შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკივრში ჩაკეტილი სიმართლე (თავი-4)


20-02-2021, 21:13
ავტორი აირ ისი
ნანახია 751

შემდეგ თავში ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. ესეც ჩემი წინასწარი სპოილერი ^^



8 8 8 8
საღამო ხანს, ტაქსის მანქანებით, ყველანი უკლებლივ დაიძრნენ რესტორნისკენ, გარდა ნუკისა და რობისა, რომელთაც, რომანტიული პაემანი უნდა ჰქონოდათ, თამაშში წაგებული სურვილიდან გამომდინარე.
სასიამოვნო, თბილი ამინდი იყო. ქუჩაში ნაზი, მოალერსე ნიავი დაძრწოდა და ხალხიც საკმაოდ მრავლად დაიარებოდა ლამპიონების ღია ოქროსფერი შუქებით განათებულ ქუჩებში.
აქაურებში მეტად განთქმული რესტორანი -"ლურჯი ვერანდა", სადაც კოლეგები აპირებდნენ თავიანთი სიღნაღში ჩამოსვლის პირველი ღამის აღნიშვნას, პირდაპირ ქალაქის ცენტრში, საკმაოდ ხალხმრავალ და მოძრავ ადგილას მდებარეობდა. დაწესებულებას პატარა, თუმცა საკმაოდ ლამაზი, მოვლილი ეზო ჰქონდა, რომელიც, უცხო ჯიშის მცენარეებთან ერთად, მოქანდაკებული ფანტანებითაც იყო დეკორირებული.
ანდრო, დეა და ესმა, "ლურჯ ვერანდას" ერთი ტაქსით მიადგნენ. ეს, რა თქმა უნდა, ანდროს ჭკვიანური გეგმა გახლდათ, რათა ალექსი და ბაბი ცალკე მანქანაში დაეტოვებინა, განმარტოებით და თავისი საქციელიც იმით გაემართლებინა, რომ "მხოლოდ თვითონ თუ შეუწყობდა ხელს ამ ორი მუდოს, ურთიერთობის შემდგომ წინსვლას".
წინასწარ დაგეგმილი საღამო, იმაზე მხიარულ ვითარებაში წარიმართა, ვიდრე ამას ადგილზე მოსვლამდე წარმოიდგენდნენ. დაწესებულების გემოვნებიანმა მუსიკამ, ალკოჰოლმა, გემრიელმა კერძებმა და მყუდრო ინტერიერმა, უკლებლივ ყველა კარგ ხასიათზე დააყენა. დეასაც, ლამის სრულებით გადაავიწყდა დილანდელი "ინციდენტი" თემოსთან და კოლეგების გარემოცვაში, იმდენად ლაღად და თავისუფლად იცინოდა, რამდენიმე საათის წინანდელი საშინელი განწყობის ნიშანკვალიც კი აღარ აჩნდა მის სახეს. ანდრო, მთელი კოლექტივისთვის მიერ პოზიტივის ქარბორბალად რომ იყო აღიარებული, სწორედ ქარბორბალას მსგავსად გადაუვლიდა ხოლმე თავზე კოლეგებს და მოწყენის საშუალებას წამითაც არ აძლევდა.
-აბა ხალხო, ყველანი უკლებლივ შეგროვდით და თქვით "Cheese" -ოფიციანტს, სულ ახალი ჩამორიგებული ჰქონდა ტორტის თეფშები, როცა ესმა, თავისი კუთვნილი ადგილიდან, სელფის ჯოხით ხელში გამოვარდა და წინა კამერა ჩართო -ანდრო, ცოტა ხნით გააგდე ხელიდან ეგ ლობიანი და მოეთრიე!
-აუუ ჩემი, ეს რო კუჭში არ ჩამიძვრეს ისე ხომ დღე არ გავა!
ესმას სახეზე ისეთმა გამომეტყველებამ დაიდო ბინა, ბოლო მომენტამდე, ყველას ეგონა, სელფის ჯოხს გადაატეხავდა თავზე საბრალო ანდროს. საბედნიეროდ, სცენარი ამ კუთხით არ განვითარდა და ყველაფერი გაცილებით მშვიდობიან ვითარებაში დასრულდა.
-ჩემს საჭმელს ყოველ დღე იპარავ და იმიტომ! -მხოლოდ წარბის აწევით შემოიფარგლა გოგონა -ახლა კიდევ ნუ ზოზინებ და ასწიე ერთი ადგილი, კადრს მხოლოდ შენ აკლიხარ!
-ჰო, რა თქმა უნდა, მე თუ მომტეხეთ, ვინღა გამოაბრწყინებს თქვენს ფოტოში მზესავით?
-ამის ნარცისიზმი უკვე მღლის -სიცილით გააქნია თავი დეამ და როგორც კი ანდრომ, მის გვერდით დარჩენილი თავისუფალი ადგილი შეავსო, ამ უკანასკნელს, კისერზე ძმაკაცივით გადახვია ხელი -ანდრიკო, ხომ იცი როგორ გიჟურად მიყვარხარ, ყველაფრისდა მიუხედავად?
-მეც მიყვარხარ დეაკო, მაგრამ გალეწილი ნასვამი რომ არ მეუბნებოდე მაგ სიტყვებს, გული უფრო დიდ სიხარულს იგრძნობდა
-ვინაა ბიჭო გალეწილი ნასვამი, მე? -შეურაცხყოფილი მზერით მიიდო საჩვენებელი თითი გულზე, თუმცა აქ უკვე ესმა ჩაერთო მათ დიალოგში
-გაჩუმდით თქვენ ორნი, თორემ კამერა რომ დაღებული პირებით დაგაფიქსირებთ და ფოტოზე მაინც მოგნიშნავთ, მერე პრეტენზიებს არ ვიყოთ
-აუ, ეს კიდე ნუკი ნომერი ორია რაა -უკმაყოფილების გამოსახატად, მარჯვენა ხელი სასაცილოდ გაშალა ანდრომ, თუმცა "ბრძანებას" მაინც დამორჩილდა და სპეციალურად დაყენებული ღიმილით გაუცინა კამერას
დარბაზში Ricky Martin-ის "La Mordidita" გაჟღერდა. ჩქარმა, მხიარულმა მუსიკამ დარბაზში შეკრებილთა უდიდეს ნაწილს, საცეკვაოდ წამოდგომის სურვილიც გაუჩინა. ანდროსაც, თითქმის სრულიად გადაავიწყდა თავის თეფშზე ეულად დატოვებული, მოკბეჩილი ლობიანი და გოგონები ერთიანად გარეკა საცეკვაო მოედნისკენ. ერთ სიმღერას მეორე გადაება, მეორეს მესამე, მესამეს კი მეოთხე. რესტორანში მისვლიდან საათ ნახევრის შემდეგ, უკვე ყველას იმდენი ჰქონდა დალეული, რომ ერთმანეთს 3D ხარისხშიც კი ხედავდნენ. კოლექტივის ყველაზე დინჯ წარმომადგენლებს- ბაბისა და ალექსსაც კი აღარ შერჩენოდათ ფხიზელი გონება. ორივენი ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს მათთვის ცოტა ხნის წინ ვიღაცას სატვირთოთი გადაევლო და მიბნედილი თვალების გახელაც კი უჭირდათ.
-Ladys and gentleman's! -ანდრო რომ ფეხზე შამპანიურის ბოკალით ხელში წამოდგა და ყურადღების ნიშნად მასზე კოვზით დააკაკუნა, უკლებლივ ყველანი საჭმელზე იყვნენ მიმდგარნი, რათა ალკოჰოლის ზემოქმედება ოდნავ მაინც დაეთრგუნათ -მოდით, ამ ჭიქით იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც თქვენს შორის ყველაზე მხიარულია, ყველაზე სიმპათიურია, ყველაზე ლამაზი თვალები აქვს და ყველას ძალიან გიყვართ. მოკლედ, მე გამიმარჯოს მეგობრებო!
სადღეგრძელოს, სიცილი და ოვაციები ერთდროულად მოჰყვა. ბოლოს, ტრადიციული "ასე მტერი დაგეცალოთ" და უკუღმა გადმობრუნებული ჭიქაც მიიღეს თამადისგან და თითო-თითო ყლუპიც მოსვეს თავიანთი ბოკლებიდან, რადგან, ზედმეტის დალევის თავი უკვე აღარავის ჰქონდა. რა თქმა უნდა, ანდროს გარდა, ვინც ათი ჭიქის შემდეგ, უკვე სპეციალურად აღარ ითვლიდა სასმელის რაოდენობას, აქაოდა, თუკი მეცოდინება რამდენს ვსვამ, ბევრად უფრო მთვრალი გამოვჩნდები, ვიდრე სინამდვილეში ვარო.
-აუუ ყველანი ძაან რომ მიყვარხართ იცით ჰო? -ამჯერად, ესმა გამოვიდა სიტყვით და ხელები ისე გაშალა, თითქოს მწვერვალის დაპყრობის შემდეგ, მზის დანახვას სიხარულით შეეგებაო
-ჩვენც მაგრად გვიყვარხარ, შუქნიშანო!
წითური თმის გამო, ესმას ხშირად მიმართავდნენ ხოლმე მსგავსი მეტსახელით კოლეგები, თუმცა ალექსისგან ამ სიტყვის გაგებაზე, ლამის ყველამ სინქრონულად დააღო პირი, რადგან ბიჭი არასდროს, არავის მიმართავდა ხოლმე ზედმეტსახელების გამოყენებით.
-ამან ახლა მართლა თქვა ეს თუ რამე მელანდება? -გაკვირვებისგან ლამის ორი ზომით გაზრდილი თვალებით შესცქეროდა დეა, ესმას. ამ უკანასკნელმაც სიცილით გადააქნია თავი და აუხსნა:
-შენ მხოლოდ ერთი წელია რაც ჩვენთან მუშაობ, დეაკო, ამიტომ ნასვამი ალექსის სითამამეზე არაფერი გსმენია -ცალი თვალით გახედა ბიჭს ამის თქმისას -დღეიდან გეცოდინება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, ისეთი მუდო აღარაა
-ეგრეა, ეგრე -გვერდით მჯდომ ალექსს, მხარზე ხელი გადაადო ანდრომ -კიდევ რით გაგვაოცებთ, ბატონო ალექსანდრე?
-შენ ნამდვილად არაფრით -მისი ხელი, სწრაფად მოიშორა ბიჭმა და თავის პირდაპირ ჩამომჯდარ ბაბის ისეთი მზერით შეხედა, აშკარად ყველა მიხვდა, რომ სწორედ მისთვის სურდა რაღაცის თქმა და არც შემცდარან: -ხომ გახსოვთ არა, ერთი სურვილი რომ მოვუგე ამ ქალბატონს, როდესაც თბილისიდან მოვდიოდით?
-გვახსოოვს! -ყველას მაგიგრად პასუხის გაცემა ესმამ აიღო საკუთარ თავზე. ახლა უკვე ანდროსგან ელოდნენ შემდეგ ნაბიჯს, თანაც სულგანაბულები. ამით შეგულიანებული ბიჭიც, სწრაფად წამოდგა ფეხზე, გამოწეული სკამი ლამაზად შესწია მაგიდის ქვეშ, გაკვირვებული სახით მჯდომ ბაბის მიუახლოვდა და თავზე კონტროლიორივით წამოდგა
-ფეხზე ადექი ბაბი -კლდესავით მტკიდეც და ურყევად იდგა ალექსი იმ წამს და სიტყვებსაც სწორედ ასევე მამაკაცურად წარმოთქვამდა -ადექი, ადექი, სურვილის შესრულების დრო მოვიდა
-რა სურვილის? -ჯერ კიდევ სასმელის ზემოქმედებისგან დაბნეული გოგონა, წამში ერთხელ ახამხამებდა ღია თაფლისფერ თვალებს
-ადექი და მაგასაც მალე გაიგებ
-ოჰოო, იძაბება სიტუაცია -სკამის საზურგეს მიეყრდნო ანდრო, თან პოპ-კორნის ჭამის იმიტაცია გააკეთა
-გაჩუმდი რა, მოსმენაში ხელს მიშლი -ალექსს, თვალს არ აშორებდა დეა, რადგან, რაღაც ძალზედ მასშტაბურს ელოდა რამდენიმე წამში. როგორც შედეგებმა აჩვენეს, გოგონას ინტუიციას კრახი არც ამჯერად განუცდია:
-კარგია, ყოჩაღ -როგორც კი ბაბი ფეხზე დამდგარი დაინახა, ღიმილით დააჯილდოვა ალექსმა და ცხვირიდან მოხსნილი სათვალეც მაისურზე დაიმაგრა -ახლა, რაც არ უნდა გავაკეთო, ზუსტად ეგრე წყნარად იდგები და ფეხსაც არ მოიცვლი. აი, ესაა ჩემი სურვილი
-მხოლოდ ეგ?
-ჰო, მხოლოდ ეს -თავის დაქნევით დაეთანხმა, გოგონას წელს ხელი შემოხვია და ყოველი იქ მყოფის გასაოცრად, ისე მოულოდნელად დააცხრა ტუჩებზე, ბაბიმ ენის მობრუნებაც კი ვერ მოახერხა.
რამდენიმე წამის განმავლობაში, ყველანი ენაჩავარდნილები უყურებდნენ ამ სანახაობას, თითქოს, კინო-თეატრში, რომელიღაც საინტერესო ფილმის მეტად დაძაბულ მომენტს ადევნებენ თვალყურსო. არც ბაბის მხრიდან ჩანდა წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ეს კი, უფრო მეტად ახანგრძლივებდა რომანტიულ მომენტს.
-აუ ჩემი, თუ მჯეროდეს რასაც ახლა ვხედავ -ბოლოს, მაინც ანდრომ ჩააკვეხა გაოცების გამომხატველი კომენტარი, თან მობილურიც ამოღო, ამ კადრის უკვდავსაყოფად -ასეთი რა დალია ამ ბიჭმა, მეც დამალევინეთ იქნებ გავბედო და დეას გამოვუტყდე გრძნობებში
-ნუ კლოუნობ რა -მხარზე ხელი ისე მიარტყა, რომ ერთმანეთზე აკრული წყვილისთვის თვალიც არ მოუცილებია გოგონას. ვერც ესმა იყურებოდა სხვა მხარეს. რაღაც მხრივ იმასაც კი ფიქრობდა, სასმელის გამო რაღაცები ხომ არ მეჩვენებაო, თუმცა გადახედავდა თუ არა თანამშრომელთა იგივენაირად გაქვავებულ სახეებს, მაშინვე რწმუნდებოდა თავისი ვარაუდის მცდარობაში.
ეიფორიაში მყოფი წყვილი, ერთმანეთს მხოლოდ მაშინ მოწყდა, როდესაც, დარბაზში აჟღერებული მუსიკა კიდევ ერთხელ შეიცვალა. იმ მომენტში, ირგვლივ შეკრებილი საზოგადოება ორივესთვის სულ ერთი გამხდარიყო და მხოლოდ ერთმანეთის სახეების აღქმას ახერხებდნენ. ბაბის გახშირებული სუნთქვით აუდ-ჩაუდიოდა, თეთრ, მინი-კაბაში ლამაზად გამოკვეთილი მკერდი, რომელსაც, პაწაწინა ხალი ამშვენებდა, ოდნავ ზემოთ.
-ალექს . . . ალექს ეს რა იყო? -ჰკითხა მან ჩურჩულით, რაზეც საკმაოდ გაბედულად და სწრაფად მიიღო პასუხი ბიჭის მხრიდან:
-ის იყო, რისი გაკეთებაც უკვე დიდი ხანია მინდოდა. არა მარტო მე, არამედ შენც!
უხერხული მზერა გადაავლო მაგიდასთან შეკრებილთ ბაბიმ. სასმელისა და ალექსის ტუჩებისგან გაბრუებული, უკვე ყველაფერს გაორებულად ხედავდა, თუმცა შინაგან სიმტკიცეს მაინც კალთაზე ებღაუჭებოდა და მისგან წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
-კარგი, თუ ასეა, მაშინ მეც გამოვიყენებ ჩემს სურვილს, გაწყობს? -ჰკითხა მან გამომწვევად
ანდრომ და დეამ ერთმანეთს ღიმილით გადახედეს. გოგონამ მხრები აიჩეჩა და მოვლენების შემდგომ განვითარებას ინტერესიანი მზერით დაელოდა.
-კარგი, თქვი, რა სურვილი გაქვს? -ისე ელაპარაკებოდა ალექსი, თითქოს აღნიშნულ წამს, იმ ადგილას, აღარავინ დარჩენილიყო მათ გარდა
-ზუსტად იგივე, რაც შენ. მინდა ერთ ადგილას, წყნარად დადგე და რაც არ უნდა მოვიმოქმედო, ოდნავადაც არ გაინძრე
დასტურის გამოხატვა, პასუხის გაცემის მაგივრად, თავის დაქნევით ამჯობინა ალექსმა და მხოლოდ თვალებით ანიშნა მზად ვარო.
მაგიდასთან მჯდომთაგან, ნამდვილად არავის ჰქონდა წარმოდგენა რა იქნებოდა ბაბის შემდგომი ნაბიჯი. არც ვარაუდები გააჩნდათ აღნიშნული საკითხის ირგვლივ, თუმცა როდესაც გოგონამ, კოლეგების გაურკვევლობას წერტილი დაუსვა და ალექსს სახეში მთელი ძალით გაარტყა, თითოეულ იქ შეკრებილს ზუსტად ისევე აეწვა მარჯვენა ლოყა, როგორც დარტყმის ადრესატს იმ მომენტში.
დაძაბულობა, მთის მწვერვალზე მოცურავე დილის ნისლივით ჩამოწვა ირგვლივ. მართალია, ალექსის სახეს ოდნავი ბრაზიც არ ეტყობოდა, თუმცა გამომეტყველების იდუმალება მაინც უამრავ კითხვის ნიშანს ბადებდა და ნათელს ხდიდა, რომ ეს ამბავი ასე უბრალოდ და პასუხგაუცემლად ვერ ჩაივლიდა.
-ანუ გამარტყი, არა? -ჰკითხა ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით
-ჰო, გაგარტყი -მთელი გამბედაობის მოკრება დასჭირდა გოგონას ამ სიტყვების ერთმანეთზე გადასაბმელად -არავის აქვს უფლება ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ შემეხოს
-ყოჩაღ, ალკოჰოლიც კი ვერ გხდის გულწრფელს. ეს ძალიან დიდი პლუსია -ბოლო სიტყვებზე, თანამშრომლებს გადაავლო თვალი და მათკენ ისე შებრუნდა, თითქოს სიტყვით გამოსვლას აპირებს, უნივერსიტეტის კონფერენციაზეო -ყველას გაფრთხილებთ, ახლა რაც არ უნდა ვქვნა, უკან გამოყოლა არავინ გაბედოს!
-ალექს . . .
-ადგილზე იჯექი, ესმა! -მეტად მკაცრად მოუვიდა კოლეგის გაფრთხილება, თუმცა მერე, გოგონას შეშინებული სახე აღიქვა და შედარებით მშვიდად დაამატა -ნუ ღელავ, დიდი სისულელის ჩადენას არ ვაპირებ, უბრალოდ ამ ჯიუტ თხას მოვარჯულებ და ისე მოგიყვანთ -ჯერ კიდევ ჩუმად მდგომ ბაბის შეავლო თვალი და რამდენიმე წამში, თავისი უჩვეულო საქციელების სიას, კიდევ ერთი შემატა. კერძოდ, ანთებული თვალებით მიეჭრა განცალკევებით ჩამომდგარ, ლოყებაწითლებულ გოგონას, ეს უკანასკნელი, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად ზურგზე ტომარასავით მოიგდო და დარბაზიდან გასასვლელი კარისკენ იმდენად სწრაფად წაიყვანა, რომ მაგიდასთან დარჩენილთაგან, სიტყვის ჩაკვეხებაც კი ვერავინ მოასწრო.
ბაბისა და ალექსის "დუეტმა" რესტორანში შეკრებილი სხვა ადმაიანების ყურადღებაც მიიქცია, თუმცა დასახმარებლად რატომღაც არავის გამოუდვია თავი და სიმართლე ითქვას, არც ბაბის უყვირია მაინცდმაინც შველის სათხოვნელად.
-მოკლედ, ახდენილი ოცნებების დღეა რაა -ხმამაღლა კისკისებდა ესმა, თან გასასვლელისკენ მიმავალ უჩვეულო წყვილს თვალს ვერ აშორებდა
-სამნიღა დავრჩით ხალხო
-არა, გეშლება, ხუთნი -მაშინვე შეუსწორა დეას, ანდრომ, მერე კი, დარბაზის მთავარი კარისკენაც გაახედა და აჩვენა, როგორ შემოდიოდნენ შიგნით, ბაბისა და ალექსის უცნაურ მდგომარეობაში ხილვით გაკვირვებული ნუკი და რობი, ვინებიც თავიანთი განმარტოებული საღამოდან, პირდაპირ აქ წამოსულიყვნენ, ბოლო მომენტში მაინც რომ შემოერთებოდნენ დანარჩენებს
-ვაა, ჩემი დონ ჟუანი ძმაკაცი დაბრუნებულა პაემნიდან -ფეხზე წამოდგომა სცადა მისაგებებლად დეამ, თუმცა ალკოჰოლის გადაჭარბებულმა დოზამ, მუხლებში ძლიერი სისუსტე აგრძნობინა და კვლავ სკამზე დაენარცხა, უღონოდ
-აუ შენ მართლა მაგრად ხარ, მეტი აღარ დალიო -სასიკეთო რჩევა მიიღო ესმასგან, რომელიც თავადაც ვერ იყო უკეთეს მდგომარეობაში აღნიშნულ წამს. ამასობაში, პაემნიდან დაბრუნებული წყვილიც მოადგა სანახევროდ გადაჭმულ მაგიდას. მათი გამომეტყველებიდან, შეუძლებელი იყო იმის მიხვედრა, თუ როგორ გაატარეს ის საღამო, რადგან ორივეს შემდეგი კითხვა ეწერა შუბლზე, რომელიც ასე ჟღერდა -"რა მოუვიდათ ალექსსა და ბაბის?".
-ხალხო, არავინ ამიხსნით ცოტა ხნის წინ რა ჯანდაბა დავინახე? -იკითხა ცნობისმოყვარეობით დამხრჩვალმა ნუკიმ. რობის რაც შეეხება, მან დეას გვერდით დაიკავა ადგილი და შამპანიურის მორიგ ჭიქაზე, შევსებას რომ უპირებდა, ხელი სწრაფად გადაუფარა, რადგან სახეზე შეატყო ძალიან იყო მთვრალი
-მგონი, საკმარისია -შეუმჩნევლად უჩურჩულა ყურში -თუ არ გინდა კიდევ ერთი ღამე გაატარო უნიტაზთან ჩახუტებულმა, შეწყვიტე
რობის ის საშინელი საღამო ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თანაკლასელის აგარაკზე შეკრებილებმა, ბოლო წვეთამდე სვეს და ამის გამო, შეუძლოდ გამხდარი დეას მოვლა-პატრონობა თავად მოუწია, სრულიად მარტოს.
-აუ, ეგ ახლა საიდან გაგახსენდა? -აშკარად უკმაყოფილო დარჩა გოგონა, თუმცა სანამ რობი პასუხს გასცემდა, მანამდე ანდროს ხმა მოესმა:
-ნუკი დამანებე რა თავი, ჩვენც არ ვიცით ცოტა ხნის წინ, იმ ორს რომელმა ბზიკმა უკბინა და შენ რანაირად უნდა გითხრა?
-აუ, ესმა შენ მაინც დაამატე რამე -კვლავ არ წყვეტდა მომაბეზრებელ წუწუნს გოგონა -შეიძლება ინტერესით გავსკდე თუკი არაფერს მეტყვით
-რა უნდა ვთქვა ნუკი? ალექსმა აკოცა, ბაბიმ გაარტყა და დანარჩენი უკვე შენც დაინახე -გოგონას, აშკარად ეტყობოდა, რომ ახლა, რამის ახსნასა და საუბარს ყველაფერი ერჩივნა. მოცემულ მომენტში, იდაყვში მოხრილ ხელზე ნიკაპი ჰქონდა ჩამოდებული და რობის უყურებდა თვალმოუშორებლად. ბოლოს, დაელაპარაკა კიდეც ამ უკანასკნელს -რობი, შენ ამერიკიდან ჩამოხვედი ხომ?
-ჰო, მერე? -თავაზიანი ღიმილით გაეპასუხა ბიჭი
-არაფერი, უბრალოდ მიკვირს იქ რომელიმე ფილმში რატომ არ გადაგიღეს -ამოთქვა მთქანარებით და ირგვლივ ყველა მიხვდა, რომ გოგონას სასმელი ალაპარაკებდა -მე რომ რეჟისორი ვიყო, შენნაირ ტიპს არ გავმაზავდი, ძალიან სიმპათიური ხარ
ბიჭმა, ხუმრობაში გაატარა გოგონას შეფარული ფლირტი და თავი ვითომ დანანებით გადააქნია.
-საწყენია, რომ რეჟისორი არ ხარ, ესმა -უთხრა მან, მერე კი, კვლავ დეას მიუტრიალდა და ფეხზეც წამოდგა -ადექი, აივანზე გაგიყვან, ცოტას მოფხიზლდები
-აუ, ცივა ალბათ მანდ
-ჩემს მოსაცმელს მოგცემ, ადექი -წელზე მკლავის მოხვევით წამოაყენა ჯაფარიძემ, მეგობარი, მისი ხელი კისერზე გადაიდო და დანარჩენებს, თვალებით ანიშნა, ცოტა ხნით გადავლთო. ნუკიმ, ეჭვიანი მზერა გააყოლა, აივნისკენ მიმავალთ, ისე, თითქოს არ სიამოვნებდა შექმნილი სიტუაცია, თუმცა მისი ეს გამოხედვა, საერთოდ არავის დაუნახავს და მეგობრებმაც მშვიდად გადაინაცვლეს დარბაზიდან, სუფთა ჰაერზე.
გარეთ, ოდნავ გრილოდა, ამიტომ, რობიმ პირობა გაიხსენა და თავისი მოსაცმელით, დეას მოშიშვლებული მხრები დაფარა, საკმაოდ მიმზიდველად რომ გამოიყურებოდა ატმისფერ, ზურგამოღებულ კაბაში.
სასიამოვნო საღამო იყო. არც ზედმეტად ხმაურობდა ვინმე და მრგვალი ლამპიონებით განათებული რესტორნის ეზოც, საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა, გვიანი ღამის ფონზე.
დეა, მკლავებით დაეყრდნო აივნის მოაჯირს და სუფთა ჰაერი, ღრმად ჩასუნთქვით გადაუშვა ფილტვებში. სასმელისგან ახურებულმა ლოყებმა, თითქოს წამებში ჰპოვეს შვება და სასიამოვნო სიგრილე, დამწვრობის დამამშვიდებელი მალამოსავით მოედო მის კანს.
-კარგად ჩაიარა პაემანმა? -როგორც კი ცოტაოდენი შვება იგრძნო, მაშინვე ჩაერთო ჩვეული ცნობისმოყვარეობა გოგონას და შეკითხვების დასმაზე გადავიდა. რობისაც აშკარად ეტყობოდა, რომ ამ კითხვას ელოდა, ამიტომ, პასუხიც ზედმეტი გაჭიანურების გარეშე დაუბრუნა:
-ეცადე ეს კომენტარი ნუკიმდე არ მივიდეს, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო საღამო იყო ჩემს ცხოვრებაში
დეამ, ჯერ მოგუდული სიცილით გადააქნია თავი, ხოლო მერე კი, მორიგი კითხვაც გააჟღერა:
-მთელი დრო თავის ფოლოვერებზე და სთორებზე გელაპარაკებოდა, არა?
-ჰმმ, რახან პირველივე ცდაზე გამოიცანი, ესე იგი კარგად იცნობ, თანაც საკმაოდ
-ნუკი ასეთია, ვერაფერს გააწყობ -მხრების აჩეჩვა მოაყოლა ამ სიტყვებს -თუმცა პოზიტიური გოგოა და ყველას ძალიან გვიყვარს, ამიტომ, თუ მასთან რამე სერიოზულს არ აპირებ, გულს ნუ ატკენ
-მესმის შენი ქალური სოლიდარობის, თუმცა მის გამოყენებას არც თავად ვაპირებდი -იმხელა გულწრფელობით თქვა რობიმ, მის სიტყვებში ეჭვის შეტანაც კი დანაშაულის ტოლფასი იყო -უკეთ ხარ?
-შედარებით . . . თუმცა ჯერ კიდევ მეხვევა თავბრუ
-ისე, მუსიკის ხმა ცოტათი აქამდეც აღწევს და ხომ არ გვეცეკვა? -მოულოდნელი წინადადებით გამოვიდა ჯაფარიძე, რითაც აშკარად გააკვირვა გოგონა
-ეს საიდან მოგაფიქრდა? -ჰკითხა დაბნეულმა, მაგრამ უარიც არ უთქვამს
-ალბათ, მშვიდი გარემო მოქმედებს . . . აბა, დამდებთ პატივს? -გალანტური ჟესტით გაუწოდა ხელი ბიჭმა და როგორც კი დეამ ღიმილით, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეაგება თავისი მარჯვენა, გოგონა თავისთან ძალიან ახლოს მიიზიდა. დარბაზიდან, ნაზად იღვრებოდა Ed Sheeran-ის "Photograf"-ის ჰანგები. აივანზე, მათ გარდა არავინ იყო და არც ეზოში იგრძნობოდა სულიერის ჭაჭანება, თუკი ბუჩქებთან ანცად მორბენალ ჭრელ კატებს არ მივიღებდით მხედველობაში.
-რობი
-გისმენ
-საოცრად შეგცვალეს წლებმა, იცი?
-ჰოო? მაინც რა მხრივ? -დაინტერესდა ბიჭი, თან ოდნავ დაიხარა და გოგონას თავს ჩამოეყრდნო ნიკაპით
-რავიცი, ადრე ნამდვილად არ იყავი ისეთი ჰოლივუდური, რომ ყოველი ფეხის გადადგმაზე თითო ქალი დაგეშტერებინა -სიცილი მოჰგვარა საკუთარმა სიტყვებმა -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ჩემი თანამშრომლები შენზე რამხელა ნერწყვებს ყლაპავენ?
-ზუსტად ისეთს, როგორსაც შენ ყლაპავ ხოლმე თემოზე?
-რა მწარე ენა გაქვს! -მკლავზე ჩქმეტით დააჯილდოვა მეგობარი ამ სიტყვების გამო, თუმცა მეორე წამს, განწყობა რადიკალურად ეცვალა, რობის გულს თავი ჩამოადო და ოდნავ შეეხო ყელზე, ტუჩებით -აღარასდროს წახვიდე ჩემგან, თორემ სხვა დროს პატიებას მართლა ვეღარ ეღირსები, რობინზონ!
ბიჭმა ცეკვა შეწყვიტა და გოგონას სხეულიც მოიშორა ოდნავ, რათა თვალებში ჩაეხედა.
-რაო, რა თქვი? -ჰკითხა ტუჩის კუთხეში სულ ოდნავ შეპარული ღიმილით -მომესმა თუ გპატიობო ასე მითხარი?
-არა, არ მოგესმა, მართლა ეგრე ვთქვი -მერე ლოყაზე ორი თითით უჩქმიტა და დაამატა -ესეც შენი სიურპრიზი დღის ბოლოს
-უნდა ვაღიარო, ერთ-ერთი საუკეთესო სიურპრიზია, რაც კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია -კვლავ სხეულზე აიკრა ჯაფარიძემ, გოგონა, გრძელი თმის კულულებზე ნაზად წაეთამაშა და ყურთან ძალიან ახლოს უჩურჩულა:- მენატრებოდი დეა. ტკივილამდე მენატრებოდი!



8 8 8 8
მზიანი, თბილი დილა იყო. ანდრო, ნუკი და ესმა, სასტუმროს ვერანდაზე შეკრებილიყვნენ, ნაბახუსევს ცივი წვენებით უმკლავდებოდნენ და ალაგალაგ წამოიკვნესებდნენ კიდეც, საფეთქლებთან მოწოლილი თავის ტკივილისგან.
გუშინდელი ღამის შემდეგ, ბალიშიდან თავის წამოწევაც კი გასჭირვებოდათ თითოეულ მათგანს, თუმცა იმ იმედს ჩაბღაუჭებულები, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია უფრო გამოიყვანდათ მდგომარეობიდან, ვიდრე ოთახში შეკეტვა, სასაუზმოდ ქვემოთ ჩამოსულიყვნენ და ცდილობდნენ ერთი წამითაც არ ყოფილიყვნენ ჩუმად, რათა ყურადღების სხვა რამეზე გადატანის ოპერაცია წარმატებით შეესრულებინათ.
-ბაბი და ალექსი, წუხანდელს მერე არავის შეგხვედრიათ, არა? -კიტრის კუბებად დაჭრილი ნაჭერი პირისკენ გაიქანა ესმამ და კოლეგებს სათითაოდ გადაავლო კითხვის ნიშნებით გატენილი მზერა. სკანდალური წყვილი, გუშინდელი გრანდიოზული მომენტების შემდეგ თვალით აღარავის ენახა და არც, რამე სიახლე ისმოდა მათგან. საკუთარ ნომრებშიც კი არ გაეთიათ წინა ღამე და სატელეფონო ზარების პასუხითაც ნაკლებად იწუხებდნენ თავს, რატომღაც
-მე რა ვიცი, მგონი მიწამ ჩაყლაპა ორივე -მხრების აჩეჩვით მოსვა ნუკიმ თავისი ანანასის წვენი
-ეჰ, ხალხო, დავრჩით ბუღალტერისა და აქსესუარების დიზაინერის გარეშე. მიდით, რომელიმემ სესილიას გადაურეკეთ, ვაკანსიები განათავსოს ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე -სიცილით გადააქნია თავი ანდრომ, თუმცა საფეთქლებში კვლავ საშინელი ტკივილი იგრძნო და სახე წამებში მოეჭმუხნა -აუუ, ნეტა დღეს გადამარჩინა და მომავალ წლამდე წვეთსაც აღარ დავლევ
-ჰო მართლა, რობი სად არის, ანდრო? -ის კითხვა დასვა ნუკიმ, რაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში უტრიალებდა გონებაში -სასაუზმოდ არ ჩამოვა?
-წარმოდგენა არ მაქვს. მე რომ ავდექი ჯერ კიდევ შუა ძილში იყო. ალბათ, მაგასაც დეას მსგავსად გვიანობამდე უყვარს ძილი
-ისე, ძალიან გვანან ერთმანეთს -კოლეგების საუბარს ესმაც შეუერთდა -არც მიკვირს ამდენად ახლო მეგობრები რომ არიან
-მე კი მგონია, რომ ძალიან რთულია დეასნაირ გოგოში მხოლოდ მეგობარს ხედავდე -ადვილი შესამჩნევი იყო ეჭვიანი ტონი ნუკის ხმაში -შენ რას იტყვი ანდრო?
ბიჭმა თავი გადააქნია, მერე კი, ოდნავ ღიმილიანი სახით გასცა პასუხი:
-ეჭვიანობა გალაპარაკებს, ჩემო ნუკიკო -თმა აუჩეჩა ამის თქმისას -მაგრამ არა მგონია საქმე ცუდად იყოს. ვფიქრობ, საერთოდ არ აინტერესებს იმ ორს ერთმანეთი ისე, როგორც შენ ფიქრობ
-ჰოო, იმედია -უკმაყოფილოდ ატრიალებდა ხელში ჩანგალს და თეფშზე დადებულ საჭმელს აწვალებდა გოგონა -მართლა ძალიან მომწონს ეგ ტიპი. როგორც კი დავინახე, მაშინვე ჩემი სურვილების სიაში შევიტანე. დიდი ხანია ასე აღარავინ დავუინტერესებივარ -გამოტყდა სევდიანად და მეტად ირონიული მზერაც დაიმსახურა ესმას მხრიდან
-ეგრე მოგიხდება! -აღნიშნა მან მწარედ -ჯეირანში რომ მომიგე და ბიჭი ამახიე ხომ კარგი იყო? ახლა იჯექი და იმტვრიე თავი, ხდება მასსა და დეას შორის რამე, თუ არა
ანდრო, მთელი ამ ხნის მანძილზე სიტყვასაც არ ძრავდა ზედმეტად, თანამშრომლების რობისადმი დამოკიდებულებაზე, თუმცა როგორც ჩანდა, ეს მისთვისაც ბოლო წვეთი აღმოჩნდა და გოგონების დიალოგის მოსმენამ, ცოტათი გააბრაზა.
-ხალხო, სულ გამოშტერდით თქვენ?! -ოდნავ აწეული ხმის ტემბრით გადახედა ორთავეს -რას დაერიეთ ამ ბიჭს მტაცებელი ცხოველებივით? ან უხერხულში რატომ აგდებთ ადამიანს? ვერ ამჩნევთ, რომ მხოლოდ დეას გამო ცდილობს თავაზიანად უპასუხოს თქვენს ავარდნილ რეპლიკებს?
ესმამ უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა და წიწვისფერი თვალებიც დახარა, რადგან თავის გასამართლებელი ვერაფერი იპოვა, აი ნუკიმ კიდევ, სიჩუმის შენარჩუნება ვერ შეძლო და ანდროსთან შეწინააღმდეგების გზას დაადგა:
-ძალიან მაინტერესებს, ავარდნილი რეპლიკები რატომ მაქვს? -იკითხა მან აშკარა ბრაზით -სხვა შტერი გოგოებივით რომ უსასრულოდ არ ვზივარ და ველოდები, როდის მომაქცევს სასურველი ბიჭი ყურადღებას? იმის გამო ვარ ცუდი, რომ თავად ვიჩენ ინიციატივას?
-ინიციატივა მაშინაა მამაკაცისთვის სასიამოვნო, თუკი თავადაც გრძნობს იმ კონკრეტული ქალისადმი რაღაცას -არასდროს ყოფილა ანდრო ისეთი სერიოზული, როგორც აღნიშნულ მომენტში -ახლა კი მაინტერესებს, თქვენ ორიდან რომელმა შეატყვეთ მაგ ადამიანს სიმპათიები?
-ესმა უკვე თამაშგარეთაა, მე კი, ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას -ისე განაცხადა ნუკიმ, თითქოს რამე გრანდიოზული მიზნის მისაღწევად აპირებს ძალების მოკრებასო -თუკი ახლა დიდად არ ვაინტერესებ, მომავალში შეეჩვევა თავის ცხოვრებაში ჩემს არსებობას და მერე უკვე ყველაფერი შეიცვლება
ნუკის სიტყვებს, ხელის უიმედოდ ჩაქნება მოჰყვა ანდროს მხრიდან. ბიჭს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად აგრძნობინებდა შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო და ამან, ცოტა არ იყოს გაანაწყენა გოგონა. მიუხედავად ამისა, კამათი აღარ გაუგრძელებია. ყველაფერს არჩია ისევ თავის სალათს მიბრუნებოდა და აიღო კიდეც ხელში ჩანგალი, რომ სწორედ იმ მომენტში, რობიმ და დეამ ერთობლივად გადმოაბიჯეს ვერანდაზე შემოსასვლელ ზღურბლს.
ნუკის, ოდნავი ღიმილი მოადგა ბაგეებზე, თუმცა სცადა ეს უკანასკნელი პროფესიონალურად შეენიღბა და სპეციალურად დაყენებული სერიოზული გამომეტყველებით დაუხვდა ბიჭს.
-დილა მშვიდობის -თითქმის ერთდროულად თქვეს ორთავემ, როგორც კი მაგიდას მიუახლოვდნენ და ხის ლამაზად მოწნულ სკამებზე, გვერდიგვერდაც დაიკავეს ადგილები
-გულითადი სალამი ჩემგან, გვიან გაღვიძებულთა პატივცემულ საზოგადოებას -მუჭზე, მუჭი მიარტყა ანდრომ რობის, მერე კი დეას გადახედა, კმაყოფილი სახით -რაქენი დეაკო, დათვალე წუხელ მეზობლები თუ ამჯერად გადაგირჩნენ?
-აუ, გუშინ ისე ვიყავი, ათამდე თვლაც კი დავიწყებული მქონდა, ასე, რომ . . . -მერე, სიტყვა შუა გზაში გაწყვიტა, კიდევ ერთხელ მოავლო მზერა კოლეგებს და იკითხა -ჰო მართლა, ბაბი და ალექსი ისევ არ გამოჩენილან? წუხელ, ნომერშიც კი არ გაუთევია ღამე ბაბის
-ეჰ, დეა, დილიდან ჩვენც მაგათ ამბავს ვიძიებთ, მაგრამ გამოძიება წინ ვერ მიგვყავს -ხელოვნური მწუხარებით ჩაიქნია ხელი ანდრომ. ამ დროს, კიდევ ერთხელ შემოუტია აუტანელმა თავის ტკივილმა -აუ ჩემი, გავაფრენ რა! რით ვეღარ გამიარა ამ პახმელიამ?! ბოლო-ბოლო პახმელიაა თუ სეზონური ვირუსი?
-მგონი, მხოლოდ მე და რობის არ დაგვილევია გასულ ღამით -ოდნავი ღიმილით, თანაც თავმომწონედ აღნიშნა ნუკიმ, მერე კი, თვალებშიც შეხედა ბიჭს -საუზმობას არ აპირებ? წვენის დამატება მინდოდა და შენთვისაც მივცემდი შეკვეთას
-დიდი მადლობა ნუკი, მაგრამ აშკარად ჯობია მე მოგემსახუროთ. დეა, შენ რას აიღებ? -მაშინვე გვერდით მჯდომს შეეკითხა ბიჭი, რაზეც საკმაოდ მალევე მიიღო პასუხი:
-ალუბლის წვენს დავლევდი, ჯერჯერობით მეტი არაფერი მინდა
-კარგი . . . ნუკი, ანდრო და ესმა თქვენ?
-მე არაფერი მინდა, არ შეწუხდე -თვალებით საკუთარი თეფშისკენ ანიშნა ესმამ, იმის ნიშნად, რომ უკვე დანაყრებული იყო და მეტად აღარაფერი სურდა. ანდრომაც იგივე გაიმეორა, ხოლო ნუკიმ, თავისი ჭიქა გამოცალა და როგორც კი ეს უკანასკნელი გვერდზე გადადო, განაცხადა:
-ჰმმ, ჩემთვის ისევ ანანასის წვენი წამოიღე, მეორე ჭიქასაც სიამოვნებით დავლევდი
მაგიდასთან შეკრებილთ, ბიჭმა მდუმარედ, თანხმობის გამომხატველად დაუქნია თავი. აქედან სულ მალე, თავის მობილურსაც დასწვდა და სკამიდანაც წამოდგა, შეკვეთის მისაცემად. მართალია, თავად არ დაუნახავს ის მზერა, რომლითაც ნუკიმ გააცილა ვერანდიდან გასასვლელი კარისკენ მიმავალი, თუმცა დეას, ეს ყველაფერი ნამდვილად არ დარჩენია ყურადღების მიღმა და კიდევ ერთხელ შეეცოდა კოლეგა, რადგან თითქმის დარწმუნებული იყო, მისგან და ჯაფარიძისგან წყვილის შედგომის შანსების არარსებობაში.
რობი, მალევე დაბრუნდა უკან ორი წვენის ჭიქით ხელში, რომელთაგან ერთი ნუკის დაუდგა წინ, ხოლო მეორე, დეას. ვერანდაზე განთავსებულ მაგიდებთან მსხდომი ხალხი ნელ-ნელა კლებულობდა და შედარებითი სიწყნარეც ისადგურებდა ირგვლივ.
-შენთვის რა შეუკვეთე? -როგორც კი კვლავ გვერდით მიუჯდა, მაშინვე კითხვით მიმართა დეამ მეგობარს, თან სულ ოდნავ მოსვა თავისი ჭიქიდან ცივი სითხე
-ჯერჯერობით არაფერი
-და რას ელოდები?
რატომღაც პასუხი არ დაუბრუნებია ბიჭს. ამის მაგივრად, მობილური მოიმარჯვა და სენსორზე რაღაცის აკრებას მოჰყვა. დეა მხოლოდ მაშინ ჩაწვდა სიტუაციის მთელ არსს, როცა, შორტის ჯიბეში ჩადებულმა ტელეფონმა, შეტყობინების მოსვლა აუწყა და განათებულ ეკრანზე სახელი "რობინზონი" ამოიკითხა.
"ჰამბურგერები კიდევ გიყვარს?" -სწერდა ბიჭი
გოგონას ღიმილი გადაეკრა მარწყვისფერ ტუჩებზე, მოწყობილობის ხმას ბოლომდე ჩაუწია და კოლეგებისგან შეუმჩნევლად აკრიბა საპასუხო ტექსტი.
"მიყვარს, მერე?"
"ჰოდა თუ ასეა, ერთი კარგი ადგილი ვიცი. ადექი, წასასვლელად რამე მოიმიზეზე და ცოტა ხანში მეც გამოგყვები უკან."
"ანუ რა გამოდის, ვიპარებით?" -სიცილის სმაილების უხვი ნაკადი დაურთო შეტყობინებას, თან, გონების მეორე ნახევრით, უკვე იმაზე დაიწყო ფიქრი, რა მიზეზი მოეფიქრებინა დანარჩენებისგან ზრდილობიანად წასასვლელად
"ჩემთან ერთად გაპარვის გამოცდილება, ძალიან დიდი გაქვს, არც ახლა გაგიჭირდება."
"ეგ ბოლო გაკვეთილიდან გაპარვა იყო, რობონზონ!"
"ჰამბურგერები პარასკევა! კარგად დაფიქრდი!"
"რად მინდა ფიქრი, უარი კი არ მითქვამს? რა თქმა უნდა, მოვდივარ!" -სწრაფად მისწერა გოგონამ, ტელეფონი კვლავ უწინდელ ადგილას -შორტის მარცხენა ჯიბეში ჩაიბრუნა და გვერდით მჯდომ ჯაფარიძეს, საკუთარ თავში ასი პროცენტით დარწმუნებული ადამიანის მზერით მიანიშნა ყველაფერს ახლავე მოვაგვარებო...
დეას ამოდენა თავდაჯერება ცრუ ნამდვილად არ აღმოჩნდა. სულ რაღაც ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, მეგობრები, მართლაც სრულიად მარტონი ისხდნენ, აბსოლუტურად სხვა დაწესებულებაში და საყვარელ ჰამბურგერებთან ერთად, კოკა-კოლას ჟეშტის ქილებიც ედგათ მენთოლისფერ მაგიდაზე.
ბურგერის სახლი "Fried Bacon", რომელიც რობისა და დეას აერჩიათ სასაუზმოდ, არც ისე ხალხმრავალ, თუმცა საკმაოდ მყუდრო და ლამაზ ადგილას მდებარეობდა. დარბაზის ინტერიერი, ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი, ხოლო დაწესებულების დიდი, მრგვალი, დაბურული ეფექტის მქონე ფანჯრები, ვინტაჟური სიმყუდროვის ელფერს ქმნიდნენ ირგვლივ.
-თამამად უნდა ვაღიარო, რომ ადგილების არჩევა მართლა არასდროს გეშლებოდა რობინზონ -ჯერ კიდევ ბაგეებზე გადაკრული კმაყოფილების ღიმილით ათვალიერებდა იქაურობას დეა. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის უყვარდა ახალი, სასიამოვნო ადგილების აღმოჩენა. თბილისში, ერთი ნაქები დაწესებულებაც კი არ ჰქონდა დატოვებული, სადაც ნამყოფი არ გახლდათ და მათი მენიუდან რამე მაინც არ ჰქონდა გასინჯული.
-ბარემ იმაშიც გამოტყდი, რომ ჩემზე უკეთ მართლაც არავინ იცის სად ღირს შენი საჭმელად წამოყვანა -მარჯვენა თვალი ნიშნის მოგებით ჩაუკრა, თან წინ დადებულ ჰამბურგერს, ცოტაოდენი კეჩუბი დაუმატა რობიმ
-სანამ თავს ქებას განაგრძობ, მანამ გეტყვი, ამ ხორცს ცოტათი შეწვა აკლია -პირგამოტენილმა, ძლივს ამოთქვა ეს სიტყვები და ჯაფარიძის მადის დროებითი გაქრობის მიზეზიც გახდა რატომღაც
-აუ, ოღონდ ახლა არ თქვა, მენეჯერს უნდა დავუძახო და დაწესებულებას ვუჩივლოო და რასაც გინდა იმას შეგისრულებ -მავედრებელი, ოდნავ სიცილნარევი ხმით გადააჭდო ბიჭმა თითები ერთმანეთს
-კარგი რა, ეგეთი პრეტენზიულიც არ ვარ, უბრალოდ იმ მზარეულმა მართლა დამაგლიჯა ნერვები -მიხვდა, რომ ათი წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე უნამიოკებდა რობი, როდესაც, სკოლის ბუფეტის მცხობელი, ლობიანში ნაპოვნი თმის ღერის გამო ლამის ტრუბაში გააძვრინა -აბა როგორ შეიძლება მთელი სკოლის ბავშვებისთვის ისე ამზადებდეს საჭმელს, რომ თავზე მზარეულის ქუდიც არ ეხუროს და ლამაზად გაშლილ თმებს აფრიალებდეს აქეთ-იქით? ჩემი აზრით, ძალიან სამართლიანადაც ვუთხარი ყველაფერი!
-ისე, შენი საყვედურის მერე, მართლა აღარ დამინახავს იმ ქუდის გარეშე -ჩაფიქრებით აღნიშნა რობიმ, თან სკამის საზურგეს მიყრდნობილმა, ტელეფონზე შემოსული SMS გახსნა და არც თუ ისე კმაყოფილი დარჩა ტექსტის ამოკითხვის შემდეგ. ეს ფაქტი, დეას დაკვირვებულ თვალებსაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი
-რამე ცუდი მოხდა? -ჰკითხა ოდნავ ანერვიულებული ტონით, თუმცა გულზე მაშინვე დილის გრილი ნიავივით მოედო სიმშვიდე, როგორც კი ბიჭმა უარყოფის ნიშნად გადააქნია თავი
-არა, არაფერი -კვლავ უწინდებურად ჩააბნელა მობილურის ეკრანი, რის შემდეგაც ორივე მკლავით ჩამოეყრდნო მაგიდის ზედაპირს -უბრალოდ, შენი თანამშრომელიც მიემატა ჩემს სადარდებელთა სიას
-აჰა, ანუ ნუკიმ მოგწერა ცოტა ხნის წინ -ჭამა ცოტა ხნით გვერდზე გადადო, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ამბავს დეტალურად ჩასძიებოდა
-გამოიცანი . . . აინტერესებს სად არის მისი შოკოლადის სიროფი, ანუ მე
-რაო, რაო? ანუ ახლა უკვე ეგრე მოგმართავს? -რამდენი არ ეცადა, მაგრამ სიცილის შეკავება მაინც ვერაფრით მოახერხა გოგონამ და ხმის გადასაფარად ორივე ხელი აიფარა პირზე
-აუ ეხლა დაცინვებს არ ვიყოთ!
-არა პატარავ, რატომ უნდა დაგცინო? მშვენიერი შოკოლადის სიროფივით ბიჭი ხარ
-კარგი, დეა, მართლა გეყოფა! -საუბრისას მკაცრი ტონი ჰქონდა მაგრამ, გულის სიღრმეში, თავადაც გულიანად ეცინებოდა ბიჭს
-მოკლედ, გამძლეობას გისურვებ რა, მეტს ვერაფერს გეტყვი -მერე დასერიოზულდა, ღრმად ჩაფიქრებული სახე მიიღო და რამდენიმე წამის შემდეგ, მორიგი კითხვაც დასვა:-ისე, გუშინდელი პაემნის ბოლოს რატომ არ უთხარი, ჩვენს შორის არაფერი გამოვაო? ასე საქმესაც გაიმარტივებდი და შოკოლადის სიროფსაც სხვას დაუძახებდნენ, შენს მაგივრად
ბიჭმა ღრმად ამოიხვნეშა. მოცემულ მომენტში, წარბებს შორის ის ორი ღარი გაუჩნდა, რაღაცით უკმაყოფილების დროს რომ მუდამ უჩნდებოდა ხოლმე.
-მაგის ახსნაც ვცადე -თქვა სივრცეში ერთ კონკრეტულ წერტილს მიშტერებულმა -ვუთხარი ჯერ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვგეგმავ-მეთქი, მაგრამ მითხრა უფლება მომეცი შენს ცხოვრებაში მაინც ვიყო და დანარჩენი თავისთავად მოვა, თუკი სურვილი გექნებაო -ოდნავი ღიმილი მოადგა ბოლო სიტყვებზე -რაღაცნაირად ისე ჩამომიყალიბა, უარის თქმა ნებისმიერს გაუტყდებოდა ჩემს ადგილას, ჰოდა ვერც მე ვუთხარი
-აჰაა, აშკარად რთული სიტუაციაა -ნიკაპის ზელვის პარალელურად გასცა დეამ პასუხი. სახეზე ეტყობოდა, კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ზუსტად იმ დროს, მისმა მობილურმაც გამოსცა შეტყობინების მოსვლის ხმა და გოგონას მთელი ყურადღებაც, სწორედ იქითკენ წარიმართა.
ეკრანზე, სახელი ბაბის ამოკითხვას დეაში გაკვირვება ნამდვილად არ გამოუწვევია. პირიქით, მოეშვა კიდეც გულზე, რადგან გუშინდელს მერე, კოლეგაზე აღარაფერი სმენოდა, მაგრამ როგორც კი მონაწერი ტექსტი ამოიკითხა, გაოცებამ მის ორივე თვალში დაიდო ბინა და მობილური ლამის ხელიდანაც კი გადაუვარდა.
-ახლა გავგიჟდები!
-რამე მოხდა? -დეას შოკირებული სახის შემხედვარე, აშკარად დაინტერესდა ბიჭი
-ბაბიმ მომწერა ამ წამს
-კარგი და მერე?
-ყაზბეგში ყოფილან ის და ალექსი, თანაც ერთად -იმდენად ნელა და სვენებ-სვენებით ამბობდა ამ სიტყვებს, აშკარად მოულოდნელობის ეფექტში გახლდათ ჩარჩენილი -ამბობს, სესილიას უკვე დავურეკეთ და უფლება მოგცა ერთი კვირა ოფისში მისვლის გარეშე ვიმუშაოთო. დანარჩენებს შენ გააგებინე, რათა არ ინერვიულონო
-ვერ უარვყოფ, აშკარად საინტერესო წყვილია -კმაყოფილების ამსახველი ღიმილით მიუბრუნდა თავის ჰამბურგერს რობი, თან დასძინა -ნუ ნერვიულობ, მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და ამიერიდან ყველაფერი კარგად ექნებათ
-აუუ, ისე რომ დავუფიქრდი, მართლა რა რომანტიულია -ოცნებებში წავიდნენ დეას ზურმუხტისფერი თვალები. იმ მომენტში, თავი, ტყეში განცალკევებით მდგომ სახლში წარმოიდგინა, თემოსთან ერთად და სიამოვნებისგან, მთელ სხეულზე გააკანკალა. ნეტავ ოდესმე თუ ეღირსებოდა მსგავსი რამ? ნეტავ თუ დაესმებოდა წერტილი მის ოთხთვიან ტრაურს, რომლითაც უკვე საშინლად იყო გადაღლილი?
-კარგი, კარგი, რომანტიკოსო, მიდი დროზე დაასრულე მაგის ჭამა და სასტუმროში დავბრუნდეთ -შორეულ ფიქრებში სამოგზაუროდ წასული, მეგობრის ხმამ გადმოიყვანა რეალურ სამყაროში -საღამოს, ანდროს არჩეულ ბარში ვართ წასასვლელები და მწერს, დროზე დაბრუნდით, ჩემს გარდერობში შესაფერისი ვერაფერი ვნახე და შენიდან უნდა მათხოვო რამეო
-ოოო, ცოტა ხნით რომ კიდევ დავრჩეთ არ შეიძლება? ანდრო როგორმე მოიცდის -მაშინვე აწუწუნდა გოგონა და სულ რამდენიმე წამში მოახერხა მეგობრის თავის ჭკუაზე გადმოიყვანა
-კარგი, კარგი, დავრჩეთ, მაგრამ მიზეზი?
-მიზეზი ისაა, რომ მეორე ჰამბურგერიც მომინდა ამ წამს -ქვედა ტუჩზე მაცდურად გადაიტარა ენა დეამ. რობის გაეცინა.
-არადა, რომ გეკითხათ ხორცს შეწვა აკლდა
-ჰოდა იმედია, მეორე ბურგერის შემთხვევაში ამ მინუსსაც გამოასწორებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლა შევიტან საჩივარს დაწესებულების სახელზე -ხუმრობით დაამატა ბოლოს და მიმტანის დასაძახებლად ხელიც ასწია.


8 8 8 8
უკვე ოთხი დღე იყო გასული, რაც უქმეების კახეთში გატარების შემდეგ, კვლავ თბილისში დაბრუნდა რობი. ამ დღეების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი სიახლე დაგროვდა მის ცხოვრებაში. პირველ რიგში, სამსახური მოძებნა ქალაქის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, მთავარ არქიტექტორის პოზიციაზე, სადაც ორი კვირა მაინც უნდა ყოფილიყო გამოსაცდელი ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც, საბოლოოდ გადაწყდებოდა დატოვებდნენ თუ არა იმ კონკრეტულ თანამდებობაზე.
სიღნაღში გატარებული დღეების შემდეგ, ნუკის დანაკლისსაც არ გრძნობდა საკუთარ ცხოვრებაში. გოგონა, მართლაც საკმაოდ აქტიურად ტრიალებდა მის გარემოცვაში, ხშირად სახლშიც კი აკითხავდა, სტუმრად და კოტესაც იმდენად შეაყვარა თავი, უკვე მომავალ სარძლოდაც კი მოსწონდა კაცს, თავისი შვილისშვილისთვის.
გრძნობებზე და სიმპათიებზე, სიტყვასაც არ ძრავდა გოგონა. თავის ამგვარ დამოკიდებულებას, უბრალო მეგობრობით ნიღბავდა და სწორედ ასე ცდილობდა რობისთან დაახლოვებას. რა თქმა უნდა, ამას ბიჭიც მშვენივრად ხვდებოდა, თუმცა სანამ ნუკი ჩუმად იყო და სიმპათიებზე საუბარს გაურბოდა, თავადაც დუმილის შენარჩუნებას გზას მიუყვებოდა, რათა მისთვის არ ეწყენინებინა.
თავისუფალ დროის ყველაზე დიდ ნაწილს, დეასთან ატარებდა ხოლმე ჯაფარიძე. ერთის მხრივ, ეს მათი შეთანხმების გამოც ხდებოდა, რის მიხედვითაც, დეას, თემოსთვის უნდა ეიძულებინა თავის პრინციპებზე საბოლოო უარი ეთქვა. აღნიშნულის გამო, გოგონა რამდენჯერმე გამოჩნდა რობისთან ერთად, ანტონის სახლში მაშინ, როდესაც თემოც იქ იმყოფებოდა და საკმაოდ კარგადაც გაერთო მისი რეაქციების ცქერით. ერთხელ, ისეც კი მოხდა, რომ ლომიძემ პირდაპირაც უთხრა, ვცოფდები, როდესაც შენს გვერდით, ასე ახლოს ვხედავ სხვა მამაკაცსო. ამაზე, დეამ, შეკავებული ღიმილით მიუგო, რომ რობისთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა, თუმცა ამის თქმისას, ტონში ოდნავი ყოყმანი მაინც ჩადო, რათა მცირედი ეჭვი მაინც დაეტოვებინა ბიჭისთვის. შემდეგ, ეს ყველაფერი, ჯაფარიძესთან ერთად განიხილა, რათა მამაკაცური გადმოსახედიდან დანახული შეფასებებიც მოესმინა და მეგობრისგან გაგონილმა სიტყვებმა, უკვე ასი პროცენტით დაარწმუნა თემოს სიყვარულში.
ხუთშაბათი დღე იყო. არც თუ ისე მზიანი ამინდი. რობი, ჩვეულებრივ, ცხრის თხუთმეტი წუთისთვის გამოვიდა სადარბაზოდან, რათა ოფისში დაგვიანების გარეშე მისულიყო. სამსახურის შემდეგ, დეასთან ერთად აპირებდა წასვლას სპორტ-დარბაზში, რაზეც, უამრავი წუწუნის ფასად დაითანხმა მეგობარი და სამუშაო საათების დასრულების მერე, სწორედ მასთან აპირებდა გავლას.
ბიჭმა, მაჯაზე შემოხვეულ საათს კიდევ ერთდელ დახედა. ჯერჯერობით ნამდვილად არსად აგვიანდებოდა, ამიტომ, ნელი ნაბიჯებით გაემართა ეზოში დაყენებული თავის მანქანისკენ და ის-ის იყო გაღების ღილაკსაც დააჭირა თითი, გასაღების ასხმაზე, რომ ზუსტად მის ფეხებთან, ვიღაცამ, მოულოდნელად დაასიგნალა, ხმამაღლა. უკან, სწრაფი ტემპით შებრუნებულ რობის, ხელში არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ წითელ ჯიპში მოკალათებული ნუკი შერჩა, ვისაც ფანჯრიდან თავი ღიმილით გადმოეყო და პოზიტივით სავსე მზერით უქნევდა ბიჭს ხელს.
-ნუკი?
-ჰო, ნამდვილად მე ვარ, არ გეჩვენები
-აქ რას აკეთებ? -ყველანაირად სცადა თავადაც გაეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არ ეღიმებოდა იმ წამს
-პირველ რიგში, დილა მშვიდობის -კვლავ მხიარული ხმით გაეპასუხა გოგონა, მერე კი მანქანიდანაც გადმოვიდა და რობი გადაკოცნა. საკმაოდ დახვეწილად გამოიყურებოდა გოგონა იმ დღეს. მოკლე, ალუბლისფერ კაბაზე, ლამაზად რომ ჰქონდა გული ამოღებული, ამავე ფერის, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეეხამებინა, თმა კი, წელამდე ჰქონდა ჩამოშლილი და მსუბუქი მაკიაჟის ფონზე, ნამდვილად მიმზიდველობის ეტალონს ჰგავდა.
-გადავწყვიტე ჯერ შენ დაგტოვო და მერე თავად წავიდე სამსახურში -თავისი სტუმრობის მიზეზი სწრაფად აუხსნა გოგონამ -თან გზაში ვილაპარაკებდით კიდეც
-რატომ შეწუხდი, ჩემი მანქანითაც შემეძლო მისვლა -წამით, იქვე დაყენებული ავტომობილისკენ გაექცა თვალები, თუმცა მერე მიხვდა, რომ ოდნავ უხეშად გამოუვიდა და ღიმილით დაამატა:- კარგი, წამოდი, თორემ დავაგვიანებთ. მადლობა, რომ გამომიარე
ნუკის სახეზე მაშინვე ღიმილმა დაიდო ბინა და ლამის თავად გამოუღო ბიჭს მარჯვენა კარები, სალონში ჩასაჯდომად. აღნიშნულ მომენტში, ის მცირედი დეტალიც კი უზომო კმაყოფილებით ავსებდა გოგონას გულს, რომ რობი, მის გვერდითა სავარძელში იჯდა და შეეძლო ბიჭთან რამდენიც უნდოდა, იმდენი ესაუბრა.
-როგორ მოგწონს ახალი სამსახური? -მთავარ გზაზე გასვლა და ნუკის მხრიდან დუმილის დარღვევა ერთი იყო. გოგონა, საშუალო სიჩქარით მიდიოდა დანარჩენ ოთხბორბლიანებს შორის და საჭეზე, რიტმულად აკაკუნებდა ვერცხლისფერი ბეჭდებით გადავსებულ თითებს
-ჯერჯერობით კარგი სიტუაციაა -მოკლე პასუხის გაცემა ამჯობინა -შემდეგში ვნახოთ რა იქნება
-კარგია, მიხარია თუ მოგწონს. მუსიკა ხომ არ ჩავრთო? -მაგნიტოფონისკენ ანიშნა, რომელიღაც რადიო-ტალღაზე რომ იყო დაყენებული და იმ წამს მომდევნო დღის ამინდის პროგნოზს აცხადებდა
-შენ როგორც გინდა, მე წინააღმდეგი არ ვარ -მერე გაიაზრა, როგორ მშრალად, უემოციოდ ესაუბრებოდა გოგონას და ღიმილით დაამატა -საკმაოდ კარგად გამოიყურები დღეს
-ჰოო? თუ ასეა, დიდი მადლობა -ნაძვის ხის სათამაშოებივით გაანათეს ნუკის თაფლისფერმა თვალებმა მოცემულ მომენტში. გული დაწყვიტა ამის დანახვამ ჯაფარიძეს. ზუსტად იცოდა, დადგებოდა დღე, როდესაც მასთან სერიოზულად მოუწევდა დალაპარაკება და ეს, ყველაზე მეტად აწუხებდა. ზოგადად, ვერასდროს იტანდა ხოლმე, როცა ქალის გულისწყვეტის ან თუნდაც უბრალო, ელემენტარული წუხილის მიზეზი მაინც ხდებოდა ხოლმე, ნუკის შემთხვევაში კი, ეს გარდაუვალ მოვლენა იყო
-რობი, რაღაც მინდოდა მეთხოვა. ერთის მხრივ, ამიტომაც გამოგიარე
-მიდი, მითხარი, გისმენ
გოგონამ სიჩქარეს ოდნავ მოუმატა, თან გვერდულად გახედა ბიჭს.
-დაახლოებით ერთ თვეში დაბადების დღე მქვს -განაცხადა მან ბედნიერების გამომხატველი ღიმილით -ძალიან დიდი ხანია არ გადამიხდია, მაგრამ წელს გადავწყვიტე აღვნიშნო და მინდა, რომ შენც აუცილებლად მოხვიდე -აქ, ნუკიმ მცირედი პაუზა გააკეთა, ქვედა ტუჩზე იკვინა და ოდნავ უხერხული ტონით დაამატა: -ოღონდ, როგორც მეგობარი არა, როგორც ჩემი კავალერი
რობის შეეძლო დაეფიცა, რომ ცხოვრებაში პირველად იყო ასეთ სულელურ, კომიკურ და გაუგებარ სიტუაციაში. გოგო, ვისდამიც მცირედი ინტერესიც კი არასდროს გამოუხატავს, მოდიოდა, იუბილეზე ერთი თვით ადრე ეპატიჟებოდა და იმასაც ამატებდა, იქ ჩემი შეყვარებულის სტატუსით უნდა მოხვიდეო. არა, ნამდვილად არ გახლდათ ეს ის სიტუაცია, რომელში ყოფნასაც რობი ჯაფარიძე ოდესმე ისურვებდა, თუნდაც ისეთ მიმზიდველ და სექსუალურ გოგოსთან, როგორიც ამ წამს გვერდით ეჯდა და მოლოდინით აღსავსე მზერით უყურებდა.
-ნუკი, მისმინე -დაიწყო მან რაც შეეძლო მშვიდად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მხრივ, ბრაზსაც გრძნობდა გულის სიღრმეში, გოგონას ქარაფშუტობის გამო -შენს დაბადების დღეზე, კავალერის რანგში მხოლოდ მაშინ მოვალ, თუკი ნამდვილად გვექნება რაღაც ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც მთხოვე, ყოვლად გამორიცხულია და იმედია სწორად გამიგებ
ნუკი, რამდენიმე წამით ჩუმად იყო. შემდეგ, ღრმად ამოისუნთქა, საჭეზე თითების კაკუნი შეწყვიტა და ისე სწრაფად გამხიარულდა, თითქოს ცოტა ხნის წინ გაგონილი სიტყვები, ვიღაცამ, მძიმე საგნის თავში ჩარტყმით წაუშალა მეხსიერებიდანო.
-კარგი, როგორც გინდა -შესამჩნევად ლაღი ტონით მოუჭრა მან პასუხი -მთავარია, რომ მოსვლაზე არ მეტყვი უარს და დანარჩენი შეგიძლია დაივიწყო -მერე გამომცდელად გახედა და დამატებითი კითხვაც დაუსვა: - ხომ ნამდვილად მოხვალ, არა?
-მოსვლით, მოვალ, რა პრობლემაა -თავის დაქნევითაც დაუდასტურა რობიმ. მართალია, საერთოდ არ იწვოდა ნუკის დაბადების დღეზე აღმოჩენის სურვილით, თუმცა "არა"-ს თქმა, რაღაც მხრივ ზედმეტ უხეშობად მიიჩნია და თავი იმით ინუგეშა, რომ დეაც იქ იქნებოდა, იმ მომენტში
მთელი დარჩენილი გზა, მაგნიტოფომში აჟღერებული წყნარი მუსიკების ფონზე, ძირითადად წვრილმან თემებზე საუბრობდნენ და დროც საკმაოდ მხიარულად გაჰყავდათ, საცობებში და შუქნიშნებზე დგომის მომენტებშიც კი. ამ დროს, აღარც ნუკი ჩანდა იმდენად მომაბეზრებელი, როგორც ეს დიალოგის საწყის ეტაპზე იყო. პირიქით, მასთან საუბარი, უკვე სასიამოვნოც გამხდარიყო რობისთვის და ამ მხიარულ დიალოგში, ვერც კი გაიგო ისე მიუახლოვდა თავის სამუშაო ადგილს.
მანქანა რომ საბოლოოდ იმ შენობის წინ გაჩერდა, სადაც მისი ოფისი მდებარეობდა, ცხრის შესრულებას სულ რაღაც ათი წუთიღა უკლდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამსახურში, დათქმულ დროზე ათი წუთით ადრე მოეხერხებინა მისვლა ბიჭს.
-მადლობა რომ მომიყვანე -ღვედი გაიხსნა ამ სიტყვების პარალელურად და ოდნავ გაუღიმა საჭესთან მჯდომს -სამსახურში მისვლამდე, წინ ერთი საათი გაქვს, ამიტომ, შეგიძლია შედარებით ნელა იარო
გოგონას გაეცინა.
-აჰა, ანუ გინდა თქვა, რომ გიჟივით დამყავდა, არა? -ეჭვით დაწვრილებული თვალებით უყურებდა ჯაფარიძეს
-ეგრეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ მე რომ პოლიციელი ვყოფილიყავი, მინიმუმ ოთხი ჯარიმის ფურცელი უკვე ხელში გეჭირებოდა
-თუ ასეა, მიხარია, შენს ტანზე პოლიციელის უნი-ფორმას რომ ვერ ვხედავ -ხუმრობაში, თავადაც აჰყვა გოგონა და აქედან სულ მალე, ტელეფონიც მოიმარჯვა, რომელშიც წინა კამერა იყო ჩართული -მოდი, ჯერ სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ და მერე წადი, კარგი?
-მაინცდამაინც ფოტოგენური არ ვარ, მაგრამ რა გაეწყობა, მოდი
-კარგი რა, როგორ არ ხარ? -გაკვირვებით ჰკითხა ნუკიმ, მასთან ძალიან ახლოს მიიწია და ლოყაზე ტუჩები ნაზად შეახო -ოდნავ გაიღიმე და ვიღებ
რობიმ, სახეზე სტიკერივით გადაიკრა ნაძალადევი ღიმილი. შექმნილმა სიტუაციამ, ბავშვობის ის მომენტები გაახსენა, როდესაც კოტე, ყოველ პირველ სექტემბერს, სკოლაში წასვლის წინ, ძალით დააყენებდა ხოლმე ფოტოს გადასაღებად და აიძულებდა, მოღუშული სახე, ღიმილიანით შეეცვალა. ასეთ მომენტებში, მხოლოდ ნაყინის ან ბევრი შოკოლადის დაპირება თუ ჭრიდა, რათა საბოლოოდ, პოზიტიური სახით გამოსულიყო კადრში და არა, ისეთი მჟავე სიფათით, როგორიც დასაწყისში ჰქონდა ხოლმე.
-მორჩა, გადაღებულია! -რობის ლოყისთვის ტუჩები უკვე მოეშორებინა და კმაყოფილებით გაჟღენთილი მზერით დაჰყურებდა სურათს, ნუკი -ამას, სამახსოვროდ შევინახავ. მადლობა, რომ უარი არ მითხარი
-არაფრის ნუკი. დროებით -გადასვლის წინ, კარი გააღო ბიჭმა, თუმცა გადადგა თუ არა სალონიდან ცალი ფეხი, მაჯაში ჩავლებულმა გოგონას ხელმა დააყოვნა. ნუკი, თვალმოუშორებლად უყურებდა მის სახეს, თითქოს იქ რაღაცის ამოკითხვას ცდილობსო. მერე, ნელა, თითქმის შეუმჩნევლად გადაიხარა რობისკენ, ბიჭის ოდნავ წვერწამოზრდილ სახეს ხელი დანისლული მზერით ჩამოატარა და რამდენიმე წამიანი უხმო პაუზის შემდეგ, ძალიან ნაზად, ფრთხილად შეუერთა თავისი ტუჩები, მისას.
კოცნა მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ჯაფარიძე არც კი განძრეულა, თუმცა არც წინააღმდეგობა გაუწევია და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც გოგონა მის ტუჩებს ოდნავ მოწყდა, აკანკალებული სუნთქვის თანხლებით.
-ნუკი . . . ნუკი, შენ საოცარი ხარ, მაგრამ . . .
-ნუ დაასრულებ, ისედაც ვიცი როგორც გრძელდება ეს წინადადება -ტუჩებზე, საჩვენებელი თითის აფარებით გაეწყვეტინა სიტყვა -ერთხელ უკვე მითხარი, ჯერ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვგეგმავო, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა . . . ერთხელ მაინც უნდა გამეკეთებინა, გესმის? -გახშირებული სუნთქვით ეუბნებოდა გოგონა ამ სიტყვებს და გულიც კი ყელში ებჯინებოდა თითოეული ასო-ბგერის წარმოთქმისას
-მგონი, ორივესთვის ჯობია, წავიდე
-მაპატიე რა -თვალები სიმწრით დახუჭა ნუკიმ -მოთმინების უნარით არასდროს გამოვირჩეოდი და ვერც შენთან ვიკავებ თავს -მერე, ქვედა ტუჩზე სიმწრით იკბინა, სავარძლის საზურგეს თავი მიაყრდნო და ნაწილებად დამსხრეული ხმით ამოთქვა -მგონი, მართლა ჯობია წახვიდე, რობი
-შენი საქციელის წამითაც არ შეგრცხვეს, გესმის?
-აუ, წადი, რა. უბრალოდ წადი . . .
-წავალ, მაგრამ იცოდე, რომ ძალიან ვწუხვარ . . . დამიჯერე, რეალურად ძალიან ვწუხვარ . . .
ამ სიტყვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ, მანქანის კარის გაღების ხმა, ჭექა-ქუხილის გაელვებასავით მისწვდა ნუკის ყურთასმენას. სიცივე, თითქოს ზამთრის თოვლნარევი ქარიშხალივით მოედო გოგონას, მთელ სხეულზე და გულის ყველა ძაფიც ერთმანეთის მიყოლებით დაუწყდა, როცა ბიჭის სუნამოს სურნელი ნაკლები სიმძაფრით იგრნო თავის გარშემო არსებულ სივრცეში.
გოგონამ, უზარმაზარი ლოდებივით დამძიმებული ქუთუთოები ძლივსძლივობით განაცალკევა ერთმანეთისგან, სალონში სრულიად მარტო დარჩენილმა, საქარე მინიდან გახედა შენობისკენ მიმავალ სასურველ მამაკაცს და ცრემლებისგან დაბინდული მზერით ამოთქვა:
-შენნაირებს ასე მარტივად არ თმობენ, ჯაფარიძე . . . ჰოდა, დარწმუნებული იყავი არც მე დაგთმობ!




8 8 8 8
სპორტულ ლიფსა და ამავე ფერის, მოკლე შორტებში გამოწყობილი დეა, სარბენ ბილიკზე გატარებული ოცი წუთის შემდეგ, სრულიად დისორიენტირებული "ჩამობობღდა" ტრენაჟორიდან და რობის გვერდით, ვინც ოცდაათკილოგრამიანი გირის ზემოთ-ქვემოთ აწევით გახლდათ დაკავებული, მედიტაციის პოზაში მოთავსდა.
დარბაზში, მათ გარდა, დაახლოებით ოციოდე ადამიანი ვარჯიშობდა სხვადასხვა დატვირთვით, ხოლო მინის კედლით გამოყოფილ აერობიკის ოთახში, კიდევ ცალკე ათკაციანი გუნდი შეკრებილიყო, რომლის თითოეული წევრი სინქრონულად იმეორებდა ინსტრუქტორის აქტიურ მოძრაობებს.
-აუ მეტი მართლა აღარ შემიძლია რა, უკიდეგანოდ დავიღალე -სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა დეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წვეთი ოფლიც კი არ გამოსვლოდა კანიდან -შენ აღარ მოგბეზრდა მაგ გირების თამაში? ისედაც მშვენიერი კუნთები გაქვს, თავს რატომ იწვალებ?
-დეა, ხელს მიშლი!
-მე ხელს გიშლი, შენ კიდევ ნერვებს! -უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა გოგონამ. მერე, თვალი კიდევ ერთხელ მოატარა დიდ დარბაზს და რობიზე მიშტერებული, ქერათმიანი, ბოდი-ბილდერის აღნაგობის ქალბატონის დანახვისას, ჩუმად ჩაეცინა, რადგან კარგად იცოდა, რამდენად ნაკლებად იზიდავდა ჯაფარიძეს დაკუნთული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები
-რობინზონ, აი იმ ქერამ იცის შანსი რომ არ აქვს თუ წავიდე და მე ვუთხრა?
ბიჭს ოდნავ გაეცინა, გირა ცოტა ხნით სათავსოში დააბრუნა და ზურგზე გაწოლილმა, თავისი ბოთლიდან ცოტაოდენი წყალი მოსვა.
-როგორ ფიქრობ, აქ რისთვის წამოგიყვანე? -ჰკითხა მან მცირედი დუმილის შემდეგ, რითაც, ზუსტად ისეთი რეაქცია მიიღო მეგობრისგან, როგორსაც ელოდა.
-მოიცა, მოიცა, სტოპ -წარბები ეჭვიანად აეზიდა დეას -ანუ, გინდა თქვა, რომ მხოლოდ სატყუარას ფუნქციას ვარსულებ, რათა ის გოგო არ მოგეკაროს?
-ნუ დაგავიწყდება, რომ მეც სატყუარას ფუნქცის ვასრულებ, რათა შენი პრინცი თეიმურაზი მოგეკაროს. ხედავ, ერთმანეთს ვჭირდებით და პარტნიორები უნდა ვიყოთ
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და ჩემი წყალი მომაწოდე!
-აჰა, აიღე. ცოტას შეისვენებ და შემდეგ სხვა ტრენაჟორზე გადახვალ. ისედაც ძალიან დიდხანს გაგიგრძელდა დასვენება

გოგონას, ლამის ორი ზომით დიდი გაუხდა თვალები ამ სიტყვების მოსმენისას.სრულიად გამოფიტულს, ახლა ნებისმიერი ვარჯიშის გაკეთება ჭირივით ეზარებოდა და ფეხზე წამოდგომის სურვილითაც არ იწვოდა მაინცდამაინც.
-რაო?! -ოდნავ აწეული ხმის ტემბრით შეიცხადა მან -არანაირი სხვა ტრენაჟორი, დღეისთვის მეყო!
-რა გეყო, ოცი წუთი რომ კუს ნაბიჯებით იარე სარბენ ბილიკზე ეგ?
-მაგრამ . . .
-არანაირი მაგრამ! არასპორტული ადამიანები, სიბერეში წელში იხრებიან და თუ არ გინდა მომავალში მოსიარულე კითხვის ნიშანს დაემსგავსო, მაშინ ნუ ზარმაცობ
-ადამიანის დარწმუნება, აშკარად კარგად გამოგდის
-მე უფრო დაშინებას ვიტყოდი -თვალი ჩაუკრა რობიმ, იატაკზე ამჯერად გულდაღმა დაწვა, მას ხელის გულებით დაებჯინა და გოგონას გახედა
-მოდი, ზურგზე დამაწექი, აზიდვების დროს სიმძიმე მჭირდება
მართალია, იმ წამს ფეხის გვერდზე გაწევაც კი ეზარებოდა, თუმცა მეგობრის თხოვნა მაინც წუწუნის გარეშე შეასრულა დეამ და რობის ზურგს ისე გადააწვა, რომ მოხრილი იდაყვები, ბიჭის მკლავებზე ჰქონდა დაწყობილი, ხოლო ლოყებით, საკუთარ ხელის გულებს ეყრდნობოდა.
გოგონა ამჯერად ხმას აღარ იღებდა. არც ინძრეოდა და მდუმარედ ასრულებდა თავის "სამუშაოს". პოზა მხოლოდ მაშინ შეიცვალა, როდესაც, იქვე, შორიახლოს ჩავლილი, თინეიჯერი გოგო მათგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით გაჩერდა, თავისი მობილურით რამდენიმე ფოტო გადაუღო და დაუფარავი ღიმილით აცნობა, ძალიან ლამაზი წყვილი ხართო.
ამ პატარა ეპიზოდმა, ორივე გაამხიარულა, თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით. რამდენიმე წამის შემდეგ, რობის სახეს კვლავ სერიოზული გამომეტყველება გადაეკრა და მაშინ, როცა ჩვეულებრივ ორმოცდაათ აზიდვას მაინც აკეთებდა ხოლმე, ახლა ოცდაათის გაკეთებაც ვერ შეძლო.
-მორჩა, თავისუფალი ხარ, ცოტა უნდა დავისვენო -გახშირებული სუნთქვით უთხრა მან, თავის ზურგზე გაწოლილ დეას და როგორც კი ეს უკანასკნელი ძირს ჩამოვიდა, თავის ბოთლში ჩარჩენილ ცივ სითხეს ისე დაეწაფა, უდაბნოგამოვლილი, წყალს მონატრებული ადამიანისგან ვერავინ განასხვავებდა
-რა გჭირს დღეს? რაც აქ მოვედით, მას შემდეგ ძალიან სერიოზული ხარ და მგონი ცოტათი ნერვებიც გაქვს მოშლილი
-არაფერი, რა უნდა მჭირდეს?
-ამოღერღე რა რობინზონ, ხომ იცი მე ვერასდროს ვერაფერს გამომაპარებ? -მობეზრებით აატრიალა თვალები დეამ, თან ანიშნა, მოსასმენად მზად ვარო. მიუხედავად ამისა, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია
-ნუკისთან მქონდა ცუდი დიალოგი, ამ დილით. დანარჩენზე ლაპარაკის სურვილი არ მაქვს -შეჭმუხნილი წარბებით გადაისვა კეფაზე ხელი ბიჭმა -მიდი, ადექი. მაგაზე ლაპარაკს ჯობია, რისთვისაც აქ მოვედით ის საქმე გავაგრძელოთ
-თავადაც ხომ იცი, რომ ნუკი მაინც ყველაფერს წერტილ-მძიმით მეტყვის, არა?
-ნუკიმ რაც უნდა ის გითხრას, მე კი ახლა ენერგიის დახარჯვა მჭირდება და მეტი, არაფერი -გადაჭრით, თანაც ოდნავ კატეგორიული ტონით განაცხადა ჯაფარიძემ ეს სიტყვები და სანამ გოგონა კიდევ მოასწრებდა ხმის ამოღებას, მანამდე წამოაყენა მკლავებში ხელის ჩავლებით.
სპორტ-დარბაზში კიდევ საათ ნახევარი დაყვეს. ამ დროის განმავლობაში, დეამ მხოლოდ ოცი წუთი გაატარა ფიზიკურ აქტივობაში, ხოლო დარჩენილი დრო ან უხმოდ ისვენებდა, ან რობის უთვლიდა თითოეულ ტრენაჟორთან გატარებულ წუთებსა თუ წამებს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "მალე წავიდეთ"-ის ძახილი და წუწუნი წამითაც კი არ შეუწყვეტია. ბოლოს, ჯაფარიძის მოთმინების ფიალამაც ვეღარ აიტანა მეგობრის დაღლილი, მჟავე სიფათის ყურება და იძულებული გახდა სპორტ-დარბაზის დატოვების თხოვნაზე დათანხმებოდა.
იქედან, პირდაპირ რობის მანქანით წავიდნენ, მისსავე სახლში, რადგან კოტე, ქუთაისში გახლდათ წასული, ნათესავის მოსანახულებლად. თანაც დეა, მეორე დღეს, სამსახურში პირველ საათამდე არ აპირებდა მისვლას, რადგან ზეგინდელი ჩვენებისთვის მოდელები უნდა აერჩიათ და მისი დასწრება მაინცდამაინც აუცილებელიც არ იყო. აღნიშნული მიზეზების გამო, გოგონამ, იმ ღამით მეგობართან გადაწყვიტა დარჩენა და გზად, აფთიაქში, კბილის ჯაგრისი და პირადი ჰიგიენის სხვა ნივთებიც შეიძინა, რადგან, მათ წამოსაღებად სახლში დაბრუნება ძალიან ეზარებოდა.
სადარბაზომდე ყოველგვარი გართულების გარეშე მივიდნენ რობი და დეა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონას, სალონიდან ფეხის პირველივე გადმოდგმის თანავე კუნთების საშინელი ტკივილი დაეწყო, ჯაფარიძეს კვლავ მისი წუწუნის მორიგი სერიის მოსმენა მოუწია.
-აუ დეა, შენ თავს ვფიცავარ მაგრად მღლი -სიცილით უთხრა როგორც კი კარი გაიღო და ლიფტში შევიდნენ -ნამდვილი ენერგოვამპირი ხარ
-შენ რა, კუნთების ტკივილი ასეთი ადვილი ასატანი გგონია?
-მე ის მგონია, რომ შენი იქ წაყვანა იყო უდიდესი შეცდომა
-თავადაც გითხარი არასპორტული ადამიანი ვარ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერე -ნიშნის მოგებით უყურებდა გოგონა, ისე, თითქოს რომელიღაც მსოფლიო ჩემპიონატში დაემარცხებინა მეგობარი და ოქროს მედალიც წაერთმია მისთვის
ლიფტის ციფერფლატზე, რობის სართულის აღმნიშვნელი ციფრი აინთო და ორფრთიანი კარიც სრიალით გაიხსნა მათ წინ. ბიჭმა, პირველად დეა გაატარა, ხოლო შემდეგ თავადაც მიჰყვა უკან და გასაღების ასხმაც ამოაძვრინა ჯიბიდან.
-აუ რობი ვარჯიშის მერე მაგრად მომშივდა -როგორც კი მუხისფერი კარის წინ გაჩერდნენ, ისევ ალაპარაკდა დეა
-დამშვიდდი, ყველიან სოკოს მოგიმზადებ, ჩემი რეცეპტით
-სერიოზულად? -თვალები გაუნათდა სოკოს ხსენებაზე
-ჰო, სერიოზულად
-მაგარია! მერე, რობოტა და რობოტუნებსაც ვუყუროთ, კარგი? -ზღურბლს გადააბიჯა და ღიმილით მოათვალიერა ის ბინა, სადაც უკვე სამი კვირა მაინც იყო აღარ შეეხედა და აღარც საყვარელი კოტე ბაბუა ენახა
-რობოტა და რობოტუნები? -გულიანად გაეცინა ბიჭს -დეა, მგონი ვარჯიშისას ოდნავ მკვეთრი მოძრაობა გააკეთე და შენი წლოვანება დაგავიწყდა
-არაფერიც არ დამვიწყებია! უბრალოდ ვთვლი, რომ მულტფილმები ადამიანს ნებისმიერ ასაკში უნდა უყვარდეს და თუ არ გინდა ვეზუვივით ამოვიფრქვე, შენი სიცილის ხმა აღარ გავიგონო!
-კარგი, კარგი, ჩუმად ვარ -შემოსასვლელი კარი სწრაფად მიხურა რობიმ, გასაღები იქვე, კომოდზე მიაგდო და მთელი ძალით შეებრძოლა ტუჩებზე მომდგარ ღიმილს, რომელსაც დეას ბავშვური ხასიათი იწვევდა მასში.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

აუ როგორ გამახარეე ამ ახალი თავით : )) დეა და რობი აი ორივე მომწონს სასწაულად , ნუკი ძაან შემეცოდა ერთ მომენტში მაგრამ რა ვქნა ძაან არ მომწონს რობიზონისთვის, პარასკევობას ვერ ქაჩავს და იმედი მაქვს ვერც გაქაჩავს. ბაბი და ალექსის წყნარი წყვილი მომწონს რო გააგიჟე და გამოაფხიზლე ცოტა : ))

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

აუ ესენი ვერ ზვდენიან ერთმანეთი რომ უყვართ თუ ისე ჩაკეტეს სკივრში საიდუმლოდ დაავიწყდათ. ალექსის და ბაბის წყვილი მომწონს ძალიან. ნეტა რა მოხდება რომ ესენი გამოაფხიზლოს?. მაგარიაა. წარმატებწბიიიი

 


№3 სტუმარი მარი ❤

მიყვარს ასეთ სურპრიზს, რომ გვიკეთებ ხოლმე და ადრე ტვირთავ❤???? ძალიან მომეწონა ბაბის და ალექსის ცოტა გაგიჟება, ზედმეტად წყნარი წყვილია????❤დეას და რობის ურთიერთობაზე უბრალოდ ვგიჟდები ძალიან საყვარელია ორივე❤რაც შეეხება ნუკის მეცოდება თუ არა უკვე ვეღარ ვხვდები????უბრალოდ ძალიან არა სასიამოვნოა ასეთი ქცევები როგორც ქალისგან,ასევე კაცისგანაც და ისეთ ემოციას იწვევს ჩემში, რომ სურვილი მიჩნდება კითხვისას რომ რამე ჩავარტყა????

ძალიან მომწონს ეს ისტორია და მინდა გითხრა რომ არ მეყო❤❤❤ სრულად წაკითხვა მინდა,მაგრამ იქამდე თუ ვერ წავიკითხე იმაზეც გული გამისკდება????????❤

 


№4 სტუმარი ეკა

ძალიან ძალიან მომწონს,საინტერესოდ მიმდინარეობს.ველოდები ახალს❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან მომწონს რობის და დეას წყვილი,ველოდები როდის გაგიჟდებიან ეჭვიანობით და მიხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ

 


№6 სტუმარი სტუმარი lika

ახალ თავს როდის დადებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent