შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (1 თავი )


27-03-2021, 19:50
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 2 841

შავ-თეთრი გრძნობების ომი
( 1 თავი )

მძიმე, აკანკალებული ნაბიჯებით მიუახლოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის კარს. ერთხანს შეჩერდა. დაფიქრდა, ღირდა თუ არა შესვლა. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა. მერე ისევ შეჩერდა. - ეს უკანასკნელია, რასაც მისთვის ვაკეთებ-, გულში გაიფიქრა, მაგრამ უფრო ტკივილიან კვნესას გავდა ვიდრე გაფიქრებას. როგორ შეიძლება საკუთარ სისხლზე და ხორცზე უკანასკნელი გვერდით დგომა დასაფიქრებლად გექცეს ადამიანს?! მაგრამ რას იზამ, როდესაც გვერდით დგომას კი არა, ამაზე ფიქრსაც კი არ იმსახურებს... მაგრამ სხვანაირად, რომ არ შეგიძლია?! მიუხედავად ყველაფრისა მაინც, რომ გტკივა მისი გასაჭირი?! გასაჭირი, რომელიც თავად მიზანმიმართულად მოუმზადა და შეუქმნა საკუთარ თავს და ამ შექმნას თავის ბედნიერ წლებთან ერთად ოჯახისიც, რომ გადააყოლა?! ... არ იმსახურებდა ! სწორედაც, რომ არ იმსახურებდა, მაგრამ არიანდა ამირეჯიბი მიუხედავად ყველა, იმ გამოვლილი მძიმე წუთისა, იმ დაკარგული ბავშვობის წლებისა და ნამსხვრვრევებად ქცეული ერთ დროს ძალიან ლამაზი ოჯახისა, თავის ერთადერთ ძმას ანდრონიკე (ანდრო) ამირეჯიბს ამ მძიმე წუთებში მარტო მაინც ვერ დატოვებდა... იმიტომ, რომ ის ასეთი გახლდათ. საოცრად კეთილი, სუფთა გულის პატრონი.
- გოგონა, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ცუდად გამოიყურებით. - სანდომიანი ხმით ჰკითხა შუახნის ქალბატონმა და მხარზე შეეხო.

- არა. გმადლობთ ! მე უბრალოდ...

- მესმის შვილო, მესმის. - დარდი დაეტყო ქალს ხმაზე. თავი მაღლა ასწია, სასამართლოს შენობას თვალი მოავლო და თავისქნევით გაეცალა იქაურობას.
ხელისკანკალით გააღო კარი და შენობაში შევიდა. გრძელ დერეფანს ათთრთოლებული, დაკვირვებული მზერით ჩაუყვა სასურველ ოთახის საპოვნელად (თუ შეიძლება მას სასურველი ეწოდოს). სასამართლოს დარბაზში ხისგან ნაკეთი სკამების ბოლო რიგიში შეუმჩნევლად დაიკავა ადგილი. ნერვიულად აწვალებდა თითებს. მიუხედავად მცდელობისა დარჩენილიყო უჩინარი, მაინც შეამჩნიეს. ანდროს ადვოკატმა შენიშნა, რომელიც მსჯავრდებულს სახელმწიფომ დაუნიშნა და რომლის ნახვაც რამდენჯერმე გარდაუალობის გამო მოუხდა.დამცველმა, რომელიც გარკვეულიყო რა, საქმის ვითარებაში მადლობისა და მისალმების ნიშნად თავი დაუკრა. გოგონამ მკრთალად გაუღიმა. რამდენიმე წუთში ბრალდებულიც შემოიყვანეს. მისთვის არც შეუხედავს, მაგრამ ისედაც იგრძნო, რაოდენ განადგურებული და დაბეჩავებული იყო, ერთ დროს გოგონების გულთამპყრობელი. მამაკაცმა სევდიანი თვალებით გადახედა თავისი გულშემატკივრების მხარეს განლაგებულ სკამებს და უკანა რიგში ერთადერთ მჯდომ ადამიანს, რომ წააწყდა თითქოს შვებით ამოისუნქა. ალბათ არ ჰქონდა იმედი მისი იქ ხილვის. სახეზე სიხარულით, მადლიერებითა და უფო მეტად სევდით სავსე ღიმილმა გადაუბრინა. ეს იმდენად ემოციური იყო. ეს გრძნობები იმდენად მივიწყებული ჰქონდა, მათ მიერ გამოწვეულმა თითქმის შეუმჩნეველმა ღიმილმაც კი, სახის კუნთები აუწვა, წლების მანძილზე ქვად ქცეული გამომეტყველება ერთ წამში ნამსხვრევებად აქციაა, თავის მტვერში გაახვია და თვალებზე წყლოვანი ლიბრი გადააკრა. მჭიდროდ დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და მძიმედ დაეშვა მისთვის განკუთვნილ ადგილზე. მისი, ეს მდგომარეობა სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა, მაგრამ თითქოს ნახევარი სიცოცხლე შეალია ამ განცდებს.
- ყველანი წამოდექით, სასამართლო მობრძანდება !
გაისმა დარბაზში ხმა და არიანდაც დაპროგრამებულივით წამოიჭრა ფეხზე. როდესაც „სამართლიანობის დაცვის“ მანტიით შემოსილმა, მოსამართლის სკამი დაიკავა ყველანი დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. დაჯდა არიანდაც. შემდგომ იყო პროცესი, რომლიდანაც ნახევარი ვერ გაიგო გოგონამ.მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის განვლილი ცხოვრების კადრები დაუკითხავად უტრიალებდა თავში. -ყველაზე ბედნიერი პირველი ათი წელი. მამა- მიხეილ ამირეჯიბი, იმ დროს ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მათ გვერდით, რომ იყო. ამ პერიოდში დააგროვა ყველაზე ლამაზი მოგონებები, რომლებიც ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა და მთელი ძალით ებღაუჭებოდა მისი მეხსიერებიდან, რომ არ გამქრალიყო. შეძლო კიდეც მთელი სიცხადით შენახვა, რადგან მათი გონებაში ღრმად ჩაბეჭდვა იმ წამიდან დაიწყო, სკოლიდან დაბრუნებულს დედამ, რომ უთხრა მამა მონასტერში წავიდა და უკან აღარასდროს დაბრუნდებაო. იმ დღეს მოკვდა მისთვის მამა და ამ შეგრძნების დღემდე რცხვენია, რადგან უფლის სამსახურში ჩამდგარი ადამიანი მკვდრად მიიჩნია. იმ პატარა გონებით ვერ მიხვდა ეს რას ნიშნავდა. ან, რატომ დგამენ ადამიანები ასეთ ნაბიჯს. მან მხოლოდ ის გაიაზრა, რომ წავიდა და აღარ დაბრუნდება და მას, ამ ნაბიჯს ვერასდროს აპატიებდა... თუმცა ისიც უნდა ითქვას, ბატონ მიხეილს ეს ნაბიჯი არც აუხსნია. უბრალოდ ადგა და წავიდა.
წასვლამდე კი მიხეილისთვის ბევრი რთული წელი იყო, რომლებსაც მთელი მონდომებით არიდებდა მის სათაყვანებელ ქალიშვილს-არიანდას და მის საყვარელ მეუღლეს- დადუნა გოგოჭურს. ამ წლებს კი ამირეჯიბების ოჯახის ერთადერთი ვაჟი, ანდრო აშენებდა. ძველბიჭობას აყოლილი, ფულით გათამამებული, ნარკომანი, ხელიდან წასული „უძღები შვილი“. ცამეტი წლიდან ჯოჯოხეთად აქცია მიხეილის მშვიდი ცხოვრება. იმდენ დროს ართმევდა მისი გაფუჭებული საქმეების მოგვარება საკუთარი საქმისთვის თითქმის აღარც ეცალა. სამჯერ დაიხსნა ციხიდან და ბოლო, მკვლელობის მცდელობის ბრალდებიდან მის დახსნას ლამის თანამდებობაც გადააყოლა. ანდროს ყოყლოჩინა ხასიათი მუდმივ თავსატეხს უჩენდა ოჯახს. ასაკთან შედარებით ფიზიკური მახასიათებლელბის გამო გაცილებით უფროსად გმოიყურებოდა. ჯან-ღონიანმა, სიმპატიურმა ბიჭმა ნაადრევად და ადვილად მოახერხა „საძმოში“ თავის დამკვიდრება. ერთხანს უმკლავდებოდა მიხეილი შვილის მეამბოხე ქცევებს და ფიქრობდა კიდეც ისევ კარგისკენ შემოვაბრუნებო , მაგრამ ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულმა სადარბაზოში ნარკოტიკისგან გათიშული რომ იყოვა და ხელზეც უამრავი ნემსის კვალი დაუთვალა, მაშინ სააბოლოოდ გადაეწურა იმედი. თუმცა არც ამის შემდეგ შეუწყვიტავს მისთვის კუდში დევნა. ქვეყანა გადაატრიალა, ყველა თავისი პრივილეგიით ისარგებლა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ადამიანს ვისგანაც ანდრო ნარკოტიკს შოულობდა... ერთ დილას ვიდრე სამსახურში წავიდოდა ტელეფონზე დაურეკეს. ცოტახან ისაუბრა. მერე იარაღი აიღო და დენდარტყმულივით გავარდა სახლიდან. შუადღისხანს დაბრუნდა განადგურებული. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი აიღო, ცოლს შუბლზე აკოცა, დაუბარა:- არიდას (ასე უძახდა თავის ნებიერას) მიხედე და მაპატიეთ იმ წლებისთვის რაც უჩემოდ უნდა გაიაროთო. მაპატიეთ თქვენი დაცვა, რომ ვერ შევძელიო.- იმ დღის მერე აღარ უნახავს არიდას მამა. იცოდა სადაც იყო, მაგრამ არასდროს მისულა მასთან. იმ დღეს დამთავრდა უდარდელი ცხოვრება. პრობლემებს, რომლებსაც მიხეილი არიდებდა ოჯახს ახლა მთელი სიცხადით გადააწყდნენ. საბოლოოდ გამოაშკარავდა მისთვის საყვარელი ძმის სახეც. ანდროც საგრძნობლად შეიცვალა. ცივი, უხეში და მეტად დაუმორჩილებელი გახდა. თანდათან ეფლობოდა ჭაობში. სახლში თითქმის არასდროს მოდიოდა. ერთხანს მიხეილის დატოვებული თანხით არსებობდნენ, რომელიც ანდროსგან მალულად ჩააბარა ცოლს. იცოდა, ვაჟი ამ თანხის არსებობას თუ გაიგებდა ერთ დღეში გაანიავებდა. თანდათან შემოცილდენ მამის მეგობრები და ნათესავები. ადამიანები, რომლებიც მანამდე ფეხქვეშ ეგებოდნენ ოღონდ რაიმე სარგებელი ენახათ წარჩინებული ოჯახისგან. ეს უკანასკნელიც არ იშურებდა სიკეთეს. ყველას, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა. თითქმის ყველა დღესასწაულს მათ ოჯახში აღნიშნავდნენ და კვირა არ გავიდოდა სტუმარი არ ჰყოლოდათ. ახლა კი, რაც გაიგეს, რომ მათგან სარგებელს ვეღარ ნახავდნენ და პირიქით, შეიძლება აქეთ დასჭირვებოდათ დახმარება, ყველანი ერთიანად გაქრნენ მათი გარემოცვიდან. მიზეზად კი ანდრო, სახელდებოდა. მსგავსი რეპუტაციის ადამიანთან რა გვესაქმება პრობლემის მეტი არაფერი მოაქვსო. ასე შეატოვეს არიანდა და დადუნა მწარე რეალობას მარტო. ალბათ არცერთი თქვენგანისთვის არ იქნება ეს ფაქტი გასაკვირი. სამწუხაროდ ზუსტად ასე ხდება. მანამდე გეტრფიან სანამ სჭირდები, მაგრამ შენ რომ დაგჭირდება შეიძლება ვეღარც კი გიცნონ.
კიდევ ერთხელ მოავლო არიდამ დარბაზს თვალი და მის გვერდით აღმოჩენილმა ცარიელმა სკამებმა კიდევ ერთხელ ჩაწყვიტა გული. მარტო იყო სრულიად მარტო მთელს დედამიწაზე. უამრავი პრობლემით სავსე და სახლში დიაბეტიანი დადუნა ელოდა. დედა, რომელმაც ვეღარ გაუძლო საყვარელი ქმრისგან შორს ყოფნას, თავზეხელაღებულ შვილს, უსახსრობასა და იმაზე დარდს ერთადერთ ქალიშვილს შიმშილისაგან, რომ არ დახოცილიყვნენ ვირული შრომა უწევდა. სუსტი ქალი იყო დუდუნა და მიხეილიც, ყოველთვის ისე უვლიდა, როგორც ბავშვს. ცივ ნიავს არ აკარებდა. მუდამ დაჰფოფინებდა საყვარელ ოჯახს და სწორედ ამიტომ იყო გასაკვირი, როგორ შეძლო ასე უბრალოდ წასვლა და მათი მარტო დატოვება. ამ ფიქრებში გართულს მოსამართლის განჩინებაც შემოესმა. მსჯავრდებულს, განძრახ მკვლელობისთვის არაფხიზელ მდგომარეობაში მუხლით, თოთხმეტ წლიანი პატიმრობა შეუფარდა. კიდევ ერთხელ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი. ეს იმაზე მეტად მტკივნეული იყო ვიდრე რამდენიმე წლის წინ მუცლის არეში ანდროს მიზეზით მიღებული ჭრილობა. ვალის გადაუხდელობის გამო ვაჟის დასჯა დის საშუალებით გადაწყვიტეს. გაიტაცეს და მიყრუებულ შენობაში დააბეს. უმძიმესი წუთები გაიარა ჩვიდმეტი წლის გოგონამ. შიში, დამცირება, შეურაცხყოფა... დღის ბოლომდე იპოვნა ძმამ და მისმა მეგობრებმა. ანდრო, შენობაში, რომ შევარდა შეურაცხადს ჰგავდა. ჯერ არიდას დაეტაკა, ჩაეხუტა და მერე ისეთი ამბები დაატრიალა ომი გეგონებოდათ. ამ შეხლა-შემოხლაში შემთხვევით არიდა მუცლის ღრუში დაიჭრა და სიკვდილს ძლივს გამოაცალეს ხელიდან. კარგად ახსოვს გონზე მოსულმა ანდრო რომ დაინახა, როგორ გაეხარდა. უფალს მადლობას უხდიდა ის ცოცხალი, რომ იყო.. შეშლილი სახე ჰქონდა ბიჭს. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დას, შუბლზე რამდენჯერმე აკოცა, ბოდიში მოუხადა და სწრაფად გაეცალა. მას შემდეგ კიდევ უფრო ცივი და დისტანციური გახდა ოჯახთან. არიდასაც დღითიდღე უცივდებოდა გული მის მიმართ. მაგრამ უცივდებოდა კი? სისხლისმიერ კავშირს ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერ წაშლის ამ ქვეყნად. ვინ დათვლის კიდევ რამდენი ასეთი მძიმე წუთი იდგა მის ცხოვრებაში. ოცდაერთი წლის ასაკში იმაზე მეტი ნახა და განიცადა, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ გაიარო ადამიანმა.
დამძიმებული, თვალებამღვრეული გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან და დერეფანს გაუყვა. ცდილობდა შენობიდან ის დაუმსახურებელი ტკივილი არ გაჰყოლოდა, რასაც ძმის გამო განიცდიდა. ბოლოჯერ ნახა, ბოლოჯერ იდარდა. ამის შემდეგ თითსაც არ გაანძრევდა მის დასახმარებლად... ღრმად დაფიქრებული მიაბიჯებდა და მისი თვალები გაურკვევლად ამჩნევდა დერეფნის მაცხენა ნაწილში მდგომ ორ სილუეტს. რაღაც უცნაური განცდა დაეუფლა, მაგრამ იმდენად ბევრი დარდი ჰქონდა გულში ვერც კი გაარჩია ეს ახალი იყო თუ, ძველის გამოძახილი... ყველა ფიქრი უკუაგდო და გეზი გასასვლელისკენ აიღო. მოხდენილად მინარნარებდა, იატაკზე მზერა გაშეშებული.

- ეს გოგო ვინ არის ? - ისე ჰკითხა, იმ ორთაგან ოცდაათ წლამდე წარმოსადეგი გარეგნობის, სრულად შავით შემოსილმა მამაკაცმა გვერდით მდგომს, თითქოს უკვე იცოდა პასუხი.

- მისი დაა.

- ხოო? სამწუხაროა !

- რატომ ? - ინტერესიანი მზერა შეავლო გვერდით მდგომმა, მერე კი მათკენ მომავალ ჩაფიქრებულ არიანდას გახედა.

- მომაკვდინებლად ლამაზია. - ზედმეტად მამაკაცური ხმით უპასუხა. თვალი გააყოლა მათ წინ მიმავალ მონარნარე სიფრიფანა სხეულს და ოდნავ ზურგი აქცია. ალბათ არ უნდოდა შეემჩნია.

- მე ვიტყოდი, საბედისწეროდ ლამაზი. - ირონიული ღიმილი აღებეჭდა სახეზე მეორეს. - ასეთი ქალები...

- შენთვის არ მიკითხავს ! - უხეშად შეაწყვეტინა სიტყვა შავოსანმა.

- გასაგებია.- უხერხულად შეიშმუშნა. - რას აპირებ?

- ვისთან დაკავშირებით? - ერთ ადგილზე ჰქონდა მიყინული მზერა შავოსანს.

- ვისთან ? მე, მეგონა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ობიექტი გვყავდა მიზანში.

- იმ ერთ ობიექტს,რომელიც გვყავს მიზანში ცოტახანს ვადროვოთ. ეგონოს მხოლოდ ციხე ვაკმარეთ. - ბოროტულად გაიღიმა და თვალი ჩაუკრა გვერდით მდგომს. - მერე კი მიწასთან გავასწორებ.

- და მეორე ობიექტს, რომელიც შენ ამოიღე ამწუთას მიზანში ? - კვლავ გოგონას გახედა თანმხლებმა.

- ზედმეტ კითხვებს სვამ ! - ისევ უხეშად შეაჩერა და მანაც იქით გაიხედა, სადაც ჯერ კიდევ მუხლამდე ჭრელი კაბითა და ლურჯი მაისურით შემოსილი, ფითქინა კანითა და კუპრივით შავი თმებით შემკული, საბედისწეროდ ლამაზი გოგონას სხეული მიაბიჯებდა. - წავიდეთ ! - გასცა ბრაძანება მას შემდეგ, რაც არიდა თვალს მიეფარა და მოზომილი ნაბიჯებით გაუყვა მის განვლილ გზას. თანმხლებიც კუდში აედევნა. გარეთ გასულმა შავოსანმა ინტერესით მოათვალიერა გარემო, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. სასურველი, რომ ვერ შენიშნა ქუფრივით შეკრა შუბლი, სწრაფად გამოაღო ძვირადღირებული ავტომობილის კარი, მძღოლის სავარძელი დაიკავა, - დეტალური ინფორმაცია მჭირდება ! - კვლავ გასცადა ბრძანება და უსიტყვო თანხმობაც მიიღო. მერე კი სასწრაფოდ გაეცალა საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას.
როგორც იქნა მიაღწია თავის გაჩერებასთან. აჩქარებულად დატოვა მგზავრებით გადავსილი სამარშუტო ტაქსი და ძირს ჩამოსულმა ღრმად ჩაისუთქა თავისუფალი ჰაერი. სიცხისაგან ლამაზად შეფაკლულ ქათქათა ღაწვებზე ხელი გადაისვა და მწველი მზისგან თავის არიდების მიზნით მკვირცხლი ნაბიჯებით გაუყვა ნაცნობ ქუჩას.
- ჩემი პანდა მოსულა. - თავის უბანში შესულს მოესმა ნაცნობი ხმა და მისი მიმართულებით გაიხედა. ელექტროენერგიის ბოძს მიყრდნობილი ახალგაზრდა სიმპატიური გარეგნობის მამაკაცი, სიყვარულითა და მონატრებით სავსე ღიმილით, ხელგაშლილი ელოდა. მისი დანახვისას სახე გაუბრწყინდა გოგონას. ბზრიალასავით მოსწყდა ადგილს და ჩასახუტებლად გაიქცა. მის მკლავებში დაგულებული, ასჯერ მაინც დაატრიალა ჰაერში ბიჭმა და ლოყები დაუკონცა.

- ჩემი ალექსი, ჩემი გადარეულიი... საშინლად მომენატრე...- ბურტყუნებდა ბედნიერებისგან გოგო. - დამსვი ! თავბრუ დამეხვა. - კისკისით უთხრა.
-
- მეც მომენატრე პანდა. - მიწაზე დააბრუნა და ცხვირზე თითი წაკრა.
-
- შენ რა, ჩემი გულის ხმა გესმის?
-
- ამჯერად რა გავიგონე არიანდა? - თეატრალურად გაშალა ხელები ვაჟმა.
-
- ის, რომ ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდი.
-
- ეე, მეწყინა. მარტო ახლა გჭირდები?
-
- ნუ მაიმუნობ. ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ?!
-
- მე შენი გულის ხმა სულ მესმის ჩემო ფითქინა, მაგრამ ახლა, რომ გჭირდებოდი მაგას დიდი გამოცნობა არ უნდოდა. მაპატიე ! იქ ვერ წამოვიდოდ ხომ იცი?! შენს გამოც კი ვერ... - ნაღვლიანი ხმით უთხრა გოგონას და კიდევ ერთხელ ეამბორა შუბლზე.
-
- ვიცი ალექს. ახლა აქ, რომ ხარ ეგეც კი საკმარისზე მეტია. - გოგონაც ჩაეხუტა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.
-
- არ გავისეირნოთ ჩემო პანდა? - ხელი მოხვია მკლავზე და იქვე ახლოს მდებარე ბაღისკენ წაიყვანა.
-
- მაგ პანდა რამდენხანს უნდა მიძახო? არა კი მომწონს მაგრამ მაინც. - მისკენ აიხედა და სახე დაუმანჭა. - მოიცა, თავად გიპასუხებ, მთელი ცხოვრება. თუ რათქმაუნდა ვინმე იდიოტს არ გადავეყრები, მერე ცოლად გავყვები და უაზრო დედა...... ეჭვიანობის გამო შენ თავს არ დამაკარგვინებს. - მხიარულად ჩამოარაკრაკა მის დაბღვერილ სახეს, რომ გადაააწყდა.
-
- პირველი - შენ იდიოტს ვერ გადაეყრები, რადგან დიდი გამოცდილება გაქვს მათ გამოსაცნობად. თან მეც ხომ შენს გვერდით ვარ არა?! მეორე- შენს თავს ვერავინ დამაკარგვინებს. მესამე - ხო, ზუსტად მთელი ცხოვრება ჩემი პანდა იქნები. რა ვქნა თუ გავხარ? თოვლივით ქათქათა კანი და კუპრივით შავი თმა და თვალები ისე აჯდება ერთმანეთს მართლა პანდა ხარ აბა რა ხარ. - ყურებამდე გაკრეჭილმა ჩამოუთვალა ყველა ურყევი პუნქტი მეგობარმა.
-
- დამაჯერებლად ჟღერდა. - ხელები დანებების ნიშნად გაშალა არიდამ.
-
- მიდი, ერთი დატრიალდი ! - არიდას, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი თავის მამაკაცურ თითებში მოაქცია , მაღლა ააწევინა და წრეზე შემოატარა. - ყოველ ნახვაზე უფრო ლამაზი მხვდები. - უსაზღვრო სითბო გამოსჭვიოდა ამ სიტყვებში. - მეშინია უკვე შენმა სილამაზე ჩემი გავლენებიც, რომ შეასუსტოს და ვინმემ შეგაწუხოს. მგონი დროა, დავბრუნდე და პირად დაცვად აგეკიდო. - თითქოს გაიხუმრა, მაგრამ სიმართლის მარცვალიც იგრძნობოდა ტონში.
-
- აი, ეგ უკვე ბოროტებაა ! შენი გადამკიდე თავი მახინჯი მგონია. რომ დამინახავენ ყველა კეთროვანივით გამირბის. ასე თუ გაგრძელდა შინაბერას დამტოვებ. - თითქოს ნაწყენმა შეუბღვირა.
-
- არ მოსულა ჯერ შენი სიყვარულობანას დრო გოგო. შენი პაწაწუნა გული მაგას ვერ გაუძლებს. როცა დრო მოვა თავად მოგშორდები და იმ ღირსეულ გადავაბარებ შენს თავს.
-
- მანამდე თუ არავინ მოუშვი სად ჯანდაბაში ვიპოვ-მიპოვის ეგ ღირსეული?
-
- შენ რაღაც ცუდად ჭიკჭიკებ. რა იყო გათხოვება გინდა?
-
- სანამ გათხოვება მომინდება მანამდე უნდა შემიყვარდეს ხისთავიანო სვანო. - მჯიღი მიკრა გულზე. - ან რა ჯანდაბათ მინდა გათხოვება და კიდევ ერთი იდიოტი მამაკაცის შემოშვება ჩემს ცხოვრებაში?! ვინც მყავს არ მეყოფა? შენ, რომ არა საერთოდ კაცთა მოდგმას შევიძულებდი. - თვალები აუწყლიანდა. უფრო მეტად აიკრა გულზე ბიჭმა. ბაღის სკამზე მასთან ერთად დაჯდა.
-
- რამდენი მიუსაჯეს? - ძალიან ცდილობდა ამ თემაზე საუბრის არიდებას მაგრამ მიხვდა, რომ ახლა სწორედაც ეს საუბარი სჭირდებოდა მის პანდას. არადა ანდროს გახსენებაზეც კი სიბრაზის ტაო აყრიდა.
-
- თოთხმეტი. იცი? ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან მეტკინა. ვერასდროს ვაპატიებ რაც გამომატარა, მაგრამ ვერც გულს ვაიძულებ მასზე არ ვიდარდო.
-
- სხვაგვარად რომ ყოფილიყო ის უფრო გამიკვირდებოდა. შენ ხომ არიანდა ამირეჯიბი ხარ ! ჩემი პანდა, ჩემი ფითქინა, ჩემი არიდა. - სითბოთი აღვსილმა მიაკრო ტუჩენი თავზე. - ვიცი გტკივა, მაგრამ მისთვის იქ ყოფნა უფრო უკეთესია არიდა. უფრო უსაფრთხოდ იქნება. იქნებ ამ წლებმა გონზე მოიყვანოს და იმ საზიზღრობას გადაეჩვიოს.
-
- შეიძლება. ალექს იქ ვერ იშოვის? - იმედიანი მზრეით ახედა ბიჭს.
-
- ვერ მოგატყუებ. რათქმაუნდა იქაც შეიძლება შოვნა, მაგარმ არამგონია იქ მაგდენი ფულის შოვნა მოახერხოს.
-
- როგორ გაინადგურა ცხოვრება. ახლაგაზრდობის წლები ქუჩას და წამალს შესწირა ახლა კი ... - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.- ორმოცდაოთხი წლის გამოვა ციხიდან. თითქმის ნახევარ საუკუნეს ისე გალევს არაფერი იქნება მისი ცხოვრება ერთი დიდი შეცდომის გარდა.
-
- სამაგიეროდ ახლა უფრო „კაი ბიჭია“.- ირონიული ხმით დაასკვნა ალექსმა.
-
- მერე? მერე ეგ რაიმე ღირებული სტატუსია? ჩემთვის უკანასკნელია რამაც შეიძლება ადამიანი აამაღლოს ჩემს თვალში. ყველამ კარგად ვნახეთ რა მოუტანა მაგ „კაი ბიჭობამ“ ანდროსაც და ბევრ სხვასაც. - ბოლო სიტყვებზე გული შეეკუმშა ენაზე იკბინა და მეგობარს ახედა. - ალექს, ცუდად გამომივიდა. ბოდიში რა... გეგა, არ მიგულისხმია ხომ იცი.
- ვიცი! შენ არ გიგულისხმია, მაგრამ ორივემ ვიცით ისიც მაგას, რომ შეეწირა. ცოტა შენი ძმაც დაეხმარა.
-
- ცოტა არა. ლომის წვლილი შეიტანა. როგორ მეზიზღება ის დღე. ვიცი ახლა საშინელებას ვიტყვი, მაგრამ იმ წუთას მერჩივნა ანდრო მომკვდარიყო გეგას ნაცვლად. რომ მახსენდება დედაშენმა და სოფომ (გეგას ცოლმა) როგორი თვალებით შემომხედეს მერჩივნა მეც მასთან ერთად მომკვდარიყავი. მაშინ მეგონა გეგასთან ერთად შენც დაკარგავდი. ერთადერთ იმედს ამ ქვეყანაზე.
-
- შენ მე ვერასდროს დამკარგავ, ეს არ დაგავიწყდეს. მითუმეტეს იმმის გამო რაშიც შენ ბრალი არ მიგიძღვის.
-
- ჩვენს ძარღვებში ერთი სისხლი ჩქეფს ალექს.
-
- ეგ არაფერს ცვლის. შენ და ანდრო ცა და დედამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთისგან. თანაც, მართალია ანდროს დაეხმარა ასეთ დასასრულში, მაგრამ ამ გზაზე სიარული გეგას არჩევანიც იყო. თავადაც, რომ არ დომოდა ვერავინ დააძალებდა. უბრალოდ იმ დღეს, გადამწვარი ტვინით ნემსი აერია და ანდროს დოზა თავად გაიკეთა.
-
- ანდროს, რომ არ მოეტანა ვერ გაიკეთებდა.
-
- მაინც იშოვიდა.
-
- ხომ მაგრამ დოზას მაინც გაიკეთებდა სწორად და არ მოკვდებოდა.
-
- გეყოფა არიანდა ! - მკაცრად უთხრა. - დიდი ხანი გავიდა უკვე და შენ კიდევ არ დაგიმშვიდდა ისედაც უდანაშაულო სინდისი. შენ საერთოდ რა შუაში ხარ? რაც უნდა მომხდარიყო ის მოხდა... მართალია შენს ძმას დასანახად ვერ ვიტან მაგრამ ეს შენდამი დამოკიდებულებას არასდროს შემიცვლის. შენ ჩემი და ხარ ! და კიდევ ერთხელ თუ ახსენებ მაგ ამბავს ვეღარ დამინახავ... ხომ ხედავ შენს გარდა ეგ ამბავი მთელმა ჩემმა ოჯახმა დავივიწყეთ. მორჩი ახლა, მორჩი ! - დაასრულა და ფეხზე წამოიჭრა.
-
- კარგი, ალექს მაპატიე. მორჩა, აღარასდროს ვახსენებ. - მასთან მივიდა და ძლიერად მოეხვია. - შენ, რომ გამიბრაზდე გული გამისკდება.
-
- საქმეც იმაშია, რომ ვერ გიბრაზდები. თბილად გადაუსვა თავზე ხელი. - დაგღუპავს ეგ
შენი კეთილი გული არიდა !
-
- არაფერიც. ხომ იცი რა შეშლილი ვარ თუ დამჭირდა.
-
- ეგ კი ვიცი მაგრამ შეშლილის კეთილი გული არ გაგიგია შენ?
-
- შენ ხომ აქ ხარ მერე. სულ დამიცავ.
-
- რათქმუნდა. ახლა უნდა გავაორმაგო. მართალია დიდი ღირსებებით ვერ გამოირჩევა შენი ძმა, მაგრამ მისი შიშითაც ვერავინ გეკარებოდა სიახლოვეს. ახლა კი მარტო მე მომიწევს „ოთხი მხრით ხმლის ქნევა“.
-
- თავისი თავისგან, რომ დავეცავი უკეთესი იქნებოდა. მაგაზე მეტად ვერავინ მატკენდა.
-
- პანდა, მიხეილმა იც...
-
- მაგის სახელი არ ახსენო ალექს ! - ცივად შეაწყვეტინა სიტყვა.
-
- უფრო გამძიმებს არიდა ! როდემდე გაექცევი იმ ფაქტს რომ მამაშენი ცოცხალია და შეგიძლია ნახო? ის, რომ ვიცოდე გეგა ცოცხალია და სადმეა თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი მასთან. ვიცი, რომ ძალიან გენატრება.
-
- მე ის მამა მენატრება ათ წლამდე, რომ მყავდა. ის მამა მე და დადუს მარტო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვტოვებდა თუ მოკვდებოდა. ხოდა მოკვდა... მე მამა მომიკვდა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი მამაკაცი, რომელიც მეიმედება მიყვარს და სიცოცხლესაც ვანდობ შენ ხარ და შეიფერე ეს.
-
- ასე არ შეიძლება....
-
- ალექს !
-
- კარგი ხო, კარგი.
ერთხანს ჩუმად ჩახუტებულები ისხდენენ და სიჩუმით ტკბებოდნე. მერე არიდას რარაც გაახსენდა. პატარა ხელჩანთა გახსნა, ორი ცალი მწვანე კუპიურა ამოიღო და ბიჭს გაუბედავად გაუწოდა.
- ეს რა არის არიანდა? - სრული სახელით მხოლოდ გაბრაზებისა და რაიმე სერიოზული სათქმელის შემთხვევაში მიმართავდა.
-
- შენი ფული. დიდი ხანია ვინახავ და აიღე რა გთხოვ.
-
- მე არ მახსოვს შენთვის ფული მომებარებიოს.
-
- ალექს ხომ ხვდები რა ...
-
- მე ახლა მხოლოდ იმას ვხვდები, რომ მაგ ქაღალდის ნაგლეჯებს ნაკუწებად ვაქცევ თუ ჩანთაში არ დააბრუნებ. - სივრცეს უყურებდა და ისე ესაუბრებოდა.
-
- აიღე რა გთხოვ ! შენს ოჯახს, შენს ობოლ ძმიშვილს უფრო მეტად ჭირდება. ისედაც მათ გამო ხარ ასე შორს, რომ არაფერი მოაკლდეთ და მე ვეღარ დაგემატები. თანაც კიდევ, რომ დამჭირდეს ხომ უნდა გთხოვო?
-
- ჩავთვლი, რომ ეგ სიტყვები არ გითქვამს და მეც არ გამიგონია.
-
- ვთქვი და შენც გაიგონე.
-
- მოაშორე გოგო ახლა ეგ ფული სანამ მართლა დავხიე და შენც მიგაყოლე უკან. შენ ჩემი ოჯახი არ ხარ? რომ გეუბნები ჩემი და ხართ თქო ეს სიტყვები დამაჯერებლად არ ჟღერს თუ რა ჯანდაბას მეუბნები ახლა ? ზუსტად ისე ვარ ვალდებული შენზე ვიზრუნო, როგორც მათზე და მეორედ მასეთი სიტყვები არ დაგცდეს პირიდან კიარა და საერთოდ არც კი გაიფიქრო. ხო კიდევ როცა დაჭირდება ზუსტადაც რომ მეტყვი. ისიც გეყოს ყოველთვეში დედაჩემი, რომ დაარბენინებს ჩემს გამოგზავნილ ფულს შენთან, იმის გამო, რომ შენ ანგარიშის ნომერი ვერ დაგტყუე. ხო კიდევ თუ კიდევ ერთხელ აუტან დედაჩემს მაგ ფულს ჩამოვალ და ხელებს დაგამტვრევ. - ერთ ამოსუნთქვაში მიაყარა.
-
- ალექს, დაჯექი და დამშვიდდი. - მკლავში დაეტაკა და სკამისკენ წაიყვანა, თან სიცილს ვერ იკავებდა მისი დაბღვერილი სახის გამო.
-
- გასაგებია? - კიდევ ერთხელ დაუღრიალა.
-
- გასაგებია ! -სამხედრო ჩესტი აუღო, გვერდით მიუსკუპტა და თავი მხარზე ჩამოადო. - არ მომიგვარა წამში ?! მაგ ლამაზი თვალების ჩემთვის ბრიალს თავი დაანებე და იქ აბრიალე სადაც საჭიროა.
-
- ერთადერთი ადამიანი ხარ ვისთანაც რაიმეს მოსაგვარებლად ამდენი, ქალივით ტლიკინი მჭირდება. მთელი ცხოვრებაა წურბელასავით აზიხარ ჩემს სისხლს. - თმებზე წაეტანა და მთლიანად აუბურდა გოგონას.
-
- ველურო. ასეთი ჯუჯღუნა, რომ ხარ ამიტომ დადიხარ უცოლოდ.
-
- შენი გადამკიდე ცოლზე, როგორ ვიფიქრებ.
-
- მომშორდი ! - ცხვირი აუბზუა და გაბუსხულმა გაიხედა გვერდზე.
-
- ჩემ ბუტია პანდას ვხედავ ახლა თუ მეჩვენება? მოდი აქ ... ეე, მართლა გაიბუსხე არიდა? - გაკვირვებულმა ჰკითხა მას შემდეგ ვერაფრის დიდებით, რომ ვერ ჩაიხუტა. - რა გეწყინა?
-
- შენ ისეთი აუტანელი ხარ წარმოდგენას მიკარგავ ქალებზე და ცოლს არ მოვიყვანო. სად მაქვს იმის თავი და ნერვები შენნაირი დავისვა სახლშიო. ამიტომ სულ უცოლოდ ვივლი და ქალებთან მხოლოდ ერთჯერადად გავერთობიო.
-
- მე ამხელა წინადადება გითხარი და არ მასხოვს? არადა სრულიად ფხიზელი ვარ.
-
- ზუსტადაც ! ამაზე მეტ ქვეტექსტს შეიცავდა შენი ორი სიტყვა, მაგრამ მე სულ თქმა
დამეზარა.
-
- ღმერთო შენ მიშველე ! - მაღლა აიხედა და სიცილი აუტყდა ბიჭს. - გადარეული ხარ ! ძალიან, ძალიან მიყვარხარ ხომ იცი არიდა?! და თუ ოდესმე ცოლის მოყვანას გადავწყვეტ შენ გემგავნება. აუცილებლად შენსავით სუფთა ადამიანი უნდა იყოს. - საგრძნობლად დაუთბა ხმა ბაბლუანს და მთელი ძალით ჩაიკრა სიფრიფანა სხეული გულში.

- გუშინდელი დღესავით მახსოვს, ჩემი სკოლაში მოსვლის პირველ დღეს ჩემს საკლასო ოთახში, რომ შემოხვედი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ამაყად განუცხადე იქ დამსწრე საზოგადოებას : მე ალექსანდრე ბაბლუანი ვარ ეს გოგო კი, ჩემსკენ გამოიშვირე ხელი, არიანდა ამირეჯიბი, ჩემი და და თუ კი ვინმე მის წყენინებას გადაწყვეტს მანამდე გაიხსენოს, რომ ცოცხლად ჩამოვატყავებო. - სიცილიანი ხმით გაიხსენა არიდამ ეს ამბავი. - მას შემდეგ სულ ჩემთან ხარ. ყველა დედოფალივით მექცეოდა შენი შიშით. ზედმეტ სიტყვასაც ვერ მიბედავდნენ. სამაგიეროდ ისევ შენ მიმწარებდი სიცოცხლეს. კიკინებს ვერ ვიკეთებდი შენი შიშით. ნუ ხო მანამდე სანამ ერთ დღეს გაბრაზებულზე თერმოსი არ გირტყი თავში. მაგის შემდეგ ერთი თვე არ მელაპარაკებოდი. მერე ისევ მე ამოგადექი ღრიალით ნუ მებუტები მწყინს და მენატრებითქო. მერე აღარ ვაწვალებდით ხოლმე ერთმანეთს და ასე მოვედით აქამდე. შენ სულ გვერდით მიდგახარ ალექს და მე არვიცი ოდესმე თუ მოვახერხებ რაიმეთი გადაგიხადო.- ტირილის ნოტები გაერია ხმაში.

- უბრალოდ ბედნიერი იყავი და როცა დაგჭირდები მე თუ ვერ ვიგრძენი თავად დამიძახე. მეტი არაფერი მინდა. და კიდევ ყოველთვის გულრწფელი იყავი ჩემთან. ახლა კი წავიდეთ დადუნა ინერვიულებს, დაგაგვიანდა. - ჩანთა მიაწოდა და კორპუსისაკენ წაიყვანა.

მათი მეგობრობა ზუსტად იმდენივე წელს ითვლიდა, რამდენისაც არიანდა იყო. ერთ კორპუსში ცხოვრობდნენ. არიდა მეოთხეზე, ალექსი მეექვსეზე. ხუთი წლის იყო ბაბლუანი დღეების არიანდა, რომ გააცვნეს და მას შემდეგ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ. მუდამ უჩინარი ფარივით იყო მისთვის. ყველასგან და ყველაფრისგან იცავდა. ვინ იცის რამდენჯერ უჩხუბია მის გამო. რამდენი პრობლემა მოუგვარებია ჩუმად. განსაკუთრებით მას შემდეგ აიღო არიდას დაცვა თავზე, ერთ დღეს სადარბაზოდან ხელჩანთით გამოსულმა მიხეილმა რომ დაუძახა, გვერდზე გაიხმო და დაუბარა: დღეიდან არიდას შენ გაბარებ. ისე გაუფრთხილდი, როგორც საკუთარ დასო... თხუთმეტი წლის ბიჭი იყო მაშინ, მაგრამ მთელი სიცხადით გაიაზრა მიხეილის სიტყვები და მას შემდეგ პირნათლად ასრულებს დანაპირებს. მხოლოდ საკუთარი ძმისგან ვერ მოახერხა არიდას ბოლომდე დაცვა. სხვებს კი სათოფეზე არ აკარებდა. შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა მის გამო ისე, რომ არიდას ვერ გაეგო. მასაც არასდროს შეჰპარვია ეჭვი მის ქმედებებში, რადგან არასდროს უყვარდა წუწუნი და მითუმეტეს ალექსს არ ახვევდა მის პრობლემებს თავზე. მიუხედავად ათასგზის თხოვნისა არაფერი დამიმალოვო. იცოდა შეუძლებელს შეძლებდა მის გამო და არ უნდოდა დამატებით ტვირთად დაწოლოდა . ბაბლუანმაც იცოდა არიდას დამოკიდებულება და მისგან მალულად იგებდა ყველაფერს. ახლაც ასეა ნახევარჯერ ისე უგვარებს გოგომ არც კი იცის. მართალია მისგან შორს, ბათუმის პორტში პროფესიით საკმაოდ კარგი ანაზღაურებით მუშაობს, თუმცა ეს სიშორე მის მოვლა-პატრონობაში ხელს არ უშლის. ყოველშემთხვევაში აქამდე ასე იყო...
ბინის კარამდე მიაცილა . დადუნასთან მოკითვხა დააბარა, მერე გნახავ გადაეციო. შუბლზე აკოცა დაემშვიდობა და კიბეებს აუყვა...

________

ჩემო ძვირფასო მკითხველო, ძალიან მომენატრეთ !
ახალი ისტორიით გესტუმრეთ და კითხვაც მაქვს თქვენთან.
სამწუხაროდ ხშირად წერას ვერ ვახერხებ და ვერ შევძლებ მალე დავდო ახალი თავები ამიტომ თქვენ მოგანდობთ არჩევანს - დავდო ისე, როგორც შევძლებ, თუ დაველოდო როდის დავასრულებ და მერე ერთად ავტვირთო ?
ვიცი, ლოდინი ძალიან რომ გაბრაზებთ და არ მინდა უპასუხისმგებლობაში ჩამომართვათ და გაგანაწყენოთ !
მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებასა და თქვენს პასუხს.



№1  offline წევრი Mariam Khutsishvili

ვაიმეეეე ესვინდაბრუნებულააა, წინა ისტორიაზე ისე ვარ შეყვარებული ვიცი ნაკლები არც ესიქნება,აბა ჩავუჯექი ახლა ????

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

Mariam Khutsishvili
ვაიმეეეე ესვინდაბრუნებულააა, წინა ისტორიაზე ისე ვარ შეყვარებული ვიცი ნაკლები არც ესიქნება,აბა ჩავუჯექი ახლა ????

ასეთ დახვედრას, რომ წაიკითხავ ადამიანი რა მოგწყენს... ვივლი ახლა, მეც გაბადრული ♥️♥️

შეფასება და კითხვაზე პასუხი მომახსენეთ გეთაყვა, თუ არ შეწუხდებით ! ♥️

 


№3  offline წევრი likuu_s

ძალიან გამიხარდა შენი სახელი რომ დავინახე. ძალიან კარგია, რომ დაბრუნდი! საინტერესოდ დაიწყო. რაღაც-რაღაცეებს მგონი ვხდები უკვე რა როგორ წავა, ნუ, დაახლოებით მაინც. ის ტიპები ზევით ცუდად გამოჩნდნენ (შესაძლოა კარგადაც, ვისთვის როგორ. :დ)
მე პირადად გირჩევ, რომ ჯერ რამოდენიმე თავი შენთვის დაწერო და მერე დაიწყო ატვირთვა, რომ ძალიან ბევრი ლოდინიც არ დაგვჭირდეს :დდდდ
ნუ, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. წარმატებები!<3

 


№4  offline წევრი Chocolate from White Hell

სანამ წავიკითხავ, მოგახსენებ ჩემ მოკოწიწებულ აზრს. ზედმეტად არაპრეტენზიული მკითხველი ვარ და ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე მწერლის მხარეს. განვიხილავ ყველა შესაძლოა ვარიანტს და დიდი მოთმინებით ველი, თუ რა თქმა უნდა მომწონს ისტორია. არ ვიწყებ წუწუნს და ჩივილს, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რა პირობებში უწევს ავტორს წერა...
რამდენიმე წინადადებას მოვკარი თვალი და საინტერესო მეჩვენა.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ორივე ვარიანტში შენთან ვიქნები)
ლოდინიც შემიძლია, თუ რა თქმა უნდა, წლობით არ გასტანს, ბოლოს კიდევ, სულ ისე არ დარჩება-დაუსრულებელი...

ჰო და, მგონი არ წავიკითხავ ახლა და დაველოდები საერთო აზრს.
თუ ერთიანად დაელოდებიან, მაშინ მეც დაველოდები, თორემ ახლა რომ წავიკითხო და მერე მთლიანს ველოდო, ეს ფურცლით ნაშენები გული დამიდნება და გამოვილევი ერთი ციდა არსება:დდდ

იმედი მაქვს, იტყვიან რამეს)))
აქვე ვიტრიალებ მე:დდ
❤️!

 


№5 სტუმარი გოგოჭური

გამიხარდა თქვენი დაბრუნება თამარ❤ველი რომ კიდევ ერთი,ლამაზი და საინტერესო ისტორია იქნება,კარგი იქნება თუ დადებთ ხოლმე შეძლებისდაგვარად❤❤❤

 


№6  offline წევრი Megioki

ჰოო, ეს ვინ დაბრუნებულააა :P გამიხარდა შენი სახელის დანახვა. ჩავუჯდები, წავიკითხავ და დავბრუნდები ❤️ ❤️ ვგონებ საინტერესო ისტორია იქნება ❤️

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

likuu_s
ძალიან გამიხარდა შენი სახელი რომ დავინახე. ძალიან კარგია, რომ დაბრუნდი! საინტერესოდ დაიწყო. რაღაც-რაღაცეებს მგონი ვხდები უკვე რა როგორ წავა, ნუ, დაახლოებით მაინც. ის ტიპები ზევით ცუდად გამოჩნდნენ (შესაძლოა კარგადაც, ვისთვის როგორ. :დ)
მე პირადად გირჩევ, რომ ჯერ რამოდენიმე თავი შენთვის დაწერო და მერე დაიწყო ატვირთვა, რომ ძალიან ბევრი ლოდინიც არ დაგვჭირდეს :დდდდ
ნუ, დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. წარმატებები!<3

მადლობა შეფასებისა და რჩევისთვის. ♥️♥️♥️ კიდევ დაველოდები რას იტყვიან და ისე გადავწყვეტ.

Chocolate from White Hell
სანამ წავიკითხავ, მოგახსენებ ჩემ მოკოწიწებულ აზრს. ზედმეტად არაპრეტენზიული მკითხველი ვარ და ყოველთვის ვითვალისწინებ ხოლმე მწერლის მხარეს. განვიხილავ ყველა შესაძლოა ვარიანტს და დიდი მოთმინებით ველი, თუ რა თქმა უნდა მომწონს ისტორია. არ ვიწყებ წუწუნს და ჩივილს, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი რა პირობებში უწევს ავტორს წერა...
რამდენიმე წინადადებას მოვკარი თვალი და საინტერესო მეჩვენა.
სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ორივე ვარიანტში შენთან ვიქნები)
ლოდინიც შემიძლია, თუ რა თქმა უნდა, წლობით არ გასტანს, ბოლოს კიდევ, სულ ისე არ დარჩება-დაუსრულებელი...

ჰო და, მგონი არ წავიკითხავ ახლა და დაველოდები საერთო აზრს.
თუ ერთიანად დაელოდებიან, მაშინ მეც დაველოდები, თორემ ახლა რომ წავიკითხო და მერე მთლიანს ველოდო, ეს ფურცლით ნაშენები გული დამიდნება და გამოვილევი ერთი ციდა არსება:დდდ

იმედი მაქვს, იტყვიან რამეს)))
აქვე ვიტრიალებ მე:დდ
❤️!

ისეთი პოზიტივით სავსე იყო შენი ნაწერი, "ყურებამდე გაკრეჭილმა" ჩავიკითხე.
მეც აქვე ვტრიალებ :):)
მადლობა ! ♥️♥️♥️

გოგოჭური
გამიხარდა თქვენი დაბრუნება თამარ❤ველი რომ კიდევ ერთი,ლამაზი და საინტერესო ისტორია იქნება,კარგი იქნება თუ დადებთ ხოლმე შეძლებისდაგვარად❤❤❤

მადლობა ! ♥️♥️
თქვენი, ერთი დამატებითი ხმა თავებად ატვირთვას. ♥️

Megioki
ჰოო, ეს ვინ დაბრუნებულააა :P გამიხარდა შენი სახელის დანახვა. ჩავუჯდები, წავიკითხავ და დავბრუნდები ❤️ ❤️ ვგონებ საინტერესო ისტორია იქნება ❤️

მეც გამიხარდი !
გელი ♥️

 


№8 სტუმარი ეკა

ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს,როგორც შეგეძლება ისე რომ დადო თავები უკეთესია თუ რათქმაუნდა ძალიან დიდი ინტერვალები არ იქნება❤️

 


№9  offline მოდერი თამარი აჩბა

ეკა
ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს,როგორც შეგეძლება ისე რომ დადო თავები უკეთესია თუ რათქმაუნდა ძალიან დიდი ინტერვალები არ იქნება❤️

დიდი მადლობა ! ♥️♥️♥️

 


№10 სტუმარი one

chveni gogo mosula❤️kargi dasawyisia rogorc moaxerxeb -ise dade, warmatebebi))

 


№11 სტუმარი kati

Saintereso chans da siamovnebit davelodebi, magram dasrulebuli uketesi iqneboda.

 


№12  offline წევრი Mariam Khutsishvili

თამარი აჩბა
Mariam Khutsishvili
ვაიმეეეე ესვინდაბრუნებულააა, წინა ისტორიაზე ისე ვარ შეყვარებული ვიცი ნაკლები არც ესიქნება,აბა ჩავუჯექი ახლა ????

ასეთ დახვედრას, რომ წაიკითხავ ადამიანი რა მოგწყენს... ვივლი ახლა, მეც გაბადრული ♥️♥️

შეფასება და კითხვაზე პასუხი მომახსენეთ გეთაყვა, თუ არ შეწუხდებით ! ♥️

(✿ ♡‿♡) ოო საინტერესო დასაწყისი აქვს,არიანდასა და ალექსანდრეს წყვილი მომწონს,მაგათ გვერდით სხვას ვერავიტაან◉‿◉
+ ერთი ხმა თავებად დადებას,დაგელოდებით მთავარია დაწერო და არ დაგვაღალატო(。♡‿♡。)

 


№13 სტუმარი სტუმარი ლია

დაგვიბრუნდიიიი მიხარია ძალიან..ჩემი აზრით სათითაო თავებით დადება ჯობს ვიდრე ერთად ატვირთო.

 


№14 სტუმარი Ნინო

Მიხარია შენი გამოჩენა წარმატებები შენ❤

 


№15  offline წევრი Sana

კარგია ძალიან♥️იმედია მალე დადებ????

 


№16 სტუმარი სტუმარი თიკო

ნუთუ ეს შენ ხააარ???? თვალებში გამინათდააა. რა გიჟური დასაწყისიაა. კომენტარებს რომ გადავხედე მერე მივხვდი შენს ვინაობას. სულ განსხვავებული სტილითაა ეს ისტორია დაწერილი ვატყობ. როგორ მიყვარს ესეთი ისტორიები და რაც მთვარია შენ!❤❤❤წარმატებები!❤❤❤

P.S ძალიან დამაინტრიგა ,,იმ" უცხო კაცმა. რატომღაც აქედანვე ვერ წარმოვიდგენ არიანდას გვერდით ალექსანდრეს როგორც მისი ცხოვრების მეგზურს, ჩემი აზრით არ იქნება რაღაც ცეცხლოვანი და ისეთი წყვილი. და როგორც მეგობრები შესანიშნავები არიან.

სრულად დადებას რაც შეეხება. თუ დროულად დადებ ხოლმე კარგია მოლოდინის მხრივ. აი ერთი სული რომ გაქვს რომ წაიკითხო შემდეგი თავი და ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს შენი ნეტარება D: სრულადაც კარგია, მაგრამ ვიცი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავ, ღამეს გავათევ და პლიუს მალევე დამთავრდება და არ მეყოფა. D: ამიტომ თავებად კარგია, ოღონდ მალ-მალე D: კიდევ ერთხელ წარმატებები!❤❤❤❤❤

 


№17 სტუმარი სტუმარი თიკო

საინტერესი დასაწყისია. ველოდები დიდი ინტერესით. იყოს თავებად მთავარია ლოდინი არ დაგვჭირდეს დიდი ხნით

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

one
chveni gogo mosula❤️kargi dasawyisia rogorc moaxerxeb -ise dade, warmatebebi))

"ჩვენი გოგო" სასიამოვნოდ მისწვდა ყურს. ♥️♥️ მადლობა !

kati
Saintereso chans da siamovnebit davelodebi, magram dasrulebuli uketesi iqneboda.

♥️♥️♥️

Mariam Khutsishvili
თამარი აჩბა
Mariam Khutsishvili
ვაიმეეეე ესვინდაბრუნებულააა, წინა ისტორიაზე ისე ვარ შეყვარებული ვიცი ნაკლები არც ესიქნება,აბა ჩავუჯექი ახლა ????

ასეთ დახვედრას, რომ წაიკითხავ ადამიანი რა მოგწყენს... ვივლი ახლა, მეც გაბადრული ♥️♥️

შეფასება და კითხვაზე პასუხი მომახსენეთ გეთაყვა, თუ არ შეწუხდებით ! ♥️

(✿ ♡‿♡) ოო საინტერესო დასაწყისი აქვს,არიანდასა და ალექსანდრეს წყვილი მომწონს,მაგათ გვერდით სხვას ვერავიტაან◉‿◉
+ ერთი ხმა თავებად დადებას,დაგელოდებით მთავარია დაწერო და არ დაგვაღალატო(。♡‿♡。)

მარიამ, არინდას და ალექსი, ბავშვობის, სუკეთესო მეგობრები არიან. ♥️♥️♥️

სტუმარი ლია
დაგვიბრუნდიიიი მიხარია ძალიან..ჩემი აზრით სათითაო თავებით დადება ჯობს ვიდრე ერთად ატვირთო.

მეც მიხარია, თქვენ, რომ გიხარიათ. ♥️♥️

Ნინო
Მიხარია შენი გამოჩენა წარმატებები შენ❤

დიდი მადლობა ! ♥️♥️♥️

Sana
კარგია ძალიან♥️იმედია მალე დადებ????

მადლობა !
ძალიან ვეცდები. ♥️

სტუმარი თიკო
ნუთუ ეს შენ ხააარ???? თვალებში გამინათდააა. რა გიჟური დასაწყისიაა. კომენტარებს რომ გადავხედე მერე მივხვდი შენს ვინაობას. სულ განსხვავებული სტილითაა ეს ისტორია დაწერილი ვატყობ. როგორ მიყვარს ესეთი ისტორიები და რაც მთვარია შენ!❤❤❤წარმატებები!❤❤❤

P.S ძალიან დამაინტრიგა ,,იმ" უცხო კაცმა. რატომღაც აქედანვე ვერ წარმოვიდგენ არიანდას გვერდით ალექსანდრეს როგორც მისი ცხოვრების მეგზურს, ჩემი აზრით არ იქნება რაღაც ცეცხლოვანი და ისეთი წყვილი. და როგორც მეგობრები შესანიშნავები არიან.

სრულად დადებას რაც შეეხება. თუ დროულად დადებ ხოლმე კარგია მოლოდინის მხრივ. აი ერთი სული რომ გაქვს რომ წაიკითხო შემდეგი თავი და ძალიან დიდ ხანს გაგრძელდეს შენი ნეტარება D: სრულადაც კარგია, მაგრამ ვიცი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხავ, ღამეს გავათევ და პლიუს მალევე დამთავრდება და არ მეყოფა. D: ამიტომ თავებად კარგია, ოღონდ მალ-მალე D: კიდევ ერთხელ წარმატებები!❤❤❤❤❤

უჰ, რა გემრიელად დამხვდი ! ♥️♥️♥️ მესიამოვნა ნამეტნავად.
თან, როგორი დაკვირვებული ყოფილხარ. სწორად ჩაწვდი რაღაცეებს.
მადლობააა დიდიი ! ♥️♥️♥️

სტუმარი თიკო
საინტერესი დასაწყისია. ველოდები დიდი ინტერესით. იყოს თავებად მთავარია ლოდინი არ დაგვჭირდეს დიდი ხნით

♥️♥️♥️

მოკლედ ჩემო უძვირფასესებო გადაბწყვიტე შემდეგი - ავტვირთავ თავებად !
მაგრამ ცოტა არ იყოს და მუხლი მიკანკალებს. ვხედავ, რამდენად ერთგული მკითხველი მყავს და თქვენს განაწყენებას გილიოტინაზე წარგზავნა მირჩევნია.
ძალიან ძალიან მინდა, დროულად მოვახერხო ატვირთვა ( ვფიქრობ კვირაში ერთხელ ან ცოტა კიდევ ადრე ჩავეტევი ) თქვენზე მეტადაც კი. მაგრამ ვაი თუ ისე ვერ მოხდა, როგორც გვინდოდა მთლად ანათემასაც ნუ გადამცემთ. :):) ცოტა, დამინდეთ.

P.S. არც ძალიან მყარია ჩემი ეს, გადაწყვეტილება და თუ გადამარწმუნებთ შევცვლი. სრულიად თქვენზე ვარ მონდობილი.
გმადლობთ ! ♥️

 


№19 სტუმარი Nia

როგორც ყოველთვის ძალიან კარგია ... საინტერესო მოვლენების სუნი მომდის . ველოდები შენდეგ თავს. ცოტა უცნაური სახელია აქ მთავარ გმირს.

 


№20  offline მოდერი თამარი აჩბა

Nia
როგორც ყოველთვის ძალიან კარგია ... საინტერესო მოვლენების სუნი მომდის . ველოდები შენდეგ თავს. ცოტა უცნაური სახელია აქ მთავარ გმირს.

მადლობა ! ♥️
მინდოდა, უცხო სახელი რქმეოდა.

 


№21  offline წევრი Life is beautiful

ვიმემ მიჩქმიტეთ. ან ჩამჩქმიტეთ ვერ ვიჯერებ!
შენ ახ ხარ ტკბბიიილოოო.. (მართლა მებმის ენა)
აიიი ტაო მაყრის სიხარულით... ♥️
ვგიჟდები მე შენზე!


ჯერ არ წამიკითხია ვერ დავიჯერე და ათასი გვერდი მოვუარე... ნამდვილად ისაა ვინც მე მგონიათქო.?



ხოდა ახლა მეყო ჩქმეტა... დაგიჯერე...
წავიკითხავ და... (იცი რაც) (^_-)♥️

 


№22  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
ვიმემ მიჩქმიტეთ. ან ჩამჩქმიტეთ ვერ ვიჯერებ!
შენ ახ ხარ ტკბბიიილოოო.. (მართლა მებმის ენა)
აიიი ტაო მაყრის სიხარულით... ♥️
ვგიჟდები მე შენზე!


ჯერ არ წამიკითხია ვერ დავიჯერე და ათასი გვერდი მოვუარე... ნამდვილად ისაა ვინც მე მგონიათქო.?



ხოდა ახლა მეყო ჩქმეტა... დაგიჯერე...
წავიკითხავ და... (იცი რაც) (^_-)♥️

ხომ მითხარი, მომენატრე და დაბრუნდიო !
ხოდა აქ ვარ !
♥️♥️♥️
მომენატრა შენეული შეფასებები.
♥️♥️♥️

 


№23 სტუმარი Nia

რო არ დამეწერა ვერ მოვითმინე ... გელოდები და რა ვქნა ჩემი ფავორიტი ისტორიაა უკვე . ...
როდის ვნახავ ახალ თავს ერთი სულუ მაქვს ... გელოდები მოუთმენლად ...
მეტი იფორმაცია მინდა შავოსანი შესახებ და რა ჩემი ბრალია :)

 


№24  offline მოდერი თამარი აჩბა

Nia
რო არ დამეწერა ვერ მოვითმინე ... გელოდები და რა ვქნა ჩემი ფავორიტი ისტორიაა უკვე . ...
როდის ვნახავ ახალ თავს ერთი სულუ მაქვს ... გელოდები მოუთმენლად ...
მეტი იფორმაცია მინდა შავოსანი შესახებ და რა ჩემი ბრალია :)

არ არის შენი ბრალი საერთოდ : ) :) ♥️♥️

 


№25  offline წევრი Life is beautiful

დასაწყისი უკვე ძალიან მომეწონს და გაგრძელება არც გამიკვირდება რო მომეწონოოს❤️❤️❤️


ვაიმე ძაან მიხარია რო დაბრუნდი ჩემო ტკბილოოო❤️❤️❤️
ხოდა გავაგრძელებ...
უკვე მომწონს ადრიანა თუ კარგად ვერ გავიგე ჯერ რა ქვია ნეპ ნელა დავიმახსოვრრბ... მაგრამ სახრლიც კი მომწონს❤️❤️გავგიჟდები, ♥️♥️♥️
კიდე შაოსანი როდის გამოჩდება ერთი სული მაქ მივხვდი შენს ჩნაფიქრს და ძალიან მომწონს მაგრამ დეტალებში უკვე შენია... და შენუნდა განმიმარტოო.....
მადლობა რო დაბრუნდიი... ვიფიქრე რო წავიკითხწვ მერე დავუწერ კომენტარს ძააან არეული არ გწმომივიფესთქო დქ მაინც... ისე მიხარია ყოველ ორ სიტყვაში გიხდი მაფლობასს... ♥️
ახალიც დადებულა წავიკითხავ იმასაც♥️

 


№26 სტუმარი Ana-maria

ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება. უკვე ვიცი საინტერესო ისტორია იქნება. ეჭვი მაქვს თეთრი არიადნა და შავი უცნობი გმირი სიყვარულის ქარცეცხლში გაეხვევიან.მინდᲐ ალექსანდრემაც დიდი სიყვარული იპოვოს .მოკლედ, ველოდები ახალ თავს

 


№27  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
დასაწყისი უკვე ძალიან მომეწონს და გაგრძელება არც გამიკვირდება რო მომეწონოოს❤️❤️❤️


ვაიმე ძაან მიხარია რო დაბრუნდი ჩემო ტკბილოოო❤️❤️❤️
ხოდა გავაგრძელებ...
უკვე მომწონს ადრიანა თუ კარგად ვერ გავიგე ჯერ რა ქვია ნეპ ნელა დავიმახსოვრრბ... მაგრამ სახრლიც კი მომწონს❤️❤️გავგიჟდები, ♥️♥️♥️
კიდე შაოსანი როდის გამოჩდება ერთი სული მაქ მივხვდი შენს ჩნაფიქრს და ძალიან მომწონს მაგრამ დეტალებში უკვე შენია... და შენუნდა განმიმარტოო.....
მადლობა რო დაბრუნდიი... ვიფიქრე რო წავიკითხწვ მერე დავუწერ კომენტარს ძააან არეული არ გწმომივიფესთქო დქ მაინც... ისე მიხარია ყოველ ორ სიტყვაში გიხდი მაფლობასს... ♥️
ახალიც დადებულა წავიკითხავ იმასაც♥️

მოსულა ჩემი კარამელი თავისი ტკბილი შეფასებებით. ♥️♥️♥️
ხომ იცი, რაც უნდა დაბნეულად წერო მე ყოველთვის სწორად ვიგებ.
ვცდილობ საინტერესო იყოს და თუ გამომდის მიხარია.
შენ მიხარიხარ !
მადლობაა ! ♥️♥️

Ana-maria
ძალიან გამიხარდა თქვენი დაბრუნება. უკვე ვიცი საინტერესო ისტორია იქნება. ეჭვი მაქვს თეთრი არიადნა და შავი უცნობი გმირი სიყვარულის ქარცეცხლში გაეხვევიან.მინდᲐ ალექსანდრემაც დიდი სიყვარული იპოვოს .მოკლედ, ველოდები ახალ თავს

მეც მიხარია თქვენთან დაბრუნება. ♥️♥️
თეთრი -არიანდა
შავი - უცნობი
შავ-თეთრი - მათში არსებული გრძნობები.
მადლობაა ! ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent