შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აპრილის ანგელოზები


10-04-2021, 14:21
ავტორი ტერიკო74
ნანახია 915

- დღეს შვილებს მომიკლავენ,-ხანშიშესული ქალი მომიახლოვდა. სახეზე დავაკვირდი. ტუჩები გაცრეცოდა, მისი თვალები კი სადღაც, შორს იმზირებოდნენ.
-შვილებს?- შევშფოთდი.
-ჰო,ბევრს..სიცოცხლით სავსეებს..- სევდიანად თქვა და ჩემს უკან სივრცეს უაზროდ გაუშტერა თვალი.
-სად არიან? რა ჰქვიათ? - შემაძრწუნა მისმა გამომეტყველებამ.
-იქ..აპრილის ანგელოზები ჰქვიათ..- გამზირის მხარეს მანიშნა.
გაოგნებულმა შევათვალიერე და მაშინღა შევამჩნიე მის ხელში ეკლიანი გვირგვინი.
-ანგელოზები?- მეც გავხედე გამზირს.
ზღვა ხალხი იდგა.მეგაფონის ხმა გარკვევით აღწევდა ჩვენამდე.
-იცი,რა ლამაზები არიან? - თვალის უპე დაუსველდა.
ათასმა კითხვამ გამიარა გონებაში.
-სად ცხოვრობთ?- ვიფიქრე სახლამდე მივიყვანდი,იმდენად უცნაურად საუბრობდა, მივხვდი, რაღაც უჭირდა.
- სისხლის ტბა.. უმანკო სისხლის..- მითხრა თავისქნევით.
სიცივემ დამიარა სხეულში. ისევ დავაპირე მეკითხა მისამართი.
- ის მალე მოვა..ძალიან მალე..დედები..ძაძები..გოდება..- თქვა და შეტრიალდა.
ცუდად მენიშნა.
უბედურების მაცნეს თვალი გავაყოლე. ტაატით მიდიოდა. დრო და დრო გამზირისკენ იხედებოდა და ღაწვებზე დადენილ ცრემლს ხელის ზურგით იწმენდდა.
გახევებული ვიდექი. მისმა სიტყვებმა მოძრაობის უნარი დამაკარგვინა.
- საქართველოს გაუმარჯოს!
- თავისუფლება!
-ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
ხალხის დიდმა ჯგუფმა ამიარა გვერდი.აჟიტირებულებს გამარჯვების წყურვილით უელავდათ თვალები.
ძარღვებში სისხლის მოზღვავება ვიგრძენი.
გული ამიჩქარდა. მეც დავაპირე გავყოლოდი მათ. წასვლამდე ისევ გავიხედე ხანშიშესულისკენ. შეჩერებულიყო და ეკლიან გვირგვინს იდგამდა თავზე. ელდა მეცა.სასწრაფოდ გავიქეცი მისი მიმართულებით.
- გეტკინებათ!- დავუყვირე და გვირგვინს წავატანე ხელი.
- დედები.. გლოვა..- უკან დაიხია.ატირდა და მთელი ძალით ჩამოიცვა თავზე გვირგვინი.მაშინვე გამოჟონა სისხლმა მისი შუბლიდან.
- არა! არა! უშველეთ გთხოვთ! დაეხმარეთ! - ავყვირდი სასოწარკვეთილი.
- კარგად ხართ?- მომიახლოვდა მამაკაცი და მკლავზე ჩამეჭიდა.
-გეხვეწებით,უშველეთ რა?!-თითს ვიშვერდი ქალისკენ,რომელსაც ნელ-ნელა ეღებებოდა წითლად სახე.
- ვის ვუშველო?- დაბნეულმა მიმოიხედა აქეთ-იქით.
-იმ ქალბატონს.. აქ იდგა..სად წავიდა?- შეშლილივით გადავატრიალე თვალები.
პირიც გამიშრა. მეგონა ვგიჟდებოდი.
-დამშვიდდით,- მსუბუქად დამაჯანჯღარა.
-აქ იდგა.. ეკლები..გვირგვინი..- ვბუტბუტებდი და შეშინებული ვეკვროდი უცნობს.
***
ბუნდოვნად მახსოვს რომელიღაც შენობის ქვის კიბეზე რომ დამსვა.
ერთ წერტილს მიშტერებული ვიჯექი. ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა შიგნეული და როგორ ისადგურებდა სიცარიელე.
სიკვდილისფრად დაღამდა.
ავის მომასწავებელი სიჩუმე გამეფდა.
ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას გამზირისკენ. მეგონა სული სხეულს დაშორდა და შორიახლოს მომყვებოდა.
ხალხის ზღვას სანთლების შუქი დიადემასავით ედგა თავს.
მოლოდინი..
შიში..
მაინც ვერ გატეხვა..
ბრძოლის წყურვილი და მოშიებული გამარჯვება.
***
მთვარე სარეცელზე წვებოდა,როდესაც რკინის აჩრდილები გამოჩნდნენ.
ალესილ ნიჩბებს საზარლად იქნევდნენ.
გამაყრუებელი ხმაური,გოდება,ტირილი,დაჩეხილი სხეულები და სისხლის ტბები.
მთელი ძალით გავრბოდი ფეხშიშველი.. ფეხსაცმელი როდის დავკარგე,არ მახსოვს.
გავრბოდი და უკან ყიჟინით მომდევდა სიკვდილი. მხედველობა მიჭირდა. გზადაგზა ვეხეთქებოდი ჩემსავით სიკვდილგაქცეულებს.
-მოგვიკლეს,შვილები მოგვიკლეს!- ჩვენს უკან ვიღაც ყვირილით მორბოდა.
თავზარდაცემულები შევჩერდით.
სიკვდილსაც მობეზრებოდა ჩვენი დევნა.

***
წითელი ტიტები სისხლის კვალზე გაწოლილიყვნენ. სანთლები თავგანწირვით იწვოდნენ.
ძაძების ზღვას შევერიე.
გლოვის ზარი რეკდა ტაძრიდან.
-დედები ტირიან..
ნაცნობი ხანშიშესული ქალი მომიახლოვდა.მის დანახვაზე ერთიანად ავცახცახდი.
სახეზე დავაკვირდი.
ნაეკლარ შუბლზე ოცდაერთი ღია ჭრილობა დავუთვალე,საიდანაც ისევ მოუჟონავდა სისხლი.

-ვინ ხართ?- აკანკალებული ხელი გავიწვდინე მისკენ.
-დედა..- თქვა და თვალები დახუჭა.
-ვისი?-ცრემლები ღაპა-ღუპით წამსკდა.
-აპრილის ანგელოზების!



№1 სტუმარი სტუმარი ელისო

ისეთია რო ვერც კომენტარით შევეხები და რამეც რომ არ დამწერა არ შემეძლო...ამატირეთ...

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ელისო
ისეთია რო ვერც კომენტარით შევეხები და რამეც რომ არ დამწერა არ შემეძლო...ამატირეთ...


გაიხარე ჩემო კარგო <3 მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

უბრალოდ ვერაფერს ვამბობ... მაგრამ არ შემეძლო უკომენტაროდ დამეტოვებინა ეს პატარა, მაგრამ უამრავი ემოციებისა და გრძნობების მქონე ჩანახატი... უბრალოდ იცოდეთ, რომ ამატირეთ... წარმატებები!❤❤❤

 


№4  offline წევრი ნანა73

ალბათ მეც, სხვათა შორის ვერ დავტოვებ შენს ნაწერს უკომენტაროდ, მაგრამ რა ვთქვა არ ვიცი...
თექვსმეტის ვიყავი...
და გაუთავებლად ვტიროდი, ვტიროდი ძალიან დიდხანს..,

მიხარია წერად რომ იქეცი ნინ kissing_heart

მიყვარხარ!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი utsnobi

მოკლე, ლაკონურად და სულისშემძვრელად წერ, მიყვარს შენი ყველა ისტორია სავსე ემოციებით

 


№6 სტუმარი one

saocrad mogaqvs yvela emocia, mteli sizustit, es araris martivi, yvela tqveni nawarmoebi udaod sulshichamwvdomia, warmatebebi da udidesi simpatia chemgan, madloba❤️

 


№7 სტუმარი Ana-maria

უკომენტაროდ! გვტკიოდა გვტკივა გვეტკინება. .......

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მაგრამ ამ ერთ ამოსუნთქვაში გამიცოცხლე ყველა მაშინდელი ემოცია♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი თიკო
უბრალოდ ვერაფერს ვამბობ... მაგრამ არ შემეძლო უკომენტაროდ დამეტოვებინა ეს პატარა, მაგრამ უამრავი ემოციებისა და გრძნობების მქონე ჩანახატი... უბრალოდ იცოდეთ, რომ ამატირეთ... წარმატებები!❤❤❤


თიკო,ჩემო კარგო,მადლობა <3

ნანა73
ალბათ მეც, სხვათა შორის ვერ დავტოვებ შენს ნაწერს უკომენტაროდ, მაგრამ რა ვთქვა არ ვიცი...
თექვსმეტის ვიყავი...
და გაუთავებლად ვტიროდი, ვტიროდი ძალიან დიდხანს..,

მიხარია წერად რომ იქეცი ნინ kissing_heart

მიყვარხარ!!!

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ნანიკო <3
გუშინდელივით მახსოვს ის ტკივილი ((
მე 15 ის ვიყავი.სკოლიდან ვიპარებოდით მიტინგზე((
მიყვარხარ ჩემო თბილო <3

utsnobi
მოკლე, ლაკონურად და სულისშემძვრელად წერ, მიყვარს შენი ყველა ისტორია სავსე ემოციებით


გაიხარე საყვარელო <3 უღრმესი მადლობა <3

one
saocrad mogaqvs yvela emocia, mteli sizustit, es araris martivi, yvela tqveni nawarmoebi udaod sulshichamwvdomia, warmatebebi da udidesi simpatia chemgan, madloba❤️


მიხარიხართ ჩემო სიყვარულით სავსე მკითხველო <3 მადლობა <3

Ana-maria
უკომენტაროდ! გვტკიოდა გვტკივა გვეტკინება. .......


მოუშუშებელი ჭრილობა ((

სტუმარი ნინა
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მაგრამ ამ ერთ ამოსუნთქვაში გამიცოცხლე ყველა მაშინდელი ემოცია♥️


ნინა <3
უღრმესი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent