შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (7 თავი )


21-04-2021, 14:06
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 2 124

წამით შეჩერებული ჩოჩქოლი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. არიდაც დაუფიქრებლად აეკრო მის გვერდით მდგომ სხეულს, რომელმაც იარაღიანს თავის მოძრაობით ანიშნა გაწეულიყო. ამ უკანასკნელმაც, სწრაფად წაიტანა ყურზე მიმაგრებულ მიკროფონზე ხელი და ხმაურში, ძლივს მოახერხა ერთი სიტყვის გაგონება. ბრძანება მიიღო. განზე გადგა იმის ნიშნად, რომ გზა ხსნილი ჰქონდათ.

- დამშვიდდი და გამომყევი ! - არიდას ზურგს უკან მდგომმა ყურთან ჩასძახა. ნაცნობმა ხმამ სიმშვიდის განცდა მოუტანა გოგონას და მის ნაბიჯებს ააყოლა.

კაცის ხელს ძლიერად ჩაჭიდებული გასასვლელისკენ მიაბიჯებდა, კუთხეში, ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფი ლუკა, რომ შენიშნა. წამში მოგვრილმა სიხარულმა სულ გადაავიწყა მომხდარი. ლუკას პოვნამ იმ პატარა ბავშვივით ააცქმუტა საყვარელ სათამაშოს რომ მოუტანენ და ხელი ხელს შემოჰკრა. უფრო სწორად არაბულის ტორს. რადგან ბიჭს ძლიერად მოეჭირა მტევანი. მთლიანად დაეფარა მისი სიფრიფანა ფალანგები. ამრიგად, ხელის გამოცლა ვერ მოახერხა და ინსიქტურად აიქნია დათას მკლავიანად ჰაერში. ერთი შეხტა კიდეც. იქ გადატანილიც კი არაფრად უღირდა, რადგან იმას მიაგნო ვისაც ეძებდა. დათა უცებ გაჩერდა და აკუნრტუშებულს მიაჩერდა. ვერაფრით გაეგო, რამ გაუცისკროვნა სახე, წუთის წინ იარაღიდან გამოხსნილს. ჯერ არიდას შეხედა გაკვირვებულმა, მერე მათ უკან მოძრავ ლაშას და ვანოს. ორივემ , „ჩვენც არ ვიცით“ ნიშნად მხრები აიჩეჩა.

- დათა, იქ ლუკა ! - წამოიყვირა. ბიჭმაც იქით გაიხედა, საითაც მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი მიეშვირა გოგოს. არიდა ხელის გაშვებასა და ლუკასკენ გაქცევას აპირედა, მაგრამ არ გაუშვა. მეტად ჩაეჭიდა და თავისკენ შეაბრუნა.

- გონს მოეგე არიანადა ! ვერ ხედავ, აქ რა ხდება ? - ისე დაუღრიალა მუსიკის ხმასაც კი გაუსწრო ტონმა.

- ლუკას გარეშე არ წამოვალ ! აქედან მის გარეშე ფეხს არ გავადგამ, გესმის ? - შეუვალი ჩანდა ქალი. მისმა ასეთად ხილვამ, დათას სახეზე აშკარა გაკვირვება გამოხატა. არადა წამების წინ ბავშვივით ხტოდა.

- ვანო, გაიყვანე და გარეთ დამელოდეთ ! - გოგონას ხელი მამიდაშვილს გადასცა.

- ლუკას გაერეშე არ წამოვალ ! - ჯიუტად იმეორებდა არიდა და ახლა ვანოს ხელს ეჯაჯგურებოდა.

- არიანდა, გაყევი ! - კვლავ დაიგრგვინა დათამ.- მე გამოვიყვან.

- გთხოვ, მეც დავრჩები ! - შეევედრა გოგო და შავი თვალებში წყ.ლის გუბეები ჩაუდგა.

- გპირდები, გამოვიყვან. - წამით შეხედა მის თვალებს. მერე ვანოს თავით ანიშნა გაიყვანეო და აბობოქრებულ ხალხის მასას შეერია.

ათიოდე წუთი თუ იქნებოდა გასული რაც შენობიდან გამოიყვანა ვანომ. ლუკას პოვნით გამოწვეული ეიფორია ახლა შიშმა გადაფარა. წინ და უკან ნერვიულად დააბიჯებდა და ყოველწუთას ეკითხებოდა ბიჭს, რატომ არ ჩანდნენ. ამასობაში ბარი თითქმის დაიცალა. ჯერ კიდევ გონს მყოფი ახალგაზრდები უკანმოუხედავად გამორბოდნენ. ყველა გამომსვლელში ნაცნობ სახეებს ეძებდა არიდა. გული აღარ ემორჩილებოდა იმის ფიქრით, შიგნით ორი მნიშვნელოვანი ადამინი, რომ დატოვა და შეიძლებოდა რაიმე ცუდი შემთხვეოდათ. ორი მნიშვნელოვანი ადამიანი ? ლუკა გასაგებია, მაგრამ დათა ? როდის მოასწრო მნიშვნელოვნად ქცევა ? ... არა, ის ბუნებრივია, იმ არეულობაში დატოვებულ ნებისმიერ ადამინაზე იდარდებდა, მით უფრო მის მშველელზე, მაგრამ ასე გულამოვარდნით? ასეთი დაუცხრომელი შიშით? ... უკვე ვინ იცის მერამდენედ ევედრებოდა ვანოს, შენობაში შეეშვა.

კლუბში შებრუნებული დათა, ლუკას გამოყვანას აპირებდა, შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და მორიდებით გადასცა: გამომყევით გელოდებიანო. დათა მიხვდა, ვინ იყო დანაბარების ავტორი. ლაშას ანიშნა ბიჭისთვის მიეხედა და დაცვას გაჰყვა. მეორე სართულის კიბე აიარეს. გრძელ, თითქმის ჩაბნელებულ დერეფანს ჩაუყვნენ და ერთ-ერთი ოთახის კარში შეაცილა. სარდაფში მოწყობილი, მუქ ტონალობაში გადაწყვეტილი, მხოლოდ ერთი ძველებური ჭაღით განათებული კაბინეტი, მეტად კომფორტის ზონა აღმოჩნდა არაბულის ხასიათისთვის. ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, რომელიც ისედაც არ ახასიათებდა დათას არსებას, ამაყად შეაბიჯა და მასიური ხის, კვადატის ფორმის მაგიდასთან მსხდომი სამი მამაკაცის წინ მხრებში გაშლილი დადგა.

- დათა არაბულო ! - ფეხზე წამოდგა ერთ-ერთი. ხელი გაუწოდა.- სასიამოვნოა შენი აქ ხილვა ! დიდი ხანია არ შევხვედრილვართ. - ცოტა ირონია იგრძნობოდა დგებუაძის ხმაში.

- თითქმის ათი წელი. შორიდან მოკითხვებს თუ არ ჩავთვლით. - აი, დათას კი არც უფიქრია ირონიის დაფარვა. მანაც შეაგება მტევანი. - დარწმუნებული ვარ აქ, მხოლოდ ჩემი ნახვით გამოწვეული სიამოვნების მოსაგვრელად არ დამპატიჟებდი ჯონი ! - თვალი თვალში გაუყარა.

- მიხვედრილი ხარ, ყმაწვილო ! - დაუდასტურა კაცმა და ხელით სკამისკენ ანიშნა.

- თუ წინააღმდეგი არ იქნები, მე სავარძელი მირჩევნია. - თქვა დათამ და ვიდრე პასუხს მიიღებდა მედიდურად ჩაჯდა მუქ შინდისფერ სავარძელში.

- სტუმარი ხარ. როგორც გინდა ! - უკვე კომფორტულად მოთავსებულს, დაფარული უკმეხობით გაეპასუხა ჯონი და სამივემ დათასკენ შეაბრუნა თავიანთი სკამი.

- საღამომშვიდობის ბატონებო ! - თითქოს ახლა შეამჩნია არაბულმა დანარჩენები.

- გამარჯობა ! გურამ გაგუა. - გაეცნო მის პირდაპირ მჯდომი სამოციოდე წლის, კუშტი გარეგნობის მამაკაცი .

- ზურაბ დვალი. - გაეცნო მეორეც, დაახლობით მისი ასაკის და ხელი გაუწოდა.

- სასიამოვნოა ! - ცერად და სწრაფად შეათვალიერა ორივე. - აბა, იტყვი მთავარს ? - თემას დაუბრუნდა დათა და დგებუაძეს გახედა ცივი გამომეტყველებით.

- ვფიქრობ, შენც უნდა ხვდებოდე ! - საქმიანად დაიწყო მასპინძელმა.

- შესაძლოა, მაგრამ მაინც გისმენ. - მოუჭრა სიტყვა და ორივე ხელი სავარძლის სახელურებზე დაალაგა.

- „ხმაურიანი წვეულების“ მოწყობის გამო ცოტა ნაწყენი ვარ იმ გოგოზე და შენ, რომ არ დამენახე მის გევერდით აქედან ვერც გააღწევდა. - მიკიბ-მოკიბვის გარეშე მოახსენა ჯონიმ. ისედაც არაბულის ქცევების გამო ბრაზს აეტანა. ორმოცდაათ წლიანი ცხოვრების და მერე, როგორი „მრავალფეროვანი“ ცხოვრების შემდეგ, მგონი, პირველად იჯდდა მის წინ ასეთი შეუვალი ახალგაზრდა, რომლესაც საერთოდ არ ადარდებდა მისი სტატუსი და „არც თუ ისე კარგი“ რეპუტაცია. კი იცოდა არაბულის ხასიათის შესახებ, მაგრამ კაბინეტში შემოსვლიდან რამდენიმე წუთში თუ გამოამჟღავნებდა ამას არ ელონა.

- დავიჯერო „წვეულებები“ უკვირს თქვენს კლუბს ? - ცინიკურად იკითხა დათამ.

- არა, მაგრამ მისმა ცნობისმოყვარე ვიზიტმა გამაკვირვა.

- წვეულების მომწყობი გოგოს კვალობაზე ზედმეტად ხომ არ ინტერსდებით მისით?! - „ ინტერესდებით“ გამოკვეთა და დანარჩენ ორსაც გადახედა.

- ის, ჩვენი საერთო ნაცნობის დაა, ყმაწვილო. მისი მოულოდნელი ვიზიტი და ინტერესი არასახარბიელოა ჩვენთვის. უფრო მეტად კი, მისთვის. - მიზეზისა და შედეგის დაბარვა არც უცდია დგებუაძეს.

- ესეიგი იცნობთ კიდეც. - ისე დაასკვნა, თითქოს ახლაღა გამოერკვა საქმის ვითარებაში და თითქოს, არ იცოდა ანდროს კავშირი ნარკოტიკის სამყაროსთან. არადა იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, არიდას სავარაუდო ინტერესის რა სფეროს გულისხმობდა დგებუაძე.

- ისევე, როგორც შენ. - ცალყბად ჩაიცინა ჯონიმ. - მისი ძმის წყალობით. მე შორიდან. შენ კი როგორც ვხედავ, ახლოდან. - ცინიკურად დაამატა.

- მე და შენ ახლა იმას განვიხილავთ, მე ვისთან და როგორი ნაცნობობა მაკავშირებს ? - უხეშად გამოსცრა დათამ.

- არა. უბრალოდ ვაზუსტებ !

- რას ?

- თუ შენ მასთან საერთო არაფერი გაქვს და არეულობას მხოლოდ იმიტომ გაარიდე, როგორც მამაკაცმა ქალი, მაშინ მასთან რაღაც კითხვები მაქვს და ჩემებურად მივხედავ.

- ჯონი, რაიმეს დაზუსტებებს შეეშვი ! - რბილი ტობით მისცა დარიგება დათამ და ფეხზე წამოდგა. - ახლა პირველად და უკანასკნელად აგიხსნი. ის, აქ, აი იმ პატარა ბიჭის მოსაძებნად მოვიდა, - დიდ ეკრანზე გაშლილ კამერებში ლუკას სამყოფელისკენ ანიშნა. - ალბათ თავადაც ხედავ, რა მდგომარეობაშია. ასე, რომ არც პრობლემა არსებობს და არც კითხვები !

- მგონი, ზედმეტი მოგდის ყმაწვილო ! - წამოენთო კაცი.

- ზედმეტში, რას გულისხმობ ? - იმდენად მშვიდი და უემოციო იყო დათა ეს უფრო აცოფებდა დგებუაძეს.

- უბრალოდ თქვი, თუ რაიმე ურთიერთობა გაქვს ვაჟა აფციაურის მკვლელის დასთან და მერე მე გადავწყვეტ იარსებებს პრობლემა და კითხვები თუ არა ! - მთელი წინადადება განსაკუთრებული მონდომებით გამოკვეთა. ცდილობდა უხერხულობა შეექმნა ან დაებნია ეს ამაყი ბიჭი. მაგრამ არაბულის ხასიათს, რომელსაც კუს ჯავშანივით შემოერტყა სიმტკიცე, მისი სიტყვებით მანიპულირება რას დააკლებდა.

- შენ ჩაგაბარო ანგარიში ჯონი ? - ხმას აუწია დათამ. სამივე დამხვდური ფეხზე წამოდგა. იმ ორთაგან ერთ-ერთმა, რომელიც აქამდე დიდი ინტერესით აკვირდებოდა მოსაუბრეებს, დგებუაძეს თავის მოძრაობით ანიშნა დამშვიდებულიყო. წამოჭიმული, ცეცხლმფრქვევი ჯონიც დაშოშმინდა. - მე, შენ გითხარი, არ არსებობს პრობლემათქო ! ჩემს სიტყვას არ ენდობი დგებუაძე ? - დათას ბოლოს ნათქვამმა ჯონის, შეტევაზე გადასასვლელად მომზადილი ავყია სიტყვები პირზე შეაშეშა. გაანეიტრალა. ახლა, რომ მას საპასუხო რისხვა გამოეხატა, ამით უნდობლობას უდასტურებდა და ფაქტიურად შეურაცხყოფას აყენებდა თავმოყვარე ბიჭს. ეს ყველაფერი კი მტრობით დაგვირგვინდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაბული სულაც არ იყო ხელწამოსაკრავი პიროვნება და ეს თავადაც მშვენივრად იცოდა, მასთან ასე ღიად გამოცხადებული მტრობა საერთოდ არ აწყობდა. მით უფრო, რომ თავისი არალეგალური ბიზნესი, სწორედ იმ ქვეყნების გავლით საზრდოობდა, სადაც რამდენიმე მსხვილი აქტივი ჰქონდა და დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა არაბულს.

- ეგ არ მიგულისხმია ! - უკან დაიხია მასპინძელმა.

- ძალიან კარგი ! მაშინ ახლა მე წავალ. ბიჭი სავადმყოფოში უნდა წავიყვანო. - მშვიდ მდგომარეობას დაუბრუნდა სტუმარი. - მოკლედ ჯონი, აქედან რომ გავალ მე ამ შეხვედრას ვივიწყებ, შენ კი იმ გოგოს. ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის და ჩვენი ურთიერთობაც ისეთივე დარჩება, როგორიც იყო ! შევთანხმდით ? - ეს სიტყვები გაფრთხილება იყო დათას მხრიდან და ჯონისაც არ გასჭირვებია მისი გაშიფრვა. შინაგანმა, ბრაზით გაღვიძებულმა მხეცმა ლამის კაპილარები დაუხეთქა მასპინძელს და თვალებში სიწითლედ მოაწვა. კაცს, რომლისაც ძალიან ბევრს ეშინოდა მისი შავ-ბნელი საქმიანობის გამო და თუნდაც იმიტომ, რომ „სამთავრობო კრიშა“ ჰყავდა, ახლა ამ ღლაპმა უკან დახევა აიძულა. აიძულა, რადგან დათას სიტყვას იმ სამყაროშიც, სადაც ჯონი მოღვაწეობდა დიდი წონა ჰქონდა. მასთან კონფქლიქტი არ იქნებოდა ადვილი, მისი გვლენების მასშტაბის გათვალისწინებით. ჯონიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. დათამ კიდევ ერთხელ კარგად შეათვალიერა მთელი ხნის განმავლობაში ჩუმად მსხდომი სტუმრები და დაუმშვიდობებლად დატოვა კაბინეტი.

***
ძალაგამოცლილი, აცახცახებული მანქანას იყო მიყრდნობილი, კლუბის კარში გამომავალი არაბული, რომ შენიშანა. მის უკან კი ლაშა მოდიოდა ფეხზე ძლივს მდგომ ლუკასთან ერთად. გაქცევა და ჩახუტება მოუნდა, მაგრამ შერცხვა, ვერ გაბედა. დათამაც შეამჩნია გაფითრებული არიდა და მალევე გაუპირისპირდა. ახლოს მისული ისეთი თვალებით დააჩერდა თავის მხრებამდე ძლივს მიღწეულ სხეულს, ადგილზე რომ გაგაქვავებს ადამიანს.

- რატომ ეძებ პრობლემებს ? - ერთმანეთზე დაჭერილ კბილებში, ძლივს გამოაღწია ხმამ.

- მე, მხოლოდ ლუკას ვეძებდი. - მეტად აიტანა შინაგანმა ცახცახმა. ცრემლმა, რომელიც ეულად დაეკიდა მარჯვენა თვალზე, უკითხავად გაყიდა შეშინებული გოგონა. ქუთუთოები მაგრად შეკრა და გვერდით გაიხედა. დათას დაკვირვებულ მზერას არ გამორჩენია ეს ფაქტი.

- დამშვიდდი ! - შედარებით რბილი ტონით უთხრა და ათრთოლებული გოგონა ინსტიქტურად მიიკრა მკერდზე. ფიზიკურად, სულიერად დაღლილ არიანდას წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია. ღრმად ჩაისუნთქა არაბულის არომატი და სიმყუდროვე განცდილი გაიტრუნა. დათას ახოვანი სხეული, სუროსავით შემოეჭდო. მთლიანად ჩაიკარგა მასში არიდა. ამირეჯიბის ქალს სიდაბლეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, მაგრამ არაბულთან შედარებით ბევრად პატარა ჩანდა.

მათ გვერდით მდგომ ვანოს კი, ბიძაშვილის სიტყვები გაახსენდა ჩახუტების წმინდა დატვირთვასთან დაკავშირებით დ თავი მრავლისმთქმელად გააქნია. უყურებდა ჩახუტებულ წყვილს და გულში ეღიმებოდა.

- - ჩაჯექი მანაქანაში! ეს ბიჭი საავადმყოფოში წავიყვანოთ ! - ცივად მოიშირა არიდა მას შემდეგ, რაც მკერდზე მიკრული სითბოს სხეულში შეპარვა იგრძნო. მოიშორა და განზე გადგა თითქოს რაიმე გამოუსწორებელ ცოდვას სჩადიოდა.

არიდას სიცივედ დაუარა, მასზედ ჩახუტებული სხეულსადმი სასიამოვნო ბმის უეცარმა გაწყვეტამ. ისიც კი მოეჩვენა რომ ეს ბმა, ბინარული იყო. ეუხერხულა წამების წინ განცდილი და უსიტყვოდ მიიხურა ავტომობილის კარი. ფრთხილად მიეფერა ლუკას, რომელიც ლაშას უკვე მოეთავსებინა უკანა სავარძელზე და მისი თავი კალთაში ჩაიდო.

- ცოტა სწრაფად იარე ! - უთხრა დათამ საჭესთან მჯდომ ვანოს, როგორც კი მის გვერდით მოთავსდა. - როგორ ჩანს გადაბმულად ყლაპა.

- ხომ არ მოკვდება ? - შეშინებულმა წამოიყვირა არიდამ.

- არა ! მიუსწარი. - დაამშვიდა ვანომ, რომელიც უკვე მანქანას მიაქროლებდა.


გზიდან დაურეკა არიდამ ქეთის, მსუბუქად მოუყვა არსებული მდგომარეობა და საავადმყოფოს მისამართი უკარნახა. ვიდრე მივიდოდნენ მონოტონურად ეფერებოდა ლუკას, დაცვარულ შუბლზე და ტირილნარევი ხმით დროდადრო ჩუმად ეჩურჩულებოდა : ამ ჯოჯოხეთისთვის როგორ გაიმეტე შენი თავი ? ლუკა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა რთულია ნარკომანად ყოფნა... აღარ მეგონა თუ ოდესმე კიდევ მომიწევდა ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ხილვა... უნდა იცოცხლო ლუკა... გთხოვ, უნდა იცოცხლო და შენი შეცდომა გამოასწორო... - ხმადაბლა ბუტბუტებდა და ცრემლებს მუჭით იწმენდდა. თუმცა არც ისე ჩუმად, რომ მის წინ მსხდომთ ვერ გაეგონა... დათა სარკეში ათვალიერებდა ტირილით ცხვირ-პირ აწითლებულ გოგოს.
მოსაცდელ დერეფანში იდგნენ, ქეთი რომ შემოვიდა. უკან ვახო და ზურა მოყვებოდნენ. ქალმა კდელს მიყრდნობი არიდა, რომ დაინახა, უფრო აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ და აქვითინებულმა გულში ძლიერად ჩაიკრა.

- სად არის? როგორ არის? - ხმის კანკალით იკითხა ქეთიმ.

- ბევრად კარგად , მაგრამ ჯერ კიდევ ექიმები სინჯავენ. - დაამშვიდა გოგონამ.

- მისი ნახვა მინდა !

- არ შეგიშვებენ ქეთი. ცოტა უნდა მოითმინო.

- იქნებ ვინმეს ვთხოვოთ. ვახო, გთხოვ შემიშვან ! - სასოწარკვეთილი საუბრობდა შეშინებული დედა.

- ქეთი, ხომ იცი, ასე არ შეიძლება ! ხელს შეუშლი. სჯობს ,ჯერ დამშვიდდე. - თბილი ხმით დაუყვავა კაცმა, საყვარელ ქალს და მისი ხელი დაიჭირა.

- ვიცი, მაგრამ... გული მისკდება ვახო ! -შუბლით ჩამოეყრდნო მკერდზე. კაციც ნაზად ეამბორა თავზე.


ცოტახანს, ვახოზე მიკრული ცდილობდა დამშვიდებას ქეთი. როგორც იქნა თავს ძალა დაატანა, სხეულს აიძულა კანკალი შეეწყვიტა. ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები შეიმშრალა. ჩვეულ ფორმაში ჩადგა ქალი. არიდასკენ შებრუნდა.

-
- ჩემი ანგელოზი ხარ არიდა ! ღმერთს მადლობა, რომ შენი თავი გამომიგზავნა ! - მის სიტყვებში უზარმაზარი მადლიერება გამოსჭვიოდა.

- მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რასაც შენ არ იმსახურებ !

- მე რა დედა ვარ არიდა?! მე რა დედა ვარ მითხარი ? შენ ერთი შეხვედრით მიხვდი მე კი ... მე ყოველდღე ვხედავდი და ვერ მივხვდი. ამის მერე მე, დედა ვარ ? - განადგურებულ დედაში, თავიდან იფეთქა ცრემლებმა.

- მაგის მიხვედრა არც თუ ისე ადვილია. უბრალოდ მე გამოცდილება მქონდა. მწარე გამოცდილება ქეთი. თავს ტყუილად ნუ იდანაშაულებ გთხოვ ! - მონდომებით ამშვიდებდა ქეთის, მასზედ არანაკლებ აღელვებული გოგო. მთელი დღის მანძილზე მასში გავლილმა ემოციამ თავისი გაიტანა. სხეულში სისუსტე იგრძნო და იქვე სკამზე გაფითრებული ჩამოჯდა.

- არიდა, კარგად ხარ ? - სწრაფად გაჩნდა ასანიზე მის გვერდით და ხელი დაუჭირა.

- კარგად ვარ ზურა. მადლობა !

- ფერი არ გადევს.

- არაფერია. ცოტა ვინერვიულე და ამის ბრალი იქნება. - მკრთალად გაუღიმა გოგომ.

- იქ მარტო წასვლა, როგორ გაბედე არიდა ? ჩემთვის მაინც გეთქვა. - გულრწფელი საყვედური უთხრა ასანიძემ. ადარდებდა გოგოს მდგომარეობა.

- შენ ვერ შეგაწუხებდი ზურა ! - იმ წუთას სხვა პასუხი ვერ მოიფიქრა .

- რას ამბობ არიდა ? ხომ იცი, არც ლუკაა ჩემთვის უმიშვნელო ადამიანი და არც შენ ! მაგას, როგორ მეუბნები ? - ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი გაცხარებულ ზურას.

- ახლა საყვედურების დრო არ არის ზურა, ხმას დაუწიე ! - მკაცრად მისცა შენიშვნა ვახომ, შვილს. - თუმცა, მეც ვეთანხმები არიანდა. იქ, მარტო წასვლა დიდი შეცდომა იყო. მიხარია, უვნებელები რომ ხარ. - მზრუნველი ხმით უთხრა კაცმა.

- მართალი ხარ! - დაეთანხმა მამას. - მაპატიე, არიდა ! - მოუბოდიშა ზურამ და მის გვერდით დაჯდა.

- მადლობა ბატონო ვახო ! თუმცა, ჩემს საქციელს საერთოდ არ ვნანობ. მთავარია ლუკა ვიპოვე. - თავჩაღუნულმა თქვა და ქეთის მიუბრუნდა. - ქეთი, ლუკასა და ჩემს სიცოცხლეს ამ ბატონებს უნდა უმადლოდე. - მათგან მოშორებით მდგომ დათასა და ვანოზე ანიშნა, რომლებიც დიდი ინტერესით უყურებდნენ ზურას გამოსვლას. არაბულს სახეზე არასასიმოვნო გამომეტყველება გადაკვროდა. ჯერ არიდას შეავლო გაავებული თვალები , მერე კი მის გვერდით მჯდომს. დანარჩენებს კი, თავის დაკვრით მიესალმა. - მათ გამოგვიყვანეს იმ შენობიდან.

- დათა ? ვანო ? - ახლაღა შეამჩნია ქეთის დამშვიდებით დაკავებულმა ვახომ, ნაცნობი ახალგაზრდები. მათ კომპანიასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ეგეც, რომ არა მისი სარესტორნო ქსელის ხშირი სტუმრები იყვნენ. - დიდი მადლობა დახმარებისთვის !

- ალბათ ვერასდროს გადაგიხდით საკადრის მადლობას. - ქეთი, ვახოსთან ერთად მათკენ დაიძრა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა.

- სამადლობელი არაფერია. მთავარია თქვენი შვილი კარგადაა. - ორივე ხელში მოიქცია ქეთის ათრთოლებული ხელი ვანომ და მზრუნველად მიმართა ნაცნობ ქალს, რომელთანაც რესტორანში სტუმრობის დროს უხდებოდა შეხვედრა.

არაბული, ყველას მიმართ უსიტყვო ურთიერთობით შემოიფარგლა. დაახლოებით ერთი საათი მოუხდათ დერეფანში ლოდინი. ზურა, თითქოს მიზანმიმართულად არ ცილდებოდა არიდას გვერდიდან. გოგოც ჩუმად გააპარებდა ხოლმე დათასკენ მზერას. თითქოს მის წინაშე რაიმე დანაშაულს სჩადიოდა და როგორც კი მის თვალებს გადააწყდებოდა, ტანში ცივ ჟრუანტელს გრძნობდა. გულს უცნაურად უჩქარდებდა, მისი დაჟინებული საყვედურნარევი მზერა.

- როგროც კი ლუკა გონს მოვა იმ კლუბს უნდა ვუჩივლოთ ! როგორ ასაღებენ არასრულწლოვნებზე ნარკოტიკს ?! - ქეთისთან წამოიწყო საუბარი ვახომ.

- ახლა, ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, მაგრამ შენ როგოც საჭიროდ ჩათვლი ისე მოვიქცეთ. - დაღლილი ხმით უთხრაა ქალმა.

- ვახო, ბოდიში რომ გეჩრებით, მაგრამ იცი ვის კლუბზეა საუბარი? - საუბარში ვანო ჩაერთო მას შემდეგ, რაც დათამ ხელი მიკრა და მიხვდა, რასაც ანიშნებდა. . მათკენ წავიდა.

- არა, მაგრამ სამართალთან მაგას მნიშვნელობა აქვს ? - გააკვირვა ვანოს სიტყვებმა.

- დარწმუნებული ვარ, ჯონი დგებუაძეზე გსმენია !

- კი, რათქმაუნდა ! - ისეთი ტონით დაეთნხმა, აშკარა იყო სწრაფად გაერკვა საქმის ვითარებაში გამოცდილი უფროსი ასანიძე. თუმცა, უმცროსი ასანიძესთვისაც არ იყო ეს სახელი უცნობი და კიდევ ერთხელ მოუნდა არიანდა დაეტუქსა.

- თუ მშვიდად ცხოვრება არ მოგბეზრებიათ ამ საქმეს შეეშვით ! - გულრწფელი რჩევა მისცა გიგაურმა, რომლელსაც მსგავსი რეპუტაციის მქონე ადამინების შესახებ მათზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა. - სამწუხაროდ ამ შემთხვევაზე უარესებიც მომხდარა იქ, მაგრამ მათთან საქმის მოგება ვერავინ შეძლო. პირიქით, მტრად გადაიკიდა. ასე, რომ უბრალოდ ლუკას მიხედეთ.

ვინაიდან ვახოსაც გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა, თუ როგორ გვარდეებოდა დგებუაძის სამყაროში პრობლემები, უსიტყვოდ დაეთანხმა გიგაურის დასაბუთებულ რჩევას. ამასობაში ექიმიც გამოჩნდა. აცნობა, რომ ლუკას მდგომარეობა სტაბილური იყო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა. საავადმყოფოს მთავარი ექიმი ვახოს ნაცნობი იყო. ამიტომ ქეთის, შვილთან დარჩენის უფლება მისცეს. დანარჩენები წასასვლელად მოემზადნენ.

- წამოდი, სახლში წაგიყვან არიდა ! - შესთავაზა ზურამ და მხრებზე ხელის მიდებით წინ უბიძგა.

- არიდას მე წავიყვან ! - ვიდრე, გოგო რაიმეს ეტყოდა ზურას, მანამ მოულოდნელად და ცივად გაიჟღერა იმ წუთამდე მდუმარე არაბულის ხმამ. ყველა მისკენ შებრუნდა. ქეთიმ ჯერ გაშეშებულ არიდას შეხედა, მერე დათას და მასში წვეულების დღეს არიდასთან მოსაუბრე ბიჭი ამიცნო. მერე კი სიბრაზისგან ანთილ ზურას გახედა. არაბულს არც არავის რეაქცია შეუმჩნევია და არც არიდას პასუხს დალოდებია, რადგან არც უკითხავს. უცერემონიოდ დაფარა მათ შორის მანძილი, წინ დაუდგა და თავით ანიშნა გაყოლოდა. გაორებული გოგონა ისე აჰყვა მის ნაბიჯებს თითქოს, ვალდებულიც კი იყო მასთან ერთად წასულიყო. მეტად გააფთრებული ზურას გვერდით სწრაფად გაჩნდა ქეთი და ხელში დაქაჩა. ვანოც გამოემშვოდობა მათ და ლაშასთან ერთად დატოვა საავადმყოფოს ეზო.

არაბული, ცენტრალურ მაგისტრალზე ქარივით მიაქროლებდა ავტომობილს. არიდა, გაურკვებლობას მოეცვა. ვერ აეხსნა დათას ქმედება. ჯერ კიდევ რესტორნის ინციდენტზე არ ჰქონდა პასუხი და ახლა ეს, უკითხავად რომ წამოიყვანა საავადმყოფოს შენობიდან და ახლაც ვერ ხსნიდა, რატომ იქცეოდა ბიჭი ისე, თითქოს მის იქ არსებობას ვერ ამჩნევდა. ერთ ხანს ითმინა ამირეჯიბის ქალმა უხერხული მდგომარეობა და გვერდით მჯდომი მამაკაციდან მონაბერი სუსხი. ბოლოს, რომ ვეღარ გაუძლო საუბარი ნაწყენი ხმით წამოიწყო.

- არ იყო საჭირო თქვენ წამოგეყვანეთ !

- ისევ თქვენ ? - იკადრა არიდასკენ გახედვა და მის ბავშვურად გაბუსხულ ლამაზ სახეს გადააწყდა. პირველად იგრძნო ჩხვლეტა გულში, არაბულმა. პირველად შეიჭრა არიდასადმი ლტოლვა სხეულში. . პირველად მოუნდა მის წითელ, მსუყე და მეტად გამოზიდულ ბაგეებს შეხებოდა. შველიივით მოღერებული ყელისაკენ გააპარა მზერა. უფრო ქვევითაც ჩააღწია. გოგონას, გახშირებული სუნთქვით მოძრავმა სავსე მკერდმა, რომელიც მთელი დიდებულებით მოჩანდა ტანზე მჭიდროდ მომდგარ მაისურში, არაბულის სისხლში ვნება ცხელ ლავად შეურია. სიმხურვალით გაფართოებულ კაპილარებში, თავხედურად მოთარეშე სურვილებმა ყელში წაუჭირა ბიჭს. სწრაფად იტაცა შავი პერანგის საყელოზე ხელი და ღილი შეიხსნა. ასეთი დაუოკებელი სურვილი პირველად შეუჩნდა დათას. თუმცა, ეს სულაც არ იყო ავხორცული... რაღაც უფრო ღრმა იყო...

- ჩვევაა. - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა და თითებს დაუწყო წვალება.

- ხოდა მოიშორე ეგ ჩვევა ! - ერთდროულად საკუთარ თავზე და არიანდაზე გაბრაზებულმა ისე უხეშად გამოსცრა კბილებში, საბოლოოდ დააკარგვინა მოთმინება გოგოს.

- გაბრაზებული ხართ ბატონო დათა ? - ჰკითხა და გადიდებული თვალებით მიაჩერდა - უკაცრავად, დათა ! -სწრაფად გამოასწორა შეცდომა, მაგრამ დააგვიანა. რადგან არაბულმა ძლიერი დარტყმით დაამუხრუჭა მანქანა და ერთი გვარიანად შეაქანა გოგონასაც. მთელი ტანით მისკენ შებრუნდა ბიჭი. საოცარი სიმშვიდით, მაგრამ ისეთი სახით, ისეთი დაჟინებით უმზერდა , მთელი სხეული აუფორიაქა არიდას. სუნთქვა შეეკრა. - შუა გზაში ვდაგავართ და მოძრაობას ვაჩერებთ... - ყელში ძლივს გადააგორა მთელი დღის მანძილზე ნელ-ნელა გაზრდილი ბურთი და ისე დამრიგებლურად უთხრა, გეგონებოდათ თავად არაბულმა არ იცოდა, სად გააჩერა. უფრო ახლოს მიიწია არიდასკენ დათა. გოგომაც თავის მხრივ უკან დაიხია. დათაც ჯინაზე იხრებოდ მისკენ და ლამის მანქანის კარს შეაზარდა არიდა. - დათა ! - საცოდავად ამოიკნავლა. - ასე, ნუ მიყურებ ! მეშინია ! -ბავშვივით ამოიბუტბუტა. დათამ მაღლა აზიდა წარბები და ფართოდ გახელილი თავლებით დაუთვალიერა სახე. ბაგეებთან გაშეშდა. უფრო მიიწია გოგოსკენ. არიდას გული ყელში ამოაჯდა მისი მზერა რომ დააფიქსირდა. ტუჩები აუთრთოლდა. ახლა დამფრთხალ თვალებში ჩააშტერდა ბიჭი. ერთხანს უწყვეტად უმზირა . მერე რაღაც დაინახა მათში, სწრაფად გაიწია, ერთი ღრმად ჩაისუნთქა, თვი გააქნია, საჭეს დაუბრუნდა და სვლა განაგრძო. როგორც კი სულისშემკვრელი, შავად მოელვარე თვალები მოშორდა ქალს, ყელში გაჩხერილი ჰაერი ნელ-ნელა გამოუშვა. გულზე ფრთხილად მიიჭირა ხელი იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად თავის ადგილას იყო და არ ამომხტარა. გულმა, ხელისგულზე გაფანტული რითმების საშუალებით სხეულში გაავრცელა აღელვების მიზეზი და როდესაც ტვინმაც მომხდარის განცნობიერება დაიწყო, დაიწყო იმის აღქმა, რომ ეს ადამინაი და მისი თვალები იმაზე მეტად მოქმედებდა მასზე ვიდრე აქამდე ხილული ნებისმიერი სხვა, არიდამ თავდაცვის მექანიზმი აამუშავა. ყოველაფერი ახალის მიღების მიმართ მისმა შიშმა, თავისი გაიტანა. ეს გრძნობა კი სრულიად ახალი, აქამდე არასდროს გნცდილი იყო და ისე სწრაფად გააქრო ტვინის უჯრედებიდან, ბოლომდე შესვლაც კი არ აცადა.

ისევ იმ ადგილზე, გოგოს სახლთან ახლოს გააჩერა მანქანა დათამ. უსიტყვოდ ჩამოქვეითდა. არიდასგან ზურგით ავტომობილს მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. ბიჭის, საქცილმა ისევ წყენა გამოიწვია არიდაში. ისიც წყინდა, რომ ვერ მიმხვდარიყო, რაზე ბრაზობდა არაბული. თავადაც ჩამოქვეითდა, გვერდი აუარა და ისიც მისგან ზურგშექცევით ქვაზე დაჯდა. არიდას ბავშვურმა საქციელმა ღიმილი მოჰგვარა უემოციო არაბულს. სრვილი იმდენად დიდი იყო, დაფარვა არც უცდია. თანაც არავინ უყურებდა. მის უმოწყალოდ სიმპატიურ, მამაკაცურად უხეშ სახის ნაკვთებს, წარმოუდგენლად მომხიბლავად მოედო ღიმი. უყურებდა ზურგით მჯდომ გოგონას, რომელიც ქარისაგან აწეწილ თმას იგერიებდა და ეღიმებოდა. იმდენად გულრწფელი იყო მისი ემოცია, ვერც კი იფიქრებდი ამ გოგოს მიმართ ცუდი მიზნები თუ ამოძრავებდა. სიგარეტის ღერი ბოლომდე ჩაწვა და მიწაზე დაგდო. ავტომობილის ბუფერზე შემოდებული მარჯვენა ფეხი ჩამოიღო და ნამწვი, ფეხის უხეში მოძრაობით გასრისა. სახეზე ჩვეული გამომეტყველება დაიბრუნა, მხრებში გაასწორა მაღალი სხეული და დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა ქვაზე მჯომს. ჯერ ზემოდან დახედა ქალის ლამაზ სხეულს და მერე ისიც მის გვერდით ჩამოჯდა.

- პატარა გოგოსავით რომ იქცევი ხვდები ? - გეგმას დაუბრუნდა არაბული და ხმაზეც შესაბამისი ინტონაცია მოირგო.

- რა გინდა დათა ? - გაცხარდა ამირეჯიბი. პატარა უწოდეს.

- მე? მე არაფერი. - ეამა გოგოს რეაქცია , - მაგრამ შენ თუ გინდა რაიმე, მითხრი.

- არაფერი მინდა და არც პატარა ბავშვივით ვიქცევი. აქ რატომ გავჩერდით?

- უნდა ვისაუბროთ.

- ახლა შენც იმაზე უნდა დამტუქსო იქ რომ წავედი ?

- მაქვს უფლება შენი დატუქსვის, არია ? - კითხვითვე უპასუხა და საგონებელში ჩააგდო ჭკვიანი, მაგრამ მაინც გამოუცდელი გოგო. არა, საერთოდ რას ვეკითხებოდიო, გულში გაიფიქრა.

- არა ! - ხისტად უპასუხა.

- იმ ბიჭს ჰქონდა ? - ისევ აილესა ასანიძის გახსენებაზე დათა.

- არა !

- ვინ იყო ?

- ჩემი უფროსი. - მშვენივრად მიხვდა არიდა „ვინ იყო“ რას გულისხმობდა და თავადაც მშვენიერი პასუხი გასცა. დათაც მიუხვდა ხრიკს და აღარ ჩაეძია. თუ საჭიროდ ჩათვლიდა თავად გაარკვევდა

- იქ, მარტო რატომ წახვედი არია ? - დღის თემას მიუბრუნდა და მუხლებზე დააწყობილი ხელის მტევნებით მანქანის გასაღებით თამაშს მოჰყვა.

- სხვა გზა არ მქონდა. - უპასუხა და მობილურით კიდევ ერთხელ მიწერა დედას, რომ ლუკა უკეთესად იყო და სახლში მალე მივიდოდა.

- იცი, რომ ძალიან გარისკე ?

- სარგებელი მიღირდა, რისკის საპირწონედ.

- გასაგებია, მაგრამ შეგეძლო ვინმესთვი გეთქვა.

- არ შემეძლო. არავინ იყო ისეთი ვისაც იქ წაყოლას ვთხოვდი. ვერც ქეთის გავუმხელდი, რადგან მეც არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული. - ამ ქვეყნად საჭირო დროს უადამიანოდ, უიმედოდ ყოფნამ გული კიდევ ერთხელ ჩაწყვიტა გოგონას.

- მე ხომ გნახე წასვლის წინ. გეთქვა და წამოგყვებოდი.

- ყველა ჩემს პრობლემაზე შენ ვერ შეგაწუხებ. იმ დღეს სხვა გზა არ მქონდა და ამიტომ დაგირეკე. დღეს კი თავადაც შემეძლო.

- ყოველ ჩვენს შეხვედრაზე იმ დღეს ნუ გაიხსენებ, მითუმეტეს დავიწყებას ცდილობ. -ნიშნისმოგებით გაახსენა მოძალადეზე დაუმსახურებლად ნაპატიები ცოდვა. - რომ ვწუხდებოდე ახლა შენს გვერდით არ ვიქნებოდი !

- ცუდად ნუ გამიგებ. - ეუხერხულა თავისი ნათქვამი გოგოს. - უბრალოდ მიჩვეული ვარ მარტოს, რომ მიწევს პრობლემებთან გამკლავება. მიჩვეული ვარ პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღებას. ზოგჯერ რთულიცა, დამღლელია, მაგრამ არის ამაში რაღაც კარგიც.მაგალითად...

- მაგალითად ის, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავად ხარ. როდესაც იცი, მარტო ხარ, მეტად ძლიერი და დამოუკიდებელი ხდები. - ცხოვრებისგან მრავალ გაკვეთილ მიღებულმა დათამ, დაასრულა არიდას სიტყვები.

- კი, ასეა. - გაუკვირდა ასეთი სიზუსტით, რომ გააჟღერა თავისის სათქმელი ბიჭმა.

- ძლიერი და მამაცი რომ ხარ კარგია, მაგრამ ზოგჯერ ვიღაცის იმედის ქონა აუცილებელია არია. ყველა ბრძოლაში მარტო ვერ შეძლებ გაიმარჯვო. დღევანდელი დღე კი, ამის მაგალითია. - ბიჭი, ცდილობდა ამ სიტყვებით თავისი სისუსტე დაენახვებინა არიდასთვის. ასე უფრო გაუადვილდებოდა მასთან მიახლოვება. ასე უფრო ადვილად იქცეოდა გოგოს საყრდენად.

- ხო, დღეს ისევ შენ დამეხმარე . ისევ შენ გადამარჩინე და ახლა, ძალიან მინდა მადლობა გადაგიხადო. - თავის თავში სისუსტე ვერა, მაგრამ დათაში გადამრჩენელი კი დაინახა. არც ეს ფაქტი იყო ურიგო არაბულისთვის.

- მგონი, ჩვენ ერთხელ უკვე გვქონდა მადლობასთან დაკავშირებით საუბარი ამიტომ აღარ გაგახსენებ. - მეტად გაუმძაფრა გოგოს მადლიერების გრძნობა. თუმცა, უნდა ითქვას დათას მართლაც არ უყვარდა სიტყვა მადლობა და ბოდიში. არასდროს არაფერს აკეთებდა იმის გამო, რომ მადლობა მიეღო. ბოდიშთან კი უფრო რთულად იყო საქმე. თუ ვინმე საბოდიშოდ გაიხდიდა მასთან საქმეს ამ სიტყვის თქმას აზრიც აღარ ჰქონდა.

- მახსოვს, მაგრამ როდესაც ადამიანი გეხმარება, ბუნებრივია მადლობის გადახდის სურვილიც გაგიჩნდეს. შენც გინდება, რაიმე ისეთი გააკეთო რითაც სამაგიეროს გადაუხდი ამ საქციელისთვის. - მთელი გრძნობით საუბრობდა არიანდა და დათასაც თავისთვის სასარგებლო სიტყვები მოხვდა ყურში.

- კარგი, რახან ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის მადლობის გადახდა მაშინ დაგეხმარები და რაიმეს მოვიფიქრებ.

- მოიფიქრებ, როგორ გადაგიხადო მადლობა ?

- ხო. რახან შენ ამის დიდი სურვილი გაქვს, მე კი სიტყვები არ მიყვარს სჯობს კომპრომისს მივაღწიოთ.

- და რას გულისხმობს ეს კომპრომისი? - გაეღიმა არიდას.

- სავახშმოდ დაგპატიჟებ. შენ კი მადლობის ნიშნად უარს არ მეტყვი. - მშვენიერი გეგმა ააწყო ჭკვიანმა დათამ.

- არ ვიცი, დათა ! - შეთავაზებამ შეაცბუნა გოგონა. - არამგონია სწორი იყოს.

- და არასწორი რა არის ამაში ?

- საერთოდ არ გიცნობ. არც მე მიცნობ.

- ხოდა უკეთ გავიცნობთ. მოდი, ჯერ ნუ მიპასუხებ. კიდევ მოიფიქრე. უბრალოდ, იცოდე, ეს მადლობის მაგიერი ვახშამი იქნება და არასწორი არაფერია ამაში !

- კარგი. - გაუბედავად დაეთნხმა და ქარისაგან სახეზე ჩამოყრილი თმები ყურებზე გადაიწია.

ერთხანს უხმოდ იჯდა და მომხდარს განიხილავდა არიდას ფიქრები. ბიჭიც არ ურღვევდა სიჩუმეს. ყველა კადრი გაახსენდა და როგორც იქნა გაუნათდა გონება საიმისოდ, ეკითხა მთავარი.
- დათა, იქ როგორ აღმოჩნდი ? ან მე, როგორ შემამჩნიე ?

- მეგობართან შესახვეედრად მოვედი. ბართან ვიჯექით ჩხუბი რომ ატყდა და შემთხვევით დაგინახე . - ლაშას ტყუილი გამოადგა არაბულს, რომელზეც ბარში შესვლის წამიდან გააფრთხილა.

- აა, მგონი ვხვდები ვისაც.- კლუბის კართან, უცნობ მამაკაცთან გაბმული დიალოგი გაახსენდა. მერე ლუკასაც ხომ ის დაეხმარა გამოსვლაში და გულუბრყვილოდ მოტყუვდა. - შენ, რატომ ხვდები ასეთ სახიფათო ადგილებში მეგობარს ?

- ის ადგილი ჩემთვის არა, შენისთანა ცნობისმოყვარე ბავშვებისთვისაა საშიში არია. -პსუხის დროს, არიდასკენ შებრუნდა და თითების ნაზი მოძრაობით ამჯერად თავად გადაუწია სხეზე დაყრილი თმა. მისი შეხებით გამოწვეულმა ემოციამ ეკლებად დააყარა სხეულზე გოგოს. კიდევ წაეთამაშა სიო მის თმებს. კვლავ დათამ დააპირა მათი შესწორება, მაგრამ არიდამ დაასწრო. სწრაფად დაილაგა თმები. ჩანთიდან სამაგრი ამოიღო და შეიკრა. არ უნდოდა კიდევ აეჩქროლებია მისი გული, ბიჭის შეხებას. - გაშლილი უფრო გიხდება ! - დაასკვნა და სამაგრი მოაძრო. მოულოდნელობისაგან თვალები გაუფართოვდა გოგოს. - ნუ გეშინია ! აღარ შეგეხები !უბრალოდ გაშლილი გქონდეს. - ისეთი ხმით უთხრა ჯერ, რომ არ გაეგონა ქალის ყურს. მჩხვლეტავმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. არ შეიმჩნია არეული ემოციები და ხელი გაიშვირა სამაგრის გამოსართმევად. დათამ მიწოდების ნაცვლად მუჭში მოიქცია. - თუ არ დაგენანება მე მექნება.

- შენ? ჩემი თმის სამაგრი ? - გულრწფელად გაუკვირდა არიდას.

- დიახ. მე, შენი თმის სამაგრი და ნუ მიყურებ ასეთი თვალებით.

- როგორი თვალებით ? - თვალების ცეცებას მოჰყვა. თითქოს სადმე თავისი თვალის ანარეკლს წააწყდებოდა და თავად დაიახავდა, როგოს გულისხმობდა დათა.

- მართლა ასეთი გულუპრყვილო ხარ არია ? - გულის სიღრმიდან წამოსული კითხვა დასვა არაბულმა და ისე შეკრა სუნთქვა თითქოს ამ პასუხზე იყო მისი ცხოვრება დამოკიდებლი.

- არ ვიცი გულუბრყვილობაში რას გულისხმობ, მაგრამ მაბნევ დათა ! - იმ წუთას მოსული შეგრძნების დამალვა არც კი უფიქრია არიდას.

- რატომ იბნევი არია ? - გოგოს პასუხმა სიამოვნებისგან გულში ჩააღიმა გამოცდილი არაბული და მოგვრილმა გამარჯვების განცდამ პირველი კითხვაც კი გადაავიწყა.

- ისე უეცრად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ისე უეცრად გახდი ჩემი ყველაზე რთული მომენტების მონაწილე, მხსნელი, ეს ყველაფერი ძალიან მაბნევს. არ ვარ მიჩვეული სრულიად უცხო ადამიანების ასე ახლოს მოშვებას და ჩვენი ეს სიახლოვე, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად ყალიბდება არ მომწონს. - ჩვეული გულრწფელობით ჩამოურაკრაკა პასუხი ბიჭს.

- და თვლი, რომ ჩემი ბრალია ? უხერხულობას გიქმნი არიანდა ? გინდა წავიდე ? - ეკითხებოდა, მაგრამ წინასწარ იცოდა გოგოს პასუხი. გულში კი წუთის წინ არიდასთვის დასმულ კითხვას თავის თავს უმეორებდა. მართლა ასეთი გულუპრყვილო იყო, თუ თამაშობდა.

- არა, შენ რა შუაში ხარ . არც უხერხულობას მიქმნი... უფრო სწორად მიქმნი მაგრამ ისე არა შენ, რომ გგონია ... მოდი რა შევწყვიტოთ ამაზე საუბარი. - კვლავ არეული თმა გაისწორა და ფეხზე წამოიჭრა .

- ჯერ ძალიან პატარა ხარ არია ! - უფრო საკუთარ თავს უთხრა ვიდრე არიდას და ქვემოდან ახედა გოგონას, რომლის შავ დალალებსაც ქარი თავის ნებაზე დაატარებდა.

- შეგიძლია ჩემი სამაგრი დამიბრუნო ? არ მენანება. უბრალოდ მჭირდება.

- გაშლილი უფრო გიხდება-მეთქი !

- მე შეკრული უფრო მომწონს. თანაც ახლა ქარი მიწეწავს.

- როგორც ჩანს ქარსაც ისევე მოსწონს შენი თმის სურნელი, როგორც მე. - ადგილზე გააშეშა ამ სიტყვებმა არიდა. მას ხომ კომპლიმენტები არასდროს მოსწონდა, მაგრამ ამ კაცისგან ნათქვამმა უკვე მეორედ, სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. ეუცხოვა ეს განცდა. ააღელვა. არადა სულ არიყო ასეთი. სულაც არ მოქმედებდა მასზე მამაკაცის სიტყვები. რამდენი შექება აქვს მოსმენილი, მაგრამ არცერთ მათგანს მის გულზე არ გაუვლია. მაშ, რატომ მოქმედებდა მაინცდამაინ დათას ნათქვამი ? რატომ მიექანებოდა მისი ყველა ქმედება, სიტყვა, გამოხედვა გულისაკენ ? ... - ჩემს ყველა კომპლიმენტზე უნდა დაფრთხე არია ? - ჰკითხა და მის წინ აღიმართა.

- გვიანია. უნდა წავიდე ! - გვერდის ავლა დააპირა დაბნეულმა გოგონამ, მაგრამ არაბული არ დაანება წასვლა. მარჯვენა ხელით მაკლავში წვდა და თვისკენ მისწია. გული მეტად აუჩქარდა ქალს. დათამაც იგრძნო მისი ცვლილება და მეტად მოუნდა გაეწამებია. ხვდებოდა პატარა გოგოს გამოუცდელობას და მანიაკალურ სიამოვნებას გვრიდა მისი აცახცახებული სხეული. უფრო ახლოს მიიზიდა. იმდენად ახლოს, რომ მილიმეტრები აშორებდათ. ქალიც წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ისეთ უუნარობას გრძნობდა თითქოს მარწუხები მოექცა. არიდას ასეთმა სიახლოვემ, მისი კანიდან წამოსულმა სურნელამა არც არაბული დატოვა გულგრილი. ისევ მის მიმართ დაუოკებელი ლტოლვა შეუძვრა სხეულში. ზემოდან უყურებდა ქალის სახეს. ლამპიონების შუქზეც, რომ ლამაზად იმზირებოდა. არც მის ტუჩებს დაეკარგა წითელი ელფერი. ალაგ-ალაგ თმები მიჰკვროდა და მათ მოსაშორებლად ბავშვურად აცმაცურებდა ბაგეებს გოგო. ისეთი მიმზიდველი, ისეთი სასურველი იყო, ყელში წაუჭირა დათას მათი დაკოცვნის სურვილმა... ნელა წაიღო მისკენ მარცხენა ხელი და თმები მოაშორა. ტუჩის კუთხესთან ნაზად გაუშვა ცერა თითი და ოდნავ დაიხარა. დენმა დაარტყა არიდას. ვერაფრით ახერხებდა განძრევას და მოშორებას. გახევებული იდგა. კიდევ უფრო დაიხარა დათა. მათი სუნთქვა ერთმანეთს ეფრქვეოდა. არიდას გულის ხამ გარკვევით ჩაესოდა. აგიჟბდა მისი თითოეული რეაქცია... სიამოვნებდა... მერე... მერე უცებ გასწორდა.

- ჯერ, ყველაზე მნიშვნელოვანზე არ გვისაუბრია.ცოტახანს კიდევ დარჩი ! - როგორც იქნა იკადრა შეეწყვიტა გოგოს გრძნობებზე თამაში. ხელი შეუშვა.

- რაზე ? - ძლივს მოახერხა ეკითხა.


- დაჯექი ! - თავით ქვისკენ ანიშნა და თავადაც ჩამოჯდა. - პირველ რიგში მაინტერესებს საიდან იცოდი იმ კლუბის შესახებ და საერთოდ ის თუ იცოდი სად მიდიოდი ?

- მაგ კითხვას ჩემი მხსნელი მისვამს, თუ დათა არაბული ?

- ერთი და იგივე ადამიანი რომ არის ? - მშვენივრად მიხვდა დათა, არიდას რისი თქმაც სურდა.

- არა. ჩემი მხსნელი ახლობელია, დათა არაბულიზე კი წარმოდგენაც არ მაქვს ვინ არის. - ამ სიტყვებით ხაზი გაუსვა მათ შორის არსებულ უცნაურ დამოკიდებულებას არიდამ.

- დათა არაბულს აუცილებლად გაგაცნობ უკეთ არია. ახლა კი, როგორც შენ უწოდებ შენს მხსნელს უპასუხე !

- ჩემმა ძმამ მითხრა.- სისხლი გაეყინა დათას ამ პასუხის მოსმენაზე.

- ესეიგი ძმა გყავს. თანაც, ეს ძმა გეუბნება იმ ადგილების შესახებ და მერე, მარტო გიშვებს ? -ისე მშვიდად განაგრძო თითქოს არაფერი იცოდა.

- ყველაფერი ისე არ არის, როგორც ფიქრობ. თქმა მე ვაიძულე და მერე, მარტოც ჩემი გადაწყვეტილებით წავედი.

- თავად რატომ არ წავიდა, ან არ წამოგყვა ? ცუდად ნუ გამიგებ უბრალოდ ისეთ ადგილას გიშვებდა...

- ციხეში ზის. - სიტყვა აღარ დაასრულებინა არიდამ. უცებ წამოიყვირა. - თუ გაიგებს, რომ მაიც მე, წავედი მართლა შეასრულებს მუქარას და გამგუდავს. - ძმასთან საუბრის ყველა კადრი გაუცოცხლდა გონებაში გოგოს და გულში რაღაც ჩაწყვიტა იმის გააზრებამ, ყველაფრის მიუხედავად მის თხოვნას, რომ გადააბიჯა.

- ციხეში? მგონი ზედმეტი მომივიდა. - მოუბოდიშა, ტონით დათამ.

- არაუშავს !

- ჯობდა დაგეჯერებინა შენი ძმისთვის.

- რა მოხდა შიგნით ? რატომ დააგვიანე ? - არიდა მიხვდა, რომ ლუკას იქიდან გამოყვანით ყელაფერი არ დასრულებულა.

- არია, შენი იქ მისვლა ცუდი იდეა, რომ იყო ამას თავადაც ხვდები. მაგრამ რაც იყო, იყო. ჩემი ნომერი ხომ გაქვს. როგორც კი საჭიროებას იგრძნობ დამირეკე.

- ვინ გავაბრაზე ასეთი ? ან რატომ ? - იკითხა და ღრმად ამოისუნთქა.

- მოდი დღეს დაისვენე და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

- შენ ახლა ცდილობ ჩემი პრობლემა უჩემოდ მოაგვარო ?

- უკვე თითქმის მოვაგვარე. მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. მაინც ყურადღებით იყავი.

- დათა, ძალიან ძალიან მადლობელი ვარ რაც ჩემ გამო გააკეთე, მაგრამ ეს ზედმეტია. საერთოდ არ ხარ ვალდებული ჩემს გამო პრობლემები შეიქმნა. მითხარი რაშია საქმე და თავად მოვიფიქრებ რაიმეს. ბოლო-ბოლო ისევ ჩემს ძმას ვთხოვ დახმარებას ან პოლიციაში მივალ, მაგრამ შენს ამ შარში ვერ გაგხვევ. - განერვიულებულამ ერთ ამოსუნთქვაზე მიაყარა სათქმელი.

- სხვა გზა არ გაქვს არიანდა. ვერც შენი ძმა დაგეხმარება, მითუმეტეს ციხიდან და ვერც პოლიცია.

- მაშინ ალექსს ვთხოვ. ერთად მოვიფიქრებთ რაიმეს.

- ალექსი ვინ არის ?

- ჩემი ბავშვობის მეგობარია. - ისე სწრაფად უპასუხა ვერც მიხვდა, რატომ ეკითხებოდა. მოსმენილი კმაყოფილი დარჩა ბიჭი.

- როგორც ჩანს შენს ძმას არ აუხსნია, სად მიდიოდი. ან, თავადაც არ იცოდა წესიერად. ან, ის ვერ გათვალა იქ რა ამბებს დაატრიალებდი. არია, იმაზე მეტ ახლობელ ადამიანს ნუ გარევ ამ საქმეში ვიდრე ახლა არიან. ამ შემთხვევაში შენი დახმარება მხოლოდ მე შემიძლია, რადგან იმწუთას იქ შენს გვერდით აღმოვჩნდი. - სრულ სიმართლეს ეუბნებოდა დათა თუმცა, შექმნილი სიტუაცია მეტად ხელსაყრელი იყო მისი მიზნისთვისაც.

- მაინც, რა დავაშავე ასეთი ?

- სხვა თუ არაფერი, ერთი სამუშაო დღე ჩაუშალე.

- მხოლოდ მაგის გამო ? რა მოხდა შიგნით, რომ დარჩი ?

- მიდი, ახლა სახლში წადი ! ძალიან გვიანია.

- ასე ვერ წავალ და ყველა პრობლემას შენ ვერ შეგატოვებ !

- არიანდაა სახლში წადი- მეთქი ! - გოგოს სიჯიუტემ ძალიან გააცხარა, მისი ბრძანების სწრაფად შესრულებას ნაჩვევი არაბული და ისე ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი არიდა შეხტა. - უბრალოდ სახლში წადი და ნებისმიერ დროს დამირეკე, როცა დაგჭირდება. დანარჩენზე სხვა დროს ვისაუბროთ. - დაწყნარებული ხმით გაუმეორა. - გვინდა თუ არ გვინდა მეც შენთან ერთად ვარ ამ შარში.

- ღამემშვიდობის ! - ჩანთას დაავლო ხელი არიდამ. წამოდგა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა.

- არია ! - ოდნავ მოშორებულს, დაუძახა დათამ. გოგონა მოტრიალდა. -არ შეგეშინდეს, კარგი ? - თავი დაუქნია არიდამ და ისევ გზისკენ შებრუნდა. - ამის დედას.... ! - საკუთარ თავზე გაბრაზებულმა უმისამართოდ შეიკურთხა. გააბრაზა იმის გააზრებამ თუ რატომ უთხრა ბოლო სიტყვები. ძალიან მოუნდა მისი დამშვიდება. არ უდოდა შეშინებოდა იმ გოგონას, რომლის თმების სურნელიც მართალაც ძალიან მოსწონდა და ამ მიზეზის გამოც არ მისცა უფლება შეეკრა. ამშვიდებდა არიდას, რომლისთვისაც ყველაზე დიდი საფრთხე თავად იყო... მუჭში მოქცეულ მის თმისსამაგრას დახედა. მერე ისევ მჭიდროდ მოუჭირა მუშტი. ავტომობილში ჩაჯდა, სამაგრი მინისაბარგულში ჩადო და ჩვეული სიჩქარით გაეცალა იქაურობას ...




ჩემებო, მომენატრეთ !

ველი თქვენს შეფასებებსა !

ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობთ პერსონაჟებზე.



№1  offline წევრი Salo123

დაძმის ურთიერთობა მინდა გამოსწორდეს..;(( მინდა ერთად იყვნენ საბოლოდ დას გვერდით დაუდგეს ;((
ვანიკო ისეთი სიცოცხლეა მინდა ვინმე შეუყვარდეს :დ
--------------------
ს. ბაგრატია

 


№2  offline მოდერი თამარი აჩბა

Salo123
დაძმის ურთიერთობა მინდა გამოსწორდეს..;(( მინდა ერთად იყვნენ საბოლოდ დას გვერდით დაუდგეს ;((
ვანიკო ისეთი სიცოცხლეა მინდა ვინმე შეუყვარდეს :დ

ორივეს სურვილს შეგისრულებ !
♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

არმინდა დათამ არიას ატკინოს. მგონია რომ ვერრ. და მგონიანრომ ვაჟა ამირეჯიბებს არ მოუკლავთმ იმედია უფროსი ამირეჯიბის მონასტერში წასვლა მალწ გახდება ცნობილი და იქბ და დაძმასაც გამოუსწორდეს ურთიერთობაა

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

იმედია დათა მანამდე გაიაზრებს მისი გეგმის ცუდ შედეგებს, სანამ გვიანი არ იქნება ^-^

უფრო მალე დადე ხოლმე ^-^

 


№5 სტუმარი სტუმარი თიკო

რა სასწაული ვინმე ხარ. ❤❤❤ დათას მსგავსად, მეც ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, რომ დათას მიმართ მაინც პატივისცემა მაქვს. რაებს ამზადებს და მაინც ასე მიყვარს... მაგრამ რომ ვიცი რომ ვერ შეძლებს, ან შეიძლება სრულიად სხვანაირად წავიდეს საქმე, ალბათ მაგიტომაც არის, რომ მიყვარს... არიაზე არც ვსაუბრობ!.. როგორ მიყვარს თავისი ბავშვურობით. ბავშვი და ძლიერი ქალი, რომ ერთად არის, ერთდროულად, მაგიტომაც მიყვარს. როგორი სათნო და ფაქიზია...❤❤❤ მეცოდება კიდეც, რომ ასეთი გულუბრყვილოა და მეამაყება, რომ არც იმდენად ყველას ენდოს (ნუ დათა გამობაკლისია D: ). წარმატებები! ძალზე საინტერესოდ ვითარდება მოქმედება.❤❤❤

 


№6 სტუმარი Marimari

Ar minda arada kidev daitanchos da gaamwaros cxovrebam eyos rac miigo dzmisgan, data momwons da tan ara, ar minda tavis gegma sisruleshi moiyvanos, gamofxizldes sanam rame sananebels chaidens, chemi azrit aridas mama arc iseti damnashavea rogorc gonia datas ragac sxva damaluli kide mag saqmeshi, ar minda es alali gogo tavis ojaxis kacebis gamo kidev ufro daitanjos, girsia da ekutvnis bednieri iyos awi da awi da kidev ar gaucruvdes imedi ro miendo j datas, imedia dzaan ar dagvitanjav da aacileb chvens gogos satanjvels da moiyvan gons datas da gadauxvevs tavis surishdziebis gegmas. Warmatebebi

 


№7 სტუმარი Елка

Дзвирфасо тамар роца момдевно тавс рогорцки вхедав нервози микреба. Момецона да царматебеби. Сулмоуткмелад давелодеби шемдег тавс.

 


№8  offline მოდერი თამარი აჩბა

Qeti qimucadze
არმინდა დათამ არიას ატკინოს. მგონია რომ ვერრ. და მგონიანრომ ვაჟა ამირეჯიბებს არ მოუკლავთმ იმედია უფროსი ამირეჯიბის მონასტერში წასვლა მალწ გახდება ცნობილი და იქბ და დაძმასაც გამოუსწორდეს ურთიერთობაა

არც მე მინდა ატკინოს, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ♥️

სტუმარი ანი
იმედია დათა მანამდე გაიაზრებს მისი გეგმის ცუდ შედეგებს, სანამ გვიანი არ იქნება ^-^

უფრო მალე დადე ხოლმე ^-^

ვფიქრობ, დათას ეგ ისედაც გააზრებული აქვს მაგრამ ხომ იცი, ადამინას სისხლში რომ გაუჯდება რაიმეს სურვილი რთულია მისი დავიწყება, შეცვლა .

სტუმარი თიკო
რა სასწაული ვინმე ხარ. ❤❤❤ დათას მსგავსად, მეც ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, რომ დათას მიმართ მაინც პატივისცემა მაქვს. რაებს ამზადებს და მაინც ასე მიყვარს... მაგრამ რომ ვიცი რომ ვერ შეძლებს, ან შეიძლება სრულიად სხვანაირად წავიდეს საქმე, ალბათ მაგიტომაც არის, რომ მიყვარს... არიაზე არც ვსაუბრობ!.. როგორ მიყვარს თავისი ბავშვურობით. ბავშვი და ძლიერი ქალი, რომ ერთად არის, ერთდროულად, მაგიტომაც მიყვარს. როგორი სათნო და ფაქიზია...❤❤❤ მეცოდება კიდეც, რომ ასეთი გულუბრყვილოა და მეამაყება, რომ არც იმდენად ყველას ენდოს (ნუ დათა გამობაკლისია D: ). წარმატებები! ძალზე საინტერესოდ ვითარდება მოქმედება.❤❤❤

ძალინ, ძალიან დიდი მადლობა ! ♥️♥️

Marimari
Ar minda arada kidev daitanchos da gaamwaros cxovrebam eyos rac miigo dzmisgan, data momwons da tan ara, ar minda tavis gegma sisruleshi moiyvanos, gamofxizldes sanam rame sananebels chaidens, chemi azrit aridas mama arc iseti damnashavea rogorc gonia datas ragac sxva damaluli kide mag saqmeshi, ar minda es alali gogo tavis ojaxis kacebis gamo kidev ufro daitanjos, girsia da ekutvnis bednieri iyos awi da awi da kidev ar gaucruvdes imedi ro miendo j datas, imedia dzaan ar dagvitanjav da aacileb chvens gogos satanjvels da moiyvan gons datas da gadauxvevs tavis surishdziebis gegmas. Warmatebebi

მეც არ მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი, ყოველთვის ისე არ ხდება როგორც გვინდა . დათა ატკენს რათქმაუნდა, მაგრამ თვადაც ცდილობს ნაკლება ატკინოს.

[quote=Елка]Дзвирфасо тамар роца момдевно тавс рогорцки вхедав нервози микреба. Момецона да царматебеби. Сулмоуткмелад давелодеби шемдег тавс.[/[quote=Елка]Дзвирфасо тамар роца момдевно тавс рогорцки вхедав нервози микреба. Момецона да царматебеби. Сулмоуткмелад давелодеби шемдег тавс.[/quote]
მადლობა ! ♥️♥️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნათია

გადასარევია,მაგრამ ცოტა მალ მალე რო დადო ახალი თავები კარგი იქნება....

 


№10  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნათია
გადასარევია,მაგრამ ცოტა მალ მალე რო დადო ახალი თავები კარგი იქნება....

მადლობა ! ♥️♥️

 


№11 სტუმარი დინ

დათას თუ ანდროზე უკეთესი გონია თავი არ ვიცი რა ვთქვაა, ბოლომდე არ არკვევს წარსულზე ყველაფერს და ერთი ხელის მოსმით უპირებს უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება თავზე ჩამოამხოს, ვერანაირად ვერ ვამართლებ მის ჩანაფიქრს, ვგრძნობ რომ უკან არ დაიხევს, თვითონ არანაირად არ შემეცოდებაა რადგან არიდას თუ გულს ატკენს მინდა ათასმაგად თვითონ ეტკინოს ხომ ეგრე ფიქრობს კბილი კბილის წილ, აი ყველაზე მეტად არ მინდა არიდას გული ეტკინოს რადგან ყველაზე უცოდველია ამ ისტორიაშიი, იმედია სანდრო დაიცავს, ვანო კი ძალიან მომწონს.

 


№12  offline წევრი likuu_s

აუ, ძალიან კარგი იყო!
რამდენჯერ უნდა ვთქვა, მაგრამ ვანო მიყვარს!

აი, დათაზე ვგიჟდები! ამ ყველაფერს ხო, ვითომ თავისი მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ ზრუნავს, თანაც როგორ.

რატომ ჰგონია დათას არია მატყუარა და ცბიერი ვერ ვხვდები. უფრო სწორად უნდა რომ ასეთი იყოს, მაგრამ აი სადღაც იქით, გულის კუნჭულში ყველაფრის სჯერა. უბრალოდ, ვერ ვიგებ რატომაა კაცებისთვის ასეთი გასაკვირი გოგონას მსგავსი გულუბრყვილობა, ხომ არსებობენ მართლა ასეთები. ნუ, ძალით რომ იშტერებენ ხოლმე თავს ეტყობათ სახეზე და ვერ ვიტან მსგავს რაღაცეებს, მაგრამ გულწრფელი ადამიანებიც შემხვედრიან!


მიყვარხარ! ეს მოთხრობაც უკვე საოცრად მიყვარს!
ველი შემდეგს მოუტმენლად!!!

წარმატებები!<333

 


№13  offline წევრი აბლაბუდა

შემთხვევით გადავაწყდი ამ ისტორიას ძალიან კარგად და გამართულად წერთ, ძალიან მომწონს შინაარსიც და ველოდები, თუ ცოტა მალე დადებთ უფრო კარგია იქნება :))). წინა ისტორიაც არ ვიცოდი და სიამოვნებით წავიკითხე. მიხარია რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მწერალი ვიპოვე

 


№14  offline მოდერი თამარი აჩბა

დინ
დათას თუ ანდროზე უკეთესი გონია თავი არ ვიცი რა ვთქვაა, ბოლომდე არ არკვევს წარსულზე ყველაფერს და ერთი ხელის მოსმით უპირებს უდანაშაულო ადამიანს ცხოვრება თავზე ჩამოამხოს, ვერანაირად ვერ ვამართლებ მის ჩანაფიქრს, ვგრძნობ რომ უკან არ დაიხევს, თვითონ არანაირად არ შემეცოდებაა რადგან არიდას თუ გულს ატკენს მინდა ათასმაგად თვითონ ეტკინოს ხომ ეგრე ფიქრობს კბილი კბილის წილ, აი ყველაზე მეტად არ მინდა არიდას გული ეტკინოს რადგან ყველაზე უცოდველია ამ ისტორიაშიი, იმედია სანდრო დაიცავს, ვანო კი ძალიან მომწონს.

დათას, არ ჰგონია ამდროზე უკეთესი თავი და ზოგადად არ არის თავკერძა ადამინი. თუმცა არიდასთან, რომ ძალიან ცდება ეგ უდავოა. ძმაზე მიზაიმართულად ჩააჯინდა, არიდას პასუხი აინტერესებდა. ნაბიჯ-ნაბიჯ გაიგებს ყველაფერს. ♥️♥️

likuu_s
აუ, ძალიან კარგი იყო!
რამდენჯერ უნდა ვთქვა, მაგრამ ვანო მიყვარს!

აი, დათაზე ვგიჟდები! ამ ყველაფერს ხო, ვითომ თავისი მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ ზრუნავს, თანაც როგორ.

რატომ ჰგონია დათას არია მატყუარა და ცბიერი ვერ ვხვდები. უფრო სწორად უნდა რომ ასეთი იყოს, მაგრამ აი სადღაც იქით, გულის კუნჭულში ყველაფრის სჯერა. უბრალოდ, ვერ ვიგებ რატომაა კაცებისთვის ასეთი გასაკვირი გოგონას მსგავსი გულუბრყვილობა, ხომ არსებობენ მართლა ასეთები. ნუ, ძალით რომ იშტერებენ ხოლმე თავს ეტყობათ სახეზე და ვერ ვიტან მსგავს რაღაცეებს, მაგრამ გულწრფელი ადამიანებიც შემხვედრიან!


მიყვარხარ! ეს მოთხრობაც უკვე საოცრად მიყვარს!
ველი შემდეგს მოუტმენლად!!!

წარმატებები!<333

Likuu_s , მოკლედ თავად უპასუხე შენს ინტერესს :):)
დათაზე ნაადრევი დასკვნების გამოტანას მეც ვერიდები.
მადლობა ! ♥️♥️

აბლაბუდა
შემთხვევით გადავაწყდი ამ ისტორიას ძალიან კარგად და გამართულად წერთ, ძალიან მომწონს შინაარსიც და ველოდები, თუ ცოტა მალე დადებთ უფრო კარგია იქნება :))). წინა ისტორიაც არ ვიცოდი და სიამოვნებით წავიკითხე. მიხარია რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მწერალი ვიპოვე

უღრმესი მადლობა ! ♥️

 


№15 სტუმარი Ana-maria

არია და დათა,მომავალში ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი .ვფიქრობ არიას იმედგაცრუება ელოდება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდება დათასთანაც და ალბათ ძმასთანაც. ძალიან კარგი ისტორიაა და ახალ თავს მოუთმენლად ველოდები.

 


№16  offline წევრი Megioki

ჰოო, დათასიც რომ მესმის რა გავაკეთო? :დდდ მაგრამ, ამ შემთხვევაში არია საერთოდ უდანაშაულოა.

მე მაინც მგონია რომ აქ საქმე სხვა რამეშია. ყველაფერი ისე არარის როგორც ჩანს. როგორ მაინტერესებს რა ხდება სინამდვილეშიი :P

ვანო ძალიან საყვარელია ❤️❤️ იმედი მაქვს ვანო მოიყვანს ცოტა აზრზე დათას ❤️

ვნახოთ, ვნახოოოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️❤️♥️ ყოველი ახალი ისტორია, წინასგან განსხვავებული და სულ სხვანაირად საინტერესო გამოგდის ♥️❤️❤️ წარმატებები ❤️❤️❤️❤️❤️

 


№17  offline მოდერი თამარი აჩბა

Ana-maria
არია და დათა,მომავალში ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული წყვილი .ვფიქრობ არიას იმედგაცრუება ელოდება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდება დათასთანაც და ალბათ ძმასთანაც. ძალიან კარგი ისტორიაა და ახალ თავს მოუთმენლად ველოდები.

მადლობა ♥️♥️

 


№18 სტუმარი სტუმარი მარი

მინდა დათას არია ძალიან შეუყვარდეს და პირიქით

 


№19  offline მოდერი თამარი აჩბა

Megioki
ჰოო, დათასიც რომ მესმის რა გავაკეთო? :დდდ მაგრამ, ამ შემთხვევაში არია საერთოდ უდანაშაულოა.

მე მაინც მგონია რომ აქ საქმე სხვა რამეშია. ყველაფერი ისე არარის როგორც ჩანს. როგორ მაინტერესებს რა ხდება სინამდვილეშიი :P

ვანო ძალიან საყვარელია ❤️❤️ იმედი მაქვს ვანო მოიყვანს ცოტა აზრზე დათას ❤️

ვნახოთ, ვნახოოოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️❤️♥️ ყოველი ახალი ისტორია, წინასგან განსხვავებული და სულ სხვანაირად საინტერესო გამოგდის ♥️❤️❤️ წარმატებები ❤️❤️❤️❤️❤️

Megioki, შენი მოუთმენელი ინტერესი საიდუმლოებებების მიმართ, წინა ისტორიიდანაც მახსოვს. :):)
მადლობა ! ♥️♥️♥️

სტუმარი მარი
მინდა დათას არია ძალიან შეუყვარდეს და პირიქით

♥️♥️

 


№20 სტუმარი one

gushin pirvelma wavikitkhe))) magram sxvebs davutme asparezi gamoetqvat mosazrebebi, chemi isec icii)))
momwons ufro metad rac win miviwevt, data kai vinmea, zogadad sheni “ bichebi” mtavar rolshi gamorcheulad kai tipebi arian( dima ar damichagrot))))
mokled veli movlenebis ganvitarebas, sainteresoa da ratqmaunda avghnishnav rom dzalian kargad ikitkheba, radgan gadmoscem mteli sizustit da dzalian gamartulad)))
gyvarob)))❤️

 


№21 სტუმარი ატბ

როდის დადებ შემდეგს?

 


№22  offline მოდერი თამარი აჩბა

one
gushin pirvelma wavikitkhe))) magram sxvebs davutme asparezi gamoetqvat mosazrebebi, chemi isec icii)))
momwons ufro metad rac win miviwevt, data kai vinmea, zogadad sheni “ bichebi” mtavar rolshi gamorcheulad kai tipebi arian( dima ar damichagrot))))
mokled veli movlenebis ganvitarebas, sainteresoa da ratqmaunda avghnishnav rom dzalian kargad ikitkheba, radgan gadmoscem mteli sizustit da dzalian gamartulad)))
gyvarob)))❤️

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ! ♥️♥️

ატბ
როდის დადებ შემდეგს?

ეგ კითხვა მკლავს. :) როგორც კი შევძლებ დავდებ. დღეს დაზუსტებით ერ გეტყვი. ♥️

 


№23 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ეს თავი მე მგონი დათას არ უნდა მაგრამ შეუყვარდება ეგ გოგო და თავის დანაშაულს მიხვდება გამოასწორებს მუდამ მაგვსავოდავ გოგოს ყველაფერი კარგად ქონდეს გამოსწორდეს ძმასთან და მამასთან ურთიერთობა.ვანო რა საყვარელია იქნებ ვანომ მისახვედრია უმწეო და უდანაშაულო გოგოს სხვისი ცოდვებისთვის პასუხი არო მოსთხოვოს დათამ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

ძალიან საინტერესო სასიამოვნო გასაოცარი ნაწარმოებია

 


№24  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა საინტერესო იყო ეს თავი მე მგონი დათას არ უნდა მაგრამ შეუყვარდება ეგ გოგო და თავის დანაშაულს მიხვდება გამოასწორებს მუდამ მაგვსავოდავ გოგოს ყველაფერი კარგად ქონდეს გამოსწორდეს ძმასთან და მამასთან ურთიერთობა.ვანო რა საყვარელია იქნებ ვანომ მისახვედრია უმწეო და უდანაშაულო გოგოს სხვისი ცოდვებისთვის პასუხი არო მოსთხოვოს დათამ ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

ძალიან საინტერესო სასიამოვნო გასაოცარი ნაწარმოებია

ნესტანი, მადლობა ! ♥️♥️

 


№25 სტუმარი ეკა

სასწაული თავი იყო და მაგარი გოგო ხარ,ველოდები ახალს❤

 


№26  offline მოდერი თამარი აჩბა

ეკა
სასწაული თავი იყო და მაგარი გოგო ხარ,ველოდები ახალს❤

♥️♥️

 


№27  offline წევრი Life is beautiful

მელოდი ხო ჩემო ტკბილო♥️
აღიარე! .... :დდდ
აქ რა ამბები დაგიტრიალებია ♥️
აი ჩემი მსოფხედველობაც კი ვერ გაწვდებოდა ამდენს.. :დდ
მართლა ცეცხლ მოკიდებულს სახლს გავდა ეს ვითარება..
და ახლა ვატყობ ცეცხლი მე მიკიდია..
არა რა მინოდა რას შევრბოდი?!... :))))
შენ გადასარევი იყავი.. ♥️
და შაოსავი მოწოდების სიმაღლეზე♥️♥️
უფრო მეტი მაქ დაგროვილი უბრალოდ მიჭირს ცოტა გამოხატვა..
ცოტა არ იყოს და გამოვიფიტე.. ♥️
და ამ თავმა გამავსო და მომრწყა გვალვის დროს წამოსული წვიმასავით..
გახურებულ გულზე აშიშხიბდა მწვადივით წვეთები... ♥️
ერთი სიწყვით.. აიმიიი♥️
გემრიელი იყო მაგრამ ხო იცი კარამელი უფრო ტკბილია და მეტი სიტკბოება მინდა.. მაგრამ შენ თუ გინდა წიწაკას თავები გამოგვიმზიურე მაინც მივიღებ ჩემ წილ გლუკოზას.. :დდდ
მემგონი ავფეთქდი და ვერ ვხვდებიი...
ნუ მიყვარხარ რა♥️♥️

 


№28  offline მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful
მელოდი ხო ჩემო ტკბილო♥️
აღიარე! .... :დდდ
აქ რა ამბები დაგიტრიალებია ♥️
აი ჩემი მსოფხედველობაც კი ვერ გაწვდებოდა ამდენს.. :დდ
მართლა ცეცხლ მოკიდებულს სახლს გავდა ეს ვითარება..
და ახლა ვატყობ ცეცხლი მე მიკიდია..
არა რა მინოდა რას შევრბოდი?!... :))))
შენ გადასარევი იყავი.. ♥️
და შაოსავი მოწოდების სიმაღლეზე♥️♥️
უფრო მეტი მაქ დაგროვილი უბრალოდ მიჭირს ცოტა გამოხატვა..
ცოტა არ იყოს და გამოვიფიტე.. ♥️
და ამ თავმა გამავსო და მომრწყა გვალვის დროს წამოსული წვიმასავით..
გახურებულ გულზე აშიშხიბდა მწვადივით წვეთები... ♥️
ერთი სიწყვით.. აიმიიი♥️
გემრიელი იყო მაგრამ ხო იცი კარამელი უფრო ტკბილია და მეტი სიტკბოება მინდა.. მაგრამ შენ თუ გინდა წიწაკას თავები გამოგვიმზიურე მაინც მივიღებ ჩემ წილ გლუკოზას.. :დდდ
მემგონი ავფეთქდი და ვერ ვხვდებიი...
ნუ მიყვარხარ რა♥️♥️

გელოდი ?! მერე და როგორ ! ♥️♥️
შენი შეფასებაც მოწოდების სიმაღლეზეა.
შენეული...
კარამელისეული ...
გმადლობთ ნუგბარო ! ♥️♥️

 


№29 სტუმარი სტუმარი Nina

ძალიან საინტერესოა და ველი მოუთმენლად. დათა მიყვარს ❤

 


№30  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი Nina
ძალიან საინტერესოა და ველი მოუთმენლად. დათა მიყვარს ❤

♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent