ბაგეებს მოსცილდა გვანცა და ყელზე შემოჰხვია ორივე ხელი , წამომჯდარ ვაჟს საშუალება მისცა მოხერხებულად მოეთავსებინა კალთაში და კისრიდან ,მის მხრებში თავჩარგულის თმებში გადიტანა ხელები .

თომა ბოლოჯერ,მხურვალედ ეამბორა გონებარეულს,მერე კი იქვე მიგდებულ ბიუსჰალტერს დასწვდა და შორს ,მინდორზე გადატანილი მზერით გაჭირვებით შეუკრა . დაფლეთილი მაისური შეძლებისადგვარად გაუკვანძა , არეული თმაც რომ ბავშვივით გადაუსწორა ,მაშინღა აჰხედა ოდნავ დაწმენიდილი მზერით ისევ მის კალთაში მოთავსებულს . ალანძულმა გოგონამ თვალი აარიდა ,მაგრამ თომამ ისე გულიანად შეჰღიმა,რომ ტუჩის კუთხეები აეზიდა უნებურად . ალბათ,ცოტათი ესირცხვილებოდა კიდეც თავისი საქციელის გამო ,იმის გამო რომ თავად არ იყო ის,ვინც შეჩერდა , ვინც პირველი მოეგო გონს.

- ალი გაგიჟდება - ამოილაპარაკა გვანცამ და შარვლის ფერთხვას მოჰყვა . შორს,ტყის თავზე მედიდურად თვლემდა მზე , ჩამავლს თითქოს ნარცისების თაიგულები მიმოეფანტა ირგვლივ და ერთთავად , მაისისთაფლისფერ , ბლანტ ოქროსფერში გამოეხვია ხეთა წვერებზე დაწოლილი , ჭაობისფერი ბურუსი.

- რაღაც სინანულს ვერ გატყობ ხმაში - სიცილით გადაულაპარაკა თომამ და გაბმულად დაუსტვინა . თავი წამოყო გვანცამ და გაიბადრა,როცა სტვენაზე მათკენ მორბენალ ცხენს მოჰკრა თვალი - ხო ,ალის ნამდვილად ეხერხება ცხენების გაწვრთნა და ნამდვილად გაგიჟდება.

ერთხელ უკვე გაკვალულ გზას დაუყვნენ,მალევე გავიდნენ მინდორზე და დასვენებული ცხენი ააჩქარეს . ალბათ აღელვებული ნანა და ზურაბი ალისთან იყვნენ უკვე.რა გაეწყობოდა,მდინარეზე ჩასვლას აზრი დაკაგვოდა ამ წელს. შემორჩენილი ოჯახები ალბათ უკვე აკანკალებულნი,აფუსფუსებულნი ერეკებოდნენ გაჯიუტებულ ბავშვებს მდინარის გრილი წყლიდან და თბილი,მყუდრო სახლებისკენ მიიჩქაროდნენ .

-როდის შეგიყვარდი რომ არ გითქვამს ? - ჩაჰყვირა გვანცამ,როცა შორიდან ადგილზე მოტრიალე ნანას და საუბარში გართულ ალისა და ზურაბს მოჰკრეს თვალი. ქერა თავი აღმართა ქალმა და მისმა შეძახილმა ,ჩემი ბავშვები მოვიდნენო ცხენოსანთა ყურამდეც კი მიაღწია.

- შენ რომ გიყვარვარ , ისიც კი არ გითქვამს. - მის ყურთან ამოლაპარაკა თომამ და როცა გოგონას უკმაყოფილო ამოძახილი მოესმა , დააყოლა - ბავშვობიდან...

-მეც ბავშვობიდან. - არ დააცადა გვანცამ . ნანას დაკითხვით დაკავებულს,აღარ შეუმჩნევია,როგორ დაეძაბა სხეული მის სიტყვებზე უკანმჯდომს. მხოლოდ ალიმ შეავლო ბედნიერებამოდებული მზერა ვაჟს.

- მე რომ არაფერი მომიყოლია ? - ხმადაბლა ჩაეკითხა გაკვირვებული თომა , როცა ცხენის საბელს აწვდიდა კაცს.

- თვალებმა გაგცეს , პატარა ბიჭო . - შესცინა ალიმ . მისი სიახლოვით გახარებულ ცხოველს მიეფერა და თავის დაკვრით გამოემშვიდობა ყველას. დარცხვენილი გვანცას დანახვისას კი აბზინდა შეხსნა ცხენს და გოგონას გადაუგდო. ინსტიქტურად დაიჭირა ეს ლამაზი მორთულობა გოგონამ და გაოგნებულმა აჰხედა - ფრთხილად -შესძახა.მართლაც ეს არ იყო ცხენისათვის ბალთის შესაკრავი ჩვეულებრივი,მომრგვალებული აბზინდა.მისი მხარეები წაგრძელებინათ , ბოლებში წვეტიანიც კი იყო იგი. უცხოდ მოჩუქურთმებულ ამ მორთულობას,მშვილდშემართული მამაკაცის გამოხატულება ამშვენებდა - ეროსია , დაჰხდე და გახსოვდეს - ესღა უთხრა და შებრუნდა .

ცხენს დაუყვავა და ნელა,აღმოსავლური ბალადის ღიღინით დაუყვა გორაკს.

***

მეორე დილით ღიად დატოვებული სარკმლიდან შემომავალმა სიგრილემ შეაღვიძა . მაისის ნიავი ზანტად არხევდა თხელ ფარდებს . მხარი იცვალა გოგონამ , დარაბებს მიღმა ლაჟვარდისფრად გადაშლილ ცასა და მიმოფანტულ,ქათქათა ღრუბლებს ახედა კმაყოფილმა. შემომავალი სიგრილე სასიამოვნოდ ელამუნებოდა საბნისპირიდან ამოჩრილ მხრებზე . კიდევ ერთხელ იცვალა მხარი და საწოლზე წამოიწია. კომოდზე ალის ნაჩუქარი აბზინდა ბზინავდა,ერთდორულად ლამაზიც იყო და საშიშიც ეს მოსართავი,ზუსტად ისევე ,როგორც მასზე გამოხატული ეროსი. თითქოს უსიამოვნო გრძნობამ გაჰკრა , ნაკეთობის წამახული ზედაპირის დანახვისას , მერე კი გაკვირვებულმა გაიფიქრა,ბასრი საგნების ფობია როდისღა გამიჩნდაო და მაშინვე თავი ანება ამაზე ფიქრს.უსიამოვნო აზრებისთვის არ სცხელოდა დღეს.
დიდხანს იტრიალა სარკის წინ და ლამის ამღერებული დაეშვა კიბეებზე.
უკვე სამივენი მაგიდის გარშემო ისხდნენ , ნანა და ზურაბი რაღაცას განიხილავდნენ,თომაც უსიტყვოდ უგდებდა ყურს.ისე იჯდა რომ პირდაპირ აჰყურებდა ზედა სართულიდან ჩამომავალ კიბეს და პირველმაც სწორედ მან მოკრა თვალი. გვანცა შეემზადა ,მაგრამ გეგელაურმა მხოლოდ წამიერად ამოხედა და ისევ მის მშობლებს მიუბრუნდა. თვალები ჩასწითლებოდა ვაჟს , ეტყობოდა ძილი არ მიჰკარებოდა .

-რატომ არ მითხარით ? - ახლა ნანას აჰყურებდა იგი - შუაღამისას ისე წახვედით, რომ არაფერი გითქვამთ და დილას დაბრუნებულები მეუბნებით,რომ მშვიდად უნდა ვიყო რადგან ნორმალურადაა? და გუშინ რომ მომკვდარიყო ?- ზურაბისგან კიდევ გაიგებდა დამლვას,მაგრამ ნანა დედასავით იყო მისთვის.აკი თავად ხომ ყველაფერი იცოდა ქალმა მასზე,ბნელ უჯრებში მიმალულ რვეულსა და მის გრძნობებზე .

- გუშინ ძალაინ კარგ განწყობაზე იყავი,დაღლილი . თომა ,შეგვიძლია ვნახოთ კიდეც - უკვე სასოწარკვეთილება დასტყობოდა ქალის ხმას.გაზრდილი თომას ნაცვლად პატარა,მოღუშულ ბიჭუნას ხედავდა მის წინ . ეს ბიჭი დედას ეძახდა მაშინ,კისერზე ჩამოეკიდებოდა და მის გარეშე ვერ იძინებდა. ახლა გაუცხოებული თომა გულისტკივილით შემოჰყურებდა და ნანას ყველაზე მეტად უნდოდა ,რომ მართლაც დედა ყოფილიყო მისი. შიშის გარეშე წამომდგარიყო ,ეს უხილავი საზღვრები გადაელახა და მაგრად ჩაეკრა გულში,მერე კი დაეტუქსა . ამის ნაცვლად გახევებული იჯდა. - არ მინდოდა გენერვიულოა,დღეს შეგვიძლია... - სიტყვა გაუწყდა როცა მაგიდიდან წამოდგა თომა,უკაცრავადო წამოიძახა და მალევე კარს მიღმა მიიმალა.

-მე გავყვები ! - წამოიყვირა გვანცამ ,როცა მისი მშობლები ფეხზე წამოიშალნენ.შემობრუნებულთათვის ყურადღებაც არ მიუქცევია , ისე ამოიცვა კედები და საკიდზე ეულად მოქანავე ჩანთას დასწვდა - იქნებ სკოლაში გააფრთხილოთ,რომ არ ვიქნებით - ესღა მიაძახა გაკვირვებულთ,მერე კი ეზოში გავრადნილმა თომას მოჰკრა თვალი და დაუძახა. ადგილზე შედგა ბიჭი,მექანიკურად მოტრიალდა მისკენ და მიუხედავად იმისა,რომ შორს იდგა გვანცას დაეფიცებოდა გაკვირვებული,ოდნავი ღიმილითაც კი შემოჰყურებდა ახლა.

-შენც იცოდი არა ? - ოდნავი ღიმილიც გაუქრა სახიდან გეგელაურს.

-რა?- დაიბნა გოგონა - არაფერი გამიგია გუშინ.

-გუშინდელზე არ გეუბნები - სიმწრით გაეცინა თომას - ერთი კვირის წინ ,რომ ცადა ,იცოდი არა ? - შეცბა გვანცა. გიორგის მწვავე ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა , ცეცხლისა და წითელი ფერის შიში და იმდენად მძიმე იყო მდგომარეობა რომ , ექიმის თქმით, ეზოში მოყვავილე მაისის ვარდებს ჩაუგდიათ ამ დღეში იგი .

წითლად აყვავილებული ეზოს დანახვიასას ატირებულა ჭკუიდანშემცდარი . ეს მარტო ცეცხლის კი არა,ზოგადად ამ ფერის შიშიცააო.თურმე სხვა პაციენტებს გამუდმებით უყვებოდა მისი ცოლის ბროწეულისყვავლისფერ თმებზე , ასე რომ ენატრებოდა ახლა.

-ვიცოდი - ქოშინით აედევნა გვანცაც - ახლა უკეთაა,უფრო მშვიდად . მაშინ რომ გვეთქვა მის ნახვას დააპირებდი,უფრო აღელდებოდა.

-რა თქმა უნდა ჩემს დანახვაზე შეტევა ეწყება - გაღიზიანებულმა შეაწყვეტინა . ეს არ უგულისხმია გოგონას ,ვერც კი წარმოედგინა გიორგის მდგომარეობაზე ამდენი თუ იცოდა თომამ. - კარგი ასე ნუ გაგიკვირდა - ძალდატანებით გაუღიმა ,გამომეტყველბა წამიერად ეცვლებოდა. - ან რა არის გასაკვირი ? დედაჩემის გარდაცვაებაში მე მადანაშაულებს და არა მარტო. ექიმმა მითხრა რომ ცეცხლის შიში აქვს და სავარაუდოდ,ჩემიც.ბოლო მონახულებისას მომახალა რომ ვეზიზღებოდი.არ ვიცი საღ გონებაზე გააკეთა ეს თუ არა,მაგრამ ამას მნიშვნელობა არც აქვს.არა ? ისედაც ხომ ვიც...

-იცი რომ საღ გონებაზე არასდროს გეტყოდა მსგავს რამეს !- შეუყვირა გვანცამ.რამდენიმე გამვლელმა მათკენ გამოიხედა,შეწუხებული გამომეტყველებით აათავალიერეს და თავიანთ გზას დადგნენ. - დედაშენის გარდაცვალება არასოდეს დაუბრალებია შენთვის . მგლოვიარესაც კი არ მიუბარებია შენი თავი სხვისთვის , მაგრამ ,არა ! არც კი მოისმინე ეს ამბავი,სანამ ჩვენთან იყავი ეზოში იჯდა და გელოდებოდა.ოდესმე მაინც შეგიმჩნევია ? ელოდა როდის მოინდომებდი მასთან მისვლას,საკუთარ სახლში მისვლას , მაგრამ შენ არც კი გახსენდებოდა.მხოლოდ იმ ზაფხულს , ისიც რაღაც უაზრო მიზეზების გამო უსიტყვოდ დაბრუნდი უკან და მაშინაც კი საათობით რჩებოდი გარეთ ! შენი აზრით ნორმალურია გიორგის როგორც ეპყრობოდი ? ნუთუ არ შეგიძლია მომიყვე რა შეიცვალა იმ ზაფხულს ? - ვედრება გამოერია ხმაში .

თომამ თმაზე ჩააყოლა მზერა,ასე ძალიან რომ უყვარდა მასში. ეცოდებოდა გვანცა,იმ სინამდვილისთვის ვერ იმეტებდა გოგონას გონებას საგულდაგულოდ რომ გადაემალა.იქნებ კოშმარებს ხედავდა? იქნებ რამე მოაგონდა იმ ზაფხულუდან?
"ეცადეთ არასდროს მოხვდეს იქ,წარსულზე ნუ დაელაპარაკებით,მაგრამ ნურც აწმყოთი შეზღუდავთ.კარგი მოგონებები შეახსენეთ ."

- გვანცა - მის კითხვას უსიტყვოდ აარიდამთელი ამ წლების განმავლობაში ნაშენები კედელი თითქოს კვლავ აღიმართა მათ შორის - სახლში დაბრუნდი.

- და შენ ? ხომ იცი რომ მას ვერ ნახავ - მისი სიტყვები ეტკინა,მაგრამ არაფერი შეიმჩნია .

- სავარაუდოდ დამამშვიდებლები ექნება მიღებული, იქნებ ეძინოს კიდეც - თვალები აეწვა გვანცას.ახლაღა მიხვდა ასე რატომ მიიჩქაროდა თომა,მძინარე მამისთვის უნდოდა მიესწრო . ამიერიდან ასეთუ შეხვდებოდა მას.

-მაშინ დროზე წავიდეთ - მოწოლილი ცრემლი გადაყლაპა და გაშეშებულს მაჯაში ჩაავლო ხელი.

უსიტყვოდ მიდიოდნენ, დროდადრო რომელიმე გამვლელის უცნობი მზერა შეეფეთებოდათ გზად. საყელოში თავჩარგულნი უცხოდ ათვალირებდნენ წყვილს და ბუტბუტით მიუყვებოდნენ გზას. თომას თვალები ჩასწითლებოდა და თმა აბურდოდა,წინ ამაყად მიმავალ გოგონას კი სიჩქარეში ორივე მარცხენა ,ამასთან სხვადასხვა ფერის კედი ამოეცვა , მაგრამ ვერც ეს შეემჩნია და ვერც დისკომფორტს გრძნობდა ახლა . სასწაულს ნატრობდა,მამაშვილობის სასწაულს თომასთვის .

***

კლინიკა იყო იმაზე თეთრი,ვიდრე უნდა ყოფილიყო და იმაზე სუფთა,ვიდრე ატანა შეიძლებოდა. სულისშემხუთველად პრიალებდა თეთრი მარმარილო,ერთი ნამცეციც კი არ ეგდო სადმე , შესასვლელში ხელოვნური ყვავილები აღემართათ , ნეონის განათება ჭერზე , კონდიციონერი კედელზე და მაინც,თითქოს ვერც ჰაერი აღწევდა ფანჯრებზე გაკრულ ,რკინის გისოსებს მიღმა . თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი ძლივსგასაგონი რამდენიმე კითხვის შემდეგ გრძელ დერეფანში წაუძღვა მათ. სამსახურს ჩუმი,წყნარი საუბრისთვის მიეჩვია იგი და გვანცას უნდოდა ეყვირა,ამ კედლებში დასადგურებული სიჩუმისათვის მოეხერხებინა რამე . აკი,სხვაგვარად იყო წიგნებში ? აკი, ზოგი პაციენტი მღეროდა,უმიზეზოდ იცინოდა ან ტიროდა ? ტირილის ხმა სასიამოვნოც კი იქნებოდა ამ სიჩუმეში . ტირილი სიცოცხლეს ნიშნავდა , ამ თეთრ კედლებში კი სულები განისვენებდნენ თითქოს.
პალატაში შეაცილა მედდამ და უხმოდ დატოვა ისინი . ოთახის კუთხეში დარჩა გვანცა , დერეფანში ჩამოწოლილ სიჩუმის შემდეგ მოციმციმე აპარატის გაბმული , მონოტონური ხმა ვეღარ აიტანა თითქოს.
ყელზე მსხვილი,წითელი ზოლი კიდევ ემჩნეოდა გიორგის .
უსიცოცხლოდ ჩამოდებულ ხელზე გადაუსვა თითი თომამ .
ხელზე ანც ბიჭუნას რომ დაუყვავებდა ხოლმე , ხელზე უხეიროდ რომ ცდილობდა მისთვის სადილის მომზადებას , ცოცხსა და ჩვარს რომ დაათრევდა , უსამსახუროდ დარჩენილი შემხმარ პურს რომ იტეხდა მისთვის,როცა ნანას მედგრად ეუბნებოდა უარს საჭმლის გამოგზავნაზე. ეს კაცი ,ახლა გაჭირვებით რომ სუნთქავდა,მამამისი იყო,მისი სისხლი და ხორცი,ადამიანი ამქვეყნად მაინც ყველას რომ ერჩივნა თომას .
გვანცამ არ იცოდა რამდენ ხანს იყვნენ პალატაში,რამდენ ხანს ეჭირა მამის გაუხეშებული ხელი თომას . მერე თეთრი კარი ფრთხილად გაიღო და მთავარმა ექიმმა შეწუხებული გამომეტყველებით დახედა მამასთან ჩამხულილ,თვრამეტიოდე წლის ვაჟს .

- შეიძლება ნებისმიერ წამს გაიღვიძოს - დაიჩურჩულა კაცმა - დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ არ არის - ფაქტორბივად , წასვლას თხოვდა ექიმი მათ . გასაგებიაო ჩაილაპარაკა თომამ,მაგრამ აღელვებისგან ხმა ვერ დაიმორჩილა და თითქმის ცარიელ ოთახში ხმამაღლა გაისმა მისი ნათქვამი. აი,თურმე რატომ ლაპარაკობენ ჩუმადო გაიფიქრა გვანცამ , მაგრამ ექიმის უცნაურმა შერხევამ ფიქრები გაუფანტა .
- ახლავე გადით !

თომამ ექიმის მზერას მიაყოლა თვალი,უკან შებრუნდა.
მამამისი შემოჰყურებდა . კაცმა უცნაური ხმა ამოუშვა , თაფლისფერ თვალებზე შემოკრული თეთრი გარსი ჩაუმუქდა თითქოს .

- გადით ! - ამჯერად სიტყვებს არ დასჯერდა ექიმი,მკლავში წაეტანა გაშეშებულ ვაჟს . - ახლავე დატოვებთ პალატა ! - გიორგი ოდნავ შეინძრა , ხმაურიანად შეისუნთქა ჰაერი . საკუთარი ვაჟის ბროწეულისყვავილისფერ თმებს გუსწორა მზერა და თითქოს რაღაც ამოიტირა.

- მამა. - ვეღარ მოითმინა და ძლივსგასაგონად ამოთქვა თომამ. მერე კი , ჩახლეჩილი, უცხო ხმით ნათქვამმა "დარჩეს" ჩვეული სიჩუმე მოჰფინა პალატას. ამოლაპარაკებამ ტკივილი მოჰგვარა გიორგის,ხველება აუტყდა . ექიმი თომას მოსცილდა და ექთნებს მოუხმო .

თვალისდახამხამებაში აფუსფუსებულ ოთახში დიდხანს უყურებდა გვანცა,როგორ არ მოშორებია გიორგის მზერა ვაჟს . მისკენ რომ უხმო , ექიმი კიდევ ერთხელ ამოუდგა გვერდში თომას. -საშიშია,არც კი ვიცით რას იზამს.

თომას არ მოუსმენია . სახე ახლოს მიუტანა ავადმყოფს და მერე მისი უსიცოცხლო შეხება რომ იგრძნო თავზე , ვერშეკავებული ცრემლი მოსწყდა .

- ჩემი ვაჟი - მთელი დაძაბვით ამოილაპარაკა გიორგიმ , რასაც ხველების მორიგი ტალღა მოჰყვა . კიდევ ერთხელ გადატარაა ხელი თავზე და სუნთქვაშეკრული ბალშს მიეყრდნო , მის თავსდახვეულმა ექთნებმა დაფარეს მამის ფერმკრთალი სახე და ექიმმა ამჯერად მოახერხა თომას გარეთ გაყვანა.

- წითელი ფერის ეშინია - დარწმუნებით ჩაილაპარაკა თეთრხალათიანმა - მაგრამ ამ წამს სასწაულის მოწმე გავხდით . ახლა უნდა დაისვენოს . - მხარზე გამამხნევებლად დაჰკრა ხელი და პალატის თეთრ კარს მიღმა გაუჩინარდა.

ისევ დერეფნის სიჩუმის ამარა დარჩნენ. თომა თავაუწევლად დაიძრა კედელს ჩაყოლებული , ვერცხლისფერი სკამებისაკენ და ჩამომჯდარმა ათრთოლებულ ხელებში ჩამალა სახე . მერე კი, როცა მის გვერდით მეტალი ოდნავ აჭრიალდა , დენდარტყმულივით გაიმართა და სკამის საზურგზეზე თავგადადებულმა ორივე ხელისგული მჭიდროდ აიკრო თვალებზე. გვერდით მჯდომი გვანცა შეიშმუშნა , დაინახა როგორ გამოიპარა ხვავრიელი ცრემლი თვალებზე აფარებული ხელებიდან, როგორ ზანტად დაეშვა ლოყაზე , სანამ საზურგეზე თავგადაგდებული ბიჭი უხეშად მოიწმენდდა. თომამ მძლავრად შეისუნთქა ჰაერი და უნიათო სიცილით მოისრისა თვალები , მაგრამ ისევ ხელისგულებს მიღმა დამალა თაფლისფერი მზერა.

- ჯანდაბა , მერამდენედ უნდა ნახო როგორ ვტირი?

გვანცას გაახსენდა ბავშვობაში რა ხშირად ესმოდა საწოლიდან წამომდგარი ვაჟის ტირილი , მერე კი დედამისის სწრაფი ნაბიჯების ხმა . ნანას ღამეები არ ეძინა , ხანდახან თომას ოთახშიც კი რჩებოდა და გოგონა ვერ არჩევდა რას ეუბნებოდა მტირალ ბავშვს ქალი , მაგრამ ხმამაღალი ტირილის ხმა წყდებოდა და როცა კარგად მიაყურადებდა, რაღაც იდუმალი ჩურჩილიც კი სწვდებოდა მის სმენას. ვინ იცის, როგორ სძულდა თომა მაშინ, დილით ხმამაღლა უმეორებდა რომ მომავალ საღამოს თავად დაიძინებდა დედასთან. ათიოდე წლის იყო თომა,დასიებული თვალებით ერთხელ ამოხედავდა ამ მუქარაზე და ჩუმად აუვლიდა ხოლმე გვერდს. არ ახსოვდა როდის დაეწყო ღამეული კოშმარები ბიჭს,მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მშვიდდებოდა და უფრო ჩაკეტილი ხდებოდა,თოთხმეტისა კი საერთოდაც გადავიდა მათი სახლიდან.

- რას ხედავდი კოშმარებში? - უნებურად დასცდა გვანცას - ბოლოს სულ ამის გამო ტიროდი ხოლმე - საჩქაროდ დაამატა,როცა შეამჩნია როგორ დაეძაბა სხეული ვაჟს.

- კოშმარებში არა - ხელები ჩამოიღო თომამ , დანამული წამწამები ჩამუქებოდა , მარილიანი, ამღვრეული თაფლისფერი ედგა თვალებში - ერთი იყო , ერთი და იგივე.

- ერთი? - გვანცას გაუხარდა კიდეც საუბრის თემის შეცვლა , ვარდის სურნელიანი ერთჯერადი ქაღალდი გაუწოდა. ირონიულ შენიშვნას ელოდა თომასგან,მაგრამ ხმისამოუღებლად ჩამოართვა მან. - მე მეგონა ყოველ ღამე სხვადასხვა , ერთმანეთზე უფრო საშინელ ამბებს ხედავდი. ერთსა და იამვეს კიდევ შეეჩვეოდი მაინც .

- შევეჩვიე კიდეც - ამჯერად პირდაპირ შეხედა თომამ . მისი მზერა უცხო იყო.
თომას თვალებს ყოველთვის ღია,მაისის თაფლისფერი სინათლე დაჰკრავდა და ამ მანათობელი სხივების წინაშე , ფერადი გარსი სძლევდა ყორნისფერ გუგებს . ახლა კი , თითქოს უცხო, კუპრისფერ არსებას ამოევსო მისი გამოხედვა . ქვიშის ქარიშხლები აღმართულიყვნენ მის მზერაში, ჩამუქებული გუგები კი მომაკვდავი ვარსკვლავის საბოლოო სვლას ჩამოჰგავდნენ ( იგულისხმება შავი ხვრელი . ის , სავარაუდოდ , სწორედ ვარსკვლავის სიკვდილისას ჩნდება და მკვდარი ვარსკვლავის გრავიტაციის გავლენით ისრუტავს სინათლეს).
თითქოს თავადაც იგრძნოო ეს ყველაფერი , სახე გააბრუნა ბიჭმა. ახლა პალატის კარს შეჰყურებდა ისევ და გაუცნობიერებლად , შვებით ამოისუნთქა გვანცამ.

- ალბათ , ამასაც შევეჩვევი არა ?
პასუხი არ გაუცია გოგონას.

შენობას რომ ტოვებდნენ , შემოსასვლელში გამოკრულ ტრაფარეტზე , ასკლეპიოსის კვერთხის გვერდით დაბეჭდილმა ფრაზამ მიიპყრო გვანცას ყურადღება :

"არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დაბნელდება , მზე ყოველთვის ამოვა."

უსიტყვოდ მოუყვებოდნენ ახმაურებულ გზას .
თომას კარგა ხანია შეემჩნია გვერდით მყოფის სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი , ხედავდა როგორ ედებოდა მარცხენა ფეხზე ამოცმული მარჯვენასთვის განკუთვნილი კედი მეორეს. იხსენებდა რამდენიმე წამის წინ როგორ წაკრა მხარი გოგონამ და კმაყოფილი მზერით , თითქმის ყვირილით წაიკითხა კლინიკის თავზე მზისფრად მიწერილი სიტყვები მზეზე , როგორ მოჰყვა სიმღერას ამის გაგონებისას დერეფანში მომავლი პაციენტი და როგორ თანდათან და აღშფოთებით აიწია მისი თანმხლები მედდის წარბები ამ ყველაფრის აღქმისას.
კამკამებდა ცა .
რა სამწუხარო იყო , საყელოებში თავჩარგული გამვლელები რომ არაფრად აგდებდნენ არც ამ ლაჟვარდისფერ სასწაულსა და არც ქარვისფრად ამოცურებულ მზეს.
თითქოს იმ უცხო,ლურჯხალათიანი შეშლილის ხმა თან გამოჰყვათ.

" მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო "

***

მაისის ბოლო დღეები იწურებოდა . იასამნის ყვავილებს უკვე დამჩნეოდათ ზაფხულის მხურვალე ამბორის კვალი , ახლა გვიანი ლილიები გადაშლილიყვნენ ბაღში. ვერც კი იფიქრებდა , საკუთარი სიმართლისთვის თვალის გასწორების შემდეგ ასეთი მშვიდი ურთიერთობა თუ ექნებოდათ. ადრინდელი მწარე,ხელჩართული კინკლაობა ახლა ხუმრობანარევ ირონიას ჩაენაცვლებინა, მართალია ტყის ამბების შემდეგ არც არაფერი შეცვლილიყო და დილით ყურებამდე გაღიმებულს თომა მხოლოდ ბავშვივით უჩეჩავდა თმებს , მაგრამ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო მაინც .
ერთად მეცადინეობდნენ. ვინ იცის, რამდენჯერ უგრძვნია ვაჟის თითები მის თმაში, როცა მაგიდაზე გადაწოლილს,თმააწეწილსა და თვალებჩამოსიებულს ჩამოეძინებოდა ხოლმე. იშვიათად ბიჭი სახეს ახლოს მიუტანდა , შუბლით მიეყრდნობოდა საფეთქელზე და დიდხანს გაირინდებოდა. სიწყნარე ჩამოწვებოდა ხოლმე ამ დროს მაგიდის სანათით განათებულ ოთახში. გვანცა ოდნავ დააშორებდა ქუთუთოებს და ცალი თვალით შეჰყურებდა კედლზე გაწოლილ ჩრდილს . ღიად დატოვებული ფანჯრებიდან გვიანი გაზაფხულის სურნელი მოჰქონდა ნიავს , რამდენიმე ცუცქნა მწერს დარაბებზე აკრული დამცავისთვის თავი დაეღწია და გამალებით ტრიალებდა მათი სანათის გარშემო . მერე კი , მისი საყვარელი ნაწილის დრო დგებოდა . წამოიწეოდა ჩრდილი,წამით კიდევ გაშეშდებოდა და ცოტა ხანში ვაჟს ტუჩებს გრძნობდა ლოყაზე . ეს ალბათ ყველაზე ინტიმური მომენტი იყო მათ შორის, ტყეში მის წინაშე ნახევრადშიშვლად ყოფნაზე ინტიმურიც . დიდხანს , ძალიან დიდხანს მიაკრობდა ხოლმე თომა ტუჩებს . თანაც ისე ძალუმად , რომ რომც სძინებოდა გააღვიძებდა,მაგრამ ხვდებოდა გოგონა ,იმ წამს არ ადარდებდა ბიჭს ეს ამბავი . გამოფხიზლებული მოშორდებოდა, შემდგედ ცოტა ხანს კიდევ ისმოდა კალმის წრიპინი ქაღალდზე და ფურცლებიდან ავარდნილი მელნის სურნელი ჰაერში რომ გაიფანტებოდა , წამოდგებოდა თომა ,ფრთხილად მოჰკიდებდა ხელს და საწოლზე გადააწვენდა . გვანცას ოთახში მეცადინეობდნენ , ამიტომ როცა კარი ასევე ფრთხილად მიიხურებოდა , მარტო დარჩენილი გოგონა გაბადრული , კოცნაშერჩენილ ლოყაზე ხელმიდებული წამოჯდებოდა ხოლმე და საათობით უღიმოდა მასზე გადაფარებულ საბანს , მიხურულ დარაბასა და საწოლთან კოხტად დაწყობილ ჩუსტებს , მაგიდაზეც კი უწესრიგოდ მიმოფანტული წიგნები ერთ კუთხეში მიეწყო ვაჟს.ყველაფერს თომას მზრუნველი ხელი აჩნდა და როცა გაახსენდებოდა ხანდახან რა მწველი,სუნთქვისშემკვრელი მზერით გადმოხედავდა იგი , ლოყებაწითლებული ჩარგავდა ხოლმე ბალიშში თავს და საბანში ჩაიმალებოდა.
ღიმილით გადაიყარა სახეზე ჩამოყრილი თმა და ცარიელ კლასში მიმოიხედა . უკვე ხუთს გადაცილებულიყო ,მაგრამ თავად მაინც კლასში იჯდა და გამოსაშვების დეტალების ნაცვლად თომასთან ურთიერთობაზე ფიქრობდა , მაგრამ რადგან მოსწავლეთა თვითმმართველობის არცერთი წევრი ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო , გადაწყვიტა მათ დალოდებოდა და კოხტად ჩამოწერილი განრიგი გვერდით გადაედო . წამით თვალი შეავლო და გაახსენდა ,მისი ყველა დღიური სავსე იყო ასეთი პატარა აუცილებლად გასაკეთეებელი საქმეებით . ყვავილების პრინტიან ფურცელს ლამაზად წააწერდა "აუცილებლად გასაკეთებელი საქმეებს" , მერე მთელი მონდომებით შეეცდებოდა რამდენიმე ყვავილის შემატებას,მაგრამ ან აკანკალებული ხელი უღალატებდა ან ჩაფიქრებულ ,ხუთფურცლიანი ყვავილის გულს ირგვლივ ოთხი ისეთი მოზრდილი ფურცელი შემოეჯარა ,მეხუთეს ვეღარ ატევდა და გაგულისებული სულაც მიივიწყებდა ხოლმე ლამაზი გეგმის იდეას. ასეთი ნაწერები აუცილებლად იწყებოდა იმით რომ საკონტროლოში თომაზე მაღალ ქულას მიიღებდა , მასზე დიდ ლექსს ისწავლიდა და საახალწლო ზეიმზე სანტად გადაცმულ რომელიმე მშობელს პირველი თავად ჩაეხუტებოდა . წამოზრდილმა კი ხელი აიღო ამ სიების წერაზე ,მაგრამ ვარდისფერი ბლოკნოტები,რომლებიც სავსე იყო მოწიწებით შეგროვებული , საღეჭ რეზინას დართული ქერა გოგონასა და შავთმიანი ბიჭუნას მომცრო,პრიალა პორტრეტებით , გასაფუჭებლად არ ემეტებოდა და საგულდაგულოდაც ინახავდა,ვიდრე ნანა ჩვეულებისამებრ აღმოაჩენდა მას და თომას თანდასწრებით ,როცა ორივენი უკვე თექვსემტის იყვნენ , ხმამაღლა წაუკითხავდა ოჯახს "პატარა გვანცას მიზნებზე".
ღიმილი მოჰგვარა ამ ამბების გახსენებამ.ვინ იცის,რამდენი მოგონება აკავშირებდა გეგელაურთან.ცხადად ახსოვდა გაცეცხლებული როგორ ეცა ხელებში ქალს და წამსვე ურნაში მოისროლა მისი საყვარელი ბლოკნოტები , ახსოვდა გულისწყვეტაც გაჭირვებით შეგროვებულ ქაღალდებზე,რომელთა გულისთვისაც მოზრდილი ბულკის ნაცვლად , ორცხობილათი დანაყრება და დღიურ ბიუჯეტზე 20 ძვირფასი თეთრის ჩამოჭრა უხდებოდა , არადა უზარმაზარ საღეჭ რეზინსაც მხოლოდ მათთვის ყიდულობდა . ამ ყველაფერზე უფრო ძნელი ასატანი ის იყო,რომ მაშინ აშკარა გახდა მთელი მისი მტკიცება იმისა,რომ ვაჟს კი არ ეჯიბრებოდა,უბრალოდ ასე , მასზე ბევრად უკეთესი გაეჩინა ბუნებას და ამიტომაც სჯობდა .
საკუთარი გამომეტყველების გახსენებისას უკვე ხმამაღალი სიცილით ჩამალა სახე ხელებში . ცუდად გახდა როცა გაახენდა ,როგორ ამოწმებდა ურნას იმაში დასარწმუნებლად თომას ხომ არ ამოუღია რომელიმეო .
ფანჯრებიდან შემომავალ სინათლეზე მტვრის პატარა ნაწილაკები გაუჩერებლად მოძრაობდნენ და მტვერზე მეტად ოქროს უწვრილეს ნამცეცებს ჩამოჰგავდნენ , მზის შუქი გრძელ ზოლებად გაწოლილიყო დაცარიელებულ მერხებსა და უცნაურ ხიბლს სძენდა აქაურობას ,მერე ცარცისა და იატაკის საწმენდის სურნელს სიგრილე რომ შეერია ,სიცილისგან ცრემმორეულმა გვანცამ სასწრაფოდ წამოჰყო თავი,წამით შერცხვა კიდეც ასე მარტოდ მოცინარს რომ შემუწსრო ვიღაცამ , მაგრამ მერე შემოსასვლელ კარზე მიყუდებული,ყურებამდე მოცინარი თომას დანახვისას , შვებამოგვრილი დაეშვა მასწავლებლის , ერთადერთ რბილ და კომფორტულ ,სკამზე . გეგელაურმა სიცილით შეაგება კითხვანარევი მზერა ,ერთ-ერთ მერხზე დაუდევრად მიაგდო ზურგჩანთა, ხმაურით მიაჩოჩა სკამი და თეატრალური უკმაყოფილებით გადაევლო მას .

- გაიცინებ აბა რა, რაც მახსოვს,ვერავინ გასწრებს მაგ სკამის მითვისებას - ცოტა ხანს უკმაყოფილოდ იწრიალა საზურგეზე ხელჩავლებულმა - ალის ცხენზე უპრეტენზიო იქნება არა ? - მართლაც ზურგით შემოტრიალებულ სკამზე ისე გადავლებულიყო და ისე დააჩოჩებდა , თითქოს მოძველებული საზურგის ნაცვლად,ცხენის ლაგამს ჩასჭიდებოდა . - რაზე იცინოდი ასე გულიანად ?

- იცი რა გამახსენდა ? - წამით მის დაღლილ სახეს თვალი შეავლო გვანცამ . თომა სახლში გავლასაც ვერ მოასწრებდა,რადგან რეპეტიტორიდან ისევ სკოლაში მოუწევდა მისვლა. - გახსოვს აუცილებლად გასაკეთებელი რამეების სია რომ მქონდა ? აი,ის ბლოკნოტები ...

- Love is - ის ნახატებს რომ ინახავდი ? - წამოსცდა თომას და ლამის ხარახარი აუტყდა მისი გაოცებული სახის დანახვისას.

- ნუთუ... ჯანდაბა ! შენ რა ნაგავში იქექე იმის გასაგებად,იქ რა მეწერა ? - გაკვირვებისგან ლამის შეჰყვირა გვანცამ.ცხადად ახსოვდა , ბლოკნოტი ნანას ეჭირა,თანაც ისე რომ არ ჩანდა რა ეწერა შიგნით და ისე სწრაფად გამოსტაცა, დანახვას ვერც მოასწრებდა ვინმე ,მერე კი რომ ვეღარ გადაწყვიტა სად წაეღო იგი,დაუფიქრებლად გავარდა სამზარეულოში და კუთხეში მდგარ ურნაში დემონსტრაციულად მიუჩინა ადგილი.

- როცა შეავმჩნიე რომ იმ ღამეს ურნას დარაჯობდი ,მივხვდი ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. - კმაყოფილი სახით ჩაილაპარაკა ვაჟმა და ოდნავ უფრო ახლოს მიჩოჩდა .

- გიჟი ხარ ! ნაგვის მანქანაქმდე სდიე ? დილითაც თვალყურს ვადევნებდი. - და როცა პასუხად მხოლოდ თავის დაკვრა მიიღო ,გაოცებულმა გადაზიდა უკან ურჩი თმები. დასახევად ვერ იმეტებდა ბლოკნოტს ,ამიტომ ასე უვნებლად გადაწყვიტა მასთან გამომშვიდობება და უყურა როგორ გაიტანა ზურაბმა სახლიდან მისი ძვირფასი ნაღვაწი . იქ არაფერი ეწერა მის მიმართ გრძნობებზე, ასეთ რამეებს არ წერდა. აკი , თომასთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ისე მალავდა უჯრაზე დატანებულ საიდუმლო სათავსოში,რომ ნანა ვერასდროს მიაგნებდა მათ .

-შეინახე ? - თითქოს საკუთარი ნების გარეშე დასცდა შეკითხვა.ბიჭისთვის ჯერ კიდევ არ ეთქვა აშექალის შესახებ ,როგორც ჩანს არც მას შეემჩნია რამე . მართალია ტყეში ნათქვამ სიტყვებს გამუდმებით იმეორებდა გონებაში,მაგრამ უცნაურ , შეუვსებელ დანაკლისს გრძნობდა მაინც.ნუთუ ბავშვობიდან უყვარდა თომას ? ან თუკი ასე არ იყო,მაშინ რატომ უნდა შეენახა მისი თოჯინა . - არა ? - ჩამოწოლილ სიჩუმეში თხოვნასავით გაისმა კითხვა . - მე ხომ ნიჟარებიან სამაჯურს ვუფრთხილდებოდი , ვინახავდი.ახლაც კი შენ გაქვს - მზერა გაუსწორა თომას თვალებს.ოდნავი ღიმილითა და კატისებური მოლოდინით ამოჰყურებდა იგი და უკვე მერამდენედ მოეჩვენა,თითქოს არც კი იცნობდა ასეთს. - აკი,ბავშვობაში ჩემი თოჯინაც მომპარე და გადააგდე ,მაგ ნიჟარებზე გაბრაზებულმა . სხვათაშორის,ჯერ კიდევ ნაწყენი ვარ ! - ძალით,ხელოვნურად გაიცინა დონჯშემოყრილმა . ხვდებოდა რა საცოდავად ცდილობდა საკუთარი დაძაბულობის ხუმრობით შენიღბვას .
"თუ ახლა მეტყვის ,გამოდის რომ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა,უბრალოდ გადაავიწყდა,არ მიმალავდა , თუ არ მეტყვის , თუ არ... - კარგი რა ,დაივიწყე ეგ ამბავი - ფიქრი გააწყვეტინა სახეზე მოვლებულმა ხელებმა .


- როგორ უნდა შემენახა ? არც კი მახსოვს,რა ვუყავი შენს თოჯინას მაშინ,მაგრამ სამაჯურის დაბრუნება კი შემიძლია. - კიდევ უფრო მიიწია მისკენ თომა , ხელები სახიდან მხრებზე გადაიტანა და სიცილით მიეფერა .

მექანიკურად დაჰყვა გოგონაც , "ტყუის" გამალებით უტრიალებდა გონებაში ,ვერც მის ნაზ შეხებას გრძნობდა თმაზე,შიგადაშიგ საფეთქელზე მიკრული ამბორიც ,ასე რომ უყვარდა,რაღაც ყალბის ნაწილი იყო ახლა. თომა ტყუოდა და ყველაზე ცუდი ის იყო , რომ ეს დამაჯერებლად გამოსდიოდა . სანამ ვაჟი უკან დაიხევდა და ძველებურ გამოხედვას შეაგებებდა,გვანცა ფიქრობდა რომ სიმართლეს თავად ეტყოდა , ეტყოდა რომ თოჯინა ეპოვა , მოვლილი,დაკემსილი ფეხით , ჰკითხვადა რატომ უმალავდა ასე თავგამოდებით , მაგრამ გეგელაური მოსცილდა და ნათელი,თაფლისფერი მზერა ისე მიაპყრო , თითქოს სრული სიმართლე ეთქვას . შეძრწუნებული გოგონა ამ სუფთა,სინაზით სავსე თვალების ნაცვლად , წამისწინდელ კატისებურ მზერასა და ტყუილს ხედავდა მხოლოდ . ახსენდებოდა როგორ დაძაბულად გადახედავდა ხოლმე თომა საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოს ,როცა კი გაუფრთხილებლად შევიდოდა მის ოთახში , მისი შეძრწუნებული სახე,როცა კი თავი წამოსტკივდებოდა.
- კარგი,ჰო .- ნაძალადევდად გაიღიმა და ოდნავ მოშორდა.პირველად მოუნდა მისგან შორს ყოფნა . - სად არიან ამდენ ხანს - წამომდგარი მიეყრდნო მაგიდას და კლასი მეათედ მოათვალიერა.

-არ გინდა რომ აუცილებლად გასაკეთებელი რამეების სია შევადგინოთ ? - გეგელაური ამჯერად თვითონ მოთავსებულიყო მასწავლებლის სკამზე . გვანცას გაკვირვებულ მზერას რომ წააწყდა,მაგიდის ქვედა ნაწილში დატანებულ უჯრას დასწვდა,ერთმანეთზე შემოწყობილი რვეულებიდან შემთხვევით აიღო ერთ-ერთი და უკანა ფურცელი მოახია. შეყვირებაზე საკონტროლოს რვეულებიაო,მხოლოდ უდარდელად აიჩეჩა მხრები და დაფიქრებული მზერით ხელში დაატრილა კალამი. - მოკლედ,ვადგენთ სიას .აბა,პირველი პუნქტი?

-რა სია ?! ღმერთო,გაგიჟდება ! - ეცადა სანახევროდ ამოვარდნილი წინა ფურცელიც,სადაც საგულდაგულოდ მიწერეათ სახელი და გვარი,შეძლებისდაგვარად შეესწორებინა . გაიჭრვებით მოაწესრიგა და გაღიზიანებულმა გადახედა მომღიმარ ბიჭს . - რა ჯანდაბას აკეთებ ...

-პირველი პუნქტი დავწერე ! - შეაწყვეტინა თომამ და ის იყო გაგრძელება დააპირა,რომ მოთმინებადაკრაგულმა გვანცამ ხელიდან ააცალა ფარატინა ქაღალდი.
" ჩვენი აუცილებლად გასაკეთებელი რამეების სია

1. ბიბლოთეკაში ცეკვა ძალიან ხმამაღალ მუსიკაზე."

- ხუმრობ ? რაღა მაინცდამაინც ბიბლიოთეკა ?- ნაწერი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.

- ბიბლიოთეკარს ვერ ვიტან . წარმოდგიდგენია რა სახე ექნება ? - სწრაფად წამოიწია ვაჟი,ფურცელი ხელიდან აართვა და ამჯერად ორიანი მოხაზა საგუდაგულოდ.- არ მითხრა რომ იმ მტვრიან ლაბირინთებში ხეტილაზე არასდროს გიფიქრია ? ჯერ ყველაფერს შემოვივლით,მერე კი იმ უჟმურ ქალს ვაიძულებთ ცოტა გაივარჯიშოს და დასაჭერად გვდიოს ! აბა, მეორე ხომ არ მოგიფიქრებია ?- საქმიანი გამომეტყველებით ამოხედა გეგელაურმა. გულმკერდი აეწვა გვანცას. იქნებ უბრალოდ არ უნდოდა მისთვის აშექალის ამბის მოყოლა? თავადაც ხომ არ ეთქვა როგორ უფრთხილდებოდა მათ საერთო ფოტოებს.იცოდა რაღაც იმალდებოდა მისი ქცევის მიღმა,მაგრამ ისეთი სასიამოვნო იყო იმის დაჯერება,რომ ბიჭი ახლა არა,მაგრამ ოდესმე ხუმრობით თავად ისურვებდა ამ ყველაფერზე საუბარს,რომ გადაწყვიტა თავადაც აღარ ეფიქრა ამაზე.

- სამი წრე ქალაქის გარშემო მანქანით ,ღამით ! - კმაყოფილმა დაუდო წინ ფურცელი და დაწერა რომ გააჭიანურა , მაგიდას შემოუარა , კალამი აართვა და თავად მიაწერა.

- მგონი გავიწყდება რომ მართვის მოწმობა არცერთს გვაქვს. - მის გვერდით დახრილს გადახედა თომამ.

- უარესი ისაა,რომ მანქანაც კი არ გვყავს . - მჟავე გამომეტყველებით გამოხედა გვანცამაც.- მაგრამ შენს მეგობარს ხომ ჰყავს ?

-ვაჟას? შენი აზრით მათხოვებს ? -სარკასტულად გაეღიმა თომას . ვაჟას საკუთარ თავზე მეტადაც კი უყვარდა თავისი მანქანა.

-მოვპარავთ! - უემოციოდ წარმოთქვა და სკამი ხმაურით მიდგა მაგიდასთან , დაუდევრად გადაევლო და ჩამოტეხილ ნაწილზე გამოდებულ ჯინსს დაუწყო სინჯვა,თითქოს ერთადერთი პრობლემა ეს ყოფილიყო . თვალი ააყოლა თომამ.მაღალწელიან ჯინსსა და მოვარდისფრო მაისურში გამოწყობილსა და ოდნავ დაღლილს,შეხების სურვილმა წამოუარა , მაგრამ თვალი აარიდა . - მგონი დანაშაულების სიას ვადგენთ . - ამჯერად თავად დაწერა სამიანი .

-თეატრის საგრიმიოროში შეპარვა . - წარბაწევით ამოიკითხა გვანცამ , ცოტა ხანს დაფიქრდა ,თითქოს იდეა დააგემოვნა და ახლა შეფასება ვერ მოეფიქრებინა.- ძალიან კარგი ! მისმინე ,მიაწერე მეოთხე : სავაჭრო ურიკის გატაცება (დროებით) - საკუთარ სიტყვებზე თავადვე გაეცინა.

-მეეჭვება მეოთხემდე ჩავაღწიოთ პოლიციის ჩარევის გარეშე .- სერიოზული გამომეტყველებით ჩაილაპარაკა თომამ და დერეფანში ნაბიჯების ხმა რომ მოისმა , ყურები ცქვიტა .-აბა? მგონი მოდიან , მოიფიქრე რამე? ჯანდაბას,ხუთპუნქტიანი იყოს. გვანცას აღარ დაუნახავს რა მიაწერა თომამ , სასწრაფოდ წამოდგა და შემოსულებისკენ გაიხედა. ჩამოწოლილი სიმყუდროვე წამებში ჩამოიშალა, ცარცის სურნელს სხვადასხვა სუნამოს არომატი შეერია,ახმაურებული ოთახი გამოცოცხლდა.

დიდხანს გრძელდებოდა სიცილით,იმედითა და ათასი გეგმით სავსე პოლილოგი.მერხებზე სანახევროდ გადაწოლილნი,რაფებზე შემომსხდარნი , აქეთ-იქეთ მოარულნი სიცილით განიხილავდნენ ათას გეგმას , გამოსაშვების თითოეულ დეტალს,კაბის ფერებსა და მუსიკას. სიახლის მოლოდინი და უკან მოტოვებულის სევდა უხტოდათ მზერაში.

მოღლილებიც კი,დამძიმებული ჩანთების თრევით რომ გაუყვნენ დერეფანს , თავისებური,ნორჩი სილამაზე დაჰყვებოდათ თან,მიდიოდნენ და იქამდე მიძინებული დერეფანი სიცოცხლით ივსებოდა , ფანჯრებიდან გადმოღვრილი მზე ევლებოდათ კოსად აკრეფილ თუ ჩამოშლილ თმებში, ნაირფერი კედები და სანდლები გაპრიალებულ იატაკზე ჭრიალებდნენ , დროდადრო რომელიმე ვაჟი ჯგუფს გამოეყოფოდა ,სწრაფად გაირბენდა ,მერე უცბად შედგებოდა და ხარხარით გასრიალდებოდა მოლაპლაპე ფილებზე,უკან ჩამორჩენილნი კი შეძახილებსა და ხუმრობებს მიაყრიდნენ ხოლმე .

გვანცამ ღიმილით გადახედა გვერდით მომავალ ვაჟს,საკუთართან ერთად მისი ჩანთაც რომ მოეგდო მხრებზე , მერე კი მისკენ დაიწია და დაუკითხავად ამოაცალა პერანგის გულზე დატანებული ჯიბიდან ფაქიზად დაკეცილი ქაღალდი . თომას უკმაყოფილო თავის ქნევა დაიგნორა , თეატრალურად ჩაიწმინდა ხმა და სიის ხმამაღლა კითხვას შეუდგა .

- კარგი რა!- წამოიძახა მეხუთე პუნქტის დანახვისას . - ჩვენი სია გააფუჭე ,ფაქტობრივად!

- ერთადერთი ლეგალური რამაა ჩვენს სიაში . - წარბაწევით შენიშნა გეგელაურმა ,ქაღალდი გამოართვა და ისევ სათუთად ჩაიბრუნა გულის ჯიბეში.

- ღმერთო,ასე ძალიან რატომ გიყვარს თაფლი?-ამოიხრა გვანცამ.გაახსენდა რა სიყვარულით დასწვდებოდა ხოლმე თაფლით სავსე ქილებს ან თაფლიან პურს იგი.-ისე ,ვიფიქრე რომელიმე პუნქტად თაფლის სექციის გაძარცვას მიუთითებდი.

- ასე თუ გააგრძელე,რომელიმე პუნქტის შესრულებამდე ციხეში ამოვყოფთ თავს !

-გააწყვეტინა ბიჭმა. შეპასუხებას აპირებდა ,მაგრამ როცა იგრძნო როგორ ფრთხილად მოეჭიდა თომას ხელი მის ხელს , გადაავიწყდა რისი თქმა სურდა.

მნიშვნელობა არ აქვს,რამდენი შეყვარებული იცეკვებს ვალსს,უმნიშვნელოა რამდენი მათგანი წავა კინოთეატრში იმისთვის რომ ფილმს არ უყურონ,რამდენი მორთავს ოთახს ვარდის ფურცლებით ან რამდენი ირბენს წვიმაში ერთად,ყოველივე ეს "ბრუნვადია და თანაც ვერტიკალური" . იცოდა ეს გვანცამ,ალბათ ამიტომ უყვარდა მეხუთე პუნქტი გამორჩეულად . გაცვეთილი ,მაგრამ მაინც სასიამოვნო,ლამაზი ამბავი იყო ის ,მარტო მას და თომას რომ ეკუთვნოდა. მის ხელს მაგრად მოეჭიდა,იგრძნო როგორ გაკვირვებით გადმოხედა ვაჟმა . თავადაც აჰხედა,ისეთი სახე მიიღო თითქოს ვერ მიმხვდარიყო რა ეუცნაურა ,მერე კი მხარითაც აეკრო ჩანთების სიმძიმისგან ისედაც მოხრილს . თომაც ხელოვნური უკმაყოფილებით დაჰყვა დამატებით "ტვირთს".

უკვე დაცარიელებულ დერეფანში მიდოდნენ,ხელჩაჭიდებულნი დარაბებიდან შემომავალ მწიფე ფორთოხლისფერ შუქში გამოხვეულიყვნენ.


" ჩვენი აუცილებლად გასაკეთებელი რამეების სია

1.ბიბლოთეკაში ცეკვა ძალიან ხმამაღალ მუსიკაზე.

2.სამი წრე მანქანით ქალაქის გარშემო,ღამით.

3.თეატრის საგრიმიოროში შეპარვა .

4.სავაჭრო ურიკის გატაცება (დროებით).

5.აისის ერთად ყურება და თაფლიანი ჩაი . "

******


ნატიფი,მოვარდისფრო ყვავილებით მოეჩუქურთმებინათ მაღალი სვეტები,შუშის ჭერიდან ჩამომავალი შუქი მთავარი დარბაზის ცეცხლისფრად მოელვარე განათებას ერწყმოდა და ჭაღის მოლიცლიე ნათურებში გარდატეხილი , ათასფრად ციმციმებდა ბიბლოეთეკის კრემისფერ კედლებზე.თითქოს ჭაღის ნაცვლად უზარმაზარი ბრილიანტი დაემაგრებინათ ჭერზე და მასში გარდატეხილი შუქის თავაშვებული როკვა არაფრად დაგიდევდათ შენობაში გამეფებულ სიმყუდროვეს . სინათლის დისპრესიით მოხიბლულნი რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად იდგნენ , აზიდული ჭერისა და მოხატული სვეტების,მათ მიღმა გადაშლილი თაროთა წყებისა და სამკითხველო დარბაზების ,მარმარილოს იატაკზე ჩამოწოლილი ვეებერთელა სიმშვიდის წინაშე უსუსურად გრძნობდნენ თავს.

-იქნებ გადაგვეფიქრებინა? - ისე ჩუმად თქვა გვანცამ,რომ თომას ოდნავ გადახრაც კი დასჭირდა მისი გაგებისთვის.ის იყო ,შეცბუნებულმა გადმოხედა ვაჟმა,რომ ჩამოწოლილი სიჩუმე უსიამო კაკუნმა გაარღვია და სათვალეჩამოწეული ბიბლოთეკარი უკმაყოფილო გამომეტყველებით დაიძრა მათკენ. პატარა და სქელცხვირა ფეხსაცმელების გაბრაზებულმა კაკუნმა ერთიანად გადაფარა შენობის მომაჯადოებელი სიმყუდროვე .

-ყმაწვილო,მოიცადეთ ! - ამ ქალში ყველაფერი პატარა იყო ,იმდენად პატარა,რომ წარმოუდგენელიც კი იყო მისგან ასეთი მაღალი,წვრილი ხმის მოსმენა.

-რა უნდა ჯერ ხომ არაფერს ვაშავებთ ? - გაოცებულმა გადაუჩურჩულა გოგონამ ,მათკენ თითქმის სირბილით მომავალი ქალის დანახვისას.

-მართალი ხარ,ჯერ არაფერს ! - შემართული იდგა თომა . ისეთი აზარტითა და დაძაბულობით უმზერდა , ქუსლების კაკუნით როგორ მოგორავდა მათკენ ბიბლოეთეკარი,რომ ვერშეკავებულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე გვანცას.ფეხისწვერებზე შემდგარმა გეგელაურმა ფართო ღიმილითა და შეძახილით რომ დაუქნია ხელი გაკაპასებულს,ხარხარი აუვარდა გოგონას. - ყურადღება ,შემჩნეულია მტერი პერიმეტრზე ! ვიმეორებთ,მტერი პერიმეტრზე ! - პირთან მიტანილი ხელი მოემრგავლებინა , თითქოს რაცია მოემარჯვებინა .

-ეგ რას ნიშნავს ? - აზარტი გვანცასაც გადაედო,თავისუფალ ხელზე მოეჭიდა ვაჟს .

-მოკურცხვლას ! - დაიყვირა ახარხარებულმა ბიჭმა. ქუსლებზე შეტრიალებულმა ,გოგონასაც აიძულა მიტრიალება, ხელი კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდა და წინ ისეთი სისწრაფით გაიჭრა,რომ დაწევა გაუჭირდა გვანცას . მოესმენა როგორ შეჰყვირა ქალმა კიდევ რაღაც და როგორ მოუჩქარა ფეხს,მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია.

ხმამაღალი სიცილით მირბოდა თომა.ბროწეულისფერი თმები უხტოდა,გამალებით იქნევდა გრძელ,ჩახუტებისთვის შექმნილ მკლავებს . ხელჩაჭიდებულსაც კი უჭირდა მისთვის ნაბიჯის აწყობა,წინ მორბენალის მხოლოდ ზურგს ხედავდა , ხელი დასჭიმვოდა და ფილტვებს შეჩენილი წვაც სუნთქვის საშაულებას არ აძლევდა.

მთავარი დარბაზი უკან მოეტოვებინათ ,მაგრამ თითქოს იქ მოლიცლიცე ათინათს შეერთებოდნენ თავად.ის იყო აქოშინებული,სხეულამწვარი გვანცა გაჭირვებით გაარჩევდა მათ გარშემო შემოჯარულ თაროებს,რომ უმალვე ხის ფართო მაგიდების გროვა ცვლიდა მათ.აქა-იქ სანათებთან თავდახრილი რომელიმე მკითხველი გამოერკვეოდა და მაგიდებს შორის დარჩენილ ვიწრო დერეფანში მორბენლათ გაოცებულ , კითხვისაგან ამღვრეულ მზერას გააყოლებდა .
ბიჭმა ისე მოულოდნელად გაუხვია მარჯვნივ ,რომ ლამის აცურდა გოგონა , თუმცა ჩაბნელებული შუშაბანდის დანახვისას მოვლილმა ელდამ თავი შეაკავებინა. სავარაუდოდ , ეს შენობის უკანა მხარე იყო,რომელსაც ნაგებობაზე დატანებული კოშკურების მსგავსი კონსტრუქციის გამო ,მზე არასდროს უდგებოდა . გაკაპასებული ბაკუნი აღარ ისმოდა. პერიმეტრზე მტერი აღარ ჩანსო გაიფიქრა არაქათგამოცლილმა და როცა მიხვდა,თომასეული შეფასება რომ მოარგო სიტუაციას კიდევ ერთხელ წამოუარა გულიანი სიცილის სურვილმა, მაგრამ სხეულში დავლილმა ტკივილმა თვალები აუცრემლიანა.

-ცოტაც .- თითქოს მისი ტკივილი იგრძნოო , ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა ვაჟმა . - ეს კიბეც და შეგვეძლება ვიცეკვოთ ! - ხარხარით ამოაყოლა სუნთქვას .

-წითელთავა . - ბოლო ძალები მოიკრიბა აკისკისებულმა . - ამ კიბეების ავლის მერე არათუ ცეკვის,სუნთქვის თავიც კი არ მექნება !

თომამ არაფერი უპასუხა.მხოლოდ უფრო ძლიერად დასწვდა ხელში და ლამის ძალით აიყვანა ლითონის ხვეულ კიბეზე,მაგრამ შუამდეც არ მიეღწიათ , მუხლები რომ მოეკვეთა გოგონას .

- მოდი,პირველი პუნქტი შევცვალ.. - ხველა აუტყდა გულამოვარდნილს ,ორადმოხრილი ჩაებღაუჭა სახელურს.შუბლზე აკრული თმები უხეშად გადაიწია და ის იყო წამოდგომას შეეცადა,რომ იგრძნო როგორ დასწვდა თომა მხრებში . მოკანკალე სუნთქვა აღმოხდა ვაჟს. შებრუნდა , ამჯერად ფეხებზე შემოავლო ხელი და როცა ალანძული გოგონა ზურგზე მოიგდო , ქოშინით აუყვა დარჩენილ საფეხურებს .

-გაჩერდი,თორემ ორივე დავეცემით . - დაღლილობისაგნ ჩახლეჩილი ხმით ამოილაპარაკა და კიდევ უფრო ძლიერად მოეჭიდა ზურგზემოგდებულს . სახეაჭარხელბულმა გოგონამ ძლივსგასაგონადღა სთხოვა დაესვა,საკუთარი უძლურება სძულდა იმ წამს,მაგრამ გეგელაურმა მხოლდო მდუმარე თავის გაქნევით რომ უპასუხა,გაიყუჩა და ფრთხილად შემოჰხვია ხელები მხრებზე.

მის ცივ მაისურზე აკრულმა შეამჩნია როგორ გაიქნია ოდნავ თავი, სახეზე ჩამომდინარი ოფლი თვალებს უწვავდა ვაჟს . ოდნავ გადაიწია და მორიდებით გადაუსვა თითები შუბლზე,მერე კი ურჩ,სველ თმაში გადაატარა ხელები. მეწამულ კულულებს მიღმა ,ლოყაზე გაჩენილი ჩაღრმავების დანახვისას,მიხვდა მის ქცევაზე იღიმოდა გეგელაური . როგორც ყოველთვის,მისი ღიმილი გადაედო თავადაც,ისევ მხარზე ჩამოადო თავი და ავარდისფერებულმა გაუბდავი კოცნა მიაკრო კეფაზე.რეაქციით კმაყოფილი,ნელა მოსცილდა და ამჯერად მხარზე ნაზად მიეფერა ლოყით .

თითქოს ნაცნობი იყო ეს სიტუაცია,თითქოს ადრეც ეტარებინა საკუათარი ზურგით ვაჟს . უცნაური ლანდი ტივტივებდა გვანცას გონებაში.ფერი არ ჰქონდა მას,არც სურნელი,მხოლოდ ლითონისა და მარილის გემო დაჰკრავდა .

-ადრეც გიტარებივარ ასე ? - ჩუმად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ მიეფერა მხრებზე.ეგონა არ უპასუხებდა თომა,ან ჩვეულებისამებრ გვიან ეტყოდა სათქმელს,მაგრამ მან ისე მალე და ისე მოკლედ უპასუხა არაო,რომ ოდნავ შეცბა მოდუნებული.

-მოვედით.-მალევე დააყოლა თომამ და წიგნებით დახუნძლულ ,მომცრო დარბაზს მოავლო თვალი.ეს კოშკურა შენობის ყველაზე უმზეო,მოუვლელ ადგილზე აღმართულიყო.თაროებზე გვარიანად მოძველებულ წიგნებთან ერთად ფერად-ფერადი საქაღალდეები,დოსიეები და გაყვითლებული,ძაფითა თუ უბრალო მეტალის რგოლებით აკინძული ფურცლები შემოელაგებინათ . ის რაც ამ ვრცელ,ძველისძველ სტელაჟებს ვერ ეტვირთათ,მათ ქვემოთ,გადაქექილ იატაკზე აღმეართათ გორებად და მიუხედავად,კედლებში ჩატანებული დარაბებისა , მელნისსურნელიანი მთების სიუხვე ჩრდილავდა უმცირეს განათებასაც . მხოლოდ ჭერამდე აწვდილი,ნახევარწრის მსგავსი სარკმლიდან სირდარიასავით უძლურ,ყვითელ მდინარედ იღვრებოდა სინათლე.
ჩამუხლულმა შეპარვით გახედა იქვე,კიბის თავთან მჯდომ ვაჟს ,ჯერ კიდევ სუნთქვის დარეგულირებას რომ ცდილობდა და გაჭირვებით წამოდგა. მიუხედავად იმისა,რომ თავად სანახევრდაც ვერ აევლო კიბე , მუხლებში ისევ გრძნობდა სუსტ ჩხვლეტას , ირგვლივ გამეფებული ნესტისა და მტვრის სურნელი სულისმოთქმის საშუალებას არ აძლევდა,მაგრამ ამ მომცრო დარბაზის სახიფათო შარმს დამორჩილებული , სიძველისაგან შეყვითლებულ ფურცლებთან შეხების სურვილს აეტანა. ოდესაღაც წითელი საქაღდეები გახუნებულიყვნენ , წიგნების გატანისა და დაბრუნების თარიღებით გადაევსოთ დავთრები . ელექტრონულ საცავს ჩაენაცვლებინა ვიღაცის საგულდაგულოდ გაკეთებული წარწერები .

მტვერადენილ საქაღალდეებს თავი მიანება გვანცამ , ფეხზეწამომდგარ,მისკენ მომზირალ ვაჟს თავადაც გაუსწორა მზერა .

- თუკი ის ქალი გვიპოვის,აქედან ვერსად გავექცევით . - კითხვასავით უფრო ჟღერდა მისი სიტყვები . ხვდებოდა რომ თომას სწორედ ამ საოცარი სიმყუდროვის გამო შეერჩია ეს ადგილი.განა მარტო ოთახი იყო საქმე . არა , ბრჭყვიალა დარბაზი, სამკითხველოებსა და ბნელ შუშაბანდებს შორის სირბილი,ლითონის ძველი,დაგრაგნილი კიბეც ამ ადგილის ნაწილი იყო,მაგრამ ასევე საუკეთესო მახე,რადგან მხოლოდ ეს კიბე იყო ჩასასვლელიცა და ამოსასვლელიც.

- კიდევ არის გზა.- წყნარად უპასუხა ვაჟმა და მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან ვინილი ამოაძრვინა.- ჯერ ნაწილი შესასრულებელი დაგვრჩა . - მისთვის არ შეუხედავს ისე უთხრა და კუთხეში აღმართული გროვიდან მოძველებული გრამაფონი გამოაჩოჩა . - სანამ მოვიდოდით,ცოტათი შევაკეთე . მგონი უნდა გამოდგეს . - გრამაფონის ოქროსფერ,სპატიფილუმისებრ (ყვავილის უფრო გავრცელებული სახელია "ქალის ბედნიერება") გვირგვინს სიძველე შეჰპარვოდა,მაგრამ ბიჭს საგუდაგულოდ გაეპრიალებინა იგი. გრამფირფიტა ფრთხილად მოათავსა საჭირო ადგილას თომამ და გვერდზე დატანებული მოსამართი რამდნეჯერმე დაატრიალა .

მოწყობილობამ ერთი უშნოდ გაიჟღარუნა და ვინილიმაც ტრიალი შეწყვიტა . კიდევ ერთხელ სცადა თომამ, თუმცა ჯიუტად დუმდა გრამაფონი.

- მგონი,მართლა მოგვიწევს პირველი პუნქტის შეცვლა.- ფირფიტის ამოუღებლად დააბრუნა მოწყობილობა ძველ ადგილას.-გატეხილის შეკეთება ნამდვილად არ მეხერხება.- ღიმილაკრული გოგონას დანახვაზე , უხერხულად მოიქექა თავი . - სანამ გვიპოვიან შეგვიძლია აქ დავრჩეთ,ან სულაც ახლავე წავიდეთ,მაგრამ კიბით ჩასვლა მოსაწყენი იქნება,მეორე გზასთან შედარებით.

- აქ იმისთვის არ მოვედით რომ გვეცეკვა ? - ერთი ხელი წელზე მოსდო გვანცამ , მეორე კი ,ლამის ძალით გაშლილ მარცხენში ჩამალა. საცეკვაო პოზის მიღების შემდეგ წამით ჩაფიქრდა და გაკვირვებულ თომას სიცილი წასკდა,როცა ოთახი რაღაც ნაცნობი,კლასიკური მელოდიის უილაჯო ღიღინით აივსო.- რა იყო? ვალსია,შოსტაკოვიჩის .ამყევი ! - წარბშეჭმუხვნით აჰხედა ვაჟს და ამჯერად უფრო ხმამაღალ ღიღინს მოჰყვა.

-ესეიგი ვალსია,შოსტაკოვიჩის ! - სიცილით გაიმეორა ვაჟმაც , თავის თავზე აიღო ცეკვის გაძღოლა და ღიღინით უბიძგა წინ. საკუთარ სიმღერას აყოლილილნი, მსუბუქი ტრიალით უვლიდნენ წრეს . მუსიკა არც ისე კარგად მიდოდა.დროდადრო ორი მუსიკოსიდან რომელიმე აურევდა , ხმაჩაუწყებოდა ან გამომშრალი ყელის ჩასაწმენდად ჩაახველებდა , მერე კი სიცილით ცდილობდა მეორის თანხმოვანებისა და ხმოვნების უცნაურ წყვილებს აჰყოლოდა .

-ფინალური ეტაპი და ცოტაც რევერანსისთვის ! - შემოსძახა ტრიალისა და ბედნიერებისგან თავბრუდახვეულმა გვანცამ . ერთნაირად ამოვარდნილი რიტმითა და არეული ნაბიჯით დაასრულეს ვალსი. ეს ალბათ ყველაზე საშინელი "მუსიკა" იყო ,რაზეც კი ოდესმე უცეკვიათ . ერთმანეთს მიყრდნობოდნენ,ახლა უკვე "უმისიკოდ" ირწეოდნენ ოდნავ.სუნთქვა უჭირდა გვანცას.საკუთარი სიტყვები გაახსენდა,ამ კიბის ავლის შემდეგ არათუ ცეკვას,სუნთქვასაც ვერ შევძლებო რომ ამტკიცებდა . კიდევ რამდენ რამეს შეძებდა ნეტავ? რამდენ ისეთ რამეს,წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა ადრე.

სარკმლიდან შემომავალი შუქი მინავლებულიყო,ჭკნობა შეპარვოდა ირგვლივ ყველაფერს. თაროებს ნესტი,დარაბებს კი მერცხლის ბუდეები შეეფარებინა მრავლისმნახველი კალთის მიღმა.

სიყვარული შარბათი არ არის , მაგრამ არც აბზინდაა იგი.( აქ:აბზინდა აგრეთვე არის ძალზე მწარე გემოს მქონე ბალახი). რატომღაც ალის ნაჩუქარი შესაკრავი მოაგონდა ამ სიტყვების გახსენებისას გვანცას . მაინც რა უთხრა ალიმ? აბზინდის ბასრ პირზე უთხრა რაღაც . გახსოვდესო სთხოვა, ეს უწყინარი ,საჭირო ნივთიც სასიკვდილოა თუკი გულს და გონებას არ დაატანს კაცი გამოყენებისასო.

ფიქრები ძახილმა გაუფანტა,რამდენიმე წყვილი ფეხის ხმა და სპირალისებრი კიბის ჟღარუნი მოჰყვა მას. დაფეთებული მკლავებზე მოებღაუჭა თომას,თუმცა გეგელაურს სულაც არ ეტყობიდა შიში,პირიქით,კმაყოფილიც კი იყო,მაგრამ კიბისკენ როდი იყურებოდა. შეღებული ფანჯრისთვის გაესწორებინა მზერა. თვალი გააყოლა გვანცამ და მიხვდა რასაც გულისხმობდა "მეორე გზა".
დარაბს ქვემით დამრეცი,ლითონის სახურავი იყო,რომელიც შედარებით მოსწორებულ ,პატარა შენობის თავზე ეშვებოდა.

-არა!- შეშინებულმა შეჰყვირა ,მაგრამ გეგელაურმა უთქმელად დაავლო ხელი და რაფაზე შემომჯდარმა ისეთი სიველურითა და თავმოწონებით შესცინა,რომ დაჰყვა გვანცა . ათრთოლებული ხელებით ჩაეჭიდა და კივილით დაეშვა დამრეცი სახურავიდან. დატკბილული გოგრის ნაჭერზე მოკიაფე შაქრის კრიატალებივით ბრაწყინვდა აგურისფერ ღრუბელთა შორის გამოჩრილი მზის სხივები.მათი სითბო მოდებოდა ლითონის სახურავსაც.სწრაფადვე ჩასრიალდნენ ,მოსწორებული ზედაპირის მქონე შენობა სამიოდე მეტრიც არ იქნებოდა,ამიტომ არც იქედან დაშვება გასჭირვებიათ.
ჩამავალი მზე ოქროსფერ ძილისპირულს უმღეროდა ქალაქს . სახლში ადრიანად დაბრუნებულნი აივნებზე გადმომდგარიყვნენ და მხრებშიგამართულნი,თავაწეულნი ეთხოვებოდნენ მზეს ,მხოლოდ იმიტომ რომ ხვალ თავიდან შეხვედროდნენ მას . ასეთი აივნებიდან ჩამოდენილი ყავის სურნელი , ქვედა სართულებში დატანებული მაღაზიებიდან გამოჟონილ , შეგვიანებული ფუნთუშებისა და გასაყიდად შემორჩენილი,დაშაქრული ხილის არომატს ერწყმოდა და თავბრუსხვევდა გვანცას .
ჩვეულებისამებრ,უსიტყვოდ მიდოდნენ . ქალაქის ხმაური არ ესმოდა თომას, მის გონებაში ჯერ კიდევ ზარივით რეკდა გოგონას კისკისი საუხრავიდან დაშვებისას.


მზე გვარიანად გადაწეულიყო სახლში რომ მივიდნენ,ნანა და ზურაბი მისაღების მაგიდასთან მოკალათებულიყვნენ. არაფერი დასტყობია ქალს,მხოლოდ ზურაბმა გადახედა გაკვირვებული სახით თმააწეწილ და ლოყებშეწითლებულ შვილს და როცა იხილა კამათის გარეშე , ერთმანეთისგან მოშორებით როგორ ჩამოსხდნენ თმის ტკეპნით გართული გვანცა და ტანსაცმელდაჭმუჭნული ვაჟი , გაოცებისგან წარბები აწკიპა.წამით გადახედა ცოლს,მაგრამ მის სახეზე ჩვეული , იდუმალი ღიმილის გარდა ვერაფერი ამოიკითხა . უნებურად დივანზე შესწორდა წარბაწეული, თომას გაუსწორა მზერა. თავდაჯერება ჩაჰბუდებოდა თვალებში ვაჟს , ღიმილშეპარულმა ზურაბმა იგრძნო როგორ დაიძაბა ბიჭი.მამაშვილური სითბო მოედო გულმკერდზე. პატარა თომა მოაგონდა უცბად,გაახსენდა როგორი მორიდებით გამოართმევდა მიწოდებულ ორცხობილას,ფუმფულა ხელებს ჩასჭიდებდა და ნელა,მშვიდად შეექცეოდა საყვარელ სასუსნავს. სიმსუქნისაგან მტევანსა და მაჯას შორის ,თითქოს თოკი შემოეჭირათო,გრძელი ხაზი ემჩნეოდა და როცა კი ზურაბი სიცილით დაუკოცნიდა ფუნთუშა მაჯებსა და ხელისგულებს , ლაღ,ბედნიერ კისკის ამოუშვებდა ხოლმე ახვანცალებული ბავშვი . წვერი უღიტინებდა,მაგრამ სიცილისგან აცრემლებული არაფრით შორდებოდა მას.ხანდახან ოდნავ გათამაბებული ფართო,მომრგვალებულ თვალებს შეანათებდა კაცს , უხეშ ლოყაზე ააკრობდა კოცნას და როცა გახარებული ზურაბი ხელში აიტაცებდა "თვითმფრინავის გასაკეთებლად" დაუღალავად ხარხარებდა,პატარა ხელებს შლიდა და მოტრიალე კაცთან ერთად გაჰყვიროდა. დაეფიცებოდა ზურბას გვანცასავით უყვარდა იგი. მეორე,ნანატრი შვილი იყო მისთვის და იცოდა ერთადერთი იყო ,ვისაც მართლა შეეძლო გვანცას დახმარებოდა . საყვარულით მოავლო მზერა ნაცნობ ნაკვთებს . ეს თავდაჯერებით,დაძაბულობითა და მაინც ველური თავგანწირვით სავსე თვალები ,დიდი ხანია არ ენახა . იმ საბედისწერო დღის შემდეგ თითქოს სიცოცხლე დაეკარგა თაფლისფერებს . უსიამოვნო მოგონებამ წამით სახე მოუღრუბლა , მაგრამ მოგონებად ქცევისთვისაც კი თომას მადლიერი უნდა ყოფილიყო,რომ არა რვა წლის ბიჭის თავგანწირვა,მის წინ არ იჯდებოდა გვანცა ახლა.
თავი გადააქნია კაცმა,ისევ მის წინ მსხდომთ დაუბრუნდა . ალბათ ისევ მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრაზე იყავითო ეშმაკურად შეაპარა და სიცილი ძლივს შეიკავა,როცა დაინახა როგორი შემართებით გადმოხედა ვაჟმა.ჰოო,აჩქარებით უპასუხა საკუთარმა ქალიშვილმა . ცხარე კამათით ჩაიარა ალბათო დააყოლა ზურაბმა ,თომას მზერაში გაპარული ღიმილი იგრძნო .

-თომა ხომ შენს მხარეს იყო ? არავის დააჩაგვრინებდა შენს თავს ,არა ? - გვანცასთვის არც შეუხედავს . ვაჟს უყურებდა,უნებურად დარიგებასასავით ჟღერდა მისი სიტყვები.

-მამა ! - წამოიძახა გვანცამ ,მაგრამ თვალის კუთხიდან შეამჩნია როგორ დაუქნია თავი ვაჟმა და აღარ გააგრძელა.ეჩვენებოდა რომ მისმა მშობლებმა თითქოს უთქმლადაც იცოდნენ ყველაფერი.

მხოლოდ საღამოს,ალანძული ვაჟი შემთხვევით რომ გადაეყარა დერაფანში სარცეხკალათამოკიდებულ ნანას და ოთახში შესწრება დააპირა,საყელოში ჩავლებულმა ხელმა შეაჩერა. ქალი ერთი თავით დაბალი იყო მასზე ,ამიტომ ფეხის წვერებზე აწეულიყო და ღიმილით ამოჰყურებდა ქვემოდან. სახელურზე მოდებული ხელი ჩამოსწია ვაჟმა,ნელა შებრუნდა მისკენ და კარს მიეყრდნო.

- სწორი არჩევანი გააკეთე.- მშვიდად დაუშვა მკლავი ნანამ.კალათში ჩაკეცილ ტანსაცმელს გადახედა.- ორივესთვის სწორი.- ნაზად გაუღიმა.-ჭკვიანად მოიქცეით!- სასაცილოდ დაუქნია თითი და გაბრუნება დააპირა, მაგრამ ზურგზე მოხვეულმა ხელებმა შეაჩერეს.
ეხვეოდა თომა ,სახე მის მხარში ჩაერგო . იცოდა როგორ გაახარებდა ნანას ეს ამბავი,იცოდა და ამ ადამიანის სიკეთით შეძრულს ყველაზე მეტად სურდა არასდროს გაეცრუებუნა იმედი მისთვის .

-ჩემო ბიჭო!-აღმოხდა აკანკალებულ ქალს,კალათს ხელი უშვა და მისკენ შებრუნებული თავადაც ძლიერად მოეხვია.- ყველა შენი ღამეული კოშმარი დასრულდება და როცა... როცა მას ყველაფერი გაახსენდება ,შენი გრძნობა გადაატანინებს ,ისევ შენ უნდა გადამირჩინო შვილი.- მასზე შემოხვეული ქალი ტიროდა.ზემოდან დახედა თომამ,რამდენიმე ჭაღარა შერეოდა თმაში.დროსა და განსაცდელს,უსიტყვოდ რომ უმკლავდებოდა,თავისი ხელი დაემჩნია ნანასთვის.- ერთმანეთის გადარჩენა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.- მისი მხრებიდან თავი ასწია ქალმა,ორივე ხელი სიყვარულით შემოავლო სახეზე და ისე აჰხედა,როგორც მხოლოდ დედა თუ შეხედავდა შვილს.- სულ პატარა იყავი,რომ გნახე .ბამბისქულასავით თეთრი და უმწეო , ჩემს ხელში წყნარდებოდი მხოლოდ და მარიამს შევპირდი რომ მთელი ცხოვრება გაგიფრთხილდებოდი,მაგრამ ვერ შევძელი.- ცრემლებს ვერ გაუმკლავდა . ყველაზე მეტად ახლა იგრძნო ვაჟმა,როგორ ჩამობერებულიყო ეს გამუდმებით მომცინარი ქალი.- რატომ წახვედი თომა ? ან როგორ შეგეძლო არც კი გამოგეარა ხოლმე? ღამღამობით კოშმარები აღარ გაწუხებდა? გამოღვიძებულს არავინ რომ არ გხვდებოდა,როგორ უძლებდი ხოლმე ? ღამეები არ მეძინა,მეღვიძებოდა და მეჩვენებოდა რომ იქ ,ისევ შენს საწოლში იწექი და შეშინებული ითხოვდი დახმარებას.გვანცას გონებამ დაივიწყა,მაგრამ შენმა მუდმივი ტანჯვა ირჩია.თომა, ეს შენი სატარებელი ტვირთი არ არის,არც ჩემი გოგონასი.ეს მათი ტვირთია,მათი ცოდვა !- ხელის ზურგით შეიმშრალა ცრემლები ნანამ. ერთიანად გამოცოხლებული დასწვდა მიგდებულ კალათს . წამებში ისევ ძველ,იმ ხალისიან და ფუსფუსა დიასახლისად იქცა,ამქვეყნად მხოლოდ საკუთარი შვილების ბავშვობის ტანსაცმლის შეგროვებითა და სტუმრებისთვის მათი ჩვენებით რომ იყო გართული . - ეს მხოლოდ მათი ცოდვაა,მათი ტრაგედია.ჩვენთვის კი უბრალოდ ცუდი მოგონება ! - გამამხნევებლად გაუღიმა და შებრუნდა. სიყვარულით გააყოლა თვალი თომამ.ამ ქალის თითოეული მოძრაობა საოცარი ამტანობისა და სიძლიერის გამოხატულება იყო.


***

რადიოდან ქალის მელანქოლიური ხმა იღვრებოდა მანქანის სალონში. მეოთხე წრეს უვლიდნენ ქალაქის გარშემო , გვერდით სავარძელზე გვანცა მოკალათებულიყო ,ფარატინა ფურცელი გადაეშალა ფეხზე და მეორე პუნქტის გვერდით პატარა ვარსკვლავის მიხატვას ცდილობდა,იმის ნიშნად რომ ეს ნაწილიც წარმატებით შეესრულებინათ. ამ საქმეს რომ მორჩა ,ქაღალდი შეინახა და ოდნავ შეღებულ ფანჯარას მიუშვირა სახე. სუსტად განათებული ქუჩები ენაცვლებოდა ერთმანეთს , ფანჯრიდან შემოჭრილი ლამპიონის შუქი წამიერად გადაევლებოდა თომას სპილენძისფრად მოელვარე კულულებს და მალევე უერთდებოდა უკან ჩამორჩენილთ.

-ასე ნუ მიყურებ,თორემ ვიძაბები.-გადაულაპარაკა მან და ტუჩაბზუებულმა გოგონამაც სასწრაფოდ გააბრუნა თავი,მერე რადიოსკენ წაიღო ხელი და სალონშიც უფრო ხმამაღლა გაისმა მელოდია. თვალები დახუჭა გვანცამ,მათში ათამაშებილ ღამის განათებასა და ჩრდილებს მიენდო,მაგრამ სამმართავმა ღილაკმა ოდნავ გაიწკაპუნა და მიხვდა , მუსიკას დაუწია ვაჟმა.

-გაიღვიძებს .- სიცილით მიუგო უკმაყოფილოდ მომზირალს და არხეინად მიუბრუნდა საჭეს.

- მართლა?- მჟავე გამომეტყველებით გადახედა უკანა სავარძელს გვანცამ.- რაღაც არ მახსოვს , სამი ადამიანი გვეგულისხმოს მანქანით სეირნობაზე ლაპარაკისას.- გამომთვრალმა ვაჟამ თითქოს იგრძნო მასზე რომ საუბრობდნენ,გაუგებარი ბურდღუნით იცვალა გვერდი და ზურგი შეაქცია წინ მსხდომთ.

- ფაქტობრივად,მაინც ორნი ვართ.- უკანა სავარძელზე გადაწოლილ , გამომთვრალ მეგობარზე ანიშნა თომამ.- ეს დილამდე უსულოდ იქნება.

- ძალიან ხმაურიანი ხომ არ არის,უსულოდ ყოფნის კვალობაზე ?- წარბშეკვრით უპასუხა გვანცამ ,თუმცა ვაჟას მორიგ ბოდვაზე სიცილი ვერ შეიკავა.- ჯანდაბა,ხვალ გაიღვიძებს და საგნობელში ჩავარდება,ამდენი ბენზინი როდის დავწვიო.

- ყველაზე იაფიანს იყენებს.-გადაიხარხარა თომამ.-დიდი დანაკლისი არ ექნება.

- როგორ ახერხებს? ბენზინის ფასები ხომ გამუდმებით იმატებას. ის იყო მხრები აიჩეჩა გეგელაურმა , რომ გვანცას ხმამაღალი სიცილი წასკდა.

-წარმოგიდგენია? ახლა ბოლომდე დაწეული ფანჯრებით და რომანტიკული მუსიკით უნდა ვტკბებოდეთ,ცხოვრების აზრზე ან რაიმე ასეთ სისულელეზე ვლაპარაკობდეთ .ეს მანქანა შენი უნდა იყოს,შენ ლამაზი კოსტიუმი ,მე კი რაიმე სექსუალური კაბა უნდა მეცვას და ჰო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცაც აუცილებელია !წარმოიდგინე ,ჰოო?- ახარხარებულმა გადახდა წითურს ,მისი სიცილის გაგონებისას.ჯინსში გამოწყობილმა გაცრეცილი კონვერესბი აათამაშა.- ჩვენ კი მოპარულ მანქანაში ვზივართ,მთვარლი მეპატრონე უკანა სავარძლიდან ძილში გვეჩხუბება და ყველაფერთან ერთად , ბენზინის ფასზე ვმსჯელობთ . გადასარევია!
შეთანხმებულ სამ წრეს საგრძნობლად რომ გადასცდნენ და უკანა სავარძელზე გადაწოლილი ვაჟას უკმაყოფილო ბუზღუნმაც ზენიტს რომ მიაღწია,მისი სახლისკენ აიღეს გეზი.
მანქანაში გემრიელად მოთავსებული მეგობარი უსაფრთხოდ რომ დაიგულეს,სიცილით ჩაუყვნენ დაცარიელებულ გზას.

***

ინგლისურის კაბინეტისკენ მიმავალ გზაზე,ფანჯარასთან მდგომი ბიჭების დანახვისას,სინდისისქენჯნამ წამოუარა გვანცას.

-ავზი სავსე მქონდა!- თვალებშეშუპებულ ვაჟას კმაყოფილება აღბეჭვდოდა სახეზე და ამან გაოცა გოგონა.ღიმილით მიუახლოვდა მათ და თომას გამოხედვაზე მიხვდა,რაღაც უცნაურად წარმართულიყო საქმე.- არადა,მამაჩემი მეუბნებოდა ფხიზელიც ვერ ატარებო,მე კი მთვრალმა მთელი ქალაქი შემოვიარე და სახლსაც კი მივაგენი ! საკუთარი სახლის წინ ისე სწორად დამიყენებია, თანაც უკანა სავარძელზე გადასვლაც მოვახერხე . - კმაყოფილმა ამჯერად სპეციალურად გვანცასთვის თავიდან დაიწყო თხრობა .

- ხომ ხედავ,ყველა კმაყოფილია!- გადაულაპარაკა გეგელაურმა ,როცა ბედნიერი ვაჟა ხელისქნევით გასცილდა მათ.

-ნანას ვუთხარი ,რომ პროდუქტების საყიდლად ჩვენ წავიდოდით დღეს.- თავის ქნევით გადაულაპარაკა გვანცამ.-სიხარულით დამთანხმდა.შეგვიძლია შემდეგი პუნქტიც სისრულეში მოვიყვანოთ.

-ასე თუ გავაგრძელებთ,სია შესავსები გაგვიხდება . - კაბინეტში შესვლისას დააწია თომამ.
-მერე რა? უამრავი დრო გვაქვს ახლის შესადგენად.- მიხურულ კარს მიღმა გაუჩინარდა.
თომა ინგლისურზე არ შესულა,ბოლო დეტალები ჰქონდა კაპიტნობის გადაცემასთან დაკავშირებით მოსაგვარებელი.ჯერ კიდევ გვანცას ნათქვამ სიტყვებს უტრიალებდა გონებით , სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება,რომ ჯერ კიდევ უამრავი დრო ჰქონდათ ათასი ასეთი სულელური სიის შესადგენად . ყველაზე ნაკლებად დათასთან შეხვედრა უნდოდა ახლა.როცა ეს ყველაფერი დამთავრდებოდა აუცილებლად მოუყვებოდა გვანცას ყველაფერს,ეტყოდა როგორ იდოტურად ეგონა რომ დათა მართლა უყვარდა და მხოლოდ მასთან სიახლოვით მიხვდებოდა ვინც იყო სინამდვილეში,თავიდან იმასაც კი ფიქრობდა,რომ თუკი კაპიტნობოაზე,ერთადერთ რამეზე , რაც დათას მართლა აინტერესებდა დაენიძლავებოდა და ამით გვანცასთან ყოფნას აიძულებდა ,გოგნას გაცნობის შემდეგ იქნებ შეცვლილიყო კიდეც დათა.რა საშინლად იტყუებდა თავს,როცა ფიქრობდა რომ შეძლებდა სხვისთვის დაეთმო გვანცა.არა,არ იყო ასეთი ძლიერი .მთელი გეგმაც,რომელზეც ღამეებს ათენებდა საკუთარი ხელით დაანგრია. აკი,თავავადვე არ დაენიძლავა დათას,თვითონ არ სურდა თავი შეეძულებინა გვანცასთვის ? რათა ყველაფრის გახსენების შემდეგ მისი სიძულვილი გამხდარიყო საყრდენი გვანცასთვის . თვითონ არ გეგმავდა,რომ გამოსაშვებზე მოეწყო აურზაური , თუნდაც ძალით გაეხსენებინა ყველაფერი მისთვის,დათა კი მშველელად მოევლინებოდა და იმ დღიდან მისი სიძულვილით განაგრძობდა გოგონა ცხოვრებას.სანაცვლოდ,უცნაურ სიზმრებად აღარ მოეჩვენებოდა წარსული,აღარ დატანჯავდა იმაზე ფიქრი თუ რატომ წყდებოდა მისი მეხსიერება რვა წლის ასაკში და ან რატომ აღარაფერი ახსოვდა კლასელებზე.სკოლა გამოიცვალეო უთხრეს გოგონას და მანაც დაიჯერა, უბრალოდ კოშმარებია უთხრეს ბუნდოვნად შემორჩენილ მოგონებებზე და აღარ უტირია.სამაგიეროდ , ყოველ ღამე,როცა თომას ოთახიდან მისი განწირული ტირილისა და ყვირილის ხმა ისმოდა ,ეუბნებოდნენ რომ ისიც კოშმარებს ხედავდა,მერე თითქოს ყველაფერი მიწყნარდა ,მაგრამ თოთხმეტი წლის ასაკში თომა სიტყვის უთქმელად გადაბარგდა მათი სახლიდან,აღარც კი გამოივლიდა ხოლმე და იცოდა ვაჟმა როგორ ტკენდა თავისი საქციელით გოგონას.
პირველად რომ დასწვდა და ძალით აკოცა , მიხვდა ასრულება არ ეწერა მის გეგმას.თავს ვერაფრით შეაძულებდა მაშინ,როცა გაგიჟებით სურდა ჰყვარებოდა გვანცას.
საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამ სურვილისთვის,მაგრამ მერე სანახევროდ ჩაბნელებულ დარბაზში ,ფეხისწვერებზე შემდგარი გოგონა გაუბედავად ეამბორა და გადაწყვიტა ბოლომდე თუ არა ნაწილობრივ მაინც მოეყოლა მისთვის.ალისთან რომ მიდოდნენ არ იცოდა რას ეტყოდა,როგორ აუხსნიდა რომ მისი ოთახის კართან მდგარი,შეშინებული პატარა გოგონა შეუყვარდა . თომას ღამეული კოშმარებისას აცახცახებული ნანა ისე შერბოდა ხოლმე ოთახში , რომ ზოგჯერ კარის დაკეტვაც კი ავიწყდებოდა.საწოლში მოკუნტულ,აფართხალებულ ბიჭუნას ფრთხილად აიყვანდა ხელში და მერე საათობით,რწევით დაატარებდა ოთახში.დამშვიდებული ,ტირილისაგან მოღლილი თომა ნელა გაახელდა თვალს და კარს მიღმა მდგარ გოგონას ხედავდა.თავიდან შერცხვა და ნანას მხარს ამოფარებულმა შეუბღვირა კიდეც მეგობარს,მაგრამ კართან მდგომი არ დასცინოდა.ქერა თმა აბურდვოდა , გაკვირვებული,სევდიანი თვალებით უცქერდა მას და სანამ ნანა შეამჩნევდა და კარს მიუკეტავდა,თომა მისი დანახვის მოლოდინით ჭყეტდა თვალებს . დილით მწარედ დასცინოდა გოგონა,ნანას ვერ იყოფდა მასთან ,მაგრამ ღამით კართან მომდგარი,ბიჭის ტირილით დაშინებული , ბავშვური თანაგრძნობით ამოჰყურებდა მას.
-რა უცნაური ვინმე ხარ . - ღიმილით გადმოხედა დათამ და კაპიტნის მაისურში გამოწყობილი მის წინ დატრიალდა.- რაღაც გიჟური სცენების მოწყობას მთხოვდი გამოსაშვებზე,გვანცასთან დაახლოებას ,მისი გმირის როლის მორგებას ,მაგრამ ბოლოს ადექი და უსტყვოდ გადმომილოცე კაპიტნობა . რატოომ?-გაწელა ბიჭმა და გაღიზიანებულ თომას დააცქერდა.- ასეთი რა ხდება თქვენს შორის ? არა,მის შეყვარებულს რომ კარგად თამაშობ ვხვდები...

-მოკეტე.- შეუღრინა თომამ.-უარი უთხარი მეწყვილეობაზე.ხომ მიიღე რაც გინდოდა?!

- და რომ არ ვუთხრა ? უფრო მეტი რომ მოვინდომო ? - ჯიქური მზერა შეაგება გეგელაურს. - შენი საქციელის გამო ბიჭები ვეღარ გიტანენ,მწვრთნელიც უკმაყოფილოა.თანაც ძალიან ! რომც ეცადო აქ ვეღარ დაბრუნდები და გვანცას თუ ყველაფერს მოვუყვები ,შენი აზრით რას იზამს? მგონი იმ პოზიციაში არ ხარ,რომ მემუქრებოდე ! - გაცლაა დააპირა,მაგრამ საყელოში მოვლებულმა ხელმა ლითონის კარადის ცივ ზედაპირზე ააკრო მტკივნეულად.გაცეცხლებულმა თომამ მეორე ხელი მთელი ძალით მოუჭირა ყბებზე,ისე რომ სახის ძვლები ეტკინა დათას.

-არც კი გაბედო ! - ჩაისისნა ვაჟმა და ფეხით ძლიერად დააწვა ტერფზე.ტკივილისაგან ამოიგმინა დათამ .-ხომ იცი რომ ამ წამს შემიძლია დავასრულო შენი კაპიტნობის კი არა,ფეხბურთელობის ამბავიც.ერთი დარტყმა.-ფეხი კიდევ უფრო ძლიერად დააჭირა.- სულ რაღაც ერთი დარტყმა და მოტეხილი ბარძაყით ჩემს ფეხებთან დაიწყებ ღრიალს.

ზიზღით აუშვა ხელი სახეაწითლებულს და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.არ იცოდა თომამ რომ უარეს აკეთებდა თავისი ქცევით , არც დათას მზერაში აკიაფებული სხივი შეუმჩნევია მიმავალს.

სანახევრდ ჩაბნელებულ გასახდელში იჯდა დათა ,ატკივებულ ფეხს იზელდა.
რატომ უნდა გაჩერებულიყო ?
თუკი ნგრევა მარტივი და სასიამოვნო იყო,რატომ უნდა ეფიქრა მშენებელთა ბედზე ? კმაყოფილი გადაწვა კარადებს შორის ჩადგმულ ,გრძელ სკამზე.
რას გააწყობდა ? ზოგი გამუდმებული შენებისთვის გაეჩინა ღმერთს,ზოგიც კი მათი აშენებულით ტკბობისთვის. თავს ამ უკანასკნელთ მიაკუთვნებდა და ხარობდა დათა . იმ უვიცის სიხარულით საკუთარ აზრს საზოგადო ჭეშმარიტების საბურველში რომ გამოახვევენ ხოლმე.
აკი,არ იცოდა რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში".

გასახდელიდან გამოსული ვაჟი დიდხანს იცდიდა ინგლისურის კაბინეტის წინ.იცოდა თომა ისევ მწვრთნელთან იყო,რაც გვანცას დამარტოხელებისთვის საუკეთესო შანსს ნიშნავდა. ელექტრო ზარი უსიამოდ აწკრიალდა,კაბინეტის კარი გაიღო და მოღლილ გოგონას მკლავში სწვდა დათა. შეცბუნებულმა ოდნავ შეჰყვირა ,მერე კი როცა დაინახა ვინც იდგა მის წინ,ოდნავ მოიღუშა.

-დათა . - უხერხული ღიმილით გაითავისუფლა მკლავი მისი ხელებისგან.- მეც მინდოდა შენთან დალაპარაკება.

-ჰოო? - გვანცამ იგრძნო როგორ ცივად გადმოხედა ბიჭმა . - ძალიან კარგი,სკოლის ეზოში ხომ არ გავიდეთ ?

კარგიო დაეთანხმა გვანცაც და უკან აედევნა.როგორც კი შედარებით მოფარებულ ადგილას დაიგულა თავი,დათა შემობრუნდა,სასწრაფოდ დაძებნა რაღაც ტელეფონში და სწრაფადვე გაუწოდა მოწყობილობა. გამოსახულებას დააკვირდა გვანცა,ოდნავი შრიალი ისმოდა ვიდეოში . თომა ამოიცნო,ნათლად ჩანდა როგორ გადაიწია თომა და გვანცას ლარნაკს ჰკრა ხელი.

-რატომ აქამდე არ მაჩვენე ?- წარბები შეხარა გოგონამ .- შენ მითხარი რომ ვაჟა დაინახე,თუმცა მნიშვნელობა აღარ აქვს . თავად მომიყვა თომამ,უბრალოდ წაშალე კარგი? და ჰო,რაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი...

-არაფრის წაშლას არ ვაპირებ და კარგად მომისმინე ! - შეაწყვეტინა დათამ . - კარგად იცი,როგორი კეთილგანწყობილია ყველა თომას მიმართ,გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსსაც სკოლა უფინანსებს,როგორც სანიმუშო მოსწავლეს.-გამოკვეთილი ირონიით წარმოთქვა ბიჭმა.- გამოსაშვებზე ჩემი მეწყვილე იქნები და თანაც თავადვე დაარწმუნებ შენს პრინცს,რომ უბრალოდ ჩემთან ერთად მოგინდა წამოსვლა.თუ ასე არ მოხდება,ძალიან მარტივად გავარცელებ ამ ვიდეოს.ვინ დაიჯერებს რომ სულელური ეჭვიანობის გამო მოიქცა ასე? გამუდმებით ჩხუბობდით,წარმოგიდგენია რა მოხდება ? მოიცადე...- დაიყვირა,როცა შეამჩნია რომ ბრაზისგან აცახცახებულმა გოგონამ გაბრძოლება დააპირა.- არ გაინტერესებს,მოულოდნელად რატომ დავმეგობრდით ? კაპიტნობა რატომ გადმომილოცა ასე მალ...

-არ მაინტერესებს!-შეუყვირა გვანცამაც და ზიზღით სავსე მზერა შეაგება.- თავად ვკითხავდი რომ მინდოდეს.-მიხვდა დამაჯერებლად არ ჟღერდა მისი სიტყვები.რამდენჯერ უნდოდა ამ ყველაფერზე ეკითხა ,მაგრამ რაღაც ყოველთვის აკავებდა თითქოს.- მეწყვილეობა რას მოგიტანს ? არ მითხრა,რომ მოულოდნელად დაინტერესდი ჩემით.

-ვინ იცის,იქნებ ასეც არის,იქნებ არა ! მაგრამ იცოდე ვიდეოს გავავრცელებ!

-და რა გარანტია მექნება ,რომ თანხმობის შემთხვევაში ასე არ მოიქცევი ?

- ჩემი სიტყვა !-სერიოზულად დააყოლა დათამ და გოგონას ირონიულ სიცილზე ,თავადაც გაეღიმა.- რა იყო ამბის ბოროტი გმირების სიტყვას არ ენდობი ? ეს ყველაფერი მე არ დამიწყია , მაგრამ სხვა გზაც არ არის.უნდა მენდო !

- წამითაც არ იფიქრო ,რომ გენდობი,მაგრამ თუკი ვიდეო გავრცელდება-გოგონამ ისე ძლიერად დაარტყა ფეხი უკვე გვარიანად დაბეჟილ ტერფზე , რომ შეყვირება აღმოხდა წამის წინ მომცინარს.დამცინავად გადახედა გვანცამ - თუკი ვიდეო გავრცელდება,უკვე მიხვდებოდი რასაც დაგმართებ, არა ? ფიზიკური ძალა არ მჭირდება,ათასი სხვა გზაც არსებობს. ხომ იცი ? - გაღიზიანებული შებრუნდა გვანცა .

ფეხატკიებულმა ვაჟმა ისღა გაიფიქრა,რომ ორივეს ერთნაირი და ძალზე სახიფათო მეთოდები ჰქონდათ.


***

-რამე მოხდა ? რატომღაც ვერც ურიკის გატაცებამ ჩაიარა კარგად.- წყნარად უთხრა თომამ ,მის გვერდით მომავლს.გვანცა ისეთი დაძაბული იყო ამ დღეებში,რომ უნებურად შეცბა მის სიტყვებზე.მართლაც,არც სავაჭრო ცენტრში სირბილი და არც ურიკის გატაცება იყო სასაცილო.თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მოხდა. ბევრი იცინეს გამვლელების მზერაზეც ,მაგრამ ბოლო დროს მოსუვენრობა დამჩნეოდა გოგონას.ვერაფრით მოეფიქრებინა როგორ უნდა ეთქვა თომასთვის რომ გამოსაშვებზე დათას უნდა გაჰყოლოდა.ვიდეოს შესახებ თქმას არც აპირებდა.ორივე შემთხვევაში საზიანო იყო ეს ამბავი თომასთვის. რამეს მოახერხებდა,მთავარი იყო გამოცდები მოეტოვებინათ და მერე ყველაფერს მოუყვებოდა. მართალია იცოდა რომ ვაჟს გულით სულაც არ ეწადა ექიმობა,თუმცა იმასაც ხვდებოდა რომ ეს პროფესია სიდუხჭირიდან თავის დაღწევის გზად ესახებოდა მას.

-არაფერი მომხდარა.მგონია თეატრში შეპარვა უფრო შთამბეჭდავი რამე იქნება .
-შთამბეჭდავი.- სიცილით გაიმეორა თომამ და ნაზად მოხვია მკლავი.-მე კი მგონია დიდი დანაშაულები გხიბლავს .

-როგორ უნდა შევაღწიოთ?- ჩუმად ჰკითხა გოგონამ,რადგან უკვე მიახლოებოდნენ მოძველებულ ვარიეტეს.

მთლიანობაში შენობის ძირითადი ნაწილი ცილინდრს,სახურავი კი მასზე შემოდგმულ,წაწვეტებულ პირამიდას მოგაგონებდათ. ორივე სართულზე ასეთივე წაწვეტებული,მოზაიკით გაწყობილი ფანჯრები დაეტანებინათ. ერთთავად გადაივსებოდა ხოლმე თამაშობებისას იგი. საკუთარი პრობლემებით მოღლილი ადამიანების დიდი გუნდი მიიწევდა ყოველ კვირას თითქმის ერთი და იგივე სცენის სანახავად.ამ ხალხმა ზუსტად იცოდა სად უნდა გაეცინა,სად რას იტყოდა მსახიობი ან ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი,ყელზე უშველებელი ბუმბულით მორთული მომღერალი რა ტონალობაში გადაწყვეტდა უკვე გაცვეთილი სიმღერის შესრულებას.ამ მოძველებული ნაგებობის მხოლოდ წინა ნაწილზე დაემაგრებინათ ვიდოთვალი.შიგნით კი მხოლოდ რამდენიმე ,ისიც ჰოლში,საგრიმოროსა და ამფითეატრში,რაც ყველაფერს უფრო გაუდავილებდა შეპარულთ. უკანა მხრიდან შემოუარეს ,ოდნავ შეღებულ ფანჯარაში გადაძვრნენ და გრძელ ,ალაგ-ალაგ შპალერაცლილ კორიდორს დაუყვნენ.

-საგრიმოროს თავზე კამერას ოდნავ გავაბრუნებთ და სულ ეგ იქნება.- კმაყოფილად გადმოხედა თომამ.

- რაღაც ძალიან მარტივი ჩანს ეს ყველაფერი.

-სულაც არა, ფანჯარა გაჭირვებით შევაღეთ.ვინ იცის,იქნებ დარაჯსაც არ ეძინოს.

-ჰოო?-ეჭვით გადმოხედა გვანცამ. აქაურობას კარგად იცნობდნენ , ამიტომ მალევე მიადგნენ საგრიმიოროს .

-ხედავ?-მიუთითა ჭერის კუთხეში მიმაგრებულ მოწყობილობაზე.ზურგიდან მოქცეოდნენ მისი ხედვის არეალს.

-ძალიან მაღლაა.

-არაუშავს.მოდი!-ოდნავ მოხრილმა მიუთითა ზურგზე და გაკვირვებული გოგონა რომ ვერ მიუხვდა ,მობეზრებით დააყოლა.- აბა სხვანაირად როგორ უნდა მივწვდეთ?

-და ეს იყო შენი არაჩვეულებრივი გეგმა ?-სიცილით თქვა გვანცამ,ფეხსაცმელები გაიხადა და შეეცადა რაც შეიძლება ფრთხილად მოქცეულიყო .

-ახლა ავიწევი.ნუ გეშინია.- ჩაილაპარაკა თომამ. მართლაც ფრთხილად აიწია ვაჟი და წონასწორობის შესანარჩუნებლად სანახევროდ კედელს მიეყრდნო გვანცა.

-შენი ჯერია,ნელა გაიმართე. კარგიო უპასუხა გოგონამ და გაჭირვებით წამოიმართა.მართალია თომას მთელი ძალით შემოეხვია ხელები მისთვის,მაგრამ ვაჟს დაწოლილი სიმძიმის გამო მაინც უთრთოდა მხრები. კანკალით წაეტანა კამერას და მარჯვნივ,თითქმის მთლიანად კედლისკენ მიაბრუნა იგი.

როგორც კი ეს შეძლო,ფრთხილად ჩამოსვა თომამ და ღიმილით დაიზილა მხრები.

-და კარი?- მიუხედავად იმისა ,რომ დერეფანი სანახევროდ იყო ჩამობნელებული,სწრაფად გაისწორა მუცელთან ატანილი მაისური. ჯერ კიდევ გრძნობდა მისი შეხების სითბოს . - როგორ გავაღებთ?

-ჰოო, ეს მაქვს.- თითქოს ახლაღა გაახსენდაო , სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან რკინის თხელი ფირფიტა.

-ამით აპირებ გაღებას ? - ეჭვით გადახედა გვანცამ.

-სპეციალურად ასეთი საქმეებისთვის იყენებენ ხოლმე .- სწრაფად მიუგო ბიჭმა,ცალი ხელით ტელეფონი დაანათა საკეტს,მეორეთი კი რკინის მავთული მოუხერხებლად შეიყვანა მასში.


-და შენ სად იშოვე ეგ ? ან უბრალო მავთულს რატომ ჰგავს ასე ძალიან?- კითხვები დააყარა გვანცამაც,მაგრამ სანამ პასუხს გასცემდა,კარი მართლაც გაიღო ,სანათს ხელი აჰკრა თომამ და წაგრძელებული,სარკეებით,ათასგვარი სამოსითა და ნიღბით სავსე საგრიმიორო ერთიანად განათდა.

ერთმანეთის მოპირდაპირედ ათიოდე მოძველებული ,სარკიანი, მაკიაჟის ტუმბო ჩაეყოლებინათ.ზოგიერთს სარკეზე დატანებული რამდენიმე ნათურა ჩამტვრეული ჰქონდა.მათ შემდეგ ოთახის სიღრმე ათასნაირი მორთულობისთვის დაეთმოთ.იქვე ტუმბოზე ჩამოდებულ ნიღაბს დასწვდა გვანცა . რამდენიმე ,ერთმანეთში არეული სუნამოს სუნი ასდიოდა მას,მაგრამ მაინც ვერ გაიმეტა მოსახსნელად . მხოლოდ სახის ზედა ნაწილს ფარავდა პაპიემაშე ( თაბაშირნარევი მასა .ნიღბის ძირითადი ნაწილი , რომელიც ფარავს მხოლოდ თვალების მიდამოს,სახის ზედა ნაწილს ან მთლიან სახეს ). ოქროსფერი სირმები დაჰყვებოდა თვალებს გარშემო,შუბლთან გროვდებოდა და შემდეგ მუქი იისფერი , მბზინავი ბუმბულებით ბოლოვდებოდა.ლილისფრად მოკაშკაშე ზამბახს ჰგავდა იგი და ძალიან მოსწონდა გოგონას.წამოდიო შესძახა თომას და ოთახის ბოლოში მობრჭყვიალე ტანსაცმლის გროვისკენ გაემართა. პატარა ბავშვივით დაძრწოდა ლალისფერი კაბების,გრძელი შლეიფების,ჭრელი პერანგებისა თუ მოსასხამების ულევ რიგებში.თოთქოს ყველა ფენის ადამიანსა და ეპოქას მოეყარა ამ საგრიმიოროში თავი,ვიქტორიანული კაბის პირდაპირ საფრანგეთის რევოლუციის პერიოდის ზოლებიანი შარვლები , მათ გვერდით კრომველისეული მუზარადიც კი აღემართათ. როგორც ჩანს,მსახიობები ქვეყნიდან ქვეყნაში,ერთი ეპოქიდან მეორეში მოგზაურობას ისე მიჩვეოდნენ , რომ უწესრიგოდ მიმოფანტათ კიდეც ვუალმოვლებული შლაპები,ბეწვის ხელის სათბურები. იქვე ,ლენტებით ჩამოკიდებულ გატოს დასწვდა ამჯერად (გატო-ვენეციური ნიღაბი,რომელიც იმეორებს კატის სახეს,ცხვირს,აქვს ყურები.არ ფარავს ტუჩს,ნიკაპს,სახის ქვედა ნაწილს) უკან მდგომ ვაჟს მიუბრუნდა და ფეხისწვერებზე აწეულმა ფრთხილად მიადო ნიღაბი . გრძელი,სრიალა ლენტები მოკრიბა ხელით და ნაზადვე შეუკრა თავს უკან. მაგრამ ლენტი სრიალებდა,გაჭირდა მისი მჭიდროდ შეკვრა და გვანცასაც მოუხდა უფრო ახლოს მიწეულიყო გაუნძრევლად მდგომთან.ისე ახლოს,რომ თხელ მაისურში გამოწყობილი ვაჟის სუნთქვას გრძნობდა საკუთარ მხარზე. საკმარისი იყო ოდნავ მიებრუნებინა თავი და მის სახეს შეეხებოდა.

-გიხდება.-შესცინა სასწრაფოდ უკანდაწეულმა და ქვემოდან შეათვალიერა თომა.ეს უცნაური ნიღაბი უხდებოდა ვაჟს.- დარწმუნებული ხარ რომ დარაჯს სძინავს?

- რომ არ ეძინოს,უკვე აქ იქნებოდა.

-თუკი ასეა,მშვენიერი რამ მოვიფიქრე . რას იტყვი , ასე შეკაზმულები ამფითეატრშც ხომ არ გავსულიყავით ? - ხელოვნური ბეწვით გაწყობილი ფუმფულა შარფი დაუდევრად მოგდო ყელზე ორმაგად კმაყოფილმა.საკუთარი იდეაც მოსწონდა და მორიგი უხერხულობის თავიდანასაცილებლადაც კარგი გზა მოენახა. ცოტა ხანს დუმდა თომა,მაგრამ მერე დაეთანხმა იმ პირობით რომ მალევე წამოვიდოდნენ, რადგან იქ დაყენებულ კამერებს ამჯერად ვერაფერს მოუხერხებდნენ.

უკუნი სიბნელე იყო ამფითეატრში,მაგრამ როცა ტელეფონის სუსტმა ნათებამ წითელი ტყავით გაწყობილი სკამების ურიცხვ რიგსა და ამავე ფერის კედლებს გადაურა,მიხვდნენ რაოდენ დიდი ჩანდა დაცარიელებული დარბაზი. მწიფე შინდისფერი ედო კედლებს,კუთხეში ოქროსფერი ჩუქურთმები დაეყოლებინათ.მძიმე,მეწამულ ფარდებსაც ამავე ფერის გრაგნილი ძაფები დასთრევდათ ბოლოებში. აქ ყველაფერი მოვლილი იყო,ტყავგადაკრული სკამები ბზინავდნენ , პრიალი გაჰქონდა იატაკსაც. ერთ-ერთზე ჩამოჯდა გვანცა,ტელეფონი ზემოთ ამართა და ჭაღს დააკვირდა.სიბნელეს ჩაენთქა მისი ნაწილი,მხოლოდ ძირს დაშვებულ , სასანთლეთა მსგავს მოხაზულობას ხედავდა ახლა. გატაცებულს გვერდიდან მომავალმა შრიალმა შეაწყვეტინა უკუნში დანთქმული სილამაზით ტკბობა.მის გვერდით მოთავსებული ვაჟი ნიღბის ლენტების შეხსნას ცდილობდა. გაეღიმა გვანცას,მაგრამ გეგელაურის ქცევაზე არა. წამის წინ , ამ მდიდრული ჭაღის ცქერისას უცნაურ სევდას გრძნობდა .მის მიღმა იმალებოდა თითქოს ყველა გაუბედავი კითხვა,უცნაური სიზმრები ღამღამობით ისევ რომ ახსენებდა თავს,ზოგჯერ წამოვლილი ტკივილებიც.ვერავის უყვებოდა ამაზე,რადგან ხმას ამოიღებდა თუ არა ყველა შეძრწუნებული,ლამის შეშლილი გამომეტყველებით გადმოხედავდა და ეს უფრო რთული იყო მისთვის,საკუთარი მშობლების თვალებში აღელვებასთან ერთად,რაღაც ცხოველურ შიშსა და მოლოდინს ამჩნევდა ხოლმე.თითქოს ყველა თან რაღაცას ელოდა მისგან,თან ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ მათი მოლოდინი არ გამართლებულიყო. ახლა კი იჯდა,უყურებდა როგორ ცდილობდა თომა შემოჭერილი ლენტების გახსნას და საკუთარ თავზე ეცინებოდა. გეგელაურის უბრალო ქცევაც კი სალბუნად ედებოდა მის მთელ არსებას.
უსიტყვოდ გადაიწია დასახმარებლად . ვაჟიც მიუხვდა , მშვიდად დასწია ხელები.ისევ ძალზე ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან და გვანცას გაახსენდა,რომ ბოლოს კარგა ხნის წინ,მხოლოდ ტყეში შეხებოდა თომა.მართალია ვითომ ჩაძინებული გრძნობდა ხოლმე როგორ სათუთად უკოცნიდა თმასა და საფეთქლებს ვაჟი,მაგრამ სულ სხვა იყო მისი ამოსუნქთვის საკუთარ ბაგეებზე შეგრძნება. უნებურად ხელები აუთრთოლდა,ისე ძლიერად მოჰქაჩა ლენტს გასახსნელად,რომ მოულოდნელობისგან თომაც შეირხა . ის იყო ,ოდნავ კიდევ გადაიწია აკანკალებული,რომ მოულოდნელად ჩაეჭიდა ვაჟი , ფრთხილად მტევნებში მოიქცია მისი ხელები და სახეზე აიკრო.გატო სახის ქვედა ნაწილს არ უფარავდა თომას .ვაჟის ტუჩების რბილ შეხებას გრძნობდა ხელისგულებზე. უხერხულად ისხდნენ ,ამიტომ წელზე გადატანილი ხელებით თვალისდახამხამებაში გადმოსვა საკუთარ კალთაზე. ნიღაბი,რომელიც გატოსგან განსხვავებით მთლიან სახეს უფარავდა გვანცას,თვალის დახამხამებაში გადააძრო და კბილებით დასწვდა ბაგეზე . ისე მძლავრად,მომთხოვნად კოცნიდა ვაჟი,რომ პაპიემაშეს ზედაპირი კანს სტკენდა გვანცას , მაგრამ ამ წამს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა იგი,პირიქით,ხელებით დაჰყვებოდა გატოს კატისსახიებრ მოხაზულობას და აზროვნებადაკარგულმა თომას თმაშიახლართული თითები ისე გადაატარა მის წვეტიან წანაზარდებს,კატის ყურების ფუნქციას რომ ასრუებდა , რომ ხელი დაესერა . ამან თითქოს გამოაფხიზლნა ჩახვეულნი.სუნთქვამღვრეულნი მოშორდნენ ერთმანეთს. გატო ფართოდ იყო ამოჭრილი თვალებთან , მაგრამ მზერადაბინდულს ვერ გაერჩია როგორ შემოჰყურებდა ვაჟი.გულმკერდი ეწვოდა,სუნთქვა ჯერ კიდევ ვერ დაერეგულირებინა.რამდენიმე წამი დასჭირდა თომასაც,გამოფხიზლებულმა შეშფოთებით დახედა ჯერ კიდევ მოკანკალე , პატარა ხელს. ჭრილობა სისხლის გრძელ ხაზად გადაწოლილიყო გოგონას ხელისგულებზე,თუმცა ზედაპირული იყო იგი და ამან ცოტათი დაამშვიდა აღელვებული.
- აი,აიღე ! დროებით გამოგადგება .-მხოლოდ წამით გაუსწორა მზერა და ჯიბეში ჩარჩენილი მშრალი ხელსახოცების გროვა გაუწოდა.მექანიკურად გამოართვა გოგონამ.ორივე ხელი ეწვოდა.-მგონი დროა წავიდეთ ,არა ? - მიმაგრებული ნიღაბი ჩამოიხსნა თომამ და სავარძლიდან წამოდგომისას ,ისევ გაჩენილი სიხალოვის გამო ირიბად დახედა გოგონას.იატაკზე დაგდებული ტელეფონის შუქი ოდნავღა აღწევდა ქვემოდან , მაგრამ ვაჟს არ გასჭირვებია მისი გამომეტყველების შემჩნევა.უმალვე გაბრუნდა გოგონა , ღიმილი ვერ დაფარა თომამ და უკანვე აედევნა .
ის იყო უსიტყვოდ დატოვეს მთავარი დარბაზი,რომ ჯერ ფანრის თვალისმომჭრელი შუქი ,მერე კი ერთ ადგილზე გაშეშებული დარაჯი შეამჩნიეს.კაცს ცალ ხელში ფანარი,ცალში კი ყავის მოზრდილი ჭიქა მოემარჯვებინა და პირდაპირ მათ შემოჰყურებდა . გაქცევა დააპირა გვანცამ,მაგრამ უცებ რაღაც ეუცნაურა.დარაჯს დაბნეული გამომეტყველება უფრო ჰქონდა,ვიდრე გაბრაზებული და როცა არანაკლებ გაკვირვებულმა გოგონამ გეგელაურისკენ გაიხედა და უცნაურად დამანჭულს მოჰკრა თვალი,მიხვდა რატომ შემოვიდნენ ასე ადვილად , რატომ გაიღო საგრიმიოროს კარი უბრალო მავთულით და რატომ ვერაფრით შეეკავებინა სიცილი თომას.
კაცმა რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ გვანცას აღშფოთებულმა ყვირილმა , აიძულა მხოლოდ და მოხლოდ უფრო შეცბუნებული გამომეტყველება მიეღო.

- წითელთავა გომბეშო ხარ ! - ამოიკივლა გოგონამ და მუშტები მომართა,მაგრამ ახარხარებულმა ბიჭმა დაასწრო და გვერდით გახტა. - ესეიგი ფანჯარა გაჭირვებით გავაღეთ არა ? და მავთული? ასეთი საქმებისთვის იყენებენ ! საგრიმოროს კარი ისედაც ღია იყო ხომ ? - გაცეცხლებული გამოედევნა ვაჟს . - რით მოისყიდე ? ასეთი რა გააკეთე?
-მე არავის მოვუსყიდივარ . - ირგვლივ ატეხილ ხარხარს,ყვირილსა და დევნაში შეუფერებელი სიმშვიდით შენიშნა დარაჯმა და ოდნავი სევდით დახედა ფინჯანს.გულდამძიმებულმა გაიფიქრა ,რომ თუკი ახალგაზრდები მის გარშემო ასეთი ტემპით სირბილს არ შეწყვეტდნენ ამ ღვთაებრივ სითხესთან ერთად ,წელიც გაუცივდებოდა ,ისეთი ბუღი დაეყენებინათ .

-აბა რა ქენი ? მოატუყე ? მე კი ლამის გული გამისკდა !

-ისეთი გულუბრტყვილო არ გახლავართ,რომ მოვტყუვდე გოგონავ. ჯერ კიდევ 16-ის ვიყავი ოჯახს რომ ვპატრონობდი.მოგეხსენებათ დიდი ყაირათი სჭირდება ამ ასაკში...

-რამეს დაჰპირდი ? აკი,უნდა შევპარულიყავით ? ამდენი რაღას მაწვალე ! - გაჰყვიროდა გვანცა.

-არაფერს დამპირებია.იმას ვამბობდი,რომ ჯერ კიდევ 16-ის ვიყავი ოჯახს რომ ვპატრონობდი.მოგეხსენებათ დიდი ყაირათი სჭირდება ამ ასაკში...- უკმაყოფილოდ,გაცილებით უფრო ხმამაღლა განაგრძო მან.

- მაშინ რა უქენი ? რამე ჩაუყარე ჭიქაში?- გამწარებულმა წამით მოახერხა მაისურში ჩასჭიდებოდა,მაგრამ ძალა აღარ შერჩენოდა და ხელიც მალევე გაეშვა.

-ჩემს ჭიქაში მხოლოდ ახალჩამოფქვილი ყავა ყრია.დღეს დილით ვიყიდე .-ნაწყენმა დაამატა ამჯერად.- 16 წლისამ ოჯახის პატრონობა რომ ვითავე მაშინ შევხვდი ლელასაც.- სანამ ოჯახის პატრონობას დავიწყებდი,ვიოლინოზე დავდიოდი.ლელა პირველი გამომიტყდა...

- რატომ თავიდანვე არ გამომიტყდი? ალის არ იყოს რამე მოუყევი ჩემზე ? რამე შეთხზე?-ბოლო ძალებით შეუყვირა თომას აქოშინებულმა გოგონამ და სულისმოსათქმელად შეჩერებულს დაღლა ისე მოეძალა , რომ იატაკზევე ჩამოჯდა.

- ბევრი არაფერი.საჭირო ინფორმაცია მხოლოდ.იცით თქვენ ჩემს ლელას მაგონებთ,ახალგაზრდობაში...

- რა იყო მოკვდი?- ამჯერად თომას სიცილმა შეაწყვეტინა საუბარი. ჩამუხლულ გოგონას ორიოდე წრე კიდევ შემოუარა სირბილით ვაჟმა,ხელიც კი წაჰკრა გამოსაწვევად,მაგრამ საპასუხო რეაქცია რომ ვერ მიიღო ,ოდნავ მოშორებით ჩამოჯდა თავადაც.

-ხოდა , როგორც ვამბობდი ,ვიოლინოზე ვუკრავდი.-მაინც კმაყოფილი სახით განაგრძო კაცმა,რადგან იცოდა ორივეს ყურადღება მისკენ მიეპყრო.- დიდი აუდიტორიისთვის დაკვრაზე ვოცნებობდი.ყველა დამცინოდა სკოლაში და "სკრიპკას" მეძახდა მაშინ,როცა ლელა მოვიდა და პირდაპირ მითხრა მიყვარხარო . იმ დღიდან ის იყო ჩემი აუდიტორიაც , დირიჟორიცა და აპლოდისმენტებიც . ხო ,მართლა მე თემური მქვია ,შვილო.

თემური კიდევ დიდხანს ყვებოდა ლელაზე,მათ საერთო შვილებზე,იმაზე როგორ ოცნებობდა ყოფილიყო დიდი მუსიკოსი,როგორ მოიყვანა ცხოვრებამ აქამდე და როგორ აპირებდა ბოლო წლები ამ მომაბეზრებელი სამუშაოსა და შვილებისთვის შეელია. საუბარში ისე გაერთო მარტოხელა დარაჯი,რომ მხოლოდ გამომშვიდობებისას,როცა მარტო დარჩენილი ღიღინით დაუყვა დერეფანს,შეამჩნია ჭიქა ჯერ კიდევ სავსე იყო გაცივებული,თავზე ცხიმმოკიდებული სითხით.ეჰ,აბა მეყავე გულნაზს კაცი ენდობოდა?

- თემური კარგი ადამიანია.-ხელისქნევა რომ მოათავეს ,გადაულაპარაკა თომამ.- თუმცა ვიცოდი,გამოუსვლელად ვერ მოისვენებდა.გამიკვირდა იქამდეც რომ მოითმინა.

- ზოგჯერ როგორ გვჭირდება მოსმენა არა ? - გადახედა გოგონამ და თემურის გახსენებისას კიდევ ერთხელ გაეღიმა.- ისე,შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რომ ვარიეტეს მარტოსული , მგრძნობიარე და საუბარს დანატრებული დარაჯი ჰყავდა,რომელიც გულით ელოდებოდა სტუმრებს.

- მაგრამ ჩვენ ხომ შეპარვაზე შევთანხმდით?!

- ყველა კმაყოფილია,ხომ ?-გადახედა გვანცამ. გაამყებული ვაჟა და ბედნიერი დარაჯი წარმოუდა თვალწინ.-შემოვუაროთ ხოლმე ,თანაც ძალიან ხშირად .

- გავახარებთ.-სიყვარულით გადახედა ვაჟმა. წამით მზერა გაუშტერდა გვანცას , მაგრამ მალევე მოეგო გონს.ახლა არაფრით შეეძლო ამფითეატრში მომხდარზე ფიქრი. - და იცი რა?თუ არ ეწყინება...

-რა?

- შემდეგ ჯერზე კარგი ყავაც გამოვიყოლოთ.


***

მაისის ყვავილებით აფერადებულმა მინდვრებმა ამჯერად ივნისს გადაუშალეს გული,თეთრად და ვარდისფრად გადაპენტილი ხეები ხასხასა მწვანე ფოთლებითა და ნაყოფით დაიხუნძლნენ. ჰაერში უკვე ისმოდა ნაადრევად შემოსული საზამთროსა თუ ნაყინის მანქანის დანახვისას გახარებული ბავშვების ჟრიამული.მასურების სახელოები დამოკლებინათ და ფერადი სანდლები გადმოეღოთ ახმაურებულ ქალაქში,მაგრამ სახემომტირალ გვანცას არც მენაყინის მხიარული სიმღერა ართობდა და ვერც ივნისის ბრწყინვალე შუადღის სილამაზეს გრძნობდა ახლა.უმიზნოდ მიეხეტებოდა სავსე ქუჩებში . თომას თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა მისთვის,რაღაც მნიშვნელოვანის,რადგან განმარტოებითაც კი დაებარებინა იგი.თავიდან ფიქრობდა , რომ ყველაფერს აუხსნიდა მას,როგორმე დააჯერებდა რომ უბრალოდ მიცემული პირობის გამო ვერ ეუბნებოდა უარს დათას და უკიდურეს შემთხვევაში,თუკი ამას ვერ მოახერხებდა ,ყველაფერს მოუყვებოდა.თუმცა ადგილზე მისულს ბიჭი ისეთი დაძაბული და აღელვებული სახით ელოდა,რომ გადაწყვიტა დაესწრო და სწრაფად მიეყარა მთელი სისულელე იმაზე, რომ დათას პირობის გამო გაუწევდა კომპანიონობას.ასეც მოიქცა და როგორც კი ,რაღაცის თქმა დააპირა გეგელაურმა,სულმოუთქმელად მოუყვა მთელი ტყუილი.თანაც იცოდა ,თომა არაფრით დაიჯერებდა ამ ამბავს.

-გამოდის მიცემული სიტყვის გამო არ გინდა უარი უთხრა და ამიტომ დათას მეწყვილე იქნები? - მშვიდად დააზუსტა მისი სიტყვები.გაოგნებულმა გვანცამ ოდნავ დაუქნია თავი. - კარგი,მაგრამ ეს რატომ გიშლის ხელს ჩემთან ყოფნაში გამოსაშვებზე ? - ცივი ინტერესითა და მოლოდინით შეჰყურებდა ვაჟი.არადა,რა კარგად მიდოდა მათი ურთიერთობა.განსაკუთრებით თეატრის ამბის მერე,უფრო გულახდილად და თავისუფლად იქცეოდნენ ერთმანეთთან.თომაც უფრო თამამად მოეხვეოდა ხოლმე . პირველად მართლაც ჩვეულებრივ წყვილს ჩამოჰგავდნენ,რაც იმაზე ბევარად უფრო სასიამოვნო იყო,ვიდრე წარმოიდგენდა,მაგრამ ახლა ისევ უცხო სიცივესა და მოლოდინს ხედავდა მის მზერაში. თითქოს ყველაფერი , რაც მოხდა ერთი უბრალო,მხიარული სპექტაკლი ყოფილიყო ვარიეტეს რეპერტუარუდან და ფურცლის ბოლოს,"დასასრულთან" დასმული წერტილის მიღმა ორი უცხო მსახიობიღა შერჩენილიყო ერთმანეთის პირისპირ.

- ნამდვილად პირობის გამო იქცევი ასე?-ისევ ისე,ცივად ჩაეკითხა .

-რა თქმა უნდა.-აიწურა გვანცა.გულისფანქცალით ელოდა რომ წამებში თომა გაბრაზდებოდა,ამ სულელური საქციელის გამო ათას კითხავს დაუსვამდა,მაგრამ ის მშვიდად შემოჰყურებდა ,რაღაც უცნაური,აქამდე უცხო სხივი ედგა თვალებში. არაფრით უნდოდა ეღიარებინა გვანცას,მაგრამ ზიზღს ჩამოჰგავდა იგი.მიხვდა ასე უარესი იყო,ერჩივნა ბიჭს ათასი კითხვა დაესვა მისთვის,გაბრაზებულიყო,შეწინააღმდეგებოდა,მაგრამ უძრავად იდგა იგი ,ტირილამდემისული შეეცადა ცოტათი მაინც გამოესწორებუნა მდგომარეობა და მეხუთე პუნქტს როდის ვაპირებთო ძალდატანებითი ღიმილით ეკითხა.მართლაც, მხოლოდ აისის ყურება და თაფლიანი ჩაი დარჩენილიყო მოუნიშნავი. იმედით აჰყურებდა ვაჟს,დათას რაც არ უნდა ექნა,მაინც პირვლეივე ცეკვის შემდეგ ჩამოშორდებოდა და როგორმე გამოასწორებდა ჩადენილს,ოღონდ ახლა ასე არ შეექცია მისთვის ზურგი გეგელაურს,ასე უსიტყვოდ არ შეხვედროდა ამ ყველაფერს.

-მოგვიანებით იყოს.- გულგრილად უპასუხა,მერე რაღაც ჩაილაპარაკა აუცილებელ საქმეზე და სწრაფად გაშორდა. თითქოს სწორედ იმ წამს გაახსენდა დაბნეულს,რომ სწორედ თომას შეერჩია შეხვედრისთვის პარკი,რაღაც სათქმელი ჰქონდა მასაც,მაგრამ სწრაფად მიმავალს უკვე გვარიანად ჩამოეტოვებინა სკამზე მჯდომი.ყველაფერი გავაფუჭეო ისღა გაიფიქრა მაშინ.
სახლში მისულმა ,საძინებელში შესვლამდე , თომას ოთახის დახრულ კარზე შეაჩერა მზერა,მერე საწოლზე გადაწოლილი დიდხანს ფიქრობდა ვაჟის სიტყვებზე , საკუთარი დანაშაულის შეგრძნებას თანდათან წყენისა და გულისტკივილის შეგრძება ფარავდა.ახლა უკვე უნდოდა კიდეც დათასგან მოესმინა ის ,რაც ასე ძალაინ აინტერესებდა. კომოდზე დადებულ აბზინდას გადახედა,რატომღაც ყოველთვის უსიამო განცდა ეუფლებოდა. რატომღაც ძალზდ ბასრი პირები ჰქონდა ნაკეთობას.

***
კრემისფერი ატლასის ნაჭერი ხელებით წამოკრიბა გვანცამ. საკმაოდ მოსახერხებელი და უბრალო იყო ყელთან გადადებული,მუხლამდე დაშვებული კაბა.მხოლოდ წელთან მჭიდროვდებოდა ოდნავ,სხვაფრივ კი თავისუფლად დაჰყვებოდა მისი სხეულის მოხაზულობას. უხალისოდ ჩავიდა მისაღებში,სადაც მდუმარედ ისხდნენ მისი მშობლები და დათა.მართლია,როგირღაც მოახერხა და მათაც აუხნსა რატომ მიდოდა გამოსაშვებზე ამ ბიჭთან ერთად,მაგრამ სახლში გამუდმებით დაძაბული ატმოსფერო იდგა . თომასთან პარკში საუბრის შემდეგ ნორმალურად არც ელაპარაკა. მისალმებას თუ გაცვლიდნენ მხოლოდ . ახლაც ადრიანადვე წასულიყო იგი.

- შენსას ხომ მიაღწიე არა? - მანქანაში ჩაჯდომისთანავე ზიზღით გადახედა უკვე საჭესთან მოთავსებულ დათას .

- ჯერ არა,ჯერ არა.-მშვიდად გაეპასუხა ბიჭი.-ვიდეოს საღამოს დასასრულისთვის მოგცემ.-იქამდე კი ერთად ვიცეკვებთ,გავერთობით და საერთოდ ძალიან ბედნიერები ვიქნებით თომას თვალში.

უსიტყვოდ შევიდნენ მორთულ,ვრცელ შენობაში.ორსართულიანი იყო იგი.ზედა სართულზე,საიდანაც ლამაზი ,ხვეული კიბე ეშვებოდა,უამრავი მაგიდა მოეთავესბინათ მშობლებისა და მოსწავლეებისთვის.ქვედა სართულზეც ასევე განეთავსებინათ მაგიდები,მაგრამ უფრო დიდი სივრცე თავისუფალი დაეტოვებინათ .კედლებზე დატანებული განათებები აქ უფრო ბრჭყვილა და კაშკაშა იყო ,უფრო კლუბურ სტილში გადაწყვეტილი,რადგან ბავშვების უმრავლესობას სურდა ასე. თვალი მოავლო ზედა სართულს გვანცამ.ნანა და ზურაბი მაგიდასთან ისხდნენ და საუბარში გართულიყვნენ, თომას მოძებნა დააპირა ,მაგრამ დიდი დრო არ დასჭირვებია, დათამ მკლავში ჩაავლო ხელი და სწორედ იმ კუთხისკენ წაიყვანა,სადაც გეგელაური ვაჟასთან და რამდენიმე სხვა თანაკლასელთან ერთად იდგა.

-გვანცა,რა ლამაზი ხარ!- ღიმილით უთხრა ვაჟამ და გვერდით მდგარ მეგობარს მიაჩერდა.გოგონაც ელოდა ,რომ ზრდილობის გამო მაინც ეტყოდა რამეს წითური,მაგრამ ოდნავი თავის დაკვრით მიესალმა და მზერა აარიდა. მოიღუშა გვანცა ,საკუთარი კაბის სილამაზეც გაუფერულდა მის თვალში.

უცნაური სიტუაცია იყო.მაგდასთან თომას გვერდით უხდებოდა ჯდომა და ყოველი ცეკვისას,როდესაც დათა ხელოვნური გალანტურობით დაიხრებოდა მისკენ,ზუსტად იცოდა მისი თითოეული სიტყვა ესმოდა გეგელაურს,მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ყველაზე უარესი რამ . გამოსაშვები გრძელდებოდა და თანდათან სასმელი ეკიდებოდა დათას და საცეკვაოდ გასულთ მისი შეხების მოგერიება უხდებოდა.

-იცოდე ეს ბოლოა ! - გადაულაპარაკა თვალებამღვრეულს .- დამთავრდება და ვიდეოს გადმომცემ !

-ჩვენსკენ მოდის .ახლა თამაშს განაგრძობ და ვიდეო შენია .- სიცილით გადაუაპარაკა დათამ .კითხვა დააპირა გვანცამ , მაგრამ იგრძნო როგორ ჩაავლეს ხელი მხარში და მთელი საღამოს განმავლობაში პირველად ჯიქურ შეანათა თომამ თაფლისფერი მზერა.

-ნანას უნდოდა რაღაცის თქმა.ზემოთ გელოდება.- მშვიდად უთხრა .

ლამის ტკივილისაგან დაიგმინა გვანცამ,როცა იგრძნო როგორ ძლიერად შემოეჭდო დათას ხელი მაჯაზე.მოუნდა ბოლო მოეღო ამ ფარსისათვის,თომას გაჰყოლოდა და ყველაფერი მოეყოლა მისთვის.

-გვანცა,მიდი.არაუშავს,შემდეგ გავაგრძელებთ.- დატკბილული ხმით ჩაილაპარაკა დათამ და კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი.სახედაღმეჭილმა გამწარებით შეხედა და მოკანკალე ხმით გაჭირვებით უთხრა სასურველი პასუხი თომას,ისე რომ მისთვის არ შეუხედავს.

-არა,ცეკვას დავასრულებთ და მაშინვე ამოვალ.- იგრძნო როგორ ნელა აუშვა მხარზე ჩამოდებული ხელი თომამ , წამით შეხედა მხოლოდ და უსიტყვოდ გაბრუნდა.

შეამჩნია კიბეს არ აჰყოლია გეგელაური,მთავარ კარს მიღმა გაუჩინარდა იგი.ხელი გამოსტაცა მოცინარ ვაჟს და შეეცადა ნანა და ზურაბი დაენახა როგორმე,მაგრამ სანახევროდ ჩაბნელებულიყო ზედა სართულიც და ვერაფერი გაარჩია. უშედეგო ძებნას ისევ დაწეყბულლი საქმის დასრულება არჩია .

-აი,წავშალე.-ტელეფონი სახესთან მიუტანა მობანცალე დათამ.-არ გაინტერესებს კაპიტნობა რატომ გადმომილოცა? შენზე დამენიძლავა იცი.იმ დღეს მადლობა იმიტომ გადავუხადე,რომ ყოველმხრივ მომგებიანი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი.-რაც შეეძლო სწრაფად მიაყარა დათამ .

-შენ გგონია მაგას დავიჯერებ?-შეეპასუხა გოგონა.-იცოდე თუკი ეს სადმე გადაგზავნილი ან სხვაგან შენახული გაქვს,მარტივად ვერ გამოძვრები.

-მოიცადე.-ტელეფონის დაბრუნება დააპირა გვანცამ,მაგრამ ბიჭმა არ დაანება.-აბა,აჰყევი ზემოთ.აი,ეგ ჩანაწერი გახსენი. ძალიან ჭკვიანი ვარ ,არა ? გამოსახულება არ ჩანს,მაგრამ ხმით ცნობა არ გაგიჭირდება.აქ ვერ გაიგებ ,წამოდი ! – უნებურად დაჰყვა ვაჟს . რაღაც უცნაურ ინტერესს აჰყოლოდა თითქოს,საკუთარი თავისგან დამოუკდებლად მოქმედებდა.საპირფარეშოსთან თითქმის ძალით მიათრია დათამ.აქ მართლაც სიწყნარე იყო და შავ გამოსახულებას ხელით დააწვა გვანცა. ჩანაწერი ჩაირთო და ღრმა,მთრთოლვარე სუნთქვა ამოუშვა გოგონამ.ფილტვები ეტკინა. თომას ხმა შეიცნო ჩანაწერში . ცივად ლაპარაკობდა.მოკლედ აყალიბებდა სათქმელს.

- გვანცასთან იქნები. არაფრის თამაში არ მოგიწევს,როცა გაგიცნობს ,ისედაც მიხვდება რაც ხარ.ჭკივიანად მოიქცევი და კაპიტნობას მიიღებ.

-სანაძლეოს მთავაზობ?- ჩაეკითხა დათა. გვანცამ ჩანაწერშიც კი შეამჩნია ვერდაფარული სიხარული მის ხმაში.

-ასეა.- მოკლედვე უპასუხეს.-კიდევ ერთი რამ,კაპიტნობას წლის ბოლოს გადმოგცემ.იქამდე გამოსაშვებზე გვანცას შენ გადაარჩენ.

-ეგ რას ნიშნავს?

- მაგის ცოდნა არ გჭირდება.დაიმახსოვრე,სავარაუდოდ კლუბის შენობაში იქნება გამოსაშვები. ერთადერთი რაც გევალება ისაა,რომ როცა შველას მოითხოვს იქ მოხვიდე და დაეხმარო.

-რის გაკეთებას აპირებ? შენ რა...- ჩანაწერი ოდნავ აშიშინდა .

- არ გეხება.

- რას ნიშნავს არ მეხება? რას უპირებ-მეთქი? - ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ჩაშავებულ ეკრანს თვალი გაუშტერა გვანცამ .

-შველა რატომ უნდა ითხოვოს? ნუთუ შენ...

- არა,უბრალოდ შევაშინებ.-შეკივლება აღმოხდა გოგონას.ბიჭი,რომელოც ასე უყვარდა,მისი ბავშვობის მეგობარი,სანაძლეოს დებდა მასზე და უფრო მეტიც ,გამოსაშვებზე რაღაც ბუნდოვან,გვანცასთვის სრულიად გაუგებარ გეგმას თხზავდა.რომ არა თომას ასეთი ნაცნობი,ახლობელი ხმა ,ვერც კი დაიჯერებდა მოსმენილს.

-და თუკი შეშინება არ გაჭირს ,მაშინ?

-ასე ძალაინ დარდობ მის ბედზე ?!- არადა მის ყოველშეხებას ფრთხილი ზრუნვა და უთქმელი სითბო დაჰყვებოდა თან და გაახსენდა რა დამაჯარებლად ტყუოდა თომა.

-საკუთარ თავზე ვდარდობ.- გაისმა ხმა და დათამ მთვრალისათის დამახასიათებელი დაუდევრობით აიჩეჩა მხრები.-არ მინდა შენი გაფუჭებული მე დამბრალდეს .მაინც რა გინდა იმ გოგოსგან? მეზობლები ხართ.ხო ,რა იყო ისედაც ყველამ ვიცით ,მაგრამ კატათაგვობანას არ ეშვებით ...

- მოკეტე...-დაიწყო გეგელაურმა,მაგრამ ჩანაწერი შეაჩერა გვანცამ .

- ხომ ხედავ.-ჩამოწოლილი სიჩუმე დაარღვია დათამ,ოდნავ შეირხა.თრობამოძალებულს ერთ ადგილზე დგომა უჭირდა.-ამბის ბოროტი გმირები ხანდახან არც ისე ბოროტები არიან ,მაგრამ აი,პრინცები, პრინცებს კი უნდა უფრთხილდე. ეს მუდამ ლამაზი,კეთილი და მდიდარი ტიპები , ხშირად სნობები აღმოჩნდებიან ხოლმე.

გვანცა აღარ უსმენდა.ტელეფონი ჩაბღუჯა ხელში და გაცლა დააპირა,მაგრამ სწრაფადვე დასწვდა ვაჟი.

-ამას ვერ წაიღებ.რომ გაიგოს ,არ შემარჩენს.- კიდევ უფრო მაგრად ჩაეჭიდა ტელეფონს და ხელი აუქნია დათას.ზუსტად არ იცოდა რას აპირებდა,მაგრამ უნდოდა გეგელაურის თვალწინ ჩაერთო ჩანაწერი ,მერე კი მისი გამომეტყველებით დამტკბარიყო და ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო,რომ მთელი ძალით აუქნია ხელი ბიჭს.ისიც ,ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა და წამით უკან გადავარდა,მაგრამ მალევე მოეგო გონს და ორივე ხელით ჩააფრინდა მკლავებში. თავგამეტებით ცდილობდა მის ხელებს დასხლტომოდა,ხელისგულები ეწვოდა ისე უჭერდა მობილურს ,მაგრამ არც დათა ეშვებოდა.თუკი ცოტა ხნის წინ , ფეხზე დგომასაც ძლივს ახერხებდა,ახლა აზარტით მოცულს,პირიქით,ძალასაც კი აძლევდა ალკოჰოლი , მერე კიდევ ერთხელ კრა ხელი გოგონამ ,ორიოდე ნაბიჯის გადაგმა მოასწრო წინ,მაგრამ გაცეცხლებულმა დათამ ტანსაცმელში გამოსდო ცალი ხელი და წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა გვანცამ.საპირფარეშოთა გამყოფი დერეფნის ცივ,მარმარილოს იატაკზე დაეცა ძლიერი ბათქით ,მას დათაც დაჰყვა ზემოდან და ბიჭის მძიმე სხეულმა უარესად გახადა დაცემული. სისველე და წვა ერთდორულად იგრძნო კეფაზე,საშინლად ასტკივდა თავი,მაგრამ დათას არც კი შემჩნევია ეს.მასზე გადაწოლილი კვლავ ხელებში ეცა ,მაგრამ შეშინებული ისე ჩაბღაუჭებოდა მოწყობილობას,რომ გაშვება ვერ მოეხერხებინა. ყვირილი უნდოდა,ნატრობდა ვინმე დახმარებოდა,როგორმე მის თავზე მოქცეული ბიჭისთვის ეთქვა რომ მოშორებოდა,მაგრამ ხმას ვერ იღებდა. დათამ თავსზემოთ ააწევინა მკლავები და მთელი ტანით გადააწვა ქვეშმოქცეულს.
თვალთდაუბნელდა გვანცას.ახლა ბუნდოვნადღა ხედავდა მასზე დახრილი დათას სილუეტს , ნაცნობი კოშმარები გაცოცხლებოდნენ თვალწინ.აი,უკვე მერამდენეჯერ მოდიოდა მისკენ უცხო კაცი უცნაური გამომეტყველებით ,მის უკან ქალი იდგა,ხელში ვიდეოკამერა დაეკავებინა და შემზარავად უღიმოდა ატირებულს.არცერთ კოშმარში ასე ახლოს არ ენახა მათი სახეები,სიზმრებში ვერც საკუთარ სხეულს გრძნობდა.
ტელეფონი გამოართვა დათამ და წამოდგა,მაგრამ თავად არ განძრეულა.ახლა ჭერიდან მომავალი,კაშკაშა სინათლისთვის გაესწრებინა მზერა,თავის ქალა ეწვოდა და თითოეული ნერვი სტკიოდა ,მაგრამ მაინც დაჟინებით შეჰყურებდა მის წინ აღმართულ მირაჟს. მიხვდა ერთიანად კანკალებდა სიცივისაგან,გაჭირვებით წამოიწია . დათა იქ აღარ იდგა.ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის,ახლა მთავარი იყო როგორმე თავი დაეღწია ამ სუსხისათვის,მაგრამ გრძნობდა როგორ ეღვრებოდა წვრილი,თბილი ზოლი კეფიდან ყელში,თუმცა კანკალი მაინც ვერაფრით შეეჩერებინა.მერე კი მიხვდა,თვითონ კი არა ,რვა წლის,ტანსცმელშემოცლილი ბავშვი კანკალებდა ასე,არადა გვანცამ იცოდა რომ ივლისი იყო.ვერ ხვდებოდა რატომ,მაგრამ იცოდა.
ხელები მარმარილოს ცივ იატაკს დააბჯინა.თავი საშინლად ეწვოდა.
ივლისის ხვატისგან გადახურებულ ოთახში,სიცხისაგან დანესტიანებულ საწოლზე წამომჯდარიყო რვა წლის გოგონა.ცივი ოფლით დაცვარულ სხეულში ტეხდა,შიშისა და სუსხისგან აკანკალებდა.თავი უბჟუოდა,გატეხილ შუბლზე მყრალი პარიკი ჩამოეფხატათ.გამომშრალი ტუჩები მოილოკა ,მაგრამ უცნაური,მომწარო გემო დაჰყვა . ეს გააკეთა თუ არა,კაცმა პირდაპირ ტუჩებზე დაჰკრა ხელისზურგი,მერე ატირებულს სახეში ჩაავლო ხელები და მოწითალო მასა ძალით გადაუსვა.

-დროა.-მშვიდად უთხრა ქალმა.კამერა თეთრად აბრჭყვიალდა. უცნაური ღმეჭით გაეპასუხა კაცი,ტანსაცმელი გადაიძრო , აკივლებულ გოგონას მკლავებში სწვდა და თავსზემოთ გადაუგრიხა ხელები.

პირველყოფილი შიშითმოცული გაძალიანება მალევე დასრულდა და სანამ ენითაუწერელი ტკივილისაგან გონებას დაკარგავდა ,საწოლზე თავგადაგდებულმა იქვე , იატაკზე გადაშლილ წითელ კულულებს მოჰკრა თვალი.
უგონოდ იწვა წითური .პირქვედამხობილს ზურგი ჩალურჯებოდა,ფეხებს შორის კი სისხლისა და შარდის გროვა ედგა .

გული შეეკუმშა უკვე თვრამეტი წლის გვანცას,თანაც ისე ძლიერად,ისე მტკივნეულად ,რომ მოუნდა მოხრილიყო,სახე მუხლებში ჩააემალა და დაუსრულებლად ეყვირა,ეტირა , პასუხები მოეთხოვა,მაგრამ ვერც კი გაინძრა. უჰაერობა რომ აუტანელი გახდა,ისევ სიცოცხლის ინსტიქტმა იმძლავრა და პირველ ჩასუნთქვასავით მწველად,გავარვარებულ შანთებად მოედო ფილტვებს ჟანგბადი . არა,სიცოცხლეს განაგრძობდა. სასწოარკვეთით , ახალშობილივით გამწარებით ეჭიდებოდა მსუსხავ ჰაერს. გამალებით უცემდა გული,მაგრამ იმ რამდენიმე წამში რაღაც შეცვლილიყო ,ტკივილი უთვალავ კრისტალად გადაშლილიყო მის არსებაში და ყველგან მათ მტანჯველ შეხებას გრძნობდა. რასაც ხედავდა სულაც არ იყო კოშმარი,ეს რეალობა იყო. რეალობა , რომელიც სასწაულებრივად დაევიწყებინა მის გონებას.აი,თურმე რატომ ეუცხოებოდა საკუთარი სკოლა,რატომ ვერაფერს იხსენებდა ხოლმე.უეცრად ისევ საშინელი ტკივილი,მასზე გადამხობილი კაცის ქოშინი და ის კმაყოფილი მზერა გაახსენდა ქალს რომ ჰქონდა კამერის გაწოდებისას. ვეღარ აიტანა,გაჭირვებით მოასწრო თავის გადახრა და მოპრიალე მარმარილოზე აღებინა.ძალაგამოცლილი ამჯერად ზურგით გადაწვა იატაკზე.ჩამწვარი ყელი სტკიოდა,ცრემლები თვალს უწვავდა.ახლაც ის ბავშვი იყო,რვა წლის გოგონა , რომელიც აშმორებულ ქოხში მიეტოვებინათ შუბლგახეთქილი,პარიკითმორთული . სანამ შეეძლო შველას ითხოვდა,დედას ეძახდა,ველურივით იკბინებოდა , მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ ტკივილს იღებდა . როცა ხმა ჩაუწყდა ,უსიტყვოდ განაგრძო ძახილი. ნანა რომ არ მოვიდა , მისი სიტყვები გაახსენდა,იქ სადაც დედა ვერ მიდის,ღმერთი მიდისო.
ვეღარ ტიროდა,ვეღარც ინძრეოდა , დაბინდული მზერით შეჰყურებდა კარს.
ის გაიღებოდა.აუცილებლად გაიღებოდა.დედამ ხომ უთხრა რომ არსებობდა ღმერთი და ის აუცილებლად მივიდოდა მასთან.ასეც მოხდებოდა.მივიდოდა და შორს წაიყვანდა გვანცას,მშვიდ ნაპირზე.

ათი წლის შემდეგ მარმარილოს იატაკზე მწოლიარე გაჭირვებით რომ გადმოტრიალდა,მიხვდა პრობლემა ღმერთის არსებობაში კი არა,ადამიანების არსებობაში იყო.
გონებას ძალა დაატანა.სასტუმროს მაღალი,თეთრი შენობა წარმოუდგა თვალწინ.იმ წყეულ ზაფხულს მდიდრული არდადეგების მოწყობა გადაეწყვიტათ ნანას და ზურაბს . უზარმაზარი იყო შენობა,ვიქტორიანულ სტილში გადაწყვეტილი მისაღებით,იატაკმდე დაშვებული ფანჯრებითა და ხასხასა მწვანე მცენარეებით მორთული,მაგრამ გრანდიოზული თუ რამეს ეთქმოდა ,ეს პირველ სართულზე მოწყობილი გასართობი დარბაზი იყო . სარკეებით მოერთოთ ჭერი და კედლები . გვანცას თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება ჯერ კიდევ არ განელებოდა.როგორც ჩანს,იმდენ ხანს იწვა აქ რომ სისხლდენა შეჩერებოდა.კეფიდან ყელამდე დაშვებული სისხლის ზოლი კანზე შეხმებოდა . ეჩვენებოდა რომ მარმარილოს ფილების ნაცვლად,ქვიშის გროვაში იწვა და იძირებოდა.ოღონდ ძალიან ნელა და მტანჯველად .
სწორედ ეს სარკეებიანი დარბაზი მოხვდათ თვალში სასტუმროში შესვლისთანავე. რა არ იდგა აქ,უზარმაზარი ბილიარდის მაგიდები,ყელაყრილი პალმები. მწარედ ჩაეცინა გვანცას. ფრაგმენტებად,მაგრამ მაინც ცხადად წარმოუდგა მაგდას და ონისეს გაცნობა თვალწინ.თომას ბრალი იყო. იგი გამუდმებით იპარებოდა სარკეებიან დარბაზში მიუხედავად იმისა, რომ ნანა და ზურაბი უშლიდნენ იქ შესვლას. პირველი მაგდა გაცენო,ათას ამბავს უყვებოდა მათ.
უცნაური დეტალები შემოენახა მის გონებას.ვერ იხსენებდა როგორ გაიცნეს ეს ორი,ან როგორ დაუახლოვდნენ ასე მარტივად , მაგრამ ახსოვდა როგორ უყვებოდა მაგდა ერთ პრანჭია დედოფალზე,რომელსაც 119 სარკე შეეკვეთა თავისი კაბინეტისთვის(იგულისხმება მარია მედიჩი) ,მაგრამ მაშინ როცა გვანცას და თომას სარკეებიანი კაბინეტის წარმოდგენა აოცებდათ,მაგდას ამ ამბავში ყველაზე მეტად ფული ხიბლავდა,სარკეები ხომ ხელოვნების ნიმუშის ფასი ღირდა მაშინ. თომას ძალიან მოსწონდა მაგდა.თვალების ირგვლივ გაჩენილი ლურჯი ზოლებიც კი ელამაზებოდა , ეს განსაკუთრებული ნიშანიაო ამბობდა ქალი. ივლისის ხვატშიც კი გრძელსახელოებიანი სამოსით დადიოდა. ამის მიზეზს მხოლოდ ახლა მიხვდა გოგონა.გაახსენდა როცა მაგდა ავხორცული ღიმილით უღებდა ვიდეოს,მხოლოდ ბრეტელიანი მაისური ამარა იდგა.მკლავზე უცნაური შავი წერტილები ჰქონდა. ახლა უცნუარად აღარ ეჩვენებოდა ისინი. მაგდაცა და ონისეც,მეორე კვირასვე რომ გააცნო მათ ქალმა,არა მარტო პორნოგრაფიული მასალით მოვაჭრენი იყვნენ.ალბათ ნაშოვნი ფულით ბლომად ნარკოტიკსაც მოიხმარდნენ.
ის საბედისწერო დილაც გაახსენდა გვანცას. ყველაფერი თომას ბრალი იყო. ამის გაცნობიერებისას უეცარი ძალა იგრძნო. მიუხედავად თავბრუსხვევისა ,წამოდგა და საპირფარეშოში შესულმა უხეშად მოიშორა შემხმარი სისხლის ზოლი.

კაბა დაჭმუჭვნოდა და ოფლისაგან დანამვოდა. ხელები ოდნავღა უთრთოდა. საცეკვაო დარბაზში დაბრუნებულს უარესად ასტიკვდა თავი.ყველაფერი ლამაზი იყო აქ,კოხტა კაბებსა და ლამაზ პიჯაკებში გამოწყობილნი იცინოდნენ,სვამდნენ,მღეროდნენ და დაუსრულებლად ცეკვავდნენ. მათ ბავშვობის უკან მოტოვება უხაროდათ,გვანცას კი ბავშვობა არ გააჩნდა. ეს გოგონები,მომცინარნი,ბედნიერები ოდესმე ვიღაცას შეხვდებოდნენ,შეიყვარებდნენ ,სიცილით ილაპარაკებდნენ ბავშვობაზე,პირველ კოცნაზე რიდით გაწითლდებოდნენ.
გვანცას კი საკუთარი თავი ეზიზღებოდა.ნეტავ არ დაევიწყებინა,ნეტავ არასდროს დავიწყებოდა ეს ამბავი. ახლა იდგა და მისტიროდა იმ ბედნიერ ილუზიას,რომელშიც მთელი ათი წელი ცხოვრობდა.

ვაჟა მოძებნა.მისი კითხვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია,სახლში ადრევე წავიდა თომაო უთხრა მან და გოგონაც მაშინვე გასცილდა.
ტაქსში რომ ჩაჯდა,ზუსტად არც კი იცოდა რის თქმას აპირებდა მისთვის. ბავშვური გულუბრტყვილობისთვის დაადანაშაულებდა? რომ არა თომა,არც მოუწევდა ამ ყველაფრის გადატანა? თუ უთქმელობისთვის დასდებდა ბრალს? თუ სანაძლეოს გამო მოსთოხვდა პასუხს? იქნებ სიბრალული იყო თომას გრძნობა.


***

თვალის უპეებში სქელ ფენად გადაისვა ფერუმარილი,მერე კი იქვე მდგარ ონისეს გადახედა ქალმა.ხელები უკანკალებდა მას,თვალები ჩასწითლებოდა,საფეთქელბთან ოფლის წვეთები უბზინავდა.

-ადექი.-შეუყვირა ცივად და საკუთარი თავი შეათვალიერა.მასაც სისხლისფრად დამჩნეოდა კაპილარები.-დღეს ამ ორს წავიყვანთ , სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ორმაგის ფულსაც ვიშოვით.

-შენი აზრით დღეს ვიდეოს დამონტაჟების თავი მაქვს?

-მართლა და იმის თავი ყოველთვის გაქვს არა?- ჩაიცინა მაგდამ.- ორი კვირაა ათას რამეს ვეძებ სარკეებზე და მერე იმ ღლაპებს ვუყვები.შენი აზრით მეხალისება?

- რა უთხარი სარკეებიან დარბაზში წაგიყვანთო? -ოფლიანი სახე თეთრეულზე გაიმშრალა კაცმა.ამობურცულ ვენებზე გადაიტარა თითი.სხეული უხურდა.

-რაღაც მასეთი.ბიჭი ადვილად დავითანხმე,მაგრამ გოგო უფრო გვჭირდება.

- მოთხოვნა ბიჭზეც იქნება . - ცივად ჩაიცინა კაცმა.-თუმცა არც ეგაა პრობლემა. - მთავარია მშობლებისგან შეუმჩნევლად გავიყვანოთ.


თომას დაყოლიება ძნელი არ ყოფილა . გაცნობის დღიდან გამუდმებით გადაუკრავდა ხოლმე ვაჟს სიტყვას რომ მახლობლად ერთი ძველი სახლი იდგა,ფეხითაც კი შეიძლებოდა გასვლა ისე ახლოს იყო.სახლის მეპატრონეს იცნობდა და ისიც იცოდა მასაც რომ ჰქონდა სარკეებიანი დარბაზი.

- მე არ მინდა წამოსვლა.-ქერა თმიანმა გოგონამ გამხდარი მკლავები გადააჯვარედინა და ფეხები ააბაკუნა.

- მარტო წავალ.- ენა გამოუყო ბიჭმა.

-დედას ვეტყვი .- უთხრა გვანცამ,მაგრამ თომამ დაბღვერით მოუღერა ფუნჩულა მუშტი.

-დედას ვეტყვი-მეთქი! - შებრუნდა გვანცა ,მაგრამ ორივე ხელით ჩაებღაუჭა გეგელაური.მასზე დაბალი იყო,მაგრამ გამხდარს მაინც ჩაგრავდა და სანახევროდ ძალით გაათრია სასტუმროს ეზოში. -მანქანით წაგვიყვანენ.წინ დაგვამსთო მაგდამ მითხრა.
ის იყო პასუხი დააპირა გვანცამ ,რომ ქალიც გამოჩნდა და ისე სწრაფად გაუძღვა მანქანისკენ ორივეს, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს.

-არ მინდა !- მაინც გააპროტესტა ,მაგრამ უკვე მანქანაში მოთავსებული გეგელაური სავარძლიდან გადმოიწია ,მხრებში სწვდა და ძალით აათრია სალონში

-კარგი ბიჭი ხარ!-გადმოხედა წინა სავარძლიდან მაგდამ.

-წინ როდის დამაჯენთ?-კმაყოფილმა თომამ ფეხები აათამაშა.

-მალე,ძალიან მალე.- მაგდამ სიგარეტს გაუკიდა.ისედაც ფანჯრებაწეული, ჩახუთული სალონი კიდევ უფრო დაიბურა.

- წინ როდის დამაჯენთ?- რამდენიმე საათის შემდეგ , უკვე ხმაშეცვლილმა გაიმეორა ბიჭუნამ.

პასუხი აღარ გაუციათ.
ონისემ ის გააკავა,მაგდამ ატრიებული გვანცა. და სანამ ონისე ცემდა,გვანცას ტირილი ესმოდა. მერე კი საშინელმა ტკივილმა დაუარა სხეულში.კამერის სინათლემ თვალები აუწვა.

გონს რომ მოვიდა იატაკზე იწვა.სრული სიჩუმე იდგა ოთახში.

გამოფხიზლებულს მთელი სიმძაფრით მოაწვა ტკივილი.ასლუკუნდა ,ოდნავ შეინძრა , მაგრამ იმდენად ეტკინა ყველაფერი,რომ სლუკუნი ხმამაღალ ტირილში გადაეზარდა . ჯერ კიდევ საკუთარი სისხლისა და შარდის გროვაში იწვა და გულამოსკვნით ტიროდა.

შესცივდა.მიუხედავად საშინელი ტკივილისა , მოიკუნტა ,მუხლებში ჩამალა თავი და თვალები მაგრად დახუჭა.თუმცა სხეულში გამჯდარი ტკივილი არ გაყუჩებულა. კიდევ უფრო მოიხარა თომა.

-ტკივილო წადი,წადი,წადი!- ჩაიბუტბუტა თავისთვის,მაგრამ არაფერი შეცვლილა. პატარა,ფუნჩულა ხელები დასწითლებოდა , ლოყაზე კი ლურჯი,მტკივნეული კვალი გასდევდა.კისერი ასტკივდა და ოდნავ გამართა თავი . სწორედ ამ დროს , საწოლზე გადმოკიდებული ქერა თმა რომ შეამჩნია,მრგვალი,თაფლისფერი თვალები გაუფართოვდა.იატაკზე მწოლარე კარგად ვერ ხედავდა მის სახეს,მაგრამ თავზე აკრეფილ ხელებსა და დასისხლიანებულ მაჯებს ამჩნევდა ნაცნობი ფერის კულულებთან ერთად.

წამით გაყუჩდა ,მერე კი აკანკალებული ხმით დაუძახა. არც კი განრძრეულა გვანცა.

გაჭირვებით დაეყრდნო მკლავებს , შეიშმუშნა როცა იატაკზე დაბჯენილმა იგრნო როგორ ჩაეფლო საკუთარ მყრალ წუმპეში. საწოლზე იწვა გოგონა ,შუბლიდან ჩამომდინარი სისხლი თვალებსა და ცხვირზე გადასვლოდა,ტუჩები წითელი საღებავის მსგავსი მასით მოთხვორდა და თომას გაახსენდა ,როგორ ჩუმად იღებდა ხოლმე გვანცა ნანას ჩანთიდან ასეთივე წითელ,ფანქრის მსგავს , მაგრამ გაცილებით უფრო რბილსა და სურნელოვან მასას.თომას ისიც ახსოვდა,რა საშინელი გემო ჰქონდა მას,როგორ გაუწყრათ ნანა მისი შეჭმისთვის და როგორი ღიმილით დაჰყურებდათ ექიმი.

-გვანცა?- კიდევ ერთხელ დაუძახა შეშინებულმა , მერე საკუთარ მოკანკალე ხელებსა და ფეხებს დაეყრდნო და წამოიმართა.ტირილი წასკდა,მაგრამ ამჯერად უხეშად მოიწმინდა მარიალიანი,მწველი სითხე. საწოლის თავს ჩამოეყრდნო , ფრთხილად დაიწია მისკენ და თითით შეეხო მკლავზე. გოგონასაც მასავით მოიისფრო კვალი დასტყობოდა მხრებზე და დიდხანს ეძებდა თვალით ისეთ ადგილს ,სადაც ლურჯი ლაქები არ ექნებოდა მწოლიარეს,რადგან იცოდა რა მწარე იყო ისინი .ძლივს იპოვა ჯერ ჯერ კიდევ რძისფერად დარჩენილი კანი მის მკლავზე და ფრთხილად შეანჯღრია. უძრავად მწოლი მეგობრის ხილვამ უფრო დააფრთხო და პირველყოფილ შიშს აყოლილი,ტირილითა და ყვირილით მოჰყვა მის ნჯღრევას,მაგრამ უშედეგოდ.სხეული კიდევ უფრო ასტკივდა,ფეხებს შორის გამოჟონილი სისხლი რომ იგრძნო,გულამომჯდარი ჩაცურდა იატაკზე.პანიკური შიშისგან ფილტევბი სტკიოდა.
არავინ მოდიოდა.
ისე წამოვიდნენ არავისთვის არაფერი უთქვამთ.
მიხვდა,არავინ მოვიდოდა.
გაჭირვებით აცოცდა საწოლზე.წამით ისევ გააშეშა ნანახმა,მაგრამ მიხვდა გვანცას მკლავებზე მისი სისხლი არ აჩნდა,ალბათ ნჯღრევისას თავად მოესვარა ასე.საკუთარ ხელებზე დაიხედა და ნანახით შეშინებულმა უხეშად შეახოცა საწოლს გადაფარებულ ,შელახულ ზეწარს.მერე კი ფრთხილად ჩამოსწმინდა გოგონას მკლავები .შედარებით სუფთა ნაწილი გადააფარა და ოდნავ მიუჩოჩდა. გარედან უცნაური ხმა შემოიდოდა,ცეცხლმოდებული ბალახი მონოტონურად ტკრციალებდა,მაგრამ ამაზე ფიქრის თავიც არ ჰქონდა , ტირილისაგან დაოსებულს მალევე ჩაეძინა.


ცეცლხის სუნმა გამოაღვიძა,ერთ კედელს უკვე სანახევროდ მოსდებოდა ალი.ძველი,ზაფხულშიც კი ნესტჩამდგარი ქოხი ზანტად იწვოდა.
დაწებებული ქუთუთოები თითებით დააშორა ერთმანეთს .
დაფეთებული წამოიწია . ბარძაყებზე სისხლი შეხმობოდა , ტკივილი შედარებით დაცხრობოდა. გვანცა ბორგავდა.ცალკე ქოხში ჩამომდგარი ხვატისა და ცალკე მაღალი სიცხისაგან ოფლში გაწურულიყო.
როცა რომელიმეს სიცხე ჰქონდა , ნანა თბილ,თაფლიან ჩაის ასმევდა,მაგრამ ნანა აქ არ იყო . რვა წლის ასაკში მიხვდა,რომ ტირილი ვერავის მოიყვანდა მათთან,მიხვდა რომ რაც ჰქონდა იმის დაფასება უნდა ესწავლა.პირველად დაფიქრდა,რა მოხდებოდა თუკი მაგდა და ონისე დაბრუნდებოდნენ ? ან თუკი აქ იჯდებოდა და მთელ დღეს ქვითინში გალევდა ?

საწოლიდან ჩამოცურდა.კუთხეში მისი ტანსაცმლის ნარჩენები ეყარა.დაიხარა და მოგვრილი ტკივილისაგან მოწოლილი ცრემლები უხეშად მოიშორა.საკუთარი სახელომოგლეჯილი მაისური აიღო,საცვლისკენ არ გაუხდევას.შარვალი უბესთან გადაეხიათ,მაგრამ მაინც ამოიცვა.ოდნავ სთრევდა და ასე უკეთესიც იყო,რადგან გადატყავებულ კანზე ნაჭრის შეხება საშინლად სტკენდა.მისი ფეხსაცმელიც იქვე ეყარა,მაგრამ დაუძლურებულს თხელძირიანი სანდელბიც კი მძიმედ მოეჩვენა,ამიტომ აღარ ამოუცვამს.ამის შემდეგ გვანცას სამოსის ძებნას შეუდგა და საწოლის გვერდით,უცნაურ პარიკში ახლართულს წააწყდა.კაბა და საცვალი შუაზე გადაეხიათ,არცერთი გამოდგებოდა ჩასაცმელად,ამიტომ ჭუჭყიან ზეწარს დასწვდა,გაჭირვებით გადასწია გოგონას სხეული,ისე რომ შესაძლებელი ყოფილიყო ნაჭერში მისი გამოხვევა,მერე კი გულთან გადაუჭირა.ამ ყველაფერმა იმდენი ენერგია წაიღო , რომ ცოტა ხანს ჩაიმუხლა,საშინლად სწყუროდა.

კედელი სანახევროდ ჩამწვარიყო,მალე შენობა ჩამოინგრეოდა.
ოთახში მიმოხედა.ფანჯრებზე სქელი,თეთრი ნაჭრები გადაეჭიმათ.ერთადერთ მორთულობას პატარა საწოლი წარმოადგენდა.იატაკზე რამდენიმე ბოთლი მიმოეფანტათ,ზიზღითა და შიშით დახედა ერთ-ერთს და მალევე აარიდა თვალი.
კუთხეში პატარა მინის ბოთლი იდგა.როცა მანქანაში ჩასვეს ,ასეთივე ხელში ეჭირა ონისეს და ხშირად მოსვავდა ხოლმე. ფსკერზე დარჩენილი ყავისფერი სითხე რომ დაინახა,გაუზარებლად წავიდა მისკენ.
საშნლად მწარე და მწველი იყო იგი,მაგრამ სხეულს უცნაური სიმხურვალით რომ მოედო ,ძალის მატება იგრძნო . წყურვილი ვერ მოიკლა,მაგრამ ენერგიითაღვსილმა ფრთხილად გააღებინა პირი ზეწარშიგამოხვეულ გოგონას და დარჩენილი რამდენიმე ყლუპი ფრთხილად გადააყლაპა.წამოახველა გვანცას , მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად შეინძრა და გაურკვეველი ბგერებიც კი ამოუშვა.
-გვანცა !- შესძახა გახარებულმა და დაცარიელებული ბოთლი მოისროლა.ნანაობდა თავადაც რომ დალია.ბავშურად სჯერდა,რომ მთლიანი სითხე ფეხზე დააყენებდა მის მეგობარს.-ადექი,აქედან წავიდეთ ! სულ დაგიჯერებ ხოლმე ,ნანას ვეტყვი რომ ყველაფერი ჩემი ბრალია ! -მიაყარა და იმედით აბრჭყვიალებული მზერით შეაჩერდა,მაგრამ თვალიც კი არ გაუხელია გვანცას,მხოლოდ ფერწასული სახე აუწითლდა ოდნავ.დიდი დრო აღარ დაუყვია მასთან , წამოდგა და მთელი შერჩენილი ძალით დარაბაზე აკრულს ნაჭერს მოეჭიდა.ძველმა,ჩამომდნარმა ძაფებმა დაიჟღრიალეს და ოთახი მალევე აივსო ფანჯრიდან შემოსული სინათლით.ირგვლივ მიმოიხედა და იმ სისხლითმოთხვრილ ბოთლს დასწვდა ,წამის წინ შეხედვაც კი რომ ზარავდა.
ზრიალით ჩამოიშალა მტვერმოდებული მინები.ამჯერად ვისკის ბოთლი აიღო,გადმოაპირქვავა .წვეთიც კი აღარ დარჩენილიყო მასში,სამაგიეროდ რაფაზე შერჩენილი ნატეხების მოსაშორებლად მშვენივრად გამოიყენა.რვა წლის შეშინებული ბავშვი აღარ არსებობდა,ახლა მხოლოდ საკუთარი თავისა და მეგობრის გადარჩენა სურდა.ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო , გრძნობდა სამუდამოდ თავად უნდა ეტარებინა ეს ტვირთი.ზეწარში გახვეული გოგონა გაჭირვებით მოიგდო ზურგზე.ფეხები აუკანკალდა,იგრძნო სისხლის შემხმარ ზოლებს როგორ დაუყვა ახლი,კიდევ უფრო მწველი ხაზები,თუმცა არ გაჩერებულა.სწორედ ამ დროს კედელი ჩამოიშალა და მასთან ერთად სახურავის მოზრდილი ნაწილი ჩამოიშალა,რაც შეეძლო სწრაფად გდასწია ფანჯრიდან გოგონა და ქოხს მოდებულ,ბალახის რბილ საფარზე რომ გადააწვინა თავადაც გადაძვრა რაფიდან.გვანცას გადაყვანაში,ჩარჩოზე ალაგ-ალაგ შერჩენილიმა მინის ნატეხებმა მუცელი და მკლავები დაუსერეს.წამებით დაასწრო სახლის ერთიანად ჩამონგრევას ,ადენილმა მტვერმა ფილტვები დაუხშეს,მსხვილმა ნაპერწკლებმა კი კანი დაუშანთეს,მაგრამ არ უტირია.

ალკოჰოლის სითბო ჯერ კიდევ მუცელში უტრიალებდა,შიმშილისგან მოგვრილი გულისრევაც კი განელებოდა მისი წყალობით. ფეხშიშველი მიუყვებოდა კენჭიან გზას.

რამდენჯერმე როცა აცახცახებულმა მუხლებმა და ცხელ მიწაზე სიარულისაგან დამსკდარმა ფეხებმა უმტყუნეს და პირში რკინის,მარილისა და მტვრის გემომ გულისრევა მოჰგვარა ორადმოხრილს , უბრალოდ ხმამაღლა ტირილი და საკუთარი ნერწყვისა და სისხლის გროვაში გაუნძრევლად წოლა მოუნდა , მაგრამ იქვე , ამ კეჭნიან , უდაბურ მიწაზე მიწოლილი გოგონას ბოდვამ წამოდგომა აიძულა . ერთიანად დაკაწრულმა ხმამაღლა ამოიტირა , შარდისა და გულზიდვისას გამოყოლილი მჟავე სურნელსგან მოწოლილი გულისრევის ახალი ტალღა შეიკავა და მარილიანი სითხისგან სახედამწვარი , პირნაღებით მოთხვრილი სლუკუნით შეუდგა გზას .

***

რამდენიმე თვე გასულიყო ,რაც გვანცასთვის დისოციაციური ამნეზია დაედგინათ.თომას არ ახსოვდა , როგორ იპოვეს ,მაგრამ მასზე მოხვეული ნანა გამუდმებით უმეორებდა,რომ არა შენი სიმამაცე ,სამუდამოდ დაგკარგავდით ორივესო.მაგდა და ონისე მალევე დააკავეს,თუმცა ყველა ხვდებოდა რომ ორი უბრალო ნარკომანი ასეთი დანაშაულის ჩადენას მარტო ვერც კი გაბედავდა.
მაგდა და ონისე მალევე დააკავეს,მათთან ერთად კი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშორმელიც.იცოდნენ რა ვიდოკამერები თავისუფლად დააფიქსირებდა მათი ავტომობილის ნომერს,ამიტომ თანამშრომელს იმავე ნომრიანი მანქანით გზა აერია პოლიციისათვის,რის გამოც სამძებრო სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღეს გაიწელებოდა.
დანაშაული კარგად იყო დაგეგმილი.სასტუმრო ისეთ ადგილას იდგა,რომ გარშემო ტყეებისა და უფრო მოშორებით მინდვრების გარდა არაფერი ერტყა.წყვილებიც სუფთა ჰაერის გამო ხშირად სტუმრობდნენ აქაურობას ბავშვებით. იქ სადაც სასტუმროს საკუთრება მთავრდებოდა,კერძო მესაკუთრეთა მინდვრები იწყებოდა.ეს მიწები ფერმერთა ნაწილს არავისთვის მიეყიდა და თავად ამუშავებდა ხოლმე,თუმცა ზოგიერთს იქაურობა მიეტოვებინა.სწორედ ასეთი მიტოვებული ქოხი შეერჩიათ დამნაშავეებს.ის პერიოდი იყო ,როცა ფერმერები ტრადიციული მეთოდით "ამუშავებდნენ" მიწას.ვრცელ,უკვე კალთადაფერთხილ მინდვრებს ცეცხლს აძლევდნენ და კილომეტრებით მოშორებული ველებიდან ადენილი კვამლი სასტუმროს დამსვენებელთა თვალსაწიერამდეც აღწევდა. ვისღა გაუგია,მიწების ცეცხლით დამუშავებაო წუწუნებდნენ ისინი. ამიტომ შორეული მინდვრებიდან წამომართული კვამლი აღარავის გააკვირვებდა,თუმცა საკმაოდ გამოცდილნი იყვნენ ამგვარ საქმეებში ონისე და მაგდა .იცოდნენ ბავშვების დაკარგვის ამბავი მალე მოედებოდა დამსვენებლებს და თუნდაც შორეული მინდვირდან ადენილი კვამლი ცუდი ამბის გაგებისას,უარეს მოვლენასთანაც შეიძლება დაეკავშირებინათ,ამიტომ საქმის მოთავებისას ნავთის გრძელი ზოლი გააკეთეს . ცოტა ხანს უყურეს როგორ მოედო ცეცხლი ზოლს,შემდეგ კი საჩქაროდ ჩასხდნენ მანქანაში.

თავიდან თომას არ სჯეროდა,რომ გოგონას მართლაც დავიწყებოდა ყველაფერი.შეშინებული მიაჩერდებოდა ხოლმე და როცა გაღიზიანებული გვანცა ენას გამოუყოფდა ,სასწრაფოდ არიდებდა თვალს. თავადაც უნდოდა არაფერი გახსენებოდა ,მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.ღამეული კოშმარები არ ასვენებდნენ ,ტირილით ეღვიძებოდა და შველას ითხოვდა.საბედნიეროდ ,ნანა მის გვერდით იყო,მაშინვე მასთან გაჩნდებოდა და ამშვიდებდა. ყველაფერზე მეტად უყვარდა ნანა ,მაგრამ ქალის სითბო დაუმსახურებლად მიაჩნდა და როცა ბიჭუნამ ზლუქუნით მოუთხრო ყველაფერი,გვანცას მე დავაძალეო უთხრა და სილის მოლოდინში ადგილზე აიწურა,მასზე მთელი ძალით შემოხვეულმა ხელებმა სუნთქვა შეუკრეს.გამალებით ეხვეოდა ქალი,პატარა შუბლზე კოცნიდა და ეალერსებოდა.

-ჩემო პატარა,მამაცო ბიჭო.შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ . -იმეორებდა ხმააკანკალებული ნანა.-ჩემი პატარა,მეამიტი ბავშვი.დაივიწყე! გაიგე ? დაივიწყე,როგორც ცუდი სიზმარი.გახსოვს ტკვილს როგორ ვეუბნებოდით? ტკივილო წადი,წადი,წადი . - გაღიმებას ცდილობდა ქალი.-მასაც ასე უთხარი ! -მაგრამ თომამ უკვე იცოდა ,რომ ვერაფერს გახდებოდა ამით.ტკივილი არ წავიდოდა,არც ეს მისი ამბავი იყო ფურცელი,რომლის დაკუჭვა და ფანჯრიდან მოსროლა შესაძლებელი იქნებოდა.
გვანცა ჩვეულებრივ განაგრძობდა ცხოვრებას.ხანდახან მის გამოწვევას ცდილობდა,მაგრამ ბიჭი ძველებურად აღარ აჰყვებოდა ხოლმე კინკლაობაში და გაკვირვებული ვერაფრით მიმხვდარიყო ამ ცვლილების მიზეზს.
თომა ყველაფერს დაუთმობდა ხოლმე გოგონას,მაგრამ მერე,მორიგი ღამეული კოშმარისას ,მის ოთახთან მდგომი რომ შეამჩნია,გვანცას სახეზე ამოკითხულმა დარდმა აიძულა თამაში წამოეწყო.ძველებური,ცელქი და მხიარული ბიჭუნას თამაში. ტირილსაც უკლო,როგორც კი მაგდასა და ონისეს სახეს იხილავდა,თვალებს გაახელდა და დიდხანს სუნთქვაშეკრული იჯდა საწოლზე.დილით კი ისევ ჩვეულებრივი ბავშვი ხდებოდა,რომელიც გამუდმებით ეძიძგილავებოდა მასთან ერთად გაზრდილ გოგონას. უფლებას არ მისცემდა გვანცას,მასზე ედარდა ,ამიტომ გამალებით თამაშობდა, საოცარი ოსტატობით.

შეყვარებულიც ჰყავდა,სკოლის ფეხბურთის გუნდში კაპიტნობაც იგდო ხელთ,კარგად სწავლობდა .როცა მორიგ პრიზს უხალისოდ შეხვდებოდა ,კლასელები სიამაყეში უთვლიდნენ. სახლის გზაზე გვანცა ათასჯერ წაკბენდა ხოლმე ამის გამო და ზუსტად ამ დროს , მის გვერდით დაუდევრად მოყიალე,ხელოვნურად განაწყენებული გოგონას მომაბეზრებელ წუწუნში ხედავდა თავის ჯილდოს თომა . სევდით აღარ გადმოხედავდა ხოლმე გვანცა .ახლა მის მზერაში ბავშვური ჟინი ჩანდა. ყველაფერში მისი მეტოქეობა სურდა ,საუკეთესოდ სწავლობდა.
საქმე იქამდე მივიდა,რომ აზარტადაც ექცა გოგონას მასზე უკეთესად ყოფნა,გამუდმებით ჩხუბი ვაჟთან.მეზობლობის ამბავიც კი დაამალინა.
თომა შეეჩვია საკუთარ როლს.გამუდმებით თანსდევდა განცდა,რომ თამაშობდა,მხოლოდ ბედნიერ,სასაცილო სცენებს იმეორებდა,ისევე როგორც ვარიეტეში. ის მსახიობი იყო, ამფითეატრში კი თითქმის ყველა სკამიდან ერთი და იგივე ადამიანი უცქერდა.ქერა თმა მხრებზე მოჰფენოდა გოგონას.ყველგან იყო იგი,უღიმოდა,ზიზღით შემოჰყურებდა,მობეზრებული გამომეტყველებაც დამჩნეოდა სახეზე.

ეგონა სულ ასე გაგრძელდებოდა,მაგრამ ნანასა და ექიმის საუბრის მოსმენამ ისევ აურია ყველაფერი.კაცს სერიოზული,თანაგრძობით სავსე ხმა ჰქონდა , მაგრამ მაინც აუტანელი სიმშვიდით ეუბნებოდა ქალს,რომ გვანცას შესაძლოა ნებისმიერ დროს გახსენებოდა მომხდარი,მითუმეტეს რომ ხშირად აწუხებდა თავისტკივილი.შეიძლება ხვალვე გახსენებოდა,შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ.შეიძლებოდა ეს მაშინ მომხდარიყო,როცა სახლში იყო ,მათ გვერდით,მაგრამ სავსებით შესაძლებელი იყო ყველაფერი მაშინ გახსენებიდა ,როცა მანქანას მართავდა ან გზაზე გადადიოდა და ექიმს აშინებდა რა შეიძლება მოჰყოლოდა ამას.

-როგორც წესი,ძალზე მწვავე რეაქცია აქვთ ხოლმე . თუკი ყველაფერი ისეთ დროს მოხდება, როცა თქვენს გვერდით არ იქნება,ან თუნდაც შორეულ მომავალში,როცა დამოუკიდებლად გაუძღვება საკუთარ ცხოვრებას,შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს.გახსენების შემდეგ მას საყრდენი დასჭირდება ცხოვრების გასაგრძელებლად.წინ კიდევ ერთი , რთული პერიოდი გელით. იმ დღეს საკუთარ ოთახში ჩაკეტილი დიდხანს ფიქრობდა. მერე მაგიდაზე დადებულ,ახალთახალ რვეულს მოჰკრა თვალი. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაერკვია რას აპირებდა. სანამ რვეულს გადაშლიდა ,კიდევ ერთხელ დაფიქრდა. გვანცასთვის თავად უნდა გაეხსენებინა ყველაფერი,საყრდენად კი სიძულვილს დაუტოვებდა მას. როცა ყველაფერს გაახსენებდა,შეიძულებდა გოგონა და ახალი მიზანი ექნებოდა ცხოვრებაში.

როცა კი თავს სუსტად იგრძნობდა ამ რვეულს გადაშლიდა,ჯერ სულ ცარიელი რომ იყო და გაახსენდებოდა რა ძლიერი იყო,რამდენი რამისთვის მიეღწია. ათიოდე წლის ბიჭუნა,ცხოვრებაში პირველად,დღიურის მსგავსი ჩანაწერების კეთებას შეუდგა.
დღიური გვანცას საშინაო დავალების რვეულში პირველი ვარსკვალავის ჩასმის ამბით იწყებოდა. ეს პირველი მიღწევა იყო . ბიჭუნამ ფანქრის თავი მოღეჭა და ჩაფიქრდა. ნახატებსაც დაუმატებდა. წამით გაულევა,იქნებ გვანცას არც კი მოენდომებინა მისთვის საძულველი პიროვნებისგან დატოვებული რვეული,მაგრამ ამაზე არ იფიქრებდა. ეგოსიტურად უნდოდა ,როცა გოგონა თავიდან მოიშორებდა,რამე მაინც დარჩენოდა მისგან.
გრძნობდა გვანცას მინართ რაღაც უცხო დამოკიდებულება ჰქონდა.ეს არაფრით ჰგავდა იმ გრძნობებს,რომლებიც სასტუმროში წასვლამდე ჰქონდა მის მიმართ. რაღაც სხვა იყო. დანაშაულის გრძნობაზე ათასჯერ მეტი.

მხოლოდ მოგვიანებით,თოთხმეტი წლის ასაკში დაარქვა ამ გრძნობას სახელი.

***
საკუთარი სახლის წინ იდგა გვანცა.
ჩაბნელებულ აივანს აჰხედა. გული მოეწურა. მიხვდა გაუაზრებლად ტიროდა უკვე.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაიძრო,იქვე,ბაღში მოისროლა.
კარი ფრთხილად შეაღო.გრძნობდა თანდათან როგორ ეუფლებოდა გაღიზიანებისა და მრისხანების შეგრძნება.კიბეებს აუყვა. გაახსენდა როგორ იდგა თომა აქ ,როცა ის დათასთან ერთად მიდოდა , როგორ შემოჰყურებდა მწვანე კაბაში გამოწყობილს.
უკვე მეორე სართულზე იყო.თომას ოთახისკენ წასვლა დააპირა,მაგრამ საკუთარი საძინებლის შეღებულმა კარმა შეაჩერა.ხელი წაჰკრა მას. თომა მის საწოლზე იწვა,თეთრი პერანგი სანახევროდ შეეხსნა და სხვა სიტიაცია რომ ყოფილიყო,გვანცას ალბათ გააოგნებდა ვაჟის გაუხდელი ფეხსაცმლით ხილვა საწოლზე,ან მის გვერდით მოდგმული ,ჩაცლილი ალკოჰოლის ბოთლი,მაგრამ გოგონას არ გაკვირვებია . კარგა ხნის წინ,იატაკზე დავარდნისას,როცა მის წინაშე დაუკითხავად წამოიმართნენ ღამის კოშმარები,მიხვდა რომ არც კი იცნობდა ვაჟს. მხოლოდ და მხოლოდ კარგად დადგმულ სპექტაკლს უყურებდა იგი.

მთვრალი,არეული მზერა მიაპყრო ვაჟმა.ხელებზე წამოიწია.

-რა იყო?!- ახლა თითქმის ისეთივე ხმა ჰქონდა,როგორიც ჩამაწერში დათასთან ლაპარაკისას.- გამოვიდა შენი გეგმები? კარგი იყო დათასთან?

- რას ამბობ?-საკუთარი ტონი ეუცნაურა გვანცას.
-რას ამბობ?- წასცინა ვაჟმა და საწოლის თავს მიეყრდნო.- მაინც როდის გაგახსენდა ? ჩემს ოთახში ქექვისას აშექალი რომ ნახე მაშინ? თუ უფრო ადრე?- თომას წაასლოკინა.ბანცალით წამოჯდა და მისკენ გამოემართა.- გაგახსენდა და ჩემზე შურისძიების გეგმა დასახე ? შენმა პატარა ტვინმა იფიქრა რომ მე,რომელმაც ამდენს გავუძელი,გული მეტკინებოდა თუკი დათას ხელს ჩასჭიდებდი და მერე საპირფარეშოში სექ... - გაცეცხლებულმა გოგონამ მთელი ძალით გაარტყა სახეში,მაგრამ ხელებში ეცა თომა .


-ნაძირალა,როდემდე აპირებდი ამ ყველაფრის დამალვას? მეზიზღები!ვერ გიტან!-დაიკივლა გვანცამ და ეცადა წინააღმდეგობა გაეწია,მაგრამ ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის თომას .

- რაო ? დათას უთხარი აი ,მაგ ნაძირალას გამო გამაუპატიურეს და ახლა შური ერთად ვიძიოთო?საპირფარეშოში მადლობის გადასახდელად გაყევი? დაუნიშნიხარ კიდეც?!-მაჯაში ჩაავლო ხელი და ისე ძლიერად უბიძგა საწოლისკენ,რომ რბილ მატრასზე დაცემაც კი მტკივნეული აღმოჩნდა,ზემოდან გადაევლო და ერთი მოსმით გადახია კაბა.წამით უყურა მხართან დატოვებულ ჩალურჯებას , დათასთან ტელეფონის გამო ჭიდილისას რომ დამჩნეოდა გვანცას,მერე კი,ისე რომ მისი წინააღმდეგობისთვის ყურადღებაც არ მიუქეცვია,მოშიშვლებულ მხარე დააცხრა და მტკივნეულად მოიქცია კბილებს შორის კანი.ამოიკივლა გვანცამ,ერთიანად მოწვა გულისრევისა და შიშის დაუკოებელი განცდა.

-არ გაგიშვებ!- მხრებიდან ყელს აუყვა ვაჟი.- ბედნიერი არ ხარ?ჩემზე შური იძიე. ყველგან თამაშობდი? თეატრშიც მატყუებდი? მანქანა რომ გავიტაცეთ მაშინაც? რა სულელი ვიყავი ! მინდოდა აშექლი შენთვის მენახებინა , მე მომეყოლა,თურმე გაგხსენებია,თავად გინახავს.-დაფეთებულ გვანცას სანახევროდ არ ესმოდა რას ამბობდა მის სხეულზე აკრული ვაჟი,მაგრამ ყელსა და ყბაზე მტკივნეულ შეხებას უტოვებდა და ერთადერთი რაზეც ახლა ფიქრობდა თავისგადარჩენა იყო. არა,აღარავის მისცემდა შესაძლებლობას ასე მოქცეოდა,აღრავის დახმარებას არ დაელოდებოდა თვითონ უნდა დაეცვა საკუთარი თავი.ხვდებოდა ძალით ვერაფერს გახდებოდა მასთან და თანდათან პანიკა უტევდა,სადამდე წავიდოდა თომა? - ბედნიერება მეც მიწილადე .- სიცილს ამოაყოლა თომამ და კაბა მთლიანად შემოძარცვა.
სწორედ მაშინ,როცა სანახევროდ შიშველი გოგონას წინ წამით შედგა,პანიკასაყილილ გვანცას კომოდის თავზე შემოდებული აბზინდა მოხვდა თვალში და როცა ვაჟმა ისევ მის კისერში ჩარგო სახე,თავი ოდნავ გვერდით გადასწია გოგონამ ,გაჭირვებით წაავლო ხელი აბზინდას და ბასრი პირით მთელი ძალით დაუსვა სახეზე ვაჟს.ტკივილისაგან ამოიყვირა გეგელაურმა ,მაჯაში წაავლო ხელი მოსაშორებლად,მაგრამ დაფეთებული უფრო დააწვა აბზინდას,იგრძნო როგორ ღრმად ჩაეფლო ბასრი პირი კანში,მერე კი გამწარებული თომა რომ მაჯაში დასწვდა ,კიდევ ერთხელ გაჰკრა აბზინდა. დრო იხელთა და შერჩენილი ძალებით საჩქაროდ წამოდგა საწოლიდან.

კართან მისულმა,თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო,შეშინებულმა გადახედა საწოლზე გადაწოლილ ,სახეზე ხელაფარებულ ვაჟს. თითები და სახის მარჯვენა მხარე მთლიანად მეწამულად შეღებვოდა.მასთან მისვლის საშინელმა სურვილმა წამოუარა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კიდეც ,მაგრამ შეჩერდა.

მასზე დახრილი თომა გაახსენდა და კანკალმა წამოურა.
იგრძნო სახე მისკენ მოებრუნებინა ბიჭს,ცალი თვალით შემოჰყურებდა.მერე კი,ზეწარი ერთიანად წამოკრიბა და გასისხლიანებულ სახეზე აიკრო მჭიდროდ.
უხეშად გადმოვიდა საწოლიდან,როცა შეამჩნია როგორ დაიწია შემკრთალმა გოგონამ უკან,გვერდი ისე აუარა რომ არ შეხებოდა.

საწოლზე სისხლიანი აბზინდა ეგდო.
მაინც რა უთხრა ალიმ? აბზინდის ბასრ პირზე უთხრა რაღაც . გახსოვდესო სთხოვა, ეს უწყინარი ,საჭირო ნივთიც სასიკვდილოა თუკი გულს და გონებას არ დაატანს კაცი გამოყენებისსას.
სასიკვდილო.მერამდენედ უნდა მომკვდარიყო გვანცა?
თომას ვეღარ ნახავდა.
აღარ ნახავდა.
მათი ამბავი დასრულებულიყო და როგორც ყველა სპექტაკლს,ვარიეტეს მძიმე ფარდის მიღმა ეძინა.



№1 სტუმარი ნანე

როგორ გელოდებოდი, როგორც იქნა, ყოველ დღე ვფიქრობდი, როდის გამოჩნდება მეთქი და შენი გამოჩენა ამად ღირდა. არ ვიცი, რა ვთქვა, უნიჭიერესი შემოქმედი ხარ მეთქი უკვე გითხარი, უმაღლესი დონის ფანტაზიისა და არაამქვეყნიური ემოციური განცდების წყალობით განსხვავებული და განსაკუთრებული ხარ, არ ვიცი, რა საქმე გაქვს ამაზე მნიშვნელოვანი, გადადე ყველაფერი და შენი თავი მთლიანად შენს ღირებულ შემოქმედებას დაუთმე. არ გაქვს უფლება წერის ნიჭი, რომელიც უხვად გიბოძა უფალმა, დათრგუნო, ანდა სხვა რამეში გახარჯო. ❤️❤️❤️❤️❤️

თომაზე და გვანცაზე რა გითხრა. ერთხელ უკვე გითხარი, რაც არ უნდა შექმნა, თომა ყოველთვის წაიყვანს პარადს შენს შემოქმედებაში, უბრალოდ თომაა და ის არავის გავს, როგორც შენ არ გავხარ არავის და მგონია, რომ შენი თავი ჩადე თომაში. შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადე და გამოვივიდა. თანაც როგორ...

და კიდევ ერთი... ვიცი, რომ არ ხარ ისეთი მწერალი, მკითხველის ნება-სურვილზე რომ დადის, მიდიხარ, შენსას მიერეკები და ზუსტად იცი, შენი დონის აუდიტორია მოგყვება(ამაში მალე დარწმუნდები, კომენტარებისა და მოწონებების ზღვა რომ წამოვა, თან სულ ერთი და იგივე ხალხისა), უბრალოდ...ძააააააალიან მინდა თომა და გვანცა ერთად იყვნენ, თომა იმსახურებს ამას❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Blume

ნანე
როგორ გელოდებოდი, როგორც იქნა, ყოველ დღე ვფიქრობდი, როდის გამოჩნდება მეთქი და შენი გამოჩენა ამად ღირდა. არ ვიცი, რა ვთქვა, უნიჭიერესი შემოქმედი ხარ მეთქი უკვე გითხარი, უმაღლესი დონის ფანტაზიისა და არაამქვეყნიური ემოციური განცდების წყალობით განსხვავებული და განსაკუთრებული ხარ, არ ვიცი, რა საქმე გაქვს ამაზე მნიშვნელოვანი, გადადე ყველაფერი და შენი თავი მთლიანად შენს ღირებულ შემოქმედებას დაუთმე. არ გაქვს უფლება წერის ნიჭი, რომელიც უხვად გიბოძა უფალმა, დათრგუნო, ანდა სხვა რამეში გახარჯო. ❤️❤️❤️❤️❤️

თომაზე და გვანცაზე რა გითხრა. ერთხელ უკვე გითხარი, რაც არ უნდა შექმნა, თომა ყოველთვის წაიყვანს პარადს შენს შემოქმედებაში, უბრალოდ თომაა და ის არავის გავს, როგორც შენ არ გავხარ არავის და მგონია, რომ შენი თავი ჩადე თომაში. შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადე და გამოვივიდა. თანაც როგორ...

და კიდევ ერთი... ვიცი, რომ არ ხარ ისეთი მწერალი, მკითხველის ნება-სურვილზე რომ დადის, მიდიხარ, შენსას მიერეკები და ზუსტად იცი, შენი დონის აუდიტორია მოგყვება(ამაში მალე დარწმუნდები, კომენტარებისა და მოწონებების ზღვა რომ წამოვა, თან სულ ერთი და იგივე ხალხისა), უბრალოდ...ძააააააალიან მინდა თომა და გვანცა ერთად იყვნენ, თომა იმსახურებს ამას❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️




ამ სიტყვებს თვეობით ველოლიავები ხოლმე.მთელ დღეს,კვირას და თვეს მიფერადებს ეს შეფასება.
გეთანხმები,თომას პერსონაჟში ყველაფერი ჩავდე და ძალიან მიხარია რომ შესამჩნევია.
წერა ძალიან მიყვარს,ეს სიტყვებიც მანდომებს დაუსრულებლდ ვწერო,მაგრამ საქმეების გარდა,ხანდახან ისეთი პერიოდებიც არის ,როცა მინდა ვწერო,მაგრამ უბრალოდ არ გამოდის.
თომას და გვანცას ერთად ყოფნას რაც შეხეება,ჯერჯერობით არ ვიცი რა მოხდება .
ოღონდ მართლა,ინტრიგისთვის არ ვამბობ.
რამდენიმე დასასრულის ვერსია მაქვს,ვნახოთ როგორ იქნება.თან დასასრულიც ახლოვდება თანდათან.

დიდი მადლობა ,მართლა არ ვიცი ხოლმე როგორ უნდა გიპასუხო სიხარულის და მადლიერების სათანადოდ გამოსახატად. რა თქმა უნდა,მოწონებებისა და კომენტარების ზღვა ძალიან გამიხარდება,მგონია ყველას გაუხარდება ასეთი რამ,მაგრამ ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება არანაკლებ ძვირფასი და სასიხარულოა.❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

სიტყვები არ მყოფნის, არც ვიცი რა დავწერო. უძლიერესი ხარ, ასეთი შინაარსის სიუჟეტი ასე მხატვრულად და ემოციებით სავსე რომ გადმოსცე, ამას ხომ უდიდესი ნიჭი სჭირდება, რაც ღმერთმა უხვად დაგანათლა.
ჟრუანტელი მივლიდა, ვკითხულობდი და თან შეძრწუნებული და თან აღფრთოვანებული ვიყავი თომას პერსონაჟით. ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ამხელა ემოცია უნდა გადავხარშო და ცოტა ხანი დავასვენო გონება.

ბედნიერებაა ასეთი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, მადლობა❤

 


№4  offline წევრი Blume

სტუმარი ქეთა
სიტყვები არ მყოფნის, არც ვიცი რა დავწერო. უძლიერესი ხარ, ასეთი შინაარსის სიუჟეტი ასე მხატვრულად და ემოციებით სავსე რომ გადმოსცე, ამას ხომ უდიდესი ნიჭი სჭირდება, რაც ღმერთმა უხვად დაგანათლა.
ჟრუანტელი მივლიდა, ვკითხულობდი და თან შეძრწუნებული და თან აღფრთოვანებული ვიყავი თომას პერსონაჟით. ცრემლებს ძლივს ვიკავებ. ამხელა ემოცია უნდა გადავხარშო და ცოტა ხანი დავასვენო გონება.

ბედნიერებაა ასეთი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა, მადლობა❤



პირიქით,დიდი მადლობა შენ. heart_eyes
უჰ, მართლა მიფერადებთ დღეებს თქვენი კომენტარებით.
გულისფანცქალით შემოვდივარ ხოლმე,რადგან ვიცი ასეთი რამ მელის.
ძალიან განებირვებული ვარ თქვენგან.
ჩემთვის თითოეული თქვენი სიტყვა ძალიან,ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.წერა ცალკე რამაა და თქვენგან მოტანილი ბედნიერება კიდევ ცალკე.
ქებას შეჩვეული არ ვარ და ახლა სიხარულისგან დაბნეული თან მეათასედ ვკითხულობ ამ კომენტარებს და თან ვწერ.
მიუხედავად ხანგრძლივი შუალედებისა,კითხულობთ,არ იზარებთ და ამხელა სითბოს აფრქვევთ , მერე სულ თან რომ დამყვება.
ნიჭიერებაზე არ ვიცი რა გითხრა,მაგრამ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ანო

არ მჯერა!უმაგრესია????????????

 


№6  offline წევრი Blume

სტუმარი ანო
არ მჯერა!უმაგრესია????????????


მადლობაა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent