შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Bad player/ცუდი მოთამაშე (თავი 5)


3-05-2021, 14:52
ნანახია 246

დილით მაინც ჩამთვლიმა, ისევ ის დამემართა, ბევრი ტირილისდროს სულ გათიშვამდე რომ მეძინა, თუმცა ახლა სხვა შემთხვევა იყო. ახლა მარტომ გავიღვიძე მისაღები ოთახის დივანზე, ადრე კი ყოველთვის მის მკლავებში მეღვიძებოდა.
კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. იმ წამსვე ვიფიქრე რომ რაიანი იქნებოდა, მან ხომ იცოდა ხოლმე დილით ადრე საყიდლებზე გასვლა სანამ მე გავიღვიძებდი და თუ დრო კიდევ ექნებოდა, დილით საუზმესაც დამახვედრებდა ხოლმე. წუხანდელი თითქოს სულ დამავიწყდაო მაშინვე წამოვხტი და კარებისკენ გავიქეცი.
- მოხვედი? - მომღიმარმა ვკითხე, მაგრამ ღიმილი მაშინვე სახეზე მიმეყინა როცა სტეფანი შემრჩა ხელებში.
- გაგდებული უკან აღარ ბრუნდება სარა, მითუმეტეს რაიან კლარკი! - მკაცრი მზერა მტყორცნა ძმამ.
დამნაშავესავით თავი ჩავხარე და განზე გავდექი.
- შემოდი - მისი სიტყვები დავაიგნორე და სახლში შემოვუში.
ნელი ნაბიჯებით დადიოდა სტეფანი აქეთ იქეთ, მხოლოდ ის მითხრა რომ ბარგი ჩამელაგებია. მამაზე ვკითხე და მითხრა რომ თვითონ უკვე მოაგვარა ყველაფერი. დღის მეორე ნახევარში სახლში ჩემი ნივთები უკვე აღარ იყო. სტეფანს ჩემოდანი ქვემოთ ჩაჰქონდა, მე კი მითხრა კარები დამეკეტა და ქვემოთ ჩავსულიყავი. დივანზე ვიჯექი და აქეთ-იქეთ ვაცეცებდი აწყლიანებულ თვალებს. სახლი სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, უკვე ,,ჩვენი” აღარ ერქვა. ბევრი კარგი მოგონება ინახებოდა აქ, ბევრიც ცუდი, მაგრამ რას ვიფიქრებდი ეს ცუდიც თუ ასე სანატრელი გამიხდებოდა…

* * * * *
სტეფანის უკან ვიდექი და მშობლების ცემა გინებას ველოდი, რაც ჩემდა გასაკვირად არმოხდა. ერთადერთი რაც იყო მამაჩენის შემოღრენა ,,უსინდიდოო” მითხრა და ნახევარლიტრიანი ბოთლით არაყი მოსვა. დედაჩემმა არაფრის მთქმელი თვალებით გამომხედა, სოფია კი სიხარულს ვერმალავდა ჩემი დაბრუნებით.
- ნეტა იცოდე როგორ მენატრებოდი დაიკო - ხელები კისერზე შემომხვია და ჩამეხუტა.
- მეც ძალიან სოფი - ლოყაზე ვაკოცე
- მასთან როგორ მოხვდი? - ინტერესს ვერმალავდა
- მოდი დღეს ამაზე ნუ ვილაპარაკებთ კარგი?
- კარგიი
- შენ დაშორდი თუ ის? - აშკარად ენას ვერაჩერებდა. თვალები დაუბრიალე - კარგი რა მხოლოდ ეგმითხარი და ხმას აღარ ამოვიღებ? - საწყალი თვალებით გამომხედა
- მე - მძიმედ ამოვიხვნეშე და ეს ორი ასოც მას გადმოვაყოლე.
- გასაგებია… - უცნაური სახით შემომხედა მერე კი ჩემი ბარგის ამოლაგება დაიწყო.

დღეები ისე გადიოდა ვერც კი ვამჩნევდი, სახლიდან არგავდიოდი არც მიშვებდნენ ამიტომაც მხოლოდ ეზოს ბინძურ და მტვრიან ჰაერს ვსუნთქავდი, აქამდეც ხომ გარიყული ვყავდი ჩემს ოჯახს, ახლა კი საერთოდ. როგორც ადრე მხოლოდ სოფია და სტეფანს თუ შეეძლოთ ჩემთან ნორმალურად საუბარი, მაგრამ ესეც ვერმშველიდა. სადღაც შიგნით, ისე მღრღნიდა რაღაც უსულო არსება, რომ თვითონაც ვერ გავაცნობიერე რა შეიცვალა ამ მოკლე დროის მანძილზე ჩემში. ეს გრძნობა აქამდეც ნაცნობი იყო ჩემთვის, მაგრამ ახლა ახლა უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ახლა უფრო ყარდა. ეს იყო უსასრულო ზიზღი, ყველასი და ყველაფრის. საკუთარი თავისიც კი, იმისი რაც ჩემში იყო. ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა სოფიას, სტეფანისა და რაიანის გარდა. თუმცა რაიანის ის უცნაური გრძნობა რაც მე მისმიმართ მქონდა ისე გადაიზარდა რაღაც სხვა, არამქვეყნიურ გრძნობაში რომ სხვა დანარჩენებთანერთად, ვერც ეს ავირიდე თავიდან. რა გრძნობა იყო ეს. მონატრება? თუ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი თავი შემზიზღებოდა იმისგამო რომ თვითონვე გავუში ადამიანი, რომელსაც ყველას და ყველაფერს ვერჩივნე?
ბევრი… ძალიან ბევრი მოსაზრება მქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოოლო დასკვნამდე მაინც ვერა და ვერ მივდიოდი, ამიტომაც გადავწყვიტე, ყოველი მოგონება და განცდა სადღაც იქ, ჩემში, ყველაზე მიუალ ადგილას ჩამეკეტა, მაგრამ არა. როდის იყო გონებისა და გულის ომი მშვიდობიანი ზავით სრულდებოდა. არმცადიდნენ… ცხოვრებას არც ერთი არ მაცდიდნენ. გონება მას და მის მოგონებებს ყოველჯერზე კეტავდა თუმცა გული, მას ასევე, ყოველჯერზევე ათავისუფლებდა.

- მოეშვი სისულეელებზე ლაპარაკს რაიან - ღრიალებდა სტეფანი თან მობილურში როგორც ჩანს, რაიანს ელაპარაკებოდა. - არც კი გაბედო, იცოდე იქ თუ წახვალ, ცოცხალს აღარავინ გამოგიშვებს ხომ იცი არა? - მუდარაში გადადიოდა სტეფანის ეს სიტყვები. მე კი კედელთან ვიყავი ატუზული და ჩუმად ვუყურადებდი. - გეყოფა, ეს არ არის გამოსავალი, ჩვენ ასე არშევთანხმებულვართ, ეს არიყო ჩვენი გეგმა კლარკ - ღრიალებდა სტეფანი - არა, არგათიშო, იდოტო არგათიშო, რაიან... რაიანმეთქი. ამისდედააც - წამოიყვირა და ტელეფონი ზუსტად იმ კედელს მიალეწა სადაც მე ვიდექი. გაოგნებული თვალებით მიყურებდა და ვერაფერს მეუბნებოდა.
- სარა - ჩემი სახელი თქვა და მაშნვე ჩემსკენ წამოვიდა - არგინდა გთხოვ ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება - მამშვიდებდა ძმა, მე კი თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლივ მომდიოდა.
- სად არის, რასაკეთებს რაიანი? - აკანკალებული ხმით ვკითხე
- ისეთს არაფერს, უბრალოდ ხომ იცი, მას საქმის მოგვარება მარტომ უყვარს, ახლაც ამას ცდილობს - დასამშიდებლად მითხრა სტეფანმა
- სადმიდის?
- არგეცოდინება ეგ ადგილი - თავის არიდება სცადა
- სადარისთქო - დავუყვირე
- სარაა არგინდა გთხოვ, მე წავალ მოვაგვარებ და დავბრუნდები. შენ აქ იყავი და ზედმეტად ნუ ინერვიულებ კარგი? - ისევ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა
- როგორ არ ვინერვიულო სტეფან, გავიგონე რასაც ეუბნებოდი, კარგად გიცნობ, ჩვეულებრივ ადგილას რომ მიდიოდეს ასე ღრიალს არდაუწყებდი, გთხოვ მეც წამოვალ
- არაა - მკაცრად მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა
- სტეფან დაიცა - დავეწიე და მკლავზე ხელები მოვკიდე - ხომ იცი თუ არწამიყვან, ჩემი ფეხით მივალ იქ - მტკიცე ხმით ვუთხარი - ასე რომ ჯობია შენ თვითონ წამიყვანო, ასე მაინც გეცოდინება რომ შენს გვერდით ვარ და არაფერი დამემართება
- სარა რასამბობ თუ ხვდები მაინც? სულ გაგიჟდი ხო? სახლში დარჩი, იქ უსაფრთხოდ ვერიქნები - მითხრა და ხელი უხეშად მომაშრა.
- სტეფააან - დავუყვირე.
დანებებას არვაპირებდი, ბოლო დროის მანძლზე არდანებება, ჩემი ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი
- სარა სახლში მეთქი - მომძახა ისე რომ არც გამოუხედავს
- ან წამიყვან, ან შენიწასვლისშემდეგ პირდაპირ კლარკების სახლში მივალ და კარლოს, ყველაფერს ვეტყვი შენი, რაიანის, მიას და ტყუპების საქმიანობის შესახებ.
კარებთან გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა
- რომ არვიცოდე გამკეთებელი არიყო ფეხს არგაგადგმევინებდი სახლიდან, მაგრამ იმაზე მეტად რომ ჩვენზე გაიგებს კარლოსი, უფრო იმისმეშინია რომ იქედან შენ ცოცხალი ვერგამოაღწევ. მხოლოდ ამიტომ მიმყავხარ. სხვა დანარჩენი კი ფეხებზე - მკაცრი ტონით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.

თითქმის ერთი საათი დაგვჭირდა იქ მისასვლელად, ერთი დიდი ორსართულიანი ძველი შენობა იყო. ირგვლივ ძვირადღირებული მანქანები ეყანა, თავისი დაცვით. ეს ყველაფერი ერთიწლისწინ რომ მენახა ალბათ შიშისგან იმწამსვე მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა ოდნავაც კი არშემშინებია.
- აქ იყავი, ფეხი არგადმოადგა მანქანიდან
- მაგრამ
- სარა ნერვები არმომიშალო, იცოდე, თუ მანქანიდან გადმოხვალ ყველაფერი დასრულდება, შეგამჩნევენ და ჩვენც დავიხოცებით და შენც
- კარგი - დავუჯერე და მანქანაში დავრჩი, თვითონ კი ტყეში შევიდა.
ეს ადგილი ერთხელ მქონდა ნანახი, მაშინაც ასე ვიჯექი მანქანაში და რაიანს ველოდებოდი.
ოცი წუთია რაც იქვიყავი, არაფერი არჩანდა არავინ გამოდიოდა და არც არავინ მოდიოდა. ცოტახნის შემდეგ დავინახე, როგორ გაჩერდა შავი ჯიპი დანარჩენ მანქანების გვერდით და წამსვე გული შემეკუმშა როცა მანქანიდან გადმოსული კაცი დავინახე. რაიანი იყო, ცოტათი შეცვლილი, თმა უფრო გაეზარდა წვერიც მოეშვა და ყველაფერთან ერთად მისი ეს ჩაცმულობაც უფრო საშიში კაცის შეხედულებას ტოვებდა. მაგრამ ეს სხვისთვის, მეხომ ვიცოდი სინამდვილეში რა და ვინც იყო ის. მანქანიდან გადმოვიდა კაცებს რაღაც გადაულაპარაკა მერე იარაღი ამოიღო და ერთ ერთს მისცა, კაცმა ხელში დაატრიალა რაიანის იარაღი შემდეგ კი უკან დაუბრუნა. კლრკმა ირგვლივ სივრცეს მოავლო თვალი და შიგნით შევიდა, მინდოდა სტეფანს დავმორჩილებოდი მაგრამ ვერა, ეს ვერგავაკეთე. მანქანიდან გადავედი და ტყის გზით წავედი, ვიცოდი უკანამხრიდან შესასვლელი იყო.
ძალიან თხლად მეცვა, უკვე სექტემბერი იყო და აქ განსაკუთრებით გრილოდა მითუმეტეს შიგნით. ვხედავდი როგორ ისხდნენ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ვიღაც კაცები სავარძელში, ყველას კი უკან თითო დაცვა ედგა. ხმა არ მესმოდა ამიტომაც მხოლოდ მათი ყურებით ,,ტკბობა” მერგო წილად.
რაიანი მამამის ედგა უკან, გვერდით კი მისი ძმა იდგა. ახლაღა დავაკვირდი როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს რაიანი და დემიანი, განსხვავება მხოლოდ მათი თვალის ფერებში იყო. მათ საქციელებს, შენობის მეორე სართულიდან ვადევნებდი თვალს და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერავინ დამინახავდა მანამ სანამ, დანარჩენების თვალიერების შემდეგ მზერა დემიანისკენ გადავიტანე, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მის ნაცრისფერ თვალებს უცნაურად აწვრილებდა. რაღაც საშნელი შეგრძნება დამეუფლა, თუმცა ეს შიშის გრძნობა ნადვილად არიყო, დავინახე ხელი ოდნავ როგორ კრა რაიანს, და ზუსტად ამდროს გავიგე სროლის ხმა, შემდეგ კი ერთ-ერთი დაცვას მოვკარი თვალი, რომელიც დაეცა და მის ირგვლივ მიწა წითლად შეღება.
შიგნით ირაღის ხმა გაუჩერებლივ ისმოდა, ყურებზე ხელები ავიფარე და თავი ქვემოთ ჩავწიე, აი ახლა კი მართლა ძალიან შემეშნდა. სტეფანი… სტეფანი და რაიანი გამახსენდა, თავი ზემოთ ამოვწიე და პირველ რიგში სტეფანს მოვკარი თვალი, რომელსაც მკლავიდან სისხლი სდოდა, თუმცა სროლას მაინც არწყვეტდა.
- სტეფაან - წამოვიყვირე და ამდროს უკნიდან პირზე ხელი ვიღაცამ ამაფარა
- ჩჰუუუ, ჩუმად თორემ დამიჯერე, შენთვის ტყვიის აცილება არავის მოუნდება - ჩუმი ხმით მეჩურჩულებოდა ვიღაც, თან მის გაყინულ ხელებს ვგრძნობდი პირთან.
თავი ოდნავ გვერიდთ გავწიე და მის პროფილს შევხედე, ის იყო. დემიანი იყო.
- წამომყევი - მითხრა და ხელი მომკიდა
- არა იქ სტეფანია თან დაჭრილი - კანკალით ვუთხარი და მისკენ გახედვას ვცდილობდი, თუმცა ვერა დემიანი უფლებას არმაძლევდა.
- ახლა ამის დრო არარის, აქედან უნდა გაგიყვანო სარა. - ხელი მომკიდა და იმავე გზით სულ ძალით წამიყვანა.
სტეფანის მანქანაში ჩამსვა და ღვედი შემიკრა.
- აქ დარჩი და მოვალთ
- შენ რატომ მეხმარები? სტეფანს ხომ ვერიტანდი - ვკითხე დემიანს
- სტეფანის გამო არგეხმარები, ამას ჩემი ძმის გამო ვაკეთებ - სერიოზული ტონით მითხრა და კარები მოახურა.
ის წამი იყო, როცა დავინახე, სტეფანი როგორ ჩაჯდა რაიანის მანქანაში, მეორე კარიც გაიღო თუმცა ვერ შევხედე ვინჩაჯდა შიგნით, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ისიც რიანი იყო. ერთ-ერთი რაც გარკვევით დავინახე იყო ის, რომ სტეფანი ცოცხალი და სახსალამათი ჩაჯდა მანქანაში. მერე კი შვებით ამოვისუნთქე.
- არა სტეფან, არდაძრა მანქანა - დემიანის ღრიალის ხმა გავიგე, რომელიც არცისე შორს იდგა რაიანის მანქანასთან, მაგრამ მისკენ მაინც მირბოდა, ამ დროს კი დავინახე, როგორ აიწია მანქანა ჰაერში სადაც ჩემი ძმა იჯდა... ჩემი ძმა და რაიანი.
სუნთქვა შეკრული ვიჯექი მანქანაში, ხალხს ბუნდოვნად ვხედავდი ერთადერთი რასაც შედარებით, უკეთ ვხედავდი, დემიანის ალეწილი სახე იყო, რომელიც ნერვიულად ისმევდა ნულამდე დაყვანილ თმაზე ხელს, მერე კი კლარკის, კარლოს კლარკის... მამამისის გაცოფებული სახე, რომელიც შავებში ჩაცმულ დაცვას რაღაცას ეჩხუბებოდა, თან ყვიროდა. რას ყვროდა? ხო, გადმოიყვანეთო, კი ეგიყო, ჩამოწეული ფანჯრიდან ეს კარგად მესმოდა, იქ რაიანი იჯდა ალბათ მის გადმოყვანაზე ფიქრობდა, მაგრამ იქ ასევე ხომ სტეფანიც იჯდა, თუ ვთხოვდი მასაც გადმოიყვანდნენ, რამნიშნელობა ჰქონდა როგორს, მთავარია გადმოიყვანდნენ, მთავარია იმ წითელი ცეცხლის შიგნით არ იქნებოდნენ მოქცეულები. იმ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი, ისიც კი მეგონა რომ თუ მანქანიდან ვინმე გადმოვიდოდა აუცილებლად ცოცხლები იქნებოდნენ, მთავარია ვინმეს გადმოეყვანათ. ღვედი მოვიხსენი კარები გავაღე და მათკენ წავედი.
- სადმიდიხარ - დემიანის აწყლიანებულ ნაცრისფერ სფეროებს შევხედე
- იქ... იქ სტეფანია, რაიანიც. მამაშენი მათ გადმოყვანას უბრძანებს იმ კაცებს, იქ სტფანიცაა, უნდა ვნახო და რაიანიც - რაიანი, სტეფანი, მათი სახელის ყოველი წამოთქმისას შიგნით რაღაც მძიმე მწყდებოდა.
- სარა გაჩერდი, შენთავს შეხედე ახლა იქ ვერმიხვალ - ხელი მომკიდა და უკან გამაბრუნა
- არა გამიშვი - გავუძალიანდი თუმცა არმიშვებდა. მერე იმ ხელზე ვუკბინე რომლითაც ვეჭირე და ტკივილისგან მაშინვე მომაშრა ხელი, მეკი დრო ვიხელთე და მათკენ გავიქეცი.
- კარლოს კლარკ - ხმამაღლა დავიყვირე
- სარა გაჩერდი - დემიანის ხმა მესმოდა უკნიდან რომელსაც ყურადღებას არვაქცევდი.
როცა მისი სახელი დავიძახე მცველები ჩემსკენ წამოვიდნენ და იარაღი მომიშვირეს, ამ დროს ისევ დემიანის ხმა მომესმა
- არა გაჩერდით, გაჩერდითმეთქი, არესროლოთ - უცებ ჩემს უკან გაჩნდა და ხელით გამაჩერა, მერე კი უკან გამწია თვითონ კი წინ დამიდგა.
- შენ ვინჯნდაბახარ? - კარლოსი ჩემსკენ წამოვიდა ჩასისხლიანებული თვალებით, არადა ყოველთვის მეგონა მისნაირებს გრძნობები არგააჩნდათ. ჯანდაბაა, მაინც რაარის როცა გგონია შენი სისხლი და ხორცი ცოცხალი აღარარის.
იმ წმას არმიფიქრია თუმცა იმ დღის შემდეგ ერთხელ ვიფიქრე, ნეტა მამაჩემიც ასე განიცდიდა ჩემს სიკვდილსთქო.
- მამა უთხარი დაუშვან იარაღი - უთხრა დემაინმა
- ვინ არის ეს ქალი? - შეუღინა კარლოსმა და აწყლიანებული თვალები ამოისრისა
- ეს… ეს რაიანის ცოლია - დაბნეულმა უთხრა
- რა? - გაკვირვებულმა გადმოგვხედა
- გთხოვთ - დემიანის ხელი მოვიშორე და მისკენ წავედი - იქ ჩემი ძმაა სტეფანი და კიდევ რაიანი. გადმოიყვანეთ იქედან გევედრებით - მის ფეხებთან ჩავიკეცე, და ტირილი დავიწყე.
ვიცოდი, რომ აზრი არქონდა. მაგრამ მაინც ვცდილობდი. არვიცი რატომ თუმცა მაინც მინდოდა იმ ორის მანქანიდან გადმოყვანა.
- ისინი… - ცივი ხმით მითხრა - აზრი აღარ აქვს მათ გადმოყვანას. როგორ ფიქრობ? ფერფლად ქცეულის აღდგენა შესაძლებელია? - უემოციო ხმით მითხრა
ამ სიტყვების გაგონებაზე, თითქოს გონს მოვედი, უცებ ფეხზე წამოვხტი და არანაკლებ ცივი მზერით ჩავაშტერდი მის შავ თვალებს, (აი ვისჰგავდა რაიანი)
- ფერფლიდან აღდგენა? - ცინიკური ხმით ვუთხარი - საკუთარ შვილს კარგად არ იცნობდით მისტერ კლარკ, თორემ გეცოდინებოდათ თქვენი წყალობით რამდენჯერ მოუწია დამწვარს და დაფერფლილს, ფერფლიდან აღდგენა - უხეშად ვუთხარი
- რამდენს ბედავ! - თვალები დამიბრიალა და იარაღი ამოიღო, მერე კი შუბლზე მომადო. შემეშინდა მაგრამ, ნაბიჯიც კი არ გადამიდგამს უკან.
- მამა გთხოვ არგინდა... - შუაში ჩადგა დემიანი - რაიანის ხათრით მაინც - უთხრა და ბოროტი მზერა მაშინვე შეეცვალა კარლოს. ჯერ მიყურა მერე კი იარაღი ნელნელა დაუშვა.
- წაიყვანე აქედან და მეორედ აღარ გაბედო და თვალში არმომხვდე, თუ სიცოცხლე გინდა - თავი ქვემოთ დახარა და მანქანისკენ წავიდა, რომელიც ისევ ცეცხლის ალში იყო გახვეული.
- წამოდი სარა - ხელიმომკიდა დემიანმა
- მაგრამ სტეფანი და რაიანი - ამოვისლუკუნე და მეც მანქანისკენ დავაპირე წასვლა, თუმცა ისევ შემაჩერა დემიანმა.
- ნუღა გაამწვავებ, მამა მართალია ფერფლისგან ვერავინ აღსდგება ეს მხოლოდ...
- გაჩუმდი… გაჩუმდი გთხოვ - სიტყვის დამთავრება არვაცადე, და უფრო ავტირდი
- წამოდი სახლში წაგიყვან - მითხრა და უკან მომატრიალა. სიარულის ძალაც აღარმქონდა, რადგანაც ვიცოდი ჩემთვის ორი ძვირფასი ადმაიანი უკვე ამსამყაროში აღარ იყო, ამიტომაც დემიანს დავეყრდენი და ისე წავედით მანქანისკენ.
დემიანი ცოტათი ჰგავდა რაიანს, თუმცა ბოლომდე მისნაირი მაინც არიყო, რაიანისგან უფრო სხვა მუხტი მოდიოდა, ის სხვა იყო, ჩემი ადამიანი იყო, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შემიმიცვლიდა.
- დაიცა - კარლოს ხმა მომესმა უკნიდან. შევბრუნდი და შევხედე - შეენ… ორსულად ხომ არხარ? ან შვილი ხომ არგყავთ შენ და რაიანს? - ნაღვლიანი ხმით მკითხა.
- არა, - საწყალი ხმით ამოვისლუკუნე და ისე შევხედე კარლოს - არაფერი დამიტოვა ისე წავიდა - ცრემლები ვეღარ შევიკავე და მარიალიანი ცხელი სითხე სახეზე ჩამოსრიალდა.
- გასაგებია - უფრო მისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მე მაინც გავიგე.
თითქოს ეწყინა ჩემი ესპასუხი... თითქოს მასაც უნდოდა რაღაც დარჩენოდა შვილისგან, ჩემსავით, მაგრამ არა რაიანი... რაიან კლარკი ასეთი არიყო, ის არასდროს ტოვებდა უმიზეზოდ რაიმეს და რათქმაუნდა, არც მაშინ არუნდა დამეჯერებინა, რომ ასე მარტივად დატოვებდა ამსამყაროს.

* * * * *
ჩვეულებრივ გადიოდა დღეები, ამჯერად შესამჩნევლად და საოცრად მტკივნეულად. დროთა განმავლობაში საკუთარითავის მიმართ ზიზღი უფრო და უფრო მიმძაფრთებოდა და ერთადერთი რითაც თავს ვშველოდი სასმელი იყო. ხშირად ვსვამდი, ფეხებზე მეკიდა მშობლების ლანძღვა გინება, ან თუნდაც მამას ცემა. სულიერი ტკივილი ფიზიკურზე უარესი ყოფილა. ამას ვერაფრით განკურნავ ჭრილობას კი რამენაირად მოიშუშებ. ზოგჯერ ისიც მინდებოდა სხეული შუაზე გამეხლიჩა, თითზე მალამო წამესვა და გახლეჩილ სხეულში, მალამო ზუსტად იმ ადგილას წამესვა სადაც ყველაზე მეტად მტკიოდა, რათა იქაც მოეშუშებინა ეს გაუსაძლისი ტკივილი. მაგრამ არა, ეს არხდებოდა, როგორც სხვა დანარჩენი.
სტეფანის სიკვდილი ოჯახმა არანაკლებ მტკივნეულად მიიღო, მამაჩემზე ვერაფერს გეტყვით, როცა სიმართლე ვთქვი და მისი ალეწილი სახე რომ დავინახე თვალი ამარიდა, სახლიდან გავიდა და ორიდღის შემდეგ დაბრუნდა. დედა ყოველდღე მოთქვამდა სოფია კი ყველაზე ცუდად იყო. დემიანი იმდღის მერე, სტეფანის სასაფლაოზე ვნახე, ვიღაც კაპიშონიანთან ერთად, თუმცა მეორეს სახე ვერდავინახე, მანამ წავიდა სანამ მე საფლავთან მივიდოდი. ვკითხე ვინიყო და მითხრა, რომ სტეფანის ერთ ერთი მეგობარი იყო, უბედური შემთხვევისდროს სახე დაიწვა და იმიტომ წასულა რომ არუნდოდა მე შევეშინებინე. ეს რათქმაუნდა არდავიჯერე, თუმცა არც დიდად ჩავძიებულვარ მის ვინაობას.

* * * * *
ჩემი ძმის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, მე და სოფია სახლში ვბრუნდებოდოთ, სოფიამ მაღაზიაში გავივლი და მერე დავბრუნდებიო. მეც რაუნდა მექნა, მარტომ გავაგრძელე ღრუბლიან ღიაცისქვეშ სიარული და საბოლოოდ სახლამდეც მივედი.
- მოკეტე, შენი ბრალია ყველაფერი - მამაჩემის ღრიალის ხმა ისმოდა ეზოში. ალბათ ისევ დედას სცემდა. სახლში შევარდნა დავაპირე რომ უცებ ნორას ხმა გავიგე
- თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენი შვილი არიყო - ამის გაგონებაზე, კარებთან გავშეშდი - ახლა რაღატომ გიკვირს, არ იცოდი რომ მოაკითხავდნენ?
- გოგონა ჩვენ გავზარდეთ, მას არსად გავუშვებ ასე უბრალოდ. მოვიდნენ და ფული გადაიხადონ, ოცი წელია ვაჭმევ და ვასმევ.
- რა უსინდისო ხარ ალეხანდრო! ფულში შვილს როგორ ცვლი?
-ის არ არის ჩემი შვილი, ჩემს შვილს ასე არგავანებივრებდი. ერთხელაც არამიწევია მასზე ხელი, ერთხელაცკი.
- არმოგცემ იმისნებას რომ ბავშვში ფულის სანაცვლოდ მისცე მათ - უთხრა ნორამ
- ნებართვის აღებას არც ვაპირებ - თქვა მამაჩემმა და მაშინვე კარი გააღო.
გაბრაზებული სახე, კიდევ უფრო გაუმკაცრდა მე რომ დამინახა.
- სიტყვა დაგცდება და ოპერაციაც ვერ გიშველის ისედ დღეში ჩაგაგდებ - შემომიღრინა და გვერდი ამიარა.
ყბა ლამის ჩამომვარდა, ვერდავიჯერე რომ სოფია ჩემი და არიყო, მითუმეტეს კი ტყუპისცალი. სახლში შევედი და კარები ჩავკეტე, მერე კი აქვითინებულ დედას მივუჯექი გვერდით, რომელსაც სახე ხელისგულებში ჩაერგო და გულამოსკვნილი ტიროდა.
- დედა - მშვიდი ხმით ვუთხარი
- არაფრის ახსნას არ ვაპირებ - მკაცრად მითხრა
- იქნებ ერთხელ მაინც ჩამაგდო რამედ და ჩათვალო საჭიროებად ჩემთვის რაიმეს თქმა - ისევ მშვიდად ვუთხარი
- სარა, არვიცი სოფია ამას როგორ მიიღებს, მეშინია რომ დავკარგავ - საცოდავი ხმით მითხრა.
სიმწრისგან ჩამეცინა
- კითხვას დაგისვამ და სიმართლე მითხარი კარგი?
- ახლა ამის დროა? - გაბრაზდა
- კი
- სარაა - კბილებში გამოსცრა ჩემისახელი
- სოფიაზე მეტად ოდესმე გყვარებივარ? - ვკითხე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს.
- რასმეკითხები - დაიბნა... ღმერთოჩემო დაიბნაკიდეც
- პასუხი გამეცი
- რათქმაუნდა შენ ხომ ჩემი ნამდვილი შვილი ხარ! - უცებ მითხრა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი
- მაშინ ყოველთვის არარაობად რატომ მაგრძნობინებდით თავს?
- შვილო, ასე ფიქრობდი? - გაიკვირვა
- მეკითხები კიდეც? - ისევ ჩავიცინე და უემოციო სახით გავხედე
- სარა, გეყოფა. შენ თუ ასე ფიქრობდი ეს ჩემი პრობლემა არ არის. ყოველთვის ისე გექცეოდით როგორც საჭირო იყო. - ფეხზე წამოდგა
- სოფია... ის ვისიშვილია? შენ, სხვაკაცისგან გყავს? - ვკითხე მოულოდნელად
- არა, გაგიჟდი? - შეიცხადა და თვალები ისევ აუწყლიანდა
- აბა?
- ის, ნიუ-ირკში ერთ-ერთი მდიდარი ხალხის შვილია - ფანჯრისკენ გაიხედა
- რა? ნიუ-იორკიდან აქ როგორ აღმოჩნდა? - გაკვირვება ვერ დავმალე.
- დედამის მარია ჰქვია, მას ჩემი და ეხმარებოდა მშობიარობაში, იმ დღეს როცა სოფია დაიბადა, შენ უკვე ერთიდღით ადრე იყავი მოვლენილი ამქვეყანას. მარია ვენესუელაში ცხოვრობდა, თუმცა იმდროს აქ ასეთი არეულობა არყოფილა. როცა მარიამ ბავშვი გააჩინა, ცუდად გახდა, საავადმყოფიში კი სულ მარტო იყო, მიზეზი არვიცი რატომ იყო მარტო. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ ჩემმა დამ ბავშვი მე მომიყვანა, მითხრა რომ მიმეხედა და მეც პატარა ბავშვს ხომ ვერ დავტოვებდი იქ, ავდექი და სახლში წამოვიყვანე. იმისმერე ორიწელი გავიდა და ერთხელ ვნახე მარია ტელევიზორში, იქ მასზე და მის ქმარზე, ვიქტორზე ყველაფერს ლაპარაკობდნენ. ალეხანდრომ ესამბავი როგროც კი გაიგო მაშინვე ბავშვს ხელი მოჰკიდა და წაყვანა გადაწყვიტა, რათქმაუნდა ფულის სანაცვლოდ, თუმცა რაღაცნაირად შევძელი და გავაჩერე, ისიც დავაყოლე რომ უკეთესი იქნებოდა სანამ არმოაკითხავდნენ მანამ არ მიგვეყანა, ვუთხარი რომ ასე უფრო მეტს გადაიხდიდენ მასში
- ბავშვი ფულის გამო გაზარდეთ? - გული მერეოდა რომ ვუყურებდი
- მე არა მამაშენმა - შემომიღინა და ისევ ფანჯრისკენ გაიხედა
- მერე რამოხდა?
- მერე დამიჯერა და არწაიყვანა. ახლა კი დღემდე ასე ვართ, დღეს კი მარია ჩამოვიდა, აქ იყო მოსული და ქალიშვილი იკითხა, მან სოფიაზე არაფერი იცოდა და თქვა, რომ ხვალ მოაკითხავდა გოგონას, დღეს კი დეენემისთვის მისი თმა მთხოვა. ალეხანდროს კი როცა ესვუთხარი, თვითონაც იცი რაამბავიც დაატრიალა.
- სოფიას ეს როგორ უნდა უთხრა?
- არვიცი, ძალიან გამიჭირდება - ტირილი დაიწყო
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ერთადერთი დედას ქვითინის ხმა ისმოდა.
ბევრამეზე ვიფიქრე ამ მოკლე დროის მანძილზე, ახლა ამწამს რაც ყველაზემეტად მინდოდა იყო ის, რომ ამ უჰაერობას გავქცეოდი. მინდოდა სადღაც ამომესუნთქა, თუნდაც სამყაროს ბოლოში, ოღონდ მესუნთქა და მეარსება.
- მევარ გააღეთ - სოფიას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
ფეხზე წამოვხტი და სანამ კარებთან მივიდოდი დედას ჩურჩულით ვუთხარი
- იცოდე, არაფერი უთხრა, ხმა არამოიღო
მანაც თავი დამიქნია და აკანკალებული ნიკაპით ისევ ფანჯარაში გაიხედა
- დილით როდისყო კარებს ვკეტავდით?
- არვიცი მამა დაიბარა და ხომ იცი... - თვალები ავატრიალე და განზე გავდექი, სოფია რომ შემოსულიყო.
- რას ჭირს? - დედაზე მანიშნა რომელსაც ეტყობოდა ჩუმად რომ ტიროდა
- სტეფანი სოფია, სხვა რაუნდა სჭირდეს?! - ვუთხარი და მალვე გავეცალე იქაურობას.

მთელიდღე ოთახში ვიყავი გამოკეტილი, ბოლოს სოფიას ვთხოვე რაღაცის ყიდვა, რაზედაც უარს ვიცოდი არ მეტყოდა. ამით მხოლოდ მისი სახლიდან გაყვანა მინდოდა.
- დედა, იმ ქალმა დეენემის ტესტი გააკეთა არა?
- კი, დღეს სოფიას სავარცხლიდან რამოდენიმე ღერის თმა ავიღე და გავატანე.
- ესეიგი ტესტი დადებითი იქნება...
- ხო აბა რაიქნება სარა? - გაღიზიანდა
- ნანახი არ ჰყავს ხომ?
- არა
- დედა, ის ქალი უნდა მოატყუოთ - წარბშეუხრელად გამოვუტყდი
- რა?
- უნდა უთხრა, რომ მე ვარ მისი შვილი - მტკიცე ხმით ვუთხარი
- სარა, სრულჭკუაზეხარ? - გაეცინა,
- მდიდარია ხო? სიმართლეს თუ გაიგებს მე აუცილებლად წამიყვანს - გვერდით მივუჯექი და მისი ხელები დავიჭირე - გპირდები დედა, რომ წამიყვანს, ყოველთვე ფულს გადმოგირიცხავ, გპირდები არაფერი მოგაკლდება და უზრუნველყოფილ ცხოვრებას გაჩუქებ.
- სარა სულ გადაირიე? ამხელა ქალს როგორ მოვატყუებთ?
- დედა შენ უბრალოდ ის გააკეთე რასაც გეუბნები და დანარჩენს მე მივხედავ კარგი?
- სარა ეს არარის სწორი საქციელი, ხომ იცი არა?
- არც თქვენ საქციელი იყო სწორი, მაგრამ რამეს ვამბობდი? - დავუყვირე, მერე კი მშვიდი ტონით ვუთხარი - დედა, ხომ იცი რამდენი საშინელება გადავიტანე, სულ არ გეცოდები? არგაწუხებს ჩემი ცუდადყოფნა, არიცი რომ აქაურობა სულსმიხუთავს, აქ ამ დამპალ ქალაქში ცხოვრება აღარ შემიძლია, მე აქ მოვკვდები და გავნადგურდები. გთხოვ დედა დამეხმარე, ამ ერთხელ... ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააკეთე რაიმე ჩემთვის და დამეხმარეე - ვემუდარებოდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი
- დამშვიდდი შვილო, ვიპოვით გამოსავალს არც სოფია დაგვტოვებს აქ
- არა დედა სხვაგამოსავალი არ არის
- სარაა
- დედა გთხოოვ, ამ ერთხელ და ცხოვრებაში აღარაფერს გთხოვ - ხელებზე ვაკოცე და თითები ჩემი ცხელი ცრემლებით დაუსველდა.
- კარგი, ოღონდ - ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი - ალეხანდრო არვიცი რას იზამს,
- მას მედაველაპარაკები - ვუთხარი და ამდროს კარებზე კაკუნის ხმა გავიგე.
მამა იყო, თან ცოტა მთვრალი. ვიცოდი ახლა მასთან ლაპარაკს აზრი არჰქონდა, მაგრამ დრო აღარ იყო. არვიცოდი როდის მოვიდოდა ხვალ მარია ან ამსაღამოს სოფია, ასე რომ გადავწყვიტე მისთვისაც მეთქვა ყველაფერი. უარზე იყო, კატეგორიულ უარზე, ახლა გაახსენდა მისი პატივმოყვარეობაა, ვერაფრით დავითანხმე, ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ ვერა
- მოკეტე და ამ თემაზე აღარ გავიგონო საუბარი.
- მაგრამ მამა, იმაზე მეტს მოგცემ რამდენსაც ისინი გადაგიხდიან
- რისი მომცემიხარ? როცა გექნება მერე ილაპრაკე, ახლა კი ასე ჯიბეგამოქექილი ნურაფერს მპირდები- დამიყვირა და მაგიდიდან ლარნაკი აიღო, მერე კი მემესროლა.
ასეთ რამეებს შეჩვეულივიყავი, ასე რომ სწრაფად გავხტი და ავიცილე, ლარნაკის ნამსხვრევები კი მიწაზე დაეცა.
- რამოხდება, ერთხელ რომ გააკეთო რაიმე ჩემთვის, რანაირი მამა ხარ? რატომ არასდროს განაღვლებდა ჩემი ბედი? - დავუყვირე, ისკი ჩემსკენ წამოვიდა დასარტყამად.
- შე პატარა კახპავ, როგორ მიბედავ ამდენ ლაპარაკს? - მისი ხელი ჰაერში დავიჭირე, მაგრამ თმებში მწვდა და შემომატრიალაა.
- მტკივა გამიშვი - წამოვიკივლე
- ახლა ისე უნდა გცემო, ეს დღე რომ არასდროს დაგავიწყდეს - მითხრა და სილა გამაწნა. მისი ხელები დავიჭირე მეორედ რომ არდაერტყა და ამ დროს ხელი უხეშად ვკარი. სველ იატაკზე მამაჩემს ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა. მაშინვე ოთახში დავაპირე გაქცევა რადგან მეგონა, რომ უბრალოდ წავაქციე.
ოთახში შესვლას ვაპირებდი, რომ დედას ხმა გავიგე
- რაგააკეთე სარა - ხელები პირზე აეფარებინა და თვალები იმხელაზე დაეღო სადააცაა გადმოსცვივდებოდა.
მამასკენ გავიხედე და დავინახე, თავის უკანა ნაწილიდან როგორ მოსდიოდა სისხლი, შემდეგ კი ეს სისხლი როგორ უერთდებოდა წყალს.
შიშისგან კანკალი დავიწყე და არც კი მახსოვს როგორ გაავარდი სახლიდან.

* * * * *
იმ დღეს სახლში არმივსულვარ, გამოქვაბულში წავედი და მთელი ღამე იქ გავატარე. სიცივის მიუხედავად, მისი დატოვებული სითბო ისევ იგრძნობოდა იმ ადგილას. ჩემი იქ ყოფნა მის გარეშე კიდევ ერთი დიდი მოუნელებელი ტკივილი იყო, თუმცა იქ კარგი მოგონებები მაინც იყო, სახლში კი მსგავსი არაფერი.
თვალი კედლებისკენ მქონდა გაშტერებული და სულ ის მომენტი მახსენდებოდა, მამაჩემი მიწაზე რომ ეგდო თვალგახელილი. ამ დროს თვალებს მაგრად ვხუჭავდი და ვოცნებობდი ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარი ყოფილიყო, რომლიდანაც მალე გავიღვიძებდი, მაგრამ არა. ეს წყეული კოშმარი არაფრით სრულდებოდა, გრძელდებოდა და გრძელდებოდა, უკიდეგანოდ და დაუსრულებლად. ერთადერთი გამოსავალი კი ამყველაფრისგან თავის დაღწევა იყო, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა გამომსვლოდა.
დილით ადრე გავედი და სახლში წავედი. მამა უკვე კუბოში ეწვინათ სოფია ზედ კუბოს დასტიროდა დედა კი გაუნძრევლად იჯდა. სახლში ისე შევედი თითქოს არაფერი მცოდნოდა და არც არაფერი გამეგო. სწრაფად მივვარდი მამაჩემთან და ტირილი დავიწყე, ვგრძნობდი მხრებზე ვიღაცეების შეხებას, რომ მეუბნებოდნენ დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არა არვწყნარდებოდი ტირილს ვაგრძელებდი რომელიც მეშინოდა ისტერიკულ სიცილში არ გადამსვლოდა. იყო მომენტი როცა კიდევ ერთხელ ჩამწყდა შიგნით როღაც როცა მის კუბოს თავი გადახადეს და მისი გაფითრებული, უსულო სხეული დავინახე.

ნორამ თვალებით მანიშნა გავყოლოდი. ფეხზე წამოდგა სამზარეულოში გავიდა და მეც მივყევი. იქაურობა კარგად მოათვალიერე, ვინმეს რომ არ მოესმინა ჩვენი საუბარი.
- დღეს მოვლენ - ზიზღით სავსე თვალებით შემომხედა - ისე იყოს, როგორც გინდა. ვეტყვი მარიას, რომ შენ ხარ მისი შვილი.
- მადლობა დედა - ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
- დედას ნუღარ დამიძახებ, მე აღარვარ დედაშენი, ეს არდაგავიწყდეს! - ბრაზიანი ტონით მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
მარტო ვიყავი, ისევ მარტო. მხოლოდ ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა ისმოდა, რომელიც ხმაურიანად ეცემოდა და თითო წვეთზე ყოველი ჩემი ცოდვა გონებაში თავიდან ამომიტივტივხდებოდა ხოლმე.

შუადღე იყო, რომ კარებში ვიღაც ქერათმიანი ქალი შემოვიდა, დიდი ვარდების თაიგული ეკავა ხელში, უკან კი მაღალი საათვალეებიანი კაცი ედგა და დამწუხრებული სახით გვიმზერდა, თან ქალი ვიღაცას თვალებით ეძებდა. მარია, დედასთან მივიდა და თანაგრძნობა გამოხატა. ნორამ კი საწყალი თვალებით ახედა და გვერდით ოთახში გასვლა სთხოვა. უაზრო კანკალი ამივარდა, ფეხს ვერ ვაჩერებდი სოფიამ შეამჩნია და ხელი ხელზე დამადო, მერე კი თბილად გამიღიმა. მინდოდა მოვხვეოდი და ყველაფრისთვის ბოდიში მომეხადა, მომეხადა ბოდიში იმისთვის, რომ ცხოვრებას ვპარავდი, მშობლების ალერს და სითბოს ვპარავდი, ბედნიერებას ვპარავდი და აქ ამ ჯოჯოხეთში ვტოვებდი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა, უკვე გვიან იყო. საკუთარი თავი ვარჩივნე, მარტო ყოფნა, სიმდიდრე და თავისუფლება, რომელიც არდამიმსახურებია. კარებიდან დავინახე როგორ მანიშნა ნორამ მასთან მივსულიყავი. სოფიას ხელი ავიღე და მისკენ წავედი. მარია სკამზე იჯდა და ვიქტორის ხელი ეკავა, ნორა კი კიდელთან იყო აყუდებული.
- რა ხდება? - ვიკითხე როცა შევედი. ჩემი ხმის გაგონებაზე მარიამ თავი მაშინვე ამოსწია და აწყლიანებული თვალებით ამომხედა.
- შენ?... სარა ხომ? - მიღიმოდა თან ტიროდა, ახლაც ვერვხდები ამას როგორ ახერხებდა.
- კი - ნერწყვი გადავყლაპე და ნერვიულად ჩამოვისვი თმაზე ხელი. - თქვენ ვინხართ? - აკანკალებული ხმით ვკითხე
- მე დედაშენივარ - უფრო გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ესეიგი თქვენხართ… - ნაძალადევი ღიმილით გავუღიმე
- ხო, მე ვარ... მაპატიე ჩემო გოგონა, მაპატიე რომ დაგკარგე - ჩამეხუტა
- არაუშავს, მთავარია რომ მიპოვე… - ვუთხარი და მეც მოვეხვიე.
ამ წამს მე ვიგრძენი ის სითბო მისი ჩახუტებისას, რაც წესით სოფიას უნდა ეგრძნო, ადამიანს რომელსაც ეს ყველაზემეტად ეკუთნოდა.

მეორე დღეს მამა დავკრძალეთ, მარიამ და ვიქტორმა მითხრა, რომ ნიუ-იორკში წავყოლოდი, მეც რათქმაუნდა დავთანხმდი და როგორც კი მამა დავასაფლავეთ მაშინვე წავედით. სოფიასაც გამოვემშვიდობე, მისგვერდით გაჩერება ახლა ყველაზე მეტად მიჭირდა, მრცხვენოდა, საშინლად მცხვენოდა მისი თვალებში ყურება.
აეროპორტში ვიყავით, რომ ტელეფონი აწრიალდა. ისევ სოფია იყო.
- გისმენ სოფია
- სარა, რაღაც მოხდა - შეშინებული ხმა ჰქონდა
- რა მოხდა სოფია? ახლა რაღა მოხდა, - არანაკლებ შეშინებულმა ვკითხე.
- მე არა, მაგრამ არის რაღაც რაც უნდა იცოდე
- რაუნდა ვიცოდე
- სარა…
- თქვი სოფია რაუნდა ვიცოდე? - ვეღარვითმენდი
- სარა, რაიანი ცოცხალია
- რა? - ვგრძნობდი როგორ გიჟივით დაიწყო პულსმა აჩქარება, სისხლი ვენებში იმაზე ჩქარა მოძრაობდა ვიდრე ნორმალურ ადამიანში, გული კი ლამის ამოვარდნას მქონდა. - შენ… რასამბობ სოფია? ვინ გითხრა ეს?
- არავის უთქვია, ჩემი თვალით დავინახე, სასაფლაოდან როგორც კი წახვედი მაშინვე შევამჩნიე. დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
- დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ რაიანი იყო? - ლამის ჩავიკეცე
- კი სარა, რაიანი იყო - მითხრა სოფიამ და კიდევ ერთი დიდი ჭრილობა მივიღე, გულის არეში.
ქვემოთ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, მერე კი ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი. მასთან მივდიოდი, ადამიანთან რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარდი.
- სარა, სადმიდიხარ? - ვიქტორის ხმა მომესმა და უკან შევბრუნდი
- ღმერთო ტირი? - მარია მომვარდა, და თავისი ლამაზი ხელებით ცრემლებს მწმენდა. - შვილო ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ჩვენ დაგეხმარებით, ვიცი რთულია სარა, მაგრამ გპირდები ამყველაფერს ერთად გადავიტანთ, შენი ტკივილი ჩვენი ტკივიალია შვილო და ამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ. - აწყლიანებული თვალებით მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
იმ წუთას ყველაფერი გავიაზრე, წასვლა მინდოდა, უკან მინდოდა დაბრუნება, იმ ჯოჯოხეთში მაგრამ რატომ? რაღა დამრჩენოდა იქ? რაიანი? ადამიანს რომელსაც ასე საშინლად მოვექეცი? მივატოვე და მისი გრძნობები არაფრად ჩავაგდე? საერთოდ მიმიღებდა კი ისევ? ან რომ მივეღე რაიქნებოდა მომავალში? როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას.
გონება… ეს დამპალი გონება ყველანაირად მიკრძალავდა უკან გახედვასაც კი, და იმ წამს მეც ვფიქრობდი, რომ ყველაზე რეალური ეს იყო. გაქცევა, დამალვა და რაც მთავარია, თავისუფლება…



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალიან კარგიააა. ვერ ვადანაშაულებ სარას. მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავის გადასარჩენად. და სოფიამ როცა მისგამო ადამიანი მოკლა. ზურგი აქციაა. ატეფანის სიკვდილიეწყინააა. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. კარგია ძალიან. ყოჩაღ

 


№2  offline წევრი მარიამი-მარი

Qeti qimucadze
ძალიან კარგიააა. ვერ ვადანაშაულებ სარას. მან ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავის გადასარჩენად. და სოფიამ როცა მისგამო ადამიანი მოკლა. ზურგი აქციაა. ატეფანის სიკვდილიეწყინააა. მოუთმენლად ველი გაგრძელებას. კარგია ძალიან. ყოჩაღ

მადლობა❤️

 


№3  offline წევრი Life is beautiful

მარიამ წინა თავში დამიკომენტარე სხვა მქონდა ჩაფიქრებული და სხვა მეწერინებაო. მეც ვიგრძენი ეს..
ისე ბუნებრივად მიდიოდა ის საშინელებებიც რომ ასე მგონია სხვაგვარად არ შეიძლებოდა.
დამამძიმა, თუმცა სარას საქციელი არ მომწონს მაგრამ ისე წერ სხვა ყველაფერი შეუძლებელია და გარდაუვალი.
ამ თავს რაღაც განსაკუთრებული მაგნიტური ველი ჰქონდა.
და ძალიან მიხარია რომ მეც ასე მიმიზიდა.
ძალიან საინტერეაო იყო❤️

ქრისტე აღსდგა! ❤️
მრავალს დაესწარით❤️

 


№4  offline წევრი მარიამი-მარი

Life is beautiful
მარიამ წინა თავში დამიკომენტარე სხვა მქონდა ჩაფიქრებული და სხვა მეწერინებაო. მეც ვიგრძენი ეს..
ისე ბუნებრივად მიდიოდა ის საშინელებებიც რომ ასე მგონია სხვაგვარად არ შეიძლებოდა.
დამამძიმა, თუმცა სარას საქციელი არ მომწონს მაგრამ ისე წერ სხვა ყველაფერი შეუძლებელია და გარდაუვალი.
ამ თავს რაღაც განსაკუთრებული მაგნიტური ველი ჰქონდა.
და ძალიან მიხარია რომ მეც ასე მიმიზიდა.
ძალიან საინტერეაო იყო❤️

ქრისტე აღსდგა! ❤️
მრავალს დაესწარით❤️


ჭეშმარიტად აღსდგა!❤

ყველაფერში მართალიხარ, მაგრამ იყო ბოლოს რაღაც რასაც შემდეგ თავში გაიგებთ, რაიანმა კიდევ ერთი შანსი მისცა სარას მაგრამ მან მაინც წასვლა და თავისითავის თავისუფლება აირჩია. მეექვსე თავში ცოტათი დალაგდება მათი ურთიერთობა თან მათი ამ დაძაბულობის გაწელვა აღარმინდა რომ ძალიან მოსაბეზრებელი არ გახდეს კითხვის პროცესი, თუმცა ეს იმას არნიშნავს რომ მათი ,,თავგადასავლები" საბოლოოდ დასრულდება, რაღაცეები იქნება ბოლოში რაც მმმმ.... რავიცი ვნახოთ ;დდ არმინდა ყველაფერი აქვე გადმოგილაგოთ...

 


№5  offline წევრი Life is beautiful

არ ვიცი არ ვიცი.
იმდენად მაჯქდოვებს ეს ისტორია რომ არც კი ვიცი რაც არ უნდა გააკეთოს სარამ რამე ვერ მეჯერებოდეს.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კი გააღწია სარამ და სხვისი ადგილისაუჯავა მაგრამ ბოლოს ხომ გაიგებენ სიმართლეს და ვის გადაბრალება მერე ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent