შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ბუზი"


16-04-2021, 09:56
ავტორი ტერიკო74
ნანახია 671

უხასიათოდ გამომეღვიძა. ჩემი გულისწორი ვერ ვიპოვნე.ამაოდ ვიფრინე მეზობელ უბნებში. ჩემი საკბილო ვერავინ ვნახე.არადა გულით მეწადა შემექმნა ოჯახი და სხვებივით მეც მყოლოდა შვილები. რამდენსაც გავეპრანჭე,იმდენი ცივი უარი მივიღე.არადა მშვენიერი შესახედი ვიყავი,არაფერი დამეწუნებოდა.
პირი უხალისოდ დავიბანე და ისევ ჩვენს უბანში გავეშურე.იქნებ, საბედო ცხვირწინ მყავდა და მე შორს დავეძებდი. კიდევ კარგი ზაფხულია და იოლად შემიძლია შევიჭყიტო ყველა სახლში. ასე ვიცი,სადაც კი ღია ფანჯარას ვნახავ,დაუკითხავად შევდივარ,რამოდენიმე წრეს დავარტყამ და ცოტას შევისვენებ,ან ტელევიზორის ეკრანზე,ან კარადის თავზე. თუ მასპინძელი შემხვდა ავი,სწრაფად გამოვდივარ,რომ ის ნასვრეტებიანი ჯოხი არ მომხვდეს. არ ვუყვარვართ ადამიანებს,უფრო მეტიც,ვერ გვიტანენ და გვემტერებიან. ვერ ვხვდები მიზეზს.რა დავუშავეთ?!
გავედი,თუ არა ჩემი სამფლობელოდან მეორე ნახევრის საძებნელად,გზად ჩვენი უბნელი იბუ შემხვდა თავის ოჯახთან ერთად.
უარესად მოვიბუზე.
ისე შემშურდა..თეთრი შურით..
იბუმ ეშმაკურად ჩამიკრა თვალი და ცალკე გამიყვანა.
- ის მშვენიერება ნახე?-ჩუმად მკითხა.
სახე გამინათდა.
-რომელი?- თვალები იქამდე გავაცეცე სადამდეც მზერა გასწვდა გარემოს.
-მეცხრეზე, წუხელ გადმოვიდა,იცი,რა ლამაზია? - უცებ მომაყარა.
გული სიხარულით შემიხტა. სასწრაფოდ დავემშვიდობე იბუს და მეცხრე სართულისკენ გავწიე.ჩემდა სამწუხაროდ კარ-ფანჯარა დაკეტილი დამხვდა. საიდან აღარ ვუტრიალე,ვერსად ვიპოვნე შესაძვრენი. მაინც არ დავიხიე უკან,რა-დაც არ უნდა დამჯდომოდა,უნდა გამეცნო ახალმოსახლე მშვენიერება.
ფანჯრის რაფაზე დავჯექი და მოთმინებით დაველოდე,როდის დასცხებოდა შიგნით მყოფს. ფარდა,რომ გადაიწია,კუთხეს ამოვეფარე,არ მინდოდა ჩემს დანახვისას გადაეფიქრებინა ფანჯრის გაღება.
გამიმართლა.გულისფანცქალით მოვიფშვნიტე ფეხები და შევფრინდი.
დავინახე,თუ არა მუხლები მომეკვეთა.
მშვენიერებაც არის და მშვენიერებაც,მაგრამ ასეთი?! ჩამოსხმული ფეხები ერთმანეთზე გადაედო და მზეს ეფიცხებოდა.
თვითონაც შემამჩნია და ბრიალა თვალები ისე შემომანათა,მაშინვე ვთქვი,ან ეს ,ან არავინ -მეთქი!
მისვლა შევაყოვნე, ფრთები ავათამაშე მასზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
ჩაეღიმა.
გავთამამდი და მისკენ დავაპირე გაფრენა.არ დამცალდა,ის გამოჩნდა ნასვრეტებიანი ჯოხით და თვალმოჭუტული დამაკვირდა. აშკარად მხედველობა უჭირდა,ისე ჰქონდა მოქცეული ორივე გუგა ცხვირთან.
-ოღონდ ამ ქალის წინ არ მომიქნიოს,არ შევრცხვე!- ჩავიბუტბუტე და სუნთქვა შევკარი.
-არ გაინძრე,აგაცილებს,- ჩაიკისკისა მშვენიერებამ.
- რა იცი?-გამეღიმა.
-მთელი დღეა მასე დამდევს,-ჩაიფხუკუნა.
-რა გქვია?-ვკითხე და თან, ჩემსკენ დამიზნებულ ჯოხს შევხედე.
-ზიზიკო,-მითხრა გაპრანჭვით.-შენ?
-ბუზი,- ვუთხარი და აფრენა ვერ მოვასწარი, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი ფეხზე. იატაკზე ზურგით დავეცი და სანამ ჩუსტიც დამეხატებოდა ტანზე,მოვასწარი ღრიჭოში შეძრომა.
-ვაიმე!- შეშინებული წამოხტა ზიზიკო და ისიც ჩემთან შემოძვრა.
- რაღა ახლა გაუსწორდა თვალები?- გაბრაზდა ნასვრეტებიან ჯოხის მფლობელზე და დამნაშავედ დამხედა.
სიმწრისგან ვიკლაკნებოდი და თან,თავ-ბედს ვიწყევლიდი.აღარც მეცოლ-შვილებოდა და აღარც მეზიზიკოვებოდა.
-ჩემი ბრალია,ჩემი,- ცრემლები წამოყარა.
"ქალებს ,რომ დაუჯერებ,მეტის ღირსი ხარ"- გავიფიქრე, თორემ ხმამაღლა რა მათქმევინებდა. ზიზიკოს იმედზე ვიყავი,წელს ვერ ვითრევდი ტკივილებისგან.
როგორმე უნდა მიმეღწია ჩემს სამფლობელომდე. ზიზიკოს დახმარებით გავაღწიე სამშვიდობოს.გზა და გზა ვჩერდებოდით,ისე მაწუხებდა ჩანგრეული ფერდები,ფრენაში მიშლიდა ხელს. მშვენიერება გვერდიდან არ მომცილებია, ბოლომდე მიერთგულა.
მადლობის ნიშნად ჩემი წვრილი ხორთუმი დავაწებე ლოყაზე და ავაცმაცუნე. ცოტა გრძელი მადლობა კი გამომივიდა,თუმცა ზიზიკოს კმაყოფილება შევატყვე და უფრო დიდი მადლობა მოვინდომე. აქ კი მისი მკაცრი მზერა დავიმსახურე და ხორთუმი სასწრაფოდ შევკეცე.
-უნდა წავიდე,ხვალ ისევ მოვალ,- ისე მითხრა,აშკარად არ ვეთმობოდი. ცხრაჯერ მოტრიალდა კარიდან.ხან ფრთა გამისწორა,ხან კისერი.
-იქნებ დარჩენილიყავი?- შევაპარე.
უარით გააქნია თავი და წავიდა.
დავღონდი.
აღარ მინდოდა მარტოობაში აღმომხდენოდა სული. იმედი დავიტოვე,რომ მეორე დღეს მომაკითხავდა.
დილით ჩემს კარზე ისეთი ბრახუნი ატყდა,შეშინებული წამოვენთე,სულ გადამავიწყდა ტკივილები.
-რა გჭირს?- დამფრთხალ იბუს შევხედე.
- ცუდი ამბავია ჩვენს თავს,ცუდი,- თავში წაიშინა ხელები.
-ომი დაიწყო,თუ რა მოხდა?!- შევცბი.
-უარესი!- თქვა და ჩურჩულზე გადავიდა.
ძლივს გავარჩიე რას ამბობდა,იმას კი მივხვდი,რომ ადამიანებს ჩვენთვის ბრძოლა გამოეცხადებინათ.
დარეტიანებული გავფრინდი,გზაში იმდენჯერ დავეცი,აღარც მახსოვს,ერთი სული მქონდა,ზიზიკომდე მიმეღწია და გამეფრთხილებინა. მეცხრე სართულზე შურდულივით შევფრინდი და პირკატა მეცა,როდესაც ჭერზე დაკიდებულ ლენტზე სულს ღაფავდა ჩემი მშვენიერება. სიფრიფანა ფრთებს თავგანწირვით იქნევდა. დამინახა და იმედის სხივი გაუკრთა თვალში.
-ნუ გეშინია..ნუ გეშინია..-მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი და ვცდილობდი ჩამომეხსნა წებოვან მახედან..
***
ზიზიკოს დაფლეთილი სხეული მივიტანე ჩემს სამფლობელოში. სუნთქვა უჭირდა,დროგამოშვებით ამომხედავდა ნაღვლიანი თვალებით და მზერით მემშვიდობებოდა.
-შემპირდი,რომ იცოცხლებ!- დავუყვირე სასოწარკვეთით.

პასუხად გამიღიმა და თავი უკან გადააგდო.

-არ უნდა გამეშვი! -ზიზიკოს უსიცოცხლო სხეული ავიკარი გულზე და სიმწრის ცრემლები წამსკდა.
***

ნასვრეტებიან ჯოხიანი კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა ჭერზე ჩამოკიდულ სასაკლაოს..

დასასრული



№1 სტუმარი Qeti qimucadze

გეფიცები ბუზს აღარ მოვკლავ ტერიკო. ადამიანური ცხოვრების შტრიხები დავინახე. მარტალია ალეგორიული იყო მაგრამ ისე განვიცადე ვიტირე. სახელწბიც რომ ისეთი გაქვს. ბუზური. წინები არ წამიკიტხავს. ვერ მოვახერხე და ჩავუჯდები მერეემ საოცარი ვინმე ხარრრ

 


№2  offline მოდერი MoonDaughter

არაჩვეულებრივია! heart_eyes

 


№3 სტუმარი Ana-maria

რას გვერჩით?ბუზები აღარ უნდა დავხოცოთ?ვერაფერით წარმოვიდგენდი ,როდესმე ბუზის გამო თუ ვიტირებდი.......

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Qeti qimucadze
გეფიცები ბუზს აღარ მოვკლავ ტერიკო. ადამიანური ცხოვრების შტრიხები დავინახე. მარტალია ალეგორიული იყო მაგრამ ისე განვიცადე ვიტირე. სახელწბიც რომ ისეთი გაქვს. ბუზური. წინები არ წამიკიტხავს. ვერ მოვახერხე და ჩავუჯდები მერეემ საოცარი ვინმე ხარრრ


ქეთი <3
რა ვიცი,სულ მეფიქრება,ყველაფერი რაც კი გაჩნდა სამყაროში,ალბათ ასე იყო საჭირო და არ არსებობს ზედმეტობა..
მადლობა ჩემო თბილო გოგო <3

MoonDaughter
არაჩვეულებრივია! heart_eyes


მადლობა,გაიხარე <3

Ana-maria
რას გვერჩით?ბუზები აღარ უნდა დავხოცოთ?ვერაფერით წარმოვიდგენდი ,როდესმე ბუზის გამო თუ ვიტირებდი.......


ანა-მარია,საყვარელო ))) <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ელისო

ბუზის გამოც თუ ავცრემლდებოდი არ მეგონა :( სინდისი ასე თუ შემაწუხებდა,იმ ბუზების გამო,რომლებიც ვიმსხვრეპლე,არც ეს მეგონა. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი მცენარეებიც კი ცოცხალი არსებები არიან და გრძნობები გააჩნიათ,პრაქტიკული ადამიანი ვარ და ვთვლი რომ ჩვენი,ადამიანების საჭიროებისთვისაა შექმნილი ყველაფერი ბუნებაში,ახლა ვზივარ და ვფიქრობ,როგორი დამანაშავე ვარ,თუნდაც მხოლოდ ბუზების წინაშე ...

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე ადამიანის და ცხოველის სიკვდილის მერე ბუზის სიკვდილზე თუ ვიტირებდი არ მეგონა, ვერც ვერასდროს ვიფიქრებდი. როგორი განსაკუთრებული ხარ ჩემთვის ვერ წარმოიდგენ. არასდროს ვნანობ შენი ჩანახატებისა თუ ისტორიების წაკითხვას. რაც შეეხება ისტორიას, ბუზს აღარ მოვკლავ. პრინციპში იშვიათად თუ ხელი წავიღო რაიმე მწერის მოსაკლავად. ან არ ვეკარები და მესაზიზღრება, ან მეცოდება. მაგალითად ფუტკარზე ვგიჟდები, მიყვარს. ცოტათი მეშინია მაგრამ არასდრო ვკლავ. ბუზზე რა გითხრა, მაგრამ თუ დამიჯერებ იშვიათად ვკლავ რამეს. ნუ არც მანამდე დავდიოდი ხოლმე ,,ნასვრეტიანი ჯოხით" ხელში ბუზის საკლავად, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ გავეკარები ახლოს!❤ წარმატებები!❤❤❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამო

ბუზური სიყვარული????????????

სტუმარი მარიამო]ბუზური სიყვარული ძალიან მომეწონა:)

ძალიან მომეწონა:)

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

ამის მერე ბუზი თუ მოვკალი გამიხმეს ხელი:(((

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ელისო
ბუზის გამოც თუ ავცრემლდებოდი არ მეგონა :( სინდისი ასე თუ შემაწუხებდა,იმ ბუზების გამო,რომლებიც ვიმსხვრეპლე,არც ეს მეგონა. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი მცენარეებიც კი ცოცხალი არსებები არიან და გრძნობები გააჩნიათ,პრაქტიკული ადამიანი ვარ და ვთვლი რომ ჩვენი,ადამიანების საჭიროებისთვისაა შექმნილი ყველაფერი ბუნებაში,ახლა ვზივარ და ვფიქრობ,როგორი დამანაშავე ვარ,თუნდაც მხოლოდ ბუზების წინაშე ...


ელისო <3 გაიხარე ჩემო კარგო,დიდი მადლობა.

საიტი ურევს,არ მაკოპირებინებს კომენტარებს))
ყველას უღრმესი მადლობა <3

გაიხარეთ <3

 


№10  offline წევრი ელიზაბეტი უ.

უცნაურად განსხვავებული და ლამაზი იყო. უნდა გვესმოდეს, რომ ბუნებაში ყველა ცოცხალ ორგანიზმს უნდა სიცოცხლე. ოდნავ დამაფიქრე...

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ელიზაბეტი უ.
უცნაურად განსხვავებული და ლამაზი იყო. უნდა გვესმოდეს, რომ ბუნებაში ყველა ცოცხალ ორგანიზმს უნდა სიცოცხლე. ოდნავ დამაფიქრე...


ელიზაბეტ <3

მაგის თქმა მინდოდა მეც <3
მადლობა საყვარელო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent