შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი IX


20-05-2021, 12:17
ავტორი ciracira329
ნანახია 147

თავი IX
გიგო ფანტიაშვილის სარდაფიდან წამოღებულმა ნივთებმა ოცდაათამდე საქმე გახსნა. დადასტურდა ისიც, რომ გიორგი ქურხულის ბინაში აღმოჩენილი დამბაჩა სანდრო ყარაშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ თვით სანდრო ყარაშვილის დაპატიმრება ვერ მოხერხდა, იგი მიიმალა.
როგორც დაკითხულმა ბოროტმოქმედებმა, ისე მათი ხელის შემწყობმა გიგო ფანტიაშვილმა და მისმა ცოლმა კატეგორიული უარი განაცხადეს პროფესორ ნაპირელის ცნობაზე. სანდრო ყარაშვილი მათთან ერთად მოქმედებდა, მხოლოდ არა როგორც ძარცვების უშუალო მონაწილე, არამედ, როგორც მანქანის მძღოლი. ნაცრისფერი ავტომანქანა მისი საკუთრება იყო.
ის კაცი, რომელიც პროფესორად მიაჩნდა ძიებას, ჯგუფის უფ როსი ყოფილა. ყველა მკვლელობა პირადად მას ჩაუდენია, ჰქვია გერმან ბაზილი. რა ეროვნებისა არის, არავინ იცის, საფიქრებელია, რომ ქართველი უნდა იყოს, გვარად ბასილაშვილი.
კარგად ლაპარაკობს ქართულად, რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და წარმოიდგინეთ ოსურადაც კი.
ზურაბ ლომაურის წინაშე ახალი ამოცანა წამოიჭრა გადასაწყვეტად: ვინ არის გერმან ბაზილი? თავისთავად ეს სახელი არა- ფერს ამბობდა, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლები ბევრ ბოროტმოქ მედს იცნობდნენ სახით, უფ რო მეტს სახელითა და გვარით, არანაკლებს ზედმეტი სახელებით, გერმან ბაზილი კი პირველი გაგონება იყო მათთვის. ბასის ლაშვილის გვარითაც გაიხსენეს რამდენიმე დამნაშავე, მაგრამ სურათზე აღბეჭდილ პიროვნებას არც ერთი მათგანი არა ჰგავდა. მაშ ვინ არის გერმან ბაზილი? საიდან ჩამოვიდა? სად ცხოვრობდა და რა საქმიანობას ეწეოდა?
ნუთუ დასაშვებია, რომ ამ სახელით პროფესორი პავლე ნაპირელი მართლა იყო დაკავშირებული სისხლის სამართლის დამნაშავე პირებთან? შეიძლება ეს ზედმეტი სახელია... ან იქნებ პავლე ნაპირელის ორეულია?
ორეული? საკვირველია! დაკითხულთა აღწერით გერმან ბაზილი არა მარტო სახით საოცრად ჰგავს პავლე ნაპირელს, არა- მედ თმის ფერითაც, სიმაღლითაც და სისქითაც.
ზურაბ ლომაურმა სტუდენტი ქალების დაკითხვით თითქმის დაწვრილებით შეისწავლა პავლე ნაპირელის თავისებურებანი. იმასაც არ დასჯერდა, რამდენჯერმე საგანგებოდ დახვდა გზაზე. როდეს იგი ინსტიტუტიდან შინ ბრუნდებოდა, აედევნა, არ დასტოვა ყურადღების გარეშე არა მარტო მისი გარეგნობა, არამედ თვით მოძრაობის თავისებურებანიც კი. გერმან ბაზილი ცაცია ყოფილა, მარცხენა ხელს უფრო მარჯვედ ხმარობდა, პავლე ნაპირელისათვის კი არ შეუმჩნევია.
გერმან ბაზილი, როგოც დაკითხულები აღნიშნავდნენ, მჭიდრო მეგობრულ განწყობილებაში იყო სანდრო ყარაშვილთან.
იგი ხშირად იკარგებოდა თვეობით, მაგრამ ხელახლა მოულოდნელად გამოჩნდებოდა ხოლმე და მაშინვე იწყებდა დანაშაულებ- რივ საქმიანობას, ჩაიდენდა რამდენიმე ბოროტმოქმედებას და ისევ მიიმალებოდა, სად? არავინ იცოდა.
იგი საუკეთესო მსროლელი იყო, კარგი მოკრივე, საერთოდ ფიზიკურად განვითარებული, იცოდა ავტომანქანის მართვა, ცურვის ოსტატიც იყო, არც ცხენოსნობაში ჩამორჩებოდა არავის. ყოველ საზოგადოებაში, რა ჯურის ხალხიც არ უნდა ყოფილიყო, ისე იჭერდა თავს, როგორც ის საზოგადოების თანატოლი. „ავა- რებთან – ავარა, ლოთებთან – ლოთი, ხულიგნებთან – ხულიგანი, განათლებულ საზოგადოებაში ისე იჭერს თავს, რომ არავის ეჭვი არ აღუძრას. იშვიათ მეხსიერების პატრონია, დაკვირვებულიც, კაცი ვერაფერს ვერ გამოაპარებს.
დიდი ყომარბაზია, აზარტულ თამაშში რომ ჩაერევა, სულ ერ თია ბანქო იქნება თუ კამათლის თამაში, აღარაფერი ახსოვს, მზად არის უკანასკნელი პერანგიც გაიხადოს, თუკი წაგებაზე მიდგება საქმე. წაგებას და მოგებას ერთნაირად განიცდის. რაც უნდა დიდი თანხა წააგოს დიდად არ შეიწუხებს თავს, არც დიდი მოგება ახვევს თავბრუს, მისთვის ფულს არავითარი ღირებულება არა აქვს, „ქარის მოტანილ ნაგავს“ უწოდებს.
უყვარს ჩაცმა და განსაკუთრებული გემოვნებითაც აცვია. იცის თავის დაჭერა, მაგრამ თუ იფეთქა, ყველა უნდა ჩამოშორდეს, თორემ მისგან დანდობას ნურავინ მოელის. განსაკუთრებით უყვარს ქალები, მათ გულისათვის რამდენიმე კაცი გაუმგზავრებია მოუსავლეთში. უყვარს დროსტარება, სმა, მაგრამ რამდენიც არ უნდა დალიოს, კაცი სიმთვრალეს ვერ შეატყობს. მისთვის კაცის მოკვლა და ქათმის დაკვლა ერთია. პირწავარდნილი სადისტია, ადამიანის ტანჯვა ერთგვარ სიამოვნებასაც კი ანიჭებს მას. მთელი საბჭოთა კავშირი აქვს მოვლილი, იცის ამ უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხე-კუნჭული. მისი დიდი ნაკლი ის არის, როდესაც
შექეიფიანებულია (მთვრალი არავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ზედმეტად მთვრალი მაინც) უყვარს თავის თავზე ლაპარაკი და თავის თავგადასავლის მრავალრიცხოვან ამბებს ყველას უამბობს, არ მალავს არაფერს. დღეს რო ჯიბე სავსე აქვს ფულით, ხვალ პაპიროსის ფულს დაეძებს. ნაძარცვ ნივთებში ლომურ წილს დაიდებს ხოლმე, მაგრამ არ უყვარს „ჩვრები“, ის უფრო ფულსა და ფასეულობას ეტანება. ჩამოსვლის დროს თბილისში ვისთან ბინადრობს, არავინ იცის და არც არავის უმხელს. ერთადერთი სანდრო ყარაშვილია, რომელიც მისი ყველაფერი იცის. ბრაუნინგი სანდრო ყარაშვილს გერმან ბაზილმა აჩუქა. მას მარტო ძარცვები მიაჩნია საქმედ, ამას ვაჟკაცობად თვლის. ქურდობაში იშვიათად გაერევა, ისიც იმ დროს თუ საქმე სარფიანია და კარგ შემოსავალს უქადის. საერთოდ ბოროტმოქმედთა წრეში დიდი გავლენით სარგებლობს და ყველას ეშინია მისი. დიდძალ ფულს შოულობს, მაგრამ ან ყომარში აგებს, ან ქალებს ახარჯავს, ან კიდევ ლოთობ-ღრეობაში ფლანგავს“.
ასეთ სურათი დაუხატეს ძიებას დაკითხულმა ბოროტმოქმედებმა. გიგო ფანტიაშვილმა კი აღნიშნა, რომ მის სახლში მხოლოდ ერთხელ იყო, ამ რამდენიმე კვირის წინ, არც მანამდე და არც მის შემდეგ ფეხი არ მიუდგამს.
ზურაბ ლომაური მოსვენებას ვერ პოულობდა. არ იცოდა რა გზას დასდგომოდა, როგორ წარემართა გერმან ბაზილის ძებნა.
პავლე ნაპირელი, პროფესორი, პარტიის წევრი, მეცნიერი. გერმან ბაზილი ავაზაკი, ნაძირალა, ცხოვრების მუწუკი. ეს ორი ადამიანი მოსვენებას არ აძლევდა, ძილს უკარგავდა. ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე პიროვნებაა, თუ სხვადასხვა არიან? აი საკითხი. რომლის გადაჭრაც ვერ იქნა და ვერ მოხერხდა.
მართალია, გიგო ფანტიაშვილის ბინა-ბუნაგის ლიკვიდაციის შემდეგ შეწყდა სერიოზული დანაშაულებანი, აღარც სანდრო ყარაშვილი ამჟღავნებდა თავის თავს, მაგრამ სანდრო, თუ დაეჯერებოდა დაკითხულთა ჩვენებებს, მეორეხარისხოვან პირად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, იგი პასიურ როლს ასრულებდა დანაშაულთა ჩადენაში, მას მხოლოდ ბოროტმოქმედები გადაჰყავ-გადმოჰყავდა და ნაძარცვ-ნაქურდალი გადაჰქონდ-გადმოჰქონდა. მაგრამ გერმან ბაზილი? იგი ხომ თავისუფალია, არ არის შეპყრობილი, მიჩუმდა, მიწყნარდა, მაგრამ დიდხანს? განა ხელახლა არ შეეცდება შექმნას ავაზაკების ახალი ბანდა?
რა ქნას ზურაბ ლომაურმა? გაგზავნოს თუ არა ყამირ მიწებზე თანამშრომლები, ექიმ ნატო სულიაშვილის სახელით ჩასული პიროვნების გამოსაკვლევად? მართალია ის პიროვნება ზურაბის დასკვნით, ამჟამად აღარ უნდა იმყოფებოდეს ყამირ მიწებზე, მაგრამ ხომ მაინც უნდა იქნეს დადგენილი როგორც პიროვნება? ნატო სულიაშვილის სახელით სამგლოვიარო დეპეშა მოვიდა დარუბანდიდან. სად ყამირი მიწები, სად დარუბანდი? შუაზე უზარმაზარი ზღვაა, კასპიის ზღვა. ვინ აცნობა, საიდან გაიგო დეპეშის გამომგზავნმა გიორგი ქურხულის გარდაცვალების ამბა- ვი?
დარუბანდი, ყამირი მიწევი... დარუბანდი, ყამირი მიწები... არა დღესვე მოახსენებს სამმართველოს უფროსს საქმის ვითარებას, ეტყვის თავის აზრს.
მერი მალდონატო, რესტორანში მიმტანად რომ მუშაობს, სანდრო ყარაშვილის ნაცნობი, გიგო ფანტიაშვილის ოჯახის ხშირი სტუმარი, – არც ის უნდა გამორჩეს მხედველობიდან. მართალია, იმ ქალმა არაფერი იცის, რომ მილიციის თანამშრომლებმა იგი დიდი ხანია ნიშანში ამოიღეს. არც უნდა იცოდეს, თორემ ხელიდან წაუვათ. მის შესახებ დაკითხულებმა ჯერჯერობით ვერავითარი სერიოზული მასალა ვერ მისცეს ძიებას, გარდა ამისა, რომ იგი დაახასიათეს, როგორც ნაძარცვ-ნაქურდალის რეალიზატორი, მაგრამ ეს დიდი დანაშაული არ არის? თუმცა, ვინ იცის შეიძ- ლება ბანდის აქტიური წევრიც არის და არ ამხელენ! რაც თქვეს, ისიც მეტი მოუვიდათ, მაგრამ იძულებულნი იყვნენ, რადგან ძიებამ უტყუარი საბუთები წარუდგინა მათ, მისი გიგო ფანტიაშვი- ლის ბინაში მოსვლის სურათები, რომლებიც სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა საიდუმლოდ გადაიღეს.
ზურაბ ლომაური არ ჩქარობდა მერი მალდონატოს დაპატიმრებას. იცოდა, ეჭვიანობის გამაბათილებელი დრო იყო. მართალია ბუნაგის ჩავარდნის შემდეგ, ძალიან გაფრთხილდებოდა, მუდამ მზად იქნებოდა გასაქცევად, მაგრამ დროის განმავლობაში იგრძნობდა, რომ სამილიციო ორგანოები არ არიან მისით და- ინტერესებულნი, თავს დაიარხეინებდა. ზურაბ ლომაურს კი ეჭვი ეპარებოდა, რომ ადრე თუ გვიან, იგი თუ გერმან ბაზილს არა, სანდრო ყარაშვილს მაინც დაუკავშირდებოდა.
ერთი გარემოება მაინც აკვირვებდა ზურაბ ლომაურს: მერი მალდონატო რესტორნის მიმტანი ქალი, რა მიზეზით ესწრებოდა გიორგი ქურხულის დაკრძალვას? თუ სანდრო ყარაშვილს უნდა შეხვედროდა, პაემანი რაღა მაინცდამაინც სასაფლაოზე დაუნიშნეს ერთმანეთს? არა, ეს ალბათ სრულიად შემთხვევით ამბავია, ფიქრობდა ზურაბ ლომაური. ალბათ მერი ვინმე სხვის, თავისი ნაცნობის გასვენებას გამოჰყვა და აქ შემთხვევით შეხვდა სანდრო ყარაშვილს.
კიდევ ბევრი იფიქრა ამ საკითხზე ზურაბმა, მას აკვირვებდა ამ ქალის სახელის გვარიც. „მერი“ გავრცელებული სახელია, აქ არაფერი გასაკვირი არ არის, მაგრამ გვარი „მალდონატო“ რა ეროვნებას ეკუთვნის? რუსულს არა ჰგავს, არც უკრაინულს, სომხურსა და აზერბაიჯანულს ხომ სიახლოვესაც არ ეკარება. განა არ შეიძლება რომ მოგონილი იყოს? უეჭველად მოგონილია... ჯანდაბას, იყოს მოგონილი, ჯერჯერობით დარჩეს „მალდონატოდ“! როდესაც მისი დაპატიმრების საკითხი მომწიფდება, მაშინ ალბათ ნამდვილი გვარიც გამოჩნდება. მაგრამ ისე არ მოუვიდეს, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო. არავითარ შემთხვევაში ეს ურემი არ უნდა გადააბრუნოს, პირიქით, ურემი უნდა შემოათრიოს მილიციის სამმართველოს ეზოში, ხოლო ცარიელი კი არა, არამედ ზედ უნდა ისხდნენ მისთვის საინტერესო პირები. აი, მაშინ გზაც გამოჩნდება და არც ურემი გადაბრუნდება.
რესტორანი, სადაც მერი მუშაობდა, ნავთლუღში, ერთ მიყ- რუებულ ადგილას იყო. ის ოპერატიულ მუშაკებს მანამდეც ჰქონ დათ შესწავლილი, რადგანაც ამ რესტორანში ხშირად საეჭვო პი- რები დაიარებოდნენ. ძიებით ხომ დადასტურდა, რომ მერი დაკავშირებული იყო გიგო ფანტიაშვილის ბუნაგთან, როგორც ნაძარცვ-ნაქურდალის რეალიზატორი. ეჭვი არ არის, მას სხვა სისხლის სამართლის დამნაშავეებთანაც ექნებოდა კავშირი და მისი სამსახური რესტორანში მიმტანად მხოლოდ შირმა იქნებოდა. ამიტომ იყო, რომ ოპერატიული მუშაკები შეუნელებელ თვალყურს ადევნებდნენ არა მარტო პირადად მერის ყოფაქცევას, არა მედ, საერთოდ, რესტორნის საქმიანობასაც. რესტორანი თუმცა ღამის ორ საათამდე იყო ღია, შეუმჩნეველი არ დარჩა რომ ხშირ შემთხვევაში, მოქეიფენი იქ გათენებამდისაც რჩებოდნენ.
რესტორანში, ოპერატიული თვალსაზრისით, მეორე საინტე- რესო პიროვნებაც მუშაობდა. ეს იყო მებუფეტე ყაზარა, მეტ სახე ლად „ქოსა“.
რესტორნის მუდმივი მუშტრები ძალიან აფასებდნენ ქოსა ყაზარას.
ქოსა ყაზარა ძველი მიკიტანი იყო, მართალია სამიკიტნო დიდი ხანია დაუკეტეს, მაგრამ უკვე სამოცდახუთ წელს გადაცილე- ბული მოხუცი მაინც თავს არ ანებებდა ძველ ხელობას და რესტორანი სამიკიტნოდ აქცია.
თავი ყარაჩოხელად მოჰქონდა, მაგრამ რომ გეკითხათ ვინ იყვნენ ყარაჩოხელები ვერ გეტყოდათ, მათ კინტოებში აურევდა. თვითონაც ამ გადაშენებულ კინტოებს ბაძავდა, უკბილო, ვულგა- რული ხუმრობით და ნაკვესებით. რა უშავს, მის მუშტრებს მოსწონდათ და თავისივე ჯურის ხალხი ეტანებოდა კიდეც.
ოპერატიულმა მუშაკებმა დაადგინეს, რომ მერი და ქოსა ყა ზარა დაკავშირებულები იყვნენ ერთმანეთთან, ცხადია საერთო მიზეზები აკავშირებდათ, ბოროტების გზით გამდიდრებისა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent