შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (8 თავი )

26-04-2021, 23:30
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 2 315

დაძაბულმა გაიარა თავის კორპუსამდე გზა. ოდნავ ხმაურზეც კი დამფრთხალი აქეთ-იქით იყურებოდა. დათას გაფრთხილება ჩაესმოდა ყურებში, ყურადღებით იყავიო. ერთდროულად ეშინოდა და არც ეშინოდა. არ ეშინოდა, რადგან კაცი რომელიც უკან დატოვა რაღაც, საკუთარ თავთან გაურკვეველი მიზეზის გამო ეიმედებოდა. თითქოს, ზურგს უმაგრებდა. გრძნობდა, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ მიატოვებდა და მისადმი ეს დამოკიდებულება შეუცნობლად მასზე მიჯაჭვულს ხდიდა. უხილავად, ემოციურად აკავშირებდა დათასთან.

მეზობლები, ტრადიციულად კორპუსის წინ რკინის, მრგავლი მაგიდის ირგვლივ შემომსხდარნი დახვდნენ. მიესალმა და სადარბაზოსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ერთ-ერთის ხმამ შეაჩერა.

- მოდი ჩვენთან ჩემო ლამაზო, ცოტახანს ჩამოჯექი- ფუმფულა, შუახნის ქალმა ხელით მის გვედით თავისუფალ ადგილზე ანიშნა. ცოტათი კიდევ მიიწია, არიდა, უკეთ რომ დამჯდარიყო. - დაისვენე და ახალი ამბები მოგვიყევი.

- თქვენზე მეტი ახალი ამბავი, იცის ნეტა ვინმემ ? - ნაძალადევი მხიარულებით უთხრა არიდამ და გვერდით მიუჯდა. ახლა, სახლში მისვლად და დაძინებას არაფერი ერჩია, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა მეზობლებს.

- იქნებ შენც გვითხრა რაიმე და ხვალ ერთით მეტი გვეცოდინება. - გადაიკისკისა არიდას წინ მჯდომმა ქერათმიანმა ქალმა და მაჯვენა ხელით მოხალული მზესუმზირა გაუწოდა.

- ეჰ, ახალი ამბების გასაგებად სად მცალია ნანი დეიდა, თორემ მაგას დაგმადლიდით ? !- დანანებით თქვა და ხელის გული გაუშალა. არ უნდოდა, მაგრამ ზრდილობის გამო გამოართვა და ჩუმად ჩაიყარა ჯიბეში.

- ვიცით ჩემო საყვარელო ! - გოგონას დაღლილი განწყობა ყველას გადაედო. ცოტახნით სიჩუმე ამჯობინეს. მხოლოდ მზესუმზირის წკლპუნი არღვევდა მყუდროებას. - დადუნა, როგორაა ? საერთოდ აღარ გამოდის გარეთ. - კვლავ ფუმფულა ქალმა წამოიწყო საუბარი და მორიგი ლებანი გემრიელად დააქუცმაცა.

- ხან კარგად, ხან ცუდად. ნახევარჯერ მეც ლენასგან ვიგებ მის ამბებს. - გული მოუკლა იმის კიდევ ერთხელ გახსენებამ არიდას, ავადმყოფი დედის მოსავლელად და ყურადღების მისაქცევადაც , რომ არ ჰქონდა დრო.

...და ასეთ ყოფის მიუხედავად კეთილ არიდას ყოველთვის შეეძლო სხვის დასახმარებლად უკანასკნელი წუთი და საშუალება გაეწირა.

- არ ინერვიულო ჩეემო პატარა. - თავზე მიეფერა გვერდით მჯდომი. - ორად ხომ ვერ გაიჭრები. ყველა ვხედავთ, რა დროს ბრუნდები სამსახურიდან.

- თირკმელების კვლელვა ჩაუტარე ? - ჰკითხა ქერათმიანმა.

- ვერა. ჯერ ფულს ვაგროვებ.

- იქნებ დაზღვევაც დაგეხმაროთ.

- მისთვის საჭირო კვლევებსა და მკურნალობას მხოლოდ კერძო დაზღვევა ანაზღაურებს. მე კი, ვერც მაგის გაკეთება მოვახერხე.- ცრემლი გაკიაფდა არიდას თვალში.

- არ იდარდო, უფალი გადმოგხედავთ ! - დააიმედა ქერათმიანმა.

- იმედი, მაქვს. მე წავალ. ღამემშვიდობის !- უხალისოდ გამოემშვიდობა მეზობლებს და ბნელ სადარბაზოში გაუჩინარდა.

უფრო დანაღვლიანებული გაეცალა სამეზობლო შეკრებას. დარჩენილებმაც კიდევ ერთხელ ივიშვიშეს მის მძიმე ხვედრზე. დარდობდნენ და გამოსავალის მრავალ ვარიანტს განიხილავდნენ. ისიც კი ითქვა, ასეთი მშვენიერი გარეგნობა აქვს, იქნებ ვინმე „ფულიანმა“ შეირთოს ცოლად და გადაუჭრას პრობლემებიო. ვერაფერს იტყვი, მშვენიერი იდეაა ქალისთვის, პრობლემების მოსაგვარებლად... სარფიანი ქორწინება და მინიმუმამდე დაყვანილი საზრუნავი... სამაგიეროდ ნულამდე დაცემული თვითშეფასების ინდექსი და სოციუმში თავის დამკვიდრების მუდმივი კომპლექსი... „სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს“. თუმცა, მათაც არ გაემტყუნებათ. ვინაიდან არიდას დასახმარებლად გონებამ სხვა „გასაქანი“ ვერ ნახა, მრავალგზის ნაცადი მეთოდი გააჟღერეს... კიდევ სხვა ბევრი ითქვა, მაგრამ აზრად არავის მოსვლია ამ მარჩიელობისა და ხანუმობის ნაცვლად, თავად დახმარებოდნენ რაიმე მცირედით მაინც. მით უფრო, რომ რამდენიმე მათგანს ეს მცირედი ნამდვილად ხელეწიფებოდა... ვერ ვიტყვი, მისთვის სიკეთე არ სურდათთქო, მაგრამ როგორც სჩანს არც იმდენად, რომ მისი გასაჭირი საკუთარივით გაეთავისებინათ. ადამიანები, „მისი კარგი საქმე გამიხარდება, ცუდი კი მეწყინება“, ცხოვრების პრინციპით...

სახლში შესასვლელად, ისევ ბრძოლა მოუხდა სიძველისგან მოშლილ კართან. ისედაც, დაუმსახურებელი მძიმე ყოველდღიურობით და ათასი სადარდელით დაღლილს, უკანასკნელი მოთმინება გაუწყდა. მარტოობა, უიმედობა, ვირული შრომა, ავადმყოფი დედა, ხელმომჭირნედ ცხოვრება, დღეს აკიდებული დამატებით პრობლემა, დათა არაბული უეცარი გამოჩენითა და ამოუხსნელი პიროვნებით თავსატეხად რომ ექცა ქალს და ახლა ეს მორყეული კარი. კარი „განტევების ვაცად“ იქცა... ძლივს მიხურა და მიეყრდნო. ყელში უჭერდა. იხრჩობოდა . ძლივს მიიტანა ტყვიად ქცეული სხეული სააბაზნოს კარამდე. დადუნს და ლენას ხმა მისაღებიდან ისმოდა. ვერ შეამჩნიეს მოსული. დრო იხელთა და სწრაფად შევარდა სააბააზანოში. კარი გადაკეტა თუ არა, იქვე დაკიდებული პირსახოცი ჩამოხსნა, პირზე მიიკრა და აქვითინდა.. რომ არ ეტირა გული გაუსკდებოდა... იმ დაუტეველ ტკივილს, ცრემლად რომ არ გადმოეხეთქა ჯებირები შინაგანად წალეკავდა... მთელი ათი წლის ნაგროვები დარდი ნიაღვრებად დაედინა ლამაზ ღაწვებზე. დიდხანს იჯდა ნიჟარასთან მიყუჟული და პატარა ბავშვივით სლუკუნებდა. უსამართლობის განცდა ყელში ბურთად გაჩხეროდა... სხეული სულ გაეყინა ცივ იატაკზე ჯდომით. ძლივს ძლიობით წამოკრიფა ნაწილებად ქცეული კიდურები და ნიჟარას ჩამოეყრდნო. სარკეში ჩაიხედა. დაკვირვებით უყურებდა ბოლო, ცრემლად გამოშვებულ ემოციას და როდესაც მარილიანი სითხე ყელის გავლით გულის ფიცართან შეჩერდა, ოდნავ სიმსუბუქე იგრძნო. სითხემ მთელს სიგრძეზე მდინარის კალაპოტის მსგავსი კვალი დაუტოვა. ასე ტოვებდა ყოველი გადახდენილი გასაჭირი მის სულში კვალს . გაშლილი ხელის გული ზუსტად იმ ადგილას მიიდო, სადაც ცრემლი შეჩერდა და ნელი მოძრაობით თვალის გუგამდე აწმინდა დამჩნეული კალაპოტი. ისე ძლიერად იჭერდა ხელს, თითქოს მის სულში არსებული ყველა კვალის წაშლას ცდილობდა... მოახერხა... იმ წუთას ეს მოახერხა... ყელში ბურთი დაპატარავდა. სხეული აუმჩატდა. გონებამაც უკეთ დაიწყო მუშაობა... ნიაღვრებს გატანებულმა ტკივილმა შვება მოჰგვარა ძლიერ, მაგრამ მაიც პატარა გოგოს. სახე, ცივი წყლით მოიბანა და მისაღებში მოსაუბრეებს ისეთი მხიარულებით შეუერთდა, თითქოს მასზე უდარდელი ქვეყნად არავინ იყო. სწორედ ეს თვისება ხდიდა განსაკუთრებულს ჩვენს არიდას. ყველაფრის მიუხედავად ბედნიერად ყოფნას ცდილობდა...

- დედიკო, ლუკა, როგორ არის ? - დადუნა წამოდგა და მოეხვია შვილს. არიდასაც ეს სჭირდებოდა საბოლოოდ დასამშვიდებლად. დედის სითბო და ტკბილი სურნელი.

- ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა დე. - დადუნასთან ერთად დივანზე, ლენასა და მას შორის ჩაჯდა. თავი მხარზე ჩამოადო დედას. მარჯვენა ხელით კი ლენას მოეფერა მხარზე. - მგონი, დავიხსენით იმ ჭაობისგან.

- ღმერთმა ქნას შვილო ! მტერს არ ვუსურვებ იმის გავლას რაც ჩვენ გავიარეთ მაგ ჭაობის გამო. - გული მოეწურა დადუნას.

- და ჯერ კიდევ გავდივართ ! - ღრმად ამოისუნთქა გოგომ. - შენ, როგორ ხარ დადუ ?- მზრუნველი ხმით ჰკითხა და ლოყებზე ორივე ხელით მოეფერა.

- მთავარია შენ მყავდე კარგად და მეც კარგად ვიქნები, ხომ იცი დედიკო ? შენ უნდა იყო კარგად ! - მთელი ძალით მიიკრა შვილი გულზე. - ამ ბოლოს ძალინ იღლები არიდა. სულ გვიან მოდიხარ.

- არ ვიღლები დედა ! - ქალმა ნაწყენი თვალები, მიაპყრო მის დასამშვიდებლად ტყუილით მოსაუბრე შვილს. - მართლა გეუბნები დე ! ჯერ ახალგაზრდა ვარ რა დამღლის. - მეტი სიხალისე გაურია ისედაც ცქრიალა ხმაში.

- მარტო მუშაობა, რომ გევალებოდეს დაგიჯერებდი, მაგრამ ჩვენი ყოველდღიურობის მთელი სიმძიმე რომ შენს მხრებზე გადადის ... - ცრემლები წასკდა შვილის დარდით გულდათუთქულს. - მე და ჩემი ავადმყოფობა კი მეტად გირთულებთ ცხოვრებას. საკუთარი წამლის ფულის შოვნაც კი არ შემიძლია... სულ მცირედით, რომ დაგეხმარო ისიც კი არ შემიძლია . - ხმის კანკალით გაამხილა ის დარდი, რაც არსებობას უჭამდა ქალს. - ასეთ სიცოცხლეს ხომ სჯობს, მკვდარი ვიყო ?!

- დედა ! - ფეხზე წამოიჭრა არიდა და ხმამაღლა დაუყვირა. - ეგ, აღარასოდეს გაიმეორე ! ეგ აღარ თქვა გესმის? ფიქრებშიც კი არ გაბედო ჩემი მიტოვება ! არ გაბედო ! - დამდუღრულივით გავარდა საძინებლისკენ. ეს სიტყვები ნამდვილად აღარ სჭირდებოდა წუთების წინ ტანჯვის მორევიდან ძლივს გამოხსნილს.

- დადუნა, რას ეუბნები ?! - თავი გადააქნია და დამტუქსავი მზერა სტყორცნა აცრემლებულ ქალს ლენამ. სწრაფად წამოდგა და არიდას დაედევნა.

- გაიგონე, რა თქვა ? ეს რამ ათქმევინა ლენა ? - სასოწარკვეთილი ეკითხებოდა საწოლზე მის გვერდით მჯდომ ქალს.

- არ უნდა ეთქვა, მაგრამ მისიც უნდა გესმოდეს არიდა. ხომ იცი, შენზე ძვირფასი არავინ ყავს და რომ ხედავს, ასე მუხლჩაუხრელად შრომობ, დარდი ჭამს.

- მე იმისთვის ვშრომობ, რომ მას ვუმკურნალო. იმისთვის, რომ ჯანმრთელად და დიდხანს მყავდეს. ის კი თურმე რაზე ფიქრობს.

- ვიცი და მანაც იცის ! უბრალოდ, დაუფიქრებლად თქვა. წამოდი ახლა, ჩაეხუტე თორემ მართლა მოკვდება დარდით !

- ის თუ ასეთ სისულელეებზე იფიქრებს, მარტო მე ვერაფირს გავხდები მისი დაავადებასთან. ასე მეც გამაგიჟებს.

- გპირდები, აღარ იფიქრებს ! ხვალ, ისე გემრიელად გამოვლანძღავ მაგ აზრებისთვის... ოღონდ შენ აღარაფერი უთხრა ახლა. წამოდი ! - წამოდგა ლენა, არიდას ხელი ჩაკიდა და მისაღებში გაიყვანა.

- მეორედ, ასე აღარ გამაბრაზო დადუნა ! - ბავშვივით დატუქსა დედა და ძლიერად ჩაეხუტა. ქალმაც უხმოდ დაუქნია თავი და ჩახუტებული შვილის შლილ კულულებს დაუწყო ფერება.

დედის ფერებამ, მალე მოჰგვარა რული გოგოს. გამოემშვიდობა და საძინებელში შევიდა. საწოლზე გემრიელად მოკალათდა, საბანში შეიყუჟა და თვალები მილულა... უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, ის კი მოუსვენრად წრიალებდა . მის გონებაში წრეზე მოძრავ აზრებს, სრულიად გაექრო ძილის სურვილი... ტვინის ყველა უჯრედი უმოწყალოდ გაჰკიოდა დათა არაბულის სახელს. ღამის სიმარტოვეს კაშკაშა მზის სინათლის ეფექტით, ტვინის ბნელ კუნჭულში მიჩქმალული ფიქრებიც კი გამოეტანა სააშკარაოზე. ვეღარ ერეოდა არიანდა... დღეს გულში დამალულის, გონებაში დაუტეველის გამომზიურების დღე იყო. დანებდა ფიქრებს იმ იმედით, რომ დილით გაღვიძებულს ისევ ბნელ კუნჭულში მიჩქმალული თუ არა, მიყუჟული მაინც დახვდებოდა... მაგრამ, რა იცოდა პატარა გოგომ, საკუთარ თავთან ერთხელ გამხელილ გრძნობას მის გულში ბუდის გაკეთება თუ შეეძლო...

***
სასტუმროს ნომერში დაბრუნებულ არაბულს ლაშა და ვანო იქ დახვდნენ. ორივე ხვდებოდა აუცილებელი საუბრის შესახებ და გაფრთხილების გარეშე ესტუმრენ. ვანოს გასაღების წყალობით მანამ შეიხიზნენ მის ნომერში ვიდრე დაბრუნდებოდა და რამდენიმე ჭიქა საუკეთესო ბრენდის ვისკით ყელი გაიხურეს.

- როგორ მიხვდი, რომ აქ მოვიდოდი და არა სახლში ? - მძიმედ ჩაეშვა არაბული სავარძელში, თავადაც ჩამოისხა სასმელი და მამიდაშვილს კითხვით მიმართა.

- შენ მგონი კიდე ვერ ხვდები, ხუთი თითივით,რომ გიცნობ. - თავმომწონედ გაიჯგიმა ვანო. - საავადმყოფოში შენს სახეს, რომ ვუყურებდი მას შემდეგ მივხვდი.

- რა მოხდა საავადმყოფოში ? - ინტერესით იკითხა ლაშამ.

- გააბრაზეს ბიჭი. - გაეცინა გიგაურს. - რადგან ბრაზის დასაცლელად რომელიმე თოჯინა არ წამოიყოლე ესეიგი შენც იფიქრე, რომ დაგხვდებოდით. - დარწმუნებით დაასკვნა და თვალი ჩაუკრა არაბულს.

- ეგ თოჯინები, სახლში არ დადიან ? - ხუმრობაში აჰყვა ლაშაც.

- არაბულების საცხოვრებელში არა.- საჩვენებელი თითი გააქნია ვანომ. - მათთვის მხოლოდ სასტუმროა განკუთვნილი. ისე სულ მაინტერესებს რატომ. იქ ფანტაზიის ნაკლებობას უჩივი დათა ? - მთელი ძალით ცდილობდა გულიანად არ ახარხარბულიყო. სახის კუნთები დაეჭიმა სიცილის სურვილით გიგაურს. დათა კი აზიდული წარბების ქვეშ, ავად აელვარებდა შავ სფეროებს.

- მორჩებით ახლა, ჩემი პირადის განხილვას ? - ცივად გამოსცრა კბილებში.

- მიპასუხე და მოვრჩებით ! - ზუსტად მისნაირად აუზიდა წარბები , ერთი განსხვავებით. ვანოს თვალები მხიარულებისგან ელვარებდნენ.

- შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისთან და სად გაერთობი ვანო ?

- ვისთან დიდათ არა, მთავარია ლამაზი იყოს, მაგრამ სად ? მოიცა, ახლა დავფიქრდი, იქ სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობს არასდროს არავინ მიმიყვანია.

- ხოო, ვანო? მართალია იმ სახლში ახლა მარტო ვცხოვრობ, მაგრამ იქ სადაც დედაჩემს თუნდაც ერთი ღამე აქვს გათეული მასზე ნაკლები ღირსების მქონე ქალს არ მივიყვან. დავაკმაყოფილე თქვენი ცნობისმოყვარეობა? - ბოლო სიტყვები უხეშად წარმოთქვა.

- შენ რა უჟმური ვინმე ხარ ! - წყენით უთხრა ვანომ, ვისკით სავსე ჭიქით სწრაფად წამოიჭრა ფეხზე და მინის კედელთან მივიდა. - თქვენს სიბნელის სიყვარულსა და პერფექციონიზმს რაიმე თუ არ ჩამოტყდება ფარდას გადავწევ. - დასცინა ხმით და მუქი ჭაობისფერ ფარდა მარცნივ გასწია.

- რომ გამოხვალ ისევ გაასწორე! - გააფრთხილა მამიდაშვილი.

- ოთახსაც დაგილაგებ თუ გინდა. გიჟი ! - თავისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა. დათამ ყურადღება აღარ მიაქცია მამიდაშვილის სიტყვებს და ლაშას მიუბრუნდა. ამჯერად დაცვის უფროსის რანგში მყოფს დაუსვა კითხვა.

- ლაშა, შენ იცოდი არიანდა, ციხეში რომ იყო მისული ? - ეს კითხვა მას შემდეგ არ ასვენებდა რაც არიანდამ უთხრა ამ ვიზიტის შესახებ. გააცოფა იმის გაგებამ, გოგოს ყველა ნაბიჯის შესახებ, რომ აქ ჰქონდა ინფორმაცია და მითუმეტეს ანდროსთან მისი შეხვედრა ყოველ მიზე გარეშე უნდა ეცნობებინათ. საამისოდ საკმაოდ დიდ თანხას უხდიდა რამდენიმე ბადრაგს და ერთ-ერთ პატიმარს.

- ვიცოდი. ბადრაგმა დამირეკა.

- და მე რატომ არ ვიცოდი ? - ძლივს დამორჩილებული ტონით ჰკითხა.

დათა, ყოველთვის გაწონასწორებული ურთიერთობით გამოირჩეოდა თანამშრომლებთან. მას არასდროს მოსწონდა უფროსობის დემონსტრირება მათ წინაშე. თუმცა, იყო საკამოდ მომთხოვნი. თუ საქმე ისე არ წავიდოდა როგორც საჭორო იყო და ამასი რომელიმეს ბრალეულობას დაინახავდა ძალზედ მკაცრი უხდებოდა ხასიათი. ზოგჯერ დაუნდობელიც კი, მაგრამ არასდროს უსამართლო. ქვეშევრდომები, დიდ პატივს სცმედნენ და ამავედროს ეშინოდათ მისი. ამჯერადაც საქმე ისე არ წავიდა როგორც უნდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა და მისთვის უბრალო თანამრომელზე მეტი იყო, საქმის დროს ზუსტად ისე ექცეოდა როგორც თანამშრომელს. სამსახურ იქით მეგობრობდა კიდეც ბაკურაძესთან, მაგრამ სამსახურეობრივ სააკითხებზე მასთანაც კატეგორიული იყო. ახლა კი მისთვის ყველაზე საჩოთირო საქმეს ანდობდა და გაფრთხილებული ჰყავდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ყველა დეტალის ცოდნა ამირეჯიბების ნაბიჯების შესახებ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში უნდა ეცნობებინა. ვერ იტანდა, როდესაც მისი ბრძანება ზედმიწევნით არ სრულდებოდა. რა მნიშვნელობისაც არ უნდა ყოფილიყო ის. სწორედ ამ და კიდვ სხვა ბევრი ჩვევის გამო იყო მისი ბიზნესი საათივით აწყობილი.

- დათა, იმ დროს დამირეკა, არიანდას რომ მივყვებოდი და მერე იმდენი რამ მოხდა ვეღარ მოვახერხე მეთქვა. თავს არ ვიმართლებ. ხომ იცი, არ მიყვარს, მაგრამ მართლა ისე აეწყო ყველაფერი, ვერ გითხარი.

- ლაშა, ახლა შენს მაგივრად მაგ სკამში - ხელით სავარძელზე ანიშნა. - სხვა, რომ იჯდეს ხომ იცი ეს ჩვენი ბოლო საუბარი იქნებოდა მაგრამ რა ვქნა, რომ შენ ზიხარ ?! ყველა სხვა საქმე იმიტომ ჩამოგაშორე, რომ მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. - ყელში მოწოლილი ბრაზის მიუხედავად და ეს ბრაზი სულაც არ იყო მხოლოდ ლაშას მიზეზით გამოწვეული, მოახერხა თავის შეკავება და მოზომილი გაფრთხილება.

- ვიცი დათა და ბოდიში ! - ლაშა მშვენივრად იცნობდა დათას და ხვდებოდა, რა მოთმინების ფასად უჯდებოდა ასეთ შეფარულად ნათქვამი საყვედური. მით უფრო ახლა , როდესაც სრულიად გაუხეშებოდა ხასიათი. უგებდა თავმოყვარე დაცვის უფროსი არაბულს, რადგან ხვდებოდა მის გზააბნეულობას, რომელასაც თავად დათა არაფრის დიდებით აღიარებდა.

- ხომ იცი, ვერ ვიტან ბოდიშს ! - ჯუჯღუნით თქვა დათამ და თავისი ვისკის ჭიქა ლაშასას ხმაურით მიარტყა იმის ნიშნად, რომ უკვე დაივიწყა მომხდარი.

- მოკლეთ გაარკვიეთ და მორჩა. - მობზრებით წამოიძახა ვანომ და მათკენ წავიდა. - ის გოშაძე მაგარი ნაბი***** ტიპი რომაა იცი ? - ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და ბიძაშვილს მიაჩერდა.

- ნაბიჭ****, რომ არის მაგიტომ მჭირდება, მაგრამ მგონი შენ კიდევ სხვა რამე იცი . - ჩვეული ინტონაციით უპასუხა დათამ და ბოლომდე შესვა ვისკი.

- სანამ მოხვიდოდი გოშაძემაც დარეკა. - ლაშამ განაგრძო, ვანოს დაწყებული. - პატარა შელაპარაკება მოუვიდა ამირეჯიბთან.

- მაგისთვის ვუხდი.

- ვიზიტების ოთახში დათა. არიანდას თანდასწრებით.

- მერე ? - დაწვრილებული თვალებით გახედა ლაშას. მიხვდა, რომ არასასიამოვნოს მოისმენდა.

- ამირეჯიბის გამოწვევა არიანდას საშუალებით სცადა.

- რა გააკეთა ? ცუდი თქვა რამე ? - თითქოს მშვიდად იკითხა, მაგრამ ვანომ შეამჩნია, როგორ დაებერა ძარღვები.

- ცუდი არა, მაგრამ ძმის თვალწინ დას რომ დაუწყებ არშიყს... - სახე შეჭმუხნა ბაკურაძემ. - ხომ ხვდები, როგორც ხდება ხოლმე რა ...

- ესეიგი, არშიყი მოუნდა ბიჭს ? - ფეხზე წამოდგა დათა, სავარძელს შემოუარა და საზურგეს ხელებით დაეყრდნო. - მაგ გოშაძეს გადაეცი, მეორედ, იმ ოთახში არიანდასთან ერთად არ მოხვდეს, მითუმეტეს მასთან მიახლოვება, მისის შეხედვაც არ გაბედოს ! თორემ საკუთარი ხელით გავასხმევინებ იმ ბინძურ ტვინს ! გამოწვევა თუ უნდა სხვა გზებს მიმართოს. - ისე წამოენთო არაბული, ვანო და ლაშა დაქაჩული თვალებით უყურებდნენ. - ეს გოგო ყველგან შარში, როგორ ეხვევა ?! - დაბალი ხმით, თავისთვის ჩაილაპარაკა და მორიგი ჭიქა ჩაცალა დაჭიმულ ყელში.

- ეგ ყველაფერი უკვე გადავეცი. ვეღარ გაბედავს ! - დარწმუნებით უთხარ ლაშამ.

- მისთვისვე იქნება უკეთესი. თუ არ უნდა, ამირეჯიბის ნაცვლად მას მოვუწყობ ჯოჯოხეთი. - ისე სწრაფად დათმო სიტყვებში ნათლიის მკვლელისთვის განკუთვნილი ჯოჯოხეთი გააზრებაც ვერ მოასწრო. გიგაური კი ყველა მის სიტყვას, ყველა მის ემოცია იჭერდა და გონებაში საგულდაგულოდ ინახავდა. - ლაშა დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით იქნები. დაცვის ბიჭებიდან ყველაზე მეტად ვისაც ენდობი არიანდას მიუჩინე და ჩემი ნომერი მიეცი. თუ რამე, პირდაპირ ჩემთან დარეკოს.

- რა ხდება ? - დაიძაბა ბაკურაზე.

- იქ რაღაც ისე ვერ იყო. დგებუაძესთან კიდევ ორი საეჭვო პიროვნება დამხვდა. ვინმე გურამ გაგუა და ზურაბ დვალი. ზედმეტად ჩუმად იჯდნენ და დარწმუნებული ვარ რაღაც კიდევ არის ამ ამბავში და უნდა გავარკვიო რა. ლაშა ამ ორზე ინფორმაცია მინდა !

- კარგი ყველაფერს გავარკვევ. ახლა წავალ . -წამოდგა ლაშა და კარისკენ წავიდა. დათაც გაყვა.

- არიდასთვის დაცვა ზედმეტი ხომარაა დათა ? - ირონნიულად ჰკითხა ვანომ, დაბრუნებულ არაბულს და ტუჩის კუთხეში შეუმჩნევლად ჩაეღიმა.

- დგებუაძის სიტყვას არ ვენდობი !

- რომ არ ენდობი ეგ გასაგებია და შესაბამისადაც დავხვდებით თუ რამე შეეშლება, მაგრამ იმ გოგოს რად უნდა დაცვა?!

- თუ თავის დამპალ სიტყვას გადავა, იმ გოგოს მიაკითხავს პირველ რიგში !

- მიაკითხოს, მერე შენ რა გაწუხებს ?

- ვანო, რა გინდა იტყვი?

- მინდა აღიარო, რომ შურისძიების მაგივრად იცავ. ისე გარბიხარ მის დასახმარებლად შედეგებზე არც ფიქრობ...

- არ ვიცავ !

- არ იცავ ? მაშინ ჯაბასთვის, ხომ შეგეძლო უბრაოდ გეთქვა, ამ გოგოს ბედი არ მადარდებსთქო. არიანდას თავისი მეთოდებით მოგაშორებდა. . თანაც მისი დასჯის მეთოდები, რომ ვიცი ისე გაამწარებდა იმ გოგოს შენ წილსაც შეასრულებდა. ერთით ნაკლები საზრუნავი გექნებოდა და დგებუაძესაც არ გადაიკიდებდი.

- სულ ფეხებზე მკი... მაგის მტრობა ! ერთი ხელის მოსმით გავაქრომ თუ დამჭირდა. - დაიგრგვინა არაბულის ხმამ და ფეხზე წამოიჭრა. ვანოს პროვოცირების მცდელობამ გაამართლა. - ჯონი, რომ არიას შეეხოს ყველა ძვალს დავამტვრევ ! მტვრად ვაქცევ ! - ვანოს სიტყვებით დახმარებით, იმის წარმოდგენამ თუ რა დასჯის მეთოდს გამოიყენებდა ბინძური წესებით მოთამაშე, მექალთანედ ცნობილი დგებუაძე მწყობრიდან გამოიყვანა არაბული. პიჯაკი გაიხადა და საწოლზე მოიშინა. იმდენად გააგიჟა მასში ამოვარდნილმა სიბრაზის ქარიშხალმა თავის შეკავება აღარც უცდია.

- ეე, დამშვიდიი ასე რამ გაგაბრაზა ?! - გამარჯვების სიცილს ძლივს მალავდა ვანო.

- ვანო, თუ გგონია ვერ ვხვდები რას ცდილობ ცდები ! - მისკენ შებრუნდა დათა და დამტუქსავი ტონით გაკვეთა ჰაერი. - მშვენივრად ვხვდები და შეეშვი ჩემს პროვოცირებას !

- მოიცა, თუ ხვდები და იცი რატომც ვაკეთებ, რა გაგიჟებს ?

- არია ჩემია ! საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით, მაგრამ ჩემია და მორჩა. ხოდა, რაც ჩემია, ჩემია. ჩემს გარდა ვერავინ მიეკარება. მის ბედს მე გადავწყვეტ. სხვას, უბრალოდ ამაზე ფიქრსაც არ ვაპატიებ !

- ავადმყოფი, ეგოისტი მესაკუთრე ხარ დათა ! სულ ასეთი იყავი !- ხმამაღლა გამოსცრა, მისი სიტყვებით გაბრაზებულმა ვანომ . - იმდენად ავადმყოფი, რომ მართლა სიცოცხლეს მოუწამლავ იმ გოგოს. იცოდე, ისე ნუ დაბრმავდები საკუთარი ქევის მიზეზები ვერ დაინახო.

- მორჩი მორალის კითხვას თუ ძმა ხარ ! - მობზრებით ამოილაპარაკა და მორიგი ჭიქა შეავსო ვისკით.

- მოვრჩები. აუცილებლად მოვრჩები და როდესაც ეს დღე დადგება, მერე თავად წაუკითხავ შენს თავს მორალს და დამიჯერე, ეს უფრო რთული იქნება ვიდრე ახლა ჩემი მოსმეენა !

- იცი რას ვერ ვხვდები, რატომ გადაეკიდე ამ საკითხს? იმ წუთიდან გითხარი, როდესაც ეს გეგმა დავისახე მიზნად და ახლა რა ტვინს მიჭამ !

- არც მაშინ ვიყავი აღფრთოვანებული, მაგრამ ახლა მითუმეტეს. მაშიან არიანდას, არიას არ უძახდი. არც ისეთი თვალებით უყურებდი, როგორითაც ახლა. არც დასამსვიდებლად იხუტებდი და მითუმეტეს არც ვინმეს თმისსამაგრი გიტარებია ჯიბით. - საწოლზე, პიჯაკის ჯიბიდან გადმოვარდნილ თმისსამაგრისკენ ანიშნა.

- შემეშვი ვანო !- მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში დათა და ვინ იცის, მერემადენე ჭიქა ვისკი დაცალა. - შემეშვი ძმურად გთხოვ !

- შენი ძმა რომ ვარ, იმიტომ ვერ გეშვები. ვერც გტოვებ და ვერ წინ გასწრებ დათა ! არ დასრულდება ეს ამბავი უმტკივნეულოდ. არ მინდა სანანებლად გაგიხდეს ის, რასაც გეგმავ.

- რას მირჩევ, ახლა ავდგე და ყველაფერი დავივიწყო რაც ამ წლების მანძილზე გამოვიარე? დავივიწყო ვინ არიან ჩემთვის ამირეჯიბები? დავივიწყო ვინ წამართვეს? დავივიწყო იმ შურისძიების სურვილი შიგნიდან რომ მჭამს და სისხლს რომ მიშხამავს ?

- ამირეჯიბების დავიწყებას არ გთხოვ. უბრალოდ არიანდას შეეშვი !

- არ შემიძლია ვანო ! არ შემიძლია !

- მიხელს და ანდროს მივხედოთ. თუ გინდა, მაგათთან მარტო მე მოვაგვარებ, უბრალოდ არიანდა გაუშვი.

- არიას, ვერა ! ათი წლის წინ, მისი შავი თვალები რომ არ დამენახა, იმ თვალებს რომ არ გავეჩერებიე იქნებ გამეშვა, ან სულაც არ გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში, მაგრამ ვნახე და ამაზე ფიქრი უკვე გვიანია. მისი ბრალიცაა ახლა ვაჟა მიწაში, რომ წევს. მაშინ ისე შემომხედა ... - სიტყვა აღარ დაასრულა დათამ. ამოივნეშა და საზურგეს მიეყრდნო თავით. ეს ბრალდება თუ მიზეზი პირველად მოისმინა გიგაურმა.

- ახლა გასაგებია ! - ისეთი ტონით წარმოთქვა თითქოს, მართლაც გაუგო ბიძაშვილს. თუმცა ის კი არა, რომ მასზე შურისძიება სურდა, არამედ ის რატომ ვერ თმობდა იმ გოგოს. რა, არ აძლევდა მისი დავიწყების საშუალებას და რატომ ამოიღო მაინცდამაინც ის პირველად მიზანში. - მაგ არიას შავი თავლები გაგასწორებს შენ მიწასთან დათა და მე, მაგ დღეს სიამოვნებით დაველოდები ! - ნიშნისმოგებით უთხრა და მის წინ მდგომ სავარძელში ჩაჯდა. - არიას, რატომ უძახი ? - მშვიდად ჰკითხა. მიხვდა, მასთან კამათს ახლა აზრი არ ჰქონდა. მიხვდა, დათა, საკუთარ თავთან და სურვილებთან სრულ წინააღმდეგობაში იყო.

- იმიტომ, რომ ყველაფერი არია !

- ოხ, დათა დათა ! - ღიმილით გააქნია თავი ვანომ. - უფსკრულის პირას დგახარ და იმ გოგოსაც გადაიყოლებ.

- იმ უფსკრულში საკუთარი სურვილით გადავეშვებოდი ოღონდ ის, ამირეჯიბი არ იყოს. მაგრამ არის და აქ ყველაფერი მთავრდება ! - ამ სიტყვებში უამრავი წაუკითხავი ემოცია იგრძნობოდა.

- ბავშვია დათა. დღეს, კლუბის წინ რომ გიცდიდით ისე ნერვიულობდა შენზე ძლივს გავაჩერე გარეთ. ნუ ითამაშებ მისი გრძნობებით, ჯერ პატარა გოგოა !

- მინდა, მაგ პატარა გოგოს შევუყვარდე !

- ადვლად, რომ დაიყოლიო ყველაფერზე და ამ სიყვარულით გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა ? თუ უბრალოდ მისი სიყვარული გინდა დათა ?

- ასე, უფრო მარტივად გახდება ჩემი ! - ორივე კითხვას თავი აარიდა არაბულმა.

- რა ჯანდაბა გინდა ნეტავ, შენ მაინც თუ იცი !

- კი. მინდა მიხეილი და ანდრო ჩემს ფეხებდან ვნახო !

- და არიანდა ?

- ვანო, აღარ მიდიხარ ?

- წავალ, მაგრამ...

- ვანო წადი რა !

მამიდაშვილი მანქანამდე გააცილა, უფრო სწორად რომ ვთთქვათ გააგდო და უკან დაბრუნდა. ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლა. ამ გზით კუნთებისს გახურება და საიდანღაც მოვარდნილი უკონტროლო ენერგიის დაწვა გადაწყვიტა. სახუმარო ნამდვილად არ იყო ოცდათვრამეტი სართულის ავლა და ერთ კარგ ვარჯიშშიც ჩაეთვლებოდა. მით უფრო, რომ დიდი ხანი იყო გასული რაც ვერ ევარჯიშა. თითქმის სირბილით აიარა კიბეები. როგორც წესი საზოგადოებრივ ადგილებში, ასე არ იქცეოდა. მუდამ გაწონასწორებული და დინჯი ქმედებები ახასიათებდა. ახლა კი, სასტუმროს მეპატრონე კლასიკურ სამოსში გამოწყობილი შურდულივით გარბოდა კიბეებზე და სულ არ ადარდებდა გზაში შემხვედრნი დაჭყეტილი თვალებით, გაოცებულნი რომ უმზერდნენ. სასტუმროს დაცვის თანამშრომელმა, რამდენიმე სართულიც კი სდია ხომ მშვიდობა გაქვთო. საცოდავი, ქოშინით რომ შეჩერდა, მაშინღა მოაძახა ერთი სართულით ზემოთ მყოფმა არაბულმა, არაფერი მჭირდებაო. დაღლისაგან ენაგადმოვარდნილი ბიჭი, ლასლასით ჩაუყვა კიბეებს. საჭიროზე ბევრად ნაკლები დრო მოანდომა ბოლო სართულზე ასვლას. ნომრისს კართან მისული შეჩერდა. თითქოს მის სხეულს საკმარისად ვერ დაეწვა ენერგია. რაღაც აწუხებდა და ვერ მიმხვდარიყო რა და ეს რაღაც, ენერგიის სახით გროვდებოდა ორგნიზმში. ყურადღება არ მიუქცევია ოფლით დაცვარული სხეულისათვის. გზა განაგრძო და სახურავზე აღმოჩნდა. იქ იშვიათად ადიოდა. თუმა მაინც ედო ორი მოწნული სარწეველა სავარძელი, შუაში მაგიდით. მათმა დანახვამ, არიადასთან პორველი შეხვედრა გაახსენა წვეულების დღეს ბაღში. სახეზე ნერვიულად გადაისვა გაშლილი ხელი, თავი გააქნია და სახურავის კიდესთან მივიდა. ნახევარი საათი უმზერდა ღამის თბილისს და ამ დროში ნახევარი კოლოფი სიგარეტი ჩაწვა. თავს ძალას ატანდა არ ჩაღრმავებოდა იმ ფიქრებს, რამაც მოსვენება დაუკარგა და სახურავზე ასვლა აიძულა. მთელი ძალით უარყოფდა მასში, თეთრის ბრძოლას შავთან... ვერც სუფთა ჰაერის ეფექტმა იმოქმედა. თუმცა, რაღა სუფთა ნიკოტინის გადაჭარბებულ დოზას აევსო მისი ფილტვები. შემობრუნდა. სავარძლებთან მივიდა, ერთი ხელის მოძრაობით ამოაყირავა და ნომრისაკენ აიღო გეზი. ოთახში შესული დივანზე ჩამოჯდა და მრჯვნივ, მაგიდაზე დალაგებული გრაფინებისკენ წაიღო ხელი. არც შეუხედავს. პირველი რაც ხელში მოხვდა აღო და პირთან მიიტანა. ერთ ადგილზე მზერაგაშეშებულმა მას შემდეგ შეხედა გრაფინს, მთლიანად ამოყირავებულიდან წვეთიც რომ არ გადმოვიდა. გვარიანად შეიკურთხა და ცარიელი ჭურჭელი იატაკზე დაანარცხა. მეორე, ამჯერად სავსე გრაფინს წაეტანა და გადაბმული სმით, რამდენიმე წუთში სანახევროდ დაცალა. ზომაზე მეტიც ჰქონდა დალეული. წესთ აზროვნება და ორიენტაციაც სულ დაკარგული თუ არა არეული მაინც უჯნდა ჰქონოდა. მაგრამ ნურას უკაცრავად... ბრგე, სფორტულია აღნაგობის სხეულის მქონე დათა არაბულს, სასმელი ვერასდროს ერეოდა. ვერ თვრებოდა. ხშირად ჰქონია სრვილი, გონების გათიშვამდე დაელია და დაევიწყებია ის, რაც აწუხებდა, მაგრამ ვერასდროს ახერხებდა ამას მისი ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის გამო. სასმელი მასში მაქსიმუმ სურვილების გამძაფრებას იწვევდა. ახლაც,სისხლში გადაჭარბებული დოზით გაზავებულმა ალკოქოლმაც ვერ მოუტანა ხსნა. თუმცა რა გასაკვირია ? არც კი იცოდა, ხსნას რისგან ელოდა. რა იწვევდა მასში ამდენ გაურკვეველ და ამოუცნობ განცდას. არ იცოდა მან.... სამაგიეროდ იცოდა მისმა ქვეცნებიერმა. რეალურად მისმა ნამდვილმა მხარემ, რომელსაც ბოლო დროს საერთოდ აღარ უსმენდა. მიზანიმართულად გარბოდა მისგან. რადგან იქ, ისეთს ვერაფერს ნახავდა რაც იმ არჩეული გზის სისწორეში დაარწმუნებდა. მამის გარდაცვალებამ ბევრი ცვლილება მოიტანა დათას პიროვნებაში, მაგრამ ვაჟას გარდაცვალება საბოლოო გარდატეხა მოახდინა. საკუთარი თავიდან და პრინციპებიდან გამოიყვანა. ვერ ვიტყვი, რომ ფასეულობები სრულად შეეცვალა. თუმცა შურისძიების სურვილს აზვირთებული ტალღის ძალა ჰონდა მასში. მრავალი წელი ინახა , მარავალი წელი მონდომებით აშენა ირგვლივ ჯებირები. ახლა კი ამ თმენით დაღლილმა, უეცრად ამოვარდნილი შტორმით აბობოქრებულ ტალღებს, თავის ნებაზე დინების საშულება მისცა. უფლება მისცა ბოლომდე გაენგრია ჯებირები. ფიქრობდა, შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ამ სურვილზე უარი თქვა. ის წლები, მამის მკვლელს თავისუფლად სუნთქვის უფლება რომ მისცა და ამის გამო ის დრო საკუთარ თავთან, შურისძიების სურვილთა ბრძოლაში რომ გაატარა, ამაო აღმოჩნდა. ვეფხვიას გარეშე გატარებული ყოველი დღე ტკიოდა. ბოლომდე რომ ვერ მოესწროთ მამა-შვილური თანაცხოვრება, ყველაზე მეტად რომ სჭირდებოდა ისეთ დროს წაართვეს. ეს ფიქრი მოუშუშებელ იარად დაეტყო მის სულს და ამ გზის გამოვლის შემდეგ ის კაციც დაკარგა ვინც გვერდით უდგა და მამის მაგივრობას უწევდა . ისევ წაართვეს ადამინი, ვინც თავისი ძლიერი პიროვნებისდა მიუხედავად ყველაზე მყარ, ყველაზე საიმედო საყრდენად ესახებოდა. ვეღარ უშვებდა გრძნობებს ემართა... ახლა, ცდილობდა თვად ემართა გრძნობები. თავად ყოფილიყო მასზე ძლიერი და ის მიზანი, რაზეც მისმა მეორე მხარემ მშვენივრად იცოდა, რომ არასწორი იყო, ბოლომდე მიეყვანა. დათა არაბული არ აღიარებდა, მაგრამ მის არსებას მუდმივად დასდევდა კიდევ ერთი საყვარელი ადამინის დაკარგვის შიში...
სასტუმროს ნომერიც თითქოს დაპატარავდა მისთვის. თითქოს, ჰაერი შეიკუმშა და იქ, სუნთქვაც გაუჭიდა არაბულს. პერფექციონიზმით შეპყრობილმა, მირეულ ოთახსა და გაოფლილ ტანს დააბრალა ყოველივე ეს. პერსონალს გამოუძახა დასალაგებლად და თავად აბაზანაში შევიდა. უკან გამობრუნებულს უნდა ეგრძნო შვება, ვინაიდან ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ისევ არაფერი შეცვლილა. ისევ უჰაერობას გრძნობდა. სასწრაფოდ ჩაიცვა ტანსაცმელი. გარდერობის ოთახიდან გამოსულმა საწოლზე, არიანდას თმისსამაგრს მოჰკრა თვალი. ერთხანს უყურა. მერე შეტრიალდა სამაგრი იქ დატოვა და აჩქარებული ნაბიჯებით გიხურა კარი.
ავტომობილი თავისი სახლს ეზოში გააჩერა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხშირად მიდიოდა იქ, მაგრამ იშვიათად ათევდა ღამეს. მხოლოდ იმ დროს, როდესაც გზააბნეული იყო და დამშვიდებას ცდილობდა. ხოლო, ამჯერად დამშვიდება არჩეული მიზნიდან არ გადახვევას გულისხმობდა. სახლი ცარიელი დახვდა, რადგან დედა მისი საქართველოში არ ყოფნის დროს, მარტო ცხოვრებით დაღლილი ვანოს დედასთან და დასთან, წყნეთში გადავიდა საცხოვრებლად. ვინაიდან ვანოს მამაც გარდაცვლილი იყო ქვრივად დარეჩენილმა რძალ-მულმა ერთმანეთის ნუგეში და ყოფის შემსუბუქება ასეთი გზით ამჯობინეს. ახლა დათას დედა-ლილი ოძილაური , დათას მამიდასთან მზექალა არაბულთან ერთად ცხოვრობდა და თავად დათაც ამ ფაქტით მშვიდი და კმაყოფილი იყო.

- დილამშვიდობის, სახლში არ გელოდი შვილო ! მგონი ძალიან ვიხმაურე და გაგაღვიძე . - კიბეებზე მეორე სართულიდან მომავალ დათას, მორიდებით უთხრა სასიამოვნო გარეგნობის ქალმა.

- დიდი ხნის წინ გავიღვიძე ! როგორ ხარ ნანი ? - თბილად ჰკითხა მრავალი წლის განმავლობაში მის სახლში მომუშავეს.

- მადლობა შვილი არამიშავს. შენ, როგორ ხარ ? რახანია არ მინახიხარ. მე რომ მოვდივარ შენ აღარ მხვდები.

- უკეთესადაც ვყოფილვარ ! - ჩახლეჩილი ხმით უპასუხა არაბულმა და დივანზე დაჯდა.

- წავალ საუზმეს გაგიკეთებ ! - კარგად იცოდა დათას სიტყვაძუნწობის შესახებ ქალმა. ამიტომ აღარაფერი უკითხავს და სამზარეულოსკენ წავიდა.

- მხოლოდ ყავა . არ მშია ! - რამდენიმე წუთში უშაქრო ყავით დაბრუნდა ქალი.- ნანი, თუ საქმე არ გაქვს შეგიძლია წახვიდე. მე სხვა არაფერი მჭირდება. - მზრუნველად უთხრა და ფინჯანი მოიმარჯვა. - შენს ყავას ყოველთვის განსხვავებული გემო აქვს ! - გაუღიმა დათამ. მის სახეზე ღიმილი კი იშვიათი სანახაობა იყო.

- მიხარია, ისევ თუ მოგეწონა ! რამდენი წელია არ დაგილევია. - მორიდებით ესაუბრებოდა თითქმის მის თვალწინ გაზრდილ დათას ნანი. ბიჭს, რომელიც წლების წინ მასთან ერთად ბურთის თამაშსაც აიძულებდა ხოლმე. ახლა, კი სრულიად გამოცვლილი ეჩვენებოდა.

- გემოვნება არ შემცვლია. ისევ ის კერძები მიყვარს, შენ რომ მიმზადებდი და სხვათაშორის შენთვის ისევ ის ვარ ვინც წლების წინ ვიყავი ნანი. ამიტომ სიტყვებს ნუ წონი ! - მიუხვდა დათა მორიდების მიზეზს. მიხვდა, ქალი მასში უცხო ადამინს რომ ხედავდა და ამის გამო ბრაზიც მოერია საკუთარ თავზე.

- შენ ოღონდ მითხარი რა გინდა და ნებისმიერ დროს გაგიკეთებ ! - დათას სიტყვებზე სითბო ჩაეღვარა ქალს გულში და მეტი სითამამით დაელაპარაკა.

- მაგის დროც მოვა ! - მრავლისმთქმელად თქვა ბიჭმა და მობილური შეამოწმა.

- კარგი. მე წავალ მაშინ. - გასასვლელისკენ წავიდა ქალი. ბლუზა და ჩანთა აიღო და ვიდრე კარში გავიდოდა მოტრიალდა. - ვაიმე, კინაღამ დამავიწყდა.- იქვე გასასვლელში დადგმულ მაგიდასთან მივიდა, კონვერტი აიღო და დათას მიუტანა.

- ეს რა არის? ვინ დატოვა ? - კონვერტი გამოართვა და ხელში რამდენჯერმე გადაატრიალ-გადმოატრიალა. არც გამომგზავნი ეწერა. არც ადრესატი.

- არ ვიცი. რომ შემოვდიოდი კარზე დამხვდა მაგნიტით მიკრული.

- ბოლოს რომ იყავი არ შეგიმჩნევია?

- სამი დღის წინ ვიყავი და ზუსტად ვიცი, არ იყო ! - დარწმუნებით თქვა ნანიმ.

- მადლობა ნანი! გიორგი მომიკითხე ! - შვილთან დააბარა მოკითხვა არაბულმა.

- გადავცემ შვილო. დროებით ! - ღიმილით გამოემშვიდობა და კარი გაიხურა.

კიდევ ერთხელ შეათვალიერა კონვერტი დათამ. მისი ქარისაგან დეფორმირებული, აპრეხილი კუთხეები ადასტურებდა, რომ ერთი, მაქსიმუმ ორი დღის დატოვებული უნდა ყოფილიყო. ზედა მხარეს გახია და წერილი ამოიღო. ზედ, გაკრული ხელით ეწერა შემდეგი :

„ ვიცი, სწორ გზას იპოვი და ეს გზა სიმართლემდე მიგიყვანს ! ჩემამდე მოგიყვანს... სწორი გზა ყოველთვის ეკლიანია დათა ! “

წაკითხულით გაოგნებულმა, გაურკვევლობაში ჩავარდნილმა არაბულმა სასწრაფოდ ლაშასთან დარეკა და სთხოვა, სახლში დამონტაჟებული ყველა კამერის ბოლო სამი დღის ჩანაწერი შეემოწმებია. ნახევარ საათში ლაშამ შეატყობინა, რომ საერთოდ არფერი იყო საეჭვო. მის ეზოსა და შემოგარენში უცხო არავინ გამოჩენილა. კიდევ სთხოვა მეტი დაკვირვებით შეემოწმებია ჩანაწერები.

- დათა, ერთი კვირის ჩანაწერები გადავამოწმე და საერთოდ ვერაფერი ვიპოვე. წარმოდგენაც კი ა მაქვს ვის უნდა დაეტოვებია. კართან დაყენებული კამერაში კი არაფერია ისეთი რასაც ჩავეჭიდებით. - ერთსაათიანი მორიგი გადამოწმების შემდეგ პირადპირ სახლში მიადგა დაცვის უფროსი.

- აბა, მოჩვენება დატოვა? ამის დედას ..... - გაცოფებულმა დაიღრიალა.

- მგონი მართლა. ვერავიზე ეჭვობ?

- წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და რას გულისხმობს ! ლაშა რაც გინდა გააკეთე, მაგრამამ ამის გამომგზავნი იპოვე.

- უკვე გადავუგზავნე ყველა ფაილი პროფესიონალს. როგორც კი, რაიმეს მიაგნებს მეტყვის.

- დროზე მიაგნოს ! - წამოდგა და სახლიდან გასვლა დააპირა.

- დათა მოიცა, აქ უფრო მეტად კლუბიდან იმ ტიპებზე სალაპარაკოდ მოვედი. ტელეფონში ვერ გეტყოდი. მოკლედ ისეთი სუფთა დოსიე აქვთ ლამის წმინდანად შევრაცხო.

- არ არსებობს ლაშა ! დგებუაძის მაგიდის წევრები და სუფთა დოსიე ? - ირონიით წარმოთქვა დათამ და ადგილს დაუბრუნდა.

- იმ გურამ გაგუას მაღალჩინოსნებთან აქვს მეგობრული ურთიერთობები. სამთავრობო ახირებებს აფინანსებს და თანაც ისე, რომ შენი წერილის მომტანივით უჩინარია.

- ესეიგი, ჯონის „კრიშასთან“ გაგვიყვანს. მე ის მიკვირს, იქ რომ დამხვდნენ, როგორ არ გათვალეს მათზე ინფომაციას რომ მოვიძევდი.

- ალბათ იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინათ მათზე ინფორმაციის გარკვევას თუ შეძლებდი. რომ იცოდე მაგათ მონაცემებს როგორი პროგრამა მალავს მაგას არ იკითხავდი. მოკლედ გრიფით საიდუმლო ადევს და ყველაზე ზლიერი ჰაკერიც კი ვერ შეაღწევს იმ ბაზაში, უფრო სწორად შეაღწევდა. - გამარჯვებულის ტონით წარმოთქვა ბოლო სიტყვები.

- ძიება განაგრძეთ. ოღონ ფრთხილად იყავით კვალზე არ გამოვიდნენ . დარწმუნებული ვარ ზედმეტად საინტერესოს მივაგნებთ.

- ნუ ღელავ ! თავის საქმე ზედმეტად კარგად იცის. დათა იცი რა მიკვირს, არიანდა რა შუაშია ამ ყველაფეთან. ასერატომ დაინტერესდნენ ?

- ანდროა შუაში ლაშა. არიანდა კი მისი დაა და დარწმუნებული ვარ, ფიქრობენ იქ ანდრომ გაუშვა. არის რაღაც, რაც ძალიან აშინებთ, თორემ ჯონი, იქიდან ისე გამოგვიშვებდა ჩემთან შეხვედრას ნამდვილად არ გარისკავდა.

- უკანასკნელი ნარკომანია, მაგას რა ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ჯონი და ის გაგუა, რომ შეაშინოს თუ ძმა ხარ. - ქინდილით დაასკვნა ლაშამ.

- როგორც ჩანს აქვს. თავად ანდროსაც მიაკითხავენ ან დაკავშირებას ეცდებიან. არაფერი არ უნდა გამოგვეპაროს.

- ეს ყველაფერი იცოდა და არიანდა მაინც გაუშავა იქ? სხვათაშორის ის ორი ბიჭი კლუბში ჩხუბი რომ წამოიწყო ანდროს ხალხია. ეგეც ახლახა გავიგე.

- იმედი მაქვს არიანდა იქ მართლა ლუკას საძებნელად იყო და არ მატყუებს თორემ ... იმედი მაქვს და-ძმა რაიმეს არ ხლართავს. - ახალმა ინფორმაციამ ეჭვები გაუჩინა.

- დათა, დღითიდღე იზრდება შანსი შენზე გაიგონ.

- ჯერ კიდევ მაქვს დრო და გეგმა „ბე“-ც ....

№1  offline წევრი Megioki

ოჰო რა მაგარია. აბა წავიკითხო ❤️ ახლა აღმოვაჩინე, რომ 4 ჯერ ატვირთულა მე-8 თავი თამარ.

წავედი წავიკითხო და დაგიბრუნდები ❤️

№2 მოდერი თამარი აჩბა

Megioki
ოჰო რა მაგარია. აბა წავიკითხო ❤️ ახლა აღმოვაჩინე, რომ 4 ჯერ ატვირთულა მე-8 თავი თამარ.

წავედი წავიკითხო და დაგიბრუნდები ❤️

იმედია წაშლის ადმინისტრაცია.
საიტი გაუმართავად მუშაობდა და ალბათ მაგის ბრალია.

№3  offline წევრი likuu_s

ბოლოსკენ ნერვები მომიშალა დათამ. როდემდე უნდა იყოს ასე ეჭვებში?

ვფიქრობ, რომ მართლა არ არის არიას მამა მკვლელი. მაგრამ, აი თან მინდა რომ იყოს(ნუ კი, ეს ცოტა უცნაურია :დ) დათას გამო, რომ მთლად ყველაფერს ასე არაფრის გამო აკეთებდეს, რადგან ბოლოს დარწმუნებული ვარ, ცუდ დღეში ჩავარდება.
მაგრამ თან ღირსია.
აქედანვე ვხვდები, რომ ძალიან ატკენს არიას და ალბათ, ამ დონეზევე ეტკინება დათასაც.

არიას დათა გაანადგურებს, დათას კი - საკუთარი შეცდომები.

მომწონს დათასეული ხედვა სიყვარულისადმი. ძალიან მომწონს, რომ ბიჭებისთვის სიყვარული ასეთ წმინდა რაღაცასთან ასოცირდება ხოლმე.

კარგი იყო, ძალიან!!!

წარმატებები და ველი შემდეგს მოუთმენლად!<3

№4  offline წევრი Salo123

როგორ მინდა დაძმის ურთიერთობა უფრო დათებს თავის და დაიცვას;(((
დათას რაც შეხება ყველაზე ამაზრზენ და უპატიებელ შეცდომას უშვებს.. გოგოს აუბედურებს და საბოლოდ არვიცი მინდა თუ არა ერთად დარჩნენ უფრო არმინდა . თუ მართლა მაგ ხერხებით ატკინა არია უნდა დადგებს ფეხზე და არასდროს არ აპატიოს და მეტიც სხვა ვინმე ღირსეული კაცი ნახოს და არა დათასნაირი კაცმაცუნა.. რათქამუნდა იმ შემთხვევაში თუ შეყავარა თავი და საწოლში ჩაიწვინა.
--------------------
ს. ბაგრატია

№5 სტუმარი ნი

ველოდები იმ მომენტს როცა დათა საკუთარ ხორცებს დაიგლეჯს სიმწრისგან იმ უფანაშაულო გოგოს გულის ტკენისთ ის რომელის საერყოდ არაფერ შუაში არ არის, ერთი ეგოისტი იდიოტია თურმე უნდა შეუყვარდეს რომ მარტო მისი იყოს, უფრო და უფრო მზიზღდება ბატონი არაბულიი, აი როცა გულს ატკენს არიას რა უნდა გააკეყოს შემდეგ ისეთი რომ პატიება დაიმსახუროს იმედია ვერც დაიმსახურებს, ასეთი უარყოფითი დამოკიდებულებაა არასოდეს მქონია პერსონაჟის მიმართ, ვერანაირად ვერ ვუგებ, ტიპი რქებით აწვებაა რომ მართალიაა და საერთოდ არაფერში არ ეპარება ეჭვიი, ბოღმისგან და შურისძიებისგან დაბრმავებული ა რომელსაც ჩემი აზრით სიყვარულიც კი არ დეუძლიაა და ის ერთადერთი ნათელი და სუფთა ადამიანი უნდა წაბილწოს, საშინელი პროტესტის გრძნობა მაქსვ დათას პერსონაჟზეე, იმედია საკადრის მიიღებს, უკვე წყვილიც ვეღარ წარმომიდგენია ამ თავისი ეგოიზმის შემდეგ. თურმე მხოლოდ მისი უნდა იყოს და მან უნდა უყვარდეს. თუ დროზე არ მოეგება გონს ჩემთვის ეს პერსონაჟიი ყველაზე ამაზრზენი იქნება თავისი ქცევებით, არ მიყვარს ზოგადად ცუდი დასასრულები მაგრამ ამ შემთხვევაში თანახმა ვიქნებიი რომ არიამ არასოდეს აპატიოს ვაჟბატონს და ვინმე ისეთ ღირსეული იპოვოს ვისაც გულწრფელად ეყვარებაა.

№6  offline წევრი მარიამი-მარი

გეგმა ,,ბე" რაღაც მეუცნაურება... არა უფრო მაშინებსს.
მსგავსად, არაიას სტილის პერსონაჟი ასე ძალიან ჯერ არ შემცოდებია, თუმცაა ვფიქრობ, რომ აი როცა დათა ატკენს, რაც დარწმუნებულივარ აუცილებლად მოხდება, იმის მერე რაღაც ცვლილებები იქნება არიასთანაც. უფრო ვფიქრობ, რომ ხასიათი გაუმტკიცდება რაღაც ცოტა შეიცვლებასავით და ამ პატარა ბავშისგან უცებ ძალიან მაგარი ,,ქალი" დაგება. (თან ვანოს სიტყვებსაც ვერ ვიგდებ თავიდან, რომ ეუბნება ,,მაგ არის შავი თვალები მიწასთან გაგასწორებს და მე მაგდღეს სიამოვნებით დაველოდებიო") ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრება და ესეთი ფიქრებით მგონი ძაან შორს ,,მივფრინავ" laughing ნუ რაც არუნდა იყოს დარწმუნებულივარ რომ საბოოლოდ ამ ორისგან, უძალიანესად მაგარი წყვილი დადეგება <3
და ჰო, არასდროს მომბეზრდება შენთვის იმის თქმა რომ უნიკალური წერის სტილიგაქვს, ვდნები კითხვისას, სულ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებულს ვკითხულობ...

№7 სტუმარი სტუმარი ქეთა

ისტორია სრულად სანამ არ დაიდება, არ წავიკითხავ მეთქი :დდ მაგრამ ვერ შევძელი. გიჟივით ვამოწმებ საიტს ახალი თავის მოლოდინში:დდ მართლა მძიმე დღეში ჩამაგდე.
საუკეთესო ხარ, სიტყვებიც არ მყოფნის. წინა ისტორია ძალიან მომწონდა, მართალია ჩვენი გოგოს სულელური საქციელი ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მაინც შემიყვარდა ის წყვილი.
ეს ისტორია კი ფურორიაა, საოცრება.
სასწაულად შემიყვარდა არია და დათა.

№8  offline წევრი Megioki

ეჰ, დათა, დათაა. ვაი, რომ ისევ შენ აიხლართები შენსავე მოფიქრებულ ხაფანგში თუ შურისძიებაში. მთლად ისეც ნუ იზავს ახლა, რომ დაკარგოს არია.

უუჰ, ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხო. ძალიან საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. ყოველი ახალი თავი წინაზე საინტერესოა და გითრევს, გიზიდავს, არ გყოფნის, გინდა რომ არ დამთავრდეს ეს თავი. :დდდდ

წარმატებები შენ ❤️❤️ კარგად მიგყავს ისტორია ❤️

№9 მოდერი თამარი აჩბა

likuu_s

მესმის, რატომ გინდა არიანდას მამა, დათას მამის მკვლელი იყოს.

ვფიქრობ, დათა საკუთარ თავს უფრო გაანადგურებს ვიდრე არიას.
იმედი მაქვს მისი "თეთრი" იმაზე ადრე გაიმარჯვებს ვიდრე საბოლოოდ შთანთქავს შავი.
მადლობა ჩემო საყვარელო ! ♥️♥️

Salo123
როგორ მინდა დაძმის ურთიერთობა უფრო დათებს თავის და დაიცვას;(((
დათას რაც შეხება ყველაზე ამაზრზენ და უპატიებელ შეცდომას უშვებს.. გოგოს აუბედურებს და საბოლოდ არვიცი მინდა თუ არა ერთად დარჩნენ უფრო არმინდა . თუ მართლა მაგ ხერხებით ატკინა არია უნდა დადგებს ფეხზე და არასდროს არ აპატიოს და მეტიც სხვა ვინმე ღირსეული კაცი ნახოს და არა დათასნაირი კაცმაცუნა.. რათქამუნდა იმ შემთხვევაში თუ შეყავარა თავი და საწოლში ჩაიწვინა.

და-ძმის ურთიერთობა აუცილებლად დათბება. ექნებათ მიზეზი ხშირი შეხვედრებისთვის.

დათას რაც შეეხება, ცოტა მიჭირს რაიმე დავასკვნა...
მთლიანად ბურუსშია გახვეული და იქნებ მოხდეს მასში მზის გამონათებაც...
♥️♥️

ნი
ველოდები იმ მომენტს როცა დათა საკუთარ ხორცებს დაიგლეჯს სიმწრისგან იმ უფანაშაულო გოგოს გულის ტკენისთ ის რომელის საერყოდ არაფერ შუაში არ არის, ერთი ეგოისტი იდიოტია თურმე უნდა შეუყვარდეს რომ მარტო მისი იყოს, უფრო და უფრო მზიზღდება ბატონი არაბულიი, აი როცა გულს ატკენს არიას რა უნდა გააკეყოს შემდეგ ისეთი რომ პატიება დაიმსახუროს იმედია ვერც დაიმსახურებს, ასეთი უარყოფითი დამოკიდებულებაა არასოდეს მქონია პერსონაჟის მიმართ, ვერანაირად ვერ ვუგებ, ტიპი რქებით აწვებაა რომ მართალიაა და საერთოდ არაფერში არ ეპარება ეჭვიი, ბოღმისგან და შურისძიებისგან დაბრმავებული ა რომელსაც ჩემი აზრით სიყვარულიც კი არ დეუძლიაა და ის ერთადერთი ნათელი და სუფთა ადამიანი უნდა წაბილწოს, საშინელი პროტესტის გრძნობა მაქსვ დათას პერსონაჟზეე, იმედია საკადრის მიიღებს, უკვე წყვილიც ვეღარ წარმომიდგენია ამ თავისი ეგოიზმის შემდეგ. თურმე მხოლოდ მისი უნდა იყოს და მან უნდა უყვარდეს. თუ დროზე არ მოეგება გონს ჩემთვის ეს პერსონაჟიი ყველაზე ამაზრზენი იქნება თავისი ქცევებით, არ მიყვარს ზოგადად ცუდი დასასრულები მაგრამ ამ შემთხვევაში თანახმა ვიქნებიი რომ არიამ არასოდეს აპატიოს ვაჟბატონს და ვინმე ისეთ ღირსეული იპოვოს ვისაც გულწრფელად ეყვარებაა.

იმედი მაქვს დათას, ხორცების საგლეჯად არ გაუხდება საქმე.
ნამდვილად გეთანხმები, მისი ამჟამინდელი მიზნები ამაზრზენია...
მინდა, მასში შურისძიების სურვილს მხოლოდ აზვირთებული ტალღის ეფექტი ჰქონდეს და მანამდე ჩაცხრეს ვიდრე ყველაფერს წალეკავს.
დათა არაბული, ვერ დარჩება ამ ისტორიის საძულველი პერსონაჟი. ზედმეტად თავმოყვარეა საამისოდ ! :). ♥️♥️

მარიამი-მარი
გეგმა ,,ბე" რაღაც მეუცნაურება... არა უფრო მაშინებსს.
მსგავსად, არაიას სტილის პერსონაჟი ასე ძალიან ჯერ არ შემცოდებია, თუმცაა ვფიქრობ, რომ აი როცა დათა ატკენს, რაც დარწმუნებულივარ აუცილებლად მოხდება, იმის მერე რაღაც ცვლილებები იქნება არიასთანაც. უფრო ვფიქრობ, რომ ხასიათი გაუმტკიცდება რაღაც ცოტა შეიცვლებასავით და ამ პატარა ბავშისგან უცებ ძალიან მაგარი ,,ქალი" დაგება. (თან ვანოს სიტყვებსაც ვერ ვიგდებ თავიდან, რომ ეუბნება ,,მაგ არის შავი თვალები მიწასთან გაგასწორებს და მე მაგდღეს სიამოვნებით დაველოდებიო") ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრება და ესეთი ფიქრებით მგონი ძაან შორს ,,მივფრინავ" laughing ნუ რაც არუნდა იყოს დარწმუნებულივარ რომ საბოოლოდ ამ ორისგან, უძალიანესად მაგარი წყვილი დადეგება <3
და ჰო, არასდროს მომბეზრდება შენთვის იმის თქმა რომ უნიკალური წერის სტილიგაქვს, ვდნები კითხვისას, სულ მგონია რომ რაღაც განსაკუთრებულს ვკითხულობ...

ეგ გეგმა "ბე" საშიში უფრო დათასთვისა. მე ასე ვფიქრობ და რომ განახორციელებს ( თუ დასჭირდა) შენც მითხარი შენი აზრი მერე.
ის დაემართება მაგ ვაჟბატონს რასაც ასე მონდომებით ებრძვის.
ერთი სული მაქვს სიყვარულით გამწარებულს როდის ვნახავ. სულ ბოლო ხმაზე უნდა ვაყვირო "არია მიყვარხარ". :):)
ძალინ დიდი მადლობა ამ შექებისთვის ! ♥️♥️

სტუმარი ქეთა
ისტორია სრულად სანამ არ დაიდება, არ წავიკითხავ მეთქი :დდ მაგრამ ვერ შევძელი. გიჟივით ვამოწმებ საიტს ახალი თავის მოლოდინში:დდ მართლა მძიმე დღეში ჩამაგდე.
საუკეთესო ხარ, სიტყვებიც არ მყოფნის. წინა ისტორია ძალიან მომწონდა, მართალია ჩვენი გოგოს სულელური საქციელი ნერვებს მიშლიდა, მაგრამ მაინც შემიყვარდა ის წყვილი.
ეს ისტორია კი ფურორიაა, საოცრება.
სასწაულად შემიყვარდა არია და დათა.

გამახარე !
დიდი მადლობა ! ♥️♥️

Megioki
ეჰ, დათა, დათაა. ვაი, რომ ისევ შენ აიხლართები შენსავე მოფიქრებულ ხაფანგში თუ შურისძიებაში. მთლად ისეც ნუ იზავს ახლა, რომ დაკარგოს არია.

უუჰ, ერთი სული მაქვს შემდეგი თავი წავიკითხო. ძალიან საინტერესოდ ვითარდება სიუჟეტი. ყოველი ახალი თავი წინაზე საინტერესოა და გითრევს, გიზიდავს, არ გყოფნის, გინდა რომ არ დამთავრდეს ეს თავი. :დდდდ

წარმატებები შენ ❤️❤️ კარგად მიგყავს ისტორია ❤️

ახლართულია უკვე, მაგრამ მაგის ხისთავი აღიარებს ? კაცი, რომ ქალის თვალებზე ალაპარაკდება... ხოდა კიც მიუხვდა ვანო. ამიტომ შეწყვიტა მასთან კამათი.

მადლოაბა, ჩემო ერთგულო ! ♥️♥️

№10 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა მაგარია საინტერესო ა რომ მიხვდება არია რომ შეუყვარდა როგორი რეაქცია ექნება თვითონ ბატონ არაბულს.მგონი თვითონ განადგურდება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????

№11 მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა მაგარია საინტერესო ა რომ მიხვდება არია რომ შეუყვარდა როგორი რეაქცია ექნება თვითონ ბატონ არაბულს.მგონი თვითონ განადგურდება ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????

მადლობა ! ♥️

№12  offline წევრი Life is beautiful

ახლა ვნახე დადებულა წავედი და წავიკითხე❤️

№13 სტუმარი სტუმარი თიკო

მგონი ყველა თუ არა, რამდენიმე მაინც მაქვს შეფასებული (კონკრეტულად ამ ისტორიაზე ვამბობ) და თითქმის ყველგან ვწერ, რომ დათას სიყვარულს ჩემს თავს ვერ ვპატიობ. მაგრამ იმასაც ვწერ ხოლმე, რომ ვიცი, ისეთი საშინელება არ მოხდება ან ვერ, რასაც ახლა აპირებს. სხვა შემთხვევაში, მე პირადად, მაგათი ურთიერთობის აღდგენა ვერ წარმომიდგენია. მოკლედ, ისევ მიყვარს დათა, არიაც, ვანოც, უკვე ლაშაც და რა თქმა უნდა შენც! D: ❤ წარმატებები!
P.S ცეცხლი თავი იყო, რა თქმა უნდა 99% ინტრიგით.

(თუ ინტრიგათი. მომიტევე თუ არასწორად ვაბრუნე. D: )

№14 მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი თიკო

მიუხედავად ყველაფრისა მეც მიყვარს ეგ საზიზღარი ბიჭი. ალბათ მეც შენსავით რაღაცის იმედი მაქვდ და იმიტომ.

კომენტარებში მაინც ნუ ვიდარდებთ გრამატიკაზე :):)

მადლობა ! ♥️♥️♥️

№15  offline წევრი Life is beautiful

ვაიმე ❤️
საქმეები მქონდა და ძლივს მოვედი აქამდე..
მაგრამ როგორც ნათქვამია "სჯობს გვიან, ვიდრე, არასდროს! "
სიმართლე რომ ვთქვა ცოტა აზრი ვერ გავაერთიანე როგორც ვთქვი საქმე მქონდა და.. ნატყვეტ- ნაწყვეტ ვკითხულობდი.. თუმცა რაც დამამდვილებით შემიძლია გითხრა: ეს თავი რაღაცნაირად იმედისმომცემი იყო ჩემთვის. და დამაფიქრებელი შაოსანისთვის.. უკვე აფეთქდა მის გულში ატმის კოკრები.. რაც ძალიან მახარებს.. ♥️
ისიც მახარებს რომ არიდას გულში უკვე მზე ანათებს და თბება❤️
ვიცი რომ ცუდი რამე მოხდება და ვფიქრობ რომ. უნდა მოხდეს კიდევაც!
ამბობენ რაც უფრო მეტ სირთულეს გაუძლებს სიყვარული მით უფრო გაძლიერდება. და გამყარდებაო.
მეც მჯერა ამის. ამიტომ დაე დამოცადონ "ჭირსა და ლხინში" ერთმანეთი.. ♥️
ვიცი რომ გესმის ჩემი.. ♥️
ჩემი ტკბილი გოგო ხარ♥️❤️

№16 სტუმარი სიფო

როგორ მიჭირს რომ გავძლო და არ წავიკითხო სანამ სრულად არ დაიდება! მაინც წამეკითხა...❤️❤️❤️ 9თავიც მიაყოლე რაა ფლიზ!!???????????? როდის დათბება დათა?? ვგიჟდები ამ წყვილზე...

№17 სტუმარი one

if if gantvirtvis time moviwyve magram ise “ uuceb” shemomekitkha)))
kargi iyo))) chveni bichi rom sheyvarebulia yurebamde neta rodis mikhvdeba)))
kargi khar ❤️

№18 მოდერი თამარი აჩბა

Life is beautiful

მაგ საქმეების გამოა, ასე რომ გიგვიანებთ ხოლმე ახალ თავებს. :(:(

არვიცი რას ვერ გააერთაინე მაგრამ მე ყველაფერი გავიგე.

დათა... ოხ დათა ! მაგას ატმის კოკორი კი არა ბომბი უნდა აუფეთქდეს იმ გაყინულ გულში.

არიდასთან ისედაც სულ მზეა. ყველაფრის მიუხედავად სულ ანათებს ...

სამწუხაროდ გამოცდიან მაგ ჭირს, მეტი ლხინისთვის.

მადლობა ჩემო კარამელო ! ♥️♥️

სიფო
როგორ მიჭირს რომ გავძლო და არ წავიკითხო სანამ სრულად არ დაიდება! მაინც წამეკითხა...❤️❤️❤️ 9თავიც მიაყოლე რაა ფლიზ!!???????????? როდის დათბება დათა?? ვგიჟდები ამ წყვილზე...

"წამეკითხა" იცი, ეს სიტყვა რა სასიამოვნო შეფასებაა ?! ♥️

დათას, ისეთი მაღალი ტემპერატურით აქვს ცხელება, რომ ამცივნებს და ამიტომ ვერ გებულობს მასში შეპარულ სითბოს. :) (მგონი გასაგებად ჩამოვაყალიბე :):). )

მადლობა ! ♥️

one
if if gantvirtvis time moviwyve magram ise “ uuceb” shemomekitkha)))
kargi iyo))) chveni bichi rom sheyvarebulia yurebamde neta rodis mikhvdeba)))
kargi khar ❤️

"უცებ შემომეკითხა". - უცებ გამიხარდი !
როდის მიხვდება და ალბათ დაკარგვის შიში რომ შეშლის .
♥️♥️♥️

№19  offline წევრი Ma-dima

მალე დადეთ რა ახალი თავი, ვიტანჯები ხოლმე სქროლვით ყოველ დღე????

№20 სტუმარი სტუმარი თიკო

როდის დაიდება ახალი თავი??

№21 სტუმარი სტუმარი სოფო

ვერ დავთვლი დღეს რამდენჯერ შემოვიჭყიტე უკვე.. მინდა ახალი თავი რაა, სითბოთი გაჯერებული და რაღაცნაირი შენ რომ გჩვევია ხოლმე...❤️❤️❤️❤️

№22 მოდერი თამარი აჩბა

ვიცი, რომ ყველანი ძალინ ელოდებით.
მაპატიეთ რა !
სხვა რუტინას ახლა სააღდგომო სამზადისიც დაემატა. დიდი ოჯახი, ბავშვები ,სტუმრები და ა.შ.
ხომ ხვდებით, როგორც ხდება ხოლმე...
ისე ვარ დაღლილი თვალები გამირბის :)
ძაან ძაან ბოდიში რა !
პარალელურად ცოტ-ცოტას ვწერ და იქნებ მალე მოვახერხო ატვირთვა.

№23 სტუმარი სტუმარი იანა

ცუდია მკითხველის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.მე აღარ ვაპირებ ამ ისტორიის წაკითხვას წარმატებებიიიიიი.

№24 სტუმარი Sun

mizezebi ar geleva xo.megona agdgonas mainc dadebdi axal tavs.

№25 მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი იანა
ცუდია მკითხველის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.მე აღარ ვაპირებ ამ ისტორიის წაკითხვას წარმატებებიიიიიი.

სამწუხაროა, მაგრამ თქვენი ნებაა!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent