შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (3 თავი )

4-04-2021, 17:48
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 1 293

დილით გაჩერებაზე მდგომის წინ ისევ ნაცნობი სამარშუტო ტაქსი გაჩერდა. არიდამ ყველა მგზავს დაასწრო ასვლა და მძღოლის გვერდით სავარძელზე მოთავსთა.
-დილამსვიდობის ! - მორიდებით მიესალმა კაცს.
-დიმაშვიდობის . მე ლადო მქვია. - თავი მისკენ მიაბრუნა მძღოლმა, ხელი გაუწოდა და გაუღიმა.
- სასიამოვნოა ბატონო ლადო.
- ოღონდ ბატონო არა, გთხოვ ! - შეწუხებულმა ამოილაპარაკა კაცმა. - თუ ასაკობრივი ზღვარი გიშლის ხელს სახელის დაძახებაში, მაშინ ლადო ბიძიათი მომმართე.
- კარგი, ლადო ბიძია. - სითბოთი აღვსილმა უპასუხა და გაღიმებილმა გაიხედა მინიდნ.

თანხის გადახდის დროს, ამჯერად ცოტათი იკამათეს. საბოლოოდ კი შეთანხმდნენ, ყოველი მეორე მგზავრობის საფასურს გადაიხდიდა. ლადოს სახით კიდევ ერთი მაგალითი გამოჩნდა არიდას ცხოვრებაში ვინაც დააჯერა, რომ კეთილი ადამინები ჯერ კიდევ არსებობენ და მათ შეუძლიათ სრულიად უცნობებზეც იზრუნონ. იმდენი ცუდი მოგონება დაუტოვა თავისმა ნათესავებმა და ახლობელმა ადამიანებმა, ძნელად თუ ენდობოდა ვინმეს და მითუმეტეს ძნელად თუ დაიჯერებდა უანგარო სიკეთის არსებობას. ადვილად ვერ იჩენდა ახალ მეგობრებს. ყველასთან ურთიერთობდა ვისთანაც კი რაიმე მიზეზით უწევდა შეხება , არც კომინიკაბელურობა აკლდა, მაგრამ წითელი ხაზი ჰქონდა, რომლის იქითაც არავის უშვებდა. ამ თვისებას კი საგულდაგულოდ მალავდა, თავის გარშემომყოფთათვის წყენის მიზეზი, რომ არ გამხდარიყო და გამოსდიოდა კიდეც, რადგან ყველას მხრიდან კარგ დამოკიდებულებას გრძნობდა.

სამსახურში მისულს ქეთიმ ყუთი დაახვედრა სადაც წვეულებისთვის განკუთვნილი სამოსი ელეგა. დღესაც საქმიანი ვახშმით დაკავებული კლიენტების მომსახურეობა მოუხდა. ერთ-ერთ მაგიდასთან იდგა და შეკვეთას იღებდა დარბაზში შემოსული ის შავთვალება მამაკაცი, რომ შენიშნა. ორ ახლაგაზრდა თანმხლებთან ერთად. თავად წინ მოდიოდა. კლასიკური სამოსი მოხდენილად ადგა მის მაღალ, მხარბეჭიან სხეულს. დარბაზში მსხდომ რამდენიმე ადამიანს თავის დაკვრით მიესალამა და ზუსტად იმ მაგიდის წინ დაიკავა ადგილი, სადაც არიდა იდგა. წამით შეხედა გახევებულ გოგონას. თავლი თვალში გაუყარა და თითქმის შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
ისევ არიდას მოუხდა მათი მაგიდის მომსახურეობა. ზრდილობიანად მიესალმა და შეკვეთის მიღებას დაელოდა. ამჯერადაც აღარ შეუხედავს ბიჭს გოგონასთვის. არიდას კი სადაღაც გულის პატარა კუნჭულში ძალიან უნდოდა კიდევ ეხილა მისი სფეროები. მათი დანახვა შეუცნობელ შიშს კი იწვევად მასში, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნო შეგრძნებებს გვრიდა. დარბაზიდან გამოსულმა რამდენიმე თანამშრომელს ჰკითხა მის შესახებ, მაგრამ ყველა ერთს უდასტურებდა. არაფერი იცოდნენ რადგან ახალი კლიენტი იყო. თუმცა ფაქტი იყო, რომ არც ფულის უქონლობას განიცდიდა და და არც მაღალი წრის სანაცნობოს ნაკლებობას. მერე იფიქრა ქეთისთან გავარკვევო, მაგრამ ისევ გადაიფიქრა. კაბინეტისკენ წასული უკან მობრუნდა და სახლისკენ აიღო გეზი. საკუთარ თავზე გაბრაზდა ამხელა ინტერესს, რომ იწვევდა მასში.
დილით, ტრადიციულად რვა საათზე გაეღვიძა. ვინაიდან არსად ეჩქარებოდა ცოტახანს კიდევ მისცა თავს უფლება მორფეოსის სამყოფელს დაბრუნებოდა. ათი სრულდებოდა თვალი, რომ გაახილა. სწრაფად წამოხტა საწოლიდან. ისაუზმა, ლენას მირთმეული ყავაც დააგემოვნა, ქეთის მიტანილ ყუთს ხელი დაავლოდა სირბილით ჩაიარა კიბეები. ეზოში ავტომობილი ელოდა, რომელსაც აგარაკზე უნდა აეყვანა. დანიშნულების ადგილზე მისულს,ნახევარი საქმე გაკეთებული დახვდა. მას მართლაც მარტივი საქმე დაავალეს. უკვე მზა საკვები ალაფუშეთის სტილში უნდა დაელაგებინა თეფშებზე და წვეულებისთვის მოწყობილ დიდი მისაღებში მაგიდაზე უნდა გაეტანა.
სტუმრების მოსვლიდან კიდევ ერთი საათი მოუხდა შრომა. მერე კი ქეთიმ ანიშნა დროა გამოიცვალოო. ოთახი მოუძებნა შიგნით შეაგდო და დაუბარა: - მაგ ოთახიდან რომ გამოხვალ უნდა ბრწყინავდეო.- არიანდა, უხალისოდ დაწვდა ნივთებით სავსე მოზრდილ ყუთს და სათითაოდ დაიწყო მათი ამოლაგება. კაბიდან კოსმეტიკამდე , ყველაფერი ელაგა შიგ. უმნიშვნელო დეტალიც კი არ გამორჩენია ქეთის. სამუშაო ფორმა მოიშორა და შავი ატლასის მუხლს აცდენილი კაბა გადაიცვა. მართლაც, რომ გასაოცრად მოსჩანდა მისი ფითქინა სხეული ამ კაბაში. ზომიერად მოშიშვლებული სხეული და დეკოლტეში ამაყად მომზირალი ლამაზი მკერდი, თვალწარმტაცს ხდიდა მის გარეგნობას. ნაწნავებად შეკრული ბზინვარე დალალები გაიშალა და ისინიც მოურიდებლად დაეფინენ მის სიფრიფანა მხრებს. მხოლოდ მცირედი მაკიაჟით შემოიფარგლა. მე თუ მკითხავთ საერთოდაც არ სჭირდებოდა მის ბრიალა შავ თვალებიან, გრძელ წამწამებიან, კალმით ნახატ წარბებიან და მოზრდილ წითელ ბაგეებიან ლამაზ სახეს, რაიმეს წასმა. ყელზე ვერცხლისფერი გამჭვირვალე თვლიანი კოლიო გაიკეთა. ფეხზე მაღალქუსლიანი ტუფლი მოირგო და კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში. ეხამუშა კიდეც იქიდან მომზირალი, საოცრად მომხიბლავი, ცოტა გამომწვევად ჩაცმული გოგონას დანახვა, მაგრამ რას იზამდა სხვა სამოსი არ ჰქონდა. ბოლო აკორდები შეიტანა გარეგნობაში. მერე კარი გამოაღო და ნარნარი მოძრაობით შეუერთდა სტუმრებს. პირველი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, დაახლოებით ორმოცდაათი წყვილი თვალი ერთდროულად, რომ მოტრიალდა მისკენ. ქალიან კაციანად გაშტერებული მზერით უცქერდნენ და მათ მზერაში აშკარად გამოსჭვიოდა, რომ ამ საღამოს დედოფალი ჰავდა. ეს დედოფალი კი თავად იყო. უმშვენიერესი, თვალწარმტაცი- არიანდა ამირეჯიბი. ისეთი მეტამორფოზა განიცადა, ვერავინ იფიქრებდა რამდენიმე წუთის წინ ამ გოგონას ლანგარი თუ დაჰქონდა. ქეთი, ამაყი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ხელკავი გამოსდო, ჩუმად უჩურჩულა, ჩემს თხოვნასაც კი გადააჭარბეო და თავისი სამეგობროსკენ წაიყვანა. მთელი წვეულების მანძილზე არ მოშორებია გოგონას დაჟინებით მომზირალი თვალები. თვით იუბილარიც კი აღფრთოვანებული იყო, მისი მშვენებით. ისიც კი დასძინა, რომ არა ჩემი ასაკი და მით უფრო ცოლიანის სტატუსი, ამ გოგოს ხელიდან არაფრის დიდებით არ გავუშვებდიო. ზედმეტი ყურადღებითა და ქათინაურებით შეწუხებულმა არიდამ ქეთი გააფრთხილა, რომ სუფთა ჰაერზე აპირებდა გასვალას. იქვე მაგიდაზე დადებულ წითელი ღვინით სასვსე ფუჟერს დაავლო ხელი, ეზოში გასასვლელი მინის კარი გადალახა, ლამპიონის მკრთალი განათების ქვეშ დადგმული მოწნული სკამები მოძებნა, სწრაფად მივიდა სასურველ ადგილზე, ფუჟერი სკამებს შორის მდგომ მაგიდაზე დადო და კომფორტულად მოთავსთა. თავისი ლამაზი თვალები ზეცისკენ აპაყრო. ერთხანს ათვალიერა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ღრმად ჩაისუნთქა სიმყუდროვით გაჟღენთილი ჰაერი. მერე თვალები დახუჭა და საზურგეს მიეყრდნო. გარინდული იჯდა და უფრო მეტი გრილი ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით გახშირებული სუნთქვის გამო მკერდი, რიტმულად, ლამაზად აუდ-ჩაუდიოდა. იგრძნო, როგორ მოუხალოვდა ფრთხილი ნაბიჯებით ვიღაც და მასთან ახლოს გაჩერდა. თავლების გახელა მანამ არ იკადრა, სანამ უცნობის ხმამ არ გაკვეთა ჰაერი.
- შორს წამოსულხართ. როგორც სჩანს მსგავს წვეულებებს დიდად არ წყალობთ. - გაისმა ნაცნობი ბარიტონი თუ არა ერთიანად ჭყიტა თვალები და სკამზე გასწორდა. რათქმაუნდა მამაკაცს არ გამოჰპარვია მისი რეაქცია. - მომიტევეთ ! თქვენი შეშინება არ მინდოდა.
-
- არაუშავს. რატომ დაასკვენით, რომ არ ვწყალობ? - უცნაურად შემატებული სითამით აყვა საუბარში ნაცნობ-უცნობს.
-
- შემთხვევით მოგკარით თვალი და გიცანით რესტორნიდან. მერე კი მთელი საღამოა გაკვირდებით. ვხვდები, როგორ უხერხულად გრძობთ თავს ამ გარემოში. გაწუხებთ ქათინაურები, რომლებსაც ვფიქრობ, სრულიად დამსახურებულად იღებთ. - დაუფარავად გააჟღეღა თავისი სათქმელი კაცმა.
-
- რახახან მთელი საღამო ჩემი დაკვირვების მეტი საქმე არაფერი გქონდათ, ვფიქრობ, თქვენც არ უნდა წყალობდეთ მსგავს შეკრებებს. - წამით გახედა უკვე მის გვერდით მდგომ სკამზე მოთავსებულ მიმზიდველ სხეულს და ისევ საზურგეს მიეყრდნო.
-
- სრულიად გეთანხმებით !
-
- ჩემი აქ ყოფნის მიზეზი ალბათ ადვილი მისახვედრი იქნება თქვენთვის, მაგრამ წვეულებებს თუ არ წყალობთ, რამ გაიძულათ აქ მოსვლა? რით გაგყავთ დრო? - ლამის ენაზე იკბინა გოგონამ თავისი ინტერესი ასე აშკარად რომ გაამჟღავნა.
-
- მე? მე, შავ-თეთრ გრძნობებს ვეომები ასეთ დროს. - სრულიად ბუნდოვანი პასუხი გასცა და დააბნია კიდეც ქალი. - ან, თუ არჩევანი მაქვს უმშვენიერეს გოგონასთან საუბარს ვამჯობინებ მყუდრო გარემოში. - არასდროს მოსწონდა არიდას, როდესაც აქებდნენ, მაგრამ მისსგან ნათქვამი კომპლიმენტი უჩვეულოდ ესიამოვნა.
-
- ნეტავ, მხოლოდ ასეთ დროს მიწევდეს შავ-თეთრ გრძბობებთან ომი და არა, ყოველდღიურობასთან. - პირველად და გაუცნობიერბლად დაიწუწუნა გოგონამ სრულიად უცხო ადამიანთან.
-
- დამიჯერე, არც ჩემი ომია მარტივი. თუმცა, სიამოვნებით ვიქნებოდი შენი თანამებრძოლიც.
-
- მეც დამიჯერე, არ მოგინდებოდა ჩემს ომში ჩარევა. - ღრმად ამოისუნთქა ქალმა და ისევ ცას გახედა.

ასე უხმოდ ისხდნენ ცოტახანს. არიდა ცას უყურებდა ბიჭი კი არიდას. თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც უყურებდა და იმ წუთასაც შავ-თეთრ გრძნობებს ეომებოდა. როგორც იქნა მოსწყვიტა თავლი არიდამ ცას. ღვინით სავსე ფუჟერი აიღო, შეანჯღრია, ერთი ყლუპი მოსვა და ინსტიქტურად მოიტარა ენა, ღვინით დანამულ ტუჩებზე. ამის შემყურე კაცმა, ერთიანად იგრძნო სისხლის აჩქარებული მოძრაობა ძარღვებში. ოხვრით ამოისუნთქა და კვლავ საუაბარი წამოიწყო.

- მშრალი ღვინო გიყვართ? თანაც წითელი?
-
- თქვენ წარმოიდგინეთ და არც ალკოჰოლს არ ვწყალობ. იშვიათად ვაძლევ თავს უფლებას მხოლოდ ღვინო გავსინჯო, რადგან მას უკვე დასრულებული გემო აქვს. არც ენაზე იკბინება და არც დაუსრულებლობის შეგრძნებას გგვრის. აი წითელი კი ჩემთვის სიცოცხლის წყურვილთან ასოცირდება. ასე, რომ ამ ჭიქაში ჩემთვის უფრო სასურველი კომბინაცია ასხია ვიდრე საყვარელი.
-
- საინტერესო შეხედულებაა.
-
- თქვენ რას იტყვით? - მის მხარეს მდგარ წითელი ღვინით სავსე ფუჟერს გახედა და მიანიშნნა. - თქვენ გიყვართ წითელი ღვინო?
-
- მიყვარს არა, მე უფრო ასე ვიტყოდი, არაფერი არ მიყვარს რაც გამჭვირვალეა. წითელ ღვინოს კი გამჭვირვალეობას ნამდვილად ვერ დავწამებთ. - ჭიქა აიღო, მოძრაობით ანიშნა ქალს შენ გაგიმარჯოსო და ერთი ყლუპი მოსვა. - როგორც ჩანს, ჩვენი აზრები ემთხვევა ამ ჭიქებში მოთავსებულ სითხის სასურველ კომბინაციასთან დაკავშირებით.
-
- უკაცრავად, მე უნდა დაგტოვოთ. - მისი სიტყვებითა და ჟესტით დაბნეული არიდა ცივად წამოიჭრა ფეხზე. მამაკაციც წამოდგა.
-
- დასანანია, მაგრამ რას გავაწყობ. ღამემშვიდობის მშვენიერო გოგონავ ! - მკრთალი ღიმილი დაურთო სიტყვებს.
-
- ღამემშვიდობის ! - გამოეთხოვა და სწრაფი მოძრაობით გაეშურა ქეთისაკენ.

კაცი მანამ იდგა და უყურებდა ვიდრე ხალხს არ შეეერია გოგონა. შემდეგ, თავის ადგილს დაუბრუნდა. ისევ აიღო ფუჟერი. უეცრად, პირთან მიტანილი ჭიქიანი ხელი ჰაერში გააშეშა, წამით ჩაფიქრდა, მერე უკან გასწია და მინდორზე დაღვარა წითელი სითხე. ჭიქა ისევ მაგიდაზე დააბრუნა და არიანდას ფუჟერზე, რომელიც იქ დარჩა, მზერა გაუშეშდა. კუშტი გაუხდა მამაკაცური ნაკვთებით შეკრული მეტად მომხიბლავი სახე. მერე კი უაკნმოუხედავად დატოვა იქაურობა.
- არიდა ის ყმაწვილი ვინ იყო, ბაღში, რომ ესაუბრებოდი? - ჰკითხა ქეთიმ მანქანაში, როდესაც სახლის გზას დაადგნენ.

- წარმოდგენა არ მაქვს. სულ მესამედ ვნახე. ორჯერ ჩვენს რესტორანში მესამედ კი აქ. მარტო ვიჯექი და გამომელაპარაკა.

- ჩვენი კლიენტია? მე რატომ ვერ ვიცანი?

- ალბათ იმიტომ, რომ ახალია.

- შეიძლება, მაგრამ მე ყველა ადამიანზე მაქვს ინფორმაცია ვინც კი თუნდაც ერთხელ შემოდგამს ფეხს ჩვენთან.

- ანუ მასზეც გექნება? - ინტერესმა სძლია არიდას.

- რათქმაუნდა.კიდევ რომ მოვა დამაკვირვე და გადავამოწმებ ვინაა.

- კარგი. - უცნაური სიხარული იგრძნო.

- ისე მიკვირს, იმდენხანს რომ ესაუბრე და არ გამოექეცი. - ინტრესიანი მზერა შეავლო ქალმა.

- ისეთი არაფერი უთქვამს. თანაც ასეთი გამოწყობილი - ხელი აიტარ-ჩაიტარა სხეულზე. - დახვეწილ მანერებს ხომ არ დავკარგავდი ?! - ხუმრობით სცადა იმ უხერხულობის გადაფარვა რასაც განიცდიდა.

- ნამდვილად. ისე დღეს კი არ ბრწყინავდი პირდაპირ კაშკაშებდი ჩემო ბრილიანტო. - თვალები გაუბრწყინდა ამის გახსენებაზე ქეთის და კიდევ ერთხელ დაუარა სიამაყემ სხეულში.

- ნუ აჭარბებ ახლა.

- როგორი უბრალო ხარ არიდა. როგორ არ აფასებ შენს თავს. იცი, რამდენმა მკითხა ვინ არისო? ისეთმა ადამიანებმაც უკეთესი მომავლის აწყობაში რომ დაგეხმარებიან. რამდენიმე სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელიც იყო იქ და სერიოზულად დაინტერესდნენ შენით.

- ეგ, წინასწარ იცოდი ხო ქეთუშ? ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე ხო?

- აბა სხვანაირად ვერ გაგაგებინე, როგორ გამოიყენო შენი ფიზიკური მონაცემები შენსავე სასიკეთოდ. ვერ გასწავლე შენი თავის ფასი. - ცოტა გაბრაზებაა შეერია ხმაში.

- მე კმაყოფილი ვარ იმ სამსახურით, რაც მაქვს.

- რითი ხარ კმაყოფილი ახლა ნუ გადამრევ ! იმით, მთელი დღე მუხლჩაუხრელად რომ შრომობ რესტორანში და საღამოს უხამს მზერას რომ გსტყორცნიან ხოლმე? თუ იმით, დასვენების დღეებში ვიღაც ფულით გაბღენძილ ადამინებს სახლებს, რომ ულაგებ? ამით ხარ კმაყოფილი არიდა?

- თუნდაც. ქეთი გამიგე ! აქ ყველას ვიცნობ. გარკვეულწილად ყველას დავუახლოვდი და ვენდობი კიდეც. არ მინდა სხვა სამსახური, სხვა გარემო და ახალი ნაცნობები. არ შემიძლია იმ სამყაროში თავის დამკვიდრებისთვის ვიბრძოდე სადაც ბინძური წესები მოქმედებს. არ შემიძლია ამ წესებით ცხოვრება და ამიტომ ვერასდროს მივაღწევ წარმატებას. არ შემიძლია გავხდე მათსავით ხელოვნური, მედიდური და უღირსი წესებით მოთამაშე მარტო იმიტომ, რომ უკეთესი მომავალი შევიქმნა. მე და შენ ყოველდღე ვხვდებით ასეთ ადამიანებს და მშვენივრად ხვდები რასაც ვგულისხმობ. ხოო, კმაყოფილი ვარ იმით რაც მაქვს და იმით ვინც მყავს. ვენდობი იმ გარემოს, სადაც ვცხოვროვ. ვიცი, არავინ არ დამიდებს ფეხს და მიწაზე მძიმედ არ დამანარცხებს. ასეთი ადამიანები კარგა ხნის წინ მოვიშორე. - მძიმე ოხვრა ამოაყოლა ამ სიტყვებს გოგონამ.

- ხომ იცი, რომ ამ გარემოშიც შეიძლება ვინმემ ფეხი დაგიდოს თუ დაინახავენ, რომ ოდნავ მაინც მათზე წინ წახვედი. იმდენი ხანია სულ მარტო ეომები ცხოვრებას და რატომ გგონია, რომ იმ სამყაროში ბრძოლას ვერ შეძლებ?

- იქ უღირსი მოთამაშეები არიან. მათი პრიორიტეტი მატერიალურისკენ სწრაფვაა და ჩემს ფიზიკურ მონაცემებს, რითიც დღეს ასე აღფრთოვანდნენ, შეეცდებიან ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. ჩემით ივაჭრებენ ქეთი... მე ამ ხალხთან საერთო ვერ მექნება. ჩემი გული და გონება შორსაა მსგავსი ადამიანებისგან.

- მშვენივრად ვიცი, როგორც ხდება მაგრამ უნდა ეცადო მოერგო არიდა. რათქმაუნდა შენით სარგებელს ნახავენ, მაგრამ შენც ხომ ნახავ ამით სარგებელს? სამწუხაროდ, ასე იმართება დღეს სამყარო ყველა საკუთარ ტყავზე ზრუნავს.

- ხო ასე იმართება. ვიღაცეები ფეხზე რკინის ქალამანწამოცმულები მათ გაცვეთამდე შრომობენ, რომ ერთ გაუმაძღარ მავანს მილიონები აშოვნინო. თავად კი ამ მილიონებიდან მხოლოდ გროშები ხვდებათ. - ერთდროულად ზიზღითა და სიბრალულით იყო გაჟღენთილი არიდას სიტყვები.

- მე მხოლოდ ის მინდა, შენი მდგომარეობა შემსუბუქდეს. მინდა ბედნიერი იყო.

- ვიცი, მაგრამ ასე მირჩევნია. შეიძლება მეტნაკლებად, მაგრამ მაინც კარგად ვარ. ახლა საკუთარ ბედსა და მომავალს თავად ვმართავ. არავისზე ვარ დამოკიდებული საკუთარი თავის გარდა. რთული ცხოვრება მაქვს, მაგრამ ამავედროს მაქვს არჩევანის უფლებაც. აუცილებლად გადავლახავ ამ დღეებსაც. უკეთესი ცხოვრება მექნება და რაც მთავარია მე, ისევ მე ვიქნები. თავისუფალი არჩევნისა და საკუთარი ბედის მართვის უფლებით. - უზარმაზარი ენთუზიაზმი და მომავლის იმედი იგრძნობოდა მის ხმაში. თვალები კი ოპტიმიზმს ანათებდა. იმ წუთას პატარა, მაგრამ თავდაჯერებულ მეოცნებე გოგოს ჰგავდა არიდა.

- არც კი ვიცი, რა გითხრა. - დანებების ნიშნად ჩაილაპარაკა ქეთიმ.

- არაფერი არ მითხრა, უბრალოდ ჩემს გვერდით იყავი. - ახლოს მიჩოჩდა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.

- ცელქი ბავშვი ხარ. ყოველთვის ახერხებ ჩემს მოლბობას. - მარჯვენა ხელი აიღო საჭედან და თმებზე ნაზად მოქაჩა.

- იმიტომ, რომ მიყვარხარ. შენ ის მითხრი ბატონ ვახოსთან რა ხდება. ხშირად ვხედავ შენს გვერდით.

- ხო. შანსს არ უშვებს მომეკრას.

- კარგი, რა ! მართალია ჯერ გამოუცდელი ვარ, მაგრამ შენი, სიყვარულით ანთებული თვალების გარჩევა მაინც შემიძლია.

- შენ იმ შენობაში მარტო ჩემს თავლებს ხედავ და არჩევ ?

- სხვისასაც, მაგრამ მხოლოდ შენით ვინტერესდები.

- ხოდა, იმ ზურიკელას ბრალია შენი დანახვისას რომ უნათდება თვალები , მაგრამ შენ რომ არ იმჩნევ, ახლა მეც რომ სხვანაირად მინათდება ვახოს დანახვისას. კუპიდონობა დაიწყო.

- მაგან თავის თავს მიხედოს სჯობს. შენ და ვახოს არაფერი გჭირთ საკუპიდონო.

- ისე, მართლა საერთოდ არაფერს გრძნობ მის მიმართ? ხომ იცი, კარგი ბიჭია.

- რაიყო, მომავალ გერზე ზრუნავ?

- ეგ რა შუაშია? ეგრე, შენ ჩემი შვილობილი ხარ. - თითქოს ნაწყენი ხმით უთხრა ქეთიმ.

- კარგი. ვიხუმრე. - პატიების ნიშნად თვალები ლამაზად აუფახურა არიდამ და ქეთის გაღიმებაც შეძლო. - საერთოდ არაფერს ვგრძნობ გარდა პატივისცემისა. ვაფასებ, ზედმეტად რომ არ მაწუხებს. - უცებ, სერიოზული გაუხდ ხმა.

- გასაგებია. როგორმე უნდა დავავიწყო შენი თავი. ვატყობ დაიტანჯება.

- ლუკას, როდის ეტყვი თქვნს შესახებ?

- არ ვიცი. - სერიოზული გაუხდა გამომეტყველება ქეთის. - ძალიან გამიძნელდება მასტან ამაზე საუბარი. ისეთი ასაკი აქვს ყველაფერს რთულად იღებს. ისედაც შეიცვალა ამ ბოლო დროს. მამამისიც არ აპირებს ჩამოსვლას, ცოტათი მაინც, რომ დამეხმაროს მის მოვლა-პატრონობაში. არად ვგრძნობ კაცის ხელი სჭირდება.

- რატომ? რას აკეთებს ასეთს ? - გულზე მოხვდა ქეთის სიტყვები გოგოს. იმოდენა გამოცდილება მიიღო ძმის წყალობით, თითქოს შორიდანვე გრძნობდა თინეიჯერებში პრობლემების დასაწყისს.

- სულ გაღიზიანებულია და სახლში გვიან მოდის. რამდენჯერმე ვიკამათეთ კიდეც.

- ნამდვილად ასაკის ბრალია. ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე მაგ დროს. - მისი დამშვიდება სცადა არიდამ, მაგრამ თავად კი გაუჩნდა სადარდელი. - დიდი ხანია არ მინახავს. შევეხმიანები და იქნებ რესტორანში მოვიტყუო. ცოტას ვიჭუკჭუკებთ.

- კარგს იზამ. იქნებ შენ მაინც გითხრას რამე. ვიცი, ძალიან მოსწონხარ.

ზუტად ბინის წინ გაუჩერა ქეთიმ ავტომობილი. ფრთხილად გადავიდა და კაკუნით გაუყვა სადარბაზომდე მისასვლელ ქვაფენილს. ვიდრე კორპუსში შევიდოდა, იქვე მსხდარ რამდენიმე მეზობელს გამოელაპარაკა. რომლებიც სახლიდან სიცხეს გამოქცეოდნენ და დაძინებამდე გულს, ჰაერთან ერთად უწყინარი ჭორებით იგრილებდნე. როგორც კი არიდა თვალს მიეფარა, იმწამსვე აჩურჩულდნენ თუ რაოდენ რთული ცხოვრება ჰქონდა, როგორ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და გასაოცარი სილამაზის გოგო დადგა. მერე ისიც განიხილეს თუ, საიდან მოდიოდა ასე დახვეწილად გამოწყობილი. კიდევ ბევრი ისაუბრეს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მასზე ერთი ცუდი სიტყვაც კი არ გაჟღერებულა. ბავშვობიდან იცნობდნენ და ყველამ იცოდა, როგორი კეთილი, თავმდაბალი და პატიოსანი სულის პატრონი იყო. იმასაც დარდობდნენ მამისა და ძმის გარეშე დაჩენილი ვინმემ უპატრონოდ არ მიიჩნიოს და მოტყუებით ცუდს არ შეამთხვიოსო. ან სულაც მისი ძმისგან გამწარებულმა, რომელიმე ადამიანმა არ აურიოს ცხოვრება, იმდენი ცოდვები აქვს ამ ანგელოზივით ბავშვზე არ გაჭრასო. ვინ იფიქრებდა მათი სიტყვები სრული სიცხადით თუ აუხდებოდა გოგონას...
სახლში შესულმა დედა მოიკითხა, რომელსაც მის მოლოდინში თვალი ვერ მოეხუჭა. სათუთად მოეფერა მხრებზე და დარდისაგან დაღარული შუბლი დაუკოცნა. კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მასთან გატარებული დროისთვის ლენას. მათთან ცოტახნიანი საუბრის შემდეგ, დაღლილმა მიაშურა სააბაზანოს. სწრაფად განიძარცვა სამოსი და გრილი წყ.ლის ჭავლს შეუერთდა. დიდი ხანი დაჰყო სააბაზანოში ამირეჯიბის ქალმა. თითქოს სჯეროდა, ხანგრძლივ წყ.ლის ნაკადს იმ ფიქრებისა და შეგრძნებების ჩამორეცხვა შეეძლო, რასაც ჯერ კიდევ განიცდიდა იმ იდუმალი, უცნაური ბიჭის გამო. რომლის თვალებმაც პირველივე წამიდან დაუკითხავად გულის გულში შეაღწია და იქ ისე დაიდო ბინა, გოგონას ჯერ კიდევ წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ. მხოლოდ იმას ხვდებოდა, რომ ამ თვალებს პირველად არ ხედავდა. არ ახსოვდა, ზუსტად როდის და როგორ გადაეყარა მანამდე, მაგრამ მაინც დარწმუნებული იყო, სადღაც ჰქონდა ნანახი... საძინებელში დაბრუნებულმა მობილური მოიძია. სურდა ქეთი მოეკითხა და დარწმუნებულიყო,რომ სახლში მშვიდობით დაბრუნდა. ხელჩანთა გახსნა და ტელეფონი ამოსაღებად ამოსწია. ამ დროს პატარა, ორად გაკეცილი ფურცელი გადმოვარდა იატაკზე. გაუკვირდა, ზუსტად ახსოვდა, რომ იქ ფურცელი არ ედო. აიღო, გადაშალა და ნაწერის წაკითხვისას თვალები გაუფართოვდა.
„ ხშირად ვიბრძვი ომის წინააღმდეგ... ხშირად თავად ვაჩაღებ ომს... და მაინც, თუ ოდესმე თანამებრძოლი დაგჭირდება შემეხმიანე T. XXX XX XX XX . ომიდან გაქცევა ლაჩრობად მიმაჩნია. თუნდაც ის, სხვისი იყოს.“
დენდარტყმულივით შეაქანა, რომ გააანალიზა ვისგან იყო. შეეშინდა კიდეც, რაგდგან ვერ მიხვდა, როდის შეიძლებოდა მოეხერხებინა ამ წერილის ჩადება ბიჭს. ერთხანს გონებაარეული იდგა წერილით ხელში და ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა მრავლისმთქმელ სიტყვათა წყობას, რომლებიც შეფარულად ამცნობდა საწადელს. თითქოს, აფრთხილებდა კიდეც ადრესატს... გაუცნობიერებლად აიღო ტელეფონი და ნომერი ჩაიწერა. საწოლში დაწვა და თავს ზედმეტი ფიქრის უფლება აუკრძალა. ცდილობდა, არც ამ ფაქტისთვისა და არც იმ ფიქრებისთვის წესით წყ.ლის ჭავლს რომ უნდა წაეღო, ზედმეტი მნიშვნელობა არ მიენიჭებია. ყოველთვის უჭირდა ყველაფერი ახალი მიეღო. ადვილად ვერ ეგუებოდა თავს დატრიალებულ სიახლეებს. ვინაიდან ის ფიქრები, განცდები სრულიად ახალი და უჩვეულო იყო, ამჯობინა გონებაშივე დაებლოკა. ყოველმხრივ უნდობლობის სენით შეპყრობილი პატარა გოგონა, რომელსაც სამწუხაროდ ამის მიზეზი ჰქონდა, ჯერ საკუთარი ფიქრების სანდოობაშიც კი უნდა დარწმუნებულიყო.

ვიცი, დამაგვიანდა !

მომიტევეთ !

მომენატრეთ !

ველი თქვენს შეფასებებს !

№1 სტუმარი one

sasiamovnod ikitkheba, momwons ❤️

№2 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორი კარგი თავი იყო. დამაჟრიალა! თითქოს ვხვდები კიდეც უცნობის ჩანაფიქრს, მაგრამ არ მინდა დავიჯერო. ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის წავიკითხავ! წარმატებები!❤❤❤

№3 სტუმარი სტუმარი ნათია

მალ მალე გაგვახარე რა

№4 სტუმარი სტუმარი ნინო

მიხარია რომ გამოჩნდი.მეგონა დაიკარგე.ნამდვილად კარგი გოგოა და იმედია ძმის გამო არ შეემთხვევა რამე ცუდი.წარმატებებჯ

№5 წევრი Life is beautiful

მოდი ჯერ მოგიკითხავ.. როგორ ხარ ჩემო ტკბილო? რატომღაც მომეჩვენა რომ ამ თავს მოწყენილი წერდი. იმედია ვცდები.
მეც მომენატრე და ეს ისტორიაც.

არიდა.
სწორად ვთქვი მემგონი შემომემახსოვრდა. (-:

ახლა უკვე სიუჟეტს გადავწვდები და გეტყვი რომ ჩემი წინასწარმეტყველება შემდეგი თავის ამბავში ჩაიფუშა ვერაფერს ვერ ვხვდები რა შეიძლება მოხდეს.. ეს უკვე წინსვლაა❤️
ან შეიძლება ჯერ არ ვიცნობ პერსონაჟებს და მაგიტომ.

გავაგრძელებ...

ეს შავოსანი დიდი "გაიძვერა" ვინმეა ხო. კოჭებში ეტყობოდა მაგას. მაგრამ მაინც ქარიზმა თავისას შვება ხო იცი. ვგრძნობ ყალყზე დამიყენებს ემოციებს.. და ამაფეთქებს ისე როგორც ვიცი ხოლმე. ♥️
არიდა მომწონს იმიტომ რომ ცერცეტა გოგო არა. შემდგარი ქალია. ჩამოყალიბებული მაგრამ მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს♥️❤️<3

"შენ თინათინ" მემგონი "ავთანდილი " გეწვია სიზმარში და არ გვიმხელ. ((((((:

კარგი წავედი რაღა დაგიმალოდა საქმე მიხმობს. იმედია გაუგებ ჩემს აღტკინება ჩაღტკინებას. (ცოტა ნასვამ მდგომარეობაში ვარ და..ხო ხვდები) (:
კარგი ტკბილო, ჩაო! (^_-)♥️

№6  offline მოდერი თამარი აჩბა

one
sasiamovnod ikitkheba, momwons ❤️

მადლობა ! ♥️

სტუმარი თიკო
როგორი კარგი თავი იყო. დამაჟრიალა! თითქოს ვხვდები კიდეც უცნობის ჩანაფიქრს, მაგრამ არ მინდა დავიჯერო. ერთი სული მაქვს მომდევნო თავს როდის წავიკითხავ! წარმატებები!❤❤❤

მესიამოვნა შენი სიტყვები. ♥️
მდლობა! ♥️

სტუმარი ნათია
მალ მალე გაგვახარე რა

ვცდილობ.
♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
მიხარია რომ გამოჩნდი.მეგონა დაიკარგე.ნამდვილად კარგი გოგოა და იმედია ძმის გამო არ შეემთხვევა რამე ცუდი.წარმატებებჯ

მადლობა ♥️♥️♥️

Life is beautiful
მოდი ჯერ მოგიკითხავ.. როგორ ხარ ჩემო ტკბილო? რატომღაც მომეჩვენა რომ ამ თავს მოწყენილი წერდი. იმედია ვცდები.
მეც მომენატრე და ეს ისტორიაც.

არიდა.
სწორად ვთქვი მემგონი შემომემახსოვრდა. (-:

ახლა უკვე სიუჟეტს გადავწვდები და გეტყვი რომ ჩემი წინასწარმეტყველება შემდეგი თავის ამბავში ჩაიფუშა ვერაფერს ვერ ვხვდები რა შეიძლება მოხდეს.. ეს უკვე წინსვლაა❤️
ან შეიძლება ჯერ არ ვიცნობ პერსონაჟებს და მაგიტომ.

გავაგრძელებ...

ეს შავოსანი დიდი "გაიძვერა" ვინმეა ხო. კოჭებში ეტყობოდა მაგას. მაგრამ მაინც ქარიზმა თავისას შვება ხო იცი. ვგრძნობ ყალყზე დამიყენებს ემოციებს.. და ამაფეთქებს ისე როგორც ვიცი ხოლმე. ♥️
არიდა მომწონს იმიტომ რომ ცერცეტა გოგო არა. შემდგარი ქალია. ჩამოყალიბებული მაგრამ მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს♥️❤️<3

"შენ თინათინ" მემგონი "ავთანდილი " გეწვია სიზმარში და არ გვიმხელ. ((((((:

კარგი წავედი რაღა დაგიმალოდა საქმე მიხმობს. იმედია გაუგებ ჩემს აღტკინება ჩაღტკინებას. (ცოტა ნასვამ მდგომარეობაში ვარ და..ხო ხვდები) (:
კარგი ტკბილო, ჩაო! (^_-)♥️

მადლობა ჩემო კარამელო. კარგად ვარ.
შენ აღარ გკითხავ.ვფიქრობ, ძალიან კარგად ხარ. ♥️.
ხო, ცოტა სევდიანი ვწერდი.
არიანდა-არიდა. სწორად დაგიმახსოვრებია :):)
სიუჟეტს რაც შეეხება მეც გადაწყვეტის პროცესში ვარ, მაგრამ ძირითადი ჩონჩხი უკვე არსებობს რათქმაუნდა.
ეგ შავოსანი ცოტა კია გაიძვერა, მაგრამ მიზეზიც აქვს და გაიგებ მერე რა. კიდე იქით და იქით უფრო სხვა მიზეზებს გაიგებ და ასე... უცნაური ბიჭია...
შენ აღტკინებას რაც შეეხება, ხომ იცი, რომ ვგიჟდები შენს მასეთ მდგომარეობაზე. ვიგებ კიარა და ვთბები კიდეც შენი გადარევებით. ♥️♥️♥️
მადლობა ჩემო შეუცვკელო კარამელო !

№7 სტუმარი ფიონა

სალამალეიქუმ..

აჩბა.. ♥️
ერთი კითხვა მაქ მაგრამ თუ გინდა ნუ მიპასუხებ.. მაგრამ მე მართლა მაინტერესებს. აი "აჩბა " თავიდან მეგონა "აჩმა " და მე მეშლებათქო. გამიხარდა მაგარი მოქეიფე ვინმეა და წავა ქართული სუფრები და დროსტარებათქო მარა. ვინ გაცადა სიხარული. ეჰ.. გოუშვი დრამები და კი დამსტრესე ხოლმე.
და ხო აქეთ გადმოვერთვები მართლა რამეს ნიშნავს თუ გვარია...
როგორც ვთქვი თუ არ გინდა არ მიპასუხო
მაგრამ როგორც ვთქვი რაც კითხვა დავიწყე შენი იქიდან მაინტერესებს..

ახლა რაც შეეხება ამ ლიკანების შთამომავალ" უცნობ-ნაცნობს"მოკითხვა ჩემგან და თუ ჩემ არიდას თმის ერთ ღერე ჩამოუგდებს იცოდეს "ჩავასატკავებ" და "რაზბორკებსაც "არ დავჯერდები!
არადა ძალიან ჰუმანური ვარ.. :))))

არიდუნა უბრალოდ. ვერი კარგი გირლია ხო? მეც მასე სინქინგ! :))
აღმაშფორთხალა ამ თავმა შემში შინაგანი ქალღმერთი და რა ჯანდაბა ქენ?
პს ბეიბი ❤️ გელიორ. გელიორ..
ხო ვიცი რომ გიჟი ვარ მარა რა ვქნა. მე კიარ მითხოვია ბუნებამ მშობა ასეთი.. :)))
დედა გოგო როდის იქნება, უფრო სწორად მალე ხო იქნებ? :///იცოდე ვიდარდებ მალე თუ არ დადებ...!
აბა გულე-გულე❤️

№8  offline მოდერი თამარი აჩბა

ფიონა

ალეიქუმსალამ ფიონა. ♥️
აჩბა აფხაზური გვარია.

თამარი აჩბა

ოჰო ! ესეიგი უცნობ-ნაცნობს გავაფრთხილებ, რომ შენი სახით რაზბორკების ბოსი გადაიკიდა. :)

რაც შეეხება ბოლო აბზაცს ასჯერ მაინც წავიკითხე, იმიტომ, რომ ძალიან მაცინა. :):) ხოდა ვერ გადავწყვიტე რა ენაზე მეპასუხა ისე ინტერნაციონალურად გაქ ჩახლართული. :):) კარგია, ბუნებამ მასეთი რომ გშობა.
ტყვიამფრქვევივით ისვრი უშუალობასა და პოზიტივს. ♥️♥️
არ იდარდო. ვეცდები მალე დავდო.
მადლობა ფიონა ! ♥️

№9 სტუმარი ფიონა

ურალოდ რამდენჯერ შემოვედი და შემოვიხედა შიდა სამზარეულოში

აპაააა...
კაცი შვილი არ "ჭაჭანონს...
ველი ამ" აჩმა"ქალს ამას და სადაა.. კი არ ფიქრობს ვიღაცა მელის ჩემი პასუხი აინტერესებსო.. ((

მაგრამ იფ ქორსე))) laugh
ვიცი რომ შეუდარებელი და მაგ ვირდებს კომპლიმენტად ჩავთვლი.. ♥️

მოგიცუნცულე აგერ პოზიტივა მარა შენზე მეტად მე ვიციმე რო გადავიკითხე ჩემი კომენტარი..(.მიკვირს ოჯახში როგორ მიტანენ)

და "უცნობ-ნაცნობს" არ უთხრა მე რო გითხარი.. უთხარი დიდმა ღიპიანმა ბიძიამ დამაბარა შენთანთქო რაიცი რა წამოუვლის თავში სად დავიმალო მერე :))
მხდალი არ ვარ... მა)) გრამ მაინც... გავკარგეებიიი♥️❤️))

ეს ინგლო-თურქული ჩემი მოფიქრებულია იმიტორო ალად ალაგ მშვიფობაში ვიცი და ვამჟღქვნებ)))) laugh
ბათ?
მე არ ძალიან გუდ გოგო(ქალი, კაცი, ვაჟი, რავიცი სიტუაციის მიხედვით) laugh
კაი წავედი თორე გამასწრო მარშუტმა....
(ვიცინი მარა რა მაცინებს ნეტა? კაცი შვილმა არ იცის) lauhg :) ♥️

ბათ
Of course l love you❤️მე ჰევ ჰოუფ რომ იოუც? :))
მიდიდა გაიგე რა გითხარი(:

№10  offline მოდერი თამარი აჩბა

გამეწელა ტუჩები ყურებამდე. :):) რას წერ კაციშვილმა არ იცის, მაგრამ ძალინ თბილად, ტკილად და პოზიტიურად, რომ წერ ეგ ფაქტია. :):) სხვათაშორის შენს "აჯაფსანდალ" ქართულ-ინგლისურ-თურქულსაც ვგებულობ. ასე, რომ ზუსტად მაგ სტილში გამახარე ხოლმე.♥️♥️♥️

ხო, უცნობ-ნაცნობსაც ღიპიან ბიძიაზე შევაპარებ ინფორმაცის. ცოტა უცნაური ბიჭია და არ გადამირიოს შენი თავი, არ დავიღუპო ქალი. :):)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent