შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოსმოსივრცე

12-05-2021, 10:33
ავტორი ელ პინი
ნანახია 1 610

ყველაფერს აქვს სული.

***
კოსმოსივრცე ყველგან შეიძლება ადამიანმა შექმნას. ისეთ ადგილას, სადაც ჩაკეტილი ოთხი კედელია, მაგრამ კედლებზე - ისტორიებია. ვიღაც ვიღაცის სასწაულია. სასწაულები კოსმოსიდან მოდიან, განსხვავებული სურნელი აქვთ, კოსმიურად თეთრი კანი და ციცინათელა თვალები. ყველას უნდა მისი სასწაული ჰყავდეს. როცა ადამიანისთვის ახალი წელი ხარ, ახალი სიცოცხლეც ხარ. ასეთები არიან სასწაულები და…
- იყავი ჩემი სასწაული.

***
ხანდახან დროს ვიჭერ, მგონია. არადა, მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დრო გარბის და დიდი ისარიც კი არ უცდის პატარა ისარს. თუკი ღმერთმა აქსიომად დაგვიდო ადამიანების სიყვარული, რატომ არ შეიძლება ნებისმიერ დროს ჩემში ევამ გაიღვიძოს? დავუშვათ, გაწვიმდა და წვიმამ სიყვარულის ამბავი მომიყვა. იქნებ, მცხუნვარე მზეა და სხივებით გამათბო. ამიტომ - ყველაფერს აქვს სული. სულების თეორიის მჯერა. ვიცი, რომ მე მეორე სული მაქვს. სადღაც აუცილებლად არსებობს და ველოდები. ველოდები ყველგან: სადარბაზოდან ლიფტამდე, ლიფტის ოთხ კედელში, ლიფტის კარებიდან სახლის კარებამდე, სახლის ფანჯრიდან ჰაერში და ერთხელ - აუცილებლად დავიჭერ. ახლა ის დროა, როცა პირველი სართულის ექვს კიბეზე ავაბიჯებ და თვალდახუჭული მივდივარ დაზეპირებული ლიფტის ღილაკამდე. არ მინდა ჩემი სული დავინახო. ჯერ უნდა წარმოვიდგინო. მისი ხმა გავიგონო, შევეხო და როცა დავხატავ, მერე გავახილო თვალები. ღილაკს დავაჭირე და ლიფტის კარი გაიღო. ვგრძნობდი, იმ წამს იქ არავინ იყო და ის ის იყო კარები იხურებოდა, ანგელოზმა მაინც დაიჭირა თავისი წამი და…
- ფეხი დაუდე.
ხმა გავიგე. უცნაურად რომ თქვა, ხუთივე მარცვალში ვიგრძენი. ეგონა, თვალდახუჭული ვერ გავაჩერებდი.
- მოვასწარი, აქ ვარ, შემომხედე.
- არ მინდა.
- რატომ?
მე პასუხი არ გამიცია მისთვის. ხელი ავწიე და მის სახეს მივწვდი. რბილი კანი ჰქონდა, გრძელი წამწამები და შრამები ხორცამდე ვიგრძენი.
- შენ ჩემი სული ხარ. - ვუთხარი. გაეღიმა და ჩემს თითებზე დაიხატა მისი ღიმილი. - მართლა ვთქვი, ნუ იღიმი, დამიჯერე. ჩემი თუ არა, ღმერთის სასწაულების ხომ გჯერა. - ხელის მტევანი ჩემს ხელს დაადო და ლოყით მსუბუად დაეყრდნო.
- გაახილე თვალები. იქნებ, საშინელი ვარ.
- აქამდე ლიფტში ყოველთვის მარტო ვიყავი. რომ იცოდე, სასწაულები ხდება. სამ დათვლაში კარები გაიღება, მე შენს სახეს ხელებით ვიმახსოვრებ და თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც გითხარი, შევხვდებით.
ერთი…
ორი…
სამი და…
ჩემს ოთახში კოსმოსი მაქვს. ვარსკვლავზე, რომელსაც "სული" დავარქვი - ვზივარ და მოლბერტიც აქ მაქვს. ჭერში სარკე მაქვს. როცა იატაკზე ვწევარ და სარკეში ვიყურები, მგონია, კოსმოსში გამოკიდებული ვარ და დედამიწის წონასწორობის დარღვევით სხვა პლანეტაზე გადავდივარ, რომელსაც "სასწაული" ჰქვია. ახლა მოლბერტთან ვზივარ. ტვინში პატარა კამერა მაქვს, რომელიც ნებაყოფლობით ინახავს ყველა შეხებას და აღდგენილი ფურცელზე გადმომაქვს. ვხატავ სახეს, რომელიც თვალით უხილავია, მაგრამ სხეულით - ნაგრძნობი. მას თეთრი კანი აქვს, რბილი, ფაქიზი. მარჯვენა წარბთან - შრამი. ნიკაპზეც - მარჯვნივ. თხელი, პატარა ტუჩები ატმისფერია. მილიმეტრებშიც არ ვცდები და…
ის - რეალურია. არ შეიძლება ნახატი მკვდარი და უსულო იყოს. თეთრი ქაღალდი რომ მთლიანად მწვანედ შეღებოთ, გაზაფხულია. წითლად - სისხლი. ლურჯად - ზღვა. ყვითლად - მზე. ყველაფერს აქვს სული. ყველა შტრიხი იმდენად რეალურია, მგონია, მას ვეფერები, ვეალერსები და სახელს ვარქმევ. ალბათ ჰქვია - …
ტელეფონით ნახატს ვუღებ სურათს და ჩემს ბლოგზე ვაქვეყნებ. შეგრძნებები მიპყრობს და სხეული მიკანკალებს.
"ოლი." - სულ ესაა. ვგრძნობ, გამომივიდა. მგონია, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს სული. ყველაფერი არაფერს ედრება და მაინც - ორბიტაზე ვმოძრაობთ - ერთმანეთის საპირისპიროდ. როცა ვხვდებით, მიძინებული ვულკანი იღვიძებს და ცეცხლებს ის ისვრის. როგორ არ ვიწვით? არ ვიწვით!
ტელეფონიდან სურათი კომპიუტერში გადამაქვს და პრინტერით ვბეჭდავ. ზუსტად. სასწრაფოდ ვიცვლი და თვალდახუჭული გამოვდივარ სახლიდან. ხელს კვლავ ლიფტის ღილაკს ვაჭერ და კარები სწრაფადვე იღება.
- დაჭერა აღარ დაგჭირდება, აქ ვარ.
- ხომ გეუბნები, ჩემი სული ხარ - მეთქი. დრო უცნაურად იმიზეზებს მოქმედებებს და ჩვენ მწველ მანტიაში ვეხვევით. ახლა რაღაცას გაჩვენებ და თან თვალებს გავახელ. მზად ხარ?
- რა თქმა უნდა.
ზურგს უკან დამალული ნახატი ხელში მივაწოდე და თვალები გავახილე. ზუსტად.
- ჯანდაბა! შენ გიჟი ხარ?
- მე არ ვიტყუები, ვგრძნობდი წინასწარ.
- როგორ გააკეთე ეს?
- მე მხატვარი ვარ, ოლი და შენ მიყვარდები. - ხელი გავუწოდე.
- ოლი, ლამაზი გოგო ხარ და საოცარი, მაგრამ არ ვიცი, როგორ შეძელი.
- მოდი, უბრალოდ ვთქვათ, რომ მე ვაფრენ.
- ამის თქმა უბრალოდ არ შეიძლება. შენ კი არ აფრენ, გიჟი ხარ, გი-ჟი!
ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე:
- გიჟების არ უნდა გეშინოდეს.
წამიც არ დასჭირდა კარების გაღებას და გავასწარი. გავუჩინარდი, მაგრამ რამდენიმე წუთის წინ ჩაწერილი ფირი გადავახვიე და… მას უცნაური თვალები აქვს. შეუფერებლად თბილი. სწორად დავხატე. მაგია.

***
მაღაზიაში პროდუქტებს ვაგროვებდი და უცებ ხმა გავიგე:
- ლიმონები დაგავიწყდა.
უკან მივბრუნდი.
- საიდან იცი?
- ლიმონის სუნი გაქვს. - თვალი ჩამიკრა და ლიმონები კალათში ჩამიყარა.
- რატომ ხარ აქ?
- გითვალთვალებდი.
მზერა დროსთან ერთად გავაჩერე.
- ლიმონიან ჩაის დაგალევინებ.
წავედით და…
სახლის კარი რომ შევაღე, რამდენიმე წუთს გაშეშებული იდგა.
- ოლი… - დაბნეულმა წარმოთქვა ჩემი სახელი. - შენ… - მე ვიგრძენი, რაც უნდა ეთქვა.
- ჩემი სული ხარ - მეთქი.
სახლი სავსე მქონდა ნახატებით, სხვადასხვა ფერის ნახატებით და ყველგან - ის. არ შეიძლება ადამიანი უსიყვარულოდ დარჩეს. ვიღაც რაღაცას სიყვარულს არქმევს, როგორც მე და ახლა ვიცი, ამ ნახატებს სიყვარული ჰქვია. ყოველთვის მჯეროდა ფრთიანი ანგელოზის, რომელიც ჩემ მარჯვენა მხარზე იჯდა და ყურში მეჩურჩულებოდა. ახლა კი მან მითხრა, რომ - გიჟი მხატვარი მართალია.
რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და გულისცემას ყური დავუგდე.
- მეშინია, რომ ჩემი შეგეშინდება, ოლი. - ჩუმად მითხრა. ხელები წელზე შემოვხვიე.
- სასწაულების არ ეშინიათ. მე ყველაფერი ვიცი.
- შენ პატარა ხარ. პატარა გიჟი მხატვარი.
- მე შენ მიყვარდები.
- უკვე გიყვარვარ, ოლი. იქნებ, ცდები…
- შენ ჩემი სული ხარ!
დაიხარა და ტუჩებზე შემეხო. თხელი ტუჩების გემო არომატული იყო. მას ისედაც ლიმონის გემო ჰქონდა, მაგრამ უცნაურად ტკბილი იყო.
- მჟავე ლიმონს ტკბილი გემო აქვს.
- წამოდი, ჩემთან უნდა წაგიყვანო, მე დაგალევინებ ლიმონიან ჩაის.
ისე უცებ აღმოვჩნდით ახალ კოსმოსში…
მას სახლი მუსიკალური ინსტრუმენტებით ჰქონდა სავსე, ყველგან ნოტებით სავსე ფურცლები იყო მიმოფანტული და თეთრი ფიფქების ლამაზ მინდორს ჰგავდა.
- შენ მუსიკოსი ხარ?
- როგორც შენ - მხატვარი.
გიტარა ხელში დაიჭირა, მაღალ სკამზე ჩამოჯდა და თვალებში მიყურებდა. ხელი ჩამოჰკრა სიმებს და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.
- შენთვისაა, გუშინ დავწერე.
ჩემმა ფირმა სამუდამოდ ჩაიბეჭდა. სხეულმა თავისით დაიწერა სხეულზე და პლანეტა სასწაულზე ახალი სული გაჩნდა. მე ვუსმენდი მას და ვგრძნობდი, მიყვარდა. ყველაფრის ჯადოქრობა შეიძლება. იმ გიტარასაც აქვს სული. მართლა აქვს ყველაფერს სული. ის უკრავდა მთელი გრძნობით და ემოციით. თითქოს, გრძნობებს აცეკვებდა ჩემ წინ და მე მათთვის სახელები უნდა დამერქმია. ფეხზე წამოვდექი და ცეკვა დავიწყე...
პირველად გადაწყვიტა დრომ - წამი გაეყინა.
- შენ სასწაული ხარ, ოლი!
ეგ იყო და...

***
- რატომ მოვხვდით ერთად კოსმოსში?
- ოლი...
- ხომ იცი, რომ არ მჯერა.
- რისი გჯერა?
- შენ რომ ჩემი სული ხარ!
- თუ ყველაფერი ასე მარტივი არ არის?
- მე ოლი ვარ. - ხელი გავუწოდე. - გამიცანი. სასწაული პლანეტიდან ვარ - სული ვარსკვლავი. არ შეგეშინდეს. მე მხატვარი ვარ. ოთახში კოსმოსი მაქვს. დიდი სარკე, რომელიც ჩემს ლურჯ სფეროებს ირეკლავს, ზღვაა. დამიჯერე, ყველაფერს აქვს სული, იმ თვალებსაც კედლებზე რომ დავხატე და იმ ხელებსაც, რომლებიც სხეულზე დავიხატე და შენია. ჩემი არ შეგეშინდეს, მე გიჟი ვარ. - ღიმილით ვუთხარი და მასაც გაეღიმა.
- რა ქმნილება ხარ შენ? ჩემი სასწაული ხარ თვითონ. - ჩამიხუტა და თმებზე მკოცნიდა. ყელზე გაკეთებული ბენდენა მომხსნა. - ამას ჩემთვის დავიტოვებ. შენი სურნელი მინდა.
- შემიყვარდი.

***
ლიმონიან ჩაის აქვს სული.
კოსმოსივრცეს კი - ლიმონის სუნი.

№1  offline წევრი EllaTriss

ელ, გამეხარდა შენი გამოჩენა ❤
ვერ გეტყვი, შენი ყველა ნაწერი წაკითხული მაქვს და ზუსტად ვცნობ შენს სტილს - თქო, თუმცა რაც ვიცი, იმათგან გამორჩეულია ჩემთვის. თითქოს.. თვალდახუჭული წერდი. ყველაზე და ყველაფერზე ლამაზია არარეალური სამყარო. ყველასი, თავისთავად.
ოლი შემიყვარდა..
შენ, ისედაც მას შემდეგ მიყვარხარ, რაც პირველად წაგიკითხე.. შენეული ფერებით და შტრიხებით.
კოსმოსივრცის გოგონა, ბევრი გულები შენ.
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

№2 ადმინი ელ პინი

EllaTriss

ელა, დღეს ისეთი მზიანი დღეა და ისე წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ ამის გამო, არ მეგონა, თუ კიდევ რამე გამახარებდა, მაგრამ შემოვედი და ემოციების ვულკანი დამახვედრე აქ. ღიმილისგან ტუჩებს თავს ვერ ვუყრი. მგონი, დღეს კარგი დღე მაქვს, ყოველ შემთხვევაში - მინდა ასე იყოს. მადლობა ყველა სიტყვისთვის. მე ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში - რაც კი რამ შექმნილა, ყველაფერს სული აქვს და ყველაფერი ლამაზია. უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის, ბევრი გულები ჩემგანაც შენ! ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

№3 ადმინი ელ პინი

Nuki-rocks
პინ,შენ ხომ იცი რომ მაოცებ?! მგონია უკიდეგანოობა შენი მოგონილია, მიდის და მიდის შენი ნაშრომები,ნაამბობები წინ და იმდენ რამეს იტევს,ვერ წურავ მარტივად. მომწონს რომ უნდა ვიფიქრო კითხვის დროს,შენს დახატულ სამყაროში რომ შემოვდივარ,უნდა ჩავრთო გონება ბოლომდე და ჩავწვდე ქვეტექსტებს. მე ხომ ვიცი,იმის იქით რაღაცაა,იმის იქითაც და უნდა ვიპოვო.ზუსტად ეს არის ის, რაც მჭირდება ხოლმე.
რამდენი მშვენიერი წინადადება ააწყვე, იცი?! ვიღიმოდი კითხვის დროს,აი მხოლოდ ლამაზი წინადადება კი არ იყო წყობით,არამედ აზრობრივადაც და ვისიამოვნე.
სულ ასე უცნაურად,მიმზიდველად, ამავდროულად გამართულად და ემოციურად წერ.არ ვიცი,როგორ ახერხებ, ალბათ,ძალიან დიდი ნიჭია. ალბათ კი არა,დიდი ნიჭია.
ძალიან გაფასებ,მიხარია რომ ერთ დღეს გადავაწყდი შენს სამყაროს და შემიძლია გესტუმრო ხოლმე ამ სამყაროში.
წერე და წერე! მე გელოდები და წარმატებებს გისურვებ❤.

პ.ს. თუ არეულად დავწერე აზრი,მომიტევე დ,ხომ იცი,ემოციურ ფონზე არ გამომდის დალაგებულობა.

გოგო, ახლა ჩაგცემ და მერე პასუხი არ მომთხოვო, კაი?! იცოდე, სერიოზულად ვამბობ. ჯერ გამარდჟობა, მერე მადლობა და დანარჩენი - ცალკე. ბადარა ნუკი მეტისმეტად ბედნიერია და ელის ძალიან უხარია, ისე, რომ პირი გაეხევა მალე. მემგონი, ახლა ეს ყველაფერი საკმარისი არაა, მაგრამ შენ ხომ ყველაფერი იცი? გამორიცხულია, არ იცოდე. თუ კითხულობ, იცი და თუ ეძებ, უფრო სწორად, თუ გჯერა რომ იქ და იმის იქით კიდევ ბევრია, ესე იგი, მეტისმეტად ბევრი იცი. ლამაზად წერა იმდენად დიდი კომპლიმენტია, რომ გული გამისკდეს ლამის. ხომ არსებობენ უბრალოდ მწერლები, რომლებიც უბრალოდ წერენ, მაგრამ ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ლამაზად წერენ და თუ ჩემი ნაწერი შენთვის მსგავს ეპითეტთან ასოცირდება, ალბათ, ძალიან ბედნიერი ადამიანი უნდა ვიყო. მადრობა, ბადარა ნუკი. მიკაკუ ♥️

№4  offline წევრი ქეთათო4

ორად ორი სიტყვა ამომდის: საოცარი ხარ! შენს ნაწერებს სუნი აქვთ ელ. მიხარია, რომ აღმოგაჩინე და მიხარია, რომ კიდევ მოფრინდნენ შენთან წერის მუზები.
მგონია, რომ თითოეულ შენს სიტყვას შევეხები, ხელი რომ გამოვიწვდინო და ეს სიტყვები შენამდე მომიყვანენ.
მადლობა ელ. ❤️

№5 ადმინი ელ პინი

ქეთათო4

ამაზე კარგი კომპლიმენტი - აი, არ ვიცი. საერთოდ გავიბადრე კი არა, როგორ გითხრა ვერ გამიგია, რაც დამემართა. მაგარია! სერიოზულად. მადლობა - შენ - ბევრი რამისთვის! ♥️

№6 სტუმარი სტუმარი ნინო

ამ ჩვენს პლანეტას როდის გაცილდი
ან კოსმოსივრცე როგორ იგრძენი?
სული რამდენჯერ უნდა გაიძრო
და ემოციებ გნახო შიშველი?
რამდენჯერ უნდა გადმოგვიწერო
შენი ნანახი ღამის ზმანება
ან მე ეგ შენი შიშველი სული
ამგვარად რატომ მელამაზება.

მიცანი? ალბათ ვერ მიცანი, ან რა აზრი აქვს. სადაც სიტყვები უძლურია, იქ პოეზიას შეუძლია აზრი გამოთქვას.
შენ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ისევ ელ პინო.

№7 ადმინი ელ პინი

სტუმარი ნინო

არ ვიცი, ვერ გიცანი, ჩემს სანაცნობოს რომ გადავხედე, ნინო ორად-ორი მახსენდება და შენ, წესით, არც ერთი უნდა იყო. არ ის ვიცი, რა ვქენი და როგორ, მაგრამ მიხარია, თუ სიტყვები "უძლური" გაგიხდა. იქ, სადღაც, ძალიან მაღლა ფრენა ძალიან მაგარია. სამყაროში ყველაფერი ლამაზია, ეს უეჭველად ვიცი. მადლობა! ♥️

№8  offline მოდერი guroo

წავიკითხე და გავთბი. დადებითი მუხტის გამტარია, მაგრამ არ მომეწონა.
ტექსტი, როგორც ერთი მთლიანობა, გადაჭარბებით მანერულია. ხოლო ცალკეული ადგილები - შესანიშნავი. მოკლედ, არაკომფორტული საკითხავია.
ვინც პირველად წაგიკითხავს, იმას მოეწონება, რადგან შენთან შეხების პირველ წერტილზე აღმოჩნდება, სადაც აღფრთოვანების მიზეზი ავტორის შინაგანი სამყაროა. მომდევნო წერტილებზე შენი არაამქვეყნიურობის ექსპრესია თანდათან მცირდება. გემო უკვე გასინჯული აქვს მკითხველს და იცის, რომ ასეთი ხარ და ისე ძალიან აღარ აოცებს ამის ხელახლა აღმოჩენა. ჩემთვის, პირადად, დამღლელი გახდი "კოსმოსივრცის" მსგავს ჩანახატებში, ანუ იქ, სადაც აქცენტი დედამიწიდან გასვლაზე კეთდება და ემოციები უფრო და უფრო ნაკლებად ხელშესახები და მეტად შეგრძნებითი ხდება. მე აქ მოვიკოჭლებ. ვერ მოგყვები და იმიტომ. ფაქტი ჯიუტია. შენი ორბიტა იმდენად განზეა, რომ მუდმივად თავისუფალი ვარდნის პროცესში იმყოფები იმყოფები. კოსმოსის შვილი ხარ, პინო, და ამის გამო არ მომეწონა ეს ჩანახატი. ვერ მოგწვდი და დავიწუნე.
მიმაქვს თბილი შეგრძნებები, ოღონდ არასრულყოფილი.
შენ ძალიან კარგი ხარ! heart_eyes

№9  offline ახალბედა მწერალი K. I.

სასწაული ხარ, ელ პინ! აი, სასწაული! (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ❤️)
რა უნდა ვთქვა?
სიტყვებიც კი არ მყოფნის...
--------------------
When nothing goes right, go left!

№10 ადმინი ელ პინი

guroo
წავიკითხე და გავთბი. დადებითი მუხტის გამტარია, მაგრამ არ მომეწონა.
ტექსტი, როგორც ერთი მთლიანობა, გადაჭარბებით მანერულია. ხოლო ცალკეული ადგილები - შესანიშნავი. მოკლედ, არაკომფორტული საკითხავია.
ვინც პირველად წაგიკითხავს, იმას მოეწონება, რადგან შენთან შეხების პირველ წერტილზე აღმოჩნდება, სადაც აღფრთოვანების მიზეზი ავტორის შინაგანი სამყაროა. მომდევნო წერტილებზე შენი არაამქვეყნიურობის ექსპრესია თანდათან მცირდება. გემო უკვე გასინჯული აქვს მკითხველს და იცის, რომ ასეთი ხარ და ისე ძალიან აღარ აოცებს ამის ხელახლა აღმოჩენა. ჩემთვის, პირადად, დამღლელი გახდი "კოსმოსივრცის" მსგავს ჩანახატებში, ანუ იქ, სადაც აქცენტი დედამიწიდან გასვლაზე კეთდება და ემოციები უფრო და უფრო ნაკლებად ხელშესახები და მეტად შეგრძნებითი ხდება. მე აქ მოვიკოჭლებ. ვერ მოგყვები და იმიტომ. ფაქტი ჯიუტია. შენი ორბიტა იმდენად განზეა, რომ მუდმივად თავისუფალი ვარდნის პროცესში იმყოფები იმყოფები. კოსმოსის შვილი ხარ, პინო, და ამის გამო არ მომეწონა ეს ჩანახატი. ვერ მოგწვდი და დავიწუნე.
მიმაქვს თბილი შეგრძნებები, ოღონდ არასრულყოფილი.
შენ ძალიან კარგი ხარ! heart_eyes

მერე რა? ახლა ცოტა ქედმაღალი ვიქნები და თუ შენ ვერ მომწვდი, შენი პრობლემაა და ანუ მე მეტისმეტად მაღლა ვარ საშენოდ. კარგი, ჰო, ეს შენებური პასუხი იყო, როგორც შეგეფერება და ჩემებურად რომ გითხრა - აქ პრობლემა არაფერია. მე ეს არ მიტკეპნია, ძველი ნაწერია, გურო, უძველესი და, შესაბამისად, რაღაც, რაც დაგავიწყდა, ესე იგი, არც ისე კარგი ყოფილა - მხოლოდ ამ დასკვნამდე მივედი. თუმცა, შენი შეფასებები ჩემთვის ცალკე სიამოვნებაა. რაღაც სხვანაირი შეფასება იცი, ისეთიც, ასეთიც და ასე შემდეგ, მაგრამ, რაც მთავარია, კმაყოფილი ვრჩები. უფრო - გაღიმებული. მადლობა ამისთვის! შენც კარგი ხარ - ასე თუ ისე. აქ გამეცინა. რამე ახალს რომ დავწერ, აუცილებლად გეტყვი, რომ მომწვდე და სრულყოფილად წაიღო ყველაფერი. ♥️

K. I.
სასწაული ხარ, ელ პინ! აი, სასწაული! (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ❤️)
რა უნდა ვთქვა?
სიტყვებიც კი არ მყოფნის...

ქეთი, შენ თვითონ ხარ სასწაული და ამ საიტის საუკეთესო შენაძენი. ჩემთვის უზომოდ ძვირფასი ხარ, ხომ იცი. ძალიან, ძალიან მიყვარხარ! ♥️

№11 სტუმარი Ana-maria

თქვენ სასწაული ხართ, რომელსაც სული აქვს, ლიმონის სუნით. ოლი -მეც მიყვარხარ! ,

№12 ადმინი ელ პინი

Ana-maria
თქვენ სასწაული ხართ, რომელსაც სული აქვს, ლიმონის სუნით. ოლი -მეც მიყვარხარ! ,

თქვენ, ჩემი მკითხველები ხართ სასწაულები, ცალ-ცალკე და სულ ყველა ერთად აღებული და ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი დღე თქვენ გარეშე. ისეთ კომპლიმენტებს მეუბნებით, გული სიხარულით მევსება, ლამისაა გამისკდეს. მადლობა, მადლობა და კიდევ
უ-ზარმაზარი მადლობა! ♥️♥️♥️♥️♥️

№13  offline წევრი Life is beautiful

მომეწონა? - არა!
როგორ შეიძლება, ეს მომწონებოდა?
უფრო შემაშინა.
ვიგრძენი, როგორ გავკვეთე ოზინი და ვარსჯვლავებთან დავიწყე თამაში - ამან შემაშინა, რადგან როცა გავაცნობიერე, რომ ფეხი აღარაფერზე მედგა, უკვე გვიან იყო..
იქ ვიყავი საღაც ზევით.. ზუსტად არ ვიცი სად, შეიძლება ურანის იქითაც..

სარკე- ისე ზუსტი იყო სარკის ხსენება, არც კი ვიცი, როგორ აღვწერო.
"თვალები სულის სარკეაო" ოლი კი სარკეში ხედავს თავის სულს.
თვალებში - ისე ნარნარებს სული, როგორც ჩრდილოეთის ციალი.
არ ვიცი, აქვს თუ არა, ყველაფერს სული, მაგრამ იმედი მაქვს, აქვს..
თუ ეს ჩანახატი, ქაღალდზე დაწერე დარწმუნებული ვარ, იმ ფურცელს სული ექნებოდა.. ის ხომ ერთ დროს, ლამაზი ხის ნაწილი იყო და მასთან ერთად ისუნთქავდა ჟანგბადს და უფრო ცდილობდა, გარემოს ჟანგბადით ავსება..
იმ ფურცელზე, მერე შენ ეს შექმენი არ ვიცი რა.. მელანს მასზე ისე დაატარებდი და ხაზავდი ასოებს,
როგორც - მოციგურავე ყინულზე. არ ვიცი მანადე ქონდა თუ არა სული, სანამ შენ აიღებდი კალამს ხელში, მაგრამ მერე სული შთაბერე. შენი ელექტრონები გადაეცი და ისიც დაიმუხტა. მგრძნობიარე გახდა.
არ ვიცი, ხდება თუ არა სასწაულები - ვერ ვიტყვი არ მჯერათქო. მჯერა რომ შეიძლება ხდებოდეს. მთავარი ისაა თუ რას მიიჩნევ სასწაულად.
სასწაული, ჩემთვის არ არის ჯადოქრის ჯოხის აქნევა და ხალხის გაქრობა. სასწაული, დედის მუცელში განვითარებული უხელფეხო არსებაა, რომელიც ყალიბდება და სხვა ქვეყნიდან ამ ქვეყანაში მოემართება.
ხოდა ჰო. თუ ამას ჩათვლით სასწაულად მაშინ მე ყველაზე მეტად მჯერა სასწაულების.
და შენ ელის სასწაული ხარ. ♥️
დიდი სიამოვნებით მივიღებ შენს "სასწაულს" "სასწაულების ქვეყნიდან" ❤️
და კომპლიმენტი გითხრს?
მეზედმეტება ყველა სიტყვა.. რაც იმ მაშტაბის არ არის როგორიც შენ და შენი "სასწაულები" ❤️

№14 ადმინი ელ პინი

Life is beautiful

დილიდან მოუსვენრად ვარ, მეორედ შევიბრუნე ძილი, მალევე გამეღვიძა - თითქოს რამეს ველოდი და არ უნდა დამგვიანებოდა. ალბათ, შენ. ვზივარ და ვკითხულობ ამ კომენტარს, რომელიც გულწრფელობით სავსეა და ჩემთვის წარმოუდგენელია ამის გარეშე რამე. საერთოდ მგონია, რომ ნდობა გულწრფელობით ყალიბდება. მე შენ გენდობი, როგორც მკითხველს. გენდობი და მჯერა, რომ სწორად წამიკითხე. სხვანაირად ამ ყველაფერს ფიზიკურად ვერ მეტყოდი. თუ ვერ იგრძენი, თუ ვერ გაითავისე, თუ ვერ გაიგე - ჩუმად იქნები, შენ კიდევ იმხელა ემოციების ტბა დამიტოვე აქ, სერიოზულად ვიხრჩობი. ზოგჯერ ისეთი გაბრაზებული ვარ, ადამიანებზე გული მერევა ხოლმე, მაგრამ მერე ვფიქრობ რომ ჩვენ, ადამიანები - სასწაული არსებები ვართ, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი ჩვენგან მოდის. ჩვენ ვართ ცენტრი, ღერძი, სამოქმედო არეალი, ორბიტა - სულ ყველაფერი - მართლა. ჰოდა, თუ ადამიანი სასწაულია, თავისთავად სასწაულებს აკეთებს. იყო ვინმესთვის სასწაული - ეს სულ სხვა განზომილებაა და უკვე მართლა კოსმოსია. ჰოდა, ამ ემოციების კასკადის მერე იქ დავფრინავ, სადაც ფრენა უზომოდ მიყვარს. მაღლა თბილა, სხვა გარემოა, რაღაც სხვანაირად უყურებ ყველაფერს და თუ ვინმე ჩემი ნაწერით "იქ" გაფრინდა, უზომოდ ბედნიერი ვარ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასწაული იყო შენი წერილი და საჩუქარი ჩემს პირად შეტყობინებებში, რადგან სული ჰქონდა და - ლიმონის არომატი. მიხარია, რომ აქ ხარ და მინდა - სულ იყო. მადლობა - ყველაზე მოკლე და შეუსაბამო სიტყვაა იმ ყველაფრის გამოსახატავად, რაც შენმა კომენტარმა ჩემში გამოიწვია. გკოცნი! მიხარია, რომ სასწაულების გჯერა. ♥️

№15  offline წევრი სიბილა

გიჟების ნუ მეშინია ხოოოოოოოო,არც ჩემი თავიიის,ეეეეეეელ, როგორი გაზრდილი ხარ ყოველ ჯერზე.ნეტა მომასმენინა რას გიმღეროდააა

№16 ადმინი ელ პინი

სიბილა
გიჟების ნუ მეშინია ხოოოოოოოო,არც ჩემი თავიიის,ეეეეეეელ, როგორი გაზრდილი ხარ ყოველ ჯერზე.ნეტა მომასმენინა რას გიმღეროდააა

ოჰ, რუსა, რა კარგი კომენტარი იყო - ჩემებური. ისე მესიამოვნა, გავთბი, ისედაც ვიწვით ქუთაისში, მოგვეკიდა ცეცხლი. მადლობა! ♥️

№17  offline ახალბედა მწერალი lukakhati

დასასრული არის სრულყოფილება.ბევრი ლურჯი გული!

№18 ადმინი ელ პინი

lukakhati
დასასრული არის სრულყოფილება.ბევრი ლურჯი გული!

სრულყოფილებაზე შენი ნაწერები მახსენდება. ჩემგანაც - უუუუბევრესი!♥️♥️♥️♥️♥️

№19 სტუმარი Sibila

ელ პინი
სიბილა
გიჟების ნუ მეშინია ხოოოოოოოო,არც ჩემი თავიიის,ეეეეეეელ, როგორი გაზრდილი ხარ ყოველ ჯერზე.ნეტა მომასმენინა რას გიმღეროდააა

ოჰ, რუსა, რა კარგი კომენტარი იყო - ჩემებური. ისე მესიამოვნა, გავთბი, ისედაც ვიწვით ქუთაისში, მოგვეკიდა ცეცხლი. მადლობა! ♥️

❣️❣️❣️❣️❣️

№20 სტუმარი სტუმარი Mary drey

ნეტავ შემეძლოს საუბარი.
გამოვიფიტე.
მშველის შენი ნაწერი.
ნეტავ დილამდე გველაპარაკა...

№21 ადმინი ელ პინი

სტუმარი Mary drey
ნეტავ შემეძლოს საუბარი.
გამოვიფიტე.
მშველის შენი ნაწერი.
ნეტავ დილამდე გველაპარაკა...

გველაპარაკა. . .
დაიძინე და ხვალ იყოს, ან ზეგ - როცა დრო მოვა. ნუ გეშინია.

№22 სტუმარი დაკარგული

"ვიღაც ვიღაცის სასწაულია"...
შენ ჩემი სასწაული ხარ ელ.
თუ ამქვეყნად სრულყოფილია რამე, ალბათ ეს შენ ხარ.

№23 ადმინი ელ პინი

დაკარგული
"ვიღაც ვიღაცის სასწაულია"...
შენ ჩემი სასწაული ხარ ელ.
თუ ამქვეყნად სრულყოფილია რამე, ალბათ ეს შენ ხარ.

აღარ ვიცი - რა ვთქვა. გავჩუმდი და დავდუმდი.
ამაზე უკეთეს სიტყვებს ვერ მოვისმენ.
ბედნიერებისგან გული გამისკდება. მადლობას ვერ ვიტყვი, ნამუსი არ მომცემს ამის საშუალებას.
უბრალოდ, ეს კომენტარი ჩემი აქ და - ზოგადად არსებობის ერთ-ერთი მიზეზი იქნება. გულწრფელად.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent