შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი”3 ნაწილი


17-05-2021, 21:02
ავტორი LiZzyCh
ნანახია 260

ოთახის კარებში მდგარი ლილითი შევნიშნე,თვალებ ანთებული მიმზერდა,გაცოფებული იყო,თუმცა ამის მიზეზი მე რატომ ვიქნებოდი?ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ გუშინ გავიცანი,
-შენნ!-ლილითი ჩემსკენ გამოექანა და ყელში მწვდა,გასაკვირი იყო ერთი შეხედვით ამ ნაზ არსებას ასეთი ძალა საიდან გააჩნდა.კედელზე მიმანარცხა და მთელი ძალით მომიჭირა,
-ლუციფერს..ახლოსაც არ გაეკარო,ძუკნა-უკვე სუნთქვა მიჭირდა,შევეცადე როგორმე თავიდან მომეშორებინა,თუმცა ამის მაგივრად თევზივით ვფართხალებდი-კიდევ ერთხელ თუ გნახავ მასთან ახლოს,ცოცხლად არ დაგტოვებ!
ხელი გამიშვა,ღმად სუნთქვა დავიწყე ,ლილითი ზიზღით დამყურებდა
-უსუსური მოკვდავი,ნეტავ რა მოეწონა ნინოს მოკვდავში?!-უკან გაბრუნდა,თუმცა უკვე საკმარისი იყო მისი ეს სიტყვები,წამოვიმართე.
-ლილით..იცი შენ სრულიად არ გაქვს უფლება დედაჩემზე რამე თქვა..იმდენად მშიშარა აღმოჩნდი რომ ადამს არ შეხვდი,მასზე შურიც კი ვერ იძიე დამოუკიდებლად და ლუციფერი მიუშვი სახეშეცვლილი იერით!ამიტომაც სანამ რამის თქმას დააპირებ ხუკნა მანამ შენს წარსულს გადახედე..ახლა კი აქედან გაეთრიე!
ლილითს თვალები ცეცხლისფრად აენთო,ახლა ნამდვილად მომკლავდა,წინ წამოიწია,მზერა რომელიც ავისმოვასწავლებელი იყო,თვალებში ვუმზერდი,არც მეშინოდა და არც ვღელავდი,ასე თავი აქ პირველად ვიგრძენი.
-შენნ!ერთი ბინძური არსება..მოკვდავი..რომელსაც ღვთის შიშით არ გძინავს და გგონია დაგეხმარება..ახლა რისი იმედი გაქ?ვინ დაგიხსნის ჩემგან?აქ ღმერთი არარის..ან იმ დემონებისგან ვისაც შენი სიკვდილი სურს იმისგამო რაც დედაშენმა ჩაიდინა თვით მამა ზეციერიც ღომ ჩამოვიდეს მაინც ვერავინ დაგიხნის.მე უკვდავი არსება ვარ, ძლიერი,შენ კი ჩემთან შედარებით მატლი ხარ..როდესაც მესაუბრები სიტყვები შეარჩიე..ელიზაბეთ!
ერთი ნაბიჯით მე მივუახლოვდი,პირისპირ ვიდექით,დაბალი ხმით ვუთხარი.
-ლილით..ნუ შეგეშლები იმ ქალებში ვისაც შენი ეშინია,ამით ვერ შემაშინებ,მითუმეტეს თუ ეს გადარდებს-საწოლისკენ დავიხედე და კაბებს დავუწყე თვალიერება-ლუციფერი ჩემთვის მარტო ეშმაკია,სატანა ყოველივე ბოროტება და მისდამი..არასდროს-თვალებში ჩავხედე-არასდროს,რომც უკანასკნელი მამაკაცი იყოს მე მასარასოდეს არ შევხედავ!ამიტომაც შეგიძლია მთელი არსით შეირგო..ის შენია.
ლილითი უსიტყვიდ გავიდა ოთახიდან,კარები მაგრად დაკეტა,როგორ მეზიზღება ის,მთლიანი მისი არსება,მისი ხორციელი იერი ყველაფერი.
რამოდენიმე საათში ოთახში დორკასი და ელეინი გაჩნდნენ,თან რამოდენიმე მოახლე ახლდათ,ჩემი მომზადება დაიწყეს,არჩევანი კვლავ თეთრ ფერზე შევაჩერე,კაბა ზედმეტად მიმზიდველიც კი იყო,გრძელი წელზე მომჯდარი,თხელი ნაჭრის რომელიც ორივე ფეხთან ჩახსნილიყო,თეთრი ძალიან უხდებოდა ჩემს კანს,თმას და თვალებს ,საღამო ხანს უკვე თითქმის მზად ვიყავი,სასახლეში ჟრიამული იყო,ყველა ფუსფუსებდა,დორკასი და ელეინი უკანასკნელ “შტრიხებს” მმატებდნენ სანამ გავიდოდი.დარბაზიდან უამრავი ხმა ისმოდა,შეძახილები,გაუთავებელი საუბრები,შემდგომ უკვე სიმღერაც კი.
მაკიაჟიც დაამთავრეს და დასარკეში ჩემს თავს დავაკვირდი.

ჯოჯოხეთის კარზე ყველა ბნელ სულსა თუ დაწყევლილ ავხორციელ დემონებს მოეყარათ თავი,ყველა ადგილზე იყო გარდა ელიზაბეთისა,დიდ დარბაზში ჯგუფურად იდგნენ დემონები.
თავად ლუციფერი და ლილითიც მათ შორის იყვნენ,ლილითს წითელი გრძელი კაბა მოერგო,თავისი აღნაგობით კმაყოფილს,თავი გაენებივრებინა ზედმეტად.
ლუციფერს შავები ემოსა,მოსასხამი რომელიც იმავე ფერის იყო,ერთმანეთს ნამდვილად ავსებდნენ.
აქვე ლევიათანი და ბილზებაბიც იდგნენ,ყველანი გართულნი იყვენ საუბარში.
-ბილზებაბ..ალბათ გაიცნობდი ჩვენს სტუმარს ელიზაბეთს-ლილითმა ეშმაკირად მიუგო,რაზეც ბილზებაბმა სრული სერიოზულობით უპასუხა.
-არა ჯერ არ მინახავს ლილით...შენ როდის ჩამოხვედი ჯოჯოხეთში?
-გუშინ,გვიან დავბრუნდი-ლილითმა ლუციფერს ხელმკლავი გადმოსდო,ეკეკლუცებოდა და ეარშიყებოდა,თუმცა ლუციფერი თავისი ჩვეული უმეტყველო სახით დაჰყურებდა თუთოეულ მათგანს.
მათი ყურადგღება დარბაზში შემოსულმა ახალგაზრდა ქალბატონმა მიიბყრო,ნამდვილ მზის სხივს წააგავდა ამ ბნელეთში,თეთრებში გამოწყობილი,ნაზი არსება სახის იშვიათი ლამაზი მოყვანილობით,სხეულზე კაბა იმდენად ეკვროდა რომ აშკარა იყო მისი ტანის ფორმა,წვრილი წელი და ლამაზი თეძოები,ოთახის შესასვლელში ელიზაბეთი მდგარიყო.

გული იმენად სწრაფად მიცემდა რომ მის ფეთქვას ვგრძნობდი,ყველა მათგანი მე შემომცქეროდა,ლილითის ბრდღვენას შორიდანვე ვხედავდი,ნელ-ნელა მოკლე ნაბიჯებით დავიწყე სვლა,წინ ლევიათანი შემომეგება და ხელი გამომიწოდა და დამატრიალა,ლევიათანს კოსტუმი საკმაოდ ლამაზად მოერგი,თმა უკან გადაეწია და ლამაზად გამიღიმა,
-შესანიშნავად გამოიყურები ელიზაბეთ!ნება მიბოძეთ-რევერანსით ხელი გამომიწოდა-რომ თქვენი მეწყვილე ვიღმის..
გამეღიმა და ხელი ჩავკიდე,ლევიათანმა სვლა კვლავ თავისი მეგობრებისკენ,ლუციფერთან და ლილითისკენ აიღო,თან ვიღაც ახლდათ.
-ლევიათან,ლილითის გვერდით კაცი ვინ არის?
-ბილზებაბი,ქერუბიმთა მესამე პრინცი..საკმაოდ სიტყვაძუწია,ამიტომ მასთან საუბარი რათულია,თუმცა შენ არამგონია გაგიჭირდეს,თუ ლუციფერის ყურადღება მიიბყარი ბელზებელი ამასთან შედარებით მარტივი რამაა-ლევიათანმა გაიღიმა,უკვე ადგილს მივუახლოვდით და ლილითის წინ ვიდექით,ლევიათან კვლავ ჩემი ხელი ეჭირა,ლუციფერი დორს იყურებოდა,თითქოს აქ ყოფნა დიდად არც უნდოდა,ყურადღება არცკი მოუქცევია,მხოლოს შემოსვლისას ვიგრძენი მისი მზერა და კვლავ მისი უმეტყველო სახე.
ლევიათანმა ბილზებაბს ჩემი თავი წარუდგინა და საუბარშიც ჩაერთო,კარგა ხანს საუბრობდნენ,ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია.
ირგვლივ მიმოვიხედე,ყველა გართული იყო,ზოგი სასმელს სვამდა,ან საუბრობდა მოკლედ ყველას გამონეახა საქმე ჩემს გარდა.
ბარისკენ წავედი,სასმლის ასაღებად.
-რას ინებებთ?
-მნიშვნელობა არააქვს,რამე ძლიერს!
ბარმენს გაეღიმა,რამდენიმე წუთში ჩემი კოქტეილი მზად იყო,ბარის სკამზე მოვკალათდი და დემონებს შორიდან დავუწყე ცქერა,აქედან მალე უნდა გავაღწიო,სასწრაფოდ მივიდე მამიდასთან და შემდეგ ყველაფერი დალაგდება.სასმელი უცებ დავლიე,ყელი ამწვა,კიდევ ერთი მოვითხოვე,ადგილიდან არცკი განვძრეულვარ.
ლუციფერს ლილითისთვის წელზე ხელი შემოეხვია და ყურში რაღაცას ჩურჩულებდა,ლილითს გაეღიმა და ტუჩები მოიკვნიტა,უკვე გასაგები იყო რა შინარსის იყო ეს საუბარი,თვალები ავატრიალე და ბარმენს შევხედე.
-ცოტა ნელა დალიეთ,საკმაოდ ძლიეროა გაბრთხილებთ მის გრუზინივ!
წარბები მაღლა ავწიე,მისკენ გადავიხარე და ვუპასუხე
-ჩემზე ნუ დარდობ!
-მე ლუკასი ვარ..მაინც რომ იცოდე-თვალი ჩამიკრა და კვლავ თავის საქმეს დაუბრუნდა.
სასმელმა ცოტახანში თავი შემახსენა,კვლავ ბარის მაგიდასთან ვიყავი.
-ნეტა აქედან მალე გავაღწევდე..დასწყევლოს ღმერთმა!
-ოჰჰოო საყვარელოო..აქ ერთხელ ვინც მოხვდება უკან ვეღარასდროს დაბრუნდება!
თავი ავწიე,როგორც სჩანს ხმამაღლა ვთქვი,ლუკასი სერიოზული სახით მიმზერდა.
-იქნებ არსებობს აქედან გასვლის გზა..
-რათქმაუნდა არსებობს-ლუკასითავის საქმეს აკეთებდა და თან მესაუბრებიდა,მე სრულიგულისყურით ვუსმენდი.-არსებობს თუმცა ამის ნებას ბნელი ბატონი არ მოგცემს.
თვალებით ლუციფერზე მანიშნა.
ბარის მაგიდას ლევიათანი მოუახლოვდა,და ხელი გამომიწოდა.
-ელიზაბეთ მოწყენილი რატომ ხარ?ნებას დამრთავ რომ შენთან ვიცეკვო?
-არა ლევიათან,წადი და სხვას შესთავაზე..
-კრგი რა..წამოდი
-თავს ცუდად ვგრძნობ ოთახში ავალ..
ლევიათანი სახეზე კარგად დამაკვირდა,შემდეგ შემთავაზა მე წაგიყვანო თუმცა უარით გავისტუმრე,მაგრამ რომელი დაცემული ღებულობს უარს,ეს მათთვის გამოწვევასავითაა,გზას დავადექით,თავბრუ მესხმოდა ამიტომაც ვცდილობდი მაქსიმალურად მოკლე ნაბიჯებით მევლო.
ვიწრო დერეფანს დავადექით.
-შეგეძლო დარჩენილიყავი,გაერთიბოდი.
-ჰმმ,არა იცი რამდენი წლის ვარ?-გაეღიმა და გადმომხედა-ეგ მეც არვიცი..დამიჯერე ეს უკვე მოსაბეზრებელია სულ ერთი და იმავე,ამიტომ წამოგყევი.
ოთახში მისვლის მეტი არაფერი მინდოდა,უეცრად ფეხები ამერია და წავბორძიკდი,ლევიათანმა დამიჭირა.
-მადლობა მითხარი პატარა ქალბატონო რომ გამგყევი.
გამეცინა და მადლობა გადავუხადე,ლევიათანს ხელი ჩემს წლზე ჰქონდა შემოჭდობილი,ოთახის კარებს მივუახლოვდით,შიგნით შევედით ლევიათანმა პირდაპირს საწოლზე დამაწვინა,თვითონ კი კარებისკენ წავიდა.
-ლევიათან..ინანე სამოთხიდან წამოსვლა?
ლევიათანი წამით კარებში გაჩერდა,უკან დაიხია,ჩემს ფეხებთან ჩამოჯდა,სახეში შემომხედა,მის მზერაში პირველად დავინახე რაღაც სხვა,ცინიკისა და თავხედობის გარდა სულ სხვა რამ.
-მე თავისუფლბა ავირჩიე..ზოგჯერ ის ვინც კარგი გვგონია სულაც არაა ისეთი..მე მომწონს ჩემი დღევადელი ყოფა თუმცა...თუმცა ძველის რაღაც ნაწილიც მენატრება.
-ჩემი მშობლები..დედაჩემი ის ხომ თქვენსავით უკვდავი იყო..როგორ..
თვალებზე ცრემლები მომადგა,ლევიათანი მიხვდა სათქმელს,
-კი უკვდავი იყო,თუმცა ანგელოზების მოკვლაც შესაძლებელია,მაგრამ იშვიათად,ამისთვის საჭირო ცოდნაა,მითუმეტეს ანგელოზსაც გააჩნია რამდენად ძლიერია.
ბალიშზე თავი კომფორტულად დავდე,ლევიათანი ცოტახანს მიმზერდა შემდეგ კი ჩემს გვერძე დაწვა,ორივენი ჭერს მივჩერებოდით,არცერთი არ ვიღებდით ხმას.
დემონის გვერდით ვწევარ,ვნერვიულობდი,ჩემში თითქოს ყველა გრძნობა ერთმანეთში არეულიყი,მომწონდა მის გვერდით ყოფნა,მისი თავხედობა,თუმცა თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,რადგან ის დემონი იყო,მთლიანი სხეული მიხურდა,ხმის ამოღებასაც ვერ ვბედავდი.ლევიათანმა სიჩუმე დაარღვია საუბარი დაიწყო.
-როდესაც ლუციფერს გამოვყევი,მე არ მინანია ჩემი საქციელი,პირიქით,მე მომეწონა ის რომ მხოლოდ ჩემს თავს ვეკუთვნოდი,შემიძლია იმასთან ვიყო ვისთანაც მინდა და როცა მინდა-წამით ჩემკენ შემობრუნდა-ლუციფერი არც ისეთი ცუდია როგორც გგონია..ის ბევრად უარესია,მასთან ფრთხილად იყავი!
ლევიათანი საწოლიდან ადგა,ნელი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა და ამჯერად სრულიად მარტო დავრჩი.
რატომ მაფრთხილებდა ლევიათანი ლუციფერის შესახება?ან ასე კეთილად რატომ მექცევა...ჩემში ფიქრები არეულიყო,ვეცადე აზრები ნელ-ნელა დამელაგებინა,პირველ რიგში აქედან გასაღწევად საჭირო ადამიანი მჭირდებოდა...ლუკასი..მან იცოდა აქედან გასვლის გზა,ამიტომაც მე მის ნდობას მოვიპოვებ,შემდეგ კი აქედან გავალ.
ფიქრებში იმდენად ჩავეშვი რომ ჩამეძინა,პირველივე დღიდან შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მითვალთვალებს სიბნელიდან,თუმცა როცა შუქს ვანთებდი არავინ იყო,ამჯერადაც ასე მოხდა,კვლავ კოშმარი დამესიზმა,პირველივე მოსვლის დღიდან იგივე სიზმრები.თითქმის გათენებულიყო,ფანჯრის სარკმელს სინათლე მოსდგომიდა,ფეხზე უცებ ავდექი,ფანჯრიდან გავიხედე,როგორ მომენატრა დედამიწა,ლურჯი ცა და ყვითელი მზე.
კვლავ საწოლს დავუბრუნდი,ცოტახანში დორკასიც შემოვიდა.
-ელიზაბეთ...ლილითმა გადაწყვიტა რომ დღე მასთან ერთად უნდა გაატარო,შენი უკედ გაცნობა უნდა.
თვალები გადავატრიალე,ჩემი გაცნობა უნდა თუ ჩემი დამცირება?საინტერესოა..
-აუცილებელია?
დორკასმა მკაცრი სახით შემომხედა,ანუ აუცილებელია,რამოდენიმე წაამში მზად ვიყავი,თმა ავიწიე და დიდი თხოვნის მიუხედავად,კვლავ კაბა ჩამაცვეს.
-საუზმეს დარბაზში მიირთმევთ დანარჩენებთან ერთად!
დორკასმა ოთახი დატოვა,მას მიყვნენ დანარჩენი მსახურებიც.
რამოდენიმე წუთში ოთახი დავტოვე,გზას მშვიდად მივუყვებოდი,სასადილო დარბაზში შევაბიჯე.გრძელი მაგიდის თავში ლუციფერი მჯდარიყო,მისმარჯვნივ ლილითი მარცხნივ კი ლევიათანი და ბილზებაბი,ჩემი დანახვისას ლუციფერმა შუბლი შეჭმუხნა.თვალები დაუწვრილდა,ასეთი რა სიამაყის გრძნობა გააჩნდა ნეტავ რომ ყველა და ყველაფერზე მაღლა საკუთარ თავსა და სურვილებს აყენებდა,მხოლოდ იმას რაც თავად სურდა და უნდოდა,თუმცა რასაც კი მოისურვებდა ყველაფერი ქენებოდა...
-დააგვიანე!
-ბოდიშს გიხდით!
მშვიდი ტონით მივმართე,ლილითის გვერდით ადგილი იყო გამოყოფილი,როგორც სჩანს ჩემი ადგილი იყო,მასთან დავჯექი,ლილითმა გადმომხედა წარბი მაღლა აზიდა და ნაძალადევად გამიღიმა.
-დღეს რა გეგმები გაქ ელიზაბეთ?
თეფს დავაცქერდი,რადგან მის სახის დანახვა არ მსურდა.
-არვიცი იქნებ შენ მითხრა ლილით?
ლილითი დაფიქრდა და ბოლოს მითხრა სასახლეს დაგათვალიერებინებ,როგორც სჩანს ამით თავი არავის შეუწუხებიაო!
-საჭირო არაა რაც სანახავი იყო ვნახე.
-მაშ მოდი მითხარი რა მოგწონს ყველაზე მეტად?და ის ვაკეთოთ..
სახეზე დავაკვირდი,კვლავ მშვენივრად გამოიყურებოდა,თუმცა ბრაზიბდა იმისგამო რომ შევეპასუხე,სახეზე ღიმილი ვერშევიკავე და დავიწყე
-შეგიძლია დრო მარტომ გაატარო ლილით,მე თავს როგორმე მივხედავ!
ლილითი ბრაზისგან კინაღამ გასკდა თუმცა არაფერი უთქვამს,ლევიათანის მომღიმარს სახეს დავაკვირდი,ლურჯი პერანგი ჩაეცვა,სახეზე ძალიან უხდებოდა,წამით თვალი ლუციფერისკენ გამექცა და მის შავ თვალებს შევეჩეხე,მე მიმზერდნენ,თვალები ეგევე მოვარიდე,რაღაც უსიამოვნო გრძნობამ დამიარა,საჭმლის ჭამა დავიწყე.
მალე ოთახიდან თითქმის ყველა გავიდა გარდა ლუციფერისა.
ლუციფერი მიცქერდა,თვალსაც არ მაშორებდა,შევეცადე მთელი ყურადღება საჭმლისთვის დამეთმო,ლუციფერი ფეხზე წამოდგა,მეც ავდექი რადგან ოთახიდან გავსულიყავი,მაგრამ ის ზუსტად ჩემს უკან აღმოჩნდა და კვლავ სკამზე დამაბრუნდა,გული ამიჩქარდა,სუთქვა გამიხშირდა,ლუციფერმა ყელიდან თმა გადამიწია,მისი შეხება ჩემს კანზე იმდენად ნაზი და ჰაეროვანი იყო,სახე ახლოს მოწია ყელთან,შემდეგ კი ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა
-არ დაგავიწყდეს,რომ მე ეშმაკი ვარ ელიზაბეთ.
მისი ხელი ჯერ კიდევ ჩემს მხარზე იყო,თავბრუ მესხმოდა,მან თავგზა ამიბნია,სრულიად დამაბნია და ახლა გამოსავალს ვერ ვხედავდი,ძალ-ღონე მოვიკრიბე და შევეცადე დამაჯერებლად მეთქვა
-ლუციფერ...თუ შეიძლება გამატარე.
ათრთოლებულო ხმით ფეხზე წამოვიჭერი და მისკენ შევტრიალდი,კვლავ მისი თავხედური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე,თითქოს კატა-თაგვობანას მეთამაშებაო,ჩაიღიმა და თავი დასწია,იმდენად სექსუალურად გამოიყურებოდა რომ იმის დაჯერაბა არ მინდოდა,რომ თავად ეშმაკი იყო,
მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო,შუაში კი მე მომიქცია,როგორ მინდოდა აქედან სასწრაფოდ გამეღწია,მის სიახლოვეს ყოფნის თითოეული წამი ჩემთვის ნეტარების და თან წამების წუთები იყო.
ლუციფერმა ეშმაკურად ამომხედა,ჯერ თვალებში ჩამხედა,შემდეგ მთლიანად ტანზე დამაკვირდა ბოლოს კი ტუჩებზე ურცხვად მიყურებდა,ძალიან დავიძაბე,უკვე სუნთქვაც კი მიჭირდა.
-ჩემი გეშინია ელიზაბეთ?-ჩურჩულით წარმოთქვა ლუციფერმა,ვეცადე საკუთარი თავი მომეტყუებინა და თან ლუციფერიც.
-არა!
ლუციფერმა წარბები მაღლა აზიდა,გაეღიმა და თვალები ოდნავ დაუწვრილდა.შემდეგ უფრო ახლოს მომიახლოვდა,იმდენად ახლოს რომ მის სუნთქვასაც კი ვგრძნობდი,მის შავ თვალებს ვუმზერდი,რა ვნებით აღსავსენი იყვნენ.
-გამატარე,ლუციფერ!
ლუციფერმა ცალი ხელი მაგიდიდან ასწია და გზა გამიხსნა,სწრაფი ნაბიჯებით გავცილდი ოთახს,გული ძლივს დავიმშვიდე,თუმცა კვლავ სწრაფად მიცემდა.
რამდენიმე საათში სასახლის დათვალიერება განვაგრძე,ყოველ დღე ახალ-ახალ ადგილს ვპოულობდი,მართლაც დაუსრულებელი იყო აქაურობა.
ბიბლიოთეკის დერეფანს დავადექი,გზად კი მაქსიმუსი შემხვდა,კუდის ცანცარით გამოიქცა ჩემკენ,მეც საპასუხოდ დავიხარე და მოვეფერე,ბიბლიოთეკის კარები შევაღე,შიგნით ორივენი ერთად შევედით.
წიგნებს დავუწყე თვალიერება,თუმცა თითქოს დიგნიდან რაღაც მღრღნიდა,კვლავ ჭერს ავაცქერდი,კვლავ ის სიმბოლო დავინახე რაც ზარდახშაზე იყო,ნეტა რას ნიშნავდა?ან ზარდახშაზე და უნდოდა?
უეცრად ხმა მომესმა,ირგვლივ გავიხედეა და არავინ იყო.
-შენნ..ელიზაბეთ..აქ ვარ!
კვლავ ირგვლივ მიმოვიხედე და თაროზე შემომჯდარ ბუსწავაწყდი,ნაცრისფერი ბუმბულებით,თითქოს მის მზერაში უამრავი ცოდნა იმალებოდა,უეცრად მივხვდი თუ ვინ..რა იყო ის

ფამილიარი.

დემონები, რომლებიც შუამავლობენ და გადასცემენ სატანურ ცოდნასა და

გამოცდილებას, მსახურობენ ჯადოქრებს (ალქაჯებს). ისინი ხშირად სხვადასხვა

ცხოველის სახით ეცხადებიან და მთელი სიცოცხლის მანძილზე გვერდიდან

არ შორდებიან პატრონს (ალქაჯს). თუმცა მათი მსახურება უანგარო როდია,

ისინი თავიანითი "პატრონის" სულს თავად სატანას მიართმევენ სიკვდილის შემდეგ...

-მე ჯულიენი ვარ..რით შემიძლია დაგეხმაროთ,მე ყველაფერი ვიცი სამუაროსა და მის მიღმა მიმდინერე მოვლენებზე,თვალით უხილავ და ხილულ სამყაროზე...
დავიბენი,მათზე რაც ვიცოდი ის იყო რომ ეშმაკს ემსახურებოდნენ და მათი ნდობა მეტ ნაკლებ კარგ რამეს არ მიქადდიდა.
ვიუარე თითქოს უბრალოდ წიგნის კითხვა მინდოდა,თუმცა ამაოდ.ჯულიენმა ჭერს ახედა.
-ვფიქრობ თქვენი ყურადღება გრესკაგრამამ მიიბყრო,მას ასევე უწოდებენ ''დავითის ვარსკვლავი'' ან ''სოლომონის სევდა''. ყველაზე ბოროტული და ყველაზე ძლიერ სიმბოლო სატანიზმის.იყენებენ ბოროტი სულების გამოსაძახებლად.გამოსახულია მიწაზე ექსვგვაროვანი ნახაზით....
ჯულიენს თმელი გულისყურით ვუსმენდი,მიხსნიდა მის მნიშვნელობას,თუ რა კავშირი ქონდა ლუციფერთან და მრავალი სხვა რამ.
ჯულიენმა ასევე დახმარება შემომთავაზა დემონური ენის სწავლაში,ცოტავიყოყმანე თუმცა მაინც დავთანხმდი.
ჯულიენთან დიდხნიანი საუბრის შენდეგ ოთახში დავბრუნდი,რა იყო ზარდახშაში?რატო ჰქონდა ეს სიმბოლო?...უამრავი ამოუხსნელი კითხვა მიტრიალებდა თავში,მათზე პასუხი კი ერთადერთ არსებას ჰქონდა...ლუციფერს
ოთახში ჩაფიქრებული ვიჯექი,დიდხანს ვუცქირე წითელ ცას,ირგვლივ ჰორიზონტზე ყველაფერი ყვითლად ანათევდა,უკვე ვიცოდი ეს რაც იყო,იქ ხალხს აწამებდნენ,ტანჯვა და ტკივილი,სხვა არაფერი იყო.თუმცა ცა ნამდვილად ლამაზი იყო,თან საშიში თუმცა მიმზიდველი,ეს ლუციფერსაც ახასიათებს.
უეცრად ოთახის გარეთ ხმამაღალი საუბარი მომესმა.ოთახიდან ოდნავ გავიხედე,დერეფანში მდგარი ლუციფერი და ლევიათანი კამათობდნენ,ლევიათანს შუბლი შეეჭმუხნა,თითქოს სახე უფრო წაწვრილებოდა,ყურებიც დაგრძელებოდა.ლუციფერი გაბრაზებულიყო,ხელები გულზე დაეკრიფა და ლევიათანს უღრენდა და ისე ესაუბრებოდა.ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ ამიტომაც ვერაფერი გავიგე,თუმცა ჩემი სახელი საკმაოდ ბევრჯერ ახსენეს.იმდენად მეწარე კამათში იყვნენ ჩაბმულნი რომ ლევიათანს კლანჭებიც კი გაეზარდა,თითქოს უფრო დიდი გახდა,კუდი გაზრდოდა,რაღაც ამაზრზენ არსებას დამსგავსებიდა,იმდენად დაუჯერებელი იყო რომ თვალებს ვერ ვუჯერებდი,შიშის გრძნობა დამეუფლა,რაც ადრე არასდროს მქონდია ასეთი ძლიერი.საკუთარი გულის ფეთქვა მესმოდა,ძარღვები დამეჭიმა და კარებს მივეჯაჭვე. ლუციფერის შავმა თვალებმა ფერი იცვალეს,შუბლი შეეკრა,ფრთები გამოსვლოდა,შავი როგორც ღამე,მისი თვალები კი წითელ ფერის გამხდარიყო,თითქოს ირგვლივ სინათლე მთლიანად ლუციფერმა შეცვალა და სიბნელე მიიზიდა,ლუციფერმა ლევიათანს რამოდენიმე სიტყვა უთხრა და ლევიათანმაც ცოტახანში თავისი ჩვეული ფორმა მიიღო,თავი დაუკრა და მას გაეცალა,ლუციფერმა კარებში შემნიშნა,მისი წითელი თვალები ახლა ჩემკენ იყო მომართული,მთელი ძალით შევეცადე კარები დამეხურა,თუმცა ლუციფერის ხელებმა კარი მალევე დაიჭირა და ჩემს ოთახში აღმოჩნდა.
გაცეცხლებული ეშმაკის პირისპირ აღმოვჩნდი,მისი თვალების შემყურეს თითქოს იმდენად დიდი შიში,ზიზღი და იმდენი ცუდი ,საშინელი რამ ვიგრძენი ტირილიც კი მომინდა,გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ლუციფერს თუ როგორ შემოვიდა ოთახში მის თითოეულ წინ გადმოდმულ ნაბიჯზე მე უკან ვიხევდი,ახლა კი ოთახის შუაგულში აღმოვჩნდით....მისი წითელი თვალები ცეცხლისფრად ელავდნენ,თმა წინ გადმოჰყროდა,ფრთები აღარ ჰქონდა..
მთლიანი სხეული მიკანკალებდა,სრულიად შეშინებული და შემკრთალი ვიყავი,სხეული გამიცივდა,მაკანკალებდა,ნეტავ ეს წამი მალე გასულიყო,ყველაფერი დამვიწყებოდა და მისი თვალებისთვის არ შემეხედა...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

ძალოან მომწონსსს. მოუთმენლად ველი გაგრძელწბასსს

 


№2  offline წევრი LiZzyCh

Qeti qimucadze
ძალოან მომწონსსს. მოუთმენლად ველი გაგრძელწბასსს



გმადლობბ❤️❤️შემდეგსაც მალევე ავტვირთავ

 


№3 სტუმარი ))))

კარგი იყო მომეწონა ძალიანნ.. არ დააგვიანო ხოლმე ♡♡♡♡

 


№4  offline წევრი LiZzyCh

))))
კარგი იყო მომეწონა ძალიანნ.. არ დააგვიანო ხოლმე ♡♡♡♡


❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ))))

როდის იქნება ახალი თავიი კომენთრნენ უკვე ????????????

 


№6  offline წევრი LiZzyCh

))))
როდის იქნება ახალი თავიი კომენთრნენ უკვე ????????????



დამატებულია ახალი თავი❤️დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდითთ????

 


№7 სტუმარი ))))

არ დაიდოოო :(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent