შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი”4 ნაწილი


23-05-2021, 12:35
ავტორი LiZzyCh
ნანახია 231

ლუციფერი ზიზღით მიცქერდა,მის წითელ თვალებში ცეცხლი ელავდა,შიშსგან ენა ჩამვარდნოდა და ხმას ვერ ვიღებდი,ლუციფერი მკლავდი მწვდა და ხლიერად მომიჭირა.
-ელიზაბეთ...ნუ გამაბრაზებ,ისე მითხარი სად არის დედაშენის ზარდახშა,რომელზეც გრესკაგრამა იყო გამოსახული!
ხმა ვერ ამოვიღე,მის თვალებს შიშით ვუმზერდი,თითქოს სამყარო გაჩერდა და სრულმა სიბნელემ მოიცვა არემარე,
-არ..არვიცი...
-ელიზაბეთთ!-ლუციფერმა მქუხარედ დაიღრიალა,თითქოს მას ბანს კელდები და მთლიანად ირგვლივ მყოფი ყველა სხეული ახლევდა,ლუციფერს სახე უფრო დაეჭიმა,ხელი უფრო ძლიერ მომიჭირა და წამით ვიგრძენი ბრჭყალების ჩასობა კანში,შიშისგან ვერც ხმა ამოვიღე და ვერც განძრევა გავბედე-ჩემს გაბრაზებას არ გირჩევ პატარა გოგონავ..მითხარი სად არის ზარდახშა!
შიშისაგან ძლივს წარმოვთქვი რამოდენიმე სიტყვა,თვალებზე ცრემლები მომადგა,სიმწრისაგან და შიშისგან თავს ვეღარ ვიმორჩილებდი.
-გთხოვვ..-თვალებში საცოდავად შევხედე,თუმცა მას წარბიც არ შეუხრია,ოდნავადაც კი არ განხრეულა მისი ქანდაკებასავით სხეული და სახე,წამის მეასედში გონებაში თითქოს ვიღაც შემომიძვრა,
თითქოს ჩემს გონებაში ყველაფერი გადატრიალდა,წამით იმ დღეს დავბრუნდი როდესაც სახლიდან მე და დედა გამოვედით,მაღაზიაში საყიდლებზე,ზარდახშა მაგიდაზე,შემდეგ კი დედა რომელმაც გარეთ გამომაგდო..
თვალები ფართოდ გავახილე,ლუციფერის ზიზღიანი სახე კვლავ მე მიყურებდა,თვალებზე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი,ლუციფერმა მკლავიდან ხელი მომაშორა და ოთახიდან გავიდა.
რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი,მკლავი დასისხლიანებული მქონდა,მთლიანად მეწვოდა,სხეული მიხურდა,ცრემლები ზღვასავით ჩამომსდიოდა ღაწვებზე,მუხლებზე დავემხე და ქვითინი მოვრთე,ნეტავ დედა ყოფილიყო..ან ისეთი ადამიანი ვინც ახლა დამეხმარებოდა,ეს კოშმარი ნეტავ სწრაფად დამთავრებულიყო.
შიშისაგან ყველაფერი დავიწყებული მქონდა,გონება დაბინდული და სუნთქვა გახშირებული ოთახში მარტო ვიყავი.
უეცრად ვიღაცის ძლიერი მკლავები ვიგრძენი სხეულზე მომხვეოდა,მჭიდროდ,მისი სითბო და სურნელი შევიგრძენი,ცრემლიანი თვალებით ავხედე,ჩემს წინ მუხლებზე ლევიათანი დავინახე.
-ნუ გეშინია ლიზი,მე შენს გვერდით ვარ!
ლევიათანმა მკლავები უფრო ხლიერად მომხვია,მეც მივეკარი,სხეულს სულიც აეყოლიებინა და ერთიანად კრთობდა..თუმცა ლევიათანის მხურვალე სხული,მისი მკლავები და ეს ჩახუტება თუთქოს მამშვიდებდა,გონებაში ხმაგამესმა
“მე შენთან ვარ,ყველაფერი კარგადაა”
არცი მახსოვს რამდენი ხანი ვიყავით ასე,ერთმანეთზე მიკრობილნი,ბოლოს დავმშვიდდი,ცრემლებიც აღარ შემრჩენოდა.ლევიათანის დაბალი ხმა გაისმა
-კარგად ხარ ლიზი?-ნელა გამწია და სახეზე დამაკვირდა,მის გამოხედვაში რაღაც იყო,რაღაც უცნაური..
-არა არ ვარ კარგად...მეშინია..-თავი დავხარე,რათა ის ცრემლი არ ენახა,რომელიც ჩემდა უნებურად გადმომივარდა,ლევიათანმა სახე ამიწია და მის ხელებში მოიქცია,შემდეგ ცრემლი მომწმინდა,უეცრად გამომეტყველება შეეცვალა და ხელზე დამაკვირდა,მთლიანი ხელი სისხლით მქონდა მოთხვრილი..
ფეხზე წამოვდექით და საწოლზე ჩამოვჯექით.
-მალე დავბრუნდები,ხელი უნდა შეგიხვიო..
ოთახში მატოდმარტო დავრჩი,ფიქრებმა გამიტაცა,ლუციფერის ნათქვამზე დავფქირდი,რაში სჭირდებოდა ზარდახშა?რაიყო მასში განსაკუთრებული?ან რატომ დამიმალა ის დედამ?
ფიქრებში გართულს ლევიათანიც მალევე დაბრუნდა,გვერდით ჩამჯდა.
-შეიძლება ცოტა გეტკინოს...
-არაუშავს,იმდენად აღარ მეტკინება!
ლევიათანმა თვალები შემომანათა,
-გითხარი რომ ლუციფერი საშიშია-ლევიათანმა ხელი დამიჭირა და ჭრილობის გასუფთავებდა დაიწყო-ის ძალიან ძლიერია,ყველზე და ყველაფერზე ძლიერი,მას არ ადარდებს არც დედაშენი და არც შენ!გესმისს..არ ადარდებს ლიზი..
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა,არცერთი არ ვიღებდით ხმას.

-დერეფანში დაგინახეთ..შენ და ლუციფერი.
ლევიათანმა ქვევიდან ამომხედა,მომენტალურად გაშეშდა..
-ხომ,რაღაცაზე ვკამათობდით,შენ არ გეხება დიდი ისტორიაა.
-ლუციფერს ზარდახშა რაში სჭირდება,რაარის მასში განსაკუთებული?
ლევიათანმა წამით ხელს თავი დაანება და მთელი ყურადღება ჩემს სიტყვებზე გადმოიტანა,სახეზე მკაცრად დამაკვირდა და ბოლო დაიწყო
-მისმინე ელიზაბეთ,რაც უფრო ნაკლები გეცოდინება მით უფრო უსაფრთხოდ იქნები!
-ნუთუ არვარ ღირსი რომ ამ ყველაფრის შემდეგ ვიცოდე...მე აქვარ თქვენთან,არცკი ვიცი რას ვაკეთებ აქ და როდის დავბრუნდები სახლში...
-სახლში ვერ დაბრუნდები რაც შეეხება შენს კითხვებს ,პასუხს ნელ-ნელა გაიგებ!
სხეულში რაღაც ავის მომასწავლებელმა ჟრუანტელმა დამიარა.
ლევიათანმა ხელი შემიხვია.
-თუ გინდა დღეს ჩემს ოთახში დაიძინე?!-ლევიათანის სიტყვებმა გამაოცაა,ატვალებ გაფართოებულმა შევხედა,მას კი საპასუხოდ გაეღიმა-მაქსიმუსს მოენატრე თან.
ნუ ღელავ არაფერს არ გიპირებ....
გამეცინა,ძალიან საყვარელი იყო უნდა მეღიარებინა,თითქოს ერთადერთი იყო ვინც აქ კარგად მექცეოდა.
-კარგი..როგორც ვხედავ ეს უარია
ლევიათანი კარისკენ გატრიალდა ეს ესაა გასვლას აპირებდა რომ უეცრად წამომცდა
-ლევიათან მოიცადე,თანახმა ვარ,კარგი.
საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი,ეს რომ ვთქვი,თითქოს ხელის ტკივილიც გადამავიწყდა და ისიც რომ ჯოჯოხეთში ვარ..
ლევიათანს ეშმაკირად ჩაეღიმა და ოთახიდან გავედით.
მალე ლევიათანის ოთახში შევედით და წინ მაქსი შემოგვეგება,კუდის ცანცარით .
ლევიათანმა თავისი მაისური და შორტები მომცა,ჩასაცმელად,თან კაბა სისხლით იყო მოთხვრილი.
სააბაზანოში გავედი და მარტივად მოვირგე,მისი სურნელი ასდიოდა,მძაფრი.
სახინებელში დავბრუნდი,მაქსი საწოლზე მოკალათებულიყო მეც გვერდით მივუჯექი და მოვეფერე,მკლავი თოთქმის გაყუჩებული მქონდა.
ლევიათანი პირისპირ სავარძელში მოკალათებულიყო და იღიმოდა.
-მაქსი შეგეჩვია,ზოგადად ყველასთან ავია,მაგრამ შენ მოეწონე..
-ხოო?მიყვარს ცხოველები,საყვარლები არიან..ბავშვობაში მეც მყავდა კნუტი,ტკბილი დავარქვი-ლევიათანს ფართოდ გაეცინა,დამცინოდა და მეც ვაძლევდი ამის უფლებას-დედა და მამა წლების მანძილზე დამცინოდნენ-გულში ტკივილი ვიგრძენი მათი ხსენებისას,თუმცა არ შევიმჩნიე და განვაგრძე-ტკბილი იმიტომ შევარქვი,ჩემთვის ტკბილეულივით იყო,არვიცი..უბრალოდ 7 წლის ვიყავი..
ორივენი ვიცინოდით,პირველად ვიყავი აქ გაღიმებული,ჯოჯოხეთში.
კვლავ სიჩუმე იდგა ოთახში,მაგრამ ეს სიჩუმე მე დავარღვიე..
-ლევიათან..მადლობა..
-არაფრის,შენს განკარგულებაში მიგულე ქალბატონო!
ლევიათანმა თბილად გამიღიმა და თავი ფანჯრისკენ შეატრიალა.
ცოტახანში ჩამთვლიმა და ძილს მივეცი.
უცნაური იყო ის ფაქტი რომ სინდისი მქენჯნიდა,იმისგამო რაც მე არ ჩამიდენია...ან არვიცი შეიძლება ჩავიდინე კიდეც.განუწყვეტლივ იგივე სიზმრები,რომლებიც აქ მოსვლის დღიდან კოშმარეად მექცა და არ მასვენებდა.
უეცრად გამომეღვიძა,ჯერ კიდევ არ გათენებულიყო,თუმცა ლევიათანი სამავრძელში არ იჯდა.
ოთახს თვალი მოვავლე თუმცა უკუნითი სიბნელე იდგა ,თვალი ნელა შეეჩვია სიბნელეს და საგნების გარჩევა უკედ დავიწყე,თუმცა ლევიათანი ოთახში არ იყო.
მაქსს ჩემს გვერდით ტკბილად ეძინა,არც კი განძრეულა,ამიტომაც ფრთხილად ავდექი საწოლიდან და ოთახში ლევიათანის ძიება დავიწყე.
გარედან ხალხის ჩურჩული შემომესმა,მიყურადება ვცადე თუმცა ვერაფერი გავიგე,ამიტომ ახლოს მივიწიე კარებთან.
ხმის გარჩევა დავიწყე,ისინი ლევიათანს და ლილითს ეკითვნოდნენ..
-ის სწრაფად უნდა მოვიშოროთ თავიდანნ..ან ჩვენ მოვკლათ ან მთავარანგელოზებსგადავცეთთ-ლილითი დიდი ენთუსიაზმით საუბრობდა,მოუთმენლად თითქოს ეჩქარებოდესო
-არა,არ შეიძლება მის სისხლში არის რაღაც..რაღაც არა ამქვეყნიური,არც ადამიანური და არც დემონური,ის ყველაფრის გასაღებია ლილით...ჯერ ვერ მოვკლავთ..
-დასწყევლოსს ლევიათან,დღესვე,ახლავე მოვკლათ ვის ადარდებს რა არსებაა!
-ლილით!ჩემს სიტყვას არ გადაუხვიო..
-ჩვენ ლუციფერის სიტყვას გადავუხვიეთ,და იმ ბინძურსისხლიანის მოკვლა გვინდა,შენს სიტყვას თუ გადავუხვიე რა მოხდება?ლუციფერი ხომ არ გგონია შენი თავი ლევიათან?!
ხმები უფრო დადაბნდნენ,ახლა უკვე ძლივს ვისმენდი ყველაფერს,სმენა დავძაბე და რამოდენიმე სიტყვა გავიგონე..
-რაც შეიძლება მალე მოუღე ბოლო ელიზაბეთს ლევიათან!
ტვინში სისხლმა დამარტყა,წამით უკან დავიხიე,მან ეს ყველაფერი ჩემი ნდობის მოსაპოვებლად გააკეთა,იმისთვის რომ რაჭირო დროს მოვეკალი,საზიზღარი ეშმაკი,ჯოჯოხეთის დაწყევლილი არსება,მხეცი,სიტყვებიც კი არ მყოფნიდა მისთვის,იმდენად მატკინა გული,სული მეწვოდა,თითქოს შიგნით რაღაც ჩამწყდა,იმედი,ის უკვე აღარ გამაჩნდა.
ამჯერად მართლა მოვკვდებოდი,ან აქ,ან კიდე დედამიწაზე,წასასვლელი არსად მქონდა,სრულიად მარტო დავრჩი,დახმარების გარეშე,მეგობრის გარეშე..
შიშის ზარი დამეცა მთლიან სხაზე,კიდევ ლევიათანს თუ ვენდობოდი მაგრამ ახლა ვის უნდა ვენდო?
საეოლში სწრაფად დავბრუნდი,საბანი დავიფარე და თავი მოვიმძინარე რომ ლევიათანი არ მიმხვდარიყო,რამოდენიმე წამში ლევიათანიც შემოვიდა ოთახში,ჩუმი მაბიჯებით მომიახლოვდა და სახეზე ხელი ნაზად გადამისვა,როგორ მინდოდა ეგ ხელები სწრაფად მომეშორებინდა,მაგრამ თავი შევიკავე და თავი მოვიმძინარე.
მთელი ღამე ფხიზლად გავატარე,მზის პირველი სხივიდანვე რომელიც სარკმელს მოადგა დავინახე თუ არა ტანსაცმელი ავიღე და ჩემს ოთახში გავქუსლე,თუმცა ლევიათანს არ ეძინა ამიტომაც შეამჩნია ჩემი საწოლიდან ადგომა..
-საით მიიჩქარი?
დაბნეულმა შევხედე,სახეზე ზიზღი მეტყობოდა,თუმცა ეს გამომეტყველება მალევე შევცვალე საპირისპიროთი რათა თავი დამეზღვია.
-შენ რა არ გძინავს?
-ჩვენ არ გვესაჭიროება ძილი,ეს ოთახი უბრალო ფორმალობაა,სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია-ეშმაკურად ჩაეღიმა,მივხვდი რისთვისაც იყო საჭირო საწოლი,მათი სიამოვნებისთვის.
-ადრე გამეღვიძა,ამიტომაც ოთახში დავბრუნდები,თან დორკასი მეძებდეს იქნება....
-კარგი,მაშინ საუზმეზე გნახავ..
თავი დავუქნიე და ოთახიდან სწრაფად გამოვედი,დერეფნები დიდი სიჩქარით გავიარე და ოთახში შევვარდი,შიგნიდან ჩავკეტე და ღმად სუნთქვა დავიწყე,სტრესი მაკლდა ახლა და ყველაფერი კარგად მქონდა,თუმცა ამაზე მეტი სტრესი რაღაა,
ლევიათანის მაისური და შორტები სწრაფად გავიხადე,ჩემი თხელი მაისური და შარვალი სწრაფად ჩავიცვი,ნერვიულად დაბორიალობდი ოთახში,ფრჩხილებს ერთმანეთზე ვატკაცუნებდი,ნერვებმა კინაღამ მიმტყუვნა.
ლევიათანს ჩემი სიკვდლილი რაში გამოადგება?აქედან როგორ გავაღწიო?ვის უნდა ვენდო?
მთლიანად ქაოსს დაესადგურა ჩემის გონებაში.
-ასე რის გამო ღელავ ლიზი?
უეცრად შევკრთი,ძარღვებში სისხლი გამეყინა,ხმა ვერ ვიცანი ვისი იყო,ირგვლივ მიმოვიხედე და ჩემს საწოლზე წამოწოლილი ახალგაზრდა ქალბატონი დავლანდე.
წამოიმართა,და სწრაფი ნაბიჯებით მომიახლოვდა,შავგვრემანი ხუჭუჭა,მაგრამ ლამაზი შესახედაობის იყო,მულატი იყო,ალბათ ადამიანი ქინებოდა.
-არა ადამიანი არ ვარ ლიზი..-ფართოდ გარღიმა,მე კიგავოცდი,ახლა კი უეჭველი ვიცოდი თუ ვინც იყო,ერათ-ერთი დავემული ანგელოზი,კვლავ ეშმაკისეული.
-ბოდიშს გიხდი შენს გონებაში შემოჭროსთვის,მინდა გითხრა რომ ეს საკმაოდ რთული იყო,იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ადამიანი ხარ,ან არცხარ.
-ვინ ხართ?
-მე ავრორა ვარ,დედაშენის საუკეთესო მეგობარი და ასევე ის ვინც აქედან გაღწევაში დაგეხმარება!



№1 სტუმარი სტუმარი Lanaa

Auu rogorc ikna gamochndi agar daikargo raa

 


№2 სტუმარი ))))

იმოს კვალობაზე რო დიდხანს გელოდეთ პატარა თავიაა მაგრმ საინტერესოო .. იმედია მლე დადებბ ვეკოდები მოვლენების განვითარებას

 


№3  offline წევრი LiZzyCh

სტუმარი Lanaa
Auu rogorc ikna gamochndi agar daikargo raa



❤️❤️❤️❤️❤️

))))
იმოს კვალობაზე რო დიდხანს გელოდეთ პატარა თავიაა მაგრმ საინტერესოო .. იმედია მლე დადებბ ვეკოდები მოვლენების განვითარებას


ამ დღეებში ავტვირთავ ახალ თავსაცც❤️

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

აუ გელოდებით. ნუ აგვიანებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent