შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი


10-05-2021, 17:47
ავტორი ciracira329
ნანახია 406

თავი II
არჩილმა ხელახლა დაწვრილებით შეამოწმა ის ადგილმდებარეობა, სადაც თითს წააწყდა და ვერავითარი საყურადღებო ვერ აღმოაჩინა.
სანატორიუმი საკავშირო მნიშვნელობისა იყო, იქ საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ დასასვენებლად და სამკურნალოდ. ხალხის დენადობა დიდი იყო და თითს პატრონის გა მორკვევა და დადგენა უეჭველად რთულ საქმეს წარმოადგენდა. ვერც საპარიკმახეროს მანიკურის გამკეთებელმა ქალმა მისცა არჩილს გარკვეული პასუხი. „როგორ არა, ბეჭდიანი ქერა ქალები ბევრნი მიდიან მანიკურის გასაკეთებლად, ზოგი თუთუნსაც ეწევა და ფრჩხილებსაც არ იზრდის, მაგრამ ისინი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან არიან ჩამოსულები და მანიკურის გამკე- თებელმა ქალმა უმეტეს შემთხვევაში მათი სახელებიც კი არ იცის“. დასახული გეგმის ყველა პუნქტი ამოიწურა, მაგრამ დადებითი შედეგი მაინც ვერ იქნა მიღწეული. „ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა თითი?“ – ფიქრობდა არჩილი. რაიონის სამილიციო განყოფილების უფროსის განმარტებით უკვე ერთი თვეც იქნება, რაც რაიონში რაიმე სერიოზული შემ- თხვევაზე არავის არაფერი განუცხადებია. ორი დღეღამის უძინარი არჩილი ხელახლა ეწვია დას სოფლად. გადაწყვიტა რამდენიმე საათი დაესვენა, აზრი დაელაგებინა, გარდა ამისა, დისთვის ფრთხილად გამოეკითხა, ხალხში ხომ არ დადის რაიმე ხმა ვინმე ქალის მკვლელობაზე და ძარცვაზე.
დის გამოკითხვითაც უკმაყოფილო დარჩა არჩილი. დამ, არაფერი იცოდა. არჩილმა გადაწყვიტა დაბრუნებულიყო ქალაქში. დაბრუნდეს? ადვილი სათქმელია დაბრუნდეს, მაგრამ რა შედეგებით? რა უნდა მოახსენოს პოლკოვნიკ ლომაურს., ან სამ მართველოს უფროსს? ისინი დიდ იმედებს ამყარებენ არჩილზე, მან კი ვერ გაუმართლა მათ ეს იმედები, ოდნავი ხელმოსაკიდე- ბელი მასალაც კი ვერ ჩაიგდო ხელში. გასამგზავრებლად გამოწყობილი არჩილი ოთახიდან გამო ვიდა.
მისი და თამარი დერეფანში ახალგაზრდა ქალს ელაპარაკებოდა. თამარმა არჩილის დანახვაზე გაიღიმა.
– არჩილ, მოდი აქ ვინ გაგაცნო! – მიიხმო დამ იგი,
– ნაზიკო, ეს ჩემი ძმაა, არჩილი, ეს კიდევ, არჩილ, ნაზიკოა, ჩვენი კოლექტივის თვალი. ამ შემოდგომაზე მაგისი ქორწილი იქნება. ნაზო, არ დაჰპატიჟებ არჩილს ქორწილში?
არჩილმა ხელი გაუწოდა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ქორწილის ხსენებაზე შერცხვა და გაწითლდა. ქალმაც გაუწოდა ხელი და არჩილმა ქალს თითზე ძვირფასთვლიანი ბეჭედი შენიშნა. დააცქერდა ბეჭედს. „ერთიც ვნახოთ და... – ელვასავით გაურბინა თავში არჩილს აზრმა, მაგრამ იმავე წუტს აზრი შეეცვალა, –განა რა, ჩვენი კოლმეურნე ქალები სათუთი გემოვნებისანი არ არიან? მერე რა თუ ძვირფასი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი აქვს თითზე?“
არჩილი ისე წავიდა ფიქრებში, რომ ქალის ხელი თავის ხელ- ში შეაჩერა და ბეჭედს თვალს ვერ აშორებდა.
– რა დაგემართა, ბიჭო, რას გაშტერდი? – გონს მოიყვანა თამარმა ძმა, – თუ გოგო მოგეწონა, უკვე დააგვიანე, ამას, გენაცვალე, ისეთი საქმრო ჰყავს, რომ ცხრათავიან დევსაც შეებმება და არავის არ დაუთმობს.
– არა, რას ამბობ, თამარ, მე ჯერ არ ვაპირებ ქალის შერთვას.
– რა, დრო არ არის თუ? უკვე დროა, ძმაო. ჩემი ქმარი შენს წლოვანებაში უკვე ორი შვილის მამა იყო, შენ კი იგვიანებ, ჩემო კარგო.
– რა ვქნა, ჩემო დაიკო, არავის მოვწონვარ, არავინ მომდევს და მეც იძულებული ვარ ასე უცოლოდ ვიარო.
– თქვენისთანა ახალგაზრდას ვინ ეტყვის უარს? – გაუღიმა ნა- ზიმ არჩილს.
– საქმეც მაგაშია, რომ ვისაც მე მოვწონვარ, ის მე არ მომ- წონს, ვინც მე მომწონს, ის კი სიახლოვესაც არ მეკარება.
– არა მგონია ვინმემ დაგიწუნოთ. ალბათ თქვენი მოსაწონი ჯერ არ დაბადებულა. თამარ, გენაცვალე. მე წავედი და საღამოზე შემოგივლი.
– კარგი, ჩემო გოგონა, შემოიარე.
ნაზიკო წავიდა. არჩილმა თვალი გააყოლა.
– რა დაგემართა, ბიჭო, იქნებ მართლა მოგეწონა ჩვენი ნაზი- კო, რომ თვალი ვერ მოაშორე? – მოესმა არჩილს დის ხმა.
– არა, ისე... რაზე იყო მოსული შენთან?
– ხვალ მე ლომისში უნდა ავიდე. იქ მაღაზიაში საყიდლები მაქვს, ნაზიკოსაც უნდა წამოვიდეს, ექიმს გაესინჯოს, ღვიძლს უჩივის და მთხოვა ერთად წავსულიყავით. არჩილს სახე გაუბრწყინდა.
– იცი რა, თამარ, უეჭველად წადით, არავითარ შემთხვევაში არ გადასდოთ, მაგრამ ერთი პირობით, ყოველმიზეზგარეშე შე- დით ორივენი საპარიკმახეროში და მანიკური გაიკეთეთ.
– ეს რა ფანტაზიაა? საიდან მოგივიდა ასეთი აზრი? რა, უმანიკუროდ ვეღარ მოვთოხნი ბოსტანს? – გაიკვირვა თამარმა.
– თუ ჩემი სიყვარული გაქვს, თამარ, შემისრულე ეს თხოვნა,
– შეეხვეწა არჩილი.
– ბატონი ბრძანდები, ადვილი სამსახურია, ჩემო არჩილ, მაგ- რამ რაშია საქმე, არ მეტყვი?
– არაფერში არ არის საქმე, ისე, ჩემის სურვილია და მეტი არაფერი, მხოლოდ იცოდე არავისთან კრინტი არ დაძრა, არც ნა- ზიკოსთან ძალიან გთხოვ, ამისრულე ეს თხოვნა, ნაზი უარს არ გეტყვის, ახალგაზრდა ქალია გაუხარდება კიდეც მანიკურის გაკეთება. თამარმა იცოდა არჩილის ხასიათი, ის ტყუილუბრალოდ არ მისცემდა ასეთ წინადადებას, იცოდა აგრეთვე, რომ შეკითხვაც ზედმეტი იყო, არჩილისგან პასუხს მაინც ვერ მიიღებდა და ამისთვის კითხვა აღარ გაუმეორა.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან კარგია წარმატებები <3

 


№2 სტუმარი მარგარიტა

ბავშვობა გამახსენდა <3

 


№3  offline წევრი ciracira329

მადლობა <3

 


№4  offline წევრი ცირაკო

《Sunshine》
ძალიან კარგია წარმატებები <3

მადლობა

 


№5  offline წევრი ცირაკო

《Sunshine》
ძალიან კარგია წარმატებები <3

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent