შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერის გაორება 1, 2 თავი


4-05-2021, 14:45
ნანახია 470

თავი 1
ზღვის პირას ვზივარ, ღამის სამი საათია, არემარეს გავყურებ, ტალღებს ვუსმენ და ვფიქრობ ყველაფერზე და ამავე დროს არაფერზე, წესით ახლა ბინაში რემონტის დამთავრებას უნდა ავღნიშნავდე, მაგრამ ამის ნაცვლად ერთადერთი დედის დაკარგვას ვგლოვობ, მინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი ტკივილი, მაგრამ რთულია როცა შენი არავის ესმის, გინდა ვიღაც ერთმა შეგიცვალოს სამყარო, გინდა, ჯანდაბა ძალიან მინდა ვიღაც მყავდეს, ვისაც ჩავეხუტები და მის მკლავებში ვიტირებ,ნეტავ ახლა აკო მყავდეს აქ, მაგრამ ინგლისშია, ახლა ვისთან უნდა გავაკეთო ეს? ჩემს ჩვიდმეტი წლის ძმასთან? ან იქნებ ჩვენგან წასულ მამასთან? მე ახლა ოცდა ექვსი წლის ქალი ვარ. არ შემშვენის ტირილი, ჩემს პატარა ძმასთან უნდა დავბრუნდე და უნდა ვასწავლო რა არის სწორი და რა არასწორი, წამოვდექი და კიდევ ერთხელ შევხედე ზღვას, მივუახლოვდი და უბრალოდ სიბნელეში ჩაფლულს შევხედე, ვნახე როგორ ცდილობდა ტალღები ამოსვლას, ვხედავდი მაგრამ რა? ასე ვიყავი მეც, მინდოდა დარდიდან ამოსვლა, მაგრამ თუ ამოვიდოდი ორი სანტიმეტრით, ჩემი ტკივილი უკან მაბრუნებდა ოთხი სანტიმეტრით, ვერა, არ მშველის, არაფერი მშველის, ნეტა აქ და ახლა დედიკო მყავდეს
-უსამართლობაა რომ მე უფრო დისი დრო გავატარე დედასთან ვიდრე ჩემმა ძმამ!-შემოვბრუნდი და წამოვედი, ახლა ჩემი ბინის კართან ვდგავარ, არ შემეძლო იქ გაჩერება სადაც ჩემი დედიკო ცხოვრობდა, იქ ყველა კუთხეში ის მელანდება, ყველგან მისი სუნია. უდიდეს სევდას ვგრძნობ, ჩემი ძმაც შემეცოდა და ამიტომ გადმოვედი ამ ბინაში, ისედაც ვაპირებდი აქ გადმოსვლას. მალევე შევედი ბინაში, კარი გადავკეტე, ლუკას ოთახში შევიხედე, ჩასძინებოდა, მივუახლოვდი შუბლზე ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი, გამოვიცვალე და ლოგინზე წამოვწექი, ერთი-ორი წვეთი ცრემლი მაინც გადმომვარდა, ვეღარ შევაჩერე, საბანი გადავიფარე და დედიკოს სამყაროში გადავეშვით.
მაღვიძარა მაღვიძებს, ეს იმის ნიშანია, რომ ლუკას და ჩემი ადგომის დროა. ვდგები და ჩემი ძმის ოთახში შევდივარ
-ჰეი, ჰეი ლუკ-ფრთხილად ვაღვიძებ-ლუკააჩოოო-წავიღიღინე- ადე რა-შუბლზე ვკოცნი და სამზარეულოში გავდივარ, ჩემი ძმის საყვარელ საუზმეს ყიყლიყოს და ჩაის ვამზადებ და გავძახი-ლუკკ, გამო საუზმე მზადაა-იქედან ლუკას ბუზღუნი მესმის
-ელენე, იცოდე თუ კიდევ…-უცებ შეჩერდა და სახე მაგიდისაკენ გააბრუნა-ყიყლიყოო-დაიძახა გახარებულმა და მაგიდისკენ წავიდა, მაგრამ მე ხომ ჰიგიენის დესოფალი ვარ, ჰო და..
-ხელ-პირი დაიბანე
-აუ არა რა, გაცივდება-ბუზღუნებს და საცოდავი თვალებით მიყურებს, მუდამ ჭრის ეს თვალები, თუმცა ახლა არა, ახლა არ შეიძლება, ახლა დედა აღარ არის ამიტომ მე უნდა ვასწავლო!
-თუ მალე იზავ არ გაცივდება-შუბლზე ვკოცნი და ოთახში შევდივარ, რომ გამოვიცვალო, თორემ გუშინდელის შემდეგ არ გამიხდია, თბილად ჩავიცვი, ყელიანი “ფართხუნა” სვიტრი და თბილი “ფართხუნა” შარვალი და ოთახიდან გავედი, ლუკას უკვე დაუწყია საუზმობა, მეც თავზე ვაკოცე და შევუერთდი
-გეყოფა რა, რატო მკოცნი თავზე, შუბლზე, დებილი ხო არა ვარ არა?-თავისებურად წაიბუზღუნა
-დებილი არა, მაგრამ ჩემი ანგელოზი ხარ-ვუთხარი და ისევ შუბლზე ვაკოცე ღიმილით, იმასაც საყვარლად გაეცინა, ეს რომ არ მყავდეს ალბათ მოვკვდებოდი-და პირგამოტენილი ნუ საუბრობ ეს უზრდელობა და უპატივცემულობაა, ახლა ადექი შეელიე ამ ყიყლიყოს, სკოლაში უნდა წაგიყვანო
-აუ არ მინდა რა, არ უნდა იზრუნო შენ ჩემზე, შენი თავი გყავს შენ, ჰო და მასზე იზრუნე!-გამიკვირდა? სისულელეა, ის სულ ასეთი ბუზღუნა იყო
-რატომ ასე კატეგორიულად? დროზე ადექი თორი აღარ გაჭმევ ყიყლიყოს-გამეცინა და ისევ თავზე ვაკოცე, ჩემი ჩანთა ავიღე და ჯერ კიდევ მაგიდასთან მჯდომ ლუკას გავძახე-დროზე ისიც თავისი ჩანთით გამორბის, ერთი ყიყლიყო ერთ ხელში უკავია, მეორე მეორეში, მის შემხედვარე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია. ჩემს ფერარში ვჯდებით (რომელიც ჩემი უფროსის ცოლმა მაჩუქა დაბადების დღეზე) და სკოლისაკენ მივემართებით, გზაში ყიყლიყოს ჭამასაც ასრულებს და კმაყოფილი სახით მიყურებს
-შენზე გემრიელი ხელი, არავის არ აქვს მთელს დედამიწაზე-მეუბნება, ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და მკოცნის, მეც თმებს ვუჩეჩ და ღიმილით ვაჩერებ მანქანას
-მიდი გადახტი უცებ და იცოდე დღეს ყველა გაკვეთილს ესწრები, არავის აბრაზებ და მომწერე ხოლმე
-ოქეი ბიგ სის-ამბობს სიცილით და გადადის მანქანიდან, რა ბოთეა
-ჰეი ლუკ-ისიც იხედება და მეც წყლის ბოთლს ვესვრი, იჭერს და მადლიერი მზერით მიყურებს, მე ღიმილით ვაქნევ თავს და სამსახურისკენ მივდივარ, გზაში კი შემთხვევით პატარა ავარია მომდის, ჯანდაბა ამის დრო იყო? მანქანა გადავაყენე და გადმოვედი, იმ მანქანის ერთ-ერთი წინა კარი გამოვაღე და დავჯექი, არც შემიხედავს მძღოლისთვის ჩანთაში ქექვა დავიწყე და ფურცელზე ჩემი ნომერი დავუწერე
-ინებეთ, საღამოს შემეხმიანეთ, და გაგიკეთებთ ამ მანქანას-საჭესთან მჯდომს შევხედე და ძალიან მეცნო, თუმცა დრო მართლა არ მქონდა, სასწრაფოდ გადავედი და ისევ ჩემს მანქანში ჩავჯექი და სამსახურის კარიც ზუსტ დროზე შევაღე
-გამარჯობათ?-მისაღემბში მსხდომ რამდენიმე გოგონას მივესალმე, დღეს გასაუბრებაზე არიან, ერთ-ერთი ამ კომპანიის მეწილე ჩამოვიდა ლონდონიდან და მდივანს ვურჩევ, არ ვიცი რატომ, თუმცა ეს მე დამავალეს.
პირველი გოგონა შემოდის და მისი ჩაცმულობის სტილი მაკვირვებს
-უკაცრავად თქვენი სახელი ქალბატონო?-თავაზიანად ვეკითხები, ისიც სკამზე ჯდება და იწყებს
-გამოცდილება მაქვს, შესანიშნავი მდივანი გახლავართ, თან მითუმეტეს კაცებისთვის, ხელფასი მომეწონა და იმიტომ მოვედი
-ქალბატონო მე სახელი გკითხეთ-ერთი ამრეზით გადმომხედა და მიპასუხა
-ლულუ
-რამდენი წლის ბრძანდებით?
-ოცდა ჩვიდმეტის-ისევ ისე მიყურებს თითქოს რამეს ვუშავებ
-ქალბატონო ლულუ რამე დაგიშავეთ? რატომ მიბრაზდებით?-ვეკითხები გულწრფელად
-დამიშავე რომელია, უსიმპათიურესი მამაკაცის მდივანი ბრძანდები
-ეს თქვენი საქმე არ არის, თქვენ სულ ასე დადიხართ?-ტანსაცმელზე ვანიშნე
-აბა შენსავით ორმოცი წლის ქალივით ხომ არ ჩავიცვამ-მიღრენს და არ ჩერდება, ახლა რაღაცას დავმართებ ამ ქალს, მობილურის ხმა მაჩერებს, რომ დავხედე ჩემი ძმა იყო, ამას ვერ გავუთიშავდი, ამ ანგელოზს ვერა
-თუ შეიძლება ორი წუთით მადროვეთ
-ვინ არის?-მეკითხება და ჩემა მობილურს დაჰყურებს
-ჩემი ძმაა ქალბატონო
-სიმპათიურია?-აღარ ვუსმენ სასწრაფოდ ვიღებ ტელეფონს და კაბინეტიდან გავდივარ
-გისმენ ლუკა-ვპასუხობ მშვიდი ტონით
-ჰეი ცუნცულ რას შვრები? დღეს საღამოს მე და ჩვენი მეგობარი დაგხვდებით სახლში და გეხვეწები ყიყლიყოს გაკეთება ასწავლე რა, ძაან გთხოვ
-ლუკა ზარის ხმაა, შედი გაკვეთილზე, ვასწავლი, შენთან ერთად ვასწავლი, როგორ უნდა გააკეთოს ყიყლიუო, ახლა დაწყნარდი და გაკვეთილს დაესწარი-სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ და ისევ კაბინეტში შევდევარ გაბრწყინებული სახით
-შენ ორი წუთი თქვი, მაგრამ ორი წუთი და ოცდაათი წამი დაგჭირდა-ვაიგნორებ
-სად სწავლობდით ქალბატონო ლულუ?
-თბილისში-კიდევ უფრო გამეღიმა
-მე ფაკულტეტი და უნივერსიტეტი ვიგულისცმე
-რატომ იღიმით?-მეკითხება თუმცა ვაიგნორებ
-კითხვაზე პასუხი გამეცით-ვეკითხები ღიმილით
-სკოლაში ცხრა კლასი ვსწავლობდი, შემდეგ კოლეჯში ვსწავლობდი…..-არც დავასრულებინე
-თქვენი კანდიდატურა არც განიხილება, არ აგიყვანთ!-ვეუბნები კიდევ უფრო დიდი ღიმილით
-შერცხვეს დედაშენს შენნაირი ვირის შვილი რომ ჰყავს-აქ უკვე მართლა ზედმწტი მოუვიდა, იქ შემწხო სადაც არ უნდა შემხებოდა, იმას შეეხო ვისაც არ უნსა შეხებოდა
-შენს ადგილას ენას კბილს დავაჭერდი, იცოდე შენი ადგილი, დედაჩემს კი არა შენ უნდა შეგრცხვეს შენი თავის, არც განათლება გაქვს არც გამოცდილება, მხოლოდ ის გადარდებთ რამდენად სიმპათიური იქნება შენი უფროსი, ადექი და ისწავლე თორემ დაბერდები და შვიდი შვლი გეყოლება, არც იცი რომელი ვისგან, პურის ფული არ გექნება როცა მე ფუფუნებაში ვიცხოვრებ, კეთილი ინებე და შეირგე ის თავაზიანობა რაც მე გამოვავლინე შენს მიმართ, დარწმუნებული ვარ არც იცი როგორია თავაზიანად საუბარი, ახლა ადექი და გაეთრიე სანამ დაცვას არ გამოვუძახე და შემდეგში დაფიქრდი ვის რას ეუბნები, რადგან დედამიწაზე მცხოვრებ ოთხმოცდა ცამეტ პროცენტს შენი განადგურება შეუძლია, ასე რომ მოშორდი! მგონი შენი სიტყვებით აგიხსენი-კარისკენ გავიხედე, იქ კი გაკვირვებული ბიჭი დგას და გვისმენს, არა უფრო სიამაყით სავსე თვალები აქვს ვიდრე გაკვირვებული, ეს ქალი ტოვებს ოთახს ამ უცნობს კი ვუყურებ და ვხვდები რომ ეს ის ადამიანია ვისაც მანქანა გავუფუჭე
-არ მცალია ბატონო, ხომ გთხოვეთ საღამოს შემეხმიანეთ-თქო , ან საიდან გაიგეთ რომ აქ ვმუშაობ?
თავი 2
-ალბათ იცით, რომ ლონდონიდან ჩამოსულ, კომპანიის მეწილესთვის არჩევთ მდივანს-ნუთუ? კარგი რა, ასეთები მე რატომ მემართება, ახლა უფროსის მანქანა გავაფუჭე, ხვალ უფროსს გავაფუჭებ და ზეგ სამსახურს დავკარგავ. ნერვიულად გადავისვი თავზე ხელი და სკამისკენ ვანიშნე
-დაბრძანდით, დაესწრებით გასაუბრებას?
-რა თქმა უნდა-ამბობს უცნაური სახით, თითქოს მკაცრია მაგრამ გაღიმება უნდა, არადა ძალიან მეცნობა, მინდა ვკითხო სადმე ხომ არ შევხვედრილვართ, მაგრამ მერიდება, ამიტომ შემდეგ გოგონას ვუხმობ, შემოდის დახეული ჯინსითა და მწვანე პერანგით, ზედა ორი ღილი შეხსნილი აქვს, მეღიმება, ჩემს ძმას მოსწონს ასეთი გოგონები, თმები ღია ყავისფერი აქვს
-თქვენი სახელი, ასაკი და გამოცდილება თუ შეიძლება-ვეკითხები ღიმილით და მის თითებს ვაკვირდები, როგორ მინდა ჭკვიანი აღმოჩნდეს
-ბარბარე, ოცდაერთი წლის, გამოცდილება არ მაქვს-ოთხი წლით უფროსია, არადა როგორ მინდოდა სარძლოდ
-რაზე სწავლობთ?
-მომავალი თარჯიმანი ვარ-ისე ამაყად მიცხადებს გულში ვხითხითებ, უფროსს გადავხედე, რომელსაც ნაპერწკლები უთამაშებს თვალებში.
-ბატ..-ახლა გავაცნობიერე რომ მისი სახელიც არ ვიცი-უფროსო რას იტყვით? რაიმე კითხვა ხომ არ გაქვთ?-მან ეჭვისთვალით შეათვალიერა გოგონა და კითხვა დასვა
-თქვენ სამსახიურში დახეული ჯინსებით ივლით?
-დიახ-იმანაც მორიდებით უპასუხა და შემდეგ მე შემომხედა და მივხვდი ჩემს შარვალს რომ აკვირდებოდა, დიდი ამბავი ორი ზომით დიდი შარვალი თუ მაცვია
-კარგით, დავფიქრდებით, რომ გახვალთ შემდეგს დაუძახეთ თუ შეიძლება-ვუთხარი და ტელეფონს დავხედე, ლუკამ მომწერა
《დამრიგებელი გიბარებს და შესვენებაზე გამო რა》
《რა დააშავე?》-სასწრაფოდ მივწერე და აწ უკვე შემოსულ გოგონას შევხედე
-დაბრძანდით, თქვენი სახელი, ასაკი, პროფესია,გამოცდილება თუ შეიძლება
-ნინი, ოცდა ცამეტი წლის, ბიზნესზე ვსწავლობდი, მდივნის გამოცდილებაც მაქვს-ჩემი ტელეფონი განათდა, ახლა მხოლოდ ლუკაზე ვფიქრობ, სულ არ მისმენს
-კარგით და სად გიმუშავიათ?
-სკოლაში ვიყავი დირექტორის მდივანი, ასევე ერთ-ერთი ბიზნესმენის მდივანიც გახლდით
-რატომ წამოხვედით ან ერთიდან ან მეორედან?
-სკოლიდან გამომიშვეს, რადგან დირექტორს მდივანი რომ ჰყავს ეს უცნაური იყო და მასწავლებლები და სასწავლო ნაწილი დირექტორს დაელაპარაკა, ხოლო მეორე სამსახურში ხელფასი არ მაკმაყოფილებდა
-გასაგებია თუ თქვენი აყვანა გადავწყვიტეთ დაგიკავშირდებით, რომ გახვალთ, შემდეგს დაუძახეთ თუ არ შეწუხდებით-სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი და სანამ კიდევ ვინმე შემოვიდოდა ლუკას ესემესი წავიკითხე
《ვიჩხუბე》-გული შემიწუხდა, თავზე ნერვიულად გადავისვი ხელი და ღრმად ამოვისუნთქე, ახლად შემოსულ გოგონას დავაკვირდი, მასაც იგიბე კითხვები დავუსვი და დანარჩენ ოთხსაც, ბოლოს კი უფროსს შევხედე
-თქვენი სახელი უფროსო?-მორიდებულად ვკითხე და სივები თაროზე დავდე
-აკო
-ღადაობ? ჩემი აკო?
-როგორც იქნა მიცანი-გაეღიმა და გადამეხვია
-როგორ შეცვლილხარ
-ჰო
-შესვენების მერე გნახავ რა, ახლა ლუკასთან უნდა გავიქცე
-როგორც გნებავთ ჩემო პრინცესავ-გამიღიმა და თვალებით კარისაკენ მანიშნა, სასწრაფოდ ავიღე მანქანის გასაღები, ჩანთა და სკოლის გზას დავადექი, სასწრაფოდ შევაღე სკოლის კარი და ლუკას დამრიგებელი მოვნახე
-მიბარებდით ქალბატონო დალი?
-კი შვილო, მოდი, დაჯექი-მის წინ დავჯექი და გულ აჩქარებული დაველოდე იმ სემინარს თუ როგორ უნდა ვასწავლო ლუკას ,რა არის სწორი და რა არასწორი
-მესმის შვილო რომ პატარა ხარ, მაგრამ ლუკა კიდევ უფრო პატარა, ძალიან გთხოვ შემდეგში ასწავლე რომ არ შეიძლება სკოლაში ჩხუბი
-ქალბატონო დალი, თუ შეიძლება ლუკაც და დაზარალებული და მისი მშობელიც დაესწროს ამ საუბარს, მაინტერესებს რატომ იჩხუბა ჩემმა ძმამ
-კარგი შვილო-მეალევე შემოვიდნენ სამივე მათგანი, ლუკა თვალებში ვერც მიყურებდა, მე კი დაზარალებულს შევხედე, თუმცა რაღაც დაზარალებული ლუკა უფრო ჩანდა, ამიტომ იმ ბიჭს..
-თქვენი სახელი ახალგაზრდავ-მივმართე ბიჭს
-ალექსი
-ბატონო ალექს, თუ შეიძლება მომიყევით რატომ დაიწყეთ ჩხუბი?
-რა აზრი აქვს ამას? ვერ ხედავთ რომ ჩემი შვილი თქვენმა სცემა?
-ქალბატონო ნერვები დაიოკეთ და ადეკვატურად მოიქეცით, ჯერ გაარკვიეთ რა მოხდა, შემდეგ კი ვინც საჭიროა ის დაისჯება, ჩემზე უფროსი ბრძანდებით და მე არ უნდა გასწავლიდეთ ამას, ახლა კი გისმეთ ალექს-ამ სიტყვების შემდეგ დარწმუნებული ვარ ნამუსიანი ადამიანი არ მომატყუებს, არც შევმცდარვარ, თავი დახარა და ჩუმად აღიარა სიმართლე
-ჩემი ბრალი იყო, ლუკას თემების რვეული კანალიზაციაში ჩავუგდე და შეურაცყოფა მივაყენე-იმდენად ჩუმად ამბობს რომ ძლივს მესმის, თუმცა მესმი, მასთან მივდივარ და თმებს ღიმილით ვუჩეჩ
-მიხარია რომ სიმართლე აღიარე, იმედია ასეთი რამ აღარ განმეორდება, იცოდე რომ ასე უმიზეზოდ მიაყენო შეურაცყოფა, არ შეიძლება, არც ვინმეს ნაწვალები თემების გადაყრა არ შეიძლება
-კარგით ქალბატონო-მითხრა თავდახრილმა ახლა კი დედამისს გადავხედე
-ამას თქვენს შვილს თქვენ უნდა უხსნიდეთ, ძალიან გთხოვთ არ დასაჯოთ, ახლა ისწავლის რა არის სწორი და რა არასწორი-ლუკას შევხედე და ისევ თავდახრილი იდგა-ლუკა გამომყევი, ქალბატონო დალი ჩვენ გავალთ
-კარგი შვილო როგორც გინდათ-მანქანაში როგორ კი ჩავჯექით უკანა სკამიდან პირველადი დახმარების ყუთი ავიღე, მუდამ მიდევს ასეთი რამ მანქანაში, ჩანთაშიც მაქვს პატარა ყუთი და სახლშიც
-მოწიე სახე და მითხარი რა გითხრა-სახე უფრო ახლოს მომიწია, მეც სპირტიანი ბამბით ვუწმენდდი სისხლიან ადგილებს და თან სულს ვუბერავდი
-არაფერი ისეთი, ოროსანი მეძახა და შენზე თქვა ერთი-ორი სიტყვა-გამეღიმა
-მეორედ ჩემს გამო კი არა, საკუთარი თავის გამო იჩხუბე, მაგრამ ყოველთვის ეცადე ცივილურად მოაგვარო პრობლება, ტყიური არ ხარ, შენ გაიზარდე ბინაში და შენ გაგაჩნია სიტყვები, ამიტომ შემდეგში ხელით რტყმაზე არ გადახვიდე, ბოლო წამამდე ეცადე სიტყვით შეაგნებინო-ვეუბნები და სახლში მიმყავს
-უი აკო ჩამოვიდა, იცოდი?
-კი დაიკუნა, დღეს აკოზე ვამბობდი საღამოს ჩვენი მეგობარი მოვა-თქო
-კარგი, მე და აკო ერთად მოვალთ, შენ კი გვიანობამდე არ იბოდიალო მეგობრებთან ერთად
-ოქეი
-მიდი შეცუნცულდი და საღამოს დაპირებას შეგიარულებ-შუბლზე ვკოცნი და ისიც თავისებური ბუზღუნით გადადის, მე კი ისევ სამსახურში ვბრუნდები
-ბატონო თენგიზ, გასაუბრებაც და ჩემი შესვენებაც დასრულდა, რამე ხომ არ გნებავთ?-ჩემი უფროსის კაბინეტში შევდივარ
-ყავა გამიკეთე შვილო და ეს საბუთები გადამითარგმნე რა
-ახლავე ბატონო თენგიზ-საბუთები გამოვართვი და გამოვედი, უცებ ყავა გავაკეთე და ბატონ თენგიზს შევუტანე-საბუთები როდისთვის გჭირდებათ?
-ზეგამდე დრო გაქვს, ძალიან გთხოვ სანამ აკოს მდივანს აუყვან, შენ დაეხმარე კარგი?
-კარგით ბატონო თენგიზ-ახლა მეორე "უფროსის" კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ და თანხმობის შემდეგ შევდივარ
-რა გნებავთ ქალბატონო მეგობარო?-ამოიხედა და გამიღიმა
-აკო, ჩვენ ახლა ვართ სამსახურში, არანაირი პრიორიტეტები
-კარგი ხო, რა გნებავთ?
-ეს თქვენ ხომ არ გნებავთ რამე?
-არა…..ანდაც, უცხო ენა ხო იცი?
-დიახ, ინგლისური, იტალიური, ფრანგული და იაპონური
-მაშინ აი ეს დოკუმენტები გადამითარგმე ხვალამდე
-ბატონო აკო, ეს ძალიან ბევრია, ხვალამდე როგორ მოვასწრო
-ძალიან მჭირდება, ამას თუ ვერ გავიგებ ძალიან დიდ შარში გავეხვევით
-კარგით, გასაგებია, სხვა ხომ არ გნებავთ რამე?
-ლიმნიანი ჩაი თუ შეიძლება და ჩემთვის მაგიდა დაჯავშნე ხვალ რვა საათზე xxxxxx ამ რესტორანში
-გასაგებია, რამდენი კაცისთვის?
-სამისთვის
-კარგით, ახლავე მოვიტანთ ჩაის-უცებ გავაკეთე ჩაი და შევუტანე, საბუთები გამოვართვი და რესტორანში ადგილი დავუჯავშნე, შემდეგ კი ბატონი აკოს საბუთების თარგმნა დავიწყე, მართლა არ ვიცი როგორ უნდა მოვასწრო, თმა ფანქრით დავიმაგრე, ფეხები სკამშე შემოვიკეცე და ისევ საბუთებს მივუბრუნდი, დრო ისე მალე გავიდა ვერ შევნიშნე, ტელეფონის ზარმა შემატყობინარომ სამსახურის დრო უკვე ორი საათია დამთავრდა
-გისმენ ლუკ
-ხომ კარგად ხარ ელე?-აშკარად ანერვიულებული ხმა ჰქონდა
-კი, კი, ბოდიში მუშაობას შევყევი, ახლავე წამოვალ-ვეუბნები, ჩემს ნივთებს და საბუთებს ვიღებ, აკოს ოთახის კარზე ვაკაკუნებ
-შემოდით
-აკო წავედით, ჩემი ძმა გელის-ვეუბნები ღიმილით-ორივე გავდივართ და ჩემს მანქანაში ვჯდებით
-რას შვრებოდით სანამ არ ვიყავი?
-არაფერს განსაკუთრებულს, ცოტა ხნის წინ დედაჩემი გარდაიცვალა
-მართლა? ძალიან ვწუხვარ, ხვალ აუცილებლად გავალ მის საფლავზე-ცოტა გამიკვირდა, აკოს ასეთი რეაქცია არ ექნებოდა, მართლა ძალიან შეიცვალა-ჩემს ბინასთანაც მივედით, აკო აკაკუნრბს
-ვაჰჰ, აკო ძმაო-გადაეხვივნენ ერთმანეთს-შემოდით-შევედით და მისაღებ ოთახში მოვკალათდით ყველანი
-მომწონს თქვენი ბინა, რაღაცნაირად კომფორტულია
-ჰო, ეს ჩემი დის დამსახურებაა, არანაირი კლასიკა, უბრალოდ დახვეწილი კომფორტი
-მოიცათ რა, რა დროს ბინის გაჭორვაა-ვეჭრები მათ საუბარში ღიმილით-მოყევი ახლა, ვინმე არ გამოჩნდა?
-მოიცა რა, მაგას სჯობს კიდევ ბინა გავჭოროთ-მაწყვეტინებს ჩემი ძმა-ელენე ჩაი გამიკეთე გთხოვ
-აკო შენ ხომ არ გინდა ჩაი ან ყავა, ან კაკაო
-არა არაფერი არ მინდა
-კარგი-ავდექი და ჩემი ძმისთვის ჩაი მოვამზადე, ნამცხვარი დავჭერი და თეფშები გავიტანე
-აკო ამ საღამოს აქ დარჩები?
-კი, რატომაც არა
-კარგი, მაშინ ლოგინს გაგიშლი
-არა, შენთან დავიძინებ, შენი ამბები მომიყევი, როგორც ადრე
-როგორც ადრე?-არ მახსოვს
-კარგი, ლოგინი გამიშალე ელენე, მელამე საძინებელი გაქვთ?
-კი არის-განახო?
-არა მივაგნებ მე-ნეტავ რა ეწყინა

------------

მომენატრეთ♡♡. კრიტიკა არ დაიშუროთ



№1  offline წევრი Megioki

ვააჰ, საინტერესო ჩანს. ❤️ წავიკითხავ აუცილებლად და ჩემს აზრსაც დავწერ.

თან, როგორც ვნახე ახალი თავიც დადე. ასე რომ წავედი :დდ

 


Megioki
ვააჰ, საინტერესო ჩანს. ❤️ წავიკითხავ აუცილებლად და ჩემს აზრსაც დავწერ.

თან, როგორც ვნახე ახალი თავიც დადე. ასე რომ წავედი :დდ

ძაან მესაყვარლები ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent