შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი /3


19-04-2021, 16:41
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 056

თავი 3

2015, 19 თებერვალი.
11:15 PM

წერილისთვის მომზადებული სიტყვები იმავე წამს იცვლება, როცა მარიამ მაჭავარიანი თავს ხაფანგში გამომწყვდეულ, კლდის ქარაფზე მდგომ საბრალო არსებად გრძნობს.
ყავისფერ ფურცელზე იცვლება ადრესატი შინაარსთან ერთად.

მის თვალებში მარტოობის ტბაა, რომელიც უიმედობის ბურუსშია გახვეული.

უამრავჯერ დაწერილი ტექსტი შეცვალა.
უამრავი ფურცელი დაწვა აგიზგიზებულ ბუხარში.
დუჟმორეული ხმელი წიფელი კი ტანზე იკრობდა წამის წინ გრძნობებადქცეულ სიტყვებს, რომელთა გარჩევაც ნელ-ნელა შეუძლებელი ხდებოდა.

“ ივა... ელენა... მამა.
მაპატიეთ ჩემი დაუფიქრებელი საქციელი.
მაპატიეთ, რომ მივდივარ.”

წერილის ბოლო სიტყვები დაასველა მარიამის მხურვალე, ცეცხლწაკიდებულმა ცრემლებმა. ჯერ ერთი დაეცა, ოდნავ გადღაბნა კიდეც შავი მელანი, ერთ წამში კი საოცარი სისწრაფით ცრემლების სეტყვა დაატყდა თავს გრძნობებით გაჯერებულ წერილს. ვეღარ აკავებდა ცეცხლად გადაქცეულ ცრემლს თვალის ჯებირი. თითქოს მლაშე სითხე დაუმორჩილებლობას ეზიარა და უარი თქვა პატრონის ბორკილებზე.
მარიამ მაჭავარიანმა იგრძნო, რომ არაფრად გადაიქცა და მისი სული ისე გადაირეცხა, როგორც ყავისფერი ფურცელი ცრემლების შეხებისას.
ის ახლა ჭურჭელია, რომელშიც უნდა მოთავსდეს სხვისი არსებობა.

ერთ წერტილს უყურებდა გაფითრებული.
მისი გონება მხოლოდ ერთ სიტყვას ატრიალებდა.
“გამოგიყენა”.
გამოგზავნილ სამხილებს კი მხოლოდ ერთხელ შეხედა.
ესეც საკმარისი იყო.
უნდოდა ეკივლა, ეღრიალა, გამოედევნა სულში ჩაბუდებული დემონი, მაგრამ არ შეეძლო. უსუსურობამ, უიმედობამ შეიპყრო და მიხვდა, რომ მისი წინათგრძნობა არასდროს სტყუოდა.
წამოეწია სასტიკი ბედისწერა და იმედგაცრუების კასრში უპირებდა დახრჩობას.
სწრაფად წამოდგა ფეხზე.
გარეთ გავიდა.
მიდიოდა და თან მიჰქონდა კისერზე ჩამოკიდებული უძლურება.

მიდიან... მიდიან სადღაც.


* * *


- დაიწყე. - მისალმების გარეშე მიახალა მანქანაში აწურულ ლომსაძეს. ივა გუმანით გრძნობდა, რომ დღეს რაღაც საინტერესოს გაიგებდა. მოუსვენრობას შეეპყრო მაჭავარიანი და ამის დასამალად საჭეზე ათამაშებდა თითებს. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, მაგრამ მაინც მოთმინებით ელოდა, როდის დაიწყებდა მთავარი ამბის მოყოლას ლომსაძე.
- სანამ დავიწებ, შეგახსენებ, რომ ამ ინფორმციის მოძიება საკმაოდ რთული...
- ყ*ეზე! დროზე დაიწყე! - შეუღრინა და მთელი ტანით მიტრიალდა მისკენ. - ეცადე არაფერი გამორჩეს, ლომსაძე, თორე სამუდამოდ ტრაკში აღმოჩნდები. - იცნობდა მისნაირებს. მათი ხრიკები ზეპირად იცოდა მაჭავარიანმა. ბოლოს და ბოლოს მთელი ოთხი წელი ამ მიზნისთვის ცხოვრობდა, თუმცა ადამიანების ფსიქოლოგია და მათი გაშიფვრა, მისთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა. შეხვედრიდან ათ წუთში უკვე იცოდა, ვინ რას წარმოადგენდა.
- მიშა არაბიძე თხუთმეტი წელია რაც „მავარის“ ერთ-ერთი მეწილეა, მაგრამ თქმაც არ სჭირდება, რომ 15%-ის გარდა, სხვა საქმეებშიც არის ჩაბმული. რუსი მეგობარი ჰყავს, მასთან ერთად მართავს ალკოჰოლური სასმელების ქსელს, მაგრამ ეს მხოლოდ გარედან ჩანს ასე. ალკოჰოლის უკან რა იმალება თუ არა ნარკოტიკები. სხვათა შორის, ეგ გამოსი.რებული ისეთ ნარკოტიკს ასაღებს, ოდნავ მეტი დოზა და ტრუპი ხარ!
- ნარკოტიკების ბიზნესშიც ეგრე იჟმოტება? - ირონიულად ჩაეცინა მაჭავარიანს.
- არ ასაღებს სუფთა ნარკოტიკს. მე არ გირჩევ არაბიძესთან გადაკვეთას, საკუთარ ტრა.კს შესანიშნავად უფრთხილდება. ვერ გამოიჭერ. - გადაჭრით უთხრა ლომსაძემ და საბუთებში ქექვა განაგრძო.
- შენს ტრა.კს მიხედე ლომსაძე და საინტერესო თემებზე გადადი, მისი ვითომდა ფარული ბიზნესები კარგად მომეხსენება.
- საშუალო ფენის ოჯახში გაიზარდა, მაგრამ პირველი ცოლის წყალობით ფეხზე დადგა და გაკოტრებამდე მისული მავარის 15%-იანი წილი იყიდა. ნანა გაგოშიძეს მაშინ გაშორდა, კომპანიაში ხელი რომ მოითბო. მისი მიზანიც ეგ იყო. დაუნდობელი ტიპია, ფულის გამო ყველაფერზეა წამსვლელი. სხვათა შორის, ერთი საინტერესო დეტალი გაარკვიეს... - ამაზრზენი ღიმილით გადახედა დაჭიმულ მაჭავარიანს. - მისი მეორე შვილი, ეკატერინა არაბიძე, მეგობრობდა შენს დასთან.
- ელენა? შანსი არაა. - ზედმეტად დარწმუნებით თქვა ივამ, ისე, რომ არც კი დაფიქრებულა სხვა ვარიანტზე.
- ელენა არა, მარიამთან.
- რა? - სწრაფად წამოიწია წინ ივა და უსწრაფესი მოძრაობით მიიხედა მისი რეაქციით დაბნეული ლომსაძისკენ.
- რამდენიმეს ჰყავს ერთად შემჩნეული.
- სად არის?
- ეკატერინა?
- ხო. სად არის? - იმდენად არ მოეწონა ეს დეტალი, მოთმინების ფიალა ევსებოდა. ხვდებოდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამორჩა მარიამის ცხოვრებიდან, რომელიც შესაძლოა მის საბედისწერო დღესთანაც ყოფილიყო დაკავშირებული.
- ბიჭი, ვანო არაბიძე, მთელ დღეებს კაზინოში ატარებს, არც ეკატერინა ამბობს გართობაზე უარს. - საზიზღრად ჩაეცინა ლომსაძეს. - ღამე გამოდის გარეთ და დიდ დროს ატარებს ჯანხოთელის კლუბში.
- „ექვსიმეთერთმეტედი?“
- ეგაა. რაც შემეძლო გაგირკვიე. უფრო ზუსტად აქ არის ყველაფერი და გადახედე. - ისეთი ხმა ჰქონდა ლომსაძეს, თითქოს დიდი ტვირთი მოიშორა მხრებიდან, რადგან მისი გარკვეული ინფორმაცია როგორც შეამჩნია, გამოსადეგი აღმოჩნდა მაჭავარიანისთვის.
- დატოვე... და ჰო, ეცადე სწორად იცხოვრო და არ გადამეკვეთო ლომსაძე, თორე მუქარას სისრულეში მოვიყვან. - ინდიფერენტული ტონი არც ახლა ღალატობდა ივას, მაგრამ სისხლი უდუღდა და გრძნობდა, როგორ აწვებოდა რაღაც ძალიან ცხელი ტალთა მის საფეთქლებს.
- გავიგე. იმედია აღარასდროს შევხვდებით. - ესღა უთხრა და მანქანიდან გადავიდა ჩაფსკვნილი, ცხოვრებისგან გაზულუქებული ავთო ლომსაძე.
- ლოცვები გააძლიერე, ლომსაძე. - მანქანა დაქოქა თუ არა, იქვე მდგომს მიაძახა და მთელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს.


* * *


მაგიდასთან მჯდომი ნაკა მინის დიდი ფანჯრიდან ცას უყურებდა. ათ წუთზე მეტი იყო გასული, რაც მის პირდაპირ ბოსტნეულის სენდვიჩი იდო, მაგრამ თითსაც არ აკარებდა. აშკარაა, რომ ახლა არც შიმშილი აწუხებდა და არც სხვა ყოფითი პრობლემა, გარდა ერთისა - ივა. ფიქრებში უგზო-უკვლოდ დაჰქროდა, ბოლოს კი ისევ მაჭავარიანამდე მიდიოდა და საკუთარ თავზე ეშლებოდა ნერვები, ვერც გონებიდან რომ ვერ იგდებდა და ვერც გულიდან.
ანუნას ელოდებოდა, რომელიც როგორც ყოველთვის აგვიანებდა, მაგრამ იმდენად არეული და დაკარგული იყო ერთ პატარა სივრცეში, რომ მისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ფაქტიც კი აღარ ადარდებდა. გამუდმებით მასზე ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ მისი ტვინი ჯიუტად მიიწევდა იმისკენ, რაც აკრძალული და სახიფათო იყო.
კაფეში მხოლოდ რამდენიმე ადამიანიღა იყო შემორჩენილი. ერთნი ნოუთბუქზე საქმიანი, დაძაბული გამომეტყველებით ბეჭადვნენ, დანარჩენები ტელეფონში იყვნენ გადაშვებულნი. მხოლოდ ნაკა ლაშხი იჯდა მოქუფრული სახით და წინა ღამეს იხსენებდა.
- ნაკა, - ანუნას შეძახილმა წამიერად გამოაგდო იმ სამყაროდან, სადაც საკუთარ მოგონებებთან შეეძლო მარტო დარჩენა. - რა სახით ხარ, ხო მშვიდობაა? - ჰკითხა სიცილით ანუნამ. ლაშხს გაეცინა. ანუნა ის ერთადერთი ადამიანი იყო მთელს პლანეტაზე, რომელსაც შეეძლო პერმანენტულად მხიარულ განწყობაზე ყოფნა და სხვისთვისაც ამის იძულება.
- ვფიქრობდი, უბრალოდ... დაჯექი და მომიყევი, რა მოხდა გუშინ.
- შენც უნდა მომიყვე, იცოდე! მე მხოლოდ ბარტერულ შეთანხმებაზე წამოგყვები, ხომ იცი! - თვალებდაწვრილებულმა დაუქნია საჩვენებელი თითი და მიმტანს ერთი ამერიკანო სთხოვა.
- დაიწყე ანუნა, დაიწყე! ნუ დამღალე! - ერთი კი ამოიწუწუნა ლაშხმა, მაგრამ დვალიშვილის ანთებულ თვალებს რომ გადააწყდა, გაჩუმება არჩია.
- პრინციპში ისეთი არც არაფერი მაქვს მოსაყოლი. მერე ვფიქრობდი და, მეც არ უნდა წავსულიყავი გუშინ, მხოლოდ ჩვენ ვიყავით სრული შემადგენლობით და ვუსმენდი მათ მოსაწყენ დიალოგს, მაგრამ ერთი ბედნიერება იყო იმის ნახვა, ვატო მაჭავარიანი გაცეცხლებულ მზერას რომ არ აშორებდა არაბიძეს და მესხს. დამბურძგლა, გეფიცები! - ანუნა დვალიშვილი მთელ თავის მსახიობურ ნიჭს იყენებდა, ყველა დეტალი ემოციურად და ზუსტად რომ გადმოეცა. ამ დეტალზე ყოველთვის ხალისობდა ლაშხი, მაგრამ ანუნას დამსახურება იყო, უინტერესო რაღაცას ჯადოქრული მოძრაობით საინტერესოდ რომ აქცევდა. - ელენამდე ივა ვნახე, ეგეც და ვატოც ისე თბილად შეგვხვდნენ, მაგ დროს დავწვი, პაიკები რომ ვიყავით... ყველას მიწვევა და მათში მტრების გამორევა, სტრატეგიული ნაბიჯი იყო, ნამდვილად.
- კიდევ? - ნერვიულად ათამაშებდა თითებს მაგიდაზე ლაშხი და მადისაღმძვრელ სენდვიჩს ზედაც არ უყურებდა.
- არც არაფერი, ნაკა. სახეზე ეტყობოდა არაბიძეს, მოსალოდნელი საფრთხე რომ იგრძნო. მესხი არაფერს იმჩნევდა, მაგრამ შინაგანად ეგეც უარესად იქნებოდა, დარწმუნებული ვარ.
- კარგი და, ელენამ რაო?
- ცოტახნით ვნახე, სამზარეულოში გავედით, ვილაპარაკეთ. შენი ნახვა უნდა, სხვათა შორის. ჰო, მართლა! იცი, კიდე ვინ ვნახე? დორა! ისე გამიხარდა, ბოლოს და ბოლოს ეგ იყო ჩვენი მესაიდუმლე! - წამოიძახა აჟიტირებულმა და ნაკას სენდვიჩს მადიანად შეექცა. - რა..? დავიმსახურე!
- ჭამე, არ გეუბნები არაფერს. - მის გულუბრყვილობაზე გაეღიმა ლაშხს. - დორა... მეც მომენატრა. ჩვენი ბებია იყო... ყველასი. - სასიამოვნო მოგონებებმა შეახსენა თავი. გაახსენდა, როგორ უშრობდნენ სისხლს მაჭავარიანების აღმზრდელ - დორას, რომელიც გამუდმებით საყვედურებით ავსებდა ყველას, გარდა ივასი, რომელიც განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ მიუხედავად საყვედურებისა, მათ საიდუმლოებებს ერთგულად ინახავდა, მათ შორის ნაკას უდიდეს საიდუმლოსაც, რომელიც დორას გარდა არავინ იცოდა. სწორედ დორა იყო ის ქალი, ნაკას პაწაწინა გრძნობას სიყვარული რომ უწოდა.
- ისა... ნაკა?! - თვალებდამრგვალებულმა ახედა ღიმმორეულ ლაშხს. - რაღაცას გეტყვი და არ გამიბრაზდე, ხო?
- რა ჩაიდინე, ანუნა. - ღიმილით გადაწვა სკამზე ლაშხი და ცივი ყავის ბლანტი მასა მოსვა. თითქოს გამოაფხიზლა ახურებულ სხეულში ცივი სითხის ჩაღვრამ.
- ელენა მოვა აქ...
- რა?! - ერთიანად გაფითრდა.
- ვუთხარი, რომ შენს ნახვას ვაპირებდი და...
- ჯანდაბა! - მძიმედ ამოიოხრა ლაშხმა. ჯერ ივასთან დიალოგი ვერ გადაეხარშა და ახლა ეგრევე ელენა უნდა შეხვედროდა.
ამ ფიქრებში იყო გართული, მაღალი, ნაცნობი სხეული რომ შენიშნა, რომელიც მოხდენილი ნაბიჯებით უახლოვდებოდა მათ მაგიდას.
დაიძაბა. მთელი სხეული დაეჭიმა და სახეზეც საგრძნობლად აწითლდა. ხელის გულებზე ოფლი ასხამდა. გაყინული თითები უკანკალებდა. მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა ქალი მის პირდაპირ აღმოჩნდა.
- ელენა... - ჩუმად ამოიბუტბუტა და ამღვრეულ თვალებს მზერა გაუსწორა.
- ნაკა... მაპატიე, რა. - თავზარი დასცა ელენას სიტყვებმა და კიდევ ერთხელ იგრძნო საკუთარი დანაშაულის სიმძიმე.
- მე... მე რა უნდა გაპატიო, ელენა, გაგიჟდი? - ნერვულად გაეცინა და აკანკალებული ხელით თმა გადაიწია. - ერთადერთი, ვინც პატიება უნდა ითხოვოს, მე ვარ, ელენა.
- არა, ნუ ამბობ მაგას, გთხოვ. ჩემი დანაშაულიც არანაკლებ დიდია. ხელი გკარი, არასწორად მოგექეცი... არადა, სიმართლეს ამბობდი... შენ არაფერ შუაში იყავი, მართლა, ნაკა!
- გთხოვ, შეწყვიტე. მოდი, დაჯექი... იცი?! უბრალოდ, მე ვთქვი ის, რაც სხვა ფორმით უნდა მეთქვა. ამის ახსნას აზრიც კი არ აქვს, უბრალოდ მაპატიე! საშინლად მრცხვენია, ელენა, გეფიცები... და მაინც, საშინლად მიხარია, აქ რომ ხარ! - ესღა უთხრა და მთელი ძალით გადაეხვია მონატრებულ სხეულს, რომლისგან წამოსული სითბო ყოველთვის აგრძნობინებდა იმას, რომ სახლში იყო.
ელენა იყო მისი მთელი ბავშვობა და ყველა ის მოგონება, რომლის გამოც წარსული უყვარდა.
- როგორ მენატრებოდით ორივე, წარმოდგენაც კი არ გაქვთ. - ყოველთვის ემოციური მაჭავარიანი, ახლაც ცრემლად იღვრებოდა.
- ვგიჟდები ჰეფი ენდებზე! - წამოიძახა ანუნამ და სენდვიჩის ჭამა განაგრძო. ელენას და ნაკას გაეცინათ ანუნას არაადეკვატურობაზე, რომელიც უბრალოდ მისი თანმდევი იყო და ამას ვერაფერი შეცვლიდა.
- ამ გოგოს არაფერი ეშველება. - ესღა თქვა ელენამ და მონატრებულ ლაშხს ზუსტად ისე ჩაეხუტა, როგორც ბავშვობაში სჩვეოდა.

* * *

- ივა... მახსოვხარ. თან ძალიან კარგად, - ჩაილაპარაკა შესაშური გარეგნობის მქონე ქალმა და ცბიერი მზერით აათვალიერა თავიდან-ფეხებადე მის წინ მჯდომი, ცივად მომღიმარი კაცი. ბოლოს კი ნაცრისფერ თვალებში გამომწვევად ჩააშტერდა. არანაირი სიმორცხვე არ მოდიოდა ეკუნა არაბიძისგან, პირიქით, იმდენად თამამი და ეშმაკი იყო, კაცსაც კი შეშურდებოდა მისი ხასიათის.
- სამწუხაროა, რომ იგივეს თქმა არ შემიძლია. - ცივად ჩაილაპარაკა ივამ და სიგარეტს მოუკიდა.
- მამაჩემის საქმეებში არასდროს ვერეოდი, არც მის პარტნიორებს და ოჯახებს ვიცნობ, შესაბამისად ვერც გამიხსენებ. - გულღიად გაიცინა ქალმა და ფეხი ფეხზე გადაიდო. მოკლე კაბა ეცვა ეკუნას, რომელსაც თავისი სხარტი მოძრაობით კიდევ უფრო ამოკლებდა.
- მამაშენის საქმეებში არასდროს ერეოდი, არც მისი პარტნიორების ოჯახებს იცნობდი, მაგრამ ზედმეტად ახლო ურთიერთობა გქონდა მარიამ მაჭავარიანთან. ცდილობ დამაყ*ევო, ეკუნა? - მშვიდი, აუღელვებელი ხმა ჰქონდა მაჭავარიანს, მაგრამ ესეც დიდი ძალისხმევით მიღწეული სიმშვიდე იყო. ეზიზღებოდა, როცა თვალებში უყურებდნენ და მის მოტყუებას ცდილობდნენ. ჭკვიანი ქალი იყო ეკუნა, მაგრამ არასათანადოდ აფასებდა ივა მაჭავარიანს.
ტყუილში გამოჭერილ ქალს სახე წამიერად შეეცვალა, მაგრამ შინაგანი ღელვა მალევე ჩაიხშო და პირვანდელი, დომინანტური გამომეტყველება დაიბრუნა.
“ნამდვილად არაბიძის ა” - გაიფიქრა ივამ, როცა მისი ქმედება დაინახა და ვისკი ერთიანად გადაკრა.
- რა თქმა უნდა... მარიამი. - ჩაილაპარაკა ქალმა. ოდნავი აღელვებაც არ ეტყობოდა მის ხმას. გრძელი თითები ტეკილას მაღალ ჭიქას შემოხვია. ნელა მოძრაობდა, ყურადღების მიქცევას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც. ივა მის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და ცალყბად ეცინებოდა ქალის ხრიკებზე.
- რა ურთიერთობა გქონდა და რა იცოდი მასზე? - ამჯერად მკაცრი იყო მაჭავარიანი.
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელ... ძალიან მიზიდავ, მაჭავარიანო. ისე აღმაგზნებ... - სასმელითა და უამრავი წამლით ჰქონდა გაჟღენთილი გონება და სისხლი არაბიძეს, რომელიც მხოლოდ წამიერი სიამოვნების მისაღებად აგრძელებდა ცხოვრებას.
- ეკუნა, კითხვაზე გამეცი პასუხი.
- კარგი, კარგი. - ფეხზე წამოდგა ქალი და მის პირდაპირ მჯდომ მაჭავარიანს გვერდით დაუჯდა. მოკლე კაბა კიდევ უფრო ზემოთ ასწეოდა, ღრმა დეკოლტე კი ქვემოთ ჩამოსწეოდა.
ზედმეტად კარგად იყო გაწაფული ქალურ ეშმაკობებში არაბიძე. გრძელი თითები ფეხზე აატარა და თავისი სახე ივასას მიუახლოვა.
- მოდი, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ... შენ მაკავშირებდი მასთან. მან იცოდა ჩემი გრძნობები. მეხმარებოდა... ეს შენ იყავი მთავარი მიზეზი, რის გამოც მე და მარიამი ვმეგობრობდით. - მამაკაცის სახეს თვალს არ აშორებდა, ცხვირით მის ყბის ძვალს ეხებოდა, დაბალი ტონი კი უფრო ინტიმურს ხდიდა დაძაბულ აურას.
- ეკუნა... მაგ ტყუილებს ტრა.კში გაგირ.ჭობ, თუ სიმართლეს არ იტყვი ახლავე. - აუღელვებლად გადაიხარა მისკენ და ლამის ქალის ტუჩებზე ამოილაპარაკა მშვიდი ტონით. ქალი შეცბა. მაჭავარიანი გრძნობდა, რომ ქალი ნაწილობრივ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ არც ბოლომდე იშიფრებოდა, ამის გამო კი მისი “დამორჩილება” სჭირდებოდა, რაც რთულ საქმეს ნამდვილად არ წარმოადგენდა.
- მინდიხარ, ივა. - დაძაბულობით დამუხტული ჰაერი ქალის ვნებიანმა, დაძაბულმა ჩურჩულმა გაარღვია.
- სიმართლე, ეკუნა. - ვნების მარცვალიც კი არ იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. აღაგზნებდა, ატყვევებდა ქალის სხეული, სურდა მისი შეგრძნება, მაგრამ სიმართლზე მეტად არაფერი სწყუროდა მის დამშეულ სულს. ქალი მიხვდა, რომ მისი ხრიკებით ჯერ-ჯერობით ვერაფერს გახდებოდა. უღონოდ ჩამოყარა აძგერებული, ვნებისგან გაყინული მხრები და სავსე მკერდით კიდევ უფრო მიებჯინა კაცის მხარს. მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა, როცა სხეულით კაცის მხურვალე სხეული იგრძნო. თვალები სიამოვნებისგან დახუჭა. ამ მდგომარეობაში არ შეეძლო საკუთარ სურვილებზე უარი თქმა.
- გთხოვ, ივა... ჯერ შენ.
სავარძელზე გადაწოლილ კაცს მთელი სხეულით მიეტმასნა.


- ჭკვიანი ხარ, ეკუნა, - ირონიულად ჩაეცინა მაჭავარიანს. როგორ უგრძნობიც უნდა ყოფილიყო, აშკარა იყო, რომ ეს ქალი მასზე მოქმედებდა. იზიდავდა მისი სითამამით, მისი გამბედაობით. გამშრალი ბაგეები ენის წვერით გაისველა და აუჩქარებელი მოძრაობით წაეტანა მის სავსე ტუჩებს. კოცნა მხოლოდ რამდენიმე წამს გააგრძელა, მოულოდნელობისგან გაოცებულ ქალს ნანატრი კოცნის შეგრძნებაც არ აცადა, ისე მოშორდა და სავარძელზე გადაწვა. აკვირდებოდა სახეარეულ ქალს, რომელიც ერთიანად დუღდა. სუნთქვა შესამჩნევად დამძიმებოდა და ამ დამძიმებული სუნთქვის გამო მკერდი უფრო სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა…მაჭავარიანის ქმედებით დაბნეულს ვერ გაეგო რა გაეკეთებინა. აჰიპნოზებდა და სადავეებს ართმევდა კაცი. შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა. ფეხზე წამოიჭრა ვნების ბურუსიდან გამოსული ქალი და სავარძელზე გადაწოლილ ივას, ზემოდან მოექცა. ისე იქცეოდა, როგორც ამორძალი. ლამის ტანსაცმელი შემოახია მისი საქციელით გამხიარულებულ კაცს. კაბა საჯდომამდე აეწია, გრძელი ფეხები კი კაცის მუხლებზე გადაედო. ვნების ბურუსში გახვეულმა მაჭავარიანმაც სწრაფად ააყოლა პირში შემძვრალ ენას თავისი. მწყურვალივით უკოცნიდა ქალს სავსე ბაგეებს, მისი ხელები კი ქალის მაისურის ქვეშ იყო შემძვრალი და ძლიერად უჭერდა სავსე მკერდზე, ისე, რომ ქალი ხმამაღალ, ტკივილიან ოხვრას ვერ იკავებდა. სიამოვნებისგან თვალები ებინდებოდა ეკუნა არაბიძეს, ნანატრი კაცის სხეულს და მწველ ტუჩებს რომ გრძნობდა სხეულზე. აგიჟებდა კაცის რბილი ტუჩები, რომლებიც ჯერ ყელს უშანთავდნენ, შემდეგ კი მკერდამდე ჩამავალ ტერიტორიასაც ითვისებდნენ. სუნთქვა ეკვროდა, როცა ივას სველი ტუჩები მკერდზე ეხებოდა და სიამოვნებისგან ვერც ხმამაღალ კვნესას იკავებდა. სწრაფად გააშვებინა კაცს ხელი და მის მუხლებთან ჩახრილმა, ქამარი ოსტატური მოძრაობით გაუხსნა. ეშმაკურად იღიმოდა ამ დროს ეკუნა არაბიძე და ეგოისტურად სიამოვნებდა, ივა მაჭავარიანს გამაგიჟებელ სიამოვნებას რომ ანიჭებდა. სწრაფად გაათავისუფლა შარვლისგან მამაკაცი და ხელში მოიქცია მისი ერეგირებული სასქესო ორგანო, შემდეგ კი ტუჩებითაც შეეხო.
- ამის დედაც... - ამოიოხრა მაჭავარიანმა, - შეწყვიტე. - კბილებს შორის გამოსცრა. მიუხედავად სიამოვნებისა, აღიზიანებდა კიდეც არაბიძის შეხება. ვერ ხსნიდა რატომ, მაგრამ სიამოვნებასთან ერთად, უსიამოვნებასაც ჰგვრიდა ზედმეტად სექსუალური, მეტიც, გამაგიჟებელი ქალის ალერსი, მაგრამ ქალმა ყურადღებაც არ მიაქცია მის სიტყვებს, გახელებულმა, უფრო დააჩქარა მოძრაობა, ცოტა ხნის შემდეგ კი მის ზემოთ მოექცა და ნანატრ სიამოვნებას ეზიარა. გასაგიჟებელი ალერსისგან და მამაკაცის თავბრუდამხვევი სურნელისგან ერთიანად გამოცლილი იყო ქალი. მეტყველების უნარიც კი დაჰკარგვოდა სახეარეულს და აშკარა იყო, მსგავსი სიამოვნება არ განეცადა. ივა მაჭავარიანისთვის უკვე ზედმეტად ცხადიც კი იყო ის, რომ ამ ქალზე გონებისამრევად მოქმედება. გულში იღიმოდა, რადგან იცოდა, რომ ყველაფერზე წამსვლელი ეკუნა არაბიძე, ბევრ ისეთ ინფორმაციას მიაწვდიდა, რაც დიდ არაბიძეს სეიფში საგულდაგულოდ ჩაეკეტა. ჯერ-ჯერობით ეს ქალი სჭირდებოდა, თუმცა მანამდე, ის სიმართლე უნდა გაეგო, რისთვისაც მასთან მოვიდა.


- დაკმაყოფილებული ხარ. თუ გინდა კიდევ განმეორდეს და შენს ფანტაზიებს გასაქანი მისცე, სჯობს ენა ამოიდგა. - ტანსაცმელს იცვამდა ივა და დივანზე მიწოლილი სრულიად შიშველი ქალის სხეულს თვალს არ აშორებდა.
- ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს არ აღგაგზნებ... აღიარე, რომ გიზიდავ, გინდივარ.. მიდი ივა. - ეშმაკური მზერით დაიძრა მისკენ და შიშველი მკერდი, რომელსაც ჯერ კიდევ დასტყობოდა ივას შეხებისგან გამოწვეული სიწითლე, მის თვალწინ ააფრიალა. ფეხზე წამოდგა და პიჯაკის სათავეებს წაეპოტინა, თუმცა ივამ ხელი გააშვებინა.
- ამის დედაც... - უხეშად ჩაავლო ხელი ზედმეტად გათამამებულ ქალს, - ტყუილად ცდილობ ეკუნა, ყლ.ეზე გრძნობები, ყლ.ეზე ეს ხრიკები, მთელი მონდომებით რომ ხლართავ. დროზე სიმართლე! - ხმას აუწია მაჭავარიანმა. ქალმა მის გაცეცხლებულ თვალებს მზერა რომ გაუსწორა, იქვე ჩამოჯდა და დაბალი ხმით დაიწყო ამბის მოყოლა.
- შეყვარებული ჰყავდა... და მე ვეხმარებოდი, რომ არავის გაეგო... ჰო, სანაცვლოდ შენ გიახლოვდებოდი, ნელ-ნელა. მარიამმა არ იცოდა, რომ ამას შენ გამო ვაკეთებდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? წმინდა მეგობრობის უკან ჩვენი სურვილები იყო. - ამოიოხრა ქალმა, რომელიც უდარდელ გამომეტყველებას არ ღალატობდა, თუმცა ხედავდა როგორ იჭიმებოდა ივა მაჭავარიანის ძარღვები, რომლებიც დასკდომას ლამობდნენ. წამის მეასედში შებრუნდა ქალისკენ, მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა დ ამას ეკუნა არაბიძეც გარკვევით ხედავდა.
- რა თქვი?! გაიმეორე, რა თქვი? - თითქოს ყელში ძლიერად მოუჭირეს და ხელს არ უშვებდნენ მაჭავარიანს. წამის წინ მშვიდად მყოფისგან აღარაფერი იყო დარჩენილი და ალბათ, რომ არა თვითკონტროლის ის ერთი პროცენტი, ეკუნა არაბიძეს ცოცხლად გაატყავებდა.
- გაიმეორე, ამის დედას შევე.ცი, დროზე! - ღრიალებდა ბოლო ხმაზე გაცეცხლებული. იგრძნო, როგორ ჩამოექცა ცა და შეეჯახა იმ რეალობას, რომელშიც ყველაფერი კვლავ ბურუსით იყო მოცული. მისი რეაქციით დაბნეულ ქალს თვალებში შიშის ტალღა ჩასდგომოდა და გახევებული, ხმას ვერ იღებდა.
- ყელს გამოგჭრი ეკუნა, აქვე და ახლავე, ხმას თუ არ ამოიღებ და სიმართლეს არ იტყვი! დედასშე.ვეცი! ხმა ამოიღე, გოგო!
- დამშვიდდი...
- კაი?! ჩაიც ხო არ დავლიოთ და ისე ვიჭორაოთ? - გაღიზიანებულს გაეცინა და ქალის პირდაპირ ჩამოჯდა. - სამი წამი გაქვს. მერე შენს თავს დააბრალე.
- წვეულებაზე გავიცანი. პირველი შემთხვევა იყო, მამასთან ერთად რომ წავედი. - ფეხზე წამოდგა. კაცს მზერა აარიდა და ფანჯარასთან დადგა. - ვერანდაზე ელაპარაკებოდა იმ ბიჭს, ტყუილად არ მკითხო ვინაობა, აზრზე არ ვარ ვინაა... სევდიანი იყო, არ გამოიყურებოდა კარგად... გამოველაპარაკე და მითხრა, რომ ის უყვარდა, ვისი შეყვარებაც არ შეიძლებოდა. - წამით გაიხედა მაჭავარიანისკენ, რომლის სხეულსაც ლამის კანკალი დაეწყო. - დარდობდა, რომ ვერავის უმხელდა და ხშირად ვერ ნახულობდა. მეც შევთავაზე, რომ დავეხმარებოდი. თავიდან ყოყმანებდა, მაგრამ მისი და ჩემი სურვილები ერთმანეთთან იკვეთებოდა. - კიდევ ერთხელ გაიხედა მისკენ. ზუსტად ისეთი თვალებით უყურებდა, მზერით რომ გაანადგურებდა ადამიანა. - ბავშვი ვიყავი, ივა... არც მიფიქრია, რომ ამით რამე ცუდს ვაკეთებდი.
- რატომ არ თქვი?! როცა მისი სიკვდილის ამბავი გაიგე, რატომ არ მოხვედი და სიმართლე არ თქვი?!... შენ გელაპარაკები, გოგო! რატო არ თქვი! - ნაკუწებად ქცეული სიმშვიდე ნელ-ნელა იფერფლებოდა.
- არ ვიცი... მართლა, არ ვიცი. - დანაშაულში გამოჭერილმა ძლივსღა ამოილუღლუღა.
- ამის დედას შე.ვეცი! კიდე! კიდე რა იცი, დროზე თქვი!
- არაფერი... არ ვიცი, ვინაა.
- ერთი რამ დაიმახსოვრე, ეკუნა. - ფეხზე წამოდგა მაჭავარიანი. შეშლილი სახით უყურებდა კედელთან ატუზულ ქალს. - სიმართლე გავიგებ. შევეწირები და მაინც გავიგებ! შენ სიტყვებში ტყუილის ერთი მარცვალიც კი რომ იყოს, უბრალოდ ერთი დედამოტ*ნული სიტყვაც რომ არ ემთხვეოდეს, გაწამებ, გაგატყავებ და სულს ამოგხდი! გასაგებია?!
- გავიგე...

ესღა თქვა და კარის მიჯახუნების ხმაც მისწვდა მის ყურთასმენას. იქვე ჩაიკეცა. თავი აკანკალებულ ხელებში ჩარგო. მიხვდა, რომ წარმოუდგნელად დიდ შარში გაეხვა.


-------

ცოტათი იმედგაცრუებული ვარ... ისტორიის ატვირთვა იმიტომ დავიწყე, რომ თქვენი აზრი მაინტერესებდა, თუმცა, ვერ დაგაინტერესათ, როგორც ჩანს.

იმ რამდენიმე მკითხველის გამო, ისტორიას აუცილებლად მივიყვან ბოლომდე.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო ისტორია ჩანს,არ შეწყვიტო წერა გააგრძელე კარგად წერ

 


№2 სტუმარი ტაისა

გამიხარდა რომ დაბრუნდი )

საინტერესო ისტორია ჩანს და ვნახოთ აბა რა ამბები დატრიალდება ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Eka

რა საინტერესო სიუჟეტია, წერის სტილი ხომ საერთოდ,ისე ლამაზად გადმოსცემ გრძნობებს????♥️მარიამის ამბავმა დამასევდიანა და დამაინტრიგა,ძალიან მომწონს და გელოდები

 


№4 სტუმარი Елка

Далиан момцонс. Гтховт ар шецхвитод. Царматебеби

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიზი

ჩემი, ცალკეული მკითხველის გადმოსახედიდან, ბილწი სიტყვები ცოტა ბევრია, მაგრამ შენ უკეთესად იცი :D
სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს, სიუჟეტი საინტერესო, პერსონაჟები და წერის სტილიც ასევე საინტერესო. ყველაფერთან ერთად მალე დებ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. შენს ძველ ისტორიებსაც გადავავლე თვალი და ასევე მომეწონა. მოკლედ, კარგი გოგო ხარ და აწი შენს ერთგულ მკითხველად მიგულე.

 


№6  offline წევრი თეოფილე

საინტერესო შინაარსი აქვს ისტორიას, ველი გაგრძელებას.

 


№7 სტუმარი სტუმარი თამარი

ძალიან საინტერესოა, გააგრძელეთ აუცილებლად, გელოდებით❤️

 


№8  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი მაკო
საინტერესო ისტორია ჩანს,არ შეწყვიტო წერა გააგრძელე კარგად წერ

მიხარია, რომ დაგაინტერესათ <3 მადლობა! heart_eyes

ტაისა
გამიხარდა რომ დაბრუნდი )

საინტერესო ისტორია ჩანს და ვნახოთ აბა რა ამბები დატრიალდება ❤

მე ის გამიხარდა, ძველი მკითხველი რომ დამხვდა :დ <3
ვნახოთ, ვნახოთ... bowtie

სტუმარი Eka
რა საინტერესო სიუჟეტია, წერის სტილი ხომ საერთოდ,ისე ლამაზად გადმოსცემ გრძნობებს????♥️მარიამის ამბავმა დამასევდიანა და დამაინტრიგა,ძალიან მომწონს და გელოდები

როგორ მიხარიაააა <3333 heart_eyes

Елка
Далиан момцонс. Гтховт ар шецхвитод. Царматебеби

აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. დიდი მადლობა! <333

სტუმარი ლიზი
ჩემი, ცალკეული მკითხველის გადმოსახედიდან, ბილწი სიტყვები ცოტა ბევრია, მაგრამ შენ უკეთესად იცი :D
სხვა ყველაფერი ძალიან მომწონს, სიუჟეტი საინტერესო, პერსონაჟები და წერის სტილიც ასევე საინტერესო. ყველაფერთან ერთად მალე დებ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. შენს ძველ ისტორიებსაც გადავავლე თვალი და ასევე მომეწონა. მოკლედ, კარგი გოგო ხარ და აწი შენს ერთგულ მკითხველად მიგულე.

ძაან აიჭრა ივა, ეპატიება smile (გავითვალისწინებ ამას :დ <3 )
რაც შეეხება ძველ ისტორიებს, დიდი მადლობა! დასარედაქტირებელია ისინი და მიხარია, მაინც რომ მოგეწონა :დ <3
ვეცდები შემდეგიც მალე დავდო heart_eyes
ძალიან გამახარე! <3

თეოფილე
საინტერესო შინაარსი აქვს ისტორიას, ველი გაგრძელებას.

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის!! <3 ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო <3

სტუმარი თამარი
ძალიან საინტერესოა, გააგრძელეთ აუცილებლად, გელოდებით❤️

ისე მიხარია, რომ გაინტერესებთ :დ <3 მადლობა!! heart_eyes

 


№9  offline წევრი Life is beautiful

ძალიან საინტერესოა..
რაღაცნაირად ეკუნაც მეტკინა, ცალკე მარიამი სიკვდილით და აკრძალული სიყვარულით, ნაკა თავისი გაურკვევლობით, ელენა, ივა, ანუნა და დაჩი...
ერთი ბედნიერი ადამიანი ვერ მოვძებნე, უპრობლემო არავინაა მაგრამ ძალიან გულთან მოდის..
ჩემი აზრით დაუმსახურებლად განიცდი მკითხველების და აზრების გაცვლა-გქმოცვლის ნაკლებობას..
ისე დაძაბულია ეს ყველაფერი სუნთქვა შეკრული ვკითხულობ მაგრამ მაინც მიზიდავს და მსიამოვნებს...♥️
მე ძალიან ძალიან მომეწონა.. ♥️
ვიციხოლმე რომ პერსონაჟებს ამოვარჩევ და ყველაზე მეტად მათი ამბავი მაინტერესებს აქ კი ისეა ყველაფერი ჩახლართული რომ რომელით დავინტერესდე უფრო მეტად მართლა არ ვიცი..
ერთი სული მაქვს როდის დაიდება მომდევნო♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

Life is beautiful
ძალიან საინტერესოა..
რაღაცნაირად ეკუნაც მეტკინა, ცალკე მარიამი სიკვდილით და აკრძალული სიყვარულით, ნაკა თავისი გაურკვევლობით, ელენა, ივა, ანუნა და დაჩი...
ერთი ბედნიერი ადამიანი ვერ მოვძებნე, უპრობლემო არავინაა მაგრამ ძალიან გულთან მოდის..
ჩემი აზრით დაუმსახურებლად განიცდი მკითხველების და აზრების გაცვლა-გქმოცვლის ნაკლებობას..
ისე დაძაბულია ეს ყველაფერი სუნთქვა შეკრული ვკითხულობ მაგრამ მაინც მიზიდავს და მსიამოვნებს...♥️
მე ძალიან ძალიან მომეწონა.. ♥️
ვიციხოლმე რომ პერსონაჟებს ამოვარჩევ და ყველაზე მეტად მათი ამბავი მაინტერესებს აქ კი ისეა ყველაფერი ჩახლართული რომ რომელით დავინტერესდე უფრო მეტად მართლა არ ვიცი..
ერთი სული მაქვს როდის დაიდება მომდევნო♥️♥️♥️

პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი მსუყე შეფასებისთვის! ძალიან, ძალიან გამახარე <3
მართალი ხარ, ყველას თავისი წილი უბედურება აქვს სათრევი ამ ისტორიაში :დ მაგრამ მალე გაიხსნება კარტები და ასეთი დაძაბული აურაც აღარ იტრიალებს :დ <3 ვფიქრობ, იმედგაცრუებული არ დარჩებით მოვლენების განვითარებით innocent
ახლა ვტვირთავ შემდეგ თავს და იმედია მალე დაიდება <3

 


№11 სტუმარი one

ertad wavikitxe yvela))
velodebi shemdeg tavs da movlenebis ganvitarebas, sainteresod ikitkheba
warmatebebi)))

 


№12  offline წევრი Margo Tokyo

one
ertad wavikitxe yvela))
velodebi shemdeg tavs da movlenebis ganvitarebas, sainteresod ikitkheba
warmatebebi)))

ძალიან მიხარია, რომ დაგაინტერესა! დიდი მადლობა <333

 


№13 სტუმარი სტუმარი თეო

ძალიან მომწონს

 


№14  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი თეო
ძალიან მომწონს

მიხარია!! heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent