შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატერინას წიწილები 5 (სრულად)


2-04-2021, 03:21
ავტორი ჰებე
ნანახია 1 168

კატერინას წიწილები 5

-სალომე ნუ გარბიხარ!
-სალომე მოიცადე!
-სალომე!
-ფეხი მტკივა ამ ქუსლიანებით ვერ დავრბივარ! დაგველოდე!
-სალომე!
-სალო!
-გოგო დაიცადე!
მაგრამ პატარძალი აწეული კაბით მთელი ძალით მირბოდა კიბეებზე. მეგონა საცა იყო კონკიასავით ფეხსაცმელი გასძვრებოდა, ანდონიკე ამ ფეხსაცმელს აიღებდა, თავის სატრფოს ჩააცვამდა, გაუსკდებოდათ სიყვარულისა და შერიგების ბუშტი და ასე დასრულდებოდა ზღაპარი...
თუმცა არც ფეხსაცმელი მოსძვრა პატარძალ სალოს, კიბეებიც წარმატებით ჩაირბინა და უახლოეს ტაქსშიც მსწრაფლად შეხტა.
დაა მაშ ასეე...
ანდრონიკეს და სალომეს ქორწილი ჩაიშალა.
მოკლედ რა, გაგიჟება ნებადართულია!

ორი კვირით ადრე:

   სიცხისგან გულაჩქარებული ვერც სულს ვითქვამდით და ვერც წყალს ვსვამდით ნორმალურად. ნერვულობის გამო ბოთლას ვცემდი და მოუთმენლად ველოდი მარიამს, რომელიც სააბაზანოში შეკეტილიყო.
-გოგო რამე თქვი თორე დავილიეთ ლოდინით რა!- უყვიროდა კართან მდგომი სალომე.
- დააცადე, გგონია ის წყნარადაა?!-დაუბრიალა მიამ თვალები.
-მარიამ?!- დააკაკუნა წერეთელმა კარზე- რამე ხო არ გინდა?
კარის მეორე მხრიდან ქვითინი მოგვესმა.
მარიამმა კარი გააღო.
-რა გატირებს გოგო?
-დადებითია!
ყველას სუნთქვა შეგვეკრა. ბედნიერების ცრემლი მომაწვა.
-მარიამ!-ერთადერთი რაც მოვიფიქრე გოგონას ჩავეხუტე.
-დედა ვხვდები კაწ!-ჩემს მკლავებში თრთოდა გოგო.
მია კედელთან ჩაკეცილიყო და იქ ქვითინებდა.
სალოს პირი ჯერაც ვერ მოეხურა.
-გუგუა გააფრენს!-ჩამეცინა.
-ღმერთო! ექიმთან უნდა წავიდეთ! დავაზუსტოთ!
-რაღა დაზუსტება გინდა თორმეტივე გაიკეთა!
-არ მჯერა!
-ხალხნო!-გამოფხიზლდა სალო- დალევის მიზეზი მოგვეცა!

*   *  *

   იცით როგორ გაიგო გუგუამ თავისი და მარიამის სიყვარულის ნაყოფის წარმოშობა?
ერთ მშვენიერ დღეს მათ დიდ სახლში თავი მოგვეყარა დიდ სამეგობროს. ბიჭებმა გოგოს ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ და წარბშეჭმუხნულნი აკეთებდნენ სუფრისთვის დავალებულ თავიანთ საქმეს.
საბედნიეროდ სამზარეულოს და მისაღებ ოთახს ერთმანეთს ბარის გარდა არაფერი ყოფდა, ამიტომ თავისუფლად შეგვეძლო ყველაფერი დაგვენახა რაც სამზარეულოში ხდებოდა.
გუგუა მწვადისთვის ხორცს ჭრიდა. აიტეხა გარეთ უნდა შევწვაო. გიორგი, ვახო და ანდრონიკე მარანში იყვნენ. თორნიკე ხახვს ჭრიდა, ირაკლი, კონსტანტინე და გაბრიელი სალათას ამზადებდნენ. მიშოს და მიას კი დაბარებული ჰქონდათ გვიან მოვალთო.
ჩვენ, გოგონები მისაღებში ვისხედით და ბიჭების საქმიანობას სიცილით ვადევნებდით თვალს.
-ვუთხრათ?- გადმოგვიჩურჩულა წერომ.
-ოღონდ ისე რომ გავაგიჟოთ!-აფხუკუნდა ლიზა.
- ბევრი არ მოგივიდეთ!-ჩაიბუზღუნა მარიამმა და თავის ჯერ კიდევ ბრტელ მუცელს ღიმილით შემოხვია ხელები.
გოგოებმა ერთმანეთთან მრავლისმეტყველი მზერა გავცვალეთ
-ბიჭებოო!-.გაჰყვირა სალომ
-გისმეენთ-ყველას მაგივრად უპასუხა ირაკლიმ.
-აბა გამოიცანით რა მოსდის კვერცხუჯრედს როცა ერწყმება?-ახნიემ შეეცადა ხმაში სიცილი არ გაპარვოდა.
-რაა?- დაიბნენ ბიჭები. თორნიკემ ხახვის დაჭრას თავი ანება, ბარს იდაყვებით დაეყრდნო და ჩაწითლებული თვალებით შემოგვხედა.
-რას ბოდავთ?
-რა მოსდის კვერცხუჯრედს როცა ტოზოიდი ერწყმება?!-გადავუკარკლე თვალები.
-ნაყოფიერდება-ამოილუღლუა გუგუამ.
-ახლა ბატონებო ქალი მიამატეთ განაყოფიერებულ კვერცუჯრედს!-გასძახა წერეთელმა.
-რა?
-მიამატეთ!-წამოიწია მარიამო.
-რა მივამატოთ გოგო!-მოეშალა ნერვები იკას.
-ქალი მიამატე განაყოფიერებულ კვერცუჯრედს!- დაელია მოთმინება საბაჰს.
-გამოდის...-ვერაფერს ფიქრობდა გაბრიელი.
-ო...
-ორსული?- მოწვა გუგუამ
-დიახ!
-მოიცა ვინმეა ორსულად?- წამოხტა კონსტანტინე.
-შენ დაწყნარდი აბებს ვიღებ!-თითი დაუქნია აიხნიემ და ბიჭიც ოხვრით დაუბრუნდა თავის ადგილს.
-გუგუა, მე მიმამატე ახლა ორსულ ქალს.
-რა?!- გაუფართოვდა თვალები ბიჭს. მივხვდი მისახვედრს მიხვდა და მისი რეაქციის მოლოდინში კინაღამ სუნთქვა შევიკავე. ტელეფონმომარჯვებული ლიზა გუგუას სახეს აფიქსირებდა.
-მარიამ რა?
-ორსულად ვარ!
-რა?
-რა რაა ბიჯო! მამა გახდები, რას დაგიღია პირი უნახავივით!- აიფოფრა სალომე.
-ეეეე....-ლუღებდა ბიჭი. პირში ენას ვერ აბრუნებდა. სიცილისგან სახე აგვწითლებოდა გოგოებს
-ბიჯოო! გილოცავ!- გადაეხვივნენ ბიჭები გონს ჯერაც ვერმოსულ გუგუას.
- რა ხდება?- შემოაღო კარი ღვინით სავსე დოქით ხელდამშვენებულმა სამეულმა.
-საქეიფო მიზეზი გვაქვს!
-პირველი ბავშვი შემოდის სამეგობროში.
-მარიამ რა თქვი?- ყურებს ჯერაც არ უჯერებდა გუგუა.
-სულ რაღაც ცხრა თვეში შენი მეუღლე პატარა წიწილიკოს გამოჩეკავს!- ხელით ვანიშნე შვილის სიმცირე თვალებაწყლიანებულს. ბიჭი მარიამთან ფეხისთრევით მივიდა, მუხლებზე დადგა და უკვე ატირებულ გოგოს ხელები თავის ხელებში მოიქცია. ოთახში ყველა გავისუსეთ.
-მართლა მარიამ?
-მართლა, ჰო- ამოთქვა გოგომ.
ბიჭმა ჯერ ხელისგულები დაუკოცნა გულისსწორს, მერე მოშიშვლებულ მუცელზე მიაკრა ტუჩები.
-გამარჯობა მა...
ბედნიერების ცრემლები კიაფობდა ყველას თვალებში.

    წვენით და კერძებით მოქეიფე მარიამს ყველა თავს ვევლებოდით. არც გუგუა სვამდა ალკოჰოლს. დაიჟინა, მთვრალი შევაწუხებო და ერთი წვეთისთვისაც არ დაუკარებია პირი.
შუა ქეიფის დროს მიშოც და მიაც შემოგვიერთდნენ.
გაგანია ქეიფია. მიდის ერთი ამბავი. ცალკე ბიჭები მღერიან სუფრაზე და ცალკე სიმთვრალისგან გასული გოგოები ვჭორავთ დუნიას და შეძლებისდაგვარად თვალს ვადევნებთ ჩვენს მობარბაცე გულისსწორებს სუფრაზე არ გაირთხნენ,  ის-ისაა, გაბრიელმა ყანწი უნდა ასწიოს და ღმერთმა უწყის სვანეთის რომელი მწვერვალი უნდა დალოცოს, ანდრონიკე ითხოვს საზოგადოების ყურადღებას.
-ოე! ერთი წუთით თუ შესაძლებელია რა!- წარმოიმართა ბანცალით და მაგიდას დაეყრდნო. მის პირდაპირ მჯდომ  სალოს გადმოხედა, თვალი თვალში გაუყარა დაბნეულ გოგონას და დაიწყო:
-მას შემდეგ რაც დაგინახე, შენით შეპყრობილმა პირობა დავდე, რომ ჩემი ცოლი გახდებოდი. დამეხმარე რომ ეს პირობა ავასრულო. სალომე, ცოლად გამომყვები?- ბიჭმა ჯიბიდან შავი ყუთი ამოიღო, დაუხედავად გახსნა და გოგონას გამოუწია. მთელი სუფრა განაბული შევყურებდით სცენას.
თვალებგაფართოვებული და პირდაღებული სალომე, რომელსაც სიფხიზლის ნასახი არ ეცხო, ხან მომლოდინე ანდრონიკეს უყურებდა, ხანაც ცარიელ ყუთს. სუფრას გადავავლე თვალი. გაოცებული საზოგადოება სიცილს ძლივს იკავებდა.
-აანდრონიკე...-ალუღლუღდა სალომე.
-ბიჭო, რითი სთხოვ ხელს?- ანიშნა კონსტანტინემ ცარიელ ყუთზე. ანდრონიკემ ჯერ ყუთს დახედა, მერე ჩვენ მოგვატარა გაფართოებული თვალები.
-ბეჭედი აქ იდო!-დაებერტყა სკამზე.
სუფრაზე მსხდომნი ავხარხარდით.
-მოიცა მოიცა!- შეგვაწყვეტინა წერეთელმა.-რატომ დასცინით? აი ანდრონიკე, ამით სთხოვე ხელი ჩვენს სალიოს!
ანდრონიკემ წერეთელის მიერ გაწვდილი ხახვის რგოლი აიღო. დამჯერი ბავშვივით ჩადო ყუთში და ხელახლა დაიწყო:
-მას შემდეგ რაც დაგინახე, შენით შეპყრობილმა პირობა დავდე, რომ ჩემი ცოლი გახდებოდი. დამეხმარე რომ ეს პირობა ავასრულო.-და ყუთი გახსნა, საიდანაც თავს იწონებდა წითელი ხახვის პატარა რგოლი.
სიცილისგან სულს ვერავინ ვითქვამდით.
-გიორგი კარგი რა! ამდენი ღვინო არ უნდა დაგელევინებინათ ამისთვის, ვერ იგებს რას აკეთებს!-ცრემლებს ვიწმინდავდით გოგონები.
-მეე...-დაბნეული ბუდღუნებდა მუდამ ხოდზე მყოფი სალომე.
-გოგო დაეთანხმე!
-ფშიუ! რას ელოდები!
-სალომე!- ვეჩურჩულებოდით გოგოები.
-ქალო! რას დაკუნძდი!
-თანახმა ვარ!-იღრიალა შეწუხებულმა და მერე როცა გაიაზრა რა თქვა ტუჩებზე მიირტყა ხელი.
-ავოეეე! -სუფრა აზანზარდა.
ტაშის ხმამ ოთახი მოიცვა.
ანდრონიკემ მაგიდას ძლივს შემოუარა, სალოს წინ დაიჩოქა და ხახვის რგოლი სიმწრით მომღიმარ გოგოს მოარგო.
-მეჩვენება თუ არ უხარია?- გადმომჩურჩულა მარიამმა.
-ორსულად ხარ და გეჩვენება!- დავუდე დასკვნა. ღვინით გაბრუებულნი თურმე ვერ აღვიქვამდით სალომეს ყოფას.
-სად იყავით შენ და მიშო?-უცებ ვეკითხებით მიას, როცა სუფრა ასე თუ ისე ჩაწყნარდა. გაგდებული მთვრალი ვარ, სკამზეც ძლივს ვაკავებ თავს.
-ჭირში! -მოერყა სახე გოგონას.-წამო თეატრში წავიდეთ მეთქი და კინოში წამიყვანა. სროლებს და ადამიანის მკვლელობას მაყურებინა! -წარბშეკრულმა მოსვა წვენი.
-რაიო?!- ალუღლუღდა ნასვამი სალომე- მეე ამას ასე არ დავტოვებ! რას მიქვია ჩემი დაქალი თეატრის მაგივრად კინოში წაიყვანა სროლებზე.
-შეენ დარჩი აქ!- ძლივს დავაგდე ფეხზე ამდგარი-  შურისძიება მე მომანდეთ!- ჩავილუღლუღე გოგოების გასაგონად.
-რას აპირებ?- გადმომხედა მიამ.
-მაცალეთ!
საბედნიეროდ პატარა ხელჩანთა თან მქონდა, ჩავძვერი და როგორც კი კუჭის აშლილობის წვეთებს მივაგენი, გავიბადრე.
-ეგ რა არის?
-სამი-ოთხი წვეთი და შენი მიშო ტუალეტს ჩაეხუტება უკანალით!
-აუუუ, არ გინდა რა!-აწუწუნდა მია.
-თეატრში არ წაგიყვანა ტიპმა! თეატრში! მაგას სულ ძალით უნდა ვაყურებინო ჩემი თანამშრომლის ალექსას თამაშს!
-კიიდე ალექსა!- დაჭყიტა სალომ თვალები.
-ის არა, ვიზეც გაიფიქრე!- ჩავუკარი თვალი სალოს. კარაოკესთან მოცეკვავე ბიჭებს გავხედე, ცხრანი თვრამეტად მეჩვენებოდნენ და როცა დავრწმუნდი რომ არც ერთი არ იხედებოდა ჩვენსკენ, ძლივს ავდექი ფეხზე, მიშოს და თორნიკეს მაგიდასთან მივედი და წყლის ჭიქაში კუჭის აშლილობის წამალი ჩავაწვეთე.
გოგოებმა აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს.
არ მახსოვს იქიდან როგორ წამოვედით.
მახსოვს მე და თორნიკე ტაქსიში ვიჯექით და ბიჭი სატრფიალო ლექსებს მიყვებოდა.
-კატეერიინა, არხოტიის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები!
ანდა საიდან მოიტანა ჩემი ლურჯი თვალები?
მოკლედ როგორღაც მივაღწიეთ სახლში. გასაღები ერთიანი ძალისხმებით მოვარგეთ საკეტს, სახლში შევედით და ერთადერთი რისი პოვნაც შევძელი თორნიკეს ტუჩები იყო. საძინებლამდე ძლივ-ძლივობით გავიკვალეთ გზა და არ მახსოვს საწოლზე როგორ აღმოვჩნდით. არც ის მახსოვს ტანსაცმელები როგორ შემოვაძარცვეთ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ ალკოჰოლის მიერ არეული გონება სადღაც ჯანდაბაში მოვისროლე და უკვე სრულიად ფხიზელი ვიყავი, მაინც არ მახსოვს როგორ ვეალერსებოდით ერთმანეთს.
გითხრათ რა მახსოვს იმ ღამიდან?
შუა აქტის დროს თორნიკე მოულოდნელად გაჩერდა. თვალებგაფართოებული შემომყურებდა და ის იყო უნდა დამეყვირა რატომ გაჩერდი მეთქი, გააზრებაც ვერ მოვასწარი ერთიანად მომშორდა და დედიშობილა საპირფარეშოში გავარდა.
-თორნიკე?!
იმ წამში თავში დამკრა კუჭის აშლილობის წამლის ოთხმა წვეთმა და ზეზე წამოვფრინდი. თორნიკეს საპირფარეშოს კარი ჩაეკეტა.
-თორნიკეე! მშვიდობაა?!
-კატერინა რომელიმემ რამე უქენით საჭმეელს?!-განწირული ხრიალებდა კარის მეორე მხრიდან.
-არა ბიჭო, რა უნდა გვექნა, რა ხდება გამაგებინე!- დავიკბინე ტუჩები სიმწრისგან.
-კუჭი დამეშალა გეფიცები!
საპირფარეშოდან უცნაური ხმები გამოდიოდა.
კართან ჩავიკეცე და სიცილის დასაფარად კბილები ტუჩს დავაჭირე. უკვე დავრწმუნდი, რომ ან მე ჩავაწვეთე წამალი შეცდომით, ან თორნიკემ დალია მიშოს ჭიქიდან წყალი.
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო!
რა ძალა მედგა?!
ავდექი, ტელეფონიდან მუსიკა გავაჟღერე და ჩავრთე მოლოდინის რეჟიმი.
-გოგო რა არის ეგ, გამორთე!
-დააოკებ შენს ერთ ადგილს მაშინ?!
-რა ჩემი ბრალია!

ასე თუ ისე ის ღამე გადავიტანეთ. მე დივანზე მჯდომმა და მძინარემ, თორნიკემ კი უნიტაზზე მთვლემარემ.
დილით როდესაც ტელეფონის წკრიალმა გამაღვიძა და საათს შევხედე, მივხვდი დილა სულაც არ იყო. საწოლში გაღვიძებულმა ჩემს გვერდით ღრმა ძილში მყოფ თორნიკეს მოვავლე მზერა და ზარს ეკრანზე დაუხედავად ვუპასუხე.
-ალო?
-კატერინა...-ტელეფონიდან სალოს გაპარული ხმა მოისმა.
-სალომე?- ისე წამოვიწიე საწოლიდან თავში ტკივილმა დამკრა და თორნიკე ხვნეშით გადატრიალდა მეორე მხარეს.-რაიყო გოგო? რა ხმა გაქვს?
-ჩემს ხელზე ბეჭედს რა უნდა?
-რას?
-ბეჭედს! ბრილიანტისაა მგონი, პატარაა, საყვარელი მარა რა უნდა?-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში.
-ვაა უკვე ბეჭედია? ეტყობა უპოვია და მძინარეს გაგიკეთა, ანდა ფხიზელს გაგიკეთა მაგრამ ისეთი მთვრალი იყავი რა გემახსოვრება...
-კატერინა! ამოღერღავ რა ჯანდაბა უნდა ჩემს თითზე ბეჭედს?!
-შენმა გულისწორმა ხელი გთხოვა უტვინო! და შენც დათანხმდი!
წუთით ტელეფონის მეორე მხარეს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ როგორც კი ზარი უპასუხოდ გათიშა, გულმა ცუდი მიგრძნო. საწოლიდან წამოვხტი და სალომესთან დაკავშირების ამაოდ მცდელობის ფონზე ფართხა-ფურთხით ვიცვამდი ტანსაცმელს.
-რა იყო ომია?- ამოილუღლუღა შეწუხებულმა თორნიკემ.
-თუ არ მივუსწარი ომი მერე ნახე, დაიძინე შენ-კოცნა გავუგზავნე და საძინებლიდან გავვარდი.
კისრისტეხით ჩარბენილმა კიბეებმა ქანცი გამიწყვიტა. კიდევ კარგი მოაჯირზე ხელს მივასრიალებდი, თორემ ბოლო საფეხურზე რომ წავბორძიკდი და მოაჯირს არ მოვჭიდებულიყავი ღმერთმა უწყის რომელ მხარეს იქნებოდა მიღრეცილი ჩემი კურნოსა ცხვირი.
მანქანაში ჩავჯექი, სალომესთან და ანდრონიკესთან დარეკვა კიდევ ერთხელ ვცადე. კვლავ ამაოდ. მახსენდებოდა ხელის თხოვნის დროს როგორი ნაწყენი, უკმაყოფილო, გაოცებული სახე ჰქონდა სალოს და ვხვდებოდი ეს არა ხახვის რგოლის გამო, არამედ იმ მოულოდნელობის გამო იყო, რასაც ხელის თხოვნა ჰქვია საყვარელი კაცისგან. მაგრამ ანდრონიკესდა სამწუხარო რა იყო იცით აქ?
სალომეს ყოველთვის ეშინოდა ქორწინების, პასუხისმგებლობის, და მუდამ გაურბოდა ამ თემას.
მტვრის ბუღის დაყენების ფონზე დავაპარკინგე მანქანა. ჩემსდა საბედნიეროდ წყვილის საცხოვრებელი პირველ სართულზე იყო. კარზე კაკუნი ავტეხე. ცოტაოდენი ლოდინის შემდეგ კარი თმააბურძგნულმა, შორტებში გამოწყობილმა ანდრონიკემ გამიღო.
-სალომე სადაა?!- ვაჯახე მყისვე.
-ვინ?-არეული სახით ეტობოდა ჯერ კიდევ პახმელიაზე რომ იყო.
-შენი საცოლე ბიჭო!
-აარვიცი...- დაბნეული მზერა მოატარა ოთახს.
-რას ქვია არ იცი! გაიწიე!- სახლში შევვარდი. სამოთახიანი სირბილით შემოვიარე. სალო არსად იყო.
-სადაა ეს გოგო გამაგიჟებს.
-დილით მარტომ გავიღვიძე, არ ვიცი...-სახე უარესად ერეოდა ანდრონიკეს.
-ოოხხ!- აქავებული ხელები დასახრჩობად მივმართე ბიჭის ყელთან, მაგრამ გადავიფიქრე, მისი სიკვდილი პარალელურად ჩემსას ნიშნავდა. აფოფრებულმა გავალაჯე სადარბაზოში და გარეთ გავვარდი. სალოსთან ზარი გავუშვი.
"მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან"-ქალის წრიპინა ხმამ ნერვები უარესად მომიშალა.
-გაგიყვან მე შენ მომსახურეობის ზონიდან!- გამოვცერი კბილებში.
-საიდან გაიგე რომ გაქრა?-პერანგის შეკვრით დაკავებული ანდრონიკე გვერდით დამიდგა. ეტყობოდა სრულიად გამოფხიზლებულიყო.
-დილით დამირეკა, ისეთი ხმა ჰქონდა გეგონება ქვეყანა დაიქცა!- არ ვუპასუხე სრულად, მის განერვიულებას მოვერიდე. აბა როგორია სატრფოს დაქალისგან გაიგო კაცმა რომ შენს სატრფოს არათუ შენი ცოლობა, საცოლეობაც არ უნდა?
-წამოდი, გოგოებთანაც დავრეკავ.-ვანიშნე ბიჭს მანქანისკენ.
დაძვრისთანავე მიას დავურეკე.
-მია!
-კააწ, შენი ხმის გაგონება  მეამა!- წაიმღერა გოგომ.
-სალომე დაიკარგა!
-რაა?!- ტელეფონის მეორე მხრიდან რაღაცის ბრახუნი და კვნესა მოისმა.
-დილით დარეკა, ხმა არ მომეწონა, მერე სახლში მოვაკითხე, არაა, არც ანდრონიკემ იცის რამე, ხომ არ იცი სად შეიძლება წასულიყო?
-აარვიცი, არასდროს მოქცეულა ასე! რა დაემართა?
-ხოო მე და ანდრონიკე მივდივართ ეხლა საძებნელად.- ბიჭს შეფარვით გავხედე და მადლობა გადავუხადე ჩემს თავა ყურსასმენები რომ მქონდა მორგებული. მიამ მოწვა.
-ააა გასაგებია, ანუ მიზეზი ანდრონიკემ არ უნდა გაიგოს?
-მართალი ხარ.
-კარგი, დაკავშირებას შევეცდები.
ზარი გათიშა.
ცოტა ხნით თბილისის ქუჩებში ამაოდ დავბოდიალობთით მანქანით, ბოლოს ანდრონიკემ ამოახსა და ხელახლა დარეკა სალომესთან.
-სალომე?!-როგორც იქნა გოგომ უპასუხა.-სად ხარ გოგო დაკარგული გული უნდა გამიხეთქო მაინც და მაინც?.... აქეთ რას მეჩხუბები გოგო!.... შენ დაიკარგე მე რაში ვარ დამნაშავე ამისხენი, რა გავაკეთე ასეთი?!.... კატერინაა ჩემთან... კარგი.
ბიჭმა ტელეფონი მომაწოდა. მაქნანა დავაპარკინგე.
-სალო?
-კატერინა, ეგ გაუშვი სადმე და მაკდონალდსში მოდი, იქ ვარ! მოგწერ კოორდინატებს
-რა გინდა მანდ?
-მოოდი რო გეუბნები!
-რომ სალომე, რომ!
-მოდი!
ღრმად ჩავისუნთქე. ათიოდე წამი მქონდა ნორმალური ტყუილის მოსაფიქრებლად რომ ანდრონიკეს დაეჯერებინა და შინ დაბრუნებულიყო.
-რააო?- გამომართვა ტელეფონი.
-იისა... წერეთელი საშინელ პახმელიაზე ყოფილა, ცუდად გამხდარა ხოდა არ მინდოდა სხვები გაგიჟებულიყვნენ და ანდრონიკემ ჩემზე არ ინერვიულოსო.-ვუთხარიდა პასუხის მოლოდინში გავინაბე.
-როდის იყო წერეთელს პახსმელია ჰქონდა?-შემომხედა ეჭვის თვალით.
ჯანდაბა! აი რატომ არ უნდა იცნობდეს ბიჭი სატრფოს დაქალებს კარგად!
-რავიცი, ეტყობა ზედმეტი მოუვიდა...
-კარგი, მიდიხარ და ჩავიდე თუ გამიყვან უკან?
-მივდივარ!- ერთი სული მქონდა მაკდონალდსში მივსულიყავი.
-კარგი...და-შემობრუნდა ნახევარი ფეხით გადასული მომიტრიალდა-ტყული არც ერთს არ გაგდით!-ჩამიკრა თვალი გამხიარულებულმა და მანქანიდან მკვირცხლად გადახტა.
-მე კატერინა არ ვიყო შენთან და დანარჩენებთან ტყუილი თუ არ გამივიდეს!- გამოვუყავი ენა დახურულ კარს და სალოს გამოგზავნილ კოორდინატებზე გავწიე.
"მაკდონალდში" შესულს პირველი რაც თვალში მომხვდა კუთხეში მჯომი, შავებში ჩაცმული გოგონა იყო, რომელიც მთელს მაგიდაზე გაშლილ საჭმელს მადიანად შეექცეოდა. მანაც შემამჩნია, მიცნო, ხელი დამიქნია და თავისთან მიხმო. ჩემი ვარაუდი გამართლდა. სალო იყო.
- მშვიდობა გაქვს?!- დავეხეთქე მის წინ სკამზე.
-ასეთი მშვიდობა შენს მტერს!- ამოილუღლუღა პირგამოტენილმა და ჩიზბურგერის კიდევ ერთი ლუკმა მოკბიჩა.
-სალომე, კარგად ხარ?
გოგომ მოზრდილი ლუკმა ძლივ ძლივობით გადაყლაპა, ცივი კოლა დააყოლა, ტუჩის კუთხეები სალფეტკით მოიწმინდა, ხელები კალთაზე დაილაგა და ბოლოს აწითლებული თვალებით შემომხედა. მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე რომ ეტირა.
-შენი აზრით?
-ანდრონიკეზე დაქორწინება არ გინდა?- ვაჯახე ეგრევე.
სალომ თავი ჩახარა. ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და მისი თითებშორის  ტრიალი დაიწყო. მძიმედ ამოიხვნეშა.
-არ მინდა დაქორწინება. ვაფშე გათხოვება არ მინდა-მოულოდნელად ქვითინი აუვარდა და ღრიალით ჩარგო ხელებში თავი. ყველამ ჩვენსენ გამოიხედა.
-არც არასდროს დაქორწინდე ვინ გაძალებს-დავუქაჩე თვალები აღშფოთებულმა.
-არ მინდა შინაბერა დავრჩეე!
-ანდრონიკე არ დაგტოვებს, გაგიგებს, მიხვდება რომ ამ ეტაპზე ქორწილი შენთვის ნაადრევია, ხო იცი?
-ვიცი მაგრამ ხო ეწყინება?!- ამოიღნავნა საცოდავად.
-შენ როდის შეგიყვარდა ის ბიჭი ასე ძალიან?- გაოცებისგან შუბლზე ამივიდა თვალები.
-შენ და შენი თორნიკე კავკასიონს რო იპყრობდით კვნესით!- ამოისრუტუნა და კარგა გვარიანად ჩაჰბერა სალფეტკში.
-ამოგაგლიჯავ მაგ ენას!- თვალები დავუბრიალე და გამწარებულმა ცხარე სოუსში ამოწობილი ფრი შევჭამე
-გაგიხმა თავი კუპატაძე!
გოგოს სიცილი წასკდა.
-რას აპირებ ბოლო ბოლო?- დავუსვი საბოლოოდ კითხვა.
-ანდრონიკეს დაველაპარაკები- თქვა დარწმუნებულმა და ჩიზბურგერის ნეტარებით ჭამა განაგრძო.
-ეგრე რა, რას გაგიჟდი.
-შოკი მომცა კატერინა! ცხოვრებაში ორად-ორმა რამემ მომცა შოკი!
-ანდრონიკემ ხელის თხოვნით და შენმა თავმა თანხმობით.- დავასრულე წინადადება და ჩამეცინა.
-ხოო ჩემმა თავმა თანხმობით- ცალყბად ჩაიღიმა გოგომ და მძიმედ ამოიხვნეშა. გული კარგს არაფერს მიგრძნობდა.
იმავე დღეს სალო ანდრონიკესთან დავტოვე, მეორე დილიდან კი მთელი სადაქალო წელში ვწყდებოდით რათა ორ კვირაში დაგეგმილი ქორწილი იდეალური ყოფილიყო.
-ასე მალე რამ მოგაპრიანათ, პირკატა გეცათ?! - გადამცდა წვენი როცა ქორწილის თარიღი გვაცნობა სალომ.
-რაც მალე მით უკეთესი, თორემ გადავიფიქრებ!- დაბერა ნესტოები და კატალოგებს მიუბრუნდა. თვალები ავატრიალე, რას გავაწყობდი.

*   *   *

- გიორგი! თავი გაანებე ლიზას ყველა თაყვანისმცემელს მუშტი-კრივი როგორ უნდა გაუმართო?! ამოწყვიტე ბიჭები მთელს თბილისში ბარემ!-აღშფოთებით ველაპარაკებოდი ოთახში მბორგავს.- კვირის ბოლოს სამზადისის ქარცეცხლში ახალმა სანერვიულომ გამოყო თავი და ამაოდ ვუკითხავდი ლექციებს დაქალის სატრფოს.
-ანუ იმდენი გაბედა, დანიშნულ გოგოს ყვავილები გამოუგზავნა პირდაპირ თავის სახლში!- ააფრიალა ხელში დაკავებული ყვავილების თაიგული. ცოტაღა აკლდა კედლისთვის რომ არ ერტყა.- და გამაგებინე კატერინა! რანაირად უნდა დავწყნარდე!-განაგრძო წინ და უკან სიარული.
-ლიზას ხო ენდობი?
-კი!- მყისვე იყო პასუხი.
- აბა რა გრუზინულებს უშვებ გამაგებინე?- დავუბრიალე თვალები.
-დანიშნულ გოგოს რო არ უნდა ეკურკურო იმ სი*ების ტვინში არ შეეთრევა?-გაუწყდა მოთმინების ძაფი და ყვავილები კედელს მიარტყა მთელი ძალით. სამზარეულოს ბარზე დაყრდნობილი შევხტი.
-ბოდიში-ამოიდუდუნა მერე.
-ეს რა წერილია?- ვანიშნე თაიგულიდან გადმოვარდნილ პატარა კონვერტზე.
ბიჭმა წერილი აიღო, წაიკითხა და გაშეშდა.
-რას წერს?- მივუახლოვდი და ბარათი ხელიდან ავაცალე.
"ჯერ არაფერი დაწყებულა ლამაზო, ყველაფერი წინ გაქვს. მალე ჩემი გერქმევა!"
-პატრონს მოვუ**ნავ!
-მშვიდად!
-ყოფას ვუტირებ!
-თავი არ დაიღუპო და ჩემი დაქალი არ დაღუპო თორე გატირებინებ სატირებელს!- გამოვცერი კბილებში და კარებში გამავალს წინ გადავუდექი.
-კატერინა გამატარე!
-სად მიდიხარ რომ მიდიხარ?
-უმდა ვიპოვო ვინ გამოუგზავნა ეს წერილი და ოხრობები!
-რაა ხელს გაატკაცუნებ და ჰოპ! და ასე იპოვი?
-გეხვეწები ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ!
-ჩემო კარგო, ახლა შენ უნდა დაწყნარდე! ნერვების შლით საქმეს ვერაფერს უშველი.- ავედევნე მისაღებში დაბრუნებულს. გიორგი ოხვრით ჩაჯდა სავარძელში. ხელი ნერვიულად მოისვა სახეზე.
-ჯერ ვიპოვო! ჯერ ვიპოვო ვინაა! მაგას თუ ჰგონია ეს თავგასულობა შერჩება...
-ლიზამ ეს ამბავი არ უნდა გაიგოს!
-რატომ ვითომ?
-ისე დაინტერესდება ადრესატის ვინაობით რომ...- ჩავიფხუკინე კედელს მიყრდნობილმა.
-ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე კატერინა!- აღშფოთდა. მე თავი გავაქნიე და სამზარეულოში გავედი რათა გვირილის ჩაი მომემზადებინა. სიჩუმეს კოვზის წკარუნი არღვევდა მხოლოდ, გიორგი თავის საფიქრალზე ვფიქრობდა.
-მერამდენე თაიგულია დაბმული ძაღლივით რომ გაცოფდი?- შევეკითხე ბიჭს.
-ამნაირი ყვავილები ამ კვირაში მესამე!
-ღმერთმა გიშველოთ.
რამდენიმე წამიანი სიჩუმე მოულოდნელად დაარღვია.
-შემთხვევით შენ ხო არ მეღადავები?
-რაა?-უნებურად ავზიდე წარბები. მისაღებისკენ შევტრიალდი.
-იქნებ შენი ოინებია რო გამამწარო?
-შენ ბიჭო ხო არ უბერავ?!- გადმომეკარკლა თვალები.-ცოტა ძაან ხო არ გაუტიე?
- აი თუ ისევ მეღადავები და ეს ყვავილები და ეს წერილი ჩემს გასამწარებლად შენ მოიტანე აქ, ბებიაშენის გაპუტული ქათმები მონაგონი იქნება!
მიუხედავად იმისა რომ სინამდვილეში აღნიშნული ბრალდებისგან სრულიად თავისუფალი ვიყავი, ნერწყვი მაინც მძიმედ გადავყლაპე.
-ფანტაზია დაიოკე რა!-მივუბრუნდი ჩაის.
-ჯერ ამის გამომგზავნელს მივაგნო, მამაზეციერიც ვერ უშველის! -კვლავ არ ჩერდებოდა ბიჭი ადგილზე. ჯერ მე გადმომხედა ეჭვის თვალით, შემდეგ კი ბოთლის ცემა განაახლა. გულწრფელად შემეცოდა ის, ვინაც გაბედა და როგორც გიორგა იტყოდა " დანიშნულ გოგოს დაუწყო კურკური."
-ეს დალიე, დაწყნარდი-დაბალ მაგიდაზე დავუდგი ჩაი-აბა გენაცვალე ასეთი მშვენიერი რომ გყავს საცოლედ დასმული თაყვანისმცემლების არმია ვერ უნდა აიტანო?-გადავიდე ფეხი ფეხზე.
-შენ გოგო!- ამომხედა- რა თაყვანისმცემლების არმია?! ბრმები არიან რომ ვერ მხედავენ?!- მანიშნა საკუთარ თავზე.
-კი! ლიზას სილამაზით დატყვევებულნი!-ხელახლა ავფხუკუნდი
-ოხ კატრერინა!-გააქნია ბიჭმა თავი და ჩაი მოსვა-წამოდი სახლში გაგიყვანო.
-ჩაი?
-გაგრილდება ბარემ.
-მოიცა ვერ წავალ მარტო თუ?
-სად მიდიხარ გოგო ამ შუაღამისას!- ხელი გაიშვირა ფანჯრიდან დანახულ სიბნელეზე.
-შენც პირადი დაცვა არ მყავდე რა!
როგორც კი შენობიდან გამოვედით გიორგიმ ხელში დაჭერილი ყვავილის თაიგული დიდ სანაგვე ურნაში გამწარებულმა ისროლა.
-ეეე რატო გადააგდე მე მინდოდა!
-შენს თაყვანისმცემლებს სთხოვე!
-შენგან განსხვავებით თორნიკე ჩემს თაყვანისმცემლებს ახლოს არ მაკარებს!- ძლიერად მოვაჯახუნე კარი.
-ჩამოიღე ბარემ!
კარი გავხსენი რათა უფრო ძლიერად მიმეჯახუნებინა.
-კატერინა არ გააკეთო!
-თორემ რა?
ბიჭმა ნერვების მოსათოკად თვალები ძლიერად დახუჭა.
გაბადრულმა მანქანის კარი ფრთხილად დავხურე.
-რომეოს წერილი რა უყავი?
-შევინახე. მაგ რომეოს ვიპოვი და ვაჭმევ!-გამოსცრა კბილებში.
-სულ გაგირეკია ძმაო!
ეს დღე იყო და ლიზას ჯიუტი თაყვანისმცემლის წყალობით სისხლგამშრალმა აღარ იცოდა რა ეღონა. საიდუმლო გამომგზავნს კი ვერსად მოიხელთებდა, რომ არა ისევ მე!
ერთხელაც ჩვეულებისამებრ გადავწყვიტე გვრიტების იდილია დამერღვია და შოკოლადით სავსე პარკით ვსტუმრებოდი, მათ კორპუსში შემავალი აპრილისთვის საეჭვოდ  შეფუნთული, ყვავილების თაიგულით ხელდამშვენებული პიროვნება რომ დავლანდე. თავში მოულოდნელად წინა დღეების ფაქტმა გამკრა და ჩუმად შევყევი მას. და როდესაც ზუსტად წყვილის სადარბაზოში, დარწმუნებული ვარ თვალებში ეშმაკები ამითამაშდნენ.
და იმისათვის რომ ახლადგამოჭერილი თაყვანისმცემელი, რომლის სახესაც ვერ ვხედავდი, არ გამქცეოდა, საჭირო იყო გიორგისთვის მის შესახებ მეცნობებინა. ვიცოდი არაფერს დაუშავებდა თუ საქმე არ გაჭირდებოდა. ამით გულდამშვიდებულმა ბუნებრივად ავიარე კიბეები და როდესაც შავ ჰუდში, პირბადესა და სათვალეში გამოწკეპილმა  უემოციოდ ჩამიარა გვერდით და სადარბაზოდან გავიდა, კარს ვეცი და ისეთი ხმაური ავტეხე, მეზობლებიც გამოცვივდენენ.
- მშვიდობაა შვილო?
-რაიყო კატერინა!- გამომივარდა ლიზაც.
-გიორგიი!- მთელი ხმით ვიღრიალე ბიჭის სახელი და როგორც კი ნაიკის ფეხსაცმლით გამოფლატუნებულმა გაკვირვებული სახე მომაპყრო, ახლახანს მოტანილი თაიგული სახესთან ავუფრიალე და ისე ჩავწივლე ყურში, ყურის ექიმის გარანტირებული ეყოლებოდა.
-ვინც ეს მოიტანა ახლახანს გავიდა, შავი ჰუდით და სათვალეებით!- დავაბაკუნე ფეხები. ბიჭმა მაშინვე მოწვა, ბუმბულივით გამწია, კიბეებს გადააფრინდა და გარეთ გავარდა.
-რა ხდება გოგო?- გაურკვევლობაში ჩავარდა ლიზა.
-შენი ტარიელი თაყვანისმცემელს ისე გაჟლიტავს, ხატაელები მონაგონი იქნება!- ვინანე რაც გავაკეთე, შოკოლადებით სავსე პარკი ძირს დავაგდე და ბიჭს უკან სირბილით გავყევი. ქუჩაში გასულმა შორიახლოს გიორგი დავლანდე რომელსაც თაყვანისმცემლისთვის საყელოში ხელები ჩაევლო და მთელი ძალით ანჯღრევდა.
- აუთქვიფე ორგანოები აბა!- ვუღრიალე და მისულმა ძალით გავაშვებინე ერთი ხელი.
-ვინ ჯანდაბა ხარ! ჭკუა საერთოდ დაკარგე?- კბილებიდან სცრიდა ბიჭი. თაყვანისმცემელმა სათვალე და პირბადე უცებ მოიხსნა. მისი დანახვით გაოცებულმა გიორგიმ ელდანაკრავივით შეუშვა ხელი და უკან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა.
ვიგრძენი სიტუაციის გამო როგორ მოახლოვდა სიცილის ცუნამი და გიორგის "ღმერთო მიშველეს" თქმა და ჩემი ახარხარება ერთი იყო.
ლიზას თაყვანისმცემელი, რომლის შუაზე გაგლეჯვასაც გიორგი აპირებდა ლამაზ პირისახიანი გოგო აღმოჩნდა.
-მე ლიზა მიყვარს და არ დავუშვებ შენნარ ზორბა დათთვთან იყოს!- დაიწრიპინა გოგომ.  გიორგის რეაქციის მოლოდინში სიცილი შევწყვიტე. ძალიან მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ჰოო, საშინლად შემაწუხებელ ბიჭ თაყვანისმლებს გიორგის დარწმუნებული ვარ საშინლად მწარე მუშტი ერთი ორჯერ  კი მოსდებიათ ყბაში, მაგრამ მის პრაქტიკაში გოგო სიახლე იყო და რა უნდა გაებედა მისთვის?
-კატერინა, გეხვეწები მითხარი რომ შენი ოინებია- სიმწრის სიცილით გამომხედა თავზე ხელებშემოწყობილმა. მისი ვედრებით სავსე თვალების შემხედვარეს მომინდა დამეწყნარებინა, მეთქვა "დიახ გიორგი, გეღადავებოდი-მეთქი," მიუხედავად იმისა რომ ასე არ იყო. თუმცა განაწამებ ბიჭს მხრები ავუჩეჩე და მივახვედრე მე აქ არაფერ შუაში ვიყავი.
- ამის კარგიც ვატირე- გამოსცრა კბილებში და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კორპუსისკენ, მაგრამ მოულოდნელად მოტრიალდა, ხელებგადაჯვარედინებულ გოგოს თითის ქნევით მიუახლოვდა და დამარცვლით უთხრა:
-ლიზას ახლოს გაეკარები და ისე ვიზამ საერთოდ გოგოებს აღარ შეხედავ!-უთხრა სრული სერიოზულობით და ამჯერად ნამდვილად უკან გაბრუნდა.
-მე მართლა მიყვარს ლიზა!- დააბაკუნა ფეხები გოგომ- და მისთვის კარგი მინდა!
-და ლიზას რა უნდა?!- მომეშალა ნერვები.-შენდა სამწუხაროდ გოგოები არ იზიდავს.
-კარგი, კარგი!- აატრიალა თვალები.-მე მირანდა მქვია.-გამომიწოდა ხელი ზავისა და გაცნობის ნიშნად.
-კატერინა!-ჩამოვართვი ხელი.
-ისე...- დააწვრილა თვალები და საეჭვოდ მომიახლოვდა,-შენ გიზიდავს გოგოები?-ჩამჩურჩულა ვნებიანი ხმით.
-შენღა მაკლიხარ რა!- ვუღრიალე და გავეცალე. გამწარებული სწრაფად შევედი სადარბაზოში. კიბეებზე ჩამომჯდარ, შოკოლადების ჭამით გართულ წყვილს შევეფეთე.
-რააო, წავიდა?- შემეკითხა გიორგი.
-არა, საკბილო გამოვუჩნდი- შევუბღვირე და მათ შუაში ჩაკვეხილმა ლიზას პარკი ავაცალე.
-აწი შენც უფრო ფრთხილა იყო.-ვუთხარი ლიზას და შოკოლადი დავაგემოვნე.
-რატო?- შეკრა კოპები.
-არ გაგიკვირდეს ხვალ ვიღაც ბიჭი გიორგის ხელის სათხოვნელად მოგადგეს.-ავკაკანდი.
-ოჰოჰოჰოოოო!- აღშფოთდა ხელხახლა ნერვებმოშლილი გიორგა და ფეხზე წამომხტარი ბინაში შევარდა.
-კაი შეეშვი-შეეცოდა ლიზას.
-ერთი მე მომდგომოდა თაყვანისმცემელი ღადავში ამოხდიდი სულს თორნიკეს- შევუღრინე და მეც გიორგის მივბაძე.-აბა მასპინძლებო ჩაი მომართვით! ბოლობოლო ლიზას თაყვანისმცემელი დაგაჭერინეეთ!
-კატერინა გაგპუტავ!

*  *  *

ასე გაიელვა ლიზას თაყვანისმცემელმა. მართლაც რომ გაიელვა და აღარ გამოიელვა, თორემ გიორგი ვერა მაგრამ( გოგოზე ხელი როგორ ავწიოვო-ვენაცვალე) სადაქალო კი ნამდვილად ავწევდით ხელს. ხოდა ამ ამბავში, ორსული მარიამის დევნაში და სადაქალოს გაწამაწიაში სალოს ქორწილის დილა გათენდა.
გოგომ აიჩემა სიძემ ჯვრისწერის დროს უნდა მნახოსო და სწორედ ამიტომ მაყრიონის მის სახლში არმისვლა გადაწყდა. ქუთაისში, მოგვეყარა ყველას თავი. სალოს ოთახში შესამოწმებლად შესულმა ვიხილე რა იქ შეკრებილი, აცრემლებული სადაქალო გამეღიმა. ტრადიციას არ ვღალატობდით. თეთრ კაბაში გამოწყობილ სალო, ბრწყინავდა. თუმცა ჩემს დაკვირვებულ თვალს მისი ყალბი განწყობა არ გამოჰპარვია. გოგონები აცრემლებულნი შეჰყურებდნენ პატარძალს, რომელიც ბოლო შტრიხებს ისწორებდა.
-ყოველთვის მეგონა რომ ბოლო გათხოვდებოდი.- ცრემლი შეიმშრალა აიხნიემ.
-რა მგლოვიარეებივით ჩამოგტირით სახეები-დავუცაცხანე ყველას და დიდ სარკესთან მობზრიალეს მივუბრუნდი.-გასვლის დროა ლამაზოო.
-კარგით ჩვენ ჩავალთ გადავნაწილდებით, სალო უკვე დარიგებულია პირველ ღამეს რა როგორ ქნას-თქვა წერომ და მისკენ სალოს მიერ გასროლილ ბალიშს გაასწრო. გოგონები უკან მიჰყვნენ. როცა ყველა გავიდა პატარძალს მივუბრუნდი.
-რაღაც რიგზე არ არის.
-რა?
-რაღაც ისე არ არის როგორც უნდა იყოს.
-რას გულისხმობ კატერინა?- არ შეიმჩნია..
-სალ, რამე გაწუხებს? შეგიძლია მითხრა. ხომ იცი.
-ვორჭოფობ.-ამოიოხრა ბოლოს.-ჩემს თავზე ვბრაზდები. მიყვარს, მასზე ვგიჟდები, მასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდა, მაგრამ არ მინდა ეს დღეიდან დაიწყოს.
-სალო...-ცხოვრებაში პირველად არ ვიცოდი რა მეთქვა.
-მაგრამ რაც არის არის! კაცი ხოარ მოკვდება?- ჩაიცინა ნერვიულად და კარისკენ წასულმა დამქაჩა-წამო  დავაგვიანებთ!
მომენტი, როდესაც გინდა დაქალს დაეხმარო და არ იცი როგორ გააკეთო ეს, ყველაზე საშინელი და მტანჯველია. მზად ვიყავი თუნდაც ქორწილი ჩემი ხელით ჩამეშალა, ოღონდ საკურთხეველთან მდგარი სალოს შეშინებული, ნერვიული სახე არ დამენახა. ის ის იყო, მამაომ ჯვრის წერის რიტუალის ჩატარება დაიწყო, სალომ ამოთქვა.
-მოიცადეთ!
და მივხვდი რომ ჯერ არ დაწყებული დასრულდა.
ბედნიერმა ანდრონიკემ გაკვირვებით შეხედა გოგოს.
-მე მზად არ ვარ...-ხმა გაეპარა სალოს. ტაძარში სტუმრებმა ლამის სუნთქვა შეწყვიტეს.
-რა?- ფერი გადაუვიდა ბიჭს.
-ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად  მიყვარხარ, მაგრამ მეშინია... არ შემიძლია-ნერვიულად აცახცახდა პატარძალი, ცრემლებმა სახე დაუსველეს. უკან უკან გადადგა ნაბიჯი და ბოლოს საბოლოოდ გაიქცა.
-სალომე!- ანდრონიკეს გაბზარული ხმა მის განვლილ მანძილს უკანასკნელ ვედრებად შერჩა.
გოგოები მივხვდით, სალოს გვერდში დგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა და დაუყოვნებლივ გავეკიდეთ.
ვუყვიროდით, ვეძახდით თუმცა ამაოდ.
-სალომე გაჩერდი!
-სალომე მოიცადე!
-სალომე!
-ფეხი მტკივა ამ ქუსლიანებით ვერ დავრბივარ! დაგველოდე!
-სალომე!
-სალო!
-გოგო დაიცადე!
მაგრამ პატარძალი აწეული კაბით მთელი ძალით გარბოდა. თითქოს გაურბოდა ყველას და ყველაფერს. მეგონა კიბეებზე სწრაფად ჩამავალს საცა იყო კონკიასავით ფეხსაცმელი გასძვრებოდა, ანდონიკე ამ ფეხსაცმელს აიღებდა, თავის სატრფოს ჩააცვამდა, გაუსკდებოდათ სიყვარულისა და შერიგების ბუშტი და ასე დასრულდებოდა ზღაპარი...
თუმცა არც ფეხსაცმელი მოსძვრა პატარძალ სალოს, კიბეებიც წარმატებით ჩაირბინა და უახლოეს ტაქსშიც მსწრაფლად შეხტა.
დაა მაშ ასეე...
ანდრონიკეს და სალომეს ქორწილი ჩაიშალა.
მოკლედ რა, გაგიჟება ნებადართულია!


დარწმუნებული ვარ სიტყვები უძლურია იმ გრძნობის გადმოსაცემად რაც ანდრონიკემ განიცადა. ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება საყვარელი ქალისგან, დამერწმუნებით სიკვდილის ტოლფასია.
ხოდა მოკვდა ჩვენი ანდრონიკე. ყველას ჩამოგვშორდა, ჩაშლილი ქორწილის დღიდან სახლში ჩაიკეტა. ბიჭებისგან ვიცოდით ბევრს სვამდა, ეწეოდა, საკუთარ თავს არ ჰგავდა.
ცალკე სადაქალო ვიგერიებდით მომხდარისგან აღშფოთებულ საზოგადოებას, ცალკე გაგიჟებულიყო სალომე. სალო მარიამს და გუგუას შეესახლა. ასე თქვა ორსულ მარიამს დავეხმარებიო, მაგრამ ხომ ყველამ ვიცოდით გოგოს რომ ყურადღების გადატანა უნდოდა მხოლოდ, რათა სინდისის გრძნობასს ბოლომდე არ გაეთელა. გახდა. სასწორზე დაწერილ ორმოცდა ხუთი კილო და სალომეს ჩაშავებული, მუდამ ჩაწითლებული თვალები ცხადად მიგანიშნებდათ იმას რომ ანდრონიკეს გარეშე ადამიანს აღარ ჰგავდა. წყვილი ერთმანეთს აღარ ეკონტაქტებოდა. ქორწილის დღეს სალომ თავისი სათქმელი თქვა, და განადგურებულ ანდრონიკესაც დიდად არ გამოუდია თავი დასალაპარაკებლად. არავინ იცოდა სადამდე გაგრძელდებოდა მათი ტანჯვა,  სანამ ერთი თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დამთვრალმა სალომ გადაწყვიტა შეცდომაზე პასუხი საკმარისად აგო, აიღო ტელეფონი და ანდრონიკეს დაურეკა. ზარი გადიოდა, ბიჭი არ პასუხობდა. ბოლოს ამღვრეული მზერა მოგვატარა დაბალ მაგიდასთან შეკრებილ გოგონებს და  ჯერ კიდევ ზარგაშვებული ტელეფონი გვერდით მომიგდო.
-რას ელოდი?
-არაფერს.-ამოიხვნეშა. უნებურად მზერა გამეპარა სალოს ტელეფონისკენ და როგორც კი დავინახე რომ ანდრონიკემ ზარს უპასუხა, მაგრამ არ ლაპარაკობდა, ძლივს გადავყლაპე ნერწყვი.
-როდემდე უნდა იტანჯოთ?
-არ ვიცი, შევარცხვინე ყველასთან...
-გვესმის მაგრამ სადამდე გაძლებ სალ?
-მეტი აღარ შემიძლია მის გარეშე!-ამოიქვითინა სალომ. ტელეფონი ხელში ავიღე, რათა არავის შეემჩნია, სიხარულის ყიჟინით ბიჭი არ გაეცათ და სალოს აღსარების მოსმენის საშუალება ყველაზე მნიშვნელოვან მსმენელს შესძლებოდა.
-მის გარეშე არ შემიძლია! სუნთქვა მიჭირს, ვნანობ რომ ასეთი სულელი აღმოვჩნდი, მეგონა ცოლ-ქმრული ურთიერთობა შეგვზღუდავდა, მოვალეობები დაგვატყდებოდა თავს, სულელი ვარ სულელი!- გოგომ ლუდის ბოთლი მოიყუდა, შემდეგ კი სველი ტუჩები მაჯით მოწიმინდა და ცრემლების ახალი ნაკადი გადმოაფრქვია- თურმე ყველაფერი ჩემს ხელშია, ჩემსა და ანდრონიკეს ხელშია, მე კიდევ იდიოტმა პირდაპირ საკურთხეველთან მივატოვე, ღმერთო რატო არ დამცი მეხი!
-არ გიფიქრია რომ ეს ყველაფერი ანდრონიკეს მოუყვე?- შევეკითხე სახეაწითლებულს.
- და მერე? დამიჯერებს კი?!-ისე აღრიალდა გოგონები შევხტით- ტიპი მივატოვე გოგო, შევარცხვინე ყველასთან, ეხლა ღირსი ვარ რო უკან დაბრუნებული მიმიღოს? მიყვარს, ვენდობი, ვგიჟდები მასზე მაგრამ...
-მაგრამ რა?
- საკუთარმა თავმა ამირია გონება!- სალფეთქი აიღო და ისე ჩაჰბერა ვგონებ ფილტვები აეწვებოდა.-რას მახსნევინებ კატერინა, ჩემზე უკეთ არ იცი როგორ ვბრაზობ ჩემს თავზე?!- გააქნია თავი.
-ჰო, ვიცი.-გამეღიმა ნაღვლიანად, რადგან სწორედ იმ წამს გათიშა ანდრონიკემ ზარი.
მერე სალოს ტელეფონში გამავალ ზარებში "ცხოვრება" წავშალე.
ახლა რომ ვფიქრობ ღირდა.
ვამბობ რა! ჩემი გული ყველაფერს გრძნობს.
სალო იმ დღის შემდეგ ისევ ისე ჩამქრალი დადიოდა. ბიჭი არ ჩანდა. ანდრონიკეზე ვბრაზობდი, ხომ გაიგონა რა მდგომარეობაში იყო სალო, არ ეტკინა მისი ტკივილი? ცოტაც იყო და ანდრონიკეს სახლში დავადგებოდი, სანამ ერთ შაბათ დღესაც, როცა გოგონები ჩვეულებისამებრ ვიკრიბებოდით სალო გიჟივით არ შემოვარდა მისაღებში და გაცეცხლებულმა ერთი ჭიქა ყინულივით ცივი წყალი მართლაც რომ არ ჩაცეცხლა.
-ისეთი სახე გაქვს თითქოს გიღალატეს- ნერვიულად ჩაიცინა მიამ და მზესუმზირის მოხალვა განაგრძო.
-ჩემს მტერს უღალატონ!- ცრემლი მოიწმინდა გოგომ ლოყიდან და ყელმოღერებული ჩამოჯდა დივანზე.
-აღარ იტყვი?- მუცელზე გაისვა მარიამმა ხელი.
-ანდრონიკე ვნახე.
-დიდება!- შეხტა წერეთელი.
- გოგოსთან ერთად!
- ჩაქვესკნელება!
-სად ნახე?-შეეკითხა მარიამო
- ანდრონიკესთან მივდიოდი, ეგ და ის თხა სახლიდან ხელჩაკიდულები გამოდიოდნენ, მერე იმ წაკლამ თავისი ლურჯპომადიანი ტუჩები ანდრონიკეს მიატყლირწა და ღმერთო...-შეაჟროლა გახსენებისას-კიდევ კარგი ღვედი გაიჭედა და მანქანიდან არ გადავფრინდი თორემ ვახოხიალებდი იმ ასფალტზე ორივეს! თან ადნრონიკეს წინასწარ მივწერე რო მივდიოდი, ისეთი ირონიით, თავმომწონედ მიცინოდა მინდოდა ის სქელი ტუჩები ამეძრო და მერე უკან გამეთხარა!
-შენთვის თუ იმისთვის?!
-დამპალო!
-არ მჯერა! ჯერ ორი თვეც არაა გასული რაც დაშორდით და ასე მალე სხვაში ვერ გაგცვლიდა.
-ფაქტია რომ გაცვალა!- აიჭრა აიხნიე.
-იქნებ გეთამაშება?- დადო ვარაუდი ლიზამ.
-რა?
-ხო, იქნებ შენს გასაღიზიანებლად აკეთებს? ასიანი ეგრეა!-თავი დააქნია საბაჰმა და კარტოფილს ამოურია.
-თან იცოდა რომ მიდიოდი.-შეახსენა მარიამომ.
გოგონებმა მოსაზრება გაამყარეს.
-შემოგევლეთ ჭკვიან თავებში. ისე საბაჰ!
-გისმენ,-გამოყო თავი.
-შენ დაღვინებული ხარ მაინც, აღებული გაქვს ქმრისთვის და  სატრფოსთვის ალღო ხოდა რომ ეღალატა შენთვის რას უზამდი?
-შანსი არაა!- ხმამაღლა გაეცინა.
-აი ერთი წამით დაუშვი!
- ვინ რა დაუშვას? -ოთახში შემოვიდა ვახო, შემდეგ საბაჰს თავზე აკოცა და ჩვენსკენ გამოემართა.
-აი ეხლა რო გაიგოს საბაჰმა რო შენ ღალატობ.
-კაით რა საიდან მოგდით ხალხნი ესეთი აზრები.
-ჰა საბაჰ, რას უზამდი?
-ამ ტაფას გავუქანებდი!-მტკიცე იყო გოგოს ხმა.
-მერე მშიერი დავრჩენილიყავი?
-საიქიოში უფასოა კვება ძვირფასო.
სიცილმა მოიცვა ოთახი.
-სალ, რას აპირებ?- პირველი დასერიოზულდა მია.
გოგო ცოტა ხნით ჩაიფქრდა, ტუჩი ნერვიულად მოიკვნიტა და რატომღაც მე შემომხედა თვალებში.
-ვიტაცებ!
-ოოპააა-გაისმა მოწონების შეძახილები.
-უფლებას არ მივცემ ასე მაწვალოს და მაწამოს! რაც ჩემია ჩემია! ავიღებ! წავიღებ!- დააბრიალა თვალები.
სიცილისგან ვერავინ სუნთქავდა.
-მერე პატარა ბეღურა იმხელა არწივის მოტაცებას როგორ აპირებ კარგო?
-შენი ქმარი დამეხმარება!- ჩაუკრა საბაჰს თვალი.
-არაა, ასე არგამოვა,-შედგა ვახო უარზე .-სხვებს სთხოვე.
-სხვებს არ სცალიათ, საბაჰ დაარწმუნე რა შენი ქმარი, თორემ მერე დავრჩები ანდრონიკეს გარეშე და მოვკვდები!
-მიდი რა ვახო- ჩაუკრა საბაჰმა თვალი და კაციც წამსვე მოლბა.
-ხო კაი, რა უნდა ვქნა?
-ანდრონიკეს უკან უნდა მიეპარო, დამაძინებელი შეასუნთქინო და მანქანაში ჩასვა და ვსო! -გაშალა სალომ ხელები.
-იმხელა მუტრუკი ვათრიო?
-სიტყვები სიძე!
-ჯანდაბა, კაიი ხოო, როდის, და სად წამოვიყვანო.
-ამაღამ!
-ასე მალე, რა გეჩქარება-ჩამეცინა.
-ერთი შენ დაშორებოდი თორნკეს ძუ ლომივით დაიწყებდი ღნავილს!
-მანქანა?
-წეროს ბე-ემ -ვე! სვანეთში, თავის მშობლიურ სახლში გავაქანებ ანდრონიკეს!
-საიდან წამოვიყვანო?-დასვა ბიჭმა კითხვა.
-თავისი სახლიდან!
-საათი დააზუსტე.
-რვა!
-რვაზე დიდი წერეთლის მანქანით აქ ვიქნები მძინარე ანდრონიკეიანად.
-სიტყვებს ნუ ამახინჯებ!- შევუბღვურე.
-ვინმე გამომყევით ოღონდ,კარის გაღებაში მომეხმარეთ .
-მე წამოვალ-წამოიწია საბაჰი
-არა, იქნებ პოლიცია გვაჩერებს!
-მე ვერ წამოვალ, შეიძლება კოცნუთ დავახრჩო- გადმოაბრუნა ტუჩი სალომ.
-მე ორსულად ვარ!
-მე წამოვალ! -ვთქვი სანამ ყველა ჩამოთვლიდა თავის მიზეზს. -რვაზე გამზადებული დაგვხდი სალო.
-კააწ-გამაჩერა კართან მისული.
-ჰოუ
-შენ რო დიდი დუტის კურტკა გაქ ხოიცი.
-ვიცი- ეჭვით შევხედე სალოს.
-მაგაში გაახვიეთ რა.
-გამასწარი!- დავუბრიალე თვალები და წეროს გადმოსროლილი მანქანის გასაღები ადვილად დავიჭირე.
- აბა, ჯერ რას ვაკეთებთ ვახუშტი?-შევეკითხე როცა წეროს ბე--ვე-ში მოვთავსდით.
-ნუ ნეძახი ეგრე,-გაიბუზღა.-ჯერ აფთიაქში მივდივართ ..-წინადადება არ დაასრულებინეს, მანქანის უკანა კარში სალო შემოხტა.
-ვაიმე!
-ადნრონიკეს მე ვიტაცებ და თქვენ გატაცებინებთ?!-დაჭყიტა თვალები გოგომ-მეც მოვდივარ! აბა სიძე რა გეგმები გვაქვს?!
ვახომ ამოიოხრა:
- ბინტს და დამაძინებელს ვიყიდით, შემდეგ დავუდარაჯდებით როდის დაბრუნდება თავის სახლში, მერე ყველაფერი წამებში უნდა გავაკეთოთ რომ თუ ვინმე დაგვინახავს პოლიციას გავასწროთ და ვსო-დაძრა მაქნანა.
-სულ ესაა?- შევკარი შუბლი.
-შენ შემთხვევით სხვებიც ხო არ მოგიტაცებია?
-კიი ჩემი ცოლი.
-რაა? რატო არ ვიცი!-გადმოიწია სალო.
-არ ახსოვს, მთვრალი იყო, სანაძლეო დამიდო რომ ვერასოდეს გავიტაცებდი, ხოდა იმ ღამითვე ჩემს მაქნანაში ამოყო თავი. დილით კი დაპირებულ ტორტს ველოდი, მაგრამ რად გინდა, არაფერი ახსოვს-ჩაეცინა ბიჭს.
-კიდევ მოიტაცე-აუბრჭყვიალდა სალოს თვალები.
-ტაფას მესვრის.
-ძაან ცუდად უფრთხი ტაფებს-ჩამეცინა.
-ერთხელ მართლა გამომიქანა და მაგიტო, დედაჩემი იყო მოსული, ხუმრობით ვაბეზღებდი, მშიერს მტოვებს მეთქი, ეს კარტოფილიც დაწვა- მეთქი და წავიდა თუარა შემომიბრუნდა საბაჰი და ესეიგი მშიერს გტოვებო? რო გამომიქნია ეს კარტოფილიანი ტაფა კიდევ კარგი თავი ჩავხარე თორემ აქ კი არ ვიჯდებოდი-ჩაეცინა სიმწრისგან.
-ხანდახან საბაჰი ჩემი ტყუპი და მგონია.- ჩაიცინა სალომ.
-რა გეტყობათ-დავგესლე.
-ხოდა ჩემი ცოლის დაქალებო იმის მერე ისევ თვითონ მებუტებოდა. კაცს ლამის თავი გამაგდებინა და აქეთ დავრბოდი შოკოლადებზე.
-ღმერთმა გადმოგხედოთ.- დავლოცე და მანქანიდან გადავედი რათა აფთიაქში საჭირო წამალი მეყიდა. ყველაზე ძლიერი დამაძინებელი ვიყიდე, რათა დიდდროიანი მგზავრობისას ანდრონიკეს არ გაეღვიძა, ხელს თან ბინტი გამოვაყოლე და უკან დავბრუნდი.
ვახომ მანქანა ანდრონიკეს კორპუსთან ახლოს დააპარკინგა. სალომე უკან ცქმუტავდა, ნერვიულობდა, ფრჩხილები დაიჭამა და ბოლოს როგორც იქნა თავისი მიჯნურის მოსვლა ყვირილით გვამცნო. ანდრონიკე თავისი მანქანიდან გადმოვიდა, მანქანა ჩაკეტა და კორპუსისკენ დაიძრა. ამ დროს ვახო სწრაფად გადავიდა მანქანიდან, წინ მიმავალ ბიჭს მიეჭრა და დამაძინებლით ბლომად გაჟღენთილი ბინტი ცხვირ-პირზე ისე მიატყლიშნა და თევზივით აფართხალებული ანდრონიკე ისე გააკავა, სალო კინაღამ ატირდა.
-დააძინე მეთქი დაახრჩეო კი არ მითქამს,-მანქანიდან ლამის გადავიდა თუმცა ვახომ სწრაფად გვანიშნა რომ საქმე მოგვარებული იყო და ორმეტრიანმა ორმეტრიანი სხეული მხარზე როგორ გადაიგდო თქვენ წარმოიდგინეთ. სალომ უკანა კარი სასწრაფოდ გაუღო და გათიშული ანდრონიკეს დასმაში მიეხმარა ვახოს. მე ამდროს მხოლოდ მიდამოს ვზვერავდი, რათა უცხო თვალს არ შევემჩნიეთ. ბედი გვიღიმიოდა. არ მჯეროდა რომ ამ სიგიჟეს ვაკეთებდით მაგრამ ადრენალინმა რომ სხეული მოიცვა, თავი ვეღარ დავაღწიე. სალომ ანდრონიკეს ღვედი გადაუჭირა, მის გვერდით მიმჯდარი ჩაეხუტა და სარკიდან დავინახე მხრებაცახცახებულმა როგორ ჩაუდო კისერში თავი.
-პირდაპირ სვანეთში წავალთ-გადავულაპარაკე ვახოს და იმანაც თანხმობის ნიშნად დამიქნია თავი.
-ოღონდ მე ვერ წამოვალ, საბაჰმა სახლში იყავიო.
-ცოლი გატერორებს სიძე?- გამეცინა.
-ოღონდ მთელი ცხოვრება ასე მატერორებდეს, მეტი არაფერი მინდა-ღიმილი მოედო მის სახეს. გული გამითბა.
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვახო თავისთან დარჩა, შემდეგ მე გადმოვჯექი მძღოლის ადგილას და თორნიკესთან კარგა ხნის ჯუნღუნის წუწუნის შემდეგ, რომ სვანეთის გზა კარგად ვიცი და არ მჭირდებოდა მისი წამოსვლა, ისიც წეროს მანქანაში აღმოჩნდა.
-როგორ მიყვარხართ ხალხნო არიცით!- მოგვესმა უკნიდან სალოს ცრემლნარევი ხმა.
-მუდამ შენს გვერდით სალ!- გავუღიმე და გზას გავხედე.

*  *  *

ვინაიდან სვანეთიდან მე და თორნიკე ადრე დავბრუნდით, ზუსტად არ ვიცოდი როგორ შერიგდნენ სალო და ანდროკინე. ვიცი ის, რომ ბევრი ცრემლი, ბევრი ტკივილი და უსაზღვრო სიყვარული იყო. სწორედ ამ უკანასკნელმა აჯობა ყველა დანარჩენ გრძნობას და წყვილმა სვანეთში ჩუმად დაიწერეს ჯვარი. არა თავიდან კი გავბრაზდით, რომ არ გაგვაგებინეს, მაგრამ სალოს გაბრწყინებული თვალების შემხედვარეებმა კრინტი ვეღარ დავძარით.

*   *  *
-დურმიშხანი უნდა დავარქვა თუ ბიჭი იქნება.-ამაყად მოიღერა ყელო  გუგუამ და მარიამს გადახვია ხელი.
-დარიშხანს გაჭმევ სახლში საყვარელო-შესცინა გოგომ გამწარებულმა და ზურგი აქცია მის გამო გამხიარულებულ ბიჭს.  გუგუას და მარიამის ქორწინების წლის თავს ჩვენებურად ავღნიშნავდით მეგობრები და გაბერილ მარიამს თვალებში შევციცინებდით.
-ისე ხალხნო რამ მოგათმენინათ აქამდე სქესი რომ არ იცით?- აჯუნღუნდა წერო.
-ცოლის სიტყვა კანონია!- ლოყაზე აკოცა გუგუამ გაბუტულ მეუღლეს და განაგრძო !-არც სახელებს მაფიქრებინებს ნორმალურად, ამბობს რომ...
-ვამბობ რომ როცა დავინახავთ და ხელში ავიყვანთ მაშინ რა სახელიც გაგვახსენდება და მოუხდება, იმას დავარქმევთ!
-ორიგინალურია-მოვუწონეთ გოგოს.
ღამის ორი ხდებოდა დაშლა რომ გადავწყვიტეთ. და სწორედ მაშინ დაეწყო მარიამს სამშობიარო ტკივილები.
არიქა სასწრაფო, არიქა წ....ბი დაღვარა, არიქა გუგუა გახდა ცუდად. კიდევ კარგი სამშობიარო ბლოკში არ შევუშვით თორემ საავადმყოფოდან კუბოთი გამოვიტანდით.
მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. ნერვიულობამ გადაიარა.
მარიამის პალატა ყვითელმა გვირილებმა აავსეს.
ბავშვი?
ჩვენს დიდ ოჯახში პირველი შვილი, ელენიკო დაიბადა.

დასასრული



№1  offline წევრი Megioki

ეე, რა მაგარიააა heart_eyes heart_eyes ჩავუჯდე, წავიკითხო. რა ამბები დაატრიალე ერთი ვნახოთ laughing laughing laughing

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან თბილი, ძალიან მეგობრული, სიყვარულით და იუმორით გაძᲔძგილი ისტორიაა. ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე, როგორც წინა ოთხ ნაწილზე. ეს ისტორიაც შედგა და მინდა კატერინა და მისი წიწილები დიდხანს გვამხიარულებდნენ.მადლობა ასეთი კარგი ემოციისთვის

 


№3  offline მოდერი sabah alkhyr

სამსახურში პირ გაუღებლად ვხარხარებ, ხომ წარმოგიდგენია რა ცუდ მდგომარეობაში ვარ :დდდ უფროსი შემოდის და გადის და იმანაც დანტანჯა :დდდ ჩემი საყვარელი ტაფა :დდდ მას მერე გაფუჭდა, რომ ვესროლე :დდდ მართლა არ მოველოდი ამას მართლა თუ გამოიყენებდი:დდდ სალომეზე ამეტირა ერთი- ორჯერ, ანუ დასკვნა: ის პუტანკა თამასის ნაწილი იყო? იმედი მაქვს, რომ კი, არ მინდა სიძეზე წარმოდგენა დამეკარგოს:/ ახალი ნაწილის მუღამზე მოვედი, ფიქრი შეიძლება ამაზე :დდდ ❤️❤️

 


№4  offline წევრი ქეთათო4

რანაირად ახერხებ ასე წერას? უბრალოდ ვზივარ და ცრემლები გამდის სიცილისგან. სახლში ხალხს გიჟი ვგონივარ. რა ვუთხრა, რით გავიმართლო თავი? :დდ ვგიჟდებიიი კატერინაზე და მის ოინებზე. იმედია შემდეგი ნაწილიც იქნება... უსასრულოდ მინდა გაგრძელდეს ეს სიგიჟე. <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაუ ცუდად ვარ ისეთი საინტერესო თავი იყო მომეწონა ძალიან იმდენი ვიცინე მაგარია კატერინა.სალომ ხომ შეიწირა რამდენი ჩემი ღვარად კიდევ კარგი გამოსწორდა სიტუაცია თან მოტაცება რომ გაითამაშეს მაგარი იყო მადლობა წარმატებები ????

 


№6  offline წევრი Life is beautiful

აიიიჰ ცოტა ხნის წინ ისეთ ცუდ განწყობაზე ვიყავი.. და უცებ ხდება საოცრება ვხედავ კატერინას წიწილებს...
-ვაიმე მეშლება ხო? - ვეკითხები ჩემს თავს.
-არა არ გეშლება! - მპასუხობს ალტერეგო.
-მაშინ ალბათ ადრე რომ წავიკითხე ისაა, თუ ახალია? - კვლავ ვაწუხებ ალტერეგოს.
-არა, ახალია, ახალი! - ჩაიცინა.
-ვაიმეეეე.. როგორ მიხარია. წავუდეთ ხო და ჩქვუჯდეთ. - კვლავ ველაპარაკები ალტერეგოს.
-მიდი და მეც მალე მოვალ.

აი ასეთი ემოცია გამოიწვია უბრალოდ ხილვამ ახლა წავალ ჩავჯდები, წავიკითხავ, ვიცინებ, გავიაზრებ და მერე მოვალ დავწერ ჩემს ემოციებს.. :დდდ
ეგოც მოვა მალე ალბათ გასულია ყავას აკეთებს..

 


№7  offline მოდერი ჰებე

Ana-maria
ძალიან თბილი, ძალიან მეგობრული, სიყვარულით და იუმორით გაძᲔძგილი ისტორიაა. ძალიან მომეწონა და ბევრიც ვიცინე, როგორც წინა ოთხ ნაწილზე. ეს ისტორიაც შედგა და მინდა კატერინა და მისი წიწილები დიდხანს გვამხიარულებდნენ.მადლობა ასეთი კარგი ემოციისთვის

მადლობა შეენ
<333

sabah alkhyr
სამსახურში პირ გაუღებლად ვხარხარებ, ხომ წარმოგიდგენია რა ცუდ მდგომარეობაში ვარ :დდდ უფროსი შემოდის და გადის და იმანაც დანტანჯა :დდდ ჩემი საყვარელი ტაფა :დდდ მას მერე გაფუჭდა, რომ ვესროლე :დდდ მართლა არ მოველოდი ამას მართლა თუ გამოიყენებდი:დდდ სალომეზე ამეტირა ერთი- ორჯერ, ანუ დასკვნა: ის პუტანკა თამასის ნაწილი იყო? იმედი მაქვს, რომ კი, არ მინდა სიძეზე წარმოდგენა დამეკარგოს:/ ახალი ნაწილის მუღამზე მოვედი, ფიქრი შეიძლება ამაზე :დდდ ❤️❤️

იმდენი არ ვქნა გამოგაგდონ :დდდ
თამაშის ნაწილი იყო ის პუტანკა თორემ შენი აზრით სალომე ცოცხალს დატოვებდა რომელიმეს?
:დდდ

ქეთათო4
რანაირად ახერხებ ასე წერას? უბრალოდ ვზივარ და ცრემლები გამდის სიცილისგან. სახლში ხალხს გიჟი ვგონივარ. რა ვუთხრა, რით გავიმართლო თავი? :დდ ვგიჟდებიიი კატერინაზე და მის ოინებზე. იმედია შემდეგი ნაწილიც იქნება... უსასრულოდ მინდა გაგრძელდეს ეს სიგიჟე. <3

მადლობა რომ.კითხულობ და ასე მოგწონს
<3

სტუმარი ნესტანი
ვაუ ცუდად ვარ ისეთი საინტერესო თავი იყო მომეწონა ძალიან იმდენი ვიცინე მაგარია კატერინა.სალომ ხომ შეიწირა რამდენი ჩემი ღვარად კიდევ კარგი გამოსწორდა სიტუაცია თან მოტაცება რომ გაითამაშეს მაგარი იყო მადლობა წარმატებები ????

მადლობა
<3

Life is beautiful
აიიიჰ ცოტა ხნის წინ ისეთ ცუდ განწყობაზე ვიყავი.. და უცებ ხდება საოცრება ვხედავ კატერინას წიწილებს...
-ვაიმე მეშლება ხო? - ვეკითხები ჩემს თავს.
-არა არ გეშლება! - მპასუხობს ალტერეგო.
-მაშინ ალბათ ადრე რომ წავიკითხე ისაა, თუ ახალია? - კვლავ ვაწუხებ ალტერეგოს.
-არა, ახალია, ახალი! - ჩაიცინა.
-ვაიმეეეე.. როგორ მიხარია. წავუდეთ ხო და ჩქვუჯდეთ. - კვლავ ველაპარაკები ალტერეგოს.
-მიდი და მეც მალე მოვალ.

აი ასეთი ემოცია გამოიწვია უბრალოდ ხილვამ ახლა წავალ ჩავჯდები, წავიკითხავ, ვიცინებ, გავიაზრებ და მერე მოვალ დავწერ ჩემს ემოციებს.. :დდდ
ეგოც მოვა მალე ალბათ გასულია ყავას აკეთებს..

მიხარია რომ ასე გახალისებთ და მელით
<3

 


№8  offline მოდერი sabah alkhyr

რავი კი ჩალოღნაო და, კი ღირსი იყო მიაჯეკიჩანრბინა ორივე ერთად :@

 


№9  offline წევრი kavai

ჩემი ნათლულიი მანახეეთ უგნურებოო????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent