შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარიეტე (მეცხრე თავი)


20-04-2021, 13:21
ავტორი Blume
ნანახია 1 135

"ცხოვრება რომ შხამს შეგასმევს, გგონია, სულ შენზედ დაცალა და სხვები შარბათს შეექცევიან. "

ჯემალ ქარჩხაძე



ამომავალ მზეს რძისფერი ღრუბლების კიდეები შეეფაკლა . ჭკნობაშეპარულ ,თეთრი იასამნის ტოტს ჩამოჰგავდა განთიადის ცა . ზაფხულის სუსტი,თბილი ქარი კეკლუცად დატრიალდებოდა რომელიმე ისრიმისფერი ხის თავზე , მიძინებულ ფოთლებს საამურად რომ ააშრიალებდა , გაავებული ხეთა ჩრდილში მთვლემარე კოინდარს დააცხრებოდა . ისიც ისეთი ნორჩი სიმწვანით გაეპასუხებოდა,იფიქრებიდთ მათ მიღმა ჯადეს თვლები მოეფანტა ვინმეს ,მაგრამ სინამდვილეში ზაფხულის წვიმის წვეთები შერჩენოდა ბალახს, წვეთები ქარის შეხებაზე ერთმანეთის მიყოლებით რომ უსხლტებოდა ყლორტებს. ქარიც ,თითქოს მათ სიკაშკაშეს მოეღალა, დამშვიდებული ნაზად მოდებოდა ხოლმე დარაბებიდან გადმოშვებულ ფარდებს,მაგრამ შეღებულ ფანჯრებში ვეღარ აღწევდა ზაფხულის დილის მშვენიერება .

ოთახში ჯერ კიდევ ლითონის სურნელი ტრიალებდა. აბურდულ საწოლს,ხალიჩას,კარის სახელურს სისხლის წვეთები შეხმობოდა. ოთახის შუაგულში ,იატაკზე მწოლარე გოგონა ორადმოხრილიყო ,აბრეშუმის კაბის სახელო ჩამოხეოდა. კაბასა და სახეზე მასაც სისხლის კვალი აჩნდა. ქუთუთოები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთისთვის და მის წინ დაგდებულ, შეწითლებულ აბზინდას ფიქრიანად დაჰყურებდა .

ხანდახან გვანცას გონებაში თომას სახე გაიელვებდა.ბიჭის არაადამიანური ხმა და ბროწეულისფრად შეღებილი ხელები,მაგრამ ყველაზე ნათლად ტკივილისა და დაღლილობისგან ჩამოყრილი მხრები წარმოუდგებოდა . დიდი ხნის წინ ის და თომა უდაბურ ტყეში მიიკვლევდნენ გზას,მინდვრის ყვავილებს თელავდნენ დაუდევრად და გვანცას ახსოვდა ამ ჭრელ საბანზე გადაწოლილი,უკიდეგანო ჩრდილი ჰაერში აწვდილი ვაჟის მკლავებისა . უდარდელი,ამქვეყნიური საზრუნავისაგან დაცლილი შეძახილი , ველურ მარწყვთა და ღიღილოთა წინაშე აღსარებასავით განდობილი , ლოცვასავით გამეორებული სიყვარული, სურვილით სავსე მზერა და საზღვარგადალახული ვნება - ყველაფერი,ყველაფერი იმ დიდ სიმართლეს უნდა შესწირვოდა.

"სანაძლეოს მთავაზობ?-ჩაეკითხა დათა ."
და თომას პასუხი.ცივი,ემოციებისგან დაცლილი,არაფრისმთქმელი.
"ასეა."
მიუხედავად განცდილისა,გვანცას თითქმის ზედმიწევნით ახსოვდა გეგელაურის ხმა.
"-და თუკი შეშინება არ გაჭრის,მაშინ?
-ასე ძალიან დარდობ მის ბედზე?! - კიდევ უფრო მოულოდნელი იყო თომას სიტყვები."
ეზიზღებოდა ვაჟი.ტყუილისთვის,სიბრალულისთვის,ამ სიტყვებისთვის.
აბზინდას დაავლო ხელი და ჭერისკენ აზიდა.თითქოსდა პირველად ხედავსო,ინტერესით დააკვირდა.

გეგელაური ატყუებდა ,იქ ტყეშიც კი.

"ზოგჯერ სიყალბე პატარა სიმართლის დამალვაა ,დიდი სიმართლისთვის."
პატარა სიმართლე? ნუთუ პატარა სიმართლედ თვლიდა ამ ყველაფერს .
"განა მტაცებლობა სიბოროტეა?"

წარმოუდგენელმა სურვილმა დაუარა. ნეტავ რა მოხდებოდა თუკი ამ ბასრ,მჭრელ ზედაპირს საკუთარ კანზე გადაიტარებდა? მაშინ ხომ ყველაფერი დამთავრდებოდა .გამუდმებული შხამი რვა წლიდან რომ თანდასდევდა გაივლიდა,ერთმანეთის მიყოლებით გაქრებოდა მის თავზე დახრილი,ქშენავარდნილი კაცის მოგონება,სხეულზე ჯერ კიდევ შერჩენილი სიმყრალე,რადგან ამქვეყნად არაფერი ეკუთვნოდა ,დაე,გამქრალიყო,სხვები ყოფილიყვნენ ბედნიერნი,სხვებს ყვარებოდათ,სხვებს ეცოცხლათ მისი წილი სიცოცხლით.
თომა იყო ამ ყველაფრის დასაწყისი და დასასრული.
ნეტავ,იმ წყეულ ქოხში დაეტოვებინა მას.ნეტავ იქ მომკვდარიყო,მაგრამ არა ,საკუთარი ხელით სიკვდილისთვის გაეწირა ცხოვრებას.

აბზინდა ძლიერად დაისვა მაჯაზე.

მწველი ტკივილის ნაცვლად , ოდნავი დისკომფორტი იგრნძო მხოლოდ. შემხმარ სისხლსა და დარტყმის სიძლიერეს პირი დაებლაგვებინა მისთვის.
მეორედ,უფრო ძალუმად დააჭრია კანს.მხოლოდ ოდნავ შეუწითლდა იგი.
უშედეგო მცდელობით გამწარებულმა დაიკივლა და ოთახის მეორე ბოლოში მოსიროლა აბზინდა .ცრემლნარევი სიცილი წასკდა. გეგელაურის სისხლი სქელ ფენად შეხმობოდა დაბლაგვებულ აბზინდას.თომა ახლაც კი არ აძლევდა სიკვდილის საშუალებას.
ის იყო ცრემლები შეიმშრალა,რომ ფრთხილი ნაბიჯების ხმა მოესმა.დაუძლურების მიუხედავად მაშნვე წამოიწია.უნებურად პატარა,რვა წლის გოგონა მოაგონდა.შუბლგახეთქილი,გასხისხლიანებული ღმერთისა და დედის იმედით რომ მისჩერებოდა კარს.ახლა არცერთის იმედი ჰქონდა.აღარც კი შერჩენოდა ეს გრძნობა.

ჩუმი ნაბიჯით შემოვიდა ნანა. პერანგზე სისხლის კვალი ჰქონდა, ერთიანად ჩამობერებულიყო,მაგრამ გამწარებულ გოგონას სიბრალულის ნაცვლად ,მრისხანებისა და წყენის დაუოკებელი ქარიშხალი უტრიალებდა გულში. ნეტავ,რა უნდა ეგრძნო საკუთარი დედის მიმართ ? მადლიერება,იმისთვის რომ არფერს ამბობდა? თუ ბრაზი,ათ წლიანი სიცრუისათვის?
ფიქრი იქვე,კართან ჩამომჯდარი ქალის სიტყვებმა გააწყვეტინა.

-კარგი დედა არ ვიყავი,არა? არც შენთვის და არც თომასთვის.- ნანამ კალთზე დაკრეფილ ხელებს დახედა.- მეგონა მხოლოდ თქვენ ორს შეგეძლოთ ერთმანეთის გადარჩენა.

-კარგად შემომხედე.-ცხოვრებაში პირველად მიმართა ასეთი ტონით.ოდნავ შეწითლებული მაჯა წინ გასწია. - რამდენიმე წამის წინ მინდოდა,უბრალოდ ბასრი ვერაფერი ვიპოვე. - საკუთარი დედის სახემ მაინც ატკინა გული.თვალებგაფართოებული შეჰყურებდა ნანა . კაბის კალთებს ისე ჩასჭიდებოდა,რომ სახსრები ემჩნეოდა ხელზე. გაჭირვებით სუნთქავდა . - როცა სახეზე დავუსვი , - კუთხეში მიგდებულ აბზინდაზე ანიშნა.-მგონი,მინდოდა მომეკლა. - იატაკზე ჩაჩოქილმა ქალმა ძლივსგასაგონად სთხოვა შეწყვიტეო,ყურებზე აიფარა მოკანკალე ხელები.მხოლოდ აცახცახებულმა მხრებმა მიახვედრა გვანცა,რომ მწარედ,უხმოდ ტიროდა დედამისი.- ამას გადარჩენას ეძახი,დედა?

- მნიშვნელობა არ აქვს ,მე რას ვეძახი.- რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ამოილაპარაკა ქალმა და ლამის სიცილი აუტყდა გოგონას.- გადაგარჩინა.უკვე მეორედ გადაგარჩინა! მასაც ისევე მოექცნენ,როგორც შენ.ალმოდებული სახლიდან რომ გამოეყვანე , ფანჯრები იმ ბოთლით ჩაამსხვრია,რომლითაც შენსავით აწამეს , ფეხშიშველმა გატარა ზურგ...-სიტყვა გაუწყდა . გვანცას მიერ მთელი ძალით ნასროლი ლამპა ხმაურით შეასკდა კედელს. -განაგრძე!-დაიყვირა ქალმა და მუხლებზე წამოიწია.- მე მესროლე , იყივირე,იჩხუბე,იმიტომ რომ გადარჩენილი ხარ ,ცოცხალი ხარ,ჩემს წინ ხარ ! - კიდევ უფრო წამოიწია ნანა ,ლამის წინ აღემართა გაავებულ შვილს , უმისამართოდ რომ ამსხვრევდა ყველაფერს.მერე კი,მინის ჩარჩოს დასწვდა გოგონა და თვალებდაბინდულმა გაისროლა უკუნი სიბნელისკენ . მხოლოდ ქალის შეყვირებამ მოიყვანა გონს.

-დედა ! - აკნკალებულმა წამოიძახა და შერჩენილი ძალებით გახოხდა.
მინის ნატეხს მკლავი გადაესერა და როცა სუნთქვარეული გვანცა შეშლილივით დასწვდა დედის ხელს , უთქმეად ჩამოხედა ქალმა.

- გეშინია არა ?- წყნარად თქვა ნანამ.შეღებული დარაბიდან გადმოღვრილ დილას გაუსწორა მზერა.ამ შუქზე მის ხელთან დახრილი შვილი უფრო უმწეოდ ეჩვენა.- გაბრაზებული კი არა,შეშნებული ხარ .- ამოიტირა,მაგრამ ტირილი როდი იყო შვება.ოდნავ შეინძრა და გაკვირვებულმა გოგონამ ახლაღა შეამჩნია , დედამისს ფეხებთან შაელახული რვეული ეგდო.რვეული საწოლზე დახრილ თომას რომ ჩაებღუჯა და საგანგებოდ მალავდა მისგან.- ვნატრობდი განრისხებული ყოფილიყავი,გაბრაზებული ყველაზე და ყველაფერზე,მაგრამ შეშინებული დამხვდი. საკუთარი მეხსიერების,თომას მიმართ შენი დამოკიდებულების,ჩემი,ამ სახლის,ყველაფრის გეშინია და ეს უარესია. - შიშს გვიან ივიწყებდნენ.

უკან დაიწია , გაჭრილი ხელი აართვა და დაუდევრად გადაშალა რვეული.
სიფრიფანა ფურცლები აშრიალდნენ , სიძველისა და მელნის სურნელი დატრიალდა ოთახში. ქვადქცეული გოგონას თვალწინ ,თითქოსდა ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო,საკუთარი მე გაცოხლდა. ფანქრით ნატიფად მოხაზული,ერთ ადგილზე შეყინული და თავდაჯერებული,სიცოცხლით სავსე მზერით.კიდევ გადაფურცლა ნანამ. ამჯერად ისევ თავისი თავი იხილა გვანცამ , გოგონათა რიგებში წინ მდგომი,ყურებამდე გაღიმებული. თითქმის შუა გვერდზე ,მწიფე ატმისფრად აელვარებულ ქაღალდზე სანახევროდ შიშველ,გამჭირვალე პერანგში გამოკვართულ საკუთარ თავს წააწყდა. ქვედა ,მარცხენა კუთხეში ნახატისათვის "მალამო" წაეწერათ. დაუკითხავად მომწყდარი ცრემლი წკაპუნით დაეცა ფურცელს,ასოები უხეიროდ გაიწელა. გვერდები იცვლებოდა და იცვლეობდა გვანცაც. ზოგან ხისტი,სიბრაზემდე მისული თავდაჯერებით,დაფასთან მდგომი,წიგნთან დახრილი და მერე იქ,კიბეზე მწვანე კაბაში. მტკივნეულად მოეკუმშა გული.
იმ დღეს მომწვანო,ხავერდისფერში გადასული კაბა ეცვა,დათას მიჰყვებოდა სადღაც,მაგრამ ეს არ იყო მთავარი.გეგელაურის ოთახში დაუკითხავად შევარდნისას ,რვეულთან დახრილი ვაჟის ხელზე ასეთივე ,ხავერდსიფერი ზოლი დალანდა მაშინ.
თურმე მას ხატავდა თომა.
ვეღარ გაუძლო ,თვითონ გადაფურცლა ამჯერად.ყველგან თავად იყო.აივანზე იჯდა,მანქანის ჩამოღებულნფანჯარაზე თავი ჩამოედო,სამეცადინო მაგიდასთან ჩასძინებოდა.


-ყველა მათგანი შენ ხარ ,გვანცა.- ნანა არ უყურებდა,ისევ ფანჯრისთვის გაესწორებინა მზერა. ლავანდისებრი სილბო ახლა ხისტ იისფერში გადაზრდილიყო,საწვიმრად ემზადებოდა ზეცა. - წარსულის არ უნდა გეშინოდეს.მას არ უქცევიხარ ასეთად და ვერც მისი გახსენება წაგართმევს რამეს.ამ გოგონას დახედე !- სწრაფადვე გადაფურცლა და ამჯერად თვალებანთებულმა,ღიმილიანმა ბავშვმა შემოანათა .- ეს ბავშვი შენგან სხვა რამეს ელის , ძლიერ ქალს ელის .სხვისი სიძულვილის ხარჯზე კი ძლიერი ვერ გახდები.

-მისი ნახვა არ მინდა.- ნახევარი ფურცლებისა შეუვსებელი იყო.თეთრი ფურცლების გროვამდე სულ ბოლო,შეფერადებულ ნაწილზე თავად ეხატა . უხეში მონახაზი იყო,საჩქაროდ გაკეთებული. რვეული დახურა.- აღარ მინდა აქ მოვიდეს ... - ეს ყველაფერი თვითგვემას ჰგავდა,მაგრამ სხვანაირად ვერ წარმოედგინა გვანცას. რვეული მხოლოდ წარსული იყო.წარსული კი დიდი ტყუილი , რომელიც წამის წინ მასზე გადახრილმა თომამ თავადვე აქცია ნამსხვრევებად.

- საავადმყოფოდან დამირეკეს.უგონოდ იყო -შეაწყვეტინა ქალმა და გამჭოლი მზერა შეაგება ქვემოდან მაცქერალს.- გონს რომ მოვიდა და იქ დამინახა, წადიო უბრალოდ მითხრა.მეტი არაფერი ,მაგრამ ხომ ვიცი,შენთან წამოსვლა მთხოვა იმ ერთი "წადით". - ისე გააგრძელა ,თითქოს არც გაუგონია მისი სიტყვები . ისედაც იცოდა ნანამ,მაგრამ მაინც გაუსაძლისი იყო იმის წარმოდგენა,რომ თომას ვეღარც თავად ნახავდა.

- და მას რომ არ ეთხოვა , იქნებ არც მოსულიყავი ,არა ?- პირში მომწარო გემო ჩაუდგა გვანცას.ის მსუსხავი,მტკივნეული სიმწარე, მხოლოდ ველურ თაფლს რომ შეიძლება ჰქონდეს. თაფლმა მათი დაუსრულებელი სიის ბოლო პუნქტი მოაგონა.პუნქტი,შესრულება რომ არ ეწერა.

- ის არაფერ შუაშია.-ამოიხვნეშა ნანამ.ისევ დარაბისკენ მიიხედა.- მარტო ყოფნა გჭირდებოდა .

- ნამდვილად.- მწარედ გაეღიმა გვანცას .- მჭირდებოდა რომ მიმხვდარიყავი რა საცოდავი ვარ,რა გულისამრევი და სუსტი.მჭირდებოდა,რათა საკუთარი ხელით მეცადა სიცოცხლის მოსწრაფება.

- მე კი პირიქით მგონია.- სხეული ეწვოდა . უნდოდა გულში ჩაეკრა შვილი და მასთან ერთად ხმამაღლა ეტირა,მასთან ერთად შეეძულებინა დანარჩენი სამყარო,მაგრამ ასე ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა გოგონა. ნუგეში დაღუპავდა ახლა მას,რადგან ყოველთვის ,როცა რამე ისე არ მოხდებოდა,როგორც თავად სურდა,უბრალოდ ბოროტ,საძულველ სამყაროს გადააბრალებდა და დარჩენილი ცხოვრება თავადაც სიძულვილის ატარებდა გულით.- სიკვდილის წყრვილს მხოლოდ სიცოცხლის სურვილი ბადებს . იმ სიცოცხლის ,შენს ნებას რომ არ დაემორჩილა.

ოდნავ შეირხა გვანცა.ნათქვამის სიმართლემ ნაკაწრებად დაუარა სხეულში.ნუთუ საკუთარ თავსაც ატყუებდა იმ წუთებში?განა მართლაც რომ უარი ეთქვა სიცოცხლეზე,მართლაც რომ დასრულება ნდომოდა მისი,სხვა იარაღს ვერ იშოვიდა ? მაშ,რა ემართებოდა? ნუთუ ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლე ისე ეწადა ,რომ ეს დაჟინებული წადილი თავადვე ეთაკილებოდა , რომ მსხვერპლის ,ჩაგრულის როლში ყოფნა მოსწონდა ? და თუნდაც ასე ყოფილიყო,თუნდაც ათასჯერ მოქცეულიყო ცხოვრების მძიმე , გაუსაძლისად მტკივნეული ნაბიჯების ქვეშ,ათასმეერთედ უნდა წამომდგარიყო. მიუხედავად იმისა,რომ თომას გახსენებისას ისევ ბრაზისა და მრისხანების შეგრძნება უტრიალებდა გულში , ახლა გვერდით გადაენაცვლა ვაჟს. გამალებით ფიქრობდა გვანცა.
თურმე სიცოცხლე ჰყვარებია,ქარიანი ამინდებიც, დაღლილი სახეებიც , დაუსრულებელი რიგებიც,სავსე ტრანსპორტიც,ყურისწამღები ხმაურიც,სურნელიც ამომწვარი ყავა რომ დაატრიალებდა სახლში ,თურმე ამ წყეული სამყაროს ყველა მახინჯი დეტალი ჰყავრებია დაუფიქრებლად.

- რაც შეეხება მას , აქ ისედაც აღარ დაბრუნდება.ერთმანეთს ძალიან ჰგავხართ.- ფეხი მოინაცვლა ქალმა.ტკივილისა და დაღლილობის დაფარვას შეეცადა.- ორივეს გგონიათ ,რომ სიძულვილით რაიმეს შექმნა შეიძლება.

- მე მას არ ვგავარ .- ბარბაცით გასწორდა გვანცა . ზეწარგადამძვრალ საწოლს დაჰხედა. ერთადერთი გამოსავლი ფიქრი იყო.ფიქრი ყველაფერზე მომხდარის გარდა.

- მართლა ? - ნანას კითხვამ მობრუნება აიძულა. დაბნეული,გაღიზიანებული მზერა შეანათა. - ერთი წლის განმავლობაში ყოველ ღამით ხედავდა კოშმარებს.ერთხელ შიშისგან მოკუნტულმა მითხრა ნეტავ მეც დამძინებოდა მაშინ ,რა კარგი იქნებოდაო.

- და გმირი გახდა თომა ,მე კი მისი გმირობის ტვირთვა მერგო... რომ არა ის ,არასდროს გავეკარებოდი მათ,არასდროს ჩავჯდებოდი იმ წყეულ მანქანაში .რომ არა ის,არაფერი მოხდებოდა ! რახან ცეცხლმოდებულ სახლში არ დამტოვა,რახან ჩემს ჯიბრზე წარმატებული ტიპი ითამაშა და ფურცლის ნაგლეჯები დამიტოვა სანუგეშოდ , ყველაფერი უნდა ვაპატიო ? სულ ცოტა ხნის წინ რასაც აპირებდა ისიც ? საერთოდ როგორ მეუბნები ამას ?

- რასაც აპირებდა ? -მშვიდად გადხედა ნანამ . - დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში? გჯერა რომ მართლა შეგეშინდა მისი თუ იქნებ ,სულ ერთი წამით მაინც ,სიძულვილის გამო მოიქეცი ასე ? სამაგიეროს გადასახდელად?-დამკვირვებლური მზერით შეჰყურებდა ქალი. ვინ იცის,რომელი პასუხის მოსმენა უფრო გაუჭირდებოდა.

- რას ამბობ... - წამით ძლიერად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და მაშინღა მიხვდა,გამშრალი ცრემლი ათას პატარა ნემსად გაბნეოდოა თვალებში . მთლიანი სხეული ერთ დიდ,გაუსაძლის ტკივილად ქცეოდა და მხოლოდ მისგან დასამალად თვალდახუჭულმა იგრძნო , რომ ტკივილზე მეტად საკუთარი მეხსიერება ტანჯავდა. მეხსიერება,რომელიც რვა წლიდან კანში გასჯდომოდა .თავზარდაცემულმა ახალი აღმოჩენა გააკეთა,მისი ბავშვობა ამ მოგონებით იწყებოდა.შეეცადა გაეხსენებინა. მაინც რა ? ირგვლივ მიმოიხედა , კედელზე დამაგრებულ ფოტოებს გაუსწორა მზერა.პირველკლასელი,ფოსფორისფერ ჩანთიანი გოგონა ბედნიერი ღიმილით შემოჰყურებდა. თეთრი,ქათქათა ფეხსაცმელი ეცვა .ალბათ ამას არც მიაქცევდა ყურადღებას , რომ არა ფოტოს მარჯვენა კუთხეში სანახევროდ გამოჩრილი ასეთივე ფეხსაცმელი. ნელა მიუახლოვდა და ყუარდღებით დააკვირდა. - ის არის ?- უხმოდ დაუდასტურეს .- არ მახსოვს აქ რა მოხდა.- ახლა თავადაც მშვიდი იყო.-არ მახსოვს რატომ არის მისი ფეხსაცმელი ასეთ დღეში.-მელნისგან მოთხვრილ კედებს გადახედა.- ყველაფერი გახუნდა იმ ამბავთან შედარებით. - ფოტოს დასწვდა,ერთხანს უსიტყვოდ უყურა ,მერე კი ნაფლეთებად აქცია იგი. -არ მინდა მისი ამბის გაზიარება,არ მინდა ვიცოდე მან რა გადაიტანა,რას გეგმავდა ან როგორ უყურებდა ამ ამბავს.როცა დავარტყი...- შეიცადა.უცნაური იყო იმაზე ფიქრი რომ შეძლო საკუთარი ტყავისთვის სხვა გაეწირა.- მისი მეშინოდა , მძულდა კიდეც და - დედამის აჰხედა . ნეტავ სიმართლეს იტყოდა თუ არა ? ნეტავ თავად თუ იცოდა საერთოდ რას გრძნობდა ? მაგრამ იცოდა რა იყო სწორი ან უფრო სჯეროდა რა იქნებოდა.- სამაგიეროს გადახდა მინდოდა.- უნდოდა ყველას მასთან ერთად შეესვა შხამი.იცოდა ინანებდა საკუთარ სიტყვებს,მაგრამ აღარაფერი ჰქონდა დასაკრგი.

- თომა დასახიჩრდა.- საპასუხოდ ესღა უთხრა ნანამ.არც ნიშნისმოგება იყო მის სიტყვებში,არც ბრალდება.საბოლოოდ დაშლილი,დაღლილი ადამიანის უბრალო,მშრალი ნათქვამი იყო.გულისრევამ წამოუარა გვანცას.სახეზე ზეწარმიბჯენილი ვაჟი მოაგონდა.ჩუმი ამოძახილი ტკივილისა და გაოგნებული , გააეშებული გამოხედვა. თურმე ბოლოჯერ უნახავს იმ წამს ასეთი თომა.- სახეზე ათამდე ნაკერი ადევს,თვალი დაუზიანდა .ქსოვილის აღდგენა შეუძლებელია...

- შეწყვიტე.- ჩურჩულით თქვა.

- როცა გიპოვეს ,რამდენიმე დღე გვერდიდან არ მოგშორებივარ. მთელი იმ დროის განმავლობაში თომა არ მინახავს,არც გიორგისთვის მიკითხავს როგორ იყო,არც იმით დავინტერესებულვარ თვითონ მკითხულობდა თუ არა. მხოლოდ მაშინ შევედი მასთან ,გამომძიებელმა რომ მომხდარზე მოგვიყვა. იყო მომენტი ,როცა უტიფრად ვაპირებდი რვა წლის ბავშვისთვის პასუხის მოთხოვნას.საწოლზე იჯდა და ფართოდგახელილი თვალებით დაჰყურებდა საკუთარ ფეხებს .

- შეწყვიტე ,არ მინდა წარსულზე ლაპარაკი.- მოკანკალე მუხლებით იატაკს დაებჯინა გვანცა.ქვემოდან აჰხედა კართან მდგომს . წამით ჩამოხედა ნანამაც ,მაგრამ მას არ უყურებდა.შორს,ათი წლის წინანდელ საკუთარ მეს დასტრიალებდა ქალი.

- წვრილი ნაწლავი დაუზიანდა და მუცელთან რაღაც აპარატი დაუმაგრეს,მაგრამ გამუდმებით სვრიდა ზეწრებს. ამაზე არაფერი ვიცოდი.საერთოდ არაფერი ვიცოდი იმის გარდა , რომ ის გონზე იყო,ჩემი შვილი კი უგონოდ იწვა.- შუბლი მოისრისა ნანამ.საფეთქლებიდან წვრილ,გაბმულ ფეთქვად ჩამოღვენთილმა ტკივილმაც ვერ გადაფარა წარსულის მოგონების სიმძიმე.- ისე ამომხედა,მივხვდი ყველაზე ნაკლებად ჩემს მისვლას ელოდა . არ ვიცი,რა ეგონა ,მაგრამ დამინახა თუ არა ორად მოიკუნტა,ხელები თავზე წამოიფარა. რამდენიმე წამი ასე იყო,მერე უეცრად შეირხა,თითქოს მაშინღა გაახსენდა ,რომ სახვევებში გამოკრული ფეხები მოუჩანდა და ლამის ყელამდე მიიფარა შეყვითლებული ზეწარი.ჩემს წინ იჯდა . შერცხვენილს,სახეზე ხელაფარებულს მხრები უკანკალებდა,გულამოსკვნით ტიროდა. მიახლოება დავაპირე თუ არა,ჩემი ბრალიაო წამოიძახა და ხელები წინ გამოსწია... დასარტყმელად . - სუნთქვას ამოაყოლა ქალმა.მორჩილად გამოწეული წვრილი მაჯები გაახსენდა ნანას.მოაგონდა როგორ შეკრთა ბიჭუნა,როცა ხელი ჩაავლო ქალმა,როგორ გამეტებით ჩააფრინდა ტუჩს და დარტყმის მოლოდინში მაგრად დახუჭა თვალები.ბავშვი იყო და მაინც ყველაზე მეტად ტკივილის ეშინოდა.- გაუცნობიერებლად ისე ძლიერად ჩავეხუტე,დარწმუნებული ვარ ვატკინე,მაგრამ ხმა არ ამოუღია გაშეშებულს.- გულმკერდზე დაისვა ხელი.მოუშორებელ სითბოდ შემორჩენოდა მასზე აკრული ცეროდენა გულის ფრთხიალი.- დაწყნარებული საწოლზე რომ მივაწვინე,მაშინღა შევნიშნე, საშინელი ფერი ედო სახეზე,მაგრამ ისე მშვიდად შემომყურებდა, რომ ვერც ვიფიქრებდი რამე თუ სტკიოდა.ექთანს დავუძახე- დაიხარა ნანა.გადაშლილი რვეული აიღო და უნებურად თვალი გააყოლა გვანცამ .- თურმე მოძრაობა საერთოდ არ შეიძლებოდა.სახვევი რომ ახსნა,აპარატის გარშემო ამოსიებული ,აქერცლილი კანი გამოუჩნდა. არ ტიროდა,აქამდე რატომ არ დამიძახეთო გაკვირვებულმა მკითხა,ტკივილები ექნებოდაო. ვერაფერი ვუთხარი,მისი მშვიდი სახე გამახსენდა.სანამ გამაყუჩებელს შეუყვანდნენ ისეთივე სიმშვიდით იწვა,მხოლოდ ხანდახან დაეტყობოდა ტკივილი. რვა წლის ბავშვი იყო ჩემ წინ.ბავშვი,რომელიც აქამდე ნატკენ თითზეც კი ხმამაღლა ტიროდა. საშინლად მშიშარა და სუსტი იყო იმ დღემდე,სკოლაში არავის ეკონტაქტებოდა შენს გარდა,არ მეცადნეობდა.ვერავინ წარმოვიდგენდით რომ ეს გულჩვილი,გათმამებული და მშიშარა პატარა სკოლა რომ ეზიზღებოდა,ტკივილისადმი ოდნავი ამტანობაც რომ არ ჰქონდა,ზურგით გატარებდა , მასწავლებლების საყვარელ მოსწავლედ ან ფეხბურთის გუნდის კაპიტნად იქცეოდა.თექვსმეტის იყო,როცა ეს გააკეთა.მხოლოდ იმიტომ რომ შენ მასთან შეჯიბრის ხალისი არ დაგკარგვოდა.ამ დროს ახალი გაკეთებული ჰქონდა ოპერაცია,მხოლოდ ორი წლის.ფიზიკური დატვირთვა ჯერ კიდევ არ შეიძლებოდა მისთვის,მაგრამ იმდენი ქნა გუნდის კაპიტანი გახდა... - სანამ გავიდოდა,ფრთხილად დაიხარა საკუთარი შვილითან.ჩალისფერ კულულებზე ჩამოუსვა ხელი , საფეთქელთან შემხმარი სისხლი მოსწმინდა ნაზად.- იმდღეს მადლიერი თვალებით რომ ამომხედა თომამ,დაუმსახურებელი სიკეთის სიმძიმე ვიგრძენი ,შვილო. იმედი მაქვს ოდესმე ერთმანეთს აპატიებთ.-ზღურბლს გადააბიჯა ნანამ.

მარტოდარჩენილი შეღებულ ფანჯარას მიუახლოვდა ,მაგრამ გარეთ გახედვის ნაცვლად,ზურგი შექაცია მას.ბოლოჯერ მოავლო საკუთარ ოთახს თვალი.იცოდა ამიერიდან აღარასოდეს შემოვიდოდა აქ.კედელთან დადგმულ მაგიდაზე შეეყინა მზერა,სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ თომასთან ერთად იჯდა იქ. აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.


***

პალატის კარის შეღებისას,საწოლზე გადახრილი ქალი წამოიწია.ჯერ დაბნეული მზერით ახედა თავზე წამომდგარ თეთრხალათიანს,მერე კი ,თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო,სასწრაფოდ წამოდგა და უსიტყვო,დაძაბული მზერა მიაპყრო ექიმს.წამით მოლურჯო გადასაფარებელში ჩაკარგულ გოგონას გადაავლო თვალი. უპეები ჩასწითლებოდა ბავშვს,სახეზე რამდენიმე ჩალურჯებას სიყვითლე შეჰპარვოდა.

-ის კარგად იქნება.-ექიმის ხმამ ნუგეში მოჰგვარა.- ფიზიკური თვალსაზრისით კარგად .- თავი ჩახარა ნანამ.ახსოვდა გონსმოსული გოგონა როგორი დაბნეული სახით უმზერდა.იქნებ დავიწყება სჯობდა.-მე ბიჭუნაზე სალაპარაკოდ მოვედი.მის მშობელს უკვე ვესაუბრე,მაგრამ მითხრა,რომ თქვენთვისაც აუცილებლად უნდა მეთქვა.-თავი უხმოდ დაუქნია ნანამ. წამით სინდისმა შეაწუხა,ძირითად გვანცასთან იყო ხოლმე მაშინ ,როცა თომასაც ისევე ესაჭიროებდა მისი გვერდში დგომა,ან იქნებ უფრო მეტადაც კი. - შეღწევის გამო წვრილი ნაწლავის ნაწილი ისეა დაზიანებული,რომ ოპერაცია აუცილებელია მის გადასარჩენად.

-ასეთი ოპერაცია ხომ გვანცასაც ჩაუტარდა? რა პრობლემაა?-სუნთქვას ამოაყოლა ქალმა.გულის სიღრმეში ხვდებოდა,რომ თომას შემთხვევა გაცილებით უფრო მძიმე იყო.გამომძიებლის უტყვი სახე წარმოუდგა თვალწინ,მისი არაბუნებრივი ხმა დანაშაულის იარაღზე ლაპარაკისას ,ეს შამპანურის ბოთლი იყო . მხოლოდ მისი ნატეხების მოგროვება შეძლეს,თუმცა მასზე დატოვებული სისხლის კვალი თომას ეკუთვნოდა.

-არა.-მოკლედ მოუჭრა ექიმმა. - სავარაუდოდ,გოგონამ მალევე დაკარგა გონება , ხოლო თუკი ბიჭის დაზიანებეით ვიმსჯელებთ,ის უშალოდ აქტის დროსაც ახერხებდა შეწინააღმდეგებას.ამასთან ასეთი ჭრილობებითა და ზურგზემოკიდებული თქვენი ქალიშვილით რამდენიმე საათს იარა.უამრავი სისხლი დაკარგა.საქმე წვრილი ნაწლავის ობსტრუქციასთან გვაქვს ,გაცილებით უფრო რთულად,ვიდრე გოგონას შემთხვევაში.მარტივად რომ გითხრათ ,დარჩენილი ცხოვრება მოუწევს მუცლის ღრუში დატანებული მილებითა და ერთგვარი ჩანთით იმოძრაოს.-შეკივლება აღმოხდა ქალს და შეშფოთებული ექიმი მხრებზე მოეჭიდა,ეცადა გაემხნევებინა.- მაგრამ იმედი არ უნდა გადაიწუროთ.არაერთი ფონდია,რომელიც ასეთ ბავშვებს ეხმარება ,იქნებ დაგიფინანსონ შესაბამისი ოპერაცია,რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნორმალურად იცხოვროს.საზღვარგარეთ უამრავი კვალიფიცური დაწესებულება არსებობს ამ ყველაფრისთვის.

ორი კვირის შემდეგ,სასამართლო პროცესიდან დაბრუნებული ნანა უკვე სავსებით გამოფხიზლებული შვილის კითხვებით სავსე გამომეტყველებას გადააწყდა.რა დაემართა ? რატომ სტკიოდა ქვემოთ ? რატომ ჰქონდა სახე დალურჯებული ? თომა რატომ არ აკითხავდა საავადმყოფოში ?
შვილის პალატიდან გამოსულმა,მისთვის ნათქვამი ტყუილებით დამძიმებულმა თომასკენ რომ გასწია,ეგონა ამაზე უარესი აღარაფერი მოხდებოდა , მაგრამ ცხოვრება არასდროს ემორჩილებოდა მის წარმოდგენებს.

მიუხედავად მის წინ გადაშლილი სურათისა,პირველ რიგში მაინც ბალიშზე გადაფენილი ჟღალი კულულები მოხვდა თვალში,მერე ძალაგამოლეულ ბავშვს დახედა,მისუსტებული და ხმაჩამწყდარი უკვე ჩუმად სლუკუნებდა,პირი ფართოდ გაეღო და შიშისაგან გაფართოებული თვალებით შესცექოდა მასზე დახრილთ.ორ მედდას გაეკავებინა,მესამე კი მისთვის საცვლის მოშორებასა და მუცელთან დამაგრებული "ჩანთის" გასუფთავებას ცდილობდა.

-ხელი გაუშვით!-დაიკივლა გონსმოსულმა და ბიჭუნაზე დახრილ ქალს წვდა.მიუხედავად იმისა,რომ პირდაპირ არ უყურებდა თომას,იგრძნო როგორი მადლიერი მზერით ამოხედა დარცხვენილმა. გათავისუფლებული ხელებით საჩქაროდ დასწვდა გადახდილ ზეწარს და მოშიშვლებულ მუცელსა და წელზე გადაიფარა,შვებისაგან მომრგვალებული გუგები კი ცრემლებისაგან აუპრიალდა.

-კი ,მაგრამ ფეკალიების ყუთმა გაჟონა.თუ არ გამოვცვლით,მთელ საწოლს...-შეეპასუხა მედდა,მაგრამ ქალის განრისხებულ მზერას რომ წააწყდა უკმაყოფილო მზერით მოკუმა პირი.

-ვერ ხვდებით,რომ თქვენი რცხვენია ? ახლავე გადით ! ვიცი,როგორც უნდა გამოვუცვალო. - ჩურჩულით მხოლოდ მას მიმართა ნანამ,მაგრამ სამივე ქალი ერთმანეთის მიყოლებით გაიკრიფა ოთახდიან.

პალატაში მარტო დარჩნენ თუ არა,ბოლო ძალების დაძაბვით დაიოკა სუნთქვა.საკუთარი ემოციები ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა ახლა. საწოლზე რომ ჩამოუჯდა,თომა შეიშმუშნა და კიდევ უფრო მაგრად ჩაებღაუჭა წელზე მოხვეულ ზეწარს,დარცხვენილი კედელს ჩააშტერდა ჯიუტად. უნებურად საწოლის კიდესთან მიდგმული მაგიდისკენ გაიხედა ნანამ.

-აი,თურმე რა ყოფილა ! - ნაძალადევი მხიარულებით წამოიძახა ,მაგიდაზე დადგმულ აკვარიუმს თავისი ჩანთა ააფარა ნანამ.-მორჩა ! ნემო ვეღარ დაგინახავას.- ბავშვმა მაშინვე შედარებით კმაყოფილი გამომეტყველებით გამოხედა.მწარედ გაეღიმა ნანას.მართალია მისიც ერცხვინებოდა ბიჭუნას,მაგრამ თუკი ახლოს ნემო იყო,მისი საყვარელი თევზი,არავის აძლევდა გამოცვლის საშუალებას.

აპარატს გამოეჟონა,მუცელში ჩამაგრებული მილი შემზარავად ბუყბუყებდა.


***
მხრებჩამოყრილი იდგა ახალგაზრდა ქალი პატარა მიწაყრილთან. ოცდაორის იყო გვანცა და მიუხედავად იმისა,რომ ოთხი წელი ხდებოდა,რაც თომა არ ენახა იცოდა, ძაფით გამოკრული მინდვრის ყვავილების გროვა ,გორაკის კუთხეში რომ მიედოთ , მისი დატოვებული იყო .

ზუსტად შვიდი დღე გასულიყო მას შემდეგ,რაც დედის საფლავთან მდგომმა,უამრავი ადამიანით გარშემორტყმულმა , ოთხი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო ნაცნობი მზერის სიმხურვალე ზურგზე. თავი არ აუწევია.ვერაფრით გაბედა და დაჟინებით ჩააშტერდა ატალახებულ,სიბნელით მოცულ ორმოს. მიხვდა როგორ აჩურჩულდა მის ზურგს უკან ბრბო,როცა მალევე დატოვა დედის საფლავი.მხოლოდ ორადმოხრილ,დარდისაგან ერთიანად ჩამომჭკნარ ზურაბს არ უთქვამს რამე. მადლიერმაც კი გადმოხედა ,როცა მიხვდა რომ თომას გამომშვიდობებისათვის თავისი წილი არგო ამ საქციელით მისმა ქალიშვილმა.
დაიხარა.თაიგულში ჩაბნეული ყვავილებიდან მომცრო,მზისფერი დენდელონი ამოაძვრინა და ხელისგულზე მოთავსებულ მის ცეროდენა გვირგვინს დააკვირდა.
ნანა ისე გარდაიცვალა,რომ ურთიერთობის გამოსწორება ვერაფრით მოახერხეს.იცოდა გვანცამ დარდად მისი და თომას ამბავი გაიყოლა ქალმა. სადღაც ახლომახლო იყო გეგელაური და მიუხედავად იმისა,რომ ოთხი წლის განმავლობაში საკუთარ სახლშიც კი იშვიათად მიდოდა გვანცა,ოთხი წლის განმავლობაში ხედავდა დედამისის მომლოდინე,იმედიან მზერას და ჩუმ მუდარას,არასდროს მონდომებია რაიმეს შეცვლა. დენდელონს ხელი მოუჭირა . მას შემდეგ რაც ზურაბიც წავიდა,სრულიად მარტო დარჩა.ვერ გაამტყუნებდა მამას.მათი სახლი ახლა ორივესთვის ციხედ ქცეულიყო .
დენდელონი თაიგულშივე ჩააბრუნა.გულით ჯერ კიდევ მიღებულ გადაწყვეტილებას უტრიალებდა . ნეტავ ნანა რას ეტყოდა ? სიგიჟედ ჩაუთვლიდა ალბათ , მაგრამ იცოდა აღარ შეეძლო საკუთარ შიშებთან ერთად ცხოვრება.ძალიან გვიან იყო სინანულისთვის,ვეღარასდროს იხილავდა ნანას ღიმილს,ვეღარასდროს ისაუბრებდა მასთან.მწარედ გაეღიმა,ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვას თუ გაცვლიდა დედამისთან.იმ ღამის შემდეგ ნორმალურად არც კი ელაპარაკა მასთან.

-ვაპატიე და ყველაფერს ვიზამ ,რომ შენც მაპატიო. - ჩურჩულით უთხრა სიცოცხლეში ვერნათქვამი სიტყვები.

სახლი ისე გაიყიდა ,ახლოსაც არ გაჰკარებია თომა იქაურობას.თითქოს ერთბაშად გაქრაო,არსად შეხვედროდა ვაჟი. გამოცდების შედეგებს რომ ნახულობდა,გაახსენდა გეგელაური ვერ ჩააბარებდა.გიორგის ალბათ ათასნაირი წამალი სჭირდებოდა . ხანდახან , უნივერსიტეტიდან მომავალი , გზებზე ,სკვერებში ან ცამდე აწვდილ შენობებზე მომუშავე ახალგაზრდებისკენ გააპარებდა თვალს.წარმოიდგენდა რომ თომაც მათ შორის იყო.მტვრიანი,ხელებდახეთქილი ,მიწიდან ასობით მეტრზე გადმოკიდებული . წარმოიდგენდა და მაშინვე გაფერმკრთალდებოდა ყველაზე კარგი დღეც კი.პირში ნაცნობი,ველური თაფლის მწარე გემო ჩაუდგებოდა და თავის ცუცქნა ბინაში გამოკეტილი დიდხანს ფიქრობდა ყველაფერზე. ზოგჯერ ბრაზისაგან სახემოქცეული,მასზე გადახრილი ვაჟი გაახსენდებოდა და მის ქვეშ მოყოლილი,თვრამეტი წლის საკუთარი თავი. ნეტავ ,რა იქნებოდა მაშინ რომ ელაპარაკათ,ძალიან ბევრი ელაპარაკათ. უნივერისტეტს რომ ამთვრებდა, სანამ ზემოთ ასროლილი ქუდი სხვა ათას მსგავს ქუდში გაითქვიფებოდა და მერე ფრიალით დაეშვებოდა ქვემოთ,მიხვდა ეპატიებინა. თანბარად იყვნენ,როგორც ბავშვობაში იტყოდნენ "ბარიბარში" , რადგან იმ ღამეს ორივეს მოეხერხებინა შურისძიება შეჩვეულ ტკივილებზე,წართმეულ ბავშვობაზე , საკუთარ თავზე . გარშემოკრებილი სტუდენტების შეძახილებსა და მანტიების შარაშურში ,გვანცამ იგრძნო , სხვანაირად არც შეეძლოთ,რადგან ქარტეხილ გამოვლილ სულს ბზარები შეპარვოდა.ბზარები,რომელთა ნამსხვრევებად ქცევის შემდეგ,მხოლოდ დასწრებაზე იქნებოდა დამოკიდებული გადარჩენა.თავად დაასწრო გვანცამ ,თუმცა გადარჩენამ სიხარული ვერ მოუტანა მას.არ იცოდა გვანცამ,ადამიანობის დაკარგვაზე დარდობდა და ვერც კი წარმოედგინა , რომ გადარჩენის გამო დარდი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს შეეძლო.
სანამ მშობლიური სახლისგან მოშორებით,გაჭირვებით ნაპოვნ უცხო ბინაში საკუთარ ბრაზთან გამკლავებას ცდილობდა,ვერც კი შეამჩნია როგორ ეცლებოდა დედა ხელიდან. თითქოს იმ ცხრამეტი სარკის ამბავში ცხოვრობდა ბავშვობა რომ წართვა მას და თომას.ყველა მათგანში ერთდროულად იხედებოდა ,მაგრამ სულ ტყუილად, ვერავის ხედავდა საკუთარი თავის გარდა.

ციხის კართან რომ იდგა ,დილით საფლავზე დარჩენილ დენდელონზე ფიქრობდა. პატიმარი გელოდებათო რომ უთხრეს,წამით შეიცადა.ეცადა მოგონებებში აღედგინა ქალის სახე,მაგრამ ვერაფრთ მოახერხა.როცა კი ამაზე დაიწყებდა ფიქრს,ვიდეოკამერის თვალისმომჭრელი ნათების გარდა არაფერი ახსენდებოდა. მაგდა,ვის გახსენებასაც კი შიშისა და გულისრევის დაუძლეველი განცდა ახლდა , ერთი პატარა,საცოდავი გამომეტყველების ქალი იყო.წლების განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარებას თავისი კვალი დაემჩნია . მოყავისფრო ლაქებით დაწინწკლული კანი სხეულზე ჩამოჰკიდებოდა. ჩამოჯდა თუ არა ჭროღა თვალები შეანათა შავებში გამოკვართულ უცნობს , მხრებზე ჩამოშლილ თმებზე გაუშეშდა მზერა.

-გელი.-მოულოდნელად ამოილაპარაკა და ადგილზე შეხტა გვანცა. სხეულის თითოეულ უჯრედს დაემახსოვრებინა მისი ხმა.შორეული წარსულიდან ერთადერთი სიტყვა ამოტივტივდა და ათას ჭიანჭველად დაუყვა კანს."დროა" თქვა მაშინ მაგდამ . ადგომა მოუნდა,მაგრამ განძრევა ვერ მოახერხა.- გძულვარ , ღმერთი დამსჯის, ცხოვრება წაგართვი. უკვე მოვისმინე ეს.რამე ახალი მითხარი.

-უკვე მოისმინე ? - საკუთარი ხმა ეუცნაურა.

- დროის თვლა რომ შემეძლოს გეტყოდი როდის,მაგრამ არ შემიძლია.

- ვისგან მოისმინე ?

- იმ სახიჩარი წითურისგან.- განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და ავად გაუღიმა. - აქ მოვიდა და მოკვლა დამიპირა.-როცა გოგონას გაოგნებული სახე შეამჩნია,კმაყოფილმა ჩამოსწია საყელო.ყელთან შერჩენილი ნაიარევი დაანახა.- ჯვარი მეკეთა,კაპრონის ძაფზე აცმული .დაინახა თუ არა , მეცა.- წამით მზერა გაუსწორა გვანცას , უფრო კმაყოფილმა სულ სხვა რამ ჰკითხა ახლა.-შენ დაასახიჩრე ? მოგეწონა ? ბევრჯერ დარტყაამდი...

-ჯვარი რატომ გეკეთა? - შეაწყვეტინა გვანცამ და აწრიალდა.იქვე ,კუთხეში მდგომ ბადრაგს გადახედა.

-ვინანიებ...- ცოტა ხანს შეიცადა ქალმა.- ოცის იყო ჩემი შვილი ხელში რომ ჩამაკვდა დოზის გადაჭარბებით.ჩემი ნებით არ ჩასახულა,ხომ ხვდები...- არა,გვანცა ვერ ხვდებოდა.საერთოდ ვერ წარმოედგინა რა უნდოდა აქ.ნუთუ მისი ამბის მოსასმენად მოსულიყო ? და რას იზამდა ? შეიცოდებდა? რა სასაცილო იქნებოდა,რა წარმოუდგენელი სიბრალულზე ფიქრიც კი.- მამამისი რომ მოკლა მიხაროდა,ციხეში რომ ჩასვეს ისიც კი გამიხარდა.არასდროს მიყვარდა.დოზის გადაჭარბებით ხელებში რომ ჩამაკვდა, პირველად გავსინჯე მისი დარჩენილი წამალი.-უცნაურად გადმოხედა.თითქოს მთელ ამბავში მისი შვილის სიკვდილზე მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო.- ის ჯვარი,ჩემი ბავშვობის მეგობრის ნაჩუქარი იყო.თავისი ხელით გამიკეთა და მაჩუქა. მე კი ავდექი და სახელდახელოდ ნაპოვნი აბზინდა მივეცი . ერთადერთი საჩუქარი ყოფილა მისთვის . ისე გაუხარდა, ხანხდახან რომ მახსენდება თავი ადამიანი მგონია. მის გარდა არასდროს არავინ გამიხარებია.

-შეჩერდით ...- გვანცამ ყელზე ჩამოკიდებული ჯვარს ხელი უშვა და მის თავზე დახრილ ბადრაგს აჰხედა.-გამოიგონებდა ამ ყველაფერს.ადგება და ამ ჯვარს ვინმეს მიჰყიდის ციხეში.- მაგდას გადახედა ისევ.კიდევ უფრო დაპატარავებულიყო ქალი. შემზარავად მავედრებელი მზერა ჰქონდა.მერე ,როცა მიხვდა ფანდი არ გამივიდაო,ერთთავად გამოცოცხლებულმა დანებება არჩია.

- ჰო,გავყიდი,მაგრამ აღარ შემიძლია.შეხედე- კიდევ უფრო ღრმად ჩაიხსნა მაისური.დალურჯებული,სისხლშემხმარი ჭრილობები გამოაჩინა.- აბა,შენთვის რა არის ეგ ჯვარი,მე კი ამისგან მიხსნის.ჰო,ჰო გამლანძღე,მცემე კიდეც,ოღონდ მომეცი.რამე მაინც მოგეტანა ! - შეჰყვირა თავდაკარგულმა .- საწამლავი მოგეტანა ან დანა.რა იქნებოდა ? - ხელები თავზე წაიჭირა.-ხომ გძულვარ.საწამლავი მაინც მომიტანე ...

-რა გქვია ?-შეაწყვეტინა ფეხზე წამომდგარმა გვანცამ.ხელით ანიშნა ბადრაგს დამშვიდებულიყო.-მაგდა არ გქვია,არა? - გაკვირვებული ქალის პასუხს აღარ დალოდებია.ყელზე შებმული ჯვარი მინის ფანჯარაზე დატანებულ ნახვრეტში გააცურა.მძიმედ დაეცა ოქროს ნაკეთობა. თითქოს ვინმე წართმევას უპირებდაო,ორივე ხელით ჩაეჭიდა მაგდა და თვალებანთებულმა შეათვალიერა . - ნინო,- გვანცას ნათქვამზე უცნაურად შეტოკდა ქალი.ოქროდან მასზე გადაიტანა მზერა.- ნინო,-ისევ გაიმეორეს და ხელი უშვა ჯვარს.საკუთარ სახელს მიუგდო ყური.- შენი წერილები არასდროს წაუკითხავს ალის !-ამოხეთქა გვანცამ და ქალის განადგურებული მზერის დანახვისას,უცნაური კმაყოფილება დაეუფლა.- მამაშენმა შენს გამო სახიჩრად აქცია იგი.- თავადაც ისეთივე ხაზგასმით წარმოთქვა ეს სიტყვა,როგორც თავდაპირველად მაგდამ.სულით ხორცამდე სძულდა ეს ქალი.სძულდა ყველაფრისთვის.- შენი ნაჩუქარი აბზინდა გადააგდო ! - იცრუა და კიდევ ერთხელ კმაყოფილმა გადახედა,როგორ მოტყდა მაგდა.
არავითარი ტანჯვა არ იქნებოდა მისთვის საკმარისი,მაგრამ ფეხზე წამომდგარმა შეამჩნია , როგორ წამში გამოფხიზლდა ქალი და ხელით ისევ ჯვარს ჩაებღუჯა. პირში ნაცნობი მჟავე გემო დაუტრიალდა . წამისწინდელი კმაყოფილების გრძნობა უკვალოდ გაქრა. აღარაფერი არსებობდა ნინოსთვის.მხოლოდ ადამიანის სახეღა ჰქონდა მას და იცოდა გვანცამ,წამითაც არ უნანია თავისი საქციელი ქალს. თავად ცხოვრებისაგან გამწარებულს ,არასდროს უფიქრია სხვებზე.უნდოდა ყველას მასთან ერთად შეესვა შხამი.მსგავსებამ შეზარა გვანცა.
ოთხი წლის წინ,სისხლით მოსვრილი ზუსტად ასე ფიქრობდა,საკუთარი დედის ტანჯვაც კი სიამოვნებდა სიძულვილით დაბრმავებულს. არა,თავად ასე არასდროს მოიქცეოდა.გამობრუნებამდე ბოლოჯერ შეხედა ნინოს.

-ალი ინახავს შენს წერილებს. არ კითხულობს, შეხებაც კი ერიდება მათთან,რადგან შენზე არაფერი იცის.არ იცის ,რაც ჩაიდინე.ძველებური ნინო ხარ მისთვის.- აღარ მიუხედავს.იცოდა,ისედაც არ ჰქონდა აზრი.ბოლო ნაბიჯამდე ელოდა ოქროს წკრიალს,მაგრამ ნინოს... არა,მაგდას ხელი არ გაუშვია მისთვის. არ გაჰკვირვებია.ჯერ კიდევ რვა წლის იყო,როცა მიხვდა,რომ სული დაშრეტილიყო მათგან . ონისეცა და მაგდაც გატეხილ ჭურჭელს ჩამოჰგვანდნენ.ოდესღაც წყალი ამოავსებდა ხოლმე მათ,მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ გატეხილნი წყალთა დაწრეტისთვის გაეწირა განგებას.

ვერ აპატია,მაგრამ საკუთარმა სიტყვებმა უჩვეულო სიმსუბუქე მოუტანა. ახლა ყველაზე მეტი იყო ადამიანი მასში.
უცნაური იყო.

თითქოს თაფლიან მინდორში მიმქროლავ ცხენზე აღმართულიყო . ამსუბუქებული მკლავები უმისამართოდ აემართა ზემოთ და მთელი ძალით დაეჭირა ქუთუთოები ერთმანეთს . ვეღარაფერს გრნობდა , თვალებში ჩამდგარ სიბნელეში ფორთოხლისფრად ათამაშებული მზისა და სრულყოფილებამდე მისული მთლიანობის გარდა.


***

დერეფნის მოპრიალებულ იატაკზე ხმამაღალი ზათქით დაეცა ყავის ჭიქა.პლასტმასის თავი წასძვრა მას და მოყავისფრო,ორთქლადენილ სითხეში ჯერ საჩქაროდ დახრილი,შეწუხებული ქალის მოხაზულობა აირეკლა,მერე კი მის უკან შეკრებილი ახალაგაზრდების გაღიმებული სახეები .ქერა,მოკლედ შეჭრილი თმა სახეზე გადმოეყარა ორადმოხრილს.უძილობისგან ჩაშავებული თვალები მოისრია და ქაღალდის ხელსახოცით შეეცადა გაწმენდას.საქმეს რომ მორჩა, შეწუხებულმა ამოიხვნეშა. მომღიმარი ახალგაზრდებისთვის არ შეუხედავს.კარგად იცოდა,შენიშვნით უფრო წააქეზებდა მათ. ქაღალდის ჭიქა იქვე მდგომ ურანში ჩაგდო და სწრაფი ნაბიჯით დაუყვა დერეფანს.

სამასწავლებლოსთან შეჩერდა.აქ შესვლას კიდევ იმ ყეყეჩებთან ყოფნა სჯობდა. უკან გამობრუნდა.ორმოცდახუთ წუთს როგორმე ბაღშიც გადაიტანდა.
სხეული ტეხდა,ძილი აკლდა და მეორე ჭიქა ყავის ფულიც აღარ ჰქონდა. ოცდაშვიდი წლის ასაკში თავს უკვე მოხუცად გრძნობდა.საერთოდ ძალიან ადრე მოუწია გაზრდა.უნივერსიტეტი რომ დაამთავარა და მუშაობა დაიწყო,ეგონა ცხოვრების ახალ და რაც ყველაზე მთავარია ნორმალურ ეტაპს იწყებდა,მაგრამ ჯერ დანარჩენი,ძირითადად ასაკოვანი მასწავლებლებისგან შემდგარი სანაცნობი აუღებელ ციხესიმაგრედ დახვდა,მერე კი ისე მოულოდნელად უბოძეს დამრიგებლობა ,იმის გაფიქრებაც ვერ მოასწრო რა კარგი ამბავიაო,რომ თავისმა "სადამრიგებლომ " მაშინვე მიახვედრა ყველაფერს.

ყველაზე პრობლემური კლასი მოეტოვებინათ მისთვის.არავის სურდა მათი ხელმძღვანელიბა და გვანცაც,რომელიც ერთადერთი ოცდაათ წელს მიტანებული ქალი იყო მასწავლებლებს შორის,დაუფიქრებლად დაედგინათ მეთორმეტე "გ" კლასის ხელმძღვანელად. რამდენიმე წლის წინ,როცა ჯერ კიდევ ეგონა ,რომ ლიტერატურის მასწავლებლობა ძალიან საინტერესო იქნებოდა , სიხარულით შემოაბიჯა ამ შენობაში. ახლა კი ტკივილამდე დაღლილი იჯდა ყინვაში და კარგ სამსახურზე ოცნებობდა.

ფრჩხილებზე გადაყვლეფილ ლაქს უგულისყუროდ დახედა . გონებაში მაინც ის უტრიალებდა,რომ საკუთარი მოსწავლეები კლასისგან გარიყული თინეიჯერი გოგონასავით უფრო ექცეოდნენ,ვიდრე მასწავლებელივით.

ორმოცდახუთი წუთის შემდეგ ისევ უნდა ამდგარიყო,მხარზე მოგდებული მძიმე ჩანთა ეზიდა და "კლასის საათი" ჩაეტარებინა მათთვის. კლასი სავსე რომ დახვდა,დაღლამ ორმაგად შემოუტია.მაგიდაზე უგილისყუროდ დააგდო ჩანთა,მერე ჩვარს დასწვდა და ისე რომ არც შეუხედავს საგულდაგულოდ გაწმინდა დაფა,რომელსაც ამჯერად ფალოსისა და ვაგინის უზამრაზარი გამოასახულება ამშვენებდა.ამაზე დიდი ხანია აღარ რეაგირებდა გვანცა.უნებურად მხოლოდ ის გაიფიქრა,რომ ეს ბავშვები ფანტაზიის მხრივაც კი ძალიან მოიკოჭლებდნენ. იცოდა დაფის გაწმენდა დამატებითი მახე იყო მისთვის,მაგრამ ტყუილად გარჯილიყვნენ ახალგაზრდები. გვანცა ცდილობდა მაქსიმალურად ნაკლები ემოძრავა გაწმენდისას,არ დახრილიყო ,ამასთან წელზე მოხვეული ჟაკეტიც საიმედოდ იცავდა უხამსი შენიშვნებისაგან. ქალის სასქესო ორგანოს გამოსახულება დატოვა. საქმეს რომ მორჩა,უხმოდ შეტრიალდა მათკენ. სალაპარაკო ბევრი იყო : მანდატურმა კვირის განმავლობაში ათჯერ მაინც გააფრთხილა , დირექტორმა სამჯერ გაკიცხა,დანარჩენმა მასწავლებმებმა კი უბრალოდ აღნიშნეს რომ დამრიგებლობისათვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო,არადა სწორედ მათი წყალობით შეხვედროდა ეს პოსტი.

-ხანდახან მგონია რომ იტირებთ.- ირონიულად შენიშნა მერხზე სანახევროდ გადაწოლილმა ვაჟმა და დანარჩენებს გადახედა.მზერით სთხოვა "ხუმრობის" შეფასება ,რომელმაც არ დაიგვიანა.

-ბიოლოგიაში რა ნიშანი გყავს ?-აუღელვებლად ჰკითხა გვანცამ და ძლიერად მოისრისა შუბლი.

- ასე მოგწონათ ჩემი ნამუშევარი?- თავის მოძრაობით დაფაზე დატოვებულ ნახატზე ანიშნა ბიჭმა.- ამ საკითხებში ვერკვევი.-თავმომწონედ შენიშნა .

- რაც წავშალე ძალიან სწორად იყო დახატული.-თავი ასწია . ვაჟის კმაყოფილ მზერას გაუსწორა თვალი.- საკუთარ თავზე ვარჯიშობდი შესასწავლად ? მაგრამ ქალის სასქესო ორგანოსთან მიმართებით კი შეცდი,ამიტომაც დავტოვე .-წამოდგა გვანცა და ცარცი ისე ძლიერად დააჭირა დაფას,რომ სანახევროდ ჩამოიფშვნა იგი.-აქ სასირცხვო ბაგეები უნდა დაგეხატა,არც ეს არის ასე ზემოთ.ეს რა არის ? ააჰ,ეს ასე პირდაპირ არ ჩანს.- ნახატი რომ შეასწორა ,ნელა მიბრუნდა.ანთებული,გაბოროტებული მზერითაც კი უყურებდა ახლა მოზარდი.- ასე ხშირად თუ გააცდენთ- ვითომ ვერ შეამჩნიაო,ისე ჩახედა ჟურნალს.- უბრალოდ ატესტატს და ბრალიანად უნივერსიტეტსაც დაემშვიდობებით.ეს ვინ არის?- ჟურნალს რომ ჩახედა,მეშვიდე გრაფამ უნებურად მიიქცია მისი ყურადღება.სექტემბრის რამდენიმე დღის გარდა ,არცერთხელ ყოფილოყო მოსწავლე სკოლაში. თამარ მიქაძე - "არების" კატასტროფული ოდენობით.

- თამარს იცნობთ ვინმე ? - წამით სიჩუმე ჩამოვარდა კლასში,მერე ისევ ნახატის შემოქმედი,ტიტე ალაპარაკდა.

- თამარზე ბევრჯერ გითხარით,მაგრამ ,როგორც ჩანს,თქვენს გარდა ყველა ვიცნობთ.-ამჯერად სერიოზულად შეეპასუხა ვაჟი. - მის მაგალითზე დავხატე დაფაზე.არაფერი შემშლია .- გულისრევისა და გაღიზიანების შეგრძნება ერთდროულად მოაწვა გვანცას.რაღაც სინდისისქენჯნის მსგავსიც,რადგან ამ პრობლემურ გოგონაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა.

- მე ეგ არ მიკითხავს.-პირში დაგროვილი ნერწყვი გაჭირვებით გადაყლაპა .წამოდგომისა და ტიტეს გამოლანძღვის საშინელმა სურვილმა წამოუარა, მაგრამ ასეთი სამსახურიც კი ძალიან ჭირდებოდა. - თამარი სკოლაში რატომ არ დადის? - ეს სიჩუმე უარესი იყო. ტიტეც კი გაჩუმებულიყო,რაც არასდროს ხდებოდა გვანცას ერთი შენიშვნის გამო.

- თამარი მუშაობს.- ჩუმად თქვა ვიღაცამ,მაგრამ გვანცა ისე გართულიყო თავის ფიქრებში,მოსაუბრე ვერ დაინახა.- თუ გაინტერესებთ ,მიაკითხეთ.

თვალის კუთხიდან შეამჩნია ,როგორ წამოდგა ტიტე და სასწრაფოდ გაასუფთავა დაფა,მერე კი ,მისდა გასაოცრად ვაჟის ნაჩქარევად ნათქვამი სიტყვები მოესმა.ზედმეტი მომივიდაო ჩაილაპარაკა ტიტემ და ქალმა ისე სწრაფად , ისე მკვეთრად მიაბრუნა მისკენ თავი ,რომ კისერი ასტკივდა,მაგრამ თვალი ვერ შეასწრო მის სახეს.

-რამდენი წლისაა თამარი?- ეს კითხვა ისე დასვა,თითქოს კლასისთვის იყო განკუთვნილი,მაგრამ ჯერ კიდევ მის გვერდით მდგომ ტიტეს ეკითხებოდა მხოლოდ.

- თვრამეტისაა.

- მის მშობლებს ხომ არ იცნობს ვინმე ? - ეს კითხვა უფრო ფორმალობისთვის იყო დასმული.გვანცამ ისედაც იცოდა პასუხი. არათუ თამარის მშობლებს,მასაც კი არ იცნობდნენ ნორმალურად. კლასში არავის ელაპარაკებოდა.ყოველთვის ახერხებდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო,თანაც ისე რომ გვანცას არც კი ახსოვდა იგი.

უარესად დაღლილმა შეაღო სახლის კარი. ახლა მარტო ცხოვრობდა.მშობლიურ სახლს მტვირსა და თეთრი ზეწრების გროვა ამშვენებდა.ზურაბმა ბევრჯერ სთხოვა მასთან ერთად გასცლოდა იქაურობას,მაგრამ არ შეეძლო გვანცას. ნინოს ნახვის შემდეგ მტკიცედ გადაეწყვიტა ყველაფრის გამოსწორება. მიუხედავად გადაწყვეტილების სიმყარისა,თამარის ამბავი გამუდმებით გონებაში უტრიალებდა. ნეტავ გაბედავდა კი ამ საქმეში გარევას?
თავის პატარა ბინას მოავლო თვალი.მართალია ფართი საკმარისზე ნაკლები იყო,მაგრამ ქალაქის კარგ უბანში ცხოვრობდა და აღარაფერს ჩიოდა. ოთახი დასალაგებელი იყო. საწოლზე გადაწოლილს,სანახევროდ ჩაძინებულს თავისი უცნაური მოსწავლე გაახსენდა.თამარი ქალაქის ყველაზე საშიშ,მივარდნილ უბანში ცხოვრობდა,მაგრამ ეს როდი აჩერებდა გვანცას.
ოცდაშვიდი წლის იყო.
ცხრა წელი გასულიყო და მაინც ხვდებოდა დედის საფლავთან ფაქიზად მიწყობილი,ნამშეუმშრალი მინდვირს ყვავილები.ნეტავ თომას თუ მოეკრა თვალი მისთვის ? იქნებ უბრალოდ ნანას მიმართ გამოხატული პატივისცემა იყო და მეტი არაფერი.დედის გახსენებაზე ტკივილით ევსებოდა გული.

გვანცა გრძნობდა არასდროს ყოფილა მისთვის ღირსეული ქალიშვილი,ნანა ვერასოდეს იამაყებდა მისით. რას მოუხერხებდა თამარს? გაბედავდა ქალაქის ყველაზე საშიშ ,მივარდნილ უბანში შებიჯებას ? უბანში ,სადაც სულ სხვა რამ აშინებდა.

***

სუსხიანმა ქარმა გამოაღვიძა. ტუჩი უხურდა. ხელი რომ ჩამოისვა,უკვე შემხმარი სისხლის გამჭირვალე ნაფლეთები დაჰყვა თან. ისეთივე ხუთსართულიანი ხარახურის სახურავზე იყო,როგორიც ყველგან იდგა ამ მხარეში.ამ ერთმანეთზე ახორხლილ,ჭუჭყიან კორპუსებს ლამაზი ,მწვანე სახურავები არ ჰქონდათ,არც მათ მიღმა გადაჭიმული მაგისტრალი მოჩანდა,აივნადაც მხოლოდ გუდრონმოსხმული ,ზამთარში მოყინული,ზაფხულში კი მზისგან გაცხელებული,ბრტყელი სახურავი ჰქონდა. საერთოდ არაფერი ჩანდა ამ კორპუსებს მიღმა,გარდა ისევ და ისევ ხუთი ან რვასართულიანი ,გასაცოდავებული ნაგებობებისა.ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი შენობებისა და ჟანგიანი სახურავების ბლანტ ფერებში გადღაბნილიყო.მხოლოდ ვიწრო,ზოგან ქაღალდაკრული ფანჯრიდან გამოჩრილ საკიდებზე აშრობდნენ ფერად სარეცხს.ისიც საშინელი სანახავი იყო შუადღისას,რადგან როცა კი მზე კარგად მიადგებოდა ,ადვილად შენიშნავდით გარდასულ ფერთა ჭრელი კვალი იყო ის ,რაც ბინდისას ხასხასა ლურჯად ან ქორფა სტაფილოსფრად წარმოუდგებოდა თვალს.
თომა წამოჯდა. გვარიანად დაებეჟათ,თუმცა მაინც კმაყოფილი იყო.რაც არ უნდა ყოფილიყო,თანხის ნახევარი მაინც მიეცათ. ქაღალდის კუპიურების გროვა გადათვალა . ცხოვრება გულიანად ეხუმრებოდა. ორი თვე დაუთმო ვიღაც მილიონერის წვეულებისათვის ქანდაკებების კვეთას.ნაკეთობები დროულად ჩააბრა,მაგრამ გასამრჯელოს მოლოდინში თვეებმა რომ გაიარა,სახლის კარზე მიადგა მას. რამდენიმე კვირა უბრალოდ ემუქრებოდნენ,მაგრამ მუქარამ რომ არ გაჭრა ,ცემა დაუპირეს. გამოუვიდათ კიდეც,თუმცა ამანც რომ არ შეაჩერა მოქანდაკე და აყალმაყალმა ყოველდღიური ხასიათი მიიღო,ნაწილიღა მიუგდეს და ისევ მოსვლის შემთხვევაში ხელების მოტეხვითაც დაემუქრნენ.
ოცდაშვიდი წლის თომამ კარგად იცოდა,რა შედეგი მოჰქონდა იმედებსა და მაღალ იდეალებზე დაყრდნობას,ამიტომ მთლიან ფულს ისევ შემოსავლის ერთადერთი წყაროს,საკუთარი ხელების შენარჩუნება არჩია და მადლობითაც კი გამოემშვიდობა მტარვალს,მაგრამ მისი მდგომარეობა უარესდებოდა და ამას ვერაფერს უზამდა.ქანდაკებები არავის სჭირდებოდა.ბოლო წლების განმავლობაში ერთადერთი მუდმივი კლიენტი ჰყავდა და ახლა ისიც მხოლოდ რამდენიმე ქანდაკებას თუ შეუკვეთავდა.

თავის პატარა ბინაში რომ დაბრუნდა , იქვე ფანჯარასთან დადგმულ ბიუსტს გადახედა.
პოლიეთილენის პარკი შემოეხვია მისთვის და მხოლოდ ტუჩებამდე ჩანდა სახე. მაღალი შუბლი,ოდნავ კეხიანი ცხვირი,მორკალული წარბები და საფეთქელთან დატალღული დალალები მიანიშნებდა - ნაკეთობა ქალის იყო. თაბაშირს რომ ყიდულობდა , ზუსტად არ იცოდა რას გააკეთებდა.ალბათ რამე ვინტაჟურ ქანდაკებას ,დაძველების ეფექტით და მერე რომელიმე მეძველმანე მორიგ სულელს გასული საუკუნის რელიქვიად მიასაღებდა.სანამ დაასრულებდა ჯიუტად აჯერებდა საკუთრ თავს,რომ ეს უბრალო რამ იქნებოდა. მხოლოდ დასრულებისას მიხვდა , ვინც შემოჰყურებდა .

წამიერ იმპულსს აყოლილი მალევე გამოფხიზლებულიყო. სწორედ ამიტომაც გამოეხვია ბიუსტი პარკში. ასე უფრო ადვილი იქნებოდა მისი გადაგდება.
ფული კიდევ ერთხელ გადათვალა.გიორგის საავადმყოფოსა და წამლების ხარჯებისათვის სრულიად საკმარისი იყო.ცოტა კიდევ მორჩებოდა.ვინ იცის,იქნებ მორჩენილით ცოტა მასალაც ეყიდა , იქნებ ფულის დაგროვება და უკეეთეს ადგილას გადასვლაც მოეხრხებინა.მაშინ მამამისიც მასთან იქნებოდა და არა რომელიღაც იაფფასიან ფსიქიატრიულში.

ნეტავ სარკე ჰქონოდა სახლში.ნახავდა მაინც რა დღეში ჰქონდა ტუჩი.დაღლილმა მხოლოდ მაისურის გახდა მოახერხა.

უკვე სამი წელი გასულიყო , რაც ქანდაკებას ინახავდა. მაშინ ნანას საფლავთან მდგომ,შავებში გამოკვართულ ქალს რომ მოჰკრა თვალი,მიხვდა ვინც იდგა იქ,სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მისგან. წამის უსწრაფესად მიიმალა მუხის აქერცლილი,აქა-იქ დასერილი ტანის მიღმა და მწყურვალი მზერა ააყოლა ქალს. იქამდე უყურებდა თავსაბურავიდან გამოჩრილი,ურჩი კულულების გროვას, სანამ შავებიანი თვალს არ მიეფარა.

ჩაძინებამდე სახეზე გადაიტარა ხელი.მარჯვენა ნაწილზე უზარმაზარი ჩაღრმავებისა და ნაწიბურების შეგრძნებამ კიდევ ერთხელ გაახსენა,ბიუსტი აუცილებლად უნდა გადაეგდო. აბზინდას თვალი არ დაეზიანებინა,მაგრამ ცუადად გაკეთებული ნაკერების გამო ჭრილი ოდნავ გვერდით გასწეოდა.

სარკეების მოშორება კარგი იდეა იყო.

***
სკოლის შენობის წინ გაჩერებულ პოლიციის ავტომობილს ბავშვები შემოხვეოდნენ.ზოგიერთი მათგანი ინტერესით უვლიდა გვერდს , ზოგიც კი სახით აკრობოდა ფანჯრებს და შიგნით იჭყიტებოდა.

აფორიაქებულმა გვანცამ სწრაფად აურა მათ გვერდი.თავს ასე რატომ გრძნობდა ? შეიძლებოდა ათასი მიზეზის გამო ყოფილიყვნენ აქ. ის იყო ოდნავ დამშვდებულმა გაიფიქრა რომ პოლიცია სწორედაც სხვა მიზეზით მოსულიყო აქ,რომ დერეფანში მორბენალი , შეშფოთებული ქალი დალანდა.

-ახლავე წამოდი !- დანახვისთანავე დაუძახა და მის ხმაში გაჟღერებულმა მღელვარებამ მიახვედრა ,საქმე თამარს ეხებოდა.უსიტყვოდ დაჰყვა ქალს.

-თამარ მიქაძე ? - პოლიციის ოფიცერმა გაკვირვებით გადმოხედა , როცა მის წინ მჯდომმა მასწავლებელმა , უკვე მეორედ,მექანიკურად გაუმეორა გოგონას სახელი.

-დიახ,ქალბატონო,თამარ მიქაძე . გუშინ ღამით ქუჩაში ნაპოვნი,მძიმედ დაშავებული თამარ მიქაძე. როგორი გოგონაა ? - ამჯერად უკვე გაღიზიანებით მიაყარა მან . საპასუხო დაბნეულ გამომეტყველებაზე კი ,თითქმის გაცოფებულმა გადახედა იქვე ატუზულ დირექტორს.-დამრიგებელმა მისი სახელიც კი არ იცის,თქვენ ერთხელაც არ შეგიმოწმებიათ რა პირობებში ცხოვრობს . იცით თუ არა რომ ამაის გამო შესაძლებელია პრობლემები შეგექმნეთ ?

-ჩვენ ვითანამშრომლებთ,აუცილებლად ვითანამშრომლებთ თქვენთან.- პრობლემების ხსენებისთანავე შესძახა დირექტორმა.- ოჯახს გავაფრთხილებთ ,უფრო ყურადღებით მოექცევიან გოგონას.- და როგორც კი ოფიცერის შეცვლილ გამომეტყველებას წააწყდა.-რა თქმა უნდა,ჩვენც უფრო ყურადღებით ვიქნებით.

-ღმერთო.-ოფიცერი უკვე ყვიროდა.-არავითარი ოჯახი არ ჰყავს მას . ახლა სასტიკად ნაცემი , მომკითხავის გარეშე წევს საავადმყოფოში და ითხოვს რომ პოლიციამ უბრალოდ თავი დაანებოს. მისი სამი წლის ქალიშვილი კი ვინ იცის სადაა ახლა.

-შეიძლება წავიდე ? - საკუთარი სიტყვები შორიდან მოესმა გვანცას.-სკოლაში არ დადიოდა,როგორც გითხრეს.მე მას არ ვიცნობ.-წამით მამაკაცის ზიზღითა და გაოცებით სავსე მზერა შეამჩნია და როცა გაოგნებული ოფიცერის ზიზღიან გამოხედვას ირონიული,დამცინავი ღიმილმა შეცვალა ,უსიტყვოდ წამოდა .
დერეფანში ტიტეს დაეჯახა .

პირველი გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო,ტიტე კი ჩვეულებისამებრ აგვიანებდა , მაგრამ ესეც სიახლე იყო ბიჭისგან.პირველ გაკვეთილს არც ესწრებოდა ხოლმე . ყველაზე შეუფერებელ დროს სიცილი მოუნდა გვანცას.ტიტე ხომ იქვე ცხოვრობს ,ქუჩის ჩასახვევთან.
უსიტყვოდ აუარა გვერდი.
არა,გვანცა იქ ვერ მივიდოდა.
ამდენი წლის შემდეგ ,ვერაფრით მოახერხებდა ამას.
ისევ და ისევ,სამიოდე წლის ბავშვი წარმოუდგა თვალწინ.
არა,რაც არ უნდა მომხდარიყო,ამას ვერ გაუძლებდა. შენობიდან გასული ადგილზევე შედგა,მიხვდა უკვე მყარი გაადაწყვეტილება მიეღო,რომელსაც არაფრის ფასად შეცვლიდა.


***
-რა საშინელებაა. - მოსმისთანავე უკანვე დააბრუნა ოხშივარადენილი ჭიქა ვაჟამ . - არადა თემურმა მთელი გულით გამომატანა ეს ყავა.

- მშვენიერია.-მხრები აიჩეჩა თომამ , ისე რომ უკმაყოფილო მზერა არ მოუცილებია მაგიდაზე შემოწყობილი მეგობრის ფეხებისთვის. - მართლა იმ თეატრში აპირებს მთელი ცხოვრება მუშაობას ?

-აბა,წარმოიდგენდი ? - ვაჟას წვერი წამოზრდოდა.დატვირთული გრაფიკის გამო ასაკიც საგრძნობლად დასტყობოდა,მაგრამ ძველებური ჩვევები კვლავ შერჩენოდა.ჯერ კიდევ გულდაწყვეტილი იყო ყავის უხარისხობის გამო.როგორც ჩანს , გამყიდველი ისევ არ სწყალობდა თემურს,თემური კი მას თავისი გულკეთილობით. - მოგიკითხა.-ახლაღა ახედა გეგელაურს.ბიჭი ისე იშვიათად იხსნიდა კაპიუშონს , ვაჟას ხანდახან ეჩვენებოდა რომ მისი სახე აღარც კი ახსოვდა ნორმალურად.ეს ნაწილობრივ სიმართლეც იყო.სახის მარჯვენა ნაწილზე ახლა გრძელი ,ღაწვიდან ყბამდე დაშვებული ვარდისფერი ნაჭრილობევი ჰქონდა. ასეთი კიდევ სამი აჩნდა ამ მხარეს,მაგრამ ეს ყველაზე საშინელი იყო.ჩაღრმავებული,ნაპირებთან შეთეთრებული ნაწიბურებით დაფარული დამშრალ კანიონს ჩამოჰგავდა.საზარელი იყო ეს მსგავსება,იმდენად საზარელი,რომ პირველად თვალის გასწორება გაუჭირდა ვაჟას.აბზინდა ადრეც ენახა.ვერც კი წარმოიდგენდა ამ პატარა მორთულობას თუ ასეთი ნაჭრილობევის დატვება შეეძლო . როცა შეამჩნია,ოდნავი ღიმილიც როგორ გაუქრა სახიდან გეგელაურს,ეცადა თემა შეეცვალა.-კარგი,ბოროტი დიასახლისივით ნუ მიყურებ ერთი.-ნაძალადევი სიცილით ჩამოაწყო ფეხები მაგიდიდან.

-სალომე იქნება დღეს ჩემთან და იქნებ ნორმალურად მოიქცე.- შეუბღვირა თომამ და მაგიდა გადაწმინდა.

-სალომე...-ჩაიფრუტუნა ვაჟამ და ეშმაკურად აჰხედა ქვემოდან.- სალომე კარგი ვინმეა ლაპარაკისთვის თავის ასარიდებლად ,არა ?

-არაფერს ვარიდებ თავს,უბრალოდ არ მინდა ასეთი მნახოს თემურმა.- თითქოს მისი სიტყვები არც გაუგონიაო,ისე თქვა წითურმა.თემურზე ამბობდა,მაგრამ გრძნობდა ვაჟა,უფრო მეტს გულისხმობდა ამით.

- მე მაინც ვფიქრობ,რომ სხვა მიზეზი გაქვს.- ვაჟას უნებურად ჯერ კიდევ ფანჯრისკენ გაექცა მზერა.

-მაინც რა მიზეზი ? - ცალყბად ჩაიცინა თომამ და ისე რომ მისთვის არ შეუხედავს, ოდნავ შებრუნდა სკამზე . თავადაც ფანჯარზე მიყუდებულ ბიუსტს დააცქერდა.

- არ მიდიხარ თეატრში , ცხრა წელია შენს საყვარელ ბიბლოთეკაში არ ყოფილხარ და კიდევ...-წამით შედგა.ასაკის მატებასთან ერთად ამჩნევდა,რომ უბრალოდ არ შეეძლო დიდხანს ესაუბრა სერიოზულ თემაზე.ოცდაშვიდს გადასცდებოდა მალე,მაგრამ ისევე ამოუსვდება ხოლმე ეშმაკური სხივები თვალებს,როგორც თვრამეტი წლის ასაკში. - ჩემს მანქანას არ ეკარები.

-როდის მიხვდი ? - თომა არ უყურებდა ,მაგრამ მისი ხმა თითქმის ძველებურად ჟღერდა.
ვაჟას წამით თავისი მეგობარი მოაგონდა. მეწამული,მხრებამდე დაშვებული ურჩი თმით,გახეთქილი ტუჩით.ჰო,ერთი რამ უცვლელი იყო.გეგელაურის ქვედა ტუჩი ახლა ბევრად უარეს მდგომარეობაში იყო,ვიდრე მაშინ.

- რა მნიშვნელობა აქვს ? მთავარი ისაა,რომ შენ ისევ გეშინია,ისევ უფრთხი მასთან შეხვედრას,ისევ გიყვა... - ყურისწამღებმა ჭახანმა სიტყვა გააწყვეტინა .იატაკამდე დაშვებული ფანჯარა ოდნავ გაბზარულიყო,ლითონის ჭიქას,ცოტა ხნის წინ ხელში რომ ატრიალებდა თომა,ორად გაეყო ბიუსტი.ორად გახლეჩილი ახლა მტვრიან,თაბაშირისაგან გათეთრებულ ხალიჩაზე ეგდო.

უსიტყვოდ შემოუბრუნდა თომა.ვაჟას ჭიქაში ჩარჩენილ , გაციებულ ყავას დასწვდა და მერე,მაგიდაზე ფეხებშემოწყობილმა არხეინად,გემრიელად გადაკრა გემოდაკარგული სითხე.

-კარგი ფანდია.- წამიერი დუმილის შემდეგ ჩაილაპარაკა ვაჟამ.მთელი საუბრის განმავლობაში ასეთი სერიოზული არ ყოფილიყო.- შენი მდგომარეობა კი ბევრად უფრო რთული,ვიდრე მეგონა.

-კარგი ერთი.- დაცარიელებული ჭიქა გადმოაბრუნა გეგელაურმა.- რა კარგად ვთამაშობდი ხომ გახსოვს ? არა მარტო მას , შენც არ შეგიმჩნევია თამაშის დროსაც კი რამე- ვაჟამ უაზროდ,მწარედ გაიღიმა.რამდენჯერ შეემჩნია გასახდელში ტკივილისაგან ორადმოხრილი თომა ? არა , ამას არასდროს ეტყოდა.- რა გამოდის ? შენ მე არ მიცნობ. – "მე კი შენ" გაიფიქრა ვაჟამ,მაგრამ არაფერი უთქვამს . -ესეც რომ არ იყოს ,ცხრა წელი გავიდა. ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს,მე კი ჩემი.

- რამდენი ხანია ეგ ბიუსტი პარკში გამოხვეული გიდევს და გადასაგდებად ვერ იმეტებ.დაამტვირე , მაგრამ დავნაძლევდეთ, კიდევ კარგა ხანს იქნება აქ.

- ლოგიკას სად ხედავ ? - სკამზე კიდევ უფრო მოსახერხებლად მოთავსდა გეგელაური.-იმისათვის დავამტვრიე,რომ გადავაგდო.

- იმისთვის დაამტვირე,რომ ჩემთვის პატარა წარმოდგენა დაგედგა,ხოლო სიყვარულში ლოგიკას რომ ეძებ,უკვე პრობლემაა.- კარისკენ წავიდა და მერე სანამ ზღურბლს გადააბიჯებდა ,კიდევ ერთხელ მიუბრუნდა მეგობარს. - ერთ დღესაც,სადმე ისევ შეხვდები მას და თვითონაც მიხვდები , რომ შენ კი არ გძულს, გეშინია. მთელი შენი არსებით გეშინია.

- რისი ? - ჩაიფრუტუნა წითურმა.

- მისი სიძულვილის გეშინია,მაგრამ პრობლემა ეს არ არის.თომა,ცხრა წელი გავიდა და ჩვენ ისევ მასზე ვლაპარაკობთ . ცხრა წელი გავიდა და ისევ უფრთხი ყველაფერს ,რაც მას გახსენებს.- რადგან არასდროს დაგვიწყებიაო დაამატა ისე რომ თომას არ გაეგო.

- მოეშვი ერთი და იმავეს გამეორებას. სახლშიც რომ შემომივარდეს ...

- და როგორ გინდა რომ სახლში შემოგივარდეს.-სიცილით გააწყვეტინა ვაჟამ და სანამ გაცეცხლებული ვაჟი რაიმეს თქმას მოასწრებდა,კარს მიღმა გაუჩინარდა.

მარტოდარჩენილი გახლეჩილ ბიუსტს დააკვირდა.
ვაჟამ არ იცოდა.არაფერი იცოდა.

თაბაშირის ნატეხებს დასწვდა და ისე რომ არც კი დაუხედავს,პარკში გამოხვეული ამჯერად შემოსასვლელ კართან დადო. გარეთ გასვლისას მარტივად გააყოლებდა ხელს.
რაღაც წაიჩურჩულა ,რაღაც გაურკვეველი.

რა უცნაურად ახლოსაა ერთმანეთთან ყოველივე საპირისპირო. რა ახლობელია მიყ ვარ ხარ და მძულ ხარ . მერე და , რამდენს ამბობს ხოლმე სამი ბგერა.მეორეგან ხომ მხოლოდ "ხარ" დარჩენილა . იქნებ სიძულვილი სწორედაც რომ სიცარიელეა.არათუ სხვისი,არამედ საკუთარი თავის,საკუთარი "ვარ"-ის არ ყოფნით დარჩენილი სიცარიელე.
ჯერ კიდევ დილა იყო ,მაგრამ უკვე საშინლად დაღლილიყო თომა.
რაღაცას ისე მოეღალა,რომ ქალაქის ყველაზე საშიშ უბანშიც კი სახლის კარის ჩაკეტვა დავიწყებოდა.
მერე მიხვდა ,თითქოს რაღაცას ელოდა.

***

ჯერ კიდევ დილა იყო ,მაგრამ უკვე საშინლად დაღლილიყო გვანცა.რაღაცას ისე მოეღალა,რომ ქალაქის ყველაზე საშიშ ოფიცერსაც კი, გამალებით რომ ჩაჰყვიროდა ტელეფონში რაღაცას, ჯიქურ ჩაავლო მხრებში .

-საიდან გაიგეთ ? - და როცა გაკვირვებულმა კაცმა მხოლოდ წარბების აწევაღა მოახერხა,უფრო ხმამაღლა გაუმეორა.- საიდან გაიგეთ თამარის მდგომარეობის შესახებ ? - თამარს ყოველგვარ საჩივარზე უარი ეთქვა ,საავადყოფოდან წასულიყო და რადგანაც ვერც მკურნალობის ხარჯებს დაფარავდა,აღარც ექიმებს შეეკავებინათ.

- გამთენიისას მისმა თანაკლასემა დაგვირეკა.აი იმ ბიჭმა.-უკან მდგომ ტიტეზე ანიშნა ოფიცერმა.-შესახვედრად მიდოდა მასთან და...

გვანცა შებრუნდა ,სიტყვა აღარ დაასრულებინა.წამით ადგილზე შედგა,არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.

მერე მიხვდა, თითქოს რაღაცას ელოდა.

ჯანდაბაშიც წასულიყო შიში,ამდენ ხანს რომ აკავებდა და მშვიდი ცხოვრება,რადგან არც არასდროს ჰქონია იგი.

შენობის მთავარ კართან ტიტე იდგა,გარშემო თითქმის ყველა მისი კლასელი ეხვია.მასთან თვალის დახამხამებაში გაჩნდა გვანცა,საყელოში წვდა და ის გააკეთდა ,რასაც კარგი მასწავლებელი არასდროს გააკეთებდა.

თუმცა ის ნამდვილად არ იყო კარგი მასწვალებელი.

-! - აი,თურმე რას ელოდა. მის ყვირილზე ტიტეს გარშემო შემოკრებილმა ბავშვებმა გაკვირებით გადმოხედეს.- რა იყო ,სახე რატომ შეგეცვალა ? მთელი ღამე იქ იყავი , უყურებდი როგორ სცემდნენ და ფიქრობდი დაგერეკა პოლიციაში,თუ უბრალოდ თავი აგერიდებინა შარისთვის ! გამთენიისას იფიქრე კვდებაო და დარეკე,მერე კი სკოლაში გამოიქეცი ამბის გასაგებად !

-მსხვერპლის როლში ყოფნა მოგწონთ ,არა ? -ზიზღიანად გაუღიმა ტიტემ.საყელოში ჩავლებულ ხელზე დასწვდა და უხეშად მოიშორა.-თქვენს გამო მოხდა.-ძლივს გასაგონად დაამატა და გვერდის ავლა დააპირა,მაგრამ ქალი ისე ძლიერად სწვდა ,რომ იძულებული გახდა შეჩერებულიყო . მერე კი სკოლის შენობაში თითქმის ძალით შეათრია გაოგნებული ბიჭი.

პირველ სართულზე მხოლოდ საკლასო ოთახები იყო განლაგებული ,ერთადერთი ადგილი ,სადაც მშვიდად საუბარი შეიძლებოდა დირექტორის კაბინეტი იყო.
ბევრი აღარ უფიქრია გვანცას.ჯერ კიდევ კედელთან ატუზულ,თანამდებობის დაკარგვის შიშით მოფქურულ , დირექტორს ამჯერად გათავისუფლებული ხელებით დასწვდა.

-რა...რას სჩადიხართ?- გადმოხედა გაოგნებულმა და იმაში დარწმუნებულმა ,რომ ამ სიტყვებში სრულად ჩაექსოვა შელახული ღირსებისა და თავმოყვარეობის გრძნობა . - ამისთვის...გაგათავისუფლებთ სამ..

იქვე მდგომი ტიტე თავიდანვე მიხვდა,რომ აღშფოთებულ დირექტორს თავისი წინადადების დასრულება კარს მიღმა მოუწევდა,მაგრამ ამ ქერა,ასევე საკუთარ სკამზე გადაყლილი მასწავლებლისგან,რომელიც საშინლად სძულდა ,ასეთ პასუხს ნამდვილად არ ელოდა.
-მიმიფურთხებია თქვენი სამსახურისთვის ! - მიაძახა გაცეცხლებულმა გვანცამ.
მისკენ რომ მობრუნდა ბიჭმა შეამჩნია,სახე ერთაიანად ანთებოდა,მზერა სიბრაზისაგან უელავდა,მაგრამ მრისხანების მიღმა კიდევ იყო რაღაც.ეს რაღაც წუხილს ჰგავდა. როცა გვანცა საკლასო ჟურნალს შლიდა და თამარის გრაფას თვალს გაადაავლებდა ხოლმე ,მაშინ ამჩნევდა ასეთ სხივს მის თვალში.ამიტომაც გადაწყვიტა თამარზე მას დალაპარაკებოდა. გაოგნდა როცა მიხვდა რომ ეს ქალიც თავისარიდებას ცდილობდა,გაოგნებას კი სიძულვილი და მისი გაღიზიანების სურვილი მოჰყვა.
- რას გაჩუმებულხარ ? დროზე მომიყევი !

-რამდენჯერ მოგიყევი ? - თქვენობითი ფორმა უბოდიშოდ მოისროლა სადღაც .ჯერ კიდევ ახსოვდა ქალის გულგრილი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.-მხოლოდ ერთი პირობით.-შეყოვნდა ,კიდევ ერთხელ დააკვირდა მის წინ მდგომს.-პოლიციას არაფერს ეტყვით.

-საკუთარ ტყავზე ზრუნავ ,არა ? იქნებ შენც გირევია ხელი ამ ყველაფერში ?

-ყველაფერი საკუთარ ტყავზე ზრუნვად რატომ მიგაჩნია ? ძვირფასო მასწავლებელო , - მასთან ახლოს მივიდა .-თავადაც უნდა ხვდებოდეთ,რამდენად სულელურია მეორე კითხვა.
-მაშინ ? არ მითხრა რომ გიყვარს . - სარკასტულად გაუღიმა .

- თამარი მარტო ცხოვრობს.ქალაქის ყველაზე საშიშ უბანში,ერთ ბინძურ ბინაში.-ისე გააგრძელა ტიტემ,თითქოს მისი სიტყვები არც გაუგონია.- პატარა გოგონა ჰყავს,რომელსაც მთელი დღე ან თან დაატარებს,ან რომელიმე ბაზრის გამყიდველთან ტოვებს. მე მას არასდროს შევხებივარ.ის ,რაც დაფაზე დავხატე თავადვე მანახა . ანდროს,მისი შვილის მამის,ნამოქმედარია. ყველაზე უარესი ისაა,რომ ჰგონია უყვარს. ანდრო ნორმალური ტიპი არ არის,მაგრამ თამარს სიტყვის გაგონებაც არ უნდა ამაზე.

-რას ნიშნავს მისი ნამოქმედარია ? - მექანიკურად ჩაეკითხა გვანცა.

- თამარი ამბობს ,რომ ანდროს უბრალოდ თავისებური ქცევები აქვს,მაგრამ ძალიან უყვარს. -ტიტე გაჭირვებით ლაპარაკობდა.დაძაბულობისაგან სიტყვებს რაღაც უცნაური ჟღერადობა მისცემოდათ. - ის რაც დავხატე,ანდრომ გაუკეთეა.რაღაც ინფიბულაციის მსგავსი.მას ჩუმად ვხვდები.ჩვენს შორის არაფერია,მაგრამ ანდროს არ ეუბნება.თამარი მიჩვეულია ასეთ მოპყრობას,თავს აღარც ადამიანდ თვლის,აღარც ქალად.ხომ გითხარი,თავად მაჩვენა რაც დამართა-მეთქი. არავინ თანაუგრძნობს .მასწავლებლები უგულისყუროდ უსმენდნენ ,პოლიცია კი შენც ხომ იცი.ამიტომ ამ ყველაფერს შეეჩვია.მე სულელმა შენზე ვუთხარი.მეგონა რომ მისი ბედი გაწუხებდა.ამიტომაც მოგიყევი მასზე,თუმცა შენს პასუხზე არაფერი მითქვამს.როგორც ჩანს იმედი მიეცა და ანდროს რამე უთხრა.გუშინ მასთან გავლას ვაპირებდი,როცა დავინახე როგორ სცემდა.ვერ დავეხმარებოდი.იქ არავინ ეხმარება ერთმანეთს ,რამეს იეჭვებდა და მოკლავდა კიდეც . ამიტომ ჰო,ვით ვიდექი და ველოდი როდის მობეზრდებოდა მისი ცემა.- ცრემლი უბრწყინავდა თვალზე ტიტეს. მტკივნეულად მოეკუმშა გული გვანცას.თურმე საერთოდ არ იცნობდა მას.დაუდევრად გადახსნა ჩანთა და ქაღალდის კუპიურებს დაუწყო ძებნა.ჯერ გაკვირვებით მიაჩერდა ტიტე,მერე კი აიმრიზა.-შენ თუ გგონია,მაგ ფულით...

-ხო არა მგონია საკმარისი იყოს , მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს მაქვს.-ნაჩქარევად შეეპასუხა ქალი.-ბეტადინი , სამედიცინო სპირტი,ბამბა,სოდერმიქსის მალამო . არ ვიცი .- საფეთქლებზე ხელები წაიჭირა.სხვა რამეს ვერ იხსენებდა.-აფთიაქში იკითხე კიდევ რა არის საჭირო.ახლა მასთან უნდა წავიდე , დანარჩენს მერე მივუტან.რას დაყუდებულხარ ? გაიქეცი აფთიაქში.მხოლოდ მე წავალ მასთან.

ბიჭი ცოტა ხანს იდგა . სხვა დროს საკუთარ თავზე გაეცინებოდა,მაინც რა ეგონა ? ეს ქალი ფულს თავიდან მოსაშორებლად მისცემდა და ცხოვრებას მშვიდად გააგრძელებდა ?
აფთიაქიდან დაბრუნებულმა,გულამოვარდნილმა რომ გაუწოდა მოზრდილი პარკი და საგანგებოდ შენახული ჩეკი,მიხვდა დამრიგებელი არ იყო ის ადამიანი,საკუთარი მშვიდი ცხოვრებმა რომ ერჩია სხვის დახმარებას.

გვანცა რას არ იზამდა,მთელი დღეც კი ხელით ატარებდა ჩეკს ნაგვის ურნამდე და ქუჩაში არაფრით მოისვრიდა,მაგრამ ახლა ჩეკის პრიალა ქაღალდი სკოლის წინ ეგდო,ახლადმოგვილ ეზოში ,თავად კი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სანახევროდ დაძრული ავტობუსისაკენ.
ქალი რომ გაოგნებული მგზავრების რიგს შეერია , ტიტემ მაშინღა გაიფიქრა,რომ მისამართი არ ეთქვა მისთვის. რატომღაც არც მასწავლებელს ეკითხა იგი.


***
-წადით.-მხოლოდ ეს მოესმა პასუხად კარზე რამდენიმე საათიანი უშედეგო კაკუნის შემდეგ. ამ თვრამეტიოდე წლის გოგონას ხმაც კი მოღლილი,კარგა ხნის მობერებული ქალისა ჰქონდა .წამით კართან გაშეშებული გვანცა შეეცადა გაეხსენებინა, როგორ გამოიყურებოდა თამარი. გული მოეკუმშა,თვრამეტი წლის ასაკში ჩამობერებული გოგონას წარმოდგენისას. - თამარ,მისმინე-დაიწყო და აკანკალებული ხმა გაჭირვებით დაიმორჩილა.-ვიცი,რომ ტიტე ჩემზე მოგიყვა.მე დავიგვიანე,მაგრამ აქ შენს დასახმარებლად ვარ . შემომიშვი,უბრალოდ ვისაუბროთ.

-გთხოვთ,წადით.ყველაფერი კარგადაა .-უფრო და უფრო სუსტდებოდა თამარის ხმა.სუნთქვა დამძიმებოდა,ისე რომ კარს მიღმაც კი ესმოდა მისი ყელიდან ამომავალი მონოტონური ქშენა.- წადით...- ჩაილაპარაკა მიმქრალი ხმით , მერე კი უცნაური ხმა მოესმა გვანცას. თითქოს რაღაც ყრუ ზათქით დაეცა იატაკზე. უმისამართოდ დაიწყო ხელების ქნევა გვანცამ.კანი დაუბუჟდა,საშინლად აეწვა მტევნები . არა,ასე ვერაფერს მოახერხებდა.არავინ იყო ირგვლივ .

როცა დაბნეული ეძებდა თამარის მისამართს,შეამჩნია შენობაში ბინები ისე იყო განლაგებული,რომ გვერდით მცხოვრებთა ფანჯრები ,ნაგებობის უკანა მხარეს რომ ჩაემწკრივებინათ, საკმაოდ ახლოს იყო ერთმანეთთან.მათ წინ ერთი კაცისათვის სამყოფი აივანიც დაეტანებინათ,თუკი რომელიმე მეზობელთან შესვლას მოახერხებდა ,მაშასადამე , თამარის ბინაშიც შეაღწევდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი კარს.ვერცხლისფერი 52 ამშვენებდა მას. 51-ით მონიშნულ კარზე უშედეგო კაკუნის შემდეგ ,53-ეს მიადგა.
ასეთ მდგომარეობაშიც კი რაღაც უცნაურ მღელვარებას აჰყოლოდა.რაღაცის მოლოდინს,რასაც საერთო არაფერი ჰქონდა თამარის ამბავთან,მაგრამ ჯერ კიდევ ახსოვდა ის ძლივსგასაგონი,ყრუ ხმა გოგონას დაცემას რომ ახლდა თან . ასეთი გამხდარი იყო? დასაკაკუნებლად დაჰკრა ხელი მეტალის ზედაპირს,მაგრამ კარი თავისუფლად გაიღო.
ბევრი აღარ უფიქრია.ჩაბნელებულ ბინაში სულმოუთქმელად შევარდა. დერეფანი ისედაც არ იყო განათებული,თუმცა ოთახში ჩამოწოლილმა სიბნელემ თვალი მოსჭრა.

თვალის კუთხიდან შეამჩნია,როგორ ნელა წამოდგა ,სავარაუდოდ , მაგიდასთან მჯდომი სილუეტი.რაღაც ბოდიშის მაგვარი ჩაიბურტყუნა გვანცამ და მისთვის შეუხედავად გასწია სინათლის ერთადერთი წყაროსკენ. ფანჯრის გამოღებამდე,სახეზე ცივი ჰაერის ნაკადის შეგრძნებამდე,ყავის მწარე სურნელის მსუსხავ შეხებას გრძნობდა ცხვირზე . ნაცნობი სურნელი იყო. ამას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როცა დარაბებიდან შემოჭრილმა ჰაერის ნაკადმა გაფანტა იგი, მაგრამ ვერაფრით გაეხსენებინა, საიდან ეცნობოდა.

ქუსლიანი ფეხსაცმელი სასწრაფოდ გაიხადა და როცა კი შეამჩნია თამარის ბინის ფანჯარა დაკეტილი იყო, ცალი ხელში დაიტოვა . აივნიდან აივანზე გადასვლას რომ ცდილობდა , ფეხებზე მოდებულმა სიცივემ მიახვედრა,ქვედაკაბა აკეცვოდა.წამით თვალი გააპარა ბინის მეპატრონისაკენ. უძრავად იდგა იგი და მართალია მის სახეს ვერ ხედავდა გვანცა,მაგრამ თითქოს გრძნობდა როგორ შემოჰყურებდა უცნობი.

ათრთოლებული ხელებით დაქაჩა ქვედაბოლო,მერე კი აივანზე გადასულმა ფეხსაცმელი ძლიერად მიარტყა მინას.მაშინვე ნამსხვრევებად იქცა იგი.

-თამარ!-დაიკივლა და ისე გადაძვრა ჩამტვრეული ფანჯრიდან, რომ მინის ნამსხვრევებს არც კი მორიდებია,არც მაშინ შეჩერებულა ერთ-ერთმა მტკივნეულად რომ დაუსერა ტერფი.იატაკზე გაწოლილ გოგონას მივარდა.ნელა,მძიმედ სუნთქვადა იგი.შეძლებისდაგვარად ფრთხილად გადააწვინა ზურგზე,წამლებით სავსე პარკი ამჯერად მუხლებს ქვეშ ამოუდო .

წამოდგა.ბინა პატარა იყო.მაგიდაზე მომცრო ,წვნიანით სანახევროდ სავსე ქვაბი იდგა.სუნთქვა შეუთრთოლდა გვანცას.წვნიანის მთელ შემადგენლობას ცოტაოდენი მაკარონისა და კარტოფილის ნარევი წარმოადგენდა. აი,რა იყო თამარისა და მისი გოგონას საუზმეცა და სადილიც. ონკანი მოუშვა , მაგრამ მხოლოდ გაიჭრიალა მან ,ისე რომ ერთი წვეთიც კი არ გადმოსულა.

სანამ სასწრაფო დახმარების ნომერს კრეფდა,ცალი ხელით ბიბილოებს უზელდა გოგონას,მაგრამ უშედეგოდ,გონზე არ მოდიოდა იგი.ოცი წუთის განმავლობაში თავთან ეჯდა და ყოველ წამს უსინჯავდა სუნთქვას.ყოველი დახრისას სასოწარკვეთილს ეგონა , რომ ცოცხალი აღარ იყო თამარი.ხანდახან კი მხოლოდ საკუთარი გულის ცემა ესმოდა. ასეთ მომენტებში გააფთრებით დააცქერდებოდა ხოლმე ფერდაკარგულ,ფარატინა სხეულს.დრო საშინლად იწელებოდა.

- იქნებ დაგვეხმაროთ?- მოაგონდა რომ მარტო არ იყო და აკანკალებულმა გასძახა უცნაურ მეზობელს,მაგრამ არავინ რომ არ გამოეხმაურა ,უფრო ხმამაღლა,ბრაზითაც კი გაიმეორა.-ვერ დაგვეხმარებით? იქნებ საწოლზე გადამაყვანინოთ . მარტოც შევძლებდი-დაამატა განრისხებულმა.-მაგრამ არ მინდა ვანჯღრიო.ორი უკეთ ავწევდით. მანდ ხართ? რა ჯანდაბას აკეთებთ,ადამიანი ცუდადაა!-ლამის დაჰყეფა . ამჯერად გაბრაზებული ვინ იცის რას მოიმოქმედებდა,რომ არა სასწრაფო დახმარების პერსონალი.

როცა დარწმუნდა რომ თამარს საფრთხე არ ემუქრებოდა და შესაბამის კლინიკაშიც მალევე გადაიყვანდნენ,სასწრაფოდ გაბრუნდა.ბინის მეპატრონესთვის ალბათ რამე მაინც უნდა ეთქვა,გარდა ამისა ცალი ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ამ უცანური კაცის აივანზე ჰქონდა.
-ტერფიდან სისხლი გდით.წამობრძანდით,დაგეხმარებიან.-შესთავაზა ექიმმა ,მაგრამ გვანცამ საჩქაროდ აარიდა თავი. ცრემლმოურეულმა სახელდახელოდ ნაპოვნ ჯამში გადმოიტანა გაციებული სითხე,რეზინის თავსახური მჭიდროდ დაახურა და შელანძულ,გაცრეცილ ტილოში გამოახვია.გულზე აიკრო და უცნაური მეზობლის ბინისკენ გასწია.სხვა თუ არაფერი,დაუკითხავად შეჭრილიყო მის სახლში და ბოდიშის მოხდაც მოუწევდა,ამასთან ცალი ფეხსაცმელი ჯერ კიდევ მის აივანზე იყო.

- ბოდიში,თქვენი მყუდროება კიდევ ერთხელ უნდა დავარღვიო.აივანზე ფეხსაცმელი დამრჩა.-საჩქაროდ გასძახა მეპატრონეს და თითქმის ასკინკილით შეაბიჯა ბინაში.ცალი ტერფიდან ჯერ კიდევ მოიკლაკნებოდა სისხლის წვრილი ნაკადი.- სხვაგვარად შეღწევა შესაძლებელი რომ ყოფილიყო ,ასე არ მოვიქცეოდი.-ყოყმანით გაიმეორა აივანზე გასულმა,რადგან უცნობის დუმილი უკმაყოფილებად მიიჩნია.გაჭირვებით ამოიცვა ამჟამად უკვე ორივე ფეხსაცმელი , დასერილი ტერფის უხეშ ზედაპირზე შეხებამ სახე მოუჭმუხნა.-ღმერთო,ფანჯრები ჩავუმსხვირე .- ამოილაპარაკა გამართვისას.-შეგიძლიათ დღეს თვალი ადევნოთ? ხვალ რაიმეს მოვიფიქრებ.ხომ არ იცნობთ? ხომ არ იცით მის გოგონას სად ტოვებს ხო...-ყანყალით შეტრიალდა მამაკაცისკენ.ფეხი ახლა უფრო ეწვოდა,ჩამსხვრეული ფანჯრის ამბავიც ძალიან აწუხებდა და წვნიანით სავსე ჯამიც კი დამძიმებულიყო.ეს კაცი კი ჯიუტად აგრძელებდა დუმილს.ახლა მომცრო ოთახში სინათლე დარაბასთან ერთად,ფართოდ გაღებული კარიდანაც იღვრებოდა. ამ ორი წყაროდან შემომავალი სხივები ოთახის შუაგულში დაგდგმულ მაგიდასთან იკვეთებოდა.

იქ კაპიუშონიანი უცნობი იდგა.

კაპიუშონი და ჩამოზრდილი თმა სახის ერთ მხარეს უფარავდა კაცს,მაგრამ მეორე , თაფლისფერი თვალი გამალებით , გამომცდელად შეჰყურებდა სუნთქვაშეკრულს .
აი,თურმე რას უფრთხოდა,მაგრამ რატომ ? რატომ უნდა ყოფილიყო თამარის მეზობელი აუცილებლად ის,რატომ უნდა შეხვედროდა ამ ვრცელ,ქალაქის თითქმის ნახევარზე გადაჭიმულ ნაწილში მაინცდამაინც მას .

და მიუხედავად იმისა,რომ გამაღლებულიყო,მის სხეულს ყმაწვილური სინორჩე ჩამოშორებოდა და ახლა გვანცასთვის უცხო,მამაკაცურ სიძლიერესა და კუშტ,მსუსხავ სიცივეს გამოხატავდა , იცოდა მის წინ თომა იდგა. წვნიანი ჯამი ხელიდან გაუვარდა,მაგრამ რეზინის მჭიდრო თავსახურმა დაძვრის საშუალება არ მისცა სითხეს.არათუ ცხრა წელი, საუკუნეც რომ გასულიყო , ყველგან იგრძნობდა მაისისთაფლისფერ გამოხედვას.

მაინც რითი ვიმახსოვრებთ საკუთარ ადამიანებს ? სურნელით ? თვალების ფერით ? ღიმილით? ან რომელია კი ყველაზე ძლიერი და შეუმცდარი მათ შორის?
იდგა ქალი და უსიტყვოდ უყურებდა.

მოგონებებს ცისფერი კაბის კალთები აეკრიფათ და ფიფქებივით ფაქიზად,თრთოლვით ეშვებოდნენ ღრმა ძილიდან ამოცურებულნი,მაგრამ ფანტელთა სისხარტე როდი დაჰყოლოდათ,ერთხელ გამოღვიძებულნი საუკუნო სიფხიზლისთვის ბრუნდებოდნენ . გამოღვიძება მტკივნეული იყო.უდაბნოს ზაფრანისფერ გულში დგომაზე მწველი,დატვირთულ ქარავანთა სიმძიმეც კი უცხო იყო იმ ტკივილისთვის , საკუთარ ადამიანთან შეხვედრას რომ ახლდა.

ინსტიქურად გაუღიმა , მაგრამ ეს არ იყო სიხარულისგან მოგვრილი ღიმილი.თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა ქალი. ცრემლისაგან დასველებული,ერთიანად აწითლებული სახე უცნაურად მოეღრიცა.საკუთარი ღიმილი ამაზრზენად მოეჩვენა ამ წამს.უკანასკნელადღა ახედა წინ მდგომს,მაგრამ მამაკაცის მოთაფლისფრო მზერამ როდი მოსტაცა თვალი. სახეზე ჩამოწოლილ ჩრდილსა და ფერმკრთალ კანს მრეში ირისასთვის სიმინდისულვაშისფერი და კიდევ უფრო უცხო , მანანისებრთა მკრთალი შუქი შეერია . ასეთი შუქი მხოლოდ ავგუსტა ლუიზას კვირტებსა და უმწიფარ,მტევბენისაგან დაუმძიმებელი საფერავის ნორჩ ფოთლებს მოვლებულ არშიაზე თუ ეხილა გვანცას.სწორედ რომ საფერავივით მოქმედებდა თომა მასზე.მერე რა რომ ცხრა წელი გასულიყო,მერე რა რომ არც კი ეხებოდნენ ერთმანეთს.

სახეზე სანახევროდ ჩამოფარებულ კაპიუშონზე დაჰყურებდა გვანცა.

აქამდე უძრავად მდომი თომა შეირხა.მოსაცმელის სქელი ნაჭრისა და ჩამოზრდილი თმის მიუხედავად,ქალის მწველმა მზერამ აიძულა ოდნავ გვერდით გადაეხარა თავი.
მაშინღა მიხვდა,დაძაბულობისაგან მთელი სხეული ასტკივებოდა.
ერთმანეთში ახლართულიყო მრისხანების,წყენისა და დაუოკებელი სურვილის შეგრძნება. ერთმანეთს ათიოდე ნაბიჯი აშორებდათ,თუმცა სინათლე იმ მხარეს არ უდგებოდა ,სადაც გვანცა იდგა . ვერც მისი სხეულის მაცდურ მოხაზურლობას არჩევდა და ვერც ოდნავ ჩახსნილ პერანგს,მაგრამ არც სჭირდებოდა ამ ყველაფრის ხილვა , სურვილისაგან გახევებულიყო თომა. ყურებში ჯერ კიდევ ედგა ის ნაზი შრიალი ქალის მოძრაობას რომ ახლდა თან. აღელვებული ლამის გარბოდა აივნისკენ,მაგრამ რაღაც უცნაური,კატისებური სილბო დასტყობოდა მის მოძრაობას. ახლა ნდომისაგან გაშეშებულს წინ ედგა გვანცა , სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯით და რა მნიშვნელობა ჰქონდა დაინახავდა თუ არა მას,რა მნიშვნელობა ჰქონდა რა ეცვა ან როგორ გამოიყურებოდა ,რადგან მოშორებით, სიბნელეში მდგომიც კი გაუსაძლისად ეწადა თომას.
ეს ყველაფერი წყურვილს ჰგავდა . წყურვილს,რომელიც არც წყაროს ხილვით იწყებოდა და არც მისით სრულდებოდა.

რომ მიხვდა ცრემლებს ვერაფრით შეიკავებდა,თავჩახრილი,რაც შეეძლო სწრაფად გაემართა კარისაკენ გვანცა,მაგრამ ტერფში ისეთმა მწვავე ტკივილმა დაუარა,რომ შებარბაცდა,ვერაფრით შეძლო წონასწორობის შენარჩუნება და ადგილზე ჩაიკეცა.მხოლოდ მაშინღა გაახსენდა იქვე მიგდებული , წვნიანით სავსე კონტეინერი .

თავი ვეღარ შეკავა და ხმამაღლა,მოთქმით ატირდა.

ტანსაცმელი შელახვოდა,პერანგიდან ღილი მოსწყვეტოდა,წამძვრალი ფეხსაცმლიდან გარღვეული ,მტვრიანი წელწინდა და შესიებული ტერფი მოუჩანდა.წამოდგომა სცადა , მაგრამ ერთიანად მოღლილიყო და მკლავები მოეკეცა.ის იყო კიდევ დააპირა იგივე,რომ გავარვარებული ხელი მარწუხივით შემოეჭდო კოჭზე.უმალვე შეწყვიტა ტირილი და მასთან ჩამუხლულ მამაკაცს შეაჩერდა.

თვალები ეწვოდა თომას,მზერა დაბინდვოდა და უმართავ გრძნობას დამორჩილებულმა აღმოაჩინა, რომ გვანცას წინ იჯდა ფეხმორთხმით.მაშინღა მიხვდა,ნანახით შეძრულს არ დაუფარავს მათ შორის არსებული მანძილი.არა,რადგან მხოლოდ მის წინ დახრილმა დაჰხედა გვანცას ნორმალურად.მზერადაბინდული გულმკერდში დატრიალებულ ტკივილს მინდობოდა,ინსტიქტურად აღმოჩენილიყო მასთან და თავხედურად ტკბებოდა ქალის სხეულიდან მომავალ სითბოთი,კანზე შემოხვეულ ნოემბრის სუსხს რომ მოსდებოდა .

იმის ნაცვლად , რომ გასცლოდა,კიდევ უფრო მძლავრად ჩაეჭიდა . შავ ქსოვილში გამოკვართულ წვივს ჩააყოლა ხელი ,მერე კი ფეხისგულთან გარღვეულ ნაწილს დასწვდა და რბილი მატერიაც ოდნავი ხმაურით გაიხა . შესიებული ტერფი გამოუთავისუფლა . თბილი,ათრთოლებული თითები გადაატარა და ფაქიზად ჩამოაშორა ფეხისგულზე აკრული ნატეხი. შეგუბებული სისხლი რომ მდორე,შინდისფერ ხაზად დაიკლანკა , სახელო დაჰქაჩა და ხელის ზურგით მოსწმინდა სმენად ქცეულ ,ერთიანად გაშეშებულ ქალს.

წამით შეყოვნდა თომა და სანამ თავს ასწევდა,სახეზე ჩამოფარებულ კაპიუშონზე ჩამოისვა ხელი. შავ,გახუნებულ სახელოზე სისხლის სპილენძისფერი ლაქა დამჩნეოდა.გადმოფარებული ქსოვილის წყალობით სახის მხოლოდ მარცხენა ნაწილი უჩანდა. შეშუპებულ ყბაზე წვერი მოსდებოდა.გვანცას ზრდასრული,თითქმის სრულიად უცხო ადამიანი შემოჰყურებდა. ტუჩის კუთხე გახეთქვოდა , საღი თვალი დაღლილობას ამოევსო.
საკუთარმა ფიქრმა შეაკრთო ქალი.
"საღი თვალი".

ჩამოფარებული კაპიუშონისკენ გაექცა მზერა და გეგელაურმაც თითქოს იგრძნოო,საჩქაროდ გასცილდა და ფეხზე წამომდგარმა უკან დაიწია, ოთახის სიღრმეში,მომცრო კარს მიღმა გაუჩინარდა.

"აქედან უნდა წავიდე !" განგაშის ზარებმა შემოჰკრეს ქალის გონებაში.სასწრაფოდ წამოიმართა,დაუდევრად მოძებნა ფეხსაცმელი და სწორედ მაშინ,წვნიანით სავსე ჯამის ასაღებად რომ დაიხარა,რაღაც მსუბუქი მოხვდა ფეხზე. ისედაც ერთიანად დაძაბულს,შეყვირება აღმოხდა და დაფეთებულმა გადახედა იატაკს.
დოლბანდის შეკვრა იყო.მტვრისაგან შეთეთრებულ პარკში გამოხვეული.ეტყობოდა არც კი გამოეყენებინათ იგი.

რა უცნაური იყო,ბიჭი... არა,უკვე მამაკაცი,რომელიც დაასახიჩრა , პატარა ჭრილობისათვის დოლბანდს სთავაზობდა.იმ დღეს,პირველად გაახსენდა დედის სიტყვები.დამსახურებაზე ელაპარაკებიდა ნანა,თურმე არაფერი ყოფილა დაუმსახურებელ სიკეთეზე მძიმე.

მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ,თომა ხმაურით რომ გამოეყო სიბნელეს და მის ფეხებთან დაგდებულ დოლბანდს დასწვდა. უგულისყუროდ შემოაცალა მტვრიანი პარკი,გასვრილი ხელისგული შარვლის ტოტზე გაიწმინდა და მოუთმენლად გაუწოდა სახვევების გროვა.
ეს უნებური ჟესტი ხელისგულებზე წვად ჩააფრინდა გვანცას და ნარშავისებრთა ყელმაღალ,მსუსხავ ღეროებად მხრებზე ჩამოაწვა თავჩაქინდრულს. რბილი ვარდისფერი მოსდებოდა ოთახს ,მხოლოდ ისეთი ნოემბრის უმზეო საღამოებს რომ ახლდა თან . თითქოსდა ნარშავის მოვარდისფრო,მკვახე ჟოლოსფრად შემორკალული ბაღები გაყვავილებულიყვნენ ნესტმოდებულ კედლებზე .

დოლბანზე სანახევროდ ჩაჭიდებული ფალანგებიდან,მდინაარეებად დატოტილ ვენებს , ვენებიდან ჩამოღლილ მაჯებს ააყოლა თვალი და მაჯებიდან კი ვეღარ გაუძლო , მზერა შეანათა წინმდგომს. ისე ჯიუტად, ისე მწვავედ სურდა თომასაც შეეხედა ,რომ ასეც მოხდა.
ზამთარი მოუტანა მის ბაღებს ვაჟის მზერამ . ერთმანეთის მიყოლებით შეითრთვილა ნარშავის ყვავილები. შორეული და მსუსხავი იყო ამ ეკლიან ყვავილთა სილამაზე , მათი ხილვით მოგვრილი სიამოვნება კი ტკივილნარევი , თუმცა გეგელაურის გამოხედვაში დასადგურებულ დეკემბერს ერთიანად წარეტაცა ეს მცირედიც კი.

დოლბანდის გამოსართმევად გაწვდილი ხელი საჩქაროდ უკან დასწია გვანცამ. სახემოქცეულმა წამით საკუთრ თითებს დაჰხედა , მამაკაცის თვალებში არეკლილი ზიზღიანი სიბრალულისა და ტრიუმფის შეგრძნება გადმოსდებოდა თითქოს. ვინ იცის,თვრამეტი წლის რომ ყოფილიყო ახლაც , იქნებ დაუფიქრებლად ჩაევლო ხელი წინ მდგომისთვის,სახეზე გადმოფარებული კაპიუშონი გადაეწია და თვალებში ჩაეხედა საკუთარი დანაშაულისათვის. მაგრამ არა , ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცეოდნენ. წამით თომასკენ გააპარა მზერა .
სახისდაუფარავ ნაწილზე ჩრდილი ედგა მამაკაცს,მაგრამ დანახვა არც სჭირდებოდა გვანცას. გეგელაურისგან მომავალი სიცივე სუსხად მოსდებოდა კანზე . მაშ,ესღა დარჩენილიყო მათ შორის. უბრალო ზიზღიანი თანაგრძნობა , სიბრალული მის წინ ატუზული, ოცდაათს მიტანებული და მაინც თინეიჯერივით მომტირალი ქალისა.

სუსხისაგან ამწვარი კანი აუტანლად ტკიოდა,მაგრამ მაინც ყრუ,უმწეო იყო ახლა ეს ტკივილი. თითქოს თავი შეემზადებინა ასეთი დახვედრისთვის,მაგრამ მის წინ იდგა ახლა,იდგა და დაღლობისგან დამძიმებული ფიქრსაც გაჭირვებით ახერხებდა.
ორად გახლეჩილიყო . ელოდა და დამსახურებულადაც თვლიდა ზიზღს,მაგრამ რაღაც ნაწილი მისი არსებისა ბრაზობდა,საკუთარ თავს ამართლებდა . მსუბუქმა შრიალმა მოაგონა , მისი წასვლის დრო იყო. საშინლად მტკივნეული იყო მოძრაობა,ფეხსაცმელი კი მოუხერხებელი,თუმცა ტირილს აღარ აპირებდა . წამით უკან მიიხედა. ჩატეხილი ფანჯრის კიდეები დაორთქლილიყო. ალბათ საშინელი სიცივე იქნებოდა ბინაში. უეცრად სამი წლის,ყინვისაგან მობუზული ბავშვი წარმოიდგინა . ტუჩები ააცმაცუნა,მერე კი ძლიერად დააჭირა ერთმანეთს.არა,თომას ვერაფერს სთხოვდა. მობრუნდა და მისთვის შეუხედავად ,უკანასკნელი შერჩენილი ძალებით გაიარა ცუცქნა დერეფანი. ზღურბლთან მისულმა შეიცადა და ვერდამორჩილებულ სურვილს დაყოლილმა სულ რამდენიმე წამით მიიხედა უკან. ჯიქურ შემოჰყურებდა გეგელაური. ცივი სიამაყის შეგრძნება ცეცხლის ენებად უბზინავდა თვალებში. თვალებში , რადგან სახის ნაწილზე გადმოფარებული კაპიუშონი არაფერს ცვლიდა გვანცასთვის. არასოდეს ენახა მისი ნამოქმედარი,მაგრამ გამუდმებით თვალწინ ედგა იგი. და უცებ მიხვდა რატომაც შემობრუნდა,რატომაც დაჰყო დამატებით თუნდაც ერთი წუთი იქ. გულმკერდში უცნაური,სიმწარენარევი გრძნობა უტრიალებდა . კარგად რომ დაუკვირდა მიხვდა აღტაცება იყო , ამ სიღაკატეში დასვრილი შარვლით,გაცრეცილი კონვერსებითა და ფერგადასული მოსაცმლით იდგა ამაყი,თავაწეული მამაკაცი და ისევ ბრაზმა წამოუარა გვანცას. ნეტავ ხანდახან მაინც არ ემართლებოდა საკუთარ თავს თომა? ხანდახან მაინც არ ფიქრობდა ,რა მოხდებოდა მაშინ რომ მოესმინა ?

თურმე რამდენი წლის წაღება შეეძლოთ უთქმელ სიტყვებსაც კი,მაგრამ არ დაუშვებდა,იგივე აღარ განმეორდებოდა.ამჯერად თავად იზრუნებდა ყველაფრის გამოსწორებაზე. ღრმად ჩაისუნთქა. ჯიქურ მომზირალს თავადაც გაუსწორა მზერა .

- ბოდიში შემოჭრისთვის...- პირველი ორი სიტყვა სუნთქვას ამოაყოლა და გეგელაურს დააკვირდა. იმის გააზრებისას,რომ გამომეტყველება ოდნავადაც კი არ შესცვლია თომას,ხმა აუკანკალდა. სულ ცოტა ხნით შეიცადა - დაა... მადლობა . - უცნაურად გაიჟღერა მისმა სიტყვებმა.კიდევ დააპირა რამის თქმა,მაგრამ ცივ,გაქავავებულ სახეს ვეღარ გაუძლო.
საბოლოოდ , შეფარვით შეავლო თვალი მამაკაცის უტყვ გამომეტყველებას და კიდევ უფრო მეტ სუსხთან შესახევდრად გამზადებული კარისკენ შეტრიალდა.
ზღრუბლისთვის არც გადაებიჯებინა,შეღებულ კარს სიფრიფანა ხელი რომ ჩააფრინდა ,მერე კი ლამაზი,სიცივისაგან ლოყებაწითლებული ახალგაზრდა ქალის სახე და უბრალო ტანსაცმელში გაამოწყობილის ვერდაუფარავი სილამაზე დალანდა.

-სალომე!- ეკლებად მოედო თომას შეცვლილი ხმა.მიხვდა მთელი ამ დროის განმავლობაში ელოდა მას.სასოწარკვეთით ებღაუჭებოდა იმედს,რომ მამაკაცი ერთ სიტყვას მაინც გაიმეტებდა მისთვის,მაგრამ მის მიერ წარმოთქმული "სალომე" უფრო მეტი იყო ვიდრე ერთი უბრალო სიტყვა. ისეთი ზრუნვისა და სიყვარულის კვალი აჩნდა მის ტონს,რომ უნებურად შებრუნდა გვანცა .

წამისწინდელი უტყვი,ცივი გამომეტყველება გამქრალიყო.თბილად,მთელი გულით იღიმოდა თომა,ნაკვთები მორბილებოდა და გრძელი,მოხვევისათვის შექმნილი მკლავები ოდნავ წინ გამოეშვირა.

-ჰო.-გაეპასუხა ქალიც და თვალისმომჭრელი ღიმილი შეანათა.


შორეულ წარსულში,როცა გვანცა თავსმოიმძინარებდა და თვრამეტი წლის ვაჟი უხმაუროდ გადმოიხრებოდა ხოლმე მისკენ ,როცა თლილ თითებს შიშნარევი სიფაქიზით ააყოლებდა აბურდულ თმებს , გვანცა საკუთარ წამწამთა ჩრდილის სიღრმიდან უთვალთვალებდა და სწორედ ასეთი შეფარული აღფრთოვანების ღიმილისა და მისი მზერის სილბოში გამოხვეული,საბნად მოქცეულ ,გამოუთქმელ სითბოში გაინაბებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

არ ვიცი რა ვთქვა,იმდენად რეალურად ვგრძნობ გმირების ტკივლს.სულმოუთქმელად დაველოდები შემდეგ თავს❤❤❤

 


№2  offline წევრი Blume

სტუმარი გვანცა
არ ვიცი რა ვთქვა,იმდენად რეალურად ვგრძნობ გმირების ტკივლს.სულმოუთქმელად დაველოდები შემდეგ თავს❤❤❤


დიდი მადლობა , ძალიან მიხარია heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

Blume
სტუმარი გვანცა
არ ვიცი რა ვთქვა,იმდენად რეალურად ვგრძნობ გმირების ტკივლს.სულმოუთქმელად დაველოდები შემდეგ თავს❤❤❤


დიდი მადლობა , ძალიან მიხარია heart_eyes

წარმატებები❤

 


№4 სტუმარი ნანე

ვაიმე, ღმერთო, როგორც იქნა. გამოჩნდი. დღეში რამდენჯერმე შემოვდიოდი ამ საიტზე, რომ გამეგო, კიდევ არ დაწერა მეთქი? ❤️❤️❤️❤️რას აკეთებ ამაზე მნიშვნელოვანს, ასეთ სასწაულ შედევრებს ქმნი და კიდეც დრო არ მაქვსო. შენი ნიჭი, რომელიც ღმერთმა იმიტომ გიბოძა, რომ ჩემნაირები გაახარო, მეშინია, ისე არ გალიო, შენი უსაზღვრო ნიჭიერება სხვასაც არ დაანახო და ასიამოვნო. აბა, ამთავზე რა გითხრა. შენ იცი თომა ჩემი უსაყვარლესი გმირია❤️❤️❤️❤️. თომა სულ სხვაა, თომა შენ ხარ, მე ვარ და კიდევ ისინი არიან, ახლა რომ წაიკითხავენ შენს შედევრს. უკვე აღარც მაოცებ, თავდაჯერებულს მხდი, შენ ყველაფერი შეგიძლია, მე მჯერა შენი და გენდობი❤️❤️❤️❤️

ოღონდაც აღარ დაიკარგო, ამას რომ მორჩები, ახალს შეუდექი ეგრევე, გთხოვ საიტის ყველა მკითხველის სახელით, გთხოვ დაერთოდ კითხვის მოყვარულთა სახელით, ძალიან გვჭირდები და გელოდებით. თომა არ მიმიტოვო რაა, თომა ჩემი ბიჭია❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი Blume

ნანე
ვაიმე, ღმერთო, როგორც იქნა. გამოჩნდი. დღეში რამდენჯერმე შემოვდიოდი ამ საიტზე, რომ გამეგო, კიდევ არ დაწერა მეთქი? ❤️❤️❤️❤️რას აკეთებ ამაზე მნიშვნელოვანს, ასეთ სასწაულ შედევრებს ქმნი და კიდეც დრო არ მაქვსო. შენი ნიჭი, რომელიც ღმერთმა იმიტომ გიბოძა, რომ ჩემნაირები გაახარო, მეშინია, ისე არ გალიო, შენი უსაზღვრო ნიჭიერება სხვასაც არ დაანახო და ასიამოვნო. აბა, ამთავზე რა გითხრა. შენ იცი თომა ჩემი უსაყვარლესი გმირია❤️❤️❤️❤️. თომა სულ სხვაა, თომა შენ ხარ, მე ვარ და კიდევ ისინი არიან, ახლა რომ წაიკითხავენ შენს შედევრს. უკვე აღარც მაოცებ, თავდაჯერებულს მხდი, შენ ყველაფერი შეგიძლია, მე მჯერა შენი და გენდობი❤️❤️❤️❤️

ოღონდაც აღარ დაიკარგო, ამას რომ მორჩები, ახალს შეუდექი ეგრევე, გთხოვ საიტის ყველა მკითხველის სახელით, გთხოვ დაერთოდ კითხვის მოყვარულთა სახელით, ძალიან გვჭირდები და გელოდებით. თომა არ მიმიტოვო რაა, თომა ჩემი ბიჭია❤️❤️❤️❤️❤️



ნანეე,როგორც ყოველთვის,უღრმესი მადლობა !❤️
სულ ვამბობ ,ვეცდები აღარ დავიკარგოთქო,მაგრამ არაფრით გამოდის პატარა შუალედები.ამიტომ შემდეგი ისტორია აუცილებლად სრულად დაიდება . "ვარიეტეს" დასრულების შემდეგ მალევე ვერ იქნება,მაგრამ არის რაღაც იდეა და ვნახოთ,რა გამოვა .
თომა მეც საშინლად მიყვარს.ბევრი გადაიტანა და ბევრის გადატანაში დაეხმარა გვანცას .ახლა,ვფიქრობ,დროა გვანცამაც გვაჩვენოს თავისი გრძნობები , თომას აჩვენოს რაც მთავარია ????

კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი სიტყვებისთვის,ამ უანგარო ემოციებისათვის . ძალიან დიდი მოტივააციაა ეს შეფასება ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

გელოდებით❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent