შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი /4


20-04-2021, 13:42
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 848

თავი 4


2015 წელი. 19 თებერვალი.
7:00 AM

„თენდება.
ნეტავ, შენც ჩემთან ერთად ხედავდე, როგორ ფაქიზად ეპარება მზის მკრთალი სხივები ჩემს ოთახს.
ნეტავ, აქ იყო და ჩემთან ერთად ხვდებოდე ჩემს დაბადების დღეს.
მე ისევ წყნეთში ვარ და ოთახში გამოკეტილი იმ წერილს ვწერ, რომელსაც ალბათ ვერასდროს მიიღებ. ან მიიღებ კიდეც, თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მე ვფიქრობ და ვგრძნობ.
ისე მინდა ახლა შენთან ვიყო... შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ეს იმდენად შეუძლებელია, როგორც ამ სიტუაციის შეცვლა.
უფსკრულია ჩემ წინ და მე ამას იმდენად ცხადად ვგრძნობ, რომ დანახვაც კი შემიძლია.
იმ ღრმა უფსკრულიდან გამუდმებით მეძახის ვიღაც. სულ მესმის, სულ მესმის მისი ცივი ხმა.
ჩემი შთანთქმა უნდა.
მეშინია... იცი, როგორ მეშინია?
არ ვიცი, ხვალინდელი დღე როგორი იქნება.
ვგრძნობ, ბედისწერა აქაც თავისას დამმართებს.
ვგრძნობ გაქრობის საფრთხეს.
შენ გეწყინება, არა?
იცი?! ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც ჩემი არარსებობა გულს ატკენს.
აჰ, ღმერთო! ნეტავ შემეძლოს შენთან ყოფნა! ყველაფერს დავთმობდი შენი ერთი ჩახუტებისთვის, ამ მომაკვდავ არსებობასაც კი დავთმობდი!
ნეტავ შემეძლოს, ყველაფერი გითრა, რაც სულში დამიგროვდა, მაგრამ არ შემიძლია.
ზედმეტად სუსტი ვარ ამისთვის.

ახლაც, ამ წერილს რომ ვწერ - შენთვის, გული სიხარულით მაქვს აღვსილი.
იცი, როგორი აჟიტირებული ვარ?! თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებ, არადა, უბრალოდ წერილს ვწერ - შენთვის.
ჩემს კალიგრაფიასაც ეტყობა განწყობა, არა? იცოდე, არ დამცინო, ამას თუ წაიკითხავ და ვერაფერს გაიგებ.
მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ უკიდეგანოდ მიყვარხარ და ამას ვერ ექნება დასასრული.
მაპატიე მარტოობა,
მაპატიე, რომ მუდამ ჩემ გარეშე ხარ.

მინდა ბედნიერი იყო, მაშინაც კი, თუ ჩემი არარსებობა წამიერად გულს გაგიჩერებს.

ნახვამდის, გიორგი.

P.S გუშინ დამპირდი, რომ ხვალ შემხვდებოდი.
იმედია აასრულებ დანაპირებს და შენი სითბოს შეგრძნებით დამავიწყებ და გააქრობ იმ უფსკრულს, რომლის არსებობაც კი სუნთქვას მიკრავს.

ვიცი, ამ წერილს თუ წაიკითხავ, ჩემი დაბადების დღე უკვე კარგახნის გასული იქნება, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ შენ გარეშე, არ გავიზრდები!

მიყვარხარ.
ეს გახსოვდეს, ხო?“


* * *

ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლი და ცრემლების ტბაში ჩამხრჩვალი ალმოდებული ხე. გაურკვევლობა, რომელიც შინაგანად ჭამს. ზუსტად იმ წერტილს ურტყამდა, როგორც ვირუსი დასუსტებულ, ლპობამდე მისულ ორგანიზს. ხელში უჭირავს გახუნებული ფურცელი და დაზეპირებულ ტექსტს ისევ კითხულობს.
წერილის ყოველი სიტყვის უკან ეძებდა ხეჩასაჭიდ პასუხებს, რომლებიც რეალურად არც არსებობდა.
გაკრული, დასუსტებული ხელით იყო ნაწერი, თითქოს სიტყვების სულისჩამდგმელი ამ ჟესტითაც პატიებას ითხოვდა.
„ ივა, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო დუმილი.
ახლა, როცა სიკვდილმა კარზე მომიკაკუნა, დამასუსტა და დამაუძლურა, მხრებზე დაწოლილი ჩემი წილი პასუხისმგელობა უფრო მამძიმებს და სუნთქვას მიკრავს. მოსვენება მაქვს დაკარგული, შვილო.
ვიცი, არ მაქვს უფლება სიკვდილის მანამ, სანამ სუნთქვას არ შევძლებ.
მე ის ვარ, ვინც მთელი ცხოვრებას სხვას შესწირა, სხვის ცხოვრებას უგდებდა ყურს და დუმდა, სანაცვლოდ კი საკვებისა და არსებობის ფულს იღებდა. სიმართლე გითხრა, ლაპარაკი სულაც არ იყო ჩემი მოვალეობა, მხოლოდ ფიზიკური სამუშაო, ამიტომ ვერც გაამტყუნებ ასეთ ადამიანს... ასეთი რანგის წარმომადგენელს... ეს ხომ მისი ვალია ამ ცხოვრებაში... მაგრამ, მე უკან გავიხედე და ვერაფერი დავინახე, შვილო... ვიცი, უფლებაც არ მაქვს ასე მოგმართო, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის... მინდა გითხრა ის, რაც წლებია მამძიმებს და მოსვენებას მიკარგავს.
ინტრიგები, რომლებიც მაჭავარიანების ოჯახში იხლართებოდა, ყველას გასანადგურებლად დადგმული პატარა სპექტაკლი იყო.
ჯერ პატარა მარიამი, შემდეგ შენ - ივა, ელენა და ბოლოს ოჯახის უფროსის ჯერიც დადგებოდა. ასეთი იყო მათი გეგმა. ისინი არავის ახარებენ. ვერავინ დაიხსნის თავს მათი ბორკილებიდან.
ივა... უკვე დიდი კაცი ხარ, გაიაზრებ. ციხე ჯერ შიგნიდან უნდა გატეხო, დაასუსტო ისე, რომ შენი გამანადგურებელი ხელი არ ჩანდეს და შემდეგ, მიწასთან გაასწორო.
ეს გეგმა კარგად მუშაობდა.
პირველი მსხვერპლი - ჩვენი პატარა მარიამი წარმატებით შეიწირა, მაგრამ თქვენამდე ვერ მოაღწიეს, მადლობა ღმერთს, ვატომ წასვლა გაიძულათ.
უთუოდ, უთუოდ ეცდებიან თქვენს განადგურებას. ამაში დარწმუნებული ვარ.
ვინ არიან ისინი? ამას თქმაც არ სჭირდება, ივა.
უფრთხილდი ზვიად მესხს და მიშა არაბიძეს. ყველაფერზე წამსვლელები არიან. ისინი ისეთი ხალხი არიან, თავიანთ ცოდვებს ვერასდროს რომ ვერ გამოისყიდიან. მათი სულები დიდი ხანია ეშმაკს ჰყავს დაპატრონებული... გაარიდე ყველა, ვინც შენთვის ძვირფასია, თორემ ხელის აკანკალებაც არ დასჭირდებათ მათ მოსაშთობად.
დუმილისთვის გიხდი ბოდიშს. ვიცი, დიდი შეცდომა დავუშვი, მე თავად მამძიმებს ეს უძირო სინანული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ინფორმაცია დიდად ვერაფერს მოგცემს, უბრალოდ ვამჯობინე მეთქვა... მამაშენი ჭკვიანი კაცია, ყველაფერი იმაზე უკეთ ეცოდინება, ვიდრე გვგონია.
იყავი ფრთხილად და ბედნიერად.”
დიდხანს იჯდა ბუხრის წინ. დაზეპირებულ წერილს მაინც გაუნელებელი ინტერესით კითხულობდა. არც კი იცოდა, რას ეძებდა ამ წერილში, მაგრამ ახელებდა, აგიჟებდა მთელი ეს დაუსრულებელი, ჩახლართული ისტორია. სულიერად შლიდა იმის წარმოდგენა, რომ მისი დის მკვლელობაში მესხის და არაბიძის ხელი ერია, რომლებიც ახლა აუღელვებლად აგრძელებდნენ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, წერილში მოთხრობილი ამბავი მისთვის უცხო არც ყოფილა და ჯერ კიდევ წლების წინ, შალვასგან დამოუკიდებლად გაიგო, თუ ვინ იყვნენ რეალურად ისინი, მაგრამ ახლა უმოქმედობა და სისხლის აღების წყურვილი უფრო აგიჟებდა.
მანამ იჯდა ასე, სანამ დაჩიმ არ შემოაღო კარი.

- ტვინი მომეტ*ნა უკვე, დაჩი. დავიზეპირე ეს წერილი და ხელჩასაჭირი არაფერია, მაგრამ ის პატარა ბო.ზი რაღაცას მალავს, დარწმუნებული ვარ. - დაღლილი გამომეტყველება ჰქონდა მაჭავარიანს. მოხერხებული სკამის საზურგეს მიაწვა და სიგარეტს მოუკიდა, თან ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს აკვირდებოდა და ფიქრობდა, როგორ გაერკვია სიმართლე. - ვიღაც უყვარდაო, მითხრა.
- რაო? - სიცილითღა აღმოხდა ერთი სიტყვა. - მარიამს?! ნუ გაატ.რაკე.
- ჰო, მარიამს და ვეხმარებოდიო, შენ რომ დამეკერეო. - ირონიულად ჩაეცინა ივას.
- ამდენი ხანი სად იყო, შენი სურვილით თუ იწვოდა. - ბოლო სიტყვები სასაცილოდ გაწელა, - იტყუება, ასიანი, ბიჭო! - ახარხარდა სხრიტლაძე, - ტიპმა რა მაგრად დაგაბოლა, საღოლ!
- ჰოდა, რაღაც სიმართლესთან ერთად, რაღაც დიდი ტყუილიც არის. დედამოტ*ნული მამის შვილს ილუზიების შექმნა არ გაუჭირდებოდა თავის დასაძვრენად. ისეთ როჟებს კერავდა, თითქოს ფერებზე ეკი.და, მაგრამ მანდ დაიწვა თავი.
- ბაზარი არაა, მაგრამ მარიამი და ვიღაც? ვინმეს როგორ არ ეცოდინებოდა, კაი რა, ბიჭო. შენ თუ არა, ვიღაც ხო უეჭველი დაინახავდა, ან შეამჩნევდა. ელენა, ნაკა, ანუნა... რა ვიცი, ბიჭო. - ლაშხის სახელის ხსენებაზე უცნაურად გაჰკრა რაღაც, მისთვის ძალიან უცნობმა, ეს კი იმდენად არ ესიამოვნა, რომ ფეხზე სწრაფად წამოდგა, თითქოს ჯერ არ დასადგურებული ფიქრების განდევნა სურდა ამგვარი ქმედებით.
- არავინ არაფერი არ იცის, დაჩი. არანაირი კვალი. კაი, დავუშვათ, მესხის და არაბიძის ხელი ურევია, სად ტრა.კშია ის მისი შეყვარებული?!
- დავუშვათ არა, ივა, მაგათი ხელია, მაგათი თუ არა, ვინმე ისეთის, ვინც მაგათთან იკვეთება... შენ ის მითხარი, ხუთი წლის წინ სად ატარებდა მარიამი დიდ დროს?! - ჰკითხა დაჩიმ და ამჯერად მან დაიკავა მაჭავარიანის ადგილი, ივა კი ფანჯრიდან გაჰყურებდა ჩაბნელებულ სივრცეში ჩაკადგულ ხეებს, რომლებსაც ძლიერი ქარი უმოწყალოდ არხევდა.
- რა ვიცი, ბიჭო, თბილისი, წყნეთი... უფრო წყნეთში ადიოდა ხოლმე. - მოკლედ მოუჭრა და თვალები დახუჭა.
- ჰოდა, ვინც წყნეთის სახლში მუშაობდა მაგ დროს, ყველა უნდა ვნახოთ. შანსი არაა, მაგათ არაფერი გამოეპარებოდათ. რაღაცას მაინც მოკრავდნენ ყურს.
- მიწიდან ამოვთხრი ყველას, ვინც გაჩუმება ამჯობინა... შალვას ოჯახს უნდა შევხვდე, დაჩი. ეგ კაცი ისეთი დაშინებული იყო, მხოლოდ სიკვდილის წინ გაბედა ხმის ამოღება... მახსოვს, ვიღაც ბიჭთან ერთად მოდიოდა ხშირად, მგონი მისი ოჯახის წევრი იყო... ვატოს ვკითხე და არ ახსოვს. მოკლედ, უნდა დავადგე რა.
- იცი, სად ცხოვრობენ? - ფეხზე წამოდგა სხირტლაძე.
- წერილს აწერია მისამართი, მანდ იქნებიან.
* * *

ღამის სიბნელეში ჩაკარგული პატარა სახლი, რომელსაც დღის შუქზეც კი მისტიური სხივები დაჰკვროდა, ახლა უფრო მისტიურად იცქირებოდა ცარიელ ტერიტორიაზე. თითქოს ღამის საათები მისი აღზევების დრო იყო, იმდენად შემაშფოთებელი იერი დაედო გახუნებული კრამიტისა და დიდი, ნაცრისფერი აგურების დამსახურებით. საკვამურიდან ამომავალი კვამლი სიცოცხლის ნიშანწყალს უბრუნებდა პატრონის სიკვდილისგან პირქუშ ბურუსში გახვეულ პატარა, შემაშფოთებელ ბუდეს.
ორი სხეული მიაბიჯებდა ფოთლებით დაფარულ ეზოში, აშკარაა, სახლის ეზოს დიდი ხანია აღარავინ უვლიდა, იმდენად უსიცოცხლო იყო ყველაფერი. თითქოს ბუნებას მიაბარეს მისი პატრონობა და მოიხსნეს მხრებზე დაწოლილი პასუხისმგებლობა.
მათი სწრაფი ნაბიჯების ხმას გახუნებული ფოთლების უსიცოცხლო ჟღარუნიც ერთვოდა.
კართან მდგომ მაჭავარიანს, შინაგანი ღელვა აღარ , მაგრამ კარისკენ წაღებული აკანკალებული ხელი საპირისპიროს ამტკიცებდა. თავს საშინლად გრძნობდა, თუმცა უკვე ყველაფერზე იყო წამსვლელი, ოღონდ სიმართლე გაერკვია და დაესრულებინა ეს ფარსი, რომელიც ყველასგან მალულად იდგამდა ფესვებს და ძლიერდებოდა.

- თქვენ?! - კარს უკან მდგომმა ქალმა წამსვე იცნო ივა მაჭავარიანი და გაოცებული მზერა ერთი სხეულიდან მეორეზე გადაიტანა.
- გამარჯობა, ქალბატონო ნანა. მე ივა მაჭავარიანი ვარ... რაღაც პატარა საქმეზე ვარ მოსული და თუ შეიძლება, რომ შემოგვიშვათ. - დაბალი, ხავერდოვანი ხმა ჰქონდა იმ წამს მაჭავარიანს, მაგრამ შინაგან შტრომს ვერაფერს უხერხებდა. ქალის დანაოჭებული სახის დანახვის შემდეგ, უფრო და უფრო ძლიერდებოდა შინაგანი ღელვა.
- კი, მაგრამ... ხომ მშვიდობაა, შვილო? - კარი ფართოდ გააღო შავებში გამოწყობილმა მოხუცმა ქალმა და სახლში შეატარა დაუპატიჟებელი სტუმრები.
- გეცოდინებათ შალვას წერილის შესახებ... - შეპარვით დაიწყო. არ სურდა ქალის დაფრთხობა, თუმცა რამდენიმე სიტყვა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფერი დაჰკარგვოდა სახედანაოჭებულ მოხუცს.
- ცხონებული ჩემი ქმარი არაფერ შუაშია, ივა, შვილო... ისე უყვარდით, სულ სიხარულით გვიყვებოდა თქვენზე... ის წერილი... რომ მოგწერა, ვეუბნებოდი, რომ არ ღირდა, მაგრამ არ დამიჯერა. დამიჯერე, შვილო, ბევრი არაფერი იცოდა, სულ მისი დაკვირვებებიღა იყო. - ასაკისგან დაპატარავებული ქალი, ნერვიულობისგან ლამის გალეულიყო. არეული ნაბიჯებით დადიოდა მაგიდასთან და გამოწეული სკამებისკენ ანიშნებდა მათ. - აქამდე ვერ ამბობდა, ხომ იცი, ის ხალხი, არავის ინდობს... - ქალის დაბნეული, მიკიბულ-მოკიბული საუბარი და აცახცახებული მხრები მაჭავარიანს არწმუნებდა იმაში, რომ ამ ხალხის მთავარი მამოძრავებელი საკუთარი თავის, ოჯახის გადარჩენა იყო და სხვა არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ. თავდაპირველად ფიქრობდა, რომ შესაძლოა შალვა ამბების გასატანად იყო შემოგზავნილი, მაგრამ ახლა რწმუნდებოდა, რომ შალვას ყოველი სიტყვა სიმართლეს შეესაბამებოდა, რადგან ქალი სახეზე გამოსახული ემოციები ამის დამადასტურებელი იყო.
- ნუ ნერვიულობთ, ქალბატონო. არ გემუქრებათ საფრთხე. - სხირტლაძე ადგილზე აწრიალდა, იმდენად შეწუხდა და დაიბნა ქალის მოჭარბებული ემოციებით. - უბრალოდ ერთი კითხვა გვაქვს და მორჩა, სხვა არაფერი. - ქალის იმედიანი თვალების დანახვისას მიხვდა, რომ მისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ.
- სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი მახსოვს... შალვა ჩვენთან, წყნეთის სახლში მუშაობდა, იქ დიდ დროს არ ვატარებდი, მაგრამ მახსოვს, რომ შალვას თავისი ოჯახის წევრი ეხმარებოდა. მოკლედ რომ გითხრათ, მისი ვინაობა გვაინტერესებს... - ჩაფიქრებულმა მაჭავარიანმა მხოლოდ ახლაღა ამოიღო ხმა.
- კი, მაგრამ... რატომ? რა მოხდა? ის ისეთი პატიოსანი და მშრომელი ბიჭია, რატომ ეძებთ? დამიჯერე ივა, შვილო, ზურამ არაფერი იცის, იშვიათად დაყვებოდა შალვას თქვენთან. - ნერვიულად წრიალებდა ქალი. არ იცოდა, ეთქვა თუ არა ის, რისი მოსმენაც მათ სურდათ.
- დამიჯერეთ, არაფერს ვერჩით მას, რაღაც კითხვები მაქვს, სულ ესაა. - იმდენად უდარდელი ტონი ჰქონდა მაჭავარიანს, ქალს უჭირდა სიმართლის დამალვა. რატომღაც ენდობოდა იმას, ვინც ასე ძალიან უყვარდა მის გარდაცვლილ ქმარს.
- ზურა გვაზავა ჩემი ქმრის ძმისშვილია. ჩვიდმეტი წლის იყო, შალვას რომ დაყვებოდა სამუშაოდ, ახლა თავისი საქმე აქვს. იშვიათად, მაგრამ მოდის ხოლმე ჩემთან. მეტი არაფერი ვიცი, შვილო, რაც შალვა გარდაიცვალა, ვარ ყველასგან მივიწყებული. - სევდანარევი ტონი და ცრემლჩანდგარი თვალები ორივეს ურთულებდა საქმეს. ეცოდებოდათ ქალი, რომელიც სიცოცხლეშიც კი ყველასგან დავიწყებული იყო.
- სად შეიძლება ვნახოთ, არ იცით?
- ტელეფონის ნომერი უნდა მქონდეს სადღაც... მოგიძებნით... სხვა არაფერი ვიცი, შვილო. - თქვა ქალმა და მაგიდაზე მიმოფანტულ ქაღალდებში დაიწყო ქექვა. უამრავი ადამიანის ტელეფონის ნომრებში როგორც იქნა იპოვა სასურველი და მათ გაუწოდა. სხირტლაძემ სწრაფად ამოიწერა ნომერი და ქაღალდი ქალს დაუბრუნა.
- მადლობა, ქალბატონო ნანა. დაგვერხმარეთ ძალიან. - უთხრა ღიმილით და ფეხზე წამოდგა.
- მადლობა დახმარებისთვის და ბოდიში ასეთ დროს რომ შეგაწუხეთ.
- ეგ არაფერი შვილო. - ამოიბუტბუტა მოხუცმა და დიდი ხის კარი მხოლოდ მაშინ დახურა, როცა დაუპატიჟებელი სტუმრები თვალს მიეფარნენ.
*

გამოვიდნენ თუ არა, მოცემულ ნომერზე დარეკა მაჭავარიანმა. მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა სასურველი ხმა, რომელსაც შეხვედრა წყნეთში დაუნიშნა. ვინაობა არ უთქვამს, რადგან იცოდა, დააფრთხობდა, ამიტომ ტყუილის თქმა დასჭირდა მის შემოსატყუებლად.

- შენი აზრით, ეცოდინება რამე? - ჰკითხა სხირტლაძემ.
- ეგრე მგონია. - ის უპასუხა, თვალი საქარე მინისთვის არ მოუშორებია. დიდი ხანი არ იყო გასული, ჩაბნეუელბულ, მიტოვებულ ადგილას მანქანა რომ შემოვიდა.
- მარტო შევხვდები. - გამაფრთხილებელი ტონით გასძახა სხირტლაძეს და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. ზურა გვაზავა თავის მანქანასთან იდგა და აშკარად გაოცებული გამომეტყველება აჰკვროდა სახეზე.
- ვინ ხართ და რა გინდათ? - გვაზავას აღელვებული ხმა მისწვდა თავჩაქინდრული ივას სმენას და მალევე გაუპო ტუჩის კუთხეები. მიხვდა, როგორი არასტრატეგიული გზით ცდილობდა გვაზავა იმის დამალვას, რაც მაჭავარიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
- დავიჯერო, ვერ მიცანი? - გაყინული ხმით ჰკითხა და დაბნეულ ბიჭს მიუახლოვდა.
- არ ვიცი ვინ ხართ, დროზე მითხარი სათქმელი და დავიშალოთ. - მანქანში მჯდომ სხირტლაძესაც გახედა გვაზავამ, შემდეგ კი ვითომდა უდარდელი მზერა გაუსწორა მისი ქმედებით გაღიზიანებულ მაჭავარიანს, რომელსაც მოთმინების ბოლო ძაფებიც უწყდებოდა.
- ბიჭო, დაჩი, - დაიღრიალა დაჩის მიმართულებით და გაცეცხლებული თვალებით ჩააშტერდა სხარტად დარჩენილ ბიჭს. სხირტლაძემაც არ დააყოვნა და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან. მიხვდა, გვაზავასთვის დღე არცისე სახარბიელოდ დასრულდებოდა.
-ვერ გიცანიო, ბიჭო... ნახე, როგორ მაყლ.ევებს... მომისმინე სი.რო, ორ წამს გაძლევ ჩემს გასახსენებლად. ვერ გამიხსენებ? ცოცხლად დაგმარხავ ისე, რომ ვერავინ იპოვის შენს გვამს, გაიგე? - მთელი დღის დაძაბულობამ ერთიანად ამოხეთქა გამძვინვარებულ მაჭავარიანში. თითქოს უკანასკნელი შემაკავებელი წერტილიც აუფეთქდა და სრულიად უკონტროლო გახდა. შარვლის ქამარში ჩადებული იარაღი ამოიღო და ბიჭის თვალწინ გადატენა. გვაზავას თვალები შუბლზე აუვიდა, აშკარაა, არ ელოდა მაჭავარიანის უკონტროლო მხეცად გადაქცევას.
- ივა... რა გინდა ჩემგან! მე რა შუაში ვარ... - უკან-უკან იხევდა ნელი ნაბიჯებით და ხელში ათამაშებულ იარაღს თვალს არ აშორებდა.
- ჰაჰ, გამიხსენე?! რატო მატყუებ, შე სი.რო! რატო ითხრი საკუთარი ხელით საფლავს, - მშვიდი, ცინიკური ტონით უახლოვდებოდა ბიჭს, მაგრამ ის გამძვინვარებული მხეცი საკუთარ მზერაში გამოემწყვდია თითქოს, იმდენად ანთებული და ბრაზისგან გამუქებული ჰქონდა თვალის გუგები. - როგორ ცუდად დაიწყე, გვაზავა... - ვითომდა სინანულით ამოთქვა ივამ, - ახლა დაეჯ.ვი აქ და რაც იცი ყველაფერი მოყევი, შენთვისვე აჯობებს, თორე მე არ გამიჭირდება კიდევ ერთი ადამიანის გასტუმრება. - საკუთარ მანქანაში ჩატენა და გვერდით მიუჯდა. სხირტლაძემ საჭესთან დაიკავა ადგილი და სარკიდან გახედა გაფითრებულ გვაზავას.
- ბიძაშენმა გვიან ამოიღო ხმა. შენ რას იზამ, შენც სიკვდილის მოახლოებას დაელოდები? არა, ბაზარი არაა ბიჭო, არ გაწყენინებ და ახლავე მოგიწყობ ტურს საიქიოში, - ცივი ლულა რომ აღიქვა გვაზავას შუბლმა, მაშინ დაეცვარა სახე მლაშე სითხით. იგრძნო მოახლოებული საფრთხე და მიხვდა, რომ მაჭავარიანი ყველაფერზე იყო წამსვლელი.
- რა გაინტერესებს? - ესღა ამოთქვა და მზერა აარიდა ცინიკურად მომღიმარს, რომელმაც სიგარეტს მოუკიდა და კმაყოფილი სახით ჩააშტერდა შეშინებულს.
- ყველაფერი, გვაზავა!
- მესხზე და არაბიძეზე ბევრი არაფერი ვიცი... მხოლოდ ის, რაც შალვამ მოგწერა.
- მარიამზე?! - სახელის გაგონებისას ისე შეეცვალა გამომეტყველება, მიხვდა ივა, რომ გვაზავამ საჭიროზე მეტი იცოდა. - ხმა ამოიღე და სახელი მითხარი.
- ვი..სი?
- შენი დე.დაც, - ცივად გაეცინა მაჭავარიანს, - კარგად მომისმინე! ბოლოჯერ გეკითხები გვაზავა, ბოლოჯერ! მითხარი რაც იცი, თორე ეგ ინფორმაცია იქ, ზემოთ, ვერ გამოგადგება, გასაგებია? - ცივსისხლიანი მზერით უყურებდა ბიჭს, რომელსაც მის ღრიალზე სახე დაემანჭა. ერთი ღრმად ჩაისუნთ-ამოისუნთქა და თვალი თვალში გაუყარა.
- გიორგი ჭონიაშვილი. - რამდენიმე წამიანი შესაშური სიჩუმე გვაზავას ხმამ დაარღვია. ამჯერად ოთხი თვალი მიშტერებოდა ალმოდებულ ბიჭს, რომელიც მისდა უნებურად ჩიხში აღმოჩნდა.
- დეტალურად... - ადგილზე გახევებული ივა თვალს არ აშორებდა უემოციო სახით მჯდომ ბიჭს. - ხმა ამოიღე!
- მარიამის შეყვარებული იყო, როგორც ვიცი... მეტი არაფერი.... მართლა... ესეც შემთხვევით გავიგე, ვიღაცას ელაპარაკებოდა მარიამი და ახსენა... ივა, გეფიცები, ჩვენ, მე და შალვა, არაფერ შუაში ვართ ამ ამბავთან.
- მეფიცება დაჩი, ნახე, ბიჭო, - გაყინული სახეზე მაინც შეეპარა ცინიკური ღიმილი. - ორივე მაგრად მაყლ.ევებდით და ახლა მეფიცები? რატო არ მოეთეს.ლე და არ თქვი რამე თუ იცოდი? შენ გეკითხები, გვაზავა, რატო შეძვერი სოროში, ბიჭო! ცოტა იცოდი? ცოტაა ბიჭო ეს?! - ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა მაჭავარიანი.
- შალვამ გამაფრთხილა... შენ რა, გგონია მესხი ვინმეს ცოცხალს დატოვებს, ვინც ზედმეტს ილაპარაკებს?! მართლა ასეთი გულუბრყვილო ხარ, ივა? მიმოიხედე შენ ირგვლივ! აქ სულ სხვა სამყაროა! ჯერ არ შეგეხო? შეგეხება! იფიქრებთ ახლა, მოსამსახურე იყო, ეზოს ალაგებდა, ვის დააინტერესებს, მაგრამ თქვენ არ იცნობთ მაგ გამოსი.რებულებს! ზატო ისინი გიცნობენ თქვენ და ყველას ირგვლივ! ზედმეტი სიტყვა და ტრუპი ხარ, ვსო, დამთავრდა! - არეული, შეშლილი ხმით ლაპარაკობდა ერთიანად დაძაბული გვაზავა. - ამის დედას შევ.ეცი, - გაფითრებული აცეცებდა თვალებს.
- რა ხდება ბიჭო, ყველა გამოყ.ლევდა? - გაფართოებული თვალებით უსმენდა სხირტლაძე გვაზავას მონოლოგს. - მე იცი რისი არ მჯერა, გვაზავა?.. რომ შენ, როგორც აღნიშნე, ეგრეთ წოდებულ მებაღეს და მოსამსახურეს, რომელიც თავის საქმეს პატიოსნად ასრულებდა, ასეთი შიში გაჭამეს უმიზეზოდ. გვითხარი, ზურა, რატომ ხარ ასეთი ინფორმირებული... იქნებ იმიტომ, რომ ზედმეტი მოინდომე? - ცივი გამომეტყველებით უყურებდა დაჩი სხირტლაძე ხაფანგთან მიახლოებულ ვირთხასავით გატრუნულ გვაზავას.
- არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ, მაგრამ მე ერთს გეტყვი, დაჩი... თქვენ რომ ცხოვრებას ირგებდით და უკან არ იხედებოდით, ამ დროს, თქვენ უკან ვიღაც საფლავს თხრიდა... ამას მხოლოდ ის დაინახავს, ვინც უბრალოდ ცხოვრობს და მეტი არაფერი... ჩვენ ბევრი ცუდი გვინახავს, ბევრი ისეთი რამ, რაზეც თქვენ არც კი გიფიქრიათ.
- ფილოსოფოსი ხარ გვაზავა, თუ პარლამენტის სპიკერი? - ჩაეცინა სხირტლაძეს, - რას ბოდავ, ბიჭო, რა ქვეყნიერების გასაჭირი მოხოდე... მიდი აბა, კიდე რა მოსალოდნელ კატაკლიზმებს განიხილავ?
- აი, ხომ ხედავ, აზრზე არ ხარ ცხოვრების... მესხის ერთი სიტყვა და განადგურდებით... არ გჯერათ, არა? მაშინ გამოსცადეთ! ესაა ცხოვრება, დაჩი, ვიღაცა ვიღაცას მართავს და ამას არ აქვს დასასრული! - კბილებს შორის გამოსცრა აპილპილებულმა გვაზავამ.
- რაც იცი გიორგი ჭონიაშვილზე ყველაფერი თქვი. - ძლივს შეკავებული სიმშვიდით წარმოთქვა აქამდე ჩუმად მყოფმა მაჭავარიანმა. თავში უამრავი კითხვა უტრიალებდა. გვაზავას სიტყვებმა კიდევ უფრო დაძაბა და გაურთულა საქმე. შეთანხმების თანახმად, მესხზე შეტევა ვატო მაჭავარიანის საქმე იყო, ის იკვლევდა ყველა დეტალს წლების განმავლობაში, რომ ერთიანად ჩაეძირა მესხის არსებობა და არა მხოლოდ კომპანია, მაგრამ ახლა საქმე კიდევ უფრო რთულდებოდა... ფაქტია, მესხის ძალებს სათანადოდ ვერ აფასებდნენ.
- არ ვიცი ვის, ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ტელეფონზე ესაუბრებოდა მარიამი, გიორგის სახელი და გვარი ახსენა, ჩემდა უნებურად მოვუსმინე მის საუბარს, ბაღში ვიყავი... წასვლა დავაპირე, მაგრამ თავის შეყვარებულად რომ მოიხსენია გავჩერდი, დამაინტერესა ვინ იყო ბიჭი, რომელიც მარიამ მაჭავარიანს უყვარდა... ალბათ იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა მარიამს სრულყოფილებად აღვიქვამდი, ვერ წარმომედგინა მასზე ლამაზი ქალი თუ არსებობდა... ჩემზე დიდი რომ იყო, შალვა მეუბნებოდა, აზრი არ აქვს მასზე ფიქრს, საქმეს მიხედეო... - ეს თქვა თუ არა სევდიანად ჩაეცინა. - მგონი გიორგისთან ერთად აპირებდა გაქცევას... უნდა გავიპაროთო, ამბობდა... მეტი არაფერი ვიცი.
- გადადი. - დაძაბული, სიმძიმისგან დამუხტული ჰაერი მაჭავარიანის ერთმა სიტყვამ გაჰკვეთა. გვაზავა მანქანიდან გადავიდა, სხირტლაძემ კი თვალის დახამხამებაში აამუშავა ძრავი და ადგილს მოსწყვიტა მანქანა.

____
შედარებით პატარა თავია, თუმცა აუცილებელი იყო, აქ გამეწყვიტა.
მადლობა მათ, ვისაც არ ეზარება საკუთარი ვარაუდებისა და შეფასებების გამოთქმა... ჩემთვისაც ბევრად სასიამოვნო და საინტერესოა ასე.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

აუ, მთელი დღეა ველოდები და ეს რა პაწუკა თავი ყოფილა :D
როგორი დაინტრიგებული ვარ, რომ იცოდე.
აქამდეც მითქვამს, მაგრამ კიდევ გეტყვი- ძალიან საინტერესო სიუჟეტია.
ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები!

 


№2  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლიზი
აუ, მთელი დღეა ველოდები და ეს რა პაწუკა თავი ყოფილა :D
როგორი დაინტრიგებული ვარ, რომ იცოდე.
აქამდეც მითქვამს, მაგრამ კიდევ გეტყვი- ძალიან საინტერესო სიუჟეტია.
ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები!

მე კი ავტვირთე დროულად, მაგრამ გვიან დაიდო grimacing
შემდეგი თავი შედარებით დიდი და ინფორმაციული იქნება :დ <3 ახალ პერსონაჟსაც გაიცნობთ მალე :დდდ
მადლობა, ლიზი! heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზი

Margo Tokyo
სტუმარი ლიზი
აუ, მთელი დღეა ველოდები და ეს რა პაწუკა თავი ყოფილა :D
როგორი დაინტრიგებული ვარ, რომ იცოდე.
აქამდეც მითქვამს, მაგრამ კიდევ გეტყვი- ძალიან საინტერესო სიუჟეტია.
ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები!

მე კი ავტვირთე დროულად, მაგრამ გვიან დაიდო grimacing
შემდეგი თავი შედარებით დიდი და ინფორმაციული იქნება :დ <3 ახალ პერსონაჟსაც გაიცნობთ მალე :დდდ
მადლობა, ლიზი! heart_eyes

კი, ვიცი ადრე რომ ატვირთე, წავიკითხე წინა თავზე კომენტარი. ვბრაზობდი, რით ვერ აღირსეს ატვირთვა-მეთქი :D
არაფერს, ძვირფასო. მადლობა შენ, დროს სასიამოვნოდ რომ მახარჯინებ.

 


№4 სტუმარი Nino

Au dzalian magaria. Am tavshi naka damaklda :(( imedia shemdeg tavshi dagvibrundeba. Sasiamovno weris stili gakvs da velodebi shemdeg taaavs

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან მიხარია შენი დაბრუნება მარგო. და თანაც როგორ. ოჰჰჰ. აქ ამბები გველისსს. ვერ გამოხსნის გორგალს გრაკალის მკითხავიც
მოუთმენლად ველოდები მომდევნოს. ვარაუდის დონეზეც კი არ შემიძლია რამე ალბათობა დავუშვა რა მოხდაა

 


№6 სტუმარი ტაისა

აუუუ რა პატარააა(((( :დდდდ
გელი ❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ლიზი
Margo Tokyo
სტუმარი ლიზი
აუ, მთელი დღეა ველოდები და ეს რა პაწუკა თავი ყოფილა :D
როგორი დაინტრიგებული ვარ, რომ იცოდე.
აქამდეც მითქვამს, მაგრამ კიდევ გეტყვი- ძალიან საინტერესო სიუჟეტია.
ველოდები შემდეგ თავს, წარმატებები!

მე კი ავტვირთე დროულად, მაგრამ გვიან დაიდო grimacing
შემდეგი თავი შედარებით დიდი და ინფორმაციული იქნება :დ <3 ახალ პერსონაჟსაც გაიცნობთ მალე :დდდ
მადლობა, ლიზი! heart_eyes

კი, ვიცი ადრე რომ ატვირთე, წავიკითხე წინა თავზე კომენტარი. ვბრაზობდი, რით ვერ აღირსეს ატვირთვა-მეთქი :D
არაფერს, ძვირფასო. მადლობა შენ, დროს სასიამოვნოდ რომ მახარჯინებ.

heart_eyes heart_eyes heart_eyes

Nino
Au dzalian magaria. Am tavshi naka damaklda :(( imedia shemdeg tavshi dagvibrundeba. Sasiamovno weris stili gakvs da velodebi shemdeg taaavs

ძალიან, ძალიააან დიდი მადლობა <33333
შემდეგ თავში დაბრუნდება ნაკა bowtie

Qeti qimucadze
ძალიან მიხარია შენი დაბრუნება მარგო. და თანაც როგორ. ოჰჰჰ. აქ ამბები გველისსს. ვერ გამოხსნის გორგალს გრაკალის მკითხავიც
მოუთმენლად ველოდები მომდევნოს. ვარაუდის დონეზეც კი არ შემიძლია რამე ალბათობა დავუშვა რა მოხდაა

როგორ მიყვარს თქვენი კომენტარები, ქეთი! heart_eyes
ძალიან მიხარია, რომ ასე დაინტერესდი... მეც ვფიქრობ, რომ რთული მისახვედრი იქნება ფინალი და ვნახოთ, აბა :დ <3
მალე იქნება შემდეგი <3

ტაისა
აუუუ რა პატარააა(((( :დდდდ
გელი ❤❤❤❤

ძალიან პატარიკოა, მაგრამ მომდევნო თავები იქნება დიდი :დ თანაც რამდენიმე თავი დარჩა bowtie

 


№8 სტუმარი სტუმარი თეო

აუჰ რა საინტერესოა

 


№9 სტუმარი სტუმარი სალი

ახალი თავი დღეს იქნება?? ძალიან მაინტერესებს

Netav gamagebina ra xdeba ;d
Dzaan intrigashi var, an es giorgi vin aris, an mariams ra darmarta? Mokled srul gaugebronashi var. ;d
Velodebi axal tavs, magari gogo xar

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი თეო
აუჰ რა საინტერესოა

მიხარია!!❤️❤️❤️

სტუმარი სალი
ახალი თავი დღეს იქნება?? ძალიან მაინტერესებს

Netav gamagebina ra xdeba ;d
Dzaan intrigashi var, an es giorgi vin aris, an mariams ra darmarta? Mokled srul gaugebronashi var. ;d
Velodebi axal tavs, magari gogo xar

ახალი თავი გაგზავნილია და იმედია მალე დაიდება :დდ
ოო, მაგ ყველაფერს გაიგებთ ნელ-ნელა :დ <33
შენი გაუგებრობა მიხარია ძალიან :დდ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent