შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (5 თავი )

11-04-2021, 17:10
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 1 463

ბიჭი, დაძარღვული ხელებით მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს და შიგადაშიგ შეუმჩნევლად ავლებდა თავლს გვერდით მჯდომ ათრთოლებულ სხეულს, რომელსაც მზერა გარე სივრცისკენ მიეპყრო. ბრაზისაგან სისხლი საფეთქელზე აწვებოდა შავოსანს. ვერ გაეგო ასე ძალიან რატომ ცხარობდა. შესაშური სიმშვიდის კაცს მოუსვენრობა შეეპარა. წამით ისიც კი იფიქრა უკან დაბრუნებულიყო და ის მოძალადე საკადრისად დაესაჯა. აპირებდა კიდეც, მაგრამ მერე რაღაც გაიაზრა... ბევრი რაღაც... მაგალითად ის, რომ თუნდაც საკუთარ თავთან ვერ გაამართლებდა ამ საქციეს. თავადაც ხომ არ ჰქონდა უწყინარი მიზნები ამ გოგონასთან დაკავშირებით? მაშ რატომღა ახრჩობდა სიბრაზე იმ კაცის მიმართ? რატომ უწამლვადა გონებას იმის გააზრება, რომ მისი შეხება, მისი ტკენა, მისი წყენინება გადაწყვიტა? რატომ გონდა განცდა თითქოს, მის საკუთრებას შეეხნენე? წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ ... იქნებ ჰქონდა კიდეც?! ..
ავტომობილის სალონში სამარისებურ სიჩუმეს არიდას ჯერ კიდევ აღელვებული სუნთქვა არღვევდა. შაოსანმა კიდევ ერთხელ გახედა გაფითრებულ გოგონას და უფრო მეტად მოუჭირა ხელი საჭეს. უფრო მეტად აუჯანყდა შავ-თეთრი გრძნობები. მიხვდა,დამშვიდება ისევე როგორც არიდას, მასაც არანაკლებ სჭირდებოდა. სავალი გზიდან გადააყენა ავტომობილი. ერთხანს იჯდა საზურგეს თავით მიყრდნობილი და ფიქრობდა, რა ეთქვა. არც გოგონა იღებდა ხმას. კვლავ მინიდან იცქირებოდა. მგონი, ისიც ვერ შეამჩნია, მანქანა, რომ გაჩერდა. შექმნილ სიტოაციაზე და თავის მდგომარეობაზე გაცხარებული შავოსანი სწაფად გადავიდა ავტომობილიდან და არიდაც ჩამოაქვეითა. იქვე, ქვის მოზრდილ ნატეხებზე ჩამოსხდნენ. სავსე მთვარე, ჯიუტი სიკაშკაშით დაჰნათო ორ მდუმარე სხეულს და მათი ჩაფიქრებული სახის ყველა ნაკვთი სააშკარაო გამოჰქონდა. არე-მარეც კი გრძნობდა, რომ იმ ეტაპზე მათთვის სიჩუმე უფრო მნიშვნელოვანი იყო. თითქოს ამ სიჩუმეში საკუთარი თავების პოვნას და ცოტახნისწინანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ცდილობდნენ. კარგა ხანმა განვლო ასე უსიტყვოდ და პირველმა მან დაარღვია მდუმარება ვინც უფრო ადრე მოახერხა თავის პოვნა. ვინ იქნებოდა ეს, თუ არა შავოსანი.

- როგორ ხარ ? - ჩვეული ტონით ჰკითხა და მზერა გაუსწორა მთვარის შუქზე ლამაზად განათებულ თეთრ სახეს.

- უკეთესად . - ოდნავ მოგვიანებით უპასუხა. - რომ არ მოსულიყავით არც კი ვიცი ხვალ, როგორი დილა გამითენდებოდა. - კიდევ უფრო მოგვიანებით, მას შემდეგ უთხრა, რაც მეტად ცხადად გაიზრა მომხდარი და ის, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

- იმაზე დარდს დრო არ უნდა დაუთმო რაც არ მომხდარა.

- იმიტომ არ მოხდა, რომ დროულად მოხვედით. თქვენი წყალობით ვარ ახლა აქ და თან უვნებელი - არემარეს მოვალო გოგონამ თვალი.

- არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. ჩემს ადგილას ნებისმიერი ასე მოიქცეოდა.

- არა, ცდებით. ნებისმიერი თქვენსავით არ მოიქცეოდა და მე მთელი ხცოვრება არ მეყოფა თქვენთვის მადლობის გადასახდელად.

- თუ გინდა მადლობა გადამიხადო მაშინ მეორედ მადლობა აღარ მითხრა ! - მტკიცე ტონით გაკვეთა ჰაერი მამაკაცმა. ძნელი გამოსაცნობი იყო ნამდვილად ასე ფიქრობდა თუ მორიგ ნაბიჯს დგამდა მისი კეთილგანწყობისკენ.

- კარგი ! - სევდანარევი ღიმილით უპასუხა არიდამ.

- იქნებ გინდა დასაჯო ? უჩივლო ან რავიცი შეიძლება სხვა სურვილი გაქვს. რაც არ უნდა იყოს მე დაგეხმარები. - გულრწფელი იყო ბიჭის შეთავაზება.

- არანაირი სურვილი არ მაქვს. უბრალოდ მინდა დავივიწყო.

- ანუ, ასე დატოვებ? - გაკვირვება დაეტყო ხმაში კაცს.

- კი. ახლობლების ნერვიულობის ხარჯზე ამ ამბის გამწვავება არ მიღირს.

- ესეიგი, შეარჩენ ამ შეურაცხყოფას ! - გაურკვეველი მიზეზით იმედგაცრუებულმა წარმოთქვა. რატომრაც ეგონა, რომ მის დასჯაში დახმარებას თხოვდა.

- ალბათ უფალი არ შეარჩენს. მე, შევეცდები როგორღაც ვაპატიო და დავივიწყო. ასე უფრო მარტივია. უფრო მშვიდად ვიქნები. აღარ მსურს ამაზე საუბარი. - ყველაზე ნაკლებად ელოდა ბიჭი ამ სიტყვებს. იქნებ უნდოდა მასშიც დაენახა შურისძიების სურვილი ? უნდოდა. ძალიან უნდოდა და რომ ვერ დაინახა, გაბრაზდა კიდეც მასზე. და მგონი ამ სიბრაზის მიზეზი ის სულაც არ იყო, რომ არიდას მასავით ბნელი ზრახვები არ ჰქონდა . სულაც არა... ეს უფრო სიღრმისეული, შორსწასული მიზეზი იყო...

- რატომ მუშაობ ასეთი ახალგაზრდა გოგო, ორგან და თანაც ასეთ მძიმე სამუშაოზე ? - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, უეცრად გაიჟღერა მისმა კითხვამ. არიდა არ ელოდა. ცოტა შეყოყმანდა კიდეც პასუხზე. - მგონი უხერხული კითხვა დავსვი. თუ გინდა ნუ მიპასუხებ. - სიტოაციის განმუხტვა სცადა ვაჟმა.

- უხერხული არაფერია, უბრალოდ ბევრი რამ გამახსენდა მაგ კითხვაზე. თუმცა, პასუხი ერთი მაქვს, მეორე კურსზე მიტოვებული პროფესის დიპლომი, სამწუხაროდ არ მეყოფა სასურველი სამსახურის საშოვნელად. - მძიმედ ამოილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა ქალმა.

- რატომ მიატოვე ?

- გრძელი და მოსაწყენი ისტორიაა.

- დრო გვაქვს. თუ შენ გინდა, მომიყევი ! - ისეთი ინტერესით ეკითხებოდა, თითქოს, მასზე სრულ ინფორმაციას არ ფლობდა, მაგრამ მისი პირით უნდოდა გაეგო.

- იცით, ცუდად ნუ გამიგებთ. ამ წუთას თქვენზე სანდო არავი მყავს, მაგრამ ჩემი ისტორიის მოყოლა იმ ადამიანისთვის ვისი სახელიც კი არ ვიცი, ცოტა უცნაურად მიმაჩნია.

- სწორი შენიშვნაა. მომიტევეთ ! ჩემი დანაშაულია ! - ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა. - დათა არაბული.

- სასიამოვნოა ! - მისი მოძრაობა გაიმეორეა გოგონამ. - არიანდა ამირეჯიბი. - ამ გვარის გაგონებაზე ისე დაებერა ძარღვები ბიჭს, ჩამორთმეულ ხელზე გოგომაც კი იგრძნო.

- ჩემთვისაც სასიამოვნოა, არიანდა ! - ცერა თითი ნაზად გადაუსვა ხელზე. გოგონამ ფრთხილად გამოაცალა მტევანი და ჩამოჯდა. - ლამაზი და იშვიათი სახელი გაქვს. ვინ დაგარქვა ?

- მშობლების ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. - გული შეეკუმშა არიდას იმის გახსენებაზე, ეს სახხელი მამის დაჟინებული თხოვნით რომ დაარქვეს, მაგრამ დათასთვის ამის თქმა არ ისურვა.

- რატომ არიანდა და არა, არიადნა?

- იმიტომ, რომ არიანდა ითარგმნება, როგორც ძლიერ მოსაწონი. რატომღაც ძალიან უნდოდათ ეს სახელი მრქმეოდა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ.

- სახელი ასე ამართლებდეს ადამიანის გარეგნობას, იშვიათია. - დაბალი ხმით წარმოთქვა და მაცდური მზერით დააკვირდა გოგონას, რომელსაც მოულოდნელი კომპლიმენტისგან გული უცნაურად აუჩქარდა და ლოყები მკრთალად შეეფაკლა. სასურველი რეაქციის ხილვის შემდეგ კვლავ სივრცეს გახედა არაბულმა. - ზედმეტად მორიდებული ხარ არიანდა !

- სულაც არა ! - მეტად შერცხვა გოგონას და სახე გვერდზე შეაბრუნა.

- მაშინ შემომხედე და მადლობა მითხარი იმ კომპლიმენტისთვის, როლმელიც ცოტა ხნის წინ გითხარი. - მთელი ტანით შებრუნდა ქალისკენ.

- თქვენ, ხომ მადლობა ამიკრძალეთ ! - ცეცხლმა დაუარა და მეტად აუხურდა ღაწვები იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება იძულებული გამხდარიყო მისთვის ასე ახლოდან შეხედა თვალებში.

- მე შენი მადლობა არ მინდა, მე შენს გამბედაობას ვცდი . თანაც თავად მიმტკიცებ, რომ სულაც არ ხარ მორიდებული. შემომხედე ! - ხვდებოდა დათა, რომ გოგოს ემოციებს ეთამაშებოდა და ეს წარმოუდგენლად სიამოვნებდა.

- იცით, სჯობს წავიდე ! - წამოდგომა დააპირა.

- გარბიხარ არია !

- არია ? - ისე ეუცნაურა თავისი სახელის ასეთი შემოკლება ხმამაღლა გაიმეორა, გაუცნობიერებლად შებრუნდა მისკენ, გაკვირვებისაგან წარბები მაღლა აზიდა და მრგვალი თვალები უფრო დიდი გაუხდა. მის ასეთ რეაქციაზე ოდნავ ჩაეღიმა დათას და თავისი მზერა გოგონასას შეუერთა. ლამპიონებისა და მთვარის განათებაზე მკაფიოდ ჩანდა ორი წყვილი შავად მოელვარე გიშრები. ეს შეერთება იმდენად მომნუსხველი იყო თითქოს, მათ ირგვლივ ყველაფერი გაჩერდა. ერთმანეთს უმზერდენ და ვინ იცის, რის დანახვას ცდილობდნენ მათ სიღრმეებში. ან იქნებ ხედავდნენ კიდეც. არაბული, არიდას წყლიან თვალებში შეღწევას ცდილობდა და მეტად მომთხოვნი უხდებოდა მზერა. მაგრამ, რომ მიხვდა, შეიძლებოდა ღრმად შეეცურა და ჩაიძირულიყო იმ მიმზიდველ, ლამაზ ტბებში, პირველმა მოაშორა მზერა. შიში შეეპარა, ისევ ის არ განმეორებულიყო, რაც წლების წინ მთი პირველად ხილვის დროს ...

- დიახ, არია ! - უთხრა და მის თვალებს მოწყვეტილმა გაოცებულ სახის ნაკვთებზე შეავლო მზერა. - რატომ გაგიკვირდა ?

- არასდროს არავის მოუმართავს მაგ სახელით ჩემთვის. - გააჟღერა მიზეზი და იმის გაცნობიერებაზე, რომ თავადაც არანაკლები დაკვირვებით საწავლობდა ვაჟის სახეს, მეტად შერცხვენილმა ისევ სივრცეს გახედა.

- აბა, რას გიძახიან არია ?

- არიანდა, არიდა, პანდასაც კი, მაგრამ არასდროს არიას. - აქამდე ყოველთვის მოზომილად მოსაუბრე, მუდამ უნდობლობის სენით შეპყრობილი გოგო რატომღაც ყოველგავრი თავშეკავების გარეშე საუბრობდა.

- არიდა გასაგებია, მაგრამ პანდას ვინ, ან, რატომ ?

- ჩემი ალექსი. თეთრი კანის ფერისა და შავი თმის ფერის გამო. - ჩამოარაკრაკა და მერეღა მიხვდა, მის პირად ცხოვრებაზე, რომ უყვებოდა. არაბულს კი „ ჩემი ალექსი“-ს გაგონებაზე ცივმა ტალღებმა დაუარა. რათქმაუნდა არიდას ცხოვრებაში მის არსებობაზე იცოდა, მაგრამ დაზუსტებით ვერ გაეგო რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ეჭვებმა აიტანა მაგრამ მეტი კითხვის დასმა ამ ეტაპზე საჭიროდ აღარ მიიჩნია. - ბევრად უკეთ ვარ. სჯობს სახლში წავიდე. - სწრაფად წამოჭრა ფეხზე გოგონა.

- საწყენია. სასიამოვნოა შენთან საუბარი. - დათაც წამოდგა და ზემოდან დახედა სიფრიფანა ქალს.

- ჩემთვისაც, მაგრამ უკვე გვიანია. დედა ინერვიულებს.

- გასაგებია. მიხარია ასე მალე, რომ მოახერხე მომხდარის დავიწყება და დამშვიდება. როგორც ვხვდები ბევრად უფრო ძლიერი ხასიათი გაქს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. - უფრო კითხვას გავდა ვიდრე რეპლიკას ბიჭის სიტყვები.

- განვლილი ცხოვრება აწრთობს ადამიანს ! - დაბეჯითებით გაეპასუხა.

- მაგაში ნამდვილად გეთანხმები. - გულში ჩაიცინა არაბულმა. - ესეიგი, მაინც არ მომიყევი შენ შესახებ.

- თუ კი ამის შემდეგ კიდევ შევხვდებით და თქვენ კვლავ დაგაინტერესებთ ჩემი ამბავი აუცილებლად მოგიყვებით.

- თუ შენიშნე, მე უკვე შენობით ფორმაზე გადავედი და შენგანაც იგივეს ვითხოვ. და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით არია !

- კარგი დათა.

- ასე უკეთესია. დაჯექი, მიგიყვან !- ავტომობილისკენ ანიშნა.

- აქვე, ძალიან ახლოს ვცხოვრობ. ფეხით გავლა მირჩევნია. ღამემშვიდობის დათა. - გულრწფელი ღიმილით გახსნა სავსე, წითელი ბაგეები და მბროლივით თეთრმა ჩაწიკწიკებულმა კბილებმა მთვარის შუქზეც კი თავლისმომჭრელად გამოანათა. რაც, შეუმჩნეველი არ დარჩენია ბიჭს და იმ წუთას იმაზეც კი ფიქრობდა, რომ ასეთ ლამაზ ღიმილს პირველად ხედავდა.

- ღამემშვიდობის არია !

ნელი ნაბიჯებით მოშორდა გოგონა ბიჭს. უნდოდა უკან მოეხედა და კიდევ დაენახა, მაგრამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა. დათას კი თვალი მანამ არ მოუშორებია მიმავალისთვის სანამ მისი კონტურები არ გაფერმკრთალდა. მერე, შემობრუნდა და ბნელს სივრცეს გაუსწორა ირისები. იმ წუთას შემზარავი სანახავი იყო შავით მოსილი არაბულისა და ბნელი სივრცის მისტიური გაერთიანება. თითქოს შეერწყა უკუნეთს. მისი შავი თავლები ავისმომასწავებლად ელავდნენ. ერთხანს ასე უძრავად იდგა. მხოლოდ მაშინ გატოკდა მანქანის მოახლოვება, რომ იგრძნო.

- ცუდი დღე იყო. - დაასკვან გიგაურმა. არიანდას ადგილზე დაჯდა და რამდენიმე კენჭი აიღო ხელში.

- ვისთვის, როგორ. - წარბგაუხსნელად, აუღელვებლი ტონით უპასუხა უკუნეთს შეწყმულმა.

- არამგონია დღევანდელ ინციდენტში, ვინმესთვის რაიმე, ყოფილიყო სასარგებლო. - თავისუფალი სივრცისკენ მოისროლა მომცრო ზომის ქვა.

- ჩემთვის იყო. თითის განძრევაც არ დამჭირდა. თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან. ნელ-ნელა მოვიპოვებ მის ნდობას და... - ისე საუბრობდა თითქოს რამდენიმე საათის წინ ის არ მივარდა რეკორდულად მოკლე დროში მიწერილ მისამართზე , ძლიერი მუშტთი არ უთავაზა მოძალადეს და მერე გულწასული გოგო სავადმყოფოში არ მიარბენინა.

- და მერე ერთიანად დააკარგვინებ ყველას ნდობას და ფეხქვეშ გათელავ მის ღირსებას. ისე, ხომ არ სჯობდა იმ კაცისთვსის ცოტა დრო კიდევ მიგვეცა და მერე, პირდაპირ ხელებიდან გამოგეცლია ? - ფეხზე წამოდგა ვანო და დათას რეაქციას დაელოდა. ერთიანად შემობრუნდა მისკენ არაბული. სახეზე ისეთმა მრისხანებამ გადაუარა წამით შეაკრთო კიდეც გიგაური.

- ვერავინ მიეკარება ჩემს გარდა ! - ავად გამოსცრა კბილებში. - ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ ამას მე არ მოვინდომებ. - დაამატა მას შემდეგ, რაც წინმდგომის სახეზე ირონიული ღიმილი შენიშნა.

- ასეც ვიცოდი ! - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ვანომ. - რატომ მგონია, რომ ეგ არასდროს მოგინდება ?

- ბევრს ნუ ფიქრობ ვანო ! - კვლავ ბნელისაკენ შებრუნდა.

- არ ვიფიქრებდი, რამდენიმე წუთის წინ მასზე პატარა ბიჭივით მიშტერებული, რომ არ დამენახე. - ნიშნისმოგებით უპასუხა გიგაურმა.

- ის ღორი სად არის ? - ისე კითხა, თითქოს სულ არ გაეგონოს მისი სიტყვები.

- დიდი, ალბათობით უკვე სავადმყოფოში და კარგ ზღაპარს თხზავს დაბეგვილობების ასახსნელად. რომ მახსენდება, როგორი შეშინებული იყო გოგო, მინდება ხელახლა დავლეწო. - დაჭიმულ ყბებში გამოსცრა და მორიგი ქვა მთელი ძალით მოიქნია.

- მალე დამშვიდდა. მგონი ნაჩვევია მსგავს სიტოაციებს. - მამიდაშვილს კეჭი გამოართვა ხელიდან და წინა ქვების გზას გაუყენა. ცხარობდა და ამჯერადაც ვერ გაერკვია, რაზე.

- ნუ ბოდავ, თუ ძმა ხარ რა ! - ხელი აუქნია ვანომ.

- მისი დასჯა არ მოინდომა. ვაპატიებ და დავივიწყებო. - მობილურს თითების გათეთრებამდე მოუჭირა ხელი. რაც არ გამოჰპარვია ვანოს თვალს.

- მერე შენ რა გაცოფებს? გეშინია, რომ შეიძლება შენც გაპატიოს ? - აშკარად დათას ნერვებზე უკრავდა მამიდაშვილი.

- ვანო, ნუ მცდი !

- დათა, ახლა შენს გვერდით კი ვდგავარ, მაგრამ თუ ოდესმე იმ ნაგავის მსგავსად მოექცევი იმ გოგოს... - სიბრაზით ძარღვები დაეჭიმა გიგაურს. - გეფიცები, ცხოვრებაში ვერა მნახავ !

- დამშვიდდი და ნუ მიბღვერ. მეც მაქვს რაღაც ზღვარი. მასთან ძალადობას არ ვაპირებ. ყველაფერს თავისი ნებით გააკეთებს.

- ისე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. - გულდაწყვეტილმა მიახალა ბიძაშვილს და მანქანისკენ გაემართა. რამდენიმე წუთში მიყვა არაბულიც. თავისი ავტომობილის საჭეს მიუჯდა და თითქმის ორივე ერთდროულად ელვის სისწრაფით მოწყდა ადგილს.

***

ბინის კართან იდგა და ბოლო აღელვებული ნაწილის დამორჩილებას ცდილობდა. არ უნდოდა, ღელვა შეემჩნია ისედაც ემოციურ დედას და კიდევ ახალი სადარდელი გასჩენოდა. გაუბედავად მოარგო გასღები და გადაატრიალა. სიძველისაგან მოშლილმა კარმა მაინც და მაინც ახლა მოინდომა გაჯიუტება. რამდენიმე გადატრიალების მცდელობისა და ძლიერი მიწოლის შედეგად, კარმა დაიღრჭიალა და როგორც იქნა სახლში შეაღწია. -კიდევ ეს პრობლემა მინდოდა ? სად მაქვს ახლა ამის გამოსაცვლელი ფული ! - ოხვრით ამოილაპარაკა საფიქრალით დაღლილმა და ფრთხილად მიხურა წუთის წინ მასთან ნაომარი კარი. ხმაურზე დადუნას საძინებლიდან ლენა გამოვიდა ფეხაკრეფით.
- რა ხდება ლენა? დედა სად არის? - შიში დაეტყო ხმაში.

- დამშვიდდი, კარგადაა.- თბილი ხმით დაუყვავა ქალმა. -აფორიაქებული იყო, დამამშვიდებელი მივეცი და დაეძინა. არ სვამდა. უნდა დაველოდოო იძახდა, მაგრამ ძალით დავალევინე. დილამდე არ გაიღვიძებს.

- მე კიდე, როგორ დავაგვიანე. - გული ამოაყოლა სიტყვებს გოგომ.

- ტყუილად ხომ არ იბორიალებდი ამ შუაღამით არიდა ?! ალბათ საქმე გქონდა.

- ხო საქმე მქონდა. - ამოიხვნეშა და გონებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარი. - ლენა ჯერ არ წახვიდე რა. რახან დედას სძინავს შენ ჩაგეხუტები და იქნებ ცოტა დავმშვიდდე.

- რამე მოხდა ? - შეშინებული ხმით ჰკითხა ქალმა.

- არა. უბრალოდ ძალიან დავირალე. თან, კარმაც ახლა გადაწყვიტა გაფუჭება.

- ხო დილით მეც გამიჭირდა გაღება. არ ინერვიულო. რამეს მოვუხერხებთ. ახლა წამოდი, საწოლში დაწექი და რომ დაგეძინება მე, მერე წავალ. მაინც გვიანობამდე არ მომდის ძილი.

- დღეს დარჩი რა. ჩემს გვერდით დაწექი. - მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში.

- კარგი, დავრჩები. - აღარაფერი უკითხავს ქალს, მაგრამ გუმანით ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ბავშვობიდან იცნობდა არიდას და იცოდა, ასეთ, მისთვის უჩვეულო ხასიათზე უმიზეზოდ ვერ დადგებოდა.

- მადლობა, რომ არსებობ. - ძილში წასულმა ამოილაპარაკა არიდამ და ხელებზე მოეფერა. ის კი, თმებზე მანამ ეფერებოდა ვიდრე ღრმად არ ჩაეძინა. მერე, დადუნას დახედა. დარწმუნდა, რომ კარგად იყო და კვლავ არიდას ოთახში დაბრუნდა. გრძნობდა, მას უფრო მეტად სჭირდებოდა.

დილით ჩვეულ დროს, ერთგულ მეზობელზე მიკრულს გაეღვიძა. ფრთხილად გამოეცალა. მუდამ ფხიზელი ძილის მქონე ქალმა, გვერდი იბრუნა და მშვიდად სუნთქვა განაგრძო. აშკარა იყო, გოგონაზე დარდით ღამე, თეთრად გაეტარებინა. დღეს უფრო დამძიმებული ეჩვენა, წინა დღის ნაბრძოლები სხეული არიდას. რამდენჯერმე უმისამართოდ ჩამოისვა სახეზე ხელი და თავი გაქნია. მომხდარის ბოლო კადრების გაქრობას ცდილობდა. დილის რუტინის დასრულების შემდეგ სამზარეულს მიაშურა. მზრუნველობისა და მადლობის ნიშნად საუზმე მოუმზადა ქალბატონებს. ცოტა თავადაც მიირთვა. მერე ორივეს დაუარა, შუბლი დაუკოცნა და უკვე გასასვლელ კართან მისვლას აპირებდა ლენა, რომ გამოვიდა ოთახიდან.

- რატომ არ გამაღვიძე? - უსაყვედურა ქალმა და ხალათის ბალთა მჭიდროდ შეიკრა. - ასე მშიერი,როგორ გაგიშვა არიდა ?

- ნუ ღელავ ჩემო მშვენიერო, უკვე ვისაუზმე და ცოტა თქვენც დაგიტოვეთ. - მასთან მივიდა და კიდევ ერთხელ მოეხვია. - მადლობა, წუხელ ჩემთან რომ დარჩი.

- ნუ სულელობ. - ცხვირზე მოქაჩა ქალმა. - არიდა, მართლა კარგად ხარ ? ცოტა შემაშინე გუშინ.

- კარგად ვარ. უბრალოდ მართლა ძალიან დავიღალე.

მთავარი კი დაუმალა, მაგრამ დაღლასთან დაკავშირებით არ აჭარბებდა გოგონა. კიდევ აპირებდა ლენა, რაღაცის კითხვას, მაგრამ დადუნაც რომ შეუერთდათ გადაიფიქრა. საგულდაგულოდ აათვალიერა შვილი. დარწმუნდა, რომ ერთ დღეში არაფერი მოსვლია. გუშინ ცუდს მიგრძნობდა გულიო დაამატა. პირჯვარი გადასახა და სახლიდან სევდიანი თვალებით გააცილა. ხომ ვერ ეტყოდა არიდა, დედის გული არასდროს ცდებაო ?! რათქმაუნდა ვერ ეტყოდა, ისედაც ათასი სატკივარით გატანჯულ ქალს. ამიტომ გულდამშვიდებული დატოვა და სამსახურის გზას დაადგა.

რესტორანში კარგახნის მისული იყო, ქეთი რომ მოიკითხა. არ ჩანდა და გაუკვირდა გოგონას, რადგამ ქეთი ყველაზე პუნქტუალური ადამიანი იყო, ვისაც კი იცნობდა. არასდროს იგვიანებდა სამსახურში. ახლა კი თითქმის ნახევარი დღე ისე გავიდა, არც მოსულა და არც არვინ გაუფრთილებია. რამდენიმე ზარის შემდეგ ტირილიანი ხმით უპასუხა ქალმა. ძლივს მოუყვა, რომ ლუკა წინა ღამით საახლში არ მისულა. არც ზარებს პასუხობს და არც მეგობრებმა იციან სად არისო. ცეცხლი მოედო გულზე არიდას. ცალკე ქეთის ტკივილი აწუხებდა, ცალკე ლუკას ამბავი. ქეთის, თითქმის ყველა შესაძლო დახმარებისთვის მიემართა. ამიტომ, მტკიცედ გააფრთხილა არიდა, შენ არ იდარდო და სამსახურში დარჩი. მად რომ იქნები, მაგ საქმეზე მაინც აღარ ვინერვიულებო. რაღას იზამდა, დაეთანხმა, მაგრამ გულხელდაკრეფილი ჯდომა არც კი უფიქრია. ასეთ დროს მარტო ვერ დატოვებდა ქალს, რომელიც ყველაზე რთულ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში და დახმარების ხელი გაუწოდა.
როგორც კი ძირითადი საქმეები მოაგვარა სწრაფად აუყვა მეორე სართულის კიბეებს და მორიდებით დააკაკუნა კარზე. ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ გაბრუნება არც უფიქრია ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის საქმე იყო, რაც განიძრახა.
- მობრძნდით !- გაისმა კარს მიღმა ხმა და გოგონამაც გაუბედავად შეაბიჯა კაბინეტში.
- არიდა ?! - გაკვირვება დეტყო ბიჭს, რადგან მისი იქ მუშაობის მანძილზე პირველად იყო იმ კაბინეტში. - ხო მშვიდობაა ? - სწრაფად წამოდგა სკამიდან და მიუახლოვდა.

- გამარჯობათ, ბატონო ზურა ! - არ შეუხედავს ისე მიესალმა.

- უბრალოდ ზურა, გთხოვ ! გამარჯობა ! - ოდნავ ღიმილი შეეპარა ბიჭს სახეზე.

- ზურა, ძალიან მერიდება მაგრამ რაღაც მინდა გთხოვო.

- ღმერთო ჩემო, რას მოვესწარი ! - გახარებულმა წამოიძახა ზურამ და არიდასაც თვალები გაუფართოვდა მის რეაქციაზე. - შენ უნდა მთხოვო? ხო არ მომესმა ? მართლა უნდა მთხოვო, არიდა?

- დიახ. მაგრამ ისე გაგაკვირვე, ვატყობ გადავიფიქრებ. - გულრწფელად წამოიძახა.

- არა, რას გადაიფიქრებ ! კი არ გამაკვირვე გამახარე არიდა. მართლა. რაც გინდა ის მთხოვე. - სწრაფად მიაყარა ზურამ სათქმელი. შეეშინდ არ გადაიფიქროსო. - მოდი, დაჯექი. - სკამისაკენ ანიშნა.

- არა. მაგდენი დრო არ მაქვს.

- შენ თუ გსურს დაჯდე, დროს მე გამოგიყოფ. - ისე გაიჯგიმა თითქოს, ამ სიტყვებით ხაზი გაუსვა მის პრივილეგიებს იმ შენობაში.

- არა, მადლობა ! შეგიძლია ორი საათით განმათვისუფლო ? - სწრაფად დაუბრუნდა არიდა სათქმელ. არ უნდოდა დროის გაყვანა, რადგან ხვდებოდა ზურას შეიძლება რაიმე ისეთი ეთქვა, რაც მეტ უხერხულობას გაჩენდა მათ შორის.

- კი რათქმაუნდა, მაგრამ ხომ მართლა მშვიდობა გაქვს? ანუ ცუდად არ გამიგო. ამ ხნის მანძილზე პირველად ითხოვ სამუშაო პროცესიდან წასვლად და ამიტომ გეკითხები,თორემ განთავისუფლებაზე კი არ მაქვს პრობლემა. - დაბნეულად დაიწყო საუბარი ბიჭმა.

- კი, კი მშვიდობაა.უბრალოდ მართლა ძალიან მჭირდება, თორემ არ შეგაწუხებდი.

- არ ვწუხდები და არც დროის ლიმიტს გიწესებ. თუ გინდა დღეს ნუღარ მოხვალ. სხვას დავავალებ შენს საქმეს. - ნამეტანი გულუხვობა გამოიჩინა ასანიძემ. ძლივს ამ ქალისაგან ორი სიტყვის თქმაზე მეტს, მითუმეტეს თხოვნას ეღირსა და როგორ დაიხევდა უკან.

- ორ საათში აუცილებლად დავბრუნდები. მადლობა ! - უთხრა და გასასვლელად შეტრიალდა.

- არაფრის არიდა. თუ რამე დაგჭირდეს ყოველთვის მზად ვარ დაგეხმარო. - გათამამადა ყმაწვილი. არიდაც ზრდილობის ნიშნად მობუნდა და ოდნავ გაუღიმა.

***
***
მაშინაც, კი არ ჰქონია ასეთი განცდა, სასამართოს კართან რომ იდგა. მაშინ განაჩენის მოსმენის ეშინოდა. ახლა? ახლა ყველაფრის ერთად... თითქოს, მისთვის სრულიად უცხო ადამიანთან მიდიოდა. აშინებდა მასთან მოსალოდნელი საუბარი. ალაყაფის კარი ხმაურით გაიღო და ციხის ეზოი შევიდა. თვალი მოავლო არემარეს, რომელიც ყველა ასპექტში სიცივესა და დაძაბულობის განცდას ასხივებდა. სათვალთვალო კოშკი, ალაყაფის თავზე მოლებული მავთულხლართები, გისოსიანი სარკმლებით ასხმული კედლები, შუბლშეკრული ავტომატით მოსიარულე მამაკაცები. ივლისის მცხუნვარე მზის ფონზეც კი სხეული გაუყინა არიდას ამ სანახაობამ. რამდენიმე ფორმალობის გავლის შემდეგ ვიზიტების ოთახში აღმოჩნდა...

---------------
ვიცი, დიდი თავი ვერ მოგართვით, მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე.

როგორც, ყოველთვის ახლაც მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს.

იქნებ, კრიტიკაც გქონდეთ. დამიწერეთ.
წავიკითხავ... გავიაზრებ... მერე გადავწყვეტ, მივიღო და შევცვალო რაიმე თუ არა. :):)

№1 სტუმარი Qeti qimucadze

აუ სად გაწყვიტე. ალბათ ძმასტან მივიდა რომ დახმარწბა ტტხოვოს ლუკასსტვის. ძალიან მაგარი გოგოა არიდაამ მოუთმენლად ველი გაგრძელწბას

№2  offline მოდერი თამარი აჩბა

Qeti qimucadze
აუ სად გაწყვიტე. ალბათ ძმასტან მივიდა რომ დახმარწბა ტტხოვოს ლუკასსტვის. ძალიან მაგარი გოგოა არიდაამ მოუთმენლად ველი გაგრძელწბას

არ გამინაწყენდე მეტის დაწერა ვერ მოვახერხე. კი ძმასთან მივიდა. მამაცი გოგოა არიდა.

№3  offline წევრი Life is beautiful

ვაიმეეე
დაიდოო..
წავედი და მოვალ.. ♥️

№4 სტუმარი სტუმარი ლია

მიხარია რომ საუკეთესოდ წერ.დიდხანს არ გვალოდინო, დაგვაინტრიგე და გაჩერდი.
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

№5  offline წევრი likuu_s

ვა, ძალიან საინტერესოა. წინაზე სახელი არასწორად დავწერე, არიანდა ყოფილა, მე არინდა მახსოვდა :დ
ძალიან მომეწონა სახელი არიანდას დათასებური ინტერპრეტაცია. მართლა გადათელავს იმ გოგოს რა :( აქედანვე ჩანს, რომ ძალიაან ბევრი რამ მოხდება და დიდი იმედი მაქვს კარგად დასრულდება.
ვანო. აი ვანო ძალიან დიდ სიმპათიებს იწვევს ჩემში, იდეალური მეგობარია. ასე არცერთი მოთხრობის მთავარი გმირის საუკეთესო მეგობარი არ მომწონებია. ძმასავითაა, სულ გვერდში უდგას, თან ცდილობს, რომ შურისძიება გადააფიქრებინოს. მართლა კარგად იქცევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოქმედებს დათაზე, ასე მარტივად, ერთ სიტყვაზე ხომ არ ჩამოშლის მთელ გეგმას.
ძალიან კარგია!
წარმატებები!<3

№6  offline წევრი Life is beautiful

ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა მხოლოდ ის მაინტერესებს რამოხდება მომდევნო თავში..
ლუკასთან დაკავშირებით მივიდა ამაში ეჭვი არ მეპარება..
აიი თან მაინტერესებს მისი ემოციები.. წარმომიდგენია როგირ გაუხარდება და მოვიდაო..
აუ სასტიკ ადგილზე გაწყვიტე..
ძალიან მომეწონა ეს თავიც და შავოსანის და არიდას მომენტებით.
ერთი სიტყვით..
გელი და წარმატებები ჩემო ტკბილო.. ♥️
გული გამითბე.. არიდას ამ ნაბიჯით.. ♥️

№7 სტუმარი სტუმარი სოფო

აი ძაან მომწონს და გხოვთ რომ მალე დადოთ ხოლმე თავები რაა!!????????????

№8  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ლია
მიხარია რომ საუკეთესოდ წერ.დიდხანს არ გვალოდინო, დაგვაინტრიგე და გაჩერდი.
მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

♥️♥️♥️♥️

likuu_s
ვა, ძალიან საინტერესოა. წინაზე სახელი არასწორად დავწერე, არიანდა ყოფილა, მე არინდა მახსოვდა :დ
ძალიან მომეწონა სახელი არიანდას დათასებური ინტერპრეტაცია. მართლა გადათელავს იმ გოგოს რა :( აქედანვე ჩანს, რომ ძალიაან ბევრი რამ მოხდება და დიდი იმედი მაქვს კარგად დასრულდება.
ვანო. აი ვანო ძალიან დიდ სიმპათიებს იწვევს ჩემში, იდეალური მეგობარია. ასე არცერთი მოთხრობის მთავარი გმირის საუკეთესო მეგობარი არ მომწონებია. ძმასავითაა, სულ გვერდში უდგას, თან ცდილობს, რომ შურისძიება გადააფიქრებინოს. მართლა კარგად იქცევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოქმედებს დათაზე, ასე მარტივად, ერთ სიტყვაზე ხომ არ ჩამოშლის მთელ გეგმას.
ძალიან კარგია!
წარმატებები!<3

აუცილებლად კარგად დამთავრდება.
ვანო დიდ წვლილს შეიტანს დათან "გონების განათებაში" წვეთ-წვეთობით აწვდის იმას რაც დათამაც გულის სიღრმეში იცის.
მადლობა ! ♥️♥️

Life is beautiful
ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა მხოლოდ ის მაინტერესებს რამოხდება მომდევნო თავში..
ლუკასთან დაკავშირებით მივიდა ამაში ეჭვი არ მეპარება..
აიი თან მაინტერესებს მისი ემოციები.. წარმომიდგენია როგირ გაუხარდება და მოვიდაო..
აუ სასტიკ ადგილზე გაწყვიტე..
ძალიან მომეწონა ეს თავიც და შავოსანის და არიდას მომენტებით.
ერთი სიტყვით..
გელი და წარმატებები ჩემო ტკბილო.. ♥️
გული გამითბე.. არიდას ამ ნაბიჯით.. ♥️

შენ წარმოიდგინე და მეც ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მოხდება მომდევნო თავში. მგონი არიდას ეს ნაბიჯი არეულობას გამოიწვევს დალაგებისთვის.
მადლობა კარამელო ! ♥️♥️♥️

სტუმარი სოფო
აი ძაან მომწონს და გხოვთ რომ მალე დადოთ ხოლმე თავები რაა!!????????????

მადლობა ! ♥️♥️
აი, მართლა ძალიან ვცდილობ, რაც შეიძლება დავაჩქარო დადება, მაგრამ მეტად ადრე არ გომდის. ჩათვალეთ, რომ ეს ინტერვალებიც მინიმუმის მაქსიმუმია.

№9 სტუმარი Ana-maria

არია რომ დათას თავგზას აუბნევს ეს უკვე ფაქტია. ბოლოს სიყვარული რომ გაიმარჯვებს ესეც ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ნერვიულობა მაინც მოგვიწევს. ახალ თავს ველოდები მოუთმენლად.

№10  offline მოდერი თამარი აჩბა

Ana-maria
არია რომ დათას თავგზას აუბნევს ეს უკვე ფაქტია. ბოლოს სიყვარული რომ გაიმარჯვებს ესეც ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ ცოტა ნერვიულობა მაინც მოგვიწევს. ახალ თავს ველოდები მოუთმენლად.

ურევს და მერე, როგორ.
მადლობა ! ♥️♥️

№11 სტუმარი სტუმარი თიკო

როგორი კარგი ხარ და როგორ გამახარე! აი რავქნა რომ ამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც მიყვარს დათა?! აი, რა ვქნა არ ვიცი. არია რომ მიყვარს (სახელის გამო დათამ მაპატოოს D: ), მაგას თქმაც არ უნდა. ვანოც ძალიან კარგია.❤❤❤ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. წარმატრბები!❤❤❤

№12  offline მოდერი თამარი აჩბა

მარიამი-მარი
ყველაზე მეტად შენი წერის სტილი მომწონს, ამ დროს ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ისტორიის კითხვა. რაც შეეხება არიას, ძალიან კარგი გყავს ეს პერსონაჟი, მისი აღწერა რომ იწყება სახიდან ღიმილი არ მშორდება რა მომენტიც არ უნდა იყოს, დათაზე კიდევ არვიცი ჯერ რაგითხრა, ამწუთამდე მასზე მხოლოდ იმას ვფიქრობ რო რაც ჩაფიქრებული აქვს ის არ განახორციელოს, თუმცა ალბათ მისი ეს გეგმა მაინც ასრულდება და პლიუს ისეთებიც მოხდება მისთავს რასაც თვითონაც არ ელის, (მგონი უკვე დაეწყო კიდეც sweat_smile ) ერთისისტყვით ველი გაგრძელებას.

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც წერის სტილს გიწონებენ. დიდი მადლობა ამისთვის შენ ! ♥️
არიანდა , მართლაც იშვიათი თვისებების მატარებელია.
დათაზე, რომ ვერ ჩამოგიყალიბდა წარმოდგენა ეგ არც მიკვირს. ზოგჯერ მეც არ ვიცი რას ველი მისგან. :):)
♥️♥️♥️

სტუმარი თიკო
როგორი კარგი ხარ და როგორ გამახარე! აი რავქნა რომ ამ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც მიყვარს დათა?! აი, რა ვქნა არ ვიცი. არია რომ მიყვარს (სახელის გამო დათამ მაპატოოს D: ), მაგას თქმაც არ უნდა. ვანოც ძალიან კარგია.❤❤❤ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. წარმატრბები!❤❤❤

ხოდა გიყვარდეს :) ყველა იმსახურებს სიყვარულს. მათ შორის დათაც.
არია (მეც დავესესხები დათას :). ) ხომ თავადაა სიყვარული.
მადლობა ! ♥️♥️

№13  offline წევრი Chocolate from White Hell

ძალიან კი არ მინდოდა წამეკითხა და სრულად დადებას დავლოდებოდი, მაგრამ
ოხერია, ეს ოხერი თვალი. ნაძირალა! ნეტავ იცოდე, როგორ დამაძალა და დამემუქრა!!! ხეპრეა, სუფთა.
ჰო, მეყოს ამდენი ბოდიალი, გადავალ სათქმელზე, მაგრამ იცი რა არის?? როდესაც რაღაცა მომწონს, ენის გაჩერება არ შემიძლია და ბევრს ვტლიკინებ. ხანდახან ძალიან ბევრ უაზრობასაც.
ვსო, ახლა მართლა ვიტყვი სათქმელს.

მოკლედსთ, სისხლი გამეყინა, იმ საქონელმა, მუტრუკმა და ძაღლის გაგდებულმა რომ არიას(უკვე მიყვარს მისი სახელის ასეთი ვარიაციაა.) წარყვნა სცადა. როგორი ნაგავი, სულით მდაბალი და უთავმოყვარეო ღორი უნდა იყო, რომ ცოლიანი კამეჩი, შვილისტოლა გოგოს ასე მოექცე. ბევრი ასეთი არაკაცია და ბევრს უმწარებენ სიცოცხლეს. სათითაოდ უნდა აათალო ყველას კანი. ბოდიში აგრესიისთვის...(წინა თავების ემოციებსაც აქ ჩავაკუჭნი, ოკუწი?!)
ბედნიერების ელექტრონებმა, მთლიანად იწყეს მოხლაწუნება მუცლის არეში, როდესაც დათა მის დასახმარებლად გავარდა და კარები შეადღლაზუნა, რასაც ქვია. ისე გავბრწყინდი....ვერც წარმოიდგენ!
მიუხედავად დათას ასეთი დამოკიდებულებისა, აშკარად ჩანს, რომ მასში სადღაც ღრმად ცხოვრობს კეთილი და თბილი მამონტი, რომელსაც ერთ დროს, პატარა გოგონა შეებრალა და დაინდო.

შურისძიების დაუოკებელი წყურვილი, ადამიანს ბევრი საშინელებისკენ გიბიძგებს, რაც ნათლად იკვეთება, მაგრამ ყოველთვის ასებობს ძალა, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს და ამასთანავე, ხანდახან უკან დახევაც ოპტიმალურ ვარიანტად მიიჩნევა.

დათა და არია...საოცარ კონტრასტს ქმნიან. შავი და თეთრი...ბოროტება და სიკეთე, თუმცა კი რამდენად სარწმუნოა დათას ბოროტება?
(ამას მომავალ ჩართვაში ვნახავთ:დდდ)ვახ, მაინც წავუშტერე:დდდ არა უშავს.

არიას მამას პერსონაც ერთობ საინტერესოა. იქნებ რა მოტივი ამოძრავებდა მას, ასეთი საშინელება რომ ჩაიდინა და მერე ბერად აღკვეცა? ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ის მომენტები, როდესაც დამალულს ფარდა ეხდება და სცენაზე ყველა მოქმედი გმირი, თავისი დიდებულებით გამოდიან და თავს უკრავენ მაყურებელს(ამ შემთხვევაში მკითხველს), საოცრად შესრულებული როლებისთვის.

დადუნა და ლენა, იმხელა სითბოს და სიყვარულს
ასხივებენ, მეც მედება და მათბობს ერთიანად. მათი მომენტების, იქნება ეს საუბარი, ქმედება და უმოქმედობა, გულშო ერთიანად სითბოს თბილ ტალღებს მგვრის.

ვანო...ვანო ძალიან მომწონს. უბრალოდ მისი ადამიანობა, პიროვნულობა და რა ვიცი, ყველაფერი მომწონს.

ზურიკო კიდევ, ჩულჩუტელა და სიყვარულის ძალით შეპყრობილი პრუტინიეა:დდდ ცოტა მაღიზიანებს, მაგრამ იმედია ძალიან არ გავა:დდდ
ნუ, რეალურადაც მაღიზიანებენ ასე უიმედოდ შეყვარებულო ხალხი. არა, უნდა იყოს არა...როგორ იციან ხოლმე ეს გაჯორება, პირდაპირ ტვინში მიტყლაშუნებს.

მგონი ახლა დავასრულე:დდდ
გგონია ისევ არ მოვალ??!:დდდ ჰაჰ, ადრე მოგიწყენია.
ველი ახალ თავს და წარმატებები შენ, ჩემო კარგო❤️

აუ, პაწაწუნა შესწორებასავით გეტყვი რაა...პირველად რომ "სიტოაცია" მომხვდა თვალში, ვიფიქრე შემთხვევით გაგექცა, მაგრამ მერე ისევ შემხვდა და...ხომ ხვდები? სიტუაცია არის სწორი.
ვატყობ, რომ სანამ ატვირთავდი, არ გადაგიხედავს, იმიტომ რომ ხან ასოები გადაგეყლაპუნწა და ხან მძიმეები და წერტილები აგერია. დიდად მეც ვერ ვარ ლომკვერი ყველაფერ ამაში, მაგრამ უბრალოდ, რაც თვალს მიეტყლიჟა მაშინვე, ისინი წამოვაყრანტალე.

ყველაფერი კარგია, უბრალოდ ხანდახან გადაავლე თვალი(მე შენ გირჩევ და ჩემივე რჩევას, ზოგჯერ ნეკა თითზე ვიკონწიალებ:დდდდ).
მინდა, რომ ძალიან კარგად გამოვიდეს. მართლა გულით მინდა.

და ჰო...აქა ვარ, გენაცვა და ჩემი ორივე ბრიალა თვალით გაკვირდები:დდდ❤️❤️

№14  offline მოდერი თამარი აჩბა

Chocolate from White Hell

იმოდენა კომენტარი დაგიწერია გადაუსწრო ჩემს სიმწრით შეკოწიწებულ თავს :):)
არც კი ვიცი რა გითხრა, როგორ გიპასუხო.
ისე ძირფესვიანად მოედე ყველა პერსონაჟს-დეტალს, ჩემს გულ-სულის სიღრმეებშიც ჩააღწიე.
თითოეული სიტყვა მეტკბილა. იმ თბილ ემოციაზე ხომ აღარ ვამბობ რაც აშკარად იგრძნობოდა.
ვგიჟდები თავშეუკავებელ, მარტივ, უშუალო დამოკიდებულებებზე. ♥️♥️♥️
ახლა რაც შეეხება ტექსტში გაპარულ-შეჭმულ-დამახინჯებულ-და სხვ. სიტყვებს, ვიქნები გულრწფელი და გეტყვი -მგონი კიდევ ბევრჯერ მოგიწევს შენიშვნის მოცემა :) :) დარედაქტირებას ვერ ვუთმობ სამწუხაროდ სათანადო ყურადღებას. :(:(
სამაგიეროდ შენ და ბევრი შენისთანა მხვილთვალიანი მყავს აქ, იმისთვის რომ ჩემი შეცდომები დაინახოთ და მიმითითოთ. კეც ნელ-ნელა ვისწავლი, გამოვასწორებ და უფრო კარგი გოგო გავხდები. :) ♥️
შენ, არ იცი, როგორ გამახარე ! ♥️♥️♥️

№15  offline წევრი Chocolate from White Hell

თამარი აჩბა

თუ ძალიან აშკარად არ მხვდება თვალში, დიდად არ ვიდებ თავს შენიშვნების მითითებით:დდდ მეც გაუთვითცნობიერებული პრიმატი ვარ და ნუ, რა უფლებით, როსაურა?!
ისა და...მეც მიხარია, თუ გაგახარე❤️❤️

№16  offline მოდერი თამარი აჩბა

№17 სტუმარი კკკკ

აუუუ მალე გაგვახარე რააა

№18  offline წევრი თათუ♡

როდის იქნება შემდეგი?

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent