შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იხტიბარს გაგიტეხ! (სრულად)


4-04-2021, 02:51
ავტორი Nuki-rocks
ნანახია 5 292

-დაგამიწეეეებ!-ავკივლდი საბანმორთხმული, ნერვებათხრილი და თვალებზე ბინდგადაკრული გავეკიდე ხაჩიძეს.-შენ ნაგავო, გარეწარო,არამზადა!არაადამიანო! -კიბეებზე ძლივს შევიკავე თავი,რომ არ ავლეწილიყავი და გორავ-გორავით არ დავშვებულიყავი საფეხურებზე.
მრისხანებისგან ახურებული კივილით ვიკლებ ჩემს მავნე,სადისტ მეგობარს. ვინაიდან ცოტა არაადამიანური მოპყრობა ახასიათებს ხოლმე ყველას მიმართ.ჩემს მიმართ განსაკუთრებულად, ამიტომ სულაც არ მინდა გავაბლატაო.ისედაც ბოლო დროა ზედმეტები მოსდის.
-ფუი,რას აკივლებ ყოველ დილას?!- კარში გამოდგა ზმუილით მასხულია.მჰ,ნაღები საზოგადოებისთვის შეუფერებელი,ეთიკის ნორმებს მოკლებული! იზმორება, პარალელურ რეჟიმში პირზე ხელაუფარებლად ამთქნარებს.
-ამ უკიდეგანოდ იმბეცილმა მძინარეს წყალი დამასხა თავზე!-ხელი გავიშვირე ხაჩიძისკენ. ყელში მაწვება პირდაპირ ბრაზი!-ცივა, ავადმყოფო!- მაგიდიდან სიმწრით ავიღე მობილური და ისე გავუქანე, ყველაფერი გააკეთა,ოღონდ მოჰხვედროდა და კედელს არ შელეწვოდა.თუმცა ამაოდ.ტელეფონი ხმაურით შეასკდა თეთრ კედელს,შემდეგ კი საცოდავად დაეხეთქა მიწაზე.
ნუცუბიძე სახეზე ხელებს იფარებს შეკივლებით- ვაიმე!კაკი კი მიტკლისფერდადებული ლოცვას იწყებს. წინა საახალწლო საჩუქარი ჩემგან, ეკრანი გავუბზარე.
-ზიანს ამინაზღაურებ! - ფერდაკარგული ხაჩიძე მაჩვენებს ტელეფონის აწ უკვე გაბზარულ ეკრანს. შეშლილი სახე აქვს და ცოტა მეშინია კიდეც.ნერწყვს ხმაურით ვყლაპავ,მაგრამ უკან დახევა მხდალთა ქცევაა,მე კი სხვა რამეშიც მყოფნის სიმხდალე,აქ რომ არ დავიმატო.
დაე,დავეცეთ ბრძოლის ველზე გმირულად. დაე,მარცხი მივიღოთ შესაფერისად! ან სიკვდილი ან გამარჯვება.(ზოგჯერ მაგარი მებრძოლი სული იღვიძებს ჩემში).
-აბა,კი!სულ რომ სასამართლომ დამაკისროს,არ ვიზამ პრინციპულად!-განრისხებულს თვალები მიელავს.ჩემში არაადეკვატურ მხარეს ვაკავებ,თორემ მინდება თავი ვარტყმევინო იატაკზე.
-ტ*რაკი გიჩანს, მეგობარო!- ნუცუბიძე სიცილისგან გალურჯებული იკეცება კედელთან.
-არამზადებო,არ უნდა გეთქვათ?!- შემოვიკარი საბანი კარგად. სახეზე სიმხურვალე მაწვება.- მეორედ დილას ასეთი ფორმით გამაღვიძებთ და ისე დაგაბულინგებ,ისე! ტრამვად დაგრჩება სიცოცხლის ბოლომდე!- თითი გავუბზიკე ცხვირწინ მისტერ სიმპათიურობას. -ცხოვრებას დაგინგრევ.

-მარტო ტრამვა კი არა,ცხოვრებაც დამინგრიე უკვე!-წამოიყვირა გაღიზიანებულმა და ოთახის კარი გამოგლიჯა,გავარდა.-ნაგავი ხარ,ცინდელიანო!-სიმწრით ღრიალებს სხვა ოთახში,თუმცა ინტონაციაში იმდენი აგრესია იგრძნობა,მიკვირს ნაწლავები როგორ არ დამაყრევინა.
-ძალიანაც კარგი!შეგერგოს!- კბილებში გამოვცერი გაღიზიანებულმა.ჩემი განადგურებული ნერვების გამო დავუბრუნე საკადრისი. კიბეებზე ფეხების მძიმე ტყაპუნით ავედი.ყველამ უნდა იცოდეს,რომ ვბრაზობ!
ხომ შეიძლება ეს არდადეგები შემარგონ?!წყეული უნივერსიტეტის გადამკიდე ვერა და ვერ ვისვენებ მაგ პერიოდში, ახლა უფლება ხომ მაქვს?თუმცა,არა.. მე ხომ ამ შეურაცხადთან ერთად მოვინდომე დასვენება.აქ ეს არ მასვენებს,იქ უნივერსიტეტი.
ესეც შენი სამსახიობო ფაკულტეტი. მომატკიცინებენ მოხუცი ქალის როლს ამ ნორჩ გოგოს და მიდიი, იარე წელში მოკაკულმა. აქაოდა, რადიკულიტი გაწუხებსო, ესაო ისაო. მოკლედ,რაც კი რამ ფიზიკური ტანჯვა არსებობს, სცენაზე გამითამაშია.თან ისე,იცოცხლე! გული მეც კი მიჩუყდება ხოლმე.
-ეშმაკის მოციქულო!-ქვემოდან მესმის ღრიალის ხმა.აშკარად ხაჩიძეა. - არაადამიანო!
-ბნედას დაგცემ,მანდ არ მომიყვანო!-ფეხი დავკარი ხის იატაკზე მძლავრად და გამოცვლა განვიზრახე.
არ უნდა მესროლა მობილური.ზედმეტი მომივიდა,მაგრამ როცა ვაფრთხილებ,ხომ უნდა გაიგოს?!
სარკეს მივუახლოვდი და შევათვალიერე ჩემი თავი. ზედმეტად გავხდი ბოლო პერიოდში.ყვრიმალებიც უფრო გამომეკვეთა ხორბლისფერ კანზე. ძალით ლოყებზე წვრილ თითებს ვიწყობ და აქეთ-იქიდან ვაკვირდები სხეულს. გავხდი, არ მეჩვენება.ლავიწის ძვლებიც უფრო მეკვეთება,მუცელიც ოდნავ გამობზეკილი მომწონდა, თუმცა აღარ მაქვს.
-ღმერთო,რა სირცხვილია!- ამოვიღმუვლე,როცა გამახსენდა ქვედა სართულზე როგორ მნახეს მეგობრებმა და თან ბიჭებმა. მაგრად მრცხვენია,თან ვნანობ დაუფიქრებელ საქციელს. ზოგჯერ იმპულსური ვარ(ან ხშირად).
ნეტავ ბრეტელიანი მაისურის ნაცვლად, შარვალი და გრძელსახელოებიანი ზედა მცმოდა.ხომ არ ვიტანტალებდი ზურგმოშიშვლებული, მოტანგ.ისმაგვარო საცვლით?! ორი ბიჭი მაინც არ მდგარიყო კართან,უხ!
რაც არის,არის.ვოთომ რუჯისთვის ვიყავი გასული გარეთ დეკემბერში,თან საცურაო კოსტიუმი მემოსა.მერე რა,საცურაო კოსტიუმში ვყავარ მათ ნანახი,რა პრობლემაა? არანაირი. კმაყოფილმა გავიღიმე სარკეში და წელამდე გაზრდილი,ჩალისფერი თმა დავიკოსე.
ასეა,როცა ტყუილს აჯერებ თავს.ისე აღარ წუხხარ,როგორც უწინ.ერთგვარი შვებაცაა სააქაოში. ამარტივებს რეალობას, ამსუბუქებს ყოველდღიურობას და სადღაც შიგნით,ალბათ,იძინებს კიდეც შენი ნაწილი. ნაწილი,რომელიც ინახავს რეალობას.
ზოგჯერ სიმართლეზე დამაჯერებელი ტყულია.აი,მაშინ კი სიმართლე,სად მიდის?!სად იმალება?!რატომ არ იბრძვის?!თუ აზრი ეკარგება ბრძოლას?
ადამიანები იმას ვიჯერებთ,რისი დაჯერებაც უფრო მარტივია.აი,ასე..ზოგჯერ სიმართლე თავისას გაჰყვირის და მას არც არავინ უსმენს.მგონი ამ დროს კვდება შინაგანად ან იქამდე იცდის,სანამ ერთი კაცი,ერთადერთი კაცი მაინც არ მოუსმენს მას.
უცებ გამოვიცვალე,თავი მოვიწესრიგე და საუზმისთვის ჩავირბინე საფეხურები. ხაჩიძესთან დიალოგი ახლა უფრო გართულდება.გაბრაზებულია სამყაროზე და (უფრო უფრო) ჩემზე.
-თავი მოი.კალი,სანამ მოგკლ.ავ!- კაკი ხაჩიძე მტრული მზერით მიბურღავს შუბლს. ბეწვზე ვარ გადარჩენილი,მდედრობითი სქესის წარმომადგენელი რომ ვარ,თორემ ხომ უნდა მცემოს მაგრად მიყენებული ზიანისთვის?!
-მტკვარი გეძახის ან რიონი,იქ ჩაიხვრჩე თუ გენდომება.-წარბი ავუწიე გაბრაზებულმა. ცოტა მწყინს კიდეც ესე რომ მესაუბრება. თვითონაც ხომ დამნაშავეა,არა?!
რა?დილით ასე გაღვიძება გაგონილა?! ჯერ ბოლო ხმაზე ჩამირთო სიმღერები ყურთან მიტრიალა.ყველა ფანოღი მომასმენინა, ამოიწურა,დაიხარჯა და ბოლოს ცივი წყალი გადამასხა ამ ფსიქოპატმა! ნაგავი!
-მეზიზღები!-თვალები დააწვრილა და ეცადა ბოღმა ჩაედო,მაგრამ რაც არ აქვს,ვერ ჩადებს,სულ რომ ვენები იხსნას.ზედა ტუჩი აათამაშა ნახევრად. ვითომ სიძულვილით აღსავსე მიწვევს,მაგრამ არ გამოსდის. ზედმეტად უნიჭოა.
-მეც მიყვარხარ.ეკრანს არ ეშველბა და ითხარე ახლა თვალები.-ენა გამოვუყავი და ჩაი ჩამოვისხი.-მაინც არაფერს კითხულობ.ხოდა,მანდ გულაობას,დროს ჩვენ დაგვითმობ. მადლობა თქვი,ცხოვრებას გასწავლი,ბიჭო!-სახეზე წითლდება.
-ფსიქოლოგი კი არა,ფსიქიატრი გჭირდება. ლაპარაკიც ვერ გამოასწორებს შენ ქცევებს.- თვალები დავაწვრილე და ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი.-რთული ფაზა გაქვს, საგიჟეთი გახსნეს ახლახანს და გადამისამართდი იქ! -ვაი, რომ მართალია.
-ფსიქიატრი კი არა,ამას ქმარი უნდა.-მასხულია შემოიჭრა სამზარეულოში და მეც გადავწყვიტე არ შევარჩინო.-2 წლის განმავლობაში თუ არ გაგიქმარეთ ვინმე,მერე მორჩა. საგიჟეთი დარჩება ერთადერთ გამოსავალად.
-ხოდა,დროზე გათხოვდი,უკვე სახეზე გაწერია რის გამოც აფრენ.-კაკიმ სიმწრით შემომხედა სახეში.მართლა ბეწვზე ვრ გადარჩენილი. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, მომდებდა ყბაში პირდაპირი რეისით მუშტს.
-თქვენ ბოლოს ქალთან როდის იყავით?!ბრაზის კონტროლი გიჭირთ უკვე.-მშვიდი ხმით ვკითხულობ.-რაღაც გაგიაგრესიულდათ დამოკიდებულება.
-და ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც ჩემი ტელეფონის ეკრანს დედა მოუტ**ნა.-ტონს უწევს კაკი.-ფსიქიატრიულის ნომერი მითხარით,ეს უნდა გავგზავნო იქ!
-ენა,ბიჭოოო!-მასხულიამ თვალები დაუბრიალა.
-ჩემო საყვარელო,აღარ იმაიმუნებ ამის მერე.ისედაც უიღბლობის ეპოქა გიდგას,რამდენიმე წუთის წინ შენს ზოდიაქოსაც გავეცანი,არ გაქვს კარგი დღე და ნუ მიწვევ, თორემ საოცნებო დასასრული არ გიწერია.-ტუჩს ვიქცევ ღიმილით კბილებს შორის.-ეველინ ნუცუბიძეს გადაგამტერებ იცოდე,მერე ეძიე თავშესაფარი მსოფლიოს მასშტაბით.
-შენ ერთხელ ფინჯანში საწამლავს გაგირევ!ან შენივე ენას ჩაგიფენ და ნახავ,როგორია მერე.
-იმუნიტეტი აქვს თავის ენაზე, ჩომბევ!-თაზუკა მასხულიამ კოსაზე დამკრა თითი.
-მეტრა 20 "პრიჟოკში".-უკვე სუსტ წერტილს მიტრიალებს კაკი.-ენით კიდევ ზურგს იფხანს.- არც ეგეთი დაბალი ვარ,როგორადაც მხატავენ.
-სიმაღლეში ჭკუა რომ ეყაროს, გლანდებიდან დამეწყებოდა ფეხები. ხოდა,შენ რომ ხარ 1.95 რა ხეირი?! ინსტას „ფოლოვერების“ თვლის იქით არ წასულხარ.-ცხელ ჩაის ნეტარებით გავუსინჯე გემო.- რამდენი საგანი შეიტენე?!ააა, ბეწვზე გადარჩი ყველა ჯერზე. ნეტავ,რატომ?! კარანტინმა ხომ არ...
-თაზო,გამაჩერე!თორემ ამას მართლა დავაჭიკარტებ მაგ უიღბლო სკამზე!-სიბრაზე ყელში აწვება.-ფრთხილად იყავი,არ გაუჩინარდე უცებ!-მემუქრება მზაკვრული გამოხედვით. ვის ატყუებს,ჭიანჭველის მომკვლელი არაა ეს.
-პირად შეურაცხყოფაზე არ გადამიყვანო,თორემ მრავალფეროვნების ნამდვილ ხელოვნებას გაზიარებ.-გაღიზიანებული ვუბრუნებ პასუხს.-ჩემს ლექსიკონს გადავშლი და ჩაგიტარებ უფასო გაკვეთილებს.წინ კი წახვალ, შეიმეცნებ, მაგრამ მორალური ზიანი მოგადგება,მაგას ვერ ასცდები.
-ტყუილი მუქარები არ გვინდა რა.
-მომისმინე, პატარა ბიჭი!- წამოვიწიე და თვალებში ჩავხედე.- არ გადამიკეტო, თორემ დაგერხევა.- თითი ცუღლუტურად ავუთამაშე.გვერდი ავუარე ორივეს და ნუცუბუძეს ოთახისკენ ავიღე გეზი.
სინდისი მაწუხებს.იქნებ ახალი ტელეფონი ვაჩუქო ან ეკრანი გავაკეთებინო? არ ვიცი, ბიუჯეტი სადამდეც გაგწვდება,მოგიწევს იმყოფინოო(ჩემებური გამონათქვამები მაქვს ხოლმე,არ დაიბნეთ). ეს ბიჭი მიყვარს,მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებ 10 წუთზე მეტხანს.
-ნუზ,მოვედიი!-კარი შევაღე და ცალი თვალით შევიჭყიტე.ლოგინზე წამოგორებული ჩემს ლეპტოპში ფილმს არჩევს.ახლაც ძალიან ლამაზია. კომფორტულად მოწყობილი ყურადღებით დასჩერებია ეკრანს.თმები ალაგ-ალაგ ჩამოჰპარვია საფეთქლებზე,დანარჩენი კი აუკოსავს თმის სარჭით.სწორ ცხვირს უკმაყოფილოდ ჭმუხნის.
-დადუ,მოდი.-ხელი დაატყაპუნა ლოგინზე და დამიძახა.-ფილმს ვარჩევ ახლა ზუსტად.- გახარებულმა შემომცინა,მე კი ჩემი სახელის გამო ისევ გამიფუჭდა ხასიათი.
ან მე რა დავაშავე,დადუნა რომ დამარქვეს ან რატომ ვარ განცდებში დღემდე?!რით ვერ შევეგუე საბოლოოდ?!
-იუსტიციის სახლში წამომყევი თბილისში რომ ჩავალთ,ვერ ვიტან ამ სახელს.-გვერდით მივუწექი და თბილი მატერიის ქვეშ მოვიბუზე. კოტეჯი მაინც ვერ თბება საკმარისად.
-"ძერსკი" სახელია ბანძო!-სახე დამიმანჭა.მე კი მხარზე ჩამოვადე თავი.-აბა გერქვას რომელიმე ისეთი სახელი,რომელიც მომრავლებულია.მაინც მოიძულებდი და დადუნა არც ეგეთი ხშირია, თან საყვარლად ჟღერს და გიხდება.გერჩივნოს სახელი შენიო...-გაჩერდა.ალბათ,ფიქრობს რამე ანდაზასავით დააბრეხვოს.
-გერჩივნოს სახელი შენიო,სხვის არაფრის მთქმელსაო?!-თვალებდაქაჩული მიყურებს,ქვედა ტუჩს მოწონების ნიშნად მიბრეცს და ცერს მიჩვენებს.- გემოვნება დაგიქვეითდა.- მე შეწუხებული სახით შევხედე მეგობარს.-აბა,დადუნა რა მოსაწონებელი სახელია.
-დადუნააა,მიყვარხააარო.- ხმაურიანად მკოცნის შუბლზე და ტერფებს მიცურებს ფეხებს შორის. მაინც ცივი აქვს.
-ღირსი ხო ხარ,რამე სამარცხვინო სახელი შენც გერქვას,მაგრამ იღბლიან დღეს გაჩნდი.-ოხრავს.
-დადუ,ფილმს ვერ ვარჩევ,ვერაა.- წამოიკივლა ჩემმა გაუწონასწორებელმა მეგობარმა.- ესეთ დროს მინდება ლეპტოპი მოვისროლო.
-ეჰეე! ჩემი ლეპტოპია,გოგო!რა განერვიულებს,რა არის?!ასეთი არ მახსოვხარ,ევილ!
-დადუნაა-მეთქიიი,არ დამღუპოოოოო!-აკივლდა ნუცუბიძე და მეც ბალიში ჩავცხე, თორემ არაფერი გააჩერებდა.

-ეეეი,შენი მეგობარი აღარ ვარ.- პატარა ბავშვივით გაბუტა ტუჩები და ნაწყენი მზერით შემომხედა.მკლავებს ვხვევ მზრუნველად,თან დაუმორჩილებელ თმაზე ვეფერები.
-ბოთენო,გამოადგით ფეხი!-თაზომ შემოხსნა კარი.-თხილამურებით უნდა დავეშვა მწვერვალიდან!-მოუნდა ტალანტის წარმოჩენა.ჰაჰ,ბაქია!
-დაკაკუნება უნდა გასწავლო,ვაჟკაც!კიდევ,მე არ ვიცი თხილამურებზე დგომა.- მოწყენილმა ამოვილაპარაკე.
-დადუნ
-არ დაამთავრო,იმ მწვერვალიდან დაგიფრენ.-თვალები დავაწვრილე და გაბრაზებული გამომეტყველება დავიყენე.
-კარგი რა,დადუნა.-და აი, ჩემი სრული სახელი!წყეულიმც იყოს!ვის საპატივცემულოდ დამარქვეს?!არ ვიცი, პატივს აღარ ვცემ უკვე.
-ამ ახალ წელს ტრავმატოლოგიურში ჩემი მიზეზით მოხვდები.უბრალო მუქარა არ გეგონოს.- ვემუქრები წესით ისეთი სახით,უნდა შეშინდეს.
-ხანდახან ცივსისხლიანი გველეშაპი ხარ. უტაქტობის ზეიმი და სითავხედის ზღვარის ზღვარი.
-მასხულია,გაქრები ახლა?- ნუცუბიძე ეკითხება თვალების ბრიალით.
-წამოდი,დგომას გასწავლი.-ეჭვით შევათვალიერე მეგობარი.
მე რა ვიცი?!იგებ სამაგიეროს გადახდის მიზნით აყავარ მწვერვალზე და ამ ყინვაში ჩემი ჭკუის სწავლება უნდათ?!
-მე მოვდივარ!-ეველინი წამოხტა ფეხზე და კარადასთან მიირბინა.
-შენც გაემზადე,მიდი.-ამიწია ხელი და წამოდგა,სანამ ჭირვეულობას დავიწყებდი.
-აუუ...
-არ უნდა ბევრი ლაპარაკი,ჩაიცვი და წამოდი.
-არ მინდა.
-არ მაინტერესებს.წამოხვედი ბაკურიანში?კეთილი ინებე და გაერთე ჩვენთან ერთად.
წამოვიზლაზნე.ეს საზამთროდ საგანგებოდ დათბილული შარვალი ამოვიცვი და კიდევ დიდხანს ვიცმევდი,რადგან ბაკურიანში ისე ცივა,შეიძლება სადმე მივეყინო კიდეც.ჩემი სანახევროდ დაწყებული კარიერაც დასამარდება და ეს წვალებაც,ამაო იქნება. მოკლედ,თმები კუდად შევიკარი. შემდეგ კი შლემი ჩამომაცვეს თავზე შავი ნიღბის ზემოდან.

-დადუ,ესე მაგარი ტიპი ხარ,შენს თავს ვფიცავარ.-მასხულია დამცინის.თან შლემზე მეგობრულად მიტყაპუნებს გაშლილ ხელს.-მგონი მივაგენი საიდუმლოს თუ რა გამომისწორებს კვირას! ამას პლიუს თხილამურებს ამოგაცმევთ და მიგაბამთ.-ევილსაც ეცინება და შემოსულ ხაჩიძესაც.
-ორი წლის ბავშვივით მიხდი სამაგიეროს?ეს ისწავლე ჩემგან?-დახუთული ჰაერი არ მსიამოვნებს.
-არა, ბოროტების ზემია,რაც მე შენგან ავითვისე..-კბილებში გამოსცრა ხაჩიძემ და გადაფუთული ძლივს გავიდა გარეთ.
უკან ავედევნე.მაინც შემცივდა,არადა ძალიან თბილად მაცვია.არ მიყვარს ზამთარი, რაღაცნაირად ცივი და მოჟამულია, თუ მოთოვა ხომ კარგი,ლამაზი მაინც არის. თუ არადა, ჭუჭყისფერია ცა,ჰაერი ნესტიანი და.. აუ,არ მიყვარს ზამთარი თავისი სუსხვით. სულ მიფუჭებს განწყობას.სურვილი მიჩნდება ჩავწვე,დავიძინო და ისე გადავაგორო ეს პერიოდი.
-სახლში მინდა!-ავწუწუნდი მე.ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს ჯარში მიწვევენ და ომში მიწევს წასვლა.მანდ ვერ გადავრჩები, დაზუსტებით ვიტყვი.ბედის ამბავიც ხომ არის? ეგრევე შუბლშიც კი არ დამაჭედებენ, ჯერ უნდა ვიწვალო და მერე. ჩემი სკოლის ექიმი ამბობდა ხოლმე, მე ისეთი ბედი მაქვს,წყაროსთან ჩასულს წყარო დამშრალი დამხვდებაო.მერე მეორესთან სანამ მივალ დიდი ბარიერი დამხვდება და თუ გადავკვეთე,ქანცი გამძვრა,ეეე, მაშინ შემეძლება წყლის დალევაო.თან სულ სიცილით მიყვებოდა,დარდს აზრი არ აქვსო. მგონი მეც ეგეთი ბედი მაქვს.ჰოდა, სასოწარკვეთას მივეცემი ადრე და მალე.
-არა!-ეველინი ყვირის. -არ მაინტერესებს.
-მინდა!-მკაცრად ვაბრუნებ პასუხს.
-მშიშარა ხარ?!-ხაჩიძე მომიბრუნდა ეჭვნარევი სახით.-დაგაფრთხო კოხტაგორამ, გოგო? ჩემმა გაბრაზებამ ვერ დაგხია და ამან „დაგზადნა“?
-მშიშარა კი არა, გავიყინე.- ნაწილობრივ არ ვტყუი,მართლა მცივა და ეს თხილამურებზე დგომაც არაა ჩემი მისწრაფება. ჩამოდი, იგუნდავე,წადი რა.გული არ მიმიწევს კინჩხის და კისრის მოსატეხად,ესენი კიდევ მექაჩებიან.
-რა მშიშარა ყოფილხარ.-კაკი დამცინავად დამყურებს ზემოდან.ძალიან ზემოდან (კისერი ლამისაა მომეღრიცოს).
-პატარა ბავშვი არ ვარ მაგ ლაპარაკზე ავვარდე და პირდაპირ კოხტაგორის ბოლოდან დავექანო,მაგრამ არ დაგტოვებ მარტო.ასე 30 წუთი შენთან გავქაჩავ. ეველინ,ჩართე წამზომი..- ამაყად გაჭიმულმა ვთქვი.უკვე მორგებული თხილამურებით თვალებით მოვძებნე ყველაზე მარტივად დასაშვები და შედარებით უსაფრთხო დაქანება.
დამხმარეები მომაწოდეს. ნუცუბიძე ამაყი დედიკოს თვალებით მიმზერს, მიციმციმებს ყავისფერებს.აბა შენ იცი,დაეშვი და მასახელეო -მამხნევებს,ცოტას მაგულიანებს (თავისი ჭკუით).
როგორ მინდა ვიკივლო,რომ მეშინია და არ მინდა!მაგრამ ხაჩიძე უკან მიმასაჟებს ზურგს, თითქოს რინგზე გავდიოდე,თაზუკა კი დამხმარეებს მისწორებს ხელში და რაღაცებს მებოდიალება.
რა მინდოდა,ვინ მეხვეწებოდა,რას მოვყვებოდი ამ სამ დაცენტრილ და ყოვლად შეურაცხად ფიზიკურ პირებს?!ნეტავ,დალეწვის შემთხვევაში თუ ავეწყობი მაინც?! მგონი მაინც ვერ შევარჩიე კარგი ადგილი დასაშვებად.
-აუ,უფრო პატარა მანძილიანი ვიპოვოთ რა. გული მეუბნება თარსია.-სათვალე წამით ავიწიე.
-ნუ გეშინია კაცო,ქვემოთ ჩაგასწრებთ ჩვენ და დაგიჭერმე,დაგიჭერ.-მასხულიამ ისევ გამიკეთა სათვალე. არ ინდობა,რა,მაგრამ რა გინდა რომ გააკეთო?
-მართლა არაა საშიში,ამაზე კომფორტული სად მოვძებნოთ?!-ხელებს შლის ეველინი.
-იცოდე,მიყვარდით.-ვლუღლუღებ საცოდავად,განწირული ვარ.
-ეე,ტყუილად ნერვიულობ.დამხმარეებიც გაქვს.-მახსენებს ეველინი.-შეინარჩუნე სიმშვიდე.
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.ამათი შეძახილები ხალხის ყურადღებას იქცევს.უკვე ვივსები ენერგიით,გასაბედად ძალებს ვიკრებ და...
-დაეშვი ახლა,ჰე!-ხელი წამკრა კაკიმ და რომ წამკრა,ჯერ ხომ წონასწორობა დავკარგე,ისეთები წავუზიგზაგე და დავბზრიალდი,გული გადამიქანდა. უბედური შემთხვევის „ბედნიერი“ დასასრული გაინტერესებთ?!
ერთი დასამახსოვრებელი ყირამალა გავაკეთე და შეშინებულმა რომ წამოვიკივლე, მგონი გზადაგზა დავტოვე რა, წამეგლიჯა დამხმარეები. ცალ-ცალი თხილამური სხვადასხვა მონაკვეთებში დაერჭო.
ლოცვა დავიწყე დღევანდელი თაზუკასთვის ნათქვამი მუქარა, მუქარად დარჩენილიყო და ბუმერანგს ახლა ჩემთვის არ ეთავაზებინა.
ოღონდაც გადავრჩე,ლოცვას ვიწყებ ყოველი გადაკოტრიალებისა თუ თავის რახუნისას.ყველა ყირამალისას.
ის ისაა,უკვე ვნებდები და თუ სიკვდილი მიწერია,ჩემი ახლობლები მაინც დავლოცო და ისე მაინც მოვკვდე-მეთქი,რაღაც ხდება.
არანორმალურად მტკივა თავი, მკლავები, ზურგი და მეშინია, მართლა ძალიან მეშინია.
ისე ვეჯაჭვები ვიღაცის სხეულს, თავს თავზე ვურტყამ,მკერდით მკერდზე ვებჯინები და ვკვნესი სიმწრისგან... თავი გამიტეხა ამ არასწორმა.
არ ყოფილა უსაფრთხო დაქანება.ხომ ვამბობდი!
-აჰ...-ვღმუი დაჟეჟილი და მაგარი მიწიხლული ფიზიკური პირი,გულში კი ვფიქრობ ხაჩიძე როგორ დავაგორო მწვერვალიდან.
-ჩემი კაი..-ზემოდან დამხობილი სხეული ტანს უარესად მატკიებს. რაღაცას ფართხალებს,შლემს მხსნის და ჩემს სახეს იქცევს თბილ ხელებში.- ცოცხალი ხარ?!- ვიყინები.ქუთუთოებს ძლივს ვაშორებ ერთმანეთს და ვხედავ ან მეჩვენება ცის ფერები ... ზამთარივით ცივი?!სუსხიანი და გამყინავი.. მოჟამული არა,სხვანაირი. გამოსახულების მკაფიოდ გასარჩევად მხედველობის ორგანოს ვძაბავ.
-გარდავიცვალე?!-ვლუღლუღებ თავატკიებული.შავი ნაჭრის ნიღაბი სუნთქვის საშუალებას მართმევს.პანიკა მიტევს.პირს ვხსნი ჰაერის ჩასასუნთქად,თუმცა ნახიროჟანგის დიდი დოზა ტრიალებს.თავბრუს მახვევს უარესად.
-მოიცადე,მოიცადე..-სახიდან მაშორებს ნიღაბსაც და გვერდით გადაჩოჩებული თავს მისწორებს. შეხსნილი ბაგეებით უკეთესად ვსუნთქავ,ზურგი მაინც მტკივა,ფილტვებშიც კარგად არ უნდა მქონდეს საქმე.
პარალიზებული ვარ.მე კი არ მინდა ესე ყოფნა სულ.
თვალები მიწყლიანდება.
ჯანდაბა,დედიკოსთან მინდა სახლში,სულ აღარ მინდა ბაკურიანი,არც ახალი წელი. ოღონდ ჩემს მშობლებთან ვიყო, სხვა არაფერი მსურს.
-აჰჰ..-სიმწრის კვნესა მცდება თავს რომ მისწორებს.კისერსა და კეფაზე სიმხურვალეს ვგრძნობ. მის ხელს მთელ სიგრძეზე შევიგრძნობ.-აახ!-ვხრიალებ თვალებაწყილიანებული.
-დადუუუ!-კივილით მომვარდა ეველინი და მუხლებზე დაემხო.
ვკვნესი შოკისგან,ლაპარაკი მიჭირს და შეკრებილი საზოგადოება მსურს დავინახო,თუმცა ვეღარ ვარჩევ.
თუ მართლა უნდა ვიტანჯო,მაშინ მომკლით ვინმე მადლიანმა. კაკი,თუ გადავრჩი, დაგამტვრევ ძვლებში.
თვალები მეხუჭება,ვერ ვაკონტროლებ ვერაფერს...
ძალიან ძალიან მეძინება,ბინდია ჩამოწოლილი და დეკემბრის დათოვლილ მშვენიერებას ბურუსი ჩრდილავს.კისერი და კეფა კვლავ მიხურს.მისი თითები მგონია უნდა ამომეშანთოს კანზე.ყურებში არაფერი მესმის.. ერთი,ორი,სამი,ოთხი...
არ მინდა სიკვდილი...
არ მინდა... თუ?
-------
ნესტოებში მიძვრება წამლების მძაფრი,გულისამრევი სუნი.თვალებს ვახელ და ხაჩიძეს ვხედავ.
თავდახრილია,დაპატარავებული. ისეთი დარდიანი,გული მიწუხდება. თითქოს ცოტა უხეშია, ცივი,უმეტესად უტაქტო,მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია და თუ რამეს მავნებს,ცდილობს გამოასწოროს დანაშაული.
-„დავიბრიდე“ და ცოდვებისთვის ჩემი წყევლა ხარ ჯოჯოხეთში?!-ვლუღლუღებ საცოდავი სახით.მთელ ტანს ისე ვგრძნობ,თითქოს 1000 კილო ვიყო და მიწა ჩამქონდეს ჩემი წონით.
-ცოცხალიაა!-გაფერკმთალებული თავზე მადგება მზუნველი მშობელივით და შუბლზე მკოცნის. მძიმედ ვსუნთქავ.ესე მგონია 15-მა კაცმა,არა 30-მა ერთად მირტყა. თითქოს ფეხბურთის მოედანზე შეგდებული ბურთი ვიყავი და მაგრად ავიკენწლე ყველა ჩადენილი თუ სავარაუდოდ, მომავალში ჩასადენი ცოდვებისთვის.
-ნუ ღრიალებ!კულტურა იქონიე. პოლიცია სადაა,უნდა გიჩივლო.- ამოვიკრუსუნე დაბეჩავებულმა.-ეს თუ სიცოცხლეა.
-დუს,ისე აილეწე,ორი დღე აქ უნდა დარჩე და მერე კოტეჯში რომ დავბრუნდებით,იქ უნდა გააგრძელო წოლა.ცოტა შეგარყია დაცურებამ.-მკრთალად მიღიმის ნუცუბიძე, აშკარაა რომ ჯერ კიდევ წუხს ჩემ გამო.-ბოთე ხარ.იცი,როგორ შემეშინდა?!უცნაური და საშიში მოძრაობებით ჩახვედი რა,ჩაგორდი.-თმებს მისწორებს სუსტი ღიმილით.-სხვა დროს გამაფრთხილე, საშანტაჟო ვიდეოს გადაგიღებ,კარგი?!
-ვაიი,ამას კიდევ შერყევა უნდოდა?! ისედაც შექანებულია.-თაზუკა ჩამოჯდა სკამზე და შუბლზე მოისვა ხელი.-აუ,რა დაკაწრული ხარ.ისე, ამას ერთი პლიუსი აქვს!გადარჩი და არაფერი მოგიტეხავს.
-აი ამ ხაჩიძეს მოკითხე!-კბილებში გამოვცერი და ამპარტავნულად მოვავლე თვალი.- სამარცხვინო ადგილას დარჭობილი ორღობის ძირი ხარ, უწესო არსება!მოუხერხებელი ვირი!
-აუ,კარგად ყოფილა.-კაკის ფერი დაუბრუნდა სახეზე.-ენა უნდა მოემტვრია, დავისვენებდით.
-შე უსინდისო,რომ მოვმკვ.დარიყავი ღირსიც იქნებოდი! დამაცადე 2 დღე,სულ რომ დამშალო,შენთვის სამაგიეროს გადახდის წყურვილი აღმადგენს გაფანტული ნაწილებიდან და ისე აგინაზღაურებ, ტელეფონის ეკრანი მონაგონი იქნება. -სხეული მიხურს,ისე ვუბრუნებ პასუხს.მართლა არ მესიამოვნა ეს სიტყვები.განა,ასეთი ცუდი ვარ?

-ახლა მაშინებ.-კაკი თითს მიწევს გამაფრთხილებლად.-დადუ,ხიხია! ცუდი საქციელია შურისძიება. დააგდე ძირს და გაიარე მშვიდად.-ამას თავის ძაღლში ვერევი?! ცოტა შეურაცხმყოფელია.
-დატკბი,პატარავ.სახეს აგახევ.- ვიღიმი ბოროტულად და ატკიებული თავის გამო თვალებს ვხუჭავ.-ექიმს დაუძახეთ!თქვენი სათაყვანებელი მეგობარი წვალობს.-ვლუღლუღებ.
-არაადამიანი ხარ,მაგრამ დავუძახებ.-კაკი დგება საჩქაროდ ფეხზე.
-არ მჭირდება.-ემოციურად დატვირთულს ყელში ისეთი გორგალი მაწვება,ვერაფრით ვიკავებ ცრემლებს. საშინელებაა,როცა ზედმეტი ხარ.ისედაც ყველგან ასე ვარ,ახლა კი...
-დადუნა..-თაზუკა მიახლოვდება,მე ცრემლებს ვიწმენდ .-დებილო,აატირე!-ხაჩიძეს მიახალა.- ვცემო გინდა?!თუ წყალი გინდა?მოგიტანებ,მართლა მართლა.. -ფერდაკარგული ნაზად მადებს მტევანზე ხელს.-ჩვენი მოსიარულე სინდისი ხარ. გულჩვილა ბარტყი..-თავისივე სიტყვებზე ძლივს იკავებს სიცილს,მე კი წყენის სიმძაფრე მინელდება.
-არ გავგიჟდე,ტირის...-ეველინს ნერვიული სიცილი უტყდება.ვერაფრით ახერხებს გაჩერებას, უბრალოდ პანიკა აქვს.
-თბილისში წავალ.-უხერხულობის განცდა მიტევს,ამიტომ ვჯიუტდები ვირივით.
-არა!-თაზუკა ლოყებზე მადებს ნაზად ხელებს.-ჩემო ძმაკაცო,დარჩი!ერთად დავსაჯოთ ხაჩიძე ჩადენილი ქმედებისთვის.დაე,აგოს პასუხი სისხლის სამართლის კოდექსის უახლესი ნორმით!
-რა გატირებს,რა სასაცილო გოგო ხარ.-ეველინი ფეხებთან სკუპდება.-სულ დაგცინებ იცოდე.
-თქვენ გამო ტირის ზუსტადაც!-კაკი მიახლოვდება,მე თავს გვერდით ვატრიალებ. ნამდვილად არ მინდა მისი სახის დანახვა ახლა.-ექიმს დაუძახეთ თქვენ, ერთი ნათქვამი რომ არ გესმით. ჩემი ზეე მეგობარია დადუნა.ხო ეგრეა?!- ხმას არ ვცემ,არც ვუყურებ.-ტელეფონი დამიმტვრიე და აქეთ მაწყნარებინებ თავს.აი,ეგოიზმი ისწავლეთ.
-შენთან ლაპარაკი არ მინდა!-ტანი მტკივა, თავიც და ცრემლებს ვებრძვი,რომ არ გადმოვაკვეთინო ზღვარი.აღარ მინდა დამცინონ,აღარც ის მინდა სულ ცრემლებით ვნამო სახე.
-სამაგიეროდ, მე მინდა!შენ არამეგობრული ხარ.გეუბნები მინდა,შენ ეგოისტობ,ხმას არ მცემ. ნამდვილი მეგობარი კიდევ დამელაპარალებოდა. აი,ნათელი მოვფინე ამდენწლიან ურთიერთობას.თურმე რა ყოფილა,მე კი რა მეგონა.
-რა?!-დაბნეული ვბურტყუნებ.
-ზავი უნდა დავდოთ,კოტეჯი დაიწვება სხვა შემთხვევაში ან მართლა შეეწირება რომელიმე ჩვენგანი ბრძოლას,გოგო.-თმაზე ხელს მისმევს ფრთხილად,მე კი ვგრძნობ გულწრფელად უხარია რომ გადავრჩი.ექიმი შემოდის,რაღაცას გვეკითხება,ინსტიქტურად ვპასუხობთ,წამალს მასმევენ,ხოლო კაკი ისევ საუბრობს.-ახალ წელს ფანოღს აღარ ჩაგირთავ,ოღონდ არ იტირო და..
-კაკი!-სიმკაცრეს ვძენ ხმას,თუმცა რამდენად გამომდის,არ ვიცი.
-არა რა,ზოგჯერ ხუმრობებში ჭედავ.ასერიოზულებ და კაცს ვერ მოადუნებ.რა მარტივად გწყინს, გაგიჟება შეიძლება.-თავს აქნევს და ეველინს მხარზე მკლავს ჰხვევს.-შენ რომ ესეთი წყენია ხარ, რა უნდა გიყოთ?!-თვალები მეხუჭება დაღლილს,ძილი მერევა და მათი აქ ყოფნა შინაურულ გარემოს მიქმნის.ძალიან სასიამოვნოა,მადუნებს.
-არასდროს მივცემ უფლებას დაოჯახდეს!-ეველინის ხმა ჩამესმის.-მართლა ყელს გამოვჭრი, ვინმემ რომ რამე ცუდად უთხრას და აწყენინოს.ახლა დაიძინებს,შემდეგ შენ მოგხვდება. ჩამეძინა,მეტი არაფერი გამიგია მათი საუბრიდან.
ის ორი დღე მაგრად გამაწამეს.ხან რის ანალიზს მიღებდნენ,ხან რის. დღეს კი კოტეჯის კარი შევხსენით და მეც სულიერი სიმშვიდე დამეუფლა. მერე რა,რომ ჩვენი საკუთარი სახლი არაა. დროებით ხომ ჩვენს მფლობელობაშია?!გამოდის ჩვენი დროებითის დროებითი სამყოფელია და მაინც ისეთ ასოციაციას იწვევს,თითქოს ჩვენია. რაღაცნაირად,შინ ვარ.კომფორტის გრძნობა მეუფლება. თითქოს ზუსტად ჩემია,ჩემში კი სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს.მოსვენებულად.
-ახალი წელი მაინც არ მიყვარს.- ხელი ავიქნიე იმით შეწუხებულმა, რომ ძირითადად უმოქმედობით უნდა შემოვიფარგლო.ვიწვე,ვიძინო და ვჭამო. პრაქტიკულად არაფრის მაქნისი ვარ.თან დაკაწრული არაფრის მაქნისი.
-არ მაინტერესებს.-ეველინ ნუცუბიძემ ხელი აიქნია და დივანზე დაეხეთქა.-გარეთ გავითოშე.ღმერთო,გავთბებოდე ახლა..-იბუზება საყვარლად. ისეთი მშვენიერია, ცხვირაწითლებული, ლოყებღაჟღაჟა და თვალებაფახუნებული,სითბოს რომ ეძებს დათვის ბელივით.
გვერდი ავუარე ყველას,საკუთარი საძინებლისკენ ავიღე გეზი.წერის სურვილმა შემომიტია და ვერ ვიოკებ თითებს.ჰოდა,მეც ლოგინზე ფრთხილად გავწექი.მიუხედავად დიდი აკრძალვისა, ტელეფონის ეკრანი დამნათის უკვე სახეზე. -მაგარია,დადუ,წერა გინდა და რას წერ ის თუ იცი?!
არ ვიცოდი,არასდროს ვიცოდი წინასწარ.არც ვგეგმავ ხოლმე და ასე დავყურებ რამდენიმე წუთი ცარიელ ფაილს. თმის კულილი შევათამაშე თითებს შორის ღიღინით.
"ყინულზე ვდგავარ,ისე მყარად,ჯერ რომ არ ვმდგარვარ და წინ მივიწევ, წელში ოდნავ მოხრილი...ფეხებს ძალას ვატან,ჰაერში ბრუნი და საოცარი დაშვება ახტომის შემდეგ. თავისუფლების,ჰარმონიის და სინარნარის შეგრძნება...ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს ყველაფერი!"
ჰო,ფიგურულ სრიალზე დავდიოდი რვა წელი და ახლაც ისე მენატრება, როგორც არასდროს. რატომ მოვეშვი?! წარმოდგენა არ მაქვს.მიყვარდა, მაგრამ იქ ვერ ვიპოვე ბოლომდე შვება. ვერ ვიყავი საკმარისად ბედნიერი, ალბათ,ამიტომ.
და მაინც,როგორია საკმარისი ბედნიერება?!როგორია,როცა ბედნიერი ხარ?!რა ვიცი. რამდენჯერმე სიგიჟემდე მივსულვარ სიხარულისგან თუ ბედნიერებისგან? ახლა დავფიქრდი,მივხვდი... ზღაპრებში ხომ ჰყვებიან,რომ დიდი გასაჭირის შემდეგ, ბედნიერება მოდის და ამას ხატავენ, როგორც შედეგს და არა პროცესს.ჩვენი ცხოვრება კი რეალურად პროცესია, განცდები დროებითია,წუთიერი ან საათობრივი.როგორ შეიძლება ბედნიერება იყოს შედეგი, თუკი ეს განცდაა?!როგორ შეიძლება ერთი მანქანის ყიდვამ (თუკი ეს ჩვენი სანუკვარი ნატვრა იყო),მუდმივად ბედნიერება დადოს შედეგად?! რა,არ გავბრაზდებით ან არ გვეწყინება რაიმე, ან სხვა რამე არ გვექნება ოცნებად?!ცუდ დღებს რამე წაშლის შემდეგ?! გამოდის,ემოციებს იწვევს ჩვენს მიერ,სხვების მიერ ან გარემოებების მიერ შექმნილი ვითარებები.
ასე რომ,ცხოვრება პროცესია,რომელიც გვამზადებს რაღაცისთვის.რაღაც არაჩვეულებრივისთვის.
-დუ, ნახე რა მოგიტანე.-თაზუკამ შემოხსნა კარი და ლანგარიანად შემოაბოტა.
-მოდი.-ტელეფონი გვერდით გადავაგდე.წამოვიწიე მთელი ამბით და მოწოლილი სისუსტე დავაიგნორე.
-ტელეფონი არ აიღო,რამდენჯერ ვთქვა?-მკაცრი სახით მიყურებს, მიმიკას არ ცვლის.
-ცოტ-ცოტაზე ავიღებ,კარგი?!- თვალები ნაზად დავუფახუნე მოსათაფლად.
-არა.-მასხულიამ მომიჭრა მოკლედ.
-ეგღა მაკლია რა,სულ არ გკითხავ.- ნერვები მომეშალა და პირს სანამ დავკეტავდი,პურის ნაწილი ჩამტენა.
-ბევრს ლაპარაკობ,გოგო შენ!არას შენთვის გეუბნები,თორემ ჩემთვის კი არა.
-შენც ხარ ბატონი კაკის მერე რიგში.- ღეჭვისას დავემუქრე და ლანგარი ჩემს მხარეს გადმოვდე. აბა,ეს ბიჭი დამახრჩობს,ასე თუ ვადროვე.
-კაკის მერე კი არა,წესიერად იყავი. მეზობლად გადავდივართ.-სახე მომეჯღანა.- სახე გაასწორე, ცოტა შენი გაპარპაშება შეიძლება.-წარბებს მხიარულად წევს მაღლა.
-დალევთ და იქ დაგაგდებ უპატრონოდ. უნამუსო ვიყო,თუ არ გაგიკეთოთ.-ყველის ნაჭერი გავიქანე პირში დაბოღმილმა.ესენი დალევენ,მე?ვერა.შორიდან უნდა ვუყურო და ერთ ადგილას ვიჯდე.არა,მადლობა.აქ დარჩენა და ძილი მირჩევნია ამჯერად.
-აიი,შენთვის ვამბობ,შე დაბეჩავებულო გოგონა,თორემ მე რა?!-თავი გააქნია.
-მეზარება წამოსვლა.უნდა გამოვიცვალო თან.-არადა,ხომ ვიცი,ჩემი მარტო დატოვება არ უნდა.
-ნუ ჯუჯღუნებ რა.-მობეზრებული წამოდგა ფეხზე,ოთახიდან გავიდა.
ჭამას ვასრულებ და ლოგინზე გაწოლილი ბალიშს ვხვევ მკლავებს.თვალები მეხუჭება დაღლილს.

-დადუ,წავედით!-მიყვირის ნუცუბიძე კარის მეორე მხრიდან.
-მე არ მინდა!-კივილით ვუბრუნებ პასუხს.ჯერ ვისთან მიმაბრძანებენ, მერე ჩემს პატივსაცემ აზრს რატომ არ კითხულობენ?! მე აქ ხალხისგან დასასვენებლად ჩამოვედი და ესენი ვიღაცასთან მიმაქანებენ,თან რა მდგომარეობაში?! სასწაული თუ გინდა რა. თავი მტკივა.
-გინდა.-კარი შემოხსნა გიჟივით და კარადა გამოაღო.
-ვინ ჯანდაბასთან მივდივართ?
-ვისაც გადაეჯაჭვე 2 დღის წინ და ლამის დაგაორსულა,ეე მაგასთან.- თითი ამიქნია. რაო?!ამ პატიოსან გოგოს რაებს მაბრალებს?
-ქალბატონო ევილ,ხომ არ გაქანებთ?ან თავი ხომ არ გადაგიკრავთ ოდნავ მარჯვნივ?
-დარწმუნებით შემიძლია გაცნობოთ, რომ არა.-მიღიმის.
-აბა,რაებს ბოდავ?!
-რომ ჩაეძუყნე დაქანებიდან მოუხერხებლად,ქვემოთ თავისთვის გვერდულად მდგარ ტიპს დაეჯახე და ისე გადაეფსკვენით ერთმანეთს,ეჭვი მაქვს,ქალწულობა დაიფლითა.- სიცილი ამიტყდა.
ახლა ეს ნორმალურია?!არა,ხო? მეც ვიცი.ფსიქიატრიულის კარს,ალბათ,უკვე გვიხსნიან ფართო ღიმილით(ერთ- ორ დღეში,ალბათ,პირზე კოცნითაც შეგვხვდებიან).
-არაუშავს.იმედი მაქვს,სიმპათიური მაინც იყო.
-იყო კი არა,არის.მასთან მივდივართ.
-რატომ ვითომ?!-ცოტა შემრცხვა ახლა.
-მიგვიპატიჟა და!
-მერე აქეთ გვეწვიოს, მოსანახულებელი მე ვარ.-ვტყუი?-ვინ გადაიჩეხა?მე! ვინ იწვა საავადმყოფოში? მე.
-ვინ წააქცია? შენ!-თვალებს აწვრილებს.-იყო საავადმყოფოში და სულ გეძინა,რამდენჯერაც მოვიდა, იმდენჯერ ზუსტად.ახლა იქით ეწვიე.“ტიპს“ თავზე კოპი აქვს შენს გამო.-ამ ინტონაციამ ისე დახატა სიტუაცია,თითქოს განგებ მიმეყენებინოს ზიანი.
-მეც მაქვს კოპი.-გამეცინა.-თან უსიამოვნია ჩემთან კოტრიალით ბიჭს.დავალებულია რა.
-კარგი რა,წამოდი.-ზედა და ჯინსის შარვალი მესროლა.-ცოტა გაფართხალება შენთვის შეიძლება.

-ვიცმევ...-გაჭირვებით წამოვიწიე და თავზე ხელი მივიდე.მეტკინა.
დაბლა რომ ჩავლასლასდი,ხაჩიძემ მომაცვა თბილი ქურთუკი,თაზუკამ თავზე ჩამომაფხატა ქუდი. ეველინმა დაუცაცხანა,შარფი სადააო და ისე გამკოჭეს,გული შემიწუხდა.კაკიმ ამიტაცა ხელში და კარიდან ფრთხილად გამიყვანა.
ვიცი რომ წუხს.ნანობს იმას,რაც დამიშავა გაუაზრებლად და ზრუნვით ცდილობს გამოსწორებას, ამას ვაფასებ.უბრალოდ მაღიზიანებს მისი დაუფიქრებელი ქცევები. თავს მხარზე ვადებ,თვალებს ვხუჭავ და უკან გამოყოლილ მეგობერბს ვაიგნორებ.
-ცუდად ხარ?-კაკი მეკითხება.
-მეძინება უბრალოდ.-ხაჩიძე ოხრავს და წინ მიდის.
რა საჭიროა ჩემი თან წაყვანა?მარტო წასულიყვნენ,ჩავიძინებდი გემრიელად და სიზმარში მაინც დავაღწევ ფიქრებს თავს. ხელ-ფეხი მაინც მეყინება,ცხვირის წვერსაც იგივე ტემპერატურა მიწითლებს. ეველინი წინ აჭრის და მეზობლად, კარზე აკაკუნებს.
-გამარჯობაა!-ომახიანად გვესალმება კარის ზღურბლზე მდგარი ბიჭი.მე თავის აწევა მიწევს და გაღიმება.შიგნით რომ შევყავარ კაკის,ძირს მსვამს.ჩემით ვიხდი ქურთუკს,თავიდან-ქუდს და ეველინს ვეჭიდები თითებზე.მასთან ვმშვიდდები ცოტა.
მიუხედავად იმისა,რომ კომუნიკაციის დამყარება ჩემი ძლიერი მხარეა,ზოგჯერ ეს ჩემი თავდაჯერებულობა სადღაც შორს მირბის და მეც ეივის გარდა არავის ვეკონტაქტები. ზოგჯერის ზოგჯერ კი მასთანაც მიჭირს დიალოგის აწყობა და ამ დროს ისტერიკა ეწყება.
მხოლოდ ძირს ვიყურები,სხვაგან -არსად.ძალიან დავიძაბე.
რა მჭირს?!კარგად ვარ,მე კარგად ვარ.
ცუდად რომ მძინავს,ხასიათში გადამდის და მეც დამეჯერებინა ბავშვებისთვის!დამეძინა ადრე, მაგრამ შეუგნებელი რომ იქნები ზოჯერ,მეტის ღირსი ხარ! კი,ვარ. დივანზე მშვიდად ვჯდები და საერთო სალამს ვამბობ,მერე კი თითებს დავყურებ ინტერესით.
მაინც ვისგან გამომყვა?!ლამაზი, წვრილი თითები მაქვს და მათი ყურება მამშვიდებს.
-დუ,ყველაფერი რიგზეა?-ეველინი მეჩურჩულება.როგორი მზრუნველია,შიგნიდან ვთბები.
-კი,ევილ.-პირველი კედელს ავყურებ.თეთრი ფონი მსიამოვნებს,სივრცეს ზრდის თითქოს და ნერვებსაც არ აგლეჯს კაცს. კარგი,ნათელი სახლი ჩანს, მომწონს.
-შენ როგორ ხარ?-სამჯერ გამეორდა უკვე ეს კითხვა და ეველინმა მიჯიკა. მათ მე მკითხეს?!
-უკეთ,მადლობა.-ვიღიმი და ვბედავ სახეში შეხედვას.სწორი ცხვირი, საშუალო ზომის ტუჩები, გამოკვეთილი ყბა,ლამაზი ცის ფერი…ცისფერი თვალები?! ეს თვალები,ეს... თითქოს ვნახე.უეჭველად ვნახე! მახსოვს,საიდანღაც...
ცივი მზერა აქვს.გამყინავი.
გული მიჩქარდება და თვალს ვარიდებ კითხვის ავტორს. ღიმილიც მენანება,წეღან რომ მისთვის გავიმეტე.-იმედი მაქვს,ძალიან არ დაგაზარალეთ.- სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობ. თან რას ვგავარ,ღმერთმანი!სულ დავიკაწრე გორაობისას,საკუთარი ვიზუალური მხარე მაპატარავებს.
-დიდი არაფერი,ცოტა მიმაკოპე შუბლი და გამაგორე,მაგრამ შენგან განსხვავებით,ნაკლებად დავზიანდი.
-ძალიან კარგი,რა სჯობს მაგას?!- წავილუღლუღე.
ჯანდაბა,დადუ!რაებს აკეთებ?! წელში გაიმართე,თავი მაღლა ასწიე,სიამაყე და თავმოყვარეობა აიფარე აბჯრად!
-აიი,კეკელიძეე!-მხარზე დაუტყაპუნა ხელი იმ ბიჭმა,წეღან რომ კარი გაგვიღო.-დაგჯაბნეს, ბიჭო?!
-დათა,გინდა კოხტაგორიდან დაგორდე?-კეკელიძემ ჰკითხა გასაოცარი ხმის ტემბრით.
-რიტორიკული კითხვა თუ არ იყო,არა და თუ იყო,მაინც არა.- გაეცინა, როგორც აღმოჩნდა,დათას.
-კოსტა,დადუც დამუქრებულია ხაჩიძეს,დავუშვებ მწვერვალიდანო და ერთად ადით,ესე უფრო დავრწმუნდები,რომ მთელი ჩამოვა.-ეველინმა რატომ გაამახვილა ჩემზე ყურადღება?! ყველამ უნდა გაიგოს,ჩემს გამოხდომებზე?!მართალია,შიგადაშიგ ეპატაჟური ქმედებები მახასიათებს, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ,თუკი წყობიდან გამოვდივარ.
-რა პრობლემაა.-ნაგავი!რა მაგარი კბილები აქვს,როგორი ღიმილი.- დადუ,შენ ხომ არ გაქვს პრობლემა?!
-კაკის ალეწვა ჩემი ბრალეულობიდან უნდა გამომდინარეობდეს.-წელში გავსწორდი და დათას გადავხედე. უზომოდ მეძინება.-სხვას უფლება არ აქვს.
-ანუ მზად ხარ შენ ფეხი მოსტეხო...
-მაგრამ სხვას ხერხემალში გადავამტვრევ მის გამო.- დავასრულე დათას დასაწყისი. კაკიმ შემომხედა,მე არ შევხედე, მაგრამ ზუსტად ვიცი,მაგრად ვუყვარვარ ამ სიტყვების გამოც.
-არ ხუმრობს.-დაამატა თაზუკამ და მისი ჩაწიხვლა მომინდა.-ნაზი გოგო ჩანს,საყვარელი, ლამაზი, თუმცა თუ გაბრაზდა..-კისერზე ცერს ისმევს.ყელის გამოჭრის იმიტაცია რა საჭიროა?! -ჰა ჰა ჰა.-სახეზე ავწითლდი და მოღუშულმა თავი ხელს ჩამოვაყრდენი. -შენ ვერ დაგაშინე სათანადოდ?!
-რა,იტყუება?!ვინ დამიმტვრია მობილური?-მახსენებს კაკი უახლოეს წარსულს.კარგი, სკანდალი არ მოვაწყოთ,ასე სჯობს.
-აი,განკითხვა ხომ არ მიყვარს,მაგრამ ღირსი იყავი.-ნიშნისმოგებით ვუბრუნებ პასუხს.- არ უნდა უღრიალო ტელეფონი ადამიანს ყურთან,როცა სძინავს და ბოლოს ზამთარში ცივი წყალი არ უნდა გადაასხა თავზე.-უეცრად მავიწყდება სად ვართ,რა ხდება და რამდენი უცხოა აქ.- თეთრეული დღესაც ვერ გამშრალა ნორმალურად.
-ბოროტებას გამართლება არ აქვს.-ხაჩიძე იღრინება გამწარებული.
-არ ვიმართლებ თავს,მტკიცების ტვირთი შენზეა,შენ კი ვერ ამტკიცებ რომ უსაფუძვლოდ გავნე და ამის გამო ზიანის ანაზღაურებას იმსახურებ.-მხრებს ვიჩეჩ.
-ოხ,დადუნააა!-დანარჩენებს ვავლებ თვალს.არაკომფორტულად ვარ.ვიბოჭები ერთიანად.კოსტა მბოჭავს?! არ ვიცი.სუნთქვის მთელ პროცესს ვგრძნობ.როგორ ვაწვდი ჟანგბადს ფილტვებს,მერე კი ნახშიროჟანგისგან ვცლი.ვერ ვისმენ მათ ხმას,ვერ ვიგებ რაზე საუბრობენ.თვალები გამირბის იმ საოცარი ბარიტონის პატრონისკენ,რომელიც ცისფერებში გამყინავ ელფერს იკრავს. ესეთი ლამაზი თვალები ნუთუ არსებობს?!
დადუნა,გაიხედე გვერდით,თორემ თავს მოგაჭრი!-საკუთარ თავს ვემუქრები.
თვალებში შემომხედა.მე უარესად ავღელდი..
ისე მიყურებს,თითქოს ნელ-ნელა ვშიშვლდები და ჩემი სული მისთვის აშკარა ხდება.
ამ ფორიაქს ვერ ვუძლებ და ევილის კისერში ვრგავ თავს. თვალებს ვხუჭავ სუნთქვაგახშირებული.
-დუ,კარგად ხარ?!-გაკვირვებული მეკითხება და ლოყაზე მადებს ცალ ხელს.
-კი,კი.დავიღალე უბრალოდ.-კიდევ ცოტახანს ვჩერდებით.მე ბევრს არ ვსაუბრობ,ვერც ვსაუბრობ,დაღლილი ვარ,თავიც მტკივა.მათაც ვერ ვუსმენ,დაძაბული ვარ.
-წამოდი,წავიდეთ შინ.ორი საათია აქ ვართ,შენც გაწამდებოდი.- თმაზე ხელს მისმევს ჩემი საყვარელი მეგობარი.-თან მალამოს წაგისმევ,მალე მოგიშუშდება კანზე იარები.
-შენ დარჩი..
-არა,შენთან ერთად დავიძინებ.- მათკენ ტრიალდება და ამცნობს რომ უკან ვბრუნდებით.ხაჩიძე ფეხზე დგება, მე კი ვეუბნები, მარტოც შევძლებ-მეთქი,მაგრამ მის მიერ ვარ დაზარალებული და ამიტომ ვიცმევ თუ არა,ხელში მიტაცებს.
წასვლა არ მინდა.თუმცა კოსტას ცისფერები გაქცევას მაიძულებს. რა იქნებოდა,ჩემთვის არ შემოეხედა და ცოტა ხანს შორიდან მეყურებინა?!რა სიხამეა,მხოლოდ თავისთვის უნდა... ჩემთვის არ იმეტებს?თუ გაიმეტა და ამან შემაშინა?!
არ ვიცი.
-ძალიან ცუდად ხარ?ექიმს დავურეკო?
-არა,თავი ამტკივდა.-ამოვიოხრე და თვალები მიმეხუჭა.
-წამალს დაგალევინებთ,დაწვები და წაუძინებ.-სიბნელის გამო სული მეხუთება.ღამე მარტოობა პანიკაში მაგდებს და წარმოდგენაც არ მაქვს,რისი ბრალია ეს.აი,ახლა..ზუსტად ვიცი,კაკი დამიცავს,რაც არ უნდა მოხდეს,თვითონ შეუძლია დამაგოროს,მაგრამ ჩემს თავს სხვას არ მოაკვლევინებს.მაინც შეშინებული ვხუჭავ თვალებს და მეგობრის ყელში ვრგავ სახეს. თითქოს ეს დამიცავდეს ირგვლივ გამეფებული სიშავისგან .
ჩემს სიბნელეში ორი ციმციმა ცისფერი ანათებს,მიყურებს და ისე მანერვიულებს,ეგრევე თვალებს ვჭყეტ.
ამაღამაც ხომ არ დავეშვა რომელიმე დაქანებიდან?!იქნებ გავითიშო და ამ ცივმა ცისფერებმა თავი დამანებონ!
--
უკვე ლოგინში ვწევარ.ეველინი ჩემს გვერდითაა,მობილურში ემესიჯება მეგობრებს. მეც ვწერ მეგობრებს,მაგრამ გულისყური მაინც სხვაგან მაქვს და მოსვენებითაც ვერ ვისვენებ. გოგონები ხუმრობენ „ჩათში“,თუმცა მე ვერ მეცინება ახლა. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,ამიტომ დიდად არ ვაქტიურობ.ნისიმე მწერს ცალკე,მამჩნევს ხოლმე,როცა არ ვარ კარგად და ცდილობს გონს მომიყვანოს. რეალურ ცხოვრებაში არ შევხვედრილვართ.მხოლოდ ვურეკავთ ერთმანეთს, ფოტოებს ვაგზავნით და ამბებს ვცვლით ხოლმე. ნისიმე იმ საიტზე გავიცანი,რომელზეც მოთხრობების წერა დავიწყე და ისე მოხდა,ვერ შევხვდი.ის სხვა ქალაქში ცხოვრობს,მე სხვაში, ამიტომ ვერ მოხერხდა.
„გინდა დავრეკო და ვისაუბროთ?“
„ნის,არა რა.კარგად ვარ.შენ როგორ ხარ?“
„იცოდე,ვიცი არ ხარ კარგად და თუ ლაპარაკი არ გინდა,გასაგებია. სულ ვერ იქნები მაგის განწყობაზე,ამიტომ მესმის.“ სხვანაირი გოგოა ნისიმე და სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს. საათობით შეგვიძლია საუბარი,მხოლოდ მიმოწერა კი არა.ერთმანეთს ბევრ რამეს ვუყვებით და ის რომ რეალურად არ შევხვედრილვარ,არაფერს ცვლის. ის ნისიმეა,მე დადუნა. ურთიერთობა კი არაჩვეულებრივად გამოგვდის,კამათსაც კი ვასწრებთ და ბოლოს ვრიგდებით. ჩვენ კამათს თუ შეესწრნენ ლეონორა და თებეა,დიდად ვერ ანეიტრალებენ,ნაღმზე სირბილს კი უბრალოდ „მე ნუ გადამახტებით“ ფრაზით ჩახტომა ურჩევნიათ.“საცა არა სჯობს,გაცლა სჯობს“ ზოგჯერ ამ მეთოდსაც იყენებენ და ეს საუკეთესო გამოსავალია ხოლმე. თებეას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს,იშვიათად თუ ნახავ მოწყენილს. ფილმებში უდაოდ გემოვნებიანია და სიას ადგენს ხოლმე,რას უნდა ვუყურო. ლიტერატურასაც ვცვლით ხოლმე. ლეონორას უჭირს კომუნიკაციის დამყარება. პირიდან უნდა ამოგლიჯო სიტყვები. ძალიან საყვარელი გოგოა, თავისებური და ისეთი,როგორიც უნდა იყოს. მათაც არ შევხვედრილვარ,მაგრამ ურთიერთობა გვეწყობა ძალიან კარგად.კარგია რომ წერა დავიწყე...ბევრი რამის გამო.
ასეა,უცებ შეხვდები ადამიანებს,მერე კი ისინი ან რჩებიან,ან მიდიან. ან ღირებული ხდება ან ვერა. ამიტომ, თუ არ შეიგრძენი მატერია, ვერასდროს გაიგებ რამდენად ხარისხიანია ის.
„შენ?“
„თუ მავკვტი,პანაშვიდზე ვარდები მომიტანე,მაგრად მიყვარს.“-მეღიმება.
„ერთად ვეშვებით კლდიდან!“- ვპასუხობ მოკლედ.-„ იღლიცინე,იცოდე შენი ვალია ჩემს მაგივრადაც! ორი კაცის მაგივრად უნდა იმასხრო.წადი და უახლოეს მომავალში დაგიბრუნდები სასწაული ხასიათებით,ნისი!გკოცნი,გეხვევი და ლოყებში პაჩი-პაჩი.“
„ხან შენ შემომარტყავ,ხან მე შემოგარტყავ!ასეა ძმობა. წადი,დაიძინე და ნუ მიწერ ამ პაჩი- პაჩის.“
„ნისიმე, გამიცინე და ფოტო ჩააგდე,უმაგისოდ არ დავიძინებ!“ -არ მენდობიო?! –„ კომპლიმენტის თქმის მიზეზს ვეძებ, მალე!“- მართლა აგდებს ფოტოს,სადაც მიღიმის და ვეუბნები რომ ლამაზია.მართლა ეგრე ვფიქრობ. მადლობაო მწერს,მე კი ვუგულებ მოსულ შეტყობინებას და მობილურს გვერდით ვდებ. ვვეჭვიანობ ეველინზე,ჩემთანაა და სხვებს წერს. არასასიამოვნოა.თან აქაა თან არა.
-ევილ,ჩახუტება მინდა.- პრეტენზიული ტონით ვაცხადებ.
-მოდი.-ხელს შლის და ამით მეუბნება მომიჩოჩდიო.
-ტელეფონის გარეშე.-მომთხოვნი ვარ.ღმერთო,რა ჯანდაბა მჭირს?!ვერ ვიყოფ ჩემს მეგობარს სხვებთან და ახლა იმაზე მეტად გამოვხატავ,ვიდრე ოდესმე გამომიხატავს.
-კარგი.-გვერდით დებს მობილურს და მეხუტება.
მაინც უკმაყოფილო ვარ.თავისით კი არ მოიფიქრა,მე ვუთხარი და დამემორჩილა,თანაც იმიტომ რომ ცუდად ვარ.
„ქოლში’’ ურეკავენ და მე უკვე ვბრაზობ.
-ვუპასუხებ.-მოკლედ მიჭრის და კამერას რომ რთავს,ვეკვრი მას.
-უი,დადუნა,როგორ ხარ?!-მარიამი მეკითხება.
-სუსტადაა,ცოტა ხანს გავიყვანეთ გარეთ და გადაიქაცნა.-ჩემს მაგივრად პასუხობს ეველინი.
-შენ როგორ ხარ?-ვეკითხები მას.
-კარგად,მადლობა.-მიღიმის გულწრფელად.
ეველინს ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს.მიყვარს კიდეც მათთან ყოფნა,უბრალოდ ახლა ბაია შემოვა და ეჭვიანი გამომეტყველებით ნერვებს ამიშლის.
ძაღლი ახსენეო და ჯოხი ხელში დაიჭირეო,ხომ გაგიგიათ?!შემოვიდა.
-ევიი,მალე ჩამოდი, მოგვენატრე. უი,დადუნა..-ვუღიმი მას.
-არ გაგიკვირდეთ,ეჭვიანობს ყველაზე და ყველაფერზე.- დამაბეზღა ნუცუბიძემ.
-მართლა?!სასიამოვნო მოსასმენია, სხვებზე მეტად ჩვენზე უნდა იეჭვიანო.-ეშმაკურად ათამაშებს წარბებს ბაია.
-რატომ?
-შენი სერიოზული კონკურენტები ვართ.
-არა,საყვარელო.ჯერ მე და მერე სხვა ყველა დანარჩენი.-ეველინი ხითხითებს.
-ხომ ვთქვი,მარიამ!ესაა საეჭვიანო ობიექტი ზუსტად და არა კაკი,ან თაზუკა ან ამის შეყვარებული!
-უი,ისე...როდის ჩამოვა ახვლედიანი?!- ტერფებს ვუცურებ ფეხებში და ისე მითბება კიდურები ლამისაა ავკრუტუნდე.
-ზეგ ჩამოდის.-სახეზე ღიმილი ეფინება,ლოყა სულ ოდნავ ეჩხვლიტება.
-და ჩემთან იძინებს მაინც.-ენას ვუყოფ ყველას.
-ამით ხაზი გაუსვა ჩემს წმინდა სიყვარულს.-გადაიკისკისა.ოხ, ეველინი თავისი პლატონური შეხედულებებით.
-მანდ მაინც აიძულე დაუწვეს გვერდით,თორემ ის ბიჭი მეცოდება.-ბაია სახეზე ხელს იფარებს.
-გაზაფხულზე ხელს ვაწერთ,იქამდე იგებ მოგეთმინათ?!ამ ჩემს საწოლში ძრომიალს თავი დაანებეთ,თქვენსას მიხედეთ,თუ შეიძლება.
-მიხედილი მაქვს.-ბაია წარბებს მაღლა სწევს და მერე ახსენდება, შეყვარებულს რომ დაშორდა, თვალები უქვრება. მისი მესმის.
აი,მე და ნადარეიშვილი კარგი წყვილი ვიყავით.ყველა ამას ამბობდა,მეც ასე მეგონა და მასაც. ახლა რა ხდება?!
არაფერი.გადამხაზა და ორჯერ გადავხაზე იქით.ვერ მწერს,ვერ მირეკავს,ვერ მნახულობს. ყველა გზა მოვჭერი,ხიდზე გადავედი და გადავწვი. უპატივცემულობა,გადაბიჯება და არსებული ზღვრის გადაკვეთა ვერ ვაპატიე.უფრო სწორად,ვაპატიე, მაგრამ წერტილი ისე დავსვი, უბრალოდ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობას. ასეა,როცა რაღაცებს აკადრებ, მერე ვეღარ აგრძელებ.
ჩემთან უნდოდა დარჩენა,მე არ დავტოვე.ჩემს ცხოვრებაში ვერ დავტოვე და მათ შორის,არც ჩემს პატივსაცემ ფბ-ს გვერდსა თუ ინსტაზე.მოკლედ,ჩემს მეგობრებში ვერ იხილავთ. მენატრება?
არა.მასზე ახლა დავფიქრდი,ამდენი ხნის მერე, პირველად და მეტჯერ არც მინდა დაფიქრება. ძილმა მომხვია აბსტრაქტული საცეცები და ისე დამარწია, უშფოთველად მიმეძინა.მერე გამოჩნდა ცისფერები,აი ზუსტად ისეთები კეკელიძე კოსტას რომ აქვს.აი,ამ საღამოს გადავეყარე გამყინავ,გამაშიშვლებელ მზერას.
დილით უკვე კაკის აღარ გავუღვიძებივარ.ჩემით ჩავლასლასდი დაბლა და ატკიებულ თავზე მივიჭირე ხელი.
-დადუ,გათენდა შენთვისაც?!- მობილურს დავხედე ეველინის უკმაყოფილო სახეზე და 14:00 რომ დავინახე,უკვე მეც უკმაყოფილო გამომეტყველება მივიღე.
ჩემი კარგ ხასიათიზე ყოფნის საიდუმლო მდგომარეობს შემდეგში:ადრე დაძინებას + 10-11 საათი ძილი= ხალისიან მეს.ხომ მარტივი ფორმულაა,მაგრამ რთულად შესასრულებელი (უბრალოდ არ ინდომებ).
„ალტერ ეგოს“ ცემა მინდა.
-ამაღამ ადრე მინდა დაძინება.- განვაცხადე მთელი ამბით.
-დაიძინე,დუ..-თაზუკამ ჩამიქროლა ლუდის კათხებით ხელში.
-რამე ხდება?!-გაკვირვებულმა გავაყოლე მზერა,სკამზე დავჯექი და ეველინის გაკეთებული წიწიბურა ახლოს დავიდგი და მადიანად შევათვალიერე.პირველივე კოვზი სწრაფად გავიქანე პირისკენ.-ერთჯერადად ერთობა თუ მაზოხისტია და ცეროზით სურს ?!
-ხდება,ხდება.დათაა ჩვენთან და კოსტაც გადმოვა.-მხრები ავიჩიჩე და თავი დავუქნიე. ჯანდაბა,ახლა სულ აქ უნდა იყოს?! მძაბოს?
ხარბად ვისუნთქავ ჰაერს.
-გეხვეწები ფანჯარა გამოაღე რა, ლუდის სუნია და ფაფის.ჰაერიც არ მყოფნის.
-ეტყობა ცხვირი შემეჩვია,მაგიტომ ვერ ვგრძნობ ეგრე მძაფრად.-გამოაღო თუ არა,მაშინვე თავხედურად შემოიჭრა სამზარეულოში დეკემბრის სუსხი.
-ხო,ალბათ.-მობილურით ნორმალური ფოტოს გადაღებას ცდილობს,მაგრამ მერე მე მიყურებს და კამერაც ჩემკენ ინაცვლებს.
-შენ ნაგავო,მიღებ?!-თვალებს ვაფართოვებ.
-კი.-კისკისებს ლაღად.
-იცოდეთ,ნებართვა არ აქვს ჩემგან. ვიჩივლებ.-ფაფის ჭამას ისე ვაგრძელებ,ევილის მაიმუნობას ყურადღებას არ ვაქცევ.
გონება გამირბის,ახალ შემოთავაზებაზე ვფიქრობ.ფილმში არასდროს მითამაშია.რაც შეეხება, თეატრს და სცენას,ეს უკვე ჩემი ღელვის ნაწილია.
ახლაც არაა ისეთი როლი,ვენები რომ გადავიხსნა,მაგრამ რისკად ხომ ღირს?!საიდანღაც ხომ უნდა დავიწყო?!
და თუ შემიძულებენ ცუდი როლის გამო?!თუ სულ ცუდი რამები უნდა ილაპარაკინ ჩემზე?! თუ სულ უნდა იჭორაონ და ფსიქიკა გამინადგურონ?!(ისე ხომ რას ამბობ,გენიალური ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაქვს რა!)-გაეთრიე!
-რა გიყვარს,დუს?!-მეკითხება გამაიმუნებული ეველინი.
-წიწიბურას "ქაშა"...-ვბურტყუნებ და ისევ ფიქრებს ვუბრუნდები. გადავურეკო და თანხმობა ვთქვა? გავბედო?
არ ვრეკავ,მხოლოდ მეილს ვხსნი და ვფიქრობ,ვფიქრობ,ვფიქრობ.ავკრიფო საერთოდ ტექსტი თუ არა.ღირს ამხელა მასშტაბებში გამოჩენა?! ღირს ნებისმიერი შედეგი?!
არაფერი ვიცი.გვერდით ვდებ მობილურს,რადგან ჯერ ვერ გადავწყვიტე. -ეველინ,წყალს დამალევინებ?!- უკვე ვეღარ ვფიქრობ.ეს ხმაა,მისი ხმაა! ბოხი, გაწონასწორებული... რაღაცნაირი.
-უი,კოსტა,მოხვედი?!ახლავე..- თავს ოდნავ ვაბრუნებ და მკაცრი სახით ვამბობ გამარჯობას.
თვალებში ვერ ვუყურებ,ცოტათი მანერვიულებს.
ჯანდაბა,რას ვამტკიცებ?!
მზერას ვაშორებ და ბოლო ლუკმასაც ვიღებ.
-შენ წამალი დალიე.-წინ მიდებს ევილი და წყლის ჭიქას მეც მაწვდის.
-მადლობა.-ვუღიმი გულწრფელად.
ვიწვი,რატომ ვერ ვხვდები...ერთი წამით იმის გასარკვევადაც ვაბრუნებ თავს,კეკელიძე მიყურებს თუ არა. ის არ მიყურებს,აბა რა ჯანდაბაა?! ვინ ან რა მწვავს ასე?
-მადლობა,ეველინ.-მე არც მიმჩნევს, ისე გადის. ვერ მამჩნევს თუ ძალით არ მიმჩნევს?! რა მნიშვნელობა აქვს,არ მესიამოვნა.
-დადუნა,შენმა ლეპტოპმა წაასტუკოზა.- ეველინი ფრთხილად იწყებს საუბარს.
-რა დამართე?!-ეჭვით ვუმზერ,თან ვცდილობ არ გადავიდე ჭკუიდან ეგრევე. -მე არაფერი,თვითონ დაიმართა.- ეგრევე გადააბრალა უსულო საგანს.-ვინდოუსია გადასაყენებელი თუ ვირუსია შეჭრილი..ხომ იცი,ვერ ვერკვევი ეგრე ამ თანამედროვე ტე“ხ“ნოლოგიებში,რას მეძიები?
-ჯანდაბა,ფაილები თუ წამეშალა, დაგერხევა.-ჩემი მოთხრობები, ლექსები და ჩანახატებია, ოხ!

-მჭირდება ლეპტოპი,სასწრაფოდ თან.- ვვოხრავ. გავაფრთხილე წამოეღო თავისი.თუმცა არ მომისმინა,დაეზარა თრევა (ასე განაცხადა მის სიზარმაცტრ.აკემ).-სამსახურიდან დამირეკეს. -ჩამოიტანე ოთახიდან და გაკეთებას ვაიძულებ კაკის ან თაზუკას.-თავს მიქნევს და მირბის საძინებლისკენ.მე იქ არსებული არეულობის მოწესრიგებას ვცდილობ.
-შენ გოგო გიჟი ხომ არ ხარ, ვუყურებ კალათბურთს!-თაზუკას ხმამაღალი ტონი გამოდის აქეთ. არ გავარდე,დადუ,სახე არ ააგლიჯო!
-მერე ვიზამ!
-და მეჩქარება!-ნუცუბიძის სასოწარკვეთილი ხმაც ისმის. ღმერთმანი,რა უკულტურობაა! დინჯი,მშვიდი ნაბიჯებით გავდივარ და წინ ვუდგები ბიჭებს.
-გამარჯობა,რომელი აკეთებს აბა ჩემს ლეპტოპს?-ინტერესით ვკითხულობ.
-დუ,გაიწიე,ვუყურებ.-კაკი ხელით მანიშნებს. არაფერი მაინტერესებს,ჩემს მეგობარს ლეპტოპი სჭირდება სასწრაფოდ.
-2 საათში უნდა მოასწროს რაღაცის გაკეთება ეველინმა.-ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, ვვოხრავ და თხოვნის ტონს ვურევ.-ტელეფონით ვერ ვაკეთებთ და იქნებ რამე მოუხერხო?!- ვაიგნორებ ყველას მზერას.-მაგ კალათბურთზე მნიშვნელოვანი საქმეა თან ბევრად,იქნებ დამხმარებოდი?
-რაზეა საუბარი,მოიტანე.-თაზუკა უფრო დამყოლია,ვიდრე კაკი. მასთან გაცილებით რთულადაა საქმე.
-არა,დადუნა.-ნიკაპზე იტარებს თითებს ხაჩიძე.
-თაზუკამ კიო.-ვიღიმი და თვალებგაბრწყინებულ მეგობარს თბილად ვუმზერ.
-დადუ..
-კაკი,არ მაინტერესებს.-გვერდს ვუვლი.სამზარეულოში ვგეგმავ გასვლას. -ამასთან მარტო არ დამტოვო.- ეველინის ხმა მესმის და მეც უკან ვბრუნდები. ტელევიზორთან ახლოს მიწევს დაჯდომა,რაც დისკომფორტს მიქმნის. ჩემი ლეპტოპი თაზუკას კი არა,კოსტას უჭირავს. სუნთქვა მეკვრის. ჩემი ნაშრომები არ უნდა ნახოს. პირი მიშრება,გული მიჩქარდება.
სამივე რაღაც თამაშის ყურების ნაცვლად,ჩემს ლეპტოპს უზის და როგორ მინდა მშვიდად ვიყო, მაგრამ არ გამომდის.ეს თავის ტკივილის განმიახლდა.სულ ტყუილად ვსვამ წამლებს,თუ ასე მანერვიულეს ეს პერიოდი.
-დათა,ჩემი ლეპტოპი გადმოიტანე რა,დადუნასი ვერ მოესწრება უცებ.- კეკელიძემ სთხოვა ძმაკაცს. ისიც უყოყმანოდ დასთამხმდა.
დადუნა...რა უცნაურად წარმოთქვა ჩემი სახელი.მელამაზა ძალიან.ყურებში სხვანაირი სითბოთი ჩამესმა.
-აუ,ძალიან გაწუხებ.-ნუცუბიძემ გულზე ხელი დაიდო.
-მაშინ დაიკი*დეთ ჩემი ლეპტოპი, შინ რომ დავბრუნდები,ჯანჯღავას ვთხოვ და მიხედავს.- გამოსავალი ვიპოვე.
-მოიცადე.-გამაჩუმეს.-ბარემ გავასწორებ.-მეგონა ვიპოვე…
თითები მიკანკალებს და არც კი ვიცი,რა ვქნა.ჯანდაბა, წაშლილებიდანაც არ გამიქრია ის ფაილი,მე რომ თა*ხ თავის წერას მივუძღვენი.
დადუნა,შენ ხომ იცი,ხელოვნებაში და ლიტერატურაში ეგეთები "მოსულა".
ამ არგუმენტით რაციონალური მე სულ ვერ მაწყნარებს,რადგან ირაციონალური მე მიკივის, პანიკაშია და ლამისაა ლეპტოპს ვეცე,დავლეწო. "დადუნა,დამშვიდდი.ისეთი არაფერი გიწერია."
"როგორ არა,პირველი ღამიდან მოყოლებული,ყველა პოზა და პოზიცია აღწერილი მაქვს."- ცოტა აბუქებს ჩემი პარანოიდი მხარე.
"დიდი ამბავი,მას უნდა რცხვენოდეს.მაგას რეალობაში იმდენი გამოცდილება აქვს,შენი ფანტაზია რომ ვერ გაუქაჩავს."-ოღონდ არ ვიცი რატომაა სამარცხვინო ამდაგვარი გამოცდილება,მაგრამ ახლა გულზე მალამოდ მედება.“დაიცა,ბანძო!ამძაფრებ.“
"ეე,ისე ხო.."მეცინება ჩემს ფიქრებზე." მაგრამ...არ მინდა ნახოს,რას იფიქრებს?! შენ სიტყვები შეარჩიე!"
"არც არაფერს.მაგრად გიწერია, გეფიცები."
მაინც პანიკას ვყვები და თითებს გაუჩერებლად ვათამაშებ.თაზუკა ეველინს ეხმარება კოსტას ლეპტოპში გაერკვეს.დათა და კაკი ტელევიზორს უყურებენ,აი მე კი კეკელიძეს მივშტერებივარ.წამით ისიც მიმზერს. ოღონდ,იცით როგორ?!
ცალი ტუჩის კუთხეს ტეხს,მერე ქვედა ბაგეს კბილებს აჭერს, ცისფერებში ჭინკები უთამაშდება და მე სიმხურვალეს მივრცელებს სხეულში. ამის დედაც! ეგდე დადუნა!ეგდე ერთ ადგილზე და სხვაგან გაიხედე! რაც იქნება,იქნება!ფეხზე ვდგები ნაზი მიხვრა-მოხვრით ვეცლები მისაღებს.
"იამაყე,პატარავ!ისეთი სცენა რომ წაიკითხოს,უეჭველად გამოცდა ან გამეორება მოუნდება." მეც მოვინდომე რა წერა. საძინებელში შევდივარ, ლოგინზე ვწვები. წაიკითხა?თუ არ წაიკითხა...აბა, ისე რატომ ამომხედა?! ბალიშს თავზე ვიმხობ... თავი აღარ გამომეყოფა,ვერ დაველაპარაკები.რა სირცხვილია, ღმერთო ჩემო.
აღარასდროს,აღარასდროს დავენახები.
სახეზე ვხურვარ,ლოყები მეწვის და არც კი მინდა წარმოვიდგინო,თუ წაიკითხა,რა რეაქცია ექნება.
"დადუნა,მოკეტე!წაკითხვას 5 წუთში ვერ მოასწრებდა!ისეთს არაფერს აკეთებ კიდევ,რომ შეგრცხვეს." რაციონალურმა მემ გამაჩუმა.
ცოტა ხანს მიმეძინა.როგორ მოვახერხე, არ ვიცი,მაგრამ გავითიშე და როცა თვალები გავახილე,ლამის გულმა დამარტყა.საძინებელში კეკელიძე მედგა თავზე!
-ბოდიში,ბოდიში.დასატენია და მეც გავალ 2 წუთში.ვაკაკუნებდი,ვერ გაიგე და არავის ეცალა,რომ ჩამოეტანა ჩემთვის.-თავს ვუქნევ მორჩილად, ფეხებს დაბლა ვალაგებ,სახეზე თითებს ვიწყობ.
არაფერია,დადუნა,არაფერი.გულზე ხელს ვიდებ.
-კარგი.-ვითომც არაფერიო,ფეხზე ვდგები,საფეთქლებს ვიზელ.
-დადუნა..-მას ვუყურებ დაბნეული ცისფერბში.
გული არ წამივიდეს ახლა ოღონდაც!
-"ქალის მკერდზე ბედნიერი დაემხო,რადგან მას უკვე ჰქონდა ყველაფერი,რაც სურდა. ქალს უყვარდა,მთელი არსებით უყვარდა. ჰოდა,ის გახდა თანამოზიარე სააქაოს ნეტარების..."
-ჩემი ნაშორმი წაიკითხე?!-ბრაზი მაწვება ერთიანად.-როგორ გაბედე?!დახურული ფაილის გახსნა და წაკითხვა,როგორ გაბედე?-გული ლამისაა ამომვარდეს,ისე ვნერვიულობ.
-შემთხვევით გამეხსნა და თვალი რომ მოვკარი,ვეღარ ავარიდე.- კბილს კბილზე ვაჭერ გაცხარებული.
-უფლება არ გქონდა!ჩემი ნაშრომის წაკითხვის უფლება არ გქონდა!-კივილისგან თავს ძლივს ვიკავებ.
-ბოდიში.-თავს ხრის,მაგრამ მერე ეშმაკური გამომეტყველებით აპარებს მზერას ჩემკენ.-
"აჰ...კვნესა მცდება,როცა მამაკაცი..."
-რა იყო,ლიტერატურაში ერო*ტიკას გაეცანი და ჰორმონებს ვერ იოკებ?!- ზედა ტუჩზე მაცდურად ვითამაშებ ენას.
არ მჯერა,არ მჯერა!
ესეთი სითამამე ნადარეიშვილთანაც არ მქონია,როცა 7 თვე ვიყავით ერთად! სიძულვილი და ბრაზი მერევა.
-უფრო,უფასო პორ*ო შემომთავაზე.- სახეზე არ მინდა დამეტყოს ის შფოთვა და ღელვა,რაც შინაგანად მაქვს. -ნუ კითხვით,მაგრამ...
-შეგერგოს.აბა,შენი მსგავსისთვის ქალის პოვნა სამაგისოდ რთულია.
-რა?!-ზოგჯერ რა თავხედი ვარ.
-არაფერი,საღამოს დატკბი ჩემი პატარა ამონარიდის წარმოდგენით,გაერთე.-თვალს ვუკრავ და კომოდიდან წამალს ვიღებ.თავი მტკივა.
-შენც დაგვემატები მე და ჩემს გართობას თუ?
-არა,საყვარელო,მე უფრო მაღალი სტანდარტები მაქვს.შენ ვერ აკმაყოფილებ.-რატომ ვიწვევ?!- მოკლედ,მადლობა მაგ ლეპტოპის შეკეთებისთვის და უნამუსო ხარ, ჩემი ფაილების დაუკითხავად წაკითხვისთვის.-ვიღიმი და ჭიქა წყალს ვსვამ წამლისთვის.
ირონიულად ჩაიცინა.ესეც უხდება ამ დამპალს.
-ენამწარეობას ძალიან კი ცდილობ, მაგრამ იმდენი ვერ გათვალე,რომ მხოლოდ სიტყვები არაფერია.- მიახლოვდება,მე უკან ვიხევ.ის მოდის,მე უკან მივდივარ.
-ზუსტადაც რომ ფერია.არ ჩადიხარ დაბლა?!თუ ისე მოიხიბლე ჩემით, თავს ვერ მანებებ?!
-არა,პატარავ...ჩემს სტანდარტებს მგონი ვერ აკმაყოფილებ.- მოახლოებული ნაკვთებზე მაკვირდება. გული მეტკინა,თან ძალიან.ცრემლების შეკავებას ვცდილობ.
-მართალია,შენ გოიმი ხარ, მიბრძანდი.-კარისკენ ვიშვერ თითს.
-გწყინს?
-რა სისულელეა.გემოვნების ამბავია და მიზიდულობის.ყველა ყველას რომ იზიდავდეს მაშინ ნახე შენ სეირი.-ხელს ვიქნევ.არადა,მწარე სიტყვები მინდა გამოვქექო გონებაში,რომ ვაგემო მოშხამული სიტყვა.
-მართლა გეწყინა?!-ჩაეცინა.-არაფერი უჭირს. თვითშეფასებას გაგირეალურებ.
-ვერ გამირეალურებ.ისედაც რეალური მაქვს.-ვუღიმი სიმწრით და ხელს ვკრავ მკერდზე.
ესე ახლოს რომაა და სახეზე მაფრქვევს ჰაერს,უფრო ვიწვები. არ მინდა ახლოს იყოს.
-მეძინება,თუ შეიძლება გაბრძანდი.-ხელს კარისკენ ვშლი და მეორეთი თმებს უკან ვიწევ.
-ნუ ბრაზობ,პატარავ.არც ეგეთი ცუდი ხარ.-ოთახიდან რომ გადის,სახით ბალიშში ვეფლობი. მეზიზრება ჩემი სახელი,ჩემი თავი და ჩემი ყველაფერი. ცრემლები მეპარება თვალის კუთხეებიდან და მეც უცებვე ვიშორებ.
-არ ვიტირებ ვიღაც უზრდელის გამო, რომელმაც დაუკითხავად ჩაიჭყიტა იქ,სადაც არ ეჭყიტებოდა და თან ირიბად მიწოდა შეუხედავი. -გამწარებულმა ზეწრებს წავუჭირე ხელი.-მე ძლიერი ვარ!მე ყველაფერი შემიძლია,რასაც მოვინდომებ.-ვიმეორებ გადაწოლილი.
ვითვლი,გონება მეფანტება,ისევ ერთიდან ვიწყებ დათვლას... მობილურში საყვარლობა ფილმს ვეძებ,ხასიათი მინდა გამომიკეთოს.
ქართულ ფილმს ვრთავ და სახეზე უკვე გულწრფელი ღიმილი მეფინება. შემდეგ ჩელენტანოს მონაწილეობით ვირჩევ.აი, ნამდვილი განწყობა როგორ იქმნება ჩემთვის!
------
ახვლედიანი ჩამოდის და ნუცუბიძე ეზოშივე ხვდება ცქმუტვით.უხდება დეკემბრეს ნუცუბიძე და ახვლედიანი, ძალიან უხდება თეთრად გადაპენტილ ბაკურიანს.ბედნიერებისგან ბრწყინავენ,მაგრამ ჩვენი თანდასწრებით ნორმალურად ვერ ეხვევიან ერთმანეთს.არადა,ორივე ისეთი სიყვარულით უშტერებს თვალებს, ზუსტად ვიცი,ერთი სული აქვთ გულში ჩაიკრან ერთმანეთი. ახვლედიანი მკლავზე ქაჩავს,გოგოს კისკისი ისმის,ბოლოს წელზე ჰხვევს მკლავს და მაგრად იხუტებს. შორიდან ვუწევ ხელს, რომელიც ოდნავ მაწუხებს და შინ ვყრი ორივე ბიჭს.
-ეე,მისალმებაც არ მაცადო.- წაიჯუჯღუნა თაზუკამ.ზოგჯერ რა მიუხვედრელია.
-შინ მიესალმები,ცივა გარეთ.- მისაღებში გავდივარ და ტელევიზორს ვუჯდები.-თაზ,რამე მშია.თვალებში ვუყურებ საყვარლად.-მაჭმევ?
-ოიი,დუნიკ,შენ რამე თქვი და დავბზრიალდები.
-ზაფხულის გემოები მინდა.- ჩაფიქრებული ვიხსენებ საჭმლის სახელს,მაგრამ არ მაფიქრდება.- რამე ისეთი....აუუუუ,არ ვიცი..
-კარგი,იმას გამოვრიცხავ,რაც არ გიყვარს და რაც დარჩა,სულ ცოტაზე ცოტაა.-ხელის აქნევით გადის სამზარეულოში და ხაჩიძე ეხეთქება ჩემს გვერდით.
-ტელეფონი დამიმტვრიე.
-შენ მე დამამტვრიე,დამაგორე.- მშვიდად ვუბრუნებ პასუხს. მოქმედ ცოდვების ბიუროს მფლობელს ელაპარაკება ახლა.რით ვერ მიხვდა ამას?!
-განზრახ არ ჩამიდენია.-თვალებს აცეცებს.
-ვიცი.-ტელევიზორში არხებს ვანაცვლებ.
-მაპატიებ?
-გაპატიე მე უკვე.რა მოხდა მერე,ხან შენ დამამტვრევ,ხან მე დაგამტვრევ.
-შენ არ მთხოვ პატიებას ჩემი გაფუჭებული ნივთის გამო?!- ხმაში ვატყობ ეღიმება.
-ნწუ,დაიმსახურე.თუმცა,როცა თბილისში ჩავალთ, კარგად დავფიქრდები,იქნებ გაგიკეთო კიდეც ეკრანი.
-ვიცოდი!-წამოიყვირა.-როგორ ფიქრობ,მიგაკარებ მობილურს?!არასოდეს.
-კი,არ ცდები.-თმაზე მეხება ფრთხილად და მქაჩავს!
- აი, იმდენად ბანალური ხარ,მეც გაგშიფრე წინასწარ.- ხელში ვურტყამ პულტს.- ნაგავო.
-თავხედო!-ხელს იზელს გამწარებული.
-მერე პირდაპირ ტელევიზორი წამოვა შუბლში.-ვაფრთხილებ და სახლში შემოსულ წყვილს ვუღიმი.-შეგიძლია ეველინის ოთახში შესახლდე,შენმა საცოლემ ჩემსაში გადმოინაცვლა.ფაქტია, მაგრად ვუყვარვარ.- თვითკმაყოფილების ზენიტში ვარ.
-დადუნა,შენ კიდევ ჩაციკლული ხარ?-ახვლედიანი მეკითხება.
-ჩემი და ეველინის სიყვარული ჩაციკვლა არაა.
-კაცი ესროლეთ ერთი ზეციდან ამ გოგოს!-ახლედიანმა ცისკენ აღაპყრო ხელები.
-დაგერხევა!-თითს ვუწევ გამაფრთხილებლად.
-კაცი რომ გინდა შენი ორგანიზმის ბრალია,თორემ ჩემი კი არა.
-ეს მარტის კატასავით ატეხილი ბიჭი გამაცილე, სანამ ჯანმრთელი გიდგას.
-ლუკა,წამოდი.ორი კრიმინალი ზის შენს წინ.-ეველინი სიცილით ეკიდება მხარზე.
-რატომ?!უი,რა დაკაწრული დადუკა ხარ,რა იყო,დათვს ეჭიდავე?!
-დადუნამ კაკის ტელეფონი გაუტეხა,რადგან ვერ შეიგნო რომ დადუნა დილით უზმოზე ულმობელია.ხაჩიძემ კი შემთხვევითი სამაგიერო გადაუხადა.დააგორა,როდესაც სათხილამუროდ ვიყავით და ახლა შერყეულს ვუთმენთ.-ლუკა ახვლედიანი ახარხარდა.
-ლუკა,შენი სიცილი ნერვებს მიშლის.-კაკი ბალიშს ესვრის და ისიც იჭერს.
-თაზუკა,მუცელმა მშიაო!-ვყვირი აქედან მე.
-მალე იქნება.-ისიც მიყვირის და ხმაურისგან შეწუხებული თავზე ხელებს ვიჭერ.
-რამე გაწუხებს?-მეკითხებიან ერთდროულად სახეშეცვლილები.
-არა,არა.ხმადაბლა ისაუბრეთ და მე ავალ ოთახში,წამოწოლა მინდა.
-აქ დაწექი,არათავადო და უბრალოდ “ტრიპაჩა” ბავშვო.- ხაჩიძემ ბალიში დამიხეთქა და პლედი მომიტანა. მართლა დავემორჩილე,თვალებიც დავხუჭე,მაგრამ ვერ მოვისვენე.
-იცოდე,ვის ესაუბრები უბრალო მოკვდავო.-კბილებში ვცრი.- ინგლისის სამეფო კარზე მსახურობდნენ ჩემი წინაპრები.
-აჰა,გულზე მომეშვა.ეგრე რა..- ახვლედიანმა თმაზე ხელი გადამისვა.- ახლა თუ გინდა,ომში გაუშვი. მიასიკვდილებს ყველას.
-ნუ ზუზუნებ შენი დაყენებული წაბოხებული ხმით.-არადა,მართლა კარგი ხმა აქვს.-ტვინში მირტყამს ეგრევე.
-ტკბილი სიტყვის თქმა შეგიძლია?
-კი,ეველინ,შენს საქმროს ყბაში მოვდებ.-ნაზი ხმით წარმოვთქვი.
-უგულო არსება.
-გული მიფეთქავს არაჩვეულებრივად და აქ არსება ჩვენს შორის,შენ ხარ.
-აუ,ცუდად ხო იყავი?
-ვიძინებ.-ვბურტყუნებ მოკუნტული.
-ჩუუუუ!მშვიდობა დაისადგურებს ამ ბნელეთით მოცული ადამიანის დაძინებისას.-მინდება თავზე გადავამტვრიო რაღაც ახვლედიანს, მაგრამ ხმას არ ვცემ.
--
საღამოს კოსტა გადმოდის,მე ვერიდები.მასთან დიალოგი აღარ მსურს,თუმცა მიწევს სულ რამდენიმე წუთი.
მოდის მესამე დღეს,მოდის მეოთხე,მეხუთე,მეექვსე,მეშვიდე დღეს და მე ისევ არ ვესაუბრები მას.თუ გვერდის ავლა მიწევს,ზედ არ ვუყურებ.წელში გამართული,ამაყად ჩავუვლი და ვახვედრებ,რომ არაფერია ჩემთვის მისი არსებობა.ზოგჯერ ბედიც უღიმის და სალამს მივუგდებ მტრული მზერით. სინამდვილეში კი,მისი თვალების დანახვა მსურს.სურვილს ვერ ვერევი ხოლმე,ის კი იყენებს მომენტს,რამდენიმე წინადადებასაც მგლეჯს.
------
-გამარჯობა.
-გამარჯობა და ისევ არაფერი?!- ვიწრო დერეფანში წინ მიდგება.- ისევ სირაქლემას პოზიცია?!
-კოსტა,შენთან რა სალაპარაკო მაქვს?!- წარბებს ვითომ გაკვირვებით ვწევ.
-რა ვიცი,წესით ბევრი რამე.-წინ იხრება და ყურთან მოაქვს სახე. ცუდად ვარ,მეჭიმება მთელი სხეული?!მგონი,მაგრამ იმედია არ მეტყობა.
-მაგალითად:"აჰ..."-2 წუთი მჭირდება კანზე ახმაურებული ტაოს შესამჩნევად. კისერთან მოლამუნებული ჰაერი საღ აზროვნებას მიქვეითებს და გულისცემას მიჩქარებს.
გონს მოდი,გონს მოდი!
-უკაცრავად და შენს ქალს ვერ ჩააკვნესებ ყურში,მე რომ არ მაორთქლო?!-უკან ვიხევ აფორიაქებული.-აა,თუ შენ არ გყავს და ამიტომ მე უნდა გიტანო?!ბანძი ლოგიკაა,არ მოგითმენ.-ამრეზით ვწევ ცხვირს ზემოთ.
-არც უნდა მოუთმინო სხვებს, დადუნა.- წელზე მადებს გაშლილ ხელისგულს.როგორ მეწვის,ჯანდაბა! გულმა ოღონდ კედელი არ გაანგრიოს.
-შენც სხვა ხარ.-სიმტკიცეს ვიძენ ხმაში და ხელებით მკერდზე ვაწვები.
ცისფერებით ჩამყურებს ჩვეულებრივ თვალებში.უკან,უკან ვიხევთ.კედელი მეტის საშუალებას არ მაძლევს. ჩემკენ გადმოხრილი ლოყაზე მკოცნის:რბილი,თბილი, ტკბილი ტუჩებით.თვალები მეხუჭება,ის ქვემოთ ჩადის. ცხვირის წვერს მიხახუნებს კანზე, ჟრუანტელი მივლის და ამჯერად, დარწმუნებით შემიძლია თქმა,სხეული მეძაბება.
-კონსტანტინე!-დაბნეული ვეჩურჩულები.-არ გინდა..- ხმაურიანად ისრუტავს ჰაერს ჩემი კისრიდან და მზესავით მხურვალე ტუჩებს მაკრავს კანზე.
-გაიწიე!-ხელს ვკრავ,როცა დუნდება,მაგრამ მაინც ვერ ვეხსნები ბოლომდე.ისევ ახლოს მიზიდავს, მთელი ტანით ვეკრობი მას.
ჯანდაბა,ეს ბიჭი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად თუ მყავს ნანახი და მეხუტება, მკოცნის კისერში!ეს არ არის სწორი.ასე არ შეიძლება.
-ერთმანეთი გვეზიზღება.- ვჩურჩულებ აღელვებული.
-ჰო,მაგრად თან.-კისერზე მკოცნის ხანგრძლივად,მე კი ვერაფერს ვაკეთებ. ნეტარებით ვუშვერ ყელს.
-თავიდან მომწყდი!-ბრაზი მაწვება ჩემი ნათქვამი რომ არ ესმის, ამიტომ ფეხს ვწევ, ფეხისთითებში ვუმიზნებ და ისე ვურტყამ,ღმუის.- არა ნიშნავს არას!-მოშორებულს ნიშნისმოგებით ვუყურებ.
-რა გააკეთე?-აწითლებულია სახეზე.
-არ გეკონტაქტები.ზოგადად,ჩემი იდეალური მეგობრები შენთან რატომ მეგობრობენ ვერ ვხვდები.
-მაგ იდეალური მეგობრებიდან, ყველაზე იდეალურმა დაგაგორა.- მეცინება,მაგრად თან.
-ზუსტადაც.მერე რა.-მხრებს ვიჩეჩ, თითქოს ეს ჩვეულებრივი რამე იყოს და ყოველ შაბათ-კვირას ვგორავდე დაქანებებიდან.
-ფსიქიკური პრობლემები გაქვს?!
-მე არა,შენ კი.არ მიზიდავო, ირიბად შეუხედავი გამომიყვანე და ლამის ორგა*ზმი განიცადე მხოლოდ ჩახუტებით.-ცოტაც და თითს გავიშვირდი დასაცინად.-თავი გაიყიდე.
-რა გიყო?!-თავი სიცილით გააქნია.- მაგარი თავხედი ხარ.
-შეგიძლია ტაში დამიკრა.ახალ წელს მეკვლედ არ დაგინახო, შენსავით ბანძი ახალი წელი არ მინდა.-სახე უსერიოზულდება.
-რამდენი რამე ვერ მოგინელებია.
-ახლა კუჭ-ნაწლავზე უნდა მასაუბრო?!გამატარე რა.-გვერდის ავლას ვცდილობ. მაღელვებს ეს სიახლოვე, მირჩევნია ისევ გავექცე და მანამდე თვალი მოვკრა მის ცისფერებს.
-არა,შენს ბოღმიანობაზე.
-თავს მაბეზრებ.-თვითკმაყოფილ სახეს ვიღებ.-შენთან კომუნიკაცია საერთოდ არ მინდა.
-ჩაიხვიე?
-კი.-ხელს სახესთან ვინიავებ, თორემ ისე ვხურვარ,ლამისაა ვულკანივით ამოვხეთქო.
-უცნაური გოგო ხარ.-ჩაფიქრებული მავლებს თვალს.
-კარგად იყავი.-მხარს ვკრავ და ისე მივიწევ წინ,ჩემი შესაშური საჯდომი რომ კარგად ჩარჩეს მეხსიერებაში.
შეიძლება არ გამოვიყურები მოდელივით.არ მაქვს ცისფერი ან მწვანე თვალები,არ მაქვს დიდი მკერდი და უფრო მკვრივი საჯდომი,მაგრამ ეს სტანდარტები არაფერში მჭირდება.რაც ვარ,ეს ვარ და ვარ ისეთი,როგორიც საჭიროა.
ვარ დადუნა ცინდელიანი.ჩემი მშობლების მეორე და საყვარელი შვილი.ბიძაჩემის საჩუქარი.ასე მიწოდებს და თავს ნაწილობრივ ნივთად ვგრძნობ,ამიტომ სულ ვეკამათები ხოლმე. მერე ამატებს,რა გიხარია,გადასაგდებ საჩუქარს რომ ჩუქნიან,ის ხარო. მაბრაზებს ხოლმე, მაგრამ ჩემთან ერთად ყოფნა უყვარს.არასდროს უთქვამს პირდაპირ,მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ამას.
---------
უკვე აღარ მაწუხებს არაფერი და გარეთ გავარდნილები ვგუნდაობთ.
3-ჯერ ავლეწე თაზუკა და ხაჩიძეს სახეში გავარტყი გუნდა.
მე მიფრთხილდებიან,ისედაც ვერაა მთლად დალაგებული და თავში არ მოხვდესო.ჰოდა,ისე გავბლატავდი,თოვლი ვაჭამე ახვლედიანს. ეველინი გამომეკიდა,გაცივდება შენ ფსიქოპატოო. მეწყინა,ბარემ ისიც ეთქვა შენს თავს მირჩევნიაო. წყენა გადამდის 2 წუთში და ნაბიჯს ვუჩქარებ.
უიღბლობაცაა და უიღბლობაც.უკან ვიხედები სულ 2 წუთით,რომ ენა გამოვუყო და ვუთხრა რა ჩომბეა,ის თითქმის მიჭერს!მე კი ნაბიჯაჩქარებული რაღაცას მაგრად ვასკდები და წინ ვქანდები.
აღარ მინდა გორაობა,არა..ლამისაა ავტირდე. რბილად დაცემულს, ვიღაც მხვევს ძლიერ მკლავებს.
-ხალხი გვიყურებს,ცალკე მაინც გამიტყუე.-ყურში მეჩურჩულება ბოხი ბარიტონით და ისე მიჩქარდება გულისცემა,მუცელშიც ტრიალდება რაღაც,რაღაც უცხო და თვალებს ვჭყეტ.
-ჰე ჰე,გილოცავ გუნდაობას.-სახეში ვატყეპებ თოვლის გუნდას ჩემი დარცხვენილი სახის დასამალად.უხერხული სიტუაციაა,ძალიან უხერხული,ჯანდაბა!
სწრაფად ვჯდები და ჩემს სხეულს ბოლომდე აღქმასაც არ ვასწრებინებ,ფეხზე ვხტები.
მაინც დავსველდი,ჯანდაბა!
-დადუნა!-სიცილით იწევა კოსტა,პარალელურად სახიდან თოვლს იშორებს.- მაუპატ..იურებ?!- ღმერთო ჩემო,როგორ უხდება სიცილი.
-არა,ბანძო!-ვიხრები და დიდ თოვლის გუნდას ვაკეთებ. ხარხარებენ და ხარხარებენ!ჩემი მეგობრები არიან საერთოდ?!
-აბა,ცოდვები ბუმერანგიაო, თქმულა ჩემს მიერ და დაგერხათ. ცოდვების ბიურო ამონაწერებს გივრცელებთ.-პირველ გუნდას წამომდგარ კოსტას ვესვრი ისეთი ძალით,აქანებს.
კაკის ზურგსუკან ვდგები და ვეკვრი მთელი ძალით.
-ეჰე,არ ისროლო,იცოდე შეიარაღებულები ვართ.- ხაჩიძე ემუქრება და თან იცინის.
-გამოიწიე.
-არა,ჩემი პატარა მავნეა ეს.- მეფარება ესეც თავგანწირვით. -ამ სამეფო კარზე ნაზარდი წინაპრების მყოლე გოგოს მე გაშინებ?!
ცოტა ვბრაზდები და წინ ვდგები.
-კი არ მაშინებ,ძლივს დავუბრუნდი ჯანმრთელ ცხოვრებას და შენ აღარ მჭირდები ავის დამმატებელად.
-გაუმარჯოს მშვიდობას.-ეველინის კისკისი ისმის და გუნდას ისვრის ისე,დათას არტყამს ფეხში. ყველა ყურადღება იქით გადადის. ბიჭები სათხილამუროდ მიდიან, ეველინი ჩემთან რჩება. კოტეჯში შევდივართ და სველ ტანსაცმელს ვიცვლით.
-უჩვენოდ ერთობიან,მეწყინა.-თავს მხარზე მადებს დივანზე ჩამომჯდარი.
-ხოდა,მაგათ სასმლის მარაგს მუსრი გაევლება.-შუბლზე ვკოცნი ხმაურიანად და ფეხზე ვხტები. მაგათი ნაქები სასმელი გამომაქვს ეშმაკური სახით.
-გააფრენს კაკი.-შურისმაძიებლური ღიმილი უპობს ბაგეებს.
-არც გაატ*კოს,მთავარია შენი ცოლად მოყვანა არ გადაიფიქროს ლუკამ და არც ეგაა პრობლემა, ახალ ნაშას მოგიყვან.- უპრობლემოდ ვასხამ ჭიქებში სითხეს.-იგი წავა და სხვა მოვა..
-მიხარია ეგეთი შერეკილი რომ ხარ.მაბედნიერებ.-მეხვევა აღელვებული,მერე კი შევსებულ ჭიქას ცლის.
დინამიკებს მოათრევს ოთახიდან, მე კი აქ ჩემს საყვარელ სიმღერებს ვამზადებ. აწყვეტა და დროსტარება ნახონ ამათმა როგორ უნდა.
-დიახაც!ჩვენი მიტოვებისთვის ინანებენ.-მეც ვიყუდებ სასმელს.
მოწყვეტით ვეშვები დივანზე.
-დადუნა,შენ და ნადარეიშვილი..- როცა დავშორდით,მასზე არ მომიყოლია არავისთვის.ვერ მოვყევი და არც.
-ბევრი ლაპარაკი არაა მასზე საჭირო.-უხერხულად ვიშმუშნები.სხეული მეჭიმება ერთიანად.
-ლამაზი წყვილი იყავით,თუმცა ნაგავია.-მეცინება.
-მაგიტომაც ბრძანდება ცალკე.-მხრებს ვიჩეჩ.
-შენ უყვარხარ,დღემდე უყვარხარ. სულ ჩანდა ეგ.მაგაში ბრალს ვერ დასდებ.-ბოთლიდან ამატებს მათრობელა სითხეს.
-მე არ მიყვარდა ისე ძალიან.-ერთ ამოსუნთქვაში ვცლი ჭიქას.ამას ფხიზელი ვერ გადავიტან.
-ძირითად დროს ჩხუბში ატარებდით.
-კი.მე ვერ ვგუობდი.არ მიშვებდა, არც მაცდიდა თავისუფლად სუნთქვას.-მეორე ჭიქას ვაყოლებ.
ვხურდები,რა მაგარია.. ისტერიკა მეწყება მგონი,მეცინება.
-სწორად მოიქეცი.-მაგულიანებს.
-გაიხარე,ვიცი.
-მაგრამ არ ვიცი,რატომ დაშორდი..-ინტერესდება წარსულით.
-რა ვიცი,ეგ ჩემთვისაც უცნობია.- ენას ვაწკლაპუნებ და ცოტა მერიდება კიდეც. უზრდელობაა. გულდამძიმებული ამბის ნაწილს ვამხელ.- იცი როგორ იყო?! შორიდან იდეალურები ვჩანდით. ეს თქვენი ნალაპარაკებიდან გამომდინარე, თორემ შიგნით სრულიად აცდენილები ვიყავით.ის ვერ მიგებდა,მე ვერ ვუგებდი. უნდოდა ვემართე,მე კი თუ მზღუდავენ,მოსიარულე გვამი ვხდები.მიკლავდა ყველაფერს,რაც კი რამ მქონდა ცოცხალი.-ტუჩს ვიკვნეტ.-კარგი კომპლიმენტების თქმა იცოდა.ჩახუტება და თავზე ხელის გადასმაც,მაგრამ ურთიერთობაში მხოლოდ ეგ როდია მთავარი?!-ღრმად ვისუნთქავ ჰაერს,გულზე მიჭერს აბსტრაქტული მარწუხები.
-მის გარდა ვერც ვერავინ შეძლო შეგეხედა სერიოზულად.
-ჰო.გამოჩნდებოდა,წაიგმირებდა, ქრებოდა.აზარტული ბიჭია, გითრევს,გრევს და უჩინარდება. მოდის,კოცნას გტაცებს თავხედურად,გაიძულებს მასზე იფიქრო...მერე გერევა სიმპათიები სიყვარულში.მე ამერია,ამერია და ავყევი თამაშში.ცოტა შევტოპე და სანამ დრო იყო,დავიხიე უკან. აი,ასე..დავშორდი იმიტომ,რომ ჩემი ადამიანი არ იყო.იმასაც ვტანჯავდი,საკუთარ თავსაც,როცა შეიძლება ბედნიერები ცალ-ცალკე ვიყოთ.-უკვე მე-5 ჭიქას ვიყუდებ. ვწამდები.
ეველინი მიღიმის.ფეხზე დგება, თეძოებს ნაზად არხევს და ცეკვას იწყებს თვალებმინაბული.
მეღიმება. ძალიან ლამაზია,საყვარელი და კეთილი.თავგზა ბევრს აურია, ოღონდ არც მოუნდომებია,ისე... მეც ვდგები,ვიწყებ ცეკვას და სხეულიდან უარყოფითი ემოციების დევნას.
ბედნიერი ვარ,ხალისიანი, სიცოცხლე ჩქეფს ვენებში და ამ მელოდიებში ვიკარგები.ვიკარები სხვა სამყაროში,სადაც სადარდებელი არ მაქვს,მართლა არ მაქვს არანაირი ტვირთი. მხოლოდ კარგი ემოციებია ირგვლივ... მიყვარს სიცოცხლე.
სიმღერებს ვანაცვლებთ,მარტო ჭიქებს კი არა,მეორე ბოთლსაც ვცლით. მაგიდაზე ძვრება კისკისით ევილი.
-ჩამოდი!-ისე დავლივლივებთ,შიში მეპარება ალეწვის.
-ამოდი და იმღერე,“გაგისწორდება“.- გრძელ თმებს იშლის და აწითლებული ლოყებით შემომყურებს.
-ჩამოეთრიე,ნუცუბიძე,არ გამაგიჟო!-ქვემოთ მეც ვქანაობ. ცუდად ვარ,ვგრძნობ.
-ვერავინ დაგვინახავს,მიდი რა.- ყელზე კანს იწევს თხოვნის ნიშნად.
-არა,ჩამოვვარდებით.- ვაფრთხილებ და უკან გადაქანებული,სკამს ვავლებ ხელს, რომ არ დავეცე. ესე რომ დალევ და გნახავენ სხვები,უდიდესი სირცხვილია. უდიდესი.
-იმხელა დაქანებიდან იგორე, პატარა დახეთქება აიტანე,რა იყო!-მაგიდაზე ოთხივე კიდურით ვდგები,ის ისაა,უნდა წამოვდგე, სახლის კარს აღებენ ყმაწვილები. მეცინება,მართლა მეცინება... სირცხვილისგანაც და პანიკისგანაც.
კოსტა ჯერ ეველინს უყურებს,მერე მე.
უარესად მიხურს ორგანიზმი,როცა თვალისმომჭრელი ღიმილი ეპარება ტუჩის კუთხეებში. -სალამი,გადამგდებო ხალხო. მოღალატეები ხართ.-თითს იშვერს ეველინი მათკენ.-ეს სიმღერა მიყვარს.-ახალ ჩართულ სიმღერაზე ამბობს და აცეკვებული სანამ ზღართანს მოადენდეს, ახვლედიანს ჩამოჰყავს მაგიდიდან.
-დამაბრუნე უკან,სიმღერა მინდა.- ეველინი ჩხუბს იწყებს.
-მე შენ განახებ გაპათოლოგებას.- მკლავებში იქცევს და კიბეებისკენ მიათრევს.
-ახვლედიანო,ჩემს მეგობარს ხელი დაედება და წაგაცლი თავს.- ვიმუქრები,თან ვცდილობ ისე ჩავძვრე ამ მაგიდიდან,რომ არ წავიქცე.
-რისი თავი გაქვს ერთი,ჰა?!- ხითხითებს.
-მოვდივარ,უნდა აგფატრო!-ვკივი და მუცელზე მოხვეულ მკლავებს ვგრძნობ. -თაზუკა,ცუდად ვარ.-გასწორებული ერთიანად ვეშვები მეგობრის მკლავებში.თავბრუ მესხმის.ყველაფერი ტრიალებს,ტრიალებს,ტრიალებს.მეცინება გულწრფელად და არც ვიცი,რაზე.დაწოლა მინდა,დაძინება.
-აქ არ მიქარო,გადავირევი იცოდე.- გაყინულია თაზუკა,ნახევრად სველი აცვია ყველაფერი.
მსიამოვნებდა თავიდან,მაგრამ ახლა მამცივნებს.
-თაზო,არ გააციო ეგ გოგო, მოშორდი.-კოსტა გვიახლოვდება. მაცახცახებს.
-ოთახამდე ავიყვან და მივაწვენ.- თაზუკა არ ანდობს ჩემს თავს?!ძალიან კარგი,არც უნდა ანდოს.
მეც არ უნდა ვენდო.
-გაცივდები შენც.-ხაჩიძე კიბეებზე არბის.
-მეძინება ძალიან.-მეგობარს ვეკვრი ისევ,არადა მცივა.- ვითოშები.
-აიყვან შენ?!-კოსტას გრილი სურნელი მიძვრება ნესტოებში თავხედურად,მისი მკლავები წელსა და მუხლებს ქვემოთ მედება,ხელში ვყავარ. ჯანდაბა..
-შენთან არ მინდა.არ მომწონხარ.- გაჯიუტებული ვპრეტენზიობ და მის სურნელს ვიპარავ.
-არც მე ვიხსნი ვენებს შენზე.- მპასუხობს ერთიანად გაბრუებულს.
-გიხაროდეს,არ დაიტანჯები.- გონება მერევა.რაღაც მომენტში ვითიშები,მერე ვფხიზლდები. ვგრძნობ როგორ ავყავარ საფეხურებზე,თავბრუს მახვევს მისი არომატი,კანი მეწვის.სადაც მეხება,ის ადგილი მიხურს... ლოგინზე მსვამს,უკან ვქანდები.
ვკისკისებ ლაღად.
-უნდა გამოგიცვალო,გაცივდები ეგრე.-თმებს უკან მიწევს. ვხედავ მიღიმის,მე თავს ვუქნევ დამჯერი გოგოსავით. ძალა არ მაქვს. მოჩვარულ სხეულს ვერ ვერევი.თვალებს ვხუჭავ, მაკანკალებს. ძალიან მცივა,თითქოს კანქვეშაა გამჯდარი და სხეულს დამშვიდების საშუალებას არ აძლევს. ნელა მწევს კეკელიძე,მაისურს თავიდან მაცლის,ვხედავ რომ გვერდით იხედება.ჩემი სიმთვრალით ოდნავადაც არ სარგებლობს.ახალ ზედას მაცმევს. ცალი ხელით საბანს გვერდით წევს,მერე ხელში ავყავარ და მაწვენს შიგნით.
-მადლობა.-თვალებდახუჭული ვბუტბუტებ.
ვიცი,მიყურებს.ვგრძნობ მის ცისფერებს,მე რომ თავგზას მირევენ.ჩაძინებაში ხელს მიშლიან,მაგრამ მისი თლილი თითები ჩემს თმებზე მოთამაშე,ნამდვილი ნეტარებაა. -არაფრის,დადუნა.-თვითნებურად იწევა და ლოყაზე,ტუჩთან ახლოს მაკრავს ბაგეებს. რაც დავთვალე სიმთვრალეში,10 წამი გაგრძელდა მისი ტუჩების ნებივრობა ჩემი ტუჩების სიახლოვეს.
ჟრუანტელი მივლის,სუნთქვა მეკვრის და გული მიჩქარდება.
სირცხვილით თვალებს ვერ ვახელ, მირჩევნია ეგონოს მძინავს. ახლა სიცივის ცახცახით კი არ ვცახცახებ,არამედ მისი შეხების გამო და მინდება ხელიდან დავუსხლტე,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ,რადგან მისი სიახლოვე მსიამოვნებს.პარადოქსია,არა?! მეც შევნიშნე.
რამდენიმე წუთში მართლა ვითიშები,რადგან მთენთავს კეკელიძის ნაზად ახლართული თითები ჩემს თმებში.
--
ახალი წლის დილაა,ყველა რაღაცას ვამზადებთ,ერთი კაკია რომ ერთობა და ნერვებს გვიშლის, დახმარების ნაცვლად.უთენია გამოუტანია ასაფეთქებლები და პატარა ბავშვივით ოხუნჯობს.ამასაც ელაპარაკე რა.
დედას ვესაუბრები მობილურზე, ისიც მიხსნის რამდენიმე კერძი როგორ მოვამზადო.სიამოვნება სულ არ მოაქვს ამას,მაგრამ რას ვიზამ?! ტრადიციაა.
მოკლედ,საღამომდე ვასწრებთ ყველაფრის მომზადებას.მერე ვივლებთ ტანზე და უკვე მზად მყოფები ვიღებთ 2 დანამატს. კოსტას და დათას.სულ არ მინდოდა კეკელიძეს სტუმრობა,ან მინდოდა,ვერ გადავწვიტე ჯერ ეგ....(ან?) თავს ვარიდებ ფიქრებს.გულის სიღრმეში ძიება მაშინებს.პასუხი იქაა,მაგრამ იმედგაცრუება აღარ მინდა.ამიტომ ისევ ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს,სულ არ ვეკონტაქტები. ცისფერებს ერთი თვალს ვავლებ და ვშორდები ყველას.
სევდა მაწვება,მიუხედავად მისი აქ ყოფნისა,მაინც.ის მაინც შორსაა, თვალი ხედავს და გულს მაინც სტკივა.მგონი ესაა მიზეზი ჩემი გაქცევის. როლზე ვთანხმდები.აი,ესე..დამკრა თავში და კი-თქო,გადავურეკე.
„გარბიხარ!“-მეორე მეს ვირტუალურად პირზე ლენტს ვაკრავ!
"მენატრება შენს კისერში თავჩარგული ყოფნა,
შენს სივრცეში შემოჭრილს, ჰარმონიის გრძნობა.
მენატრება შენი სახე,
შუა ღამის თბილისი,
აისამდე ხეტიალი,გულიანი სიცილი..
რა ვიცოდი,მონატრება თუ ასეთი ძნელია?!
რა ვიცოდი,თუ ასეთი სიცივე შენ გცოდნია?!
რომ წახვედი,ჩვენს ქუჩაზე იმ წამსვე გაწვიმდა,
შენი კვალი გადარეცხა,მოგონებაც არ მინდა...

მე ნა ტრე ბი!"-ნადარეიშვილის ნომრიდან მომდის შეტყობინება. სულ სამი ლექსი მომიძღვნა,ერთხელ,როცა შევუყვარდი. მეორეჯერ,როცა დაბადების დღე მქონდა და მესამედ ახლა. იმედი მაქვს,ბოლოა. მოკლედ,ფაქტია,დალია და გრძნობებს ვერ ერევა.არადა,დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ.
შეტყობინებას დავყურებ სევდიანად.არ ვიცი რატომ,მაგრამ მაინც მაღელვებს მისი სულიერი მდგომარეობა,რომელიც ჩემს მიერაცაა გამოწვეული.ისიც მაღელვებს,რაც გამიკეთა.მეც სიბრალულსა და სიძულვის შორის გავიჭედე. ქურთუკს ვიცმევ,გარეთ გავდივარ,რადგან ჰაერი შიგნით არაა საკმარისი. არავის არაფერს ვეუბნები,ისე ვაჭრი სიბნელეში.შიშნარევი გამბედაობით,ამოუხსნელი გადაკარგვის სურვილით.აი,ასე... მაინც არაფერია მარტივად.
სახეში მეცემა ზამთრის სუსხი.
ბაკურიანს თეთრი მოსასხამი შემოუსხამს და თოვილით გადაპენტილ გარემოს ზემოდან შავი ცა დაჰყურებს.სიცივეს ხეები გაუშიშვლებია უსირცხვილოდ.
მეშინია,მაგრამ წინ მივიწევ.არ მადარდებს ახლა არაფერი. თვალები ცრემლებით მევსება. ესეთი ცარიელი რატომ ვარ?! ან ესეთი დამძიმებული გულით?! როგორ მოვერიო თავს?! გაქცევა მინდა.მინდა გავაპო სივრცე და აქაური საშინელება ჰარმონიით ჩავანაცვლო.
ძალიან ცუდად ვარ და მინდა კარგად ვიყო.მინდა მძიმე სიცარიელე მოვიგლიჯო გულიდან.
რას ვაკეთებ?! ვაცდი ჩემს სიცოცხლეს ესე ჩაიაროს,ესე უაზროდ... უყველაფროდ.
ვაცდი დამალპოს?მგონი კი,მგონი კი. აბა,რას ველი?!რა შევცვალო ისიც არ ვიცი,რადგან არც ის ვიცი, რისთვის ვიბრძოლო.
ნეტავ სიბნელე მშთანთქავდეს.ნეტავ წამიღებდეს.
-ცივა,დადუნა.-უკნიდან მესმის ბოხი ბარიტონი.ელდა მეცა.
ვჩერდები სუნთქვაარეული.ძალებს ვიკრებ.
მას აქ რა უნდა?რატომ არის ჩემთან?
-ვიცი,მარტო მინდა ყოფნა.-უკან არც ვბრუნდები.იქნებ მიხვდეს, წავიდეს.მანაც დამტოვოს... -მეწინააღმდეგები.შენს თავსაც დაუმორჩილებლობას უცხადებ.- მობილურზე შემოსულ ზარს ვთიშავ. წერტილი დავსვი 2 წელია.იგივე წრეს რატომ უბრუნდება?!რატომ უნდა ამრიოს?
-კოსტა,არ მსურს საუბარი.-ოხვრით ვაქცევ ზურგს.დამძიმებული ვარ იმდენად,სუნთქვაზეც კი მესახება.დედამიწის ფორმაზე მახსენდება მითები,ზოგს ბრტყელი ეგონა და ზოგი ფიქრობდა, მითოლოგიური გმირს ეჭირა მხრებით.ჰოდა,ახლა მგონია ქვეყნიერებას მხრებით დავათრევ და წარმოდგენა არ მაქვს,სად მიმტყუვნებს აცახცახებული მუხლები და სად დავლევ სულს.
-არ გელაპარაკები,უკან მოგყვები.- ვაიგნორებ და წინ მივიწევ,მაგრამ ფიქრში ხელს მიშლის.
-დამტოვე,კონსტანტინე.-მისკენ სწრაფად ვბრუნდები.- და მტო ვე!
-არა.-მშვიდად ჩურჩულებს ჩემს სახესთან ახლოს.-გიპოვე,ვერ დაგტოვებ.-ვერ ვხედავ მის თვალებს,ვერც ნაკვთებს ვარჩევ. სიტყვების დავიჯერო? სიტყვებით ხომ მარტივია მოტყუება.ააწყობ წინადადებას,გაალამაზებ რეალობას და რა გამოდის?! არაფერი,იმედგაცრუება.
-10 წუთი გავისეირნებ.ისევ შინ მოვალ.- ვუბრუნებ პასუხს.ეს „შინ“ უჩვეულოდ მხვდება ყურში. თითქოს ჩვენ საერთო შინ გვქონდეს. საერთო შინ და იქ ჩვენი...
ნერვები მეშლება,ზარი რომ არ წყდება და ხმას ვურთავ მობილურს.
-ვითომ არ ვარ შენს უკან. წარმოიდგინე უბრალოდ.-წინ მდგარი ქუდს მისწორებს მზრუნველად. სიბნელეში სუსტად იკვეთება მისი სახის კონტურები.
-კოსტა,არ მინდა.
-რა ლამაზი მთვარეა,მიდი!ამ ღამით სულ რომ არ გეფიქრებოდეს,მაინც იფიქრებ კაცი.-სავსე მთვარეს ვუყურებ. უკუნეთისფერ ცას ანათებს. მართლა ძალიან ლამაზია. მაღიმებს.
გული მითბება.
დიდი იმედია,უიმედობაში.მანათობელი ლამპარი უკუნეთ სიბნელეში.
ზურგს ვაქცევ,ისე მივყვები გზას, თითქოს მთვარემდე მიმიყვანდეს. აღტაცებული ვარ.როგორი მშვენიერია,უცხო და მიმზიდველი. ნაბიჯების ხმა მესმის.ვიცი ვისიცაა.
-კეკელიძე,გგრძნობ!-ვვოხრავ კვლავ.დამქანცა,მართლა დამქანცა.
-მაპატიე,ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო.-ხელმკლავს მდებს,მეც წარბშეკრული ავყურებ.მიღიმის.
-არ გამოგდის.-ვნებდები. წინააღმდეგობის ძალა არ შემრჩა.
-საუბარი მჭირდება მე,შეგიძლია პარტნიორობა გამიწიო?- ვგიჟდები. როგორი ხმა აქვს,იცით?! ბოხი,მაგრამ მშვიდი. გაწონასწორებული და სასიამოვნო.
-მალე დაბრუნებას ვაპირებ.- ვყოყმანობ.-თან ცივა.
-მერე,ჩემი ცხელი შოკოლადი გენდომება შენ.-ქვემოდან ავყურებ.
-არც მაქვს გასინჯული.-ვატყობ, მისი კოტეჯისკენ მივყავარ. ცდილობს შემიტყუოს,მე ვითომ ვერ ვხვდები პოზიცია მიჭირავს?!მგონი.
-ხოდა,გასინჯე.იცი რამდენს კარგავ?
-შენი ნდობა მქონდეს?!
-სწორი კითხვაა.-დუმს რამდენიმე წამი,ჩვენ კი კოტეჯს ვუახლოვდებით.-უნდა მედნო,აბა რა უნდა ქნა?!შენი მოკვლა რომ მინდოდეს... აუ,ისე კარგი დროა მაგისთვის,მაგრამ კოტეჯში მიხვდებიან დამნაშავის ვინაობას. ვიძალადო?!ეგ მაგარი სირცხვილია,ავადმყოფობაა.- ყურადღებით ვუსმენ.სულაც არ მეშინია.
-ახლა უფრო მაეჭვებ.-თვალებს ვაწვრილებ.
-ეეე,ციხე კარგი ადგილი რომ იყოს, კიდევ გარისკავდა კაცი ცოდვის კისერზე დადებით.ახლა მანდ ჯანსაღი ადამიანი რატომ უნდა მივილტვოდე?!
-მდააჰ,რატომ ხარ ასე დარწმუნებული შენს სიჯანსაღეში?
-რა ვიცი აბა,მართვის მოწმობას რომ ვიღებდი,ფსიქო უპრობლემოდ მომცეს.ამიტომ მართვის მოწმობის ლიცენზია ყველა წესის დაცვით მაქვს.-ამაყად წევს თავს არგუმენტის წარმოთქმისას.აბა,მოდიხარ?
-კარგი,მაგრამ იცოდე, მეგობრები უკვე მყავს.-თავს ვუქნევ.
-მე,შენ და მეგობრობა?!-ეცინება.- გამორიცხულია.
-უკვე სწორად აზროვნებას იწყებ. მომწონს ეს.-თოვლის ხრაშუნის ხმა ისმის.უკვე ძვალ-რბილში გამიჯდა სიცივე.კანკალი მიტანს.
კოტეჯი ისე ახლოსაა,თავს უხერხულად ვგრძნობ. ესე პირველად ვიქცევი. სტუმრად ყველგან და ყველასთან ვერ დავდივარ.ვერც ნათესავებთან და ვერც არანათესავებთან.
კარის თავზე დაკიდებული ლამპა მცირე არეალს ანათებს.
ნაბიჯს ვუჩქარებთ,ის ისაა,კარის ზღურბლს ვუახლოვდებით, რომ წკმუტუნის ხმა ვრცელდება ირგვლივ. მე მეშინია,კედელს ვეკრობი. გული ყელში მებჯინება და ვფითრდები. ახლა თუ დაგვგლიჯეს ყველაზე ცუდი სიკვდილი იქნება.
-რა ხდება?!-მობილურით ანათებს აქეთ-იქით სივრცეს.
წინ იხრება,წკმუტუნის ხმა იზრდება და ხელში პატარა,ერთი ციდა ლეკვი აჰყავს. ეს ნამდვილად ვერ დაგვგლეჯს.
თვალებგაფართოებული შევყურებ დამფრთხალს.თვალებში უიმედობასთან ერთად შიშიც რომ ჩასდგომია და ერთიანად აცახცახებული თათებს იქნევს კოსტას ხელიდან დასასხლტომად, მაგრამ ფაქტი ერთია, საკმარისი ძალა მას არ აქვს და ვერც თვითგადარჩენის ინსტიქტი შველის.

-დადუნა,სულ გაიყინა.თუ არ გავათბეთ,მოკვდება.-თავს ვუქნევ და კარს რომ აღებს,მეც სწრაფად შევდივარ შიგნით.
გამათბობელს ტემპერატურას უწევს.ლეკვს იქვე ახვევს პლედში და ცდილობს გაათბოს აწკმუტუნებული.თვალებმიხუჭული ჯერაც ვერ გამთბარა და ვერც იმაში გარკვეულა, ბოლომდე მოგვენდოს თუ არა.
-რამე უნდა ვაჭამოთ.-ვჩურჩულებ არეული.გული ახლაც გამალებით მიძგერს.
-სამზარეულოში რამე დაძებნე რა, ჯამში ჩაუყარე და ჩვენი ცხელი შოკოლადიც ძალაშია.მიღიმის და ისევ ლეკვის გათბობას ცდილობს მთელი ძალებით.
გული მეწურება,ეს ციცქნა არსება დაიღუპებოდა,რომ არ წამოვყოლოდი.ელვისებური სისწრაფით ვმოძრაობ.არც ვიცი პატარა ლეკვს რა ვაჭამო. დაბნეული დავდივარ და ყველაზე მსუბუქი რაც მეჩვენება ლეკვისთვის,ის გამაქვს. ისიც მოშიებული ეტაკება ერთიანად. ცოტ-ცოტას ისვენებს სიცოცხლეს მობრუნებული.
რა საყვარელია,თავზე ხელს ვუსმევ, გულში ისევ სითბო მეღვრება და აწყლიანებული თვალების დასამალად ზურგს ვაქცევ ორივეს.
-ხელები სად დავიბანო?-ტუჩს ვიკბენ.
-აი,წინ კარი..-თეთრ კარს ვხსნი და დახურულს ვეყრდნობი.
საბრალო ლეკვი...რომ დაგვეგვიანა,სულ გაიყინებოდა, მოკვდებოდა. ხელების დაბანისას ცრემლებს ვეღარ ვიკავებ და ნერვებმოშლილი სახეზე ვიფარებ ხელებს. უკან დაბრუნებული ცხელ შოკოლადს ვასხამ ჭიქებში და ერთს წინ ვუდებ,მეორეს ხელებში ვიქცევ.ხელისგულებიდან სითბო ყველგან მივრცელდება.
-გმადლობ.-მიღიმის.პირველადაა ასეთი თავაზიანი ჩემთან.
-ნეტავ ვინმეს ხომ არ დაეკარგა?!
-რა ვიცი,რამდენიმე დღის იქნება სულ...-სახე ჩამოედო კოსტას მუხლზე თვალებმინაბულს.
-რა უნდა ვქნათ?!
-თუ პატრონი გამოჩნდება, დავუბრუნოთ თუ არადა,მე შემიძლია დატოვება.-თავს ვუქნევ და საყვარელ არსებას ვუყურებ. სითბოში გაინაბა,დაქანცულს თვალები მიეხუჭა.კოსტამაც უფრო კომფორტულად გაახვია თბილ მატერიაში.
-ჩვენ მალე უნდა დავბრუნდეთ.- ვჩურჩულებ.-ახალი წელი დგება.
-ამას ესე ვერ დავტოვებ.- ნაზად უსმევს ბეწვზე ხელს.
-მარტო უნდა შეხვდე ახალ წელს?
-თუ წასვლას აპირებ,მე და ეს შევხვდებით.-ახლა მარტოხელა ბერიკაცად წარმომიდგა და მომინდა მოვხვეოდი სანუგეშოდ.-არ გეცოდება ამ სიცივეში რომ უნდა გამაყვანინო?
- თავი გინდა შემაცოდო,ხომ?!- თვალებდაწვრილებული ვათვალიერებ მომღიმარს.
-რა მჭირს შესაცოდი?
-მგონი მთელი შენი არსებობა.
-ესე მხოლოდ იმიტომ გძულვარ, რომ შენი მოთხრობის ერთი გარყ*ვნილი თავი შემომეკითხა?!
-არა,რა სისულელეა.უბრალოდ მაღიზიანებ.-მხრებს ვიჩეჩ.
-ეგეც საქმეა.-მიღიმის.მე ლეკვს დავყურებ.რა ტკბილად სძინავს, ნეტავ ხედავდეთ.-შენი მობილური...-კოპებს ვკრავ.-გირეკავდნენ,როცა გარეთ ვიყავით.ალბათ,ისევ რეკავენ.
თავს ვუქნევ და მობილურს ვიღებ ქურთუკის ჯიბიდან.ადგილს ვუბდუნდები და დავყურებ. ისევ ეს ნადარეიშვილი.
თუ ადამიანები წერტილის დასმას არ ვისწავლით ურთიერთობაში,მაშინ წრეზე მოგვიწევს სიარული.ეს არც ერთისთვისაა კარგი და არც მეორესთვის.იგივეს გამეორება ხომ უკვე არჩევანია, რომლის შედეგზეც თავად უნდა ვაგოთ პასუხი.
-აბა,რას მეტყვი?!
-თუ არ დაუწევ გამათბობელს, გავიღვინთქებით.ჩვეულებრივი საუნაა.-ხელს ვინიავებ,მაგრამ ცხელი ჰაერის გარდა,არაფერი ტრიალებს. გვერდით აწვენს დიდი სიფრთხილით და ტემპერატურას ცვლის.მე ისევ მცხელა, არაფერი იცვლება ამით.
-ახლა?
-კარგია.-ვჩურჩულებ.უბრალოდ არ ვიცი მასთან რაზე ვისაუბრო, წარმოდგენა არ მაქვს. ერთხანს მიყურებს,მაშტერდება და სუნთქვა რომ მიჭირს,უკვე თვალებში ვუყურებ მეც.
-რა?!-დაბნეული ვკითხულობ.
-იცი,რა მიკვირს?!
-არა.-გულახდილად ვპასუხობ.
-მე და შენ ერთ სივრცეში ვართ,შენ კი საჩხუბრად არ მიწვევ.-ღიმილი მეფინება სახეზე.ტუჩებს თავს ვერ ვუყრი.
-დღეს ახალი წელია.სურვილი ჩაიფიქრე,აგიხდება.-თვალს ვუკრავ და ჩემს ცხელ შოკოლადს მივირთმევ.
-ახლავე.-თვალებს ხუჭავს.ზუსტად 2 წუთში ახელს და მიღიმის.-არ გეტყვი, ეგრე ნუ მიყურებ!
-მოსაწყენი ხარ.-წარბებს მაღლა ვწევ და მეც ვუღიმი.
-მოსაწყენია რუტინულობა.სულ იგივე რომ ტრიალებს.სიმარტივეა მოსაწყენი და კიდევ ის ადამიანი, რომელსაც საინტერესო არაფერი აქვს.აქედან მთავარი აზრი,ჩვენ ორს შორის მოსაწყენი მე ნამდვილად არ ვარ.არც კი მიცნობ, ისე დებ დასკვნას.-ჰა?!ირიბად მოსაწყენი მე გამოვედი?!თან ანალიზის უნარიც გააპარტახა.
-მაშინ დამაინტერესე.-ახლა კი ვიწვევ.ეს ნამდვილად მსურს.
-ისედაც გაინტერესებ.- კმაყოფილი სახის ჩამოგლეჯვის სურვილს მიჩენს.
-მაშინ დამაინტერესე-თქო,არ გეტყოდი.-ქვედა ტუჩს შიგნიდან ვკბენ.
-მაგით გადაფარე შენი ინტერესი ჩემს მიმართ.
-მომაბეზრე თავი უკვე.-ხელს ვუქნევ და დივანს ზურგით ვეყრდნობი.ახლახანს კაკის სიტყვები გავაცოცხლე.მეღიმება.
-ხედავ?!გბეზრდები და მაინც აქ ხარ.საკმარისად მობეზრებამდე ჯერ დროა.
-ჰო,აქ ვარ.მხოლოდ ცხელი შოკოლადისთვის. ნუ გავიწყდება,შენ მომიპატიჟე.- უკვე ვნანობ აქ მოსვლას.
-ჰო,მახსოვს.ჩემი გენიალური იდეა იყო.
-კი,პატივში ხარ.-თავი დავუკარი.
-თავშიც ამივარდება ახლა.-ჩაეღიმა.
-კარგი,ჩემს დიდებულებაზე საუბარი გოიმობაში იზრდება.- ცის ფერებიდან სუსხი მცირდება.
-ტყუპები ხომ არ ხარ ზოდიაქოთი?!
-არა,თევზებისა და მერწყულის გასაყარი.-ვვოხრავ.-ჰოდა, სიახლებს თუ არ მთავაზობენ,მალე მბეზრდებიან.
-გასაგებია.-პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ აშკარაა ყოყმანობს.-სამსახიობოზე სწავლობ.
-ვამთავრებ უკვე.
-მერე,რას აპირებ?!
-არაფერს.მივყვები საკუთარ სურვილებს.
-ეს ისაა,რაც შენ მართლა გინდა?
-ჰო.ამისთვის დიდი ომი გადავიტანე.-ყავისფერ სითხეს ჩავხედე.გულწრფელი ვარ ამ მომენტში. რა იქნება შემდეგ?!რასაც საკუთრი თავი მომთხოვს ის.
-რთული იქნებოდა.
-არც ისე.მთავარია მტკიცე იყო.- თვალებში ვუყურებ.
რატომაა,ესეთი ფერის?!ესეთი გასაოცარი ფერის?!ყველას რომ აქვს, ისეთი კი არაა,აი სულ სულ სხვანაირი.
სულში უჩვეულოდ მიმღვრევს გრძნობების ზღვას?!მგონი ჰო... ასეა.
-ცოტა უტაქტო,გამტანი და უხეში.- მეცინება,თან თავს ვუქნევ.
-მე მახასიათებ შენებურად,ხომ?!
-დიახ,დიახ.თქვენ ნამდვილად გაქვთ მიხვედრის უნარი.ასევე წერის ნიჭი და.. -ისევ იმ თემას ვუჩხიკინოთ?! გგონია მრცხვენია?!-მშვიდად მივირთმევ.-არანაირად.მე დავწერე,მე მიმიყვანა წერამ იქამდე,სადამდეც მივედი და იცი რა?!ძალიან მაგარი გრძნობაა.- ჭიქას მაგიდაზე ვდებ.-ცხოვრება მარტო იმიტომ ღირს,რაც გიყვარს და ვინც გიყვარს,ის რომ გყავს და გაქვს.დანარჩენი,არც ისე მნიშვნელოვანია.
-რომანტიკოსი "გაიჩითე."
-მაშინ მითხარი,შენ რისთვის გიღირს?!
-შეცნობისთვის.საკუთარი თავის შეცნობისთვის.-ჩემი დაკვირვებული სახის დანახვისას დაიბნა.-კიდევ:ჭამისთვის, ძილისთვის,სექს*ისთვის.-ეშმაკურად მიყურებს.
-სანამ ცხოველურ ინსტიქტებს ბოლომდე ამოწურავ,იქამდე უფრო მაღალი ღირებულებებია და ფასეულობები.-მხრებს ვიჩეჩ.- შემეცნება ახსენე..
-მერე,ჭამაზე მაღალი ფასეულობა რამე არის?!-რატომ არ სურს ჩემთან სერიოზულად საუბარი?!
-არასერიოზული ხარ.-თვალებს ვატრიალებ.
-შენ სულ სერიოზული.
-ნაძვის ხე მომწონს,თქვენით მორთეთ?-ნერვები მომეშალა,ამიტომ თემა შევცვალე. -შენმა დაქალმა მორთო... დაიცადე,დაიცადე.. შენ კომპლიმენტი დაგცდა?!- გაკვირვებული მიყურებს.
-ჩემი დაქალი ამაზე ნაკლებს არც იკადრებდა.-სიამაყით ვივსები. ჩემი გემოვნებიანი ეველინი.
-ამპარტავნება გიტევს.
-წესიერად შენ!
-ისე წამოიყვირებ ხოლმე მაგ სიტყვას,მგონია რამეს გიშავებ.- გულზე ხელს იბჯენს.
-აშავებ,აბა ისე კი არ გეტყვი.ახლა მთავარ თემას დავუბრუნდეთ.-მაინც ვერ ვეშვები.
-რატომ თვლი რომ ჭამაზე მაღალი ღირებულება სხვაა.რატომ აფასებ ეგრე?!
-მაშინ სისულელე ყოფილა ის ყველაფერი,რისკენაც მივილტვით.
-რატომ?!
-რატომ არა,მაშინ?ცხოველებისგან რით განსხვავდები აბა?!
-სინამდვილეში,რაც აქ ხდება, აი ამ სამყაროში თავადვე ვწყვეტთ რა არის უფრო მაღალი ღირებულების.შენთვის რწმენაა ფასეული, ან ღრმა ფილოსოფიური ანალიზი ზოგადსაკაცობრიო თემების. რა ვიცი,რაც გინდა ის თქვი...ჩემთვის ცხოველური ინსტიქტებია უფრო წინ წამოწეული.- მეღიმება.ეს უკვე მიზიდავს.
-და ახლა შენ რაზეც მესაუბრები
-გინდა დამაჯერო,რომ ამ ჩვეულებრივ ინსტიქტზე მაღლა ვაყენებ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თემებს მაშინ,როცა ჩვენ უგემრიელეს ცხელ შოკოლადს მივირთმევთ?! იქნებ აქ ხარ,რადგან ჩემი ცხოველური ინსტიქტი მთხოვს ამას?!
-ოუ,ახლა უხერხულად ვგრძნობ თავს.ჩვენ ხომ უკვე გავიარეთ საკითხი,ერთმანეთს არ ვიზიდავთ.- ტუჩებს ერთმანეთს ვაჭერ.-სინამდვილეში განვიზიდათ.
-მართალია ეგ.
-ხოდა,ცოტა მეტი თავშეკავება, თორემ გაბრაზება მჩვევია.-ტუჩებს ვმუწავ.-კი,ცხელ შოკოლადს მიირთმევ რაღაც სიამოვნებისთვის,მაგრამ თან ჩემთან კამათობ.ანუ,უკვე ახარისხებ შენც რაღაცებს გონებაში.-მეღიმება.
-მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ ერთნაირი ფასეულობები გვექნება. ან კონკრეტულ საკითხზე იგივე აზრი.
-ხო,მაგრამ მთავარია ახარისხებ. შემეცნება ახსენე,მერე წაიმაიმუნე.
-ბარემ მკითხე,რა არის სიყვარულიო და საპნის ოპერაში გადაგვიღებენ.-გულიანად მეცინება მის ტონზე და მობეზრებულ სახეზე.
-ესე ნუ ლაპარაკობ სიყვარულზე.- თითს ვბზეკ.-ვინც ვწერთ,ან ვინც სცენაზე ვთამაშობთ,ბევრს ვშრომობთ გრძნობების ზუსტად გადმოცემისთვის და შენი მსგავსები მაიმუნობენ ეგეთ თემებზე.
-სიყვარული დიდებული გრძნობაა და ბლა ბლა ბლა..
-ხედავ?!ფანტაზია არ გეყო,ამიტომ ბლა ბლა ბლა-თი დაასრულე.
-სიყვარული ის გრძნობაა,ადამიანს ჯაჭვის პერანგს შემოაგლეჯს, გულს გაუპობს ორადო.მართლა მეცინება.-ცნობილი ადამიანების გამონათქვამები გამოუშვი ახლა სიყვარულზე ან რა ვიცი,გაარომანტიკულე.
-არავინ გიყვარს?
-ცხოველური ინსტიქტია,ის რაც ადამიამებს ერთმანეთთან გვაკავშირებს.
-კარგი.ძმა ან და გყავს?
-არა.
-მშობლები?
-კი.
-დედა რომ ცუდადაა,რას აკეთებ?
-ექიმთან მიმყავს.წამალს ვყიდულობ.გააჩნია,რა აწუხებს.
-შინაგანად როგორ გრძნობ თავს?
-ბუნებრივია,მისი სიტუაცია მაღელვებს.
-როცა იცინის ან მხიარულია, შენ რას განიცდი?
-დადებითი რეაქცია ავტომატურად დადებით განწყობას გიღვიძებს.- სულ გასაძრომებს ეძებს. სულ მეწინააღმდეგება.-მიგიხვდი..
-კი,მიმიხვდი.რაც მასთან გაკავშირებს,ესაა ის დიდებული გრძნობა,წეღან რომ მასხრობდი.- არ ვაცდი ხმის ამოღებას.-კი,სხვა თუ იქნებოდა შენი მშობელი,იმას დაუკავშირდებოდი, გეყვარებოდა ან საერთოდ არც იქნებოდი შენ. შენ ხომ შენი მშობლების ერთიანობა ხარ. მთელი გენეტიკაა აქ მთავარი მოთამაშე.-ტუჩს ვიკვნეტ.- ბიოლოგიურ ჯაჭვს მოვეშვათ.მეგობრები ხომ გყავს?იმასთანაც რაღაც ჯაჭვებით ხარ მიბმული,კეკელიძე?! ანდაც,დავას არ გავაგრძელებ იმაზე,რასაც აზრი არ აქვს.
-დანებდები?!
-კოსტა,პატარა ბავშვი არ ვარ, ეგეთებმა გამომიწვიოს.არ აგყვები. შენი პირადი შეხედულებაა. ახლა ვკამათობთ,რადგან ამის ნება შენვე მომეცი,მაგრამ თუ შენს აზრს ვერ შევცვლი ან შენ ჩემსას,აბა მაშინ ვისხდეთ აქ ბოლომდე.მითუმეტეს,რისი გაგებაც შენ არ გინდა, მე როგორ გაგაგონო?!-რატომ უნდა ვამტკიცო ვინმესთან რამე?რა ვისი საქმე მე რისი მწამს და რისი არ?!რა ვისი საქმეა როგორი ლოგიკით წავიყვან ჩემს ფიქრებს?!მე ხომ და ჩვენ ხომ მხოლოდ ფიქრით არავის ვვნებთ?! აი, მაგალითად,ვთქვთ... ამ ვაჟბატონს სიყვარული მიაჩნია ჩვენს ბუნებრივ პროცესად.ბიოლოგიურ ჯაჭვად აქცევს ამას და სულ არ უნდა ამ აფორიზმებით, ამონარიდებით და გვერდ-ნახევრიანი მსჯელობით ამის მტკიცება.რატომ უნდა აგვიხსნას რამე ან მე რატომ უნდა განმიმარტოს ზედმეტად?!
კამათის დროს- კი ბატონო,სასამართლო პროცესზე,რამე სამეცნიერო ნაშრომის დაცვისას და ა.შ. მაგრამ არასაჭირო დროს ადამიანს ჰკითხო რატომ მოგწონს ქერა გოგონები,სასაცილო იქნება, სატირალი რომ არ იყოს.
ხშირად ადამიანები ვართ :უტაქტოები,უხეშები,დაუფიქრებლები,უმეტესად გადამეტებულად მომთხვნები სხვების მიმართ.
-ვიცოდი მაგას იტყოდი.-თვალებს ვატრიალებ.
-რანაირად გენდო?!იქნებ მატყუებ.
-ეჭვიანი ადამიანი ხარ.
-ფრთხილი.-ვჩურჩულებ.-დაფიქრებულიც.
-მაგას ეჭვიანი ჰქვია.არავის ენდობი,ამას არც ფარავ.
-სინამდვილეში,ჭკუა ვერ ვისწავლე. მაინც ვენდობი.მაინც მჯერა ხოლმე,არ გამწირავენ და ხშირი იმედგაცრუების მიუხედავად,მაინც ვეძებ ადამიანებში დასაყრდნობს.რამდენჯერაც მიენდობი, იმდენჯერ საყრდენს გაცლიან.თავის ეგოს გწირავენ მსხვერპლად.კიდევ იცი რას დავაკვირდი?! ადრე მეგობარმაც მითხრა,მაშინ დავფიქრდი პირველად თუ რატომ ვრჩებოდი თუმდაც ყოველდღიური ურთიერთობების შემდეგ ცარიელი.მოკლედ,პრინციპი ასეთია..ისინი ენერგიას გართმევენ,აი წურბელები ხომ სისხლს წოვენ,ადამიანების უმეტესობა ენერგიას გწოვს და მეორე წამს დაივიწყებს იმას,რაც მისთვის გაქვს გაზიარებული,წავა.შენ ცარიელი რჩები.-ძალიან გულწრფელი ვარ. ამ გაზიარებული დასკვნით კი,შემსუბუქებული.თვალებდახრილი ვიღიმი სუსტად.-წასვლა არ მასევდიანებს,იცი?!მასევდიანებს სხვა რამ...-საკუთარი უანგარობა,გონებაში ვამატებ.
-იცი,დადუნა?!-თავს აქნევს სევდიანი ღიმილით.-ყველას ეკონტაქტები თუ შენამდე მოვლენ, უპასუხოდ არაფრით ტოვებ,მაგრამ შენს რეალურ აზრებს იშვიათად ამბობ.სულ ცდილობ თავი დაიცვა ჩვენგან.თითქოს თავს გესხმით და შენ დამფრთხალი,აქეთ გვიტევ.სინამდვილეში კი,იმდენად იმედგაცრუებული ხარ ადამიანების გამო,ყველა დეტალში საფრთხეს ხედავ.ვშრები.დაფანტულ სიტყვებს მსურს მივწვდე,მაგრამ არ გამომდის.-ჰო,ალბათ,ესაა მიზეზი...
-რისი?
-გაქცევის სურვილის.-თვალებში მიყურებს მკაცრი გამომეტყველებით.
-სისულელეა.
-წარმოიდგინე,ჩვენ ერთმანეთით იმედგაცრუებულებმა ნდობა დავკარგეთ.რატომღაც
დამნაშავეს სულ ღრმერთში ვეძებთ და იმდენს ვერ ვიაზრებთ,აქ რომ თავისუფლები ვართ. ყველაფერი კი რაც ხდება,ჩვენგან გამომდინარეობს.შედეგით უკმაყოფილოები კი ცისკენ ვიშვერთ ხელს.
-ჰოო...-ჯერ ისევ არეული ვერაფერს ვამბობ.
-გიფიქრია?!თავად ღმერთიც როგორი იმედგაცრუებულია ჩვენით?-აგრძელებს ის.არ მიყვარს ასეთ თემაზე კამათი.ყველაფერს თავისი ახსნა-განმარტება აქვს.ჩვენ კი ესე მარტივად ვერ გავიგებთ იმას,რაც არამატერიალურია.რასაც არ აქვს: დრო, სივრცე და მატერია.
ყველაფერი რომ გვესმოდეს,ყველა ასპექტი ჩვენთვის რომ მარტივი იყოს...ეს დედამიწა არ იქნებოდა, არც მატერიალური სამყოფელი იარსებებდა და ღმერთი ღმერთი აღარ იქნებოდა. -ის მიმტევებელია და ყველა თანაბრად ვუყვარვართ.-თავი ჩავხარე გულში სითბოშერეულმა.- აი,მე ამის მჯერა და ამით არ ვცდილობ,რაიმე ჩემი შეხედულება თავს მოგახვიო.გულწრფელობის ნიშნად გულზე ხელი დავიდე.
-შენ შენი შეხედულება გამიზიარე.- არ მეკამათება?!მშვენიერია,ისედაც არ მინდა ამ თემას შევეხო.- სულ ორი დღე და მიდიხართ.-თავს ვუქნევ.
-გიხაროდეს.ჩემი პრეტენზიული გამოხდომების ატანა აღარ მოგიწევს.
-რას ამბობ,მაგით ვირთობ თავს. დამაკლდები კიდეც.-მეცინება მის სახეზე.
-მაგარია,მასხარა ვარ სამეფო კარზე.-მხიარულად ვშლი ცალ ხელს.
-კი,დიდი მაიმუნი ვინმე ხარ.-ფარდას წევს და მოწმენდილი ცა მოსჩანს ჰორიზონტზე.მეღიმება. ფეიერვერკების ხმაური ისმის, ცაზე კი ფერები ირევა ერთმანეთში და მაინც ძალიან ლამაზია. ესეთი ქაოსი ცაზე ხომ მშვენიერია,მაგრამ იქ ბუნებრივად არეული ფერთა გამა,რომელსაც მზის სიკეკლუცე ჰქმნის,ნამდვილი შედევრია.
-მოიწიე,ეგრე რას დაინახავ?!- მართლა ვიწევი,მუხლებზე ვდგები, იდაყვებით კი ფანჯრის რაფას ვეყრდნობი.მის გვერდით იმდენად ახლოს ვარ,ცოტაც და მხრით შევეხები. გვერდით ვაპარებ თვალს,ლეკვს რომ რაიმე არ დავუზიანო.როცა ვრწმუნდები მისი უსაფრთხოების უსზრუნველყოფაში,ისევ ფანჯრიდან ვიხედები.
ვირევი.რაღაცები შიგნიდან არ მასვენებენ.ისევ დაკარგეს შებრალების უნარი.
-დადუნა..-ჩურჩულებს ჩემს ყურთან და ცხვირის წვერით მეხება ლოყაზე.
გულისცემა მიჩქარდება,სუნთქვა მიხშირდება.. ნაზად მისმევს ცხვირის წვერს,მე ანერვიულებული ვატრიალებ სახეს მისკენ. კანზე ტაო მაყრის.
ცხვირის წვერებს ვაგებებთ ერთმანეთს.მის მზერას ვერ ვუძლებ,ამ სუსხს და დეკემბრის მყინვარებას.მეხუჭება თვალები, კეფაზე მხვევს ხელს და ტუჩებზე მებჯინება.
ჯანდაბა...
რა მჭირს?!პირველად ხომ არ მკოცნიან?!გონება მტოვებს ამხელა ვინმესთან მარტოს,თან ასეთ სიტუაციაში და იმპულსებს გადასცემს სამართავ თოკებს.
ტუჩები ტუჩებს იმახსოვრებს. ვნებიან ბაგეებს შოკოლადის არომატი აქვთ.გამომშრალი და ცოტა უხშია.ეს კი საკმარისია ორგანიზმის ასახმაურებლად.
წელზე მფენს სიმხურვალეს.ჰოდა, მეც ხერხემალში ვგრძნობ თუ როგორ გადის ეს ემოცია. საერთოდ არ მყოფნის,არანაირად არაა საკმარისი და მეტიც მინდა..
ვგრძნობ რომ მეტი მინდა... ის კი მხოლოდ ტუჩებს იმეტებს ჩემთვის,სხვას ჯერ არაფერს.
აცახცახებულ თითებს ვაწყობ სახეზე. ოდნავ ამოსული წვერები მიჩხვლეტენ მტევნებს.ესეც ისეთი სასიამოვნოა, ლამისაა ჭკუიდან გადავიდე.
სადღაც სხვაგან ვარ.ზღაპრულ,დაუჯერებელ განზომილებაში.იქ,სადაც სიტკბოებაა მიმოფანტული.სადაც გულში ჩაღვრილი ბედნიერება სხივოსნდება.
ნელ-ნელა მშორდება.მოკლე- მოკლე კოცნებს მიტოვებს აწითლებული ბაგეებით... ფრთხილად ვახელ თვალებს,ის კი მე მიღიმის...
-გილოცავ ახალ წელს და ნორმალურ კოცნაობას შენს მრავალფეროვან ცხოვრებაში.- ლოყაზე მადებს თბილ ხელს.მზერაში ისეთ ემოციას ატანს,ორგანიზმში სიმხურვალე მივლის ხელმეორედ. პირველი დაიწყო.
-გილოცავ ახალ წელს და ნორმალური გოგოს კოცნას შენს უბრალო,არაფრით გამორჩეულ ცხოვრებაში.-ეცინება.აბა,სხვა რა გააკეთოს?!
-აი,რაღაც მსგავსს ველოდი.- მისკენ მიჩოჩილი ნაზად ვკოცნი, მერე კი ისე ვკბენ,გამომშრალ ტუჩს ვუხეთქავ.ოხრავს.-მე კიდევ გავუფრთხილდი მაგ ტკბილ ტუჩებს.-უკან დახეულს სამაგიეროს მიზნით იგივეს მიკეთებს და ტკივილის კვნესა მცდება,როცა ტუჩიდან მეწამულისფერი სითხე მდის.
-ცუდი ბიჭი ხარ.შურისძიება ძალიან ცუდია, არ უსწავლებიათ?!-ენას ვიტარებ სისხლის მოსაშორებლად.
-მაგრამ ტკბილიც.
-გამოდის,ახალი წელი ჩავიმწარე, რადგან შემებრალე მარტოობისთვის და მე რა ხეირი, ვფიქრობ.
-ყველას კი არ ვკოცნი,რა შენი თავის თამასებს ზრდი?!
-არ ვზრდი,ამ წელს იღბალმა გადმოგხედა,ჩემი კოცნის ღირსი გაგხადა.-რამდენს ვლაპარაკობ?!
-დადუნა,ნარცისიზმსაც აქვს თავისი საზღვრები,თუ გასცდი, ჩათვალე შიზიკი ხარ.
-ხოდა,არ გასცდე.-შევუბრუნე ღიმილით.
-ისე,ოცნებები თურმე რა მალე ხდება.-ანუ,მან ჩემი კოცნა ჩაიფიქრა?!-ჩაფიქრებულიც არ მქონდა,რომ უცებ ბრახ...
-და დადუნას მშვენიერ ბაგეებს შეეხე?!-გამეცინა მე.
-არა,შინაური ცხოველი მინდოდა.- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უხერხულობის განცდა სულ არ მაქვს.მგონი აღლიცინებულია ამ ახალ წელს.
-მაშ,გილოცავ..- მობილურის ეკრანზე ნადარეიშვილის ზარის ნაცვლად,ჩემი მშობლების შემოვიდა.წამშივე ვუპასუხე და მივულოცე.ერთი სული გვაქვს როდის ჩამოხვალო. როგორი კარგია,როცა ვიღაც გელოდება და შენი დანახვა ახარებს. მერე ბიძაჩემმა დარეკა. კეკელიძემ ნამცხვარს გამოვიტანო და მარტო დამტოვა. მესამე,ვინც მომილოცა,არც მეტი და არც ნაკლები, ბატონი ნადარეიშვილი აღმოჩნდა. რომ მცოდნოდა ამ უცხო ნომრიდან ის რეკავდა,არც ვუპასუხებდი.
-დადუ...-ყელში ბურთი მეჩხირება.
-მეც გილოცავ,მაგრამ ძალიან მეჩქარება.-სანამ კოსტა შემოვა ოთახში,მინდა თავიდან მოვიშორო,მაგრამ მაჩერებს.
-სულ 2 წამი,სულ სულ..დადუნა,არ გათიშო.-თხოვნის ტონი ერევა მის ხმას.მე გული მტკივნეულად მეკუმშება და სხეული მეძაბება.ამ წამსაც ვერ გადამიწყვეტია,მებრალებოდეს თუ მძულდეს.
-ჰო,გისმენ.წამებში ჩაეტევი?- ცოტა აღელვებული ვავლებ თვალს ოთახს.
-ცუდად ვარ უშენოდ.
-ჩემთან უფრო ცუდად იქნებიდი.- ვლუღლუღებ არეული.ენას ძლივს ვიბრუნებ,წარსულის გახსენება არ მსურს.-მეც არ ვიქნებოდი შენთან კარგად, ამიტომ არ გვინდა ამ თემის განხილვა რა. -იმდენი რამის თქმა მინდოდა, იმდენი რამის...ვერ მოვასწარი. ვერ გაჩერდი,ვერ დამელოდე,შენ სულ გარბოდი,მე ვერ დაგეწიე.-მის ხმაში ვიჭერ წუხილს და არ მსიამოვნებს.-ვერ დაგეწიე, დადუ.შენ კი ვერ/არ გაჩრდი.-ვერც გავჩერდებოდი,ისე მომექეცი.
-....-მსურს რამე ვუთხრა,მაგრამ ხმა არ ამომდის ჯერ.. მინდა ასოთა წყობით რამე სანუგეშო ვთქვა,მაგრამ არაფერია და მე ვდუმმვარ.
-მე შანსი ვითხოვე,შენ იწუწურაქე და ერთიც არ გაიმეტე ჩემთვის.-არასდროს მომწონდა ასეთი სიტყვათა წყობა.ძალით გადრამატულებულს ჰგავს ხოლმე ჩემთვის.გულს მირევდა ყოველთვის.
-პირიქით,დიდი შანსი მოგეცი და არასწორად ფლანგავ დროს.- ვბურტყუნებ ჩემთვის.
ფრჩხილით ბარძაყზე,შარვლის ზედაპირს ვაწვალებ.
კოსტა შემოდის,ღვინის ჭიქას წინ მიდებს და მე მაჩერდება.ნამცხვრის თეფშსაც მიცურებს. რა უხერხულია.მამაკაცის წინ ვზივარ,რომელიც უზომოდ მომწონს და მე მობილურზე ჩემი წარსულის არც ისე სასიამოვნო გამოცდილებას ვესაუბრები.ვიტყოდი,არასასურველ გამოცდილებას.
-მომენატრე,ძალიან მომენატრე და შენი ჩვეული სიცივეც მომენატრა...- ღრმად ისუნთქავს ჰაერს. მობილურს ხმას ვუწევ,რადგან ბგერები გარეთაც აღწევს და ესმის ბატონს.მე კი ეს არ მინდა.
-სხვა დროს რომ ვისაუბროთ?! დაკავებული ვარ.-მძულს,მისი მოშორება მინდა.
-დამიბრუნდები?
-არ ღირს.-გულზე მიჭერს მისი მგლოვიარე ხმა და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.-გილოცავ, ბედნიერი წელი გქონოდეს.- გულიდან არ ამომდის წრფელი სურვილი.ვერ ამომდის.ისე მომექცა,ვერც ამომივა.
-მიყვარხარ.-ვისერები შიგნიდან.კანი მისკდება და სისხლისგან ვიცლები.გულდამძიმებული ვარ,რომ ახლა არაფერი შემიძლია.უკვე აღარ შემიძლია.
-ვინმე აუცილებლად მოიგებს შენს გულს და გამოსწორდები,იმედია...-ვბურტყუნებ ბოლოს და კბილს კბილზე ვაჭერ აღელვებისგან.ცუდად მხდის ეს ადამიანი თუ არაადამიანი.მწამლავს. -იგივეს ვერ გისურვებ.ამისთვის ზედმეტად შეყვარებული და ეგოისტი ვარ.-მძიმედ ოხრავს.- ჩემს გვერდით სხვა კი არ მინდა, შენ მინდოდი.ახლაც გინატრე და არ მიხდები. -რადგან არ გიხდები,შენ კი მე არ მიხდები.-კოსტამ ყველაფერი გაიგო მაინც,რაც არ უნდა დამეწია ხმა და ოთახი მეცვალა...მან უკვე იცის,რომ ვიღაც მამაკაცი სასიყვარულო დიალოგს მიბამს მობილურდან და ახლა ჩემს ნაკვთებს აკვირდება ყურადღებით. მან არაფერი იცის,მე ვერ ვხვდები გავთიშო თუ სხვა გზაცაა მისი ჩამოშორების.
-მადლობა კეთილი სურვილებისთვის,ნახვამდის.- ვთიშავ ნაჩქარევად და ფეხზე ვდგები.
-საით?!
-კოტეჯში.-მზად არ ვარ.უკან დასაბრუნებლად თუნდაც რამდენიმე წუთით,მზად არ ვარ.
-რატომ?ჩვენ ხომ უნდა დაგველია..
-დავიღალე,მეძინება და წასვლა მინდა აქედან.-არ მინდა ყოფილის განხილვა მასთან.მაინც ვერაფერს ვიტყვი.ტაბუ დავადე დიდი ხნის წინ.
-ნადარეიშვილი...-ჩურჩულებს ის.
-შენთან გავარჩიო?-მიკვირს და მრევს.მისი ვინაობა საიდან იცის?
-ისევ გიყვარს?-მეცინება,მართლა.
-კოსტა,2 წელია მასთან წერტილი დავსვი.
-იმან იმედია მძიმედ არ გადააკეთა.- თვალებს ვატრიალებ.-ან მრავალწერტილად.
-არ აქვს მნიშვნელობა,რად გადააკეთებს ის,როცა მე სხვა რამ მინდა.-თითები მეყინება.
-რატომ?!ან შენ რა გინდა?
-ასე რატომ დაინტერესდი?-თავი უნდა ავარიდო,აუცილებლად უნდა ავარიდო.ვერ გადავიტან.
-ისე,უბრალოდ.
-ჰოდა,თუ ისე უბრალოდ,შეგვიძლია მოვეშვათ ამ თემას.-ღვინოს ასხამს ჭიქებში.-მე წასვლას ვაპირებ.-ვიმეორებ იგივეს განწყობა შეცვლილი.
-ლეკვს მარტო ვერ დავტოვებ,შენ კი მარტო ვერ გაგიშვებ.მე ერთი ვარ,"დუბლიკატი" არ მომყოლია.-ღიზიანდება.
-შენთან მარტო დავრჩენა არ მინდა.-რაც არ უნდა იყოს,ის მაინც უცხოა ჩემთვის.უცხოსთან ღამით დარჩენა,არ მგონია სწორი.
-რა არ მოგეწონა?კოცნა?არადა, პირიქით განამტკიცა ფაქტმა.
-აუ,სახლში მინდა..-უკვე გავღიზიანდი.თან ისე,მომინდა რამე გადამემტვრია თავზე,ძლივს შევიკავე კიდურები.
-შეგეშინდება ღამით მარტო ბოდიალისას.-ისე მიხსნის,თითქოს შეუგნებელი ვიყო.ეს მახელებს. -არ მადარდებს,მარტო მინდა ყოფნა. -უკვე ყელში ამომდის, ფეხზე მდაგრი მიმართულებას ვირჩევ, კარისკენ მივდივარ და ქურთუკს ვხსნი საკიდიდან.
მარტოობა მჭირდება ახლა.არ ვიცი რის გამო,მაგრამ წინანდელი სიავე შემომეპარა.შემომეპარა სულში ჯალათი?!ჯერ თავს არ მკვეთს,მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს მსჯის ყველაფრისთვის ამხელა შეტევით.
ამედევნა.აი,ამიტომ მიდგას ახლა ზურგსუკან .
-მართალი თქვა ნადარეიშვილმა, შენ სულ გარბიხარ,უნდა გსდიონ, უნდა ითავხედონ, შემოგეჭრან პირად სივრცეში,გაგაშიშვლონ და გულში რომ ჩაგიკრავენ,არსად გაგიშვან.-თავისკენ მატრიალებს და არეულ თვალებში სუსხიანებს მაპყრობს.
გული არ წამივიდეს,გული არ წამივიდეს!
სახეზე ცხელი სუნთქვა მეცემა, ძალიან ცხელი და გული მიჩქარდება მე უარესად.
მკერდში დიდი ხნის წინათ დაბუდებული ტკივილი მახსენებს თავს. -ზედმეტად ახლოს ხარ.-ხელებიდან მაცლის ქურთუკს და საკიდზე აბრუნებს.
ჰგონია ამით შემაჩერებს?!ეს დამაბრკოლებს?! კარისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ, კონტროლს ვკარგავ საკუთარ ქმედებებზე. პანიკა მიტევს.კოსტა კი მუცელზე მოხვეული მკლავებით ჰაერში მაფრიალებს.
-დამსვი,დამსვი!
იმდენს ვფართხალებ თავისუფლებას ვაღწევ,მაგრამ ზურგით კედელზე მაინც მაკრავს და აწყლიანებულ თვალებში ჩამყურებს.
სიცოცხლე მინდოდა წინათ,მგონი აღარ შემიძლია.
-მარტო შეგეშინდება.-ღრიალებს განერვიულებული.
-შენი საქმე არაა!-მეც არ ვაკლებ.
-მაღიზიანებ!
-ვერ გიტან,მეზიზიღები!-მკერდზე ხელს ვურტყამ გამწარებული და ლამისაა თავზე დავამხო ყველაფერი.ბრაზმა ლამის შუაზე გამხლიჩოს. კანში ვერ ვიტევ,ვერ ვეტევით.ერთ სხეულში ორნი ვართ,მე და დიდი ბრაზი. ვიწვი,ერთიანად მედება ალი სულსა და სხეულზე.
-არც მე ვიწვი შენი სიყვარულით.
-გულქვა,ცივი,უხეში და უტაქტო ხარ!ყველაფერთან ერთად მოქცევაც არ იცი!-ვყვირი ისეთი თავგანწირვით,გეგონება მკლავდეს.-თავიდან მომწყდი!
გამყინავ ფერებს მაპყრობს.. სხეულში გრძნობების ტალღები მოექანება ნაპირზე გადმოსახეთქად და ჩემს დასაცლელად.
ეს თვალები მე ხან მაშინებენ და ხან სულს მითბობენ.ახლა მაფრთხობს,მაგრამ ზუსტად ვიცი, ის მე არ მატკენს.
აბა,რატომ გავრბივარ?!
რადგან ჩემი არავის ესმის,რადგან ვერავინ ხდება ჩემი ნაწილი და შეგუებულიც კი ვარ იმ აზრს,რომ სულ მე ერთი უნდა ვიყო,მეტი არც არავინ.
-მხდალი ხარ.-დაბალ ტონალობაში ამბობს.-მხდალი გარბის მუდმივად...
-შენ აზრი ფეხებზე მკი*დია!- ვყვირი აცრემლიანებული თვალებით.გადარეული ვარ! კეფაზე დაკოსილ თმებში მაფრინდება,ახლოს მიზიდულს კი ისე მკოცნის,ლამისაა გონება დავკარგო. კისერზე ვხვევ მკლავებს წამით,მერე მიბრუნდება პანიკის განცდა და წვერებზე შემდგარი ვცდილობ დავეხსნა სიტკბოებას.
ნაღველი მედება ორგანიზმში. ხელებს სინქრონში ვკრავ ჩამოსაშორებლად.
ქვედა ტუჩი მებრიცება სატირლად და კართან მივრბივარ.
ნერვიულობისგან ლამისაა გასაღები ჩავატეხო შიგნით,მაგრამ წარმატებით ვაღებ კარს და გავრბივარ.
რატომ?
წარმოდგენა არ მაქვს.ზუსტად არ ვიცი,მგონი ჩემი დამპალი ნაწილის გამო.
კოსტა მიყურებს გაოგნებული,მე რომ ესე გავრბივარ თავქუდმოგლეჯილი.ოდნავადაც რომ ვერ მაჩერებს წყვდიადისფერი ღამე და ვერც სახეში ნახეთქი სიცივე.
ბნელს შთაუთანთქავს მზის სინათლე.ხეები უგულო მეომრებად დაუყენებია და ავისმომასწავლებლად გაშლილი ტოტები თავზარს მცემენ.
ფანჯრიდან კონტურები თვალისმომჭრელი მშვენიერებით მაბრმავებდნენ,მაგრამ ახლა... ახლა თითქოს სიკვდილს ვხვდები და საშიში რამაა.ღმერთმანი! რა საზარელია,საშინელი!თავზარს მცემს.ჰაერს მპარავს ამხელა სივრცეში.
ჯანდაბა...
თოვლის ხრაშუნი ჩამესმის, ერთიანად ახურებულს გულისცემა ყელში მებჯინება.
თვალებაწყლიანებულს მერევა გამოსახულებები.
ჩემი დაძახებული სახელიც კი შორიდან ჩამესმის და წინ გადაქანებული რომ ვეცემი,ისევ ვდგები ქოშინით.
წინ გავრბივარ,თოვლი მაბრკოლებს.სუნთქვა ისე მიჭირს, თითქოს დედამიწაზე ჟანგბადი ილეოდეს და ჩემთვის ის ცოტაც ვერ გაიმეტა.
ისე ვიღლები თავატკიებული, ძალას საერთოდ ვკარგავ.
ბაკურიანში, დეკემბრის თოვლში მუხლები მეკვეთება,კვლავ ვეცემი.
ჯერ მეცინება,მერე ცრემლები მცვივა...
დავიღალე სირბილით,ყველა კუნთი მტკივა.
გადავიქანცე.
მომბეზრდა ყველაფერი.
სუნთქვა მიჭირს,გულზე ვიჭერ ხელს.უკვე მცივა,ვიყინები..
სამოსს მისველებს თოვლი.
მოკვდი,დადუნა,მოკვდი!
თუ კვდები,მოკვდი,დაისვენე და დაგვასვენე!
აცახცახებულ თითებს ვიფარებ სახეზე.მცივა,სხვანაირად მცივა.ვერც ავხსნი როგორ...
ფილტვები დასკდომამდე მიდის,ვიყინები და ნესტოებში შემძვრალი სუსხი კანს წვავს.
-დადუნა,გაცივდები.-კეკელიძე თავზე მადგება ქოშინით და ხელს მიწვდის.
მე არ ვეჭიდები.ნეტავ გავიყინებოდე საერთოდ...-დადუნა, წამოდი სახლში..-ქვითინში მეზრდება ტირილი.არაფერი მაინტერესებს,მე ვნებდები,რადგან ვიჩვარები.
-დადუ.-ჩამუხლული მიკრავს გულში ახალი წლის ღამეს. ჩამოშლილ თმებზე მატარებს თითებს.
-ცუდად ვარ.არაფერი მინდა.- გული მიჯდება ტირილისგან.არც გამიკვირდება,რომ გამისკდეს.
მის მკერდს ნახევარი სახით ვეკრობი და იქიდან წამოსული სითბო,ჩემზე მოქმედებას იწყებს. მის ძლევამოსლი მკლავებში შეყუჟული მოვთქვამ.დავტირი იმ რეალობას,რომელიც ცდილობს დამაბრუნოს უკან,მე კი გავგიჟდები. ჭკუიდან გადავალ,თუ იქ დავბრუნდი.სიკვდილი მირჩევნია იმის გამეორებას,რაც იყო.
საკუთარი თავი მეცოდება.იმდენად მებრალება,მგონი ვერც ვფარავ.
-გაცივდები,წამომყევი.-ცდილობს წამომაყენოს,მე კი ძალა არ მყოფნის.
დაქანცული ვტირი.
ხელში მიტაცებს,საიდანაც გამოვიქეცი,იქ მაბრუნებს.ტანჯვის გარდა არაფერი მიგვრძნია.
დამისველდა შარვალი,მცივა და მიკანკალებს კიდეც ფეხები.
დივანზე მსვამს.ზემოდან კი გონებაარეული დამყურებს.ფაქტია,შოკში ჩავაგდე ისიც.
-დადუნა..-ჩემს წინ იმუხლება. მე თვალს ვარიდებ,ის კი ქვემოდან შემომყურებს. დასუსხულ მტევნებზე მკოცნის.- გადაირიე?!გაცივდები ასე... მშვიდად იჯექი,გამოსაცვლელს მოგიტან.- გთოშილ ხელებზე კვლავ ამბორის კვალს ტოვებს და ფეხზე წამომდგარი საძინებლში ადის ჩქარი ნაბიჯებით.
ფეხზე ვდგები,ორივე ჭიქას ვცლი... ლეკვს დავყურებ,ჯერაც რომ უშფოთველად სძინავს.ეტყობა ისეთი დაღლილი და ძალაგამოცლილია,ფიზიკურად ვერ რეაგირებს ხმაურზე.
სხეული მითბება,მაგრამ კანის წვას არაფერი შველის.
სასმელი მხნეობას მმატებს და ფანჯარას ვვუახლოვდები.
ფარდას ოდნავ ვწევ და ვიჭყიტები. წამოსულ ცრემლებს წამსვე ვიმშრალებ.
როგორი რთულია ესეთი არეულობა თავში.ყველაფრისგან მაშორებს,ცოცხალს მქოლავს, მკლავს და არაფერს მიტოვებს ხელჩასაჭიდს.
სიკვდილი მსურს.
თვალებს ვხუჭავ ღრმა სუნთქვით.
ვქრები,ვვუჩინარდები...არა, მხოლოდ ბნელა ფიქრები კი რამდენიმე წუთით დუმან.ისევ ახმაურდება,ზუტად ვიცი.. ისევ დაბრუნდებიან და ჭკუიდან შემშლიან.
-დადუნა,ადი და გამოიცვალე, გათბები.-მისკენ ვბრუნდები უსიტყვოდ.
რეალობას ვუბრუნდები კვლავ. დაჭრილი,განადგურებული, ნატკენი ვვუახლოვდები.სიამაყე არ მავიწყდება,თავაწეული ვუვლი გვერდს.
-რომელ ოთახში შემიძლია გამოცვლა?-ისე ვკითხულობ, ვითომც აქ არაფერიო,მაგრამ ხმა ჩამეხლიჩა და ნათელი ეფინება ყოველივეს.
-ადიხარ მე-2-ზე და მარჯვნივ კარია.-სხეულს მივათრევ.ძალიან ვცდილობ ჩემი ძველი მე დავაბრუნო მასთან,მაგრამ მგონი არ გამომდის.
ოთახში შეკეტილი წყალს ვივლებ, ვიცმევ იმას, რასაც ბატონი მახვედრებს.
ლოგინზე ვჯდები გამოფიტული.
ყველაფერი მტკივა.
სევდისფერი თვალები თეთრ კედელს მისშტერებიან.
რატომ არ გავქრები?!რატომ არ გადავიკარგები?!მე ხომ ასე ძალიან მინდა რომ აღარ ვიყო..
კარზე მსუბუქი კაკუნია.
-დადუნა,შემოვდივარ.-ფრთხილად იჭვრიტება კეკელიძე.
ვიღიმი.როცა რწმუნდება ჩაცმული ვარ,შემოდის კიდეც.
-თუ გინდა აქ დარჩი.-თავზე ხელს ისმევს დაბნეული.
ეტყობა მისი განცვიფრება შევძელი.
-არ მიშვებ კოტეჯიდან მარტო, ისინი კი სვამდნენ,როცა გამოვედი. მეწყინა,არ ვახსოვარ.-თვალებს ვხრი.ყელში უცნაური გრძნობა მაქვს.
ხანდახან კი არა,ხშორად მგონია არ უნდა დავბადებულიყავი. ვგრძნობ როგორ მაცლიან ენერგიას,ჩემთვის კი არაფერი მრჩება.სხვებს კი ფეხებზე ვკიდ.ივარ.აი,ასე...
-ვუთხარი მასთან ერთად ვიქნები-თქო.მაგიტომაც არ გაწუხებენ.-დამთბარ მზერას მავლებს.-ეს ერთი ღამე აქ გაჩერდი უბრალოდ.ხვალ გაგიშვებ.-ცუდად ვარ.-აქ დაიძინე,თუ რამეა, პირდაპირ საძინებელში მე ვიქნები,ლეკვს ამოვიყვან უბრალოდ.-თავს ვუქნევ და ველოდები როდის დამტოვებს. ვგრძნობ თუ როგორ მჭირდება დასვენება.მჭირდება ჩახუტება და ჩაძინებამდე ქვითინი,თუმცა მარტო ვარ.მარტოობასთან ვარ...
-ღამემშვიდობის.-ვემშვიდობები მეც სუსტი ღიმილით,შემდეგ კი კარიდან გადის.
საწოლში ჩაწოლილს ბევრი ფიქრი მატყდება თავს,მაგრამ დაუძლურებული ვითიშები.რა იქნება,თუ აღარც გამოვიღვიძებ?!
დავისვენებ კი?!
ნესტოებში მიღიტინებს უცხო სურნელი მთელი ღამის განმავლობაში.უსინდისო ვიქნები თუ ვიტყვი არ მსიამოვნებს. უსინდისო ტყუილი იქნება და საკუთარ თავთან უარყოფას არ ვაპირებ. ეს სიამოვნებაც მაშინებს,გვერდს ვიცვლი,მაგრამ ყველგან კოსტაა,თავისი გამაგიჟებელი და დასამახსოვრებელი არომატით.
პირველის წუთებზე ვახელ თვალს. ლოგინზე ჩემი აწ უკვე მშრალი ტანსაცმელი დევს.
არაფერი მომშვებია გულზე. ისევ საშინელი სიმძიმის შეგრძნება მტანჯავს,თუმცა იძულებული ვარ ფეხზე წამოვდგე.
კიბეებზე ჩავდივარ წელში გამართული.სიცილის ხმები ჩამესმის და ნაღველი მაწვება.
-დადუუ,მოდი.-ეველინი მიხუტებს და ცარიელ სკამზე მითითებს.- გილოცაავ.
-გილოცავთ.-ვუღიმი ყველას და სანამ ჩახუტებებ-კოცნაობებს გამიმართავდნენ,იქამდე ვამბობ, რომ ჩვენს კოტეჯში მინდა დაბრუნება.-რამე მოხდა?- მეჩურჩულება.
კოსტას თვალს ვარიდებ,მისი მერიდება.
-არაფერი.გადავლება მინდა უბრალოდ,ამის გამოცვლა და ჩემებს უნდა დავურეკო.-სხვაგან მოსვენება მიჭირს ხოლმე.ყველგან ბანაობა არ შემიძლია,არც ყველა საწოლში ძილი.
-დარჩი რა.საღამოს გადავალთ.
-ევ,არ ვარ კომფორტულად ასე. გადავალ და მოვალ თუ ხასიათზე ვიქენები.-ვღიზიანდები.
-დაჯექი ახლა,არ გამაგიჟო.- სკამისკენ მექაჩება.
-არა!-ხელს ვაშვებინებ და კარისკენ მივდივარ.
-საით?-მეკითხება კაკი.
-კოტეჯში.უნდა მოვწესრიგდე.- გაშლილ თმებს ვიწევ უკან.
-გასაღები მერე გენიოსო?-ხელში ათამაშებს ეშმაკური ღიმილით.
-გამოუშვი,ვიჭერ.-მის ხელს ვაყოლებ თვალს.
-თუ ვერ დაიჭერ,სურვილი მექნება შენთან.-რა გაიძვერაა?!
-თუ პირიქით,მე შენთან.-წარბებს ვწკეპ მაღლა.ერთი სული მაქვს ის გასაღები მესროლოს და ცალკე გავიდე.-მიდი,ჰე!დავიჭერ მე,დავიჭერ!
მგუდავს ეს ყველაფერი.
ისვრის,ჰაერში ვხტები და ვიჭერ.
ქურთუკს ვიცმევ,მობილურსაც ვიღებ.
-ბანძო,წააგე.-კარს ვაღებ და გამოვდივარ გარეთ.
ღრმად ვისუნთქავ სუფთა ჰაერს.სახე მესუსხება და ცხვირი მეწვის.
დათოვლილ მწვერვალს გავყურებ, მერე კი შინისკენ მივიწევ.
აღარ მომწონს აქ.ვერ ვისვენებ, ჩემი ადგილი არსადაა.
კოტეჯში შევდივარ თუ არა,ვხვდები რომ არცერთს შეუწუხებია თავი დალაგებით.კიდევ ერთხელ ვღიზიანდები ამის გამო და ბოთლში ჩარჩენილ ალკოჰოლს ვცლი.ვხურდები.
მაგარია!
არ მსურდა მგონი დაბადება, რადგან აქ არაფერია,რაც შვებას მომგვრის.ვიტანჯები. საკუთარ თავს კი ვერ ვშველი.
ბიძაჩემი ზარს ღიმილით ვპასუხობ.
-რა იდიოტი ხალხია,რა უხარიათ ვერ ვხვდები.-ისე ამბობს,გეგონება თვითონ არ დამირეკა წუხელ მოსალოცად პირველმა.-რამდენჯერ უნდა აღნიშნონ?მგონი მიზეზს ეძებენ საქეიფოდ.
-მაგარია იდიოტობა.არაფერი გაწუხებს.-მეორე ბოთლს ვეძებ,იქნებ გამთიშოს და ეს დამპალი,შხამიანი გრძნობა გამიქროს.
-შენ მომისმინე ყურადღებით...- მგონი დალეული აქვს.- იდიოტობაში არაფერი ყრია, საერთოდ არაფერი.
-მომენატრე მოხუცო.-მეღიმება სევდიანად.
-წესიერად გოგო შენ!60 წლის ვხდები.ახლა ვიწყებ ცხოვრებას რა, მოკლედ..სიკვდილო,მოდი!არ მეშინია.-გულზე მეყრება.ცინო სულ უნდა მყავდეს.
-რომ დააპირებ,მეც მოგყვები.-ცინოს გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.აი,ასე.ცინოსთან ერთად ვიქნები ყველგან.
-ეი,"ფიგურისტკა",თანხმობას როდის აღირსებ ფილმზე?-თემას ცვლის.ვერ იტანს,როცა ასე ვეუბნები.
-ვაღირსე უკვე.
-ძალიან კარგი.ცოტა არასახარბიელო როლი კი გაქვს,მაგრამ ეგ არაფერი.ჰოლივუდშიც ვერ იღებენ ზუსტად იმ როლებს,რომლებიც სურთ.
-მაგარია,გულზე მაინც არ მომეშვა.-მეცინება.მიყვარს ეს ადამიანი.
-არაუშავს,პატივი ეცი იმას,ვინც/რაც ცდილობს მაინც გაგაბედნიეროს.
-მართალი ხარ.თუ საკმარისი არაა,ჩვენი მხრიდან მადლიერებას მაინც იმსახურებს.-ვიღიმი გულწრფელად.
-მალე ჩამოდი,დუ.ახალი წიგნი წავიკითხე,შენ რომ მირჩიე ის.განვიხილოთ.-მის ხმაში ისეთ სიყვარულს ვიჭერ,ბედნიერებისგან მცრის.
-ძალიან მალე ჩამოვალ,მაგრამ იცოდე!უკვე მაინტერესებს რას ფიქრობ.მართლა მაგრად მაინტერესებს.
-ახლა წავედი.შეხვედრა მაქვს.
-მიყვარხარ,გკოცნიი.-დამთბარი ხმით ვაგებებ პასუხს.მეორე მხრიდან დუმილი მოდის.ალბათ, ეღიმება.ჩემთან არ იღიმის ხშირად,იგივე სიტყვათ წყობასაც სულ თითზე ჩამოსათვლელად იყენებს. აი,ქმედებებში,ქმედებებში სულ ჩანს თუ როგორ ძალიანაც ვუყვარვარ.შეიძლება ეს იმის ბრალიცაა,რომ საკუთარი შვილი არ ჰყავს.არაა,მასე არაა.ან ხარ ადამიანი ან არა.ეს კაცი 10 შვილითაც ასეთი იქნებოდა ჩემთან,ამაში ისე ვარ დარწმუნებული,როგორც იმაში,რომ ის 60 წლისა ხდება.
საწოლზე გაწოლილი თვალებს ვხუჭავ.მობილურზე მოსულ შეტყობინებას ყურადღბას არ ვაქცევ.
შემთვრალს გამოსახულებები მერევა.ტრიალებს,ტრიალებს... არ ჩერდება.მე აქ ვარ,ვერ ვიტან დალევას და მაინც ვსვამ.მინდა ჩავიკლა წუხილი,დარდი.ეს კი მხოლოდ მთიშავს.უძლურია ჩემთან.
ტყუილია რომ ამბობენ,სასმელი შველისო.მარტივებისთვისაა ან ჩემი მსგავსებისთვის არა.
ჯანდაბა,რატომ არაა დაბადება არ დაბადების საკითხი დამოკიდებული ჩვენზე? ( რომ იყოს არ მოვინდომებდი აქ ყოფნას? ან იქნებ არის კიდეც... ვინ იცის?!) მოდი, ალტერ ეგო,ხმა გაკმინდე!
დასვენება ჩემთვის არ შეიძლება ამ მომენტში.ფეხზე სწრაფად ვდგები,მაბარბაცებს.ყელში ღებინების შეგრძნება მაწვება,მაგრამ თვალდახუჭული ვცდილობ ორგანიზმის დაწყნარებას.
რა უნდა ვქნა?ვსვამ-ცუდად ვარ,არ ვსვამ-მაინც საშინლად ვგრძნობ თავს.ისევ არჩევანი ცუდსა და უფრო ცუდს შორის.ზოგჯერ მგონია საქართველოს ბედი ჩემზეა გადმოსული ( ჩემი ქვეყნის ხსენებაზე მეღიმება,ასეთი მაგარი მეორე არ არის!).
ჯანდაბა.....
ბარბაცით ვიწყებ მთელი კოტეჯის დალაგებას.თითქოს ეს ჩამომაშორებდეს მეც ნეგატივს. ღმერთო,როგორ დავიღალე ამ ყველაფრით.
უკვე ჭურჭლს ვრეცხ,როცა ბრუნდებიან შინ.მხიარულად კისკისებენ,მე კი ვდგავარ დაქანცული სახით,მთელი დღის ნაჯაბფარით და ამოუხსნელი სიმძიმით მოხრილი.
-რატომ არ დაბრუნდი?-ყელში ნერწყვს გაჭირვებით ვაგორებ და ბრაზის კონტროლს ვცდილობ.
-არ მეცალა.
-ყველამ სათითაოდ გირეკეთ,გენება და გეპასუხა მაინც.-ისე მტუქსავს მკაცრი ტონით, დედაჩემსაც კი არ დავუტუქსივარ მსგავსად.
-დიდი ბოდიში რა,თქვენს დაყრილს ვალაგებდი.-ეველინს ვეპასუხები და ახმაურებული ბიჭების ხილვის გამო,თვალებს ვატრიალებ.ვერ ვიტან ქაოსს.-სანამ თქვენ ღრეობდით თუ ქეიფობდით და ტინგიცებდით!
-გუშინ რაღაც მოხდა.-ეჭვით მიმზერს ეველინი.
-კი,ლეკვი ვიპოვეთ,ნახავდი.-ლეკვის ხსენებაზე ღიმილი მიპობს ბაგეებს.
-თეთრია სულ.მაგარი მხიარული ტიპია.კოსტას მიეკედლა და ჩემთანაც მოვიდა.თუმცა,სხვა რამეშია საქმე.აი,თუ რაში,შენ უნდა მითხრა.-თვალებს აწვრილებს.უკნიდან ახვლედიანი ეპარება,თავზე ჰკოცნის და ხელს ჰხვევს მოულოდნელობისგან შემხტარს.-შემაშინე,სულელო.- სახეს უმანჭავს.-რას მეყრდნობი,არამზადავ!
-პათოლოგი ხარ,ლოთი,ალკოჰოლიკი.-ცხვირს ვჭმუხნი.სასმლის სუნი ასდის ლუკას.
-შენ გიჟი ხარ,მაგრამ გეუბნებით?
-კი და ძალიანაც ვვამაყობ.-ლოყაზე მჩქმეტს.-ესეთი მხოლოდ მე ვარ,უგუნურნო!
-ჩვენი კაპასა ხარ.
-მაღიზიანებ ამ ლამაზ დღეს.ეველინ,ახალი ბიჭი ვიპოვოთ.ეს ლოთია და არ ვევასები.
-შენ იმდენს ლაპარაკობ,თბილისში ფეხით ჩახვალ.-ლუკა მარჯვენა ხელს ნიკაპზე ისმევს.
-აი,საერთოდ არ მადარდებს შენი არაფრის მაქნისი მუქარები.-თვითკმაყოფილი ვიღებ ნაჭერს თეფშების გასამშრალებლად.-შენი ნერვების წყვეტის ფორმულას ეთამაშები, არ დაგავიწყდეს.
-შენი დაქალი უნდა ჩამოვსვა შუა გზაში.ეგრე გააგრძელე,დადუნა.ბოლოს მე გავიცინებ, რაღაცას რომ გამოკრავ ხელს და აირტყამ „აბაროტს“.
-ეჭვი არ შეგეპაროს,ძვირფასო. ვერ მაშინებ,ვერაა!-გამშრალებულ თეფშს უკან ვდებ თავაწული.-კიდევ აურევთ და მე აღარ დავალაგებ.
-გაგვიბრაზდი?
-არა,დამღალე.-ეველინის კისკისის ხმა მესმის და ტუჩის კუთხე მეც მიტყდება.-მალე მბეზრდები,ჩემი დაქალი როგორ გიძლებს ნეტავ?
-ლუკა,დაანებე თავი და მოწესრიგდით.ის გამასხარავებული საზოგადოება დაშალე.-სამზარეულოდან აგდებს ახვლედიანს,ჩემკენ შემობრუნებული ეშმაკურად მიყურებს.
-რაა?!-საწყლად ვკითხულობ.
-კოსტამ რაო!
-არაფერი.პანიკა დამეწყო და ყველაფერი ჩემი დაძინებით დასრულდა.
-უფრო ადამიანურ ენაზე ვერ ამიხსნი?!სადაა დადუნა ცინდელიანის მოთხრობილი ამბები?
-ბევრ თემაზე ვისაუბრეთ,წავიკამათეთ.ნადარეიშვილმა ლექსი მომწერა,მერე რეკავდა და ახალი წელი მომილოცა.კეკელიძემ გაიგო და ისიც იცის,რომ არსებობდა.ოხ,ავირიე მაგრად. სერიოზულად მეშინია არ გადავიწვა ან არ მეშინია,გადავიწვები და მორჩება.-მორიგ თეფშს ვამშრალებ.-მოკლედ,არაფერი განსაკუთრებული რა, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ!
-შენს ყოფილ შეცდომაზე საიდან იცის?
-ეგ არ მიკითხავს.-მხრებს ვიჩეჩ.მეც საგონებელში ჩამაგდო მისმა ცოდნამ.
-საინტერესოა.ხომ იცი,ყოველთვის ვამჩნევ თუ ვინმეს ვინმე მოსწონს.ახლა სიმართლე გითხრა,არ ვიცი.მგონი თავადაც არაა გარკვეული,არადა მგონი მაგრად მოსწონხარ კოსტას.არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული,მაგრამ...
-ევ,არ აქვს მნიშვნელობა.როლს დავთანხმდი,3 ქვეყანაში მიწევს გაფრენა და არ მგონია კოსტა ის ტიპი,მე ამეკიდოს.-გული მტკივნეულად მეკუმშება.-მსახიობი ვარ,ეს ართულებს ვითარებას. ყველა ვერ გაიგებს ამას.-გულდაწყვეტილი ამოვთქვამ.ის კი მეხუტება,ლოყაზე მკოცნის.
-იმდენად კარგი ხარ,არ ვიცი გიმსახურებთ თუ არა.-ეველინი თმაზე მატარებს თითებს.-გული მეუბნება,ამას კარგი დასასრული აქვს.შენ კი,აი...შენ საუკეთესო ვინმე ხარ ჩვენს ცხოვრებაში.
-არაფრის,ჩემო კუდრაჭა.-ხუმრობით ყურებზე ვკრავ თითებს.
-გადარეულო!-ლაღად კისკისებს და მეხმარება.
***
საღამოს მობილურზე შეტყობინებებს ვამოწმებ,ბოლოს კი შეგნებულად ვტოვებ კეკელიძისას.
სახეზე სისხლი მაწვება,ვხურვარ და თითები მიკანკალებს.გულიცემა მიჩქარდება.
„არ დაგვისრულებია,დადუნა.“
„გმადლობ გუშინდელისთვის.“
მეტი შეტყობინება არ მომდის,არც ვიცი ნახა თუ არა.
გვერდს ვიბრუნებ და ვცდილობ დავიძინო.ესაა გამოსავალი,ეს ამარიდებს ფიქრებს.
3 საათის განმავლობაში ვწრიალებ, მაინც ჯიუტად ვცდილობ დაძინებას. რომ არაფერი გამომდის,ნისიმეს ვწერ. მხოლოდ ისაა ხაზზე,სხვა არავინ. საერთო ჯგუფში კი ვწერ მოკლედ.
„ესაა ძმობა,ჰაი ლეველ ნაშებო?! შემირცხვენიხართ!სასჯელად გივლენთ სიახლის არცოდნას, მხოლოდ ნისიმე გაიგებს!“
**
8:00-ზე შეტყობინებას აგზავნის თებეა.
„მომიყვები!
არა!-ცოტას გავაწვალებ.
-კი!
-არა-მეთქი!
-იხტიბარს გაგიტეხ!
-თავსაც გაგიტეხ!-ვუბრუნებ და დიანასგან მოსულ შეტყობინებას ვუყურებ.
„მოვიგეთ!პროცესი მოვიგეთ,ჩემო პატარავ!“-კივილის შესაკავებლად პირზე ხელს ვიფარებ. გული მიჩქარდება სიხარულისგან და მინდება კივილით შემოვირბინო ქუჩები, ყველას ვუთხრა ჩემი სიმართლე.სასამართლო ხომ ვერ მოიტყუება?! დიანამ მოიგო,ჩემთვის მოიგო! საუკეთესო ადვოკატია!
მასთან ვრეკავ უთენია და მადლობას ვუხდი.ახლა მართლა მაქვს მტკიცებულება,რომ უსამართლოდ მომექცნენ!
დილით ნაგავი გამაქვს გარეთ.კოსტას და დათას კოტეჯს ვგავყურებ წამით.იქაა,მე მიყურებს. მის გვერდით მდგომ დათასაც ვხედავ ციცქნა ლეკვით ხელში.
აფორიაქებული ვაქცევ ზურგს,იგებ გავექცე მასთან დიალოგს. მის დაძახებულზე არ ვჩერდები,მაგრამ ვჩერდები მაშინ,როცა მძიმე სუნთქვის პატრონი მაფრინდება მკლავში და თავისკენ მაბრუნებს.
-ჩვენთან მოხვედი?შემოდი.-კარისკენ ვიწევ,იმ იმედით,ბიჭებზე გადაერთვება.მერე მე არ მომიწევს გუშინდელის ახსნა.-ცივა,კოსტია.-აიგნორებს დაძახებული სახელის ახალ ფორმას.
-ჯერ არა,ჯერ ჩვენ გვაქვს სალაპარაკო.-მკლავზე მქაჩავს და კოტეჯის უკანა მხარეს მიმათრევს. რა ძმაა,თავისი ყოველთვის გააქვს.მოუნდება,ცხელ შოკოლადზე შემიტყუებს,მაკამათებს ან საკუთარ თავში ძალას მაპოვნინებს.მუსაიფიც გამოგვდის,მთავარია უნდოდეს.(თუ არ უნდა,მტრისას).
-ცივა გარეთ სეირნობისთვის,ხომ არ გავიწყდება?
-არ მაინტერესებს.რა იყო,დაძახებული „არ გესმოდა“?-ცოტა მაკომპლექსებს ზემოდან რომ მიყურებს მკაცრად.
-მესმოდა,უბრალოდ შენთან მუსაიფი არ გამომდის ხოლმე,ამიტომ არ გვინდა.-კედელს მაყუდებს და აქეთ-იქიდან ხელებს აწყობს.თავი ახლოს მოაქვს,ცხელ სუნთქვას სახეზე მაფრქვევს.ვიწვევ,ჯანდაბა.
-ისტერიკებით გაიქეცი გამყინვარებაში ქუჩაში.მიკვირს კიდეც,სიცხემ რომ არ მოგცა.
-ტონს უწევ თუ ამჩნევ.-ბრაზით ვიჯვარედინებ მკერდთან ხელებს.
-აი,ძალიან მაგრად ეგ ამბავი.რა გემართება?რანაირად იქცევი?
-ხოდა,აი ეგრე ესაუბრე იმათ,ვისთანაც გაგდის.-დაქაჩული თვალებით ვუყურებ.ვაგრძნობინებ, რომ ჩემთან ესეთი ფორმით ვერაფერს მიაღწევს და მართალიც ვარ.ბრაზის მეტს ვერაფერს იწვევს ჩემთან მსგავსი ტონი.
-ნორმალურია შენი საქციელი საერთოდ?!გეკითხები,ნორმალურია?!კოცნის ნებას მრთავ,მერე უცებ ხელს მკრავ და სანამ აზრზე მოვალ,შეშლილივით გარბიხარ.ან ქუჩის ძაღლს დაეგლიჯე,ან ვინმეს რამე დაეშავებინა,რა უნდა გამეკეთებინა?!გეკითხები ...-კოპებს კრავს და ცდილობს არ იყვიროს,მაგრამ მაინც ისე გამოსდის,თავს ცუდად ვგრძნობ.-სად ჯანდაბაში ქრები, ან რის მიღწევას ცდილობ?
-ჩემს ქმედებაზე მე ვაგებ პასუხს,არა-შენ.თუ ეს გაღელვებს და შენთან ლაპარაკი არ მინდა!
-სპეციალურად მაღიზიანებ ხო?გამოგდის ჩემს ნერვებზე დაკვრა.-ხელებს შლის თეატრალურად.-ჩემი ნერვები უნდა მოსპო,მერე კიდევ გაბედნიერდები ხო?!ჩვენ ორს შორის, ერთი უარეს გაურკვევლობაში იქნება და ეჭვი მაქვს,დადუნა!ეს მე კი არა,შენ იქნები.- დაპირებასავით ჟღერს.
-შენს თავს დააბრალე,მიგიზიდა ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა გოგომ.- კბილებში ვცრი.- ხოდა,იდარდე ახლა.თავისი პანიკებიდან ერთ-ერთმა არ იმსხვერპლოს.-გათავისუფლებული ხელებს ჯიბეში ვიყოფ,მერე კი კარისკენ მივდივარ.
-არ დამისრულებია ჯერ.
-არაფერს აგიხსნი ჩემზე,თუ ესაა დასასრულებელი.-გამყინავ მზერას თვალს ვარიდებ.- დამივიწყე რა.ძალიან მარტივია.-მხრებს ვიჩეჩ.-რამე გაქვს სათქმელი სხვაა?!
-რა უნდა გელაპარაკო...-თავს აქნევს,მე კი ანერვიულებული ვაქცევ ზურგს.
-მაშინ,ნახვამდის.-ხმამაღლა ვამბობ და შიგნით შევდივარ.ხასიათი წამიხდა,წინანდელი სიხარულიც გადაფარა სუდარამ.
-რა უნდოდა?-ეველინი კარში მხვდება.
-არაფერი.საშინელი მეგობარი გყავს,უხასიათო,უტაქტო,უხეში და არაფერს აფასებს ქვეყნად, ისეთი.-ყელში ვაგორებ დარდის გორგალს.-ჩაი დავლიოთ,რამე სასიამოვნო ფილმი ჩავრთოთ.- ახლა თუ მარტო დავრჩი,შეიძლება გულიც გამისკდეს,ისე ცუდად ვარ.
-მეც მინდა ფილმი.-ლუკა კედელს ეყრდნობა მშვიდი გამომეტყველებით.
-ოპაა,მურმანა თავი დაგვანებე.-მკაცრად ვუყურებ,მერე მის სახეზე მეღიმება.-აბა, აარჩიეთ,ჩემო ძმაკაცებო,გავიხაროთ ამ საღამოს.

***
კოსტა გადმოდის,მე ოთახში ავდივარ ფილმის შემდეგ.
მეორე დღეს ადრიანად ვადგებით თბილისისკენ მიმავალ გზას.ბიჭები გვაცილებენ,კოსტას ახდენილი ოცნებაც ბედნიერად აქიცინებს კუდს და პატრონის შარვლის ტოტს აწვალებს.
-ძალიან ლამაზი,მაგრამ აუტანელი გოგო ხარ.-ლოყაზე მკოცნის კეკელიძე დამშვიდობებისას. ლოყა მიხურს.მისი ტუჩების მონახაზსს ვგრძნობ კანზე,წვას...
გულაჩქარებული ვხლართავ თითებს ერთმანეთში,მას კი მზერას ვაცილებ.გული მწყდება, კეკელიძესთან ასეთი დასასრული არ წარმომედგინა.პრინციპში,რა იყო,რომ?!ერთი კოცნა,არა,ვიტყუები,3-4 კოცნა ახალ წელს და დანარჩენი პერიოდი ან მე ვერიდებოდი ან კომფლიქტში ვყვებოდი(ან ვიწყებდი).
თბილისში ისევ ისეთი მოჟამული ამინდია.აქ ხომ თოვლი არ იცის.ზამთარში მოსერო ფერი ედება ცას.ისეთი ცის ფერი აღარაა,სულ არა.
სახლში დიდხანს ვერ გავჩერდი,ბიძაჩემის სანახავად წავედი.გულაჩქარებულმა ავირბინე საფეხურები და კარზე ბრახუნი ავტეხე.ბავშვობიდან ასე ვატყობინებ ჩემი სტუმრობის შესახებ.
-ხო,ხო,ჩამოიღე კარი,რა გენაღვლება,შენი ხომ არაა?!-თვალები უნათდება,მაგრამ მკაცრ გამომეტყველებას ინარჩუნებს.
-ბატონო ცინდელიანოო,გილოცაავ!-შოკოლადით სავსე პარკს ვათამაშებ ხელში და კისერზე ვხვევ მკლავებს.-კიდევ დიდხანს მყავდე,სულ სულ ჯანმრთელად.-წვერიან ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და კარგად ნაცნობ არომატს ვისუნთქავ.
-რას მილოცავ?-წელზე ხელს მადებს დაწვრილებული თვალებით.
-მართლა მიბერდები.შენი ცოლი რატომ არ გშორდება,მიკვირს.-ენას ვუყოფ და მოშორებული ქურთუკს ვიხდი.
-ხედავ?!მაგრად „ვევასები“,მაგიტომაცაა ჩემთან.-მართმევს ხელიდან ქურთუკს და კიდებს საკიდზე.-რანაირად ხარ?!
-ღმერთო,როგორ ცივა, იცი?-სულ სხვა რამეს ვპასუხობ.-ხელებს დავიბან რა,თუ ვინმეა შესული?
-შედი,შედი.ნუ გამიშრე სისხლი.-ბეჭზე მიბიძგა მსუბუქად და სამზარეულოში შევიდა. ცხელ ჩაის გამიკეთებს,შოკოლადებს შევჭამთ და გემრიელად ვისაუბრებთ. მიყვარს, სულ რომ შეუძლია ცინოს მოსმენა.მოსაწყენ თემასაც კი საინტერესოს ხდის.
რამდენიმე წუთში მართლა ვისხედით მრგვალ მაგიდასთან.მე ჩაის ჭიქა მედგა წინ,მას კომპოტი.
-აბა,რა მიქარე?-მეკითხება ჩაფიქრებული.
-არც არაფერი.მშვიდობიანად ვარ.
-სახეზე ნაკაწრები რატომ გაქვს?-კიდევ კარგი,წინათ რომ მეტყობოდა,ისე აღარ მეტყობა.
-აა,თხილამურებზე დგომა ვცადე.ხოდა,არც ისე კარგად დასრულდა ჩემი მცდელობა. სრული კრახი განვიცადე,ფიასკოო!-ცალ ხელს ჰაერში ვიქნევ ემოციურად.-წარმოგიდგენია?! სულ სახით ვიფორთხიალე.
-მთავარია მთელი მაინც ხარ,შვილო.-წარბებს ჭმუხნის.-არადა,ფრთხილი ხარ.რანაირად მოახერხე?!-მხრებს დიდი გაკვირვებით იჩეჩს და ქვედა ტუჩს ბურცავს წამით.-გადავირევი რა.
-რა ვიცი,ოდნავ მოვდუნდი.ცინო,აბა აბა... გამიზიარე შთაბეჭდილებები.-ტაში შემოვკარი გაღიმებულმა.-რა წაიკითხე,რა ეწერა?!მოგეწონა?რა დაიწუნე?რომელი პერსონაჟი მოგეწონა ყველაზე მეტად?
-რამე მოხდა?!
-რა უნდა მომხდარიყო?კარგ ხასიათზე ვარ უბრალოდ.
-დადუნა,რა მოხდა ბაკურიანში?
-არაფერი,საიდან მოიტანე?
-მხიარულს გიცნობ,ცოტა სხვანაირი ხარ.ახლა ნერვებს აჰყევი და ჩქარა საუბრობ,თან ბევრს ლაპარაკობ.ასეთ დროს,რაღაც გაწუხებს,ნერვიულობ.-შინაგანად მართლაც აღელვებული ვარ.
-ცინო...-ესე კარგად როგორ მიცნობს?
-ცინო და ციცინო კიდევ.ნუ მეძახი მასე!-ცხვირთან მიწევს თითს.-რა მოხდა იტყვი თუ არა?!
-დავთანხმდი როლზე.კვირის ბოლოს ქალაქიდან გავდივარ.-ტუჩს ვიწვალებ თითებით.
-და?
-არ ვარ მზად,ვერ გიყვები.-სახეს ხელისგულებში ვმალავ. როგორი რთულია მისთვის სიმართლის თქმა.ბიძაჩემია და ჩემს ქარაფშუტულ ქცევებზე თუ სასიყვარულო ურთიერთობებზე ვერ ვესაუბრები.-თუ რამე სერიოზული იქნება,გეტყვი.ჯერ საგანგაშო არაფერია. ჯერ კი არა,მგონი არც იქნება.-თბილ სითხეს ვსვამ პირის გასასველებლად.
-ეგ ჯერ არასერიოზულობა სიმპათიური მაინცაა?!-რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მზერაარიდებით მეკითხება.
-უფ...-ღრმად ვისუნთქავ და მეღიმება.წარმომიდგება მაღალი სხეული,განიერი მხარ-ბეჭით და სიმპათიური ნაკვთებით.
-გასაგებია.ქალბატონისთვის არასერიოზული ურთიერთობა ლოყებს აწითლებს?!- ეშმაკურად მიყურებს.
-ბატონო,ცინო ციცინო!-ბრაზით ენას ვუყოფ,ვეჯღანები.-ზედმეტები მოგდით.
-ქალბატონო სერგო,მამაშენმა თუ იცის ერთი?
-მე კარგი მესაიდუმლე მეგონე!-თვალებს ვაწვრილებ.-ეგ ვერაფერს გაიგებს! ისეთი ამბავი ატეხა წინაზე რომ გაიგო,მაგის შემდეგ სულ ბოლოს მიუვა ისტორია!
-ვარ კიდეც.არ მსიამოვნებს,არაა კარგი ამბავი ჩემთვის,მაგრამ იზრდები. ახლა მამაშენთან ერთად მაგრად მოვცხებდი შენს ახალ „არასერიოზულობას“. თუმცა, მხოლოდ მე გამანდე.-ფიქრობს დაამატოს თუ არა რამე.-ოღონდ არ მითხრა,რომ იმ ნადარეიშვილს ჰგავს.-სახეზე ფერი ეცვლება.- დადუნა!
-ხოდა,ეგრე! მორჩი ჩემი საიდუმლოს გაგებით „ტრიპაჩს“!ნააჰ,არ ჰგავს წარსულის შეცდომას. აი, მომავლის რა მოგახსენო..-მხრებს ვიჩეჩ და ენას ვუყოფ.
-ენას ნუ მიყოფ,უზრდელური საქციელია.-ეცინება კაცს.
-ცინოოო,უზრდელიც ხომ გიყვარვარ?
-უსაქციელო,უტაქტო და გაცუღლუტებულიც.- აწყლიანებულ თვალებში სითბო უდგება და მე კიდევ ერთხელ მეღიმება გულწრფელად.-ჭამე ეგ შოკოლადი,შემოგადნა ხელში.
-ვჭამ,ვჭამ.
-ევდოკიამ შენთვის საჩუქარი იყიდა,მაგრამ უიმისოდ ვერ გადმოგცემ.-ჩემს ინტერესიან თვალებს წამშივე უღვივებს აკიაფებულ ცეცხლს.-დადუნა,გამაფრთხილა!
-კარგი რა!მანახე და ვითომც არ მინახავს. მოვიტყუები.
-დადუნა,ტყუილი არ შეიძლება.-სერიოზული სახის შენარჩუნებას ცდილობს.
-ცინო,ძალიან ცუდი ბიჭი ხარ,ძალიან.-ტუჩის კუთხეებს უკმაყოფილოდ ვტეხ.
-ცინოს მეძახი,მაგის მერე რამეს გაჩვენებ შენი აზრით?!
-ციცინო,მიდი რა.-ყელზე კანს ვიწევ.
-იმ ბიჭს თავს წავაცლი.ჰიპერაქტიური ხარ დღეს.-შოკოლადს ვკბეჩ გაბრაზებული სახით.
-არ გიყვარვარ?
-ვერ წამომაგებ პროვოკაციაზე,მე სულით დიპლომატი ვარ.შენს ყალბ დიპლომატიას კი არ ჰგავს,კამათის შემდეგ კარს რომ იჯახუნებ,ქალბატონო!-მეჯღანება.
-დიპლომატიურად ვიჯახუნებ!-ვეპასუხები.
კანფეტებს მუჭით იღებს,აივნის კარს აღებს.პატარა ასაფეთქებლების ხმა ისმის,ცინოს ეცინება.
-ჩემი ეზოს ჭინკები..-თავს აქნევს და ქვემოთ შეკრებილ ბავშებს უყრის ტკბილეულს. ეჭვიანობის გრძნობა მეუფლება.მე გავიზარდე,ცინო აღარ მასეირნებს და აღარც მეფერება ისე,როგორც პატარაობაში.თმაზეც კი ვეღარ მეთამაშება,არადა ადრე სულ მეფერებოდა ხოლმე.ახლა იმ სითბოს,ჩემთან რომ ვერ ამჟღავნებს,პატარა გოგო-ბიჭებს სჩუქნის და მე... მე ვვეჭვიანობ ბიძაჩემზე.ჩემს ძმასთანაც ხომ თბილი იყო,მაგრამ ჩემთან სხვანაირად.სულ მიფრთხილდებოდა და ისე აკონტროლებდა სიტყვებსა და ქმედებებს,რომ არ მწყენოდა. ერთხელ,ხელი გავუშვი და მაგრად დავეხეთქე მიწაზე.სიცილით წამომაყენა,რა არის სატირალი, მოგირჩებაო.თვითონ კიდევ გაფითრებული მიმუშავებდა მუხლს,შემდეგ ხელისგულებს.რომ იცინოდა,მეგონა სასაცილო სიტუაციის გამო,თურმე ნერვულ ფონზე აუტყდა. ის არასდროს მეჩხუბებოდა,თუ რამეს ვაფიჭებდი,მაგრამ მე განვიცდიდი,თუ ვუფუჭებდი რაიმეს... ერთხელ მაგის გამო რომ ვიტირე,მთელი საათი მაწყნარებდა და რომ არ ვაღირსე დამშვიდება, თვითონაც დაამტვრია ზუსტად იგივე ჭიქა.მერე მისმა ცოლმა დაამატა, სამივე ვიდექით და ვიცინოდით.ჰოდა,ახლა ძალიან რთულია ჩემთვის,სხვა ბავშვების მიმართაც რომ ვხედავ დამთბარს.რომ ვიცი,ისინიც უყვარს.ჩემსავით არა,მაგრამ მაინც.
-დადუნა!-ევდოკია შემორბის ოთახში გახარებული და წამოდგომასაც ვერ ვასწრებ,ისე მეხვევა.- ჩემი ლამაზი,როგორ ხარ? ჩემო ხატულა...-ლოყაზე მკოცნის და გულში მიკრავს.
-ევ,ევი..შენ როგორ ხარ?-ოქროსფერ ლოკონზე ვეთამაშები.
-კარგად,მაგრამ სახეზე რა გჭირს?-შეშფოთებას ვერ ფარავს.-როგორი დაჩხაპნილი ხარ, კატას ეომე?!რამდენჯერ გითხრა,ნუ „ეროჟები“ ქუჩის კატებს!
-მაგრად ავურიე.თხილამურებით პარპაში ასე დამთავრდა.-სახეზე ვუთითებ.- არანაირი კატა, გაგითვალისწინე!
-მერე არ უნდა დაგერეკა?!ჩამოგიყვანდით.-ჩემს წინ ჯდება.-საჩუქარი გინდა?-ეშმაკურად მითამაშებს წარბებს.ფეხზე წამომდგარი კი ოთახში მიფარფატებს.ცინოს ვუყურებ, რომელიც მოსიყვარულე მზერას ვერ მალავს. ვერასდროს ფარავს იმ ემოციას,რომელსაც ევდოკიას მიმართ განიცდის.სულ იგრძნობა,ჰაერშიც კი.-ნახე,იმედი მაქვს მოგეწონება.- ევდოკია ოქროსფერ თმებს უკან იყრის.სასაჩუქრე პარკიდან კი კაბას იღებს.-დავინახე თუ არა,შენ გამახსენდი.-ჭრელ თვალებს მაკვესებს და ტუჩს ნერვიულად იკვნეტს.
საოცარი ქალია!ისე ვეხუტები,გაოგნებული ვერაფერს აკეთებს.ლოყაზე ხმაურიანად ვკოცნი, ის კიდევ აცრემლიანებულ თვალებს გვერდით აპარებს.
-ევ,უღრმესი მადლობა.რა კარგია.
ევდოკიას დედას ვერ შევადარებ.დედა მაინც დედაა,მაგრამ ისე მიყვარს,იმდენად ჩემიანია ყველაზე დიდი საიდუმლოს თქმაც კი შემიძლია მისთვის.ის არის ადამიანი,რომელიც მეუბნება რომ ყველაფერი შემიძლია.რომ მთავარია ვირწმუნო საკუთარი თავის და ყველაფერი გამომივა. ევდოკია ის ადამიანია,ჩემი ცრემლები რომ დაუშრია. ღამით გვერდით მომწოლია და ჩემთან ერთად გადაუტანია ნერვული შეტევები.ეს ისაა,სხვა ქვეყანაში მყოფსაც რომ ახსოვს რა არ მაქვს და რა მჭირდება,რომ ფიქრობს,რა მესიამოვნება... საავადმყოფოში ჩემთვის ღამეც გაუთენებია და სიცხიანისთვის მშობელივით უზრუნია.
ჩემითვის კაშკაშა მზეა,ულამაზესი და ელეგანტური ქალბატონი,რომელიც შესანიშნავად ირგებს ყველაფერს.ცინოს მასზე უკეთესი ვერავინ ეყოლება გვერდით (მის გარდა არც არავის განხილვა მსურს).
ქალაქს მოჟამული ფერი დასდებოდა,თუმცა ასეთ ამინდშიც კი ბავშვები ეზოში თამაშობდნენ და მათი მხიარული ხმები სახლშიც კი აღწევდა.ჩვენ კი ვისხედით თბილ ბინაში,მე ჩაის ფინჯნით,ის- კომპოტის ჭიქით და ვმსჯელობდით წიგნზე ისე,როგორც ადრე.ევდოკია კი ღიმილით გვისმენდა.
ცინო და ევდოკია ჩემი შვებაა.ჩემი საყრდენი,მეორე სახლი და მეორე შინ. ცინოსთვის ვინ არის?! ის,ვის გარეშეც ერთი წამით არ უნდა სიცოცხლე.ის,ვის გამოც სულ კარგ ხასიათზეა,რადგან ქალს არ აგრძნობინოს დანაკლისი,რომელსაც ხალხი სულ აგრძნობინებს. ყველაზე ბანალური იქნება,რომ ვთქვა ყველაფერია-თქო,ან განვაცალკევო და ვახსენო ყველა ფერი(დამეფიცება,ეს სიტყვა მოიცავს მათ)... ცინოს მეუღლეა საფიცარი.ცინოს კაშკაშა სხივია.. გულში დანთებული ცეცხლი,რომელიც აცოცხლებს. ხომ გაგიგიათ?! სიყვარულს ცეცხლს ადარებენ და მართლაც,ქალი რომ გულში ცეცხლს დაგინთებს,ისე ააგიზგიზებს,ვერც ვერაფერი ჩააქრობს.
კია?!კიასია ცინო.მასში სიცოცხლის სიყვარული ანთია,ანთია ცინო და ანთია ვნება. ერთი შეხედვით ვერც გაიფიქრებთ,თუ ცოლ-ქმარნი არიან.მოშორებით სხდებიან,ხალხში ხელსაც არ ჰხვევს ცინო.სულ შებოჭილი დგას,ვინმემ არ გაუგოს რამე... მერე დავაკვირდი,მათთანაც გავიზარდე და მივხვდი რამხელა ვნებაც ტრიალებდა სიყვარულის ნაშობი. მალულად გაპარული მზერები,კიას აწითლებული ლოყები,მომხიბვლელი ღიმილი და შეთამაშებული ლოკონები.მიკვირდა კიდეც,როგორ შეიძლება სულ ასე გიზგიზებდეს ცეცხლი და კი არ ქრებოდეს დროში,არამედ დღითიდღე იკვებებოდეს.ალბათ,ასეა.. ერთმანეთში გაუმართლათ. ჭეშმარტად შეუყვარდათ და საზრდო მისცეს მას...თუ ოდესმე ვინმეს ახლოს მოვუშვებ, კიასავით უნდა მიყვარდეს ან ისე,როგორც დედას უყვარს მამა.სხვანაირად გამორიცხულია.
ავტობუსში დასაჯდომ ადგილს არ ვეძებ.აზრი არ აქვს,თავისუფალი ადგილი არაა და რომც იყოს,დათმობა მომიწევს.ვდგავარ ფეხზე,თუმცა მიჭირს დგომა.არავის ვაქცევ ყურადღებას,სულ არავის და აღებულ ბილეთს ვათამაშებ თითებში.სულში მემღვრევა განცდები,ავისა და კარგის ჭირდილია.
ლოყაზე კოცნა,ცის ფერი თვალები,გამყინავი მზერა,მხურვალე ტუჩები,რომელიც მთელი თავისი ამბით მახსოვს.მთელი სიცხადით და ვხვდები,კოსტას ისე არ უნდა მოვქცეოდი. არ უნდა გავქცეოდი?!ალბათ,ჰო, მაგრამ დარჩენა მე არ შემეძლო.იმ მომენტში არ შემეძლო. შეიძლება შეურაცხადივით მოვიქეცი,თან ისე რომ მიზეზი არ მოუცია კეკელიძეს,მაგრამ... ჯერაც ვერ მომშუშებია იარები.
ფიქრებს ვერ ვეშვები,დღები კი გადის.მთელი კვირა სამზადისი მაქვს.ვალაგებ ჩანთაში სამოსს და ყველაფერს,რაც შეიძლება დამჭირდეს.
ვაგრძელებ ჩვეულებრივი ადამიანივით,რას არ ვიცი...
რაღაცას რაღაცისთვის. და მაინც,რისთვის?!
**
წასვლამდე ეველინს ვსტუმრობ.ისევ ჩვეულებრივი საუბრები,არნახსენები კოსტა კეკელიძე და ჩემი არგამოთქმული ინტერესი მამაკაცის მიმართ.ვნახულობ თაზუკას და კაკის.კიდევ ერთს, მაგრამ არა მას.დათა თუ აქაა,რატომ არაა კოსტა?
ასე სჯობს,დადუნა.შენ მარტოობისთვის ხარ,ათას კანში გაცოცხლებისთვის,ხან სიკვდილითვის. ვინ იცის?!ისედაც რთულია ხელოვანთან ცხოვრება.მსახიობთან ხომ საერთოდ.ამას ვერც გაიგებ, სანამ არ გამოსცდი საკუთარ თავზე.განა რა,მარტივი ასატანია იხილო როგორ ჰკოცნის შენი საყვარელი ადამიანი სხვას(თუნდაც მხოლოდ ერთი გათამაშებული სცენისთვის)?!
კეკელიძეს ვკრძალავ გონებაში!
„მაგის ჩიტი ხარ?“-ჩემი ერთი ჭკვიანი მხარე ერთვება.
„მე ის ვარ,ვინც საკუთარ საზღვრებს აწესებს.“-კმაყოფილებით ვივსები.
„შენ ის ჩიტი ხარ,რომელმაც ახალი წლის ღამეს ტკბობა გადაწყვიტა.ეს ამბავი არ ჩაივლის უკვალოდ.“
„ეე,ბანძო!რა დრამებია,რა არის?გადავკოცნეთ ერთმანეთი,დავიშალეთ.“
„აზრზე მოდი!“
„არ მინდა.“-ფანჯრიდან მოხუც კაცს ვავლებ მზერას. ამ ყინვაში გარეთ დამდგარა, ბოსტნეულს ყიდის,მაგრამ კლიენტი ჯერ არ სჩანს.თავიდან ქუდი მოუხდია მოხუცს,ხელში ლოცვანი უჭირავს და ფეხზე მდგარი კითხულობს.მის გვერდით ერთი ძაღლი ჩამომჯდარა და თავს აყოლებს მანქანების მოძრაობას.
თბილისი სხვანაირი ადგილია,მართლა სხვანაირი. საერთოდ,საქართველოა ბრწყინვალე.
მე მივდივარ,კოსტა არ ჩანს და არც მოუწერია,არ შემხმიანებია.
„აბა,არ ვიფიქრებო?!“გამოვიჭირე საკუთარი თავი.
„დაახვიე!“-ვაძევებ ისე,თითქოს დემონი იყოს.
იწყება გადაღებები,პატარა ოინბაზობები.იწყება სიახლეები და მეც ყურადღება გადამაქვს,ერთი სულიერი დავიწყებას ეცემა.
ამჯერად ვინ ვარ?!ერთი ავი ქალი,რომელიც რატომღაც შემიყვარდა.ხო,მარსელა გავიჩემნაწილე. როგორი უცნაური სიტყვაა,მეჩემაც ხომაა,მაგრამ ეს კიდევ სხვა რამაა.
-დადუ,მოგვაქციე ყურადღებაა!-ბაჩის ვუყურებ შეშინებული,თან გულზე ხელს ვიდებ.
-რა იყო,გინდა გული გამიხეთქო?!-კამერის წინ ვიმართები.
-ოქრო,დაიწყე!-ოქრო და ბაჯაღლო კიდევ!თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და სქელ ჟაკეტში სახეს ვმალავ,თან წინ მივდივარ.ოთახის კარს გიჟივით ვხსნი და იქვე დადებულ ლარნაკს ვესვრი ობიექტს.
-რამდენჯერ გითხრა,ორი ერთად ტ*რაკს ვერ ვათამაშებთ.ან მე და ან შენ.ხოდა,ახლა გეუბნები, მორჩა!-თითს ვუწევ გამწარებული,თან ტონს ვამაღლებ.-რა არ გასვენებს?რა ვერ გაკმაყოფილებს?
-რა გაღრიალებს...ეგ ლარნაკი -ყვირის ქავთარაძე.
-რა მაღრიალებს და ყელში ხარ.ელემენტარულია,შედიხარ გასაძარცვად?გეგმის მიხედვით იმოქმედე,ნუ გინდება ეს ინტერპრეტაციები და ნიჭის დემონსტრაციები.ლამის გავებით, შენი „ტრიპაჩობა“რა ვთქვი მე.-ვიღრინები.- ეს დედამო***ნული,მილიონჯერ ვთქვი, რომ ან ხარ გუნდის წევრი,ან არა!ჰოდა,თუ ხარ,ნუ მატრაბაზობ თუ არადა,დაა*ხვიე!არ მჭირდება სათრევი, ეგეთი ჩემი თავიც მყოფნის!
-მოდი,ცოტა გავერთოთ...-ჩემკენ მაცდური გამომეტყველებით მოდის,თუმცა არ ვაცდი.
-ამის დედაც!ნუ მიგდებ სიტყვას ბანზე,როცა რაღაცას გიხსნი!რისკი გიზიდავს? პარაშუტით გადმოხტი და არ გახსნა ჩანთა,ვნახოთ როგორ დაეცემი და დაასხამ ტვინს!- როლში ვიჭრები და ხელებს ვიქნევ.-თავს მაცემინებ!ძვლებში მინდა დაგშალო!
-ახლა თავი რომ მოვიკლა,გკიდ*ია ხო?!-კბილებში სცრის.
-მაგრად.შენ თუ შენი თავი არ განაღვლებს,მე ათასი წელი რა.-თითს ვატრიალებ ჰაერში და ცოტა შიშიც მეპარება,მართლა არ გადახტეს ეს უპატრონო ფანჯრიდან. როლებში ვიჭრებით.- აი, აქედან თავით გადაეშვი!-ფანჯრისკენ ვუთითებ.-მიდი ჰე,მოტივაციას გიმაღლებ!
-ანუ არც არაფერი იყო ის დრო,რაც ერთად ვიყავით?-ნააჰ,გადამხტომს არ ჰგავს.
-შვილო!-თავს ვაქნევ უიმედოდ.-რაღაც მთავრდება,რაღაც იცვლება.. რაღაც არა და იგივეა. შენ არ ხარ მთავარი მოქმედი გმირი ამ პლანეტაზე.შენს გარდა მილიონობით კაცია,არა მილიარდობით და ხელჩაქნეული თუ წყვეტ სიცოცხლეს,მხოლოდ შენი არჩევანია.მე ის დამრჩენია, სასურველი იარაღი მოგაწოდო.-მხრებს ვიჩეჩ და მაგიდაზე დადებულ სასმლის ბოთლს ვაფრინდები. უშიშრად ვიყუდებ,მაგრამ სახე მემანჭება. ამ იდიოტებმა მართლა ალკოჰოლი დამალევინეს?!
ცოტა მახურებს.
-ხარ მარტო შენ.თავიდანვე ასე იყო.-იმედგაცრუებით ამოთქვა. გულნატკენი მართმევს ბოთლს ხელიდან, ისიც იყუდებს.
-მერე ეგ თუ იცოდი..-ყელი მეწვის და გულში ვიკურთხები ერთს სასმლის გამო.- რატომ მიეცი შენს თავს იმედები?!ოდესმე მიგრძნობინებია რომ შვილივით მყავხარ ან მეგობარი ხარ ჩემი?! მიფლირტავია?
-არა,არც გაგიღიმია.
-აბა რას გადამეკიდე?თუ ლატარიაში მერგე?!-ხელებს ვშლი.-პარტნიორობა მორჩა.შენ გეგმას გასცდი,ზღვარი გადაკვეთე და ახალი იპოვე საქმეში,ან რა გეგმებიც გაქვს,ის განახორციელე.ჩემი საქმე არაა,მაგრამ გზაზე არ გადამეღობო,თორემ მომიწევს დასასრული მოგიფიქრო.-მხრებს ვიჩეჩ და კარიდან გავდივარ.ზურგს უკან ლეწვის ხმა მესმის.ბატონი ქავთარაძე წყობიდან გამოვიდა.
-გადაღებულია!-ყვირის ბაჩი.-მაგარი ხარ,დადუ!-თვალებს ვატრიალებ და მხარზე ძმაკაცურად დაკრულ ხელზე ლამისა შევბრუნდე,თავი ვარტყმევინო ასფალტზე.
მოკლედ,თავს ვიკავებ,მაინც და საღამოს იქვე ახლოს გავდივარ სასეირნოდ.
ხალხი გვერდს მივლის,მეც გვერდს ვუვლი მათ.ფიქრები ტივტივდებიან თავში,მე კი ვდევნი მათ.ალბათ,დამღალა ჩემში არსებულმა „დემონმა“.ზოგჯერ მინდა მატერია ჰქონდეს,რომ კისერი მოვუგრიხო,ან ის მაინც შევძლო,ორგანიზმს მოვგლიჯო.
****
ვთამაშობ ყველგან,თავაზიანი ვარ ყველგან,ვიღიმი ყველასთვის და ბაჩის სიახლოვეს ეჭვით ვუყურებ.არ მსიამოვნებს,არ მომწონს გადამეტებული ყურადღება.თუმცა საბაბს არ მაძლევს რომ ჩამოვიშორო საბოლოოდ.
კვირის ბოლოს კლუბში მეპატიჟებიან დასალევად.მე კი პანიკებში ვარ,გადაღებებია, სად მიმათრევთ-თქო,მაგრამ მაინც წავყევი.წაყვევი,რადგან მანამდე ბევრჯერ ვიუარე და უკვე ცუდად გამომდიოდა.წავედი ჯინსის შარვლით და სქელი ჯემპრით,არაკლუბური ჩაცმულობით.
ბერლინში კლუბში ხართ ნამყოფი?!ჩემთვის მართლა „too much“ სიტუაციაა, მოყვარულებისთვის-სიგიჟე.სამოთხე სხვა სიტყვაა.ვერ შეადარებ და ესე უბრალოდ შედარებაც ცუდად გამოვა... უკეთესად რომ გითხრათ,წიგნების მოყვარულთათვის ბიბლიოთეკის ერთ წლიანი უფასო ბილეთია.ოღონდ ამ ბიბლიოთეკაში რომ შედიხართ,ზუსტად იცი,რაღაც ახალი და საოცარი დაგხვდება. ეს ისეთი კი,გაგაოცებს და გაგაკვირვებს.სიამოვნებას მოგანიჭებს.უფრო სხვა რამეს რომ შევადარო,საყვარელი მუსიკოსის კონცერტზე მოხვედრას ჰგავს და უფრო უხეში და მარტივი შედარებით,ნარკომანისთვის წამლის მიწოდებას(ეს უკანასკნელი ცუდი შედეგით სრულდება).
ეს მაგალითები და შეგრძნებები მაინც ხომ განსხვავებულია,მაგრამ მთავარია მიხვდით,რის თქმას ვცდილობ.
თავი ახდაზე მაქვს,მუსიკა ბოლო ხმაზე ისმის.სასმელს მთავაზობენ,მე კი მას მერე ვერ ვსვამ სხვის მოწოდებულ სასმელს,რაც 16 წლის ასაკში გამაფრთხილეს-შეიძელბა რამე გაგირიონ და შენთვის უსიამოვნოდ დასრულდეს ღამეო.კიდევ ერთი ამაზრზენი პრაქტიკის შემდეგაც. მოკლედ,ახლო მეგობრების გარდა,ყველას მიმართ ნდობა მაქვს მაგ კუთხით დაკარგული და ზრდილობიანი უარით ვისტუმრებ თუ მთავაზობენ.
-„გაგისწორდება“ ..-ბაჩი მეჩურჩულება ყურში,ბართან ვდგავართ ახლოს.ბარმენი უაზროდ ატრიალებს ბოთლებს,მე წარბაწევით მივჩერებივარ იქამდე,სანამ ბაჩი ხელის გულზე რაღაცას არ მიდებს.
„ოღონდ წამალი არა...“ ხელისგულს დავყურებ ფერდაკარგული.-რას აკეთებ,დალიე.-წელზე მხვევს ცალ მკლავს.გულისცემას ვერ ვგრძნობ,მგონი აღარ ფეთქავს წუთით. სისხლის შხუილიც მგონი ნელდება კადრების ცვლასთან ერთად.
აი,ახლა ვხვდები,ძალიან ცუდ დღეში ვარ.დაუცველობის განცდა მეუფლება.
-არ მინდა.-ამღვრეული თვალებით ვუყურებ.არ მგონია შენიშნოს.მოცანცარე განათება, ხმამაღალი მუსიკა და ამას ზემოდან დამატებული ის,რომ ნასვამია,თან აბი აქვს ნაყლაპი ამ იდიოტს.ხელისშემშლელი ფაქტორები არ ილევა.
-არაფერს გიზამს,მიდი..-იქიდან ნატუკა მეძახის,მე სახე მეცვლება.-ენერგიაზე მოგიყვანს, მაგარი ღამე იქნება..-ვცნობ ასეთ საუბრებს.გულაჩქარებულმა ლამისაა ტირილი დავიწყო.ისე არ მინდა, ისე მაშინებს ასეთი გართობები.არ მიყვარს ისეთი თამაში,რომელშიც შეიძლება პირიდან „დუჟგადმოსულმა“ დაასრულო ყველაფერი.
-არ მინდა,ისედაც ვსვამ.-წინ დადებულ ჭიქას ეჭვით ვუყურებ.დალევას მაინც არ ვაპირებდი. აბს ვუბრუნებ.
-ეე,რას აკეთებ..
-ბაჩანა,აბებს არ ვსვამ.-საიდანღაც მოთრეული „სიმშვიდით“ ვამბობ,მაგრამ გული მაინც მისკდება.- ა რ ა!-გულწრფელად,მაღიზიანებს:წითელი,ლურჯი და დამატებით რამდენიმე ფერის ცვლილება.ბნელდება,მერე ისევ ნათდება...აზიური ფერთა გამა და ჯანდაბა!
ეცინება,თვალს მიკრავს, ზურგს მაქცევს და რომელიღაც ბიჭს ეჩურჩულება.მე კი ბარმენს საყელოში ვაფრინდები და სახეს ახლოს ვაწევინებ.უნდა ვისარგებლო მომენტით.
-ინგლისური გესმის?-ტონს ვუწევ,თან ძალიან არ მინდა ვინმემ ზედმეტად დამინახოს. გულაჩქარებული ვაშტერდები.
-კი.-მაჯაზე მეჭიდება,რომ ხელი გამაშვებინოს.უხერხულად მიღიმის.
-სასმელს დაასხამ..-ბაჩისკენ ვაპარებ თვალს და გულზე მეშვება,ჯერაც რომ საუბრობს სხვასთან.-მოკლედ,რასაც გეტყვიან,გამირევ,დამისხავ და ა.შ. მაგრამ ამის ყურადღება მოდუნდება თუ არა..-ბაჩისკენ ვანიშნებ.-ცარიელ ჭიქას მიდებ წინ,შემიცვლი.სასმელს რაც გინდა უქენი,ამათი მოცემული ფული თუ გინდა აიღე, თუ მიგიშვებს შენი თავი მაქამდე.მე 100$ დაგიმატებ.-თავს მიქნევს დაბნეული,მე თითს ვუწევ გამაფრთხილებლად უკან დახეულს. ვანიშნებ გადაასხას ის,რაც გამიმზადა მონდომებით.
-დადუნა,ცეკვა არ გინა?!-ყურში მეჩურჩულება ბაჩი.არ მსიამოვნებს მისი მოახლოება.რაღაც ნაწილი იმასაც მეუბნება,თავქუდმოგლეჯილი გავიქცე აქედან.-დალიე უკვე?-ხითხითებს და ხელს ზურგზე მითათუნებს.უკან ვიხევ,რატომ მიბედავს ამდენს?!განა მე მივეცი საბაბი?
-არ მინდა!-უხეშად ვეუბნები.ეს კი ანიშნებს მეორე დამისხას.ნუ,აი კრეტინი.. ბარმენს ვბურღავ მზერით.ის კი თვალებს აცეცებს და ელოდება მომენტს,როცა შეძლებს შემიცვალოს ჭიქა. პარალელურად,სხვებსაც ემსახურება.
აი,ეს ელექტრო მუსიკა გულზე მხვდება ვიბრაციებით.ცოტა მიკლია,იმ დინამიკებს სულ წიხლებს ვურტყამ.მთელი ორგანიზმი მიკივის,ამ ადგილას რა გინდოდაო.
-დალიე,ვიცეკვოთ.-ისევ ახლოსაა.ყურში მეჩურჩულება და ბარმენიც სიჩქარეში ცოტას აქცევს,მე კი თვალს ვუკრავ,ვუღიმი.ეგ არაფერი,ბიჭი.მთავარია მშრალად გავიდე.ის ორი ბენტერა გოგოც წასაყვანი მყავს.
ბაჩანა შოკირებული უყურებს ცარიელ ჭიქას,კიდევ ეუბნება დაამატეო,მე კი ხელები მიკანკალებს.სულ არ მინდა გამომიჭირონ.
ფეხზე ვდგები,არ მინდა ჯერ-თქო,ვაჩერებ.ჩვენებს ვეძებ თვალებით.ვერ ვპოულობ,ჯერ ჩემი სიმაღლე მიშლის ხელს,მერე ამდენი ხალხი და ამ სიმაღლე.2 მეტრზე დაბალი არ მგონია ვინმე იყოს.მინდა,არ მინდა უმცირესობის წარმომადგენელი ვარ და თან ერთი კაცი.
-ცოტაც და გეფიცები,მაგრად იგრძნობ თავს.-ყურში მეჩურჩულება ბაჩი. მე გული მიფრიალებს და მეშინია არ გამისკდეს.უბრალოდ თავს ვუქნევ და აქედან გაქცევაზე ვფიქრობ. კარი შორსაა, ხალხი ბლომადაა,გარეთ გასვლა გაჭირდება.
ახლა მოუნდებათ ტერორისტებსაც სიმშვიდე რა.
-ბაჩი!-ხელზე ვქაჩავ,ის წელზე მოხვეულ მეორეს ჭიმავს და მიყურებს მომღიმარი.
-რა?-ტონს უწევს რომ ხმა გამაგონოს.
-ცოტა დამცხა,გარეთ მინდა რა..-ვაფრთხილებ.-გულზე მიჭერს,ცუდად შეიძლება გავხდე.- მართლა ისეთი სახით ავხედე, ეტყობა დაიჯერა.
-გაგიყვან.-უარის მიუხედავად არ მომეშვა.მგონი უარესი შარია.ასე ვეღარ გაიძურწები ამ „ჯლაგუნა“ ადგილიდან.თუმცა დადებითი ისაა,ციდან სამ მეტრზე ხალხს რომ აქეთ-იქით მარტივად წევდა ამხელა ბაჩანა და ზედმეტი გართულებების გარეშე მიკვალავდა გზას.
-უკეთ ხარ?!-სახეზე უნდა დამადოს ხელი,მაგრამ მგონი საკმარისად აფათურა,ეყოს.გვერდით ვაწევინებ.
-არც ისე..-ხელს ვინიავებ უკან დახეული და ქურთუკში მკლავებს ვუყრი.-დახუთული ჰაერია, მგონი სასმელიც მოქმედებს.-თავს ვისწ....ბ და დამფრთხალი კედელს ვეყრდნობი.- ცოტა შევთვერი.
-ნუ გეშინია,ცოტა მოიცადე,მაგრად გახდები.-მაღიზიანებს ფრაზა.გამოუცდელი თინეიჯერივით მელაპარაკება და მიმტკიცებს,ყველასთან ერთნაირად მოქმედებს და მე თუ არაფერი მომდის, შენც არაფერი გიჭირს.იქნება და ვკვდები.რა,ცოტა მომკვდარა ასე?
-ბაჩი,ცუდად ვარ,გეფიცები...-გულზე ხელებს ვიდებ.ღრმად ვიწყებ სუნთქვას და ნერვიულად ვიქნევ ხელებს.-გოგოებს დაუძახე,წავიდეთ რა.-ვთხოვ აწყლიანებული თვალებით. ტანი მიცახცახებს,კბილებს კი მაგრად ვაჭერ ერთმანეთს,რომ არ აკაწკაწდეს.
-რა გჭირს,დადუ..-ახლოს იწევა,მე ვაჩერებ.-მართლა კაი „პონტია“, ნუ გაპანიკებს. ცუდს დაგალევინებდი?-ეცინება. სულელის გამომეტყველება დასთამაშებს.
ბერლინში ყინავს,მე თბილად არ მაცვია.ამას უკვე ჰგონია „კაიფს“ ვიწყებ,დავლევ და მარტივად მოსახელთებელი გავხდები.
გავაფრენ,ჭკუიდან ავიწევი ახლა.
ჩემდა ჭირად,ტაქსიც არაა მრავლად.
ტრანსპორტი მითუმეტეს და ნაცნობიც არავინ მყავს საზღვარგარეთ.რა რთული ყოფილა,მე კი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მარტივი საქმე მეგონა.თურმე რამხელა პასუხისმგებლობაა.
-გეხვეწები,არ მსიამოვნებს ეს ადგილი.მართლა ცუდად ვარ,გული ყელში მაქვს ამომჯდარი..- სიცილით კვდება,რაა სასაცილო?! წინ გადმოხრილი მხარზე მადებს შუბლს,თეძოებზე კი თითებს ათამაშებს.
ეს უკვე ძალიან არ მომწონს.იმდენად არ მომწონს ყინვაში დაწყებული ცახცახი,ნერვულში გადამდის.ვკრთები.მინდება მომშორდეს.მის თითებს რომ ვგრძნობ ან ხელებს, პანიკა მიტევს, გონება განგაშს ტეხს და გაუაზრებლად ვაშორებინებ.
-ბაჩი,გთხოვ..-ფაქიზად მინდა მოქმედება,რომ არ გაღიზიანდეს და მშვიდად დავასრულო. გონებას უნდა ვაიძულო იმუშაოს,მიატოვოს პანიკა და გონივრული,რაციონალური ქმედებები განახორციელოს.-გთხოვ,გთხოვ....
-იცი როგორი ლამაზი ხარ?აი,ყველაზე არა... ყველაზე „ვაფშე“ არა,მაგრამ ...-უკვე ნერვები მეშლება.-ისეთი სუნი გაქვს,სასიამოვნო და კანი...-ლოყაზე მადებს ხელისგულს.- სხვა „ლეველი“ ხარ,სულ სხვა.-მინდება სახეში გავაწნა გვარიანად,მაგრამ ვერ მოვერევი და გაცეცხლებულმა თუ მავნო,იოანას და ნატუკასაც ავნებს ვიღაც ამ ღამით.საღ გონებაზე არავინაა! განგაშია!
-დამელოდები?-რაებს ვბოდავ?!-საპირფარეშოში შევალ და წავიდეთ.-სხვანაირად არ მომშორდება.გაოცებული სწორდება და მიღიმის.თავს კმაყოფილი მიქნევს ეს გაჭირვებული და მეც თავით ვანიშნებ უკვე არაადექვატურად მოაზროვნეს,რომ დაჯდეს,დამიცადოს.
-მალე,პატარა..-კოცნას რომ აპირებს,მაგრად ვუჯიკებ.უკან გადაქანებული,თავს ბოძს არტყამს, მაგრამ ძლიერად არა.“ეგრე გინდა!არც შენი პატარა ვარ,არც კოცნა გეღირსება და თავსაც გადაგიჩეხ.“ გულში კი ვიმუქრები,მაგრამ რისი იმედი მაქვს ან რისი თავი,არ ვიცი.
-გული ამერევა,თუ მალე არ შევალ.-მინდა შევზიზღდე.ისე შემიძულოს,გაკარების სურვილი გაუქრეს.საერთოდ ერთ სივრცეში არ გამიჩერდეს და გარბოდეს შორ მანძილზეც რომ მხედავდეს.ახლა მინდა გარბოდეს.
-საოცრება ხარ..-მგონი ავადმყოფია და ესეთები აღაგზნებს. ტიპს ღებინებაზე ველაპარაკები და საოცრება ხარო.ფსიქოპატია!
-მალე დავბრუნდები.-გაღიზიანებული ვაჯახებ კედელს,თან ვუღიმი.-ნელა,ნელა.. გეტკინება.- რომ უნდა გავასწორო,ვეჯიკავები და ისევ ვახეთქებ.“უარესის ღირსი ხარ,სულ წიხლებით უნდა შეგდგე და სახით გათრიო.“
ბრაზი ცოტა მინელდება მასზე ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისას.თუმცა გული მტკივა,იმედები გამიცრუვდა.
-მალე მოდი.-მაგარი დაშტერებული დაქანაობს.თავს ვუქნევ და ვცილდები.
უკან- უკან ვატრიალებ თავს,რომ შევამოწმო ისევ იქ მიცდის,სადაც დავტოვე თუ არა. თავი ფილმში მგონია ისევ.ხოდა,მეც ადრენალინი მაწვება.ერთხელ კიდევ ვატრიალებ სახეს უკან, ვიღაცის მკერდს ვასკდები.
ეგაა რა,უბედობა.ახლა ის სიმღერა უნდა მედოს „ბექებში“ „რა ვქნა რომ ბედი არ მწყალობს“ და ჩემი დატანჯული სახე უნდა დაინახოთ.
-ოჰო,აქ ვინ ყოფილა? „მშვიდობის მაძიებელი“?-შეუძლებელია... განცვიფრებული ავყურებ ქვემოდან სუსხიან ცის ფერებს.შოკისგან პირი მეხსნება,ის კი ნიკაპზე მეხება და მაკეტინებს.
-შენ აქ?!-ოდნავ დისტანციას ვზრდი და თვალებს ვისრესს.ხომ არ მეჩვენება?!მართლა აქაა?!
-კი,არ გელანდები.-სიხარულს ვერ ვიკავებ და ვეხვევი.მისი აჩქარებული გულისცემა პირდაპირ ჩემთვის უკრავს მელოდიებს.ისეთი აღტაცებული ვარ,ლამისაა დავუკოცნო მთელი სახე.
-მანქანა გყავს,კოსტა რიკა?-გულში ღმერთს მადლობას ვწირავ ამ კაცს რომ შემახვედრა ახლა. ქვემოდან ვუყურებ,წელიდან კი მკლავებს არ ვაშორებ.ისიც მაგრად მეხვევა.-კოსტიაა!
ღმერთო,როგორი თბილია და სასიამოვნო.როგორი გასაოცარი.მგონია მისი მკლავებია ყველაზე საიმედო.ეს ის სივრცეა,სადაც თავს დაცულად ვგრძნობ.
-კი,რა იყო,რომ?-კოპებს კრავს.-აქ რა გინდა?!
-გეხვეწები,მისამართი აი აქ მიწერია,2 გოგო უნდა მიმაყვანინო და იმან რომ არ გაიგოს,ისე..-თავით ხედით დამტკბარ ბაჩიზე ვანიშნებ,რომელიც ვიღაც ბიჭს ელაპარაკება უკვე და სიცილით კვდება. თან ჯიბიდან ფურცელს ვიღებ,სადაც ჩემი მისამართი წერია,მას ვაძლევ.-მალე რა,1 სურვილს შეგისრულებ,ოღონდ გადამარჩინე.- სიამაყეს გვერდით ვდებ სულ ცოტა ხნით და ქვემოდან ავყურებ დაიმედებული.-შესაშურ სიტუაციაში არ ვარ,კოსტიააა!
-რა მოხდა,ჯერ მითხარი.
-მოკლედ,თავი აქ ამოვყავით კოლეგებმა. იმ ორმა ჩერჩეტმა გოგომ რაღაც აბი მიიღო და სანამ რამე მოუწევიათ,წამაყვანინე.ცოდოები არიან.-ნერვიულად უკან ვიყურები ისევ. მშვიდობაა, ბაჩანა ისევ იქ ზის.
-შენ დალიე?-აშკარად არ სიამოვნებს რაღაც.
-არა,არა!არაფერი დამილევია,გეფიცები.ჭიქა წყალიც კი.-გულზე ხელს ვიდებ გულწრფელობის ნიშნად.-დედას გეფიცები, ნუ მიყურებ ეგრე!-ცოტა მწყინს,რომ არ მენდობა.-დავიფიცე,ადამიანო!-თეძოებზე ხელებს ვიწყობ.-დედას არ ვიფიცებ ყოველ ჯერზე!
-უკან არ მინდა შეხვიდე.-კეკელიძე თვალებში ჯიუტად მიყურებს.
-ყოველი წამით,რომლითაც შენ აქ მაფერხებ,მათ ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს აყენებს ზიანს. უჩემოდ ვერც იცონობ,ეს მეორე საკითხი.ძალიან გთხოვ,მერე გავარჩიოთ აკრძალვები და თუ გინდა,კუთხეშიც დამაყენე... მაგრამ ახლა, ან დამეხმარე,ან მარტო ვცდი ჩემსას.-შესასვლელისკენ მივიწევ ისე,რომ არც ველოდები.მომბეზრდა ამდენი თხოვნა,რამეს მოვიმოქმედებ მარტოც.
-ჯანდაბას,კარგი.ოღონდ ჩემთან ახლოს იქნები,ხელს ჩამჭიდებ და არაფრის დიდებით ჩამომშორდები.- თავს მორჩილად ვუქნევ.გაყინული მტევანით ვეჭიდები მამაკაცის თბილ ტორს და შიგნით ვექაჩები.-ვინმე მოგითათუნებს და მეუბნები.-თავის სითბოს მიზიარებს გაუაზრებლად,მე კი ვისრუტავ ბოლომდე.
-კარგი.შენც მითხარი.-გაღიზიანებული ვუბრუნებ პასუხს.შოკირებული დამყურებს ზემოდან,მე კი შიგნით მივათრევ.იქაც მთელი ამბავია,გვიწევს ვიჯიკაოთ.სასოწარკვეთილი ვეძებ ნატუკას და მის „დუბლიკატ“ განუყრელობას იოს.
ალბათ,რა უცნაური სანახავია,მე 1.20 ნახტომში გოგო,ამ 2 მეტრიან აყლაყუდებს რომ ვუძვრები და ყოველ ჯერზე მათი სახების დასანახად უცნაური ნახტომების გაკეთება მიწევს.თან გახსოვდეთ,აქ ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი უჯრედებივით ვართ და მეტად რთულია ამ ჯაჭვიდან ამოხტომა.(კოსტასთვის არც ისე.არაფერი უჭირს,გლანდებიდან ეწყება ფეხები.მე რა დავაშავე, დაბალი რომ ვარ?!).
აი,ვისაც გაქვთ „სამეფო კარის თამაშები“ ნანახი,ერთ-ერთ ბრძოლის ეპიზოდში ჯონ სნოუს რომ აქცევენ წრეში,ყველა მხრიდან უტევენ,ეს ზემოთ-ზემოთ ცდილობს ამოძრომას,იმიტომ რომ ისრისება და ჰაერი აღარაა.ახლა ყველაზე უკეთ გავუგე,ლამისაა ამათ კისერზე შემოვსკუპდე, ოღონდაც რამე გავარჩიო,ვისუნთქო და ვიმოძრაო ადამიანურად.(კოსტას კისერს ვამჯობინებ.... მოკეტე,არაჯანსაღო მხარევ!)
მინდა ვიღრიალო იმ ორის სახელი ხმამაღლა,თუმცა ფაქტია,ვერ გაიგებენ. უკვე პანიკაში ვვარდები, კეკელიძე ახლოს მიზიდავს და ყველას ათვალიერებს(გეგონება ნატუკას და იოანას იცნობდეს სახეზე ან ამ განათების ფონზე კარგად ჩანდეს რამე).უკვე უიმედობისგან ქვითინის დაწყებას ვაპირებ,რომ ნატუკას მანტოს ვამჩნევ,რომელიც არ გაუხდია შემოსვლისას.ვიღაცას კისერზე ეკონწიალება,ისე ჰკოცნის,თავს უხერხულად ვგრძნობ.ის ბიჭიც ხან ცალ დუნდ*ულაზე ეპოტინება,ხან მარცხენა მკერდზე.
-ისაა,გამოათრიე.-ნატუკა ახლა ვერ აზროვნებს სწორად.ორი მავნებელი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშაა.ამიტომ ყველაზე სწორი ისაა,რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.
კეკელიძე უბოდიშოდ აწყვეტინებს კოცნას.ერთ ხელს მკერდიდან აწევინებს,მეორეს საჯდომიდან.
-ესაა?-თავს ვუქნევ.
-დადუ...-გულიანად იცინის.-კარგი კოცნა იცის,სცადე.-კოსტა თავს აქნევს და გოგოს მაჯაში აფრინდება.ის ბიჭი ეკითხება რაღაცას გერმანულად,კეკელიძე პასუხს უბრუნებს და უცხოც თავს გვანებებს.
-გამიშვი,გამიშვი.არ მინდა წამოსვლა.-მე მეორე მხრიდან მავლებს ხელს და სხვა მიმართულებით მივყავარ.ახლა მოუნდა ნატუკას კდემას გამოფხიზლება.კარგი დროსია!
-დარჩა ერთი,ხო?-თავს ვუქნევ და გოგოს სახელს ვიმეორებ.ნატუკა კი რაღაც სისულელეებს ყვირის ხმამაღლა,თან ფართხალებს,მე კი ისე ვუჯერებ კოსტას,თითქოს ეს მამა იყოს,მე მისი შვილი.ნატუკა კი პატარა და კაპარჩხანა ბავშვი გამოდის(რომლის გადაგდებაც სურვილზე მაღლა დგას.)
ტუალეტის კართან ჩაცუცქული იოანა მოთქვამს.თან სიცილს ურევს. ესაა რა,არ უნდა ყლაპო ყველაფერი,რასაც გაძლევენ. უკვე თავისუფლად ვვუახლოვდები,მხრებში ვაფრინდები.
-სიკვდილის მეშინია.-მაგრად მიჭერს მხრებზე ხელს.-მეშინია ღამის და ჩახუტება მინდა კიდევ.
-ადექი,რა დროს სიკვდილია.-ვცადე წამომეყენებინა,მაგრამ მეჯიკავება.-ჩაგეხუტები,მოდი.
-არ მისმენ.ხალხმა მოსმენა არ იცის.თავს დაგიქნევენ,ვითომ ჰო და არ გესმით.-კივის ბოლო ხმაზე და ტანს ჩამომჯდარი აყოლებს მუსიკას იოანა.
-დადუნა,დაიჭირე ეს შერეკილი,მაგას მივხედავ.-ნატუკას ლამის ოთხივე კიდურით მოვეხვიო,ისე მიძალიანდება და რაღაც მომენტში,ვგრძნობ რომ გამექცევა.კოსტა აკივლებულ იოანას მხარზე იგდებს,მეორეს მეორე ხელით და მე წინ მიყენებს,უნდა გიყუროო.
„ამ ერთხელ დატკბი ჩემი უნაკლო საჯდომით.“-რა გულკეთილი ვარ და ამბიციური? თავში ავარდნილი,დადუნა!
„ბარმენი“! თავში მიტივტივდება დაპირებული 100$ და კოსტას ვეუბნები დამიცადოს. ჩანთაში კი ფულის პოვნას ცდილობ,სანამ საცეკვაოდ გამოწკეპილ საზოგადოებას შევერეოდე. სახე მიწყნარდება,როცა ვაგნებ.
-რას აკეთებ?-ყვირის ხალხში თითქმის შერეული.
-მაცადე,სულ ორი წამით.-უკვე მოთმინებას კარგავს.
-2 გოგოს ვაკავებ,მესამე შენ მემატები?!-ლამისაა შუბლით მომაწვეს. ნატუკა იმდენს ხვანცალებს, კეკელიძე დაჭერას ვერ ასწრებს.ბარისკენ მიდის,დალევა მინდაო.რანაირად და როგორ ძვრება არ იკითხოთ,მეც კი შოკში ვარ.ტიპი ფეხზე ძლივს დგას და მაინც თავისას აწვება.
-დადუნა!-მხარზე იოანა ჰყავს გადაკიდებული,გოგო კივის ხელ-ფეხს იქნევს და ეს ყურადღებას არ აქცევს.ვინც იაზრებს სიტუაციას,უცნაურად უყურებს კოსტას. ზოგიც მიდის სიტუაციის გასარკვევად.ბარმენი შორიდან გვხედავს,ნატუკას უკან აბრუნებს და სანამ წავიდოდეს,ვცდილიბ დაპირებული მალულად გადავულოცო.
-არა,არა,არა!მე არც აბებს ვურევ,არც ფულს ვიღებ ვინმესგან.-უკან იხევს,თან ხმამაღლა ამბობს,რომ გამაგონოს.
-მე დაგპირდი..
-არა,თქვენ მიმახვედრეთ,რომ საფრთხეში ხართ.-ისევ უწევს ტონს ქერა ბიჭი.-ვერ ავიღებ, არ შემიძლია.
-ძალიან გთხოვ.
-არა!-თავს აქნევს ღიმილით და ტრიალდება,რომ დიდი მასა გაარღვიოს.
-შენი სახელი!-ვყვირი.
-ნიკოლასი!
-მთელი სიცოცხლე მემახსოვრები,ნიკოლას!გმადლობ.-გულწრფელოდბით ვუბრუნებ პასუხს.
ასეთი რამ როგორ უნდა დაივიწყო?!ასეთი უანგარობა,ადამიანობა და პატივისცემა?!
ჯერ კიდევ არიან ადამიანები.ეს იმხელა ნუგეშია,იმხელა... ალბათ,ამიტომ გვაქვს ძალიან ბევრი შანსი ჩვენც.იქნებ მსოფლიოს მოდებული გულგრილობა ოდესმე დავამარცხოთ კიდეც, ოღონდ სხვების დანახვა უნდა შესძლოს კაცმა ჯერ და რომ დაინახავს,მის გულში ჩახედვა.
-დადუნა,დაგყრით აქ!-კოსტასკენ ვტრიალდები და გაჭირვებით გავდივართ გარეთ.
უკვე გაბედნიერებული,ბრძოლა გამოვლილი და ენერგია გამოცლილი კეკელიძის თანხმობით ვიღებ მანქანის გასაღებს,კარს ვაღებ და უკანა მხარეს ჯერ ნატუკას ტენის,მერე იოანას და მაფრთხილებს,უკანა კარი ჩავკეტო.ვუჯერებ.
დაცვასთანაც მაგარი ბრძოლა გამოვიარეთ,კოსტამ მოაგვარა ეგ,მე რომ იოანას ვაკავებდი, პარაშუტით ვხტებიო(რეალურად მანქანის კაპოტზე ძვრებოდა და იქიდან აპირებდა დაშვებას).
კივილის შემდეგ ისე იცინიან,ცოტა მეშინია.თან იმასაც ვფიქრობ,ვინმეს არ ეგონოს ვძალადობთ, პოლიცია არ დაგვაყენონ თავზე.აქ კანონმორჩილია ხალხი.
კოსტას ვუყურებ არეული,ცოტა ბედნიერიც და არ ვიცი,არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ ჩემს გულში ჩახედვა რომ შეგეძლოთ,მიხვდებოდით.ასე კი ძნელია ახსნა,თუ რას ნიშნავს დადუნა ცინდელიანისთვის კონსტანტინე კეკელიძის გამოჩენა მაშინ,როცა უიმედობის ჟამი ედგა. მანქანას დიდი მოთმინებით მართავს.სახეზე ვატყობ,ღრიალი უნდა,მაგრამ იმათ დაპანიკებას ერიდება თუ ჩემსას,არ ვიცი.
ნატუკა ითიშება,იოანა წინ იხრება.
-მაგარი ტ*რაკი გაქვს,აბზეკილ...-კოსტას სახეზე უკვე მე ვხარხარებ.იოანა კი ისეთი სერიოზულია,ლამის გამლანძღოს,რა გაცინებსო.-სიმპათიური ხარ!
-მადლობა.-კეკელიძე სიტყვაძუნწობს.თუმცა ეს ფაქტი ჩემთვის სასიამოვნოა.აბა,რომელ გოგონას ესიამოვნება,კაცი,რომელიც მოსწონს,სხვას ეფლირტავებოდეს?!არავის.
-დადუნა,არ მომწონხარ.-მახლის პირდაპირ ნატუკას ორეული.არაფერს ვერჩი,ცუდები არ არიან ნამდვილად.უბრალოდ მაგრად ურევენ ხოლმე პერიოდულად.
-რა უჭირს მერე.არ ინერვიულო მაგაზე შენ.-ვამშვიდებ აქედან.-სულ ყველა ვერ მოგეწონება.
ძალიან კარგი გრძნობაა,როცა ვიღაცას შენთვის ცუდი უნდა,შენ კი მაგრად არ გაინტერესებს იმ ვიღაცას შენთვის რა უნდა.ვერაფერს გაკლებს სხვისი ყიამყრალობა და ეს გმატებს სიცოცხლეს. მართალი ყოფილა ჩემი მეგობარი,ყველა პოზიტივში შეგიძლია ნეგატივის დანახვა და პირიქით- ნეგატივში პოზიტივის დანახვა,მთავარია როგორ გაუმკლავდები თავსატეხს.
-გართობის „მუღამს“ კლავ.ხომ ხედავ,ბაჩომ აბი მოგცა და მაგანაც არ გიშველა.- ჰო,აი ეს არ გამოსწორდება. ბაჩანასთან ურთიერთობაც არ მსურს.
-ხო,უხასიათო ვარ მაგარი.-თავს ვუქნევ.
-ერთი კარგი ტანი გაქვს და ეგაა,მაგით გაგაქვს თავი.
-არაუშავს.ჩემი ნიჭი რა ნიჭია.-სახეს ვმანჭავ სიცილით.-მაგით მაინც გავიდე ფონს.
-ისე,კარგად თამაშობ,მაგრამ საუკეთესო არ ხარ.-თითი ლამის ნესტოში შემტენოს,ისე ახლოს მოაქვს.
-ხო,რა.რა მინდა ამ სფეროში საერთოდ,მე არ მესმის.-ხელს უკან ვაწევინებ შეწუხებული.
-რატო რა გინდა,მე არ მიყვარხარ,თორემ ყველა შენს ხსენებაშია.აი,გააჩენ შვილს და გასუქდები.- ხარხარი მიტყდება კვლავ.ძალიან კარგი გოგოა,სერიოზულად მომწონს ესეთი გულწრფელობა.
-მკერდი ჩამოეწელება.-კოსტა ეხმარება.ჰმ! გაიძვერა!
-საჯდომიც და აღარავის ენდომები.ახლა შეიძლება თავს იფასებ და არავის იკარებ, იმ საწ....ბს კი იმედი აქვთ,ახლოს მოვლენ.მერე იქით შეეხვეწები და უკან დაგიბრუნდება.-მუქარასავით ჟღერს ან წყევლასავით,მაგრამ ვიცინი.სრული აბსურდია!
-და და და დაამ,დრამააა.-საჭეზე ათამაშებს კეკელიძე დახვეწილ თითებს.გაფრენა შეიძლება, ისეთი მშვენიერია.თლილ თითებს ვაშტერდები.
-კი,მალე ნატუკა წამოხტება,მეტყვის „მე დედაშენი ვარ,მაგრამ თან შენი მტერიო“ და მანდ უკვე ოპაააა...-წარმოდგენაზე უხერხულად ვარ.
-მე არ ვარ შენი მამა.-კეკელიძემ მშვიდი ტონით მომიგო.-არც ძმა,არც ნათესავი და არც მეგობარი.
-გაიხარე,გულზე მომეშვა.-მეცინება უკვე მერამდენედ.
-რა მხიარული ხარ.
-აბა,დეპრესიაში არ ვაპირებ ჩავარდნას ვიღაც იდიოტი კოლეგის გამო,რომელიც კარგი მეცნიერივით,ხვრელს ეძებს.ოღონდ ეს ყველგან. ოზონისას მაინც ეძებდეს.-„ბექებში“ მიწევს საუბარი.უკან მაფორმებს იოანა,რომელიც ახალ წელზე მღერის,თან ვოკალური მონაცემებიც არ აქვს.-აი,დეპრესიაში რამ შეიძლება ჩაგაგდოს და ყურიდან სისხლები რამ გადინოს.- გულით მინდა ხელუკუღმა ვუთავაზო გოგოს,მაგრამ რა ჰქნას?!მისი ბრალიც არაა.
-დადუუ,მიყვარხარ.-უცებ ისე იწევა წინ,ლამისაა შუბლით გაიტანოს მინა.
-გეზიზღებოდი წეღან,დაჯექი მანდ.-უკან ვწევ.ნატუკას თავი გვერდით უვარდება მინას მსუბუქად ურტყამს.
-ახლა მიყვარხარ.გილოცავთ ახალ წელს.-კივის ბედნიერი.
-მეც გილოცავ.მრავალს დაესწარი.-ვვოხრავ.-აბა,გილოცავ დაბადების დღეს.-თმას ვუჩეჩავ.
-happy new year,happy new year -ისევ დაიწყო,მე კი მსურს ისეთი შემოვკრა,ნატუკას მსგავსად მიითიშოს.ნატუკას ხსენებაზე ცოტა ვკრთები.ხომ სუნთქავს ნეტავ?!
ღვედს ვიხსნი და უკან ვიწევი.
-ეი,რას აკეთებ?-კოსტა ტონს უწევს და ცალი ხელით ქურთუკზე მქაჩავს.
-ვამოწმებ,არ მინდა ხელებში ჩამაკვდეს.-უკანალზე მედება წამით ხელი და ის რომ გრძნობს, ეგრევე საჭეს აფრინდება.
-ავარია არ აგცვცდება.-ბუტბუტებს,მე კი პულსს გაჭირვებით ვსინჯავ.-უკანალს აფრიალებ?! ტრაბახა ხარ რა.-არ ვიმჩნევ,მაგრამ უხერხულად ვარ.
-ცოცხალია.-ისევ ვეხეთქები უკან,ღვედს ვიკეთებ.-ტრაბახი არ მჭირდება,ისედაც შესამჩნევია.
-დაგვაჯარიმებენ.
-მე გადავიხდი,ნუ წუწუნებ რა.-ცოტა მაღიზიანებს.
-რა გენაღვლება,ჩემი ისტორია ფუჭდება,შენი კი არა.-თავს ვაქნევ გადაღლილი.ეეხ, ჩემი გაფუჭებული ისტორიები რომ იცოდეს...
-დაგამშვიდო?!მართვის მოწმობა მეორეჯერ ავიღე.-თითებს ერთმანეთში ვხლართავ.- პირველად ჩამომართვეს მთელი რიგი დარღვევების გამო.გამინულდა ქულები და მეორეჯერ მომიწია გასვლა.
-კანონმორჩილი გოგო მეგონე.-აშკარად გაბრაზებულია ჩემზე.-თურმე „კანონი იმისთვისაა, რომ დაარღვიო“ გოგო ხარ.-მაჯავრებს.
-ვარ კიდეც კანონმორჩილი,უბრალოდ ჯერ გამოცდილი არ ვიყავი და განზრახ არ ჩამიდენია ისინი.- ტუჩს ვიწვალებ.-კოსტარიკაა,მღლის ეს გოგო.
იოანა უკვე ფანოღზეა გადასული.ნეტავ ღილაკი ჰქონდეს,გამოვრთავდი.
-იო,ბოდიში,გაწყვეტინებ,მაგრამ შეკვეთით არ მღერი?-ყურიც არ მათხოვა,გააგრძელა თავისი რეპერტუარი.-რამე სხვა იმღერე რა!
ბინამდე მისვლა ცოტა რთულდება.კოსტამ გზები კარგად არ იცის,ამიტომ მობილურში გადმოწერილ აპლიკაციაში ნახულობს რუკას და ისე მივყავართ ადგილამდე.ამათ ჩემს საწოლში ვაწვენთ გვერდი-გვერდ.იოანასაც მალე ეძინება,მანამდე კი გვერდით მიწოლას მთხოვს, ჩახუტება უნდება.სხვა გზა არაა,თხოვნას ვუსრულებ,ვაძინებ და ვდგები ფეხზე ისევ.
-დიდი მადლობა.-ჩურჩულით ვეუბნები,თვალებში კი მადლიერი შევყურებ.
-არაფრის.-სერიოზულად მეჩურჩულება და დივანზე ჯდება.მიკვირს,სიმართლე ვთქვა.რატომ არ მიდის სახლში?!
-დასაწოლს ვერ შემოგთავაზებ,აქ მხოლოდ ერთი საწოლია და ორი დივანი.
-მარტო ვერ დაგტოვებ,ისინი უნდა ვაკონტროლო.პატარა ცვლილება და საავადმყოფოში გადავიყვან.
-კოსტა,არ მინდა შეგაწუხო.თუ რამეა,მე გადავრეკავ სასწრაფოში ან ტაქსს გამოვიძახებ.
-მარტო გაგიჭირდება.- სიცივისგან დამსკდარ ტუჩებს მადის აღმძვრელად ამოძრავებს.- ემოციური ხარ,ქალბატონო,მარტოც გაუმკლავდები,მაგრამ ნერვიულობისგან გული შეიძლება წაგივიდეს.ამიტომ ცოტა ხანს ამიტანე.
-მძიმე ღამე გველის,რას დალევ?-ფეხზე ვდგები და სამზარეულოში გასვლამდე მოსმენილი პასუხით კმაყოფილი სახე მაქვს.უკან მალევე ვბრუნდები,გოგოებს დავყურებ ჯერ,თან ფინჯნებს ვაწყობ პატარა მაგიდაზე.
-რატომ იყავი იქ?
-შენ რატომ ხარ ბერლინში?
-სამსახურიდან ვარ.-მხრებს იჩეჩს.-ვიცოდი აქ იქნებოდი,წასვლამდე ისედაც უნდა მენახე, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა არ დამიგეგმავს.იმ კლუბში არც გელოდი.ახლა შენი ჯერია.- ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს,თან თავისი მანათობელი თვალებით შემომყურებს.
ვგიჟდები?!ვაფრენ.
-დიდი ხანია მთხოვენ სადმე წასვლას,გართობას.სულ უარს ვამბობდი,დღეს კი ძალიან ჩამაცივდნენ,წამოვყევი.
-თუმცა არ სვამ,არ ეწევი და ნარკოტიკებისგან შორს ხარ.
-ჩემთვის ჯერ უცხოები არიან,მათთან ერთად ვერ დავლევდი.-გოგონებს ვამოწმებთ პარალელურად.-ნარკოტიკებს არ ვეკარები,მაგათ მიმართ განსაკუთრებული ზიზღი მაქვს.- მხრებს ვიჩეჩ.-აი,მოსაწევს გააჩნია.ერთხელ მაქვს გასინჯული,თუმცა ის არა,რითაც ტრადიციულად აფრენს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა.ნუ,აი კრეტინიზმი, ბალახს ეწევიან და მაგის მერე ჩვენ დაგვციანიან.-მეცინება.
-ახლა შენ დასცინი.
-დასაცინები არიან ისინი,ვინც ბალახს ეწევა. ვინც ნარკოტიკებზეა,ეგ კიდევ ცალკე საკითხია.
-ერთობიან,რას გიშლის?!-აშკარად არ ფიქრობს ისე,როგორც ამბობს. მგონი ჩემთან კამათი მოსწონს.
-სინამდვილეში ვერ ერთობიან,მაგიტომაც დადიან ამაზრზენი სახით.ნელი სიკვდილით იკლავენ თავს.უყურებენ გამჭირვალე კედილდან საკუთარ ცხოვრებას და ერთხელ ან ორჯერ გულგატეხილები, სახით ეფლობიან უბედურებაში.მეცოდებიან,აი რაღაცნაირად ასეა..-მახსენდება ის,რაც არ მინდა მახსოვდეს.-აქ ისეთი არაფერია,რასაც ვერ გავუმკლავდებით, მთავარია მოასწრო და წამოდგე,თუ არადა,ჩაძირვაც შენზეა.თუ ნიჩბებს არ მოუსმევ,ნავს ჩაყლაპავს უამინდობაში აზვირთული ტალღა.
-დადუნა,მეორეჯერ ასეთ ადგილას აღარ წახვიდე.შეიძლება მითხრა,შენ ვინ გეკითხება მე რას ვიზამო,მაგრამ შენთვის გეუბნები.ათასი ფსიქოტიპის ადამიანი შეგხვდება.ზოგი მოძალადეა, ზოგი გამოჩერჩეტებული და ზოგი ფულის გამო გწირავს,ან იმიტომ რომ შენი შეტყუება უნდათ საწოლში.-თვალებში მიყურებს ანერვიულებული.- შეთავაზებულიც არ უნდა მიიღო,ყველას ორგანიზმი ვერ აიტანს.სიმსუბუქის ფორმასაც არ აქვს მნიშვნელობა დიდად,დადუნა.
-ვიცი,მეორეჯერ მეც არ მაქვს წასვლის სურვილი,ამასთანავე ნდობაც დავკარგე.- გულიც კი მწყდება,ისე გამოვიდა ყველაფერი,მაგრამ არაუშავს. ის მაინც გავიგე,რომ ნებისმიერს შეიძლება მოეწონო და ნებისმიერი რამე შეიძლება მოისურვოს.
-კარგი.დიდი ხანი უნდა იყო აქ?
-არც ისე.რამდენიმე თვე მიწევს მოგზაურობა.-თავს მიქნევს.-რამდენიმე დღე აქ ვარ, მერე კიდევ მივდივარ.
-ბაჩი?
-არაფერი განსაკუთრებული.ერთი სულელი ბიჭია.
-სულელმა გადაწყვიტა შემოეპარებინა აბები.-ემოცია არ ეტყობა სახეზე,რაც ცოტა მაღიზიანებს.
-არაფერია.უარი გაიგო.უბრალოდ მოვწონვარ,უნდოდა გავერთე და არ იცოდა, თუ მე..
-აქედან წამოდი.არ მომწონს..
-არ შემიძლია.ჩემი პასუხისმგებლობაა ეს ერთი.მერე მეორე,ჩემი შანსია.
-ასე ვერ მოეშვები.ერთია ახლა რაც მოხდა.შენი ჩათრევის სურვილი ექნებათ სულ, იოანამ მართალი თქვა.შენი ადგილი აქ არაა,მართლა არაა.სუსტი ხარ ამდენ ცუდში.ვერ მოერევი.ამდენ გარყვნ*ილებაში სუფთა გინდა დარჩე?არარეალურია.
-მოტივაციას მიკლავ პირდაპირ.-ცოტას ვბრაზობ.
-ნუ ტინგიცებ,მართლა გეუბნები.
-სირთულეებს თუ გავექეცი,ვერასდროს გავხდები კარგი მებრძოლი.
-ჩემგან გაქცევა არაა კარგი მებრძოლის საქციელი.-დამგესლა. მაინც ვერ შეიკავა კბენისგან თავი.
-შენგან გაქცევა,სწორია.მე სხვა ვარ,შენ სხვა და ერთმანეთს განვიზიდავთ,ხომ გახსოვს.
-თავს იტყუებ.-თითს მიწევს.
-მოკლედ რა,რამდენი დალიეს.-საუბრის თემას ვცვლი.
-თავიდან ვერ აირიდებ იმას,რაც ხდება.გათენდება ხვალ ან ზეგ ან სულაც რამდენიმე წლის შემდეგ და დაფიქრდი რა იქნება.იქნებ დღეს შეგიძლია შეცვალო შენი ხვალ?!-გულს ნაცნობი სიმძიმე აწვება.
-კოსტია,ვინ ვარ მე,ვინ-შენ?!ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა?
-მე ვიცი,შენ თუ იცი ეს?!
-უნდა დამელია მეც.-უკვე ვხვდები,რომ ეს საღამო რაღაცას ან დაიწყებს,ან დაასრულებს.
-მიხარია სრულიად საღ გონებაზე მყოფს რომ გესაუბრები.-თმებზე ხელს ისმევს.-ვიცი,რაღაც გიჭირს,ამას ვგრძნობ და ვერაფერს გშველი.ვერავინ გშველით,შენ მარტო ხარ.-ვაი,რომ მართალია.
-კოსტა,შენ არაფერი იცი.საერთოდ არაფერი ჩემზე.-ვლუღლუღებ და ვპატარავდები. ტირილი მინდება,მაგრამ არ შემიძლია.-თუმცა ვაფასებ,რომ გინდა ჩემი დახმარება.თავს არ მოვ.იკლავ, ნუ გეშინია.სისულელეა,ადგე და ყველაფერი დაასრულო,როცა ჯერ კიდევ გაქვს რამდენიმე წელი ან დღე და ამ შანსს ხელიდან უშვებ.
-შენი დატოვება მტაცებლებში მართლა არ მინდა.
-რიკა,თუ გავბრაზდი არც მე ვარ სათნოების ეტალონი.-ვიღიმი.-საშინელების გაკეთება მარტო იმიტომ შემიძლია,რომ ეს იყოს გაკვეთილი და არა შურისძიება.(ეველინის ნათქვამიც მახსენდება და მეღიმება. „აბაროტების“ მაგისტრია).
-უცნაური გოგო ხარ.ათას კანს იცვლი ყოველდღე და მაინც,მაინც იმდენად ბევრი რამე გაქვს,შენ ვერასდროს იქნები ღარიბი.
-მადლობა,შენც არ ხარ ცუდი ბიჭი.-ჩაიცინა.ლოყაზე ოდნავ ღრმული მოუჩანს და მელამაზება.
-არ მოდუნდე,კარგი?!არ მოდუნდე ამ მტაცებლებში,მითუმეტეს მაშინ,როცა ასეთი კეთილი ხარ.
-არ გამაცინო.რა კეთილი?!
-გარეთ ვიყავით,შეგვეძლო იმ ორი ქალბატონის გარეშე წამოვსუილიყავით.
-არ შეგვეძლო,მარტო არ წავსულვარ მე იქ.ვალდებულიც კი ვიყავი,მათ გარეშე ფეხი არ გამომედგა.
-რატომ იყავი?შენი მეგობრები არიან?შენი ოჯახის წევრები?
-კოლეგები და ადამიანები.საღ გონებაზე არ იყვნენ და ვიღაც მათ ავნებდა.
-ეგაა სიკეთე ზუსტად.
-არაა,სიკეთე.ზედმეტად ეგოისტები ვართ ადამიანები.შენ რომ არ ყოფილიყავი,რისი იმედი მექნებოდა?იქ მომიწევდა დარჩენა დილამდე.
-ვერც კი მიხვდი ისე შეეწინააღმდეგე შენს თავს.ეგოისტები ვართ ადამიანები,მაგრამ შენ მზრუნველი უფრო ხარ.გარემოს არც იყავი ნაჩვევი,არც ესენი გეპყრობოდნენ გამორჩეული სითბოთი,ხმალი გეშიშვლა და შევარდნილიყავი,მაგრამ შენი თავი გადადე. გადადე ზუსტად იმიტომ რომ სუბიექტურად იფიქრე,ეს სწორია და არა ის,რომ ვალდებული ხარ.
-ჩემგან წმინდანი გამოგყავს?!-ცოტა მეცინება.აბა,რა შუაშია..-ადამიანი ვარ,ესაა და ეს.არაფერი განსაკუთრებული იმაში არაა,რომ მათი წამოყვანა გთხოვე.ყველა ადამიანი ვალდებულია და თუ არ,მაშინ ადამიანი არ ყოფილა.-მხრებს ვიჩეჩ.
-სინამდვილეში განსაკუთრებული არის.იქ საფრთხე შენც გემუქრებოდა,თან ერთ დაქ*ნეულს მაგრად მოსწონხარ და ყველაზე დიდ საფრთხეში იყავი.
-კეთილი რომ ვიყო,ისიც შემეცოდებოდა,იმ ყინვაში არ დავაგდებდი უპატრონოდ.
-ჭკუას ისწავლის.-აშკარად არ ესიამოვნა ბაჩი რომ ვახსენე.
-მორჩი რა.არ ვარ კეთილი და არც გასაოცარი ჩამიდენია რამე.გოგოური სოლიდარობა გამოვაცხადე მხოლოდ.ახლა ტაში დაუკარი,მეყოფა.
-მერე მე მეუბნები მასხრობო.-გოგოებს ისევ დაჰხედა.-დადუნა,ამ ღამით არაფერი სრულდება. გამოწვევა მივიღე.
-შენთან არაფერს ვაპირებ.დაიხარჯე თუ გინდა ბოლომდე.-ხელს ვიქნევ ვითომც არ მაინტერესებს ისე,მაგრამ მაშინებს შეგრძენება,რომ ის მართალი შეიძლება იყოს ალბათობის დიდი პროცენტულობით.
მოულოდნელად მტევანზე მაფრინდება თბილი ხელებით,მქაჩავს.ინერციით მისკენ ვქანდები.
-რა ჯანდაბაა?-ტონს ვუწევ,ყბის ძვალზე რომ თითებს მავლებს. გაოგნებული ვარ!
-ბევრს ლაპარაკობ!ცდილობ აბუჩად აიგდო ყველაფერი,რაც მე მიკავშირდება.-დამსკდარი ტუჩებით მეხახუნება ბაგეებზე.ჟრუანტელი მივლის,ტუჩები მიბუჟდება და თვალს ვარიდებ ერთიანად დაძაბული. ისეთი გიჟური სურვილით მინდება, ლამის ყველაფერი დავიწყებას მივცე და ვნებებს ავყვე.- მორჩი თამაშს.მორჩი სირბილს,თორემ დიდხანს დევნა ჩემი მისწრაფება არაა.
-აი,სისუსტე..-თვალები მენთება.გული გამალებით მიძგერს.
-არა,საყვარელო.კურდღლებს არ დავსდევ.იცი,რა მომაბეზრებელია სულ სირბილი?-ქვედა ტუჩზე კბილებს მისმევს,მეც სუნთქვა მერევა.ვთრთი და ტუჩებზე ამოუხსნელი რამ მემართება. მსურს კვლავ შევეხო,მაგრამ არ ვცდუნდები.ვაკონტროლებ თავს და თვალს თვალში ვუყრი.
უკან დახევა მინდა,მაგრამ არ გამომდის იქამდე,სანამ ხელს თავად არ მიშვებს.
-ვიცი,იმაზე მეტი მოხდა ნადარეიშვილთან,ვიდრე საჭირო იყო თუ გეგმავდი.
-შენ საიდან?
-ასე მომინდა,ნაწილი გავიგე და ნაწილს შენ მიამბობ,თუ მოინდომებ.
-შენი საქმე არაა,კეკელიძე! ცხვირს იქ ნუ ყოფ,სადაც არაა ჩასაყოფი!ნუ ემსგავსები ჭორიკანა მეზობელს ან ნათესავებს.-სიბრაზე მივლის სხეულში,გულზე ხელებს მიჭერს და ტვინში ასხამს ნაწილი.
-ხო,ადრე ადრე იყო და რაც იყო,იყო.
-მორჩი ჩემს დევნას,წადი ჩემგან და რაც გინდა,ის გააკეთე!-ბრაზმორეული ვხტები ფეხზე და ფანჯრისკენ მივრბივარ, როცა ვაღებ,წამიერად თვალებს ვნაბავ.
ვიწვი,ისე მცხელა და ჰაერი არაა.ახურებულ სხეულზე სიცივე მასკდება,მე კი სუნთქვას ვიწყებ. უკან ვბრუნდები,რაფას ვეყრდნობი და კეკელიძეს ვუყურებ.დაბნეულია,შეშინებულიც.
-გამოიწიე,არ გადავარდე.
-კოსტია,ჩემგან რა გინდა?რატომ არ მიდიხარ იქ,სადაც გიშვებ?!დავიჯერო ესე მოიხიბლე?!- უკან-უკან ვიხრები.ხერხემალში გადის შიშის განცდა,რომ თავი გადამწონის და უკან ვეღარ მოვბრუნდები.რომ დაშლილს ვერასდროს ამაწყობენ,რომ სხეულიც დამიმახინჯდება...
-გამოიწიე,არ გადავარდე.-მიმეორებს მშვიდ ტონში,თუმცა სახეზე შეშლილის გამომეტყველება აქვს.
-მაგრად არ მაინტერესებს ქვემოთ დაცემულს ძვლები დამემსხვრევა თუ თავი გამისკდება.-ვიღრინები.-მიპასუხე,აქ რატომ ხარ და რისთვის დამსდევ,თან მაფრთხილებ თუ მიმეორებ გავჩერდე. გავჩერდე?თან შენთან?რატომ?მოგეცი საბაბი გეფიქრა,თითქოს ერთჯერადი ურთიერთობები ჩემი სტილია?
-არა.
-ანუ, შენი რამდენიმე გრამიანი ტვინით დაადგინე ეგ.
-არა.
-ხო,აბა რა ხდება?რას გიხსნი ჩინურად და რა არ გესმის ქართულად?-ისე ცუდად ვხდები, სწრაფად ვიწევი შიგნით.
-გგონია შენი პროფესია დამაკავებს.ფიქრობ შენი 1300 გრმიანი,თუ სწორად მახსოვს, ტვინით რომ მაგისთვის მჭირდები?!ააა,საფუძველი მგონი ისაა,მე რომ რაღაც წავიკითხე! ხო,ხო.. წარმოდგენა შემეცვალა და მერე რა რომ დაგელაპარაკე,გაგიცანი სულ ოდნავ მაინც.
-არაფერი გამოვა ასე.შენც ვერ მაგებინებ რა გინდა.
-არადა,მარტივი მისახვედრია.-მაჯაზე მოთავსებულ ვერცხლის საათს დაჰხედა,გამიღიმა და მანტო შემოიცვა.-თბილისში რომ დაბრუნდები,დამირეკე.-მაგიდაზე სავიზიტო ბარათს დებს.
-არ დავრეკავ.-შემცივნებული ფანჯარას ვკეტავ.-გახვალ და ნაგავში აღმოჩნდება.
-ცოტა ხანს არ მბეზრდები,შეიძლება ისიც ვთქვათ,ჩემი აზარტულობის პიკი ხარ.-გაშლილ თმებზე მისმევს ხელს წინ მდგარი.წელზე ხელს ნაზად მადებს და ლოყაზე მკოცნის.- ბანაობა არ გაწყენდა,მოსაწევის სუნი გაქვს და ვიღაცის ბანძი სუნამოსი.-ისე ცივად მშორდება, მწყინს.ხომ ვაგდებდი,ახლა არ მინდა წავიდეს.თვალებს მიწვავს ემოციები,ცრემლებით მევსება უცაბედად.
კარი თვითონ გაიხურა,მე იქვე ჩამოვჯექი, ჩავფიქრდი. რა უცნაურია მარტოსულობის განცდა,ყველაზე მძაფრი მაინც მაშინაა,როცა იაზრებ რომ არავინ გყავს და შენს ირგვლივ უამრავი ადამიანია,ოღონდ საშენო- არა. და რა უცნაურია,რომ კონსტანტინეს წასვლა ასე მეწყინა,რომ ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს,რომელსაც გავურბივარ და რომელიც გაშიშვლებულ სულს ხედავს სხეულის შიგნით გამომწყვდეულს,ათას ნიღაბს ამოფარებულს.. ან ნიჭია,ან ადამიანობა... ანდაც,ღვთიურობა,რა ვიცი?!
იოანა ბოდვას იწყებს, ვვუახლოვდები,თმებს ვუწევ შეშინებული.
-ყველაფერი კარგადაა,ჩემო კარგო.-გადასაფარებელს ვუსწორებ.
-მეშინია,მეშინია..-ბუტბუტებს ნერვიულად.-მიშველი,ხომ?!
-ნუ გეშინია,აქ ვარ.აქ,ვარ იოანა.-თმებზე ვერფერები.გული მეწყურება,შფოთვაც რომ ემატება ყველაფერს.-შენთან ვარ,ყველაფერი კარგადაა.ძალიან კარგად.
გოგოებს ვდარაჯობ გაღვიძებამდე. მალე იოანა მშვიდად იძინებს,მე ამწვარ თვალებზე ხელისგულებს ვიჭერ და ღრმად ვისუნთქავ ჰაერს.
-მარტოობისთვის ვარ,მე მარტოობისთვის.-კეკელიძე მახსენდება ისევ.მუცელში რაღაც ტრიალებს,მძაფრად არა,ძალიან სუსტად,მაგრამ ცხადად მატყობინებს რაღაცის დასაწყისს.
***
ზოგჯერ ისეც ხდება,ძალიან არ გინდა შეგეტყოს ცუდად ყოფნა,მაგრამ თავს ვეღარ ერევი. ასე ვარ მე ახლა და ასე ვაგორებ დღებს.
გადაღებებზე არ ვიმჩნევ წყენას კოლეგების მიმართ,რომლებთან მეგობრობაშიც მეზრდებოდა საქმიანი ურთიერთობა.ვერც კი ვიფიქრებდი,თუ ასეთი ამბავი დატრიალდებოდა,ახლა კი დისტანციას ვიჭერ.ასეა ურთიერთობაში,თუ ერთხელ ზღვარი გადაკვეთე,თუ გაგწირეს,უკან ვეღარ მოიხედები,იქ ვერ დარჩები და გული ზუსტად იმაზე მწყდება,რომ არაფერი გამოვა მათთან.თუმცა,ესეც ისეთი არაფერია,გადაიტანს კაცი,მაგრამ სხვა რამეს ვერ ვიტან.ვერ მეტევა მხრებზე საზიდად.მხრებში გამართული დავდივარ,სულში- მოხრილი.
ლოყაზე ნაზად მკოცნიან და შეშინებული ვიხედები ზემოთ.
-პატარა დადუნა,რაო?!-ცხვირზე მკრავს თითს.-რამ მოგაწყინაო?
-არ ვარ მოწყენილი.-ტუჩებგაბუსხულმა ამოვიდუდღუნე.
-დიახ,მჯერა თქვენი.-ლერი მიღიმის.-ბატონი ბაჩანა მოგეშვა?ფლირტი შეწყვიტა და „გაუიასნე“?-წლების ძმაკაცივით მხვევს ხელს მხარზე და ისე მეკითხება.
-არ ვიცი,არც არაფერი ყოფილა.
-ყვავილები ისევ იქ გელოდება.-ჩემი მოსამზადებელი ოთახის კარს გულისხმობს,მე კი მეღიმება.ზომიერი ყურადღება ძალიან სასიამოვნოა და ამ პერიოდში ერთი ეგაა,რაც მაღიმებს ხოლმე.
-კიდევ დატოვეს?!-თვალებს ვქაჩავ. ძალიან მიხარია საჩუქარი ახლა.ვიღაც ბოლო დროა მუდმივად მიგზავნის.
-რა თქმა უნდა,არ გაიქცევი სანახავად?
-არა,მერე მივხედავ მას.-მეუხერხულა წამოხტომა და გაქცევა.
-ოხ,ეს ქალბატონები.-თავს აქნევს.-ვინ არის,არ იცი?
-წარმოდგენა არ მაქვს.-მხრებს ვიჩეჩ.კოსტა არაა ის ბიჭი,მსგავსი რამ გააკეთოს ,თან ამ ქალაქში აღარაა და არც მეხმიანება.- ბატონო რეჟისორო,მოგეწყინა და ჩემი თაყვანისმცემლით თავს ირთობთ?!
-სტატია ნახე?-ინტერესიანი თვალებით მიყურებს.
-არა.-თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად.ის მობილურს აძრობს ჯიბიდან და სტატიის პირველ გვერდს ხსნის,სადაც უცხო მამაკაცი ხელზე მკოცნის.თან სათაური მთელი ამბით ბრწყინავს „დადუნა ცინდელიანი შეყვარებულია“. სტატია მოულოდნელი არაა,ფოტო კი ნამდვილად არის.
-ქორწილში ხომ მოხვალთ,ბატონო ლერი.-ლოყას მიწელავს 50 წლის კაცი.
-აუცილებლად.-თითქოს გახარებული იწყებს,მაგრამ სწრაფადვე ცვლის ხმის ტემბრსა და მიმიკას ამკაცრებს.-ვინაა გოგო ეს?რას მიმალავ?
-დამანახეთ კარგად.-ფოტოს ვადიდებ და ის დღე მახსენდება,ვიღაც მამაკაცი რომ დამეჯახა.-აი, არასწორი ინფორმაციაა,არ ვართ მე და ეგ კაცი ერთად.დამეჯახა და ძირს დაეყარა ნივთები. მივაწოდე მეც,რაც მოვასწარი და მადლიერების ნიშნად დამიტოვა ხელზე ამბორის კვალი.- დიდებულად წარმოვთქვამ სიტყვებს.-იმედია მხოლოდ ინგლისურადაა სტატია,ჩემი მშობლები ვერ ნახავენ.
-გაგიცრუებ იმედებს.საქართველოშიც ერთი ამბავია ატეხილი.-გულიანად ვკისკისებ. რა მაგარია.
-არაუშავს.ავუხსნი ყველაფერს,ჩემები მენდობიან.-კმაყოფილი ვიღიმი.
-ისიც აუხსენი,აქაური თაყვანისმცემლებიც რომ გაწუხებენ.მალე შეიძლება რომელიმეს ეცოლო.- თვალებს ვატრიალებ.-რა უტიფრად აბრიალებ მაგ ხატულა თვალებს?!ვცდები?
-ჩუმად,ჩუმად,არვინ გაგვიგოს.-ტუჩებზე საჩვენებელ თითს ვიდებ და მისკენ ვიხრები.
-ცოტა შექანებულობა კარგი რამეა.-თავზე მკოცნის.-არ გაგიგია?! შექანებულ პიროვნებას, ბედ-იღბალი უღიმისო,ადრინდელი ანდაზაა.
-არ გამიგია.-სიცილის შეკავებას ვცდილობ.
-ვერც გაიგებდი,ძმაოჯან.ახლა მოვიგონე.-კმაყოფილი წელში იმართება.-გიბერდებით რა, გიბერდებიით.-წამოიყვირასავით.
-მშვენივრად გამოიყურებით.-ვდგები მეც.
-ოხ,მადლობა.-ჭაღარა თმებზე ხელი გაისვა.-მალე ცოლს მოვიყვან და ასე..
-ოუ,კარგი ამბავია!მეჯვარე გყავთ?
-არა,ცოლი ვიპოვო ჯერ და.-პირზე ხელს იფარებს.
-აი,როცა შინ დავბრუნდები,კარგად ვისწავლი საბრძოლო ხელოვნებას. ძალებს მოვიკრებ თუ არა,თქვენ ხელი დაადეთ,მე იღლიაში ამოვიჩრი ნაბადით ან ხალიჩით და ვარდენას მოვტაცოთ.- თავზე მკოცნის მამაკაცი.
-ვინც არა,ცანცარა!-ცხვირზე თითს მკრავს და ჩემს გაცინებას ახერხებს უკვე მერამდენედ.
-თქვენ ჟიგულით დამიცადეთ ახლო ტერიტორიაზე.მაინც მანდილოსანი ვარ და სირცხვილია, რამე არ იფიქრონ.-ლერი უკვე მიდიოდა,მაგრამ სმენას კვლავ მოსწვდა მისი ხარხარის ხმა.
ცას ავხედე.აღარ იყო ისეთი მოჟამული ამინდი,მიუხედავად ცივი ზამთრისა,მზე ციდან დაგვნათოდა კეკლუცურად მოთამაშე სხივებით.
-ბატონო ლერი,არა არა მოვიტაცებ,ცხრა მთას გადავატარებ...-ბოლო ხმაზე ავმღერდი და ყველას ყურადღება მივიქციე.-რას მიყურებთ,მეტანჯება სანაქებო რეჟისორი!რავარც თქვენ იტანჯებით,ისე უნდა დავიტანჯო,გამიშვიიი!-ავკივლდი,ახარხარებული საზოგადოების შემყურე.ლერი უკვე ჩაკეცილიყო სახეზე ხელები აეფარებინა.-ნუ მიღებთ,ვიჩივლებ!ჯერ იმისთვის,უნებართვოდ რომ მიღებთ,მერე იმისთვის ,რომ მორალური ზიანი განმაცდევინეთ. ხარჯის გაღება მოგიწევთ ცუგრუმელებო!-ზედმეტად გახალისებული ჰოლივუდური ღიმილით ვტოვებ ცოტა არაჯანსაღ ნაწილს(მე ხომ სულ ჯანსაღი ვარ რა).
ნორმალურია ზოგჯერ რაციონალური მეს ჩაქოლვა რომ მსურს?!და ზოგჯერ მართალიც ვარ ამ სურვილთან.
-მადლობა.-ვუღიმი ბიჭს,რომელიც შენობის კარს მიღებს.აი,ასე.მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაშვი ვესაუბრები სხვებს,რადგან ჯერ კიდევ ვერ დამივიწყებია რა მოხდა იმ ღამეს. ყველაზე დიდი იმედგაცრუება არ ყოფილა,მაგრამ გული დამწყდა.იმდენად დამწყდა,რომ მათთან ურთიერთობის სურვილი დავკარგე.
-დალაპარაკება შეიძლება?-ბაჩო მედევნება უკან.
-არა.-ნაბიჯს ვუჩქარებ,ისიც უჩქარებს.
-მე არ ვიყავი..
-ფხიზელი?!-ვბრუნდები სახით მისკენ და თვალებში ვუყურებ.
-ხო,არ ვიყავი და თავის კონტროლი გამიჭირდა.
-მამამ მითხრა ერთხელ,კაცს სიმთვრალეში მხოლოდ ფეხის არევა ეპატიებაო.-უთქმელად მინდოდა წასვლა,მაგრამ არ მიშვებს.-სიტუაციები იცვლება,მაგრამ ის რაც სისხლში გაქვს ვერ მოიშლი.იმას, რასაც შუბლის ძარღვი ჰქვია თუ გაგიწყდა,მერე მარტივია იცი?!მარტივია აჰყვე ცდუნებებს, მარტივია იცხოვრო ისე....-აჩქარებული გულისცემა ყურებში მესმის.-რაღაც აბის შემოტენვა გინდოდა ჩემთვის,მერე რომ შენი „გაგესწორებინა“. აი,ასე გამოიყურება საქმე და გული დამწყდა,რადგან მეგონა თქვენთან მეგობრობა გამოვიდოდა.
-დადუნა,მომწონხარ,მაგრამ არასდროს ვიძალადებდი შენზე.
-იმ ღამეს ზედმეტად მიფათურე ხელები,მე კი ამით შეურაცხყოფა მომაყენე.ამხელა ახმახს ვერ მოგერეოდი,შიშისგან კიდევ გული მისკდებოდა.გეუბნებოდი უარს,შენ კი არ გესმოდა. ხოდა,ესაა.გადავრჩი თუ არა,მაგას მნიშვნელობა დიდად არ აქვს.ჩემში შენ ნდობა მოკალი და სამწუხარო ისაა,რომ ვეღარასდროს დაგიჯერებ.-მკრთალად ვიღიმი.-მე კი მეგონა, მეგობრობას შევძლებდით.-მხერებს ვიჩეჩ დაღონებული.
-მე..
-არაა საჭირო ახსნა,ბაჩანა.მართლა არ არის საჭირო.ყველაფერს აქვს თავისი წითელი ხაზი, დაშვებულ შეცდომას თავისი ფასი აქვს.-თავს ვუკრავ და ვშორდები.
***
ჩემი უფროსი ძმის დანახვაზე ბედნიერებისგან ხმა მივარდება და ისე ვეხუტები,სულ ცრემლები მდის.წარმოდგენა არ მაქვს,რატომ ჩამომაკითხა,მაგრამ დამპირდა,გადაღებების დასრულების შემდეგ ერთად დავბრუნდებით უკანო.ახლა ისე მარტოდ თავს აღარ ვგრძნობ,როგორც უწინ. ახლა ბატონი მაინც მყავს გვერდით,ამდენ უცხოში და ამდენ უიმედობაში,ერთი საყრდენი.
საგრიმიუროს კართან ყვავილების ლამაზი თაიგულის ნაცვლად,გაპუტული მხვდება. ჭრელი ფურცლები აქა-იქ მიმოფანტულა და ღეროებიც დაუდევრად ყრია. განწყობას მიცვლის ყვავილების სასაკლაო და გულდაწყვეტილი შევდივარ შიგნით.
-რაო?თაყვანისმცემელს მობეზრდი?-ლარა ბრუნდება ჩემკენ,ფანჯარას კი ზურგს აქცევს.
-ალბათ,რა ვიცი.-მხრებს ვიჩეჩ.მასთან კომუნიკაციას ვერ თუ არ ვაწყობ.არ მიცდია, უცნაური გოგოა.არაფერს ვერჩი,განკითხვა და ცალსახად ცუდ პიროვნებად არ ვთვლი. უბრალოდ, არაა ის,ვინც აზხლოს უნდა მოვუშვა.
-დადუნა,ნუ იყენებ ბიჭებს.მოგწონს ერთი? წაიფლირტავე,საჭირო არაა მაგრად აცემინო ვინმეს.- რაო?გიჟი ხომ არაა,ჩემს სიცოცხლეში მსგავსი არავისთვის გამიკეთებია. სწრაფ რეჟიმში ვტრიალდები.
-რას გულისხმობ?
-ძალიან კარგად იცი.თავს ნუ ისულელებ.-ზიზღით აღვსილი მიყურებს.
-ბრალს რაში მდებ არ ვიცი,ან ახსენი ან არადა,საქმე მაქვს.-ყელში ბურთი მეჩხირება. ის წამი მახსენდება,სკოლაში რომ დამაბრალეს ისეთი სამარცხვინო რამ,ენა ვერ მოვიბრუნე.
-ჩემთან რას თამაშობ?
-ეგღა მაკლია,ლარა.აი,ეგღა.ბიჭი კიდევ თუ მომწონს,ყურადღების მიქცევა გამომწვევი ქცევით ან სამოსით სულ არ მჭირდება,ისე მოდიან ჩემამდე.-კბილებში ვცრი.-თუ კარგი რამე გაქვს სათქმელი,მითხარი.თუ არადა,მორჩი ყიამყრალობას.-სარკისკენ შებრუნებული თმებს ვივარცხნი.
ყურადღება უნდა გადავიტანო,თორემ დღევანდელ გეგმებს ჩავშლი და არავინ შემეხვეწება უკან დაბრუნებას.
-ბაჩი შუა ქუჩაში დაგიგდია.-ენას იტარებს ტუჩებზე.-გამთენიას ვიპოვე,ვიღაც ცისფერთვალამ სულ გვერდებში და მუცელში ურტყა.შეგიძლია მაისური აუწიო და ნახო,თუ რა დამართეს შენს გამო.-თვალებში ცეცხლი უგიზგიზებს.-ბედნიერი ხარ?ამოანთხიე ბოღმა? რა დღეში აქვს სახე!
-ვინ?-ისევ მისკენ ვბრუნდები დაქაჩული თვალებით.
-მაღალი,შავგვრემანი,ცისფერთვალა,მხარ-ბეჭიანი კაცი იყო.-ჯანდაბა,კოსტა?!იქნებ სხვა იყო?
-ლარა,თავიდან მომწყდი.-პირველად ვარ ასეთი უხეში.შეიძლება უზრდელობაშიც გადამდის, მაგრამ დავიღალე.არ ვაპირებ თავის მართლებას ყველასთან.
-ბაჩის თავი დაანებე.-თითს გამაფრთხილებლად მიწევს.
-თქვენს რომანზე ყველამ იცის,ლარა.სულ რომ სასაჩუქრე ყუთში ჩამიდო და ისე მომართვა, ნაგავში მოვისვრი.-სარკისკენ ვბრუნდები ისევ გულაჩქარებული.ყელში მიჭერს ბრაზი.- წადი, საქმეს მიხედე რა!შენი კაცი თუ ოზონის არა,მეორე ხვრელებს ეძებს ან შეეგუე ან თავიდან მოსწყდი.შენი საქმის შენ იცი,უბრალოდ ამის მერე შენი დანახვაც აღარ მინდა,კარგად იყავი.- არც კი ვბრუნდები,თვალებამწვარი ვუყურებ სარკიდან მის ანარეკლს,ნელ-ნელა გაოცებისგან ყბა რომ უვარდება ქვესკნელში.
-ძუკნ
-შენთან ე.წ „შუტკა“ არ მაქვს გახსნილი,სიტყვები აკონტროლე და დაახვიე!-ტონს უკვე გაღიზიანებული ვუწევ და კარს ვხსნი ფართოდ.-ლარა,კარგად.-გაღიზიანებული იჯახუნებს კარს და ლამის თითებსაც მაყოლებს.
გრიმს ვიკეთებ,მაგრამ ცრემლები ღაპა-ღუპით მცვივა ლოყებზე და ვხვდები,რომ არ ვიმსახურებ. მე ამას არ ვიმსახურებ.არც პატარა დადუნა იმსახურებდა „ჩამშვების“ სტატუსს, განხილვის ობიექტიც არ უნდა ვყოფილიყავი,იმდენად უთქმელი ვიყავი. ჩემთან ნათქვამი საიდუმლო იქვე იმარხებოდა,მათ კი შეურაცხყოფა მომაყენეს.აი,ასე...
გული მტკივა,იმდენად მტკივა,მაგრად ვიჭერ მკერდზე ხელს.
-მართალი ვარ,ჩემს თავთან მართალი ვარ.მთავარი ესაა.-ცრემლებს ვიშრობ ხელსახოცით და გრიმის გაკეთებას ვასრულებ. კამერებთან გასული ისე ვიბნევი,ტექსტი მავიწყდება. 3 დუბლს ვაფუჭებ,ლერი გიჟს ჰგავს უკვე.
-დადუნა,რა ხდება?
-მავიწყდება,არ ვიცი რა გავაკეთო.-თმებზე ხელებს ვისმევ ანერვიულებული.-15 წუთი მჭირდება,თავიდან გადავხედავ.-თავს მიქნევს და 15 წუთს მაცდის.მე თითები მიცახცახებს, წაკითხულს ვერ ვიაზრებ და გული გამალებით მიძგერს.ფეხი მითამაშებს,ვერ ვაჩერებ. ესე მგონია კონტროლს ვკარგავ,ყურში ისევ ლარას ხმა ჩამესმის.გონებას ვერ ვიკრებ და ჩემი დროც იწურება.არ ვდგები,ვზივარ და ისევ ამ ფურცლებს დავყურებ,თუმცა არაფერი გამომდის.
-დადუნა.-ჩემი ძმა მიჯდება გვერდით.ხელიდან ფურცლებს მართმევს,მე აქედან ვეხვეწები დამიბრუნოს.-დამშვიდდი,გადაიღალე.-შუბლზე ფრთხილად მკოცნის,მე კი ანერვიულებული ვეხვეწები მაცადოს ცოტაც.-ლერიმ იცის,დავისვენოთ.დაველაპარაკე,მართლა დაველაპარაკე, ნუ დარდობ,გეხვეწები.ესე ნუ ცახცახებ,დუ..-მხრებში ჩავლებული, მაკავებს,მე კი ვქვავდები.- წამოდი,დაისვენე,კარგი?!-ოთახში შევყავარ,ყველა გარეთ გადის,ჩემი ძმა იხრება და დივანზე წამოწოლილს თმებზე მეფერება.-დაიძინე,მე აქ ვარ და არავის მოვუშვებ შენთან.- პლედს მაფარებს მხრებამდე,კვლავაც ჩამუხლულია,რაღაცას მეჩურჩულება.ჩემს გვერდითაა,მარტო არ მტოვებს,მაგრამ მარტოობა მიმათრევს.
--
მეორე დღეს ლერიმ კულონი მაჩუქა,ფირუზისფერი თვლით.ძალიან მესიამოვნა მისი ყურადღება.იმ დღეს იმპულსებს მართვის სადავეები გამოვგლიჯე,თავად ვმართავდი ყველაფერს და ამაზე მეტი თავისუფლება არ არსებობს.
--
გადაღებები დასრულდა,ჩვენ აეროპორტში წავედით. ჩემმა გენიოსმა ძმამ თვითმფრინავში კარტი დააძრო ჯიბიდან,ეგ რომ მეთამაშა რამდენიმე საათი,მერე შეჯიბრი მოაწყო,სადაც გამარჯვებულიც თავად გახდა.მოკლედ,მაგრად დავიბოღმე და მოვიღუშე. რატომ ჰგონიათ იმით გართობა გვსიამოვნებს,სადაც ვმარცხდებით?!მაზოხისტი ვგონივარ მგონი ამ ბიჭს.

აი,თბილისში დაბრუნება ასეთი ტკბილი ჯერ არ ყოფილა.ლამის მუხლებზე დამხობილმა ვკოცნე მიწა მონატრებისგან.მე ხომ რამდენიმე თვე სხვა ქვეყნის კი არა,ქვეყნების ცხოვრებით ვიცხოვრე. სახლში მისულს მშობლები შემეგებნენ.დედაჩემმა ლამის გამგუდა,ისე მეხუტა და მკოცნა.
მეგობრებიც ვნახე,მაგრამ რაღაც ისე არ იყო.რაღაც მაკლდა.უცხო არომატი,შოკოლადის გემო, რომელიც კოსტას... ჯანდაბა,ისევ ის გონებაში.კიდევ,ცის ფერები.უცნაური ცის ფერები, მხოლოდ კეკელიძეს რომ აქვს,სხვას არავის.მხოლოდ მისი ნაწილი რომაა.
წიგნების მაღაზიაში შევიარე.ელ ვერსიით წაკითხულს,წიგნთან ურთიერთობა მერჩივნა ყოველთვის.სულ მეგონია ჩემთვისაა დაწერილი,მხოლოდ ჩემთვის და ამიტომ ვერასდროს აჯობებს განათებულ ეკრანზე გამოსახული ასოები,წიგნის ფურცლებზე დატანილ ამბავს. ვიტრინიდან დავინახე,როგორ მოიღრუბლა და მეც მოვიღუშე.
აუცილებლად იწვიმებს.
საკრედიტო ბარათი გავუწოდე ასაკოვან ქალბატონს თბილი ღიმილით.შეიძლება მიცნო კიდეც, ამ ბოლო დროს ბევრი მცნობს და არც ისე მახარებს ეგ ფაქტი.აბა,ზოგი მოდის და ჩხუბს გიწყებს პერსონაჟის გამო და იმის გამო,რასაც აზრადაც არ გაივლებდი,ისე კი გათამაშება მოგიწია. რთულია,მაგრამ ცოტა ნუგეშიცაა,იცი რომ მარტო შენ არ აფრენ.
-ბედნიერი დღე,დიდი მადლობა.-ჩანთაში ჩავდე წიგნები და ქურთუკი გავიხადე.
-მადლობა თქვენ,წამატებული დღე.-ქალიც დამთბარია და გულწრფელად მაღიმებს. როგორც კი შენობას ვტოვებ,ეველინის ნომერს ვიძიებ და ვრეკავ.
-ახლა ვაპირებდი დარეკვას.მოხვალ ხომ ჩემთან?!-მხიარულადაა.
-აქვე ვარ,მაგრად დასცხებს და სხვა გზა არ მაქვს.მალე მოვალ.-ვთიშავ მობილურს და მასაც ჩანთაში ვდებ.ქურთუკში ვახვევ ჩანთას,რომ არ დასველდეს ნივთები და გრუხუნის შემდეგ გრძელ კაბას მუჭში ვიქცევ,გავრბივარ.
დასველება სულ არ მაწყობს,გაციებიული ვიყავი უკვე და შებრუნება აღარ მინდა.
არც ამინდმა დამაცადა ეველინის სახლამდე მისვლა და მეც არ აღმოვჩნდი სწრაფი. სულ გაწუწულმა ავირბინე საფეხურები, გზად კი ლიფტიორს ვუსაყვედურე. არასდროს მუშაობს ლიფტი,აი არასდროს! გამოცვალეს,სულ ახალია და მუდმივად გაფუჭებული. საჩხუბარია,აბა რა არის?!ქანცი გამძვრეს ლამისაა.კარზე ზარის დარეკვის ნაცვლად,ბრახუნი ავტეხე ქოშინით.
-გავიყინე,სად ხარ!-კარს აღებს თუ არა,შიგნით შესვლას ვგეგმავ,მაგრამ ვშეშდები. წურწურით გამდის წყალი.-შენმა ლიფტის „მუჩაჩომ“ თუ გამლანძღა,იცოდე ჩემი ბრალი არ იყო.
-შემოდი,ფეხზე გაიხადე და გადაივლე.-უცებ მართმევს ხელიდან გულში ჩაკრულ ნივთებს. - თქვენმა „ხ“იმიამ ხომ დამღალა რა.-ეცინება.
-გეხვეწები,ჩანთა შემიმოწმე რა.თუ რამეა სველი,თავს დავიხრჩობ.-ამოვიდუდღუნე და ფეხზე გავიხადე.ვერ ვიტან,როცა რამე მიფუჭდება.-ქიმია კი არა,მაგ კაცს მთელი დღე ვარბენინებ ჭაკი ცხენივით და ვნახოთ,როგორ არ გაბრაზდება!-ცოტა მცივა კიდეც.- უნიათო და უხეირო ვინმეა.
ეველინმა პირსახოცი მომაწოდა,შედი არ გაცივდე,გამოსაცვლელს მოგაწვდიო,თან ეცინებოდა.
აბაზანისკენ წავედი,მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები კარს,მით უფრო მკაფიოდ ვარჩევ ხმებს.
-ეე,დადუნაა!-თაზუკა გამოდის ბედნიერი სახით.-როგორ ხარ?
-რა გაყვირებს,მაცადე დავიბანო რა!-გაღიზიანებული ვუბრუნებ პასუხს.იქნებ უცხოა და ასეთ სიტუაციაში უნდა მნახოს?!არა.ნამდვილად არ მინდა,ვინმემ მოუწესრიგებელი მიხილოს.
-რა იყო,გუბეებში იგორავე?!-მცივა.
-რას როხროხებ,ბიჭო!-თავზე წამოადგა კეკე...რა?!კეკელიძე?!ამას აქ რა უნდა?! ნერწყვს ისეთი ხმაურით ვყლაპავ,ვშიშობ,ხმა გაიგეს.
-შედი,გოგო.არ გაცივდე.-თაზუკა უხეშად მეუბნება და წინ წასული,კარს მიღებს,შემდეგ კი ხელის კვრით შიგნით მაგდებს. უტიფარი!
ჯანდაბა!
მას აქ რა უნდა?რამდენჯერ უნდა ჩამოვშორდე და რამდენჯერ უნდა დავბრუნდე გაუცნობიერებლად საწყის ადგილზე?ნერვები უარესად მეშლება,როცა მახსენდება თაზუკამ როგორ შემომაგდო დასაბერტყი ლეიბივით.
ძალიან სწრაფად ვირეცხ სხეულიდან ჭუჭყს.მახსენდება მომენტი,გაწუწულს რომ მხედავს და გული მიწუხდება.ჩემი ფრიალა სარაფანი ისე მქონდა შემოტკუცუნებული,მგონი ყველაფერი მეტყობოდა.ნუ,რაცაა არის. ცოტა ტალახიანიც თუ არ გნახეს,დადუნა,ისე რაა მამული?!
კარზე ეველინი აკაკუნებს,მეც პირსახცშემოკრული ვუღებ კარს და ვართმევ სამოსს.
-თმებს არ გაიშრობ?-ნუცუბიძე შემოიჭყიტა,ხოლო ჩაცმულს რომ მხედავს,შემოდის და ჩემს ტანსაცმელს სარეცხის მანქანაში ყრის.
-წავიღებ სახლში,მოეშვი.-არ მინდა შევაწუხო.-იყოს,შემიშრება.-მაინც ვერ ვარ კომფორტულად. ისე ვერ ჩამოვირეცხე მტვერი,როგორც შინ ჩამოვირეცხდი.სხვანაირად ვისვენებ შინ.
-გავრეცხავ ადამიანო,ასე უნდა აწუწაო აქეთ-იქით?გაშრება და გაგატან.ხო,მართლა.. შენმა ქურთუკმა გადაარჩინა ნივთები.არაფერი დასველებულა,ჩემო ბუზღუნა და ბლაზიანოო.- ენას მიჩლიფავს.
-კარგი ამბავია ეგ უკვე.ბევრია იქით?
-ლუკა,დათა,კაკი,კოსტა,თაზუკა,მიშა,ვერიკო და ჩვენ.-თვალებს აწვრილებს.-აბა?!
-ნუ მიყურებ მასე,არაფერია საერთოდ.მე ქალაქში არც ვიყავი.-თავს ვიმართლებ.
-ბერლინში შემხვდაო,ასე თქვა.-ინფორმაციას მძალავს.
-მხოლოდ ერთხელ.ღამის კლუბში,მეტჯერ არც მინახავს.-ხელებს ვასავსავებ.მისი ტუჩების გახსენება არ მინდა! (უკვე გაიხსენე!) ჯანდაბას,ხერხემალში მივლის ემოცია და სახეზე მოლამუნებულ ჰაერს ცხადად შევიგრძნობ,არადა.. არადა,არ უკოცნია მაშინ,მაგრამ ტუჩები დამიბუჟდა ახლაც და ადრეც.
-რაღაც ხდება,მე კი არ ვიცი რა!-საუბრის თავიდან აცილება მინდა.
-აბაზანაში საეჭვოდ დიდხანს ხომ არ ვართ?!-რიტორიკულ კითხვას ვსვამ.
-დადუნა,რას მიმალავ?
-არაფერს გიმალავ.ისე იცხადებ,გეგონება რამე სამარცხვინო მაქვს ჩადენილი.- ბოლო ხანებში უფრო კომფლიქტური გავხდი,ვიდრე ვიყავი,მგონი.
-თუ რამე არ გამოგძალე,ისე არ ლაპარაკობ.ჭორაობა არაა ეს,შენ გეხება და ვხვდები, გაწუხებს.- მოთმინებას კარგავს.
-კიდევ 5 წუთიც და ლუკა ახვლედიანი შემოგლეჯს კარს.-ვხითხითებ უხერხულობის გასაფანტად.-თუ განზრახ აეჭვიანებ?!ისე საეჭვიანო გოგო კი ვარ.. წკაპ და ავახევ შენს თავს თუ მოვინდომე.-თითებს ვაწკაპუნებ.ჩემს მასხრობას არაფრად აგდებს.
-შეგიყვარდა?!ჯანდაბა,ასეა?-პატარა სივრცეში ბოლთას სცემს.თან თმაზე ხელებს ისმევს.- ისე ვიცხადებ,თითქოს შეუძლებელია,მაგრამ შესაძლებელია.მე ის მიკვირს,რომ დამიმალე და კიდევ ის,რომ აქამდე ვერ გავაანალიზე კარგად რაში იყო საქმე.აი,თურმე რატომ ქრებოდი მაშინ,როცა კეკელიძე ახლოს იყო.
-რას იგონებ?!-თვალს ვეღარ,მაგრამ თავს ვაყოლებ მის ბოლთის ცემას.არ მინდა რამე შემეტყოს,ძალიან არ მინდა.-მომწონდა ცოტა...კარგი,ძალიან!-უკმაყოფილოდ ვფრუტუნებ.
-რას ვერ ამბობ?ის სივრცე შეგიქმენი ჩემგან რაღაცების დამალვა რომ გიწევდეს?! გაკრიტიკებ, დადუ?!გახრჩობ და გკლავ?!შენს თავს რატომ უკეთებ ასეთ რამეს?!მე შევცდი რამეში შენთან?
-ახლა ბოდვა დაიწყე.-თავს ვაქნევ მღელვარების დასაფარად.
-არ მჯერა.-თვალებში წყენა ერევა და ვერ ვუძლებ.მიახლოებული ვეხუტები,თვითონ კი არაფერს აკეთებს.წყენამ გულში ნალოლოიავები სიმები დაჭიმა დაწყვეტამდე.
-საკუთარ თავს ბოლომდე არ ვუტყდები,იცი?!ამდენი ხანია თავში ის აზრი მაქვს გამჯდარი,რომ მარტოობისთვის ვარ შექმნილი,ამიტომ არც მიცდია რამე მასთან..-სულ მთლიანად ვირევი. თავში ყველაფერი მიტრიალდება.-მე მსახიობი ვარ,ვარ ცოტა გაუწონასწორებელი და ზოგჯერ პანიკებში ვვარდები.ახალი წლის ღამესაც არაფერი უვნია,ავფეთქდი და გამოვვარდი,კაცი გადაირია.-წელზე მაგრად მიჭერს მკლავებს.-კარგად არ ვარ,ამის მიზეზიც მაქვს,მაგრამ ჩემი დარდით ყველას ვერ ვაცხოვრებ.კოსტა მეტს იმსახურებს... მე დედობასაც არ ვიმსახურებ,ესე მგონია.ჩემი ფსიქიკის ადამიანმა როგორ უნდა მოუაროს ბავშვს?!ჩვეულებრივი ცხოვრება ვერ მექნება,ეს ფაქტია და არაფრი იცვლება,ამას ვერ ვერევი.ვდგავარ,ვაკეთებ რაღაცას და წუმპეში ვარ ისევ.ყველაზე მეტად გული მაწუხებს.მგონია, მიმტყუვნებს,ესეთი იქნება ჩემი სიკვდილი.არ მაქვს წინასწარმეტყველების ნიჭი,მაგრამ ვგრძნობ,ეს ბევრს ვერ გაუძლებს.-საქმე ისაა,რომ ესეც არ მაწუხებს ახლა. მე ის მაწუხებს,რომ რაც უნდა მაწუხებდეს,ის არ მაწუხებს (როგორი ტავტოლოგიაა,არა?!)სიკვდილის არსებობა მანუგეშებს კიდეც,თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს.
-გგონია,ნორმალურობა მაგარი რამეა?!დიასახლისობა და ერთფეროვნება?!დიასახლისებს ვაფასებ,ზუსტად იმიტომ,რომ ამას უძლებენ.-თავზე ლოყას მადებს.მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობ.-გადარეული რომ ხარ,ამოუხსნელი და არაპროგნოზირებადი,ზუსტად ესაა, რაც მე მიზიდავს შენში.გწყინს ისეთი რაღაცები,რაც მე სასაცილოდ არ მყოფნის.ადრე გაგეხუმრეთ,ისე იტირე,დღემდე ვერ ვივიწყებ.არადა,მეგონა გაგეცინებოდა შენც. შენთან ყველა გულწრფელები ვართ,თუ ატყობ.ისეთ მომენტში გვეუბნები იმას,რაც გვინდა კი არა,რაც გვჭირდება,სულ მცირე დასაფასებელია.-უფრო მაგრად ვეხვევი.-ყველა იმას ამბობს,რისი მოსმენაც ხალხს უნდა,შენ კი ისე მსუბუქად გვიხსნი,ისე სხვანაირად... ღმერთო,ესეთი შერეკილი მინდა დადუნა ცინდელიანი. მიყვარს ეს დადუნა-გულჩვილი.ერთი გადაბრუნებული სიტყვაც რომ ძალიან სწყინს.მიყვარს ჩემი დადუნა-სხვების გასაცინებლად თავის შემოტენილ მოწყენას რომ გვერდით დებს,ყველას გულიანად გვაცინებს. ამ დადუნამ საიდუმლოს შენახვა ყველაზე საიმედო ადგილას იცის.ამ დადუნამ ჭირის და ლხინის გადატანა იცის.ამ დადუნამ გაგება იცის. ხო,ძალიან მაგარი ვინმე ხარ და ჩემი მეგობარი.ახლა გავალ და ვიყვირებ,შურით გასკდნენ.განსაკუთრებით კოსტა,კარს რომ თვალს არ აცილებს.-ხშირად არ მეუბნება ასეთ რამეს.
-საიდან იგონებ ასეთებს?!-ცრემლებს ვეჯინები.-ჩემო ძვირფასო.- უჩვეულო სითბოთი ვეუბნები და მართლა ვგულისხმობ სიტვას თავიდან ბოლომდე.
-ისე,სიმართლე ვთქვა,მთლად დაწყობილი დედაც არ იქნები.ბავშვს ვეტყვი მოგხედოს.- ერთად გავდივართ,მე ცოტა ვმორცხობ ისე,როგორც მაშინ.
-პრემიერაზე რატომ არ წაბრძანდი?-შენიშვნას მიმზადებს კაკი.
-არ მინდოდა!ეე,რეჟისორს არაფერი უთქვამს,შენ რას აჩმახებ?-წარბებს ვუწევ კაკის.- სალამი პატივსაცემ დელეგაციას.-ხელს ვწევ მისალმების ნიშნად.
-დადუნა,თავს წაგაცლი.
-გარეთ ბულდოზერი დავინახე,იმით გადაგივლი.-დივანზე ვჯდები.ლუკას ნაცვლად,ჩემს გვერდით ჯდება ქალბატონი და ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინდება.
-შენ,საცობის დროს გადასასვლელზე გადაგიყვან.
-დამღალა უკვე,აჭამეთ რამე.პირის აპარატი არ გაუჩერებია,რაც აქ მოვედი.-კოსტას არ\ვერ ვუყურებ.-წიკო,შეგიძლია მანდ „კოფეპიწიე“ რომ აქვს გაშლილი,სახეზე ააზილო.-ვერიკოს ვეუბნები.დიახ,წიკოს ვეძახით.
ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.აქ კაცია,რომელსაც გავურბივარ და რომელიც სულ ჩემს ფიქრებშია.აქედან ვერ ვაგდებ,ვერც მკერდში მფეთქავი ორგანოდან.
-წიკო კი არა,ამ გოგოს დავჭმუჭნი.-კაკი ფეხზე დგება,თაზუკა და დათა აკავებენ.
-გამოუშვი ერთი,აბა,გამოუშვი.-ვდიდგულობ აქედან მე.
-შენ გადაგაგდებ აივნიდან.-თითს ჩემკენ იშვერს.
-ნუ აი,უფანტაზიო ძმაკაცი მყავს,შეგიძლიათ შეიცოდოთ.-ცხვირის წვერზე ვიტარებ საჩვენებელს.მაფორიაქებს ერთის თავხედური მზერა.-არა,რა ძმაკაცი, რაღაც კონსტრუქცია.- გიჟდება კონსტრუქციაზე.აფთრდება.
-ნუ აქეზებ რა გჭირს შენ კიდევ.-კაკის უკვე ვერიკოც აკავებს.თაზუკა კი მე მაჩერებს.
-კარგი ჰო,ბევრი არ ილაპარაკოს.-კაკი მიყურებს თვალებგაფართოებული და მე რომ მხედავს არხეინად გადაწოლილს,ეცინება.-თუმცა,ეს ერთი იცოდეთ! რევოლუცია იმისთვის არის გაჩენილი,რომ მშვიდობიანობა მოაქვს!რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდობას ცარიალ სტვამაქით... ცარიალ მშვიდობა მიწაჩიც გვეყოფისო,უთქვამს ილიას...-არგუმენტად ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ვიშველიებ.
-რაში მდგომარეობს კოჰაბიტაციის არსი? -მეკითხება წიკო.- მტრები კი არ ხართ, ზმებიი ხაართ, ზმებო.-მიშას ეცინება.
-ახლა დაგინდე,მტირალავ.-ჯდება უკან ისევ,მე ყურადღებას არ ვაქცევ.პასუხის დაბრუნების ღირსად არ ვთვლი.
-კაკი,არ გამაბრაზო!-ეველინი მხარს მიბამს.-გადაგკიდებ მესამედან.
-ახლა აქ არ მინდა სამამულო ომები რა.-წიკოს მიშა ჰხვევს მკლავს და გულში იხუტებს.2 წელია ერთად არიან.
-დღეს დარჩები?-ნუცუბიძე მეჩურჩულება.
-ვერა,დედამ დახმარება მთხოვა.ტორტი უნდა გამოვაცხოთ.-ეველინს ვეჩურჩულები და კოსტას მზერას ვიჭერ.გული მიფართხალებს და სუნთქვა მავიწყდება წუთით.
ჯანდაბა,ემოციური ვარ.
-მოღალატე.რომელი კულინარი შენ ხარ?!-მხრებს ვიჩეჩ და თვალებს დაბლა ვხრი.
როდემდე უნდა იყოს ეს ასე?!როდემდე ვერიდო მას?!
ვიმართები წელში,ფეხს ფეხზე ვიდებ,ამაყად ვწევ თავს და თაფლისფერებს ვაცეცებ აქეთ-იქით. ეველინი მაინც ახერხებს მოყვეს ის ანეგდოტი,რომელსაც მუდმივად ჰყვება და ისე იცინის, ყველას გვიყოლიებს.ესეთია,კედლებსაც კი აცინებს.
აღარ მინდა დავიმალო,საკმარისად ვიმალე.მხოლოდ დადუნა ცინდელიანი ვარ,ამ ხალხის მეგობარი,გარდა კოსტა კეკელიძისა.მეგობრებს ტუჩებში არ ჰკოცნიან და მეგობრები ისე არ იზიდავთ,როგორც ჩემს შემთხვევაშია.შესაბამისად,ის უბრალოდ აქაურობის ნაწილია.
„და შენი.“ჩემი მეორე ხმა მინდა სხეულებრივი იყოს,რომ კისერში წავუჭირო და მოვგუდო. ამის ღირსია ნამდვილად .
ევის ტანსაცმლით წამოვედი,გაგიშრობ და ისე წაიღეო.
კოსტას მანქანაში მომიწია ჩაჯდომა,რადგან წიკო და მიშა დროზე ადრე მიდოდნენ.კაკი,დათა და თაზუკა კი მათ ჩაუხტდნენ მაქანაში.ჩემი ადგილი არ დარჩა,არც ტაქსით გამიშვეს.
-როგორ ფიქრობ,ფორის გარეშე გაუქაჩავ გაქცევას?!-ისედაც დაძაბული,უფრო დამძაბა.
-მე არ გავრბივარ.-ძლივს მოგროვებული სიმშვიდით ვუბრუნებ პასუხს.ჩანთის სახელურს კი მაგრად ვაფრინდები.
ცუდად ვარ.
-უპასუხისმგებლობაა.
-შენი აზრია.-თვალებს ვხუჭავ,როცა გაზს მაგრად აწვება და სხვაგან მიაქროლებს მანქანას.
-საფუძველი მაქვს ასე ფიქრის.-მაშინებს.ღამეს ცაზე დარდივით გაშავებული ღრუბლები დაუკიდებია.ალბათ,რაღაც აწიხებს მასაც და მსმენელი არ ჰყავს.
-ასე ნუ ატარებ,მეშინია.-ვბუტბუტებ,ის კი არ მისმენს.სადღაც უხვევს,მე ვიმეორებ დაპანიკებული იგივეს,ის კი თავისას აკეთებს.რაც უნდა,იღებს და თუ შევაკვდი,ეგაა და ეგ. ამ ნაგავმა უნდა შემიწიროს?თვალებს ერთმანეთს ვაჭერ მაგრად,ხელებს ვმუშტავ და ვიძაბები.
ამუხრუჭებს ფრთხილად,მაგრამ ემოციებისგან ჯერ კიდევ ვცახცახებ.
ბნელა,აქ არავინაა,არც შენობებია და კოსტაც გაბრაზებულია.
-არ გაინტერესებს?-ხმას არ ვიღებ.-დედა ნატირები,ერთი სიტყვაც არ გაქვს ჩემთვის სათქმელი?! არაფერი საერთოდ?-ყვირის.ყვირილიც იმ ნაწილს მახსენებს,რისი არსებობაც მშლის,მაწამებს.
-ხმას ნუ უწევ,თუ დიალოგი გინდა.-ვლუღლუღებ თვალებდახუჭული,მობუზული.
-მეხუმრები?
-არა!მშობლებს არ უყვირიათ,შენ ვინ ხარ რომ მიყვირი?გეკითხები. რაღაც ვერ გავარკვიეთ? დამელაპარაკე,რას მიყვირი.შენი პატარა ბავშვი არ ვარ,არც რობოტი ვარ.-გულში გავიფიქრე, ბავშვი რა შუაშია,მასთან ჩხუბი მითუმეტეს არ შეიძლება-თქო,მაგრამ ახლა მაგის დროა?არა.-ან დამელაპარაკები ჩვეულებრივ ტონში,ან არადა,გადავალ და გამკეთებელი ვარ.
-მე მაშინებ შენი გადასვლით?სიბნელეში მარტო დარჩენა,თან აქ...
-ადამიანო,ტექნოლოგიები ვითარდება.ნახე!-ტელეფონს ვაფარებ სახეზე.-აი,ამაში ინტერნეტს ჩავრთავ,ტაქსს გამოვიძახებ და შინ წავალ.მარტივად.-ამხელა კაცთან ასეთი ლაპარაკით არ მგონია რამე მოვიგო,თუმცა უტიფრად ვაწვები ჩემსას.
-აი,სერიოზულად შენ გესაუბრო ახლა?!
-რა ვიცი,შენ გამომაქროლე.-მხრებს ვიჩეჩ.ვაგრძნობინებ,რომ ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის,მაგრამ ყველამ ვიცით,რომ ასე არაა.
-არ დაიღალე?
-მაგრად.
-გაქრებოდი?
-სიამოვნებით.თუ გაინტერესებს,დაბადებაზე რომ ეკითხათ,ასე 70 პროცენტი უარზე ვიქნებოდი, მაგრამ 30 პროცენტით მოვიდოდი.
-რატომ?!
-ესეთი რომ ვარ,ზუსტად ამიტომ.ზუსტად იმიტომ,რომ მდედრობითი სქესის ვარ. იმიტომ რომ შემიძლია ვიყო ჩემი შვილის დედა..-ტკივილით მევსება სხეული.თვალებს ვხუჭავ,მთელი ტანით ვაწვები სკამის ზურგს.-კიდევ მეგობრების გამო,მშობლების გამო,კიდევ მსახიობობის გამო... ბევრი მიზეზია,მართლა ძალიან ბევრი.უბრალოდ,ნამდვილად ფასეულს ვჩქმალავთ ხოლმე და უფრო ხმამაღლა მომყვირალს ვუყურადებთ.-არ ვმოძრაობ,არაფერს ვაკეთებ. გულზე სიმძიმე მაწვება.
-მაშინ,რატომ გაურბიხარ?!
-ადგილს ვერ ვპოულობ,თუმცა საქმეს არ გავურბივარ არსად.
-ჩემგან გარბიხარ.
-შენ გინდა დავრჩე?
-და რატომ გარბიხარ?
-სხვებს ვერ დავაღალატებ,არ შემიძლია...
-ჩემი დაღალატება შეგიძლია?
-შენ არ გიყვარვარ,არც მემეგობრები.
-ჩვენ გვაქვს სასიამოვნო საუბრები.-ვგრძნობ,მიყურებს.-რა მოხდა ადრე?
-შეცდომა,დღემდე ვნანობ.იგივეს ვერ გავიმეორებ.
-დარჩენა ისწავლე.
-გაქცევა მაგრად ავითვისე?-მეცინება,ოღონდ სიმწრით.
-კი,აითვისე.-დუმილი ვარდება.აქაური ჰაერი კი მისი არომატითაა გაჯერებული.
-განვავითარებ ნიჭს.
-თუ წახვალ,თუ ვერ მოისვენებ აქ,თუ უპასუხისმგებლოდ მოიქცევი იმის წინაშე,რასაც გული გიგრძნობს,ვერასდროს ისწავლი დარჩენას.ვერც ბრძოლას იმასთან,რაც ასეთი რთულია. ბოლოს აღმოაჩენ,რომ მხდალი ხარ.
-შენ თუ ყველაფერი იცი,ჩემთან რატომ მოდიხარ?
-შენი სიმართლის მჯერა.აი,ამიტომ.ხანდახან ისეც ხდება,არ ვართ მართლები რაღაცაში, რასაც ვაკეთებთ.თუმცა,ამის შედეგს ვიმკით.უკვალოდ არაფერი ქრება...თუ მაგრად არ დაამუშავე და მაგასაც დრო და ხარისხი უნდა,დადუ.-ძალიან ძალიან თბილად თქვა ჩემი სახელი. ეს სითბო კი გულში ჩამეღვარა.
-კოსტია...-მისთვის სათქმელი ბევრი მაქვს,მაგრამ თავს ვერ ვუყრი ვერაფერს.
-პასუხისმგებლობას გაურბიხარ,მაგრამ მე არ მეკითხები არაფერს.არჩევანს არ ტოვებ, როცა კი ან არას უფლება მაქვს მეც. -ერთის უარიც კი წყვეტს ურთიერთობის ბედს.
-რა?!
-არაფერი,უნდა დაფიქრდე.დრო გჭირდება..-ბუტბუტებს რაღაცას,გასაღებს ატრიალებს და მანქანას ძრავს.
-ვერ გავიგე ბოლოს რა თქვი?!
-აააამ,თავში აგივარდა-თქო.-მეცინება გულწრფელად.-ახლა ავტოგრაფებს მოგთხოვენ, ფოტოებს გადაგვიღებენ ბევრს...
-ნუ გეშინია,ვიტყვი ვითომ მეზობლის ბავშვი ხარ,ან ჩემი შეუგნებელი თაყვანისმცემელი.-ხელს ვიქნევ სხვათაშორის.-გაგებით მოეკიდებიან საკითხს,რომ ვერ ხარ მთლად დაწყობილი.
-ნეტავ ისეთი ცუდი ბიძია ვიყო,შენი ამ ამინდში გარეთ დატოვება შემეძლოს გაუგონარი გაბრაზების გარეშე.-თვითონაც ეცინება.
-ამით გამაფრთხილე,არ გამაბრაზო პატარა დადუნა,თორემ დარჩებიო?!
-რა ზუსტად მიხვდი!
-არ მეშინია-თქო,რამდენჯერ გავიმეორო,რამდენჯერ...
-აი,შენს ჩანთას რომ აქ დავიტოვებ,ხელცარიელს როგორ არ შეგეშინდება,მაგასაც ვნახავთ.
-აუ,ერთს გაგაბრაზებ რა..-ყელზე კანი გამოვიწელე თხოვნის ნიშნად.
-ბევრს ლაპარაკობ.-თავს აქნევს.
-საუბრისთვისაც არ გამოდგები რა.რანაირი თანამგზავრი ხარ.-უკმაყოფილოდ მოვმუწე ტუჩები.
-ახ,რა უცნაური ვინმე ხარ,დადუნა.
-იმედია კარგი გაგებით გულისხმობ,თუ არადა,არც შენ ხარ ლატარიაში მოგებული მილიონი.-ხელი ავიქნიე.
-ხელები დააპაუზე,თორემ ეგონებათ სხვა მძღოლებს აგინებ.ხოლო,რა იქნება შემდგომ,თავად იხილე.-ტუჩს იწვალებს,მე თვალს ვარიდებ.
უხერხული სიჩუმე ვარდება.მე საუბარს თავს ვარიდებ,ის კი სიმღერებს რთავს რადიოში. არც ვიძვრი ზედმეტად,არც ის მეხება...უცნაური რამეა,ახლა ზუსტად ის მელოდია ჩამესმის, ჯავშანს რომ აცლის სხეულს,არღვევს ქსოვილებს და იღვრება სულში.
თითებს ვათამაშებ,სხეულს ვადუნებ.ყურებში ჩაღვრილ ტკბილ ხმას ვუსმენ და ვივიწყებ ყველაფერს.იმ შიშსაც საყვარელმა ადამიანმა რომ გამომაცდევინა ცოტა ხნის წინ.
-დადუ,ჯერ შენსას არ იშლი,ხომ?!-გვერდულად ეღიმება.
-არაა.-ვერ ვხვდები კონკრეტულად რას გულისხმობს,მაგრამ მაინც ენაზე მომდგარ სიტყვას ვისვრი.
-იხტიბარს გაგიტეხ!-მეცინება გულიანად.თებე მემუქრება ხოლმე ასე.
არც გადაკოცვნა,არც ჩახუტება.უბრალოდ მადლობას ვუხდი და შინ ავდივარ.არც შეტყობინებას მწერს,მეც არ ვწერ...ალბათ,ასეა საჭირო.მას თავი გზა აქვს,მე-ჩემი. ტყუილი არ ყოფილა მარტოობისთვის რომ გავჩნდი.
დილით გავუმეორე ჩემს თავს,ყოველი დღე რომ სასწაულია და უნივერსიტეტში წავედი. რაც გავაცდინე,ის თუ არ აღვადგინე,1 წელი დამემატება სასწავლად,მე კი ცოტა არ იყოს, დამღალა იგივეს ტკეპვნამ.ამ დროში შემიძლია უფრო სასარგებლო რაღაცები ავითვისო და ტყუილად რატომ დავკარგო?!
ყველაფერი გვარდება ჩემი ახლობლის დახმარებით,რომლის ხათრითაც მისმენენ ახლა. ოღონდ მაფრთხილებენ,რომ ყველაზე მკაცრად შემაფასებენ და უმაღლეს ქულას არ დამიწერენ.ეს ჩემი სასჯელი იქნება გაცდენისთვის.
ტექნიკის მაღაზიაში შევიარე,ზუსტად კაკის ტელეფონის მსგავსს ვეძებ.ის არ მომთხოვს, შეიძლება არც გამომართვას,მაგრამ მე თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ზოგადად,რაღაცას რომ გააფუჭებ,გაკეთების თავიც უნდა გქონდეს.
სხვადასხვა მობილურები შემომთავაზეს,მე ის მინდოდა,რომლის ეკრანიც გავუფუჭე. თავს დამტრიალებენ,ზედმეტად ბევრი ადამიანი ტრიალებს,რაც მაღიზიანებს.ხო,ასეა. შენი პიროვნებით კი არა,სახელით და მატერიალური მდგომარეობით ხარ შესაფასებელი ობიექტი. დღეს კაპიტალისტური ხედვაა,ჯიბე უფრო ფასობს,ვიდრე ადამიანობა. არ იფიქროთ ვეპუები, არამც და არამც. უბრალოდ ვეღარ მაკვირვებს ეს ფაქტი.საშინელებაა,გეთანხმებით.
ბავშვობიდან სასურველი ვიყავი,იმიტომ რომ ისეთი მშობლები მყავს,როგორიც მყავს, რომ მოციგურავე ვიყავი,რომ მსახიობი ვარ,რომ მაფასებენ... ბევრი რომაა,ბევრი რადგან და ადამიანობა?! ადამიანობით ცოტა თუ მხედავს,მთავარი ხომ სარგებელია ხოლმე?! ხო,ასე ვხედავ.
ვიყიდე მობილური და გახარებულმა ჩადე დიდ ჩანთაში. მე მაინც გულწრფელობით აღსავსე ღიმილით შევხვდი გამაღიზიანებელ ლაქუცს.რა ვქნა?!ფარისევლობაა თუ სიყალბე თუ თვალთმაქცობა,კეთილგანწყობა ხომ მაინცაა და ვერ უპასუხებ კაცი გულგრილად ამას.
გამაბედნიერა შენაძენმა.კაკის ყბიდან ამოვალ ახლა მაინც(მხოლოდ მაშინ მახსენებს,თუ ძალიან ვაბრაზებ).რამდენიმე ადამიანმა გამიცინა,ზოგმა თვალი ამარიდა,ვიღაცამ ფოტოს გადაღება მთხოვა და ბევრი ხვეწნის გარეშე დავეთანხმე.აბა,რა გამეკეთებინა?!ვერაფერს ვიზამ.
შინისაკენ ფეხით მივიწევ.ნაზი სიო ქრის,მზე ცაზე კაშკაშებს,ხალხი გულიანად იცინის,ზოგიც საქმიანად ჩაივლის.მე?!მე მსუბუქად ვარ,ამ წამს ტვირთის სიმძიმეს ვერ ვგრძნობ. აზუზუნებულ ტელეფონს ჯიბიდან ვიღებ,კოსტა კეკელიძე რეკავს,ცოტა მიკვირს კიდეც.
-ყველა ფერი,შენი ფერია თითქოს,მაგრამ თეთრი?თეთრში?!სულ სხვა ხარ..-თვალებს დაბნეული ვაცეცებ.
-ფსიქიატრიულში თუ რეკავდი,შეგეშალა.-თავს ღიმილით ვაქნევ.-თუმცა მადლობა,ვიცი რომ ლამაზი ვარ.
-ჩაჯდები მანქანაში?!-ალბათ,ვნებიანი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა.ლოყაზეც ცალ მხარეს ნაჩვრეტი გამოუჩნდებოდა მკრთალად.
-უცხო ბიძიებს არ ვუჯდები.- წავიტიპე.
-ჰე,დამაჯარიმეს!-ჩაცინების ხმა აღწევს ჩემს ყურამდე.
-ჰე,დამაჯარიმეს..-ვაჯავრებ მის ხმას და თვალებით ვეძებ.-სად ხარ?
-გვერდით.შენ რა მაგრად ხედავ!ახლოს განსაკუთრებით.-მართლა ვხედავ და მისკენ აღელვებული ვდგამ ნაბიჯებს.მანქანაში სწრაფად ვჯდები.-თუ მოცლილი ხარ დღეს, გაგიმართლა,თუ არადა,არა.
-მცალია,რომ არ მეცალოს აქ არ ვიქნებოდი.-არ მსიამოვნებს ახლა ეს ფრაზა.-კოსტა,შენს გეგმებს თუ ვერ შევეწყობი,ჩემი საქმე იქნება პირველი,ყოველთვის.-თავდაჯერებული ვტრიალდები მისკენ.
-ბევრს ლაპარაკობ,ღვედი გაიკეთე და წავედით.
-იქნებ არ მინდა.
-გინდა,გინდა.-სიჩუმემ გაშალა ფრთები.
-კაკი სად არის,ხომ არ იცი?
-კი,მუშაობს 7 საათამდე.საღამოს კიდევ თაზოსთან ავდივართ.
-ამმმ,კარგი.
-რამე გინდა?
-არაფერი.
-შობეეე,ჰე,შობე დარეჯან!-ისეთი უცნაური აქცენტით თქვა,გამეცინა.
-არაფერი,კაკისთვის საჩუქარი მაქვს.
-წავუღო?
-ნააჰ,მე გადავცემ.
-წამოდი მაშინ საღამოს შენც,გოგოებიც იქნებიან.-არადა,დღეს უარი ვთქვი. კითხვა მომენატრა და საღამოს ვაპირებდი რამე ახალი წამომეწყო.
-კარგი.
****
-ბოსის შვილი იყოს დაჭეჭყილი „ჟეშტი“,გასწი მერანოოოოო!
-კაკი,გადავაგდებ!-ფანჯარას ვუყურებ.
-გადააგდე თუ გინდა!-მერე ფანჯრიდან რომ ხელი გადავყავი,გააფრინა.- გიჟი ხომ არ ხარ,გოგო?! 1000 ლარი მიათხლიშე ამ ტელეფონს და აგდებ?
-აბა,არ იღებ და!-ძლივს ვიმორჩილებ ტუჩის კუთხეებს.
-დადუნა,არ ავიღებ!დედაშენს აჩუქე!
-დედას დაბადების დღეზე ვჩუქნი! მეორეც ერთი,მე გაგიფუჭე ნივთი!
-ოჰ,დანაშაულის გრძნობა შემოგაწვა?!არამც და არამც,არ გამოგასყიდინებ!მერე ვერ წამოგაძახებ!
-რა გახდა,აიღე ეს წყეული!-მაჯაში ვაფრინდები,რომ ხელში ჩავუდო.
-აფრენ?არ ავიღებ.
-იცოდე აღარ გემეგობრები.
-თქვა პატარა დადუნამ და მოხვდა ძმაკაცური წიხლი.-ხელები დემონსტრაციულად გაშალა.- ვერ ავიღებ,მაგრამ რაც გააკეთე,იცი რამდენს ნიშნავს?-მკლავზე მადებს ხელს.- დედას გეფიცები, აი იმდენს,ვერც კი გაიაზრებ მაგ ჭკვიანი თავით.-ხმა უთბება.
-ძალიან მინდა რომ აიღო.-გული მეკუმშება.-ნუ აქცევ ფასს ყურადღებას,ძალიან გთხოვ.. განა ვერ ვხედავ,რომ ძველი ტელეფონი გიჭირავს?მანდაც არაფერი ჩანს,როგორ იყენებ,ვერც ვხვდები.
-ეე,რა ბანძი ხარ,ნახე რა *ესლობაა!-ძველ მობილურს მანახებს,ნახევარი ეკრანი ჩაბნელებულია.- აზრზე არ ხარ, მოდურ!შავი ეხამება თეთრს.კლასიკაა.
-გული მწყდება,ფასს უყურებ და იმიტომ არ იღებ! გეხვეწები რა!ვერ ვისვენებ ისე, თან დაბადების დღე მოდის შენი,ჩათვალე მაისურით გამოვძვრები მერე,გამიმარტივე საქმე და აიღე. სერიოზულად,მართლა გული დამწყდება თუ არ აიღებ.ჩავთვლი რომ სექსისტი იდიოტი ხარ!- მაგიდაზე ვდებ მობილურს.
-დადუნა,წაიღე!
-გასწიე,ჩვენში შემოპარულო ყიზილბაშო!-ხელს ვაწევინებ და კარისკენ გავრბივარ.- აბა ჰე და აბა ჰო,წავედი!-ვკივი და კიბეებზე ჩავრბივარ კმაყოფილი სახით.
ვერ მეწევა,ფეხი გადაუბრუნდა წინა დღეს.
-შე ნაგავო,უმწეობით რომ არ უნდა ისარგებლო,არ გასწავლეს?!-კაკი მიყვირის ფანჯრიდან.კოსტა სიცილს ვერ იკავებს.
-რა გეგონა,შე ბანძო!-გავიქეცი პატარა გოგოსავით,რადგან ერთიანად წამომახურა კეკელიძის მზერამ.
***
ტატუს ცენტრს ჩავუარეთ,შიგნით გოგო და ბიჭი შედიოდნენ,კეკელიძემ ამოიოხრა.
-რა დრო მოვიდა?!ადრე ტატუებს პატიმრები იკეთებდნენ,ახლა კიდევ ნებისმიერი იშანშალებს ხელზე.რას აღარ ნახავს კაცი,ამ დემოკრატიულობისა და ევროპულ-ამერიკული სტანდარტების შემხედვარე.-მეცინება.
-გინდა,შევიდე და გავიკეთო?!-გამოწვევა მომინდა.
-ახლა შენს წრიპინ-ტირილს მაყურებინ-მასმენინე რა!სისხლმა რა დაგიშავა, იმ შხამს და ჯანდაბას..
-დოზანა.-სხარტად ვაშველებ სიტყვას.
-ხო,დოზანას რომ ურევ?!-გზის ნაპირიკენ წავიდა,გადასვლა მოუნდა მეორე მხარეს.
-ხიხია?
-წამოდი ერთი,ბევრს ნუ ლაპარაკობ.-მაგარია,თავს მაწონებს თუ მემეგობრება და მაჩუმებს! ფლირტი საერთოდ არ შეუძლია მგონი,ჩემზე კრიტიკული მდგომარეობა აქვს.
-საერთოდ,დღეს რატომ შეგხვდი?!გინდა დამჩაგრო,მაგრამ ნერვებს თუ მომიშლი, ვიღაც მიბულინგდება და მე არ ვიქნები ეგ ნამდვილად.-დონჯს ვირტყამ თეძოებზე და წარბებს ვწკეპ.
-მე რა ვიცი,პაემანზე წასვლა მოგენატრა და მე შემომეტენე.-ახლა მოვგუდავ!
-პაემანზე ზოგადად არ დავდივარ,ეგღა მაკლია რამე ურთიერთობისთვის საბრძოლველად ვიწოწიალო შეხვედრაზე და ვინმეს თავი მოვაწონო,მითუმეტეს მამაკაცს!-უცნაურად მიყურებს, ალბათ,ფიქრობს,მაგარი შერეკილიაო.
-აბა,შეყვარებული რომ გაიჩინე..
-შეხვედრით სპეციალურად არასდროს შევხვედრილვარ,ბევრი დამთხვევა იყო.-აგრესიული ტონი მერევა,ზოგჯერ ვერ ვიკავებ თავს და მინდება ცხოვრება დავიუმახინჯო ნადარეიშვილს ყველაფერისთვის,ყველა სიმახინჯისთვის..-მოკლედ,სისულელეა.
-ცოტა ამპარტავანი ხარ.-თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ.
-კარგად უნდა დაფიქრდე,რომ მიმიხვდები,მერე გავაშინაარსოთ.-რეალურად ხომ პირიქითაა ხოლმე,მამაკაცები უხეშობენ და ქალბატონებს სწყინთ.თვითონ თუ უტაქტოა მომენტებში, არც მე დავაკლებ,ნამდვილად აღარ ვაპირებ მსხვერპლად ყოფნას!
-მომწონს,საბრძოლო განწყობას არ ჰკარგავ.. -თავით გადასასვლელისკენ მიჩვენებს.- წამოდი, დადუნა.
-ტატუ?
-იმაზე დიდი იდიოტიზმი არ არსებობს,ადგე და ვინმეს ჯიბრზე აკეთო რამე.გაკეთება გინდა? გაიკეთე,მაგრად არ დავვინტერესდები მაგით,მაგრამ 2 კვირაც არ გავა,მოგბეზრდება და ინანებ. ეგ კიდევ არც ისე მარტივად შორდება,როგორც შენ გგონია.რომც არ აღიარო,რომც შეეგუო, შენს თავს იცნობ...
-გავიკეთებ!
-გაიკეთე,დაგტოვებ მაშინ მე.ნამდვილად არ ვაპირებ,რამე რომანტიკულ სიუჟეტს დავამსგავსო სიტუაცია და დაგამშვიდო!-გზას ჭრის,მარტო მტოვებს და მარტოსულობა მკიდებს ხელს. ასეა,ჩემი ცხოვრება ზუსტად ასეთია. ჩემგან მიაქვთ,მე კი ვცარიელდები. კოსტა როგორ მომექცა? საზიზღრად,მაგრძნობინა რომ არაფერი ვარ და შეუძლია ნებისმიერ მომენტში წავიდეს, დამტოვოს. ჩემი სული დაინახოს და არარაობად მაგრძნობინოს თავი.ვვარსებობ?! დავალებული ნამდვილად არ ვარ!
ალკოჰოლს არ ვემეგობრები,ამიტომ აფთიაქში დამამშვიდებელს ვყიდულობ და ვსვამ. 15-20 წუთი სჭირდება მოქმედებას,სახლისკენ გზას კი ჩუმად მივყვები.ფიქრები გამრავლდა გონებაში, აღარც ის ვიცი,რომელ ერთს ვებრძოლო და რომელი ერთი გავაქრო. ცოტა კი არა,ძალიან მღლის ყველაფერი,ტაბლეტებს ხელში ვათამაშებ და აწლიანებული მზერით დავყურებ.
-დადუნა,ჩაჯექი.-ვშეშდები,რაღაც საოცარი სიმშვიდე მეუფლება,აღარც ტირილი მინდა. ვუღიმი,თავს ვუკრავ და გათიშული მივუყვები გზას.-დადუნა! დადუნა-მეთქი!- კეკელიძე მკლავში მაფრინდება და თავისკენ მატრიალებს.
-არ მინდა,მალე მივალ შინ.-არ ვჯიუტობ,არც ვბრაზობ ახლა,უბრალოდ მახსოვს,რომ მიმატოვა და ნდობა დავკარგე.
-ჩაჯექი,თორემ ჩაგტენი!
-ნუ გაქაჯდები,ძალიან გთხოვ.ადამიანს ზოგადად არ უხდება გაქაჯება.-ვბურტყუნებ და მამთქნარებს.-ბოდიში.-პირზე დაგვიანებით ვიფარებ თავისუფალ ხელს.-გამიშვებ?
-არა,მე წამოგიყვანე და მე უნდა დაგაბრუნო,მამაშენი გადაირევა რომ არ მიხვიდე დროულად.
-გაიხარე,ჩემს პრობლემას თავად მივხედავ,გამიშვი.
-ხელში რა გიჭირავს?!
-წამალი.
-რისი?
-ჩემი,დამაძინებს მშვიდად.-ხელიდან უხეშად მართმევს,მაგრამ არც ეგ მწყინს. უემოციო ვარ, ინდეფერენტული.არაფერი მადარდებს.
-ერთი დალიე ხომ?
-კი,მეტი არ შეიძლება,გამაფრთხილეს.
-ვინ?
-ფსიქიატრმა,ადრეც ვსვამდი,მომეცი.
-რა გინდოდა ფსიქიატრთან?!
-ჩემი მეგობრის დედაა,ძილი მიჭირდა და ეს მირჩია.-თავზე უხერხულად ისმევს ხელს.
-ახლა რატომ მოგინდა დალევა?
-რომ დავიძინო.დამიბრუნე.-ფოტოს უღებს და მტევანზე მიდებს.
-წამოდი,მიგაცილებ.
-არ მინდა-მეთქი!
-შოკოლადს გიყიდი.
-შაქრის შემცველობა სისხლში იდეალური მაქვს,შოკოლადებზე არ ვგიჟდები.-მხრებს ვიჩეჩ.
-ნაყინს გიყიდი..
-მეც შემიძლია ყიდვა,რას ჩაეციკლე?
-კარგი,ვისაუბროთ უბრალოდ...
-კარგი.-თავს ვუქნევ.ხელი არ უნდა ჰკრა იმ ადამიანს,ვისაც დახმარება სჭირდება. თავიდან აირიდო?შენ თუ ადამიანი ხარ,რამ უნდა მოგასვენოს?!-რა გაწუხებს?
-მე-არა,შენ..-გზა გავაგრძელე,გამეღიმა...
-არ ვიცი,ვერ ავხსნი.
-ეცადე.
-არ გამოვა,დაივიწყე.
-ვიღაცამ გაწყენინა,გატკინა და თან ისე ძალიან,არავის ენდობი.
-ჰო,ალბათ.-მართალია,სრულიად მართალი.
-გინდა მომიყვე?!
-რომ მოვყვე,დარწმუნებული ხარ რომ შეგიძლია დამახინჯებული სულის დანახვა? მერე კი ისე მოქცევა,როგორც საჭიროა?!-ემოციები გათიშულია,გონება ჯერ არა.
-წინასწარ ვერაფერს იტყვი.-ჩაფიქრებული მიწყობს ფეხს.-თუმცა იცოდე,როცა ლაპარაკი მოგინდება,მე მოგისმენ და თუკი შემიძლია დახმარება,მართლა დაგეხმარები.
-კარგი ადამიანი ხარ,მაგრამ გოგო,რომელიც მოგწონს და თავს აწონებ,მარტო არ დატოვო ხოლმე.
-საიდან მოიტანე,რომ მომწონხარ?!
-მაშინ მარტო არ დატოვო არავინ,როცა ნერვები გეშლება.-ძალიან მარტივად გადავდივარ ახალ ტალღაზე.
სახლამდე მიმაცილა,მაგრამ მას შემდეგ აღარ გვისაუბრია მაგ თემაზე.
..**
კოსტა?!
სულ იმას ამბობდა ან აკეთებდა,რაც თავად სურდა,მაგრამ არასდროს წასულა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ.ჩვენი ურთიერთობა საუბრებით და უცნაური მზერებით შემოფარგლებოდა.ვსეირნობდით,ან ვისხედით კაფეებში,ერთმანეთთან ვსაუბრობდით და მეგობრებთან ერთად ყველაზე ხალისიან დღებს ვატარებდით.
მე მიჭირდა გაჩერება,მაგრამ ვჩერდებოდი სხვა რაღაცების გამო.იმის გამო,რაც ბატონმა კეკელიძემ მითხრა.რომ მე არ უნდა გავიქცე,თუ მინდა პასუხისმგებლობის აღება შევძლო და ამასთან გამკლავება.ჩვენი ურთიერთობაც ისეთი სხვანაირი იყო...თითქოს ის კოცნა არ ყოფილა,მაგრამ ვერ დავივიწყე და ამიტომ მეგობრები არ ვართ.
-დადუნა,რას ფიქრობ?!-როცა ვჩუმდებოდით,როცა სალაპარაკო იმ წამს აღარ იყო,მე სადღაც ფიქრებში მივდიოდი,ის კი მაბრუნებდა ყოველ ჯერზე.ის იგებდა ყველა დეტალს ჩემზე და იმაზე მეტს მეუბნებოდა,ვიდრე დანახვა შემეძლო.
-ახლა?-ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო.მშვენიერი ნახატი იქნებოდა თეთრად მოწინწკლული მანათობლები.ცის მშვენიერი ჭორფლების გადატანა ნეტავ შემძლებოდა ფურცელზე.
-თუ ვარსკვლავი ჩამოვარდა?!-რომანტიკულად ხომ სვამს კითხვას,მაგრამ მიწაზე ვსხედვართ და მანქანის საბურავებს ვეყრდნობით ზურგით.თან ხელში „რუბიკის კუბს“ ათამაშებს ( ალღო აუღო და ვეღარ ვაჩერებთ).
-ლამაზი სანახავი იქნება,ალბათ.
-ხო,დადუნა.-პირველად შემეხო მტევანზე.რაღაცნაირად დავიმუხტე,გავთბი.
-სანუკვარი ნატვრა აგვიხდება.-გახევებული ვზივარ,არ მინდა რამემ აიძულოს უკან დახევა.
-რას ნატრობ?
-არ გეტყვი.მხოლოდ მე უნდა ვიცოდე.-ენას ვუყოფ ათრთოლებული.
-როგორც გენებოს.-მტევანზე მკოცნის რბილი ტუჩებით.გული ჯერ დარტყმებს ტოვებს,მერე ისე ძლიერად მიცემს,მეშინია არ დამკრას.ცის ფერებით მიყურებს ისე,თითქოს .... არა,მას ჯერ არაფერი უთქვამს.ვერ დავაბრალებ სიყვარულს.
***
-დადუნა,გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.-ჩემი ადვოკატი დადარდიანებულია.- დავმარცხდით.
-ისევ გავასაჩივროთ,ყველა ინსტანცია ამოვწუროთ,დიანა.
-არ მოიწყინო,მე ჩემსას გავიტან მაინც!არ მოვასვენებ იმ დაწყევლილ უნივერსიტეტს!
-დიდი მადლობა,დი!საოცრება ხარ.
***
არაფერი გრანდიოზული,არაფერი პომპეზური,მხოლოდ მეგობრები ვართ ამ მნიშვნელოვან დღეს და კეკელიძე.ჩემი მეგობრების მეგობარი,ჩემი არა.
ეველინს თეთრი კაბა აცვია,ლუკა ახვლედიანს ჯინსები და თეთრი პერანგი. ამ დღესაც კი ვერ აიძულეს კლასიკურად ჩაცმა. ყელზე ყლინჯად წოდებულიც არ უკადრია,მახრჩობსო გააპროტესტა.
-ლამაზი ხარ.-ლოყაზე მკოცნის,თეძოზე თითებს მაწყობს, პულსაციას მიგიჟებს და მალევე მეცლება კოსტა.
მე რა მჭირს?! თქვენ უკეთ იცით ჩემში მიმდინარე პროცესები,როცა კეკელიძე ჩემთან ახლოსაა.
ვერთობი მათთან ერთად,ხან ვმღერით,ხანაც ვცეკვავთ,ამბებს ვიხსენებთ. კაკი ძველ ვიდეოებს რთავს,სადაც ვღლაბუცობთ და ვმაიმუნობთ. იქ ისეთი პატარები ვართ და ისე გავიზარდეთ, გაოცებულები ვაშტერდებით ერთმანეთს.
ერთ-ერთ ვიდეოში ნადარეიშვილიც ჩანს,მაგრამ კაკი სწრაფად ცვლის კადრს, თაზუკა კი თავზე მკოცნის.მე კეკელიძეს ვუყურებ, მზერით ბურღავს იატაკს.
კოსტას მანქანაში ვჯდები,ხმას ვერ ვიღებ.ის კი დუმილს არ არღვევს. არც რაიმე აქვს ჩართული რადიოში,რომ სიჩუმე ასეთი უხერხული არ იყოს.ისე მალე მივდივართ ცინოს სახლამდე, თავს უცნაურად ვგრძნობ.მგონია ვაწყენინე,მოსვენებას ვკარგავ.
-მშვიდობიანი ღამე,კოსტია.-ნელა ვიხრები,ლოყაზე ვკოცნი და მანქანიდან დასევდიანებული გადმოვდივარ.აუტანელი სიცივე წამოვიდა მისგან, ზამთრის სუსხი... აი,ზოგჯერ თვალებით რომ მყინავდა,ახლა სხვაგვარადაც შეძლო ჩემში არეულობის გამოწვევა.
ისე მტკივა შიგნიდან გული,თვალებში მაწვება ემოცია,მემღვრევა და გამოსახულების ხარისხს აუარესებს.მაინც არ ვიხედები უკან,კიბეებზე ავრბივარ შერჩენილი ძალებით. გამოვიფიტე ერთიანად,წარსულმა გამომფიტა,ჩემმა ბავშვურობამ, უცოდინრობამ,გამოუცდელობამ და ყველაფერმა ერთად. ეს კაცი ახლოს არ უნდა მომეშვა,არანაირად არ უნდა გამეკარებინა.ახლა რომ დაგვიანდა, რაღა ვქნა?!
ფეხს ვდგამ ცუდად საფეხურზე,წინ ვქანდები და ხელისგულებით ვასკდები.სიმწრისგან ღრიალი მსურს,თუმცა საცოდავი კვნესა მცდება და ცრემლები მცვივა.ისე მემძიმება სხეული, მგონია სული დამტოვებს... მოაჯირს ვაფრინდები,ნელ-ნელა ფეხზე ვდგები,მაგრამ წელში ვერ ვსწორდები. ფეხები მიკანკალებს.
ცინოს სახლის კარზე აღარ ვაბრახუნებ მხიარულად ხელებს,ზარს ვრეკავ,კარს კი ევდოკია აღებს.
-მოხვედი?!შემოცუნცულდი,მოდი..-უცებ დუმდება.-დადუნა,ყველაფერი რიგზეა?- პირს ვაღებ რაღაცის სათქმელად,ბგერები კი არ ამომდის. არ ამომდის ის სიტყვები,მე რომ განმათავისუფლოს.ვიხრჩობი საკუთარ ნაღველში,დარდში და ტკივილში.
-კია...-ხმა მიწყდება ასლუკუნებულს.სულ ორი ნაბიჯის გადადგმის ძალას ვპოულობ, ევდოკიას მკლავებს ჩაბღაუჭებული კართან ვიკეცები.
-ჩემო პატარა,ყველაფერი რიგზეა.აქ ვარ,შენთან ვარ!-მკერდზე მიკრავს სასოწარკვეთისგან ატირებულს.დედობრივი მზრუნველობით მხვევს თხელ მკლავებს,შუბლზე კი ფაქიზად მკოცნის.-ამას გადავლახავთ,ამასაც გადავლახავთ!-იმეორებს მუხლებზე დამხობილი და მაცდის დარდი ამოვიღო მკერდში მფეთქავი ორგანოდან.
-ცუდად ვარ...-ხმა მიწყდება,გული კი ისე ფეთქავს,შეიძლება გასკდეს კიდეც.ვბუჟდები.- მტკივა, გული..ღმერთო,როგორ მტკივა...-ხმა მივარდება საერთოდ, სახეს კი მის ყელში ვმალავ.
-მოვაგვარებთ,ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ.-შუბლზე მკოცნის,ნატიფ თითებს კი გაშლილ თმებზე მატარებს.-თუ ერთ დღეს ვულკანი ამოხეთქავს,მეორე დღეს ის აუცილებლად დაწყნარდება.-ყველაფერი ინგრევა,თავზე მემხობა.უფრო მაგრად ვეხვევი,ისე თითქოს სულში ვუძვრები.კია დუმილით მპასუხობს.-და თუ თავზე გვენგრევა სიმწრით ნაშენები, გამოდის რაღაც ისე ვერ იყო.თავიდან ვისწავლით წამოდგომას,პატარავ,თავიდან!
-ბოდიში,ბოდიში..-ჩავარდნილი ხმით ვამბობ.ის ხომ მოწმეა ჩემს თავს დატრიალებული ქარიშხლის თუ ცუნამის.
***
-გიყვარს კეკელიძე?-ჭრელ თვალებს მისწორებს.
-ეგ არის ბანდიტი,ქურდი,ყაჩაღი,თაღლითი,მიმთვისებელი და ტერორისტი!-კბილებში ვცრი.
-გრძნობების:ბანდიტი,ქურდი,ყაჩაღი,თაღლითი,მიმთვისებელი და ტერორისტი?!- გრძელ თმებს უკან იყრის და მუხლებს ნიკაპს აყრდნობს.-შე პატარა ყალთაბანდო!
-კია ხარ ჩემი,სპორტიჯი თან.-ეცინება.როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი კეთილი ღიმილი ჰქონდეს?!
-კია სპორტიჯს მოგცემ ყურის ძირში.-მარჯვენას იქნევს და მემუქრება.-უყურე ერთი ამას!- წარბებს მაღლა სწევს,თვალებს ქაჩავს და ისეთი საყვარელია,ლამისაა გავჭყლიტო.
-კია,ნუ მეჩხუბებ! იცოდე „ოჩენ“ მეწყინებ!-თავს დაბლა ვხრი.
-რა პრობლემაა,მაინც არ მესმის. სულ ერთად ხართ, მუდმივად და რა არ გაკმაყოფილებს ვერ ვხდები.-მხრებს იჩეჩს და ღვინის ბოკალს იყუდებს.
-საქმე ისაა,რომ მაბნევს. კარგი ძმაკაცივით მესაუბრება ხოლმე,ხან ისე მექცევა, მგონია რომ მოვწონვარ.არადა,რთული მისახვედრი არაა,კაცს მოსწონხარ თუ არა.უყვარხარ თუ არა. ეს მაგარი უცნაურია.-მეც პირს ვისველებ ღვინით.ხმა შემეცვალა.-ცინო სად არის?
-გაგიმართლა,არაა სახლში.სამსახურიდან დაურეკეს,პროექტი აქვთ გასაკეთებელი და როდის დაბრუნდება არ ვიცი.-როგორი ლამაზია ევდოკია. ღაწვები შეუფარკლა სასმელმა, განწყობაც ეცვალა.-დაელაპარაკე.
-შანსი არაა.სად მაქვს მაგდენი გამბედაობა?!კია,მე მსახიობი ვარ,გესმის?-გულზე მაწვება ლოდი.-რომ ვუთხრა მიყვარს,რა იქნება?!რას ვთავაზობ?!სამსახურზე უარი რომც ვთქვა, წამოვიდე და შინ დავჯდე,წარმოიდგინე რა მოხდება.-ქვედა ტუჩზე მაგრად ვიჭერ კბილებს.- ჩავიკეტები უსასრულო წრეში.სახლი და არაფერი.კარიერისტულად შეიძლება ჟღერს, მაგრამ თუ ჩემი თავის იმედი არ მექნება,ხმას ვერ ამოვიღებ ვერასდროს.თავს ვერ დავიცავ,ვერ ვიტყვი რა არის მიუღებელი,ვერ განვაცხადებ პრეტენზიას თამამად,რადგან ვერ ვიქნები რეალიზებული და შემოსავალი არ მექნება,რომ შემოვცხო სიამაყით მეც.
-საყვარელი ადამიანისგან თავის დაცვა არ გჭირდება,ეს ერთი.
-კია,ის არაფერს მავნებს,შეიძლება არც წამომაძახოს,მაგრამ ხომ მიცნობ?! ფულის თხოვნა არ შემიძლია არავისთვის.ბავშვობაშიც მერჩივნა მომეთმინა ის,რომ შოკოლადი მინდოდა, ვიდრე მეთხოვა მიყიდეთ-თქო.რამდენჯერ გული დამწყვეტია,რომ ვერ მიმხვდარან, მაგრამ საიდან უნდა გაეგოთ?! ამირან გულში მღეროდაო.-მხრებს ვიწურავ.-დააკვირდი რეალობას,კია. ადრეც ხომ გვისაუბრია ამაზე?!იგივეს მეუბნებოდი შენც.რატომ არის ხალხი უბედური?! რატომ ხდება ისე,რომ დიასახლისების უმეტესობა ესე ცუდადაა? საყვარელ საქმეზე უარი თქვეს,აი ამიტომ. მხოლოდ სიყვარულს ბედნიერება არ მოაქვს. ადამიანებს გვჭირდება ჩვენ-ჩვენი საქმე, სადაც თავს გამოვხატავთ,თორემ მერე ძნელია.მართლა ძალიან ძნელია ჩაკლა შენში ნიჭი.ხმა, რომელსაც სიცოცხლე სწყურია.აი,ადამიანს ძალიან რომ შია და შენ საკვებს გამოაცლი პირიდან, რა იქნება?! ხომ იცი,რაც... არ შეიძლება ასე.-ლოყაზე ჩამოვარდნილ ცრემლს აკანკალებული ხელით ვიშორებ.-სახლში თუ დავჯდები,შეიძლება გავაფრინო. თავს უმაქნისად ვიგრძნობ, უბედურად.. წარმოიდგინე,საჭმლის კეთება ისე მძულს,ყოველ დღე რომ სამზარეულოში ტრიალმა მომიწიოს,ალბათ,ტყვიას დავიხლი.დედიკო ყოველთვის იმას აკეთებს,რაც საჭიროა.საჭმელების კეთება გამოსდის,მაგრამ არ უყვარს და ზოგჯერ ხასიათიც უფუჭდება ხოლმე ამის გამო.
-მიხარია,რომ ხვდები,დუ. მაგდენს რომ ფიქრობ,ძალიან კარგია.როცა სხვაზე ხარ დამოკიდებული,მანდ ბევრი საუბრის უფლება არ გაქვს.ყოველთვის წამოგაძახებს ვიღაც, რომ შენთვის რაღაც აქვს გაკეთებული და წყლის წვეთს,ზღვად დაგანახებს. რაც უფრო ძლიერი ხარ ფინანსურად,მით უფრო დამოუკიდებელი ხარ სხვებისგან და მით უფრო პასუხისმგებელი ხარ საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მადლიერი უნდა იყო,როცა ვინმე გეხმარება,მაგრამ თუ დაგაყვედრა,მერე უფასურდება.შენ სურვილი გეკარგება მასთან ურთიერთობის.-ისევ სვამს.-უბრალოდ დაელაპარაკე და ის მაინც გეცოდინება,იგივეს განიცდის თუ არა.გაურკვევლობა ძნელია.
-შანსი არაა,ხომ იცი,ვინც მიყვარს იმათთან უფრო მიჭირს მოსიყვარულება.ზოგჯერ ვერც ვეუბნები ხოლმე,იმდენად დიდი რამე ტრიალებს ჩემში.
-მაშინ,აკოცე და თუ გიპასუხა ხომ კარგი,თუ მოგიშორა ეგეც პასუხია.-გონებაში კი დამიჯდა ეს აზრი,მაგრამ ვერ გავბედავ,ეგეც ვიცი.-თუმცა შენ ისეთი ამაყი ხარ,მაგის გამკეთებელს არ ჰგავხარ.
-მაღალია.-ვბურტყუნებ.-ანდაც, „რაზგონს“ ავიღებ, გამოვექანები და შემოვახტები.- ღიმილი მეპარება.-სხვა თუ არაფერი,გაწელვის ერთჯერადი ვარჯიში მაინც იქნება.
-გიჟი ხარ.-თავს აქნევს და სასმელს მიმატებს.-უყვარხარ,ესე მგონია. -მახსენდება მისი ადრინდელი დანაპირები,ჩვენს შორის გაურკვევლობაში ერთი იქნება და ეს შენ იქნებიო. თუ ეს „აბაროტია“ კეკელიძე,ვაიმე რას გიზამ!
-კია,ცინო ასე გაწვალებდა?!
-2 თვე მხოლოდ.-აწითლებულ ლოყებზე თითებს იფარებს.-მერე ნერვები მოვუშალე, 2 დღე გავაწვალე და ეგ იყო.-ოქროსფერ თმებს თითებით აწვალებს. -ქორწილმა კარგად ჩაიარა?
-კი,ძალიან კარგად.-თუ კოსტას სიცივეს არ ჩავთვლი.მობილურზე შემოსულ ზარს თვალებგაფართოებული დავყურებ.-ისაა.
-უპასუხე.-წარბებს მაღლა სწევს ეშმაკურად.
-ჰოუ...-დაბნეული ვუსმენ მის მძიმე სუნთქვას.
-ჩამოდი.-კიას ვუყურებ არეული.
-არ შემიძლია,კოსტია.-სახელს ისევ ვუცვლი ფორმას.- უკვე გამოვიცვალე.
-ჩამოდი.
-არ გესმის,რას გეუბნები?
-დადუნა,ჩამოდი.ვიცდი.-მობილურს გაბრაზებული ვთიშავ.
-მოსმენა არ იცის,შეიძლება მივასიკვდილო,ისე ვცემო!არ აინტერესებს,უნდა და იღებს. იჯდეს დილამდე და მიცადოს ახლა.-სერიოზულად ვბრაზდები.
-მართლა გათენებამდე თუ გიცადა,კისერი და ხერხემალი ეტკინება. -მეცოდება კიდეც.-ნუ იცი გაჯიუტება!
-კია,ნუ მაცოდებ!თვითონ არ შემიბრალა,მე რატომ უნდა დავინდო?!
-აწი ჩადი,დაელაპარაკე!-გაღიზიანებული ვიცმევ გრძელ ჟაკეტს და კიბეებზე მერყეობით ჩავდივარ.-მალე ამოდი,მეძინება მე.-მაფრთხილებს და კარს ხურავს.
-არ ხარ ჯანსაღი!-გულმა რეჩხი მიყო.სადარბაზოს კართან დახვედრილი მაგრად მიხუტებს და კისერში მკოცნის. ტანზე მეშლება უხილავი ღინღლები.- რიკა,კარგად ხარ?-დაბნეული და აფორიაქებული ვეკითხები.ნიკაპს მაღლა მაწევინებს და თვალებში მიყურებს. მიჭირს კიდეც კარგად გარჩევა,მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს თბილისს. დახრილი მკოცნის ტკბილი ტუჩებით,მე კი რამდენიმე წამი მჭირდება იმის გასაანალიზებლად, თუ რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს!სამყარო არსებობას წყვეტს!რაღაც თბება,ხურდება,იმუხტება... ფოთლებს მონავარდე ქარი აშრიალებს,ისინიც ჭორაობენ და ჭორაობენ.ამბებს ჰყვებიან და,ალბათ,სადღაც გულის სიღრმეში მგონია კიდეც,ჩემსავით განიცდიან ყოველივეს.
მთელ ჩემს არსებას იცავს კეკელიძე.ჟრუანტელი ჭიანჭველებად მივლის,მცრის და მაგიჟებს! როგორი ძლიერია ის,ვისაც უყვარს და როგორი სუსტიც! იმდენად ცხადია ორივე გრძნობა, მხრებზე ვაფრინდები სიმწრით.კოსტას გარეშე... ჯანდაბა,ვერ! წარმოუდგენელია და მასთან ერთად?რთულია,მაგრამ... ურთიერთობები ხომ გაგების უნარზეა დამყარებული და მრავალ კომპრომისზე?!
კეკელიძე რთულია,მაგრამ ყველაზე ახლო,სასურველი და სასიამოვნო ჩემს ცხოვრებაში. ახლა კი რა ხდება?!მე ვკოცნი მას,საკუთარ ნაწილს ვუყოფ...ის მისრუტავს,მიყოფს თავის წილს. ღმერთმანი,რომ გიყვარს,რომ გტკივა,მაგრამ მაინც ვერ ელევი...
გონზე მოვყავარ უკანალზე ამ თავხედის ხელის წაჭერას და თვალებს უეცრად ვჭყეტ.ბუს ვემსგავსები მგონი,ზომებშიც დიდი სხვაობა არ უნდა იყოს.
გული ყელში მებჯინება,იმენად სხვა განზომილებაში მიმათრევს.იმასაც მავიწყებს, ცოტა ხნის წინ ბრაზისგან რომ ვერ ვიტანდი და სიცოცხლეც რომ აღარ მინდოდა მის გამო.ახლა ყველაფერი ერთად მინდა.თავი დედამიწის ღერძი მგონია და ამ წამს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
-ყველა გზა მოგეჭრა.-ხელებს საჯდომიდან ზემოთ აცურებს.მატრერიის ზედაპირიდან მიუყვება ხერხემლის ხაზს.გული გახეთქვამდე ფეთქავს.
-კოსტია...-თვალებს ვხუჭავ ათრთოლებული,კანი მეხორკლება.
-ჩშ,გარეთ ვართ..-ისევ უკან ასრიალებს ხელს,თეძოებთან ინაცვლებს და გაშლილ მტევანს მკერდიდან ლავიწზე აცურებს.ცხვირის ცხვირზე მისმევს და ტუჩებზე ფრთხილად მკოცნის. ყელს მიწვავს თავისი მოხვეული თითებით.ვნება გონებას აკრავს საბურველს,უნდა კოსტა იგრძნოს ახლოს,მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს წინააღმდეგობის უნარი.
-ვინმე დაგვინახავს.-მკერდზე ხელისგულებით ვაწვები და ვგრძნობ გამყიდველი ორგანოს ფეთქვის რითმს.-კოსტა!
-ესე რომ ჩურჩულებ,იცი როგორი ხარ?!-თეძოზე მიჭერს თითებს.ყელშივე ვიტოვებ ოხვრას.
-როგორი?-კისერს ვიღერებ,რომ მის სახეს დავაკვირდე(თუმცა ასეთი განათების ფონზე რთულია).
-ძალიან ლამაზი.-აშკარად დეკოლტისკენ იჭყიტება.ევდოკია და მისი ნაირ-ნაირი პერანგები! ნუ,ბნელა და წესით უნდა უჭირდეს დანახვა.
-თავხედო,ჩემს მკერდს ესაუბრები თუ მე!-ლოყაზე ხელს ვადებ ნაზად და ვუღიმი.
-ორივეს.-მეცინება გულახდილობაზე. მოღეღილ მკერდზე მკოცნის და ვიწვი ერთიანად.
-რა გინდა ამ დროს აქ?-ახლოს მიზიდავს,მილიმეტრიც არ რჩება ჩვენს შორის.სუნთქვა მეკვრის.ვეღარ ვისრუტავ ჰაერს თავისუფლად. ბუნებრივ პროცესად სულაც ვერ აღვიქვამ.
-რაც მინდოდა,გავაკეთე უკვე.-მრისხანება მიტევს. მოხვეულ მკლავებს ვეჯაჯგურები.
-გამიშვი!-კბილს კბილზე ვაჭერ.-კონსტანტინე,გამიშვი!-მაგრად მხვევს მკლავებს და აფართხალებულს ტკბილ ამბორს მჩუქნის.-მელოდებიან...-ძლივს ვლაპარაკობ.
-ხვალ გამოგივლი.-ღაწვებზე თითებით მეფერება.
-არ მცალია..-ვბუტბუტებ გასუსული.
-პირდაპირ აზარტულს მხდი.-დახრილი მკოცნის და მაგრად მიკრავს ტანზე.გაშლილ თმებში თითებს მიხლართავს.სურნელს მპარავს თავხედურად,დაუკითხავად.
-შენი ენერგია სხვა სასარგებლო რამეზე დახარჯე,უნდა გიღირდეს.-მტკივა მიყოლებით ორგანოები,ქსოვილები... -ჯანდაბა,რამდენჯერ უნდა ვიჩხუბო ამ თემაზე?! ეგოცენტრიკები ხართ მამაკაცები!ნუ ავლენ ამბივალენტურობას,მხოლოდ დაგაზარალებს ეს ყოველივე,თორემ ხეირი არ ექნება.ქალბატონები არც ჯილდოები არიან,არც საჩუქრები,არც ნივთები და ა.შ. მე, როგორც სხვები,ვარ პიროვნება და ეგეთი ქცევებისთვის ან საუბრუსთვის,მაგრად განანებინებ.- ვეღარ ვხვდები ფრაზით განგებ მაღიზიანებს თუ უბრალოდ ასე ფიქრობს.-ეს აზარტი მოაშორე შენს ლექსიკონს ან გაჰყევი მაგ სიტყვებს. ნუ გამოცდი ჩემს მოთმინებას, იქით არ აგინაზღაუროთ კაცებს საუკუნის წინანდელი ცოდვები.-ტუჩებზე ხელს მაფარებს. მართლა მწყინს,როცა მეუბნება აზარტი ვარ.რა იმედიც მეძლევა,ისევ მეგლიჯება.მერე ვეღარ ვხვდები რა სჯობს და რა არა.
-ძალიან მოიქოქე!-არ ეღიმება,არც მე.-ნუ უდგები შეშლილივით საკითხს და ყველგან ნუ ეძებ სანაქებო უფლების დარღვევას.-ხელს ვაშორებინებ.-შენი გაწვალება ერთი სიამოვნებაა.- ვვოხრავ.სპეციალურად მშლის ჭკუიდან.
-კოსტა რიკა,ნუ მაშინებ.-მაგრად ვაჭერ თვალებს ერთმანეთს. იქნებ არარეალურია ეს ყველაფერი?!
-ხვალამდე,ახლა აირბინე სახლში და ტკბილად დაიძინე.
იმ ღამეს ვერაფერმა დამაძინა გამთენიის 5 საათამდე.
საღამოს მართლა მოდის და მეც მიწევს მის ნებას დავყვე (უფრო ჩემსას,აღიარების საკითხია).
***
ზურგზე ვწვები,თავს კი ფეხებზე ვადებ.თმებში მიხლართავს თითებს.
-დადუნა,აანალიზებ სად ხარ?-ქვემოდან შევღიმე სევდიანად.
-შენს სახლში და არაფერი ხდება განსაკუთრებული.- ნაკვთებზე ნაზად მატარებს თითებს, აღტაცებული მითვალიერებს სახეს.
-ვისთვის როგორ.აქ რომ ამოხვედი,ეგეც მიღწევაა.-მეცინება.
-ვერ ვვუარყოფ,ძვირფასო.-თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვსუნთქავ.თითებს უკვე არტერიაზე მისრიალებს.-ნუ დაცანცარებ!-მტევანზე ვაფრინდები აღელვებული. ხვდება რასაც მიკეთებს და ამიტომ არ ჩერდება.მე კი ვნებასთან ჭიდილი მიწევს.
-არდა,მოგწონს,ხომ ?-ცის ფერები უთბება.მოწმენდილ ზეცას მაგონებს.
-კოსტარიკა,ძალიან მალე უნდა დავბრუნდე,ხომ იცი?!-გაქცევა გამოსავალია.
-წინაზე რომ გყავდა ნადარეიშვილი,ასე გზღუდავდნენ?
-ნუ მიხსენებ.-მუცელში ყრუდ მივლის ტკივილი.-შენი მეგობრები როდემდე უნდა მიგზავნო?
-როცა ვერ მოვახერხებ მოკითხვას,სწორედ მაშინ გამოჩნდებიან.
-კოსტია,-სახეზე ვეფერები.-ცოდოა ლექსოც და დათაც. ყინვაში დგანან და მელოდებიან.
-მანქანაში გიცდიან.-ხელისგულზე მაკრავს მხურვალე ბაგეებს.
-მარტოსაც შემიძლია წასვლა-წამოსვლა.
-ზამთარში ცივა,ზაფხულში ცხელა...
-ახლა ამინდს ნუ დააბრალებ შენს პარანოიას,ძალიან გთხოვ.
-კარგი,ზედმეტი ხალხი გეკარება.-უსიამოვნოდ ამოთქვამს.
-კარგი რა,კარგი!მსახიობი ვარ და ლოგიკურია.მეც არ მსიამოვნებს ყველა,მაგრამ..
-დადუნა,ტყუილად იხარჯები!-შეუვალია.
-კოსტა,მამამ რომ დაინახოს ნაირ-ნაირი მანქანებით მივდივარ სახლში,ხომ იცი რომ მოგხვდებათ?!-ნიშნისმოგებით ვპასუხობ.
-მამაშენის არ მეშინია,ასაკშია და მოტყდა ცოტა.
-მამაჩემი ძალიანაც ძლიერია!-ვიწევი სახეზე ალმოდებული.
-ნუ,ვერ ვვუარყოფ.ჩემი მეგობრის ძმას კარგად მოსდო ყბაში.-თვალებს ვატრიალებ.
-აბა,რა გეგონათ?!ყვავილები გამოატანე პატარა ბიჭს და ესე რომ გადგებიან..
-დადუნა,შემოარტყა იმ ბიჭს და სხვა თუ არაფერი,ძალადობაა.
-ყელში ნუ ამომადინე!ფიცხია მამა და სახლში ბიჭი გასაცნობად არც ამიყვანია. დღემდე არ იცის თაზუკასა და კაკიზე.ჰოდა,ლოგიკურია რომ მოუქნია.-გამართლება დავიწყე ეგრევე.
-მამიკოს გოგო ხარ?
-კი!-ენას ვუყოფ.-მამაჩემი ჩვეულებრივი რომ არ არის,მაგასაც გეტყოდნენ.- ნიშნისმოგებით ვწევ წარბს. მამაჩემი მკაცრია,მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.-შენი პრეტენზიები ბათილია.
-„იასნად“, ვიცი ვინცაა.
-ხოდა,გოგონა მალე მიუყვანე,თორემ მთელ ქალაქს ასწევს.
-მამაშენის გაბლატავებული ხარ!-თითს მიქნევს შეკავებული სიცილით.- აუცილებლად დაველაპარაკები იმ ნაჯიკავებ ბიჭზე ერთ დღეს.
-აბა,შენ იცი!იქნებ შენც გდრუზოს მარჯვნიდან და მარცხნიდან.-ქვედა ტუჩს იკვნეტს და ნიკაპს ისრესს.-მოგიყვანს გონზე.
-ნუ სარგებლობ იმით,რომ მამაშენს პატივს ვცემ!- ჩემს მხრებზე დაღვრილ თმებს აწვალებს.
-ხოდა,გააგებინე შენს მეგობრებს რომ ნუ მაკითხავენ!საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ქალაქში და ისე ვივლი,როგორც ჩვეულებრივი ხალხი.
-შანსი არ გაქვს,ხომ იცი?
-კეკელიძე,გიჩივლო?
-მანდაც მყავს ნაცნობები.-კმაყოფილი ეყრდნობა დივნის ზურგს.
-უუუხ! ნეპოტიზმი მძულს!როდის მოიშლება რა!
-ეე,საშენოდ რომ იყენებ,ხომ კარგია?!-სახე მექუფრება.
-სახლში წამიყვანე.-ვბუზღუნებ.-შენნაირები გვღუპავენ!
-კარგი,წამოდი და ნუ ბრაზდები,როცა შენს კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ვფიქრობ.
-გავბრაზდები,როცა შემზღუდავ!
-ჩემი ფემინისტი.-შუბლზე მკოცნის სიცილით.გული მიფართხალებს.-აი, „ცვეტში“ , ცალკე საყურებლად ღირს ჩემგან და ზოგადად ყველასგან რომ იცავ ნებისმიერს. კარგი არჩევანია, უბრალოდ გამშველებელი რომნხარ ან ტვირთს იღებ,ცოტა მოხვედრაც აიტანე,გეთაყვა.
-სერიოზულად ვამბობ,შემზღუდავ და ზუსტად იგივეს მოგიწყობ.-ცხვირს ვიბზუებ.
-პირველად ვნახე,რა!ადამიანო,გემსახურებით და უარს ამბობ.დაგატარებთ აქეთ-იქით და კიდევ უკმაყოფილო ხარ.
-კოსტა რიკა,დაგაჭრის ყურებს მამა!წამიყვანე-მეთქი!- კოსტას ძაღლი,ბონდო შემორბის მისაღებში.
***
თვალებში ვუყურებ,მშვიდად ვზივარ და არაფერს ვაშავებ.ნერვებსაც კი არ ვუშლი.
-დადუ,სამართლიანობასა და მორალს შორის დიდი სხვაობაა?!
-სხვაობაა სამართალსა და მორალს შორის,ან სამართლიანობასა და სამართალს შორის, მაგრამ ვფიქრობ,სამართლიანობა მორალზეა დამყარებული.რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა?!
-ისე,უბრალოდ...-აივნიდან ვუმზრ სიმწვანეს.წიწვოვანი ხეები წელში გამართულად დგანან და აგვისტოს ხვატში წვიმას ელიან.-რაო,მიდიხარ გოგოებთან ერთად დასასვენებლად?!- ჯერაც ვერ გადავწყვიტე წავიდე თუ არა ზღვაზე.
-არ ვიცი.
-რატომ?შენ რომ იცი, ჩემს ჯიბრზე გაჰყევი და დამაწყვიტე ნერვები.-მტევანზე საჩვენებელდ მატარებს.
-თავს ყველა ისე მაგრძნობინებთ,თითქოს ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. ჯიბრიანი,შურიანი, ბოღმა,მორალისტი! საერთოდ,თუ ასეთი ცუდი ვარ,ხომ არ ფიქრობთ,რომ უნდა დამტოვოთ?!
-ჯიბრიანი მირჩევნია მე.-ეღიმება.-ნუ ფიცხდები,საერთოდ არ მგონიხარ ეგეთი.ვინ გიჩმახებს?!
-დაივიწყე,გაბრაზებულზე ვთქვი.-ხელი ჩავიქნიე,არადა მართლა ეგრე მგონია ხოლმე.
-ჯიბრიანი ხარ,მაგას ვერ წაგართმევ.ჩემზე გამომიცდია,შურიანი საერთოდ არ ხარ. აი,ბოღმა ხომ მითუმეტეს და მორალისტობაც შენგან შორსაა!ვინ გაწყენინა?!
-არავინ,ისე წამოვიძახე!-ჭორაობას ნამდვიალდ არ ვაპირებ.
-იცოდე,რომ გავიგო რამე მოხდა,ვინმემ გაწყენინა!გოგო თუა არ გაეკარები და თუ ბიჭია, ბიჭია?!-სერიოზულდება,მე მეცინება.
-რა ვიცი,აბა.-მაცდურად ვმუწავ ტუჩებს.
-რა საძაგელი გოგო ხარ,ეგაა?!
-არა,ადამიანო!ბაკურიანში რომ მიდიხარ სათხილამუროდ,ვინმე გიჩმახებს?
-ვინ გამიჩმახებს,შენც თან წაგიყვან!ჩაეტევი პატარა ყუთში.-აი,გიწევევს რომ გასცხო.- კომპაქტური ხარ.
-აი,ძალიანაც რომ მეხვეწო,არ წამოვალ ზამთარში.
-კარგი,ახლა წამომყვები?!-წვენი გადამცდა და ისეთი ხველება ამიტყდა,მოსაბრუნებელი გავხდი.
-მიდიხარ?
-ამოისუნთქე ჯერ!მივდივარ და წამოდი ბარემ.
-ბარემ გამიყოლებ ხო?ჩამომსვი სადმე და ეგაა.-მეცინება.-არ წამოვალ,პატიოსანი გოგო ვარ!- კეკლუცურად ვათამაშებ ხელს.-ჯერ გოგოები რას გადაწყვეტენ ვნახავ,თუ არადა,მე სადაც წავალ, ჩამოდი და მნახე,თუ მოგენატრები.
-ანუ,იმათთან ერთად მიდიხარ.
-თუ ძალიან შევწუხდი,მარტო წავალ.ისედაც არ მიყვარს კოლეგიალურ- კოლექტიურობა და გამოთრობა ყოველ საღამოს.
-ეველინმა არ გაგიგოს.
-ჩემი მეგობრები ალკოჰოლიკები არ არიან,ნუ გარდა ერთისა.. ეგეც ბედნიერია 1 ჭიქის მერე და რას უთვლი?!-თავს აქნევს და სკამს ეყრდნობა.-ყველა გამოცდა შექანებულზე აქვს ნაწერი, ჯერ არ დაუწუნიათ,შენ რა წუნს უდებ?!
-გაავდი ახლა.
-კარგი,წავედი!-ფეხე წამოვდექი,მაგრამ გამაჩერა.
-ნუ ხარ წყენია..-კალთაში მისვამს პატარა გოგოსავით,მე დაბლა ვიყურები.-მოუფრთხილდი გულს,თორემ არავინ მოგიფრთხილდება.მერე თავს გავუხევ და..-თავს ვერ ვიკავებ მის ტონზე და ყელში თავჩარგული ვხარხარებ.-აუ,როგორ დაგერხევა,ცინდელიანო!
-დედას გეფიცები,არ გამასხარავებ!-ხელებს ვასავსავებ და პირზე ხელებს ვიფარებ.
-გადაკიდებ აივნიდან,დაგფერთახავ! -იმდენად უსერიოზულდება ხმა,ვეღარ ვხვდები მაიმუნობს თუ მართლა უნდა გავეცალო.
-თავს გაგიტეხ!
-მე იხტიბარს და იყავი მერე კოკორო ისე.-ღიმილი რომ ეპარება,ვხვდები მაიმუნობს.ბეჭებზე ფაქიზად მადებს ხელს.-ფეხებს რომ ათამაშებ,ძველი მერჭობა.-დაწვრილებული თვალებით ვატრიალდები სახით მისკენ.
-შენ ჩამისკუპე,მე კი არ ჩაგიხტი!ეგღა მაკლია ჩაგიხტე!აქეთ ჩამიჯექი კალთაში,ნაშა შენ ხარ!
-აი,რამდენს გითმენ,ძალიან მცდი და ცეცხლსაც ისე ეთამაშები,გაილახები.
-გაითვალისწინე,აქ საგიჟეთი არაა და შენს ისტერიკებს არ ავიტან.სხვა ნაშას ავაგდებ,შენ გაგიყენებ გზას ფართოს!-ხელს ვიშვერ ფანჯრისკენ.
-აკი არ ვისწრაფი სასიყვარულო ურთიერთობებისკენო?
-არც ვისწრაფი მერე, უბრალოდ მოსვენებას გართმევ.-მხრებს ვიჩეჩ და თითებს ვხლართავ ერთმანეთში.-მანუგეშებს ეგ მაინც.
-რა სადიზმია,ღმერთო ჩემო!
-და რა მაზოხიზმი?!-წარბებს ვათამაშებ.
-რატომ მიჭაღარავებ თმას!-კოჭზე მავლებს ტორს და ბედი ჩემი,მოქნილი ვარ, მკერდზე რომ იბჯენს გიტარასავით,მე კიდურებზე ვეჭიდები წამოკივლებით.თავდაყირა ვარ,ამ თავხედის გამო.
-რას აკეთებ,გიჟი ხომ არ ხარ?-ვიწევი,მაგრამ არც მეხმარება,თითებს წვივებზე ისე ათამაშებს, თითქოს მართლა გიტარა უჭირავს.-ჩამექცა ტვინში სისხლი,შე არანორმალურო!
-ნუ შეყარე სამეზობლო!ვუკრავ.
-ჯანმრთელი ხარ საერთოდ?!-სახეზე სისხლი მაწვება.-გავსწორდე,განახებ დაკვრა როგორ უნდა!
-ვინ არისო ნაშა?
-შენ,რომ მოვკდვე,პასუხს არ შევცვლი.-ეცინება და სწრაფად მასწორებს. სუნთქვაარეულს მუცელი დამეჭიმა,ერთი გემრიელად კი შევუღრინე.
-პატარა მაკაკა ხარ,როგორ დამეკიდე?!-გადაიხარხარა.
-ამხელა კაცს მეტი გასართობი არ გაქვს?!შტერო!
-რა ვიცი,ახლა კი გამართე და.-თავს ვაქნევ უკმაყოფილოდ.ის კი დამთბარი ღიმილით შუბლზე დაყრილ თმებს მიწევს.ვყუჩდები.
ასეთია,სხვანაირი.შიგნიდან ნაგრძნობს სხვაგვარად ავლენს,ვერც ხვდება,ისე.
**
ოთახში ვსხედვართ,სანთლის შუქზე .ფეხებით მის კიდურებს ვეხები მსუბუქად და ვუღიმი.
-ფილმი გადაიდო,მობილური სადაცაა გამოირთვება.-კედელს ვებჯინები კეფით და სიმშვიდით ვტკბები.ასეთ შინაურულ ატმოსფეროში კარგა ხანია არ ვყოფილვარ, მარტო მჯდომი ოთახშიც კი.
-ააფრინე ალალიო,რაც არ არის,არ არისო.-ნერვები აქვს მოშლილი.
-ვიღაცას გადასახადების გადახდა რომ არ დავიწყებოდა,ასე ბანალურად არ ვისხდებოდით. მივალაგებდით და მერე ფილმითაც გავირთობდით თავს,თუ ხასიათზე ვიქნებოდი.
-ვაიი,ფილმი არის არაბანალური?!-გაღიზიანებულია.
-ნუ გაქვს ცინიკური გამომეტყველება, დანთებული სანთლები ნათელს გფენენ! ფილმიც ბანალური იქნებოდა,მაგრამ რატომღაც შენი წინადადება იყო!
-დაივიწყე!სამაგიეროდ,საუბარი შეგვიძლია.-ვიცი მიყურებს.თითოეული დეტალი მეუბნება ამას.
-ჩხუბის გარეშე?-მეცინება.
-დიახ,ზოგჯერ შეგიძლია შენც მშვიდად ყოფნა.-გულზე მხვდება,მაგრამ სიმართლეა. ზოგჯერ კონტროლს ვკარგავ და არ ვიქცევი ნორმალურივით,მაგრამ მთლად ნორმალურობაც არ მინდა.
-რომ არა კაცობრიობა?-ვკითხულობ ჩახველებით,ყელი გამიშრა,წყალს ვსვამ.
-არაფერი იქნებოდა მატერიალური.-მხრებს იჩეჩს.
-რა უცნაურია,სიყვარულის არ გწამს და ესეთებს მეუბნები.-თავს ვასწორებ,სანთლები იდუმალი შუქის ფონზე იწვიან.
-ხო?!-წარბებს წკეპს.-ტექნიკურ საგნებს უფრო ვსწავლობდი,ვიდრე ჰუმანიტარულს, მაგრამ რაღაცების მაინც მჯერა.რომ არ მჯეროდეს,მაშინ რისთვის უნდა ვიცხოვრო?
-მარტივად,შენი თავისთვის.
-ჩემს თავს აქ რომ ამოვწურავ,მერე სად წავალ?
-გაქრები.-რამდენიმე წუთი გადის,მაგრამ ის ჯერაც დუმს.
-თუ ჩვენს სიცოცხლეს რამე აზრი აქვს,თუ მე ამდენს ვწვალობ არაფრისთვის და ბოლოს ვქრები, რა ღრმა ფილოსოფია დევს ამ ყველაფერში?
-შეიძლება ფილოსოფია არცაა,რა ვიცით?!თუ ფილოსოფიას ეძებ,იქნებ მთელი აზრი სიცოცხლეშია?!იქნებ პატარა ან დიდი სირთულეები აბალანსებს იმ კარგს,რაც ჩვენს ცხოვრებაშია?! ბალანსი ხომ აუცილებელია.
-ყველაფერი შეგიძლია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო,დადუ..- შეიძლება მუდამ ასე მიცემდეს გული,როცა ასეთი ემოციით მეძახის სახელს?!-ჭკვიანი ადამიანი კითხვას რომ სვამს, პასუხს ეძებს იქამდე,სანამ არ იპოვის.ეგრე იდიოტსაც შეიძლება ერთი ჭკვიანური კითხვა გაუვარდეს.- მართალია.თავს ვხრი.-დასვი კითხვები,პასუხები ეძიე და შინაგან ხმას უსმინე. სხვისი სიმართლე იქნებ შენზე დიდი სიმართლეა?!ასე,ცალსახად,ყოველივე ერთ კანონზომიერებას ხომ არ ემორჩილება?ერთ ლოგიკას,რომელიც ზოგჯერ ალოგიკური უფროა.-მის ხმაში იდუმალებაა, ინტერესი და სიმშვიდე. ჩემი კითხვებით წონასწორობას არ კარგავს.მტკიცედ იჭერს საკუთარ პოზიციას და არც კი მჯერა,რომ სიყვარულს არ აღიარებს!
-როგორ არ გჯერა სიყვარულის?!-თმებზე ვიტარებ თითებს.-ესეთ სიღრმეებში ჩადიხარ, ყველაფერზე გაქვს არგუმენტი,იცი გეთანხმები და ვერაფრით ვიჯერებ შენი სიყვარულისადმი დამოკიდებულებას. ჯანდაბა,უცნაურია!-შუბლზე ვიტარებ თითებს გაკვირვებით.
-ისევე არ მჯერა,როგორც შენ არ გჯერა მრავალი რამის.-მინდა ვკითხო,მაშინ ახლა აქ რას ვაკეთებთ,მაგრამ სიამაყე არ მაძლევს საშუალებას ამოვღერღო.-ჩემთან საუბარი ძალიან მოგწონს,სულ მე მალაპარაკებ და სულ მისმენ.ბევრ რამეში ვემთხვევით და გინდა ჩემგან მოისმინო პასუხები!პატარავ,ჩემს ტვინში მოგწონს ძრომიალი?!-ნერწყვს ვაგორებ მძიმედ.
-მგონი სჯობს უკვე წავიდე.-ფეხებს უკან ვწევ,რომ წამოვდგე.
-მეზარება,იყავი ჯერ რა.
-გავიკეტავ ჩემით კარს.
-მარტო მაშინაც არ გამიშვიხარ,ჭკუიდან რომ ამწიე.ახლა იყავი,არაფერს გავნებ.
-დამნაშავის ტიპური ფრაზაა,მაგრამ ცოტა ხანს დავრჩები.თუმცა, მალე უნდა წავიდე. დაღამდა უკვე.
-ვერ დარჩები სულ?მთელი ღამით..-ელდა მეცა.მასთან ღამით? გამორიცხულია!
-ვერა.-მოკეცილ ფეხებს მკლავებს ვხვევ და ნიპს ვაყრდნობ.
-ინტიმი ხარ,მთელი ინტიმი.-სუნთქვა მერევა,გული მიჩქარდება და თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს.ინტიმი,ყველაზე გიჟური,მრავლისმომცველი სიტყვა და მაინც,რა ქვეტექსტით უნდა გავიაზრო სიტყვები,რომლებსაც ვისმენ?
-უცნაური კომპლიმენტები თუ ქათინაურები გჩვევია.-ქვედა ტუჩს ვკბენ შიგნიდან. სანთელი იღვინთება,დნება,მაგრამ დიდებულად - სულ კაშკაშებს მასზე აგიზგიზებული ცეცხლი. სასწაულია,ემოციების გაგრია ტალღა მალე წამლეკავს.
- თან ჩემი...-ჟრუანტელი მივლის,გონება მერევა და სიმხურვალე მივლის.- ინტიმი..
-რა რომანტიკაა,თურმე რა ენაწყლიანი ხარ..-ვიცინი ლტოლვისა და ვნების დასაფარად. როგორ მოხდა?პირველად შემიყვარდა მთელი არსებით,მაგრამ თქმა არ შემიძლია. ვერ ვაღიარებ, არც სიამაყე მიშვებს და არც თავმოყვარეობა იქამდე.არადა,აუცილებელია.. კითხვა დასვი, პასუხი მიიღე და გააგრძელე ცხოვრება! მე კი სადღაც ჩემში არსებული ზღვრები მაქვს,რომელსაც საკუთარ თავსაც ვერ ვაბიჯებინებ.საკუთარ თავთან აკრძალვებს შევეჩვიე,მაგრამ სხვებთან სხვანაირად ვარ.მათ ხომ თავიანთი საზღვრები აქვთ?!ვერ ჩაერევი და არც უნდა ჩაერიო.
-მოდი რა,ნუ ხარ მაგ კედელზე გართხმული.-წამოწეული კოჭებზე მაფრინდება და თავისკენ მქაჩავს.უხერხულად ვჯდები მის გვერდზე და მოხვეულ მკლავზე გული ყელში მებჯინება. თავზე მადებს თავს.-მიკვირს შენი სიმშვიდე,მაგრამ ისეთი დაღლილი ვარ, შეიძლება მეჩვენება კიდეც.-ვდუმმვარ.-რამე გჭირს?!
იმდენად მიყვარს,კანში ვერ მეტევა გრძნობა,მას კი სიყვარულისაც არ სწამს და მე... მე ვიღუპები! ცხვირით ყელში ვუძვრები და მაგრად ვეჭიდები ზურგზე.სულმა ლამისაა წამძლიოს, ამბორით ამოვავსო,მაგრამ ყველა სურვილს ვაკავებ.ისევ ვუკრძალავ თავს დანებებას.
-რა გჭირს,დადუ?გული აჩქარებული გაქვს,ცუდად ხარ?!
-კარგად ვარ,მაგრამ იცოდე,კარგი ადამიანი ხარ.-მაღლა აზიდულ თმებზე მეჭიდება და კისერს მაღერებინებს,თვალებს ვხუჭავ,არ მინდა ჩამხედოს,სანთლის შუქმა კი გამყიდოს.თანაც ღამე აშიშვლებს ადამიანებს.
-რამე მოხდა?! გაახილე თვალები და მითხარი!-ვერ ვმოძრაობ,მაკავებს.ასე ყელმოღერებული მხოლოდ თვალებს ვმალავ.
-არაფერი მომხდარა.
-აბა,რატომ ხარ ასე?
-პრეტენზიული ხარ პერმანენტულად.-სახეზე მეცემა მისი სუნთქვა და არსებობაც კი მიჭირს. - ხვალ თუ არ ჩაირთო,კაკი ყელს გამოგვჭრის. დაბადების დღის „party“ როგორ ჩაუშალე!
-ჩართავენ,ჩვენ კიდევ ადრე მოსვლას,დავრჩენილიყავით. ხვალ ისედაც უნდა მოვაწესრიგოთ.
-არა!-მთელი სხეული მეჭიმება,მგონი გრძნობს კიდეც დაძაბულობას.ეღიმება,ნიკაპზე თითს მატარებს.
-როგორც იტყვი.-აზარტი ვარ,მახსოვს.
-აზარტულობა გადადე.
-ვერ ივიწყებ?-ცინიკურად მეღიმება.-გულზე მოგხვედრია,პატარავ.
-უბრალოდ მახსოვს,სად უნდა გავჩერდე.შენ გამაფრთხილე,მე ვიღებ გაფრთხილებას.- მკერდით მკერდზე ვარ მიბჯენილი,თავის თავს მიზიარებს დროებით და ამას ტკივილთან ერთად, ის განცდა მოაქვს,თითქოს შინ ვარ.ოღონდ მე ვიცი,ნებისმიერ წამს შეიძლება თავზე ჩამომემხოს, მაგრამ არსად გავრბივარ.როგორც კაპიტანი არ ტოვებს გემს ჩაძირვისას,ისევე ვრჩები მის მკლავებში,მის ამბორსა თუ ყოველ გამოხედვაში.არ ვტოვებ,არც ერთ მომენტს და ვიცი, ეს ჩემთვის სასჯელი იქნება. ვარაუდიც კი არაა, პრეზუმფციადაც არ განვიხილავ,მაგრამ... არ ვიცი, შეიძლება განვიხილავ კიდეც სადღაც შიგნიდან.
-სხვანაირი ხარ,დადუ,საერთოდ სხვანაირი.-ტუჩთან ახლოს,კუთხეში მკოცნის და სანთლები იწვიან.
-ჰო,ალბათ.-ჩურჩულით ვეფერები თმებზე.-ხვალ კაკის დაბადების დღეა,სამსახურშიც უნდა გავიარო,რეპეტიცია მაქვს.მერე აქ მოვიდე და ეველინს მივეშველო,სჯობს წავიდე.-ნიკაპიდან ფაქიზი მოძრაობით ასრიალებს თითებს ხორხამდე,მერე ლავიწებამდე და მკოცნის ნაზად.
-კი მეზარება,მაგრამ წაგიყვან.
-ჩემით წავალ.-ვნებისგან მილულულ თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს.
-ისეთი ამაყი ხარ,არაფერს ითხოვ,არ სვამ კითხვებს,არ პასუხობ თუ არ მოგმართეს.- ეღიმება.- სახლში მე გთავაზობ მიყვანას,შენ კი რიდი გაქვს.
-კეკელიძე,კი არ მთავაზობ,მიგყავარ!-მის მუხტებს ვიჭერ,ვისრუტავ და არ მინდა მოშორება, იმდენად არ მინდა,დროს ვწელავ.კანი მეწვის,ძალიან მიხურს.
-ჰო,სადღაც ეგრე.ხვალ ხომ მაინც რჩები აქ?!
-ნწუ,ჩემი ძმა გამომივლის გვიან.
-სწორად იქცევა თემო,მაგრამ ახლა არ გვაწყობდა.
-რა პირდაპირი და თამამი სურვილებია,ბატონო კონსტანტინე?!- მეღიმება.- აზარტულობას ვერ აკავებ?!
-დამცინავი ტონი გიხდება,მაგრამ შენი სტილი ბოლომდე არაა.-კულულს თითზე იხვევს.- მე რომ რამე მინდა,ვიღებ.შენი სხეული რომ მინდოდეს..
-ვერ მიიღებდი!-თავდაჯერებული ვარ.-ისეთი ჯიბრიანი ვარ,მოვკვდები და სიტყვას არ გადავალ.-გული მტკივა,მთელი ტანი მტკივა,მაგრამ სული?!სული მეწვის. ვებრძვი შინაგან მონსტრს,არ შეიძლება გახსენება!არა და მორჩა!
-სე*ქსი ორი ადამიანის რეაქციაა,ურთიერთობა და თუ ერთს არ უნდა,ძალადობაა.- მუცელში მესობა უიხილავი დანა,ნელა მისმევს და კანს ჭრის შეუბრალებლად.- ავადმყოფი არ ვარ ჩავეციკლო,არც გიჟი ვარ,გადავაკვდე რამეს..
-მაგრამ ყველა მიიღე,ვინც გინდოდა.-წარბებს ვწკეპ.
-შენ რა იცი?!-ზემოდან დამყურებს,მე ოდნავ ქვემოთ ვიწევი,მკერდზე თავს ვაბჯენ და ქვემოდან ვუყურებ.წელზე ვხვევ მკლავებს მაგრად.
-ეგრე მგონია.-გულისცემის ხმა საამურია,სხვანაირი მუხტი აქვს.- ჩემი საქმე არაა, მაგრამ პოზიცია გაგიზიარე.
-დადუნა ცინდელიანი იმ ცინდელიანის შვილია?!-თემას ცვლის.
-გააჩნია რომლის..
-იმ ბიძიასი,ყველამ რომ იცის ვინაა,მაგრამ ხმამაღლა არ საუბრობენ.-მეღიმება.
-მამაჩემია!
-გამოდის,შარია შენთან შეცდომის დაშვება?!-ხელებს ცივად ვაშვებინებ,ვჯდები და შანდალს ვიღებ,სანთელს ვაშტერდები.
-ჩემს ურთიერთობებს,დამოუკიდებლად ვაგვარებ.არ მჭირდება ვინმეს დახმარება, ან მამიკოსთვის ენის მიტანა,ვიღაც მაწვალებს და ყურები დააჭერი-თქო.თუმცა ჰო,ალბათ, რომ გაიგოს ვინმემ მავნო,ტყავს გააცლის.-ცეცხლს ხელის გულს ვატარებ,ვხურვარ.-ნუ გეშინია, მამაჩემმა ისიც კი არ იცის,ბიჭებთანაც რომ ვმეგობრობ.-თვალები მწევის ემოციისგან.
-ბაკურიანი?
-მხოლოდ ეველინზე იცოდა.-ტუჩს ვკბენ ნაწყენი.სულ მოქმედებს მამაჩემს რომ მახსენებენ. თითქოს მე არაფერი ვარ,თითქოს თავის დაცვა არ შემიძლია და მამიკოს კალთას ვეფარები.- გოგო ვარ,მაგრამ თავის დაცვა შემიძლია.არ მჭირდება არც ძმის და არც მამიკოს დაცვა, მაგრამ ისინი ზრუნავენ,მიფრთხილდებიან... მსიამოვნებს ჩემი თავის გარდა,მათი იმედიც რომ მაქვს და არ მრცხვენია ამ ასაკშიც თუ ძმა მომაკითხავს.ნასვამი თემუკა მეც წამომიყვანია,ამიტომ თანასწორები ვართ.ისინი მზრუნველობით არ მაკნინებენ,ხალხი ყოველთვის... რადგან ცინდელიანის შვილი ვარ.-სულს ვუბერავ,სანთელი ქრება.-წამიყვანე სახლში,სანამ დამირეკავენ. თუ არადა,ტაქსს გამოვიძახებ,ღამეა.
-ეგრე არ მიგულისხმია.
-მესმის,ეგრე გამოვიდა.დავიწყე,კოსტა.ნუ გეშინია და თუ გეშინია,არ გიჭერ.-ახარხარდა.
-შეშინებული ვარ,ვერ გეკარები,ვერც გკოცნი,ხომ ხედავ?!-მუხლზე ხელს მადებს.-ადექი, ბარემ დაგტოვებ სახლში.-უტაქტო ვირი!
**
სცენიდან განცდები გამომყვა.სულ ვცდილობ იქვე დავტოვო,მაგრამ თავად ყოველთვის მეწევა. თემუკამ მიმიყვანა კაკის დაბადების დღისთვის ნაქირავებ სახლში,რატომღაც ეჭვიც კი არ გასჩენია,გოგოების გარდა ბიჭების არსებობის თაობაზე.ლოყაზე მომჩქმიტა და დამტოვა.
ღიმილით შევედი სახლში,სევდა მაგრად ჩავიუხუტე,მარტოობის გარდა სხვა განცდაც რომ მქონოდა.
-დუ,ტორტი მაცივარშია!-ეველინი საქმიანი გამომეტყველებით მათვალიერებს.- სანთლები დაავიწყდა იმ იდიოტ კაკის!ლუკა მოიტანს.-თვალები უბრწყინავს.
-ოხ,ახვლედიანი ნახე!ევილ,არ გაყვე რა ცოლად,დებილობაა!
-როგორც შენ იტყვი.
-ეველინ,მშია!-კაკი ყვირის.
-ხელები გაქვს,გაიკეთე!-ვუბრუნებ პასუხს აქედან.-ვერ გავიგე,აქ მონები გყავს თუ ხელებს ასვენებ!
-ოხ,მოვიდა მშვიდობის მაძიებელი!-მეცინება.ხაჩიძე გამოდის გამართული.- დიპლომატიურ წარმომადგენლობას სალამიი,რას აფეთქებ?- სასაჩუქრე ყუთს ვუწვდი.
-მშვიდობის ელჩისგან მიიღე უფასო ნაღმი.გუშინ მოგილოცე ღამით, შეირგე რა.
-ოხ,მადლობა!მჩატე საჩუქარია,რა დააკელი?
-ტანკი.-თავს ვაქნევ და რამდენიმე უცხო სახეს ვხედავ.შემაწუხებლად მაშტერდებიან, მაგრამ ვესალმები მაინც.მერე ეველინს მივყვები სამზარეულოში და ვჯდები მაგიდასთან.
-კოსტა ჯერ არ მოსულა.
-ვხედავ.-მშრალად ვუბრუნებ პასუხს.
-იჩხუბეთ?
-არა,ვერ გამოვიძინე და ხასიათზე ამესახა.- თითები ავხლართე ჩაფიქრებულმა.
-ვერ გავიგე თქვენი ურთიერთობა.
-ვერც მე.-ვვოხრავ დამძიმებული.
-არ უთქვამს არაფერი?!-თავს ვაქნევ.
-დაივიწყე,პასუხი ნათელია.ყოველთვის სასურველი ფინალი არ იქნება,მაგრამ სასურველთან მიახლოებულის შექმნა შეგიძლია.
-შენი პესიმიზმი მკლავს.-ყავის ჭიქას დებს წინ.
-ვერ ვსვამ მაგას,ტალახის გემო აქვს.-ეველინი ისე იცინის,თაზო შემოდის ოთახში,ხომ მშვიდობა გაქვთო.
-რისი გემო აქვს ყავას?!-კივის,კი არ მეკითხება.
-ტალახის. ბინძურს მე არაფერს ვსვამ,მითუმეტეს ყავას.
-სად გასინჯე ტალახი,ახლა მე ეგ მაინტერესებს!გელოდები,ამიხსენი!
-რა გასინჯვა მაგას უნდა,ფერებს შორის დიდი სხვაობა კი არაა.გემოც ეგრეა.
-არგუმენტაცია მიღებულია,საღამოს შენს ვიდეოს რა გამოხმაურება ექნება მოგახსენებ.- თვალებს ვატრიალებ,ტელეფონს მაშორებს.
-მერამდენე ვიდეოს მივრცელებ,თუ დააკვირდი?!სოციალური ქსელში საკუთარი სახელიც აღარ მაწერია და რატომღაც,მაინც მპოულობენ.-ნიშნის მოგებით ვუყურებ.- ჩემი მონიშვნა არ დაგავიწყდეს ხოლმე,წამართვი თავისუფლება!
-შენც ახლა მეგობრობის მოთხოვნა არ მოგდიოდეს დღეში 100-ჯერ,რა!-ცოტა ნერვები მეშლება, ამიტომ ვანახებ მოთხოვნების რაოდენობას და არგუმენტაცია ელევა.
-დაგერხევა!-დამაშინა.
-მეტი რაღა უნდა გამიჩალიჩო,ყველა ვიდეო გამომიფინე.-ხელებს ვშლი გადაღლილი.- სიგარეტი არ გაქვთ არავის,ხო?!
-რა თქმა უნდა,არა. მოვა კოსტა და მოსთხოვე.
-კარგი.-მაგიდას დავჩერებივარ,გეგონება მაგის იქით საინტერესო არაფერი ხდება. ველოდები მას,მაგრამ ჯერ არ ჩანს.გოგოები შემოდიან და ეველინს უბამენ დიალოგს.მე ჩემთვის ვარ,ხმას არ ვიღებ.
-შენ დადუნა ხომ?!-დაბნეული ვუქნევ თავს.-მე სალომე,ის ნატა.-ვუღიმი.
-სასიამოვნოა.-მობილურზე მომდის შეტყობინება კეკელიძისგან.
„გამოდი უკანა მხარეს.“-გული მიჩქარდება.
-ჩვენთვისაც.
-აუ,გავალ და მოვალ,ხო?-ეველინს ვუთანხმებ და გარეთ გავდივარ. კარგი ამინდია,სასიამოვნო. კეკელიძეს ვერ ვხედავ,დაბნეული ვიყურები აქეთ-იქით.ხესთან მდგარა, სიგარეტს აბოლებს და ხელს მიქნევს,მოდიო.
-გისმენ.-ხელებს ვიჯვარედინებ.უცნაურად მიყურებს,თითქოს აბნევს კიდეც ჩემი დამოკიდებულება.თუმცა ეს ლიტერალტურა არ არის,ცხოვრებაა და ზოგჯერ გამწარებული ბევრ რამეს აკეთებ.
-ოფიციალური ტონი?!ქალბატონო დადუნა,რამ გაიძულათ ჩემს მიმართ ასე გაუცხოვება?!
-გეთაყვა,მეტად საღლიცინო თემა გიპოვიათ.რატომ გამომიყვანე?
-მილიონი კაცია შიგნით,დამსწრეებთან ერთად მოგხვიო ხელი და გაკოცო?!- ჩამეცინა.
-რატომ უნდა მაკოცო,ვერც კი ვხვდები.-მხრებს ვიჩეჩ.-თან მე თუ არ მინდა,ხომ იცი..
-მართლა?!-პირიდან ბოლი გამოუშვა,მე ტუჩებზე მივაშტერდი.ჩაეღიმა.-ნუ თუ არ გინდა, შენი საქმეა.-ახლოს მიზიდავს,თმებზე ხელს მისმევს და ცხვირის წვერზე მკოცნის.- რა ჯინიანი ხარ, ჯიუტი ვირივით და თავხედი-ჟურნალისტივით.-მეცინება.
-ლამაზი,ჩემსავით.ჭკვიანი ასევე ჩემსავით.-მიღიმის.
-არ უნდა წამეყვანე გუშინ!
-რატომ?
-მთელი ღამე ვერ მოვიშორე შენზე სურვილი.-პირი მიშრება,თრთოლვა მეპარება.- გუშინ სხვანაირი იყავი,გჭირდებოდი.-ტუჩთან მკოცნის,ცუდად ვარ.-შენ კი შენზე არ საუბრობ.
-ჩემზე სურვილი..-ჩამეცინა.-ხომ ვიცოდი,ხომ ვიცოდი შენი მიზნები!
-გინდ დაიჯერე,გინდ არა.შენთან მიმართებით ყველაზე წმინდა ზრახვები მაქვს.- ცინიკური გამომეტყველება არ მეშლება სახიდან.-ჩემთან რატომ ხარ,თუკი გეშინია, თუ არ მენდობი?!
-და შენთან რომ ვარ,რატომ გინდა გამიქარწყლო ნდობის სურვილი?ერთ მომემტში ერთს ამბობ, მეორეს აკეთებ ხოლმე და..
-დადუნა,არ გაინძრე,უბრალოდ ახლოს იყავი,კარგი?!-მაგრად მხვევს მკლავებს,მეხუტება.- სახლში დაგტოვე თუ არა,რაღაც ნაწილი დამიცარიელდა.შენი სურნელი მომელანდა. ამას რა ჰქვია?
-ჩემთან მოსვლაც მოგინდა,ოღონდ ისე ძალიან,ვერ ეტეოდი სივრცეში?
-ჰო,ჰო.ყველაზე ცხადი იყო.
-მოგენატრე,რიკა.მაგას მონატრება ჰქვია.-წელზე ვხვევ მეც მკლავებს და მკერდზე ვადებ თავს.
-რა შაბლონურია ყველაფერი,რა უფერული.კაცი ამდენ რამეს გრძნობ და ერთი სიტყვით აფუჭებენ..-გული გიჟივით მიძგერს.რაში მაინტერესებს შაბლონები,როცა საყვარელ ადამიანს მოვენატრე?მუხლები მიკანკალებს.
-მთავარია მითხარი.
-მონატრება რანაირი ყოფილა.გინდა,ვერ წვდები.გელანდება,წარმოიდგენ და ქრება.
-ჰო,ეგეთია.იშვიათად ვგრძნობ მე.-თმაზე მკოცნის.
-სიგარეტის სუნი არ ამივიდეს,ვერ გადის მარტივად.-ვბურტყუნებ. ძვლები მტკივდება,ხმას არ ვიღებ,მეც მაგრად ვეხვევი.
-გაჩუმდები თუ გაგაჩუმო!-ტყუილად მთავაზობს ალტერნატივას,მაინც ის მირჩევნია, თვითონ გამაჩუმოს.უსიტყვოობა მშვენიერი მომენტია.მე მასთან ვარ,ის ჩემთან,თითქოს სულში ვუძვრებით ერთმანეთს და ეს ისეთი არაჩვეულებრვი რამაა ამდენ ჩვეულებრივში,გული შეიძლება გასკდეს.სურნელს მპარავს უკვე მერამდენედ და მეხვევა უკვე რა ხანია, მე კი არაფერი მინდა,გარდა ამ წუთებისა.მერე რა რომ ვერ მაღმერთებს და მერე რა რომ ჩემთანაა მაინც..- მომენატრე.
-ახლა დამაფასებ სათანადოდ.-ვლუღლუღებ,მეშინია იგივეს დაბრუნების.მეშინია რომ ეს საკმარისი იქნება,რომ მე დავპატარავდები.-კარგია,მეგობარო.
-ჩემი მეგობარი არ ხარ!-ბავშვივით მეწინააღმდეგება.გულიდან ლოდი მეხსნება.
-ერთმანეთს ვუზიარებთ ყველაზე ღრმა ფიქრებსა და
-ყველა მეგობარს კოცნი?
-შენ მკოცნი ხოლმე,თორემ მე არა.
-ღმერთო,როგორ მინდა მოთმინება მეყოს და ყელში არ წაგიჭირო.-მეცინება.-იცინის კიდეც, რა საშინელი გოგო ხარ!
-კარგი,მეგობარი არ ხარ.
-აი,ამ ხეზე შემოგსვამ და მეყოლე ვარდივით.-კისერს მიხურებს მამაკაცის მოხვეული ხელი.
-კი გგონია მაშინებ,მაგრამ მოიკოჭლებ.-წვერებზე აწეული ყელში ვკოცნი მაცდური ღიმილით და ვეხსნები მთლიანად.-სიგარეტს მომცემ?
-არა!-მეორე ღერს უკიდებს.
-კარგი,მაშინ წავედი.
-სად მიდიხარ?
-ვიყიდი და მოვალ.
-დღეს თავს დამახრჩობინებ,მოდი!-კოლოფს მიწვდის.ერთ ღერს მე ვაცლი,ვუკიდებ და ნეტარებით ვაბოლებ.
-აბა,დღეს რა მოხდა?!-ცალი მხრით ხეს ვეყრდნობი,პროფილზე ვაშტერდები.
-ჩემს ეზოსთან ავი ძაღლი რომ არის,ხომ იცი?!-თავს ვუქნევ.- მეზობელს უკბინა და ათრია ქუჩის ბოლომდე.-მცდება სიგარეტის კვამლი,ხველა მიტყდება.
-ცოცხალია?
-კი,აცრა გაუკეთეს.-შუბლზე ხელს იტარებს და მაშტერდება. მე ნაპაზს ვურტყამ ჩაფიქრებული.- შენ არ გევასება ხო?
-ხო,მიღრენს მუდმივად.კიდევ კარგი შენთან ერთად ვიყავი,თორემ დამგლეჯდა.
-მართლა დაგგლეჯდა.უნდა წავაყვანინო,სახიფათოა ეგ.
-დაიცადე,სად მიგყავთ?!-შეშფოთება მეტყობა ეგრევე.
-თავშესაფარში,იმხელაა ის,ბონდოსაც აშინებს.
-ჩვენს უშიშარ ბონდოს,აშინებს დიდი ცუგა?!
-ცუგა ეძახე და კია ჯიხვივით.-კიდევ მეცინება.ვაბოლებ.ის მიყურებს და გონებას მირევს.
-მადლობა გაფრთხილებისთვის,შენს ქუჩას ახლოსაც არ ჩავუვლი. მიმდებარე ტერიტორიებსაც აღარ გავეკარები.
-არადა,ძალიან ეჩემე ჩემს სახლს.-გული დარტყმებს ტოვებს,სამაგიეროდ, ნაპაზს ნაზად ვარტყამ.
-ინატროს,მაგრამ ფრთხილად იყოს სურვილებთან.უნდა კი ნამდვილად ჩაფიქრებული?!- მოწმენდილი ცა მამშვიდებს.
-რა ვიცი,თვითონ გადაწყვიტოს,უბრალოდ ძალიან მოუხდი ჩემს სივრცეს.-იმ ერთხელაც არ უნდა ავსულიყავი,ჯანდაბა!
-ყველაფერს ვიხდენ,მაგრამ მთლად ყველაფერს ვერ გავიკარებ.
-გაქანებული სნობიზმი გაწუხებს.-თავს აქნევს და ისიც ნაპაზს ურტყამს.ჯანდაბა,უხდება. ძალიან უხდება,იმდენად რომ თავს ძლივს ვიკავებ!
-შეწუხებით არ ვწუხდები.-ცას გავყურებ.მასთან ერთად კარგად ვარ და უკან შებრუნება საერთოდ არ მსურს. კოსტასთან სხვანაირად ვარ,შიგნით კი მარტოობა ყველაზე მძაფრი გრძნობაა.
-ეგეც გეტყობა.-ეღიმება,მეც ანალოგიურად,რადგან ვხვდები,მისი ყველა ჟესტი და მიმიკა უკვე ძალიან მიყვრას.-არ ვიცოდი,თუ ეწეოდი.
-ძალიან ცოტას,მაგრად უნდა მომინდეს,თორემ ისე არ ვიკარებ.-ბაგეებს შორის მოქცეულ ღერს ვიშორებ წუთით,ვაბოლებ,ცერს ტუჩზე ვიჩერებ ჩაფიქრებული.-წინადადებას მთავაზობენ..-ვვოხრავ.-ფილმში უნდათ კვლავ ჩემი გადაღება,მთავარ როლზე.
-ხელები უნდა გიფათურონ?-მეცინება.თავადაც არ მსიამოვნებს შეხება,ყველა ისეთ როლს ვერიდები,სადაც ფსიქიკა დამიზიანდება და რაც იმ წყეულ გრძბობებს დამიბრუნებს,უკვე საკმაოდ დიდი ხანია რომ ვებრძვი.
-ნუ გადაირევი,სინჯებზე წავალ ჯერ.-პირში გაჩრილ ღერს თითებში იქცევს და შორს წევს. მოახლოებული ზემოდან დამყურებს,ტუჩებზე ცერს მატარებს.ისეთ დღეში ვვარდები, მართლა მეშინია არ ჩავიკეცო.
-ნეტავ ის ადამიანი თუ არსებობს,ვინც იტანს მისას რომ ეხებიან და რეაქცია არ აქვს,იმიტომ რომ მისია,ეს იცის.-ცივი მზერა აქვს,თითები მხურვალე.ერთი ნაწილი მიხურს,ვდუღვარ და ნაწილი მეყინება,ვიბნევი.-რა უნდა გავაკეთო,მითხარი.
-არ ვიცი.
-ხედავ?!შენც არ იცი.-კისერზე მხვევს ხელს,ყველაფერი მეწვის,ცუდად ვარ.-არასდროს ჩავერევი შენს პროფესიაში,არასდროს გაიძულებ იმის დათმობას,რაც გიყვარს.მსახიობობა ხელოვნებაა, ხელოვნების გამო ხალხი შიშვლდება,მაგრამ იცი რა არის?!გიღირს გაშიშვლება? გიღირს ის ყველა შეხება ამად?!-შუბლით შუბლზე მებჯინება და მსუბუქად მაკრავს ტუჩებს.-შენ მართალი ხარ და ამ სიმართლეს ვხედავ,პატარავ!მაგრამ მე ორმაგი,თუნდაც თამაშით,არ ვიცი რამდენად შემიძლია,გესმის?!წარმოდგენა არ მაქვს,როგორ ავიტანო ვიღაც მსახიობი,როგორ გხვევს მკლავებს და გკოცნის.ცუდად ვხდები,იმის დახრჩობა მინდება.
-ჩემგან რა გინდა?-ამღვრეული მზერით ვუყურებ,სიგარეტი ქვრება თავისით.
-თუ მოწევ,მინდა გიყურო.თუ ჩახუტება მოგინდება,უნდა დამიძახო. თუ ლაპარაკი დაგჭირდება,მე უნდა მელაპარაკო შენი ხმით,მშვიდი და გაწონასწორებულით. გააზრებით რომ საუბრობ სულ.მეგობრები ვართ,მაგრამ სხვანაირად. ჰოდა,ჩვენი სხვანაირობა ჩემთვის კომფორტის ზონაცაა და კომფორტის ზონიდან გამოსვლაც,როცა ბრაზობ.-თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს,საკუთარ გულისცემას ყურს აღარ ვუგდებ,ვიცი პულსი გაიქცა.
-კონსტანტინე..
-შენ თუ რამე არ გინდა,მითხარი ეგეც.-ტუჩებზე ნაზად მაკრავს თავისას.-ხელოვნებისთვის რამდენად გიღირს იმ ყველაფრის ჩვენება,რაც შენი ინტიმია.-ყელზე გადადის,გონება მიერევა.- ეს სურნელი ვიღაც ახვა*მა როგორ უნდა ისუნთქოს,ამის დედა... ვატირე!- ხვდება რომ მის წინ ვდგავარ და არჩევს ყველაზე მსუბუქ ფორმას უხამსი სიტყვათშეთანხმების.
-რატომ ბრაზდები?
-არ ვბრაზდები.-თითები ტუჩთან მიაქვს და სათითაოდ მკოცნის.-სადღაც მაგრად დამერხა და ვერ ვხვდები როდის ან სად.-ღრმა სუნთქვით ვცდილობ გადარჩენას.- ვხვდები,პირველად რომ შემოხვედი ჩვენს კოტეჯში დაბნეული.-ჩემს ჰაერს იპარავს,ჩემსას.-მაშინ დაბნეული ჩანდი, მაგრამ რომ მეჩხუბე... პირველად რომ მეჩხუბე,აი მაშინ.-ჩემსავით ავადაა მგონი!
-მაგას დამენ*რა ჰქვია.-ვუსწორებ და თითებით სახიკსენ ვიწევ,ვეფერები.ის იცინის.
-ცუდად იქცევი,რა სიტყვებია?!
-სინჯებზე წავალ!
-წადი,ოღონდ მეც წამოვალ.მეტი არ მინდა,ვინმე შეგეხოს,ძვლებში დავშლი.-ხერხემალზე მეფერება.მერე გულში მიკრავს.
-კოსტა!
-ბევრს ნუ ლაპარაკობ,პატარა დადუნა.-ოხრავს.
-ეჭვიანობის გამოხატულება გაქვს გასაოცარი.
-არ ვვეჭვიანობ.-თმებზე მეთამაშება.-დამეგინება.უბრალოდ,შენ იგივეს არ იზამ,ვინმე...
-და ჩვენს ურთიერთობას სტატუსი არ აქვს.რამე უფლება მაქვს შენთან?შემიძლია რამე? მეკუთვნის?ან შენ გეკუთვნის?
-დაიცადე,მე რომ ახლა ავდგე და ვიღაც სხვა მოვინდომო,არ დაგაინტერესებს? -პერანგზე ვეჭიდები ცალი ხელით.
-უფლება მაქვს?
-აკი,ჩემი ნაშა ხარო?!-თავს ვერ ვიკავებ,ვხარხარებ.
-ტყვიას კოჭებში კი არა,შუბლში დაგაჭედებ რომ გაიხავნცალო! მე რასაც მინდა,იმას ვიზამ.
-რა აგრესიულად გამოხატავ სითბოს,პირდაპირ გაგცრის კაცს.-ცხვირზე მაკრავს ბაგეებს.
-დიახ,ავტონომიურობა დაკარგე,შეეგუე.დემოკრატია მე ვარ.
-იცოდეე!დაგამხობ!
-შენს აჯანყებას ჩავახშობ.თუ გაკოცე,სულელდები.
-როგორ არ მინდა,როგორ არ მინდა,ვიღაც მივტყიპო.
-ძალადობის მუქარას იყენებ!
-და შენ არ გეშინია,რადგან იცი რამდენად არარეალურია მუქარა.-შუბლზე მკოცნის.- ეს ნახე რა დღეშია!-თავი სახლისკენ გავატრიალე,კაკი დგას ვიღაც გოგოსთან ერთად.
-აუ,ეველინი ხედავდეს,დასცინებდა.ეს ახლა გითხრა რას ეუბნება? -ხმას ვიბოხებ.- დარგობრივი ინგლისური დავხურე,უმაღლესი ქულები მყავს,განახო?!გახსნის თაზოს,ეველინის ან ჩემს პირად გვერდს და დაანახებს.მერე ის გოგო თუ ჭკვიანია,მიხვდება რომ საგნები არაა კაკისებური და დაიჭერს ფაქტზე,გააბაძნძებს.
-როგორ ვერ მიხვდება,სულელი კი არაა ის გოგო.
-კაკის ნაცადი მეთოდი რომ არ იყოს,არც ვიტყოდი.არანაირი სექსიზმი არაა,ნებისმიერ სქესს აბოლებს,თუ სჭირდება.ლექტორს წერის დროს პასუხები ათქმევინა,ის ქალი ბოლოს მიხვდა და ახალი ტესტი გასცხო.-პირზე ხელს იფარებს და მე მაგრად მიხუტებს.რა იცის რომ მიმაჩვია კაკი ხაჩიძემ ამ ყოველივეს და ვეღარ მეცინება.ვიბრაციებით ვხვდები,სიცილით კვდება.- კაკის საყოველთაო პრაქტიკებია,რომ მახვედრებს,რამდენი აფრენს ჩვენზე მეტად.- მოხრილი ყელში მირგავს თავს,რომ არ გახდეს ძალიან შესამჩნევი.-ძალიანაც ნუ მოიკეცები,მაღალი ხარ, გასწორება რთულია.-დაბალ თმებზე ვუსმევ თითებს და მის სიცილზე,მეც ვიცინი. მისი ტალღა მედება.გასწორებული ღრმად სუნთქავს და თითის ქნევით მაკვირდება.
-ცინდელიანო,ხმას ამოიღებ და მოგხვდება.-მდუმარების ნიშნად ხელს ვიტარებ პირზე.
-სამარე ვარ. კაკი!-მისკენ მივიწევ,თვალებით მანიშნებს გამეცალეო,მაგრამ არ მაინტერესებს. ოდესმე ხომ უნდა გაიზარდოს ეს ბავშვი.-რას აპირებ,გადიხარ მართვის მოწმობის გამოცდაზე?!- იმ გოგოს მსუბუქად ვუკრავ თავს.
-არა,ჯერ ვფიქრობ ინგლისური ენის გამოცდაზე გავიდე,ის სერთიფიკატი დავკარგე.-
-არ გაგიჭირდება ორივე ერთად,შენ ისეთი ბიჭი ხარ.-გოგონას ვესალმები.
-ისე,ხო,მაგრამ მეზარება ორივე ერთად.თან გერმანიაში მივდივარ სასწავლებლად.- მართლა მიდის,არ ტყუის ახლა ეს ზოგადად მიუნჰაუზენა.
-მაშინ ხო,მართალი ხარ.
-შედი შიგნით,კოსტა მოვიდა.-ხელს ართმევს კეკელიძეს.-შენმა შეყვარებულმა ტანკი დამაკლო.
-გავიდეს შენი დაბადების დღე,გადაგივლი.-თვალს ვუკრავ და გაღიზიანებული შევდივარ შიგნით. რა შეყვარებული,რა შუაშია საერთოდ?!გაბრაზებულ გულზე ეველინს ვუყვები კაკის ფლირტზე,ეს კიდევ გადის და დასცინის.
ის ბრაზობს,ეველინი ისევ დასცინის.
მარტო ვჯდები,ჩემთვის. არაფერს ვეკარები,ვენდობი,მაგრამ არაფერი მინდება.კოსტაა აქ, გარდა იმისა,რომ შორიდან მათვალიერებს,ყველა იმ წერტილში ვგრძნობ,რომელზეც მისი სუნთქვა მომელამუნა,მაკოცა ან სულაც მომეხვია.ღმერთმანი,ეს სიყვარულია მართლა? ისევ თუ მეშლება?ისევ თუ..
არა,ისევ შეუძლებელია. ადრე ვიცოდი,შინაგანი ხმისთვის უნდა მომესმინა,არ მოვუსმინე არც მაგას და არც კიას.შედეგად კი სიმახინჯე შემრჩა გალეულ სხეულში.
ჩემთან ახლოს ვიღაც ჯდება,მაგრამ არც კი ვიხედები მისკენ.კაკის მტრულ მზერას ვიჭერ.
-კაკის მეგობარი ხარ,ხომ?!-ხმის პატრონს ვუყურებ მკაცრი გამომეტყველებით. ზრდილობისთვისაც არ ვიღიმი.
-კი.-სული მეხუთება.
-აუ,შენ ის ხარ,ტელეფონი დაუმსხვრიე.-ეე,უყურე კაკის,ბარემ მიკროფონით გამოეცხადებინა.
-ჰო.-ყველა გზას ვჭრი,დიალოგი არ მსურს.კეკელიძეც მბურღავს.რა მოხდა ეზოში?! სიყვარულის არ სჯერა,აბა რა ხდება?
-მოწყენილი ხარ.
-არ ვარ.
-როგორ არა,ტუჩებს უკმაყოფილოდ მუწავ და შენთვის ზიხარ.-წყალს ვისხამ ახალი ბოთლიდან.
-კარგი.-მძიმედ ვსუნთქავ.-კაკი იქითაა,შეგიძლია გაერთო.
-თავიდან მიშორებ?!-რა ზუსტად მიხვდა!
-არ გიშორებ,გართობა ჩემს სექტორში არ დაიშვება,შენი იქითაა.-უხეში ვარ?!მგონი,მაგრამ თავს მაბეზრებს.
-ეგზისტენციალური კრისიზე რა აზრის ხარ?! -ვვოხრავ.- შენ ისეთი გოგო ხარ, გლობალური თემები იქნება შენი სფერო.
-წუთისოფლის ამაოებაზე ვიმსჯელოთ? ღმერთო,კაკის დაბადების დღეა,გაგვყრის!- ეცინება, მე ვიღიმი.
-რას გაიგებს?ვიმსჯელოთ.
-არა,მეზარება.-სიმპათიური ბიჭია,მაგრამ ემოციებს არ იწვევს ჩემში.-კარგი, გლობალურ დათბობაზე ილაპარაკე,გისმენ.
-ტიპური ცნობილი ადამიანივით იქცევი.შენი სწორი არავინაა?!
-რა ვიცი,შენ თუ ფიქრობ „ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდა ხვადია“ გადავაკეთეთ „ცნობილებმა“, ანუ თავში აგვივარდა,შენი ფიქრია და არა ჩემმი ან ჩვენი ქმედება.- წყლის ჭიქას ვცლი.
-შენ მაფიქრებინე.ეგ გენდერულ თანასწორობაზეა.-დამღალა.
-მაგრამ არ მიგულისხმია.-ფეხზე ვდგები.-გაერთე და ისიამოვნე.-ეველინს ვეძებ,რომელიც თაზოსთან ერთად დასცინის კაკის.
-დადუნა,გადაგაგდებ ფანჯრიდან!-კაკი იბრდღვნის თმებს.-გამასწარი,თორემ დაგეწევი და გაგხევ!
-ვაიმეე,როგორ არ მინდა,ვიღაცას აქვე ჩავუშალო დღესასწაული!-კეკელიძის მზერას ვაწყდები, ვუღიმი,თვითონ ნაკვთი არ ეცვლება.რა სჭირს?
-შენც მაგარი ხარ,რას ეუბნებოდი ეველინს.-ლუკა თმებს უჩეჩავს.
-დასცინოს,მოუხდება.-ახვლედიანს ვეჯღანები. ერთი სული მაქვს აქედან წავიდე, ევდოკიას ჩავეხუტები და ისე დავიძინებ,მშვიდად,წყნარად.კეკელიძეც აღარ მომიშლის ნერვებს. კაკი გადის და დინამიკებს მოათრევს.მუსიკებს ბოლო ხმაზე რთავს,მე კი უფრო მინდება შინ. არაკომფორტყულად ვარ ამდენ ხალხში,ყველა მელაპარაკება,წამით ვერ ვრჩები მარტო,მაგრამ სხვაგან ვარ.ფიქრებით სულ სხვაგან.როგორი მძიმე ფიქრია,იცი არავის და არაფერს ეკუთვნი, ხარ იქ,სადაც შენი არსება ძალიან უცხოა.
უმადური ვარ?!უტიფარი?მომთხოვნი?
განა რას ვითხოვ?რას ვთავხედობ?რას არ ვხედავ? იმას რომ არაფერია აქ ჩემი?! საკუთარი თავიც კი რთული სამართავია.
და თუ ყველა ასეა?!ვერ ვხედავ?!
ყველა ცეკვავს,სვამს,იცინის,ფლირტს აბამს და მე,მე ვუყურებ მათ,მაგრამ ვერ ვხედავ საკუთარ თავს.ალბათ, კლინიკური სიკვდილის ეპიზოდივითაა,ზემოდან დაჰყურებ ყველაფერს და ხვდები,როგორი არაფერია ეს შენთვის.როგორი მომაბეზრებელი,დამღლელი.. უბრალოდ ხარ, რადგან უნდა იყო და მორჩა.
ცოტას ვსვამ, კაკის მეგობარი ცდილობს ყურადღების მიპყრობას.ილუზიონისტობა კარგად გამოსდის,თუ აღიარებაა აღიარება იყოს. რაც უფრო ვაკვირდები,მით უფრო ვხვდები, რომ მოხერხებულობასთან ერთად,თავდაჯერებულობის მწვერვალებზეა.ჰო,ალბათ,ისიც მიაჩვიეს რომ ერთადერთია და ნებისმიერის გულს მოიგებს.
-აბა?-მეკითხება მაცდური ღიმილით.თან კარტს მიტრიალებს.
-საინტერესოა.
-თუ გინდა,გასწავლი.-კოსტას დაძაბულობას მე ვგრძნობ,არადა გაყინული სახით იყურება. არც აქეთ მორბის,არც ვინმეს აჯიკავებს.მაცდის,ასე იცის პირველი 10 წუთი,მერე მოვა,თავზე მკოცნის და ყველა უკან იხევს.
-არ მინდა,სანახაობრივია,მაგრამ არაა ჩემი სტილი.-ფეხზე ვდგები.არასდროს მომწონდა მამაკაცის მოთმინებას ასე რომ სცდიდნენ.არა,არ მეშინია.უბრალოდ,მეც არ მსიამოვნებს უცხოებთან დიალოგი,განსაკუთრებით მაშინ,როცა დაუფარავად მაგრძნობინებენ რამდენად დიდი გამარჯვებაა,თუ შემიტყუეს.
მოკისკისე ეველინს ვხვევ მუცელზე მკლავებს და ლოყაზე ვკოცნი.ახვლედიანი მის თავს მითმობს.
-ვაი,რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა?!-ხელებზე მეფერება და თავზე მკოცნის.
-ლუკა,ამ ლამაზმანს გაბარებ იცოდე,მე რომ წავალ,თითი არ დაედოს.
-გამოთვერი?
-ცოტა დავლიე,მაგრამ ვვაზროვნებ,იდიოტო!-ვბრაზდები ეგრევე.-შენც მიყვარხარ, ჯანდაბას.- მეორე ხელს წელზე ვხვევ.გაკვირვებულია,არ ელის ჩემგან ხმამაღლა გამოხატვას,მაგრამ მიხარია,მიხარია რომ ჩემი ეველინის გული მოიგო.მისი იმედი მაქვს.
-გადარეული გოგო ხარ!-თმებს მიჩეჩავს თბილი ღიმილით. ვსაუბრობთ,ეველინი მაცინებს, იმდენ ამბავს იხსენებს კაკიზე,მერე თაზუკაზე.ცოდვა კია,მაგრამ დაცინვის გარეშე არ გამოდის საღამო.
კოსტა მეკვრის უკნიდან,მუცელზე მადებს გაშლილ ხელს და ეველინის მომცინარ თვალებს იმსახურებს.ვერასდროს ვხვდებოდით,რატომ მშორდებოდა ყველასთან ერთად და ცალკე სულშიც კი მიძვრებოდა. ახლა კი,ახლა,როცა ჩემს გვერდით დგას და მეხება,უცნაური და ამავდროულად,უკიდეგანოდ სასიამოვნოა.სიამაყის განცადაც მიტევს,ამიტომ მიჭირს ტუჩების დამორჩილება,ვიღიმი.
მეც არ მახასიათებს საჯაროდ გამოხატვა შინაგანი გემოციების,მაგრამ ახლა,ვერავინ ბედავს მოკარებას.ის ჩემთან ახლოსაა,ხალხსაც ეუბნება ამ მარტივი ჟესტით,მასთან ერთად ვარ და მორჩა.
-დადუ,ეს ვიდეო ნახე?!იცი რამდენი ნახვა ჰქონდა?!-ტელეფონის ეკრანს ცალი თვალით კოსტაც ჩასჩერებია.ვიდეოა,რეკლამაში გადამიღეს და ისე ვმოძრაობ ნაირ-ნაირი ტანსაცმლით, სუნთქვაც კი მეკვრის.ვერ გავბედე შემეხედა,იქ ვერ გავბედე.სულ მეგონა ჩემში ბავშვურობა და სისაყვარლე უფრო მეტი იყო,ვიდრე ქალურობა.აქ კი,ისე თამამად ვმოძრაობ, არ ვუშინდები არაფერს.კისერსაც ვიღერებ,ფეხებიც ისე ლამაზად ჩანს,ჯანდაბა! რა მაგარია!- ჩემი ლამაზი მეგობარი!-მხარზე ხელს მხვევს და სიამაყით ივსება.-კიდევ ბევრჯერ უნდა ვნახო! საზეპიროა!
-ლუკა,ბევრი დალია,შეიძლება სულაც გაგეყაროს და ცოლობა მთხოვოს.გავყვები კიდეც!- ვემუქრები.-სხვათაშორის,ჩემი ყველა ვიდეო ამის გავრცელებულია.ხოდა,ელოდე! ეველინსაც დაურეკავენ და გადაიღებენ რეკლამისთვის.
-გადაიღონ,ლამაზია!-კოსტა უფრო ახლოს მიზიდავს.ვერ ვუყურებ,მრცხვენია.
-თაყვანისმცემლები არ გაშინებენ?-თვალებს ვაწვრილებ.კოსტა ფერდზე მიჭერს თითებს.
-ჩემი ცოლია,რისი მეშინოდეს?!-მხარზე ხელს ვუტყაპუნებ.
-მარტო ჩემი გეშინოდეს!-ხარხარებს.-რა გაცინებს,მართლა!
-ნახეთ რა,კოსტა ნახე!-ტელეფონს ლამის სახეში ურტყამს.ღმერთო ჩემო,ვერ ვაკავებთ.
-გადმომიგზავნე.-თვალს უკრავს და თმაზე ტუჩებს ოდნავ მადებს,მე თვალებს ვხუჭავ. წვრილი თითებით მის მტევანს ვპულობ.
-ოხ,ბარემ ნუდებიც მომთხოვე!- ვბუტბუტებ ჩუმად,მაგრამ კეკელიძეს ესმის და ვიბრაციებით ვხვდები,სიცილს უნიჭოდ იკავებს.
-ვნახოთ,იქნებ ერთხელაც თვითონ გამოაგზავნო.-ქვემოდან ვუბღვერ.
-ნუ აკეთებ ეგრე,ცხვირზე გიკბენ.-ოდნავ იღიმის.მე მკაცრად ვუყურებ. ეველინი ფოტოს იღებს ჩვენთან ერთად.-ვერ ვიტან გადაღებას.
-ვერც მე.-თითებს ვუჭერ მეც.
-რამდენი ფოტო გადაიღეს შენთან ერთად,თუ დააკვირდი,აბა?!
-უარს ვერ ვეტყოდი.როცა არჩევანი არ გაქვს,რაღაცებს აიძულებ საკუთარ თავს.-ვეჩურჩულები წვერებზე აწეული.
-არ გინდა,გავიდეთ?!-თავს ვუქნევ.ყველას ვშორდებით,აივანზე გავდივართ.სიგარეტს იღებს კოლოფიდან.
-მინდა.-მეც ვართმევ ერთ ღერს.
-მეტს აღარ მოწევ დღეს,საერთოდ 3 თვე მოერიდები.
-შენ?
-შენ დადუნა ცინდელიანს არ ხვდები და არ გადაჰყავხარ ჭკუიდან.-ორივეს ღერს უკიდებს. ვქაჩავ.
-შენი თავი მარტივი გგონია?-ბოლს ვუშვებ.-ოდნავადაც არ ხარ მარტივი,მოაჯირს ვეყრდნობი, ის ახლოს დგება.ალბათ,ეშინია რომ გადავიწევი და დავასრულებ.
-გარე თვალით დანახული მაინც სხვაა,ამიტომ ჩემზე ლაპარაკს მოგანდობ შენ.- აბოლებს და კისერში მკოცნის.კანზე ტაო მეხმაურება.-თუმცა ნუ შემედრები,რაც კი ჭაღარა მაქვს,შენი გაჩენილია და წნევა თუ მიწევს,ეგეც შენ გამო.-ცხვირის წვერით მეხახუნება კანზე,მერე სიგარეტს აბოლებს.მობილურზე შეტყობინება მოსდის,უცებ დახედა.-აი,ეველინის ოპერატიულობა დასაფასებელია.ორგანიზებული ახალგაზრდაა.რაო,კიდევ რამდენმა გაბურღა ტვინი?!
-შემოთავაზებებს გულისხმობ?!-ვთრთი,საჩვენებელ თითს საძილე არტერიას მიუყვება.
-დიახ.
-რამდენიმეა,მხოლოდ ერთი შევარჩიე.
-მოგწონს?
-რაც დღეს ვნახე,ნამდვილად მომეწონა.-მიღიმის,ორივე ღერს,ჯერ კიდევ ნახევარზე მეტია დარჩენილი,საფერფლეში ასრესს.ტუჩებზე თითებს მატარებს,ცეცხლი მეკიდება ერთიანად.
-კი,ძალიან ლამაზი ხარ და მომეწონა.-თავს ვუქნევ სუსტი ღიმილით.-ნუ იძაბები,როცა ვიღაც გელაპარაკება.მითუმეტეს,ბიჭი.-ხმის ამოღებას ვგეგმავ.-ვხვდები,ვერ განსაზღვრავ ვის მოეწონები და ვის არა.ვისაც არ ეცოდინება ან ვერ დამინახავს,დავანახებ რომ ვვარსებობ, მაგრამ ტყიური არ ვარ,ნუ გეშინია.
-შენი არ მეშინია,გიცნობ.უბრალოდ,არ მსიამოვნებს მეც უცხოები ძალიან ახლოს რომ მოდიან.
-გამოდის,უნდა შეგზღუდო და ახლოს აგიკრა,ხომ?!
-არ ვიცი,ძალიანაც თუ შემაწუხებ,შეიძლება გაგექცე.-მეფერება ზურგზე. დათა ეძახის,გვერდით გადიან და მე ისევ მარტო ვრჩები.

3 ჭიქას ზედიზედ ვცლი,დათა მანიშნებს,მეტი არ გინდაო,მაგრამ კეკელიძის ჯიბრზე ვამატებ 2 ჭიქას.ცოტა ხანში აივანზე გავდივარ კვლავ,თემუკას ნომერს ვეძებ მობილურში.
-უკვე მიდიხარ?!-კეკელიძის ნაბიჯებს ვცნობ,მისი ბარიტონი მეღვრება სასიამოვნოდ ყურებში.
-ჰო,სადაცაა პირველი გახდება.-მისკენ ვბურნდები.
-მე წაგიყვან.-სიგარეტს უკიდებს ისევ.-ბიძაშენთან რჩები ხომ?
-კი,მაგრამ მაინც თემუკა წამიყვანს.-კედელს ვეყრდნობი,ცივია.ჟრუანტელი მივლის.
-ვარსკვლავიანი ცა გიყვარს,ნახე..-თავით მანიშნებს ცისკენ.მსიამოვნებს,ძალიან მსიამოვნებს მართლა.
-ჰო,მიყვარს და ლამაზია.
-დარჩენა გიჭირს.-ცხვირის წვერი მეწვის.
-არა,არ მიჭირს.
-გიჭირს.ვერ ისვენებ,ვერ პოულობ იმას,რასაც ასე გულმოდგინებით ეძებ.-შუბლზე ვიჭერ თითებს.ძალიან ცნობისმოყვარეა ხოლმე.
-კოსტია,რა კარგი საღამოა,არა?!-ღერს აქრობს,საფერფლეში სრესს.
-მოდი,მოდი ჩემთან.-ხელებს შლის,მე ფრთხილად მივდივარ მისკენ.გულისცემა ყურებში მესმის და ყველაზე მეტად ტირილის მეშინია.ახლა მასთან თუ გავიყუჩები,თუ სითბოს ვიგრძნობ... გული ამიჩუყდება,ამეტირება.ის კი მიხვდება,არ ვარ კარგად. საერთოდ არ ვარ.
მიზიარებს სითბოს,მე წელზე ვხვევ რიდით მკლავებს.შუბლზე მკოცნის.
-დაღლილი ხარ,გეძინება,ხომ?!
-ჰო,გადავიღალე.-თვალებს ვხუჭავ.
არ შეიძლება ადამიანი აწამო,დატანჯო,გაამწარო და მერე მშვიდად იცხოვრო, ვითომ ესე უნდა გაგეკეთებინა,ვითომ ასეა სწორი.
ყველა დღე გადაგორებულია იმ წყეულის შემდეგ!არც ერთით მიცხოვრია...
-მოიცადე,რა.ჯერ არ დაურეკო თემოს,იყავი.-მე და ის ვართ,მარტო აღარ ვარ,ეს კი ძალიან უცხოა.თვალებს ვხუჭავ,ვმშვიდდები.სხეულზე მოხვეული მისი მკლავები დემონებისგანაც მიცავენ.-ძლიერი გოგო ხარ,დადუ.
**
კონსტანტინე ისევ საზღვარგარეთ წავიდა 4 დღით,მე მხოლოდ სახლითა და რეპეტიციებით შემოვიფარგლები.მარტო მინდა მისეირნება,მაგრამ ხან დათა მხვდება,ხანაც ლექსო. კოსტა შორიდანაც ზრუნავს ჩემზე.კიბეებზე გაღიზიანებული ავდივარ,პატარა გოგო ზის საფეხურზე მარტო, ცრემლებს იწმენდს.ცოტა დაბნეული მიყურებს,მე კედელს ვეყრდნობი.
-მძიმე დღე გქონდა შენც?!-მხრებს იჩეჩს.-გაწყენინეს?
-ჰო.-ხმა უწყდება.
-მეგობრებმა?-თავს მიქნევს და წამოსულ ცრემლებს ხელით იმშრალებს. ხელსახოცს ვაწვდი.- მაინც რაო?!-ჩუმადაა.-არ გათამაშეს?-ხმას არ იღებს.-ტაკუნები გაგიცივდება,მეგობარო. თან ჭუჭყიანი ფეხსაცმელებით დადიან მანდ.
-არ მაინტერესებს.-კაპასდება,მაგრამ ძალიან საყვარელია. პუტკუნა ლოყები აქვს,ლამაზი ნაკვთები და ჩალისფერი,თხელი თმები.
-ძალიან ცუდი,მეც ეგრე არ დავიჯერე ერთხელ.ჰოდა,სიცხემ მომცა,მახველებდა,ყელი მტკიოდა და სულ მეძინებოდა,ვეღარც ვთამაშობდი.-ფიქრობს.მერე დგება.თვალები ჩაწითლებული აქვს, ლოყები სველი.
-მეტკინა,იმიტომ ავდექი.-თავს ვუქნევ,არ შეიძლება ეჭვი შეიტანო მის ნათქვამში.არადა,ცხადია, დააფრთხო მოსალოდნელმა გაციებამ.
-ვიცოდი,ცუგრუმელა.
-არ ვარ ცუგრუმელა.
-აბა,რა დაგიძახო?
-დედამ მითხრა,უცხოებს არ დაელაპარაკოო.
-საერთოდ,უცხო ბიძია ან დეიდა თუ მოვა შენთან,არაფრით გაყვე.დედასთან წადი,კარგი?
-კარგი.-სლუკუნებს.
-სახელს არ მეტყვი?
-ლიკა.
-მეგობრები მეც მაბრაზებენ ხოლმე.
-მაგრამ მსუქანა არ ხარ,რომ დაგცინონ.-იმდენად გულწრფელად თქვა,ისე გაამხილა წყენის მიზეზი,ვერც გაიაზრა.
-მე მგონია,საერთოდ არ ხარ მსუქანი.ვერ გამჩნევ.-მუცელზე იხედება.პატარა ღიპუცა აქვს, მაგრამ ძალიან საყვარელია.-შენ ასე მოგწონს?მე მგონია ახლაც ძალიან ლამაზი ხარ.
-მაგრამ ნახე..
-გხედავ,ლამაზი ხარ.-ლოყები უწითლდება.პირველად მინდება ესე ძალიან რომ ლოყები დავუკოცნო. ბავშვებზე არ ვგიჟდები,მაგრამ ეს ძალიან გულუბრყვილო და საყვარელია. მინდება ყველაფრისგან დავიცვა.
-დაგორავო.
-მერე უფრო მაგარია,შენ უფრო მალე მიხვალ,ვიდრე ისინი დადიან.-ჩაფიქრებულს ეღიმება.- მეეჭვება დაგორავდე,მაგრამ თუ მასე გეუბნებიან,შენ უთხარი,მე მიგასწრებ მაინცო.ენაც გამოუყავი.
-მართლა ვასწრებ ყველას.-თვალებს იმშრალებს ღიმილით.ძალიან კარგი ბავშვია.
-მერე რა გინდა,ტყუილიც არ გამოგვივა.კიდევ რამეს გეუბნებიან? მოვიფიქროთ რა ვუთხრათ.
-ლოყებზე..
-ვაიმე.-ლოყებზე ხელებს ვიდებ და პირით უცნაურ ხმებს გამოვცემ,თან ხელებსაც ვატყაპუნებ.- ასე გააკეთე.ნახე,რა მაგარია!ლოყები უნდა გქონდეს კაცს,სულელია ვინც ვერ ხვდება.- კისკისებს.
-ძალიან სასაცილო ხარ.-მხრებს ვიჩეჩ.გულწრფელი კომპლიმენტია.
-გაიხარე,მადლობა.თუმცა იცოდე,რამე თუ არ გესიამოვნა უთხარი და თუ არ გაითვალისწინებენ,მოვიფიქროთ რამე.იქ ვცხოვრობ,აი..-კიბის ზემოთ კარზე მივუთითებ.- რომ დააკაკუნებ,დედა გააღებს.მე თუ არ ვიქნები,ის გაგიღებს კარს და გაჭმევს უგემრიელეს ნამცხვარს ან რამეს. ტკბილეული სულ აქვს სახლში.-საათს დავხედე,9 სრულდება.- ლიკუნა, სად ცხოვრობ? მიგიყვან სახლში,გვიანია უკვე,დედიკო ინერვიულებს.
-წინა კორპუსში ვცხოვრობ,ავირბენ უცებ.-კიბეებისკენ ბრუნდება,ისაა უნდა ჩაირბონოს,რომ ჩერდება.-მადლობა,აწი აღარ ვიტირებ ესეთ სისულელეებზე,მარტივი ყოფილა სასაცილოდ გადაქცევა იმის,რაზეც გაბრაზებენ.-მხრებს იჩეჩს. ახლა დავფიქრდი სერიოზულად.
-ჩაარტყი,ძმა ხარ.-ხელს ვუწვდი,ისიც არტყამს.-დადუნა მქვია,სახლი გახსოვს,როცა გინდა მოდი.რომელ სართულზე ცხოვრობ?
-მე-3.
-აქეთ იყურება აივანი?
-კი.ისაა.-სადარბაზოს კედლებიდან,ოთხკუთხედი ჭრილებია,საიდანაც კარგად ჩანს ეზოს შიდა მხარე.
-როგორც კი ახვალ,მე გიყურებ.. აივანზე გამოცუნცულდი და ხელი დამიქნიე,რომ მშვიდად ვიყო,კარგი?!-თავს მიქნევს და ტყვიასავით გარბის.მართლა მიქნევს ხელს რამდენიმე წუთში აივნიდან,მეც ვანიშნებ რომ დავინახე.დედამისს შეჰყავს სახლში და მეც შინ შევდივარ გადაქანცული.
რა უცნაურია,თითსიტოლა გოგომ რამხელა სიმართლე თქვა და დიდებიც ვერ ვხვდებით ამას. გამოდის,როცა გვაბრაზებენ,ან სასაცილოდ უნდა გადავაქციოთ რამე ან კიდევ გამოვხატოთ უკმაყოფილება მომხდარით. ლიკუნამ გაიაზრა,თავისთავად გაიაზრა და ჩემს ნათქვამზე დამაფიქრა.არადა,მის გასამხიარულებლად წავიმაიმუნე.
**
-არ გაგიხარდა?-მონატრებულს წელზე ვხვევ მკლავებს.არაფერი მაღელვებს,მხოლოდ ის მინდა კარგად ვიყოთ ერთად და კიდევ მრავალ კომპრომისზე წავალ.
-არ უნდა გეთქვა რომ ჩამოდიოდი?დაგხვდებოდი.-წვერებზე აწული ლოყაზე ვკოცნი.
-ყოველ ჯერზე რომ ირბინო,სულ მთლად გაილევი.
-არგუმენტებში სუსტი ხარ,ეს იცოდე.-ცხვირიდან ტუჩებამდე ჩადის ამბორის უხილავი ბილიკებით.გული მიჩქარდება.
-რამდენს ბლატაობ,ჰა?უყურე ერთი ამას!-ვუღიმი.
-მოგეწონა აეროპორტი?ჩვენი სჯობს თუ ბაქოსი?
-წამომყოლოდი,ნახავდი!-თმებზე მატარებს ხელისგულს.- დიდი ვერაფერი, ვერ გამაოგნა.
-შენ რა მაღალი სტანდარტების ბიჭი ხარ?!
-ეჭვი გეპარებოდა?!ცინდელიანო,ვინ გგონივარ?-მაკვირდება,ყველაფერს სწავლობს, ოღონდ სიამოვნებით აკეთებს და მე არ მესმის,არ მესმის როგორ არ სჯერა სიყვარულის. არც იმის მწამს, რომ ვინმე ძალიან ძვირფასი ვარ.მტკივნეულია ამის გააზრება,მაგრამ ვერაფერს შევცვლი.- სინჯები როდისაა?
-იყო უკვე.-თვალები უფართვოდება.
-იყავი და აგიყვანეს?
-არ ვიყავი,უფრო სწორად მივედი.5 წუთზე მეტი მალოდინეს,ჩანთას ხელი მოვკიდე და წამოვედი.-შემეშინდა,თავს დავკარგავდი თანხმობის შემთხვევაში.
-ეგღა აკლია ქალბატონ ცინდელიანს ვინმეს უცადოს.
-დიახაც!
-ვერ ხარ,აფრენ.-ლოყებზე მჩქმეტს.
**
ზოგჯერ მსმენელი არ გვყავს,მეც არ მყავდა კოსტამდე,მიუხედავად იმისა,რომ ამდენი ადამიანი მახვევია გარს,ვისაც ვუყვარვარ.გაგება ის რთული რამაა,რაც ხალხმა არ იცის ან არ გამოსდის. შენს გაგებას კი არა,კრიტიკას იწყებენ და გარბიხარ.მეტი გზა არც გაქვს.მე არ მქონია..
ჩემგან ელიან სიმყარეს,სიმტკიცეს და ვერც კი ფიქრობენ,რამხელა რამ გავაკეთე. როგორი რთული გადაწყვეტილებით ვცოცხლობ და როგორი შეცდომა დავუშვი.ისევ თავიდან ვიწყებ, ვიმეორებ რომ არასასურველი როლი ვითამაშე,მეხსიერებაში ცუდად ჩამრჩა,სულ ესაა.
კოსტა კარგი მსმენელია,მართლა ძალიან კარგია და ერთადერთია,ვისაც ძალიან ძალიან ბევრ რამეს ვუყვები.ვენდობი,ალბათ,იმიტომ რომ ადამიანია.გამწარებულზეც კი ფრთხილობს, სიტყვებს უფრთხილდება,იცის წყენია ვარ.
-კარგად ხარ?-თმაზე ხელს მატარებს,გულზე კი უფრო მაგრად მიკრავს.მძიმედ ვვოხრავ.
-მეძინება.
-გარეთ ვართ,მიწაზე ვარ გაგორებული შენი პრეტენზიების გამო,არ გაბედო ჩაძინება.- საფეთქელზე მკოცნის ფაქიზად.
-ისე მეძინება,შეგიძლია კაპიტულაცია გამოაცხადო.-ფეხებს ზემოდან ვაწყობ.
-დადუ,არ დაიძინო აქ,მანქანაში შეგიძლია.
-პირველად ხდება ისე,მე მოვინდომე ქუჩაში ძილი,თან შენთან ერთად ვარ,იმდენი მიჩიჩინე, აგიხდა.ახლა კი წუწუნებ.
-გაციება ნამდვილად არ მინდა.შენ სუსტი ორგანიზმი გაქვს,მარტივად ცივდები და მე, ამხელა ყოფილ რაგბისტს...
-რაგბისტი იყავი?-სწრაფად ვხტები ფეხზე. უცებვე მოვფხიზლდი.
-კი,ოღონდ მალევე დავტოვე გუნდი.
-არ ვიცოდი.-თვალებს ვიფშვნეტ.მერე კი შარვალს ვიფერთხავ.-წავიდეთ,ჰე! ადექი.- ზლაზვნით დგება,მანქანამდე მიდის. მე თითოეულ მოძრაობას ვაკვირდები. რა მაგარი იქნებოდა,რომ შემეძლოს იმის გამეორება,რასაც ვგრძნობ.რა მაგარი იქნებოდა,თამამად ჩახუტება შემეძლოს. მაგრამ არა,ვერ ვარ თამამი.
**
-ჩემი მთელი ინტიმი ხარ.-პულსაცია სიჩქარეს აჭარბებს,გულისცემა ყელში მებჯინება და ვიჭიმები.ძვალ-რბილს ერთიანად,მთელი წონით,წყობითა და სტრუქტურით ვგრძნობ. გრძელ კულულს თითზე იხვევს,მიყურებს.
ჯერ ტანსაცმელში ხელშეუხებლად იჭვრიტება,მერე კანს არღვევს და სულამდე ჩადის. ეს კი მართლა ყველაზე დიდი ინტიმია,რაც კი რამ არსებობს.მხოლოდ მზერით აღმოაჩინო ადამიანის სულში წყლულები და მისი მოშუშება განიზრახო,ეს ადამიანობის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინებაა.
უსიტყვოდ,შეხების გარეშე,ყველაზე წმინდა მიზნით.
მას შემდეგ ვინ მოსთვლის რამდენჯერ ვისაუბრეთ ზოგადად,სიღრმეები მაწამებდა,იქ საკუთარ თავსაც ავუკრძალე ჩასვლა.
**
-ხშირად გემართება ასე?!-მძიმედ ამოვისუნთქე და გულიც ამოვაყოლე.
-ამ ბოლო დროს მომიხშირდა.-მხრებზე ვეყრდნობი და თავს თავზე ვაბჯენ.გულზე მიჭერს და სუნთქვა მიჭირს.მუცელში ვიკაწრები.
-კარგი,კარგი,ორი წუთი მაცადე.-ხელში ატაცებული გავყავარ აივანზე,პლედს მახურებს და შუბლზე მაგრად მკოცნის.-ღრმად ისუნთქე,მშვიდად,არსად გვეჩქარება.-მისი გულისცემა ჩამესმის ყურებში და ბედნიერი ვარ.

გაშლილ თმებში მიხლართავს თითებს,კეფაზე მქაჩავს და ყელს მაღერებინებს. თბილი, კრიალა, საუცხოო ცის ფერებით მაკვირდება გულაჩქარებულს დაბნეულობა გადაკრულ თაფლისფერებში.გადმოხრილი მწვავს ვნებიანი ტუჩებით ყურის ბიბილოს,ყბის ძვალს, მფეთქავ არტერიას.მხრებზე მეალერსება ათრთოლებულს.
აღელვებულს,დამფრთხალს და გაგიჟებულს თითებს მიკოცნის.
-ჩემი ლამაზი,ჩემი ჭკვიანი...-კისრიდან ხერხემალს მიუყვება.თითქოს როიალის კლავიშებზე მელოდიას აწყობსო,ზუსტად ისე,რაღაცას ამღერებს.ვნებისგან დახუთული ჰაერი თავგზას მირევს,გაკვალულ გზას ათოვს,აშიშვლებს სურვილებს და სააშკარაოზე გამოტანილ ჩემს განცდებს,კონსტანტინე აღფრთოვანებით უხვდება.ნაზად მეალერსება ყველგან,სადაც კი მწვდება.ის კი ჩემს სულსაც წვდება.-ჩემი დადუნა,ჩემი..-კისერს ატოვებს სველი კოცნის კვალს და მატერიებს მაცლის სხულიდან.-ქალღმერთი ხარ,ამის დედაც!-წითლად აღაჟღაჟებულ ლოყებზე მტევნებს მალაგებს და ნაზად მკოცნის ორივეზე.ნებაზე მიშვებულ თმებზე ფაქიზად გადამატარა თითები,ისე ფაქიზად,მერამდენედ დამიარა ჟრუანტელმა,ვეღარ ვითვლი. მე ფრთხილად ვეხები ნავარჯიშებ მკლავებზე,ჯერაც რიდი მაქვს,მრცხვენია მისი.ცხვირზე მობჯენილი მპარავს ჰაერს,ძლივს ვდგავარ ფეხზე და სიამოვნებისგან სიკვდილი მაშინებს. იქნებ ვერ გავუძლო ასეთ ვნებას?! იქნებ დავიფერფლო? ნიკაპზე ნაზად მდებს თლილ თითებს, თვალს თვალში მიყრის,სირცხვილისგან არიდებას ვაპირებ..-ჩემთან იყავი,ნუ მტოვებ! ნუ გამირბიხარ აქაც!-ცერს ქვედა ტუჩზე მატარებს,ზედზე გადასული მოყვანილობას მიუყვება. დამიბუჟდა მარტო ბაგეები კი არა,მთელი სახე და სისხლი ვნებით მოაწვა კანს ამოსახეთქად.
-არ გაგირბივარ.-ხმა არ მემორჩილება.ჯერაც დარცხვენილი ვაფრინდები მისურზე,მაგრამ ხელებს მაწევინებს.
საშინლად ვგრძნობ თავს,ტირილი მინდება.მართლა გავიქცევი,ნუთუ ვერ ხვდება რამხელა რამე მოვინდომე?ნუთუ არ იცის,რას ნიშნავს ჩემთვის?!ფიქრებს ამბორით მაწყვეტინებს. მეფერება და ახლა უკვე ჩემს ტვინსაც იმორჩილებს.კოსტაა ყველგან,ყველაფერში,ყველაფრით... მე?! წინააღმდეგიც კი არ ვარ.ცის ფერები მესაუბრებიან ათამაშებული ჭინკებით და მის მკლავებში მოლივლივე შევიგრძნობ პირველად ნეტარების გემოს.ალბათ,ესაა იმ საიდუმლოთაგან ერთ-ერთი,რომლის ამოხსნაც ერთეულებს ძალუძთ. ყველას ხომ ჭეშმარიტი სიყვარული არც გამოუცდია და ლოდინის ნაცვლად აჩქარებულები,შეცდნენ.
მისი მზერა მიწყლიანებს თვალებს,მას კი ჰგონია,ალბათ,მტკენს.თუმცა ის ერთადერთია,ვინც ასე ახლოსაა და ყველა ჩემს ნაწილს უფრთხილდება,იცავს.გულს მიფართხალებს ნაგრძნობი სიყვარული და ვნებაზე მეტად იქსელება ოთახში განცდა,რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ მასაც.
-შენ..-სიტყვები ახლა ზედმეტია,უადგილოა.კეფაზე ჩაფრენილი ვკოცნი და კანზე ვეალერსები ისე,როგორც შემიძლია.მოზომილი ფრიქციები თამამდება,უხეშდება და საერთოდ სხვა სიხშირეზე გადადის.პირველად ნაგრძნობი სასიამოვნო განცდებისგან დროდადრო კვნესის ნაცვლად ვკივი.ჭკუადაკარგული ყურის ბიბილოზეც კი ვკბენ და ყრუ ღმუილი მატყობინებს, რომ მასზე ნაკლებად ველური არც მე ვარ.საპასუხოდ ძლიერ ბიძგს მკერდზე შეუბრალებელი კბენა მოჰყვება და თავგანწირვით კივილს რომ ვაპირებ,მკოცნის.მოუსვენარ ხელებს მიკავებს წუთით და თვითკმაყოფილი დამყურებს ქშენით,მერე კი საწყის ტემპს უბრუნდება.
-ჯანდაბა!-მთელი ტანით ვიწევ,რომ ავეკრა და სიამოვნების ყველა წამით დავტკბე. ურცხვად შევიგრძნობ საოცარ სისავსეს. კისერში ჩაფლული ცხელი სუნთქვით მწვავს კანს და კბილებით ვაფრინდები მეც მხარზე.
არაფერი ნაკლები,არაფერი უთანასწორო!
მაგრად ჩაბღუჩჯული მკერდიდან ხელს ახლა ნეკნებზე მატარებს და მეც ცეცხლწაკიდებული კბილებს უფრო ვუჭერ ჩუმი კვნესით.გაკავებული ხელები თავისუფლებას პულობენ და სანამ გაინავარდებდნენ სასურველი ობიექტისკენ,მისი დიდი ტორები თეძოზე მაფრინდებიან და მიკავებენ.ხან ნაზია,ფრთხილი და ხანაც სიველურისგან მაკივლებს.
ოთხივე კიდურით ახლოს ვიზიდავ და მილიმეტრებსაც ვაქრობ ჩვენს შორის. ვნებით ვეკონები ტუჩებზე,ის კი ტალღებად დაყრილ თმებს მუჭში იქცევს და რამდენიმე წამი მათვალიერებს. ალბათ,რწმუნდება იმაში,რომ არაფერს ვნანობ.მალე ახალ ტალღაზე გადადის,საუცხოოს მაგემებს. დროს აჩერებს, შუბლზე მკოცნის და თან მიყოლებს სიგიჟის განზომილებაში, სადაც დახუჭულით ვხედავ?! არა,ვგრძნობ კიდეც უამრავ აფეთქებას და ნგრევას, რასაც სიამოვნებისგან აკანკალებული და ოფლითდაცვარული სხეულები განიცდიან.
**
მორცხვად ვძვრები ზეწრის ქვეშ.ყველაფერი ისეთი მოულოდნელია,მე კი ისე მერიდება, შეიძლება ჭკუიდანაც გადავიდე.
-დადუნა..-ისევ ისეთი თბილი ხმით წარმოთქვამს ჩემს სახელს.-ამოძვერი მაქედან.- ეცინება, მე კი მწყინს კიდეც.რატომ იცინის ჩემზე?!
უეცრად მაფრინდება მკლავებზე და მუცელზე მისვამს.გეგონება პატარა ბავშვი ვიყო.
-კოსტია!თავხედი ხარ!-მხრებზე გადასულ გადასაფარებელს,უკან ვაბრუნებ ჯიუტად.
-შენ კი ძალიან ლამაზი ხარ.იმდენად ლამაზი,ვერც ვხვდები რას შეიძლება შეგადაროს მწერალმა ან ადამიანმა,რომ აღგწეროს,მაგრამ ეს ძალიან კარგია.ე.ი. არც არავის და არც არაფერს ჰგავხარ, შენი თავის გარდა.-თითებით გადასაფარებელს ექაჩება,უნდა მომაცილოს ტანიდან.
-მადლობა.-მორცხვად მეღიმება,თუმცა ხელს არ ვუშვებ თეთრეულს.-რიკაა,ხელები უკან!
-მითქვამს?!შენი ნაწერები თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მომეწონა. ყოველ ნაწილში ვითარდები.-გაკვირვებისგან თვალებს ვჭყეტ.-რას ვიფიქრებდი თუ ასეთი მორცხვი იქნებოდა წარმოსახვებში თავისუფალი გოგონა.
-ვიტყოდი აღვირ აწყვეტილი,ახსნილიც კი არა.-ეცინება ისევ.
-დაგეთანხმები მე ჩვეულებრივად.-ამას მაინც არ ეშვება,მე კი აქეთ ვექაჩები.
-ნუ ცდილობ გამაშიშვლო!
-ისედაც ხარ,მე კი ყველაფერი ვნახე უკვე.-თითებს ბარძაყებზე აწყობს,მე კი სუნთქვას მიკრავს. თეძოებზე გადასული,ცერებს ნაზად მისმევს.მერე ხერხემალზე ასრიალებს.ჟრუანტელი მივლის ტალღებად.
-ხელები!-მკაცრად ვცდილობ შევუტიო,მაგრამ ისე დაატარებს თითებს,თავს ვერაფრით ვიკავებ. კისერი უკან მივარდება და ისიც ოდნავ წამოწეული კეფაზე მაფრინდება და მაგრად მკოცნის. გონებას მირევს.ისე მაშიშვლებს,როგორც ზამთარი აშიშვლებს ხეებს.თუმცა მე არ მცივა, კეკელიძე ათბობს სივრცეს.
უკან გადაწოლილი მაკვირდება,მე კი ვერაფერს ვაკეთებ.მძიმედ ვსუნთქავ და გაუნძრევლად მივჩერებივარ ცის ფერებს.
-რა მშვენიერი ხარ,ამის დედაც!-ბოლოს ხმას საგრძნობლად ადაბლებს,ჩემამდე კი არაფერი მოდის.თითებით კი დახეტიალობს უმისამართოდ ჩემს სხეულზე და არაფერს ტოვებს უყურადღებოდ.მეგონა შედევრს ჰქმნიდა,ისე ხატავდა,ვერცერთი საღებავი რომ ვერ დახატავდა, ალბათ.არც ფუნჯი ეჭირა,არც შიშველი ხელი ჰქონია შეღებილი,მაგრამ მეგონა სასწაულს ჰქმნიდა არაფრისგან(ან ყველაფრისგან).
**
ახლი წელი ახლოვდება,ჩვენ კი ვერ ვახერხებთ ქალაქიდან გასვლას.არაფერი ხდება განსაკუთრებული,გარდა კოსტასი,რომელიც ვერ მაგებინებს ჩემგან რა უნდა.რადგან არის, ზუსტად ის ადამიანი,რომელიც არ მიშვებს,მაგრამ არც თავისას მაგებინებს.უსახელოდ მიდის,უსტატუსოდ ეს ურთიერთობა,რაც ძალზედ საკვირველია ჩემთვის.ბოლომდე ჯერაც ვერ ვეჩვევი.
სარკის წინ ერთს ვტრიალებ,მერე კი ქურთუკს ვიცმევ.ჩემი ძმა მიკოცნის ლოყებს,დედაც უჩვეულოდ მიკრავს გულში,მე კი ნასიამოვნები ვტოვებ მათ და მივდივარ კეკელიძესთან შესახვედრად.
ლოყაზე მკოცნის ფაქიზად,მე სუნთქვა მეკვრის,მერე კი ზამთრის სუსხი მეფინება სახეზე. იმდენად ცივა,სეირნობა არ გამოდის, კაფეში ვსხდებით.მენიუს ჩაჰყურებს,მე კი მინდება ვუთხრა,თუ როგორ მიყვარს,მაგრამ არ გამომდის.ისიც არ ვიცი,ამის უფლება მაქვს თუ არა. ან თუ ვიტყვი,თუ ამას გავბედავ,რა მოხდება შემდეგ.
-გეუბნები,შენი სტილი არაა „დირთი“ სცენების აღწერა.-თვალებს ვაწვრილებ.-არ შემოვმძვრალვარ შენს კომპიუტერში.დავგუგლე შენი ანონიმური სახელი და ყველაფერი ამოაგდო,რაც საჭირო იყო.
-აბა,კარგად.შენნაირი ბიჭებთან არც ვმეგობრობ.-ფეხზე ვდგები.
-ამხელა გოგო ხარ,არ შეგშვენის.-უკან ვჯდები.-წავიკითხე.ხოდა,როგორც მკითხველს შენიშვნები მაქვს.ჩაიწერე,დიდი სიაა.-მეცინება.მიმტანს ვთხოვ კალამსა და ფურცელს. იმასაც მოაქვს.
-დაიწყე,ძვირფასო.-თვალები უფართოვდება.
-შეკვეთა?!-გოგო იბნევა.
- ორი ცხელი შოკოლადი.- თითებს ჰაერში ათამაშებს,მერე კი მზერა ჩემზე გადმოაქვს. გოგონა გვტოვებს.-ბოლომდე იხსნები,წერ და იგრძნობი იქ,მაგრამ მგონია მეტი შეგიძლია.კარგია აზრობრივად,დაწყობილია... გრამატიკულადაც დიდ შეცდომებს არ უშვებ,მაგრამ ვგრძნობ რომ შენ უფრო მეტს მოითხოვ.ყოველ ნაშრომში იზრდები,მაგრამ ერთი ვერაფერს ვუკეთებთ ამ „დირთ“ თავებს,სულ ღიმილით მეკითხება. აღწერ სცენას, მერე მთლიანად შეგრძნებებში გადადიხარ. ქალბატონო ავტორო,თქვენ რამდენი ხანია შეყვარებული ხართ?!სულ მგონია ვიღაცას მაგრად ეტრფი.-გავიოცე,როგორც შემეძლო.
-ბოდიში?! არავინ მიყვარს. -კეკელიძე მიყვარს-გულში ვამატებ.
-კომენტარებიც წავიკითხე,მთელი კვირის ძილი უნდა ამინაზღაურო იცოდე.ჰო,მიხარია რომ ესე მოსწონხარ,გელოდებიან.
-დაგაძინო?
-კარგი ხარ,მაგრამ სწრაფი.დინჯად ცოტა,მაგის დროც მოვა.-ღიმილი სახეზე მაშრება.
-კოსტა,მგონი ტყის სიღრმეში შეგყავარ და უკან გამოსვლა შეიძლება ვერც შევძლოთ.
-ან თუ ჭკვიანად იქნები,დატოვებ კვალს,რომელიც გზის გაგნებაში დაგეხმარება.
-თუ გაწვიმდა?!
-გამოიდარებს.
-კოსტა,ზედმეტად ოპტიმისტი ხარ.
-რატომ?შენთან ერთად ცხოვრება რომ მინდა?
-არაფერი იცი...-ყელში ცრემლის გორგალს გაჭირვებით ვაგორებ.სუნთქვა მიმძიმდება,მართლა ცუდად ვარ.
-ვიცი ის,რაც საჭიროა..
-მსახიობთან თანაცხოვრებაზე რამე გსმენია?!
-არა,თუმცა მინდა ვცადო.
-იდიოტი ხარ! -თავს ხრის.თმაზე ხელებს ისმევს და მერე თვალებს მისწორებს.
-შენ ხომ არ გიყვარს?
-არ მყვარებია არასდროს.-გულწრფელად ვამბობ და ცრემლები მიწვავს თვალებს.- ნორმალური ბიჭია, მაგრამ ...-ის კარგი არაა,ვიტყუები.-.მაშინ მეგონა მიყვარდა,ძალიან ცოტა ხანს ვფიქრობდი ასე.- პატარა აღტაცებული დადუნა მახსენდება,მართლა რომ აერია თავგზა. მერე კი გავიაზრე,ბევრი რამ და ბევრი რამ ისე დავტოვე.
-და ეს დანაშაულია?!-აცახცახებულ ხელზე მეფერება.მიღიმის დამთბარი მზერით.- დადუ,ხომ გაგიცანი რაღაც საფეხურამდე?
-არაფერი ვიცი.-ყელი მეწვის.თავს ხელებში ვრგავ.-მე ამერია რაღაცები,ის კარგად არაა.
-შენს მოტაცებას აპირებდა,როცა გადაღებებიდან დაბრუნდი. -ჯიქურ მაშტერდება. მე სუნთქვა მეკვრება რამდენიმე წუთი.-ახლა ისე მოხდა ყველაფერი,შენ წახვედი და მასთან აღარაფერი გაკავშირებს.ეს მახარებს,თუ სიმართლე გინდა.
-ჰო,ასეა.-ნერვიული ცახცახი მეწყება,ყელი მეწვის და წინ დადებულ ცხელ შოკოლადს ვაშტერდები.-ჩემი ცხოვრების დიდი შეცომა იყო,რომელსაც მისი ტკივილითვის ვნანობ, ისე არა.-სიმართლეა კი,წინადადების ბოლო ნაწილი?ისე არ ვნანობ?მაგრად ვნანობ!
-გამოცდილება უფრო.არაფერი ხდება უმიზეზოდ.ადამიანები მიდიან და მოდიან.შენთან კი ტოვებენ გამოცდილებას.ჭკვიანი ადამიანი ყველაფრისგან სწავლობს.ცუდი მაგალითიდანაც და კარგიდანაც.მთავარია ისე მოიქცე,რომ შენს სინდისთან იყო მართალი.მოხდა ნადარეიშვილი? მერე რა.ამის გამო იტანჯავ თავს?დავიჯერო,ამხელა გავლენა აქვს,რომ ვერ ინელებ?! ამდენს იმსახურებს,შენ კიდევ ასე განიცდიდე მის მდგომარეობას?დაგამშვიდებ,გეტყვი რომ მე შენზე მეტად მაქვს შეცოდილი,ბევრი ღამე გამიტარებია,თან ერთთან კი არა,ბევრთან და სატრაბახო კი არა,სამარცხვინო უფროა.-მეცინება გულწრფელად.რატომ არის სამარცხვინო? მამშვიდებს?
-აბა,მე ხომ არ დამიცდიდი 30 წლის ვირი?!-ცოტა კი ვვეჭვიანობ, მაგრამ ...- მე დაგელოდე, რომ?
-რა ვიცი,ისეც ურევდი და ასეც.-თითებზე მეფერება.
-არაფერსაც არ ვურევდი.-კოპებს ვკრავ.-ნუ მელაპარაკები ეგრე!
-მოკლედ რა,საპნის ოპერაში ვართ.მე-20 სერიის დასასრული,ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია ტრალალა-ტრულალას მიერ.
-წავედი რა.-ვღიზიანდები ესე რომ იქცევა.ფეხზე ვდგები.
-დაჯექი,მაპატიე.შენი გამხიარულება მინდოდა და არ გამომივიდა.
-არადა,იცი!ეგეთები მაღიზიანებს.
-ბოდიში.
სიჩუმე ისადგურებს.ის მიყურებს და მიღიმის.
-გინდა ყველა გავაოგნოთ?
-რა გაღლიცინებს ამხელა კაცს?
-ნუ კლავ ხალისს.
-არაფრის ხალისი არ მაქვს.-მივირთმევ ჩემს წილს ფეხზე მდგარი.
-ეჰე,უჟმურო ბავშვო.
-დამღალე შენი გაურკვევლობით!-გაბრაზებული ვაგებებ პასუხს და გარეთ გამოვრბივარ ქურთუკის ჩაცმას მთელი ამბით ვცდილობ.
როგორ დამღალა! ყელში ამომიყვანა ასე ბოდიალმა,რომ არაფერს აქვს სახელი და რომ არაფერს ამბობს.
-დადუნა!-ბოხი ბარიტონი ჩამესმის,მე ნაბიჯს ვუჩქარებ.-დადუნა!- ხვდება რომ უკან არ მივბრუნდები,კვლავ გავიქცევი. უკან არ მოვიხედავ,მგონი აღარც ღირს.ისევ ის გამომიცოცხლა და ამიმხედრა,რასაც მე ვკლავდი ამდენი ხანი!
სიგიჟეა,ყველაზე დიდი სიგიჟე... არაფერი ხდება ისეთი და ცუდად ვარ.
წელზე მაფრინდება,მუცელზე მხვევს მკლავებს და ხელში მიტაცებს.
-დამსვი,დამსვი შე ცხოველო!-გავკივი ბოლო ხმაზე,ხალხი გვიყურებს.
-დაჭერობანას ვთამაშობთ.-ყვირის ბოლო ხმაზე ისიც,მე კი გაოგნებისგან პირი ღია მრჩება.
ხალხს ეღიმება.მე ვშეშდები,ფართხალს ვწყვეტ.უკან ვერ ვატრიალებ სახეს,რომ თვალებში ჩავხედო.
მომესმა,ნამდვილად მომესმა.-მაგიჟებ.-ყურში მეჩურჩულება.

„მსახიობი დადუნა ცინდელიანი შეყვარებულია“
„2021 წლის პირველი წყვილი“
„ამომავალი ვარსკვლავის გული კონსტანტინე კეკელიძემ მოიგო“
ათასგვარი სტატიის სათაური ამომდის ტვინში და ვერ ვალაგებ.
1...2...3....4....5....6...7..-სუნთქვა მავიწყდება თვალებდახუჭულს.
მომესმა,მომესმა,მომესმა.
მარტოობისთვის ვარ დაბადებული.
გაყინულ სახეზე თბილი თითები მეხება,აცახცახებულ ტუჩებზე მის რბილ,ტკბილ ბაგეებს ვგრძნობ.მუხლები მიკანკალებს,ვერ ვდგები ფეხზე მყარად,ამიტომ კეკელიძე მხვევს წელზე ხელს და ისე მკოცნის,თავბრუს მახვევს.
ქრება ის,რაც ზედმეტია ამ წამს.ის,რაც არაა საჭირო და რაც საჭიროა,სხეულს მითბობს.
ვთრთი,ისე ვთრთი,როგორც არასდროს და გონზე მოსვლას ვერ ვახერხებ,ძლიერად მიხუტებს ამხელა მამაკაცი.მე ლავიწებამდე ძლივს ვწვდები,ძლივს ვაწვდენ მკლავებს მის განიერ მხრებს.
-გიყვარვარ ხომ?!-ბუტბუტით მწევს მაღლა და კისერში მკოცნის გრძნობით.
-შენ გიყვარვარ!-თვალებს დაბლა ვხრი.
-მეხუმრება?
-აბა,არ მიზიდავო?
-აბა,ჩახუტებით ლამის ორგა*ზმამდე მიხვედიო.-ჩემს სიტყვებს იხსნებს,მე მეცინება.-გიყვარვარ?
-ჯანდაბას.-თავს ვუქნევ და ლოყაზე ვკოცნი.
ბედნიერი რომ ვიხედები ირგვლივ,არავინ ჩანს და არც იგივე ადგილას ვართ. გამოდის, არავის დავუნახივართ.
ბნელა,ცაზე მთვარე ჰკიდია და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ანათებს.
-მიყვარხარ.-მეჩურჩულება ყურში,მე ტაო მაყრის.
-აღიარება კარგი რამეა.-ბედნიერებისგან ლამისაა გული გამისკდეს.
მაგრად ვხვევ მკლავებს და ერთ მოციმციმე ვარსკვლავს ვუყურებ.
სურვილი ჩავიფიქრე.
ვარსკვლავი სწყდება დაწინწკლულ ცას.
---
მომენტები მაქვს ხოლმე,როცა მინდება ისევ ციგურები მეცვას და „ყინულის დედოფალივით“ ვინებივრო ჩემს სასახლეში.ისევ ისე გავშალო ფრთები,როგორც ბავშვობაში.შევიგრძნო თავისუფლება და ძალაუფლება!
დავბრუნდი სულ რამდენიმე საათით.საღამოს 9 საათზე მივადექი იმ სივრცეს,რომელიც კარგა ხანია დავიწყებას მივეცი.ფეხზე ციგურები მოვირგე და ყინულის ზედაპირს გავხედე. აწკრიალებულ მობილურს ვუპასუხე,თან შიში ვიგრძენი.
იქნებ დამავიწყდა?!იქნებ დაცემულს მაგრად მეტკინოს?!ვეღარ შევძლებ ისევ დცგომას?
-დადუ,რას აკეთებ?-კოსტას ბარიტონი სასიამოვნოდ მეღვრება ყურებში.
-არც არაფერს.ბავშვობას ვესესხე.
-რა ესესხე?
-თავისუფლება,გულწრფელობა და სილაღე.-ფეხები გავშალე და ციგურებს დავხედე.
-ხშირად ესესხე მაშინ.
-იმდენი უნდა ისესხო,დაბრუნება რომ შეძლო,კოსტია.-სახელი ისევ დავუმახინჯე. თაზუკასაც ასე გავუკეთე და ჩემს ძმას-თემუკასაც.ბოლოს მიეჩვივნენ,აბა გამოსავალი ვერ მონახეს.
-მოვიდე?მნახავ?
-რა თქმა უნდა,გნახავ.არ იჩქარო,ნასესხები მიზნობრივად უნდა გამოვიყენო.-სევდიანად მეღიმება,თან გული უცნაურად მეკუმშება.თუ მომისწრო,ნახავს როგორ ვსრიალებ და თუ შევრცხვი,მთელი ცხოვრება დამცინებს,ალბათ.
-მოდი,არ ისესხო.შენში გააცოცხლე.-ჩემში გავაცოცხლო... როგორ? თუმცა,არაფერს ვკითხულობ ხმამაღლა.-შეცვალე შენი დამოკიდებულება სამყაროსადმი და ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება.
-ჩემს სიტყვებს ნუ იმეორებ,შე არაორიგინალურო და არაკრეატიულო ადამიანო!- ქვედაბოლოს თითებით ვაწვალებ.
-პლაგიატი გამომიყვანე,თუმცა მე მხოლოდ დაგესესხე.
-თავი დაიცავი,ყმაწვილო!-ფეხზე ვდგები.-კოსტა რიკა,წავედი მე და გელოდები,დარ..
-ვიცი სადაც ხარ.
-რამდენჯერ გითხრა,რომ დამოუკიდებლობას მართმევ?-ვღიზიანდები.
-მხოლოდ ღამით,როცა განმარტოება გინდება.
-იმდენს იზამ,ერთ საჩივარს ხელს გამოკრავ ჩემგან.-ვემუქრები.
-აჩმახებ.აუ,მეორე ნომერზე მირეკავენ.
-მიდი!-მობილურს სკამზე ვტოვებ და შვებისთვის ვცურავ იმ წყალში,რომელიც არ დამახრჩობს. რომელიც არ ადიდდება ჩემი შეწირვისთვის,ჩემი უმწეობით გადარეული და კმაყოფილებით არ ჩამძირავს,არ წამიღებს სიღრმეებისკენ.
ხელებს განზე ვშლი სულ ოდნავ და წარსულს ვუბრუნდები.აი,ბავშვობაში რომ მიყვარდა, რომ მეამაყებოდა,ისე ვტკბები.წინათ შიშმა ხომ მომიცვა,მაგრამ ახლა ძალიან კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და თავდაჯერებული.ვშლი აბსტრაქტულ ფრთებს და თავისუფლებას შევიგრძნობ ყინულზე ცეკვით.თმებში მიხლართავს უხილავ თითებს ქარი და მეც გული სიხარულით მევსება მოალერსედ რომ მეფინება ახურებულ სხეულზე. სულიც ამიღელდა სიამოვნებისგან, ტანიდან მომგლიჯა შავი ფერის მანტია და კივილამდე მიმიყვანა ბედნიერებისგან.
ქარი ჩემთვის უკრავს მელოდიას,მეც მას აყოლილი გულამღერებული და სადღაც გაფრენილი ტანს ვარხევ,ვლიცლიცებ-უხილავ ტალღებში.ფრთებგაშლილი უშიშრად ვტკბები ძალაუფლებით, ყინულზე ბატონობით.ტანში მივლის სიგიჟის ექოები,პატარა დადუნა კუთხეში შეყუჟული რომ ტიროდა,რომ მთხოვდა შველას,გამომყავს და ცრემლებს ვწმენდ.
-იცელქე,პატარავ!იცელქე,ჩემო პატარავ!ფრთები გაშალე,ნუ გეშინია,შენთან ვარ!- ვბუტბუტებ თვალებმინაბული და რამდენიმე ბრუნს ვაბამ ხელების ნაზი მოძრაობით.
ისევ ის პატარა გოგონა ვარ,ისევ ბედნიერი,უდარდელი,ლაღი,ცოტა ცელქი და მოუსვენარიც. სულ სხვაგან ვარ,სხვანაირად და რაღაცნაირად. აი,ისე.. გული გასკდომამდე მიდის თავისი ძგერით და პულსაცია გიჟდება.თავისუფლების რამდენიმე ბრუნის და ფინალური ხტომის შემდეგ უბრალოდ ვჩერდები. სახეზე იდიოტური ღიმილი მეფინება და კეკელიძეს ვხედავ.თავს ვაქნევ და მისკენ მივდიივარ რა,მივსრიალებ.
-რომელ ენაზე უნდა აგიხსნა,რომ პირადი სივრცე მჭირდება?-თვალებს ვაწვრილებ და მიახლოებული მოაჯირს ვეყრდნობი იდაყვით.
-მგონი არასდროს დამირღვევია.-წინ იხრება ოდნავ და ცივი ცხვირის წვერით მეხება ლოყაზე. ჟრუანტელი მივლის და ვკრთები.
-ჰმ,დარწმუნებული ხარ,საყვარელო?!-ტუჩებს ვმუწავ.
-რომ არ ვიცოდე სად ხარ ან როგორ ხარ,ისე არ შემიძლია.-საფეთქელზე დაშვებულ კულულს უკან მიწევს.-უნდა ვიცოდე თუ რამე გიჭირს,სხვაგვარად არ წარმომიდგენია.მანდ მოვრჩეთ საუბარს,კარგი?!არ გზღუდავ,არც კაბის სიგრძეზე ან დეკოლტის ზომაზე გესაუბრები, მხოლოდ უსაფრთხოებაზე.-ჩემს დეკოლტეს უცნაურად უყურებს ეს ვირი!თითს დეკოლტეს ჭრილს აყოლებს და კანზე მეხება სულ ოდნავ,ნაზად.გონებას მაკარგვინებს ხოლმე ამ ხელების სითბო.
-მეტიც არ მინდა,კონსტანტინე, კოსტია,კოსტა რიკა კეკელიძე!მეტიც არ მინდა,დამიშალო ან შემზღუდო!მერე ნახე შენ ჩემი გაბრაზება.-ცის ფერებს მაპყრობს ღიმილით.ესეთი მოსიყვარულე მზერა რომ აქვს,მიჭირს გავბრაზდე.
-დადუ..-ხმადაბლა დამიძახა,მაგრამ ბოხმა ბარიტონმა უხილავი ჭიანჭველები შემასია სხეულზე.გულისცემას სხვანაირი სიხშირე შესძინა.
-ჰო..-დავიჩურჩულე არეულმა,როცა ლოყაზე თბილი ხელი დამადო.
-დარჩები ხომ?!
-ვერ,მამა ქალაქშია.-ღაწვზე მაკოცა და სუნთქვა შემიკრა.თმებზე ნაზად დამისვა თითები.
-გასაგებია.-მზერას არ მაშორებს.-მგონი ფიგურული სრიალისთვის თავი არ უნდა დაგენებებინა.
-ძალიან მომენატრა და გამოდის,მიყურებდი.-კუშტს ვკრავ.
-თუმცა დისკომფორტი არ შემიქმნია შენთვის,ამიტომ შენიშვნას ან საყვედურს არ მივიღებ.
-შენ არ იცი მოსმენა.-ხელიც ჩავიქნიე უკვე.
-როდის არ გისმენ?
-როცა ჩემს დევნას ეხება საქმე.
-მე ვიტყოდი,უსაფრთხოებას.
-არავინ დამდევს,რიკა!-თმებს ვუჩეჩ,ის კი მაჯაზე მეხება ფრთხილად.
-სიმართლე თუ გინდა,ბევრი გაურკვევლობაშია.-თითებზე მკოცნის.-ვის დაჰყავხარ მანქანით, ან ვინ არის შენთვის კონსტანტინე კეკელიძე?იცი მაინც რამდენს უყვარხარ?
-არა,სია კი არ მაქვს.-ბრაზით ვწევ ხელს უკან.-თუ ვუყვარვარ ვინმეს,არ მავნებს.
-ძალიან ბევრს.შენ არც კი დაჰკვირვებიხარ,ალბათ,მაგრამ შენ ნათქვამ სალამზე ადამიანებს სახე ეცვლებათ.-ახლოს მიზიდავს,არც მოაჯირია რომ დავეყრდნო,ჩვენს შორის კი მანძილიც აღარ დარჩა.წელზე მაგრად მხვევს მკლავებს,მე კი კისერზე ვეკიდები.
-იმედია რამის ჩარტყმა არ უნდებათ,ხომ იცი გული კეთილი მაქვს.-ქვემოდან ავხედე მშვიდად.
-დადუ,საოცნებო ადამიანი ხარ.
-დიახ.რევერანსებზე ნაკლებ ჟესტს არ ავიტან მისალმების დროს.
-მაგარი მაიმუნი გოგო ხარ.-ნაზად მეფერება წელზე.
-ნერვებს ვერ მომიშლი,გადასარევ ხასიათზე ვარ.-ნიკაპზე ვაკოცე ფრთხილად.-გვიანია და სანამ მამა დამირეკავს,იქამდე უნდა დავბრუნდე უკან.
-რომ უთხრა?
-როგორ გეტყობა,რომ არ იცნობ.
-გამაცანი მერე.
-რიკა,ადრეა ჯერ.-დაბნეულმა ამოვიბურტყუნე.
-წამობრძანდი,მამიკო გაგიბრაზდება.-ნერვებს მიშლის.
-კოსტა,ნუ მაიძულებ მორალურად დაგჩაგრო.-ეცინება.
-გამოიცვალე ფეხზე და წავედით.-ლოყაზე მკოცნის და მელოდება.
--
-რატომ არ გინდა ინტერვიუს ჩაწერა?-კოსტა მეკითხება,თან თმებზე მატარებს თითებს. ახლართულ ფეხებს ტერფებზე ვუთათუნებ.
-არ მინდა და მორჩა.-მკაცრად ვამბობ.-მე ჩემი პროფესია მაქვს.ხო ,საჯარო პირი ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ჩემს ცხოვრებაში ზედმეტად ჩავახედო ვინმე.-შეუვალი ვარ ხოლმე ამ საკითხში.
-უკეთესად გაგიცნობს ხალხი.მითქმა-მოთქმაც შეწყდება.მოეწონები ყველას.ისეთი ხარ, სულ უნდა გისმინონ.-სიყვარულით აღსავსე მზერას მაპყრობს.
-კოსტია,ნუ მტენი ეგეთ რამებს.მაგის გარეშეც მთავაზობენ როლებს,სხვათაშორის.-ენას ვუყოფ და ფეხზე ვდგები.-ეს ისე,რომ იცოდე და მეტჯერ არ შემაწუხო,თორემ მოტრაბახე და ბაქია სულ არ ვარ.
-ამაღამ დარჩები?
-რა თქმა უნდა,არა. მამაჩემი გააფრენს,სახლში რომ არ მივიდე.
-დაველაპარაკები.-პერანგის ღილებს ვიკრავ.
-ეს ყველაფერი თუ გაიგო,კარგად არ წავა ჩემი საქმე.
-ატყუებ.
-მაიძულებს ასე მოვიქცე.-ვაჩუმებ.-ის რომ გამგები იყოს,ის რომ არ გიჟდებოდეს ესეთ რამებზე, ვეტყოდი სიმართლეს. სიტუაციის გართულება არ მინდა,არც მისი განერვიულება და ჩემი პირადი ცხოვრებაა,კოსტა.-ცოტა ვბრაზდები.
-სჯობს უთხრა და მშვიდად იყო.
-შენ რომ ქალიშვილი გყავდეს,როგორ მოიქცეოდი?მე მამაჩემი ახლაც არ მიშვებს მარტო უცხო გარემოში. პირველად რომ წავედი ღამისთევით დაბადების დღეზე, მანქანაში იჯდა და იქ მიცდიდა.15 წუთში ერთხელ მწერდა,ზოგჯერ მირეკავდა. მე მეშინოდა, უცხო საზოგადოება იყო,მაგრამ ცუდი ხალხი არ ყოფილა იქ.ჰოდა,დილით რომ ვალაგებდით ამ ნაქირავებ სახლს,ფანჯრიდან დავინახე მამას მანქანა. ისე მინდოდა მეჩხუბა 20 წლის გოგოს რომ არსად მიშვებდა,ისე... თუმცა ვერაფერი ვუთხარი. მერე დავფიქრდი და მივხვდი,მეც მასე მოვიქცეოდი. მანამდე არ მიშვებდა,იმდენი ვიტირე,თავი გავაშვებინე და თავს თუ ასე მშვიდად იგრძნობდა,ყოფილიყო. -მამას ხსენებაზე გული მითბება.-ნადარეიშვილამდე ერთზე გაიგო რომ ვუყვარდი, სულ ეჭვებში იყო რომ რამე მოხდებოდა,მე მენდობოდა,ბიჭებს-არა.- მეღიმება.- ისეთ დაკითხვებს მიწყობდა მაშინ, მაგრად მინდოდა ჩხუბი,მაგრამ მომერიდა.მერე დავფიქრდი, როგორ მოუსვენრადაც იყო და ვიტყუებოდი ხოლმე.-საწოლზე ვჯდები.-შენ არ იცნობ მამაჩემს,კოსტა. გულიც გაუსკდება ჩვენზე რომ გაიგოს.
-ნადარეიშვილზე რომ გაიგო,რა მოიმოქმედა?-ნერწყვს გაჭირვებით ვაგორებ ყელში და მესერება.
-საქართველო დამატოვებინა.-ტუჩს ვიწვალებ.-ნათესავთან გაგვიშვა მე და ჩემი ძმა საფრანგეთში.-ვვოხრავ.-მგონი ჩემი ძმის იდეა იყო.-თავს ვაქნევ ნერვებმოშლილი.
-დედაშენი?
-დედა და ევდოკია მეგობრები არიან ჩემი.ტირილით მირეკავდნენ,როდის ჩამოხვალო. დედა ვერ იტანს,როცა შინ არ ვართ.ბავშვობაში მეგობრებთანაც სულ თითზე ჩამოსათვლელად ვრჩებოდი.კიასთან და ცინოსთან შემეძლო,სხვებს ვერ ანდობდა ჩემს თავს.
კალთაში მისვამს და მაგრად მკოცნის.
-მსახიობობაზე მარტივად დაგთანხმდნენ?
-კიამ შეუტია ყველას ჩემთან ერთად,თორემ ძირითადად წინააღმდეგნი იყვნენ.- კისერზე ვხვევ მკლავებს,ნიკაპზე კი ტუჩებს ვახებ მსუბუქად.ცხვირის წვერს ვატარებ მხარზე,მის არომატს ვისუნთქავ თვალებმინაბული.

**
-დადუნა!-მაღალი,ქერა,ცისფერთვალა რუსი ქალბატონი მეცნობა.
-გისმენ,ქსენია ხომ?-ვუღიმი სუსტად.
-კი,ქსენია.-რუსულად მაიძულებს ლაპარაკს.ნერვები მეშლება,რუსული მათთან სასაუბროდ კი არა,წასაკითხად ვისწავლე(ისიც ცოტა)!
-თუ ინგლისური იცი,ინგლისურად.-მიუხედავად მისი სასიამოვნო აქცენტისა,მათ მხარეს ბევრი რამე არ ვაპატიე.-პირადი არაფერი,მხოლოდ ვკითხულობ თქვენს ენაზე,საუბარი ნაკლებად გამომდის.
-ოკუპაცია,ხომ?!-შუბლზე ხელს ისმევს.-ვერასდროს ჩამოგვერეცხება.
-ვერა,ქსენია.-მის სახელს რუსული აქცენტით ვამბობ.-ომი საშინელი რამეა,ფსიქიკას ამახინჯებს, პატრონების ნაჯაფარ სახლებს ანგრევს,ცხოვრებას ართმევს.გინახავს იქიდან გამოქცეული ხალხი?!-ყელში ბრაზი მაწვება,მაგრამ თავს ვიკავებ.-კარგი,საქმეზე გადავიდეთ.
-საბა!საბას გამო გამოირიცხე სასწავლებლიდან.
-დაიცადე,იმ რეგვენი ჩაჩანიძის გამო?!-ქართულად ავალაპარაკე.
-ხო!არ ვიცი გახსოვარ თუ არა,მაგრამ რამდენჯერმე შევხვდით.მასთან ვმუშაობ,ერთი პერიოდი ერთადაც ვიყავით,მაშინ დაგადგა თვალი.-სახე ლამისაა მომეღრიცოს.-არაფერს არჩენდი, მილიონები არაფერს ნიშნავდა,არც სტატუსი.ვერ მოგერია,ვერ დაგიმორჩილა,არ უყვარხარ და არც ჰგონია რომ შენს მიმართ რამეს განიცდის.-ვხვდები,რომ ჩემში დამნაშავეს არ ხედავს.- უბრალოდ არ დაჰყევი,არ გახდი მისი,შეეპასუხე საზოგადოებაში.
-მაგ ნაძირალამ დეკოლტეში 200$ ჩამიტენა იმავე საზოგადოებაში!-ტონს ვუწევ.-მე რა,ვგავარ იმას,ვისთანაც ეგეთები „მოსულა“?საერთოდ არც უნდა გაეფიქრებინა,მაგრამ სულით გახრწნილია.
-ნუ ფიცხდები ეგრევე,ტუტუცია.-სიშავეში ჩაიკარგა მისი სხეულიც,მაგრამ არა მხოლოდ ეს- სულიც! -სამაგიერო მეორე უნივერსიტეტიდან გამორიცხვით გადაგიხადა.-ოდნავ ეღიმება.- შენმა გადაწყვეტილებამ დისკომფორტი შეუქმნა,იცი?რექტორმა გადაურეკა და უთხრა სარჩელი რომ შეგიტანია.გადაირია იმ დღეს. ერთხელ დაესწარი პროცესს,მოსამართლეს თავი დაამახსოვრე,ადვოკატზე მეტი ისაუბრე..
-შენ რა იცი?-თქვენობითი ფორმა დავივიწყე.
-იქ ვიყავი.მოსამართლემ ქრთამი არ აიღო.-ეღიმება.
-სამაგიეროდ,ბოლოს მაინც აიღეს ქრთამი.წავაგე პროცესი,რადგან გაასაჩივრეს გადაწყვეტილება.
-დაგეხმარები,ეს კაცი ციხეში გავუშვათ.
-რაა?!ჩემი მეორე უნივერსიტეტის გამო?!-ცოტა ვიბნევი.
-გიორგის და მისი ცოლის,ჩემი შვილის,პატარა სანდროს,შენ გამო და კიდევ რამდენიმე ჰყავს გამწარებული.
-რა ჩაიდინა!-ფერი მეცვლება.
***
ბინაში შესვლამდე ფეხზე გავიხადე და თითის წვერებზე აწეული უჩუმრად შევიპარე. მისაღებში,დივანზე წევს კოსტა. მეღიმება,როგორი დაღლილია და როგორ სჭირდება ახლა სიმშვიდე,მთელი ტანით ვგრძნობ. ქურთუკს იქვე ვდებ და მისკენ ისე მივიწევ,ვერც ერთ ნაბიჯს ვგრძნობ.
თვალებს ახელს,დივნის კიდეზე რომ ვჯდები.
-მარტო ნუ დადიხარ,ასჯერ უნდა გითხრა?!-ბუზღუნებს და სახეზე რომ ვეფერები წვრილი თითებით,ჩუმდება.
-მილიონჯერაც რომ თქვა,აზრი არ ექნება.-როგორი თბილია,როგორი გადაღლილი.- ძალიან ბევრი იმუშავე?
-დაი.კიდე,მოდი ჩემთან.-მაჯებზე მქაჩავს.
-ეი,მძიმე ვარ.-ეცინება,მაგრამ მის ნებას ვყვები მაინც და ზემოდან ვაწვები.
-ინდაური უფრო მძიმეა,ნუ ნერვიულობ.-წელზე მაგრად მიჭერს მკლავებს და თავზე მკოცნის. მე ყელში ვუძვრები,მის სურნელს უტიფრად ვლექავ ფილტვებში.აი,ასე... ვერ ვიტან,როცა მისი არომატი მაკლდება.-მამიკო არ გაგიჭედავს ახლა?
-ეველინთან ვგონივარ.-ყელში ვკოცნი.-შენც რომ დადუნა ცინდელიანი გყავდეს ქალიშვილად, დამიჯერე,ანალოგიურად მოიქცეოდი.
-ჩემი ნარცისი.-მეცინება.
-ვიხუმრე,შე ბანძო!-ვკოცნი ყელში ისევ და სუნთქვა მეკვრის წამით.- ნუ ცდილობ მამა დესპოტი გამოიყვანო.მიუხედავად იმისა,რომ მკაცრია,ადამიანია და არასდროს მსმენია ვინმე განეკითხოს. ვინმეზე ცუდად ესაუბროს ან ვინმეს უსამართლოდ მოქცეოდეს. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მიცავს და რამე რომ დამემართოს,შესაძლოა გულმა ვერ გაუძლოს..- ალბათ, მაგიტომაც დავრჩი ცოცხალი...ვბუტბუტებ გულშიც კი.- შენ ჯერ კიდევ მაშინ მითვისებდი,როცა შეყვარებულებიც არ გვერქვა და მამაჩემზე ხმა არ გაქვს ამოსაღები.
-ჩემგან ისე იცავ,გეგონება ვემტერებოდე.ერთი იმის გამო მაღიზიანებს,რომ შენს თავს მართმევს, სხვაგვარად...-ნაწნავს მიშლის.-მართლა საამაყო ადამიანია.
-რომ გაიგე ვისი შვილიც ვიყავი,არ შეგეშინდა?!-წარბებს ეშმაკურად ვათამაშებ და წამოწეული ვაკვირდები ნაკვთებზე.ნიკაპზე ნაზად ვაკრავ ბაგეებს,მერე კბილებს ვავლებ.
-იმ შენს ნაგავ ყოფილს თუ არ შეეშინდა,მე რატომ..-სახეზე ფერი მეკარგება.ყურები მიგუბდება.
-ნუ მიხსენებ,არ მინდა რამე ავი ვთქვა.-კბილს კბილზე ვაჭერ.მინდება კისერში წავუჭირო ნადარეიშვილს და გავგუდო.
-რა მოხდა?-ცალი თვალით მიყურებს ჯერ,მერე მეორესაც ახელს.
-რით ვერ მოინელე,ერთი გამაგებინა და მეტი არაფერი მინდა!მე შენ გეკითხები,იმის არაფერი მაინტერესებს.საერთოდ,სხვების ცხოვრება არაფერში მაინტერესებს,არც ჭორიკანა ვარ და არც მოცლილი.
-ნუ ფიცხდები ეგრევე.
-შენ გაბრაზებულზე ლამის კედლებს ანგრევ,მე სიფიცხე არ მაპატიო!
-ტიტინა რომ არ იყო,არაფერი გეშველებოდა.-ეცინება.-არა,მამაშენის არ მეშინია, იმიტომ რომ უყვარხარ.-კოპებს ვკრავ.
-მერე?მე ვუყვარვარ,შენ ხომ არა?!
-შენ მე გიყვარვარ და თითს არ დამაკარებს,რომც დამაკაროს,მეც არ ვარ ნაკლებად შეშლილი შენზე.-უკვე ცის ფერებს მაპყრობს და სუსტად მიღიმის.
-გამოდის,შენ არ გიყვარვარ საკმარისად... მამაჩემს ხელს დააკარებ?!-აღშფოთებას ვერ ვმალავ.
-არა,დაველაპარაკები.უკვე ასაკი მომემატა,მუშტების ქნევა დამღლელია,ისიც მყოფნის,შენ რომ ადრენალინს გამომაყოფინებ და ტაქიკარდიას მმართებ.-მეცინება.
-იდიოტი ხარ.-თავს ვაქნევ,მერე კი მკერდზე ვადებ.მართლა სულ აჩქარებული აქვს.მგონი ექიმთან უნდა მივიყვანო.
-გაიხარე,გამრავლდი.-თმებზე მეთამაშება ნაზად,როგორც ანცი სიო. ქვედაბოლოს ზემოთ მიწევს.
-აკი დავბერდიო?!-ვვოხრავ ჟრუანტელდავლილი.
-ასაკი მომემატა,იმპოტენტი კი არ ვარ.
-დაღლილი ხარ.-ტუჩს ვიკვნეტ თვალებდახუჭული.თუ აქვე მოვკვდი ემოციებისგან, დამნაშავე იცით ვინცაა.
-სამაგიეროდ,გენიალური ფიზიკური მონაცემები მაქვს.-კმაყოფილება ერევა მის ხმას.- აუ, რამდენი რამე გაცვია...
-ნუ წუწუნებ,მცივანა ვარ.-კისერში ვურგავ თავს.
-ვიღაცას წითელი აენთოო!-ხელებს მიფათურებს.
-ეი,თავხედო!-კდემამოსილებამ გაიღვიძა ჩემში.
-საქმე,ლაპარაკის ნაცვლადო თუ რაღაც სლოგანი რომ არის..-ტუჩებზე ისე მაფრინდება, ჩასუნთქვას ვერ ვასწრებ.კისერზე ვხვევ მეც მკლავებს და უფრო ახლოს ვიწევ მისკენ. ემოციამოწოლილი მის კანს ვგრძნობ ფრჩხილებით და კოცნასაც კი ვწყვეტ,რომ ვნახო, საძილე არტერია ხომ არ დავუზიანე.
-გეტკინა?-გულაჩქარებული ვთრთი.
-გიჟი ხომ არ ხარ..-ურჩ თმებზე მაფრინდება და დომინანტობას მართმევს. მის ქვეშ მოქცეული კვლავაც ვერ ვასწრებ ჩასუნთქვას,ისე მაცხრება ვნებიანი ბაგეებით.მპარავს ჰაერს,მაგლეჯს თავშეკავებას და უდიდეს ვნებას მატოვებს.სულ მგონია ხოლმე,საქმე როცა მე მეხება, არავისთვის ვეთმობი კოსტას და არაფრისთვის.ეგოზიმის მწვერვალებს იპყრობს.
თავიდან ვაცლი მაისურს,ის კი პერანგის ღილებს მუცლამდე მიხსნის,თბილ სვიტრს კი დაუდევრად ეპყრობა,ძირს აგდებს.ჩემს საყვარელ კოლგოტსაც აფრიალებს.კოჭებიდან ასრიალებს თითებს წვივებზე და გონებასთან გათიშვასთან ერთად,კვნესაც სცდება ყიადან.
რაღაცნაირი მუხტია,ელექტრონები და მიზიდულობა სივრცეში.უხილავი ქსელებით გვმუხტავს და სხეულებს აცეკვებს სხვა ნოტაზე.ქვემოდან ვუყურებ დაბინდული მზერით, ტანზე მეშლება უხილავი ღინღლები და წამოწეულს ხელის მარტივი მოძრაობით უკან მაბრუნებს.
-ისევ გაბნევ..-ბუტბუტებს და ყბის ძვალს მიუყვება მხურვალე ბაგეებით.ყურის ბიბილოზეც ვგრძნობ და მოსვენებას საერთოდ ვკარგავ,ის კი თეძოზე ჩაფრენილი უკან მაბრუნებინებს წელს. კვნესის შეკავებას ვცდილობ მთელი ენერგიით,მაგრამ არ გამომდის.. რატომღაც კონსტანტინესთან არაფერი გამომდის,იმდენად სხვანაირია და მისი მინდა იმდენად თანხვედრაშია ჩემთან.
-კოსტა..-ვლუღლუღებ და ხმა მიწყდება,იმდენად ვნებიანად მეალერსება ყელზე,ჩემში ვნებას აღვიძებს,ქსელავს.
სრულიად მოულოდნელად იმდენად ახლოს ვგრძნობ კოსტას,მეტი ფიზიკურად შეუძლებელია. მაგრად ვხვევ მკლავებს და მისთვის საყვარელი ემოციით ვხვდები ყოველ ბიძგს. სიამოვნების ექსტაზში ვეშვები და ვუზიარებ ყველა იმ ემოციას,რასაც ის იწვევს ჩემში. ხერხემალზე ვატარებ თითებს ოხვრით და მისი კანის შეგრძნება ცალკე ასტრალია.
პატარა ბრუნში დომინანტობას მითმობს.დაბნეულობისგან ლოყებზე სიმხურვალე მაწვება, ალბათ, ვწითლდები კიდეც.
ძალიან უცნაურია,მაგრამ სასიამოვნო.ყველაფერს ვაკონტროლებ და ვგრძნობ,მართვის სადავეები ჩემს ხელშია. თუმცა მართვა არ ვიცი,ძალიან რთულია,ალბათ. ოდნავ წინ ვიხრები,მხრებზე თითებს ვაწყობ და თვალებს ვხუჭავ.სახეზე ცხელი ჰარი მეფრქვევა,ტუჩებზე ტუჩები მეხება ვნებიანად და თეძოებზე მაფრინდება კოსტა.- აი,ასე...- მოძრაობებში მეხმარება უთქმელად.მერე რომ ოხრავს და მარტო მე არ ვარ ნირვანაში, ვთამამდები.მერე ვგრძნობ უდიდეს სითბოს, ცხელ ჰაერს მოშვიშვლებულ გულ-მკერდზე,კოსტა მებჯინება ლოყით,მე ვნებივრობ.გამოსახულებები მერევა, მხოლოდ საყვარელ მამამკაცს ვგრძნობ ყველგან.მე კი უფრო მაგრად ვაჭერ ფრჩხილებს კანში,ტუჩებზე ვკოცნი სუნთქვაგახშირებული,ის კისერს მაღერებინებს და ყველა დეტალზე მკოცნის და საბოლოოდ წყვეტს ყველა ღილს ჩემს პერანგს,მხრებზე აცურებს და მკლავებს მიკავებს ჭინკებათამაშებული თვალებით.-მიყურე თვალებში,დადუნა!- ქვემოდან ვგრძნობ ნაზ,მოზომილ ბიძგს,წარსული მახსენდება,სულ პირველად რომ მოვუშვი, მაგრამ მე სხვა ტემპი მაქვს.-მოუსვენარი ხარ,შენს თავს დააბრალე!- სამაგიეროს ყველაზე სასიამოვნოდ მიხდის.
-ჯანდაბა,კეკელიძე,ჯანდაბა!-მაგრად ვკოცნი და ვნებიან ბაგეებს ვუკბენ.

ბოლო აკორდებზე ვკივი,არაფერი მაინტერესებს,გარდა სიგიჟისა,რომელიც განვიცადე ახლა. სუნთქვაარეულს თავზე ვკოცნი.გამოვიფიტე,გავიწურე.
-აფერისტი,დაღლილი ვარო..-ვბურტყუნებ და მოხრილ ფეხებს ვშლი სიგრძეზე. კოსტა ხელს მატარებს კვლავ და ურეაქციოდ ახლაც არ ვარ.-მოისვენე!
-ნუ მებლატავები,სად იყავი დღეს?-ყელზე მკოცნის,გავაფრენ!
-კინოში,ბოლო რიგებში ვიჯექი.-თვალებს ვატრიალებ.
-ნუ მეხუმრები,საერთოდ არ მეცინება.-ხმა შეცვლილი აქვს,უფრო დაუბოხდა.
-აბა,რა კითხვებია?!შენზე მაგდენს მიყვები?
-მეკითხები რომ? იმდენად ამაყი ხარ,ამ დრომდე არ გითქვამს მიყვარხარო და ინტერესს გამოხატავდი?!არა,ხოდა სანამ არ მკითხავ,ვერ მიიღებ ვერაფერს.- მართალია,არასდროს ვეძიები არავის,თუ არ ვიგრძენი რომ სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა ან ინტერესს ვერ ვერევი.
-მდააჰ,რა საინტერესოა. შენი აზრით,აქ ახლა რატომ ვარ? ან შენ ესე ახლოს რატომ ხარ ჩემთან?
-შენ მომიშვი,მაგრამ მე ვიწვალე მაგრად.- ეგრევე დამავალა წვალება.
-რამე რომ არ იყოს,რომ არ იგრძნობოდეს და რომ არ მინდოდე,აქ არ ვიქნებოდი.- ჭერს ავყურებ ყელგამშრალი. ძალიან მინდა ვუთხრა,რომ მიყვარს, მაგრამ ხორხი მესერება და ცრემლების შეკავებას ვცდილობ.
-ვიცი.-ყელში ჯერ სუნთქვას მაფრქვევს,მერე ტუჩებს მაკრავს. გავგიჟდები,შევიშლები და ავფეთქდები.-კარგი სუნი გაქვს.-ბურტყუნებს.
-მართლა?!
-ხო,მამშვიდებს,მიზიდავს და კომფორტულად მაგრძნობინებს თავს.-ვთბები ერთიანად.
-მე მიყვარს შენი არომატი.-გულწრფელად ვპასუხობ.
-ოფლიან კანზე რას იტყვი?
-მისწრებაა პირდაპირ.-მეცინება.
-მეც ეგრე მგონია,სულ გავიოფლოთ ხოლმე,კარგი?!
-მაიმუნი ხარ.-პერანგს მაშორებს და თვითონ მეფარება შიშველ ტანზე,რომ არ შემცივდეს.
-არა,რატომ?!ვარჯიშია და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი,რა გაცინებს!
-უბრალოდ აღიარე,რომ მაგაზე მეტად მე გიზიდავ.-დაწვრილებული თვალებით მიყურებს,მე მეღიმება.
-არ მიზიდავ-თქო,რამდენჯერ გითხრა?
-აჰამ,ფაქტი,ფაქტია.-ქვედა ტუჩს ვაბრუნებ.
-ფიზიოლოგიაა რა.
-ხომ დაკმაყოფილდი,გადაბრძანდი მაშინ.
-დავკმაყოფილდით და არსადაც არ გადავბრძანდები,ვისვენებ.- მკლავებს მაგრად მხვევს.- ახლა დავიძინებ,არ დაგინახო გამოძრავდე.
-მაგარია,ტანი ამტკივდება,მძიმე ხარ.
-არ მგონია,ტანს გატკიებდე.
-რიკა,არ დაიძინო,ავდგები ჯერ რა.
-არა.-მამაკაცები რა ეგოისტები არიან!
-კოსტა,შარდის ბუშტი ცუდ დღეში მაქვს!-გაბრაზებული ვბურტყუნებ,ფეხებსაც ვერ ვაჯვარედინებ,ეს ვირი წევს უხერხულად.
-ანუ,გაგიშვა?ჯერ მთხოვე.
-ჯანდაბა,რას აკეთებ,შეშლილი ხარ!გამატარე..-ხმა მეცვლება.
-წადი ჰო!-სხეულიდან მეხსნება,საკუთარ პერანგს ვისხავ მხრებზე და საპირფარეშოში გავრბივარ.
-ნაძირალა!მაწვალე!-ვკივი უკვე ნიჟარასთან მდგომი.
-ბონდოს ეშინია,ნუ კივი!-ფხუკუნებს.
-ბონდოიანად გისვრი აქედან!-განრისხებული ვიმშრალებ ხელებს და ტერფების ტყაპუნით გავდივარ მისაღებში.
-ჩემი ბონდო,არის ჩემი ბონდო!ძმაკაცურად უნდა გადაგვაგდო,ისე არ მოსულა!- ზურგზე გაწოლილი მხვდება,ჩამთბარა ვაჟბატონი.
-კი,შენი ბონდოიანად გისვრი.
-არადა,როცა ვიპოვეთ,მაგრად ნერვიულობდი.ახლა რას ცოფავ,ჰა?!- შემათვალიერა კვლავ. კოსტას საძინებლში სძინავს ხოლმე ამ დროს,ახლა კი კარზე თათებს არტყამს,ანუ გაიღვიძა.
-აჰა,კარს ვაღებ და იმედია ჯამში საჭმელი ჩაუყარე.-მართლა ვუშვებ ბონდოს საძინებლიდან და ჯერ სიხარულისგან მახტება,მერე კი ჯამისკენ გარბის.
-ჩავუყარე,მოდი ჩემთან.
-გარყვნილი კაცი ხარ,შენთან სულ არ მოვალ.-ჩემს სვიტრს ვიღებ და შეწუხებული სახით ვფერთხავ.-ნუ იცი ასე,ბონდო დარბის და ბეწვი სცვივა მაინც,რაც არ უნდა ალაგო.ტანსაცმელს შენ გააცლი ბეწვს მერე?
-აჩმახებ, ნანა ალაგებს გენიალურად სახლს.არც სუნია და არც არაფერი.საერთოდ, დამაძინე და მოდი ჩემთან,რამდენს ლაპარაკობ?-ზმუის და მატერიას ზემოთ სწევს.
-შენთან რა მინდა?
-იცოდე,ავდგები და მაინც აქ დაწვები,აზრი არ აქვს.-გაჯიუტება მინდა,მაგრამ მისკენ მივილტვი. მაგრად ვეხუტები და კისრში ვუძვრები სახით.-ხანდახან დამჯერი ხარ,კარგია.
-ახლა ავდგები და წავალ.მერე როგორი დამჯერი ვიქნები,განახებ.-მკლავებს ჭიმავს.
-რა თავხედი ხარ,თავნება...-თავზე მკოცნის ფრთხილად.- ზოგჯერ ისე მიწვევ,მინდება ვინმე დავშალო ძვლებში..კარგიცაა,წინააღმდეგობას გაწევ,სხვისგან თავს დაიცავ,მაგრამ ჩემს ნერვებს ნუ სცდი,მაგრად ვიჩხუბებთ იცოდე.
-ისედაც ვჩხუბობთ ხოლმე.
-მერე გწყინს,იბუტები და ტიპობ მთელი 2 დღე, ნერვებს მიშლი ხოლმე.
-ძალიან კარგი,მალე გამიგებ.-ზურგზე ვეფერები და მხარზე ვკოცნი ჩემს ადამიანს.
-ნუ თამაშობ ცეცხლთან-მეთქი,დადუნა ცინდელიანო.
-რისკიანი არ ვარ,მაგრამ შენი გაბრაზება მიყვარს.-სიცილს ვიკავებ მის კისერში ჩაკარგული.
-აი,დადებითი მხარე რა გაქვს,ვფიქრობ...
-არაფერი,ვიცი.-ვაწყვეტინებ და თვალებს ვნაბავ.მეძინება.
-არა,ფეხები გაქვს, საჯდომი,ტუჩები,თვალები,თითები, წელი,ტერფები,ცხვირი,კოჭები,თმები, მკლავები...
-მკერდი?
-პატარაა,მაგრამ არაუშავს.წავა რა, ხმარებაში გაიწევსო თუ როგორც ამბობენ...-ამ სიტყვების მერე,ისე მაგრად ხვდება,ოხვრა აღარ ჰქვია იმ ხმას,რომელიც პირიდან ამოსდის.-აუ, მწარე ხელი გაქვს!
-აბა,რა მკერდი ხმარებაში გაიწევს,არ გადამრიო,დაგამტვრევ.-კისერს ვიღერებ და შეწუხებულ სახეზე ვაკვირდები.-არაფერი სჭირს გასაწევი და გამოსაწევი.
-ვიხუმრე,არაადამიანო.
-ვის ეხუმრები იცოდე და რა კონტექსტში!
-დადუნა,თავს გამალახინებ.
-ეგღა მაკლია,კუთხეში დამაყენო.-შეპასუხებას ვაგრძელებ.
-სანამ პირზე რამე აგაკარი,გაჩუმდი და ჩამეხუტე,თუ არადა,გაგაბუნძულებ.დაღლილი ვარ და ჩემთან ხარ,მაცადე ვიგრძნო.-მკლავებს უფრო მჭიდროდ მხვევს და მეც კანით კანზე აკრული ვეფერები.-გეწყინა?!-ბურტყნებს.- ხომ იცი,ეგ ყველაზე მეტად მიყვარს..
-ვიცი და ნუ ნერვიულობ,დაიძინე. ამაღამ შენთან ვიქნები,არც ზედმეტად ამოვიღებ ხმას.- დაღლილს ეძინება ეგრევე,ბონდო შემორბის კუდის ქიცინით ოთახში და ჩვენ რომ გვხედავს, უცნაურად გვაშტერდება. -მოდი.-ვეძახი ჩუმად,ისიც არ აყოვნებს.თავზე ხელს ვუსმევ.- ჩვენთან იყავი,კარგი?!-ისეთი სახით მიყურებს,მგონი გაიგო კიდეც.-არ წახვიდე,აქ იყავი.-კოსტა მაგრად მიჭერს მკლავებს და ზმუის,ხმას აღარ ვიღებ,ბონდო კი ძირს წვება.მთელი ღამე მაგრად ვეხვევი კოსტას,ისიც გულში მიკრავს და მშვიდად ძილს ვახერხებ.
დილით რომ მეღვიძება,კოსტას აივანზე ვხედავ,მობილურზე საუბრობს და სანამ დამინახავდეს, აბაზანაში შევდივარ თავსი მოსაწერსრიგებლად. მერე სამზარეულოში გავდივარ,აბა ამ ბატონს არაფერი ექნება გამზადებული,თუ არ მოაწვა მუზა.ბონდო კუდში მედევნება.
ჩაის ვასხამ ჩემთვის,მისთვის ყავას.ზურგიდან ვთბები,შიშველ მუცელზე მისრიალებს ფრთხილად ხელს და კისერში მკოცნის დახრილი.
-ბონდოს პორ*ნოგრაფიას აყურებინებ?უსირცხვილო გოგო ხარ.
-პერანგი მაცვია და ქვედაბოლო,ნუ სულელობ.
-ღილები აქვს აწყვეტილი..
-სანამ შენი ნერვებიც ამიწყვიტავს,მოისვენე.-წუხანდელი მახსენდება.-ისედაც ჩემში ვიზუალის მეტი კარგი ვერ იპოვე და მაინც ჩემკენ მოგიწევს გული.-ხელებზე ვეჭიდები,რომ გავაწევინო.- გამიშვი,ვინმე ნორმალური გოგო იპოვე,იქნებ საჭმელიც მოგიმზადოს ხოლმე და სულიერებაც ჰქონდეს პარალელურად.
-მარცხენა ფეხზე რომელი ავდექით?თუ რამე დაგაკელი წუხელ?აშკარად დაგაკელი, წესით დაკმაყოფილებული უნდა იყო.-საერთოდ არ მეცინება.
-კოსტა,დამანებე თავი,გაცივდა ჩაი.-მტევანზე ფრჩხილებით ვაწვები,რომ გამიშვას, მაგრამ არ ნებდება.
-პატარა ველური ხარ.-სახე ემანჭება და ისევ ყელში მკოცნის.-იცოდე,გაგისწორდები და გიკბენ!
-აცრას ნუ გამაკეთებინებ,ბონდო აღარ იკბინება რა ხანია.
-მომეცი ერთი ყავა და განმაშორე შენი ყანწები,თითებსა ზედა მოზრდილი...
-კოსტა,ცეცხლს ეთამაშები!-კეფით მკერდზე ვეყრდნობი და ქვემოდან ავყურებ.ახლა ცალ ხელს ყელზე მკიდებს და სახეზე მკოცნის.
-ნუ ჩხუბობ და იბუსხები,ნურც ტუჩებს ბუტავ,თორემ დაგერხევა!-თვალები მენაბება,ისეთი თბილია.-ხო,გადარეული ხარ,მაგისთვის მიზეზიც გაქვს,მაგრამ თუ ჩაგიღრმავდებიან,რაც ძალიან არ მინდა,აუცილებლად დაინახავენ როგორი კარგიც ხარ,მზრუნველი,თბილი და რაც არ უნდა ცივად მოგქონდეს ეგ ლამაზი თავი,სიყვარულს ვერ ფარავ.რაც შეეხება შენს კულინარიულ უნიჭობას,მაგრად არ მაინტერესებს.შენი ყურადღება და ადამიანობა ბევრ სხვა რამეშია, უბრალოდ სხვები ვერ დაინახავენ ამას.-ცხვირზე ცოცდება ბაგეებით,ნიკაპსა და ათრთოლებულ ბაგეებზე მეხება ვნებით,მერე კი ერთიანად მცილდება ყავის ფინჯნით ხელში. ვერ ვიტან კონსტანტინეს სიშორეს.
-ხოდა,ეგრე! ბევრი აღარ მელაპარაკო,ცით ნაწყვეტ ვარსკვლავს ესაუბრები.- იქვე ვჯდები სკამზე, ფეხს ფეხზე ვიდებ და ვსვამ.
-კომპლიმენტს ვერ გეტყვის კაცი,თავში გივარდება ეგრევე.-მეღიმება და წინ დადებულ შოკოლადის ფუნთუშას ვატეხ ცოტას.
-კი,ისედაც თვითშეფასების ზეიმი მაქვს ხოლმე.-პირში ვიქანებ ლუკმას. ყავის ფინჯანი პირთან მიაქვს,ღიმილით აქნევს თავს და ცოტას სვამს.
-თავხედი ბავშვი.-ბურტყუნებს.
-უკეთესს თუ სადმე ნახავ,მიბრძანდი ბატონო!
-არა,თავხედი მინდა,ნერვებს რომ მაგლეჯს და მაყვირებს,მაგარი მაზოხისტი ვარ მგონი.- ნიკაპზე თლილ თითებს ისმევს.
-ტოქსიური ვარ?-აღშფოთებას ვერ ვმალავ.
-არა, სექსუ*ალური.-მშვიდად მპასუხობს.-ის ნაძირალა როგორ გიძლებდა,ძალიან მაინტერესებს.-ხელები მიცახცახებს,გული მიჩერდება რამდენიმე წამი,მაგრამ საუკუნედ მეჩვენება.
-სულ ვჩხუბობდით და უმეტესწილად,მეზიზღებოდა.-თვალებში ბინდი წვება,სუნთქვა მეკვრის და უსიამოვნოდ მედება კანზე ჰაერის მასა.მგონია ისაა,თავის კვალის სამუდამოდ დასატოვებლად.-რომ დაივიწყო,არა?!გახსენებაც არ მინდა მაგის..-ზიზღით ვცრი კბილებში.
-სიამოვნებით მივასიკვდილებდი,მაგრამ ვირთხებზე ხელის გასვრა არ ღირს.რაც შეეხება დავიწყებას,არ მაცდის და მერამდენედ უნდა მოვცხო,აღარ ვიცი უკვე.-ვშრები.
-რა ჯანდაბაა,მოცლილია?საერთოდ არ მეკონტაქტება და ნურც შენ თვლი რამის ღირსად. დაივიწყე და მორჩი მუშტების ქნევას! დაიმახსოვრე ერთი სიბრძნე ჩემგან,ან კისერი უნდა მოუგრიხო ან დაიკ*იდო. დაკი*დება ყველაზე დიდი ხელოვნებაა,ადამიანს ფასს უკარგავ და არარაობად თვლი.ამაზე გიჟდებიან.
-მაგიტომ ვერ გივიწყებს,ის ახ*ვარი?
-ბებიაჩემივით გეტყოდი,სხვაზე აუგის თქმა არ შეიძლება-თქო,მაგრამ ზოგს წყობიდან თუ გამოჰყავხარ,სხვა გზა არ გაქვს,მაგრამ მაინც.. არ მაინტერესებს რატომ და როგორ,ამ სიტყვებში კი ზიუსტად იმას ვგულისხმობ,რაც ჟღერს.
-ფილოსოფოს,მოდი ჩემთან.-კალთაზე მითითებს.
-მამაც ხომ არ დაგიძახო?-მეცინება.
-მაგ მკვრივ საჯდომზე მიიტყიპები ერთი მშვენიერი დღეც იქნება,მოდი ! თავს ნუ იფასებ, ისედაც დაფასებული ხარ.
-ოხ,როგორ გაიტლიკე შენ.-თავის ქნევით ვუხტები კალთაში და კისერზე ვხვევ მკლავებს.
-ოხ,როგორი თავხედი ხარ!-თმებზე თითებს მისმევს ღიმილით და ლავიწებზე დაღვრილს ათამაშებს.-ადამიანი ხარ,ყველაზე ნამდვილი და წრფელი...ყველაზე სასტიკი შეხედულებების, მაგრამ ლმობიერი ქმედებების.-მეცინება.
-ჩემი ჰიტლერისადმი სიმპათია კვლავაც ვერ გაიაზრე,ხომ?!შენი ბრალი არაა,ისტორიკოსების ბრალია.
-ჰიტლერი,სტალინი..
-გვერდით ნუ უყენებ,დაგშორდები!-ცხვირის წვერით ყელში მიძვრება.- სტალინი რუსი მაინც ყოფილიყო! გასაგებია,მესმის რომ აქ ვერ განვითარდებოდა,მაგრამ დაბრუნება შეეძლო! ჰიტლერი თავისი ქვეყნისთვის აკეთებდა ბევრ რამეს და არც იმას ვვუარყოფ,რომ სასტიკი იყო! მაგრამ შესანიშნავი ორატორი,გონიერი მმართველი იყო.ღმერთმანი,გონებას მირევ,ნუ მკოცნი..- ემოციებს მიღვიძებს.
-წყობიდან რომ გამოდიხარ,კიდევ სხვა განზომილებაა შენი ხილვა.
-ნაძირალა,ძალით მაჩხუბებ ხომ?!
-დიახ,დიახ.- ზედა ღილებს მიხსნის,ქვედა აბა ააწყვიტა.
-დამანებე თავი,წასასვლელები ვართ.-ტუჩის კუთხეში მკოცნის,მაქსიმალურად ინდომებს ჩემს განიარაღებას.-ახ,ჯანდაბა,დავაგვიანებ რეპერტიციაზე!
-როგორ მიხარია,რომ ბებო ხარ ხშირად ან კაპასი უკარება!სცენაზევე დავაკლავ, ვიღაც რომ შეგეხოს.-მართლა რა ეგოისტია და როგორ მიყვარს,ჯანდაბა.
-უსამართლო ხარ,-კოცნებს შორის ვბუტბუტებ.-ეგოისტი და მესაკუთრე!-ხერხემალში გადის ჟრუანტელის ტალღები.-ჰიტლერს ნუ უტოლებ,სამშობლოს მოღალატეს... დაგამხობ თავზე! - ვერაფრით ვიკავებ თავს.-ბონდოა..
-ბონდო,გადი რა!-ქამარს ვუხსნი ვნებისგან აკანკალებული.ბონდო ყეფს.. - ბონდო, ძუძგე!- მხრებზე მკოცნის ნაზად,მაგრამ ყურადღება გადადის აცანცარებულ ბონდოზე.- იცოდე ეზოში არ გაგიყვან,გადი!-კეკელიძის ხმაზე მეცინება,ბონდო კი ემორჩილება და კარსაც წიხლს ჰკრავს. - ნუ იცინი,შენზეა მთავარი სამუშაო.
-მაგრად მამშვიდებ ხოლმე!-შარვლის ელვას ვუხსნი.
-სამაგიეროდ,ცხელა და გაიხდი! ანდაც,იკაწყრები,დაბმა მირჩევნია.-მხრებზე მიწევს პერანგს და ხელებს მიკავებს,თან ნაგლად მკოცნის და სარგებლობს ჩემი სისუსტეებით.მარტივ მოძრაობაში მეჭრება სივრცეში და სუნთქვას მიკრავს.
ტემპერატურა მატულებს,დამუხტული ნაწილაკებიც ცეკვავენ და ვგრძნობ,მალე დამეცვარება ოფლით სხეული.ძლიან მინდა მთელი სხეულით ავეკრა და ეს წყეული პერანგიც გავგლიჯო, უკვე მეორე დღეა,რაც თავისუფლად ალერსს არ მაცდის და ბატონი კეკელიძე ჩემი წვალებით ტკბება.როგორი არამზადაა!
რა მაგარია,რომ მარტივად ვითვისებ იმას,რაც სარგებელს მომიტანს. კონსტანტინესაც კი ვაოცებ,ისე უცებ და მარტივად ვიმეორებ პირველი გაკვეთილის გასაოცარ პრაქტიკას. თავს ვიხსნი კოსტას მოდუნების ჟამს და კისერზე ვებღაუჭები მონდომებით. ის თმებზე მქაჩავს და ბაგეებს ველური კოცნის კვალს ამჩნევს. ისეთებს მეჩურჩულება ყურში,უშრეტი ოკეანე ვხვდები და გრძნობების საბურველში ვითრევ კეკელიძესაც თავდავდავიწყებისთვის.
თვალებში მიყურებს,რაღაცნაირად ცეცხლი უნთია,ალბათ,ვერც მე ვერევი ამას და ვერც თავად. და ალბათ,ესაა ზუსტად,რომ ვინც გიყვარს,იმას ეხები და ვერ ძღები.ვერც გაძღები,ისეთი გრძნობაა და იმდენად სხვანაირი. რა უცნაურია,ცის ფერები და ცეცხლი...
მწვერვალს ვიპყრობ,ერთიანად მოწყვეტილი ვეყრდნობი მის ძლიერ მკლავებს და ნამიან მხარზე ვკოცნი მძიმე სუნთქვით.
-ბანაობა მინდა,მაგრამ ფეხები ჯერაც მიცახცახებს.-ვეჩურჩულები,მას ეღიმება.არა,არ დამცინის, ჩემს გულწრფელობასა და გულახდილობაზე იღიმის.
-უსირცხვილო გოგო ხარ.
-კიდევ მე ვარ უსირცხვილო?სულ საცვლებში მიძვრები!-ვბურტყუნებ და ვსწორდები.
-დღეს არ გეცვა.-თვალს მიკრავს.
-ნეტავ რატომ?!ვიღაც იდიოტმა ძირს ხომ არ დამიგდო?!
-გაგერეცხა!
-გენიოსო,შრება!-თმაზე ვქაჩავ და ტუჩებზე ვკოცნი.- ახლა მეც უნდა გადავივლო და გავიქცე, მაგრამ თუ სიარული გამიჭირდა,შენი ბრალია.
-კარგი,მე გატარებ მაინც.-ცოტა უჭირს ჩემი აწევა,მაგრამ ხელში ატაცებული გავყავარ აბაზანაში და ჯაკუზში სანავარდო კომფორტს მიწყობს,მეც ვნავარდობ,რატომაც არა?! ზუსტადაც რომ სანავარდოა.მერე ფეხზე ვდგები და ისიც დაბნეული მაწვდის პირსახოცს.
-ჯანდაბა,ვიზუალზე მეტად შინაგანად მიყვარხარ,მაგრამ ამის დედაც! როცა წყალშიც, წყლიდან ამოსულიც და ახალი გაღვიძებულიც ძალიან ლამაზი ხარ,როგორ გინდა შინაგან სამყაროზე ფიქრი!-თმებს ვიწურავ და მაღლა ვიწევ კისკისით.
-ეგაა,დაემონე ბუნების მშვენიერებას.-გავუღიმე გულიანად.
**
კოსტა წავიდა 2 კვირით ქალაქიდან,მე კი საგრძნობლად მოვიწყინე. უხასიათობას უმადობაც დაემატა და აუტანელი გავხდი.იმდენად აუტანელი,ნერვები ჩემი თავის გასაძლებადაც არ მყოფნიდა.
გავქვავდი.აი,ასე.. ვიჯექი და ხან მეღიმებოდა,ხანაც თვალები მევსებოდა ცრემლით.ხელი ცისკენ ავწიე,ხელისგული მივუშვირე და მხრები ავიჩეჩე გაურკვევლობისგან. სხეულში შემომეპარა მტანჯველი და დამღუპელი განცდების ჯარი.სადღაც წარსულისკენ მიმათრევდა, ტვინი კი არნახულ წინააღმდეგობას სწევდა.ღრიალებდა,ფეხებს აბაკუნებდა,ხან მღეროდა და ხანაც ბგერებს ახშობდა.ქვედა ტუჩს ვაბრუნებ და ფეხზე ვდგები.პირს ვაღებ,მინდა ვიღრიალო, ესე უნდა მოვიქცე,მაგრამ ხმა არ ამომდის და ისე ცუდად ვხდები,სახსრები მღალატობენ და მოჩვარული ვიმუხლები.ყველა ძვალი იგრძნობა,თითქოს გამოიფიტაო,თუმცა მკერდში საგანგაშოდ აძგერებული გული მაპანიკებს.
-ვიქტორია..-ამღვრეული თვალებით ვხედავ,როგორ ვეცოდები ყველას და ტირილი მინდება. ჩემკენ იძვრება მამაკაცი,მე კი თავს ვაქნევ უარის ნიშნად და აცახცახებულ ხელს ვუწევ. -ჩემი ვიქტორია..-მამაკაცი ჩემკენ მოდის,მე კი მახსენდება,მახსენდება რომ ეს რეალობა არაა,მე მხოლოდ ვთამაშობ.ეს სპექტაკლია,მე მსახიობი ვარ და ნება უნდა მივცე შემეხოს,რომ სული დავლიო მის მკლავებში.არაფერს ვამბობ,არაფერს ვაკეთებ თუ ვერაფერს?! დიახ,ვერაფერს. მუცელში ნემივით მჩხვლეტს რაღაც,მამაკაცი მიახლოვდება და მხრებზე ხელს მხვევს.
„მოკვდა,მოკვდა,მოკვდა.არ გარდაიცვალა,მოკვდა.“-გონებაში მიტრიალებს დაუსრულებლად.- „მოკალი,მოკალი“ ..... გაეთრიე!
მამაკაცის მკლავებში ჩავარდნილი თვალებს ვხუჭავ,ცრემლები მცვივა და ხალხის შეძახილი მესმის.სანამ ფარდა გადაიწეოდეს,ვიღაცები ჰყვირიან ბრავოს და ტაშს უკრავენ.
ქუხს აპლოდისმენტები,ჩემში უფსკრულია.
ფარდა ფარავს ყველაფერს,მე არ შემიძლია წამოდგომა,მაგრამ კაცი მეხმარება.
-დადუნა,2 წუთი.სულ 2 წუთი.-მაჯანჯღარებს და მაიძულებს წინა მხარეს გასულს აღფრთოვანებულ საზოგადოებას გავუღიმო,თავი დავუკრა.
ინტუიციით მივიწევ მოსასვენებელი ოთახისკენ.გზად ლერი მაჩერებს და მიმეორებს,რომ სცენარს გადავუხვიე.
-მაპატიე,ეს შევძელი, სხვა ვერაფერი.-ყელში მაწვება სასოწარკვეთის გორგალი და აღარ ვჩერდები.
საგრიმიუროში შევარდნილი ცრემლებს ვერ ვიკავებ.ისეთი.. ისეთი ცხადი იყო ყველაფერი, ისეთი ჩემი,ვერაფრით გამოვიცვალე კანი. ემოციები ვერ დავახშე,ვერაფრით შევიკავე თავი. ევდოკიამ შემოხსნა კარი და რომ დამინახა ესეთ დღეში,ფეხზე წამომაყენა იატაკზე მოკუნტული.
-აბა,აზრზე მოდი!-თავადაც ნამტირალევია.-ხო,დარამატული სცენა იყო, მაგრამ ასე გააფრენ. იმდენი როლი უნდა ითამაშო,ერთხელ გაგიჟდები ან გული ვერ გაგიძლებს.-ლოყაზე ხელს მადებს.-გაგიჟდები ასე,დუ.
-დედი..-კარს დედაჩემი ხსნის და გაოგნებული მაშტერდება,მე კი ცრემლებს ვიშორებ.- რა ატირებს?
-როლში შეიჭრა და.-კია იღიმის.
-დიდი ხანია ასე არ ყოფილა.-დედაჩემი თვალებს ჭუტავს.-დადუნა ცინდელიანი, მამაშენი გადაირევა შენ თუ ორსულად ხარ!-მიტკლისფერი ედება მას,მე მეცინება.
-რას ამბობ?არა,არა და არა.-რატომ არა?!-არა,არა,არა...-თავს შეშლილივით ვაქნევ და ვიცინი.- გამორიცხულია,დედა.
-არ ჭამს,უხასიათოდაა,ეძინება,ემოციურმა ფონმა იმატა.-თითებზე ითვლის ჩემს ბოლო დროინდელ ცვლილებებს.-დადუნა,მამაშენამდე მე მოგკლავ!იმ კეკელიძეს ზემოდან დაგაყოლებ!- თითს გამაფრთხილებლად მიწევს.-ვერ ვიტან უპასუხისმგებლობას ეს ერთი და მეორე,მამაშენს რა უნდა ვუთხრა?!
-ბავშვს რას ეუბნები,თეა?!კარგი რა.-კია ხელებს შლის.-ნახე რა პატარაა,როგორ შეიძლება ეგ სიმართლე იყოს?!-ყველა ხელს მკრავს?გამაგდებს?ამომშლის ცხოვრებიდან?ჯანდაბა,რა მჭირს?! ეს როგორ დამემართა?ვერ დამემართებოდა,არ შეიძლება.
-კია,თვალებში ნაცარი შევიყარო?ახლა გვიანია,ხვალ დილით მივიდეთ ანალიზებზე, მანამდე ტესტს ვიყიდი.-დედაჩემი ცახცახებს ერთიანად.-მამაშენი გააფრენს,თუ მართალი ვარ. ცოცხლად შეიძლება დაგვმარხოს,ან გაგვატყაოს და შემდეგ დაგვმარხოს.
-მანამდე მე გავაფრენ.-ვბუტბუტებ და იქვე ვჯდები.სული მეხუთება.
შეუძლებელია,გამორიცხულია.
თავს ვაქნევ შემოპარული ფიქრის განსადევნად.
„არა,არა,არა,არა!დაბრუნდი უკან,წარსულში.. დაბრუნდი! ეს ერთჯერადი როლი იყო, დამთავრდა.“-სარკეში საკუთარ ანარეკლს ვხედავ და მეც მსურს დავამსხვრიო,სულ ნაწილებად ვაქციო.
„ძველ სახლში ავდივარ,წოდორეთში.“ სმენა საერთოდ მეხშობა მესიჯის ხილვისას.რამდენიმე წუთი აზრზე ვერ მოვდივარ. ხან ნომერს დავყურებ,ხანაც შეტყობინებას. ცივი ოფლი მასხამს.
„გინახულებ!“- სწრაფად ვწერ ტექსტს და ვაგზავნი.
სანამ აზროვნების უნარს დავკარგავდე,გონებაში ვიღდგენ კადრებს.ჩაჩანიძე! ოხ,ნაგავი ჩაჩანიძე!
იწყება,დიდი დაპირისპირება ჩემსა და ბატონ ჩაჩანიძეს შორის.
ტანში ისეთი უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის,ფაქტია აქ ცოცხალი ერთი გადარჩება. საბას არ შევარჩენ და სანამ უშუალოდ შევუტევ,გიორგიმ უნდა მომისმინოს.
***
სახლში დაბრუნებული ორსულობის ტესტს მაკეთებინებს დედაჩემი.
არა,პირველს არ ვენდობი.შეუძლებელია.არც მეორეს და არც მესამეს. მეოთხეც იგივეა, 2 წითელ ხაზს აჩვენებს და მე სახეზე ცივ წყალს ვისხამ.საკუთარ გამოსახულებას ვაკვირდები სარკეში და მძულს ის,ვინც იქიდან მიმზერს.ეს საცოდავი გოგო,არ მიყვარს და არაფერს იმსახურებს. მე არაფერს ვიმსახურებ.იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით.
გადავიტან,ამას გადავიტან.
არა,ვერ გადავიტან.
-გამოდი,მალე!-კარზე აკაკუნებს დედა.-სადაცაა მოვა მამაშენი!დროულად გამოდი, დადუნა!- მაგრად დრუზა ხელი კარს.
-ყველა ცდება,შენც ცდები !-კარს გიჟივით ვხსნი.პანიკაში ვარ.ვერც ვხვდები როგორ მოხდა,რანაირად აეწყო ასე. მესამე წელია ვხვდებით,აქამდე... ჯანდაბა!
-რაღაც ჩაიდინე? პასუხისმგებლობაც აიღე საკუთარ თავზე!- ბრაზით შედის სააბაზანოში და ტესტებს შავ პარკში ახვევს.-ღმერთო,ბებია ვხდები,თუ მამაშენმა არ ამოგვხოცა!-ხელს ინიავებს და წნევის გასაზომად გადის.-მოსაკლავი ხარ,შენ ხარ მოსაკლავი!მეც მოსაკლავი ვარ,ხელს რომ გაფარებდი იმიტომ!
ოთახში შეკეტილი არავის ვცემ ხმას.არავის დანახვა მინდა,ჯერ არაფერია. ხომ შეიძლება ცდებოდეს ტესტი?კი,რატომ უნდა ვინერვიულო?აღარ ვინერვიულებ.არ შეიძლება, ახლა რაციონალურად უნდა ვიფიქრო,ორი ადამიანის სიცოცხლეა საფრთხეში.
მობილურის კონტაქტებში შესული ვფიქრობ დავრეკო თუ არა. შანსი არაა,თუ მთავრობასთან მეგობრობს ჩაჩანიძე მხოლოდ მაშინ მომისმენს,ისე ვერ შეძლებს. კომოდის უჯრას ვაღებ და რამდენიმე ნომერს ვამოწმებ,ისევ მე მეკუთვნის თუ არა. მხოლოდ ერთი მუშაობს, ანგარიშზე ვრიცხავ და დაბრუნებულ მეგობარს ვურეკავ.
-ისევ შენებური ხერხები.-ბოხი ხმა ჩამესმის ყურში.-მოვკლავ,მერე მშვიდად ვიქნები.-მის ხმაში ზიზღს ვერ ვგრძნობ,მხოლოდ ტკივილს.ჩემს მეგობარს სტკივა,გული ეწვის და ვერ ვეხმარები.
-დრო მოვიდა,გიო.-ტუჩს ვიწვალებ.-ჯერ უსაფრთხო ადგილზე გადადი,შემდეგ ნომერი შეცვალე და შენი ჰაკერული ნიჭი გამოავლინე.შეძვერი იმ ნაბიჭ*ვრის კომპიუტერში და ყველაფერი მომაწოდე.პირველი მე ვკრავ სასხლეტს თითს.-თვალებს ვხუჭავ ყელში მოწოლილ ღებინების შეგრძნებას ვებრძვი.თავს ბალიშზე ვდებ და ღრმად ვსუნთქავ.
-დადუნა,ჩამოშორდი ყველაფერს.უბრალოდ,თუ ვერ მოვასწარი,თუ არაფერი გამომივიდა ბიჭს მიხედე,კარგი?!-გული ყელში მებჯინება.შანსი არაა,არ დავთმობ.არავის დავუთმობ და სიკვდილს მითუმეტეს.
-ტ*რაკი გაანძრიე,თუ ვერ გადარჩები,მეც ვერ გადავრჩები და ის გაიმარჯვებს.-შიშისგან გული მიქანდება,მაგრამ უკან ვერ დავიხევ.ვერ დავიხევ,როცა მას ასე ექცევიან.როცა გიორგის და მის პატარა ადამიანს საფრთხე ემუქრებათ.
-ხომ მიხედავ?
-შენს შვილს თავად მიხედავ,მე არაფერში ვჭირდები.-გაღიზიანებული ვცრი კბილებიდან.
-ახლა სძინავს.პირდაპირ სახლში დაგვადგნენ.-სუნთქვა მეკვრება სანდროს ყავისფერი თვალების წარმოდგენისას.პატარა ადამიანს როგორ შეეშინდებოდა.ციცქნა გული როგორ აუძგერდებოდა დამფრთხალს.-ქსენიამ გამაფრთხილა,ვერ წარმოვიდგენდი ჩამოსვლასაც რომ არ დააცდიდა,ისე მალე დაადგებოდა თავზე.
-კარგადაა?!
-ფეხები უკანკალებდა,დადუნა. იცი როგორ მხვევდა პატარა მკლავებს? არ უტირია, მაგრამ ისე ცუდად გახდა,ფერი სულ დაეკარგა.. შემეშინდა ნერვიულობისგან გული არ გაჰხეთქვოდა.-ფრჩხილს კანში ვისობ სიმწრისგან.-იარაღი დაინახა, ვერაფერი წამოვიღეთ,საერთოდ ვერაფერი.
-მივალ,აუცილებლად მივალ და მოგაწვდით რამეს.უბრალოდ ფრთხილად იყავი,გთხოვ. ახალი მისამართი კი მომწერე.-მუცელზე ვიდებ ხელს.უცნაურია,აქ ვინმეა?!
-მოგკლავენ.ფეხი არ გაადგა,არ გამაგიჟო! ნუ მაიძულებ უიარაღოდ გავვარდე იმ სი*რებთან! იმ უბანში რომ დაგინახო,ჩათვალე ...
-კარგი,დანაზოგი მაქვს ცოტა.-ჩემი სახლისთვის ვაგროვებ თანხას. მართალია თემუკამ თავისთვის იყიდა და განაცხადა,ეს ბინა ჩემი დის არისო,მაგრამ მე მაინც ვთვლი,რომ ჩვენია. მხოლოდ ჩემი-არა.
-გადმოგირიცხავ,რაც მაქვს.
-გიორგი,ბავშვიანად დამეკარგე!-ჭკუიდან ვიწევი.საკუთარმა ძმამ გასწირა,საკუთარმა.
-ნუ წიკვინებ.
-ნუ მიმითითებ რა გავაკეთო,ბევრი ფული არც მე მაქვს.რასაც შევძლებ,იმას მოგაწვდი და როგორც შევძლებ!შენი სიამაყე ტ*რაკში გაირჭე,როცა ბავშვს ემუქრება საფრთხე!- ღრიალისგან თავს ძლივს ვიკავებ.ისე ვბრაზობ,მინდება ყელში ვწვდე და დავახრჩო.
-უზრდელობ!-მკაცრად ბურტყუნებს.-წოდორეთში არ ავსულვართ,ტყუილად არ ახვიდე მანდ.
-აბა,სად იყავით?
-გითხრა?!-ეცინება.-აი,მანქანიდან რომ არ გადმოხვედი,აქ მე ფეხს არ დავადგამო,ეე მანდ!
-დაახ*ვიე!-საგრძნობლად გაღიზიანებული ვთიშავ მობილურს და ვცდილობ გეგმები დავაწყო.
გიორგი ჩაჩანიძე უნდა გადარჩეს პატარა სანდროსთან ერთად.ახირებული, ძალაუფლებას მოწყურებული და ახუშტურებული საბა კი- გისოსებს იქით აღმოჩნდეს.აი,ასე.
აუცილებლად მივალ ხვალ და ბინას შევამოწმებ. იმ „ფეიკ“ ქველმოქმედს ფეხებს რომ უკოცნიან ბევრის გამწარებისთვის ვაგებინებ პასუხს.
ვბორგავ,ვერაფრით ვისვენებ.დილამდე უნდა გავძლო,რამენაირად უნდა გადავაგორო ეს მონაკვეთი.რომ არ ვიფიქრო,სერიალს ვრთავ და ისე უგულოდ ვუყურებ,ამის ესე ყურება არაფრით შეიძლება.ნერვები მეშლება.ევდოკიას ვესაუბრები,მაინც ვერ ვწყნარდები.
დედას საჭმელი შემოაქვს ოთახში.
-ხომ იცი,როცა ვღელავ,არ შემიძლია ჭამა.-გული არ მიმდის.
-აზრი არ აქვს ნერვიულობას.-ტუჩებს ერთმანეთს აჭერს.-შენი შვილი მეყვარება, მამაშენსაც ეყვარება,ცოტა ხანს გაბრაზდება,მაგრამ...
-არასწორია ის ტესტი.ცდება.ბავშვი არ არსებობს!-სწრაფად ვხტები ფეხზე.-ნუ იმეორებ რომ არის. არაა, შეუძლებელია.-თავბრუ მეხვევა,მაგრამ ფეხზე მყარად ვრჩები.
-კარგი,ჭამე რა და დავიძინოთ.-ძალით მაჭამა.თეფშზე ნამცეციც კი არ დამატოვებინა. მერე მამაჩემი მოვიდა,მე გულისცემა ყურებში მესმოდა.დედა გვერდით მომიწვა და იქამდე მეფერა,სანამ არ ჩამეძინა.
ბავშვის ტრილის ხმა მესმის.ისეთი გულამოსკვნილი ტირის,თითქოს შველას მთხოვს. მე კი უმწეო არსებას ვერაფრით ვშველი. გაყინული ვდგავარ და ყურებზე ხელს ვიფარებ,ხმა კი არ იხშობა,არამედ ორმაგი სიხშირით ჩამესმის და კივილს ვიწყებ.
მოსწყდა დედის სხეულს ნაყოფი ნაადრევად,ნაადრევად.
-რა ხდება?-თვალებდაჭყეტილი ოფლში ვცურავ.დედა ნაზ თითებს ოფლიან შუბლზე მისმევს, მე კი ღებინების შეგრძნება მაგიჟებს.
-მოვკალი,მე მოვკალი.-ყველაფერი წყალში მეყრება.ეს არც მორგებული როლი ყოფილა და არც კოშმარული სიზმარი.ეს კოშმარული რეალობა იყო,რომელიც ჩემს სიცოცხლეში მოხდა და რომელსაც ასე გავურბივარ უკვე მერამდენე წელია.
-დედიკო,რა გჭირს!ნუ მაშინებ,შემომხედე.-წამოწეული ლოყებზე მაწყობს აკანკალებულ ხელებს.
-რა ხდება?!-კარს მამაჩემი აღებს გაფითრებული,მე კი თვალებში ჩახედვასაც ვერ ვახერხებ.
სამარცხვინო შვილი ვარ.
-არაფერი,ცუდი სიზმარი ნახა.-დედა პასუხობს.მამა არ მშვიდდება. სინათლეს ანთებს, მერე მოახლოებული თმებს მიწევს უკან.
-მე მივხედავ.
-თეა,სულ გაოფლილია,სიცხეც გავუზომოთ და მანამდე დაეხმარე გადავლებაში.- ჭაობისფერ თვალებს მზერას ვარიდებ.მე და დედას სინქრონში გვეკვრის სუნთქვა.ორივე ცოდვაში მხილებულს ვემსგავსებით.მე მართლა ცოდვა ჩავიდინე,დედაჩემს არაფერი დაუშავებია. ნურავინ განსჯის.
-კარგი,კარგი.პირსახოცს ავიღებ.-დედიკო არ მინდა მომშორდეს,ის კი დგება.
-არ დამტოვო,შენთან მინდა,გეხვეწები.-ცრემლები მცვივა.მგონია ქარიშხალმა ერთადერთი საცხოვრებელი და თავშესაფარი გამინადგურა,მე კი ქუჩაში ვდგავარ,თავსხმა წვიმაში და ჭექა-ქუხილში.
-ჩემი დედოფალა,ჩემი პატარა..-მამაჩემი ცდილობს ჩამეხუტოს,მე კი წინააღმდეგობას ვწევ. მისი მრცხვენია,ამის ღირსი არ ვარ. არ ვარ არაფრის ღირსი,არც მათი სიყვარულის. მე ცუდი ადამიანი ვარ,ძალიან ცუდი.-ყველაფერი კარგადაა,ჩვენ შენთან ვართ.ცუდი სიზმარი იყო, დამთავრდა, ჩემო პატარა.-ძალა რომ აღარ მყოფნის,მამა მიკრავს გულში.შერჩენილი ენერგიით ვხვევ მკლავებს,თუ ეს ბოლო ჩახუტებაა,თუ მართლა ბოლოა და არ მაპატია,მისი სურნელი ხომ მაინც გამყვება.
მკვლელი დადუნა,მკვლელი ხარ...-ჩემი ერთი მხარე ჩამყვირის ყურებში.
სხვა გზა არ მქონდა,სხვა გზა არ მქონდა..-ვბურტყუნებ ჩემი შეუბრალებელი ნაწილის გადასაფარად.როგორ შეიძლება შენდობა არ გქონდეს?!დაუნდობელი იყო?!
მამას ხელში ავყავარ და აბაზანში გავყავარ.კისერში თავჩარგული თავის შემაგრებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.ვერც მშობლიური სურნელი მამშვიდებს და არც სიბინძურე მერეცხება ტანიდან.
ძირს მსვამს,ფეხისგულებზე ცივის შეხება არ მსიამოვნებს,ფეხებში თითქოს სისუსტე მაქვს და ისევ მამიკოს მკლავებს ვეყრდნობი.
-თეა მოგეხმარება,მე კართან დაგიცდი,მა..-თვალებში შეხედვას მაინც ვერ ვბედავ,ისე ვხურვარ, მგონია მალე დავიფერფლები.
-ბოდიში რა,მაპატიე..-ხმა მიწყდება და კისერზე ვხვევ მკლავებს.- გეხვეწები, ძალიან მიყვარხარ.-როგორი კარგია,როგორი მზრუნველი,თბილი და მე როგორ მოვიქეცი.
-რა არის საპატიებელი,მეც მიყვარხარ.-ზურგზე ხელისგულს მატარებს და ლოყაზე მკოცნის.- მე სულ შენთან ვიქნები,ნუ გეშინია.ნურაფრის გეშინია.-სველ თმებზე თითებს მატარებს.- მე ვერ დაგბან,უკვე დიდი გოგო ხარ.-ნიკაპზე თითებს მავლებს.-ის ნამცეცა რომ იყო, მე ავიღებდი ჩემს თავზე,მა.თეა შენთანაა,დაგეხმარება ხომ?! კართან ვიდგები,გპირდები. ფეხს არ მოვიცვლი იქიდან და ჩემი ხელებით გამოგიყვან.ნუ გეშინია,დადუნა.-მაგრად მოხვეული მკლავები მისუსტდება,ნელ-ნელა საერთოდ ვშორდები,ის კი კარს ხურავს.-მა,აქ ვარ. დამიძახე და გამოგიყვან.
-მიდი,დე.-წყალს უშვებს დედა,რომ გათბეს.მე ტანიდან მაშორებს ოფლისგან დასველებულ სამოსს და შიგნით მიშვებს.- შეძლებ ხომ?!-თავს ვუქნევ,მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. ხელისგულებით თეთრ ფილებს ვაწვები, თმებზე კი წვიმის წვეთებივით მეცემა წყლის ნაკადი.-დადუნა,მალე. სჯობს დაიძინო,დაღლილი ხარ.
-აღარ გეყვარები?-მისკენ ვბრუნდები.-ეს რომ გითხრა,მოგიყვე.. გადამიყვარებ?!- ხმა მითრთოლდება და ცოტა მცივა.ფეხზე იხდის,პერანგით შემოდის ჩემთან ერთად. ღრუბელს ასველებს,შემდეგ გელს ასხამს და კისერზე მისმევს.
-შვილებზე არ მიოცნებია,სიმართლე გითხრა.-ოდნავ უსველდება პერანგის ბოლო.- მხოლოდ მიყვარდა და მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო.მერე გაჩნდა ვაჟკაცი და მიჰყევი შენ.- მას არ ვუნდოდი?!-როცა გავიგე თქვენზე,ქვეყნად უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.ისე გიცდიდით, ჯერ რომ არავისთვის დამიცდია.ისეთი სურნელი გქონდათ,ჯერ რომ არავის ჰქონია,დე. ყველაზე ცუდიც კი მეყვარები,მაგრამ არ მგონია,რამე საშინელი გაგეკეთებინოს.ჩვენი აღზრდილი ხარ.
-აბორ*ტი გავიკეთე.-თვალებს მაგრად ვაჭერ ერთმანეთს,ვჩურჩულებ.მეშინია მისი სახის დანახვა.-აბო*რტი გავიკეთე,დედა.
-რა?!-ვფიქრობ,ჰგონია მოესმა, ვერ იჯერებს.-დადუ,რას ამბობ,ჩემო პატარა?!
-მთვრალი ვიყავი,ნადარეიშვილი მოხდა ერთი ღამით...-ტუჩზე ისე ვიჭერ კბილს,სისხლი მდის.- ემოციური ფონი მქონდა,ცუდად ვიყავი და გამოკვლევებზე მისულს მითხრეს,რომ სუსტია. ვერ გადარჩებოდა,დაბადებაც არ ეღირსებოდა და უნდა მეტანჯა რამდენიმე დღე.
-რას ამბობ,დედი?!-ხმა უკანკალებს და ღრუბელს აჩერებს მკლავზე.თვალებში მიყურებს გაოგნებული.
-არ მახსოვს რა მოხდა,არ მახსოვს იმ ღამით რა ჯანდაბა მოხდა ან როგორ მოხდა! გავითიშე, დილით კი პირველმა გავიღვიძე და იქიდან გამოვიქეცი. მისთვის არც მითხოვია ამომაკითხე-თქო,ნაჩხუბრები ვიყავით,ხშირად ვჩხუბობდით.. მერე მომაკითხა და შემირიგა.-საკუთარი თავი მეზიზღება.- ბავშვისთვის შანსი რომ მიმეცა,იქნებ და ჯანმრთელი დაბადებულიყო?!-ყელი მეწვის.-იქნებ გაეძლო,იქნებ გადაეტანა და ჩემი ცოდვებისთვის არ დასჯილიყო?
-დედიკო,ეს იცი რა არის?!ეს.. ეს.. ძალადობაა,ცუდი საქციელია,ბოროტი საქციელია.რატომ არ თქვი?რატომ არ მითხარი?!როგორ ვერ მივხვდი?! რომ ჩაწექი,მთელი კვირა ვერ დგებოდი.- სახეზე ხელებს იფარებს.-იმ ნა**ჭვრის ბრალი იყო?მარტომ გადაიტანე ეს ყოველივე?- გული მინდა გამისკდეს!მინდა ეს მდუღარე წყალი კანს რომ მწვავს,საერთოდ გადამითუთქოს და მაღრიალოს,რომ ეს მწამებელი განცდები წაიღოს... წამიღოს და გამაქროს.
ძალადობა,ძალადობა.... ეს ძალადობაა.არაფერი უკითხავს,არაფერი გამიკეთებია,უსიტყვო თანხმობაც არ გამიცია. გავითიშე!
-არ დაჯდე,არ დაჯდე!-დედა მიჭერს და მასწორებს.-ძირს ნაბანი წყალია,არ ჩაჯდე!-მასაც უსველდება თმები,სახეს მასწორებინებს.-მე შენ მიყვარხარ,ძალიან კარგი გოგო ხარ და ბავშვი ისედაც განწირული იყო,შენ რაც შეგეძლო,გააკეთე.-ლოყაზე მიჭერს თითებს.-შანსი გაქვს, ეს ბავშვი თუ მართლა არსებობს,ნუ ანერვიულებ.ხომ გინდა იცოცხლოს?!
-დედა..
-ნუ ნერვიულობ,ესე არ შეიძლება.ერთად გადავიტანთ ყველაფერს,ერთად.-მიხუტებს.ცუდადაა, მაგრამ სიმყარეს ინარჩუნებს.ესაა დედა,შეიძლება გული უსკდებოდეს,სიცხისგან იწვოდეს, დღის ბოლოს გადაქანცული ფეხზე ვერ დგებოდეს,მაგრამ დაინახავს თუ არა შვილს წაქცეულს, მაშინვე უხილავი რკინის ქალამნებით მორბის,მორბის და იხარჯება,ილევა,მაგრამ შვილს წამოაყენებს!შეაკვდება,გასაკეთებელს კი გააკეთებს.აი,ახლაც,როცა წარსულისა და აწმყოს შეჯახებით- დაუძლურებული,დამძიმებული,დასუსტებული ვდგავარ,დედა მიჭერს და ეს თოკი,ყველაზე საიმედოა ქვეყნად.
-5 დღე ვფიქრობდი,5 დღე.. ის დღები მეზიზღება,სულ ბავშვის ტირილის ხმა მესმოდა.- ხმა მივარდება.-ძილი მეზიზღებოდა,სულ იქ იყო პატარა და სულ მეხვეწებოდა რაღაცას.ვერ ვხვდებოდი რა აწუხებდა,ვერ ვხვდებოდი,გესმის?ვიდექი და ყურებზე ხელს ვიფარებდი.
-არაუშავს,გადავიტანთ.ამასაც გავუძლებთ.-თავზე მკოცნის აცახცახებული.
-მამას შევძულდები.-წელზე ხელებს ვუჭერ და ტუჩს ვიკბენ.
-ამაზე არ მოვუყვებით,ამაზე არაფერს ვეტყვით.-მეჩურჩულება.-მე მივხედავ ამ ამბავს. სისხლს გამოვუღებ,იმ არაკაცს.-ყბაზე თითებს მავლებს და ისე მეუბნება,ისეთი ძალით,მეც მჯერა.- ნადარეიშვილი პასუხს აგებს,მე ვაგებინებ.-თავდაჯერებულია,მაგრამ დამსხვრეული.- შენ არაფერი ჩაგიდენია,შენი სიმართლის მჯერა!
-დედა...
-პატარა დადუნა,ჩემი პატარა დადუნა.-შუბლზე მკოცნის.-შენზე ვგიჟდები,ჩემი ყველაფერი ხარ. ნუღარ გეშინია,დე.. მე ახლა ისე გავმწარდი,ისეთი ძალა მომეცა,მხოლოდ შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს ამ ქვეყნად,იქ კი ვერავინ...-ზემოთ იშვერს თითს.
-ხალხო,ჩავი*ფსი.-მამა აკაკუნებს შეწუხებული და იმდენად მოულოდნელია,ორივეს გვეცინება.
-ორი წუთი,სულ ორი.-თეა მიღიმის.-ესეა,ცოტა აფრენს,მაგრამ კარგი ადამიანია.-დაბანაში მეხმარება,მერე ახალ ღამის პერანგს მაცმევს და მამას ეძახის,გაიყვანეო.
-ჩემით გავალ.-ვაპროტესტებ ხელების აწევით.
-აბა?!დედა-შვილს გალაპარაკებთ ჩემზე რა,დაბერდა და არაფრის ტ*რაკი აქვსო.-ხელში ავყავარ და მძიმე სუნთქვით მაწვენს ლოგინზე.-მართლა დავბერდი.-თავს აქნევს და გულზე ხელს იჭერს.- წავედი,სანამ შევრცხვი საზოგადოებაში.-დინჯი ნაბიჯებით გადის საძინებლიდან,მე კი თეას მკერდზე ვდებ თავს.
-არაფერზე იდარდო,დე.სანამ ცოცხალი ვარ,სანამ ოთხივე კიდური მემორჩილება,შენთვის ბევრ რამეს გავაკეთებ.-თავზე მკოცნის.-არაფერი დაგიშავებია,სწორად მოიქეცი.- მამაჩემიც ჩვენთან წვება,მე შუაში მაქცევენ და ლოყაზე მკოცნიან.
-გეყოფაათ!-ვწუწუნებ,მაგრამ არაფერი ესმით. მამა ასეთი თბილი იშვიათადაა.
-ნუ ყვირი,ხალხს სძინავს.-ვიწრო საწოლზე ძლივს ვეტევით სამნი.
ღამით აღარაფერი მესიზმრება.
8 საათზე გამაღვიძა თეამ,9-ზე უკვე საავადმყოფოში ვყავდი წამოყვანილი. რა მესმოდა?! მართლა არაფერი.იმდენად დაუჯერებელია,დაუგეგმავიც,მგონია მძინავს და სადაცაა გამეღვიძება. თუმცა ექოსკოპიაზე კარგად ჩანს პატარა ადამიანი.იმდენად კარგად, მოძრაობის და მეტყველების უნარს ვკარგავ.
-ღმერთო,რა გვეშველება.-დედაჩემი ბუტბუტებს.არ უნდა გავიგო,მაგრამ მესმის.
მამაჩემი ჭკუიდან გადავა.მე რა უნდა გავაკეთო?!
ხმას არ ვიღებ,მხოლოდ კოსტას ვწერ თუ როდის დაბრუნდება.ის გვიანობამდე ვერ მპასუხობს. შინ დაბრუნებულმა აღარ ვიცი რა გავაკეთო.ყველაფერი ერთად მიტრიალებს თავში და პრობლემებისგან გასაქცევად მზად ვარ თავით გადავეშვა ფანჯრიდან.თუმცა,არა! არავის გავახარებ ჯერ ამით!
-მამაშენს რა ვუთხრათ?
-აბორ*ტი არ განიხილება.-ზუსტად ვიცი,მამა როგორც არ უნდა გაბრაზდეს,მსგავსს რამეს არ მთხოვს.-თუმცა რომ ვიტოვებ,წარმოდგენა არ მაქვს,რა უნდა გავაკეთო.-ხელისგულებში ვმალავ სახეს.-ეს არ ყოფილა ჯერ გეგმაში,არაფერი ყოფილა.
-მამაშენს სულ არ იცნობ!ბავშვი არის უკვე,მნიშვნელობა აღარ აქვს გეგმავდი თუ არა.-სადღაც შიგნიდან სითბო მეღვრება,რომ წარმოვიდგენ ამ პაწაწინას,მაგრამ ძალიან მეშინია.-გაჩენას აპირებ,დე. აზრზე მოდი, დაელაპარაკე კოსტას და რამე გადაწყვეტილებამდე მიდით.
-მამაჩემი ქორწინების გარეშე არსად გამიშვებს,თორემ შემომთავაზა მასთან გადასვლა.- სიგარეტის ღერს იღებს,მაგრამ არ უკიდებს. მუცელზე დამყურებს,აშკარაა რომ რაღაცას ეძებს.
-შენი ძმა...-თავს აქნევს.-თემო,თემუკა.-ჩემს მიერ საწვალებლად გადაკეთებულ სახელს წარმოთქვამს.
-ისევ საფრანგეთში წამათრევს?!-მეცინება სიმწრით.
-დედი,შენ ვერ გათვალე რაღაც და ჩვენ გვადანაშაულებ?შენთვის კარგი გვინდა.
-ფეხს არ გავადგამ ქვეყნიდან,თუ მინდა,სულ აქ დავრჩები.პატარა გოგო აღარ ვარ,27 წლის ვხდები.-ბრაზით ვიმართები ფეხზე.მაცივრიდან ტორტის ნაჭერს ვიღებ და ვილუკმები. ისე მომშივდა,თავს ვერ ვიკავებ.
-მთავარია რიგზე გაქვს ყველაფერი.თუ გინდა ბავშვი ნორმალური იყოს,შეინარჩუნე სიმშვიდე.- კარზე ზარი ირეკება და გასაღებად გადის. მე მეორე ნაჭერს ვიღებ და მაგიდაზე დატოვებულ ქაღალდებს თვალს ვაშორებ.
-ეე,დადუნა!მორჩი შიმშილს?!რაო,მთავრობამ დაგიკმაყოფილა მოთხოვნები?!- მამაჩემი ღიმილით შემოდის სამზარეულოში,მე კი მცდება ტორტის ნაჭერი და ვახველებ.- აიღე,დალიე. თავს იხრჩობ?!-თვალები მიწყლიანდება. ჭიქას ერთიანად ვცლი და თვალებდახუჭული ვეყრდნობი დახლს.-ჰე ახლა,კარგად ხარ?-თავს ვუქნევ და თვალებს რომ ვახელ, გული მიქანდება. ფურცლებთან ჩამოჯდა და იქ იყურება.- თეა,აღარ მინდა.აქ დავტოვე მგონი.-ყვირის და წუთიერი დუმილის შემდეგ,დედაჩემი გამორბის აქეთ,მამა კი დაბნეული მიყურებს.- თეა, ეს რა არის?!
-მომეცი ეგენი,აი შენი საბუთები. წადი ახლა,არ დაგაგვიანდეს.-დედა ქაღალდებს ეჭიდება.
-ვინ არის ორსულად?-მაჯაში მაგრად უჭერს,მე კი ვეყრდნობი დახლს,რომ არ ჩავიკეცო. მაკანკალებს,ისე მცივა.
-მამა...
-რაო,დადუნა,რამის თქმა გინდა,შვილო?-გულზე ხელს იდებს და ფერს კარგავს.- მა, ვინ ხუმრობს ასე?-უცნაურად ჩაიცინა.
-დამშვიდდი.-დედა მხრებზე აწყობს ხელებს.-გესმის?ნუ ნერვიულობ.
-მამა..
-იმეორე ახლა,მამა,მამა... რა გამიკეთე?შენს თავს რა გაუკეთე?ვინ არის? მითხარი ვინ არის მაგის მამა!-თითს მუცლისკენ იშვერს,მე კი ხმა მივარდება.-ვინ ჯანდაბაა და რატომ ხარ ორსულად?
-არ მისმენ,შენ არ იცი მოსმენა.-ხმის ამაღლებას ვბედავ.-თითს მიქნევ,მაგრამ ეს ჩემი ცხოვრება ხომაა?!რა ვქნა,უკან გავაბრუნო ბავშვი?-სუნთქვაგახშირებული ვქაჩავ თვალებს.
-მე ვინ ვარ?მამა.იცი რას იტყვიან?!რომ ვერ აღგზარდე!-სახეზე ხელს ისმევს.-თეა,გაიწიე.- იმედგაცრუებული მიყურებს და მხრებს იჩეჩს.- არაფერს ვაკეთებ,ხომ ხედავ?!რა გატირებს?დადუნა,შენ გეკითხები! ოდესმე ჩემს გამო ვინმეს რამე უკადრებია?!ჩემი შვილობა სამარცხვინო ყოფილა?!
-ჩემი გრცხვენია?-ახლა მინდა მკვდარი ვიყო.მიწამ ჩამყლაპოს,ოღონდ ეს არ მოვისმინო.
-რა მოხდა,დადუნა?-მუხლები მეკვეთება.ვეღარ ვდგავარ მყარად და სახეზე ხელებს ვიფარებ.- უცებ ორსულად რანაირად ხარ?-მუხლებზე დამხობილი ყურებზე ხელს ვიფარებ.-ეს დავიმსახურე?!აქამდე მოხვედი ესე?!-მის ხმაში დიდი იმედგაცრუებაა და სულ არ ფიქრობს დამალვას.
-გეყოფა!გეყოფა!შენ თუ გაქვს სიყვარულის უფლება,თუ შვილის ყოლის უფლება გქონდა, მე რატომ არ მაქვს?
-ვინ თქვა,რომ არ გაქვს?!ვინ თქვა,ეს დედამოტ**ნული!-მაგიდას ხელს არტყამს.-გული მატკინე შენი საქციელით,ჩემთან შეგეშალა და რა,მაგის ახსნას არ ვაპირებ! ფეხზე ადექი,არ გაცივდე.- ხმას იდაბლებს,მე კი ამღვრეული თვალებით ვერაფერს ვარჩევ.- მე სამსახურში უნდა მივბრუნდე,მანამდე კი სახელი მინდა იმ ბიჭის.
-მოვაგვარებთ,არ ინერვიულო რა.-თეა მის დაწყნარებას ცდილობს.
-მაგრად აგვარებთ საქმეს.შენი შვილი ორსულადაა კაცისგან,რომელზეც არაფერი ვიცი. ახლა დამავალებ,თუ მეტყვი ვინ ჯანდაბაა ის ბიჭი!
-კონსტანტინე კეკელიძე.ქალაქში არაა,მალე ჩამოვა.-თეა გაუბედავად ამბობს.
-რამდენ ხანში?-დედას ეკითხება.
-ერთი კვირაც არ დარჩა.
-დედაც შევ**ეცი!-მამა მიდის ჩუმად,მაგრამ ასეთი ხმაურიანი ჯერ არ ყოფილა მისი დატოვებული მდუმარება.
რაღაც ნაწილი მწყდება მტკივნეულად,გულს სიმები ეჭიმება,წყდება და ნუთუ ეს ყველაფერი დავიმსახურე?!
**
ლოგინზე ვიკუნტები.ვხურვარ,მგონია მდუღარე წყალს მავლებენ თავზე,ღრმად სუნთქვაც კი არ მშველის.მუცელზე ვიჭერ ხელებს და ცრემლების შეკავებას ვცდილობ. გულიც შესიებულივით მაქვს და ყველა ორგანო ერთიანად მაწუხებე.(მე ვიტყოდი სინდის-ნამუსი).
კეკელიძის ზარს ვპასუხობ.
-იცი როგორ მომენატრე?-გულზე მალამოსავით მეფინება მოსიყვარულე ტონი.
-მალე ჩამოხვალ?-ჩახლეჩილი ხმით ვპასუხობ.ნერვები მეშლება ამაზეც.
-რა გჭირს?გაცივდი?-ნერვიულობს.
-რაღაც ეგეთი.მალე ჩამოხვალ?-ჩამოვა და როგორ ვუთხრა?!
-მშვიდობაა?!
-ომის გეშინოდეს.-ჩახველებით ვცდილობ ყელის ჩაწმენდას.-კოსტია,მენატრები.
-დადუნა..
-ჩამოდი და ყველაფერს გაიგებ.მანამდე არაფერს ვიტყვი.-მობილურს ვთიშავ. გული მიფრიალებს.
გიორგი ჩაჩანიძე მახსენდება და პატარა სანდრო. ფეხზე ვდგები და ტაქსს ვიძახებ. დედაჩემმა ისტერიკები დაიმართა,სად მიდიხარო,თუმცა ჯერ ვერაფერს ვეტყოდი.ამდენის უფლება არ მაქვს.მეტ საფრთხეს ვეღარ შევუქმნი საყვარელ ადამიანებს.
-მანდ შეუხვიეთ რა..-მძღოლს თითით ვაჩვენებ.
-შვილო,ეს უბანია ნამდვილად?
-დიახ.
-აქ როგორ დაგტოვო,მარტო და თან გოგო.-მოხუცი მიყურებს ანერვიულებული.
-ნუ გეშინიათ,არაფერი მომივა.-ვიღიმი მის დასაწყნარებლად.
-აქ ვერ დაგტოვებ.ამ უბანს არ იცნობ ეტყობა.
-ჩანთაში წიწაკის სპრეი მაქვს,კიდევ პატარა დანა..-ვიღიმი კვლავ.- კარატეზე დავდიოდი ერთი წელი.-თანხას ვაწვდი და მანქანის კარს ვაღებ.
-ფრთხილად იყავი,კარგი?!-თავს ვუქნევ და მადლობას ვუხდი.
კერძო სახლის კარი ღია მხვდება,მე სპრეის ვეძებ ჩანთაში და იმ დანას,წეღან რომ ვდიდგულობდი.(რის იმედად ვარ,ნეტავ ხედავდეთ.კარატეშიც არ ვიყავი შავი თუ რა ფერებიცაა,არ აქვს მნიშვნელობა,მოკლედ,არ ვიყავი მფლობელი „სატრიპაჩო“ ქამრის).
სახლში ფრთხილად შევდივარ.დამფრთხალი ხან იქით ვიხედები,ხან აქეთ.ამ სპრეისაც ისე ვიქნევ,გეგონება რამე სასწაული შეეძლოს და აქაოდა ვინმე თუ გამოხტა, ამიორთქლოს.
სრულიი დომხალია!ნივთები მიმოფანტული,ზოგი რამ დამტვრეული..
პირველი საძინებელს ვამოწმებ და ჩანთას ვიღებ. სანდროს და გიორგის ტანსაცმელებს დაუკეცავად ვყრი ერთად.ბავშვის რამდენიმე სათამაშოსაც ვაგდებ შიგნით და ფოტოალბომს. მეორე ჩანთაში ფეხსაცმელებს ვათავსებ.
მობილურის ვიბრაციის ხმა მაშინებს და ჰაერში ვხტები. ჩანთიდან ვიღებ ტელეფონს და კოსტა რიკას ზარს ვპასუხობ.
-ნორმალური ხარ?რა უაზრო დროს მირეკავ!-საყვედურს ვუხვედრებ ეგრევე.
-მანდ რა ჯანდაბა გინდა?-ტონს უწევს.
-კოსტია,უსაფრთხოდ ვარ.
-მაგ სახლიდან სწრაფ ტემპში გამოდიხარ და ჩემი მეგობრის მანქანაში ხტები.
-ნივთები მაქვს შესაგროვებელი.-ვეწინააღმდეგები.
-შენ არ გესმის?დაყრუვდი?-ღრიალებს და ისე მწყინს,გული მიჩუყდება.
-ნუ ღრიალებ,თორემ!-ხმა მიკანკალებს და ცრემლები მცვივა.
-ლექსოსთან გადავრეკავ და ყურით გამოგათრევს,თუ დასჭირდა! გათიშვა არ გაბედო,შენი ამოსუნთქვა უნდა მესმოდეს.-ხმას იმორჩილებს.-დადუნა,ლექსო გარეთ გიცდის. ნუ მაღიზიანებ და ნუ სარგებლობ,რომ ქალაქში არ ვარ.იცოდე,თუ გავბრაზდი,მაგრად გაზღვევინებ!
-ნუ მემუქრები და მაცადე 10 წუთი.საქმე მაქვს.-ცრემლებს ვიმშრალებ და გულნატკენი ვცდილობ მობილიზებას.-ვალაგებ ნივთებს.
-მართლა სმენადაქვეითებული ხარ?!ტ*რაკი გამოათრიე მაქედან,თორემ მე აქედან ჩამოვალ და იცოდე..
-კოსტია,მაღიზიანებ!როგორ მელაპარაკები?!თავი ვინ გგონია?ტონს როგორ ბედავ და უწევ, პატივისცემა სად დაკარგე?!მეზიზღება,ვერ ვიტან ეგეთ ლაპარაკებს,მდაბიო გამოხატულებას და თავის ხელში ვერ აყვანებს.ნერვები ან აკონტროლე,ან გადამეკარგე საერთოდ!
-მისმინე შენ,აი ახლავე თუ არ წამოათრევ მაქედან მაგ რაღაცებს და ლექსოს არ ჩაუჯდები, მე ჩამოვალ და მაგრად დაგე.რხევა.-ისე უხეშად მეუბნება,მგონია არც ვუყვარვარ.გულს მტეკნს ტონი.-მისმენ?!გამოათრიე ეგ ნაგავი მაქედან და უკან ჩაუჯექი ლექსოს.მეტჯერ არ გამამეორებინო და მეორედ მანდ შენი „დუხი“ არ ვნახო!- ჩანთებს ხელს ვკიდებ და უსიტყვოდ ვეთანხმები. კიბეებზე ძლივს მივათრევ ჩანთებს და კართან ვაწყობ.ამ დასაწვავს ვკეტავ გასაღებით, რომელიც მხოლოდ მე და გიოს გვაქვს(ქვეყნიდან რომ წავიდა,დამიტოვა თუ რამეში დამჭირდებოდა) და მობრუნებული ვქვავდები.
-ლამაზო,არ გინდა შიგნით შევიდეთ?-ეზოში „ნაღები“ საზოგადოება შეკრებილა და ისე მათვალიერებენ,თითქოს სამუზეუმო ექსპონატი ვიყო. -აუ,მსახიობს ჰგავხარ,გეფიცები! მაგარი „კრასავიცა“.-გული შეიძლება ამერიოს ახლავე.მუცელზე ხელს ვიკიდებ.
-ნამცეცა,მოდი მოგეხმარო.-ლექსო გადმოდის მანქანიდან და ჩემკენ მოდის. მისი დანახვა ჯერ ასე არ გამხარებია.მაგრად ვეხვევი.-დაგერხა.-მეჩურჩულება და ზურგზე ხელს მისმევს. ყველა ჩუმდება,“უპატრონოდ“ ხომ აღარაა მდედრი,ვეღარ გაუვათ და კომფლიქტს,ისევ სიჩუმე არჩიეს.
-ღმერთო ჩემო,მადლობა.- ბარგს მართმევს და ხელმკლავს მადებინებს.-შენც კაი შენ*ძრეული გონების პატრონი ხარ,კოსტასი არ იყოს.-ვერ ვხვდები კომპლიმენტად მივიღო თუ შეურაცხყოფად. დათა მანქანაში მსვავს და უკანა კარს კეტავს.საბარგულში ჩანთებს აწყობენ, შემდეგ წინ სხდებიან და აქაურობას სწრაფად ტოვებენ.
-უჩვენოდ ფეხი არ უნდა გაადგა.კოსტა დაგვხოცავს.-სარკიდან მზერას აპარებს.
-ჩემს თავზე ვიღებ დღევანდელს.-უხასიათოდ ვუბრუნებ პასუხს. ეს ადგილი არ მომეწონა, მაშინ გიორგიმ და მისმა გარდაცვლილმა მეუღლემ- თეონილემ სულ გაქანებული სნობი მეძახეს, მე ხომ მანქანიდან ფეხს არ ვდგამდი.თეონილე უნდა ჰყოლოდა სანდროს,გიორგისაც.თეონილე მეც უნდა მყოლოდა,ისეთი გოგო იყო, თქვენც უნდა გენახათ.
-მომისმინე,დადუნა!კოსტას არყოფნაში ჩვენ გვითანხმებ ტრაექტორიას,გესმის?-დათა მიყურებს სარკიდან.-არ მეხუმრება!
-თავისუფალი მოქალაქე ვარ და არ ვაპირებ რამის შეთანხმებას თქვენთან.-კოსტას ბრაზიც ლამისაა ამათზე დავანთხიო.რაც ის გავიცანი,ნაბიჯებსა და ტრაექტორიას მისაზღვრავს ტელეფონში რომ მაქვს გადმოწერილი ზუსტად იმ აპლიკაციის მსგავსად.ეს მაღიზიანებს,ის არა.
-ეგ კეკელიძეს უთხარი.-ჩაეცინა ლექსოს.-გაგაფრთხილა წასვლამდე,რომ ჩვენ უნდა გვეტარებინე.თუ შენს ძმას ან მშობლებს მიჰყავხარ,მაშინ უნდა იცოდეს როგორ წახვალ ან მოხვალ.არაფერში იზღუდები,უბრალოდ დარწმუნება უნდა იმაში,რომ უსაფრთხოდ იქნები.
-მოვგვარდებით რამენაირად.სახლთან ჩამოვალ მე.-სიმწრისგან კბილებს ერთმანეთზე ვაჭერ.
-მისამართი მინდა,მე წავიღებ ჩანთებს.
-ჩემია ესენი.
-დადუ,რაღაც ნაწილი ამბისა ვიცით ჩაჩანიძეზე.ადი სახლში და დაისვენე. დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ.მისამართი დააზუსტე გიორგისთან,არ მაწვალო.-რაა?!საიდან იციან?
-რა?-ცინიკურ მზერას ვიჭერ და მინდება ხელუკუღმა გავცხო.
-მე უნდა ვნახო.-წინ ვიწევი და დათას ვუყურებ.
-კოსტა
-დიდი ხანი ვიცხოვრე მის გარეშე,დამოუკიდებელი ვარ და ახლა რასაც აკეთებთ,ჩემი შევიწროვებაა.მე არც დაკავებული ვარ და არც დაპატიმრებული!თავისუფლად გადაადგილება შემიძლია იქ,სადაც მომესურვება.-ვენთები ეგრევე.
-დადუნა,ტყუილად ლაპარაკობ.
-გიორგი თქვენ არ დაგელაპარაკებათ.-აღარ ვიცი უფრო გასაგებად როგორ ავხსნა.- დიდი ხანია კომუნიკაცია გაწყვიტა საზოგადოებასთან.მხოლოდ მაშინ მირეკავს ან მეკონტაქტება,როცა გამოსავალს ვერ პოულობს.რაც არ უნდა იყოს,ის ჩემი მეგობარია.პატარა სანდრო მომენატრა და საყვარელი სათამაშოები სჭირდება.-რბილი ხერხებითაც ვერაფერს ვაწყობ.
-რაში გაგრიეს..
-თავად გავერიე,ლექსო.ჩემი მეგობარია ისევე,როგორც დანარჩენები არიან და უსამართლოდ მოექცნენ.იმდენად უსამართლოდ,მე ვერ გადავყლაპავ.დიდი ულუფაა,ბრაზი დამახრჩობს.- ყელზე ხელს ვიდებ.-ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა,გესმის? საგრძნობლად შეიცვალა და დამოუკიდებლად რომ ვეღარ ვმოძრაობ,ვიგუდები.-მართლა მგონია მოძრავ კედლებში ვარ გაჭედილი და სადაცაა გავისრისები.-კონსტანტინე გამიგებს,აუცილებლად გაიგებს,როცა ჩამოვა.
-იცოდე,ბევრი მაიმუნობების გარეშე.-დათა თითს მიწევს ცხვირთან და მეც თავს ვუქნევ მორჩილად. დედაჩემის ზარს ვპასუხობ,მეჩხუბება და მაფრთხილებს ბავშვზე.მისი არსებობაც მახსენდება და ისიც,რომ ძალიან მშია.-პროდუქტები აქვთ?
-არ ვიცი.თუ გამიჩერებთ,ვიყიდი და წავუღებ.-იმდენად უცხო შეგრძნებაა,მუცელს ვერ ვეფერები. მხოლოდ ის ვიცი,რომ არის.აი, აღქმა კი მიჭირს.
-მე გადავალ და ავიღებ რაღაცებს.-დათა იწყებს.
-პირადი ჰიგიენის ნივთებიც შეიძლება დასჭირდეს,ყიდვა მომიწევს.-მანქანის კარს ვხსნი და გადავდივარ.შემართულ ლექსოს რომ ვხედავ,თითს ვწევ.-არაფერს ვაშავებ,გვერდიდან არ მოგშორდებით.-ვპირდები და მათთან ერთად დავბოდიალებ სექციებში.
ყველა საჭირო პროდუქტსა თუ ნივთს რომ ვყიდულობთ,წუწუნით ვედევნები უკან,რომ ნება არ მომცეს გადამეხადა და თავს უხერხულად ვგრძნობ ამის გამო.
კოსტას ზარებს არ ვპასუხობ.ისეთი ნაწყენი ვარ,ახლა რომ ველაპარაკო,ემოციებს ვერ შევიკავებ. მე კი დამღალა ქვითინმა.
-უპასუხე.-ლექსო მაწვდის მობილურს.მე ვთიშავ.-რას აკეთებ?
-მოგვიანებით დაველაპარაკები.-უკან ვაწვდი მობილურს გაბრაზებული. მისი ხმის გაგონებაც არ მინდა ახლა.კიდევ გულს მატკენს ან მე ვატკენ... მგზავრობა წელს მატკიებს და შიმშილის გრძნობა ისევ მახსენებს თავს.
ადგილზე მივდივართ თუ არა,ნორმალურად გაჩერებასაც არ ვაცდი,ისე ვხტები და ვიმართები წელში.
-გადაირიე?
-გავაფრინე.-მხრებს ვიჩეჩ და ვუცდი,როდის გადმოიტანენ ნივთებს.-გიო,კარი გამიღე რა.- ვაკაკუნებ და კარი იღება თუ არა,ვუღიმი.
-ესენი ვინ არიან?-ფრთხილად მეკითხება.
-დაცვასავით დამყვებიან.-თვალებს ვატრიალებ.-სანდრო სადაა?!რაღაცები მოვუტანეთ.
-ოთახიდან არ გამოდის.-დანაღვლიანებული მაპყრობს თვალებს. ვეხუტები.-ვინ არიან ესენი?
-აგიხსნიან თავად.უსაფრთხოდ ხართ,მართლა.-ლოყაზე ვკოცნი და სახლში შევდივარ.
-იგებ აგეხსნა?
-მოკლედ,კეკელიძემ ამკიდა.დამსდევენ და მათ გარეშე ერთს ვერ წამოასლოკინებ.
-ახლა „გამიიასნებენ“ კეკელიძეს ქალს ვერავინ შეეხებაო?-გამხდარია.წვერი მოუშვა და უპეები ჩაუშავდა.
-მაგასაც გეტყვიან და სხვა რამესაც. თუმცა შენ ეტყვი,რომ ჩემი მე,მხოლოდ მე მეკუთვნის.რამე გააკეთე თან რა,ძალიან მშია.-სხვაგან არასდროს მომითხოვია ჭიქა წყლის გარდა არაფერი და მეუხერხულება,თუმცა ისე მშია მართლა ვერ ვუმკლავდები სურვილს.არადა,დარე გული რომც წამსვლოდა,ზედმეტად არაფერს ვიტყოდი.ჩემი შვილი რამდენ რამეს ცვლის,გაგიჟება შეიძლება!
-მე ტანკისტი ვიყავი ომამდე და ეს რას მეუბნება?!
-კიდევ კარგი,ომში არ იყავი.-გაკრეჭილი ველოდები ბიჭებს და აი ისინიც.- პროდუქტებს ამოვალაგებ,თქვენ ერთმანეთი გაიცანით რა.-ლექსო თვალებდაწვრილებული მიყურებს.
-შენ რა შებერტყილი ხარ.-თავს აქნევს და ამას მართლა კომპლიმენტად ვიღებ.
-ჯერ სად ხარ.-წარბებს მაღლა ვწევ და პარკებს ვართმევ.ინტუიციით ვერა,მაგრამ ძებნის შემდეგ ვაგნებ სამზარეულოს და პროდუქტებს წამებში ვალაგებ. ზოგ რამეს მაცივარში ვტენი,ზოგსაც კონტეინერებში.ამათ რომ ვასრულებ,მისაღებში შევდივარ და თეძოებზე ხელებს ვიწყობ.- გასარეცხია თქვენი ნივთები,მე სანდროსთან შევალ,კარგი?!-თავს მიქნევს.
-დერეფანს გაუყევი და მარჯვენა კარია.-თავს ვუქნევ მეც და ზურგს ვაქცევ ყველას.ბიჭის ოთახის კარზე ვაკაკუნებ.
-სანდრო,მე ვარ.შეიძლება შემოვიდე?-ფეხების ტყაპუნი მესმის,ნაბიჯების ხმის სიხშირე მატყობინებს, რომ მორბის.კარს აღებს თვალებგაბრწყინებული.-ღმერთო,მომენატრე!-წინ გადახრილი ვიკრავ ბავშვს და ყელში ვკოცნი.ისიც მორიდებით მაწყობს წელზე ხელებს და ინაბება.-ჩემო პატარა, მიყვარხარ და მაგრად მომენატრე,გესმის?!-ხელებს მაგრად ვუჭერ პატარა ტანზე.
-ასე ნუ იცი,ვიჭყლიტები.-სუნთქვა ეკვრის და მეც ხელებს ვუშვებ.-მტკენ ხოლმე.
-მაპატიე,განზრახ არ ვშვრები.-შიგნით შევდივართ,ის პერანგით ძვრება საწოლზე და მიყურებს.
-არაუშავს.ძალიანაც არ მტკენია.-ბიჭის გვერდით ვჯდები.მოკლე თმებში თითებს ვუცურებ და ვუღიმი.
-პიჟამას გამოცვლა დაგავიწყებია.
-არ გამოვიცვალე.-მტკიცედ ამბობს ბავშვი.
-ვფიქრობ,საამისოდ საპატიო მიზეზი გაქვს.
-დიახ,მაქვს.-ხელებს იჯვარედინებს გულთან.
-ჰმ,არ მეტყვი?-მახალისებს პატარა სანდრო.
-ძველი სახლი მინდა,მამამ კიდევ აქ მომიყვანა.
-მაგის გამო ბრაზობ?ნახე რამხელა სახლია.თავისუფლად ითამაშებ დაჭერობანას.
-როგორ?მეგობრები აქ არ არიან.-ბავშვებს ამხელა სევდა თვალებში არ უნდა ჰქონდეთ(არც გულში). სილაღე,სიცელქე და სიხალისე უნდა იყოს მათი თანმდევი.
-მე ვინ ვარ?
-შენც არ ხარ სულ აქ.
-მამაშენია.
-არ ველაპარაკები.
-გაებუტე?
-დიახაც.
-ანუ,დასჯილია.
-ნამდვილად.
-მერე რომ გიყვარს?გინდა იტიროს?
-მამა არ ტირის.-ტერფებს გადასაფარებლის ქვეშ ასრიალებს.-მე გუშინ შემეშინდა,მან კი ხელში ამიყვანა და ცუდი კაცებისგან წამომიყვანა.ერთიც არ უტირია.-გულში სიხარულის ტალღები მასკდება,ესე რომ ამაყობს თავის მამით.მეორე მხრივ,ბრაზი მიტევს,რომ ასეთი რამის მომსწრე გახადა საკუთარმა ბიძამ 7 წლის ბიჭი.
-შენ თუ არ დაელაპარაკები,ეტკინება გული.იცი,როგორი მოწყენილია?!-თვალებში მიყურებს ჩაფიქრებული.-თქვენს ურთიერთობაში,რა თქმა უნდა,არ ვერევი.თავადვე მოაგვარებთ, უბრალოდ ჩემი აზრია.
-არ ვიცი.-გაბუსხული ზის.
-ძალიან მალე წახვალ სკოლაში და მეგობრებსაც გაიჩენ.-ბალიშზე თავს ვდებ გადაღლილი და მაგარი დამშეული.
-ხელები არ დაგიბანია?
-არა,სითხე დამაქვს ჩანთით და იმას ვისხამ ხოლმე.
-მამა სანამ გეტყვის,იქამდე განახებ აბაზანას და დაიბანე.-მკლავზე ვქაჩავ და გულზე ვიხუტებ.
-მართალი ხარ.ხელებს დავიბან.-თმებზე ვეფერები.-ფეხშიშველმა მოირბინე კარამდე?
-კი.
-თუ შეგცივდა,მუცელი გეტკინება.-ლოყაზე ვკოცნი ნაზად.-თანაც მამიკოს უწვალია, თეთრეული გამოუცვლია და შენ ჭუჭყიანი ტერფებით გიძრომიალია.-საბანს იძრობს და ფეხისგულებზე იყურება,ოდნავ მტვერი აჰკვრია.
-ჩემით გამოვცვლი.-გადაწყვიტა თავის ქექვით.-თუმცა არ ვიცი.
-დაგეხმარები და ამის შემდეგ დიდივით შეძლებ გამოცვლას.-ისევ ახლოს ვიჩოჩებ და გულში ვიკრავ.
-არ ვიცი.
-ამიტომ გეხმარები,ვაჟკაც.-შუბლზე ვკოცნი.
-სკოლაში არ მინდა.-ფრთხილად ცდილობს სიტყვების არჩევას.გონიერებას იჩენს,ეს მომწონს.
-ჰმ,რატომ?
-არაფერი გამომდის,ვერაფერს ვიგებ.-თვალები უწყლიანდება.-ყველაზე პატარა ვარ თანაც და ...
-და?
-მასწავლებელმა მამას უთხრა ცუდი რაღაც ჩემზე.ვერ მივხვდი რა იყო,მაგრამ აქ მეტკინა.- გულზე ხელს იდებს.-სკოლა ცუდი ადგილია.
-ჰმ,შენ იცი?მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი სკოლიდან გარიცხეს.-კოპებს კრავს.- ჰო, ასე თქვეს ვერ ითვისებს პროგრამას,ანუ გაკვეთილებს ვერ სწავლობსო და სკოლიდან გარიცხეს.- სახელს განგებ არ ვამბობ.
-მერე რა მოხდა?
-მსოფლიომ აღიარა გენიოსად.
-ეგ რას ნიშნავს?
-ძალიან ჭკვიან ადამიანად აღიარეს და თუ სკოლაში მოინდომებ წასვლას,მაღალ კლასებში აუცილებლად ისწავლი მასზე რაღაც-რაღაცებს.
-ახლა არ შემიძლია?
-ჰმ,რატომ არა,ვითომ?-ბიჭს თავს გულზე ვადებ,ის კი თმებზე მისმევს პატარა თითებს.- რაღაცებს ახლა გავიგებთ,რაღაცებს ცოტა მერე.-ბავშვის სურნელი მამშვიდებს.- მამაშენმა იცი რამდენი რამ იცის?!-თითებს წამით აჩერებს,შემდეგ ისევ მეფერება. მეცინება.
-რა გაცინებს?
-ერთი წიგნი გამახსენდა,მე ძალიან მიყვარს. იქ მამა-შვილია.ატიკუსი და ჭყიტა.
-რატომ გაგახსენდა ახლა?ან ჭყიტა რა სახელია?-ეცინება.
-წარმოვიდგინე მამაშენი დივანზე,შენ კი სახელურზე ჩამომჯდარი როგორ უსმენ მას. ატიკუსი და ჯინ ლუიზაც ასე ისხდნენ.ჭყიტა ზედმეტსახელია,აი მე რომ გეძახდი ტერორისტას,ისეთი.
-ჭყიტაც ბიჭი იყო?
-არა,გოგო.უბრალოდ მომენტი გამახსენდა,თორემ შენზე კიდევ იცი რა მახსენდება?
-რა?
-უფლისწული და მათხოვარი.
-რატომ?!
-რაღაცით გგავს.
-რით?
-რაღაცით!-დიდ ყურადღებას არ ვამახვილებ,დაინტერესებულია უკვე.-იცი,ძალიან მშია.-მუცელი რევოლუციას მიწყობს და ბავშვს ხმაური აცინებს.
-რაღაც იქნება მაცივარში.შენი მუცელი კი ნამდვილად უზრდელობს.-ლოყაზე ვჩქმეტ ღიმილით.
-მამაშენი ამზადებს უკვე.ისე,სტუმრებიც არიან და იგებ გამოგეცვალა?
-კარგი,დადუ.-არ ინძრევა,მე კი ვიწევი და ზემოდან დავყურებ.-სანდრო, მამაშენის ოთახი სადაა?
-აქ.-ფეხზე დგება და ტანსაცმელებს იღებს.-ხომ არ შემომხედავ?
-არა,აი ზურგით ვზივარ.-ჩანთიდან კონვერტს ვიღებ და კომოდზე,რვეულში ვდებ. იმედია იპოვის და შიმშილით თავს არ მოიკლავს.რაღაცაში მაინც წაადგება მცირედი თანხა.
-ჩავიცვი.
-კარგი,წავიდეთ ხო?-თავს მიქნევს და კარში პირველი მატარებს.
-მადლობა.-ვუღიმი და ერთად გავდივართ. ხელებს ვიბანთ და სამზარეულოში რომ შევდივართ, გიორგი უღიმის. თეფშს უდებს წინ.-ლექსო,დათა და ეს ყმაწვილი,სანდრო.- ვაცნობ ერთმანეთს და მითითებულ სკამზე ვჯდები.
-აბა,რა ხდება?
-მშვიდობა და სოლიდარობა.-დათა მიღიმის .
-მიხარია რომ გაუგეთ ერთმანეთს.-გიორგის ვუყურებ ეჭვით.
-ჭამე!-შემწვარ კარტოფილს მთავაზობს და სალათს. ბიჭი გვერდით მიჯდება და თეფშზე იდებს თავის წილს.
ლექსო და დათა ბევრს არაფერს ეკარებიან,მეც პატარა ულუფის მეტს არ ვჭამ და გიორგისგან შენიშვნას ვიღებ,თუმცა ქათმის წონა ხარ და რას ველოდებიო.
-პატივი ეცი ცხოველებს.ქათამი უფრო მძიმეა, შედარებაშიც ბანძო.-ველოდები როდის დაასრულებს ჭამას სანდრო, რომ ოთახიდან გავუშვათ.ჭამას ასრულებს თუ არა,ვეუბნები რომ მისი სათამაშოები წამოვიღე და ისიც დინჯი ნაბიჯებით გვტოვებს,რომ ჩანთიდან ამოყაროს.
-აბა?!-გიორგი მიყურებს.
-რაღა აბა?!საბამ რომ გაგყვლიფა,არ უნდა გეთქვა?!-თავს აქნევს უკმაყოფილოდ.- გიორგი, იბრძოლე შენი წილისთვის!
-ძმას წავართვა?!დადუნა,ძმას?!
-რომელ ძმას?!-მეცინება.-არ მინდა გული გატკინო,მაგრამ მაგ ძმამ ცხოვრება დაგინგრია. სხვებსაც უნგრევს და კარგი იქნებოდა,შემოგერტყა ერთი!-უნდა გამაჩეროს.- მოსაკლავად გამოგიგზავნა ვიღაცები,ადამიანო! რაზე მალაპარაკებ?!
-ვიცი.-თავისი ძმის დასაცავად უნდა გაიბრძოლოს,ისეთი სახე აქვს და არ ვაცდი.
-რაღაც საბუთები ჩამივარდა ხელში, ამ დღებში ისევ ვეცდები რამეს.- ქსენია მახსენდება.საბას მიერ დაუფასებელი და გაწამებული ქალი,რომელმაც „სააბაროტო“ გასროლისთვის გადაწყვიტა ჩემს მხარეს გადმოსვლა.
-როგორ?
-ხომ ვთქვი,მაგარი შენ*ძრეული გონების პატრონი ხარ.-ლექსო თვალებგაბრწყინებული მიყურებს.კომპლიმენტი ყოფილა,ახლა გავიაზრე და ღიმილი მიპობს ბაგეებს.
-კეკელიძემ რომ გაგიგოს რა სიტყვას იყენებ ჩემთან მიმართებაში,დაგშლის, შვილო.- წარბებს ნიშნისმოგებით ვწევ.
-კეკელიძეს ვაფრთხილებდი,როცა ეს ამბები გავიგეთ.-ისიც წარბებს წევს.-ნუ გეშინია,კარგი გაგებით ხარ შებერტყილი გოგო.-ლამისაა თავზე ხელი გადამისვას და შოკოლადი მომაწოდოს. აუ,შოკოლადი მინდება.ტუჩს ვიკვნეტ.
-კარგი,არ მწყინს.
-დაიცადე,რანაირად ჩაგივარდა?-გიორგი და დათა მაკვირდებიან.
-გიო,ქსენია გახსოვს?!-ვერაფრით იხსენებს.-კარგი,მოკლედ ეგ ქალი მასთან მუშაობს.-ღმერთო, შოკოლადი მინდება და ვერ ვიღებ.ბავშვს ხომ არ გამოვგლეჯ ხელიდან?
-მერე?სანდოა?
-იმდენად სანდოა,იმდენად რომ ქსენიასთან რამდენჯერმე „გაგულავებით“ ბავშვი გააგორა.- გიორგი სახტად რჩება.-ჰოდა,ქსენიამ..-რუსული აქცენტით წარმოვთქვამ მის სახელს.- იმშობიარა და ბავშვი რომ გააჩინა,მკურნალობა დასჭირდა. ჯანმრთელი არ იყო, დაზუსტებით არ ვიცი რა სჭირდა,საოპერაციო გახდა და საბამ უარი თქვა დახმარებაზე.გოგონა დაიღუპა და ახლა გადაწყვიტე,სანდოა თუ არა.-ლექსო იწევა წინ.ახლა ვიაზრებ,ცუდი ადამიანი ვარ. გამწარებულ ქალს ვიყენებ?!ჯანდაბა..
-საიდან გაიცანი?
-ჰო,ეგ საინტერესო ისტორია არაა.გიო,ბავშვობაში დამალობანას როგორ თამაშობდა?- ვეკითხები ინტერესით და დათას ამოღებულ სიგარეტს ვაკვირდები.-არ მოწიო,გთხოვ რა.-თავს მიქნევს და უკან აბრუნებს.
-ბანძი იყო.სულ ვპოულობდით.
-აჰამ,ეგრეც ვფიქრობდი.რეგვენია,იმ ქალმა კაბინეტიდან გამოაცუნცულა ეგრევე. მოკლედ,იმ საბუთებში დიდად არ მიძრომიალია, ქსენიამ მითხრა უკეთეს რაღაცებს მოგაწვდიო და ამას ზერელედ გადავხედე.ერთიანად დავამუშავებთ,შემდეგ სარჩელს შევიტანთ სასამართლოში და იქამდე ვიბრძოლებ,სანამ ცხვირში არ ამოვადენ ყველაფერს.
-ქალები მაგარი „აპასნები“ ხართ.-დათა თავს აქნევს.-პოლიცია და ამბები არ გამოვა,ჩვენ მივხედავთ.
-ყველაზე ვერ იტყვი ეგრე.-მხრებს ვიჩეჩ.-ამიტომაა,არ უნდა გაამწარო ადამიანი. თუ მორალი გიშვებს მაქამდე,მაშინ შიშმა მაინც უნდა გაგაჩეროს და თუ ეგეც ვერ გატევს სკამზე,მაშინ ბუმერანგის პრინციპი იწყებს მოქმედებას და ღირსიც ხდები,შვილო!-პოლიცია არაო?!- რაც შეეხება,სარჩელს... მე და გიორგის გვეხება ეგ საქმე,ამიტომ კანონიერი გზებით მირჩევნია მოქმედება.
-კოსტა ჩამოვიდეს მალე,ვეღარ ვუძლებ ამის მაქინაციებს.-ლექსო თავს აქნევს უცოდველივით.
-როდის მომაწვდი იმ ფურცლებს?-გიო კარში იყურება და ვხვდები,სანდრო იქ დგას.
-სანდრინიო,ნახატს დამიხატავ?-თავს მიქნევს და გადის.-მადლობა.
-ჩვენ მოგაწვდით,დადუნა ასე ვერ ირბენს,თან ამ საქმეზე.-დათა სწორდება წელში.-ის კაცი სანდო არაა,რა დროს რა წამოუფრენს თავში,არავინ იცის. კეკელიძეს დავუცადოთ, რამდენიმე დღეში ჩამოვა.-ხმას არ ვიღებ,გიორგი მე მიყურებს.
-დადუ,შენ ამ საქმეში როგორ ამოყავი თავი?-ლექსო მეძიება,მე სახე მეცვლება. წარსულში მიბრუნება არ მინდა.
-ზაფხულში გავიცანი,გიორგის დავუმეგობრდი. ის ნაგავი ნერვების მოშლის მეტს არაფერს აკეთებდა.მოკლედ,რა მნიშვნელობა აქვს,მეც შემეხო ჩემს მეგობარზე შეხებით.
-დადუნა,რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო,არ მესმის.-გიორგი მიბრაზდება.
-კუთხეში დამაყენე ბარემ.-თვალები დავუქაჩე.-ჩემი საქმეა რას ვიზამ და რას არა!-ფეხზე ვდგები.-მოგაწვდი იმ რაღაც ფურცლებს,მე კი სახლში წავალ,ძალიან დავიღალე რა.- და მახსენდება ის ადგილი,სადაც ყველა დამძიმებული შემომხედავს.გამკიცხავი და კრიტიკული მზერები თან გამომყვება,მაგრამ წასასვლელი არსად მაქვს.
სანდრო ნახატს მჩუქნის და იქაურობას ვტოვებთ.მანქანაში დაღლილს რამდენჯერმე ჩამთვლიმა, თუმცა ვერაფრით მოვისვენე. მადლობა გადავუხადე დამშვიდობებისას ორივეს, სახლში კი ჩუმად შევედი. დედას ხმა მსუბუქად არღვევდა მდუმარებას. მეც სამზარეულოსკენ ავიღე გეზი და კართან გავჩერდი.
-დი,რა უნდა გავაკეთო?ადვოკატი ხარ,მითხარი.. ამ სიტუაციაში არ ვიცი როგორ მოვიქცე, მაგრამ ვერ მოვისვენებ,ისე გავმწარდი,სანამ არ ვაზღვევინებ ვერაფრით მოვისვენებ.
-დროა გასული,მტკიცებულებებია საჭირო. უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუ*პტიურებაზეა საუბარი,ხვდები?!ესე არავინ ჩააყუდებს იმ ბიჭს.-გული ყელში მებჯინება და მკერდზე ხელს ვიდებ.
-ორსულად დარჩა,აბორ*ტის გაკეთება მოუწია,ისედაც ეშლებოდა მუცელი და იქნება დოკუმენტაციაც ამის დასამტკიცებლად.
-საკმარისი არაა.
-იქნებ,ვიდეოებიც იყოს ერთად გადაღებული.-დედა გამოსავალს ეძებს.
-თეა,დანაშაულზეა საუბარი,დანაშალზე.ადამიანს ციხეში ვერ ჩასვამ საკმარისი მტკიცებულებების გარეშე,გესმის?!სულ რომ მკვლელი იყოს და ბრალს ვერ უმტკიცებდნენ, ვერ დაიჭერენ.-დიანა თმებზე ხელს ისმევს.-დეტალურად უნდა გავიგო რა მოხდა.
-დადუ ვერ მოყვება ამ ამბავს დეტალურად.მთვრალი იყო,თანაც იმდენად გაითიშა.-ტონს უწევს.-არ გესმის?!ჩვენი დედოფალა დაამახინჯეს.ამ ყველაფერს ვარიდებდით,არ ვუშვებდი უცხოებთან და შეიძლება ამის ბრალიცაა.-ხმა უკანკალებს დედას და ვხვდები,ტირის.- არ მინდოდა ენახა ეს ყველაფერი და ნახა,გამოსცადა. მარტო წავიდა კონსულტაციაზე და აბო..რტის გადაწყვეტილებაც თავადვე მიიღო.ბავშვმა მიიღო სერიოზული გადაწყვეტილება და მე მის გვერდით არ ვიყავი.-უკვე მეც მასთან ერთად ავტირდი.-იმ პერიოდში არ ჭამდა,იწვა, ეწეოდა კიდეც და რაღაც წამლებს სვამდა.არაფერს დავკვირვებივარ,თემუკამ ფეხი მოიტეხა და იქით ვიყავი მუდმივად.ბავშვს არც ევდოკიასთვის უთქვამს რამე და იმ ნაძირალას ეს ყველაფერი შერჩა!ბრაზი აი აქ მაქვს,მეზიზღება ის ბიჭი და ყველა მოძალადე.უკლებლივ ყველა!- დიანა დედას ეხუტება,მე კედელს ვეყრდნობი და პირზე ხელს ვიფარებ.- ატკინეს,გესმის? ბავშვი ილუზიებში ცხოვრობდა,სხვანაირად არ შეეძლო...-გული ამოსჯდომოდა ტირილით,მე კი ვნანობდი ასე მიხლას მისთვის.არ უნდა მეთქვა,ამით მხოლოდ მე უნდა მეცხოვრა,დედას-არა.
ბარბაცით შევდივარ საძინებელში და გულაღმა ვეცემი საწოლზე.ჭერს ვაშტერდები გაყინული მზერით და მუცელზე ხელს ვიდებ.სხვანაირად მითბება ხელისგული.
-პატარავ,მაპატიე დედაშენი რომ ვარ.-მუცელზე ხელს ვიტარებ.- საშინელი ადამიანი ვარ. იმედია,შენ მაინც არ დამემსგავსები. ანდაც,დამემსგავსე და ნერვები დააწყვიტე ხალხს.-ბალიშს ვიფარებ სახეზე და ისე მაგრად ვიჭერ,ცოტა მიკლია თავის გაგუდვამდე. პატარა ისევ მახსენდება ჟანგბადის მოდომებით ვუშვებ ფილტვებში.ამას ვერ მოვკლავ,მე ჯანდაბას,მაგრამ ეს ბავშვი უნდა დარჩეს.
ეველინს ვუყვები ყველაფერს და გაოცებულია,როგორ დამასწარიო.არადა,ჩვენ აქ რა ამბავში ვართ და ის რას განიცდის.ზოგს რა გასჭირვებია და ზოგს რაო.
-ევილ,ისტერიკები რომ არ დადგა,მაგიტომ გეუბნები!
-კოსტამ იცის?
-ჯერ არა.-გაუხარდება?თუ ისიც ავად მიიღებს ამ ამბავს?
**
ქსენიას ვურეკავ.მისი გამოყენება არ მინდა,ეწინააღმდეგება ჩემს ხასიათს ვინმეს გამოყენება. მითუმეტეს გამწარებული ქალის.ის უარს მეუბნება საქმიდან გასვლაზე. მტკიცედ მიმეორებს, რომ სჭირდება,მე კი არ მინდა ჩავრიო.
ნებაზე ვუშვებ,საბოლოოდ.
კოსტა ჩამოდის და ჩამოაქვს ზამთრის სუსხი.მე როგორ გამახარა მისმა დანახვამ,წყენაც კი გადამავიწყა,მან კი თავისი სუსხიანი ცის ფერები მომაპყრო რამდენიმე წამით,შემდეგ კი მანქანა დაძრა და ზედაც არ შემოუხედავს იქამდე,სანამ მის სახლში არ შევდგი ფეხი.
მე დივანზე დავჯექი დაძაბული,ის ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა და მომაშტერდა.თვალები დავხარე, სულს მიყინავს ეს სიცივე.გულმა რეჩხი მიყო.
-რატომ მაბრაზებ?-საეჭვოდ მშვიდი ტონი აქვს.მე კი როგორ მენატრება,როგორ მინდა მაგრად მოვეხვიო და დამამშვიდოს,მითხრას რომ სულ დამიცავს და არაფერი იქნება გადაულახავი.
-არ მქონია მიზნად დასახული შენი გაბრაზება.-ვბუტბუტებ დამფრთხალი.
-წასვლამდე გითხარი თუ არა,როცა მე არ ვიქნები ბიჭები გატარებენ-თქო?
-მითხარი.
-და რატომ ვერ გაიგე მაშინ?-მუხლებს ეყრდნობა იდაყვებით და ისევ მე მიყურებს.მე კი გაქცევა მსურს მისგან,ესე როცა იქცევა,სულ კამათით ვასრულებთ.
-გთხოვ..-ქვედა ტუჩს ვიწვალებ.
-იცი იმ ადგილას როგორი ცხოველები მოძრაობენ,დადუნა?!იცი მაინც სად იყავი მარტო?- ხმის ტემბრი ეცვლება,მაღლა უწევს და მე უკვე ვბრაზობ.
-აუცილებელი რომ არ ყოფილიყო,არ წავიდოდი!ჩანთაში წიწაკის სპრეი მქონდა და დანა!- ყველა კუნთი მეჭიმება,მასაც ანალოგიურად.
-რომ გეთქვა,ყევლაფერს წამოგიღებდით,მაგრამ არა!ქალბატონი დამოუკიდებლობის აქტი ხარ, ფემინიზმის უმაღლესი გამოვლინება!ლიბერალი და
-ხმას დაუწიე,თორემ ავდგები და წავალ!-თითებს ერთმანერთში ვხლართავ.- შეურაცხყოფა თუ გგონია,ცდები,რიკა!ლიბერალი არ ვარ!არ მიცნობდე მაინც,ნახევრად ჰიტლერს ღვიძავს ჩემში!
-ფეხს ვერ გაადგამ აქედან!-მაგიდას ხელი დასცხო,მე კი მოულოდნელობისგან შევხტი.
-შენ თავი ვინ გგონია?გეკითხები ერთი!-ფეხზე ვდგები.-მეგობრები მეც მყავს,ჩემი პირადი სივრცეც მაქვს და ბოდიში,როდის წამომასლოკინებს თუ არ გეტყვი რა!
-ვინ გირღვევს ბატონო მაგ სივრცეებს?
-აგდებულად ვინ საუბრობს დამოუკიდებლობასა და ფემინიზმზე?თან მე მომიხსენიებ და კამათის დროსაც არ ავიტან უპატივცემულობას!-ტონს არც მე ვაკლებ სუნთქვაგახშირებული.
-რამდენჯერ დავრეკე,რამდენჯერ და ერთხელაც არ მიპასუხე!
-აი,ესე ღრიალს,როცა მორჩები,მაშინ შემეხმიანე რა.-კარისკენ დავიძარი.
-ჩაკეტილია,ტყუილად ეწვალები მაგ ჯანდაბას და ოხრობას!-მეცინება მასზე.
-დოზანა გამოგრჩა.-ვბრუნდები მისკენ.
-მეხუმრები?
-დიახ.-თავს ვუქნევ.-პატარა განტვირთვა იყო,კარი გამიღე.
-არა,შე პატარა მშიშარა!-რაო?!-ამის დედაც!დაეტიე!
-მისმინე კოსტა რიკა,შენთან თავიდანვე იცოდი ვისაც იყვარებდი და იცი რა?! ყელში ამომივიდა ის,რომ პანიკაში ხარ თუ ერთხელ ვერ გიპასუხე და ლამისაა სპერცრაზმით მსდიო!
-იმ სოროში რა გინდოდა!-მაწყვეტინებს სკანდალს.
-მეგობარს ვჭირდებოდი!
-რა ჯანდაბა ხდება შენს თავს,დადუნა?!რა ვერ გავიგე?რომელი მოვლენა გამოვტოვე? იმ საბასთან შენ რა გესაქმება?-ამდენი ვეღარ გაუგია.
-ერთ ზაფხულს გავიცანი გიორგი.-ამოვიოხრე და დივანზე დავეშვი.აზრი არ აქვს,მაინც არ მომეშვება იქამდე,სანამ არ გაიგებს ყველაფერს.-თავს ცუდად ვგრძნობდი.ის და მისი მეუღლე ძალიან დამეხმარნენ იმ პერიოდის გადალახვაში.-ენის წვერით ვისველებ ტუჩებს.- ისე აღმოჩნდა ნადარეიშვილის..-ზიზღის გრძნობა მაწვება ყელში.-მეგობარი ყოფილა ეს საბა. ასე იყო თუ ისე,მოვწონდისავით.უფრო მიზანი ვიყავი,სულ ვამწარებდი.-გამომეტყველება არ ეცვლება.-ადრე,მომწონდა ფსიქოლოგია და მეორე უნივერსიტეტში ჩავაბარე დამატებით. ეს საბა ვერ შეეგუა ჩემს უარს თუ საპასუხო დარტყმებს და თავისი ძალაუფლება ჭია ნეპოტიზმით დამანახა.
-გამოგრიცხეს?
-ესე პირდაპირ ვერ,სტატუსი შემიჩერდა.-შუბლზე ხელს ვისმევ.-წყალი მინდა რა,გთხოვ.- მასაც მოაქვს წყალი და წამებში რომ ვაცარიელებ,მეც გაკვირვებული ვრჩები.-უნივერსიტეტში ვიომე, მთელი ამბები ავწიე,მერე დავემუქრე სარჩელს შევიტან და სასამართლოში პასუხს აგებთ ყველა დარღვევისთვის-თქო.გავმწარდი მაშინ,ძალ-ღონე არ დავიშურე და რამდენიმე მუხლი ავაფარე სახეზე.-პატარა შერკინებებმა გადამატანინა ის პერიოდი,სწავლამაც და შრომამაც.
-შემდეგ?-ნიკაპზე ხელი ისე მოისვა,მომინდა დამეკოცნა.სურნელიც კი შემიძვრა ნესტოებში წარმოდგენისას.
-კოსტია,ქსენიაზე გაიგე?
-ჰო.
-ჰოდა,სასამართლო პროცესი მოვიგე.გაასაჩივრეს და მერე წავაგე.-თავი გვერდით გადავხარე.- ქსენიამ მითხრა რომ სამართალს ასე ვერ ვიპოვიდი.თავად გამეცნო.მაშინ ჩავიფიქრე,ამას მაგრად ვანანებ-თქო,იმ მომენტში წამალი წამართვა,ჩათვალე.ძალიან მჭირდებოდა იმ დროს..
-გადარეული ხარ.-თავს აქნევს.-რატომ დასდევს მოსაკლავად იმათ და რატომ არის მისი მეუღლე გარდაცვლილი?
-იმიტომ რომ ავადმყოფია.-კბილებში ვცრი.-მანქანას,რომელსაც გიოს მეუღლე მართავდა, მუხრუჭები არ უმუშავებდა და გზიდან გადაიჩეხა.რთული მისახვედრი არ უნდა იყოს თუ ვინ მყავს ეჭვმიტანილად.-სიმწრით ვმუშტავ ხელებს.-თეონილე ასე მალე არ უნდა წასულიყო, ვერ მემეტება ახლაც.
-მდააჰ,სერიოზული „კლასტერი“ შეიკრიბეთ?! -გადახოტრილ თმაზე ხელს ისმევს.
-„იასნად“!- ეგრევე ვავამტებ.-მე არ დამსდევს, მხოლოდ გიოს და პატარა სანდროს.ნუ ჯერ არ დამსდევს,როცა გაიგებს ჩემზე,ალბათ, მაგრად მცემენ და სადმე გადამაგდებენ,არ ვიცი ზუსტად.-სუნთქვა მერევა ამ ყველაფრის გააზრებისას.
-იცოდე,აქედან ფეხს ვეღარ გაადგამ.
-ეგ უკვე თავისუფლების უკანონო აღკვეთაა.
-ნერვებს მიშლი,ახლა უკვე განგებ!-ქურთუკს იშორებს და თეთრ პერანგში ისეთი სიმპათიურია, თავს ძლივს ვიკავებ.-კონსტიტუციის ელემენტებს ფლობ.-რომ დავი*კიდო ყველაფერი და პერანგის ღილები შევუხსნა?ჯანდაბა,მისი სურნელი მენატრება,მისი კანი!ცუდად ვარ.
-არა,ეს შენ გინდა გამომკეტო და მიკრძალო რაღაცები,მე კი ამის ნებას არ მოგცემ.-მხრებს ვიჩეჩ.- თავისუფალი ადამიანი ვარ და ის რომ გაპანიკებს ჩემი დაკარგვა,არ ნიშნავს რომ უნდა შემზღუდო,გესმის?არ მსიამოვნებს ჩხუბის დროს აწეული ტონი,არ ვეგუები უპატივცემულობას და მე თუ შენ კარგად გეპყრობი,ანალოგიური მჭირდება შენგანაც.-უკვე ვგრძნობ,შემიძლია მოვდუნდე.-სამსახურს თავს ვერ დავანებებ,ეს ერთი. თავისუფლად მინდა სიარული,ჩემს მეგობრებთან ყოფნა და ...
-უნდა ვიცოდე სად იქნები და როგორ იქნები.მე შენი სამსახურის მიტოვებას ვერ მოგთხოვ, რაც არ უნდა ცუდად ვხვდებოდე იმის გააზრებისას,რომ ვიღაც შესაძლოა შეგეხოს. მაბრაზებ და როცა მაბრაზებ კონტროლის შენარჩუნებას ვცდილობ.ჰოდა,ვინც მიყვარს ან ვისაც ვაფასებ,პატივს ვცემ.ამოიტომ ნუ იტყვი,რომ უპატივცემულოდ გეპყრობი.-ხელით მანიშნებს მივიდე,მეც უყოყმანოდ ვდგები ფეხზე,ღიმილით მივუახლოვდი,მან კი კალთაში ჩამისვა. კისერზე მაგრად მოვხვიე მკლავები და ჩავეხუტე.ცხვირის წვერით მივეფერე ყელზე მონატრებულს.
ჟრუანტელმა დამიარა და ტაომ დამაყარა,ყელი რომ დამიკოცნა.გული ამიჩქარდა ემოციებით დახუნძლულს და ავირიე. ყბის ძვალზე მივაკარი ტუჩები.გამაცახცახა მონატრებიგან.ეს სურნელი მომნატრებოდა ძლიერ და ისე ვეწაფებოდი,თითქოს ილეოდა.
-მენატრებოდი,დადუნა.-ტუჩებზე ნაზად მაკოცა და გაშლილ თმებზე დამისვა თითები. თავს მაკარგვინებს ეს თავხედი კაცი.ღაწვზე ნაზად მაკრავს ტუჩებს და წელზე მადებს მხურვალე ხელს.-ცელქი გოგო ხარ,იცი?!მოუსვენარი და სულ რაღაც უნდა იმაიმუნო,ნერვები ამიშალო.- ფერდებზე მიჭერს ხელს,მე კი მეღიმება.
-ხო,მაპატიე.ბარბის თოჯინა არ ვარ.-კისერზე ხელებს ვხვევ და ცხვირზე ვკოცნი.-თუ ეგეთი გინდა,იყიდება მაღაზიებში.
-მე ვინც მინდა,მყავს.-ლავიწზე მკოცნის.ჩემი ყველაფერი უყვარს,მოსწონს...უთქმელად ვგრძნობ.-დადუ,როგორ უნდა მოგთხოვო სამსახურის მიტოვება,როცა მაგით აცოცხლებ შენს ნაწილს?!მე თუ შენთან მინდა,შენ თუ ჩემი ძაღლი მიიღე,მე როგორ უნდა წაგართვა საყვარელი რამ?ვერ წაგართმევ,არც და ვერც.
-ხოდა,მოისვენე!თორემ თუ გავბრაზდი
-რამეს ამომიჩიჩქნი წარსულიდან და სასამართლოში მარბენინებ,მერე იმდენს იზამ,დამიჭერ.
-ცალკე კარცერს მოგიწყობ,კომფორტული საწოლით და იქ მიგაბამ.
-ახლავე გვინდა კარცერი!-ისე უცებ იწევა,რომ წამოდგეს,ეგრევე ვეკონწიალები კისერზე,რომ არ დავვარდე.
-რას აკეთებ,ნორმალური თუ ხარ.-ხელში აფრიალებული საძინებლისკენ გავყავარ.
-თქვენ დაკავებული ხართ ჩემი ნერვების ჯიჯგვნისთვის.-ყელში მკოცნის რამდენჯერმე და მაცინებს.-სიცელქისთვის,დანით ბოდიალისთვის და კოსტას ძმაკაცების გაწვალებისთვის!
-მე კი არა,შენ!-ბაგეებზე მოწყვეტით ვკოცნი.-თავხედი კაცი ხარ,გაბლატავებული.
-დიახაც,ვარ!-საწოლზე ზურგით მაწვენს და ზემოდან მაკვირდება ღიმილით.თმებზე თითებს მატარებს და გული იცით როგორ რიტმამდე მიდის?!ბედნიერებისგან ლამისაა გასკდეს,იმხელა სიყვარულს ვგრძნობ მისგანაც.-აქ ვიღაც უნდა გაიტყიპოსო!-სანამ ისევ გავუღიმებ,ვნებიანად მკოცნის და სუნთქვას საგრძნობლად მირევს.მირევს გონებას, მაკარგვინებს გარემოს აღქმას, მაგრამ საკუთარი თავისას არა.ყველაზე მეტად ახლა ვიცი რა მინდა,როგორ მინდა და რას ველი ამ სასწაულისგან.მაგრძნობინებს თავის თავს ჩემთან და ვნებისფერ საბურველში მახვევს. მონატრებისგან ვერაფერს ვზომავ, ვერც სიყვარულს და ვერც ალერსის სიხშირეს. მის მკლავებს მინდობილი ნეტარებაში ვეფლობი.სხეულით მისკენ ვიწევ და კისერზე მოხვეული მკლავებით სიგიჟის ნოტებს ვაჟღერებ.ჩვენი მელოდია ბოლო აკორდებს იღებს და გენიალური დასასრულით ასრულებს გამოსვლას.
არც ერთი წამით ვშორდები,ოთხივე კიდურით შემოხვეული მის გულისცემას ვდარაჯობ და აცახაცეხბულ სხეულსაც მიმშვიდებს ხერეხემალზე თითების თამაშით.უცნაურია, ცვარიც კი ერთი გვაქვს კანზე.შუბლზე მაკრავს ტუჩებს,მე კი სასიამოვნოდ მცრის.გულმკერდზე ვეყრდნობი,ის მეფერება და მთელი ტანით ვგრძნობ.დაღლილი მეჩვენება,მაგრამ მშვიდია, წყნარი.არც ალერსს მაკლებს,დაატარებს თითებს იქ,სადაც უნდა.მე კი ცის ფერებს ვეჯაჭვები. არასდროს მომწონდნენ ცის ფერთვალება ბიჭები,საერთოდ არავინ მომწონდა,თუ რამდენიმე მსახიობს არ ჩავთვლით,რომელიც ახლა მოხუცი ან გარდაცვლილია.ეს თვალები კი მიყვარს, რაღაცნაირად გულწრფელია და ნამდვილი ჩემთან.
ისე მომენატრა,არ მყოფნის და აფართხალებულ გულსაც მიჩხვლეტს სიყვარულის ეკლები.
-აქედან მართლა არ გაგიშვებ.-ჩურჩულებს და თავზე მკოცნის.თმებზე კი ნაზად დაატარებს თითებს.-აღარაფერი მაინტერესებს,აქ გტოვებ.-გადასაფარებელს მხრებამდე მაფარებს,თუმცა ხელებს მაინც შიშველ კანზე მაწყობს.ჰო,ჩემი კანი უნდა იგრძნოს,სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია.
-ჰოდა,ისედაც გაგიჟებულ ჩემიანებს შენ გასცემ პასუხს.-ვბურტყუნებ გადაღლილი და ამ წამს უკიდეგანოდ ბედნიერი.გვერდით გადავდივარ და მკერდზე თავს ვადებ.
-დიახაც,გავცემ...დაიცადე,რა დააშავე?!-ნიკაპზე ხელს მავლებს და თავს მაწევინებს. ეჭვით მიმზერს გაჩუმებულს.- რა მიქარე, პატარა ცუღლუტო?-თვალები უბრწყინავს,საოცრად თბილია.
-წესიერად,მარტო ვერ მივქარავდი მაგ ამბავს!-ცოტა ვბრაზობ და თითს ვუწევ.
-რატომ არიან გაბრაზებულები?ან ვისთან ერთად შესცოდე?
-მამაჩემი ჭკუიდან აიჭრა,თემუკა ხომ საერთოდ. გეძებენ და მოგიწევს მათთან დალაპარაკება, რადგან ჩემთან კომუნიკაცია უჭირთ.ნუ უჭირთ რა,თავს იკავებენ.-გული მეკუმშება ტკივილისგან. ესე არ უნდა მომხდარიყო.ჩემი შვილი ასე არ უნდა მიეღოთ!ჩემს ქცევებზე მან პასუხი არ უნდა აგოს.
-რატომ არიან გაბრაზებულები?
-გილოცავ,იმედია გული არ დაგკრავს. ორსულად ვარ.-ტუჩის კვნეტით ველი მის ემოციებს, მაგრამ მირჩევნია სულ არ უხაროდეს,ვიდრე ისე სწყინდეს,ასე ქვავდებოდეს და ფითრდებოდეს. მართლა ესე არ უნდა შვილი?
-მეხუმრები?-ხავის,კი არ მეკითხება.გული უფრო მტკივა,იმდენად მტკივა სახეზე მეწერება ემოციები და ყოველივე ნათელი ხდება.
-კარგი,კიას ჰქონდა ამაზე მხოლოდ ადექვატური რეაქცია. ბიძაჩემი არ მელაპარაკება. ჩემმა ძმამ მიღრიალა და მკბენს ყოველ შესაძლებლობაზე,მამა გვერდს მივლის და შენ მეხუმრებიო. უკაცრავად,მხოლოდ მე არ ვმონაწილეობდი პროცესში და მაღაზიაში არ მიყიდია რა.- ცოტა ვბრაზობ კიდეც.ნიკაპზე მოდებულ თითებს მიშვებს,ღიმილი უქრება სახიდან და თავზე ხელს ისმევს.
-ცოტა უცნაურია. აქამდე რატომ არ მითხარი?-გულდაწყვეტილი გვერდით ვწვები. უსიამოვნოა კონსტანტინესგან შორს ყოფნა,მაგრამ იმდენად მწყდება რაღაც შიგნიდან,ჩემი და თავისი შვილი რომ არ უნდა,რომ არ უყვარს და რომ უწევს ან მოუწევს ჩვენთან ყოფნა ან უარის თქმა...
სახეზე ხელებს ვიფარებ.
-აა,ტელეფონით მეთქვა?!ნუ ხომ გითხარი,მთავარი ესაა.
-დაუჯერებელია.
-მარტო არ გამიკეთებია-თქო და მეტი რა ვქნა?!კოსტა,გეკითხები!
-გააჩინე.-მხრებს იჩეჩს და ცის ფერებს მაპყრობს.-ჩემთან უნდა გადმოხვიდე.-ვერ ვიტან. ახლა მინდა დავახრჩო.მოვგუდავ კიდეც,არ დამენანება.მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა ხომ არ დგას?!
-კოსტიაა..-თავს ვეღარ ვაკონტროლებ,ისევ მეტირება.-არ გიყვარს შენ ეს ბავშვი.
-რა სისულელეა,ვერ ვიაზრებ ჯერ.უბრალოდ ვერ ვიაზრებ.- შუბლზე მკოცნის და მიხუტებს.
-არ გადმოვალ,არა..-სულ რომ სახლიდან გამაგდონ,მასთან არ გადავალ. -ნუ მეხები,ვერ გიტან!
-მამაშენი გამოგაგდებს.
-ნაძირალა ხარ!-წამოწეული ვცრი კბილებში.-ვირი,არამზადა,უხეში,უტაქტო,არაეთიკური!- პანიკა მიტევს უკვე და ისე ვისვრი სიტყვებს,არც ვფიქრობ შინაარსზე.-შე საზიზღარო,როგორ ვერ გიტან,როგორ მძულხარ,ნეტავ იცოდე!-თავს ვაქნევ ატირებული.-ჯანდაბამდე გზა გქონია, გაიგე?ხომ გაიგე!-ხელს მოწყვეტით ვიქნევ და მასსაც ცხვირში ხვდება.-მამა არ მიმატოვებს, არასდროს მიმატოვებს,ეს იცოდე!
-ჩემი კაი,ნელა გოგო!-წამოყვირა და არც შემებრალა,ისე მაწყენინა.თითებზე დაიხედა,გულზე მოეშვა სისხლის კვალი რომ არ დაუხვდა.
ფეხზე წამოვდექი.უკვე ჩაცმა დავიწყე,რომ წინ გადამიდგა.
-აჩმახებ.-ბრეტელიანი მაისურით და საცვლით რომ გავვარდე ქუჩაში ძალიან უხერხულია?! კარგი,ვიცი!-ჩემს თავს ვუყვირი გონებაში.
-სიცივეში შიშველი ვერ გავვარდები,გამეცალე!-შევუღრინე.
-საერთოდ ვერ წახვალ-მეთქი,ვერ გაიგე?!
-ნორმალური თუ ხარ,გამეცალე!-ტონს ავუწიე თვალებდაქაჩულმა.
-სანამ მაგ ბავშვს მუცლით ატარებ,კეთილი ინებე და მშვიდად იყავი!-ბავშვს ვატარებ... - ვერ წახვალ,შანსი არ გაქვს,დადუ..-ტანსაცმელი ხელიდან გამომტაცა და ისე ჩამეხუტა, სუნთქვა შემეკვრა.მხრებზე მეგონა ცეცხლი წამეკიდა,არადა მხოლოდ ამბორის კვალს ტოვებდა. უკან-უკან მახევინებს,ფეხებით საწოლის კიდეს ვგძნობ და ისე მალე ვჩნდები გაწოლილი ლოგინის ზედაპირზე,აზრზე ვერ მოვდივარ. გულაჩქარებული ვშეშდები,როცა მუცელზე ფაქიზი ამბორის კვალს ტოვებს.უცნაურ მუხტს ვგრძნობ,სულს მიღელვებს.კეკელიძე ზემოთ იწევა და შუბლზე მკოცნის მოსიყვარულე მზერით.-მშობლები ვხდებით?!-თავს ფრთხილად ვუქნევ.მიღიმის თვალებაწყლიანებული.-ამის მერე ფიქრობ რომ აქედან წახვალ?!მართლა გამორიცხულია, დადუ.
-წავალ..-ცრემლებს ვეჯიბრები.
-ვერა,დადუ,ვეღარ.რა უჩვეულო გრძნობა მაქვს,იცი?!ჩვენი შვილი უნდა გაჩნდეს, მშობლები ვხდებით და ახლა გულში მჭვალავს რაღაც.ფანჯრები რომ გამოვაღოთ?ვერ ვსუნთქავ..- გულზე მადებს თავს,ხელი მუცელზე ასრიალებს და განძრევის საშუალებას არ მაძლევს.-გადაირიე? სად მიდიხარ,ან ჩვენი შვილი სად მიგყავს?!რა მაგარი სიტყვაა,ჩვენი.. დადუ,ხომ მაგარი სიტყვაა?!თან შვილი.-ბუტბუტებს უკვე ჩემს ყელში თავჩარგული.-ხომ კარგადაა?
-კი,კოსტია.-თვალებს ვხუჭავ და თმებში ვუცურებ თითებს.-თავს კარგად გრძნობს პატარა კეკელიძე.-ჟრუანტელი მივლის.
-კეკელიძე...-იმეორებს ბევრჯერ.მერე კედლები ჩურჩულებენ,ჩურჩულებენ კეთილად. სახლს გაუხარდა კეკელიძის შვილი,ჯერაც რომ ჩემს მუცელში დაედო ბინა. სახლმა გააღმერთა, რანაირად ვიგრძენი,არ ვიცი,მაგრამ სახლმა კალენდარზე დღების ჩამოგლეჯვა დაიწყო. ვიგრძენი დიდებული დახვედრა ელოდა ჩვენს პატარას.-ეს რომ გაჩნდება,კიდევ მინდა.. მერე კიდევ.-უნდა,ჩვენი უნდა.
კოსტასთან გადავდივარ.ესე ხდება,კეკელიძე ესაუბრა:ცინოს,ჩემს ძმა-თემოს იგივე თემუკას და მშობლებს.არ ვიცი რა უთხრა,როგორ მოაგვარა,თუმცა ფაქტია,მასთან გადასვლა უპრობლემოდ შევძელი.ჩემზე კი კვლავაც გაბრაზებულები არიან,განსაკუთრებით თემუკა.ხმას არ მცემენ ზოგ-ზოგიერთები,მაგრამ ევდოკია და დედა სულ მეკონტაქტებიან. აქაც ამოდიან და მეხმარებიან. რამდენჯერმე კოსტას დედაც ამოვიდა,მაგრამ ვენები არ გადაუხსნია ჩემზე, აქაოდა რა ლამაზი გოგოა და საოცნებოო.მაგრძნობინა რომ არ ვარ სასურველი მისთვის და სიმართლე ვთქვა, ძალიან მეწყინა.იმდენად მეწყინა,ხმას ზედმეტად აღარ ვცემ თუ ამოდის.მხოლოდ ზრდილობის გამო ვესალმები,მერე კი კოსტას ვატოვებ დიალოგის გაგრძელებას.
-დედაჩემი ამოვა,დადუ.მე კიდევ წასვლა მიწევს ახლა და მალე მოვალ,სადღაც უნდა დავტოვო.- ნაძალადევი დიალოგის წარმართვა მომიწევს და ამაზე საშინელება არაფერია.კოსტას ვერ ვახტებით,ალბათ,თორემ მაგრად წავკამათდებოდით.
კონსტანტინემ შემომხედა,არც არაფერი უთქვამს,მომიახლოვდა და წელზე შემიცურა ხელი.
-ესე რომ დადიხარ,იცი მაინც,როგორ გამოიყურები?!-მაისურის წვრილ ბრეტელზე თითს მისმევს,დეკოლტისკენ მოუყვება და მკერდთან ჩერდება.
-მოგწონვარ!ვიცი რომ ლამაზი ვარ..-ღაწვებაწითლებული კი ვარ,მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო სულისშემხუთველი მზერა.-გამატარე,ამოვიცვა რამე.-კოსად აწეული თმები ჩამომიშალა, ლოყაზე ფრთხილად მაკოცა.
-ამ სახლში სტუმრიანობა უნდა ავკრძალო,მერე სულ ასე დამხვდები.
-ჩემი რომანტიკული.-კისერს ვიღერებ და ფეხის წვერებზე აწეული ძლივს ვკოცნი ნიკაპზე.- გამიშვი ახლა,მართლა ასე ხომ არ დავხვდები,გადაირევა დედაშენი.
-არ მეჩქარებოდეს,გადავიმეორებდით განვლილ მასალას,ახლებს კიდევ წავიმეცადინებდით.
-ე,რა გაფუჭებული ხარ!-დაფარულ გარყვნილ აზრებს მივუხვდი.-გარყვნილო!
***
-წვენი დალიე?-ჯერაც არ იყო ბოლომდე შემოსული,გამარჯობის გარეშე რომ მკითხა. თავი გავაქნიე.
-ვიტამინები გჭირდება და მე თუ არ ამოვედი ან დედაშენი,ისე უნდა იყო?!-უკმაყოფილოდ შეკრა წარბები.-ექიმთანაც დროულად ხარ წასაყვანი.
-ჩემით გავიკეთებ.-ზურგი ვაქციე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი,ქალბატონიც მალევე დამეწია.
-დაჯექი მანდ,ახლავე გამოვწურავ. მანამდე ხილი ამოვიტანე და დაჭერი რა.ანდაც,დაგიჭრი მე.
დავჭერი ხილი,აბა რა გამეკეთებინა?!რამე რომ არ ეთქვა,ლამაზად დავაწყვე თეფშზე და თან ისე ლამაზად,საჭმელად დამენანა.
-ყოჩაღ,გცოდნია რაღაც.-ჩამოჯდა და წვენი დამიდგა.
-კი,რამე რომ იყოს,გადავრჩები.-ოლღას არც შევხედე,ისე ჩავუბურტყუნე და მოვსვი წვენი.
-უხასიათოდ ხარ?
-ძილი არ მეყო.-მოვიტყუე. 12 საათი მეძინა,უბრალოდ ოლღასთან მარტო დარჩენა მძაბავს.
-რა ვიცი,სულ ოდნავ გაქვს მოსამატებელი,ისე კარგად ხარ.
-მადლობა.
-მუშაობას გააგრძელებ?
-სადამდეც შემეძლება,მერე კი დავჯდები ცოტა ხანს.-ჟაკეტის ჯიბეში ჩაჩურთულ თმის სამაგრს ვიღებ და თმებს მათლა ვიწევ კვლავ. დამცხა.
-მსახიობობას...
-მე და კოსტამ ამაზე ვისაუბრეთ.
-ჩემს მიმართ უხეში ხარ!-უცნაური ფერის თვალები აქვს. ამინდივით ცვალებადია ფერები, ზუსტად ვერ იტყვი რომელი ფერი აქვს.
-ოლღა,ვგრძნობ რომ გულზე არ გეხატებით. ბოდიში თუ გაგანაწყენე,მართლა არ მდომებია. უბრალოდ მე ვერ მოვეშვები იმ საქმეს,რომელიც მიყვარს.თქვენმა შვილმა კარგად იცოდა ვის იყვარებდა.ვწუხვარ,თუ არ მოწონვართ,გულწრფელად ვწუხვარ,მაგრამ სულ ვცდილობ თავაზიანი ვიყო..
-რომ არ მომწონდე ან არ მინდოდე,ახლა აქ არ ვიქნებოდით და ასე არ ვისხდებოდით. -ნიკაპს ღიმილით აყრდნობს მტევანს.-მომწონს დადუნა სცენაზე და ფილმში.კარგი ვინმე ხარ. უბრალოდ ახლა უკეთესი იქნება თუ შინ დარჩები. სულ მძიმე პერსონაჟები გყავს ხასიათებით, რაღაც უჭირთ და ორსულობისას ვერ უმკლავდებიან ემოციებს.ბავშვისთვის ეს ცუდია.- მხრებს იჩეჩს და ფეხზე დგება.-სადილს მოვამზადებ,რა გესიამოვნება?-დაბნეულმა მხრები ავიჩეჩე და ქვედა ტუჩი გადმოვაბრუნე.გაეცინა.
ვაღიარებ,გაკვირვებული ვარ და მექანიკურად ვმოძრაობ.
მობილურზე უცხო ნომერს დაუფიქრებლად ვპასუხობ და ვნანობ.ვიღაც სრულიად უცხო მირეკავს და მეუბნება,რომ კონსტანტინეს საყვარელია თუ რაღაც ამდაგვარი.ერთი წამითაც არ დამიჯერებია ის ტყუილი,ერთი წამითაც კი!უბრალოდ ემოციებს ავყევი და ოლღას დასაწყნარებელი გავხდი.
ვიღაც უცხომ,როგორ გაბედა და დარეკა,მერე მეორეც!კეკელიძეს როგორ გაუბედეს?! გაგიჟდება რომ გაიგოს.ჭკუიდან აიწევა.
-ახლა გადაურეკე და უთხარი რომ ყველაზე გიჟური ღამე გაატარეთ..
-რაში მჭირდება,ოლღა?!-აწყლიანებულ თვალებს ვხუჭავ.ყელში უხილავი ბუშტი სივდება.
-არ მოისვენებს ისე ის ქალი.უთხარი ისეთი რამ,ჭკუიდან გადავიდეს! ცრემლები მოიწმინდე და გონზე მოიყვანე.-სათვალეს ირგებს და მობილურს მაწვდის.-პაროლი არ ვიცი.
-რას მაკეთებინებთ?-მეცინება,ქალი კი ცრემლებს მწმენდს.
-შენ ხომ იცი,არ უღალატია შენთვის. ფიქრადაც არ მოუვა ეგ ამბავი ჩემს შვილს.ვიღაცამ კი რატომ უნდა გირეკოს და ნერვები გიშალოს?!უნდა იცოდნენ რომ ასეთ სვლებს აზრი არ აქვს. დადუ,რა პრობლემაა?!ვითომ შენი როლია!უთხარი რომ ზუსტად წუხელ,რომ გეფიცებოდა ჩემთან იკოტრიალაო,სე*ქსი გქონდათ სამზარეულოდან დაწყებული..- ქალს სახე ემანჭება.-საძინებლით დამთავრებული.რა ცუდი სათქმელია ჩემთვის,ნეტავ იცოდე! რა გაცინებს, ჩემთვის წეროს კი არ მოუყვანია კონსტანტინე?!-თავშეუკავებლად გამეცინა.ავხარხარდი ისე,ცრემლები წამომივიდა.ისიც ამყვა და მაინც გადამარეკინა.
-შენი სახელი?ანდაც,მნიშვნელობა არ აქვს. -ჯერაც მეცინება.- ბოდიში, წეღან თავი ვერ შევიკავე და ისე გამეცინა,უხერხული იყო და გავთიშე.-არ ვაცდი საუბარს.-ანგარიშზე დახარჯვა თუ მოგინდება,დამირეკე და ვიჭორაოთ,მაგრამ წუხელ კოსტა შენთან არ ყოფილა.- ოლღა ყურებდაცქცვეტილი მისმენს,თან ეშმაკურად ეღიმება.-თუ გაინტერესებს,დეტალებში მოგიყვები რა და როგორ გვქონდა.თუ პრაქტიკა გინდა,პარტნიორი მონახე. ოღონდ ისეთი,რომ გიზიდავდეთ ერთმანეთი.-ვთიშავ.
-მე რომ დაგავალე,ისე უნდა გეთქვა.გულზე გასკდებოდა.-ოლღა სათვალეს ისწორებს და კროსვორდს ჩაჰყურებს.
-თქვენთან ხომ არ ვიტყოდი!
-დიდი ამბავი,მე დაგავალე გულზე გაგეხეთქა!უნდა გეთქვა, კარში არ მაცდის შემოსვლასო!- ოლღა უკმაყოფილოა.-სხვა დროს გადაუარე ნებისმიერს! შენ ძლიერი გოგო ხარ,ვინც არ გინდობს არც შენ უნდა დაუხარო თავი.ორსულს განგრევდა და შენ კიდევ სულ ისე ტოვებდი.
-ნერვები მომეშალა,მაგრამ არაუშავს.-ეს ქალი მაოცებს. დღეიდან,მთლად „საძმოში“ ვერ, მაგრამ ჩემთვის საყვარელ ადამიანებში გავიყვან.
***
-დედაშენს ჩავუდაქალდი სულ ცოტა.-თითებით ვაჩვენებ კოსტას.გაკვირვებული ტრიალდება ჩემკენ.
-რა მოხდა,რამის დანგრევაში მოგეშველა?თუ ერთად მოკალით საერთო მტერი?
-არა,მეგობრულულად მომცა პატარა რჩევა და ისე გამომადგა,რომ მოვა ნამცხვარს გამოვაცხობ!- მობილურს დასტაცა ხელი.
-რას აკეთებ?
-ნამცხვარი მომინდა და დედაც მომენატრა.-წელზე ვხვევ მკლავებს და წვერებზე აწეული ყელში ვკოცნი.
-გაგიკეთებ!-მის არომატს ვისრუტავ,სულ მენატრება.მაგრად მიკრავს თავადაც გულში და თავზე მკოცნის.-არადა,ორივემ ვიცით რომ სუსტი მხარეა ჩემთვის კულინარია. ის ჩახარშული მაკარონი რამ გაჭამა,ნეტავ მაცოდინა?
-აი,დიასახლისი რომ მაკარონს ვერ მოხარშავს,მანდ აქვს ცუდად საქმე!ეგეთები არ უნდა გეშლებოდეს ამ შეფ მზარეულ გოგოს.-მელაზღანდარება ამხელა კაცი.
-ძალით რომანტიკოსო,კარგად უბაყუნე გუშინ?!მე რომ არ მეთქვა,ბოლომდე შეჭამდი.
-რა მექნა აბა,მეთქვა ეს რა შხამი დამიდე-თქო?!
-აბა,თავს რატომ იწამლავ?!-ვიწევი,რომ საქმეს მივხედო.- ძალიიით რომანტიკის დედაც!
-არა,ჯერ მოდი ჩემთან.-კალთაში მისვამს და თმებზე მეფერება.-ყველას დედოფალა ხარ,ასე გამოდის.-მიღიმის თავისი ჩაწიკწიკებული კბილებით და მაგრად მშურს.ისეთი სიყვარულით მიმზერს,ბედნიერებისგან ვიბერები.-დედამ გითხრა მიყვარხარო?არა ხო? არც მე.-მუცელს ელაპარაკება?!მაიგნორებს.
-უნდა დაიმსახურო.-წარბებს მაღლა ვწკეპ.-ჩემი და ბავშვის ურთიერთობაში ნუ ჩაერევი. თუ ცუდად მოიქცევა,ერთად მოვიფიქრებთ რამეს,მაგრამ როდის მოვესიყვარულები მხოლოდ მე და მან ვიცით.
-ნეტავ შენი ეზოს საკაცეთი რა განწყობაზეა უშენოდ?-აშკარაა მე მოვუგე ყველას ღიმილი და ნერვები მეშლება.
-ელოდებიან როდის შემირიგდებიან ჩემები,რომ კვლავ იხილონ დადუნა ცინდელიანი.
-თვითშეფასებაც ესაა,შვილო.-მუცელზე ცერით მეფერება და მაისურის შიგნით ძვრება.-სად ვაჩენთ?
-ვაჩენ მე,შენ-არა და ვერაზე.
-ანუ,ჩემი შვილი დაბადებიდან სნობი უნდა იყოს?ვაკესაც არ კადრულობს?
-ნუ ღლაბუცობ!დედას ნაცნობი მუშაობს და კარგი სიტუაციაა.შეგიძლია გაიკითხო და თუ უკეთესს აღმოაჩენ,იქ გავაჩენ,რა პრობლემაა და აღარ იქნება დაბადებიდან სნობი.- კისერზე ვხვევ მკლავებს, ვეხუტები.
-ბავშვს რომელიმე ცხოველის ტყავზე წამოვაგორებ დედიშობილას და ფოტოს გადავუღებ.
-კოსტია,ნუ ტინგიცებ ამხელა კაცი!მაგას გააკეთებ და მე აქედან წავალ!-ყელში მკოცნის, ჟრუანტელი მივლის.
-რა ვერ გაიგე?!მე ტრადიციების მოყვარული ვარ.-უკვე ნერვებს მიშლის.-ჩვენი შვილი სნობი იქნება.შენი გავლენების გამო.
-ნუ მაიძულებ მამობის უფლება ჩამოვართმევინო სასამართლოს!
-დადუნა,ბევრს ლაპარაკობ!
-რამდენიმე რადიუსის სიახლოვეს ავაკრძალინებ შენს სიახლოვეს!
-მაშინ თოფს გავისვრი,კარგი?
-მართლა ნუ ღლიცინებ და ოინბაზობ!შეიძლება ამდენი მოთმინება დასრულდეს და ხელუკუღმა წამოვა ბაირამ დუდუკში,როგორც ლექსო იტყოდა!
-არ უნდა გევლო კარატეზე,რა დროს მოგინდება ხელის მოქნევა,კაცმა არ იცის.-კისერზე მკბენს და ისეთს ვცხებ ბეჭებში,გაოცებული მიყურებს.მე კიდევ კისერს ვიზელ.
-აღარ გამოვაცხობ ნამცხვარს,რაც გინდა გამოიძახე,მშია!
-მართლა რა მწარე ხელი გაქვს,ახტი ერთი!-ფეხზე წამომაგდო და სარკის წინ ზურგით დადგა, მაისური აიწია.-გაშლილი ხუთი თითი მახატია,არამზადავ!-განცვიფრებული ტრიალდება.- კაცთა უფლებებს ვინ იცავს? კვალი უნდა ვაჩვენო,სანამ ცხელია.
-მადლობა თქვი,ცხვირში რომ არ მოგხვდა ბრმად მოქნეული მუშტი.
-მერე იტყვიან კაცებზე არ ძალადობენო.-ჩაიბურტყუნა საყვარლად.ბევრი არ უწუწუნია, გამოიძახა პატიოსნად საკვები.-ჰა,რას მიბღვერ!-საბრძოლვევად მომუშტა ხელები და ადგილზე ძუნძულით მოიქნია.-იცოდე:ბოქსზე დავდიოდი,ცურვაზეც,მათემატიკაზეც,ხრიდოლზეც... ჩაგანოკაუტებ,დადუ!
-ვიდეო უნდა გადავიღო და გამოგაჭენო,როგორი ღლიცინა ხარ ჩემთან.-მობილური ავიღე ხელში,წამსვე დაუშვა ხელები და დაჯდა მშვიდად. მობილური ისევ აწკრიალდა,ისევ უცხო ნომერია.ამჯერად გადავწყვიტე არ ვუპასუხო.დამღალეს!
თუმცა არ გაჩერდა,ისე შევწუხდი აგრესიულად ვუპასუხე.
-მიყვარს შენი ინტუიცია,გუმანით მიცანი და ტონზე დაგეტყო.-საბა ჩაჩანიძის ამაზრზენი ხმა ჩამესმა და წამოვიმართე.ჩემთან ერთად კოსტაც,მაგრამ ხელის აწევით გავაჩერე.ის ჯერაც ვერ მიხვდა,ვინ არის და რატომ მაქვს ასეთი რეაქცია.
-კარგი ძმაკაცივით მოსაკითხად თუ დამირეკე,გადასარევად ვარ..- ოთახი კი შევიცვალე, მაგრამ კეკელიძე არ ჩამომშორებია.უფრო დაინტერესდა.
-კი,გავიგე.ვიღაც სიმპათიურს და არც ისე მდიდარს გადაუსახლდი.დაორსულდი ისევ თუ რატომ?-ყელში უხილავი გორგალი მომაწვა და ისე გადიდდა,მეგონა კანი გადამიხეთქა.
-დაახ.ვიე!
-არ გაბედო გათიშვა,თორემ გაფრთხილების გარეშე „გაგიბაზრებ“ რაც მიქარე ადრე.
-არაფრი იცი.ახლა რაღას იგონებ?-ამაკანკალა,თითები გამეყინა.
-არაფერს ვიგონებ,ორივემ კარგად ვიცით რა მოხდა იმ ღამით.-კოსტა ტელეფონს მართმევს ხელიდან,მე კი გონებაში კადრები მერევა.-ნადარეიშვილმა თავისი გაისწორა და შენ ბავშვის მო.შორება დაგჭირდა. -მახსენდება ხმაურიანი სახლი,ღამე და ეზოში შემოსული მანქანა. ნადარეიშვილი მომიახლოვდა და მაკოცა თუ არა,მაგის შემდეგ ბნელდება ყველაფერი. დილა არ გაიხსენო,არა..
თავს ვაქნევ ფიქრების გასაფანტად და კონსტანტინეს ცივ მზერას ვაწყდები.
-ეველინს ვურეკავ ან დედაშენს,მე გასვლა მიწევს.-მომუშტულ ხელებს დავყურებ,ყველა ძარღვი რომ გამოსკდომამდეა მისული.ესე არასდროს ბრაზობს,მეშინია.
-ახლა არ დამტოვო.. საშინელმა მოგონებამ თავი თუ შემახსენა,ვერ გადავიტან.- მაცახცახებს.- რას უსმენ მაგას,ხომ ვთქვი ვერაა მთლად დაწყობილი-თქო!
-არ ინერვიულო,ახლა გავალ...
-მჭირდები!ახლა რომ დამტოვო,გავგიჟდები! ჭკუიდან გადავალ,ხომ გაიგე? ხომ კარგად გაიგე?- შეშლილივით ავიქნიე ხელები.
-რა ჯანდაბა გაგიკეთეს,დადუნა.-არც კითხულობს,ისე მაფრინდება მაჯაში და ტანზე მიკრავს.
-არაფერი,უბრალოდ არ წახვიდე!-ქვედა ტუჩს კბილებს მაგრად ვაჭერ.-ახლა მჭირდები, ძალიან მჭირდები,გესმის?!-უსამართლობა მგუდავს.ცუდად მხდის და ისტერიკაში მაგდებს.ყველა ნერვზე მეხება და მწკრივში ჩამდგარი უსახურები ისრებს მესვრიან.
რომ მოვკვდე,არაფერია.იქნებ დავისვენო კიდეც,იქნებ..(ვერ დაისვენებ,შენ საზიზღარი ხარ!) კბილების კაწკაწი მახვედრებს,რომ ყბებიც კი აღარ მემორჩილება და ვინგრევი. აუტანლად მცივა,სისხლი მოძრაობასაც კი წყვეტს,ვგრძნობ შეტევის სიმძლავრეს... როგორ მეცლება ხელიდან ნაკოწიწები სიმშვიდე,თითქოს მავნეებმა ქვები დაუშინეს ლამაზ ვიტრინას. მსხვრევის ხმამ ქვეყანა შეძრა!
-აქ ვარ,არ ინერვიულო.დამშვიდდი,დადუ..-მთელი ძალით ვხვევ მკლავებს.-სულ გაიყინე, ესე როგორ შეიძლება?-გული მასაც აჩქარებული აქვს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს,მაგრამ არ გამოდის.არ გამოსდის და რა უნდა გავაკეთო,არ ვიცი.ზურგზე ხელს მისმევს წრიულად და დაბალ ხმაზე მღერის.ოდნავ ტანსაც არხევს და მეც მიყოლიებს.სმენად ქცეული თვალებს ვხუჭავ, ღრმა სუნთქვა კი მიდუნებს დაჭიმულ სხეულს.მისი ხმაც სასიამოვნოდ მეღვრება ყურებში.ფეხები მერევა,გონება სადღაც მექაჩება,კეკელიძე დემონებისგან მიხსნის. უცნაურია, თურმე როგორი ყოფილა სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარი... თურმე როგორი სასურველია სიცხოცხლე,მაგრამ როგორი უძლური ხარ აღდგენისთვის.
მერე რომ გამათბოს კალთაში მისვამს და თბილ მატერიას მაფარებს.თმებზე მეფერება ,შუბლზე კი ფაქიზად მკოცნის.მისი სხეულის სითბო დევნის სულის ამაწიოკებელ მაჯლაჯუნებს და ვთბები.ვთვბები,მაგრამ თავში ფრაგმენტებად ტრიალებს წარსული,ილუზიის წვეთები ერევა ყოველივეს და ემატება შეცდომები,ემატება გადაუჭრელი,მაგრამ სადღაც სიღრმეებში მიჩქმალული გრძნობების მთელი რიგი კასკადი და მეშინია.ესე მაშინაც არ შემშინებია, გარეუბანში უმისამართოდ რომ დავეხეტებოდი,ოღონდ ის არაკაცი არ მენახა.ოღონდ არავის გაეგო,რა იყო იმ ღამეს.სიმართლეს არ მოვუსმინე,მაგრამ დღე არ ყოფილა,რომ არ ებრძოლა აღმოცენებისთვის.
-რა მოხდა,დადუნა?-სიმშვიდეს ინარჩუნებს ჩემ გამო კიდევ ჩვენი შვილის გამო.
-არაფერი.
-გავიმეორო კითხვა?
-არაფერი.-ნიკპზე თითებს მიჭერს,ტკივილს ვერ ვგრძნობ.ვერაფერს ვგრძნობ..-დედასთან მინდა!
- რაღაც დაგიშავეს!ეს დედა***ნული არ უნდა ვიცოდე,რა?არ შეგიძლია მოყოლა?ვინ იცის ეგ ამბავი, გიორგიმ?დედაშენმა?ვინ მეტყვის რა გჭირს,რა გაწამებს წლებია?! უნდა გიშველო, ეს დედა მო*ნული,უნდა ამოგათრიო და ვიღაცამ ამიხსნას რა ჯანდაბაა,რომ იმ შენი მადევარი აჩრდილის გამომწვევი ვინც მგონია,გადავხსნი შუაზე!-თავს ვერ იკავებს,ტონი მაღლა იწევს. მე ცუდად ვხდები,ცრემლები მცვივა,ყელი მტკივდება.-რა გაგიკეთეს,რა! თავი წავაცალო?! დავანაწევრო?რას იმსახურებს,მითხარი! მითხარი და გამოვუღებ სისხლს,მაგ ნაბი*ვარს!
-ნუ ყვირი,ნუ მიყვირი!-ყურებზე ხელებს ვიფარებ.-ვერ ვიტან,მეზიზღება და მეშინია. ნადარეიშვილმა იცოდა,სულ ყვიროდა..-ზიზღის განცდა მიძვრება და ისე ვმწარდები, როცა ვიაზრებ რომ პასუხი არ უგია იმისთვის,რაც გამიკეთა.. შეიძლება გავგიჟდე..- არ მინდა ლაპარაკი,არა.-თავს ვაქნევ გიჟივით.
-დამშვიდდი,მორჩი!-მხრებში მაფრინდება და მაჩერებს.-დადუნა,თუ ისაა,რასაც მე ვფიქრობ და თუ ამისთვის არ დაისაჯა..-კბილს კბილზე აჭერს,რომ მოთმინება არ დაკარგოს. მე კი ცრემლები მცვივა სიმწრისგან.
-სულ რატომ მახსენებთ?რა ადამიანობაა?მეზიზღება ის მომენტი,ის ღამე და ის ტყუილი.. დამავიწყებინეთ!როცა მე ვმარხავ,თქვენ ნუ თხირით და ნუ იქექებით!-თავი მტკივდება.- ცუდი როლი იყო,მეორეჯერ აღარ ვითამაშებ.კოსტა,ცუდი როლი იყო და იქ დავტოვე.საშინელება იყო, ნუ გამახსენებ.-მხარზე შუბლით ვეყრდნობი.-წამალს ვსვამდი,მომიტან?დაძინებაში მომეხმარება.-ტირილი პანიკაში მაგდებს,რომ არ გავაფრინო,უნდა დავიძინო.
-აივანზე დავსხდეთ,გინდა?სუფთა ჰაერია და არც შეგცივდება.
-ჩემი წამალი მინდა!
-მერე პატარა?მისთვის არ შეიძლება.გინდა ვიმღერო?
-პატარა...-ბავშვის ხსენებაზე სიყვარულის ნაყოფს ვგრძნობ.
-ხო,ჩემი და შენი,ჩვენი პატარა.შენ მჩუქნი,შენ ეზიარები ჩემთან ერთად,ხვდები? თანამოზიარე ხარ ყველაზე დიდი სასწაულის,ჩემო საყვარელო.-სახეზე მაწყობს ხელებს,ძალიან ცხელია... იქნებ, ბრაზისგანაც?! რა ვიცი...
-სიგიჟემდე...-ვბუტბუტებ და ნებას ვრთავ,დამიშროს ცრემლით დანამული ლოყები.
-რა..
-მიყვარ...-ხმა მიწყდება.-ხარ..-ვხავი,პირს ვაღებ და სხვა არაფერი.შუბლზე მკოცნის.
-ანგელოზი ხარ,ჩემი ანგელოზი.
--
არსად წასულა,არ გამიშვია და არც მომიყოლია.რომ მოვყვე,ვერც ის აიტანს და ხომ ვიცი, შემო.აკვდება.
ჩემთვის საშინელი მომენტია ახლა. მოწევაც მინდა და გათიშვამდე დალევაც,ვერ ვეკარები. არ შეიძლება და მიწევს ამას დავემორჩილო.მიწევს ფხიზელი გონებით ავიტანო რეალობა, უკვე ამბის შესაფუთად ტყუილები ამომეწურა საკუთარ თავთან.
ჰო,დადუნა!პატარა იყავი და დალიე,მეგობრის დაბადების დღეზე ყოფილმა შეყვარებულმა ჩამოგაკითხა და გათიშულს ჩაგიტარა.ჰო,შენმა სხეულმა ვერ გაიჩერა საბრალო ბავშვი და აღარ აწამე..აღარ აწამე არც ის და არც საკუთარი თავი!მორჩა ილუზიები,ყველაფერი ცხადია ! სხვას რომ ასე დამართნოდა,პასუხი ხომ გექნებოდა?!ხომ წაიყვანდი საჩივრის დასაწერად და არ მოისვენებდი,სანამ ბოლოს არ მოუღებდი?! ამდენი წელი როგორ ვერ გადახარშე?! რით ვერ მოინელე?შეიძლება არც გტკენია,შენ ხომ გეძინა.. მაგრამ დღემდე მოგყვება!
სიმართლე მხოლოდ ერთია,ამან დამიცვა.ამ ტყუილმა საკუთარ თავთან შანსი მომცა და ცხოვრება გამაგრძელებინა.
კოსტას მაგრად ვეხვევი.კისერში სახეს ვმალავ.ვგიჟდები,ჰარმონიის სუნი აქვს და ისეთია,მინდა შევუძვრე კანში.
ღმერთო,როგორ მიყვარს!როგორი ჩემია და როგორი ჯიუტი!
მკლავზე მისმევს ხელს მონოტონურად.
-კოსტა,ნამცხვარს გაგიკეთებ.-მთელი ღამის გამოუძინებელი ვბუტბუტებ და არომატულ კანზე ვკოცნი.
-დაისვენე.უბრალოდ იწექი და დაისვენე.
„გაგიბარზებ“-საბას ნათქვამი მახსენდება.გულზე შემომეყარა. ხალხი ალაპარაკდება, კონსტანტინე დაითრგუნება და შეიძლება განწირულებიც კი ვიყოთ.
-საბა თავისუფალია და დანაპირებს აასრულებს.-თვალებში ვერ ვუყურებ.-ერთი ეგ აქვს, პრინციპულია,სიტყვის კაცი კი არა.-მამა მახსენდება. ან გული გაუსკდება,ან იმ საცოდავს მოკლავს.თემუკა?!აწამებს,სისხლს გამოუღებს... ცინო?!ცინოს სისასტიკეზე არაფერი მსმენია,არც მინახავს,მაგრამ არც არავის გაუბედავს ზედმეტი ჩემთან,როცა მის სიახლოვეს ვიყავი.
-ორსულად იყავი?
-კოსტია,დაივიწყე,კარგი?!ამ ამბებს თუ ვერ გაუძელი და წახვედი,გავიგებ.-ვჩუმდები გარკვეული დრო.-მაგრამ ვერ გაპატიებ.
-რატომ მიმალავ?
-სათქმელი არის რამე?
-ბევრი რამ.იქნებ საბა გავაჩერო,იქნებ შენი სულის დამშვიდებაც შემიძლია?
-ვერ დამეხმარები.
-იძალადა?-ძლივს ამოთქვა.-იმ არსებამ იძალადა?
-ისეთი მოსაწყენი ადამიანია,ბოდიში მომიხადა სახალხოდ და ჩამეძინა იქამდე,სანამ რამე მოხდებოდა.-თვალებს ვაჭერ ერთმანეთს. ღმერთო,ოღონდ არაფერი მოხდეს,ოღონდ კოსტამ არაფერი ჩაიდინოს!ვერ გადავიტან,ვერც მისი ადამიანობა გადაიტანს.
-გამოდის,ისარგებლა.
-ეგ ჩემი პირადია და აღარ მინდა გახსენება.-ტანში უსიამოვნოდ მცრის.ჯერაც ვერ ვგუობ და არც ვიგუებ!ვერ შევეპუები იმას,რომ შემეხნენ.ვინც არ უნდა იყოს,მნიშვნელობა არ აქვს.არავის აქვს უფლება,ნების საწინააღმდეგოდ ან თანხმობის გარეშე შემოიჭრას პირად სივრცეში.
-ბავშვი?
-არც ხელები ჰქონია,არც ფეხები..არაფერი საერთოდ,უცნაური ფორმის იყო და მითხრეს რომ ვერ უძლებდა.იტანჯებოდა და მეც იმიტომ ვიყავი ცუდად.21 წლისამ კი გადაწყვეტილება მივიღე და მარტივად არა,სიმართლე თუ გინდა.-გულგრილი მინდა ვიყო,მაგრამ მგონია ჩემი და ნადარეიშვილის ცოდვებისთვის დაიღუპა პატარა.-შანსი არ ჰქონია დაბადების,რამდენიმე ექიმთან გადავამოწმე და მაინც მგონია,რომ შეიძლება გადარჩენილიყო... თუ ვაცდიდი.- გული მტკივა,ძალიან მტკივა და ყელში ისევ მგონია კანი მისკდება.-5 დღე ვიფიქრე და ბოლოს ეგ იყო, ექიმებს ვენდე.თუმცა ის კითხვა სულ მიტრიალებს,რომ დამეცადა რა იქნებოდა?
-გადაგიყოლებდა,კიდევ კარგი დაუჯერე.-თითებზე მკოცნის.-კარგად ხარ?
-არ ვიცი,უცნაურად ვარ.არ მინდა რამე ისეთი გააკეთო,მე მთელი ცხოვრება ვნანობდე და შენ იტანჯებოდე.
-ახლა ვფიქრობ,ყვერ..ებით დავკიდო ხეზე ერთი სულიერი და ტყავი გავაძრო თუ ვინმეს ძალა გამოვაყენებინო მასზე?-დაუფარავი სიძულვილია.-ყველაზე სასტიკი ...
-არ გაბედო!არაფერი მითქვამს მისთვის!
-მითუმეტეს!ქმედებით არ აყოლილხარ,კი არ გითქვამს და დაუპატიჟებლად სად ტენის ერთ ადგილს?-მკლავი მტკივდება,ისე მიჭერს ხელს.-შენი არჩევანი უნდა ყოფილიყო, გეფიცები.. შენ უნდა გდომოდა,ამის გადატანა არ უნდა გიწევდეს,არც არავის უნდა უწევდეს.
-მტკენ,მტკენ!-ვარკვევ ფიქრებისგან და ხელსაც მიშვებს.-არაფერი ჩაიდინო,თორემ წავალ.თუ დავიფიცე,ხომ იცი უსიკვდილოდ გავაკეთებ?! -თვალებში ვუყურებ ამღვრეული მზერით.-გთხოვ,არ მანანებინო რომ გენდე..არ დამაღალატო.
-ნუ ნერვიულობ,მე შენთან ვარ და არსად წახვალ.-ტუჩებზე მკოცნის ფრთხილად.- გაჭრილი გაქვს,როგორ გიწვალებია ტუჩი.-მკაცრი გამომეტყველება აქვს. გამწარდა.-მოვა ეველინი სადაცაა და მოგხედავს.
-არ გიშვებ!არაა!-ტონს ვუწევ.
-ვმუშაობ,დადუნა.-მატყუებს,ვგრძნობ.
-წავალ-თქო!შენს სიჯიუტეს ვაჯობებ,ნუ მიწვევ.-შიში მეპარება ფეხისთითებიდან. თუ ვთქვი, უნდა შევასრულო კიდეც.
-საერთო შვილი გვეყოლება და გიყვარვარ,რით მემუქრები?
-კოსტია!-ანაზდეულად წამომხტარს და კარისკენ მიმავალს მივსდევ გულაჩქარებული.- არ გაბედო,ფეხი არ გაადგა,იცოდე!-სასოწარკვეთილი ვხავი.-წავალ!
-დადუნა,დაიძინე..
-არ წახვიდე-მეთქი!-კარს ვეფარები.-ცუდად ვარ,ფეხი არ გაადგა,არ გაპატიებ!-არც უპასუხია, არც უღრიალია,უბრალოდ გამომწია და კარი გამოაღო.
-ე,გულმა გიგრძნო?-ეველინი დგას კარში დაბნეული.
-დარჩი რა,დამშვიდდეს!მე წასასვლელი ვარ.-მთელი სხეულით ვგრძნობ რომ გვღუპავს.
-გადავირევი ახლა,თუ კარიდან გახვალ,მე აქედან წავალ!-ეველინი გაოგნებული გვიყურებს.- სულ არ მაინტერესებს ვინ რას იფიქრებს,სულ არ მაინტერესებს!მოკ.ლავ იმ უბედურს..
-ვის,რა ხდება ხალხო?-ნუცუბიძე ეჭრება.
-ნადარეიშვილს,სხვას ვის?!-ნუცუბიძეს გვერდი აუარა და ის იყო კიბეებზე უნდა დაშვებულიყო კეკელიძე,რომ ეველინს აღმოხდა ბლუყუნით.
-დაიღუპა..-მე ფერი გადამდის,მგონია სისხლი მეყინება ძარღვებში.
-რა?-კოსტა ბრუნდება მთელი ტანით.
-დღეს დილით გავიგე,წუხელ ავარიაში მოყოლილა.-ხმა უკანკალებს.-დამწვარიაო გვამი, ასე ამბობენ.გვერდით ის ბიჭი ეჯდა,ჟღენტი,დადუ,ის,ძალიან რომ უყვარდი...- აღარაფერი მესმის.-თქვენ რამ გადაგრიათ?
-როგორ გამასწრო,როგორ გაბედა სიკვდილი..-სახეზე ხელებს ისმევს და გულზე მეშვება. ნერვებისგან ისეთი სიცილი მიტყდება,ავადმყოფი ვგონივარ,ალბათ,ორივეს. გულზე ხელებს ვიდებ და ვხარხარებ.
-ადამიანო,რა გემართება?!-ნუცუბიძე აღშფოთდა.-ღმერთმანი,ადამიანი დაიღუპა, სასაცილოა?! ზოგჯერ რა ცივსისხლიანი ხარ.-თავს აქნევს გამკიცხავად.-გულქვა!-უარესად მეცინება მის სახეზე და იქვე ვჯდები იატაკზე.-ცუდად იქცევი!
-გაცივდები..-კეკელიძე გაცოფებულია.
-ახლა სად მიდიხარ,აბა?!-ენით ვისველებ ტუჩებს.-ეველინ,უცნაური ამბის მაცნე ხარ.- ისევ მეცინება და ჩემი ნერვების ბრალია,ეს დაზუსტებით შემიძლია ვთქვა.
-რა გჭირს შენ?!-კეკელიძე ფეხზე მაყენებს და ნუცუბიძეს პასუხობს.
-პერიოდულად ნერვები არ ემორჩილება.-კოსტა მკლავებზე მიჭერს ხელს.
-რა დაგიშავა ნადარეიშვილმა?-ინტერესი ვერ დამალა,მე სახე გამიქვავდა.
-გამაუბედურა,ევილ... მაგან და ჩემმა თავმა!-სახე ეცვლება,მე ვიცინი. მერე რა,რომ თავზე მემხობა ძლივს დაწყობილი ცხოვრება?! არ მაინტერესებს,აი ასე!მაინც ვერაფერს ვშველი...
-იცი,თვალის უპეები ჩაგშავებია და ჩაცვენილი გაქვს.აჯობებს დაიძინო.-ჩემს მაგივრად წყვეტენ თუ რა სჯობს და რა არა.
-არაფერი მინდა!-მარტივად გამოძვრა ნადარეიშვილი და უსამართლობის განცდა მაქვს. შემეხო, როცა არ მინდოდა,როცა მე მეძინა და ამან თავისი კვალი დატოვა. ორგანიზმი მომიწამლა.
-ნუ ჯიუტობ,წამოდი!-კეკელიძე მკლავში მავლებს ხელს და საძინებლისკენ მექაჩება.
-თქვენ რა იცით,მე რა მინდა და რა არა?!ან ჩემთვის რა სჯობს და რა არა?-ტონს ვუწევ.- დედაჩემთან მინდა წასვლა!-სიმწრისგან კანში ვერ ვეტევი და ღრიალიც არ მშველის,ისე ვხურვარ.-დედაც შევ*ი! სახლში მინდა და შემეშვით!
-მე რამეს მოვამზადებ,იქნებ დაწყნარდეს ამასობაში.-ეველინი გვტოვებს გაოგნებული და აშკარად შეურაცხყოფილი.
-რა ჯანდაბა?რა დაგიშავა შენმა მეგობარმა?!-მკლავი გამოვგლიჯე თვალებდაქაჩულმა.
-დედაჩემთან გადავალ ისევ,ერთად არაფერი გამოვა..-გაქცევა მინდება.მაჯაში მავლებს ხელს და ოთახში მიმათრევს,მერე კი კარს ფრთხილად კეტავს.
-კიდევ ერთხელ იტყვი მაგას,კიდევ ერთხელ დამემუქრები და მართლა ისე ვიზამ, ჩემს შვილს წაგართმევ!-თითი სახესთან დამიქნია.-გინდა წასვლა? აღარ გიყვარვარ? წაბრძანდები,მაგრამ ჩემი შვილი აქ უნდა იყოს და სულ არ დავვინტერესდები რა გენდომება!რა გგონია,რაც გავიგე რამეს შეცვლის?გაქცევა მომინდება შენგან?
-გეცოდები,ხომ ასეა..-ყელში არხებად მეჭრება ტკივილი. ცხვირი მეწვის და ტკივილი თავში ადის.
-კაცი რომ იყო,მაგარს შემოგცხებდი მაგ სიტყვებისთვის!-კბილს კბილზე აჭერს და თვალს თვალში მიყრის.სუსხიანი მზერა აქვს.-რა გაქვს შესაცოდი,მითხარი.რა გაქვს?ის რომ მაშინ ვერ შეძელი თავი დაგეცვა?მთლიანი ხარ,დადუნა!ჭკვიანი,საინტერესო,კეთილი,მზრუნველი, პასუხისმგებლიანი,ლამაზი და ნიჭიერი.რისთვის მეცოდებოდე?!
-ვერასდროს დაივიწყებ,ხომ ასეა..
-მაგრამ არ ვახსენებთ!ის უკვე აღარაა რომ დავანაწევრო ცოცხლად და პასუხი მარტივად აგო. ზოგს უმართლებს,მაგასაც გაუმართლა!შენ კი ჩემს შვილს რომ ატარებ მუცლით,ვალდებული ხარ იზრუნო.სხვა თუ არაფერი,თუ ადამიანობაზე არ ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ ვალდებულებებზე მხოლოდ,მაშინაც ხარ!მე კი არც მეცოდები,არც ხათრით ვარ შენთან და არც იმიტომ,რომ მამაშენი ან შენი ძმა იარაღს მაბჯენენ შუბლზე.მიყვარხარ და მანდ მორჩა! უბრალოდ ძალიან ცუდია,როცა არ შეგიძლია ძვლებში დაშალო ის,ვინც შენი საყვარელი ადამიანი გაამწარა.მისმა მშობლებმა რა დააშავეს,თორემ მიწის დაყრის ღირსი არაა..
-მე..
-რა შენ,დადუ?!არაფერი იცვლება შენი წარსულის გაგებით,საერთოდ არაფერი. ნეტავ ადრე გეთქვა,მე მოვუსწრაფებდი ჩემებურად მშვიდი სიცოცხლის წლებს.
-ვერ გეტყოდი..
-შენი პირადია,მომიყვებოდი თუ არა,შენი გადასაწყვეტი იყო,მაგრამ ახლა მიჭირს გადახარშვა, მე რომ არ მოვუღე ბოლო!სისხლი მიდუღს,ისე მინდა კისერი მოვუგრიხო.-ყბის ძვალი ეჭიმება.
-არ გინდა,არ თქვა არაფერი..თუ მზად ხარ ჩემთან ერთად გადაიტანო ეს ყველაფერი, ბრაზი გაუშვი და დამეხმარე მეც გავუშვა!წყეულ ილუზიებში გავატარე წლები,რომ გადავრჩენილიყავი და ყოველთვის,როცა წარსული მეძახდა,ვიძინებდი.წამალი მაძინებდა. გადავაგორე,გესმის?! ის წლები,გადაგორებულია და მე უნდა ვისწავლო ამით ცხოვრება.-ისე მძიმედ ამოვისუნთქე, გულიც ამოვაყოლე მგონი.-თუ ვერ გადაიტან,თუ ამას ვერ გაუძლებ და წახვალ, გასაგები მიზეზი იქნება ჩემთვის,მაგრამ უპატიებელი.გამოვა,გვაჯობა და თუ გვაჯობა, სუსტები ვართ. თუმცა,ეს იმას არ ნიშნავს,რომ უნდა დარჩე.
-დიდი სისულელეა მაგაზე დაფიქრება,დადუნა.დღეს ან ხვალ რა იქნება არავინ იცის,შეიძლება გარეთ გავიდეს სასეირნოდ კაცი და დაიღუპოს.უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია,ვერ და არც..არ იქნება და მორჩა!-მოახლოებული შუბლზე მაკრავს ტუჩებს.-ჩემს ნერვებს ხომ ყოფის დღეს უტირებ ხოლმე,მაგრამ როცა მშვიდად ხარ,ის მომენტები არ მეთმობა..- გვერდში ვბწკენ.
-რა საშინელი ხარ!-გადაღლილი ვეყრდნობი მას.
-შენ თვითონ რა!-ლოყაზე მჩქმეტს.
-ავადმყოფო,მტკენ!-ცხვირზე თითებს მიჭერს და ლოყაზე ხმაურიანად მკოცნის.
-ლამაზი ხარ,დადუ,ძალიან ლამაზი,ამის დედაც!-გული მიფართხალებს,პარალელურად კი ლოყები მიღაჟღაჟებს.-თუ არ გავალთ,ეველინი იფიქრებს რომ ყელი გამომჭერი.
-ნუ მიფათურებ ხელებს,გავედი მე!-წელიდან ვაშორებინებ მკლავებს.
-მე მალე დავბრუნდები,გასასვლელი ვარ.
-სად?
-ქალბატონი ქსენია უკვე მე მიკავშირდება.
-რატომ ვითომ?!ჩემი პარტნიორი ამაწაპნე,არამზადავ?!
-კი,შენი რუსულით სიღრმისეულ დიალოგებს ვერ გაუქაჩავდი.ისე,აქამდე როგორ ესაუბრებოდი?აკი,რუსული არ ვიცი კარგადო?!-თუ ჰგონია გამომიჭირა,ცდება.
-მერე და საიდან მოიტანე რომ ვიცი?!გაქცეულს კი მოვაბრუნებ,მაგ ცოდნას ვერ დავუკარგავ ჩემს თავს.უკვე სერიოზულად რომ გავჭედეთ მე და ქსენიამ,ხელი ჩაიქნია ჩემზე,ქართული ისწავლა.- ეღიმება.-გაიზარა მაგის კარგად ამთვისებელი რომ არ ვიყავი და რომც ამეთვისებინა,თავის ენაზე არ დაველაპარაკებოდი!ეგღა მაკლია,გვაქვს რა საერთაშორისო ენა და მესაუბროს ინგლისურად!
-შენში პატრიოტული სისხლი ჩქეფს!პირდაპირ გიდუღს!-თავს ვაქნევ დოინჯშემორტყმული.
-შენი დასაცინია პატრიოტიზმი? არ გაფორთხიალო,ნერვებს ნუ მიშლი! შემოგაპარეს საქართველოსა შიდა?სისხლი გადმოგისხეს იმ არამზადებმა?-ვენებზე თითებს ვირტყამ.
-შენ გირჩევნია ჭამო რამე,ბევრს ლაპარაკობ.სანამ იმ საბას უარესად მიუქარავს,წასასვლელი ვარ!
-ეგოს დაკმაყოფილებას არ მაცდი!-ვუღრენ.
-ჰა?
-მაგ იდიოტმა ჩემი თავი გაარიცხინა მეორე უნივერსიტეტიდან!მე უნდა დავამარცხო და არა შენ!
-მაშინ ასე გავაკეთოთ,მე ახლა ჩავაგდებინებ მუცელში ენას,შენ კიდევ ერთ-ორს შემოგარტყმევინებ.მერე იმედია ჩემს სნობ შვილს მშვიდად განავითარების საშუალებას მისცემ!
-შემორტყმა უშველის?!არა,კოსტა.. თეონილე,ქსენიას პატარა გოგონა,ახლა ჩემს მეგობარს და მის შვილს დასდევს.
-ქუჩაში რომ ავი ძაღლია,ხომ იცი?!ერთხელ მაგრად რომ შეგაშინა.-თავს ვუქნევ.-ეე, მაგაზე უარესი რომ იქნები კაცი,მანდ დაგენძ*რა.-მეცინება,ნერვების გამო აღარ.
-„კრისტალი იბაზრე“.-მხარზე ხელს ვუტყაპუნებ.-ცალმხრივ „შუტკაზე“ რა აზრის ხარ?
-უნდა მაგინო?-ეღიმება,თან ქურთუკს იცმევს.
-არა,ცოტ-ცოტაზე გაგაბრაზებ ხოლმე.
-არა,მადლობა.ისედაც არ გეშლება ეგეთები.არსად გახვიდე უჩემოდ.
-„ хочу туда погуляю,хочу суда погуляю.“-ცხვირზე ცერს ვიბჯენ,ნეკა თითს კი ვშლი თვითკმ