შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (2 თავი )


30-03-2021, 18:49
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 1 467

მეგობართან საუბრით შემსუბუქებულმა, მშვიდად გადაატრიალა კარის საკეტი, ფრთხილად შევიდა. ჩანთა კარადაში დაკიდა, „ბასანოჩკები“ იქვე მიყარა და ფეხშიშველი გაუყვა ჰოლის სასიამოვნოდ გრილ იატაკს. სამზარეულოს კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ყური დაუგდო ერთგული მეზობელი ლენასა და დარდით გაჭაღარავებული დედის საუბარს. დადუნას დიდი სევდა ეხატა სახეზე და ძნელი გამოსაცნობი არ იყო სევდის მიზეზი.

- მოხვედი დედიკო ? - თბილი ხმა შეაგება ქალმა.
-
- მოვედი დადუ. - მასთან მივიდა და ასაკთან შედარებით ზედმეტად გაჭაღარავებულ თმაზე მიეფერა.
-
- ნახე? როგორ არის? - გაუბედავად იკითხა დადუნამ.
-
- მხნედ. - ერთი სიტყვა იკმარა. ეძნელებოდა იმის თქმა დედისთვის, რომ ერთადერთი ვაჟიშვილი დაბეჩავებულ კაცს ჰგავდა.
-
- იმედი მაქვს ფხიზელი მოვიდა. - რეპლიკასავით გაიჟღერა, მაგრამ შეფარულ კითხვას უფრო შეიცვდა.
-
- იქ ვერ იშოვის. - სწრაფადვე მიუხვდა დედას საწადელს და მისი დამშვიდებაც გამოუვიდა.
-
- მოვრჩეთ მასზე საუბარს ! - უინტერესოდ გაუსწორა თვალი სარკმლიდან მომზირალ სივცეს. თითქოს არ უნდოდა ყველა დეტალი სცოდნოდა... ვერ პატიობდა იმ მწარე წუთებსა და მძიმე ყოველდღიურობას, რომლის გამოსწორებაც არიდას უწევდა.
-
- ლენა დეიდა, ახლა იცი რა მიშველის? - სიტოაციის შემსუბუქებას ეცადა არიდა და მხიარული ხმით ჰკითხა მათზე ნაღვლიანად მომზირალ მეზობელს, რომელიც ერთადერთი იყო ძველი სანაცნობოდან ვინც გულრწფელად დარდობდა მათ ყოფაზე და ხშირად რჩებოდა დადუსთან გოგონას სახლში არყოფნის დროს.
-
- ჩემი მოდუღებული ყავა, რათქმაუნდა !- თავდაჯერებული ტონით მიუგო ქალმა. - ახლავე ჩემო გოგო. - სწრაფად წამოიჭრა ფეხზე, დადუნას მზრუნველად გადაუსვა მხრებზე ხელი, სამზარეულოს კარადასთან მივიდა და რამდენიმე წუთში ქაფქაფა ყავა მიართვა არიდას.
-
- ოქროს ხელები გაქვს ლენაჩკა ! - ნეტარებით ამოთქვა, პირველი ყლუპის დაგემოვნების შემდეგ. - შენი ყავა ჩემთვის კარგი დღის საწინდარია.
-
- თუ ასეა ყოველ დილით მოგიმზადებ ! - მტკიცედ შესთავაზა ქალმა.
-
- არ ვიტყოდი უარს. არც იმაზე ვიტყვი უარს სულ ჩვენთან თუ გადმოსახლდები. - შეფარული თხოვნასავით გაიჟღერა გოგონას ხმამ .
-
- ისედაც სულ აქ არ ვარ? - გაეცინა ქალს და ჭაღარაშეპარული გძელი თმები ყურს უკან გადაიწია.
-
- ხო, მაგრამ ღამითაც დარჩი. შენ და დედას სალაპარაკო არასდროს გელევათ, მის ოთახში მოგათავსებ და ღამითაც განაგძეთ ხოლმე.
-
- ეს ახლა დაგვცინის დადუ? - დაწვრილებული თვალლებით შეეკითხა მეგობარს და ფიქრებიდან გამოარკვია.
-
- თანაც, როგორ ოსტატურად. - დაუდასტურა ქალს, რომელიც ვითომ გაბრაზების ნიშნად არიდას თავის მომზადებული ყავის, ფინჯანს ართმევდა და ორივეს ეცინებოდათ.
-
- მართალია მარტო ვცხოვრობ და ეს ძალიან მოსაწყენია, მაგრამ პრობლემა და საზრუნავი გაკლია გადარეულო გოგო ახლა მეც, რომ არ დამიმატო?

- რასაც შენ აკეთებ ჩვენთვის იმასთან შედარებით შენი ამ სახლში გადმობარგება, რომელიც პირველ რიგში იმ მიზანს ემსახურება, რომ სამსახურში წასული მე, უფრო მშვიდად ვიქნები რადგან ორი ძვირფასი ქალბატონი ერთმანეთზე იზრუნებენ, საერთოდ არაფერია.
-
- ნუ მიფახურებ მაგ ლამაზ თვალებს არიდა ! ჩემზე არ გაჭრის იცოდე ! - მტკიცედ უნდოდა გამოსვლოდა ქალს, მაგრამ სიცილმა დაასწრო. - ისედაც ორი სართულით დაბლა ვცხოვრობ და ყოველდღე მაგ კიბეების ამოვლა ვარჯიშს ემსახურება ამ ბებერი ძვლების გასაჯანსაღებლად . - უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის მუხლების „ბებერ“ ძვლებზე დაირტყა ხელები ქალმა.
-
- იმდენჯერ გადიხარ დღეში მაგ გზას ოლიმპიურ ჩემპიონობასაც გამოკრავ ხელს ვატყობ ! - ფხუკუნით ჩაილაპარაკა გოგოჭურის ქალმა.
-
- კარგი, ხო ! მაინც სულ უარს მეუბნები და სანამ თავად არ მოგბეზრდება მარტო დაძინება მანამ კრინტსაც არ დავძრავ. - დანებების ნიშნად ხელები ასწია გოგონამ, ორივეს შუბლი დაუკოცნა, მარტო დატოვა, საძინებელში შეიკეტა და დაღლილი დაეშვა საწოლზე.

დილით, ჩვეულ დროს გაეღვიძა. სამზარეულოში გასულს ლენა ხელში ცხელ-ცხელი ყავით, დადუნა კი ერბო კვერცხით დახვდა. ბედნიერი მიესალამა ორივეს, ისაუზმა, სწრაფად მოემზა და სადარბაზოში გავარდა. ვიდრე კიბეებს ჩაივლიდა ხმაური შემოესმა ზედა სართულიდან . მალევე მოუახლოვდა ალექსი ბიჭებთან ერთად.
- დილამშვიდობის პანდა. - შუბლზე აკოცა მეგობარმა.
-დილამშვიდობის. ამ დილაადრიან საით გაგიწევია ?
- ვიდრე აქ ვარ ცოტას გავერთობი მეგობრებთან. შენ მუშაობ და...
- როგორ ხარ არიდა? - მზრუნველი ხმით ჰკითხა შავგვრევანმა, ძვალმსხვილმა ბიჭმა.
- გეტყვი ნიკა, შენ თუ მეტყვი თქვენ სამს შორის, რომელი აბარებთ ანგარიშს ჩემს შესახებ ამ ვაჟბატონს. - ეშმაკური ღიმილით გახედა ბიჭს.
- ოხ არიდა, არიდა ! - თითი დაუქნია შავგვრემანამ. - ნამდვილი ამირეჯიბი ხარ რა ! - სიცილით დაუმატა და სწრაფად გაეცალა.
- წამოდი გაგიყვან. - შესთავაზა ალექსმა.
- ჩვენი გზები არ ემთხვევა. ასე რომ ჩემით წავალ.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. წამოდი- მეთქი. თან ცოტას კიდევ ვისაუბრებთ.
- ალექს, რომ გეუბნები გაიგონე. ჩემით გავალ. მიყვარს დილით ფეხით სიარული. საუბარს რაც შეეხება, ისინიც ზუსტად იმას გეტყვიან რასაც მე. კაკებეს აგენტებივით არიან. - სიცილიანი ხმით უთხრა და ხელით წინ მიმავალი სამი ბიჭისკენ ანიშნა.
- შენგან მირჩევნია ყველაფრის მოსმენა მაიმუნო. - თითი დაკრა ცხვირზე.
- როდის მიდიხარ? - ნაღვლიანი ხმით კითხა გოგომ.
- ხვალ დილით.
- მომენატრები !
- მეც. გაგიყვან რა ! - კიდევ ერთხელ შესთავაზა და თან ჩაეხუტა.
- არა! წადი გაერთე.
- ჯიუტო ! - უფრო მაგრად ჩაიკრა გულში, ლოყები დაუკოცნა და მერე სწრაფად დაეწია წინ მიმავალთ.
არიდაც, სამსახურის გზას დაადგა. მზე, მის ჯინაზე დილიდან მცხუნვარედ ანათებდა და იმის წარმოდგენა, რომ ასეთ სიცხეში მგზავრებით გადავსილ ავტობუსში მოუწევდა „შეკვენჩხება“ უსიამოვნოდ შეგრძნებებს ჰგვრიდა. გზატკეცილზე დაკვირვებით გადადიოდა სასურველ გაჩერებაზე მისასვლელად. ამ დროს მის წინ სწრაფად დაამუხრუჭა ძვირადღირებული მარკის, შავი ფერის ჯიპმა. შიშისაგან შეჰკივლა და ერთი ნაბიჯით უკან გახტა. მძღოლი არც წინ წასვლას გეგმავდა და არც გადმოსვლას. თითქოს სამყაროს წინააღმდეგ იდგა. ყურადღებას არ აქცევდა შეჩერებულ მოძრაობასა და ავტომობილების გამაყრუებელ სიგნალს. არიდას სხეულში სიცივემ დაუარა, ცახცახმა აიტანა. მზერა მიეყინა მძღოლის მხარეს ჩამუქებულ მინაზე, თითქოს იქიდან მომზირალი თვალები, რომლებსაც ვერ ამჩნევდა მაგრამ მაინც გრძნობდა, სისხლში ყინულის ანასხლეტებს უგზავნიდნენ და მის მოძრაობას აჩერებდნენ. დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა ეს უხმო და მისტიური კონტაქტი. მერე უცებ მოსწყდა ავტომობილი ადგილს და წამში გაეცალა იქაურობას.
-ვინ იყო ეს შეშლილი ? - რიტორიკული კითხვა დასვა ერთერთმა გამვლელმა.
- ხომ კარგად ხართ, ხომ არაფრი დაგიშავდათ? - შეშფოთებული ხმით ჰკითხა ახლაგაზრდა ქალმა, რომელსაც ახალშობილი სასეირნოდ გამოეყვანა.
- რამდენი გიჟი დააბიჯებს დედამიწაზე ! - მორიგი რეპლიკა გაისმა გაურკვეველი მხრიდან.
- კაგად ხართ? - მზრუნველი ხმა და ხელი იგრძნო მკლავზე არიდამ. ახლაღა გამოერკვა არეული გონებიდან.
- დიახ, გმადლობთ ! - დაამშვიდა და გაჩერებისაკენენ დაიძრა.
რამდენიმე წუთი აკლდა, სამარშუტო ტაქსის მოსვლას. მთელი ეს დრო კი არიდა იმ გზას გაჰყურებდა საითაც შავი ჯიპი გაუჩინარდა.
- გოგონა, აქ თქვენი გაჩერებაა ! - გადმოსძახა შუახნის მძღოლმა, როდესაც არიდას სამსახურს მიუახლოვდა, მაგრამ მიხვდა, რომ გოგონა აშკარად დაბნეულად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს იცნობდა კიდეც მას. ალბათ დიდი ხანია, რაც ამ გზის გავლა და მისი ავტობუსით მგზავრობა უწევდა. თანაც, ისეთი შესაშური და კეთილი გარეგნობით გამოირჩეოდა ძნელად თუ დაავიწყდებოდა ვინმეს.
-
- უკაცრავად, უბრალოდ ჩავფიქრდი. - დარცხვენილმა მიაწოდა მგზავრობის საფასური.
-
- არაუშავს შვილო.
-
- არიანდა მქვია. თუ გნებავთ არიდა დამიძახეთ.
-
- წარმატებულ დღეს გისურვებ, მშვენიერო არიანდა ! - თბილი ხმით უსურვა კაცმა და ხურდიანი ხელი ისევ უკან დააბრუნებინა. არ შეწინააღმდეგებია არიდა. მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და ავტობუსიდან ჩავიდა.

რესტორანში შესულმა გამოსაცვლელ ოთახს მიაშურა. იცვლიდა და თავში რამდენიმე წუთის წინ მომხდარი ინციდენტი ახსენდებოდა. ლოყები ჰაერით გაბერა. მერე კი ხმაურიანად გამოუშვა გარეთ - ამდენი ფიქრი დრო სად გაქვს შენ არიდა? დაუჩქარე ! ერთი დამთხვეული გადაგეყარა შემთხვევით გზაში და არაა საჭირო ამხელა ანალიზი და ღრმა აზრების ძებნა. - ფაცხა-ფუცხით იცვამდა და თან თავს ტუქსავდა.
- არიდა, ქეთიმ გიკითხა . - მოახსენა ოთახში შესულმა თანამშრომელა .
-
- მადლობა ! ვნახავ.

არიანდა, მუხლამდე, მუქი ლურჯი კაბით, თოვლივით ქათქათა პერანგით, დაბალქუსლიანი შავი კლასიკური ფეხსაცმლითა და ღია ლურჯი წინსაფრით, რომელზეც ვერცხლისფერი ძაფით ამოტვიფრული რესტორნის სახელი მედიდურად იწონებდა თავს, წელში გამართული მიაბიჯებდა გემოვნებიანად მოწყობილი შენობის მეორე სართულის კიბეები. ზომიერი კაკუნით დაადგა ჰოლის თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ იატაკს, ბოლომდე ჩაიარა და სპილოსძვლისფერ კარზე ნაზად დააკაკუნა.

- შენ და შენი ფორმალობები არიდა ! - მხიარული ხმა შემოესმა კაბინეტიდან.
-
- მე მეუბნებით ქალბატონო ქეთევან? - კარი შეაღო და შეშფოთებული სახე მიიღო.
-
- ნუ მასხარაობ და დამისკუპტი წინ. - ხელით მის წინ მდგომ სკამზე ანიშნა. - ერთი დღეა არ მინახიხარ და მომაკლდა მზე, პოზიტივი, ენერგია და ყველა სასიცოცხლო ძალა. - ზომაზე მეტი სითბო გამოსჭვიოდა ქალის დაბალი, მშვიდი ტონით ნათქვამ სიტყვებში.
-
- ისე მესაუბრები ქალბატონო მენეჯერო, ვინმეს ჩემი დედა ეგონები და ნეპოტიზმში დაგდებენ ბრალსთქო სულ გეუბნები, მაგრამ ვერ დაგაჯერა. - გათამამებული, აცქრიალებული ხმით შეახსენა არიდამ. ქეთევანი ის იშვიათთაგანი იყო, ვინც გოგონას დახმარების ხელს უწვდიდა და მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ. დაახლოებით ოთხი წლის წინ ქუჩაში შემთხვევით ატირებულს გადააწყდა. ძლივს დასტყუა დარდის მიზეზი, ანდროს მიერ ბანკში იპოთეკით ატვირთული ერდათერთი ბინა, რომ იყო და გადაუხდელობის გამო შეიძლებოდა ღია ცის ქვეშ დარჩენილიყო ის და დადუნა. მას შემდეგ სულ გვერდით ყავს. ზოგჯერ ხელფასსაც ათასი აბსურდული მიზეზით იმაზე მეტს უწერს ვიდრე ეკუთვნის და გაპროტესტებასაც კი უკრძალავს გოგონას.
-
- ისღა მაკლია ვინმეს წინაშე დავმალო შენდამი დამოკიდებულება. ანათებ აქაურობას და რა გვაკეთო? - ლამაზად მოხატული თვალები აუციმციმა ქეთიმ გოგონას. - თანაც ჩემი გრეგნობის შემყურე მაქსიმუმ შენს დობას თუ დამწამებენ. - ფეხზე წამოდგა და მის წინ დემონსტრაციულად დატრიალდა. მართლაც,რომ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებოდა, მუდამ ფორმაში მყოფი, თავმოვლილი გემოვნებიანად შემოსილი მენეჯერი. მოზომილად მოსაუბრე, დახვეწილი მანერების მქონე, თავის საქმის პროფესიონალი ქალი, მხოლოდ გულწრფელ არიანდასთან აძლევდა თავს ასეთი მხიარული ყოფილიყო და მასაც აიძულებდა თავისთან უშუალო დამოკიდებულებას.
-
- ბოლო სიტყვებზე არ შემიძლია არ დაგეთანხმო. განათებას რაც შეეხება ეგ საადავოა, ჩვენ შორის რომელი უფრო ანათებს ?!
-
- შენ ჩემო არიდა, განსაკუთრებით სითბოს და სიკეთეს ანათებ და დღეს მიხალისებ.
-
- იმან გაიგო, გუშინ რომ არ ვიყავი? - ისეთი დაბალი ტონით ჰკითხა. თითქოს არ უნდოდა ვინმეს გაეგო.
-
- არა, მაგრამ რომ გაეგო მერე რა? იმდენი არ შემიძლია შენ, ვინმესთან შეთანხმების გარეშე გაგათავისუფლო? მითუმეტეს ასე გჭირდებოდა... - აი, აქ კი ნამდვილად მედიდურ, საქმიან ქალს ჰგავდა. - თანაც, ეს რომ არა, ჩემს შარმს წინ ვერ წაუვიდოდა. - ისევ მხიარული და კეკლუცი გაუხდა ხმა.
-
- რათქმაუნდა შეგიძლია. მომიტევეთ დაუფიქრებელი კითხვისთვის. - მისივე ტონალობაში წარმოთქვა. - ქეთი, ისე როგორ აწამებ მაგ კაცს. არადა, ყველა გამოხედვაში ეტყობა, დნება შენი სიყვრულით. - წუხილით დაასკვნა.
-
- მე არ ვდნები სამაგიეროდ. არც რამე გამიკეთებია თავის შესაყვარებლად. ხოდა მიყუროს ასე შორიდან. შენ ის მითხარი როგორ ხარ? დადუნა როგორაა? - სწრაფად შეუცვალა სალაპარაკო თემა. არიდაც მიუხვდა და აღარ ჩასძიები წინა საკითხს.
-
- რავიცი ქეთი, პასუხიც არ მაქვს თითქოს შეგუებულიც კი ვიყვით ამ ფაქტს. ახლა ის მაინც ეცოდინება დადუს სად ათენებს და აღამებს მისი ვაჟი.
-
- ხო, მართალია. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ მაგაზეა ნათქვამი.
-
- ქეთუშ, აქ ხარ? - ოთახში დაუკითხავად შემოაბიჯა ახალგაზრდა მამაკაცმა და საუბარი შეაწყვეტინა. - ოჰ, ასე ადრიანად ორი ვარსკვლავის ერთად ხილვა ჩემთვისაც კი ზედმეტია. - აღტაცებულმა წამოიძახა ქალების ხილვის შემდეგ.- როგორ ხარ არიდა? გუშინ ძალიან დაგვაკლდი.
-
- კარგად ბატონო ზურა. - სწრაფად წამოიჭრა ფეხზე. - ქეთი მე გავალ. - ქალს უთხრა და სჩქაროდ დატოვა კაბინეტი.
-
- ეს რა უკარება ვინმეა. ოთხი წელია მადლობთ ბატონო ზურა, კარგად ბატონო ზურა, გამარჯობა ბატონო ზურა-ს მეტი ვერ ვათქმევინე. თვითშეფასებას მიქვეითებს ისე მაიგნორებს. - დამწუხრებულმა წარმოთქვა და ისე ჩაეშვა სავარძელში კარისთვის, სადაც წამის წინ არიდა გაუჩინარდა თვალი არ მოუშორებია.
-
- ზურა ! - ბიჭი ისევ გაშტერებული იყურებოდა. - ზურა- მეთქი ! - ტონს აუწია ქალმა. - აქ ვაქ გამომხედე !
-
- ხო, რაიყო ქეთუშ? - გონს მოეგო და ძლივს მოწყვიტა თვალი ცარიელ სივრცეს, სადაც ჯერ კიდევ არიდას კონტურები ელანდებოდა.
-
- ახლა გამოფხიზლდი და კარგად მომისმინე ! იმდენჯერ გითხარი ტყუილად ნუ გაქვს იმედი, რომ ოდესმე სხვა თვალით შემოგხედავსთქო, ეს სიტყვები უკვე უნებურად ექოსავთ ტრიალებს ამ ოთახში და წესით აქ შემოსვლისას პირველი ეგ უნდა გესმოდეს. ამდენი წელია ორი სიტყვის მეტის არ იმეტებს შენთვის და უჩემოდაც ხომ უნდა ხვდებოდეს შენი გონება ამას?
-
- კარგი, რა ქეთი ! სადღა მაქვს გონება მაგას, რომ ვუყურებ... ხომ იცი, მართლა სერიოზულად მომწონს. იმდენად სუფთაა, რომც გინდოდეს ცუდად მოიქცე უბრალოდ ვერ კადრულობ. ზედმეტ ფიქრებსაც ვერ ვბედავ იმდენად მესათუთება.
-
- შენ ისე ჭიკჭიკებ მგონი გადააბიჯებ მოწონებას და შენთვისვე იქნება ცუდი თუ მართალი აღმოვჩნდები. იცოდე, არაფერი აგრძნობინო თორემ აქედან წავა. მას კი ჰაერივით ჭირდება ახლა ეს სამსახური. ასე რომ ისევ მისთვის, თავი შორს დაიჭირე მისგან. ორივე ძალიან მიყვარხართ და მეც გამითვალისწინე.
-
- გასაგებია ! - ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა. - ვახომ ჩემთან შემოვიდეს და ფაქტურაც წამოიღოსო. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა.
-
- როდის აქეთ გახდი, ვახოს ხელის ბიჭი შენ? - სიცილით ჰკითხა ქალმა.
-
- შენ, რომ აწამებ და გრძნობებზე არ პასუხობ ეგეც ეყოფა ჩემს საცოდავ მაიკოს. ახლა, ელემენტარულ თხოვნებზე მეც ხომ არ ვაწყენინებ?! - წარბები სასაცილოდ აზიდა და მოჩვენებით მხიარულმა დატოვა ოთახი. წამში ისევ შემოაღო კარი - ისე, მეც ძალიან მიყვარხართ ორივე და სანამ გულს გაუხეთქავ იმ კაცს, ანუ სანამ მამიკოს გარეშეც დამტოვებ, მეც გამითვალისწინე. - სასაცილოდ მიაძახა და ფაქტიურად ოთახიდან გაიქცა თვში რაიმე, რომ არ მოხვედროდა. ბიჭის საქციელით გაღიმებულმა ქეთიმ, ნელა აზიდა სკამიდან მოხდენილი სხეული, კაბა გაისწორა, თმაზე ლამაზი თითები გადაისვა, მაგიდის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული საქაღალდე აიღო, რომელიც სინამდვილეში სულ არ აინტერესებდა ვახოს და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა და ნარნარით გაუყვა, რესტორნის მფლობელის კაბინეტისკენ გზას.
რესტორნის სამზარეულოში, თანამშრომლები სინქრონულად ფუსფუსებდენ. ყველას გადანაწილებულ ჰქონდა თავიანთი საქმე. მხოლოდ არიდა იყო უსაქმოდ, უფრო სწორად მისი საქმე მათზე დაკვირვება და ახალი ცოდნის შეძენა იყო. ის, ამ რესტორანში ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ ქეთის თხოვნითა და მისი სურვილითაც თავისუფალ დროს სამზარეულოში ატარებდა. ქეთის უნდოდა მზარეულის დამხმარედ გადაეყვანა, რადგან მისი თვალშისაცემი გარეგნობის გამო ხშირად გამხდარა, მამაკაცების მხრიდან დახამებული მზერის ობიექტი. განსაკუთრებით ფულით გაქსუებული, მაღალი კლასის სტატუსის სტუმრით მოსარგებლენი, დაუფარავად თუმცა კორექტულად გამოხატავდნენ მის მიმართ ინტერესს. ახლაც, ამ მიზეზით დარბოდა სამზარეულოში წინ და უკან გოგონა. ყველას ინტერესით აკვირდებოდა რათა, სწრაფად ესწავლა საქმე. უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილების სისწორეში ქალბატონ მენეჯერს, ბატონი ზურაც ეთანხმებოდა. ვიანიდან ზურას, ყელში ჰქონდა ამოსული, სტუმრებითვის იმის ახსნა, რომ აქ სავახშმოდ უნდა მოსულიყვნენ, მათი დაკვირვებისა და შეფასების ობიექტი კერძები უნდა ყოფილიყო და არა, აქ მომუშავე რომელიმე პერსონალი და თან, ამ ყველაფრის თქმა მოჩვენებითი ზრდილობით,რომ უწევდა.
დღის მეორე ნახევარში იწყო, რესტორამნა სტუმრების მიღება და ორ საათში სრულად გაივსო . არიდაც ცოტათი დაღლილი, მაგრამ ბევრი ახალი ინფორმაციით დახუნძლული გამოვიდა სამზარეულოდან. თავისი ახლანდელი საქმიანობისთვის მოემზადა და ხალხით სავსე მთავარ დარბაზს მოავლო თვალი. . რაღაცნაირი, უხმაურო ხმაური ისმოდა. რესტორანში, ხომ „მაღალი“, „ელიტარული“ საზოგადოება დადის. რომელთა ხვედრით დახვეწილი მანერების ქონნაა და აბა, როგორ შეიძლებოდა მათი საუბარი ყიყინს დამსგავსებოდა? ისინი ხომ ვალდებულნი არიან ხმაურიც კი ერთმანეთს შეუწყონ. ერთ ტონში, ერთ ბგერებში ისაუბრონ, რომ ხვალ ვინმეს დასაცინ-გასაჭორი არ გახდნენ. ადამინები, რომლებიც ირონიული ღიმილითა და შეფარული დაცინვით ამკობენ ერთმანეთს. საუბრობენ თემებზე, რომლის არსსა და დედააზრზე წარმოდგენაც კი არ აქვთ. უბრალოდ სადღაც მოისმინეს, რომ ასეთი მაღალი მნიშვნელობის საკითხზე საუბარი აუცილებელია. ხოდა მათაც საგულდაგულოდ დაიზეპირეს ფრაზები , რათა მეტად მჭერმეტყველად გამოუვიდეთ სათქმელი. ამ დროს, რომ გამოჩნდეს მცოდნე ადამიანი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვას, ან გამოხატავს აზრს, რომელიც მათ დაზეპირებული ფრაზებისგან მეტად სიღრმისეული და შორს წასული იქნება, ჯერ დაფიქრდებიან დაემთხვა თუარა მისი სიტყვათა წყობა მათისას. საერთოს რომ ვერ აღმოაჩენენ დაიბნევიან. მერე კი კარგად გამომუშავებულ თვითგადარჩენის ინსტიქტს ჩართავენ და თავის დასაცავად აუცილებლად თავდასხმაზე გადავლენ. ჭეშმარიტი აზრის, სიმცდარესა და საკითხის უცოდინრობაში დასდებენ ბრალს და ჯორდანო ბრუნოს მსგავსად კოცონზე დაწვავენ. თუმცა არის საპირისპირო ვარიანტიც- მოისმენენ ამ აზრს, მერე მთქმელს შეათვალიერებენ თუ მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და სტატუსი მათთვის მისაღები იქნება ელვის სისწრაფით აიტაცებენ ნათქვამს. შემდეგ სიტყვა-სიტყვით დაიზეპირებენ, იქიდან გასულთ სხვა „მოაზროვნეთა“ შეკრების დროს რომ გამოადგეთ. ამ ადამიანთა უმრავლესობა წიგნზე ყდით, უკეთეს შემთხვევასი კი წინა და ბოლო ფურცლით მსჯელობენ. არ აქვთ არაფერი ღირებული ფულისა და სტატუსის გარდა. მათი პრიორიტეტი მეტი კაპიტალისა და გავლენიანი ნაცნობების დაგროვებაა. შემდგომში ისევ თავის მოსაწონებლად. ესაა, ფულსა და სტატუს ამოფარებული, „ უწიგნური ელიტარული საზოგადოება“ . თავინთ სრულად ცარიელ შინაგანს ძვირადღირებული მატერიებით, რომ ივსებენ. ინტელიგენტობა ბევრი ფულის ქონა, ბრენდული სამოსის ტარება და დაზეპირებული მარალფარდოვანი სიტყვებით საუბარი, რომ ჰგონიათ. ასეთი არის არიანდას წარმოდგენა იქ მსხდომ ადამიანთა უმრავლეს ნაწილზე, რომელთანაც ადრეული ბავშვობიდან ჰქონდა პირდაპირი და ირიბი შეება. თუმცა, საბედნიეროდ ისიც იცის, რომ ნამდვილად არსებობენ ჭეშმარიტად ინტელიგენტი ადამიანები იშვიათი გამონაკლისის სახით. ალბათ კიდევ დიდხანს განაგრძობდა ფიქრს თეთრი თაბაშირით მოჩუქურთმებულ თაღზე მიყრდნობილი, დარბაზში თავისი საჭიროება, რომ არ ეგრძნო. სწრაფად გასწორდა წელში. კოხტა მოძრაობითა და ღიმილიანი სახით მიუახლოვდა ერთ-ერთ მაგიდას შეკვეთის მისაღებად. როგორც ყოველთვის ახლაც იგრძნო მამაკაცთა დაჟინებული მზერა. ამჯერად ნაცნობ თვალებთან ერთად უცნობებიც უცქერდნენ. უკან დაბრუნებულმა, დაინახა ზურა, ქეთის ჩუმად ესაუბრებოდა რაღაცას და მალევე ქეთის ხმაც შემოესმა.
- არიდა, ერთი წუთით დამელოდე.- სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქალი. - დღეს შენ მხოლოდ მარჯვენა ნაწილში რამდენიმე მაგიდას მოემსახურები.
-
- რა ხდება ქეთი? - გაუკვირდა გოგონას რადგან აქამდე ყველას ერთნაირად ევალებოდა კლიენტთა მომსახურეობა.
-
- არაფერი ისეთი. მაგ ნაწილში ძირითადად საქმიანი ვახშამებია დაგეგიმილი. დიდი ალბათობით სხვა საქმეებისთვისა და მითუმეტეს თავლების ცეცებისთვის არც დრო ექნებათ და არც მდგომარეობა. მეც უფრო მშვიდად ვიქნები, დღის ბოლოს შენით მოხიბლული მამაკაცი შენზე პირადი ინფორმაციის გაცემის თხოვნით რომ არ მომაკითხავს. - ბოლო სიტყვები ჩურჩულით გადაულაპარაკა.
-
- გასაგებია, ქალბატონო ქეთევან ! - ღიმილიანი სახით დაეთანხმა არიდა.
-
- ძალიან კარგი. მაშინ წაცუნცულდი ოცდამეხუთე მაგიდასთან გელიან.- მხარზე ხელი დაუსვა და შესასვლელისკენ ანიშნა. არიდაც კაკუნით გაუყვა მითითებული მაგიდისკენ გზას.
-
- მოგესალმებით ბატონებო. რას ინებებთ? - თავისი წკრიალა ხმა გააჟღერა ადგილზე მისულმა და სუფრის ყველა წევრის ყურადღება ერთდროულად მიიპყრო. მსგავს სიტოაციას ნაჩვევი არიდა, არ დაიბნა და მენიუ სწრაფად ჩამოურიგა დახვეწილად ჩაცმულ სამ მამაკაცს. მეოთხის, ჯერი რომ დადგა ვიდრე მენიუს მაგიდაზე დადებდა ვიღაცამ ხელიდანვე გამოაცალა. ინსტიქტურად შეხედა არიდამ და შავ, მოელვარე სფეროებს გადააწყდა. ზუსტად ისეთივე ფერი ჰქონდა იმ თვალებს, როგორიც არიდასას, მაგრამ მეტად უფრო მუქი. აქამდე განუცდელმა გრძნობამ დაუარა გოგონას სხეულში. სწრაფად მოაშორა მზერა და წელში გასწორდა.
-
- საღამომშვიდობის. - ბოხი ბარიტონით გაეპასუხა უცნობი, მკრთალად გაუღიმა, მენიუ გადაშალა და მალევე გააკეთა საკმაოდ გემოვნებიანი შეკვეთა.
საწოლზე იწვა და ისევ ის, შავი სფეროები უტრიალებდა გონებაში, რომელიც ცივი სუსხივით მოედო მის არსებას და რომლის მეტად ხილვაც ვეღარ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ რამდენჯერმე მოუხდა იმ მაგიდასთან მისვლა მეტად აღარ შეუხედავს მამაკაცს. მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლებოდა და ეს ხმაც კი განსხვავებულად ეჩვენებოდა არიდას. ფთხილად შეაღო საძინებლის კარი დადუნამ. საყვარელ ქალიშვილს გვერდით მიუწვა. გამხდარი თითებით მოეფერა ბეჭებზე დაყრილ, კუპრივით შავ საშუალოდ ხვეულ თმაზე. გოგონაც ზურგით მჭიდროდ აეკრო დედის სითბო, რომ იგრძნო. დიდხანს იყო ასე გარინდული. მოალერსე თითების მზრაობას გულის რიტმს აყოლებდა. ალბათ მალე დაეძინებოდა კიდეც ტელეფონის ზარს, რომ არ გამოყვანა დედა-შვილური სამყაროდან.
- გისმენ ქეთი. - მინაბული ხმით უპასუხა.
-
- არიდა, ბოდიში თუ გაგაღვიძე მაგრამ საქმე მაქვს. დღეს ისე წახვედი ვერ გნახე თორემ იქ გეტყოდი.
-
- ხო მშვიდობაა? - მეტად გამოფხიზლდა გოგონა, დედის ხელს ჩაეჭიდა და საწოლის საზურგეს მიეყრდნო.
-
- კი რათქმაუნდა. უბრალოდ ჩემს ნაცნობს რამდენიმე დღეში დაბადების დღე აქვს და სახლში უნდა წვეულების მოწყობა. მთხოვა, რამდენიმე დამხმარე გოგო მომეძებნა მისთვის. ხოდა ვინაიდან შენ მაგ დღეს ისვენებ, ვიფიქრე, დამატებითი შემოსავალი არ გაწყენდა. კარგად გადაგიხდის. თანაც ყველაზე მარტივი საქმე შევარჩიე შენთვის. რამდენიმე საათში თავისუფალი იქნები.
-
- როდის არის წვეულება?
-
- ორ დღეში.
-
- მერე მე მაგ დღეს, რომ არ ვისვენებ?
-
- ისვენებთქო გითხარი და აღარ შემეპასუხო. ან წამოხვალ, ან იმ თანხას მე მოგცემ, რაც იქ უნდა გადაგიხადონ.
-
- ხომ იცი, რომ შენ არ გამოგართმევ და პირდაპირ ნამუსზე მაგდებ.
-
- ეგ შენ თქვი, მე არ მითქვამს. - სიცილით გამოსძახა ყურმილში ქეთიმ.
-
- კარგი, ხო, წამოვალ. მალე სესხხის გადახდა მიწევს გამომადგება.
-
- არიანდა - გაუბედავად დაიწყო ქალმა. - კიდევ უნდა გთხოვო რაღაც.
-
- ამჯერად რა ხდება ?
-
- როგორც გითხარი, იქ მალევე მორჩები შენს საქმეს. მეც იქ ვიქნები და შენც თუ დარჩები მერე წვეულებაზე, კარგი იქნება. ცოტა გაერთობი, გულს გადააყოლებ.
-
- ქეთი, ხომ იცი არ მიყვარს მსგავსი შეკრებები.
-
- იცი, რა არიდა? ზოგჯერ მგონია, შენ ხარ ორმოცდახუთი წლის მე კია არა. ძალიან გთხოვ უარი არ მითხრა. - მუდარა გაისმა ხმაში.
-
- კარგი. ცოტახანს დავრჩები.
-
- მიყვარხარ ჩემო არიდა. მაშინ ხვალ მოვიფიქროთ რას ჩაიცვამ.
-
- არა იყოს. მოვძებნი რამეს. - უპასუხა და მისი გონება სწრაფად გაჩნდა კარადაში, სადაც ყოველდღიურ სამოსთან ერთან ერთად, ერთადერთი კაბა ეკიდა, რომელიც სკოლის დამთავრებასთან მიძღვნილი ბანკეთისთვის უსახსრობის გამო რის ვაი ვაგლახთ იყიდა.
-
- ახალის ყიდვას არ ვაპირებ. ჩემი გარდეროფიდან ავარჩევ რამეს . საბედნიერო ჩვენი ზომები ემთხვევა ერთმანეთს. - მტკიცე ტონით გამოსძახა ქეთიმ და დაემშვიდობა.
-
- იმედი მაქვს არ გადაიფიქრებ შვილო. მიეცი შენს თავს უფლება ცოტახანს მაინც გაერთო, დაისვენო და დაივიწყო სადარდელი. ვინ იმსახურებს ამას თუ არა შენ. - დაბალი, თბილი ხმით უთხრა დადუნამ, უკვე ბალიშზე გასწორებულ არიდას. თხელი პლედი გადააფარა, შუბლზე აკოცა და ოთიდან გავიდა.



******
მოუთმენლად გელით !



№1 სტუმარი one

momwons❤️ velodebi movlenebis ganvitarebas))

 


№2 სტუმარი სტუმარი თიკო

რა საყვარელი თავი იყო. რაღაც თბილი, წყნარი, ოდნავ სევდიანი... ყველანაირი ურთიერთობა და სიყვარული მიყვარს, და-ძმური, დედა-შვილური, მეგობრების, მაგრამ განსაკუთრებით მამის და ქალიშვილის. იმას ვამბობ რომ ყველაფერი ძალიან თბილად გაქვს გადმოცემული, ყველანაირი ურთიერთობა, ნუ იმ უკანასკნელის გამოკლებით. მიხარია რომ არიადას ასეთი დედა ჰყავს! ასეთი თბილი და მიხარია რომ ჰყავს ერთგული მეგობრები ქეთის და ალექსის სახით, რადგან ვფიქრობ მათ გარეშე ბევრად გაუჭირდებოდა ყველაფერი. მე კი იმიტომ მიყვარს ისინი რომ არიადას დარდს უმსუბუქებენ. რას მოვაყოლე ეს კი დამავიწყდა D: რომ დავიწყებ რაღაცის მოყოლას ან ფიქრს, ეგრევე ვწერ ხოლმე. მიჩვეული ვარ და არც აქაა გამონაკლისი D: ,,უბრალოდ" ძალიან მომეწონა. გელი! წარმატებები!❤❤❤
P.S ,,იმ" უცნობმა მეც ამაფორიაქა D:

 


№3  offline მოდერი თამარი აჩბა

one
momwons❤️ velodebi movlenebis ganvitarebas))

მადლობა ! ♥️♥️

სტუმარი თიკო
რა საყვარელი თავი იყო. რაღაც თბილი, წყნარი, ოდნავ სევდიანი... ყველანაირი ურთიერთობა და სიყვარული მიყვარს, და-ძმური, დედა-შვილური, მეგობრების, მაგრამ განსაკუთრებით მამის და ქალიშვილის. იმას ვამბობ რომ ყველაფერი ძალიან თბილად გაქვს გადმოცემული, ყველანაირი ურთიერთობა, ნუ იმ უკანასკნელის გამოკლებით. მიხარია რომ არიადას ასეთი დედა ჰყავს! ასეთი თბილი და მიხარია რომ ჰყავს ერთგული მეგობრები ქეთის და ალექსის სახით, რადგან ვფიქრობ მათ გარეშე ბევრად გაუჭირდებოდა ყველაფერი. მე კი იმიტომ მიყვარს ისინი რომ არიადას დარდს უმსუბუქებენ. რას მოვაყოლე ეს კი დამავიწყდა D: რომ დავიწყებ რაღაცის მოყოლას ან ფიქრს, ეგრევე ვწერ ხოლმე. მიჩვეული ვარ და არც აქაა გამონაკლისი D: ,,უბრალოდ" ძალიან მომეწონა. გელი! წარმატებები!❤❤❤
P.S ,,იმ" უცნობმა მეც ამაფორიაქა D:

ხოდა ილაპარაკე რამდენიც გინდა... თაფლივით მედება გრძნობებზე შენი სიტყვები ♥️♥️
ის უცნობი "ამაფორიაქებელი ტიპია" :):)
მადლობაა ! ♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი მანანა

ეს ჩვენ გელით მოუთმენლად, საოცრად კარგად წერთ.

 


№5  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი მანანა
ეს ჩვენ გელით მოუთმენლად, საოცრად კარგად წერთ.

მიხარია ...
მადლობა ! ♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგია და ველოდებთ მოუთმენლად შემდეგ თავს????

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნათია
ძალიან კარგია და ველოდებთ მოუთმენლად შემდეგ თავს????

♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

არაჩვეულ2ბრივია.უკვე ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო ისტორია გველოდება.მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს.მინდა წარმატებები გისურვო♥️♥️⚘.

 


№9 სტუმარი Ana-maria

მალე მინდა ახალი თავი!ნაპერწკალი ჩნდება ფერებს შორის. რატომღაც ვფიქრობ, არიადნას ძმა არაა მთლად წყალწღებული

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ანა
არაჩვეულ2ბრივია.უკვე ძალიან მომწონს და დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო ისტორია გველოდება.მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს.მინდა წარმატებები გისურვო♥️♥️⚘.

დიდი მადლობა ! ♥️♥️

Ana-maria
მალე მინდა ახალი თავი!ნაპერწკალი ჩნდება ფერებს შორის. რატომღაც ვფიქრობ, არიადნას ძმა არაა მთლად წყალწღებული

მეც მასე მგონია !
მადლობაა ♥️♥️

 


№11 სტუმარი მთვარის სონატა

ველით მოუთმენლად შემდეგ თავს❤️

 


№12  offline მოდერი თამარი აჩბა

მთვარის სონატა
ველით მოუთმენლად შემდეგ თავს❤️

♥️♥️♥️

 


№13 სტუმარი ეკა

ძალიან საინტერესო და კარგი ისტორიაა მომწონს.ახალ თავს ველოდებიი სულმოუთქმელად

 


№14  offline წევრი Life is beautiful

ჯანდაბააა... რა მომათმენინებს?!
ძალიან კარგად ავითარებ ტკბილო... წინაც ხო კარგი იყო.. მაგრამ აქ უკვე გაიზარდე უფრო...
და მემგონი შემიყვარდება ეს შავოსანი...
არ ვიცი. შენი გემოვნება მარა ჩემი კი გამოგიცნია და კიდევ. უამრავი ადამიანის.. ვგიჟდები ისე მიყვარს შავი თვალები...

ძალიან მომწონს! და შენ კი არა მე გელი!

 


№15 სტუმარი Qeti qimucadze

ვიფიქრედაასრულებს და მერე წავიკითხავ თქო მაგრამ ვერ მოვითმინე. არიდა საოცარი სახელია. კარგი პერსონაჟია და მიხარია ეომ ქეთის ფა ალექსის სახით კარგი ადამიანები შეიძინა. მათ გარეშე გაუჭირდებოდა უფრო.მჯერა მისი ძმა ჯეეკიდევ არაააბოლომდე დაკარგული და ვიმედოვნებ რაღაც იმალება მისი წარაულის მია ეომ ოდნავ მაინც გაამართლოს. იმედია არიდას მამამვინმე არ მოკლა და ამიტომ არ წავიდა მონასტწრში. და რა გახდა ასეთი ეომ ერტხელ არ შეეხმიანა ოჯახს. არვიცი მჯერა წინ ბევრი საინტერეწო რამეები გველოდებქ. წაარმატებები

 


№16  offline მოდერი თამარი აჩბა

ეკა
ძალიან საინტერესო და კარგი ისტორიაა მომწონს.ახალ თავს ველოდებიი სულმოუთქმელად

მადლობა ♥️♥️

Life is beautiful
ჯანდაბააა... რა მომათმენინებს?!
ძალიან კარგად ავითარებ ტკბილო... წინაც ხო კარგი იყო.. მაგრამ აქ უკვე გაიზარდე უფრო...
და მემგონი შემიყვარდება ეს შავოსანი...
არ ვიცი. შენი გემოვნება მარა ჩემი კი გამოგიცნია და კიდევ. უამრავი ადამიანის.. ვგიჟდები ისე მიყვარს შავი თვალები...

ძალიან მომწონს! და შენ კი არა მე გელი!

იმედი მაქვს ბოლომდე გეყვარებ ეგ შავოსანი.
დიდი მადლობა კარამელო !♥️♥️♥️

Qeti qimucadze
ვიფიქრედაასრულებს და მერე წავიკითხავ თქო მაგრამ ვერ მოვითმინე. არიდა საოცარი სახელია. კარგი პერსონაჟია და მიხარია ეომ ქეთის ფა ალექსის სახით კარგი ადამიანები შეიძინა. მათ გარეშე გაუჭირდებოდა უფრო.მჯერა მისი ძმა ჯეეკიდევ არაააბოლომდე დაკარგული და ვიმედოვნებ რაღაც იმალება მისი წარაულის მია ეომ ოდნავ მაინც გაამართლოს. იმედია არიდას მამამვინმე არ მოკლა და ამიტომ არ წავიდა მონასტწრში. და რა გახდა ასეთი ეომ ერტხელ არ შეეხმიანა ოჯახს. არვიცი მჯერა წინ ბევრი საინტერეწო რამეები გველოდებქ. წაარმატებები

ოჰო, რა სიღრმეებში ჩასულხარ. ბრავო !
მესიამოვნა ასეთი ანალიზი.
მადლობა ♥️♥️

 


№17  offline წევრი დუ სია

როგოე გელი, ნეტა იცოდე! ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სიუჟეტია, მომწონს ის შავთვალება უცნობი, ვფიქრობ წინ ჩახლართული ხვეულები გველოდება! მომწონს მეგობრობა, თავდადება, ჯანსაღი ურთიერთობები და ველი უსაშველოდ დიდ ვნებათაღელვასა და სიყვარულს. მინდა, რომ ღირსეული მაგრამ ამავდროულად მტანჯველი ნაბიჯები გადმოდგას შავოსანმა და გააგიჟოს ეს გოგონა!
გელი თამარ და გეტრფი, როგორც ავტორს!

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

დუ სია
როგოე გელი, ნეტა იცოდე! ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სიუჟეტია, მომწონს ის შავთვალება უცნობი, ვფიქრობ წინ ჩახლართული ხვეულები გველოდება! მომწონს მეგობრობა, თავდადება, ჯანსაღი ურთიერთობები და ველი უსაშველოდ დიდ ვნებათაღელვასა და სიყვარულს. მინდა, რომ ღირსეული მაგრამ ამავდროულად მტანჯველი ნაბიჯები გადმოდგას შავოსანმა და გააგიჟოს ეს გოგონა!
გელი თამარ და გეტრფი, როგორც ავტორს!


ჩახლართული ხვეულები იქნება.
მტანჯველ ნაბიჯებსაც გადმოდგამს და ეს ყველაფერი დიდ სიყვარულთან მიიყვანთ ორივეს.
ძალიან დიდი მადლობა შენ ! ♥️♥️

 


№19 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მეც ეგრე ვიფიქრე რომ ერთმანეთი თავ დავიწყებიათ შეუყვარდებათ ამ ორს ეხლაც იგრძნობა მოხტი ამ ორ შორის ნამდვილად დასაფასებელია ორი ასეთი მეგობრის ყოლა რომსაც ასე უსიტყვოდ ესმის შენი ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????

მეც ეგრე ვიფიქრე რომ ერთმანეთი შეუყვარდებათ თავდავიწყებით ეხლაც იგრძნობა ამათ შორის მუხტი რომელიც დიდ სიყვარულამდე მოიყვანთ ნამდვილად დასაფასებელია ორი ასეთი მეგობრის ყოლა რომსაც ასე უსიტყვოდ ესმის შენი ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????

 


№20  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
მეც ეგრე ვიფიქრე რომ ერთმანეთი თავ დავიწყებიათ შეუყვარდებათ ამ ორს ეხლაც იგრძნობა მოხტი ამ ორ შორის ნამდვილად დასაფასებელია ორი ასეთი მეგობრის ყოლა რომსაც ასე უსიტყვოდ ესმის შენი ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????

მეც ეგრე ვიფიქრე რომ ერთმანეთი შეუყვარდებათ თავდავიწყებით ეხლაც იგრძნობა ამათ შორის მუხტი რომელიც დიდ სიყვარულამდე მოიყვანთ ნამდვილად დასაფასებელია ორი ასეთი მეგობრის ყოლა რომსაც ასე უსიტყვოდ ესმის შენი ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????

♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent