შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ვარსკვლავი /7


24-04-2021, 04:34
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 968

2015, 20 თებერვალი.

12:12 AM

- ეს... ეს რა გააკეთე? - ხიდზე მდგომი ქალი იყო ის მესამე, რომელიც შეესწრო შემზარავ სცენას.
- სხვა გზა არ მქონდა. - აღელვებული წყლის ხმის ფონზე მძიმე ოხვრას ჰგავდა კაცის სიტყვები.
- კი, მაგრამ... ხელი ჰკარი... შენ ის მოკალი. - ერთიანად კანკალებდა.
- ხელი ვკარი. მოვკალი. - დაემოწმა დაბალი ხმით. გაყინული გამომეტყველება არ შესცვლია, - დაივიწყე, რაც აქ დაინახე. მას გადაეცი, რომ დავალება შესრულებულია. - ესღა თქვა უცნობმა და უკანმოუხედავად დატოვა ტერიოტრია.

სრულიად მარტო დარჩა მარტოობისგან გაბოროტებული, სულარეული ქალი.

- მე ხომ ეს არ მითხოვია... მე ხომ მხოლოდ ის მინდოდა... მხოლოდ გიორგი.
მარტო დარჩენილ ქალს ცრემლების ტბა დაეყენებინა ჩაბნელებული ხიდის სქელი მოაჯირის ზედაპირზე და ვერ ბედავდა ქვემოთ ჩაეხედა. ვერ ბედავდა თვალი გაესწორებინა იმისთვის, რაც დიდი ხანია სურდა, რისთვისაც იბრძოდა. ცაში გაბნეულ ვარსკვლავებს უყურებდა და მუხლები ეკვეთებოდა. წესით უნდა ეგრძნო ის დიადი განცდა, რომელიც გამარჯვებას ახლავს თან, მაგრამ ახლა მხოლოდ უსასოობას შეეპყრო მისი სული, პირში კი მლაშე გემოს გრძნობდა.
მარცხის სიმწარე, როგორც დამარცხებულის ჯილდო.


* * *


ჯოჯოხეთია, შენში დამწყვდეულმა სიცარიელემ თავი შეგახსენოს, თავი შეგახსენოს და თან როგორ შეგახსენოს;
სული გამოფიტოს,
გული დაგიფლითოს,
ფეხი მოგიკვეთოს,
ძალა დაგისუსტოს.
ჯოჯოხეთია, მოგენატროს და არ იცოდე, საით ეძებო.
ჯოჯოხეთია, ქუჩაში მის სახეს დაეძებდე და ყველა ხმას მისსას აიგივებდე.

სუნთქვის შეკვრამდე რომ შეახსენებს თავს და გულს გაუჩერებს დაუცხრომელი მონატრება, იცვამს და მიდის.
თავადაც არ იცის - სად, მხოლოდ სადარბაზოდან გასულს ახსენდება, რომ სადაც უნდა წავიდეს, ახლოს თუ შორის, მას ვეღარ ნახავს.
ვეღარ იგრძნობს მისი სხეულის სითბოს, მისი სხეულის სისველეშეპარული ატმის არომატს.

ცრის.
წვიმს.
წვიმის სავსე წვეთი ეცემა ასფალტს და სკდება. ნაწილებად იშლება.
დაშლილი, უსიცოცხლო წვეთები იფანტებიან ერთმანეთის გარეშე და ქმნიან ახალ რეალობას, რომელშიც მარტოსული ვერასდროს შეძლებს იყოს მთელი.
რეალობას, რომელშიც მარტოსული ვერასდროს იქნება ბედნიერი.
ეული სული ვერასდროს იქნება სავსე.
ცრის.
წვიმს და წვიმს.
გული ეკუმშებათ ვარსკვლავებს.


დიდხანს იდგა გიორგი ჭონიაშვილი უშველებელ ფანჯარასთან და გრძნობდა, მთელი სიცხადით გრძნობდა, რომ მიუხედავად სიცარიელისა, მარტო არ იყო.
მასთან იყო მისი ნანატრი სულიც. მისი გულშეკუმშული ვარსკვლავი, რომელიც ზემოდან დაჰყურებდა ლურჯად შეფერილი და თითქოს, უხილავ სხივებს უგზავნიდა მის სხეულში ნაწილებად ჩაშლილ არსებობას.
მარტოობა მჟავასავით არის, შიგნიდან გჭამს.

- მე მოვალ შენთან. - ჩურჩულით ნათქვამი სამი სიტყვაც კი იმდენად მტკიცე იყო, რომ თავად სიტყვების ავტორსაც გადაეწყვიტა მისი სისრულეში მოყვანა. არ ეპარებოდა ეჭვის მცირე მარცვალიც კი და ახლავე წავიდოდა იქ, სადაც ის ელოდა, რომ არა ხმაურით გაღებული კარი და მძიმე ნაბიჯებით მისკენ მიმავალი სხეული.

- ჩვენი შეხვედრა სრულიად სხვა ვითარებაში წარმომედგინა, მაგრამ ცხოვრებამ სულ სხვა დასასრულის დასაწყისი შემომთავაზა. - დანანებით ჩაილაპარაკა და ივა მაჭავარიანის ანთებულ მზერას თვალი უშიშრად გაუსწორა. მთელი გზა ფიქრობდა ივა, თუ რა უნდა ეთქვა, როგორ გადმოენთხია ბრაზი, მაგრამ გიორგი ჭონიაშვილის პირისპირ აღმოჩენილს, ადგილზე გახევებულს, თითქოს ძალა წაერთვა. მის ნატანჯ და ნაგვებ მზერას საკუთარი რომ გაუსწორა, მიხვდა, მოსმენის დრო იყო და არა ჩხუბის.
- სად ვიყავი აქამდე? - ჩაეცინა შესაძლო კითხვა რომ ამოიცნო. მხრებში გასწორდა, ანთებულ სიგარეტს გაუსწორა მზერა. - ციხეში... დაჯექი.
- სასაცილო სანახავი იქნება, ჩემი დის მკვლელობისთვის პასუხი შენ რომ მოგთხოვო, ამიტომ გისმენ. სხვა არაფერი შემიძლია... ახლა - არა. - ივამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და იქვე ჩამოჯდა.
- სწორი გადაწყვეტილებაა. სიმართლე გითხრა, არ ველოდი. - სევდანარევი ღიმილი დასთამაშებდა ჭონიაშვილს, რომელიც თვალს ვეღარ უსწორებდა იმ ადამიანის მსგავს თვალებს, ასე ახლო და ამავე დროს შორს რომ იყო მისგან.
- ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ადგილას სულ სხვა რეაქცია გექნებოდა. - ჩაეცინა მაჭავარიანს, რომელიც უჩვეულო სიმსუბუქეს გრძნობდა უკვე მესამედ. საკუთარი თავის უკვირდა იმდენად არაადეკვატური, მისთვის მიუღებელი რეაქციები დასჩემდა კონკრეტულ სიტუაციებში. ახლაც კი, გულზე მოწოლილ ბრაზს ოსტატურად აიგნორებდა და სრულიად გამოცარიელებული, უგრძნობი შეჰყურებდა ერთ დროს მისი დისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს.
- შესაძლოა... ან იქნებ, მეც მომესმინა კიდეც... - ჩაილაპარაკა და თავი საზურგეს მიაყრდნო. მინის ფანჯრიდან ჩამუქებულ ცას თვალს არ აშორებდა. - ოთხი წლის წინ, მარიამთამ წასული დამიჭირეს. მარიამი მოატყუეს და მოკლეს. - მშვიდი, მშრალი, უემოციო ხმა გაფიქრებინებდათ, თითქოს თავის ტრაგედიას კი არა, არამედ ვიღაცისგან მოსმენილ ამბავს იხსენებსო. - მთავარი კითხვა, რაც სულს მიღრღნიდა, იყო რატომ. ყოველ ღამე, დაძინებისას, მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი რატომ ჩამესმოდა. ამ ერთმა სიტყვამ მომიყვანა აქამდე.
- როგორ გამოხვედი ციხიდან? - ყველა კითხვას ერთად მოეყარა თავი მაჭავარიანის გონებაში და ერთი სული ჰქონდათ, პასუხები მიეღოთ.
- პოლონეთში გადამიყვანეს ორი წლის შემდეგ, იქ ბევრად მარტივი იყო საჭირო კომუნიკაციის დამყარება ციხის უფროსთან, რომელსაც გაშვებით ემუქრებოდნენ პატიმრების მიერ მოწყობილი საბოტაჟის გამო... მოკლედ, საერთო ინტერესები და ახალი, ძლიერი კავშირები, რომლებთანაც მესხი და არაბიძე უძლურები იყვნენ, - ჩაეცინა ჭონიაშვილს, - რაღაც მხრივ, გამიმართლა. ბორისისთვის რომ არ გაეტ.რაკებინათ, ვერასდროს გამოვაღწევდი იქედან.
- შენ მოკალი, არა? - ღრმა ნაფაზის დარტყმის შემდეგ ინტერესით ახედა კაცს, თუმცა პასუხი მისი თქმის გარეშეც იცოდა.
- მისი არჩევანი იყო, - მოკლედ მოუჭრა. - თავად გაითხარა საფლავი, მე უბრალოდ დავეხმარე.
- მარიამი? რა მოხდა იმ დღეს...
- ცხრამეტი თებერვლის ღამეს ვაპირებდი ცოლად მომეყვანა... - აზრგამოცლილ მზერას არ აშორებდა ცას.
- ჩუმად, ყველასგან მალულად, - დასრულება არ აცადა, ბრაზი შემოაწვა მაჭავარიანს. ხელები დაეჭიმა. წამიერად სისხლი გაუჩერდა.
- ჰო, ყველასგან მალულად. - მტკიცე იყო ჭონიაშვილი. თოთქოს არ ადარდება ვინმე რამეს დაუშავებდა თუ არა, არ ადარდება არაფერი მიწიერი, იმდენად სხვაგან, სხვა პლანეტაზე იყო მთელი მისი არსებით, მაგრამ ფიზიკურად აქ, ამ ოთახში. - ივა... ეს მისი გადაწყვეტილება იყო და მე მას პატივს ვცემდი ბოლო წუთამდე. განა არ ვიცოდი, რომ არაკაცურად ვიქცეოდი? მაგრამ ზოგჯერ არაკაცობა გვირჩევნია იმ გრძნობების დაკარგვას, რომლებიც მარიამმა განმაცდევინა... მართალი იყო მარიამი... განა ვინ მისცემდა უფლებას ჰყვარებოდა გზასაცდენილი, ჯიბეგაფხეკილი, მარტოობაში გაზრდილი კაცი... ახლა ბრაზობ, გინდა მცემო, მეტიც, ხელები გექავება, მაგრამ შენც ძალიან კარგად იცი, რომ მართალი ვარ... საერთო სენია, უარყო ის, ვინც შენზე დაბლა დგას. განა ამის გამო არ დაიწყო ყველაფერი?! - რთული იყო მაჭავარიანისთვის შეწინააღმდეგება მაშინ, როცა მის ჩასისხლიანებულ, ტკივილისგან გაყინულ გამომეტყველებას უყურებდა.
- მთავარი კითხვა... მაინც რატომ. - უძნელდებოდა ლაპარაკი.
- საბოლოო პასუხი არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მექნება, როცა მთავარ ფიგურას შევხვდები.
- ვისი ხელით მოკვდა... - ჩუმ, ხრიწიან ოხვრას ამოაყოლა სამი სიტყვა.
- არ ვაპირებ გითხრა. - თქვა გადაჭრით და ფეხზე წამომართულ მაჭავარიანს ალმაცერად ახედა.
- დაუფიქრებლად მოგკლავ, გიორგი! - ბრაზის ქარიშხალი მოაწვა ფერდაკარგულ ივას. - ამის დედა მოვტ*ან! მითხარი... მითხარი სანამ საბოლოოდ გავგიჟებულვარ. - მცირეხნიანმა პაუზამ კიდევ უფრო გაახელა სხეულდაჭიმული.
- დამშვიდდი... აუცილებლად შეხვდები მას, ცოტაც მოითმინე. - გასაოცარი მოთმინებით პასუხობდა ჭკუიდანგადასულს.
- შენ გყავს? როგორ გაიგე, მითხარი ამის დე.დაც!
- არ ვაპირებ შენი იმპულსურობის გამო ამდენწლიანი გეგმა წყალში ჩავყარო, ივა. მე სიმართლე მჭირდება... ჯერ! ჯერ სიმართლე და შენდეგ თავად აგებს პასუხს ის, ვინც ეს ჩაიდინა!
- არაბიძე? არაფერი თქვა? - მოუსვენრად დადიოდა ოთახში. შინაგან კანკალს ვერაფერს უხერხებდა. იცოდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო, მაგრამ აგიჟებდა, ჭკუიდან შლიდა ის ფაქტი, რომ მისი მარიამის მკვლელი სადღაც ახლოს, სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯში იყო.
- მხოლოდ მკვლელის ვინაობა და ის, რაც ისედაც ცხადია... ძალაუფლების გამო ციხის შიგნიდან გატეხვა. - მშრალად ჩაილაპარაკა და ფეხზე წმამოდგა.
- გიორგი, მას ჩემ გარეშე ვერ შეხვდები, გაიგე?!.. ამის უფლებას ვერ წამართმევ!
- როგორი რთული მოსასმენიც უნდა იყოს, მე არ ვაპირებ ვუყურო, თუ როგორ ინგრევ ცხოვრებას... როცა მარიამს შევხვდები, მინდა ბოლომდე სუფთა ვიყო, ყველანაირი პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებული. ესაა ჩემი მოვალეობა და მოვითხოვ პატივი სცე ჩემს გადაწყვეტილებას.
- მაყლ.ევებ, ხო? ჩემი გაგიჟება გინდა? - ისტერიულად ჩაეცინა და ხელი თმაში შეიცურა, - შეგახსენებ, რომ მარიამი ჩეი დაა, ჩემი ნაწილი, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია! ნუ ამახსნევინებ მის როლს ჩემს ცხოვრებაში და ნურც მოვალეობებზე დამელაპარაკები... მე ის უნდა ვნახო!
- ვიცოდი რომ შეუგნებელი იყავი, მაგრამ ასეთი? - თვალები მობეზრებულად აატრიალა ჭონიაშვილმა და როგორც პატარა ბავშვს, ზუსტად ისეთი მზერით გადახედა განრისხებულ მაჭავარიანს, რომელიც მართლაც ძალიან პატარა იყო მასთან შედარებით. - დაჯექი და მომისმინე, პატარა ბიჭო! მესმის, ვიცი, რომ ამდენი წელი მხოლოდ შურისძიება გწყუროდა და ყოველ ღამე ის წარმოგედგინა, თუ როგორ მოუგრეხდი კისერს მის მკვლელს, მაგრამ ისიც იცოდე, რომ მარიამი იყო და არის ერთადერთი ნათელი წერტილი, ერთადერთი და შეუცვლელი იმედი ჩემს დედამო**ნულ ცხოვრებაში!.. გინდა შეხვდე? კი ბატონო, შეგახვედრებ, მაგრამ ერთადერთი მოქმედება, რომელიც იმ ოთახში შესრულდება, ჩემი იქნება. გასაგებია?!.. წამოდი.


* * *


ჯოჯოხეთური სიჩუმე ჩამოწვა, რომლის დარღვევაც თითქოს კანონით ისჯებოდა. მხოლოდ ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა არღვევდა გულისგამაწვრილებელ ჰარმონიას. ნაბიჯების ხმაც კი თავის წილ სასოწარკვეთას იტევდა. გაორმაგებული გულისცემა და სულის კივილი ამინდსაც ეგრძნო. არ აპირებდა კოკისპირული წვიმის გადაღებას, არამედ პირიქით, უფრო და უფრო უმატებდა ამ ღვთიურ რისხვას, რომელსაც ცაზე წამიერად გამოსახული გრძელი, დაკლანკნილი ელვაც ადასტურებდა. ამინდსაც სურდა გაექრო დედამიწა, მიწაში ჩაეტანა და სამუდამოდ დაემარხა კაცობრიობა.
კარის ჭრიალი და ნაგვემი ადამიანის სახე კი წარმოუდგენელ რეალობას გვიქადდა.

- შენ?! - ადგილზე გახევებულმა მაჭავარიანმა გაოცებული, ბრაზისგან ანთებული მზერა მიაპყრო ბორკილებდადებულ ტყვეს. ივას თვალები წარმოუდგენელ ტკივილს იტევდნენ. კიდევ ერთხელ იგრძნო უჰაერობა, კიდევ ერთხელ იგრძნო მკერდის არეში განუზომელი ტკივილი, რადგან მკვლელის როლში აქამდე ნანახი ზურა გვაზავა ამოიცნო.
- შენი დედა მოვტ.ყან შე სი.რო! - დაუღრიალა უემოციო სახით მჯდომ გვაზავას, რომელმაც მალევე იგრძნო წვა სახის არეში. ადგილზე მოწყვეტილი მაჭავარიანი გამძვინვარებულ მხეცს ჰგავდა, რომელშიც ბრაზი უფრო და უფრო იზრდებოდა. ურტყამდა, უმოწყალოდ იქნევდა მოზღვავებული ენერგიით სავსე მუშტებს, რომლებიც მალევე გაისვარნენ წითელ ბლანტ სითხეში. ვეღარ ახერხებდა ფიქრს, ვეღარ ახერხებდა შეწყვეტას მანამ, სანამ ჭონიაშვილის ხელები არ იგრძნო მხრებზე.
- შეეშვი! - დაუყვირა გიორგიმ და ხელიდან გამოაცალა სისხლში ამოსვრილი გვაზავა.
- შენ? შენ მოკალი არა, შე სი.რო! შემომხედე, თვალებში მიყურე, გვაზავა! რა გითხარი ბოლო შეხვედრისას! გითხარი რო ცოცხლად დაგმარხავდი! გითხარი თუ არა?! - ღრიალებდა მაჭავარიანი. მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ამობერილი კაპილარები გაწყვეტას ლამობდნენ. - შემომხედე! რა ადამიანი ხარ, გვაზავა?! შენ რა ადამიანი ხარ! - გამგმირავი მზერით უყურებდა. სული დაჰგლეჯვოდა. მთელი ეს უსამართლობა, მთელი ეს წრე ყელში დიდ ბურთად გასჩხეროდა. იმ დღეს მეორედ მოკვდა ივა მაჭავარიანი.
- ხმა ამოიღე, ამის დედაც! დაიწყე... - სიმწრისგან თვალები ეხუჭებოდა. წონასწორობას ვერ იკავებდა. ცივ კედელს მიეყრდნო, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა მის სულში დატრიალებულ ქარიშხალს.
- ოჯახისგან მიტოვებული ბავშვი, თუნდაც ერთხელ მარტო დარჩენილი, სიკვდილამდე ობლი რჩება... - სვენებ-სვენებით ამოთქვა მიწაზე გართხმულმა. მარჯვენა ხელით სისხლი მოიწმინდა და მოჭუტული თვალებით ახედა აზრგამოცლილ მაჭავარიანს. - არის ხოლმე, როცა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს... მამაჩემის გადარჩენა მინდოდა, თუმცა სულ ტყუილად გავიღე მსხვერპლი... - მისკენ დაძრული მაჭავარიანი ჭონიაშვილის ხელმა შეაჩერა.
- აცადე... - ჩუმი ხმით უთხრა და მზერა სისხლში ამოსვრილი გვაზავასკენ გადაიტანა.
- სულ რაღაც ათი წლის ვიყავი, მამაჩემი სამსახურიდან რომ გამოუშვეს... ვინ? რატომ? ბატონმა ვახტანგ მაჭავარიანმა... აი ასე, უმიზეზოდ დატოვეს მშრალზე... თანაც როგორ მშრალზე, იცით? ვეღარასდროს შეძლებდა სამსახურის დაწყებას... მაგრამ ეს არ ყოფილა შურისძიება... - ცრემლები ყელში ებჯინებოდა სისხლით შეღებილ კაცს. - გალოთდა. დედა გაიქცა... შემდეგ ისიც დაიჭირეს და მე მარტო დავრჩი. - სისხლს იწმენდდა ცალ იდაყვს დაყრდნობილი. - მთელი ცხოვრება ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ... ამ სიზმარში ისევ ის ყველასგან მიტოვებული ათი წლის ბავშვი ვარ. ღამეა. მივდივარ. მის თვალებს ვუყურებ. მის გადამარჩინეს ვისმენ. ხელს ვკარავ... ვიღვიძებ. ვიღვიძებ და სიბნელეა, მხოლოდ ოთახში არა, მთელს დედამიწაზე სიბნელეა, რადგან მე ამ სიზმარში ობოლი და მკვლელი ვარ... პატიებას არ ვითხოვ. არც შეწყალებას. მესხი დავალების შესრულების სანაცვლოდ მამის გადარჩნეას დამპირდა... კი, იმ მამის, ათი წლის ასაკში რომ მიმაგდო... - ამოთქვა უემოციო ხმით, მაგრამ მისი ყოველი სიტყვა იმდენად მძიმე იყო, ისედაც უჰაერო სივრცეს კიდევ უფრო ჩახუთულს ხდიდა. - მამა ვერ გადამირჩინა, მაგრამ გასაჩუმებლად ქერის ორმოში ჩამაგდო.
- კიდევ ვინ შეესწრო მის მკვლელობას. - განზრახ დასვა კითხვა გიორგიმ.
- ის, ვის გამოც მოხდა ყველაფერი... რომ არა ის, ალბათ, გაასწრებდა კიდეც აქედან.
- რა?! რას ბოდავ... კიდევ ვინ... ვინ დაგავალა! - ივასთვის ბევრად მძიმე ამ ყველაფრის მოსმენა... ახლაც უსმენდა და ვერ იჯერებდა, რომ ამ რეალობაში იცხოვრა მთელი ოთხი წელი.
- არა, მისი სიკვდილი არ უნდოდა, მხოლოდ ის. - მზერა ჭონიაშვილს მიაპყრო. - მან მისწერა მარიამს, ფოტოები გაუგზავნა, თითქოს უღალატე... შეხვედრაზე დაიბარა... უთხრა, რომ დაეხმარებოდა, რომ ყველასგან შორს წასულიყო... ჭკუიდან გადაიყვანა... ამ დროს დაგიჭირეს... თუმცა ეს ვეღარ გათვალა. - ირონიულად ჩაეცინა კედლის კუთხეში მჯდომს.
- ამოთქვი! მისი სახელი თქვი გვაზავა, თორემ ისე მოგიშორებ, ბოლო სიტყვის თქმასავ ვეღარ მოასწრებ! ვინ იყო ის დედამოტ.ყნული! - დაუდგრომელი ბრაზისგან ცეცხლი კიაფობდა მის თვალებში.
- ეკატერინა არაბიძე... გეცნობა, არა? ისიც იქ იყო... შეესწრო, მაგრამ ისიც იცოდე, რომ მარიამის მოკვლა არ შედიოდა მის გეგმებში... გიორგი ხელში ჩაგდება იყო მისი მთავარი მიზანი.
- ვიცოდი, ველოდი რაღაც მსგავს... არ შევმცდარვარ. - მაგიდას ზურგით მიეყრდნო ჭონიაშვილი. სიგარეტს ეწეოდა უჩვეულოდ მშვიდი სახით. თითქოს ახლა მისი ყველაზე ძვირფასი ადამიანის მკვლელის წინ არ მდგარიყო... აგიჟებდა მაჭავარიანს მისი სიმშვიდე. - თვალებში რომ ჩახედე რა დაინახე, გვაზავა...
- შიში და იმედი... - დიდხნიანი პაუზის შემდეგ ამოთქვა ჩახლეჩილი ხმით. - გაკვირვებაც... ტკივილიც... მოლოდინიც. სამწუხაროდ, ყველაფერი ის, რაც ყოველ ღამე მოსვენებას მიკარგავს.
- ნუთუ მოსვენების დაკარგვაც აღარ გინდა... - ცინიკური იყო ჭონიაშვილი.
- მინდა. სხვანაირად ვერც იქნება.
- რაზე ფიქრობდი, ხელს რომ ჰკრავდი, გვაზავა?! რა გაიფიქრე სულ ბოლოს, ჰაერში მყოფს რომ უყურებდი. - მაჭავარიანი გახევებული იდგა და უსმენდა ჭონიაშვილის მძიმე, უსიცოცხლო ხმის ტემბრს, მაგრამ ამავდროულად, მასში იყო რაღაც ავისმომასწავებელი ჟინი.
- ვთხოვე ეპატიებინა... და ვფიქრობდი, ნეტავ თუ მაპატიებს-მეთქი. ვიცი, სისულელეა. ვიცი, არასდროს მაპატიებს და არც ველი შეწყალებას.
- მთელი ოთხი წელი რამ გაგაძლებინა, გვაზავა, რამ მოგცა ძალა გესუნთქა ის ჰაერი, რომელსაც მარიამი სუნთქავდა... როგორ ვირწმუნო შენი სინანული მაშინ, როცა ოთხი წელი ცოცხლობდი... ოთხი წელი სუნთქავდი და ღამე, ისე როგორც პატარა ბავშვს, სიზმრების გეშინოდა.. იმსახურებ შეწყალებას?! იცი, როდის მოგცემდი სიცოცხლის უფლებას?! რომ დამენახა ტანჯვა... რომ დამენახა, როგორ გტანჯავს სუნთქვა და ყოველ დილით თვალის გახელა, მაგრამ არა! თავისუფლად სუნთქავ... თავისუფლად იღვიძებ და იმაზე ფიქრობ, დღე რა სასიამოვნო პროცესებით გაიყვანო... არაფერი გაბრკოლებს, მხოლოდ ღამის კოშმარები... მხოლოდ სიზმრები... შენთვის სიცოცლე სამოთხეა, გვაზავა, ჯოჯოხეთის ნაცვლად, ამიტომ თავად ვიზრუნებ, რომ იგრძნო, როგორია, როცა ტკივილისგან გული გეფლითება... როგორია, როცა ხორცი გეწვის, სხეულზე არსებული წყლულები სკდება და სასუნთქი გზები გეკეტება... იცი, ამას როდის გრძნობ?!... რატომ დუმხარ... მიპასუხე, იცი ამას როდის გრძნობ?! როცა კვდები, გვაზავა! როცა, სიცოცხლის უკანასკნელ ნიშანწყალს კარგავ... არა, მას არ კარგავ, არამედ ვიღაც ხელიდან გგლეჯს! ხელისგულზე მოთავსებულს, ვიღაც გაცლის... როგორ მოვიქცე, მითხარი... შენთვის ძვირფასი ადამიანი მოვკლა? არა, მას არაფერი დაუშავებია... შენს ცოდვებზე პასუხს სხვას ვერ მოვთხოვ... ამიტომ აქ, აქ და ახლა დასრულდება შენი ბინძური ხელებით მოწყობილი სამოთხე... კარგია არა სხვის უბედურებაზე აწყობილი ბედნიერება? ორმაგად სასიამოვნოა, არა?! მიპასუხე, ეგოისტო ნაბიჭვ.არო! - დაუღრიალა მწყობრიდან გამოსულმა. - ჩაისუნთქე გვაზავა, ჩაისუნთქე... უკანასკნელია... - ესღა უთხრა და ნაცნობმა იარაღმა ამჯერად მეორე ადამიანის გული გაგმირა.


* * *


- მე ხელები სისხლში მაქვს გასვრილი, ივა. მნიშვნელობა აღარ აქვს ერთით მეტი მოკვდება ჩემი ხელით თუ ერთით ნაკლები... მთავარი ის არის, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მთელი ოთხი წელი ვფიქრობდი, რა იყო საუკეთესო გამოსავალი... იმასაც ვფიქრობდი, რომ დამეტოვებინა ისინი ცოცხალი და სუფთა ხელებით შევხვდროდი მას, მაგრამ შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელი იყო... არაბიძის მსგავსი ადამიანი ვერასდროს შეძლებს გამოსწორებას... რაც შეეხება ზვიადს... მას არ მოვკლავ, ეს მისთვის საჩუქარი იქნება.. - გატეხილი ხმით ჩაეცინა ჭონიაშვილს და ვისკით სავსე ალუმინის ბოთლი წამებში გადაკრა.
- გიორგი, უსამართლოდ მექცევი... მთელი ოთხი წელი ვიბრძოდი, რომ აქ დაბრუნებულს, ყველაფერი დამესრულებინა... პირობა დავდე, რომ ყველა მათგანი ჩემი ხელით მოკვდებოდა, როცა მათი განადგურების ფორმალურ საკითხებს მოვაგვარებდით და ახლა რა ხდება?! - ივა მაჭავარიანი ზედმეტი სიტყვების გარეშეც ხვდებოდა იმას, თუ რაც ხდებოდა, მაგრამ გულში აბობოქრებულ ბრაზს მაინც ვერაფერს უხერხებდა.
- ახლა ის ხდება, რაც უნდა ხდებოდეს... წარმოდგენაც არ გაქვს, შენი და ვინ იყო ჩემთვის... ეგეთ სიყვარულს გისურვებ, ივა... მის გამო ყველაფერზე დაუფიქრებლად რომ წახვალ, საკუთარი თავის განადგურებაზეც კი... ყველაზე რთულ მომენტში გამოჩნდა, ისე, როგორც დაუმსახურებელი სასწაული... ღმერთის მიერ ნაბოძები ყველაზე დიდი საჩუქარი და დიდი ხნის დაკარგული თავი დამიბრუნა... სრულიად მომწყვიტა რეალობას და ისიც იცოდე, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანია იცნობ ადამიანს, მთავარი მხოლოდ ის არის, რამდენად არის შენში... ერთი ოცნება მქონდა... მინდოდა დრო შეჩერებულიყო.. ხანდახან დრო აუტანლად ნელა მიიზლაზნება, ხანდახან კი ყველაფერი ერთ წამში ხდება... ერთმა წამმა წამართვა ის და გულიც გამიჩერა. მეც მარიამთან ერთად მოვკვდი იმ დღეს და ახლაც, ყოველდღე ვკვდები. ეს ტკივილი მჟავასავით არის, შიგნიდან მჭამს და მკლავს... მესმის შენი, შენი და მამაშენის, მაგრამ ეს ჩემი გასაკეთებელი იყო. - მშვიდი, აუღელვებელი ხმა ჰქონდა ცხოვრებისგან დაუმსახურებლად ნაწამებ ჭონიაშვილს.
- როგორ გაიცანი? როგორი იყო შენთან?
- მისი მეგობრის დაბადების დღეზე. აივანზე იდგა, ყველასგან მოშორებით... ცას უყურებდა და უცნაურად იღიმოდა. იმწამსვე შემიყვარდა. - ბავშვურად გაეცინა მოგონებებში გადაკარგულს, - დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ მაგრად დამენძ.რა... - მისი თითქოსდა ლაღი სიცილი ყველაფერს იტევდა გარდა ბედნიერებისა. ეს იყო სევდა, ტკივილი, მონატრება, მოგონებებში ცხოვრების მომაკვდინებელი სურვილი... და მაინც, არსად ჩანდა ბედნიერების ჟინი, აკიაფებული თვალები, გაცისკროვნებული თვალები.
- ვერ ვისწავლე მის გარეშე ცხოვრება... მეორე დედა დავკარგე, სულის ნაწილი და არ ვიცი რა მოვუხერხო ამ სიცარიელეს.
- მაგ სიცარიელეს არაფერი ეშველება, ივა. ეცადე დატკბე ცხოვრებით და იმ ადამიანებით, რომლებიც ახლა ახლა შენ გვერდით არიან.
- და შენ?
- მე ჩემი არჩევანი უკვე გაკეთებული მაქვს. გეგმას მივყვები. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. - ახლა მასთან უნდა წავიდე, ხვალ შეგხვდები. ჩათვალე მესხი პრობლემას აღარ წარმოადგენს... და ჰო, მადლობა შენს გოგოსაც გადაეცი, მისი წვლილიც დიდია. - ბოლო სიტყვებზე მხიარულად ჩაეცინა ჭონიაშვილს. მხარზე ხელი დასცხო მომღიმარ მაჭავარიანს და უკანმოუხედავად დატოვა ბარი.


* * *


ყველასათვის ცნობილი ბიზნესმენის, მიხეილ არაბიძის მკვლელობას ყველა ტელევიზია გადმოსცემდა. საუბრობდნენ, განიხილავდნენ, არსებობდა სხვადასხვა ვარაუდი, თუმცა არცერთი შეესაბამებოდა სიმართლეს. საღამომდე უსმენდა ლაშხი ამ აბსურდს და ნერვიულობის ტალღა უვლიდა მთელს სხეულში.
რამდენჯერმე დაურეკა ივას, რომელსაც ტელეფონი გათიშული ჰქონდა. იცოდა, რომ ახლა ვერავისთან ლაპარაკს შეძლებდა მაჭავარიანი, მაგრამ მაინც დარეკა ელენასთან და შეფართვით მოიკითხა, თუმცა არც მან იცოდა რამე. დიდხანს იჯდა გაუნძრევლად, საბოლოოდ კი სწრაფად ჩაიცვა და სახლი დატოვა. იცოდა, ივა თუ გაიგებდა, კარგი დღე არ დაადგებოდა, მაგრამ ნაკლებად ადარდებდა მისი რეაქცია... სადარბაზოში მყოფმა აღმოაჩინა, რომ არ იცოდა სად წასულიყო, თუმცა საბოლოოდ, მისთვის ყველაზე ნაცნობ ადგილს დაადგა. ფეხები მექანიკურად მიიწევდნენ მისკენ.
შუაღამის სხივები ჰარმონიულად ერწყმოდნენ ქუჩის განათებებს, რომლებსაც მსუბუქი ნიავი არხევდა. უჩვეულო ამინდი იყო. მსუბუქი ქარი ქროდა. სრული სიჩუმე ჩამოწოლილიყო იქაც, სადაც აქამდე მხოლოდ მიცვალებულთა მძვინვარება ისმოდა. ნაცნობ ადგილს რომ მიუახლოვდა, ადგილზე გაიყინა.

- შენ ალბათ ნაკა, არა? მარიამის მეგობარი... - გაეღიმა ზურგით მჯდომ კაცს.
- თქვენ..? - დაბნეული აკვირდებოდა შუაღამის ლანდებში გახვეულ უცნობს.
- სამწუხაროდ, არ ვიცნობთ ერთმანეთს... გიორგი ჭონიაშვილი, - ქალის გაოგნებულ სახეზე გაეცინა. - დაჯექი. - უხმოდ დაიკავა მის გვერდით ადგილი. - შენი მიღწევების შესახებ გავიგე... ყოჩაღ, დიდი გამბედაობა სჭირდება მესხის მსგავს ნაბიჭ.ვართან დაპირისპირებას.
- კი, მაგრამ... აქ როგორ? საიდან? - აირია ქალი.
- გრძელი და ნაკლებად საინტერესო ამბავია... ივამ იცის აქ რომ ხარ? - დაეჭვებულმა გადმოხედა დაბნეულს.
- არა, ტელეფონი გამორთულო აქვს... ვნერვიულობდი. ვიფიქრე, აქ იქნებოდა.
- კარგად არის, ნუ ნერვიულობ.
- ერთმანეთს შეხვდით? - გაოგნებული ხმა ჰქონდა ლაშხს. ამ დღეებში ისეთი უცნაური და არაადეკვატური რაღაცები ხდებოდა, რომ წესით ეს აღარაფერი უნდა გაკვირვებოდა.
- შევხვდით, - სიგარეტს მოუკიდა და მზერა მარიამის სურათისკენ გადაიტანა.
- როცა მასთან მოვდივარ, სურათს იშვიათად ვუყურებ... ყოველთვის ცას ვაკვირდები და იქ ყოველთვის ვპოულობ. - ნაზი, ხავერდოვანი ხმა ჰქონდა ნაკა ლაშხს. მისი ჩურჩული ფანტავდა ჰაერში დაგუბებულ სევდას.
- ვარსკვლავია... ძალიან დიდი და ძალიან პატარა... მომიყევი შენზე, ნაკა.
- მოსაყოლი არაფერია... მეც ისევე ვიტანჯები, როგორც შენ... როგორც ივა, ელენა... შენი ტკივილი ბევრად დიდია, ვიდრე ჩვენი, ყველასი, მაგრამ მე უსამართლობაც მახრჩობს, გიორგი... ორი ადამიანი დავკარგე, ორი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, თანაც რის გამო? იმის გამო, რომ მესხს ბინძური ფული ეშოვნა... მეზიზღება, ისე მეზიზღება! - განსაკუთრებული ზიზღით წარმოთქვა ბოლო სიტყვები, - ყველაზე საშინელი იცი რა არის? ასეთ საზიზღარ ადამიანს თვალებში უყურებდე და ვერაფერს აკეთებდე... ბოლო შეხვედრის შემდეგ საერთოდ დავკარგე კონტროლი, იმდენად დიდი იყო სპაზმური ტკივილი მთელს ორგანიზმში. ავდექი და ვიმოქმედე.
- სწორად მოიქეცი, ნაკა. შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ! ეს სულ გახსოვდეს, ხო? ეს სიტყვები მარიამმა მითხრა შენზე საუბრისას... ძალიან უყვარდი, დამიჯერე. - თვალები ცრემლებით აევსო ლაშხს. გულში მარიამის ცნობით გამოწვეული სიამაყის ნაპერწკლები ეჯახებოდნენ ერთმანეთს და ძალიან ხმამაღლა ფეთქდებოდნენ.
- რატომ არ მითხრა შენზე... - დანანებით ჩაილაპარაკა ლაშხმა, - იცი, როგორ გავიგე? მე და სანდრო ჯაჭვლიანი, ის ტიპი, ვინც სისტემის გატეხვაში დამეხმარა, ბაბუამისის, ალექსანდრე ჯაჭვლიანის სახლში ვიყავით... გეცნობა, არა?
- ალექსანდრე... პირველი ადამიანი, ვისაც მარიამი გავაცანი... - უცნაურად გაეღიმა კაცს. - ბაბუაჩემის უახლოესი მეგობარი იყო ალექსანდრე, მაგრამ მის ოჯახს არ ვიცნობდი... მისი სიკვდილოს ამბავი რომ გავიგე, მაგ დროს მივხვდი, რომ ის ზღაპარი მართლაც დასრულებულიყო, მთელი რვა თვე სულ სხვა ადამიანად რომ მაქცია... - ამოიოხრა და ცოტახნის შემდეგ დაამატა, - ვინმეს რომ ეკითხა, მიღირდა თუ არა ის რვა თვე ამად, იცი რას ვუპასუხებდი?! - ჩაეღიმა. - სულ თავიდან გავივლიდი ყველა ტკივილს, ოღონდ მარიამი მენახა ისევ... მაგრამ ვიცი, რომ მალე შევხვდები... ეს მაძლებინებს.
- მე იცი რისი მჯერა, გიორგი? - ღიმილით ახედა ცას. - სიკვდილის შემდეგ ჩვენ იქ ვბრუნდებით, საიდანაც მოვედით.. აიხედე, ხედავ დიდ, კაშკაშა, თეთრზე ბევრად მუქ ვარსკვლავს? აი, ის არის მარიამი... გვერდით გაიხედე, ვერაფერს ვერ ხედავ, ხო? სიცარიელეა... იმ ადგილს შენ დაიკავებ, როცა ამის დრო მოვა... მე მჯერა კოსმოსის... შეიძლება დაიბადო და საკუთარი ადგილი ვერ იპოვო, ყველამ უარგყოს, სახლის გარეშე დაგტოვოს, მაგრამ იქ... იქ ამის საფრთხე არ გემუქრება, რადგან შენი ადგილი შენივე ცხოვრებით განისაზღვრება.
- საინტერესო თეორიაა... - გაეღიმა ლაშხის სიტყვებზე, - და ჰო... ის ისეთი ლამაზია... ისეთი კაშკაშაა... მარიამია... მარიამია ნამდვილად. - თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, იმდენად დაბალი ხმით ბუტბუტებდა.
სასაფლაოსთვის დამახასიათებელი სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო ირგვლივ. ამ სიჩუმეში ისხდნენ და უყურებდნენ უცნაურად მოკაშკაშე ვარსკვლავს. თვალს ვერ აშორებდნენ პატარა ორგანიზმს, რომელშიც მარიამის სული გახვეულიყო.
მარიამის ლამაზი და უკვდავი სული სუნთქავდა ვარსკვლავის შიგნით და ამაში ორივე დარწმუნებული იყო.

- როგორ ფიქრობ, მესხი რამეს მოიმოქმედებს? - დიდხნიანი პაუზა ნაკას ჩუმმა ხმამ დაარღვია.
- ვერფერს იზამს... დათვლილია მისი დღეები. ამაზე თავად ვიზრუნებ... - გადაჭრით უპასუხა ჭონიაშვილმა და მზერა ანთებულ სიგარეტზე გადაიტანა.
- მოკლავ?
- მე არა, ის ცხოვრება მოკლავს, რაც მას ელის.
- დაიჭერენ?
- აუცილებლად. ზუსტად ისე დაიჭერენ, როგორც თავად იჭერდა ხალხს. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. - სხვათა შორის, შენი წასვლის დროა. - გაუღიმა ქალს.
- ნამდვილად... - ჭონიაშვილის სიტყვებმა გამოაფხიზლა და დააბრუნდა რეალობაში. - ივას ჩხუბის მოსმენის თავი ნამდვილად არ მაქვს. - მკრთალად ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა.
- ნაკა... თავისუფლად სუნთქვა ასწავლე მას.
- მეც არ ვიცი, ეგ როგორ ხდება, გიორგი. - სევდიანად გაეღიმა ქალმა.
- ერთმანეთით ისუნთქეთ. - მოკლედ მოუჭრა და ზურგი აქცია გადასვლელთან მდგომ ლაშხს. კვლავ მარიამის სურათს მიაშტერდა სრულიად მარტო დარჩენილი კაცი.
ლაშხი რამდენიმე წამი უყურებდა და ნაწილებლად იშლებოდა.
სამი წამიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ეს სურათი სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში.


*


ცრემლები ყელში ებჯინება.
გრძნობს რაღაც უცნარ და გაუგებარ უმწეობას უცნაური და გაუგებარი მაგნიტური ძალის წინაშე. გრძნობს, როგორ ქრება და ცარიელდება. როგორ იფანტება. უჩვეულო განცდამ წამით გაანათა მისი სული. ტელეფონს იღებს ნაჩქარევად. დასასრულის მწველ სურვილს ჰყავს შეპყრობილი.

- ბორის, გამარჯობა. - რუსულად იწყებს საუბარს, - ხვალ ადგილზე იქნება... მე ვეღარ შევძლებ შენთან დაკავშირებას, მაგრამ იცოდე, რომ არაბიძის საქმე მოგვარებულია... მხოლოდ შენი რჩება... - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ კვლავ აგრძელებს. - მინდა, რომ ერთი თვე.. ზუსტად ერთი თვე გაჩენის დღე იწყევლოს... შემდეგ... იცი რაც უნდა გააკეთო. - ბოლო სიტყვებიც გაისმა ტელეფონის მეორე მხრიდან, რასაც დამშვიდობება მოჰყვა.

ყველაზე დიდ დამნაშავეს ყველაზე საშინელი სასჯელი არგუნა ბედმა მდევარმა, რომლის ძალაც განუზომლად დიდია.


* * *

საკუთარ სახლში შეაბიჯა თუ არა, ადგილზე შეხტა, როცა მაჭავარიანის აელვარებულ მზერას გადააწყდა.
- ახლა არ დაიწყო, გთხოვ... - მშვიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა სხეულდაჭიმულ კაცს. მკლავზე დაადო თავი და მისი სურნელი, რომელსაც მისთვის დამამშვიდებელი ექსტრაქტი ერია, ხმაურით შეისუნთქა.
- რა მოგიხერხო, მითხარ, - უღონოდ ჩაილაპარაკა კაცმა და სხეულზე აიკრო ქალის სიცივისგან მობუზული სხეული.
- ჩემთან ერთად ისუნთქე. - მშვიდი ხმით ამოილაპარაკა და ტუჩები ყელზე მიაწება. - მეტი არაფერი მჭირდება.

დაღლილს, ყველაფრით დაღლილსა და განადგურებულ სულს მალამოსავით ედებოდა მაჭავარიანის სხეულის სითბო, მისი ნაზი, ფაქიზი ფერება გონებასა და სულს ერთდროულად უმშვიდებდა. ყოველთვის გრძნობდა, რომ რაღაც აკლდა. მაშინაც კი, როცა მარიამი ცოცხალი იყო, გრძნობდა თავის წილ სიცარიელეს, ახლა კი, თითქოს კაცის ხელის მოძრაობაც კი სრულიად ავსებდა ამ უდიდეს ნაპრალს. მისი კოცნა და სურნელი ავიწყებდა წარსულის ლანდებს... ივას მკლავებში ჩამალული ნაკა თავს სახლში გრძნობდა.
- მიყვარხარ, ივა... - ცრემლებით აევსო თვალები. მისმა მოულოდნელმა სიტყვებმა ერთიანად არია კაცი. თითქოს სახეზე ფერები გადაუვიდა კიდეც. აღელდა, გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
-... მართლა? - ყოველთვის ახერხებდა ნაკა ლაშხი მის მწყობრიდან გამოყვანას, ეს კი მეტისმეტი იყო იმ დღისთვის. - გაიმეორე... გთხოვ. - მუდარა შეერია მის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს. თითქოს უფრთხილდებოდა კიდეც ნანატრ წუთებს.
- მიყვარხარ... იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია. - კაცს თვალები სიამოვნებისგან დაეხუჭა.
- ყველაფერი ხარ, საერთოდ ყველაფერი! - კოცნით ჩაუყვა ყელს. - ვგიჟდები... ვგიჟდები შენზე. - კოცნებს შორის ლაპარაკობდა და არეული მზერით დაჰყურებდა წუთიერი სიამოვნებისგან თვალებმილულულ ქალს, რომლის გამომეტყველებაც მალევე აირია. მისი ყორანივით შავი თვალებიდან ცრემლების მდინარე მოსდიოდა.
- მარიამთან ვიყავი, მეგონა იქ დამხვდებოდი და გიორგი ვნახე... გიორგის შესახებ მე და სანდრომ გავიგეთ წელიწად ნახევრის წინ, თუმცა მისი კვალი ვერსად აღმოვაჩინეთ, - სწრაფად დაამატა პირვანდელ სიტყვებს, რათა ივას ინტერესი დაეკმაყოფილებინა. თვალებში ჩაბუდებული უშველებელი სევდა მტკივნეული იყო მაჭავარიანისთვისაც. - იცი, როგორ უყვარს?
- ვიცი... - ხმა ჩახლეჩვოდა. ყელში რაღაც ძალიან დიდი ბურთი გაეჩხირა მაჭავარიანს.
- მისი თვალები რომ დავინახე, გეფიცები, ადგილზე მოვკვდი. მტკივა და მენანება ორივე... არ ვიცი რა მოვუხერხო გულის ტკივილს... რატომ მტკივა, ასე? ზოგჯერ მგონია, რომ ვეღარ გავუძლებ.
- მოდი, ჩემთან... - კალთაში ჩაისვა ლაშხის აცახცახებული სხეული. - იცი, როგორი ძლიერი ჩანხარ?.. ზოგჯერ რომ გიყურებ, მგონია, რომ შენ ხარ ჩემი საყრდენი... ყველაზე უდრეკი, ყველაზე მამაცი, ემოციებისგან გათავისუფლებული, რაციონალურად მოაზროვნე... მაგრამ როგორ შეგიძლია, რომ მეორე წამს ასეთი ემოციური და დაუცველი იყო... მეშინია, რომ გატყდები და დაიმსხვრევი იმდენად ფაქიზი ხარ... იცი როგორი ფაქიზი? როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ზედმეტად დიდი ყურადღება სჭირდება... როგორი ემოციური ხარ ნაკა... და თან როგორი ძლიერი... მგონია, რომ არ ხარ ამქვეყნიური, იცი? ჩემო პატარა... გთხოვ, აღარ იტირო, ყველაფერი რიგზეა... როგორ მიყვარხარ შენ ხო აზრზე არ ხარ... - ეჩურჩულებოდა და ცრემლებით დანამულ სახეს უკოცნიდა.
- მეშინია ივა... წლებმა თავისი დამმართა. პანიკური შიში მაქვს უბედურების... მარტოობის. ღმერთო, როგორ მეშინია ზოგჯერ... როგორ მანადგურებს ჩემივე ფიქრები, მაგრამ შენ აქ ხარ... აქ ხარ და ესეც საკმარისია, რომ ყველაფერი რიგზე იყოს. - ყელში გაჩხერილი ემოციები დამშვიდების საშუალება არ აძლევდა. გული გაორმაგებულად უცემდა, პანიკური შიში კი ცივად დაძრწოდა მუცელში.
- დამშვიდდი, ხო? გთხოვ აღარ იტირო, ცუდად ვხდები ნაკა, შენს ცრემლებზე... მოდი ჩემთან... აი, ასე. - ძლიერად ხვევდა აკანკალებული ქალის სხეულს ხელებს.- ბედნიერებას გასწავლი, ნაკა. ჩემი ხომ გჯერა?! - ბოლო სიტყვები თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ნაკა ლაშხს მისი უთქმელადაც სჯეროდა. ამას მისი თვალები ეუბნებოდნენ მაშინაც კი, როცა ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა.
ნაზად ეფერებოდა ქალის მბზინვარე თმებს, მის სუნთვას უსმენდა გულაჩქარებული და გრძნობდა, რომ ლაშხი ის ადამიანი იყო, რომელიც სუნთქვას თავიდან ასწავლიდა.

- შენთან მინდა, - ივას მუხლებზე მჯდომმა სახე მისკენ მიაბრუნა და ცხელი ტუჩები მაჭავარიანის ტუჩებს შეახო. ქალის შეხებით ერთიანად დაჭიმულმა სწრაფად აიტაცა მისი სხეული და კედელს ააკრა.
- ივა, - მოულოდნელობისგან წამოიყვირა ნაკამ.
- რაო, პატარავ…- სწრაფად გაათავისუფლა მაისურისგან და მოშიშვლებულ წელზე შემოაჭდო ხელები. კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ქალის ათრთოლებული სხეული და საკუთარ ტანზე მჭიდროდ აიკრო.
- ძალიან ვგიჟდები, ძალიან…- თითქმის ჩურჩულით ამოთქვა ნაკამ და მისკენ დახრილს ხელები მჭიდროდ შემოხვია.
- წარმოდგენაც არ გაქვს, მე როგორ ვგიჟდები, - ვნებისგან შეცვლილი ხმით ამოილაპარაკა ქალის ტუჩებზე და წამიც აღარ დაუკარგავს, ძლიერად ჩაავლო ხელი და საძინებლისკენ წაიყვანა. ხელის ერთი მოძრაობით მოაშორა დარჩენილი ტანსაცმელი და მის წინ მდგომ სრულყოფილებას შიშველ სხეულზე მზერა ხარბად ააყოლა, შემდეგ კი საწოლზე გადააწვინა და ზემოდან მოექცა... მაჭავარიანის ვნებისგან ადუღებული სხეულის შეგრძნებაზე თვალები ეხუჭებოდა ლაშხს, რომელიც რეალობისგან სრულიად გამოთიშული იყო.

- ჯანდაბა! - კაცის პირველივე ბიძგზე წამოიყვირა, - ძალიან მაგიჟებ, ივა, - ათრთოლებული თითებით მის მხარ-ბეჭს შეეხო, შემდეგ კი ზემოდან მოქცეულს კისერზე მოხვია ხელები და ტუჩებზე დააცხრა.
- სიგიჟემდე ლამაზი ხარ…- ქალის ცხელ ტუჩებზე დაიჩურჩულა ზედმეტად ვნებაშერეული ტონით, შემდეგ კი ორივე ტუჩი დაუკოცნა... გრძნობდა ქალის დაძაბულობას, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით ეპყრობოდა, მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა თავის შეკავება. მოზომილი ტემპით განაგრძნობდა მოძრაობას, პარალელურად კი მის სხეულში ჩამალული ქალის ვნებისგან შეცვლილ, არეულ სახეს მზერას არ აშორებდა და მიღებული სიამოვნებისგან მთელი სხეული ეწვოდა. მოწყურებულივით დააცხრა თბილ ბაგეებზე ქალს, რომელსაც ხმადაბალი კვნესა წასკდა. მთელი სხეული დაეჭიმა ზენიტთან ახლოს მყოფს და მთელი ტანით აეკრო ივას სხეულს.
- მიყვარხარ, ივა. - სრულიად განსხვავებული ტონით აღმოხდა ორი სიტყვა და ზემოდან მოქცეული, ძალიან ძლიერად ჩაეხუტა. თითქოს სურდა, რომ მასში ბოლომდე შეეღწია და მის სულს დაპატრონებოდა.
- ჩემო პატარა, - ბოლოს დაბალი ხმით დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და თვალებმილულულს, მთელი სახე ნაზად დაუკოცნა.
ნაკა თავს სახლში გრძნობდა.
ივას მკლავების მიერ აშენებულ სახლში, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა.


*********

მითხარით, რომ გიორგიზე შეყვარებული მხოლოდ მე არ ვარ.
მგონი პირველად შემიყვარდა ასე ძალიან ჩემი შექმნილი პერსონაჟი ;დ
... რაც შეეხება ამ თავს, საკმაოდ დიდია, ამიტომ სადმე შეცდომა თუ გამეპარა, მომიტევეთ.
შემდეგი თავი სავარაუდოდ დასასრული იქნება.



№1 სტუმარი one

mkholod giorgi araa, yvela personaji momwons)))
gadmoscem zedmiwevnit zustad -rac dzalian emociuria)))
mteli es dro megona rom tvalwin kadri midioda da mat moqmedebebs da emociebs vkhedavdi , chemi simpatia shen , magari gogo khar❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზი

აი, რაში ყოფილა თურმე საქმე.
როგორ მეცოდება გიორგი უმარიამოდ :(
რომ დასრულდება, მერე რას ველოდო ხოლმე? მეტს არაფერ ვკითხულობ. იმედია, მალე დაგვიბრუნდები,მარგო.

 


№3 სტუმარი სტუმარი Eka

Saocreba xar margo. Yoveli tavi ertmanetze uketesi da sainteresoa, kitxvis procesi ki yvelaze dadzabuli da sasiamovno♥️♥️♥️yochag

 


№4 სტუმარი Ana-maria

გიორგი ძალიან მეტკინა, მარიამიც. იმედია ივა და ნაკას სიყვარულს იგივე დასასრული არ ექნება. ორი ლურჯი ვარსკვლავი დაიცავს მათ სიყვარულს

 


№5 სტუმარი სტუმარი თეო

ნამდვილად იმსახურებდა მარიამის სიყვარულს გიორგი

 


№6  offline წევრი Life is beautiful

არა, მეც მიყვარს..
სოლიდარობას გიცხადებ :დ
ვაიმე, მართლა ვგიჟდები და რა ვქნა?
აი თავის ქალა ამწვრა მართლა, ამათ ამბრბზე ფიქრით. - ჯანდაბა!
ძალიან რომ მომწონს ეს ისტორია თავიდანვე და უფრო და უფრო, რომ მოითხოვს ორგანიზმი ექსტა/ზივით, რა ვქნა?
ძალიან, ძალიან მიყვარს ყველა, მაგრამ გიორგიმ განგმირა ჩემი გული და მარტო შენ არ ხარ, ასე..
გელოდები ჩასაფრებული.. ♥️
ერთი სული მაქვს! რიდის იქნება ახალი?! ♥️

 


№7  offline წევრი ia da vardi da shroshani

ძალიან მომეწონა წარმატებები ვინც დაწერა heart_eyes kissing_heart

 


№8  offline წევრი Margo Tokyo

one
mkholod giorgi araa, yvela personaji momwons)))
gadmoscem zedmiwevnit zustad -rac dzalian emociuria)))
mteli es dro megona rom tvalwin kadri midioda da mat moqmedebebs da emociebs vkhedavdi , chemi simpatia shen , magari gogo khar❤️

ჩემი მიზანიც ეგ არის და ასმაგად მიხარია, რომ კითხვის დროს მარტივად წარმოიდგენ სიტუაციებს.
ასეთი შეფასების წაკითხვა ჩემთვის უდიდესი სტიმულია! უდიდესი მადლობა! heart_eyes heart_eyes

სტუმარი ლიზი
აი, რაში ყოფილა თურმე საქმე.
როგორ მეცოდება გიორგი უმარიამოდ :(
რომ დასრულდება, მერე რას ველოდო ხოლმე? მეტს არაფერ ვკითხულობ. იმედია, მალე დაგვიბრუნდები,მარგო.

ლიზი, სასწაული გოგო ხარ! <3 უდიდესი მადლობა შენ, რომ პირველი თავიდან ერთგულად მომყვებოდი და აზრს მიზიარებდი. ძალიან ვაფასებ ამას! heart_eyes

სტუმარი Eka
Saocreba xar margo. Yoveli tavi ertmanetze uketesi da sainteresoa, kitxvis procesi ki yvelaze dadzabuli da sasiamovno♥️♥️♥️yochag

როგორ მიხარია, ვერც წამოირდგენთ! <3 heart_eyes

Ana-maria
გიორგი ძალიან მეტკინა, მარიამიც. იმედია ივა და ნაკას სიყვარულს იგივე დასასრული არ ექნება. ორი ლურჯი ვარსკვლავი დაიცავს მათ სიყვარულს

ამათ კიდე უბედურება უნდათ? :დ <3

სტუმარი თეო
ნამდვილად იმსახურებდა მარიამის სიყვარულს გიორგი

რა სწორი შეფასებაა <3
გიორგი იმსახურებდა მარიამის სიყვარულს, ნამდვილად <3

Life is beautiful
არა, მეც მიყვარს..
სოლიდარობას გიცხადებ :დ
ვაიმე, მართლა ვგიჟდები და რა ვქნა?
აი თავის ქალა ამწვრა მართლა, ამათ ამბრბზე ფიქრით. - ჯანდაბა!
ძალიან რომ მომწონს ეს ისტორია თავიდანვე და უფრო და უფრო, რომ მოითხოვს ორგანიზმი ექსტა/ზივით, რა ვქნა?
ძალიან, ძალიან მიყვარს ყველა, მაგრამ გიორგიმ განგმირა ჩემი გული და მარტო შენ არ ხარ, ასე..
გელოდები ჩასაფრებული.. ♥️
ერთი სული მაქვს! რიდის იქნება ახალი?! ♥️


თავის ქალასთან ბოდიში, მაგრამ მიხარია მე ეგ ამბავი :დ <3
ძალიან მამხიარულებს შენი სასწაული შეფასებები და უდიდეს სტიმულსაც მაძლევს! მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ასე მიეჯაჭვე პერსონაჟებს და შეიყვარე ყველა <3
რაც შეეხება შემდეგ თავს, როგორც აღვნიშნე, დასასრული იქნება, ამიტომ მაქსიმუმ ორი დღე დააგვიანდება <3 heart_eyes

ia da vardi da shroshani
ძალიან მომეწონა წარმატებები ვინც დაწერა heart_eyes kissing_heart

მიხარია, რომ მოგეწონა! დიდი მადლობა heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინი

ღმერთოოო მე რატო ვტიროდი ვინმე მეტყვის? ???????? მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის. ❣❣❣არვიცი ვერაფერს ვიტყვი, ისტორია ძალიან მომეწონა. წარმატებებიი❣❣

 


№10  offline წევრი Margo Tokyo

სტუმარი ნინი
ღმერთოოო მე რატო ვტიროდი ვინმე მეტყვის? ???????? მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის. ❣❣❣არვიცი ვერაფერს ვიტყვი, ისტორია ძალიან მომეწონა. წარმატებებიი❣❣

როგორ მიხარია, რომ ასეთი ემოციები გამოიწვია შენში!! weary heart_eyes
ძალიან, ძალიან გამახარე!
უდიდესი მადლობა! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent