შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი VII თავი


18-05-2021, 11:07
ავტორი ciracira329
ნანახია 8 736

თავი VII

შუაღამე გადასული იყო. ზურაბ ლომაური თავის კაბინეტში ჩაფიქრებული იჯდა. მაშინ, როდესაც თითქმის დამთავრებულად მიაჩნდა, თითქმის დადასტურებულად სთვლიდა, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი მოკლულია მისივე ყოფილი ქმრის გიორგი ქურხულის მიერ, საჭირო იყო მხოლოდ მანქანის მძღოლის დად- გენა, რომელსაც მისი აზრით მონაწილეობა უნდა ჰქონოდა მიღებული მკვლელობაში და მხოლოდ მას ეცოდინებოდა სად იყო დამარხული გვამი, სწორედ ამ დროს მიღებული იქნა იმის ორი დამდასტურებელი საბუთი, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი ჩასულა ყამირ მიწებზე და ამჟამად იქ მუშაობს.
ამრიგად, საგულისხმებელია, რომ თითი არ არის ექიმ ნატო სულიაშვილისა, არამედ მსხვერპლი სულ სხვა პიროვნებაა. მაგრამ ვინ არის ის სხვა? აი საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას, რაც შეიძლება ჩქარა.
მაინც ეჭვს იწვევდა ის გარემოება, რომ ნატო სულიაშვილი ისე წავიდა ყამირ მიწებზე, რომ დედას და ძმას არ გამოემშვიდობა. რა ვუყოთ, რომ ემდუროდა.
ნატოს ჰყავდა ახლო მეგობრებიც, არც მათ გამომშვიდობებია თურმე. ნუთუ ყველას ისე ჩამოშორდა, რომ აღარავის ნახვა არ მოისურვა?!
როგორც გამოირკვა, სადგურის შემნახველ საკანში ნატო სულიაშვილის გვარითა და სახელით არავის მიუბარებია რაიმე ნივთები შესანახად. მაშასადამე, დასტურდება, რომ ნატო არ მოშორებია თავის ორ ჩემოდანს, რომელიც მან წამოიღო ლომისიდან.
ზურაბ ლომაურმა ტელეფონით გამოიძახა არჩილ ჩოხელი. როდესაც არჩილი შემოვიდა უფროსის კაბინეტში, მაშინვე მიხვდა, რომ ლომაური ძარღვებაშლილი იყო.
– მაშ ასე, ამხანაგო არჩილ, ჩვენი ამდენი მუშაობა უშედეგოდ დამთავრდა, არა?
– ასე გამოდის, ამხანაგო უფროსო.
– საქმე იმაშია, რომ თუ ნატო სულიაშვილი არა, ალბათ სხვა ვინმე შეიქნა ბოროტმოქმედების მსხვერპლი.
– რა თქმა უნდა, ეს ეჭვს არ იწვევს. ადვილი შესაძლებელია, მსხვერპლი რომელიმე დამსვენებელი იყოს.
– რას იტყოდი, არჩილ, იმაზე, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი ნამდვილად იყოს მოკლული და გაძარცულიც, ვინაიდან ძვირფასთვლიანი ბეჭედია წაღებული?
– ვითომ გიორგი ქურხული ნამდვილი მკვლელი იყოს?
– ამაზე ჯერ არ ვიტყვი არაფერს...
– ჩვენ ამ საქმეში ორი საბუთი გვაქვს, ორი ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ექიმი ნატო სულიაშვილი ნამდვილად ჩავიდა ყამირ მიწებზე და იქ მუშაობს ამჟამად. – თქვა არჩილმა.
– ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ ექიმ ნატო სულიაშვილის საბუთებით სხვა პიროვნება ჩასულიყო ყამირ მიწებზე?
– სხვა პიროვნება... მაგალითად, ვინ?
– აი, თუნდაც ფერშალი ქალი კირა ზაბორა.
არჩილ ჩოხელს სახე გაუბრწყინდა. ეს ხომ მართლაც დასაშ- ვებია, ადვილი შესაძლებელია ასეც მომხდარიყო.
– ხომ გამოირკვა, რომ ნატო არ მისულა არც დედასთან, არც ძმასთან, არც ერთი ახლო მეგობართაგანი არ უნახავს, არც სამინისტროში შეუვლია, განა ყველა ეს არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ნატო სულ არ ჩამოსულა თბილისში. განა დასაშვები არ არის ის გარემოება, რომ... ტელეფონის ზარმა სიტყვა შეაწყვეტინა ზურაბ ლომაურს.
– გისმენთ, დიახ, პოლკოვნიკი ლომაური. ვინ ბრძანდებით?.. ვალენტინ პანჩენკო? მერე, მერე...
ლომაურს ფერი ეცვალა, არჩილი გაკვირვებით მიაჩერდა უფ როსს, მის თვალებში პირველად წაიკითხა განცვიფრება და დაბნეულობა.
– დიახ, დიახ... ახლავე... – ლომაურმა სასწრაფოდ დადო ყურმილი, – აბა, ჩქარა არჩილ... ვინ არის აქ? ბიჭები ხომ არ წა სულან შინ? ნახე, ხუტა გაწერელია მგონი აქ უნდა იყოს. ჩქარა წავიდეთ!
– ახლავე, ამხანაგო უფროსო, – არჩილმა იგრძნო, რომ შეკითხვა ზედმეტი იყო, სადმე ალბათ რაიმე დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი. საჩქაროდ გამოვიდნენ კაბინეტიდან.
– ხუტა, ჩქარა დაიხურე ქუდი და წამოდი. ხუტა გაწერელია სირბილით დაეწია ლომაურს და ჩოხელს. ისინი უკვე ეზოში იყვნენ. კიდევ ერთი წუთი და მანქანა სწრაფად გავარდა სამმართვე ლოს ეზოდან. მანქანაში ჩაჯდომის დროს მხოლოდ ეს შესძახა ლომაურმა თავის თანამშრომლებს
– გიორგი ქურხულმა თავი მოიკლა.
არჩილ ჩოხელისთვის ისე მოულოდნელი იყო ამის გაგონება, რომ პირდაღებული შესცქეროდა მძღოლს გვერდით მჯდომ უფროსის ზურგს, ელოდა, კიდევ ხომ არაფერს იტყოდა პოლკოვნიკი, მაგრამ იგი სდუმდა და ვიდრე გიორგი ქურხულის ბინაზე არ მივიდნენ, ხმა აღარ ამოუღია.
ვალენტინ პანჩენკო სადარბაზო შესასვლელთან დახვდა მათ. გიორგი ქურხულის ბინის კარები ღია იყო. შესვლისთანავე თვალში ეცათ მაგიდასთან მჯდომი გიორგი ქურხული. იგი მარცხენა მკლავით დაყრდნობოდა მაგიდას, თავი მოწყვეტით გა- დაეხარა, მარჯვენა ხელი მუხლზე ედო, ხოლო იატაკზე დამბაჩა
ეგდო.
ოთახს არეულობა არ ემჩნეოდა. მაგიდაზე არყის დაცლილი ბოთლი იდგა, იქვე თეფშებზე ელაგა პური, ყველი და ძეხვის ნაჭრები.
– ხუტა, – მიმართა ლომაურმა გაწერელიას, – სასწრაფოდ ჩა ჯექი მანქანაში და მოიყვანე ექიმი და ფოტოგრაფი.
ხუტა გაწერელია ოთახიდან გავიდა.
ზურაბის ყურადღება მიიპყრო მაგიდაზე ნახულმა წერილმა. წერილში ეწერა:
„ვიცი თავს არ დამანებებ და დამიწყებ ძებნას, ამიტომ აქედანაც მივდივარ. მე შემთხვევით შემხვდა მამაკაცი, რომელიც გამიგებს და თანამგზავრობას გამიწევს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ოღონდ სულიერი სიმშვიდე მოვიპოვო. ეს უკანასკნელი გამოსათხოვარი იყოს, ნუღარ დამიწყებ ძებნას, სულ ერთია ვერ მომაგნებ“.
წერილი ხელმოუწერელი იყო, მაგრამ ეჭვს არ იწვევდა ნატოს მიერ იყო გამოგზავნილი.
გიორგის სიკვდილის წინ არავითარი ბარათი არ დაეტოვებინა
– გიორგი საღამოს შვიდის ნახევარზე მოვიდა შინ,
–განაცხდა პანჩენკომ, – მე შევედი მასთან, მოვიკითხე, მიპასუხა: ერთი საათის წინ გამათავისუფლესო. ეტყობოდა უგუნებობა, თავის ტკივილსაც უჩიოდა. პაპიროსს პაპიროსზე სწევდა. სავარძელზე წამოწვა, მე კი ჩემს ბინაში დავბრუნდი. საღამოთი შვილიშვილი წავიყვანე კინოში. სეანსი დამთავრდა და შინ დავბრუნდი. გიორ გი აღარ იყო ბინაში, წასულიყო. მეთერთმეტე საათი იქნებოდა, როდესაც სახლში დაბრუნდა და დამიძახა. მაგიდაზე არყის გაუხსნელი ბოთლი იდგა, პური, ყველი და ძეხვი მოეტანა. სუფრაზე მიმიწვია, მელაპარაკა. ამბობდა: ერთი უბედურება გამოვიარე, ნატოს დაკარგვა, ის ვერ ამეტანა და მეორე დამატყდა თავს, დამაპატიმრეს, სირცხვილით სადღა გამოვყო თავიო. მე დავამშვიდე: რა ვუყოთ მერე, ადამიანის თავზე ყველაფერია მოსალოდნელი, ხომ გაგიგია „სიბერემდე – სიქაჩლეო“. კიდევ კარგი, რომ კეთილად დამთავრდა საქმე და ის ჭუჭყი მოგცილდათ, რომელშიც ბრალი გედებოდათ. მან მწარედ გამიღიმა: მართალია ერთი ჭუჭყი მომცილდა, მაგრამ მეორე ჭუჭყს, რომ მე საპატიმროში ვიჯექი და ოდნავ მაინც იფიქრეს, ვითომდა მკვლელი ვიყავი, ამ ჭუჭყს რა ვუყოთ? მე ბევრი ვამშვიდე, ის ძალზე აღგზნებული იყო, ბოლოს თანდათან დამშვიდდა. ის ბოთლი არაყი დავლიეთ. წამოდგა, კარადიდან მეორე ნაკლული ბოთლი გამოიღო, მაგრამ მე დალევაზე უარი განვაცხადე. კიდევ კარგა ხანს ვისაუბრეთ, იგი პატიმრობაში ყოფნას ძალიან განიცდიდა და რამდენჯერაც არ შევაბრუნე სალაპარაკო საგანი, მაინც ამ საკითხს უბრუნდებოდა. პირველის ნახევარზე დავემშვიდობე, ვატყობდი, ძილი ერეოდა. წავედი ჩემს ბინაში, დავწექი, დავიძინე. საერთოდ ფხი ზელი ძილი ვიცი. რამდენმა ხანმა განვლო არ ვიცი, სროლის ხმამ გამომაღვიძა. თავდაპირველად ვერ გავერკვიე, მაგრამ უცბად გამიელვა თავში, რომ გიორგი ძალზე აღგზნებული იყო და შემეშინდა, უბედურმა კაცმა ხომ არაფერი აუტეხა თავის თავს. ავდექი, მივედი მის კართან, ხმა გავეცი, პასუხი ვერ მივიღე, დავაკაკუნე, არც ამაზე მიპასუხა არავინ. მივაწექი, კარი არ იყო და- კეტილი, შევაღე, შევედი და ეს სურათი ვიხილე თუ არა, იმავე წუთს დავრეკე თქვენთან. რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ მაინც სამმართველოში იქნებოდით.
– ეს წერილი, მაგიდაზე რომ ვნახეთ, თქვენ ხომ არ დაახვედრეთ გიორგის? – შეეკითხა ლომაური.
– არა მგონია. თუ წერილი მოვიდოდა, ალბათ ბინის მისამართზე იქნებოდა და ჩემს მეტს მას არავინ მიიღებდა. გარდა ამისა, წერილი რომ მისთვის სხვას გადაეცა, საუბრის დროს იტყოდა, არ დამიმალავდა. საერთოდ, გიორგი ჩემთან ძალიან გულახდი- ლი იყო, მაგრამ იმ საღამოს ნატოზე ცოტას ლაპარაკობდა, უმთავრესად იმას გაიძახოდა, პატიმრობის სირცხვილს ვერ ავიტანო.
– ხომ ვერ მეტყვით, გიორგი ქურხულს სასროლი იარაღი ჰქონდა თუ არა?
– არ გამიგია. არა მგონია, რომ მას სასროლი იარაღი ჰქონოდა.
ხუტა გაწერელია დაბრუნდა ექიმთან და ფოტოგრაფთან ერთად.
სიკვდილი დადასტურებულ იქნა. გადაიღეს ოთახისა და თვითმკვლელობის ფოტოსურათები.
არჩილ ჩოხელმა და ხუტა გაწერელიამ დაწვრილებით დაათვალიერეს ქურხულის ბინა.
– საინტერესოა, ვინ უვლის ამ ბინას? – შეეკითხა პანჩენკოს ზურაბ ლომაური.
– ჩემი ოჯახის წევრები, ცოლი და ქალიშვილი. ჩვენ გვაქვს მეორე გასაღები, ის თვით გიორგი ქურხულმა გადმოგვცა. როდე საც გიორგის ბინის ჩხრეკა და დაპატიმრება მოხდა, თუ გახსოვთ, ამხანაგო ჩოხელო. მაშინ ბინა არეული იყო, ეს იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის წევრები აგარაკზე იყვნენ წასულები. ხომ მოგახსენეთ, ჩემსა და გიორგის ოჯახებს შორის ისეთი კეთილგანწყობილება სუფევდა, რომ ნათესავებშიც კი იშვიათია ასეთი ურთიერთობა.
– როდესაც თქვენ წახვედით დასაძინებლად გიორგი ქურხულისაგან, ფანჯარა ღია იყო?
– დიახ, ღია. ზაფხულია, ცხელი ღამეებია. გარდა ამისა, ჩვენს ეზოში იმისთანა სიწყნარეა, რომ ჯერ არავითარი შემთხვევა არ მომხდარა და ხშირად მთელი ღამითაც კი ღიად ვტოვებთ ხოლმე ფანჯრებს.
კიდევ რამდენიმე ფორმალური შეკითხვის შემდეგ, გვამი პროზექტურაში იქნა გაგზავნილი, ბინა დალუქეს და მილიციის თანამშრომლები სამმართველოში დაბრუნდნენ.
ზურაბ ლომაური შევიდა თავის კაბინეტში, მას არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია შეჰყვნენ.
– როგორც ვხედავ, არც ამ ღამეს მოგვიხდება ძილი, – მიმართა თანამშრომლებს ზურაბ ლომაურმა. დაფიქრდა და განაგრძო, – როგორ გგონიათ, ჩემო მეგობრებო, რამ გამოიწვია გიორგი ქურხულის თვითმკვლელობა?
– ეჭვგარეშეა ნატოს გამოგზავნილმა წერილმა, – უპასუხა ხუტა გაწერელიამ.
– ჩემი აზრით გიორგი ქურხულმა თავი მოიკლა, რადგანაც ძალიან განიცდიდა თავის დაპატიმრების ამბავს, წარმოსთქვა სინანულით არჩილ ჩოხელმა.
– მე კი მგონია, არცერთი გარემოება იყო მიზეზი და არც მეორე. განა ეჭვს არ იწვევს ის, რომ ნატოს წერილი გიორგის ბინაზე არ მიუღია? დავუშვათ, რომ გზაში გადასცა ვინმე ნაცნობმა, როგორ გგონიათ, განა ამ წერილზე არაფერს ეტყოდა გიორგი ქურხული ვალენტინ პანჩენკოს?
– მაშ გამოდის, რომ... – სიტყვა ჩაურთო ჩოხელმა.
– დიახ, ჩემი ღრმა რწმენით. – აღარ დაამთავრებინა ზურაბ ლომაურმა და განაგრძო, დიახ, დიახ, ჩემი ღრმა რწმენით ეს წერილი არც წაუკითხავს გიორგი ქურხულს. არა თუ არ წაუკითხავს, თვალითაც არ უნახავს.
– როგორ, ნუთუ წერილი მაგიდაზე გაჩნდა იმის შემდეგ რაც გიორგი ქურხულმა თავი მოიკლა? – წამოიძახა არჩილ ჩოხელმა.
– დიახ, წერილი მაგიდაზე გაჩნდა მას შემდეგ, რაც გიორგი ქურხული მოჰკლეს, – ზურაბმა შეხედა თავის თანამშრომლებს. ისინი, ამ სიტყვების შემდეგ, განცვიფრებულები ისხდნენ და თავის უფროსს მიშტერებო დნენ.
– ბოდიში ამხანაგო უფროსო, მაგრამ თქვენს ასეთ დასკვნას ვერ გავიზიარებ. როგორ თუ მოჰკლეს?! მე გულდასმით დავათვალიერე ოთახი, იქ არავითარი ნიშნები არ იყო, რაც დაადასტურებდა ოთახში მესამე პირის ყოფნას.
– საქმეც მაგაშია, ჩემო არჩილ, რომ აქ ჩვენ საქმე გვაქვს გამოცდილ და მეტად საშიშ ბოროტმოქმედთან, ის ისე ოსტატურად შეძვრა ღია ფანჯრიდან ოთახში, მოჰკლა გიორგი ქურხული, რომელსაც მაგიდასთან ეძინა მთვრალს, ეს მკვლელობა ისე სწრაფად და ოსტატურად მოაწყო, რომ თვითმკვლელობის სრული შთაბეჭდილება შეიქმნა. იქვე დააგდო დამბაჩა, იმავე გზით გა- მობრუნდა უკან. არჩილ, მიაქციე ყურადღება ფანჯარას?
– დიახ, მივაქციე, დავათვალიერე, არავითარი ნიშნები.
– არა, იყო ნიშნები, მაგრამ შენ გამოგრჩა მხედველობიდან. არჩილმა იწყინა ასეთი შენიშვნა, შეხედა უფროსს, თუმცა არაფერი უპასუხა.
– ნუ გწყინს, გეტყვი შენს შეცდომა.
– თუკი ბოროტმოქმედი ფანჯრიდან გადახოხდა, არ შეიძლებოდა ფანჯრის გარეთ რაფაზე არ დარჩენილიყო რაიმე ნიშანი. ხომ ვერ შეფრინდებოდა ოთახში? ქუჩის მხარეზე მუდამ არის მტვერი, – შეესიტყვა კვლავ არჩილი.
– საქმეც მაგაშია, ხომ ვთქვი, გამოცდილ და საშიშ ავაზაკთან გვაქვს მეთქი საქმე. მან, ვიდრე ფანჯრიდან გადაძვრებოდა ოთახში, გარეთა რაფა გაწმინდა მტვრისაგან, რომ გადახოხვის დროს შიგნითა რაფაზე არ დაეტოვებინა მტვრის კვალი და...
– მოითმინეთ ამხანაგო უფროსო, – შეაწყვეტინა არჩილმა, – მე მივაქციე ყურადღება ქუჩის მხრის დაფასაც. იგი დამტვერიანე- ბული იყო და არა მტვერგადაცლილი, როგორც თქვენ ადასტურებთ.
– კარგია, რომ ჩემი თანამშრომელი ასეთ დეტალებს არ სტოვებენ ყურადღების გარეშე. მაგრამ, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ჯერ კიდევ გაკლია დაკვირვების უნარი. დიახ, ქუჩის მხრის რაფა მართლაც დამტვერიანებული იყო, მხოლოდ ხელოვნურად და არა ბუნებრივად.
– ხელოვნურად! როგორ თუ ხელოვნურად?
– ჰაერში ავარდნილი მტვერი სწორ საგნებს თანაბარ ფენად ეფინება. იმ ფანჯრის გარეთა რაფაზე კი არ იყო მტვრის თანაბარი ფენა. აქედან დასკვნა, რომ რაფა დამტვერიანებული იყო ხელოვნურად. მკვლელი იმდენად გამოცდილია, რომ ტყვია საფეთქელში კი არა დაახალა, როგორც ამას ხშირ შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე თვითმკვლელები, არამედ გულში. საფეთქელში რომ დაეხალა, ტყვიის მიმართულებით ადვილი შესაძლებე- ლი იქნებოდა სადავო გამხდარიყო თვითმკვლელობის საკითხი. მან კი ისე გააკეთა, რომ ვერც ერთი ექსპერტი ვეღარ შეედავება. საინტერესოა ეს ნაწერი შევადაროთ ნატოს ნამდვილ წერილებს, ვნახოთ ხელი ერთია თუ არა? აბა, არჩილ, მოიტანე ნატო სულიაშვილის მკვლელობის საქმე.
ზურაბმა საქმეში ჩართული ნატოს წერილები მონახა და შეადარა ქურხულის ბინიდან წამოღებულ ბარათს. არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია მივიდნენ ახლოს და დაბეჯითებით დაიწყეს თვალიერება.
– ხელი ერთია, წამოიძახა გაწერელიამ.
– ნატოს ხელია, ნამდვილად ნატოსი, – დაუმატა ჩოხელმა.
– ნუ ჩქარობთ ნაადრევი დასკვნის გამოტანას. ეს საოცრად მიმსგავსებული ხელია და მეტი არაფერი. ვნახოთ რას გვეტყვის გრაფიკული ექსპერტიზა:
არჩილი არ ეთანხმებოდა თავის უფროსს, მაგრამ ვერც სიტ- ყვის შებრუნებას უბედავდა, იცოდა, ზურაბ ლომაური იმისთანა დამაჯერებელ არგუმენტებს მოიყვანდა, რომ იძულებულს გახდიდა გაჩუმებულიყო. მაინც ვერ მოითმინა, შეესიტყვა ლომაურს:
– საიდან შეეძლო ბოროტმოქმედს ყალბი წერილის შედგენა? ხელი რომ ასე საოცრად მიამსგავსო, საჭიროა არა მარტო ხან- გრძლივი ვარჯიშობა, არამედ უნდა გქონდეს მასალა, რის მიხედვითაც ივარჯიშო, ამ შემთხვევაში ბოროტმოქმედს რით შეეძლო ვარჯიშობა, სად ექნებოდა ნატოს ნაწერები?
ზურაბმა ღიმილით შეხედა არჩილ ჩოხელს.
– საიდან? გეტყვი საიდანაც. ვთქვათ, რომ ნატო სულიაშვილი მართლა მსხვერპლი შეიქნა უცნაური ბოროტმოქმედებისა, დავუშვათ რომ გიორგი ქურხული თავის ჩვენებაში თავიდან ბოლომდე მართალი და გულწრფელი იყო, რომ იგი, როდესაც ნატოს აცილებდა მანქანაში მოწამლეს და უგრძნობელ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ისიც დავუშვათ რომ ბოროტმოქმედებმა, მანქანის მძღოლისა და ყბაახვეული უცნობის სახით, მოჰკლეს ნატო, სისხლიანი ბებუთი გიორგი ქურხულსავე ჩაუდეს ჯიბეში, ეს ყოველი შემთხვევისთვის, ნატოს ხომ ორი ჩემოდანი ჰქონდა თან ნივთებით სავსე, განა ამ ორ ჩემოდანში ტანსაცმლის, თეთრეულისა და წიგნების გარდა არ ექნებოდა ჩანაწერები, რომლის შესწავლაც მისცემდა ბოროტმოქმედებს საშუალებას ყალბი წერილი შეედგინათ?
– როგორც მე გამოვარკვიე, ნატო იშვიათად ღებულობდა წერილებს და უფრო იშვიათად სწერდა, – ვერ მოითმინა არჩილმა.
– ალბათ დღიური, – ჩაურთო სიტყვა გაწერელიამ.
– ყოჩაღ, ჩემო ხუტა, მეც სწორედ მანდა ვარ. დიახ, დღიური. შეძლება ნატო დღიურს წერდა, აბა ამაზე მეტი და უკეთესი რაღა იქნებოდა წერის თავისებურებების შესასწავლად? ამრიგად, ჩემი ღრმა რწმენით, წერილი ყალბია, ხოლო გიორგი ქურხული კი მოკლული.
– კარგი და, ვის რაში სჭირდებოდა გიორგი ქურხულის მოკვლა? თუ მას მტერი ჰყავდა, არ შეეძლო მანამდე, სხვა პირობებ- ში შეესრულებინა ეს აქტი?
– არა, გიორგის მტერი არ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში ისეთი მტერი, რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტებდა. გიორგის მოკვლა გადახლართულია ნატოს ამბავთან
– ნატოს ამბავთან?
– სწორედ, ჩემო არჩილ, – ზურაბმა გაიხსენა წეღანდელი შეწყვეტილი საუბარი და განაგრძო, – ნატო სულიაშვილმა როდესაც დასტოვა სანატორიუმი და მანქანით გაემგზავრა, იგი არ ჩამოსულა თბილისში, მან, ჩემი დასკვნით, რკინიგზის სადგურამდე ვერ მიაღწია, იგი მართლა მოჰკლეს გზაში.
– ცნობა ყამირი მიწებიდან? – კვლავ თავის აზრს ადგა არჩილი.
– იქ, ყამირ მიწებზე მართლაც ჩავიდა, ხოლო არა ნატო, არამედ სულ სხვა პიროვნება ნატოს სახელითა და საბუთებით.
– მაგალითად ვინ? – ვერ მოითმინა გაწერელიამ.
– აი, თუნდაც კირა ზაბორა. განა მისი უგზოუკვლოდ დაკარგვა ცოტას ლაპარაკობს?
– გამოდის, რომ კირა ზაბორა მკვლელობის თანამონაწილეა.
– რატომ არ შეიძლება რომ ასე იყოს?
– კარგი და, მაინც გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამას გიორგი ქურხულის ტრაგედიასთან?
– დიდი, ძალიან დიდი. გიორგი ქურხული არ მოისვენებდა, წავიდოდა ყამირ მიწებზე, რომ იქიდან ნატოს კვალი აეღო, იქ კი გამომჟღავნდებოდა, რომ ნატოს მაგიერ სულ სხვა პიროვნებაა ჩასული. გიორგი ქურხულს ხომ ჰყავდა ნანახი კირა ზაბორა, იგი ხომ მაშინვე იცნობდა მას? აი, ეს არის, ჩემი აზრით, ერთადერთი მიზეზი გიორგი ქურხულის თავიდან მოცილებისა.
არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია ისე უსმენდნენ ზურაბ ლომაურის დასკვნებს, რომ ეშინოდათ არც ერთი სიტყვა არ გა- მოჰპარვოდათ მისი ლაპარაკიდან.
– ახლა კმარა, ახალგაზრდებო, მეექვსე საათია, უკვე თენდე ბა, წადით, შეისვენეთ და სამსახურში დროზე მოდით.
– თქვენ? – შეეკითხა არჩილი.
– ჩემზე ნუ სწუხართ.
არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია კაბინეტიდან გავიდნენ. ზურაბ ლომაური სავარძელზე წამოწვა, მაგრამ ძილი მაინც
არ მიეკარა. იგი ისევ ფიქრობდა გიორგი ქურხულზე, სწონიდა მასალებს და იმავე დასკვნებს აკეთებდა.
ფიქრთა კორიანტელში რატომღაც არ სცილდებოდა სანდრო ყარაშვილის სახე. მის მონაწილეობაზე ამ დანაშაულში ზურაბს ეჭვი არ ეპარებოდა.
ვინ იყო ის ყბაახვეული უცნობი, რომელმაც ნატოს მანქანა გა- აჩერა, ხოლო შემდეგ გიორგი ქურხული დაათრო ერთი ჭიქა მოწამლული არაყით, სანდრო ყარაშვილი ხომ არ იქნებოდა? ზურაბ ლომაური სავარძლიდან წამოხტა და კაბინეტში ბოლთის ცე მა დაიწყო. ეს აზრი სრულიად ახალ შუქს ფენდა საქმეს. იგი დაჟინებით ფიქრობდა, ყოველ აზრსა და გარემოებას, თვითეულ საკითხს ყოველმხრივ უდგებოდა, მაგრამ უმთავრეს საკითხზე მაინც ვერ მოენახა პასუხი. საიდან გაჩნდა თითი ტყეში და რა ნიადაგზე შეიძლებოდა მოეკლათ ნატო?!
ისე შესრულდა ცხრა საათი, რომ ზურაბ ლომაურს არც გაუგია. როდესაც მდივანმა კაბინეტის კარი შეაღო და უფროსს დილა მშვიდობისა უსურვა, ზურაბ ლომაურს გაუკვირდა.
– ასე ადრე რამ მოგიყვანა სამსახურში, დარიკო? – შეეკითხა ლომაური მდივანს.
მდივანს გაუკვირდა, თვალები შეაჭყიტა უფროსს.
– რასა ბრძანებთ, რა ადრეა! ცხრა საათი სრულდება, ორი წუთი აკლია მხოლოდ.
– ცხრა საათი? – გაიღიმა ზურაბმა, – მე კი ადრე მეგონა, რა შეუმჩნევლად გარბის დრო!
მდივანი მიხვდა რომ ზურაბ ლომაური ჯერ არ წასულიყო შინ. ღამეც თეთრად გაეთენებინა და გავიდა კაბინეტიდან.
ზურაბმა ტელეფონით დაურეკა სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილების უფროსს.
– ილიკო ხარ? ზურაბი გელაპარაკები. ვეღარ მიცანი, კაცო, ზურაბ ლომაური? განა უძილობამ ასე გამომიცვალა ხმა, რომ ვე ღარ მცნობ? ჰო, საქმე იყო და იმან გამათენებინა, რას იზამ, როცა საჭიროა. საჩქარო საქმე მაქვს შენთან... მოვდივარ...
ზურაბ ლომაურმა ნატო სულიაშვილის მკვლელობის საქმე, სადაც ჩაკერებული იყო ნატოს პირადი წერილები, გიორგი ქურხულის ბინიდან წამოღებული ბარათი და დამბაჩა წაიღო სამეცნიერო ტექნიკურ განყოფილებაში.
– ილიკო, თუ ძმა ხარ, ძალიან საჩქაროდ უნდა გამირკვიო ეს ორი რამ. მჭირდება ამ წერილებისა და ბარათის შედარებითი
გრაფიკული ექსპერტიზა და ამ დამბაჩის შემოწმება ტყვიებისა და მასრების კოლექციაში.
განყოფილების უფროსმა გასცა განკარგულება დაუყოვნებ ლივ მოეხდინათ ორივე შემოწმება.
ზურაბი დასკვნის მოლოდინში ვერ ისვენებდა.
– დამშვიდდი, ზურაბ, დარბაისელი კაცი ხარ და ასეთი ნერვიულობა?!
– ჩემს დღეში რომ იყო, მაშინ აგრე არ იტყოდი. იცი თუ არა, რომ ამ დასკვნებს, რომელსაც მოველი, გადამწყვეტი მნიშვნე ლობა აქვს ერთ დიდი ბოროტმოქმედების საქმეში.
ორმოცი წუთი გავიდა და ორივე დასკვნა მიიღო ზურაბ ლომა ურმა.
პირველი: გრაფიკული ექსპერტიზა აღნიშნავს, რომ ნაწერი როგორც წერილში, ისე ბარათში იმდენად არის მიმსგავსებული, რომ შესაძლებელია ვიფიქროთ, ხელი ერთია. თუმცა ბარათის წერის ზოგიერთი უმნიშვნელო თავისებურება განასხვავებს, მაგრამ ეს შეიძლება მიეწეროს დამწერის ნერვიულობას წერის დროს.
ამ დასკვნამ ზურაბ ლომაური ვერ დააკმაყოფილა, მაგრამ არაფერი თქვა.
მეორე: წარმოდგენილ ბრაუნინგის სისტემის დამბაჩით სამი დანაშაულია ჩადენილი: პირველი, საბურთალოზე, სადაც მოჰკლეს ღამის დარაჯი და მაღაზია გაძარცვეს; მეორე, მკვლელობა მუხრანის გზაზე მგზავრების ძარცვის დროს; ხოლო მესამე, დაჭრა ორჯონიკიძის სახელობის დასასვენებლ პარკში.
ამ დასკვნამ კი აღაფრთოვანა ლომაური. იგი სასწრაფოდ წამოვიდა თავის კაბინეტში.
სრულ ათ საათზე გამოცხადდნენ არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია. ისინი გაშტერებით შეაჩერდნენ ზურაბ ლომაურს, როდესაც მან გადაუშალა წინ თავის თანამშრომლებს სამეცნიერო კვლევითი განყოფილების დასკვნები.
– ამხანაგო უფროსო, გამოდის რომ თქვენ არც შინ წასულხართ და არც დაგისვენიათ, – შეეკითხა არჩილი.
– ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, საქმე იმაშია, რომ ამ დამბაჩის კვალს უნდა მივყვეთ ახლა.
–რა სწორე იყო თქვენი ანალიზი! – წარმოთქვა გაწერელიამ,
– ცხადია უკვე, რომ დამბაჩა არ ეკუთვნის გიორგი ქურხულს, ის დანაშაულებანი, რომელიც ამ დამბაჩის გამოყენებით ჩაიდინეს, მოხდა მაშინ, როდესაც გიორგი ქურხული დაპატიმრებული იყო.
– თუნდაც არ ყოფილიყო ქურხული დაპატიმრებული, განა შე- იძლებოდა, რომ იგი მძარცველი და მკვლელი ყოფილიყო? მე ერთი წუთითაც არ შემიძლია დავეჭვდე.
ზურაბ ლომაურმა დარეკა. შემოვიდა მდივანი.
– სასწრაფოდ გამოუძახეთ ყველა თანამშრომელს თათბირზე, – გასცა განკარგულება ლომაურმა.
მდივანი გაბრუნდა. რამდენიმე წუთში ყველა თანამშრომელ მა მოიყარა თავი უფროსის კაბინეტში.
ზურაბმა მოკლე ინფორმაციით მიმართა მათ, აცნობა გიორგი ქურხულის ამბავიც, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს მკვლელობას და არა თვითმკვლელობას. გააცნო დამბაჩის ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი.
– ამრიგად, ამხანაგებო, ეჭვგარეშეა, რომ ეს ორივე ძარცვა მკვლელობით და დაჭრა ჩადენილია ავაზაკების ერთი ჯგუფის მი- ერ. ერთ-ერთ მათგანს ეკუთვნის ეს დამბაჩა, რომლითაც მოკლულია გიორგი ქურხული. ვიმეორებ, მე ეჭვი არ მეპარება, რომ აქ მკვლელობასთან გვაქვს საქმე და არა თვითმკვლელობასთან. გაზაფხულზე ოთხი შეიარაღებული ჯგუფი რომ ავიყვანეთ, ორი ქალაქში, ერთი კახეთში და ერთიც ბორჯომის ხეობაში, კარგა ხანს შეწყდა სერიოზული დანაშაულებები, ბოლო ხანებში კი ხელახლა დაიწყო.
ზურაბი ერთი წუთით შეჩერდა, გადახედა თანამშრომლებს.
– მე ბევრს არ გავაგრძელებ, ამხანაგო მაიორო ივანიძე. პირველი ქვეგანყოფილების უფროსი წამოდგა.
– დაბრძანდით. რა მდგომარეობაში სტუდენტი ქალების მძარცველების საქმე? თქვენ, როგორც მახსოვს, ეჭვი გქონდათ, რომ მათ იცნეს ერთ-ერთი მძარცველთაგანი, მაგრამ ვერ გამო ათქმევინეთ ვინ არის!
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, – დაიწყო მაიორმა ივანიძემ,
– ეჭვი არ მეპარება, რომ მათ ნამდვილად იცნეს ერთი მძარცვე- ლი, მაგრამ რა გზითაც არ მივუდექით, ვერ გამოვათქმევინე. ჩე- მი აზრით, ალბათ მძარცველებში ერია რომელიმე სტუდენტთაგანი, შეიძლება მათივე ინსტიტუტისა და თავიანთ ინსტიტუტს რომ არ გაუტეხონ სახელი, მალავენ, არ ამხელენ.
– უნდა გამოათქმევინოთ, ოსტატურად მიუდექით ამ საკითხს, ზეგავლენა მოახდინეთ მათ პატრიოტულ გრძნობებზე, აუხსენით, განუმარტეთ, რომ თუ ეს ზნეობრივად დამპალი და დაქვეითებუ ლი ადამიანები დროზე არ იქნენ გამომჟღავნებულნი, მათგან უფრო მეტი ბოროტებაა მოსალოდნელი. ავაზაკების გამოვლინებით და შეპყრობით საზოგადოებას ვიხსნით, ამას საბჭოთა პატიოსანი მშრომელების ინტერესების დაცვა გვავალებს და ყოველი საბჭოთა მოქალაქე ვალდებულია მხარში ამოგვიდგეს, დავეხმაროს. თუ მათ ამაში დაარწმუნებთ, ეჭვი არ მეპარება, ისინი აღარ იქნებიან იმ ყალბი მოსაზრებისა.
მაიორი ივანიძე უსმენდა უფროსს, გულში ამბობდა, რომ მე ყველა ეს ღონისძიება ჩავატარე, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მი- ვაღწიეო, იცოდა, ეს რომ ეთქვა, ლომაური ეტყოდა: ალბათ საკმარისი მოხერხება ვერ გამოიჩინეო... ამიტომ გაჩუმებული თავს უქნევდა თანხმობის ნიშნად.
– ექიმი კაიშაურის ძარცვის საქმე რა მდგომარეობაშია?
– მე უკვე მოგახსენეთ ამის შესახებ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო.
– ახალი რაფერია?
– ჯერჯერობით არაფერი.
– ამხანაგო, კაპიტანო ნოდია, – მიმართა ლომაურმა მეორე ქვეგანყოფილების უფროსს, – გამოჰყავით ერთი თანამშრომე- ლი და გააგზავნეთ რაიონში, სადაც ექიმი ნატო სულიაშვილი დაიკარგა, მიეცით დავალება უთვალთვალოს მანქანის მძღოლს, სანდრო ყარაშვილს, მისი ყოველი ნაბიჯი არ უნდა იქნეს ყურად ღებიდან გამოტოვებული. ეს ფრიად მნიშვნელოვანი ობიექტია, ეჭვი არა მაქვს სანდრო ყარაშვილი არ არის სუფთა ადამიანი.
– ამხანაგო პოლკოვნიკო, ის ლეიტენანტ არჩილ ჩოხელის ზონაა.
– სხვა თანამშრომელი გამოჰყავით, არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია პირადად ჩემს დავალებებს ასრულებენ. ახლა ჩვენი საბრძოლო ამოცანაა, ამ დამბაჩის პატრონის მიგნება.
ზურაბ ლომაური კიდევ ესაუბრა თანამშრომლებს, მთელი რიგი ამოცანები დაუსახა, თათბირი დაამთავრა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent