შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი X


21-05-2021, 13:11
ავტორი ciracira329
ნანახია 183

X
ზურაბ ლომაური ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში. ოპერატიული მუშაკებიც ხშირად შეივლიდნენ ხოლმე, ყველას აწუხებდა დაჭრილი ამხანაგის ბედი. სამჯერ მოუხდათ ექიმებს სისხლის გადასხმა, სამჯერვე თავისი სისხლი მისცა ზურაბ ლომაურმა. დადგა სიხარულის დღეც, როდესაც ექიმებმა თქვეს, რომ ყოველგვარმა საშიშროებამ განვლო და გუცა დარბაისელს სახიფათო აღარაფერი მოელის.
– შენს ძარღვებში ჩემი სისხლია, ახლა ჩვენ ძმები ვართ, – ღიმილით მიმართავდა ხოლმე ზურაბი თავი თანამშრომელს, – აბა ჩქარა გამოჯანმრთელდი და შური ერთად ვიძიოთ.
გუცა დარბაისელი ღიმილით ისმენდა თავის უფროსის ხუმრობებს და უხაროდა, რომ ასეთი ყურადღებით იყვნენ მისდამი ყველანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულ ოპერაციის დროს იგი მძიმედ დაიჭრა, მაინც კმაყოფილი იყო ოპერაციის შედეგით. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ სანდრო ყარაშვილი და გერმან ბაზილი ჯერ კიდევ არ იყვნენ შეპყრობილნი. მხოლოდ იმას ნატრობდა, ჩქარა განკურნებულიყო და ხელახლა დაეწყო ბრძოლა ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ. ექიმებს მოსვენებას არ აძლევდა, რატომღაც ეგონა, რომ განგებ უჭიანურებდნენ მკურნალობას, მობეზრდა ლოგინზე წოლა, შენატროდა იმ დღეს, როცა გაიწერებოდა საავადმყოფოდან. ალბათ ჩხუბსაც დაუწყებდა ექიმებს, მაგრამ ზურაბ ლომაურისა ერიდებოდა, იცოდა, თუ მის ყუ რამდე მივიდოდა, იგი არავითარ შემთხვევაში არ მოუწონებდა საქციელს.
აკი მიიღო კიდეც ერთხელ ზურაბის შენიშვნა, როდესაც გაუბედა და უთხრა, რომ მობეზრდა უსაქმოდ ყოფნა.
– მეორედ აღარ გამაგონო ასეთი რამ, – მკაცრად შეაწყვეტი ნა ლომაურმა გუცას, – შენ, ყმაწვილო, თურმე აქ რაღაცა ზედმეტებს ჩადიხარ. რა, ცუდად გმკურნალობენ? იცი თუ არა, რომ სიკვდილს ხელიდან გამოგგლიჯეს? ნუთუ ვერა გრძნობ როგორ ხარ დასუსტებული და რა დიდი ჭრილობაც გადაიტანე? თუ მეორედ გავიგონე ამგვარი რამ, იცოდე წაგეჩხუბები. გვარი რომ დარბაისელი გაქვს, ყოფაქცევითაც დაამტკიცე სიდარბაისლე.
ამის შემდეგ გუცა მოტყდა და თავის ვარამს გულშივე იკლავდა. ამხანაგებიც ამშვიდებდნენ გუცას.
– რა გგონია, განა ჩვენ არ გვინდა, რომ შენც ჩვენს გვერდით იყო? შენ ჯერ კიდევ არა ხარ გამოჯანმრთელე ბული და უნდა შეეგუო მდგომარეობას.
გუცა მორჩილი ბავშვივით უსმენდა მათ.
ძიება, გიგო ფანტიაშვილის ბუნაგის ლიკვიდაციის შესახებ, დასასრულს უახლოვდებოდა. საქმიდან გამოყოფილ იქნა სანდრო ყარაშვილის და გერმან ბაზილის ძებნა, აგრეთვე მერი მალდონატოს ოპერატიული დამუშავება ქოსა ყაზარასთან ერთად.
ძიებამ დაადასტურა ამ ბუნაგის დიდი ხნის არსებობა და ზურაბ ლომაურს ვერ ეპატიებინა თავისი თავისთვის, რომ აქამდე იგი არ იქნა გამომჟღავნებული, დამუშავებული და ლიკვიდირებული. ბანდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეწეოდა თავის დანაშაულებრივ საქმიანობას და ისიც სად? ქალაქის ერთ-ერთ უბანში მილიციის ასე ვთქვათ, ცხვირწინ.
ზურაბს ერთი წუთითაც არ ავიწყდებოდა ექიმ ნატო სულიაშვილის მკვლელობა. გრძნობდა რომ სანდრო ყარაშვილი მონაწილე იყო ამ მკვლელობისა. მაგრამ მარტო სანდრო ვერ მოახერხებდა იმისთანა კომბინაციებს, როგორიც იყო ყამირ მიწებზე სხვა პირის გაგზავნა ნატო სულიაშვილის საბუთებით, ის ვერ მოახერხებდა ვერც ყალბი წერილის შედგენას ისე ოსტატურად, რომ გრაფიკული ექსპერტიზაც კი ჩიხში ჩაეყენებინა. მცირე მცოდნე სანდრო ყარაშვილი ამის ავტორი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. გიორგი ქურხულის მკვლელობაც უეჭველად დაკავშირებულია ნატო სულიაშვილის საქმესთან. ხომ დადასტურდა, რომ დამბაჩა, რომლითაც ვითომდა თავი მოიკლა გიორგი ქურხულმა, სანდრო ყარაშვილს ეკუთვნის, მაგრამ ის დამბაჩა მისთვის ხომ გერმან ბაზილს მიუცია! ვინ არის გერმან ბაზილი? მის შესახებ ცოტა მასალები როდი აქვს ზურაბ ლომაურს, მან იგი საფუძ ვლიანად შეისწავლა. მაგრამ მაინც, ვინ არის გერმან ბაზილი? ნუთუ პავლე ნაპირელი? არა... არა... ასეთ ვერსიის დაშვება ყოვლად დაუშვებელია... მაგრამ მისი სურათი! იგი ხომ ამოიცნეს და- ზარალებულებმა? ვთქვათ ექიმი კაიშაური შეცდა, მუხრანელი კოლმეურნეებიც შეცდნენ, სტუდენტი ქალებიც? ისინი ხომ ხშირად ხედავენ თავიანთ პროფესორს, ალბათ მისი სახის ყველა ნაკვთი აქვთ შესწავლილი, ისინი როგორღა შეცდებოდნენ?
ორეული? განსაკუთრებული მსგავსება? მართალია ცხოვრებაში ხანდახან შეხვდებით ერთიმეორის მსგავს ადამიანებს, მაგრამ ასეთი საოცარი მსგავსება?
კარგი და რაღა პროფესორის ნიღაბი აირჩია ბოროტმოქმედმა? საიდან იცნობს მას, სად უნახავს, რამ დააინტერესა, რომ მისი ნიღაბი აერჩია?
ფოტოვიტრინიდან წამოღებული პროფესორ ნაპირელის სურათები და გიგო ფანტიაშვილის ბინაში აღმოჩენილ ჯგუფურ სურათში აღბეჭდილი ხომ ლაპარაკობენ, რომ ისინი ერთსა და იმავე პიროვნებას წარმოადგენენ.
სამმართველოს უფროსმა ვერ გაბედა პროფესორ ნაპირელის დაბარების და დაკითხვის საკითხის გადაწყვეტაც კი. მოახსენეს მინისტრს. მან ირონიულად გაიცინა და მიუგო ზურაბ ლომაურს:
– მე, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, უეჭველად ვაფასებ თქვენს ოპერატიულ ალღოს, თქვენს მოხერხებულობას და გამოცდილებას, მაგრამ პროფესორ ნაპირელზე ეჭვის მიტანა ეს მეტისმეტია, ამის უფლებას ვერ მოგცემთ. ეს რომ ზემდგომ ორგანოებში გაიგონ, თავი მოგვეჭრება.
განა შეეძლო მინისტრის ამ სიტყვების შემდეგ ზურაბს რაიმე ემოქმედნა ნაპირელის საწინააღმდეგო?
კვანძი სრულიად მოულოდნელად გაიხსნა, ისე მოულოდნელად, ზურაბ ლომაური ოდნავ რომ ცრუმორწმუნე ყოფილიყო, ალბათ სასწაულს მიაწერდა.
ნაშუადღევის ხუთი საათ იქნებოდა, დაღლილი ზურაბი თავის კაბინეტში სავარძელში იჯდა და ფიქრებში იყო წასული. მოულოდნელად ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. მან უხალისოდ აიღო ყურმილი.
– გისმენთ პოდპოლკოვნიკი ლომაური.
– მე სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი მინდა, მოესმა მას ტელეფონში,
– მე გახლავართ, ვინ ბრძანდებით?
– პროფესორი ნაპირელი გელაპარაკებათ, – ხელახლა მოესმა ზურაბს.
ეს ისე მოულოდნელი იყო ზურაბ ლომაურისთვის, რომ ერთ წუთს იგი დაიბნა და გაკვირვებულმა ჩასძახა ყურმილში:
– პროფესორი ნაპირელი?
– დიახ, მე გახლავართ. თქვენი ნახვა მინდა, როდის შესძლებთ რომ მიმიღოთ?
– როდესაც გნებავთ, დამინიშნეთ დრო, მე მზადა ვარ, როცა კი თქვენ მოისურვებთ, – უპასუხა ლომაურმა.
– საქმე იმაშია, რომ მე უხერხულად მიმაჩნია მილიციის სამ მართველოში მოსვლა. აი, თუ თქვენ შეწუხებად არ ჩასთვლით მოხვიდეთ ჩემს ბინაში საღამოს ცხრა საათიდან თერთმეტ საათამდე, დიდად დამავალებთ.
– ბატონი ბრძანდებით. საღამოს სრულ ცხრა საათზე თქვენთან ვიქნები.
– ჩემი მისამართ გახლავთ...
– მე ვიცი თქვენი მისამართი.
– კეთილი. მაშ ასე, გელით სრულ ცხრა საათზე. ბოდიში შეწუხებისათვის.
ზურაბმა დაურეკა სამმართველოს უფროსს.
– მე ახლა ველაპარაკე პროფესორ ნაპირელს... დიახ... მან თვითონ დამირეკა და მიმიწვია თავისთან ცხრა საათისთვის... რა სურს პროფესორს, ტელეფონით არაფერი უთქვამს. ალბათ შე- იტყო ფოტოვიტრინიდან მისი სურათის წამოღება და ეს საკითხი აინტერესებს. ო, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვიქნები საუბარში... უეჭველად... მან უარი განაცხადა მოსულიყო მილიციის სამმართველოში, უხერხულად სთვლის, მე კი მგონია, ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავისი ვიზიტისათვის არ უნდოდა მიეცა ოფიციალური ხასიათი. დიახ, დიახ... უბედურებაც იმაშია, რომ ჩვენი საუბარი ოფიციალური დაკითხვის სახეს ვერ მიიღებს. საუბრის შესახებ დაუყოვნებლივ მოგახსენებთ, როგორც კი დავბრუნდები.
ზურაბმა ყურმილი დაკიდა. კედლის საათს შეხედა, ექვსის ნა ხევარი იყო. გული აღარ უთმენდა, საღამოს ცხრა საათამდე მთელ სამსაათნახევარი უნდა ელოდნა. კაბინეტში ბოლთის ცემა დაიწყო. უეცრად აზრმა გაუელვა, საჭირო შემოწმება, მართლა პროფესორმა ნაპირელმა დაურეკა თუ მისი მოტყუება სჭირდება ვინმეს? რა ქნას ზურაბმა? დაურეკოს და შეამოწმოს? არა, ეს შე- იძლება შეურაცხყოფად მიიღოს პროფესორმა, მერედა, რა უთ- ხრას, რა მოიმიზეზოს? დავუშვათ, რომ პროფესორმა კი არ დარეკა, არამედ მისი სახელით რომელიმე ბოროტმოქმედი აპირებს მის შეტყუებას სადარბაზო შესასვლელში. კარგი და, ვინ იცის, რომ ზურაბ ლომაური და საერთოდ მილიციის თანამშრომ- ლები დაინტერესებულნი არიან პროფესორის პიროვნებით, რომ ამ შემთხვევაში ისარგებლოს მისი სახელით? როგორ შეცდა ზუ- რაბი, მას, ამ გამოცდილ კრიმინალისტს, არ ეკადრება ამისთანა შეცდომის დაშვება, საუბრის შემდეგ არ უნდა დაეკიდა ტელეფო- ნის ყურმილი, არამედ მეორე ტელეფონით შეემოწმებინა, რომელი ნომერი იყო ჩართული მის ტელეფონში. ცხადია, თუ ბოროტ- მოქმედია, ის პროფესორ ნაპირელის ტელეფონით ვერ ისარგებლებდა. თუმცა რა, ზურაბმა ხომ კარგად იცოდა, რომ მეტად უცნაურ გამოცდილ ბოროტმოქმედებთან ჰქონდა საქმე. ეჭვგარეშეა, მას შემდეგ, რაც პროფესორის სურათი ამოსაცნობად წარუდგინეს დაზარალებულებს, ჩუმ-ჩუმად მაინც ექნებოდა ატეხილი მითქმა-მოთქმა და ვინ იცის, შეიძლება ამან მიაღწია დაინტერესებულთა ყურამდე. ისინი არც გიგო ფანტიაშვილის ბუნაგის ჩავარდნას დასტოვებდნენ ისე, რომ შური არ ეძიათ. არა, ჭკვიანურად უთქვამს ხალხს „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“. შეხვედრა ცხრა საათზე უნდა მოხდეს. მაშასადამე თუკი შეტყუების ამბავია, საჭიროა დაასწროს, მოუწყოს ჩასაფრება.
ზურაბმა თანამშრომლები გააფრთხილა, მის დაბრუნებამდე არ წასულიყვნენ. თვითონ კი სამმართველოს უფროსს ეახლა და თავისი მოსაზრება მოახსენა. სამმართველოს უფროსი დააფიქ- რა ამ გარემოებამ. მართლაცდა, რატომ უნდა ჩაეთვალა პროფე სორ ნაპირელს უხერხულად მილიციის სამმართველოში მოსვლა და ეთხოვა ზურაბისთვის თავის ბინაში შეხვედროდა? არა, ზურაბ ლომაურის მოსაზრება არ არის საფუძველს მოკლებული. სამმართველოს უფროსმა გადაშალა ტელეფონის ნომრების ცნობარი, მონახა პროფესორ ნაპირელის ტელეფონის ნომერი
და დარეკა.
– გისმენთ! – მოესმა მას ყურმილში ქალის ხმა.
– საიდან არის? – შეეკითხა სამმართველოს უფროსი.
– პროფესორი ნაპირელის ბინაა. – მოესმა პასუხი.
– არ გახლავთ ქალაქში, დღეს დილით გორში გაემგზავრა. შეიძლება ამაღამ დაბრუნდეს. თქვენ ვინ ბრძანდებით?
სამმართველოს უფროსმა უპასუხოდა დასტოვა ეს შეკითხვა და ყურმილი დაჰკიდა.
– მართალი ხართ ამხანაგო ზურაბ, თქვენი დასკვნა სწორი გა- მოდგა. პროფესორს არა თუ არ დაურეკია თქვენთვის, ის ქალაქ- შიც კი არ არის ამჟამად. მოაწყეთ ჩასაფრება, ამისთანა ხელსაყ- რელ მომენტს ხელიდან ნუ გაუშვებთ.
ზურაბ ლომაური სასწრაფოდ დაბრუნდა თავის კაბინეტში, იქ მას ოპერატიული მუშაკები ელოდნენ.
მან მოკლედ გააცნო თანამშრომლებს საქმის ვითარება,
– ეჭვი არ არის, ბოროტმოქმედნი სადარბაზო შესასვლელის პირველსავე სართულის მოედანზე დაგხვდებიან, ისინი ალბათ კიბის ძირში იქნებიან მიმალულნი. ამხანაგო ივანიძე, თქვენ არჩილ ჩოხელთან ერთად მესამე სართულის ასასვლელში იქნებით, ეცადეთ ეჭვი არ ააღებინოთ მცხოვრებლებს. ამხანაგო ნოდია, თქვენ და ხუტა გაწერელიამ ქუჩის გადაღმა მოპირდაპირე სახლის სადარბაზო შესასვლელიდან თვალყური ადევნეთ პროფესორის სახლის სადარბაზოს. სრულ ცხრა საათზე მე შევდივარ სადარბაზოს შესასვლელში. შესვლისთა ნავე ამხანაგი ჩოხელი ჩამოდის ზემოდან და მხვდება კიბეზე, მე ვეკითხები „სად არის პროფესორი ნაპირელის ბინა?“ ჩოხელი მიპასუხებს: „მეორე სართულზე გახლავთ, მარჯვნივ“. მე ავდივარ კიბეზე, ხოლო ამხანაგი არჩილი ჩერდება კარებთან და მითვალთვალებს მე. ეჭვგარეშეა ბოროტმოქმედნი კიბეზე შემხვდებიან. ელოდეთ ჩემს ნიშანს, სროლა ჰაერში. იარაღ უკიდურესი საჭიროების გარეშე არავინ იხმაროს. ვეცადოთ ცოცხლად შევიპყროთ ისინი. დარ წმუნებული ვარ, სასროლი იარაღი არ ექნებათ. ასეთ შემთხვევაში დანა უფრო ნაცადია. ახლა შვიდის ნახევარია. სრულ შვიდ საათზე დაიწყეთ ადგილზე მისვლა იმ გაანგარიშებით, რო რვის ნახევარზე ყველანი თავ-თავიანთ ადგილებზე იყვნენ. ამხანაგო ნოდია, თქვენ და გაწერელიამ უნდა დაიცვათ ქუჩა იმ შემთხვევაში, თუ ბოროტმოქმედნი მოახერხებენ ქუჩაში გამოვარდნას. აბა შევუდგეთ საქმეს. ვიცი მშივრები ხართ, მაგრამ დღეს ალბათ უსადილოდ მოგვიხდება ყოფნა, სამაგიეროდ ვახშამს უფრო მა- დიანად შევექცევით. არ დაგავიწყდეთ, ჯიბის ფანრები იქონიეთ, შეიძლება სადარბაზო შესასვლელში ბნელოდეს.
სრულ ცხრა საათზე ფორმაში გამოწყობილი პოდპოლკოვნიკი ლომაური შევიდა სადარბაზო შესასვლელში, ელექტრო ნათურები მკრთალად ანათებდნენ კიბეს.
ზურაბმა შეამჩნია, კიბესთან ყაბალახით თავშებურული უცნობი, რომელიც ცდილობდა კიბეზე ასვლას. უცნობი ბარბაცებდა, კიბის მოაჯირს ებღაუჭებოდა და ფეხებს ძლივსძლივობით ადგამდა საფეხურებზე. ეტყობოდა ძალზე მთვრალი იყო.
ზურაბი შეჩერდა და ყაბალახიანს შეხედა. ამავე დროს მარჯვენა ხელი ჯიბეში ჰქონდა დამბაჩაზე მოკიდე ბული.
– უკაცრავად, პატივცემულო, ასანთი გექნებათ, პაპიროსს მომიკიდეთ, მიმართა ზურაბს ყაბალახიანმა.
– პაპიროსს არ ვეწევი, – უპასუხა ზურაბმა. ამ დროს კიბეზე ზემოდან დაეშვა არჩილ ჩოხელი. ყაბალახიაინი ის იყო აპირებდა ბებუთის ამოძრობას, მაგრამ არჩილს თვალი რომ მოჰკრა ისევ მოიმთვრალა თავი და ხელახ ლა დაებღაუჭა კიბის მოაჯირს.
– ბოდიში, ამხანაგო, ვერ მეტყვით სად არის პროფესორი ნაპირელის ბინა? – შეეკითხა ზურაბი არჩილს.
– მეორე სართულზე, მარჯვნივ, – უპასუხა არჩილმა და გაუარა გვერდით, შესასვლელ კართან გაჩერდა და შემობრუნდა, სწორედ ამ დროს მან თვალი მოჰკრა როგორ გამოძვრა კიბის ქვეშიდან მეორე, ხელში აელვარებული ბებუთით.
ზურაბი უკვე მეორე სართულზე იყო, პროფესორ ნაპირელის ბინის შესასვლელთან. მესამე სართულიდან მაიორი ივანიძე და ეშვა, ყაბალახიანი სწრაფად ავარდა კიბის საფეხურზე და გაშიშ ვლებული ბებუთი შემართა, რომ ამ დროს სწრაფად შემოტრიალდა დამბაჩა მომარჯვებული ზურაბ ლომაური.
– ადგილიდან არ დაიძრა, – შეჰყვირა ზურაბმა და ჰაერში ისროლა.
ყაბალახიანმა დაინახა ზურაბ ლომაური და ზემოდან ჩამომავალი მაიორი ივანიძე ხელში დამბაჩით, მიხვდა რომ დააგვიანა ბებუთის დარტყმა, კიბეზე ნახტომით დაეშვა. მეორე უცნობმაც თვალი მოჰკრა შესასვლელში მდგომ არჩილს, რომელსაც იარაღი მოემარჯვებინა, მიხვდა, რომ თავის დადგმულ მახეში თვითვე გაება, მაგრამ მაინც უკანასკნელ საშუალებას მიმართა, სწრაფად მიუახლოვდა არჩილს.
– სდექ, ადგილიდან არ დაიძრა! – არჩილმა დამბაჩა აღმართა.
უცნობმა თვალებზე ჩამოფხატული ქუდი ასწია და სახე გამოაჩინა. არჩილი შეკრთა, მის წინ სურათზე ნანახი და პროფესორ ნაპირელად ცნობილი პიროვნება იდგა.
უცნობმა ბებუთი მოიმარჯვა, მაგრამ არჩილის მკვირცხლ თვალს არ გამოეპარა მისი მოძრაობა, გვერდზე გაუხტა და მოქნეული ბებუთი აიცილა, სტაცა მარჯვენაში, გადაუგრიხა, ბებუთი დააგდებინა. უცნობმა მარცხენა ხელით მძლავრად დაარტყა მკერდში. არჩილს ფეხი დაუსხლტა და ძირს დაეცა, ამით ისარგებლა მან, გადაახტა წაქცეულს და ვიდრე არჩილი ფეხზე წამოხ ტებოდა, ქუჩაზე სწრაფად დაეშვა. მას საფარიდან გამოსული კაპიტანი ნოდია და ხუტა გაწერელია დაედევნენ სროლით.
არჩილიც აპირებდა დასდევნებოდა გაქცეულს, როდესაც შემოესმა ზურაბის ხმა:
– არჩილ დახვდი!
მხოლოდ ახლა შეამჩნია არჩილ ჩოხელმა, როგორ ჩამორბოდა კიბეზე ყაბალახიანი ბებუთის ქნევით.
არჩილმა იცოდა, რომ მისი ცოცხლად შეპყრობა იყო საჭირო, ამისათვის იარაღით კარებში ჩაუდგა. მას ვერ ეპატიებინა თავისი თავისათვის, რომ უცნობი ასე გაუძვრა ხელიდან. ახლა აღარ გაიმეორებდა შეცდომას.
ყაბალახიანი მიხვდა, რომ გასაქცევი გზა შეკრული ჰქონდა. ზემოდან მას უახლოვდებოდნენ ორნი, შეიარაღებულნი დამბაჩებით, ხოლო შესასვლელში კი იდგა მესამე იარაღმომარჯვებული. იგი კიბის კუთხეში გაჩერდა.
– დააგდე ბებუთი, სულ ერთია ჩვენს ხელში ხარ! – შეუძახა ლომაურმა.
– ცოცხალი თავით არ დაგნებდებით! – უპასუხა ყაბალახიანმა და ვიდრე ლომაური და ივანიძე მიუახლოვდებო დნენ, მძლავრად მოქნეული ბებუთი მარცხენა ძუძუს ქვემოთ ჩაირჭო და მოწყვეტით დაეცა ძირს.
ლომაური მივარდა, ამოართვა მკერდიდან ბებუთი, საიდანაც სისხლმა შადრევანივით ამოხეთქა. ყაბალახი მოხსნეს თავიდან, ჯიბის ნათურები მიანათეს, მათ წინ სანდრო ყარაშვილი სისხლში სცურავდა და ხროტინებდა.
– გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება! – გასცა განკარგულება ზურაბმა.
კაპიტანი ნოდია და ხუტა გაწერელია ხელცარიელები დაბ რუნდნენ, გაქცეულა გაუსწრო მათ, სტალინის სახელობის ხიდზე გავარდა და როდესაც დაინახა, რომ ელბაქიძის დაღმართზე მილიციის თანამშრომლები მორბოდნენ, ხიდის მოაჯირს გადაევლო და მდინარეში გადაეშვა.
– სასწრაფოდ შეჰკარით სანაპირო, თუ არ დაიხრჩო, გამოვა სადმე, – გასცა განკარგულება ზურაბმა.
– მე უკვე გავგზავნე მილიციის თანამშრომლები და მოვედი მოსახსენებლად, ახლა კი მარჯვენა ნაპირისაკენ წავალ, ხოლო ამხანაგ გაწერელიას მარცხენა ნაპირზე გავუშვებ, – უპასუხა კაპიტანმა ნოდიამ და გაწერელიასთან ერთად სასწრაფოდ წავიდა. ზურაბ ლომაურმა ნაღვლიანი თვალებით შეხედა არჩილ ჩოხელს, რა მარჯვე დრო ჰქონდა, რა კარგი შესაძლებლობა, რომ შეეპყრო ბოროტმოქმედი, აქ კი ამისთანა მარცხი: ერთი ხელიდან გაუსხლტა, მეორემ კი თავი მოიკლა!
არჩილი მიხვდა და თავის გასამართლებლად წარმოსთქვა:
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, მე ვარ დამნაშავე, მან ისარგებლა ჩემი დაბნევით, როდესაც სახეზე შევხედე. ის ხომ პროფე სორი ნაპირელი იყო.
– პროფესორი ნაპირელი? – გაკვირვებით შეეკითხა ზურაბი. ზურაბი მიხვდა ყველაფერს. პროფესორ ნაპირელს მართლა ჰყოლია ორეული და სწორედ იმან მოუწყო შემოტყუება, ალბათ მოკვლის მიზნით. მიზეზი? რა თქმა უნდა, შურისძიება!
– ამხანაგო მაიორო, გვამი გაგზავნეთ პროზექტურაში, გააფორმეთ აქტით, სურათი გადაუღეთ, ერთი სიტყვით თქვენ თვითონ იცით, რა უნდა გააკეთოთ, – უთხრა ლომაურმა მაიორ ივანიძეს და ქუჩაში გამოვიდა.
სახლის წინ ავტომანქანა გაჩერდა. მანქანის კარი გაიღო და იქიდან პროფესორი ნაპირელი გამოვიდა. ზურაბმა მაშინვე იცნო იგი.
– ბოდიში, თქვენ პროფესორი ნაპირელი უნდა ბრძანდებოდეთ, თუ არ ვცდები, – მიმართა მას ზურაბ ლომაურმა.
– დიახ, მე გახლავართ. თქვენ ვინ ბრძანდებით?
– სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსი, პოდპოლკოვნიკი ლომაური.
– რითი შემიძლია გემსახუროთ?
– არა, მე ბოდიში უნდა მოვიხადო, რომ აქ, თქვენს სადარბაზო შესასვლელში არასასიამოვნო შემთხვევას ჰქონდა ადგილი. კარს სასწრაფო დახმარების ავტომანქანა მოადგა. პროფესორი ნაპირელი გაოცდა, მანქანიდან გადმოსული თეთრხალათიანები რომ დაინახა.
– არ მეტყვით რაშია საქმე? – იკითხა მან.
– მობრძანდით და ნახეთ. აქ ერთმა ავაზაკმა თავი მოიკლა, – უპასუხა ზურაბ ლომაურმა.
როდესაც პროფესორი სადარბაზოში შესასვლელში შევიდა და იქ სისხლის გუბეში მოკლული ნახა, გაფითრდა.
– რა მოხდა?
– ამაზე მერე...
– ამობრძანდით ჩემთან, – სთხოვა ნაპირელმა ლომაურს. მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კიბეზე ამავალ ნაპირელს აჰყვა.
ბინაში შესვლისთანავე პროფესორს მისი გაფითრებული მეუღლე დახვდა.
– ფატი, რა მოხდა, რას კანკალებ? – შეეკითხა მას შეშფოთებული ნაპირელი.
– ჩვენს სადარბაზო შესასვლელში რაღაც ხმაურობა იყო, შემდეგ სროლის ხმა გავიგე, ქუჩაშიც ატყდა სროლა და შიშისგან აღარ ვიცი რა ვქნა. ჩვენი მალხაზიც არ არის შინ.
– დამშვიდდი, მალხაზს არაფერი უჭირს, – დაამშვიდა მან მეუღლე და თავის კაბინეტისაკენ გაემართა, მას ზურაბი მიჰყვა.
– ახლა მაინც მითხარით, რაში იყო საქმე?
– მე ხომ მოგახსენეთ ვინცა ვარ, – უპასუხა მას ლომაურმა, – საქმე იმაშია, რომ თქვენი სახელით ჩემი შემოტყუება და მოკვლა უნდოდათ თქვენს სადარბაზო შესასვლელში.
– ჩემი სახელით? – შეშფოთდა ნაპირელი.
– დიახ, თქვენი სახელით. დღეს ნაშუადღევის ხუთ საათზე დამირეკეს თქვენი სახელით და მთხოვეს მოვსული ყავი თქვენს ბინაზე.
– კარგი, მაგრამ რაშ მჭირდებოდით თქვენ მე? ჩემს ბინაში ჯერ არაფერი არ მომხდარა, რომ მილიციისთვის მიმემართა და გინდ დამჭირდებოდა, მე თვითონ მოვიდოდი თქვენთან, თქვენ რაღაზე შეგაწუხებდით?
– ჩემი თქვენთან მოსვლა უხერხულიაო, მიპასუხეს შეკითხვაზე და საღამოს ცხრა საათისათვის დამინიშნეს პაემანი.
– რა სისულელეა, აქ რა არის უხერხული? მილიცია ისეთივე დაწესებულებაა, როგორც ყველა სხვა, უფრო მეტიც, მილიცია საპატიო დაწესებულებაა, იგი ხომ ჩვენი პიროვნებისა და ქონების ფხიზელი დარაჯია, განა ასე არ არის?
– დიახ, ასე გახლავთ და მეც ამ პასუხმა დამაეჭვა. შევამოწმე, თქვენი ოჯახიდან გვიპასუხეს, რომ პროფესორი ნაპირელი დღეს დილით გორში გაემგზავრაო.
– დიახ, ახლა სწორედ იქიდან ვბრუნდები.
– ძნელი არ იყო იმისი მიხვედრა, რომ აქ სულ სხვა მდგომა რეობას ჰქონდა ადგილი და მეც მივიღე საჭირო ზომები. ავაზაკები, რომელთაც ჩემი შემოტყუება უნდოდათ ორნი იყვნენ, მეც ასე გავიაზრე, რომ ორნი, ან უკიდურეს შემთხვევაში სამნი იქნებოდნენ, ერთი ვერ გაბედავდა, ბევრიც არ იქნებოდა მიზანშეწონილი. სამწუხაროდ ერთი წაგვივიდა ხელიდან, მეორე კი ცოცხალი არ დაგვნებდა და თავი მოიკლა.
– გიქებთ ოპერატიულ ალღოს, ძალიან კარგი ქენით, რომ შეამოწმეთ და ბრმად არ ჩაუვარდით ავაზაკებს ხელში. მაგრამ რაღა მაინცდამაინც მე ამირჩიეს, რომ ჩემი სახელით დააპირეს თქვენი შემოტყუება? ვინ იყო ის თავხედი, რომელიც ეცადა ჩემი სახელისათვის ჩირქი მოეცხო? – გაბრაზდა პროფესორი.
– პატივცემულო პროფესორო, თქვენს უმწიკვლო სახელს უკვე მიაყენეს შეურაცხყოფა.
– ვინ, სად? რატომ მე არ ვიცი არაფერი?
– დიდი ბოდიში, ახლა დრო არა მაქვს, რომ დაწვრილებით გადმოგცეთ საქმის ვითარება, თუ ნებას მომცემთ ხვალ შეგაწუხოთ, თქვენთვის ნათელი იქნება ყველაფერი.
– როცა კი მეტყვით, მე ყოველ წუთს მზადა ვარ, მითხარით და გეახლებით.
– მაშ ასე, შევთანხმდით, ხვალ დაგირეკავთ და გაცნობებთ.
– დიდად დამავალებთ.
ზურაბ ლომაური გამოემშვიდობა პროფესორ ნაპირელს და წავიდა სამმართველოში.
ლომაურის წასვლის შემდეგ პროფესორი ნაპირელი კარგა ხანს იჯდა სავარძელში და ჯერაც ვერ გამორკვეულიყო. მას ახლაც ჩაესმოდა ზურაბ ლომაურის სიტყვები: „პატივცემულო პროფესორო, თქვენს უმწიკვლო სახელს უკვე მიაყენეს შეურაცხყო ფა“...
– პავლე, რაში იყო საქმე? ან ვინ არის ის პოდპოლკოვნიკი, შენთან რომ იყო ახლა? – ფიქრიდან გამოიყვანა მისმა მეუღლემ.
– ეგ სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროსია, პოდპოლკოვნიკი ლომური, ჩემი სახელით უნდოდათ შემოეტყუებინათ და ჩვენს სადარბაზო შესასვლელში მოეკლათ. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცი, – უპასუხა მან.
– უნდა მოეკლათ? – გაფითრდა ქალი, – რას ერჩოდნენ, რისთვის?
– რისთვის? – მწარედ გაიღიმა პროფესორმა, – ჩვენთვის, ჩემო ფატი, ჩვენთვის. ჩვენს ჯანსაღ სხეულზე ხანდახან კიდევ გამოჩნდებიან მუწუკები, რომელნიც ამ სხეულის დაწყლულებას ელტვიან. აქ საჭიროა დასტაქარის ხელი და აი, ამისთანა დასტაქარები არიან მილიციის მუშაკები, ისინი ჰკვეთავენ ამ მუწუკებს და არ აძლევენ საშუალებას მათ დაასნეულონ სხეული. ცხადია, ამ მახინჯ ადამიანებს, ცხოვრების მუწუკებს, არ უყვართ ის პირები, რომელნიც მათ ხელს უშლიან, რომ თავიანთი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააგონ. პოდპოლკოვნიკი ლომაური ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამოცხადებული ამ უქნარა ადამიანების სახის მატარებელ ნადირებისთვის. ლომაურისთანები იცავენ ჩვენს სიცოცხლეს და დოვლათს ავაზაკების ხელყოფისაგან. როდესაც ჩვენ გვძინავს, ისინი ფხიზლობენ, ღამეებს თეთრად ათენებენ ჩვენთვის.
პროფესორი ნაპირელი გაჩუმდა და შეხედა ცოლს, იგი თვალგაბრწყინებული ისმენდა ქმრის სიტყვებს, ეთანხმებოდა მას და გულში იკრებდა ნათქვამს.
– კარგი, მაგრამ შენ სთქვი, ჩემი სახელით უნდოდათ შემოეტყუებინათო, შენ რა შუაში ხარ?
– დიახ, ჩემი სახელით დაურეკეს და სთხოვეს მოსულიყო ჩვენსა, მაგრამ მათი მოტყუება არც ისე ადვილია. პოდპოლკოვნიკმა ლომაურმა შეამოწმა, გაიგო, რომ მე არა თუ არ დამირეკია, ქალაქშიც არ ვიყავი და მიხვდა ყველაფერს. იგი არა თუ არ შეუშინდა მათ, პირიქით, მიიღო ზომები მათ შესაპყრობად.
– მერე?
– მერე ის, რომ ერთი მაინც გაუსხლტათ ხელიდან, მეორე კი ცოცხალი არ დანებდა და თავი მოიკლა.
– რატომ აპირებდნენ შენი სახელით შემოტყუებას? საიდან გიცნობენ?
– არ ვიცი, ხვალ შევხვდები პოდპოლკოვნიკ ლომაურს და ალბათ ნათელი გახდება ჩემთვის, რატომ მე ამომირჩიეს ავაზაკებმა მისატყუებლად. კარგი, დრო აღარ არის, მე დაღლილი ვარ, ვიდრე ტანსაცმელს გამოვიცვლიდე, ვახშამი გამიმზადე, თუ არ ვივახშმე და ორიოდე საათი არ წამოვწექი, აღარაფრის გამ- კეთებელი აღარ ვიქნები. მე კი ამაღამ სამუშაო მაქვს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent