შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლების სეზონი


14-04-2021, 10:02
ავტორი ტესსა
ნანახია 1 333

შენობაში ფეხის შედგმის თანავე ამიფრთხიალდა გული. მეგონა ისევ გავიგონებდი მის ხმას როგორც მაშინ, ათი წლის წინ. ხმას, რომელმაც გაქრობას ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა. ხმას, რომელიც ახლა მხოლოდ სიზმრებშიღა ჩამესმოდა...მეგონა ნაცნობი სურნელი ჰაერში კვლავ გაიფანტებოდა და ძველებურად აწვავდა ნესტოებს. სურნელი, რომელიც ტკივილამდე მენატრებოდა, თუმცა ეგეც ისევე მივივიწყე დროსთან ერთად, როგორც სხვა დანარჩენი. მივივიწყე ის ყოველი შეგრძნება, რაც ერთ დროს მის უძირო ლილაქვისფერ თვალებში ყურებისას თავს მაკარგვინებდა, რასაც შეიგრძნობდა ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი ყოველი ჩვენი შეხებისას და ცეცხლი, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენს გარშემო ყველას და ყველაფერსაც წვავდა! მეგონა, მართლა გულწრფელად მეგონა რომ აღარასდროს დაფრთხებოდნენ ჩემს მუცელში ლურჯი პეპლები...
მაგრამ, ის ხმა მე ისევ გავიგონე. უეცრად შევდრკი და სმენის დასაძაბად მივინაბე. იმის დასადასტურებლად რომ ჯერ კვლავ საღ აზრზე ვიყავი და საბოლოოდ არ გავგიჟებულვარ, უკან შეტრიალება მაინც ვერაფრით გავბედე. გონებაში სულ ერთი წამით მაინც ვუშვებდი იმის ალბათობას რომ ეს ხმა, რომელიც ჩემს სახელს ზუსტად ჩემს ზურგს უკან ჩურჩულებდა, რეალური იყო. თითქოს მივიყინე ერთ ადგილზე, თუმცა სინამდვილეში, ერთადერთი რაც მბოჭავდა ჩემს სისუსტესთან ერთად, ეს ბეჭედი იყო, - ჩემი დიდ თვლიანი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც იმ მომენტში ყველაზე მეტად მიჭერდა ვიდრე აქამდე. ეს ჩემი ბორკილები და ამავდროულად წარსულისგან თავის სამუდამოდ დაღწევის ერთადერთი გარანტია იყო.
და ასე დიდხანს ვიდექი ძველ შენობაში შეშინებული და შებოჭილი და ვერ ვბედავდი მიბრუნებას, სანამ ხმა ისევ არ განმეორდა და ამასთან მოახლოვდა კიდეც. ხმა რომელიც რაღაც იდუმალი დაფარული შიშითა და უამრავი სევდანარევი სიხარულით ჰაერში ჩემს სახელს ელვასავით სტყორცნიდა:
-მარიამ!


ათი წლის წინ:

-დღეს რა კაი ამინდია, ხო? მარიი, წამო ჰა, რაღას უყურებ, - მკლავზე მომქაჩა ნიამ, მე კი მეზობელი სახლის ფანჯარას დაჰიპნოზებულივით შევცქეროდი, - დამანახე ერთი მანდ ისეთი რა დაინახე ამ სამყაროს რო მოგწყვიტა!
-რა კი არა, ვინ! - ძლივს აღმომხდა და ფანჯარას მოვშორდი. მეგობრის დაჭყეტილ თვალებზე გულიანად გამეცინა, - კაი წამო ჰაა, მაინც ერთხელაც არ გამოუხედავს.
-შენ რა, პარანოიკი ხარ თუ ბრმა? - შემომიტია ნიამ.
-რაზე?
-რა რაზე მარიამ, დააწყდა ეგ მშვენიერი თვალები, დიდი სიამოვნებით რო ამოვჩიჩქნიდი!
-შე მოძალადევ.
-ისე, ვინ არი? ემზოს რომელი ნათესავია აქამდე რომ არ მინახავს?
-მეღადავები? - მართლა გამიკვირდა როგორ გამორჩა მას ეს მოვლენა, ვინც სიახლეებს წამის მეათასედში რაღაცა სასწაული სისწრაფით იჭერს და ისევე სწრაფადვე უშვებს და ავრცელებს, როგორც დაიჭირა, - მართლა არ იცი არაფერი?
-რა უნდა ვიცოდე?
მისი გამომეტყველებიდან დავასკვენი რომ მართლაც აზრზე არ იყო რაზე ველაპარაკებოდი.
-ეს ახალი მეზობელია, ემზოსებს დიდი ვალების გამო სახლის გაყიდვა მოუწიათ.
-რა? მართლა გადავიდნენ?
-ხო, მარა როგორც ვიცი მუხრანში უნდათ დარჩენა და აქ ახლოშივე რამეს უფრო იაფად ჩალიჩობენ.
-ეს ყველაფერი საიდან იცი?
-ემზომ მითხრა.
-ეე და მე რატო არ მითხრა ვითომ?
-ნეტა რატო...
-ო, მარი კაი რა, ისევ არ დაიწყო ახლიდან...
საქმე იმაში იყო რომ პატარა ემზარის ნია უფრო პატარაობიდან უყვარდა, გოგო კი ზედ არ უყურებდა. უფროსწორად ისე არ უყურებდა, როგორც ბიჭს. არადა, მაისის ბოლო ემზარის საყვარელი სეზონი იყო ხოლმე, როცა ნია თბილისიდან აქ, ჩვენს უბანში ბებიასთან ჩამოდიოდა. მე კი დედა და მამასთან ერთად ზუსტად ემზარის გვერდით ვცხოვრობდი. თავიდან მე და ნიას ერთმანეთი საერთოდ არ მოგვწონდა და ალბათ ჩვენი ისტორიაც ყველა სხვა დანარჩენი დაქალებისას ჰგავდა. ისტორია, რომელიც მტრობით იწყება და განუყრელობით მთავრდება.
სკვერის გზას სიცილით ავუყევით და ცოტა ხანში აღარცერთს გვახსოვდა ის უცნაური, მისტიური მეზობელი ბიჭი, რომელმაც ჩვენი ყურადღება ასე ძალიან მიიპყრო. ნია მთელი გზა თავისი ინტრიგებით აღსავსე ცხოვრებაზე მიყვებოდა, მე კიდევ გაუთავებლად დავცინოდი, იმის გამო რომ მისი თაყვანისმცემლების ნახევარზე მეტმაც კი არ იცოდნენ სინამდვილეში როგორი "Bubblegum Bitch"-იც უყვარდებოდათ.
-სერიოზულად? "Bubblegum Bitch"? ეგ სახელიღა გეკლდა, - ისე შეიცხადა, თითქოს ვიღაცეების ტანსაცმლის კარადებში მაისურები მე მრჩებოდა და არა მას. ახლაღა შემომხედა ტანსაცმელზე, - კაი რაა, ისევ ჩემი ზედა? ეგ ხო ჩემი საყვარელია!
-იყო შენი საყვარელი, თან წითელი მე უფრო მიხდება, აღიარე.
-ჰე ჰე, წითელი არა, ლურჯი გიხდება შენ! - ეშმაკურად ჩაიცინა. ვერ მივხვდი.
-რაზე ამბობ?
-სიმპათიურია რა გინდა! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ მინდა ის ლამაზი თვალები ამოვჩიჩქნო.
-ვერ ხარ შენ, ხო იცი.
-აა, კიდე მე ვერ ვარ? ვერ ამიხსნი რა ჯანდაბა იყო ეგ? ეგრევე რო რაღაცა კოსმიური კონტაქტი დაამყარეთ თვალებით, გეფიცები შემეშინდა. ზედა მაინც ცმოდა მარი, არ გრცხვენია? როგორი უტაქტობაა შენი მხრიდანაც კი!
-აუ, მოკეტე რა! ეგ რა შუაშია, უბრალოდ მიჩვეული ვიყავი რომ მაგ ფანჯარაში ყოველთვის ემზოს ვხედავდი, ახლა კიდევ ვიღაცა შიშველ, დაკუნთულ, ლამაზთვალება მისტიურ ტიპს ვაწყდები. რა უნდა იყოს ამაში უცნაური...
-ეჰეე, მარიამ შენებს ვეტყვი მაქედან რაც შეიძლება მალე გადაგიყვანონ, თორე...
-შენ ინტრიგები თუ არ ჩახლართე მოკვდები ხო?
-აუ, ახლა მართლა მოვკვდები!
-რა იყო?
-შეხედე! - მზერა ნიას გაწვდილ საჩვენებელ თითს გავაყოლე და დავინახე პატარა კაფე, რომლისთვისაც როგორც იქნა გაეკრათ წარწერა "OPEN"
-აუუ, წამო შევიდეთ რა, - ინტერესმა მძლია და მეც ნიასავით ავღელდი, ბავშვურად ავღელდი. ნია ჩემზე სამი წლით პატარაა, თუმცა ასაკში სხვაობა არასოდეს მიგრძვნია. იმ წელს ჩვიდმეტი წლის გავხდი. ნიას ჩამოსვლის შემდეგ სკოლას ხშირად ვაცდენდი, მაგრამ მერე მალევე დაკეტეს რემონტის გამო. გამართლებაც ამას ქვია, ახლა მთელი სამი თვე ჩვენს განკარგულებაში იყო და უკვე ეს პატარა კაფეც.
-კაი წამო, - დამეთანხმა ნია და უცებ ვიღაც ბიჭის ხმა გაისმა, რომელიც მას ეძახდა. ეს იყო სანდრო. ნიას "RENDOM GUY". ეს იმიტომ რომ დღემდე ვერ ვიგებდი რა უნდოდა ჩემს მეგობარს მისნაირ სულელ და მართლაც რომ შემთხვევით ბიჭთან. ნიამ შუბლი შეიკრა:
-აუუ, გეფიცები უკვე ტვინი გადამიღუნა!
-voilà! ალილუია! მერე დაშორდი! დაშორდი უკვე გოგო, ხუთი თვე რა უბედურებაა? - ნერვები დამეძაბა.
-კი არის მარი, მარა რა ვუთხრა, იცი რა პირველი ხარ ვინც ამდენი ხანი მყავდა და მომბეზრდი მეთქი?
-მე თუ მკითხავ, მაგდენი ფილოსოფიებიც არ ჭირდება, მიწერე "ჩაო" თქო და ეგაა რა.
-კაი მოდის, უნდა ვნახო. ვაიმე, ამ შეგრძნებას შენც გრძნობ?
-რა შეგრძნებას?
-მემგონი გული მერევა.
-ხოდა მიდი ბარემ და დაელაპარაკე. შევალ და დავათვალიერებ მე იქაურობას, რამე შევუკვეთო?
-რავი ჩემთვის არა, შეიძლება აღარ მოვიდე, - თვალი ჩამიკრა. გავბრაზდი.
-ეე, აბა გული მერევა, უნდა დავშორდეო?
-რეებს მტენი, უნდა დავშორდეო როდის გითხარი?
-ხო მითხარი უკვე ტვინი გადამიღუნა და გულს მირევსო?
-დებილო, რას ყვირიხარ, გაიგო და ეგაა!
-გაიგო კი არა, ამაღამვე მეთვითონ თუ არ მივახალო პირში შენც აქ იქნები და მეც.
-ხო? მაშინ მომიწევს ეგრევე შენებთან გავიქცე და მოსალოდნელ რომანზე ვახარო! აი მერე ვინღა იქნება აქ, მაგასაც ვნახავთ.
საპასუხოდ ვეღარაფერი მოვიფიქრე, გოგოს ენა გამოვუყავი და უშნოდ დავეჯღანე. სანდრო ჩვენთან მოვიდა, მე კი მათ ზურგი ვაქციე და გაცეცხლებული შევვარდი შენობაში. სანახაობამ ბრაზი სულ გადამავიწყა. იქაურობა მინი-სამოთხეს ჰგავდა. ჰაერში ვარდის სურნელი ტრიალებდა, ვარდისფრად შეღებილ კედლებს, პატარა მრგვალი თეთრ გადასაფარებლებიანი მაგიდები ძალიან ამშვენებდა. თუმცა ერთი რაღაც ვერ გავიგე. იქ სადაც, გემრიელი ნამცხვრების(რომლების პირდაპირ თვალებში მიყურებდნენ)გამყიდველი, ან კიდევ კაფის მეპატრონე უნდა მდგარიყო, არავინ იმყოფებოდა. იმის გადასამოწმებლადაც კი გადავწყვიტე გარეთ გასვლა ის წარწერა კარებზე მომეჩვენა თუ არა. და როცა შევბრუნდი შემოსასვლელში ვიღაცას მოვკარი თვალი, მაგრამ ის ნია არ იყო. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ახლა უკვე მაისურიანი ახალი მეზობელი კარებში იდგა და ზუსტად ისე შემომცქეროდა, როგორც ცოტა ხნის წინ ემზარის ოთახის ფანჯრიდან. დავიბენი და მოულოდნელობისგან ხელი მუცელზე ვიტაცე. თითქოს იქ რაღაცის შეფართხალებაც კი ვიგრძენი. ამან უფრო მეტად დამაბნია. და ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა, ლურჯ მაიკიანმა ბიჭმა, რომელიც სავარაუდოდ არც მეტი, არც ნაკლები თავისი თვალებისათვის შეეხამებინა, ხმა ამოიღო:
-გშია? - მკითხა და ტუჩის ცალი კუთხე მაღლა ასწია. რა? რას ქვია მშია? არანაირი მისალმება, არანაირი გაცნობა, არანაირი "ჰეი, ბოდიში რომ უეცრად შენი ბავშვობის მეგობრის ოთახში ჩავსახლდი და მერე იმ ოთახის ფანჯრიდან შიშველი მოგაშტერდი"? არა! ამის ნაცვლად ის კვლავ განაგრძობდა უცნაურად ღიმილს და ჩემს პასუხს ისეთი ფრთხილი სიჩუმით ელოდა, თითქოს ამაზე მისი ყოფნა-არყოფნის საქმე ყოფილიყო დამოკიდებული. ერთხანს თვალებში დიდხანს ყურების შემდეგ, მზერა მის მაისურისკენ გამექცა და დაუფიქრებლად წამოვროშე:
-ქამელეონი გაქვს, თუ წეღან შესაფერის ზედას ეძებდი?
ღმერთო, მაინც როგორი უტაქტო ვარ.
-კარგი, - დაიბნა ბიჭი, - წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ, მაგრამ ეს კის ნიშნავდა თუ არას?
-თვალები! უფროსწორად, თვალებზე! - ისე მივახალე ვითომც აქ არაფერიო. მაინც რატომ ვერ შევძელი ამ აღვრთოვანების ჩემში დამალვა, ანდაც უკეთესი იქვე ჩაკვლა, სანამ გარეთ გამოღწევას შეეცდებოდა?
-მე...ცოტათი ვერ გავიგე რას ამბობ. შენ ის გოგო არ ხარ? ჩემი ახალი მეზობელი.
-სხვათაშორის, ეს შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი და არაფერი პირადული, უბრალოდ ახალ მეზობლებზე დაკვირვება ჩემი ჰობია.
და კიდევ ერთი სისულელე.
-გასაგებია, - ღიმილს ვერ იკავებდა უცნობი, - და აქ რამის შესაკვეთად შემოხვედი?
-ჰო, უფროსწორად არა...არ ვიცი!
-არა საერთოდ არ დავიბენი.
-რა თქვი?
-კაპუჩინო თუ ესპრესო მეთქი.
-ჰმ, არადა, აი იმ ნამცხვარს შუაში ალუბლით აქ შემოსვლის წამიდანვე გულში ჩავუვარდი, - ხელით ვანიშნე პატარა ალუბლიან ნამცხვარზე, მერე კი ისევ მუცელზე შემოვიჭდე, რომელიც ამდენი მოულოდნელობისგან და ამასთან ერთად შიმშილისგან რაღაც სასაცილო ხმებს გამოსცემდა.
-ნამიოკი მიღებულია! ეს ალუბალიც რომ ჩემზე იღბლიანი ყოფილა, - ისევ გაიცინა, ნამცხვარი ოსტატურად შეფუთა და გამომიწოდა. ახლა გასაგებია.
-მეპატრონე შენ ხარ? - ვკითხე.
-რაღაც გაგებით.
-და ეგ როგორ გავიგო?
-ხოო, არ ვიცი ამას რატომ გიყვები მარა რაღაც ჩემთვისაც კი უცნობი მიზეზების გამო მამა სამსახურიდან დაითხოვეს და თითქოს ეს არ კმაროდაო, მერე მცხეთაში სახლი დაგვიყადაღეს, ხოდა ჩვენც აქამდე დაგროვილი დანაზოგით ეს კაფე გავხსენით და აქ გადმოვედით საცხოვრებლად.
სიჩუმე ჩამოვარდა.
-ამ...და რატომ მაინცდა მაინც აქ?
-ხედმეტად ბევრი კითხვები ხომ არ არის?
-იმისთვის ვინც ჩემი ბავშვობის მეგობარი ნულზე დასვა არა, არ არის.
-რა ხდება გოგონი, დაკითხვის კომიტეტიდან ხარ?
-უფრო გაბრაზებული მეგობარი ვარ. გაგიკვირდება რამდენი რამის გაკეთება შემიძლია როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც მე მინდა.
-ოუ, ეს რაღაც ცხელ-ცხელი მუქარასავით ჟღერდა!
-რამდენი გადაგიხადო?
-ანგარიში ჩემზე რომ იყოს, ნაკლებად შემიძულებდი?
-არ მძულხარ.
-მაგრამ, არც გულზე გეხატები!
-ნამცხვრისთვის მადლობა, - ცივად გავუღიმე და ზურგი ვაქციე.
-მოიცა, - დამიძახა და მეც მივბრუნდი.
-არც ეგეთი უგულოები ვართ, როგორც შენ გგონია.
დავიბენი.
-ამას მე რატომ მეუბნები?
-ვიცოდით რომ ოჯახს უჭირდა და ის შენი მეზობელი...ყოფილი მეზობელი კაფეში მიმტანად ავიყვანეთ.
ახლა კი ნამდვილად გამეღიმა და ბიჭს მადლიერი თვალებით გავხედე, მერე ნამცხვარს ალუბალი ავაცალე და ხალისით გადავყლაპე.
-მე გიორგი ვარ.
-მე მარიამი. თუ გინდა მარი დამიძახე, ან არაფერი არ დამიძახო.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა, მარიამ!
-ჰმ...კარგი. ჩემთვისაც...ალბათ.
ჩავიკისკისე და იქიდან გავედი. ახლა უკვე ნიას გარეშე დავადექი სახლის გზას და ნამცხვარი გემრიელად ჩავკბიჩე. ალუბლის და ვანილის შეზავებული არომატი და საოცრად ფუმფულა ბისკვიტი ჩემს მშიერ მუცელს ისე ეამა, სიამოვნებისგან თვალებიც კი დავხუჭე. მაისის მზე მიიწვერა და ჩასასვლელად ემზადებოდა. უბანს მიახლოვებულმა და უკვე დანაყრებულმა გაუაზრებლად ჩავუარე გვერდი ისევ იმ ფანჯარას და შიგნით ახლად შეღებილ ლურჯ კედლებს მოვკარი თვალი. ამის დანახვაზე კი გამახსენდა რომ პასუხი ჩემს კითხვაზე ჯერაც არ მიმეღო. მართლა ლურჯი თვალები ჰქონდა გიორგის? და უცებ მუცელში ისევ რაღაცის ნაზი გაფართხალება ვიგრძენი. ჯერ კიდე ვერ მივმხვდარიყავი თუ რა იყო ეს. საშინლად გაღიზიანებული შევედი სახლში, მაცივარი გამოვხსენი და პირველი რაც თვალში მომხვდა ეს ალუბლები იყო უზარმაზარი ვაზით.
-თქვენ რა, დამცინით? - დავიყვირე გაშმაგებულმა.
-მარიამ, კარგად ხარ? - სამზარეულოში შემოვიდა დედა.
-არა დე, არ ვარ კარგად!
-რას ამბობ, რა გჭირს?
-მ შ ი ა !


დღევანდელი დღე:

ზედიზედ სამი ფრანგული ენის ლექციის ჩატარების მერე, როგორც იქნა გავთავისუფლდი. კოლეგებს დავემშვიდობე, ჩანთა ავიღე და შენობიდან ღიღინ-ღიღინით გავედი. ღამის ცვლაში გადასვლა ამ წლის ყველაზე საუკეთესო მოვლენა იყო. საათს დავხედე, ზუსტად შუაღამეს აჩვენებდა, თუმცა ქუჩებში სხვადასხვა მუსიკის მიქსის, ხალხის ფუსფუსის, ბავშვების ტირილის, ძაღლების ყეფისა და სიცოცხლის ჩქეფის ხმა ერთდროულად ისმოდა. რა თქმა უნდა! ნიუ იორკი ხომ ქალაქია, რომელსაც არასდროს არ სძინავს. ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე, გავიღიმე და ჩავილაპარაკე: Here we go again!
ჩემთვის ახლა თენდებოდა. ასეთი რეჟიმი თავად ავირჩიე, მინდოდა გიჟურად გადატვირთული რომ ვყოფილიყავი. იქნებ მაშინ მაინც აღარ დამრჩენოდა დრო ათი წლის წინანდელი ჩანაწერების გასაკეთებლად. იმის შემდეგაც კი რაც ჩემი ორი ინგლისურად და ერთი ფრანგულად ნათარგმნი რომანი დაიბეჭდა და ბესტსელერიც კი გახდა, დღიურების წერას თავი მაინც ვერ დავანებე. მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენ წარმატებას ვაღწევდი, მე მაინც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ გამუდმებით დაუსრულებელ წრეზე ვტრიალებდი. ეს ტკივილები, რომლებიც ამდენი წელი მოჩვენებასავით თან მდევდა, დასაძლევად ადვილი სულაც არ ყოფილა. უკვე დიდი ხანი იყო რაც მიმეტოვებინა ძველი ცხოვრება და მასში დაბრუნების აღარანაირი სურვილი გამაჩნდა ერთი შეხედვით. თუ ასე იყო, მაშინ რატომ ვაკეთებდი ჩანაწერებს მოგონებებზე იმის შიშით რომ ისინი სამუდამოდ არ გამქრალიყვნენ? ჩემი ერთი ნაწილი ამაყი და კმაყოფილი იყო ჩემი ცხოვრებით, მეორე კი...მეორე დღემდე სვამდა იმ კითხვას, რომელსაც პასუხი დღემდე ვერ გაეცა: რა მოხდებოდა რომ დავრჩენილიყავი? თუმცა ახლა ამას რა აზრი აქვს, მე ხომ მაინც აღარ ვაპირებ დაბრუნებას. არასდროს...
გაჩერებამდე სეირნობით ფიქრების ზღვაში ჩამხრჩვალი ისე მივედი, ვერც გავიგე, ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი 28 avenue-ზე წასულიყო. გზაში სურვილებს კვლავაც ვერ ვძლიე. ჩანთიდან პატარა წითელი ბლოკნოტი ამოვასრიალე და ბოლოს დაწერილი ჩანაწერების კითხვა დავიწყე.


***
საღამოს ვახშმისთვის დედას დახმარება გადავწყვიტე სანამ მამა დაბრუნდებოდა სამსახურიდან. ჩემი ოთახის უკვე თითქმის ნახევრად მოხატული კედელი დროებით მივატოვე, დინამიკი გავთიშე და კიბეებს ჩავუყევი. ჩვენი სახლი არც ძალიან პატარა იყო და არც ძალიან დიდი. თან საყვარელი ტიტების ბაღი და პაწაწინა აუზი ერთო. ჩემი ოთახი მეორე სართულზე მდებარეობდა. მას მერე რაც ოთახის კედლის მოხატვას დავასრულებდი, რომელზეც იაპონურ შენობებს და საკურას ყვავილებს ვხატავდი, მამა დამპირდა რომ აივნის კედლის მოხატვის უფლებასაც დამრთავდა და ამის გამო უზომოდ გახარებული ვიყავი. ხატვა დღიურების წერასთან ერთად ჩემი კიდევ ერთი ჰობი იყო, რომელიც მემკვიდრეობით ორივე მშობლისგან მერგო.
-ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრე კედელზე რას დახატავ? - მკითხა დედამ და სამიცალი თეფში და ჩანგალი მომაწოდა.
-რავი, ემზოს ოჯახი წინააღმდეგი არ იყო, ეხლა კიდე ეგენი გადმოვიდნენ და...
-ა, ხო რაც შეეხება მაგას...მამაშენმა გამაფრთხილა მახარაძეებს ახლოს არ გაეკაროთო.
ესეიგი მახარაძეა...
-რატო ვითომ, სერიული მკვლელების დაჯგუფება არიან? - სიცილად არ მეყო დედის ნათქვამი.
-მარიამ არ გეხუმრები, რადგან მამამ ასე თქვა, ესეიგი ასეა საჭირო. შენხელა ბიჭი ჰყოლიათ თუ არ ვცდები. არ გამოელაპარაკო, კარგი?
ხმა ვერ ამოვიღე.
-მარიამ!
-ხო, კარგი.
გავიფიქრე რა სისულელეა მეთქი და სუფრის გაწყობას შევუდექი. ცოტახანში მამაც დაბრუნდა. უცნაური კი ის იყო რომ იმ საღამოს საჭმლისთვის პირიც არ დამიკარებია.
როგორც ჩვეულებრივ სანამ დავიძინებდი იმ ღამესაც ჩავრთე ფილმი, ამჯერად ჩემი საყვარელი - "ბინდი". მომენტზე სადაც ედვარდმა ბელას დაცემის პირას მყოფი ვაშლი გადაარჩინა, ვაშლის დანახვაზე რაღაც გავიაზრე. ღმერთმა ის შექმნა როგორც აკრძალული ხილი, რომელიც ადამიანებს არ უნდა ეჭამათ, არა? მაშინ რაღატომ მოიყვანა ვაშლის ხე ედემის ბაღში? ცდუნება პირდაპირ ცხვირწინ დაუდო ცოდვილ მოკვდავს. და მაინც, რატომ იტაცებს ადამიანს ყველაფერი უცხო, ანდაც აკრძალული?
ტელეფონს ხელი დავავლე "Facebook"-ზე შევედი და ვინმე გიორგი მახარაძეს მოძებნა დავიწყე, თუმცა ვერც ერთი "ექაუნთი" ვერ ვიცანი. მერე ინგლისური შრიფტითაც ვცადე, მაგრამ ეს ცდაც წარუმატებელი აღმოჩნდა და მაშინღა მივხვდი რა სისულელეს ჩავდიოდი. მაინც არ მესმის სიტყვა აკრძალულზე ის რატომ გამახსენდა. ეს უბრალოდ...მამაჩემის მორიგი ახირება იქნება უბრალოდ, თუ მშობლისებური სიფრთხილე არა, ანდაც არ ვიცი...ან რა აკრძალული ხილი და ედემის ბაღი ამიტყდა ამ შუა ღამეს? ჩემს თავზე გაბრაზებულმა ლეპტოპი დავხურე გადავბრუნდი და დასაძინებლად გავემზადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. დიდხნიანი წრიალის შემდეგ საწოლიდან წამოვვარდი. ამ ბოლო დროს ჩემს ნერვულ სისტემას ვეღარ ვცნობდი. უჰაერობა ვიგრძენი და ჰაერის ჩასაყლაპად ადიელამოხვეული აივანზე ფეხაკრეფით გავიპარე.
გარეთ გასულს იქ ყოფნა იმდენად მომეწონა რომ იქვე კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. თბილი ნიავი უბერავდა. სავსე მთვარე იყო. ისევ და ისევ ბინდის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულმა ვიფიქრე რა მაგარი იქნებოდა ვამპირები მართლაც რომ არსებობდნენ მეთქი. უეცრად შევხტი და სმენა დავძაბე, რომელიც არასდროს მღალატობდა. ხმა კედლის მეორე მხრიდან მოდიოდა. ადგილიდან, რომელსაც ვერ ვხედავდი. ცოტახანი გავისუსე, მაინტერესებდა მოჩვენებები დამეწყო თუ მართლა ვამპირები არსებობდნენ, რადგან საათი ღამის სამის ოც წუთს უჩვენებდა და ეს სასაცილო სულაც არ იყო. საპასუხოდ არანაირი სიგნალი რომ არ გაისმა, საბოლოოდ დავრწმუნდი ნიას დებულებაში, - მე ნამდვილი პარანოიკი ვიყავი. იქვე მოვიკუნტე და კედელს მივეყუდე მაგრამ ჩემდა გასაოცრად ხმა ისევ გავიგონე, რომელიც ამჯერად ალაპარაკდა.
-არც შენ გეძინება? - დაუჯერებელი იყო. გიორგის ხმა ზუსტად კედლის უკნიდან მოდიოდა. ჩემდაუნებურად წამოვიკივლე და გულზე ხელი ვიტაცე. კედლის მეორე მხრიდან ხითხითი გაისმა.
-ახლა მესმის რატომ მთხოვა დედაჩემმა რომ შენგან თავი შორს დამეჭირა! გინდა გული გამისკდეს?
-მოიცა რა?
-რა და რაც გაიგონე! ან საერთოდ რას გელაპარაკები ამ შუა ღამეს?!
-მარიამ, მოიცადე, არ წახვიდე.
-რა გინდა?
-ეს ყველაფერი უცნაურად არ გეჩვენება?
-მაინც რა ყველაფერი?
-ის რომ, ჩემებმაც ზუსტად იგივე მთხოვეს...
კარგი. ეს რაღაც უფრო საინტერესო ხდებოდა, ვიდრე უბრალოდ ერთი მხარისთვის ჩანდა და იყო შესაძლებელი. კედელს თითქოს ახლა უფრო მაგრად მივეყრდენი და სულ ერთი წამით მისი გაქრობა ვინატრე კიდეც, მაგრამ მერე გადამიარა.
-რა გთხოვეს, რომ ჩემგან თავი შორს დაიჭრო? ეს რა სისულელეა? ჩვენ ხომ ერთმანეთს ფაქტობრივად არც ვიცნობთ.
-ხოო, ეგრეა მარა რაც არუნდა იყოს მაგარ უაზრობად მეჩვენება.
-არა, უფრო უცნაურად, - ჩავფიქრდი.
-მე თუ მკითხავ, უცნაური ის უფროა რომ ახლა ვლაპარაკობთ, მაგრამ ვერ გხედავ.
გამეცინა.
-ხო, შენ რა იცი, იქნებ მოჩვენება ვარ...
-ჰა ჰა, სასაცილო ხარ!
-იდიოტო!
-რატომ ვერ დაიძინე? - უცებ გადაიტანა თემა. რატომღაც ჩვენი საუბრის დასრულება არ მოვინდომე და მეც გაუაზრებლად ავყევი, მაგრამ მე ხომ ჩემი უძილობის მიზეზს ვერ ვხვდებოდი.
-არ ვიცი, ისე უბრალოდ. შენ?
-უცნაურია, მეც.
-და ამაღამ უცნაურობები არ სრულდება.
პასუხი არ გაისმა. კვლავ მე ვკითხე.
-და შენ რას აკეთებ აქ?
-ვეწევი. თან ღამე აქედან საოცრად ლამაზია.
-ხოო, - დავეთანხმე.
-უკვე ნახე მთვარე?
-ამ წამს მეც მაგას ვუყურებ.
-მარიამ...
-გისმენ გიორგი.
მისი სახელი პირველად წარმოვთქვი, რამაც ისევ დაძაბული სამწამიანი პაუზა გამოიწვია.
-ჩემზე ისევ გაბრაზებული ხარ?
ერთდროულად დამცხა და თან შემცივდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მინდოდა მისთვის ტყუილი მეთქვა.
-არც ვყოფილვარ.
-მაგრამ...
-უბრალოდ ასეთი ვარ, - სიტყვა გავაწყვეტინე.
-ხო, განსაკუთრებული! აი ასეთი ხარ, - და ხელი ისევ მუცელზე ვიტაცე. მერე ნიავმა დაუბერა და ადიელა შემოვიხვიე.
-ისევ აქ ხარ? - მკითხა გიორგიმ.
-კი, მაგრამ მცივა და მალე უნდა შევიდე.
-კარგი, მიდი არ გაცივდე.
-ტკბილი ძილი გიო.
-ღამემშვიდობის. მარიამ!
-რა?
-ქამელეონი! პასუხი შენს კითხვაზე არის ქამელეონი...
გამეღიმა. ვიცი რომ მასაც და ოთახში შესულს რომელსაც სულელის გამომეტყველება არ მშორდებოდა, მალევე ტკბილად ჩამეძინა.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ რამდენიმე წუთი გავიდა რომ თავზე ვიღაც დამახტა. ნიას სახე ძლივს გავარჩიე. მიყვიროდა ადექი, თორემ წყალს დაგასხავ, ვიღაც უნდა გაგაცნოვო.
-შენ სულ გააფრინე? რა გინდა ამ დილაადრიან? - შევჩივლე გოგოს.
-რა დილა ადრიან მარიიი, ორი საათია!
-რაო?
-ხოო და ბომბი რო ჩამოგიგდონ ვერც გაიგებ. ეგ კი არა, კედლის დანგრევაც ვერ გაიგე.
-რა ამბობ, რომელი კედლის? - წამოვფრინდი უცებ.
-გადი და ნახავ!
ბოლო წამამდე მჯეროდა რომ ეს ნიას მორიგი ხრიკი იქნებოდა ჩემს გამოსაფხიზლებლად, თუმცა მწვანე ნაჭრის შარვალი, იგივე ფერის ზედა და ყვითელი კონვერსები სასწრაფოდ მაინც ჩავიცვი და აივანზე გავვარდი. ნიაც გამომყვა. და მე დავინაზე ემზარის სახლის კედელი, რომელიც რაც თავი მახსოვდა იქ იდგა და არსად მიდიოდა, ახლა ნახევრად ჩამონგრეულიყო, მის მიღმა კი ჩაქუჩით ხელში გიორგი იდგა, რომელსაც ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა.
-შუადღემშვიდობის! - ჩაქუჩის მსგავსი ხელსაწყო დარჩენილ კედელს მიაყუდა და მომესალმა.
-ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ უნდა იყოს ეს შუადღე მშვიდობიანი!
-რავიცი...თბილა, ჩიტები ჭიკჭიკებენ!
-ჯერ იყო და სახლი თავზე ჩამომაქცია, ახლა ბედავს და პოეტობს კიდეც!
ნიამ გადაიკისკისა. მას გიორგიც აჰყვა რამაც მთლად გადამიყვანა ჭკვიდან.
-რა? რა გაცინებს?
-შაბათის ალქაჯს გავხარ! - გადმომძახა კედლიდან.
-ალქაჯი შენ და შენი ჩაქუჩი ხართ!
-დაბადებისდღე როდის გაქ? სავარცხელი უნდა გიყიდო.
-ახლა ვინარის ნეტავ დაკითხვის კომიტეტიდან?
-მოიცათ, ერთი წუთი, ეს რა ორაზროვანი წამოძახილებია? რამდენი ხანია უკვე რაც ერთმანეთს იცნობთ, ხუთი წუთი? - გააპროტესტა ნიამ.
-ნია, მგონი შენს ძალადობას მხარი ცხოვრებაში პირველად დავუჭირე და აღარ გინდა მას თვალები ამოჩიჩქნო?
-მე ვერ ჩავერევი დაო ბოდიში, ისეთი თვალებით მიყურებს მეშინია. გეუბნები მაშინებთ მეთქი!
ამ დროს დაბლიდან ხმა გაისმა:
-მარიამ ვის ელაპარაკები?
-ნიას მა, უკვე ჩამოვდივართ.
გიორგიმ სასწრაფოდ თავისი ჩაქუჩი აიღო და საქმე გააგრძელა.
-ნიას? რა ნია, რატო მოატყუე? - გაიკვირვა ნიამ.
-ჩუმად, მერე მოგიყვები, - ვუთხარი და კიბეებისკენ ისე გავემართე გიორგისკენ ერთხელაც აღარ გამიხედავს. მთელი ის დღე მღრღნიდნენ ფიქრები. რა მოხდებოდა ახლა როცა კედელი აღარ იყო...რა მოხდებოდა კვლავ ჰაერზე გასვლა რომ მომდომებოდა, მას კი მოწევა იგივე დროს...
როგორც კი პარკში ავედით ნიას ყველაფერი მოვუყევი გასულ ღამეზე და ჩვენი ოჯახის საიდუმლო დაპირისპირებაზე.
-რაღაც ეს კედლის დანგრევის ამბავი დამთხვევა არ მგონია, - პირველი ეს დაასვკნა ნიამ დიდხნიანი დუმილის შემდეგ.
-ზუსტად ეგ ეჭვი არ მასვენებს მთელი დღეა. არა რა. აქ რაღაც რიგზე ვერ უნდა იყოს, უნდა გავიგო რა ხდება.
სიტყვა დასრულებული არ მქონდა რომ ჩვენთან სანდრო და კიდევ ერთი ბიჭი მოვიდნენ. ოხ ნია, კარგი რა, ამისთვის ამომათრიე?
-მარი, გაიცანი ეს საბაა სანდროს ძმაკაცი, საბა ეს მარიამია, - უცებ ჩაატარა გაცნობის ცერემონია ნიამ. ბიჭს უხეშად გავუღიმე და მეგობარს გავხედე მზერით "როგორც კი მარტო დავრჩებით მოგკლავ", თუმცა ამან არ გაამართლა. სანდრო გვერდით მიისვა, მე კი ის საფრთხობელა მომიჯდა. ნახა რა ამანაც ფანტასტიური ოთხეული. უაზრო ნახევარი საათის გასვლის შემდეგ, რის განმავლობაშიც ხმა თითქმის არც ამომიღია, უკვე დავაპირე მეთქვა, მორჩა სახლში მივდივარ მეთქი, რომ სახლის გზაზე გიორგი დავინახე. ახლა თეთრი მაისური ჩაეცვა და აღარც მარტო იყო. მარჯვნივ უცხო გოგონა ედგა სუსტი გრძელი ქერა თმებით, მარცხნივ კი თავისივე სიმაღლის ხუჭუჭთმიანი ბიჭი. და მეც უცებ სახლში დაბრუნების იდეა ისევე გამიქრა, როგორც გამიჩნდა. გიორგი იმ უცხო გოგო-ბიჭთან ერთად ჩვენსკენ წამოვიდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო იმ მომენტში ის ჩემს გმირად შევრაცხე. სანამ ნია და სანდრო მათ დანახვას შეამჩნევდნენ მე ფეხზე ავდექი, რადგან საბასთან ახლოს ჯდომა მაინცდა მაინც არ მსიამოვნებდა და ახალ ბავშვებს მივესალმე. გიორგიმ ისინი წარმიდგინა:
-ეს ჩემი მამიდაშვილია თამთა, ეს კიდევ ბიძაშვილი ანდრია...


***

-ადგილზე ვართ მემ, - უცებ გადაფარა წარსული აწმყომ. მძღოლს ფული გავუწოდე, მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და სახლის გზას დავადექი. სახლი, ტკბილი სახლი...ეს ის ადგილია, რომელიც შენი დაუღალავი შრომით მოიპოვე, ადგილი სადაც დაიბადე და გაიზარდე, თუ ადგილი სადაც გიყვარს და უყვარხარ? სადაც მე ვცხოვრობდი რატომღაც არცერთ მათგანს განეკუთვნებოდა. აქ, ნიუ იორკში მამას ძმა ჰყავდა, ვისთანაც ათი წლის წინ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა, უფროსწორად ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს. დავითი ძია შეძლებული კაცი იყო. ჩამოსვლისთანავე მოგვხედა და მამა დაასაქმა, რამდენიმე წელში კი გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ ჩემებმა სიბერის სამშობლოში გატარება გადაწყვიტეს, მე დავრჩი. ბიძაჩემის ჩემთვის დატოვილ ორ სართულიან მყუდრო ბინაში დავბინავდი, რომელზეც მის გარდაცვალებამდე საერთოდ არაფერი მსმენოდა და ცხოვრების ისევ ახლიდან დაწყება ვცადე, ისე რომ წარბიც არ შემიხრია. სინამდვილეში სუსტი და მშიშარა ვიყავი. ვიფიქრე რომ ვერ დავბრუნდებოდი იქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, თუმცა მშვენივრად ვხვდებოდი რომ არც ეს მშველოდა. წარსულის აჩრდილები დღემდე თან დამყვებოდნენ და უფრო მეტიც, მაიძულებდნენ ისევდა ისევ მასში მეცხოვრა. ძალიან ბევრჯერ მომენტალურადაც კი გავთიშულვარ და დროის შეგრძნება დამიკარგავს. ამას უკვე ყურადღებასაც აღარ ვაქცევდი.
კარი გასაღებით გავაღე, ჩანთა შემოსასვლელში დავტოვე, ტანსაცმელი გზაშივე დავიხადე და აბაზანაში შხაპის მისაღებად შევედი. სულიერად და ფიზიკურად დაღლილს ერთადერთი რაც მშველიდა ეს ცხელი აბაზანა იყო ხოლმე. დაახლოებით ნახევარ საათში ჩემი ვარდისფერი ხალათით სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავედი და თვალი კონიაკის ბოთლს მოვკარი. გამეცინა. რამდენიმე წვეთი ყავაში ფრთხილად ჩავასხი. სახლში მოჩვენებასავით დავხეტიალობდი და ჩემს ალკოჰოლიან ჰავას გემრიელად ვხვრეპდი რომ ჩანთიდან ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. კოლი იქნება მეთქი და ყურადღება არ მივაქციე მაგრამ ეს ხმა უკვე ნერვებზე მოქმედებდა და ტელეფონი ავიღე. კოლის სამი შეტყობინება მართლაც დავინახე, თუმცა ამასთან კიდეც ერთი სახელი შევამჩნიე რომელმაც ღიმილი ისევ მომგვარა და რამდენი წელიც არუნდა გასულიყო ეს არასდროს შეიცვლებოდა. ნია ხმოვან შეტყობინებას მიგზავნიდა. აღარ დავაყოვნე და ჩავრთე:
"მარიამ სად ხარ? დღეს მთელი დღე გირეკავ და შენი ყურადღების მოპოვების ღირსი მაინც ვერ გავხდი. ხო იცი, მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, არ აგაფეთქებდი. ანდრია ვნახე, დამირეკე გთხოვ..."
ამდენი ხნის შემდეგაც კი ანდრიას ნახვამ ასე ააფორიაქა? მითუმეტეს რომ ნიასაც როგორც სხვა ყველა ჩვენგანს ახლა თავისი აწყობილი ცხოვრება ჰქონდა, პოპულარული გახდა სამსახიობო კარიერაში, წარმატებით ხვდებოდა ერთ ქართველ ფეხბურთელს და ერთად მოგზაურობდნენ სხვადასხვა ადგილებში. სამი წლის უკან მეც კი მესტუმრნენ. მაშინ კოლს არ ვიცნობდი და ისე მოხდა რომ იმ წელს დავამთავრე "NYU"-ში უცხო ენებზე და ლიტერატურაზე სწავლა და იმავე წელს ლექტორადვე დავრჩი. ის კი ჩემი უფროსი აღმოჩნდა და ასე, როგორც ხდება ხოლმე ერთი უბრალო ბოსისა და თანაშემწის ურთიერთობა "სასიყვარულო" რომანში გადაიზარდა. ხანდახან შეგრძნებაც კი მქონდა რომ ამას ჩემი მშობლების გასახარებლად უფრო ვაკეთებდი, ვიდრე ჩემი. და ახლა მთხოვდნენ რომ ის საქართველოში ჩამეყვანა და მათთვის ისე გამეცნო, როგორც ჩემი საქმრო, რისიც რა თქმა უნდა წინააღმდეგი ვიყავი. თან ჯერ ხომ ხელიც არ ჰქონდა ჩემთვის ნათხოვნი. ნუ, ტექნიკურად ეს ჩემი ბრალიც იყო, ამაზე საუბარს მე არ ვინდომებდი ხოლმე არასდროს. რადგან გულისიღრმეში იმედის მცირედ ნაპერწკალს მაინც ვიტოვებდი. ვიცოდი რომ ეს სიგიჟე იყო. ვიცოდი ერთ კაცთან ყოფნა და მეორეზე ფიქრი მე არ შემშვენოდა, თუმცა გარემოებებმა მომიყვანეს აქამდე სადაც დღეს ვიყავი და მათვე შემქმნეს მე, იმის მაგივრად რომ მე თავად შემექმნა ისინი. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად მე მაინც მწამდა რომ ნამდვილი სიყვარული ასე უკვალოდ არ ქრება, რომ მას რაც უფრო ბევრი მტერი ჰყავს, უფრო ძლიერი ხდება და არ არსებობს არცერთი ჩაუბარებელი გამოცდა და გადაულახავი ოკეანე, თუ კი ეს ბრძოლა წრფელი გრძნობისთვისაა. დიახ, არ არსებობს და უფრო მეტიც, ხანდახან ეს ომი გაძლიერებს კიდეც, გაიძულებს გაიზარდო და რეალობას თვალი გაუსწორო. კოლმა კი შეძლო და დამანახა რომ რეალობა არც ისე ცუდია. მართალია მასთან ჩემს წარსულზე არასდროს არაფერი მითქვამს, მაგრამ ხანდახან ეგეც მშვენივრად გრძნობდა იმ რაღაც უხილავ ბარიერს რაც ჩვენს შორის იმყოფებოდა ყოველთვის და ალბათ არც არასდროს გაქრებოდა. აი რატომ ვარიდებდი თავს ქორწილზე საუბრებს. ვიცოდი რომ ეს შეცდომა იქნებოდა და მნიშნელობა არანაირად არ ჰქონდა იმას, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო კოლი და როგორ მეხმარებოდა ძალიან ბევრი რამის გადალახვაში და გაძლებაში.
დივანზე ჩამოვჯექი და ნიას ნომერი ავკრიფე. ნია ის ერთადერთი ბერკეტი იყო, რომელიც ძველ ცხოვრებასთან მაკავშირებდა და რომელთანაც კავშირის გაწყვეტა ვერ შევძელი. მაგრამ ეს ხომ არც კი მიცდია. ის ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და მომავალშიც ასე იქნებოდა. საათს დავხედე. თუ მან გუშინ ანდრია ნახა, ანუ ამჟამად საქართველოში უნდა ყოფილიყო ახლა კი იქ ღამდებოდა, რადგან ჩემი საათი ღამის სამს უჩვენებდა. ნიამ მალევე მიპასუხა და ეგრევე საყვედურებზე გადავიდა:
-ოჰ, როგორც იქნა ქალბატონო! სად ჯანდაბაში ხარ მთელი სამი თვე? კაი ამ სოციალური ქსელებიდან გაქრობას ხო შევეჩვიე როგორღაც, მაგრამ ეს ჩემი დაიგნორებები რამე ახალია?
რაღაცეები არასდროს იცვლება. კვლავ გამეღიმა და სინანულის ქსელში გაბლანდულმა ხმის ამოღება ძლივს მოვახერხე.
-მეც მომენატრე.
-თუ გგონია რო ეგ გიშველის ძაან ცდები. იცი? დღეს მე შენი თადანგომა ისე მჭირდებოდა, როგორც არასდროს. მე ჩემი საუკეთესო მეგობარი მჭირდებოდა და არა ვიღაც უგრძნობი მარიონეტი.
-ბოდიში ნია.
-და ასე უბრალოდ ადგები და გაიქცევი?
-მოდი დახურული წიგნის ახლიდან გადაფურცვლა აღარ გვინდა.
-სანამ კიდევ იტყოდე რამეს, შეგახსენებ რომ ეგ წიგნი თავადვე დახურე!
-ნია ვერ ხვდები, უბრალოდ არ მესმის ამდენი ხნის მერეც კი მას როგორ ამართლებ?
-ვამართლებ? არავისაც არ ვამართლებ, პირიქით დიდი სიამოვნებით დავთხრიდი მაგ ლამაზ თვალებს!
და როგორც უკვე ვთქვი რაღაცეები მართლაც არასდროს იცვლება. სიჩუმე ჩამოვარდა.
-მარი აქ ხარ?
-კი. მითხარი ანდრია ვნახეო. რანაირად? მომიყევი რა იგრძენი?
-რავი. რანაირად და რანაირადაც წინაზე და იმის წინაზე. ისევ მუხრანში ჩამოეთრა და დაგვემთხვა. სხვათაშორის ისევ მარტოხელა მგელია და უფრო სხვათაშორის ლევანი გაიცნო! მარი ორი ვარიანტია, ან ესენი დახოცავენ ერთმანეთს და ან მე შემოვუერთდები გაქცეულთა სიას.
-გეხვეწები რა, ნუ დატანჯე ეგ ბიჭები იმ უბედური სანდროსავით.
-ჰაჰა, აუუ ეგ შენც გახსოვს?
-ვაბშე ცოცხალია რო? ბოლოს ის გავიგე რო კაფე მაგას შეუსყიდია და მერე მალევე დაუკეტავს. კაფე რატო გაიყიდა საერთოდ? მფლობელი აღარ ყავდა თუ?
-ჰმ, nice try girl, მთელი ცხოვრება რომ არ გიცნობდე...არა, არა, ეგ იდიოტი ისევ აქ ცხოვრობს, თანაც...
-თანაც რა? - დავიძაბე.
-არაფერი, დამავიწყდა რა უნდა მეთქვა, დაიკიდე.
-ჰაჰ, nice try, მთელი ცხოვრება რომ არ გიცნობდე. ამოღერღე, რა თანაც?
-მარი გიორგიმ ცოლი მოიყვანა...
მთელი სამყაროს ყველა დროის იმედგაცრუება ერთდროულად ვიგრძენი. ყველა იმედი გულში ერთნაირად ჩამიქრა და წამიერად სიცივე და სიცარიელე დამეუფლა. თავბრუ დამეხვა და თავი ამეწვა. ყელში ლავის დიდი გორგალი გამეჩხირა და ყველა ის დღემდე კოლისთვის ნათქვამი უარი ამომიტივტივდა გონებაში. მიკვირდა რატომ არ დამტოვა აქამდე. იქნებ მასაც არ ვიმსახურებდი და უკვე დრო იყო ისიც გამეშვა? ღმერთო, მას გული ამდენჯერ იმისთვის ვატკინე რომ მერე ეგ ყოველივე ერთდროულად მე დამტყდომოდა თავს? იმასაც კი წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს ზარის ხმაზე გამეღვიძებოდა, ჩემი ვარდისფერი ხალათით, თმააჩეჩილი გასაღებად გავემართებოდი და ზღურბლზე მდგარ "მას" დავინახავდი. ის ძველებურად ეშმაკურად ასწევდა ტუჩის ცალ კუთხეს, თავის ნათელ თვალებს შემომაფეთებდა და მეტყოდა შაბათის ალქაჯს გავხარო! ეს ყველაფერი უფრო ადვილად დასაჯერებელი მეჩვენებოდა, ვიდრე ის ფაქტი რომ მან ჩემზე უარი თქვა...ჩემზე სამუდამოდ თქვა უარი!
ბოლომდე ჯერ ისევ ვერ გამეაზრებინა თუ რას ნიშნავდა ნიას სიტყვები.
-მარიამ, კარგად ხარ? - ეჭვნარევი ხმით მკითხა ნიამ. მხოლოდ ახლაღა დაიწყეს ჩემმა საცრემლე ჯირკვლებმა ამუშავება და მეც ყველაზე მტკივნეული ცრემლებით ამეტირა, ვიდრე ოდესმე.
-მე...ხო, უბრალოდ გამიხარდა და...მე...
-აუ კაი რაა, მაგას მე ვერ დამაჯერებ რო ეგ ნამტირალავი ხმა ბედნიერების ცრემლებისგანაა გამოწვეული.
-რაც გინდა ის იფიქრე ნია, ახლა 2015 წელი აღარ არის და აღარც ჩვენ ვართ ჩვიდმეტი წლისები!
-პატარა შესწორება...
-ხო ვიცი, როგორც არის.
-კაი მარი რაა, მე მეგონა ეს ახალი ამბავი შენ წისქვილზე წყალს დაასხამდა.
-გინდოდა გეთქვა ცეცხლზე ნავთსო, ხო?
-არა, მეგონა რომ როგორც იქნა მიხვდებოდი რამხელა სისულელეს ჩადიხარ, დაბრუნებას გადაწყვეტდი და ქორწილში სიკვდილის ანგელოზად დაადგებოდი. ერთი წამით მაინც მისი სახე წარმოიდგინე აბა?
-ხოო და კოლიც ხომ არ წამოვიყვანო? არც ეგეთი სასტიკი ვარ. ვაიმე, საწყალი კოლი...
-საწყალი რატო ვითომ? საწყალი ის ლურჯთვალება იდიოტი, თორემ კოლს შენ ყავხარ.
-კოლს უნდა დავშორდე ნია.
-აი ახლა კი მართლა საწყალი. ვაიმე მეჩვენება თუ შენი ტვინი ამუშავებას იწყებს? კოლს უნდა დაშორდე და ბილეთი იყიდო ხო?
-არა!
-აბა? აბა რა უნდა ქნა მარი?
ერთი წამით დავფიქრდი და მართლა აზრზე არ ვიყავი ახლა რა უნდა მექნა.
-არ ვიცი ნია, არ ვიცი. უნდა გავთიშო, ხვალ დაგირეკავ, კარგი?
-ხოო და საკუთარ ცრემლებში ჩაიხრჩო? ხომ იცი რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო მე შენს გვერდით ვიქნები არა?
-კი ვიცი და მადლობა.
-მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის რომ იმის გაგონება სიკვდილამდე მინდა შენს დანახვისას საკურთხეველთან უარს როგორ ყვირის და მე ამ დროს ცამდე გახარებული ბედნიერი სახით ტაშს ვუკრავ. მარი ეხლა ერთი იდეა მომივიდა.
-ვაიმე, თუ ღმერთი გწამს არ გაბედო მაგისი თქმა.
-ქორწილში მართლა რო ჩამოხვიდე და მე ვარ წინააღმდეგიო, დაიძახო?
-ვაიმე ნიაა, შენი გამოსწორება არ იქნება...ისე...ლამაზია?
-რა, ქორწილი? არ ვიცი არასდროს მინახავს, ღმერთმა არ მანახოს.
-სულელო იმის ახალ გოგოზე გეკითხები.
-ვიცი რაზეც მეკითხები.
-და?
-არც ეგ მინახავს არასდროს და არც სურვილი მაქვს, რადგან ვიცი თუ ვნახე მე ის უკანასკნელი ცხოვრების მშვენიერება ვიქნები რომელსაც ეგ უბედური იხილავს!
-სახელი მაინც არ აქ?
-ლალო ქვია.
-ლალო...როგორი ლამაზი სახელია.
-არაფერიც, მარიამი უფრო ლამაზი სახელია.
-კაი ნია, მადლობა რომ მითხარი და ანდრიას ისევ თუ ნახავ მომიკითხე.
-ეე ლევანი?
-ხოო, ეგეც.
ესეც ასე. მაინც რა სულელი ვიყავი როცა მეგონა რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა...მაგრამ აი დადგა! ისევ მივუბრუნდი ჩემი კონიაკის ბოთლს, ისევ გადავშალე ჩემი წარსულის წითელი წიგნი და გარკვეული გარემოებებისდა მიუხედავად, როცა სასმელმა გახსნა წერა ისევ დავიწყე.


***

-ბავშვებო, ეს მარიამია საიდუმლოებებით მოცული ოჯახიდან. მაშინაც კი არ შეგიყვარდეთ თუ ჯერ დიალოგს ტკბილად გაგიბავთ, ბოლოს კი სასიკვდილოთ დაგემუქრებათ. სიბნელეში განსაკუთრებით საშიში ხდება.
-რა სასაცილოა! - ჩავილაპარაკე სარკაზმით და ბავშვებს გავუღიმე, რომლებსაც აშკარად ვერ გაეგოთ წამების წინ მონაბოდი "ხუმარა" გიორგის სიტყვები.
-დაიკიდე, დარწმუნებული ვარ უკვე გეცოდინება რო ვერ არის, - მითხრა თამთამ და უცებ ანდრიას სულელური სიცილი და გიორგის დაბღვერილი სიფათი ერთდროულად დავინახე.
-ერთი წამით მოიცადეთ, - წამოხტა ნია სკამიდან, - ვინ ვისი დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილია?
ამაზე ყველას სიცილი წაგვსკდა.
-თამთა მამიდაშვილია, ანდრია, - ბიძაშვილი.
დავუკონკრეტე.
-ვინ ანდრია? - შეიცხადა ნიამ.
-მეე, - გაუწოდა ხელი ბიჭმა.
-შენ არ მომწონხარ, - უპასუხა ნიამ და სანდრო და საბასკენ მიბრუნდა, თუმცა რატომღაც იქ აღარც ერთი დახვდა და აღარც მეორე. ღმერთს მადლობა გადავუხადე, გიორგისაც.
-სად არიან? - წამოიძახა გოგომ და წარბები შეკრა.
-როგორც ჩანს ცოდვებმა გიწიეს შენ, - ისევ სულელივით ჩაიხითხითა ანდრიამ.
იმ საღამოს სანდრო ნიამ ვეღარსად იპოვა. ბავშვებმა კი უცხო ადგილები ვერ დაიმახსოვრეს, ხოდა მოგვიწია ისინი ჩვენ გვესწავლებინა. დაღამდა, სახლში წასვლის დრო იყო და ვინაიდან და რადგანაც მაინც ერთი გზა გვქონდა, მარკეტში შევიარეთ და ძალიან ბევრი ჯოხიანი კანფეტი ვიყიდეთ. უბანს რომ მივუახლოვდით დავიშალეთ და სახლებამდე ცალ-ცალკე მივედით. სახლში მხიარულ ტალღაზე დავბრუნდი და დედა დავინახე, რომელიც ბარგს ალაგებდა.
-რა ხდება? - ვკითხე.
-სად იყავი? - კითხვა შემომიბრუნა მამამ.
-გარეთ.
-დედას ხომ უჯერებ?
-რა ხდება?
-ბებიაშენია ცუდად, - მითხრა დედამ, - და რამდენიმე დღით თბილისში მივდივართ.
ავნერვიულდი, მაგრამ მამას ის კითხვა "დედას ხომ უჯერებ?" ამ ფაქტთან მაინც ვერაფრით დავაკავშირე.
-კარგით, ახლავე მოვემზადები მაშინ, - კარისკენ რომ მივდიოდი მამამ გამაჩერა.
-შენ რჩები.
-რა? რატო?
-ასე უკეთესია თან სახლში ხო უნდა იყოს ვინმე. შენი იმედი გვაქვს.
და შუბლზე მაკოცა. მალევე გავაცილე ისინი და სახლში შემოვბრუნდი. რატომღაც მადა ისევ არ მქონდა. თავს უცნაურად ვგრძნობდი, ბებიას გამო ძალიან ვღელავდი. არ ვიცოდი სახლში მარტო დარჩენილს რა უნდა მეკეთებინა. ცოტახანში მომშივდა კიდეც და ჩემი და ნიას საყვარელი საჭმელი - პილმენები მოვიმზადე. მას მერე რაც დავნაყრდი, წყალი სწრაფად გადავივლე, თავზე პირსახოცმოხვეული კიბეებს ავუყევი და დავინახე აივანზე როგორ იჯდა გიორგი და ეწეოდა. ისევ გული გამისკდა. ნეტავ ოდესმე შევეჩვეოდი ამ ყოველივეს? ყურადღება არ მივაქციე და შიგნით შევედი. არც მან გამომხედა, უცნაურად ჩაფიქრებული მეჩვენა. ოთახში დაფეთებული შევვარდი, თმები გავიშრე და კედლის მოხატვა გავაგრძელე. მალევე შევწყვიტე. გული არ მისვენებდა. და მას მერე რაც მამას მივწერე და გავიგე რო ბებო უკეთ იყო, რატომღაც მაინც არ დამიწყნარდა და ოთახში წყლის ბოთლს თვალიერება დავუწყე, მაგრამ ბოთლი ცარიელი იყო. მშვენიერია. ისევ აივანზე გავედი. გიორგი ისევ იქ იყო. გადავწყვიტე ის კვლავ დამეიგნორებინა, თორემ სხვანაირად ამ ფაქტს მთელი ცხოვრება ვერ შევეჩვეოდი და კიბეებისკენ გავემართე თუმცა გულისიღრმეში მაინც ვიმედოვნებდი რომ დამიძახებდა. ერთხელ მაინც...ერთი საფეხური ხმაურით ჩავიარე...მიდი რა...უკვე მეორე...
-მარიამ! - და მან დამიძახა. გამეღიმა და მივბრუნდი.
-რა?
-რას დადიხარ?
ჯანდაბა!
-მომწყურდა და ოთახში წყალი აღარ მაქვს.
-მოდი მე დაგალევინებ.
ადგა და ბოთლით წყალი გამომიწოდა. მივედი, გამოვართვი და მოვსვი.
-ისევ არ გძინავს, - მას მერე რაც ბოთლი დავუბრუნე ახლა თვითონ მოიყუდა.
-ხო, ჩემები ბებოს სანახავად წავიდნენ და ვინერვიულე, თან...ცოტა შემეშინდა.
-სახლში მარტო ხარ? - ამომხედა. მიუხედავად იმისა რომ ბნელოდა, მაინც დავინახე მისი თვალები.
-ჰო...
-მერე გადმოდი, თამთამ პოპკორნი მოამზადა, ფილმის საყურებლად ემზადებოდნენ, თუ გინდა ერთად ვუყუროთ.
-მე...სირცხვილი არ არის?
-ნუ ღელავ, ჩემებს საკმაოდ ღრმა ძილი აქვთ.
მე თვითონაც ვერ დავიჯერე რომ დავთანხმდი. სულ რაღაც ერთი ნაბიჯი და უკვე მის აივანზე ვიდექი. გამეცინა. სახლში ფეხაკრეფით შევედით, თუმცა თამთას და ანდრიას უკვე ჩასძინებოდათ. სიცილი ვერ შევიკავეთ.
-დაა როგორც უკვე ავღნიშნე ჩემებს ღრმა ძილი აქვთ! სამაგიეროდ მეტი პოპკორნი დაგვრჩა, - დაიჩურჩულა.
-სულელო.
-რას იზავ აბა, დარჩები?
დავფიქრდი. არ მესმის რაღატომ მკითხა თუ პასუხი ისედაც იცოდა. დავიჯერო მართლა ასეთი სახალისო იყო ამის მოსმენა?
-სახლში შემეშინდება, - ვუპასუხე აკანკალებული ხმით.
-ცუდია ესეთი მშიშარა რომ ხარ, მე მეგონა ჰორორს ვნახავდით, - მითხრა და კომპიუტერი ჩართო.
-საერთოდაც "ბინდი" ჩემი საყვარელი ფილმია, - ვუთხარი, თავი ბალიშზე დავდე და მოვიკალათე.
-მერე ეგ რა ჰორორია?
-ნეტა შენ სუ რას დამცინი. აბა რას ვუყუროთ?
-გააჩნია. სულების თუ არ გეშინია მაშინ "მეექვსე გრძნობა" ჩავრთოთ, - გვერდით მომიჯდა და პოპკორნი მომაწოდა, - არ გინდა?
-მე თვითონ სული ვარ, დაგავიწყდა? - გავუღიმე და ერთი მუჭა პოპკორნი ავიღე.
ფილმი ჩაირთო, თუმცა გულს ვერაფრით ვუდებდი. ყოველ მის შემთხვევით თუ გამიზნულ შეხებისას გული ახლიდან მიფრთხიალდებოდა. ცოტა ხანში ჩამთვლიმა კიდეც, მაგრამ შემრცხვა და თავი მალევე გამოვიფხიზლე. ბალიშიდან თავი რომ ავწიე რაღაცამ ისევ მთელი ძალით მიმიზიდა და ზედ დამანარცხა. რა თქმა უნდა! როგორ მეგონა, აბა როგორ მეგონა რომ ყველაფერი მშვიდობით და ხიფათების გარეშე ჩაივლიდა? ბრეკეტები, წყეული ბრეკეტები ამ შემთხვევის მერე ორმაგად რომ შევიზიზღე. ბალიშის ძაფი ბრეკეტზე გამომედო და ერთმანეთისგან ვერაფრით ვანცალკევებდი. ვერც ხმას ვიღებდი, აბა რა მეთქვა, ან კიდევ როგორ? მაგრამ არაფერი გამომივიდა. ცოტახანში დამფრთხვალი კნუტივით წამოვიკნავლე.
-რა გჭირს? - მკითხა.
-ალაფელი, - ძლივს ამოვიჩლიფინე.
-მეღადავები? ხმაზე რაღა მოგივიდა?
-ბბრეკეტი...ბალიშშიიი...გამეჭედა!
ფხუკუნი წასკდა. მეც ავყევი.
ღმერთო რა დებილი ვარ! რა დებილი ვარ! რა დებილი ვარ!
-მოდი დაგეხმარები.
-არა! მეთვითონ! - თავი გავიგიჟე, მასთან ახლო მისვლის მეშინოდა რატომღაც. მთელი ძალით მოვქაჩე, მაგრამ ისევ არაფერი გამომივიდა. ბოლოს მაინც დავნებდი.
-შეგიძლია დაამეხხმაროო?
რიჟრაჟი იყო. უკვე ვარჩევდი ოთახში სილუეტებს.ისე ახლოს ვიყავით...ისე ახლოს, რომ სუნთქვა მეკვროდა. მერე თვალებში ჩავხედე და მუცელში ისევ რაღაცის შეფართხალება ვიგრძენი. მაინც ვერაფრით გამეგო, სულ რატომ მშივდებოდა ამ თვალების დანახვაზე. ამ დროს ანდრიას გაეღვიძა და პირველი რასაც თვალი მოკრა ეს იყო გიორგის ხელი ჩემს ნიკაპზე. თვალები დაჭყიტა.
-ხელი თუ შეგიშალეთ ეხლავე შევიბრუნებ ძილს, გეფიცებით.
-ბიჭო რას სულელობ? - უთხრა გიორგიმ, - ფილმს ვუყურებდით.
-აააა და კარგი ფილმი იყო? - გაიცინა ბიჭმა.
-ისე რა, - ვუპასუხე.
-უნდა წახვიდე? - შემეკითხა გიორგი.
-ხო, მე და ნიამ უნდა ვივარჯიშოთ დღეს.
არ ვიცი ეს დებილობა საიდანღა დავახეთქე.
-ნია? ის უხეში გოგო? - ჩამეძია ანდრია და დაამთქნარა.
-კი, ზუსტად ეგ.
-არადა, ამ ბოლო დროს კუნთების დაყენებაზე ბევრს ვფიქრობდით, - წამოფრინდა ლოგინიდან, - არა გიო?
იმ დილას ნიას ტელეფონი ავუფეთქე და მაინც რომ არ მიპასუხა დილის ექვს საათზე მეთვითონ დავადექი სახლში. კარებზე ვუბრახუნე მაგრამ არავინ გამიღო. რა გაეწყობა მეთქი, წამითაც არ დავფიქრებულვარ, გალავნიდან გადავძვერი, მერე თავზე დავახტი გავაღვიძე და ნახევრად მძინარე, რომელსაც თავი სიზმარში ეგონა, აშკარად არ იცოდა რა ხდებოდა და ვერაფრით ხსნიდა ჩემს სახეზე სულელურ ბედნიერ გამომეტყველებას, "სავარჯიშოდ" ძალით წავათრიე. მალე გიორგი და ანდრიაც შემოგვიერთდნენ და იმის გამო რომ ნიას წითელი ხინკლებიანი წინდები არ გავახდევინე, რომლებიც რატომღაც ლოგინში ეცვა და მათთან ისე წავიყვანე, კინაღამ არ მომკლა როცა საბოლოოდ გამოფხიზლდა როგორც იქნა. მაგრამ იმით გავაჩუმე რომ მეც თავისი ნაჩუქარი სასაცილო წინდებით ვიყავი წამოსული.
საღამოს დედამ დამირეკა და მითხრა კიდევ ორი დღით გვიწევს აქ ყოფნაო. მკითხა წუხელ როგორ გეძინაო და ვუპასუხე გადასარევად მეთქი. მაქედან გადასარევად სიმართლე იყო, მეძინა - არა.
მომდევნო ორი ღამეც ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წინა და მეც ნელ-ნელა ვხვდებოდი რომ ახლა უკვე ღამეები აშკარად სჯობდა დღეებს.
მეოთხე დილას ვიგრძენი ძილში შუბლზე ნაზად ვიღაცამ როგორ მაკოცა. თვალები გავახილე, მამა დავინახე და იმის დასამოწმებლად რომ სიზმარში არ ვიყავი ხელები შემოვხვიე. მან გამიღიმა.
-დაბრუნდით?
-ხო.
-ბებო როგორ არის?
-კარგად.
მერე ავდექი და ოთახის შუაგულში აღმართული ტანსაცმლის გროვის დაიგნორება ისე ვცადე, თითქოს წუხელ მასში მე არ ვმჯდარვარ და არ მიქექია ტანსაცმლის ასარჩევად როცა გიორგისთან ნაყინის საჭმელად წავიდოდი. გეგონება სიბნელეში ჩემს ტანსაცმელს ძაან დაინახავდა.
-ეგ რა არი, კარადა აგიფეთქდა? - მანიშნა მამამ ტანსაცმელზე. გამეცინა.
-რაღაც მაგ სტილში.
გარეთ რომ გავედით ჩამონგრეულ კედელს მიაჩერდა. დავიძაბე.
-კედელზე დახატვა ისევ გინდა? - მკითხა.
გავჩუმდი.
-გინდა თუ არა?
-რავიცი...
-თბილისიდან ახალი საღებავები ჩამოგიტანეთ.
-რათ მინდა?
-რათ გინდა და კედელი ისევ რომ იქნება რამე ლამაზი ხო უნდა დახატო?
შიგნიდან რაღაცა ჩამწყდა. თითქოს მხოლოდ ახლაღა გავიაზრე რომ ჩემი ღამის შეხვედრები უნდა დამთავრებულიყო. მთელი ეგ დღე ოთახში ჩაკეტილი უაზრო, მოსაწყენ მუსიკებს ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა. ვერ გამეგო რას ნიშნავდა სიტყვები "კედელი რომ ისევ იქნება", ან რას ნიშნავდა ეს უხილავი დაძაბულობა, რატომ უნდა დამეჭირა თავი შორს გიორგისგან, რა არ ვიცოდი...
სადაც იყო თავი გამისკდებოდა ამდენი ფიქრისგან ემზარიმ რომ მომწერა მომენატრე და შენს სახლთან ვარო. ფანჯრიდან გადავიხედე. მართლაც იქ იდგა და მელოდებოდა. სასწრაფოდ დამოვიცვალე და დაბლა ჩავედი. დავაპირე ნანასთვის გამეძახა უბანში გავდივარ მეთქი, მაგრამ მანამდე მისი ხმა გავიგონე შემთხვევით:
-მხოლოდ იმის გამო რომ ეგენი ჩაგვისახლდნენ, აქედან ვერ გადავალთ ზურაბ!
რა? რას ამბობდა?
-ნანა რა ვერ გაიგე? ისინი აქ მხოლოდ ჩვენს გასანადგურებლად არიან და არა პურისა და მარილის გასაყოფად. დამიჯერე ამისთვის ყველაფერს იზამენ! ჩემს გამო ალექსის სახლი დაუყადაღეს და მე დავიყოლიე ჩვენი უფროსი რომ სამსახურიდან გაეგდო.
-ხო? როგორ მიხარია! იქნებ ეგ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ რომ მის გამო ციხეში ხუთი წელი იჯექი და ახლა ღმერთმა სამაგიერო გადაუხადა?
და აი ესეც მამაჩემის ბნელი წარსული! პირზე ხელი ავიფარე ისე გამიკვირდა მოსმენილი.
-ეგ ხუთი წელი მე მხოლოდ შენზე ფიქრმა გამაძლებინა ნანა და ის შიში რომ შენ მას აირჩევდი...მკლავდა! ახლაც კი მე არ შემიძლია მის გვერდით გხედავდე, ასე ახლოს...
ვერაფრით ვიაზრებდი რაზე კამათობდნენ ჩემი მშობლები, ან კიდევ ვიაზრებდი მაგრამ არ მინდოდა.
-აი თურმე რატომ მიგვარბენინებ ორივეს ამერიკაში. შენ ეჭვიანობ არა? შენ ისევ გეშინია, ამას აქამდე როგორ ვერ მივხვდი...
ამის გაგონებაზე მამამ მაგიდას მუშტი დაარტყა. შევხტი.
-ეს საკითხი ამ სახლში მეორედ აღარ განიხილება, მორჩა!
მეტს ვეღარ გავუძელი და მათთან შევედი. ორივე გაჩუმდა. პირველი რაც ვიკითხე იყო:
-სადმე გადავდივართ?
-არა ძვირფასო.
-კი, მარიამ.
ერთდროულად მომახალეს.
-და სად?
-ამერიკაში ბიძაშენთან, - მიპასუხა მამამ.
-რა? - შევიცხადე.
-არ უსმინო, მამაშენმა ცოტა მეტი დალია, - მითხრა დედამ.
-მარიამ, ჯობია მეგობრებს დაემშვიდობო, - მომიგო ბოლოს მამამ და ოთახიდან გავიდა. ცოტაც და თავში სისხლი ჩამექცეოდა. მალევე გავიგონეთ ჭიშკრის მიჯახუნების ხმაც. ნანამ გადაწყვიტა ჩემთვის ყურადღება არ მოექცია მაგრამ არ დავანებე, ემზარის მივწერე ვეღარ გამოვალ მეთქი და დედაჩემს იქამდე გადავეკიდე, სანამ სიმართლე არ დავაცდევინე. და აი რა გავიგე მისი მონაყოლიდან:
გიორგის მამა ალექსი და მამაჩემი ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე დამეგობრებულან, მას ნერე რაც ბიძაჩემი გაემგზავრა საზღვარგარეთ. თურმე ზურაბს ალექსი დავითიზე მეტადაც კი შეჰყვარებია და მათი ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ძმური კავშირი იქამდე გრძელდებოდა, სანამ ორივენი ხელოვნების სკოლაში არ ჩაირიცხნენ, იქ კი ნანა არ გაიცნეს. ცოტა ხანში ჩემს მშბლებს ერთმანეთი შეუყვარდათ და შეხვედრა დაიწყეს. ნანას თქმით, თავიდან ვერც ის და ვერც მამა ალექსის უცნაურ ჩამოშორებას ვერ ხსნიდნენ. მამა თურმე ამის გამო ძალიან ღელავდა, სანამ არ გაირკვა რომ ალექსის ძმის შეყვარებული გიჟვით შეჰყვარებია და ეს ყოფილა მიზეზი მათ შრის მტრობის გაჩაღებისა, ჯერ კიდევ მაშინ როცა მე და გიორგი დაბადებულებიც არ ვიყავით და უფრო ზუსტად ოცდახუთი წლის წინათ.
ერთ მშვენიერ დღეს ეს მტრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადასულა. უფრო სწორად, ზუსტად იმ ღამეს როცა ზურაბმა ნანას ხელი სთხოვა ალექსი დასხმიათ თავს და ნიშნობა ჩაშლილა. მამა კი მისი სიკვდილამდე ცემის გამო დაუპატიმრებიათ და ეს არ ყოფილა დასასრული. თითქოს ესეც არ ეყოთო, ამდენი წლის შემდეგაც, როცა უკვე გაიზარდნენ და ოჯახები შექმნეს, როცა ალექსიმაც გაიცნო მშვენიერი ქალი ელენა და ცოლად მოიყვანა, ახლა კარიერული დაპირისპირება გაუმართავთ, რაც ამჯერად ალექსის სამსახურიდან წამოსვლით დამთავრებულა. უაზრო გაგიჟებულმა მცდელობებმა კი რომ მამა და ჩვენი მთელი მგალობლიშვილების ოჯახი მიწასთან გაესწორებინა, იმდენი ფული გაუფლანგავს ტყუილად და ვალების გამო სახლიც კი დაუყადაღებიათ. იმ დღეს ალექსი ზურაბის სამუდამო სატანჯველს დაჰპირებია. ეს გახდა მიზეზი მათი აქსაცხოვრებლად გადმოსვლის და ეს ყოფილა ის ერთი შეხედვით "სულელური" მიზეზი, რის გამოც მახარაძეების ვაჟი არ უნდა მომწონებოდა და ეგ კი არა, წესით მისთვის ხმაც არ უნდა გამეცა ამის გაგების შემდეგ არასოდეს. დედას დავპირდი რომ ამ პირობას ავასრულებდი, თუ არსად გადავიდოდით და მან მითხრა რომ ეს არ მოხდებოდა. თუმცა ამან ოდნავადაც არ დამამშვიდა რატომღაც.
გაოგნებული გავედი უბანში. ნია და ემზარი სხვა ბავშვებთან ერთად იქვე შეკრებილიყვნენ. უკვე დაბინდებულიყო. სახლის წინ სკამზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. დედაჩემის ბოლო სიტყვები საიმედოდ არანაირად არ ჟღერდა მამაჩემის დაპირების მერე. თანაც ის ისეთი მტკიცე და ურყევი იყო, რასაც იტყოდა ნამდვილად შეასრულებდა. წამით მის მდგომარეობაში შევედი და შემეცოდა კიდეც. მის ადგილას ალბათ აქაურობის დატოვება მეც მომინდებოდა, თუმცა მე ხომ ყველაფერი აქ მქონდა, საკუთარი ცხოვრება, უამრავი მეგობარი, ნია...ან კიდევ როგორ ავუხსნიდი მას ამ ყველაფერს? ვერასოდეს წარმოვიდგენდი მისი უაზრო მუქარები ოდესღაც წინ თუ დამიხვდებოდნენ. და მერე გამახსენდა გიორგი და მასთან ერთად საუბრებში გათენებული ღამეები. ამის გახსენებისას თავი საშინლად ვიგრძენი, ხელები სახეზე ავიფარე და ტირილი დავიწყე. მოულოდნელად ვიღაცის ცხელი შეხება ჩემს თავზე ვიგრძენი. ხელები სახიდან მოვიცილე და ის დავინახე. ვერც კი გავიგე როდის მომიახლოვდა. ისევ შევხტი. ცრემლები მოვიწმინდე, თუმცა ხმის ამოღება ვერაფრით გავბედე.
-რა გჭირს? - მკითხა ჩუმად და გვერდით მომიჯდა. გაუაზრებლად დამფრთხალივით გადავხტი გვერძე ისე რომ ჩემს თავზე თანაგრძნობის ნიშნად შემოდებული ხელი ჰაერში გაწვდილი დარჩა. რატომღაც ზუსტად ის მამშვიდებდა, ვის გამოც ვტიროდი. წამით ვერ მიხვდა რა გავაკეთე მერე კი განაწყენებულმა და გაბრაზებულმა გამოსცრა: -ესეიგი ახლა ასე, არა?
-ძალიან გთხოვ თავი დამანებე, - ვუთხარი და ჯიბეში ხელსახოცის მოძებნა დავაპირე, მაგრამ თავადვე გამომიწოდა.
-ეს ხელსახოციც კი ჩემზე ჩანს ნაწყენი, - ჩავილაპარაკე.
-სერიოზულად მარიამ?
-რა?
-შენც დაიჯერე იმ რაღაცის? - რას ნიშნავდა "რაღაცის"?
-ვერ ვხვდები რაზე საუბრობ გიო, მაგრამ აჯობებს თუ ბავშვებთან დაბრუნდები სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ხელსახოცისთვის მადლობა.
-არსადაც არ წავალ, სანამ არ მეტყვი რა გატირებდა. რამე გითხრეს? - ვირივით გაჯიუტდა.
-გთხოვ, - შევევედრე. მეშინოდა უცებ არსაიდან მამა არ გამოჩენილიყო და ერთად ასე ახლოს არ შევემჩნიეთ.
-რას მთხოვ მარიამ? - ხელი ხელზე დამადო. ავცახცახდი, თუმცა რატომღაც ძალიან მალევე დავწყნარდი. ვერ გავიგე როგორ არსებობდა ისეთი ადამიანი, რომელიც ერთდროულად ახერხებდა ჩემს აფორიაქებას და თან დამშვიდებას.
-იმის ღირსიც არ ვარ რომ სიმართლე ვიცოდე? თანაც მე მეგონა მეგობრები ვიყავით, მეგობრები კი ერთმანეთთან გულწრფელები არიან და არ უმალავენ არაფერს.
-ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით მეგობრები გიო, - ვუთხარი და ავდექი. მემგონი ეს ძალიან დრამატულად გამომივიდა.
-ისე, რაღაც გაგებით გეთანხმები, - თვალი ჩამიკრა და თავისი ეშმაკური ღიმილით გამიღიმა. ამ დროს ჩვენთან ნია მოვიდა. გიორგი მიხვდა რომ უკვე მისი წასვლის დრო იყო: -იცოდე მაინც გავიგებ, - მითხრა და სახლში შევიდა. მე ნიას გადავეხვიე.
-რა ხდება რა უნდა გაიგოს? - მკითხა მან, - რა იყო, ნამტირალავი ხარ? აბა შემომხედე.
მაინც ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ეს საუბარი შედგებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ეს ამაღამვე მექნა და იქიდან დავიწყე საიდანაც წინაზე გავწყვიტე მოყოლა. ნიამ ბრეკეტის ბალიშში გაჭედვის ნაწილზე ძალიან ბევრი იცინა.
-შე პატარა ეშმაკუნავ!
-რა? რას ამბობ, შენ გგონია მე ძალიან მეხალისებოდა ჩემს პირში კბილის ექიმივით რომ ეძრომიალა? ისე ახლოს იყო, მეგონა რომ გული წამივიდოდა. კიდეკაი ანდრიამ გაიღვიძა.
-ანდრია ვინ არი?
-ვაიმე ნიააა, გიორგის ბიძაშვილი.
-ეე, გუშინწინ მამიდაშვილი არ იყო?
-არა ეგ თამთა იყო.
-უიმეე, ხო რაცარი რავი, აღარ მიდის? არ მომწონს რაღაცა ეგ ანდრია.
გამეცინა.
-ხოო, ერთი შენ არ მოგწონს ანდრია და...
გავჩუმდი და ისევ ცრემლები ჩამომცვივდა.
-მარი სიყვარული იცი რა არის?
-რა?
-მის გამო ერთდროულად თან რომ იცინი და თან ტირი.
-რას ბოდავ? თავი რამეს ხომ არ მიარტყი?
-აღიარე გოგონი, ის ლურჯთვალება პრინცი შეგიყვარდა.
-რა? რა სისულელეა, თანაც სიყვარული ოთხ დღეში არ მოდის.
-ტექნიკურად, უკვე სამ კვირაზე მეტია რაც აქ გადმოვიდა, ეგ ოთხი დღე მასე აგიყვათ უბრალოდ თუ ღამე მაგრამ მასეც რომ არ იყოს დამიჯერე რომ მოდის.
-ნეტა შენ რა იცი, გეგონება გიჟდებოდე სანდროზე.
-სანდროზე არა...აბა, ეგ აღიარება იყო?
-არა ნია, არ ყოფილა მაგრამ სიმართლესაც რომ ამბობდე, აჯობებს თუ ყველაფერს მალევე მოვამთავრებ თორე...
-რა თორე?
-აუ არ ვიცი.
ამ დროს ჯიბეში ტელეფონი აბზუვლდა. მეგობრობის მოთხოვნა იყო ვიღაც მახარაძესგან. ერთი წამით სხეულში თითქოს ელექტროდენმა დამიარა და გავიფიქრე, -აი ესეც მოხდა...
-მართლა ხო არ გადახვალ, არა? - უცებ გამომარკვია ნიამ.
-არა რა თქმა უნდა! თუ მაინც გადასვლაა თვითონ წავიდნენ, მე მედიკო ბებოსთან ვიცხოვრებ.
-თბილისში?
-ხო, რა იყო? სხვა კონტონენტზე გადახვეწას მაინც სჯობს, თან იქნებ ერთ სკოლაში ვისწავლოთ. რატო არა რო?
-რამდენად მაცდურადაც არ უნდა ჟღერდეს ეგ წინადადება, ორივემ მშვენივრად ვიცით რომ შენს ოთახს და გიორგის ვერაფრით შეელევი შენ. ხოდა აწიე ეგ ფუმფულა საყვარელი, ჩემზე შეყვარებული ტრ.აკი და გააკეთე რამე სანამ დრო გაქ.
-ნია არსად წასვლას არ ვაპირებ, დამიჯერე.


***

REMINDER-ის ზარმა გამომაღვიძა. ნაწერებიდან თავი ამოვყავი და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. წერაში დამთენებოდა. ჩამოცლილი კონიაკის ბოთლიც კი მე დამცინოდა. ტელეფონს დავხედე. ეწერა: "12AM - MEET COLE (შეხვედრა კოლთან) და მისგანვე გამოტოვებული ხუთი ზარი. ჯანდაბა! მე ხომ კოლს უნდა შევხვედროდი!
ასპირინის დალევის მერე გადავურეკე მას და მითხრა არ ინერვიულო, საღამოს იაპონურ რესტორანში შევხვდეთო. მშვენიერია. სამსახურის თავი დღეს ისედაც არ მქონდა, ახლა კიდევ უკვე მიზეზიც მქონდა. ამასთან, სრულიად შესაფერისი დრო და მომენტი იყო მასთან სალაპარაკოდ. ადგილის კი ნააჰ, რა მოგახსენოთ...იქაურობა ისეთი რომანტიკული იყო...პირველად სიყვარულში სწორედ მანდ გამომიტყდა. რა ირონიული იქნებოდა იქვე რომ დავშორდებოდი, თუმცა სხვა გზა არ მქონდა, სხვანაირად გაგრძელება აღარ შემეძლო.
მანამ სანამ დღე უაზროდ ჩაივლიდა, ჩემს თავთან ომი გამოვიარე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თითქოს სადღაც ჩემი მეორე მე არსებობდა, რომელიც მიმტკიცებდა რომ თუ "მას" ბედნიერს დავინახავდი, სამუდამოდ შევძლებდი მის გაშვებას, თუმცა მშვენივრად ვიცოდი რომ ამის დანახვა და გაფიქრებაც კი უბრალოდ საბოლოოდ გამანადგურებდა და ზუსტად იგივე მაზოხისტური მიზნით, რა მიზნითაც ისევ ვავსებდი დღიურებს, სოციალური ქსელების აღდგენა გადავწყვიტე. ვიცოდი რომ ცუდი იდეა იყო და რომ ეს ყველა ვარიანტში ჩემი ცრემლებით დასრულდებოდა, მაგრამ მოსაძებნ გრაფაში ნაცნობი გვარი მაინც ავკრიფე. ნეტავ ისევ იგივენაირად უწერია? რა თქმა უნდა! ჩამეღიმა. ან იქნებ იგივე მისამართი სპეციალურად დატოვა და არ ჩაანაცვლა ახლით მე რომ მომეძებნა? მაგრამ რა სისულელე იყო, ამდენი რამის მერეც კი რომ რაიმე ხელჩასაჭიდს ვეძებდი. ეს ყოველივე უბრალოდ საცოდავი სვლები იყო, უშედეგო მცდელობები რომელსაც უკვე აღარავინ მითვლიდა და მეტი არაფერი საერთოდ. პროფილზე გადავედი და მოლოცვები დავინახე, მაგრამ ვეცადე ყურადღება არ მიმექცია. მერე თვალი მათ ფოტოს მოვკარი. ლალო მართლაც ლამაზი გოგონა იყო. ყოველ შემთხვევაში ეკრანიდან ასე ჩანდა, ან კიდევ ჩემში ისევ პარანოიკი იღვიძებდა. და გიორგი, რომელსაც თითქოს წვერი გაზრდოდა ოდნავ და მზერა შეცვლოდა მხოლოდ. მე დავინახე ეს მზერა, მზერა რომლითაც ჩემთვის არასდროს შემოუხედავს და გავიფიქრე: -იქნებ სოწრედ ეს თვალებია დასასრული?
იმ დღესვე ყოველი ჩვენი ერთად გადაღებული ფოტო სათითაოდ მოვისროლე ნაგავში და შეშლილივით ჩავიხვიე ფრაზა: -მე ცხოვრება უნდა გავაგრძელო!
მალევე მოვიწესრიგე თავი, მაკიაჟი გავიკეთე, წითელი მოკლე კოლის ნაყიდი ბრჭყვიალა კაბა ჩავიცვი, ჩემი თავით თვითკმაყოფილმა სარკეში ჩემს სილუეტს თვალი მოვავლე და შეხვედრაზე წავედი.
რესტორანი თითქმის ისეთივე დამხვდა, როგორიც ბოლოს დავტოვეთ. ძალიან მყუდრო გარემო იყო, თითქოს ამ ქალაქში ყველაზე წყნარიც კი. წითელმაქმანიანი უზარმაზარი ფარდები ლამაზ მაგიდებს გადაჰყურებდა და ყოველთვის კლასიკური მუსიკები ისმოდა ძალიან დაბალ, თითქმის შეუმჩნეველ ხმაზე. კოლი შემოსასვლელშივე შემომეგება და გადამკოცნა, მერე მაგიდასთან მიმიწვია. როგორც კი მოვთავსდით მენიუ მომაწოდა და შეკვეთა როგორც ყოველთვის მე მომანდო. მასში სწორედ რომ ეს მედიდურობა მომწონდა. ამასთან, ის იყო ნებისმიერ დროს უჩვეულოდ მშვიდი და ამიტომ ვგრძნობდი მეც თავს მის გვერდით უფრო მშვიდად და წყნარად ყოველთვის. თეთრი ღვინო და ჩემი საყვარელი სუში შევუკვეთეთ.
-დილით ჩაგეძინა? - კოლმა ჭამასთან ერთად ლაპარაკიც დაიწყო.
-ჰო. ხო იცი ჩემი ამბავი, წესიერად ვერც მოვემზადე. ბოდიში.
-რას ამბობ მშვენიერი ხარ, ეს კაბა ისე გიხდება...
გავუღიმე და უხერხულობის შეგრძნება დამეუფლა. მემგონი უკანასკნელ პაემანზე მისი საჩუქრის ჩაცმა აშკარად ცუდი იდეა იყო.
-კოლ, - არ ვიცოდი სათქმელი საიდან დამეწყო.
ამ დროს ჩვენთან ოფიციანტი მოვიდა და ეგრედ წოდებული არ დაწყებული სიტყვა გამაწყვეტინა. მან თეფშით პატარა ალუბლის ნამცხვარი ზუსტად ცხვირწინ დამიდო. რა ირონიულია...ამან სიტუაცია უფრო მეტად გაართულა.
-Surpriiiiiseeeeeee! - შესძახა კოლმა.
-რანაირად? ეს ნამცხვარი მენიუში არ ჰქონდათ, - გავიკვირვე და ჭამა ეგრევე დავიწყე. მერჩივნა მალე გამქრალიყო, ვიდრე კიდევ ერთი წუთიც მისთვის მეყურა, მაგრამ გემოს გასინჯვისთანავე ამიწყლიანდა თვალები. კოლი დაიძაბა.
-რა, რა მოხდა? მერ, კარგად დაღეჭე იცოდე.
-კოლ მე...ჩვენ უნდა...
უცებ პირში რაღაც მაგარი მომხვდა და სანამ გავიაზრებდი რა იყო ეს, სიტყვა უკვე მეასედ გამიწყდა.
-მერიემ, უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ერთად ვართ, - დაიწყო ამღვრეულმა კოლმა როცა როგორც იქნა მიხვდა რომ პირველივე ლუკმამ გაუმართლა, ჩემთვის კი კინაღამ მომაკვდინებელი აღმოჩნდა. დიდთვლიანი ბრილიანტის გაკრემილი ბეჭედი პირიდან გამოვიღე, ისე რომ კოლს ვერ დაენახა და იმის ინსცენირება გავითამაშე, თითქოს ვიხრჩობოდი. კოლი ადგილიდან წამოვარდა. მასეთი შეშინებული ჯერ არასდროს მინახავს. დიდხანს ვეღარ ვაწვალე სანამ წესით ჩემს მაგივრად ისედაც განერვიულებული მთლიანად არ გალურჯდა, სიცილი დავიწყე. მემგონი ნიასავით მეც თეატრალურზე უნდა ჩამებარებინა. ან ნეტა მცოდნოდა რა დიდი ჭირი მაცინებდა? მე აქ დაშორების ტექსტებს ვიგონებდი მან კი სულ ახლახანს...ხელი მთხოვა?
-oh, my Gosh...You scared me babe!* (ღმერთო ჩემო, შემაშინე პატარავ) - როცა როგორც იქნა ჩემი ისტერიული სიცილი მიწყდა კოლმა ყლუპი ღვინო მოწრუპა და თავისი დახვეწილი სიტყვით გამოსვლა გააგრძელა, -შეენ ხოიცი რო მიკვარკხარ! , -ენა მომტვრეული ქართულით მითხრა, რაზეც ღიმილი ვერ შევიკავე და იმ მომენტში გულისტკენისთვის ის მართლა ძალიან შემეცოდა, -მინდა რომ ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდე! მერიემ, გამომყვები ცოლად?
-კოლ...მართლა ძალიან გაფასებ, - უცებ ყელი ჩამეხლიჩა და ვეღარ გავაგრძელე ის რის თქმასაც ვაპირებდი, -იცი რა? თანახმა ვარ!
ვთქვი გაუაზრებლად და ნათქვამიდან ზუსტად ორი წამის მერე ვინანე, თუმცა ეს მისი გაცისკროვნებყლი სახის დასანახად იმ მომენტში ნამდვილად ღირდა. მემგონი ამ სამი წლის მანძილზე ის ასეთი ბედნიერი ჯერ არ ყოფილა. გულში სითბო ჩამეღვარა, მაგრამ ეს გადაწყვტილება და ამასთან ყველა სხვა დანარჩენი, მთლიანი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების გასაბედნიერებლად მივიღე, ამით კი ჩემს თავს უდიდესი ზიანი მივაყენე. ალბათ ამის გაკეთებას ვერასდროს შევწყვეტდი და ალბათ სწორედ ამ თანაგრძნობის უნარით დავიბადე მე. ხანდახან უდიდესი ძღვენიც შეიძლება იქცეს გამოუსადეგარ ნივთად...
კოლმა ჰაერში ამაფრიალა, ბეჭედი თითზე მომარგო და მსუბუქად მაკოცა.


***

სიყვარული ალუბალს ჰგავს...ერთდროულად თან მჟავეა და თან ტკბილი!

ვიცოდი რომ ჩემს ეგოიზმს დასასრული არ უჩანდა. ოჯახის ზინააღმდეგ ვერ წავიდოდი. რადგან ისინი მეუბნებოდნენ, ესეიგი ასეც იყო საჭირო. ეს თავში ჩავინერგე და შემდეგი რამოდენიმე დღე გარეთ აღარ გავსულვარ. სახლში ჩავიკეტე, ვაიგნორებდი გიორგის ესემესებს, სადაც მთხოვდა რომ აივანზე გავსულიყავი თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ჩემში გამძვინვარებული გრძნობების ჩემშივე ჩაკვლას ვცდილობდი და ერთი კვირის თავზე მივხვდი რომ ის გრძნობა რომელიც მის დანახვისას მეუფლებოდა ხოლმე შიმშილი კი არა, მუცელში პეპლების ფარფატი იყო. ლურჯი პეპლების...პირველი სიმფტომი იმისა რომ შეყვარებული ხარ. და მე ეს მისი გაცნობის პირველივე დღესვე დამემართა?
ყოველი ღამე ჩემთვის ერთმანეთზე უარესი იყო, როცა ვიცოდი რომ იქ გარეთ კვლავ ის იყო, ეწეოდა და ყველა ფოთლის აშრიალებაზე ეგონა რომ მე ვიყავი.მე კი ვიჯექი ოთახში, ვკითხულობდი წიგნებს და დარჩენილ კედლებს ახალი საღებავებით ვხატავდი. მალე მთელ კედლებზე ლურჯმა პეპლებმა დაიდეს ბინა, რომლებიც ჩემს სამყაროში არა სამი დღით, არამედ სამუდამოდ ცოცხლობდნენ.
ჩემთან მხოლოდ ნია მოდიოდა ხოლმე და მიყვებოდა მომხდარ ამბებს. სანამ შენ აქ ბედს ურიგდებოდი და უკვე ბარგის ჩალაგებას აპირებდი, მე ადნრიას ვაკოცე და მეორე დღეს სანდრო ვნახეო. ეს როგორც კი მითხრა ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე და კინაღამ დავულეწე, რომ მისი "შეყვარებულისთვის" რაიმე ნაკლებად პათეთიკური გამოსამშვიდობებელი ტექსტი, ანდაც უბრალოდ ჩაო მიმეწერა რომ უცებ თვითონ სანდროსგან მოვიდა შეტყობინება ვშორდებითო. რა თქმა უნდა! მუხრანში ჭორები ელვასავით სწრაფად ვრცელდება. საწყალი სანდრო...ნიას მესიჯი დავანახე გამარჯვებულის სიცილით ბოროტულად ჩავიცინე, ტელეფონი მივაჩეჩე და ვუთხარი:
-მიდი ეხლა და მიწერე "აჩფხ" თქო.
-გეხვეწები მითხარი აჩფხ რა ჩემი ფეხებია.
-ზუსტად ეგ არი მიხვედრილო.
-ამ ჩემს ფეხებს?
სიცილი მოვრთეთ.
-ვერ წარმოიდგენ გულზე როგორ მომეშვა.
-ხო, მეც.
-შენებთან რა ხდება, კიდე ჩახვეული აქვთ გადასვლა?
-სხვათაშორის აღარ.
-ვაიმე, ახლა ორმაგად მომეშვა.
-მეც, - ვუთხარი.
-სად გაქ შენ გული, თორე კაი.
-და რატო ვითომ?
-აბა ეს რა მიმაწერინე.
-ოხ, კაი ერთი, გეგონება შენთვითონ ძაან გადარდებდეს. მასე რო ყოფილიყო ანდრიას კი არ აკოცებდი.
-ჯერ ერთი თვითონ მაკოცა რა ჩემი ბრალია.
-მარა მოგეწონა.
-ნუ...არა მაინც არ დავნებდები, ეხლა ამაზე არ ვლაპარაკობდით და თემა ნუ გადაგაქ. გული რომ გქონდეს იმ ბიჭს კი არ დატანჯავდი.
-რომელ ბიჭს?
-აი იმას ისევ აივანზე რომ გელოდება.
-რას ნიშნავს ისევ?
-რავიცი აბა მარიამ, რამდენიც მოვედი იქ იჯდა ძეგლივით და აბა რას აკეთებს, ბუზებს ითვლის?
-შენ წარმოიდგინე მაგისი უფრო მჯერა.
-ხოდა გადი დაელაპარაკე და გავარკვევთ.
-არა, არ შემიძლია.
-კაი რა, თუ რამეა ვითომ მე მაცილებდი, შენებს მე ვეტყვი.
-კარგი ხო.
გარეთ რომ გავედით უკვე სიბნელე იყო, თუმცა თავის ადგილას სიგარეტით ხელში და შოთა რუსთაველივით ჩაფოქრებული აღარავინ იჯდა. გული დამწყდა. ნიაკო გავაცილე.
-გარეთ არ გამოხვალ? - მკითხა სანამ კიბეებზე ჩავიდოდა.
-ხომ იცი რომ არა.
-გეფიცები შავთმიან რაპუნცელად გადაიქეცი რა.
-საერთოდაც ყავისფერი თმა მაქვს.
-ხოდა იჯექი მაგ შენ კოშკში და იწანი ნაწნავები, - მომახალა და წავიდა. ისე ეგ ნაწნავების იდეა მემგონი ჭვაში გამიჯდა. ერთხანს სიბნელეში სიცარიელეს მივაშტერდი, მერე ჰაერი ჩავყლაპე და ოთახში შესასვლელად მივტრიალდი, მაგრამ მერე ის დავინახე. ჩემს დანახვაზე ცოტახნით ისიც გაჩერდა, მერე კი სახლების გასაყართან მოვიდა. პირი გამიშრა. არ ვიცოდი რა მეთქვა. ამდენი დღის შემდეგ პირველად ვხედავდი. ჩუმად იყო. მივხვდი ასე აღარ შეიძლებოდა, უთქმელად გადავედი მასთან და კიბის საფეხურზე ჩამოვჯექი. ცოტახანში გვერდით მომიჯდა.
-დაკარგული გამოჩნდა, - დაიჩურჩულა. არაფერი ვუპასუხე, - კარგად ხარ?
-არა მიშავრს.
-მარიამ, ვიცი ასე რატომაც იქცევი და გეფიცები არაფერი ვიცოდი იმის გარდა რომ მამაშენი და მამაჩემი კოლეგები იყვნენ.
-ხო? - მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე. ძალიან ვცდილობდი ცივი გამოვჩენილიყავი.
-ხო. არ მოკლა მარა, დანარჩენი ყველაფერი ნიამ მითხრა და ისიც რომ მიდიხარ...მარიამ, არ წახვიდე რა...
-მაშინ ერთი მიზეზი მაინც დამისახელე რატომ უნდა დავრჩე და დავრჩები!
-კარგი, - მიპასუხა, უეცრად მომიახლოვდა და მგზნებარედ მაკოცა. და მე ვიგრძენი რომ იმ მომენტში სხვა არავინ არსებობდა და არაფერს ჰქონდა აზრი. მე ვიგრძენი ალი, რომელიც ჯერ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად, შემდეგ კი ერთიანად მომეკიდა. ვიგრძენი რომ ჩვენ, ადამიანები მომენტებით ვცხოვრობთ, ის მომენტი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მივხვდი რომ ბედნიერებამდე აღარაფერი მეკლდა, რადგან მე უკვე ყველაფერი მქონდა, - ეს საკმარისი მიზეზია? - მძიმედ დაიჩურჩულა ჩემს ბაგეებზე, ნელა მომცილდა. წამში რეალობა აღდგა და დრომაც ისევ გააგრძელა სვლა.
ხმის ამოუღებლად მოვშორდი მას და სახლში წავედი. ეს კოცნა ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. ოთახში შევვარდი და სარკეში ჩემს სილუეტს მივაშტერდი, რადგან ეს გამოსახულება ვერაფრით მეცნო. ვხურდი, ღაწვები მთლიანად ამწითლებოდა, თვალები მინათოდა. ჩემი გულის ცემის ხმა ყველაზე ხმამაღლა მესმოდა, ვიდრე ოდესმე. მერე დღიური გადავშალე და წერა დავიწყე, რადგან არ ვიცოდი სხვანაირად როგორ დავცლილიყავი ამ ზღვა ემოციებისგან. მალე ტელეფონი აინთო:
"რას აკეთებ?" - მწერდა გიორგი. გამეღიმა. მივწერე.
"ისეთს არაფერს, შენ?"
"მე წეღანდელზე ვფიქრობ"
უცებ ჩემი ბავშვური გამოქცევა გამახსენდა და მივწერე:
"მისმინე, ვიცი რომ უტაქტოდ მოვიქეცი. ხვალ შევხვდეთ და დავილაპარაკოთ ამაზე"
"რა იყო მოგენატრე პატარავ?"
"შენ? აჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰჰ, არა!"
"ხოო, მეც მომენატრე...არ გინდა ახლავე გამოხვიდე?"
"მგონი აჯობებს თუ მოვლენების განვითარებას დაველოდებით და არაფერს დავაჩქარებთ"
"კაი მაშინ, პოპკორნით ჩავუჯდები :) :) :)"
გამეცინა. ნეტავ ახლა რა მოხდებოდა?

იმ ღამეს ვერაფრით დავიძინე. ნიას ბევრჯელ დავურეკე, მაგრამ გაქრობა ხომ სწორედ ამ დროს იცოდა, მკვდარივით ეძინებოდა ისეთი დრო იყო. გამთენიისას სპორტულებში გამოვეწყე, ოთახში ლეიბი დავფინე, მუსიკები ჩავრთე და ვარჯიშს შევუდექი. მოზღვავებულ ენერგიას ემოციურთან ერთად ფიზიკურადაც ვგრძნობდი და ვიცოდი რომ მხოლოდ დღიურში წერა ამ ყველაფრის დაძლევაში ვერ დამეხმარებოდა. დაღლა რომ ვიგრძენი როგორციქნა, დაბლა შხაპის მისაღებად ჩავედი. ჩემებს ჯერ ისევ ეძინათ. იქიდან კი დიდი თეფშით ამოვბრუნდი უკან რომელზეც ალუბალი ეწყო. ზუსტად ამ დროს გიორგის სახლის კარი გაიღო და მთქნარება-მთქნარებით გამოანათა. ახლა შავი მაისური ჩაეცვა. უხმოდ მომესალმა და გამიღიმა. ზუსტად ისე, როგორც მე მიყვარდა. მივუახლოვდი და ხილი შევთავაზე.
-მე მეგონა შენც პოპკორნით ჩაუჯდებოდი, - მითხრა და ერთიცალი ალუბალი დააგემოვნა.
-არაუშავს, ესეც წავა, - ვუპასუხე და ერთი მეც შევჭამე.
-უხ რა მჟავეა, მარა თან ტკბილი, შენი გემო აქვს.
კინაღამ კურკა გადამცდა. ხითხითი დაიწყო.
-ეს რა გაცვია ამ დილა ადრიან?
-მოზღვავებულ ემოციებს ვგრძნობდი და ვარჯიში გადავწყვიტე.
-ხოო, ერთი იმ დილას ვივარჯიშეთ ჩვენ ოთხმა და მეორე ამ დილას ივარჯიშებდი შენ.
-ჰაჰა, მაგაზე გამახსენდა, გაიგე ნიაკო და ანდრიაზე?
-ეე, რო იცოდე სანამ შენ გაიგებდი და საერთოდაც სანამ ეგ მოხდებოდა, მე უკვე ვიცოდი.
-ოხ, კარგი წავედი კიდევ რამე უნდა მოვიფიქრო ენერგიისგან დასაცლელად თორე ბლომად დამიგროვდა ისევ. თან მალე გაიღვიძებს ყველა და ჩვენებმა რომ დაგვინახონ, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება.
-დაგეხმარო?
-რაში?
-დაცლაში, ბევრი გზა ვიცი მე!
-იდიოტო!
ისევ ჩაიხითხითა. მე გავბრუნდი, თუმცა როგორც ჩვეოდა, ისევ გამაჩერა.
-მოიცა, ალუბალი კიდე მინდა.
თეფში გავუწოდე: -თუ გინდა დაიტოვე
-მაგ ალუბალზე არ მითქვამს სულელო!
ერთიანად ავწითლდი და ოთახში გავიქეცი. მაგ დღეს ყველაზე მეტად დაბნეული ვიყავი. თეფში რომ დავაცარიელე ჩამთვლიმა, მაგრამ მერე სიცხისგან გამეღვიძა. ავდექი და ტანსაცმლის ასარჩევად კარადაში ქექვა დავიწყე. დედამ დაბლიდან ამომძახა ჩამოდი ვჭამოთო და მალევე ჩავედი. მამამ ჩამიხუტა მერე მე და დედას გვითხრა მალე დასხედით, რაღაც უნდა გითხრათ და ვეღარ ვითმენო.
-რა ხდება? - ჰკითხა დედამ.
-ნუ ჩქარობ ნან, ჯერ მივირთვათ.
დედამ საჭმელი დალოცა და ჭამას შევუდექით. მხოლოდ ორი ლუკმა სალათის გადაყლაპვა შევძელი. რაღაც ეგ დიალოგი გულზე არ მომხვდა. როცა დავასრულეთ მამამ ერთი ღრმად ჩაისუნთქა, ძალები მოიკრიბა და მშვიდად გვითხრა:
-სამი ბილეთი ვიყიდე, ათ დღეში მივფრინავთ!
თავზარი დამეცა, ისევე როგორც დედას. მაგიდიდან ადგა და მამას უთხრა ვერ წავალთო.
-ჯერ კიდე მაგას გაიძახი? - ხმას აუწია მამამ, - შეიგნე, მაგის ჩრდილქვეშ ცხოვრებას ისევ წასვლა მირჩევნია, უარეს შემთხვევაში კი სიკვდილი. არჩევანი შენ კისერზე იყოს.
-ზურაბ...
დედა შეევედრა მე კი გაშეშებული ვიჯექი და ყურებს ვერ ვუჯერებდი.
-ნანა, ხომ იცი რომ ჩემს თავზე მეტად მიყვარხარ...მეორედ ვეღარ დაგკარგავ! მეყო, მთელი სიცოცხლე ალექსისთან უაზრო ომში გავლიე. ღმერთმა შეუნდოს მეც და მაგასაც. ახლა სიმშვიდე მინდა, სიცოცხლე ხომ ისედაც ასეთი ხანმოკლეა...დავითს უკვე ველაპარაკე, ჩემი ძმა ყველანაირად უზრუნველგვყოფს, რათ მინდა ამდენი ქონება თუ შვილი მაინც არ მყავსო. მარტო ეგეც ცოდოა. მარიამისთვისაც საუკეთესოა ეს შანსი.
თითქოს ჩემი სახელის გაგონებაზე მოევდი გონს. ავდექი, მარიონეტივით ვმოძრაობდი და სანამ ნანა რამეს იტყოდა, ზურაბი კი ელოდებოდა მეთვითონ მივუგე მათ:
-არსადაც არ მოვდივარ!
-რა? - მამას სახეზე გაკვირვება და წყენა ერთად აესახა, დედამ კი ხელი მომკიდა.
-აი ასე, თქვენ რომც წახვიდეთ, აქაურობას არ დავტოვებ!
-მარიამ რას ამბობ, საღ ჭკვაზე ხარ? რას ქვია თქვენ რომც წახვიდეთ? - ჩაერია დედა.
-იმას რომ მე ვერ წამოვალ დედა რადგან გიორგი მიყვარს!
-რომელი გიორგი? - ერთდროულად მკითხეს. ან ახლა ან არასდროს! გავიფიქრე და რაც შემეძლო მტკიცე ხმით ვთქვი:
-მახარაძე!
უცებ დედამ ჩაკიდებული ხელი გამიშვა და სწორედ ეგ ხელი რომლითაც წუთის წინ მანუგეშებდა, სახეში გამარტყა. წრემლები წამომცვივდა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი დღე. მართალია ვთქვი დაველოდოთ მოველენების განვითარებას მეთქი, მაგრამ არ მეგონა ყველაფერი ასე მალე თუ შეიცვლებოდა. არადა მთელი სულითა და გულით, მთელი არსებით ვცდილობდი მეპოვა ნებისმიერი რამე, რასაც ჩავეჭიდებოდი, მაგრამ მე ყველა ხავსი უფსკრულისაკენ მიმაქანებდა და აღარაფერი დამრჩენოდა გარდა შეგუებისა. ათ დღეში ყველაფერი თითქმის დაუწყებლად მორჩებოდა. აზრი აღარაფერს ჰქონდა. იმ ღამეს გადავწყვიტე რომ მას უთქმელად დავმშვიდობებოდი და როგორც კი ყველამ დაიძნეს, ჩვენს ადგილას შევხვდი. სიტყვებით უბრალოდ ვერ გადმოვცემ როგორ მიჭირდა ერთი შეხედვით ამ უბრალო სიტყვის თქმა: ნახვამდის! და სწორედ ამიტომ ავირჩიე რომ ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლიდა.


-მარიამ, რას აკეთებ? - მკითხა გიორგიმ, როცა თითებით მის სახეზე დავსრიალებდი და მონაკვეთებს ნაზად ვავლებდი.
-ვცდილობ დაგიმახსოვრო, - ვუთხარი და შევეცადე გამეღიმა, მაგრამ ვერ შევძელი. მერე ხარბად შევუშვი ფილტვებში მისი სურნელი, მივხვდი ეს შეგრძნებაც კი როგორ მომენატრებოდა და თვალები დავხუჭე. გონებაში ვატრიალებდი სიტყვებს: ჩვენ ადამიანები ხომ მომენტებით ვცხოვრობთ...მომენტებით!
-ვკვდები და არ ვიცი თუ? - არ გამკვირვებია ისევ ხუმრობის ხასიათზე რომ იყო. მაინც გამაცინა. ასეთ დროსაც კი!
-სულელო...უბრალოდ, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია და დროა ამას შევეგუოთ.
-რა სისულელეს ამბობ? ახლა ვინ არის სულელი?
-განა ვერ ხედავ? მთელი ეს ჩვენი დაშორების მცდელობები და ოჯახების მტრობა! თითქოს თავად სამყარო გვეწინააღმდეგება. თავი უკვე ჯულიეტა მგონია!
-მაგათ არ აქვთ კარგი დასასრული.
-არც ჩვენ გვაქვს, გიო.
დუმილი ჩამოვარდა.
-მარიამ მიყვარხარ!
-და გგონია რომ ეს გრძნობა იმდენად ძლიერია რომ ყველაფერს დაძლევს?
-მე ის მგონია, რომ თუ საჭირო გახდა შენს გამო თავად სამყაროსაც დავუპირისპირდები! - მითხრა და ჩვენმა ბაგეებმა ისევ გადაკვეთეს ერთმანეთი. წინ კიდევ ასეთი ათი ღამე გვქონდა. და მერე მე წავიდოდი...აი ასე, უბრალოდ.
-ცოლად გამომყევი, - დაიჩურჩულა უცებ მან. გავშეშდი. აი ამაზე კი ნამდვილად არ ვიცოდი რა რეაქცია უნდა მქონოდა. არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა მექნა.
-გაგიჟდი? ჩვენები გააფრენენ...
-ვიცი...ვიცი, გამომყვები?
-ეს ხუმრობა არ არის!
-და როგორ ფიქრობ მე ახლა ვხუმრობ?
-მე...
გავჩუმდი. იმისათვისაც კიარ მქონდა დრო რომ რეალობა გამეთავისებინა.
-კარგი, გასაგებია, - მითხრა მან და ადგომა დააპირა. ხელზე ხელი მოვკიდე.
-ჰეი, არ იცი რომ დუმილი თანხმობის ნიშანია?
-მართლა მეუბნები?
-ხო, მამაჩემს უნდა რომ ათ დღეში გავფრინდეთ, - ვეღარ დავუმალე სიმართლე.
-მაშინ ათი დღეღა გვაქვს რომ მათ დავემშვიდობოთ.
ახლაღა გავიაზრე რამდენად სარისკო და სერიოზულ თემაზე ვსაუბრობდით ამ წამს.
-მართლა გარისკავ? - ვკითხე.
-არ მინდა რომ წახვიდე, - მიპასუხა და ხელები მომხვია.
-არც მე... - მის მკლავებში თავი ისე უსაფრთხოდ ვიგრძენი, ერთი წამით წარმოვიდგინე კიდეც რომ სხვა ყველაფერი დანარჩენი კარგად იყო.

ჩემები მალევე დავარწმუნე რომ აზრი შევიცვალე და დავითანხმე რომ ბოლოჯერ გავეშვი გარეთ მეგობრების დასამშვიდობებლად. მანამდე ნია დამადგა როცა ბარგს ვალაგებდი. ტიროდა და მლანძღავდა იმის გამო, რომ ასე უბრალოდ დავნებდი.
-იცოდე ჯაჭვებით დაგაბავ და მაინც არ გაგიშებ, - ამოისლუკუნა და ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა. ამ დროს ხელში ის წითელი ზედა მომხვდა. მეც გვერდით მივუჯექი.
-მაშინაც კი, თუ გეტყვი რომ ყველაზე დიდი სიგიჟის ჩადენას ვაპირებ? - დავჩურჩულე და გავუღიმე.
-მოიცა რა? შენ რა...ვაიმე, ეს ჩემოდანი ნიუ იორკისთვის არ არის ხო?
-ნწ!
-ვაიმე! - კივილი მორთო მან, - ეგრევე როგორ ვერ მივხვდი...
-ჩუმად გოგო, რას აკეთებ, დაოკდი.
ნიას ემოციები რომ როგორც იქნა ჩავაცხრე ახლა მე დამეწყო ნერვიულობა და ცახცახი. ჩემოდანი ერთად შევკარით, ოთახის კუთხეში დავდგით და ერთად საბოლოოდ ავედით სკვერში. ყოველ შემთხვევაში მას მაშინ ასე ვუწოდეთ. ემზარი, თამთა, სანდრო, ანდრია და ნია და მე და გიორგი...მოკლედ, ყველანი შევიკრიბეთ და ბოლოჯერ ვიყიდეთ უამრავი ჯოხიანი კანფეტები. ვლაპარაკობდით, ძველ კურიოზებს ვიხსენებდით და მუცლის ტკივილამდე და ძირს ხოხიალამდე ვიცინოდით. ნიაკო მემგონი ჩემზე მეტად ღელავდა. გიორგი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გამომაპარებდა ხოლმე თავის მწველ მზერას და დაფარულ-აზრიანი ღიმილით მიღიმოდა. თუმცა დანარჩენების წასვლის შემდეგ, მხოლოდ ჩვენ ოთხნი დავრჩით და ეს დაძაბულობაც მოიხსნა რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა.
-ერთი კითხვა მაქვს მტრედებო, კონკრეტულად სად აპირებთ გაპარვას? ან ეგ ფული გეყოფათ რაც შეაგროვეთ? - გვკითხა ანდრიამ და გავიაზრე რო პირველად თქვა ასეთი ლოგიკური რამ. ამაზე ხომ არც ერთს გვიფიქრია აქამდე.
-შენ რაღა გინდა დაეტიე რა, ჩემი მთის სახლში მიდიან, - ხმა ჩააგდებინა ნიამ.
-ეგ საიდანღა მოიტანეთ? - იკითხა გიორგიმ.
-მე არაფერი ვიცი, ტყუილად მიყურებ, - ვუთხარი.
-საიდან და აი აქედან, - წითელ ლენტში გახვეული გასაღები მომაწოდა ნიამ, - სიურპრიზის გაკეთება მინდოდა მარა ამ დებილმა რამე რო არ გააფუჭოს ისე ხო არ შეუძლია.
-ხოო შენი ჩათვლით არა? - გამოეპასუხა ანდრია.
-ვაა დამაცადე ვერ ხედავ აქ დიდები სერიოზულ საკითხებზე ვლაპარაკობთ. ხოდა ჩემებს ამ სახლის არსებობა აღარც ახსოვთ, რამდენი ხანიც დაგჭირდებათ გამოიყენეთ. მეეჭვება იქ მოგაგნოთ ვინმემ. საჭმლის მარაგზეც როგორმე მე ვიზრუნებ.
-ეე, ჩვენც ხო არ გავყვეთ? - შესძახა ანდრომ და თან ნიას ეხვეწებოდა გინდათუარა მისუნე ახალი სუნამო მასხია, მოგეწონებაო. ერთად ძალიან საყვარლები იყვნენ. მე და გიორგის ჩაბჟირებამდე გაგვეცინა.
-მგონი არ ღირს ძმაო, - უთხრა ბოლოს გიომ, - ანუ ამ ეტაპზე არ ღირს თორე იქაურობა თქვენია. აი თუ ოდესმე გვეღირსა და ყველაფერი მიწყნარდა, ჩვენ ოთხნი წავიდეთ. ჯერ ჩვენ მოვაგვაროთ და მერე სადმე გადავალთ რა, სუ ეგრე კი არ იქნება. მაქვს რამდენიმე ვარიანტები. მადლობა ნია რა, ჯიგარი ხარ.
ტელეფონი აბზუვლდა. დედა მირეკავდა. ეგრევე გავაგონე და ვეცადე აღელვება არ შემემჩნია. საშინელი ხმა ჰქონდა. ავკანკალდი.
-მარიამ სად ხარ? - მითხრა და ტირილი დაიწყო.
-დედა რა მოხდა? - დავიყვირე. დანარჩენები ადგილიდან წამოცვივდნენ.
-მამაშენი... - მხოლოდ ამის თქმაღა მოასწრო და ტელეფონი გამეთიშა. მთელი სამყარო თავზე ჩამომექცა. არ მახსოვს სახლამდე როგორ მივაღწიე. მხოლოდ ის ვიცი რომ გიორგის ხელს მაგრად ვუჭერდი. სახლთან მისულებმა სასწრაფოს მანქანა დავინახეთ. ადგილზევე ჩავიკეცე. მამას გულის შეტევა დაემართა. ძლივს გადავარჩინეთ. და ეს ჩემი ნიშანი იყო. მთელი ის ჩვენი მცდელობები კი უბრალოდ ბავშვური წინდაუხედავობები. სასწორზე მამაჩემის სიცოცხლე იდო. ასე ვერ გავრისკავდი. ახლა და ამ სიტუაციაში ვერა.
ყველაფერი რომ მიწყნარდა, გავარკვიეთ რომ მამა ალექსისთან ჩვენზე დასალაპარაკებლად მისულა, ისევ უჩხუბიათ და ამ დროს წაქცეულა ზურაბი და ეს ყველაფერი დასასრული იყო. სანამ მამას დედამ სანთელი არ დაუნთო და დაიფიცა რომ თუ მამა გაიღვიძებდა, მეორე დღესვე წაყვებოდა ამერიკაში. ხუთი დღე და ღამე სავადმყოფოში გავატარეთ. ნია გვერდიდან არ მცილდებოდა. განადგურებული ვიყავი. ახლა გიორგის მხარდაჭერა ყველაზე მეტად მჭირდებოდა, ის კი ჩემს ზარებს აიგნორებდა. ნიამ მალევე გაიგო ანდრიასგან რომ მას თურმე დედამისთან ჩემს გამო უჩხუბია და მთის სახლში მარტო წასულა. იქ კი სავარაუდოდ ტელეფონი არ იჭერდა. მე მაინც გაუთავებლად ვწერდი მას და ვუტოვებდი ხმოვან შეტყობინებებს, რომ თუ ვერ ჩამომისწრებდა არ გავფრინდებოდი.
მეექვსე დღეს მამა მშვიდობით უვნებელი გამოწერეს. დედამ გადაწყვიტა რომ ერთ ღამესაც სახლში დაასვენებდა, საბოლოოდ გადახედავდა ჩვენს საბუთებს, მოაწესრიგებდა ბარგს და მეორე დღეს გავფრინდებოდით. ნიამ იცოდა რომ ბოლო ღამეს მარტო ვერ გადავიტანდი და ჩემთან დარჩა.
საშინელება იყო ახლა უკვე ჩვენს გარეშე დაცარიელებული ჩვენი ადგილის ყურება. მე და ნიაკომ ბევრი ყავა დავლიეთ და მთელი ღამე აივანზე ლაპარაკში გავათენეთ. თითოეული ნიავის ამოვარდნაზე და ფარდის შერხევაზე მეჩვენებოდა რომ ისევ იღებოდა მისი სახლის კარები როგორც ადრე.
-მარი, ის აქ არ არის, - ეჭვ-შეპარული ხმით მითხრა ნიამ და თან თითქოს ძალიან შეეშინდა ჩემი პასუხის, რადგან ზუსტად იცოდა რასაც ვეტყოდი.
-ხო და მალე აღარც მე ვიქნები. გილოცავ სამყაროვ, შენ გაიმარჯვე!
-ხომ არ დამივიწყებ არა? - ცრემლები ჩამოსცვივდა ნიას.
-ეს დასასრული არაა ნია, ასე არ დამთავრდება. ეს გამომშვიდობება ახალი წიგნის პროლოგად ჩათვალე, გესმის? იმ წიგნის, რომელშიც ჩვენი ისტორია ეწერება...
როგორც იქნა გათენდა. ყველა გარეთ მიცდიდა. ჩემი ჩემოდანი ავიღე და ბოლოჯერ მოვავლე თვალი ჩემს ოთახს. მალე კარი გასაღებით გამოვხურე, ჩემოდანი გამოვასრიალე და აივანზე მდგარი გიორგი დავინახე. თვალებს ვერ დავუჯერე. ის მოვიდა. არ მინდოდა, ძალიან არ მინდოდა მთელი რიგი ეს მწუხარე რიტუალები მღელვარე დასასრულისა, თუმცა მას თვალი სხვანაირად ვერ გავუსწორე, ცრემლები მაინც ჩამომცვივდა. მივუახლოვდი. თითქოს შეხებასაც კი ვეღარ ვბედავდი, თორემ მერე ვეღარ შევძლებდი წასვლას. საბოლოოდ ვეღარ ჩავივლიდი კიბეებს.
-არ ვიცი რა გითხრა... - აღმომხდა და თავი დავხარე. ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თავი ამაწევინა და ცერა თითებით ცრემლები მომწმინდა.
-ნუ ტირი, გთხოვ, - ძლივს ამოილუღლუღა.
-და ეს დამშვიდობებაა? - ვკითხე და ცრემლების ახალი ნაკადი წამსკდა.
-სხვას რას ელოდი? - ყურზე თმა ნაზად გადამიზია. შევკრთი.
-არ ვიცი...გამოსამშვიდობებელ ჩახუტებას მაინც, - ამოვისლუკუნე.
-ხომ იცი რომ არ შეიძლება?
-მაგრამ მაინც მოხვედი...
-ხო, მოვედი.
-რატომ?
-იმიტომ რომ სხვანაირად არ შემეძლო მარი, - მისი არც ერთი სიტყვა არ მტკენია ისე, როგორც იმ წამს ეს მომართვა მეწყინა. მარი? ასე ჩემთვის არასდროს მოუმართავს. იმ მთის სახლში სადაც ერთად გაქცევას ვგეგმავდით ასე ძალიან გავვუცხოვდი რამდენიმე დღეში? - შენს გამოგზავნილ თითოეულ შეტყობინებას ვუსმინე.
-სულელები ვიყავით...
-ვიცი.
და ჩავეხუტე. ისე ძლიერად, როგორც აქამდე არასდროს. ისე ძლიერად, რომ მეგონა აღარასოდეს გამიშვებდა და ასე გაქვავებულები მოვკვდებოდით ერთად. ისე ძლიერად რომ კიდევ ერთხელ შეძლო სულ რამდენიმე წუთით ჩვენთვის გაჩერება სამყარომ. მოდი მადლობას ჩემთვის დავიტოვებ, იქნებ სხვა დროს გამომადგეს ოდესმე.
თუმცა მაინც გამიშვა რადგან ეს უნდა გვექნა და არ ქონდა მნიშნელობა იმას თუ რამდენად რთული იყო გასაკეთებლად. ეს ჩვენზე დამოკიდებული არ ყოფილა.
-დამპირდი რომ ჩემზე არასოდეს იფიქრებ, აღარასდროს იტირებ და ყველაზე, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრებ მარი, - მითხრა და შუბლზე მაკოცა.
-გპირდები გიო, - ვუთხარი და ჩემოდნით ხელში დავეშვი კიბეებზე. ალბათ იმედი მაინც მქონდა რომ როგორც ყოველთვის დამიძახებდა და მომაბრუნებდა.
მაგრამ აღარ დაუძახია.


***

კოლის საწოლში გამომეღვიძა. სასწრაფოდ ჩავიცვი და მის მოსაძებნად გავედი. იმხელა სახლი ჰქონდა თავისუფლად დავიკარგებოდი. დავუძახე. სამზარეულოდან გამაგონა. გემრიელ სუნებს გავყევი და დავინახე.
-დილამშვიდობისა კოლ.
-დილამშვიდობისა მერ, კარგად გეძინა?
-გადასარევად. რას ამზადებ?
-ომლეტს და ქაბაბს, მოდი.
-ყავა დამიდგი რა გთხოვ, შხაპს მივიღებ და ათ წუთში მოვალ.
ხელზე რაღაც მძიმე ვიგრძენი. დავიხედე და ბეჭედი დავინახე, რომელიც აღარც მახსოვდა და რომელსაც ალბათ ვერასდროს შევეჩვეოდი, თუმცა ტარება მაინც მომიწევდა. მოვიხსენი და კარადის უჯრაში შევინახე.
საუზმის შემდეგ დედას ზარი შემოვიდა. გამიკვირდა, იქ ხომ ახლა შუა ღამე უნდა ყოფილიყო. ნეტავ რისთვის მირეკავდა? თანაც, მისთვის ჯერ ახალი ამბავიც კი არ მქონდა ნათქვამი. კოლს ლოყაზე ხალისიანად ვაკოცე და დედას ვუპასუხე.
წამით ადგილზე მოვიყინე, რადგან მისი ეს ხმა ძალიან ავისმომასწავებლად მეცნო.
-მარიამ სახლში უნდა დაბრუნდე, - ეს იყო მისი პირველი სიტყვები რაც მითხრა.
-რომელ სახლში დედა? - ვუპასუხე.
-იქ სადაც დაიბადე და გაიზარდე, უკვე დაგავიწყდა?
-რა ხდება? მშვიდობაა? კოლმა მოგიკითხა.
-შვილო მისმინე...საქმე იმაშია რომ...ექიმები გვეუბნებიან მამაშენს დიდი დრო აღარ დარჩენია.
-რა?
კოლმა მკითხა რა ხდებაო, მე თვალთ დამიბნელდა. სავარაუდოდ წნევა დამივარდა.
-რას ამბობ დედა? - შორიდან ჩამესმა ჩემივე ხმა.
-მარიამ, მამაშენი კვდება, - მომახალა და ტირილი დაიწყო, - უნდა რომ ბოლო დღეები შვილთან ერთად გაატაროს. თუ ღმერთი გწამს, დაძლიე ეგ შენი შიშები ერთხელ და სამუდამოდ და სახლში დაბრუნდი, ჩვენ აქ გვჭირდები.


მეორე დღესვე ავიღე ბილეთი. დაუჯერებელი იყო რომ რა მიზეზითაც აქ ჩამოვედი, სწორედ იმავე მიზეზით ვბრუნდებოდი უკან. კოლი ძლივს დავარწმუნე რომ არ გამომყოლოდა. ვუთხარი რომ ჯერ მე დაველაპარაკებოდი მშობლებს და მერე ჩამოსულიყო თვითონაც. ჯერ ისევ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, შოკში ვიყავი. კოლი როგორც ყოველთვის ძალიან დამეხმარა, თუმცა დამშვიდობება რაღაც მოკლემეტრაჟიანი გამოგვივიდა:
-სად არის შენი ბეჭედი მერი? - მკითხა მან როცა უკვე სახლიდან გავდიოდით აეროპორტში წასასვლელად. ჩემს გამო ყველა საქმიანი შეხვედრა გადადო. ახლა ბეჭედისთვის საერთოდ არ მცხელოდა, თუმცა მას კიდევ ერთხელ ვერ ვაწყენინებდი.
-ბეიბ მაპატიე, ახლავე გავიკეთებ, - ვუთხარი და საძინებელში შევბრუნდი.
რეისს ძლივს მივუსწარით.
თვითმფრინავში ასვლისას გადამეხვია და მითხრა მიყვარხარო.
-კოლ, გეფიცები მამას რამე რომ მოუვიდეს მე ვერ გადავიტან...
-ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? როგორც კი აქ საქმეებს დავასრულებ, ეგრევე ჩამოვალ გპირდები.

ფრენისას ერთი რამ გავაანალიზე. რომ აზრი არ ქონია რამდენი ხანი შევძლებდი კიდევ დამალვას, ანდაც ამ დღემდე რამდენი ხანი ვიმალებოდი. რომ აზრი არ ქონია რამდენად შორს გადავიხვეწებოდი. ბედისწერა მაინც დამეწეოდა. ყველგან დაყველა დროში. და ახლა სწორედ ის დრო იყო, როდესაც ჩემი მთელი ცხოვრების ძალები უნდა მომეკრიბა. მე ხომ ძალიან, ძალიან ბევრი რამ მელოდა წინ...მე ხომ ძალიან ბევრი რამ მქონდა გადასატანი...


***

დიდხნიანი დამღლელი და ემოციური ფრენის შემდეგ, როგორც იქნა ჩამოვედი. ამდენი წლის შემდეგ ფეხი მშობლიურ მიწაზე პირველად დავდგი და თითქოს ახლიდან დავიბადე.
თბილისის აეროპორტში ახლა უკვე დიდი ემზარი დამხვდა. როგორც დავურეკე, ეგრევე გამოიქცა. ის ერთადერთი იყო ვინც ამდენხნიანი გაქრობის გამო არ მებუტებოდა. ძველ მეგობართან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო და ასევე ახლა უკვე ქართული წარწერების დანახვაც ყველგან, საითაც გავიხედავდი. მთელი გზა თბილისიდან მუხრანამდე ვვოცნებობდი რომ გიორგი თავის ცოლთან ერთად გრძელვადიან თაფლობის თვეში ყოფილიყო აორთქლებული. ემზარის ვერ გავუბედე და მაინც ვერაფერი ვკითხე. ბეჭედი მალევე შეამჩნია და გულწრფელად მომილოცა. ანდაც ვინ ვერ შეამჩნევდა მაგხელა ბრილიანტის მანათობელ ქვას ჩემს ხელზე. ხანდახან ფასიანი ნივთებიც კი როგორ უფასურად მოგვეჩვენება ხოლმე და ზოგჯერ პირიქით...
მეც ვითომ და ბედნიერმა გადავუხადე ემზოს მადლობა.
ის დღე უველაზე ემოციური იყო ჩემს ცხოვრებაში ბოლო ათი წლის განმავლობაში. მამასთან შეხვედრისას ძალიან ბევრი ვიტირე და მანაც, ოღონდ ერთი განსხვავებით, - მან სიხარულისგან იტირა, მე კი არა. ნანა ემოციებს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევდა უკვე.
სანამ ნია იმის გამო მომიღებდა ბოლოს რომ არ გავაფრთხილე, მანამდე მივწერე ესემესი, მხოლოდ ორი სიტყვა "მუხრანში ვარ" და ზუსტად ვიცოდი, ეს საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ის დილითვე ან ამაღამვე აქ გაჩენილიყო.
საღამოს ოჯახმა ოთხი წლის შემდეგ პირველად ვივახშმედ ერთად და ათი წლის მერე ისევ ჩვენს ქვეყანაში, ისევ ჩვენს სახლში. ნანას გაკეთებული საჭმელები ძალიან მენატრებოდა. ვახშმის შემდეგ ჩემს ოთახში ასვლა გადავწყვიტე.კიბეზე ასულმა უზარმაზარი აღმართული თეთრი კედელი დავინახე. მაინც რისი იმედი მქონდა? აღარც ვიცოდი გამკვირვებოდა თუ არა. აბა მე რა მეგონა, რომ ათი წლის განმავლობაში უბრალოდ გადავიხვეწებოდი ამერიკაში, აქ კი საერთოდ არაფერი შეიცვლებოდა?
როგორც დაანგრია, ისევე ააშენებდა.
და გეგონება ემოციურად განადგურებისთვის მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და არ მეყოვო, სანამ დაბნელდებოდა სკვერის გზას მარტო ავუყევი და პირველი რაც თვალში მომხვდა ეს ის კაფე იყო. უკვე საშინლად დაძველებული და თითქმის მთლიანად დაშლილი, ახლა უკვე წარწერით "CLOSED", თუმცა რატომღაც მაინც მივუახლოვდი, თითქოს რაღაც ინსტიქტები მამოძრავებდა და ჩემდა გასაკვირად კარი ღია დამხვდა.
შენობაში ფეხის შედგმისთანავე ამიფრთხიალდა გული. მეგონა ისევ გავიგონებდი მის ხმას როგორც მაშინ, ათი წლის წინ. ხმას, რომელმაც გაქრობას ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გადამარჩინა. ხმას, რომელიც ახლა მხოლოდ სიზმრებშიღა ჩამესმოდა...მეგონა ნაცნობი სურნელი ჰაერში კვლავ გაიფანტებოდა და ძველებურად აწვავდა ნესტოებს. სურნელი, რომელიც ტკივილამდე მენატრებოდა, თუმცა ეგეც ისევე მივივიწყე დროსთან ერთად, როგორც სხვა დანარჩენი. მივივიწყე ის ყოველი შეგრძნება, რაც ერთ დროს მის უძირო ლილაქვისფერ თვალებში ყურებისას თავს მაკარგვინებდა, რასაც შეიგრძნობდა ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი ყოველი ჩვენი შეხებისას და ცეცხლი, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენს გარშემო ყველას და ყველაფერსაც წვავდა! მეგონა, მართლა გულწრფელად მეგონა რომ აღარასდროს დაფრთხებოდნენ ჩემს მუცელში ლურჯი პეპლები...
მაგრამ, ის ხმა მე ისევ გავიგონე. უეცრად შევდრკი და სმენის დასაძაბად მივინაბე. იმის დასადასტურებლად რომ ჯერ კვლავ საღ აზრზე ვიყავი და საბოლოოდ არ გავგიჟებულვარ, უკან შეტრიალება მაინც ვერაფრით გავბედე. გონებაში სულ ერთი წამით მაინც ვუშვებდი იმის ალბათობას რომ ეს ხმა, რომელიც ჩემს სახელს ზუსტად ჩემს ზურგს უკან ჩურჩულებდა, რეალური იყო. თითქოს მივიყინე ერთ ადგილზე, თუმცა სინამდვილეში, ერთადერთი რაც მბოჭავდა ჩემს სისუსტესთან ერთად, ეს ბეჭედი იყო, - ჩემი დიდ თვლიანი ნიშნობის ბეჭედი, რომელიც იმ მომენტში ყველაზე მეტად მიჭერდა ვიდრე აქამდე. ეს ჩემი ბორკილები და ამავდროულად წარსულისგან თავის სამუდამოდ დაღწევის ერთადერთი გარანტია იყო.
და ასე დიდხანს ვიდექი ძველ შენობაში შეშინებული და შებოჭილი და ვერ ვბედავდი მიბრუნებას, სანამ ხმა ისევ არ განმეორდა და ამასთან მოახლოვდა კიდეც. ხმა რომელიც რაღაც იდუმალი დაფარული შიშითა და უამრავი სევდანარევი სიხარულით ჰაერში ჩემს სახელს ელვასავით სტყორცნიდა:
-მარიამ!

პ.ს გაგრძელება იქნება :)




-



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

აუ რა კარგი და სასიამოვნო წასაკითხი იყო ძალიან გული დამწყდება თუ არ გააგრძელებ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე

 


№2  offline წევრი თეოფილე

ძალიან ემოციური და ლამაზი ისტორიაა, ველი გაგრძელებას ❤️

 


№3 სტუმარი Mari

ძალიან საინტერესოა.მოუთმენლად ველი გაგრძელებას

 


№4  offline წევრი Nobodyelse

საკმაოდ დიდი თავი იყო და მომეწონა. საინტერესო ჩანს.

 


№5  offline წევრი ტესსა

Nobodyelse
საკმაოდ დიდი თავი იყო და მომეწონა. საინტერესო ჩანს.

გამარჯობა, ძალიან მიხარია თუ ისიამოვნეთ... თავი არ არის პირველი ნაწილია <3

თეოფილე
ძალიან ემოციური და ლამაზი ისტორიაა, ველი გაგრძელებას ❤️

დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი სტუმარი მაკა

ველი მეორე ნაწილს და იმედია კარგი დასასრული ექნება♥️♥️♥️

ველი მეორე ნაწილს და იმედია კარგი დასასრული ექნება♥️♥️♥️????

 


№7 სტუმარი Ana-maria

ძალიან კარგი,საინტერესო, უამრავი ემოციით სავსე ისტორიაა.ძალიან მომეწონა "ტონკი"იუმორი .შემთხვევით არაფერი ხდება ამ სამყაროში და იმედი მაქვს გიორგი და მარიამის შემთხვევაშიც ასე იქნება. მოუთმენლად ველი ახალ თავს.

ძალიან კარგი,საინტერესო, უამრავი ემოციით სავსე ისტორიაა.ძალიან მომეწონა "ტონკი"იუმორი .შემთხვევით არაფერი ხდება ამ სამყაროში და იმედი მაქვს გიორგი და მარიამის შემთხვევაშიც ასე იქნება. მოუთმენლად ველი ახალ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent