შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი მოთამაშე/bad player (სრულად)


7-05-2021, 13:56
ნანახია 2 505

ცოტაა ისეთი ადამინები ვისაც გასაშვებად არ ვემეტებით
და კიდევ უფრო ცოტაა იმათი რიცხვი, ჩვენს ნაკვალებს ცარიელი გზის მტვერში რომ დაეძებენ…
---------------------
კლუბში ვიჯექი ჯენისთან ერთად, ნახევარი საათის წინ გაცნობილ ბიჭს ეფლირტავებოდა. მაღალი მუსიკის გამო კარგად არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ, თუმცა მის ურთიერთობებს თუ გავიხსენებთ სხვა, დანარჩენ ბიჭებთან, ესეც ერთი ღამის გართობა უნდა ყოფილიყო მისთვის.
ირგვლივ მიმოვიხედე ახალი და საინტერესო არაფერი იყო, ჩვეულებრივი სიტუაცია, როგორც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბს შეესაბამებოდა.
რამოდენიმე წუთი თავს იქეთ აქეთ ვატრიალებდი და კისერი ლამის მომტყდა.
ისევ ჯენის გავხედე, უკვე ერთმანეთის ტუჩებს აგემოვნებდნენ, ოჰოოჰ მის ჯენი არადა არ აპირებდი დღეს მორიგი ბიჭისთვის ,,ფეხების გაშლას”.
თვალი ისე ავარიდე ვითომ არც არაფერი დამინახია, ჩანთა ავიღე და ბარისკენ დავიძარი, ბარმენს გავხედე, ჯერ ხელი დავუქნიე მაგრამ ვერ დამინახა.
- ნიიიიკ - სახელით ხმამაღლა დავუძახე, მანაც გამომხედა, საჩვენებელი თითი ამიწია ანუ ,, ერთი წუთითო’’ რომელიც 5 წუთს ნიშნავდა, სიცილით გავაქნიე თავი და დარბაზისკენ შევტრიალდი, თან ხელები იდაყვებით, მაგიდას ჩამოვდე.
ისევ დავიწყე ადგილის თვალიერება. რამოდენიმე ამაღლებულ ადგილას სტრიპტიზიორები ცეკვავდნენ, დიჯეი უკრავდა, ფერად-ფერადი შუქები კი იქეთ აქეთ დახტოდნენ, ირგვლივ თითქმის ყველა ცეკვავდა, ბართან კი არც ისე ბევრი ხალხი იჯდა. თავი ოდნავ გვერდით შევატრიელა ვიფიქრე გათავისუფლდა ნიკი-თქო, მაგრამ შევცდი, ამჯერადაც ჯენისკენ გავიხედე, იმ ქერათმიანს კალთაში ეჯდა, ელაპარაკებოდა და თანდათან კოცნიდა.
საინტერესო არაფერი ხდებოდა, ნამდვილად მოსაბეზრებელი იყო ეს ყველაფერი, სახლში წასვლა კი ერთი ჭიქა, ალკოჰოლის გარეშე არმინდოდა. მეორე მხარეს გავიხედე, ჩემგან არც ისე შორს, ორი ბიჭი ბარის მაგიდასთან იჯდნენ და სასმელს სვამდნენ. ერთი ჩემსკენ ზურგით იჯდა ეტყობოდა ნავარჯიშები სხეული ჰქონდა, (უცნაური შეგრძნება დამეუფლა მის შემხედვარეს) სახე არდამინახია ასე რომ ბევრს ვერაფერს გეტყვით მასზე, თუმცა მეორეს კარგად ვხედავდი, განათების გამო ვერ დავიჩემებდი, მისი თმის ფერი ზუსტად დავინახეთქო, თუმცა დარწმუნებული ვიყავი არც ისე მუქი ფერის თმა ექნებოდა, სახეც არც ისე ცუდად გამოიყურებოდა: სქელი ტუჩები, თითქმის ნულზე დაყვანილი წვერი და წვრილი თვალები, ერთისიტყვით არც ისე ცუდი ბიჭი იყო.
მის ყურებაში ძალიან გავერთე და ცოტახნის შემდეგ ორი გოგო მივიდა მათთან. ერთი წითური იყო რომელიც ჩემსკენ ზურგით მჯდომს დაუდგა გვერდით, მეორესთან კი ქერა, საკმაოდ გრძელითმიანი გოგო მივიდა, ორივე ლამაზები იყვნენ, წითური ლამის ,,კისერზე ჩამოეკიდა” ჩემს ზურგით მჯდომს. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს არვუყურებდი სულაც არ ეტყობოდა დიდად მონუსხულიყო ამ გოგოთი, რასაც მეორეზე ვერ ვიტყოდი. სახე ახლოს ჰქონდა მიტანილი ქერასთან, ზურგიდან ხელი ნელნელა ჩაასრიალა და უკანალთან გააუჩერა, მერე მოუჭირა და გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო გოგომ ისე წაეტანა ბიჭი ტუჩებზე.
გოგონას სახეზე და საერთოთ მათ საქციელზე გამეცინა - ცხოველი! - ვთქვი ჩემთვის და თავი ოდნავ ქვემოთ დავხარე, ისეთი სანახაობა იყო ახლა ჩემს წინ, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ამაზე ,,არგაცინება”. უცებ უცნაური გრძნობა დამეუფლა, ყოველთვის ვგრძნობდი როცა ვიღაც მიყურებდა, ეს ერთადერთი, ძველი ცხოვრებიდან გამომყვა. თავი მაღლა ავწიე და სახე ჩემს უკან მჯდომს გავუსწორე, რომელიც უკვე აღარ იჯდა ზურგით და ამჯერად პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ღიმილი სახეზე მიმეყინა მისი დანახვისას, ის კი ისე სერიოზული მიყურებდა, უცებ ტანში საზიზღარმა ჟრუანტელმა გამიარა.

ვენესუელა 2013 წელი

მტვრიან და დანაგვიანებულ ქუჩას მივუყვებოდი, თავზე გრძელი შარფი მქონდა წაკრული, რომ სახე კარგად დამეფარა. ამ დამპალ ტროპიკულ ქვეყანაში, ისეთი რამეები ხდებოდა, მსგავს ადამიანი კოშმარშიც კი ვერ ნახავდა, ამიტომაც თითქმის სირბილით მივდიოდი სახლში. არც იქ იყო დიდად სახარბიელო სიტუაცია თუმცა იმას ნამდვილად ჯობდა, რაც ქუჩაში ხდებოდა.

* * * * *
- სარა, ვიზიარებ ჩემო კარგო, ყველას ისე გვიყვარდა ალეხანდრო... ასეთი რამ როგორ მოხდა?… - ასლუკუნდა კამილა.
მამაჩემის სიკვდილი კი არ ადერდება ამ პატარა კახპას, არამედ ის თუ ვინ მოკლა ის.
- წარმოდგენა არმაქვს, მაგრამ ალბათ ერთ დღესაც სიმართლეს გავიგებთ - ვუთხარი მშვიდი ტონით.
- ასეა და ყველას თავისი მიეზღვევა, შეუბრალებლად... - ზიზღით სავსე თვალებით ამბობს სოფია.
მიწა უკვე გათხრილი იყო, მალე მამაჩემს ჩააწვენდნენ შიგნით და შავ, ცივ მიწას დააყრიდნენ ზემოდან. ვხედავდი და სხვებიც ხედავდნენ, როგორ აკეთებდნენ ეს დამპალი ნარკომანები ამას და არავინ ხმას არ იღებდა.
არც მე მაწუხებდა სინდისი…

* * * * *
- მალე წავალთ ხო? - ვეკითხები მარიას
- როცა მოგინდება მაშინ, ჩემო ანგელოზო - ხელისგულებში მოაქცია ჩემი სახე და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- ახლავე წავიდეთ, აღარ შემიძლია აქ ყოფნა - ტირილი დავიწყე. ოხ ეს ყალბი ცრემლები.
- კარგი ჩემო პატარა… - ამჯერად შუბლზე მკოცნის. - ვიცი რთულია სარა, რაცარუნდა იყოს მან შენ გაგზარდა და არ არის ადვილი ამყველაფრის ასე ყურება, მაგრამ სარა, შენ ჩემი ქალიშვილი ხარ, ჩემი ერთადერთი ქალიშვილი რომლისგამოც მეც და მამაშენიც ყველაფერს გავაკეთებთ. - მითხრა ნორამ
გული მეკუმშებოდა ამ სიტყვების გაგონებაზე, ამ ყველაფერს არვიმსახურებდი, ყველაზემეტად არვიმსახურებდი, მაგრამ როცა ყველანაირად შეუბრალებელი ხარ, ხმას არ იღებ და დუმხარ... შემდეგ კი მშვიდად აგრძელებ სიცოცხლეს.
ამშემთხვევაში მე გაგრძელების მაგივრად, თავიდან ვიწყებდი, ყველანაირად დაუმსახურებელ ცხოვრებას....
- ვიცი დედა, მაგრამ მაინც მიჭირს - მოვეხვიე და უფრო ავტირდი.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ არაუშავს მე შენს გვერდით ვიქნები, ხელს მაგრად მოგკიდებ და აღარასოდეს გაგიშვებ, გესმის სარა?
- მესმის დედა - ვუთხარი და უფრო მოვეკარი სხეულზე.

ნიუ-იორკი 2018 წელი

ნაცნობი შეგრძენაბა მქონდა მისი დანახვისას, თანაც ისეთი რაც დიდიხანია აქ არმიგვრძნია, ვგრძნობდი როგორ გამეყინა სისხლი ძარღვებში, ამ დროს უკნიდან შეხება ვიგრძენი.
- გალოდინე? - მეკითხება ნიკი
- არა, უფროსწორად ხო
თავი გვერდით გავატრიალე და ის, ისევ ზურგითმჯდომი რომ დავინახე, ცოტათი მომეშვა.
- რას დალევ? - მკითხა ნიკმა და უკან გაბრუნდა.
- რაიმე მაგარი, შენ უკეთ გეცოდინება - გავუღიმე

* * * * *
ფეხაკრებით ავდიოდი კიბეებზე, არმინოდა მარიას და ვიქტორს გაეღვიძა, რადგან უკვე გვიან იყო.
უცებ უზარმაზარ, მისაღებ ოთახში შუქი აინთო.
- სად ხარ ამდენხანს? - ზურგს უკან მესმის მარიას ხმა.
ნელნელა უკან ვბრუნდები და ძალით ვიღიმი.
- ჯენისთანერთად ვიყავი კლუბში დედა.
- ხომ გთხოვე ამდენიხნით ნუ ჩერდები მსგავს ადგილებშითქო? რომელისაათია იცი საერთოდ? - ბრაზი ერეოდა ხმაში.
- ვიცი დედა დღეს ძალიან დამაგვიანდა, მაგრამ გპირდები, ეს ბოლო იქნება - ქვემოთ ჩავდიოდი ნელი ნაბიჯებით - თან ხვალიდან უკვე ყველაფერს თავიდან ვიწყებ, - გავუღიმე და ხელები მკლავებზე მოვკიდე - ხომ იცი უამრავი საქმეები მექნება მომავალში და უბრალოდ მინდა ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო. მაგრამ გპირდები მსგავსი რამ აღარ განმეორდება, ჩემთვის შენი ჯანმრთელობაა მთავარი, მე კი ვიცი როგორ ნერვიულობ ხოლმე ასე რომ ვაგვიანებ - ნელნელა ღიმილს ვაპარებ.
მარიასაც ეღიმება და მეხვევა.
- რაკარგია რომ არსებობ სარა, რა იღბლიანი ვარ, რომ დედაშენივარ - ხელს მხვევს და თმაზე მეფერება.
,,საინტერესოა იღბალზე აქ, ჯერ კიდევ ვის აქვს სალაპარაკო” მეუბნება ქვეცნობიერი…
- წადი დაისვენე თორემ ხვალ გაგიჭირდება ადგომა, ვიქტორმაც ახლახანს დაიძნა.
- ჰო, მართალი ხარ, ძალიან დავიღალე, წავალ დავიძინებ. - გავუღიმე და ზემოთ ავედი.
თავიდან როცა მარიას ვუყურებდი, ყოველთვის მომავალში ვხტებოდი და მის იმედგაცრუებულ სახეს ვუყურებდი, რომელიც ჩემსკენ იყო მომართული.
ეს ქალი არ იმსახურებდა ტყუილში ცხოვრებას, მაგრამ არც მე ვიმსახურებდი წარსულის უსამართლობას.
ტანსაცმელი გავიხადე, შხაპი მივიღე და საწოლში ჩავწექი.
,, ხვალ ერთად წავიდეთ? “ - მწერს ჯენი
,, არა ხვალ ვერ წამოვალ, ხომ გითხარი, მუშაობას ვიწყებ”
,, უი ხო, ეგ სულ დამავიწყდა, “
,, უნდა დავიძინო, ხვალ ადრე ვდგები”
,, კარგი, მეც მალე მივალ სახლში”
,, ხომართლა, იმ ბიჭთან რაქენი?”
,, ჩემი სიტყვა შევასრულე, უბრალოდ ერთმანეთს ვაკოცეთ”
,,მჯერა, აბა რა”
,, კარგი რა, ეგეთს მიცნობ?”
ბოლო მესიჯზე გამეცინა. ტელეფონი გავთიშე და გვერდით გადავდე, მერე თვალები დავხუჭე და ისევ, იმ ძველ კოშმარში დავბრუნდი… იქ სადაც ჩემი რეინკარნაცია დაიწყო...

ვენესუელა 2011 წელი

- დაბადების დღეს გილოცავთ - სტეფანი აღტაცებას ვერ მალავდა.
- ღმერთო, სტეფან ამის ფული სად გქონდა? - ამბობს სოფია
- მამამ რომ გაიგოს მოგკლავს - ვეუბნები მე და ერთი სულიმაქვს მის ხელებში მოქცეული, პატარა ჩისქიექის ჭამა დავიწყო.
- კარგით რა ახლა ამის დროა? მიდით ჩააქვრეთ თორემ ჩაიწვა სანთელი - მომღიმარი სახით დაგვყურებს ორივეს. მე და სოფიამ ერთმანეთს გადავხედეთ და სანთლის ჩასაქრობად გადავიხარეთ.
- მოიცაათ - ჩურჩულებს სტეფანი - სულ ეს როგორ გავიწყდებათ! დროზე სურვილი ჩაიფიქრეთ.
ორივეს გვეცინება, სოფია თვალებს ხუჭავს და სურვილს იფიქრებს.
- ჩაიფიქრე? - ეკითხება სტეფანი
- კი
- ახლა შენი ჯერია სარა - მიღიმის უფროსი ძმა.
- ეხავე
თვალები მაგრად დავხუჭე და ბნელეთში გავუჩინარდი, ირგვლივ არაფერი იყო, სიხარულის მაგივრად შიში მეუფლებოდა, სურვილი ჩავიფიქრე და თვალები გავახილე.
- მზად ხართ? - გვეკითხება სტეფანი
ორივენი თავს ვუქნევთ, შემდეგ კი წინვიწევით და სანთელს ვაქრობთ.
- მალე იზრდებით, ცოტა არიყოს გული მწყდება..
- რას ვიზამთ ასეთია ცხოვრება, მალე გავიპარებით სახლიდან და ჩვენს სიყვარულებთან ერთად გავუჩინარდებით ქვეყნიდან - ამბობს სოფია.
- ლამის დავიჯერე - უკვე ხარხარს ვიწყებ, სოფიაც მყვება შემდეგ კი სტეფანიც.
სტეფანი ჩვენი უფროსი ძმა იყო. ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობოდი, ყველაზე მეტად მიყვარდა და ადამიანი რომლისთვისაც დაუფიქრებლად გავწირავდი სიცოცხლეს. ოჯახის ამდენი პრობლემის მიუხედავად ის არასდროს კარგავდა იმედს, რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვლებოდა.
უკვე თვრამეტი წლის ვიყავით მე და სოფია, და ჰო, ჩვენ ტყუპებივართ, უფროსწორად გვეგონა, რომ ტყუპები ვიყავით. ორივეს მუქიფერის თმა გვქონდა კანისფერიც ერთნაირი, თითქმის აღნაგობაც, უბრალოდ თვალებით განვსხვავდებოდით, მას მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა, მე კი ღია ცისფერი. ვერავინ შეიტანდა ეჭვს რომ ჩვენ ტყუპები არ ვიყავით, რომ არა დეენემის ტესტი..
ეს ის ღამე იყო სადაც ყველაფერი დაიწყო, რაღაც მხრივ კარგიც იყო ეს რომ მოხდა, რადგანაც თვალები გავახილე და სამყაროს უფრო ნათლად, რეალურად შევხედე.

* * * * *
ვენესუელა, ქალაქი სადაც ყველანაირი უბედურება და საძაგლობა ხდება, ადგილი სადაც არავინ არავის ინდობს და რაც ყველაზე მთავარია, აქ ღალატს არავის პატიობენ..
ამ ქალაქში უამრავი ნარკობანერები იყვნენ, მაგრამ გამოირჩეოდნენ ზემდგომები, მათი სახელები ბევრმა არ იცოდა, მაგრამ სტეფანი გარეული იყო ამ ბინძურ საქმეში და იქედან ვიცით ერთ-ერთი ზემდგომის სახელი, რომელსაც კარლოს კლარკი ერქვა…

ტანსაცმელ ჩაცმული ვიწექი ლოგინში და ჭრელი ლები მქონდა გადაფარებული, ისე რომ მთელი სხეული დაეფარა. სოფიას დიდიხანია მშვიდად ეძინა, აი სტეფანი კი ისევ სადღაც მიიპარებოდა. ღამის ხუთი საათი იყო, დიდიხანია ვაკვირდებოდი რომ ამ დროს ყოველთვის სადღაც ჩუმად გადიოდა. თავიდან არვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ მსგავსი საქციელი, ყოველდღიურობაში რომ გადაეზარდა დავეჭვდი. მისთვის კითხვას აზრი არ ექნებოდა, რადგანაც რაიმე ტყუილს მოიგონებდა და ისე წაიყვანდა თემას სამისოდ, რომ მე მაინც მტყუანი გამოვიდოდი.
ჰო ზუსტად ასეთი იყო ჩემი ძმა, დაუჯერებელს დაგაჯერებდა.
ფანჯრიდან უკვე გადამძვრალი იყო, მეც წამსვე წამოვხტი და იგივე მოძრაობით გადავხტი, შემდეგ კი უკან ავედევნე. თითქმის ოცი წუთია გაუჩერებლად მიდიოდა, საბოოლოოდ თავი ტყეში ამოვყევით. აქ ტყეები მრავლად იყო, მაგრამ ამას პირველად ვხედავდი. არა, იმიტომ კი არა, რომ აქ არიყო და უცებ გაჩნდა, უბრალოდ ამხელა მანძილზე ჯერ არასდროს წამოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ თვრამეტი წელია აქ ვცხოვრობდი.
სტეფანმა უფრო უმატა ნაბიჯებს, ისე სწრაფად დადიოდა ძლივს ვეწეოდი შემდეგ კი უცებ გაუჩინარდა…
ეს არიყო კარგი, ჯერ იმიტომ რომ სახლიდან შორს ვიყავი წამოსული და დილამდე რომ არდავბრუნებულიყავი, ცემა არამცდებოდა მამაჩემისგან, შენდეგ კი იმიტომ რომ ამ ტყეში, პირველად ვიყავი და უკან გასასვლელი გზა არც კი ვიცოდი. დამფრთხალი შველივით ვიხედებოდი იქეთ აქეთ, ფოთლების შრიალზე, ყოველ ჯერზე საშინელ ჟრუანტელს მივლიდა ტანში.
- აქ რას აკეთებ სარა?
უცებ შევხტი შიშისგან და უკან გავიხედე.
- ღმერთო, სტეფან… აქ რაგინდა?, უფროსწორად კარგია, რომ აქ ხარ - ხელი მკერდზე მივიდე, სადაც გული შიშისგან მიფეთქავდა.
- მე რამინდა აქ? - მის სახეს კარგად ვერვხედავდი, თუმცა ხმაში სიბრაზე ეტყობოდა.
ძალა მოვიკრიბე, თან გულისცემაც ცოტა დამირეგულირდა, მხრებში გავიმართე და სტეფანს გავხედე.
- ხო, გაკვირდებოდი ყოველ ღამე, როგორ მიიპარებოდი. იცოდე რაღაც ტყუილები არ დაიწყო, მშვენივრად ვიცი რასაც აკეთებ,ახლა კი მითხარი სად იყავი? - ხმა მებზარებოდა შიშისგან.
- სარა… - ამოიხვნეშა და ჩემსკენ წამოვიდა - თუ არგინდა რომ მოგატყუო, მაშინ ნუ შემეკითხები სად ვიყავი, კარგი?
- ჰომაგრამ, ყოველღამე დადიხარ სტეფან, ყოველ ღამე… ეს ნორმალურია? რაზე უნდა ვიფიქრო ამის შემდეგ, მითხარი!
- დაწყნარდი, საკუთარ თავს შენ თვითონვე მართავ, მათ შორს ფიქრებსაც, ასე რომ შენზეა დამოკიდებული რას იფიქრებ, ამშემთხვევაში კი გირჩევ მხოლოდ კარგ რამეებზე იფიქრო - ლოყაზე მჩქმეტს
- ახლა ხუმრობის ხასიათზე ხარ ხო? არამგონია კიდევ მსგავს განწყობაზე იყო, როცა სახლში მამას ყველაფერს მოვუყვები - ლოყაზე ხელი უხეშად გავაშვებინე, გვერდი ავუარე და წამოსვლა დავაპირე.
- ეი დაიცა, რას აკეთებ შენი აზრით? - დაბნეულმა მკითხა და ხელი მკლავზე მომკიდა.
- მამას სიმართლეს ვეტყვი, იმასაც ვეტყვი აქ რომ იყავი, და თუ შენ არაფერს ეტყვი, თვითონვე გაარკვევს, ხომ იცი არგაუჭირდება. - თავდაჯერებული ტონით ვუთხარი
- დაიცა, გინდა რომ ვიჩხუბოთ?
- არა, მინდა რომ სიმართლე მითხრა, გპირდები არავის არაფერს ვეტყვი, ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება - შემავედრებელი ხმით ვუთხარი
- სარაა…
- გთხოოვ…
- ჯანდაბა, - ამოიხვენშა - კარგი, იყოს როგორც გინდა
- მართლა? მეტყვი ყველაფერს?
- კი,
- ძამიკოოო - კისერზე მოვხვიე ხელები და მწერივით მივეწებეე.
- ოღონდ, მხოლოდ ერთხელ წაგიყვან იმ ადგილას და იქვე გაიგებ ყველაფერს. თუმცა ერთი პირობით, - სერიოზული ხმით მეუბნება - იქ რასაც ნახავ, რასაც მოისმენ და ვისაც დაინახავ, ყველაფერს დაივიწყებ… ამ ტყიდან გასვლისას, ყველას და ყველაფერს დაივიწყებ გასაგებია? - მკაცრი ტონით მეუბნებოდა.
- კარგი, გპირდები ყველას და ყველაფერს დავივიწყებ, ახლა კი წავიდეთ - ხელი მოვკიდე და გზის გაგრძელება ვცადე.
- მოიცა მოიცა, - ხელი წელზე მომკიდა, ხელში ამიყვანა და გასასვლელისკენ წავიდა
- რას აკეთებ? ხომ თქვი განახებო?
- მე გითხარი განახებთქო, მაგრამ ახლა და ახლავე გაჩვენებთქო ეგ არმითქვამს - ღიმილი ეპარებოდა სახეზე.
- აბა როდის?
- ხვალ, დღისით და მზისით - მიღიმის
- იცოდე არმომატყუო თორემ მამას ყველაფერს ვეტყვი - საჩვენებლ თითს ვუქნევ
- კარგი კარგი - იცინის და ლოყაზე მკოცნის.

ნიუ-იორკი 2018 წელი

დილით მაღვიძარამ დარეკა, საათი შვიდს უჩვენებდა. ფეხზე წამოვდექი, მოვწესრიგდი, კლასიკური შავი მაღალწელიანი შარვალი ჩავიცვი, თეთრიფერის საროჩკა და შავი მაღალქუსლიანები. შემდეგ მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, ბოლოს კი მშობლებთან ერთად ვისაუზმე.
- აბა ქალბატონო მზად ხართ პირველი დღისთვის? - მეკითხება ვიქტორი, თან გაზეთს ფურცლავს.
- ხომ თქვი რთული არ იქნებაო, თან ტყუილად ხომ არმისწავლია არა? - ვუღიმი და სტეიკს დანით ვჭრი.
- ასეა, - მიღიმის - დანარჩენს პრაქტიკით ისწავლი.
- ძვირფასო, მინდა გითხრა, რომ სარას მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირობით გამოვუშვებ სამსახურში, - მკაცრი ტონით ამბობს მარია - სახლში არდავინახავ არანაირ, სამსახურის თემაზე საუბარს. გასაგებია? - ფრთხილად დებს ყავის ფინჯანს თეფშზე.
მე და ვიქტორმა ერთმანეთს გადავხედეთ, მერე მშვიდათ თავი დავუქნიეთ და ცოტაღა გვაკლდა ორივეს ხარხარი რომ არ აგვეტეხა.
მარიას არასდროს უყვარდა როცა ვიქტორი სამსახურის თემებზე ლაპარაკობდა, მსგავს საკითხებზე საუბარი ამ სახლში აკრძალულიიყო.
მალევე მოვრჩით ჭამას და მაშინვე სამსახურისკენ გავეშურეთ. დღეს ჩემი პირველი დღე იყო და ცოტა არიყოს ვნერვიულობდი, მიუხედავად იმისა, რომ უფროსის შვილი ვიყავი და რაიმე რომ შემშლოდა, სამსახურიდან არავინ გამაგდებდა…
მანქანაში რომ ვჯდებოდით, ვიქტორი მის სამსახურზე მესეუბრებოდა, რამოდენიმე ახალი პარტნიორი ჰყოლია, რომლიდანაც ერთ-ერთს თავისი კომპანიის წილს გაუზიარებდა, ანუ ვიღაც კომპანიის მოწილე გახდებოდა. მას, უზარმაზარი სამშენებლო კომპანია ჰქონდა ნიუ-ორკიში, რომელიც საკმაოდ ცნობილი იყო, არამარტო ამ ქალაქში, სხვა ქალაქებშიდაც.
სადღაც ნახევარ საათში უკვე ადგილზე ვიყავით, მანქანიდან გადმოვედი და თვალი მოვავლე 14 სართულიან შენობას, მერე მამაჩემს მკლავი მკლავში გამოვოვდე და ორივენი შენობაში შევედით.

* * * * *
- დილა მშიდობისა მეგობრებო - მიესალმა ვიქტორი საკომფერენციო ოთახში მყოფ ხალხს.
მათმაც მოკრძალებულად მიესალმნენ ვიქტორს და ყველა ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- მეგობრებო, დღეიდან ახალი თანამშრომელი გვეყოლება, - მომღიმარი სახით მიყურებს - ჩემი ქალიშვილი, ის შემოგვიერთდება და აქ ჩვენს გევრდით იმუშავებს.
რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ და მისკენ წავედი.
- მოგესალმებით, მე ნატალი ვარ - ხელს მაწვდის ფეხზე მდგომი ქერა გოგო
- მე სარა - ხელს ვართმევ
- მიხარია თქვენი გაცნობა, მისის მორგან - მიღიმის და ვიქტორს უყურებს.
- ასევე
- მისტერ ვიქტორ, რაღაც ცვლილებებია დღევანდელ შეხვედრებთან დაკავშირებით, - უღიმის ნატალი და საქაღალდეს შლის, შემდეგ კი რაღაცას აჩვენებს. - არდაგელოდეთ, ვიფიქრე ამსაქმეს ბევრი ფიქრი არც უნდოდა და მაშინვე დავთანხმდი, თან ესესაა მოვიდა, უკვე აქ არის. - სიხარულს ვერ მალავდა ნატალი და ვერც სხვა ოთახში მყოფები.
- სწორად მოიქეცი, დღეს უკვე მეორე სასიხარულო ამბავია ეს - იღიმოდა ვიქტორი და ოთახში მჯდომები ტაშს უკრავდნენ..
- გილოცავთ - ეხვევა ნატალი მამაჩემს
- კარგი, კარგი ჯერ ადრე სიხარული, - იფერებს ვიქტორიც.
ვერ ვხდებოდი აქ რახდებოდა, მაგრამ რაც არუნდა ყოფილიყო, აშკარად კომპანიისთვის სახეირო საქმე კეთდებოდა. ვიქტორი საკომფერენციო მაგიდის თავში დაჯდა, როგორც წამყავნი, კომპანიის. თითქმის ყველა ადგილი დაკავებული იყო, გარდა მაგიდის მეორე თავისა და მის გვერდით, სადაც მე ვჯდებოდი.
რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჩემი ადგილი დავიკავე. ამ დროს კარებიც გაიღო და ყველა ფეხზე წამოდგა.

ვენესუელა 2011 წელი

ჩემმა ძმამ დამპირდა ერთ საათში მოვიდოდა და წამიყვანდა, ამისთვის პატარა გეგმაც გვქონდა, თუ როგორ უნდა გავსულიყავით სახლიდან. მანქანის ხმა გავიგე, მივხდი სტეფანი იქნებოდა და მაშინვე სახლში შევედი.
- მამა, აფთიაქში მინდა გასვლა, შეიძლება წავიდე?
- რა? შენ უნდა წახვიდე? რაიყო, გახდი თვრამეტის და უკვე დიდი გგონია შენი თავი? - მიყვირის
- არა, ეგ რა შუაშია, უბრალოდ რაღაც მნიშვნელოვანი მჭირდება და გთხოვ გავალ, შენ ვერმიხვდები, აფთიაქში უნდა ვიყიდო-თქო… - მორცხვად ვხრი თავს. ვიცი ახლა დედაჩემი ყველაფერს მიხვდება.
- გაუშვი - მკაცრი ტონით ამბობს დედა და ხელებს იმშრალებს.
- რახდება? - ამდროს სტეფანიც შემოდის.
- სტეფან კარგ დროს მოხვედი, - მამას გავხედე - მამა სტეფანი წამიყვანს, მისგვერდით მაინც რა უნდა მომივიდეს. გთხოვ…
- ჰო კარგი, ოღონდ სადმე არგადაუხვიოთ, მალე მოდით სახლში, თორემ იცი რაც მოგივა - თვალებს მიბრიალებს.
- კარგი - სტეფანისკენ ვბრუნდები - გამოვიცვლი და წავიდეთ.
ოთახში გავედი, ვიცოდი ტყეში მივდიოდით მაგრამ მაინც კაბის ჩაცმა გადავწყვიტე, ასე უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მშობლებისთვის, თანაც ალეხანდრო ვერ იტანდა როცა შარვალს ვიცმევდით მე და სოფია.
ქალაქში სადაც მე ვცხოვრობდი, მკაცრი წესები იყო, მაგრამ ოჯახში რომელშიდაც მე ვიზრდებოდი, უარესი....
კარადიდან თეთრი მუხლს ჩაცდენილი ბრეტელებიანი კაბა გამოვიღე, წინ მკერდის ადგილას თასმით იკვრებოდა, წელზე ვიწროდ მქონდა, ქვემოთ კი გაშვებული იყო. თმა გავიშალე წარბები გავისწორე და მაშინვე გავედით.

* * * * *
- კიდევ ბევრი უნდა ვიაროთ? - დაღლილი ვიყავი
- ცოტაც და მივალთ,
- ღმერთო, ყოველღამე აქ როგორ დადიხარ? არ იღლები? - წინ ჩამოყრილი თმა უკან გადავიწიე.
- არა არვიღლები, - გაეცინა და შეჩერდა - ახლა ჩუმად იყავი კარგი?
- რატომ?
- უცნობის ხმას თუ გაიგებენ, ცუდად იქნება შენი საქმე? - სერიოზული ტონით მეუბნება
- რატომ? მე ხომ შენი და ვარ - ვუღიმი და მკლავზე ვეხვევი, ისიც იგივეს აკეთებს, თავზე მკოცნის და მივდივართ.
რამოდენიმე უზარმაზარი ხე გავიარეთ და ერთ პატარა კლდოვან ადგილს მივადექით, სადაც პატარა გამოქვაბულივით იყო. სტეფანმა მთხოვა, რომ აქ დავლოდებოდი, თვითონ კი გამოქვაბულში შევიდა, შემდეგ კი მალევე გამოვიდა, რამოდენიმე მისხელა ბიჭთან ერთად, და ერთ გოგონასთან ერთად.
- ესარის? - ეკითხება შავ თმიანი გოგო და სტეფანის გვერდით დგება, დანარჩენებიც იგივეს აკეთებენ.
- კი,ის არის, ჩემი და - იღიმის სტეფანი.
- იმაზე ლამაზია ვიდრე მოველოდით - ამბობს ქერათმიანი
- გეყოს თორემ მოგხვდება სტეფანისგან! - ამბობს მეორე ქერათმიანი, რომელიც ძალიან გავს წინას.
სტეფანი სიცილით აქნევს თავს მე კი რამოდენიმე ნაბიჯს უკან ვდგამ.
- აქ რა ხდება? - ზურგს უკან ხმა მესმის
- აი მოვიდა - ამბობს გოგონა და ყურებამდე იღიმის
- სტუმრები გვყავს? - ისევ ჩემს ზურგ უკან მდგომი ბიჭი ლაპარაკობს, ისეთი ცივი ხმააქ ჟრუანტელი მივლის ტანში, შემდეგ ნელნელა მის სახეს ვხედავ, კრუგს მარტყამს და მათვალიერებს. მერე წინ მიდგება, მის შავ თვალებს ვუსწორებ სახეს, ჩემზე ოდნავ მაღალია. თავს უკან აბრუნებს და სტეფანს უყურებს, სტეფანს კი ეცინება.
- ეს ჩემი დაა არის რაიან. - ეუბნება სტეფანი
რაიანი წინ იხედება და ისევ სერიოზული სახით, თავიდან, ფეხებამდე მათვალიერებს.
- არ ფიქრობ, რომ ტყისთვის ზედმეტად ნაზია? - უკან ბრუნდება და სტეფანს უყურებს, შემდეგ კი იქ შედის, საიდანაც ცოტახნისწინ ჩემი ძმა გამოვიდა.

ნიუ-იორკი 2018 წელი

ყველანი ფეხზე დგება, ზოგი პიჯაკს ისწორებს, ზოგი კი კაბას. მე ჯერ ვერ ვხედავ ვინ არის, რადგანაც, კარები ჩემს უკანაა.
ფეხზე ვდგები და უკან ვბრუნდები, ჩემს წინ საკმაოდ მაღალი, ახოვანი და უნდა ვაღიაროთ, რომ სიმპათიური მამაკაცი დგება. ყველანი ესალმება ამ კაცს, მე კი გაყინული მზერით ვუყურებ, ადგილიდან ვერ ვინძრევი, თითქოს ვიღაცამ დამაჰიპნოზაო. მერე ჩემს წინ ვიქტორი ჩნდება. მე კი თითქოს, ჯერ კიდევ იქ ვარ, ტყეში... ვხედავ, მამაჩემი რაღაცას ეუბნება ჩემზე, შემდეგ კი ის ხელს მაწვდის და მეუბნება:
- მე რაიან კლარკი ვარ - მიღიმის და იმ შავი თვალებით მაშტერდება.
,,ტყისთვის ზედმეტად ნაზი ხომ არ არის?”
ერთადერთი რაც გამახსენდა იმ წამს, ეს სიტყვები და ის მომენტი იყო, პირველად რომ ვნახე.
ეს პირველი იყო, იმ სხვა უამრავიდან.
- სარა... სარა მორგანი - მეც ხელს ვუწოდებ.
ჩვენი ხელების შეხებისას, თითქოს რაღაც ძლიერი მუხტი ვიგრძენი.
- სასიამოვნია თქვენი გაცნობა, მის მორგან - ირონიულად ტეხავს ტუჩის კუთხეს.
- ჩემთვისაც, მისტერ კლარკ. - მის შავ სფეროებს ვუსწორებ თვალს და მკრთალად ვუღიმი.

* * * * *
ჩემი და რაიანის ხელი მალევე მოსწყდა ერთმანეთს. მკრთალად გავუღიმე და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.
ვიქტორი და ნატალი რაიანთან ერთად რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ჩემს სავარძელზე ვიყავი მიყინული და არაფერი მესმოდა მათი საუბრიდან, თითქოს ყურები დაგუბებული მქონოდაო. მერე უცებ ვიღაც, მაგიდის თავიდან სავარძელს წევს და ჯდება.
- რატომ? რატომ ვზივარ მაინცდა მაინც აქ?!!! - ვკივი შიგნიდან.
ნატალი რაღაც საქაღალდეს მაწვდის, მეც ვართმევ და ფურცლების შლას ვიწყებ.
საშინლად დაძაბული ვარ, ყველანაირად ვცდილობ ეს დაძაბულობა არ დამეტყოს და დარწმუნებული ვარ გამომდის კიდეც.
მამაჩემი თავის თანამშრომლებთან ერთად, ახალი პროექტის საკითხს განიხილავდნენ. საკმაოდ სარფიანი პროექტი იყო, რომელიც მოსვლის თანავე მისტერ კლარკმა შემოიტანა და თვითონვე გადაწყვიტა მთავარი როლი ეთამაშა, ამ პროექტის განხორციელებაში.
- შემოდით თუ არა მაშინვე არაჩვეულებრივი ამბავი გვამცნეთ მისტერ კლარკ - ამბობს ვიქტორი.
- რატომღაც ვიფიქრე ასე უფრო ეფექტური იქნებოდა ჩემი გაცნობა - ტუჩის კუთხეს ტეხავს და ოდნავ იღიმის. შემდეგ კი ოთახში მყოფები სიცილს იწყებნ.
,,შენსავით, მასაც შემორჩენია წარსულიდან რაღაც-რაღაცეები” - კისკისებ მეორე სარა. ის რომელიც კარგად მიცნობს, არამარტო მე, არამედ მასაც.
- ეს პროექტი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი ჩვენთვის და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვისაც, არმინდა ზედმეტ თავდაჯერებულობაში ჩამომართვათ მაგრამ მე, აქ მყოფ ჩემს თითოეულ თანამშრომელს ვენდობი და მიუხედავად იმისა, რომ მე მათზე მაღალი თანამდეგობამაქვს, მათთვის ზემოდან არასდროს მიყურებია. - მომღიმარი სახით გადახედეს ვიქტორს, კოლეგებმა.
- კონკრეტულად რისი თქმა გსურთ მისტერ მორგან? - ჰკითხა რაიანმა და კალმის ტრიალი დაიწყო ხელში.
- როგორც გითხარით, აქ მე ყველას ვენდობი და ასევე ყველას შესაძლებლობები ვიცი. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, სხვა დანარჩენებთან ერთად, მინდა რომ სარაც აიყვანოთ ჯგუფში.
ჯანდაბა...
- თქვენი ქალიშვილი, როგორც ვიცი, დღეს პირვალად იწყებს აქ მუშაობას ასეა? თუ ვცდები? - ყოვლის მცოდნე თვალებით გახედა ვიქტორს.
- არა, არ ცდებით, მაგრამ მე ვიცი მისი შესაძლებლობები. ის ნიჭიერია და დარწმუნებული ვარ, არც ჩვენ და არც თქვენ არ გაგიცრუებთ იმედებს... - მისი ზღვისფერი თვალებით მიყურებდა და იმ ერთი გამოხედვით ეტყობოდა, როგორ მენდობოდა და სჯეროდა ჩემი. იმედის ნაპერწკალს ვხედავდი ვიქტორის თვალებში, ვერვხდებოდი როგორ შეიძლებოდა იმის დაჯერება, რომ მე ამ ადამიანის შვილი ვყოფილიყავი… ან მათ როგორ სჯეროდათ ამის. თუმცა რა მიკვირს?, მათ ხომ ისედაც არ იციან ჩემი რეალური სახე...
- ასეა მის მორგან? - მეკითხება რაიანი და ზურგით ეყრდნობა სავარძელს.
- დიახ მისტერ კლარკ, ნიჭი ნამდვილად მაქვს და ამ პროექტისთვის, როგორც მამაჩემმა თქვა, თავს არ დავზოგავ და არც იმედებს გაგიცრუებთ. - ამაყად ვეუბნები.
რაიანი თავს ოდნავ გვერდით წევს და ტუჩის კუთხეში შეუმჩნეველი ღიმილი ეპარება.
- რახან ასეა მაშინ საქმეს შევუდგეთ და ძალიან გთხოვთ, თქვენობით აღარ ვისაუბროთ, სარა - მიღიმის
- კარგი, როგორც გინდა.

* * * * *
სხვა დანარჩენმა ჩვეულებრივად ჩაიარა დღევანდელ დღეს.
რაიანმა, როგორცკი შეკრება დაასრულა, მაშინვე სადღაც წავიდა, ვიქტორმა კი მითხრა, რომელიმე თავისუფალი კაბინეტი ამერჩია ჩემთვის, და თუ შეცვლაც დასჭირდებოდა ოთახს, დამხმარეებისთვის მეთქვა.
ერთი ოთახი ავირჩიე, იმ ადგილას არც ისე ბევრი სამუშაო ოთახი იყო, სიმშვიდეში მუშაობა კი არგამიჭირდებოდა და უფრო კონცრენტრირებული ვიქნებოდი ჩემს საქმეზე. ერთადერთი პრობლემა რაც თვალში მაშინვე მომხვდა, ოთახის კედლების ფერი იყო, რომელიც ზედმეტად მუქი იყო. ასისტენტი ჯერ არმყავდა და ალბათ კარგახანი არ მეყოლებოდა, ამიტომაც პირადად მოვაგვარე ოთახის პრობლემები. მერე ვიქტორს შევუარე, რადგანაც ჩემი საქმე დღეისთვის, აღარაფერი იყო იქ.
- მამა არმოდიხარ სახლში? - ვკითხე ვიქტორს.
- ჯერ არა, შენ წადი მე სამუშაო მაქვს. - გამიღიმა, მე კი თავი დავუქნიე და კარი გამოვიხურე.
ლიფტში შესვლის დროს დავინახე, როგორ უჩვენებდა გზას ნატალი მუშაკებს, ჩემი ოთახის ტერიტორისკენ. კმაყოფილმა ჩავიღიმე, ამ დროს ლიფტის კარიც დაიხურა.

ვენესუელა 2011 წელი

შიგნით ისეთი სიტუაცია იყო, საერთოდაც არ ეტყობოდა ამ ადგილს, რომ ის სადღაც ტყის შუაგულში იყო ჩაშენებული. შესვლის თანავე გრძელ მაგიდას მოვკარი თვალი, რომლის ირგვლივ ექვსი სკამი იდო. კუთხეებში რამოდენიმეცალი ლამპა ენთო, რომელიც იქაურობას ანათებდა, ერთი კედლის კუთხეში ორი კომპიუტერი იყო და კიდევ რაღაც მოწყობილობები, მეორე კედლის კუთხეში კი უჯრებიანი მაგიდები იდგა, უჯრებში რაიყო არვიცოდი, თუმცა მაგიდის ზემოთ რამოდენიმე შავიფერის ჩანთას კარგად ვხედავი.
პატარა ბანაკივით იყო იქაურობა. ტერორისტების ბანაკივით. მერე თვალი ერთ პატარა კარს მოვკარი, მაინტერესებდა რაიყო იქ, ირგვლივ მიმოვიხედე, ყველა რაღაცაზე ლაპარაკობდა, მე კი რამოდენიმე ნაბიჯი კარებისკენ გადავდგი.
- რას აკეთებ? - წინ მიდგება რაიანი.
- მე… არაფერს, უბრალოდ, ოთახის ნახვა მინდოდა - კარისკენ გავიხედე.
- როგორი ინტერესიანი გოგო ყოფილხარ… - თავი ახლოს მოსწია - დაუკითხავად, სხვის პირად ცხოვრებაში შეჭრა რომ არ შეიძლება ეს არიცი?. - ბრაზი ეროდა ხმაში
- მაპატიეთ, მე უბრალოდ ოთახის ნახვა მინდა, ვერ გავიგე რატომ ბრაზობ.
- ის ოთახი მე მეკუთვნის... ახლა გაიგე? - ხმას აუწია
ვერა ვერგავიგე… საერთოდ ვერაფერს ვგებულობდი, რატომ იყო ის ასეთი აგრესიული ჩემს მიმართ, პირველად მხედავდა, არც მიცნობდა, საიდან ამდენი აგრესია...
- გასაგებია - შეშინებული ხმით ვუთხარი.
- რამოხდა? - მესმის სტეფანის ხმა
- არაფერი, შენს დას მიაქციე ყურადღება - ხელი მხარზე ოდნავ მიარტყა და გვერდი აუარა.
სტეფანმა უკმაყოფილო სახით გადმომხედა, მეც თვალი ავარიდე და მაგიდიდან ერთ-ერთი სკამი გამოვწიე.

* * * * *
ნახევარი საათია უკვე რაც აქვარ და ისიც კი ვერგავიგე, რისთვის და რატომ აქვთ, აქაურობა ასე მოწყობილი.
- ხვალ ჯობია სტეფ, დამიჯერე - ეუბნება ქერათმიანი
- არა ბიჭებო, ხვალ არშეიძლება, უამრავი ხალხი იქნება და შეიძლება გამოგვიჭირონ, - მკაცრად აპროტესტებდა ჩემი ძმა.
მინდა ვიკითხო რატომ დაიჭერენ ან რა ჯობია ხვალ, მაგრამ ვიცი ჩემი ზედმეტი ცნობის მოყვარეობა დამღუპავს.
- კარგი რა, ამაზე ხომ შევთანხმდით, ისე შევიპარებით ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, - ამბობს გოგონა.
- გეყოფათ! - საუბარში რაიანი ერთვება - ხვალ მივდივართ და სტეფანი რჩება - ჩემს ძმას, მკაცრ მზერას სტყორცნის და უჯრებიანი მაგიდისკენ მიდის, სადაც ჩანთები აწყვია.
- შენს სულ გარეკე ხო? - ბრაზდება სტეფანი.
- არა, შენგან განსხვავებით ჯერ კიდევ ვაზროვნებ.
- გეტყობა… - ნერვიულად ისმევს თავზე ხელს - ამის დედაც… - მაგიდას ფეხს ურტყამს
- დამშვიდდი სტეფან - ანერვიულებული ხმით ვეუბნები და მისკენ მივდივარ, მერე კი ზურგზე ვეხვევი, რადგანაც კარგად ვიცოდი რაც შეეძლო ჩემს ძმას, გაბრაზებულზე.
არვიცი რაიყო ჩვენშორის და როგორიიყო, თუმცა ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისაც მისი დამშვიდება შეეძლო.
- კარგი პატარავ - ნელნელა ჩემსკენ ბრუნდება და მეხუტება.
მძიმე სიჩუმე ჩამოწვა ოთახში, თვალები მაგრად მქონდა ერთმანეთზე დაჭერილი და მისმკლავებში გატრუნული ვერაფერს ვგრძნობდი, მისი სითბოს გარდა.
უცებ უცნაური ხმა შემომესმა, ეს… ეს იარაღის გადატენის ხმა იყო, მაშინვე დავუსხლტი სტეფანს ხელიდან, გვერდით გავიხედე და დავინახე, როგორ ეწყო უჯრებიან მაგიდაზე, სხვადასხვა ფორმის იარაღები, ერთ ერთი კი რაიანს ხელში ეკავა.
- რას აკეთებ? - შიშისგან წამოვიკივლე - გაჩერდი - ხელები ოდნავ წინ გავწიე და ცოტაღა მაკლდა იქვე ცრემლები არ წამომსვლოდა.
- რაარის? იარაღს პირველად ხედავ? - სერიოზული ხმით მეკითხება რაიანი.
- აარაა, მაგრამ რატომ გადატენე? - რაიანს მზერა ავარიდე და ეჭვიანი თვალებით სტეფანს გავხედე.
სტეფანმა უკმაყოფილოდ გააქვნია თავი და ხელი სახეზე ჩამოისვა.
- გეყოფა სარა, ის ჩვენს მოკვლას არ აპირებს… - მითხრა ძმამ.
ღრმად ამოვისუნთქე და ხელები ძირს დავუშვი, მერე კი აწყლიანებული თვალები თითებით ამოვიწმინდე.
რაიანმა მალევე ჩააწყო იარაღები ჩანთაში, შემდეგ კი წავიდა.

* * * * *
სტეფანმა მითხრა ცოტახნით აქ დავლოდებოდი, თვითონ კი ტყუპებთან ერთად გარეთ გავიდა.
ცნობისმოყვარეობა ვერ შევიკავე და კარებისკენ წავედი, სახელური ქვემოთ ჩამოვქაჩე და კარებს მივაწექი, თუმცა არ გაიღო.
- ჩაკეტილია ლამაზო - ზურგსუკან მესმის ხმა, უკან ვბრუნდები და ის გოგო მხვდება წინ.
ხელში ორი ჭიქა უკავია და ერთ მე მიწოდებს.
- არვიცოდი - ვეუბნები და ჭიქას ხელიდან ვართმევ.
- მია - მეუბნება და ჭიქიდან სითხეს სვამს.
- რა?
- მე მია მქვია - ოდნავ მიღიმის და მაგიდისკენ მიდის.
- ა, მე სარა
- ვიცი - ალმაცერა თავლებით მიყურებს.
თავი ქვემოთ დავხარე და ჭიქაში ჩასხმული სითხე მოვსვი, ყავა იყო, ზედმეტად ტკბილი.
- რაღაცრომ გკითხო შეიძლება? - ვეკითხები და მის წინ ვჯდები.
- გისმენ
- აქაურობა, რისთვის გაქვთ, ანუ რას აკეთებთ აქ ან ეს იარაღები რადუნდოდა იმ ბიჭს?
- მმმ, როგორგითხრა, ამას საერთოდ არავისთან ვამხელთ, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ტიპის ხალხი ვართ სარა - მიღიმის - თუმცა ამას ალბათ შეამჩნევდი კიდეც.
- კი, პირველი ეგ შევამჩნიე
- იარაღი ამ ქალაქში ყველას აქვს და ჩვენთანაც მისი დანახვა არუნდა გიკვირდეს, მითუმეტეს მისგან. - ჩაიღიმა.
- მაგრამ, რაში გჭირდებათ?
- შენმა ძამ არაფერი გითხრა? - ოდნავ გაკვირვება ეტყობა სახეზე.
- არა, რაუნდა ეთქვა - მეც გაკვირვებული ვეკითხები
- რავი, მაგალითად ის რომ ჩვენ, ინკოგნიტო ტერორისტებივით ვართ - გადაიკისკისა მიამ.
- რა?... რახართ? - ყბა ლამის ჩამომვარდა.
- ხო, ასეა… მაგრამ, ჩვენ უდანაშაულო ხალხს არაფერს ვერჩით, რობინ ჰუდებივართ, მდიდრებს ვპარავთ და ღარიბებს ვაძლევთ.
- ნეტავ მე რატომ ვერ მომწვდით? - მწარედ მეცინება
- ეს შენს ძმას კითხე - თავი გააქნია.
- ესიგი ტერორისტები, - უკმაყოფილოდ ჩავილაპრაკე
- მისმინე სარა, ამ საქმის კეთება, იმაზე რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამ ქალაქში წესრიგის დამყარება, ზედმეტი ნაგავის მოშორებით შეიძლება. ვიცი ეს ასე ადვილად არმოხდება, თუმცა მაინც ვცდილობთ და რახან ვცდილობთ ეს იმას ნიშნავს რომ აქ ვიღაც ვიღაცეებს აქვს საკმაოდ დიდი გავლენა.
- რა გავლენა? ან ნაგავში ვის გულისხმობ?
- გავლენაში რაიანს ვგულისხმობ, ნაგვებში კი მამამისის თანამძრახველებს. - ზიზღით სავსე თვალებით მიყურებს.
- მოიცა, რაიანის მამა რაშუაშია? - დაბნეული ვეკითხები
- კარლოს კლარკზე, გსმენია რაიმე?
- კი სტეფანისგან, მაგრამ ის რაშუაშია?
- შუაში კი არა, თავშია, ის რაიანის მამაა…
- რაა?... - აღმომხდა გაოგნებულს
- ასეა, ცოტახნისწინ აქ ცნობილი ნარკობანერის, კარლოს კლარკის მემკვიდრესთან ერთად იყავი. - დამცინავი მზერით გამომხედა.

* * * * *
მანქანაში ვიჯექი ჩემს ძმასთან ერთად, ახლაც მიაზე ვფიქრობდი და მის სიტყვებზე. რაესაქმებოდა მასთანერთათ სტეფანს?
- საიდან იცნობ რაიანს? - ვეკითხები
- ბავშობიდან ვიცნობ
- საიდან?
- რამნიშვნელობააქვს? - მობეზრებული სახით გამომხედა.
- მაგრამ, ის ხომ კლარკია, ნარკობანერის შვილი, - თვითონაც ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს
- ის მათნაირი არ არის სარა. - ოდნავ აუწია ტონს.
- ის ნარკობანერის შვილია, აქედანვე ეტყობა რაც არის - დავუყვირე.
- სარა… - მშვიდი ტონით მეუბნება, თუმცა კარგად ვიცი ეს სიმშვიდე რის ფასად უჯდებოდა - გახსოვს, დამპირდი რომ როგორცკი იმ ტყიდან გამოვიდოდით, მაშინვე ყველაფერს დაივიწყებდი… მგონი დროა პირობა შეასრულო, ხო? - ხელი ლოყაზე ამისვა და მოწყვეტით მაკოცა.
- კარგი - თავი გვერდით გავწიე და თავი ფანჯრის მინას მივადე.
მალევე მივედით სახლში, მთელი დღე ალეხანდროს კაპრიზებს ვუსმენდით, მერე დასაძინებლად წავედი, თვალები დავხუჭე და მაშნვე გავითიშე.

* * * * *
- მოემზადეთ გოგონებო, სახლში პროდუქტები უნდა მოვიმარაგოთ, ერთი ადგილები ასწიეთ და გამომყევით, იმდენს მარტომ ვერ ვათრევ. - გვეუბნება ნორა.
- ახლავე დედა - სოფია მაშინვე ხტება სკამიდან და ტანსაცმლის გამოსაცვლელად შედის ოთახში.
- შენ ეს არგეხება სარა? - მეკითხება დედა.
- დედა კარგი რა, რადგინდა ორი დამხმარე, რაუნდა იყიდო ამდენი, სოფია არგეყოფა? - საშინლად მეზარებოდა ამ სიცხეში პროდუქტებზე იქეთ-აქეთ ბოდიალი.
- ქალბატონო, ახლავე ოთახში შედი და გამოიცვალე. შენც წამოხვალ, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე - მკაცრი ტონით მეუბნება.
- მაგრამ დედა…
- სასწრაფოდ!!!...
ბუზღუნით ავდექი და გამოვიცვალე. სულაც არ ვიყავი ქუჩაში ხეტიალის ხასიათზე.
ნორამ თავზე თავსაგურავი წაიკრა და სახე ოდნავ დაიფარა, სოფიამაც იგივე გააკეთა მე კი თმა უკან შევიკარი და თავსაგურავი სპეციალურად არ გავიკეთე.
- რას აკეთებ სარა? ასე აპირებ წამოსვლას? დაიფარე, მამამ რომ გაიგოს მოგკლავს - მეუბნება სოფია.
- არმინდა, ამსიცხეში ვერდავიაფარებ. - უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს.
- არგესმის რასგეუბნები? მამა გაიგებსთქო, რაგჭირს დღეს ვეღარ გცნობ! - ტონს უწევს ტყუპისცალი
- არაფერი არმჭირს, გითხარი არდავიფარებთქო და მორჩა. - ხელი ავიქნიე და გზა გავაგრძელე.
გზაში ნორა ცალკე მეჩხუბებოდა, თავსაგურავი რომ არ გავიკეთე მაგრამ სულ ტყუილად, ბოლოს დაიღალა ლაპარაკით, კარგად გამომლანძღა და გაჩუმდა.

აი რატომ არმინდოდა წამოსვლა, ნორა უკვე ერთი საათია იქეთ აქეთ დაგვაატარებს, ჩვენკი მხოლოდ კარტოფილი, სტაფილო და ხახვი გვქონდა ნაყიდი.
ქუჩას მივუყვებოდით, უკვე უნდა გავსულიყავით აქედან, რომ ამდროს დედა მაბრუნებს და ხელს გვერდითა ჩიხისკენ იშვერს, ერთ ერთ გამყიდველზე მითითებს და მეუბნება მისგან, ვაშლი ვიყიდო. ფულს მაძლევს და მეც იმ ქალისკენ მივდივარ. უკვე პარკში აწყობს ვაშლს, მე კი მისლოდინში ირგვლივ არეალს ვათვალიერებ, დახლების უკან სამსართულიანი შენობა იდგა, იქედან კაცი დავინახე გარეთ სიგარას ეწეოდა.
- გამომართვი - მეუბნება ქალი.
უცებ ხმაური მესმის და უკან ვიხედები, რაღაც კვამლივით მაქვს მოხვეული ირგვლივ, ამდროს თავბრუ მესხმის, თვალები მებინდება და მიწაზე ვვარდები.

* * * * *
თვალები ჯერ გახელილი არც მქონია თუმცა თავის ტკივილს მაინც ვგრძნობდი. ნელნელა წამოვწიე თავი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შევძელი ადგომა. გონებაში ძველი კადრები გაკრთა, ყველაფერი იმ წუთამდე სანამ გონებას დავკარგავდი, მერე კი თითქოს სმენა ახლა დამიბრუნდაო, რომ ვიღაცის ჩუმი ტირილის ხმა გავიგე. ინსტიქტურად თავი გვერდით გადავწიე, და კუთხეში მჯდომ ქალს მოვკარი თვალი, რომელსაც ხელები მუხლებზე შემოეხვია, თავი დაეწია და ჩუმად ტიროდა.
- ვინ ხარ? - თვალები ოდნავ დავხუჭე
უცებ ტირილის ხმაც გაქრა, მაგრამ პასუხი მაინც არ დაუბრუნებია.
- აქ რას აკეთებ? ან სად ვართ საერთოდ? - თავს ძალა დავატანე და ამჯერადაც ვცადე წამოჯდომა
- შენ არ იცი რა შარში ვართ - რაღაც საშინლად ამაზრზენი ხმით მითხრა.
ამ სიტყვების მოსმენამ შემაშინა, აქ არაფერი იყო გამორიცხული თუნდაც ის, რომ ტყუილ უბრალოდ მოეკალი ვინმეს.
- რატომ ვართ შარში? შენ ან მე რა შუაში ვართ აქ?
- შენი არვიცი, თუმცა ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, შენი საქმე ნამდვილად არაა - მოკლედ მომიჭრა. საშიში სახით გამომხედა და თავი ისევ ხელებში ჩარგო.
შეპასუხება აღარ მიცდია, მაშინ ასეთი ამაყი და თავდაჯერებული არ ვიყავი, არც უგულო და არც ასეთი მატყუარა, როგორიც ახლა ვარ.
ამჯერად ისე ძალიან აღარ გამჭირვებია წამოდგომა. იქაურობას მოვავლე თვალი, ერთი პატარა ოთახი იყო რომელშიც ერთი ერთსაწოლიანი საწოლი იდგა და მხოლოდდა მხოლოდ ერთი პატარა ,,ფორთოჩკა” იყო, საიდანაც მზის სხივები ძლივს ძლიობით აღწევდნენ ოთახში.

ნიუ-იორკი 2018 წელი

მარიას საოცრად გაუხარდა კომპანიას მოწილე რომ გამოუჩნდა, ოღონდ ეს იმიტომ კი არა, რომ თვითონ კომპანიას ადგებოდა ასე, არამედ იმიტომ რომ მისი ქმარი სახლში, დროზე ადრე მოვიდოდა, ყოველ წამ წუთს სამსახურზე არ ილაპარაკებდა და საათში ექვსჯერ ტელეფონზე ნატალი, ან რომელიმე სხვა თანამშრომელი არ დაურეკავდა.
- მართლა არვიცი რა გითხრა ვიქტორ, - თვალებ გაბრწყინებული გამომხედა და კიდევ ერთხელ მოსვა ღვინის ჭიქიდან წითელი სითხე - საოცრად გამახა დღეს ჩემმა ქალიშვილმა, ეს ამბავი რომ მახარა.
- მარია იქნებ გეყოს, უკვე მეოთხე ჭიქას სვამ - მზრუნველი ხმით უთხრა ვიქტორმა და ხელი მარიას ჭიქისკენ გასწია, თუმცა მარიამ ხელი კიდევ უფრო უკან წაიღო, შემდეგ კი მკაცრი მზერით შეხედა ქმარს.
- გაგიჟდი? ასეთი ამბავი გავიგე, ჩემი ქმარი ყოველდღე თუ არა კვირაში სამჯერ ან თუნდაც ორჯერ მაინც დაიძინებს ჩემთანერთად საწოლში, ვივახშმებთ ერთად, გავისეირნებთ, წავალთ წვეულებებზე და ისევ ნორმალურ ოჯახს დავემსგავსებით. ამ ამბავს მარტო ღვინო კი არა დიდი თავყრილობა და აღნიშვნა უნდა, მაგრამ ხომ ხედავ ძლივს ვიკავებ თავს რაიმე მსგავსი რომ არ ვქნა და სახლიდან არ გაგაქციო - გაეცინა მარიას და ქმარს მოეხვია.
- მარია კარგი რა, ნუ იქცევი ოცი წლის გოგოსავით, სარაც აქ არის - ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ვიქტორს.
- მერე რა რომ აქ არის, მანაც უნდა იცოდეს, თანაც უკვე ოცდახუთი წლისაა სადაცაა გათხოვდეს, დასამალი რა გვაქვს ჩვენს შვილთან? ასე არ არის სარა?
- დედა დამშვიდი, ნუ გექნება იმის დარდი რომ გავთხოვდები - ვხალისობდი მის საქციელებზე, თვითონ ვერ ამჩნევდა თუმცა ვიქტორი ამას კარგად ხედავდა და მასაც ეღიმებოდა - ჯერ არვაპირებ არსად წასვლას, ასე რომ არ იღელვო ამაზე კარგი? - მისკენ წავედი და თავზე ნაზად ვაკოცე. ვგიჟდებოდი ამ ქალის სუნზე, მართლა რაღაც მშობლიური სურნელი ჰქონდა.
- ჩემო ანგელოზო, რაკარგია რომ არსებობ - ჩემი ხელი აიღო და მაკოცა.
- პირიქით კარგია რომ შენ არსებობ - გავუღიმე და ისევ ვაკოცე
- მგონი ახლა უნდა ვეჭვიანობდე არა? - ვიქტორის ხმა გვესმის, უკან ვბრუნდები და ვხედავ როგორ აქვს აშარი ქალივით წელზე ხელი შემოხვეული. მე და მარიამ ერთმანეთს გადავხედეთ, მერე კი ორივეს ერთდროულად აგვიტყდა სიცილი.

* * * * *
დილით ვიქტორზე ადრე გავედი სახლიდან და კომპანიაში წავედი. მაინტერესებდა დაამთავრეს თუ არა ჩემი ოთახის რემონტი.
ცხრასაათიც არ იყო იქ რომ მივედი, ზემოთ ავედი და უკვე ყველაფერი მზად იყო. კმაყოფილმა მოვავალიერე იქაურობას თვალი, ნამდვილად ჯდებოდა ჩემს გემოვნებაშ, ერთადერთი რაც გამიკვირდა, ის შუშის კარი იყო, რომელიც გამოცვლილი დამხვდა მიუხედავად იმისა, რომ მე არ მითხოვია გამოცვლა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე აქ მაინც არავინ მოვიდოდა მხოლოდ მე ვიყავი ამ ტერიტორიაზე და ჩავთვალე, რომ ეს კომფორტს და სიმყუდროვეს მაინც არ დამირღვევდა.
ჩანთა საკიდზე დავკიდე, ოდნავ გრძელი პიჯაკი კი ჩემს სავარძელს შემოვხვიე. კომფორტულად მოვკალათდი შიგნით და რატომღაც თვალი შუშის კარებიდან, ჩემს მოპირდაპირე ოთახისკენ გამექცა.
- ამ ტერიტორიაზე ხომ არავინ იყო - გაკვირვებულმა ვთქვი და კაბინეტიდან გავედი, შემდეგ კი ჩემს მოპირდაპიერე ოთახის კარებთან დავდექი.
- დღემშიდობისა - კაცის ხმა შემომესმა უკნიდან. შეშინებულმა გავხედე რაიანს.
- დღემშიდობისა - გაოცებულმა ვუთხარი.
რას აკეთებდა აქ? ნუთუ ეს კაბინეტი მისი იყო? თუმცა არა. მაშინვე გაქრა ეს აზრები როცა მის უკან შავ სმოკინგში გამოწყობილი კაცი დავინახე.
- აქ რასაკეთებ სარა? - წარბები ოდნავ შეკრა
- ეს კითხვა თქვენთვის უნდა დამესვა - ვუთხარი რაიანს - თუმცა როგორც ვხედავ აქ თქვენ გამიწევთ კომპანიონობას - უკან მდგომი კაცისკენ გავიხედე.
- არა მის, მე ადვოკატი ვარ, ალბათ არასწორად გაიგეთ რაღაც - ოდნავ დაბნეულმა მითხრა და რაიანს გახედა, რაიანმა კი კისერი ოდნავ მაღლა ასწია, ხელი შარვლის ჯიბეებში ჩაიყო და თითქოს გამარჯვებული სახით გადმომხედა.
- რა? ანუ… აქ - ენა დამება, სათქმელს თავი ვერ მოვუყარე და ბოლოს მის შავ სფეროებს გავუსწორე თვალი
- დიახ, აქ მე გადმოვედი, - უკან გაიხედა (ჩემი ოთახისკენ) - როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად მოპირდაპირე ოთახებში მოგვიწევს მუშაობა - ღიმილით ტეხავდა ტუჩის კუთხეს - რა სასიამოვნო დამთხვევაა, მის მორგან - თავი ოდნავ გვერდით გადასწია და გვერდი ამიარა.
გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი, მისი აქ ყოფნა არანაირ შედეგს არ მაძლევდა. ნუთუ აქ იმისთვის არის, რომ პასუხი მომთხოვოს, ან საერთოდ როგორარის აქ, როგორ დააღწია იქაურობას თავი? როგორ შეძლო ეს? იქედან წამოსვლა ასე მარტივად ხომ არავის შეუძლია?
უამრავი კითხვა დამიგროვდა, მაგრამ პასუხები არც ერთზე არმქონდა, ერთადერთი ის ვიცოდი რომ რაიანი აქ ტყუილ უბრალოდ არ იყო, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ მხოლოდ სამსახურუსთვის და თავისი კარიერისთვის იყო აქ. მას რაღაც სხვა მიზეზი ჰქონდა და მე ეს აუცილებლად უნდა გამეგო, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო, მის წამოწყებულ თამაშს ავყოლოდი. თამაშს რომელზედაც წარმოდგენაც არ მქონდა ამ საშინელებამდე თუ მიმიყვანდა.

გაბრაზებული შევვარდი ჩემს ოთახში, მოსვენება ვერ ვიპოვე და იქეთ აქეთ დავდიოდი, თან ვფიქრობდი, როგორ, როგორ შეეძლო იქედან თავის დახსნა რაიანს.
- შეხვედრისთვის მზად ხართ? - კაბინეტშ თავი შემოყო ნატალიმ.
- კი, ახლავე გამოვალ - ნაძალადევი ღიმილით გავუღიმე
- ღმერთოო! - ამოვიხვნეშე და ღრმად ამოვისუნთქე, მერე საქაღალდე მაგიდიდან ავიღე და ოთახიდან გავედი

ვენესუელა 2011 წელი

ლოგინზე ვიწექი, მშიოდა, მწუყუროდა, ცრემლებს კი ძლივს ვიკავებდი, შიშისგან ზოგჯერ საშინლად გამაჟრიალებდა ტანში, თუმცა აზრი არქონდა, ყველაფრის იმედი დაკარგული მქონდა, ვიცოდი რომ ვერ გადავრჩებოდი, წამი წამზე შეეძლოთ ჩემი, ან იმ ქალის მოკვლა ისე რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა.
ყველაფერმა, მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, ვინ იცის, რამდენჯერ გამიელვა გონებაში, მე კი ყოველ წამს ვფიქრობდი, თუ რა დავაშავე ისეთი, რომ ასეთი სიკვდილი დავიმსახურე, პასუხი კი როგორც ყოველთვის არმქონდა, რადგანაც არც ასეთი ცხოვრება და არც ასეთი სიკვდილი არდამიმსახურებია(როგორსაც იმ წუთას მოველოდი) მთელი ჩემი ცხოვრება, მშობლების მორჩილებაში გავატარე და ერთადერთი რაც მაინტერესებდა, იყო ის თუ რას იზამდა მამაჩემი როცა ჩემი სიკვდილის ამბავს გაიგებდა, ეწყინებოდა მაინც? თუ ქალივით მოთქმას დაიწყებდა? მაგრამ ამას რატომ გააკეთებდა, მას ხომ ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემთვის ისე როგორც საკუთარ შვილს, საკუთარ სისხლსა და ხორცს, ერთადერთ ქალიშილს და ერთადერთ იმედს. არა, რათქმაუნდა არც იტირებდა, გულიც კი არ დასწყდებოდა…
ამ ყველაფერზე ფიქრის დროს თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე. ისე მინდოდა მეტირა, რომ ჩემი გვერდით მჯდომი არ შემეწუხებინა მაგრამ არგამომდიოდა, მითუმეტეს არც თვითონ ამბობდა რაიმეს.

ნაბიჯების ხმა შემომესმა, გონებაში რა არ გავივლე, თვალები დავხუჭე, ყურებზე ხელი ავიფარე და კედლისკენ გადავბრუნდი, რომ არდამენახა არც ის ვინც აქ შემოვიდოდა და არც ის თუ რითი მომკლავდნენ.
მაინც მესმოდა გოგონას განწირული ყვირილი, იმწამს, ყველაზე მეტადმინდოდა დავხმარებოდი, ყველაზემეტად მინდოდა იმ ქალთანერთად გავქცეულიყავი მაგრამ არშემეძლო, ჯერ არმქონდა მაგდენი გამბედაობა, თუმცა ალბათ მაინც ჯობდა ისევ ისეთი დავრჩენილიყავი.
მკლავზე ხელის შეხება ვიგრძენი და თითქოს ვიცანი კიდეც, მიუხედავად იმისა რომ აქამდე არასდროს შემხებია… უკან, მისკენ გადავბრუნდი და თვალები ისევ მის შავ სფეროებს გავუსწორე.
იარაღი... ირარაღი იყო რაც მისი დანახვისას გამახსენდა, წამსვე ფეხზე წამოვხტი, არც კი მახსოვს როგორ დავუძვერი ხელიდან.
- რაგინდა ჩემგან, რადაგიშავე ასეთი - ტირილი დავიწყე - რატომ ხარ ჩემს მიმართ ასე საშინლად განწყობილი, მეხომ არც კი გიცნობ, არც კი ვიცოდი ვინ იყავი ორი დღისწინ, ასე არ შეიძლება… ეს უსამართლობაა, არაფერი დამიშავო გევედრები, შენც ხომ ადამიანი ხარ, შენც ხომ გიჩქებს ვენებში სისხლი, ხომ ასეა. დავიჯერო ადამიანობის ნატამალი არგაგაჩნია? არაფერი წმინდა არარსებობს შენში?… გთხოვ გევედრები ნუ მომკლავ…. - სიტყვებს ისე ვუშვებდი პირიდან, თვითონაც ვერ ვიაზრებდი რას ვამბობდი.
- დამშვიდდი - სხვანაირი ხმით მეუბნება და ოდნავ მიახლოვდება - მშვიდად იყავი, არაფერს დაგიშავებ, მითუმეტეს არ მოგკლავ. როგორ შემიძლია შენნაირი პატარა ბავშის მოკლა, ასეთ ადამიანს ვგავარ? - აწყლიანებული თვალებით მის სახეს ვერ ვარჩევდი თუმცა, ისევ იმ დამცინავი ხმით რომ მეუბნებოდა ამ სიტყვებს, ეს კი კარგად ვიცოდი.
თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე და ლოგინზე დავვარდი, მითხრა არ მოგკლავო მაგრამ მისი მაინც მეშინოდა. ამ დროს ტელეფონის ზარის ხმა გავიგე.
- სანამ რაიმეს მეტყოდე, იცოდე რომ აქ არის და კარგად არის! - ამბობს რაიანი - არაფერი მოსვლია, ცოტა შეშინებულია უბრალოდ. - მე გადმომხედა
- სტეფანია? - ვკითხე და ფეხზე წამოვდექი
თითი ტუჩზე მიიდო მანიშნა რომ გავჩუმებულიყავი და მეც წამსვე გავჩუმდი.
- კარგი, ამჯერად ასე მოვიქცევი - უკმაყოფილო სახით გადმომხედა მერე კი ტელეფონი გათიშა.
- აბა ბავშვო, სტუმრად მოგიწევს წამოსვლა ორი დღით - მითხრა და მკლავში ხელი მომკიდა შემდეგ კი ოთახიდან გამიყვანა.
- ვისთან? - ვკითხე რაიანს
- ჩემთან… - ირონიული მზერით გადმომხედა.

* * * * *
- აქ ცხოვრობ? - ვკითხე გაოგნებულმა, როცა ისევ იმ გვირაბში შევედით.
- მე ყველგან ვცხოვრობ, სადაც სუნთქვა შეიძლება - რაღაცას აწყობდა ჩანთაში ჩემსკენ არც კი გამოუხედავს.
- გასაგებია - ვთქვი ჩუმად და სკამზე ჩამოვჯექი.
ისევ დავიწყე იქაურობის თვალიერება, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვერ ვაშორებდი თვალს იმ კარებს, საშინლად მაინტერესებდა რა იყო იქ, იმ კარების მიღმა და რატომ არავის უშვებდა იქ რაიანი.
- კიდევ გაინტერესებს იქ რაარის? - მეკითხება და თან შავ ჟაკეტს იხდის
- კი - დაუფარავად ვუთხარი, მიუხედავად იმისა რომ კარგად მახსოვდა ადრე რა რეაქცია ჰქონდა, როცა შიგნით შესვლას ვცდილობდი.
უკმაყოფილოდ გააქნია თავი და პატარა მდივანზე წამოწვა, თვალები დახუჭა და უდარდელი სახით ჩასთვლიმა.
მოწყობილობისაკენ გავიხედე რადგანაც აწრიპინდა და ეკრანზე გამაფრთხილებელი ნიშნები გამოჩნდა. მინდოდა გამეღვიძებინა და მეთქვა ამ ნიშნებისთვის მიექცია ყურადღება, თუმცა მასთან სიახლოვის გაფიქრებაც კი შიშს მგვრიდა.
რამოდენიმე წუთი ისევ ხმაურობდა მოწყობილობა ის კი თვალებსაც არ ახელდა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ჩუმი ხმით დავუძახე:
- რაიან, მგონი რაღაც გაფუჭდა, იქნებ შეამოწმო - სიტყვებს ძლივს ვუყრიდი თავს.
თუმცა ის თვალსაც კი არ ახელდა.
ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი.
- რაიან - ისევ ჩუმი ხმით დავუძახე, მაგრამ თვალიც კი არგაუტოკავს, მერე ხელი მისკენ წავიღე, რომ ოდნავ შევხებოდი ამ დროს კი მან, წამებში დაიჭირა ჩემიხელი, მაჯაზე მაგრად მომიჭირა და გაახილა თვალები.
მხოლოდ ჩემი ხელი ეკავა, მაგრამ თითქოს მთელ ჩემს სხეულზე ჰქონდა კონტროლი აღებული. თავი ოდნავ წამოსწია და სახესთან ახლოს მომიტანა. ვერც კი ავღწერ რა ქარიშხალი ტრიალებდა იმ წამს ჩემში.
მაგრად მოჭერილი ხელი ნელნელა მოუშვა და თითები მაჯის ქვემოთ ჩაასრიალა. სახე კიდევ უფრო ახლოს მომიტანა და ცოტაღა აკლდა ჩემს ტუჩებს შეხებოდა. მისი სუნთქვა ტუჩებზე მხვდებოდა და ვერც კი აღვწერ რა ქარიშხალი ტრიალებდა იმ წამს ჩემში.
რაიანმა მისი შავი თვალები, ჩემს ცისფერ სფეროებს გასწორა, რომლებიც მისი გიშრების დანახვისას ჩუმად იწყებდნენ ჩახშობას.
მთელ სახეს მოავლო თვალი და სახე უკან გასწია, ისევ დივანზე დადო თავი, ხელები ერთმანეთზე დაიწყო და სერიოზული სახით შემომხედა.
- მეორედ აღარ გამაღვიძო, სმენადაქვეითებული არვარ, ხმა მეც მესმის - მითხრა და თვალები დახუჭა. ოთახში სამარისებული სიჩუმე სუფევდა რომელსაც, მხოლოდ მოწყობილობიდან წამოსული გამაფრთხილებელი ნიშნის ხმა არღვევდა.

* * * * *
არაფერს ამბობდა მხოლოდ საჭმლის შემოსათავაზებლად დამიძახა, რაზედაც გაუაზრებლად დავთანხმდი.
რეალურად რაიანის მეშინოდა, თანაც ძალიან თუმცა ვცდილობდი ეს არ შემემჩნია, რაც დარწმუნებულივარ საერთოდ არ გამომდიოდა. ნახევარი დღე იმაზე ვფიქრობდი, რომ შესაძლოა რაიანს მოტაცებული ვყავდი, რადგანაც არამგონია სტეფანი კარგ სიტუაციაში აღმოჩენილიყო როცა მე ორი დღის მანძილზე სახლში არ მივიდოდი. ამას ისიც ემატებოდა რომ იქ ოთახში არმომცა უფლება სტეფანს დავლაპარაკებოდი, იქნებ სულაც არ ელაპარაკებოდა სტეფანს? იქნებ სულ სხვა ადამიანი იყო, მაგრამ ვინ? მე მტრები არ მყავდა, ანუ მტერი არ იყო, არც შიზოფრენიამაქვს ესიგი არც ჰალუცინაცია ყოფილა, მაგრამ რა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო? ან რაუნდოდა ჩემგან რაიანს? ის ისეთი უცნაური და საშიში იყო, არც კი ვიცოდი სხვა რა შეიძლებოდა მეფიქრა მასზე.
- ჩემი გეშინია? - მოულოდნელად მკითხა და მომიახლოვდა. საოცრად მშვიდი ხმა ჰქონდა.
თავი ქვემოთ დავხარე (დასჯილი ბავშვივით) და ძლივს ძლიობით დავუბრუნე პასუხი.
- კი - ჩუმი და მორჩილი ხმით ვუთხარი, ეს სიახლოვე ისე მაშნებდა, რომ ასე ჯერ არაფრის შიში არ მქონდა განცდილი, თვალები ამიწყლიანდა სადაცაა მართლა ბავშივით სლუკუნს დავიწყებდი.
- საერთო გვქონია - ქვემოთ დაიხარა და ნიკაპში ხელი მომკიდა, ისევ მის შავ სფეროებს შევხედე, მისი დანახვისას, ყოველთვის პირველი, სულ ის ბნელი, უფსკრულივით შავი თვალები მხვდებოდა თვალში. - ორივეს გვეშინია ჩემი თავის, მაგრამ ორივეს სხვადასხვა მიზეზით.
- რა? - გაკვირვებულმა ვკითხე
- ნუ გიკვირს, მეც მეშინია საკუთარი თავის, განსაკუთრებით კი ახლა, როცა ჩემში ისევ თავიდან იღვიძებს რაღაც ცუდი რაც მე საერთოდ არ მაწყობს - თითქმის კბილებში გამოცრავდა ამ სიტყვებს, ჩემი შიშები მის მიმართ კი უფრო და უფრო ღრმავდებოდა.
უხეშად გამიშვა ხელი და გარეთ გავიდა, მე კი ისევ ასე გაშეშებული, უფროსწორად, დაჰიპნოზებული ვიჯექი და გაშტერებული ვუყურებდი ოთახის კუთხეს, თან ვფიქრობდი… ვფიქრობდი ისეთ რამეებზე, რაზედაც აქამდე არ მიფიქრია.


ნიუ-იორკი 2018 წელი

ყველანაირად ვცდილობდი ყურადღება საქმეზე გადამეტანა, მაგრამ არ გამომდიოდა, რაც სულაც არ იყო გამორიცხული, როცა გვერდით გიზის კაცი, რომელთანაც უამრავი მოგონება გაკავშირებს, თუმცა ამას არც ერთი არ იმჩნევთ და ისე იქცევით ორივენი, რომ თითქოს, პირველად ხედავდეთ ერთმანეთს.
- მის მორგან ვფიქრობ ამ საქმისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ, თანაც ყველაფერთან ერთად დარწმუნებული ვარ მოლაპარაკებსაც არაჩვეულებრივად აწარმოებთ. - მეუბნება რაიანი.
- მაგრამ ამისთვის ხომ არის ემა - ჩემ წინ მჯდომიქერათმიანი ქალისკენ გავიხედე
- კი, მაგრამ ემა პროფესიონალია ამ საქმის, თქვენ კი ჯერ დამწყებიხართ - იცის, იცის როგორ ვერ ვიტან როცა ვინმეს მადარებენ მითუმეტეს ასეთ რამეში და სპეციალურად იქცევა ასე.
- და თუ მე დამწყებივარ ემა კი ამ საქმის პროფესიონალია, შესაფერისი კანდიდატი როგორ ვარ მისტერ კლარკ? - თავს ოდნავ გვერდით ვწევ და სიმწრისგან ვიღიმი.
- არასწორად გამიგეთ, ამას მხოლოდ თქვენი განვითარებისთვის ვამბობ
- ჩემი განვითარებისთვის? თქვენ მე უნდა განმავითაროთ? არ გეყო როგორც გან… - მის ირონიულ ღიმილს შევხედე, რომელიც ჩემი საუბრისას ეხატაბოდა სახეზე.
ჯანდაბა, ისევ შეძლო ჩემი წყობილებიდან გამოყვანა და ლამის ყველაფერი დამაფრქვევინა აქ ამდენი ხალხის წინ, თუმცა კიდევ კარგი ენას დროულად დავაჭირე კბილი და საუბარი მშვიდად განვაგრძე - მაგრამ მართლაიხართ, პრაქტიკით უფრო ბევრს ვისწავლი, ასე არ არის მამა? - ვიქტორისკენ გავიხედე, რომელიც გაოცებული სახით მიყურებდა.
- კი, ასეა - ოდნავ გამიღიმა.
რაიანს შევხედე აღარ იღიმოდა, თუმცა თვალები ოდნავ დაეწვრილებინა და დაეჭვებული სახით მიყურებდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ის საქმე რომელიც რაიანმა ასევთქვათ ,,ძალით შემომაჩეჩა” ხელში, ავიღე. სხვა გზა არ იყო. რამოდენიმე ხანი პროექტზე ვსაუბრობდით, რომლის განხორციელებასაც კიმონოს კუნძულზე ვგეგმავდით.
- ხვალ დილით მივდივართ იმედია არ დააგვიანებ - მითხრა რაიანმა როცა კაბინეტიდან აპირებდა გასვლას.
- რაიან, ერთი წუთით - დაუძახა ვიქტორმა
- გისმენთ
- დღეს ჩემთან გეპატიჟებით, ჩემმა ცოლმა გაომიჩინა ამის ინციატივა, იმედია არც მას და არც მე არ დამწყვეტ გულს
- რათქმაუნდა არა, მისტერ მორგან - გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.
მაგარია, მისი სტუმრობაღა მაკლდა სახლში. უკმაყოფილოდ დავაგდე კალამი მაგიდაზე და ხელები ერთმანეთზე გადავიჯვარედინე, ამ დროს ემას დაჟინებულ მზერას მოვკარი თვალი. წარბები შევკარი და უკმაყოფილო სახით გავხედე. გაბრაზებული საკუთუთარი თავი, ჩემს მეორე მესაც კი ეშინოდა. ემამაც სკამი უკან გასწია საქაღალდე ხელში აიღო და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.
- ესღა მაკლდა - ჩავილაპარაკე, ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გავედი.

* * * * *
- მალე განთავისუფლდები? რამდენიხანია არ მინახიხარ
- ახლა გამოვედი, სახლში მივდივარ - ვუთხარი ჯენის და მანქანის გასაღების ძებნა დავიწყე ჩანთაში.
- მე კი შენს სახლთან ახლოსვარ, იქ დაგელოდები
- კარგი - ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე

ჯენი ჩემნაირი იყო, უფროსწორად თითქმის ჩემნაირი. ის დათმობაზე არასდროს მიდიოდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. პირველი ადამიანი იყო ვინც აქ ჩამოსვლისას დავიმეგობრე, მას ოთხიწელია ვიცნობ, თავიდანვე გავუგეთ ერთმენთს. მე ზუსტად ჯენის საქციელებზე დაკვირვებით გავიაზრე ჩემი ის შეცდომები რომლებიც დღემდე, ცხოვრებაში დამიშვია.

- ღმერთო რა დაღლილი სახე გაქვს - საწოლიდან წამოხტა და ჩამეხუტა.
- მართლა? არადა სულაც არ დავღლილვარ - მოვეხვიე, შემდეგ კი საწოლზე მოწყვეტით დავწექი.
- აბა რა ხდება იქ? გავიგე კომპანიას მოწილე გამოუჩნდა
- ხო ასეა - უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და თვალები დავხუჭე.
- ვინ არის? ან როგორია? ღმერთო, არმითხრა რომ ვიღაც ღიპიანი მილიონერია - უცნაურად თქვა და დაიჭყანა.
გამეცინა…
- დღეს მოვა, არწახვიდე და გაგაცნობ
- ჯერ მითხარი თუ ღირს ლოდინი… - თავზე დამადგა ჯენი
- ეგ ნახვის მერე გადაწყვიტე.
აბაზანაში შევედი ვიბანავე და მოვწესრიგდი. კაბა ჯენიმ ამირჩია, გრძელი წითელი კაბა იყო წვრილი ბრეტელებით და უკან ამოღებული ზურგით, ქვემოთ კი ფეხთან ოდნავ ჩახსნილი იყო. რეალურად დიდი ვერაფერი იყო, თუმცა ჩემს ტანზე ნამდვილად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. მუქი შავი ფერის თმა გავიშალე და მსუბუქი მაკიაჟით დავკმაყოფილდი. არმინდოდა ზედმეტად გადაპრანჭული ვყოფილიყავი.
- კაცი რომ ვიყო ფეხქვეშ გაგეგებოდი - მითხრა ჯენიმ და ტუჩზე იკბინა
- ახლაც რომ გამეგო, არ იქნება ურიგო - თვალი ჩავუკარი, მერე კი ორივეს სიცილი აგვიტყდა.
- სტუმრები უკვე მოვიდნენ - ოთახში ლილი შემოვიდა
- კარგი ახლავე ჩამოვალთ - გავუღიმე, მანაც თავი დამიქნია და გავიდა.
- ოდესმე მითქვამს რომ ვგიჟდები ამ ფუნთუშა ქალზე - საყვარლად თქვა და გაიღიმა
,,ფუნთუშა ქალზე” სიცილი ამიტყდა. ხელით ვანიშნე რომ გავუსლიყავით.


* * * * *
- საღამომშიდობის - ქვემოთ მყოფებს ვესალმები
- ანათებთ მის მორგან - კომპლიმენტს მიკეთებს ნატალი, მეც მადლობას ვუხდი და სხვა სტუმრებისკენ ვინაცვლებ.
ჯენის თითოეული მათგანი გავაცანი, რაიანი კი თვალში თავიდანვე არ მხვდებოდა, შემდეგ კი ემასთან ერთად გამოჩნდა ,,სათამაშო მოედანზე”
- მაპატიეთ საშნელი საცობები იყო - თქვა და დარწმუნებულივარ თითოეულმა მათგანმა დაიჯერა ეს.
რაიანის დანახვისას ჯენის ლამის დორბლები გადმოუვიდა პირადან. ხელი ვკარი, რომ აზზრზე მოსულიყო, გაკვირვებულმა გამომხედა და სახისმიმიკით ,,მაგარიაო” მანიშნა.
- კარგად გამოიყურებით მის მორგან - ირონიული ხმით მეუბნება ემა.
- შენც არაგიშავს ემა - წარბები მაღლა ავწიე და ამპარტავანი ტონით ვუთხარი.
ჯენის ჩაცინების ხმა მომესმა, რომელიც საკმაოდ ხმამაღლა გამოუვიდა.
- გამარჯობა - თავაზიანად მიესალმა რაიანმა ჯენის.
- გამარჯობა - დაბნეულმა ეს ერთისიტყვაც ძლივს თქვა.
- თქვენ ალბათ… - მზერა ჩემსკენ გადმოიტანა რაიანმა
- ხო, ჯენი ჩემი მეგობარია - ოდნავ გავუღიმე
- ესეიგი ჯენი, - გაუღიმა და ხელი გაუწოდა - მე რაიანი ვარ
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მისტერ კლარკ - გაუღიმა ჯენიმაც, თავლები დავუბრიალე მანაც მალევე მიხვდა, რომ ენას კბილი კარგად ვერ დააჭირა და ტუჩი ოდნავ მოიკვნიტა.
- გასაგებიაა - ირონიული მზერით გადმომხედა რაიანმა, მეტი რაღა უნდოდა მასაც.
ჯენიმ ხელი ძლივს მოაშორა რაიანს, რაზედაც არცისე კარგი რეაქცია მქონდა, თუმცა ყველანაირად ვცდილობდი არ შემემჩნია.

მთელი საღამო მას ვუყურებდი, რაიანს კი ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ, ხანდახან ემას გადახედავდა ხოლმე, შემდეგ კი წამოწყებულ საუბარს გააგრძელებდა. ვინმეს რომ ეკითხა ჩემთვის, ემა და რაიანი როგორ წყვილი იქნებოდნენო, ალბათ კი არა ,,უეჭველად” და დაუფარავად გამოვხატავდი, მათდამი ჩემს უარყოფით შეფასებას. მაგრამ ემაზე რა უნდა ვთქვა, როცა საკუთარ მეგობარს ლამის ყბა ჩამოვარდა მისი დანახვისას ( შიგნით უარესი თუარ მოუვიდა)
ძირითადად ცდილობდნენ კომპანიის საქმეებზე და ახალ პროექტზე ელაპარაკათ, რაც ნორას წყალობით სულაც არ გამოსდიოდათ. ჯენი მალევე წავიდა და რატომრაც ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიღაცამ მარჯვენა ხელი წამართვაო.
როცა რაიანის ყურადღება ვერაფრით ვერ მივიქციე, ვცდილობდი მასზე აღარ მეფიქრა, მაგრამ ეს არგამომდიოდა, მითუმეტეს მაშინ როცა ემა ასე თავხედურად, ამდენ ხალხში კეკლუცს უწყებდა, რაიანი კი თითქოს და იფერებდა ამ ყველაფერს. ერთხანს მის ყურებაში ძალიან გავერთე, ადრე პერანგში და ასე გამოწყობილი არასდროს მენახა, სულ ჯინსი ან სპორტიული ეცვა ხოლმე, ჩვეულებრივი თინეიჯერი ბიჭივით, თუმცა ის უკვე აღარ იყო ასეთი. რეალურად პატარა ბიჭი არც მაშინ იყო უბრალოდ ახლა შორიდანაც ეტყობოდა ეს მამაკაცური ეშხი და გამოხედვა, რომელიც ყველას ან მიწასთან ასწორებდა, ან პირიქით. გააჩნია რაიანს როგორ აწყობდა ეს.
იმ წუთას ის დღე გამახსენდა, ვენესუელაში, გამოქვაბულში, პირველად რომ შევეხე მის ბაგეებს…


ვენესუელა 2011 წელი


უკვე გვიან იყო, ჩვეულებრივ ამ დროს საწოლში ვიწექი და მშვიდად მეძინა, ახლა კი ცნობილი ნარკობანერის მემკვიდრესთან ერთად ვზივარ ერთ პატარა გამოქვაბულშ და შიშისგან თავლსაც ვერ ვხუჭავ.
- გშია? - მკითხა რაიანმა
- არა არაფერი მინდა - მალევე ვპასუხობ
ცოტახანი დგას და მიყურებს, უცნაური მზერა აქვს, მე კი ისევ ვცდილობ თვალი ავარიდო.
- ისევ გინდა?
- რა მინდა?
- იქ, კარების იქეთ ნახო რაარის - ტუჩის კუთხეს შეუმჩნეველი ღიმილით ტეხავს.
- არვიცი, შეიძლება? - ოდნავ ვუღიმი, მეთვითონაც არვიცი რატომ.
- წამოდი ბავშო! - ხელს მიქნევს და მეც უკან მივყვები.
კარები გააღო თუ არა, მაშინვე კლდის კედელს მოვკარი თვალი, მაგრამ ზემოდან წამოსული ნიავი რომ ვიგრძენი მაშინვე მაღლა ავიხედე.
- ჯერ ნუ გააკეთებ შეფასებას, ყველაფერი წინაა - მითხრა და კლიდის ერთ შეღრმავებულ ადგილას ფეხი შედგა. მეც იგივე მოძრაობით ავყევი და ასე ავედით მაღლა.
- არმეგონა ასეთი ადგილი აქ თუ იყო, რა ლამაზია… - ემოციებს ვერ ვმალავდი, როცა ცაში ამდენ ვარსკვლავს ვხედავდი, ირგვლივ კი ამდენი ხეები იყო რომლებიც თითქოსდა სპეციალურად იყო ამ ადგილისთვის ასე განლაგებული.
- მოგწონს? - მეკითხება და მიღიმის
- კი, ეს… მართლა ძალიან ლამაზია - აღფრთოვანებას ვერანაირად ვმალავ და თითქოს არც მინდა რომ დავმალო.
ტოტები და გირჩები ბლომად შევაგროვეთ, მერე რაინმა პირამიდისეულად დააწყო ტოტები და პატარა კოცონი დაანთო. ახლაღა მივხვდი თურმე რა სხვანაირი იყო ბუნება ღამით, აქ მხოლოდ შუქს დაინახავდით და სიბნელეს, შავ ფერს რომელიც კოცონის ოქროსფერ ფერს ეჯიბრებოდა. ღამის წყვდიადს ალისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდოდა, მაგრამ უშედეგოდ, ბნელი მაინც იფარებოდა ნათლით, თუმცა როდემდე გაგრძელდებოდა ეს?
- ვერასდროს ვიფიქრებდი, აქ ასეთი ადგილი თუ იქნებოდა - ვუთხარი რაიანს და ზემოთ ავიხედე. შემდეგ კი კოცონს მივუახლოვდი, რატომღაც შემცივდა.
- არც მე არვიცოდი, თხუთმეტი წლის ვიყავი ეს ადგილი პირველად რომ ვიპოვე
- იპოვე? შენ?
- ხო, მე - მითხრა და კოცონს გაუშტერა თვალი - იცი ხო ვინც ვარ სინამდვილეში?
- კი - ჩუმი მორჩილი ხმით ვუთხარი და ხასიათი მაშნვე შემეცვალა.
- შვიდი წლის წინ აქედან გაქცევა დავაპირე, თუმცა არ გამომივიდა, სანამ მიპოვიდნენ მანამდე ვცდილობდი სანამდეც შემეძლო იქამდე დავმალულიყავი და გავქცეულიყავი. ზუსტად ამ დროს ვიპოვე ეს ადგილი. თავი აქაურობას შევაფარე ოთხი დღე, შემდეგ კი… - მძმედ ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა.
- რატომ გამოიქეცი? - დაუფიქრებლად ვკითხე
- ადამიანი ოდესმე მოგიკლავს? - თვალებში შემოხედა - არა ხო?! შენ არ იცი რა სუფთა სული გაქვს სარა. - დაჟინებული მზერით მიყურებდა.
- რატომ მოკალი? - ინტერესმა მძლია
- პირველად ცამეტი წლის ვიყავი, ოცდახუთი წლის გოგონა რომ მოვკალი, მას კი მუცელში ორითვის, ჯერ არდაბადებული ბავში ყავდა. იმიტომ მოვკალი რომ იძულებული ვიყავი, თუმცა ამას გასამართლებელი მიზეზი არ აქვს, მე ის მოვკალი თანაც მასთანერთად იმ ადამიანის სიცოცხლეც შევიწირე რომელსაც ჯერ ამ სამყაროს ჰაერიც კი არ ჰქონდა ჩანასუნთქი
- ამ ბინძური სამყაროს ჰაერი - შევუსწორე და მის ნაღვლიან თვალებს გავხედე.
ცამეტი წლის ასაკში მოკლა მან ადამიანი, ცამეტი წლის ასაკში და გაბრაზების მაგივრად მის მიმართ რაღაც სხვა, თანაგრძნობის მსგავსი გრძნობა მიჩნდებოდა. ეს სწორი იყო? ალბათ კი, უფროსწორად იქ, ჩვენს სამყაროში ეს ალბათ სწორი იყო, მაგრამ არა სამართლიანი.
ამინდი შეიცვალა, უფრო აცივდა და ძლიერი წვიმა წამოვიდა, თან ისეთი რომ გეგონებოდა წვიმასაც კი სურდა რაღაც მძმე, ბინძურის ჩამორეცხვა, თუმცა ამას ესეც კი ვერ შველიდა.
რაიანი ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწოდა და მეც წამომაყენა.

* * * * *
- ძალიან გცივა? - მითხრა და თავისი შავი ჟაკეტი შემომაცვა
- კი, არ მეგონა ასე თუ გაწვიმდებოდა
- არც მე - პისახოცი თავზე შემომახვია და თმის შრობა დამიწყო.
გაკვირვებული ვუყურებდი მის ასეთ, ცვალებად ხასიათს და საქციელებს.
- შენც გაიშრე, თორემ გაცივდები სულ სველი ხარ - ვუთხარი და თავი ზემოთ ავწიე, მისთვის რომ შემეხედა.
- ჯერ შენ ბავშვო - გამიღიმა
- ბავშვს რატომ მეძახი? იცი საერთოდ რამდენი წლის ვარ? - წყენა მეტყობოდა ხმაში.
- თვრამეტის ხარ და რა? შენი თავი ქალი გგონია?
- და შენ რამდენისხარ ამდენს რომ მელაპარაკები - ვიცოდი ჩემზე დიდი იყო, თუმცა ზუსტად არვიცოდი რამდენით.
- ოცდაორის
- მმ… დიდი ყოფილხარ - თვლი ავარიდე
გაეცინა…
- მართლა როგორი ბავშვი ხარ!
- გეყოფა, მოზარდი მაინც დამიძახე - უკმაყოფილო სახით გავხედე
- არა ბავშვი ჯობია - მკაცრად მითხრა
- მაინც რატომ?
- ალბათ ოდესმე გეტყვი… - ღიმილი ეპარებოდა სახეზე.
- კარგი.
- აქ ტანსაცმელი მაქვს, მოგცემ დაგამოიცვალე თორემ გაცივდები - კუთხეში მდგომი უჯრისკენ წავიდა.
- არგინდა იყოს - თითქმის წამოვიყვირე.
როგორ არ მინდოდა, უბრალოდ აქ ვერ გამოვიცვლიდი, მას კი ამთავსხმა წვიმაშ გარეთ ვერ გავაგდებდი.
- არ შემოგხედავ ნუ ნერვიულობ - სერიოზული ხმით მითხრა, შეწინააღმდეგება ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, ტანსაცმელი გამომიწოდა და თვითონ კომპიუტერების მაგიდასთან მივიდა.
მრცხვენოდა აქ გამოცვლა მაგრამ მართლა მციოდა ამიტომაც მის ნებას დავყევი.
მისთვის თვალი არ მომიშრებია ისე ვიცვლიდი ტანსაცმელს ( ტრუსიც ზედ მივაყოლე) და ყველანი ერთად დივნის გვერდით დავდე.
- შეგიძლია გამოიხედო - ვუთხარი და დივანზე დავჯექი, ფეხები მოვკეცე, ხელები კი მუხლებზე შემოვიხვიე.
- ახლა მე გამოვიცვლი
- კარგი - თავი დავუქნიე და გვერდით გავიხედე
რაიანი იცვლიდა. ქამრის და ჯინსის შარვლის ხმა მესმოდა. ვერმოვითმინე და თავის ნელი მოძრაობით მისკენ გავიხედე, შარვალი უკვე გამოცვლილი ჰქონდა, ზემოთ კი ჯერ კიდევ არაფერი ეცვა. ისევ შიშველი იყო, მისი დაკუნთული მხარ-ბეჭი კარგად იყო გამოკვეთილი, მისი შავი თმა კი გვერდებში შედარებით მოკლედ ჰქონდა აჭრილი. ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი და ძლივს-ძლიობით შევატრიელე ისევ კედლისკენ თავი.
- მაინც და მაინც უნდა მეთხოვა რომ არ გამოგეხედა? - ირონიულად მკითხა.
ჯანდაბა, როდის მოასწრო დანახვა.
- რაზე ამბობ? - ვითომ ვერ ვხდებოდი
- არგინდა გთხოვ, ყოველთვის ვგრძნობ როცა ვინმე მიყურებს - თქვა და დივანზე ჩემსგვერდით მოწყვეტით დავარდა.
გავჩუმდი, ხმა ვერ ამოვიღე ან რა უნდა მეთქვა შეწინააღმდეგებას რა აზრი ჰქონდა, მას მაინც ვერ დავარწმუნებდი, სხვა კი არავინ იყო აქ, მისთვის რომ მემტკიცებინა რაიმე, დარწმუნებულივიყავი ლოყები უკვე აწითლებული მქონდა და ზუსტად ამან გამოიწვია რაიანის სახეზე, ეს სულელური ღიმილი.
- რა იყო? - უკმაყოფილომ ვკითხე
- ლამაზი ხარ - უცნაური ხმით მითხრა და თითი აწითლებულ ლოყაზე ამისვა.
მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და შეხებისთანავე თვალები უნებურად დავხუჭე. იმ წამს სიბნელეში გავუჩინარდი, რომელშიდაც მხოლოდ საკუთარი გულისცემა და რაიანის სუნთქვის ხმა მესმოდა. თვალები რომ გავახილე ის იმაზე ახლოს იყო ჩემთან ვიდრე თვალების დახუჭვამდე. მის თავბრუდამხვევ სუნს ვგრძნობდი, რაც ჩემს სხეულს უფრო ადუნებდა. წარმოდგენა არ მაქვს ეს როგორ მოვახერხე თუმცა თვალები ისევ მის შავ გიშრებს გავუსწორე. მანაც იგივე გააკეთა, ისევ გადაეყარა ეს ორი სრულიად განსხვავეული თვალის ფერები ერთმანეთს და თითქოს დაწყებულ ომში, დროებითი ზავი დადესო.
რაიანმა წამის მეასედში ხელი თავსუკან მომკიდა, მისკენ მიმიზიდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. არვიცი რატომ ვგრძნობდი ამ ადამიანისგან ამხელა სიმხურვალეს, რომელიც ხელს არ მიშვებდა და თავისკენ უფრო ძლიერად მწევდა. ეს ზუსტად ის მომენტი იყო როცა მინდოდა, წინააღმდეგობა გამეწია, არა რაიანისთვის, არამედ საკუთარი თავისითვის, საკუთარი სინდისისთვის, თუმცა ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე და კოცნაში ავყევი.
როგორ მინდოდა, ეს წამები უსასრულად გაგრძელებულიყო და მუდამ მარადიული ყოფილიყო, მაგრამ არა. მისი ტუჩები მალევე მოსწყდა ჩემს ბაგეებს და თავი უკან გასწია.
თვალები კარგა ხანს არ გამიხელია…
მე მას ჩემი პირველი კოცნა ვაჩუქე, მისთვის კი მერამდენე იყო, ალბათ თვითონაც არიცოდა…

,,მაგრამ შენ სხვა და წარუშლელი ხარ სულელო” - ჩამჩურჩულა რაღაც არაამქვეყნიურმა ხმამ…


ნიუ-იორკი 2018 წელი

ემა სკამიდან ადგა და ბოდიშის მოხდით გავიდა, რაიანს კი მოუსვენრობა დაეტყო და ემას მიჰყვა.
რა ჯანდაბა ხდება აქ!
ვერაფრით მოვისვინე და მეც ავდექი.
მეორე სართულზე ავედი და ორივენი დერეფანში დავინახე.
- ნუ იქცევი ასე, არ გიხდება - ეუბნება რაიანი. თან კედელს არის მიყრდნობილი, უდარდელი სახით.
- დილით ასე არფიქრობდი - ტუჩზე ოდნავ იკბინა და მისკენ წაიწია, თუმცა რაიანმა თავი გასწია.
- ნუ გავიწყდება სად ვართ!
- კარგი რა - ხელები ისევ კისერზე მოხვია - რაგჭირს, აქ არავინაა, ყველა ქვემოთ არის, მხოლოდ ერთხელ - უთხრა ემამ და მისკენ წაიწია.
მეტს ვეღარ ვუყურებდი, მითუმეტეს რომ მათ ამ შეერთებას ვერ ვუყურებდი. ნელი ნაბიჯებით უკან გავიწიე შემდეგ კი ,,ბრახუნით” წავედი მათკენ. ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა რომ გაიგეს ალბათ მაშინვე მოშორდნენ ერთმანეთს, რომ შევუხვიე ემა უკვე მოდიოდა, საკმაოდ უკმაყოფილო სახე ჰქონდა გვერდით რომ ჩამიარა ირონიული მზერა ვესროლე, თითქოს მივახვედრე რომ ყველაფერი ვიცოდი, დავინახე და ასე სპეციალურად მოვიქეცი. მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, ტანის ნელი რხევით წავედი ჩემი ოთახისკენ რომელიც დერეფნის ბოლოში იყო და იქ ისე ვერ მივაღწევდი თუ რაიანს არ ჩავუვლიდი. მასთან ჯერ მიახლოვებული არც ვიყავი გულმა გამალებით რომ დაიწყო ცემა, ყველანაირად ვეცადე რომ არ შემჩნეოდა ეს ანერვიულება და ისე შევედი ოთახში, კარები მივიხურე და სარკის წინ მდგომი მაგიდას ხელებით დავეყრდენი, თან სარკეში ჩემს ანარეკლს ვუყურებდი. უცებ მომეჩვენა რომ ჩემს უკან ძველი სარა იდგა. თეთრი სუსტი სხეულით, ცისფერი თვალებით, გრძელი კულულებიანი თმით და უცოდველი კრავის სახით. მის უკან კი რაიანი გამოჩნდა, ადამიანი რომელსაც სარა უყვარდა, ოღონდ მე არა, ის, ძველი სარა. ბავშვი რომელიც ამ კაცის მკვლავებში მორჩილი, მორცხვი, პატარა გოგონასავით ისუსებოდა და მთელს სამყაროში, მხოლოდ მისი უფსკრულივით შავი თაველებისთვის ბედავდა თვალის გასწორებას, თანაც ისე რომ არ ეშინოდა ამის.
დიდხანს ვუყურებდი ამ გამოსახულებებს, მანამ სანამ არ მივხვდი, რომ რაიანი აქედან ნამდვილი იყო.
- შენ!... აქ რასაკეთებ - ბრაზიანი ხმით ვუთხარი
- ისეთს არაფერს, უბრალოდ დამავიწყდა, შენთვის მეთქვა, რომ დღეს კარგად გამოიყურებოდი. - ამღვრეული თვალებით მითხრა.
- გმადლობ, ახლა კი შეგიძლია გახვიდე - ხელი კარებისკენ გავიშვირე, მან კი უკან გახედვაც კი არ იკადრა. უცნაური მზერით შემომხედა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა.
- ჯერ ადრეა გასვლა - ახლოს მოვიდა, მე კი მისი სიახლოვისგან სხეული უფრო დამეძაბა.
ზუსატდ ეს სიახლოვე იყო მიზეზი, იმისა თუ რატომაც ვუარყოფდი მაშინ ამ გრძნობას, უფროსწორად რატომ ვერ ვგრძნობდი მას, ახლა კი ვხვდები რომ მაშინ არ იყო ეს გრძნობა ასეთი ძლიიერი, მაშინ არ შემძლო მთების გადაგმა და ის ყველაფერი რაც რეალურად ამ გრძნობის განცდიდს დროს, განსაკუთრებით კი მისი შენარჩუნების დროს გვიჩნდება…
სამწუხაროდ გვიან მივხდი, რომ ჩვენ ერთამნეთისგან შორს ყოფნა გვჭირდებოდა, რათა გაგვეგო ერთმანეთთან ყოფნის ფასი და ერთმანეთის შეცნობა უფრო მარტივი ყოფილიყო.
ახლა?… ახლა ისევ ვგრძნობდი მის სუნთქვას ჩემს ყელთან, ისევ ისე მქონდა მისი სურნელის შეგრძნებით თვალები მინაბული და ისევ ისე ვიყავი მის მკლავებში მომწყვდეული, გატრუნი, ხმას არვიღებდი, უბრალოდ ვცდილობდი... ამჯერადაც ისევ ვცდილობდი მის მოშორებას, რადგანაც ვიცოდი ის გალია იყო მე კი ჩიტი… ჩიტი რომელსაც ყოველთვის თავისუფლება ეწაადა და არა მუდამ გალიაში ყოფნა.
- მეზიზღები - ყურთან დამჩურჩულა - ყველაზე მეტად მეზიზღები - ხელი თეძოებზე მომკიდა უფრო მიმიზიდა, ტუჩები კი ჩემს ლოყას ჩამოაყოლა - შენ მე ის წამართვი, ადამიანი წამართვი რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა - ზედ ტუჩზე დამჩურჩულა, მე კი მისი ასეთი სიახლოვისგან უკვე სული მეხუთებოდა, ვეღარ ვუძლებდი.
მაშინვე ხელი თმებში შევუცურე, თითქოს პირველად არ ვემორჩილებოდე გონებას და იმ წამსვე წავეტანე მონატრებულ ტუჩებს…

რაიანი უხეშად დაატარებდა ჩემს მოშიშვლებულ ზურგზე ხელებს და ამ სიუხეშის მიუხედავად მაინც იმდენად მინდოდა მასთან ყოფნა, რომ ჭკუიდან გადავყავდი მის თითოეულ მხურვალე კოცნას. ტუჩებიდან ჩემს ყელზე გადაინაცვლა მათი გემო კვლავინდებურად შეიგრძნო, შემდეგ კი ცალი ხელი ქვემოთ, ჩემს ფეხს ამოაყოლა, შეხსნილი კაბის ქვემოთ შეაცურა და საცვლის შიგნით ნელნელა დაიწყო მოძრაობა. ოდნავ ჩუმი კვნესა აღმომხდა და თავი კიდევ უფრო უკან გადავწიე. რიანი ისევ დააცხრა ველური ცხოველივით ჩემს ტუჩებს და ისევ ის ჩვეული სიამოვნება მეუფლებოდა, როგორც ადრე.... ისევ და ისევ მსურდა ის მე! მთელი არსებით და ვიცოდი, თუ კიდევ რამდენიმე წამით გავაგრძელებდი მასთან ასე ახლოს ყოფნას, მერე ვეღარ გავჩერდებოდი.
- არა, - ჩუმად ვუთხარი - შეწყვიტე! - ხელი ვკარი, ისკი თითქოს მორჩილად გაიწია უკან.
კლრკმა ბოროტი ღიმილით ჩაიცინა, ხელი მაჯაზე მომკიდა, ჯერ მისკენ მიმიზიდა შემდეგ კი ლოგინზე დამაგდო, თვითონ კი ზემოდან მომექცა.
მთელი სხეულით ვთრთოდი…
- ისევ ისეთი ხარ - ჩემს ყელთან დაიჩურჩულა - იქ, ბოლოს რომ გნახე ისეთი - სახეს ააყოლა თავისი მხურვალე ტუჩები - ისევ ისეთი ცივი ხარ - ამჯერად კაბაზე გადაინაცვლა და ხელი ააყოლა და ზემოდ ასწია - არადა ყოველთვის როგორი თბილი იყო ის ბავშვი… - ყურთან დამჩურჩულა შემდეგ კი მოწყვეტით მაკოცა ტუჩებში.
მისი ყოველი შეხებისას რაღაც არაამქვეყნიურ სიამოვნებას განვიცდიდი. მესმოდა სიამოვნებისგან ჩემი გულის აჩქარებული ფეთქვა, არშეწინააღმდეგებისთვის კი გონების განწირული კივილი. თუმცა იმ მომენტში მე მაინც არც ერთს არ ვემორჩილებოდი, მხოლოდ და მხოლოდ რაიანის თამაშს ვყვებოდი, ისე როგორც მას სურდა.
ხელი თავს უკან შემიცურა, ოდნავ წამომწია და კაბა წამებში გადამაძრო, მერე ჩემს სხეულს ჩაუყვა მაგრამ არც კი მკოცნიდა, უბრალოდ ახლოს იდგნენ მისი ტუჩები ჩემს სხეულთან და არ მეხებოდნენ. ხელის ნელი მოძრაობით გამხადა საცვალი, თან ხელებს ჩემს სხეულზე დაატარებდა, ჩემს ფეხებს ნელი მოძრაობით ჩაუყვა და საბოოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც გამხადა.
რაიანი ანთებული თვალებით მიყურებდა და თითქოს იყო კიდევ რაღაც მის მზერაში ისეთი რასაც იმ დროს მე ვერვხდებოდი, მე კი ვნებამორეული სხეულით მის წინაშე ვიწექი და მის კიდევ ერთ სვლას ველოდი, სვლას რომელიც ისევ იმ არაამქვეყნიურ სიამოვნებას მომანიჭებდა.
თავი ტუჩებთან ახლოს მომიტანა, მისი შავი სფეროებით ისევ მოავლო თვალი ჩემს მთლიან სახეს მერე ტუჩებზე დამხედა და უემოციო სახით წამოდგა ფეხზე. თავიდან ვიფიქრე ალბათ ტანსაცმლის გახდას ცდილობდათქო, თუმცა რომ დავინახე როგორ გადიოდა ოთახიდან, მაშინვე ყველაფერს მივხვდი, თუმცა უკვე გვიან იყო. თვალები მაგრად დავხუჭე…
- ეს ჯერ დასაწყისია - მითხრა ჩემში მყოფფმა სარამ.


ვენესუელა 2011 წელი


- მაპატიე - რაიანის ხმა მომესმა და თვალები გავახილე - უბრალოდ თავი ვერ შევიკავე - ამღვრეული თვალებით შემომხედა
- არაუშავს, - თავი დაბლა დავხარე არმინდოდა ჩემი სახე დაენახა - მეც მაპატიე - ჩუმად ვუთხარი.
მისი ჩაცინების ხმა მომესმა, ამ დროს კი ტელეფონის ზარის ხმაც გაისმა. რაიანი მაგიდასთან მივიდა და მობილური აიღო. (აქ საერთოდ როგორ იჭერდა, ვერც კი ვხვდებოდი)
- გისმენ - გაისმა მისი ხმა - არა, არ სძინავს - … - კარგი ახლავე, - ჩემსკენ წამოვიდა და ბობილური გამომიწოდა. - სტეფანია ელაპარაკე.
მისი სახელის ხსენებაზე სიხარულიც და სირცხვილის გრძნობაც ერთდროულად დამეუფლა. რაიანს მობილური გამოვართვი და ხელის კანკალით მივიდე ყურთან.
- სტეფან
- სარა, მაპატიე პატარავ ასეთ გაურკვევლობაში რომ გაგხვიე - უცნაური ხმა ჰქონდა.
- არაუშავს ძამიკო - მშვიდი ხმით ვუთხარი - მალე წამიყვან? - ვკითხე სტეფანს და მაშინვე რაიანის უკმაყოფილო მზერას წავაწყდი.
- ხვალამდეც მოითმინე პატარავ და აუცილებლად წამოგიყვან.
- კარგი,- ჩუმად ვუთხარი მერე კი დავაყოლე - მიყვარხარ ძამიკო!
- მეც პატარავ - მითხრა და მაშინვე მისი მომღიმარი სახე დამიდგა წინ. სტეფანს გამოვემშვიდობე და ტელეფონი რაიანს გავუწოდე. რაღაცაზე ილაპარაკეს თუმცა მე ისევ ვერაფერს ვხვდებოდი.
- ნანობ? - მკითხა მოულოდნელად
- რას? - ვითომ ვერ ვხვდებოდე რაზე მელაპარაკებოდა.
- იმას რაც ჩვენს შორის მოხდა - გვერდით მომიჯდა
- ჩვენ… ჩვენ შევცდით - ხმადაბალი ხმით ვუთხარი - ასე არ უნდა მოვქცეულიყავით - ვუთხარი და მისი სიახლოვისგან მოგუდულს, გვერდით გავიწიე.
- შენი სხეული ასე არმეტყველებს - ირონიული ხმით მითხრა.
- სამაგიეროდ ენა მეტყველებს - გავბრაზდი
- რომელი? რამოდენიმე წუთის წინ ჩემსას რომ დაეძებდა გახელებული? - გაიცინა და თავი გააქნია.
- მოკეტე… აი ამიტომ ვამბობ რომ შეცდომა იყოთქო - თავი გვერდით გავაბრუნე და მოწოლილი ცრემლების შეკავება ვცადე.
- მოდი ჩემთან - ხელს მხვევს და მისკენ მწევს.
- არმინდა - ჯიუტად ხელიდან ვუსხლტები და წამოსადგომად ვიწევი, მაგრამ რაიანი ხელს მკიდებს და ისევ სხეულზე მიკრავს.
- ღამით ცივა აქ, ასე რომ გეყოფა ბავშვივით ჭირვეულობა - გვერდით დადებული პლედი აიღო და გადამაფარა.
- მე ბავშვი არვარ - ბუზღუნით ვუთხარი და თავი მკერდზე დავადე.
კარგახანი ხმა აღარ ამოვიღე, მსიამოვნებდა მის ცივ სხეულთან ახლოს ყოფნა.
- შენც გადაიფარე, ცივა და გათბები - ვუთხარი და წამოწევა ვცადე, თუმცა გამაჩერა.
- არარის საჭირო, მე უკვე ისედაც ვთბები - შეცვლილი ხმით მითხრა და თავზე მაკოცა.
უფრო კომფორტულად მოვკალათდი და თავი ისევ მის მკერდზე დავდე, გული უცნაურად უცემდა, სხეული კი ყინულივით ცივი ჰქონდა. კარგია რომ მე იმდროს ასეთი თბილი ვიყავი…

* * * * *
თვალები რომ გავახილე სულაც არ მეძინა ისე, როგორც წუხელ. დივანზე მარტო ვიწექი და პლედი მქონდა გადაფარებული.
- დილამშვიდობის - რაიანის ბოხი ხმა მომესმა
- დილამშვიდობის - გავუღიმე და გავიზმორე, რასაც მისი უაზრო ღიმილი მოჰყვა.
- ვხედავ კარგ ხასიათზე ხარ! - წარბები მაღლა ავწიე
- სულაც არა საიდან მოტანე?
- რავიცი აბა - მხრები ავიჩეჩე და წყლისდასალევად წამოვდექი - დიდი ხანია გღვიძავს? - რაღაც უხერხული სიჩუმე ჩამოწვა და განმუხტვა ვცადე სიტუაციის.
- კი, დილით ადრეადგომა მიყვარს
- მმმ, კარგია აი მე კი მაგრად მეზარებახოლმე ადრე ადგომა - წავიბუტბუტე და ჭიქა მაგიდაზე დავდე.
- ნორმალურია რომ გეზარება - საკმაოდ სერიოზული ხმა ჰქონდა - ყველა ბავშვს ეზარება დილით ადრე ადგომა, ასე რომ ამაზე ნუ ინერვიულებ, რომ გაიზრდები გადაეჩვევეი… ალბათ! - მანამ იკავებდა ღიმილს სანამ ჩემს ალეწილ სახეს არ შეხედა, მერე კი უაზროდ სიცილი აუტყდა.
ამჯერად მართლა პატარა ბავშივით გავიბუტე და ისევ დივანზე დავწექი.
- კარგი ხო, ვხუმრობ რამოგივიდა? - ცდილობდა სახე დაესერიოზულებინა მაგრამ არ გამოსდიოდა.
- არაფერი - ცივად ვუთხარი
- სარა, ვიხუმრეთქო რამოგივიდა?
- არაფერი არ მომსვლია - ლამის წამოუყვირე.
ცოტახანი მიყურა შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა.
- კარგი, - გვერდით დამიჯდა და სახე ახლოს მომიტანა - მაშინ მაკოცე!
გაოცებულმა ვიყავი მისი ასეთი საქციელებით, არადა გუშინ მისი ერთი გამოხედვითაც კი ვკანკალებდი, ახლა კი…
- გგონია ვერ ვხდები სახეს რომ გამოაბრუნებ? - ისევუთხარი თითქოს რაღაც ამოუცნობი ამოცანა ამომეცნო.
- ამას არ ვიზამ
- ჰო აბა რა მჯერა!
- ეს რომ მდომოდეს სარა, შენ არ დაგეკითხებოდი! ახლა კი მოდი და მაკოცე… მხოლოდ ერთხელ და მეორედ აღარ გეტყვი.
- ახლა ბავშივით შენ უფრო იქცევი ვიდრე მე! - ხმა გავიმკაცრე
თითქოს მე და რაიანმა ადგილები გავცვალეთო.
- ბევრს ლაპარაკობ ხვდები? - უკმაყოფილო ხმით მითხრა და ლოყა მომიშვირა.
ამოვიხვნეშე, და როცა ტუჩები მის ოდნავ წვერიან სახეს მივაწებე, ვიგრძენი როგორ დამიარა სასიამოვნო ჟრუანტელმა ტანში.
რაიანმა თავი ნელნელა გამოსწია და ჯერ ლოყას, შემდეგ კი ჩემს მოშიშვლებულ ყელს მიაწება მისი ტუჩები. არ შევწინააღმდეგებივარ, არც შემეძლო შეწინააღმდეგება, რადგანაც მაშინ არ მსურდა ამ ახალი და ასეთი უცნაური გრძნობისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომაც მის ნებას დავყევი, ხელები შემოვხვიე და თავი მის კისერში ჩავრგე, შემდეგ კი ხარბად შევისუნთქე მისი თავბრუდამხვევი სურნელი.


ნიუ-იორკი 2018 წელი

საწოლიდან ავდექი, მოვწესრიგდი და ისევ ქვემოთ ჩავედი. არვიმჩნევდი თუმცა, რეალურად ისეთი შერცხვენილი და დამცირებული ვიყავი, ამას სიტყვებითაც კი ვერ აღვწერდი.
მთელი ღამის მანძლზე, ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსთვის, რაც საშინლად მაღიზიანებდა. იმის შემდეგ მალევე წავიდნენ. მარიას და ვიქტორს დავემშვიდოებე და საძინებელში ავედი. ოთახში შესვლილსას ყოველი განვლილი მომენტი თვალწინ დამიდგა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ შიგნით, რაღაც შხამივით სითხე ჩამიღვარაო.

* * * * *
ფრენა დილით ადრე იყო, ემამ დაიჩემა იქაურობა კარგად უნდა დავათვალიეროდ მხოლოდ მოლაპარაკებაზე ხომ არ ჩავალთ ამხელა გზაზეო, ასე რომ უკვე გადაწყეტილი იყო, რომ კუნძულზე მხოლოდ ორი დღის გავჩერდებოდით. ფრენის დროს მთელი გზა მეძინა, თვითონაც გამიკვირდა, როგორ ჩამეძნა როგოცა ის წინ მეჯდათქო, თუმცა ფაქტი სახეზე იყო.
ეს კუნძული საოცრად ლამაზი იყო, ის ერთ პატარა დასახლებას წააგავდა, სადაც დიდი სიამოვნებით ჩავდგამდი პატარა სახლს სანაპიროზე და ალბათ მთელ დარჩენილ ცხოვრებას იქ გავატარებდი, თუმცა ეს მყუდროება და სიმშვიდე მალე დაირღვევოდა ამ ადგილზე, ასე რომ ამაზე ფიქრი მალევე შევწყვიტე.
- კიდევ კარგი შენნაირი ადამიანი გამოდის და ამ პატარა, ღატაკ კუნძულს ხელს ავლებს. - უსიამოვნო ხმით ამბობს ემა.
- სამწუხაროა - ნაღვლიანი ხმით ჩავილაპარაკე
- უკაცრავად? - რაიანმა ზემოდან დამხედა და მზის სათვალე ოდნავ ქვემოთ ჩამოიწია.
- რამოდენიმე წელიწადში აქაურობა საღორეს დაემსგავსება და ამაში ზუსტადაც, რომ ჩვენ ვიქნებით დამნაშავეები - შეწუხებული სახით ავხედე. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მიხვდებოდა რატომაც ვუთხარი ეს, თუ რათქმაუნდა იყო ძველი რაიანისგან დღემდე რაიმე შემორჩენილი.
- რა სისულელეებს ამბობთ მის მორგან - გადაიხარხარა ემამ.
- კარგი წავედით - მკაცრად თქვა რაიანმა და პატარა სასტუმროსკენ დაიძრა. ემამაც მაშინვე მიჰყვა, მე კი დამწუხრებული სახით ვუყურებდი, კუნძულის სუფთა, ლურჯ წყალს, რომელიც რამოდენიმე წელიწადში, ალბათ ჭაობისფერ ფერს მიიღებდა.

საღამოს შვიდსაათზე გვქონდა შეხვედრა დაგეგმილი, სასტუმროს რესტორანში. ამ შეხვედრაზე მთავარი როლი მე უნდა მეთამაშა, რაც სულაც არ მაშინებდა. ხალხთან კომუნიკაცია, მითუმეტეს კი კაცებთან, შესანიშნავად გამომდიოდა. მახსოვს სანამ თვითფრინავში ჩავჯდებოდი რაიანმა მითხრა ,,თუ საუბარი უარისკენ წავა, მაშინ მოლაპარაკებას ემა გააგრძელებსო” ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო იმისა, რომ ეს მოლაპარაკება წარმატებით დამესრულებინა.
სასტუმროში ჩემი, რაიანის და ემას ოთახები ერთამანეთის მიყოლებით იყო. მთელი დღის მანძილზე ვერ ვისვენებდი, რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ორივენი ერთად იყვნენ, თუმცა არა, ასე რომ ყოფილიყო ემა ენას ვერგააჩერებდა და მაშინვე ყველაფერს ჩამიკაკლავდა, მაგრამ რატომ? მან ხომ არაფერი იცის ჩემსა და რაიანის შესახებ, თანაც შეუძლებელი იყო რაიანს რაიმე ეთქვა! მაგრამ მაშინ ემა თავიდანვე ისე რატომ მიყურებდა თითქოს ჩემში ყოველთვის კონკურენტს ხედავდაო?. ამაზე ბევრი ვიფიქრე, ფიქრებიდან კი მობილურის ზარის ხმამ გამომიყვანა.
უცხო ნომერი იყო…
- გისმენთ… ალო, გესმით?
ხმას არავინ მცემდა
- გესმით ჩემი?
ისევ არავინ მცემდა ხმას
- ალ…
- მისი არუნდა გეშინოდეს - კაცის ხმა გაისმა, ზუსტად არვიცოდი ვინ იყო, თუმცა გამეგო! ხო, მისი ხმა გამეგო, ადრე ჩემს ძველ ცხოვრებაში.


ვენესუელა 2011 წელი

ბოლო დღეც ისე გაილია მასთანერთდ რომ ვერც კი შევამჩნიე. სტეფანმა გვიან მომაკითხა და სახლში წამიყვანა, არაფრით არ მეუბნებოდა რა უთხრა მშობლებს ჩემი გაუჩინარების შესახებ. სახლში რომ მივედი სოფია კარებში შემეჩეხა და მაშინვე ძაფივით გადამეფსკვნა, არც ის არ მეუბნებოდა არაფერს, გარდა იმისა რომ მამას დაუმსახურებელ გამოხტომებს არ უნდა ავყოლოდი.

- სტეფანმა ჩემზე რათქვა სახლში რომ არ მოვედი? - ვკითხე სოფიას როცა დასაძინებლად გავედით.
- არვიცი, რაღაცაზე ელაპარაკებოდა მამას, დედაც იქ იყო. ალეხანდრო თავიდან გაცოფებული იყო, საშინელ სიტყვებს იძახდა, ამბობდა სარა სახლში როგორცკი მოვა ჩემი ხელით დავახრჩობო. მერე სტეფანმა რაღაც უთხრა , ოღონდ ეს უკვე ვეღარ გავიგე და ამ სიტყვების მერე დამშვიდდა ცოტა მამა - შეშინებული ყვებოდა სოფია.
- ნეტაასეთი რა უთხრა? - გაკვირვებულმა ვიკითხე
- არვიცი, თუმცა აშკარაა… ძმამ ისევ გადაგარჩინა
- ასეა - გავიღიმე და ფანჯრისკენ გავიხედე.

* * * * *
დილით ასე კარგად ჯერ არასდროს გამღვიძებია. ეს კი ალბათ იმ ახალი გრძნობის ბრალი იყო, რომელიც მისი წყალობით განვიცადე.
- ოჰოჰჰ! - სამზარეულოში სტეფანი შემოვიდა - როდიდან იღვიძებ ასე ადრე?
- არვიცი ალბათ დღეიდან - გავუღიმე და წყალი მოვსვი
- თავს როგორ გრძნობ? - ცოტა ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
- კარგად, არაფერია ისეთი
- მართლა?
- ხო
- კარგი, მაშინ ბევრს აღარ ვინერვიულებ შენზე - გამიღიმა, ახლოს მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
- შეიძლება რაღაც გთხოვო? - ვკითხე და ქვემოდან ავხედე, თითქმის ორმეტრიან ძმას.
- გააჩნია რას მთხოვ
- დარწმუნებულივარ დიდად არ გესიამოვნება - ტუჩები დავბრიცე და თვალი მაგიდას გავუსწორე.
- მაშინ ნუ მთხოვ - მკაცრად მითხრა
- რატომ ხარ ასეთი პირდაპი? - უკმაყოფილოება ვერ დავმალე.
- აბა თვალთმაქცი ვიყო? - ორინია ერეოდა ხმაში
- არა მაგრამ, მთლად ასეც არშეიძლება - თვალის არიდება ვცადე
- კარგი მიდი მითხარი რაგინდა
- მინდა რომ თქვენს პატარა ტერორისტულ ბანდას შემოვუერთდე - ისევ თვალი ავარიდე, რადგანაც ვიცოდი ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა.
- რათქვი? - გაბრაზება ვერდამალა
- უბრალოდ…
- არანაირი უბრალოდ სარა! - ჯიბიდან ამოღებული ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და ჩემსკენ ალეწილი სახით გამოიხედა. - დავიწყე! იქ მომხდარი ყველაფერი დაივიწყე სარა! შენ იმ სამყაროსთვის არხარ დაიკო - ხმა ოდნავ მოულბა - არავის მივცემ უფლებას, ვინმემ ან რაიმემ საფრთხეში ჩაგაგდოს. ვერ დაგპირდები თუმცა ყველანაირად ვეცდები , ისეთი სამყარო შეგიქმნათ შენ და სოფიას, რომ ორივემ მშვიდად და უშიშრად შეძლოთ იქ ცხოვრება. მაგრამ გთხოვ დამპირდი… დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, წინსვლას არასდროს შეწყვეტ, უკან არაფერზე დაიხევ და ისეთ სამყაროს შეიქმნი რომელიც ნამდვილად დაიმსაახურე. მე შენი, სოფიასი და საკუთარი თავის მჯერა სარა, მჯერა რომ ამ ჭაობს თავს დავაღწევთ და აუცილებლად მივიღებთ იმას რაც დავიმსახურეთ. გახსოვდეს და არასდროს დაგავიწყდეს, რაც არუნდამოხდეს და ვინც არუნდა იყო, მე შენ ყოველთვის დაგიცავ, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და არასდროს, არაფრის დიდებით არ გკრავ ხელს. ხომ იცი, რომ შენზე ძვირფასი მე არაფერი გამაჩნია ამ სამყაროში! ხომ იცი არა? - აწყლიანებული თავლებით შემომხედა
- ვიცი სტეფან ვიცი - ცრემლები ვეღარ შევიკავე და ძმას მოვეხვიე.
- ეი, აქ რახდება? - სოფია შემოვიდა სამზარეულოში. - ხომ იცი ასეთ დროს ვეჭვიანობხოლმე - უკმაყოფილომ დაბრიცა ტუჩები.
- მოდი ეგოისტო - ცალი ხელი გაშალა სტეფანმა
- ეგოისტი არვარ, მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა მოვალ - ამაყად თქვა და ჩვენსკენ წამოვიდა.
სოფიაც იმავეს გრძნობდა სტეფანის მიმართ რასაც მე, თუმცა თავიდანვე აშკარა იყო, მე სტეფანისთვის ის კი ჩემთვის, საკმაოდ ბევრს ნიშნავდა.
- ამ დილაუთენია რა ხვევნა კოცნა აგიტყდათ?არ მოგშვდათ? - დედაც შემოგვემატა - სოფია შენ მაღაზიაში წადი სანამ მამაშენი გაიღვიძებს, სტეფან შენ რასაც დაგაბარებ ის მოიტანე, სარა შენ კი სახლის დალაგებაშ მომეხმარე. გასაგებია?
სამივემ ერთმანეთს გადავხედეთ და საბოლოოდ ნორას ,,ბრძანებას” დავყევით.

* * * * *
სტეფანის მობილური არ ჩერდებოდა მე კი დაუკითხავად აღება არ მინდოდა. არვიცი ახლა რამ დაავიწყა, თუმცა მობილურს სახლში არასდროს ტოვებდა. მგონი უკვე მეშვიდე ზარი იყო. სველი ხელები გავიმშრალე და მობილური ავიღეთუარა ზუსტად იმ წამს გაჩერდა ზარი, დადება დავაპირე თუმცა იმ წამს შეტყობინება მოვიდა, ცოტახნით შევჩერდი არმინდოდა სსტეფანის გარეშე შევხებოდი მის პირად ინფორმაციას, მაგრამ იქნებ რაიანი იყო? იქნებ კიდევ დარეკოს და ავიღო. კარგა ხანს ვერ ვნახავდი და ასე მის ხმას მაინც გავიგებდი. არცისე ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე შეტყობინება გამეხსნა. ნომერი ჩანიშნული არ ჰქონდა და შეტყობინება გავხსენი.
,, როგორ ფიქრობ რას ვუზამ? ”
ქვემოთ კი სოფიას ფოტო იყო, პირზე და თვალებზე ნაჭერი ჰქონდა აკრული, თავთან კი იარაღი მიდებული. ფოტოს დანახვის დროს ტანში საშინლად გამცრა, რა არ ვიფიქრე, რატომ? რა უნდოდათ მისგან?
,, ტყეში გამოქვებუთან, თქვენს ბანაკთან გელოდები. ეცადე არდააგვიანო “
ისევ მოვიდა მესიჯი.

სტეფანი არსად იყო და არავინ იცოდა როდის დაბრუნდებოდა, დედას ვერაფერს ვეტყოდი რადგან აზრი არ ჰქონდა, მამა კი არვიცოდი რას იზამდა, სტეფანზე რომ სიმართლე გაეგო ორივენი დავიღუპებოდით. შეშინებულმა ოთახში გავვარდი, არც კი მახსოვს ტანსაცმელი როგორ გამოვიცვალე. სახლიდან გასვლის თანავე დედას ყვირილის ხმა მესმოდა, თუმცა იმასაც ვერ ვარჩევდი წესიერად რას მეუბნებოდა.
მივრბოდი, გული ლამის ამოვარდნას მქონდა. ალბათ ცოტაც და გონებას დავკარგავდი. დროც ვერ გავთვალე, რადგანაც მობილური სახლში დამრჩა, ალბათ სადღაც ორმოცი წუთში მივედი ადგილზე. გამოქვაბულის შესასვლელთან მიგდებული სოფია დავინახე, რომელიც ჩუმად ქვითინებდა. იმ წამს მხოლოდ მას ვხედავდი, მეტს არავის.
- ღმერთო, დაიკო - მისკენ გავიქეცი და თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელებით მოვიწმინდე.
სოფიამ მაშინვე გამომხედა და ღმუილი დაიწყო, მერე კი ჩემს უკან რაღაცას, უფროსწორად ვიღაცას გაუშტერა თვალი, თან უფრო ატირდა. უკან მოხედვა როგორცკი დავაპირე მაშინვე ვიგრძენი თავს უკან ვიღაცამ იარაღი რომ მომადო.
- შენ ვინხარ? - გაისმა კაცის უცნობი ხმა.


მალტა-კიმონო 2018 წელი

ზარი მაშინვე გაწყდა, მე კი უცნაური გრძნობა დამეუფლა, ვცდილობდი გამეგო ვინ იყო თუმცა ვერაფრით ვერ ვიხსენებდი.
საათს დავხედე უკვე გასვლის დრო იყო. მობილური და საქაღალდე ავიღე, ყველაფერი გადავამოწმე და რესტორნისკენ წავედი.

- რა პატივია თქვენი აქ ხილვა, მის მორგან - მეგებება საშუალო ასაკის კაცი, ალბათ სადღაც ორმოც წლამდე იქნებოდა
- მეც ასევე მისტერ ლონკოლნ - გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი.
- საღამომშვიდობისა - კლარკიც მალევე შემოგვიერთდა და უკან ემაც მოჰყვა.
სანამ მოლაპარაკებას დავიწყებდით, მანამ რაიანი და ლონკოლნი საუბრობდნენ. მალევე დადგა ჩემი ჯერი, ყველა თემა და დეტალი დაწვრილებით განვუმარტე. საბოლოოდ ისე წავიდა საქმე, რომ მის ყველა კითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცი, რასაც მისი შეფასაბაც მოყვა იმაში, რომ ჩემი პროფესია კარგად ვიცოდი. დიდხანს არ გაგვიგრძელებია, მალევე მოვრჩით და ყველანი ჩვენს ოთახებს დავუბრუნდით.

კუნძულზე საოცარი სიმშვიდე იყო. მართლა ძალიან მენანებოდა სამომავლოდ აქაურობა მსუქანი მილიონრებისა და მათი გამომწვევად გამოპრანჭული ქერა ცოლებისთვის. ახლა იმ თბილ ქვიშაზე არაფერი იყო, მომავალში კი ირგვლივ გასარუჯად წამოპლაკული ქალები იქნებოდნენ, მათ გარშემო კი მობილურები, წიგნები და ლეპტოპები იქნებოდა მიმოფანტული. რატომღაც იმ ქვიშაზე გასეირნება მომინდა. ტანსაცმელი გავიხადე და ჩემოდნიდან თეთრი, გაშვებული სტილის კაბა ამოვიღე, კაბა ლამის კოჭებამდე მწვდებოდა, ახლა აქ არავინ იქნებოდა, ასე რომ მშვიდად შემეძლო სერნობა.
ფეხშიშველი გავედი გარეთ. მინდოდა ქვიშაზე ჯერ ფეხშიშველს მესეირნა შემდეგ კი წყალში შევსულიყავი.
სიმშვიდე, რომელსაც ჭრიჭინების ხმაური არღვევდა და გრილი ნიავი რომელიც სასიამოვნოდ მხვდებოდა სახეზე. ზღვის ,,ცდუნებას” ვერ გავუძელი და შიგნით შესვლა დავაპირე. ირგვლივ მიმოვიხედე, დავრწმინდი რომ არავინ იყო, შემდეგ კი კაბის ქვედა ბოლოს ხელი მოვკიდე ზემოთ ავიწიე და გადავიძვრე, კაბას საცვალიც მივაყოლე, ორივე სანაპიროსთან დავტოვე, თვითონ კი ზღვაში შევდი.
საოცარი წყალი იყო, ზოგჯერ მშვიდი ჩემსავით, ზოგჯერ კი ბობოქარი, ისე რომ ყველაფერს წალეკდა რაც კი წინ გადაეღობებოდა. გადავლის შემდეგ მთელს და ცოცხალს არაფერს დატოვებდა, და თუ დატოვებდა ისეთი ვეღარ იქნებოდა როგორიც მანამდე იყო.
სასიამოვნოდ ცივი იყო წყალი, შიგნით ჩავყვინთე და რამოდენიმეხანი გავჩერდი.
ეს ის მომენტია როცა გინდა სამყაროს გაექცე, მაგრამ არა, ადამიანი რისი ნაწილიც ხარ იმას ვერასდროს გაექცევი, ის ყოველთვის გიპოვის სადაცარუნდა წახვიდე ან სადაცარუნდა დაიმალო.
ჩემი წყალში ყოფნა მანამ გაგრძელდა სანამ წელზე ვიღაცის მოხვეული ხელი არვიგრძენი, რომელიც წყლის ზემოთ მიმაქანებდა.
მის გახშირებულ სუნთქვას ჩემს ყელთან ვგრძნობდი…
- სულ გაგიჟდი? - როგორც ჩანს უკმაყოფილოება ვერ დამალა რაიანმა.
- შენ აქ რაგინდა? - მისკენ შევტრიალდი და სველი თმა უკან გადავიწიე.
- დაგინახე როგორ შეხვედი წაყლში, მერე როგორ ჩაყვინთე და ზემოთ აღარ ამოდი - უცნაური მზერით მიყურებდა და ხმაში ბრაზი ერეოდა. დავიჯერო შეეშინდა? - ასე სულელურად აღარ მოიქცე, მე აქედან გვამებით გასვლას არ ვაპირებ - ოხ ეს მისი მბრძანებლური ტონი…
- გვამები რა შუაშია? მოიცა! - თვალები ოდნავ მოვჭუტე - ნუთუ გეგონა რომ ს ვაპირებდი? - ღიმილი მეპარებოდა სახეზე - სერიოზულად კლარკ?
რაიანმა ვითომ ,,ფეხზე” სახით გამომხედა და ნაპირისკენ წავიდა. მეც უკან მივყევი. ასვლისთანავე გამახსენდა ჩემი ტანსაცმელი, რაიანს უკან არმოუხედავს ასე რომ მშვიდად შემეძლო ჩაცმა. ტანსაცმლისკენ წავედი და ორივენი ხელში ავიღე.
- არ მოდიხარ? - უცებ გამომხედა და მზერა ჩემს სხეულზე შეაჩერა.
- ახლავე - მისკენ შევტრიალდი, სრულიად შიშველმა და ვითომ კრძალვით გავუღიმე, მერე კი ჯერ საცვალი, (ვეცადე ყველანაირად გამეწელა ეს მომენტი) შემდეგ კი კაბა გადავიცვი. თმა გავისწორე და რაიანისკენ წავედი. ცოტაღა მაკლდა იქვე სიცილი არ დამეწყო, რაიანი თვალებს თითებით ისრესსდა და მოწოლილი ვნების დაკნინებას ცდილობდა, მისკენ მიმავალი (ჩაცმული) რომ დამინახა, მძიმედ ამოიხვნეშა, უკან გაბრუნდა და გზა სასტუმროსკენ გააგრძელა.
ვიოცდი, ყველაზე კარგად ვიცოდი რადაც უჯდებოდა მას ეს თავშეკავებულობა, მაგრამ მისი თამაში იყო, ასერომ ვალდებულიიყო აეტანა ყოველივეეს.
სასტუმროში მისვლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია, ამჯერად ის მშვიდად და წყნარად მიდიოდა თავისი ოთახისკენ, მე კი უკან მივყვებოდი და ჰაერში შემორჩენილ მის სუნს, ხარბად ვუშვებდი ფილტვებში.
- ძილინებისა სარა - მითხრა რაიანმა და ჩემსკენ შემობრუნდა.
- ძილინებისა - ოდნავ გავუღიმე და თვალებზე მოწოლილი ცრემლები ძლივს შევიკავე.
ამ წამს, ყველაზე მეტად მინდოდა ძელი დრო უკან დამებრუნებინა, მისი დანახვისას ისევ გავქცეულიყავი მისკენ, კისერზე მოვხვეოდი, თმებში ხელები ამეხლართა და როგორც ადრე, ახლაც ისევ ჩავხუტებოდი მთელი გრძნობითა და მონდომებით.თუმცა ამყველაფრისთვის უკვე მეტისმეტად გვიან იყო, ახლა უკვე აღარ ჰქონდა ამაზე ფიქრს აზრი. დროს უკან ვეღარ დავაბრუნებდი და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ჩვენ ადამიანებს, მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე არ შეგვიძლია არა, დროის უკან დაბრუნება, არამედ საქმის იქამდე მიყვანა, რომ სამომავლოდ, ამ დროსი უკან დაბრუნება აღარ ვითხოვოთ.
ეს წამი იყო, როცა რაიანის მზერაში მისი ძველი გამოხედვა დავიჭირე და მაშინვე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თოთქოს შგნით რაღაც თბილი ჩამემღვრაო.
თავი დამიქნია, უკან გაბრუნდა, კარი გააღო და ბნელ სივრცეში გაუჩინარდა. ალბათ რამოდენიმე წუთი ვიდექი და მისი ოთახის კარებს გაშტერებული ვუყურებდი, თან კი ვიხსენებდი... ისევ იმ დაწყევლილ დღეს ვიხსენებდი, როდესაც პირველად გავისვარე ადამიანის სისხლში ხელები.


ვენესუელა 2011 წელი

- ვინ ჯანდაბა ხარ მეთქი? - უკვე მეორედ მიმეორებდა, მე კი უსაშველო კანკალს ვყავდი ატანილი და ვცდილობდი, რამენაირად დავმშვიდებულიყავი.
- მე… მე სტეფანის და ვარ
- სტეფანის და? - გაიკვირვა და იარაღი დაბლა დაუშვა, შემდეგ კი წინ დამიდგა.
მისი დანახვისას სახე ლამის ამელეწა.
- შენ? რო… - პირიდან სიტყვებს ვერ ვუშვებდი.
- რაიყო ენაგადაყლაპე? - დამცინავი ხმით მითხრა და უფრო მომიახლოვდა.
- შენ ვინხარ?
- რამნიშნელობააქვს - თავი უკმაყოფილოდ გაატრიალა - მთავარია ვარ, და საერთოდ აქ შენი ძმა უნდა მოსულიყო, თუმცა არც შენ ხარ ცუდი - უფრო ახლოს მოვიდა, მის სუნთქვა სახეზე მხვდებოდა და საშინლად ამაზრზენი შეგრძნება მეუფლებოდა. - შენი აქ ყოფნით გამოდის, რომ ორი კურღელი გავაბი მახეში, ეს კი საქმეს უფრო გამიმარტივებს - ბოროტად ჩაიცინა და მკლავზე ხელი უხეშად მომკიდა.
- სტეფანისგან რა გინდა? - დავუყვირე
- იმის დაბრუნება რაც მამაჩემს და ჩემს გვარს ეკუთვნის.
- რაზე ლაპარაკობ?
- რაზე არა პატარავ, ვისზე - უემოციო სახით შემომხედა - შენ მაგას ვერ მიხვდები, ეს მე, რაიანს და შენს ძმას გვეხება!
- რაიანი რა შუაშია? - დაუფიქრებლად ვკითხე, ისე რომ შედეგზე არც მიფიქრია.
- შენ… - დაეჭვებული სახით გამომხედა - შენ იცნობ ჩემს ძმას? - ღიმილი ეპარებოდა სახეზე
- შენს ვის? - ყურებს არ ვუჯერებდი
- ჩემს ძმასთქო
- კი, მაგრამ არ ვიცოდი შენი ძმა თუ იყო - ვუთხარი და იმედგაცრუებული სახით გავხედე სოფიას.
- და რომ გცოდნოდა ამით რა შეიცვლებოდა? - ჩამეკითხა
- არვიცი, არაფერი… რა უნდა შეცვლილიყო - მხრები ავიჩეჩე და მტკიცე სახით გავუსწორე სახე, მის ნაცრისფერ თვალებს.

ხელები არშეუკრავს, სოფიას გვერდით დამაჯინა და მითხრა არ გავძნძრეულიყავი, თორემ ჩემს დას მოკლავდა. მობილურზე ვიღაცას დაურეკა და სადღაც ერთ საათში ვიღაც მაღალი, ახოვანი ბიჭი მოვიდა ჩვენთან.
- იცოდე დიდხანს არ დააგვიანო დემიან, - მკაცრი ტონით უთხრა ბიჭმა
- არ ინერვიულო - მშვიდად მიუგო და ჩვენ გადმოგვხედა, მერე კი წავიდა.
ამ ყველაფრიდან ერთადერთი რაც გავარკვიე, იყო ის რომ რაიანის ძმას დემიანი ერქვა, დანარჩენი ისევ ისე იყო ჩემთავში.
- ლამაზი თვალებიგაქვს - ბოროტად ჩაიღიმა - იქნებ ერთმანეთი გაგვეცნო, სანამ დემიანი მოვიდოდა - ახლოს მოვიდა ჩემთან და მისი მუქიფერის ხელები ჩემს კულულს ჩამოაყოლა. - მე დიეგო ვარ, შენ რა გქვია? - ყურთან დამჩურჩულა, ისე ამაზრზენად რომ ლამის იქვე ვაღებინე.
- წადი შენი! - ზიზღით ვუთხარი და თვალებში შევაფურთხე
- შე პატარა ძუკნა - კბილებში გამოსცრავდა, თან სახეს იწმენდდა - როგორ გაბედე! - ხელი მაღლა ასწია და ისეთი სილა გამაწნა, თავი ვეღარ შევიკავე და მიწაზე დავვარდი. წამით თითქოს ყველაფერი ტრიალებდა ირგვლივ, მერე თმაში ვიღაცის ხელი ვიგრძენი რომელმაც თავი უხეშად ზემოთ ამაწევინა. იმ დამპალის სახეს ხან გაორებულად ხან კი გაოთხებულად ვხედავდი. რაღაცას ამბობდა მაგრამ თითქოს, ყურები დაგუბებული მქონოდაო ვერაფერს ვგებულობდი.
- ახლა ჭკუას გასწავლი, თვითონვე შემეხვეწები გამ**მეო - ისევ კბილებში გამოსცრა და კვლავ ბოროტად გაიღიმა. მერე ფეხზე წამოდგა და სოფიასთან მივიდა.
ვხედავდი სოფიას შეშინებულ თვალებს, ამჯერად მისი ღმუილის ხმაც მესმოდა და კიდე იმ დამპალსაც ვხედავდი, როგორ უხსნიდა შარვლის ღილებს ჩემს დას.
ამ წამს… ამ წამს ოღონდ მსგავსი რაიმესთვის არ მეყურებინა და ალბათ ჩემივე ხელით მოვიკლავდი თავს.
სოფია ძირს ეგდო, ხელები უკნიდან ჰქონდა შეკრული პირზე კი ნაჭერი ჰქონდა შემოჭერილი. მისი სხეული მიწაზე იკლაკნებოდა ზემოდან ის ღორი ედგა თავზე და შარვალს ხდიდა.
- გაუშვი შე - ჩახლეჩილი ხმით დავიყვირე, მაგრამ წამითაც არ გამოუხედავს, ვერც მე ავდექი რომ მივსულიყავი, თუმცა აზრი მისვლის?
მისი თვალები… სოფიას მავედრებელი თვალები ერთადერთი იყო რაც იმწამს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვერ ვლაპარაკობდით თუმცა საუბარი მაინც იყო ჩვენშორის, მიყურებდა და თვალებით მევედრებოდა გადარჩენას, მევედრებოდა შველას, მაგრამ რომ არ შემეძლო? განსაკუთრებით კი მაშინ როცა გავიაზრე და წამებში მოვიფიქრე როგორ შეიძლებიდა თავი დაგვეხსნა, ამ ღორისგან.
არმინდოდა ამის გაკეთება თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო, მეტი შანსი არიყო და რომც ყოფილიყო, მას სოფიას ვერშევწირავდი, არშემეძლო იმ ადამიანის გაწირვა რომელთან ერთადაც მთელიბავშობა გავატარე…
მის საცოდავ სახეს კიდევ ერთხელ შევხედე და მაშინვე თვალების იქეთ აქეთ ტრიალი დავიწყე. ხელში უკვე მქონდა მოზრდილი ქვა და დიეგოს ვუყურებდი, რომელსაც სოფიასთვის შარვალი უკვე გახდილი ჰქონდა ახლა კი თავისის ღილებს იხსნიდა. ჯერ ადრე იყო.
აი ახლა, სოფიას ზემოდან იყო მოთავსებული და საცვალს ქვემოთ ქაჩავდა.
არც კი მახსოვს როგორ წამოვარდი ფეხზე და როგორ ჩავარტყი მოზრდილი ზომის ქვა თავში დიეგოს. თანაც არა ერთხელ, ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ, უმოწყალოდ, უგულოდ, შეუბრალებლადვურტყამდი, ვერ ვფიქრობდი ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, თითქოს სხეული ინსტიქტურად აკეთებდა ამ ყველაფერს. მანამ ვურტყამდი სანამ ვიღაცამ ჰაერშიი ჩემი ხელი არ დაიჭირა. ნელნელა მოვატრიალე თავი და ამ მოკლე დროის მანძილზე მოვახერხე ყოველივე მომხდარის გონებაში გადახარშვა. მის შავ სფეროებს შევხედე. ხო, იმ სიბნელეში ჩავიხედე პირველად, შემდეგ კი მის სახეს მოვავლე თვალი. შევხედე და სახელიც კი ვერდავარქვი იმ მზერას რომლითაც მიყურებდა.
სხეული დაბუჟებული მქონდა თითქოს შიგნით, იმ სათუთ ადგილად გველივით მკბენდა რაღაც. რაიანის სახეს თვალი მოვაშორე და მზერა ჰაერში დაკავებულ ხელზე გადავიტანე. მაჯებამდე ხელები სულ სისხლით მქონდა გასვრილი და ამის დანახვისას ქვა წამსვე გამივარდა ხელიდან, თითქოს ახლა ვიხსენებდე რაც გავაკეთე. ამჯერად ჩემს ქვემოთ მყოფ უსულო სხეულს შევხედე, კაცს, რომელსაც სიცოცხლის ნატამალიც არ ეტყობოდა სახეზე.
სახეზე? იმასაც თუ სახე ერქვა, ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა და სისხლით იყო მოსვრილი.
- მე… - ერთადერთი ამის თქმა შევძელი და რაიანს გავხედე, რომელმაც წამებში ამიყვანა ხელში. მერე კი თითქოს გულის რევის შეგრძნება ვიგრძენი და ზუსტად ამ დროს დავკარგე გონება.

* * * * *
ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოები ძლივს მოვაშორე ერთმანეთს. თვალის გახელის თანავე ყველაფერი გამახსენდა და მაშინვე დივნიდან წამოვხტი. გიჟივით დავიწყე თვალების ცეცება იქეთ აქეთ, ბოლოს კი ოთახში ახლახანს შემოსულ რაიანს შევხედე.
- გაიღვიძე? - მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა - რაიმე ხომ არ გტკივა? - ხელისგულებში მოაქცია ჩემი სახე
- რაიან - აწყლიანებული თვალებით შევხედე, იმის იმედად რომ ყველაფერს მოვუყვებოდი ის კი მეტყოდა რომ ეს ყველაფერი ერთი პატარა, ღამის კოშმარი იყო - აქ რაიმე მოხდა? მე ვინმე მოვკ…- სიტყვის დამთავრება აღარ მაცალა, წამსვე ტუჩებზე ამაფარა თითი.
- ეს შენი ბრალი არიყო, შენ უბრალოდ შენი დის და საკუთარი თავის დაცვას ცდილობდი - ნაღვლიანი თვალებით შემომხედა
- მაგრამ მე ადამიანი მოვკალი
- სარა, გეყოფა ეს არ იყო შენი ბრალი
- იყო რაიან იყო! - უხეშად მოვიშორე მისი ხელები - მე მოვკალი. ადამიანი მოვკალი. მე მკვლელივარ რაიან გესმის? მკვლელი - თმაში ხელიშევიცურე და ბოლო სიტყვას გაუჩერებლივ ვიმეორებდი.
- შეწყვიტე გთხოვ - მავედრებელი ხმით მეუბნებოდა
- არმინდოდა, მაიძულა…
- ვიცი პატარავ, ვიცი რომ არ გინდოდა - ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. - დაივიწყე სარა, თორემ ეს დღე, შენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის, მე ეს გამოვცადე და არ მინდა შენც იგივე დაგემართოს - მეუბნებოდა და თან თმაზე მეფერებოდა.

ადამიანი რაც უფრო ბევრს ტირის, მით უფრო მალე ეძინებაო. მეც ასე დამემართა, მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე წუთის წინ გამეღვიძა, ახლაც ისევ რაიანის მკლავებში ვიყავი მოქცეული და ისევ მეძინა. გვიან იყო სტეფანი რომ მოვიდა, ალეწილი სახე ჰქონდა არ იცოდა რა ეთქვა ჩემთვის. მის მოსვლამდე კი რაიანი გვერდიდან არმშორდებოდა. ძალიან გვიანი იყო სახლში რომ მივედი, მამა მთვრალი ყოფილა მთელი დღის მანძილზე, ეძინა და არაფერი გაუგია ჩვენს შესახებ. მისი დანახვისას იმ დღეს, პირველად ვიგრძენი მისდამი ასეთი უსაზღვრო ზიზღი, თან ისეთი რომ რაიმეც რომ ეთქვა, ალბათ ყველაფერს დაუფარავად ვეტყოდი. დედა ჩაწითლებული თვალებით დამხვდა, ნეტა ვისზე დარდობდა ჩემზე თუ სოფიაზე… ალბათ სოფიაზე რადგანაც, როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა, თითქოს უკანასკნელი ცოდვილი ვყოფილიყავი მთელს ქვეყანაზეო. ოთახში რომ შევედი ჩემს დას გვერდით მივუწექი, სახე ჩემსკენ ჰქონდა შემობრუნებული და ალბათ ახალი ჩაძნებული იყო, რადგანაც ჯერ კიდევ სველი ჰქონდა თვალების ირგვლივ ადგილები. ხელი მისი თმისკენ წავიღე რომ მოვფერებოდი და ზუსტად ამდროს გამოეღვიძა, ჩემი დანახვის თანავე შეკრთა და ფეხზე წამოხტა.
- რამოხდა სოფია? - ვკითხე და ძლივსძლიობით გავუღიმე.
- არაფერი - მხრები აიჩეჩა და ცოტაღა აკლდა იქვე არ ატირებულიყო - უბრალოდ დღეს სტეფანის საწოლში დაწექი კარგი?
- რატომ?
- არვიცი, არმინდა რომ ჩემს გვერდით დაწვე
- რატომ სოფია? შენ მაინც რატომ მექცევი ასე? მე ხომ ეს შენს გამო გავაკეთე
- ჩემსგამო? - უცებ შეიცხადა
- შენ ხომ.. - სიტყვა გამაწყვეტინა
- რა, მეხომ? რაიმეს მაბრალებ? მე გითხარი მოკალითქო? ახლა მე მადანაშაულებ სარა?
- არა, არგითქვამს მაგრამ ისე მიყურებდი, იმ გამოხედვით მთხოვდი დახმარებას.
- რა სისულელეა - ხელები აიქნია - კი, მართლა მინდოდა დახმარება, მაგრამ არა ასე! მე.. მე, არმითქვამს მოკალითქო
- სხვაგვარად თავს ვერ დავიცავდით - რაიანის სიტყვები გამახსენდა
- არვიცი სარა, არაფერიარვიცი მაგრამ გთხოვ ცოტახნით შემეშვით - შეცვლილი ხმით მითხრა და თვითონ შეწვა სტეფანის საწოლში.
მისთვის აღარაფერი მითქვამს, არც მქონდა რაიმე სათქმელი. ცოტახანი თვალი ჩვენი ბავშობის ფოტოს გავუშტერე, სადაც ჯერ კიდევ ექვსი წლისები ვიყავით, მერე კი უცებ თავში რაღაც გადამიტრიალდა, წამსვე ფეხზეწამოვხტი, ფანჯარა გამოვაღე და გადავხტი.
ალბათ სულრაღაც ნახევარსაათში ნაცნობ ადგილას ვიყავი. შიგნით შევედი და თვალი მომავლე ყველაფერს, მერე კი მისკენ წავედი.
- ამ დროს აქ რაგინდა? - გაკვირვებას ვერ მალავდა
- შენთანერთად მინდა ცხოვრება. სტეფანს მე ავუხსნი ყველაფერს, დანარჩენებისთვის კი ასახსნელი არაფერი მქვს - მტკიცე ხმით ვუთხარი და რაიანის მომღიმარი სახე, ამჯერად მე მოვაქციე ჩემს ხელისგულებში…

* * * * *
მეორე დღეს სტეფანი გაბრაზებული მოვარდა. აშკარა იყო არაფერი იცოდა ჩვენს შესახებ, თუმცა ორივე რომ დაგვინახა გაბრაზდა. ვთხოვე რომ სანამ რაიმეს იტყოდა ჩემთვის მოესმინა. რაიანს გადახედა მერე კი სკამზე ჩამოჯდა. ყველაფერი ავუხსენი სტეფანს და რათქმაუნდა წინააღმდეგი იყო. ვერაფრით დავითანხმე, მიზეზი კი მათი სარისკო საქმიანობა იყო, რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ჩემი და რაიანის დაკარგვიას უფრო ეშინოდა ვიდრე ჩვენი ერთად ყოფნის.
ნელნელა მათი ,,ბანდის” შესახებაც ყველაფერი გავიგე. კვირაში ერთხელ შეხვედრა ჰქონდათ დაგეგმილი, ამ შეხვედრისას კი ყველაფერს დაწვრილებით განიხილავდნენ. ტყუპებიც და მიაც თურმე საკმაოდ გავლენიანი ოჯახებიდან ყოფილან, მართალია რაიანივით მაღალი საფეხურის ,,მემკვიდრეები” არ იყვნენ, თუმცა გარკვეუ წილად არც ისინი იყვნენ ნაკლები დონის პიროვნებები. უკვე სამი თვე იყო რაც მასთანერთად ვცხოვრობდი, სტეფანი კი ჩემს ცვლილებებს აშკარად, ყველაზე კარგად ამჩნევდა და თან შედარებებსაც აკეთებდა ძველ სარასა და ახალ სარას შორის. მაგრამ იმ დროს, მე ჯერ კიდევ არ ვიყავი ასეთი საშინელი.

- რაიან - მისკენ შევტრიალდი და ზურგზე ავეკარი - შეიძლება რაღაც გთხოვო?
- სარა, შენი თხოვნებით ამ ბოლო დროს, არც თუ ისე დიდად ვარ აღფრთოვანებული. ამიტომაც ჯერ მხოლოდ მოგისმენ შემდეგ კი გადავწყვეტ აგისრულო ეს თხოვნა, თუ არა - ყოვლისმცოდნე თვალებითდამხედა.
- ისეთი არაფერია, უბრალოდ რახან ასე მალე ვტოვებთ აქაურობას, დარჩენილი სამი დღე მინდა რომ იარაღის ხმარება მასწავლო - ვუთხარი და თვალიავარიდე.
- არა! შენ ეს არაფერში გჭირდება - მკაცრი ტონით მითხრა და ისევ უკან გაბრუნდა, ყავას ურევდა.
- კარგი რა, რომ დამჭირდეს?
- თუ ეგ დაგჭირდა ესეიგი რაღაცას სწორად ვერ ვაკეთებ და მაშინვე სახლში…
- სახლში დამაბრუნებ? - არვაცადე სიტყვის დამთავრება
- თუ საჭირო გახდა კი - ისეთქვა თითქოს ხმა ჩაუწყდაო
- გგონია ამით შემაშინებ?
- მე არ გაშინებ, უბრალოდ გაფრთხილებ! - მკაცრი ტონით მითხრა, თუმცა ეს სიტყვა არც ისეთი მტკიცე იყო როგორც მე.
- დარწმუნებული ხარ რომ მაგას გააკეთებ? - ოდნავ ნაზი ხმით ვუთხარი.
რაიანმა ალმაცერათვალებით გადმომხედა და ცუდად ჩაიცინა.
- იცი ახლა ის ქალი მგონიხარ, ქმრებს საჩუქრის ყიდვაზე რომ ვერ იყოლიებენ და მათ მოთაფლას სექსით რომ ცდილობენ - გაეცინა და თავი გააქნია
- მაგრამ მე ხომ ფულს არ გთხოვ!
- მირჩევნია ფული მთხოვო ვიდრე ეგ
- კარგი რაა - უფრო ახლოს მივიწიე და ხელი ნელნელა ავუყოლე მხრებამდე. - გთხოვ რაიან
- ახლა რას მთხოვ, სროლის სწავლებას თუ ჩემთან… - სიტყვა არდაუსრულებია, თვალებს ეშმაკურად აცეცებდა.
- უფრო მეორეს - ნელ-ნელა მივეკარი მის ტუჩებს.
- ხომ იცი, რომ ეს არ მოხდება - კოცნებს შორის მეუბნებოდა.
თავი უკან გამოვწიე და უკმაყოფილო სახით შევხედე, ის კი ჩემს ასეთ საქციელზე ისევ ხალისობდა.
- ამდენიხანია ერთადვართ, შენ კი ჯერკიდევ არ გამკარებიხარ - თითქმის ვუყვირე
- ასე ძალიან გინდა? - ირონია ეტყობოდა ხმაში
საკმაოდ უხერხული კითხვა იყო, თუმცა პასუხის დაბრუნება არ გამჭირვებია.
- მინდა
- დააა… არ ფიქრობ რომ ამისთვის ჯერ კიდევ პატარახარ? - დამცინავი მზერეთ გადმომხედა.
- დამცინი ხო?
- ასე ძალიან მეტყობა?
- კარგი რა რაიაან - უკვე ნერვები მეშლებოდა
- რახან ბიჭს აკოცე, ეს იმას არნიშნავს რომ მეორე ლეველზე ასე მალე გადახვალ!
- ასე არა? იმ გოგოებზე რას იტყვი პირდაპირ მეორელეველით რომ იწყებენ? - ისე ვუთხარი თითქოს რაღაც საოცარი აღმოჩენა გამეკეთებინოს.
- მათთნაირი რომ არ ხარ, ზუსტად ამიტომაც ხარ ჩემს გვერდით - ხმა გაუმკაცრდა
პასუხი რომ ვეღარ დავუბრუნე ისევ ძველ თემას დავუბრუნდით, მაგრამ ისევ ვერ დავიყოლიე იარაღის ხმარებაზე. მერე ერთი იდეა დამებადა და მთელიდღე მის განხორციელებაზე ვფიქრობდი.

* * * * *
- აქ რასაკეთებ, გაგიჟდი? - გაოცებას ვერ მალავდა მია
- რაღაცის თხოვნა მინდოდა შენთვის
- რისი? - მკითხა და კაპიშონი უფრო წამომაფარა სახე რომ კარგად დამფარვოდა
- რაინს ვთხოვე რომ ჩემთვის სროლა ესწავლა, მაგრამ არსცალია და თვითონ ვერ მასწავლის. მერე მითხრა რომ თქვენგან, ვინმესთვის მეთხოვა და უცებ შენ გამახსენდი
- დაიცა, რაიანმა გითხრა ეგ? - ვერიჯერებდა რათქმაუნდა
- ხო მან მითხრა, სანამ წავალთ მანამ ისწავლეო.
- გასაგებია - ამოიხვენშა მიამ - საღამოს ესე რვასაათის დროზე თქვენთან ვიქნები და წავიდეთ.
- კარგი - მოვეხვიე და უკან მოვბრუნდი.
წამით ჩემს უკან მდგარ შენობას მოვკარი თვალი, ორსართულიანი რესტორანი იყო, მიას მამის.
ერთიშეხედვით ჩვეულებრივი სავახშმო ან სასადილო ადგილი ჩანს, თუმცა შიგნით იმაზე მეტი სიბინძურე იყო, ვიდრე მეწარმომედგინა.

ნახევარი საათით ადრე გავედი, არმინდოდა მართლა მოსულიყო და რაიანისთვის ყველაფერი ეთქვა, მეხომ მოვატყუე ის. უფროსწორად ახლა ორივეს ვატყუებდი,თუმცა სხვა გზაარმქონდა, თავისდაცვაც და სხვისი დაცვაც უნდა მესწავლა, მაშინ კი რატომღაც იარაღის სწავლება ერთადერთი გამოსავალი მეგონა.
- გაიყინებიი - მიას ხმა მომესმა
- არაუშავს, წამოდი - მაშინვე მისი აქაურობიდან გაცლა დავაპირე
- რაიანი სად არის?
- სძინავს, ამდილით ადრე გავიდა სადღაც და რამოდენიმე საათისწინ დაბრუნდა.
- გასაგებია - თქვა მიამ და ჩუმად გააგრძელა გზა.
ირგვლივ საოცარი სიჩუმე იყო, შარვლის უკან რაიანის იარაღს ვმალავდი რომელიც ძლივს მოვპარე. ეს ბიჭი ყველაფერს საგულდაგულოდ ინახავს, რთულია ასეთ ადამიანს რაიმე წაართვა.
- სარა - სიჩუმე დაარღვია მიამ
- გისმენ
- მე ხომ ვიცი არა, რომ ის შენ ამის უფლებას არასდროს არმოგცემდა - ჩუმად თქვა და იარაღს დახედა.
- რ.. რაზე ლაპარაკობ? ხომგითხარი თვითონ მითხრათქო - სიტუაციიდან თავის დაძვრენა ვცადე.
- კარგი რა - ჩაიცინა - შენ ხომ იცი რამდენსაც ნიშნავ მისთვის? - სიბნელე იყო თუმცა მთავრის შუქზე ვხედავდი, მის აწყლიანებულ თვალებს, აი მიზეზი კი ჯერ არვიცოდი.
- ვიცი და ზუსტად ამიტომ მომცა ამის უფლება, მას უნდა რომ თუ ოდესმე ის ჩემს გვერდით არ იქნება, მე თავად შევძლო საკუთარი თავის დაცვა - თითქმის გაუაზრებლად ვთქვი ეს სიტყვები და გულში საშინელი სიმძიმე ვიგრძენი.
- შენს მოტივს ვერ ვხდები, მაგრამ დაიმახსოვრე, ის შენ არასდროს მიგატოვებს. როგორც ჩანს შენ წარმოდგენაც არგაქვს საიდან იწყები მასში მერე კი სად მთავრდები. - ნაღვლიანი ხმა ჰქონდა - წარმოდგენა რომ არგქონდა ვინ იყო რაიან კლარკი, მან შენზე უკვე ყველაფერი იცოდა, იქ იმ ბავშვის ერთი გამოხედვი გაიგო ყველაფერი - ცრემლებს ვეღარ იკავებდა, ხმასაც ვეღარ აკონტროლებდა. - იცი რატომ გეძახის ბავშვს? არიცი. შენ მისი დასაწყისიც და დასასრულიც ხარ სარა! არვიცი ბედნიერი დასასრული თუ პირიქით, მაგრამ მას ყველაზე კარგად შეუძლია შენში ყველაფრის ამოცნობა, რომ გაექცე მაინც დაგიჭერს, ხოლო თუ თვითონ გაგიშვებს… მოვა დრო და ისევ დაგიბრუნებს, რადაც არუნდა დაუჯდეს ეს. მე მესმის მისი, თავიდანვე მესმოდა. იცი, - მწარედ ჩაიცინა და ცრემლები მოიწმინდა - მე ბავშობიდან ვიყავი შეყვარებული... ბავშობიდან მიყვარდა ერთი ბიჭი რომელმაც ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა, იმ ჭაობიდან ამომიყვანა რომელშიც ვიხრჩობოდი, სული მეხუთებოდა, ვერვაზროვნებდი და - ხმა გაუწყდა - და მე ის ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, - ხმამაღლა იყვირა - მაგრამ მაას ყოველთვის, იმ დღიდან ის საზიზღარი, უმანკო ბავშვი უყვარდა, ვერდაივიწყა, ვერავინ დავავიწყეთ. მე ვერ შევძელი... ვერც სხვამ შეძლო. შენ კი - იარაღი მომიშვირა - შენ, ხო შენ, ისევ გამოჩნდი ისევ და ისევ დაუბრუნე ყველაფერი. როგორ მინდოდა, როგორ მინდოდააა მაშინვე მომეკალი - ღრიალებდა და ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა.
თავიდან ვერაფერს ვხდებოდი, იმასაც კი თუ რატომ წამოიწყო ეს თემა, მერე კი როგორცკი მის სიყვარულზე დაიწყო ლაპარაკი, ყველაფერს მივხდი. გავბრაზდი მიუხედავად იმისა რომ ამის საბაბი არმქონდა, მართლაია მე ახლა შემოვედი მის ცხოვრებაში თუმცა არქონდა უფლება ასე მოეყარა ჩემთვის ეს ყველაფერი.
- ჯობდა ეს თავის დროზე გაგეკეთებინა, რადგანაც ახლა არც ამის უფლება გაქვს და არც საშუალება - ირონიული ხმით ვუთხარი
- როგორ გგონია, ახლა მოგკლავ? ახლა გავაკეთებ ამას? მე ასეთი არვარ სარა, მე მისთვის ყველაფერს გავაკეთებ ყველაფერს გესმის… ყველაფერს რომ ბედნიერი იყოს - ისევ ხმა გაუწყდა
- რა ჯანდაბას აკეთებთ აქ? - ნაცნობი ხმა შემომესმა უკნიდან - მია გაააგიჟდი? დაუშვი იარაღი - მშვიდი ტონით უთხრა რაიანმა
- გავგიჟდი? მე? მაგას შენმეკითხები რაიან? - ხმა მოულბა
- მია გეყოფა, დასწიე ეგ იარაღი
- რატომ? გეშნია მას არმოხვდეს ტყვია? - ჩაიცინა
- მიაა - შეუღრინა რაიანმა
- მიდი, უთხრაი სიმართლე, რატომ არ უებნები
- რა უნდა მითხრას - ჩავეკითხე მიას
- არაფერი სარა - მკაცრად მითხრა რაიანმა
- არაფერი? ყველაფერი რაიან, ყველაფერი! შენ ხომ იცოდი, სიმართლე თავიდანვე იცოდი, იცოდი რომ მიყვარდი მაგრამ არაფერს მეუბნებოდი, მართლა როგორც მეგობარს ისე მიყურებდი. რატომ? რატომ მექცეოდი ასე? ხომ იცოდი რომ მიყვარდი?
- ეს გრძნობა ორმხრივი არყოფილა მია, მართალიხარ მე შენ ყოველთვის, როგორც მეგობარს ისე გიყურებდი.
- და იცოდი ხო? თავიდანვე იცოდი რომ შემიყვარდი?
რაიანი ჯერ დუმდა მერე კი ძლივს-ძლივსძლიობით დაუბრუნა პასუხი
- ვიცოდი, ახლა კი დაუშვიიარაღი გთხოვ - მისკენ მიდიოდა ნელი ნაბიჯებით.
მია დაჰიპნოზებული უყურებდა რაიანის თვალებს. რა საშინელებაა როცა იგებ ვიღაცას როგორ უყვარს შენი საყვარელი ადამიანი და უფრო საშინელება, რომ მასაც ზუსტად ის მოსწონს და უყვარს მასში რაც შენ. ამდროს გიჩნდება სურვილი მიხვიდედა დაახრჩო, მაგრამ ქმედებას ვერსაზღვრავ. რატომ აკეთებ ამას? რის საფუძველზე ან რისი მიზეზით. ამ შემთხვევაში ჩემი აზრები და ფიქრები შორს იყო სიტუაციიდან.

* * * * *
- იქნებ დაიწყო ახსნა? - მკაცრი ტონით ვეუბნებოდი რაიანს, როცა უკვე მიაც შორს იყო ჩვენგან და ახლა მხოლოდ ისევ ჩვენ ვიყავით იმ გამოქვაბულში
- აქ ასახსნელი არაფერია სარა! - ასევე მკაცრ მზერას მესვრის და წვება.
- ბევრი რამ არის აქ ასახსნელი, თან ძალიან ბევრი
- მაინც რისი ახსნა გინდა?
- მაგალითად იმის თუ რატომ მეძახი ბავშვს, რაგჭირდა ჩემს გამოჩენამდე და რაშეიცვალა ჩემი გამოჩენის შემდეგ.
- მეგონა ხვდებოდი რაც შეიცვალა შენი გამოჩენის შემდეგ - ნაღვლიანი ხმით მითხრა
- არვიცი რა შეიცვალა და რა არა მაგრამ აშკარაა სანამ მე გაგიცნობდი, და საერთოდ შენი არსებობის შესახებ გავიგებდი, შენ მანამდეც იცოდი ჩემზე ყველაფერი - ბოლოხმაზე გავყვიროდი
- და ეს რას ცვლის?
- ბევრამეს რაიან, ძალიან ბევრრამეს ცვლის
- გთხოვ გეყოფა, ახლა ამაზე ნუ ვიკამათებთ
- უკვე ვკამათობთ - შევუღრინე
- რაგინდა სარა, წარსულს რატომ უღრმავდები ასეძალიან, მთავარი ხომ მომავალია ჩვენთვის - ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა - იცი რომ მიყვარხარ, არასდროს მიგატოვებ და ისიც ვიცი რომ შენც გიყვარვარ - ამღვრეული თვალებით შემომხედა და ჩემი სახე მის ხელისგულებში მოაქცია, მერე კი ნაზად მაკოცა ტუჩებში.
- იქნებ მე არ მიყვარხარ რაიან, იქნებ მე იგივეს არვგრძნობ შენს მიმართ რასაც შენ... - მშვიდი ტონით ვუთხარი, მან კი უცნაური მზერით შემომხედა, უფროსწორად ეს ჩვეულებრივი მზერა იყო, ჩვეულებრივი ემოცია, ჯერ არნანახი კი მხოლოდ მისი ასეთი იმედგაცრუებული სახე იყო. რომელიც იმ დღეს პირველად ვნახე მის სახეზე.

* * * * *
რაღაც უცნაურად გავიდა იმ დღის შემდეგ დანარჩენი ორი თვეც, ჩემი იმ სიტყვების შემდეგ ნორმალური ადამიანი სულ ჩამოიშორებდა ასეთ მეწყვილეს, ის კი უფრო და უფრო ცდილობდა ჩემთან მოახლოვებას. ახალ ბინაში გადავედით, მყუდრო ოროთახიანი ბინა იყო ერთ ჩვეულებრივ ძველ უბანში. ის ადგილი იმიტომ ავარჩიეთ რომ რაიანს ეგონა, როცა სახლში არ იქნებოდა, მე უფრო დაცულად ვიქნებოდი, თუმცა იმას ვერხვდებოდა, მე იქ გამჩერებელი რომ არვიყავი. გამოქვაბულში შეკრება ისევ გრძელდებოდა, ხან დავყვებოდი მას, ხან კი სახლში ვრჩებოდი. ვაკვირდებოდი მათ ამ უაზრო თამაშს და ვხდებოდი, ყოველივე ეს უშედეგო იყო ამ ქალაქის ჭაობიდან ამოყვანაში. ისინი მხოლოდ გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, მათ კი ვინც ამდენ საშინელებას ჩათიოდა ქალაქში ჯერ არაფერს უკეთებდნენ. სტეფანს ხშირად ვერ ვნახულობდი, ყველაზე მეტად კი ის მენატრებოდა. წინადღეებში იყო ჩემთან მოსული, და ერთი დიდი ლექცია წამიკითხა ისევ ჩემს ცვლილებასთან დაკავშირებით.
რეალურად სულ მიკვირდა, რაიანი ამ ყველაფერთან დაკავშირებით რატომ იყო ასე უინტერესოდ განწყობილი, ნუთუ მართლა არ აინტერესებდა ჩემი სულიერი ცვლილებები? არაინტერესებდა რას ვფიქრობდი და ვგძნობდი… ის ისევ ბავშვად აღმიქვამდა ვერაფრით ვერ ეგუებოდა იმას რომ გავიზარდე და რომ უკვე ხუთი თვეა მასთანერთად ვცხოვრობ. ყურადღება მისი მხრიდან არასდროს მაკლდა, მეტიც ვერც კი ვიფიქრებდი ასეთ ადამიანს ამხელა მზრუნველობა და ამდენი სითბოს გამოხატვა თუ შეეძლო, რომელიც ხშირად მოსაბეზრებელი იყო.
ხო ხშირად მაბეზრებდა თავს მისი ზედმეტი ყურადღებით და სიახლოვით. (სიახლოვეზე პირდაპირ სე*ქს ნუ იფიქრებთ, მისი წყალობით ჯერ კიდევ ქალიშვილივარ)

- დღეს გვიან დავბრუნდები, არდამელოდო კარგი? - კარებში გასვლის დროს მითხრა მერე კი ამღვრეული თვალებით დააცხრა ჩემს ტუჩებს - მიყვარხარ - გასვლს დრო მითხრა, მეკი გავუღიმე და თანხმობის ნიშნად მის ბაგეებს ვწვდი.
რამდენჯერ... ამდენი ხნის მანძლზე რამდენჯერ გასულა სახლიდან იმედგაცრუებული, ჩემი პასუხგაუცემელი სიტყვის გამო. დღესაც ისევ.

სახლში ყოფნა სულ უფრო მოსაბეზრებელი ხდებოდა ჩემთვის, ასე რომ გარეთ გასვლა დავაპირე.
როგორც ვთქვი არაფერი ეტყობოდა ამ ქალაქს უკეთესობისკენ შეცვლის რაზედაც გული ძალიან მწყდებოდა. ისევ ისე მივუყვებოდი მტვრიან და დანაგვიანებულ ქუჩას გაყინული ხელები თბილი კრუტკის ჯიბეში ჩავილაგე და კაშნი გავისწორე, რომ სახე უფრო დაეფარა. რაიანის იარაღიც თან მქონდა. თვითონ რამოდენიმე სხვადასხვანაირი იარაღი ეწყო უჯრაში იქედან კი ჩემთვის ყველაზე იოლი გამოსაყენებელი და უფრო კომფორტული რევოლვერი იყო. რომელსაც ჩუმად ვიღებდი.
- სარა? - ნაცნობი ხმა მომესმა უკნიდან. ფეხის ნაბიჯებს უფრო ავუჩქარე რომ მალევე გავცლილიყავი იქაურობას - სარა დაიცა - ისევ მესმოდა ხმა თუმცა ჩემი იქედან აორთქლება იოლი არ იყო. სოფია უკვე მომსდევდა და გვიან იყო ისევ გაქცევა.
- დიდიხანია არშევხვედრილვართ - ყალბად გავუღიმე სოფიას
- ჰო თან საკმაოდ - მის გულწრფელ ღიმილზე ლამის დავდნი. როგორ უხდებოდა მომღიმარი სახე.
- აქ რას აკეთებ? სახლიდან როგორ გამოგიშვეს? თუ შენც წამოხვედი? - ირონიულად ვკითხე
- არა, აქ დედამ გამომგზავნა - ცოტა დაიბნა და თვალების იქეთ აქეთ ცეცება დაიწყო - რაღაც საქმეზე - უცებ დაააყოლა
- გასაგებია - არშევიმჩნიე მისი ეს უცნაურობა
- სახლში დაბრუნებას არ აპირებ ხო? - შეცვლილი ხმით მკითხა
- არა - მკაცრად ვუთხარი
- გასაგებია… მმ კარგი მაშინ მეწავალ თორემ დედა გაბრაზდება რომ დავაგვიანო - ისევ დაბნეულმა მითხრა, უცებ მაკოცა და უკან გაბრუნდა.
- ნეტავ რადაემართა - ჩუმად ჩავიბუტბუტე და ქუჩას გავუყევი.

ალბათ სულ რაღაც ორი საათი ვიბოდიალე იქეთ აქეთ, გამოქვაბულშიც შევიარე. არაფერი იყო იქ, შემდეგ კი უკან დავბრუნდი.
დაბრუნებისას ჩიხში ქალის კისკის ხმა მესმოდა, რაღაც მომენტში მეცნო მაგრამ ვერაფრით დავიჯერე რომ სოფია იყო. ჩიხს უფრო მივუახლოვდი და კედელს ავეკარი. არმინდოდა დავენახე ამიტომაც სულ ერთხელ მოვასწარი ჩუმად გახედვა. სოფია პარკებით ხელში იყო, აწეული თმა გაეშალა და ვიღაც კაცს ელაპარაკებოდა. მისი სახე ვერ დავინახე რადგანაც ზურგით იდგა. მიყურადებაც ვცადე თუმცა საკმაოდ დაბალხმაზე ლაპარაკობდნენ, რაღაც მომენტში მხოლოდ სოფიას კისკისის ხმას თუ გავიგებდი. დიდხანს არგავჩერებულვარ მალევე წამოვედი, იქნებადა რისი გაკეთება უნდოდათ, ყველა რაიანს ხომ არ გავს არა? (მაგრამ ქუჩაში?) თუმცა სოფიასგან ძალიან მიკვირდა, ნეტავ ვინ იყო ისკაცი ან რამდენიხანია ერთად იყვნენ… ამკითხვებზე პასუხი არმქონდა და მანამ ვერგავიგებდი სანამ სოფიას არგამოვსტუებდი ინფორმაციას.

* * * * *
- საჭმელი არაფერია სარა? - უკმაყოფილო ხმით იკითხა რაიანმა
- არა, - მოკლედ ვუთხარი და ტელევიზორის ყურება გავაგრძელე
- რატომ? სახლში ხომ იყო პროდუქტები?
- უკაცრავად მაგრამ, მე შენი ცოლი არვარ ყოველდღე სახლში საჭმელი გახვედრო! - დავუყვირე
- კარგიიი - მძიმედ ამოიხვნეშა და სააბაზანოში გავიდა
- სად არის ჩემი გარეცხილი ტანსაცმელები? - გამომსძახა ოთახიდან
- რაც კარადაში გაქვს მხოლოდ ეგ არის, დანარჩენი გასარეცხია
- არც ტანსაცმლის მანქანაში შეყრა შეგეძლო ხო? - ცდილობდა ბრაზი დაემალა
- ხო რაიან, არ შემეძლო დამეზარა და გითხარი უკვე, მე შენი ცოლი ან ძიძა არვარ საჭმელი გიმზადო, ტანსაცმელი გირეცხო და სახლი გილაგო - თვალები დავუბრიალე
- კარგი ხო,ნუ ბრაზობ. მგონი აქ ყველაზემეტად მე უნდავბრაზობდე მაგრამ ხომ ხედავ - ჰორიზონტალურად გაშალა ხელები, თან ცდილობდა სიმშიდე შეენარჩუნებინა.
- რაღაც არგეტყობა მერე - დავუყვირე და ოთახში შევედი.
გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი, თვითონაც არვიცი რატომ, მაგრამ ხომ უნდა სცოდნოდა რომ ჩემთან ცხოვრებისას ამყველაფერს ყოველთვის ვერ გავუკეთებდი.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი. კარგახანს არდამეძინა, მესმოდა ქვაბების ხმაურის ხმა, ონკანის ხშირი მოშვება და სარეცხი მანქანის ხმაც.
გვიან იყო როცა რაიანი ოთახში შემოვიდა, თვალები მაშინვე დავხუჭე, ვითომ მეძინა. პატარა ლამპა აანთო, ტანსაცმელი გაიხადა და ლოგინში შემოწვა. ჯერ თმაზე მეფერებოდა, მერე თითქოს არც მეხებოდაო ისე მიკოცნიდა ყელს.
მწვავდაა… საშინლად მწვავდაა მისი ეს სიახლოვეე, არშემეძლო, გავიგუდებოდი და დავიხრჩობოდი თუ ასე კიდევ გააგრძელებდა. დაუკითხავად წამოსული ცრემლები მისი თლილი თითებით მომწმინდა, მერე კი ჩუმად ჩამჩურჩულა.
- მაპატიე... მაპატიე თუ არ შემიძლია შეთვის ბედნიერების მოტანა, თუ ვერ გაქცევ ისეთ ქალად როგორიც გინდა რომ იყო. მე უბრალოდ, იმის გაფიქრებაც კი ჭკუიდან მშლის როცა წარმოვიდგენ როგორ ვლახავ შენს ამ უმანკოებას. მინდა იცოდე, რომ შენ ჩემთვის ყველაძე ძვირფასი და ღირებული რამ ხარ, რაც კი ქვეყნად გამაჩნია. მიყვარხარ სარა და ეს არასდროს დაივიწყო. - ლოყაზე მაკოცა, მერე ჩემი თმის სუნი ხარბად შეისუნთქა, თითქოს ამას უკანასკნელად აკეთებდაო, სულ რომ გამომცალა სურნელი, მომშორდა და ზურგი იცვალა.
იმ წამსვე ამოვისუნთქე როცა ჩემგან მოშორებით დაწვა. მერე კი ჩუმად გავაგრძელე ტირილი.

* * * * *
დილით რომ გავიღვიძე საწოლში აღარ დამხვდა. ოთახიდან გავედი და მაგიდაზე გაწყობილი საჭმლის ჭამას შევუდექი. ეტყობოდა წუხელ ამას აკეთებდა. მერე დალაგებულ სახლს მოვავლე თვალი, აშკარად კარგია ასეთ სახლში ყოფნა, მაგრამ სირცხვილია ამას კაცი რომ აკეთებს.
ტანსაცმელი ჩავიცვი და კარებში გასვლისას რევოლერი შარვლის უკან ჩავიდე.
ისევ დავიწყე ქუჩაში აქეთ იქეთ ბოდიალი რომ უცებ თავში რაღაც მძიმე მომხვდა, მერე კი გონება დავკარგე.
თვალები რომ გავახილე მაშინვე იქაურობა ძველ საკუჭნაოს მივამსგავსე.
- გაიღვიძეთ მის? - მომღიმარი სახით მეკითხება ვიღაც გრძელთმიანი ბიჭი. რათქმაუნდა ცუდი გამომეტყველებით.
- ვინ ჯანდაბახარ?
- აქ კითხვებს მე ვსვამ…
- რაგინდათ ჩემგან? - არვეშვებოდი
- საინტერესოა ჩემს ბიძაშვილს სმენადაქვეითებულ ხალხთან, რა ესაქმებოდა - უკმაყოფილოდ გააქნია თავი
- ვინ ბიძაშვილს? - გაკვირვებულმა ვკითხე
- რაიანზე ვამბობ - ცალყბად გამიცინა
- შენ რაიანის ბიძაშვილიხარ?
- ხო, ახლა დიდად არვგავართ ერთმანეთს, თუმცა ადრე უფრო ვგავდით. ხასიათებით - ბოლო სიტყვა გამოკვეთა
- დაჩემგან რაგინდათ?
- მისი დაბრუნება - მოკლედ მომიჭრა და სახე უფრო დაისერიოზულა
- ვისი რაიანის? - გამეცინა
- ზუსტად. შენკი ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ
- გგონია ამაში დაგეხმარებით? არა, ამას არასდროს ვიზამ - წარბები მაღლა ავწიე
- შენი ნებაა, თუმცა სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდე, მანამ კარგად დაფიქრდი, რადგანაც წინ დიდი არჩევანი გაქვს გასაკეთებელი ლამაზო - ისევ ეს ირონიაა, სისხლშიაქვთ კლარკებს როგორც ჩანს.
- არაფერს არვთანხმდები - მოკლედ მოვუჭერი
- ესიგი გასწირავ შენი ძმის სიცოცხლეს რაიანის გამო? - ისევ ცალყბად გამიცინა
- ჩემს ძმას რას გადაეკიდეთ, რა გინდათ მისგან? - ხმამაღლა დავიღრიალე და ხელები შეკრული რომ არ მქონოდა ალბათ ჩემიხელით დავახრჩობდი იმ დამპალს.
- არაფერი, უბრალოდ შეგიძლია აქ იჯდე და ან შენი ძმის სიცოცხლე გასწირო ან რაიანი დაგვიბრუნო. თუმცა ისიც გაითვალისწინე, - სახე ახლოს მომიტანა - რომ თუ შენს ძმას გასწირავ სტეფანი მოკვდება, ხოლო თუ რაიანს, ის ცოცხალი მაინც დარჩება. ახლა კი შენ გადაწყვიტე რას იზამ! დარწმუნებულივარ ყველაფერს სწორად გათვლი, თანაც უნდა ვაღიარო, რაიანს კარგი გემოვნებააქვს - თავი კიდევ უფრო ახლოს მომიტანა და მისი გაყინული ტუჩები ჩემსყელს მიაკრო.
- გაეთრიე! - დავუყვირე მაგრამ არც კი დაძრულა
- რატომ? მე ხომ ისედაც ვიცი რაიანს რომ გასწირავ, რააზრიაქ მისთვის, მის გოგოს ვინ გა**მავს, მხოლოდ ის თუ ვინმე სხვა - გაიცინა
- წადი შენი
- ოჰოჰ რა გამბედავიხარ… - სახეზე ჩამომაყოლა თითები
- მომაშორე შენი ბინძური ხელები - შევუღრინე
- და რაიანის სუფთაა? - ირონიული მზერით შემომხედა.
ვერაფერი ვუთხარი, გავჩუმდი და თავი დაბლა დავხარე, მოწოლილ ცრემლებს კი ყველანაირად ვიკავებდი.
- საღამომდე გაქვს დრო, მერე კი გადავწყვიტავთ შენი და შენი ძმის ბედს
უკან გაბრუნდა და მარტო დამტოვა გაყინულ ოთახში
რაუნდა მექნა, სტეფანი უნდა ამერჩია თუ რაიანი? რამოხდებოდა თუ სტეფანს ავირჩევდი? რამოუვიდოდა რაიანს? ან თუ პირიქით ვიზამდი მაშინ რაიქნებოდა? მართლა მოკლავდნენ ჩემს ძმას? ბევრი კითხვა იყო, თუმცა პასუხები არსად ჩანდა. მერე ჩემი და რაიანის თანაცხოვრების დღეებს ვიხსენებდი, სადაც სიხარულსაც, ბედნიერებასაც, სიამოვნებასაც, ტკივილსაც და ბრაზსაც ერთდროულად განვიცდიდი. რატომ ვიყავი მე მასთან? იმიტომ რომ შეეძლო ჩემთვის თავშესაფარი ყოფილიყო, თუ იმიტომ რომ მიყვარდა? ხო, სად იყო იმ ჩამონათვალი გრძნობიდან სიყვარული? ან იყო კი საერთოდ ჩემში ეს გრძნობა? თუ არ იყო მაშინ როცა პირველად გამომიტყდა რატომ ვგრძნობდი თავს ისე კარგად, რატომ მეგონა რომ მიყვარდა?
- ჯანდაბა, რამდენ კითხვებს ვსვამ - წავიბუტბუტე და დავიყვირე.
- ჰეეეი არის აქ ვინმე?
- რახდება? - კარებიდან გამომძახა ვიღაცამ. ის აშკარად არ იყო.
- დაუძახე შენს ბოოს და უთხარი რომ უკვე გადავწყვიტე.
არშეყოვნებულა მალევე შემოაღო კარები კმაყოფილი სახით.
- აბა, მზად ხარ დამეხმარო რაიანის სახლში დაბრუნებაში? - თვითკმაყოფილი ხმით მითხრა და კედელს მიეყრდნო.
- რაუნდა გავაკეთო ამისთვის? - უემოციო ხმით ვუთხარი და სკამს უფრო მივეყრდენი.

* * * * *
სახლში თვითონვე მომიყვანეს, ტყუილად ეგონა რაიანს რომ ეს ადგილი უსაფრთხო იყო.
საღამოს კი რაიანიც მოვიდა
- მოვედი - ოთახში შემოვიდა
- საღამომშვიდობისა - რაღაცნაირად, მოკრძალებით მივესალმე და მერე მოვეხვიე.
- ყველაფერი რიგზეა? - უცნაური სახით მკითხა
მინდოდა მეთქვა ასე ცუდად ვთამაშობთქო? მაგრამ ვერა. ამას ვერვკითხავდი
- ვერხედავ რომ რიგზეა?! მოდი არგშია?
- არა, საჭმელი უკვე ვჭამეთ მე და სტეფანმა.
- მმ კარგი, მაშინ აბაზანაშ შედი იბანავე, მეკიდე ტანსაცმელს მოგიმზადებ. მერე… მერე რავი, რაგინდა რომ გავაკეთოთ? - ვკითხე როცა ვეღარაფერი მოვიფიქრე
- სარა მართლა კარგად ხარ? - მკითხა გაკვირვებულმა, თან სახეზე ღიმილი ეპარებოდა
- კი რაიყო? - გამეცინა
- არვიცი არაფერი, უბრალოდ დღეს რაღაც სხვანაირიხარ
- შეიძლებაა - თვალის არიდება ვცადე - მიდი შენ აბაზანაში შედი და თან იფიქრე რავქნათ მე კი, მანამდე ტანსაცმელს მოგიმზადებ.
- კარგი - წარბები ოდნავ შეკრა და აბაზანისკენ წავიდა თან მემიყურებდა უცნაური სახით.
- რაიყო? - ვკითხე და გამეცინა
- არაფერი, უბრალოდ…
- უბრალოდ?
- არაფერი დაივიწყე - გაეცინა და ოთახიდან გავიდა.
მალევე მომშორდა სახიდან ღიმილი. და ჯერ კიდევ ვფიქრობდი, სწორი იყო ის, თუ არა რასაც ვაკეთებდი.
მალე გამოვიდა, ჩაიცვა, თმა ჩემით გავუშრე, მერე კი მითხრა
- მოდი კინოში წავიდეთ
- კინოში? ამ დროს? - გამიკვირდა ასეთ რამეს რომ მეუბნებოდა
- ხო,
- რავიცი, მაგრამ ეგ ხო შორსაა აქედან. თითქმის ქალაქის ბოლოშ უნდა ჩავიდეთ
- მერე რა, მთელი ღამე ჩვენი არაა? - ფეხზე წამოდგა და ხელებიწელზე შემომხვია, მერე კი სხეულზე ამიკრო.
- კარგი, მაშინ წავიდეთ - გავუღიმე და მორიდებულად დავიხსენი მისი მკლავებიდან თავი.
სადღაც ნახევარ საათში უკვე ქუჩაში ვიყავით. ყოველ კუთხეში ნარკომანებს ეძინათ. რაიანს კი მაგრად ჰქონდა მისი ხელი ჩემს ხელზე მოჭერილი, თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებდეო.
- სარა
- რაიყო?
- გინდა აი იმ საქანელაზე გაქანავო? - ხელი ჩვენს წინ მყოფი თითქმის დალეწილი პარკისკენ გაიშვირა.
- რით ვერ უნდა გაიგო, რომ გავიზარდე? - უკმაყოფილო სახით გავხედე
- კარგი რაა… - წაიბუზღუნა და მაშინვე ხელში ამიტაცა
- რას აკეთებ?
- უნდა გაქანავო
- გაგიჟდი ხო? მე მართლა პატარა ბავშვი კი არვარრ
- ჩქარა ჩქარაა - სირბილით მიმაქანებდა პარკისკენ - მოდი დაჯექი - მართლა ბავშივით დამაჯინა საქანელაზე - ესეც შემოიხვიე კარგად, როარ გაცივდე - კაშნი უფრო კარგად შემომახვია და სახეზე ოდნავ ამიწია - ქუდიც წამოიხურე, ცოტა ნიავი დაგიბერავს, ყურები არგაგეყინოს
- ძიძობა როდის დაიწყე? - უკმაყოფილო სახით ავხედე, თითქმის ორმეტრიან ბიჭს
- ეს ძიძობა არააა, ეს მზრუნველობაა სარა
- მზრუნველობა, რომელიც ხშირად ძალიან მოსაბეზრებელია - ენა მაინც ვერ გავაჩერე.
რაიანმა ისევ იმედგაცრუებული სახით გამომხედა
- კარგი, თუ არგინდა ჩამოდი და წავიდეთ - ხმაც მალევე შეეცვალა
- არაა, მინდა - მივხვდი რომ ისევ ვატკინე და გამოსწორება ვცადე, თუმცა უკვე გვიან იყო.
- არა წამოდი. - მკაცრად მითხრა და გზა გააგრძელა.
- სად მიდიხარ? - ვკითხე როცა გეზი სახლისკენ აიღო
- სახლში
- და კინო?
- სხვადროს იყოს როცა შენ რეალურად გენდომება ეს - ჩუმად თქვა და ნაბიჯებს უფრო აუჩქარა.
- მე? რეალურად? - წამოვუყვირე
- რაგინდა სარა? - ტონს არც თვითონ დააკლო
- რამინდა?
- ხო რაგინდა?
- თავისუფლება მინდა აი რა მინდა, არმინდა რომ ვინმეს შებოჭილი ვყავდე
- და მე ასე ვიქცევი? - იმდეგაცრუებულიხმით მკითხა
- ზუსტად, ზუსატდაც რომ შენ იქცევი ასე. - მისკენ გავიქეცი და მხრებზე ხელი მოვკიდე, მერე კი მის უფსკრულივით შავ თვალებში ჩავიხედე - მახრჩობს რაიან, შენთან ყოფნა მახრჩობს. არშემიძლია შენთანერთად ცხოვრება. გეფიცები შენს მიმართ ყველაფერს ვგრძნობ, ყველაფერს სიყვარულის გარდა. - თვალებიდან ცრემლები წამსკდა - არვიცი რატომ მაგრამ ეს ასეა, მიჭირს, ძალიან მიჭირს შენთან ყოფნა...
- და ჩემგან შორს ყოფნა? - ჩუმი ხმით მკითხა და თვალისარიდების მიზნით, ზემოთ ლამპიონს ახედა, რომელიც პირდაპი ჩვენ გვანათებდა ზემოდან.
- არვიცი, ალბათ უფრო მარტივი იქნება ასე - ხელები მოწყვეტით ჩამოვუში და კიდევ ერთხელ შევხედე მის აწყლიანებულ თვალებს და ასევე, იმედგაცრუებულ სახეს.
- ეს მართლა გინდა? გინდა რომ წავიდე? - წარმოთქვა უცებ
- რაიან - მისი სახელის გარდა ვეღარაფერი ვთქვი.
- უბრალოდ სიმართლე თქვი, ის რასაც ახლა გრძნობ და ფიქრობ.
- ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ გკარგავ - ცრემლები მოვიწმინდე და თავი ქვემოთ დავხარე.
- ასეაა… მკარგავ - დამეთანხმა და უკან გადადგა ნაბიჯი.
- რასაკეთებ? - მაშინვე თავი ავწიე, როცა მისი უკან გადადგმული ნაბიჯი დავინახე.
- იმას რაც შენ გინდა.
გავშეშდი.
რაიანს თვალი გავუსწორე და აკანკალებული ხმით ვუთხარი.
- არასდროს… არასდროს ისე არგამოდის არაფერი, როგორც მინდა რომ იყოს. ძალიან ვწუხვარ, ალბათ მართლა ეგოისტი ვარ. ალბათ ასეა, მაგრამ ის ყველაფერი რასაც შენ ჩემთვის აკეთებდი, ჩემთვის არ იყო. მე… არ შემიძლია ასე ცხოვრება და ალბათ გამოსავალი დაშორებააა… დარწმუნებულივარ შევეჩვევი უშენოდ ცხოვრებას, და ამას შენც შეძლებ.
ამ სიტყვებით ჭრილობა უფრო საკუთარ თავს მივაყენე ვიდრე რაიანს, რომელიც ჩემს წინ გაუნძრევლად იდგა და მშვიდად მისმენდა. ვუყურებდი და მართლა, ამჯერად მართლა ვრწმუნდებოდი იმაში, რომ მას ვკარგავდი.
- გეყოფა ამ სისულელეებზე ლაპარაკი - ახლოს მოვიდა და ჩემი სახე მისხელისგულებში მოაქცია - უბრალოდ მითხარი რაგინდა რომ გავაკეთო, ყველანაირი ყველაფერი მითხარი და გავაკეთებ, ოღონ გთხოოვ, ნურც შენ წახვალ და ნურც მე მომცემ წასვლის მიზეზს.
- წასვლის მიზეზს? იცი, ახლა ვხდები რომ ჩემი იმ საშინელი საქციელებით ყოველთვის ამას ვცდილობდი - ქვემოდან ავხედე მის შავთვალებს, მან კი თავი გააქნია, თითქოს მიხვდა რაც უნდა მეთქვა და ამჟესტით მანიშნებდა, არაფერი მეთქვა - ხო, რაიან ეს ასეა ამყველაფერს ზუსტააც რომ იმიტომ ვაკეთებდი, რომ შენივე ფეხით წასულიყავი ჩემგან. მაგრამ არა, შენ ამას არაკეთებდი, უფრო და უფრო მიახლოვდებოდი ეს კი უფრო… უფრო აუტანელი ხდებოდა ჩემთვის - ბოლოსიტყვებში დარწმუნებული თვითონაც არვიყავი. - ახლაკი ერთადერთი გზაღა დამრჩა და ესგზა ჩემიფეხითვე წასვლაა შენგან.
- სარა უფრო მარტივად რომ ვთქვად, გინდა რომ წავიდე არა? გინდა რომ ყოველდღე ჩემს გვერდით არ იღვიძებდე, სახლიდან გასვლის წინ შენი კოცნისას ძველებურად გაბრუებული და გონდაკარგული არდავდიოდე, შენი თმის სურნელს ყოველღამე არ შევიგრძნობდე, არ გეფერებოდე და ყოველდღე იმას არგიხსნიდე, თუ როგორ ძალიან მიყვარხარ! ეს გინდა? მითხარი სარა ესაა ის რაც შენ მართლა გინდა? პასუხი გამეცი და რეალური სიტყვების მოსმენის შემდეგ, გპირდები რომ მე ამას ვიზამ. ამჯერად ჩემითვე წავალ, ამას გპირდები…
კბილები ტუჩებს მაგრად დავაჭირე, თვალებზე მოწოლილი ცრემლების, ყველნაირად შევიკავება ვცადე და მტკიცე სახით ავხედე ჩემს წინ მდგომ კაცს რომელიც ნელნელა ნაწილ ნაწილ იშლებოდა.
- ასეა რაიან. მე თავისუფლება მინდა და შენ ამაში ხელს მიშლი, მართმევ იმას რაც ყველაზემეტად მინდა. სანამ ვინმეს შეიყვარებ სჯობს ის გაიგო თუ რაუნდა მას, დანარჩენი კი შემდეგ გააკეთო.
- ეს რჩევაა? - გაეცინა და ხელები ჩემს სახეს მოაშორა.
- მე უბრალოდ
- ნურაფერს იტყვი. ნუღარ დაამატებ, გეყო უკვე. უბრალოდ მოვრჩეთ ყველაფერს. წამოდი სახლში მიგიყვან - უემოციო ხმით მითხრა და გზა გააგრძელა.
სახლამდე ისე მივედით, რომ არცერთს ხმა არ ამოგვიღია, ის წინმიდიოდა მე კი უკან მივყვებოდი.
- სად მიდიხარ? - ვკითხე როცა სადარბაზოში შესვლა დავაპირე, ის კი უკან გაბრუნდა.
- შენ ადი, ხვალ სტეფანს დავურეკავ და დაველაპარაკები, მერე კი მოგაკითხავს და წაგიყვანს.
- მე ეგ არმიკითხავს
- მაგაზე პასუხი სანამ კითხვას დასვამდი მანამ, თვითონვე გამეცი - ჩუმად მითხრა და გზა გააგრძელა, მერეკი გამახსენდა, რამოდენიმეწუთის წინ, როცა დავეთანხმე იმაში, რომ არმინდოდა ყოველდღე მის გვერდით გაღვიძება.
მძიმედ ამოვისუნთქე და ზემოთ ავედი. მთელიღამე გავათენე, ვერაფრით დავიძინე. უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, რაიმეს აზრი აღარჰქონდა ამიტომაც, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მის ბიძაშვილზე რაიანს ხვალ აუცილებლად ვეტყოდი.

* * * * *
დილით მაინც ჩამთვლიმა, ისევ ის დამემართა, ბევრი ტირილისდროს სულ გათიშვამდე რომ მეძინა, თუმცა ახლა სხვა შემთხვევა იყო. ახლა მარტომ გავიღვიძე მისაღები ოთახის დივანზე, ადრე კი ყოველთვის მის მკლავებში მეღვიძებოდა.
კარზე ზარის ხმამ გამომაფხიზლა. იმ წამსვე ვიფიქრე რომ რაიანი იქნებოდა, მან ხომ იცოდა ხოლმე დილით ადრე საყიდლებზე გასვლა სანამ მე გავიღვიძებდი და თუ დრო კიდევ ექნებოდა, დილით საუზმესაც დამახვედრებდა ხოლმე. წუხანდელი თითქოს სულ დამავიწყდაო მაშინვე წამოვხტი და კარებისკენ გავიქეცი.
- მოხვედი? - მომღიმარმა ვკითხე, მაგრამ ღიმილი მაშინვე სახეზე მიმეყინა როცა სტეფანი შემრჩა ხელებში.
- გაგდებული უკან აღარ ბრუნდება სარა, მითუმეტეს რაიან კლარკი! - მკაცრი მზერა მტყორცნა ძმამ.
დამნაშავესავით თავი ჩავხარე და განზე გავდექი.
- შემოდი - მისი სიტყვები დავაიგნორე და სახლში შემოვუში.
ნელი ნაბიჯებით დადიოდა სტეფანი აქეთ იქეთ, მხოლოდ ის მითხრა რომ ბარგი ჩამელაგებია. მამაზე ვკითხე და მითხრა რომ თვითონ უკვე მოაგვარა ყველაფერი. დღის მეორე ნახევარში სახლში ჩემი ნივთები უკვე აღარ იყო. სტეფანს ჩემოდანი ქვემოთ ჩაჰქონდა, მე კი მითხრა კარები დამეკეტა და ქვემოთ ჩავსულიყავი. დივანზე ვიჯექი და აქეთ-იქეთ ვაცეცებდი აწყლიანებულ თვალებს. სახლი სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, უკვე ,,ჩვენი” აღარ ერქვა. ბევრი კარგი მოგონება ინახებოდა აქ, ბევრიც ცუდი, მაგრამ რას ვიფიქრებდი ეს ცუდიც თუ ასე სანატრელი გამიხდებოდა…

* * * * *
სტეფანის უკან ვიდექი და მშობლების ცემა გინებას ველოდი, რაც ჩემდა გასაკვირად არმოხდა. ერთადერთი რაც იყო მამაჩენის შემოღრენა ,,უსინდიდოო” მითხრა და ნახევარლიტრიანი ბოთლით არაყი მოსვა. დედაჩემმა არაფრის მთქმელი თვალებით გამომხედა, სოფია კი სიხარულს ვერმალავდა ჩემი დაბრუნებით.
- ნეტა იცოდე როგორ მენატრებოდი დაიკო - ხელები კისერზე შემომხვია და ჩამეხუტა.
- მეც ძალიან სოფი - ლოყაზე ვაკოცე
- მასთან როგორ მოხვდი? - ინტერესს ვერმალავდა
- მოდი დღეს ამაზე ნუ ვილაპარაკებთ კარგი?
- კარგიი
- შენ დაშორდი თუ ის? - აშკარად ენას ვერაჩერებდა. თვალები დაუბრიალე - კარგი რა მხოლოდ ეგმითხარი და ხმას აღარ ამოვიღებ? - საწყალი თვალებით გამომხედა
- მე - მძიმედ ამოვიხვნეშე და ეს ორი ასოც მას გადმოვაყოლე.
- გასაგებია… - უცნაური სახით შემომხედა მერე კი ჩემი ბარგის ამოლაგება დაიწყო.

დღეები ისე გადიოდა ვერც კი ვამჩნევდი, სახლიდან არგავდიოდი არც მიშვებდნენ ამიტომაც მხოლოდ ეზოს ბინძურ და მტვრიან ჰაერს ვსუნთქავდი, აქამდეც ხომ გარიყული ვყავდი ჩემს ოჯახს, ახლა კი საერთოდ. როგორც ადრე მხოლოდ სოფია და სტეფანს თუ შეეძლოთ ჩემთან ნორმალურად საუბარი, მაგრამ ესეც ვერმშველიდა. სადღაც შიგნით, ისე მღრღნიდა რაღაც უსულო არსება, რომ თვითონაც ვერ გავაცნობიერე რა შეიცვალა ამ მოკლე დროის მანძილზე ჩემში. ეს გრძნობა აქამდეც ნაცნობი იყო ჩემთვის, მაგრამ ახლა ახლა უფრო მძაფრად იგრძნობოდა, ახლა უფრო ყარდა. ეს იყო უსასრულო ზიზღი, ყველასი და ყველაფრის. საკუთარი თავისიც კი, იმისი რაც ჩემში იყო. ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა სოფიას, სტეფანისა და რაიანის გარდა. თუმცა რაიანის ის უცნაური გრძნობა რაც მე მისმიმართ მქონდა ისე გადაიზარდა რაღაც სხვა, არამქვეყნიურ გრძნობაში რომ სხვა დანარჩენებთანერთად, ვერც ეს ავირიდე თავიდან. რა გრძნობა იყო ეს. მონატრება? თუ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი თავი შემზიზღებოდა იმისგამო რომ თვითონვე გავუში ადამიანი, რომელსაც ყველას და ყველაფერს ვერჩივნე?
ბევრი… ძალიან ბევრი მოსაზრება მქონდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოოლო დასკვნამდე მაინც ვერა და ვერ მივდიოდი, ამიტომაც გადავწყვიტე, ყოველი მოგონება და განცდა სადღაც იქ, ჩემში, ყველაზე მიუალ ადგილას ჩამეკეტა, მაგრამ არა. როდის იყო გონებისა და გულის ომი მშვიდობიანი ზავით სრულდებოდა. არმცადიდნენ… ცხოვრებას არც ერთი არ მაცდიდნენ. გონება მას და მის მოგონებებს ყოველჯერზე კეტავდა თუმცა გული, მას ასევე, ყოველჯერზევე ათავისუფლებდა.

- მოეშვი სისულეელებზე ლაპარაკს რაიან - ღრიალებდა სტეფანი თან მობილურში როგორც ჩანს, რაიანს ელაპარაკებოდა. - არც კი გაბედო, იცოდე იქ თუ წახვალ, ცოცხალს აღარავინ გამოგიშვებს ხომ იცი არა? - მუდარაში გადადიოდა სტეფანის ეს სიტყვები. მე კი კედელთან ვიყავი ატუზული და ჩუმად ვუყურადებდი. - გეყოფა, ეს არ არის გამოსავალი, ჩვენ ასე არშევთანხმებულვართ, ეს არიყო ჩვენი გეგმა კლარკ - ღრიალებდა სტეფანი - არა, არგათიშო, იდოტო არგათიშო, რაიან... რაიანმეთქი. ამისდედააც - წამოიყვირა და ტელეფონი ზუსტად იმ კედელს მიალეწა სადაც მე ვიდექი. გაოგნებული თვალებით მიყურებდა და ვერაფერს მეუბნებოდა.
- სარა - ჩემი სახელი თქვა და მაშნვე ჩემსკენ წამოვიდა - არგინდა გთხოვ ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება - მამშვიდებდა ძმა, მე კი თვალებიდან ცრემლები შეუჩერებლივ მომდიოდა.
- სად არის, რასაკეთებს რაიანი? - აკანკალებული ხმით ვკითხე
- ისეთს არაფერს, უბრალოდ ხომ იცი, მას საქმის მოგვარება მარტომ უყვარს, ახლაც ამას ცდილობს - დასამშიდებლად მითხრა სტეფანმა
- სადმიდის?
- არგეცოდინება ეგ ადგილი - თავის არიდება სცადა
- სადარისთქო - დავუყვირე
- სარაა არგინდა გთხოვ, მე წავალ მოვაგვარებ და დავბრუნდები. შენ აქ იყავი და ზედმეტად ნუ ინერვიულებ კარგი? - ისევ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა
- როგორ არ ვინერვიულო სტეფან, გავიგონე რასაც ეუბნებოდი, კარგად გიცნობ, ჩვეულებრივ ადგილას რომ მიდიოდეს ასე ღრიალს არდაუწყებდი, გთხოვ მეც წამოვალ
- არაა - მკაცრად მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა
- სტეფან დაიცა - დავეწიე და მკლავზე ხელები მოვკიდე - ხომ იცი თუ არწამიყვან, ჩემი ფეხით მივალ იქ - მტკიცე ხმით ვუთხარი - ასე რომ ჯობია შენ თვითონ წამიყვანო, ასე მაინც გეცოდინება რომ შენს გვერდით ვარ და არაფერი დამემართება
- სარა რასამბობ თუ ხვდები მაინც? სულ გაგიჟდი ხო? სახლში დარჩი, იქ უსაფრთხოდ ვერიქნები - მითხრა და ხელი უხეშად მომაშრა.
- სტეფააან - დავუყვირე.
დანებებას არვაპირებდი, ბოლო დროის მანძლზე არდანებება, ჩემი ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი
- სარა სახლში მეთქი - მომძახა ისე რომ არც გამოუხედავს
- ან წამიყვან, ან შენიწასვლისშემდეგ პირდაპირ კლარკების სახლში მივალ და კარლოს, ყველაფერს ვეტყვი შენი, რაიანის, მიას და ტყუპების საქმიანობის შესახებ.
კარებთან გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა
- რომ არვიცოდე გამკეთებელი არიყო ფეხს არგაგადგმევინებდი სახლიდან, მაგრამ იმაზე მეტად რომ ჩვენზე გაიგებს კარლოსი, უფრო იმისმეშინია რომ იქედან შენ ცოცხალი ვერგამოაღწევ. მხოლოდ ამიტომ მიმყავხარ. სხვა დანარჩენი კი ფეხებზე - მკაცრი ტონით მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.

თითქმის ერთი საათი დაგვჭირდა იქ მისასვლელად, ერთი დიდი ორსართულიანი ძველი შენობა იყო. ირგვლივ ძვირადღირებული მანქანები ეყანა, თავისი დაცვით. ეს ყველაფერი ერთიწლისწინ რომ მენახა ალბათ შიშისგან იმწამსვე მოვკვდებოდი, მაგრამ ახლა ოდნავაც კი არშემშინებია.
- აქ იყავი, ფეხი არგადმოადგა მანქანიდან
- მაგრამ
- სარა ნერვები არმომიშალო, იცოდე, თუ მანქანიდან გადმოხვალ ყველაფერი დასრულდება, შეგამჩნევენ და ჩვენც დავიხოცებით და შენც
- კარგი - დავუჯერე და მანქანაში დავრჩი, თვითონ კი ტყეში შევიდა.
ეს ადგილი ერთხელ მქონდა ნანახი, მაშინაც ასე ვიჯექი მანქანაში და რაიანს ველოდებოდი.
ოცი წუთია რაც იქვიყავი, არაფერი არჩანდა არავინ გამოდიოდა და არც არავინ მოდიოდა. ცოტახნის შემდეგ დავინახე, როგორ გაჩერდა შავი ჯიპი დანარჩენ მანქანების გვერდით და წამსვე გული შემეკუმშა როცა მანქანიდან გადმოსული კაცი დავინახე. რაიანი იყო, ცოტათი შეცვლილი, თმა უფრო გაეზარდა წვერიც მოეშვა და ყველაფერთან ერთად მისი ეს ჩაცმულობაც უფრო საშიში კაცის შეხედულებას ტოვებდა. მაგრამ ეს სხვისთვის, მეხომ ვიცოდი სინამდვილეში რა და ვინც იყო ის. მანქანიდან გადმოვიდა კაცებს რაღაც გადაულაპარაკა მერე იარაღი ამოიღო და ერთ ერთს მისცა, კაცმა ხელში დაატრიალა რაიანის იარაღი შემდეგ კი უკან დაუბრუნა. კლრკმა ირგვლივ სივრცეს მოავლო თვალი და შიგნით შევიდა, მინდოდა სტეფანს დავმორჩილებოდი მაგრამ ვერა, ეს ვერგავაკეთე. მანქანიდან გადავედი და ტყის გზით წავედი, ვიცოდი უკანამხრიდან შესასვლელი იყო.
ძალიან თხლად მეცვა, უკვე სექტემბერი იყო და აქ განსაკუთრებით გრილოდა მითუმეტეს შიგნით. ვხედავდი როგორ ისხდნენ მრგვალი მაგიდის ირგვლივ ვიღაც კაცები სავარძელში, ყველას კი უკან თითო დაცვა ედგა. ხმა არ მესმოდა ამიტომაც მხოლოდ მათი ყურებით ,,ტკბობა” მერგო წილად.
რაიანი მამამის ედგა უკან, გვერდით კი მისი ძმა იდგა. ახლაღა დავაკვირდი როგორ ჰგავდნენ ერთმანეთს რაიანი და დემიანი, განსხვავება მხოლოდ მათი თვალის ფერებში იყო. მათ საქციელებს, შენობის მეორე სართულიდან ვადევნებდი თვალს და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერავინ დამინახავდა მანამ სანამ, დანარჩენების თვალიერების შემდეგ მზერა დემიანისკენ გადავიტანე, რომელიც პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მის ნაცრისფერ თვალებს უცნაურად აწვრილებდა. რაღაც საშნელი შეგრძნება დამეუფლა, თუმცა ეს შიშის გრძნობა ნადვილად არიყო, დავინახე ხელი ოდნავ როგორ კრა რაიანს, და ზუსტად ამდროს გავიგე სროლის ხმა, შემდეგ კი ერთ-ერთი დაცვას მოვკარი თვალი, რომელიც დაეცა და მის ირგვლივ მიწა წითლად შეღება.
შიგნით ირაღის ხმა გაუჩერებლივ ისმოდა, ყურებზე ხელები ავიფარე და თავი ქვემოთ ჩავწიე, აი ახლა კი მართლა ძალიან შემეშნდა. სტეფანი… სტეფანი და რაიანი გამახსენდა, თავი ზემოთ ამოვწიე და პირველ რიგში სტეფანს მოვკარი თვალი, რომელსაც მკლავიდან სისხლი სდოდა, თუმცა სროლას მაინც არწყვეტდა.
- სტეფაან - წამოვიყვირე და ამდროს უკნიდან პირზე ხელი ვიღაცამ ამაფარა
- ჩჰუუუ, ჩუმად თორემ დამიჯერე, შენთვის ტყვიის აცილება არავის მოუნდება - ჩუმი ხმით მეჩურჩულებოდა ვიღაც, თან მის გაყინულ ხელებს ვგრძნობდი პირთან.
თავი ოდნავ გვერიდთ გავწიე და მის პროფილს შევხედე, ის იყო. დემიანი იყო.
- წამომყევი - მითხრა და ხელი მომკიდა
- არა იქ სტეფანია თან დაჭრილი - კანკალით ვუთხარი და მისკენ გახედვას ვცდილობდი, თუმცა ვერა დემიანი უფლებას არმაძლევდა.
- ახლა ამის დრო არარის, აქედან უნდა გაგიყვანო სარა. - ხელი მომკიდა და იმავე გზით სულ ძალით წამიყვანა.
სტეფანის მანქანაში ჩამსვა და ღვედი შემიკრა.
- აქ დარჩი და მოვალთ
- შენ რატომ მეხმარები? სტეფანს ხომ ვერიტანდი - ვკითხე დემიანს
- სტეფანის გამო არგეხმარები, ამას ჩემი ძმის გამო ვაკეთებ - სერიოზული ტონით მითხრა და კარები მოახურა.
ის წამი იყო, როცა დავინახე, სტეფანი როგორ ჩაჯდა რაიანის მანქანაში, მეორე კარიც გაიღო თუმცა ვერ შევხედე ვინჩაჯდა შიგნით, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ისიც რიანი იყო. ერთ-ერთი რაც გარკვევით დავინახე იყო ის, რომ სტეფანი ცოცხალი და სახსალამათი ჩაჯდა მანქანაში. მერე კი შვებით ამოვისუნთქე.
- არა სტეფან, არდაძრა მანქანა - დემიანის ღრიალის ხმა გავიგე, რომელიც არცისე შორს იდგა რაიანის მანქანასთან, მაგრამ მისკენ მაინც მირბოდა, ამ დროს კი დავინახე, როგორ აიწია მანქანა ჰაერში სადაც ჩემი ძმა იჯდა... ჩემი ძმა და რაიანი.
სუნთქვა შეკრული ვიჯექი მანქანაში, ხალხს ბუნდოვნად ვხედავდი ერთადერთი რასაც შედარებით, უკეთ ვხედავდი, დემიანის ალეწილი სახე იყო, რომელიც ნერვიულად ისმევდა ნულამდე დაყვანილ თმაზე ხელს, მერე კი კლარკის, კარლოს კლარკის... მამამისის გაცოფებული სახე, რომელიც შავებში ჩაცმულ დაცვას რაღაცას ეჩხუბებოდა, თან ყვიროდა. რას ყვროდა? ხო, გადმოიყვანეთო, კი ეგიყო, ჩამოწეული ფანჯრიდან ეს კარგად მესმოდა, იქ რაიანი იჯდა ალბათ მის გადმოყვანაზე ფიქრობდა, მაგრამ იქ ასევე ხომ სტეფანიც იჯდა, თუ ვთხოვდი მასაც გადმოიყვანდნენ, რამნიშნელობა ჰქონდა როგორს, მთავარია გადმოიყვანდნენ, მთავარია იმ წითელი ცეცხლის შიგნით არ იქნებოდნენ მოქცეულები. იმ წამს ვერაფერზე ვფიქრობდი, ისიც კი მეგონა რომ თუ მანქანიდან ვინმე გადმოვიდოდა აუცილებლად ცოცხლები იქნებოდნენ, მთავარია ვინმეს გადმოეყვანათ. ღვედი მოვიხსენი კარები გავაღე და მათკენ წავედი.
- სადმიდიხარ - დემიანის აწყლიანებულ ნაცრისფერ სფეროებს შევხედე
- იქ... იქ სტეფანია, რაიანიც. მამაშენი მათ გადმოყვანას უბრძანებს იმ კაცებს, იქ სტფანიცაა, უნდა ვნახო და რაიანიც - რაიანი, სტეფანი, მათი სახელის ყოველი წამოთქმისას შიგნით რაღაც მძიმე მწყდებოდა.
- სარა გაჩერდი, შენთავს შეხედე ახლა იქ ვერმიხვალ - ხელი მომკიდა და უკან გამაბრუნა
- არა გამიშვი - გავუძალიანდი თუმცა არმიშვებდა. მერე იმ ხელზე ვუკბინე რომლითაც ვეჭირე და ტკივილისგან მაშინვე მომაშრა ხელი, მეკი დრო ვიხელთე და მათკენ გავიქეცი.
- კარლოს კლარკ - ხმამაღლა დავიყვირე
- სარა გაჩერდი - დემიანის ხმა მესმოდა უკნიდან რომელსაც ყურადღებას არვაქცევდი.
როცა მისი სახელი დავიძახე მცველები ჩემსკენ წამოვიდნენ და იარაღი მომიშვირეს, ამ დროს ისევ დემიანის ხმა მომესმა
- არა გაჩერდით, გაჩერდითმეთქი, არესროლოთ - უცებ ჩემს უკან გაჩნდა და ხელით გამაჩერა, მერე კი უკან გამწია თვითონ კი წინ დამიდგა.
- შენ ვინჯნდაბახარ? - კარლოსი ჩემსკენ წამოვიდა ჩასისხლიანებული თვალებით, არადა ყოველთვის მეგონა მისნაირებს გრძნობები არგააჩნდათ. ჯანდაბაა, მაინც რაარის როცა გგონია შენი სისხლი და ხორცი ცოცხალი აღარარის.
იმ წმას არმიფიქრია თუმცა იმ დღის შემდეგ ერთხელ ვიფიქრე, ნეტა მამაჩემიც ასე განიცდიდა ჩემს სიკვდილსთქო.
- მამა უთხარი დაუშვან იარაღი - უთხრა დემაინმა
- ვინ არის ეს ქალი? - შეუღინა კარლოსმა და აწყლიანებული თვალები ამოისრისა
- ეს… ეს რაიანის ცოლია - დაბნეულმა უთხრა
- რა? - გაკვირვებულმა გადმოგვხედა
- გთხოვთ - დემიანის ხელი მოვიშორე და მისკენ წავედი - იქ ჩემი ძმაა სტეფანი და კიდევ რაიანი. გადმოიყვანეთ იქედან გევედრებით - მის ფეხებთან ჩავიკეცე, და ტირილი დავიწყე.
ვიცოდი, რომ აზრი არქონდა. მაგრამ მაინც ვცდილობდი. არვიცი რატომ თუმცა მაინც მინდოდა იმ ორის მანქანიდან გადმოყვანა.
- ისინი… - ცივი ხმით მითხრა - აზრი აღარ აქვს მათ გადმოყვანას. როგორ ფიქრობ? ფერფლად ქცეულის აღდგენა შესაძლებელია? - უემოციო ხმით მითხრა
ამ სიტყვების გაგონებაზე, თითქოს გონს მოვედი, უცებ ფეხზე წამოვხტი და არანაკლებ ცივი მზერით ჩავაშტერდი მის შავ თვალებს, (აი ვისჰგავდა რაიანი)
- ფერფლიდან აღდგენა? - ცინიკური ხმით ვუთხარი - საკუთარ შვილს კარგად არ იცნობდით მისტერ კლარკ, თორემ გეცოდინებოდათ თქვენი წყალობით რამდენჯერ მოუწია დამწვარს და დაფერფლილს, ფერფლიდან აღდგენა - უხეშად ვუთხარი
- რამდენს ბედავ! - თვალები დამიბრიალა და იარაღი ამოიღო, მერე კი შუბლზე მომადო. შემეშინდა მაგრამ, ნაბიჯიც კი არ გადამიდგამს უკან.
- მამა გთხოვ არგინდა... - შუაში ჩადგა დემიანი - რაიანის ხათრით მაინც - უთხრა და ბოროტი მზერა მაშინვე შეეცვალა კარლოს. ჯერ მიყურა მერე კი იარაღი ნელნელა დაუშვა.
- წაიყვანე აქედან და მეორედ აღარ გაბედო და თვალში არმომხვდე, თუ სიცოცხლე გინდა - თავი ქვემოთ დახარა და მანქანისკენ წავიდა, რომელიც ისევ ცეცხლის ალში იყო გახვეული.
- წამოდი სარა - ხელიმომკიდა დემიანმა
- მაგრამ სტეფანი და რაიანი - ამოვისლუკუნე და მეც მანქანისკენ დავაპირე წასვლა, თუმცა ისევ შემაჩერა დემიანმა.
- ნუღა გაამწვავებ, მამა მართალია ფერფლისგან ვერავინ აღსდგება ეს მხოლოდ...
- გაჩუმდი… გაჩუმდი გთხოვ - სიტყვის დამთავრება არვაცადე, და უფრო ავტირდი
- წამოდი სახლში წაგიყვან - მითხრა და უკან მომატრიალა. სიარულის ძალაც აღარმქონდა, რადგანაც ვიცოდი ჩემთვის ორი ძვირფასი ადმაიანი უკვე ამსამყაროში აღარ იყო, ამიტომაც დემიანს დავეყრდენი და ისე წავედით მანქანისკენ.
დემიანი ცოტათი ჰგავდა რაიანს, თუმცა ბოლომდე მისნაირი მაინც არიყო, რაიანისგან უფრო სხვა მუხტი მოდიოდა, ის სხვა იყო, ჩემი ადამიანი იყო, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შემიმიცვლიდა.
- დაიცა - კარლოს ხმა მომესმა უკნიდან. შევბრუნდი და შევხედე - შეენ… ორსულად ხომ არხარ? ან შვილი ხომ არგყავთ შენ და რაიანს? - რაღაც განსხვავებული ხმით მკითხა.
- არა, - საწყალი ხმით ამოვისლუკუნე და ისე შევხედე კარლოს - არაფერი დამიტოვა ისე წავიდა - ცრემლები ვეღარ შევიკავე და მარიალიანი ცხელი სითხე სახეზე ჩამოსრიალდა.
- გასაგებია - უფრო მისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მე მაინც გავიგე.
თითქოს ეწყინა ჩემი ესპასუხი... თითქოს მასაც უნდოდა რაღაც დარჩენოდა შვილისგან, ჩემსავით, მაგრამ არა რაიანი... რაიან კლარკი ასეთი არიყო, ის არასდროს ტოვებდა უმიზეზოდ რაიმეს და რათქმაუნდა, არც მაშინ არუნდა დამეჯერებინა, რომ ასე მარტივად დატოვებდა ამსამყაროს.

* * * * *
ჩვეულებრივ გადიოდა დღეები, ამჯერად შესამჩნევლად და საოცრად მტკივნეულად. დროთა განმავლობაში საკუთარითავის მიმართ ზიზღი უფრო და უფრო მიმძაფრთებოდა და ერთადერთი რითაც თავს ვშველოდი სასმელი იყო. ხშირად ვსვამდი, ფეხებზე მეკიდა მშობლების ლანძღვა გინება, ან თუნდაც მამას ცემა. სულიერი ტკივილი ფიზიკურზე უარესი ყოფილა. ამას ვერაფრით განკურნავ ჭრილობას კი რამენაირად მოიშუშებ. ზოგჯერ ისიც მინდებოდა სხეული შუაზე გამეხლიჩა, თითზე მალამო წამესვა და გახლეჩილ სხეულში, მალამო ზუსტად იმ ადგილას წამესვა სადაც ყველაზე მეტად მტკიოდა, რათა იქაც მოეშუშებინა ეს გაუსაძლისი ტკივილი. მაგრამ არა, ეს არხდებოდა, როგორც სხვა დანარჩენი.
სტეფანის სიკვდილი ოჯახმა არანაკლებ მტკივნეულად მიიღო, მამაჩემზე ვერაფერს გეტყვით, როცა სიმართლე ვთქვი და მისი ალეწილი სახე რომ დავინახე თვალი ამარიდა, სახლიდან გავიდა და ორიდღის შემდეგ დაბრუნდა. დედა ყოველდღე მოთქვამდა სოფია კი ყველაზე ცუდად იყო. დემიანი იმდღის მერე, სტეფანის სასაფლაოზე ვნახე, ვიღაც კაპიშონიანთან ერთად, თუმცა მეორეს სახე ვერდავინახე, მანამ წავიდა სანამ მე საფლავთან მივიდოდი. ვკითხე ვინიყო და მითხრა, რომ სტეფანის ერთ ერთი მეგობარი იყო, უბედური შემთხვევისდროს სახე დაიწვა და იმიტომ წასულა რომ არუნდოდა მე შევეშინებინე. ეს რათქმაუნდა არდავიჯერე, თუმცა არც დიდად ჩავძიებულვარ მის ვინაობას.

* * * * *
ჩემი ძმის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, მე და სოფია სახლში ვბრუნდებოდოთ, სოფიამ მაღაზიაში გავივლი და მერე დავბრუნდებიო. მეც რაუნდა მექნა, მარტომ გავაგრძელე ღრუბლიან ღიაცისქვეშ სიარული და საბოლოოდ სახლამდეც მივედი.
- მოკეტე, შენი ბრალია ყველაფერი - მამაჩემის ღრიალის ხმა ისმოდა ეზოში. ალბათ ისევ დედას სცემდა. სახლში შევარდნა დავაპირე რომ უცებ ნორას ხმა გავიგე
- თავიდანვე ვიცოდით, რომ ჩვენი შვილი არიყო - ამის გაგონებაზე, კარებთან გავშეშდი - ახლა რაღატომ გიკვირს, არ იცოდი რომ მოაკითხავდნენ?
- გოგონა ჩვენ გავზარდეთ, მას არსად გავუშვებ ასე უბრალოდ. მოვიდნენ და ფული გადაიხადონ, ოცი წელია ვაჭმევ და ვასმევ.
- რა უსინდისო ხარ ალეხანდრო! ფულში შვილს როგორ ცვლი?
-ის არ არის ჩემი შვილი, ჩემს შვილს ასე არგავანებივრებდი. ერთხელაც არამიწევია მასზე ხელი, ერთხელაცკი.
- არმოგცემ იმისნებას რომ ბავშვში ფულის სანაცვლოდ მისცე მათ - უთხრა ნორამ
- ნებართვის აღებას არც ვაპირებ - თქვა მამაჩემმა და მაშინვე კარი გააღო.
გაბრაზებული სახე, კიდევ უფრო გაუმკაცრდა მე რომ დამინახა.
- სიტყვა დაგცდება და ოპერაციაც ვერ გიშველის ისედ დღეში ჩაგაგდებ - შემომიღრინა და გვერდი ამიარა.
ყბა ლამის ჩამომვარდა, ვერდავიჯერე რომ სოფია ჩემი და არიყო, მითუმეტეს კი ტყუპისცალი. სახლში შევედი და კარები ჩავკეტე, მერე კი აქვითინებულ დედას მივუჯექი გვერდით, რომელსაც სახე ხელისგულებში ჩაერგო და გულამოსკვნილი ტიროდა.
- დედა - მშვიდი ხმით ვუთხარი
- არაფრის ახსნას არ ვაპირებ - მკაცრად მითხრა
- იქნებ ერთხელ მაინც ჩამაგდო რამედ და ჩათვალო საჭიროებად ჩემთვის რაიმეს თქმა - ისევ მშვიდად ვუთხარი
- სარა, არვიცი სოფია ამას როგორ მიიღებს, მეშინია რომ დავკარგავ - საცოდავი ხმით მითხრა.
სიმწრისგან ჩამეცინა
- კითხვას დაგისვამ და სიმართლე მითხარი კარგი?
- ახლა ამის დროა? - გაბრაზდა
- კი
- სარაა - კბილებში გამოსცრა ჩემისახელი
- სოფიაზე მეტად ოდესმე გყვარებივარ? - ვკითხე ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს.
- რასმეკითხები - დაიბნა... ღმერთოჩემო დაიბნაკიდეც
- პასუხი გამეცი
- რათქმაუნდა შენ ხომ ჩემი ნამდვილი შვილი ხარ! - უცებ მითხრა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი
- მაშინ ყოველთვის არარაობად რატომ მაგრძნობინებდით თავს?
- შვილო, ასე ფიქრობდი? - გაიკვირვა
- მეკითხები კიდეც? - ისევ ჩავიცინე და უემოციო სახით გავხედე
- სარა, გეყოფა. შენ თუ ასე ფიქრობდი ეს ჩემი პრობლემა არ არის. ყოველთვის ისე გექცეოდით როგორც საჭირო იყო. - ფეხზე წამოდგა
- სოფია... ის ვისიშვილია? შენ, სხვაკაცისგან გყავს? - ვკითხე მოულოდნელად
- არა, გაგიჟდი? - შეიცხადა და თვალები ისევ აუწყლიანდა
- აბა?
- ის, ნიუ-ირკში ერთ-ერთი მდიდარი ხალხის შვილია - ფანჯრისკენ გაიხედა
- რა? ნიუ-იორკიდან აქ როგორ აღმოჩნდა? - გაკვირვება ვერ დავმალე.
- დედამის მარია ჰქვია, მას ჩემი და ეხმარებოდა მშობიარობაში, იმ დღეს როცა სოფია დაიბადა, შენ უკვე ერთიდღით ადრე იყავი მოვლენილი ამქვეყანას. მარია ვენესუელაში ცხოვრობდა, თუმცა იმდროს აქ ასეთი არეულობა არყოფილა. როცა მარიამ ბავშვი გააჩინა, ცუდად გახდა, საავადმყოფიში კი სულ მარტო იყო, მიზეზი არვიცი რატომ იყო მარტო. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის რომ ჩემმა დამ ბავშვი მე მომიყვანა, მითხრა რომ მიმეხედა და მეც პატარა ბავშვს ხომ ვერ დავტოვებდი იქ, ავდექი და სახლში წამოვიყვანე. იმისმერე ორიწელი გავიდა და ერთხელ ვნახე მარია ტელევიზორში, იქ მასზე და მის ქმარზე, ვიქტორზე ყველაფერს ლაპარაკობდნენ. ალეხანდრომ ესამბავი როგროც კი გაიგო მაშინვე ბავშვს ხელი მოჰკიდა და წაყვანა გადაწყვიტა, რათქმაუნდა ფულის სანაცვლოდ, თუმცა რაღაცნაირად შევძელი და გავაჩერე, ისიც დავაყოლე რომ უკეთესი იქნებოდა სანამ არმოაკითხავდნენ მანამ არ მიგვეყანა, ვუთხარი რომ ასე უფრო მეტს გადაიხდიდენ მასში
- ბავშვი ფულის გამო გაზარდეთ? - გული მერეოდა რომ ვუყურებდი
- მე არა მამაშენმა - შემომიღინა და ისევ ფანჯრისკენ გაიხედა
- მერე რამოხდა?
- მერე დამიჯერა და არწაიყვანა. ახლა კი დღემდე ასე ვართ, დღეს კი მარია ჩამოვიდა, აქ იყო მოსული და ქალიშვილი იკითხა, მან სოფიაზე არაფერი იცოდა და თქვა, რომ ხვალ მოაკითხავდა გოგონას, დღეს კი დეენემისთვის მისი თმა მთხოვა. ალეხანდროს კი როცა ესვუთხარი, თვითონაც იცი რაამბავიც დაატრიალა.
- სოფიას ეს როგორ უნდა უთხრა?
- არვიცი, ძალიან გამიჭირდება - ტირილი დაიწყო
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ერთადერთი დედას ქვითინის ხმა ისმოდა.
ბევრამეზე ვიფიქრე ამ მოკლე დროის მანძილზე, ახლა ამწამს რაც ყველაზემეტად მინდოდა იყო ის, რომ ამ უჰაერობას გავქცეოდი. მინდოდა სადღაც ამომესუნთქა, თუნდაც სამყაროს ბოლოში, ოღონდ მესუნთქა და მეარსება.
- მევარ გააღეთ - სოფიას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან.
ფეხზე წამოვხტი და სანამ კარებთან მივიდოდი დედას ჩურჩულით ვუთხარი
- იცოდე, არაფერი უთხრა, ხმა არამოიღო
მანაც თავი დამიქნია და აკანკალებული ნიკაპით ისევ ფანჯარაში გაიხედა
- დილით როდისყო კარებს ვკეტავდით?
- არვიცი მამა დაიბარა და ხომ იცი... - თვალები ავატრიალე და განზე გავდექი, სოფია რომ შემოსულიყო.
- რას ჭირს? - დედაზე მანიშნა რომელსაც ეტყობოდა ჩუმად რომ ტიროდა
- სტეფანი სოფია, სხვა რაუნდა სჭირდეს?! - ვუთხარი და მალვე გავეცალე იქაურობას.

მთელიდღე ოთახში ვიყავი გამოკეტილი, ბოლოს სოფიას ვთხოვე რაღაცის ყიდვა, რაზედაც უარს ვიცოდი არ მეტყოდა. ამით მხოლოდ მისი სახლიდან გაყვანა მინდოდა.
- დედა, იმ ქალმა დეენემის ტესტი გააკეთა არა?
- კი, დღეს სოფიას სავარცხლიდან რამოდენიმე ღერის თმა ავიღე და გავატანე.
- ესეიგი ტესტი დადებითი იქნება...
- ხო აბა რაიქნება სარა? - გაღიზიანდა
- ნანახი არ ჰყავს ხომ?
- არა
- დედა, ის ქალი უნდა მოატყუოთ - წარბშეუხრელად გამოვუტყდი
- რა?
- უნდა უთხრა, რომ მე ვარ მისი შვილი - მტკიცე ხმით ვუთხარი
- სარა, სრულჭკუაზეხარ? - გაეცინა,
- მდიდარია ხო? სიმართლეს თუ გაიგებს მე აუცილებლად წამიყვანს - გვერდით მივუჯექი და მისი ხელები დავიჭირე - გპირდები დედა, რომ წამიყვანს, ყოველთვე ფულს გადმოგირიცხავ, გპირდები არაფერი მოგაკლდება და უზრუნველყოფილ ცხოვრებას გაჩუქებ.
- სარა სულ გადაირიე? ამხელა ქალს როგორ მოვატყუებთ?
- დედა შენ უბრალოდ ის გააკეთე რასაც გეუბნები და დანარჩენს მე მივხედავ კარგი?
- სარა ეს არარის სწორი საქციელი, ხომ იცი არა?
- არც თქვენ საქციელი იყო სწორი, მაგრამ რამეს ვამბობდი? - დავუყვირე, მერე კი მშვიდი ტონით ვუთხარი - დედა, ხომ იცი რამდენი საშინელება გადავიტანე, სულ არ გეცოდები? არგაწუხებს ჩემი ცუდადყოფნა, არიცი რომ აქაურობა სულსმიხუთავს, აქ ამ დამპალ ქალაქში ცხოვრება აღარ შემიძლია, მე აქ მოვკვდები და გავნადგურდები. გთხოვ დედა დამეხმარე, ამ ერთხელ... ცხოვრებაში ერთხელ მაინც გააკეთე რაიმე ჩემთვის და დამეხმარეე - ვემუდარებოდი და ცრემლებს ვერ ვიკავებდი
- დამშვიდდი შვილო, ვიპოვით გამოსავალს არც სოფია დაგვტოვებს აქ
- არა დედა სხვაგამოსავალი არ არის
- სარაა
- დედა გთხოოვ, ამ ერთხელ და ცხოვრებაში აღარაფერს გთხოვ - ხელებზე ვაკოცე და თითები ჩემი ცხელი ცრემლებით დაუსველდა.
- კარგი, ოღონდ - ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი - ალეხანდრო არვიცი რას იზამს,
- მას მედაველაპარაკები - ვუთხარი და ამდროს კარებზე კაკუნის ხმა გავიგე.
მამა იყო, თან ცოტა მთვრალი. ვიცოდი ახლა მასთან ლაპარაკს აზრი არჰქონდა, მაგრამ დრო აღარ იყო. არვიცოდი როდის მოვიდოდა ხვალ მარია ან ამსაღამოს სოფია, ასე რომ გადავწყვიტე მისთვისაც მეთქვა ყველაფერი. უარზე იყო, კატეგორიულ უარზე, ახლა გაახსენდა მისი პატივმოყვარეობაა, ვერაფრით დავითანხმე, ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ ვერა
- მოკეტე და ამ თემაზე აღარ გავიგონო საუბარი.
- მაგრამ მამა, იმაზე მეტს მოგცემ რამდენსაც ისინი გადაგიხდიან
- რისი მომცემიხარ? როცა გექნება მერე ილაპრაკე, ახლა კი ასე ჯიბეგამოქექილი ნურაფერს მპირდები- დამიყვირა და მაგიდიდან ლარნაკი აიღო, მერე კი მემესროლა.
ასეთ რამეებს შეჩვეულივიყავი, ასე რომ სწრაფად გავხტი და ავიცილე, ლარნაკის ნამსხვრევები კი მიწაზე დაეცა.
- რამოხდება, ერთხელ რომ გააკეთო რაიმე ჩემთვის, რანაირი მამა ხარ? რატომ არასდროს განაღვლებდა ჩემი ბედი? - დავუყვირე, ისკი ჩემსკენ წამოვიდა დასარტყამად.
- შე პატარა კახპავ, როგორ მიბედავ ამდენ ლაპარაკს? - მისი ხელი ჰაერში დავიჭირე, მაგრამ თმებში მწვდა და შემომატრიალაა.
- მტკივა გამიშვი - წამოვიკივლე
- ახლა ისე უნდა გცემო, ეს დღე რომ არასდროს დაგავიწყდეს - მითხრა და სილა გამაწნა. მისი ხელები დავიჭირე მეორედ რომ არდაერტყა და ამ დროს ხელი უხეშად ვკარი. სველ იატაკზე მამაჩემს ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა. მაშინვე ოთახში დავაპირე გაქცევა რადგან მეგონა, რომ უბრალოდ წავაქციე.
ოთახში შესვლას ვაპირებდი, რომ დედას ხმა გავიგე
- რაგააკეთე სარა - ხელები პირზე აეფარებინა და თვალები იმხელაზე დაეღო სადააცაა გადმოსცვივდებოდა.
მამასკენ გავიხედე და დავინახე, თავის უკანა ნაწილიდან როგორ მოსდიოდა სისხლი, შემდეგ კი ეს სისხლი როგორ უერთდებოდა წყალს.
შიშისგან კანკალი დავიწყე და არც კი მახსოვს როგორ გაავარდი სახლიდან.

* * * * *
იმ დღეს სახლში არმივსულვარ, გამოქვაბულში წავედი და მთელი ღამე იქ გავატარე. სიცივის მიუხედავად, მისი დატოვებული სითბო ისევ იგრძნობოდა იმ ადგილას. ჩემი იქ ყოფნა მის გარეშე კიდევ ერთი დიდი მოუნელებელი ტკივილი იყო, თუმცა იქ კარგი მოგონებები მაინც იყო, სახლში კი მსგავსი არაფერი.
თვალი კედლებისკენ მქონდა გაშტერებული და სულ ის მომენტი მახსენდებოდა, მამაჩემი მიწაზე რომ ეგდო თვალგახელილი. ამ დროს თვალებს მაგრად ვხუჭავდი და ვოცნებობდი ეს ყველაფერი ერთი დიდი კოშმარი ყოფილიყო, რომლიდანაც მალე გავიღვიძებდი, მაგრამ არა. ეს წყეული კოშმარი არაფრით სრულდებოდა, გრძელდებოდა და გრძელდებოდა, უკიდეგანოდ და დაუსრულებლად. ერთადერთი გამოსავალი კი ამყველაფრისგან თავის დაღწევა იყო, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა გამომსვლოდა.
დილით ადრე გავედი და სახლში წავედი. მამა უკვე კუბოში ეწვინათ სოფია ზედ კუბოს დასტიროდა დედა კი გაუნძრევლად იჯდა. სახლში ისე შევედი თითქოს არაფერი მცოდნოდა და არც არაფერი გამეგო. სწრაფად მივვარდი მამაჩემთან და ტირილი დავიწყე, ვგრძნობდი მხრებზე ვიღაცეების შეხებას, რომ მეუბნებოდნენ დავმშვიდებულიყავი, მაგრამ არა არვწყნარდებოდი ტირილს ვაგრძელებდი რომელიც მეშინოდა ისტერიკულ სიცილში არ გადამსვლოდა. იყო მომენტი როცა კიდევ ერთხელ ჩამწყდა შიგნით როღაც როცა მის კუბოს თავი გადახადეს და მისი გაფითრებული, უსულო სხეული დავინახე.

ნორამ თვალებით მანიშნა გავყოლოდი. ფეხზე წამოდგა სამზარეულოში გავიდა და მეც მივყევი. იქაურობა კარგად მოათვალიერე, ვინმეს რომ არ მოესმინა ჩვენი საუბარი.
- დღეს მოვლენ - ზიზღით სავსე თვალებით შემომხედა - ისე იყოს, როგორც გინდა. ვეტყვი მარიას, რომ შენ ხარ მისი შვილი.
- მადლობა დედა - ჩახლეჩილი ხმით ვუთხარი.
- დედას ნუღარ დამიძახებ, მე აღარვარ დედაშენი, ეს არდაგავიწყდეს! - ბრაზიანი ტონით მითხრა და სამზარეულოდან გავიდა.
მარტო ვიყავი, ისევ მარტო. მხოლოდ ონკანიდან წამოსული წყლის წვეთების ხმა ისმოდა, რომელიც ხმაურიანად ეცემოდა და თითო წვეთზე ყოველი ჩემი ცოდვა გონებაში თავიდან ამომიტივტივხდებოდა ხოლმე.

შუადღე იყო, რომ კარებში ვიღაც ქერათმიანი ქალი შემოვიდა, დიდი ვარდების თაიგული ეკავა ხელში, უკან კი მაღალი საათვალეებიანი კაცი ედგა და დამწუხრებული სახით გვიმზერდა, თან ქალი ვიღაცას თვალებით ეძებდა. მარია, დედასთან მივიდა და თანაგრძნობა გამოხატა. ნორამ კი საწყალი თვალებით ახედა და გვერდით ოთახში გასვლა სთხოვა. უაზრო კანკალი ამივარდა, ფეხს ვერ ვაჩერებდი სოფიამ შეამჩნია და ხელი ხელზე დამადო, მერე კი თბილად გამიღიმა. მინდოდა მოვხვეოდი და ყველაფრისთვის ბოდიში მომეხადა, მომეხადა ბოდიში იმისთვის, რომ ცხოვრებას ვპარავდი, მშობლების ალერს და სითბოს ვპარავდი, ბედნიერებას ვპარავდი და აქ ამ ჯოჯოხეთში ვტოვებდი, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა, უკვე გვიან იყო. საკუთარი თავი ვარჩივნე, მარტო ყოფნა, სიმდიდრე და თავისუფლება, რომელიც არდამიმსახურებია. კარებიდან დავინახე როგორ მანიშნა ნორამ მასთან მივსულიყავი. სოფიას ხელი ავიღე და მისკენ წავედი. მარია სკამზე იჯდა და ვიქტორის ხელი ეკავა, ნორა კი კიდელთან იყო აყუდებული.
- რა ხდება? - ვიკითხე როცა შევედი. ჩემი ხმის გაგონებაზე მარიამ თავი მაშინვე ამოსწია და აწყლიანებული თვალებით ამომხედა.
- შენ?... სარა ხომ? - მიღიმოდა თან ტიროდა, ახლაც ვერვხდები ამას როგორ ახერხებდა.
- კი - ნერწყვი გადავყლაპე და ნერვიულად ჩამოვისვი თმაზე ხელი. - თქვენ ვინხართ? - აკანკალებული ხმით ვკითხე
- მე დედაშენივარ - უფრო გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ესეიგი თქვენხართ… - ნაძალადევი ღიმილით გავუღიმე
- ხო, მე ვარ... მაპატიე ჩემო გოგონა, მაპატიე რომ დაგკარგე - ჩამეხუტა
- არაუშავს, მთავარია რომ მიპოვე… - ვუთხარი და მეც მოვეხვიე.
ამ წამს მე ვიგრძენი ის სითბო მისი ჩახუტებისას, რაც წესით სოფიას უნდა ეგრძნო, ადამიანს რომელსაც ეს ყველაზემეტად ეკუთნოდა.

მეორე დღეს მამა დავკრძალეთ, მარიამ და ვიქტორმა მითხრა, რომ ნიუ-იორკში წავყოლოდი, მეც რათქმაუნდა დავთანხმდი და როგორც კი მამა დავასაფლავეთ მაშინვე წავედით. სოფიასაც გამოვემშვიდობე, მისგვერდით გაჩერება ახლა ყველაზე მეტად მიჭირდა, მრცხვენოდა, საშინლად მცხვენოდა მისი თვალებში ყურება.
აეროპორტში ვიყავით, რომ ტელეფონი აწრიალდა. ისევ სოფია იყო.
- გისმენ სოფია
- სარა, რაღაც მოხდა - შეშინებული ხმა ჰქონდა
- რა მოხდა სოფია? ახლა რაღა მოხდა, - არანაკლებ შეშინებულმა ვკითხე.
- მე არა, მაგრამ არის რაღაც რაც უნდა იცოდე
- რაუნდა ვიცოდე
- სარა…
- თქვი სოფია რაუნდა ვიცოდე? - ვეღარვითმენდი
- სარა, რაიანი ცოცხალია
- რა? - ვგრძნობდი როგორ გიჟივით დაიწყო პულსმა აჩქარება, სისხლი ვენებში იმაზე ჩქარა მოძრაობდა ვიდრე ნორმალურ ადამიანში, გული კი ლამის ამოვარდნას მქონდა. - შენ… რასამბობ სოფია? ვინ გითხრა ეს?
- არავის უთქვია, ჩემი თვალით დავინახე, სასაფლაოდან როგორც კი წახვედი მაშინვე შევამჩნიე. დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.
- დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ხარ, რომ რაიანი იყო? - ლამის ჩავიკეცე
- კი სარა, რაიანი იყო - მითხრა სოფიამ და კიდევ ერთი დიდი ჭრილობა მივიღე, გულის არეში.
ქვემოთ ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე, მერე კი ჩანთას ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი. მასთან მივდიოდი, ადამიანთან რომელსაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარდი.
- სარა, სადმიდიხარ? - ვიქტორის ხმა მომესმა და უკან შევბრუნდი
- ღმერთო ტირი? - მარია მომვარდა, და თავისი ლამაზი ხელებით ცრემლებს მწმენდა. - შვილო ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ჩვენ დაგეხმარებით, ვიცი რთულია სარა, მაგრამ გპირდები ამყველაფერს ერთად გადავიტანთ, შენი ტკივილი ჩვენი ტკივიალია შვილო და ამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ. - აწყლიანებული თვალებით მითხრა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
იმ წუთას ყველაფერი გავიაზრე, წასვლა მინდოდა, უკან მინდოდა დაბრუნება, იმ ჯოჯოხეთში მაგრამ რატომ? რაღა დამრჩენოდა იქ? რაიანი? ადამიანს რომელსაც ასე საშინლად მოვექეცი? მივატოვე და მისი გრძნობები არაფრად ჩავაგდე? საერთოდ მიმიღებდა კი ისევ? ან რომ მივეღე რაიქნებოდა მომავალში? როგორ გავაგრძელებდით ცხოვრებას.
გონება… ეს დამპალი გონება ყველანაირად მიკრძალავდა უკან გახედვასაც კი, და იმ წამს ყველაზე რეალური ეს იყო. გაქცევა, დამალვა და რაც მთავარია, თავისუფლება…


მალტა-კიმონო 2018 წელი

ოთახში შევედი და გავიხადე. შიშველი გავწექი ლოგინზე და მაშინვე ჩამეძინა.
დილით ემას კისკისის ხმამ გამაღვიძა, ჩვენი აივნები ერთმენთის გვერდიგვერდ იყო, შუაში კი რაიანის აივანი იყო, მაგრამ ემას ხმა საკმაოდ ახლოდან ისმოდა. ლოგინიდან წამოვხტი და აივანზე გასვლა დავაპირე რომ უცებ ვიგრძენი, რაღაც ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ჩემს შიშველ სხეულს დავხედე და მაშინვე სიფრიფანა სარაფანი გადავიცვი, მერე კი აივანზე გავედი. ლურჯი ზღვა მაშინვე მომხვდა თვალში და პირველი რაც გავაკეთე თავისუფლად გაზმორება იყო მერე კი მუქი, გრძელი თმების მაღლა აწევას ვცდილობდი, უცებ ემას ხმა რომ გავიგე.
ჯანდაბა… ასეც ვიცოდი!
- დღემშვიდობისა მის მორგან - გადმომყვირა, ვითომ ძალიან შორს ყოფილიყო ჩემგან.
- დილამშვიდობისა ემა - გავუღიმე და ისევ ლურჯი ოკიანისკენ გავიხედე. ვითომ არმაინტერესებდა რას აკეთებდნენ, არადა სინამდვილეში ვკვდებოდი ინტერესით.
- იმედია წუხელ კარგად გეძინათ - ღვინის ჭიქები აიღო ხელში, მოაჯირს დაეყრდნო და ერთი ჭიქა მე გამომიწოდა. მისკენ წავედი და ჭიქა ავიღე - ნწ, ფრთხილად თეთრი კაბა წითლად არშეგეღებოთ - თვალი ჩამიკრა და წითელი სითხე მოსვა.
- არინერვიულო - ყალბად გავუღიმე და ერთი მოსმით, ჭიქა ნახევრამდე დავიყვანე.
დიდისიამოვნებით ჩავახრჩობდი ამ ქალს ამ ზღვაში და ეს ერთადერთი რაამ იქნებოდა რასაც ცხოვრებაში არვინანებდი.
- ხოისე წუხელ როგორ გეძინათქო? - კითხვა გამიმეორა.
- კარგად მეძინა, მომწონს აქაურობა - სიმართლე ვუთხარი, თუმცა ,,შენთქო” არმიკითხავს რაც ძალიან უნდოდა, რომ მეკითხა.
- ჩვენც კარგად გვეძინა - გაიცინა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
მოვკლავ... მართლა მოვკლაავ…
- კარგია - ვუთხარი და დარჩენილი სითხე ერთი მოსმით ჩავცალე.
- კარგად სვამ - უცნაური მზერით გადმომხედა
- ჰო, ასეაა - ვთქვი და უკან შებრუნება დავაპირე, რომ უცებ მისი აივნის შუშის კარებში რაიანის ანარეკლი დავინახე. წელზე პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, მეორე პირსახოცით კი მოზრდილ, სველ თმებს იშრობდა. ხმაურიანად გადავყლაპე ნერწვი და ოთახში შევედი, მანამდე კი ემას კმაყოფილ სახეს მოვკარი თვალი, რომელმაც უდაოდ შეამჩია რაიანი რომ დავინახე.

* * * * *
- რაიყო დაგავიწყდით უკვე ხო? - მეუბნება დედა
- ნორა კარგი რა, რატომ იცი ასეთი ლაპარაკი?
- რავქნა აბა, პირველი სამიწელი კარგად აქტიურობდი ეს ბოლო დროა კი სულ აღარ მაქცევ ყურადღებას
- რამდენი გინდა? - მასთან ლაპრაკის გაგრძელების თავი არმქონდა, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავედი, რისგამოდაც მირეკავდა.
- ეს რა ზრდილობაა? ღმერთოჩემო ეს რომ მარიას მოესმინა საყვედურს მეტყოდა, ჩემი შვილი როგორ გაგიზრდიაო - გადაიკისკისა
- დედა გეყოფა და თქვი სათქმელი - დავუყვირე
- კარგი ხო,ნუ ბრაზობ - ხმა დაუსერიოზულდა - ცოტა ფული მინდა სოფია ხომ იცი ჯერ კიდევ სწავლობს, ხოდა სასწავლებლისთვის ფული გვჭირდება
- დედა სოფიას სასწავლებლის ფულს მე ვიხდი, თქვენს ანგარიშზე კი ცალცალკე ვრიცხვა თანხას. - ყელში იყო მისი ტყუილები ამოსული
- მართლა? - გაიკვირვა - არადა მეგონა სოფია იხდიდაა
- დედა... ახლა გავთიშავ, ფულს გადმოგირიცხავ და ცოტახანი შემეშვი კარგი?
- მადლობა შვილო - მითხრა და წამსვე გავუთიშე.
მთელი ამ დროის მანძილზე ნორას ეგონა, რომ ფულის გამო ვიყავი აქ, რომ მეც მას ვგავდი და ვიცოდი რაიყო ცხოვრების ფასი. ამაზე საუბარს რომ იწყებდა, სულ ვუთიშავდი მობილურს რადგან არიყო ეს ყველაფერი სიმართლე. მე თავისუფლებისთვის და იმ პრობლემებისგან გასაქცევად წამოვედი იქედან, რაც ცუდადმხდიდა. იქ მოვკვდებოდი, ჭაობში ჩავიძირებოდი და უფსკრულში გადავიჩეხებოდი, საიდანაც ვიცოდი ვეღარავინ ამომიყვანდა, მარტო კი ფარხმალს დავყრიდი და ყველაფერი დასრულდებოდა. იმ მომენტში ვიქტორი და მარია შანსი იყო ჩემი, რომელიც ვიცოდი არაფრის ფასად არ უნდა გამეშვა ხელიდან. ახლა აქ ვარ, ისე როგორც მსურდა და მინდოდა, თავისუფლება მაქვს... ნანატრი თავისუფლება, რომელის იქ ახდენაც შეუძლებელიიყო, თუმცა ავიხდინე კი ეს ოცნება აქ? ვარ კი მე ამ ქალაქში თავისუფალი? ზოგჯერ საკუთარ თავს იმ კითხვასაც ვუსვამ, თუ რამინდოდა რეალურად ადრე, როცა მე იქ ვიყავი...
და მართლააც რაარის თავისუფლება? რატომ ვგრძნობ თავს ისე, რომ თითქოს დღემდე შებოჭილი ვიყო, რატომ მახჩობს შიგნით რაღაც და რატომ არ მაძლევს ამოსუნთქვის საშუალებას.
ნეტავ ვინმე არ რაიმე მაინც გამცემდეს ოდესმე ამ კითხვაზე პასუხს.

* * * * *
- რა უგემურია - სახე დაჭყანა ემამ და ხმაურიანად დააგდო თეფშზე ჩანგალი
- თუ არმოგწონს ნუ ჭამ, ხვალამდე მოითმინე და ნიუ-იორკში შეჭამე, რომ ჩახვალ - უთხრა რაიანმა, ისე რომ ზედაც არ შეუხედავს. თვითონ კი ჭამა განაგრძო
- არა, მთლად ეგეთი უგემურიც არარის - თქვა და თეფშზე საჭმელს ამაზრზენი სახით დახედა.
- მე გავალ ცოტახნით, თქვენ კი გემრიელად მიირთვით - სკამი უკან გავწიე და ფეხზე წამოვდექი
- სად მიდიხარ? - დაინტერესდა ემა
- ზღვაში შევალ ცოტახნით
- ჩვენს გარეშე? - შეიცხადა და მაშინვე ფეხზე წამოხტა - რაიან ადექი, წავიდეთ აქ ამსაზიზღრობის ჭამას ჯობია ზღვაში შევიდეთ - მხარზე დაადო ხელი, მერე კი კისერზე შემოხვია გრძელი მკლავები.
თავი უკან გავატრიალე, მათი ასეთი ყურება ნამდვილად არ მანიჭებდა დიდ სიამოვნებას, ამიტომაც უკან გავბრუნდი და გასასვლელისკენ ავიღე გეზი
- სარა სად მიდიხარ? - მომაძახა ემამ
- იცი სადაც - არც შემიხედავს ისე ვუთხარი, მერე კი ადგილზე გავჩერდი და მხოლოდ თავი გავატრიალე მისკენ - მის მორგანი გინდოდა გეთქვა არა? - წარბები მაღლა ავწიე მერე კი რაიანის ჩაცინების ხმა გავიგე. ემას ალეწილ სახეს შევხედე და ნასიამოვნები სახით დავტოვე ადგილი.


- მოვედით - ემას ხმა გავიგე და მისკენ შევტრიალდი - მისტერ კლარკი მალე მოვა ვიღაცას ესაუბრებოდა მობილურზე. - ამბობდა და თან ჩემსკენ მოდიოდა.
მის ნათქვამს ყურადღება არმივაქციე, მერე კი წყალში ჩავყვინთე. დარწმუნებულივარ იცით რაშეეგრძნება ეს...
თავი მაღლა ამოვწიე და სველი თმა უკან გადავიწიე მერე კი ნაპირზე მყოფ რაიანს შევხედე, რომელიც შავ მოკლე შორტში და გრძელ შავთმებში, ტიპიურ თინეიჯერ ბიჭს წააგავდა. იმ მომენტში ძველი მოგონებები გამახსენდა, როცა რაიანი სააბაზანოდან გამოდიოდა პირსახოც მოხვეული, ზემოთ შიშველი და სველ თმებს გაურკვევლად იჩეჩავდა.
- რა გაღიმებთ მის მორგან - ემას ხმამ გამომაფხიზლა.
დაბნეულმა გავხედე
- არაფერი რაღაც გამახსენდა
- მაინც რა? - ჩამეკითხა
- პირადია ემა - წარბები მაღლა ავწიე და ნაპირისკენ წავედი.
- რაიან, არ ჩამოხვალ? - უკნიდან ეძახდა ემა
- მოვდივარ ვერ ხედავ? - უთხრა რაიანმა და წყალში შემოვიდა.
მისთვის არც შემიხედავს, ისე ვაპირებდი ასვლას ნაპირზე, მერე კი მისი ხელი ვიგრძენი მკლავზე, უხეშად მომიჭირა და უკან, წყლისკენ გამაბრუნა.
- რასაკეთებ? - ვკითხე თან ვცდილობდი მისი ხელი გამეშვა
- ჯერ ადრეა წასვლა
- არმინდა საკმარისად ვისიამოვნე - კბილებში ვცრიდი ჩუმად, რადგანაც არმინდოდა ემას რაიმე გააეგო
- გაჩუმდი და წამოდი - მანაც იგივენაირად მიპასუხა, მერე კი ხელი მოუშვა.
ემა უცნაურად გვიყურებდა და ორივეს გვათვალიერებდა.
- ჯანდაბა - ჩაილაპარაკა რაიანმა და თავი მოიქექა
- რამოხდა? - ჰკითხა ემამ
- ოთახში მობილური დამრჩა - მზე თვალებშიი აჭყიტებდა და რაიანიც თვალებს საყვარლად ჭუტავდა.
- გინდა მოგიტანო? - ჰკითხა ემამ, გადმომხედა და დააყოლა - ისე ოთახი დაალაგეს? თუ გინდა მედავალაგებ - ტუჩზე იკბინა და რაიანის სხეული აათვალიერა
- დალაგება არარის საჭირო, მალე ისევ აირევა - გაუღიმა - უბრალოდ მობილური მომოიტანე ან თუ უკვე გაერთე, წადი და რომ დარეკავენ უპასუხე. ადვოკატი იქნება და იცი რაც უნდა უთხრა - ეშმაკურად მოავლო ემას გამომწვევ საცურაო კოსტუმს თვალი, მერე კი დაჟინებული მზერით შეხედა.
- კარგი - ჩუმად ჩაიცინა და ტუჩი ლამის შემოეჭამა. ირონიული მზერით გადმომხედა და სანაპიროსკენ წავიდა.
რატომ მემართება ასეთი რამ მაინც და მაინც მე.
- მერე? - გაღიზიანებულმა ვკითხე
- რა მერე?
- რაგინდა ჩემგან? რა გგონია რას მიკეთებ ამით? - ისე ვკითხე თითქოს ფეხებზე მეკიდა მათი ურთიერთობა
- არაფერს, შენ ამით მხოლოდ ნერვებს გიშლი და დამიჯერე ეს დასაწყისია იმის, რაც მომავალში გელოდება. - ირონიულად ჩაიცინა და წინ გაცურა
- რისგამო? სიმართლე რომ ვთქვი? - შევსძახე უკნიდან მაგრამ ხმა არ გაუცია - გეკითხები! - მისკენ წავედი - გეკითხები მეთქი რაიანნ!! იმისგამო რომ სიმართლე გითხარი? - მის წინ გავჩნდი და შავ თვალებში ჩავაშტერდი - რომ არ მოგატყუე და რასაც ვგრძნობდი შენს მიმართ ყველაფერი რომ გითხარი იმიტომ მექცევი ასე?
- არა, იმიტომ რომ წამართვი... ის წამართვი რაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, - დაიღრიალა
- არავინ წამირთმევია, ის მე ვარ, მე კი აქვარ შენსწინ, ცოცხალი და სახსალამათი
- არა... ცდები, შენ ის არხარ. ის ბავშვი შენნაირი არ იყო, - უკან დაიხია და ისეთი მზერით შემომხედა სადაც ზიზღიც და იმედგაცრუებაც ერთდროულად იგრძნობოდა
- მეე... მე ვარ ის, - ხმა ამიკანკალდა - მე გესმის? - ხელები მკერთან მივიდე და მისკენ გავიწიე - მე ვარ რაიან... - აწყლიანებული თვალებით ჩავაშტერდი და ყველანაირად ვცდილობდი, ყველაფერი არგადმომელაგებინა მისთვის, ამდენიწლის ტკივილი აქ არ ამომეღო, მაგრამ ეს რომც გამეკეთებინა, ყველაფერი რომც მეთქვა, ის ტკივილი მაინც არგაივლიდა ასე ადვილად რაც ამ დროის მანძილზე გადავიტანე.
მის გაყინულ და არაფრის მთქმელ სახეს შევხედე რომელიც მე მიმზერდა და ამან ძალიან გამაბრაზა. ხელები ჩამოვუშვი და რაიანისთვის გვერდის ავლა ვცადე, რომ ისევ უხეშად ჩამავლო ხელი მკლავში.
- გაეთრიე - შევუღრინე და გრძელი ფრჩხილები ხელში ჩავასე.
- გეყოფა ეს ჭირვეულობა
- რაგინდა რაჯანდაბა გინდა!
- შენი დატანჯვა მინდა, მაგრამ არშემიძლიააა - დაიყვირა და ხელი უხეშად მკრა, მერე კი სველი ხელები სახეზე ჩამოისვა - რომ იცოდე რამხელა ზიზღს ვგრძნობ შენს მიმართ, როგორ მინდა აქ და ახლავე ამ ზღვაში ჩაგახრჩო მაგრაამ... - პირი მაგრად მოკუმა და მუჭები შეკრა.
- მაპატიე - ამოვილუღლუღე
- ახლა პატიებას აზრი არაქვს, მაინც არაფერი შეიცვლება. შენ ყველაფერი დაანგრიე და გაანადგურე, ყველა იდეალი დამინგრიე სარა, ოცნებები წამართვი რომლების განხორციელებასაც მომავალში, შენთან ერთად ვგეგმავდი, სახლი შემაძულე რომელიც არანაკლებ მიყვარდა რადგანაც ვიცოდი, იქ შენ დამხვდებოდი, კარებში შემოსულს დამინახვდი თუ არა მაშინვე ჩემსკენ გამოქანდებოდი, წელზე შემომახტებოდი და ისე ძლიერად ჩამეხუტებოდი თითქოს ჩემს კანში გდომებოდა შეძვრენა. ყველაფერი შემაძულე რაც ოდესღაც შენი წყალობით შევიყვარე, ასევე ყველაფერი შემაძულე რასაც ადრე ჩვენი ერქვა, მაგრამ მაინც... ამდენიხნის შემდეგაც, ამდენი რამისშემდეგაც კი, არავინ და არაფერი არმიყვარს ქვეყნად ისე, როგორც შეენ... - ამღვრეული თვალებით შემოხედა - ვიცი ეს სიგიჟეა, აქ მე ამისთვის არვარ და ამას არც უნდა გიყვებოდე მაგრამ შენს ოდნავ სევდიან სახეზეც კი ჭკუიდან ვიშლები
- როგორც ადრე - ჩუმად ვუთხარი
- ჰო როგორც ადრე... მაგრამ ახლა უფრო, რადგანაც ვიცი, რომ ეს სევდა ჩემი მიზეზით გაქვს, ვიცი რომ ამ ყველაფერს მიზეზი მე ვარ და ეს უფრო მაბრაზებს.
- შენ... იცი ხო? - სველი თვალებით ავხედე - იცოდი, რომ გავიგე შენი ამბავი...
- ვიცოდი - ახლა კი ისევ დავიჭირე მასში ეს იმედგაცრუებული სახე
- იმ დღეს კიდევ ერთი შანსი მომეცი არა? - ვკითხე და თვალებიდან ცრემლები ნიაღვარივით წამოვიდა მერე კი ცხელი, ადუღებული მარილიანი სითხე ცივ წყალს შეუერთდა.
- ხო, რომელიც ისევ ხელიდან გაუშვი - შავი თვალებით ჩამაშტერდა
- ამიტომ ხარ აქ? გიმდა რომ ჩემზე შური იძიო?
- მინდა... მაგრამ ახლა ამაზე მეტად შენი კოცნა მინდა - თქვა და წამებში დაეტაკა ჩემს ათრთოლებულ ბაგეებს, რომელიც კანკალს აეტანა.
მისი ცხელ ხელისგულებს ჩემს გაყინულ სახეზე ვიგრძენი და იმ წუთშივე სახე უკან გამოვწიე.
- იცოდე, ჩემი წინანდელივით მიგდება აღარ გაბედო - ქოშინით ვუთხარი და ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.
- მეტის ღირსიც ხარ - სახე ახლოს მომიტანა და ისევ წაეტანა ჩემს ტუჩებს.
- კიდევ ერთი - კოცნებს შორის ვუთხარი და თავი უკან გავწიე - იმ კახპასთან არდაგინახო, თორემ გეფიცები ჯერ მას მოვკლავ, მერე კი შენც ზედ მიგაყოლებ!
- იმდენჯერ მოვკვდი, ამ სიკვდილსაც ავიტან როგორმე - ირონიული ხმით მითხრა და ტუჩისკუთხე ღიმილით ჩატეხა
- არ გეხუმრები რაიან - მკაცრი ტონით ვუთხარი და მის შავ სფეროებს მივაშტერდი
- კარგი ოღონდ ერთი პირობით, - უფრო ახლოს მიმწია - სიმართლეს მეტყვი
- რასიმართლეს?
- იმას თუ რას გრძნობ ახლა ჩემს მიმართ - უცნაურად მიმზერდა ზემოდან
- სხვადროს რომ გითხრა?
- საკმარისად არ გელოდე? - წარბები მაღლა ასწია
- მერე, ამდენიხანი თუ მელოდე კიდევ ცოტახანსაც დამელოდები - თავი ოდნავ გვერდით გადავწიე და მის ტუჩებზე გადავიტანე მზერა
- ჯანდაბას იყოს როგორც გინდა, თორემ ვხედავ მაგ ტუჩებს ისეთ დღეში ჩაააგდებ, მერე მე აღარაფერი დამრჩება - გაიცინა და ჩემს აწითლებულ ტუჩებს დააცხრა

* * * * *
შებინდებული იყო სასტუმროში რომ დავბრუნდით
- მოიცადე - ოთახში შესვლას ვაპირებდი, რომ რაიანმა უკან მომატრიალა და სახე ახლოს მომიტანა თავთან - ჯერ მაკოცე
- არგეყო? - ტუჩზე ინსტიქტურად ვიკბინე
- თითქმის შვიდი წელი გავიდა, როგორ ფიქრობ ამ წლებს ანაზღაურება არ უნდა? - ჯერ ლოყაზე მაკოცა მერე კი ტუჩებზე
- გეყოფა თორემ ის ალქაჯი დაგვინახავს
- არაუშავს - ყურადღება არმომაქცია ისე განაგრძო ტუჩებში კოცნა
- რაიან მტკივა - ჩუმად გავიცინე
- ცოტაც კიდეევ - მითხრა და უფრო მაგრად მიკბინა ტუჩზე
- ცხოველო - დავიკივლე და იმწამსვე კარების ხმა გავიგეთ.
რაიანის სხეული უცებ მოვიშორე და მისი ოთახისკენ გავიხედე. ემა იყო ძალიან სექსუალური საცვლები ეცვა და ჩვენს დანახვაზე ლამის თვალები გადმოუცვინდა.
ჩუმად ჩავიცინე როცა ის ასეთ ფორმაში დავინახე, მერე კი რაიანს გავხედე. ის ემას უყურებდა რაღაც უემოციო სახით, (როგორც იცოდა ხოლმე)
- არ შევიდეთ? - მკითხა მან და ტუჩისკუთხე ირონიულად ჩატეხა.
- კარგი - ოდნავ გავუღიმე და კარები შევაღე.
- სად მიდიხარ რაიან? - გაოცებულმა ჰკითხა ემამ
- სამუშაომაქვს, შენ კი ჩემი ოთახიდან მალე გამოდი, თორემ იცი რაც მოგივა… - ცივი ხმით უთხრა და შიგნით შემომყვა.
ემას სახე არდამინახია, თუმცა დარწმუნებულივიყავი ახლა საშუალება რომ ჰქონოდა დიდი სიამოვნებით წამიჭერდა კისერში ხელებს და იქვე დამახრჩობდა.
- რაც მოგივაში რა იგულისხმე? - ვკითხე რაიანს და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი
- ბევრი შეცდომააქვს დაშვებული, რისგამოდაც ადრე თუ გვიან პასუხი უნდა აგოს
- მაინც?
- ჯობია არგითხრა, თორემ ვიცი მაშინვე სამსახურიდან გააგდებ, მე კი ჯერჯერობით მჭირდება.
,,მჭირდება” რაღაც ცუდად მომხვდა ყურში.
- რაში გჭირდება? - ვკითხე და მანაც მაშინვე მიხვდა რაც ვიგულისხმე.
- ღამით რომ დაგეძინება, მერე მასთან რომ გადავინაცვლო - სახე ახლოს მომიტანა
- ეს სასაცილოა? - გავბრაზდი როცა მის აწითლებულ სახეს შევხედე
- სასაცილოა სატირალი რომ არიყოს. როდის აქეთ დაიწყე ეჭვიანობა?
- რაც აქ ჩამოდი და... - აღარაფერი დამიმატებია თავი აივნისკენ გავატრიალე
- და? - ჩამეკითხა
- სიმართლე მითხარი, ბოლო ექვსი წლის მანძილზე, გარდა ამ კახპისა. კიდევ რამდენთან იწექი?
- ეს მართლა გინდა რომ იცოდე? - წარბებშეკრულმა მკითხა
- პასუხი გასაგებია - ფეხზე წამოვხტი და აივანზე გავედი.
- სარა… - მუცელზე მისი ძლიერი ხელები ვიგრძენი - ხომ იცი რამდენსაც ნიშნავდი ადრე ჩემთვის?
- ვიცი - ამოვისლუკუნე ,,ადრე” ცუდად გავიგე და თვალები მაგრდ დავხუჭე, ისევ ნიაღვარივით რომ არ წამოსულიყო ცრემლები.
- ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც ხომ იცი? აქ მე იმისთვის ვიყავი, რომ შენი ცხოვრება ისევე გამენადგურებია და ისევ მეტკენინებინა შენთვის როგორც შენ წლებისწინ, ხომ იცი არა? - ჩუმად მეუბნებოდა და თან ცხვირის წვერით ლოყაზე მეფერებოდა
- კი, ვიცი
- მერე? ვერხედავ ახლა რას ვაკეთებ? როგორ გეფერები და გკოცნი. რატომ აქცევ ყურადღებას წარსულს, ჰო ბევრ ქალთან ვყოფილვარ მაგრამ არც ერთთან არმქონია ხანგრძლივი ურთიერთობა, ყველანი ერთი ღამის გართობა იყო, ზოგის სახე არც კიმახსოვს, შენი კი… - მისკენ შემატრიალა და ახლოს მომიტანა სახე - რაც არუნდა გამიკეთო ალბათ ამ სახეს ვერასდროს დავივიწყებ და შენსავით ვერავინ მეყვარება, მიუხედავად იმისა რომ ვიცი იგივეს არგრძნობ და ისე ვეღარ ვიქნებით როგორც სულ თავიდან…
- შენ მართლა შეგიძლია მაპატიო ყველაფერი? - არეული ხმით ვუთხარი და მის შავ სფეროებს გავუსწორე თვალი.
- უკვე გაპატიე სარა, შეიძლება ადრე მართალიც იყავი და ჩემი ბრალი იყო შენი ასეთი დამოკიდებულება. ალბათ მართლა ძალიან გაბეზრებდი თავს, მაგრამ რაც არუნდა იყოს ეს ჩვენი შანსია. - ჩემი სახე მის ხელისგულებში მოაქცია - ამჯერად ეს ორივეს შანსია - მითხრა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
- რომ იცოდე როგორ მენატრებოდი - ვერც ხმა, ვერც ცრემლები და ვერც ემოციები ვერგავაკონტროლე ისე მოვეხვიე საყვარელ სხეულს. რაიანმა მაგრად მიმიხუტა მის სხეულზე და თავზე მაკოცა.
იმ დღეს აივანზე ვიჯექით, ბევრ რამეზევილაპრაკეთ, თითქმის ყველაფერი მომიყვა რა როგორ იყო, მერე კი მისი ხმით გაბრუებულს ისე ჩამეძინა ვერც კი შევამჩნიე.
იმ დღეს საოცრად მშვიდად მეძინა. არვიცი გარემოს გამოცვლის ბრალი იყო თუ მის გვერდით ყოფნის, თუმცა აშკარა იყო ამ ორიდან ერთ-ერთი, ამჯერად დადებითად მოქმედებდა ჩემზე.
დილით რომ გავიღვიძე საწოლში მარტო ვიწექი, თავიდან ჩავფიქრდი და მეგონა ის ყველაფერი ერთი ტკბილი სიზმარი იყო, თუმცა მერე რაიანის სუნით გაჟღენთილ ბალიშს მოვეხვიე და დავრწმუნდი წუხანდელის სიცხადეში.
ადრიანად გავედით, თვითფრინავში ჩემს გვერდით იჯდა რაიანი რაც ემას აშკარად არსიამოვნებდა. ისეთი სახით გვიყურებდა გეგონება რაღაც აკრძალულს ვაკეთებდეთო. ნიუ-იორკში ჩაფრენამდე ბევრჯერ მოვკარი მის ირონიულ ღიმილს თვალი, რომელიც კარგად არგავითვალისწინე და გვიან მივხდი რასაც ნიშნავდა.

* * * * *
- უკვე ჩამოხვედი? - მეკითხება მარია
- კი დედა, აეროპორტიდან გამოვდივარ უკვე
- კარგი, მალემოდი თორემ ისე მენატრები ვეღარ ვძლებ
- კარგი რა, ნუიცი ხოლმე ასე - გამეცინა მისგულუბრყბილობაზე
- ნუ იცინი, მალე მოდი თან სიურპრიზი მაქვს შენთვის
- მმმ… კარგი - კმაყოფილმა ჩავიღიმე და მობილური გავუთიშე.
- მარია? - მკითხა რაიანმა
- ხო, სიურპრიზი აქვს ჩემთვის
- დედათქვენი იყო მის მორგან? - მკითხა ემამ და სათვალე ქვემოთ ჩამოიწია
- კი - მოკლედ ვუპასუხე და ნაბიჯებს ავუჩქარე.
- შენ ჩემთან ჩაჯექი - მბრძანებლური ტონით მითხრა შენობიდან გასულს რაიანმა
- ტაქსით წავალ
- ჩაჯექი მეთქი - თვალები დამიბრიალა, მეც არშეევეწინააღმდეგე და მანქანაში ჩავუხტი, მითუმეტეს მისგვერდით ყოფნა ძალიან მინდოდა. - შენ სადმოდიხარ? - კითხა მანქანის კარებთან მოსულს
- მე არმიმიყვან? - გაკვირვებულმა უპასუხა
- პირად მძღოლს ვგავარ?
- ის რომ მიგყავს? - გაცხარდა ემა
- შენ და ის განსხვავდებით ერთმანეთისგან - მანქანის კარები გამოაღო და მძღოლის ადგილი დაიკავა. ფანჯრის მინა ნახევრამდე ჩამოვწიე და ისე რომ რაიანს არ დაენახა, დამცინავი ღიმილით შევხედე ჩანთებით დარჩენილ ემას, რომელიც ალეწილი სახით მიყურებდა და ღმერთმა იცის რას არფიქრობდა ჩემზე.

- მშია - წამოვიკივლე
- რა გაკივლებს არანორმალურო - დამიღრიალა საჭესთან მჯდარმა რაიანმა, რომელამაც ისე დაამუხრუჭა მანქანა, რომ ლამის ამოვყირავდით.
- რავი მომშივდა - მხრები ავიჩეჩე და ტუჩები საწყლად დავბრიცე.
- ოციწუთიც მოითმინე და მალე მივალთ ჩემთან - მშვიდად მითხრა
- შენთან?
- ხო ჩემთან
- არა რაიან, სახლში უნდა წავიდე მარია მელოდება სირცხვილია
- არაუშავს, საჭმელი ვჭამოთ და წამოვიდეთ - მობილური ამოიღო ჯიბიდან და ვიღაცის ნომერი აკრიბა. - ქეით ოცწუთში სახლში ვიქნები შეგიძლია საჭმელი დამახვედრო?... კარგი მადლობა
- ვინ არის ქეითი?
- ჩემი დამლაგებელია
- რამდენიწლისაა?
- ოცდათხუთმეტის
- აჰა წლოვანებაც იცი ხო? - თვალები დავუბრიალე
- ხო, სარა ვიცი - ამოიხვნეშა - მის სივში ეწერა
- და შენც მაშინვე დაიმახსოვრე? - შევუღრინე
- მე არა, ჩემმა ტვინმა დაიმახსოვრა და არაფერია ჩვენშორის ისეთი რაც შენ იფიქრე. ექვსი წლის შვილიყავს ქმარი კი გარდაცვლილი.
- რითი გარდაიცვალა? - უცებ შემეცვალა ხასიათი
- რაღაც დაავადება სჭირდა
- საშინელებაა - ნაღვლიანიხმით ვთქვი
- საშინელება ისიცაა ყველა ქალზე რომ ეჭვიანობ - თავი გააქნია
- რავქნა შენი გარეგნობა ამაში ძალიან მიწყობს ხელს - ისე ვუთხარი ვითომ ძალიან საამაყო რამ ყოფილიყო.
- მაპატიე მაგრამ სახეს ვერ დავიმახინჯებ
- მაგას არც გთხოვ - უკმაყოფილომ გავატრიალე თავი

მალევე მივადექით მაღალ სართულიან შენობას.
- იცი აქ რომ ჩამოვედი, პირველი რაც თვალში მომხვდა ეს შენობები იყო. რამხელაა ხო? - მანქანის კარები მივხურე და რაიანს გავხედე
- ეს არაფერია… შენ დუბაი უნდა ნახო, ხალხი ღრუბლებში ცხოვრობს - გამიღიმა და ხელი კისერზე მომხვია
- მართლა? ამაზე მაღალი შენობებია?
- კი
- ნამყოფი ხარ?
- ორჯერ, ბოლოს ორიწლის წინ ვიყავი
- მმმმ კარგია
- ერთხელაც შენც წაგიყვან - ზემოდან დამხედა და ცალიხელით ლოყაზე მიჩქმიტა
- მართლა? - თვალებგაბრწყინებულმა შევხედე
- მართლა - ლოყაზე მაკოცა მერე კი შენობისკენ წავედით.
გემოვნებას არ უჩიოდა რაიანი აშკარად კარგად ჰქონდა მოწყობილი ბინა. პირველ სართულზე დიდი მისაღები და სამზარეულო ერთად ჰქონდა გაერთიანებული, ერთ კუთხეში კი მთლიანი ადგილი სასმელებს ეკავა. სხვადასხვა წარმოების ალკოჰოლური სასმელები იყო და გარტყმაშიც არვიყავი რა რომელიიყო.
- გამარჯობათ მისტერ კლარკ - საშუალო სიმაღლის წითური ქალი ჩამოვიდა კიბეებიდან
- გამარჯობა ქეით - უთხრა რაიანმა და ჩანთა დივანზე მიაგდო
- ალბათ ძალიან დაიღალეთ საჭმელი უკვე მზადაა და მაგიდაც გაწყობილია - უთხრა რაიანს მერე კი ხელები ერთმენეთში გადახლართა და ნუნას დაუწყო წვალება - იცით, მრცხვენია ამას რომ გეუბნებით მაგრამ, მითიუს ხვალ სკოლაში ექსკურსიააქვს. ვიცი თანხის მოცემმამდე კიდევ ერთიკვირაა დარჩენილი მაგრამ, შეიძლება
- ახლავე დაგირიცხავ ქეით - არდაამთავრებინა რაიანმა და ქალმაც მაშინვე აწყლიანებული თვალებიტ ამოხედა
- მაპატიეთ და მადლობა მისტერ კლარკ - დარცხვენილმა ტავი ისევ ქვემოთ დახარა
- ხომ გითხარი მსგავსი თემები ჩემთან არმოგერიდოსთქო
- მაგრამ ასე ადრიანად რომგთხოვეთ
- არაუშავს ქეით, ყველაფერი რიგზეა. მე პრობლემა არმაქვს
- კიდევ ერთხელ მადლობა მისტერ კლარკ - გაუღიმა ქალმა და სამზარეულოსკენ წავიდა.
რაიანს შევხედე ის კი ფეხზე წამოდგა
- წამოდი ხელები დავიბანოთ - მითხრა და მეც უკან გავყევი
საჭმელი მართლა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა, რაიანის თქმით ადრე თურმე პარიზში მუშაობდა ქეითი, ქმრისგარდაცვალების შემდეგ კი შვილთან ერთად ნიუ-იორკში დაბრუნდა თავის მშობლებთან ერთად თუმცა ორი წლის წინ დედ-მამა ავარიაში მოყოლილა მამა იქვე გარდაცვლილა დედა კი ხეიბარი დარჩენილა.
- ახლა წავიდეთ თორემ მომკლავს მარია - ვთხოვე რაიანს, მანკი თვალები აატრიალა და უკმაყოფილო სახით გამომხედა.
- დაურეკე და უთხარი, რომ ჯენისთან რჩები.
- არშემიძლიაა…
- შენი ნებაა, მაშინ იყავი აქ და საღამოს ილანძღე თავი შენი უპასუხისმგებლობის გამო - წყალი მოსვა
- ბატონო? ეგ რას ნიშნავს?
- იმას რომ საღამომდე აქედან ფეხს ვერ გაადგამ, სახლში რომ მიხვალ კიდე მოგიწევს მარიას და ვიქტორის ლანძღვის მოსმენა იმისგამო, რომ უპასუხისმგებლოხარ და ერთხელ არმისწერე მშობელს მეგობართან რომ რჩებოდი
- რაიცი იქნებ არვეუბნები რომ ჯენისთან ვრჩები
- სხვა მეგობარი ვინ გყავს? ან რას ეტყვი რაიანთან ვიყავითქო? - გაეცინა
- და რომ ვუთხრა რა? - თვალები დავაწვრილე და წვენი მოვსვი
- სარა არგინდა ეს თავის მაგარ გოგოდ გამოჩენა, ცუდი მოთამაშე ხარ, ეს უნდა აღიაროო
- ცუდი მოთამაშე? - გამეცინა - იმისმერე რაც გამოვიარე და გავაკეთე კიდევ ფიქრობ რომ ცუდი მოთამაშე ვარ? - სიმწრისგან გამეცინა თუმცა ღმერთია მოწმე შიგნით როგორ ამომეწვა ყველაფერი წარსულის გახსენებისას.
- მე შენ ტყუილებზე და იქედან გაქცევის ხერხებზე არვამბობ
- აჰა, მივხვდი. ამაში შეიძლება მართალი იყო
- შეიძლება? - ჩაიცინა
- აჰაამ - კმაყოფილმა გავუღიმე
სხვა გზა არდამიტოვა, მაინც მომიწია მიმეწერა მარიასთვის რომ ჯენისთან ვიყავი და არ ენერვიულა ჩემზე, მანაც ,,კარგიო” მომწერა თუმცა დარწმუნებულივიყავი ახლა მის სახეზე, რადონის უკმაყოფილოება იქნებოდა გამოხატული.

- მტკივა ტუჩები - კოცნებს შორის ვეუბნებოდი
- რავქნა მაგიჟებ - ყელზე მიკბინა და შავი სარაფანის უკანა თასმები გამიხსნა, რომელიც წამსვე ჩასრიალდა ქვემოთ. რაიანმა მისი შავი სფეროებით მაშინვე მოავლო თვალი ჩემს შიშველ სხეულს და მისი ასეთი დაჟინებული ყურებით უფრო მეტ გამბედაობას ვიკრეფდი. ხელებით მის შავ მაიკას ვწვდი და ერთი ხელის მოძრაობით გადავაძვრე, მერე კი მისივე დახმარებით ფეხები წელზე შემოვხვიე მან კი მაშინვე საწოლისკენ წამიყვანა. საწოლზე ფრთხილად დამსვა, თვითონ კი ზემოდან მომექცა, ჩემს სახეზე დაატარებდა თავის თლილ თითებს მერე კი კისერში სველ კოცნებს მიტოვებდა. კისრიდან ქვემოთ გადაინაცვლა და როცა დაფარულ ადგილს მიუახლოვდა საცვალს მაშინვე მოჰკიდა ხელი და ქვემოთ დაქაჩა. რაიანმა ქვემოდან ისევ ყელამდე ამოვიდა ბოლოს კი ისევ გამალებით კოცნიდა ჩემს ტუჩებს, რომელიც საშინლად მქონდა დაბუჟებული.
- მიყვარხარ პატარავ - ჩუმად მითხრა და ყბის ძვალზე ნაზად მაკოცა
- მეც მიყვარხარ - არეული ხმით ვუთხარი და მის ბაგეებს წავეტანე.
რაიანმა ხელი თეძოებზე ჩაასრიალა, ნაზად მომკიდა ხელი და მერე შეუერთდა ჩემს სხეულს. პირველივე ბიძგზე ვიგრძენი ტკივილი, მერე კი როცა ეს ტკივილი სიამოვნებაში გადამეზარდა მეც ავყევი მოძრაობაში, რაც მას უფრო ათამამებდა.
ჩემს მკერდზე ედო თავი და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა ჩემსავით, მეკი მის თმებში მქონდა ხელები ახლართული და უგზოუკლოდ დავატარებდი აქეთ-იქეთ.
- უნდა წავიდე - დაღლილი ხმით ვუთხარი
- ცოტახანი კიდევ დარჩი - ჩუმი ხმით მითხრა და ხელები უფრო მაგრად მომხვია.
- არა, უნდა წავიდე მელოდებიან - მისი აყენება ვცადე მაგრამ არგამომივიდა.
- კარგი - მძიმედ ასწია თავი და ფეხზე წამოდგა.
- აიიი - წამოვიკნესე როცა ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ მუცლის ქვემოთ საშინლად მეტკინა და იქვე წავბარბაცდი.
- რამოგივიდა - ხელი მომკიდა
- არაფერი - ისევ ლოგინზე დავწექი და თვალები მაგრად დავხუჭე
- სარა ექიმი მოვიყვანო? ასე ძალიან გტკივა? მაპატიეე - ზემოდან დამხედა
- არაფერია ნუ პანიკობ - ვუთხარი და ისევ ვცადე ფეხზე წამოდგომა.
- მოდი დარჩი დღეს
- არა, უნდაწავიდეთქო
- კარგი, მაშინ მე წაგიყვან
- კარგი - აღარ შევეწინააღმდეგე და მის ნებას დავყევი.
ნახევარ საათში უკვე სახლთან ახლოს ვიდექით
- ხვალამდე - სახე ახლოს მომიტანა და ტუჩებში მოწყვეტით მაკოცა
- დროებით - გავუღიმე და მანქანიდან გადავედი.
საშინლად ვიყავი დაღლილი თუმცა ის მომენტები მასთან, ყველაფრად მიღირდა. სახე გაბრწყინებული შევედი სახლში, მაშინვე მარია გამოვიდა და გახარებულმა მომეხვია. როგორც ჩანს არ გაბრაზებულა ან ბრაზი უკვე დავიწყებოდა.
- როგორ იმგზავრე, დაღლილი სახეგაქ - მითხრა მარიამ და სახეზე მომეფარა
,,კიდევ კარგი არ იცი რისგამოც მაქვს დაღლილისახე” - გავიფიქრე გულში და გავუღიმე.
- გამარჯობა სარა - უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და ინსტიქტურად თავი კიბეებისკენ გავატრიალე
- სოფიაა - აღმომხდა ჩუმად
- ხო - გამიღიმა და კიბეებიდან ჩამოვიდა
მაშინვე მისკენ წავედი და კისერზე მოვეხვიე მონატრებულ დას. მნიშვნელობა არქონდა ის ჩემი ბიოლოგიური და იყო თუ არა, მე მას დაზე ძვირფას ადამიანად ვთვლიდი.
- მომენატრე პატარავ - ყურში ჩავრჩურჩულე და მის თბილ სხეულს მოვშორდი.
- მეც მომენატრე - გამიღიმა და მუქი თვალები უფრო გაუბრწყინდა.
- მე არ მოგენატრე? - ნორას ხმა მომესმა უკნიდან
- არგრცხვენია მაგას რომ ამბობ? - ნაძალადევად გავუღიმე, რომ მარიას არაფერი ეეჭვა, მერე კი მისკენ წავედი და მოვეხვიე.
ის ჩემი ბიოლოგიურიდედა იყო თუმცა მისგან მაინც ვერვგრძნობდი იმდენ სითბოს და მზრუნველობას როგორც მარიასაგან.
- კარგი სარა, წადი და მოწესრიგდი ჩვენ კი სუფრასთან დაგელოდებით. არაფერი გვიჭამია შენ გელოდებოდით
- მართლა? არვიცოდი თორემ უფრო მალე დავბრუნდებოდი - მარიას შევხედე
- არაუშავს წადი და მოწესრიგდი - ხელი კიბეებისკენ გაიშვირა
- ახლავე - მის ნებას დავყევი და ზემოთ ავედი
- მეც წამოვალ თუ პრობლემა არგექნება - მითხრა სოფიამ
- რა პრობლემა უნდა მქონდეს, წამოდი - ხელი გავშალე და ისიც ჩემსკენ გამოიქცა.

* * * * *
- სარა რაღაც მინდა გითხრა
- რახდება სოფია - ნაღვლიანი სახე ჰქონდა
- რაღაც მოხდა და მინდა შენ მაინც იცოდე ეს...
- რა მოხდა - პირსახოცი სავარძელთან მივაგდე და სოფიას მივუჯექი გვერდით - ყველაფერი რიგზეა?
- არვიცი რიგზეა თუ არა, ისიც არვიცი ეს კარგია თუ არა - თვალები აუწყლიანდა
- რამოხდა მეტყვი ბოლოსდაბოლოს? - ვეღარ ვითმენდი უკვე
- სარა მე…. მე ორსულად ვარ - თავი დახარა და ტირილი დაიწყო
- რა? - აღმომხდა გაოცებულს - რასქვია ორსულად ხარ? გაგიჟდი სოფია?
- მოვიშორო? - საწყალი თვალებით ამომხედა
- არა, არუნდა მოიშორო… უფროსწორად მამამის… მოიცა მამა ვინ არის? - ვკითხე დაბნეულმა
სოფიამ ჯერ საწყალი თვალებით ამომხედა, მერე კი თავი ფანჯრისკენ გაატრიალა.
- მამა რაიანის ძმაა, დემიანი - თვალები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და დაგროვილი ცრემლები ერთიანად გადმოყარა.
- რასამბობ? რასამბობ სოფია? - გაოცებული ვუყურებდი
- არმეგონა ასე თუ მოხდებოდა, ამდენიხანია ერთად ვიყავით და მაინც და მაინც ახლა… - პირზე ხელი აიფარა და თვალები დახუჭა
- ღმერთოო… - ამოვიხვნეშე და მისკენ უფრო მივიწიე - მოდი ჩემთან - კისერზე მოვხვიე ხელი და თავი ჩემს კალთაჩი ჩავადებინე - რაო დემიანმა?
- არიცის, მაგრამ ვიცი რომ არ ენდომება. ისედაც აგვერია ბოლო ორითვის მანძილზე ურთიერთობა
- რამდენიხნის ორსულიხარ?
- ერთი თვის
- … - თავი გავაქნიე
- ჩემი ბრალია, მე ვარ სულელი. არ უნდა შემყვარებოდა. - უფრო ატირდა
- კარგი დამშვიდდი ასე არშეიძლება, შემომხედე - თავი მაღლა ავაწევინე და მისი სველი სახე ხელის გულებში მოვიქციე - ნუტირი კარგი? არგაძალებ ბავშვის გაჩენას მაგრამ რაც არუნდა იყოს ჯერ ნუ იჩქარებ, იქნებ იმ იდოტსაც უნდოდეს ან რომც არ უნდოდეს შენ მის მოშორებას ნუ იჩქარებ კარგი? ხვალ ექიმთან მიგიყვან და მერე რაიმეს მოვიფიქრებთ, კარგი? - ცრემლების მოვწმინდე
- კარგი - ჩუმი ხმით მითხრა და თავი ისევ ძირს დახარა - მადლობა სარა
- სამადლობელი არაფერი გაქვს, ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც მე შენთვის უნდა ვაკეთებდე - წარსულის ცოდვები გამახსენდა და თავი ვეღარ შევიკავე
მან ჯერ უცნაური სახით ამომხედა, მერე კი ცრემლები შეიწმინდა და კისერზე მომეხვია.
- გული მწყდება რომ ჩემი ბიოლოგიური და არხარ
- აბა მემკითხე? - გულწრფელად ვუპასუხე.
- მიჭირს შენს გარეშე ყოფნა, ძალიან ვიყავი შენზე მოჩვეული - ხელები ნელა მომაშორა და სველი თვალები შეიმშრალა - მაგრამ ვიცი რა საშინელებებიც გადაიტანე ვიცი, ყველაფერი ვიცი ახლა კი მიხარია აქ რომ ხარ, რომ დააღწიე იმ საშინელებას თავი და აქ ახალი ცხოვრება დაიწყე, რაცარუნდა მოხდეს თუნდაც ის ყველაფერი აქამდეც მოგწვდეს, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები სარა - მისი ნაზი ხელები სახეზე მომადო, მაშინვე მარია გამახსენდა მასთანაც ასეთი შეგრძნება მეუფლებოდა მისი შეხებისას. - აქ სტეფანი არ არის მაგრამ მე ვარ, სტეფანის სიკვდილით მე ნახევარი სიცოცხლე დავკარგე, შენ კი ვინ იცის რამდენჯერ მოკვდი, იცი მიკვირს ხოლმე აქამდე როგორ მოხვედი, მერომ შენს ადგილას ვყოფილიყავი ალბათ დიდი ხნისწინ დავყრიდი ფარხმალს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არაქვს, მთავარია რომ აქ კარგად ხარ და ასე თუ ისე, ისე ცუდად აღარხარ როგორც ადრე.
- მაპატიე - თვალებიდან ცრემლები წამსკდა
- მე რაუნდა გაპატიო სარა? - გაკვირვებულს გაეღიმა
- ყველაფერი
- რა ყველაფერი?
ხმა ვეღარ ამოვიღე, რატომ? რატომ არ ვუთხარი არაფერი, წუთის წინ ხომ ჩემზე ასეთ რამეს ამბობდა, მაგრამ არა, ახლა ვერვეტყოდი. მან უნდა იცოდეს და გაიგებს კიდეც ოღონდ ახლა არა.
- ერთ დღესაც აუცილებლად გეტყვი - ხელები სახეზე მოვხვიე და აკანკალებული ნიკაპით ფრთხილად ვაკოცე შუბლზე, თითქოს მეგონა ადვილად მტვრევადი ნივთი ყოფილიყოს, ფრთხილად ვეხებოდი რადგანაც ვიცოდი, მართლა ასეთი იყო, რომ ზედემტი ხელის მოძრაობაც და იმ წამსვე დაიმსხვრეოდა, ასეც იყო, ის ასეთი იყო...

* * * * *
მეორე დღეს სანამ სამსახურში წავიდოდი სოფია ექიმთან წავიყავენე, ჯერ მართლაც ერთი თვის ორსული ყოფილა და ექიმმა უთხრა, რომ თავისთვის უნდა მოევლო, სტრესი და ნერვიულობა თავიდან უნდა აეცილებინა, რომელიც ამპერიოდში მისთვის არც ისე ადვილი იყო.
- შეგიძლია სადმე გააჩერო? რამეს ვიყიდი მშია - საწყალი თვალებით გამომხედა - რაგაცინებს სარა?
- არაფერი - ვუპასუხე თუმცა თავი ვეღარ შევიკავე და ისევ სიცილი ამიტყდა
- სარაა!!!
- კარგი ჰო, გახსოვს ჩვენი მეზობელი ორსულად რომ იყო
- ლოლა?
- ხო ლოლა, რომ დავცინოდით იმხელა რომ იყო
- მახსოვს, მაგრამ მერე გავიგეთ რომ ეგ ორსულობის ბრალი იყო. ეხაკიდე ეგ რაშუაში იყო საერთოდ - გაკვირვებულმა და თან გაბრაზებულმა მკითხა მერე კი ჩემს გადაწითლებულ სახეს რომ შეხედა მიხვდა რაცმაცინებდა. - არა მე მაგდენს არშევჭამ ეგრე რომ გავსუქდე - წაიბუტბუტა
- მაგასაც ვნახავთ - თავდაჯერებული სახით გავხედე და თვალი ჩავუკარი, მერე კი ისევ სიცილი ამიტყდა როცა ის დიდი მუცლით, ჩაპუტკუნებული წარმოვიდგინე.
მთელი გზა მეჩხუბებოდა ნუ იცინიხარო, მაგრამ თავს ვერვიკავებდი რის გამოდაც ლამის ავარიაში მოვყევით. საბოლოოდ ოფისთან ახლოს ერთი კაფე იყო და გავჩერდით საიდანაც ნახევარი მენიუ შეუკვეთა სოფიამ, იცოდა ჩემი ყბიდან ვერ ამოვიდოდა მაგრამ მაინც ვერჩერდებოდა მუცელზე ხელს ისვამდა და ორთითს მიწევდა, ანუ ეს ყველაფერი ორმა უნდა ვჭამოთო.
- მინდა ამბავშვის გაჩენა - პირგამოტენილმა თქვა
- უკვე გადაწყვიტე?
- კი, უნდა გავაჩინო… მგონი უკვე შემიყვარდა
- რასაინტერესოა ახლა ბავშვზე ლაპარაკობ თუ საჭმელზე - გამეცინა
- კარგი რააა
- ჰო კაი, სწორი არჩევანია შენსადგილას ალბათ მეც იგივეს ვიზამდი
- ხო შენ… - ლუკმა გადაყლაპა მერეკი პირი სალფეტკით მოიწმინდა - რაიანზე დამავიწყდა მეკითხა, დედაშენმა თქვა რომ კომპანიის მეწილე გამხდარა. ეს ის რაიანია?
- ხო ისაა
- მერე
- არაფერი, ყველაფერი რიგზეა, ჩვენ ისევ ერთად ვართ - გავუღიმე და გუშინდელი გამახსენდა
- გავგიჟდები ახლა - ემოციებს ვერმალავდა
- გაჩერდი არგინდა გთხოვ, ჯერ ბავშვი გააჩინე და მერე დაგაწვენ ფსიქიატრიულში - ცინიკურად ვუთხარი
- ოოო გადი რა, - ხელი აიქნია და ამჯერად კრუასანი ჩაიტენა პირში
- მალე მორჩი და წავიდეთ, თუგინდა წავიღოთ და იქ ჭამე ჩემთან, ან რაამბავია ამდენს მართლა როგორ ჭამ, საინტერესოა ტყუპები ხომ არ არიან?
- არვიცი მალე გავიგებთ და წავიდეთ ჰო, ოღონდ ეს წამოვითოთ… ესეც… აი ესეეც… მოდი ბარემ ესეც, რაიცი იქნება ტკბილიც მომინდეს… ეი ის არდაგრჩეს ხელში არმეტევა საერთოდ არმიჭამია და ტყუილად ფულის გადაყრაში რომ არ ჩაგეთვალოს წამოიღე მერე შევჭამ.

* * * * *
სულ ბუზღუნ ბუზღუნით მიმაყვანინა თავი სოფიამ ოფისში. ასეთი არასდროს მენახა, კი იყო თბილი და გულუბრყვილოც თუმცა ასეთ სოფიას პირველად ვხედავდი რაც ძალიან მომწონდა.
- მაგარი ოთახია - კმაკოფილმა მოავლო ოთახს თვალი
- რახან შენ მოგწონს - ქვემოდან ავხედე და საბუთებს დავხედე
ნახევარი დღე ჩემთანერთად იყო, მერე რაიანიც მოვიდა ოფისში და ჩემთან შემოვოდა
- სოფია? - გაუკვირდა მისი აქ ნახვა
- გამარჯობა... - სოფიც უცნაურად უყურებდა
- მე რაიანივარ, ვიცი ისედაც იცი ჩემს შესახებ მაგრამ ახლა ერთმანეთს პირველად ვეცნობით - კეფაზე მოისვა ხელი და მისკენ წავიდა
- ასეა - გაუღიმა სოფიამაც და ხელი ჩამოართვა
- კარგი... მე სასადილოდ ჩავდიოდი, თქვენ არგშიათ? - იკითხა რაიანმა
- საჭმელი არმიხსენო გთხოვ - შევეხვეწე და მისკენ წავედი
- რატომ?
- მთელიდღეა პირი ვერგამაჩერებინა - თქმა დამასწრო, მერე კი გაიტრუნა
უცნაური სახით გამომხედა რაიანმა და გაეცინა
- კიდევ გშია?
- რავიცი კი - დაიმორცხვა
- მაშინ წავიდეთ და ვჭამოთ
- სამუშაოგვაქვს რაიან - სერიოზული ხმით ვუთხარი
- კარგი რა სარა, არგინდა ახლა ეს ბიზნეს ვუმენობა, ეგ მერე რა - საწყალითვალებით გადმომხედა და ხელი მუცელზე მიიდო.
- ჯანდაბას კარგი! - ჩანთას დავავლე ხელი და პიჯაკიც ავიღე - შენთან სალაპარაკომაქ - თითი ავუქნიე რაიანს და ოთახიდან გავედი.

* * * * * *
ჩემს წინ იჯდა და მის გაკვირვებულ სახეს ვერაფრით ცვლიდა.
- დარწმუნებულიხარ რომ დემიანისა? - ჩაეკითხა რაიანი და სოფიასაც მაშინვე დარცხვენილი სახე შეეცვალა
- შენ მე ვინ გგონივარ? შენი იდიოტი ძმისაა, აბა სხვა ვისი იქნება? - შეუღრინა
- საინტერესოა აქ იდიოტი ჯერ კიდევ ვინაა - სოფიასკენ გავიხედე და სკამის საზურგეს მივეყრდენი - ორითვე რაც ურთიერთობა აგერიათ და აი, ერთითვის ორსულიხარ - ირონიული სახით გავხედე
- მოკეტე სარა - ხელი აიქნია და თვალები აუწყლიანდა
- კარგი გეყოფათ, დემიანს მე დაველაპარაკები. შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ კარგი? უბრალოდ ბავშვს მიხედე - ხელიხელზე დაადო სოფიას და მისი შავი თვალები შეანათა. სოფიამაც ოდნავ გაუღიმა და თავი დაუქნია.
- თქვენც აქ ხართ? რადამთხვევაა? - ემა დაგვადგა თავზე მომღიმარი სახით დაგვყურებდა
- გამარჯობა - მაშინვე მიესალმა სოფია, რაიანმა კი თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა
- თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე სოფია ვარ
- აჰაა სოფია არა? - ეშმაკური მზერით შეავლო თვალი მერე კი მეგადმომხედა - იცი სოფია, დღეს საღამოს წვეულებას ვმართავთ რაიანი და სარა დაპატიჟებულია, მინდა რომ შენც მოხვიდე - გაუღიმა
- არვიცი, არამგონია მეცალოს საღამოისთვის - უთხრა ემას და მე გამომხედა. მივხვდი უნდოდა წამოსვლა მაგრამ, ჩემი თანხმობის გარეშე რსცხვენოდა დასტურის მიცემა.
- გადადებ სოფია და წამოხვალ - გავუღიმე და ხელი მოვკიდე
არც მე არმინდოდა მარტო წასვლა, თანაც ჯენისაც გავაცნობდი და ცოტას გაერთობოდა, აბა ვენესუელაში სად იყო ასეთი წვეულებები, აქ რომ პირველად ჩამოვედი პირველყოფილივით ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქეთ.
- გასაგებია, მაშინ მოუთმენლად გელოდებით, თანაც სიურპრიზიმაქვს თქვენთვის - წაისისინა და გვერდითა მაგიდაზე ვიღაც ორ ქერათმიანს მიუჯდა.

* * * * *
სოფია ტაქსით სახლში გავუშვით, მე კი რაიანთან ერთად ოფისში წავედი.
- გეყოფა - კოცნებს შორის ვეუბნებოდი და მის მოშორებას ვცდილობდი - რაიან დაგვინახავენ
- ჩემთან ხარ და ამაზე ფიქრობ?
- როგორ არვიფიქრო, ვერხედავ რომ სამსახურში ვართ?
- გაჩუმდი გთხოვ და ნუ ცდილობ ისევ ჩემს მოშორებას - კისერზე ხელი მომკიდა და ისევ დააცხრა ჩემს ტუჩებს. ამჯერად აღარ შევეწინააღმდეგე და მეც ავყევი კოცნაში. რაიანმა ხელები წელზე შემომხვია და მაგიდაზე შემომსვა, შავი კაბა კი ზემოთ ასწია და ფეხები ოდნავ გამაშლევინა. გახელებული კოცნიდა ჩემს ტუჩებს და მაშინვე ჩუმი კვნესა წამწყდა პირიდან როცა მისი მხურვალე ენა ვიგრძენი და თავი ოდნავ უკან გადავწიე, მანაც არ დააყოვნა და სველი ტუჩები მაშინვე ჩემს ყელს მიაკრო. სველ კოცნებს მიტოვებდა კისერში და თანდათან ქვემოთ ჩადიოდა. როცა ხელებით ჩემი პერანგის ღილებს სწვდა მაშინვე ფრჩხილები ჩავასე კანში
- იცი რომ ასე უფრო მიწვევ - პერანგს ხელები მოაშორა და ამჯერად კაბის შიგნით შეაცურა.
- კარგი, გთხოვ გაჩერდი დაგვინახავენმეთქი - მუდარასავით ჟღერდა ჩემი ხმა
- არა - სახე ახლოს მომიტანა და ყბის ძვალზე ნაზად მაკოცა
უცებ მობილურის ხმა გაისმა და ხელი უკან გადავწიე
- დამაცადე უნდა ავიღო -ცალი ხელით ტელეფონს ვეძებდი მაგიდაზე, ცალით კი რაიანის მოშორებას ვცდილობდი. - მოიცა - როგორც იქნა გავწიე და მობილურიც ავიღე, ჯენი იყო. მაგიდიდან ჩამოვხტი და ფანჯრისკენ გავიწიე, მერე რაიანის ირონიულ სახეს შევხედე ეშმაკურად ღიმილი რომ დასთამაშებდა სახეზე. გამეცინა და მობილური ავიღე.
- გისმენ
- ჰეეი, როგორ ხარ, როგორ ჩაიარა კიმონოში შენმა საქმეება. დაისვენე? - ისე ჩქარჩქარა ლაპარაკობდა რომ არ ვიცნობდე თავიდან მოვთხოვდი გამეორებას.
- კარგად ჩაიარა ყველაფერმა და კარგადაც დავისვენე - ჩემს უკან მდგომ თვალებ ანთებულ კაცს გავხედე, რომელიც ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩემსკენ.
- მართლა კარგია? მმმ... ისიც იქ იყო ხო? - ჩაიცინა
- კი იქ იყო - ღიმილი ვეღარ შევიკავე
- ოოო მის მორგაან, ვფიქრობ ბევრი გვექნება სალაპარაკო - გადაიკისკისა
- შეიძლება - თავი ოდნავ უკან გადავწიე, როცა ყელზე რაიანის ცხელი ტუჩები ვიგრძენი
- ახლა სამსახურში ხარ?
- კი - უცნაური ხმით ვუთხარი
- წარმომიდგენია რამდენი სამუშაო გაქვს, მეცოდები მაგრამ რავქნა შენი არჩევანი ეგ იყო - გულდაწყვეტილი ხმით მითხრა. რაიანსაც ესმის მისი ლაპარაკი და ვგრძნობ როგორ ეცინება.
- ხო ჩემი არჩევანი იყო - არეული ხმით ვუთხარი და ტუჩზე ინსტიქტურად ვიკბინე, როცა ვიგრძენი როგორ შეაცურა ჩემს მოშიშვლებულ მკერდზე ხელები. მაინც გამიხსნა.
- როგორი ხმა გაქვს? ასე დაიღალე?
- ხო - ისევ არეული ხმით ვუთხარი
- გასაგებია, მაგრამ ჩემს ცნობისმოყვარეობას ვერვაკნინებ და მაინც უნდა გკითხო - მგონი ხვეწნასავით ჟღერდა მისი ეს სიტყვები. ისე ვიყავი არეული რაიანის ყოველი შეხებით და კოცნით, რომ ვერაფერს ვგებულობდი წესიერად.
- მკითხე - თვალები გავახილე და ჩემს ქვემოთ ჩამუხლულ კაცს დავხედე რომელიც კაბის ქვემოთ თითებს ნელ-ნელა აცურებდა.
- მისმინე იმ ქერათმიანთან რაიმე ხომ არ აქვს მაგ შენს უფროსს?
- არრვიცი - ისევ არული ხმით ვუთხარი.
- სარა მართლა კარგად ხარ? რანაირი ხმა გაქვს? - მეკითხება და ამდროს ვგრძნობ როგორ დაატარებს რაიანი მის თითებს ჩემში. მობილური ოდნავ გვერდით გავწიე რომ ჩემი კვნესის ხმა არგაეგო ჯენის.
- მისმინე ჯენი ახლა არმცალია მერე გადმოგირეკავ კარგი? - უცებ ვუთხარი რადგანაც უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი.
- მეკაიფები? რანაირი ხმა გაქვს? შენ მანდ ვინმესთან… არრგამაგიჟოო სარა!!!
- გინდ გაგიჟდი გინდ სულ გარეკე, მერე დაგირეკავთქო - მობილური გავუთიშე და ჯერ კლარკის აწითლებულ სახეს შევხედე, რომელიც სადაცაა მიწაზე ახარხარდებოდა, მერე კი ორივე ხელი ვკარი და მიწაზე ზურგით დავაგდე, ბოლოს კი მეც მოვთავსდი მის ზემოთ.
- ასეთს პირველდ გხედავთ მის მორგან - თავი ოდნავ წამოსწია და ირონიული ხმით მითხრა
- წადი შენი, კლარკ - არანაკლებ ირონიული ხმით ვუთხარი და მაშინვე მის შარვლის ღილებს ვწვდი
- უზრდელი ქალი ხარ, გაწყინა ქალაქმა - გაეცინა და თავი მიწაზე დადო
- მოკეტე და მომაწოდე პრე**რვატივი
- არმაქვს - ახარხარდა
- მეღადავები? - სიცილი ამიტყდა
- არა, მართლა არმაქვს
- ახლა მოგკლავ - უკან გადავიწიე და მაშინვე ვიგრძენი მისი გამაგრებული ას*ო
- აბების სმა უნდა დაიწყო
- შემდეგისთვის გავითვალისწინებ - ცინიკურად ვუთხარი
- ეგ შემდეგისთვის - წამებში წამოხტა და მის ქვეშ მომაქცია - ახლა კი ფეხებზე ვის რააქვს - ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
- გაგიჟდი?
- ნუგეშინია არაფერი შემომეკეთება - გაეცინა
მინდოდა მეთქვა რომ შემოგეკეთოს მერე რასიზამთქო, მაგრამ არდამაცადა სიტყვის ჩაკვეხება, როგორც კი მისი სათქმელი თქვა მაშინვე სწვდა ჩემს ბაგეებს...

* * * * * *
ამჯერად ორივე გამოვძვერით და ისე მოვითავეთ ჩვენი საქმე, რომ არავის არფერი არ გაუგია. ისე ვიყავი დაღლილი ფეხზე ძლივს ვიდექი და ახლა მუშაობას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც მალევე წავედი სახლში, ის კი იქ დარჩა, აბა ვინმეს ხომ უნდა მიეხედა ამხელა პროექტისთვის.
- ასე ადრე რატომ მოხვედი? - მკითხა ვიქტორმა სახლში მისულს
- რაიანმა გამომიშვა, მითხრა რომ ნატალისთან ერთად მიხედავდა ყველაფერს - თავის გასამართლებელ მიზეზად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
- გასაგებია - გამიღიმა და ისევ პლანშეტში დაიწყო რაღაცეების თვალიერება. - უი ხო დღეს ხომ მოდიხარ? - მკითხა
- ხო რათქმაუნდა - გავუღიმე და მეორე სართულზე ავედი, მერე კი ჩემს ოთახში შევედი.
- სარააა - ოთახში შესვლის თანავე წამოიკივლა სოფიამ.
- რაგაყვირებს არანორმალური - ლამის გული გამისკდა
- შემოდი - ჩემსკენ წამოვიდა და კარებში შემომიყვანა
- რაიყო რამოხდა - გაკვირვებულმა ვკითხე
- შემომხედე - ჩემს წინ დადგა და ნელნელა ტრიალებდა თან იძახდა - კარგად დამაკვირდი
- რამოხდა? - ვკითხე როცა ვერაფერს მივხდი
- მგონი უკვე გავსუქდი - ხელები სახეზე წაიტანა
- კარგი რა სოფია - ხელი ავიქნია და საწოლზე ჩამოვჯექი
- არა მართლა, ნახე მუცელი ცოტა გამეზარდა, ეს რომ დამეტყობა დედას რა ვუთხრა - აშკარად შეშინებული იყო.
- ნუ ნერვიულობ რამეს მოვიფიქრებთ
- როგორ დამამშვიდე - თვალები აატრიალა და აბაზანაში შევიდა.
ტანსაცმლის გამოცვლას ვაპირებდი როცა ოთახში ვიღაც შემომივარდა, შეშინებულმა უკან მოვიხედე და გააფთრებულ ჯენის მოვკარი თვალი.
- შე პატარა კახპა - თითის ქნევით წამოვიდა ჩემსკენ - ვისთან ერთად იყავი? ნუთუ ის მართლა ის იყო ვინც მე მგონია - თვალები ლამის გადმოუცვივდა
- ჯენი, ეს ის არარის რაც შენ გგონია - მშვიდი ტონით ვუთხარი და ცოტაღა მაკლდა იქვე არ ავხარხარებულიყავი.
- აბა რაარის, ან… - რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ მუშტები მაგრად შეკრა და ჩანთა ლოგინზე მიაგდო. - ღმერთო სანამ გავგიჟებულვარ ყველაფერი მომიყევი
- ჯენი მოგვიანებით კარგი
- რა მოგვიანებით შენ ხომ არ…
- გამარჯობა - გაკვირვებულმა თქვა ოთახში შემოსულმა სოფიმ, რადგანაც ვერ გაიგო ვინ იყო ეს ჟღალი ქალი, ასე რომ ეჩხუბებოდა და უბრიალებდა თავის დას თვალებს.
- გამარჯობა - არანაკლებ გაკვირვებულმა წამოდგა ფეხზე, არ ელოდა კიდევ თუ იქნებოდა ვინმე ოთახში.
-მმმ… ჯენი ეს სოფია ჩემი და, სოფი ეს კი ჯენია ჩემი მეგობარი - ხელებს ხან ჯენისკენ ვიშვერდი ხან სოფიასკენ, ბოლოს არხეინად შემოვკარი ტაში და ორივეს გავხედე. - რაიყოთ რაგჭირთ - გაკვირვებულმა ვიკითხე როცა არც ერთი არდაძრა ერთმანეთისკენ, მითუმეტეს რომ ,,სასიამოვნოა” ან რაიმე მსგავსი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.
- არაფერი უბრალოდ - საფიმ ამოიღო პირველი ხმა და მისკენ წავიდა - ეს თმა ნამდვილია? - იკითხა გაოგნებუმა და ჯენის ჟღალი სწორი თმა მის თითებშიმოაქცია
- ნამდვილიაში რას გულისხმობ - კითხა ჯენიმ
- ანუ, აქ რაც ჩამოვედი ვხედავ რომ ბუნებრივი თმა არავის აქვს გარდა სარასი და მაინტერესებს ეს ფერი შენია თუ შეღებილი გაქვს - სხვა დანარჩენ თმაც მის ხელში მოაქცია
- ღმერთო, არა რათქმაუნდა ჩემია - გაიცინა და მხარზე ხელი შემოკრა
- ძალიან ლამაზია, პირველად ვნახე ასეთი წითური ქალი თან ასეთი ლამაზი - გაღიმებულმა უთხრა სოფიმ.
ჯენიმ უცნაურად გაუღიმა მერე კი სადღაც მაინც წარმოაჩინა მისი ვითომ ,,გამჭრიახობა”
- ლესბოსელი ხარ? - ჰკითხა
გაოგნებისგან ლამის თვალები გადმომიცვივდა, სოფიამ კი მაშნვე მოიშორა ხელიდან მისი თმა
- ეგ რაშუაშია?
- არა, უბრალოდ გკითხე, თუ ხარ ბევრი მეგობარი მყავს ლესბოსელი და თუ შენ სურვილი გექნება გაგაცნობ - თვალი ჩაუკრა სოფის
- ეს გოგო გიჟი ყოფილა - მძიმედ ამოიხვნეშა, ხელი აიქნია და პირსახოცი ლოგინზე მიაგდო
- გეთანხმები სოფი - არდავაყოვნე მხარისდაჭერა
- ანუ არხარ?
- არა არვარ - შეუღრინა და ოთახიდან გავიდა
- აუჰ, ვაწყენინე? - შეწუხდა ქალბატონი
- კი, აწყენინე ჯენი
- რა უყვარს?
- რაში გაინტერესებს
- კარგი რა, ხომ იცი ბოდიშების ხდა არმიყვარს, რაიმეს ვუყიდი ვაჩუქებ და ესეც ჩემი ბოდიში - ხელები ჰორიზონტალურად გაშალა
- ახლა ტკბილეულებზე და საჭმელზე მეტად არაფერი უყვარს მგონი - მისი ორსულობა გამახსენდა
- რა? გაგიჟდი? საჩუქრად საჭმელი მივუტანო
- ხო, ის… ორსულადაა - მისთვის სიმართლის თქმა გადავწყვიტე
- ღმერთო მართლა? რამაგარია რატომ არმითხარი მივულოცავ წავალ - უკან გაბრუნდა და კარის გაღება სცადა
- დაიცა - კარებში გავაჩარე, შიგნით შემოვაგდე და ლამის წაიქცა - გაჩერდი გაჩერდი, ნუხარ სულსწრაფი - ხელები სახეზე ჩამოვისვი - ეს არავინ იცის
- როგორ თუ არავინ იცის? გოგო ფეხმძიმედაა და ამაზე არავინ არაფერი იცის? - მასაც უკვირდა
- ჰო ასეა - ღრმად ამოვისუნთქე და ყველაფერი მოვუყევი. ნუ რათქმაუნდა ის არმითქვამს დემიანისგან რომ იყო ორსულად, უბრალოდ ყოფილი შეყვარებული მომაფიქრდა იმ წამს და მასზე ვუთხარი.
- და რაიქნება სამი, ოთხი თვის შემდეგ, მუცელი რომ დაეტყობა რას იზამს? - გაკვირვებული მისმინდე
- არვიცი რასიზამს, რამეს მოვიფიქრებ - ფეხზე წამოვდექი და მომზადება დავიწყე, წესით უკვე მზად უნდა ვყოფილიყავი.
- კარგი შენი დის საქმე გასაგებია, მაგრამ შენ - ფეხზე წამოდგა და ხელები გადაიჯვარედინა - ყველაფერს მომიყვები სარა თორემ არვიცი რასგიზამ - მომთმენად გააქნია ნელა თავი.
ვიცოდი აზრი არქონდა მისთვის სიმართლის დამალვას და ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი მოვუყევი წარსულიდან დაწყებული. ჯენი გაოგნებული მისმენდა და ყოველი ისტორიის დასასრულს პირღია მყოფი თვალებს მაგრად ხუჭავდა, არ ელოდა ამყველაფერს, ამ ყველაფერს არც მეველოდი როცა თვრამეტის გავხდი….

* * * * *
მალევე მივედით ადგილზე, ემას კარგად მოერთო იქაურობა არ იყო არც ზედმეტად გამომწვევი და არც ზედმეტად ვულგარული.
- დაგაგვიანდა - ზურგს უკან საყვარელი ხმა ვიცანი
- ვიცი, მაგრამ მეპატიება - მისკენ გავბრუნდი და მის შავ გიშრებს მაშინვე შევანათე
- საპატიებელი მიზეზი ნამდვილად გაქვს - ჩემს სხეულს ააყოლა თვალი - ეგ კაბა ძალიან გიხდება, ერთი სულიმაქვს როდის გაგხდი - ყურთან დამჩურჩულა, მერე კი ისე აორთქლდა ვერც კი შევამჩნიე.
არგამკვირვებია მისგან მსგავსი საქციელი, ახალი არაფერი იყო, ეს ჩვევები ადრეც ჰქონდა. მალევე მოვკარი თვალი როგორ საუბრობდა ვიღაც კაცებთან ერთად, თან სასმელს სვამდა დრო და დრო, მეკი ვნებამორეული თვალებით ვუყურებდი მის სველ ტუჩებს, რომელსაც ხანდახან შეუმჩნევლად ენით ილოკავდა.
- სად გაქრი? ამ არანორმალურს ყველაფერი უთხარი? - გაცოფებული იყო სოფი
- ნუღელავ ჩემი მეგობარია, ვენდობი და არავის არაფერს ეტყვის - დამშვიდება ვცადე
- მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ არ მიჯერებს. დავუფიცე კიდეც გესმის? დ ა ვ უ ფ ი ც ე - დამიმარცვლა ჯენიმ
- ისტორიიაში შესატანი საქმე მომხდარა აქ - გაოგნებულმა გავხედე ჯენის. არასდროს იხდიდა ბოდიშს და არც არასდროს იფიცებდა რაიმეს, რადგანაც ეს არასდროს სჭირდებოდა, ისე წაიყვანდა საქმეს, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ის მაინც მართალი გამოვიდოდა, ხანდახან ვფიქრობდი სტეფანი და ჯენი ერთმანეთს კარგად გაუგებდნენთქო ის რომ ცოცხალი ყოფილიყო.
- გეყოფა ახლა - თვალები დამიბრიალა ჯენიმ
- კარგი ხო - ხელები დანებების ნიშნად ავწიე და სოფიას აწყლიანებულ თვალებს მოვკარი თვალი. - რა მოგივიდა? - ვკითხე და ხელი მკლავზე მოვკიდე
- იქ არის… ის იქ არის სარა, მემიყურებს - აკანკალებული ხმით მითხრა და მეც იმწამსვე იმ მიმართულებით გავიხედე სადაც ის იხედებოდა. დემიანი რომ დავინახე გავოგნდი, აქ და ახლა ნამდვილად არველოდი მას, კარების შესასვლელში იდგა და რაიანი ელაპარაკებოდა, ის კი სოფიას დაჟინებულ მზერას არ აცილებდა. მის უცნაურ სახის გამომეტყველებაში ვერაფერი დავიჭირე, ვერცერთი ემოცია და გრძნობა, რაიყო ეს რატომ მქონდა მის მიმართ ასეთი გაურკვეველი განცდები.
- სოფი ყურადღება არ მიაქციო კარგი? - ფერდაკარგული გოგონა გულზე მივიხუტე და მოშიშვლებულ ზურგზე ხელი ნაზად ავუსვი - ყველაფერი კარგად იქნება… - ვუთხარი და თავზე ვაკოცე.
ხშირად ვიხედებოდი მათკენ, საბოლოოდ როგორც იქნა მალევე მოაშორა მისი დაჟინებული მზერა გოგონას, რომელიც ასე სწვავდა სოფის და იკადრა ძმისთვის გაეხედა. დიდიხანი არ უსაუბრიათ, ორივენი მშვიდად დაიშალნენ, რაიანი ვიქტორისკენ წავიდა ისე რომ არც შემოუხედავს ჩვენთვის, დემიანი კი გარეთ გავიდა, იქედან სად წავიდა ეგ აღარვიცი.
- რა კარგია რომ მოხვედით - ემა მოვიდა და მაშინვე გულმა რაღაც ცუდი მიგრძნო
- ეს კაბა სად იყიდე არგიხდება - ძვირადღირებულ ქსოვილს კაბის ბოლოს ხელი მოკიდა ჯენიმ და ამაზრზენად შეათვალიერა. - კარგი ფეხები გაქვთ, მაგრამ ასე გამოჩენაც არ არის სავალდებულო, არც ეს კაბა და არც ეს ფერი არგიხდებათ. - ზრდილობიანად გააწითლა ქერათმიანი ქალი
- შემდეგისთვის გავითვალისწინებ - ძლივს გაუღიმა და დიდი მოთმინებით უპასუხა. - სოფი მშნეივრად გამოიყურები - გაუღიმა
- გმადლობთ - ცივი ხმით უთხრა და შამპანიურის ჭიქა მიმტანს გამოართვა, მერე კი ერთი მოსმმით თითქმის ნულამდე დაიყვანა
- დები აშკარად კარგად სვამთ - ცინიკურად ჟღერდა მისი ნათქვამი.
- დები სხვა რამეებსაც კარგად ვაკეთებთ და სანამ მოთმინება დამკარგვია გაიწიე და საქმეს მიხედე, აქ ჭორაობის მეტი არაფერი გაქვს საკეთებელი? - უთხრა სოფიმ, მე და ჯენიმ კი გაკვირვებულებმა გადავხედათ ერთმანეთს. საბოოლოდ კი იმ ერთ ჭიქას დავაბრალე ყველაფერი, რომელმაც საკმაოდ მალე იმოქმედა მასზე.
ემამ მძიმედ ამოიხვეშა ბოლოს კი გვითხრა.
- წვეულება სანამ დასრულდება, თქვენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს, ასე რომ მისტერ მორგანის კაბინეტში დაგელოდებით - ცინიკურად გაგვიღიმა და ადგილი დატოვა.
- ნეტავ რა ჩაიფიქრა - ჩავიბუტბუტე და სასმელი მოვსვი
უკვე მომწყინდა ეს ყველაფერი, ვიქტორი სიტყვით იყო გამოსული და მთელი ყურადღება მასზე ჰქონდათ გადატანილი, მე კი რაიანს ვეძებდი რომელიც არსად ჩანდა. მალევე გამოჩდა მისი მაღალი სხეული, ერთ-ერთი დერეფნის კარებს იყო მიყუდებული და დაჟინებული მზერით მიყურებდა, მერე მანიშნა რომ გავყოლოდი, უკან გაბრუნდა, დერეფანში შევიდა და მეც მალევე მივყევი.
მკრთალად განათებულ დერეფანს მივუყვებოდი და თვალებით რაიანს ვეძებდი, ბოლოს ვიღაცის ძლიერი ხელი ვიგრძენი მაჯაზე და თავი მაშინვე ბნელ ოთახში ამოვყევი. სიბნელეში, კედელზე აკრული მხოლოდ რაიანის გახშირებულ სუნთქვს ვგრძნობდი სახეზე, რაც მასთან ყოფნის სურვულს უფრო მიმძაფრებდა. სახე უფრო ახლოს მომიტანა და მისი შავი თვალებით ჩემს ცისფერებს ჩააშტერდა.
- რა უთხარი შენძმას? - ვკითხე მოულოდნელად
- ის რაც საჭიროდ ჩავთვალე - არეული ხმით მითხრა და ყბის ძვალზე ნაზად მაკოცა
- და რა ჩათვალე საჭიროდ? - ინსტიქტურად ტუჩზე ვიკბინე და სხეული მისკენ მივწიე
- სარა… - მძიმედ ამოიხვნეშა და მაშინვე ბაგეებზე დამაცხრა. კაბის ქვეშ წამსვე შემიცურა ხელი და მტკივნეულად მომიჭირა უკანალზე, რაზედაც არდავაყოვნე და მაშინვე სიამოვნების კვნესა წამწდა პირიდან, რომელიც რაიანმა კოცნით ჩამიხჩო. - მიყვარხარ - არეული ხმით მითხრა და ცხვირისიწვერი სახეზე ნაზად ამისვა, თან საცვალს ქვემოთ მიწევდა. ჩემს გაშიშვლებას რომ მორჩა უკან გაიწია, კარები ჩაკეტა და შარვლის შეხსნა დაიწყო, მერე თეძოზე ხელები მომკიდა და მისი დამხარებით თავისუფლად შემოვხვიე ფეხები მის წელს. კლარკმა კედელს ნელა მიმაკრო და მაშინვე ჩემში შემოვიდა…

სუნთქვა გახშირებული ისევ მის წელზე, მქონდა ფეხები შემობჯენილი და მის კისერთან არეულად ვსუნთქავდი.
- ნელნელა ითვისებ - გაიცინა და ძირს ჩამომსვა, მერე კი მისი თლილი თითები ნაზად ჩამომისვა დანამულ სახეზე.
- შენი წყალობით… - ირონიულად ვუთხარი და საცვალს ვწვდი. მალევე ამოვიცვი, რაიანიც მოწესრიგდა და გასვლა რომ დავაპირეთ ხელი მკლავზე მომკიდა, მისკენ მიბიძგა და გასვლის წინ ისევ ვნებიანად აკოცა ჩემს ტუჩებს.
- მიყვარხარ - თვალებ მინაბულს ზედ ტუჩზე დავრჩურჩულე.
- მეც მიყვარხარ - ისევ მაკოცა, ამჯერად უფრო ნაზად და თითქოს ყოვლისმთქმელად, მერე კი ჯერ მე გამიშვა ოთახიდან და ბოლოს ისიც გამოვიდა.

* * * * *
- რახდება ემა? - გაკვირვებული ეკითხება ვიქტორი ,,ვითომდადამწუხრებულ” ემას
- არის რაღაც რაც უნდა იცოდეთ მისტერ მორგან - აწყლიანებული მწვანეებით შეხედა ვიქტორს, მერე კი მობილური აიღო ხელში.
- გასაგებია მაგრამ, სოფია აქ რაშუაშია ან მე? - ვკითხე გაკვირვებუმა, მართლა ვერვხდებოდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა გული კარგს ნამდვილად არმიგრძნობდა.
- ემა - კარებში რაიანის სხეულს გავხედე რომელიც გააფთრებული უყურებდა ქალს - შეგიძლია ორი წუთით გამოხვიდე - მომთმენად უთხრა, თუმცა ვაი ამ მოთმინებას.
- რაიან რა ხდება აქ, გამაგებინებთ ბოლოს და ბოლოს? - ხელები გაშალა განაწყენებულმა ვიქტორმა.
- ახლავე გაიგებთ მიტერ მორგან - თავი დაუქნია ვიქტორს, რაიანს კი არაფრისმთქემელი მზერით გახედა.
- არგაბედო ემა - კლარკი მისკენ წავიდა ამ დროს მობილურში ჩემი ხმა გაისმა და იმ წამს გამოგლიჯა ხელიდან მობილური ემას.
- ეს რაიყო? - გაკვირვებულმა გახედა რაიანს, მერე კი მე - ეს შენი ხმა იყო სარა?
მაშინვე მივხდი რაც იყო იმ მობილურში, ჩემი და რაიანის საუბარი, სოფიას, მარიას და ვიქტორის ამბავს რომ ვუყვებოდი. თვალები მაგრად დავხუჭე და მივხვდი სად გადიოდა ამ თამაშში ჩემი ზღვარი, სად მთავრდებოდა ის ხაზი რომელმაც ჯერ აქამდე მომიყვანა.
- რაიან აჩვენე, აზრი აღარ აქვს რაიმეს დამალვას - მას შევხედე და თავი გააქნია, ალბათ უკეთესი იდეა ჰქონდა აქედან სუფთად რომ გამოვეძვრინე, მაგრამ არა, ამჯერად უნდა მეგო პასუხი ყველაფერზე, ყველა გარტყმა და ყველა ლანძღვა უნდა ამეტანა. სოფიას გავხედე მერე კი ვიქტორს - რაიან ჩართე, ნუ მომაყოლებ გთხოვ, ახლა გამიჭირდება მანდ კი ყველაფერი მაქვს ნათქვამი - ის მაინც არრთავდა, ბოლოს ემამ გამოგლიჯა მობილური და მან ჩართო. იმ წამსვე გასმა ჩემი აკანკალებული ხმა, როგორ ვიძლეოდი რაიანთან ჩემს ,,აღიარებით ჩვენებას”. სოფია ჯერ გაკვირვებული მიყურებდა მერე კი დავინახე როგორ ჩაუდგა ნაღველი თვალებში, უკან გავიხედე ვიქტორის იმედგაცრუებულ ზღვისფერ თვალებს ჩავაშტერდი და მასშიც იგივე დავინახე. სოფიამ პირზე აიფარა ხელი და უკან მოუხედავად გავარდა გარეთ, ვიქტორი კი ჯერაც გაოგნებული და იმედგაცრუებული სავარძელში მოწყვეტით დავარდა და სათვალე მოიხსნა, მერე კი აწყლიანებული თვალები თითებით ამოისრისა.
ზედმეტი დაძაბულობა ვიგრძენი ოთახში და სასჯელის მიღებას ბოლომდე მაინც ვერ გავუძელი, რა მშიშარაა ხდება ადამიანი როცა თავისი ცოდვების აღიარება უწევს, მითუმეტეს რომ მათზე პასუხისგება. ჩქარი ნაბიჯებით ვაპირებდი გასვლას, რომ კარებთან მისულს ვიქტორის გაბზარული ხმა მომესმა
- რას ეტყვი მარიას? რას ეტყვი ქალს რომელსაც ამდენიხანი ატყუებდი და თვრამეტ წლიანი შვილის ძებნა ამაოდ წყალში ჩაუყარე. როგორ აპირებ ამ წლების ანაზღაურებას? ამას როგორ გააკეთებ სარა?
მისკენ არც გამიხედავს, ქვედატუჩზე მაგრად ვიკბინე რომ იქვე კივილით არამეღო იქაურობა, მერეკი კარები გამოვაღე და ოთახიდან გავედი. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ღმერთს ვევედრებოდი რომ სადმე სოფია არ შემხვედროდა, მისთვის თვალი არ მომეკრა და მისი იმედგაცრუებული თვალებით ჩემთვის არ შემოეხედა.
- სარა მოიცა - რაიანის ხმა მესმოდა, მაგრამ არ ვჩერდებოდი - სარა მოიცადეთქო - დამეწია და ხელი მკლავზე მომკიდა, მისკენ შემატრიალა და გულზე მიმიხუტა.
- რატომ ვარ ასეთი საშინელი, რატომ… - ხმა გამწყდარი ვეკითხებოდი თან გულამოსკვნილი ვტიროდი.
- არარის ასე, არხარ საშინელი, უბრალოდ… - მანაც კი ვერაფერი მითხრა, იმწამს გულში ისევ ჩამწყდა რაღაც მძიმე - წამოდი წავიდეთ - მითხრა და ხელი მომკიდა
არშევწინააღმდეგებივარ, მანქანაში ჩამსვა, გვერდით მმომიჯდა და მალევე დაძრა მანქანა.
ღამის განათებულ და ხმაურიან ქუჩებს ვუყურებდი, რაც ჩემს გონებაში ქაოსის დატრიალებას უფრო უწყობდა ხელს, წამით რაიანის მზერა დავიჭირე, რომელიც გიჟივით მიაქროლებდა მანქანას საცობიან ქუჩაზე, ნეტავ რატომ არმეშინოდა ავარიაში მოყოლის და სიკვდილის?

მალევე მივედით მის სახლში, დივანთან მივედი და მოწყვეტით დავეცი ზედ.
- რამეს დალევ? - მკითხა რაიანმა
- წყალი - ვუპასუხე და ისიც მალევე გაჩნდა ჩემს წინ წყლის ჭიქით ხელში. - მადლობა - ვუთხარი როცა ცარიელი ჭიქა გავუწოდე.
- რა შემიძლია გავაკეთო რომ შენს ასეთ სახეს არვუყურო - გვერდით მომიჯდა და ცრემლიანი სახე მომწმინდა.
- ვერფაერს გააკეთებ რაიან - ჩაწუთლებულითვალებით შევხედე
- ყველაფერი კარგად იქნება - ხელი მომკიდა
- ვერაფერი ვერ იქნება კარგად, იქ სადაც მევიქნები
- ისევ სარა? - ხმა გაუმკაცრდა
- ხო, რაიან ისევ. იმიტომ რომ ეს ასეა, მე ასეთი ვარ და ყველგან ყოველთვის უბედურება მომაქვს - გაბზარული ხმით ვუთხარი.
- ნუ ამბობ ასე, თვითონაც იცი რომ ასეა არარის, სოფია აუცილებად გაპატიებს, ვიქტორი და მარია კი დროთაგანმავლობაში დაიწყებენ შენს გაგებას - მხარზე ხელი მომხვია და მისკენ მიმწია, თავი მის მუხლებში ჩავრგე და ფეხები დივანზე შემოვაწყვე, დროდა დრო ვგრძნობდი როგორ დაატარებდა რაიანი მის ხელებს ჩემს თმებში და ეს კიდევ უფრო მაბრუებდა და მადუნებდა, მალევე დავხუჭეთვალები და ღრმა ძილს მივეცი.

როცა გავიღვიძე უკვე საწოლში ვიწექი, რაიანს ჩემთვის კაბა გაეძრო და შიშველი ვიწექი საწოლში. ფეხზე ავდექი მისი ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და მისი პერანგი ჩავიცვი, მერე კი ქვემოთ ჩავედი.
- დილამშვიდობის - მკრთალად გავუღიმე და გვერდით მივუჯექი.
- დილამშვიდობის - კომპიუტერიდან თავი არ აუწევია ისე მითხრა.
- რასაკეთებ? - დავინტერსდრი
- რაღაც საბუთებზე იყო ხელი მოსაწერი და რახან ადრიანად წამოვედი ახლა ვაგვარებ.
- გასაგებია - ჩავილაპარაკე ჩემთვის და ფეხები დივანზე შემოვაწყვე.
ცოტახანი ხმა არამოგვიღია არც ერთს მე ჩემს ტელეფონს ვუყურებდი, ის კი კლავიატურაზე რაღაცეებს კრეფდა და აგზავნიდა.
- ასეე - ამოხვნეშა და ლეპტოპი დახურა
- მორჩი? - მაშინვე მისკენ გავიხედე.
- კი, ახლა შემიძლია მთელი ყურადღება თქვენზე გადმოვიტანო ქალბატონო - გამიღიმა და ყბის ძვალზე ნაზად მაკოცა
- რა გავაკეთოთ? - ვკითხე და თან ტელეფონისკენ გავაპარე მზერა, რატომღაც მეგონა განათდა და ვიღაც მირეკავდა.
- თუ ასე იქნები გადართული მაქეთ ვერაფერსაც ვერ გავაკეთებთ - მობილურისკენ მანიშნა - მე მინდა რომ მთლიანად ჩემსკენ იყო მობილიზებული და აქ გყავდე - თავთან მომიტანა ხელი - მინდა რომ ეგ ლამაზი თავი მარტო ჩემზე ფიქრობდეს… მე და არავინ სხვა - მოწყვეტით მაკოცა
- რა ეგოისტი ხარ - ლოყაზე ხელი ავუსვი
- გინდა გავისეირნოთ?
- არა ახლა სეირნობის თავი ნამდვილად არმაქვს - თავი გავაქნიე და ზუსტად ამ დროს ჩემი მობილურიც აწკრიალდა, ეგრევე ვეცი და ჯენის სახელი რომ წავიკითხე ცოტა მომეშვა.
- გისმენ ჯენი
- სარა სად ხარ? - აღელვებული ხმა ჰქონდა
- რაიანთან ვარ რახდება?
- სარა, გუშინ სოფია ატირებული რომ დავინახე ჩემთან წამოვიყვანე სახლში, ახლა ძალიან ცუდადაა მუცელი სტკივა და აქეთ-იქეთ წრიალებს.
- რასამბობ ჯენი, რამოუვიდა - ფეხზე წამოვხტი და მაშინვე ზემოთ ავირბინე - სასწრაფოში დარეკე? - რაიანის კარადა გამოვაღე, რაღაც სპორტიული შარვალიგამოვიღე და უცებ ამოვიცვი
- კი მალე აქ იქნებიან
- კარგი მოვდივარ და გზაში დაგირეკავ
- რამოხდა - მკითხა გაუკვერლობაშ მყოფმა
- რაიან, ჯენიმ სოფი ცუდადა მუცელისტკივაო - აკანკალებული ხმით ვუთხარი.
- რა? ბავშვს რაიმე ხომ არმოუვიდა? - უცებ აფორიაქდა
- არვიცი არაფერივიცი, წავიდეთ გთხოვ. - მისი ორიზომით დიდი კედები ამოვიცვი და სახლიდან გავარდით.
გზაში ვერაფრით მოვისვენე არვიცოდი რამექნა, რაგამეკეთებია, ისევ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, რაიქნებოდა ისევ მე, მე და მე რომ არვყოფილიყავი….
მანქანა როგორც კი გაჩერდა მაშინვე გადმოვხტი მანქანიდან და სახლისკარები ლამის ჩამოვიღე ბრახუნით, ჯენის მოსამსახურემ მაშინვე გააღო კარი მე კი მაშინვე მის ოთახში ავვარდი, რაიანიც უკან მომყვა.
- სოფი - მაშინვე საწოლსთან მივვარდი და მისი გაფითრებული ხელები ერთმანეთში მოვიქციე
- სარა - ამოისლუკუნა და ხელი რაც შეეძლო მაგრად მომიჭირა
- პატარავ, როგორ გამოგცლია ძალა - თავზე მოვეფერე და შუბლზე ვაკოცე
- აღარ წახვიდე, აქ იყავი. - თვალებიდან ცრემლები წასკდა.
- აქ ვიქნები, არდაგტოვებ - ხელებზე ნაზად ვაკოცე და გადასაფარებელი გადავაფარე, მერე კი უკან ექიმს გავხედე. - რადაემართა? ნერვიულობის ბრალი იყო?
- თავისთავად და ასე არშეიძლება ნაყოფი ჯერ პატარაა და უნდა მოუფრთხილდეს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საბოლოო შედეგები ცუდიიქნება. - მკაცრი მზერით მოგვავლო თვალი, ირგვლივ მყოფებს.

* * * * *
მისაღებ ოთახში ვიჯექი და ფეხს ვერ ვაჩერებდი, არვიცი შიშის ბრალი იყო, თუ უბრალოდ პანიკას ვყავდი ატანილი თუმცა ერთირამ ნამდვილად ვიცოდი, სოფის ან ბავშვს რომ რამე მოსვლოდა საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებდი.
- გამომართვი - ჯენიმ ცხელი ჩაი მომაწოდა
- მადლობა - ოდნავ გავუღიმე და ცხელი ჭიქის სახელურში თითები შევაცურე.
- რაიან შენს რას დალევ? - ჰკითხა ჯენიმ
- არაფერს გმადლობ
- კარგი - ჩაილაპარაკა და გვერდით მომიჯდა
თითები ერთმანეთში აეხლართა და ხელს აქეთ-იქეთ აქნევდა, რაიანი კი ფანჯრის რაფაზე იჯდა და გარეთ, სივრცეს გაჰყურებდა.
- თუ გინდა ჩემთან დარჩეს მე პრობლემა არ მქვს - თქვა ჯენიმ
- არარის საჭირო ჯენი, მე წავიყვან და სასურველ მომლელსაც მივუყვან - ბრაზი ერეოდა ხმაში რაიანს.
- რასაჭიროა, მე მივხედავ, თუ გინდა დამხმარე მეთდა აქ მოუყვანე
- ჯენი არგინდა, მე მივხედავთქო - ეწინააღმდეგებოდა რაიანი. ბოლოს ჯენიც დანებდა და კლარკი მალევე გარეთ გავიდა, რამოდენიმეწუთი ვიღაცას ელაპარაკებოდა მერე კი უკან შემობრუნდა და ჩემთან მოვიდა. - ახლა უნდა წავიდე, მაგრამ როგორცკი სოფი გაიღვიძებს მაშინვე მოვალ კარგი? - თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად - შენ ხომ კარგად იქნები? ბევრს ხომ არ ინერვიულებ? - მომეფერა სახეზე მეკი ხმა ვერ ამოვიღე და მხოლოდ თავი გავაქნიე. - როგორც კი გაიღვიძებს დამირეკე - შუბლზე მაკოცა და გავიდა.
სოფის სადღაც ორი საათი ეძინა, მის გვერდით ვიწექი და მუქ დალალებს ხელში ვიხვევდი.
- აქ ხარ? - მისი ჩამწყდარი ხმა გავიგე
- აქ ვარ პატარავ - ხელი ნაზად ავუსვი სახეზე
- რა კარგია რომ არწახვედი, რამდენჯერაც გიშვებ იმდენჯერ ვნანობ მერე
- აწი აღარსად წავალ - ლოყაზე ვაკოცე და და თავი ბალიშზე დავდე.
- შეგეძლო უბრალოდ გეთქვა ყველაფერი - მითხრა და თავი ჩემსკენ გადმოაბრუნა
- არ შემეძლო, ან შეიძლება შემეძლო და სპეციალურად არგავაკეთე
- ნუხარ ასეთი ცივი, ვიცი რომ იმაზე უკეთესი ხარ ვიდრე თავს აჩვენებ - ამღვრეული თვალებით გადმომხედა.
- როგორი გულუბყრვილოხარ - გამეცინა და თავი მის მკერდზე დავდე.

ცოტახანი ისევ ვილაპარაკეთ მერე მოშივდა პატარას და ჯენიმ მაშინვე საჭმელები შეუკვეთა, ნახევარ საათში ისევ პირგამოტენილი იყო ჩემსწინ და თითქოს და სულ არ ახსოვდე გუშინდელი საღამო. მინდოდა მეკითხა რასფიქრობდა მშობლებზე მაგრამ იმდენად კარგ ხასიათზე იყო, ვგრძნობდი თუ მათზე რაიმეს ვკითხავდი მაშინვე ხასიათი გაუფუჭდებოდა.

მლევე დავურეკეთ რაიანს, მანაც მალე მოვალო. ასეც იყო ნახევარსაათში უკვე ადგილზე იყო, მაშინვე გაეღიმა როცა სოფია იქეთ-აქეთ ხელებში მოქცეული საჭმელებით დაინახა.
- ვხედავ დედიკოს აღარაფერი უჭირს
- გეყოფა ეხა, უბრალოდ ცოტა მომშივდა.
კლარკმა თვალები აატრიალა და მობილურს დაუწყო ყურება, მერე სოფი წამოვაყენეთ და მანქანამდე რაიანმა ხელში აყვანილი მიიყვანა. ჯენისაც გამოვემშვიდოებეთ და წამოვედით.

- ეს ვისი სახლია? - ვიკითხე როცა პატარა სახლს მივუახლოვდით.
- ქეითისთვის მინდოდა მეჩუქებინა, მაგრამ ეგ საქმე გადაიდო - მომღიმარმა გახედა უკან მჯდომ სოფის.
შიგნით როგორცკი შევედი მაშინვე მოვხვდი, ეს მისი სახლი რომ არიქნებოდა, რაიანს ძირითადად მუქი ფერები უყვარს აქ კი ყველაფერი ისეთ ნათელ ფერებში იყო, მიკვირდა წამით როგორ ჩერდებოდა ეს ღამის ღმერთი ამ სინათლეში. (ნუ ეს ბოლო ხუმრობით)
- მოგწონს? - ჰკითხა სოფის
- მაგარია, ხომ იცი ასეთებს არვარ მიჩვეული - აღფრთოვანებული უყურებდა ოთახებს
- კარგია რომ მოგწონს ხვალ დამხმარე მოვა ის დაგეხმარება ყველაფერში და თუ კიდევ რაიმე დაგჭირდება... - რაღაცის თქმა უნდოდა უცებ კარების ხმა რომ გავიგეთ
- რაიან მოვ... - სიტყვა გაუწყდა დემიანს როცა მე და სოფი დაგვანახა - აქ რახდება? - წარბშეკრულმა იკითხა
- კარგ დროს მოხვედი, მოდი აქ - ხელი დაუქნია ძმამ
სოფის გავხედე, გამიკვირდა არც თვალები ჰქონდა აწყლიანებული და არც კანკალს აეტანა, მტკიცე სახის გამომეტყველებით იდგა და დემიანს უყურებდა.
- სოფი წუხელ ცუდად გახდა და ბავშვს ლამის პრობლემა შეექმნა - სერიოზული გამომეტყველებით გახედა - ახლა აქ არის, ექიმა კი გაგვაფრთხილა მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა, ახლა კარგად მომოსმინე დემიან... ფეხებზე მკ*იდია რა გაკავშირებდა მასთან ადრე, მთავარი ახლაა... ის შენგან ორსულადაა მალე მამა გახდები და მოეშვი ამ ბავშურ ფიქრებს, დროა გაიზარდო და გონს მოეგო, არავინაა ვალდებული შენს გაკეთებულს მოუაროს და ფეხებში ზდიოს - მასთან ახლოს მივიდა - დღეიდან აქ მასთანერთად იცხოვრებ, ყურადღებას არმოაკლებ და ყველაფერს გააკეთებ რასაც გეტყვის, გასაგებია? ხვალ კი ჩემთანაერთად წამოხვალთ და იქორწინებთ - გიშრის თვალები დაუბრიალა
- მე არვარ ვალდე...
- ხაარ - დაუყვირა - ვალდებული ხარ დემიან, იცოდე, ჭკუიდან ნუ გადამიყვან თორემ იცი რა ცუდ შედეგებსაც დადებს ბოლოს ეს ყველაფერი. გეუბნები გონს მოეგე და გამოფხიზლდი, გინდა არგინდა გიყვარს და არგიყვარს უკვე გვიაანაა, ის შენი შვილის დედაა და ვალდებულიხარ მასზე იზრუნო, მორჩა და დამთავრდა ეს თემა - მანქანის გასაღებს ხელი დაავლო სოფის თავზე ფრთხილად აკოცა, მერე კი ხელი მომკიდა და გასასვლელისკენ გამიყვანა.
- რაიან, ჩემს დას ამ არანორმალურთან ვერ დავტოვებ - ვუთხარი და ხელი უხეშად გავაშვებინე.
- დამშვიდდი კი არ შეჭამს
- არ შეჭამს მაგრამ ყურადღებას არმიაქცევს, ვიცი რომ ასე იქნება
- მიაქცევს სარა - ხელი მომკიდა - ის ჩემი ძმაა და კარგად ვიცნობ, ვიცი რომ ისეთ სისულელეს არ ჩაიდენს რაზედაც ბოლოს პასუხი აგებს. საკუთარ თავს ასე არგაიმეტებს, ზედმეტად უყვარს... - თვალი ჩამიკრა. და მანქანაში ჩამსვა. - თანაც ვიცი რომ მასაც უყვარს სოფი
ვენდობოდი მის სიტყვებს, მაგრამ არა დემიანს, მივდიოდი თუმცა გული უკან მრჩებოდა. მობილური ამოვიღე ჯიბიდან და სოფის მესიჯი მივწერე:
,, თუ რაიმეს შენიშნავ მაშინვე დამირეკე "
,, მე მივხედავ ყველაფერს "
გამიკვირდა მისი ეს საქციელი, არადა მისი და დემიანის ურთიერთობა სულ სხვანაირად წარმომედგინა.

- ვიქტორთან და მარიასთან წამიყვანე - ვუთხარი რაიანს და თან სივრცეს მივშტერებოდი.
- რა?
- გთხოვ წამიყვანე - მისკენ გავიხედე და მის გაოგნებულ სახეზე გამეცინა. კლარკმა ღრმად ამოისუნთქა და თავი უკან გადასწია.
- დარწმუნებული ხარ?
- კი - უემოციო ხმით ვუთხარი და ისევ სივრცეს გავუშტერე თვალი.

მალევე მივედი სახლთან, რომელშიც დანახვისთანავე მეგონა რომ ბედნიერი ვიქნებოდი, არაა მთლად უბედურიც არ ვყოფილვარ იმ ორის წყალობით, თუმცა ის სიცარიელე მაინც ვერეფრით ვერ ამომივსეს.
- დარწმუნებული ხარ რომ არგინდა ჩემი გამოყოლა? - მკითხა რაიანმა
- დარწმუნებულივარ - მშრალად გავუღიმე და კისერში, მფეთქავ არტერიასთან ნაზად ვაკოცე, მისი სუნი სანამდეც შევძელი მოვიპარე და ისე გადავედი მანქანიდან. წინ მივდიოდი მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა, რამოდენიმეჯერ გავხედე უკან მდგომ რაიანს, რომელიც მანქანას მიყუდებოდა და მანამ მიყურებდა სანამ კარში არ შევედი. რამდენჯერაც უკან მოვიხედე იმდენჯერ მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი და მოვხვეოდი. რა ცოტაა ვისაც გასაშვებად არ ვემეტებით და კიდევ უფრო ცოტაა ისინი ვინც ჩვენს ნაკვალებს ცარიელი გზის მტვერში უგზოუკლოდ დაეძებენ...
მალევე მივადექი თეთრ კარებს, ზარი ორჯერ დავრეკე, მალევე გამიღეს და ოთახში შევედი, ვიქტორი პირველი დავინახე. ფეხიფეხზე გადაედო და ჩაფიქრებული, ყვავილის ლარნაკისთვის გაეშტერებინა თვალი.
- სარა? - უკნიდან მარიას ხმა მომესმა და მაშინვე გავბრუნდი. თვალები ჩასწითლდებოდა და თეთრ აბრეზშუმის ხალათში გამოწყობილი ფეხშიშველი იდგა ჩემსწინ. - აქ რას აკეთებ? - ბრაზი ერეოდა ხმაში.
- მე... - ვერაფერი ვუთხარი, ბოლოს კი ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს რომ გადავაგორე, მაშინღა ამოვიღე ხმა - ბოდიშის მოსახდელად მოვედი - ვუთხარი და იმწამს ძველი სარა დამიდგა ჩემსა და მარიას შუაში, ამ სიტყვების თქმის შემდეგ კი სიცილი დაიწყო. ამ ილუზიიდან ვიღაცის უხეშად შეხებამ გამომიყვანა.
- გაეთრიე აქედან - ვიქტორმა შემომიღრინა
- მომისმინე გთხოვ - აწყლიანებული თვალებით ავხედე
- მოსასმენი არაფერია, რაც მოვისმინე ისიც საკმარისი იყო
- ვიქტორ გაჩერდი - დაიყვირა მარიამ, ორივე მისკენ გავიხედეთ გააფთრებული იდგა ჩვენს წინ. - ზემოთ ამოდი ოთახში, უნდა ვილაპარაკოთ - თქვა და კიბეებზე ავიდა. მეც მალევე ავყევი. ოთახში რომ შევედი სავარძელზე იჯდა და ისევ ისეთი სახით მიყურებდა. - დაჯექი - მკაცრი ხმით მითხრა, მეც დავყევი მის ნებას და დავჯექი. ახლა კი მართლა ყველაფრისთვის ვიყავი მზად.
- რას ფიქრობდი ასეთ რამეს, რომ აკეთებდით შენ და დედაშენი? რაგეგონათ როდემდე დამალავდით ამას.
- დედას ბრალი არ იყო, ეს მედავაძალე ტყუილის თქმა
- და რატომ? ფულისგამო? - ჩამეკითხა, მეკი სიმწრისგან გამეცინა.
- თავისუფლებისგამო და იქაური სიბინძურიდან თავის დაღწევის გამო
- ასეთი რაგიჭირდა და რათავისუფლება გჭირდებოდა, რომ ასეთ რამეზე წახვედი - წამოიყვირა
- თქვენ ვერგამიგებთ - უემოციო ხმით ვუთხარი
- მე?? მევერ გაგიგებ? რააგონია იმ სიღარიბეში და სიღატაკეში მხოლოდ შენ ცხოვრობდი? - ფეხზე წამოდგა
- ხომ გითხარით, ამისგამო არწამოვსულვართქო - აკანკალებული ხმით ვუთხარი. მინდოდა სიმართლე მეთქვა, მაგრამ მეშინოდა უფრო არ შევზიზღებოდი
- მაშინ თქვი ბოლოსდაბოლოს რატომ?
- არშემიძლია - თავი გავაქნიე და სახე ხელებში ჩავრგე
- რატომ არშეგიძლია სარა, - დაღლილი ხმით მკითხა - რატომ გამიკეთე ეს - მუხლებზედაეცა - მეხომ ამდენიხანი ვეძებდი ჩემს ქალიშვილს, თვრამეტი წელი ცოტა გგონია იცი როგორია ეს ტკივილი? - ხელი მკერდზე, მიირტყა
- არა, მაგრამ ვიცი რაც არის გულის ტკივილი, ისიც ვიცი როგორია სულის კივილი, ეს ხმა ბევრჯერ მომისმენია ყოველი გაგონებისას ტკივილი ძვლებამდე ჩაგდის, შიგნით აი აქ, და აი ეს არის ყველაზე რთული და მტკივნეული, იქ რომ ვერ ეხები სადაც ყველაზემეტად გტკივა... რატომ გავაკეთე ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ეგოისტი ვიყავი, თუმცა იქამდე მისასვლელადაც დიდი გზა გამოვიარე, ზუსტად ის გზა იყო რომელმაც ასეთ უგულო პიროვნებად ჩამომაყალიბა, თუმცა ღმერთი ამაზე პასუხს ყოველი ფეხის გადადგმისას მთხოვს, მე არ შემეძლო იქ დარჩენა რადგანაც თავისუფლება მინდოდა, რადგანაც შიშში ცხოვრება აღარ მინდოდა და დარჩენილი სიცოცხლე მხოლოდ აწმყოში ცხოვრება მსურდა. რას იზამდი რომ მეთქვა შენთვის, მე მკვლელი ვართქო? ეს თეთრი ხელები ერთდეოს სისხლით იყო მოსვრილითქო, რასგააკეთებდი მარია?
- ეს... შენ მატყუებ - ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი
- ჩემზე მეტად ნამდვილად არ გენდომება ამ ყველაფრის ტყუილი - სიმწრისგან გამეცინა.
მის ნაღვლიან სახეს გავხედე, ვიცი ეს არიყო საკმარისი, ასე ვერ გაიგებდა ჩემზე სიმართლეს, ამიტომაც ყველაფრის მოყოლა გადავწყიტე, მინდოდა რომ სიმართლე გაეგო და სულ თავიდან დავიწყე.

* * * * *
სახლიდან ნელი ნაბიჯებით გამოვედი, თითქოს მეგონა, რომ რაღაც დავკარგე. წინ გავიხედე და რაიანს მოვკარი თვალი, რომელიც კრუგებს ურტყამდა მანქანას და ხელს ვერ აჩერებდა. ნაღვლიანად გამეღიმა და მისკენ წავედი. ჩემი ნაბიჯების ხმაზე ისიც გაჩერდა და უკან გამობრუნდა.
- რამოხდა? - ნერვიული ხმა ჰქონდა
- ყველაფერიმოვუყევი, სიმართლე ვუთხარი
- მართლა?
- ხო - გავუღიმე და მაშინვე წამსკდა თვალებიდან ცრემლები
- მიდი ღრმად ამოისუნქე - მითხრა და გამიცინა
- რა? რატომ
- მიდითქო
თავი მაღლა ავწიე, ამოვისუნთქე და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი ფილტვებში ჩავუშვი.
- რაღაც უცნაური გრძნობაა - მის შავ სფეროებს შევხედე.
- ვიცი ეგ გრძნობა - ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა
- დაიცა - გავაჩერე, ხელები კისერზე მოვხვიე და მის ბაგეებს ნაზად ვაკოცე. - მიყვარხარ, ყველაფერი ხარ ჩემთვის, წარსულს ძალიან ვნანობ არ უნდა გამეშვი - ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ცრემლებით სახე ოდნავ დავუსველე.
- ზოგჯერ გაშვებაც სწორი საქციელია სარა... იქ რომ დავერჩენილიყავი, თავს უფრო მოგაბეზრებდი და შეიძლება შეგზიზღებოდი კიდეც ახლა კი როცა იცი როგორია უჩემოდ ყოფნა - თავი ამაყად აწია ზემოთ და ამოისუნთქა, მერე კი ირონიული მზერით დამხედა ზემოდან - ჭკუას ისწავლი და მიხვდები, რომ არსად არ უნდა გამიშვა, პირიქით სახლში თოკით უნდა გყავდე მიბმული რამეზე, რომ არსად გაგექცე - გაეცინა
- მმმ.. მადლობა იდეებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ - ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე
- სხვათაშოროის ბოლოს ვიხუმრე, რომ დამეთანხმე - სერიოზული სახით გადმომხედა
- მე კი სულაც არ მიხუმრია - გავუცინე და მანქანის კარი გამოვაღე.

* * * * *
დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდა, ვერგეტყვით ძველებურადთქო, რადგანაც ადამიანი მყავდა გვერდით რომელიც თითქმის საერთოდ არმტოვებდა მარტო. უკვე ერთი თვე იყო გასული იმ ყველაფრიდან, ქალბატონ სოფის მუცელი ცოტათი დაეტყო დემიანი გვერდიდან მართლაც არ შორდებოდა, რასაც რაიანის მუქარას ვაბრალებდი. სოფისთან ვიქტორი და მარია იყვნენ მისულები მათმა ყველაფერი გაიგეს სოფიზე და დემიანზე, თუმცა შვილთან ურთიერთობა რომ არ გაფუჭებოდათ მისი მსგავსი ამბავი ,,დააიგნორეს” ახლა მარიასთვის ქალიშვილის გვერდით ყოფნაზე უკეთესი არაფერი იყო. რაიანი და ვიქტორი ისევ აგრძელებდნენ ერთად მუშაობაზე, რაც ძალიან გამიხარდა. მე კი ვიქტორთან არა, თუმცა რაიანის გუნდში ისევ ვმუშაობდი.
- დილამშვიდობისა - წინჩამოყრილი თმები გავუსწორე და უკან გადავუწიე
- დილამშვიდობის - გამიღიმა და ბალიშიდან თავი ძლივს ასწია.
- წასვლის დროა, დღეს სოფისთან უნდა წავსულიყავით.
- კარგი რა, დაანებე ამ სოფის თავი, ერთი მომლელი და ქმარი ჰყავს სახლში - ცხვირი აიბზუა და უკან გადაბრუნდა.
- არვენდობი არც შენ ძმას და არც იმ ქარაფშუტა მომვლელს.
- მაშინ შევცვალოთ და სხვა მოვიყვანოთ - წაიბურდღუნა
- კარგი რა, ნუ გეზარება ადექი წავიდეთ
- ცოტახანში
- არა ახლავე
- არა ცოტახანშითქო
- რაიან ახლავე მეთქი - დავუყვირე და პასუხი რომ არგამცა, მოშიშვლებულ ზურგზე ფრჩხილები ჩავასე. ტკივილისგან წამოიყვირა და ჩქარი მოძრაობით ხელებით მაჯებში მწვდა, მერე კი ლოგინზე დამაგდო
- ახლა რისი ღირსიხარ - სახე ახლოს მომიტანა და ტუჩზე მტკივნეულად მიკბინა
- მეტკინა ცხოველო - წამოვიკივლე
- და მეარმეტკინა?
- ღირსი იყავი - შევუღრინე
- შენც ღირსი იქნები, იმის რასაც ახლა გიზამ - ერთი ხელის მოსმით გამაძრო საცვალი და უკანალზე მაგრად მომიჭირა ხელი, მერე კი თითებით დაფარულ ადგილას მალევე გაიკვალა გზა.
- ახლავე გაჩერდი თორემ… - სიტყვები ვეღარ ვიპოვე და თავი უკან გადავწიე
- თორემ რაა? - სახე ახლოს მომიტანა, თან ქვემოთ თავის საქმეს აკეთებდა
- გეყოფა - გამომშრალი ტუჩები ენით ავილოკე
- ასე ნუ აკეთებ… - სახე ახლოს მომიტანა და ტუჩზე ისევ ძლიერად მიკბინა, მერე ხელი ქვემოთ ჩააცურა თან ეშმაკურად გამიღიმა.
* * * * *
კიბეებზე ჩამოვდიოდით, რაიანი გაბუსული სახი მომყვებოდა უკან. მისკენ გავიწიე და თხელი ტყავის კურტკის ზმეიკა ავუწიე.
- ცივა - სახე კისერთან ახლოს მივუტანე და მფეთქავ არტერიასთან ნაზად ვაკოცე.
- მაგიტომ ამაგდე ხო ლოგინიდან, თან ისე საქმეც არ დამამთავრებინე - ყბის ძალზე ნაზად მაკოცა
- არა, იმიტომ რომ დამპირდი წავიდოდითო - ხელები გავუშვი და მანქანის კარი გამოვაღე.

სახლში სანამ შევიდოთ მანამდე ვიგრძენით დამწვრის სუნი, ერთმანეთს გადავხედეთ და ის ჩემზე პირველი შევარდა სახლში. მე მაშნვე ზემოთ ავაარდი, ყარდა სახლი მაგრამ იქ არდამხვდნენ. მერე პირველ სართულზე მყოფ რაიანს შევხედე, რომელიც სამზარეულოს კარებთან იდგა და თვალებს თითებით ისრესდა, ვერმივხდი ვერაფერს და შეშინებული შევვარდი სამზარეულოს ოთახში.
- სოფიი - შეშინებულმა წამოვიკივლე
- სარა რა კარგია რომ მოხვედი, ნახე რაგააკეთა ამ იდიოტმა - ხელი დემიანისკენ მანიშა, რომელიც ფქვილში იყო ამოსვრილი, ხელში დანა ეჭირა და ისე უყურებდა სოფის სადაცაა ყელს გამოსჭრიდა.
- ერთხელ ვთხოვე რაღაცის გაკეთება და ნახე - ჯერ ირგვლივ მოავლო თვალი ყველაფერს, მერე კი გასქურაზე დაყრილი დამწვარი პეჩენიები მაჩვენა.
- ერთხელ მთხოვე? - წამოიყვირა დემიანმა - ამდენიხანია შენს დაკრულზე დავდივარ, ყველაფერს ვაკეთებ რასაც მეუბნები. ხანდახან მგონია რომ პრაქტიკას ჩემზე გადიხარ სანამ მაგ ბავშვს გააჩენ
- ეგ ბავში - ხელი დაუქნია - შენი შვილია გასაგებია? და რა გგონია - უკან გაიწია და ხელები მკერდთან მიიდო - გგონია ეს ყველაფერი მე მინდა? არა ბატონო, აი ამას უნდა - ხელები მუცელზე მიიდო და კმაყოფილმა გავიდ გააქნია თავი.
- ღმერთო მომეცი გაძლება - ამოიხვენშა და თავი უკან გადაწია
- ამ ბოლოდროს რაღაც ძალიან მორწმუნე გამიხდი დემი - დასცინა რაიანმა, დემიანმა კი ისეთი სახით გახედა მეგონა, იმ დანას იქვე გაუყრიდა ძმას.
- კარგი გეყოფათ ახლა, მისაღებში გავიდეთ - ხელი დაგვიქნია სოფიმ მერე კი უკან გაიხედა - მამიკო ორი ყავა გააკეთე, მე ჩაი მინდა - კოცნა გაუგზავნა და სამზარეულოდან გავიდა
- მამიკო - ჩაიბურტყუნა ირონიულად რაიანმა
- გამასწარი ახლა აქედან - შეუღინა ძმას და ონკანთან მივიდა.

* * * * *
- რატო ექცევი ასე? - ვკითხე სოფის
- დაიმსახურა და იმიტომ, თურმე თავიდან ინფორმაციის გასაგებად ვჭირდებოდი და ამიტომ იყო ჩემთან, მერე კი ნამდვილი გრძნობები გაუჩნდა - ცინიკურად ჟღერდა მისი ნათქვამი
- ასე გითხრა ?
- ხო, აბა მეხომ არ მოვიფიქრებდი - თვალები დამიბრიალა.
- არა შენ როგორ მოიფიქრებდი - ხელები მაღლა ავწიე
- ინებეთ - ხმაურიანად დადო ფინჯანი მაგიდაზე და სოფის ნაძალადავე ღიმილით გაუღიმა, გოგონაც არ ჩამორჩა და იგივენაირად გაუღიმა ქმარს - მიბრძანებთ კიდევ რაიმეს თუ შემიძლია შესვენებაზე გასვლა?
- შეგიძლია, არმაქ ახლა შენითავი - ხელი აიქნია და ცხელი სითხე მოსვა. დემიანმა კი თვალები აატრიალა და ოთახიდან გავიდა.
- დემიან რაიანი სად წავიდა? - მივაძახე გვერდითა ოთახში მყოფს.
- არვიცი, აქ არიყო? - გაიკვირვა და მაშინვე გარეთ გავიდა, მეც მას მივყევი.
- აჰ, ლაპარაკობს - მითხრა კარებში მდგომმა და უკან გაბრუნდა, კარებისკენ წავედი. ალეწილი სახით ელაპარაკებოდა ვიღაცას მობილურზე, თან ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა. მისკენ რომ წავედი ჩემი ნაბიჯების ხმა გაიგო და მობილური გათიშა. თავზე ხელი გადაისვა და მანქანისკენ ისე დაიძრა ჩემსკენ არც კი შემოუხედავს, თან წამდაუწუმ კისერზე იკიდებდა ხელს, მანქანის კარებს მიეყრდნო და თავი უკან გადასწია, მისკენ ნელი-ნაბიჯებით მივდიოდი თითქოს რაც უფრო ნელა მიუახლოვდებოდი მით უფრო მეტს გავიგებდი მასზე, ბოლოს ალბათ ჩემი ნაბიჯების ხმა შემოესმა და გამომხედა, რასახე ჰქონდა?! გაცეცხლებული იყო, მეგონა ხმას თუ ამოღებდა ავი ძაღლივით შემომიღენდა.
- უნდა წავიდე - კბილებში გამოსცრა და მანქანის კარი გამოაღო, რატომღაც ნაბიჯიც ვერ გადავდგი გული ძალიან მქონდა აჩქარებული. ერთადერთი რაც დავინახე მანქანის მინიდან მისი ნაღვლიანი თვალები იყო… არ უნდოდა წასვლა, ამას მაშინვე მივხდი.
უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მისი ასეთმა საქციელმა ძალიან იმოქმედა ჩემზე და მაშინვე სახლში შევვარდი
- დემიან ვის ელაპარაკებოდა რაიანი? - სამზარეულოში შევვარდი და ტელეფონს მიჩერებულ დემიანს ვკითხე.
- არვიცი, სამსახურის საქმეზე ლაპარაკობდა ალბათ - თქვა და მობილური გათიშა, მაგრამ იმ წამს ისევ მოუვიდა მესიჯი. ვგრძნობდი რომ რაიანთან იყო ეს ყველაფერი კავშირში და მაშინვე ხელიდან გამოვგლიჯე მობილური. ნომერს არდავკვირვებივარ მხოლოდ მესიჯი წავიკითხე
,,ის უნდა დაბრუნდეს და პასუხი აგოს ყველაფრისთვის, ეს არეულობა აქ თავისით არჩაწყნარდება, მამისაც სჭირდება”
- ეს… ეს ვინ არის? - აკანკალებული ხმით ვკითხე - რაზე უნდა აგოს პასუხი?
- სარა დაწყნარდი, მანდ ყველაფერი ისე არაა როგორც შენგგონია - ჩემს დამშიდებას ცდილობდა, რაც სულაც არ გამოსდიოდა. ამჯერად ჩემი მობილური ავიღე და რაიანის ნომერზე დავრეკე.
- სარა მოგვიანებით გადმოგირეკავ კარგი? - მაშინვე მითხრა
- გათიშვა არგაბედო… - წამოვიყვირე - მესიჯი ვნახე, სად მიდიხარ? - აკანკალებული ხმით ვკითხე.
- სარა, რაღაც საქმემაქვს მოვაგვარებ და დავბრუნდები. ხვალ უკვე აქ ვიქნები
- ეს უნდა დავიჯერო? მითხარი სად მიდიხარ!
- გითხარი რაღაც საქმე მაქვს-თქო - დამიყვირა
- არწახვიდე გთხოვ, იქედან ცოცხალს არგამოგიშვებენ - ტირილი დავიწყე და იქვე ჩავიკეცე.
- დამშვიდდი გთხოვ, ნუ ნერვიულობ კარგი? დავბრუნდებითქო - ნაღველი ერეოდა ხმაში
- ვერდაბრუნდები, გული ცუდს მიგრძნობს გთხოვ ნუ წახვალ - მუდარასავით ჟღერდა ჩემი ნათქვამი
- გამომიშვებენ, გამომიშვებენ… დაწყნარდი და დაისვენე გპირდები აუცილებლად დავბრუნდები. მიყვარხარ პატარავ - მითხრა და მობილური გამითიშა.
- არგათიშო… არწახვიდე… გთხოოვ გთხოვვ - გაუჩერებლივ ვიმეორებდი ამ სიტყვებს და თან ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა ჩვენშორის მანძილი. დემიანი მოვიდა ჩემი წამოყენება სცადა, მერე სოფიც შემოვარდა ოთახში, ამ დროს თავბრუს ხვევა ვიგრძენი და მოწყვეტით დავვარდი მიწაზე.

* * * * *
მიწეპებული ქუთუთოები ძლივს მივაშორე ერთმანეთს და როგორც იქნა სინათლეში შემოივაღწიე, პირველი ჯერ სოფის შევხედე, მერე კი რაიანი ვიკითხე რომელიც არსად არ ჩანდა. მთელიდღის მანძილზე ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, მაგრამ ზოგჯერ დაკავებული იყო, ზოგჯერ კი სულაც მითიშავდა. ღამის ათი საათი იყო, უკვემერამდენე შეტყობინებას ვუგზავნიდი, მაგრამ არც კი ნახულობდა, მეტის მოთმენა კი აღარ შემეძლო. მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი რომ დილიდანვე გავემგზავრებოდი ვენესუელაში, იქ საიდანაც გაქცევას ამდენიხანი ვცდილობდი.

* * * * *
დილით ძალიან ადრე ავდექი, დემიანის მანქანის გასაღები მოვიპარე და ისე გადავწყვიტე ვენესუელაში წასვლა. სოფის წერილი დავუტოვე, რომ ბევრი არ ენერვიულა ჩემზე, ახლა კი მთავარ მაგისტრალზე მანქანას გიჟივით მივაქროლებდი, რამოდენიმე საათში უკვე ადგილზე ვიყავი. პირდაპირ რაიანის ძებნა არდამიწყია, რადგანაც მივხვდი ეს უშედეგო იქნებოდა, ამიტომაც ჯერ წერილი მივწერე რომ ვენესუელაში ვიყავი მერე კი ჩვენს ძველ ბინაში წავედი, სანამ სახლში მივიდოდი დედას შევუარე, ეს სახლი ცოტაარიყოს და მეუცხოვა, თითქოს ადრინდელთან შედარებით აქ დრო ისევ წინ მიიწევდა, ადრეკი ისეთი შესახედავიიყო სადღაც ძველიდროიდან გადმოგდებულ ქოხს წააგავდა.
- სარა? - კარი თვალებჩაწითლებულმა ნორამ გამიღო.
- გამარჯობა დედა - მკრთალად გავუღიმე, ის კი განზე გადგა და შეგნით შემიშვა. სახლი მოვათვალიერე სულაც აღარგავდაადრინდელს. როგორც ჩანს ჩემი ნაგზავნი ფული ტყუილუბრალოდ არუხარჯია.
- რაგითხრა მარიამ? - მკითხა დიდი ინტერესით
- და შენ რაგითხრა? - გამეცინა
- რაუნდა ეთქვა, ოთახში ვიყავი იმ ღამეს ვიქტორი გაცოფებული, რომ მოვარდა და იმხელაზე გაჰყვიროდა მგონი მთელ ქალაქს კი არა მთელ შტატებს ესმოდა, მეცრაუნდა მექნა?! როგორცკი მისი ნაამბობი მოვისმინე ბარგს ხელი დავავლე და ჩუმად გავიპარე სახლიდან.
- როგორცყოველთვის თავი ისევ დაიძვრინე
- გეყოფა ჩემი განსჯა, ისმითხარი შენ რაქენი?
- სიმართლე ვუთხარი და ყველაფერი მოვუყევი
- რა? - გაიკვირვა
- დავიღალე ამდენი ტყუილით დედა, უკვე ვეღარ ვუძლებდი - ხმაგამებზარა, მერე თვალები მაგრად დავხუჭე და სავარძლიდან წამოვდექი - უნდა წავიდე
- სად?
- საქმე მაქვს - მისთვის ახსნის თავი არ მქონდა
- ქუჩა-ქუჩა ნუივლი აქეთ იქეთ, ბოლო ოთხი დღეა ქალაქში ყველაფერი აირია - მხარდამჭერი ცისფერები შემომანათა - კარლოს კლარკი მოკლეს მგონი
- რა? - გაკვირვებულს ხელი ჰაერში დამრჩა გაშეშებული - როგორ თუ მოკლეს? აი რატომ წამოვიდა აქ... - ბოლო უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და მობილური ამოვიღე ჯიბიდან, მაშინვე რაიანს გადავურეკე თან მანქანისკენ მივდიოდი. მესმოდა დედას ლაპარაკის ხმა, მაგრამ სიტყვებს ვერვგებულობდი, ბოლოს მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი.

ამ სახლში ბოლოს წლებისწინ ვიყავი, მახსოვს როგორ ვფიქრობდი, ,,ჩვენი” აღარაფერი დარჩა აქ თქო. ამისგაფიქრებისას გამეცინა, მაშინ ჩემი ცხოვრება ყველაზე დიდი კოშმარი მეგონა, თუმცა იმ დროს არვიცოდი არანაკლებ დიდი კოშმარი წინ რომ მელოდა.
მესამე სართულზე ავედი და კარების გვერდით პატარა აგური გამოვაძვრინე, ადრე აქ ვინახავდით გასაღებს. კარები როგორც კი შევაღე მაშინვე მომხვდა თვალში მოპირდაპირე სამზარეულოს მაგიდა, რომელიც ისე იყო დამტვერილი შესასვლელიდანაც კი ვხედავდი. გასაღები საკეტიდან გამოვიღე და კარები დავკეტე, იქაურობა მოვათვალიერე და მობილური, გასაღები და პალტო იქვე დავდე. სახლში გვარიანად ციოდა და ცოტაარიყოს ტანში მეც გამაჟრიალა. ფარდები გადავწიე და ფანჯრები გამოვაღე, მზის სხივებმა მაშინვე შემოაღწიეს ოთახში, ამ დროს კი მობილურზე ზარის ხმა გაისმა.
- რაიანნ - არეული ხმით დავუძახე სახელი
- სარა, გაგიჟდი? მართლა აქ ხარ? - ეტყობოდა, საშინლად იყო გაბრაზებული.
- კი აქ ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ - მაშინვე შემეცვალა ხმის ტემბრი
- ნუ გამაგიჟეე… აქ როგორ ჩამოხვედი, მე შენ რაგაგაფრთხილე
- ყველაფერი გავიგე, უფროსწორად თითქმის ყველაფერი… მამაშენი რაიან - აკანკალებული ხმით ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე, ერთხანს გაჩუმდა მერე კი მიპასუხა
- სად ხარ?
- ჩვენს სახლში - თვალებიდან ცრემლები წამსკდა როცა ,,ჩვენს” ვახსენე
- კარგი, მანდედან ფეხი არგაადგა, ვეცდები საღამოს მოვიდე და თუ არმოვალ დილით აუცილებლად მოგაკითხავ, მანამდე კი გთხოვ არსად გახვიდე კარგი? - ხვეწნასავით ჟღერდა მისი ეს ნათქვამი. ვეღარ შევეწინააღმდეგე, ისედაც ბევრი ჰქონდა სანერვიულო მე კი აღარმინდოდა საკუთარი თავიც დამემატებინა.
- კარგი არსად წავალ, უბრალოდ ერთხელ მომიწევს მაღაზიაში გასვლა, რომ სახლისთვის საჭირონივთები ვიყიდო, აქაურობა საშინლადაა დაბინძურებული. - ვუთხარი და ოთახს ისევ მოვავლე თვალი.
- ღმერთოს სარაა.. - მძმედ ამოისუნთქა - როცა საჭირო იყო მაშინ არ ალაგებდი სახლს, ახლა ასეთ დროს მოგინდა ლაგება - არდამინახავს თუმცა დარწმუნებული ვიყავი, ამ სიტყვების თქმისას როგორ ტეხავდა ტუჩის კუთხეს ღიმილით.
- გეყოფა და საქმეს მიხედე და გთხოვ... მალე დაბრუნდი კარგი რაიან?
- კარგი, გპირდები - მითხრა და მობილური გათიშა.
მხოლოდ ერთხელ მქონდა სახლიდან გასვლის შანსი, პალტო და მანქანის გასაღები ავიღე, მერე კი გარეთ გავედი. საფულე თან არ მქონდა მაგრამ რაიანის ბარათი ჯიბეში მედო, რითაც შევძლებდი საჭირო ნივთების ყიდვას.

* * * * *
დაღლილ-დაქანცული მოწყვეტით დავეცი საწოლზე, მობილურში სააათს დავხედე უკვე ღამის ცხრასაათი იყო, ისკი ჯერ ისევ არჩანდა, არც მირეკავდა. დილიდან მოყოლებული სახლის ლაგებასაც მოვრჩი, ისეთი მონდომებით ვალაგებდი ჯერ რომ არდამილაგებია. ჩემდაბედად მანქანა გაფუჭებული არყოფილა არადა საყიდლებიდან რომ ვბრუნდებოდი მთელი გზა იმას ვფიქრებდი ,, ვაითუ სარეცხი მანქანა, გაფუჭებული დამხვდათქო” კარადაში რაიანის ძველი ტანსაცმელი იყო, ყველაფერი დავრეცხე და ცოტახნისწინ შემოვიტანე სახლში, მალე გაშრობაში კი ხელი, ქარმა და ცოტა მზიანმა ამინდმაც შეუწყო. ჩემი ტანსაცმელი გავიხადე და აბაზანაში შევედი. ცივ სხეულზე სასიამოვოდ მხვდებოდა ცხელი წყალი, ნორმალური ადამიანისთვის ალბათ ეს ტემპერატურა ზედმეტად ცხელი იქნებოდა, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივად იყო.
საწოლშ შევწექი, ისევ საათს დავხედე ამჯერად ათის თხუთმეტი წუთი იყო, საშინლაც მციოდა და რაიანის თბილი ჰუდი ცოტას მათბობდა, მართალია ისე ვერა როგორც თვითონ, თუმცა კანკალისგან ნამდვილად მიხსნიდა.
ათისაათი სრულდებოდა, მობილურს თვალს არ ვაშორებ და მასთან შეტყობინებას ვგზავნი. არპასუხობს და ისევ თავს ვდებ ნამიან ბალიშზე, რომელიც ჩემმა სველმა თმამ დაასველა.
თერთმეტის ოცი წუთია, ისევ ვგზავნი მასთან შეტყობინებას, ამჯერად ნახულობს მაგრამ პასუხს არ მიბრუნებს, მერე ვურეკავ მაგრამ ტელეფონს მითიშავს.
ჯანდაბა… ხომ იცის როგორ ვნერვიულობ, რატომ არ მცემს პასუხს. ცხელი სითხე მწყდება თვალიდან და გზას ქვემოთ იკვალავს.
პირველი საათიც შესრულდა, ვინ იცის რამდენი მესიჯი და გამოტოვებული ზარი დავუტოვე, მაგრამ არაა.. მაინც არ მპასუხობს, ფეხზე ავდექი და საკეტი გადავატრიალე, მიჩვეულივიყავი და გამოცდილებაც მქონდა, ბევრი ტირილის მერე სულ რომ მეძინებოდა, მეშინოდა ისევ არჩამძინებოდა და რაიანის მოსვლა არ გამეგო, ასე რომ ძლივს გამთბარი საწოლიდან ფეხზე წამოვდექი და საკეტი გადავატრიალე, მერე კი ისევ ცივ საწოლში შევწექი, რომელიც ჩემს მისვლა-მოსვლამდე ისევ გაცივდა.

* * * * *
დილით მობილურის ხმამ გამაღვიძა, მაშინვე ვუპასუხე, ისე რომ არცკიდამიხედია ნომერს
- რაიან სადხარ?
- სარა ახლა კარგად მომისმინე - ჯანდაბა ვიცოდი მისი ასეთი დაწყებული საუბარი კარგად რომ არდამთავრდებოდა
- რატომ არმოხვედი? შენ ხომ დამპირდი - დავიყვირე
- მე არდაგპირებივარ რომ ღამე მოვიდოდი
- კარგი ღამით არა, მაგრამ დილით, დილით ხომ დამპირდი! სად ჯანდაბაში ხარ? - რარაც არ მასვენებდა შიგნით.
- აქ ვარ, შენთანვარ სარა…
- გგრძნობ, მაგრამ ვერგხედავ - ხმა ვეღარ დავიმორჩილე და ბავშივით დავიწყე ისევ ტირილი
- წინა მხარეს გამოიხედე და დამინახავ
- რა? - თითქოს გამოვფხიზლდიო, ფეხზე წამოვხტი და ფანჯარა გამოვაღე. იქ იყო მანქანაში იჯდა და პირდაპირ მე მიყურებდა - აქ თუ ხარ რატომ არ ამოდიხარ, მოდი გელოდები - ისევ წამსკდა თვალებიდან ცრემლები… არვიცი რატომ მაგრამ გული ცუდს მიგრძნობდა.
- არშემიძლია - თავი გააქნია და საზურგეს მიეყრდნო
- როგორ… როგორ თუ არშეგიძლია? აქ ხარ ჩემს წინ, რამოდენიმე ნაბიჯი გვაშრებს ერთმანეთისგან და ამბობ რომ არ შეგიძლია ჩემთან მოსვლა? - ხრინწიანი ხმით ვუთხარი და ცრემლების შემდეგი ნაკადი ისევ წამოვიდა თვალებიდან
- მაპატიე, არშემიძლია სარა
- რატოომ? რატომ ამბობ ამას? შენ რა ჩემი… ჩემი მიტოვება გინდა - გამშრალი პირი უცებ დავმუწე
- არა, რასისულელეა... უბრალოდ ახლა… ახლა არშემიძლია
- რაიან… - ამჯერად დამშვიდებული ხმით ვუთხარი - ჩემო სიყვარულო ხომ იცი რომ არმოგცემ ჩემგან წასვლის უფლებას, მითუმეტეს რომ ვიცი და გამოცდილიმაქვს შენგან შორს ყოფნა
- გეყოფა და მომისმინე - ხმა გაუმკაცრდა - ნუ მიხსნი სიყვარულის იმისთვის რომ დავრჩე, მე ისედაც ვიცი რომ გიყვარვარ, იმაზე მეტად ვიდრე ადრე, მაგრამ თუ მინდა, უფროსწორად თუ გვინდა რომ მომავალში რაიანი და სარა ისევ ერთად იყონ, ჰქონდეთ მომავალი და ისეთ სამყაროში იცხოვრონ სადაც ცხოვრება ორივე მათგანმა დაიმსახურა, ახლა… ახლა სარა უნდა გაგიშვა, ახლა უნდა გაგიშვა რომ მომავლში ისევ ერთად ვიყოთ
- არა… არაა არგაბედო - თავზე ხელი ინსტიქტურად გადავისვი და მაშინვე გარეთ გადავწყვიტე გაქცევა, რომ მობილურში რაიანის ყვირილის ხმა გავიგე. კანკალით მივიდე მობილური ყურთან და ნელი ნაბიჯებით ისევ ფანჯარას მივუახლოვდი.
- ნუ ტირი.. ხომ იცი როგორ ვერვიტან შენს თვალებზე ცრემლებს…
- ამის მიზეზი შენ ხარ - დაუფარავად ვუთხარი
- ვიცი და საკუთარ თავს აუცილებლად დავსჯი ამისთვის
- არა, მედაგსჯი ამისთვის - სველი სახე მოვიწმინდე ხელებით. - ამოდი, რატომ არმოდიხარ?
- არშემიძლიათქო ხომ გითხარი
- და რატომ? რატომ არშეგიძლია? - დავუყვირე
- მარჯვნივ გაიხედე - თქვა და მეც მაშინვე გავიხედე, ორი შავი მერსედესი ეყენა ერთის ფანჯარა ჩამოწეული იყო და კაცს ცალი ხელი გადმოეყო გარეთ, იმავე ხელში კი იარაღი ეჭირა და აქეთ იქეთ აქნევდა. ხმაურიანად გადავყლაპე ნერწყვი და ისევ რაიანისკენ გავიხედე.
- მოდი გავიქცეთ - მაშინვე შევთავაზე ჩემი დაუფიქრებელი აზრი.
- არშეგვიძლია, ვერ გავიქცევით…
- აბა რა უნდა ვქნათ? - ვკითხე და წარბები შევკარი - არა, ოღონდ არმითხრა რომ მე ისევ აქ უნდა გამომკეტო და შენ ლოდინში გავლიო დღეები ისევ…
- ასეც რომ იყო, არ აპირებს ჩემს ლოდინს? - ჩაეცინა
- გააჩნია რატომ და როგორ, არშემიძლია შენილოდინი თუ შენივე სიცოცხლის გარანტია არმექნება…
- ასე რთულად? - ნაღვლიანად გამიღიმა მერე კი თავი მეორემხარეს გაატრიალა - სარა, მე დრომჭირდება, უნდა წავიდე და შენც უნდა წახვიდე
- არწავალ, აქ არდაგტოვებ
- რატომ ჯიუტობ?
- იმიტომ რომ აღარ ვაპირებ შენს მიტოვებას - დავუყვირე და ცრემლები მოვიწმინდე
- არც მე ვაპირებ შენს დაკარგვას, მაგრამ ახლა დროებით ასე უნდა ვიყოთ...
- მაგრამ… - ვეღარაფერი ვუთხარი აზრი არ ჰქონდა რაიმეს თქმას.
- გარეთ არგამოხვიდე, თუ დემიანის ჩამოსვლამდე გარეთ გამოხვალ მაშინვე მოგკლავენ…ბევრს ნუ იტირებ გთხოვ… უბრალოდ დამელოდე კარგი? თუ მეცოდინება რომ სადღაც… ასე შორს და თან ასე ახლოს, შენ მე ისევ მელოდები…
- არგინდა, ნუღაგააგრძელებ - მთელი დაგროვილი ჰაერი ამოვაყოლე ამ სიტყვებს. - უბრალოდ… დამიბრუნდი და ძალიან არდააგვიანო, რადგანაც თუ ძალიან დააგვიანებ აღარ დაგელოდები შენ კი ისევ მოგიწევს ჩემზე გაბრაზება, შურისძიება, რომ ისევ გატკინე და ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყება. ეს წრე ასე უსასრულოდ იტრიალებს რაიან თუ შენ ყოველ ჯერზე წახვალ, ასე რომ, გთხოვ ამჯერად მალე დაბრუნდი, რადგანაც გვიან დაბრუნებისას შეიძლება ისეთი აღარ ვიყო როგორიც დამტოვე ან უარეს შემთხვევაში საერთოდაც აღარვიყო - ვიცოდი… ვიცოდი როგორ უჭირდა წასვლა და ამ სიტყვების მოსმენა. ისიც ვიცოდი რას არ გააკეთებდა ახლა, რომ მხოლოდ ერთხელ... წამით მაინც მომფერებოდა და ჩამხუტებოდა. რას არ დაიტევდა ის წამი როცა მე მისგვერდით ვიქნებოდი, მაგრამ არშეეძლო, არშეეძლო და მე ეს ვიცოდი, ვხდებოდი, ამიტომაც ვუშვებდი.... ვუშვებდი რადგანაც ვიცოდი აუცილებლად დამიბრუნდებოდა, ვერგაძლებდა უჩემოდ, როგორც მე უმისოდ …
- უნდა წავიდე... არდავაგვიანებ, შენ უბრალოდ დამელოდე - შეცვლილი ხმით მითხრა და მობილური გამითიშა. არც კი მაცადა იმ ერთი სიტყვის თქმა რომელსაც ადრე ასე გულმოდგინებით ელოდა ჩემგან. ყველაფერი ერთად მომაწვა იმ წამს: იმედგაცრუება, შიში, სევდა, ბრაზი, ტკივილი, სიყვარული. სუნთქვა მიჭირდა და მგონი გულმაც შეწყვიტა ფეთქვა.
- მიყვარხარ - საცოდავად ამოვისლუკუნე და მიწაზე ჩავცურდი.

* * * * *
ტვინის უჯრედები გაუთავებლივ იხსენებდნენ ჩემი და რაიანის ბოლო დიალოგს. დიდიხანი ვიჯექი ასე გაუაზრებლად ცივ იატაკზე, მისი ტანსაცმლით.
რამოდენიმე საათში კარების ხმა მომესმა, გეფიცებით არშემშინებია, თავი ზემოდ ავწიე და დავინახე როგორ შემოდიოდა დემიანი, რაიანისთვის დატოვებულ ღია კარებში. ჩემთან მოვიდა და მთხოვა ტანსაცმელი ჩამეცვა, მერე კი უკან დავბრუნებულიყავით. ცოტახნით შევყონდი, მერე კი მის ნებას დავყევი და გამოვიცვალე. გზაში ერთხელ შევჩერდით, რაღაც საჭმელი მიყიდა, მაგრამ პირიც კი არდამიკარებია, მადა არმქონდა. გვიანი იყო სახლში რომ მივედი, მაშინვე მეორე სართულზე ავედი და დაძინება ვცადე, მაგრამ არგამოვიდა, მიჭირდა რადგანაც მიჩვეული არვყოფილვარ აქ უმისოდ ძილს. ტელეფონი გვერდითა ბალიშზე დავდე და თვალები დავხუჭე.
ველოდებოდი, როგორც მან მთხოვა…
საშინლად იწელებოდა ეს დღეები, დემიანი და სოფია ყოველდღე მოდიოდნენ ჩემთან, სოფი ჩემს დამშიდებას ცდილობდა და ასე ვთქვათ მიყოლიებდა კიდეც, ამას კი მხოლოდ იმიტომ ვყვებოდი, რომ მას არ ენერვიულა და ბავშვს რამე არმოსვლოდა. დემიანმა ყველაფერი ამისხსნა, მითხრა თუ რატომ დარჩა იქ რაიანი. სიმართლე გითხრათ გავბრაზდი, რადგანაც შეეძლო ეს თვითონვე ეთქვა, მაგრამ არა დემიანს დაავალა ყველაფრის თქმა.
რეალურად კი მისი იქ დარჩენის მიზეზი ასეთი იყო: კარლოს კლარკს რახან ორივე მემკვიდრე ,,გამოექცა” და არავინ დარჩა ირგვლივ, მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტეს, რადგანაც ეგონათ დემიანისა და რაიანის იქ არ ყოფნაში ცხვირ წინ ააცლიდნენ ყველაფერს კლარკების ოჯახს და მათ ქონებას შემდეგში გაიყოფდნენ. კარლოს ავარია მოუწყვეს, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა, თუმცა ეს ამბავი ყველამ არ იცოდა, მისი შვილებისა და თავისი ორი დაცვის გარდა. ის რომ კარლოსი ცოცხალი იყო, ჭორების სახით დადიოდა ქალაქში, ამიტომაც მისი მტრები გაურკვევლობაში აღმოჩდნენ, ვერც მკვდარს რომ ვერ პოულობდნენ კლარკს და ვერც ცოცხალს. რაიანს მიზეზი ნამდვილად ჰქონდა იქ დაბრუნების რადგანაც სანამ მამა ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძოდა, მას მარტო ვერ დატოვებდა, იმიტომ რომ ალბათობა იყო იმის რომ რომელიმეს გაეგო კარლოსის ამბავი, ეპოვნათ და მისი მოკვლა თავიდან ეცადათ, რაც ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ. ერთი კვირის შემდეგ, უკვე მისი ქონებაც ქარს მიჰქონდა, ჰაერში გაფანტულ ფულებს და საქმეებს კი, დანარჩენები იჭერდნენ და მერე ჯიბეებში ხამებივით იტენიდნენ. რახან რაიანმა თავიდანვე თქვა მემკვიდრეობაზე უარი მისი ქონების ნახევარი უკვე წაღებული ჰქონდათ, დარჩენილი კი მხოლოდ დემიანის, და მისი ქონების ნახევარი პროცენტი იყო დარჩენილი, რომელსაც ბიძამისი ნელნელა ცხვირ წინ აცლიდა საკუთარ ძმას. ბიძამისის ხსენებაზე ის დამპალი გამახსენდა, დარწმუნებულივიყავი მათი ბიძაშვილიც იყო ამსაქმეში გარეული. დანარჩენი დემიანს აღარმოუყოლია, მაგრამ მე თვითონვე მივხვდი რა როგორ იქნებოდა კარგად მახსოვდა იქაური წესები და კანონები. ესეიგი რახან რაიანმა როგორც უფროსმა შილმა უარი განაცხადა მემკვიდრეობაზე თავისთავად დემიანს დარჩა ყველაფერი, მაგრამ თავიდანვე კარლოსმა ქოონების გარკვეული ნაწილი მაინც უანდერძა თავის უფროს ვაჟს. მერე კი ყველაფერი გასაგები იყო ჩემთვის, რეალურად ეს საქმე დემიანს უნდა მოეგვარებინა, რადგანაც მთავრ მემკვიდრედ ის ითვლებოდა, მაგრამ საკუთარ ძმას რაიანი ასე არგასწირავდა. აქ მას შვილი და საყვარელი ქალი ელოდებოდა, ამიტომაც არ მისცემდა უფლებას რომ იქ დაბრუნებულიყო, სამაგიეროდ თვითონ წავიდა და მარტომ დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება რომელიც თავისთავად არც იოლი მოსაგვარებელი იქნებოდა და არც რამოდენიმე დღის წამღები.

მისი წასვლის შემდეგ ჩემი ცხოვრება, ჩვეულებრივ თითქომის ძელ რიტმს დაუბრუნდა თუმცა ახლა ყველა ტყუილი გამჟღავნებული იყო და ჩემი ერთადერთი მთავარი პრობლემა რაიანის წასვლა იყო. მისი წასვლიდან ორი კვირის შემდეგ სახლში ვიქტორმა მომაკითხა, არვიცი ეს როგორ გააკეთა მაგრამ ხელშეკრულებით მომადგა სახლში სადაც ეწერა რომ რაიანი კომაპანიის წილს მე გადმომცემდა, მაშინვე მივხდი ეს რატომაც გააკეთა მაგრამ მაინც გავბრაზდი მისი ხელმოწერა რომ დავინახე. ბევრი არმიფიქრია მიმეღო თუ არა ეს ყველაფერი, მაშინვე თანხმობა განვუცხადე და ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე.

სამი თვე უკვე გასული იყო, მისგან კი ისევ არაფერი ისმოდა. გზის პატარა ბილიკს მივუყვებოდი, რომ მაშინვე მოვკარი თვალი ეზოში მოჩხუბარ ცოლ-ქმარს. უფრო ახლოს მივედი და ამჯერად უკეთ მესმოდა მათი საუბარი. არა უფროსწორად ჩხუბი.
- ჩემი ბრალი რატომ არის ვერვხდები? - აქეთ იქეთ იქნევდა ხელებს დემიანი
- აბა ვისი ბრალია, ის კერძი რომ არა ამხელა არვიქნებოდი - გაჰყვიროდა სოფია
- შენრა მართლა გგონია იმ ერთხელ ნაჭამმა გაგხადა მაგხელა?
- ერთხელ არა დემიან ორჯერ - შეუღრინა და ორი თითი ცხვირ წინ ააფარა
- კარგი - სახეზე ხელი ჩამოისვა - დამშვიდდი კარგი, ნუ ნერვიულობ და ნუ ყვირი
- ნუ მაყვირებ და არვიყვირებ - ისევ დაუყვირა მერე კი სახე ცოტა დაულაგდა, უფროსწორად ,,შეუწუხდა” - ღმერთო მგონი ავნერვიულდი - ჩაიბუტბუტა და მუცელზე ხელი მიიდო. დემიანმა ,,ღმერთოო” დაიძახა და მაშნვე შეაშველა ცოლს ხელი, მე კი სახეზე ღიმილი ვეღარ შევიკავე.
- აქ დამელოდე წყალს მოგიტან - შეწუხებული სახით გახედა ცოლს და მაშინვე სახლში შევარდა.
- ერთობი ხო? - თავზე დავადექი სოფის
- კიდევ ოთხი თვეც და დამთავრდება ეს გართობაც - ჩაიცინა
- თუ მეორეზე აღარ იფიქრეთ... - თვალი ჩავუკარი და გვერდით მივუჯექი . ამ დროს სახლიდან დემიანი გამოვარდა წყლით ხელში და რომ დამინახა შეკრთა.
- სარა..
- გამარჯობა - ხელი ავუწიე და მკრთალად გავუღიმე.
ბოლო დრიოის მანძლზე ის ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი გახდა. არანაკლებ ნერვიულობდა სოფი რაიანზე, მაგრამ ჩემი და დემიანის ტკივილი უფრო თანაბარი იყო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რაიანს უკავშირდებოდა. მას კარგად ესმოდა ჩემი და უფრო მეტადაც კი ცდილობდა ჩემს გაგებას.
- ჯენიმ დარეკა დღეს მოვა, დარჩები ხო? - მკითხა სოფიმ და წყალი მოსვა
- დავრჩები - გავუღიმე და გამობერილ მუცელზე ვაკოცე - ფეხებს არ გირტყამს ხოლმე? - ვკითხე, მან კი სიცილი დაიწყო.
- როგორარა, ხანდახან მგონია რომ ჩემზე მეტად უნდა აქედან გამოძრომა - მუცელს მოეფერა, დემიანმა კი მომღიმარი სახით გახედა ცოლს. როცა კოცნა დააპირა მაშნვე ხელი აიქნია სოფიმ.
- კარგი რა… - გაბრაზდა
- მომშორდი, მე ჯერ წყენა არ გადამსვლია - თითი აუქნია ქმარს.
- ღმერთო… რატომ ფიქრობს ჩემი არანორმალური ცოლი მსგავს რამეებს? - ხელები ცისკენ აღაპყრო
- და რას ფიქრობს ასეთს? - ინტერესით ჩავეკითხე სოფის მორიგ გამოხტომაზე.
- იმას რომ გასუქდა, მისი ჭკუით დამახინჯდა და მე აღარ მომწონს. მასთან მოვალეობის მიზნით ვარ და არა სიყვარულით
- ზუსტადაც - დაეთანხმა სოფია და ტუჩი საყვარლად დაბრიცა
- პატარავ…- ხელი მისი თმებისკენ წაიღო - ხომ იცი ეს ჩემთვის არაფერს ცვლის, თანაც შენთვის თუ ეს ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს თვითონაც ხომ იცი ბავშის გაჩენის შემდეგ შეგიძლია ივარჯიშო და ისევ ჩადგე ფორმაში, მაგრამ მეთუმკითხავ - აათვალიერა ქალი და მზერა ისევ მის მუქ თვალებს გაუშტერა - ასეთი უკეთესი ხარ - გაეღიმა - დიდი მუცლით, ხანდახან მინდა ხოლმე სულ ასეთს გხედავდე - ლოყაზე აკოცა - ბევრი ბავშები... - ნაცრისფერი თვალები რაღაცნაირად აუბრჭყვიალდა დემიანს, ლოყაზე მოწყვეტით აკოცა მერე კი ქალის ხმა შემოგვესმა
- მისტერ კლარკს ტელეფონთან გთხოვენ - ნაზი ხმით უთხრა ქალმა. დემიანმა კი ჯერ შუბლზე აკოცა ცოლს, მერე კი სახლში შევიდა.
- იქნებ შეეშვა ამ სისულეელებს - გულწრფელად ვუთხარი
- ხანდახან მეც ვფიქრობ რომ ჯობია დავივიწყო ეს სულელური ომი და შევეშა, მაგრამ როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ მაშინვე რაღაც სისულელეს აკეთებს და ისევ აფუჭებს ყველაფერს.
- ხომ იცი რომ უყვარხარ…
- ვიცი, მაგრამ… - თავი დახარა და ნუნას დაუწყო წვალება
- მაგრამ შენ უფრო მეტი გინდა - ცაში ავიხედე
- შეიძლება - ამოილაპარაკა და მანაც ზევით აიხედა.
- იმ საწყისზე ხართ სადაც ერთ დროს მე და რაიანი ვიყავით. მაგრამ აქ სხვანაირადაა… მე პირიქით, გაქცევა მინდოდა შენ კი დარჩენა გინდა, ეს კი კარგია - გავუღიმე და ხელი-ხელზე დავადე. მანაც იგივენაირად გამიღიმა.
- მარია და ვიქტორი მოვლენ ცოტახანში - თქვა კარებში მდგომმა დემიანმა.
მათი სახელების ხსენებაზე, რაღაც უჩვეულო სითბო ჩამეღვარა შიგნით. ვიქტორს თითქმის ყოველდღე ვხედავდი ოფისში, მართალია ისევ ისეთი ურთიერთობა არ გვქონდა, თუმცა გამომელაპარაკებოდა მაინც ჩემთვის კი ესეც საკმარისი იყო. რაც შეეხება მარიას, ჩემი მასთან ბოლო ვიზიტის შემდეგ სულ სამჯერ ვნახე, სამივეჯერ აქ, სოფისთან დამხვდა და მხოლოდ მომესალმა, მეტი არაფერი. სიმართლე რომ გითხრათ არც მოველი მათგან ზედმეტ ყურადღებას, იმის ნახევარსაც კი რასაც ადრემაძლევდენ.
- მე გავალ და ჯენი რომ მოვა დავბრუნდები - ფეხზე წამოვდექი
- არა სარა დარჩი - სოფიმ გამაჩერა
- სოფი ხომ იცი…
- გთხოვ დარჩი მინდა რომ აქ იყო - სიტყვა არდამამთავრებინა.
- კარგი - მძმედ ამოვისუნთქე და სახლში შევედი.
მარია და ვიქტორი მალევე მოვიდნენ, ვიქტორმა პირველი მომესალმა მერე მარიამაც და რაღაც საწყალი თვალებით გადმომხედა. არც ერთს ჰქონდა დალაგებული სახე, თუმცა მარიას უფრო. ცოტახნით სოფისთან ისაუბრეს, მერე კი მარიამ გარეთ გასვლა მთხოვა.
- ყველაფერი რიგზეა - ვკითხე როცა მის აწყლიანებულ თვალებს შევხედე.
- სარა, ბოლოს როდის ელაპარაკე დედაშენს?
- ბოლოს რამოდენიმე თვისწინ ველაპარაკე როცა ვენესუელაში ჩავედი - არმომიტყუებია
- რა? იქ რაგინდოდა? - გაუკვირდა
- რაღაც საქმე მქონდა - რაიანის და ჩემი ბოლო დიალოგი გამახსენდა…
- ღმერთო, იქ იცი საერთოდ რა ამბებია? - გაბრაზდა
- ვიცი, მაგრამ მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო არ წავიდოდი - თავისმართლება ვცადე
- კარგი, შენი საქმის შენი იცი - ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი - სარა, დღეს რაღაც გავიგე - აწყლიანებული თვალებით შემომხედა
- რა მოხდა?
- სარა, დღეს დილით… დღეს დილით ნორა გარდაიცვალა - მითხრა და დახრილი თავი მაღლა ასწია.
- რა? - გაწყვეტილი ხმით ვუთხარი.
- გულის შეტავით გარდაიცვალა
- როგორ თუ გარდაიცვალა, როგორ თუ გულის შეტვით, არაფერი სჭირდა - ბოლო ორი სიტყვაზე ხმა ისევ გამიწყდა.
არაფერი სჭირდა? რაიცი რომ არაფერი სჭირდა სარა? რაც წამოხვედი როდესმე გიკითხავს საკუთარი დედისთვის რაიმე უჭირდა თუ არა, ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები? არაა არგიკითხავს. რამნიშნელობა ჰქონდა როგორ გექცეოდა?! რაგაგიკეთა?! ის დედაა, ის დედაშენია, ქალი რომელმაც გაგზარდა, ქალი რომელმაც ცხრა თვე მუცლით გატარა… ტვინში ეს კითხვები თავისი პასუხებით ორივე მხრიდან ჩამესმოდა, რა ნაცნობი ხმა იყო, ვინმისმევდა ამ კითხვებს?
ხო, ის სარა, ის გოგონა რომელსაც ადრე ყველა და ყველაფერი უყვარდა, რომელმაც არ იცოდა რა იყო სიძულვილი და ზიზღი… ზიზღი სამყაროსი, საკუთარი თავის და ადამიანებისა.
მოწყვეტით დავეცი მიწაზე და თავი ხელებში ჩავრგე. მახსოვს როგორ მამშვიდებდა მარია, მაგრამ მე მაინც ვერ ვჩერდებოდი, ვერაფერს ვამბობდი უბრალოდ ვტიროდი, ვტიროდი და ისევ ვტიროდი.
საბოლოოდ ვენესუელაშ წასვლა გადავწყვიტე, მარიას და ვიქტორსაც უნდოდა გამომყოლოდნენ მაგრამ ვთხოვე რომ სოფისთან დარჩენილიყვნენ. მე და დემიანი კი ვენესუელაში დავბრუნდებოდით.
დილა იყო რომ ჩავედით, გზაში ერთი-წამითაც არ მომიხუჭავს თვალი. ნაცნობ კარებს რომ მივადეგი, გული შემეკუმშა და ისევ წამოვიდა ჩრემლების დიდი ნაკადი თვალებიდან. შიგნით შევედი, ეს მომენტი რატომღაც იმწამს მამაჩემი წარმოვიდგინე აქ, იმ კუბოში, მაგრამ ის ილუიზია მალევე გაქრა და დავინახე, როგორ იწვა თეთრებში ჩაცმული ქალი თვალებ დახუჭული და გულზე ხელ დაწყობილი. ირგვლივ მიმოვიხედე და მეზობლებს ვთხოვე გასულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციებს ვარღვევდი, მაინც ადგნენ და გარეთ გავიდნენ. მასთან ახლოს მივედი და გაყინულ ხელებზე, მოვეფერე, მერე ვინატრე ჩემსავით ცისფერი თვალები გაეხილა და შემოენათებინა ჩემთვის, ის ბაგეები გაეღო რომელიც ახლა დახურული ჰქონდა, თუნდაც ეყვირა, ეტირა, ეკივლა ოღონდ ეთქვა, ოღონდ ჩემთვის რაიმე ეთქვა და რას არ დავთმობდი იმ ერთი სიტყვისთვისაც, იმ სახელისთვის რომელიც თვითონვე დამარქვა. ხელებზე შევახე ხელები და ტანში საშინელმა ჟრუანტელმა გამიარა..
- ადექი, გთხოვ ადექი… - ჩუმად ვუთხარი და ფერმკთალ სახეზე ჩუმად, ნაზად ვაკოცე. - გთხოვ ადექი, მე იმდენი დანაშაული ჩავიდინე რაც შენ არ იცი, ადექი და მისაყვედურე - ხელით მკერდზე მოვეფერე, იმ ადგიას სადაც წესით გული უნდა უცემდეს - მიყვირე დედა, მცემე თუგინდა ოღონდ ადექი, ოღონდ რაიმე მითხარი და ჩემი სახელი დაიყვირე - უკვე გავყვიროდი და ხელებით მის თეთრ სამოს ვებღაუჭებოდი. ეს ყველაფერი ისტერიკებში გადამეზარდა, არც კი მახსოვდა როგორ შემოვარდნენ გარეთ მდგომი ხალხი ოთახში, როგორ მაშვებინებდა ხელს ვიღაც დედაჩემის სამოსზე და როგორ გაჰყვიროდნენ ჩემს სახხელს, მაგრამ არა, არა და არა, აქედან არც ერთი იყო ის ხმა რომლის გაგაონებაც ახლა მემინდოდა, აქედან არავინ ყვიროდა იმ სახელს რომელიც მემიდოდა რომ ეყვირა, აქედან არც ერთი იყო იმ მკაცრი და შეუპოვარი ქალის ხმა რომელსაც სხვებისთვის ნორა, ჩემთვის კი დედა ერქვა…
მგონი რაღაც წამალი გამიკეთეს, რადგანაც გონება არდამიკრგავს, უბრალოდ ძალიან მოვდუნდი და სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. ლოგინზე ვიწექი, ჩემს ძველ საწოლზე რომელიც არ გამოუცვლიათ და მეძინა. ძილის დროს თითქოს კისერთან ვიღაცის ცხელი და გახშირებული სუნთქვა ვიგრძენი, თუმცა გადაბრუნება ვერმოვახერხე, მგონი ხელსაც კი ვერ ვამძრავებდი ისე ვიყავი, არადა როგორ მინდოდა მისი სახის დანახვა....

* * * * * *
დილით შუადღისას დავასაფლავეთ დედა, უკვე მესამედ ვიდექი იმ საფლავზე და ვუყურებდი, ამჯერად როგორ დებდნენ ცივ სამარეში დედაჩემს, წამით მზერა სტეფანის საფლავისკენ გადავიტანე და ვინატრე ახლა ჩემსგვერდით ყოფილიყო. რამდენიხანია აქ არვყოფილვარ, არადა ადრე თითქმის ყოველდღე დავდიოდა და ველაპარაკებოდი ჩემს ძმას, მას ვანდობდი ყველა საიდუმლოს რომელიც სხვისთვის არმითქვამს მას ვანდობდი და მაშინ? მაშინ რაშეცვალა? ალბათ ის რომ ზედმეტად მეტი ცოდვა გქონდა აკიდებული კისერზე სარა, და ამჯერად ამას იმ ერთადერთსაც კი ვერ ანდობდი.
- წამოდი წავიდეთ - მკლავზე ნაზად მომკიდა დემიანმა ხელი და ჩემს პასუხს დაელოდა.
- შენ წადი, მეც მალე მოვალ - ვუთხარი და მანაც ხელი გამიშვა.
სტეფანის საფლავთან მივედი, ხალხი უკვე წასული იყო, ღრმად ამოვისუნთქე და ისევ დავიწყე საუბარი.
- მომენატრე… არ მოვდიოდი მაგრამ თვითონაც ხომ იცი როგორ მენატრებოდი... - ხმა გამიწყდა - იცი, შენმა საამაყო და უმანკო დამ რამდენი რამ გააფუჭა მის ირგვლივ? - ვკითხე ისე, თითქოს პასუხს მალევე გამცემდეს - ხო, ალბათ იცი, მანდ, მაქედან ყველაფერს ხედავთ… - გამეცინა, - მე და რაიანი ისევ ერთად ვართ, მაგრამ ის ისევ წავიდა, თუმცა ამჯერად მე არ გამიგდია, პირიქით ველოდები, ველოდები და ისევ ველოდები… - ცაშ ავიხედე - იცი რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი… რამდენი რამ მინდა გითხრა, მაგრამ შენ წახვედი და დანარჩენებიც უკან მოგყვენ, ალბათ საამაყო შვილის გარეშე ვერც ერთმა გაძლო და ორივენი მაგიტომ მოგყვნენ უკან - ვთქვი და თავი დავხარე. რეალურად ხომ ასე არიყო, ნეტავ რატომ ვატყუებდი მას.
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და გადავწყვიტე ამჯერად სიმართლე მომეყოლა მისთვის, ადამიანისთვის რომელიც პირველი იგებდა ჩემს საიდუმლოებს დღეს კი უკანასკნელი იქნებოდა ვინც ამას გაიგებდა.

შებინდდა მე კი ისევ ვაგრძელებდი ამ ამბების მოყოლას, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი არაფერი გამომიტოვებია. ბოლოს ფეხზე ავდექი კიდევ ერთხელ შევავლე სამივეს საფლავს თვალი და უკან გამოვბრუნდი. წამოსვლისას თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი იქ დავტოვე, რაღაც რაც მუდამ თან დამყვებოდა. რატომღაც უფრო თავისუფლად ვიგრძენი თავი, მერე კი შიშისგან შევხტი როცა მანქანამდე არ მისულს ყვავის ჩხავილის ხმა გავიგონე. მაღლა ავიხედე უაზროდ დამტრიალდებდა თავზე, მერე კი საფლავებისკენ წავიდა და ვიღაც კაცს დააჯდა მხარზე, უცნაურად გამომხედა კაცმა, და მათ საფლავს მიუახლოვდა.
- რამოხდა? - მკითხა მანქანიდან გადმოსულმა დემიანმა
- ეს კაცი ვინ არის?
- მესაფლავე - ნაღვლიანი ხმით მითხრა და მისკენ გაიხედა - წამოდი წავიდეთ, სოფი და - აღარ დაასრულა - გველოდებიან - მითხრა და მანქანისკენ წავიდა.
მანქანასთან სანამ მივიდოდი, წამ და უწუმ უკან ვიხედებდოდი, ვგრძნობდი როგორ მწვავდა მესაფლავის მზერა ზურგს. სანამ ჩავჯდებოდი, უკან გავიხედე და მის სახეს უკანასკნელად შევხედე, ქუდი თავიდან მოიხსნა და სტეფანის საფლავთან დადო, მერე კი ისევ მეგამომხედა და ნაღვლიანად გამიღიმა. თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ იმწამსვე თვალებიდან ცხელი სითხე წამწყდა, რომელიც თვითონაც ვერ მივხდი რამიზეზით… მანქანაში ჩავჯექი, უკანა მხარეს და ფანჯარასთან ახლოს მივიწიე, როცა დემიანი მანქანას ატრიალბდა კიდევ ერთხელ შევხედე საფლავს, ის კაცი იქ აღარ იდგა, თითქოს აორთქლდაო, მაგრამ ის ყვავი რომელიც თავზე მაჭყიოდა ამჯერად სტეფანის ქვის თავზე იჯდა და თითქოს პირდაპირ თვალებში მიყურებდაო. შეშინებულმა თავი უკან გამოვწიე მერე კი შუაში მოვთავსდი, კიდევ ერთხელ გადავყლაპე ნერწყვი, ღრმად ამოვისუნთქე და თითქოს ამ ამოსუნთქვას ყველაფერი ამოვაყოლეო, მერე კი თავი სავარძლის საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე.
- უკანასკნელად - ჩამჩურჩულმა ნაცნობმა ხმამ ყურში
- სტეფან - ამოვილაპარაკე და ისევ ძილს მივეცი.

* * * * *
ალბათ ძალიან გვიან იყო, რადგანაც ქუჩაში ანთებული ლამპიონის ყვითელი შუქი, ჯერ კიდევ აღწევდა მანქანის მინებში… რამ გამომაღვიძა? რამ გამომიყვანა იმ საშინელი კოშმარიდან, ადრე თითქმის ყოველი ღამე რომ ვხედავდი, როგორ ვარდებოდი სადღაც ხრამში, თანაც ისე რომ იმ ყინულივით ცივ ადგილს ბოლო არ უჩანდა... მხოლოდ ვარდნაა და მეტი აღარაფერი... რაიყო ის რამაც ამ კოშმარიდან გამომიყვანა…
ხო, საყვარელი სუნი, განსაკუთრებული სითბო, ის სუნთქვა, ის გულის ფეთქვა, ის ხელები რომელიც ნაზად დაატარებდა ჩემს სახეზე და ეს გახურებული ტუჩები, რომელიც სასიამოვნოდ მწვავდა ყელს ყოველი შეხებისას…
- მოხვედი? - ძლივსძლიობით გავხსენი ბაგეები ისე რომ თვალები არც გამიხელია
- აქ ვარ, შენთან - საკმაოდ დამაჯერებელი ხმით მითხრა და ლოყაზე მომაწება მისი ცხელი ტუჩები.
- დამთავრდა? ხომ აღარ წახვალ? - ვგრძნობდი როგორ ვერ ვიმორჩილებდი საკუთარ ხმას და თვალებს, რომ დაგროვილი სითხე ნიაღვარივით არწამოსულიყო.
- დამთავრდა, აღარ წავალ… დღეიდან სულ ერთად ვიქნებით, ვეღარავინ შეძლებს ჩვენს შორის მანძლის ისევ გაზრდას - თქვა და თავზე მაკოცა.
- მე გელოდებოდი… - ამოვილუღლუღე და თავი მის კისერში ჩარგე
- ვიცი, რომ მელოდებოდი… ზუსტად ამიტომ ვარ აქ
- და მაინც, რომ გცოდნოდა რომ არ დაგლოდებოდი არ მოხვიდოდი? - ჩავეკითხე, მიუხედავად იმისა რომ მაინც ვერაფერს შეცვლიდა ეს პასუხს
- მაინც მოვიდოდი სარა… რაც არუნდა ყოფილიყო შენამდე მოსასვლელ გზას მაინც ვიპოვნიდი
- მიყვარხარ - თავი ზემოთ ავწიე და გაყინული ტუჩებით მონატრებულ ბაგეებს შევეხე
- მეც მიყვარხარ - ზედ ტუჩზე დამჩურჩულა და კიდევ ერთხელ მაკოცა, ნაზად და ხანგრძლივად…

----------------------------------
იმ დღეს პირველად დავინახე. თეთრი კაბა ეცვა, მოკლე, მუხლს აცდენილი, ძალიან ბედნიერი ჩანდა, ცასავით ცისფერ თვალებს ოდნავ აწვრილებდა და ზემოდ ცისკენ იხედებოდა. კაბის ბოლოებში ხელი მოეკიდა და გაშლილ მინდორში ტრიალებდა, ისეთი სახე ჰქონდა ჩემი ჭრილობა, სისხლიან მაიკასთან ერთად სულ დამავიწყდა და მისმა მომღიმარმა სახემ მეც მომგვარა სახეზე გაუაზრებელი ღიმილი. მერე გაჩერდა, ზემოთ აწეული მუქი ფერის თმიდან, შავიფერის რეზინი მოიხსნა და იქვე მიაგდო. თავი იქეთ-აქეთ გააქნია რომ თმა ქვემოთ ჩამოსწეოდა და ასეც მოხდა. გრძელი, თხელი თმა მაშინვე ჩამოსრიალდა ქვემოთ, მან კი თავისი პატარა ხელები თავს უკან თმებში შეიცურა და თითები ნელნელა ჩამოასრიალა თმას. იმ წამს ისე მომინდა შევხებოდი მის ხელებს, რომ წამოდგომაც კი დავაპირე, მაგრამ წამოვიწიე თუარა მკლავში ტკივილი ვიგრძენი და ინსტიქტურად ჩემს სისხლიან ხელებს დავხედე. ისევ მივადე ხეს თავი და მისი ყურება განვაგრძე. წასასვლელი არსად მქონდა ამიტომაც ვიყავი იქ, იმ დღეს პირველად გავისვარე ადამიანის სისხლში ხელები და მაშინვე გაქცევა დავაპირე, თუმცა ზოგჯერ რთულია სიბნელიდან გამოქცეულს მაშინვე შეხვდე ასეთ სინათლეს, ბავშვს, გოგონას, რომელიც ისე იღიმის, გინდა არგინდა შენც გეღიმება… იცინის და ამაზეც შენვე გეცინება... რომვუყურებდი, მეგონა რომ ყველა მისი ემოციის გადამდები იყო.
- სარა - ბიჭის ხმა მომესმა
- აქ ვაარ - ზემოთ ახტა და ხელი დაუქნია მის ძმას.
იმ წამს მისი სახელიც გავიგე და ის ხმა რომლის გაგონებაც დანახვისწამიდან მინდოდა…
რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე, მერე ლოყაზე აკოცა ბიჭს და მაგრად მოეხვია, იმ დღეეს პირველად შემშურდა ვიღაცის.
როგორ… როგორ მინდოდა იქ, სტეფაის ადგილი მედამეკავებინა და მე მომხვეოდა ისე ძლიერად.
მალევე მოშორდა ძმის სხეულს და უკან გაიქცა, თვალი მის მუქი ფერის თმებს და თეთრ ფრიალა კაბას გავაყოლე, წამით დავიჭირე მისი მზერა და თვითონაც გაჩერდა. ჩემსკენ გამოიხედა, მაგრამ მგონი კარგად ვერმხედავდა, მზე რომელიც ანათებდა თვალებს უწვავდა და მის ცისფერ სფეროებს აწვრილებინებდა. ვუყურებდი როგორ იდგა რამოდენიმე წამი და მიყურებდა თვალებ დაწვრილებული, მერე კი უცნაურად ჩაიცინა და ისევ გაიქცა, ამჯერად უკანმოუხედავად.
ის დღე იყო პირველად რომ ვიგრძენი რაღაც უჩვეულო, გაუგებარი სითბო, რომელიც ჩემში ნელ-ნელა, აუჩქარებლად და გაუზავებლად საოცრად თბილად იღვრებოდა.
- მეგობარო კარგად ხარ? - ჩემს წინ სადღაც ჩემხელა ბიჭის სილუეტს მოვკარი თვალი
- კი - ვუთხარი და თვალით ჭრილობაზე ვანიშნე
- ფაქტი სახეზეა - გამიცინა და ჩემს წინ ჩაიმუხლა - მე სტეფანი მქვია - ხელი გამომიწოდა
- მე რაიანი… ხელს ჩამოგართმევდი მაგრამ - სისხლიანი ხელი ვაჩვენე
- არაუშავს - გაეცინა - არც ჩემია სუფთა, უბრალოდ არ ეტყობა - თვალი ჩამიკრა და წითლად შეღებილი ხელი მის ხელებში მოაქცია.



№1  offline წევრი Life is beautiful

ახლა გავიქცევი წავიკითხავ... :დდ
როგორ მიხარიაა❤️❤️

მარიამი-მარი
ერთი მენახა ჩემი გაკეთებული საქმე ბოლომდე სრულყოფილი :დ
ეს ,,B" რამენაირად მაპატიეთ, არდავკვირვებივარ როცა შემყავდა ისტორიის სახელი და როცა შევამჩნიე უკვე გვიან იყო grimacing




:((((
მოიცა... ანუ" სრულად " შეგეშალა?
თავი მოვიკლა?
კაი არაუშავს..
ერთი სიტყვით გავქანდი და მოვალ. ;-)

 


№2  offline წევრი მარიამი-მარი

Life is beautiful
ახლა გავიქცევი წავიკითხავ... :დდ
როგორ მიხარიაა❤️❤️

მარიამი-მარი
ერთი მენახა ჩემი გაკეთებული საქმე ბოლომდე სრულყოფილი :დ
ეს ,,B" რამენაირად მაპატიეთ, არდავკვირვებივარ როცა შემყავდა ისტორიის სახელი და როცა შევამჩნიე უკვე გვიან იყო grimacing




:((((
მოიცა... ანუ" სრულად " შეგეშალა?
თავი მოვიკლა?
კაი არაუშავს..
ერთი სიტყვით გავქანდი და მოვალ. ;-)

არა სრულად არშემშლია :დდ
bad Blayer-ი მიწერია bad player-ის მაგივრად

 


№3  offline წევრი Life is beautiful

რა უსამარლოდ განიცდის მკითხველთა უკომენტარობას.. ჩემო დაო..
როგორ მიმდოდა ტირილი იცი?
მაგრამ არ ვიცი რაზე.. ნორას სიკვდილმა იქონია გავლენა..სარას შეცვლილი სახე..
მართლა მეტირება..
თან ეს ბოლო.. და ამაზე იძახდი რაღაც მაკლიაო?
ოჰჰ არაფერი ამას არ აკლია..
ჯანდაბა რა ჯანდაბა მატირებს..
ხოდა კიდე მესაფლავე.. გალაქტიონის მესაფლავე გამახსენდა ამაზე.. ის ისტორია არაა მაგრამ რაღაცნაირად მივამსგავსე.. იქ დატოვა საყვარელი ადამიანი და ახალი ცხოვრება დაიწყო..
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდა!
კანი მეწვის. მცივა. ფახები დამიბიჟდა..
უწონადობას ვგრძნობ..
ყველაფერი კარგად დასრულდა მაგრამ...
(აი ახლა მივხვდი რატომ ამბობდი რაღაც დამაკლდაო. არ ვიცი რა დამაკლდა მაგრამ ასეთი ჯერ მე არაფერი მიგრძვნია მარლა.) მეც დამაკლდა ალბათ და მაგიტომ ვგრძნობ ასე..
ან იქნებ კიარ დაგვაკლდა მეტი იყო და ჳეღარ ავიტანეთ?
ვამაყობ შენით მარიამო.. ♥️
ასეთი ამოუცნობი ტკივილი და სიამოვნება არ მახსოვს რომ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში.. ვიცი რომ აუცილებლად წავიკითხავ.. ერთხელ.. ორჯერ... ათასჯერ.. რამდენჯერაც ეს შეგრძნება მომწყურდება იმდემჯერ ხელახლა მოვუბრუნდები და წავიკითხავ..
ჯანდაბა ამდენი ვილაპარაკე არადა იმასთან არაფერია რასაც ახლა ვვრძნობ... ♥️
მადლობა... გისურვებ უკეთესი და უკეთესი შეგექმნას... მაგრამ ვიცი რომ ეს უკვე ჩემი ფავორიტია..
♥️და რა არის უცნაური იცი?
ვერცერთი შევიყვარე გამორჩეულად.. ყველა მიყვარს..
სარა... არც კი ვიცი ეს გოგო.. ქალი გავაკერპო თუ რა ვუყო...
რა. იანი.. ♥️
.....
.. ...
მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ერთი არ დამავიწყდეს კიდევ. ყველა პერსონაჟი გაგვიხსენი.. მაგრამ მაინც ვერ ამოვიცანი ბოლომდე..

....
ვაიმე
ერთი სული მაქ ახალი დაწერო..
ნუ დავსპოილერდებით უბრსლოდ მითხარი მალე იქნება?
უნდა ჩაგისაფრდე თუ უნდა გელოდო? ♥️♥️
ჯანდაბა მგონი ავფეთქდი♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი მარიამი-მარი

Life is beautiful
რა უსამარლოდ განიცდის მკითხველთა უკომენტარობას.. ჩემო დაო..
როგორ მიმდოდა ტირილი იცი?
მაგრამ არ ვიცი რაზე.. ნორას სიკვდილმა იქონია გავლენა..სარას შეცვლილი სახე..
მართლა მეტირება..
თან ეს ბოლო.. და ამაზე იძახდი რაღაც მაკლიაო?
ოჰჰ არაფერი ამას არ აკლია..
ჯანდაბა რა ჯანდაბა მატირებს..
ხოდა კიდე მესაფლავე.. გალაქტიონის მესაფლავე გამახსენდა ამაზე.. ის ისტორია არაა მაგრამ რაღაცნაირად მივამსგავსე.. იქ დატოვა საყვარელი ადამიანი და ახალი ცხოვრება დაიწყო..
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდა!
კანი მეწვის. მცივა. ფახები დამიბიჟდა..
უწონადობას ვგრძნობ..
ყველაფერი კარგად დასრულდა მაგრამ...
(აი ახლა მივხვდი რატომ ამბობდი რაღაც დამაკლდაო. არ ვიცი რა დამაკლდა მაგრამ ასეთი ჯერ მე არაფერი მიგრძვნია მარლა.) მეც დამაკლდა ალბათ და მაგიტომ ვგრძნობ ასე..
ან იქნებ კიარ დაგვაკლდა მეტი იყო და ჳეღარ ავიტანეთ?
ვამაყობ შენით მარიამო.. ♥️
ასეთი ამოუცნობი ტკივილი და სიამოვნება არ მახსოვს რომ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში.. ვიცი რომ აუცილებლად წავიკითხავ.. ერთხელ.. ორჯერ... ათასჯერ.. რამდენჯერაც ეს შეგრძნება მომწყურდება იმდემჯერ ხელახლა მოვუბრუნდები და წავიკითხავ..
ჯანდაბა ამდენი ვილაპარაკე არადა იმასთან არაფერია რასაც ახლა ვვრძნობ... ♥️
მადლობა... გისურვებ უკეთესი და უკეთესი შეგექმნას... მაგრამ ვიცი რომ ეს უკვე ჩემი ფავორიტია..
♥️და რა არის უცნაური იცი?
ვერცერთი შევიყვარე გამორჩეულად.. ყველა მიყვარს..
სარა... არც კი ვიცი ეს გოგო.. ქალი გავაკერპო თუ რა ვუყო...
რა. იანი.. ♥️
.....
.. ...
მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ერთი არ დამავიწყდეს კიდევ. ყველა პერსონაჟი გაგვიხსენი.. მაგრამ მაინც ვერ ამოვიცანი ბოლომდე..

....
ვაიმე
ერთი სული მაქ ახალი დაწერო..
ნუ დავსპოილერდებით უბრსლოდ მითხარი მალე იქნება?
უნდა ჩაგისაფრდე თუ უნდა გელოდო? ♥️♥️
ჯანდაბა მგონი ავფეთქდი♥️♥️♥️


პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი გულშიჩამწდომი კომენტარისთვის, მართლა არვიცი რაგითხრა ღიმილს ვერ ვიშორებ სახიდან და ისიც არვიცი მერამდენედ ვკითხულობ უკვე შენს ამ კომენტარს <3
მიხარია ასე რომ მოგეწონა და შენში ამხელა ემოცია თუ გამოიწვია...
მესაფლავე... ჩემი საყვარელი ლექსია და ეს სულ ბოლოს მომაფიქრდა, არმქონდა ამ ისტორიის გეგმებში რომ გამომეყენებინა, მაგრამ ბოლო თავში ისე მოიტანა სიტუაციამ რომ ვეღარ მოვითმინე და ვთქვი: ,,აქვე და ახლავე-თქო"...
რაც შეეხება სარას პერსონაჟს რეალურად მთელს ისტორიაში მინდოდა, რომ ამ ერთი ადამიანს ცვლილება, გარდაქმნა, სულიერი ფერიცვალება გადმომეტანა, რომელშიც ყველა ის ადამიანური გრძნობები იქნებოდა გამოხატული რაც რეალურად დღევანდელ სამყაროში ადამიანს აქვს, მითუმეტეს ქალს.
შენის არ იყოს გამორჩეულად მეც ვერ მიყვარს რომელიმე, ყველა ერთნაირად და ალბათ ეს შენი, საკუთარი შექმნილი რომ არის მაგის ბრალია :დ

......
ვფიქრობ მოგიწევს ლოდინი grimacing
შემდეგი ისტორია ცოტა რეალურ ცხოვრებაზე იქნება, როგორც ყოველთვის დასასრულიც და დასაწყისიც მოფიქრებული მაქვს, რაც დასრულებისას არვიცი მოგეწონებათ თუ არა, თუმცა შინაგანად ყველა მიხვდებით რომ მაინც სამართლიანად დამთავრდა.

 


№5  offline წევრი Life is beautiful

აიჰჰ გელი გელი.. მოგელი... მემგონი სურამელაშვილსი სიმღერა.. ნინიკო?
ზუსტად არ მახსოვს.. მაგრამ იმას გამოხატაცს რაც მინდაა♥️♥️;-)
მოკლედ და კონტრელულად.
აქ ვარ და.. გელი გელი მოგელი.. ♥️ (. =

 


№6  offline წევრი მარიამი-მარი

Life is beautiful
აიჰჰ გელი გელი.. მოგელი... მემგონი სურამელაშვილსი სიმღერა.. ნინიკო?
ზუსტად არ მახსოვს.. მაგრამ იმას გამოხატაცს რაც მინდაა♥️♥️;-)
მოკლედ და კონტრელულად.
აქ ვარ და.. გელი გელი მოგელი.. ♥️ (. =


ვიცი რო მელი და მიხარიხარ ძალიან <3

პ.ს სიმღერას დავგუგლავ არვიცი რომელზე ამბობ :დ

 


№7 სტუმარი ია

ეტყობა საინტერესო სიუჟეტია მაგრამ იმდენი გოიმური შეცდომა გაქვს ვერ გავედი ბოლოში

 


№8  offline წევრი მარიამი-მარი

ია
ეტყობა საინტერესო სიუჟეტია მაგრამ იმდენი გოიმური შეცდომა გაქვს ვერ გავედი ბოლოში

ამ ისტორიის მთავარი, ყველაზე საინტერესო ნაწილი ჩემთვის ბოლოსკენ იყო როცა ყველა სიმართლე გაირკვა და ყველაფერი თითქმის თავის ადგილას დალაგდა, ასე რომ თუ ჩემი ,,გოიმური" შეცდომებით ბოლოში ვერ გახვედი, არამგონია კარგად გაგეგო სიუჟეტი საინტერესო იყო თუ უინტერესო :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent