შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი”1 ნაწილი


7-05-2021, 00:30
ავტორი LiZzyCh
ნანახია 8 688

ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, ის არ არის თავიდანვე არსებული, საკუთარი დამოუკიდებელი საწყისების მქონე სუბსტანცია. ის თავისუფალი ნების მქონე არსებათა პიროვნული პოზიციაა.
თავად ღვთის მიერ შექმნილმა არსებამ,რომელიც მასთან ყველაზე ახლოს იყო”დილის ვარსკვლავმა”,ანუ ლუციფერმა მოინდომა ღმერთზე უფრო მაღლა მდგარიყო,მისმა ახირებულებამ და ამპარტავნებამ,საკუთარი თავის სიყვარულმა უბიძგა მას რომ ჩაედინა პირველი ცოდნა რომელსაც ამპარტავნებას,თავკერძოებას ან ახლა უკვე ეგოიზმს ეძახიან. მას თავისი თავი შეუყვარდა და ერთგვარად თვითდახშულ,
ცარიელ ჭურჭლად იქცა.თავად მას ვინც ბოროტება მოიგონა, მარტოობის სიცივე და სიცარიელე -
შურად ექცა.

ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელი სიყვარულისა და ერთობის აღუხოცელი სურვილი მის თვითჩაკეტილ პიროვნებაში - სიძულვილისა და
ნგრევის ძალად იქცა.

ყოფიერების სისრულეში ერთიანობის მიღწევის შეუძლებლობა - გადაიქცა მისწრაფებად საყოველთაო განადგურების გზით იმავეს მიღწევისაკენ.
ისინი განმწესდნენ ჯოჯეხეთში და მათ პრინცად ჩაუდგა თავად ლუციფერი თავი და თავი ბოროტებისა.

ხვალ უკვე 18 წელი მისრულდება,ძალიან აღელვებული ვარ,ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.
მე და ჩემი მშობლები პატარა აგარაკზე ვცხოვრობთ,ბევრი მეგობარი არმყავს,მხოლოდ ჩემი ბიძაშვილი თათა.სკოლაში არც მივლია სახლიდან ვსწავლობ,ფრიადზე დავამთავრე ყველა საგანი და ეროვნულებზეც უმაღლესი ქულა ავიღე,თუმცა არ მიხარია თითქოს რაღაცის მოლოდინში ვარ,რაღაც ცუდის.. რაღაც უარესის.
ფიქრებში გართულმა ვერცკი შევამჩნიე ოთახში შემოსული დედაჩემი,ნაზი სახით,რომლის შემხედვარესაც სითბო მეღვრებოდა გულში.
-ელიზაბეთ გრუზინოვ..ჯერაც არ ხარ მზად,რამდენი რამ გვაქ საყიდი?ხომ იცი არ მიყვარს როდესაც სადმეგიშვებ მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ მაქ,მამაშენი დაკავებულია,და მხოლოდ შენღა შემრჩი.-მართლა გაოცებული ვიყავი იმით რომ შოპინგზე წავიდოდით,ზოგჯერ მართლა მეგონა რომ ჩემი მშობლები აგენტები იყვენ,იმდენად გასაიდუმლოებული იყომათი ისტორია და ის თუ რატო არ შემეძლო 6 ის მერე გარეთ ყოფნა,ბევრი მეგობრის შეძენა და ის თუ რატომ არ შემეძლო სკოლაში სიარული,ამისთვის ერთადერთი პასუხი ის იყო რომ,როდესაც დრო მოვა მიხვდები და გაიგებ რომ დილის ვარსკვლავი შენი ბედისწერაა რომელსაც არ უნდა ენდო თორემ სიბნელეში ჩაგითევს როგორც ერთ-ერთ მათგანს!
როდესაც ვეკითხებოდი თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს სიტყვა ისინი იგივეს და იგივეს მეუბნებოდნენ,მუდმივად.

რამოდენიმე წუთში მოვემზადე ჩემი საყვარელი ჯინსები და მოტლანსილი ცისფერი მაისური ჩავიცვი,რომელიც ზუსტად ჩემი თვალების ფერი იყო.
კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე,სამზარეულოში დედას ლიმონისგან წვენი დაეწურა,ისეთი არომატი ტრიალებდა რომ ოთახიდან გასვლაც კი არმინდოდა.წამით მაგიდაზე დადებულ პატარა ზარდახშას მოვკარი თვალი,გარეთ ლამაზი ორნამენტებით,და წარწერებით,თუმცა ეს დამწერლობა ვერვიცანი,ზარდახშა ახლოს მივიტანე სახესთან იქნებ სადმე გამხსნელი ყოფილიყო ან რამით ჩაკეტილი თუმცა მთლიანად ოთკუთხედური ფორმა ქონდა,არც რამე ზედმეტი ხაზები ან ნაკლი მთლიანად უნალკო პატარა ნაკაწრის გარეშე.ზარდახშა.რომლის გასაღებიც არ მქონდა და არცკი ვიცოდი რა იყო,უბრალოდ პატარა ვარსკვლავის ფორმის გამოსახულება იყო,რომელიც ზედმეტად ნაცნობს წააგავდა.
-ლიზააა..წავიდეთ პატარავ გვაგვიანდება!
ოთახში ისე სწრაფად შემოვიდა დედა რომ წამით ხელიდან გამივარდა ზარდახშა,დედას სახეზე ფერი შეეცვალა,გაფითრდა,ჯერ მე შემომხედა შემდეგ კი დაბლა,ბოლოს გაბედა და ხმა ამოიღო,ნაზი ხავერდოვანი ხმა რომელიც ახლა სუსტ ხრიწინს წააგავდა ყურშიუხეშად მხვდებოდა,გიჟივით მიმზერდა თითქოს უპატიებელი შეცდომა დამეშვას,რომელიც სიკვდილის ფასად დამიჯდებოდა.
-შენნ..ის ხომ არ გაგიხსნია, არა ელიზაბეთ?-დედა სახეზე მაკვირდებოდა,აფთარივით იყო ჩასაფრებული თითქოს წუთი წუთზე მწვდებოდა სახეში.
-არა,უბრალოდ მაგიდაზე იდო და დავინტერესდი.არ გამიხსნია.
რამდენიმე წუთი კვლავ დაძაბული სიჩუმე იდგა ოთახში,კითხვა არ დამისვამს თუ რა იყო ის,არც დავსვამდი რადგან პასუხი უკვე გასაგები იყო.
დედა მოეშვა და ზარდახშა ხელში აიღო მე კი მანქანაში დალოდება მომიწია თითქმის ათი წუთის მანძილზე.

გზად ჩვეულ დედაშვილურ საუბარს დავუდეთ საფუძვდლი,საუბარი ჩემზე წავიდა,მომავალზე რომელსაც ვგეგმავდი,სწავლაზე და უცხოეთში წასვლაზე,დედა ჩუმად მისმენდა თბილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
სუპერმარკეტში გავაჩერეთ,უამრავი ტკბილეულობა დაბევრი სხვა რამ ავირეთ,თუმცა ყველაზე მეტს ტკბილეულობა შეადგენდა,სალაროსთან ჩვენი ჯერი მოვიდა,სწორედ ამდროს გაახსენდა დედაჩემს რომ წვენები არ წამოუღია,მე კი სულელივით კვლავ უკან გავბრუნდი,წვენების ძებნაში მუდმივად იქით აქეთ ვიყურებოდი და არც კი შემიმჩნევია ახალგაზრდა ტანმაღალი მამაკაცი რომელმსაც ისეთი ძალით შევასკდი რომ ძირს დავენარცხე,
-უკაცრავად,ბოდიშს გიხდით..ვერ შეგამჩნიეთ-მაღლა ავიხედე,მწვანე თვალები გაბრაზებულად მიცქერდა,შემდეგ წამებში სახეზე გამოსახულება შეეცვალა და გამიღიმა.
წაბლისფერი ტალღოვანი თმა ყურებამდე სწვდებოდა და წინ აწეწილად გადმოჰყროდა.ხელი გამომიწოდა,საკმაოდ ათლეტური აღნაგიბა გააჩნდა და მარტივად წამომაყენა ფეხზე.
-ბოდიშს გიხდით ქალბატონო,ჩემი ბრალია.. წინ უნდა ვიყურო ხოლმე.
-არაუშავს.. დამნაშავე მეც ვარ,უბრალოდ წვენებს ვეძებდი სადღაც აქვე უნდა ყოფილიყო.
მას თვალები დაუწვრილდა და ცალი წარბი მაღლა აზიდა,დაკვირვებით მათვალიერებდა ქვემოდან მაღლა და მისმენდა,თითოეულ ჩემს სიტყვას რასაც ვამბობდი.
-ჰომმ..მე წავალ,ჩემს წვენებს მოვძებნი,უკაცრავად.-გავუღიმედა გვერდი ავუარე,უეცრად მკლავში ძლიერი ხელის მოჭერა ვიგრძენი რომელმაც საპირისპირო მიმართულებით შემომაბრუნა.
-ინებეთ თქვენი წვენი-ხელში ხილის წვენი დამაკავა-სხვათაშორის მე ლევიათანი მქვია.
სიცილი ვერ შევიკავე ეს ხომ დაცემული ანგელოზის სახელი იყო.ლევიათანმა გაკვირვებით შემომხედა სახეზე უცნაური გამომეტყველება ჰქონდა.
-უკაცრავად,ეს ხომ დაცემული ანგელოზის სახელია..
-ვიცი..თქვენ ალბათ ნინოს ქალიშვილი ხართ არა?-ეშმაკური ღიმილი,რომელმაც სხეულში სიცივე მომგვარა,თითქოს ირგვლივ ამინდი შეიცვალა და ზამთარი დადგაო,დედაჩემის სახელის გაგონებაზე შევკრთი,საიდან იცნობდა მას?და მე რატო არვიცოდი თუ ვინ იყო ის?-ელიზაბეთი ხომ ასეა?უფრო ლამაზი ყოფილხარ რეალურად ვიდრე ფოტოზე.-კვლავ ის ღიმილი,ავისმომასწავებელი გამოხედვა და ფერმიხდილი მე.
-უკაცრავად..თქვენ დედაჩემსსაიდან იცნობთ?-გაოცებული ვუმზერდი სახეში,უნაკლო,ლამაზ თუმცა ეშმაკურ სახეში,თითქოს ის ჩემში აღძრავდა გრძნობას რომელსაც თან სიმპათია მოჰყვებოდა და თან შიში.
ოდნავ გაეღიმა,თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხა და მალევე მიპასუხა.
-ჰმმმ..ალბათ ჯერ არ მოუყოლია..მე მისი ძველი მეგობარი ვარ..ნუუ ძალიან ძველი.
-ძალიან უცნაური იყო ის რომ არვიცოდი მის შესახებ,დედას ყველა მეგობარს ვიცნობ,ალბათ დაავიწყდა თუმცა ლევიათანი ზედმეტად ახალგაზრდა იყო იმისთვის რომ დედას ძალიან ძველი მეგობარი ყოფილიყო,ალბათ მაქსიმუმ 20 წლის იქნებოდა.
სახეზე ვაკვირდებოდი და სწორედ მაშინ როდესაც პასუხი უნდა გამეცა დედას ხმა გავიგე.
-საყვარელო..სად ხარ?ლიზი...
სიტყვა უეცრად გაუწყდა და მზერა ლევიათანზე შეაჩერა.თუთქოს ჩემი დაცვა სურდა და ფარივით გადამეფარა წინ,სახეზე წამით გაფერმკრთალდა თუმცა დედას ახლა მგლის ფერი ედო,ასეთი გაცოფებული არცკი მენახა არასდროს,მისი თვალები ჩვეულებრივზე უფრო გაფართოებულიყო,წარბები შეეჭმუხნა და ტუჩები მოეკუმა.
-აქ რას აკეთებ ლევიათანნ!-მკაცრი ხმით მიუგო დედამ,თითქოს წუთი წუთზე დაგლეჯდა მას.-მას თითსაც ვერ დააკარებბ ისს...
ლევიათანის სიცილის ხმა გაისმა,ამჟამადა არც მიმზიდველად მიმაჩნდა ის და არც კეთილად.
-ნინოო,ნინო,-წრეებს გვივლიდა ლევიათანი და თან ხან დედას ხან კი ჩემკენ გადმოქონდა მზერა.-ძალიან კარგად იცი რომ მას ხელს ვეღად დააფარებ,შენ დაარღვიე პირობა და ახლა ამ პირობის საფასური უნდა გადაიხადო-ამჯერად მე შემომხედა ლევიათანმა,წარბები შეეკრა და სრული სერიოზულობით საუბრობდა.
შემდეგ დედასთან ზედმეტად ახლოს მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა,ნინო წამით შეჯრთა და რამოდენიმე წამში ვერც გავაანალიზე მომხადრი ისე რომ,დედამ ხელი მკრა და ვერც კი გავაანალიზე ისე აღმოვჩნდით მანქანაში,დედამ სიჩქარეს მოუმატა,ხმას ვერ ვიღებდი თუთქოს დიდი ბურთულა გადამეყლაპა,დედა ხან უკან ხან კი მე მიყურებდა,სახეზე ოფლი სდიოდა და ნერვიულად ცალ ხელს ათამაშებდს.
-ელიზაბეტ..ლიზიი!მისმინე-მანქანა ჩვენი სახლის შესასვლელთან შეაჩერა,სახეზე მაკვირდებოდა,თითქოს ცდილობდა რომ ჩემი სახე თავიდან ბოლომდე შეესწავლა,თვალზე ცრემლი მოადგა მე კი გაკვირვებული ვუმზერდი.
-დედა..რაა რახდება, ვინაა ლევიათანი,რა პირობაზე ამბობ რა ხდება?ამიხსენი ამჯერად არ მოგცემ უფლებას რომ არაფერი მითხრა და მარტივი სიტყვებით დაიძვრინო თავი.
-პატარავ..მე..არცკი ვიცი საიდან დავიწყო..გახსოვს ისტორია დაცემულ ანგელოზებზე,ისტორია როდესაც ისინი სამოთხიდან განდევნეს და ჯოჯოხეთში გაამწესეს..
-ესს რა შუაშიაა,კვლავ ცდილობ რომ თავი აარიდო სათქმელსს!
დედამ ხელები დამიჭირა და თვალებში შემომხედა,მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა,პირველად ვნახე ასეთი ნინო.
-მისმინე ლიზი!ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და ახლა გულისყურით მომისმინე.სწორედ იმ დაცემულ ანგელოზებს შორის ვიყავი მეც,ჯოჯოხეთში გაგვამწესეს,ლუციფერს ვემსახურებოდი და მასთან საკმაოდ ახლოსაც ვიყავი,მე დავარღვიე პირობა შემიყვარდა მოკვდავი,და ვუღალატე მათ,ამ პირობის გატეხვის საფასური კი ის არის რომ ადამიანი ვინც ყველზე მეტად მიყვარს ჩემი ადგილი უნდა დაიკავოს ლუციფერთან ან მოკვდეს და ჯოჯოხეთში სამარადისოდ ეწამოს!
-ამ სიტყვებმა ჩემს გონებაში ელვასავით გაიარა,ვცდილობდი ინფორმაციის გადახარშვას,თუმცა ვერ ვახერხებდი-ლიზი შენ..შენ ნახევრად ანგელოზი ხარ და ნახევრად ადამიანი!დაიმალე,როგორც კი მანქნიდან ჩავალთ ეგრევე ბარგი ჩაალაგე მხოლოდ საჭირო ნივთები და მამიდასთან წახვალ ის კი აბდულასთან გაგიშვებს,მას ენდე ის დაგეხმარება.
შეშინებული და დაბნეული ვიყავი,თვალებითან ცრემლები წამსკდა,სლუკუნ-სლუკუნით დედამ მანქნიდან გამომიყვანა,მამამ შორიდანვე შეგვამჩნია.
-ნინო..რამოხდა?!-მამა გაკვირვებული გვიყურებდა,სახეში შემომციცინებდა,
-ლიზი სახლში შედი და რაც გითხარი ის ქენი.
სწრაფი ნაბიჯებით ავირბინე კიბე და მისეღები ითახის კარები მივხურე,ჩამოვჯექი და მათ საუბარს დავუგდე ყური.
-ოთარ..ყველაფერი დამთავრდა..ლევიათანმა გვიპოვა,დღეს ნახა ლიზი მაღაზიაში,ალბათ ამსაღამოს ბრძოლა იქნება,დერიას დაურეკე დანარჩენებიც მოიყვანოს.
-გასაგებია.-რამდენიმე წუთში ისინე ერთმანეთს გადაეცვივნენ,რამდენად ხლიერი სიყვარული უნდა გაგაჩნდეს ადამიან რომ მის გამო თავად ეშმაკს დაუპირისპირდე,სიყვარული ეს სენია რომელიც გინდა თუ არა მაინც შეგეყრება,ადრე თუ გვიან ის მოვა და გიპოვის.

საძინებელ ოთახში შევედი,უკვე ჩამობნებულიყო,რამდენიმე წუთით აბაზანაში შევირბინე თაბვრუ მესხმოდა,ქერა თმა მაღლაავიწიე და მაისური გავიხადე,გავოფლიანებულიყავი, რამდენიმე წუთში სწრაფად შხაპი მივიღე და ჩავიცვი,დედამ რჩევა მომცა შავებში ჩამეცვა ღამით შეუმჩნეველი იქნებიო ამიტომ მას დავემორჩილე.
საწოლზე ჩამოვჯექი და ფიქრი დავიწყე,ვეცადე ყველაფერი თავიდან დაწვრილებით გამეანალიზებინა,იმის გაფიქრებაც კი მჟრჟოლავდა რომ ეშმაკს უნდა დავპირისპირებოდი ან მისი მონა მორჩილი უნდა გავმხდარიყავი.
წამებში ოთახში მამა შემოვიდა და წინ დამიჯდა.სახეზე მომეფერა,მერე თმაზე და ბოლოშ შუბლზე ნაზად მაკოცა.
-ჩემო ლამაზო,ვიცი რთულია,ძალიან გაგიჭირდება ამ გზაზე მარტომ სიარული..
-მარტომ?მარტომ რატო თქვენ?თქვენ სად მიდიხართ მამა?-თვალები ამეწვა,გული შემეკუმშა თითქოს შიგნით რაღაც მომწყდა,მამამ თავი დახარა და ბოლოს მითხრა.
-ჩვენ დღეს დავიხოცებით,მეც და დედაშენიც,ხოლო თუ არ მოვკვდით სამუდამო სატანჯველი გველის!
გაოგნებულს პირი ღია დამრჩა,არცკი ვიცოდი რა მექნა.მამა წამებში ადგა და კარებთან მივიდა,გასვლის ეინ უკანასკნელად შემომხედა გულთბილად,მისი ლურჯი თვალები და კეთილი სახე ახლა რაღაც ახალს შეეცვალა,რაღაც სხვას.
-გახსოვდეს ლიზი,რწმენა გადარჩენის ყველაზე დიდი იარაღია რასაც ვერავინ წაგართმევს,მიყვარხარ და მუდამ ასე იქნება,სიყვარული ეს ისაა რაც ლუციფერს არ გააჩნია,ეს იარაღია მის წინააღმდეგ...როცა გავალ ფანჯრიდან გაიპარე და უკან არ მოიხედო..არ მოიხედო რაც არ უნდა გაიგო.
-მამა გთხოვვვ...-ცრემლებს უოვე ვეღარ ვიკავებდი,მამა კვლავ კარებში იდგა.
-დამპირდი ლიზიი...ლიზიი!
-გპირდები..გპირდები რომ გადავრჩები და ვიცოცხლებ,რომ უკან არ მოვიხედავ და გავიქცევი.
მამა კარებში გავიდა,ჩემი ზურგჩანთა ავიღე,ფანჯარაში გადავძვერი და გავიქეცი,მივრბოდი ისე რომ უკან არცკი ვიხედებოდი,უეცრად კი დედაჩემის გამწარებული ღრიალი გავიგონე და უკან მოვიხედე.დემონები.

დემონები.
დედაჩემის თავი ხელში ეჭირათ სხეული კი უგონოდ ეგდო მიწაზე,ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო მოთხვრილი,მამა გამწარებული გაიქცა მისკენ და მეორე არსებამ ის შუაში გააპი,ეს სიუჟეტი ჩემში კოშმარივით ჩარჩა,თვალებიდან ცრემლები ისე მსზდიოდა რომ უკვე ვერაფერს ვარჩევდი,დერია და მისი მეგობრები არ ნებდებოდნენ თუმცა დიდი,მაღალი ამაზრზენი დემონები მათ ხან ხელს ხან კიკისერს აგლეჯდნენ,მთვარის შუქზე ყოველივე ეს დიდ კოშმარსა და საშინელებათა ჟანრის ფილმს წააგავდა,საკუთარ თავში ვიპოვე ძალა,იმედი,პატარა ნაპერწკალი რასაც მოვეჭიდე და ადგილიდან შევტრიალდი.
გზა კვლავ ტირილით განვაგრძე ფეხებს უკვე ვეღარვგრძნობდი,შუაგულ ტყეში ვიყავი სრული სიბნელე იყო,ხან ხის მორს ვკრავდი ფეხს ხან კი ქვას.
მაღლა ავიხედე,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,ალბათ ისინი უიკვე სამითხეში იქნებიან,თუმცა დედას სიტყვები გამახსენდა რამაც ეჭვი შემაპარა მასში.
ლურჯი ციდან სხივისმაგვარი, მანათიბელი რამ დაეშვა ჩემს წინ,წამით თვალთ დამიბნდა.ჩემთვის ყოველივე ეს უცხო და ახალი იყო.
რამოდენიმე წამში საგნების გარჩევა დავიწყე,ჩემს წინ ქერა მამაკაცუ იდგა ღია ლურჯი თვალებითა და თეთრიტანისამოსით,როგორც ფარანი ისე ანათებდა შუა ბნელ ტყეში,ანგელოზი,ის ანგელოზი იყო.
-გამარჯობა ელიზაბეთ!მე მთავარანგელოზი მიქაელი ვარ..შენს დასახმარებლად გამომიშვეს..ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება.
წამით პირღია ვუყურებდი,არცკი ვიცოდი როგორ უნდა მესაუბრა ანგელოზთან,საჭირო სიტყვებს ვეძებდი,ავუხსენი რომ ყველაფერი დღესგავიგე,დედას მონაყოლი და ამბავი თუ როგორ მოკლეს ისინი ყველაფერი ვუთხარი,ცრემლები მომადგა,მიქაელი რაღაც უცნაურიმზერით მიყურებდა,ზიზღით,თითქოს მე რაღაც ბინძური არსება ვყოფილიყავი,ვერ მივხვდი ყოველივე ეს რასნიშნავდა.
-შენნ?ის გითხრენ რომ ბინძურსისხლიანი ხარ არა მიკვდავო?-ტვინში ელვამ დამარტყა,ყველაფერი გადამიტტუალდა.-დახმარება?სულელო მოკვდავო,შენ ნახევრად ანგელოზიც კი არხარ და არც დემონი შენ ბუნების შეცდომა ხარ,რასაც ბოლო უნდა მოვუღო!
მის სახეზე ღიმილი გამოისახა,ანგელოზები ისინი ხომ კეთილები არიან,ახლა კი მას ჩემი მოკვლა უნდა,ხელში ოქროსფერიხანჯალი ეჭირა და ჩემკენ გამოექანა,ინსტიქტურად გვერძეგავიწიე და ტკისკენ უკანმოუხედავად გავიქეცი,რამდენიმე წამში ის ჩემ წინ გაჩნდა,ჰაერში აღმართული ბოძივით იყო,მთელი სისწრაფით ჩემკენ გამოემართა და ზედ დამეცა,წიხლი ვკარი და კვლავ გავიქეცი.
მიქაელი თმაში მწვდა,და უკან გამომაბრუნა,ხელები ზურგს უკან შემიბოჭა და მეორე ხელით დანა ჩამცხო მუცელში,წამებში ყველაფერი გაქრა,სინათლე და ჩემი სუცოცხლის კვალი,ბლანტმა სითხემ ჩემგან გამოჟონა,ხელით ვეღარვაკავებდი,ამიტომ ხის მორისკენ მივიწირ,ზურგჩანთიდან მაისური ამოვიღე და დავაჭირე,მთვარის შუქზე ჭრილობა არცისე ცუდად გამოიყურებოდა,თუმცა გვრძნობდი თუ როგორ მერთმეოდა სიცოცხლის ძალა.
თვალწინ ყველა მომენტმა გამიარა,ჩემმა უკანასკნელმა დაბადების დღემ,დედამ და მამამ,ოჯახმა,მამიდამ....
ცრემლები წამსკდა,ჭრილობა ძალიან მტკიოდა.სწორედ მაშინ გამოჩნდა ჩემი ვარსკვლავი,დილის კაშკაშა ვარსკვლავი.
სიბნელიდან შავებში ჩაცმული ტანმაღალი მამაკაცი გამოვიდა,ჩემთან მოვიდა და ჩაიმუხლა,სახეზე ვერ ვარჩევდი მხოლოდ მის დაჭიმულ ხელებს ვგრძნობდი ჩემს მუცელზე,ნაზ და მსუბუქ ხელებს,თვალები ნელ ნელა მეხუჭებოდა,ბოლოს ჰაერი ვიგრძენი,სახეზე მელამუნებოდა,ვიღაცის მკლავებში ვიყავი,ზემოთ ავიხედე,თვალებს ძლივსღა ვახელდი.შავი თვალები,ღამესავით მუქი,უმეტყველო სახე რომელიც იმდენად ლამაზი იყო რომ მხატვრის ნახატს გავდა,თეთრი კანი და შავი თმა რონელიც ერთმანეთთან ჰარმონიაში იყო.მისი სვირინგი ყელთან ყურის დაბლაჰორიზონტალურად 666 მე ვიცოდი ის ვინ იყო,რა იყო და რა გახდა..ის იყო დილის ვარსკვლავი,ლუციფერი თავად ეშმაკი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent