შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (6 თავი )


16-04-2021, 19:27
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 1 941

ალაყაფის კარი ხმაურით გაიღო და ციხის ეზოი შევიდა. თვალი მოავლო არემარეს, რომელიც ყველა ასპექტში სიცივესა და დაძაბულობის განცდას ასხივებდა. სათვალთვალო კოშკი, ალაყაფის თავზე მოლებული მავთულხლართები, გისოსიანი სარკმლებით ასხმული კედლები, შუბლშეკრული ავტომატით მოსიარულე მამაკაცები. ივლისის მცხუნვარე მზის ფონზეც კი სხეული გაუყინა არიდას, ამ სანახაობამ. რამდენიმე ფორმალობის გავლის შემდეგ ვიზიტების ოთახში აღმოჩნდა. ხელმარცხნივ, ცარიელ მაგიდასთან დაიკავა ადგილი და მალულად დაიწყო იქ მყოფი ადამიანების თვალთვალი. ყველას მოწყენილობა ეხატა საზეხე. ზოგი ამ სიცივით სავსე შენობაში მობინადრეთა დედა უნდა ყოფილიყო. ზოგი ცოლი, შვილი, მეგობარი და კიდევ ბევრი სხვა სტასტუსის მატარებელი ადამიანი, ვინც გულრწფელად, მომლოდინე თვალებით შესცქერებოდა პატიმართა შემოსასვლელ კარს. ენატრებოდათ, ედარდებოდათ, აწუხებდათ მათი აქ ხილვა. ზოგს დაუმსახურებლადაც მიაჩნდა ალბათ მათი სასჯელი. ზოგს დამსახურებულად თუმცა მაინც ენანებოდათ... თავად ! თავად რას განიცდიდა ? რომ, არა ის მიზეზი რამაც იქ მისვლა აიძულა ნეტავ, ოდესმე თუ შეაღებდა იმ ალაყაფის კარს და იმ ადამიანებივით წამებს დაითვლიდა მისი ნახვის მოლოდინში ?! ... ერთ თვეზე მეტი იყო გასული მათი ბოლო შეხვედრიდან და არც კი ჰქონდა ნაფიქრი რას იზამდა, როგრო მოიქცეოდა მასთან მიმართებაში და აი, რამდენიმე წუთში მის წინ აღმოჩნდებოდა. ისისც კი ვერ წარმოედგინა თუ, როგორ დაიწყებოდა მათი შეხვედარ. რა უნდა ეთქვა...

პატიმართა კარი ბადრაგისთვის არადამახასიათებელი სათნო, სანდომიანი გარეგნობის შუახნის, ჩასუქებულმა კაცმა გააღო და პირველი მსჯავრდებული შემოუშვა ოთახში. მის გამოჩენას მხიარული შეძახილებიც მოჰყავ და ისიც გაეშურა მათკენ. კარის, ყოველი გაღების ხმაზე ღელვა იმატებდა არიდას გულში. უფრო მეტად უცემდა.ის არ ჩანდა... უკვე მეათედ გაიხედა კარისკენ და კვლავ ბადრაგის თბილ ღიმილს წააწყდა. გოგონამაც ამავე გრძნობით გაუღიმა. უკვე მეცამეტედ გააღო კარი ბადრაგმა და არც ახლა ელოდა არიდა ძმას,მაგრამ მისდა მოულოდნელად გამოჩნდა. ადგილს გაქვავდაგოგონა. რომ ეგონა ვერაფერს იგრძნობდა შეცდა. მონატრებია. ვერც ანდრო იძვროდა ადგილიდან. კარში გაშეშებული იდგა და ისეთი თვალებით უყურებდა უამრავ გრძნობას რომ ამოიკითხავს ადამიანი. არ ელოდა დას. მასაც მონატრებია. ისისც კი ინატრა ახლა გამოიქცეს და გულზე შემახტესო, მაგრამ იცოდა ნატვრა, ნატვრად დარჩებოდა. არ იმსახურებდა დის ასეთ გულმხურვალე შეხვედრას. ალბათ კიდევ დიდხანს იდგებოდა ბადრაგს რომ არ ეთქვა სხვებს ხელს უშლი, შენი ადგილი დაიკავეო. უხმოდ მიუახლოვდა და მის წინ დაჯდა. ჰაერიც კი უხერხულობით გაიჟღენთა. უამრავ ახმაურებულ ადამინთა შორის, რომლებიც ყველა სიტყვის თქმას ასწრებდნენ დროის სიმცირის გამო, ეს ორი უტყვად იჯდა. ანდრო, უცდიდა არიდას და რომ მიხვდა საუბარი უჭირდა სიჩუმე თავად დაარღვია. როგორც ჩანს მან გააცნობიერა დროის ლიმიტი რომ იყო დაწესებული და ეს დრო გასაკუთრებულად იქ, რომ ფასობდა.
- რას უნდა ვუმადლოდე შენს აქ ხილვას ? - ირონია მოარგო ხმას ბიჭმა. - მეგონა თოთხმეტი წლის შემდეგ გნახავდი, თუ რათქმაუნდა ამ ხნის შემდეგ კიდევ გემახსოვრებოდი. - ბოლო სიტყვებზე უნებურად შემოცილდა ირონიან ტონს.

- მეც ასე მეგონა, მაგრამ რატომღაც ახლა აქ ვარ.

- დავიჯერო ჩემი ამბები გადარდებს?

- ანდრო ! - ცივად გამოსცრა კბილებში ამირეჯიბის ქალმა. ეტკინა კიდეც ძმის სიტყვებში ცოტაოდენი სიმართლე, რომ დაიჭირა. - აქ შენი ირონიის მოსასმენად არ მოვსულვარ.

- აბა, რამ მოგიყვანა ?

- როგორ ხარ ? - როგორც იქნა მოახერხა ეკითხა ის რაც აწუხებდა. მით უფრო იმ წამიდან კარში, რომ გამოჩნდა. სულ დალეული და უფერული მოეჩვენა ძმა. თვალები ჩაღამებოდა და ხელები უცახცახებდა. გული ეწურებოდა არიდას მისი ცქერით. რაც არ უნდა დაეშავებია მისთვის ის მაინც მისის ძმა იყო. რამდენადაც არ უნდა დაეჯერებინა თავი, რომ არ ადარდებდა მაინც ვერ მოახერხებდა მისი კეთილი გული მისი გასაჭირის ვერ დანახვას.

- ისე, როგორც მკვლელს შეეფერება. -ისეთი სახით უპასუხა თითქოს რაიმე საამაყო ყოფლიყოს ამ სტატუსში.

- არ იცვლები ! - დანანებით ამოილაპარაკა გოგომ და ვეღარ გაბედა მეტად ჩაკითხვოდა ჯანმრთელობის შესახებ.

- სამაგიეროდ შენ იცვლები.უფრო გაზრდილხარ და ... -კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავი შეიკავა. ერთი თბილი მზერა კი შეავლო.

- ანდრო, შენ რა ჩემში ცვლილებების შემჩნევა შეგიძლია ? - ამჯერად არიდამ მოჰპარა ძმას ტონი.

- როგორ გვეტყობა ერთი სისხლი, რომ გვაქვს. - თითქოს დასცინა არა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, სიამაყის განცდა უფრო მეტი იყო მის სიტყვებში.

- ხო. მაგას ვერც შევცვლი და ვერც უარვყოფ. - მტკივნეულად დააჭირა გულზე დამ.

- დადუნა, როგორაა? - თემა, იმ თემით შეცვალა ბიჭმა, რომელიც არანაკლებ აინტერესებდა.

- არ მეგონა თუ გახსოვდა.

- რა, ამქვეყნას დედის გარეშე, რომ ვერ მოევლინები ეგ ? - წარბები მაღლა აზიდა ანდრომ.

- არც ისეთი ტვინგარეცხილი ყოფილხარ, როგორიც მეგონე. - იგივე მიმიკით გაეპასუხა და ოსტატურად დაფარა ღიმილის სურვილი. - კარგადაა. ისე ვუვლი, როგორც ოჯახის ერდათერთ ვაჟიშვილს შეეფერება. - ბოლო სიტყვებშიც წაკბინა .

- არიდა, იტყვი ბოლოს და ბოლოს აქ რას აკეთებ ? - ღიმილის დაფარვა არც უცდია ანდროს.

- სათხოვარი მაქვს შენთან. - გაუბედავად ამოილაპარაკა გოგომ.

- აჰ, ახლა გასაგებია. ჩემს დასაცინად ხარ მოსული. - თავის ქნევით დაასკვნა.

- აი ეგ, საიდან მოიტანე? - გაბრაზდა არიდა .

- აბა, აქ - სივრცეში აბსტრაქტული კონტური მოხატა ხელით ბიჭმა. - რა სათხოვარზე მელაპარაკები ? აქ, რისი გაკეთება შემიძლია? - წყენა გაერია ხმაში და თავისივე სიტყვებმა უსუსურობის განცდა მოჰგვარა ბიჭს.

- შეგიძლია ! - ვიდრე ადნრო რაიმეს უპასუხებდა მათ მაგიდას ერთ-ერთი პატიმარი მიუახლოვდა და ირონიული მზერა მოავლო მსხდომთ.

- გაიარე ! - ავად გამოსცრა ანდრომ კბილებში და თავით პატიმართა კარისკენ ანიშნა.

- დამაცადე ანდრო, გავივლი. მანამდე კი ეს ლამაზი გოგონა მინდა გავიცნო. - არიდა უხერხულად აიწურა სკამზე. ისეთი თვალებით უმზერდა დაუპატიჟებელი სტუმარი ცივმა ტალღამ დაუარა.

- შარს ნუ ეძებ, გაიარე-მეთქი ! - სიბრაზისგან ისე შეკრა მუშტი ამირეჯიბის ვაჟმა თითები სულ გაუთეთრდა.

- ისე, დიდი გამოცნობა არ უნდა. ერთი შეხედვითაც კი მიხვდები, ერთი სისხლი რომ გაქვთ. ალბათ შენი დაა. ხოარ ვცდები ანდრო ? როგორი ლამაზი თვალები აქვს. მგონი შენნაირი. - უდარდელად განარძობდა ანდროს ნერვებზე დაკვრასა და მის გამოწვევას კაცი.

- თვალებს დაგთხრი გოშაზე ახლავე თუარ აორთქლდები აქედან ! - ფეხზე წამოიჭრა და ტონის გაკონტროლება აღარც კი უფიქრია ანდროს. სწრაფად გაჩნდა ბადრაგი მათთან და სტუმარი გაიყვანა.

- შიგნით შევხვდებით ანდრუშ ! - ბოროტული სიცილით მოაძახა მიმავალმა.

არიდა ჯერ კიდევ გაშეშებული იჯდა და გაფითრებული აკვირდებოდა მოკამათეებს. მძიმედ დაეშვა ანდრო სკამზე. ყბები ისე შეკრა კბილები ღრჭიალის ხმაც კი მოესმა გოგოს. ხელები სიბრაზისაგან მეტად უკანკალებდა.
- დედა შ..... - უბოდიშოდ შეიკურთხა ბიჭი.

- ანდრო, ვინ იყო ?რა უნდოდა ? - ანერვიულებულმა ძლივს მოახერხა ეკითხა.

- არიდა,დროზე მითხარი რა გინდა და წადი აქედან !

- მე კითხვა დაგისვი.

- არ არის ეგ შენი საქმე. გააკეთე რაც გითხარი !-ტონი გაუმკაცრდა ანდროს.

- ღამის კლუბების მისამართი მინდა, სადაც მარტვივად შოულობენ ნარკოტიკს. მათ შორის არასრუწლოვნებიც . ვიცი, გეცოდენება. - სწრაფად მიაყარა და პირდაპირ თვალებში შეხედა. ერთხანს არ იცვლებოდა ბიჭს გამომეტყველება თითქოს დაპაუზდა მის გარშემო ყველაფერი.

- გოგო, რა მკითხე ? - არ ჯეროდა მოსმენილის.

- რაც გაიგე. - არ გატყდა არიდა.

- არიანდა ! - დაღრიალებას ჰგავდა მისი დაძახებული სახელი. ასმაგად გაუგიჟდა ისედაც შეშლილი სახე. - წადი ახლა აქედან და აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა სანამ თავადე არ გნახავ. - შეეცადა შეძლებისდაგავრდ მშვიდად ეთქვა.

- არა ! ანდრო შენთვის ოდესმე რაიმე მითხოვია ? არა, არ მითხოვია და ამ ერთხელი მაინც რომ დამეხმარო ხომ შეგიძლია ? გთხოვ, ძალიან მჭირდება. ამ პასუხზე თექვსმეტი წლის ბიჭის მომავალია დამოკიდებული. - ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია სათქმელი.

- შენ უსაფრთხოებაზე მეტად გიღირს ? დაიკარგე ახლა აქედან. - წამოდგომ დააპირა ბიჭმა, მაგრამ დამ არ გაუშვა. - გაფრთხილებ, წყობიდან ნუ გამომიყვან ! - თვალები დაუბრიალა.

- იცოდე, მეტყვი თუ არა, მაინც დავივლი ყველა კლუბს ფეხდაფერ.უბრალოდ საქმის გამარტივებას გთხოვ. - პირდაპირ თვალებში უყურებდა დას ანდრო და ვერ იჯერებდა ახლა მის წინ სრულიად გაზრდილი, შეცვლილი ძლიერი და მამაცი ქალი, რომ იჯდა. მას არაფერი არ ჰქონდა საერთო იმ გოგონასთან წლების წინ ძილში, ჩუმად რომ უკოცნიდა წითელ ლოყებს.

- შენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რას მეკითხები ? ვინ არის ასეთი საკუთარი სიცოცხლით, რომ რისკავ. ვინ არის ასეთი მის გამო ჩემთანაც, რომ მოხვედი ? - ეწყინა იმის გააზრება, იქ მხოლოდ მის სანახავად რომ არ იყო მისული.

- უკვე იმდენი წელია ჩემი უსაფრთხოებით რისკავენ, უკვე მივეჩვიე. აღარ მეშინია ანდრო ! - არ უნდოდა, ძალიან არ უნდოდა მისთვის ამ მდგომარეობაში ამ სიტყვების თქმა, მაგრამ სხვანაირად ვერ ათქმევინებდა. ცდილობდა ამ გზით გაეღვიძებია მასში სინდისი. ეტკინა, სიმართლე ანდროს.

- წადი აქედან ! - დაიგრგვინა ვაჟმა.

- თუ მართლა გადადრდებს რა მომივა, მოდი მაშინ დავფიქრდეთ. რამდენი ღამისკლუბია თბილისში? ალბათ ძალიან ბევრი. ხოდა მე თუ ყველა ამ კლუბს მოვივლი მით უფრო მეტად მემუქრება საფრთხე. ახლა შენ გადაწყვიტე მეტყვი თუ წავიდე უკვე ყველას შესამოწმებლად. - სასურველის გასაგებად სტრატეგია შეცვალა არიდამ. ანდოც მიხვდა, რომ სხვა გზა არ ქონდა. იცნობდა მის დას. მშვენივრად იცნობდა და იცოდა, მართლა შეასრულებდა თავის სიტყვებს. ბოლოს და ბოლოს ორივეს ამირეჯიბის ჯიუტი სისხლი აერთიანებდათ.

- შენ არსად წახვალ ! - კიდევ გაიბრძოლა ანდრომ.

- კარგი. მე არ წავალ. გთხოვ, ანდრო მითხარი ! ჯერ სულ პატარაა. არ მინდა შეცდომა დაუშვას.

- არა-მეთქი.

- არ წავალ გპირდები, მათ ვეტყვი ვინც ამ საქმეს მოაგვარებს. უბრალოდ მითხარი. ერთხელ მაინც მოიქეცი ისე, როგორც მე მსურს გთხოვ. ერთხელ მაინც... - თვალები აემღვრა არიდას. ანდროს გული დაუწვრილდა მისი წყლიანი თვალების დანახვაზე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობდა გადაეფიქრებია. - სულელი ვარ აქ რომ მოვედი. როგორ ვიფიქრე, რომ შენ ჩემთვის რამეს გააკეთებდი. - წასასვლელად ფეხზე სწრაფად წამოხტა გოგო.

- დაჯექი. - ხელზე მოეჭიდა და გააჩერა. დახედა, მის ხელში მოქცეულ დის გამხდარ მტევანს და რამდენჯერმე ცერა თითით მოეფერა. ვინ იცს, რა გაიფიქრა. თითქოს არიდამაც იგრძნო, ძმის ემოცია და მშვიდად დაუბრუნდა ადგილს. ვერ შეძლო ანდრომ , არიდა იქიდან ნაწყენი წასულიყო. ვერც, ის გამბედაობა ჩაუყარა წყალში რამაც იქ მისვლა აიძულა. თუმცა გრძნობდა, დიდ შეცდომას უშვებდა, მაგრამ არიდას ბოლო სიტყვები ისე ლახვარივით დაეცა გულზე აიძულა ეთქვა რაც მას სურდა. რამდენიმე კლუბის მისამართი მისცა და გააფრთხილა ბიჭის ახლობლებისთვის ეთქვა. ამასობაში პაემნის დროც ამოიწურა.- არიდა, გაფრთხილებ შენ ფეხი არსად გაადგა. შენ არ იცნობ იმ სამყაროს. თუ გავიგე, რომ მაინც წახვედი ჩემი ხელით გაგგუდავ იცოდე. ამ საქმეში არ გაერიო. - მუდარას უფრო გავდა ახლა ძმის სიტვები.

- კარგი. ანდრო იმ ბიჭს არ ნახავ,ხო ? - ისევ რამდენიმე წუთის წინ მომხდარს დაუბრუნდა გოგო.

- აქ დასამალი ადგილები არაა არიდა.-მარვალმნიშვნელოვნად უპასუხა. - რაც გითხარი გაიგონე და აქ აღარასოდეს მოხვიდე. - ბოლოს ის ფრაზა გააჟღერა რისი თქმაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მაგრამ ასე თვლიდა საჭიროდ.

- ანდრო, მადლობა ! - უთხრა და თავის ხელს დახედა, რომელიც ჯერ კიდევ მის ძმას ტორში მოექცია. ფრთხილად გამოაცალა და პირველმა დატოვა ვიზიტების ოთახი. გარეთ გასულამა ერთი ღრმად ამოსიუნთქა, უკან შემობრუნდა და კვლავ მოავლო თვალი ციხის კედლებს. ისეთი ცივი აღარ ეჩვენა, როგორიც თავდაპირველად. გაეღიმა და ჭიშკარს გადააბიჯა. საკანში დაბრუნებულმა ანდრომ დარეკვის უფლებით სარგებლობა მოითხოვა.

დათქმულ დროს დაბრუნდა არიდა სამსახურში. თავის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და თან ყოველ წუთში საათს დაჩერებოდა. სადღაც ეჩქარებოდა... შეკვეთის ჩასანიშნი ბაინდერი მოიმარჯვა და დარბაში სხვა მომსახურე პერსონალს შეუერთდა. დაახლოებით ნახევარ საათში რესტორანში სოლიდურად გამოწყობილი მამაკაცები შემოვიდნენ და ოცდამეხუთე მაგიდა დაიკავეს. ვინაიდან მარჯვენა ფრთის მომსახურეობა არიდას პირდაპირი მოვალეობა იყო, სწრაფად გაემართა მათკენ. მენიუ ჩამოურიგა და ბოლო სტუმრისაკენ რომ შებრუნდა კვლავ ნაცნობ შავ ირისებს გადააწყდა. მკრთალი ღიმილითა და თავის დაკვრით მიესალმა, მენიუ გადასცა და მის წინ წელში გამართული დადგა. მამაკაცს კი,სულაც არ უფიქრია შეუმჩნევლად მისალმება. სწრაფად წამოიმართა მაღალი მოხდენილი სხეული ფეხზე.

- საღამომშვიდობის არიანდა ! - ხმამაღლა გააჟღერა და მარჯვენა ხელზე ეამბორა. ამ მოულოდნელი ჟესტის გამო ფეტვის მარცვალივით დაიბნა ქალი. როგორც წესი მაღალი კლასის სტუმრები, საზოგადოების თვალწინ ოფიციანტებს ასე არ ექცევიან, რა ნაცნობობაც არ უნდა აკავშირებდეთ მათთან. მით უმეტეს, არც მასა და დათას შორის იყო რაიმე განსაკუთრებული. ვერაფრით ახსნა ბიჭის ასეთი საქციელი.
-
- საღამომშვიდობის ბატონო დათა ! - ყელში გაჩხერილი უხერხულობით ამოთქვა გოგონამ და გარშემომყოფთა გაკვირვებულ თავლებს გადახედა. ისედაც მუდამ დაკვირვების ობიექტად ქცეულ გოგოს, განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან ახლა ყველა სტუმარი ერთად უმზერდა. ზოგის თვალში გაოცება სჩანდა, ზოგის თვალში შური და ბოღმა. ზოგი კი ისე უყურებდა დიდი ალბათობით ამ წყვილზე არასასიამოვნო ეჭვებს შეეპყროთ.

- მიხარი შენი დანახვა. - ისევ ბოხი ბარიტონით წარმოთქვა და აშკარა იყო, არ ადარდებდა ვინ გაიგონებდა. თითქოს, აწყობდა კიდეც გარშემომყოფთა ფიქრები და უფრო მეტიც, მგონი, სპეციალურად იქცეოდა ასე. მკრთალად გაუღიმა ბიჭმა, ფერებ შეცვლილ არიდას, რომელიც მისი სუფრის წევრების უხამს, დაჟინებულ მზერას მეტად აეღელვებია. თავადაც შეტრიალდა მათკენ და მათ თვალებში არასასიამოვნო ფიქრები, რომ დაიჭირა სხეული დაეჭიმა. მთელი მოთმინება მოიკრიბა და იქვე, თავისი თეფშის მარჯვენა კუთხეში დადებულ დანას დასწვდა. ხელში ოსტატურად რამდენჯერმე დაატრიალა და ტარით, მოზომილად დააკაკუნა მაგიდის ზედაპირზე. თან არიდას უყურებდა. არიდა კი მის ხელში ავად მოტრიალე დანას. ყველა წევრისთვის გასაგები იყო ეს თითქოსდა უწყინარი ჟესტი. წამში შეცვალეს მზერის ტრაექტორი, მენიუს ჩააშტერდნენ. როგორც კი ყველა თვალი გაიფანტა, ყელში მოჭერილი მარწუხიც მოეხსნა ქალს. თავადაც შეხედა მისკენ მიმართულ შავ სფეროებს და კალამი მოიმარჯვა ჩასანიშნად. არაბულმა თავის ქნევით ანიშნა შეკვეთა არ მიეღო. - არიანდა, თუ არ შეწუხდებით სხვა ოფიციანტს სთხოვეთ ჩვენი მაგიდის მომსახურეობა ! - იმდენად კატეგორიული ჰქონდა ტონი დათას, არიდაც უსიტყვოდ დაეთანხმა და გასცილდა. არაბულიც მას შემდეგ დაუბრუნდა კუთვნილ სკამს და ავადა გადახედა ამჯერად თეფშზე მომზირალ პარტნიორებს.

როგორც იქნა დასრულდა დღე. კიდევ ერთხელ დაურეკა ქეთის და ლუკას ამბავი ჰკითხა. სამწუხაროდ ისევ ვერ მიეგნოთ მისთვის. არიდა მთელი ამ ხნის მანძილზე ფიქრობდა ვისთვის შეიძლებოდა ეთხოვა დახმარება. ვისთვის შეიძლებოდა გაენდო ის ეჭვი რასაც ფიქრობდა და მიეწოდებინა ის ინფორმაცია რასაც ფლობდა. ქეთის რათქმაუნდა ვერ ეტყოდა. ჯერ თავადაც არ იცოდა დაზუსტებით და ქალს სადარდელს ვერ დაუმატებდა. არც ალექსი ჰყავდა. ვერც პოლიციას შეატყობინებდა, რადგან დასაბუთებული არგუმენტი არ გააჩნდა. დათა ? -არც განუხილია. თანაც სიბრაზეს გრძნობდ მის მიმართ საღამოს ინციდენტის, ასეთი უხერხულობის შექმნის გამო. განა, რა კაათეთა ისეთი? თავაზიანად მოექცა, მაგრამ უნდა განესაზღვრა, რომ მისი ეს საქციელი აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა. მათ შესახებ, ხომ არავინ არაფერი იცოდა და ეს ჟესტი ბევრისთვის სულ სხვა დასკვნის საფუძველი გახდებოდა. უფრო მეტად მოერია სიბრაზე და მალევე, დააიგნორა არაბულისკენ მიმართული ფიქრები და ტვინის ბნელ კუთხეში შეკუჭა. მიხვდა, იმდენად აღელვებდა ეს ადამინი, რომ მის მთავარ საფიქრალსაც გადაფარავდა. სახეზე ცივი წყ,ლით დანამული ხელი ჩამოისვა და ისევ მთავარ პრობლემას მიუბრუნდა. ბევრი ბჭობის შემდეგ გადაწყვიტა თავად წასულიყო. უფრო სწორად იძულებული გახდა. ხვდებოდა, შეცდომას უშვებდა, ცოტა ეშინოდა კიდეც, მაგრამ ქეთის გამო ეს, თავისი აზრით მცირედი უნდა გაეკეთებია. ვერ დაუშვებდა ლუკას რაიმე ცუდი შემთხვევოდა. მით უფრო, იცოდა რამდენად რთული იყო ნარკომანი ადამიანისა და მისი ოჯახის წევრების ყოფა. სწრაფად გამოიცვალა უნიფორმა და აჩქარებული ნაბიჯებით დატოვა შენობა.

რესტორნის ეზოს ჭიშკართან მდგომის წინ შავი ფერის ჯიპი, გაჩერდა. შეკრთა ჩაფიქრებული გოგონა. თავში ისეთი აზრები უტრიალებდა, შინაგან წრწოლვას აეტანა და ავტომობილის უეცარ გამოჩენაზე გაუზარებლად აცახცახდა. მაგრამ მალევე დამშვიდდა უკანა სავარძლიდან არაბული, რომ ჩამოქვეითდა.
- არია, დაჯექი გაგიყვან ! - გეგმასთან უფრო მიახლოვების მიზნით, შანსი არ გაუშვა დათამ. გოგოსა, წინანდელივით აუჩქარდა გული არიას გაგონებაზე და თავის ამ რეაქციაზე მეტად გაცხარდა.


- მადლობა, ბატონო დათა. ჩემი ტაქსი მალე მოვა. - სასხვათაშორისოდ უპასუხა. ისე თითქოს უბრალო გამვლელი ყოფილიყო.

- ოფიციალურ მიმართვასთან დაკავშირებით, მგონი შევთანხმდით. - იუკადრისა არაბულმა მისის ეს ტონი და დამოკიდებულება.

- თქვენ, ჩვენი რესტორნის სტუმარი ხართ. მე კი შინაგანაწესი მავალდებულებს ასე მოგმართოთ. - პირდაპირ ვერ უთხრა, თქვენი წეხანდელი საქციელი ჩვენს ურთიეთობას არ შეეფერებაო, მაგრამ ეცადა ასეთი ფორმით მიეხვედრებია. არაბულიც მიუხვდა რათქმაუნდა, მაგრამ არ შეიმჩნია.

- ჩვენ ახლა რესტორანში ვართ არია ? - გაუღიმა და მათ უკან მდგომი რესტორნის შენობისკენ მზერით ანიშნა.

- არა, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია.

- კარგი, ახლა გნებდები. დაჯექი ! - ფართოდ გაუღო ავტომობილის კარი.

- ბატონო დათა, მადლობელი ვარ რაც ჩემთვის გააკეთეთ, მაგრამ ახლა არ ხართ ვალდებული წამიყვანოთ.

- ვალდებულება არაფერ შუაშია ! -გაკვირევბული იყო არაბულის ერთი მხარე. რატომღაც ეგონა, რომ პირველივე თქმაზე ჩახტებოდა გოგონა ავტომობილში. მისი მეორე მხარე კი თითქოს ელოდა მის ასეთ საქციელს. გამოჩნდა მესამეც დასკვნით, რომ უბრალოდ თავს იფასებდა. - სურვილი მაქვს, სახლამდე უსაფრთხოდ მიგიყვანო.

- შეიძლენა ახლა გაგეცინოთ, მაგრამ დამიჯერეთ საკუტარი თავის დაცვა შემიძლია. კარგად ბრძანდებოდეთ. - დაემშვიდობა და იმწამს მოსულ ტაქსში ჩაჯდა.

ღამემშვიდობის. - მიაძახა იმედგაცრუებულამ დათამ და მათგან რამდენიმე მეტრში ავტომობილთან მდგომს, თავით რაღაც ანიშნა. - ესეიგი, ასე ამირეჯიბის ქალო ? თამაში გინდა ? ხოდა, უკვე თამაშის მონაწილე ხარ. - სიბრაზით გამოსცრა კბილებში და მანქანაში ჩაჯდა. -რა ჯიუტია .

- რამე მითხარით ბატონო ? - ჰკითხა მძღოლმა და სარკეში გამოხედა ჩაფიქრებულ არაბულს, რომლეიც ტუჩებსა და ონდავ წამოზრდილ წვერზე საჩვენებელ თითს უმისამართოდ ისვამდა.

- კიდევ დიდხანს ვიდგებით აქ ? -კითხვა დაუბრუნა და წარბი შეკრა დათამ.

- უკაცრავად ! - უხერხულად გაეპასუხა მძღოლი და მანქანა დაძრა.


***
- დათა, ღამის კლუბებში დადის და რაღაცას თუ ვიღაცას ეძებს. - დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაისმა ზარი არაბულის მობილურზე.

- ანუ ღამის კლუბებში ერთობა ? - წყენა და ირონია ერთდროულად გაერია ხმაში. საკითხავია რა სწყიდა. თავად არ გამოუტანა განაჩენი ამ გოგოს, რადგან ამირეჯიბია არიქნება წმინდა წყ.ლის დამლევიო ?! ... ერთს ფიქრობდა, მეორეს გრძნობდა....

- არა. უბრალოდ შედის იქ მყოფებს, რაღაცას ეკითხება და მალევე ბრუნდება უკან. უკვე მესამე კლუბში მიდის. მეც უკნ მივყვები. - არიდას ადევნებული არაბულის კომპანიის დაცვის უფროსი, ინფორმაციას უზიარებდა დათას და თან გაფაციცებით იცქირებოდა საქარე მინაში წინ მიმავალი ავტომობილი, რომ არ დაეკარაგა თვალსაწიერიდან. მიღებული ინფორმაციის შემდეგ, სწრაფად გაერკვა საქმის ვითარებაში დათა და ბრძანება, რომელიც უნდა გაეცა კითხვის ფორმით გააჟღერა, რადგან იცოდა თავისის საქმის პროფესიონალს ესაუბრებოდა.

- იცი რა კლუბია, ან მფლობელები ვინ არიან ?

- ვიცი და არც თუ ისე კარგი სიტუაციაა ამ კლუბებში. - გამოცდილმა დაცვის უფროსმა იმედი არ გაუცრუა არაბულს. რათქმაუნდა უკვე სრულ ინფორმაციას ფლობდა.

- არც თუ ისე კარგი თუ, საერთოდ არაა კარგი ლაშა ?

- ხო რა. ნარკოტიკების ბუდეა და საკმაოდ სახიფათო ადგილია. ამ კლუბებში რენესანსის ხანა უდგათ მსხვილ დილერებს და ახლა თუ იქ მიდის სადაც მგონია სერიოზულ შარშია ეს გოგო.

- სად მიდის ? - მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.

- დგებუაძის კლუბში. - გაუბედავად უთხრა ბიჭმა.

- დგებუაძესთან ? - უეცრად დაიყვირა არაბულმა ამ გვარის გაგონებაზე. - რა ჯანდაბა უნდა მად ? გაგიჟდა ეგ გოგო ? რას ეძებს ამისთანას... - ისე ღრიალებდა, ყურმილი მოიშორა ლაშამ. დგებუაძის კლუბი ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა „ბოროტების სავანედ“ ვიდრე დათა რუსეთში წავიდოდა საცხოვრებლად. მანამდე კი რამდენჯერმე მოუწია იქ სტუმრობა და იმდენჯერვე არასასიამოვო ფაქტებს გადააწყდა. იქ იმდენად დაუფარავად მოიხმარდენ ნარკოტის აშკარა იყო, ვიღაც ზემოდან მფარველობდა. ხშირად მომხდარა მკვლელობაც. ხშირად გადამეტებული დოზის მოხმარების გამო ბევრი აახალგაზრდას დაუსრულებია სიცოცხლე. მათ შორის არასრულწლოვნებსაც. იქ ძალიან ცუდი რეპუტაციის ადამიანები იკრიბებოდნენ და ვიანიდან ეს ბარი ამდენი წლის შემდეგაც კი არსებობდა ეჭვგარეშე იყო ისევ ყავდა „კრიშა’ და ახლა იმაზე მეტი თავაშვებულობა და განუკითხაობა იქნებოდა ვიდრე მაშინ. - რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ შიგნით არ შეუშვა. მეც მალე მოვალ.

- კიდევ არის რაღაც.

- რა ?

- ორივე კლუბში ჩვენს მისვლას, ორი მამაკაცის მოსვლაც დაემთვა და ახლაც მათი მანქანა მოგვყვება.

- შეგამჩნიეს?

- არა. ჩემთვის არ ცალიათ, მაგრამ ქალბატონი ნამდვილად შეამჩნიეს. ოღონდ ვერ გავიგე ამ მას უთვალთვალებენ თუ ისინიც იგივეს ეძებენ. დათა მოიცა - უცებ წამოიყვირა ლაშამ. - მეორე მდევარი გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ წინ კლუბიდანაა და ამოწმებენ სად მიდის.

- წარმოდგენაც კი არ აქვს რა შარში გაყო თავი. ყურადღებით იყავი. მოვდივარ . - ყურმილი გათიშა თუ არა იმწამს ვანოსთან დარეკა.

***
მესამე კლუბის გზას ადგა და უფრო და უფრო მატულობდა მასში იმედგაცრუებისადა შიშის განცდა. ისეთი შენობები მოიარა, რაც არუნდა მამცი იყო, რაცარუნდა დიდი მიზანი გქონდეს იქ მისასვლელად, მაინც გიპყრობს უზარმაზარი შიში იქ მოხვედრისას. მით უმეტეს თუ მანამდე მის მსგავს ადგილას კი არ ხარ ნამყოფი. პირველად სტუმრობდა არიდა კლუბებს და თანაც, როგორს? პირადპირ მგლის ხახაში დააბიჯებდა და ამ მგელს მადას მით უფრო აღუძრავდა, რაც მეტად ცდილობდა ლუკაზე ინფორმაციის გაგებას. ორივე შენობაში შენიშნეს ცნობისმოყვარე გოგონა, რომელიც ყველას კითხვებს უსვამდა და გაფაციციებით ათვალიერებდა კუთხე-კუნჭულს. აშკარად ეტყობოდა, რომ იმ სამყაროსთან არაფერი ესაქმებოდა. შემდგომი გაჩერების ადგილზეც ინფორმირებულები იყვნენ მასზე. ამ შენობებს აშკარად ერთი კლანი მართავდა. როგორც იქნა გაჩერდა ტაქსი ბოლო დანიშნულების ადგილზე. გოგონამ გაუბედვად გააღო კარი და ჩამოვიდა იმ იმედით, რომ აქ მაინც მიაგნებდა ბიჭს და დედას დაუბრუნებდა. დაკვირვებით აიარა ნახევრად ჩაბნელებული აღმართი. ვარაუდით ერთ კარს მიადგა, რომელიც სარდაფში ჩადიოდა და კლუბის შესასვლელი უნდა ყოფილიყო. ამის აზრის სისწორეში უჩვეულოდ განათებული წინა ხედი და კარში მდგარი ახმახი დაცვა არწუნებდა. მათთან მისვლასა და გამოლაპარაკებას აპირებდა მკლავზე შეხება, რომ იგრძნო.ისედაც დაზაფრულმა შისისაგან შეჰკივლა.
- უკაცრავად თქვენი შეშინება, არ მინდოდა. უბრალოდ ჩემს ერთ ნაცნობს მიგამსგავსეთ და ვოფიქრე მივასელმებიტქო. - იმწუთას მოფიქრებული ტყუილით დაიწყო ლაშამ, როგოც კი გოგონა მისკენ შეტრიალდა.

- არ მოგატყუებთ და ნამდვილად ძალიან შემეშინდა. - დაუფარავად გაამხილა გოგომ მვიდი გარეგნობის ბიჭს რომ სეხედა და გულზე ხელი მიიდო.

- დაძაბული მეჩვენებით. დახმარება ხომ არ გჭირდებათ ?

- არა. უბრალოდ იქ შესვლას ვაპირებდი. - განათებული კარისკენ ანიშნა.

- ასე შეშინებული თუ შეხვალ არც ისე კარგი აზრია. - შეწუხებული სახით უპასუხა ლაშამ.

- ვიცი, მაგრამ აუცილებლად უნდა შევიდე.

- მართლა ცუდი აზრია. თან არ გავხარ კლუბებში მოსიარულე გოგოს. - გახუმრება საცადა ბიჭმა.

- მართალია. დღეს პირელად ვარ და უკანასკნელადაც, მაგრამ ახლა უნდა შევიდე. მადლობა რჩევისთვის. - ლაშას მახვილ თვალს არ გამორჩენია, როგორ აწვალებდა აკანკალებულ ხელებს არიდა.

- კარგი. მაშინ შევიდეთ. მეც იქით მოვდივარ მეგობრს უნდა შევხვდეე. - ესღა მოიფიქრა მას შემდეგ რაც მხვდა, რომ ვერც შიგნით შესვლას გადააფიქრებინებდა და ვერც დააბამდა.

- თვენც ვერ აგირჩევიათ კარგი ადგილი შეხვედრებისთვის.

- შეიძლება, მაგრამ ძველი მეგობრის სანახავად და დასალევად ასეთ დროს უკეთესი ალტერნატივა ვერ გამოვნახე. თანაც ჩემთვის არც ისე უცხოა ასეთი ადგილები. - მორიგ, წამში მოფიქრებულ ტყუილს ეუბნებოდა და გარემოს ათვალიერებდა. ზემოთ ხსენებული მდევრებიც გამოჩნდნენ. ლაშამ სწრაფად გასწია კარისაკენ და შერნობაში შევიდნენ. „ვერ გავაჩერე.მეც მასთან ერთად ვარ. რომ შემოხვალ ჩემთან მოდი ბართან ვიჯდები.“ მიუვიდა შეტყობინება არაბულს.

შენობაში შესულები გამოემშვიდობენ ერთმანეთს. ბიჭი ბართან დაჯდა და ჩუმად განაგრძო გოგონას თვალთვალი. არიდა კი კვლავ ყველა კუთხეს ათვალიერებდა იმ იმედით, რომ სადმე ლუკას დაინახავდა. რამდენიმე ადამიანს ფოტოც კი აჩვენა. ხმამაღალი მუსიკა და უხამსად მოცეკვავე ახალგაზრდები უფრო მეტად გაუსაძლის ხდიდა მის იქ ყოფნას. მომხმარებლებით გადავსილ ბარში თითქმის შეუძლებელი იყო ვინმეს პოვნა. არიდა კედელების მხარეს მიუყვებოდა და ამრეზით უყურებდა მასზედ მიყრდნობილ, ვულგარულად ჩაცმულ, უცნაურად დაგრეხილ ახალგაზრდებს. სათვალთვალო ოთახიდან, სამი მამაკაცი კამერების საშუალებით აკვირდებოდა დაბნეულად მოსიარულე გოგონას, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა იქ მყოფთაგან. არიდა, ერთ-ერთი მაგიდის გვერდის ავლას ცდილობდა. საგრძნობლად შემთვრალი ბიჭი წამოდგა და უხერხულად წაუფათურა ხელი. მაგრად დააჭირა ქუთუთუოები ერთმანეთს გოგომ , მუჭი შეკრა და მისკენ შეტრიალდა დასარტყმელად. მაგრამ წინ აღარ დახვდა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. თითქოს ვიღაცამ გააქრო. ასეც იყო. შეუშვა დაჭიმული სხეული, კიდევ ერთხელ შეათვალიერა გარემო და გზის გაგრძელებას აპირებდა პიჯაკში გამოწყობილ ახმახს, რომ შეასკდა.

- ფრთხილად გოგონა ! - უხეშად გამოსცრა მამაკაცმა და უტიფრად აათვალიერა.

- უკაცრავად, ვერ დაგინახეთ.

- რატომ, რამე მოწიეთ? - ირონიულად გაიღიმა პიჯაკიანმა.

- არა, რას ამბობთ.

- ძალიან კარგი. მაშინ ახლა მოწევთ.

- მე აქ მოსაწევად არ მოვსულვარ ბატონო. - ცდილობდა მტკიცე ხმა შეენარჩუნებია მგრამ უფრო და უფრო ეპარებოდა ღელვა.

- მაშინ ვიცეკვოთ ! - წელზე წაეპოტინა და უფრო ახლოს მიიზიდა.

- მომშორდი! ხელი გამიშვი ! - უშედეგოდ გაუძალიანდა ბრგე სხეულს.

- მონაზონივით ხარ შემოსილი, ალკოჰოლის სუნი არ აგდის, მოწევა არ გინდა, ცეკვა არ გინდა. აბა, აქ რას აკეთებ ? რა დაგკარგვია ? - უხეშად საუბრობდა და სადღაც მიათრევდა გოგონას სუსტ სხეულს.

- გამიშვი. სად მიგყავარ ! - ხმამაღლა ყვიროდა, მაგრამ მუსიკის ფონზე გვერდით მყოფსაც კი არ ესმოდა.

- შენით დაინტერესდნენ ლამაზო.

უფრო ძლიერად წაავლო ხელი და კიბეებზე აყვანა დაუპირა ვიღაც ორმა მამაკაცმა ხელიდან, რომ გამოგლიჯეს კაცს არიდა. გაცხარებულმა კაცმა ხელი მოუქნია დაუპატიჟებელ სტუმრებს და ამ ქმედებას საპასუხო დარტყმაც მოჰყვა. პიჯაკიანის დასახმარებლად კიბეები სწრაფად ჩამოირბინა ორმა დაცვამ. პირველმა, მოჩხუბართაგან ერთ-ერთს მიუშვირა იარაღი. მეორემ კი არიდას. შიშისაგან თავლებში დაუბნელდა არიდას და რომ არა ვიღაცის ძლიერი ხელი წაიქცეოდა კიდეც. წამით შეჩერებული ჩოჩქოლი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და არიდაც გაუცნობიერებლად აეკრო მის გვერდით მდგომ სხეულს...






№1 სტუმარი სტუმარი თიკო

რა გითხრა. სასწაული გადმოცემის უნარი გაქვს. ინტრიგა, საიდუმლოებები, მტრები, შურისძიება. ისე ეწყობა ერთმანეთს, მართლა ცუდად ვხდები. მაგარი გოგო ხარ!❤❤❤ენა ჩამაგდებინე! მართლა მინდა დაგიწერო ბევრი კარგი რამ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ!❤❤❤ წარმატებები!❤❤❤

 


№2 სტუმარი one

if if ra ambebi yopila aq))) shens istoriebs yoveltvis erti nakli aqvs tamar)))-ar gyopnis❤️
piroba davde motmindbit davelodebi mkmdevno tavstqo da sxva ra damrchenia)) kargi khar????

 


№3  offline წევრი Life is beautiful

დავიწყო?
უმაგრესი თავი იყო..
პირდაპირ ფეიერვერკი..
დაძაბული და თან უცნაურად" შინაურული" გარემო გამოსჭვიოდა მთელი ტექსტიდან. ♥️
შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი იდიალურად ვითარდება ყველაფერი.. ♥️
ძალიან ძალიან მომეწონა.. ♥️
უნდა ვაღიარო ვნერვიულობ.. ამათ კლუბში ყოფნაზე..
მაგრამ ვიცი ეშველებათ რამე♥️
ჩემო ტკბილო♥️შენი კარამელი♥️♥️
მომენატრე შენი ისტორიით და სხვაგვარი სიცოცხლით♥️მაბედნიერებს შენი აქ ხილვა♥️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან, ძალიან საინტერესოა

 


№5  offline წევრი Megioki

ვაჰ, სრულიად სხვა და გასაოცარ ისტორიას რომ ქმნი ეს იცი? პირველი თავი რომ წავიკითხე მაშინ ვთქვი მოვიცდი, დაველოდები დასრულებას და შემდეგ ერთიანად წავიკითხავ-მეთქი. მაგრამ როგორც ხედავ ვერ მოვითმენე და მაინც წავიკითხე. :დდ საოცარი ისტორიააა. სიუჟეტის საოცარი და მოულოდნელი განვითარებებით. ვეჭვობ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

შემდეგ თავამდე როგორ მოვითმინო? :(((( თან რა მომენტში დაასრულე? :O ეე, კარგი რააა. მე მიკეთებ ამას ? :დდ მოკლედ, საოცარი ადამიანი ხარ და ასეთივე ისტორიებსაც ქმნი. მე კი, შენს ერთგულ მკითხველს ლოდინის მეტი სხვა რა დამრჩენია :დდ აბა, წარმატებები შენ და ახალი თავით მალე დაბრუნება :დდ ❤️❤️

ჰო, დათას და არიას რაც შეეხება. იმედი მაქვს დათა არ დაუშვებს ისეთ შეცდომას რომელიც გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს.

არიას ძმაც მეცოდება. და საერთოდ მეტად ჩახლართული სიტუაციაა. კი ვიცი რომ ნელ ნელა ყველაფერი ნათელი გახდება :დდ ❤️❣️

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

როგორი განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა, მიხარია რომ აღმოგაჩინე ????????????????

 


№7 მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი თიკო
რა გითხრა. სასწაული გადმოცემის უნარი გაქვს. ინტრიგა, საიდუმლოებები, მტრები, შურისძიება. ისე ეწყობა ერთმანეთს, მართლა ცუდად ვხდები. მაგარი გოგო ხარ!❤❤❤ენა ჩამაგდებინე! მართლა მინდა დაგიწერო ბევრი კარგი რამ, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ!❤❤❤ წარმატებები!❤❤❤

საერთოდ ნურაფერს იტყვი თუ გინდა. მე ისედაც მივხვდი შენს დამოკიდებულებას და ძალინ დიდი მადლობა ამისთვის. ძალინ დიდი მოტივია. ♥️♥️♥️♥️

one
if if ra ambebi yopila aq))) shens istoriebs yoveltvis erti nakli aqvs tamar)))-ar gyopnis❤️
piroba davde motmindbit davelodebi mkmdevno tavstqo da sxva ra damrchenia)) kargi khar????

სიამოვნებით ვიღებ შენიშვნას ამ ნაკლთან დაკავშირებით. ♥️♥️♥️ მადლობა ! ♥️

Life is beautiful
დავიწყო?
უმაგრესი თავი იყო..
პირდაპირ ფეიერვერკი..
დაძაბული და თან უცნაურად" შინაურული" გარემო გამოსჭვიოდა მთელი ტექსტიდან. ♥️
შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი იდიალურად ვითარდება ყველაფერი.. ♥️
ძალიან ძალიან მომეწონა.. ♥️
უნდა ვაღიარო ვნერვიულობ.. ამათ კლუბში ყოფნაზე..
მაგრამ ვიცი ეშველებათ რამე♥️
ჩემო ტკბილო♥️შენი კარამელი♥️♥️
მომენატრე შენი ისტორიით და სხვაგვარი სიცოცხლით♥️მაბედნიერებს შენი აქ ხილვა♥️❤️

აი, მართლა კარამელი ხარ და რა ვქნა ?!
ზუსტად ის მნიშვნელობა გაქვს ჩემთვის, რაც დესერტს.
მადლობა, ჩემო ! ♥️

სტუმარი ნინი
ძალიან, ძალიან საინტერესოა

♥️♥️♥️ მადლობა !

Megioki
ვაჰ, სრულიად სხვა და გასაოცარ ისტორიას რომ ქმნი ეს იცი? პირველი თავი რომ წავიკითხე მაშინ ვთქვი მოვიცდი, დაველოდები დასრულებას და შემდეგ ერთიანად წავიკითხავ-მეთქი. მაგრამ როგორც ხედავ ვერ მოვითმენე და მაინც წავიკითხე. :დდ საოცარი ისტორიააა. სიუჟეტის საოცარი და მოულოდნელი განვითარებებით. ვეჭვობ ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

შემდეგ თავამდე როგორ მოვითმინო? :(((( თან რა მომენტში დაასრულე? :O ეე, კარგი რააა. მე მიკეთებ ამას ? :დდ მოკლედ, საოცარი ადამიანი ხარ და ასეთივე ისტორიებსაც ქმნი. მე კი, შენს ერთგულ მკითხველს ლოდინის მეტი სხვა რა დამრჩენია :დდ აბა, წარმატებები შენ და ახალი თავით მალე დაბრუნება :დდ ❤️❤️

ჰო, დათას და არიას რაც შეეხება. იმედი მაქვს დათა არ დაუშვებს ისეთ შეცდომას რომელიც გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს.

არიას ძმაც მეცოდება. და საერთოდ მეტად ჩახლართული სიტუაციაა. კი ვიცი რომ ნელ ნელა ყველაფერი ნათელი გახდება :დდ ❤️❣️

Megioki, გამიხარდი !
მომენატრა შენი მსუყე შეფასებები.
მადლობა ! ♥️♥️♥️

სტუმარი მარიამი
როგორი განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა, მიხარია რომ აღმოგაჩინე ????????????????

მადლობა ! ♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი ანუ

როდის დადებ?

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამო

როდის იქნება შემდეგი?

 


№10 სტუმარი სტუმარი სოფო

გვაკლიხარ, მინდა ახალი თავი... განსხავებილი და რაღაცნაირი, სულ რომ კიდევ მინდას გრძნობას მიტოვებს!!❤️❤️❤️ მალე გაგვახარე რაა ახალი თავით!!

 


№11 სტუმარი ეკა

ასეთ დროს გაწყვეტა იქნებოდᲐ??????უმაგრესიაა.ველოდები ახალ თავს❤❤❤

 


№12 სტუმარი ფიონა

ყველაფერი ძალუანნმომეწონა...
აიი ძააან ვერი ვერი♥️♥️
უი რა გადამრია იცი?
ეს დაცვის უფროსი რა კაი ვინმეა♥️(ცოლიანია?.. :)) აუ ძაან საკალელი როა რა ვქნა?)

კაი ით იზ სო ქულ.. ♥️
ძალუან მომეწონა♥️♥️
აი მისს იოუ სოუ მაჩ♥️

 


№13 მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი სოფო
გვაკლიხარ, მინდა ახალი თავი... განსხავებილი და რაღაცნაირი, სულ რომ კიდევ მინდას გრძნობას მიტოვებს!!❤️❤️❤️ მალე გაგვახარე რაა ახალი თავით!!

♥️♥️

ეკა
ასეთ დროს გაწყვეტა იქნებოდᲐ??????უმაგრესიაა.ველოდები ახალ თავს❤❤❤

♥️♥️

ფიონა
ყველაფერი ძალუანნმომეწონა...
აიი ძააან ვერი ვერი♥️♥️
უი რა გადამრია იცი?
ეს დაცვის უფროსი რა კაი ვინმეა♥️(ცოლიანია?.. :)) აუ ძაან საკალელი როა რა ვქნა?)

კაი ით იზ სო ქულ.. ♥️
ძალუან მომეწონა♥️♥️
აი მისს იოუ სოუ მაჩ♥️

პოზიტივიც მოცქრილდა ! ♥️
უცოლოა და თუ გინდა, დაველაპარაკები შენზე :):)
მადლობა, ფიონა (პალიკო) ! ♥️
შენი აჩმა.:):)

დიდი ალბათობით ხვალ დავდებ ახალ თავს. ♥️
გმადლობთ, რომ მიგებთ და მელოდებით !

 


№14 სტუმარი სტუმარი Tekla

ისე მომეწონა რომ არუნდა გიყვარდეს დღემდე ემოციების ქვეშ ვარ ❤ამასაც აუცილებლად წავიკითხავ მხოლოდ როცა დაასრულებ თორემ ვერგავუძლებ ლოდინს ❤❤❤

 


№15 მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი Tekla
ისე მომეწონა რომ არუნდა გიყვარდეს დღემდე ემოციების ქვეშ ვარ ❤ამასაც აუცილებლად წავიკითხავ მხოლოდ როცა დაასრულებ თორემ ვერგავუძლებ ლოდინს ❤❤❤

მიხარია, თუ გომეწონა! ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent