შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი”2 ნაწილი


13-05-2021, 23:00
ავტორი LiZzyCh
ნანახია 288

შიში,ეს ის გრძნობაა რაც ადამიანს ანადგურებს,სულიერიდან ხორციელამდე,გრძნობა რომელიც ყველაფერზე ძლიერია,გრძნობა რომელსაც ძალუძს,რომ ჩაგადენინოს ის, რასაც არასოდეს იზამდი.
შიში სიკვდილის,შიში მარტოობის...
დაგიკარგავთ ოდესმე საყვარელი ადამიანი?ეს გრძნობაა რაც შინაგანად განგრევს,განადგურებს!


-გაიქეცი ელიზაბეთ,გაიქეცი..უკან არ მოიხედო...გაიქეცი რომ სიბნელე ვერ დაგეწიოს-ოფლში ვცურავდი,ხმა რომიც ჩამესმოდა ვერ გავარკვიე ვის ეკუთვნოდა.
ჩაბნებულ ქუჩაში მივრბოდი უგვზოუკვლოდ...არვიცოდი რასგავურბოდი ან ვის,უბრალოდ უკან არ უნდა შემეხედა...დედაჩემი დავინახე ცრემლები ღაწვევზე წვიმასავით ჩამოსდიოდა,მისი დანახვისას გული შემეკუმშა,კისერი გამოფტრული ქონდა,სისხლი სდიოდა და მეძახდა,
-ელიზაბეთ!შენ მომკალი..შენ მოკალი შენი მშობლები!მკვლელი ხარ..მკვლელი..
ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,ბღავილით მისკენ გავექანე,რაც უნდა სწრაფად მერბინა მით უფრო ვშორდებოდი,
-არაა..გთხოვ მაპატიე დედა!გთხოვ!
სურათი ნელ-ნელაგაქრა,არემარე სიბნელემ მოიცვა.
ნელი მბჟუტავი სინათლე რომელიც ჩემს თვალებს მოადგა,თვალების გახელა მაიძულა,კოშმარი,ეს კოშმარი იყო,ყველაფერი დასრულდა,მთლიანად ოფლში ვცურავდი,ოთახში სიბნელე იდგა,ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათევდა,უჩვეულიდ წითელი სინათლე,განძრევა ვცადე,თუმცა სხეული მთლიანად დამეჭიმა,თითოეული ნაწილი ვიგრძენი და გამახსენდა ჭრილობა,სისხლისღვრა და ის რომ ობოლი ვიყავი,ნეტავ ეს ყოველივე სიცრუე ყოფილიყო,ნეტავ ერთი დიდი კოშმარი ყოფილიყო რისგანაც გამოღვიძებას ვცდილობდი,ფეხები მოვხარედა თავი ჩამოვდევი,ახლა არც ტკივილი მადარდებდა და არც ის თუ სად ვიყავი,მხოლოდ ჩემს მშობლებზე ვფიქრობდი,ისინი იყვნენერთადერთნი რაც გამაჩნდნენ.
იცით რა არის ყველაზე დიდი განძჯ,არც ფული და არც ცოდნა,შენი განხი ოჯახია რომელიც გყავს,გვერდში ამოგიდგება და მუდამ დაგეხმარება,თუნდაც მტყუანი იყო ის მუდამ შენთან იქნება.
თუმცა მე ისინი აღარ მყავს.
ცრემლები ერთმანაეთის მიყოლებით მოდიოდნენ,არ მიყვარდა ტირილი,ქვითინი პატარა ბავშვივით,თუმცა ამჯერად სხვა იყო ყველაფერი.
გამახსენდა თითოეული წამი რაც ოჯახთან გავატარე,თითოეული მომენტი როცა მათვეხვეოდი,ვკოცნიდი...
წამით თავი დავიმშვიდე და მუხლებიდან თავი ავწიე,ცრემლები მოვიწმინე.
-თავს როგორ გრძნობ?-ხმის გაგონებაზე შევკრთი,თავზარი დამეცა,ვინ იყო?ოთახის კუთხიდან სილუეტი ნელ-ნელა გამოჩნდა,მაღალი,ტანადი მამაკაცი,მისი თვალები ღამესავით ბნელი და საშიში...ლუციფერი..
ხმა ვერ ამოვიღე,მთლიანად თრთოლვამ ამიტანა,სხეული დამეჭიმა,ეს ლამაზი მამაკაცი ეშმაკი იყო,ის იყო თავი ყოველივე ბოროტებისა,თავად ეშმაკი ჩემს წინაშე..რომელმაც გადამარჩინა...საწოლიდან ვერცკი ავდექი,თითქოს მას მივეჯაჭვე,ვერ ვინძრეოდი.
ათრთოლებული ხმით მივმართე.
-თქვენ..თქვენ ჩემსს მოკვლას აპირებთ?ისევე როგორც დედაჩემი მოკალით?და მამაჩემი.რა დაგიშავეთ-თვალები ერთადგილას გამშტერებოდა,შიშისგან ხელფეხი მიკანკალებდა.
ლუციფერი მომიახლოვდა,საწოლს ხელებით დაეყრდნო და თვალებში ჩამხედა.
-შენს მოკვლას არ ვაპირებ,რადგან უკვე მე მეკუთვნი,ხოლო რაც შეეხება დედაშენს ის მე არ მომიკლავს!-უმეტყველო,მკაცრი სახე ჰქონდა,წარბიც კი არ შეუხრია,გამბედაობა მოვიკრიბე და კითხვისდასმა განვაგრძე.
-თქვენნ..ლუციფერი ხართ?აქ რატომ მომიყვანეთ? სადვართ?აქქ..აქ რაგვინდა?მე უნდა წავიდე.. მე..-ვეღარგავაგრძელე,ამას ვერ გავუძელი ვერც სულიერად და ფიზიკურადაც,ჭრილობაზე ხელიმივიდე,სიახლი კვლავ მსდიოდა.
ლუციფერმა საწოლიდან ხელები აიღო და უკან დაიხია,ფანჯარასთან მივიდა,და სადღაც შორს იხედებოდა,თითქოს რაღაცას ეძებსო.
-დიახ,ლუციფერი ვარ,ახლა ჯოჯოხეთში ვიმყოფებით,ჩემს სასახლეში,მოკვდავთა მიწაზე ვერ დაგაბრუნებ,იქ მთავარანგელოზები ნადირობენ შენზე,ასევე ნახევარ სისხლები და განდეგილები,მითუმეტეს უკვე ჩემი საკუთრება ხარ,არაფერს დაგიშავებ,ვერავინ შეგეხება ამ სასახლიდან,დაისვენე და დამშვიდდი,მიწიერო!
ლუციფერი წამებშიგავიდა ოთახიდან,მარტოდმარტო დავრჩი,სატანასთან ჯოჯოხეთში,მის სამეფოში,ყველაზე საშიშ ადგილას,დემონებთან,ინკუბებთან და სხვა მრავალ ბოროტ ძალასთან.
მარტოდმარტო დავრჩი სმყაროში,არავინ გამაჩნდა ,თუმცა გამახსენდა დედაჩემის სიტყვები მამიდასთან უნდა წავსულიყავი,აბდულა მომეძებნა და ყველაფერი დალაგდებოდა,თუმცა ჯერ აქედან უნდა გამეღწია,ამ დაწყევლილი ჯოჯოხეთიდან.

დღეები გადიოდა,სამი დღე გავიდა ჩემი აქ მოსვლიდან,ამასობაში დორკასი და ელენი გავიცანი,ლუციფერის მსახურიები,დორკასი მივლიდადა ჭრილობას მისუფთავებდა,დამამშვიდა იმ ფაქტმა რომ აქ ადამიანი არამარტო მე არამედ დორკასიც და ელეინიც იყვნენ,დორკასი ათასწლეულების მანძილზე ემსახურებოდა ლუციფერს და როგორც მან მითხრა აქაურობა ძალიან კარგად იცის,ალბათ გასასვლელიც ეცოდინება.
ფეხზე უკვე ვდგებოდი,თუმცა ოთახიდან გასვლა არ მინდოდა,მეშინოდა იმის რაც შეიძლებოდა რომ მენახა,მეშინოდა დემონების,სასოწარკვეთილი ვიყავი.

დუადღისით დორკასი შემოვიდა ოთახში,თან სუფთა ტანისამოსი მომიტანა,თხელი შარვალი და მაისური.
რამდენიმე წამში ტანისამოსი მოვირგე და კვლავ ჩემს ადგილს დავუბრუნდი,
-ელიზაბეთ,სჯობს რომ აქაურობას შეეგუო,აქ დიდხანს მოგიწევს დარჩენა,გადი ოთახიდან და დაათვალიერე აქაურობა,მიიღე ეს რჩევა როგორც მეგობრული ისე.
ხმა არ გამიცია,ბალიშზე თავი დავდე,დორკასმა ოთახი დატოვა,საათობით ოთახში ჯდომის შემდეგ ჩამთვლიმა.
ფართო ქუჩა ბნელი თუმცა თან ნათელი,მივრბივარ,რაღაცას გავურბივარ, მეშინია გული სწრაფად მიცემს.კვლავ დედა,ყელგამოფატრული და იგივე სიტყვები.
გამომეღვიძა,თუმცა კვლავ სიზმარში ვარ,ისევ იგივე და იგივე,უკვე ვბორგავ,სხეული მიხურს,ვეღარ ვსუნთქავ,ვეღარ ვიღვიძევ..პანიკა..
ვიღაცის ხმა ჩამესმის,ვიღაც ნაცნობის.
-ლიზიკოო გაიღვიძე...-თვალები გავახილე და ჩემს თავთან მდგარი ლევიათანი დავინახე,მიღიმოდა.წარბები შევკარი და ერთი კარგი სილაც გავულაწუნე,ფეხზე უმალვე წამოვდექი.
ლევიათანი გაოცებული იყო,თითქოს არ მოელოდა ამას ჩემგან.
-სილა რით დავიმსახურე?-გაკვირვებულმა წარბები მაღლა აზიდა,
-ძალიან კარგადაც ხვდები,ჩემი მშობლების სიკვდილში ხელი შენც გირევია!
ლევიათანმა თვალები აატრიალა,და ხელები ჰაერში უაზროდ აიქნია.
-ოჰჰ,ელიზაბეთ..დედაშენის სიკვდილში ჯოჯოხეთის ხელი არ ურევია,ჩვენც არვიცით ვინ დახოცა ისინი!დამიჯერე..
ისტერიულად გამეცინა,თავადვე ბოროტი მატყუარა არსება ამას მეუბნება რომ დავუჯერო,რა სასაცილოა.
-ლევიათან,მე შენი არ მჯერა,არც არასდროს დაგიჯერებ,შენ ჯოჯოხეთის არსება ხარ,ბოროტი,მატყუარა...ნუ მთხოვ რომ დაგიჯერო!ახლა კი გადი!
ლევიათანი ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან,მე მისი არ მჯეროდა,არც არასოდეს დავუჯერებდი.
რამდენიმე საათიანი კვლავ დეპრესიისა და დიდი ბჭობის შედეგად გადავწყვიტე აქაურობა შემესწავლა,კარადა გამოვაღე,თითქოს ძველ დროში დავბრუნდიო,დედოფლების ხანაში ყველა კაბა გრძელი იყო,ზედმეტად გამომწვევიც კი,ზოგი ტანზე მომჯდარი ჩახსნილი,ზოგი საერთოდ მთლიანად ღია,ახლა ნამდვილად კოშმარში ვიყავი,ამ კაბებით უნდა მევლო მთელი სასახლე.რა გაეწყობა,თუმცა დორკასს ვთხოვ რომ რამდენიმე შარვალი შემომტანოს,კაბათა უნრავლესობა მუქი იყო გარდა ერთისა,ამიტომაც ის ავირჩიე,თეთრი გრძელი კაბა,ღრმა დეკოლტით.
კარები გავაღე,დერეფანს გავუყევი,მისმა სილამაზემ უმალვე მომხიბლა,კედლები რომლებსაც ოქროსფერი ორნამენტებით მორთულიყო,ნახატები, ინდენად ლამაზი იყო დახვეწილი, თუმცა ეტყობოდა თავისი მედიდურიბა და იერი იმისა რომ თავად ეშმაკის სახლი იყო.
დერეფანს ბოლომდე ჩავუყევი, დაბლა დავეშვი და ერთი დიდ დარბაზში ამოვყავი თავი,უზარმაზარი დარბაზი,შესასვლეთან ვერდებზე ორი ქანდაკებია იდგა,ფრთებიანი არსება,კლანჭებით დიდი ეშვებით,წვეტიანი ყურებითა და რქებით,ვერ გავარკვიე რაიყო,დავაკვირდი,წრეშემოვუარე შემდეგ კი კვალ განაგრძე გზა,ამ დიდი დარბაზის ბოლოს მაღალ ადგილას ტახტრევანი იდგა,აქაურობა მართლაც შემაძრწუნებელი იყო,წითელი მთვარის შუქზე განათებული,ქვიანი კედლები რომელსაც თან შავი მაგრამ ამავდროულად წითელი ფერიც დაჰკარვდა,დარბაზის შუაგულშივიდექი როდესაც,სხეულში შიშის ზარმა დამიწყო რეკვა,მუცელი ამეწვა,დავიძაბე,საშინლად შემეშინდა როდესაც ჩემს წინ გამხეცებულუ სამთავიანი ძაღლი,შავი ბეწვით,მისი ბასრი კბილები რომლებიც შორიდანვე ელავდა,მხრცი ჩემკენ მოემართებოდა,მთლი სიჩქარით უკან დავიხიე რაც შემეძლო მივრბოდი თუმცა მხეცმა წამებში ამომაყირავა და ზედ დამეცა,თავზე მადგა,სამთავიანი მხეცი,მისი ცეცხლოვანი თვალები შემომცქეროდნენ,პირები დაღებული ჰქონდათ,იღრინებოდა და საზარელ ხმას გამოსცემდა.ოთახის ბოლოდან სიცილის ხმა შემომესმა,შემდეგ რაღაც სიტყვები და ეს არსება წამებში მომშორდა თავიდან,უკანმოუხედავად გაბრუნდა უკან,ჯერაც ვერ მოვსულიყავი გონს,შოკშივიყავი.ფეხები მიკანკალებდა და ბოლოს ძლივს ავდექი,სრულიად შეშინებული ვიყავი.წინ გავიხედე,
ჯოჯოხეთის ტახტზე ლუციფერი იჯდა,მედიდურად და ამაყად გადმომყურებდა ზევიდან,ფეხები გაეშალა და ხელები ჩამოეწყო თავის ტახტზე,მარჯვნივ კი სამთავიანი მონსტრი ძაღლი ედგა,რომელსაც ეფერებიდა,თან იღიმოდა.
სახიდან თმა მოვიშორე და უკან გადავიყარე,შევეცადე მაქსიმალურად მშვიდი ვყოფილიყავი და მისთვის სახეში არ შემეხედა,შიშის ზარი რეკდა ჩემს სხეულში.
-ამ არსებამ კინაღამ დამგლიჯა..-ხმა მაინც ამიკანკალდა,მეტი დამაჯერებლობისთვის ხმას ოდნავ ავუწიე,ამჯერად შევეცადე ხმა არ ამკანკალებიდა-თუ ყოველ ნაბიჯზე საფრთხეს უნდა ველოდო რანაირად ვიქნები აქ დაცული?
ლუციფერმა წამით ყურადღება ჩემკენ გადმოიტანა,შემათვალიერა,კარგად დამაკვირდა,და ბოლოს კვლავ არაფრად ჩამაგდო და ხმაც არ გამცა,კვლავ თავის ტახტრევანში იჯდა და პასუხის გაცემასაც არ აპირებდა.
საშინლად გავცოფდი,ძალიან მინდოდა,რომ ერთი კარგად მეცემა და გამელანძღა,მთელი ჩემი ბრაზი მასზე ამომენთხია,თუმცა მეშინოდა და თან ამას ვერც შევძლებდი,ის ხომ ეშმაკი იყო.
ტუჩებს შიგნიდან ვიკვნეტდი,ვცდილობდი მშვიდი გამოვჩენილიყავი,კვლავ ვცადე მასთან საუბარი.
-იციი..-ამჯერად ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი-მე შენი მონა არ ვარ..როცა გინდა მაშინ ვერ დამელაპარაკები,აქ მოვკვდები თუ დედამიწაზე მთავარანგელოზების ხელით რა მნიშვნელობა აქვსს!!-უკვე საკმაოდ ახლოს ვიყავი,მისი ტახტრევანის წინ,ამჯერად ზუსტად თვალებში ვუმზერდი,მის ბნელ,მაგრამ ამავდროულად ლამაზ თვალებში.
ლუციფერი წამოიმართა,იმდენად სრულყოფილი იყო,თავად მისი მიხვრა-მოხვრაც იმდენად მოქნილი,სინთეზური და მკაფიო,მისი სხეული,სახე თითოეული ნაკვეთი თავად სრულყოფილება იყო და სწორედ ამ სრულყოფილების შედაგად გახდა ამპარტავანი და სწორედ მან გაწირა იგი.
ლუციფერი ტახტიდან ნელ-ნელა ძირს დაეშვა,ზუსტად ჩემს წინ დადგა,ამჯერად პირისპირ ვიყავით,როგორც ადრე მარტოდ-მარტო.
-მე გითხარი რომ აქ არაფერი გემუქრება,ანუ ასეა,რაც შეეხება ძაღლს იგი ჯოჯოხეთის კარიბჭის მცველია,მისი ნუ გეშინია-ოდნავ დაიხარა და სახე ჩემი სახი წინ ახლოს მოსწია -საკმაოდ დამჯერია,უბრალოდ მიწიერის სუნი აგსდის-მზერა ქვევიდან მაღლა ამომაყოლა-ამიტომ შეიძლება დაგგლიჯოს!
თვალები გამიფართოვდა,მისი ეს სიტყვები თუნდაც ხუმრობა ყოფილიყოს,მე სერიოზულად აღვიქვი,შევეცადე კვლავინდებული სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-რატომ გადამარჩინე?
-ეგ ვინ გითხრა რომ გადაგარჩინე?-სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა,აშკარად ერთობიდა ამით,იმით რომ სრულიად გაუგებრობაში ვიყავი,ის კი აბუჩად მიგდება.
-კარგით..მაშ აქ რაუნდა ვაკეთო..ასე უბრალოდ ვიხეტიალო?
ლუციფერმა გვერდი ამიარა და სვლა დარბაზის დიაგონალურად განაგრძო,მე უკან სწრაფად გავყევი,დარბას გასცდა და ჩვენს წინ ორი მაღალი კიბე აღიმართა,მან სვლა განაგრძო,
-არ იხეტიალებ,შენ ფასეული ხარ,მთავარანგელოზებისთვის ანუ ჩემთვის ორმაგად ფასეული ხდები,და ის რომ მათ შენი სიკვდილი სურთ,ესეც უფრო დიდ სტიმულს მაძლევს რომ ცოცხალი დაგტოვო-შემომხედა და კვლავ გაიღიმა.
-ძაღლი..ძაღლს რა ენაზე ესაუბრებოდით?-თავი ვერ შევიკავე და ვკითხე,მან კვლავ გაიღიმა,თავი მაღლა ასწია და ზევიდან გამომხედა.
-ასეთი ცნობისმოყვარე რატომ ხარ?მე თავად ეშმაკი ვარ,ამდენს როგორ მიბედავ-გაჩერდა კიბის მოაჯირს ხელი დაადო და გასასვლელი გადამიკეტა,მის თვალებში რაღაცამ გაიელვა,რაღაც ეშმაკურმა,ვერ მივხვდი ახლა უნდა შემშინებიდა?-წამებში შემიძლია სიცოცხლე მოგისპო,სამუდამოდ აქ გამოგკეტო სატანჯველად,ვგრძნობ როგორ გეშინიაშენი გულისცემა მესმის,რამდენად აჩქარებულია,ცდილობ არ შეიმჩნიო თუმცა გავიწყდება ის თუ ვინ ვარ მე!
თვალებში ვუმზერდი,მისმა სიტყვებმა უფრო ამანერვიულა,თუმცა არაფერივუპასუხე,ლუციფერმა ხელი გასწია და კვლავ გაუდგა გზას.თან მანიშნა მომყევიო.კიბის დასასრულს მივუახლოვდით,ლუფიცერმა მარჯვნივ შეუხვია და დერეფანს გაუყვა.
-თუ ასე ძლიერ გაინტერესებს,ეს დემონების ენა იყო,მას ვუბრძანე უკან დაეხია.
გზას ჩუმად გავუყევით,ლუციფერს კვლავ უმეტყველო სახე ჰქონდა,რკინის კარები შეაღო და ჩვენს წინ უზარმაზარი ბიბლიოთეკა გადაიშალა,დაბლა ორი კიბე ეშვებოდა,აქაურობა დაუსრულებელ წიგნების საცავს ჰგავდა,თითქოს ყველა ის წიგნი რაც კი კაცობრიობას და თავად სამყაროს დაეგროვებინა აქ მოათავსეს.
თვალები გამიბრწყინდა,გაოცებისაგან პირი ღია დამრჩა,წიგნები ჩემი სუსტი წერტილი იყო.
კიბეზე დავეშვით,თითოეული მათგანის წაკითხვა მინდოდა,მანამ სანამ ერთ-ერთი მათგანი ავიღე და მივხვდი რომ,ეს ქართული არ იყო,არც ინგლისური და არც რუსული,ისევ მათი დემონური ენა.იმედები გამიცრუვდა და წიგნი თავის ადგილზე დავდე,ლუციფერი წიგნებს ათვალიერებდა,ერთ ერთი მათგანი გადაეშალა და გვერდიდან გადმომხედა.
-შენთვის გასაგებ ენაზე წიგნები ბიბლიოთეკის ბოლოშია.
გზა განაგრძე,ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი,მაღლა ავიხედე და რაღაც ნაცნობი სიმბოლო დავინახე,ვარსკვლავი,სწორედ ის ვარსკვლავი,წრეში ჩახაზული,რომელიც იმ ზარდახშის თავზე ეხატა,ეს რა უნდა ყოფილიყო,იგივე ნიშანი,მითუნეტეს თუ ლუციფერიც დილის ვარსკვლავი იყო,მათ აშკარად საერთო უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან.
ლუციფერისკენ შევტრიალდი რათა კითხვა დამესვა თუმცა ის უკვე აღარ იყო....
ბიბლიოთეკა მთლიანად შემოვიარე,არცერთი ადგილი არ დამიტოვებია,იმდენად დიდი იყო რომ დაუსრულებელი მჩვენებოდა.ხელში წიგნი მეჭირა,წასაკითხ მაგიდასთან მოვიტანე,წიგნი დაცემულ ანგელოზებზე იყო.

ლუციფერს ადრე სამაელი ერქვა,
ლეგენდის მიხედვით ლილითი სასუფევლიდან გაქცევის შემდეგ სამაელის – ბნელეთის მბრძანებლის მეუღლე გახდა.მასთან დაქორწინებით მან საბოლოოდ გააკეთა არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის.სწორედ მისი წაქეზებით შევიდა ეშმაკი ედემის ბაღში ჩასახლდა გველში და აცდუნა ევა რის შემდეგაც ადამმა და ევამ ღმერთს საშინლად აწყენინეს და შეიქმნენ მის წინაშე ცოდვილნი… ეს ლილითის შურისძიება იყო…

დაინახა ღმერთმა რომ კარგი იყო მისი ხელთ ქმნილი და მოიწონა, წარუდგინა უფალმა ადამს ანგელოზნი ცისა და თქვა:
“აჰა კაცი მსგავსი და ხატი ჩემი, აჰა ძე ჩემი ხორციელი, რომელზეც დავდე ჩემი სული მსახურობდეთ მას”
ანგელოზებმა ერთხმად შესძახეს – წმინდაა, წმინდაა, წმინდაა უფალი, მიეახლნენ და მდაბალ თაყვანი სცეს ადამს, მორჩილების ნიშნად დაუკრეს თავი, მხოლოდ ერთი ქერუბიმთაგანი, უთქმელად იდგა შორიახლოს და შეჰყურებდა ედემის ბაღში მიმდინარე სიხარულს და აღზევებას კაცისას.
სამაელ!!! დაუძახა ანგელოზს უზენაესმა, ეახლე ადამს და მდაბალ თაყვანი ეც, რადგან ასეთია ნება ჩემი.
წარსდგა სამაელი ღვთის შვილთა წინაშე, ხმა აიმაღლა და თქვა:
არცა თაყვან ვცე მას, არცა ვმსახურობდე მას, რამეთუ უწინარეს ყოვლისა მე ვიქმენ და მშვენიერია გალობა ჩემი.
სამაელ!!! მჭექარე ხმით შესძახა უფალმა, ეს არის კაცი ხატი ჩემი და მსგავსი ჩემი, მასზედ დავდე სული ჩემი, მდაბალ თაყვანი ეც მას, ასეთია ნება ჩემი.
წარსდგა სამაელი ღვთის შვილთა წინაშე ხმა აიმაღლა და თქვა:
–არცა თაყვან ვცემ მას, არცა ვმსახურობდე მას, რამეთუ მშვენიერია სახე ჩემი, რამე თუ ძლიერია მკლავი ჩემი!
სამაელ!!! დაიგრგვინა უზენაესმა, ეს არის ხატი ჩემი და მსგავსი ჩემი, ძე ჩემი მასზედ დავდე სული ჩემი მდაბალ თაყვან ეც მას. ასეთია ნება ჩემი, ასეთია განზრახვა ჩემი, ასეთია ბრძანება ჩემი სიტყვისა!
წარსდგა სამაელი ღვთის შვილთა წინაშე, ხმა აიმაღლა და თქვა.
–არცა თაყვან ვცე მას, არცა ვმსახურიბდე მას, რამეთუ მშვენიერია გონი ჩემი, რამეთუ მახვილია სიტყვა ჩემი, რამეთუ ჩემია ძალაუფლება კაცსა ზედა, რამეთუ ჩემია ძალაუფლება და სისავსე ცისა და ქვეყნისა!და შენ ტირანო მბრძანებელო და სულთა შემკვრელო ძალადობით, შიშით დამთრგუნველო, რისხვით დამსჯელო არცა თაყვან გცე შენ აღარც გმსახურობდე შენ, რამეთუ საკუთვნებელი ჩემი და სამკვიდრო ჩემი მიეც მიწის პირიდან აღებულ მატლს !!!
უფლის რისხვა აენთო სამაელზე, უბრძანა ძალთა დასს:
ამპარტავნობამ შეიბყრო მისი გონება, გამედიდურდა და აღზევდა ვითარც კორახი, შეიბყარით და გადააგდეთ კარიბჭის მიღმა.
გრგვინავდა უზენაესი:
–სამაელ!!! მჭექარედ შესძახა უზენაესმა:
სრული იყავი შენს გზებზე შექმნის დღიდან, ვიდრე უკეთურება არ გამოგაჩნდა!
უზომო ნავაჭრმა აგავსო ძალადობით და სცოდე; ამიტომაც მოგკვეთავ ღვთიური მთიდან და გაგანადგურბ, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის!
გადიდგულდი შენი მშვენების გამო და წარყვენი შენი სიბრძნე სიამპარტავნით; ამიტომაც დაგამხობ მიწაზე კაცთა წინაშე და მათ საყურებელს გაგხდი!
ბევრი დანაშაულით და უსამართლო მოხვეჭით შელახე შენი საწმიდარები, ამიტომაც გამოვიყვან შენგან ცეცხლს და შეგჭამს ის, და ნაცრად გაქცევ მიწაზე ყოველი მხილველის თვალწინ!
ასე გამოაძევეს სამაელი სამყარო ენ სოფიდან (სასუფეველ ცათა) უფლის ბრძანებით მიქაელ მთავარანგელოზმა და ძალთა დასის მებრძოლებმა, კოსმოსის ფარგლებს მიღმა ასტრალურ პლანზე წყვდიადში დაიდო ბინა მარტოობაში დარჩენილი თავიდან შეწუხდა, მაგრამ ამავდროულად სიხარულით აღევსო გული, ის მიხვდა, რომ აღარ ემსახურებოდა უზენაესს, ის მიხვდა რომ გახდა “დ-ა-მ-ო-უ-კ-ი-დ-ე-ბ-ე-ლ-ი” მისი ეს მდგომარეობა იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა სხვა ანგელოზებისთვის რომ მან შესძლო ციური მხედრობის ერთი მეოთხედი გადმოებირებინა, ის უფლის მისი თქმით “ტირანი დემიურგის” სამსახურიდან გათავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ჰპირდებოდა ანგელოზებს. დღესაც კი მისი დევიზია “ის ვინც დაწყევლილია ნათლის მიერ, დალოცვილია წყვდიადის სახელით”
ასე წარმოიშვნენ დემონები, “დაცემული ანგელოზები”.
ანგელოზი ქერუბიმთა დასიდან სახელად სამაელი.

უფალმა განდევნა ცათა სასუფევლიდან, რის შემდეგაც მან სამოქმედო არეალად მიიღო კოსმოსის ფარგლებს მიღმა, ასტრალურ განზომილებაში სავანე, რომელსაც ჩვენ ყველანი ჯოჯოხეთს ვეძახით, სინამდვილეში ამ საუფლოს აქვს შესაბამისი დასახელება ივრითულ ენაზე და ეწოდება სამყარო “ასია”

სატანა, ლუციფერი, ბელზებელი, შაითანი, სამიაზა...ეს მისი სახელების მხოლოდ ნაწილია, ციური და მიწიერი ძალის მთავარი ანტაგონისტი,
წყვდიადის დრაკონად- მბრძანებელადაა წარმოდგენილი. არადა იგი ხომ თავად შემოქმედის უსაყვარლეს შვილად იყო ცნობილი თავად ანგელოზებს შორის.

წიგნი დავხურე,უკვე საკმარისად გავიგე მის შესახებ,ამით მისდამი ზიზღი უფრო გამიღრმავდა თუმცა შემეცოდა კიდეც.
წიგნი თავის ადგილას დავაბრუნე აქაურობას სასწრაფოდ გავეცალე,უზარმაზრი დერეფნები და უამრავი კარი,შესახვევები და კვლავ დიდი დარბაზები,რკინის კარები,უზარმაზარი ფანჯრები,უკვე დავიკარგე,აქაურობა ერთ დიდ შეუცნობელ,შემზარავ სასახლეს გავდა.
ვიწრო დერეფანში ამოვყავი თავი,ხელმარჯვნივ კარები შევაღე,ოთახში სასიამოვნო სიჩუმე იდგა,საწოლზე მყუდროდ მოკალათებულიყო შავი დობერმენი,თავიდან შემიღრინა თუმცა შემდეგ თავი დამანება,მივუახლოვდი და მოფერება დავუწყე,ძალიან საყვარელი გამოდგა,ნამდვილი ძაღლი.არავითარი ცეცხლოვანი თვალებითა და სამი თავით,
-კარგი ბიჭი ხარ!-ძაღლმა თამაშ თამაშში შემიყვაბა,ძალიან გავერთე რომ არა კარებთან მომღომარი მდგარი ლევიათანი.
-ვხედავ მაქსიმუსს შეეჩვიე-ძაღლი პატრონის დანახვისას მისკენ გაიქცა,ლევიათანი მოეფერა მას,პირველად ვნახე გულწრფელი გრძნობა რომ გააჩნდეს დემონს,მითუმეტეს რომ ძაღლის მიმართ-შეგიძლია მაქსი დაუძახო,ის უკვდავია,როგორც თითოეული აქ მყოფი არსება,მაქსი დედამიწაზევიპოვე-საწოლზე გვერდით მომიჯდა,და ამბის მოყოლა განაგრძო-მას შემდეგ გვერდიდან არ ვიშორებ,აქ ჩამოვიყვანე და ჩემი ძალით,მივეცი უკვდავება როგორც დემონს.
ანუ დემონი ძაღლია გავიფუქრე ჩემთვის..ლევიათანი ახლა მე დამაკვირდა,თითქოს რაღაც უნდა მეთქვა,თუმცა ხმა არ ამოვიღე,მის მზერას თვალები ავარიდე.
-შენი აზრით..მთავარანგელოზები არიან დამნაშავე ჩემი მშობლების სიკვდილში?
-შესაძლოა,ისინი შენ ბუნების შეცდომას გიწოდებენ,მითუმეტეს დედაშენი,ნინო ორმაგად დამნაშავეა მათ თვალში,ჯერ სამოთხიდან გააძევეს შემდეგ დედამიწაზე შესცოდა და შენ გაჩნდი,რაც შეუძლებლად მიაჩნდათ.ან გიგანტად უნდა დაბადებულიყავი ან მომკვდარიყავი,შენ კი არც გიგანტი ხარ და არც მკვდარი,გული გიცემს როგორც მოკვდავს-ნიკაპზე ორი თითი დამადო და სახე შემომიტრიალა,ამჯერად თვალებში ვუმზერდი,დაბალი ტონით განაგრძო ლევიათანმა-ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რომ,არც დემონი ხარ და არც ანგელოზი,ვინხარ სინამდვილეში?-სახე ახლოს მომიტანა,თვალები მოჭუტა,გული სწრაფად მიცემდა,თავის დაღწევა ვცადე თუმცა ამაოდ,ის ბევრად ძლიერი იყო,წითელი მთვარის ფონზე მისი სახე უფრო ლამაზი მომეჩვენა,თვალები ბევრად მუქი,ყბა კი იმდენად სიმეტრიული რომ ნამდვილად ანგელოზი იყო ერთ დროსთქო გავიფიქრე.
ლევიათანს ხელი ვკარი.
-რის მიღწევას ცდილობ?-სახეზე დავაკვირდი,შევეცადე გაბრაზებული ვყოფილიყავი.
ლევიათანი წამებში ადგადა გაიზმორა.
-მეძინებაა-დაამთქნარა,თითქოს მართლა ეძინებოდეს,თავხედი-თუ გინდა შეგიძლია აქ დაწვე,ანნ...
-უკვე მივდივარ ლევიათან,ტკბილი ძილი!
ოთახიდან სწრაფად გავედი,მის მომღიმარ სახეს ზურგს უკანაც ვგრძნობდი,აქაურობა მართლა მოსაბეზრებელი,ამაზრზენი და მართლაც რომ ჯოჯოხეთი იყო,ჩემს ოთახს ვერ მივაგენი,კვლავ დერეფნებში დავხეტიალობდი.
ვფიქრობდი ლევიათანის სიტყვებზე,მის ნათქვამზე რომ იქნებ მართლა არაა დამნაშავე ამ ერთხელ ჯოჯოხეთი?არა ეს სიცრუეა..რწმენა..რწმენა არ უნდა შემერყეს.
რა არსება ხარ ელიზაბეთ?
ვინ ხარ სინამდვილეში?კვლავ აქ რასაკეთებ?...უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.
-ტაკ,ტაკ...აი თურმე ვინაა ჩვენი სტუმარიი..-ირგვლივ სწრაფად მიმოვიხედე,არავინ იყო,სრულიად არავინ,შეშინებულს თვალები გამიფართოვდა,ღრმად ვსუნთქავდი,ხმა რომელიც გველის სისინს წააგავდა,იმდენად ამაზრზენი იყო რომ თითქოს სულში ხელი მომიფათურა,უკან შევბრუნდა და უეცრად უკან შევხტი,ჩემს წინ წითური ქალი იდგა,ღიათაფლისფერი თვალებით,ლამაზი ტუჩებითა და უნაკლო სახის ნაკვეთებით,ირგვლივ გველები ეხვია,გველის დანახვისას გული კინაღამ ამერია,ზიზღით შევყურებდი ამ არსებას
-ჰმმ..ელიზაბეთი არა?..მოკვდავი..გველების გეშინია?-წრე დამიარა,თითქოს აფთარს მსხვერპლი გამოჭერილი ჰყავსო და ეს ესაა ეცემა.
-ლილით!-ყელიდან ძლივს აღმოვთქვი სიტყვა,მან თვალები გამისწორა,პირდაპირ სახეში მიმზერდა,თვალები დაუწვრილდა.
-მე დედაშენს ვენდობოდი!მან კი მიღალატა!შენც გვიღალატებ,ლუციფერს უღალატებ!
-მე თქვენს მხარეს არვარ,და როგორც კი შანსი მომეცემა აქდან წავალ!
ლილითმა შემისისინა..კინაღამ თავი წამაცალეს მისმა გველებმა,რომლებიც ირგვლივ დამსტრიალებდნენ,მთელ სხეულზე შეხებას ვგრძნობდი,კვლავ გულძმარვას ვგრძნობდი,სწრაფად მინდოდა აქაურობა დამეტოვებინა.
-ლილით!კმარა ის ჩემი სტუმარია!-ზურგს უკან ხმა შემომესმა,ეს ხმა რომელიც თითქოს გულამდე აღწევდა,რომელსაც თან შიში მაგრამ ამავდროულად ისეთი რამ მოჰქონდა რაც არვიცოდი რაიყო,ხმა რომელიც ჩემთვის ზედმეტად მიმზიდველიც კი იყო.
ლუციფერი წინ გადამიდგა,წამებში ყველა გველი გაქრა,სხეული მე მეკუთვნოდა,ლუციფერის ზურგს ამოფარებული ვიდექი,მის უნაკლო სხეულს ვაკვირდებოდი,მართლაც ზეციური იყო.
ლილითმა გადმომხედა,პირველი ქალი,ნამდვილად,უდავოდ მიმზიდველი და სექსუალურიც კი ჩანდა,პატარა სახე და გრძელი ტალღოვანი თმა რომელიც წინ მკერდთან გამოეყარა,თამამი ტანისამოსით,თითქმის მთელი სხეული მოუჩანდა,ლუციფერს კვლავ უცხო ენაზე გაესაუბრა, მანაც ამავე ენაზე უპასუხა,ლილითმა თვალებით შემჭამა რამოდენიმე ეამში კი უკან სიბნელეში გაუჩინარდა.
დერეფანში კვლავ მარტო აღმოვჩნდით,მისი შავი თვალები ჩემსას უყურებდა,მკაცრი სახე,უმეტყველო მზერა,ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა,მე კი ყოველ ნაბიჯზე უკან ვიხევდი,თანდათან კედელთან აღმოვჩნდი,თავის დახსნის გზა აღარ ჩანდა,ნერწყვი ძლივს გადავყლაპე,ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუატელმა,შიშმა.
ლუციფერმა ხელებით გზა ჩამიკეტა,პირდაპირ თვალებში მიყურებდა,წარბები შეეჭმუხნა,მისი მზერა ხან დაბლა იყო მიმართული ხან კი ჩემი თვალებისკენ,მისი სახე ახლა უფრო აშკარად დავინახე,მართლაც გამორჩეული იყო,თითოეული მისი ნაკვეთი,ყველა ნაწილი ერთ დიდ შედევრს ქმნიდა მისი სახით,აპრეხილი სწორი ცხვირი,მისი ტუჩები როგორ მიმზიდველად იცქირებოდნენ,შავი თვალები და თმა რომელიც წინ ოდნავ გადმოჰყროდა.სამწუხარი იყო რომ ეს იდეალური მამაკაცი თავად ბოროტების განსახიერება გახლდათ,იგი
ამჯერად ჩემკენ იყო გადმოხრილი და ზუსტად პირიპსირ თვალებში ვუყურებდი.
დაბალი ხმის ტემბრით დაიწყო.
-ამ დროს დერეფნებში რას აკეთებ ლიზი?-გასაქანს არ მაძლევდა,თვალებში ვუყურებდი,ვერც განძრევას ვბედავდი,მის სუნთქვას ვგრძნობდი,თითოეულ მის მოძრაობას,
-მე...მე დავიკარგე..გზას ვერ მივაგენი ოთახისკენ.
ლუციფერმა წარბები მაღლა აზიდა.
-ამდენ ხანს მოუნდი ოთახის კარის ძიებას?-ირონიულად გაიღიმა,მისი ბაგე ოდნავ გაიშალა,რა საშინელი იყო ის რომ ეს არსება ეშმაკი იყო,ქმნილება რომელიც სრულყოფილებას წარმოადგენდა ფიზიკურად ხოლო სული ბნელი ჰქონდა,იმდენად რომ მასში ვერცერთ ნათელ წერტილს ვერ იპოვიდი,თავად ქაოსი და ბოროტება იყო-პატარავ..ყოველთვის შენთან ვერ ვიქნები,მოდი დამჯერი გოგოსავით მოიქეცი და უფრთხილდი დემონებს,და ლილითს!
კვლავ თვალებში მიმზერდა,ხელებით მისი მოშორება ვცადე,თუმცა ამაოდ,ამჯერად ხელები დამიჭირა და ჩემი სახე თავის ხელში მოიქცია,მთლიანად კედელზე მივეკარით,მის სხეულს ვგრძნობდი,მის უნაკლო სხეულს,სახე ყელთან ახლოს მომიტანა,იმდენად ახლოს რომ მისი სუნთქვა ყელზე მელამუნებოდა,შემდეგ სახეზე შემომხედა,მის თვალებში ეშმაკურმა მზერამ გაიელვა,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-ვფიქრობ...ოთახამდე უნდა მიგაცილო
-მე ასე არმგონია..როგორმე თავად მივალ.
ფართოდ გაიცინა და კვლავ შემომხედა.
-ვხედავ როგორც მიაგენი შენს ოთახს.
წამებში მომაშორა მისი ხელი,მთლიანი სხეული და მოშორებით აღმოჩნდა,მანიშნა წავედითო.გზას ჩუმად გავუყევით,მისი ხასიათის ცვლილება მაოცებდა,ხან ამპარტავანი ამაზრზენი იყო ხან კი უბრალოდ მიმზიდველი და საყვარელი,ხშირ შემთხვევაში ჩემში შიშს აღძრავდა თუმცა ამჯერად მეტად შევშინდი.ოთახის კარებს მივუახლოვდით,კარები უთქმელად გავაღე და შევედი,ლუციფერიც წასულიყო და მარტო დავრჩი.
თავი მალე გამისკდებოდა,ამდენი ახალი რამ,სრულიად დავიძაბე,ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება მენატრებოდა.საწოლზე უგონოდ დავეგდე და ეგრევე ჩამთვლიმა.

რამოდენიმე დღე იყო რაც ერთი და იმავე კოშმარი მესიზმრებოდა,ბნელი ქუჩები,დედაჩემის გამოფატრული ყელი და მისი ბოლო სიტყვები რომ მე მის სიკვდილში დამნაშავე ვარ,ამის შემდეგ მეღვიძებოდა.
თვალები ნელა გავახილე,დღეს დიდი გეგმები მქონდა,აქედან გასაღწევი ადგილი უნდა მომეძებნა,ან დორკასს იმდენად დავუახლოვდებოდი რომ თავადმე დამეხმარებოდა გაქვევაში,თუმცა ესბილო უფრო არადამაჯერებლად ჟღერდა.ოთახში დორკასი და ელეინი შემოვიდნენ,ორივეს კვლავ შავი კაბა და თეთრი წინსაფარი ეკეთათ,ორივენი ადამიანები იყვნენ თუმცა,ცოდვილნი რადგან აქ გაამწესეს მსახურებად,შეიძლება გაუმართლათ ან პირიქით.
-ელიზაბეთ,დღეს წვეულებაა..უნდა მოემზადო,რამოდენიმე კაბა მოგიტანე და შეგიძლია მოისინჯო-დორკასმა საწოლზე რამოდენიმე კაბა დამიდო,ნამდვილად არ მსურდა დემონებითა და ავი სულებით სავსე უკვდავ წვეულებაზე ვყოფილიყავი.კვლავ ბალიშზე დავდევი თავი.
-შეიძლება არ წამოვიდე?
-აუცილებელია შენი წამოსვლა ამიტომაც უარი არ მიიღება.
რამოდენიმე წუთში უბრალო შარვალი და მაისური ჩავიცვი,სამზარეულოსკენ წავედი,დორკასი და ელენიც მომყვებოდნენ.
დერეფნის გაყოლებაზე კიბეს ჩავუყევით და დიდ სამზარეულოში აღმოვჩნდით,გემრიელად ვისაუზმე და ოთახში დავბრუნდი,გზად ლილითი და ლევიათანიც ვნახე თუმცა ჩემთვის ყურადღება არცერთს არ მოუქცევიათ.
ადამიანი მაშინ ხვდება თავისი ცხოვრების ფასს როდესაც მას კარგავს,ყოველთვის მომავალზე ვფიქრობდი და ამით ჩემი დღევანდელი ყოფა დამავიწყდა...ახლა კი დავაფასე ის ყველაფერი რასაც ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას,რაც ადრე ჩვეულებრივად მეჩვენებიდა.
თითქმის მოსაღამოვდა,ჯოჯოხეთში წვეულება იმართებოდა უნდა მოვმზადებულიყავი..რომარა ჩემს კარებში შემოსული ლილითი ანთებული თვალებით..



№1 სტუმარი ))))

Kargia dzalin kargiaaa mogyvebi bolomde ogond shenc shuagzashi ar miatovi da ra mtavari male dade xolmeee ????????

 


№2  offline წევრი LiZzyCh

))))
Kargia dzalin kargiaaa mogyvebi bolomde ogond shenc shuagzashi ar miatovi da ra mtavari male dade xolmeee ????????


ძალიან დიდი მადლობაა,შევეცდები მალ-მალე დავდო❤️❤️

 


№3 სტუმარი ))))

LiZzyCh
))))
Kargia dzalin kargiaaa mogyvebi bolomde ogond shenc shuagzashi ar miatovi da ra mtavari male dade xolmeee ????????


ძალიან დიდი მადლობაა,შევეცდები მალ-მალე დავდო❤️❤️


კარგი იქნება ძაან თუ დააგვიანებ უბრალოდ საინტერესო აღარ იქნება ხვდები... მეკიდევ ძალიან მომწონს ♡♡♡ შუა გზაში არ გაწყვიტო იცოდე :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent