შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი /1-2


17-04-2021, 02:01
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 2 135

პროლოგი

2015 წელი, 19 თებერვალი.
11:50 PM

ნაბიჯების გამაყრუებელი ხმა არღვევს უდაბურ, უსახურ წყვდიადში გამეფებულ სულისშემძვრელ სიჩუმეს.
ყოველი ბგერა აზანზარებს დედამიწას. ყოველი ნაბიჯი თელავს მიმოფანტული
ფოთლების ორგანიზმს.
მიდიან... მიდიან სადღაც.
ყრუ ბგერები კვეთენ სივრცეში აღმართულ უფერულ კედლებს და თავიანთ ადგილს იმკვიდრებენ თვალუწვდებელ, ვარსკვლავებით მოჭედილ ცაში.
უდაბური, უსახური, არაფრისმთქმელი გარემო და ყრუ ხმების შემზარავი ნაწილაკები ანადგურებენ, გლეჯენ, ანაწევრებენ ახალგაზრდა ქალის სულს.
ხორცის ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ის გრძნობს, რასაც მისი სული, მისი არსება გრძნობს, რადგან იცის... მან ყველაზე კარგად იცის, თუ როგორ დასრულდება მისი სიცოცხლე.
- გამომიყენა… გამომიყენა, - ჩუმი, შეშლილი, ჭკუიდან გადასული ადამიანის უცნაური ბუტბუტი იტევს მისი გათელილი სულის კივილს. - რაღა დარჩა? ჩემგან... რაღა... დარჩა? - სვენებ-სვენებით ნასროლი სიტყვების პასუხს მისი გონებაც არ აგვიანებს და მთელი არსებით ჩასძახის: “არაფერი, არაფერი”.
შეშლილი გონება ამას არ სჯერდება და გამუდმებით უმეორებს, რომ გახრწნილია, გათელილია, დანაწევრებულია, აღარავის სჭირდება, აღარავის ადარდებს.
ფერები იდღაბნება. ვეღარ არჩევს, ვეღარ ითვლის ცაში ალაგ-ალაგ არსებულ ვარსკვლავებს, - მის თანამზრახველებს.
მხოლოდ ვარსკვლავებმა იციან, მხოლოდ ისინი ხედავენ მათ ქვემოთ გაშლილ მეტად ტრაგიკულ და მომაკვდინებლად უსამართლო სცენას, რომელსაც ამოუცნობი მიზეზით ეწირება მათი ნაწილი.
-მოკვდი, მოკვდი, - ქალის არაფრისმეტყველი, გაშეშებული სახე უეცრად იკრუნჩხება, თითქოს მის გონებაში რაღაც გაწყდა. თითქოს, აქამდე მშვიდად მომუშავე ქარხანაში უეცრად ძრავი აფეთქდა. ვერ გაგვიგია, ეს სიტყვები ქალს ეკუთვნის, თუ მისი სულის ნაწილია... იქნებ მისი სული კივის ასე შემაძრწუნებლად, ან სულაც ის ადამიანი, გზაარეულ ქალს იდუმალი ნაბიჯებით უკან რომ მიჰყვება. ზუსტად ისე ეპარება სამყაროსმოწყვეტილ ქალს, როგორც მშიერი მგელი საცოდავ შველს.
-რატომ?.. რატომ? - მონოტონური ბუტბუტი... უჰაერობა, სიბნელე.
მის თაფლისფერ თვალებში დაბუდებული მარტოობის სუსხი.
ფერები იდღაბნება.
ლურჯი ვარსკვლავები თეთრ ცაზე.
არეული, შეშლილი მიდის იქ, სადაც არავინ ელის.

*

თოვდა.
თებერვალში თოვდა ისე, თითქოს თოვლს სურდა დაეფარა, დაემალა ადამიანის ხელით ჩადენილი ყველა შემაძრწუნებელი ქმედება.

სწორედ იმ დღეს,
იმ საზარელ დღეს, რომლის დაფარვასაც თოვლი მსხვილი ფიფქებითა და ნისლიანი ქარფუქით გამალებით ცდილობდა,
მარიამ მაჭავარიანის მშვიდი, ფერდაკარგული, არსებობაშეწყვეტილი სხეული მტკვარმა გამორიყა.

* * *

თავი 1

2019 წელი. 20 თებერვალი.
12:00 AM

ჩანბელებულ სასაფლაოს მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი და ალაგ-ალაგ მიმოფანტული თანამზრახველები, პატარა თეთრები და დიდი ლურჯი ვარსკვლავი ანათებს.
ორი სხეული ინაწილებს იქვე მდგარ გრძელ მარმარილოს სკამს.

- დღეს ოცდაათის გახდებოდა, - გატეხილი ბგერები არღვევს სასაფლაოსთვის შესაფერის იდუმალ სიჩუმეს. - დღევანდელ დღეს ბედნიერად აღნიშნავდა... ახლა, ზუსტად ამ წამს, მის საყვარელ ალუბლის ტორტზე სანთლებს ჩააქრობდა და საჩუქრებს მოითხოვდა. ზუსტად ისე დამატერორებდა, როგორც ოთხი წლის წინ ... გახსოვს?! შენ ხო გახსოვს, როგორ უყვარდა ეს დღე, როგორ ჭედავდა... ჯანდაბა, ამის დე.დაც! - სასოწარკვეთით გაჟღენთილი ოხვრა ამოაყოლა გულიდან ამოგლეჯილ სიტყვებს. მხოლოდ წელიწადში ერთხელ თუ ნახავდით მას ასეთ მდგომარეობაში. თითქოს ღამის თორმეტ საათზე მიტანებული ისრები ნელ-ნელა ასუსტებდა და ძალებს აცლიდა. სიცოცხლის უნარს უზღუდავდა და მტკივნეული, გამანადგურებელი ემოციებით მუხტავდა.
იმ დღეს ასმაგად გრძნობდა არსებობასა და არარსებობას ერთდროულად.

- დამშვიდდი, ივა... ხო იცი, ბიჭო, არ არის ახლა ამის დრო. - მძიმე იყო სხირტლაძისთვის განადგურებული მეგობრის გამხნევება, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ივა მაჭავარიანის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა.
მაშინაც კი, როცა ივას უფროსი და, მარიამ მაჭავარიანი მიწას მიაბარეს, არავის უნახავს ივას არსებობაგამოცლილი სახე, რადგან მაჭავარიანის სახეზე ყოველთვის ენთო შურისძიების ცეცხლი, რომელიც მასზე მიშტერებულ ადამიანს უმალვე წვავდა. წელიწადის სამას სამოცდახუთი დღიდან, სამას სამოცდაოთხი დღე ერთი მიზნისთვის იბრძოდა და არავის ჰქონდა უფლება მისი სისუტე დაენახა. არავის უნდა ენახა გატეხილი უმცროსი მაჭავარიანი, რადგან მის ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული, ერთი არასწორი ნაბიჯი კი ამოფრქვეული ვულკანის კრატერამდე მიიყვანდა.

- არც მისი სიკვდილის დრო იყო, დაჩი. მისი - არა.
მაჭავარიანის ბოლო ორი სიტყვა იტევდა მისი არსებობის სიმძიმეს მთელი სიმძაფრით.
- მისი მკვლელების სიკვდილის დროა, ივა. - ამჯერად მტკიცე იყო დაჩი სხირტლაძე. გამუდმებით კარგ განწყობაზე მყოფი სხირტლაძისთვის ზედმეტად შეუსაბამო და მტკივნეული იყო ეს ვითარება. - მათი გვამების გახრწნის დროა, ივა!
- ცოტაც, სულ ცოტა დრო მჭირდება... გავატყავებ, არ ვაცოცხლებ... რა ეგონათ, ბიჭო... რა ეგონათ, არ მოგვეკითხებაო... ვერავინ ვერაფერს გაიგებსო. ჰაჰ! მაგათი დედა მოვტ*ან! გავანადგურებ მაგ ახვრებს... გავანადგურებ! - ცინიკურ სიცილს წამიერად, განრისხებული, შეშლილი ადამიანის აღგზნებული ხმა ანაცვლებდა. მარტივი მისახვედრი იყო, რომ ივა მაჭავარიანის სულსა და გონებას ხელჩართული ბრძოლა გაემართათ. ბასრი კლანჭებით კაწრავდნენ ერთმანეთს და საბოლოო შედეგს ივას სახეზე აკრავდნენ, ძალაგამოცლილი ემოციების სახით.
თითქოს ბუნებამაც იგრძნო დაჭრილი ადამიანის ტკივილი.
განრისხებული, ფერდაკარგული იჯდა საკუთარი დის პირისპირ და კოკისპირული წვიმა ასველებდა მის ხორცს, ხოლო სულს, ტკივილის მიერ წარმოქმნილი ლავა წვავდა.
დროის სვლასთან ერთად, ნელ-ნელა იცლებოდა ივას ტკივილისგან გაბერილი ემოციები და მათ ის რაციონალური აზროვნება ანაცვლებდა, რომელიც წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას უყოყმანოდ მოუწოდებდა წასაქცევად გამზადებულ მაჭავარიანს.

- წავედით. - ნახევარ საათზე მეტი იყო გასული, ფეხზე რომ წამოდგა. მხრებში გასწორდა და უკან მოიტოვა ის სისუტე, რომლის მომსწრეც მხოლოდ მისი მეგობარი და გარდაცვლილ ადამიანთა სულები იყვნენ.
წვიმას გადაეღო, მაგრამ უამრავი სულით დამძიმებული ადგილისთვის მაინც დაეჩნია საკუთარი სიძლიერის კვალი. ღრმად ჩაისუნთქა, სიგარეტს მოუკიდა და მისი საქციელით გაოცებულ მეგობარს წარბშეკრულმა გადახედა.
- ლომსაძეს უნდა მოვუტ*ნა დედის ტრ*კი!
- გაგიჟდი? - უსწრაფესი მანევრით ფეხზე წამოხტა სხრიტლაძე. - ახლა, ბიჭო? დღეს?! - სხირტლაძის სახეზე გამოსახული სხვადასხვა ფერით თუ ვიმსჯელებდით, საქმე იმაზე სერიოზულად იყო, ვიდრე ამას რომელიმე ჩვენგანი იფიქრებდა.
- კაი, ნუ ჩაისვარე, - შუბლშეკრული სახე ღიმილმა გაუხსნა ივას. გამწარებული სხირტლაძის მოქნეული მუშტი მარტივად აიცილა და მარიამის ახალი სახლი უკანმოუხედავად დატოვა. უკან დატოვა ის სიმძიმეც, რომელიც აქ მოსვლის დროს სუნთქვას უკრავდა და ყელში არაადამიანური ძალით უჭერდა.
- ბიჭო, ნუ მაბანძებ-მეთქი, თორე ერთხელ მაგრად გაგიჭედავ, ხო გაიგე? - დუდღუნებდა დაჩი და პატარა ბავშვივით ფეხდაფეხ მიყვებოდა მაჭავარიანს. - ნუ იცინი, შე პიდარასტო! ხო გაიგეთ, მეგობრებო, ჩემი ძმაკაცი პიდარასტია! ევროპამ სულ გააფუჭა, თორე ოც წლამდე სასახელო ვაჟკაცი იზრდებოდა, - ხელები გაშალა დაჩიმ და ჩამწკრივებულ საფლავებს ზუსტად ისე გახედა, თითქოს ურიცხვი აუდიტორია ამ სიტყვების მოსასმენად იყო შეკრებილი.
- სხრიტლაძე, ტვინს ტ*ნავ და ჩა*ჯვი თუ ძმა ხარ! - მუდამ სერიოზულად მყოფი მაჭავარიანი არც ახლა ღალატობდა ემოციებს, მაგრამ შინაგანად სიამოვნებდა კიდეც თავისი თავქარიანი, მუდამ მხიარული ძმაკაცის არაადეკვატური ქცევები, რომლებიც მის გასამხიარულებდა, ზოგჯერ კი აზრზე მოსაყვანად იყო აუცილებელი.
- შენი ატანისთვის მინიმუმ ორკაციანი საგზური მეკუთვნის ფიჯის კუნძულებზე! და საპატიო მოქალაქის ტიტული თბილისის მასშტაბით!
- იქნება, იქნება. დაე.ჯვი ახლა მანქანაში. - მხარზე ხელი დაჰკრა და ალმაცერად გადახედა ერთ ადგილას დაყუდებულ დაჩის.
- კარგი, მამიკო.
- ბიჭო! - დაიღრიალა მოთმინება დაკარგულმა და სულ წიხლით ჩატენა ეშმაკურად მომღიმარი სხრიტლაძე.
- მე რომ მიყვარს ის სიმღერა ჩართე, ივიკო. - მუხრუჭების გამაყრუებელი ხმის მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ დაჩის ბოლო სიტყვების გაგება, მაგრამ არც განრისხებული ივას გინება გამოპარვია ჩვენს ყურთასმენას.

*

ოთხი წლის წინ თვითმკვლელობად შერაცხული მკვლელობის ნელ-ნელა გახსნილი დეტალების კვალს მიჰყვება ივა მაჭავარიანი. ისე მიიწევს მათკენ, როგორც დამშეული ნადირი ცბიერი ნაბიჯებით ცეცხლისკენ. მან იცის, რომ შესაძლოა ცეცხლმა შთანთქოს, მაგრამ შესაძლოა გამბედაობისთვის გასამრჯელოც მიიღოს.

* * *

- მაჭავარიანები დაბრუნდნენ - განაჩენივით გაისმა მისი ერთადერთი მეგობრის, ანუნას ხმა.
- ყველა? - დამძიმებული გულიდან მოსწყდა ერთადერთი სიტყვა, რომლის სიმძიმემ მთელი ორგანიზმი აუწრიალა.
- ყველა.
- ჯანდაბა. ვერ ავცდებით? - ხავსს ეჭიდებოდა ლაშხი, მაგრამ რეალურად, მთელი ოთხი წლის განმავლობაში დღე არ გადიოდა, რომ მათ დაბრუნებაზე არ ეფიქრა და ის სცენარი არ წარმოედგინა, თუ როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
- ვფიქრობ, ვერა.
- ჯანდაბა, ჯანდაბა! არ შემიძლია, ანა. - ამოიოხრა სასოწარკვეთილმა. - ელენა... ივა. მათი ნახვა, იმის შემდეგ. - თვალი თეთრ კედელს გაუშტერა. სახეზე ნაცრისფერი დასდებოდა. აშკარაა, უსიამოვნო მოგონებამ შეახსენა თავი.
- რაღაც მოხდა, ნაკა. ამაში დარწმუნებული ვარ. - ტკივილის დროსაც კი მხიარულ ანუნას იმდენად შეუვალი და მტკიცე ხმა ჰქონდა, ნაკა დარწმუნებული იყო, რომ ამას მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვის გამო არ ამბობდა.
- რამე გაიგე? - დაიძაბა. სხეული ერთიანად დაეჭიმა. გუმანით გრძნობდა, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდებოდა.
- ჩემების საუბარს მოვკარი ყური. მამაჩემი ამბობდა, რაღაც წერილი მიიღო უმცროსმა მაჭავარიანმაო.
- ივა? ჰაჰ... ნუთუ. - ცინიზმით წარმოთქმულმა ერთმა სახელმაც კი ირონიულად დაუმანჭა ტუჩის კუთხეები. - როგორც ვხვდები, მარიამს ეხება, არა?
- რა თქმა უნდა. სხვა ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა მაჭავარიანს საქართველოში დასაბრუნებლად. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მარიამის ამბავია. თანაც მამაჩემი ამბობდა, ვახშამზე მიგვიწვიესო. წარმოგიდგენია?
- ჯანდაბა, - სიმწრის სიცილს ვეღარ იკავებდა ლაშხი. - უეჭველია, ოთხი წლის წინ დაწყებული, ახლა გაგრძელდება.
- რა თქმა უნდა! - ამოიხორა დვალიშვილმა. - უეცარი დაბრუნება, ვახშამი, ყველა ყოფილი პარტნიორის მიწვევა... ზედმეტად საეჭვოა. - თვალებდაწვრილებული მიშტერებოდა ერთ წერტილს.
- შენც მიდიხარ?
- მთელი ოჯახიო... არ ვიცი, ნაკა. შემიძლია კი, ელენას ნახვა?
- ვერ აცდები, ხომ იცი. - მხრები აიჩეჩა ძლივს შენარჩუნებელი სიმშვიდით ლაშხმა.
- ვიცი, მაგრამ იმ სიტუაციაში... ჯანდაბა! არა, არ არსებობს, ვერ წავალ.
- როგორ მაინტერესებს, იცი? - ტუჩი მოიკვნიტა და საწოლზე ვარსკვლავის ფორმით გადაწვა. მის უცნაურად დარბილებულ ხმაზე ანუნამ ჩვეულებისამებრ გადაიხარხარა.
- საინტერესოა, რომელი გაინტერესებს... მგონი, უფრო ივა, ხო? - ეშმაკურად აათამაშა წარბები და ჩუმი ხითხითით გახედა წარბშეკრულ ლაშხს.
- მაგ იდიოტის სახელს ახსენებ და თავს გარტყმევინებ იმ შენს რარიტეტულ კომოდზე!
- გაგიჟდი? ბებიაჩემი არ დაგინდობს კომოდის გამო. ხომ იცი, ცივ ნიავს არ აკარებს, შვილივით უვლის საგვარეულო კომოდს, რომელსაც მთელი ჩვენი შთამომავლობა უნდა გაუფრთხილდეს. ერთადერთი შვილიშვილი რომ არ ვიყო, იქნებ სხვისთვის ჩაებარებინათ ეს „პასუხისმგებლობა“. - ამოიოხრა წინაპრების გამო დატანჯულმა დვალიშვილმა. - მაგრად გამიჩალიჩეს, ისე.
- მაგ კომოდს შესანიშნავი ისტორია აქვს, რა გინდა?! - წარბები სასაცილოდ აათამაშა ნაკამ და ანუნას ბებიის, ქალბატონი მარინას მონათხრობი გაიხსენა, -ღვთაებრივი კომოდი, რომელიც პრინცესა მარინას დიდი ბებიის დედას კახაბერ დვალიშვილმა, დიდმა თავადმა, ღირსეულმა თაყვანისმცემელმა და პერსპექტიულმა საქმრომ აჩუქა. - თვალები მობეზრებულად აატრიალა და გაიცინა, - სხვათა შორის, ზეპირად ვიცი!
- მთელი ბავშვობა მაგას მიყვებოდა და შენ ნუ მეწუწუნები აქეთ, რა!
- ჰო, საკმაოდ ტრავმირებული ბავშვობა გქონდა. რარიტეტული კომოდი, დიდგვაროვანი ყმაწვილი, რომელიც ასევე პერსპექტიული საქმრო იყო რვა წლის ასაკში, თავზე წიგნდადებული სწორ ხაზზე სიარული. როგორ უძლებდი?! მაგრად მიხარია, რომ ერთ-ერთი მდაბიოთაგანი ვარ.
- ნაკა ლაშხო, ყელს გამოგჭრი! ნუ მიხსენებ-მეთქი „გრეხებს“! - ანუნა დვალიშვილი ცეცხლისმფრქვეველ დრაკონს ემსგავსებოდა მაშინ, როცა მწარე ბავშვობის ისტორიებს ახსენებდნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სანათესაო იკრიბებოდა სრული შემადგენლობით და მის „გაპარტახებას“ დაუზოგავად იწყებდნენ.


უფროსი მეგობრის დაკარგვიდან ოთხი წელი თვალის დახამხამებაში, მაგრამ მტკივნეულად გავიდა. ყოველი 20 თებერვალი სულიერად ანადგურებდა და მის სხეულში არსებულ სიცარიელეს უფრო და უფრო აღრმავებდა. დღე არ გადიოდა, მათზე არ ეფიქრა. ყოველ ღამე ტრადიციად ექცა თვითმკვლელობად შერაცხული მკვლელობის განხილვა. ზედმეტად დარწმუნებული იყო ნაკა ლაშხი, რომ მარიამ მაჭავარიანს თავი არ მოუკლავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამხილი მის წინააღმდეგ იყო, ვერანაირი ძალა ვერ არწმუნებდა საპირისპიროში. მისმა შეუვალმა და მტკიცე, თუმცაღა უარგუმენტო ვარაუდებმა მიიყვანა იქამდე, რომ დაკარგა მისი მეორე საუკეთესო ადამიანი - ელენა მაჭავარიანი. ეს არ ყოფილა დაპირისპირება, ჩხუბი და აყალმაყალი, ყველაფერი თავისთავად მოხდა მაშინ, როცა უფროსმა მაჭავარიანმა შვილები საბედისწერო ქვეყანას გაარიდა. ესმოდა ნაკას ელენასი, რადგან ბავშვობიდანვე გულჩათხრობილი და ჩაკეტილი იყო. დედის და შემდეგ დის დაკარგვის გამო კი ელენას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმა და იმდენად ასოციალური გახდა, რომ აღარავის იკარებდა. აღარ სურდა არავისთან ურთიერთობა და მით უმეტეს, არც იმ ადამიანთან, მათთვის ალოგიკურ სცენას მთელი სერიოზულობით რომ განიხილავდა და გაბრაზებული, მის ერთადერთ ძმას - ივას საყვედურობდა, რომ უფროსს დას საერთოდ არ იცნობდა. ასე მტკივნეულად გაიყარა მათი გზები.
ისინი წავიდნენ.
ლურჯი თანამზრახველების ქვეშ კი ნაკა და ანუნა დარჩნენ.

* * *

ჩაბნელებულ ბარში რამდენიმე მთვრალი სტუმარი იყო შემორჩენილი. მათი სახეებით თუ ვიმსჯელებდით, დიდი პრობლემები ჰქონდათ სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში. ბარი კი ჯურღმულს უფრო ჰგავდა, ვიდრე დაწესებულებას. ჩაბნელებული ოთახს ნეონის ცალმხრივი სინათლე ძლივსღა ანათებდა, მაგრამ ამ ბუნაგის იდუმალი და უსაფრთხო გარემო იზიდავდა მათ ცხოვრებისგან გათელილ სტუმრებს.
მაჭავარიანი და სხირტლაძე ბარის დახლს მიუახლოვდნენ და ალმაცერი გამომეტყველებით მდგომ ბარმენს ლომსაძის ამბავი ჰკითხეს.
- უბრალოდ უთხარი, რომ ივა მაჭავარიანს მისი ნახვა უნდა. - გაჯიუტებული ბარმენის შემყურე ძლივს იკავებდა თავს, რომ მთელი თავისი ბრაზი მასზე არ გადმოენთხია. - დროზე! - ლამის უღრიალა მისი ტონით აცახცახებულ ახალგაზრდა, თვრამეტი-ცხრამეტი წლის ბიჭს.

- გელოდებათ... მხოლოდ თქვენ. - რამდენიმე წუთის შემდეგ უთხრა დაბრუნებულმა ბარმენმა და თვალი აარიდა ორივეს.
- აქ დარჩი. - უთხრა დაჩის და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ლომსაძის კაბინეტისკენ.
ამ ჯურღმულში მხოლოდ ლომსაძის კაბინეტი გამოიყურებოდა ისე, როგორც კაბინეტი. ახლა უკვე აშკარა იყო, რომ ასეთი კლუბი განზრახ მოეწყო ლომსაძეს, რადგან აქ ადამიანები მხოლოდ ერთი მიზნისთვის მოდიოდნენ, - ნარკოტიკები.

- ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდი, სი.რო, - ცინიკური ღიმილით შეაბიჯა კაბინეტში ივამ.
- ჰო, არა? - ამავე ტონითვე შეეგება დიდ ტყავის სკამზე გადაწოლილი ლომსაძე. - მაინც რამ მოიყვანა აქ, პატარა ივა?
- დედაშენი უნდა მოვტ*ნა, - სრული სერიოზულობით უპასუხა და კმაყოფილი გადაწვა კაცის პირდაპირ მდგომ სკამზე.
- ბიჭო, შენ ხო არ ან*რევ? სად და ვისთან მოეთ*სლე, აზრზე ხარ? - ცოტა აკლდა აფეთქებამდე ივას სიტყვებით ბრაზისგან გადაწითლებულ ლომსაძეს, რომელმაც დამუშტულ, სქელი ხელები ხის მაგიდას უმოწყალოდ დასცხო.
- თბილისში ყველაზე ცნობილ ნარკოდილერთან, რომელიც ამავე დროს გამოყ*ევებულის სახელით არის ცნობილი. ხო არ იცი, ვინაა? ავტოგრაფი მინდა, მისი სახელი რომ უკვდავყო. მსგავსი სი.რები ისტორიას არ უნდა დაეკარგონ. - ირონიული, ამაზრზენი ღიმილი დასთამაშებდა მაჭავარიანს. ხალისობდა ლომსაძესთან სიტყვებით თამაშში, ხოლო მისი განრისხება წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა. მისი მზერა კი ნათლად გამოხატავდა იმას, თუ როგორი დაუნდობელი და სასტიკი გამხდარიყო წლების განმავლობაში.
- ივა, ტრ.აკს ცუდად ათამაშებ და არ დაგიმთავრდება კარგად. მე თუ ვერა, სხვა მაინც გაგი.რჭობს, ეგ იცოდე.
- თუ არ მორჩები ტვინის ტყ*ნას შენ გაგირჭობ იმ ხელმოწერებს, მინიმუმ ორმოცწლიანი თავისუფლების აღკვეთით რომ ისჯება. - თვითკმაყოფილი მზერით კიდევ უფრო აღიზიანებდა მის მონად ქცეულ ლომსაძეს, რომლის გასანადგურებლადაც მხოლოდ ერთი ზარი სჭირდებოდა, თუმცა ჯერ არ აწყობდა მისი გზიდან ჩამოშორება.
- რას მოითხოვ? - ოფლით დაეცვარა ბრტყელი და სქელი სახე ლომსაძეს. ანერვიულებულმა ჰალსტუხი შეიხსნა და სკამზე გასწორდა.
- აი, ეს უკვე მომწონს... - სიგარეტს საქმიანად მოუკიდა ივამ. - სრულ ინფორმაციას არაბიძეზე. მისი ყველა გრეხი, ყველა სუსტი წერტილი, ნებისმიერი დეტალი მჭირდება ხვალ შვიდ საათამდე.
- მიშა არაბიძე? - ნერწყვი ძლივსღა გადაყლაპა ლომსაძემ. მისი რამდენიმე წუთის წინანდელი თავდაჯერებულობა ფერფლად იქცა.
- ხო, სი.რო, ბევრ არაბიძეს იცნობ? - თვალები მობეზრებულად აატრიალა მაჭავარიანმა და გაღიზიანებულმა გადახედა გაფითრებულ კაცს. - ავთო, ერთი არასწორი ნაბიჯი და ტრუპი ხარ, ისე რომ ხელსაც არ გავისვრი, იცოდე. - ფეხზე წამოდგა მაჭავარიანი და სწრაფი, აუღელვებელი ნაბიჯებით დატოვა ერთიანად გახევებული კაცი.
- წავედით, - დაუყვირა ბართან მდჯომ დაჩის და ორივე გასასვლელისკენ დაიძრნენ.
- დაითანხმე? - დაჩის სიტყვებზე გაეცინა ივას. ისეთი მზერით გადახედა, სიტყვის დამატებაც აღარ გახდა საჭირო.
- ტრა.კის წვას რომ იგრძნობ, მერე ყველაფერზე ხარ წამსვლელი. - მხიარულად ჩაუკრა თვალი სხირტლაძეს, ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტი მოისროლა და მანქანაში ჩაჯდა.


თავი 2

ჩვენ ქვემოთ უზარმაზარი ქალაქია.
მაღლიდან დავცქერით ამ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც აშკარაა, რომ თავს ვერ ართმევს ნანატრ ძილს.
არც გამოღვიძებას ჩქარობს, არც ის ადარდებს, რომ უნდა გათენდეს და მის კაპილარებში სისხლი ამოძრავდეს.
ღამის ქალაქი ყველა პირობას ქმნის, რათა შეუმჩნეველი იყო.
შეუმჩნეველი იყო შენც და შენი ქმედებებიც ყველა ცოცხალის მიმართ.
გაქვს თავისუფლება.
ამ თავისუფლებას კი ყველა თავისებურად იყენებს.


***

20 თებერვლის საღამო იყო. გაუჩერებელ წვიმას სეტყვა ერეოდა და არც ხეებს ინდობდა, არც მათ ქვეშ შეფარებულ მანქანებს. ნამდვილი წარღვნა იყო ქალაქში, მაგრამ აუჩქარებლად მიიწევდა წინ კაპიუშონწამოფარებული, თხლად ჩაცმული საშუალო სიმაღლის ქალი. დიდი ზომის შავი ჰუდი და ამავე ფერის ჯინსის შარვალი ეცვა. ხელში არც ჩანთა ეჭირა, არც ტელეფონი. მიდიოდა და წვიმის წვეთების მელოდიით ტკბებოდა, მაგრამ მისი გაყინული, სველი სახე და წყლიანი თვალები მხოლოდ ტანჯვის მძიმე ნოტებს ასხივებდნენ. უდიდესი სევდა ჩაბუდებულიყო მის ყორნისფერ თვალებში. სახეს წვიმის ცივი წვეთები და მდუღარე ცრემლები უსველებდა, მაგრამ არ ადარდებდა. მიდიოდა იმასთან, ვისთანაც ყოველთვის შეეძლო სიმშვიდის მოპოვება.
უსამართლობის შეგრძნება ახრჩობდა.
მომუშტული მუჭები სისხლს უჩერებდა.
მტანჯველი იყო მისთვის იმ ადამიანების ბედნიერი ცხოვრების ყურება, რომლებმაც ჯერ ბიძა, შემდეგ კი უფროსი მეგობარი წაართვეს.
ფიქრებში გართული ისე მიუხლოვდა ნაცნობ ადგილს, თავადაც გაუკვირდა, მაგრამ იმდენად ხშირად მოდიოდა აქ, მთვარეულიც კი უპრობლემოდ გაიკვლევდა გზას.

- მარიამ... - ამოიჩურჩულა გატეხილი ხმით და იმ ადგილას დაჯდა, სადაც ოცი თებერვლის დასაწყისს ივა მაჭავარიანი იჯდა. - დაბადების დღეს გილოცავ, მარიამ... შენი ნანატრი დღეა, დღეს... იცი?! მე მაინც მგონია, რომ იქ, სადაც შენ ხარ, ყველაფერი ზღაპრულია... შეუძლებელია სხვაგვარად... არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უბედნიერესი ხარ... უკვე ჩააქრობდი ალუბლის ტორტზე სანთლებს. ისე, რა საჩუქრები მიიღე? გახსოვს ხო, შენს საჩუქრებში მე და ელენა რომ ვიქექებოდით. - წარსულით მინიჭებულ ღიმილს ვერ იკავებდა ლაშხი. მარმარილოს გრძელ სკამზე იყო გაწოლილი, სახე ცისთვის შეეშვირა და მარიამის საფლავს კი არა, ვარსკვლავებს ელაპარაკებოდა, თუმცა ხმის ტემბრი იმდენად დაბალი იყო, თავადაც არ ესმოდა წარმოქმნილი ხმაური.
- „ეხლა, გამახსენდა როცა ყოველივე, ყველა, ყველაფერი
არის გაჩენილი ამაოებისთვის,
მხოლოდ შენ ანათებ!
...ნეტა არსებობდეს გული ქვეყანაზე
ამის შემგრძნობელი,
ნეტა არსებობდეს აზრი ქვეყანაზე ამის შემცნობელი,
ხომ სულ უბრალოა ერთი გაფიქრება,
ის, რომ შენ ნანიებ
და ის რომ ანათებ და რომ ვერავინ გხედავს,
გასაოცარია... გასაოცარია ქვეყნად ყველაფერი.“... მარიამ... - დაბინდული მზერით უყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, რომელიც იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცა, ვიდრე უბრალოდ დედამიწასა და კოსმოსს შორის გამყოფი, ვიდრე ორი სამყაროს შორის ხიდი.
- იცი?! მგონია, რომ გალაკტიონის მუზა იყავი... მერე რა, რომ შენზე ადრე დაიბადა და არც კი გიცნობდა, მერე რა, რომ მისი სიკვდილის დროს არც კი არსებობდი... წარმოუდგენელია, უბრალოდ... იცი, რატომ?! იმიტომ, რომ შენ ხარ ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც ყოველთვის გაანათებს... რომელიც არასდროს იქნება დავიწყებული... - დიდხანს იჯდა სიჩუმეში. მოჭუტული თვალებით შეჰყურებდა მოჭედილ ცას და იკარგებოდა ვარსკვლავების ოკეანეში, თუმცა დროდადრო მარიამის სურათსაც უყურებდა დაკვირვებით. თითქოს წარმოიდგენდა, რომ მის წინ ცოცხალი, ნამდვილი, ვარსკვლავივით მოკაშკაშე მარიამი იჯდა. დიდხანს ცდილობდა ცრემლების შეკავებას, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა... - ვერ ვეგუები, რომ არ ხარ... მაგრამ როგორ არ ხარ. ყველგან ხარ. იცი... დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ შეიძლება დაგირეკო და არ მიპასუხო, ამიტომ არასდროს გირეკავ... რამდენჯერ ამიკრიბავს შენი ნომერი და წამიშლია იმწამსვე... ხომ გახსოვს, როგორ გიშლიდით ნერვებს მე და ელენა. გამწარებდით. იცი, რატომ? ჩვენზე დიდი რომ იყავი, არ მოგვწონდა. ჩვენს თავს რომ გაბარებდნენ მოსავლელად, არც ეგ. სამეცადინოდ რომ გადიოდი, მე და ელენა გეგმებს ვსახავდით, ხელი რომ შეგვეშალა შენთვის, ისე რომ ვერ მიმხვდარიყავი, ამ გეგმის უკან ჩვენ რომ ვიდექით. - დაბალი ხმით ლაპარაკობდა ლაშხი. თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, იმდენად ჩუმად ბუტბუტებდა. მზერა ერთი წერტილისთვის გაეშეშებინა და თავის სიტყვებზე, მათ ტკბილ მოგონებებზე იღიმოდა. მომენტებში სასოწარკვეთილი სიცილი აღმოხდებოდა ხოლმე, რომელსაც დაბარებულივით ერთვოდა ცრემლების უწყვეტი ნაკადი. თვალწინ ედგა მარიამი, რომელიც მისდა საუბედუროდ, ნელ-ნელა ავიწყდებოდა კიდეც. თვითონაც უკვირდა, როგორ შეიძლებოდა დავიწყებოდა ადამიანი, რომელთანაც მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა აკავშირებდა, მაგრამ მართლაც ასე ყოფილა თურმე.

ადამიანი სიკვდილის შემდეგ კი არა, ნელ-ნელა ქრება.
საბოლოოდ კი მაშინ გაქრება, როცა ყველა ადამიანი ჯერ გონებას დაძაბავს მისი სახის აღსადგენად, ბოლოს კი - ვეღარ გაიხსენებს.
ადამიანი ერთი უბრალო მონაკვეთია, თავისი განსაზღვრული ვადით.
- ერთი რამ იცოდე მარიამ, მიუხედავად ჩემი გონებასთან ბრძოლისა, არასდროს... გეფიცები, არასდროს იქნები დავიწყებული! შენ ვერასდროს შეერევი იმ ლანდებს, რომელთა სახელიც დავიწყებას არის მიცემული. - მტკიცე ხმა ჰქონდა ნაკა ლაშხს, მაგრამ შიგნიდან ღრღნიდა, ანგრევდა იმ საშინელი, წარუშლელი დღის გახსენება, როდესაც მარიამი ცხედარი სახლში გადაასვენეს. თვალებიდან არ ამოსდიოდა ის მომენტი, როცა მამა, მუდამ უდრეკი ვატო მაჭავარიანი ქალიშვილის დალეულ მკლავებს ეხვეოდა. ღრმად მძინარე შვილს თვალების გახელას ევედრებოდა, მაგრამ რამდენიმე საათიღა იყო, რაც მარიამის გრძელი, ნაზი წამწამები აღარ იძვროდნენ ჩამქრალი თვალების ქუთუთოებზე. ცხადად ახსოვდა მარიამის გაფითრებული ბაგეები, რომლებიც თითქოს იღიმოდნენ კიდეც, - მტკივნეულად.
ნაკას ირგვლივ კი მკაფიოდ ისმოდა გარდაცვლილ ადამიანთა ჩუმი მძვინვარება.

*

- ნაკა?! - მოულოდნელად თავისი სახელის გაგონებაზე ერთიანად გაყინული მხრები აუმოძრავდა. თითქოს აქამდე გაყინული ორგანიზმი მოგიზგიზე ცეცხლში შეაგდეს და მასაც სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყო. სწრაფად მოაბრუნა თავი და პატარა შავ კართან მდგომი ნაცნობი და ამავე დროს უცნობი სხეული რომ დაინახა, ერთიანად დაიძაბა. ხმა ვერ ამოიღო.
- შენ აქ რას აკეთებ?! - მკაცრ ტონს ოდნავადაც არ არბილებდა კაცი.
- სად... აქ? მე?! - დაბნეულმა ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა. კაცს მის ქმედებაზე ცალყბად ჩაეღიმა.
- სად გაქრა შენი სითავხედე, ნუთუ წლების სვლასთან ერთად ტრანსფორმაცია განიცადე. - ამჯერად ირონიული ტონით მიუახლოვდა ივა მაჭავარიანი. სულ რაღაც სამი ნაბიჯიღა აშორებდა თავისი ბავშვობის დაუძინებელ მტერთან.
- ჰო, სულ დამავიწყდა, რომ პირდაპირობა სითავხედედ აღიქმება. - ოთხი წლის უნახავი ჰყავდა, მთელი ოთხი წელი იყო გასული, რაც მისი ხმა არ გაუგია. ამდენი ხნის შემდეგ შეხვდა და სანაცვლოდ რა მიიღო?! ისევ ცინიზმი. თუმცა, იმ ყველაფრის შემდეგ, უკეთესის იმედი არ ჰქონია. იცოდა ნაკამ, რომ ცამდე მართალი იყო, მაგრამ დანაშაულის გრძნობა მაინც უღრღნიდა გონებას. ფიქრობდა, რომ არასწორ დროსა და ვითარებაში თქვა ის, რაც რეალურად, ივა მაჭავარიანმა ყველასგან მალულად ძალიან კარგად იცოდა.
- სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას ახლა პირდაპირობას ეძახიან? შეხედე, როგორ შეცვლილა სამყარო. - კვლავ ინდიფერენტული ხმა ჰქონდა მაჭავარიანს, მაგრამ მისი ნაკვთების ცვლილებაც კი აფორიაქებდა ლაშხს. რამდენიმე ვარსკვლავის შუქზე ბუნდოვნად ხედავდა მონატრებულ სხეულს... მონატრებულ?! დიახ. არ უტყდებოდა საკუთარ თავს, მაგრამ სამივე მაჭავარიანი გულის წასვლამდე ენატრებოდა.
ივა კი... ივა მასში ყოველთვის ზედმეტად ბევრი იყო.
- ყოველ ჯერზე საოცარი სფიჩები გაქვს, ვერაფერს იტყვი. - გაეცინა ლაშხს. სიმწრის, სასოწარკვეთის სიცილს უფრო ჰგავდა აღმომხდარი ბგერები. - სხვისი საქმე... რომელიც ჩემთან გადაიკვეთა. შეგახსენებ, მაგ სხვისმა საქმემ ორი ადამიანი წამართვა.
- ისევ ტრა.კს ათამაშებ, ნაკა... ისევ ილუზიებში დაფრინავ. - აგრესიულად მიიწევდა მისკენ. - ამის დედაც… რა მოგიხერხო?! - ნერვებმოშლილმა ამოიქშინა. - იქნებ შენც ისევე გაგისტუმრო, როგორც სხვები? რას იტყვი, ნატალი? - ნაკას ჭრილობებზე მარილის მოყრას აგრძელებდა მაჭავარიანი. ნატალი კი ამის მანიშნებელი იყო, ისევე როგორც მისი “გასტუმრების” იდეა. ზედმეტად კარგად ახსოვდა ნაკას, რომელსაც მთელი ბავშვობა ივა ყველასთვის ამოუცნობი მიზეზით ნატალის ეძახდა, თავისი სიტყვები. მკვლელების ვინაობის გამხელის შემდეგ, რაც თავის ვარაუდებს ემაყრებოდა და არა მტკიცებულებებს, ინდიფერენტულ ივას ერთიანად გაგიჟებულმა და განადგურებულმა მიახალა, საკუთარი დის მკვლელი ხარ, შენი აუღელვებელი დამოკიდებულებითო. დღე არ გადიოდა ამ სიტყვებზე არ ეფიქრა და საკუთარ თავზე გული არ არეოდა.
ვერც კი შეამჩნია, ისე იწყეს ცრემლებმა დენა.
- მაგ სიტყვებზე მეტად არაფერს ვნანობ. - თქვა ჩუმად და დამნაშავედ თავი ჩახარა. ტალახში ამოთხვრილ კედებს უყურებდა და ვერ ბედავდა, ისევ ჩაეხედა მის ნაცრისფერ თვალებში, რომლებიც კიდევ უფრო გამუქებულიყვნენ.
- ყ*ეზე , ნაკა, შენ რას ნანობ, ხო გაიგე? - სკამზე ჩამოჯდა და ალმაცერად ახედა ერთ ადგილას გახევებულ ქალს. - წადი. - ამჯერა მშვიდი და მომთხოვნი იყო მაჭავარიანი.
- ვერ გამაგდებ! ჰო, შეიძლება შემეშალა. შეიძლება კი არა, ეგ სიტყვები მართლა შემეშალა აფექტში მყოფს, მაგრამ სხვა არასდროს არაფერი შემშლია ივა მაჭავარიანო! მე ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ და სახეში აგაფარებ, შენ ეს დაიმახსოვრე! ახლა კი... მე მასთან ვარ! ჩემს მეგობართან და შენ არავინ ხარ, რომ ამიკრძალო მასთან ყოფნა. - წამის წინ უხერხულად მდგომი ლაშხისგან აღარაფერი იყო დარჩენილი. ცოტაც და სიცილს დაიწყება ივა, გაცეცხლებულ და გამძვინვარებულ ქალს რომ უყურებდა. ძალიან ცდილობდა ირონიული ჩაცინების შეკავებას, მაგრამ ტუჩთან, ქალისგან შეუმჩნევლად, მაინც გაეპარა ღიმილი.
ივასაც ბევრი მოგონება აკავშირებდა ნაკასთან და დიდი სისულელეც კი იყო, რომ მასზე ოდესმე ხაზის გადასმას შეძლებდა, მაგრამ იძულებული იყო. იძულებული იყო ეს პატარა აფთარი, რომელიც ასევე ნაკას მეტსახელი იყო, გაერიდებინა აქედან, სულ რომ ბოლო დონის არაკაცის პორტრეტი დაეხატა მის გონებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივას კიდევ ერთხელ მოუწევდა იმ ადამიანზე უარის თქმა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო.
- ნაკა, ნუ მაიძულებ ის დაგანახო, რისი დანახვაც არ გესიამოვნება. სანამ მოთმინება დამიკარგავს, ჩემი მხედველობის არეალიდან გაქრი.

- ფეხებზე მკი.დია შენი სურვილები!
- აი, ეხლა მაგრად დაგე.რხა. - ფეხზე წამოდგა მოთმინებადაკარგული მაჭავარიანი. უხეშად ჩაავლო ხელი დიდ მაისურში ჩამალულ ქალს და იმ ტერიტორიიდან ძალით გაათრია. - ამის დედას შევე.ცი! ერთი ნათქვამი შენ ხო არ გესმის, მაინც და მაინც მწყობრიდან უნდა გამომიყვანო და გამაგიჟო. ხო გაგაფრთხილე, ხო გითხარი ტრა.კი დააყენე-მეთქი! ხო იცი რო ეს დედამოტ*ნული, ჩემთან არ გაგივა შენი ქაჯობები. თავიდან მომწყდი და ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახონ, ხო გაიგე, ეხა? - ბოლო ხმაზე ღრიალებდა მწყობრიდან გამოსული.
- ნაბი.ჭვარი ხარ, მაჭავარიანო! - სიმწრისგან ძლივსღა გამოსცრა კბილებსშორის. საშინელ უმწეობას შეეპყრო მთელი მისი არსება, მაგრამ ამას არაფრის დიდებით არ დაანახებდა გამძვინვარებულ მაჭავარიანს.
- ხოდა დაახვ.იე აქედან! - ხელი უხეშად შეუშვა და ჩქარი ნაბიჯებით აბრუნდა უკან. ერთხანს გაშტერებული იდგა ლაშხი. ეს ის იყო, რასაც არ მოელოდა, მაგრამ მწარე სილა იგემა ცხოვრებისგან კიდევ ერთხელ. უკან გაბრუნდა და უჰაერობისგან გულშეღონებულმა, ნაბიჯების ტემპსაც მოუმატა. ახლა მხოლოდ სახლში სწრაფად მისვლა და გაყინული არსების გალღობა სურდა.

საფლავზე აბრუნებული მაჭავარიანი ცივად მიშტერებოდა შავ ქვაზე გამოსახულ მარიამს, თითქოს ვერც აღიქვამდა, რომ ეს ნახატი მარიამი იყო. კიდევ დიდხანს იჯებოდა ასე და უყურებდა მარიამის უმეტყველო, უგრძნობ მზერას და ასე დაიმშვიდებდა აბობოქრებულ მონატრებას, მაგრამ ტელეფონის ვიბრაციამ მალევე დააბრუნა მწარე და უსამართლო რეალობაში.
- მზადაა. - ლომსაძის ხრიწიანი ხმა გაისმა.
მაჭავარიანს საოცარი კმაყოფილება დაეუფლა იმ წამს, რადგან იცოდა, რომ რამდენიმესაფეხურიან კიბეზე მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგმული ჰქონდა. ახლა კი, სულ ცოტა აკლდა. სულ ცოტა და სამართალი იზეიმებდა.
- მოვდივარ. - ესღა თქვა და გაუთიშა. უსწრაფესი სიჩქარით მიჰრქროდა ბეემვეს მარკის ავტომობილი მთავარ გზაზე


* * *

აღელვებულმა და გათოშილმა შეაბიჯა გაყინულ სახლში. სხეულს ჯერ კიდევ სველი ტანსაცმელი ეკვროდა. არ შეეძლო არაფერზე ფიქრი, იმდენად არეული იყო დღევანდელი მოულოდნელი შეხვედრით. სახლში გათბობა ჩართო და აბაზანა ცხელი წყლით აავსო. ახლა მხოლოდ ცხელი წყალი თუ მოიყვანდა გონზე და დაულაგებდა ერთიანად აშლილ აზრებს. მყუდრო აბაზანაში სურნელოვანი სანთლები აანთო, რომლებსაც განსაკუთრებული დამამშვიდებელი ეფექტი გააჩნდათ და სველი, ტანზე მიკრული ტანსაცმელი სწრაფადვე მოიშორა. ცხელ წყალში ჩადგა თუ არა გრძნობადაკარგული ფეხი, უცნაური მუხტი იგრძნო. თითქოს ცხელმა წყალმა გამოაცოცხლა ძალაგამოცლილი, ერთ პროცენტამდე დაყვანილი სხეული. წვიმისგან დატალღული ღია წაბლისფერი თმა ჩამოიშალა და კისერი ჯაკუზის თავს ჩამოადო. თვალები დახუჭა და გადაეშვა იქ, სადაც არ არსებობდა არავინ. ახლა არავისზე ფიქრი არ შეეძლო. უბრალოდ გამორთო გონება და ყური დაუგდო სანთლების წვის ძალიან დაბალ ხმას. ამ ჰარმონიულ წყობას წყლის ჩხრიალიც ერთვოდა, რომელიც ნამდვილ იდილიას ქმნიდა მის გონებაში. საბოლოოდ, თავისი შექმნილი სამყარო იქვე მიგდებული ტელეფონის ხმამ დაატოვებინა. სფიქერზე ჩართო.

- ჰო, ანუნა. - უპასუხა დაღლილი, უსიცოცხლო ხმით, მაგრამ ანუნას პასუხმა, წამსვე გამოაფხიზლა.
- ვახშამზე ვიყავი... ელენაც ვნახე. - მიახალა ეგრევე დვალიშვილმა.
- ვერ ვიჯერებ, რომ დღეს, მარიამის დაბადების დღეზე გამართეს ვახშამი. - გაოცებისგან ესღა აღმოხდა ლაშხს.
- რომ გავიგე, მეც გამიკვირდა, მაგრამ რომ იცოდე, იქ რა სიტუაცია იყო! ახლავე თუ არ მოგიყევი, გავსკდები! არ ვიცი, რამ გადამაწყვეტინა იქ წასვლა, მაგრამ ვკვდებოდი ინტერესით! - იმდენად ჩქარა ლაპარაკობდა ანუნა, უნდოდა ყველაფერი ერთ წინადადებაში ჩაეტია. - ეგრევე დავწვი ყველაფერი, შევედი თუ არა, ეგრევე ვიგრძენი, რას ემსახურებოდა ეს ვახშამი.
- რას? - ქაფიანი ხელებით ჯაკუზის მოაჯირებს დაეყრნო და წელში გაიმართა ლაშხი. დაძაბული მზერა ჰქონდა.
- ყველაფერში რაღაც მინიშნება იდო, ნაკა. მარიამის დაბადების დღეზე გამართული “ზეიმი” უკვე ყველაფერს ამბობდა... დავბრუნდით და ყველას დედა გეტირებათო, ზუსტად ეს იყო შეკრების მთავარი არსი. ვატოს სიტყვებმა საბოლოოდ დამარწმუნა ამ აზრში.
- რა თქვა?!
- ყველაფრის დასასრული, შესანიშნავ დასაწყისს გვიქადისო. ზედმეტად მისტიურად და მწარედ ჟერდა.
- გეგმა აქვთ?
- უეჭველად. რაღაც სერიოზული კომპრომატები აქვთ, ან ვიღაც უმაგრებთ ზურგს, რომ ასე ღიად უპირისპირდებიან ყველა პარტნიორს.
- მოიცა, თქვენც?
-არა, ოთარი ბევრად ადრე გამოეთიშა მაგათ კავშირს. თანაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ და კიდევ რამდენიმე ყოფილი პარტნიორი უბრალოდ პაიკები ვიყავით. ჩვენი იქ შეკრებით უფრო მარტივად და მეგობრულად მიუახლოვდნენ მტერს.
- გასაგებია. მესხი და არაბიძე... ორივე იყვნენ?
- ჰო, მაგრამ ოჯახებთან ერთად არა. სახეზე ეწერათ, აქ ყოფნას ყველაფერი რომ ერჩივნათ.
- ელენა? - კიდევ უფრო დაიძაბა ლაშხი.
- ელენა... წამოსვლამდე ნახევარი საათით ადრე ვნახე. ვახშამს არ ესწრებოდა. თავიდან ივაც იყო, თუმცა მალევე აორთქლდა. - შესანიშნავად იცოდა ლაშხმა, ივა სადაც აორთქლდა. - ვისაუბრეთ. ბევრად დამშვიდებული იყო. თითქოს გამოვიდა კიდეც იმ სტრესიდან. ყოველ შემთხვევაში, ზომიერად კომუნიკაბელურის შთაბეჭდილება დატოვა. მესაუბრა თავის ამბებზე და თქვა, რომ ვაკლდით. - სიტყვის მრავლობითმა კიდევ უფრო ააღელვა ნაკა. უზომოდ დიდ მონატრებას გრძნობდა. იაზრებდა, რომ ეს მისი ბრალიც იყო, მაგრამ ჯოხი მხოლოდ მასზე ვერ გადატყდებოდა.
- ხვალ გნახავ, ხო გცალია?
- კი, კაფეში გავიდეთ. ისე, რომ გირეკავდი და ლამის რომ გავსკდი, სად ბრძანდებოდი? რატო მაიგნორებდი, არასწორო ადამიანო?
- ხვალ მოგიყვები, ანუნ. წავედი ახლა, აბაზანაში ვარ. - უთხრა და გაუთიშა.
სწრაფად გადაივლო წყალი და პირსახოცშემოხვეული გავიდა საძინებელში. თხელი სპორტულები ჩაიცვა და აივანზე დაჯდა თავის მესაიდუმლე ფურცლებთან ერთად.

ცრის და ცრის.
ობლად დარჩენილ ხეებს წვიმის წვეთები ჩამოსდით და გული ეკუმშებათ.
გული ეკუმშებათ მათ,
და გული ეკუმშება მას.
ნაკამ საშინელი მარტოობა იგრძნო; უცნაური სევდა, დანაშაულის გრძნობა, ღაპაღუპით ჩამომავალი ცრემლების წვა.

„ჩემს ქვემოთ ქალაქია.
მეთორმეტე სართულიდან დღიურის წერა იმაზე სასიამოვნო ყოფილა, ვიდრე ვიფიქრებდი... ახლაც, აივანზე ვზივარ ჩემი მესაიდუმლე ფურცლებით და ვწერ... სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი, რას, მაგრამ მარიამი ყოველთვის მეუბნებოდა, წერა სულში არსებულ ქარიშხალს ისე დაგიმშვიდებს, გააზრებასაც არ დაგაცდისო და ალბათ, სწორედ ამიტომ მინდა, რომ ვწერო.
ვწერო ძალიან ბევრი და დავიმშვიდო ის შტორმი, მთელს არსებობას რომ მინადგურებს.
აივანზე სიცივეა, მაგრამ მსიამოვნებს წვიმის შემდეგ ტკივილიანი სიცივის ატანა. ვგრძნობ როგორ მეხება მოშიშვლებულ მხრებზე სიცივის კრისტალები, თითქოს მთელს კანს მისერავს. ზედმეტად მაზოხისტურად ჟღერს, არა? შეიძლება... მაგრამ მომწონს, როცა კითხვების კასრში ჩაძირულ გონებას მტკივნეული სიცივე გამოფხიზლებას აიძულებს.
ჩემს ზემოთ ბნელი, პირქუში ცაა.
რამდენიმე ვარსკვლავი ანათებს მხოლოდ და ღმერთმა იცის, რისი ყურება უწევთ ცაში გამოკიდებულ ციურ სხეულებს.
ღმერთმა იცის, რისი მომსწრენი არიან ახლა, ამ ბნელ, ღრმა ძილში მყოფი ქალაქის ქუჩებში.

მოდი, სულ თავიდან დავიწყებ... ალბათ გაინტერესებს, ვინ ვარ მე.
ოცდასამ წელს სასწაულებრივად მიღწეული ნაკა ლაშხი. სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, აქამდე თუ მოვაღწევდი. რატომ? არ ვიცი, რატომ. ალბათ იმიტომ, რომ ამოცუნობი გრძნობა, რომელიც უბედურებას მიქადდა, არასდროს მანებებდა თავს. ნებისმიერ სიტუაციაში, ჭირსა თუ ლხინში, ჩემ გვერდით იყო და ყოველთვის ჩამძახოდა, რომ ეს დროებითი სამოთხე ძალიან მალე დასრულდებოდა. მეც ამ გრძნობას აყოლილი, ვკარგავდი ძვირფასს წლებს, რომლებსაც ვეღარ დავიბრუნებ.
შევეგუე ამას.

ადრე...
ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო.
როცა ყველანი ერთი მთლიანობა ვიყავით.
ახლა კი დავიფანტეთ, რადგან ჩვენს თანავარსკვლავედს ერთი, ყველაზე კაშკაშა, ყველაზე განსხვავებული და სხვა ფერი, ალბათ თეთრზე უფრო მუქი და შავზე ბევრად ღია ვარსკვლავი მოსწყდა.
მოსწყდა და დამიტოვა მოგონებები,
დამიტოვა სურათები და რვეულების უკან პატარა წარწერები.
ყველაზე მთავარი, რაც დამიტოვა, მისი შექმნილი ფლეილისთია, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვუსმენ, როცა უკიდეგანო მონატრებას ვგრძნობ.
ახლაც ჩართულია სმიტების - “Unlovable” და ვგრძნობ როგორ მესერება სული.

I wear black on the outside
'Cause black is how I feel on the inside

ყოველი მოსმენისას მაშფოთებდა, იმდენად ახლოს იყო სულთან ყოველი სიტყვა.“

Oh...
I don't have much in my life
But take it - it's yours
I don't have much in my life
But take it - it's yours


ასტრალში გასულს, მაჭავარიანები ან უკან მოაბრუნებდნენ, ან უბრალოდ ბოლოს მოუღებდნენ.

წვიმს და წვიმს.
გადაუღებლად წვიმს.
დედამიწა დაცარიელდა.


****
სალამი უშველებელი პაუზის შემდეგ.
ერთი თვეა სადღაც, რაც ამ ისტორიას ვწერ... გამეწელა პროცესი ხელისშემშლელი ფაქტორების გამო, მაგრამ გპირდებით, დაგვიანება/შეწყვეტა არ (გ)ემუქრება(თ).
ისტორია თითქმის ბოლომდეა დაწერილი, ახლა მხოლოდ თქვენი შეფასებები და აქტიურობა გამახარებს...



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

საინტერესო სიუჟეტია.
კითხვის პროცესი და წერის სტილი კი, სასიამოვნო. ველოდები შემდეგ თავს, შენ კი ულევ მუზას გისურვებ. წარმატებები!

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესოა კარგად წერთ და უამრავი ემოციებია გამოხატული სევდა უბედურება ახალგაზდა გოგოს მკვლელობა საინტერესოდ განვითარდება მოვლენები ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

 


№3  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლიზი
საინტერესო სიუჟეტია.
კითხვის პროცესი და წერის სტილი კი, სასიამოვნო. ველოდები შემდეგ თავს, შენ კი ულევ მუზას გისურვებ. წარმატებები!

მიხარია, რომ დაგაინტერესა! <3
ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესოა კარგად წერთ და უამრავი ემოციებია გამოხატული სევდა უბედურება ახალგაზდა გოგოს მკვლელობა საინტერესოდ განვითარდება მოვლენები ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????

როგორ მიხარია ასეთი შეფასებები! bowtie ვფიქრობ, საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. მადლობა!! heart_eyes

 


№4 სტუმარი ეკა

საოცრებაა, ძალიან მომწონს,ყოჩაღ♥️♥️

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

ეკა
საოცრებაა, ძალიან მომწონს,ყოჩაღ♥️♥️

დიდი მადლობა! heart_eyes

 


№6 სტუმარი Ana-maria

საინტერესო დასაწყისია. ემოციური ისტორიაა, რომელშიც სიყვარულს, სევდას, ტკივილს აქვს მოყრილი თავი. ვფიქრობ ნაკა და ივას სიყვარული გაათბობს ისტორიას. ძალიან კარგი ისტორიაა და ველი ახალ თავებს.

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

Ana-maria
საინტერესო დასაწყისია. ემოციური ისტორიაა, რომელშიც სიყვარულს, სევდას, ტკივილს აქვს მოყრილი თავი. ვფიქრობ ნაკა და ივას სიყვარული გაათბობს ისტორიას. ძალიან კარგი ისტორიაა და ველი ახალ თავებს.

დიდი მადლობა! ჩემთვის განსაკუთრებულია ეს ისტორია და ორმაგად მახარებს ასეთი შეფასებები heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent