შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მგლის ბილიკი თავი XIII


27-05-2021, 17:00
ავტორი ciracira329
ნანახია 164

თავი XIII
საღამოს ცხრა საათზე ზურაბ ლომაური უკვე თავის კაბინეტში იჯდა და უსმენდა მაიორ ივანიძის მოხსენებას.
– თქვენ რომ წახვედით, მე მაშინვე დავიბარე დანარჩენი თანამშრომლები და განვუმარტე რა ღონისძიებები უნდა ჩაგვეტარებინა, თან მათ თქვენს მიერ მოცემული მითითებებისა, დავუკავშირდი რაიონის განყოფილების უფროსსაც, გავაფრთხილე და ვეწვიე მას. გაუხარდა, როდესაც ჩვენი განზრახვა შეიტყო, დაიბარა ოპერატიული მუშაკები და უბნის რწმუნებულიც, რომელიც იმ უბანს ემსახურება, სადაც ქოსა ყაზარა ცხოვრობს. კონდახჩიანი და ვოლკოვი რესტორანში გავგზავნე, უბნის რწმუნებული და რაიონის ოპერმუშაკი გიგა ნათენაძესთან და გუცა დარბაისელთან ერთად ქოსა ყაზარას ბინას მივუჩინე. ხუტა გაწერელია და სხვები მარქაფში დავიტოვე. ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ვოლკოვმა მაცნობა, რომ რესტორანიდან ერთ-ერთი საეჭვო პირი გამოვიდა და მას მანქანით ქოსა ყაზარას ბინამდე მიჰყვნენ.
როდესაც რესტორანში შევიდა ვოლკოვი, იქ ხალხი არც ისე ბევრი იყო. იგი მიუჯდა მაგიდას, მოითხოვა ლუდი და ძველი ლოთივით დაიწყო წრუპვა, მისი ყურადღება მიიქცია კუთხეში მჯდომმა ბერიკაცმა. ის რამდენჯერმე გამოელაპარაკა მიმტან ქალს, მერის. წარამარა იბარებდა, ხან სასმელი მოსთხოვა, ხან პაპირო სი. საუბრის დროს მერი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და ამან უფრო დააეჭვა ვოლკოვი, მაგრამ იგი კარგა ხანს იმყოფებოდა რესტორანში და იმის შიშით, რომ ეჭვი არავის აეღო მასზედ, გაასწორა ანგარიში და გამოვიდა, ის სურენ კონდახჩიანმა შესცვალა. რესტორნის დაკეტვამდე უთვალთვალეს. დაახლოებით ღამის პირველ საათზე მერი მივიდა მოხუცთან და რაღაც წასჩურჩუ ლა, მოხუცი სწრაფად წამოხტა, ფულის მაგივრად რაღაც ქაღალდი ჩაუდო და გარეთ გამოვიდა. კართან მანქანა იდგა. მოხუცს სიტყვაც არ უთქვამს მძღოლისათვის, გააღო მანქანის კარი და როგორც კი ჩაჯდა, მანქანა ადგილიდან დაიძრა. ჩვენი მანქანა იქვე ახლოს, კუთხეში იდგა, ვოლკოვი და კონდახჩიანი მანქანითვე გამოუდგნენ, შორიახლო მიჰყვნენ ქოსა ყაზარას. როცა წინა მანქანა გაჩერდა, იქიდან მოხუცის მაგივრად გამოვიდა უწვერულვაშო შუახნის კაცი და სასწრაფოდ შევიდა ქოსა ყაზარას ბინაში. ეჭვი არ იყო, ის კაცი გერმან ბაზილი უნდა ყოფილიყო. თუმცა უბანი მკრთალად იყო განათებული, მაინც შეიცნეს იგი. მე, როგორც კი მაცნობეს ეს ამბავი, რაიონის სამილიციო განყოფილების უფროსთან ერთად დაუყოვნებლივ გავემგზავრე ადგილზე. მისვლისთანავე ალყა შემოვარტყი ბინას, გადავწყვიტე გათენებამდე მომეცადნა. რიჟრაჟზე, მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული, ყაზარას ბინიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა ქუჩაში, ჩვენ შენიღბულები ვიყავით, გოგონამ გვერდით ჩაგვიარა. მას ქუჩის ბოლოს ვიღაც დახვდა, რაღაც უთხრა, გოგონა უკანვე გამობრუნდა, შევიდა სახლში არ გავიდა ათი წუთი, ბინიდან ჩემოდნით ხელში ის „მოხუცი“ გამივიდა, რომელიც სურენ კონდახჩიან მა და იგორ ვოლკოვმა ნახეს რესტორანში. ეჭვგარეშე იყო, საქმე გაგრიმულ გერმან ბაზილთან გვქონდა. ჩვენ იგი გავატარეთ. მე ვიფიქრე, გოგონა ბინიდან გამოგზავნილი იყო არა მარტო ქუჩის დასაზვერავად, არამედ იმის გამოსარკვევადაც, მანქანა იყო თუ არა მზად. მე თან მანქანა არ მყავდა, მეშინოდა, ხელიდან არ გაგ ვსხლტომოდა და თანამშრომლები მანქანას დავუახლოვე. იმის შიშით, რომ ქოსა ყაზარას ბინა მხედველობის გარეშე არ დარჩენილიყო, ადგილზე დავტოვე ხუტა გაწერელია და იგორ ვოლკოვი. „მოხუცმა“ მოასწრო მანქანაში ჩაჯდომა და მანქანაც დაიძრა. ჩვენ საბურავებს დავუშინეთ ტყვია, ორი საბურავი დაეშვა და მანქანა გაჩერდა, ყველაზე წინ გუცა დარბაისელი მირბოდა. მანქანიდან „მოხუცი“ გამოვარდა. გუცა უკვე მიახლოებული იყო. მოხუცი შემოტრიალდა, მარცხენა ხელში ბებუთი ეჭირა, მარჯვენაში კი დამბაჩა, არ ვიცი, რატომღაც დამბაჩიდან სროლის მა გივრად ბებუთი გამოისროლა, გუცას მარჯვენა მხარში მოხვდა და ხელიდან დამბაჩა გაუვარდა, „მოხუცმა“ მოასწრო ერთ-ერთ ეზოში შევარდნა, იქიდან აგვიტეხა სროლა. ეზოს რკალი შემო ვარტყით, გიგა ნათენაძე გადაუხტა ეზოში და ესროლა, დასჭრა, მაგრამ დაჭრილი გაგვექცა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ არ ვიცი, ვიცოდი დაჭრილი რომ იყო, სისხლის კვალი მისდევდა, ამ კვალმა მეორე ეზოში შეგვიყვანა და იქ დაიკარგა. დაუყოვნებლივ დავი- ბარე ძაღლი, მანამდე კი იქაურობა გავამაგრე. ძაღლმა კვალი აიღო ერთ-ერთი სახლის სახურავზედაც კი ავიდა, შემდეგ კი კვალი დაიკარგა. ცხადია, სახლების სახურავების საშუალებით მიიმალა, მძღოლმა დააპირა მანქანის მიტოვება და მიმალვა, მაგრამ შევიპყარით. მანქანაში ჩემოდანი აღმოჩნდა, რომელშიც ორი დამბაჩა იყო, ბლომად ვაზნები, სხვა პირადი ნივთები, თორმეტი ათას სამასი მანეთი ფულად. წერილების შეკერა, შპრიცი და მორფის ამპულები. ვგრძნობ დანაშაულს, რომ ვერ გამოვიჩინე საჭირო ოპერატიულობა და ხელახლა გამისხლტა ხელიდან.
– რა ვუყოთ. მეც ხომ გამისხლტა ხელიდან, – დაამშვიდა ზუ რაბმა, – სამწუხარო ეს კი არა, ის არის, რომ ის ალბათ დღესვე გავა ქალაქიდან. მან უკვე იცის, რომ მისი კვალი აღებული გვაქვს და ეცდება, დროებით მაინც, თავი გაგვარიდოს. ახლა კი გაგვიძნელდება მისი ძებნა, ის ალბათ გაეცლება საქართველოს.
– როგორც კი გამოვიდა ბინიდან, მაშინვე რომ შემეპყრო, ეს ამბავი არ დამემართებოდა, მაგრამ მე იგი მანქანამდე მივუშვი იმ მოსაზრებით, რომ დამედგინა, რომელ მძღოლთან ჰქონდა კავშირი. მძღოლი კი ჩავიგდე ხელი, მაგრამ...
– არა უშავს რა, იმასაც მოვნახავთ. როგორც გითხარით, კარ გი ქენით, რომ მერის არ ახლეთ ხელი. უნდა გავაძლიეროთ თვალთვალი მერის მიმართ, დარწმუნებული ვართ, მერი მალე გამოუდგება, მას ჩვენ უნდა მივყვეთ და იგი თავისი ფეხით მიგვიყვანს გერმან ბაზილთან.
ივანიძე დაფიქრდა, შემდეგ თვალები გაუბრწყინდა და აღტაცებულმა მიუგო:
– თქვენ მართალი სთქვით, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ცხადია, მერი თავს არხეინად გრძნობს, ალბათ დარწმუნებულია, რომ ის ყოველგვარ ეჭვს გარეშეა. მართლაცდა, ის თავისი ფე ხით მიგვიყვანს გერმან ბაზილთან.
– აი რა, ამხანაგო მაიორი, ყოველ წუთს მზად იყოლიეთ არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია, ისინი გაჰყვებიან მერის. ორივე მოხერხებული ბიჭია და პირს არ შეირცხვენენ, მე ამაში ეჭვი არ მეპარება.
ლომაური დაფიქრდა და განაგრძო.
– ის, რომ გერმან ბაზილი ხელიდან გაგვისხლტა, შეიძლება უკეთესიც იყოს. მას თავისი ხალხი ყველგან ეყოლება და მისი საშუალებით შეიძლება ბევრი სხვაც დავადგინოთ. გარდა ამისა, კირა ზაბორაც არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან.
მაიორი ივანიძე დამშვიდდა. იმისი შიში, რომ ამ ოპერაციის ჩაშლისათვის უფროსი გაკიცხავდა, გულიდან გადაუვარდა.
– ერთი სიტყვით, დღეიდან ჩოხელიც და გაწერელიაც მომავალი „ტურისტები“ არიან და რაც კი საჭირო იქნება, ყველაფერი მოუმზადეთ. ფული არ დაიშუროთ. ხედავ, გერმან ბაზილმა საკმარისი თანხაც კი დაგვიტოვა მათთვის. ახლა მაინტერესებს ჩემოდანში აღმოჩენილი წერილები, მომიტანეთ აქ. ჰო, მანამდე გამომიგზავნეთ გუცა დარბაისელი. ის ყურუმსაღი ისა, ვინ მისცა მას ასეთი კარგი გვარი, აბა რა არის მასში დარბაისლური? – ხუმრობდა ზურაბი.
რამდენიმე საათის დასვენებამ და შემდეგ ნუცას ხელით გაკე თებულმა გემრიელმა სადილმა კარგ გუნებაზე დააყენა ზურაბი და ეს იყო ალბათ მიზეზი, რომ იგი დღეს აღარ ნერვიულობდა. მართალია, მას არასოდეს არ აშინებდა მარცხი, სასოწარკვეთილებას თავის დღეში არ ეძლეოდა, მაგრამ ერთგვარი ნერვიულობა აღებეჭდებოდა ხოლმე ხანდახან, დღეს კი კარგ ხასიათზე იყო და გადაწყვიტა თანამშრომლებს უფრო ლმობიერად მოპყრობოდა, რას ერჩის მათ, განა ისინი დღეებსა და ღამეებს არ ას წორებენ? განა უშინდებიან გაჭირვებას? ისინი ხომ თვით ტყვიის წინაშეც კი არ იხევენ. აი, თუნდაც გუცა დარბაისელი, მძიმედ დასჭრეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. საავადმყოფოდან გამოე წერა თუ არა, სახლშიც კი არ მივიდა, სამმართველოში გამოცხადდა და ამ დასუსტებულმა ახალგაზრდამ ოპერაციაშიც მიიღო მონაწილეობა, რაღა მარტო გუცა დარბაისელი, განა მას სხვები კი ჩამორჩებიან: ყოველი მათგანი ნაცადი ჰყავს ზურაბ ლომაურს, საქმეში ნაცადი, ბოროტმოქმედთა წინააღმდეგ ბრძოლაში ნაცადი, ტყვიასთან ნაცადი. დიახ, ზურაბ ლომაურს შეუძლია იამაყოს თავისი თანამებრძოლებით, თავის მიერ აღზრდილი და გაწვრთნილი ვაჟკაცებით. განა ისინი ნამდვილი მებრძოლები არ არიან? ისინი ყოველ ჟამს იმყოფებიან უჩინარ ფრონტზე, ყოველ წუთში უხილავ მტერს მოელიან...
– შეიძლება, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო? – მოისმა ხმა და კა ბინეტში მკლავშეხვეული გუცა დარბაისელი შემოვიდა.
– დოყლაპია! – მიაძახა მას ზურაბ ლომაურმა მისალმების ნაცვლად.
გუცა დარბაისელი მიხვდა, რომ უფროსმა მას თუმცა უხეში სიტყვა უთხრა, მაგრამ ეს სიბოროტით არ მოუვიდა და უპასუხა:
– არა, ამხანაგო უფროსო, მე დოყლაპია არა ვარ. ჩემს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება უარესი დამართოდა.
– პირველად რომ დაიჭერი, საკუთარი სისხლი დაღვარე, ახ ლა შენს ძარღვებში ჩემი სისხლიც არის და ვინ მოგცა უფლება ჩემი. სისხლის დაღვრისა. – გაუმეორა ზურაბმა.
– არაფერია, სერიოზული არაფერი. ხელახლა წამიყვანეს საავადმყოფოში, ექიმები გაგიჟდნენ, როდესაც დაჭრილი მნახეს, მაგრამ კიდევ კარგი, რომ იმ „საპატიმროში“ ხელახლა არ დამაწვინეს. აპირებდნენ კი, მაგრამ ვერ მივართვი, იმისთანა აურზაური ავტეხე, რომ საჩქაროდ შემიხვიეს და გამომიშვეს.
– შენ რომ აურზაურის თავი ხარ, დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ერ თი ეს მითხარი, როდის უნდა ისწავლო ჭკუა, რომ უფრო ფრთხილად მოიქცე?
– ადვილი სათქმელია, ფრთხილად მოიქცე. მას მარცხენა ხელში ბებუთი ეჭირა, მარჯვენაში კი დამბაჩა, მე მარჯვნისაკენ მქონდა ყურადღება მიპყრობილი, თუკი ასწევდა დამბაჩას, იქვე გავაგორებდი, მაგრამ ჩვენი მიზანი ხომ მოკვლა არ იყო მისი ცოცხლად შეპყრობა იყო მთავარი. მისი მარცხენა ხელისა მე არ მეშინოდა, ის ხომ ჩემგან რამდენიმე ნაბიჯით იყო დაშორებული, მაშასადამე, ბებუთს ვერ დამკრავდა, როგორც კი დამბაჩის აწევა დააპირა, შევძახე: დააგდე იარაღი თორემ გაგათავებმეთქი და შევმართე დამბაჩა, რომ ამ დროს მარცხენა ხელით, მესროლა ბებუთი და მარჯვენა მხარში ჩამარჭო. რას წარმოვიდგენდი, თუ ის პირძაღლი მარცხენა ხელსაც ისევე ოსტატურად ხმარობდა, როგორც მარჯვენას!
– რამდენჯერ მითქვამს, რომ გერმან ბაზილი ცაციაა. რით ვერ დაიხსომეთ? – გაკიცხა ლომაურმა.
– პირველი გაგონებაა ჩემთვის!
– თუმცა, მართალი ხარ, როდესაც თანამშრომლებს გერმან ბაზილის ჩვევებს ვუხსნიდი, მაშინ შენ საავადმყოფოში იწექი და არ გეცოდინებოდა ეს ამბავი, – სინანულით დაილაპარაკა ლომაურმა, – კიდევ კარგი, რომ გულში არ მოგხვდა, თორემ მაშინ იქნებოდა სეირი.
– ის ალბათ მართლაც ფიქრობდა ჩემს მოკვლას, – მიამიტად წამოსცდა გუცა დარბაისელს.
– რას მელაპარაკები, ნუთუ მართლა? მე კი მგონია, რომ გეხუმრებოდა! – ირონიით მიახალა ლომაურმა.
გუცა დარბაისელი მიხვდა ზურაბ ლომაურის ირონიას, მაგრამ არ შეიმჩნია და განაგრძო:
– როგორც კი უკან გასწია ხელი, მე ინსტინქტურად გადავიხა რე მარცხნივ და ამიტომ მხარში მომხვდა, თორემ ალბათ ახლა აქ არ ვიდგებოდი და არ მოგიყვებოდით ამ ამბავს. შორიდან და ნის სროლა ჩვეულებად ჰქონდათ ზოგიერთ ველურ ტომებს. მე ეს წამიკითხავს სათავგადასავლო წიგნებში, ხოლო, თუ ახლაც ვინმე გამოიყენებდა ამ მეთოდს, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, დანის ასეთი გადასროლისას, საჭიროა დანა წვერით გეჭი როს და არა ტარით, მას კი ბებუთი ტარით ეჭირა. არაუშავს რა, ჭკუის სასწავლებელი იქნება ჩემთვის.
– შენ ახლა ისე დაგაშინეს ავაზაკებმა, რომ ალბათ ოპერაციებზე აღარც კი ივლი, – ეშმაკურად ჩაურტყა სიტყვა ზურაბ ლომა- ურმა და ღიმილით თვალებში შეხედა.
– ვინა, მე? როგორ არა! ახლა უფრო დავუწყებ მათ დევნას და ძვირად დავუსვამ ჩემი სისხლის ყოველ წვეთს.
– ჩემი სისხლისაც. ჩემი სისხლისთვისაც არ დაივიწყო შურისძიება, აბა, კარგი, ლაყბობის დრო აღარ არის. წადი, დაისვენე.
– რა დროს დასვენებაა, ამხანაგი უფროსო, საავადმყოფოში რომ ერთ თვეს ვისვენებდი, განა არ კმარა?
– კმარა, წადი, ახლა არა მცალია, – უკვე მოფერებით მიმართა გუცა დარბაისელს ზურაბ ლომაურმა.
გუცა დარბაისელმა გაუღიმა და გავიდა კაბინეტიდან. ზურაბ ლომაური წავიდა საქართველოს უფროსთან მოსახსენებლად. სამმართველოს უფროსმა მოუსმინა ზურაბ ლომაურს, დაეთანხმა იმ მოსაზრებაში, რომ გერმან ბაზილს თუ მიაგნებდნენ, მხოლოდ მერის საშუალებით, მერე დაუდასტურა:
– მერი იყოლიეთ მეთვალყურეობის ქვეშ და თუკი იგი დააპირებს წასვლას თბილისიდან, და რომ ამას იზამს, მე ეჭვი არ მეპარება, დაადევნეთ არჩილ ჩოხელი და ხუტა გაწერელია, როგორც ამაზე ადრევე შევთანხმდით.
როდესაც ლომაურმა დაწვრილებით მოახსენა სამმართველოს უფროსს ნატო სულიაშვილის გვამის დაკარგვის ამბავი და გაანდო თავისი მოსაზრება, რომ ეეჭვებოდა მეწისქვილე ხომ არ სიმულიანტობს, ინსცენირებას ხომ არ აწყობს, სამმართველოს უფროსი დაფიქრდა:
– სხვა პირობებში შეიძლება გვეფიქრა, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდა ასეთ მდგომარეობას, ვთქვათ იმ შემთხვევაში, თუ მეწისქვილე იქნებოდა დაინტერესებული ნატო სულიაშვილის ამბისა, მაგრამ ამ შემთხვევაში რა გარემოებით უნდა ეხელმძღვანელა მას, რომ მოეწყო ინსცენირება? ის, ჯერ ერთი, საკმაოდ მოხუცია, რომ გარეულიყო მისთანა დანაშაულის ჩადენაში, თუკი რაიმე სერიოზულ გარემოება არ გაუხდებოდა საბაბი. ეს ჯერჯერობით, ჩვენს ხელში არსებული მასალების მიხედვით, გამორიცხულია, ყოველ შემთხვევაში, მთელი ძიების პროცესში მეწისქვილის ფიგურა არსად არ ჩანს. ამრიგად, სხვა რას უნდა დაე ინტერესებინა იგი? ერთი რამ შეიძლება ვიფიქროთ: თქვენ ამბობთ, რომ მეწისქვილეს მიეპარნენ, დაარტყეს თავში რაღაც ბლაგვი საგანი და რომ მეწისქვილეს არ დაუნახავს არაფერი, შე იძლება არ იყოს სწორი. ადვილი შესაძლებელია დაინტერესებული პიროვნება მივიდა მეწისქვილესთან, მაგრამ მეწისქვილემ მას არ დაანება გვამი, თუნდაც იმის შიშით, რომ მას მილიციის უფროსი პასუხს მოსთხოვდა, მაშასადამე, იმ უცნობმა ძალა იხმარა მეწისქვილეზე, ეს უკანასკნელი კი არ ამჟღავნებს მის პიროვ ნებას, შეიძლება შიშით. ყოველ შემთხვევაში მაიორ ირემაძეს საჭირო გაფრთხილება მიეცით, თვალი არ მოაშოროს მეწისქვილეს და მისი ყოველი ნაბიჯი შეისწავლოს.
– მე უკვე დავავალე მაიორ ირემაძეს, ის ნაკლებად როდია დაინტერესებული ყველა ამ ამბით, ისე მტკივნეულად განიცდიდა ამ ოპერაციის ასე მოულოდნელად ჩაფუშვას, რომ თვალს არ მოაშორებს და ყველა საჭირო ღონისძიებებსაც ჩაატარებს, – უპასუხა ლომაურმა.
– კარგი. აი, კიდევ რა, ის თქვენი ქოსა ყაზარა ძალიან საინტერესო ეგზემპლარია. მაგრა მოჰკიდეთ ხელი. ხომ დააკავეთ? – შეეკითხა სამმართველოს უფროსი.
– დიახ. დაკავებულია. ბინის გაჩხრეკამ კი მხოლოდ ერთი გარემოებაზე მიგვითითა: ქოსა ყაზარას ბინაში, ეჭვი არ არის, აზარტულ მოთამაშეთა ბუნაგი უნდა იყოს. ამას მაფიქრებინებს ჯერ ის, რომ ბარე ათიოდე შეკვრა ბანქო იქნა აღმოჩენილი, და კიდევ ბლომად კამათლები, რამდენიმე ნარდიც.
– ეს მეორეხარისხოვანი ამბავია. მთავარია მისი კავშირი გერმან ბაზილთან. აი, რა უნდა იქნეს დაყენებული ყურადღების ცენტრში, – გააფრთხილა სამმართველოს უფროსმა.
– ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მე ეს გარემოება ყურადღებიდან როდი გამომიშვია. საერთოდ. ვწუხვარ, რომ მაიორმა ივანიძემ ვერ გამოაჩინა საჭირო ოპერატიულობა ამ საქმეში, მას ყოველმიზეზგარეშე ქოსა ყაზარას ბინაში უნდა შეეპყრო გერმან ბაზილი, მაგრამ სისხლს მოერიდა, იცოდა, რომ გერმან ბაზილი შეიარაღებული იყო და უსისხლოდ არ დანებდებოდა, ამისათვის შეიცადა დილამდე, რომ ქუჩაში უსისხლოდ აეყვანა იგი, მაგრამ აქაც ვერ გააკეთა ეს საქმე და ხელიდან გაუსხლტა.
– სისხლი კი მაინც დაიღვარა და ისიც უმიზნოდ, – უსაყვედურა სამმართველოს უფროსმა.
– თქვენ მოგეხსენებათ, რომ გუცა დარბაისელი გამბედავი და მოხერხებულია და თუ ამ საქმეში მარცხი განიცადა, ეს იმის გამო, რომ ჯერ ერთი, ნაავადმყოფარი, დასუსტებული იყო და პირდაპირ ღონით ვერ შეებმებოდა იმისთანა მძლავრს, როგორც გერმან ბაზილია; მეორე და მთავარი კი ის, რომ ვერ გაითვალის- წინა გერმან ბაზილის თავისებურება, ის ხომ ცაციაა, მარცხენა ხელს მარჯვენაზე უკეთ ხმარობს. ეს კი მან არ იცოდა. ის არავინ არ გააფრთხილა, ამ შემთხვევაში ნაწილობრივი დანაშაული მეც მიმიძღვის.
კიდევ ერთხანს ისაუბრეს სამმართველოს უფროსმა და ზურაბ ლომაურმა. სამმართველოს უფროსმა დასახა ლომაურის წინაშე მთელი რიგი ღონისძიებები და მათი განხორციელების მტკიცე ვადებიც დაუნიშნა...
ზურაბ ლომაურმა, სამმართველოს უფროსისაგან დაბრუნებისთანავე, დაიბარა მაიორი ივანიძე და უბრძანა მოეყვანათ მასთან ქოსა ყაზარა. მალე ქოსა ყაზარა შემოიყვანეს მერაბ ლომაურის კაბინეტში.
მოხუცი ქოსა ყაზარა ტიპიური გამოსახულება იყო ძველი თბილისის მდაბიო კინტოსი, ამ გადაშენებულ ადამიანთა უკანასკნე ლი ნაშიერი, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ არ ეცვა განიერი შარვალი, ახალოხი, არ ეხურა თავზე „შლაპკა“, არ ერტყა ვერცხლის ქამარი და ლოყაზედაც არ ჰქონდა ხელოვნური ხალი.
შემოსვლისთანავე ქოსა ყაზარამ სცადა თავი შინაურულად დაეჭირა. მოამზადა ლათაიები, რომ ცდილიყო კარგ გუნებაზე დაეყენებინა უფროსი და ამით მოეგო მისი გული.
– გამარჯობათ, უფროსოჯან! – მიმართა ქოსა ყაზარამ და ხელი გაუწოდა.
ზურაბ ლომაურმა ალმაცერად შეხედა მას, გამოწვდილი ხელი არ ჩამოართვა და სკამზე მიუთითა დაჯექით!
ქოსა ყაზარა არ მოელოდა ასეთ დახვედრას. მას თავისი მოხერხებულობის დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ პირველსავე სიტყვაზე რომ მარცხი განიცადა, ცოტა დაიბნა, მაინც იხტიბარი არ გაიტეხა და ღიმილით თვალებში შეხედა.
– ვინ ბრძანდებით?
– ვაჰ, ვერ მიცანით, უფროსოჯან, ყაზარ წყალობიჩი ვარ რაღა, ერთი საწყალი ბებერი კაცი. მართლა, ლოთიანად, ვერ მიცანით? როგორ დავიჯერო, რომ ჩემს დუქანში ჯერ პური არ გეჭამოს, ერთი მარიფათიანი დროება არ გაგეტარებინოთ?
– რომელ თქვენს დუქანში? – შეეკითხა ლომაური ქოსა ყაზა რას და პირველ ხანებში დააპირა აჰყოლოდა მას, ენახა რა შედეგს გამოიღებდა ეს აყოლა.
– ისე ვთქვი რაღა, ჩემს დუქანშინ მეთქი, თორემ მე აბა დუქანი სადა მაქვს. ყველაფერი სახელმწიფოსია, ჩვენი მთავრობისაა. ვენაცვალე ჩვენს მთავრობას, რომ ჩემისთანა ღარიბ და ბებერ ადამიანს არ ივიწყებს და ერთ ლუკმაპურს აჭმევს. მე ხომ ახლა რესტორანჩიკი ვარ, ბუფეტჩიკი რაღა. ერთხელ მიკადრეთ, მო დით, იცი რა პურს გაჭმევთ ჩემი სიყმის მზემ, იმისთანა პურს გაჭ მევთ, რომ აბა რა გითხრათ, ამისთანა პური ჯერ არავის ეჭამოს.
– ყაზარ წყალობიჩ, ერთი ეს მითხარით, ვინ იყო წუხელის ნაშუაღამევს თქვენს სახლში რომ მოვიდა მანქანით და დღეს დილით ადრიან გამოვიდა?
– ვაჰ, ჩემი სახლიდან ადრიანად გამოვიდა უცხო კაცი? უცხო კაცს რა უნდოდა ჩემთან?
– მე ხომ არ მითქვამს თქვენთვის, რომ უცხო კაცი მოვიდა ან გამოვიდა მეთქი. იქნებ უცხოც არ იყო და ძალიან დაახლოებულიც იყო, ეს მე არ ვიცი. ამიტომ გეკითხებით ვინ იყო მეთქი?
– ჩემი სიყმის მზემ, ჩემს სახლში უცხო არც შემოსულა და არც იქიდან დღეს დილით არავინ გამოსულა.
– როგორ არ გამოსულა! – ჩაერია ლაპარაკში მაიორი ივანიძე, – დღეს დილით, მზე ჯერ არც კი იყო ამოსული, ჭაღარაწვერიანი, ყავისფერი პალტოთი, ხელში ჩემოდნით გამოვიდა თქვენი სახლიდან.
– ვაჰ, აი შარი, ტყუილი უთქვამთ თქვენთვის, ახლა, ესაო და ყაზარ წყალობიჩი კარგად ცხოვრობს, ერთ ლუკმასა სჭამსო, შურთ რაღა ჩემი ალალი ლუკმა და ტყუილი ამბები მოაქვთ, რა არის თქვენს თვალში სახელი გამიტეხონ.
– მაშ ტყუილია? არ არის მართალი?
– უფროსოჯან, ჩემი ხნის კაცს სიზმარიც კი დაეჯერება, ახლა მე იმის კაცი ვარ რომ ტყუილი ვთქვა? ტყუილი ვთქვა და მერე აღარ მინდა თვალებში შემოგხედო? გეუბნები, რაღა, ადამიანურად, შარია მეთქი, ნამდვილი შარი.
– მაშ თქვენ ჯერ ტყუილი არ გითქვამთ?
– არა, ტყუილი როგორ არ მითქვამს. ვაჭრობის კაცი ახლა, ხან ტყუილს იტყვის, ხან მართალს, ხან ტყუილად დაიფიცებს კიდეც, მაგრამ ეს სავაჭროში, რესტორანში რაღა. აქ თქვენთან გა ნა გავბედავ ტყუილის თქმას? მე ხომ ვიცი, რომ თქვენთან ტყუილის თქმა არ შეიძლება.
– ჰოდა, რომ იცი, მოგვიყევი ყველაფერი გულახდილად. სულერთია, ჩვენ ყველაფერი ვიცით, – შთაგონებით განუმეორა ზურაბ ლომაურმა.
– რაც არ ვიცი, რა ვთქვა! – გაჯიუტდა ქოსა.
– კარგი, ერთი ეს მითხარი, ყაზარ წყალობიჩ, თქვენი სახლიდან ადრიან დილით პატარა გოგონა რომ გამოვიდა, ასე ცამეტ-თოთხმეტი წლისა იქნებოდა, ცისფერი პალტოთი, ფეხებზე შავი ფეხსაცმელები ეცვა, ჩავიდა ქუჩის ბოლომდე, შემდეგ კი უკანვე დაბრუნდა. ამაზედაც უარს იტყვით?
– ჩემი ეზოდან პატარა გოგო? ერთი პატარა შვილიშვილი მყავს, ჩემი მარგო, იმას უდროოდ სახლიდან გამოვუშვებ? რასა ბრძანებთ.
– დაფიქრდი კარგად. კიდევ გიმეორებ, ჩვენ ყველაფერი ვიცით. ვადას გაძლევ ხვალ დილამდე, იფიქრე. თუ ყველაფერს გულახდილად იტყვი, მაგით ბევრს მოიგებ, იცოდე. თუ არა და შენ თავს დააბრალებ.
– სიყმის მზემ... – გაიმეორა ქოსამ თავის ფიცი, მაგრამ ლომაურმა აღარ დააცალა.
– გეუბნები დაფიქრდი მეთქი. მე ახლა არა მცალია სალაყბოდ. ხვალ დილით ყველაფერი უნდა სთქვა, იცოდე.
– კარგი და რომელ საათზე მოვიდე ხვალ დილით? შემომიშვებენ?
– როგორ თუ შემოგიშვებენ?! – შესძახა ასეთ უტიფრობით განცვიფრებულმა ლომაურმა, – თქვენ იქნებ შინ აპირებთ წას ვლას?
– ვაჰ, აბა სად უნდა წავიდე?
– ჩვენ სტუმრებს ასე ადვილად არ ვუშვებთ. თქვენ ამაღამ ჩვენი სტუმარი ხართ, გაგიშვათ, აბა როგორ შეიძლება, უდროო დროს, გზაში ვინმემ რაიმე უსიამოვნება არ მოგაყენოთ!.. – დასცინა ლომაურმა.
ქოსა ყაზარა მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდა, გაჩუმდა და მაიორ ივანიძეს გაჰყვა უკან.
როცა ზურაბ ლომაური მარტო დარჩა, მანქანაში აღმოჩენილ ჩემოდანს მიუჯდა. მას წინასწარ იცოდა ჩემოდანში რაც ეწყო, ამაზე უკვე მოახსენა მაიორმა ივანიძემ, ამჟამად ყველაზე მეტად იქ ნახული წერილების შეკერა აინტერესებდა.
ზურაბ ლომაურს ერთი გარემოება აფიქრებდა. ისეთი გამოცდილი ავაზაკი, როგორიც გერმან ბაზილი იყო, რატომ ინახავ და წერილებს, განა ყოველი წერილი, თუნდაც უბრალო მოკითხვის, საინტერესო არ იქნება, როგორც ერთგვარი მამხილებელი მასალა მის წინააღმდეგ? განა ამ წერილებით არ შეიძლება დადგინდეს ვისთან რა კავშირი ჰქონდა? მართალია, გერმან ბაზილი წერილებს დაკეტილი ინახავს, მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ჩემოდანს ხომ სადმე სტოვებს? ამისთანა კაცი კი თავის საიდუმლოს არავის გაუმხელს, თვით მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირსაც კი, ასეთი კაცი კედლებსაც კი არ ენდობა.
ზურაბმა შეკვრა ამოიღო. იგი არ იყო დიდი. ზედა ფურცლები შემოაცალა და აპირებდა ამ ფურცლების გადათვალიერებას, რომ მისი ყურადღება მიიქცია კანშემოხეულმა, მოზრდილმა რვეულმა. წარწერაზე დახედა თუ არა, მაშინვე იცნო ექიმ ნატო სულიაშვილის ხელი.
„ნატოს დღიური... ჩემი მოსაზრება გამართლდა“... კინაღამ შეჰყვირა ზურაბ ლომაურმა, სასწრაფოდ მიუჯდა საწერ მაგიდას და რვეული გადაშალა:
რვეულს თავფურცელი და ბოლო ფურცელიც აკლდა. შუაშიც, ალაგ-ალაგ, ბლომად იყო ამოხეული ფურცლები. მაგრამ ეს არა ფერს ნიშნავდა. მთავარი ის იყო, რომ ამ დღიურში ამოეკითხა მას ის სიტყვები, რომლებითაც შეკოწიწებული იყო ის წერილი, რომელიც გიორგი ქურხულის ბინაში აღმოჩნდა. თუკი ეს დადასტურდებოდა, ეჭვს აღარ დაბადებდა ის გარემოება, რომ გერმან ბაზილი უშუალო მკვლელი იქნებოდა არა მარტო ნატო სულიაშვილისა, არამედ გიორგი ქურხულისაც.
ზურაბ ლომაურს ჩაეცინა, კიდევ ერთი უძილო ღამე... აბა, როგორ მოითმენს, რომ ამაღამვე არ გადაიკითხოს მთელი რვეული გულდასმით, განა მოუთმენს გული? ვინ იცის, შეიძლება რვეულში სხვა საინტერესო მასალებიც იყოს, თუმცა, რა უნდა ჩაეწერა ნატოს გარდა პირადი სულიერი განცდებისა? ეს, რა თქმა უნდა, როდი იქნება ინტერესმოკლებული, მაგრამ ზურაბს არ უყვარდა დროის დაკარგვა იმისთანა რამეზე, რაც მას პრაქტიკულად არ მისცემდა საშუალებას გამოემჟღავნებინა ბოროტმოქმედი. აქ მას სჭირდებოდა სიტყვები, მხოლოდ სიტყვები, ისიც ყველა სიტყვები კი არა, განსაკუთრებული სიტყვები.
ზურაბმა დაიწყო დღიურის კითხვა და ბოლოს, ისე გაიტაცა, როგორც ლამაზად, პოეტურად დაწერილმა წიგნმა. იგრძნობოდა, რომ დღიური გაგრძელება იყო, ალბათ არსებობდა წინა რვე ულებიც. დღიური იწყებოდა მხოლოდ იმ დღიდან, როდესაც ნატო ლომისში მივიდა სამუშაოდ. ზურაბისათვის ესეც საკმარისი იყო, მან ხომ კარგად იცოდა ნატო სულიაშვილისა და გიორგი ქურხულის სასიყვარულო თავგადასავალი, გიორგი ქურხულმა ყველაფერი უამბო. არა დაუმალა რა, ისიც კი არ დაუმალა, თუ რაოდენ უკაცურად მოექცა იგი ნატოს ფაქიზ გრძნობებს, რომელმაც მათი გათიშვა და ოჯახის დარღვევა გამოიწვია. კარგად იცოდა ყველაფერი ეს ზურაბმა.
დღიურში ზოგან მშრალი ჩანაწერები იყო, რომლებიც ყოფაცხოვრების წვრილმანებს ეხებოდა, ზოგან კი ისეთი ნაზი თხრობა იყო სულიერი განცდებისა, რომ სტრიქონებიდან ნამდვილად პოეზია იღვრებოდა, სიტყვებში ფაქიზი სული და ნატიფი გრძნობები იყო გადანასკვული ერთმანეთთან. ყველა ეს უდასტურებდა ზუ- რაბს, რაოდენ დიდი ბუნების ადამიანი ყოფილა მისი ავტორი, როგორ სცოდნია მას სიყვარულიც და სიძულვილიც, ეს ორი უკიდურესობა ადამიანის ბუნებისა, მას რწმენა ჰქონდა შებღალული, რწმენა ადამიანებისადმი, რომელსაც სასოწარკვეთილებამდე მიეყვანა იგი, რვეულის ბევრ ადგილას იგრძნობოდა ყინულით გათოშილი და დამზრალი სიყვარული, ნატო უეჭველად მტკივნეულად განიცდიდა სპეტაკი სიყვარულის შეურაცხყოფას და ამის დავიწყება მის ძალღონეს აღემატებოდა. რას იზამ? რამდენადაც დიდბუნებოვანია ადამიანი, იმდენად ღრმადა აქვს გამჯდარი მთელ არსებაში სიყვარულის გრძნობა, იმდენად უფრო ძლიერი განცდებით არის შეპყრობილი.
და აი, ეს პატარა რვეული რომანი იყი, დაკარგული, შეურაც ხყოფილი სიყვარულის ამსახველი, ჭუჭყიანი ხელებით შებილწუ ლი, ფეხქვეშ გათელილი გრძნობების ამსახველი რომანი.
თუმცა ზურაბმა თავდაპირველად გადაწყვიტა ზერელედ გადაეთვალიერებინა და მხოლოდ საჭირო სიტყვები ეძებნა იქ, მაგ რამ ისე გაიტაცა კითხვამ, რომ ფურცელი ფურცელს მისდევდა. ზოგიერთ ადგილებსა და ფურცლებს ხელახლა უბრუნდებოდა და რამდენჯერმე გადაიკითხა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent