შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XII


25-05-2021, 11:18
ავტორი ciracira329
ნანახია 161

თავი XII
სამმართველოში ზურაბ ლომაურს არჩილ ჩოხელი დახვდა.
– რაშია საქმე, არჩილ? – შესვლისთანავე შეეკითხა ზურაბი.
– ამ ათიოდე წუთის წინ მაიორმა დარეკა, რომ მის ტერიტორიაზე ქალის გვამია აღმოჩენილი, რომელსაც მარცხენა ხელზე უსახელო თითი აქვს მოჭრილი, – მოახსენა ზურაბს არჩილმა.
– მართლა? ნატო სულიაშვილის გვამი ხომ არ არის?
– ალბათ. როგორ მიბრძანებთ? მე წავიდე თუ...
– არა, ჩემი წამოსვლაც იქნება საჭირო. თან შენ და ხუტა გაწერელია გამომყვებით. ახლავე დაიბარე სამეცნიერო-ტექნიკუ რი განყოფილებიდან ექიმი და ფოტოგრაფი, – გასცა განკარგულება ლომაურმა.
– მე უკვე დავიბარე ისინი, – უპასუხა ჩოხელმა.
– გამოიძახეთ მაიორი ივანიძე და კაპიტანი ნოდია.
– მაიორს უკვე ველაპარაკე ტელეფონით, ალბათ ახლავე გაჩნდება აქ, კაპიტნისათვის კი არ შემიტყობინებია.
– აცნობეთ მასაც. მე სამმართველოს უფროსს მოვახსენებ საქმის ვითარებას. ჩემს დაბრუნებამდე აქ იყვნენ ყველანი. ვიდრე ზურაბ ლომაურმა მოახსენა სამმართველოს უფროსს და გამგზავრების ნებართვა აიღო, თანამშრომლები უკვე მოგროვდნენ განყოფილებაში.
– ამხანაგო მაიორო, – მიმართა ივანიძეს ზურაბ ლომაურმა, მაიორ ირემაძეს უცნობებია, რომ ვიღაც ქალის გვამი აღმოუჩენია თავის რაიონში. გვამს მარცხენა ხელზე უსახელო თითი აკლია. ეჭვი არ არის, რომ ნატო სულიაშვილის გვამი უნდა იყოს. მე მივდივარ და თან მიმყავს არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია. ექიმსა და ფოტოგრაფს ველი. როგორც კი მოვლენ, გავემგზავრები. მე ხვალ ნაშუადღევამდე დავბრუნდები, თუ რაიმე გა- რემოებამ არ შემიშალა ხელი, ჩემი მოადგილე შვებულებაშია, ჩემს მაგიერ თქვენ დარჩებით. ზურაბი დაფიქრდა, გადახედა თა ნამშრომლებს და განაგრძო:
– ამხანაგებო, ასე არავის ძებნა არ გაჭიანურებულა, როგორც გერმან ბაზილისა. რა გახდა ეს გერმან ბაზილი, რომ ვერ იქნა და ვერ ჩავიგდეთ ხელში?
ზურაბი გაჩუმდა და ხელახლა გადახედა თანამშრომლებს. ისინი დამნაშავეებივით თავჩაღუნული ისხდნენ და უსმენდნენ უფროსის საყვედურს.
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, თანამშრომლებს ძილი და მოსვენება დაეკარგათ, რაც შესაძლებელი იყო, ყოველი ღონისძიება ჩავატარეთ, – უპასუხა ზურაბს მაიორმა ივანიძემ:
– მე შედეგი მინდა, რეალური შედეგი.
– ის ალბათ უკვე გასულია ქალაქიდან. თავს უშველიდა და სულ გაეცლებოდა საქართველოსაც კი.
– მე კი მგონია, რომ აქ არის. მისი ხასიათის ამბავი რომ ვიცი ჯერ კიდევ გაგვიჩენს საქმეს. ყოველ შემთხვევაში, ამაღამ უნდა იქნეს ჩატარებული კიდევ ერთი ღონისძიება. ამის ჩატარება მე მინდოდა პირადად, მაგრამ ვინაიდან წასვლა მიხდება, თქვენ გავალებთ, ამხანაგო მაიორო, – მიმართა ზურაბმა ივანიძეს, გისმენთ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო.
მე უკვე მაქვს ცნობები, რომ ქოსა ყაზარა დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა, მის ბინაში, როგორც უბნის რწმუნებულმა დაადგინა, დღეს რაღაც მისვლა-მოსვლა იყო. უთვალთვალეთ მის ბინას და საჭირო თუ შეიქნა, გაჩხრიკეთ. ის გარემოება, რომ გერმან ბაზილი დაკავშირებული იყო სანდრო ყარაშვილთან, ეს უკანასკნელი მიმტან ქალ მერისთან, ხოლო მერი კი ქოსა ყაზარასთან, ჭკუასთან ახლო იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ თვით გერმან ბაზილი რაიმე კავშირში უნდა იყოს ქოსასთან. რა მდგომარეობაც არ უნდა იყოს, მერის ხელი არ ახლოთ. ის მე სხვა, უფრო დიდი საქმისთვის მჭირდება. როგორც გითხარით, ჩემთან წამოვლენ არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია. თუმცა არა, ხუტა გაწე რელია აქ დარჩეს. სად არიან იგორ ვოლკოვი და სურენ კონდახ- ჩიანი?
– სპეციალურ დავალებას ასრულებენ, – უპასუხა ივანიძემ.
– გიგა ნათენაძე არ დაბრუნდა მივლინებიდან? დღეს ჰქონდა უკანასკნელი ვადა.
– დიახ, დაბრუნდა, – უპასუხა კაპიტანმა ნოდიამ.
– დაიბარეთ ისიც დაღლილი იქნება, ნამგზავრი, მაგრამ შემდეგ დაისვენებს, არა უშავს რა. ეჰ, გუცა დარბაისელი რომ მყოლოდა აქ...
– აქ გახლავართ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, – კაბინეტში, თავი შემოჰყო გუცა დარბაისელმა.
ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ყველაზე მეტად კი ზურაბ ლომაურს. მართლაც ისე მოულოდნელი იყო გუცას გამოცხადება, რომ ამხანაგები გაკვირვებით შესცქეროდნენ. ზურაბ ლომაური წამოდგა და ხელი ჩამოართვა.
– საიდან, ასე მოულოდნელად? – შეეკითხა იგი.
– პირდაპირ საავადმყოფოდან, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ხვალ უნდოდათ ჩემი გამოწერა, დღეს არ მიშვებ დნენ, მაგრამ იმისთანა აურზაური ავტეხე, რომ მეტი გზა არ ჰქონდათ, გამომიშვეს. როგორც იქნა მეღირსა, თავი დავაღწიე იმ მართლაც და „საპყრობილეს“. შინ მინდოდა წავსულიყავ, მაგრამ გულმა არ მომითმინა, პირველად სამმართველოსაკენ გამოვწიე.
– ყოჩაღ, კარგად მოქცეულხარ, მაგრამ ნაავადმყოფარი რის მაქნისი ხარ? – ღიმილით შეეკითხა არჩილ ჩოხელი.
– ვინა, მე? გაგიგია ქართული ანდაზა, აქლემი ისე არ დაეცე მა, რომ ვირის ოდენა არ აიკიდოსო, – შეუბღვირა მას გუცა დარბაისელმა. ყველას სიცილი აუტყდა.
– ნახე ბიჭი, გიპასუხა თუ არა! – გაიცინა ლომაურმაც.
ხუტა გაწერელიას სიცილისაგან თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ მაინც სცადა ეჩხვლიტა დარბაისელის ათვის არჩილ ჩოხელის მაგივრად.
– ძალიან ნუ გამოიდებ თავს, რაში ვარგიხარ? შენ ახლა, რო გორც ახალფეხადგმული ბავშვი, ისე ხარ.
– ნუ გეფიქრება, ჩემო ხუტა. არ იცი, რომ ახალფეხადგმული ნუკრი კუს მუდამ უსწრებს? – მასაც უკბინა გუცამ.
– ეგ გინდოდა, არა? – კვლავ გადაიხარხარა ლომაურმა. მის ხარხარს სხვებიც აჰყვნენ.
– კმარა, ლაყბობის დრო აღარ არის, შეაწყვეტინა ზურაბმა და ივანიძეს მიმართა, – მაშ ასე, ამხანაგო მაიორო, გამოიყენეთ სამილიციო აპარატი. სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ იყოლიეთ ქოსა ყაზარას ბინა და მისივე „სამიკიტნო“. ასე ვეძახი სასადილოს, სადაც ის მუშაობს. ყურადღებიდან არ გამოტოვოთ მერის ბინაც, მაგრამ, როგორც გითხარით, თუ განსაკუთრებულმა გარემოებამ არ გამოიწვია, მერის არა თუ ახლოთ ხელი, არც აგ- რძნობინოთ არაფერი. კაბინეტში ექიმმა და ფოტოგრაფმა შემოიხედეს.
– თქვენ უკვე მოხვედით? – შეეკითხა მათ ზურაბი.
– ჩვენ კარგა ხანია აქ ვართ. თანამშრომლებს ესაუბრებოდით და ხელი არ შეგიშალეთ, – უპასუხა ექიმმა.
– აბა, ნუღარ ვაყოვნებთ, შევუდგეთ საქმეს. გიმეორებთ, ფრთხილად იყავით, ხომ იცით, შემოდგომის ბუზები მწარედ იკბინებიან, რადგანაც სასიკვდილოდ არიან განწირული. ერთი მარცხი კმარა. ხომ ნახეთ, ჩვენი გუცა დარბაისელი კინაღამ
„გაგვისხლტა“ ხელიდან. ეცადეთ კარგი შედეგი დამახვედროთ. ზურაბ ლომაური, არჩილ ჩოხელი, ექიმი და ფოტოგრაფი გავიდნენ ეზოში და მანქანაში ჩასხდნენ.
ღამის თერთმეტი საათი იქნებოდა, როცა მილიციის სამმართველოდან მანქანა გავიდა, ჩქარა ქალაქი უკან მოიტოვა და უკვე დიღმის ვაკეზე მისრიალებდა.
მთვარის ქათქათა სხივები ვერცხლისფრად ეფინებოდა მთის კალთებს. ამ დაცემულ ველს მთები თითქოს დარაჯად დასდგომოდნენ.
ზურაბ ლომაურის ცხოვრებაში იშვიათი იყო ისეთი მომენტები, როდესაც იგი ავაზაკების წინააღმდეგ საბრძოლო კომბინაციებზე არა ფიქრობდა. იგი მართლაც იშვიათად აქცევდა ყურადღებას ბუნების მშვენებას, მისი ფიქრი და აზრები მუდამ ერთ საკითხს დასტრიალებდა, როგორ დაეწყო საქმე, რომ მისი ყურადღებიდან არ გამოპარულიყო დამნაშავე პირთა არც ერთი მოქმედება. წიგნების კითხვის დროსაც კი რაც არც ისე ხშირად უხდე ბოდა დროის უქონლობის გამო, მხოლოდ იმ ადგილებს დაეძებ და, რომლებიც მას მუშაობის პროცესში პრაქტიკულად გამოადგებოდა. იცოდა, ცალმხრივი იყო მისი ასეთი საქციელი, გრძნობდა რომ მას უფრო უნდა გაეშალა შეგრძნების არე და არ შემოფარგლულიყო ერთი საკითხით. მისი ასეთი სულისკვეთება თანამშრომლ ებსაც გადაედო. მას უკვე ეგონა, რომ გატლანქდა, გაუხეშდა, რომ მასზე ვეღარავითარი სილამაზე და მშვენება ვეღარ იმოქმედებდა. ვინ მოსთვლის რამდენჯერ უმოგზაურია ასეთსავე წყნარ ღამეში, მას საქართველოს თითქმის არც ერთი კუთხე-კუნჭული არ დარჩენია მოუვლელი, მაგრამ არასოდეს ისე არ დამტკბარა ღამის თავისებური მყუდროებით, როგორც ახლა. ის მოჯადოებულივით შეჰყურებდა მთვარის სხივებით განათებულ მი დამოს, მანქანა მტვრის მარჯვენა ნაპირზე მიჰქროდა. აგერ ზაჰესიც. მანქანამ ხიდზე გადაირბინა და მტკვრის მარცხენა მხარეს გავარდა, გვერდზე ჩაუქროლა არსენა ოძელაშვილის ძეგლს და მცხეთაში შეიჭრა, მალე მცხეთაც უკან ჩამორჩა. დაღლილ ზურაბს ჩასთვლიმა.
შუაღამე გადასული იყო, როდესაც ზურაბ ლომაურის მანქანა რაიონის ცენტრში მივიდა და სამილიციო განყოფილების წინ გა ჩერდა.
სამილიციო განყოფილებაში მხოლოდ მორიგე და ორი მილიციელი დახვდათ.
– განყოფილების უფროსი შინ არის? – შეეკითხა მორიგეს ლომაური.
– ბოდიში, თქვენ ვინ ბრძანდები? – იკითხა მორიგემ, მაგრამ არჩილ ჩოხელს თვალი რომ მოჰკრა, იცნო, მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა ეს მოულოდნელი სტუმარი და უპასუხა, ამხანაგი მაიორი, სახლში გახლავთ, პირველ საათზე წავიდა. ახლავე დავურეკავ.
მორიგემ ტელეფონით დარეკა მილიციის უფროსის ბინაზე, მაგრამ ზურაბ ლომაურმა არ დააცადა ლაპარაკი. ყურმილი გამოართვა და ჩასძახა:
– თამაზი ხარ? მე ვარ ზურაბ ლომაური, ჰო, ეს იყო ახლა ამოვედი, კარგი, აბა შენ იცი, გელი.
სულ რაღაც ათი-თხუთმეტი წუთის განმავლობაში გამოცხადდა განყოფილებაში მილიციის უფროსი მაიორი ირემაძე.
– სიმართლე გითხრა, ზურაბ, ამ შუაღამისას არ ველოდი, მეგონა დილას მოხვიდოდი, მიმართა თამაზ ირემაძემ ზურაბ ლომაურის მისალმების შემდეგ.
– განა არ იცი ჩემი ხასიათი! დილამდე რა მომასვენებდა, რომ არ წამოვსულიყავი, – უპასუხა ღიმილით ზურაბმა და განაგრძო,
– აბა, მომიყევი რაშია საქმე? ვისი გვამი აღმოაჩინე? ექიმ ნატო სულიაშვილის გვამი ხომ არ არის?
– გვამი ვისია, ჯერ არ ვიცი. ისეა დაზიანებული, რომ ამოცნობა შეუძლებელია. თუ სახის რესტავრაცია არ მოხდა, ძნელი იქნება ამ საკითხზე პასუხის მოცემა, ერთადერთი გარემოება, რომელიც მაფიქრებს, რომ გვამი ექიმ სულიაშვილისა უნდა იყოს, ის არის, რომ მარცხენა ხელზე უსახელო თითი არა აქვს. ეს კი, მგონი, ბევრს ლაპარაკობს.
– უსათუოდ, ჩემო თამაზ. ეს ფრიად მნიშვნელოვანი დეტალია. უფრო მეტიც, ეს მთავარია. როგორ აღმოაჩინეთ?
– უბნის რწმუნებულმა ივაჟკაცა. მას შემდეგ, რაც ამ ყმაწვილმა, არჩილ ჩოხელმა თავისი „ნანადირევი“ თითით ამისთანა სახათაბალო ამბავს გადაგვკიდა, მოსვენება აღარ მქონდა. წარმოგიდგენია, დღე და ღამ არ მეძინა, ვიდრე არ მივაღწიე ისეთ მდგომარეობას, რომ რაიონში სერიოზული დანაშაულის შემთხვევა აღარ მქონდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ჯგუფი გავთოკე, შეწყდა ძარცვა-გლეჯა, აგერ, მოულოდნელად, ასეთი სერიოზული დანაშაული გამოვლინდა – ძარცვა მკვლელობით. ჰოდა, ამის შემდეგ რა მომასვენებდა, მთელი ოპერატიული შემადგენლობა ფეხზე მყავდა დაყენებული, უბნის რწმუნებულს კატეგორიულად დავუსვი საკითხი, რაც არ უნდა დაჯდომოდა, რა ზომებიც არ უნდა მიეღო, გვამი ყოველ მიზეზგარეშე აღმოეჩინა. ის საწყალი, მართლაც თავგადაკლული დარბოდა, დაეძებდა, კითხულობდა, მაგრამ ამაოდ. როდესაც შევიტყვე, რომ ნატო სულიაშვილი არავის მოუკლავს და ის ნამდვილად ჩასულა ყამირ მიწებზე სამუშაოდ, დავმშვიდდი, უბრალო საქმე ხომ არ იყო? ასეთი დიდი დანაშაული მეხსნებოდა კისრიდან. მაგრამ თითი? რა ეშმაკმა გააჩინა უღრან ტყეში? ციდან ხომ არ ჩამოვარდებოდა ის ოხერი? შემდეგ გადავწყვიტე, ალბათ სანატორიუმის რომელიმე დამსვენებელი გახდა ძარცვის მსხვერპლი და ავაზაკებმა ისე დააშინეს, რომ ჩვენთან არაფერი განაცხადა. გული მაინც საგულეს არ მქონდა. ამას წინათ თქვენ რომ თქვით, შესაძლებელია ნატო სულიაშვილი ნამდვილად იყოს მოკლული, ხოლო ყამირ მიწებზე კი მისი სახელით სხვა პიროვნება ჩასულიო, ეს მოსაზრება უეჭველად ჭკუასთან ახლოს იყო და მეც ხელახლა დავიწყე ძებნა. გუშინ დილით გამოცხადდა ჩემთან უბნის რწმუნებული და მაც ნობა, რომ საეჭვო ადგილს მიაგნო, იქ ვიღაც უნდა იყოს დამარხულიო. უბნის ჩვეულებრივი შემოვლის დროს იგი წასულა მწყემ სებთან, ჩაუვლია წისქვილთან, სოფელ ნატბეურიდან სამი კილომეტრით რომ არის დაშორებული, მდინარის პირას. დიდ მუხასთან ცხენიდან ჩამომხტარა და შეუსვენია. სხვა დროსა და გა- რემოებაში შეიძლება არ მიექცია ყურადღება, ახლა კი, როდესაც მისი ფიქრი და გონება მუდამ ექიმ ნატო სულიაშვილის საფლავის აღმოჩენის საკითხს უტრიალებდა, ყურადღება მიუქცევია პატარა ბექობისათვის. უფიქრია, აქ ხის ქვეშ ხშირად ვისვენებდი, აქ არავითარი ბექობი არ იყო და ახლა საიდან გაჩნდაო. დაუწყია მიწის ჩიჩქნა, ერთი ლოდიც გადაუგორებია და დაუნახავს ფეხსაცმლის ჭვინტი. მაშინვე წაუფარებია ლოდი და გამოქცეულა ჩემთან. მე, რა თქმა უნდა, იმავე წუთს გავემგზავრე თანამშრომლები, ადგილზე, ამოვთხარეთ, გვამი იყო, ვიცოდი თქვენ დაინტერესდებოდით არა მარტო გვამით, არამედ ადგილმდებარეობითაც, ამისათვის გვამი არ გადმოვასვენე, უკანვე წავაყარე მიწა და დაუყოვნებლივ გაცნობეთ ამის შესახებ: თუ არ მოხვიდოდით, იმ შემთხვევაში ვაპირებდი წამეყვანა რაიონის ექიმი და ფოტოგ რაფი და წავსულიყავ გვამის გადმოსასვენებლად.
– ხომ არავის შეუმჩნევია თქვენი მოქმედება? – შეეკითხა, ზურაბი.
არავის, გარდა მოხუცი მეწისქვილისა, რომლის წისქვილიც იქვე ახლოს არის ხევში. იმავე მეწისქვილეს დავავალე თვალყურის დევნება ჩვენს მისვლამდე. დავპირდი, რომ დილით აუცილებლად მივიდოდი.
– მეწისქვილე სანდოა?
თამაზ ირემაძემ გაკვირვებით შეხედა ზურაბ ლომაურს, თითქოს ეკითხებოდეს, რა თავში იხლის ბერიკაცი გახრწნილ გვამსო, მაგრამ მაინც უპასუხა:
– ყოველ შემთხვევაში, დღემდე არაფერი შემიმჩნევია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ მისი შვილი დაპატიმრებულია ძარცვაზე. ნუ გეფიქრებათ, ბერიკაცი ვერაფერს გაბედავს. ზურაბმა საათს დახედა, გათენება მოტანებული იყო.
– კარგი, ორიოდე საათში შევისვენოთ და დავუდგეთ გზას. მზის ამოსვლამდე ადგილზე უნდა ვიყოთ. შორს არის?
– ნახევარი საათი არც კი დაგვჭირდება, – თამაზ ირემაძე დაფიქრდა და განაგრძო, – მე მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ სახე ძალზე დაზიანებულია და შესაძლებელი იქნება თუ არა მისი აღდგენა!
– ფიქრი ნუ გაქვს. ჩონჩხიდან აღგვიდგენია სახე და გადაგვიღია სურათი, მერე იმისთანა სურათი, რომ გეგონებათ ცოცხალი მდგარიყოს ფოტოაპარატის წინ, – დაამშვიდა იგი ზურაბ ლომაურმა.
თამაზ ირემაძემ ზურაბ ლომაური შინ მიიპატიჟა, მაგრამ ლომაურმა უარი უთხრა:
– რას ამბობ. ამდენი ხალხი სად წავალთ? არა გვიშავს რა, ორიოდე საათს აქაც მოვთავსდებით შენს კაბინეტში და სამორიგეოში. ხომ იცი, ჩვენ როგორც ფრონტზე, ისე ვართ, იქ კი ყურთუკის ბალიშზე არ განისვენებენ. სასტუმროში შეიძლებოდა, მაგრამ არ ღირს, გვიან არის.
არჩილ ჩოხელმა პატარა ჩანთა გახსნა და იქიდან სანოვაგე ამოალაგა.
– ამხანაგო პოდპოლკოვნიკი, მე თითქოს მომშივდა და მგო ნია არც თქვენ უნდა იყოთ მაძღარი. ნუ დამიწუნებთ და ამ პატარა პურმარილზე მეწვიეთ, – მიმართა მან ზურაბს.
– ხედავთ, თამაზ, რა წინდახედული თანამშრომლები მყავს?
– გაიხუმრა ზურაბ ლომაურმა, – ამ ყმაწვილმა სადილობის საშუალებაც კი არ მომცა, ეს ამბავი მაცნობა და სადილი დამავიწყა. ახლა თავისი ყველითა და პურით აპირებს გამოისყიდოს დანაშაული.
– ყველი და პური, კეთილი გულიო, ნათქვამია, – შეესიტყვა არჩილი.
– კეთილი გული ძალიან კარგი რამ არის, ჩემო არჩილ, მაგრამ კეთილი გულით მშიერი კუჭი რომ არ ძღება, განა არ იცი?
– ყველი, პური, კეთილი გული, ძეხვი, ცოცხალი თევზი და ეს დალოცვილი პილატეს ცრემლები მგონი არ აწყენს ცარიელ კუჭს.
– კარგია, კარგი, ეს ქართული ჭაჭა ოთხვარსკვლავიანს მირჩევნია.
თამაზ ირემაძე, უყურებდა, იშმუშნებოდა, თავს დარცხვენილად გრძნობდა, რომ ამ უდროო დროს არა ჰქონდა საშუალება გამასპინძლებოდა დაღლილ სტუმრებს.
რიჟრაჟი მოახლოებული იყო, როცა რაიონიდან ორი ავტომანქანა გავიდა, თამაზ იმედაძემ თან წაიყვანა ოპერატიული მუ შაკი და უბნის რწმუნებული, რომელმაც აღმოაჩინა დამახინჯებული გვამი; მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული, როდესაც მანქანები მიუახლოვდნენ ბებერ მუხას. მანქანებიდან გადმოვიდნენ და თვალწინ განსაცვიფრებელი სურათი წარმოუდგათ: მუხაზე თოკით მიკრული იყო მოხუცი მეწისქვილე, რომელსაც პირში ჭუჭყიანი ჩვარი ჰქონდა ჩაჩრილი. ბექობი გადათხრილი იყო და გვამი აღარსად სჩანდა.
ყველა გაკვირვებული შესცქეროდა ამ სურათს, უბნის რწმუნებულმა თოკი შეხსნა და მეწისქვილე ცარიელ ტომარასავით გაიშხლართა მიწაზე. იგი გულწასული იყო. ექიმმა მოიყვანა გონზე, პირიდან ჩვარი ამოაცალა, მოხუცი წამოჯდა, გაშტერებული თვალებით მიმოიხედა, თავი ხელებში ჩაჰკიდა და ამოილუღლუღა:
– მტკივა... ძალიან მტკივა...
ექიმა გასინჯა მეწისქვილე, მას თავზე სისხლი ჰქონდა შემხმა რი, ეჭვი არ იყო, რაღაც ბლაგვი საგანი ჰქონდა დარტყმული, შეიძლება კეტი, შეიძლება ქვაც ყოფილიყო.
ზურაბ ლომაური, თამაზ ირემაძე და არჩილ ჩოხელი შეუდგნენ იქაურობის დათვალიერებას. მიცვალე ბული ღრმად არ იყო დაფლული, ისე, რომ მისი ამოღება მიწიდან არ წარმოადგენდა დიდ სიძნელეს, ამას ადასტურებდა თვით ნათხარის სიღრმე, ორმოდან ამოყრილ მიწაზე ფეხის კვალი არ ემჩნეოდა. საფიქრებელი იყო, რომ ბოროტმოქმედმა ყოველგვარი კვალი წაშალა ნათხარ მიწაზე.
თვით მუხასთან ოდნავ შესამჩნევი კვალი იყო შიშველი ფეხისა, საფიქრებელი იყო აგრეთვე ისიც, რომ ერთი კაცი ვერ, იმოქ მედებდა, საჭირო იქნებოდა ორი კაცი მაინც. მდინარის პირი რიყიანი იყო, სადაც უკვე ძნელი იყო კვალის დადგენა. მდინარის მეორე ნაპირის დათვალიერებამაც ვერ გამოავლინა ვერაფერი, ერთი რამ გახდა ცხადი: გვამი ტომრით წაუღიათ, რადგანაც სამარის პირას ფქვილი ეყარა.
არჩილ ჩოხელი მდინარეს აჰყვა, დანარჩენები კი დაბრუნდნენ მუხასთან, სადაც ექიმი მეწისქვილეს თავს უხვევდა.
მეწისქვილის დაკითხვა ჯერჯერობით შეუძლებელი იყო. არც ერთი მოსულთაგანი არ მოელოდა ასეთ ამბავს. არა თუ არ მოელოდა ვერ წარმოიდგენდა. წისქვილი სულ სამასიოდე მეტრის მანძილზე, ხევში იყო. გადაწყვიტეს იქ მიეყვანათ ბერიკაცი და როგორც კი გონზე მოვიდოდა და აზროვნებისა და ლაპარაკის უნარი დაუბრუნდებოდა მაშინვე გამოეკითხათ თუ რა მოხდა.
უბნის რწმუნებული და რაიონის სამილიციო განყოფილების ოპერატიული მუშაკი ბერიკაცს მხრებში შეუდგნენ და წაიყვანეს. წინ ზურაბ ლომაური და თამაზ ირემაძე მიდიოდნენ. ორივე თავ- თავიანთ ფიქრებში იყვნენ ჩაფლული და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდნენ.
– ვინ, როგორ, რატომ?.. ორივეს მხოლოდ ეს აზრი უტრიალებდა თავში. ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდნენ.
„ვის რაში სჭირდებოდა ნახევრად გახრწნილი გვამი? რას ერჩოდნენ ბერიკაცს, რომ თავში დაარტყეს, პირში ჩვარი ჩასჩარეს და ხეზე მიაკრეს? თითქოს არავის დაუნახია, როდესაც მილიციის მუშაკებმა მიაგნეს და ამოთხარეს გვამი. ერთადერთი მოხუცი მე წისქვილე იყო ამისი მოწმე და მასვე დაევალა ყურადღების მიქცევა. ამ ადგილას გზა არ გადის, ამ დროს, შემოდგომისას, იშვია თად თუ ვინმე გაივლის, გარდა ზოგიერთი მენახირის ან მწყემსისა. მაშ რაშია საქმე? თუ გვამი მოიპარეს, მაშასადამე, ვინმე დაინტერესებულ პირი იზამდა ამას, სანდრო ყარაშვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კაცი კიდევ რაღაცას იფიქრებდა, მაგრამ... სწორედ ეს „მაგრამ“ არის, რომელიც საკითხს უფრო ართულებს, ბუნდოვნად ხდის. საერთოდ ნატო სულიაშვილის ირგვლივ შექმნილ ამბის ბურუსი ვერ იქნა და ვერ გაიფანტა, ვერ მოეფინა შუქი. ვერ გამოვიდა მზის სინათლეზე. რატომ უნდა მოეკლათ ისეთი ცნობილი ექიმი, როგორიც ნატო სულიაშვილი იყო და რომელმაც, როგორც მთელ რიგ მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, არა მარტო სანატორიუმის თანამშრომლების, არამედ ახლო-მახლო სოფლების და საერთოდ მოსახლეობის სიყვარული და პატივის ცემა დაიმსახურა? გაძარცვის მიზნით? მაგრამ მას თვლიან ბეჭდისა და მაჯის ოქროს საათის მეტი სხვა ძვირფასეული რომ არაფერი გააჩნდა! ვინ მოჰკლავდა? სანდრო, ყარაშვილი ამას ვერ მოახერხებდა. გერმან ბაზილი? მაგრამ ისეთი ფართო გაქანების ავაზაკი ნუთუ ჩაიდენდა ამას? თუმცა, ვინ იცის, თბილისში ხომ წვრილმან დანაშაულებებს არ თაკილობდა, როდესაც ქუჩებში ძარცვავდა ხალხს! მაგრამ არა, გერმან ბაზილიც რომ ყოფილიყო მკვლელი, ის ასე მალე საიდან შეიტყობდა, რომ გვამი მიგნებული იყო, ან რატომ გაიცხელებდა თავს გვამის მოპარვისათვის? ის ამ ამბავს ყურადღება სრულიად არ მიაქცევდა. ჩანს, დაინტერესებული პირი ადგილობრივია ვიღაც. გვამი მან ამოთხარა და წაიღო გასანადგურებლად. არა, აქ სულ სხვა რაღაც ამბავია. უფრო მნიშვნელოვანი, თუკი გვამითაც არიან დაინტერესე- ბული“... ამ საკითხზე თავს იტეხდა ახლა ზურაბ ლომაური. ხევს მიუახლოვდნენ და გადასახედში წისქვილი შეათვალიერეს. განცვიფრებულები გაჩერდნენ. იქ, სადაც წისქვილი იყო, ახლა გარუჯულ კედლებიდან ძელებიღა ბოლავდა. წისქვილი უკვე დამწვარიყო. მოხუცმა მეწისქვილემ ამ სურათს თვალი რომ მოჰკრა, გახევდა. რამდენიმე წამს გაოგნებული იდგა ერთ ადგილას, შემდეგ კი დაიბღავლა, ჩემი წისქვილი, ვაიმე, ჩემი წისქვილი და მოსხლტა, თავის ხნოვანებასთან უჩვეულო სისწრაფით გავარდა წინ, მას უბნის რწმუნებული გამოუდგა, დაეწია, ძლივს დააკავა ბერიკაცი.
– გამიშვით, მეც იქ უნდა დავიწვა, ჩემი წისქვილი, ჩემი საყვარელი წისქვილი! – უცბად მოწყვეტით დაეცა ძირს და ღრიალი დაიწყო.
– საჭირო იქნება ხალხს მოვუყაროთ თავი და გვამი დამწვარ წისქვილში ვეძიოთ, – წარმოთქვა თავის მოსაზრება თამაზ ირემაძემ.
– მერედა, რას მიაგნებ? – შეეკითხა ზურაბ ლომაური.
– სხვა არა იყოს რა, დანახშირებულ ძვლებს მაინც აღმოვაჩენთ, ესეც გამოგვადგება, – უპასუხა მან.
– დამნაშავე ისეთი გამოცდილი ვინმე ჩანს, რომ ის გვამს წისქვილთან ერთად არ დასწვავდა, მას თუ ნახევრად გახრწნილი გვამისა შეეშინდა, არც დანახშირებული ძვლები დააძინებდა მშვიდად. არა, გვამი ალბათ ჯერჯერობით მიმალულია საიმედო ადგილას. როდესაც მიწყნარდება ეს ამბავი შემდეგ გაანადგურებს მას, – დარწმუნებით უპასუხა ზურაბმა.
– კარგი და წისქვილის დაწვა რაღა შუაშია?! – გაიკვირვა თამაზ ირემაძემ.
– იმისათვის, რომ გვამი გაენადგურებინათ, სრულებითაც არ იყო საჭირო წისქვილის დაწვა. გვამის განადგურება სხვა გზითაც მოხდებოდა, წისქვილის დაწვა, ჩემი აზრით, პირდაპირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს გვარის მოპარვასთან და მით უმეტეს განადგურებასთან. ორი რამ: ან მეწისქვილემ თავისი დაუდევრობით და- ტოვა ცეცხლი, რამაც ხანძარი გამოიწვია, ან ბოროტმოქმედმა შურისძიების ნიადაგზე წაუკიდა ცეცხლი და გადასწვა.
– შურისძიების? რა შურისძიების?
– მეწისქვილის მიმართ შურისძიების. იგი ხომ თქვენ გვამის დარაჯად გამოიყენეთ. ბოროტი ადამიანი ჯიბრზე ყველაფერს გააკეთებს. რამდენადაც ვიცი, ამ მეწისქვილისათვის ეს წისქვილი საყვარელ იყო იმითი, რომ იგი მან ააშენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოართვეს, მაინც დარჩა და განაგრძობდა მუშაობას, ეს ერთი; მეორე ის, რომ მეწისქვილისათვის ეს წისქვილი ცხოვრების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. მას უკვე აღარ შეუძლია კოლექტივში მუშაობა, იგი ფრიად ხნიერია ამისათვის. წისქვილში კი მას არ ექნებოდა ბევრი საქმე, ღარებში წყლის მიშვება ან გადაგდება და ბონდის აღება. მისი ხნოვანების პატივისცემით დანარჩენ საქმეს, ალბათ, სოფლელები უკეთებენ. როგორ არის თქვენი პაციენტი? დამშვიდდა? შეუძლია პასუხის მოცემა? – მი- უბრუნდა ექიმს ზურაბ ლომაური.
– ვფიქრობ, რომ შეუძლია, – უპასუხა ექიმმა. თამაზი და ზურაბი მეწისქვილეს მიუახლოვდნენ.
– ძიაკაცო, კარგი იყო არ მომხდარიყო, მაგრამ აღარაფერი ეშველება, წისქვილი დაიწვა, რა ვუყოთ, მაგისათვის თავი ხომ არ უნდა მოიკლა? – მიმართა ზურაბ ლომაურმა.
– ჩვენ ვართ მოწმე, რომ წისქვილის დაწვაში თქვენ არავითარი ბრალი არ მიგიძღვით, დაურთო თამაზ ირემაძემაც.
– გული მტკივა, სიყვარულით ნაზარდ შვილივით მიყვარდა! – ხვნეშით წარმოსთქვა მეწისქვილემ.
– აბა, ახლა მოგვიყევი, რა მოხდა, ვინ დაგარტყათ თავში და ხეზე ვინ მიგაბათ? – ნელ-ნელა შეეკითხა მას ზურაბი.
მეწისქვილე ერთ ხანს დაფიქრებული იყო, თითქოს რაღაცას იგონებსო, შემდეგ დაიწყო,
– ამ ჩვენმა უფროსმა დამავალა თვალყური მედევნებინა იმ მიწისათვის, მუხის ძირას...
– რა იყო იმ მიწაში, იცოდი?
– როგორ არ ვიცოდი, ვიღაც ადამიანი ყოფილიყო დამარხული. როდესაც მილიციამ ამოთხარა, მე დავინახე.
– საიდან დაინახე? წისქვილი ხევშია, ის მუხა კი გორაკის გა დაღმა. რა გინდოდა გორაკზე?
– საფქვავი არა მქონდა. იქით ძროხა გავაგდე საძოვრად და მაშინ დავინახე.
– რაღა დროს საძოვრებია, შემოდგომაა, მალე თოვლს ჩამოჰყრის.
– მალე თოვლს ჩამოჰყრის კი არა, უწინ, მახსოვს ამ დროს მუხლამდე ყოფილა თოვლი. წლეულს რატომღაც დააგვიანა. მინდორში კიდევ არის ნამჯა, ნაწვერალი, სიმინდის კაჭაჭი, საქონელი თავის გამოსაკვებს ჯერ კიდევ მონახავს, ახლავე რომ ზამთრის ულუფაზე დავაყენო, რა ვიცი, გაზაფხული როგორი იქ ნება, ამ საქმეში ყაირათი მუდამ საჭიროა.
– მერე, განაგრძეთ.
– აკი მოგახსენეთ, უფროსმა დამავალა მეთქი თვალყური მედევნებინა, სოფელში ვეღარ ავედი. საღამოს ჩემი შვილიშვილი ჩამოვიდა წისქვილში, ქალაქში მიდიოდა და გამოემშვიდობა. ალბათ სადმე სამსახურში გამამწესებენ და შეიძლება კაი ხანს ვეღარა გნახოო. ის რომ წავიდა, უკვე კარგა შეღამებული იყო, მე გავწიე მუხასთან, რომ დამეთვალიერებინა მონდობილი ადგილი. მივედი, მუხის ძირას ჩამოვჯექი. რა ვიცი, აქ აფთარიც იცის, ვიფიქრე, იმ ოხერმა სუნი არ აიღოს და არ ამოთხაროს მეთქი. ამ ფიქრებში ჩამეძინა. რამდენმა ხანმა გაიარა, არ ვიცი, რაღაცა ხმაურობამ გამომაღვიძა. ის იყო ფეხზე წამოვდექი, რომ თავში რაღაცა დამეცა და გონება დავკარგე, მერე რა მოხდა, აღარაფერი ვიცი, ეს იყო და ეს, თქვენ მოხვედით და გონზე მომიყვანეთ, თორემ ახლაც ალბათ იქ ვეგდებოდი.
– ხმაურობამ რომ გაგაღვიძათ, რა ხმაურობა იყო ადამიანის ლაპარაკი იყო თუ სხვა რამ?
– რა ვიცი, შვილო, ახლაც არა ვარ მოსული გონზე, რაღაც ხმაურობა იყო და რა ხმაურობა, ვერ გეტყვი.
მოხუცმა მეწისქვილემ ამ თავის ჩვენებას ვეღარაფერი დაუმა ტა. ყოველ შეკითხვაზე უარყოფით პასუხს იძლეოდა. ლომაურმა ირემაძე ცალკე გაიხმო და დაავალა:
– თამაზ, თქვენ მოუარეთ აქაურობას, დაწვრილებით გამოიკვლიეთ, ხალხში გადით, იქნებ რაიმე შეიტყოთ. მე კი დავბრუნდე ბი თბილისში. თუ რაიმე მნიშვნელოვანი შეიტყოთ, მაშინვე მაცნობეთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე უმიზნოდ ჩაიარა ჩემმა ამოსვლამ, მაგრამ რას იზამ...
– რა თქმა უნდა, რაც კი შესაძლებელია ყველაფერს გავაკეთებ და თუ რაიმე მნიშვნელოვანს წავაწყდი, სასწრაფოდ დაგიკავშირდებით. წისქვილს დავშლი, იქნებ იქ იყოს რაიმე მნიშვნელოვანი.
– წისქვილი არაფერს არ მოგცემთ, – ზურაბ ერთ წუთს, დაფიქრდა და განაგრძო, – ერთი ეს მითხარით, თამაზ, ეს მეწისქვილე ხომ არ ეშმაკობს. რა ვიცი, სიმულაციის სუნი არ უდიოდეს მთელ ამ ამბავს.
– ო, არა, ზურაბ, რას ამბობ. თავი გასახეთქად განგებ დაუდოს მოხუცმა კაცმა, ეს არც ისეთი ადვილი საქმეა.
– არა, ისე ვამბობ. მაინც მიკვირს. წეღან დამწვარი წისქვილის დანახვაზე კინაღამ ჭკუაზე შეიშალა, ახლა კი ასე ხელად დამშვიდდა.
– მოხუცია, რა ქნას, აბა თავს ხომ არ მოიკლავს! – დაამშვიდა თამაზ ირემაძემ ზურაბი.
ზურაბ ლომაური გულნატკენი ჩაჯდა მანქანაში.
შუადღე გადასულიყო, როდესაც ზურაბ ლომაური თბილისში დაბრუნდა. ასე იყო დაღლილი, რომ გადაწყვიტა შინ მისულიყო, რამდენიმე საათში დაესვენა და მაიორი ივანიძის მოხსენება საღამოს მოესმინა. მძღოლმა მანქანა ზურაბის სახლის წინ გააჩერა.
ზურაბი შევიდა ბინაში და დაღლილ-დაქანცულმა, როცა ტახ ტზე წამოწვა, ერთგვარი სიამე იგრძნო.
– სად ბრძანდებოდი ამდენ ხანს, ვაჟბატონო? – წყენით მილ მართა მას ნუცამ.
– სად ვიყავი და რაიონში. ძალიან ვარ დაღლილი, ნუციკო და გთხოვ მომეც საშუალება ერთ-ორ საათს დავისვენო.
– ჯერ ისადილე და შემდეგ დაისვენე. დაღლილი თორემ, მშიერი კი არ იქნები...
– მშია, მაგრამ ჭამის თავი აღარა მაქვს. სადილი დასვენების შემდეგ იყოს.
– ყველაფერს გემო აქვს დაკარგული შენი გადამკიდე. კერძი გაცივდება, გავათბობ, კიდევ გაცივდება, კიდევ გავათბობ. შენს ლოდინში და ამ გათბობ-გაციებაში ქვაბები გამიფუჭდა, სხვა არა იყოს რა! – უსაყვედურა ზურაბს ცოლმა.
– ქალო, ნუ გააბი მამაო ჩვენოსავით, დამასვენე მეთქი, არ მინდა შენი საჭმელი. ნაქეიფარი დავბრუნდი, ახლაც არ მომეშვები? – გაბრაზდა ლომაური.
– მოიკალი თავი, ვნახოთ როდემდის... – ნუცა ბუზღუნით გავიდა. ზურაბი ისევე გაუხდელი წამოწვა და თვალები დახუჭა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent