შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

“ეშმაკნი” 5 ნაწილი


26-05-2021, 17:45
ავტორი LiZzyCh
ნანახია 236

ავრორას ეჭვისთვალით ვუყურებფი,შემეძლო კი მისი ნდობა?იქნებ მასაც ლევიათანივით ეღალატა ჩემთვის..
-ელიზაბეთ..შეიძლება შენ არ გესმის მაგრამ,შენს სისხლში არის რაღაც რასაც შეუძლია,თავად ნახევარსისხლაც კი ანგელოზის დონემდე მიიყვანოს და მისმაგვარი ძალა უბოძოს...
-გასაგებია,ესყვაფერი მესმის თუმცა რატომ უნდა გენდოთ თქვენ?
-შეგიძლია არ მენდო მაგრამ,ორივეს ერთი და იმავე მიზანი გვამოძრავებს,ის რომ შენი მშობლების მკვლელი ვიპოვოთ!
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი,ერთდროულად ყველა ემოცია მომაწვა და გულში დიდი ტკივილი ვიგრძენი,ჭრილობა რომელიც კვლავ ღიად მქონდა დარჩენილი.
-თქვენ ეს რაში გჭირდებათ, მათი მკვლელის პოვნა?
-ეს შენ არ გეხება!
ავრორა საკმაოდ უცნაური გამოდგა,თითქოს სათქმელს ბოლომდე არ ამბობდა,თუმცა სხვა რაგზა მქონდა აქედან გასაღწევად ფრთები იყო საჭირო,ძალა,გამბედაობა და გასასვლელი გზის ცოდნა,საიდანამ მე მხოლოდ გამბედაობა გამაჩნდა!
ავრორა რამოდენიმე წუთში ოთახიდან გავიდა,მე კი დიდი საფიქრალი დამიტოვა.
როგორ გადავრჩენილიყავი ჯოჯოხეთში სადაც დემონებით სავსე გარემოში ჩემზე თავად ქაოსის ბატონი ლევიათანი და ლილითი დაუნდობელი და ბოროტი,პირველი ცოლი ადამისა.
როგორ შემენარჩუნებინა სიცოცხლე? ეს იყო ახლა ჩემთვის პრიორიტეტი,ის რომ გადავჩენილიყავი,არავის არ უნდა ვებდო,ლევიათანისგან თავი დორს დავიჭირო და რაც მთავარია ლუციფერს უნდა მოვშორდე.
ოთახში იქით-აქეთდავბორიალობდი,მოსვენება არ მეღირსა,განერვიულებულს ფრჩხილები მთლიანად გადამტყდომოდა,მოსვენებას ვერ ვპოულობდი ამიტომაც გადავწყვიტე,განტვირთვის სახით გამესეირნა.
ოთახიდან გამოვედი და ბიბლიოთეკისკენ გავეშურე,ყურადღება არავისთვის მიმიქცევია,კედელთან მდგარი მოსამსახურეები და დემონი მცველები ვერც კი შევამჩნიე,თითქოს არცკი არსებობდნენ ჩემთვისო.
ბიბლიოთეკის კარებშიშევაღე და სრული მყუდროება შევიგრძენი,წიგნების სურნელი და მშვიდი გარემო,მარტო ვიყავი,ამიტომაც აქაურობა ჩემს განკარგულებაში იყო.
გეზი ბიბლიოთეკის ბოლოსკენ ავიღე და ჩემთვის ცნობილ ენაზე დაწერილი წიგნების ძიებას შევუდექი.
ჩემი საყვარელი წიგნი შემხვდა,ღმერთო როგორ მიყვარდა შექსპირის”რომეო და ჯულიეტა” გამოკვირდა აქ რომ შევხვდი,თითქოს ცალკე უმოწყალოდ იყო,ყველასგან შორს,გამორჩეული,მიმზიდველი.
წიგნი მალევე ავიღე ხელში,მთლიანად მტვრით იყო სავსე,გავწმინდე და ბიბლიოთეკის დიდი მაგიდისკენ გავეშურე,წიგნი მაგიდაზე დავდე და მეც მოვკალათდი სკამზე,რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო არასდროს მბეზრდება,ის ამბავია მარადიულ სიყვარულზე და ვნებაზრ,სიყვარულზე რომელიც ვერ შედგებოდა,აკრძქლულ სიყვარულზე რაც ყველას ასე ძალიან გვიზიდავს..როგორ ედემის ვაშლი,რომელმაც ყველაზე დიდი ცოდვა ჩაგვადენინა,განა არ არის ყველაზე გემრიელი აკრძალული ხილი?რაც არ შეიძლება,რისი გაკეთებაც არ შეიძლება,თუმცა ის ყველაზე გემრიელია...
-სიყვარული არის კვამლი, რომელიც აღშფოთებულია შვებით; გაწმენდისგან, ცეცხლის ნაპერწკალი მოყვარულთა თვალში; ზღვის მკვებავივით მოსიყვარულე ცრემლებით: სხვა რა არის? სიგიჟე ყველაზე გონიერი, ხუჭუჭა ნაღველი და შემანარჩუნებელი ტკბილი.

სიტვები რომელიც ამ წიგნიდან იყო,რონელიც რომეოს ეკუთვნოდა,თუმცა ამჯერა ეს არ იყო არც რომეო და არც რომელიმე სხვა...
უეცრად შევკრთი და ხმას მივყევი,დაბალი იმდენად მსუბუქი და ხავერდოვანი ხმა იყო,რომელიც პირდაპირ ჩემს უკნიდან მოდიოდა.
ხმა რომელიც მას ეკუთვნოდა ვისაც სიყვარულის არ სწამს,თავად ლუციფერისგან.
სხეულში რაღაც ვიგრძენი,თითქოს ის არ იყო ისეთი როგორიც მეგონა,თოთქოს მას არავინ იცნობდა..ის ერთი დიდი ამოცანა იყო ჩემთვის...
ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა და ზუსტად ჩემს ცხვირ წინ დადა ლუციფერი,ჟრუანტელმა დამიარა,მისი მოახლოებისას თან შიში მაგრამ ამავდოულად დიდი ვნება მოჰქონდა ჩემთან.ყკან დავიხიე,სახე შევატრიალე და ვეცადე მისი სახე არ დამენახა...
სახე შემომიბრუნა და ხელისგულში მოიქცია,თვალებში ჩამხედა და დაბალი ხმის ტონით დაიწყო...
-შეგიძლია მაპატიო ის რაც გუშინ ჩავიდინე?
გულში რაღაც თბილი ვიგრძენი,თუმცა გუშინდელს ნამდვილად ვერ ვაპატიებდი,ანდაც რატომ უნდა მეპატიებინა მისთვის?
-პატიებას რატომ მთხოვ?
ლუციფერმა გაიღიმა,თავი გვერდულად შემოატრიალა,სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა,აშკარად რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული,თვალები შევჭმუხნე და კარგად დავაკვირდი..
-უბრალოდ მინდოდა სიკეთე გამომეჩინა,სულ ესაა პატარავ...
მისი ხელები მოვიშორე და,გავეცალე.
-პატარას ნუ მეძახი ლუციფერ!
ამჯერად,ძალიან გავცოფდი, მასხრად მიგდებდა,არც კი აინტერესებდა ჩემი გრძნობები და ის რომ მეტკინა..
-ოჰოოო...ვხედავ გამბედაობა მოგმატებია..კარგია,ცოტა საღამოსთვისაც შეინახე.
მისი ირონიული ღიმილი კვლავ სახეზე ჰქონდა,ზურგი მაქცია და ბიბლიოთეკის თაროებს დაუყვა,რაღაცას ეძებდა.
მისი აქ ყოფნა ვერ ავიტანე ამიტომაც წიგნი ხელში ავიღე და ჩემს ოთახს შევაფარე თავი.
საწოლზე კომფორტულად მოვკალათდი და კითხვას შევუდექი.
ნეტა ადამიანს როგორ უნდა შეუყვარდეს ვინმე რომ მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოედგინოს?
განა სიყვარული ეს ტანჯვა არაა სულისა და ხორცის?
ნუთუ სიყვარული ღმერთმა უველაზე დიდ ტანჯვად არ მოგვივლინა ადამიანებს,რომ გვყვარებოდა ის რაც არ შეიძლება,რომ გვყვარებოდა იმისთვს რომ დავტანჯულოყავით...
სიყვარული ეს ყველაზე მომაკვდინებელი გრძნობა,ყველაზე მომაკვდინებელ გრძნობათაგან,ის დიდია შიშზე და ზიზღზე,მეტად დიდი და მრავალფეროვანი.
ყველაზე დიდი სიამვონება კი იცით რაარის?როდესაც ეხები იმ სხეულს რომელიც გიყვარს,ამ დროს მის სულს გრძნობ,ვნება ეს სიყვარულის გამოხატულებაა,როდესაც მას ვერ ეწინააღმდეგები,გრძნობების მორევში ვარდები და მისგან გამოსავალი არ არსებობს.
ვნების გარეშე სიყვარული არაფერია,ისევე როგორც სპილო ხორთუმის გარეშე.

“სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი” – უილიამ შექსპირი

განა საოცარი არ არის ეს გრძნობა,რომელიც ჭკუიდან გშლის და გონებას გიბინდავს?მაგრამ საშიში,რადგან მას ძალუძს ჩაგადენინოს ისეთი რამ რასაც შენი გონება ვერ კი მოიაზრებდა ადრე.
დრო გავიდა,მთვარის შუქი სარმკელს მოდგა,ირგვლივ ყველაფერი წითელმა მთვარემ გაანათა,ჩემსგულში რაღაც მოუსვენრად დაძრწოდა.
თავი ავწიე და წიგნი განზე გადავდე,საწოლზე თავ აღმა დავწექიდა კვლავ ფიქრებით გამევსო მთელი გონება.
მე არ მყავდა არც საყვარელი ადამიანი და არც არავი რომ სიყვარულის გრძნობას შიში გადაეფარა,მთლიანად შიშს ვყავდი მოსილი,მთელს სხეულში,ძვალსა და ძარღვებში გამჯდარი მქონდა,შიში სიკვდილის,სიკვდილი ყველაზე ბნელ და ქაოტურ ადგილას...
ოთახის კარებს ვიღაც მოადგა და წამებში კარებთან მდგარი ლუციფერი დავლანდე,მუქი ფართო მაისური და ნაცრისფერი შარვალი ეცვა,თავზე შავი კეპით კარებში დამდგარიყო და მიღიმოდა,პირი გაოცებისგან ღია დამრჩა,პირველად ვხედავდი მას ასეთ ფორმაში,საკმაოდ სექსუალურად გამოიყურებოდა,მისი დახვეწილი უნაკლო სხეული,და ლამაზი სახე,ნეტა მას უყვარდა ვინმე?თუმცა ლილითი ხო მისი შეყვარებულია,ალბათ უყვარს...ან ერთ დროს უყვარდა კიდეც.
-გახსოვს გითხარი გამბედაობა შეინახე მეთქი?
-აქ რას აკეთებ?
ლუციფერი ოთახში შემოვიდა და კარები მიხურა,ჩემს წინ საეოლთან დაფგა და ხელები ზედ დააწყო,სახეზე უაზრო ღიმილი დასთამაშებდა,ჩემი მდგომარეობით საკმაოდ ერთობიდა.
-მივდივართ,მოემზადე,დედამიწაზე საქმეები გვაქვს!
თვალები გამიბრწყინდა,ბედნიერებისგან საწოლიდან უმალვე წამოვხტი და მომზადება დავიწყე,თან აზრებს ნელ-ნელა ვალაგებდი,როგორც კი დედამიწაზე მოვხვდები გზას ვიპოვი რომ მას ყურადღება გავუფანტო და მამიდასთან წავიდე,შემდეგ აბულადთან და ყველაფერი როგორც იქნა დალაგდება..
კარადიდან ჯინსები და მოკლე მაისური გადმოვიღე,სააბაზანოში შევედი და მალევე ჩავიცვი,თმა ყურს უკან ჩავიყოლიე და ცოტახანი საკუთართავს დავაცქერდი,მამა სულ მეუბნებოდა როდესაც გიყურებ ბებიაშენი მახსენდებაო,მე კი სულ მეცინებოდა ხოლმე,ის კი მიმეორებდა მასავით ლამაზი ნაკვეთები და ნაზი სახე გაქვსო,თვალები მუდამ გინათებს და სულ მზეს ასხივებო,მასსავით ოქროს თმა და ლამაზი ტუჩ ცხვირი გაქვსო...ნეტავ ახლა ეთქვა ეს ყოველივე,ან სულ არ ეთქვა ოღონდ ჩემთან ყოფილიყო.
სააბაზანოდან გამოვედი,
-მზად ვარ!
-კარგი,დაბლა დამელოდე გასასვლელ კარებთან,მალე მოვალ!
მის ნებას დავემორჩილე,იმდენად ბედნიერი ვიყავი რომ კითხვებას აღარ ვსვამდი,ოთახიდან სწრაფად გავედი,დერეფნები სიხარულით გავიარე,კიბეებს დავუყევი და გასასვლელ კარებამდეც მივაღწიე.უზარმაზარი ითახი იყო,წინ ორი სვეტი,რომელბის უკანაც ორი დიდი კიბე ეშვებიდა,ძალიან მაღალი ჭერით,თითქოს თვალს ვერ მიაწვდენდი.
ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი,თუმცა ეს უკვეხანმოჯკე აღმოჩნდა,ოთახში ფეხის ნაბიჯების ხმა მომესმა,ვიღაცის მაღალქუსლიანების ხმა იყო,
ოთახში ლილითი გამოჩნდა,წითელი კაბით,კვლავ შეუდარებლად ლამაზი იყო.
-საით მიიჩქარი ლამაზო?
თვალები ავატრიალე,კვლავ მისი ამაზრზენი საუბარი,რომელიც გველის სისინს წააგავდა,ამჯერად მის მახეში არ გავებმეოდი,ამიტომაც მშვიდად და წყნარად დავიწყე საუბარი
-ლილით,არ ვაპირებ რამის თქმას,მითუმეტეს რომ ეს მე კიარა-ამჯერად ახლოს მივიწიე და ჩემში სარკაზმი ჩავრთე-ეს მე კიარა შენმა შეყვარებულმა უნდა გითხრას,საყვარელი!
ლილითი ბრაზისაგან გაწითლდა,ტუჩები მოკუმა და სახე ერთიანად დაეჭყანა,რამოდენიმე წამში კი კვლავ ჩვეული სახე მიიღო,თუმცა ტუჩის კუთხეები აეწია და სისინით რაღაცას ამბობდა,თუმცა ჩემთვის გაუგებრად.
წუთი-წუთზე ლუციფერიც გამოჩნდა და ლილით იმავე ენაზე რამოდენიმე სიტყვა უთხრა,ლილითმა საპასუხოდ მხურვალედ აკოცა,თუმცა ლუციფერმა მალევე მოიშლრა და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
დიდი რკინის კარები გააღო და მალევე გარეთ აღმოვჩნდით,სიბნელე იდგა,არემარეს ჯოჯოხეთის წითელი მთვარე ანათებდა,საკმაოდ ცხრლოდა,და აქაურობაც უჩვეულიდ საშიშად გამოიყურებოდა,უფრო შემზარადავ,გრძელი ვიწყრო ბილიკი იყო,გვერდით კი ფართო,ბნელი ტყე,შორს ჰორიზონტზე კაშკაშა ნათება მოჩანდა,დიდი ალბათობით ის ზუსტად ის ადგილი იყო სადაც ადამიანებს აწამებდნენ..
-თუ გაინტერესებს გეტყვი რომ მისი კარიბჭიდან იშლება დაბლობი,სადაც იმათი სულები დაფრინავენ,ვინც დიდად არ სცოდავდა,მაგრამ არც რაიმე სიკეთე უკეთებიათ.მთელი ჯოჯოხეთი 9 წრედ იყოფა.თითოეულში კი,სხვადასხვა კატეგორიის ცოდვილები ისჯებიან:
1. პირველ წრეში – მოუნათლავ ჩვილებსა და ალალ მართალ სულებს არ აწამებენ;
2. მეორე წრეში – იტანჯებიან ვინც დაარღვია მცნება “არა იმრუშო”;
3. მესამე წრეში მუცელ-ღმერთებს სამ თავიანი ძაღლი ცერბერი ხორცს აგლეჯს;
4. მეოთხე წრეში – ძუნწები და მფლანგველები უზარმაზარ ლოდებს დაათრევენ;
5. მეხუთე წრეში – მდინარე სტიქსი მიედინება,მის სანაპიროზე ჭაობში მრისხანე და პირქუში ადამიანები ერთურთს ხორცს აგლეჯენ და სულს კორტნიან; სტიქსის იქით ჯოჯოხეთის ქვედა წრეები იწყება: იქ არის ქალაქი დისი,სადაც დემონები ბინძური საქმეების დედამიწაზე ჩადენის შემდეგ ისვენებენ; (ავტორი გენია.ჯი)
6. მეექვსე წრეში – მარადიული ცეცხლით ერეტიკოსები იწვიან;
7. მეშვიდე წრეში – წარმოდგენილია მდინარე ფლეგეტონი (სისხლის მდინარეში),რომელშიც მკვლელების და მოძალადეების სულები ცურავენ.ხოლო მდინარის ნაპირზე,თვითმკვლელების სულების ჯუჯა ხეებათ ქცეული ტყეა.უდაბნოს მხურვალე ქვიშაში კი,სულები ბუნების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებისთვის იტანჯებიან;
8. მერვე წრე – ამფითეატრს წარმოადგენს,სადაც თაღლითების სულებს,დემონები ამათრახებენ და მდუღარე ფისსში ყრიან
9. მეცხრე წრეს კი თავად მე ვნართავ, “ალიონის ბიჭი” –  ლუციფერი (სატანა),რომელიც სჯის ყველაზე საზიზღარ ცოდვილებს – გამყიდველებსა და მოღალატეებს.იგი,მათ მარადიულად ხორცს აგლეჯს და ნაწილ-ნაწილ ჰქნის
ლუციფერს უმეტყველო სახე ჰქონდა,თოთქსო ეს ჩვეული საუბარი იყო და არც ანაღვლებდა.
სული შემიძრა ყოველივე ამის გაგონებამ,ლუციფერი კი კვლავ ღიმილით მიყურებდა,ჩემში რაღაც ნოსტალგიამ დაისადგურა,შემეცოდა ხალხი რომლებიც აქ ეწამებოდნენ.
-ახლა კი დროა წავიდეთ..ახლოს მოიწიე..თვალები დახუჭე..
ლუციფერმა ხელები წელზე შემომხვია და მიმიზიდა,მის მკლავებში ვიყავი მოქცეული,როგორც პირველად,თუმცა ამჯერად საღ აზრზე ვიყავი,ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები,მისი კანის არომატი შევიგრძენი,რაღაც უცხო იყო,რაც თავბრუს მახვევდა და მიზიდავდა,ერთ დიდ მორევში მაგდებდა,მის უნაკლო სხეულს ამოფარებული ვიყავი,ის კი ზემოდან დამყურებდა,მომღიმარი სახით,ჩემში კი სრული ქაოსი იყო,გრძნობების მორევში ჩათრეული ვიყავი,მისი ახლოს ყოფნა თავბრუს მახვევდა,თუმცა მაფრთხილებდა ჩემი ქვეცნოვიერი რომ მისგან თავი შორს დამეჭირა,წამებში ჰაერში აღმოვჩნდი,ერთი დიდი ნახტომივით,თუთქოს ღრუბლებში ავფრინდით,სიმსუბუქეს ვგრძნობდი,იმდენად სასიამოვნო იყო,სახეზე ჰაერი მელამუნებოდა,თვალები დახუჭული მქონდა ამიტომაც ვერაფერს ვხედავდი გარდა სიბნელისა.
შემდეგ კი თვალები გავახილე,ღრუბლებში ვიყავით,დედამიწას დავცქეროდი,თბილისის განათებულ ქუჩებს ვუყურებდი,რაოდენ ლამაზი იყო აქაურობა,როგორ მომენატრა,აქაური სურნელიც კი.
უეცრად მიწაზე აღმოვჩნდით,ჩაბნელებულ ქუჩაში ვიდექით,ლუციფერმა მკლავები მომაცილა.
-აბა..მოგეწონა ფრენა?
გამეღიმა,
-კი,კარგი შეგრძნება იყო.
ლუციფერმა გზა განაგრძო,ბნელ ქუჩას მივუყვებოდით,ირგვლივ არავინ იყო,
გარდა ჩვენ ორისა.
-სად მივდივართ?
-ნახავ!
ნაძირალა,თვითონ თუ არ უნდოდა ისე ერთ სიტყვასაც ვერ დააცდენდი პირიდან,ფრთხილი და გონიერი იყო,გაწონასწორებული თუმცა ფიცხიც.
ლუციფერმა ხმამაღლა გაიცინა,ამის მიზეზს ვერ მივხვდი.
-ელიზაბეთ,ხომ ხვდები რომ ანგელოზი ვარ და შემიძლია შენი ფიქრები წავიკითხო?-გვერდიდან გადმომხედა,მის შავ თვალებში რაღაც ეშმაკურმა გაიელვა,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,ბაგეები გაეხსნა,რაც კიდევ უფრო უხდებოდა,გონებიდან აზრები წრაფად უკუვაგდე,შევეცადე დამებლოკა ჩემი აზრები,გავწითლდი.
-ჩმს გონებაში ნუ იქექები!
-ჰაჰაჰა,უბრალოდ მოვიწყინე,თუმცა შენს გონებაში ბევრად საინტერესო რამ მიმდინარეობს!
ეშმაკურად გადმომხედა,და კარგად ამათვალ ჩამათვალიერა,წარბები მაღლა აზიდა და კვლავ წინ გიხედა
-თურმე ჩემზე რას ფიქრობ...საინტერესოა!
ახლა სირცხვილისგან მართლა გავსკდებოდი,ის მთელი ამ დროის მანძილზე ჩემს გონებაში იქექებიდა და ესმოდა ის რასაც მე ვფიქრობდი!
-გეყოფაა!მე ის მაინტერესებს თუ აწ რატომ წამომიყვანე?
-ჯოჯოხეთში ვერ დაგტოვებდი,ჩემს გარეშე დაუცველი ხარ.
-მაგრამ ლევიათანი ხომ იყო,ბილზებაბი, ან ნებისმიერი შენი მსახური..
-ლევიათანს ზედმეტად ნუ ენდობი,მას ქაოსი უყვარს,ბილზებელი კი შინარ არის.დანარჩეებს კი ვერ ვენდობი,ასმოდეუსი კი ჯერაც არ გაგიცვნია,რადგან ის აქ არის.
-თუმცა ლუციფერ-შუა ქუჩაში გავჩერდი და ისიც გავაჩერე,თვალებში ჩავხედე და მის სახეს დავაკვირდი-ეს შენ არხარ თავდ არხარ ქაოსი და ბოროტება,ნგრევა და სიძულვილი...
ლუციფერს გამომეტყველება შეეცვალა,უმეტყველო სახე ჰქონდა,თვალები ჩვეულებრივზე ბევრად ჩაუბნელდა,სახეზე მკაცრმა იერმა დაუარა,ყბა დაეჭიმა,თუმცა მშვიდი ტონით მომმართა.
-ლევიათანს ნუ ენდობი,მარტო ამას გეტყვი,ერთადერთი ვისი ნდობაც შეგიძლია მე ვარ!
-არა...არა ლუციფერ მე არ შემიძლია გენდო..მას შემდეგ რაც გამიკეთე,არცკი ვიცი რას მოიმოქმედებ წუთში,არვიცი როდის დამესხმევი თავს.
შეიძლება ამჯერად მკლავი იყო მხოლოდ მაგრამ,აწი შემდეგი რაიქნება?
ლუციფემა თვალები ხელისკან წაიყო,შეხვეული ჭრილობიდან,სისხლს ოდნავ გამოეჟონა,მისი თვალები ახლა ჩემსას შეხვდა.
-უნდა ვიჩქაროთ!
ლუციფერი ქუჩას გაუდგა,მეც უკან მივყევი,ხმა არ ამომიღია ისე.
მალე დიდი სახლს მივადექით,მაღალი ჭიშკრითა და ჩაბნელებული ეზოთი.
ლუციფერმა გეზი ამ სახლისკენ აიღო.
ოზეოში აღმოვჩნდით,მთელი ქუჩა ჩაბნელებული იყო,თვითონ ეზოსაც კი არ არ ანათებდა არც ლამპიონი,მხოლოდ მთვარის სინათლეზე იკვეთებოდა ამ სახლის ფორმა.გავჩერდი და ცას ავხედე,რამდენი ხანია რაც ეს ცა არ მინახავს,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა,თეთრი მთვარე და ლურჯი ღრუბლები,ნეტავ კიდევ თუ შევძლებდი მის ნახვას?მინდოდა ეს სურათი კარგად აღბეჭდილიყო ჩემს გონებაში,რომ არასდროს დამვიწყებოდა.
ცაში ვიხედებოდი და ვფიქრობდი,ვიცნებობდი რომ აქ დავრჩენილიყავი თუმცა ეს არცმოხდებოდა.
-არ მოდიხარ?
ჩემი ფიქრებიდან გამოვერკვიე და რეალობას დავუბრუნდი.
ლუციფერს სახლში შევყევი,ირგვლივ ბნელიდა,ამიტამაც ვცდილობდი გვერდოდან არ ჩამოვრჩენილიყავი.წამებში ოთახი განათდა,წინ არისტოკრატული მორთულობის სახლი გადაიშალა,სხვას არც ველოდი,მაღალი ჭერი,დახვეწილი ნივთები,დიდ ბუხარი,ნახატები და შუაგულში კიბე რომელსაც აივანიც კი ჰქონდა რომელიც მისაღებ ოთახს უყურებდა.
აქაურობა სასწაულია!
-ოთახი აირჩიე,ძილი გჭირდება,რამე თუ დაგჭირდება დაბლა ვიქნები.
თავი დავუქნიე და ოთახის ძიებას შევუდექი,მეორე სართულზე ავედი,ოთახი ავარჩიე რომელიც სახლის უკანა ხედს გადაჰყურებდა,ეგრევე საწოლზე დავეშვი და ფანჯრიდან ლურჯცას ვუმზერდი..ნეტავ კიდევ რას მომიმზადებდა განგება?ნეტა ხვალ რაიქნება...როდის იქნება ყველაფერი კვლავ ჩვეულებრივად...
ამასობაში ჩამთვლიმა.
ბნელი ქუჩა იყო,სრული სიბნელე,უკუნითი სიბნელე,შორიდან ხმა ისმოდა,ვიღაც მიხმობდა..
ყურებდი დავცქვიტე და შევეცადე ხმისთვის ყური დამეგდო..
ხმას ნელა მივყევი,თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ადგილიდან არ ვინძრეოდი,რაღაც უსაიმოვნო შეგრძნება დამეუფლა,თითქოს რაღაც მაფრთხილებდა რომ მალე დიდი უბედურება დადგებოდა..
შორიდან ქალი დავლანდე,თეთრები ეცვა,ამიტომაც ადვილი გამოსარკვევი იყო სიბნელეში,მისკენ გავექანე მთელი ძალით,მივრბოდი რომ ლამე მივახლოებოდი...
უეცრად ერთადგილას გავშეშდი და გული გამეყინა,სული თითქოს ამომძვრა და ძველი იარები გამახსენდა,თითქოს მარილი დამაყარეს ჭრილობაზე და კვლავ გამახსენდა ის რაც გამოვიარე,წინდედაჩემის სახე მედგა,თუმცა არა ისეთი როგორიც ადრე იყო ხოლმე,კოშმარებში,ახლა სხვანაირი იყო,თითქოს ცოცხალი იყო,მის თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალს ვხედავდი.
თვალები ამემღვრა,ეს არიყო კოშმარი,რს მართლა დედაჩემი იყო,მისკენ გავექანე და ჩავეხუტე,როგორ მომენატრა ეს გრძნობა,დედის სურნელი და მისი სითბო,როცა დავკარგავთ მაშინ ვაფასებთ!
თითქოს ათასი პეპელადაფრინავდა ჩემში,მიხაროდა ,რომ მომეცა შანსი იმისა,რომ მას კიდევ ერთხელ ჩავხუტებოდი,ოჰ რა მწარეა დედის დაკარგვა,ის მაინც სხვა სიტკბოებაა,ის მაინც სხვაა,ის მზეა რომელიც შენს ცხოვრებას ანათებს,მთვარეა რომელიც ღამის სიბნელეს ფანტავს,ლამპარია რომელიც უკუნით სიბნელეს ანათებს,კომპასია რომელიც გზას გიჩვენებს ჭეშმარიტებისაკენ,ის ხომ თავად ღმერთია დედა...
-მომისმინე ფერიავ.დიდი დრო არმაქვს,ერთ რამეს გეტყვი,სადაც სიბნელეა იქ არის სინათლე...
-დედაა გთხვ გამოცანები არგვინდა...დავიღალე,აღარ შემიძლია..
დედამ ხელებით მომიშორა და შემანჯღრია,სახეზე თბილად დამაკვირდა,თუმცა ეტყობოდა რომ სერიოზულად საუბრობდა..
-ჩვენ უკვე აღარვართ ელიზაბეთ,ახლა მარტო ხარ,იბრძოლე!
დედა მალე ბუნდოვანი გახდა,მხოლოდ ყურში ექოდჩამესმოდა მისი სიტყვები,დედა მალე სიბნელეში თეთრ წერტილად გადაიქცა შემდეგ კი სიბნელე ჩამოწვა,მივსდევდი,ვყვიროდი,ვტიროდი,მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა,მარტო ვიყავიდა უნდა მესწავლა თავის გადარჩენა სიმარტოვეშიც..
-გაიღვიძე ლიზი,გაიღვიძე...კოშმარია,ყველაფერი კარგადაა,დამშვიდდი...
თვალები ნელა გავახილე,თავთან ლუციფერი მედგა,ჩემითავი კალთაში მოექცია და ზემოდან დამყურებდა,სახეზე ნაზად მეფერებოდა,თვალები ცრემლებით სავსე მქონდა და მის სახეს კარგად ვერ ვამჩნევდი.
უფლება მივეცი ჩემთან ყოფილიყო ამ ერთხელ,მისი აქ ყოფნა ძალას მმატებდა,ის მამშვიდებდა და მაწყნარებდა,მისი თვალების შემყურს ყველაფერი მავიწყდებოდა,
მისი ყოფნაც კი საკმაროსი იყო იმისთვის რომ თავი უკედ მეგრძნო,რა მემართება?რატომ მოვლბი?ის ხომ ეშმაკია?თუმცა მისი თვალები სხვას მეტყველებენ...
მის მკლავებს ამოფარებული ვიყავი,მის ძლიერ მკლავებს ვგრძნობდი,მის სხეულს რომელიც მეცებოდა,მის სხეულს და ყოველი კუნთის მოძრაობას,მის წინაშე კი მე უსისური,მარტხელა არსება,დაუცველი,ელიზაბეთი ვიყავი..



№1 სტუმარი Lana

Auu rogor gamaxareee ))) veli sulmoutmenlad axal tavs

 


№2  offline წევრი LiZzyCh

Lana
Auu rogor gamaxareee ))) veli sulmoutmenlad axal tavs


ახალსაცცმალე დავდებ❤️

 


№3 სტუმარი ))))

Kargi iyo momewonaa ♡♡♡♡ geliii sulit da gulit

 


№4  offline წევრი LiZzyCh

))))
Kargi iyo momewonaa ♡♡♡♡ geliii sulit da gulit


მადლობააა❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი )))

როდუდ ი1ნეა ახალი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent