შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი /6


22-04-2021, 16:52
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 1 037

თავი 6

2015, 19 თებერვალი.
11:55 PM

- გადამარჩინე... - უსუსური, უხმოდ გაჟღერილი სიტყვა ქალს ეკუთვნის. ის ჯიუტად ებღაუჭება სახეარეული კაცის პიჯაკს. თვალებში შიში და იმედი ერთდროულად ჩასდგომია, თუმცა მის თაფლისფერ თვალებში იმედი სჭარბობს, რადგან იცის, რომ თუ სიმართლეს შეხედავს მკაცრსა და გათოშილ თვალებში, იქ დასრულდება მისი არსებობა.
არა ხორციელი, არამედ სულიერი, რომელიც ბევრად დიდ ტკივილს განაცდევინებს, ვიდრე ხორცის დაგლეჯა. აშკარაა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებს იმ სიტუაციას, რომელშიც სრულიად შემთხვევით ამოყო თავი.

ჩვენ ვხედავთ... ვხედავთ მოაჯირთან მდგომ სამ სხეულს;

აქედან ერთის ბედი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა არა ისე, როგორც თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული.

კადრი შეიცვალა.

თითქოს ფირი, რომლის ბოლო კადრიც ბედნიერი დასასრული უნდა ყოფილიყო, ვიღაცის უხილავმა ხელმა გადაანაცვლა, არივ-დარია და ისეთივე ქაოსი შექმნა, რომლის მომსწრენიც ჩვენ და თანამზრახველები გავხდით.

დაძაბული სიჩუმე.

მოახლოებული სიკვდილის ჩუმ ნაბიჯებს მხოლოდ აღელვებული, უჩვეულოდ დაუდგრომელი მდინარის ხმები ფარავს.

აბობოქრებული მტკვრის ხმა იმდენად ახშობს ჩვენს სმენას, რომ ვერც კი ვიგებთ მის მოახლოებას.

მოვიდა.

ის აქაა.

- მაპატიე... თუ შეძლებ, - დახშული ბგერები და მდინარის ბნელ ტალღაში გახვეული სხეული.
აბობოქრებული მდინარის ორგანიზმში ზურგით ჩაფლული ნაწილაკი თვალს უსწორებს ლურჯად მოკაშკაშე ვარსკვლავს, რომელიც ნაზი, დამამშვიდებელი ხმით ეჩურჩულება;

„შენ დაიბადე უბედურ ვარსკვლავზე...“
„შენ დაიბადე უბედურ ვარსკვლავზე...“



ადამიანში მხოლოდ მაშინ იღვიძებს იმედი, როცა ყველაფერი გადაწყვეტილია. მომაკვდავიც კი ამ იმედს ებღაუჭება და ბოლო წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე ჯიუტად ცდილობს ირწმუნოს უკეთესი, ვიდრე დანებდეს უარესს, რადგან უარესის შემჩნევა ბოლო საფეხურია. თუ ამ საფეხურს დაადგი ფეხი, მერე აღარაფერი აღარაა, მხოლოდ სიმარტოვის სუსხი და თვალუწვდენელი უფსკრული.


* * *

ანუნას დედის, ეკატერინე ვაშაყმაძის დაბადების დღეზე ბევრ ადამიანს მოეყარა თავი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ნაღები საზოგადოება ამშვენებდა მათ უშველებელ სასტუმრო ოთახს, სადაც დიდი ნადიმი გაემართათ სიყალბის მაღალი დოზის თანხლებით. აქ იყვნენ თანამდებობის პირებიც, რომლებსაც ცოლები უმშვენებდნენ გვერდს და ასევე თავადების შთამომავლებიც, რომლებსაც ახლა მხოლოდ ისღა შერჩენიდათ, რომ თავიანთი წინაპრების ხარჯზე ნიშნები დაეწერათ თავინთი გაცრეცილი, არაფრისმთქმელი პიროვნებებისთვის. რა თქმა უნდა, ნაკა ლაშხიც მოიწვიეს, როგორც ოჯახის ახლობელი და ამავდროულად ყოფილი პარტნიორის დისშვილი. მას შემდეგ, რაც ბიძამისი, ალექსანდრე თაბუკაშვილი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს, ხუთ წელზე მეტი იყო გასული. ხუთი წელი და დავიწყებას მიცემული გაუხსნელი საქმე, რომელიც იმდენად პროფესიონალურ დონეზე იყო შესრულებული, რომ მისი გახსნა ყველაზე სახელგანთქმულმა გამომძიებელმაც კი ვერ შესძლო... სწორედ ამ უსამართლობამ განაპირობა ნაკას დედის საზღვარგარეთ გადასვლა, ხოლო ბებია-ბაბუის სოფელში დაბრუნება, რადგან მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ იმ ადგილას ცხოვრების, სადაც მხოლოდ არეულობა და სისხლისღვრა სუფევდა. დამოუკიდებლობასა და მარტოობას ნაზიარები ნაკა, მხოლოდ ხშირი სტუმრობით შემოიფარგლებოდა ხოლმე.
ანუნას მამას, ოთარ დვალიშვილს მეორე შვილივით უყვარდა ლაშხი და ხშირად ეპატიჟებოდა თავისთან.

- ბატონო ზვიად, არ იცვლებით, - ირონიულად მომღიმარი ლაშხი შეუერთდა დაცარიელებულ სუფრას, რომლის გარშემოც მხოლოდ ზვიად მესხი, ელენა მაჭავარიანი, დვალიშვილები და ლაშხისთვის უცნობი ოჯახი ისხდნენ. - ყოველთვის ოსტატურად ახერხებთ ნებისმიერი სიტუაცია დაუკავშიროთ ალექსანდრეს ხსოვნას, - მარტივი ამოსაცნობი იყო ნაკას სერიოზულ ტონში გარეული დამცინავი და ამავდროულად ზიზღნარევი კილო, რომლითაც მესხს შეფარვით ემუქრებოდა კიდეც.
- რა თქმა უნდა, ძვირფასო, ის ჩემი კარგი მეგობარი იყო. - ზრდილობის გამო აკრული სიმწრის ღიმილი ამშვენებდა ზვიადს, - შენ ისევ ისეთი თავზეხელაღებული ხარ, ნაკა... ბიძაშენს ჰგავხარ ამით.

ნაკას ზვიადის პირველივე წინადადებაზეც კი თმები ლამის ყალყზე დაუდგა, მაგრამ ჩუმი ჩაცინებითა და წარბის აწევით შემოიფარგლა. არ აპირებდა სისუსტე გამოეჩინა მისთვის საძულველი კაცის წინაშე, რომელიც ბავშვური ქცევებით ცდილობდა მის გაღიზიანებას, იმდენად დიდი იყო ოჯახებს შორის ზიზღი. დაძაბული აურა ტრიალებდა ირგვლივ, მხოლოდ ანუნა დვალიშვილი ერთობოდა შექმნილი სიტუაციით.

- ხო, მართლა, ნაკა, რადგან აქამდე შეუმჩნეველი დარჩა ბატონი გოჩას აქ ყოფნა, ეს მარწმუნებს იმაში, რომ შენ მას და მის მშვენიერ ოჯახს არ იცნობ, არა? - მესხმა საკუთარი კითხვით ნასიამოვნებმა გააღჭიალა კბილები. იმდენად ამაზრზენი იყო იმ წამს, ნაკას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, მაგრამ ყურადღების გადასატანად მისთვის უცნობ ადამიანებს ააყოლა თვალი.
- ბატონო ზვიად, ვფიქრობ, სხვის ოჯახში უადგილო და მეტად არასასიამოვნოც კი არის, თუ ჩვენ მოვექცევით ყურადღების ეპიცენტრში, არ მეთანხმებით? - მთელი სხეული დაეჭიმა, როცა უცნობ ადამიანში მისთვის კარგად ნაცნობი... უფრო ზუსტად კი, ძველი სურათებიდან ნაცნობი პიროვნება ამოიცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, სიმშვიდისა და გრაციოზულობის ნაზავს მკვეთრად გამოხატავდა ლაშხი და ამას მისი ყოველი ნაკვთის მოძრაობაც კი ამტკიცებდა.

ზვიადს ლაშხის პასუხებზე ფერები ეკარგებოდა, მაგრამ არც იმას აპირებდა, რომ პატარა გათამამებული გოგოსთვის შეერჩინა თუნდაც ერთი სიტყვა.
- და თუ გეტყვი, რომ შენც ამ ოჯახის ნაწილი ხარ, მაშინაც აღარ მოისურვებ ყურადღების ცენტრში ყოფნას? - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა ამაზრზენ სახეზე ზვიადს. ნაკამ წამით გაუსწორა მზერა, შემდეგ კი მოჭუტული თვალებით გახედა სუფრასთან მჯდომ აწურულ კაცსა და მის თანმხლებ პირებს. რა თქმა უნდა, თავდაპირველი ეჭვი გამართლდა და ამას ახლა დაზუსტებით მიხვდა ლაშხი.
მესხი ყოველთვის ოსტატურად ახერხებდა მისი ოჯახისთვის სიცოცხლის გამწარებას და არც ნაკა იყო გამონაკლისი.

- ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში არ ცხოვრობენ, შესაბამისად, აქ და ახლა, მე არავის კრებით ჯგუფს არ მივეკუთვნები.
- ზვიად, რა ხდება, კი მაგრამ? - ხმა ამოიღო უფროსმა დვალიშვილმა, რომელიც ამ დროის განმავლობაში დაძაბული ადევნებდა თვალს სიტუაციას.
- ოთარ, ვიფიქრე, ვისარგებლებდი ამ მშვენიერ დღით და სტუმრად მოწვეულ ნაკას გავაცნობდი ბიოლოგიურ მამას. - ცბიერი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე მესხს.
- გოჩა? კი მაგრამ... - ერთიანად გადაფითრდა ოთარი. საშინელ უხერხულობას გრძნობდა. ახალი სავარაუდო პარტნიორი, რომელიც ზვიადის დაჟინებული თხოვნით მოიწვიეს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის მამა იყო და ამის შესახებ ახლა იგებდა. მიხვდა ოთარი, რომ ეს მათი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა და ბრაზმა ყელში მოუჭირა.
- ნაკა... დიდი ხანია შენთან შეხვედრა მინდა. - დაიწყო გოჩამ დაბალი ხმით, მაგრამ ლაშხის გულიანმა სიცილმა შეუშალა ხელი.
- მამა? - გულხელდაკრეფილ ნაკას ეცინებოდა შექმნილ სიტუაციაზე, მაგრამ გულში დაგროვებული ბრაზი და ზიზღი ერთიანად ახრჩობდა. - ბიოლოგიური მამა, - ცინიკური ტონით გაიმეორა ზვიადის სიტყვები, - მამა კი არა, არაფერი ხარ. არავინ. სრული არარაობა, და მე, ერთი სიტყვის დამატებასაც კი არ ვაპირებ... ჰო, ბატონო ზვიად, დიდი მადლობა ასეთი სიურპირზისთვის, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ დიდად ვერ გამაკვირვეთ, თქვენ ხომ თქვენს სტილს არასდროს ღალატობთ. - ხელები დემონსტრაციულად გაშალა ფეხზე წამომდგარმა, - კატეგორიულად მოვითხოვ, აღარასდროს გამახსენოთ თქვენი არსებობა, - მიმართა სახეწაშლილ კაცს, რომელსაც შუბლი დასცვაროდა მღელვარებისგან, - ახლა კი დიდი ბოდიშის მოხდით, მე დაგტოვებთ. - ისევე ამაყად და მტკიცე ნაბიჯებით დატოვა დვალიშვილების სახლი, როგორი მტკიცეც მისი სიტყვები იყო.


მიდიოდა. მიუყვებოდა ჩაბნელებულ ქუჩას და საოცარ ადრენალინს გრძნობდა. ბრაზისგან ხელები მოემუშტა და აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. საბოლოოდ მიხვდა, რომ ეს ის მწვერვალი იყო, რომელზეც ფეხის შედგმას მესხს არ აპატიებდა.

- დროა, სანდრო... ხო, ახლა. სხვა დრო არ იქნება.- მომთხოვნი, დაბალი ტონით უთხრა და ტელეფონი გათიშა ისე, რომ შედეგებზე აღარც უფიქრია. უბრალოდ გაუყვა გზას და დაფიქრდა იმაზე, რაც წამის წინ ნახა. დიდი ხანი ელოდა ამ შეხვედრას, მაგრამ ასე და ამგვარად არა. წლების განმავლობაში ფიქრობდა და ამზადებდა სიტყვას, რომლითაც ბიოლოგიურ მამას ადგილზე მოკლავდა, მაგრამ როცა მის პირისპირ აღმოჩნდა, მიხვდა, რომ სტატუსი არაფერს ცვლიდა. ისეთივე უგრძნობი და უემოციო იდგა მის პირისპირ, როგორი უგრძნობი და უემოციო იქნებოდა სხვა ნებისმიერი უცხო ადამიანის მიმართ. მისი ორი სიტყვა კი თავმოყვარე ადამიანს მართლაც გაანადგურებდა, რადგან “არაფერსა” და “არარაობაში” იმაზე მეტი ზიზღი იყო ჩადებული, ვიდრე ამას ხელჩართული ჩხუბის დროს გამოხატავენ.
ერთ რამეს მიხვდა ლაშხი, რომ ბიოლოგიური მშობელი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ის, ვინც შენს სუნთქვას ითვლის ძილის წინ და მთელს თავის ცხოვრებას გიძღვნის, რომ გაზრდილს, გაცისკროვნებული თვალებით გუყუროს.
მშობელი მხოლოდ ისაა, ვინც ამას აკეთებს და არა ის, ვინც შენს შექმნაში იღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩაბნელებულ გზაზე მიმავალი, უსაშველო მარტოობასა და სიცარიელეს გრძნობდა. მარტო იყო ამ სამყაროში, რადგან ახლა, ამ წამს, არავინ ჰყავდა, ვისაც მოეხვეოდა და ამ დიდ ნაპრალს ამოავსებდა. ბავშვობაშიც კი არასდროს უგრძვნია უმამობა, მაგრამ გონებაში ყოველთვის უტრიალებდა ერთი კითხვა, თუ რატომ არ აინტერესებდა მამას შვილი... მთელი მისი გააზრებული არსებობა ცდილობდა ამოეხსნა, რამდენად იყო შესაძლებელი ეს, მაგრამ პასუხი არ გააჩნდა. არ განიცდიდა მომხდარს, მაგრამ თავს დამცირებულად გრძნობდა. მწარედ ეღიმებოდა და გულში ჩაგუბებულ ბრაზს ვერაფერს უხერხებდა.

- რაო, მოგეწონა მამიკო? - ისე, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო, მის პირდაპირ გაჩერებული მანქანიდან ივა მაჭავარიანი გადმოვიდა და მისი ნახვით გაოცებულ ქალს მიუახლოვდა.
- არსად ხარ და ყველაფერი იცი, რა ხდება, ივა? - ჰკითხა თითქოსდა აუღელვებლად, მაგრამ სველი, მლაშე სითხისგან აწითლებული თვალები ჰყიდდნენ.
- ვიცი, რომ თვალებით მეძებ, გინდა რომ ვიყო, მაგრამ ეგეთ სიამოვნებასაც ვერ მოგანიჭებ, ნაკა, - იმავე ტონით გაუცინა და სველ სახეზე ხელი იმდენად ფაქიზად ჩამოატარა, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდა. თავის თავზე ბრაზობდა, რომ ხელი მაინც გაექცა, მაგრამ ქალის სწრაფ რეფლექსზე, გულიანად გაეცინა. იმდენად საყვარელი და ბავშვური იყო ნაკა ლაშხი, სურდა ძვლების ატკივებამდე მოხვეოდა და თავისი მკლავების ტყვედ ექცია.
- გეყოფა, არ მაქვს შენი ირონიის თავი. - ხელი აიქნია ქალმა და გზა განაგრძო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, მაჭავარიანი გადაუდგა წინ.
- ნაკა..? - მისმა სერიოზულმა, მაგრამ თხოვნაშეპარულმა ხმამ ლაშხი ადგილზე გააქვავა.
- ახლა რაღა გინდა?! - ერთი ამოიოხრა და თავი დახარა.
- რა მოგიხერხო? - სასოწარკვეთა ერია მაჭავარიანის ხმაში. თავი ააწევინა სახე არეულ ქალს და თვალებში ჩააშტერდა. - რა მოგიხერხო, ნაკა!
- რა..? რა გინდა? გადაირიე? - ბრინჯივით დაიბნა ლაშხი.
- ჰო, გადავირიე... კი, - ორაზროვნად ჩაილაპარაკა, - წამოდი, დავლიოთ. - უცნაურად იღიმოდა იმწამს მაჭავარიანი. ლაშხის პასუხს არ დალოდებია, ისე გაუღო მანქანის კარი და ჩაჯდომისკენ უბიძგა.

*

გამანადგურებელ გრიგალს ჩამოებერტყა თითქოს ვარსკვლავების ლაშქარი ციდან. ერთი ვარსკვლავიც კი არ კაშკაშებდა გადაწმენდილ ცაზე.
შესცქეროდა მთაწმინდის მთვარეს.
ხოლო მთვარე, მთაწმინდის მთვარე ფერგამკრთალი უცქერდა მის ქვეშ სულამოცლილ ქალს, რომელიც დაღლილობის ნაცვლად მოზღვავებულ ენერგიას გრძნობდა. ცხოვრების უსამართლობისგან გამწარებულს, კაპილარებში ადუღებული სისხლი ისე სწრაფად უჩქეფდა, რომ გამაყრუებელ სიჩუმეში მისი ხმაც კი გარკვევით ესმოდა. ხაფანგში იყო. მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ დიდი შანსი იყო, ზვიად მესხს მასზე აიეღო ეჭვი და მთელი გეგმა, რომელსაც წლების განმავლობაში უდიდესი სიფრთხილით აწყობდა, წამში გაეცამტვერებინა. საკუთარ თავზე ბრაზობდა, ემოციებისა და მთავარი მამოძრავებელი - ზიზღის მართვა რომ არ შეეძლო და ყოველ ჯერზე თავს ჰყიდდა.

- მგონი დიდი შეცდომა დავუშვი. - საბოლოოდ ამოიოხრა და მის გვერდით მდგომ მაჭავარიანს მიაჩერდა, რომელიც სიგარეტს აუღელვებლად ეწეოდა და ჰორიზონტს თვალს არ აშორებდა. ნაკას სიტყვები სიჩუმეში იმდენად ფრთხილად დაიძრნენ, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგო მათი მნიშვნელობა ივამ.
- ამჯერად ვის მიახალე მწარე სიმართლე? - ირონიულად დაემანჭა სახე მაჭავარიანს, მაგრამ ლაშხისკენ არ გაუხედავს, რომელიც მხოლოდ ახლა იაზრებდა მოსალოდნელ საფრთხეს.
- მესხს სერვერი გავუტეხე. - თქვა უემოციოდ და წამში მისკენ მობრუნებულ მაჭავარიანს შეშინებულმა გაუსწორა მზერა. ივას ამოუცნობი მზერა კიდევ უფრო აბნევდა და თავგზას ურევდა. ვეღარ გაეგო, რა გაეკეთებინა.
- რა თქვი?! - ღრმად ამოისუნთქა ლარივით დაჭიმულმა მაჭავარიანმა და სიგარეტი გაურკვეველი მისამართით მოისროლა. ქალს მიუახლოვდა, რომელიც თვალებში ჩამდგარი შიშის მიუხედავად, ჯიქურ უყურებდა და მის წამში შეცვლილ გამომეტყველებას შესასწავლი ობიექტივით აკვირდებოდა. - რა გააკეთე, ნაკა!
- ის, რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ არა. ადრე იყო... ჯანდაბა. - ესღა თქვა და მოახლოებულს რამდენიმე ნაბიჯით გაშორდა. - ახლა ღრიალს ნუ დაიწყებ, მგონი თავი დავიწვი.
- რა გაგაფრთხილე, ნაკა, ამის დე.დაც! რა გაგაფრთხილე, გოგო?! მაგიჟებ, ხო? არა, ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა, ხო? ბაზარი არაა... წამოდი! - წამის წინანდელი მაჭავარიანისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, თითქოს ფერფლად იქცა, მაგრამ ძლივს შეკავებული სიმშვიდით მიათრევდა გაჯიუტებულ ქალს მანქანისკენ.
- ნაკა, დაჯექი, ბოლომდე ნუ გადამიყვან ჭკუიდან, თორე სანამ მესხი გაანძრევს ტრ.აკს მე გასწავლი ჭკუას, ხო იცი არა? დროზე, დაჯექი და თავიდან ბოლომდე მოყევი რა გააკეთე.
- ნუ ღრიალებ-მეთქი! ყელში ამომივიდა შენი მუქარა და ყელში ამომიხვედი შენც! მე გაგაფრთხილე, ხომ იცოდი, რომ მაგ ნაბი.ჭვარს ვანანებდი და არ შევარჩენდი, ხოდა ეგ გავაკეთე ზუსტად! რა უფლება გაქვს, რომ მიყვირი და მემუქრებ, ამიხსენი, ივა! - არც ლაშხმა დააკლო გამძვინვარებულ მაჭავარიანს, რომელიც დაბინდული მზერით უყურებდა გაცეცხლებულ ქალს.
- მაყ.ლევებ, გოგო?! შენი დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო იცი რა შეიძლება მოხდეს?! დროზე მომიყევი რა გააკეთე, ნერვები არ მომიშალო ეხა, თორე შენს თავს დააბრალე... დროზე! - მღელვარების ნოტები შეერია ივას ხმას, რადგან დიდი შანსი იყო, ლაშხისთვის რამე დაეშავებინათ.
- ღმერთო, შენთან საუბრის დროს თავის ტკივილის წამალი რომ უნდა წამოვიღო, სულ მავიწყდება. - ამოიოხრა და სავარძელზე გადაწვა.
- ნაკა-მეთქი!
- სანდრო ჯაჭვლიანი ჰაკერია... ჰო, ლუკა ჯაჭვლიანზე ძლიერი ჰაკერი, - შეპარვით დაიწყო, მაგრამ მაჭავარიანის ანთებულმა მზერამ აიძულა გაეგრძელებინა. სწორედ ახლა მიხვდა ივა, თუ რას აკეთებდა ლაშხი „ნერვში.“ - უნივერსიტეტში გავიცანი... დაიღალა პროგრამების აწყობით და კოდების წერით, რამე სახიფათო და საინტერესო საქმის გაკეთება უნდოდა, გამუდმებით წუწუნებდა, რომ უფრო მეტი შეეძლო, მაგრამ რესურსები არ ჰქონდა ძმის კატეგორიული წინააღმდეგობის გამო... თავიდან უბრალოდ მისი წუწუნის მსმენელი ვიყავი, მაგრამ იმ დღეს, ბიძაჩემის დაბადების დღე იყო... ძალიან ცუდად ვიყავი, თანაც მარიამის სიკვდილიდან მესამე წელი გადიოდა... ისინი კიდე... იმაზე წარმატებულები ხდებოდნენ, ვიდრე ჩემს ყველაზე საშინელ ფიქრებში წარმომედგინა... ყველგან მათი სახელი, ყველგან მათი ბიზნესი, ყელში ამომივიდა, ივა!.. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ სანდროს მოვუყევი ყველაფერი და გამოძიება დავიწყეთ. მე ვაფინანსებდი სანდროს... შემდეგ სხვა საქმეებიც აიღო, ფული იშოვა, პერიოდულად მესხზე ვაგროვებდით ინფორმაციას... მისი ძმის, ლუკას ბარში ვხვდებოდი ერთმანეთს, ყველაზე უსაფრთხო ადგილი „ნერვი“ იყო ჩვენთვის... მოკლედ, ბევრი ძებნისა და წვალების შედეგად, გავიგეთ მესხის არალეგალური ბიზნესების შესახებ... ნარკოტიკები, რომლებიც არაბიძის ნაცნობის დახმარების შემოაქვთ და თავიანთ კლუბებში თამამად ასაღებენ. ნარკოტიკების თემა ყველაზე გამოსადეგი იყო ჩვენთვის, ისიც გავიგეთ, რომ ალკოჰოლთან ერთად შემოჰქონდათ მას და არაბიძეს, ამიტომ ვცდილობდით მესხის ალკოჰოლური სასმელების კომპანიის „როიალ ჩელენჯის“ სერვერთან დაკავშირებას და მოხდა ისე, რომ როგორღაც ეს მოახერხა სანდრომ... როგორც ჩანს, კიბერ შეტევაზე არც უფიქრიათ აქამდე, იმდენად დაუცველო ჰქონდათ ქსელი... იცი, ყველაზე სასაცილო რა არის?! მისნაირ ადამიანებს, რომლებიც თითქმის იმპერიებს ფლობენ, ასეთი მცირე უზუსტობა ეპარებათ და თავზე ენგრევათ ყველაფერი... მაგ დროს დავრწმუნდით, რომ სუსტი წერტილი რთულ ადგილებში არ უნდა ეძებო, არამედ იქ, სადაც ხელი მარტივად მიგიწვდება... - საქარე მინას არ აშორებდა მზერას ლაშხი, ბოლო სიტყვები კი ირონიულად წარმოსთქვა და ტუჩის კუთხეში უცნაური ღიმილიც შეეპარა, - ყველაფერი მანდ აქვთ განთავსებული, ყველა მიმოწერა, შეთანხმება. ახალი პარტია უნდა შემოეტანათ, მაგრამ ჩემი ინფანტილური ნაბიჯის გამო, შესაძლოა სერვერი დროზე ადრე გავტეხეთ და მესხი გამოძვრეს... ეს უნდა გამეკეთებინა, ვიცოდი, რომ ვრისკავდი და 90% მქონდა შანსი, მაგრამ ვგონებ, ახლა უფრო მცირეა პროცენტობა.
- ამის დედაც, - კბილებში გამოსცრა მაჭავარიანმა და საჭეს ხელი ძლიერად დაარტყა. - ყოველთვის ახერხებ ჩემს გამოყ.ლევებას! - უცნაურად არეული მზერით აკვირდებოდა ლაშხს, რომელიც ხმას არ იღებდა.

- კომპლიმენტად მივიღებ, - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიბრუნდა მისკენ.

- რატომ არაფრის გეშინია, ნაკა?! - უჩვეულოდ მშვიდმა ტონმა წამით შესამჩნევად გააკვირვა ლაშხი. პირველად დაფიქრდა ამ კითხვაზე და მწარედ გაეღიმა.

- ალბათ იმიტომ, რომ საყრდენი გამომეცალა და ჩემით ვცდილობ საკუთარი საყრდენის შექმნას. - ზედმეტად მშრალი და უემოციო იყო მისი სიტყვები, მაგრამ არა უცხო მაჭავარიანისთვის. - და კიდევ იმიტომ, რომ უსამართლობის გრძნობა აღარ მახრჩობდეს.

- უკვე გააგებინებდნენ იმ გამოყ.ლევებულს?

- არ ვიცი, წესით უკვე ეცოდინება, მაგრამ ვინ გააკეთა, მაგის გარკვევა გაუჭირდება.

დაახლოებით ათი წუთი სრულ სიჩუმეში გაატარეს. მხოლოდ ჩაფიქრებული მაჭავარიანის მძიმე სუნთქვა არღვევდა იდეალურ სიმშვიდეს. მოუსვენრობას ჰყავდა შეპყრობილი, თითქოს მისი გონება იდეალურ პასუხს ეძებდა და ჯერ ვერ ეპოვა. აღარ იცოდა, რა იქნებოდა სწორი ნაბიჯი ამ სიტუაციაში, თუმცა დრო იყო სპონტანურად ემოქმედა.

- ჯანდაბა... - ამოიოხრა ბოლოს, - ახლა დაუფიქრებლად გავაკეთებდი იმას, რისი გაკეთებაც დიდი ხანია მინდა, - აგრესილი ტონის უკან მაინც იმალებოდა გამყიდველი გრძნობები.

- ივა...

- შენს თავს დააბრალე. - ესღა უთხრა და სწრაფად მოხვია კისერზე მარჯვენა ხელი. ისე სწრაფად დაეტაკა ტუჩებზე, ქალმა გააზრებაც ვერ მოასწრო, მაგრამ იგრძნო თუ არა კაცის რბილი და მხურვალე ტუჩები, წამში აჰყვა ბრაზისგან გამხეცებულ მაჭავარიანს, რომელმაც წამებში გადაისვა თავის მუხლებზე ქალის სუსტი სხეული და მოკლე კაბა, რომელიც ლაშხის ტანს შემოტმასნოდა, ზემოთ დაქაჩა და დაძარღვული, ერთიანად დაჭიმული ხელები ბარძაყზე მტკივნეულად მოუჭირა. ტკივილისგან სახედამანჭულ ქალს ხმამაღალი კვნესა აღმოხდა. გააბრაზა მაჭავარიანის უხეშობამ და ამით გახელებულმა კისერზე უცებ მოხვია ორივე ხელი და თავისკენ დაქაჩა. მანამ კოცნიდა გაცხოვრლებული, სანამ სუნთქვა არ გაუძნელდათ უჰადრობისგან. ძლივს მოსწყდა მის ტუჩებს მამაკაცი და სახეარეულ ქალს თვალებში ჩახედა, რომლებშიც თითქოს კითხვისნიშნები იყო გამოსახული. მაჭავარიანს ჩაეცინა და სწრაფადვე დააკმაყოფილა ქალის ინტერესი.
- უკვე ტრა.კში ვართ, პატარა.


* * *

ნელი ნაბიჯებით შეაბიჯა ჩაბნელებულ, პირქუშ დერეფანში, მხოლოდ კოკისპირული წვიმის ხმა არღვევდა ჰარმონიულად დაცულ სიჩუმეს, რომელიც მხოლოდ საფრთხეს უქადდა ამ სასახლის ერთ-ერთ ოთახში უდარდელად მოკალათებულ ადამიანს. საათის ისრები საღამოს ათ საათს უჩვენებდა, კაცი კი, სწორედ ის კაცი, დიდი საფრთხე რომ ელოდა, თავს გამომწყვდეულად გრძნობდა. იცოდა, რომ ჩიხში იყო, მაგრამ ჩიხის კედელთან მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი, როცა ზედმეტი ხმისგან დახშულ ოთახში სხვისი მძიმე სუნთქვის ხმა გაიგო. ადგილზწ შეხტა მიშა არაბიძე მაშინ, როცა კეფაზე მიდებული ცივი საგანი იგრძნო. ფეხები აუკანკალდა, ცივმა ოფლმა დაასხა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
- მშვიდად დაჯდები და ყველაფერს დაწვრილებით მოყვები. - გაისხმა ჩუმი, მძიმე ხმა, რომელმაც ოთახში აღმართული მძიმე კედელი გაარღვია და მთელს ოთახს მოედო.
- შენ..? - კაცისკენ მიბრუნებული, აცახცახებული სხეული ერთიანად გაფითრდა, როცა იარაღიან უცნობში ზედმეტად ნაცნობი და საძულველი პიროვნება ამოიცნო, - როგორ... კი მაგრამ... აქ როგორ? - ენა დაება, პირი გაუშრა.
- აქ კითხვებს მხოლოდ მე ვსვამ სი.რო, იმდენს ნუ მოინდომებ, სიცოცხლე მოისწრაფო. - გამოსცრა იაღარიანმა, რომლის ხშირი სუნთქვაც კიდევ უფრო ამძიმება ისედაც უჰაერობისგან ჩახუთულ სივრცეს. - თემას არ გადაუხვიო, შენთვისვე აჯობებს, თორემ ხელიც არ ამიკანკალდება.
- იმდენად სულელი გგონივარ, რომ დავიჯერებ, თითქოს ცოცხალს დამტოვებ? - ჩაეცინა კაცს. - ხმის ამოღებით სიკვდილს, მირჩევნია ხმის ამოუღებლად მოვკვდე.
- და თუ გეტყვი, რომ შენს სანაქებო ვაჟს საფრთხე ემუქრება?! მაშინ რას გააკეთებ, მიხეილ? - ცინიკური იყო იარაღიანის ხმა.
კაცი გაფითრდა. მიწისფერი დაედო მრგვალ, გაზულუქებულ სახეზე.
- ვანოსგან რა გინდა, შე ნაბი.ჭვარო?
- ოჰო... - გაეცინა კაცს. - ნუთუ საამაყო მამას გამორჩა საკუთარი შვილის გზიდან აცდენის ამბავი?! საოცარია, მეგონა უფრო ყურადღებიანი იყავი... მწარედ შევცდი... - გულგრილად ჩაილაპარაკა და წამის შემდეგ ცინიკური ღიმილით დაამატა, - ჰო, შეგიძლია არ დამიჯერო, ცოცხალს დაგტოვებ და მის თავს საჩუქრად გამოგიგზავნი.
- რა გინდა ჩემგან? რას ითხოვ?
- სიმართლეს, ნაბი.ჭვარო! - დაუღრიალა მწყობრიდან გამოსულმა. - დაე.ჯვი არაბიძე და სიმართლე მითხარი, თორემ იცოდე, საკუთარი შვილის ცოცხლად დამარხვას გაყურებინებ, შემდეგ კი მასთან გაგგზავნი!
- არაფერი ვიცი... გეფიცები... ნუ იზამ ამას... ყველაფერი ზვიადმა დაგეგმა, მე არაფერ შუაში ვარ.
- დავიჯერე, როგორ არა! - გადაიხარხარა კაცმა და იარაღი გადატენა. - ეს ქმედება ნუთუ არაფერს გეუბნება? ვფიქრობ, უნდა იცოდე, ამას რა მოვყვება.
- გეფიცები, გეფიცები! მე არ მინდოდა... ვეუბნებოდი, ვთხოვდი..
- სახელი და გვარი!
- არ ვიც...
- სახელი და გვარი! სამამდე ვითვლი! - იარაღი შემართა კაცმა.
- ზურა... ზურა გვაზავა. - საცოდავ კნავილს ამოაყოლა მკვლელის ვინაობა.
- რატომ? - წარბიც არ შეუხრია იარაღიანს. - მშვიდად დაჯექი და დეტალურად მიპასუხე!
- ყველას გარკვეული სარგებელი ჰქონდა ამ საქმიდან... მესხმა დაიქირავა. მაჭავარიანების განადგურება იყო მთავარი მიზანი, მაგრამ მარიამის მოკვლა არ ჰქონია გეგმაში... ივას მოკვლას აპირებდა, მაგრამ ყველაფერი სპონტანურად, ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ უეცრად სრულიად შეიცვალა აზრი... დარწმუნებული იყო, რომ მარიამის სიკვდილი ვერასდროს აღუდგენდა ძალებს მათ იმპერიას... ამბობდა, რომ ამით საბოლოოდ გაანადგურებდა ვატო მაჭავარიანს... ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ ვერავის აეღო მასზე ეჭვი... მართალია, ეჭვი მაინც არსებობდა, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთი - არა. ვერცერთი გამომძიებელი ვერ დაამტკიცებდა, რომ მარიამს თავი არ მოუკლავს... საქმის შემსრულებელს კი, როგორც ვიცი, პირადი განზრახვა ჰქონდა... გეფიცები, არ გატყუებ... ნუ შეეხები ჩემს შვილებს, მხოლოდ ამას გთხოვ... - ხმა გაბზარვოდა არაბიძეს. მიტკლისფერი დასდებოდა შიშისგან აკანკალებულ სახეზე.
- რა პირადი განზრახვა? - მშრალი იყო კაცის სიტყვები. სრულიად უგრძნობი გაეხადა ცხოვრებას.
- მე არაფერი ვიცი... ზვიადი მართავს ყველაფერს, მეც იძულებული ვარ დავეხმარო... გაბმული ვარ მის მახეში. უკან დახევა უკვე გვიანია.
- იძულებული... - არაბიძის სიტყვა გაიმეორა და ირონიულად ჩაიცინა. - შენც მსხვერპლი ყოფილხარ, მიხეილ... ალბათ, არც მაშინ ერია შენი ხელი, ციხეში რომ გამომამწყვდიეთ, არა?!
- გეფიცები! - წამოიყვირა არაბიძემ. შიშის ზღვა ედგა თვალებში, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი სასიკვდილოდ განწირულს. - ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება. მესხი აზრს აღარ მეკითხება, იძულებული ვარ დავემორჩილო... - გრძნობდა არაბიძე... ესმოდა სიკვდილის ნაბიჯები.
- მეორე შვილზე რამის თქმა ხომ არ გინდა, მიხეილ? - განსაკუთრებული ზიზღით წარმოთქვა სიტყვები. სავარძელთან ჩაკეცილ, აცახცახებულ კაცს მიწისფერი დაედო სახეზე. შიშისგან კიდევ უფრო აცახცახდა.
- ის... ის რა შუაშია, ეკატერინა სრულიად სუფთაა, ნუ შეეხები მას... გევედრები. - აშკარაა, ყველაზე დიდ სისუსტეს შეეხო იაღარიანი, ამას მისი ათრთოლებული ხმაც ცხადყოფდა.
- სუფთა, - ცინიკურად ჩაეცინა კაცს. - და ყველაზე ბინძური, - ამჯერად მშრალად ჩაილაპარაკა და ფანჯარასთან მივიდა. წამით, სულ რაღაც ერთი წამით შეავლო გამუქებულ ცას თვალი.
- გსიამოვნებს არა, ზღაპრების მოყოლა? ალბათ ასე იმშვიდებ სინდისს, ყოველ ღამე თავს რომ გახსენებს... რაო, რას ეუბნები, მეც მსხვერპლი და უცოდველი ვარ, ყველაფერი მესხის ბრალია, არავის სისხლში არ გამისვრია ხელებიო?! იცი, როდის ხარ ყველაზე ამაზრზენი, მიხეილ?! საკუთარ შვილებს კბილებით რომ იცავ... ამ დროს ადამიანი იფიქრებს, როგორი მოსიყვარულე მამაა... როგორი კარგი ადამიანი... მაგრამ ეს წოდება იცი როდის გეცლება ხელიდან?! როცა სხვის შვილს სასიკვდილოდ იმეტებ და ღამე, თვითკმაყოფილი და ბედნიერი იძინებ... თვალებს ხუჭავ და იძინებ! - გაყინული და უემოციო გამომეტყველება არ შესცვლია, თუმცა მის უკუნეთ თვალებში მძვინვარებამ ზენიტს მიაღწია.
- ჩემზე კარგად არავინ იცის ჩემი ცოდვები, მაგრამ...
წინადადება დასრულებული არ ჰქონდა გასროლის ხმა რომ გაისხმა და ჩააქრო მისი იმედით აღსავსე თვალები.

კიდევ ერთხელ დაისადგურა სიმარტოვის სუსხმა და თვალუწვდენელმა უფსკურლმა, ხოლო
ობლად დარჩენილი თანამზრახველები გაძარცვულნი დაჰყურებენ ცივ უსასრულობას.
კოკისპირულად წვიმს.
იასამნისფერ ცაზე მიიკლაკნება სიძლიერეშეპარული ელვა.
დედამიწა დაცარიელდა.

* * *

- შევძლებთ გათავისუფლებას? - აივანზე იდგა. ღამის ჩვეული სიცივის მიუხედავად, მხოლოდ ივას პერანგი უფარავდა შიშველ სხეულს. მალევე იგრძნო კაცის თბილი ხელები საკუთარ წელზე. გააჟრჟოლა. უცხო გრძნობა იყო იმ ადამიანის შეხება, ვისზეც ოცნებობდა. - ივა?! მგონი დამავიწყდა როგორი გრძნობაა ბედნიერება. - თავადაც შეამჩნია, როგორი გამტყდარი იყო მისი ხმა. - მეშინია, რომ მალე დასრულდება.
- მთავარია, შენ არ გინდოდეს დასრულება. - კიდევ უფრო ძლიერად მოეხვია სუსტ სხეულს. თითქოს სურდა თავის ნაწილად ექცია ქალის სხეული.
- ჩემგან დამოუკიდებლად სრულდება ბევრი რამ. - ჩამქრალი და სხივმოკლებული იყო მისი სიტყვები.
- ზედმეტად ბევრს ფიქრობ, როგორც ყოველთვის. - არ ჰკარგავდა სიმშვიდეს, მაგრამ შინაგანად ისიც გრძნობდა რაღაც სრულიად სხვა შიშს, უფრო სისუსტეს, რომელიც ნაკასთან ურთიერთობამ წამებში გაუჩინა. ეს ის შიში, რომელსაც წლები უფრთხოდა... მისთვის ძვირფასის დაკარგვის შიში.
- მინდა შენზე მელაპარაკო. მომიყევი ყველაფერი, გთხოვ.
- მაინც რა გაინტერესებს? - მოშიშვლებულ ზურგზე მიაკრო ცხელი ტუჩები და ქალის ათრთოლებული სხეულის შეგრძნებისას გაეღიმა.
- რატომ მარიდებდი თავს ყოველთვის? იცი, რამდენი ხანი მტანჯავდა ეგ შეგრძნება? ბავშვობაში დავფიქრდი პირველად, რომ ვიღაცას ჩემი არსებობით ვაწუხებდი.
- მაწუხებდი იმით, რომ მიზიდავდი. - გულწრფელად გაეცინა მაჭავარიანს. - ბევრი მიზეზის გამო ვიკავებდი თავს, საბოლოოდ კი შენივე უსაფრთხოება გახდა მთავარი მიზეზი. სხვა გზა არ მქონდა, ნაკა და აღარ გვინდა წარსულის გახსენება... უბრალოდ რაღაცების ამოშლაა საჭირო გასათავისუფლებლად.
- ახლა? ახლა რა იქნება...
- ო, შენი წყალობით, მოგეხსენება, რომ ტრა.კში ვართ. - კვლავ გაეცინა ივას. ნაკას მოქნეული ხელი სწრაფად მოიქცა თავისაში და რბილ ტუჩებზე შეეხო. - სხვათა შორის, შენმა არასწორმა ნაბიჯმა მოგვიყვანა აქამდე, ამიტომ მადლობაც მაქვს სათქმელი, - კოცნებს შორის ამოილაპარაკა და ვნების ბურუსში გახვეული ქალი სწრაფად აიტაცა ხელში.
- იდიოტი ხარ, ივა, - ამოილაპარაკა ლაშხმა და საწოლზე გადაწოლილ კაცს ზემოდან მოექცა. ხელები გაუკავა მისი ქმედებით გამხიარულებულ კაცს და სველი კოცნებით აუყვა მის კისერს, ხელები კი წელზე ჩამოატარა. უფრო შორსაც წავიდოდა, რომ არა ტელეფონის გამაყრუებელი ხმა, რომელსაც ივას გინება და ქალის სასოწარკვეთილი ამოძახილი მოჰყვა.
- უპასუხე, - უთხრა დაბღვერილმა და საწოლის ცარიელ მხარეს გადაწვა. მის გაწამებულ გამომეტყველებაზე მაჭავარიანს ჩაეცინა, თუმცა მაინც წამოდგა ფეხზე და იქვე მიგდებულ ტელეფონს დახედა.
- გისმენ.
- არაბიძე მოკლეს. - გაისმა ტელეფონის მეორე მხრიდან დაჩი სხირტლაძის დაძაბული ხმა.
ბრაზისგან სახეზე სისხლი მოაწვა მაჭავარიანს.
დაასწრეს.
ვიღაცამ მწარედ დაასწრო.
- და კიდევ ერთი ამბავი. - შეპარვით წარმოთქვა სხირტლაძემ.
- ამჯერად რაღა მოხდა?- მშრალად იკითხა, მაგრამ ბრაზისგან სისხლი სხეულზე მოაწვა.
- ჯაჭვლიანთან ვარ... გიორგი ჭონიაშვილმა ორი დღის წინ გადმოკვეთა საზღვარი.
- მოვდივარ. - კვლავ უემოცოდ წარმოთქვა და ტელეფონი იქვე მიაგდო. შინაგანად კანკალებდა, სისხლი უდუღდა, გრძნობდა გაორმაგებულ გულისცემას და ამ აფორიაქებას ვერაფერს უხერხებდა. ფეხზე წამომდგარი ლაშხი მიუახლოვდა, ისე რომ არაფერი უკითხავს, თავისი წვრილი ხელები შემოხვია ერთიანად გაყინულ სხეულზე. გაათბო. დაამშვიდა და ცოტახნით დაატოვებინა კიდეც ეს სისხლით მოცული სამყარო. ივას თავბრუს ახვევდა ქალის გაზაფხულის სურნელი, რომელიც ძალიან ნაცნობი და ამავე დროს ძალიან უცხო და მიუჩვეველი იყო მისთვის. ღრმად შეისუნთქა გრილი არომატი და წამით თავი მის ყელში ჩარგო. თანახმა იყო, რომ ამავე მდგომარეობაში მომკვდარიყო კიდეც, მაგრამ მის შიგნით ბორკილებაწყვეტილ ბრაზს ვერაფერს უხერხებდა. უფრო და უფრო უკონტროლო ხდებოდა პატრონის სხეულში მოქცეული და სრულიად უხშობდა სასუნთქ გზებს.
გათავისუფლება... როგორ მარტივად ჟღერს და რა რთულია სულიერი სიმშვიდის მოპოვება.
- უნდა წავიდე, - ყრუდ ამოილაპარაკა მაჭავარიანმა და ქალის ამღვრეულ თვალებს თავისი ნაცრისფერი, ტკივილისგან გადაცრეცილი და კიდევ უფრო ჩამუქებული მზერა გაუსწორა.
- გთხოვ... - უღონოდ ჩამოყარა მხრები ქალმა. იცოდა, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებდა შურისძიების წყურვილით დაბრმავებულს. - ფრთხილად იყავი. - ესღა უთხრა და მის სხეულს მოშორდა.
- ნაკა, სახლიდან გასვლა არ გაბედო, - ხმა კიდევ უფრო გამკაცრებოდა მოუთმენლობა შეპყრობილს. - დავბრუნდები იცოდე და აქ რომ არ დამხვდე, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
- საინტერესოა რას იზამ, - გამომწვევად ჩაეცინა ლაშხს და მისკენ მიბრუნდა. მაჭავარიანის ანთებულმა მზერამ და წარბშეკრულმა სახემ დაარწმუნა, რომ ახლა მასთან შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. - კარგი. - დაამატა ბოლოს და მიახლოებულ ივას ჯერ ტუჩთან ახლოს, შემდეგ კი ტუჩებზე აკოცა.
- წავედი, - კოცნებს შორის ამოილაპარაკა და მანქანის გასაღებს ხელი დაავლო. ლაშხი ჯერ კიდევ ვნების ბურუსში იყო გახვეული, როცა მის სხეული სითბოს, თითქოსდა მფარველი კედელის გარეშე დარჩა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

არვიცი რავთქვა. ვითომ მეც მკვლელი ვარ არაბიძის ტვინის გასხმა რომ მესიამოვნა?«,ფულს და დიდებას შეეწირა მაჭქვარიანების ვარსკვლავი მარიამი.ცხოვრება დაუმახინჯდა უამრავ ადამიანს და ღირდაა კიი. როგორ მაინტერესებს გიორგის როლი ამ ყველაფერში. ვითომ გავაზავასაც უყვარდა მარიამი...... ამ და კიდევ ათობით კითხვაზე მიპასუხებს მარგო მომდევნო ეპიზოდებში. რომელსაც მოუთმენლად ველოდებიიიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზი

ძლივს არ ეღირსათ ამ ნაკას და ივას ერთმანეთით ტკბობა? სხვა თავებიც ხომ კარგი იყო, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომეწონა. მიყვარს სიყვარულები და ამბები და რა ვქნა? მგონი, გიორგი ვინც არის გავიგე, თუ ვერ გავიგე? მოკლედ სასწრაფოდ ახალი თავი მინდააააააა :((((((( შენ კი უუუუუმაგრესი გოგო ხარ, მარგო.

უმაგრესი თავი იყო, კიდევ განვმეორდები- ივა მესროლეთ, თუ შეიძლება, რააააააა!

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან კარგი ისტორია რომ არის, უკვე შევთანხმდით. სიტუაცია იძაბება და ახალი გმირიც გამოჩნდა. ვფიქრობ ნაკა და ივას სიყვარული ბევრ ტკივილს გაუძლებს და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. მალე მინდა ახალი თავი.

 


№4 სტუმარი სტუმარი Eka

გამაოცე, თანაც როგორ. ამას ნამდვილად არ ველოდი და ძალიან მაინტერესებს რატომ მოიქცა ასე..ძალიან ძლიერი თავი იყო ყოჩაღ, უფრო და უფრო მაოცებ

 


№5  offline წევრი Margo Tokyo

Qeti qimucadze
არვიცი რავთქვა. ვითომ მეც მკვლელი ვარ არაბიძის ტვინის გასხმა რომ მესიამოვნა?«,ფულს და დიდებას შეეწირა მაჭქვარიანების ვარსკვლავი მარიამი.ცხოვრება დაუმახინჯდა უამრავ ადამიანს და ღირდაა კიი. როგორ მაინტერესებს გიორგის როლი ამ ყველაფერში. ვითომ გავაზავასაც უყვარდა მარიამი...... ამ და კიდევ ათობით კითხვაზე მიპასუხებს მარგო მომდევნო ეპიზოდებში. რომელსაც მოუთმენლად ველოდებიიიიი

ქეთი! heart_eyes <333
შემდეგ თავში გაიგებთ თითქმის ყველაფერს... შედარებით დიდიც იქნება და ვეცდები მალე დავარედაქტირო.
მადლობა შეფასებისთვის! <3

სტუმარი ლიზი
ძლივს არ ეღირსათ ამ ნაკას და ივას ერთმანეთით ტკბობა? სხვა თავებიც ხომ კარგი იყო, მაგრამ ეს ყველაზე მეტად მომეწონა. მიყვარს სიყვარულები და ამბები და რა ვქნა? მგონი, გიორგი ვინც არის გავიგე, თუ ვერ გავიგე? მოკლედ სასწრაფოდ ახალი თავი მინდააააააა :((((((( შენ კი უუუუუმაგრესი გოგო ხარ, მარგო.

უმაგრესი თავი იყო, კიდევ განვმეორდები- ივა მესროლეთ, თუ შეიძლება, რააააააა!

ლიზი, მიყვარს შენი კომენტარები :დდდ <333 ძალიაან ვეცდები, რომ მალე იყოს შემდეგი. ნოუთებში ვწერდი აქამდე და ახლა ვორდში ვარედაქტირებ (წერაზე მეტი დრო მიაქვს) :დ
მალე გაიგებ ყველაფერს, მოკლედ! :დ <3

Ana-maria
ძალიან კარგი ისტორია რომ არის, უკვე შევთანხმდით. სიტუაცია იძაბება და ახალი გმირიც გამოჩნდა. ვფიქრობ ნაკა და ივას სიყვარული ბევრ ტკივილს გაუძლებს და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. მალე მინდა ახალი თავი.

მიხარია! <3 სადღაც სამი თავი დარჩა და მალე გაირკვევა ყველაფერი.
მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

სტუმარი Eka
გამაოცე, თანაც როგორ. ამას ნამდვილად არ ველოდი და ძალიან მაინტერესებს რატომ მოიქცა ასე..ძალიან ძლიერი თავი იყო ყოჩაღ, უფრო და უფრო მაოცებ

როგორ მიხარია ვერც წარმოიდგენთ <3
უდიდესი მადლობა heart_eyes

 


№6  offline წევრი Life is beautiful

ვავ...
გიორგი იყო ხო არაბიძის მიქელ-გაბრიელი.. გული მწყდება რომ მარიამი და გიორგი ერთად ვეღარ იქნებიან..
ასეთ დროს უკმარისობის გრძნობა მაწუხებს..
მაგრამ ამ გრძნობას "კაპლად" ნაკა და ივა გამოუჩნდა თორე არ ვიცი როგორ ვიქმრბოდი..
იმდენ ემოციებს მიღვიძებს ეს ყველაფერი ქართულადაც ვერ ვთარგმნი..
მიხარია რომ ვკითხულობ..
და გელი♥️

 


№7  offline წევრი Margo Tokyo

Life is beautiful
ვავ...
გიორგი იყო ხო არაბიძის მიქელ-გაბრიელი.. გული მწყდება რომ მარიამი და გიორგი ერთად ვეღარ იქნებიან..
ასეთ დროს უკმარისობის გრძნობა მაწუხებს..
მაგრამ ამ გრძნობას "კაპლად" ნაკა და ივა გამოუჩნდა თორე არ ვიცი როგორ ვიქმრბოდი..
იმდენ ემოციებს მიღვიძებს ეს ყველაფერი ქართულადაც ვერ ვთარგმნი..
მიხარია რომ ვკითხულობ..
და გელი♥️

მადლობა ემოციების გაზიარებისთვის! heart_eyes სასწაულად მიხარია, რომ ასე მოქმედებს ნაწერი, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე მძიმეა...
მიხარია, რომ კითხულობ! მეც გელი ხოლმე :დ <3
შემდეგი თავი გაგზავნილია და იმედია მალე დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent