შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი


6-04-2021, 20:51
ავტორი ciracira329
ნანახია 406

თავი 1
შუაღამე გადასულიყო, ქალაქს ეძინა ქუჩაში სიჩუმეს დაესადგურებინა ხანდახან თუ გაიქროლებდა ავტომანქანა დაგვიანებული მგზავრით.
არ ეძინა მხოლოდ გუშაგ მილიციელს, ის თავს დასტრიალებდა საგუშაგოს და დაბალი ხმით ღიღინებდა.
მილიციის სამმართველოს შენობა მყუდროებას მოეცვა. მხოლოდ რამდენიმე ფანჯარაში მოჩანდა ელექტრონათურების შუქი.
სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უროსი, პოდპოლკოვნიკი ზურაბ კომაური, შინ წასასვლელად ემზადებოდა ნახევარი საათის წინ დაამთავრა ოპერატიული თათბირი, თანამშრომლები დაითხოვა...
წასვლამდე გულმა არ მოუთმინა, სამმართველოს მორიგეს დაურეკა ტელეფონით, შეეკითხა:
- ამხანაგო კაპიტანო, ახალი ხომ არაფერია?
- ჯერჯერობით სიწყნარე გახლავთ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, გარდა იმ არურზაურისა, მთვრალებმა რომ ასტეხეს ქუჩასი და რომელზედაც უკვე მოგახსენეთ, სხვა არავითარი შემთხვევა არ გადმოუციათ, უპასუხა მორიგემ.
- თუ იყოს რაიმე შემთხვევა, შინ დამირეკეთ, გააფრთხილა ზურაბ ლომაურმა. პასუხს აღარ მოუცადა, ყურმილი ტელეფონის ჩანგალზე ჩამოსდო, ღია ფანჯარასთან მივიდა და შუბლი მთაწმინდიდან მონაბერ ნიავს მიუშვირა.
ზურაბ ლომაურს რატომღაც გაახსენდა ხალხში დარჩენილი ძველი თქმულება:
"თურმე, ერთხელ, ერეკლე მეფე თავისი ამალით სურამისაკენ მიემგზავრებოდა, უცბად თვალი მოჰკრა გლეხს, რომელიც თავში ხელს იცემდა და მაღალი ხმით მოსთქვამდა, მეფე დაინტერესდა და ბრძანა გლეხი მასთან მიეყვანათ. გლეხმა, როგორც კი იცნო იგი შებღავლა: "დიდებულო მეფევ, დავიღუპე, ცხენი მომპარესო", გაკვირვებული მეფე შეეკითხა: "როგორ მოგპარესო?" გლეხმა უპასუხა: "ამა და ამ სოფელში ქალიშვილი მყავს გათხოვილი, მაცნობეს შვილიშვილი შეგეძინაო, მეც გახარებული, ძღვენით დატვირთული წამოვედი ცხენით დავიღალე, აი იმ მუხის ძირას ჩამოვხტი ცხენიდან, ხურჯინი მოვხსენი და ცხენი საბალახოდ გავუშვი, თვალი მოვხუჭე როდესაც გამომეღვიძა, ცხენი აღარსად იყო, მოეპარათო" მეფემ გაიღიმა და გლეხს უთხრა: "შე კაი კაცო, რომ იძინებდი, რას ფიქრობდი? არ იცოდი, რომ ცხენს მოგპარავდნენო?" გლეხმა თურმე მწარედ ამოიხვნეშა: "ეჰ, ჩემო ხელმწიფევ , მე მეგონა შენ არ გეძინა თორემ მე რა ეშმაკი დამაძინებდაო." მეფეს ისე მოეწონა გლეხის პასუხი, რომ მარქფიდან საუკეთესო ბედაური უბოძა და ისე გაისტუმრა იგი".
"მართალი იყო ის გლეხი, ფიქრობდა ლომაური, არც ჩვენ გვაქვს ძილის უფლება, ჩვენ რომ დავიძინოთ, მასინ მშრომელები ვეღარ დაიძინებენ."
ტელეფონმა დარეკა.
- პოდპოლკოვნიკი ლომაური... ჰა... შენა ხარ?, ნუცა? რა? უკვე სამი საათია? მერე რა... ნუ გეფიქრება, დასვენების დროც დაგვიდგება... კარგი. კარგი, მოვდივარ...
ყურმილი ჩანგალზე ჩამოსდი და გაიღიმა: "ო ეს ქალები! თუმცა რა, ნუცა მართალია, ჩვენ ხომ ოჯახს არ ვეკუთვნით..."
ქუდს ხელი დაავლო და წასვლა დააპირა, მაგრამ კარის კაკუნმა შეაჩერა.
ლომაურს გაუკვირდა ასეთი მოულოდნელი ვიზიტი, თანამშრომლები შინ ჰყავდა გაშვებული, უცხო კი უსაშვოდ ვერ შემოვიდოდა.
- მობრძანდით!
კარი გაიღო და გამოჩნდა ოპერატიული რწმუნებული არჩილ ჩოხელი, ლომაური მოულოდნელობისგან გაოცდა, ჩოხელი მისი ერთ-ერთი საუკეთესო ოპერატიული მუშაკი იყო მის მიერ აღზრდილი, ლომაური ჩოხელს აფასებდა, როგორც მოხერხებულსა და გამბედავ ახალგაზრდას, სულ რაღაც სამიოდე წელი იყო, რაც არჩილმა დაამთავრა მილიციის სკოლა და დაიწყო მუშაობა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში და ამ მოკლე დროში თავისი გამჭრიახობითა და ოპერატიული საზრიანობით ამხანაგების სიყვარული და უფროსების პატივისცემა დაიმსახურა.
ათიოდე დღის წინ ლომაურმა თითქმის ძალით აიძულა ჩოხელი დასასვენებლად წასულიყო და აი, ახლა მოულოდნელად გამოცხადდა ლომაურის კაბინეტში.
უფროსი გაკვირვებული შესცქეროდა არჩილს.
- გამარჯობათ, ამხანაგო პოლკოვნიკო! - მიესალმა არჩილი უფროსს - არ მელოდით?
- გაგიმარჯოს, ასე უდროოდ საიდან? - შეეიკითხა ლომაური.
- პირდაპირ სადგურიდან!
- მე ხომ გიბრძანე, კარგად დაგესვენა და ისე დაბრუნებულიყავი სამსახურში? - დატუქსა არჩილი ლომაურმა - რაიმე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვა?
- პირადად მე არა, ისე კი მეტად სერიოზული ამბავია, ისეთი, რომ მაიძულებს დასვენებაზედაც კი უარი ვთქვა.
არჩილმა ჯიბიდან სუფთა, თეთრ ქაღალდში გახვეული რაღაც ამოიღო და უფროსს მაგიდაზე დაუდო ეს ადამიანის თითი იყო.
ეს რა არის?! - გაიკვირვა ლომაურმა.
თითია ჩვეულებრივი ადამიანის თითი, - წყნარად უპასუხა არჩილმა.
- მეც ვხედავ, რომ ადამიანის თითია და არა დათვის თითი, მაგრამ ვისია? სად ნახე?
- ჯერ არ ვიცი ვისია. ტყეში წავაწყდი ნადირობის დროს, იმედი მაქვს თითის პატრონის დადგენა არ გაგვიჭირდება.
ზურაბ ლომაურმა მაგიდის უჯრიდან გამადიდებელი შუშა ამოიღო და ინტერესით დაუწყო თითს თვალიერება
- მარცხელნა ხელის უსახელო თითია, ქალისაა, - თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა ლომაური.
- ნაზი თითია უეჭველად ქალისა იქნება, - დაუდასტურა არჩილმა.
- რა ვუყოთ, რომ ნაზია. ზოგიერთ მამაკაცს იმისთანა ნაზი თითები აქვს, რომ ბევრს ქალს შეშურდება და პირიქით, მე მინახავს ქალი იმისთანა ტლანქი ხელებით, რომ სანდრო კანდელაკის ხელებს არ ჩამოუვარდებოდა. საქმე სინაზეში როდია. აი, დახედე, მანიკური აქვს გაკეთებული... მართალია, ზოგიერთი მამაკაციც იკეთებს მანიკურს, მაგრამ არა მგონია იმისთანა მამაკაცი გამოიძებნებოდეს, რომელიც ფრჩხილებს ფერადი ლაქით იფერადებდეს აქედან დასკვნა, თითი ქალისაა. - განუმარტა ლომაურმა.
- ქალებს ბრჭყალების გაშვება უყვართ, აქ კი ფრჩხილი შეჭრილია, - შეესიტყვა არჩილი.
- არის ისეთი კატეგორიის სამუშაოები, სადაც ქალი ვერ გაიზრდის ფრჩხილებს მაგალითად: ექიმი ქალები, განსაკუთრებით გინეკოლოგები: ფორტეპიანოზე დამკვრელი ქალები ჰო, კიდევ ფრჩხილებს ხანდახან ძირში იჭრიან საბეჭდ მანქანაზე მომუშავე ქალებიც აბა, რომელი ფრჩხილი გაუძლებს მანქანაზე გამუდმებით კაკუნს?
არჩილი გულდასმით უსმენდა ზურაბ ლომაურს
- ო, ეს რაღაა? - წამოიძახა ლომაურმა, - დახედე, არჩილ ფრჩხილის ძირში თამბაქოს მტვერი, ეს ჩვენი ქერა ქალბატონი თამბაქოს ეწეოდა თურმე!
- ქერა?! - გაიკვირვა არჩილმა.
- დიახ, ქერა ჩვეულებრივი თვალით არ ემჩნევა, აბა გამადიდებელი შუშით დახედე, ძლივს შესამჩნევი ქერა ბუსუსებია თითზე. ზურაბ ლომაური უფრო დაკვირვებით ათვალიერებდა თითს - როგორც ეტყობა ბეჭედსაც ატარებდა, მაგრამ საქორწინოს კი არა თვლიან ბეჭედს, ხედავ, არჩილ, ბეჭდის თვლის გამოხატულება უფრო ბაცი ფერით გამოიყურება. თითი მოჭრილია დანით. ალბათ ვინც ეს "ოპერაცია" ჩაატარა, ცდილობდა ბეჭდის თითიდან წამოძრობას და რომ ვერ მოუხერხებია, ადვილი გამოსავალი მოუნახავს, თითი მოუჭრია. აქედან დასკვნა: ქალი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ძარცვის მსხვერპლი გამხდარა.
- სულ ეს არის? - შეეკითხა არჩილი.
- ჯერჯერობით ეს არის, რისი გამოკვლევაც მე და შენ შეგვიძლია. ვნახოთ ხვალ, თუმცა რაღა ხვალ, უკვე თენდება, დღეს რა დასკვნას მოგვცემს სამეცნიერო ტექნიკური ექსპერტიზა. ამრიგად, ჩემო არჩილ, მოკლულია ქერა ქალი, რომელიც თამბაქოს ეწეოდა, სპეციალობით ან ექიმი, ან ფორტეპიანოზე დამკვრელი მარცხენა ხელის უსახელო თითზე თვლიანი ბეჭედი ჰქონია, ალბათ ძვირფასი თვლიანიც, თორემ უბრალო ბეჭდისათვის არა მგონია, რომ თავი გაეცხელებინოთ, თუმცა, ვინ იცის, ყოველი ბოროტმოქმედი დიდი წუწკიც არისო, ამდენი მასალების მქონე ოპერატიული მუშაკისათვის ძნელი არ უნდა იყოს კვალის მიგნება, აქედან კი ბოროტმოქმედის გამომჟღავნებამდე უკვე დიდი მანძილი აღარ არის.
ირიჟრაჟა ეზოში ხეებზე ჟრიამული ასტეხეს ფრთოსნებმა
- როგორ გარბის დრო! - გაიკვირვა ლომაურმა - უკვე ხუთი საათი სრულდება. მოთმინება არ მყოფნის, მინდა დროზე შევიტყო ამ თითის პოვნის ამბავი, მაგრამ შენ ნამგზავრი ხარ, დაღლილი და მეც მოვიქანცე ცოტა. ახლა წავიდეთ. დღეს ჩემი სტუმარი იყავი.
- რას ბრძანებთ, როგორ შეგაწუხოთ? შინ წავალ!
- სრულებით არ შემაწუხებ მე ჩემი თავის დარდიც მაქვს ღამის სამ საათზე ნუციკომ დამირეკა და შევპირდი, მოვდივარ მეთქი. მართლაც, შენ რომ არ მოგესწრო, მე უკვე შინ ვიქნებოდი. ახლა კი ჯერ ერთი, დაგვიანების მოწმედ მეყოლები, მეორე ნუციკოს შენი მოერიდება და საყვედურებისადან თავს შეიკავებს.
- რა გაეწყობა, წამოვალ...
კაბინეტიდან გამოვიდნენ ვიდრე ეზოში ჩამოვიდოდნენ, ლომაურს გულმა არ მოუთმინა, შეიხედა მორიგესთან და გააფრთხილა საჭირო შემთხვევაში მისთვის ბინაზე დაერეკა.
ნამძინარევმა მძღოლმა თვალების ფშვნეტით მომართა მანქანა
- რა ვუყოთ, ჩემო ილარიონ, - თითქოს მოიბოდიშა ზურაბმა მძღოლის წინაშე, - ჩვენი სამუშაო ასეთია, ნამდვილი ღამურებივით ვართ.
- რას ბრძანებთ, უფროსო მე რა, მე მანქანაში ორიოდე საათს მაინც წავთვლიმე, თქვენ კი ჯერ თვალი არ მოფიხუჭავთ, - უპასუხა ღიმილით მძღოლმა და მანქანა დასძრა.
მეეზოვეები უკვე ასუფთავებდნენ ქუჩებს.
შუადღე მოტანებული იყო, როცა არჩილს გამოეღვიძა, საჩქაროდ ჩაიცვა და წინა ოთახში გამოვიდა, სადაც ლომაურის მეუღლე ნუცა დახვდა.
- უფროსს ისევ სძინავს? - შეეკითხა არჩილი.
- მალე თორმეტი სრულდება ზურაბი კი ათზე უკვე სამსახურში იყო, - უპასუხა ღიმილით ნუცამ.
- რა ადამიანია, როგორ იტანს ამდენ უძილობას? - ჩაილაპარაკა არჩილმა.
- ფიქრი ნუ გაქვთ, არჩილ, აბა დაიბანეთ პირი და ისაუზმეთ.
- რატომ მეც არ გამაღვიძა?
- ისე ტკბილად გეძინათ, რომ დაენანეთ, - ნამგზავრია დაღლილია, დაისვენოსო...
არჩილმა საჩქაროდ დაიბანა პირი და წასასვლელად მოემზადა.
- კარგად ბრძანდებოდეთ. წავედი...
- საუზმე? - გაუმეორა ნუცამ, - ასე როგორ შეიძლება.
- არა, არა... დამაგვიანდა, სირცხვილით სადღა გამოვყო თავი?
არჩილი გამოემშვიდობა ქალს, ნუცამ ღიმილით გააყოლა თვალი.
როცა არჩილი კაბინეტში შემოვიდა ზურაბი ტელეფონით ლაპარაკობდა ისინი უსიტყვოდ მიესალმნენ ერთმანეთს ზურაბმა არჩილს თვალებით ანიშნა დამჯდარიყო.
- კარგი, კარგი, ახლავე გამოგზავნეთ წერილობიტი დასკვნა, - ლომაურმა ყურმილი დაჰკიდა.
- აბა ძილის გუდავ სად ხარ აქამდე? მე უკვე სამმართველოს უფროსს მოვახსენე თითის ამბავი, კომისარი დაინტერესდა, თითი უკვე სამეცნიერო ტექნიკურ განყოფილებაშია წარმოიდგინე, ჩვენი დასკვნა სწორი გამოდა ექსპერტიზამ დაადასტურა ჩვენი გამოკვლევა დაუმატა, რომ თითი სახსარშია გადაჭრილი არა უმეტეს ორი სამი დღის წინათ.
არჩილი თავდახრილი უსმენდა უფროსს, რცხვენოდა, რომ ვიდრე ეძინა, ლომაურს ამდენი რამ გაუკეთებია.
პოდპოლკოვნიკი მიხვდა არჩილის შეშფოთების მიზეზს და დაუყვავა, შემდეგ ტელეფონის ყურმილი აიღო და ნომრები აკრიფა.
- ამხანაგო კომისარო, მოგახსენებთ პოდპოლკოვნილი ლომაური მილიციის ლეიტენანტი არცილ ჩეხელი აქ გახლავთ... დიახ, დიახ... ახლავე გეახლებით.
ზურაბი და არჩილი სამმართველოს უფროსთან წავიდნენ.
- თითებზე მონადირეს გაუმარჯოს, - გაუღიმა სამმრათველოს უფროსმა არჩილს და ხელი ჩამოართვა.
- ალბათ ტყეში კურდღელს დაეძებდა და თითს კი წააწყდა დაუმატა ღიმილითვე ლომაურმა, - მოახსენე ამხანაგ კომისარს, არჩილ.
ამ სიტყვებმა არჩილი დააბნია, თუმცა კარგად იცნობდა სამმართველოს უფროსს, ხშირად უნახავს იგი ოპერატიულ თათბირებზე მაგრამ ასე პირისპირ პირველად უხდებოდა მასთან საუბარი.
არჩილი ზურაბ ლომაურთან მიჩვეული იყო და ყველაფერს ჩაუბულბულებდა ხოლმე, ახლა კი არ იცოდა საიდან და როგორ დაეწყო მოხსენება.
- აბა. გისმენთ, - გაამხნევა იგი კომისარმა
- სალაპარაკო ბევრი არაფერი მაქვს, ამხანაგო კომისარო.
- სალაპარაკო არც ცოტა გაქვთ, მაგრამ ეცადეთ მოკლედ სთქვათ.
სამმართველოს უფროსის ალერსიანმა მზერამ გაამხნევა არჩილი.
- მოგეხსენებათ, ამხანაგო კომისარო, ამ ათიოდე დღის წინ შვებულება ავიღე, საჩქარო საქმე მქონდა, არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ამხანაგმა პოდპოლკოვნიკმა აღარ გამაჩერა, გინდა თუ აარა, დაისვენეო.
- მიჩივი უფროსთან? - ღიმილით შეაწყვეტინა ლომაურმა. ამხანაგ კომისრის ბრძანება იყო შენი შვებულებაში გაშვება.
- არა რასა ბრძანებთ. ეს რა ჩივილია. - შეიშმუშნა არჩილი და განაგრძო, - სოფელ ნატბეურთან კარგი სანადირო ადგილებია იმ სოფელში ჩემი გათხოვილი და ცხოვრობს, დიდი ხანია არ მენახა და აი, ამ რამდენიმე დღის წინ ვეწვიე მას. გუშინ, სისხამ დილაზე ტყეში წავედი სანადიროდ ბევრი ვიარე და ვერაფერს წავაწყდი. ერთ კოჭლ კურდღელსაც კი ვერ დავკარ თვალი. მშვენიერი მონადირე ძაღლი მყავს, მაგრამ ვერც იმან მიაგნო ნადირის კვალს, დაღლილი მუხის ძირას დავჯექი დასასვენებლად ჩემი "ალმასი" აქეთ-იქით დარბოდა. მე მას ყურადღებას არ ვაქცევდი, გაჯავრებული ვიყავი, რომ იმ სამგლემ ვერც ერთი ნადირის კვალი ვერ აიღო წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ძაღლი არ მომდევდა, ერთ ადილს სუნავდა და იყეფებოდა გული მომივიდა, ქვა ვესროლე, ის კი ყეფას განაგრძობდა და დავინახე, თითი ეგდო მიწაზე, - არჩილი გაჩუმდა.
- ის ადგილმდებარეობა ხომ გულდასმით დაათვალიერეთ, ხომ არაფერი შეამჩნიეთ საეჭვო? - შეეკითხა სამმართველოს უფროსი.
- ნახევარი დღე მოვუნდი ხეტიალს. იქაურობა გადავატრიალე მაგრამ წარმოიდგინეთ, ვერავითარ კვლას ვერ წავაწყდი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ტყე საკმაოდ უღრანია, იმ ადგილებზე არა თუ გზა, ბილიკიც არ გადის.
კომისარი ჩაფიქრდა.
- გზატკეცილი შორს არის?- შეეკითხა იგი
- გზატკეცილი მოშორებითაა: არა ნაკლებ ერთი კილომეტრისა ტყის გადაღმა ორი სოფელია, ნატბეური, სადაც ჩემი და ცხოვრობს და კაკლიანი. ეს სოფლები ერთიმეორეზე ორიოდე კილომეტრით არიან დაშორებულნი ამ სოფლებიდან მოშორებით, ასე სამიოდე კილომეტრზე გზატკეცილიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდინარის პირად, ძველი წისქვილია, კოლექტივისა, მაგრამ ახლაც მისივე ყოფილი მეპატრონე განაგებს.
- სადმე საფლავის მაგვარს ხომ არ მოჰკარი თვალი? ჩაურთო ლომაურმა
- მოგეხსენებათ, ტყის ნიადაგი ყამირია ნორჩი ბალახით მოსილი მიწის ყოველი გოჯი გულდასმით გადავათვალიერე და საეჭვო ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე.
- რაიონის ცენტრთან დაშორებულია ის ადგილი? - ხელახლა შეეკითხა კომისარი.
- დიახ, კარგა დიდი მანძილით არის დაშორებული, არა ნაკლებ თვრამეტი კილომეტრი იქნება. - უპასუხა არჩილმა
- იქ, ახლო, მგონი მდებარეობს დასასვენებელი სახლი, - ჩაურთო სიტყვა ლომაურმა.
- დიახ, იმ ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მაღალმთიანი კლიმატური სანატორიუმია ლომისი, რომელიც, როგორც გამიგია სეზონურად მუშაობს
დავუშვათ, რომ თითის პატრონი მძარცველების მსხვერპლი შეიქმნა. თუკი მოჰკლეს, ბოროტმოქმედი არავითარ შემთხვევაში არ გაიცხელებდა თავს მის დასამარხად. დავუშვათ, რომ ეს ასეც მოხდა და გვამი ნადირებმა შესანსლეს, ძვლები და ტანისამოსის ნახევები მაინც ხომ დარჩებოდა ნიშნად. ვთქვათ, რომ ქალი გაიტყუეს და მოჰკლეს რაიმე სხვა მიზეზით, თუნდაც ეჭვინობის, ან შურისძიების ნიადაგზე და დაასაფლავეს საფლავის რაიმე ნიშანი ხომ დარჩებოდა? ვფიქრობ, ლეიტენანტ ჩოხელის გამოცდილ თვალს არ გამოეპარებოდა...
არჩილი სამმართველოს უფროსის ქებაზე აწითლდა და გულმა სიამით დაუწყო ძგერა.
სამმართველოს უფროსი ჩაფიქრდა.
ზურაბ ლომაური რაღაცას გამალებით იწერდა ბლოკნოტში.
ტელეფონმა დარეკა სამმართველოს უფროსს მინისტრი იბარებდა.
- აი რა უთხრა სამმართველოს უფროსმა ზურაბ ლომაურს როცა ყურმილი დადო, -მე ეხლა მინისტრთან მივდივარ ამ თითის ამბუს მოხსენება დამჭირდება აუცილებლად. რამდენ ხანს დავრჩები იქ, არ ვიცი. ჩემს მოსვლამდე შეადგინეთ ოპერატიული გეგმა. სადაც სხვათაშორის უნდა აღინიშნოს: ვის ეკუთვნის თითი, ამისათვუს პირველ რიგში შემოწმდეს სანატორიუმში დამსვენებლები. ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ რომელიმე დამსვენებელი შეიქმნა მსხვერპლი? შემოწმდეს, ხომ არ არის შემოსული განცხადება ვინმე ქალის უგზოუკვალოდ დაკარგვის შესახებ. ხელახლა შემოწმდეს ის ადგილი, სადაც თითი იქნა აღმოჩენილი, - სამმართველოს უფროსმა არჩილს შეხედა და გაუღიმა, - ძალიან გტვირთავთ ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მაგრამ ეს დავალებანი პირველ რიგში თქვენ უნდა დაგაკისროთ.
- დიდი სიამოვნებით ამხანაგო კომისარო, თვალები გაუბრწყინდა არჩილს.
კომისარი მცირე ხანს ჩაფიქრდა, ადგა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა, ეტყობოდა მისი აზრი გამალებით მუშაობდა.
- ერთი ეს მითხარი, ამხანაგო არჩილ, როდესაც თითი აღმოაჩინეთ და სოფელში წახვედით, დისათვის ხომ არაფერი გითქვამთ?
- რასა ბრძანებთ, ამხანაგო კომისარო, ამისთანა წინდაუხედავობას როგორ ჩავიდენდი!
სამმართველოს უფროსმა გაიღიმა, მივიდა არჩილთან და მხარზე დაადო. არჩილმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ მან არ გაუშვა.
- იჯექით, ნუ დგებით კარგია, რომ თითის შესახებ არავინ არაფერი იცის დაბრუნდი დასთან, ვითომ ისევ შვებულებაში ხართ და ისვენებთ, ეცადეთ და გამოიყენოთ რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
- ეს ადვილი სამსახურია, ასეც მოვიქცევი.
- კარგი ახლა მე მეტი დრო არა მაქვს, - კედლის საათს შეხედა, - მინისტრთან არ დამაგვიანდეს... ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, - მიუბრუნდა ლომაურს, - კიდევ დაფიქრდით ამ საქმეზე, შეიძლება ახალი აზრები მოგივიდეთ. ოპერატიული გეგმა კი საღამოსათვის მზად იყოს, სრულ ოცდაერთ საათზე წარმომიდგინეთ დასამტკიცებლად. საჭიროდ თუ დაინახოთ, ამხანაგ ჩოხელს დაახმარეთ გამოცდილი ოპერ მუშაკი.
-საღამოთი სამმართველოს უფროსმა, როდესაც გეგმას ამტკიცებდა, მითითება მოსცა ლომაურს:
- თუ საჭირო შეიქმნა, ლეიტენანტი ჩოხელი ხარჯს ნუ მოერიდება, გარდა ამისა, ყოველი შემთხვევისათვის, კერძო წერილიც მისწერეთ რაიონის სამილიციო განყოფილების უფროსს, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს ამხანაგ ჩოხელს. დღეს რა რიცხვია? აგვისტოს შვიდი... აგვისტოს ათს მომახსენეთ საქმის მსვლელობა, როგორიც არ უნდა იყოს.
კომისარი დაფიქრდა, შემდეგ უკვე დამტკიცებული გეგმა აიღო ხელში და ხელახლა გადაათვალიერა.
- აი, რა, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, - მიმართა მან ლომაურს, - ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი წყარო გამოგვრჩა მხედველობიდან. თუკი დავუშვებთ, რომ მოკლული ქალი დამსვენებელთა რიცხვს ეკუთნოდა, მისი პიროვნების დასადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ საპარიკმახეროში მომუშავე მანიკურის გამკეთებელი ქალები, ეს კიდევ ერთი ზედმეტი დავალება არჩილ ჩოხელს. შეუთვალეთ რაიონის სამილიციო განყოფილების უფროსს, ასეთივე შემოწმება ჩაატაროს რაიონის ცენტრში



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესოა ერთ დროს ყველაზე მითხოვნადი წიგნი, ძალიან კარგია რომ ატვირთეთ, სიამოვნებით წავიკითხავ ისევ

 


№2  offline წევრი Life is beautiful

Daldoni Daldoni
საინტერესოა ერთ დროს ყველაზე მითხოვნადი წიგნი, ძალიან კარგია რომ ატვირთეთ, სიამოვნებით წავიკითხავ ისევ



ერთ დროს კიარა. ახლაც და მერეც იქნება მოთხოვნადი უბრალოდ არ იციან
მისი არსებობის შესახებ.. და თუ გაიგეს
მერე უბრალოდ იყვარებენ.. ♥️
...

შენ კი მადლობა რომ ისევ გამახსენე. თითქოს მივიწყებული კრიმინალური რომანი და ამასთანავე ისიც რომ მეორე ნაწილი 'შავი ვარდი' არ მაქ წაკითხული. იმიტომ რომ ვერ ვიპოვნე..
იმედია შავ ვარდსაც გაგვახსენებ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent