შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფერის გაორება 3, 4 თავი


5-05-2021, 22:32
ნანახია 393

თავი 3
-მოდი ელე, იცი რა ამბავი მომიყვა აკომ?
-აბა?
-სკოლის პირველ დღეს რომ მიხვედი და უთხარი, უკვე დიდი ვარ და ცოლად მოგყვებიო-გადავიხარხარე, იმდენს ვიცინოდი მუცელი მტკიოდა
-გაგახსენდი ბამბის ქულა ხო?-ავათვალიერე, ძალიან გასიმპათიურებულა
-მოდი აქ-ჩავეხუტე, ისეთი თბილი მეჩვენა ამ ზამთარში, მისი გაშვება არ მინდოდა
-აბა როგორ ხარ მძინარე მზეთიუნახავო?-ახსოვსს, უკვე მეცინება

*გახსენება*
-არ იღვიძებს აკო, არა, ბომბი რომც აუფეთქო ახლა ეს არ გაიღვიძებს
-კარგი რა, ახალი წელი შემოდის ლუკა, მიდი დედაშენს დაუძახე, იქნებ გააღვიძოს
-აზრი არ აქვს, არ გაიღვიძებს
-თამუნა დეიდააააა, ელენე გააღვიძეთ, ზუსტად ერთ წუთში ახალი წელია--სამსარეულოდან დედაჩემი გამოდის ღიმილით და აკოს ეუბნება
-არ გაიღვიძებს, ამიტომ ძალიან გთხოვთ ბიჭებო, თავი დაანებეთ
-აუ მოდი გავპასტოთ აკო
-არა! ცოდოა
-დედა სასიძო გეზრდება თვალწინ
-შე ათი წლის ღლაპო-ეუბნება სიცილით და თმებს უჩეჩს- გილოცავ ახალ წელს, მიდი მომე ასაფეთქებლები, მალე გავაღვიძებთ და მივულოცავთ ახალ წელს
-მოდი ნიზლი არ გაიღვიძებს
-ბიჭო ხმაურია, უეჭველი გაიღვიძებს
-დავნიძლავდეთ
-ბაზარი არაა
-თუ მოვიგე გავპასტავთ
-და თუ მე მოვიგე?
-ერთ სურვილს გისურვებ
-შევთანხმდით-ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, ვიცოდი რომ არ გაიღვიძებდა ამიტომაც ფერადი კალმები მოვიმარჯვე, როდესაც ხმაური შეწყდა დიდი იმედით აკვირდება აკო ელენეს, მაგრამ ელენე მხოლოდ გვერდ იცვლის და ბალიშს სროლობს, ესეც ერთი მისი ჩვევა, ვერ იტანს ლოგინში ბალიშს, ეს ბალიში კი აკოს ხვდება, დედაჩემი, მე და აკოს დედ-მამა ამ სანახაობით ვკვდებით სიცილით
-მოიტანე პასტები, მე ამას ვუჩვენებ სეირს-იმდენი რამ დავახატეთ რომ სახეზე ადგილი აღარ იყო, მშობლებმაც მიიღეს მონაწილეობა და ბოლო ხმაზე ვხარხარებდით. დილით დიდის ამბით ველოდებით როდის გაიღვიძებს, თუმცა ქალბატონმა ღამის რვა საათზე გაიღვიძა და მისაღებში გამოვიდა და იკითხა
-უკვე მოვიდა ახალი წელი?-ყველა დავიხოცეთ სიცილით, მიუხედავად იმისა რომ მელანი მოშორებოდა და სახე ისევ სუფთა ჰქონდა
-მოდი დედი დამიჯექი, გუშინ ღამით მოვიდაა ახალი წელი, ახლა კი პირველი იანვრის რვა საათია
-აუ საჩუქრები მომეცით მერე, მეც მაქვს, მაცა გამოგიტანთ-ოთახში რომ შევიდა, დიდხანს აღარ გამოსულა გამიკვირდა და შევიხედე
-აუუუუუ, პროსტა მოდით, შეხედეთ-გავიგუდე სიცილით და ყველას ვეძახი-დეეეეე აკოოოოოო, ნანა დეიდააა, ირაკლი ბიძიაააააა, მოდითთ-ისინიც მოვიდნენ და ელენე ისევ საწოლში მძინარე რომ დაინახეს ისევ ყველას გაგვეცინა


*ახლა*
-ვის არ მოსვლია-ვამბობ დარცხვენილი
-ჰო აბა რა, ყველას ასე გვემართება კაცო თან ახალ წელს-ასიცილით ამბობს აკო
-მოიცა რა, ნამცხვარი ჭამე-ვეუბნები და ნამცხვარი მის თეფშზე გადმომაქვს
-რისია?
-შოკოლადის, სხვა რისი ექნება ამას-ლუკა მასწრებსთქმას
-კაი შევჭამ
-ვაიმე უშოკოლადო ნამცხვარს აღარ ვიკადრებთ?-ლუკა იწვრილებს ხმას, სახეს ქალივით მანჭავს და ხელი გულთან მიაქვს-მეცინება და სამზარეულოში გავდივარ, წყალს ვსვამ და ისევ მოგონებებში გადავეშვი

*გახსენება*

-აკო, აკო-გავძახი დიდი სიხარულით
-რა იყო?
-აკო, მალე პატარა ძმა მეყოლება იცი?-ვამბობ და სიხარულით ვეხუტები
-რა კარგია, გილოცავ ჩემო მოკაზმულო ნაძვის ხევ
-ჩემი ბამბის ქულა, მალე კიდევ ახალი ვიღაც გვეყოლება, ხომ მაგარია?
-უმაგრესია-ამბობს და ლოყაზე მკოცნის

*ახლა*

-შენ არ შეჭამ?-კითხულობს გაკვირვებული აკო
-მეეე, მე რაც შუშანიკის წამება წავიკითხე და გავიგე რომ კაცები და ქალები ცალ ცალკე ჭამენ, მეც ასე ვიქცევი-ვამბობ სრული სერიოზულობით, ჩემი ძმა სიცილს ძლივს იკავებს, ხოლო აკო გაკვირვებული იყურება
-მართლა?
-რა მართლა ექვსის მერე არ ვჭამ, ჭამეთ მიდით-ვამბობ სიცილით და ჩემი ძმაც სიცილდ ვერ იკავებს
-მაგრად გეკაიფებიან ძმაო
-რა ძმაო, შენი ჭირიმე, მამისტოლა კაცი ვარ
-და რამდენი წლის ხარ?
-ოცდა თერთმეტის-დავასწარი აკოს და მაშინვე ენაზე ვიკბინე, ჩემმა ძმამ გაკვირვებულმა შემომხედა, აკომ გი გაღიმებული, ლუკა აკოს უბრუნდება, მე კი ჩემს ოთახში გავდივარ, უნდა გამივიცვალო თორემ ასე მგონია ჯერ კიდევ გარეთ ვარ. პირდაპირ საღამურები ჩავიცვი, საერთოდ არ მომრიდებია არავისი, ანდაც ვისი უნდა მომრიდებოდა? გავედი ჩემი საღამურით, მაინც ყველამ იცის ჩემი ამბავი, ხალთს მე არ ვხმარობ, საღამური კი ბავშვური მაქვს, მგონი არცერთ ასაკში არ არის სასირცხვილო მულთფილმების ყურება, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, მაგიდათან დავჯექი და აკოს საბუთები ავიღე
-ელე გვიანობამდე არ იმუშავო-ჩემი მზრუნველი
-კარგი, მიდი შენ აკო დაგეხმარება მათემატიკაში-ისე ვუთხარი არც შემიხედავს, სამაგიეროდ აკომ გამომხედა და მივხვდი რომ გაეღიმა. თუმცა უკომენტაროდ დავტოვე
-აუ გეყოს რა-ხელი აიქნია ლუკამ
-აკო ხომ დაეხმარები?-ვკითხე და მათკენაც გავიხედე
-კი რა პრობლემაა, ჰო და ახლა აქვს დასაწერი მათემატიკა, შემდეგ ჩემთან მოვა და ინგლისურსაც დავწერთ!-კატეგორიული ვიყავი, ყოველთვის როცა საქმე ლუკას სწავლას ეხება, არ მივდივარ დათმობაზე
-კაი რა, მეგობარი ჩამოვიდა, ამდენი ხანია არ გინახავს და შენ მუშაობ და მე სწავლას მაიძულებ
-ხმა!-გაჩუმდა და ბუზღუნი აკოსთან განაგრძო თან ოთახში შევიდნენ რაც იმას ნიშნავდა რომ მათემატიკას მეცადინეობდნენ, მალევე გამოვიდნენ, მეც დავასრულე ამ საბუთების გადათარგმნა
-აი აიღე, საბუთები მზადაა, გადახედე, სანამ მე ლუკას დავეხმარები, მერე კი განვაგრძოთ ბატონო სიცილ ხარხარი
-კაი მიდი უცებ-მეც შევედი ლუკასთან, არ ჰქონდა მარტივი პროგრამა, ამიტომაც რთულად იგებდა, თუმცა როდესაც გაიგებდა შემდეგ თავი ყველაზე ჭკვიანი ეგონა, ვიცი ასეთ ასაკში არავინ იბარებს გაკვეთილებს, განსაკუთრებით ბიჭისას, თუმცა მე სხვა ვარ, მან უნდა ისწავლოს და მე მის გაკვეთილებს ჩავიბარებ, არ მაინტერესებს რომელი საუკენეა და ვინ რას ფიქრობს! ახლა ლუკა დღევანდელ ამბებს ინგლისურად მიყვება, მეც მეძინება
-კარგი ლუკა, საკმარისია მეძინება
-კაი მიდი გადი შენს ოთახში-მითხრა და მისაღებში ერთად გავედით, თვალებს ვიფშვნეტდი და აკოს ვესაუბრებოდი
-აკო შენს საძინებელს ლუკა გაჩვენებს, ახალი თეთრეულია გადაკრული არ შეგეშინდეს-ვამბობ ღიმილით და ვამთქნარებ-მე ვიძინებ, ტკბილი ძილი და ჰო, ორივე მალე დაწექით, ღამის ძილი საჭირო რამ არის, ტვინიც დაასვენეთ

*აკო*

-სულ ასეთია?-ვეკითხები ლუკას
-აუ კიი და მარტო ჩემთან კი არა, ყველასთან, ყველას ორი წლის ბავშვივით ექცევა, ყველას რაღაცას ასწავლის და ვინც აბრაზებს ყველას მიწასთან ასწორებს-მეუბნება აშკარად გახალისებული, მე კი ძალიან მიხარია ასეთი რომ არის
-კბილები გამოიხეხეთ ისე არ დაწვეთ-უცებ გამოყო თავი ოთახიდან ელენემ, შემდეგ ისევ შევიდა და ალბათ დაიძინა
-ხომ გეუბნები, დღეს ჩხუბი მომივიდა და სკოლაში მოვიდა, ვისთანაც ჩხუბი მომივიდა იმას თავზე ხელი გადაუსვა, ჭკუა დაარიგა და დედამისი ფაქტიურად მიწასთან გაასწორა, თქვენს შვილს ასწავლეთ სწორი და არასწორიო
-მერე ეს კარგი არ არის?
-არის, მაგრამ მართლა ორი წლის ბავშვები ხომ არ არიან მის ირგვლივ
-ჩემი აზრით ბედნიერი უნდა იყო ასეთი და რომ გყავს
-კი, მე ძალიან ბედნიერი ვარ, შენ რას შვრებოდი? შეყვარებული გყავს?
-არა ლუკა, მხოლოდ მოკლევადიანი ურთიერთობები მაქვს გოგოებთან
-აჰ
-და შენ ან შენს დას? გყავთ რომელიმეს შეყვარებული?-ცოტა არ იყოს, ავღელდი
-მე არა, მაგრამ...
-მაგრამ?
-მაგრამ ელენეს...
-ელენეს?
-მაგრამ ელენესაც არ ჰყავს-გაეცინა და ეშმაკურად შემომხედა, მეც გამეცინა
-რა გინდა, მოდი აქ აბაზანა მაჩვენე, კბილები მაქვს გამოსახეხი-ვეუბნები მხიარულად
-მოდი მოდი, აბაზანაში ორი ნიჟარა გვაქვს-აბაზანაში შევედით-ქვედა უჯრა გამოაღე, ახალი კბილის ჯაგრისი გამოიღე და გამოიყენე
-ლუკა ეს ვისი ბინაა?
-ეს ელესია, დაახლოებით ხუთი თვის წინ იყიდა და დაახლოებით ერთი თვის წინ დაასრულა რემონტი
-უყიდეს ალბათ ჰო?-ვეკითხები გაკვირვებული
-ხომ გითხარი იყიდა-თქო, ძვირი დაუჯდა, მაგრამ დიდი ბინაა
-კი ეტყობა, რემონტიც ძვირი დაუჯდებოდა
-კი მარამ საბოლოოდ ის მიიღო რაც უნდოდა
-ჰო შევამჩნიე, კიდევ ვამჩნევ რომ ბევრი იაპონური ნივთი აქვს სახლში, უყვარს იაპონია?-ვკითხე ცნობისმოყვარედ
-ძალიან, ამბობს რომ როცა თვრამეტის გავხდები, ზამთარში იაპონიაში წავალთ ერთი კვირით
-გინდა წასვლა?
-მე?
-ჰო შენ
-კი, უარს რატომ ვიტყვი, წამო შენც თუ გინდა
-იაპონიაში რა მინდა
- კარგი, შენი ნებაა

*ელენე*

დილით ლუკასა და აკოს სიცილმა გამაღვიძა და სამზარეულოში გავედი
-რა ხმამაღლა იცინით, აქ ძინავს ხალხს
-უყურე შენ, მძინერე მზეთუნახავი ისეთივე მძინარა აღარ ყოფილა-ამბობს სიცილით აკო და საცოდავი სახით მიყურებს
-გშია ხო?-ვეკითხები და ლუკას თავზე ვკოცნი
-კი, მაგრად თან
-კარგი რა გინდა? რას ჭამ ხოლმე საუზმედ?-ვეკითხები და ლუკასთვის ყიყლიყოს ვამზადებ ჩაისთან ერთად
-რა ვიცი, რაც მაქვს ხოლმე, ხან რას,ხან რას
-დილით კართოფილი გიჭამია?
-უჰჰ, რამდენჯერ-მპასუხობს ღიმილით, მე კი თავს ვაქნევ
-კუჭს გაუფრთხილდი რა, ასე როგორ შეიძლება, დილით და საღამოს მსუბუქად უნდა მიირთვა
-კარგი ჰო, რას მაჭმევ?
-მაცა ხელ-პირს დავიბან და ბლინებს გაგიკეთებ, ყავა თუ ჩაი?
-ყავა უშაქრო
-კარგი -უცებ მოვიწესრიგე თავი და გავაკეთე ბლინებიც ყავაც, ჩაიც და ყიყლიყოც
-მზადააა-დავიყვირე
-მოვდივართ-შემოვიდნენ დასხდნენ და ჭამა უნდა დაეწყოთ რომ შევაწყვეტინე, დროზე ხელები დაიბანეთ-ისინიც გავიდნენ თავი მოიწესრიგეს და შემდეგ დაბრუნდნენ
-ახლა შევჭამთ
-მოდით, მოდით-ვისაუზმეთ და დრო რომ მოვიდა წასვლის, რა თქმა უმდა ავდექით
-ლუკა ჩანთა აიღე, იცოდე ყველა წიგნი ჩადე, არ შემამოწმებინო!
-აჰამ, კაი-თავი დამიქნია და ოთახიდან ჩანთა გამოიტანა
-აკო, ეგ საბუთები ფაილში ჩადე და ისე წამოიღე-მალევე ჩავიცვით ფეხზე, ქურთუკებიც მოვიცვით და გასვლას ვაპირებდით ლუკას რომ შევხედე, მაშინვე აიღო ქუდი, დაიხურა და ბუზღუნი წამოვიდა ჩვენსკენ
-არა გაგონილა? არ მინდა ქუდი თავს მრგვალს და მსუქანს მიჩენს
-კლასში მოიხსენი ლუკა, უბრალოდ გარეთ გეხუროს რა, არ გამიცივდე ცემო ცქოვლება-შუბლზე ვაკოცე და მანქანაში ჩავჯექით, აკო შენ გამომყევი, შენი მანქანა ჩემს ხელოსანს უნდა მივუყვანოთ
-არა, იყოს მე გავაკეთებ
-ჩემი ბრალი იყო აკო, ამიტომ გთხოვ
-კარგი მაშინ
-აჰამ-ხელოსანსაც მივუყვანეთ მანქანა, ნახევარი ახლა გადავუხადე, და ავუხსენი რა ჰქონდა გასაკეთებელი, აკო ჩემთან ჩავიჯინე და სკოლის გზას დავადექით, სკოლასთან გავაჩერე და ლუკას შევხედე
-ძალიან გთხოვ ხო?-მიხვდა, ჩემი ერთადერთი ბიჭი მიმიხვდა
-კარგი ელე
-რა იყო ეს?
-რაზე მეკითხები
-არაფერი, დაივიწყე
-წადი გადაშენდი-ვეუბნები სიცილით
-შენი აზრით როგორი და ვარ?
-შესანიშნავი, თუმცა მე თუ მკითხავ ლუკას ცოტა თავისუფლება უნდა მისცე, სწავლაც ასე არ დააძალო, რამდენი წლისაა უკვე
-ესეიგი თავისუფლება
-სწავლაც
-ჩუ შენ, ძაან გთხოვ ლუკას ჰკითხე რა, იქნებ შეყვარებული ჰყავს და ვერ მეუბნება? ან რამე ხომ არ სჭირდება? ჯიბის ფული თუ ჰყოფნის ან რამე ჰკითხე გთხოვ კარგი?
-კარგი ვკითხავ
-ძალიან კარგი ბატონო აკო-უკვე სამსახურთან მდგარმა ღიმილით გადავხედე და თმები ავუჩეჩე, თვალები დახუჭა, დამავიწყდა რომ არ სიამოვნებს როცამის თმას ეხებიან
-ბოდიში, უბრალოდ ჩვევაა
-არაუშავს

თავი 4

შევდივართ ოფისში, მე ჩემს კაბინეტში, აკო თავისაში, მალევე მეძახისბატონი თენგიზი
-გისმენთ ბატონო თენგიზ?
-შვილო შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს
-გისმენთ
-აკოს მოსწონხარ როგორც მდივანი და არ უნდა სხვა, არც მე მინდა შენი გაშვება, შენნაირ კადრს ვერ ვიშოვი, ჰო და რას იტყვი ორივეს მდივანი რომ იყო? ხელფასიც გაგიორმაგდება რა თქმა უნდა
-გამიორმაგდება-ბანკში ვალის დაფარვას მალევე შევძლებ, ეს ძალიან კარგია, თუმცა ალბათ ძნელი იქნება, მაგრამ გუშინ არ გამჭირვებია-კარგით ბატონო თენგიზ, თანახმა ვარ
-ძალიან კარგი შვილო, მიხარია, ახლა კი ძალიან გთხოვთ ჩემთვის საუზმე შეუკვეთე თორემ დილით არაფერი მიჭამია
-შოკოლადის ნამცხვარი და ყავა გნებავთ?
-შოკოლადის?
-კი მე მაქვს მოტანილი, ჩემი გაკეთებულია, ვიცი რომ გიყვართ, დღეს რატომღაც წამოვიღე, თუ გინდათ მოგიტანთ
-შენ გაიხარე შვილო, შენს შოკოლადის ტორტზე კაცს მხოლოდ ოცნება შეუძლია, მე კი აქეთ მთავაზობ
-ყა⁵ვა გნებავთ თუ ლიმნიანი ჩაი?
-ლიმნიანი ჩაი თუ შეიძლება
-დიახ ახლავე-მალევე მივუტანე ბატონ თენგიზს საუზმე და ახლა აკოსთან გავედი, კარზე დავუკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი
-დილამშვიდობის ბატონო აკო, რამე ხომ არ გნებავთ?-იქვე ვიღაც ბიჭი იჯდა, ჯანდაბა ესეც მეცნობა, ნეტა ვინაა, ეჭვისთვალით შევხედე თუმცა ისეც აკოზე გადავიტანე მზერა
-შენ ხომ ფრანგული იცი
-დიახ
-დღეს შეხვედრა გვექნება და ჩემი თარჯიმანი იქნები რა
-კარგით, რომელზე და სად?
-სასტუმრო გუშინ ხომ დაჯავხშნე
-დიახ
-ჰო და იქ
-კარგით, კიდევ რამე ხომ არ გნებავთ?
-ორი ყავა თუ შეიძლება
-ამდენი ყავა არ შეიძ.....-ენაზე ვიკბინე და აკოს შევხედე, ცოტაც და გადაიხარხარებდა, შემდეგ იმ ბიჭს გადავხედე-გასაგებია-გავედი და ყავა გავაკეთე მაგრამ მხოლოდ ერთისთვის, აკოს მაინც არ გავუკეთე ყავა, ჩაი გავუკეთე, მაგრამ შავი ჩაი, ამიტომ თუ არ დააკვირდებოდა ის უცო, ვერც მიხვდებოდა რომ ჩაი იყო, შევუტანე და აკოს ჩაი დავუდე, უცნობს ყავა, უცნობს შაქარიც წინ დავუდე და დაველოდე რამეს თუ მეტყოდნენ კიდევ, აკომ ჩაი მოსვა და გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ გაეღიმა, თავი გააქნია და ისევ მოსვა-კიდევ რამე გნებავთ?
-არა მადლობა-შევბრუნდი და გასვლას ვაპირწბდირომ აკომ შემაჩერა
-მოიცა,ბატონმა თენგიზმა გითხრა?
-დიახ, დავთანხმდი
-ძალიან კარგი, თავისუფალი ხარ
-კარგით-გამოვედი და ისევ ბატონ თენგიზთან შევედი
-შეიძლება ბატონო თენგიზ?
-კი შვილო მოდი-საუზმე უკვე დაემთავრებინა და მუშაობდა
-დღეს საღამოს ბატონ აკოს მივყვები შეხვედრაზე და თქვენ ხომ არ გჭირდებით ამ დროს?
- მეც მაქვს შეხვედრა, ცოტა ხნის წინ შემატყობინეს
-მითხარით რომელზე გაქვთ?
-მე ხუთზე მაქვს, შენი პროექტი უნდა წარვადგინოთ ინგლისელებთან
-გასაგებია ბატონო თენგიზ, აუცილებლად მოვალ
-ჰო, რესტორანში დაჯავშნე ექვს კაცზე მაგიდა, რაიმე სოლიდურ რესტორანში იცოდე, წინაზე არც ისე სოლიდური იყო, არ მომეწონა
-კარგით გასაგებია, ხუთზე ექვს კაცზე, კიდევ გაქვთ შეხვედრა?
-არა, მაგრამ შენი პროექტი მაჩვენე, თავისი ნახაზებით და მაკეტით
-ახლავე შემოგიტანთ, ყველაფერი შევუტანე და ისევ აკოსთან მივდიოდი, ზუსტად მის კაბინეტთან შევეჩეხე იმ უცნობს, გამიღიმა
-ბატონ აკოს ჩაი მიუტანეთ, რატომ არ იკითხეთ, იქნებ მეც მქონდა უკვე ყავა დანალევი?
-უკაცრავად, არ ვიცოდი, თქვენც რომ არაფერი თქვით..
-კარგი კარგი, უბრალოდ მეორედ მეც მკითხე ხოლმე
-გასაგებია ბატონო...
-ნიკოლოზი ბატონოს გარეშე
-კარგი ნიკოლოზ, კარგად-შევამჩნიე შუშის კედლიდან როგორ გვიყურებდა აკო
-შეხვედრამდე
-შეიძლება-თავი შევყავი მის კაბინეტში
-შემოდი ელენე, შემოდი, რა ხდება?
-შეხვედრა რამდენ ხანს გაგრძელდება?
-დაახლოებით, ორსაათნახევარი
-ძალიან კარგი
-ვინმეს უნდა შეხვდე?
-კი
-ვისს?
-უფრო სწორედ უნდა შევხვდეთ მე და ბატონი თენგიზი
-ჰო კარგი, კარგი, გაიტანე ეს ჭიქები ძალიან გთხოვ, და მეორედ ჩაი აღარ მომიტანო! რასაც გეუბნები ის გააკეთე, არ მჭირდება მზრუნველობა, ორი წლის ბავში არ ვარ!
-მაშინ შევასრულებ შენს „ბრძანებას“ როდესაც საკუთარ ჯანმრთელობას სცემ პატივს
-ხმა!-ისეთი თვალებით ამომხედა, აშკარად უნდა გავჩუმებულიყავი
-რატომ ხარ გაბრაზებული? რამე ხომ არ გტკივა?-ვკითხე და ნეტა არ მეკითხა
-ხმა-თქო, იცოდე სად ვინ ხარ, და როდის ვინ!
-გასაგებია ბატონო აკო, დავიმახსოვრებ აუცილებლად! კიდევ რამე ხომ არ გნებავთ?
-ასე არ წამოხვიდე შეხვედრაზე, სოლიდურად ჩაიცვი და არც ბოტასები დამანახო
-გასაგებია, კიდევ გნებავთ რამე ბატონო აკო?
-დაუკაკუნებლად არ შემოხვიდე
-არც შემოვსულვარ
-სიტყვას ნუ მიბრუნებ!-იყვირა, მე მიყვირა, გავჩუმდი, ცოტაც და ვიტირებდი, მაგრამ ღრმად ამოვისუნთხე, თმაზე ხელი გადავისვი და გავიღიმე
-გასაგებია ბატონო აკო
-მიხარია, ახლა გადი და ოცდაშვიდი წითელი ვარდი შეუკვეთე, აქ მომიტანონ ნახევარ საათში
-გასაგებია-გამოვედი და სასწრაფოდ შევუკვეთე ვარდები, ნახევარ საათში შესვენება მაქვს და გამოვიცვლი ისედაც ვაპირებდი გამოცვლას, რა საჭირო იყო ამხელა ამბის ატეხვა, რა უცნაური ადამიანია, ერთ წამს კარგ ხასიათზეა, მეორე წამს ცუდ, არ ვიცი რა დაემართა.
《დაიკო გამოცდიდან გამოვედი》
《♡♡♡ჩემი ჭკვიანი, მომიყევი როგორ დაწერე?》
《შესანიშნავად ელე》
《შენ როგორ ხარ?》
《კარგად ჩემო ჭკვიანო ბიჭო, მიდი სახლში და მეც მოვალ მალე》
《მშია^_^》
《იცოდე არაფერი ჭამო, მოვალ და გავაკეთებ საჭმელს》
《კარგი, აუ გუფთა გამიკეთე რა》
《გაგიკეთებ, გაგიკეთებ♡♡♡კარგი ახლა გავიქეცი》
《მიდი დაიკო მიდი♡♡♡♡•》
ამ ადამიანზე უბრალოდ მეკეტება, ჩემი შესვენებაც მალევე მოვიდა, სასწრაფოდ ავიღე ჩანთა და გასაღები და ბატონ თენგიზთან დავაკაკუნე
-ბატონო თენგიზ მე გავდივარ შესვენებაზე და რამე ხომ არ გჭირდებათ?
-არა შვილო
-გასაგებია-ახლა აკოს კარზე დავაკაკუნე და პასუხის შემდეგ შევედი-ბატონო აკო რამე ხომ არ გჭირდებათ, მე გავდივარ
-გასაგებია, წადი არაფერი მჭირდება
-კარგით-მალევე მივედი სახლში, ჩემი ძმა ჩავკოცნე
-მიდი ხელები დაიბანე და ტანზე გამოიცვალე
-აჰამ კაი-თმებიც დაივარცხნა, ხელებიც დაიბანა და ტანზეც გამოიცვალა, ჩემი ჭკვიანი ბიჭია
-მოდი ჩემო საყვარელო, მიირთვი მზადაა, მე შევალ მოვემზადები კარგი?
-ახლაც?
-კი ჩემო ერთადერთო ახლაც-თან ვიცვამდი თან ლუკას ვესაუბრებოდი-ჰეი ლუკ, აკოს რამე სჭირს?
-რა იყო არ იცი? დღეს დედამისი ექიმთან იყო და მკერდის კიბო აქვს
-ვაიმე მართლა? რომელ სტადიაშია-ვერც კი წარმოვიდგენდი, ეგ ქალი უძალიანესად მიყვარს
-მგონი მეორე, არ მახსოვს ზუსტად, რა იყო?
-არა ისე, ოპერაციას გეგმავენ? ეშველება?
-კი ოპერაცია მალე იქნებაო ამბობენ
-კარგი ჩემო ცხოვრება, ხვალ გავუაროთ და მოვინახულოთ, ახლა უნდა გავიქცე
-ვაუ, ჩემი და რომ არ იყო დაგკერავდი, იცოდე არვინ აიკიდო, თორემ მერე ან მე ან აკოს აეკიდება პოლიცია
-ჩემო სულელო-შემოსასვლელის სარკეში ჩავიხედე და ძალიან მომეწონა, მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი, თეთრი პერანგი და ვარდისფერი ტუჩსაცხი, ასევე მუქი ლურჯი მაღალქუსლიანები და შავი კლასიკური პალტო, თმები თმის უთოთი დავიხვიე და სასწრაფოდ გავვარდი ოფისში, ზუსტად თხუთმეტი წუთით გადავაცილე ჩემს დასვენების დროს
-ბატონო თენგიზ შეიძლება?-კარზე ვუკაკუნებ
-შემოდი შვილო
-თქვენ თქვით რომ ინგლისელები არიან ხომ?
-დიახ
-გასაგებია-ბატონი თენგიზის კაბინეტიდან გამოვდივარ და ჩემს კაბინეტში შევდივარ, ბატონი თენგიზის საბუთებს ვთარგმნი, რომ აკო შემოდის ჩემს კაბინეტში და გაშტერებული მიყურებს
-ცუდია?-ვიხედები ტანზე
-არა, არა, უბრალოდ სხვანაირი ხარ
-კარგი, რამე ხომ არ გნებავთ?
-უბრალოდ მაინტერესებდა თუ გამოიცვალე
-კარგი, ახლა უნდა გავიდე ბატონო აკო, შეხვედრა მაქვს
-მიბრძანდით-თავს მიკრავს და კარს მისივე ხელით მიღებს, რომ გავდივარ ისიც გამოდის და სხვადასხვა მხარეს მივდივართ
-ბატონო თენგიზ, გავიდეთ?
-კი შვილო, შენ მძღოლი გააფრთხილე, მეც ახლავე გამოვალ
ბატონი თენგიზი ჩემი მაკეტით, ნახაზებითა და ხელშეკრულებით ჩამოვიდა, მალევე მივედით რესტორანში, ჩვენი შეხვედრია ადრესატები უკვე იქ დაგვხვდნენ, ყველაფერი არაჩვეულებრივად წავიდა
-ესეიგი შევთანხმდით, ძალიან მიხარია-ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და დაგვემშვიდობნენ-ვაიმე ელენე ეს რა საოცარი არქიტექტორი ხარ, ყოჩაღ შვილო, ყოჩაღ, თან როგორი მშვენიერი, როდის უნდა გათხოვდე?
-არ ვიცი ბატონო თენგიზ, თქვენ ხომ არ გამოგყვეთ-ვეუბნები სიცილით, მასაც ეცინება
-თუ გინდა ჩემს შვილს გაგირიგებ-ამბობს სიცილით
-ეჰ, არა ბატონო თენგიზ დიდი მადლობა შემოთავაზებისთვის, ახლა დაგემშვიდობებით, თქვენის ნებართვით, ბატონ აკოს უნდა გავყვე შეხვედრაზე
-მიდი, წადი-მალევე მივედი შეხვედრაზე, პირველი მაინც მე მივედი, შემდეგ აკო მოვიდა, აშკარად კმაყოფილი სახე ჰქონდა
მალევე მოვიდნენ ჩვენი შეხვედრის ადრესატები, პალტო გავიხადე, წელში გავსწორდი და მათ საუბარს ვთარგმნიდი, ბოლოს ერთ-ერთმა ფრანგმა მე მითხრა
-იცით? ძალიან ლამაზი ხართ
-გმადლობთ-დავიმორცხვე და გავუღიმე
-რა თქვა?-აკო მეკითხება
-ისეთი არაფერი-აშკარად ბრაზდება
-როდესაც გეკითხები, უნდა მიპასუხო-ღრმად ჩავისუნთქე და აკოს შევხედე
-აკო, ეს უბრალოდ კომპლიმენტი იყო, დაწყნარდი
-რა კომპლიმენტი?-ნესტოები დაებერა და ხელებზე ძარღვები გამოუჩნდა, იმდენად მომეწონა მოფერება მომინდა და გაუაზრებლად ერთ-ერთ ძარღვს თითი ავაყოლე, შეაკანკალა, გააჟრჟოლა და თვალები მინაბა, უცებ დამშვიდდა და მოდუნდა
-შეიძლება რომ შევხვდეთ?-მეკითხება ისევ ის ფრანგი და აკოც მალევე ახელს თვალებს და ინაბება, მე კი საათს ვუყურებ და აკოს ვეუბნები
-ბატონო აკო დავასრულოთ უკვე შეხვედრა ხომ?
-დიახ, დიახ, უთხარი რომ უკვე უნდა დავემშვიდობოთ-მალევე დავიშალეთ
-ბატონო აკო, ახლა თუ წინააღმდეგი არ ხართ ნახევარ საატთანი საქმე მაქვს და მალევე მოვალ-აკოსამსახურში დაბრუნდა, მე კი იმავე რესტორანში დავრჩი, გუშინ კლასის ჩატში დაწერეს რომ შეხვედრა გვექნებოდა ათ წუთიანი, ნელ-ნელა ვიკრიბებოდით, მომნატრებიან, ყველას სათითაოდ ვეხვეოდი
-მზად ხართ?-კითხულობს კლასის თავი, კლასის დედა, ჩვენი კლასელი, მაგრამ ჩვენზე ორი წლით უფროსი მარიიამი
-მზად ვართ, დროზე ქენი სამსახურში მეჩქარება-იქიდან ირაკლი პასუხობს თავისი სიუხეშით და მაჯის საათს დაჰყურებს, მეღიმება მათ შემხედვარე, როგორ მალე გადის წლები, მარიმ ქუდი ჩამოატარა, სადაც ფურცლები იყო ჩაყრილი, ფურცლებზე კი ჩვენი სახელები ეწერა, კი ჩვენ ისევ ვთამაშობთ სეკრეტ სანტას და კი, დღეს თხუთმეტი დეკემბერია, მე ჩემი ყოფილი მოწონების ობიექტი ამომივიდა, ამიტომ ძალიან მარტივად მივხვდი რაც უნდა მეყიდა
-კარგი წავედი პირველში რვაზე ამავე რესტორანში საჩუქრებით ვხვდებით ერთმანეთს-ვამბობ და ჩემს დაქალს ვკოცნი, სასწრაფოდ გავდივარ და ისევ ოფისში ვბრუნდები, მაშინვე აკოს კარზე ვაკაკუნებ
-შემოდით
-ბატონო აკ…-სიტყვა გამიწყდა, თვალები ჩასწითლებოდა მისი ლამაზი მწვანე თვალები, მწვანეს აღარ ჰგავდა, უპეები ჩაშავებოდა, სულ არ დავფიქრებულვარ ისე ჩავეხუტე და მის მარცხენა თვალზე ცერა თითი გადავატარე-რა მოხდა?
-ახლა არა, ახლა მხოლოდ სამსახური-ჯიუტად იმეორებდა ამ სისულელეს
-მისმინე აკო, ჯერ პრობლემები მოვაგვაროთ და მერე ვიფიქროთ სამსახურზე, რა მოხდა?
-ფული არ მყოფნის, ბანკში სესხს ვერ ვაკეთებ, უკვე მაქვს, ჯანდაბა-მაგიდას დაარტყა ხელი და საბუთები ძირს მიმოფანტა
--რამდენი გაკლდება?-რა თქმა უნდა მივხვდი რისთვისაც სჭირდებოდა ფული, ისე შემეცოდა
-სამი ათასი
-კარგი დაწყნარდი, როდის არის თანხა მისაცემი?
-ხვალ უკეთებენ ოპერაციას, და შესაბამისად ხვალისთის მჭირდება-ხელები მომუშტა და შუბლის ძარღვი დაებერა
-კარგი დაწყნარდი წყალი გინდა?-მივედი და ზურგზე დავუსვი ხელი, არ მინდა რომ დაკარგოს ადამიანი ვინც ასე ძალიან უყვარს, არ მინდა ეტკინოს, ჯანდაბა ამ გრძნობას, როცა სტკივა მეც მტკივა, გარდა ამისა მე ვიცი როგორია დედის დაკარგვა, არ მინდა ეს სხვამაც განიცადოს
-არ მინდა არაფერი არ მინდა
-კარგი-პლედი ავიღე და მოვახურე, უსიტყვოდ ჩავეხუტე და თავი ჩემს მხარზე დავადებინე, ასე უსიტყვოდ ვიჯექით ერთი საათი, შემდეგ დამშვიდდა და ისევ საბუთებს მიუბრუნდა, მეც იქვე, მის კაბინეტში, უსიტყვოდ დავიწყე ბატონი თენგიზის საბუთების გადათარგმნა ასე გადიოდა დრო, დაახლოებით ერთ საათში აკოს ლიმნიანი ჩაი შევუტანე და ბატონ თენგიზთანაც შევიხედე
-ბატონო თენგიზ, გნებავთ რამე?
-გუშინ რომ მოგეცი იმ საბუთებზე რა ქენი?
-ხვალ დილით მოგცემთ, ხომ შეიძლება?
-კი შვილო
-კარგით მაშინ მე წავალ თუ არაფერი გჭირდებათ
-კარგი-ისევ აკოსთან შევედი და ჩემს ძმას მივწერე
《ჩემო სიცოცხლე ახლა სად ხარ?》-პასუხს დაახლოებით ხუთ წუთში მიბრუნებს
《გარეთ ვარ ძმაკაცებთან ერთად, ცოტა გვიან მოვალ და არ ინერვიულო♡》
《კარგი, მიდი გაკოცე》-მალევე დამთავრდა სამსახურის დრო, თუმცა აკო არ განძრეულა, მეც ასე ხმა ამოუღებლად ვიჯექი და ვთარგმნიდი საბუთებს. ზოგჯერ უკეთესია უბრალოდ ჩუმად იჯდე ადამიანის გვერდით, ვიდრე ის რომ ესაუბრო და ტვინი გაუბურღო
-კარგი წასვლის დროა-ამბობს და დგება
-კარგი, წამოდი ჩემთან წავიდეთ-ვთავაზობ, მაგრამ ალბათ დედამისთან ურჩევნია ახლა ყოფნა
-კარგი, ახლა დედაჩემი რომ ვნახო გული მეც წამივა და იმასაც
-კარგი, მოდი ჩაჯექი-მალევე მივედით სახლში, ვიცოდი მისი საყვარელი საჭმელი, კატლეტი და პიურე იყო, რაც არ უნდა ბავშვურად ჟღერდეს, ეს მისი საყვარელი საჭმელია, ამიტომ დარჩენილი ფარშიდან კატლეტები შევწვი და პიურეც გავაკეთე, თეფშზე დავდე და უთქმელად წინ დავუდე, მან ჯერ ზიზღით დახედა და შემდეგ უთქმელად აიღო და ჭამა დაიწყო, ძალიან გამიკვირდა, ამ დროს კი ცრემლებიც წამოუვიდა, თეფში მაგიდაზე დადო და ჩამეხუტა, ასე ჩახუტებულები ვისხედით იქამდე სანამ კარზე ზარი არ გაისმა, გავაღე
-ჩემო ელეკუნიკუკუნა
-მთვრალი ხარ!-ვასკვნი და შეუვალი თვალებით ვუყურებ
-არა ელე შენს თავს ვფიცავარ, მე ნასვამი ვარ-ამბობს და ბარბაცებს, მაგრამ სასმლის სუნთან ერთად სხვა სუნიც მცემს
-მოდი აქ!-ისიც მიახლოვდება მე კი ცხვირს მის ყელში ვრგავ
-რა იყო?-აშკარად ანერვიულებული ხმა აქვს
-დროზე შენს ოთახში, დროზე-ისე დავიყვირე ხმა ჩამიწყდა, მისი ქურთუკის ჯიბეები ამოვაბრუნე, ვერაფერი ვიპოვე, გამწარებული შევვარდი ლუკას ოთახში და ჯერ გაუხდელ შარვლის ჯიბეებში ქექვა დავუწყე და მივაგენი-რა არის ეს ლუკა
-ორი ღერი მოვწიე შენს თავს ვფიცავარ
-რა ხდება?-ოთახში ანერვიულებული აკო შემოდის
-აკო მიშველე-ამბობს აღელვებული და უკვე ფეხებ აკანკალებული ლუკა
-გადი აკო, ცოტა ხანს შენ ოთახში შედი-ისიც გადის, ალბათ არ უნდა ჩვენს საქმეში ცხვირი ჩაყოს, მეც უცებ ვიღებ სანთებელას და მის წინ ვჯდები-გამომართვი სანთებელა და მოწიე აქვე და ახლავე
-კი მაგრამ მხ….
-ახლავე!-ხელის კანკალით ეწევა, ნელა და ცოტა ხველებით-ჩქარა ცოტა-დაასრულა, შემდეგ მეორე მივაწოდე-ესეც მოწიე!
-აღარ მინ…
-მოწიე ლუკა, დროზე!-რომ ამთავრებს ისევ შემდეგ ღერს ვაწვდი, შემდეგ ისევ ახალს, მერე ისევ და ასე გაგრძელდა მანამ სანამ თაბრუსხვევით საპირფარეშოში არ გავარდა და არ აღებინა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი, კიდევ სამი ღერიც-ახალი აიღე და მოწიე!
-აღარ შემიძლია-ამბობს თვალებ დაწითლებული, უკვე ცრემლები მოსდის-მეტჯერ ცხოვრებაში აღარ მოვწევ, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ-ასეთს ვერ ვუყურებ, საშინლად გამოიყურება, მასთან ვიმუხლები
-სიგარეტი კარგი არ არის ჩემო ერთადერთო, არც სასმელია კარგი-ისევ აღებინა-მოდი ჩემთან სახე დავიბანოთ-ნიჟარასთან მიმყავს და სახეს ვბან, ტირილი არ შეუწყვიტავს-ვინ გითხრა რომ სიგარეტი უნდა მოგეწია?
-აკომ მითხრა, მითხრა რომ როცა ვნერვიულობ, უნდა მოვწიო და დავმშვიდდები-გამიკვირდა და გავბრაზდი
-კარგი ჩემო ერთადერთო, შემდეგ მე მკითხე ხოლმე და მე გეტყვი რაც უნდა გააკეთო ხო?-სახეზე ვეფერები და ლოგინში ვაწვენ-ასე არა? მე შენ გიჩვენებ, ჩემს ძმას ასწავლის ჭკუას თავისი უჭკუო ჭკუით
-კარგი, ელე ნაძვისხე როდის დავდგათ?
-როცა გინდა ჩემო ერთადერთო
-დავიძინებ რა, თორემ თავბრუ მეხვის და გულის რევის შეგრძნება მაქვს
-დაიძინე
-ხომ აქ იქნები?
-აქ ვიქნები, არსად არ წავალ, სულ შენთან ვიქნები-მალევე ჩაეძინა მე კი აკოსთან გავედი, ჯანდაბა მას თვალზე ჯერ შეუმშრალიცრემლით ჩასძინებია, ახლა ვერ ვეჩხუბები, მასაც რთული პერიოდი აქვს, რა ჯანდაბა დაემართა, ასეთი არასოდეს ყოფილა. მივალაგე სახლი, შხაპი მივიღე და ლოგინში ჩავწექი.
ვერ დავიძინე ძველ დროზე მეფიქრება



№1 სტუმარი სტუმარი ელენა

ძალიან მომეწონა. საინტერესო ჩანს , ვნახოთ როგორ განვითავდება მოვლენები, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს ^^ დ

 


სტუმარი ელენა
ძალიან მომეწონა. საინტერესო ჩანს , ვნახოთ როგორ განვითავდება მოვლენები, წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს ^^ დ

მიხარია თუ მოგწონთ♡♡შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ

 


№3  offline წევრი Life is beautiful

საინტერესოა...
ძალიან საყვარელია ელე მაგრამ ზოგჯერ ამდენი ზრუნვითაც ვნებთ ადამიანს...
მომწონს.. ველი შემდეგ თავს. ♥️

 


Life is beautiful
საინტერესოა...
ძალიან საყვარელია ელე მაგრამ ზოგჯერ ამდენი ზრუნვითაც ვნებთ ადამიანს...
მომწონს.. ველი შემდეგ თავს. ♥️

მიხარია თუ მოგწონს, შევეცდები მალე დავდო ახალი თავი♡♡♡

 


№5  offline წევრი Megioki

საინტერესოაა.. იმედია შემდეგ თავს მალე დადებ, მაინტერესებს ძლიან როგორ განვითარდება მოვლენები stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_winking_eye

 


№6  offline წევრი გ უ გ უ

ვაუუ ძალიან საინტერესოა, გელი ახალი თავით. წარმატებებიი❣❣????

 


Megioki
საინტერესოაა.. იმედია შემდეგ თავს მალე დადებ, მაინტერესებს ძლიან როგორ განვითარდება მოვლენები stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_winking_eye

გ უ გ უ
ვაუუ ძალიან საინტერესოა, გელი ახალი თავით. წარმატებებიი❣❣????

მიხარია რომ მოგწონთ, შევეცდები მალე დავდო♡♡♡

 


მეგობრებო მუზა დამეკარგა, ამიტომ დიდი ბოდიში მაგრამ ვწყვეტ ამის წერა, სანამ ისევ არ დაბრუნდება ამ ისტორიის მუზა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent