შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი IV თავი


13-05-2021, 10:51
ავტორი ciracira329
ნანახია 175

თავი 4
ქალაქში დაბრუნებისთანავე არჩილ ჩოხელმა ვრცელი მოხ სენება წარუდგინა პოდპოლკოვნიკ ზურაბ ლომაურს.
უფროსმა შეაქო არჩილი მოხერხებულად ჩატარებულ მუშაობისთვის. იგი არ მოელოდა, თუ არჩილ ჩოხელი ასე მალე შეძლებდა ამდენი საყურადღებო მასალის შეგროვებას და რაც მთავარია, თითის პატრონის დადგენას.
ეჭვს არ ბადებდა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი მოკლული იყო თავისივე ყოფილი ქმრის ინჟინერ გიორგი ქურხულის მიერ. მხოლოდ ერთი რამ მაინც უსაყვედურა ზურაბმა არჩილს, რომ მან ბეჭედი არ ჩამოართვა სანდრო ყურაშვილს და როგორც ნივთიერი მტკიცება არ დაურთო საქმეს.
არჩილი გრძნობდა, რომ მეტად სერიოზული შეცდომა დაუშვა იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა გიორგი ქურხულის და სანდრო ყურაშვილის კავშირი ჩადენილ ბოროტმოქმედებაში, ბეჭედი ხომ მთავარი მამხილებელი საბუთი იქნებოდა!
საჭირო იყო გიორგი ქურხულის ბინის დაუყოვნებლივ გაჩხრეკა, მისი დეტალური დაკითხვა და თუკი საკმარისი მასალებიც მოგროვდებოდა, მისი დაპატიმრებაც.
ღამის ათი საათი იქნებოდა, არჩილ ჩოხელი ოპერატიულ მუშაკ ხუტა გაწერელიასთან ერთად გიორგი ქურხულის ბინაზე რომ გამოცხადდა.
ზარის დარეკვაზე კარი პირადად გიორგი ქურხულმა გააღო და როდესაც მილიციის ფორმაში გამოწყობილი არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია დაინახა, შეკრთა, არასასიამოვნო იერმა გადაურბინა სახეზე.
– ჩვენ ინჟინერი გიორგი ქურხულის ნახვა გვინდა.
– მე გახლავართ, მობრძანდით... – შეიპატიჟა ქურხულმა მი ლიციის თანამშრომლები
პირველი, რაც ბინაში შესვლისთანავე თვალში მოხვდა არჩილს, ეს იყო ნატო სულიაშვილის სურათი, ჩამოკიდებული საწერი მაგიდის თავზე.
ოთახში უწესრიგობა იყო. ეტყობოდა, რომ ბინას დიასახლისის მზრუნველი ხელი აკლდა.
გიორგი ქურხულმა შეამჩნია არჩილის სახეზე ირონიული ღიმილი, მიხვდა მიზეზს და თვითონაც მწარედ გაიღიმა.
– ბოდიში, რომ ასეთ არეულ ბინაში მიგიღეთ. მოგეხსენებათ მარტოდმარტო ვცხოვრობ, უდიასახლისოდ. დილით რომ სამუშაოდ მივდივარ გვიან ღამით ვბრუნდები. არის შემთხვევა, რომ ხანდახან სულ არც კი მოვდივარ ხოლმე შინ და ამის მიზეზით არის გამოწვეული ეს არეულობა.
ოთახში სუფრა იყო გაშლილი, მაგიდაზე თევზის კონსერვის თუნუქის გახსნილი კოლოფი, თუშური ყველი, თონის პური, ერთი სანახევროდ დაცლილი და ერთიც არყით სავსე ბოთლები ელაგა. მაგიდასთან შუახნის ჯმუხი მამაკაცი იჯდა, რომელიც არჩილისა და ხუტას შესვლისთანავე ფეხზე წამოდგა.
– ეს ექიმ ნატო სულიაშვილის სურათი არ არის? – შეეკითხა არჩილი და სურათზე მიუთითა.
–დიახ, ჩემი ყოფილი ცოლია, ექიმი ნატო სულიაშვილი. თქვენ მას იცნობდით? – დაინტერესდა ქურხული.
– არა, თვალითაც არ მინახავს.
– მაშ, აბა როგორ! – გაიკვირვა ქურხულმა. ამაზე მერე... ახლა სხვა საქმეზე ვართ მოსული. – უპასუხა არ ჩილმა.
– რითი შემიძლია გემსახუროთ? – დაბნეულად იკითხა მასპინძელმა. არჩილმა ქურხულს ჩხრეკისა და დაპატიმრების ორდერი გაუწოდა. გიორგი ქურხულმა წაიკითხა ორდერი და გაფითრდა.
– ჩემი ბინის გაჩხრეკა და ჩემი დაპატიმრება? – ამოხდა ქურხულს, – რატომ. ბატონო, განა რა დავაშავე ისეთი?!
– თქვენი ჩადენილი დანაშაული თქვენ თვითონვე უნდა იცოდეთ.
– მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია!
– ამაზე მერე გვექნება ლაპარაკი.
– ხუტა, მიუბრუნდა არჩილი გაწერელიას, – მონახე სახლის რწმუნებული და ერთ-ერთი მე ზობელი ჩხრეკაზე დასასწრებად.
ხუტა გაწერელია ოთახიდან გავიდა.
– ბოდიში, მე ხომ ზედმეტი არა ვარ? – იკითხა გიორგი ქურხულის სტუმარმა.
– თქვენ ვინ ბრძანდებით? – შეეკითხა მას არჩილი.
– ინჟინერი მიხა თვაური გახლავართ. გეოლოგიურ-საძიებე ლი პარტიის უფროსი. მე და ინჟინერი გიორგი ქურხულია ერთად ვმუშაობთ.
– შეგიძლიათ დარჩეთ, – უთხრა არჩილმა და ოთახს თვალიერება დაუწყო.
ოთახში ძვირფასი საწერი მაგიდა იდგა, რამდენიმე კარადა წიგნებით სავსე, რბილი სავარძელი, სასადილო მაგიდა, პიანინო.
„ლოგინი არსად ჩანს, მაშასადამე, გიორგი ქურხულს მეორე ოთახიც აქვს“ – გაიფიქრა არჩილმა.
– მაინც არ მეტყვით რაშია საქმე? – იკითხა ხელახლა გიორგიმ.
– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. მოითმინეთ, მაგასაც მოვასწრებთ. – უპასუხა არჩილმა.
ოთახში შემოვიდა ხუტა გაწერელია და შემოიყვანა სახლის რწმუნებული ქალი და მეზობელი მამაკაცი.
– მობრძანდით, – მიეგება მათ არჩილი, – დიდი ბოდიში, რომ ასე უდროოდ შეგაწუხეთ, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, გთხოვთ დაესწროთ ბინის ჩხრეკას.
მოსულებმა გაიკვირვეს, როდესაც გაიგეს არჩილის სიტყვები ბინის გაჩხრეკის შესახებ, მაგრამ შეკითხვებისაგან თავი შეიკა ვეს.
– ხუტა, შევუდგეთ საქმეს, – უთხრა არჩილმა გაწერელიას. პირველ ოთახში დეტალური გაჩხრეკით ვერაფერი იქნა აღმოჩენილი.
მეორე, საძილე ოთახში, საწოლის ქვეშ, გამტვერიანებულ ჩემოდანში სხვა ნივთებთან ერთად მამაკაცის კოსტუმი იყო, სისხლის ლაქებით.
– ვისია ეს კოსტუმი? – შეეკითხა არჩილი ქურხულს.
– რა თქმა უნდა, ჩემია – უპასუხა მან. არჩილმა კოსტუმის ჯიბიდან სისხლიანი ცხვირსახოცი ამოიღო.
– ცხვირსახოციც თქვენია?
– უეჭველად, რაც შეეხება სისხლს, საქმე იმაშია, რომ ცხვირიდან სისხლი წამვარდა და...
– ამაზე შემდეგ, დაკითხვის დროს, – გააწყვეტინა არჩილმა. კოსტუმის უბის ჯიბიდან სისხლიანი ბებუთი ამოიღო ხუტამ. გიორგი ქურხული გაფითრდა, დაბარბაცდა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
– სისხლიანი ბებუთი? ჩემს ჯიბეში? – ამოიკვნესა ქურხულმა.
– საიდან, როგორ?
– ამის პასუხს ჩვენ თქვენგან მოველით, – წყნარად, მაგრამ მკაცრად უპასუხა არჩილმა.
– არა, არა, ეს შეუძლებელია. ჩემს ჯიბეში სისხლიანი ბებუ თი?!
დამსწრენი გაკვირვებით მიაჩერდნენ გიორგი ქურხულს, შემ დეგ კი ხმა ამოუღებლივ ერთმანეთს გადახედეს...
– თქვენ გეკუთვნით? – ირონიული ღიმილით შეეკითხა არჩილი.
– კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არა!
– ჩემოდანი ვისია?
– ჩემი გახლავთ.
– კოსტუმი?
– ისიც ჩემია.
– ცხვირსახოცი?
– ჩემია, ყველაფერი ჩემია, ყველაფერი, გარდა ბებუთისა. მე ჩემს სიცოცხლეში არ მქონია ამის მსგავსი რამ.
გიორგი ქურხულია აკანკალდა, ხმა წაერთვა და ისედაც ენამოჩლექილმა კაცმა, რაღაც გაურკვევლად დაიწყო ლუღლუღი.
– დაწყნარდით, ნუ ღელავთ, ყველაფერს გამოვარკვევთ, – უთხრა მას არჩილმა, – ახლა კი იძულებული ვარ, დაგაპატიმროთ.
ბინის ჩხრეკას მორჩნენ. არჩილმა შეადგინა აქტი და ხელი მოაწერინა დამსწრეებს
გიორგი ქურხულმა აქტზე ხელი არ მოაწერა.
– ჩასწერეთ, ჩასწერეთ, რომ სისხლიანი ბებუთი ჩემი არ არის,
– კანკალებდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაიძახოდა იგი.
– ჩვენ მხოლოდ იმას ვწერთ, რომ ბებუთი თქვენს ბინაში აღმოვაჩინეთ.
– ალბათ მტერი მყავს, იქნებ ვინმე შემოიპარა ჩემს ბინაში, განგებ მომიწყო ეს ამბავი! – დაბნეულად გაიძახოდა იგი.
– ვისზე გაქვთ ეჭვი? – შეეკითხა არჩილი.
– ეჭვი? ეჭვი... ვის- ზედ უნდა მქონდეს. არავისზე, მხოლოდ... საიდან, როგორ?..
– ამას ძიება გამოარკვევს.
არჩილმა ბინა დალუქა და სახლის რწმუნებულსა და მეზო ბელს ჩააბარა.
დაპატიმრებული გიორგი ქურხული წაიყვანეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent