შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი V Iთავი


17-05-2021, 10:37
ავტორი ciracira329
ნანახია 8 686

თავი VI

მეორე დილით ზურაბ ლომაურის კაბინეტში შემოიყვანეს გიორგი ქურხული. იგი შედარებით უფრო დამშვიდებულიყო. ალბათ იმ გარემოებამ, მოწოლილი ვარამი რომ ამოანთხია და გული გადაუშალა, ერთგვარი შვება აგრძნობინა და ნაწილობრივ დაამშვიდა.
ზურაბ ლომაური კარგად გრძნობდა გიორგი ქურხულის განცდებს, ამიტომ იყო, რომ არც ერთხელ არ შეაწყვეტინა სიტყვა.
გიორგი პაპიროსს სწევდა, სწევდა კი არა ჭამდა, პაპიროსს, ნაფაზს ნაფაზზე არტყამდა. ზურაბი არ აჩქარებდა მას. იგი გრძნობდა, რომ გიორგი უბრალოდ არ სდუმდა, ის დაფანტულ აზრებს უყრიდა თავს.
გიორგი ქურხულმა პაპიროსის წევა მოათავა, თავი ასწია და ზურაბ ლომაურს შეხედა.
– განვაგრძოთ...
– განვაგრძოთ, – ჩაილაპარაკა გიორგიმ, – უწინ მორწმუნენი, როცა მოძღვარს აღსარებას ეტყოდნენ ხოლმე, შვებას გრძნობდნენ და აღსარების შემდეგ ერთგვარ სულიერ სიხალვათეს განიცდიდნენ. ასე ვარ მეც, დღეს ჩემი მოძღვარი თქვენ ხართ და მიიღეთ ჩემგან ნამდვილი და ჭეშმარიტი აღსარება. ჰო და, ასე... ნატოს წასვლის შემდეგ ჩემს სულში დაბნელდა. რა მექ ნა? თავიდან ბოლომდე ხომ მე ვიყავი დამნაშავე, მხოლოდ და მხოლოდ მე. ხომ გახსოვთ შექსპირის ოტელოს სიტყვები: „გაქურდულ კაცსა გაქურდული არ ეთქმის, თუკი ვერას გაიგებს და დანაკარგს არ მოიკითხავს“.. და აი, ვიდრე ნატომ არაფერი იცოდა ჩემი ღალატისა, ის მო- სიყვარულე ცოლი იყო, შეუდარებელი დიასახლისი ჩემი პატარა, ტკბილი ოჯახისა, მაგრამ როცა გაიგო, ცხადია, ვერ მაპატია, გამეცალა, გამშორდა.
ჰოდა, დავკარგე სულიერი წონასწორობა. სად დავდიოდი, რას ვაკეთებდი, თვითონაც არ ვიცოდი. სამსახურში უკვირდათ ჩემი ასეთი გამოცვლა. როცა მიზეზი გაიგეს, ზოგმა თუ თანაგრძნობის თვალით გადმომხედა, ზოგმა დაცინვის ღიმილითაც დამასაჩუქრა. ყველამ ხომ არი იცის, რა არის ნამდვილი სიყვა- რული. თუმცა რა, მე ხომ აღარ მქონდა უფლება მელაპარაკა ასეთ სიყვარულზე იმის შემდეგ, რაც ჩავიდინე, რაც გავაკეთე, ვუღალატე ნატოს და მერე როგორ საძაგლად, როგორ უადამიანოდ, და განა მარტო ნატოს? მე ხომ მეორე გულიც დავჩაგრე.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად განვიცდიდი, შევეჩვიე რესტორნებს, სმას, გავლოთდი.
გავიდა თვეები, რამდენჯერმე დავაპირე მივსულიყავ ნატოსთან, მუხლებზე დაჩოქილს მეთხოვნა შენდობა. მაგრამ ვიცოდი ნატოს ჯიუტი ხასიათი, ის არავითარ შემთხვევაში არ მომიტევებდა ერთხელ მაინც გავბედე და მივწერე ბარათი, პასუხი არ მიმიღია. მივაკითხე საავადმყოფოში და ბათუმში გადასულიყო. ვცადე ბედი, წავედი ბათუმში, ვინახულე, ვევედრე, კატეგორიული ური განმიცხადა შერიგებაზე. მეორედ ვეწვიე ბათუმს, ნატო აღარ დამხვდა, ვეძებე, სვანეთში – მესტიაში მივაგენი, იქიდანაც გა მექცა. ამ ძებნა-აღმოჩენაში გავიდა თითქმის ორი წელი და ბოლოს ნატოს კვალი დავკარგე.
გასული თვის ბოლო რიცხვებში, ლომისის მაღალმთიან სანატორიუმში მომიხდა ასვლა. იქ პროფესორი სამარინი ისვენებდა და მასთან მქონდა საქმე. იქ სრულიად მოულოდნელად ნატოს წავაწყდი და ჩემში ხელახლა იელვა იმედის ნაპერწკალმა. დავუწყე ხვეწნა, ვედრება, მაგრამ არაფერმა გასჭრა. იქვე შევიტყვე, რომ ნატოს, განცხადება შეეტანა, ყამირ მიწებზე გამგზავრების სურვილი გამოეთქვა, სამინისტროს ნება დაერთო და სათანადო საბუთებიც გამოეგზავნა, ისე რომ ნატო უკვე ემზადებოდა გასამგზავრებლად. ერთადერთი, რის უფლებაც ნატომ დამრთო, ის იყო, რომ გამეცილებინა მანქანით.
კარგად დაბინდდა, როდესაც მანქანა მოვიდა ნატოს წასაყვანად. ნატო სანატორიუმშივე გამოემშვიდობა თანამშრომლებს, ისე რომ მანქანასთან მხოლოდ მისი თანაშემწე ფერშალი ქალი მოვიდა გასაცილებლად.
რამდენიმე კილომეტრი გვქონდა გავლილი, რომ გზაში დაგვხვდა ვიღაც უცნობი მამაკაცი, შავი სათვალეები ჰქონდა გაკეთებული, ყბა ახვეული ჰქონდა, საწვიმარი ეცვა. მან მანქანა გაგვაჩერებინა, ძლივს გააგებინა მძღოლს, რომ კბილის ტკივილი აწუხებდა, სთხოვა: ხარჯს არ მოვერიდები, რაიონის ცენტრამდე წამიყვანეო. მოგეხსენებათ, რა წუწკები არიან მანქანის მძღოლები, ჩვენმა მძღოლმა ერთი შემოგვხედა, თითქოს ნებართვას თხოულობ, გამორჩენის მოლოდინში უცნობი გვერდით მოისვა და მანქანა დაძრა. კვლავ გავიარეთ რამდენიმე კილომეტრი.
მანქანა გაჩერდა, მძღოლი გადმოვიდა და ძრავის შემოწმება და იწყო. უცნობი მთელ გზაზე კვნესოდა, მანქანის გაჩერებისას თქვა, იქნებ ამ ოხერმა ცოტა მაინც გამიყუჩოს ტკივილიო, ჯიბიდან არყის ბოთლი ამოიღო, საცობი მოხადა და პირდაპირ მოიყუდა, დალია, შემდეგ მე შემომხედა, ჯიბიდან პატარა ჭიქა ამოიღო, დაასხა და უსიტყვოდ გამომიწოდა. მე მაშინალურად გამოვართვი ჭიქა და სულმოუთქმელად გადავკარი. შემდეგ... შემდეგ აღარაფერი მახსოვს. ჯერ კიდევ კარგად არ იყო გათენებული, გონს რომ მოვედი, გზის პირას, თხრილში ვეგდე მტვერში და ტალახში მოსვრილი, ამოგანგლული, გასისხლიანებული. საკვირველია, ცხვირიდან სისხლი არასოდეს არ მდენია და რამ გამოიწვია, ეს ვერაფრით ვერ ამეხსნა.
უნდა მოგახსენოთ, რომ სასმელს ადვილად ვიტან, რაც უნდა მთვრალი ვიყო, მეორე დღეს ყველაფერი მახსოვს, აქ კი ამისთანა უცნაური, გაუგებარი ამბავი დამემართა. თუ იმ უცნობმა განგებ მოწამლული არაყი დამალევინა, თვითონ ხომ ჩემზე უწინ დალია?! მართალია, მან არაყი ბოთლიდან მოსვა, მე კი ჭიქაში ჩამისხა... ვთქვათ, ჭიქა იყო მოწამლული, რაში სჭირდებოდა ჩემი მოწამვლა ვიღაც უცნობს, რომელიც ის იყო და ის, არც მანამდე და არც მის შემდეგ თვალით არ მინახავს. თუ ჩემი გაძარცვა უნდოდა, მე თან ფასეულობა არ მქონდა, საფულე თავის ადგილზე იყო, არ წაეღოთ... ვფიქრობდი, თავს ვიტეხდი, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი.
თხრილიდან ამოვედი. სანატორიუმისაკენ წავედი, ბილიკ-ბილიკ დავიწყე სიარული და მზე უკვე ამოდიოდა, როცა სანატორიუმს მოვაღწიე. მრცხვენოდა ხალხის, აბა ვის დავენახვებოდი! კიდევ კარგი, რომ სასტუმროს მორიგის მეტი ძე ხორციელი არ შემხვედრია. მისვლისთანავე გამოვიცვალე ტანსაცმელი, თან მე- ორე კოსტუმი მქონდა ჩემოდანში, ის მოვიმზადე ჩასაცმელად. გაჭუჭყიანებული კოსტუმი კი ისევე დაჭმუჭნული ჩავაგდე ჩემოდანში, დავიბანე ხელ-პირი და საწოლზე წამოვწექი, მაგრამ ძილი არ მოეკარა ჩემს თვალებს. სულ იმ ჩემს უცნაურ თავგადასავალზე ვფიქრობდი. ბოლოს ასეთ დასკვნას დავადექი, ალბათ ეს ამბავი ნატომ წამოიწყო, რომ თავიდან მოვეშორებინე, ხომ შეიძლება, რომ ის უცნობი წინასწარ ჰყოლოდა ნატოს შეპირებული?
ათი საათი იქნებოდა, ავდექი, ჩავიცვი, უკანასკნელად ვინახულე პროფესორი სამარინი და წამოსვლა დავაპირე. ბედზე სასტუმროს წინ მანქანა იდგა. სასტუმროში ანგარიში გავასწორე და წამოვედი ქალაქში.
გიორგი ქურხული გაჩუმდა, ხელახლა მოუკიდა პაპიროსს და გამალებული წევა დაიწყო.
– ხომ არ იცნობთ სახით მანქანის მძღოლს, რომელმაც თქვენ და ნატო წაგიყვანათ სასტუმროდან? – შეეკითხა ლომაური.
– მანქანის მძღოლი რომ ვნახო, უეჭველად ვიცნობ. საშუალოზე მაღალი ტანისა იყო, წვერულვაშ გაპარსული. დაწვრილებითი აღწერა გამიჭირდება, – უპასუხა ქურხულმა.
– მანქანა რა მარკისა იყო?
– „პობედა“, რუხი ფერის. ნომერზე არ მიმიქცევია ყურადღება.
– თუ იცნობთ მძღოლს, რომელმაც თქვენ მეორე დღეს წამოგიყვანათ მანქანით? – ხელახლა შეეკითხა ლომაური.
– მისი გვარი და სახელი არ ვიცი, სახით კი ათას კაცში რომ ვნახო, მაინც ვიცნობ.
– იმას თუ იცნობთ, არაყი რომ დაგალევინათ?
– ვერა, ვერ ვიცნობ. როგორც მოგახსენეთ შავი სათვალე ჰქონდა გაკეთებული, საწვიმარი ეცვა. ყბა ისე ჰქონდა ახვეული, რომ სახის ნახევარი არ უჩანდა.
– როდესაც თქვენ მეორე დღეს წამოხვედით, მანქანის მძღოლთან რაიმე საუბარი ხომ არ გქონიათ?
– არავითარი. სად მქონდა მუსაიფისა და მასლაათის თავი, მე ჩემი დარდი მაწუხებდა, მივუსწრებდი ნატოს თბილისში, თუ გა მასწრებდა ყამირ მიწებზე. ასეც მოხდა, ჩამოსვლისთანავე ჯანმრთელობის სამინისტროში მივედი, იქ მითხრეს, რომ ყველა საჭირო საბუთები ფოსტით გაეგზავნათ ყამირ მიწებზე. გადაყვანის საბუთები აგრეთვე ფოსტით მიეღო ექიმ სულიაშვილს, ისე, რომ მის გამოცხადებას სამინისტროში შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი და არ იყო სავალდებულოო. ჩემს შეკითხვაზე, თუ კონკრეტულად სად დაინიშნა ნატო სულიაშვილი, სამინისტროში მიპასუხეს, რომ ამისი ცნობა არა აქვთ, სად და რომელ უბანში დანიშნავენ. ყამირი მიწები ხომ უზარმაზარია, ასობით ახალი სოფლები და დაბები აშენდა. სად გაამწესებენ ნატოს, შეიძლება აცნობონ სამინისტროს და მაშინ მიიღებთ პასუხსო.
– თქვენ მძღოლისათვის არაფერი არ მიგიყიდიათ?
ქურხულმა გაკვირვებით შეხედა ზურაბს:
– მე? მიმიყიდია? რა უნდა მიმეყიდა?
– აი, თუნდაც ბეჭედი, ძვირფასთვლიანი ბრილიანტის ბეჭედი.
– მე არავითარი ბეჭედი არ მქონდა, ან რომ მქონოდა კიდეც, რატომ უნდა გამეყიდა? რა გასაჭირი მადგა ისეთი?
– ხომ შეიძლება ფული შემოგკლებოდათ?
– არა, მე ყოველთვის საკმარისი მაქვს ფული და ჯერ არ ყო ფილა შემთხვევა, ისე გამჭირვებოდეს, რომ რაიმე ნივთი გამეყი დოს.
– საიდან გაჩნდა თქვენს ჩანთაში სისხლიანი ბებუთი?
– წარმოდგენა არა მაქვს, რაც სანატორიუმიდან დავბრუნდი და ის ჩემოდანი საწოლქვეშ შევაგდე, შემდეგ ხელი აღარ მიხ ლია, არ დავინტერესებულვარ გამეხსნა იგი.
– თქვენ ბინაზე დადიან ნაცნობები ან მეგობრები?
– ვიდრე ოჯახი მქონდა, ხშირი იყო ჩემთან სტუმრიანობა, ოჯა ხი რომ დამენგრა, მას შემდეგ იშვიათად თუ ვინმეს შემოუხედავს ჩემთან. მეზობლებიდან მხოლოდ კარის მეზობლები ვალენტინ პანჩენკო მოდის ხოლმე, როდესაც გაიგებს რომ მე შინ ვარ.
– სად მუშაობს პანჩენკო?
– ის ცნობილი ხარატია, სახელგანთქმული ოსტატი. მას მთელი თბილისი იცნობს. იშვიათი გულისხმიერი და უანგარო ადამიანია.
– რა განწყობილებაში ხართ მასთან?
– ახლობელს, სისხლით ნათესავს მირჩევნია. ასეა ისიც.
– ხომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ თქვენი სახლში არყოფ ნის დროს...
– არა, არა... არავითარ შემთხვევაში... ვინ, ჩემი ვალო? ის ისეთი ადამიანია, რომ მოსისხლე მტერს არ უზამს ამას, არა თუ კეთილ მეზობელს. პირიქით, როდესაც მე შინ არა ვარ, ფხიზელ დარაჯად უდგა ჩემს ბინას.
რამდენიმე დღის განმავლობაში სწარმოებდა გიორგი ქურხულის დაკითხვა. ზურაბ ლომაურმა გამოიყენა მთელი თავისი მდიდარი გამოცდილება, ადამიანებისადმი მიდგომის თავისებურებანი, მაგრამ გიორგი ქურხული განაგრძობდა კატეგორიულ უარს და აცხადებდა, რომ არავითარი ბეჭედი არ მიუყიდია არა- ვისთვის და არც ბებუთი ჰქონია თავის დღეში, რომ მას წარმოდგენა არა აქვს, საიდან გაჩნდა იგი მის ჩემოდანში.
– ეს მაინც მითხარით, რაში მედება ბრალი? ნუთუ ადამიანის დაჭრაში, ან უფრო უარესი – მკვლელობაში?
– დიახ, ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ თქვენ მოჰკალით...
– მე მოვკალი? ვინ?
– ექიმი ნატო სულიაშვილი.
– ექიმი ნატო სულიაშვილი? ჩემი ნატო, ის მოჰკლეს?! – გიორგი ქურხული უცებ წამოვარდა სკამიდან მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა, დაეცა ისევ და ხმამაღლა ქვითინი დაიწყო.
ზურაბმა ანიშნა არჩილს, ხელი არ შეეშალა გიორგისთვის. კარგა ხანს ქვითინებდა გიორგი ქურხული.
– არა, არა... შეუძლებელია. ნუთუ ნატო აღარ არის? მაშინ აღარც მე მაქვს სასიცოცხლო პირი, სულერთია თავს არ ვიცოცხლებ, ნატოს გარეშე ჩემთვის ბნელა, ის ჩემთვის მანათობელი ვარსკვლავი იყო! – უცებ შეჩერდა, თავი ასწია, ზურაბ ლომაურს მზერა გაუსწორა, შემდეგ კი არჩილ ჩოხელს გადახედა.
– მითხარით, მითხარით, გეთაყვა, რომ მეხუმრებით, რომ ნატო ცოცხალია, თორემ გავგიჟდები, ჭკუაზე შევიშლები.
– დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით, ჩვენ ასეთი მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ვამოწმებთ, ნატო შეიძლება ცოცხალიც იყოს.
გიორგი ქურხული ბორგავდა. მართლა შეშლილს დაემსგავსა. ზურაბი იძულებული იყო დაკითხვა შეეწყვიტა.
გიორგი ქურხული ძლივსძლივობით მიათრევდა ფეხებს, როდესაც საკნისაკენ მიყავდათ. საკანში შეყვანისთანავე საწოლზე დაეცა და კარგა ხანს გმინავდა.
ზურაბ ლომაურმა და არჩილ ჩოხელმა დაჰკითხეს გიორგი ქურხულის მეზობლები, რა ურთიერთგანწყობილებაში იყვნენ ნატო და გიორგი, ხომ არ მოსდიოდათ უკმაყოფილება, მაგრამ ყველამ, თითქმის ერთხმად დაადასტურა, რომ ასეთი ტკბილი და უშფოთველი ოჯახი იშვიათი იყო.
მეზობლები ახასიათებდნენ მათ, როგორც ზედმიწევნით პატიოსანსა და სპეტაკ ადამიანებს. უკვირდათ მათი განშორება და როცა მიზეზი შეიტყვეს, გაუკვირდათ, ვერ წარმოედგინათ, თუ გიორგი ამისთანა წინდაუხედავ ნაბიჯს გადასდგამდა, რომელსაც შეეძლო მათი შეუდარებელი ოჯახის მყუდროება დაერღვია. გან საკუთრებით გულთბილად ახასიათებდა მათ კარის მეზობელი ვალენტინ პანჩენკო, რომელიც ისე იყო დაახლოვებული ქურხულისა და სულიაშვილის ოჯახთან, როგორც ახლო ნათესავი. როდესაც მას დაუსვეს კითხვა, გიორგი ცოლთან დაშორების შემდეგ ხომ არ წარმოსთქვამდა მუქარას ნატოს მიმართ, უპასუხა: „გიორგის ხშირად უთქვამს, თუ ნატო არ დამიბრუნდება, თავს მოვიკლავ, რადგან უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო, მაგრამ ნა- ტოს მიმართ არავითარი მუქარა არ ყოფილა“. მანვე აღიარა, რომ გიორგისა და ნატოს დაშორების შემდეგ ქურხულის ბინაზე იშვიათად თუ ვინმე დადიოდა. უკანასკნელი ხნის განმავლობაში, რამდენჯერმე იყო მხოლოდ გიორგის ახლო მეგობარი ინჟინერი თვაური.
დაკითხულ იქნენ ნატოს დედა და ძმა. ისინი ნატოს ამტყუნებ დნენ, რა ვუყოთ თუ გიორგიმ განზე წაიხუმრა ვიღაცა ქალთან. მართალია, ეს არ არის სასურველი და ლამაზი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში არ უნდა გაქცეულიყო ასეთი კარგი ოჯახის დანგრევის მიზეზადო. ნატოს ვუსაყვედურეთ რამდენჯერმე და მუდამ ვა- რიგებდით აღედგინა ოჯახი, მაგრამ ნატო ისე იყო გაჯავრებული ამ ამბის გამო, რომ ჩვენც გაგვრიყაო.
ჩანდა ნატოს დედამ და ძმამ არ იცოდნენ რა ლომისის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.
გიორგი ქურხულის კატეგორიული უარის გამო, როგორც ბეჭდის გაყიდვაზე, ისე ბებუთის ქონებაზე, საჭირო შეიქნა სანდრო ყარაშვილისა და კირა ზაბორას გამოძახება, დასაპირისპირებ ლად.
კირა ზაბორას შესახებ დაუყოვნებლივ მისწერეს რაიონის სამილიციო განყოფილების უფროსს, ხოლო სანდრო ყარაშვილს მეორე დღეს არჩილ ჩოხელი შემთხვევით შეხვდა თბილისში და სამმართველოში წარმოადგინა.
რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბეჭედს, როგორც ნივთიერ მტკიცებას, რომელიც არჩილ ჩოხელმა თავის დროზე არ ჩამოართვა კოლმეურნე ნაზიკოს და არ დაურთო ძიების მასალებს. არჩილ ჩოხელი იმით იმართლებდა თავს, რომ არ უნდოდა ეს საკითხი გადაექცია მთელი სოფლის საჭორაო საგნად, ვინაიდან ბეჭდის ჩამორთმევა უეჭველად მითქმა-მოთქმას ასტეხდა სოფელში, რასაც შეეძლო ახალგაზრდა ქალის სახელისათვის ჩრდილი მიეყენებინა. მაგრამ წარსულს რაღა ეშველებოდა. ერთადერთი ისღა დარჩა, რომ მალე გაგზავნიდნენ ოპერატიულ მუშაკს ბეჭდის ჩამოსატანად.
გიორგი ქურხულმა და სანდრო ყარაშვილმა პირველსავე შეხვედრისას იცნეს ერთმანეთი, რაც დაპირისპირების ოქმში აღინიშნა. სანდრო ყარაშვილმა გიორგი ქურხულის თანდასწრებით გაიმეორე თავისი პირვანდელი ჩვენება.
გიორგი ქურხული გაშტერებული უსმენდა სანდრო ყარაშვილს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და სკამიდან წამოვარდა.
– სიცრუეა, მტკნარი სიცრუე... ეს მოსყიდულია ვიღაცა, არავითარი ბეჭედი მე არ მიმიყიდია მისთვის.
– წყნარად მოქალაქე ქურხულო, ნუ ღელავთ, დაწყნარებით მოისმინეთ და წყნარადვე გაეცით პასუხი. – დაუწყო დამშვიდება ზურაბ ლომაურმა.
– დავწყნარდე? როგორ აიტანოს პატიოსანმა ადამიანმა ამისთანა საზიზღრობა? მას პირში ეუბნებოდნენ იმას, რაც არ ყოფილა და არც იქნებოდა არასოდეს! – ვერ ისვენებდა გიორგი ქურხული.
დაპირისპირების ოქმი გაფორმდა. სანდრო ყარაშვილმა პირზე დადგომით განაცხადა, რომ ბეჭედი მან ნამდვილად გიორგი ქურხულისაგან შეიძინა, თუმცა ქურხულმა უარჰყო ეს.
რამდენიმე დღის შემდეგ რაიონის სამილიციო განყოფილების უფროსისაგან მოვიდა ცნობა, რომ კირა ზაბორას სოხუმიდან მოუვიდა დეპეშა დედის გარდაცვალების შესახებ, სანატორიუმში სამსახურს თავი დაანება და გაემგზავრა.
ეს მოულოდნელი დაბრკოლება იყო ძიებისათვის, კირა ზაბორას დაპირისპირება აუცილებელი იყო გიორგისთან იმის დასადასტურებლად, მართლა თუ ეჭირა ბებუთი გიორგი ქურხულს, როდესაც იგი შევიდა ნატოს ბინაში.
– დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სოხუმს, კირა ზაბორას წარმოდგენის შესახებ, – მისცა განკარგულება არჩილ ჩოხელს ზუ რაბ ლომაურმა.
სამეცნიერო ტექნიკური განყოფილების დასკვნით ცხვირსახოცზე და ბებუთზე აღნიშნული სისხლის ჯგუფი დაემთხვა გიორგი ქურხულის სისხლის ჯგუფს, მაგრამ ტიპიურობის მიხედვით იგი განსხვავდებოდა. სამაგიეროდ იგი სავსებით მიუდგა ტყეში ნაპოვნ თითის ტიპს.
ამრიგად დადასტურდა, რომ გიორგი ქურხულისა და ნატო სულიაშვილის სისხლი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ ერთი ჯგუფისანი, ნამდვილად კი სისხლის ლაქები ეკუთვნის არა გიორ გი ქურხულს, არამედ თითის პატრონს ნატო სულიაშვილს.
„ნუთუ თავიდან ბოლომდე სტყუოდა გიორგი ქურხული? ნუთუ მთელი ის ამბავი, რასაც ჰყვებოდა, წინასწარ გააზრებული სიცრუეა და არა სინამდვილე?!“ – ფიქრობდა ზურაბ ლომაური.
სოხუმიდან მოვიდა ცნობა: კირა ზაბორას არასოდეს უცხოვრია სოხუმში და არც არავითარი დეპეშა არ ყოფილა გამოგზავნილი მის სახელზე დედის სიკვდილის შესახებ. იგი არც ამჟამად არის დადგენილი ქალაქ სოხუმში ჩამოსულად.
„რაში დასჭირდა კირა ზაბორას სანატორიუმში სამსახურის თავის დანებება და უგზოუკვლოდ გადაკარგვა? იქნებ იგი არის გარეული ამ ბოროტმოქმედებაში და პასუხისმგებლობის შიშით ჩაიდინა ეს საქმე? იქნებ იგი დაკავშირებულია გიორგი ქურხულთან?.. მაგრამ არა, მათ შორის რამე კავშირი რომ ყოფილიყო, განა თავდაპირველ დაკითხვის დროს იგი გამოამჟღავნებდა გიორგი ქურხულს? რა თქმა უნდა არა“.
უკვე ორი კვირა გავიდა, საქმე ისევ გაყინულ წერტილზე იყო გაჩერებული.
„მაშ ვინ არის ნატოს მკვლელი თუ არა გიორგი ქურხული? ხომ იყო შემთხვევა, რომ გიორგი ქურხული მოკვლით ემუქრე- ბოდა, თუკი ნატო მას არ დაუბრუნდებოდა? ამას ადასტურებს კირა ზაბორას ჩვენება.
გიორგი ქურხულმა გააცილა ნატო სულიაშვილი, როდესაც იგი მანქანით გაემგზავრა სანატორიუმიდან ყამირ მიწებზე. მას არც თვით ეჭვმიტანილი უარჰყოფს.
გიორგი მეორე დღეს დაბრუნდა დამტვერიანებულ გასისხლიანებული, სასტუმროს მორიგემ თავისი თვალით ნახა, როგორ იბანდა იგი სისხლიან ხელ-პირს.
გიორგი ქურხული, როგორც კი დაბრუნდა სასტუმროში. იმავე დღეს გაეცალა იქაურობას. გზაში ნატოს ბეჭედი მანქანის მძღოლს მიჰყიდა იაფად, ამას თუმცა უარჰყოფს გიორგი ქურხული, მაგრამ სანდრო ყარაშვილთან დაპირისპირებით მჟღავნდება.
გიორგი არ აცხადებს ავტომანქანის ნომერს, რომლითაც ის და ნატო გაემგზავრნენ, არც მძღოლსა და იმ მეორე, შემთხვევით შემხვედრ პირზე იძლევა დაწვრილებით ცნობებს. განა საფიქრებელი არ არის, რომ არავითარი ყბაახვეული პიროვნება, რომელმაც ვითომდა მანქანა გააჩერა და შემდეგ კი არყით მოწამლა, სინამდვილეში არ ყოფილა, ხოლო მანქანის მძღოლი ხომ შეიძლება თანამონაწილე იყოს დანაშაულისა? განა არ არის და საშვები, რომ გიორგი ქურხულმა ნატოს მოკვლის შემდეგ დაავალა მძღოლს ნატოს გვამი სადმე შორს გადაეგდო, ან დაესაფლავებინა, ისე რომ თვითონაც არ იცის სად იმყოფება გვამი?
რითი აიხსნება ის გარემოება, რომ გიორგის პიჯაკზე, ცხვირსახოცზე და ბებუთზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები ნატოს თითის ტიპს ეკუთვნის?
განა ეჭვს არ იწვევს ის, რომ გიორგი ქურხული, რომელიც იტანს სასმელს და მალე არ თვრება, სიმთვრალის დროს არც ჰკარგავს გონებას და მეორე დღეს ყველაფერი კარგად ახსოვს, მხოლოდ ერთი ჭიქა არყით დათვრეს და უგრძნობელ მდგომარეობაში და ვითომც აღარ ახსოვს აღარაფერი?
ვის შეეძლო მოეკლა ნატო? თითქოს ყველა გზები მხოლოდ ინჟინერ გიორგი ქურხულისაკენ მიემართება, მხოლოდ და მხოლოდ მისკენ“.
ასე ფიქრობდა ლომაური, მაგრამ საბოლოო დასკვნის გამოტანა მაინც უძნელდებოდა.
სამმართველოს უფროსს საქმის მსვლელობაზე ლომაურმა ვრცელი მოხსენება წარუდგინა და თავისი პირადი მოსაზრება- ნიც გაუზიარა. მოხსენებას არჩილ ჩოხელიც ესწრებოდა.
– თქვენი აზრი, არჩილ? – შეეკითხა მას სამმართველოს უფროსი.
არჩილ ჩოხელი უკვე მიეჩვია სამმართველოს უფროსთან საუბარს. იგი აღარ განიცდიდა გაუბედაობას, როგორც თავდაპირველად. კომისარმა თავისი უბრალო მიდგომით მოინადირა არჩილი, იგი ახლა გაბედულად გამოთქვამდა თავის აზრს.
– მე მგონია, ამხანაგო კომისარო, რომ ინჟინერი გიორგი ქურხული თვის ჩვენებაში ძიების დროს გულწრფელია, რომ იგი არ უნდა იყოს მკვლელი, – არჩილი გაჩუმდა და შეხედა კომისარს. უნდოდა ამოეკითხა მის სახეზე, რა აზრისა იყო სამმართვე- ლოს უფროსი, და როდესაც მის მომღიმარ მზერას შეხედა უფრო გაბედულად განაგრძო:
– გიორგი რომ მკვლელი ყოფილიყო, განა არ ეცდებოდა თა ვიდან მოეშორებინა იმისთანა მამხილებელი საბუთი, როგორიც არის სისხლიანი ცხვირსახოცი და ბებუთი? ალბათ მან მართლა არ იცოდა ბებუთის არსებობისა, ხოლო ცხვირსახოცს ყურადღება არ მიაქცია და მეორე... დაუშვათ, რომ ბებუთის მის ნივთებში არსებობა დაუდევრობის ნაყოფია, რაშიც მე არ ვარ დარწმუნებული, თითი? თითი როგორ აღმოჩნდა უღრან ტყეში? ნუთუ სპეციალურად წაიღეს და გადააგდეს? ეს ხომ ყოვლად დაუჯერებე ლია? – არჩილი გრძნობდა, რომ კომისარი ეთანხმებოდა მის მოსაზრებას და მეტ გამბედაობას იკრებდა, – ყოველ შემთხვევაში, ზეციდან არ ჩამოვარდებოდა იგი...
– ამაზე მეც ვიფიქრე, – წარმოთქვა ზურაბმა, – საქმეც იმაშია, რომ ძიება ჯერ არ არის დამთავრებული და საჭიროა ბევრი რამის გამორკვევა. თითის გარდა განა გასარკვევი არ არის, როგორ მოხვდა სისხლიანი ბებუთი გიორგი ქურხულის ჩემოდანში?
– როგორ ფიქრობთ? დასაშვებია თუ არა, რომ გიორგი ქურ ხული მართლა მოწამლეს გზაში, თავიდან მოიშორეს და შემდეგ კი მძღოლმა და ყბაახვეულმა უცნობმა ქალი მოჰკლეს, ხოლო სისხლიანი ცხვირსახოცი და ბებუთი გიორგის ჩაუდეს ჯიბეში? – შეეკითხა კომისარი.
– რა თქმა უდნა დასაშვებია ასეთი ვერსია, მაგრამ მკვლელო- ბას ხომ უნდა ჰქონოდა მიზეზი? რამდენადაც გამოირკვა, ნატო სულიაშვილს გარდა იმ ბეჭდისა ოქროს საათისა, მეტი არაფერი ფასეულობა არ ჰქონია, რომ დახარბებოდნენ. უნდა ვიგულის- ხმოთ, რომ თუკი წინასწარ გაამზადეს მოწამლული არაყი, მაშასადამე, წინასწარ განზრახვაც ყოფილა მკვლელობისა და ძარცვის... და თუ ეს ასეა, ობიექტი შესწავლილი ექნებოდათ და ეცოდინებოდათ, რომ ნატო სულიაშვილი არც ისე მდიდარი იყო, რომ ასეთი სერიოზული აქტის მსხვერპლი გამხდარიყო, – უპასუხა ზუ რაბ ლომაურმა.
– დავუშვათ, რომ გაძარცვა არ იყო მთავარი მიზეზი მკვლელობისა, ხომ შეიძლებოდა სხვა საბაბიც? აი, თუნდაც გაუპატიურების ფაქტი. – ხელახლა დაუსვა საკითხი სამმართველოს უფროსმა.
– არა მგონია, რომ შუახნის ქალზე ასეთი რამ ემოქმედათ, რომ ყოფილიყო ახალგაზრდა, მაშინ სულ სხვა საქმე იქნებოდა,
– მტკიცედ განაცხადა ზურაბმა.
– ყოველ შემთხვევაში, კირა ზაბორა, სანდრო ყარაშვილი, მანქანის მძღოლი და ის ყბაახვეული უცნობი მიმაჩნია ამ დანაშაულის შემსრულებლად. დაიბარეთ ხელახლა სანდრო ყარაშვილი, იქნებ კირა ზაბორას შესახებ რაიმე ცნობა წამოსცდეს. მართლა, არ დაგავიწყდეთ, სანდრო ყარაშვილი ბეჭდით დაიბარეთ. ეს ბეჭედი მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებაა და ვერ გაპატიებთ, რომ აქამდე არ არის საქმეზე დართული.
სანდრო დაბარებისთანავე გამოცხადდა მილიციის სამმართველოში, ხოლო ბეჭედი დაიკარგა.
– ბეჭედზე ატეხილი ორომტრიალის წყალობით ნაზიკომ არა თუ უკან დამიბრუნა, ცოლად გამოყოლაზეც უარი მითხრა, მეც გაბრაზებულმა გავყიდე ათას ორას მანეთად, ერთ მგზავრს შევა ჩეჩე, დამსვენებელს, რომელიც სანატორიუმიდან მომყავდა. მგზავრი არ იყო ქართველი, უფრო რუსს წააგავდა. იმ ბეჭედმა საცოლე დამაკარგვინა, საცოლე და მერე როგორი, იმისთანა ქალი დუნიაზე არ დადის. რაღა თავში ვიხლი ბეჭედს, თავიდან მოვიშორე. მე მასში ფული მქონდა გადახდილი და ჩემი ფული სარგებლით ამოვიღე, – უტიფრად განაცხადა დაკითხვის დროს სანდრო ყარაშვილმა.
კირა ზაბორას ცნობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
– ვინ კირა, რა კირა... სანატორიუმში აუარებელი მოსამსახუ რეები არიან, ზოგიერთს ვიცნობ, მაგრამ მათში კირა არც ერთს არა ჰქვია.
მეორე დღეს გიორგი ქურხულის მეზობელმა ვალენტინ პანჩენკომ მოითხოვა სასწრაფოდ მიღება.
კაბინეტში შემოსვლისთანავე, აღელვებულმა, თვალებგაბრწყინებულმა პანჩენკომ სხაპასხუპით მიაყარა სიტყვები გაკვირვებულ ზურაბს.
– პატივცემულო უფროსო, იცით თუ არა თქვენ, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი ცოცხალია?
– ცოცხალი? – გაოცებული წამოხტა სკამიდან ზურაბი.
– დიახ, ცოცხალია, ჯანმრთელი. იგი ყამირ მიწებზე მუშაობს
– როგორ, საიდან, ვინ გითხრათ?
– ჯანმრთელობის სამინისტროში აქვთ ცნობა. მას შემდეგ, რაც გიორგი დააპატიმრეთ და ეჭვი გქონდათ, რომ ვითომც მას უნდა მოეკლა თავისი ცოლი, მოსვენება აღარ მქონდა. ერთი ჩემი მეგობარი კაცი – ექიმი, მუშაობს ჯანმრთელობის სამინისტროში. მას გავანდე ჩემი გულისწუხილი. დღეს მან ტელეფონით მაცნობა ეს სასიხარულო ამბავი.
ზურაბმა მაშინვე დაიბარა არჩილი და დაავალა სასწრაფოდ წასულიყო ჯანმრთელობის სამინისტროში და გამოერკვია სინამ დვილე.
არჩილი ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და დაადასტურა, რომ ჯანმრთელობის სამინისტროში მართლა მიუღიათ ცნობა ექიმი ნატო სულიაშვილის ყამირ მიწებზე ჩასვლის შესახებ.
არჩილს ოფიციალური ცნობაც წამოეღო სამინისტროდან. სასწრაფოდ მოახსენეს სამმართველოს უფროსს, ხოლო მისი განკარგულებით დეპეშა გაგზავნეს შუა აზიაში. მეორე დღესვე მოვიდა პასუხი: „ექიმი ნატო სულიაშვილი ნამდვილად გამოცხადდა და დაინიშნა ერთ-ერთ რაიონში მკურნალ ექიმად“.
ინჟინერი გიორგი ქურხული განთავისუფლებულ იქნა პატიმ რობიდან. მაგრამ ვისია თითი?
ეს საკითხი ხელახლა დაისვა სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების დღის წესრიგში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent